ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში...

23
საზოგადოებრივი აზრის შესწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის აუცილებლობაზე ანალიტიკური კვლევა და ექსპერტების მოსაზრებები ანგარიში

description

საზოგადოებრივი აზრის შესწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის აუცილებლობაზე

Transcript of ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში...

Page 1: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

საზოგადოებრივი აზრის შესწავლა საქართველოს საჯარო

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის

აუცილებლობაზე

ანალიტიკური კვლევა და ექსპერტების მოსაზრებები

ანგარიში

Page 2: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

2

კვლევა მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ფარგლებში.

კვლევის ჩატარდება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინასებით.

კვლევის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან EWMI შეხედულებებს.

შემსრულებლები:

ქეთევან ჯანაშია, მედიცინის დოქტორი;

ლალი ზანდუკელი–ჩიკვილაძე, ჯანდაცვის ტოპ–მენეჯერი;

სალომე ჩიკვილაძე, ბიზნეს–ადმინისტრირების მაგისტრი;

ლელა მენაბდიშვილი, სოციოლოგიის დოქტორი

2013

Page 3: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

3

სარჩევი

ანგარიშის სტრუქტურა ..............................................................................................................................4

შესავალი ........................................................................................................................................................4

კვლევის მიზანი და მეთოდი ...................................................................................................................5

მიზანი ............................................................................................................................................................5

კვლევის სტრატეგია და მეთოდოლოგია .................................................................................................5

ანალიტიკური კვლევა სკოლაში სამედიცინო პუნქტების აღდგენის აუცილებლობის შესახებ ....5

რაოდენობრივი კომპონენტი ......................................................................................................................6

შერჩევის დიზაინი .......................................................................................................................................6

შერჩევის მეთოდი და შერჩევის ფორმირება ...........................................................................................6

შერჩევის ჩარჩო ............................................................................................................................................6

შერჩევითი ერთობლიობის ზომა ..............................................................................................................7

შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა ...................................................................................................7

კვლევის ტექნიკა ..........................................................................................................................................7

შერჩევის ცდომილება ..................................................................................................................................8

მონაცემების სტატისტიკური ანალიზი....................................................................................................9

რაოდენობრივი კვლევის შედეგები ..........................................................................................................9

საუბრები საჯარო სკოლების დირექტორებთან .................................................................................. 13

თვისებრივი კომპონენტი ......................................................................................................................... 14

ანალიტიკური კვლევის შედეგები, ანალიზი და ინტერპრეტაცია................................................... 18

საერთაშორისო პრაქტიკა ......................................................................................................................... 19

რეკომენდაციები: ....................................................................................................................................... 20

დანართი 1................................................................................................................................................... 22

Page 4: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

4

ანგარიშის სტრუქტურა

ანგარიში შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან. შესავალ ნაწილში გადმოცემულია

საკვლევი პრობლემის არსი, პრობლემის აქტუალობა, კვლევის მიზნები და მეთოდი.

რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის აღწერა წარმოდგენილია მეორე ნაწილში, კითხვებზე

გაცემული პასუხებით (სიხშირული და პროცენტული განაწილება დიაგრამების სახით) და

დირექტორებთან და ექსპერტებთან საუბრების მოკლე შინაარსი. მესამე ნაწილში მოყვანილია

კვლევის დასკვნები, ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, კვლევას თან

ერთვის 1 დანართი.

შესავალი

ნებისმიერი სახელმწიფოს ერთ–ერთი უპირველესი ამოცანაა უზრუნველყოს სკოლაში

უსაფრთხო გარემოს შექმნა, რის გარეშეც ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვა

შეუძლებელია. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2

პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი

განვითარებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის ტერიტორიაზე

სამედიცინო კაბინეტის (პუნქტის) არსებობის უზრუნველყოფა წარმოადგენს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას , თუმცა,

ეს არ ზღუდავთ მათ, ჰქონდეთ სამედიცინო კაბინეტები (პუნქტები) და იგი უკავშირდება

დაწესებულების ხელმძღვანელობის კეთილ ნებასა და ფაქტიურად შესაბამისი ფინანსური

რესურსის არსებობას; განათლების სამინისტრომ 2010 წლის, 1 ოქტომბრის, 99/5 ბრძანებით

ექიმისა და ექთნის შტატი სკოლის წესდების საშტატო ჩამონათვალიდან ამოიღო. ამგვარად,

სკოლებში აღარ არის ადამიანი, რომელიც კრიტიკული და არამარტო კრიტიკული

სიტუაციების დროს, მოსწავლეებს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს. საკითხი

განსაკუთრებით აქტუალური, საჯარო სკოლაში, 2012 წელს პირველკლასელი ბავშვის

დაღუპვის შემდეგ გახდა. სამინისტროს აზრით, სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს

ჰყავდეს თუ არა ექიმი და შეძლებს თუ არა მისთვის ხელფასის გადახდას. ბევრი

სკოლისათვის ძალიან ძნელია ექიმს ხელფასი საკუთარი ბიუჯეტიდან გადაუხადოს.

საჯარო სკოლებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სამედიცინო პუნქტები საერთოდ არ

გააჩნიათ და სკოლებში პირველადი დახმარების საშუალებებს კლასის დამრიგებლები

თვითონ ინახავენ, რაც რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ათასობით მოსწავლე

ბავშვიდან, ყოველდღიურად, რომელიმე მათგანს მაინც სჭირდება პირველადი სამედიცინო

დახმარების აღმოჩენა. ეს ცვლილება სკოლის დირექტორებმა მაშინდელ მინისტრთან

გააპროტესტეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს პირველად

დახმარებას ამ საქმეში გადამზადებული მანდატურები გაუწევდნენ, როგორც მანდატურის

სამსახურის უფროსმა საჯარო სკოლაში მოსწავლის გარდაცვალების შემდეგ გაცემულ

ინტერვიუში განაცხადა, 2–კვირიანი სამედიცინო მომზადება მანდატურების მხოლოდ

მცირე ნაწილს აქვს გავლილი და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მათი პირდაპირი

ვალდებულება არ არის (1).

1. http://news.ge/ge/news/story/39838-levan-abashidze-skolashi-sameditsino-kabineti-autsilebelia

Page 5: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

5

კვლევის მიზანი და მეთოდი

მიზანი

პროექტის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ, სკოლის ასაკის ბავშვებისა და

მათი მშობლების ინტერესების ადვოკატირება საჯარო სკოლებში სამედიცინო პუნქტების,

რამდენადაც შესაძლებელია, მოკლე ვადებში აღდგენის თაობაზე. ამ საკითხზე

საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ანალიტიკური კვლევის მეშვეობით, საინფორმაციო

კამპანიის ორგანიზება დაინტერესებული მხარეების, მასმედიის, პოლიტიკური პარტიებისა და

არასამთავრობო სექტორის ჩართვით და კვლევისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგების

საფუძველზე მთავრობის წინაშე შესაბამისი ინიციატივის დაყენება, მთავრობის მიერ ამ

საკითხის შესახებ არსებული პოლიტიკის შეცვლისა და ინიციატივის განხორციელების მიზნით.

