კავკასიის არი... კორუფციის წინააღმდეგ...

Click here to load reader

  • date post

    27-Dec-2019
  • Category

    Documents

  • view

    2
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of კავკასიის არი... კორუფციის წინააღმდეგ...

  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    საერთაშორისო სამართლის ლაბორატორია

    საჯარო სამართლის ქრონიკები (სტუდენტთა ნაშრომების კრებული)

    გამომცემლობა „უნივერსალი“

    თბილისი 2018

  • სარედაქციო კოლეგია:

    მარიამ ჯიქია - სამართლის დოქტორი, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი; თამარ ნადირაშვილი - კსუ-ს საერთაშორისო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორი, სამართლის მაგისტრი; ეკა თხილავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სწავლული მდივანი; ანუკი წივწივაძე - კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. © კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2018

    ' gamomcemloba `universali~, 2018 Tbilisi, 0179, a. politkovskaias 4 : 5(99) 33 52 02, 5(99) 17 22 30 E-mail: gamomcemlobauniversali@gmail.com; universal505@ymail.com

    ISBN 978-9941-26-342-2

  • 3

    სარჩევი

    მარიამ ტოტიკაშვილი. მამხილებლის ინსტიტუტი და მისი დაცვის მექანიზმები საქართველოში.............................................................5

    აკაკი სალუქვაძე. ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები ...................18

    ირაკლი ბუთურიშვილი. მარიამ გვენეტაძე. თანასწორობის უფლება კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციით..........28

    ანა აფციაური, საბა ელიზბარაშვილი. გენდერული კვოტირება საქართველოში - ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მცდელობა თუ დისკრიმინაცია?!..........................................................................46

    გვანცა სანებლიძე. ინტერნეტის თავისუფლება, როგორც საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი 68

    ლელა თოთაძე, ვახტანგ ქაჩიბაია. The Right to be forgotten – უფლება იყო დავიწყებული ..............................................................80

    თამარ კაპანაძე, ვახტანგ ნოღაიდელი. ინფორმაციის თავისუფ- ლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების ურთიერთმიმართების პრობლემური საკითხები (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი) .........................................................................103

    მარინა მასურაშვილი, ლიკა გაგნიძე. საჯარო სივრცეში ვიდეო თვალთვალის განხორციელების სამართლებრივი რეგულირება 110

    ალექსანდრე კალანდაძე. ხელოვნური ინტელექტის როლი საჯარო მმართველობაში. .................................................................................133

  • 4

  • 5

    მარიამ ტოტიკაშვილი

    მამხილებლის ინსტიტუტი და მისი დაცვის მექანიზმები საჯარო სამსახურში

    შესავალი

    მამხილებლის ინსტიტუტი და მისი დაცვის მექანიზმი აქტუალური და საინტერესო თემაა. მისი არსებობა საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კანონმდებლობით რეგულირდებოდეს მამხილებლის ინსტიტუტი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქტიურად და ეფექტურად გამოიყენებოდეს იგი პრაქტიკაში. მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტიანობისთვის ასევე აუცილებელია მისი მხარდაჭერა და დაცვა.

    თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ნაშრომში განხილულია: მამხილებლის ინსტიტუტის არსი და მნიშვნელობა, როგორ არის მოწესრიგებული ქართული კანონმდებლობით, რას მოიცავს მხილების პროცესი, მამხილებლის დაცვის სისტემა, მხილებასთან დაკავშირებული პრობლემები, საერთაშორისო კონვენციები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და დასკვნა.

    ნაშრომის მიზანია, მამხილებლისა და მისი დაცვის მექანიზმის ანალიზი. ნაშრომში გამოყენებულია შედარებით-სამართლებრივი და ლოგიკური კვლევის მეთოდები.

    1. მამხილებლის ინსტიტუტის არსი, მიზანი და ადგილი ქართულ კანონმდებლობაში

    2009 წლის 1 ივნისის ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს კანონში - „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ - გაჩნდა ახალი რეგულაცია მამხილებლის ინსტიტუტის თაობაზე.

  • 6

    აღნიშნული კანონის V1 თავი აწესრიგებს მამხილებელთან დაკავშირებით სამართლებრივ ურთიერთობებს. იმისათვის, რომ ნათელი იყოს აღნიშნული ინსტიტუტის არსებობის საჭიროება, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს მხილების არსი, მიზანი, ვინ არის მამხილებელი, ვის მიმართ და ვისთან ხდება მხილება.

    ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მხილება არის პირის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამც