ქართული გაზეთების ანალიტიკური...

861
ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია (1905-1907) . VII

Transcript of ქართული გაზეთების ანალიტიკური...

  • ქ ართული გ აზ ეთე ბ ი ს ა ნ ალიტი კური ბ ი ბლიოგრ აფი ა

    (1905-1907)

    ტ. VII

  • რედაქტორი: თამარ მაჭავარიანი

    კონსულტანტი: ალექსანდრა კავკასიძე

    ბიბლიოგრაფები: თამარ დონდუა ელენე გორგოძე კლარა რამიშვილი ფერიდე კვაჭანტირაძე

    ტომს საძიებლები დაურთო და გამოსაცემად მოამზადა — ფერიდე კვაჭანტირაძემ

  • წინასიტყვაობა ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის მე–7 ტომის მოსამზადებლად 1970-

    1975 წლებში აიწერა 1905-1906 წლების ლეგალური გაზეთები – განურჩევლად მათი პოლიტიკური მიმართულებისა, სულ ოცდახუთი დასახელების. ესენია: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“, „ტალღა“, „შიკრიკი“, „შრომა“, „შრომის სურათებიანი დამატება“, „სოციალ–დემოკრატიული ფურცელი“, „განთიადი“, „გაფიცვა“, „გზა“, „გრიგალი“, „ელვა“, „ზარი“, „მუშა“, „პატარა გაზეთი“, „სიმართლე“, „სხივი“, „სხივის ბიულეტენი“, „ჩვენი ცხოვრება“, „ხმა“, „წინ“, „ახალი დროება“.

    რევოლუციის პერიოდში მეფის ცენზურის სიმკაცრის შედეგად ხშირად იხურებოდა ამა თუ იმ დასახელების გაზეთი, ხდებოდა დაბეჭდილი ტირაჟის კონფისკაცია–განადგურება, ამ მიზეზით იმხანად ვერ მოვიძიეთ გაზეთების სრული კომპლექტები არამარტო ეროვნული ბიბლიოთეკის, არამედ სხვა დაწესებულებათა ფონდებშიც, რის გამო რამდენიმე წიგნსაცავში მოგვიხდა თითო–თითო ნომრის დამუშავება. მიუხედავად ჩვენი ცდისა აუწერელი დაგვრჩა სხვადასხვა დასახელების რამდენიმე ათეული ნომერი. (გაზ. „ივერია“, 1906 წლის №1-26, „ცნობის ფურცელი“, 1905 წლის №2870, 2889, 2895, 2921).

    ვისარგებლეთ ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ბიბლიოთეკით, სადაც მივაკვლიეთ გაზეთ „ხმის“ (1906 წ.) დღესდღეისობით გადარჩენილ ერთადერთ სრულ კომპლექტს; იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმის ფონდიდან შევავსეთ „ახალი დროებისა“ და „ახალი ცხოვრების“ აღწერილობები. აქვე მივაკვლიეთ „ახალი დროების“ დამატების მე–3 ნომერს, „დამატება“ აღრიცხული არ არის გ. ბაქრაძის „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიაში“. მკვლევართათვის ინტერესმოკლებული არ იქნება აღნიშნულ ნომერში „პ“, „ჟ“და „რ“ ასოებზე დაწყებული ტერმინთა ახსნა. სავარაუდოა ეს არის „განმარტებითი ლექსიკონის“ შედგენის ცდა. სამწუხაროდ სხვა ნომრების ბედი ჩვენთვის დღემდე უცნობია. ყოფილი მარქსიზმ–ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის ბიბლიოთეკა დიდად დაგვეხმარა გაზეთ „სოციალ–დემოკრატიული ფურცლის“ აღწერაში. ვისარგებლეთ ცენტრალური არქივის ფონდებითა, სადაც დაცულია ამ პერიოდის პერიოდული პრესის დოკუმენტები. საბუთებში მივაკვლიეთ რამდენიმე ფსევდონიმის ახსნას და ა. შ.

    ცხადია მკვლევართათვის ძნელია აღწერილი მასალის გამოყენება, თუ არ ვიზრუნეთ სხვადასხვა ბიბლიოთეკის ფონდებში გაბნეული ცალკეული ნომრების მოძიებასა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მათი სრული კომპლექტების შექმნაზე. დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევები ამის შესაძლებლობას იძლევა.

    მუშაობის სიძნელეს ძირითადად ქმნიდა ის ისტორიულად რთული ეპოქა, რომელსაც შემდგომში ოქტომბრის რევოლუციის „გენერალური რეპეტიცია“ ეწოდა. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება და ფეხს იმაგრებს რევოლუციის წარმმართველი პოლიტიკური ძალა, რომლის უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო გამოემუშავებინა საიმედო ტაქტიკა, მოქმედების სვლა–გეზი, მიმართულება და საშუალებები, ჩამოეყალიბებინა მკაფიო იდეოლოგია. ამ იდეოლოგიის პროპაგანდის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენდა პერიოდული პრესა, ხოლო მისი მომხმარებელი ძირითადად ნაკლებად განათლებული და პოლიტიკურად გაუცნობიერებული პროლეტარიატი, რომლისთვისაც საჭირო იყო მკაფიოდ და მარტივად აეხსნათ რევოლუციის მიზანი.

    ზემოაღნიშნულ და მრავალ სხვა აქტუალურ თემას ისე, როგორც ბოლშევიკური და მენშევიკური, ასევე სხვადასხვა მიმართულების პრესა ეხმაურებოდა არა ერთი და ორი გაზეთით, რომელთა არსებობა ზოგჯერ სულ რამდენიმე ნომრით შემოიფარგლება. ასე მაგალითად: სოციალ–დემოკრატიული მენშევიკური გაზეთის „სხვის“ ბაზაზე 1906 წლის 5 მარტს თბილისში გამოდის პირველი ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი „განთიადი“, რომელიც ბოლშევიკებმა ფართოდ გამოიყენეს, როგორც მენშევიკებისა და ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ტრიბუნა. გაზეთში

  • განწყობილება მეფის ფხიზელ ცენზურას არ გამოჰპარვია და ხუთი ნომრის გამოსვლის შემდეგ იგი დაიხურა.

    „განთიადის“ ნაცვლად ხერხდება „ელვის“ გამოცემა. გაზეთის რედაქტორ–გამომცემლად ოფიციალურად გრიგოლ მახარაძე აღინიშნა, ხოლო ფაქტიური ხელმძღვანელი ფილიპე მახარაძე გახლდათ. გაზეთში თნამშრომლობს იოსებ ბესოშვილი, აქტუალურ საკითხებს ეხებიან ფსევდონიმით „გელა“, „ჭაღარა“. გამოვიდა გაზეთის 28 ნოემბერი. დაიხურა იგი 1906 წლის 15 აპრილს.

    ოთხი დღის შემდეგ 19 აპრილს „ელვის“ ბაზაზე გამოდის გაზეთი „ლამპარი“, რომელიც იდეოლოგიურად მიჰყვება ადრე დახურული გაზეთების ტაქტიკას. განსაკუთრებით აღინიშნება გაზეთში გამოქვეყნებული საპროტესტო წერილები, გამოთქმული ბოიკოტები ანარქისტული გაზეთების “მუშისა“ და „ხმის“ მიმართ. „ლამპარში“ თანამშრომლობენ ლადო დარჩიაშვილი, ლეო ნათაძე, სევერიან ჯუღელი („ვალენტინის“ ფსევდონიმით), გიორგი ესაძე („ამხანაგის“ ფსევდონიმით). გაზეთი 54 ნომრის შემდეგ დაიხურა გენერალ–გუბერნატორის ბრძანებით „მავნე მიმართულებისათვის“.

    1906 წლის 20 ივლისიდან გამოდის გაზეთი „ახალი ცხოვრება“, ოფიციალური რედაქტორ–გამომცემელია ახმეტელაშვილი. გაზეთის გამოცემის აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი იოსებ სტალინი „კობას“ ფსევდონიმით აქვეყნებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკული მნიშვნელობის სტატიებს: „ანარქიზმი თუ სოციალიზმი“, „პროლეტარიატის მეთაურობა დღევანდელ რევოლუციაში“ და სხვა.