კვლევის სტრატეგია და მეთოდოლოგია

საზოგადოებრივი აზრის შესწავლა „სკოლებში სამედიცინო კაბინეტის აღდგენის

აუცილებლობაზე“ ჩატარდა როგორც რაოდენობრივი ისე თვისებრივი კვლევის საფუძველზე,

პარალელურ რეჟიმში. კვლევის პროცესში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია დაინტერესებული

მხარეებისა და შესაბამისი ექსპერტების განწყობა – დამოკიდებულების შესახებ

ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საწყის ეტაპზევე გათვალისწინებული იყო, რომ

დაინტერესებულ მხარეებსა და ექსპერტებს შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონოდათ

შესასწავლ საკითხზე, შესაბამისად, ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტი ისე დაიგეგმა, რომ

შესაძლებელი ყოფილიყო განსხვავებული პასუხების მიღება, რაც ასახულია შედეგებში,

დასკვნებსა და რეკომენდაციებში.

ანალიტიკური კვლევა სკოლაში სამედიცინო პუნქტების

აღდგენის აუცილებლობის შესახებ

რაოდენობრივი კომპონენტი – რესპოდენტთა (მოსწავლე, მშობელი, სკოლის

პერსონალი) გამოკითხვით მოპოვებული მონაცემების პროცენტული განაწილება

ცხრილების, დიაგრამებისა და გრაფიკების სახით;

თვისებრივი კომპონენტი – ჯანდაცვის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და სოციალური

უსაფრთხოების, განათლების და სამართლის ექსპერტთა ინტერვიუს ჩანაწერები;

თვისებრივი–მიღებული შედეგების ანალიზიდან გამომდინარე საბოლოო დასკვნა.

Page 6: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

6

რაოდენობრივი კომპონენტი

რაოდენობრივი კომპონენტის მიზანი იყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო

სკოლების პედაგოგების, მოსწავლეების და მათი მშობლების დამოკიდებულების გარკვევა

აღნიშნული საკითხისადმი. სულ გამოიკითხა 500 რესპონდენტი.

შერჩევის დიზაინი

1. კვლევის სამიზნე ჯგუფები

კვლევა ჩატარდა სამ სამიზნე ჯგუფზე:

1. პედაგოგები;

2. მოსწავლეები;

3. მოსწავლეთა მშობლები.

2. კვლევის გეოგრაფიული არეალი ქ. თბილისი (სხვადასხვა რაიონი).

3. გენერალური ერთობლიობა

თბილისის საჯარო სკოლებში სულ აღმოჩნდა 13 434 მოსწავლე და 923 პედაგოგი, რადგან

მშობლების რიცხოვნობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოძიება შეუძლებელი იყო, მშობლების

რაოდენობა გაუთანაბრდა მოსწავლეთა რაოდენობას. ამგვარად სულ გენერალურმა

ერთობლიობამ შეადგინა 27 791.

1. ქ. თბილისის ყველა საჯარო სკოლის პედაგოგი –923

2. ქ. თბილისის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე –13 434

3. ქ. თბილისის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი 13 434

4. სულ 27 791

შერჩევის მეთოდი და შერჩევის ფორმირება

ალბათური შერჩევის ტიპებიდან უპირატესობა მიენიჭა სისტემური შერჩევის მეთოდს.

სისტემური შერჩევის მეთოდის გამოყენებით შეირჩა შერჩევის ინტერვალი და შერჩევის

ჩარჩოდან მოხდა სკოლების შერჩევა.

შერჩევის ჩარჩო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე მოძიებულ იქნა ქ. თბილისში არსებული

სკოლების რაოდენობა. 2013 წლისათვის სახელმწიფო საჯარო სკოლების რაოდენობა შეადგენდა

174. შერჩევის ინტერვალი განისაზღვრა 10–ით და ამოირჩა 17 სკოლა. გენერალური

ერთობლიობისათბის შერჩევის წილი განისაზღვრა 2%–ით, რამაც შეადგინა დაახლოებით 500

რესპონდენტი.

Page 7: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

7

შერჩევითი ერთობლიობის ზომა

შერჩევითი ერთობლიობის ზომის განსაზღვრა მოხდა ლორენს ნიუმენის პრინციპით: რაც უფრო

მრავალრიცხოვანია გენერალური ერთობლიობა მით უფრო დაბალია შერჩევის წილი. მისი

აზრით, „ისეთი მცირერიცხოვანი გენერალური ერთობლიობისათვის როგორიცაა 1000 ადამიანი,

შერჩევის წილი საკმაოდ მაღალი უნდა იყოს დაახლოებით 30%, 10 000 – ის შემთხვევაში

დაახლოებით 10%, რაც უფრო იზრდება გენერალური ერთობლიობა შერჩევის წილი მცირდება“.

ჩატარებული კვლევის გენერალური ერთობლიობისათვის შერჩევის წილი განისაზღვრა 2%-ით,

შესაბამისად შერჩევითი ერთობლიობის ზომამ შეადგინა დაახლოებით 500 რესპონდენტი.

შერჩევით ერთობლიობაში უნდა მოხვედრილიყვნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

ნიუმენის პრინციპით, რაც უფრო იზრდება საკვლევი ჯგუფი, რეპრეზენტატული შედეგის

მისაღებად, პროცენტულად მით უფრო ნაკლები ადამიანის გამოკითხვაა საჭირო, ანუ, შერჩევით

ერთობლიობაში 50% უნდა ყოფილიყო პედაგოგი და 50% მოსწავლე და მშობელი (1).

1. Nevman, W. L. Social Research Methods: Qualitative and Quantitative Approaches (5th.

Ed.). Boston: A&B, p. 232. 2003.

შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა

შერჩევის ერთეული - შერჩევის პირველადი ერთეული იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.

შერჩევის საბოლოო ერთეულები საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობელები

1. ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგები –235

2. ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები –150

3. ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობელები –115

4. სულ –500

კვლევის ტექნიკა

ანკეტირების მეთოდი

გამოკითხულთა რაოდენობა

500 რესპონდენტი

ანკეტის შევსების ხანგრძლივობა

3– 5 წუთი

კითხვარი (იხ. დანართი 1)

Page 8: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

8

გამოკითხვა ჩატარდა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც

შედგენილი იყო კითხვებით, რასაც თან ახლდა შესაძლო პასუხების სია. კითხვარი ეხებოდა

სკოლის პერსონალს, მშობლებსა და მოსწავლეებს. თუმცა, მათი ნაწილი ეხებოდა მხოლოდ

სკოლის პერსონალსა და მშობლებს, რისთვისაც, კითხვარში გაკეთდა სპეციალური აღნიშვნები.

სკოლაში სამედიცინო კაბინეტის არსებობის აუცილებლობის შესახებ დასმული იყო კითხვა,

რომელსაც უნდა დაეფიქსირებინა სამედიცინო კაბინეტის აუცილებლობა ან არააუცილებლობა,

პასუხით „დიახ“ ან „არა“, რაც იძლეოდა პასუხის ერთადერთი ვარიანტის არჩევის

შესაძლებლობას, რის შედეგადაც ამგვარ კითხვაზე წარმოდგენილი პასუხების ყველა ვარიანტის

ჯამი შეადგენდა 100%, ხოლო დანარჩენ კითხვებში რესპონდენტებს შეეძლოთ აერჩიათ

პასუხების რამდენიმე ვარიანტი, ამიტომ მათი ჯამი აღემატებოდა 100%-ს.

