კვლევა ჩაატარა მათემატიკის...

19
1 1 საკვლევი საკითხი: ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით იტეგრირებული გაკვეთილის მეთოდის დანერგვის პრობლემა კვლევა ჩაატარა: მათემატიკის მასწავლებელმა გუგული ანანიძემ 2017-2018 სასწავლო წელი

Transcript of კვლევა ჩაატარა მათემატიკის...

Page 1: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

1

1

საკვლევი საკითხი:

ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღებისათვის საჭირო

უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით

იტეგრირებული გაკვეთილის მეთოდის დანერგვის პრობლემა

კვლევა ჩაატარა: მათემატიკის მასწავლებელმა გუგული ანანიძემ

2017-2018 სასწავლო წელი

Page 2: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

2

2

კვლევა ჩატარდა:

სსიპ სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში

სწავლების II, III საფეხურის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მათთან მომუშავე

მასწავლებლებთან

I. აბსტრაქტი:

საკვანძო სიტყვები: ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღება,

ცოდნის საგანთშორისი დაკავშირება, ცოდნის ტრანსფერი,

ინტეგრირებული გაკვეთილი, მასწავლებელთა თანამშრომლობა,

მოსწავლეთა მიერ მიღებული შედეგი.

სოფელი ზვარე, მაისი, 2018 წელი

Page 3: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

3

3

სარჩევი I. შესავალი-------------------------------------------------------------------------------------3

II. ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------------------5

III. მეთოდოლოგია-----------------------------------------------------------------------------8

1.(III). ჰიპოთეზა --------------------------------------------------------------------------8

2.(III). საკვლევი კითხვები ---------------------------------------------------------------8

3.(III).კვლევის მეთოდების შერჩევა ----------------------------------------------------9

IV. - კვლევის შედეგები-----------------------------------------------------------------------11

1.(IV) პრეტესტი. მონაცემთა ანალიზი---------------------------------------------------10

2.(IV) კვლევის მიგნებები------------------------------------------------------------------12

V. ინტერვენციები----------------------------------------------------------------------------- 13

1.(V). ექსპერიმენტი -----------------------------------------------------------------------13

2.(V). სამუშაო შეხვედრები----------------------------------------------------------------14

3.(V). მეორადი ინტერვენცია--------------------------------------------------------------14

VI. პოსტტესტი -------------------------------------------------------------------------------15

1.(VI).პირველადი და მეორადი მონაცემების ანალიზი ------------------------------16

2.(VI) რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება----------------------------------17

VII. კვლევის შდეგების გაზიარება-------------------------------------------------------18

VIII. დასკვნა------------------------------------------------------------------------------------18

IX. ბიბლიოგრაფია---------------------------------------------------------------------------- 19

I.შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო

სკოლაში განხორცილებული კვლევის ანგარიშს, რომელიც განახორციელა ამავე სკოლის

მათემატიკის მასწავლებელმა გუგული ანანიძემ. აღნიშნული კვლევის განხორციელების

მიზანი იყო სკოლაში მოსწავლეთა მიერ ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის

მიღებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა განვითარების მიზნით ინტეგრირებული გაკვეთილის

მეთოდის განხორციელების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე

კვლევის საგნად ავიღე ცოდნის დაკავშირების უნარ-ჩვევათა დამკვიდრების პროცესში

წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება და ამ პრობლემის პრევენციის მიზნით

ინტეგრირებული გაკვეთილების დანერგვით მიღწეულ ეფექტურ ზეგავლენაზე დაკვირვება,

მისი ანალიზი, სინთეზი და შეფასება.

Page 4: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

4

4

რამე, თუ უდავოდ დიდია ცოდნათა დაკავშირების მიზნით ინტეგრირებული გაკვეთილების

მეთოდის გამოყენებისას (დაგეგმვის, მომზადებისა და ჩატარებისას) მიღწეული შედეგი

მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის. კერძოდ:

ა) ამ დროს მასწავლებლები წინასწარ მომზადებული თემატიკის მიხედვით

თანამშრომლობით ქმნიან ერთობლივ გაკვეთილის გეგმას, რომელიც ეფუძნება კლასის

მოსწავლეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ორ/სამ სასწავლო დისციპლინაში.

ბ) გაკვეთილს წარმართავს ორი/სამი მასწავლებელი.

გ) მოსწავლეები ორი/სამი სასწავლო საგანის ცოდნათა დაკავშირებით ქმნიან ახალ ცოდნას,

აკეთებენ დასკვნებს, შესაბამისი რაოდენობის სასწავლო დისციპლინაში გადიან კონკრეტულ

შედეგებზე.

დ) მოსწავლეებს უმუშავდებათ ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელი,

საჭირო და მნიშვნელოვანია სკოლის შემდგომ ცხოვრებაში მათი იტეგრაციისათვის და

თვითრეალიზებისათვის.

გამომდინარე იქედან,რომ პრაქტიკული კვლევა გულისხმობს ცვლილების დანერგვადმი

თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას და ეს მიდგომა წინააღმდეგობის გაწევის

შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს და რომ თანამშრომლობითი მუშაობის საშუალებით

ჯგუფის ყველა წევრი პრობლემას ძირფესვიანად იაზრებენ, ერთმანეთს უზიარებენ

მოსაზრებებს, გააზრებული პასუხისმგებლობით იღებენ გადაწყვეტილებას და აღწევენ

სასურველ შედეგს. ცხადია, რომ ცვლილება ეფექტურად ხორციელდება იმ ადამიანების

კვლევის პროცესში ჩართვით, ვისაც კარგად აქვთ გააზრებული საკითხის არსი და აქვთ ამ

მხრივ მუშაობის სურვილი და უნარ-ჩვევები. აქედან გამომდინარე, ცოდნათა დაკავშირების

მიზნით ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებული

პრობლემის კვლევაში უმჯობესია ჩავრთო თავად პედაგოგები.

ვფიქრობ, ინტეგრირებული გაკვეთილების მეთოდით ცოდნის ტრანსფერის

პროცედურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა დამკვიდრების პროცესში წარმოშობილი

პრობლემების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა ურთიერთ თანამშრომლობა და მისი

ხარისხი იქნება მნიშვნელოვანი. ამ მხრივ ჩატარებული ყოველი სამუშაო შეხვედრის და

დაგეგმილი და განხორციელებული ყოველი ინტეგრირებული გაკვეთილის შედეგი

განსაზღვრავს ცოდნათა დაკავშირების პროცედურების ეფექტური და ხარისხიანი

შესრულების მყარ საფუძველს და ასეთი გაკვეთილების ხარისხობრივი და რაოდენობრივი

გაზრდა მოახდენს პრობლემის თავიდან აცილებას.

Page 5: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

5

5

კვლევითი საქმიანობის დაწყებამდე ჩამოვყალიბდი საკვლევ საგანზე, შევიმუშავე კვლევის

გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შესასრულებელი სამუშაოს დახარისხებას, სამიზნე ჯგუფის

შერჩევას, კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრას, შესაბამისი ინსტრუმენტების

მოძიებას/შემუშავებას, ლიტერატურის მოძიებას, მონაცემთა ანალიზს და საბოლოო ანგარიშის

დაწერას. პასუხისმგებლობების გადანაწილება მოვახდინე კვლევაში ჩართული თითოეული

პირის ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

II. ლიტერატურის მიმოხილვა

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავეცანით უკვე არსებულ კვლევებს,

სტატიებს, წიგნებს და სხვა მასალებს:

1. მე-9 კლასელ მოსწავლთა თითქმის ნახევარი 46,9% ვერ ავლენს მინიმალურ

კომპეტენციას მსჯელობის კოგნიტურ სფეროზე მიკუთვნებული მარტივი დავალებების

გადაწყვეტას (ასრულებს არადამაკმაყოფილებლად).

მოსწავლეთა მიერ ზოგადად მათემატიკის მნიშვნელობის აღქმა, ზოგადად მაღალია. IX

კლასელ მოსწავლეთა უდიდეს ნაწილს მათემატიკის სწავლა მნიშვნელოვნად მიაჩნია

როგორც აკადემიური წარმატებისათვის სკოლაში, ასევე წარმატებისათვის სკოლის

შემდგომ განათლებასადა კარიერაში.

ოჯახსა და სკოლაში სწავლისათვის აუცილებელი პირობების არ არსებობის გამო

მოსწავლეთა საგანგაშოდ დიდი წილი ასრულებს სავალდებულო განათლების 9 წელს

საბაზისო მათემატიკური უნარებისა და ცოდნის, და შესაბამისად შემდგომი სწავლის ,

დასაქმებისა თუ განვითარებისათვის საჭირო საბაზისო უნარების გარეშე. სკოლაში

„მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა“ ზომავს არა ერთი მასწავლებლის

თანამშრომლობით გამოცდილებას, არამედ სკოლაში მასწავლებლებს შორის ზიარი

ღირებულებებისა და ნდობაზე აგებული ურთიერთობების არსებობას. სახელმწიფო

შეფასების კვლევის მიხედვით მოსწავლეთა 2,2% ავლენს გაწაფულობას იმ ამოცანების

გადაწყვეტისას რომლებიც მსჯელობას მოითხოვს. მათ შეუძლიათ რთული

არასტანდარტული მათემატიკური ამოცანების ამოხსანა, კომპლექსური ინფორმაციის

ანალიზი, მსჯელობა, დასკვნების გამოტანა და განზოგადება.

მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების

ეფექტიანი საშუალება შეიძლება გახდეს, თუმცა ამისათვის საჭიროა თანამშრომლობის

კულტურა და თანამშრომლობის სტრუქტურული მექანიზმები, რომლებიც მასწავლებელს

Page 6: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

6

6

აძლევს თავისუფლად მოქმედების საშუალებას და რესურსებს მოსწავლეთა სწავლის

შედეგებზე ფოკუსირებით. (გვ.12-15, 66 და გვ 189. სახელმწიფო შეფასება მათემატიკა IX

კლასი,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ჯგუფი. 2015 წელი)

2. ეროვნული სასწავლო გეგმა. თავი XX საგნობრივი პროგრამა მათემატიკაში

ზოგადი ნაწილი

ა) შესავალი. თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი

გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში,

მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ

გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი

კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.

საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის

უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა,

ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი

შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი

კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკის გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის

თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა. მათემატიკაში

შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება

კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემების

გადასაჭრელად.

პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მის არსში წვდომა, ადეკვატური მათემატიკური

აპარატის შერჩევა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - მისი შემუშავება; შესასწავლი

პროცესისა თუ ობიექტის გააზრებული მოდელის შექმნა, მიღებული მოდელის საშუალებით

საჭირო დასკვნების გაკეთება და შემდეგ მათი ინტერპრეტაცია. პრაქტიკული თუ სამეცნიერო

პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და საინტერესო

ამოცანებით. აქედან გამომდინარე, სწავლებისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს

მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, სოციალურ-

ეკონომიკური თუ ტექნიკური პროცესების მართვისას, საყოფაცხოვრებო თუ მეცნიერული

პრობლემების გადაჭრისას და მათემატიკური ცოდნის, როგორც ლოგიკურად გამართული

სისტემის ჩამოყალიბებას და გადაცემას.

ეროვნული სასწავლო გეგმა. თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები

მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო

პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს

მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება

სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.

დ) რაოდენობრივი წიგნიერება. რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების

ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას,

Page 7: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

7

7

რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას,

რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის,

არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც;

თ) სწავლის სწავლა. სწავლის სწავლა არის სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის

უნარი. მასწავლებელმა უნდა მიმართოს მოსწავლის ყურადღება სწავლის პროცესზე, მის

მიმდინარეობაზე; დაეხმაროს მოსწავლეს იმ ფაქტორებისა და პირობების გაცნობიერებაში,

რომლებიც აფერხებს ან ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მსვლელობას; აღმოაჩენინოს ის

ხერხები და მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავოს

სწავლის სტრატეგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი;

ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა

და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა,

პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების

მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების

აღიარება და სხვა. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11

ოქტომბრის ბრძანება №224/ნ. 12.10.2012წ.)

3. დაკვირვების 3 ეტაპს გამოყოფენ: აღწერითს, ფოკუსირებულს და შერჩევითს. ხშირად ეს

სამივე ეტაპი ერთი კვლევის ფარგლებში განხორციელებული თანმიმდევრული ფაზებია.

აღწერით დაკვირვებას მიმართავს მკვლევარი კვლევის საწყის ეტაპზე და ადგენს ზოგად

სიტუაციას, განსაზღვრავს, თუ რაზე უნდა გაკეთდეს ფოკუსირება. ფოკუსირებული

დაკვირვების დროს მკვლევარი ახდენს კვლევის ინტერესზე დაკვირვებას. შერჩევითი

დაკვირვების დროს მკვლევარი ინტერესებს მიმართავს შესასწავლი ერთეულებისაკენ. ( 2016-

2017 სასწ. წლის შეფასების ჯგუფის ტრენინგების სამუშაო მასალები: პედაგოგიური კვლევის

მეთოდები. გვ.2.)

4. კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება

კვლევის ანგარიშის,სტატიის, პროექტის სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით

კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა,რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას

ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობიმექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით,

გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების,ტექნოლოგიების

პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.

Page 8: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

8

8

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:

1.კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის

ჩამოყალიბება;

2.კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;

3.საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურისშესწავლა და

ანალიზი;

4.კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის

მოსინჯვა მცირე შერჩევაზე – საპილოტე კვლევა);

5.მონაცემთა შეგროვება;

6.მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე

რთული საფეხურია;

7.მოქმედების სტრატეგიის შემუშავება დამისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა

პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის

გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;

8.მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს

კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით,

კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ.

კვლევის მეთოდებს ორძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ (დაკვირვება, დიალოგი,

სიღრმისეული ინტერვიუ,ფოკუსჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ (მაგ., მასობრივიზეპირი

თუ წერილობითიგამოკითხვა – ანკეტირება) მეთოდებად. თვისობრიობა – ეს

არისდამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიცგვიჩვენებს, რას წარმოადგენსესა თუ ის

საგანი. რაოდენობა – ეს არისდამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობითიზომება.

აქედან გამომდინარე, კვლევისთვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავსსაკვლევი საგნის

სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობრივი მეთოდებიადგენს შესასწავლი საგნის

რაოდენობრივიგავრცელების სურათს.

მკვლევარმა-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი

და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს

უზრუნველყოფს.(როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები(3 მაისი, 2012 სოფიკო

ლობჟანიძე.http://mastsavlebeli.ge)

III . მეთოდოლოგია

1.(III). ჰიპოთეზა:

სწავლებაში ინტეგრირებული გაკვეთილების მეთოდის დანერგვით გაუმჯობესდება

Page 9: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

9

9

მასწავლებელთა თანამშრომლობის ხარისხი და მოსწავლეთა მიერ ცოდნათა დაკავშირებით

ახალი ცოდნის მიღებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, აკადემიური მაჩვენებლები.

2. (III) საკვლევი კითხვები:

ძირითადი საკვლევი კითხვები, რომლებზე პასუხების მოძიებასაც შევეცდები, შემდეგნაირად

ჩამოყალიბდა :

რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის ინტეგრირებული გაკვეთილების

შედეგად გაზრდილი მოსწრება?

რამდენად კარგად აქვთ მასწავლებლებს გააზრებული ცოდნის ტრანსფერის (ცოდნათა

დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღების) განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა

დამკვიდრების მნიშვნელობა?

რამდენად კარგად აქვთ გააზრებული მოსწავლეებს და მშობლებს ერთ სასწავლო

დისციპლინაში მიღებული ცოდნის სხვა სასწავლო დისციპლინაში/ ცხოვრებაში

ცოდნის ტრანსფერის (ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღების)

განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა დამკვიდრების მნიშვნელობა?

რამდენად უზრუნველყოფენ მასწავლებლები ცოდნის შიგა და გარე ტრანსფერს?

რა ხელის შემშლელი ფაქტორები ვლინდება ინტეგრირებული გაკვეთილების

მომზადებისა და ჩატარების საქმეში?

რამდენად და რატომ იქნება მნიშვნელოვანი ამ მხრივ მასწავლებელთა ჯგუფის მიერ

თანამშრომლობით დაგეგმილი და განხორციელებული ინტეგრირებული გაკვეთილი და

მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგი?

3.(III) კვლევის მეთოდები და შერჩევა

კვლევა წარვმართავ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდით, ფოკუს ჯგუფისა

და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეშვეობით. ინსტრუმენტად გამოვიყენებ პრეტესტს,

ჩაღრმავებულ ინტერიუს, დაკვირვებას, ექსპერიმენტს და პოსტტესტს. კვლევის პროცესში

დაცულია ეთიკის ნორმები,კერძოდ:

კონფიდენციალურია ყოველი თანამშრომლის ვინაობა.

თანამშრომლები წინასწარ ინფორმირებული არიან საკვლევი საკითხის შესახებ.

Page 10: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

10

10

კვლევისას მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კვლევაში მონაწილე

პირთათვის.

ა) კვლევის სამიზნე ჯგუფი:

1: მე-2 და მე- 3 საფეხურის მოსწავლეები (სულ 28 მოსწავლე)

2: მე-2 და მე- 3 საფეხურის მოსწავლეების მშობლები (სულ 15 მშობელი)

3: მე-2 და მე- 3 საფეხურის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები (სულ 15 მასწავლებელი)

ბ) ფოკუს ჯგუფი – ფოკუს ჯგუფი შედგებოდა საკვლვევი ჯგუფის წევრებისაგან.

მასწავლებელთა სამუშაო ჯგფთან თანამშრომლობით ჩამოვაყალიბე კითხვარი,

რომელიც განკუთვნილი იყო გამოკითხვისათვის. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო

დამედგინა პედაგოგების ზოგადი აზრი და ინტერესები სასწავლო პროცესში ცოდნათა

საგნობრივი ინტეგრაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

კვლევის მეთოდები:

კვლევაში გამოყენებული იქნა შერჩევის ორი ტიპი:

სრული პოპულაცია: საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის

ჩატარება კითხვარების საშუალებთ. კითხვარი განკუთვნილია პირველი, მე-2 და მე-3

საფეხურის მოსწავლეებისათვის, მოსწავლეთა მშობლებისათვის და სხვადასხვა საგნის

მასწავლებლებისათვის, რომლებიც ამ საფეხურის მოსწავლეებს ასწავლიან.

მიზნობრივი შერჩევა: კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენეთ კონკრეტული

სამიზნე ჯგუფი მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისა, რომელთა

შეხედულება მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ კვლევის მომდევნო აქტივობებისა და

ცვლილებების განხორციელების დასაგეგმად. თითოეული მასწავლებელი ორივე

საფეხურის კლასებთან მუშაობენ. მოსწავლეებიც ამავე საფეხურის მოსწავლეები არიან.

მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

ჩაღრმავებული ინტერვიუ: ჩაღმავებული ინეტერვიუ განხორციელდა დირექტორთან და

სკოლის ყველა იმ მასწავლებელთან, რომლებიც მუშაობენ II და III საფეხურის კლასის

მოსწავლეებთან საკვლევ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის

მისაღებად და პასუხის გასაცემად შემდეგ კითხვებზე: რა ღირებულება აქვს ცოდნათა

დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღებას (იტეგრირებული გაკვეთილის გამოყენებით)

მოსწავლეებისათვის? რა სირთულეები იქმნება ამ მეთოდით გაკვეთილის მომზადება და

ჩატარებაში? რა პრობლემებს ვხვდებით? როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები და რატომ

არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემების დაძლევა?

Page 11: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

11

11

ანკეტირება--მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა მე-2 და მე-3 საფეხურის

მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისათვის და სხვადასხვა საგნის

მასწავლებლებისათვის ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდით სწავლების

ეფექტურობის უზრუნველყოფის კონკრეტული სტრატეგიების სიღრმისეულად

გააზრების მიზნით? აქვს თუ არა და თუ აქვს, რა უპირატესობა აქვს ასეთი მეთოდით

მიღებულ ცოდნას? როგორ შევძლოთ ამ მხრივ მუშაობის გაუმჯობესება? კითხვები იყო

დახურული, ღია და ანონიმური, რითაც რესპოდენტი არ იზღუდება, პასუხების გაცემის

დროს გულწრფელია და შესაბამისად მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა.

დაკვირვება: ვაწარმოე საკვლევი საკითხის მიმართულებით ფოკუსირებისა და ამ

სიტუაციაში ფოკუსჯგუფის ინტერესზე, ყველა სამუშაო შეხვედრისა ყველა

ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადების და განხორციელების პროცედურებზე,

მიღებულ შედეგებზე, მასწავლებელთა თანამშრომლობის, თითოეული ჩატარებული

გაკვეთილის და მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგებზე.

ექსპერიმენტი: ვაწარმოე ორი ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადება- ჩატარება და

მიღებული შედეგების განხილვის მიზნით, რომლის დაკვირვების პროცესში ჩავრთე

არამონათესავე საგნების მასწავლებლები.

კვლევის ჯგუფის პასუხისმგებლობები:

ოქტ

ომბ

ერი

ნო

ემბ

რი

ეკემ

ბე

რი

ანვა

რი

თებ

ერვ

ალი

მა

რტ

აპრ

ილ

მაი

სი

ივნ

ისი

1 პრობლემის იდენტიფიცირება X

2 კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება X

3 კვლევისა და ფოკუსჯგუფების შექმნა X

4 ჯგუფის წევრთა შეხვედრები X X X X X X

5 კითხვარების შედგენა X

6 მონაცემების შეგროვება X X

7 მონაცემების ანალიზი X X

8 სავარაუდო ინტერვენციების განხილვა X X

9 იტერვენციების განხორციელება X X X

Page 12: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

12

12

10 შედეგების ანალიზი.პრეზენტაცია X X X X

IV. კვლევის შედეგები

1.(IV) . პრეტესტი. პირველადი მონაცემების ანალიზი

სკოლაში მოსწავლეთა მიერ ცოდნის ინტეგრაციის ეფექტურობის მიზნით ინტეგრირებული

გაკვეთილის მეთოდის გამოყენების პრობლემასთან დაკავშირებით დირექტორთან პირველი

შეხვედრის შემდეგ პედაგოგებთან დაკვირვების სამივე ეტაპის (აღწერითი, ფოკუსირებული

და შერჩევითი) მიხედვით განვახორციელე გამოკითხვა და დავადგინე, თუ რამდენად

მნიშვნელოვანია მათთვის ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდით მოსწავლეთა მიერ

ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღება და შესაბამისი სასწავლო შედეგების ზრდა და

როგორ აქვთ გააზრებული ამ შედეგების მნიშვნელობა. რა ღირებულება აქვს მათთვის

ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებასა და განხორციელებას, რა პრობლემებს წარმოშობს

და როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები. აღნიშნული

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა კვლევის წარმართვისათვის საჭირო მიმართულებები, რის

მიხედვით შევიმუშავე კვლევის სავარაუდო გეგმა, რომელიც განვიხილე ფოკუსჯგუფთან. აქვე

ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი კითხვარების (მასწავლებელთა, მოსწავლეთა და

მშობელთა) ანკეტირებით მოვიპოვე შემდეგი მონაცემები:

გამოკითხული პედაგოგების 70% ფიქრობს, რომ ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდი

ეფექტური მეთოდია ცოდნათა დაკავშირებისათვის, რომ ამ გაკვეთილის გეგმას უნდა

ამზადებდნენ შესაბამისი საგნის მასწავლებლები ერთობლივი თანამშრომლობით, რაც მათ

დაეხმარებათ გაკვეთილის კარგად დაგეგმვაში, წარმართვაში, ხარისხიანი შედეგის მიღებასა

და თვითშეფასებაში. თუმცა, აღნიშნული გაკვეთილების მომზადებისა და ჩატარების

სურვილი 40% -მა გამოთქვა და ასეთი გაკვეთილები რეალურად მომზადებული და

ჩატარებული ჰქონდა მხოლოდ 13% -ს. დანარჩენი 47 პროცენტი აფიქსირებს აზრს, რომ არ

ვიცი როგორ დავგეგმო და განვახორციელო. აქედან ჩანს, რომ მთავარ პრობლემად

ინტეგრირებული გაკვეთილების მომზადება, დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს.

მასწავლებელთა 94% ამბობს, რომ ისინი ამ მხრივ ერთმანეთს უზიარებენ აზრსა და

გამოცდილებას, თუმცა კვლევის ჯგუფის წევრებმა დააზუსტეს, რომ მათ შორის

გამოცდილების გაცვლას არაფორმალური და ზედაპირული სახე აქვს.

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგებიდან გამოვლინდა, რომ მათ კარგად აქვთ გააზრებული

მათემატიკური ცოდნის დაკავშირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან. ცხოვრებაში ძალზე

მნიშვნელოვანია ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღების უნარ-ჩვევები, თუმც მათ ამ

უნარ-ჩვევევბის დამკვიდრების მიზნით ნაკლებად უტარდებათ მსგავსი ტიპის გაკვეთილები.

კერძოდ, გამოკითხული 24 მოსწავლიდან 41% -მა არ იცის რა არის ცოდნათა დაკავშირებით

ახალი ცოდნის მიღების (ინტეგრირებული) გაკვეთილი და ამდენივეს არ ჩატარებია იგი.

მოსწავლეთა დანარჩენი 59% , რომლებმაც იციან, თუ რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი,

მათი სურვილია, რომ ასეთი გაკვეთილები სისტემატიურად ჩაუტარონ. მოსწავლეთა მხოლოდ

21%-ს ჩაუტარდა ინტეგრირებული გაკვეთილი.

მშობელთა გამოკითხვის შედეგად მოპოვებული მონაცემების მიხედვით აღმოჩნდა, რომ

აბსოლიტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული მოსწავლებში ცოდნათა დაკავშირებით

ახალი ცოდნის მიღების უნარ-ჩვევათა განვითარების მნიშვნელობა. მათი 86% ფიქრობს, რომ

Page 13: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

13

13

აქვს სურვილი მისმა შვილმა სკოლაში მიღებული საგნობრივი ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკულ

ყოფაცხოვრებაში, მაგრამ მათივე მონაცემების მიხედვით რეალურად ამას ახერხებს მხოლოდ

40%; რაც გვიჩვენებს იმას, რომ მათ შვილებს ამ უნარის განვითარებაში აქვთ პრობლემები.

2.(IV) . კვლევის მიგნებები

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:

კარგად აქვთ გააზრებული მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს ერთ

სასწავლო დისციპლინაში მიღებული ცოდნის სხვა სასწავლო დისციპლინაში/ ცხოვრებაში

ცოდნის ტრანსფერის (ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღების)

განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა დამკვიდრების მნიშვნელობა.

ინტეგრირებული გაკვეთილებისადმი მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მათი

მშობლების მაღალი ინტერესი.

მასწავლებელთა ძირითადი ნაწილი უზრუნველყოფს ცოდნის შიგა ტრანსფერს (ერთი

საგნის ფარგლებში) და მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს - გარე ტრანსფერს.

მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარების/თანამშრომლობის საჭიროება

ინტეგრირებული გაკვეთილების მომზადებისა და ჩატარების საქმეში გამოვლინდა ხელის

შემშლელი ფაქტორები:

ცოდნათა საგნობრივი დაკავშირებისათვის/ტრანსფერისათვის საჭირო უნარ-ჩვევების

ჩამოყალიბების მიზნით მასწავლებელთა ერთობლივი, თანამშრომლობითი მუშაობის

ზედაპირულობა,არაორგანიზებულობა.

ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადების ჩატარებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ

მასწავლებლების მიერ არასათანადო /არასრულყოფილი მეთოდური ლიტერატურის გააზრება

და გამოყენება

სხვადასხვა საგანთა თემატიკის არა თანხვედრა.

V. ინტერვენციები

მონაცემთა ანალიზისა და კვლევის საწყის ეტაპზე მოპოვებული მიგნებების შემდეგ საკვლევ

ჯგუფთან ერთად დაიგეგმა ექსპერიმენტი

1.(V) ექსპერიმენტი

პრობლემის პრევენციის მიზნით საწყის ეტაპზე მოვამზადე და განვახორციელე 2

ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკასთან და ქართული ენასა და ლიტერატურასთან. ორივე

მასწავლებელთან აქტიური თანამშრომლობით შევარჩიე სათანადო თემები. მათთან

თანამშრომლობით მოვამზადეთ გაკვეთილის გეგმები, სადაც ზუტად გავწერეთ ორივე საგანის

სტანდარტი, შესაბამისი მიზანით მისაღწევი შედეგით და ატივობებით. შესაბამისად

მოვამზადე სასწავლო რესურსი, მოვაწყეთ შესაბამისი სასწავლო გარემო. საგაკვეთილო

პროცესი ორივე შემთხვევაში აქტიურად წარიმართა. თითოეულ გაკვეთილზე მიღებულმა

შედეგებმა ყველა მასწავლებელს და მოსწავლეს დაანახა ამ მეთოდის მრავალმხრივი ეფექტი

მომზადების, განხორციელების პროცედურების, სხვადასხვა საგნების ცოდნათა დაკავშირების,

Page 14: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

14

14

მოსწავლეთა სასწავლო აკადემიური ცოდნის შედეგის მიღწევისა და უნარ-ჩვევების

ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებმა ფიზიკასთან ინტეგრირებული გაკვეთილის დასრულების

ბოლოს გააკეთეს საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობისა და მიღწეული შედეგის

ემოციური შეფასება და აქვე გამოთქვეს სურვილი, ამ მხრივ გაკვეთილების სისტემატიურად

ჩატარებაზე. ლიტერატურასთან ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების,

მისი ეფექტური შედეგების შესახებ მოვამზადე თემა და საპრეზენტაციოდ წარვადგინე

მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაზე, სადაც ცოდნათა დაკავშირების ამ მეთოდმა კარგი

შეფასება დაიმსახურა. ორივე გაკვეთილის დაგეგმვის, მომზადების, განხორციელების და

მიღებული შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარვუდგინე კოლეგებს, რითაც კარგად და

ნათლად ვუჩვენე, თუ რაოდენ მარტივად შეიძლება შევარჩიოთ იტეგრირებული

გაკვეთილისათვის თემა, როგორ შეიძლება შევადგინოთ გეგმა და როგორ განვახორციელოთ. ამ

გაკვეთილების მიხედვით თვალნათლივ დაინახეს და გაიაზრეს, რომ თუ რაოდენი

მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებული გაკვეთილების მომზადებას და ჩატარებას, როგორც

მასწავლებლებისათვის ასევე, მოსწავლეებისათვის. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ამ მხრივ

თემატიკის შერჩევა, დაგეგმვა, განხორციელება მასწავლებლებს საკუთარ ძალისხმევაზე

უხდებათ, საამისოდ არც თემატური თანხვედრაა საგნებში, უმეტესად იქ სადაც ერთობ

მნიშვნელოვანია (ფიზიკა-მათემატიკა, მათემატიკა-ქიმია, მათემატიკა-ქართული და ა.შ.) და

არც სათანადო მეთოდური ლიტერატურა არსებობს, რაც აძნელებს ამ მეთოდის გამოყენებას.

2.(V). ინტერვენციის შემდგომ ეტაპზე მოვახდინე სამუშაო შეხვედრა სკოლის იმ

პედაგოგებთან, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ინტეგრირებული გაკვეთილების

მეთოდით სწავლების დანერგვისათვის და ვიმსჯელეთ მთავარი პრობლემის ინტეგრირებული

გაკვეთილების მომზადება, დაგეგმვა და განხორციელების პრობლემის კონკრეტულ

ასპექტებზე და ამის გათვალისწინებით შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი სამუშაოები:

1: ინტეგრირებული გაკვეთილების მეთოდის დაგეგმვის და განხორციელების კონკრეტული

აქტივობების განხილვა:

ა) ლიტერატურის გაცნობა, გააზრება.

ბ) ინტეგრირებისათვის სხვადასხვა საგნების თემატიკის შერჩევა.

გ) ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის შედგენა მასწავლებელთა თანამშრომლობით.

დ) პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება შედგენილი გეგმების განხილვა,

გააზრება.

ე) ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილების ანალიზი, შეფასება

დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებით მასწავლებლებმა :

ცოდნის საგნობრივ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლები გაეცნენ შესაბამის

ლიტერატურას.

ნათლად გაიაზრეს ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდის ძირეული არსი. კერძოდ ის,

რომ აქ მასწავლებელი მარტო არ მუშაობს, მას გვერდით უდგას სხვა მასწავლებელი და მასთან

თანამშრომლობით გეგმავს და ახორციელებს აღნიშნულ მეთოდს, რის მიხედვით

Page 15: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

15

15

განხორციელებული ყველა პროცედურა და სასწავლო შედეგი უფრო დახვეწილი, ხარისხიანი

და ეფექტური მიიღება.

პედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები საინტეგრაციო თემების შერჩევის, დაგეგმვის

და გაზიარების შესახებ. რის შედეგად შეირჩა თემატიკა და თანამშრომლობით დაიგეგმა 3

გაკვეთილი. ამ გაკვეთილების ჩატარების შემდეგ შეხვედრაზე გაანიხილეს და შეაფასეს

მიღებული შედეგები. მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიზიარეს ინდივიდუალური

გადაწყვეტილებები ინტეგრირებული გაკვეთილის თემატიკის შერჩევის, მომზადების,

განხორციელებისა და მიღებული შედეგის ეფექტურობის შესახებ.

3.(V). მეორადი ინტერვენცია

მასწავლებელთა სურვილების მხედვით მომზადდა და ჩატარდა ორი ინტეგრირებული

გაკვეთილი (ქართული-ბუნებისმეტყველება და ბუნებისმეტყველება-გამჭოლი

კომპეტენციები). ამ გაკვეთილების თემების შერჩევის, დაგეგმვის, განხორციელების და

მიღებული შედეგების ანალიზის პროცესში მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის ერთად

აქტიურად ჩაერთო შეფასების ჯგუფის წევრები. ამ გაკვეთილების მომზადების,

განხორციელებისა და მოსწავლეთა სასწავლო პროცედურებში ჩართვის აქტიურობამ და და

მიღწეულმა შედეგებმა ყველა მასწავლებელი დაარწმუნდა ცოდნათა დაკავშირების საქმეში

ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდის ეფექტურობაში. აქვე გამოიკვეთა, რომ ამ მეთოდის

გამოყენებით მასწავლებელთა თანამშრომლობის კულტურა იხვეწება და შესაბამისად

იზრდება მისი ხარისხი. უფრო მეტიც ამ გაკვეთილების განხორციელებით მასწავლებლებმა

სქემის ფარგლებში შეძლეს კარიერული წინსვლისათვის ნაბიჯების გადადგმა.

მიუხედავად ზემოდ აღნიშნულისა, ზოგიერთი მასწავლებლის აქტიურობისა და დიდი

სურვილისა ყველა მასწავლებელმა ვერ მოახერხა საგანთშორისი საინტეგრაციო თემის

შერჩევა. რაც აიხსნება იმით, რომ ამ მხრივ მუშაობა დავიწყეთ სასწავლო წლის მეორე

სემესტრში და უფრო მეტად გავააქტიურეთ სასწავლო წლის დასასრულს. ამ დროს კი

სასწავლო დისციპლინებში განსახილველ სამუშაო მასალათა რაოდენობა არის ამოიწურული

და შესაბამისად თემატიკის არჩევის შანსი ძალზე დაბალია. სწორედ ამიტომ ერთობლივად

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდანვე თითოეულმა

მასწავლებელმა ამ მხრივ უნდა იმუშაოს აქტიურად და თავიანთ საგნობრივ კათედრაზე

ურთიერთშეთანხმებით შეარჩიონ სასწავლო წლის განმავლობაში ჩასატარებელ

ინტეგრირებულ გაკვეთილთა თემატიკა და იქვე დაგეგმონ მათი ჩატარების განრიგი.

VI. პოსტტესტი

კვლევის პროცესში ჩართულ მასწავლებლებთან თანამშრომლობით შევადგინე პოსტტესტი

მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის, ხოლო მასწავლებლებთან ჩავატარე გამოკითხვა. რომლთა

მიხედვით მოვიპოვე კვლევის პროცესში განხორციელებული ინტერვენციის შედეგად

განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. მოპოვებული მონაცემების ანალიზიდან

გამოვლინდა, რომ მასწავლებელთა 94% იცის, თუ რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი და იცის

როდის, როგორ გავგეგმოთ, როგორ განვახორციელოთ და რა შედეგზე გასვლა არის შესაძლებელი.

60%-ს სურს აქტიურად დაგეგმოს ეს მეთოდი სწავლებაში, როგორც ცოდნათა დაკავშირების ეფექტური

Page 16: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

16

16

მეთოდი. მასწავლებელთა 27% ამ მეთოდს იყენებს სწავლებაში და ამდენივე ფიქრობს, რომ ამ

მეთოდის გამოყენებით მასწავლებელთა თანამშრომლობა ღირებული და შედეგიანია. მოსწავლეთა

90% იცის რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი და 86% -ს და მშობელთა ამდენივე პროცენტს აქვს

სურვილი რომ სისტემატიურად ჩატარდეს ამ ტიპის გაკვეთილები, თუმც ამ მხრივ მოსწავლეთა 62%-

ს ჩაუტარდათ გაკვეთილები ამ მიმართულებით.

1.(VI) მეორადი და პირველადი მონაცემების ანალიზი:

მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგად ორივე შემთხვევაში, პრეტესტისა და პოსტესტის მიხედვით

მოპოვებული მონაცემები დიაგრამის მიხედვით შედეგნაირად გამოისახა:

საიდანაც ნათლად ჩანს, რომ კვლევის დასაწყის ეტაპთან შედარებით :

24%-ით გაიზარდა იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ

ინტეგრირებული გაკვეთილი არის ცოდნათა დაკავშირების ეფექტური მეთოდი.

20%-ით გაიზარდა იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლებაში

აქტიურად დაგეგმონ ეს მეთოდი.

14%-ით გაიზარდა იმ მასწავლებელთა რაოდენობა, ვინც უკვე შემოქმედებითად საკუთარი

განვითარებისათვის გამოიყენა ეს მეთოდი.

47%-ით გაიზარდა იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებმაც იციან როგორ დაგეგმონ

ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდი.

მასწავლებელთა 27% ფიქრობს, რომ ამ მეთოდის გამოყენებით მასწავლებელთა თანამშრომლობა

უფრო რირებული და შედეგინი მასწავლებელთათვის და მისწავლეთათვის.

მოსწავლეთა 49%-ით მეტმა იცის უკვე თუ რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი. 27 %-ით მეტს აქვს

სურვილი ამ მეთოდის გამოენებით გაკვეთილის ჩატარებაზე. თუმც ჩაუტარდა მხოლოდ 62%-ს, რაც

41%-ით მეტიაპირველად მონაცემებთან შედარებით. მართალია, ამ მხრივ არის ზრდა, მაგრამ რადგან ეს

მეთოდი სწავლებაში მხოლოდ თითოჯერ მეშვიდე, მეათე და სამჯერ მეთერთმეტე კლასებში

გამოიყენეს მასწავლებლებმა. დანარჩენ კლასებთან აღნიშნული მეთოდის გამოყენება არ

განხორციელებულა.

Page 17: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

17

17

ცვლილებები მშობელთა გამოკითხვის შედეგების შესახებ სასწავლო მასალის ცოდნის

ყოფაცხოვრებაში გამოყენების ხარისხის გაუმჯობესებაზე არ დაფიქსირებულა. რაც გვიჩვენებს იმას,

რომ მოსწავლების მიერ ცოდნათა დაკვშირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის

ზრუნვა კვლავაც აქტუალურია და პრობლემად რჩება.

2. (VI). რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

კვლევის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებით კოლეგებმა გაიაზრეს, რომ იტეგრირებული

გაკვეთილი ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილია ორი/სამი საგნობრივი საინტეგრაციო თემებითა

და შესაბამისი საგნობრივი სტანდარტებით, მიზანმიმართული ჩვეულებრივი აქტივობებით,

რომლის შედეგი მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა იმ უნარ-ჩვევების ფორმირებისათვის,

რაც შემდგომ ცხოვრებაში ინტეგრაციისა და თვითდამკვიდრებისათვის არის აუცილებელი.

უფრო მეტიც ამ სამუშაოს თავიდან ბოლომდე ასრულებენ მასწავლებლები ერთობლივი

თანამშრომლობით და ამ გზით მომზადებული და განხორციელებული სამუშაო მართლაც

ეფექტური და შედგიც ხარისხიანია.

1. ინტეგრირებული გაკვეთილი, ეს არის ცოდნათა დაკავშირების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი,

რომელსაც გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები აქტიური თანამშროლობით,

რისთვისაც საჭიროა მასწავლებლებმა:

ა) სასწავლო წლის დასაწყისში მოიძიონ და შეარჩიონ ინტეგრირებული გაკვეთილებისათვის თემატიკა

და შეადგინონ მისი განხორციელებისათვის დროში გათვლილი გეგმა.

ბ) გაკვეთილის დაგეგმვა განახორციელონ აქტიური თანამშრომლობით, აქვე კონკრეტულად მოიყვანონ

შესაბამისი საგნების სტანდარტები, დასახონ კონკრეტული მიზნები, დაგეგმონ აქტივობები შესაბამისი

საგნების სტანდარტების შედეგზე გასასვლელად.

გ) ამ მეთოდის აქტიური დანერგვის შედეგად დაიხვეწება მასწავლებელთა თანამშრომლობის ხარისსხი

და კულტურა.

2. ინტეგრირებული გაგვეთილების განხორციელების შედეგად მოსწავლეები:

ა) სხვა და სხვა სასწავლო საგნების ცოდნათა დაკავშირებით ქმნიან ახალ ცოდნას და აღწევენ

მაღალ ხარისხიან შედეგს

ბ) განიმტკიცებენ ცოდნათა ინტეგრაციის უნარ-ჩვევებს.

გ) ცოდნათა ინტეგრაციით შეიარაღებული მოსწავლე ადვილად შეძლებს ცხოვრებაში

თვითრეალიზებას და შესაბამისად ადგილის დამკვიდრებას, რაც ზუსტად მოსწავლეზე

ორიენტირებული სასწავლო ხარისხიანი შედეგის მიღწევის მაჩვენებელი იქნება.

Page 18: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

18

18

VII. კვლევის შედეგების გაზიარება

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური

პრაქტიკის კვლევა ცოდნათა დაკავშირების ეფექტური მეთოდის ინტეგრირებული

გაკვეთილის სწავლებაში აქტიური დანერგვის შესახებ. კვლევის მიზანი იყო ამ მეთოდის

სწავლებაში აქტიური დანერგვის პრობლემების არსში წვდომა და მისი პრევენციის მიზნით

კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, მათი შეფასება და დასკვნის გაკეთება.

კვლევაში ჩართული მასწავლებელთა სამიზნე ჯგუფის ერთობლივი თანამშრომლობით

გადაწყდა მიღებული შედეგი დადებითია და ჩავთვალეთ, რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან

გაზიარება.

კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წლის ნოემბერი-ივნისის განმავლობაში,

გამოკითხვა მშობლებთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ვაწარმოე ჩაღრმავებული

ინტერვიუს სახით, ანკეტური (ანკეტური გამოკითხვა სურვილის შემთხვევაში ნანონიმური

იყო) გამოკითხვის, დაკვირვების და ექსპერიმენტის სახით.

პრეზენტაციის შედეგად კიდევ ერთხელ გამოვლინდა ინტეგრირებული გაკვეთილის

მეთოდის ეფექტურობა ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღების პროცესში. კვლევის

შედეგების გაზიარების პროცესში კვლევის შედეგით დაინტერესდნენ კოლეგები და გაუჩნდათ

სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორცელონ სამომავლოდ. თემას კი აარჩევენ მათი

პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე.

უკუკავშირი იყო დადებითი მათი მხრიდან, კოლეგების აბსოლიტურ უმრავლესობას მიაჩნია,

რომ ეს მართლაც კარგია დაწყებული მასწავლებელთა თანამშრომლობით და დამთავრებული

მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგით ცოდნათა დაკავშირებისათვის (ინტეგრაციისათვის)

საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საქმეში.

VIII. დასკვნა

განხორციელდა პრაქტიკული კვლევა მოსწავლეთა მიერ ცოდნათა დაკავშირებით ახალი

ცოდნის მიღებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა განვითარების მიზნით ინტეგრირებული

გაკვეთილის მეთოდის განხორციელების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რა ეფექტურ გავლენას ახდენს ამ მეთოდის

დანერგვა სწავლებაში ცოდნათა დაკავშირებით ახალი ცოდნის მიღების შედეგზე. სკოლის

პედაგოგებისგან შექმნილ კვლევის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით პირველ რიგში

მოვახდინე ცოდნის დაკავშირების უნარ-ჩვევათა დამკვიდრების პროცესში წარმოშობილი

Page 19: კვლევა ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა გუგულიƒ™ვლევა...2 2 კვლევა ჩატარდა:

19

19

პრობლემების იდენტიფიცირება. კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის

შედეგად განვახორციელე ორი ტიპის ინტერვენცია: სტრუქტურული და შინაარსობრივი.

სტრუქტურული ცვლილების მიხედვით დავადგინეთ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილის

გეგმაში აუცილებელიია გავითვალისწინოთ ორი/სამი/ან რამოდენიმე სასწავლო დისციპლინის

ესგ სტანდარტი, შესაბამისი მიზნებითა და ორი/სამი/ან რამოდენიმე სასწავლო დისციპლინის

სასწავლო შედეგით. შინაარსობრივი ცვლილების მიხედვით კოლეგბთან შეხვედრებზე

პერიოდულად განვიხილეთ ინტეგრირებული გაკვეთილების მომზადების დაგეგმვის და

განხორციელების დანერგვის შედეგად ცოდნის ტრანსფერის განხორციელებისათვის საჭირო

უნარ-ჩვევათა დამკვიდრების ხარისხის, მისი მნიშვნელობის, მისი ეფექტურობის შინაარსთან

დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები, გავიაზრეთდა შევაფასეთ

თითოეული მათგანი.

კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ

რეკომენდაციები, რომლებიც გავაცანით კოლეგებს, სკოლის დირექტორს, რომლებმაც

უკლებლივ ყველამ გაიზიარა კვლევის ფარგლებში განხორციელებული რეკომენდაციები.

განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის

გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ცვლილება, რადგან კვლევის და უფრო მეტიც კარიერული

წინსვლისათვის ინტეგრირებული გაკვეთილის მეთოდი ერთ-ერთი ძირითადი

მიმართულებაა. აღნიშნული ცვლილების დაინერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის პედაგოგების

ურთიერთთანამშრომლობის, სწავლა-სწავლების ხარისხს და აამაღლებს მოსწავლეთა

სასწავლო შედეგს.

VIII. ბიბლიოგრაფია

1. ეროვნული სასწავლო გეგმა. თავი XX და VIII . საგნობრივი პროგრამა მათემატიკაში და

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ. 12.10.2012წ.)

2. ლობჟანიძე ს. 3.05. 2012 წელი. http://mastsavlebeli.ge

3. მაჭავარიანი გ.(ენობრივი რედაქცია), ხარებავა ქ.(დიზაინი) კვლევის ჯგუფი (2015)

სახელმწიფო შეფასება მათემატიკა IX კლასი. (გვ.12-15. და გვ.189 )

4. პედაგოგიური კვლევის მეთოდები. ( 2016-2017 სასწ. წლის შეფასების ჯგუფის

ტრენინგების სამუშაო მასალები: გვ.2.)