    რევოლუციურმა მოძრაობამ საფუძველი ჩაუყარა რევოლუციური მხატვრული ლიტერატურის განვითარებას. იროდიონ ევდოშვილი გევლინება რევოლუციური პოეზიის მედროშედ. გარდა ლექსებისა იგი მძაფრ ფელიტონებში გამოდის მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველად. რევოლუციურ პოეტთა რიგში დგანან პოეტები: მიხეილ კინწურაშვილი, სოლომონ გოშაძე, ვარლამ რუხაძე და მრავალი სხვა ჩვენთვის ჯერ–ჯერობით უცნობი პიროვნება, რომლებიც მოკრძალებით ინიღბებიან სხვადასხვა ფსევდონიმებით.

    გაზეთები „ახალი ცხოვრება“, „ახალი დროება“, „მეგობარი“, „ცნობის ფურცელი“ და „ივერია“ ბეჭდავენ ვაჟა–ფშაველას მომავლის იმედით აღსავსე ლექსებს: „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, „ადრე ნუ ჰკარგავთ იმედსა“, „შინ დაბრუნდებიან ღვთის მადლით“ და სხვა, რომლებშიც იგრძნობა თანაგრძნობა მებრძოლი ხალხის მიმართ.

    რევოლუციის მძიმე დღეებში თვითმპყრობელობის წინააღმდეგ გაბედულად ილაშქრებს ილია ჭავჭავაძე. იგი სასტიკ პროტესტს უცხადებს მთავრობას. პრინციპულად აყენებს საკითხს აჯანყებული ხალხის სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმების შესახებ და რუსეთის სათათბირო საბჭოში გამოდის რადიკალური წინადადებით – საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

    აკაკი წერეთელი 1905 წლის რევოლუციასთან არ მისულა სოციალისტური რევოლუციის გაგების პოზიციიდან, მაგრამ მისი იდეები საქართველოს ეროვნული განთავისუფლების შესახებ, რომელიც მისი აზრით საყოველთაო სახალხო აჯანყებად უნდა განხორციელებულიყო, ემთხვეოდა რევოლუციის საერთო მსვლელობას. სწორედ ეს არის ის საერთო, რომელიც აკავშირებდა აკაკი წერეთელს რევოლუციასთან.

    1906 წლის პირველ იანვარს ქართველ ხალხს აკაკის თარგმნილი „ინტერნაციონალით“ ულოცავს კოტე მესხის მიერ გამოცემული გაზეთი „პატარა გაზეთი“.

    ამ გაზეთში აკაკის თანამშრომლობა ერთადერთი ნათარგმნი ლექსით („ინტენაციონალით“) და პატარა შენიშვნით შემოიფარგლება (რომელიც, სხვათაშორის, შესული არ არის აკაკის სრულ კრებულში). ლექსმა მთავრობა ააფორიაქა. მასში მეფის ცენზურამ სახელმწიფოებრივი წყობილების დამხობისკენ მოწოდება დაინახა, სტატიამ კი მკვეთრად და ნათლად განსაზღვრა გაზეთის დანიშნულება: „დიდ გემს ზღვა უნდა, პატარა ნავი კი მდინარეშიც მარჯვედ მიტრიალდ–მოტრიალდება ის („პატარა გაზეთი“), როგორიც ნავი მდინარეში ისე იტრიალებს პატარა საქართველოში, რომ წარსული შეასწავლოს მკითხველს, აწმყო გააჩხრეკიოს და მომავალი გაათვალისწინებინოს.

  • გაბედული ტექსის და სტატიის გამო გაზეთის რედაქტორი და პოეტი პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და მრავალი უსიამოვნება ხვდათ. ამ ინციდენტით ამოიწურა აღნიშნულ გაზეთში აკაკის თანამშრომლობა.

    ქართველი საზოგადოება კოტე მესხს იცნობს როგორც სცენის საუკეთესო მოღვაწეს და ქართულ ენაზე პიესების მთარგმნელს, მაგრამ ფართოდ არ არის ცნობილი მისი, როგორც რედაქტორ–გამომცემლის მოღვაწეობა. ნაკლებადაა შესწავლილი მისი პუბლიცისტური ღვაწლიც. მაგრამ მის სარედაქციო წერილებში პატრიოტი მამულიშვილი იგრძნობა. მას ამ საქმიანობაში მხარში ამოუდგა ძმა, ცნობილი მოღვაწე და პუბლიცისტი დავით მესხი, რომელიც ქუთაისიდან „ქუთათური ამბებით“ ამარაგებდა გაზეთს და საკვიმატო ფელეტონებში დასცინოდა მეფის მთავრობას. მისი წერილები „თომა პუსის“ ფსევდონიმებით ქვეყნდებოდა.

    გაზეთის მე-3 ნომერში დაიწყო შალვა დადიანის რომანის „გმირების“ ბეჭდვა, რომელიც ალბათ ცენზურის სიმკაცრის გამო აღარ გაუგრძელებიათ. შესასწავლია ამ ნაწარმოების ბედიც.

    გაზეთის ერთ–ერთ ნომერში გაზეთ «Русские ведомисти» –დან გადმობეჭდილია ქართველი მეცნიერის ალექსანდრე ხახანაშვილის „წერილი საქართველოდან“, რომელშიც ავტორი გულისტკივილით აცნობს მკითხველს იმ უბედურებებს, რაც თავს დაატყდა მის სამშობლოს რეაქციის შედეგად. ავტორის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს ხმა მიაწვდინოს რუსეთის ჰუმანურ საზოგადოებას და თანაგრძნობა გამოიწვიოს აწიოკებული სამშობლოს დასაცავად.

    გაზეთში ფსევდონიმებით თანამშრომლობენ „კვანტი“, „კვიმატი“. კვანტის მიერ გაზეთის 28-ე ნომერში 1905 წლის მოვლენების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო გაზეთი დაიხურა.

    ანარქისტული პარტია ამ პერიოდში გამოსცემს გაზეთ „ხმას“ და გაზეთ „მუშას“. ეს უკანსაკნელი გამოდის მიხეილ დიასამიძის რედაქტორობით. გაზეთი აღნიშნული პარტიის ცენტრალური ორგანოა. ქვეყნდება ფუნდამენტური წერილები: „მოკლე სისტემა ანარქიზმისა“ „ესკიზი ანარქისტული ფილოსოფიისა“. რიგ წერილებში გადმოთრგმნილია ანარქიზმის მამამთვარების რეკლიუსა და კროპოტკინის კონცეფციათა პოპულარული რედაქციები.

    გაზეთში თანამშრომლობენ უმთვრესად ვიქტორ ღლონტი, კოწია ჭუბაბრია, ფსევდონიმებით „კახელი“, „ასკანელი მუშა“,. „ალის“ ფსევდონიმით იბეჭდება მოწინავე სტატიები, მსგავსი სტილით იგივე ხასიათის წერილებს ხელს აწერს “LA flamme”. თუმცა სათანადო მტკიცებულებების გარეშე, პირთა საძიებელში ცალ–ცალკე დავტოვეთ, ასევე ვვარაუდობთ, რომ ეს ორივე ფსევდონიმი ერთიდაიგივე პიროვნებას მიეკუთვნება. აქვე ჩნდება მეორე პრობლემა: ცნობილია, რომ „ალის“ ფსევდონიმით ამ პერიოდში წერს მიხეილ ადამაშვილი. საეჭვოა რომ იგი თანამშრომლობდეს ანარქისტთა გაზეთში, რადგან სწორედ ამ დროს რედაქტორობს ახალდაარსებულ ჟურნალ „გლეხს“. მათთვის, ვინც ამ პერიოდის პრესაზე იმუშავებს დიდი სიფრთხილეა საჭირო , ავტორთა დასაზუსტებლად, და ა.შ.

    ამრიგად, 1905-1906 წწ. გაზეთების დამუშავებამ ცხადყო, რომ მიუხედავად არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომლებიც ამ პერიოდის შესწავლას მიეძღვნა, ბევრია კიდევ უცნობი და გასარკვევი. გასახსნელია მრავალი ფსევდონიმი, რომელთა გაშიფვრა მრავალი პიროვნების მოღვაწეობას მოჰფენს შუქს. ვიმედოვნებთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებული სამუშაო დაეხმარება მკვლევართ სამეცნიერო მოღვაწეობაში. გვინდა აქვე ავღნიშნოთ, რომ მასალის ანოტაციებში შესაძლოა დღევანდელი გადასახედიდან შეინიშნებოდეს მცირედი ტენდენციურობა, რაც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებისათვის შეუძლებელი იყო სრულიად გამოერიცხა ბიბლიოგრაფს, მკვლევართა მხრიდან ყველა შენიშვნას მივიღებთ თანამშრომლობის კეთილ გამოსახატად. ტომის მომზადებაში თანადგომისთვის მადლობას ვუხდით: ლევან თაქთაქიშვილის, მანანა სამაშვილს, ნინო ხვედელიანს, მანანა ყვავილაშვილს.