შერჩევის ცდომილება

გამოკითხული 500 რესპონდენტის შერჩევის ცდომილება შეადგენდა 4,5 %.

შერჩევის ცდომილება გამოთვლილი იყო ფორმულით:

∆error =2*√p(1-p)/n (1);

სადაც P - არის მოვლენის მოხდენა/არ მოხდენის ალბათობა. P–ს მნიშვნელობად აღებულ იქნა 0,

5, რადგან ამ დროს შერჩევის ცდომილება აღწევს მაქსიმუმს.

n - არის შერჩევის მოცულობა

∆max,error =2*√0,5(1-0,5)/n =√1/n

ფორმულაში მონაცემების შეტანის შემდეგ :

∆max,error =√1/n=√1/500=√0,002=0,0447213≈4,5%

ამრიგად, შერჩევის მაქსიმალური ცდომილება 95%-იანი სანდოობის მიხედვით შეადგენდა 4,5%-

ს.

1. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა, გვ.188; თბილისი, 1998.

შერჩევითი ერთობლიობის აბსოლუტური და პროცენტული განაწილება გენერალურ

ერთობლიობაში ცხრილი #1

რაოდენობა გენერალურ

ერთობლიობაში

პროცენტული

განაწილება

გამოკითხული

ანკეტების რაოდენობა

გამოსაკითხი ანკეტების

პროცენტული

განაწილება

პედაგოგები 923 3,4% 235 47%

მოსწავლეები 13434 48,3% 150 30%

მშობლები 13434 48,3% 115 23%

სულ 27791 100% 500 100%

Page 9: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

9

მონაცემების სტატისტიკური ანალიზი

ვიზუალური დათვალიერებით შემოწმდა ინტერვიუერთა მიერ ანკეტის შევსების სისწორე.

ანკეტები სწორად იყო შევსებული. მონაცემები დამუშავდა Excel–ის შესაბამისი პროგრამის

მეშვეობით. ტექსტში ყველგან მოყვანილია მხოლოდ სტატისტიკურად მნიშვნელოვნი

მონაცემები, მონაცემთა დამუშავებისას მოხდა შესაბამისი სიხშირეებისა და პროცენტების

გამოთვლა.

რაოდენობრივი კვლევის შედეგები

რესპონდენტების რაოდენობა

რესპონდენტების პროცენტული განაწილება შერჩევით ერთობლიობაში დიაგრამა #1

კითხვა #1

თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა საჯარო სკოლაში იყოს სამედიცინო კაბინეტი, სადაც

მომსახურებას გაგიწევენ კვალიფიციური ექიმები და ექთნები?

რესპონდენტების აბსოლუტურმა ერთობლიობამ (დიაგრამაზე ნაჩვენებია აბსოლუტური

მონაცემები), განურჩევლად სტატუსისა, მხარი დაუჭირა მოსაზრებას სკოლაში სამედიცინო

კაბინეტის არსებობის აუცილებლობის შესახებ.

კითხვა 1 დიაგრამა #2

47%

30%

23%

რესპონდენტების პროცენტული

განაწილება

პედაგოგი

მოსწავლე

მშობელი

Page 10: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

10

კითხვას არ უპასუხა მხოლოდ 2 მოსწავლემ.

კითხვა #2 სასწავლო წლის განმავლობაში, რამდენად ხშირად აღმოჩენილხართ სამედიცინო

კაბინეტის არსებობის აუცილებლობის წინაშე?

პედაგოგების 64% (149) აღნიშნა, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ხშირად აღმოჩენილა

სამედიცინო კაბინეტის არსებობის აუცილებლობის წინაშე, 33% (78)– იშვიათად და 3% (8)

არასოდეს.

მოსწავლეების შემთხვევაში პროცენტული განაწილებამ ამგვარი სახე მიიღო: ხშირად 54% (81),

იშვიათად 40% (60) და არასოდეს 6% (10).

მშობლების 56,5%-მა (65) აღნიშნა, რომ ხშირად აღმოჩენილა სამედიცინო კაბინეტის არსებობის

აუცილებლობის წინაში, 33% (38) იშვიათად და 9,5% (11)-არასოდეს.

დიაგრამა #3

64%

33%

3%

პედაგოგები

ხშირად

იშვიათად

არასდროს

Page 11: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

11

კითხვა #3 რას აკეთებთ იმ შემთხვევაში როცა აუცილებელია მოსწავლისათვის სამედიცინო

დახმარების აღმოჩენა? (პასუხობენ მხოლოდ პედაგოგები და სკოლის პერსონალი)

რესპონდენტთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას-63,8%

(150), მშობელს ატყობინებს რესპონდენტი პედაგოგების 50,6% (119). თავად უწევენ დახმარებას

პედაგოგთა 25,5% (60). „მანდატურები უწევენ დახმარებას“ პასუხი აღნიშნა მხოლოდ პედაგოგთა

5%-მა (12), ხოლო „სახლში ვაგზავნით“ -3% (7)-მა.

დიაგრამა #4

54% 40%

6% მოსწავლეები

ხშირად

იშვიათად

არასდროს

56.5% 33%

9.5%

მშობლები

ხშირად

იშვიათად

არასდროს

Page 12: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

12

კითხვა #4 იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა მოსწავლისათვის უსწრაფესი პირველადი

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რამდენად მზადაა სკოლა ამისათვის?

(შეკითხვაზე პასუხობენ მხოლოდ პედაგოგები)

პედაგოგთა უმეტესობის აზრით სკოლა ამისთვის არ არის მზად – 48% (113), სასწრაფოს მოსვლას

დაელოდება – 47,6%, (112) პასუხის გაცემა გაუჭირდა 2,4%-ს (12), მხოლოდ პედაგოგთა

უმცირესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ სკოლა ასეთი დახმარებისთვის მზად არის 4% (11).

დიაგრამა #5

კითხვა #5 თქვენი აზრით, სკოლაში სამედიცინო კაბინეტის არსებობის შემთხვევაში, რა

ფუნქციები უნდა ევალებოდეს მას? (პასუხობენ სკოლის პერსონალი და მშობლები)

რესპონდენტებს მიეცათ ფუნქციების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა ასრულებდეს სკოლაში

სამედიცინო კაბინეტი. ეს ფუნქციებია: პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

სამკურნალო-პროფილაქტიკური და სანიტარულ ჰიგიენური; საინფორმაციო–

საგანმანათლებლო. მათ უნდა ამოერჩიათ ამ ფუნქციებიდან მათთვის სასურველი.

რესპონდენტთა ყველა ჯგუფში უმეტესობამ აღნიშნა, რომ სკოლის სამედიცინო კაბინეტს უნდა

ჰქონდეს პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფუნქცია:

პედაგოგები – 191, (81,3%) მოსწავლეები – 77 (51,3%) , მშობლები – 84. (69,5%); სიხშირის

მიხედვით შემდეგი იყო სამკურნალო პროფილაქტიკური და სანიტარულ- ჰიგიენური ფუნქცია:

პედაგოგები - 63,8% (150), მოსწავლეები – 9,3% (14), მშობლები – 52,3% (67); საინფორმაციო–

საგანმანათლებლო ფუნქცია: პედაგოგები – 4,3% (10), მოსწავლეები – 2% (3), მშობლები – 22,6%

(26).

მოსწავლეები არ იყვნენ ვალდებულნი ამ კითხვაზე ეპასუხათ, მაგრამ მათმა უმეტესობამ

კითხვას პასუხი გასცა. მშობელთა მცირე ნაწილმა 4,3% (5) კითხვას არ უპასუხა.

Page 13: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

13

დიაგრამა #6

სამკურნალო–პროფილაქტიკური და სანიტარულ–ჰიგიენური ფუნქცია (მოსწავლეთა

ფიზიკური და ფსიქიური განვითარების კონტროლი, ქრონიკული დაავადებების მქონე

მოსწავლეთა აღრიცხვა/მონიტორინგი, პროფილაქტიკური გასინჯვა, პროფილაქტიკური

აცრების კონტროლი, მოსწავლეთა კვების კონტროლი სკოლის კვების ბლოკში);

საინფორმაციო–საგანმანათლებლო (მოსწავლეთა ინფორმირება პოპულარულ

სამედიცინო თემებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და პირადი და საზოგადოებრივი

ჰიგიენის წესებზე).

საუბრები საჯარო სკოლების დირექტორებთან

კვლევის დაწყებამდე სკოლების დირექტორებმა გამოხატეს თავიანთი აზრი სკოლებში სამედიცინო

კაბინეტის აღდგენასთან დაკავშირებით. მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ მოსაზრებას. მათი

აზრით აუცულებელია, რომ კაბინეტში იმსახუროს შესაბამისი კვალიფიციკაციის ექიმმა, რასაც

იმით ასაბუთებენ, რომ მშობლები სკოლას არ ატყობინებენ შვილების ავადმყოფობის შესახებ, იმ

შემთხვევებშიც კი როცა საქმე ეხება ისეთ სერიოზულ დაავადებებს როგორიცაა: ეპილეფსია,

შაქრიანი დიაბეტი, ალერგია და ა.შ. სკოლის დირექტორებმა საუბარში აღნიშნეს, რომ სკოლებს

დიდი პრობლემები ექმნებათ სამედიცინო კაბინეტის არარსებობის გამო, „ხშირია შემთხვევა როცა

დღეში სამჯერ მაინც გვჭირდება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, მშობლები მალავენ

შვილების ავადმყოფობებს და სკოლის ექიმს შეეძლება ამ პრობლემის გადაჭრა“. საჯარო სკოლის

დირექტორებთან დასმული იყო კითხვა, „შეუძლიათ თუ არა მანდატურებს ან პედაგოგებს

შეასრულონ ექიმის ფუნქცია, თუკი მოხდება მათი შესაბამისი გადამზადება“? მათი პასუხი იყო, რომ

პედაგოგები მოსწავლეები

81.3% 69.5% 51.3%

63.8% 52.3%

9.3%

4.3% 22.6%

2.0%

საინფორმაციო–

საგანმანათლებლო

სამკურნალო–

პროფილაქტიკური და

სანიტარულ–

ჰიგიენური

პირველადი და

გადაუდებელი

სამედიცინო

დახმარების აღმოჩენა

Page 14: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

14

არავითარ შემთხვევაში, რადგან როგორც არ უნდა გადაამზადო მანდატური ან პედაგოგი, ის მაინც

ვერ გაუტოლდება კვალიფიციურ ექიმს ან ექთანს და ვერ შეცვლის მას. მათი აზრით, სკოლაში

კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის არსებობა აუცილებელია, რადგან სამედიცინო

პერსონალის ფუნქცია არა მხოლოდ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა,

არამედ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების აღრიცხვა, მათი მონიტორინგი, სისტემატური

კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების

აღმოჩენაა.

თვისებრივი კომპონენტი

კვლევისას გამოყენებულ იქნა აგრეთვე თვისებრივი კვლევის ინდიკატორები: ჩატარდა

ჩაღრმავებული, ფოკუსირებული ინტერვიუები ჯანდაცვისა და განათლების ექსპერტებთან, იმ

საჯარო სკოლის დირექტორთან, სადაც პირველკლასელი ბავშვი დაიღუპა და ახალგაზრდა

იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოჟორიძესთან. კვლევაში გამოყენებული იყო პირისპირ

ინტერვიუირების მეთოდი. ინტერვიუები ჩატარდა წინასწარ მომზადებული კითხვებისა და

თავისუფალი საუბრის მეშვეობით, თითოეული ექსპერტის მოღვაწეობის არეალის შესაბამისად.

თარიღი 2013 წელი

კვლევის არეალი თბილისი

კვლევის მეთოდი თვისებრივი კვლევა

კვლევის ტექნიკა პირისპირ ინტერვიუები

პირისპირ ინტერვიუების რაოდენობა 8

წერილობითი ინტერვიუ 1

მონაწილეები

ჯანდაცვის ექსპერტები:

1. ირაკლი სასანია, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, წლების მანძილზე ბავშვთა

რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ამჟამად მთაწმინდის პარკის დირექტორი,

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პროგრამის ერთ–ერთი ავტორი

2. გიორგი ბოჭორიშვილი პროფესორი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, უროლოგთა

ასოციაციის პრეზიდენტი

3. გივი ჯავაშვილი, საოჯახო მედიცინის კათედრის პროფესორი და არასამთავრობო

ორგანიზაცია „საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი

საკითხების შემსწავლელი საზოგადოების“ ხელმძღვანელი

ექსპერტი ჯანდაცვის ეკონომიკისა და სოციალური უსაფრთხოების საკითხებში

1. ოთარ ხუფენია, „ქართული ოცნების“ სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ავტორი

და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური წონასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი

Page 15: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

15

განათლების ექსპერტები:

1. თამარ მოსიაშვილი, ყოფილი პედაგოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო

განვითარების ინსტიტუტი“

2. სოფიო გორგოძე, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი, „უსაფრთხო სკოლის

ალტერნატიული კონცეფციისა“ და ნაშრომ „უსაფრთხო სკოლის მონიტორინგის“

ერთ–ერთ ავტორი

3. რუსუდან თედორაძე, 51–ე სკოლის ყოფილი სასწავლო ნაწილის გამგე, მასწავლებელთა

პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი ბიოლოგიის

საკითხებში

4. მზია დოვოსოვა, გლდანულის 59–ე საჯარო სკოლის დირექტორი

სამართლებრივი ექსპერტი

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე

ჩაღრმავებული ინტერვიუების მოკლე შინაარსი

1. ირაკლი სასანიას აზრით, აუცილებელია, საჯარო სკოლებში აღდგეს სამედიცინო კაბინეტები,

რასაც წინ უნდა უძღოდეს მოსამზადებელი სამუშაოები; უნდა შეიქმნას შესაბამისი კვალიფიკაციის

სამედიცინო პერსონალის (ექიმები/ექთნები) მომზადება/გადამზადების, სამედიცინო კაბინეტების

აღჭურვის და მათ მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი სტანდარტი, რათა

შემდგომში შესაძლებელი იყოს მათი საქმიანობის ეფექტურობის შეფასება, მართვა და კონტროლი

ერთიანი კრიტერიუმებით, ცენტრალიზებული მექანიზმით, მონაცემთა ერთიანი ელექტრონული

ბაზით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. სკოლების სამედიცინო კაბინეტებს უნდა გააჩნდეთ სამი

ძირითადი ფუნქცია:

1. პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

2. სამკურნალო–პროფილაქტიკური და სანიტარულ–ჰიგიენური ფუნქცია;

3. საინფორმაციო–საგანმანათლებლო ფუნქცია.

