ბიზანტიური და ძველი ქართული...

15
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი — 2011 წელი ქეთევან ბეზარაშვილი KETEVAN BEZARASHVILI ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე THE PROBLEMS OF BYZANTINE AND OLD GEORGIAN RHETORICAL THEORY AND VERSIFICATION ACCORDING TO THE COLOPHONS OF ANTIOCH: EPHREM MTSIRE

Transcript of ბიზანტიური და ძველი ქართული...

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    თბილისი — 2011 წელი

    ქეთევან ბეზარაშვილიKETEVAN BEZARASHVILI

    ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის

    საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე

    THE PROBLEMS OF BYZANTINE AND OLD GEORGIAN RHETORICAL THEORY AND VERSIFICATION ACCORDING

    TO THE COLOPHONS OF ANTIOCH: EPHREM MTSIRE

  • 2

    ISBN 978-9941-18-079-8ISBN 978-9941-18-081-1

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი, 0162, საქართველოILIA STATE UNIVERSITY PRESS 3/5 Cholokashvili Ave, Tbilisi, 0162, Georgia

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტილინგვისტურ კვლევათა ცენტრი

    Editors: Nino Dobordjginidze, Phd; Magda Mchedlidze, Phd;Reviewers: Thamar Otkhmezuri, Phd; Nino Nakudashvili, Phd; Lela Khoperia, Phd; Nestan Sulava, Phd;

    კომპიუტერული უზრუნველყოფა: ქეთევან გოგავა

    © ქეთევან ბეზარაშვილი, 2011

    რედაქტორები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები ნინო დობორჯგინიძე, მაგდა მჭედლიძე

    რეცენზენტები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები თამარ ოთხმეზური, ნინო ნაკუდაშვილი ლელა ხოფერია, ნესტან სულავა

    დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის (გრანტი № A-42-09) ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნების-მიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ ასახავდეს ქართ-ველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის შეხე-დულებებს.

    Published under the project (Grant № A-42-09) of the Ilia State University with fi-nancial support of Shota Rustaveli National Science Foundation. All ideas expresses herewith are those of the author, and not represent the opinion of the Foundation itself.

    Ilia State UniversityCenter of Linguistic Research

    გარეკანზე სურ. 1. Cod. Tbilis., Gr. 33/48, X ს., ბასილი დიდი, ითიკა (ფსალმუნთა თარგმანება და სწავლანი). ბერძნული ხელნაწერი, 116v.სურ. 2. Cod. Tbilis., A 682, XIII ს., თეოდორიტე კჳრელის „ფილოთეონ ისტორია“, ეფრემ მცირის თარგმანი და კოლოფონები ... 92v.

  • 3

    შ ი ნ ა ა რ ს იწინასიტყვაობა ............................................................................. 7

    ნაწილი I. პროზისა და პოეზიის სტილისათვის

    თ. I. ბიბლიური წიგნების პოეტიკა და ბერძნული ორატორული პროზის რიტორიკული სტილი ............................................ 9

    ნაწილი II. ბიზანტიურ-ქართული პოეზია ეფრემ მცირის კოლოფონების მიხედვით

    თ. II. ბიზანტიური ე.წ. „რიტმული პოეზიის“ ადრეული ნიმუში (გრიგოლ ნაზიანზელის Exhortatio ad virginem და ეფრემ მცირის ქართული თარგმანი) ........................................... 30

    a) ბიზანტიური ე.წ. რიტმული პოეზიის ისტორიიდან .............. 30

    b) Exhortatio ad virginem, როგორც „რიტმული პოეზიის“ ადრეული ნიმუშები და მის შესახებ არსებული ლიტერატურა ....................................................................... 34

    I. ბერნულ ტექსტთან დაკავშირებული საკითხები .................. 34

    1. თხზულების ავთენტურობის საკითხი თანამედროვე მეცნიერებაში ........................................................................ 34ა) გრიგოლის ავტორობა საეჭვოა ........................................ 34ბ) გრიგოლის ავტორობა აღიარებულია .............................. 36

    2. ხელნაწერთა და გამოცემათა ტრადიცია ............................. 38ა) ადგილი ჰომილიათა შორის და ლექსის ფორმა ............... 38ბ) უახლოეს გამოკვლევათა მონაცემები Exhortatioს

    ადგილის შესახებ ხელნაწერებში ..................................... 39გ) Exhortatio-ს ბეჭდვის ისტორია, გამოცემები და მათი

    ხელნაწერი წყაროები ...................................................... 41

    II. ბერძნულქართულ ტექსტებთან დაკავშირებული საკითხები ............................................................................. 45

    1. ეჭვი Exhortatioს შესახებ სამეცნიერო

  • 4

    ლიტერატურაში – ლექსი თუ ჰომილია, პოეზია თუ პროზა ................................................................. 45

    2. Exhortatio – ლექსი უძველესი მონაცემების მიხედვით // ლექსის ფორმის საკითხი ხელნაწერებში და შინაარსი ..................... 48 ა) რიტმული პუნქტუაცია ..................................................... 48ბ) რიტმული პუნქტუაცია ეფრემ მცირის მიხედვით ............ 49გ) უძველესი სქოლიოს ცნობა ............................................... 52დ) სათაური და ფორმაშინაარსის მიმართება ...................... 53ე) Exhortatioს ფორმაშინაარსის მიმართების საკითხი ........ 55ვ) პოეტური ხერხები (პარადიგმატიკა და ანტინომიური

    წყვილები) ......................................................................... 58ზ) ეფრემ მცირის ქართული თარგმანის პოეტური

    ფორმა .............................................................................. 62

    III. ორატორული პროზისა და ბიზანტიური რიტმული პოეზიის ურთიერთმიმართება ........................................................... 69

    1. რიტმული პოეზიის ადრეული ბიზანტიური ნიმუში .............. 692. სტიქომეტრული ტერმინები ................................................. 733. ეფრემ მცირის პოეზიის რიტმული დაყოფა (ტაეპი და

    ნახევარტაეპი) ....................................................................... 76

    4. ეფრემ მცირის „წერტილთა განკვეთისათჳს“ ....................... 77

    თ. III. ეფრემ მცირე, ელინოფილები და ბერძნულ-ქართული ლექსთწყობის საკითხები (გრიგოლ ნაზიანზელის, ეფრემ ასურის თხზულებათა, არეოპაგიტული კორპუსის და სხვა ნათარგმნი ძეგლების მიხედვით) ............................. 81

    1. გრიგოლ ნაზიანზელის ლექსთა მეტრი სამეცნიერო ლიტერატურაში .................................................................... 81

    2. გრიგოლისა და ეფრემ ასურის ლექსთა თავისებურებანი ეფრემ მცირისეულ ქართულ თარგმანში .............................. 88

    3. იამბიკო ძველ ქართულ პოეზიაში ........................................ 91

    4. იამბიკოს გრაფიკული სახე ქართულ ხელნაწერებში ......... 102

  • 5

    1) იამბიკოს ცეზურა ........................................................... 1022) კუდკუეთილი ................................................................. 113

    5. ეფრემისა და ელინოფილების სხვა სალექსთწყობო ტერმინოლოგია .................................................................. 1161) მუჴლი (სტიხოსი, სტრიქონი) ......................................... 1162) რიცხუედი და მარცულედი ან განზომილი,

    მუჴლები სიტყვა ............................................................. 1173) ზედაწარწერილი ............................................................ 1194) იროიკო ........................................................................... 120

    თ. IV. ტერმინ „ტაეპის“ ეტიმოლოგიისათვის .......................... 131

    ნაწილი III. ბერძნულ-ქართული სალექსთწყობო ფორმისათვის

    თ. V. კლასიკური ბერძნული სალექსთწყობო ფორმის საკითხი ქართულ ელინოფილურ ტრადიციაში ............................ 140

    1. კლასიკური ბერძნული სალექსწყობო ფორმების არსებობის მიზეზები ბიზანტიურ მწერლობაში და ბიზანტიური რიტორიკის მოთხოვნილებები ............................................ 142

    2. კლასიკური ფორმის ბაძვისა და ქრისტიანულ შინაარსთან მისი მიმართების საკითხი ბიზანტიური რიტორიკის თეორიაში ........................................................................... 150

    3. ბიზანტიური რიტორიკის თეორიითა და კლასიკური ბერძნული სალექსწყობო ფორმებით დაინტერესების მიზეზი ქართულ მწერლობაში ........................................... 155

    4. ბერძნული კლასიკური საზომების ძველ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში შემოსვლა ......................... 164

    5. ეფრემ მცირე – ლექსის პირველი თეორეტიკოსი საქართველოში ................................................................... 166

    6. იამბიკო – ეპოქის ლიტერატურული გემოვნებისა და მაღალფარდოვანი სტილის გამომხატველი ............................. 169

  • 6

    თ. VI. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ეფრემ მცირისეულ კრებულებზე დართული გელათური ელინოფილური სკოლის მიძღვნითი იამბიკოები .......... 172

    თ. VII. ქართული არალიტურგიკული სასულიერო პოეზიის შესწავლისათვის (შინაარსი, ლიტერატურული მიზანდასახულობა, ფორმა, თეორიული მოსაზრება) ... 187

    ნაწილი IV. ანონიმური ილუსტრაციები ეფრემ მცირის ხელნაწერებში (Cod. A 109, XII-XIII სს.)

    თ. VIII. რიტორიკული და ვიზუალური სახე მიქაელ ფსელოსის ტრადიციებსა და ეფრემ მცირის კოლოფონებში ........ 196

    ა) ბიზანტიური და ქართული ილუსტრაციების შესახებ ........ 197

    ბ) მიქაელ ფსელოსი სტილთა თეორიის შესახებ .................... 201

    გ) ეფრემ მცირის კოლოფონები სტილთა თეორიის შესახებ ............................................................... 208

    S um m a ry ..................................................................................... 211

    დამოწმებული ლიტერატურა ................................................. 220

    დამოწმებული ხელნაწერები .................................................. 296

  • 7

    წინასიტყვაობა

    ჩვენს ნაშრომში ყურადღება ეთმობა წმინდა კა პადოკიელ მამათა – ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა და გრიგოლ ნა ზიანზელის (ღმრთის-მეტყველის) – ნაწარმოებების მიმართებას ქართულ თარგმანებთან; განსაკუთრებული გამოწვლილვით იქნა შესწავლილი გრიგოლ ღვთის-მეტყველის შემოქმედება, რომელსაც გამორჩეული მნიშვნელობა და როლი ენიჭება არა მხოლოდ ბიზანტიურ კულტურაში, არამედ ქართულ კულტურაშიც. ქართულ ენაზე უხვად მოგვეპოვება ბერძნული ტექსტე-ბის პროზაული და პოეტური თარგმანები, ასევე საგრძნობია ამ თხზუ-ლებების, განსაკუთრებით კი პოეზიის გავლენა შემდგომი ეპოქის ლი-ტერატურაზე. ამავე დროს, განვიხილავთ ეფრემ მცირის კოლოფონებში ლექსთწყობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ტერ მინოლოგიას.

    დამატებით განხილულია წმ. მამაისა და ბუკოლიკური სცენების ანონიმური ქართული ილუმინაცია (გრიგოლ ღვთისმეტყვ. Or. 44; Cod. A 109, XII-XIII სს ) გრიგოლ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველორი-ტორიკული სტილის შესახებ არსებული ნაშრომების, მიქაელ ფსელოსის ტრაქტატებისა თუ ეფრემ მცირის კოლოფონების მიხედვით.

    ეფრემ მცირის კოლოფონების შესახებ ჩვენი გამოკვლევების თავ-მოყრა და კრებულის სახით გამოცემა მნიშვნელოვნად გვესახება, აგ-რეთვე, საკუთრივ ამ დიდი მოღვაწის მთარგმნელობითი საქმიანობის მთლიანი კონტექსტის წარმოსაჩენადაც.

    სამომავლოდ, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, სა-სურველია, დამუშავდეს ელინოფილური რიტორიკული მოდელები და ლექსიკური ერთეულები იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, ჩახრუ-ხაძისა და შავთელის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში.

    ვუძღვნი ჩემს საყვარელ დას, ირინე ბეზარაშვილს და დის შვილებს –

    ავთანდილ და ნიკოლოზ კიკალიშვილებს

  • 8

    სურ. 3. cod. Tbilis. A 109, XII-XIII სს., გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ლი ტურგიკული სიტყვის ეფრემ მცირის თარგმანების კრებული, 139v: Or. 42 (ჰო მილია, „ასერგასისთა მი მართ ეპისკოპოსთა“); იამბური ლექსის გამოსახულება (გე ლათური ანონიმური თარგმანი), 25 იანვარი „ზეშთ ბრწყინვალისა სამების ძლით...“ გრიგოლ ღმრთისმეტყველისადმი მიძღვნილი იამბიკო.

  • 9

    თავი I

    ბიბლიური წიგნების პოეტიკა და ბერძნული ორატორული პროზის რიტორიკული სტილი*

    როგორც ცნობილია, ბიბლიური წიგნების პოეტიკა მთლიანად განს-ხვავდებოდა ბერძნული ორატორული ხელოვნების ნორმებისაგან.1 მაგ-რამ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, როცა ანტიკური რიტორიკა ჯერ კიდევ ყვაოდა, ბერძნული რიტორიკის ცალკეული ნიუანსები ზოგჯერ ახალი აღთქმისათვისაც არ იყო უცხო.

    პავლე მოციქულისთვის, როგორც აღნიშნავენ, სტილის სისადავეს-თან ერთად დამახასიათებელია ბერძნული რიტორიკული ორნამენტე-ბის აქაიქ ბუნებრივად გამოყენება. რამდენადაც ეს ორნამენტები საზო-გადოდ იყო გავრცელებული პავლეს დროის სამეტყველო ბერძნულში, ბუნებრივია, რომ მოციქულიც გვერდს ვერ აუვლიდა მათ. ავგუსტინეს შენიშვნით, პავლე მოციქული ამ ხერხებს ეფექტისათვის კი არ იყენებს, არამედ ნახევრად გაუცნობიერებლად (August. De doctr.Christ. IV,7,11).2

    * შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა: ქ. ბეზარაშვილი, ბიბლიური წიგნების პოეტიკა და ბერძნული ორატორული პროზის რიტორიკული სტილი, – მაცნე, ელს, 1-4, 2005, გვ. 148-164. ორატორული პროზის რიტორიკული სტილი განკუთვნილია წიგნისათ-ვის (ქ. ბეზარაშვილი, რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით, თბ., 2004, გვ. 658-672 და სხვ.). უფრო ვრცლად იხ. ნაწ. II, თ. I.

    1 იხ. ქ. ბეზარაშვილი, რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა, ნაწ. V, თ. 1; იხ. აგრეთვე: საღვთისმეტყველორიტორიკული სტილი: ნაწ. III (იხ. აქ დასახ. ლიტერა-ტურა ამ საკითხზე). იხ. ქ. ბეზარაშვილი, საღვთისმეტყველორიტორიკული სტილის ზოგიერთი თავისებურებისათვის გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებებსა და მათ ქართულ თარგმანებში: სიღრმემიფარულება და ლაკონიურობა, – მრავალთავი, XIX, თბ., 2001, გვ. 258-276; XX, 2003, გვ. 115-131 (იხ. ამ შრომაში დასახ. ლიტერატურა ამ საკითხზე) ქ. ბეზარაშვილი, რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა, გვ. 260-300.

    2 E. Norden, Die antike Kunstprosa vom VI Jahrhundert V. Chr. bis die Zeir der Renaissance, Bd. 2, Leipzig, Berlin, 1918, S. 502-505. გარდა ავგუსტინესი, ფოტიოს პატრიარქმა შე-აფასა პავლეს სტილი რიტორიკის კლასიკური თეორიის მიხედვით. მან დაახასიათა იგი ჰერმოგენეს სქემის შესაბამისად და აღნიშნა მისი როგორც საღვთისმეტყვე-

    ნაწილი I

    პროზისა და პოეზიის

    სტილისათვის

  • 10

    ქეთევან ბეზარაშვილი

    ასეთია, მაგ., ერთი და იმავე ძირის სიტყვათა სხვადასხვა ფორმის პა-რონომასიის შემთხვევები. ასეთი მაგალითები სამოციქულოს ქართულ თარგმანშიც იოლად გადმოდიოდა და, ბუნებრივია, რომ თარგმანები-დან ვრცელდებოდა ორიგინალურ მწერლობაში: ἐν πολλοι̑ς πολλάκις σπουδαι̑ον ὄντα – „რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალგზის“ (II კორ. 8, 22); εἰ̑ναι τὰ ἔθνη συγκληρονόμα καὶ σύσσωμα καὶ συμμέτοχα τῃ̑ς ἐπαγγελίας – „რაჲთა იყვნენ წარმართნი თანამკჳდრ და თანაჴორც და თანამყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა“ (ეფეს. 3, 6); δυνατει ̑δὲ ὁ Θεὸς πα̑σαν χάριν περισσευ̑σαι εἰς ὑμα̑ς, ἵνα ἐν παντὶ πάντοτε πα̑σαν αὐταρ́ρκειαν ἔχοντες περισσεύητε εἰς πα̑ν ἔργον ἀγαθόν – „ხოლო ძალუც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამეტებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს და ჰმატებ-დეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა“ (II კორ. 9, 8); ὁ παρακαλω̑ν ἡμα̑ς ἐπὶ πάσῃ τῃ̑ θλίψει ἡμω̑ν εἰς τὸ δύνασθαι ἡμα̑ς παρακαλει̑ν τοὺς ἐν πάσῃ θλίψει διὰ τῃ̑ς παρακλήσεως ἡ̑ς παρακαλούμεθα αὐτοὶ ὑπὸ του ̑Θεου ̑– „რომელი ნუგეშინისმცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინისცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინისცემითა მით, რომლითა ნუგეშინისცემულ ვართ ჩუენ ღმრთი-სა მიერ“ (II კორ. 1, 4).

    ასეთია აგრეთვე ჰომოიოტელევტონებით გამართული მთელი პერიოდი: οὐ πα̑σα σὰρξ ἡ αὐτὴ σὰρξ, ἀλλὰ ἄλλη μὲν ἀνθρώπων, ἄλλη δὲ σὰρξ κτηνω̑ν, ἄλλη δὲ σὰρξ πτηνω̑ν, ἄλλη δὲ ἰχθύων. καὶ σώματα ἐπουράνια, καὶ σώματα ἐπίγεια. ἀλλὰ ἡτέρα μὲν ἡ τω̑ν ἐπουρανίων δόξα, ἐτέρα δὲ ἡ τω̑ν ἐπιγείων. ἄλλη δόξα ἡλίου, καὶ ἄλλη δόξα σελήνης, καὶ ἄλλη δόξα ἀστέρων: ἀστὴρ γὰρ ἀστέρος διαφέρει ἐν δόξῃ. οὕτως καὶ ἡ ἀνάστασις τω̑ν νεκρω̑ν: σπείρεται ἐν φθορᾳ̑, ἐγείρεται ἐν ἀφθαρσίᾳ: σπείρεται ἐν ἀτιμίᾳ, ἐγείρεται ἐν δόξῃ: σπείρεται ἐν ἀσθενείᾳ, ἐγείρεται ἐν δυνάμει: σπείρεται σω̑μα ψυχικόν, ἐγείρεται σω̑μα πνευματικόν. εἰ ἔστιν σω̑μα ψυχικόν, ἔστιν καὶ πνευματικόν – „არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუაჲ

    ლოშინაარსობრივი სიმაღლესიდიადე (μέγεθος, σεμνός/σεμνότης) და ბუნებრივი მშვენიერება (τῳ̑ ἐμφύτῳ κάλλει), ისე ლიტერატურული ბრწყინვალება. ფოტიოსის მიხედვით, მოციქული კარგად ფლობდა რიტორიკულ ხერხებს, მაგრამ დიდ მნიშ-ვნელობას არ ანიჭებდა მათ. ფოტიოსი პავლეს სტილის დახასიათებისას ყველაზე ნაკლებად გულისხმობს რიტორიკულ სამკაულებს და სტილის კლასიკურ თეორიებს. მშვენიერების ნორმა და ნიმუში, ფოტიოსის მიხედვით, პავლეს სტილის სიდიადე და სიცხადეა, რომელიც შეესაბამება ღრმა აზრს (Hermog. De ideis; Photius, Amphilochia, 86, 92. PG101, 557C). B. Wyss, Photius über den Stil des Paulus, in Museum Helveticum, 12, 1955, S. 236-251. G. L. Kustas, The Literary Criticism of Photius. A Christian Definition of Style, in ̔Ελλήνικα, t. 17, 1962, p. 132-169.

  • 11

    პროზისა და პოეზიის სტილისათვის

    არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ხორცი არს თევზთაჲ; და ჴორცნი იგი ზეცისა-თანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი. არამედ სხუაჲ არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუაჲ არს ქუეყანისათაჲ. სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცაიგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, ეგ-რეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით, დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით, დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით, დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი (I კორ. 15, 39-44).

    განსაკუთრებით, ანტითეზები წარმოადგენდა პავლესთვის საუკე-თესო რიტორიკულ ფიგურას, რადგან იგი ყველაზე მეტად შეესაბამებო-და ახალი რელიგიის შინაარსს, რომელიც მთლიანად მიწიერზეციურის, კაცობრივისა და საღვთოს და მისთ. ანტითეზაზე იყო დამყარებული. იხ. ზემოთ დასახ. მაგალითები, აგრეთვე: ἡμει̑ς μωροὶ διὰ Χριστόν, ὑμει̑ς δὲ φρόνιμοι ἐν Χριστῳ:̑ // ἡμει̑ς ἀσθενει̑ς, ὑμει̑ς δὲ ἰσχυροί: // ὑμει̑ς ἔνδοξοι, ἡμει̑ς δὲ ἄτιμοι – „ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; // ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; // თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ“ (I კორ. 4, 10; იხ. აგრეთვე I კორ. 1, 18; II კორ. 6, 8-10 და სხვ.).3

    როგორც ვხედავთ, მიუხედავად მშვენიერი ფორმისადმი უარყოფი-თი დამოკიდებულებისა (იხ. II კორ. 11, 6; II კორ. 10, 5; I კორ. 2, 1; I კორ. 2, 6-7; I კორ. 1, 17; I კორ. 1, 22-23; I კორ. 3, 19; ეფეს. 3, 19 და სხვ.), პავლე იშვიათად, მაგრამ უფრო მეტად, ვიდრე ევანგელისტები, მაინც იყენებს ბერძნულ რიტორიკაში მიღებულ ზოგიერთ ხერხს. ე. ნორდენის აზრით, მას ეს შეთვისებული უნდა ჰქონოდა არა ბერძენი მწერლების კითხ-ვით, არამედ მისი თანამედროვე იმ რიტორებისაგან, ვისაც მაშინდელი აზიური სოფისტიკა ხელეწიფებოდა. მაგრამ მათგან განსხვავებით, პავ-ლესთვის რიტორიკა თვითმიზანი კი არ იყო, არამედ ოდენ საშუალება საღვთო აზრების ძალის, დიდებულების და ამაღლებულობის (δεινότης, σεμνότης) გამოსახატავად.4

    როგორც აღნიშნავენ, ამგვარივეა სხვა ადრეულ ქრისტიან ავტორთა დამოკიდებულება კლასიკური/ელინური რიტორიკული ფორმისადმი. ამას ცხადყოფს, მაგ., იგნატიოს ანტიოქიელის (III სს.) წერილები. ისიც ალაგალაგ ანტითეზებით ლაპარაკობს პავლესავით, მაგრამ ეს ანტი-

    3 E. Norden, Die antike Kunstprosa…, Bd. 2, S. 507-509.4 E. Norden, Die antike Kunstprosa II, S. 505-508.

  • 12

    ქეთევან ბეზარაშვილი

    თეზები კაზმული კი არ არის, არამედ შემთხვევით წყდება მის ბაგეებს.5

    ასეთივეა ელინოფილობამდელ აღმოსავლელ ქრისტიან მამათა და-მოკიდებულება ამ საკითხისადმი. მაგ., ადრეულ სირიულ რიტორიკულ პროზაში (IV ს.) აფრაჰატი და ეფრემ ასური იყენებენ რიტმულ სტილს, პარალელურ რიტმულ კოლონებს, ისოსილაბიზმს, რომლებიც წარმოშო-ბით სემიტურია (მკვლევარი გულისხმობს ე. ნორდენის დასკვნას პერი-ოდის სიმეტრიის, ისოკოლონის რიტორიკის აზიური სტილის მიმდევრე-ბის მიერ გამოყენების შესახებ; ამავე დროს, იგი გულისხმობს ბიბლიურ პარალელიზმებს).6 სირიული თარგმანებისათვის რიტმული სტილი ელინურ გავლენასთან ერთად ადგილობრივი სემიტური წარმოშობისაც იყო და ბიბლიური პოეზიის იმიტაციას წარმოადგენდა. ამდენად, სი-რიული ლიტერატურისა და თარგმანებისათვის იგი უფრო ორგანული იყო, ვიდრე სხვა აღმოსავლური ქრისტიანული ლიტერატურებისათვის.7 ადრეული ქართული მწერლობისათვის (ნათარგმნისათვის და აქედან ორიგინალურისათვის) კი პროზის რიტმიზირება ბიბლიის იმიტაციითაც ხდებოდა და ბერძნულის გავლენითაც. ბიბლიის იმიტაციის შემთხვევა-შიც ეს მოვლენა უმეტესად ბერძნულის გზით გადმოდიოდა. როგორც სირიული, ისე ქართული ლიტერატურისათვის საერთო იყო ის, რომ ეს ბაძვა არ იყო თვითმიზანი და მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. იგი უმეტესად გაუცნობიერებელ მოვლენას წარმოადგენდა.8

    ე.წ. ვერბალური ალიტერაციის და ძირეული პარონომასიის მაგა-

    5 E. Norden, Die antike Kunstprosa, II, S. 510-511.6 R. Murray, The Characteristic of the Earliest Syriac Christianity, in East of Byzantium. Syria

    and Armenia in the formative Period, Washington, 1982, p. 3_16.7 P. Maas-ის აზრით, ბერძნული კონტაკიონი (რომანოზ მელოდოსი) სირიული მადრა-

    შადან იყო წარმოშობილი ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. ბერძნულ თარგ-მანებში კი აისახა ორიგინალის ისოსილაბიზმი (P. Maas & C. A. Trypanis, Sancti Ro-mani Melodi Cantica. Cantica Genuina, Oxford 1963 repr. W. L. Peterson, The Dependence of Romanos the Melodist upon the Syriac Ephrem: Its Importance for the Origin of the Kon-takion, in: Vigiliae Christianae 39, 1985, p. 171-187. S. Brock, Greek into Syriac and Syriac into Greek, in: Syriac Perspective on Late Antiquity (CS 199), Great Britain, 1994, gv. 13. S. Brock, Syriac and Greek Hymnography: Problems of Origin, in: Studies in Syriac Christianity (CS 357), Great Britain, 1992, VI, p. 78-81).

    8 ამ თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს ეფრემ ასურის ე.წ. ლექსითი ჰომილიის (მემრას) სირიული ტექსტისა (ბერძნული ტექსტი არ არსებობს) და მისი ძველი ქარ-თული თარგმანის შეპირისპირება. იხ. G. Garitte, Le sermon S. Ephrem sur Jonas en géorgien, in: Le Muséon, 80, 1967, p. 75-119. S. Brock, Ephrem's Verse Homily on Jonah and the Repentance of Nineveh: Notes on the Textual Tradition, in: Philohistôr. Miscellanea in honorem Caroli Laga Septuagenarii (Orientalia Lovaniensia Analecta 60), A. Schoors, P. van Deun ed., Leuven, 1994, p. 71-86.

  • 13

    პროზისა და პოეზიის სტილისათვის

    ლითები ყოველთვის იყო ქართულ მწერლობაში, რომელიც იქმნებო-და სიტყვათა თავისებური განლაგებით და ნორმირებული სინტაქსის დარღვევით, მაგ., ამგვარი: „უვნებელმან ვნება ივნო“ ან „ტრფიალებასა საღმრთოსა ეტრფიალა“ და მისთ. ასეთივეა ძირეული პარონომაზიის მაგალითები ბიბლიური წიგნებიდან: „განმრავლებით განვამრავლო (πληθύνων πληθυνω̑) ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ“ (ოშკ. Gen. 22, 17); „და გუემნეს უფალ-მან ეგჳპტელნი წყლულებითა და განკურნნეს იგინი კურნებითა (καὶ ἰάσεται αὑτοὺς ἰάσει)“ (ოშკ. Is. 19, 22) და ა.შ. საგულისხმოა, რომ ამ-გვარი ერთი ძირიდან ნაწარმოები სიტყვების პარონომასია, რომელიც სემიტური ენებისათვის არის დამახასიათებელი, ჯერ კიდევ ბიბლიური წიგნების თარგმანებიდან შემოდიოდა ქართულ მწერლობაში (ისევე როგორც ბერძნულ, სირიულ და სომხურ თარგმანებში) და ზოგჯერ ბიბ-ლიის ებრაული ტექსტისაგან დამოუკიდებლადაც იხმარებოდა ქართულ თარგმანებში.9

    ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე სემიტური პოეტიკისათვის დამახასიათებელი სინტაქსური პარალელიზმი, იგივე წევრთა ან სა-ხეთა პარალელიზმი.10 მას სტილისტურ სიმეტრიასაც უწოდებენ.11 იგი ბიბლიური წიგნებისათვის, განსაკუთრებით კი, ფსალმუნთათვის არის დამახასიათებელი. ეს სტილისტური ხერხი გულისხმობს ერთსა და იმავე მოვლენაზე ორჯერ თქმას მსგავს სინტაქსურ ფორმაში განსხვავებული სიტყვებითა და სახეებით. სტილისტური სიმეტრიის წევრები (ძირითა-დად ორწევრედი) ერთმანეთის გაგებას უწყობს ხელს. იგი სინონიმიის სახედაც შეიძლება ჩაითვალოს, რამდენადაც მოვლენის აბსტრაჰირებას ახდენს სიმეტრიის წევრთა შორის საერთოს ხაზგასმით.

    სახეთა პარალელიზმი დამახასიათებელია ბიბლიის როგორც პო-ეტური, ისე პროზაული მეტყველებისათვის (პოეტურში, ცხადია, მას

    9 კ. წერეთელი, პარონომაზია ქართულში, იბერიულკავკასიური ენათმეცნიერება, ტ. VI, 1954, გვ. 461-502. საგულისხმოა, რომ ბიბლიური ტექსტების ქართულ თარგმანში მთარგმნელისეული ცვლილებები არ მიეკუთვნება თავისუფალ თარგმანს, არამედ ესწრაფვის დედნის სტილის დაცვას, მაგ., სიმეტრიული პარალელიზმის სტრუქტუ-რისა და სხვ. (A. Kharanauli, Einführung in die georgische Psalterübersetzung, Der Septua-ginta-Psalter und seine Tochterübersetzungen, Symposium in Göttingen 1997, Herausgegeben von Anneli Aejmelaeus und Udo Quast, MSU XXIV, Vandenhoeck&Ruprecht in Göttingen, 2000, 248-308).

    10 С. С. AВЕРИНЦЕВ, Греческая ̀ литература"~ и бли[невосточная ̀ словесность~ (Проти-востояние и встреча двух творческих принципов), в кн.: Типология и взаимосвязи литератур древнего мира, М., 1971, гв. 242. ნ. ნაკუდაშვილი, ჰიმნოგრაფიული ტექს-ტის სტრუქტურა, თბ., 1996, გვ. 47-53; 78.

    11 Д. С. ЛИХАЧЕВ, Поэтика древнерусской литературы, М., 1979, с. 169-175.

  • 14

    ქეთევან ბეზარაშვილი

    უფრო რეგულარული ხასიათი აქვს). მისი ერთი წევრი მეორის აზრობ-რივი პარადიგმაა (ნ. ნაკუდაშვილს დასახელებული აქვს 2-3-4-5წევრი-ანი პარალელიზმები: II შჯ. 32, 1; 32, 29-30; გამოსლ. 15, 17-19). წევრთა პარალელიზმი სილაბურად თანაზომიერი არ არის, მაგრამ ბიბლიურ პოეზიაში მის წევრებს ათანაბრებს ტონური სალექსო სისტემისათვის დამახასიათებელი ლოგიკური მახვილები და მელოდიური დეკლამაცია. ტონურობა ყველა სათარგმნ ენას არ ახასიათებს, მაგრამ მელოდიური დეკლამაციის გამო სხვა ენაზე თარგმნის დროს ამ სტილისტური ხერხის გადატანა სირთულეს არ წარმოადგენდა.12

    დ. ლიხაჩოვის დაკვირვებით, სტილისტური სიმეტრია ხშირად ერე-ვათ მხატვრულ პარალელიზმში, რომელიც გულისხმობს ორი განსხვა-ვებული მოვლენის დაპირისპირებას და არა ერთსა და იმავეზე ორჯერ თქმას.13 მეორე მხრივ, გამოყოფენ ბიბლიურ სახეთა პარალელიზმის სამ სახეს: 1. როცა ერთი და იმავე აზრის განმეორება ხდება თითქმის ერთი და იმავე სიტყვებით, ანუ იქმნება უხვსიტყვაობა; 2. როცა პარალელიზ-მის მეორე წევრი ეყრდნობა პირველ ნაწილში გამოთქმულ იდეას და ავითარებს მას, ანუ სხვა სიტყვებით გამოთქვამს იმავე აზრს; 3. როცა პარალელიზმის ნაწილები ერთმანეთს უპირისპირდებიან აზრობრივად, ანუ იქმნება ანტითეზა.14 ალბათ, ამ თვალსაზრისით არის სინტაქსური პარალელიზმი ს. ავერინცევის მიერ მიჩნეული ბერძნული რიტორიკისთ-ვისაც მახლობელად, სადაც მას უფრო მეტი დაყოფა და პაუზები გააჩ-ნია, როცა ძველებრაულ პოეზიაში იგი უფრო დიდ სიტყვიერ ქსოვილს მოიცავს.15 ვფიქრობ, აქ იგულისხმება ბერძნული პროზის პერიოდული სტრუქტურა და მოკლე კოლონების სიმეტრია, განსხვავებით ბიბლიური

    12 ნ. ნაკუდაშვილი, ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა. იხ. იქვე დასახელებული ლი-ტერატურა ამ საკითხზე ქ. ბეზარაშვილი, „ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა“ (ნ. ნაკუდაშვილი, თბ., 1996) და სასულიერო პოეზიის საკვანძო საკითხები. „სჯანი“ (ლი-ტერატურულთეორიული სამეცნიერო კრებული), II, თბ., 2001, გვ. 103-115. რ. ბერიძე, საცნაური ხმები ჰიმნოგრაფიისა (500 წლის ქართული ლექსი), – სჯანი (ლიტერატუ-რულთეორიული ჟურნალი), 7, 2006, გვ. 181-194 (ჰიმნოგრაფიული თხზულებები და ბიბლია ყალიბდება საერო პოეტიაშიც, რომელიც განსხვავებულია ჰიმნოგრაფიისა-გან, მაგრამ პოეტური სახეები საერთო აქვთ. ხშირად საერო პოეზია ჰიმნოგრაფიის სალექსო საზომსაც იყენებს). იხ. J. Sajdak, De Gregorio Nazianzeno Poetarum Christiano-rum Fonte, Cracoviae, 1917 და სხვ. (შენ. 38ში), სადაც გრიგოლ ნაზიანზელის ზოგიერ-თი ჰომილიის მოკლე ქადაგება ამ ფორმებიდან უშუალოდ აღმოცენდა VIIVIII სს.ის ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიაში.

    13 Д. С. ЛИХАЧЕВ, Поэтика древнерусской литературы, с. 169-170.14 Ш. ЛЕТУРНО, Литературное развитие различных племен и народов, СПБ., 1895,

    с.201. ნ. ნაკუდაშვილის წიგნიდან: ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, გვ. 51.15 С. С. AВЕРИНЦЕВ, Греческая "литература"" и бли[невосточная "словесность", с. 242.

  • 15

    პროზისა და პოეზიის სტილისათვის

    პოეზიის პარალელიზმის წევრების (სტრიქონების) სიგრძისაგან. ბიბლი-ური პარალელიზმიც ზოგჯერ ბერძნულ პარალელიზმს ემსგავსებოდა იმით, რომ სიმეტრიის მეორე წევრი პირველის სინტაქსურ სქემას იმე-ორებდა და ამით თანაბარწევრიან პარისონს უახლოვდებოდა (ქართვე-ლი მთარგმნელი ჰომოიოტელევტონითაც კი ამდიდრებს ამ სტილისტურ ხერხს ბერძნული დედნისაგან დამოუკიდებლად). მაგ.,

    ἡμέρα τῃ ̑ἡμέρᾳ ἐρεύγαται ῥῃ̑μα,καὶ νὺξ νυκτὶ ἀναγγέλλει γνω̑σιν (Ps. 18, 3).„დღე დღესა აუწყებს სიტყუასადა ღამე ღამესა მოუთხრობს მეცნიერებასა“ (ფს. 18, 3).

    ̔Ο Θεός, τὸ κρίμα σου τῳ ̑βασιλει ̑δόςκαὶ τὴν δικαιοσύνην σου τῳ ̑υἰῳ ̑του ̑βασιλέως (Ps. 71, 1).„ღმერთო, საშჯელი შენი მეუფესა მიეცდა სამართალი შენი – ძესა მეუფისასა“ (ფს. 71, 1).

    ან კიდევ ზოგჯერ პარალელიზმი თავის წევრთა დაპირისპირებით ბერძნულ ანტითეზას ემსგავსებოდა, მაგ.,

    οὑ̑τοι ἐν ἅρμασιν καὶ οὑ̑τοι ἐν ἵπποις,ἡμει̑ς δὲ ἐν ὀνόματι κυρίου Θεου ̑ἡμω̑ν μεγαλυνθησόμεθα.αὐτοὶ συνεποδίσθησαν καὶ ἔπεσαν,ἡμει̑ς δὲ ἀνέστημεν καὶ ἀνωρθώθημεν (Ps. 19, 8-9).„ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა,ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა

    ჩუენ ვხადოდით;იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს,ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით“ (ფს. 19, 8-9).

    ასეა თუ ისე, ბიბლიურ და რიტორიკულ პარალელიზმს აერთიანებს ის რიტმულობა, რასაც ორივეს თანაბარი წევრები ქმნის, რის გამოც ორივე ხერხი წარმატებით გადადიოდა ნათარგმნ ძეგლებში და აქედან – ორიგინალურ მწერლობაში. მაგ., დ. ლიხაჩოვის დაკვირვებით, სტი-ლისტურ სიმეტრიას დიდი გავლენა ჰქონდა ძველ რუსულ მწერლო-ბაზე. იქ იმდენად დიდი იყო მისწრაფება წყვილთა შეთანხმებისაკენ, რომ ეს ხერხი პარალელიზმშიც და რიტორიკის სხვა სახეობებშიც კი გადადიოდა.16 მსგავსი მოვლენები შეიძლება გამოკვლეულ იქნეს ქარ-თულ მწერლობაშიც.

    განხილული სტილისტური ხერხები, რიტორიკული ფიგურები, რო-

    16 Д. С. ЛИХАЧЕВ, Поэтика древнерусской литературы, с. 174-175.