ISCO-0808 I გამოცემა[email protected]. შრომის...

701
ISCO-0808 I გამოცემა პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი სტრუქტურა, ჯგუფების განსაზღვრებები და შესაბამისობის ცხრილები შრომის საერთაშორისო ბიურო . ჟენევა 1

Transcript of ISCO-0808 I გამოცემა[email protected]. შრომის...

  • ISCO-0808 I გამოცემა

    პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი

    სტრუქტურა, ჯგუფების განსაზღვრებები და შესაბამისობის ცხრილები

    შრომის საერთაშორისო ბიურო ქ. ჟენევა

    1

  • 2

  • პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი

    ISCO − 08

    3

  • 4

  • პროფესიების საერთაშორისო

    სტანდარტული კლასიფიკატორი

    ISCO − 08

    გამოცემა 1

    სტრუქტურა, ჯგუფების განსაზღვრებები და შესაბამისობის ცხრილები

    შრომის საერთაშორისო ბიურო ჟენევა

    5

  • საავტორო უფლება © შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), 2012 წელი პირველად გამოქვეყნდა 2012 წელს შრომის საერთაშორისო ბიუროს გამოცემები საავტორო უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-2

    ოქმის შესაბამისად სარგებლობენ საავტორო უფლებით. მიუხედავად ამისა, კონვენციიდან მოკლე ამონარიდები წყაროს მითითების პირობით, უფლებამოსილების გაცემის გარეშე შესაძლებელია განახლდეს. განახლებისა თუ თარგმანის უფლების მისაღებად საჭიროა განაცხადის გაგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გამოცემების განყოფილებაში (უფლებები და ნებართვები), შრომის საერთაშორისო ბიურო, CH-1211, ქ. ჟენევა 22, შვეიცარია, ან ელექტრონული ფოსტით: [email protected]. შრომის საერთაშორისო ბიურო სიამოვნებით განიხილავს მსგავს განაცხადებს.

    ბიბლიოთეკებს, დაწესებულებებსა და სხვა მომხმარებლებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან განახლების უფლებების ორგანიზაციებში, მათზე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე შეუძლიათ ასლების გააკეთება. ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.ifrro.org და თქვენს ქვეყანაში მოძებნეთ განახლების/საავტორო უფლებების ორგანიზაცია.

    პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი: ISCO-08 / შრომის საერთაშორისო ბიურო. ქ. ჟენევა: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), 2012. I გამოცემა ISBN 978-92-2-125952-7 (ბეჭდური ვერსია) ISBN 978-92-2-125952-7 (ელექტრონული ვერსია, pdf) შრომის საერთაშორისო ბიურო ISCO / დასაქმების კლასიფიკატორი / დასაქმების აღწერა 13.11.1

    შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გამოცემებში გამოყენებული აღნიშვნები შეესაბამება

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) პრაქტიკას და მათში წარმოდგენილი მასალა სრულებით არ გამოხატავს შრომის საერთაშორისო ბიუროს აზრს. ის შესაძლებელია, დაუკავშირდეს ნებისმიერი ქვეყნისა თუ ტერიტორიის, ან მისი ხელისუფლების სამართლებრივ სტატუსს, ან კიდევ საზღვრების დელიმიტაციას.

    სტატიებში, კვლევებსა და სხვა კონტრიბუციებში გამოხატულ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ ავტორებს და გამოცემა არ წარმოდგენს შრომის საერთაშორისო ბიუროს აზრს.

    ფირმებისა და კომერციული პროდუქციისა და პროცესების დასახელებებზე მითითება არ გულისხმობს მათ შრომის საერთაშორისო ბიუროსგან დამოწმებას და ნებისმიერი ფირმის, კომერციული პროდუქციისა თუ პროცესის აღუნიშნაობა არ ნიშნავს მათ დაწუნებას.

    შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გამოცემებისა და ელექტრონული პროდუქტების შეძენა შესაძლებელია მრავალი ქვეყნის წამყვან ბუკინისტებსა თუ ILO-ს ადგილობრივ ოფისებში, ან პირდაპირ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გამოცემებიდან, შრომის საერთაშორისო ბიურო, CH-1211, ქ. ჟენევა 22, შვეიცარია. კატალოგები ან ახალი გამოცემების სია ხელმისაწვდომია უფასოდ ზემოხსენებულ მისამართსა ან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected], ან კიდევ სტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.ilo.org/publns.

    ფოტო გადაღებულია შვეიცარიაში WEI დაბეჭდილია შრომის საერთაშორისო ბიუროს მიერ, ქ. ჟენევა, შვეიცარია

    6

    mailto:[email protected]://www.ifrro.org/mailto:[email protected]://www.ilo.org/publns

  • პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის ადაპტაციაზე საქართველოში მუშაობდნენ

    ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი - თანა/ხელმძღვანელი

    ოთარ ანგურიძე, თსუ დოქტორანტი - თანა/ხელმძღვანელი

    მარიამ ლაშხი - პროექტის კოორდინატორი

    პროფ. აკად. ვლადიმერ პაპავა - დარგის ექსპერტი

    პროფ. მაია მინდორაშვილი - დარგის ექსპერტი

    დავით სიხარულიძე - დარგის ექსპერტი

    მარინე ტურაშვილი - რედაქტორი

    ჟანა ხელაშვილი - პროექტის თარჯიმანი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფი

    გიორგი ბენაშვილი - სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელი

    გიორგი ირემაძე

    ანა გაგოშვილი

    ბექა ერისთავი

    თამუნა ბაბუნაშვილი

    როზა მიქელიანი

    თათია წულაია

    ანანო ჯანგველაძე

    7

  • წინასიტყვაობა წინამდებარე გამოცემა გთავაზობთ 2008 წლის პროფესიების საერთაშორისო

    სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-08) ფარგლებში ყველა ჯგუფის სტრუქტურასა და განსაზღვრებას. იგი აგრეთვე, მოიცავს შესაბამისობის ცხრილებს, რომლებიც ასახავენ აღნიშნული ჯგუფების ურთიერთკავშირს პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-88) წინა ვერსიით გათვალისწინებულ ჯგუფებთან. მე-2 გამოცემა მოიცავს პროფესიების დასახელებების განახლებულ და გაფართოებულ მაჩვენებელებსა და ასოცირებულ ISCO-08 და ISCO-88 კოდებს.

    2007 წლის 3-6 დეკემბერს გამართულ შრომის სტატისტიკაზე ექსპერტთა სამმხრივი შეხვედრის რეზოლუციით მიიღეს ISCO-08 განახლებული პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის. აღნიშნული შეხვედრა რეზოლუციის საფუძველზე 2003 წელს მოიწვია შრომის საერთაშორისო ბიუროს (ILO) მმართველმა ორგანომ, შრომის სტატისტიკოსთა მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე (ICLS). ექსპერტთა შეხვედრის რეზოლუცია კი 2008 წლის მარტში დაამტკიცდა მმართველმა ორგანომ.

    ISCO-08, მისი წინამორბედის მსგავსად, შემუშავდა დასაქმების სტატისტიკურ მონაცემთ საერთაშორისო დონესთან შედარების გასაადვილებლად და იმ ქვეყნებისთვის მოდელად გამოსაყენებლად, სადაც მიმდინარეობს დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორების განვითარება თუ გადახედვა.

    ISCO-08-ის განვითარებას ხელი შეუწყო ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დაგროვილმა გამოცდილებამ. მრავალი ქვეყნისა და სააგენტოს ექსპერტებთან თანამშრომლობით პროექტს მეთვალყურეობდა დევიდ ჰანტერი შრომის საერთაშორისო ბიუროს სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი.

    ფასდაუდებელი რჩევებისა და მითითებებისთვის მადლობას ვუხდით შრომის საერთაშორისო ბიუროს, განსაკუთრებით შრომის სტატისტიკაზე ექსპერტთა სამმხრივი შეხვედრისა და შრომის სტატისტიკოსთა მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონფერენციის (ICLS) ექსპერტებს, მათ შორის, საერთაშორისო ეკონომიკისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალური კლასიფიკატორების ექსპერტთა ჯგუფს. უმნიშვნელოვანესი რჩევების, მხარდაჭერისა და პირდაპირი დახმარებისთვის ბიურო სპეციალურ მადლობას უხდის ISCO-ს განახლების ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის წევრებსა და ხსენებული ექსპერტები დამსაქმებელ სააგენტოებს.

    მადლობა ეკუთვნის აგრეთვე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის თუ სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელთაც საკუთარი წვლილი შეიტანეს წინამდებარე გამოცემის დასრულებაში, კერძოდ კი, მადლობას ვუხდით ადრიანა მატა-გრინ-ვუდს, რომელმაც წამოიწყო ეს პროექტი.

    8

  • 9

  • სარჩევი წინასიტყვაობა .......................................................................................................................................... ნაწილი I. შესავალი და მეთოდოლოგიური შენიშვნები ....................................................................

    1.1. ISCO-08-ის არსი, მიზნები და განვითარება 1.2. ISCO-08-ის ზოგადი მიმოხილვა ...................................................................................................... 1.3. ISCO-ის ძირითადი მიზნები ............................................................................................................. მოკლე ისტორიული ექსკურსი................................................................................................................ განახლების პროცესისა და კონსულტაციების მოკლე მიმოხილვა .................................................. სამუშაოს განახლების მოქმედების ფარგლები .................................................................................... ჯგუფების განსაზღვრებები ..................................................................................................................... პროფესიების დასახელებების მაჩვენებელი .........................................................................................

    2. ISCO-08-ის კონცეპტუალური ჩარჩო, დიზაინი, სტრუქტურა და შინაარსი ............................... 2.1. ძირითადი კონცეფციები ...................................................................................................................

    სამუშაოსა და პროფესიის განმარტება ...................................................................................... კვალიფიკაციის დონე და კვალიფიკაციის სპეციალიზაცია .................................................

    ISCO-ის კვალიფიკაციის ოთხი დონის განსაზღვრება ........................................................................ კვალიფიკაციის დონე 1 ............................................................................................................... კვალიფიკაციის დონე 2 ............................................................................................................... კვალიფიკაციის დონე 3 ............................................................................................................... კვალიფიკაციის დონე 4 ...............................................................................................................

    კვალიფიკაციის ოთხი დონის გამოყენება ISCO-08-ის ძირითად ჯგუფებში ................................. პროფესიები, რომელთათვისაც განათლების ფორმალური მოთხოვნები განსხვავდება

    ქვეყნების მიხედვით .................................................................................................................................... კლასიფიკაციის სტრუქტურა და კოდების სქემა ................................................................................. თემატური შეხედულებები ...................................................................................................................... ჯგუფების განსაზღვრებები .....................................................................................................................

    განსაზღვრებების მიზანი ............................................................................................................ განსაზღვრებების სტრუქტურა და შინაარსი ...........................................................................

    ძირითადი განსხვავებები ISCO-08-სა და ISCO-88-ს შორის ............................................................... ცვლილებების მოკლე შეჯამება მათი განხორციელების მიზეზები ................................................ მენეჯერული და საზედამხედველო პროფესიები ...............................................................................

    მენეჯერები, მაღალი თანამდებობის პირები და კანონმდებლები ...................................... საზედამხედველო პროფესიები

    პროფესიონალური და ტექნიკური პროფესიები ................................................................................. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) ................................................. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურებების სფეროს პროფესიები .................

    მასწავლებლები ........................................................................................................................................ ხელოვნებასთან, გართობასთან, დიზაინთან და სპორტთან დაკავშირებული

    პროფესიები.......................................................................................................................................... პროფესიონალი ინჟინრები ..........................................................................................................

    10

  • სპეციალიზირებული ადმინისტრაციული პროფესიები ....................................................... ქვეჯგუფისა და მცირე ჯგუფის სტრუქტურები პროფესიონალური და ტექნიკური

    პროფესიებისთვის .............................................................................................................................. საქმის წარმოებასთან, გაყიდვებსა და მომსახურებებთან დაკავშირებული პროფესიები ...........

    დაწესებულების მუშაკი ............................................................................................................... პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლისთვის ინფორმაციისა და

    მომსახურების მიწოდებასთან .......................................................................................................... გაყიდვების სფეროს მუშაკები ..................................................................................................... პირადი და სოციალური მომსახურების მუშაკები .................................................................. შეფ-მზარეულები, მზარეულები და მათი თანაშემწეები ......................................................

    სოფლის მეურნეობასთან, მეტყევეობასთან და თევზჭერასთან დაკავშირებული პროფესიები ხელობასთან, შეკეთებასთან და სამანქანო დანადგარების ექსპლოატაციასთან

    დაკავშირებული პროფესიები .................................................................................................................... ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მოხელე მუშაკები ............................ ხელოსნები ...................................................................................................................................... პოლიგრაფიასთან დაკავშირებული პროფესიები ................................................................... დანადგარებისა და მანქანების ოპერატორები .........................................................................

    დამწყები კვალიფიკაციის პროფესიებისა და არაფორმალურ დასაქმებაში უმეტესწილად წარმოდგენილი პროფესიების გაუმჯობესებული კლასიფიცირება ...................................................

    შენიშვნები კონკრეტულ საკითხებზე და ზღვართან დაკავშირებული პრობლემები .................. აღნიშნული შენიშვნების მიზანი ............................................................................................................ ზღვართან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ეხება პროფესიების ფართო სპექტრს ........

    პროფესიები, რომლებიც ითვალისწინებენ დავალებებისა და მოვალეობების ფართო სპექტრს ................................................................................................................................................

    მოსწავლეები და სტაჟიორები .................................................................................................... მენეჯერები, ზედამხედველები და ბიზნესის მმართველები ............................................................

    მენეჯერები და ზედამხედველები ............................................................................................. მენეჯერები და მცირე ბიზნესის მმართველები ...................................................................... ორგანიზაციის სიდიდე ...............................................................................................................

    კვალიფიკაციის სხვადასხვა დონეებთან დაკავშირებული პროფესიები ........................................ ზოგადი პრინციპები ..................................................................................................................... საექთნო საქმიანობის სფეროს პროფესიონალები, ასოცირებული პროფესიონალები

    და ინდივიდუალურ მომვლელები ................................................................................................ ადრეულ ასაკში ბავშვთა აღმზრდელები და ბავშვის მომვლელები ................................... ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის პროფესიონალები ................................. საკვების მომზადებასთან დაკავშირებული პროფესიები ..................................................... შინამოსამსახურეები და დამლაგებლები .................................................................................

    სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროებში პროფესიათა ჯგუფებს შორის არსებული საზღვრები ....................................................................................................................

    სასოფლო-სამეურნეო წარმოების მენეჯერები, ფერმერები და ფერმის მეპატრონეები .. შერეული და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ცხოველური პროდუქციის

    მწარმოებლები .................................................................................................................................... ბაზარზე და საარსებო მინიმუმზე მომუშავე მუშები .............................................................

    11

  • კვალიფიციური ფერმის მუშები (ძირითადი ჯგუფი 6) და ფერმის შავი მუშები (ძირითადი ჯგუფი 9) ........................................................................................................................

    ფერმისა და სატყეო დანადგარების ექსპლოატაცია ...............................................................

    ISCO-08-ს ადაპტირება შიდასახელმწიფოებრივი გამოყენებისა და საერთაშორისო დონეზე შედარებული მონაცემების წარმოებისთვის ............................................................................................

    ISCO-08-ში და სახელმწიფოებრივი გამოყენებისთვის ადაპტირების შემთხვევები ..................... ISCO-08-ს ადაპტირება პირდაპირ შიდასახელმწიფოებრივი მიზნებისთვის ............................... ISCO-08-ს საფუძველზე შემუშავებული ეროვნული კლასიფიკატორის განვითარება ან

    გადახედვა ...................................................................................................................................................... ეროვნული პროფესიების კლასიფიკატორების სტრუქტურიზაცია ISCO-თვის .......................... ეროვნული პროფესიების კლასიფიკატორისა და ISCO-ის კოდირება .............................................

    კლასიფიკაციის მიზნით მონაცემთა შეგროვება და კოდირებაISCO-08-სსაფუძველზე ............... კოდირებისთვის საჭირო ინფორმაცია ................................................................................................... პროფესიასთან დაკავშირებული კითხვის ტიპები ..............................................................................

    პრეკოდირებული კითხვები ....................................................................................................... ღია კითხვები .................................................................................................................................

    შემოთავაზებული კითხვები, რომლებიც რეკომენდებულია ტესტირებისა და შემდგომი განვითარებისთვის .......................................................................................................................................

    კლასიფიკაციის კოდების მინიჭება გამოკითხვის პასუხებისთვის (კოდირება) ........................... გაურკვეველი და არაადექვატური პასუხების კოდირება ..................................................................

    ნაწილი II. პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-08)

    სტრუქტურა ძირითადი ჯგუფები .................................................................................................................................. ძირითადი და ქვეჯგუფები ...................................................................................................................... ძირითადი, ქვეჯგუფები და მცირე ჯგუფები ....................................................................................... ძირითადი, ქვეჯგუფები, მცირე ჯგუფები და ჯგუფური ერთეულები ..........................................

    ნაწილი III. ძირითადი, ქვეჯგუფები, მცირე ჯგუფები და ჯგუფური ერთეულები

    ძირითადი ჯგუფი 1 მენეჯერები ............................................................................................................ ძირითადი ჯგუფი 2 პროფესიონალები ................................................................................................. ძირითადი ჯგუფი 3 ტექნიკური და ასოცირებული პროფესიონალები ......................................... ძირითადი ჯგუფი 4 ოფისის დამხმარე მუშაკები ............................................................................... ძირითადი ჯგუფი 5 მომსახურებისა და გაყიდვების სფეროს მუშები ............................................ ძირითადი ჯგუფი 6 სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროს მუშები ...... ძირითადი ჯგუფი 7 მოხელეები და მონათესავე სფეროს მუშები ................................................... ძირითადი ჯგუფი 8 სამრეწველო დანადგარებისა და მანქანების ოპერატორები და

    ამწყობები ....................................................................................................................................................... ძირითადი ჯგუფი 9 დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელი ................................................... ძირითადი ჯგუფი 0 შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული პროფესიები .............................

    12

  • ნაწილი IV. კორესპონდენცია ISCO-88-თან კორესპონდენციის აღრიცხვის ცხრილი: ISCO-08-დან ISCO-88-მდე .............................................. კორესპონდენციის აღრიცხვის ცხრილი: ISCO-88-დან ISCO-08-მდე ..............................................

    დანართები

    1. ................................................................................................................................... შრომის სტატისტიკოსთა მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონფერენცია: რეზოლუცია III. რეზოლუცია პროფესიების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკატორთან დაკავშირებული შემდგომი საქმიანობის შესახებ .....................................................................

    2. ................................................................................................................................... რეზოლუცია პროფესიების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკატორთან დაკავშირებული შემდგომი საქმიანობის შესახებ .....................................................................

    ბიბლიოგრაფია ......................................................................................................................................... ცხრილები

    1. ................................................................................................................................... ISCO-08-ის ძირითადი ჯგუფების სტრუქტურიზაცია კვალიფიკაციის დონეების მიხედვით ..........................................................................................................................................

    2. ................................................................................................................................... ISCO-08-ის კვალიფიკაციის ოთხი დონის სტრუქტურიზაციაISCED-97 განათლების დონეების მიხედვით ................................................................................................................

    3. ................................................................................................................................... ჯგუფების რაოდენობა ISCO-08-ის თითოეულ დონეზე ............................................................

    4. ................................................................................................................................... ქვეჯგუფები მე-2 ძირითად ჯგუფში: პროფესიონალები, ISCO-88 და ISCO-08 ....................

    5. ................................................................................................................................... ქვეჯგუფები მე-3 ძირითად ჯგუფში: ტექნიკოსები და მათთან ასოცირებული პროფესიონალები, ISCO-88 და ISCO-08 ......................................................................................

    6. ................................................................................................................................... ქვეჯგუფები და მცირე ჯგუფები მე-5 ძირითად ჯგუფში,ISCO-88 და ISCO-08 ....................

    7. ................................................................................................................................... ქვეჯგუფები და მცირე ჯგუფები მე-9 ძირითად ჯგუფში: დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშაკები, ISCO-88 და ISCO-08 ...........................................................................................

    13

  • ნაწილი I

    შესავალი და მეთოდოლოგიური შენიშვნები

    14

  • 15

  • 1. ISCO-08-ის არსი, მიზნები და განვითარება

    1.1. ISCO-08-ის ზოგადი მიმოხილვა 1. პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი (ISCO-08)

    სტატისტიკური აღწერისა და კვლევების, აგრეთვე, ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებით ქმნის პროფესიებთან დაკავშირებული ინფორმაციის დაჯგუფებებისა და გაერთიანების სისტემას. ეს დოკუმენტი გახლავთ დასაქმების სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-88) განახლებული ვერსია, რომელიც წინას ჩაანაცვლებს.

    2. ISCO-08-ის ოთხდონიანი იერარქიული სტრუქტურის კლასიფიკატორია, რომელიც შესაძლებელს ხდის მსოფლიოს ყველა პროფესიის 436 ჯგუფად კლასიფიცირებას. აღნიშნული ჯგუფები წარმოადგენენ დაჯგუფების დეტალურ სტრუქტურას და თავის მხრივ ერთიანდებიან 130 მცირე, 43 საშუალო და 10 ძირითად ჯგუფში, იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია მათი მსგავსება კონკრეტული სამსახურისათვის საჭირო გამოცდილების ხარისხსა და სპეციალიზაციის სფეროში გამოცდილებაზე. აღნიშნული კლასიფიკატორი საერთაშორისო მონაცემებთან დეტალური შედარების შესაძლებლობას გვაძლევს ისევე, როგორც ყველაზე დიდ ჯგუფებად კლასიფიცირებული 10 ჯგუფის შემაჯამებელი ინფორმაციის შემუშავება.

    3. კლასიფიკატორი დამტკიცდა შრომის სტატისტიკის თაობაზე ექსპერტთა სამმხრივი შეხვედრის დროს, 2007 წლის 3-6 დეკემბერს გამართულ პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO) განსაახლებელ შეხვედრაზე. აღნიშნული შეხვედრა, 2003 წლის შრომის სტატისტიკოსთა მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონფერენციის (ICLS) რეზოლუციის საფუძველზე მოიწვია შრომის საერთაშორისო ბიუროს (ILO) მმართველმა ორგანომ. 2004 წლის მარტში მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული რეზოლუციის საფუძველზე შრომის საერთაშორისო ბიუროს (ILO) ეთხოვა 2007 წლის ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO) განახლება და ექსპერტთა სამმხრივი შეხვედრის მოწვევა, რომელზეც კლასიფიკატორს მიიღებდნენ და მმართველ ორგანოს სათანადო რეკომენდაციებს მისცემდნენ (შრომის საერთაშორისო ბიურო (ILO), 2004 წელი; რეზოლუციის სრული ტექსტი იხილეთ დანართში 1).

    4. ექსპერტთა შეხვედრის რეზოლუცია 2008 წლის მარტში დაამტკიცა მმართველმა ორგანომ. იგი 2008 წლის თებერვალში გამართულ 39-ე სესიაზე წარედგინა გაეროს სტატისტიკის კომისიას, აგრეთვე, 2008 წლის 24 ნოემბერ − 5 დეკემბერს შრომის სტატისტიკოსთა მეთვრამეტე საერთაშორისო კონფერენციაზე (ICLS). ამგვარად, ISCO-08-ს, როგორც შრომის საერთაშორისო სტატისტიკის მიღებული სტანდარტი, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.

    5. კლასიფიკატორის თითოეულ ჯგუფს გააჩნია სახელი, კოდი/ნომერი და ასოცირებულია იმ განსაზღვრებასთან, რომელიც აღწერს ჯგუფის საქმიანობას. განსაზღვრებები აგრეთვე, აჯამებენ ჯგუფში არსებულ პროფესიებთან დაკავშირებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, უზრუნველყოფენ პროფესიული ჯგუფების სიას, ან ჯგუფური ერთეულების შემთხვევაში, პროფესიათა ნიმუშებს. ISCO-08-ს იერარქიული სტრუქტურა, სახელწოდებებისა და კოდების ჩათვლით, წარმოდგენილია მეორე ნაწილში. მესამე ნაწილში კი წარმოდგენილია ISCO-08-ს ჯგუფური ერთეულები, მცირე ჯგუფები, ქვეჯგუფები და ძირითადი ჯგუფები.

    16

  • 6. აღნიშნული შესავალი აღწერს ISCO-08-ის შემუშავების პროცესს, მის ისტორიას, კონცეპტუალურ ბაზას, სტრუქტურასა და სხვა მეთოდოლოგიურ მოსაზრებებს. აგრეთვე ეროვნულ კონტექსტში მონაცემთა შეგროვების მიზნით მოცემულია ISCO-08-ის გამოყენების ზოგადი რჩევები, მათ შორის, კატეგორიებს შორის უფრო დიდი განსხვავებების განხილვის საკითხებზე.

    7. ISCO-08-სა და ISCO-88-ს შორის ძირითადი განსხვავება და ამ განსხვავებების მიზეზები დასკვნის სახით წარმოდგენილია მესამე თავში. ძველსა და ახალ კლასიფიკატორებს შორის შესაბამისობის დეტალური ანალიზი კი ცხრილების სახით მოცემულია მეოთხე ნაწილში.

    8. მე-2 გამოცემაში − პროფესიების დასახელებების ინდექსები − მოცემულია დამატებითი ინფორმაცია თითოეულ ჯგუფში კლასიფიცირებულ პროფესიებზე, რომელიც კლასიფიკატორის სტრუქტურის კატეგორიებთან აკავშირებს ამა თუ იმ პროფესიულ სივრცეში მოქმედ სამუშაოს დასახელებას. მისი გამოყენება აგრეთვე, შესაძლებელია გარკვეულ მოდელად, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიების დასახელებების შემუშავებასა ან ISCO-08-თან თავსებადობის მისაღწევად. მე-2 გამოცემა შეიცავს ISCO-88-ის გამოცემის ბოლო ნაწილში მოცემულ პროფესიების დასახელებების ინდექსს. ის თითოეული პროფესიის აღსაწერად შეიცავს ISCO-08-ის ოთხ ციფრს და ISCO-88-ის კოდებს.

    9. პირველ და მე-2 გამოცემებში მოცემული ყველა სახის ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ISCO-08-ს ვებგვერდზე: http://www.ilo.org/public/english/bureau/stat/oscp/index.htm. ISCO-08-ის დანერგვის სახელმძღვანელო დოკუმენტით დაგეგმილია არსებული საინფორმაციო ბაზის გაფართოება, რომელშიც წარმოდგენილია ISCO-08-ის ეროვნული გამოყენებისათვის ადაპტირებისა და საერთაშორისო დონეზე შედარებადი ინფორმაციის შემუშავებასთან დაკავშირებული რჩევები და მითითებები.

    1.2. ISCO-ის ძირითადი მიზნები

    10. შრომის ბაზრების გლობალიზაციამ გაზარდა მოთხოვნა პროფესიების შესახებ საერთაშორისო დონეზე შედარებითი მონაცემებზე, როგორც სტატისტიკური, ისე ადმინისტრაციული გამოყენებისათვის. ISCO-08-ის მიზანია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი ნაბიჯების გადადგმით:

    ა) პროფესიების შესახებ სტატისტიკური და ადმინისტრაციული ინფორმაციის საერთაშორისო ანგარიშების, შედარებებისა და გაცვლის თანამედროვე და შესაფერისი ბაზის შემუშავებით;

    ბ) პროფესიების ეროვნული და რეგიონალური დაჯგუფებების სასარგებლო მოდელის შემუშავებით;

    გ) საკუთარი ეროვნული კლასიფიკატორის უქონელი ქვეყნებისთვის გამოსაყენებლი სისტემის შემუშავებით.

    11. ISCO-ის მიზანია პროფესიების შესახებ საერთაშორისო კომუნიკაციის ხელშეწყობა სტატისტიკოსებისათვის პროფესიების საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემების უზრუნველყოფით, აგრეთვე, პროფესიების საერთაშორისო მონაცემების იმ ფორმით შემუშავება, რომ შესაძლებელი გახდეს მათი საერთაშორისო მიგრაციასა ან დასაქმების

    17

  • საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და რეაგირებაზე ორიენტირებული საქმიანობებში გამოყენება.

    12. ხაზგასასმელია, რომ გარდა იმისა, რომ ISCO-08 ერთგვარი მოდელის ფუნქციას ასრულებს, იგი არ ცვლის არსებულ დასაქმების ეროვნულ კლასიფიკატორს, რადგანაც ინდივიდუალური ქვეყნების პროფესიების კლასიფიკატორი სრულად უნდა მოიცავდეს ეროვნული შრომითი ბაზრის სტრუქტურასა და შესაბამისი ეროვნული მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციას. მაგრამ ქვეყნებისათვის, რომელთა პროფესიების კლასიფიკატორი ISCO-08-ის კონცეფციისა და სტრუქტურის შესაბამისია, უფრო მარტივია პროცედურების შემუშავება, რომელთა საშუალებითაც მათი პროფესიების სტატისტიკა საერთაშორისო დონეზე შედარებადი გახდება.

    13. შესაბამისად, იდეალური გამოსავალი იქნება, თუ ქვეყნები შეიმუშავებენ ეროვნულ კლასიფიკატორებს, რომლებიც მორგებულები არიან და პასუხობენ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს (იხ. თავი 5). თუმცა, ცნობილია, რომ ზოგიერთ ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული კლასიფიკატორის მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში შემუშავების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ასეთმა ქვეყნებმა საწყის ეტაპზე თავიანთი შეზღუდული რესურსები მიმართონ მექანიზმების შემუშავებისაკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნულ კონტექსტში ISCO-ს შემუშავებას, მაგ., როგორიცაა ეროვნული ინდექსის ან პროფესიების სახელწოდებების შემუშავება.

    14. პროფესიების კლასიფიკატორი გამოიყენება ეროვნულ კონტექსტში იმ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელებისათვის, რომელთა წყაროცაა მოსახლეობის აღწერა, სამუშაო ძალისა და მოსახლეობის, დასაქმებულებისა და სხვა ტიპის კვლევები. ის აგრეთვე, გამოიყენება მთავრობებისა და კომპანიების მიერ ისეთი საქმიანობისათვის, როგორებიცაა: სამუშაოს მაძიებელთათვის შესაბამის ვაკანსიებზე განაწილება, საგანმანათლებლო საკითხების დაგეგმვა, ინდუსტრიულ შემთხვევებზე შეტყობინების სისტემის აწყობა, დასაქმებულთა ანაზღაურების ადმინისტრირება და დასაქმებასთან დაკავშირებული მიგრაციის მართვა.

    15. ზემოხსენებულ გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებელთა მოთხოვნების ფართო სპექტრის დასაკმაყოფილებლად ბევრი ქვეყნის სურვილია თავიანთ ეროვნულ კლასიფიკატორში უფრო დახვეწილი სტრუქტურული და განსაზღვრებითი დეტალების დამატება, ვიდრე ეს ISCO-08-შია მოცემული. თუ ეროვნული კლასიფიკატორი ISCO-ს ეფუძნება, ზემოხსენებული მიზნის მიღწევა შესაძლებელია ზოგიერთი ჯგუფური ერთეულის ორ ან უფრო მეტ მცირე ზომის ჯგუფურ ერთეულად დაყოფით, ან ეროვნულ კლასიფიკატორში მეხუთე იერარქიულ დონეზე უფრო დეტალური პროფესიული ჯგუფების ჩამოყალიბებით. კერძო შემთხვევებში ქვეყნებს შესაძლებელია აგრეთვე, გაუჩნდეთ სურვილი, რომ სამუშაოს აღწერილობას დაამატონ აღწერილობითი ან კოდირებული ინფორმაცია, კვალიფიკაციის მოთხოვნები, ეროვნული კომპეტენციის ჩარჩოებთან კავშირი და პროფესიის დეტალური აღწერა. ამგვარი ტიპის ინფორმაცია შესაძლებელია საინტერესო იყოს ხელფასის შესათანხმებლად, პროფესიული სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და ტრენინგების, აგრეთვე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესამუშავებლად, დასაქმების სამსახურებისათვის, ან პროფესიასთან მიმართებაში ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის ანალიზის შესამუშავებლად, მაგრამ იგი ცდება ISCO-08-ის ფარგლებს.

    16. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ISCO-08 სასარგებლო მექანიზმია პროფესიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას სტანდარტის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, იგი არ წარმოადგენს პროფესიების ადმინისტრაციული

    18

  • რეგულირების ჩარჩოს. ISCO-ში ნებისმიერი პროფესიული ჯგუფის სამართლებრივი ან მარეგულირებელი სტატუსის აღნიშვნების გამოყენება და აღწერილობითი და განმარტებითი მასალების წარმოდგენა არ გამოხატავს შრომის საერთაშორისო ბიუროს მოსაზრებას.

    1.3. ისტორია 17. პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის შემუშავების

    ისტორია სათავეს იღებს რამდენიმე ათწლეულის წინ და იგი ყოველთვის მჭიდროდ უკავშირდებოდა შრომის სტატისტიკოსთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობას, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით იკრიბებოდა. პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის საჭიროება ჯერ კიდევ 1921 წელს შრომის სტატისტიკოსთა I საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 1923 და 1924 წლები, რეზოლუცია 1, მუხლი 1).

    18. პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი შეიმუშავეს 1947 წელს შრომის სტატისტიკოსთა VI საერთაშორისო კონფერენციაზე, ხოლო მისი ჩამოყალიბებისაკენ მიმართული პირველი ნაბიჯი გადაიდგა 1949 წელს გამართულ შრომის სტატისტიკოსთა VII საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელზეც მიიღეს შვიდი ძირითადი ჯგუფის დროებითი კლასიფიკატორი. 1952 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მიგრაციისა და დასაქმების სამსახურებისათვის გამოაქვეყნა პროფესიების საერთაშორისო კლასიფიკატორი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი 1727 პროფესია რვა ინდუსტრიული ქვეყნის ეროვნული კლასიფიკაციების შესაბამისად. ISCO პირველად გამოიცა 1958 წელს ILO-ს მიერ და შესაბამისად, ცნობილია სახელწოდებით ISCO-58. შრომის სტატისტიკოსთა IX საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ საჭირო გახდებოდა ISCO-58-ის განახლება. შრომის სტატისტიკოსთა XI საერთაშორისო კონფერენციამ განიხილა და დაამტკიცა განახლებული გამოცემა − ISCO-68.

    19. ISCO-68-ის წინამორბედი კლასიფიკატორი იყო ISCO-88, რომელიც მიიღეს 1987 წელს შრომის სტატისტიკოსების XIV საერთაშორისო კონფერენციაზე. ISCO-88 მისი წინამორბედი ორი გამოცემის მნიშვნელოვნად განახლებულ ვერსიას წარმოადგენდა, რომელიც პროფესიების დიდ მსგავს ჯგუფებად დასალაგებლად იყენებდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დონისა და სპეციალიზაციის კრიტერიუმებს. ISCO-ს წინამორბედი ვერსიები, ისევე როგორც ბევრი იმდროინდელი ეროვნული კლასიფიკატორი, დაჯგუფების ყველაზე ფართო დონეზე ჯგუფებს შორის განსხვავების წარმოსაჩენად არ იყენებდა გამოცდილების დონის კონცეფციას. პროფესიების კლასიფიკატორები იმ პერიოდში ყურადღებას ამახვილებდნენ წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე და ხშირ შემთხვევაში სტრუქტურულად ძალიან ჰგავდა ეკონომიკური საქმიანობის ინდუსტრიულ კლასიფიკატორს.

    20. შემუშავების შემდეგ ISCO-88 ფართოდ გამოიყენებოდა ეროვნული და მრავალეროვნული კლასიფიკატორების შემუშავების საფუძვლად და პროფესიების მიხედვით კლასიფიცირებული საერთაშორისო მონაცემების გასანაწილებლად. 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის დასაწყისში ნათელი გახდა ISCO-88-ს განახლების საჭიროება, რათა მასში ასახულიყო პროფესიების სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები და აგრეთვე, გამოსწორებულიყო მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც კლასიფიკატორის სტატისტიკური ან სხვაგვარი გამოყენებისას აღმოჩდა. განსაკუთრებით

    19

  • საჭირო იყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში განვითარებული მოვლენების მუშახელზე გავლენის შედეგად განხორციელებული ცვლილებების ასახვა.

    21. 2003 წლის მარტში გამართულ გაეროს სტატისტიკის კომისიის 34-ე სესიაზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO) ეთხოვა ISCO-88-ის განსაახლებელი გრაფიკის შედგენა, რომელშიც საკმარისი დრო იქნებოდა გამოყოფილი, რათა განახლებული კლასიფიკატორი ან მისი ეროვნული შესატყვისი გამოეყენებინათ მოსახლეობის ეროვნული საყოველთაო 2010-ე აღწერისას (ILO, 2003). 2003 წლის დეკემბერში გამართულ შრომის სტატისტიკოსთა XVII საერთაშორისო კონფერენციაზე (ICLS) აგრეთვე, განიხილეს ISCO-88-ის განახლების სამუშაო გრაფიკი, სამუშაოს არსი და მოცულობა და ILO-ს მმართველ ორგანოს (ILO, 2004) ეთხოვა შემდეგი:

    ILO-ს, როგორც ISCO-88-ის შემქმნელს გააჩნდეს შესაძლებლობა, რომ:

    1. სტატისტიკისა და კლიენტურასთან დაკავშირებულ საკითხებში პროფესიების ეროვნული კლასიფიკატორის კარგი მოდელის წარმატებულად გამოსაყენებლად ISCO-88-ს სახეცვლილებისა და განახლებისთვის ჩაატაროს კვლევა და საჭირო კონსულტაციები;

    2. ხსენებული სამუშაო დაასრულოს 2007 წლის ბოლომდე, რათა მისი შედეგები გაითვალისწინონ მოსახლეობის 2010-ე საყოველთაო აღწერისათვის მოსამზადებელი ეროვნული სამუშაოების უმატეს ნაწილში1.

    1.4. განახლების პროცესისა და კონსულტაციების მოკლე მიმოხილვა 22. ISCO-ის განახლების პროცესში, ILO-მ მაქსიმალურად ფართო კონსულტაციები გასცა

    პროცესში ჩართულ თუ დაინტერესებულ ყველა მხარესთან. ICLS-ის მანდატი, რომელიც მას ISCO-88-ის განახლების გაგრძელების უფლებას აძლევს, წარმოდგენილია ILO-ს დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც მთელ რიგ სხვადასხვა ქვეყანში არსებული დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორების გამოყენების ბოლოდროინდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოცემულია სხვადასხვა მიმართულების მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები (Budlender, 2003). ანგარიშში წარმოდგენილი ბევრი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად გამოიკვლიეს ორი კითხვარით, რომლებიც ქვეყნებს მათი შრომის სამინისტროების, ეროვნული სტატისტიკური ინსტიტუტების, დასაქმების სერვისების, პროფესიული სასწავლო ინსტიტუტების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების არხებით დაეგზავნათ. ყოველი შემდგომი განახლებული კლასიფიკატორის სტრუქტურის პროექტი კომენტარებისათვის იგზავნებოდა. ILO-მ კონსულტაციები გამართა აგრეთვე, მთელ რიგ სპეციალიზებულ სააგენტოებთან, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებთან და იმ პროფესიებში ჩართულ და დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებდნენ განახლებას.

    23. აღნიშნული სამუშაოს მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა ISCO-ის განსაახლებად შექმნილი ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი (TEG/ISCO), რომელიც განახლების პროცესში ILO-ს ეხმარება და აძლევს რეკომენდაციებს. აღნიშნული ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონის პროფესიათა კლასიფიკაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო

    1 რეზოლუციის სრული ტექსტი მოცემულია დანართში 1.

    20

  • სააგენტოების ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, ექვსჯერ შეხვდა ISCO-08-ის შემუშავებისას. შეხვედრებზე ჯგუფის წევრებს შორის დამატებით რეგულარულად მიმდინარეობდა ელექტრონული განხილვები.

    24. განახლების სამუშაოებიში შემდეგი ძირითადი საკითხები (ისევე როგორც სხვა საკითხები, რომლებიც ამ ჩამონათვალში არ არის მოცემული) იქნა განხილული:

    • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გავლენა შრომითი ბაზრის პროფესიულ სტრუქტურაზე;

    • ჯანდაცვის სფეროს პროფესიების უკეთესად დაფარვის საჭიროება; • სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროს პროფესიებთან

    დაკავშირებული მომხმარებელთა თხოვნები; • მენეჯერული პროფესიების გაუმჯობესებული დაჯგუფების აუცილებლობა; • ზოგიერთი ტექნიკური და სამრეწველო პროფესიებისათვის ISCO-88 ზედმეტად

    დეტალურობაზე გამოთქმული პრეტენზიები, მაგრამ განსაკუთრებით დაჯგუფების საშუალო დონეზე, საქმის წარმოებასა და მომსახურებასთან დაკავშირებული პროფესიებისათვის, რომლებშიც დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი მდედრობითი სქესისაა, გაცილებით ნაკლებად დეტალურობა;

    • კვალიფიკაციის სხვადასხვა დონეზე იმ პროფესიების პარალელური ჯგუფების არსებობის საკითხის გადაწყვეტა, რომლებიც ითვალისწინებს შესრულებას ან მსგავს ან იდენტურ ამოცანას;

    • არაფორმალურ სექტორში უფრო მეტად წარმოდგენილი პროფესიების, ისევე როგორც დაბალი კვალიფიკაციის მოთხოვნების პროფესიების დაფარვის აუცილებლობა;

    • უპირველეს ყოვლისა წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაფუძნებულ კლასიფიკატორზე, კვალიფიკაციის დონის მიუხედავად, თემატური (ან ალტერნატიული) მოსაზრებების შემუშავება;

    • ყველა კატეგორიის განმარტების განახლებისა და დახვეწის აუცილებლობა; • პროფესიების დასახელებების ISCO ინდექსის დახვეწისა და განახლების

    საჭიროება. 25. ISCO-88-ის განახლების პირველი კვლევითი კითხვარი მიზნად ისახავდა რჩევების

    მიღებას მთელ რიგ კონცეპტუალურ საკითხებზე, აგრეთვე, კონკრეტულ პროფესიულ ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ILO-მ გააანალიზა ამ კითხვარებზე პასუხები და შეაჯამა დასკვნით დოკუმენტში, რომელიც 2005 წლის ივნისში ქ. ნიუ-იორკში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური კლასიფიკაციების შესახებ გაეროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში ISCO-ის შესახებ წარმოებული განხილვების საფუძველად (ILO, 2005) იქცა. 2005 წლის ნოემბერში გამართული TEG/ISCO-ს საინაუგურაციო შეხვედრის შემდეგ, ILO-მ შეიმუშავა და განაახლა კლასიფიკატორის პროექტის სტრუქტურა. ILO-სა და TEG/ISCO-ის წევრების მიერ აღნიშნული პროექტის დეტალურ განხილვას მოჰყვა ISCO-88-ის სტრუქტურის შესახებ მთელი რიგი პრობლემური საკითხების გამოვლენა და ცვლილებების განხორციელების მოთხოვნის არაერთი წინადადება. კიდევ უფრო განახლებული კლასიფიკატორის პროექტის სტრუქტურასა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ILO-მ მეორე კითხვარით მოსაზრებები და წინადადებები სთხოვა წევრ ქვეყნებს, რომელიც ცირკულარული წერილით დაიგზავნა 2006 წლის აგვისტოში.

    26. მეორე კითხვარის პასუხებსა და TEG/ISCO-ის წევრების რჩევებზე დაყრდნობით, ILO-მ მოამზადა „თითქმის საბოლოო“ კლასიფიკატორის პროექტის სტრუქტურა, რომელიც

    21

  • შენიშვნებისათვის 2007 წლის თებერვალში დაიდო ILO-ს ვებგვერდზე. აღნიშნულ პროექტზე შენიშვნების, დასკვნისა და ძირითადი ცვლილებების გასაკეთებლად ყველა ქვეყანას დაეგზავნა. საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური კლასიფიკაციების შესახებ გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა 2007 წლი