2. გიორგი ბოჭორიშვილის აზრით, საქართველოს საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების

აღდგენა ხელს შეუწყობს ბავშვებში უბედური შემთხვევებისა და მათი შესაძლო გართულებების,

სხვადასხვა სახის დაავადებების პრევენციასა და მკურნალობას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის

პოპულარიზაციას და ზოგადად მათი ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას,

რაც საბოლოო ჯამში აისახება ერის ჯანმრთელობაზე. აგრეთვე შესაძლებელი გახდება, ამ სფეროში,

უმუშევარი ექიმებისა და ექთნების დასაქმება, შესაფერისი ანაზღაურებით.

3. გივი ჯავაშვილის აზრით, საჯარო სკოლებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის

ფუნქციას გარკვეულწილად ახორციელებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები,

სამკურნალო–პროფილაქტიკურს კი „ოჯახის“ ექიმები. თუმცა მისი აზრით, სკოლებში სამედიცინო

კაბინეტების აღდგენა მაინც აუცილებელია და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დანახარჯების

შემცირების მიზნით, სასურველია კაბინეტები დაკომპლექტდნენ არა ექიმებით, არამედ შესაბამისი

პროგრამით გადამზადებული კვალიფიციური ექთნებით (გასათვალისწინებელია აგრეთვე წინა

საბჭოთა გამოცდილება, როცა სკოლის ექიმები გარკვეულ დისკვალიფიკაციას იღებდნენ სკოლებში

მუშაობისას), რომლებიც ადგილზევე შეძლებენ, როგორც სიცოცხლისათვის საშიში კრიტიკული

სიტუაციებისას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას (სასწრაფო

Page 16: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

16

სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე), ისე სკოლებში სანიტარულ–ჰიგიენური და

ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარებას და მოსწავლეების ფიზიკური და ფსიქიური

განვითარების უწყვეტ მონიტორინგს, რასაც ოჯახის ექიმი „შორიდან“ ვერ ახორციელებს. მან

აღნიშნა, რომ სკოლის სამედიცინო პერსონალის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია უნდა იყოს

საინფორმაციო–საგანმანათლებლო ფუნქცია, ბავშვებსა და მოზარდებში „ჯანსაღი ცხოვრების

სტილის“ პოპულარიზაცია, რაც მომავალი თაობის და ზოგადად ერის გაჯანსაღების საწინდარია.

4. ოთარ ხუფენიას აზრით, მთავრობის მიერ, საჯარო სკოლებში, სამედიცინო კაბინეტების

აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კაბინეტების აღდგენა/აღჭურვა და

სასკოლო სამედიცინო პერსონალის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ერთიანი

სახელმწიფო სადაზღვევო ფონდიდან, რომელიც სავარაუდოდ უნდა შეიქმნას უახლოეს მომავალში,

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით.

5. განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის

საჭიროებას ვერ ხედავს. მან აღნიშნა, რომ, მანამდე არსებული სამედიცინო კაბინეტები

არაეფექტურად მუშაობდნენ, რის გამოც ისინი გაუქმდნენ. მისი აზრით, სკოლის დირექტორებმა

თავად უნდა გადაწყვიტონ სჭირდებათ თუ არა სკოლაში ექიმი შესაბამისი სერტიფიკატით და

თავიანთი მოძიებული სახსრებით უნდა დააფინანსონ ის, დეცენტრალიზებული წესით. იგი თვლის

რომ, სკოლის მასწავლებლები სათანადოდ უნდა გადამზადდნენ და თვითონ უნდა აითვისონ

პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისათვის შესაბამისი უნარ–ჩვევები, რათა

თვითონვე შეძლონ დახმარების გაწევა აუცილებლობის შემთხვევაში. მან აღნიშნა ამგვარი მსოფლიო

გამოცდილების შესახებ. თუმცა, ჩვენს კითხვაზე, ეკონომიკურად რამდენად მიზანშეწონილია, რომ

სახელმწიფომ გადაამზადოს მასწავლებლები, ნაცვლად იმისა, რომ სკოლაში იმყოფებოდეს თუნდაც

ერთი, შესაბამისი კვალიფიკაციის მედიცინის მუშაკი და რამდენად საკმარისია, რომ სკოლაში იყოს

პირი, რომელიც მომზადებული იქნება მხოლოდ პირველადი გადაუდებელი დახმარების

აღმოჩენისათვის აუცილებელ უნარ–ჩვევებში და ვერ შეძლებს ქრონიკული დაავადების მქონე

ბავშვების აღრიცხვა/მონიტორინგს, სისტემატურ კონტროლსა და საჭიროების შემთხვევაში

მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მან გვიპასუხა, რომ მისი რეკომენდაციით,

ამისათვის საჭირო სამედიცინო ცოდნა სკოლაში უნდა შევიდეს, თუმცა რა ფორმით, არ

დაუკონკრეტებია.

6. სოფიო გორგოძეს აზრით, უსაფრთხო სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლისა და

სკოლის პერსონალის ფიზიკურ და ემოციურ/ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. ფიზიკური

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსწავლეთა ქცევის მართვისა და კონფლიქტების

პრევენციის გარდა, აუცილებელია ყურადღება მიექცეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების

წესის დამკვიდრებას (ჯანსაღი კვება, ჰიგიენა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა) სკოლის შენობის

შესაბამის მოწყობა/აღჭურვას და ა.შ. კითხვაზე მთავრობის მიერ, საჯარო სკოლებში,

სამედიცინო კაბინეტების აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ

რომელმა სამთავრობო სტრუქტურამ უნდა მოახდინოს შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო

პერსონალის მომზადება/გადამზადება, სამედიცინო კაბინეტების აღჭურვა და შემდგომში მათი

საქმიანობის მართვა და კონტროლი, ეს უნდა იყოს განათლების სამინისტრო თუ ჯანდაცვის

სამინისტრო? მან უპასუხა, რომ უნდა განისაზღვროს თუ რა ფორმით უნდა აღდგეს

კაბინეტები, როგორი იქნება სამედიცინო პერსონალის ფუნქციები, რამდენად უნიფიცირებული

იქნება ისინი ქვეყნის მასშტაბით და განსხვავებული სკოლების საჭიროების შემთხვევაში.

მისი აზრით, კაბინეტების აღდგენა უნდა მოხდეს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს

ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების

თანამონაწილეობით. მისი აზრით, მათი საქმიანობის მართვა და კონტროლი უნდა

Page 17: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

17

განხორციელდეს ანგარიშგების სხვადასხვა მექანიზმებით და ისინი ანგარიშვალდებულნი უნდა

იყვნენ არა მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო უწყების, არამედ სკოლისა და ადგილობრივი

თემის წინაშე.

7. რუსუდან თედორაძის აზრით, ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის, სკოლებში

სამედიცინო კაბინეტების აღდგენა აუცილებელია; სკოლაში უსაფრთხო გარემო ვერ იქნება თუ არ

იქნა ბავშვის ჯანრთელობის ზრუნვაზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლა; მან აღნიშნა რომ

„უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის ფარგლებში შექმნილი მანდატურების სამსახურის მხოლოდ

მცირე ნაწილს აქვს გავლილი პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 2–კვირიანი

კურსი, რაც სრულიად არასაკმარისია და სკოლაში ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ მოიცავს

მხოლოდ პირველად და გადაუდებელ დახმარებას. მისი თქმით, მუდმივად და უწყვეტად უნდა

ხორციელდებოდეს ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიური განვითარების კონტროლი, ქრონიკული

დაავადებების მქონე ბავშვთა მონიტორინგი და პროფილაქტიკური და სანიტარულ–ჰიგიენური

ღონისძიებების გატარება სკოლებში. მისი რეკომენდაციით, სამედიცინო კაბინეტების დაფინანსება

შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით და

სკოლებთან არსებული სამეურვეო საბჭოების მობილიზებით (ყოველთვიურად თითოეული

მშობელის მიერ თუნდაც ერთი ლარის გადახდით), თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება

სამთავრობო დონეზე იქნება მიღებული.

8. გლდანულის 59–ე საჯარო სკოლის დირექტორმა მზია დოვოსოვამ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ

კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სკოლაში არსებობა აუცილებელია, დღის განმავლობაში

სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჭირდებათ როგორც ბავშვებს, ისე მთლიანად სკოლის

პერსონალს; მის სკოლაში ბავშვის დაღუპვის შემდეგ, იგი იძულებული გახდა დაექირავებინა

შტატგარეშე ექთანი, სკოლის დამატებითი შემოსავლის ხარჯზე, მიზერული ხელფასით (150 ლარი).

9. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე კახა კოჟორიძის სამართლებრივი

განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფოს აკისრია ზოგადი ვალდებულება

უზრუნველყოს თავიანთი მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება. სახელმწიფოს აკისრია აგრეთვე

კონკრეტული ვალდებულებები 1989 წლის “ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მიხედვით, ბავშვის

ნორმალური ზრდისათვის აუცილებელი უსაფრთხო და დაცული გარემოს შესახებ (1) და

საქართველოში მოქმედი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მიხედვით (2), ბავშვს უფლება აქვს

მიიღოს გადაუდებელი და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე, სადაც ის იმყოფება (მათ

შორის სკოლაშიც), რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც უბედურ, ისე სხვა შემთხვევებთან

დაკავშირებული რისკები.

1. Convention on the Rights of the Child; Adopted and opened for signature, ratification and accession by

General Assembly resolution 44/25 of 20 November 1989; http://www2.ohchr.org/english/law/crc.htm 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N

281/ნ, სტანდარტი 9 და სტანდარტი 13; 2009 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი

შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია, აღადგინოს სამედიცინო პუნქტები სკოლებში, რომლებიც

დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რათა არ დაირღვეს ბავშვთა

უფლებები ბავშვის ნორმალური ზრდისათვის აუცილებელი უსაფრთხო და დაცული გარემოს

შესახებ.

Page 18: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

18

ანალიტიკური კვლევის შედეგები, ანალიზი და

ინტერპრეტაცია

ანალიტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგები

ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, არის განსხვავებებიც, როგორც რაოდენობრივი, ისე

თვისებრივი კვლევის საფუძველზე, გამოიკვეთა კვლევის ძირითადი ტენდენციები:

1. საქართველოს საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის აუცილებლობაზე

თანხმდებიან როგორც დაინტერესებული მხარეები (სკოლის პერსონალი, მშობლები,

მოსწავლეები) ისე ექსპერტები, ერთი გამონაკლისის გარდა (თამარ მოსიაშვილი), რომელიც

შესაბამისი სამედიცინო ცოდნის სკოლაში შეტანის საჭიროებას მაინც აღნიშნავს;

2. სამედიცინო კაბინეტები დაკომპლექტებული უნდა იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის

სამედიცინო პერსონალით და არც მანდატურს და არც პედაგოგს არ შეუძლია შესაბამისი

ფუნქციების შესრულება, რაც არ უნდა გადაამზადო ისინი;

3. სკოლების სამედიცინო კაბინეტებს უნდა გააჩნდეთ სამი ძირითადი ფუნქცია:

პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

სამკურნალო–პროფილაქტიკური და სანიტარულ–ჰიგიენური ფუნქცია (მოსწავლეთა

ფიზიკური და ფსიქიური განვითარების კონტროლი, ქრონიკული დაავადებების მქონე

მოსწავლეთა აღრიცხვა/მონიტორინგი, პროფილაქტიკური გასინჯვა, პროფილაქტიკური

აცრების კონტროლი, მოსწავლეთა კვების კონტროლი სკოლის კვების ბლოკში);

საინფორმაციო–საგანმანათლებლო (მოსწავლეთა ინფორმირება პოპულარულ

სამედიცინო თემებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და პირადი და საზოგადოებრივი

ჰიგიენის წესებზე).

რესპონდენტებს (სკოლის პერსონალსა და მშობლებს) ზოგადად მკაფიოდ აქვთ

წარმოდგენილი სამედიცინო კაბინეტის ფუნქციები, თუმცა, მშობლები უფრო სწორად

ასახელებენ კაბინეტის ძირითად ფუნქციებს. გაკვირვება გამოიწვია პედაგოგების მიერ

აღნიშნულმა სამედიცინო კაბინეტების საგანმანათლებლო–საინფორმაციო ფუნქციის მხოლოდ

4,3%–მა. საგულისხმოა, რომ მიუხედავად თემის ასეთი აქტუალობისა მსოფლიო მედიაში და

რაზეც დაბეჯითებით საუბრობენ ჯანდაცვის სპეციალისტები, მასწავლებლები არასაკმარისად

არიან ინფორმირებულები „ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციის“ მნიშვნელობაზე

მომავალი თაობის აღზრდაში და უჭირთ მათ შორის კავშირის დანახვა. ამ საკითხზე შედარებით

უკეთ არიან ინფორმირებული მშობლები 22,6%, თუმცა ეს ციფრიც მცირეა და ეს შეიძლება

განპირობებული იყოს შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობით ადგილობრივ მედიაში.

დაინტერესება გამოიწვია აგრეთვე, თუ რა იგულისხმებოდა პედაგოგების მიერ გაწეული

სამედიცინო დახმარების 25,5% –ში; რამდენიმე სკოლის დირექტორის განმარტებით, ესაა

მხოლოდ უმნიშვნელო სამედიცინო დახმარება, როგორიცაა კიდურებზე მცირე ნაკაწრების ან

პატარა ზომის ჭრილობების იოდის ხსნარით დამუშავება და ბინტის ნახვევის დადება ან

თერმომეტრით ტემპერატურის გაზომვა. პედაგოგთა 48%-ის აზრით კი, სკოლა ექიმის არ ყოლის

გამო, მზად არ არის მოსწავლეს საჭიროების შემთხვევაში უსწრაფესი პირველადი გადაუდებელი

(სიცოცხლისათვის საშიში) სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს.

როგორც აღმოჩნდა მანდატურების მიერ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას

შესაძლებლად თვლის გამოკითხულთა მხოლოდ 5%, შესაბამისად კვლევის შედეგების

Page 19: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

19

მიხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ, სახელმწიფოს მიერ მათ თუნდაც 2–კვირიან სამედიცინო

ტრენინგზე დახარჯული თანხები არაეფექტური და უმიზნოა.

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის

საჭიროებისას, სკოლის პერსონალი იძახებს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას

(64%) ან ატყობინებს მშობლებს (50%) ანუ სკოლა სრულებით არ არის მზად სამედიცინო

დახმარების ადგილზე აღმოსაჩენად.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია, პრობლემა

განსაკუთრებით აქტუალურია მცირებიუჯეტიანი, მცირეკონტიგენტიანი სკოლებისათვის.

მაღალბიუჯეტიანი სკოლები ასე თუ ისე, ახერხებენ საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე ექიმის

დაქირავებას და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირებას სკოლებში.

საერთაშორისო პრაქტიკა

ამ საკითხზე არსებული შესაბამისი მსოფლიო გამოცდილების მხრივ ასეთი ვითარებაა: ამერიკის

შეერთებული შტატების 48 შტატის საჯარო სკოლებში, მოსწავლეთა სამედიცინო

უზრუნველყოფის 2 ტიპია დანერგილი (1,2): უშუალოდ სკოლაში არსებული სამედიცინო

მომსახურება, სამედიცინო პუნქტების სახით და სკოლასთან დაკავშირებული სამედიცინო

კლინიკების მეშვეობით მომსახურება. უზრუნველყოფის ორი ტიპი გამომდინარეობს საჯარო

სკოლების განსხვავებული საჭიროებებიდან. პირველი ტიპი გამოიყენება დაწყებითი და

შუალედური სწავლების სკოლებში და განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ მცირე ასაკის

ბავშვებს უშუალოდ ადგილზე ჭირდებათ ფიზიკური და სამედიცინო უსაფრთხოების

უზრუნველყოფა. სკოლაში არსებულ სამედიცინო პუნქტებში მუშაობენ ექიმის თანაშემწეები,

შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის ანალოგი საქართველოში არ არსებობს.

ესენი არიან ლიცენზირებული პროფესიონალები, რომელთაც გავლილი აქვთ პრაქტიკული

მედიცინისა და ქირურგიული პროცედურების ტრენინგი უფრო ხანმოკლე, ვიდრე ექიმს და

მუშობენ ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.

სამედიცინო კაბინეტებში მუშობენ აგრეთვე შესაბამისი კვალიფიკაციის ექთნები. მათ

ზედამხედველობას უწევენ გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექიმები, ძირითადად

პედიატრები, ზოგჯერ ოჯახის ექიმებიც, რომლებიც გარკვეულ დღეებში და საათებში

ახორციელებენ მიღებას უშუალოდ სკოლაშიც. უზრუნველყოფის მეორე ტიპი გამოიყენება

დამამათავრებელი სწავლების ე.წ. კოლეჯის ტიპის სკოლებში. მოზრდილი ასაკის მოსწავლეებს

გარკვეულწილად უკვე თვითონვე შეუძლიათ თავიანთი თავის კონტროლი, მათთვის უფრო

მოსახერხებელია, გარკვეულ დღეებში, სკოლასთან ყველაზე ახლოს მდებარე კლინიკაში, ვიწრო

პროფილის კვალიფიციურ სპეციალისტთან მისვლა, მათი კონკრეტული საჭიროების მიხედვით

(მათ შორის ფსიქოლოგისა და სექსოლოგის კონსულტაცია და ა.შ.). მოსწავლეების კლინიკამდე

მისვლა ხორციელდება ორგანიზებულად, სკოლის ტრანსპორტით.

სასკოლო სამედიცინო პუნქტები, შესაბამისი კვალიფიკაციის ექთნებით არსებობს შვეციის,

გერმანიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ისრაელის საჯარო სკოლებში.

ექთნების სამუშაო გრაფიკი ემთხვევა სკოლის მუშაობის გრაფიკს. დღის განმავლობაში იგი

სამედიცინო დახმარებას უწევს მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს, აკონტროლებს სკოლის

Page 20: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

20

ჰიგიენურ მდგომარეობას და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში ექთანი მოსწავლეს აგზავნის სკოლის

ოფიციალურ კონსულტანტ–ექიმთან ან შესაბამის ექიმ–სპეციალისტთან ჩვენების მიხედვით

(3,4).

სამედიცინო პუნქტები ფინანსდება, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან, ისე

სხვადასხვა საქველმოქმედო და სახელმწიფო სადაზღვევო ფონდებიდან (ისევე როგორც

პოლიცია და საჯარო კლინიკები).

სასკოლო სამედიცინო პუნქტები არსებობს აგრეთვე რუსეთის (5), უკრაინის (6), აზერბაიჯანისა

(7) და სომხეთის საჯარო სკოლებში (8), უკრაინაში სამთავრობო დონეზე მიღებულია

გადაწყვეტილება სკოლის მედპუნქტების ახალი, თანამედროვე აღჭურვის შესახებ. სამედიცინო

პუნქტები დაკომპლექტებულია ექიმებით.

1. School Health Centers and Other Integrated School Health Services; AMERICAN ACADEMY OF

PEDIATRICS, http://pediatrics.aappublications.org/content/107/1/198.full

2. How School-Based Health Centers Can Help Save Our Kids; By Larkin Callaghan, Published March 6,

2013, http://the2x2project.org/how-school-based-health-centers-can-help-save-our-kids/ 3. https://www.nasn.org/

4. http://education.israelinfo.ru/articles/1/168

5. http://74325s014.edusite.ru/p252aa1.html

6. society.lb.ua/.../112960_yanukov..._oborudova.html

7. http://nedelya.az/?p=336

8. http://news.armenia.ru/2012/06/01/294215/armyanskie-deti-rasskazali-o-svoix-nedetskix-problemax/

ანალიტიკური კვლევის შედეგების, ექსპერტების მოსაზრებების და მსოფლიო გამოცდილების

გათვალისწინებით, შემუშავდა რეკომენდაციები სამთავრობო სტრუქტურებისათვის

წარსადგენად

რეკომენდაციები:

1. საქართველოს საჯარო სკოლებში, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს

სამედიცინო კაბინეტების აღდგენა შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით

(ექიმი ან ექთანი), რათა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული მხარეების

100% მოთხოვნის დაკმაყოფილება; მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით და

ფინანსური დანახარჯების შემცირების მიზნით, კაბინეტები შეიძლება დაკომპლექტდნენ

შესაბამისად გადამზადებული ექთნებით. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

პარლამენტთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლის თეიმურაზ ივანიშვილის

რეკომენდაციით, დიდკონტიგენტიან სკოლებში სასურველია მუშობდეს ექიმი.

2. შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადება,

სამედიცინო კაბინეტების აღჭურვა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების

ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს მათი

საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, მართვა და კონტროლი ერთიანი

კრიტერიუმებითა და ცენტრალიზებული მექანიზმით საურველია განხორციელდეს

Page 21: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

21

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რადგანაც ასეთ პროფილურ მოსამზადებელ და

შემდგომში მათ პროფილურ და პროფესიონალურ მართვას სხვა სამთავრობო

სტრუქტურა ვერ შეძლებს და სავარაუდოდ, განათლების სამინისტროს მიერ

სამედიცინო კაბინეტების გაუქმების ერთ–ერთი მიზეზი, მათი მხრიდან სამედიცინო

კაბინეტების სათანადო მართვისა და კონტოლის მექანიზმების უქონლობაში უნდა

ვეძიოთ, რის გამოც სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა სკოლებში მანამდე არსებული

სამედიცინო კაბინეტების ეფექტურ მუშაობას. შესაძლებელია აგრეთვე

დეცენტრალიზებული მექანიზმის ჩართვაც ანგარიშვალდებულებით ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოების წინაშე.

3. სკოლების სამედიცინო კაბინეტებს უნდა გააჩნდეთ სამი ძირითადი ფუნქცია:

პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

სამკურნალო–პროფილაქტიკური და სანიტარულ–ჰიგიენური;

საინფორმაციო–საგანმანათლებლო.

4. სასურველია ადგილობრივ მედიაში მეტი ყურადღება მიექცეს „ჯანსაღი ცხოვრების სტილის

პოპულარიზაციას“.

5. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მცირებიუჯეტიანი, მცირეკონტიგენტიანი

სკოლებისათვის. დიდკონტიგენტიანი სკოლები ახერხებენ საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე

ექიმის დაქირავებას და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირებას სკოლებში.

6. ფინანსური თვალსაზრისით, შესაბამისი კვალფიკაციის სამედიცინო პერსონალით

დაკომპლექტებული სამედიცინო კაბინეტების აღდგენა შეიძლება სახელმწიფოსათვის

უფრო ეფექტური და მომგებიანი იყოს თუ გავითვალისწინებთ იმ დანახარჯებს, რასაც

სახელმწიფო ეწევა სკოლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახებისას

(ქ. თბილისში საშუალოდ ერთი გამოძახების ფასი 2013 წელს 46 ლარს, წინა წლებში კი

40 ლარს შეადგენდა). სახელმწიფოს მიერ, მანდატურების თუნდაც 2–კვირიან სამედიცინო

ტრენინგზე დახარჯული თანხები, კვლევის შედეგების მიხედვით, არაეფექტური და

უმიზნოა.

საიას თავჯდომარის კახა კოჟორიძის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია სკოლებში ორი

მანდატურის ნაცვლად ერთის დატოვება და დარჩენილი ფინანსური რესურსის

მიმართვა სამედიცინო კაბინეტების აღსადგენად.

განათლების ექსპერტის სოფიო გორგოძის რეკომენდაციით, შესაძლებელია აგრეთვე,

ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ფინანსური რესურსების გამოყენებაც.

განათლების ექსპერტ რუსუდან თედორაძის რეკომენდაციით, სამედიცინო კაბინეტების

დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების

დახმარებით და სკოლებთან არსებული სამეურვეო საბჭოების მობილიზებით

(ყოველთვიურად თითოეული მშობელის მიერ თუნდაც ერთი ლარის გადახდით), თუ

შესაბამისი გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე იქნება მიღებული.

Page 22: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

22

„ქართული ოცნების“ სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ავტორისა და არასამთავრობო

ორგანიზაცია „სოციალური წონასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ოთარ ხუფენიას

რეკომენდაციით, კაბინეტების აღდგენა/აღჭურვა და სასკოლო სამედიცინო პერსონალის

დაფინანსება მიზანშეწონილია და შესაძლებელია განხორციელდეს ერთიანი სადაზღვევო

ფონდიდან, რომელიც სავარაუდოდ უნდა შეიქმნას უახლოეს მომავალში, „ქართული

ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით.

7. გრძელვადიან პერსპექტივაში საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენა

ხელს შეუწყობს ბავშვებში უბედური შემთხვევებისა და მათი შესაძლო გართულებების,

სხვადასხვა სახის დაავადებების პრევენციასა და მკურნალობას, ჯანსაღი ცხოვრების

სტილის პოპულარიზაციას და ზოგადად მათი ფიზიკური და ფსიქიური

ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რაც საბოლოო ჯამში ერის გაჯანსაღებაზე აისახება.

დანართი 1

პატივცემულო რესპონდენტო, საქართველოს საჯარო სკოლებში, სახელმწიფოს მიერ, სამედიცინო

კაბინეტის არსებობის (აღდგენის) აუცილებლობის გასარკვევად ვატარებთ სოციოლოგიურ

გამოკვლევას, რისთვისაც გვჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ

ქვემოთ მოცემული კითხვები და შემოხაზოთ მხოლოდ ის პასუხი რომელიც თქვენთვის

სასურველია, თანამშრომლობისთვის გიხდით დიდ მადლობას

რესპონდენტი: ა) პედაგოგი (სკოლის პერსონალი) ბ) მოსწავლე გ) მშობელი

2. ასაკი (ჩაწერეთ) –––––––––––––––––––––––

3. თქვენი აზრით, აუცილებელია თუ არა საჯარო სკოლებში იყოს სამედიცინო კაბინეტი, სადაც

მომსახურეობას გაგიწევენ კვალიფიციური ექიმები და ექთნები? (პასუხობს პედაგოგი, მოსწავლე,

მშობელი)

ა) დიახ ბ) არა

4. საწავლო წლის განმავლობაში, რამდენად ხშირად აღმოჩენილხართ სამედიცინო კაბინეტის

არსებობის აუცილებლობის წინაშე? (პასუხობს პედაგოგი, მოსწავლე, მშობელი)

ა) ხშირად ბ) იშვიათად გ) არასდროს

5. რას აკეთებთ იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია მოსწავლისათვის სამედიცინო დახმარების

აღმოჩენა? (პასუხობს პედაგოგი და სკოლის პერსონალი)

ა) ვატყობინებთ მშობლებს ბ) პედაგოგები უწევენ სამედიცინო

დახმარებას

გ) მანდატურები უწევენ სამედიცინო დახმარებას დ) ვაგზავნით სახლში

ე) ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას

Page 23: ანალიტიკური კვლევა საჯარო სკოლებში მედპუნქტების აღდგენაზე ქ. ჯანაშია;

23

6. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა მოსწავლისათვის უსწრაფესი პირველადი გადაუდებელი

(სიცოცხლისათვის საშიში) სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რამდენად მზადაა სკოლა

ამისთვის? (პასუხობს პედაგოგი და სკოლის პერსონალი)

ა) არ არის მზად, რადგან არა გვყავს ექიმი ბ) მზად არის, პედაგოგები დაეხმარებიან

გ) დაველოდებით სასწრაფოს მოსვლას დ) მიჭირს პასუხის გაცემა

7. თქვენი აზრით, სკოლაში სამედიცინო კაბინეტის არსებობის შემთხვევაში, რა ფუნქციები უნდა

ევალებოდეს მას? (პასუხობს პედაგოგი და მშობელი)

ა) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

ბ) სამკურნალო–პროფილაქტიკური და სანიტარულ–ჰიგიენური ფუნქცია (მოსწავლეთა

ფიზიკური და ფსიქიური განვითარების კონტროლი, ქრონიკული დაავადებების მქონე

მოსწავლეთა აღრიცხვა/მონიტორინგი, პროფილაქტიკური გასინჯვა, პროფილაქტიკური აცრების

კონტროლი, მოსწავლეთა კვების კონტროლი სკოლის კვების ბლოკში);

დ) საინფორმაციო–საგანმანათლებლო (მოსწავლეთა ინფორმირება პოპულარულ სამედიცინო

თემებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესებზე).