Mari Jiqia A5 არი ჯიქია/ნაფიც... · PDF file 4...

Click here to load reader

  • date post

    15-Feb-2020
  • Category

    Documents

  • view

    0
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of Mari Jiqia A5 არი ჯიქია/ნაფიც... · PDF file 4...

  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    საერთაშორისო სამართლის კვლევითი ინსტიტუტი

    ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

    (თავისებურებანი და პრობლემები)

    gamomcemloba `universali~ Tbilisi 2017

  • 2

    ავტორები:

    © მარიამ ჯიქია © თამარ ნადირაშვილი © დავით ხურციძე © მარიამ გელაშვილი © თეონა მაღრაძე © მარიამ ქურასბედიანი © რომან ვაშალომაძე © ლიკა კვიჟაშვილი

    სარედაქციო კოლეგია:

    თეა შაყულაშვილი, სამართლის დოქტორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

    მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, კსუ-ს საერთაშორისო სამართლის კვლევითი ცენტრის ხელმძრვანელი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

    თამარ ნადირაშვილი, კსუ-ს საერთაშორისო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორი, სამართლის მაგისტრი

    ეკატერინე თხილავა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სწავლული მდივანი

    ანუკი წივწივაძე, კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

    gamomcemloba `universali~, 2017

    Tbilisi, 0179, i. WavWavaZis gamz. 19, : 2 22 36 09, 5(99) 17 22 30 E-mail: universal505@ymail.com; universal@internet.ge ISBN 978-9941-26-184-8

  • 3

    წინასიტყვაობა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით განხორცი- ელდა პროექტი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა 2017 წელს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ პროექტში შერჩეულ იქნა 7 სტუდენტი, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ირგვლივ არსებულ თემატიკაზე, მათ შორის, მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, საზღვარგარეთის ქვეყნების მოდელების თავისებურებებზე, საქართველოში დანერგილ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკაზე.

    ნაშრომი მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ შედარებას სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელებისა, არამედ ემპირიული კვლევის შედეგებს, რომელიც ეხება საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონესა და მათ დამოკიდებულებას აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ. კვლევის ფარგლებში სტუდენტების მიერ გამოკითხულ იქნა 1000 რესპოდენტი საქართველოს მასშტაბით. მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თვისობრივი კვლევის მეთოდით განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ დამოკი- დებულების დადგენა. აღნიშნული კვლევის შედეგები მოცემულია კრებულის ბოლო ნაშრომში, სადაც ავტორებს შედეგებთან ერთად წარმოდგენილი აქვთ რეკომენდაციები.

    მარიამ ჯიქია

    თამარ ნადირაშვილი

  • 4

    სარჩევი

    დავით ხურციძე. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობა და მისი ისტორიული მიმოხილვა 5

    მარიამ გელაშვილი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარება და თანამედროვე პრაქტიკა დიდ ბრიტანეთში 10

    თეონა მაღრაძე. საქმის განხილვის თავისებურებანი საფრანგეთის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში 26

    მარიამ ქურასბედიანი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამე- რიკული მოდელი 36

    რომან ვაშალომიძე. საქმის განხილვის სპეციფიკა კანადის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში 46

    ლიკა კვიჟაშვილი. დავით ხურციძე. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში 55

    მარიამ ჯიქია, თამარ ნადირაშვილი. საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და დამოკიდებულება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ 85

  • 5

    ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობა და მისი ისტორიული მიმოხილვა

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინამორბედ სამართლებრივ ინსტიტუტებს სახელმწიფოების წარმოშობის ადრეულ ეტაპებზე ვხვდებით.

    ათენის მუზეუმში დაცულია ჩვ.წ. IV საუკუნით დათარიღებული მსაჯულის ვინაობის დამადასტურებელი ბრინჯაოს ფირფიტა, რომელზეც მითითებულია მფლობელის ვინაობა (დემოფანესი), მამის სახელი (ფილიპე) და ოლქი (კეფესია).1

    ძველ ათენში არსებული ჰეილეისტთა სასამართლო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უძველეს წინამორბედად მიიჩნევა.

    ჰეილეია ექვსი ათასი წევრისგან შედგებოდა და 10 სასამართლო საბჭოს (დიკასტერია) მოიცავდა. ნებისმიერ მოქალაქეს, 30 წლიდან, შეეძლო გამხდარიყო მსაჯული. სასამართლო პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე. მსაჯულების მიერ