კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri...

64
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი ლაშა თვაური დანაშაულებრივ ქმედებათა ფსოქოსამართლებრივი ანალიზი მეორე თემატური სემინარი თემის ხელმძღვანელი: გია მეფარიშვილი სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი თბილისი 2018 წელი

Transcript of კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri...

Page 1: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტი

ლაშა თვაური

დანაშაულებრივ ქმედებათა ფსოქოსამართლებრივი ანალიზი

მეორე თემატური სემინარი

თემის ხელმძღვანელი:

გია მეფარიშვილი

სამართლის

დოქტორი, სრული

პროფესორი

თბილისი

2018 წელი

Page 2: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2

სარჩევი

შესავალი..................................................................................................................... ............................................... 3

I.დანაშაულებრივი ქმედების ფსიქოლოგიური არსი........................................................................................... 4

1. დანაშაულებრივი ქმედების ფსიქოლოგიური სტრუქტურა............................................................................ .. 4

2. დანაშაულებრივი საქმიანობის ფსიქოლოგიური დახასიათება ......................................................................12

3. დანაშაულებრივი ქცევის ფსიქოლოგიური წინაპირობა............................................................................. ....17

4. იმპულსური დანაშაულებრივი ქმედების ფსიქოლოგიური თავისებურებანი..................................................19

II. წინასწარგანზრახულ დანაშაულებრივ ქმედებათა ფსიქოლოგია (დანაშაულებრივი ქმედების

მექანიზმი)...24

1. წინადანაშაულებრივი ფსიქიკური მდგომარეობა. დანაშაულებრივი ქმედების მოტივი და მიზანი............24

2. დანაშაულის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება ........................................................................ .....30

3. დანაშაულის აღსრულება. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების საშუალებანი

.................................31 დასკვნა

.....................................................................................................................................................................33

ბიბლიოგრაფია.........................................................................................................................................................34

Page 3: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

3

შესავალი

ქვეყანაში მიმიდინარე სამართლებრივი რეფორმების ფარგლებში,

როდესაც ერთის მხრივ ფართოვდება კანონმდებლობაში არსებულ ნორმათა

მოქმედების არეალი, ხოლო მეორეს მხრივ ახალი სახის ქმედებანი

ინკრიმინირდება, აუცილებელია მიმდინარე პროცესის დეტალური შესწავლა. ამას

მოითხოვს როგორც თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი (ტექნიკის

განვითარების მაღალმა დონემ შექმნა დანაშაულის ახალი ხერხებითა და

საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობა), ასევე დანაშაულებრივ ქმედებათა

ალტერნატივის ზრდა. ყოველივე ეს აუცილებელს ხდის სისხლის სამართლის

კოდექსში შემავალი ქცევის წესების სრულყოფას, რაც საკანონმდებლო

რეფორმის ფარგლებში წარმატებით ხორციელდება.

ქცევის, როგორც ფსიქოლოგიაში აღწერილი მაღალი სოციალური საფრთხის

შემცველი დევიაციური მოვლენის მეცნიერული შესწავლა არ არის ახალი მოვლენა.

საკითხის აქტუალობა მისი დიდი სამართლებრივი მნიშვნელობით განისაზღვრება.

პრობლემის სირთულე სწორედ მის არსში განსაზღვრულ ობიექტურ და სუბიექტურ

ნიშანთა სწორად დაკავშირებაში მდგომარეობს. დანაშაულებრივი ქმედება

განხორციელების გზით რეალიზდება და შედეგში ჰპოვებს ასახვას. თუ

სისხლისსამართლებრივად ქმედების ხერხი და შედეგი დანაშაულის

შემადგენლობის ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს, ფსიქოლოგიურად იგი

ნებელობითი აქტის კომპონენტია. მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე სწორად

განისაზღვროს, ხოლო შემდგომში დაკავშირდეს ქმედების, როგორც ნებელობითი

ქცევის დანაშაულად ფორმირებისათვის აუცილებელი ნიშნები.

მრავალმა მეცნიერმა დაუთმო ყურადღება ამ ინსტიტუტს. ბუნებრივია არც

თანამედროვე სისხლის სამართლის დოქტრინა წარმოადგენს გამონაკლისს. საკითხის

აქტუალობას ერთიორად ზრდის მიმდინარე საკანონმდებლო ნოვაციების შემუშავება,

რაც სისხლის სამართლის პრაქტიკისათვის სასიცოცხლოდ

მნიშვნელოვანია. მხოლოდ სათანადოდ შესწავლილი და დამუშავებული ქცევის

წესის სისხლის სამართლის კოდექსში ასახვა მოგვცემს მისი ეფექტურად მუშაობის

გარანტიას.

ნაშრომი მიზნად ისახავს დეტალურად იქნეს განხილული დანაშაულებრივი

ქმედების შემადგელობის ფსიქოლოგიურ-სამართლებრივი ასპექტები და მოხდეს

Page 4: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

4

ისეთი საკითხების სრულყოფილი წარმოჩენა როგორიც არის: დანაშაულებრივი

ქმედების სუბიექტური მხარე; მისი არსი ცნება და მნიშვნელობა; მისი ადგილი

ქმედების შემადგენლობაში; მისი სახეები, ფორმები და დამახასიათებელი საგნობრივ-

ფიზიკური ნიშნები; მისი როლი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის პროცესში.

ნაშრომის დასკვნით ნაწილში მოცემულია ჩვენი მოსაზრებანი მოცემულ საკითხებთან

მიმართებაში.

Page 5: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

I.დანაშაულებრივი ქმედების ფსიქოლოგიური არსი

1. დანაშაულებრივი ქმედების ფსიქოლოგიური სტრუქტურა

„დღემდე სპეციალისტებს შორის არ არსებობს საერთო აზრი ქმედების

აღმძვრელი და მიმმართველი ფაქტორების, სისტემის, სტრუქტურის და

კანონზომიერების თაობაზე“1, თუმცა მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ

“მოტივაცია არის ადამიანის ნებელობითი ქცევის სპეციფიური, არსებითი და მთავარი

ეტაპი“2. ეს სიტყვები ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ მეცნიერს-ფსიქოლოგ დიმიტრი

კიკნაძეს, რომელმაც 1982 წელს გამოცემულ წიგნში ასე დაახასიათა იმ პერიოდის

მეცნიერთა დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. მას შემდეგ

თითქმის ოთხმა ათეულმა წელმა განვლო და მიუხედავად დიდი პერიოდისა

მდგომარეობა არ შეცვლილა. მეცნიერები კვლავ ვერ თანხმდებიან ქმედების

წარმომშობ ფაქტორთა ადგილისა და როლის თაობაზე.

სხვა ქმედების მსგავსად, დანაშაულებრივ ქმედებას ორი მხარე გააჩნია:

გარეგნული (საგნობრივ-ფიზიკური) და შინაგანი (ფსიქოლოგიური). ყველა

სამართალდარღვევა გარემოებათა ორ ჯგუფს გულისხმობს: ობიექტურს-რომელიც

თითქმის ყოველთვის აღქმადია და ფსიქოლოგიურს (სუბიექტურს)-რომელიც

ადამიანის თვალისათვის უხილავია. ქმედების ობიექტურ გარემოებას განეკუთვნება:

ქმედების განხორციელების ადგილი, დრო, ხერხი, დანაშაულის იარაღი, ქცევა და

შედეგი. ფსიქოლოგიურ გარემოებებს განეკუთვნება: ქმედების განხორციელების

მოტივი, მიზანი, ბრალის ფორმა (განზრახვა და გაუფრთხილებლობა) და სხვა

ფსიქოლოგიური ასპექტები.

მეცნიერები სამართლებრივი ფსიქოლოგიის კვლევებში ხშირად იყენებენ

ცნებებს დანაშაულებრივი ქცევას და დანაშაულს როგორც სინონიმებს. თუმცა

ამგვარი მიდგომა საკამათოა, რადგან დანაშაულებრივი ქცევა უფრო ფართო ცნებაა

ვიდრე დანაშაული და მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულს-კოდექსით

გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, არამედ მის

წყაროსაც: მოთხოვნილების წარმოშობას, მოტივის ფორმირებას, მიზნის დასახვას,

ხერხისა და საშუალების შერჩევას და სხვა აუცილებელ გადაწყვეტილებას, როგორც

ქმედების ფსიქოლოგიური სტრუქტურის კომპონენტების ფორმირებას.

მოქმედება, როგორც ინდივიდუალური ქცევის ფსიქოლოგიური სტრუქტურა

იმით ხასიათდება, რომ გარეშე ფაქტორებთან (ობიექტური მიზეზები და პირობები)

ერთად მის განმაპირობებლად შიდა ფაქტორებიც გვევლინება (მოტივი, მიზანი,

ბრალის ფორმა). გარე ფაქტორები მას შემდეგ იწყებს მოქმედებას, რაც მისი

ჩამოყალიბება პირის ფსიქიკაში სრულდება. ამიტომ მისი ზუსტი ფსიქოლოგიური

Page 6: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

1 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело». 1982,

გვ.121. 2 იქვე, გვ.146. 4

Page 7: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შინაარსის დადგენისათვის აუცილებელია გამოვლინდეს ის შინაგანი ბერკეტები,

რამაც ინდივიდის ქმედითობა უზრუნველყო.

საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ქმედება,

ადამიანის სხვა სახის ნებელობითი ქცევის მსგავსად, თავისი სტრუქტური

სრულად პასუხობს საერთოფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას. იგი შემდეგი

სუბიექტური და ობიექტური ნიშნებით ხასიათდება: სუბიექტური-ნებელობა,

მოტივაცია და მიზანდასახულობა. ობიექტური-ფიზიკური მოქმედება ან მისგან

თავის შეკავება. თუ განხორციელებულ ქმედებაში ადამიანის ნება მის შინაგან

სამყაროს არ შეესაბამება (შემეცნების დარღვევა, ფსიქიკური ავადმყოფობა და ა.შ.),

მაშინ პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარება,

ხოლო თუ ქმედებაში ნება არსებული გარემო-პირობებიდან არ გამომდინარეობს

(იძულება, ძალადობა და ა.შ.), იგი წარმოადგენს პასუხისმგებლობის

შემამსუბუქებელ გარემოებას.

კონკრეტული ქმედებანი როგორც ნებელობითი აქტები თავისი სტრუქტურით

არის ორი სახის: მარტივი და რთული. ფსიქოლოგიური მექანიზმის მქონე მარტივ

ნებელობით აქტს დანაშაულებრივი ქმედება წარმოადგენს, ხოლო რთულ

ნებელობით აქტს დანაშაულებრივი საქმიანობა, რომელიც შედგება ქმდებათა

ერთობლიობისაგან ანუ ეპიზოდებისაგან.

დანაშაულებრივი ქცევისა და დანაშაულებრივი საქმიანობის ცნებები, როგორც

ფსიქოლოგიური ანალიზის ერთეულები შესაბამისი დასახელების

სისხლისსამართლებრივ ცნებებთან არ უნდა გაიგივდეს. ფსიქოლოგიის კუთხით

დანაშაულებრივ ქმედებად ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამიზნული

მხოლოდ ერთჯერადი და გაუყოფელი ნებელობითი აქტი მიიჩნევა. სისხლის

სამართალში კი დანაშაულებრივი ქმედება როგორც ერთ, ისე

რამოდენიმე ნებელობითი აქტს წარმოადგენს. ერთჯერად დანაშაულებრივ

აქტს ისეთი დანაშაულები მიეკუთვნება, როგორიც არის ძარცვა, გაუპატიურება

და სხვა. დანაშაულებრივ საქმიანობაზე მეტყველებს ისეთი დანაშაულები,

როგორიც არის

რეკეტული საქმიანობა, ფულის გათეთრება-რომელიც იგივეობრივი შინაარსის მქონე

ქმედებათა კასკადისაგან შედგება. დამნაშავის მიერ განხორციელებული ქმედებანი

ერთიანი განზრახვით არის მოცული და მთლიანობაში ერთ დანაშაულს

წარმოადგენს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დანაშაულებრივ საქმიანობაში შემავალ

ქმედებათა ხასიათი განხორციელებულ კონკრეტულ დანაშაულთა სახეობებზეა

დამოკიდებული. ასე მაგალითად მკვლელობა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება,

როგორც დანაშაულებრივი ქმედება ოთხი ან მეტი ნაწილისაგან შედგება:

Page 8: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

არადანაშულებრივი ქმედებანი, კონფლიქტური სიტუაციის შემქმნელი ქმედებანი,

მოსამზადებელი ქმედებანი და შესრულებითი ქმედებანი.

დანაშაულებრივი ქმედების ფსიქოლოგიური ანალიზის მნიშვნელობა

თვალსაჩინოდ ჩანს შემდეგ მაგალითზე: ი-მ, რომელსაც კ-ს ხულიგნური ქვენა

გრძნობით მკვლელობა ედებოდა ბრალად, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ

მან ეს ქმედება განახორციელა არა ხულიგნური მოტივით, არამედ თავდაცვის

მიზნით. იგი აცხადებდა, რომ მოქალაქე კ მას თავს დაესხადა ცეცხლსასროლ5ი

Page 9: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

3 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна»,

1963.გ ვ .41. 6

იარაღის წართმევა დაუპირა, რომელის მას კანონიერად გააჩნდა. მიუხედავად

მოწმეთა საპირისპირო ჩვენებისა იგი მაინც საკუთარი ქმედების

მართლზომიერებასთავგამოდებით ადასტურებდა და თავს ხულიგნური

მოტივით მკვლელობაში უდანაშაულოდ თვლიდა.

საქმის წარმოების დროს მოპოვებულ მტკიცებულებათა შესწავლა

განხორციელდა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, რამაც

ბრალდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ხულიგნური

ქვენა გრძნობით გამსჭვალულ ქმედებათა მთელი კასკადი გამოავლინა.

მოქალაქე ი-ს სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის დროს გააჩნდა რა

თან ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, მკვლელობის დღეს, დაახლოებით

დღის 15 საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში რესტორნის დარბაზში დაემუქრა

სუფრის წევრს მოკვლით, დაამატა რა, რომ მას ჰქონდა იარაღი და მოახდინა მისი

დემონსტრირება. სუფრის წევრებმა მოახერხეს მისი დაშოშმინება და ქუჩამდე

გააცილეს. ორი საათის შემდეგ მოქალაქე ი შეხვდა ნაცნობს და და მასთან

ერთად განაგრძო ალკოჰოლის მიღება. გარკვეული დროის შემდეგ მან პიჯაკის

ჯიბიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გასროლა მოინდომა. მეგობრის

მხრიდან მიცემული შენიშვნა, მან შეურაცხყოფად მიიღო, მას იარაღი მოუღერა და

მოკვლით დაემუქრა.

გვიან ღამით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ი გადაუდგა

მოქალაქე (ქალბატონ) მ-ს და გავლის საშუალებას არ აძლევდა. ქალბატონს

მოქალაქე კ გამოესარჩლა და ი-ს შინ წასვლისაკენ მოუწოდა. კამათი

ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ი-მ იარაღი იშიშვლა და კ-ს ესროლა. სროლის

შედეგად კ ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული მიერ განხორციელებულ ქმედებათა ყველა ეპიზოდის

დეტალური შესწავლის შედეგად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ხულიგნური

ქვენა გრძნობით მკვლელობაში მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ. უნდა აღინიშნოს,

რომ დანაშაულებრივი ქმედების არასრული ფსიქოლოგიური ანალიზის

განუხორციელებლობამ შესაძლებელია სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.

შეცდომები ხშირად არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება.

ფაქტის საილუსტრაციოდ შესაძლებელია პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ

პირის მიმართ გაუმართლებლად მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოვიყვანოთ, რაც ხშირ

შემთხვევაში ზედა ინსტანციების მიერ სწორდება. ცალსახაა, რომ ქცევის მორალურ-

Page 10: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

3 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна»,

1963.გ ვ .41. 6

სამართლებრივი შეფასება არ გამოდგება მისი ფსიქოლოგირი მხარის შესასწავლად,

მაშინ როდესაც ქმედების კვალიფიკაცია აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს მის

ფსოქოლოგირ განსაზღვრებას რაც რეალობიდან გამომდინარეობს. 3

რა იწვევს სასამართლო შეცდომებს? მიზეზი შემდეგში მდგომარეობს:

საგამოძიებო ორგანოების, შემდგომ კი სასამართლოს მიერ დანაშაულებრივი

ქმედების ფსიქოლოგიური ანალიზის ზემოთხსენებული პრინციპების დარღვევის

შედეგად სხვადასხვა ხასიათის, მსგავსი შინაარსის მქონე ქმედებანი შესაძლებელია

იდენტურად იქნეს მიჩნეული. საქმის ზემდგომი ინსტანციის მიერ განმეორებითმა

Page 11: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

4 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963

გ ვ . 7 34.

განხილვამ არსებული ხარვეზი უნდა გამოავლინოს და იგი ქმედების სწორი

კვალიფიკაციის გზით გამოასწოროს. დანაშაულებრივ ქმედებას შემდეგი სტრუქტურა

გააჩნია, რომლის ძირითადი კომპონენტებია:

1. ქმედების მოტივი, მიზანი, ბრალის ფორმა (ფსიქოლოგიური კომპონენტი)

2. ქმედების საგანი, ხერხი, საშუალება და მისი რეალიზაციის შესაძლებლობა

(ფიზიკური და საგნობრივი კომპონენტი)

3. ქმედების შედეგი, რომელიც ქმედების განხორციელების შედეგად დადგა.

პირდაპირი შედეგი, არის ის, რასაც პირის მიზანი ითვალისწინებს. იგი მიზნის

რეალიზაციას, მის უშუალო გამოხატულებას წარმოადგენს. პირის ნებისაგან

დამოუკიდებელი, ობიექტური პირობების ჩარევის შედეგად შესაძლებელია

მიღწეული შედეგის მოცულობა დასახულ მიზანს არ შეესაბამებოდეს. ამავე დროს

მიზანი სრულად მიღწეული არ იყოს. მიზნისა და შედეგის შეუსაბამობა „მიზნის

არასრულფასოვანი მიღწევის“ ფორმით გამოიხატება. ამის მაგალითად დანაშაულის

მცდელობა გამოდგება (მოცულობითი ნაკლოვანება). ამ დროს

პირისაგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო დანაშაული ბოლომდე არ ხორციელდება.

მიზნისა და შედეგის ურთიერთდამოკიდებულება შესაძლებელია „მიზნის

გადაჭარბებით მიღწევის“ ფორმით არსებობდეს. ამ შემთხვევაში მიღწეული შედეგი

დაგეგმილზე მეტია და მოიცავს მოულოდნელს, გადაჭარბებულს, რასაც პირის

განზრახვა არ მოიცავდა ან ამ ფორმით არ მოიცავდა. ამგვარი შემთხვევის

მაგალითად გამოდგება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც

სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მიზნის მიღწევას პირის განზრახვა არ

ითვალისწინებდა.

პრაქტიკულ, კერძოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში დანაშაულებრივი

ქმედების შინაარსობრივი დახასიათებისათვის საკმარისი არ არის მარტოოდენ

მიზნის ცოდნა. გარდა მიზნისა ყოველგვარ ქმედებას გააჩნია საკუთარი მოტივი.

მოტივი და მიზანი ნებელობითი ქცევის აუცილებელი კომპონენტებია. მოტივი არ

წარმოადგენს გარე სამყაროსაგან მოწყვეტილს, არამედ არის ინდივიდის სუბიექტური

რეაქცია ობიექტურ რეალობასთან მიმართებაში 4(ბეჟან გვ.34). კონკრეტული

ქმედების განხორციელების დროს ადამიანი ხელმძღვანელობს სხვადასხვა

ზრახვებით. ნებელობითი ქმედების მართებულად გაგებისათვის უმნიშვნელოვანესია

პირის ზრახვასა და ნებელობითი ქმედების მიზანს შორის არსებული

დამოკიდებულების გარკვევა. გაცნობიერებული მიზანი, რა თქმა უნდა, არსებით

Page 12: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

4 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963

გ ვ . 7 34.

როლს თამაშობს ნებელობით ქმედებაში. მან უნდა განსაზღვროს ქმედების სრული

სცენარი. თუმცა ნებელობითი პროცესის განმსაზღვრელი მიზანი თავად არის აღძრულ

მოტივსა და ზრახვაზე დამოკიდებული, რომლებიც ფსიქიკაში არსებულ

მოთხოვნილებათა,

ინტერესთა და ა.შ. ანარეკლს წარმოადგენენ. ადამიანთა ყველა ქმედებას მათი

ზრახვები, ანუ განსაზღვრული მოტივები ხელმძღვანელობს.

Page 13: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело». 1982,

გ ვ .124 8 6 ი ქ ვ ე ,

გ ვ .122.

ყველა, მათ შორის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მოტივის წარმოშობას წინ

უსწრებს განსაზღვრული მოთხოვნილების არსებობა. საწყის ეტაპზე ეს მოთხოვნილება

შესაძლებელია იმ ობიექტებისაგან დამოუკიდებლად არსებობდეს,

რომელთა საშუალებით მისი დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.

დამნაშავეთა უმეტესი ნაწილის მოთხოვნილებათა სფერო გარკვეული

ხასიათის მოთხოვნილებათა და მათი დაკმაყოფილების საშუალებათა დისბალანსით

ხასიათდება. დიმიტრი კიკნაძეს თავის სახელმძღვანელოში სისტემატიზირებული და

ცხრილის სახით წარმოდგენილი აქვს ყველა ის სუბიექტური და ობიექტური

ფაქტორი, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს მოტივაციის პროცესზე და შესაბამისად

მოტივის ფორმირებაზე5. პროირიტეტის მქონე ფაქტორები განსაზღვრავს ერთის

მხრივ ქმედების განხორციელებას (კონკრეტული გზით განხორციელებას) და მეორეს

მხრივ განხორციელებული ქმედების შინაარსს.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივ საქმიანობას გააჩნია დინამიკა-დასაწყისი

და დასასრული. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო პრაქტიკის შესწავლამ

ცხადყო, რომ დანაშაულებრივ ქმედებას გააჩნია ორი ეტაპი: სამოტივაციო

(მოსამზადებელი) და პრაქტიკულად განხორციელების. აუცილებელია

დანაშაულებრივი ქმედების ეტაპები მისი განხორციელების სტადიებისაგან

(მომზადება, მცდელობა) გაიმიჯნოს. დანაშაულის განხორციელების სტადიებს

ადგილი აქვს მის პრაქტიკულად განხორციელების ეტაპზე, მაშინ, როდესაც

მოსამზადებელი სტადია წინ უსწრებს და პირის ცნობიერებაში ყალიბდება.

დანაშაულებრივი ქმედების დაწყებამდე პირი გონებაში ქმნის მის მოდელს.

გონებაში დანაშაულებრივი ქმედების მოდელირება მოსამზადებელი ეტაპის პირველ

სტადიას წარმოადგენს. მოქმედების აღმძვრელ კონკრეტული მოთხოვნილებასთან

ერთად ადამიანი აანალიზებს რიგ სხვა ფაქტორებს, რომლების თან სდევს

დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ქმედების განხორციელებას (პირდაპირ ან ირიბ

კავშირშია)6. ამ დროს ხდება მოტივისა და მიზნის გააზრება და მათი

კონკურენციის პირობებში გადაწყვეტილების მიღება. ადამიანში აღძრული

გრძნობები და ემოციები თავისთავად ქმედების წყაროდ ვერ

გარდაიქმნება. ამისათვის ადამიანის გონებაში მათ მოტივის სახე უნდა

მიიღონ. მოტივად გადაქცევის შემდეგ ადამიანის გონებაში არსებული ფსიქიკური

ენერგია ნებელობით ენერგიად გარდაიქმნება და ქმედებას ბადებს. ამ გაგებით

მოტივი ქმედების ერთგვარ გენერატორს წარმოადგენს და აქტიურად ახდენს

ადამიანის ნებელობითი აქტივობის სტიმულირებას.

Page 14: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело». 1982,

გ ვ .124 8 6 ი ქ ვ ე ,

გ ვ .122.

დანაშაულებრივი ქმედების მოტივაციის ეტაპზე შესაძლებელია მიზანსა და

თანამდევ არასასურველ შედეგს შორის გარკვეული შეუსაბამობა გამოვლინდეს.

ამგვარ მოულოდნელობად ხშირად მიზნის მიღწევის რთული გზა გვევლინება. ამ

პირობებში ხშირად შინაგან ურთიერთსაპირისპირო გრძნობათა ჭიდილს აქვს

ადგილი, რასაც ფაქტორთა ბრძოლას უწოდებენ. ამ დროს ადამიანის ცნობიერებაში

ორ ან რამდენიმე განსხვავებულ, ხშირად ურთიერთსაპირისპირო და

Page 15: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

7 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело». 1982,

გ ვ . 173. 9 8 ი ქ ვ ე ,

გ ვ .122.

ურთიერთგამომრიცხავ ფაქტორთა შორის ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც წესი

კონკურირებადი ფაქტორები განსხვავებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ

დონეზე არსებული გრძნობებია. ამგვარი გრძნობებია: სულმდაბალი გრძნობები,

მცდარი დასკვნები, შურისძიება, პროფესიული ინტერესი, სამსახურებრივი

ვალდებულება, ანგარება და ა.შ.

ფაქტორთა ბრძოლა მოიცავს არა მხოლოდ ქმედების

ორი ურთიერთშეუთავსებელი გენერატორის ჭიდილს, არამედ ბრძოლას ერთის

მხრივ სოციალურად სასარგებლო და მეორეს მხრივ ანტიცოციალურ

დანაშაულებრივ

ქმედების აღმძვრელ ფაქტორებს შორის. ფაქტორთა ბრძოლა, როგორც

მოტივაციის პროცესი ადამიანის ფსიქიკაში დროის ხანგრძლივ პერიოდში

მიმდინარეობს და გარკვეულად ცვლის მის ქცევას (დათრგუნვა, ჩაკეტილობა,

დუმილი, ფარულობა და ა.შ.). მსჯავრდებულები ხშირად საუბრობენ ამგვარ

მდგომარეობაზე-როდესაც დანაშაულის განხორციელების ზღურბლზე იდგნენ და

დეტალურად აღწერენ ამ მდგომარეობისათვის დამახასიათებელ თვისებებს.

ადამიანისათვის მოტივაციის ეტაპი დანაშაულის განხორციელების ან მისგან

თავის შეკავების გადაწყვეტილების მიღებით სრულდება. ნების თავისუფლება

თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაში გამოიხატება. ეს მომენტი განსაზღვრავს

ინდივიდის შემეცნებაში მიმდინარე მიტივაციური პროცესის მსვლელობას. ამიტომ

უცხოელ მეცნიერთა ნაწილი, ჩემი აზრით მართებულად მიიჩნევს, რომ ნება, როგორც

დამოუკიდებელი კატეგორია მოტივაციის ფართო პრობლემატიკაში ერთიანდება7.

ქმედებას, რა თქმა უნდა გააჩნია განსაზღვრული მოტივი და განსაზღვრული მიზანი,

რომელიც არა მოტივიდან-როგორც იდეალური საწყისიდან, არამედ

მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს8. ადამიანი ფიქრსა და ყოყმანს ასრულებს და

ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას. დანაშაულებრივი ქმედების

გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს: იგი

ადამიანის ფსიქიკაში გამოიყოფა როგორც განსაკუთრებული ფაზა ან როგორც

ფაქტორთა ბრძოლის დასრულების ლოგიკური შედეგის მიიღწევა.

გადაწყვეტილებას, როგორც დანაშაულის მომზადების ცალკე ეტაპად გამოყოფას

მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ადამიანის ფსიქიკაში აღძრული ყველა გარემოება თავის

აზრსა და მნიშვნელობას ინარჩუნებს. გადაწყვეტილება ერთი რომელიმე

კრიტერიუმის სასარგებლოდ მას შემდეგ მიიღება, რაც ყველა დანარჩენი

Page 16: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

7 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело». 1982,

გ ვ . 173. 9 8 ი ქ ვ ე ,

გ ვ .122.

ქმედების გენერატორის ფუნქციას კარგავს. პრივილეგირებული ფაქტორი

დომინირებულ პოზიციას იკავებს და მომავალ ქმედებას განსაზღვრავს.

დანაშაულის განმხორციელებელს განსხვავებულ ფსიქოლოგიურ პირობებში

უხდება გადაწყვეტილების მიღება. ეს შეიძლება იყოს მარტივი, არაპრომლემატური

პირობები, დაძაბულობისა და სტრესებისაგან იზოლირებული, საკმარისი დროითა

და საშუალებით უზრუნველყოფილი გარემო, სადაც პირი დეტალურად გეგმავს

ყველა განსახორციელებელ ქმედებას, ან რთული ფსიქოლოგიური გარემო (დროისა

Page 17: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

და საშუალების უკმარისობა, არანაირი პირობა დანაშაულის კარგად დასაგეგმად,

კონპლიქტური სიტუაციისა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებათა არსებობა),

რაც ზრდის მცდარი გადაწყვეტილების მიღების რისკს. ამ სიტუაციისათვის

დამახასიათებელია დანაშაულთა ის ფორმები, რომელსაც ემოციური, ფეთქებადი

საფუძველი გააჩნია: მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება, გაუპატიურება და

სხვა.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყება მთავარი-მიზნითა და მოტივით

განსაზღვრული გეგმის რეალიზაციის ეტაპი. ქმედების მოდელირება პრაქტიკულად

მოტივაციის სტადიაზე ხორციელდება, შესრულების სტადიაზე კი გეგმის

ხორცშესხმა ხდება. დანაშაულის განხორციელება ნების სიმტკიცეს მოითხოვს.

სიმტკიცე მიზნის მიღწევის სურვილითა და მოტივის პრიორიტეტულობით

განისაზღვრება. ამ სტადიაზე პირის ფსიქიკური მოქმედება მიზნით განპირობებულ

ქმედებათა რეგულირებაში ჰპოვებს ასახვას. დახარჯული ფიზიკური და ფსიქიკური

ენერგია განხორციელებულ ქმედებაში აისახება. ამიტომ დანაშაულებრივი ქმედების

შინაარსი, უპირველეს ყოვლისა რეზულტატიური კუთხით უნდა განვიხილოთ-

როგორც ქმედებაში რეალიზებული მიზნის მიღწევის პროცესი. მიზნის მიღწევა

ქმედების განხორციელებას როგორც ნებელობით აქტს მოიცავს. პირი მიღწეულს

აფასებს, დაგეგმილს შესრულებულთან ადარებს, აანალიზებს მიღწეულსა და

მიუღწეველს, წარმატებას და წარუმატებლობას.

პროცესის დროს შესაძლებელია მოტივთა ტრანსფორმაცია. აქვე მსურს

აღვნიშნო ბატონ დიმიტრი კიკნაძის შეთავაზებული ფორმულა ერთი ქმედება-ერთი

მოტივი. მისი აზრით ერთ ქმედებას გააჩნია არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ

პირობათა შეჯერებისა და შეფასების შედეგად მიღებული ერთი და ინდივიდუალური

მოტივი. გამომდინარე იქიდან, რომ მოტივაციის პროცესში ფაქტორები მრავალია და

თან ყოველი მათგანი გარკვეულ როლს თამაშობს და მოქმედებს მოტივის

ფორმირებაზე, არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს მოტივს. ადრე არაერთხელ

განხორციელებული (ჩვევად ქცეული) ქმედებისას მოტივაციის პროცესს თითქოს

უხილავი ხასიათი გააჩნია. მოტივაციის ეტაპის არაერჯერადი გავლა ერთ და იმავე

პირობათა არსებობის დროს იმდენად მცირდება, რომ რთულია მისი გამოყოფა.

თუმცა მეცნიერი აღნიშნავს, რომ მოტივი მხოლოდ იმპულსური ქმედებისათვის არ

არის დამახასიათებელი. ჩვეულებითი ქცევის დროს კი მოტივაციის პროცესი

თვალსჩინო ხდება მისი ფორმირებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორის

ცვლილებისთანავე. ამ დროს პირი ცდილობს ან საერთოდ გადაეჩვიოს ქცევას,

ან შეუსაბამოს იგი ახლადჩამოყალიბებულ გარემოებას9. იგი უცვლელი რჩება

ან ცვლილებას განიცდის, შესრულების პროცესში ქრება, სხვა მოტივით იცვლება ან ახლის

დამატებით რთულდება. შესრულების სტადიაზე შესაძლებელია მოტივის ხელმეორედ

გაანალიზება- მისი სოციალურად სასარგებლო ქმედების მამოძრავებელი მოტივით

Page 18: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შეცვლა. ამის მაგალითია დანაშაულის განხორციელებაზე ნებაყოფლობით ხელის

აღება.

ადამიანის დანაშაულებრივი ქმედების მოტივსა და მიზანს შორის არსებობს

ორი სახის კავშირი: პირდაპირი და უკუ. პირდაპირი კავშირის დროს დანაშაულის

9 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело». 1982, გვ.127, 152, 154. 10

Page 19: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მოტივი და მიზანი ბადებს დანაშაულებრივ ქმედებას. უკუ კავშირის დროს

დანაშაულებრივი ქმედება კონკრეტული სიტუაციისა და პირობის არსებობის დროს

მოტივსა და მიზანზე ახორციელებს უკუ ზემოქმედებას, დანაშაულის

განხორციელებისას მათი კორექტირების გზით პირის მიერ მათი რეალიზაციის

დროს ცალკეული ტაქტიკისა და ილეთების გამოყენებით10. საილუსტრაციოდ

მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: ქურდი ქონების დაუფლების მიზნით გვიან

ღამით მიდის დაკეტილ მაღაზიასთან. იგი აპირებს კარებზე გარედან დამაგრებული

საკეტის გატეხვას. ადგილზე მისული ამჩნებს, რომ გარე საკეტის ნაცვლად კარები

შიგნიდან არის დაკეტილი. აქ იგი ცვლის, აკორექტირებს გადაწყვეტილებას, მოჰყავს

არსებულ სიტუაციასთან შესაბამისობაში და მაღაზიაში სხვა კარებიდან შედის.

დამნაშავე აწყდება რა მძინარე დარაჯს, ხვდება, რომ მიზნის მიღწევის ეს გზა მეტად

რთულია (დარაჯმა შეიძლება გამოიღვიძოს), იგი მიზნის მიღწევის გზას კვლავ

ცვლის და მაღაზიაში სახურავიდან ჩადის. ამ ხერხით იგი აღწევს მიზანს და

ქონებას ეუფლება.

აღსანიშნავია, რომ მოტივისა და მიზნის როგორც დანაშაულებრივი ქმედების

სტრუქტურულ და ფუნქციონალურ კომპონენტების როლი კარგად ჩანს ქმედების

პათოლოგიურ გარემოებაში განხორციელების დროს, როდესაც ადგილი აქვს

ნების როგორც მოტივაციის ერთ-ერთი კომპონენეტის მოშლას. პროცესი

შესაძლებელია

სხვადასხვა ხარისხით განვითარდეს. ამაზეა დამოკიდებული

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუ ქმედება პათოლოგიურ ხასიათს

ღებულობს მაშინ იგი შეურაცხად მდგომარეობაში ჩადენილად მიიჩნევა. მაგალითად:

კლეპტომანია (იმპულსური ქურდობა), პირომანის (ხანძრის იმპულსური გაჩენა),

დრომომანია (იმპულსური ხეტიალი) და ა.შ.11. ჩადენილის სოციალური მნიშვნელობისა

და დამდგარი შედეგის გათვალისწინების ხარისხი განსაზღვრავს ნების ხასიათსა და

ხარისხს. ამიტომ ბრალის ფორმათა სხვაობა გულისხმობს სხვაობას ნების შინაარსში12.

ქმედების განხორციელების მნიშვნელოვან რგოლს მისი საგნობრივ

ნივთობრივი კომპონენტი წარმოადგენს, ე.ი. იარაღი, საშუალება და პირობა, რის

საშუალებითაც ქმედების მიზანი მიიღწევა. გარე პირობებმა მიზნის მიღწევას

შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალოს. დანაშაულის განხორციელების საშუალებებია:

საგანი, ნივთი, იარაღი, ინსტრუმენტი, მექანიზმი, ხელსაწყო, დანადგარი და ა.შ.

ყოველივე ეს დამნაშავემ შესაძლებელია დასახული მიზნის მისაღწევად გამოიყენოს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია დოკუმენტი, როგორც დანაშაულის განხორციელების ან

დაფარვის საშუალება. იგი წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების სამოტივაციო

მხარის ობიექტურად ამსახველს.მისი გამოაშკარავება და ავტორის გამოვლენა

ნათელს ჰფენს დანაშაულებრივი ქმედების მოტივსა და მიზანს.

Page 20: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

10 Волков Б.С. Мотивы преступлений. Уголовно-правовое и социально-психологическое исследование.

Казань: Издательство Казанского университета, 1982, გვ.20. 11 იქვე, გვ.19. 12 იქვე, გვ.20. 11

Page 21: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

12

2. დანაშაულებრივი საქმიანობის ფსიქოლოგიური

დახასიათება

დანაშაულის ჩადენის დროს განხორციელებული ცალკეული ქმედება ერთის

მხრივ დამოუკიდებელ, ავტონომიურ ხასიათს ატარებს, მეორეს მხრივ ფართო

ქცევის, დანაშაულებრივი საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს. დანაშაულებრივი

საქმიანობა, როგორც დანაშაულებრივი ქცევის სტრუქტურული ფორმა ერთიანი

მოტივითა და საერთო მიზნით განპირობებულ ქმედებათა ერთობლიობას შეადგენს.

დანაშაულებრივ საქმიანობაში პირის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის

დამახასიათებელი თანამდევი შორეული მიზნის, შორეული მოტივის და

მიზანმიმართულების მიღწევის ნიჭი ვლინდება. როგორც მთლიანად საქმიანობას,

ისე მასში შემავალ ცალკეულ ქმედებებს თავისი მოტივი და მიზანი ახასიათებთ.

ამიტომ დანაშაულებრივი საქმიანობის ანალიზის დროს აუცილებელია

კონკრეტული ქმედების მოტივი და მიზანი ერთიანი საქმიანობის მოტივისა და

მიზნისაგან გაიმიჯნოს. შეუძლებელია მათი ურთიერთჩანაცვლება, რამეთუ

განსხვავებულია მათი მნიშვნელობის ხარისხი. დანაშაულებრივი ქმედების მოტივი და

მიზანი გაცილებით მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც ცალკეული ქმედების მოტივი

და მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ამ ქმედებათა, როგორც ერთიანი

საქმიანობის შემადგენელი ნაწილის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.

დანაშაულებრივი საქმიანობის საბოლოო მიზანთან მიმართებაში თითოეული

ქმედების შედეგი მიღწევის საშუალებაა. ამავე დროს იგი შესაძლებელია მოცემული

ქმედების მიზანიც იყოს.

მიზანი რომელიც კონკრეტული ქმედების განხორციელების შედეგად

მიიღწევა, საქმიანობის საერთო მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს, რაც

განპირობებს ჩამდენის მხრიდან საქმიანობაში შემავალი ყველა ქმედების

აღსრულებას. საერთო მიზანი მთელი დანაშაულებრივი საქმიანობის მიმართულებას,

მსვლელობასა და აგებულებას განსაზღვრავს და მასში შემავალ ცალკეულ ქმედებათა

მიზნებსაც იქვემდებარებს. ამ პრინციპით პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის,

როგორც მთლიანის და ცალკეულ ქმედებათა შედეგი პროგნოზირდება.

მიზნის მსგავსად ცალკეულ ქმედებათა მოტივიც დანაშაულებრივი

საქმიანობის საბოლოო მოტივს ექვემდებარება. ცალკეულ ქმედებასთან მიმართებაში

საერთო მოტივი საქმიანობის საერთო მიზნის მიღწევის მამოძრავებელ ძალას

წარმოადგენს.

დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიების დროს განხორციელებული

Page 22: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

13

ქმედების შესწავლისას, როგორც წესი, შესაძლებელია ქმედების სრული

ფსიქოლოგიური სურათისათვის საკმარისი ინფორმაციის მოპოვება, რამეთუ მასში

მოტივი და მიზანი ყველაზე სრულად და ამომწურავად აისახება.

დანაშაულებრივი საქმიანობის ცალკეულ ქმედებათა გამოძიების დროს

ხშირად არასაკმარისი მასალა გროვდება იმისათვის, რათა მისი განმხორციელებლის

ფსიქოლოგიური პორტრეტი ამომწურავად დადგინდეს. ამ საფუძვლით ხშირად

სამართალდამრღვევის ფსიქოლოგიის შესწავლა შეუძლებელია და

ძირითადი აქცენტი ინფორმაციის შესავსებად ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის

ჩვენებაზე გადადის. ამასთან ყველა ფაქტიურად განხორციელებული

ქმედება

Page 23: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

14

სტრუქტურულად ყოველთვის პირის მიერ ერთიანი აზრობრივი საქმიანობის

ეპიზოდს წარმოადგენს.

საქმიანობის სტრუქტურულ-ფსიქოლოგიური ანალიზი ე.ი. ჩადენილი

დანაშაულებრივი აქტის ადრე განხორციელებულ არადანაშაულებრივ ქმედებებთან

ერთობლიობაში შესწავლა იძლევა როგორც მთლიანად საქმიანობის,

ისე ცალკეულად განხორციელებულ არადანაშაულებრივ ქმედებათა

გამოვლენის შესაძლებლობას. უმეტეს მათგანში კარგად სჩანს განხორციელების

მოტივი და მიზანი. ეს გამოძიების ორგანოებს ეხმარება გამოავლინონ პირის

საქმიანობის სრული ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელშიც კანონის

მიხედვით ქცევის დანაშაულებრივ აქტად მიჩნეული ქმედება პირის

გააზრებული შემოქმედების უკანასკნელ ეპიზოდს წარმოადგენს. აღნიშნულის

საილუსტრაციოდ შემდეგ მაგალითს მოვიყვანთ: არაფხიზელ მდგომარეობაში

მყოფმა ა-მ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავის მეუღლეს. ქალი

მიღებული ჭრილობებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა. ა-ს მიერ

განხორციელებული ქმედება თავისთავად არსებული მოტივისა და მიზნის შესახებ

საკმარის ინფორმაციას არ იძლეოდა. თავად ა თავის ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მას არ

ჰქონდა მოკვლის განზრახვა. მას მხოლოდ მეუღლის შეშინება სურდა. ქმედების

მოტივსა და მიზნის დადგენაზე იყო კვალიფიკაცია (მკვლელობა, სიცოცხლის

გაუფრთხილებლობით მოსპობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,

რამაც სიცოცლის მოსპობაგამოიწვია) დამოკიდებილი. გამოძიებამ

დაინტერესდა რა მეუღლეთა შორის ადრე არსებული ურთიერთობით,

გამოავლინა, რომ შემთხვევამდე ა-ს მხრიდან მეუღლის მოკვლის მცდელობას

რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი. მეზობელთა ჩვენების, არსებული

ურთიერთშორისი მიმოწერის და სხვა მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად

დადგინდა, რომ განხორციელებული მკვლელობა იზოლირებულ აქტს არ

წარმოადგენდა, არამედ იყო ორი წლის განმავლობაში არსებული ისტორიის

დამაგვირგვინებელი ეტაპი. ამ პერიოდის განმავლობაში ეჭვიანობის ნიადაგზე ა

მეუღლეს მოკვლით ხშირად ემუქრებოდა. ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის

გაუარესებაც დაერთო, რამაც ცოლ-ქმრის ურთიერთობა საბოლოოდ დაძაბა.

ყველა ხელთ არსებული მტკიცებულების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ

ადგილი აქვს მკვლელობას, რომლის მოტივიც ა-ს გონებაში დიდი ხანია მომწიფდა

და სხვადასხვა არადანაშაულებრივი ქმედების სახით ვლინდებოდა (არაერთგზისი

გაფრთხილებანი, ზოგადი შინაარსის მუქარა და სხვა.). ყოველივეს

გათვალისწინებით ა-ს ქმედება მკვლელობით დაკვალიფიცირდა.

Page 24: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

15

დანაშაულის ჩადენა, უმეტეს შემთხვევაში წინასწარგანსაზღვრული მიზნის

მიღწევასთან არის დაკავშირებული. დამნაშავის მიერ იგი საწყისი მიზნის

პოზიციიდან ფასდება. სასურველი შედეგის მიღწევა ერთის მხრივ ამყარებს

განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სისწორეს, მეორეს მხრივ კი მის

შემდგომ ეტაპზე დასახულ ქცევას აადვილებს. ქმედების ჩამდენის მხრიდან

შესაძლებელია არსებობდეს შედეგისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ამ დროს

სახეზეა მიღებულსა და სასურველ შედეგს შორის პოლარული სხვაობა. შედეგის

მიმართ არსებულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ შესაძლებელია დამნაშავეს

ჩადენილისათვის სინანულის გრძნობა აღუძრას.

Page 25: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთ სპეციფიკურ თავისებურებას წარმოადგენს ის,

რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკური დაძაბულობა არ იკლებს, არამედ,

პირიქით, როგორც წესი იმატებს. ამავე დროს ფსიქიკური დაძაბულობის

კანონზომიერი ჩამოყალიბება და განვითარება მთელ რიგ

ფაქტორთაგან გამომდინარეობს. უპირველეს ყოვლისა იგი დანაშაულებრივ

ქმედებათა შედეგის აღქმასა და ემოციონალურ ზემოქმედებასთან არის

დაკავშირებული. დანაშაულის განხორციელება მაცდურ დამოკიდებულებას აღძრავს

პირის მხრიდან მის მიერ განხორციელებულ ქმედებათა შეფასების კუთხით.

სიტუაციურ დანაშაულთა განხორციელების უმეტეს შემთხვევაში ხდება ქმედებისა

და შედეგის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება. ქმედებასა და შედეგს

შორის კავშირი პირს აძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მან ჩაიდინა

დანაშაული. ეს ფაქტი შინაგან ფსიქიკურ დაძაბულობას გარდუვალად

აძლიერებს. განხორციელებულის შეფასება, დამდგარი შედეგის გაანალიზება

ხშირად იწვევს დანაშაულის განხორციელების მოტივისადმი, მიზნისადმი, ზოგადად

დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულისადმი დამოკიდებულების შეცვლას.

დანაშაულებრივი შედეგის აღქმით გამოწვეული ზემოქმედებისა და ძლიერი

ემოციური მდგომარეობის განცდის დროს, ხშირად ადგილი აქვს ქმედებით

ხელყოფილი სოციალურ ღირებულებებისადმი დამოკიდებულების მკვეთრ

ცვლილებას. ამ შთაბეჭდილებათა ზემოქმედებით პირი ხვდება, რომ იგი იმ

სოციალური ფასეულობის მქონე ობიექტებს, გარემოებებს და სხვა საგანებს

არასათანადოთ აფასებდა, აკნინებდა. დანაშაულის განხორციელების შედეგად

ამგვარმა მიდგომამ ცვლილება განიცადა. სწორედ სოციალური ღირებულებებისადმი

ამ სახის ცვლილებანი უდევს პირის ბრალეულობას საფუძვლად, აძლიერებს მის

საერთო ფსიქიკურ დაძაბულობას. საზოგადოებისადმი კონფლიქტური

დამოკიდებულებას, რომლის შეგრძნებაც დანაშაულის განხორციელებისთანავე იწყება,

ადამიანის ფსიქიკაში ანვითარებს სრულად ან არასრულად გაცნობიერებულ გაუგებარ

მოუსვენრობას-სხვა ადმიანებთან შედარებით ერთგვარ არასრულფასოვნების

გრძნობას.

დანაშაულის ჩამდენის მომავალ ქმედებათა გეგმებს მისი პირად თვისებათა

სტრუქტურასთან ერთად გარკვეულწილად განხორციელებული დანაშაულიც

განსაზღვრავს. ისინი შეიძლება დანაშაულის კვალის დაფარვის ან სხვა ისეთი ქცევის

გამომუშავებისაკენ მიიმართონ, რომლის მეშვეობით პირი გარშემომყოფთ

დაარწმუნებს მის დანაშაულთან კავშირის არქონაში და ა. შ. თუმცა მას არ ტოვებს

დანაშაულის გამოაშკარავებისა და დასჯის შიში.

ზოგიერთ შემთხვევაში პირის ბრალდებულად აღიარებას თან სდევს

ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის გარდუვალობის

Page 26: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გაცნობიერება. ინდივიდის, პირთა ჯგუფის ან საზოგადოებისათვის ზიანის

მიყენებაში საკუთარი ბრალის გაცნობიერებამ შესაძლებელია დანაშაულის ჩამდენში

მძიმე შედეგის გამოსწორების სურვილი აღძრას. განხორციელებული დანაშაულის

გამო განცდილი ნერვიულობისა და მძიმე ფსიქიკური მდგომარეობისაგან

გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი გამოძიებასთან თანამშრომლობით,

მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობით და დაზარალებულისათვ 14

Page 27: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

15

მიყენებული ზიანის ანაზღაურებით ხორციელდება. დამნაშავის ფსიქიკაში

მიმდინარე ცვლილებანი გარკვეულწილად დანაშაულის

ფსიქოლოგიურ სტრუქტურაზეა დამოკიდებული: ადგილი ჰქონდა

წინასწარდაგეგმილ, თუ სიტუაციურ დანაშაულს, მისი საშუალებით რეალიზებულ იქნა

შეცნობილი მიზანი, თუ წარმოადგენდა სოციალური როლის დეფექტის შედეგს

დანაშაულის განხორციელების პირდაპირი განზრახვის გარეშე. თუ წინასწარ

დაგეგმილი დანაშაული პროფესიონალ დამნაშავეთა მიერ განხორციელდა, მისი

შედეგით გამოწვეული ემოციური ზემოქმედება დაბალია. კარგად დაგეგმილი და

სახელდახელოდ გათვლილი დანაშაულის ჩამდენი დამდგარი შედეგით მიღებული

უარყოფითი ემოციების მისაღებად წინასწარ ემზადება. ამ დროს შედეგით

გამოწვეული ემოციური ეფექტი სუსტია. როდესაც ადგილი აქვს

გაუთვალისწინებელი მოქმედების შედეგად მიღებულ მოულოდნელ შედეგს,

ემოციური ზემოქმედების ძალაც არსებითად იზრდება. რაც უფრო მკვეთრია

დაგეგმილი მოქმედებისაგან და მოსალოდნელი შედეგისაგან გადახვევა, მით

ძლიერია მიღებული ემოციური ზემოქმედება.

განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება, ქმედებისა

და შედეგის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენისა და მოსალოდნელი

სასჯელის შიშით ძლიერდება. შიში ხშირად ხდება როგორც სამომავლო გეგმების, ისე

პიროვნების ფსიქიკურ ცვლილებათა საფუძველი: იკლებს თვითკრიტიკის,

თვითკონტროლის დონე, არსებითად რთულდება ლოგიკური აზროვნება.

გადაწყვეტილებათა მიღების დროს ემოციურობა ლოგიკას ხშირად უსწრებს.

დანაშაულის განცდა, მისდამი ემოციური დამოკიდებულება, საკუთარი

ბრალეულობის გაცნობიერება, პასუხისმგებლობის შიში ერთმანეთს აძლიერებს და

საბოლოოდ იმ ფსიქიკურ მდგომარეობას ქმნის, რომელიც პოსტდანაშაულებრივ

სტადიისათვის არის დამახასიათებელი. შესაძლებელია არსებულმა ფსიქიკურმა

მდგომარეობამ კომპლექსური ხასიათი მიიღოს, დაიკავოს ერთგვარი

დომინირებული პოზიცია და ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე (დააქვეითოს

ფსიქიკური აქტივობა) იმოქმედოს. დანაშაულის განცდის ფსიქიკური მდგომარეობა

ცვლის ადამიანის ჩვეულებით ქცევას. იგი გამოხატულებას ისეთ სფეროებში

პოულობს, როგორიც არის: ინტერესი, ურთიერთობა, აქტიურობა. შეიმჩნევა

აზროვნების შენელება, პასიურობა, იკარგება პროფესიული ჩვეულებანი, არსებითად

იცვლება ადრე არსებული ურთიერთობანი. არ არის გამორიცხული ამაღლებულ

გარეგან შემოქმედებით აქტივობასაც ჰქონდეს ადგილი, რაც მოუსვენრობასა და

დაუფიქრებელი მოქმედებაში გამოიხატება. დანაშაულის განმხორციელებლის ქცევას

შესაძლებელია თან ხასიათის ხშირი ცვალებადობა-არსებულ სიტუაციაზე

არაადეკვატური რეაქცია სდევდეს. პირის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერების

Page 28: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

16

სიმძიმე თავის გამოხატულებას გარშემომყოფთა მიმართ დამოკიდებულების

ცვლილებაში პოულობს, რაც თავის მხრივ დაძაბულობას, გაღიზიანებას ზრდის,

ხშირია კონფლიქტური სიტუაციები და ა.შ. შექმნილი ფსიქომატრამვირებელი

გარემოებისაგან მიღებული სტრესის გასანეიტრალებლად ადამიანები ხშირად

სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ. ყველაზე ხშირად ამ როლში ალკოჰოლური ან

ნარკოტიკული საშუალების მიღება გვევლინება. ამით პირი ყოველივეს დავიწყებას,

შინაგანი საგანგაშო მდგომარეობის და წუხილის ჩახშობას ცდილობს. ამ დროს

Page 29: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

17

მკვეთრად იცვლება ცხოვრების ჩვეული წესი და რითმი. წარმოიშვება მანამდე არ

არსებული განცდების შეგრძნებისაკენ მიდრეკილება.

პირის დანაშაულისშემდგომი აქტიური ფსიქიკური მოქმედება არის

დანაშაულით გამოწვეული სიმძიმის მოხსნისაკენ შეუცნობელი, ხშირად კი

შეცნობილი მისწრაფების შედეგი. შიშის და დაძაბულობის პირობებში კვალის

წაშლით ან სხვა მოქმედებით იგი ცდილობს ხელი შეუშალოს გამოძიებას.

სამართალდამცავი ორგანოების გასანეიტრალებლად სხვადხვა აქტიურ ქმედებათა

განხორციელება არის დანაშაულით გამოწვეული სტრესის მოხსნის ერთ-ერთი

საშუალება. კონტრმოქმედების განხორციელებით პირი პასუხისმგებლობის თავიდან

აცილების კუთხით ერთგვარად თავს იმშვიდებს.

დანაშაულის განხორციელების შემდეგ პირის ფსიქიკაში გაურკვეველი

მდგომარეობის განცდა ისადგურებს. ერთის მხრივ ეს საკუთარი ბრალეულობის

გაცნობიერებითა და სასჯელის შიშით, მეორეს მხრივ სამართალდამცავი ორგანოების

მიერ დანაშაულის გამოვლენისა და დამნაშავის დასასჯელად განხორციელებულ

ქმედებათა არცოდნით არის განპირობებული. ამ დროს დამნაშავე ცდილობს

მეხსიერებაში აღიდგინოს განხორციელებულ ქმედებათა ყველა დეტალი. იგი

იღრწვის მოიპოვოს სამართალდამცავ ორგანოთა ხელთ არსებული ინფორმაცია.

ამისათვის იგი ინფორმაციის მოძიებას გარშემომყოფთა ფრთხილი გამოკითხვით

აწარმოებს. იგი ზედაპირულად, ვითომდა სხვათაშორის ეხება მისთვის საინტერესო

თემას. ამით იგი აზუსტებს უკვე არსებულს და იძენს ახალ ინფორმაციას. ბუნდოვანი

დეტალების დასაზუსტებლად დაკავების შიშით შეპყრობილი, პირი ხშირად

დანაშაულის ადგილას დაბრუნებულა, გამოუკითხავს შესაძლო თვითმხილველები.

დანაშაულის ადგილას დაბრუნება შესაძლებელია დანაშაულის ჩადენით განცდილი

ემოციის ხელმეორედ შეგრძნებასთან იყოს დაკავშირებული. თუ დანაშაულს არ

მოყვება პასუხისმგებლობა შესაძლებელია განვითარდეს პიროვნების ფსიქიკური

თავისებურებანი: დაუსჯელობის განცდა ან მომავალში მსგავს ქმედებათა

განმეორება. დამნაშავე უფრო ადვილად, მოტივაციის მარტივი პროცესით

ახორციელებს ახალ დანაშაულს, აგილი აქვს დანაშაულებრივი ქმედების მიზნის

მიღწევის გზების გამარტივებას. ხშირად ახალ დანაშაულს მეტი ცინიზმი და ნაკლები

წინდახედულობა ახასიათებს, კვალის დასაფარავად შეიმჩნევა არასაკმარისი

სიფრთხილე. როგორც წესი დამნაშავე დანაშაულის შემდგომ მოქმედებებს ნაკლები

ყურადღებით აკონტროლებს.

დამნაშავის ფსიქიკის ცვლილებას არა მხოლოდ დანაშაულის

განხორციელების შემდეგ, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის

გამოძიების ყოველ ეტაპზე აქვს ადგილი. პროცესს გამოძიების ყოველ სტადიაზე

პროცესუალური მოქმედების, ზემოქმედების განსხვავებული ფორმების, დამნაშავის

Page 30: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

18

მხრიდან პროცესუალურ ღონისძიებათა ინფორმირებულობის დონის

გათვალისწინებით განსხვავებული შინაარსი გააჩნიათ.

Page 31: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

19

3. დანაშაულებრივი ქცევის ფსიქოლოგიური წინაპირობა

დანაშაულებრივი ქცევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ

წინაპირობას პიროვნების გაუცხოვება წარმოადგენს. ფსიქოლოგიურ-

კრიმინოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ დამნაშავეთა უდიდესი ნაწილი არის

სოციალურ-ფსიქოლოგიურად დისტანცირებული საზოგადოებისა და მის

ზნეობრივ-სამართლებრივი ღირებულებებისაგან. ისინი სრულად ან ნაწილობრივ

გამიჯნულნი არიან როგორც მთლიანად საზოგადოებისაგან, ისე მის მცირე

ჯგუფთაგან (ოჯახი, თანამშრომელთა კოლექტივი, მეგობრები და ა. შ.). გამიჯვნა

ფსიქოლოგიური კუთხით ადამიანის პიროვნებათშორის ურთიერთობიდან ერთგვალ

გასვლას, გათიშვას გულისხმობს, რასაც თან სდევს არსებითი ფსიქოლოგიური და

სოციალური, მათ შორის კრიმინალური ხასიათის შედეგი.

მკვლევარები დანაშაულებრივი ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური კუთხით

ადამიანის გაუცხოვებისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ასპექტებს გამოჰყოფენ:

1. გაუცხოება ართულებს ადამიანის მიერ ქცევის მარეგულირებელი სოციალური

ნორმების შეთვისებას. რადგან ეს ნორმები პირის მიერ სათანადოთ არ აღიქმება, იგი

ვერ იქცევა მისი შინაგანი სამყაროს შემადგენელი ნაწილად, იგი უცხოა და

შესაბამისად არც შესასრულებლად სავალდებულო. ბევრი დამნაშავე ვერც კი

ხვდება, თუ რის გამო დასაჯეს, თუმცა იცის რომ კანონი დაარღვია. აქედან

მოდის მისი მკვეთრი წინააღმდეგობა დადგენილ სასჯელისადმი, რაც მის სოციალურად

აღზრდას- ხელმეორე რესოციალიზაციას ამცირებს.

2. ადამიანის გაუცხოება ბავშვობის ასაკიდან, როგორც ოჯახის მხრიდან ფუნქციის

არასათანადოდ შესრულების შედეგი: ბავშვი ვერ შედის საზოგადოებაში, ვერ ხდება

მისი სრულფასოვანი წევრი. პროცესი საფუძვლად უდევს მის ასოციალურ

განვითარებას, რაც სოციალურად პოზიტიური მიკროსამყაროსაგან (ოჯახი,

სასწავლო კოლექტივი, სხვა მცირე მიკროჯგუფები) მის იზოლირებაში გამოიხატება.

კომპლექსური აღზრდის არარსებობა არაადაპტირებულ, მართლსაწინააღმდეგო

ქცევას, ხშირად დანაშაულის რეციდივსაც კი იწვევს.

3. ინდივიდის გარიყვამ შესაძლებელია პიროვნებაში მყარი ასოციალური

დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს, გამოხატული ნეგატიური, ხშირად მტრული

განწყობით საზოგაოების მიკროჯგუთა მიმართ, რაც პროექციის მექანიზმის

შესაბამისად მკვეთრ აგრესიულ დამოკიდებულებაში ვლინდება.

Page 32: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20

4. სოციალურად პოზიტიური მიკროსაზოგადოებისაგან გამიჯვნა აიძულებს ინდივიდს

მოიძიოს ის გარემო, სადაც იგი აღიარებასა და მხარდაჭერას ჰპოვებს. ასეთ

გარემოს ანტისაზოგადოებრივი მიმართულების, მსგავსი არაადაპტირებული და

გარიყული პიროვნებისაგან შემდგარი ჯგუფები წარმოადგენს. ჯგუფში ხანგრძლივ

ყოფნას პიროვნების დეგრადაცია და დამნაშავედ ჩამოყალიბება მოსდევს.

Page 33: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21

5. ადამიანის ნორმალურ მიკროსამყაროსთან ურთიერთობის გაწყვეტას შედეგად

სოციალური კონტროლის დარღვევა, საზოგადოების მიერ აღიარებულ ქცევის

ნორმათა შეუსრულებლობა ახლავს. ანტისაზოგადოებრივ ჯგუფში ხანდგძლივი

ყოფნა წარმაოდგენს რა რეფერენტულს, იწვევს მისდამი მიჯაჭვულობას, მასთან

ერთად ჯგუფური დანაშაულის განხორციელებისათვის მზადყოფნას. 6. სხვებისაგან იზოლაცია, საკუთარ თავში ჩაკეტვა ზნეობრივ გაუფასურებას, ემპატიას-

სხვის მიმართ თანაგრძნობის დაქვეითებას, სხვათა ემოციისა და განცდებისადმი

ინდეფერენტულ დამოკიდებულებას იწვევს. ეს პროცესი მძიმე ძალადობრივი

დანაშაულის განხორციელებას უწყობს ხელს. როგორც გამოკვლევები ადასტურებს

გარიყულთა კასტას მეტწილად მაწანწალები, მათ შორის, ლოთები ქმნიან.

მეორე კატეგორიას ხანგრძლივი ვადით თავისუფლებააღკვეთილნი (ადრე

ისინი საზოაგადოების სრულფასოვან წევრებს წარმოადგენდნენ,

თუმცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გატარებულმა წლებმა მათ

სოციალიზაციას თავისი დაღი დაასვა) მიეკუთვნება. თავისუფლების აღკვეთის

დაწესებულების თანამშრომლებმა ხანდრძლივი ვადით სასჯელმოხდილთა

ერთი შეხედვით პარადოქსული თავისებურება შენიშნეს: ცალკეული, არაერთგზის

ნასამართლები ოჯახური ან სხვა ახლო კავშირ-ურთიერთობის არმქონე პირები

გათავისუფლების შემდეგ კვლავ ცდილობენ თავისუფლების აღკვეთის

დაწესებულებაში დაბრუნებას. ეს კი იძლევა იმის საფუძველს, რომ სოციალური

გარიყვა დანაშაულებრივი ქცევის

ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად განვიხილოთ. თუმცა იგი გარდუვალ დანაშაულრბრივ

ქმედებას არ იწვევს, მაგრამ აყალიბებს პიროვნების არასასურველ

მიმართულებას, მის კონკრეტულ კონფლიქტებისადმი სისხლსსამართლებრივად

დასჯადი ფორმით რეაგირებას.

დანაშაულებრივი ქცევის კიდევ ერთ წინაპირობას წარმოადგენს შფოთვა. მას

გაუცხოვების გვერით არანაკლები კრიმინოგენურობა გააჩნია და გულისხმობს

უსაფუძვლო, ზოგადი ხასიათის შიშს. ხშირად შფოთვას პირის მიერ შეუცნობელი

საფრთხის წყარო, უსაფრთხოების მოთხოვნილებათა დეპრივაცია (ურთიერთობათა

უკმარისობა) უდევს საფუძვლად. როგორც პიროვნული თავისებურება იგი საკუთარი

თავისადმი მუდმივ სკეპტიკურ (საკუთარი თავის იმედის არქონა) დამოკიდებულებაში,

გარე ფაქტორებისადმი უძლურების აღქმაში, მათგან წარმოშობილი საფრთხის

არაადეკვატურად დანახვასა და გადამეტებაში გამოიხატება. ამ სიტუაციის

შენარჩუნება ქმედების დეზორგანიზებას, მისი მიმართულების შეცვლას იწვევს.

შფოთვამ რიგ შემთხვევებში შეიძლება დანაშაულებრივი ქმედების სტიმულირება

Page 34: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

22

გამოიწვოის, მათ შორის იმ სიტუაციაში, როდესაც პირი სხვათაგან წამოსული

სუბიექტურად აღქმული საფრთხის, განეიტრალებას საჭიროებს.

შფოთვის გამოხატვის უკიდურეს ფორმას სიკვდილის შიში წარმოადგენს. იგი

საკუთარი თავის არასასურველობის აღქმით იწყება და თანდათან პროგრესირდება,

საბოლოოდ კი სიკვდილის შიშის სახეს იძენს.

განასხვავებენ ფსიქოლოგიური ჩაკეტილობის შემდეგ ფაზებს: საგანგაშო

სიტუაციის წარმოშობა, ნეგატიური, შეუცნობელი განცდების დაგროვება, რომელიც

შესაძლებელია ფარულ ხასიათსაც ატარებდეს, ფსიქოლოგიური გამოფიტვა-

Page 35: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

23

გარემოსადმი მტრული დამოკიდებულება მისი, როგორც საფრთხის წყაროს

სუბიექტურად აღქმა.

შფოთვის კრიმინოგენურობა არა მხოლოდ მოსალოდნელი საფრთხისა და

დაუცველობის აღქმაში, არამედ გარემოს გაუცხოვებასა და მისდამი მტრულ

დამოკიდებულებაში გამოიხატება. ემოციური გადატანის მექანიზმის შესაბამისად

მსგავსი ტიპის ადამიანისათვის ზოგადი ხასიათის ქცევის წესები და ჩვეულებანი

უცხოა. ამ დროს იგი სოციალური კონტროლის გარეთ ექცევა.

ამგვარად გადაჭარბებული ემოცია, დაუცველობის შეგრძნება, სიკვდილის შიში,

არსობრივად განასხვავებს დამნაშავეს არადამნაშავისაგან და ზოგიერთი

დანაშაულებრივი ქცევის ფორმათა ძირითად ფსიქოლოგიურ საფუძველს ქმნის, ანუ

პირი სჩადის დანაშაულს, რათა არ დაანგრიოს საკუთარ თავზე, სოციუმში მის

ადგილზე, თვითშფასებაზე შთაბეჭდილება, რათა არ გაქრეს მისი სოციალური ყოფა და

მნიშვნელობა.

დანაშაულებრივი ქცევის მოტივაცია. დანაშაულებრივ ქცევას სხვადასხვა

მოტივი გააჩნია. იურისტები თვლიან, რომ ძირითადად იგი ხორციელდება:

ანგარების, შურისძიების, ეჭვიანობის, ხულიგნური და სექსუალური მოტივით. რა

სიღრმისეული ქსიქოლოგიური ფაქტორები განსაზღვრავს მოტივს და რაში

მდგომარეობს მისი სუბიექტური შინაარსი?

მოტივში კონკრეტიზირდება მისი მიმართულების განმსაზღვრელი

მოთხოვნილებანი. ერთ ადამიანს არ შეიძლება გააჩნდეს უამრავი მოთხოვნილება,

თუმცა მოტივაციის სფეროთა სიმდიდრე მათ მრავალფეროვნებასა და

ურთიერთშევსებადობაში გამოიხატება. ისინი ურთიერთზემოქმედებით ასუსტებენ ან

აძლიერებენ ერთმანეთს, ქმნიან ურთიერთკოლიზიურ სიტუაციას, რის შედეგსაც

ამორალური, ხშირად კი დანაშაულებრივი ქცევა წარმოადგენს. ადამიანის

ყოველგვარი-ცალკეული და კომპლექსური, მათ შორის დანაშაულებრივი ქცევის

განმსაზღვრელად, როგორც წესი, რამდენიმე ერთმანეთთან რთულ იერარქიულ

კავშირში მყოფი მოტივი გვევლინება. მათ შორის გამოიყოფა წამყვანი, რომელიც

ქცევას ასტიმულირებს და მას პირად ხასიათს აძლევს. ასე, დატაცების დროს

ანგარების მოტივთან ერთად მაპროვოცირებლად შესაძლებელია დანაშაილებრივ

ჯგუფში თვითდამკვიდრების მოტივიც მოგვევლინოს. გამოძიებით დასტურდება,

რომ სწორედ წამყვანი მოტივები ატარებენ შუცნობელ ხასიათს. ამ მიზეზით

დამნაშავენი ხშირად დანაშაულის ჩადენის მიზეზს ვერ ხსნიან. უკანასკნელი წლების

გამოკვლევების მიხედვით ასოციალური ქცევის მოტივთა შემდეგი სახე შეგვიძლია

Page 36: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

24

გამოვყოთ: თვითდამკვიდრების (სტატუსური), დაცვითი, ჩანაცვლებითი, სათამაშო,

თვითგამართლების მოტივი.

4. იმპულსური დანაშაულებრივი ქმედების ფსიქოლოგიური თავისებურებანი

ემოცია მჭიდრო კავშირშია ადამიანის მოთხოვნილებასთან და შესაბამისად

ქცევასთან. ქცევის ხასიათი ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორია ემოცია:

Page 37: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 გ ვ .8.

ინტენსიური თუ ექსტენსიური, დადებითი თუ უარყოფითი, მყარი თუ ცვალებადი13.

მოზღვავებული ემოციის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი ხშირად სჩადის მოქმედებას,

რომელიც ერთი შეხედვით ტოვებს არამოტივირებულის შთაბეჭდილებას. იქმნება

წარმოდგენა, რომ მოთხოვნილება პირდაპირ გადადის მოქმედებაში. მრავალი

დანაშაული იმპულსურად, სპონტანურად, სპეციალურად ფორმირებული მიზნის

გარეშე ხორციელდება. ეს აქტები ნაკლებგაცნობიერებულ რეაქციათა კატეგორიას

ქმნიან. იმპულსური ქმედებანი კონკრეტული მითითებით: ქვეცნობიერი ზრახვებით,

საერთო პიროვნული მიმართულებით და ა.შ. რეგულირდება.

ქვეცნობიერ მითითებაზე დაფუძნებულ ყველა ქცევით სტერეოტიპებში

მოტივი და მიზანი ერთმანეთს ემთხვევა (მოტივის მიზანზე გენერირება). ამ დროს

მოტივი მითითებათა მექანიზმში ტრანსფორმირდება.

იმპულსურ-დანაშაულებრივ ქნმედებათა სუბიექტური მხარის აუცილებელ

თავისებურებას წარმოადგენს მოტივისა და მიზნის თანხვედრა. იმპულსური ქცევა

შესაძლებელია განსხვავებული მიზეზით იყოს გამოწვეული: ინდივიდის მხრიდან

ემოციური გარემოსადმი ადეკვატური რეაქციის ვერფორმირება; ინდივიდის საერთო

ემოციური მდგომარეობის არამდგრადობა; არაფხიზელი მდგომარეობა; ჩვეული

ქცევის ფორმა; პიროვნული ფსიქოპატიური ანომალიები.

ყველა იმპულსურ რეაქციაში განსაზღვრული მოქმედებისათვის ინდივიდის

პიროვნული მზადყოფნა ვლინდება. გრძნობათა კონფლიქტური-ემოციური

მდგომარეობის დროს ემოცია ქცევის რეგულირების რაციონალურ მექანიზმებს

ახშობს და წამყვან მარეგულირებელ ფუნქციას ითვისებს, გარდაიქმნება იმპულსური

ქმედების მთავარ მექანიზმად. ზოგჯერ, მოულოდნელად წარმოშობილი

სიტუაციიდან გამომდინარე პირი იძულებულია სწრაფად იმოქმედოს. ამ დროს

არსებულ ქცევის მოტივს „იძულებით მოტივებს“ არასწორად უწოდებენ. ამასთან

დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში

განხორციელებულ ქმედებათა მოტივები ფართო, მოულოდნელად

წარმოშობილ მიზანთან შეთვისებულ ხასიათს ატარებს. მაგ: რით

ხელმძღვანელობს პირი მოულოდნელი თავდასხმისაგან დაცვის დროს? ამ

დროს მისი ქმედება განისაზღვრება არა წინასწარმოფიქრებული მოტივით,

არამედ თავდაცვის საერთო ინსტინქტით, მოქმედების მზადყოფნით, რომელიც

თავდაცვის სტერეოტიპულ ქცევაში ვლინდება.

ხშირად იმპულსური ქცევები „შინაგანი მიზეზითაც“ ხორციელდება-პირის

თვითდამკვიდრებისაკენ სწრაფვა, გარშემომყოფთათვის საკუთარი უპირატესობის

დამტკიცება, დაგროვილი უარყოფითი ემიციის გამოვლენა.

Page 38: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21 გ ვ .8.

დიდი ქართველი მეცნიერი-ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ომპულსურ ქმედებას

განიხილავს განწყობის ფსიქოლოგიის ასპექტში. იმპულსური ქცევა ისახება

აქტუალური მოთხოვნილებისაგან წარმოშობილი სიტუაციის ზემოქმედების

შედეგად ჩამოყალიბებული განწყობის საფუძველზე14.

13 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело». 1982,

გვ. 163, 164. 14 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963,

Page 39: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21 გ ვ . 165.

პროფესორი რევაზ ნათაძე იზიარებს დიმიტრი უზნაძის შეხედულებას. იგი

იმპულსური და ნებელობითი ქცევის ძირითად განსხვავებას სუბიექტის მიერ

მოთხოვნილბის აქტუალურობის აღქმაში ხედავს. მისი აზრით ნებელობით ქმედებას

სუბიექტის ზოგადი და აბსტრაქტული მოთხობნილების დაკმაყოფილება უდევს

საფუძვლად15.

პროფესორი შ. ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ადამიანის

ნებელობით ქცევას გააჩნია მიზანმიმართული ხასიათი. შემთხვევას, როდესაც ფიქრი

წინ უსწრებს ან წარმართავს იმპულსურ ქცევას არ შეიძლება გააჩნდეს მიზანი16.

იმპულსურობა განსაკუთრებული სიმძაფრით აფექტის დროს ვლინდება,

როდესაც შემეცნება შესუსტებულია, შეფერხებულია თავის ტვინის ყველა ზონის

ფუნქციონირება, გარდა ჰიპერდომინანტული ეპიცენტრისა. მას თან სდევს თავის

ტვინის ფართო ქერქისქვეშა ზონის ამოქმედება და იმპულსური, დაცვითი და

აგრესიული რეაქციის გამოვლენა. აფექტის დროს მოტივი და მიზანი შეცნობილ

ხასიათს არ ატარებს, ერთადერთი, მხოლოდ აფექტორის განეიტრალების სურვილი

ფუნქციონირებს. აფექტი ართმევს ინდივიდს მოცემული კრიტიკული სიტუაციიდან

სოციალურად ადაპტირებილი საშუალებით გამოსვლის შესაძლებლობას. აფექტის

მდგომარეობა იმ პროცესს აფერხებს, რომელიც არ არის დაკავშირებული ფსიქიკის

ჰიპერდომინანტულ პროცესთან და ადამიანს თავს ახვევს ქცევის „ავარიულ“

სტერეოტიპს (გაქცევა, აგრესია, ყვირილი ტირილი, ქაოტური მოძრაობა). აფექტის

დროს ნებელობითი ქმედების უმთავრესი მექანიზმი-ირღვევა ქმედითი აქტის არჩევის

შესაძლებლობა, მკვეთრად იცვლება ადამიანის ჩვეული ქცევა, იზღუდება მოვლენათა

შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობა, შემეცნებაში დომინირდება ერთი,

ხშირად დამახინჯებული წარმოდგენა, ხდება ე.წ. „შემეცნების შეკუმშვა“. აფექტის

დროს საგრძნობლად იზღუდება მოტივაციის პროცესი, თუმცა მას მაინც აქვს ადგილი და

მისი არსებობა განპირობებულია სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით.

ადამიანის ქმედება არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ აფექტის წარმომშობი ობიექტური

ფაქტორებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს სიტუაციაში ყველა ინდივიდი

ერთნაირად იმოქმედებდა. ქცევის სუბიექტური მხარე თამაშობს წამყვან როლს

აფექტურ მდგომარეობაში მოქმედების დროს. ბატონი თამაზ შავგულიძე მართებულად

აღნიშნავდა, რომ ნორმალურმა ადამიანმა აფექტის მდგომარეობაშიც კი რჩება ნების

სუბიექტად და ამიტომ აგებს პასუხს თავისი ქმედებისათვის17.

კანონი ძლიერ სულიერ აღელვებას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. ამ

დროს მხედველობაში მისი წარმოშობის მოულოდნელობა-იმპულსურობა მიიღება-

ზეძლიერ გაღიზიანებაზე საპასუხო რეაქცია, რა დროსაც დანაშაულებრივი

განზრახვაც ასევე მსწრაფლ წარმოიშვება. დაზარალებულის ქმედებას მაშინვე

მოსდევს საპასუხო რეაქცია. აფექტი როგორც წესი, დაზარალებულის მხრიდან

Page 40: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

22 გ ვ . 165.

განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შედეგად წარმოიშვება:

ჯანმრთელობის ხელმყოფი, პატივისა და ღირსების შემლახავი შედეგის

გამოაშკარავებისთანავე.

15 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963,

გვ.8. 16 იქვე, გვ.10. 17 Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд. «Сабчота Сакартвело».

1982,

Page 41: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

22 გ ვ .29.

ძლიერი სულიერი აღელვების დროს განხორციელებული ქმედების მიზანი

არაკონკრეტიზირებულია, გააჩნია ზოგადი მიმართულება. აფექტის მდგომარეობაში

განხორციელებულ დანაშაულს განუსაზღვრელი, არაპირდაპირი დანზრახვა გააჩნია.

ზნეობრივი მოთხოვნილების საფუძველზე წარმოშობილმა აფექტურმა

მდგომარეობამ შესაძლებელი პირი მიიყვანოს დანაშაულის განხორციელებამდე, თუ

იგი მოკლებულია იმპულსების სათანადო შეკავების უნარს. მისი პასუხისმგებლობის

საკითხი დადგება მხოლოდ იმიტომ, რომ კანონმდებლის მხრიდან იგი აღიქმება

როგორც ნებისყოფის, თუმცა იმპულსების არასაკმარისად შეკავების მქონედ. იმ

შემთხვევაში თუ პირი საერთოდ მოკლებული იქნებოდა ამ უნარს იგი

გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან (პათოლოგიური აფექტი)18.

კონფლიქტური, ემოციური მდგომარეობით აქტივირებულ იმპულსურ

რეაქციას ასევე წარმოადგენს სტრესი, რომელიც, აფექტის მსგავსად „ძლიერი

სულიერი აღელვების“ მდგომარეობათა კატეგორიას მიეკუთვნება. ცნება „სტრესი“

(ინგლისურიდან „stress“-დაძაბულობა) მოიცავს საკმაოდ ფართო, ფსიქიკურად მძიმე

მდგომარეობათა ნაირსახეობას, გამოწვეულს სხვადასხვა ექსტრემალურ გარემოებათა

(სტრესულ) შედეგად. განასხვავებებნ ფიზიოლოგიურ (ფიზიოლოგიურ ფუნქციათა

გადატვირთვა) და ფსიქიკურ სტრესს. ფსიქიკური სტრესი იყოფა ინფორმაციულ და

ემოციურ სტრესებად.

ინფორმაციული სტრესი ადამიანის ოპერატიულ-ინფორმაციული

გადატვირთვის პირობებში წარმოიშვება, მის მიერ გართულებული მმართველობითი

ფუნქციის შესრულებისას მიღებული გადაწყვეტილების თანამდევ შედეგზე მაღალი

პასუხისმგებლობის აღქმით (მაგ: ავარიული სიტუაციის პირობებში).

ემოციური სტრესი ექსტრემალურ, უკიდურესად რთულ სუტუაციაში (უეცარი

თავდასხმა, სტიქიური ნგრევა, პიროვნული მნიშვნელობის „სტრატეგიული“

კონფლიქტები) წარმოიშვება. ამ დროს ადამიანის ფსიქიკა შემდეგი ფორმით

მოდიფიცირდება: მამოძრავებელ-იმპულსური აქტიურობის უკიდურესი

აქტივიზაცია; ღრმა მამუხრუჭებელი პროცესების განვითარება (სტიპორი-მოძრაობის

ფუნქციონალური დარღვევა ფსიქიატრიაში); გენერალიზაცია-აქტიურობის ობიექტთა

ფართო წრეზე გავრცელება, მიზნის დიფერენცირების და ამორჩევის ფუნქციის

დარღვევა.

დემობილიზირებული სტრესის (დისტრესი) დროს დეფორმირდება

პიროვნების სრული მოტივაციური სფერო და ადაპტირებულ-ქცევითი ჩვევები,

ირღვევა ქმედების მიზანმიმართულობა, უარესდება მეტყველების უნარი. ცალკეულ

შემთხვევაში სტრესი მობილიზებას უკეთებს პიროვნების ადაპტაციის

შესაძლებლობას (სტრესის ამ სახეობას ავსტრესი ეწოდება).

Page 42: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

23 გ ვ .29.

სტრესულ მდგომარეობაში ადამიანის ქცევის იურიდიული შეფასების დროს

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ავსტრესის დროს შემეცნება შესაძლებელია არ

შეიკუმშოს, ადამიანმა შეიძლება შეინარჩუნოს თავისი ფსიქიკურ და ფიზიკურ

18 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963,

Page 43: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შესაძლებლობათა მობილიზაციის უნარი ექსტრემალური ზემოქმედების

გონოვრული საშუალების გამოყენებით.

ადამიანის ქცევა როგორც სტრესის, ისე აფექტის დროს სრულ შეუცნობელ

დონემდე არ დაიყვანება. მისი ქმედება, იარაღის და საშუალების შერჩევა,

კომუნიკაციის მეთოდი, მიმართული აფექტორისა ან სტრესორის გასანეიტრალებლად

სოციალურ განპირობებულობას ინარჩუნებს. შემეცნების შეკუმშვა სტრესისა და

აფექტის დროს მის სრულ მოშლას არ ნიშნავს.

გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ინდივიდის

პოსტაფექტური და პოსტსტრესული მდგომარეობის შესწავლა (უკანასკნელი

ხასიათდება ადამიანის უკიდურესი დასუსტებით, აპათიით, გულგრილობით,

აქტიურობის დაქვეითებით).

ადამიანის ემოციურ-ნებელობითი სფეროს დეფორმაცია მხოლოდ სტრესისა

და აფექტის დროს არ ხდება. ეგრეთ წოდებული კონფლიქტური ფსიქიკური

სიტუაციის ნაირსახეობას ფლუსტრაციული დგომარეობა (ლათინური სიტყვა

„flustratio” მცდარი მოლოდინი, მოლოდინისაგან მიღებული იმედგაცრუება)

წარმოადგენს. იგი არის ემოციურად უაღრესად დაძაბული, ნეგატიური მდგომარეობა

და დაკავშირებულია პირის უმნიშვნელოვანეს დასახული მიზნის მიღწევისათვის

(სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება, დაქორწინებაზე უარი, სხვადასხვა

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მატერიალური და სულიერი დანაკარგი)

აუცილებელი წინაღობის გადალახვის შეუძლებლობის გაცნობიერებასთან.

ფლუსტრაციული მდგომარეობა აუტანელი ტანჯვით, დამანგრეველი ფსიქიკური

დაძაბულობით, იმედგაცრუებით, გამოუვალი სიტუაციითა და ინდივიდის უკიდურესი

აგრესიულობით გამოიხატება. ფლუსტრაციული მდგომარეობის სიმძიმე დაბლოკილი

მოქმედების მნიშვნელობასა და დასახული მიზნის სიახლოვეზე არის დამოკიდებული.

ფლუსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია-რეალობასთან დაცილება, გამოგონილ,

ჩანაცვლებით, წარმოსახვით გარემოში ჩაკეტვა (უცაფუძვლო ოცნება), ქცევის

დონის დაქვეითება (დეპრესია). ნეიროფიზიოლოგიურად ეს დაკავშირებულია

იმასთან, რომ მკვეთრი, მაღალი, ფსიქიკური დაძაბვა იწვევს რა დაცვით მუხრუჭს,

აფერხებს რთულ და ვიწრო თვითრეგულირების სტრუქტურების ნორმალურ

ფუნქციონირებას. ამის შედეგად შეიძლება ნევროზი და ხასიათის დეფორმაცია-

საკუთარი თავისადმი მყარი სკეპტიკური დამიკიდებულება, თვითშეფასების დაბალი

დონე განვითარდეს.

აფექტური, სტრესული, ფლუსტრალური მდგომარეობა არის

გასათვალისწინებელი დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარის განხილვის

დროს. ხშირად მრავალი ე. წ. „უმოტივო“-იმპულსური ქმედებანი ინდივიდის

შემეცნების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

იმპულსური ქცევა განსაკუთრებით ფსიქოპატიურ და აქცენტირებული ხასიათის

მქონე ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც ილტვიან

Page 44: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აქტუალიზირებულ მოთხოვნელებათა დაუყოვნებლივ, არსებულ გარემოებათა

სათანადოდ გათვალისწინების გარეშე დაკმაყოფილებისაკენ-მიდრეკილნი მყისიერი

კომპენსირებადი რეაქციისაკენ.

ქცევის რეგულირების არსებითი დეფორმაცია ალკოჰოლური თრობის დროს

წარმოიშვება. ამ მდგომარეობაში მყოფი პირი არსებული სიტუაციის ადეკვატურად

აღქმის მკვეთრად დაბალი დონით ხასიათდება. ამ დროს პირი ქცევათა

ასოციალუ2რ3

Page 45: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სფეროში ადვილათ ექცევა, თუ ეს პროცესი ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად

წარმოშობილ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად არის აუცილებელი. ამასთან

შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ქცევის პათოლოგიურ თავისებურებასაც,

დაკავშირებულს ტოქსიკურ ენცეფალოპატიასთან, ქცევის იმპულსურ-რეაქციულ

დონეზე დაყვანასთან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იმპულსური დანაშაული

შესაძლებელია განიმარტოს, როგორც ინდივიდის მძაფრი ფსიქიკური მდგომარეობის

კონფლიქტურ-სიტუაციურ გარემოებაზე კონცენტრაცია, რაც მისი

ნაკლებადშეცნობილი დანაშაულებრივი ქცევის გამშვებ მექანიზმს წარმოადგენს.

ამ სიტუაციურ გარემოებათა ხასიათი იძლევა შესაძლებლობას ვიმსჯელოთ

იმაზე, თუ რა წარმოადგენს პირისათვის კრიმინოგენურს. ყველა იმპულსური

დანაშაულებრივი აქტები ქცევის მარეგულირებელი შემეცნების შეკვეცილობით

გამოირჩევა. ამ სახის ქცევით აქტებში ქცევის შემეცნებით-ნებელობითი რეგულაცია-

გადაწყვეტილების გააზრებულად მიღება დეფორმირდება. ადეკვატური ქცევა

მსგავსი სიტუაციებისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპული, ინსტიქტისმაგვარი

ქცევით იცვლება. ქმედების მოტივი და მიზანი გენერალური ემუციური

აღგზნებადობით იფარება და მიიმართება იქითკენ, რომ ზიანი მიაყენოს ემოციური

ტრავმის წყაროს.

ზემოთქმულის მიუხედავად, იმპულსური დანაშაულებრივი აქტები არ შეიძლება

განიხილებოდეს როგორც შემთხვევით დანაშაულთა ნაირსახეობა. მათ, როგორც

წესი, იმპულსურ დამნაშავეთა პიროვნული თავისებურებანი განაპირობებს.

იმპულსური დანაშაულებრივი ქმედების სტერეოტიპიზირებულობას დამნაშავის

პიროვნული შეფასებისა და მისი რესოციალიზაციისათვის არსებითი

მნიშვნელობა გააჩნია. ქცევის იმპულსურობა არ შეიძლება ცალსახად

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული. ხშირად იგი

პიროვნების მყარ ანტისაზოგადოებრივ ხასიათს, მის უკიდრესად დაბალ სოციალურ

პასუხისმგებლობას ამტკიცებს.

II. წინასწარგანზრახულ დანაშაულებრივ ქმედებათა ფსიქოლოგია

(დანაშაულებრივი ქმედების მექანიზმი) 1. წინადანაშაულებრივი ფსიქიკური მდგომარეობა. დანაშაულებრივი ქმედების მოტივი და

მიზანი

დანაშაულის მაკოორდინირებელ ფაქტორს დამნაშავის პიროვნების

სამოტივაცოი სფერო წარმოადგენს. ამა თუ იმ მოთხოვნილებათა და საკუთარი

Page 46: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ინტერესის გაცნობიერებისას ადამიანი არსებულ პირობებს აანალიზებს, გონებაში

ადგენს მომავალ სამოქმედო გეგმას, რომლის რეალიზაციაც არსებული

მოცემულობის პირობებში მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას

მისცემს. დამნაშავე მოქმედების ყველა ალტერნატივას აფასებს და არჩევანს ყველაზე

ოპტიმალურზე აკეთებს.

24

Page 47: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

19 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963, 25 გ ვ .3

1.

დანაშაულებრივი ქმედების წარმომშობ და განმავითარებელ გარე და შიდა

ფაქტორთა რთულ ურთიერთქმედებათა კომპლექსს დანაშაულის მექანიზმი

ეწოდება.

„დანაშაულებრივი ქმედების მექანიზმის“ ცნებას კრიმინალისტიკაში

ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია არ გააჩნია. ამასთან მის შინაარსზეა

დანაშაულებრივი ქმედების სისტემური ანალიზის სრული პროცესი

დამოკიდებული. დანაშაულის მექანიზმში დანაშაულებრივი ქმედების

სისტემაწარმომშობი ელემენტების ერთიანობა იგულისხმება: მოტივი, მიზანი,

მიზეზი, ხერხი, დამნაშავის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ პირობათა

თავისებურებანი, დამნაშავის შუალედურ და სობოლოო შედეგისადმი

დამოკიდებულება. როგორც ითქვა, ყველა დანაშაული ჩადენის მექანიზმის

მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: მარტივი ფორმით და რთული ფორმით

განხორციელებულ ნებელობით ქმედებად. მარტივი ფორმით განხორციელებულ

ქმედების ანალიზის დროს წინა პლანზე დამნაშავის ქცევითი ჩვევები, მისი ქცევითი

სტერეოტიპები იწევს. რთული ფორმით განხორციელებული ქმედების დროს

(შეცნობილი დანაშაულებრივი განზრახვით) მხედველობაში ქმედების ცალკეულ

კომპონენტთა ობიქტურ-სუბიექტური კავშირის კომპლექსი, დანაშაულის სუბიექტის

წინადანაშაულებრივი, დანაშაულებრივი და პოსტდანაშაულებრივი ქცევის

თავისებურებანი მიიღება(ენიკეევი).

ადამიანის შემეცნებითი ქცევა სულისკვეთების რთული კომპლექსით

იმართება.

1. პასუხისათვის კითხვაზე, რატომ გახდა ინდივიდი აქტიური, ჩვენ მის ფსიქიკაში

მიმდინარე მოტივაციური პროცესის კომპონენტებს: მოთხოვნილება, ინტერესი,

მიზანდასახულობა, ინსტინქტი და ა. შ მივმართავთ

2. პასუხისათვის კითხვაზე, რისკენ არის მიმართული ინდივიდის აქტიურობა,

რატომ შეირჩა მისი მხრიდან ქმედების აღნიშნული აქტი და მისი განხორციელების

ხერხი, ჩვენ ქცევის შემეცნებითი რეგულაციის მექანიზმს, მის მოტივს (რომელიც

გარდუვალად დაკავშირებულია მიზნის შერჩევასთან, ალტერნატიულ სიტუაციებში

გადაწყვეტილების მიღებასთან) მივმართავთ.

3. პასუხისათვის კითხვაზე, როგორია ქცევის დინამიკა ჩვენ ემოციურ რეგულაციის

ფაქტორებს, ინდივიდის ქცევით სტერეოტიპებს მივმართავთ.

მოტივაციის პრობლემა არა მხოლოდ ადამიანის აქტიურობის პირველადი

აღმძვრელი მომენტების გარკვევაში, არამედ ადამიანის ქმედების

Page 48: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963, 25 გ ვ .3

1.

ყველა წარმართველი, მარეგულირებელი და ხელშემწყობი ფაქტორის

შესწავლაში მდგომარეობს. პროფესორი დიმიტრი უზნაძე ასახელებს ნების გამოვლენის

სამ ეტაპს (გადაწყვეტილების მომზადების, გადაწყვეტილების მიღების და

შესრულების). ამავე დროს იგი დასძენს, რომ ნების გამოვლენის თავისებურება

გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე ვლინდება19.

ქმედების ფორმირების პირველ სტადიაზე აქტუალურად მიმდინარეობს

Page 49: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963, 26 გ ვ .3

1.

კონკრეტული მოთხოვნილების გაცნობიერება, მისი დაკმაყოფილების

შესაძლებლობის გარეშე.

მეორე სტადიაზე ფორმირდება მოტივი, განიხილება დასახული კონკრეტული

მიზნის მიღწევის ხელთ არსებული ოპერაციონალური საშუალებანი არსებული

შინაგანი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ სტადიაზე ე.წ. „ფაქტორთა

კონფლიქტი“, კერძოდ იმ შესაძლებლობათა გამოხშირვა მიმდინარეობს, რომელიც

ინდივიდისათვის ოპერაციულად და ინდივიდუალურად მიუღებელია, წარუმატებელ

ხასიათს ატარებს.

მესამე სტადიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ფორმირდება და კონკრეტული

მიზნისაკენ სწრაფვა ყალიბდება. თუმცა მოქმედების პროცესშიც კი მოტივისა და

მიზნის ცვლილება შესაძლებელია მოქმედების პირობების ცვლილების შესაბამისად.

დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შეუძლებლობის შეცნობა პირველად ფორმირებულ

მოტივს „აქრობს“ ან აღძრავს ახალი მოქმედების განხორციელების

სურვილს. დანაშაულებრივი ქმედებას შესაძლებელია სურვილთა რთული

სისტემა ედოს საფუძვლად (მაგ: მკვლელობა შურისძიების, ეჭვიანობის,

ნაციონალური შუღლის მოტივით,). რის საფუძველზე ხდება მკვლელობა, თუ იგი

დაზარალებულის მხრიდან ვალის დაბრუნებაზე უარმა ან ქონებრივი შინაარსის

დავამ გამოიწვია? არის სახეზე მხოლოდ ანგარებითი მოტივი? ამ კითხვაზე

პასუხის გაცემა რიგი საკითხების შესწავლის შემდეგ არის შესაძლებელი.

კერძოდ: რა შედეგისაკენ მიისწრაფოდა შეგნებულად დამნაშავე? ქმედების მოტივი-

მისი შედეგის პირადული შინაარსი.

პროფესორო ბეჟან ხარაზიშვილს გარკვეული შეზწორებები შეაქვს დიმიტრი

უხნაძის მიერ გამოთქმულ შეხედულებაში. იგი არ უარყობს მეორე ეტაპის უდიდეს

მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესის თავისებურება ვლინდება არა ერთ

რომელიმე, არამედ ყველა მათგანში, როგორც ერთად აღებულში. აქვე იგი დასძენს, რომ

აქტუალურია, არა ის, თუ რომელი ფაზას რა მნიშვნელობა ენიჭება, არამედ მოვლენას,

რომელის მასში ფორმირდება. საბოლოოდ იგი მაინც აღიარებს

გადაწყვეტილების მიღების ეტაპის პრიორიტეტულობას და აღნიშნავს, რომ მასში

ვლინდება ნებისყოფის სიძლიერე20.

დაქვეითებული თვითკონტროლის მქონე ადამიანები სიტუაციური

მოტივაციის უპირატესობით ხასიათდებიან. ისინი სიტუაციურ გარემოებათა

საკუთარი აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მაქსიმალურად

გამოყენებისაკენ მიისწრაფიან. თვით „ხელსაყრელი სიტუაცია“ ხშირად დამნაშავის

სათანადო მოტივაციის ფორმირების პროვოცირებას ახდენს.

Page 50: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963, 26 გ ვ .3

1.

იურუსპუდენციაში ტრადიციულად ჩამოყალიბებული ადამიანის ქცევის

ცალმხრივი სქემა „მოტივი-მიზანი-საშუალება-შედეგი“ რეალობაში გაცილებით

რთულია. აუცილებელია დანაშაულებრივი ქმედების მოტივის როგორც

გამარტივებული, იზოლირებული, ერთმომენტიანი ფსიქიკური აქტის გაგების

გადალახვა. ქცევის მოტივაცია ქცევის მექანიზმის სისტემაწარმომშობ ფაქტორთა

რთულ ურთიერთკავშირს წარმოადგენს.

Page 51: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სისხლის სამართლის კანონში აღწერილი დანაშაულის სამოტივაციო ნაწილის

მოდელი პირობითად უნდა მივიჩნიოთ. იგი მოიცავს მხოლოდ ცალკეულ

მოტივაციურ ფაქტორებს, რაც რეალური დანაშაულებრივი ქცევის ფაქტიური

მოტივაციურ მხარის მოდელს რა თქმა უნდა არ ემთხვევა.

მოტივაცია-ქმედების შინაარსის მიმცემი და შინაარსის მაკონტროლებელი

ფაქტორია.

დანაშაულებრივი ქცევის განხორციელების მექანიზმში ინდივიდის სურვილი მის

პირადი ხასიათი ჩვევით ქცევებთან კოლერილებს. „მოტივი-მიზანი-საშუალება“

სისტემის ელემენტებს შორის მოქმედებს არა ცალმხრივად, არამედ ორმხრივად, უკუ

კავშირი: მოტივი? მიზანი? საშუალება.

ამ სისტემის შემადგენელ ელემენტს არა მხოლოდ მოტივი, არამედ ჩვეული

ქცევის საშუალება წარმოადგენს. მოტივის მსგავსად ჩვეული გენერალიზირებული

ქცევა ინდივიდის ქცევით მიმართულებას განსაზღვრავს. ადამიანის ქცევის

აპრობირებული ფონდი, როგორც წესი მისი მიზანმიმართულების სრულ სისტემას

განაპირობებს. აპრობირებული ქცევის არმქონე პირი არასოდეს დაისახავს შესაბამის

მიზანს და არ მოახდენს მის მოტივირებულ სანქციონირებას. ქმედების ცენტრალურ

კომპონენტს არა ცალკეული მოტივი თავისთავად, არამედ დამნაშავის პიროვნების

მოტივაციური სფერო წარმოადგენს, სადაც არსებით როლს ინდივიდის

გავრცელებული ქცევის საშუალებანი თამაშობს. ინდივიდის ქცევითი საშუალების,

მის ოპერაციონალურ-ამსრულებითი შესაძლებლობის აქტუალიზაციას გარემო-

პირობები და მათი განხორციელების რეალური შესაძლებლობა განსაზღვრავს. მას

შემდეგ, რაც შინაგანი სამყარო პირადი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობას

იძლევა, სამოტივაციო სფერო პროცესის სანქცირებას ახდენს.

დამნაშავის ქმედების გაგება მისი ქცევითი სტერეოტიპების და მოქმედების

მდგრადი მოტივების გაგებას გულისხმობს. სასურველი შედეგის სისტემატიურად

მიმღწევი ქცევითი ჩვევების ფორმირებისას ადამიანში სტერეოტიპული, პირად-

ოპერაციონალური, განსაზღვრულ სიტუაციაში მისი ქცევითი გააქტიურების

გამშვები მექანიზმი ყალიბდება. ამასთან ხშირად პროცესზე შემეცნების კონტროლი

შემცირებულია. წამყვანი შეფასებითი ფუნქცია ემოციურ გენერალიზებულ

მექანიზმში გადადის და რაციონალური შეფასების როლი აშკარად იკლებს.

ქცევის სოციალურად ადაპტირერებული მეთოდი ყველა სპონტანურად

წარმოშობილ სურვილს ე.წ. „სოციალური, მორალური არჩევანის

ფილტრში“ ატარებს. სოციალურად არაადაპტირებული ქცევა ამ „ფილტრის“

სისუსტით გამოირჩევა.

Page 52: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სქემატურად შესაძლებელია შემდეგი დანაშაულებრივი ზრახვები გამოვყოთ,

რომელთაგან თითოეული სოციალური კონტროლის უკმარისობით ხასიათდება:

უტილიტარული, ჰედონური (ბერძნული სიტყვა „hedone“ ტკბობა), კონფორმული,

ფსევდორეალიზაციისა და თვითდამკვიდრების ზრახვები.

ზრახვის ასპექტთა ერთი ნაწილი ქმედების პროცესში ძლიერდება, მეორე-

ახლიდან წარმოიშვება, მესამე-ნეიტრალდება. მოტივითა ერთი ჯგუფი აძლიერებს 27

Page 53: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ერთმანეთს, მეორე-ექცევა კონფლიქტურ წინააღმდეგობაში. რიგ შემთხვევაში ერთი

დანაშაულებრივი ქმედება მეორეში გადადის, რთულდება, მრავალეპიზოდური

ხდება. ამავე დროს დაწყებული ქმედება შეიძლება შეწყდეს.

ქცევის პროცესში შესაძლებელია მოტივთა ჩანაცვლებას ჰქონდეს ადგილი, რაც

სუბიექტისათვის ქმედების ცალკეული მხარის მნიშვნელობის ცვლილებაში

გამოიხატება. მხოლოთ ზემოთგანხილული ადამიანის ქცევის მოტივაციის

გათვალისწინებით შესაძლებელია მისი ცალკეული, კონკრეტული მოტივების

გამოყოფა და გაანალიზება. დანაშაულის კონსტრუქციაში მოტივი მისი სუბიექტური

მხარის როლს ასრულებს და აუცილებელ გამოვლენასა და დამტკიცებას

ექვემდებარება. მოტივი კონკრეტული ქმედების შეცნობილი ზრახვაა და არსებითი

მნიშვნელობა გააჩნია. მისი გათვალისწინებით უნდა დადგინდეს:

ა) ქმედებისა და მისი ჩამდენის საფრთხის შემცველობის ხარისხი;

ბ) ქმედების კვალიფიკაცია; გ) სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრა.

დანაშაულის მოტივი შესაძლებელია კრიმინალური არ იყოს, მაშინ როდესაც

მიზანი ყოველთვის კრიმინალურია. მიზანი ქმედების კონკრეტული შედეგის

აუცილებლობისა და შესაძლებლობის გაცნობიერებაა, რის საშუალებითაც

სუბიექტი მის მიერ ჩამოყალიბებულ მოტივაციას იკმაყოფილებს. მოტივი მიზანთან

არის დაკავშირებული, მიზანი კი ქმედების განხორციელების ხერხთან და პირობებთან.

მაშასადემე რთულ ნებელობით აქტში არსებობს ქვემოქმედების ეტაპი- დანაშაულის

მიზნის განსაზღვრა და მისი პირადულად მიღება. პროფესორი თინათინ წერეთელი

მართებულად აღნიშნავდა, რომ ნებელობითი ქმედების ცნება არ გულისხმობს მის

დანაშაულებრივ შედეგთან კავშირს. ქცევა ინარჩუნებს ნებელობით ხასიათს,

მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩამდენი არ ითვალისწინებდა ქმედების ხასიათის ყოველ

მხარეს. მთავარია მას ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა საკუთარი ქმედების ან მისი

შედეგის შესახებ21. მიზნის განსაზღვრისათვის შესაძლებელია საპილოტო მოქმედებათა

განხორციელება. დანაშაულებრივი ქცევა დამნაშავის გარკვეული დანაშაულისწინა

ქცევას, დანაშაულის განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას

(არსებულის ხელსაყრელად მიჩნევას) გულისხმობს. სუბიექტის მიერ დანაშაულის

განხორციელებისათვის შექმნილი პირობების დადებითი შეფასება არის

დანაშაულებრივი ქმედების ერთ- ერთი წინაპირობა. ზოგჯერ ეს პირობა

მოულოდნელად წარმოიშვება და დანაშაულის განხორციელების მიზეზი ხდება.

დანაშაულის მომზადების ეტაპზე პირი მისი განხორციელების შესაძლებლობას

აანალიზებს. დანაშაულის მიზანი მისი მიღწევადობის მიხედვით ფორმირდება.

Page 54: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დანაშაულის მომზადების წარმატება სუბიექტს ქმედების განხორციელების რწმენას

უძლიერებს.

დანაშაულის მომზადების ეტაპზე დამნაშავის ფსიქიკური მდგომარეობა

შესამჩნევ ცვლივებას განიცდის-ადგილი აქვს შიშის გრძნობის დაქვეითებას,

21 Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963, გვ.50. 28

Page 55: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

წარმატების რწმენის გამყარებას. დანაშაულისათვის ხელსაყრელი პირობის

აღმოჩენისას დამნაშავე ქმედების განხორციელების საბოლოო გადაწყვეტილებას

მეტად უახლოვდება.

დანაშაულებრივი ქმედების გარე პირობებს არა მხოლოდ მატერიალური

გარემოებანი, არამედ სხვა პირთა-ერთის მხრივ პარტნიორთა და მეორს მხრივ

მსხვერპლთა ქცევა წარმოადგენს.

„მოტივი-მიზანი-პროგრამა“ რეგულაციური ბლოკი სტატიკური არ არის. იგი

დინამიურია და ცვლილებას ქცევითი სიტუაციის მიხედვით განიცდის. დანაშაულის

მომზადების, განხორციელების, დასრულების, დაფარვის ეტაპი და დამნაშავის

შემდგომი ქცევა შეცვლილი სიტუაციის შესაბამისად მუდმივად კორექტირდება.

განსაკუთრებით ინტენსიურად ქმედების მოტივი და მიზანი და სამოქმედო

პროგრამა იმ ექსტრემალურ პირობებში ტრანსფორმირდება, რომელშიც დანაშაული

ხორციელდება. ნებელობითი აქტის განხორციელების დროს მოტივის

ტრანცფორმაციაზე საუბრობს გამოჩენილი რუსი კრიმინალისტი რ.ს. ვოლკოვი22.

დანაშაულებრივი მოტივის ტრანსფორმაციის თვალსაჩინო მაგალითს შემდეგი

შემთხვევა წარმოადგენს: ქუჩაში მდგომ ა-სთან და ბ-სთან მივიდა გ და სთხოვა

ფული ალკოჰოლური სასმელის საყიდლად. უარის მიღების შემდეგ მან სიტყვიერი

შეურაცხყოფა მიაყენა და გაეცალა. ა და ბ დაედევნენ მას, დაიჭირეს და ცემა დაუწყეს.

რამდენიმე დარტყმის შემდეგ გ-მ გონება დაკარგა და უსულოდ ძირს დავარდა.

გაუნძრევლად მყოფს ა-მ მოხსნა შარფი და ქუდი, ხოლო ბ-მ ჯიბიდან ფული

ამოაცალა. რა არის აღწერილი დანაშაულის მოტივი? თავდაპირველად ა-ს და ბ-ს

გ- სათვის ჭკუის სწავლება სურდათ და ცემაც ამ მიზნით დაუწყეს. ცემის დროს გ-ს

გონების დაკარგვის შემდეგ დამნაშავეებს მისი ნივთების მისაკუთრების სურვილი

აღეძრათ. მაგალითში პირველადი მოტივაციას წყენა და სიბრაზე წარმოადგენს,

ხოლო ქმედების მიზანი მიყენებული შეურაცხყოფისათვის სამაგიეროს გადახდა. გ-ს

ცემის დროს აგრესიული მოტივაცია გაძლიერდა და ხულიგნური ელფერი მიიღო.

ნაცემი გ-ს გონების დაკარგვის დროს ეს მოტივაცია შესუსტდა და დომინირებული

ადგილი ანგარებას დაუთმო, რაც გ-სათვის მატერიალური ზიანის მიყენებაში აისახა.

მიმდინარე მოვლენებმა შვა ახალი მოტივი, რაც თავის მხრივ ახალი მიზნის

საფუძველი გახდა23.

დანაშაულებრივი ქმედების განხრახვა, მოტივი და მიზანი იურისპუდენციაში

კომპლექსურ ცნებაში-დანაშაულებრივი განზრახვაში ერთიანდება. განზრახვის

წარმოშობა ფსიქოლოგიური აქტია მიმართული დანაშაულის მზადებისაკენ. ამ

პროცესის ანალიზი ყოველთვის ავლენს დამნაშავის პიროვნულ თავისებურებებს.

Page 56: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დანაშაულებრივი ქმედების შეფასებისა და კვალიფიკაციისათვის არსებითი

მნიშვნელობა განზრახვის შინაარსსა და მიმართულებას გააჩნია. ხშირია ამ ორი

ცნების აღრევა და არასწორი ინტერპრეტაცია. განზრახვის მიმართულება ქმედების

დაგეგმილი მომავალი შედეგია, რისკენაც ქმედება არის მიმართული, განზრახვის

22 Волков Б.С. Мотивы преступлений. Уголовно-правовое и социально-психологическое исследование.

Казань: Издательство Казанского университета, 1982, გვ.18. 23 http://www.pseudology.org/Crim/EnikeevJurPsih.pdf

29

Page 57: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შინაარსს კი, სუბიექტის გონებაში ასახული ყველა ის გარემოება წარმოადგენს,

რომელიც კავშირშია მიზნის მიღწევასთან. ძარცვის დროს დანაშაულებრივი

განზრახვის მიმართულება ანგარებით მიზანში-დანაშაულებრივი გზით სარგებლის

მიღებაში გამოიხატება. შინაარსი კი დანაშაულის ჩამდენის მიერ საკუთარი ქმედების

უკანონო ხასიათის გაცნობიერებაში მდგომარეობს.

2. დანაშაულის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება

დანაშაულებრივი ქმედების კულმინაციური აქტს გადაწყვეტილების მიღება

წარმოადგენს. შერჩეული ალტერნატიული ქცევის საბოლოო „დამტკიცება“,

გარკვეული ქმედების შეცნობილი შერჩევა. გადაწყვეტილება მოცემულ პირობაში

მომავალ სამოქმედო გეგმის მოდელს და მის შედეგს მოიცავს. გადაწყვეტილებაში

მიზანი წარმოსახვაში მისი რეალიზაციის პირობასთან ერთიანდება და ყველა

არსებული ინფორმაციის გადამუშავებით მოქმედების საბოლოო გეგმა ისახება.

კონკრეტული დანაშაულის განხორციელების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს

დასაბუთებული, ტრანზიტიული და ნაკლებდასაბუთებული, არატრანზიტიული-არ

ითვალისწინებდეს მისი რეალიზაციის ყველა პირობას. ყველა დანაშაულებრივი

გადაწყვეტილება საფუძველში არატრანზიტულია. იგი არ ითვალისწინებს ქმედების

სოციალურ საფრთხეს და მისი განხორციელებისათვის სასჯელის

გარდუვალობას(ენიკეევი).

მრავალი დანაშაული მათი ოპერაციონალური რეალიზაციის კუთხით

(დასახული მიზნის რეალიზაციის შეუძლებლობა პირობათა გაუთვალისწინებლობის

გამო) არატრანზიტიულია. ეს მრავალი დამნაშავის დაბალ ინტელექტუალურ

დონესთან მათი ოპერატიული აზროვნების სივიწროვესთან არის კავშირში.

დამნაშავეთა უმეტესობა არაანგარიშიანი, არაშორსმჭვრეტელი ადამიანია მოტივაციურ-

რეგულაციურ სფეროში არსებითი დეფექტებით. სასჯელის საფრთხე მათი მხრიდან

არასათანადოდ ან საერთოდ არ აღიქმება. მათი გადაწყვეტილება უმეტესად უეცრად

მიიღება და უმდაბლეს გრძნობებზეა დამყარებული: შური, შურისძიება, ანგარება,

ეგოიზმი, აგრესიულობა.

სხვადასხვაგვარია გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი პირობები:

დაზარალებულის მაპროვოცირებელი ქცევა, დანაშაულებრივი ჯგუფის ზეწოლა,

თანამონაწილეთა დახმარების იმედი, ემოციურ სიტუაციაში შემეცნებითი

კონტროლის შესუსტება და სხვა.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირი საკუთარი გადაწყვეტილებით

შებოჭილი ხდება. მას შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს ის ახლადაღმოცენებული

გარემოებანი, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ სამოქმედო გეგმისათვის.

გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს მიზანმიმართულებას-მოქმედების დაგეგმილი

Page 58: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პროგრამის რეალიზაციისაკენ მყარ სვლას, კონკრეტული ქმედების განხორციელების

განწყობას. ეს განწყობა ადამიანის თავისუფალი არჩევანის საშუალებას ზღუდავს.

ინდივიდს მიზნის მიღწევის მოტივაცია უყალიბდება.

შესაძლებელია დამნაშავეს ჩამოუყალიბდეს მოჩვენებითი ტრანზიტიულობის

ფენომენი-ერთი კრიტერიუმის სრულად გათვალისწინება და ამავე დროს სხვათა

მხედველობაში არმიღება. ეს არის დანაშაულის ღრმად ინდივიდუალიზებულ3ი0

Page 59: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

31

კვალი, დამნაშავის პიროვნების იდენტიფიკაციის თანხვედრით. არ არსებობს ისეთი

დანაშაული, რომელიც ოპტიმალური ქცევის ყველა კრიტერიუმს სრულად

შეესაბამება. უეცრად წარმოშობილი გარემოებანი ხშირად თანამდევი

გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება. ისინი დაბალი ტრანზიტიულობითა და

მაღალი კატეგორიულობით გამოირჩევიან. ინდივიდის მიერ გარკვეულ

გარემოებაზე გარკვეული კრიმინალური მოქმედებით რაეგირება პირადი

თავისებურების ერთ-ერთი გამოხატულებაა.

3. დანაშაულის აღსრულება. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების

საშუალებანი დანაშაულებრივი ქმედების დაწყების დროს დამნაშავე არსებულ

სიტუაციას

აანალიზებს, ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ გარემოებაზე, რამაც

შესაძლებელია

ხელი შეუშალოს ან შეუწყოს დანაშაულის განხორციელებას.

ხშირად, დანაშაულის დაწყებისთანავე ვლინდება მიღებული

გადაწყვეტილების მცდარობა (შეცდომა ობიექტში, დროსა და ადგილში, დანაშაულის

იარაღში და ა.შ.). ამ დროს პირი უარს ამბობს მის შესრულებაზე ან მომავლისათვის

გადააქვს. თუ დანაშაულის განხორციელების პირობა მოსალოდნელს შეესაბამება,

მისი შესრულება სტერეოტიპული, ჩვეული, დამნაშავისათვის დამახასიათებელი

გზით მიმდინარეობს. დანაშაულის განხორციელების პროცესში შესაძლებელია

ადგილი ჰქონდეს დანაშაულებრივი მოტივაციის რეალიზაციის შესაძლებლობის

საგრძნობ გაფართოებას, დაისახოს დამატებითი, შემუშავდეს ახალი მიზნები,

გაიზარდოს მეტად ეფექტური მოქმედების სურვილი. დანაშაულის შუალედური

შედეგები ახალ დანაშაულთა მიზეზად და მოტივად აისახოს (მაგ: დანაშაულის

თვითმხილველის მოკვლა).

დანაშაულის განხორციელების მექანიზმი დამნაშავის მიერ გამოყენებულ

საშუალებათა სისტემაში გამოიხატება.

საშუალება არის მიზნით, მოტივით, ფიზიკური და ფსიქიკური თვისებებით

განპირობებული ქმედების ხერხთა, ოპერაციონალურ კომპლექსთა სისტემა.

მოქმედების საშუალებაში ვლინდება ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიური და

ხასიათობრივი თავისებურებანი, მისი ცოდნა, შეძლება, გამოცდილება, მოხერხება,

ჩვევები და სინამდვილისადმი მისი მიდგომა. თითოეულ ადამიანს გააჩნია

მოქმედების გაფართოებულ საშუალებათა სისტემა. ქმედების საშუალების

სტრუქტურულ-სისტემური, ფსიქოლოგიური მიდგომის დროს უნდა გამოიყოს

Page 60: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

32

დამნაშავის არსებითი ინდივიდუალური თავისებურებანი, მისი ქცევის

ფსიქოლოგიური სპეციფიკა.

დანაშაულის განხორციელების საშუალება ინდივიდის ფიზიკურ და

ფსიქოლოგიურ შესაძლებლობასთან კოლერილებს. ყოველი

დანაშაულისათვის არსებობს ქმედებათა ინდივიდუალური კომპლექსი.

აუცილებელია დანაშაულის განხორციელების საშუალება გავიგოთ, როგორც

ინდივიდუალურ-სტერეოტიპული ქცევის მექანიზმი, გარე სამყაროს, დანაშაულის

სისტემური ანარეკლი. ქმედების საშუალება არის მიზნის მიღწევის დროს

ინდივიდის ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური ამსრულებითი

სტერეოტიპების რეალიზაცია. ეს

Page 61: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

33

კომპლექსიც ისევე ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდები. ინდივიდის

მყარი ქცევითი თავისებურებანი არის დამნაშავის პიროვნული მახასიათებელი-

საიდენტიფიკაციო საშუალება. ქცევის ინდივიდუალური საშუალების

განუმეორებლობა, ყოველი დანაშაულის შესრულების განუმეორებლობა არის

დანაშაულის ადგილზე დატოვებული დამნაშავის „ორიგინალური ხელწერა“.

Page 62: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

34

დასკვნა

ნაშრომის დასასრულს მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საკითხის

აქტუალობას. პრობლემის მიმართ მაღალი ინტერესი საუკუნეებს ითვლის. პასუხი

კითხვაზე რა ფსიქოლოგიური პროცესი მიმდინარეობს ინდივიდის ცნობიერსა და

ქვეცნობიერში დევიანტური (მათ შორის დანაშაულებრივი) ქმედების

განხორციელების დროს კვლავ რჩება მეცნიერთა გადაუჭრელ პრობლემად. პასუხი კი

პირდაპირ კავშირშია ისეთი მაღალი სოციალური საფრთხის მქონე მოვლენის

წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლასთან, როგორიც დანაშაულია. პროფესორ

ვოლკოვის მოსაზრებით სუბიქტის დანაშაულებრივი ქმედებისაგან შემაკავებელი

უპირველესი ფაქტორი ხომ კანონია, რომელიც ურჩევს ინდივიდს დანაშაულებრივი

ქმედებისაგან თავის შეკავებას. პირს ეძლევა არჩევანის შესაძლებლობა მიჰყვეს

კანონმდებლის რჩევას და არ განახორციელოს აკრძალული ქმედება ან მოიქცეს

პირიქით - ჩაიდინოს დანაშაული. მისი გადასაწყვეტია თუ რომელ გზას დაადგება.

ნებელობითი ქცევის არსიც ხომ ქმედების არჩევანის თავისუფლებაში გამოიხატება.

კანონმდებელმა კი თავის მხრივ უნდა იზრუნოს არა მხოლოდ სრულყოფილი

ნორმის შექმნაზე, არამედ დანაშაულის პრევენციის ღონისძიებათა შემუშავებაზე.

ადამიანების მართლშეგნების ამაღლება დანაშაულის თავიდან აცილების განუხრელი

საფუძველია.

ანგარიშგასაწევია დასახული მიზნის ეფექტურად მისაღწევად მეცნიერ მუშაკთა

რჩევების გაზიარება. სასარგებლოა საკითხის სიღრმისეულად შემსწავლელი

სპეციალისტის აზრი, რომელიც უთუოდ წაადგება საქმეს. ამიტომ სახელმწიფომ

თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს მათ საქმიანობას.

მნიშვნელოვანია ასევე იმ ქვეყანათა გამოცდილების გაზიარება,

რომელთაც დიდი მიღწევების გააჩნიათ აღნიშნულ დაგრში. პროდუქტიული

თანამშრომლობა

ყოველთვის შედეგიანია ყველა მეცნიერების ყველა სფეროში.

Page 63: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

35

33

Page 64: კავკასიის საერთაშორისო ... Tvauri .pdfკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

36

ბიბლიოგრაფია

1. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი. რედაქტორები: პროფესორი გურამ ნაჭყებია,

ასისტენტ-პროფესორი ირაკლი დვალიძე. თბილისი, გამომცემლობა ”მერიდიანი“,

2007. - 486 გვ.

2. გურამ ნაჭყებია. ბრალი, როგორც სოციალური ფილოსოფიის კატეგორია.

რედაქტორი : მერაბ ტურავა. თბილისი : ბიზნეს–კურიერი, 2001. - 334 გ ვ .

3. დიმიტრი უზნაძე. „განწყობის ფსიქოლოგია“. გამომცემლობა: „საქართველოს

მაცნე“, თბილისი, 2007. – 317 გვ.

4. Кикнадзе Д.А. Система факторов действия и развития личности. Тбилиси: Изд.

«Сабчота

Сакартвело». 1982. - 227 с.

5. Харазишвили Б.В. Вопросы мотива поведения преступника в советском праве. Тбилиси: Изд. «Цодна», 1963. - 288 с.

6. Волков Б.С. Мотивы преступлений. Уголовно-правовое и социально-психологическое исследование. Казань: Издательство Казанского университета, 1982. – 152 c.

7. М.И.Еникеев. Юридическая психология.

http://www.pseudology.org/Crim/EnikeevJurPsih.pdf

8. Артемов А.Ю. Психологическая сущность преступного поведения.

https://www.ronl.ru/stati/psikhologiya/188435/