    ფ. კვაჭანტირაძე

  • 1 . ზო გ ა დ ი ხ ა ს ი ა თ ი ს ს ტ ა ტ ი ე ბ ი რ ე ვ ოლუ ც ი ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

    I. ზოგადი ხასიათის მასალა რევოლუციის შესახებ

    1. [ლასხიშვილი გიორგი] გან. ჩვენი საჭიროებანი [ძველის უარყოფა და ახლის ძიება] // ცნფ. – 1905. – 12 იანვ. - N2724. – გვ. 2.

    2. [ლასხიშვილი გიორგი] ლასი. ახალი და ძველი [ძველი და ახალი ცხოვრებს შეჯახება. ნ.ვ. შელგუნოვის პესიმიზმი და ნ.ნიკოლაძის ოპტიმისტური პასუხი XIX-ს ოთხმოციან წლებში] // ცნფ. – 1905. – 13 იანვ. - N2725. – გვ. 3.

    3. [ფირცხალავა სამსონ] სიტყვა. პატარა ამბები. ყველაზე უფრო საშინელი დრო. – ნახევრად დამუნჯება კიდევ უარესია. – რუსეთის ცხოვრებიდან. – ზოგიერთი “საჭირო” დაწესებულება ჩვენს მამებს // ცნფ. – 1905. - 6 თებ. – N2735. – გვ.2-3.

    4. [ლასხიშვილი გიორგი] განი. ჩვენი საჭიროებანი. ქალაქში // ცნფ. - 1905. – 10 თებ. - N2739. – გვ. 2; 17 თებ. - N2746. – გვ. 2.

    5. ახალი ამბავი [საქართველოს ექსარხოსის განკარგულებით დეკანოზ ვოსტორგოვს შეუდგენია მოწოდება, რომ ხალხი არ მოექცეს ახალ აზრთა გავლენის ქვეშ] // ცნფ. – 1905. – 14 თებ. – N2743. – გვ.1. ამ ცნობის ოფიციალური უარყოფა იხ.: - ცნფ. - 27 თებ. - N2756. - გვ. 4.

    6. ნ.ნ. სულ ძილი, ძილი... [რუსეთის მომავალი რეფორმები და ქართველთა მოთხოვნები] // ივ. – 1905. – 23 თებ. – N7. – გვ. 2-3.

    7. წერეთელი ვასილ. მომავალი რეფორმები და ჩვენი პოლიტიკური იდეალი // ცნფ. – 1905. – 27 თებ. – N2756. – გვ. 3.

    8. Af. ძველი და ახალი. – სადღეისო // ივ. 1905. – 12 მარტი. – N24. – გვ. 3. 9. ად[ამაშვი]ლი მ. “გონიერი ზომიერება” [ქართველ თავად-აზნაურთა მორჩილების

    პოლიტიკა წარსულში და ხალხის გამოფხიზლების დასაწყისი] // ივ. 1905. – 13 მარტი. – N25. – გვ. 2-3.

    10. ნ.ნ. ქვეყნის მარილი [თავად-აზნაურები, გლეხები და პრესა] // ივ. - 1905. – 13 მარტი. – N25. – გვ. 2-3.

    11. ძველი წესების მომხრენი. [ახალი მიმართულების ხელის შემშლელი ბნელეთის ძალები] // ივ. - 1905. – 7 აპრ. - N47. – გვ. 3.

    12. ნ.ნ. ძალა-უძლურთა! [რევოლუციური მოძრაობის შესახებ]. – სადღეისო // ივ. - 1905. – 8 აპრ. – N48. – გვ. 3-4.

    13. ნ.ნ. ერთობა. – სადღეისო // ივ. - 1905. – 10 აპრ. - N50. – გვ. 3. 14. [ყიფშიძე ალექსანდრე] ა. ლი. ბაასი VIII [ქართველი ხალხის გამოფხიზლება. ერთობის

    ძალა] // ცნფ. – 1905. – 17 აპრ. - N2799. – გვ. 2. 15. გოგებაშვილი იაკობ. დიდი ვარმის შესახებ [თბილისელ მასწავლებელთა კრება რუსეთში

    თავისუფალი სკოლის შემოღების შესახებ. საქართველოს ავტონომიის საკითხი] // ივ. - 1905. – 30 აპრ. - N64. – გვ. 2-3. შემოკლებით იხ.: წიგნში: გოგებაშვილი ი. თხზულებანი, ტ. 4. - 1955. - გვ. 52-59.

  • 16. [ოყროშიძე დომენტი] ჭოლეველი დ. ჩვენი “ბურჯები” [საქართველოს “ბურჯების”მიერ მთავრობისათვის ხელის შეწყობა აღელვებული გლეხების აკლებაში] // ივ. - 1905. – 12 მაისი. – N73. – გვ. 2.

    17. [გოგიჩაიშვილი ფილიპე] ინტელიგენცია და “მიმართულება” [ქუთაისის “თავად-აზნაურთა ინტელიგენციის დეკლარაცია” და კლასობრივი ინტერესების საკითხი. კამათი ს. ხუნდაძესთან] // ივ. – 1905. – 15 მაისი. – N76. – გვ. 1.

    18. [ფირცხალავა სამსონ] სიტყვა. პატარა ამბები. კანონი და კანონის განარტება. – როგორი სარწმუნოებრივი თავისუფლებაა ჩვენში? – “ლოცვითა მოვიპოვებთ გამარჯვებას”. – დიდი გომარეთის ამბავი // ცნფ. – 1905. – 29 მაისი. – N2831. – გვ. 4.

    19. [ოყროშიძე დომენტი] ჭოლეველი დ. ხალხის “ქომაგები” // ივ. - 1905. – 2 ივნ. - N90. – გვ. 4. 20. “პრაქტიკული” ოპორტიუნიზმი [ქართველი “ბიუროკრატ-ინტელიგენტი” ხალხის

    კულტურული განვითარების წინააღმდეგი] // ივ. - 1905. – 3 ივლ. – N108. – გვ. 1. შეცდომის გასწორება იხ. ივ. - 1905. - N109. - გვ. 1.

    21. სურგულაძე პ. რა ამბავია? [შუღლი და ერთმანეთის დარბევა რუსეთსა და საქართველოში; “შავრაზმელთა” მოქმედება] // ივ. – 1905. – 27 ივლ. – N128. – გვ. 1.

    22. კოლექტივიზმი და კერძო ინიციატივა (თარგმანი) // ცნფ. – 1905. – 28 ივლ. – N2873. – გვ. 2; 29 ივლ. – N2874. – გვ. 2-3.

    23. [გოგიჩაიშვილი ფილიპე]. კლასობრივი არითმეტიკა და ლოღიკა [კამათი ჟურნ. “მოგ-ზაურთან” კლასთა ბრძოლის საკითხებზე] // ივ. - 1905. – 11 აგვ. – N140. – გვ. 1.

    24. გომართელი ი. დღევანდელი მოძრაობა და სხვადასხვა კლასთა მისწრაფებანი // ივ. - 1905. – 11 აგვ. – N140. – გვ. 1-2.

    25. დარჩიაშვილი ვლ. გუშინ და დღეს. სალამი სამშობლო მხარეს! [საზღვარგარეთიდან დაბრუნებულის დღიურიდან] 1 – გლეხობა; 2 – თავადაზნაურობა // ივ. - 1905. – 20 აგვ. - N147. – გვ. 1-3.

    26. ნაკაშიძე ი. გზა-გზა ნაფიქრი [რევოლუციური მოძრაობის მიზეზები] // ცნფ. – 1905. - 24 აგვ. - N2894. – გვ. 2.

    27. ფ-ი ვარ. დღიური. ომის დასრულება. რას ფიქრობ? ყორანი. შენც “შინაური მტერი” ხარ. იყავ დაღვრემილი! მომავლის წინამორბედი. ხალხს თავისი აზრი არ უთქვამს. ადამიანის თავისუფლება // ივ. - 1905. – 24 აგვ. - N150. – გვ. 2.

    28. ლ-ძე ი. ცხოვრების განვითარება // ივ. - 1905. – 27 აგვ. - N153. – გვ. 1. 29. [ოყროშიძე დომენტი] დ. ჭოლევილი. ხანდახან. ცხოვრება დუღს. კიდევ ცენზურა. ძველი

    ისტორია. “მონოპოლისტები” // ივ. - 1905. – 1 სექტ. - N155. - გვ. 3. 30. [გოგიჩაიშვილი ფილიპე] “გაპროლეტარების” მოძღვრება და ჩვენი ცხოვრება. // ივ. - 1905.

    – 4 სექტ., - N157. – გვ. 1. 31. გომართელი ი. პროლეტარი და გლეხი [კამათი ფ. მახარაძესთან] // ივ. - 1905. – 4 სექტ. –

    N157. – გვ. 2. 32. გომართელი ი. აუცილებელი გზა [ბურჟუაზიული წყობილების დამხობისა და

    სოციალიზმის გამარჯვების აუცილებლობა] // ივ. – 1905. – 14 სექტ. – N164. – გვ. 1-2. 33. ლ-ძე ი. ცხოვრების გარეშე [ახალი ცხოვრების განვითარება და მოხელეთა გათიშვა] ივ. -

    1905. – 14 სექტ. – N164. – გვ.1. 34. [გოგიჩაიშვილი ფილიპე]. ეკონომიური გაძლიერება და ბურჟუაზიული ნაციონალიზმი //

    ივ. - 1905. – 23 სექტ. – N171. - გვ. 1. 35. ბერნშტეინი ედუარდ. მარქსიზმის კრიტიკა (ედუარდ ბერნშტეინის წერილიდან) // ივ. -

    1905. – 28 სექტ. – N175. – გვ. 2-3. 36. კ.ს. ხალხი და კანონიერება [ადმინისტრაციის უკანონო ქცევა. ხალხის მღელვარება] // ივ.

    1905. – 28 სექტ. - N175. – გვ. 1.

  • 37. ქუთათური. პარტიის სიწმინდე // ივ. - 1905. – 29 სექტ. - N176. – გვ. 1. 38. Z. კიდევ პარტიები [მუშათა მოძრაობა და პოლიტიკური პარტიები საქართველოში] // ცნფ.

    – 1905. – 1 ოქტ. – N2922. – გვ. 1-2. 39. სურგულაძე პ. თავის დაცვა [პიროვნების დაცვის საკითხი] // ივ. - 1905. – 1 ოქტ. – N178. –

    გვ. 1. 40. ფ-ი ვარ. მომავლის მოლოდინში // ივ. 1905. – 6 ოქტ. – N181. – გვ. 1-2. 41. დარჩიაშვილი ვლ. კლასობრივი ანტაგონიზმი და საერთო ინტერესები // ივ. - 1905. – 7

    ოქტ. - N182. – გვ. 1-3. 42. კ.ს. ძველი და ახალი [ბრძოლა მათ შორის] // ივ. – 1905. – 7 ოქტ. N182. – გვ. 2. 43. ხელუხლებელი მონა. ოცნების დღე [მანიფესტის გამოცხადება და საზოგადოების გამოხ-

    მაურება] // ივ. - 1905. – 26 ოქტ. – N190. – გვ. 2. 44. დარჩიაშვილი ვლ. რატომ არ სცხრება ხალხის მღელვარება [17 ოქტომბრის მანიფესტით

    მოცემული უფლებები ცხოვრებაში] // ივ. - 1905. – 29 ოქტ. - N192. – გვ. 1-2. 45. ინენ. სიტყვა და საქმე [მოქალაქეობრივი თავისუფლების შესახებ] // ივ. - 1905. – 29 ოქტ. -

    N192. – გვ. 1. 46. კანონი და კანონიერება [ბიუროკრატიული მთავრობის მიერ ხალხისაგან კანონიერების

    მოთხოვნა] // ივ. – 1905. – 29 ოქტ. – N192. – გვ. 1. 47. ად[ამაშვილ]ი მ. სად არის სასამართლო? [17 ოქტომბრის მანიფესტის კრიტიკა.

    მდგომარეობა საქართველოში] // ივ. – 1905. - 30 ოქტ. - N193. – გვ. 2. 48. დარჩიაშვილი ვლ. ამნისტია [ამ სიტყვის განმარტება. პოლიტიკურ დამნაშავეთა

    განთავისუფლება რუსეთში] // ივ. – 1905. – 30 ოქტ. – N193. – გვ. 1-2. 49. [ლასხიშვილი გიორგი]. ტფილისი, 1 ნოემბერი [17 ოქტომბრის მანიფესტის შედეგები] //

    ცნფ. – 1905. – 1 ნოემბ. – N2938. – გვ. 1. 50. დარჩიაშვილი ვლ. ბრძოლის ახალი საშუალებანი [ბოიკოტი და გაფიცვა] // ივ. – 1905. – 2

    ნოემბ. – N195. – გვ. 1; 3 ნოემბ. – N196. – გვ. 1-2. 51. [ლასხიშვილი გიორგი]. ტფილისი, 2 ნოემბერი [17ოქტომბრის მანიფესტი და

    პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთსა და პოლონეთში] // ცნფ. – 1905. – 2 ნოემბ. – N2939. – გვ. 1. 52. ახალი ამბავი [პოლონეთის საკითხი, მიტინგები, უარის თქმა ჯარში გაწვევაზე, გაფიცვა].

    // ცნფ. – 1905. – 6 ნოემბ. – N2943. – გვ. 3. 53. ად[ამაშვილ]ი მ. რეაქციის საქმენი საგმირონი // ივ. – 1905. – 9 ნოემბ. - N201. – გვ. 2. 54. დარჩიაშვილი ვლ. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება // ივ. – 1905. – 10 ნოემბ. – N202.

    – გვ. 1. 55. მოსკოვი, 9 ნოემბერი [სრულიად რუსეთის საგლეხო კავშირის და სახალხო განათლების

    მოღვაწეთა კრების თანაგრძნობის დეპეშა ქართველი მებრძოლების, კერძოდ გურულების მიმართ] // ივ. - 1905. – 10 ნოემბ. – N202. – გვ. 3.

    56. მარქსის წერილი მიხაილოვსკის მიმართ [მთარგმ. კ. გოგელია] გ.კ. // ცნფ. – 1905. – 12 ნოემბ. – N2948. – გვ. 2-3. ტექსტის ბოლოს მთარგმნელის განმარტება.

    57. დარჩიაშვლი ვლ. მაშ გავსწორდეთ. (საჭირო დიაგნოზი) [კამათი ფ. მახარაძესთან] // ივ. - 1905. – 16 ნოემბ. – N207. – გვ. 1-2.

    58. ად[ამაშვი]ლი მ. ერთი ათასთაგანი [კავკასიის შავრაზმული ადმინისტრაციის დახასი-ათება. წმ. ნინოს სასწავლებლის უფროსის ზამიატინას საქციელის გაკიცხვა] // ივ. - 1905. – 17 ნოემბ. – N208. – გვ. 2

    59. დარჩიაშვილი ვლ. პარტიული ეთიკა [ფ. მახარაძის ბრალდების პასუხად] // ივ. - 1905. – 17 ნოემბ. – N208. – გვ. 1-2.

  • 60. სიტყვის ბანზე აგდება [პასუხი გენერალ შირინკინს. თბილისში, გორის მაზრაში, გურიაში, ბაქოსა და ერევანში მომხდარ სისხლის ღვრაზე მის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება] // ცნფ. - 1905. – 17 ნოემბ. – N2952. – გვ. 1-2.

    61. ფ-ი ვარ. მოსალოდნელია დამშვიდება? [კუდმოკვეცილი რეფორმები და განმათავისუფ-ლებელი მოძრაობა] // ივ. - 1905. – 17 ნოემბ. – N208.- გვ. 2.

    62. დარჩიაშვილი ვლ. მიზანი დღევანდელ განმათავისუფლებელ მოძრაობისა [კამათი ფ. მახარაძესთან] // ივ. – 1905. – 18 ნოემბ. – N209. – გვ. 1.

    63. გლეხი-მებრძოლი. ყველა პარტიებს [მოწოდება საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთია-ნებისაკენ] // ცნფ. – 1905. – 28 ნოემბ. – N2958. – გვ. 1.

    64. ნამესტნიკის მიერ პეტერბურგში ნ. ნიკოლაძის გაგზავნა [როგორც კავკასიის კარგი მცოდნის] // ცნფ. – 1905. – 28 ნოემბ. – N2. – გვ. 2.

    65. [ლასხიშვილი გიორგი]. ტფილისი, 2 დეკემბერი. უპრინციპო მოღვაწეებს // ცნფ. – 1905. – 2 დეკ. – N2961. – გვ. 1.

    66. დარჩიაშვილი ვლ. შეურაცხყოფილი უმანკოება [ფ. მახარაძის წინააღმდეგ] // ივ. – 1905. – 6 დეკ. – N220. – გვ. 1.

    67. [ახმეტელაშვილი] ლადო. მარქსის ღირებულების თეორიაზე. წერილი პირველი // სხ. – 1905. – 8 დეკ. – N3. – გვ. 4; 1906. – 8 იანვ. – N15. – გვ. 3-4.

    68. დარჩიაშვილი ვლ. განმათავისუფლებელი მოძრაობა და თავადაზნაურობა [კამათი ფ. მახარაძესთან] // ივ. – 1905. – 8 დეკ. – N221. - გვ. 2-4.

    69. [ოყროშიძე დომენტი] ჭოლეველი დ. ხან-და-ხან. სულს ღაფავს. “პროლეტარებო შეერ-თდით”. კიდევ ხულიგანები. ესეც რევოლუციაა? // ივ. – 1905. – 9 დეკ. – N222. – გვ. 3.

    70. [ფირცხალავა სამსონ] სიტყვა. პატარა ამბები. რევოლუცია, მხოლოდ რევოლუცია! იარე წინ, მებრძოლო ხალხო! რუსის მთავრობა და რუსის ხალხი. კიდევ რეაქცია? ფრთხილად მთავრობავ! // ცნფ. – 1905. – 11 დეკ. – N2969. – გვ. 2-3.

    71. ბურჟუაზიული პარტიები და პროლეტარიატი // სხ. – 1905. – 16 დეკ. – N9. – გვ. 1. 72. პროლეტარი და გლეხი [მათი მჭიდროდ შეკავშირების აუცილებლობა] // სდფ. – 1905. – 18

    დეკ. – N5. – გვ. 1-2. 73. [ბახტაძე ილია] კენტი. “ხონის რაიონი” [რევოლუციური თვითმმართველობის საქმეთა

    მოწესრიგება] // სდფ. – 1905. – 20 დეკ. – N6. – გვ. 4. 74. გომართელი ივ. რუსეთის რევოლუცია და დასავლეთ ევროპა // სდფ. – 1905. – 21 დეკ. –

    N7. - გვ. 2. 74-ა. წვრილი ბურჟუაზიული და პროლეტარული სოციალიზმი (თარგმანი

    “პროლეტარიატიდან”) // სდფ. – 1905. – 22დეკ. – N8. – გვ. 1-2; 31 დეკ. – N13. – გვ. 2. 75. მეტი სიმტკიცე [თვითმპყრობელური რეჟიმის მოსპობის ისტორიული აუცილებლობა] //

    სდფ. – 1905. – 24 დეკ. – N9. – გვ. 1-2. 76. თავისუფლება განსაცდელშია [რეაქციის მიმართ აქტიური წინააღმდეგობისა და

    განუწყვეტელი იერიშების აუცილებლობა] // სდფ. – 1905. – 25 დეკ. - N10. – გვ. 1-2. 77. ინტელიგენცია, ბურჟუაზია და გლეხკაცობა, როგორც მებრძოლელემენტი რევოლუციის

    დროს კ. კაუცკიდან // სდფ. – 1906. – 1 იანვ. – N14. – გვ. 3. ხელს აწერს: “ს. რ.”. 78. [მახარაძე ფილიპე]. მთავრობის ლოღიკა და ისტორიის ლოღიკა [მთავრობის ზომები

    გაფიცვის წინააღმდეგ] // სხ. – 1906. – 1 იანვ. – N10. გვ. 1. 79. საახალწლო დასკვნა [რევოლუციური მოძრაობის შესახებ] // ცნფ. – 1906. – 3 იანვ. – N2971.

    – გვ. 1. 80. სალაპარაკო. 2 იანვარი [მუშა ხალხის მიზანი და ბრძოლა. მდგომარეობა საქართველოში.

    “ქართველ მშრომელთა კავშირის” დაარსების საჭიროება] // პატ. გაზ. – 1906. – 3 იანვ. – N2. – გვ. 1.

  • 81. [ჩიტაძე შიო] ყვავი. პატარა ამბების მაგიერ [“სიტყვას” და “ცნ. ფურცლის” თანამშ-რომელთა დაპატიმრების, ვიტტეს პოლიტიკური რწმენის, შინაგანი მდგომარეობისა და ადამიანის ღირსების შელახვის შესახებ] // ცნფ. – 1906. – 8 იანვ. – N2975. – გვ. 2-3.

    82. [ლასხიშვილი გიორგი]. ტფილისი, 13 იანვარი. – თვითმპყრობელობა მოისპო თუ არა? // ცნფ. – 1906. – 13 იანვ. – N2978. – გვ. 1.

    83. [ჩიტაძე შიო] ყვავი. პატარა ამბების მაგიერ. – მთავრობის გულკეთილობა [“პატარა გაზეთის” და “სხივის” აკრძალვა]. არ იჯერებენ! ვიტტე ღარიბებისათვის ზრუნავს. სამხედრო წესი. როდის შეიკრიბება სახელმწიფო სათათბირო // ცნფ. – 1906. – 14 იანვ. – N2979. – გვ. 2-3.

    84. [ლასხიშვილი გიორგი]. ტფილისი, 18 იანვარი. – სამაგალითო მიუდგომლობა [გაზ. “კავკაზ-ის” აზრი დას. საქართველოში. რევოლუციური მოძრაობის მიზეზებისა და საერთო მდგომარეობის შესახებ] // ცნფ. – 1906. – 18 იანვ. – N2981. – გვ. 1.

    85. [ჩიტაძე შიო] ყვავი. პატარა ამბების მაგიერი. – ცენზურა გაუქმდა! ბიუროკრატიის შემოქ-მედებითი ნიჭი. ძველი გმირები ახალ დროში. კეთილი ბოღდიხანის ზღაპარი [ვ.მ. დოროშევიჩის – “წვიმა”] // ცნფ. – 1906. – 22 იანვ. – N2985. – გვ. 2-3.

    86. [ჩიტაძე შიო] ყვავი. პატარა ამბების მაგიერ. მავნებელი და უვნებელი ჭეშმარიტება. სიწმინდის მონოპოლია. წმინდანები გვყვანან! “გაჭირვების” აპოთეოზი. სამშობლო მხარეს გაჭირვება ეწვია // ცნფ. – 1906. - 29 იანვ. – N2991. – გვ. 2-3.

    87. ტფილისი, 9 თებერვალი [რევოლუციის მსვლელობა შიდა რუსეთსა და საქართველოში] // ცნფ. – 1906. – 9 თებ. – N2999. – გვ. 1.

    88. [ჩიტაძე შიო] ყვავი. პატარა ამბების მაგიერი. შიშის მეფობა. სიყვარული, შიშით დათე-სილი ნიმუშები. ჩვენში არ მოიძებნება! ვაი იმას, ვინც არ გაიგონებს! // ცნფ. – 1906. – 11 თებ. – N3001. – გვ. 2-3.

    89. [ფირცხალავა სამსონ] სიტყვა. პატარა ამბები. “ქვეყანა მაინც ბრუნავს”. რას ვამბობდით ორი თვის წინად?იმას გავიმეორებთ ახლაც. შაჰ-აბაზი, აღა-მაჰმად-ხანი და ახლანდელი დრო. ისევ მხნედ და იმედით! // ცნფ. – 1906. – 19 თებ. – N3007. – გვ. 2-3.

    90. [ჩიტაძე შიო] ყვავი. გამოძახილი. ადამიანური ცხოვრება დღეს დანაშაულობაა. ისტორია და ხალხი გაამართლებს ლეიტენანტ შმიდტს. ისტორია და ხალხი არ გაამართლებს ბ-ნ ა. ხატისოვს. – “ნუ სტირით, მწუხარენო!” // ცნფ. – 1906. – 26 თებ. - N3013. – გვ. 2-3. სქოლიოში ცნობა, “პატარა ამბები” არ იბეჭდება, რადგან თანამშრომელი “სიტყვა” საექიმოდ წავიდა.

    91. [კიკვაძე თედორე] ჭაღარა. როდემდის [რეაქციის გაბატონება] // განთ. – 1906. – 5 მარტი. – N1. – გვ. 3-4.

    92. [მახარაძე ფილიპე]. უკან ვიხევთ თუ წინ მივდივართ? // განთ. – 1906. –5 მარტი. –N1. გვ. 1. 93. [ჩიტაძე შიო] ყვავი. გამოძახილი. ბიუროკრატია არ მომკვდარა! სხვა მფარველი მონახეთ!

    – “ომში ყველა საშუალება ნება დართულია”. მგლოვიარობის დღესასწაული [ქ. ოზურგეთში] // ცნფ. – 1906. – 5 მარტი. – N3019. გვ. 2-3.

    94. [მახარაძე ფილიპე]. მთავრობის საქმიანობა და ხალხის ინტერესები // განთ. – 1906. – 7 მარტი. – N2. – გვ. 1.

    95. ემუხვარი ვ. რა ადგილი უჭირავს პროლეტარიატს დღევანდელ საზოგადოებრივ კლასებს შორის // განთ. – 1906. – 8 მარტი. – N3. – გვ. 2; 9 მარტი. – N4. -გვ. 2.

    96. [მახარაძე ფილიპე]. პოლიტიკური ბრძოლა და კლასობრივი ინტერესები // განთ. – 1906. – 10 მარტი. – N5. – გვ. 1.

    97. [ჯუღაშვილი იოსებ] ბესოშვილი ი. “დამოუკიდებელთა პარტია” და სოციალდემოკრატია // განთ. – 1906. – 10 მარტი. – N5. – გვ.1-2.

    98. კერძო საკუთრება და მისი ნაყოფი // ახ. დრ.- 1906. – 12 მარტი. – N8. გვ. 1-2. 99. [ჩიტაძე შიო] ყვავი. გამოძახილი. “არ გაბედოთ მოკვლა!” ახალი იუდა. ავტოკეფალისტი.

    დამნაშავე. ახირებული მოთხოვნა. “მეისრეა დამნაშავე”. გამოვფხიზლდეთ // ცნფ. – 1906. – 12 მარტი. – N3025. – გვ. 2-3.

  • 100. [მაჭავარიანი ივანე] კვიმატი. ჩემი სამშაფათური [რეაქცია რუსეთში, კამათი სოც.-დე-მოკრატიული მიმართულების გაზეთებთან] // პატ. გაზ. – 1906. – 14 მარტი - N17. - გვ. 2. ფელეტონი.

    101. [ჩიტაძე შიო] ყვავი. გამოძახილი. საშინელი სიტყვები. დურნოვოს მეჯლისი. უდროო კამათი. ნუ იქნება მართალი // ცნფ. – 1906. – 19 მარტი. – N3031. – გვ. 2-3.

    102. სალაპარაკო. თბილისი. 2 აპრილი [იმედი, რომ უსამართლობის ბორკილები დაიმსხრევა და ხალხი იდღესასწაულებს თავისი გმირების “აღდგომას”] // პატ. გაზ. – 1906. – 2 აპრ. – N28. – გვ. 1.

    103. ტფილისი, 8 აპრილი [რეაქცია და ხალხის განწყობილება] // შრ. – 1906. – 8 აპრ. – N4. – გვ. 1.

    104. [ჩიტაძე შიო] ყვავი. გამოძახილი. – ხალხის პატიოსნების დამცველნი. ჩამოართმევს ჩვენებას მსაჯულებს. ბიუროკრატიის სიბრძნე. აივსო ფიალა! // შრ. – 1906. – 9 აპრ. – N5. – გვ. 2-3.

    105. “უხერხული” მდგომარეობა [მთავრობისა რევოლუციის წინაშე] // ლამპ. - 1906. – 19 აპრ. – N1. – გვ. 1.

    106. კახელი. ინტერნაციონალის წინამორბედნი // ხმა. – 1906. – 9 მაისი. – N1. - გვ. 2-3; 14 მაისი. – N4. – გვ. 2-4.

    107. რევოლუციის ზნეობრივი მხარე // ლამპ. – 1906. – 19 მაისი. – N24. – გვ. 1. 108. ისტორიული აუცილებლობა [რევოლუციის უბრძოლველი გზით გამარჯვების უარყოფა.

    პარალელი საფრანგეთის რევოლუციასთან] // ლამპ. – 1906. – 21 მაისი. – N26. - გვ. 1. 109. “რევოლუცია გვასწავლის!” // ლამპ. – 1906. – 28 მაისი. – N31. – გვ. 1. 110. გ.ვ. პლეხანოვის წერილი [მუშების მიმართ] // ლამპ. – 1906. – 31 მაისი. - N32. - გვ. 2-3.

    სქოლიოში რედაქციის შენიშვნა. პასუხი იხ: ლამპ. - 1906. - 2 ივნ. - N35. – გვ. 1-2. – “ამხ. გ. პლახენოვის წერილის გამო”.

    111. Gen. მეცნიერულ სოციალიზმის ეპიგონები ჩვენში [საკითხი გლეხებისა და სოფლის პრო-ლეტარიატის შესახებ. მოხსენებულია: კ. კაუცკის,კ. მარქსის, ფ. ენგელსის, გ. პლეხანოვის, ვ. ჩერნოვის აზრები] // შრ. – 1906. – 31 მაისი. – N45. - გვ. 1; 7 ივნ. – N51. – გვ. 1-2; – 14 ივნ. - N57. – გვ. 2; 21 ივნ. – N63. – გვ. 1.

    112. მიშა. ობიექტიკური და სუბიექტიკური იდეალები // ლამპ. - 1906. – 1 ივნ. – N34. – გვ. 2-3; 2 ივნ. – N35. – გვ. 2.

    113. ტფილისი, 2 ივნისი. – ვინ არის დამნაშავე [რეაქციით გამოწვეული ქურდობა-ავაზაკობის შესახებ] // შრ. – 1906. – 2 ივნ. – N47. – გვ. 1.

    114. მიშა. რა ვაკეთოთ? [ხალხის ინფორმირება სახელმწიფო სათათბიროს უფლებათა შეზღუ-დულობის შესახებ] // ლამპ. – 1906. – 3 ივნ. – N36. - გვ. 1-2.

    115. კახელი. ინტერნაციონალის წინამორბედი. სოციალიზმის წინასწარი მარტივები (ფორ-მულები) // მუშა. – 1906. – 8 ივნ. – N3. - გვ. 2-4.

    116. ჯორჯ ჰენრი. სიღარიბე დანაშაულობაა. თარგმანი ინგლისურიდან ი. ნაკაშიძის // შრ. - 1906. – 8 ივნ. – N52. - გვ. 2-3; 9 ივნ. – N53. – გვ. 2-3; 13 ივნ. - N56. – გვ. 2-3; 14 ივნ. – N57. – გვ. 2-3.

    117. სულეიმან-ეფენდი. კიდევ და კიდევ. – მოდის რევოლუცია!.. // მუშა. – 1906. – 9 ივნ. – N4. – გვ. 1-2. ეპიგრაფად მ.ბაკუნინის სიტყვები.

    118. მოსავალს კარგი პირი უჩანს [ხალხში რესპუბლიკანური სულისკვეთების გაძლიერება] // ლამპ. – 1906. – 13 ივნ. – N40. - გვ. 1.

    119. მარტყოფელი პ. რევოლუცია თუ პეტიცია? // მუშა. – 1906. – 14 ივნ. – N8. – გვ. 1. 120. მონარქია თუ რესპუბლიკა? // ლამპ. – 1906. – 14 ივნ. - N41. - გვ. 1; 16 ივნ. - N43. – გვ.1. 121. ილინი კ. პარლამენტარიზმი და პირდაპირი მოქმედება // მუშა. – 1906. 15 ივნ. – N9. – გვ.

    2-4; 19 ივნ. – N13. - გვ. 2-4; 28 ივნ. – N19. - გვ. 2-4.

  • 122. კროპოტკინი პ. პოლიტიკური უფლებები. [მთარგმ.] დონ-ჯანი // მუშა. – 1906. – 17 ივნ. – N11. – გვ. 2-3; 7 ივლ. – N25. – დამატ. გვ. 1. სტატიას ხელს აწერს “პ. მარტყოფელი”.

    123. მურჩისონ ჩარლზ. მოსჩანს ბოლო [მთავრობის უსაფუძვლო დაპირებები. რევოლუციის გარდუვალობა. ხალხის გააქტიურება] // მუშა. – 1906. – 17 ივნ. – N11. - გვ. 1.

    124. პოლიტიკური მიმოხილვა. ტრამვაის მოსამსახურეთა გამარჯვების გამო [თბილისში]. გლეხთა მოძრაობა რუსეთში. ფიცი და სოც.- დემ. დეპუტატები // ლამპ. – 1906. – 17 ივნ. – N44. - გვ. 1.

    125. ორი ტაქტიკა [ბლანკისტური თეორია და მარქსიზმი] // ლამპ. – 1906. – 18 ივნ. – N45. – გვ. 1.

    126. სადღეისო საკითხები: მშვიდობით სპანო ჯიღოსანნო. “წახვალ – ინანებ, არ წახვალ, მაინც ინანებ”, ახალი “არალეგალური საზოგადოება” // ახ. ცხ. – 1906. - 20 ივნ. – N1. – გვ. 1.

    127. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. რა ვაკეთოთ? [რევოლუციის გამარჯვების შესაძლებლობა და პირობები, რომლებიც მას “ხალხის თვითმპყრობელობით დააგვირგვინებს”] // ახ. ცხ. – 1906. – 20 ივნ. – N1. – გვ. 1.

    128. პ. მარქსიზმი თუ ბლანკიზმი // ლამპ. – 1906. – 21 ივნ – N47. – გვ. 2. 129. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. ანარხიზმი თუ სოციალიზმი [დიალექტიკური

    მატერიალიზმის განსაზღვრა] // ახ. ცხ. – 1906. – 21 ივნ. – N2. – გვ. 2-3; 24 ივნ. – N4. – გვ. 2-4; 28 ივნ. – N7. – გვ. 3-4.

    130. ქალაქის რევოლუცია (თარგმანი) // ახ. ცხ. – 1906. – 27 ივნ. – N6. – გვ. 2-4. 131. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. სოციალისტური პროლეტარიატი და რევოლუციონერი

    გლეხობა // ახ. ცხ. – 1906. – 27 ივნ. – N6. – გვ. 1. 132. [ქიქოძე გერონტი] გ.ქ. როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ლიბერალურ ბურჟუაზიას? // ახ.

    ცხ. – 1906. – 28 ივნ. – N7. – გვ. 1. 133. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. ქუჩა ალაპარაკდა! [სათათბიროს მიერ ხალხის აბუჩად

    აგდების შემდეგ მუშათა გამოსვლები რუსეთში] // ახ. ცხ. – 1906. – 29 ივნ. – N8. – გვ. 1. 134. [ქიქოძე გერონტი] გ.ქ. შურისძიება რევოლუციისა // ახ. ცხ. – 1906. – 1 ივლ. - N9. – გვ. 1. 135. [ფირცხალავა სამსონ] იგივე. დღევანდელი ამბები. ავტონომია და ფედერაცია,

    ჩვენებური დემოკრატები. მიწის საკითხის მნიშვნელობა. სოციალ-დემოკრატია და გლეხი // შრ. – 1906. – 2 ივლ. – N71. – გვ. 2-3.

    136. ე. კატებთან თუ რევოლუციონერ გლეხობასთან // ახ. ცხ. – 1906. - 4 ივლ. – N11. – გვ. 1-2. 137. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. პროლეტარიატის მეთაურობა დღევანდელ რევოლუციაში //

    ახ. ცხ. – 1906. - 4 ივლ. – N11. - გვ. 1. 138. [კარპინსკი ვ.ა.] კალინინი ვ. რა აზრის არიან გერმანელი ამხანაგები ჩვენს უთანხმოებაზე.

    // ახ. ცხ. – 1906. – 5 ივლ. – N12. – გვ. 2. 139. მურჩისონ ჩარლზ. ცენტრალიზმი თუ დეცენტრალიზმი // მუშა. – 1906. – 5 ივლ. – N24.

    გვ. 2-4. 140. დიალექტიკური მეთოდი და ანარხისტები VI. // სიმართ. – 1906. – 6 ივლ. – N2. – გვ. 2-3. 141. [დავითაშვილი მიხეილ] ჯან-ბეზარი. რკოს რა ისხამს? [რევოლუციური მოძრაობა

    რუსეთში. ბოიკოტი. სტატიის ეპიგრაფად ორი სტრიქონი ი.კრილოვის არაკიდან “მუხა და ღორი”] // ახ. ცხ. – 1906. – 8 ივლ. – N15. - გვ. 1.

    142. ინტერნაციონალის წინამორბედნი. (გაგრძელება) // მუშა. – 1906. – 8 ივლ. - N26. – გვ. 2-3. 143. [ხომერიკი ნოე] მუშა ხუნხუზი. პარტიულ ვითარებაზე [სტატიაში მოხსენებულია ვ.ი.

    ლენინის გამოსვლა გაზ. “ვოლნაში”] // სიმართ. – 1906. – 8 ივლ. – N4. – გვ. 3. 144. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. ჩვენი უთანხმოება. II რევოლუცია და რეფორმა. // ახ. ცხ. –

    1906. – 9 ივლ. – N16. – გვ. 1.

  • 145. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. რეაქცია მწვავდება – მჭიდროდ შეერთდით! // ახ. ცხ. – 1906. – 11 ივლ. – N17. - გვ. 1.

    146. თელია გ. რა არის ჩვენთვის საჭირო? [საუბარი მუშებთან] // ახ. ცხ. – 1906. – 12 ივლ. – N18. – გვ. 2; 13 ივლ. – N19. - გვ. 2-3; 14 ივლ. – N20. – გვ. 2-3.

    147. სადღეისო კითხვები. – “ყორანო, შავო, ტიალო! როდის გაძღები ლეშითა?!” – ძველი წესწყობილება კვლავ აღორძინდა. – რევოლუცია იზრდება // ახ. ცხ. – 1906. – 13 ივლ. - N19. – გვ. 1.

    148. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. საკამათო. – მარქსი და ენგელსი აჯანყებაზე // ახ. ცხ. – 1906. – 13 ივლ. – N19. – გვ. 1-2.

    149. Bიბურ. რას ვხედავთ [მუშათა და გლეხთა შეკავშირების აუცილებლობა] // შრ. – 1906. – 13 ივლ. – N79. - გვ. 3.

    150. დარჩიაშვილი ვლ. პსიხოლოგიური ევოლუცია და საზოგადოებრივი რევოლუცია [სოციოლოგიური შენიშვნა] // სიმართ. - 1906. – 14 ივლ. – N9. – გვ. 2-3.

    151. [ჯუღაშვილი იოსებ] კობა. საერთაშორისო კონტრრევოლუცია // ახ. ცხ. – 1906. – 14 ივლ. – N20. - გვ. 1.

    152. შ.ა. რევოლუციათა ისტორიიდან // მუშა. – 1906. – 15 ივლ. – N31. – გვ. 2-3; 16 ივლ. – N32. - გვ. 2-3; 18 ივლ. – N33. - გვ. 2-3.

    153. პლეხანოვი გიორგი. წერილები ტაქტიკაზე და უტაქტიკობაზე // შიკრ. - 1906. – 18 ივლ. – N8. – გვ. 2-3.

    154. [გოგელია კომანდო] გ.კ. კრიტიკა მარქსიზმის სოციოლოგიისა // შრ. – 1906. – 19 ივლ. – N84. – გვ. 2-3; 21 ივლ. – N86. – გვ. 2-3; 25 ივლ. – N89. – გვ. 2-3; 27 ივლ. – N91. – გვ. 2-3; 29 ივლ. – N93. – გვ. 2-3; 9 აგვ. – N102. - გვ. 2-3.

    155. ახალი ამბავი [ქალაქის განათების “ვაშინგტონის” ფირმის მუშათა მოთხოვნილების დაკ-მაყოფილება. “გერმესის”სტამბის მუშებთან შეთანხმება] // მუშა. – 1906. – 20 ივლ. – N35. – გვ. 1.

    156. ი-ი კ. ტფილისი, 21 ივნისი [დღევანდელი მდგომარეობა] // მუშა. – 1906. – 21 ივლ. – N36. – გვ. 1.

    157. [ჯავახიშვილი მიხეილ] ალი. ზეციერი მთავრობა და მისი კანონმდებლობა // მუშა. - 1906. – 23 ივლ. – N38. – გვ. 2-4; 26 ივლ. – N40. – გვ. 2-3; 29 ივლ. – N43. – გვ. 2-4.

    158. [ჯავახიშვილი მიხეილ] ალი. თავისუფლების მოლოხის საკურთხეველი // მუშა. – 1906. – 28 ივლ. – N42. - გვ. 1.

    159. ი-ი კ. თბილისი. 29 ივლისი [რეაქციის ლოზუნგი – “Viva la mort”] მუშა. – 1906. – 29 ივლ. – N43. – გვ. 1-2.

    160. მურჩისონ ჩარლზ. საზოგადოების განვითარება [თარგმანი] // მუშა. – 1906. – 30 ივლ. – N44. – გვ. 2-4; 2 აგვ. – N46. – გვ. 2-4.

    161. [ჯავახიშვილი მიხეილ] ალი. მოსალოდნელი ბოლო [რუსეთში ბიუროკრატიის ბატონობის მოსპობის ცდა] // მუშა. – 1906. – 30 ივლ. – N44. – გვ.1.

    162. [არსენიძე რაჟდენ] რაჟდენიძე. რა ვაკეთოთ დღეს? [ბრძოლა დემოკრატიული წყო-ბილების დამყარებისათვის და დამფუძნებელი კრების მოწვევა] // ტალღა. – 1906. – 1 აგვ. – N2. – გვ. 1. სქოლიოში რედაქტორის შენიშვნა.

    163. ცხოვრება და იდეალი [საერთოდ რუსეთში და კერძოდ საქართველოში] // შრ. – 1906. – 1 აგვ. – N95. – გვ. 1.

    164. [ჯავახიშვილი მიხეილ] ალი. საზოგადოების ავადმყოფობა და მისი ექიმების რეცეპტი. // მუშა. – 1906. – 1 აგვ. – N45. – გვ. 1.

    165. Babus S. რაში უნდა ვეძიოთ ხსნა [ბრძოლაში]. “მოკვდა დუმა, გაუმარჯოს რევოლუციას” // მუშა. – 1906. – 2 აგვ. – N46. – გვ. 1.

    166. La Flamme F. რუსეთის რევოლუცია და მისი მომენტები // მუშა. – 1906. – 3 აგვ. – N47. – გვ. 1.

  • 167. მუშა ხუნხუზი. ბურჟუაზია და მუშათა კლასი რევოლუციაში // ტალღა. – 1906. – 4 აგვ. – N5. – გვ. 2-3; 9 აგვ. – N9. – გვ. 2-3.

    168. La Flamme F. პროგრამა მინიმუმი, გაფიცვის თავისუფლება, 8 საათის სამუშაო დღე, კონსტიტუცია და მატრაკვეცები პარლამენტში // მუშა. – 1906. – 4 აგვ. – N48. – გვ. 1.

    169. ი-ი კ. გრიგალის წინ [რეაქციისა და რევოლუციის ჭიდილი] // მუშა. – 1906. – 6 აგვ. – N50. –გვ. 1; 8 აგვ. – N51. – გვ. 1; 9 აგვ. – N52. – გვ. 1.

    170. ტფილისი, 6 აგვისტო. – ეხლანდელი რეაქცია // შრ. – 1906. – 6 აგვ. – N100. – გვ. 1. 171. [ღოღობერიძე დავით] დონ-ღანი. თავისუფლება თუ ავაზაკობა [შავრაზმელთა მოქ-

    მედება] // ტალღა. – 1906. – 10 აგვ. – N10. – გვ. 2. ხელს აწერს: “ასოთ-ამწყ. დონ-ღანი”. 172. კაუცკი კ. სოციალური რეფორმა და სოციალური რევოლუცია // ტალღა. – 1906. – 13 აგვ. –

    N13. – გვ. 2-3; 15 აგვ. – N14. – გვ. 2-3. 173. [კინწურაშვილი მიხეილ] შხეფელი. რეაქციის ბურჯნი // ჩვ. ცხ. – 1906. – 22 აგვ. – N2. – გვ.

    3. 174. ონიაშვილი დ. კაპიტალიზმი და მეურნეობა (აგრარული საკითხის გამო) [ეპიგრაფად

    კ.მარქსის სიტყვები] // ჩვ. ცხ. – 1906. – 24 აგვ. - N4. – გვ. 3-4; 25 აგვ. – N5. – გვ. 3-4; 27 აგვ. - N7. – გვ. 2-3; 29 აგვ. – N8. – გვ. 2-4 // გრიგ. – 1906. – 12 სექტ. – N3. – გვ. 2-3; 14 სექტ. – N5. – გვ. 2-3; 22 სექტ. – N11. – გვ. 2-3; 23 სექტ. – N12. – გვ. 2-3; 28 სექტ. – N15. – გვ. 2-3.

    175. კაუცკი კ. რუსეთის პროლეტარიატის საერთაშორისო მნიშვნელობა // გრიგ. – 1906. – 13 სექტ. – N4. – გვ. 3-4.

    176. კაუცკი კ. კომუნისტური მანიფესტი, როგორც პლაგიატი (თარგმანი გერმანულიდან ა. ჩხენკელის მიერ, “ნოიე ცაიტ”, N47) // გრიგ. – 1906. – 17 სექტ. - N7. – გვ. 3-4. სქოლიოში რედ. შენიშვნა. ვარლამ ჩერქეზიშვილის წინააღმდეგ. ; გრიგ. - 1906. - 20 სექტ. – N9. – გვ. 3-4.

    177. [ჯუღელი სევერიან] ვალენტინ. ძარცვა-გლეჯის გახშირების გამო // გრიგ. – 1906. – 23 სექტ. – N12. – გვ. 1.

    178. ელ. ანარქიზმი და მუშათა კლასი // გრიგ. – 1906. – 24 სექტ. – N13. – გვ. 2-4; 26 სექტ. – N14. – გვ. 2-3.

    179. სასტიკი კანონები // მეგ. – 1906. – 24 სექტ. – N1. – გვ. 1. 180. ჩერქეზიშვილი ვ. ბოლოს მაინც გამოტყდნენ (პასუხად კაუცკის) [კ. მარქსისა და ფ.

    ენგელსის მეცნიერული სოციალიზმის საწინააღმდეგოდ] // მეგ. – 1906. – 11 ოქტ. – N14. – გვ. 2-3; 13 ოქტ. – N16. – გვ. 1-2.

    181. ტფილისი, 17 ოქტომბერი [1905 წ. 17 ოქტომბრის მანიფესტის წლისთავისათვის] მეგ. – 1906. – 17 ოქტ. – N19. - გვ. 1.

    182. უწინ და ეხლა. [რუსეთის ახლანდელი მდგომარეობის შედარება სამოციან წლებთან. რუსეთში გაბატონებული რეფორმები და საქართველო. ინტელიგენციის როლი სამოციან წლებში. ახლანდელი მოძრაობის ხალხურობა. რეფორმების საჭიროება, “მისწრაფება შემოქმედებითი მუშაობისაკენ”] // მეგ. – 1906. – 18 ოქტ. – N20. – გვ. 1.

    183. დარჩიაშვილი ვლ. ბრძოლის ახალი საშუალებანი [ბოიკოტი და გაფიცვა] // ივ. – 1905. – 2 ნოემბ. – N195. – გვ. 1; 3 ნოემბ. – N196; - გვ. 1-2.

    184. ბოცვაძე ლ. პიროვნების თავისუფლება // მეგ. – 1906. – 8 ნოემბ. – N37. – გვ. 2; 9 ნოემბ. - N38. – გვ. 2-3.

    185. ნაციონალური რევოლუცია და დღევანდელი ჩვენი საკითხები (თარგმ. “ს.დ.”-დან) // ტალღა. – 1906. – 10 ნოემბ. – N21. – გვ. 1; 14 ნოემბ. - N23. – გვ. 2-4.

    186. პლეხანოვი გ. რევოლუციური ტაქტიკის შესახებ. ძალა და ძალდატანება (თარგმანი რუსულიდან) // ტალღა. - 1906. – 17 ნოემბ. – N26. - გვ. 2-3; 18 ნოემბ. – N27. – გვ. 2-3.

    187. იქსი. ქონ-შემოკრებილი “ნეიტრალიტეტი” // მეგ. - 1906. – 26 ნოემბ. – N52. – გვ. 3.

  • 188. ნაკაშიძე ი. სრულიად რუსეთის ცენტრალიზაცია ანუ ბ-ნ ოპოჩინინის ახალი პროექტი რუსეთის სახელმწიფო წყობილების განახლების შესახებ // მეგ. – 1906. - 13 დეკ. – N65. – გვ. 2.

    189. [ჯუღელი სევერიან] ნემეზიდაშვილი ს. რა არის სოციალიზმი, // ზარი. – 1906. – 14 დეკ. – N2. - გვ. 1; 17 დეკ. – N3 - გვ. 2-3.

    190. გომართელი ივ. სოციალიზმის ისტორიიდან // სდფ. – 1905, - 21 დეკ. – N7. – გვ. 2-4; – 24 დე