საერთაშორისო სამეცნიერო...

64
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული თბილისი 2017 უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

Transcript of საერთაშორისო სამეცნიერო...

Page 1: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენციის შრომების კრებული

თბილისი

2017

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

Page 2: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

© ყველა უფლება დაცულია.

სტატიების ავტორთა თვალსაზრისი შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციისას. ავტორი პასუხს აგებს ნაშრომის ხარისხსა და შინაარსზე. სტატიები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტორის ან გამომცემლის წერილობითი ნებართვის გარეშე.

საავტორო უფლებების დარღვევა ისჯება კანონით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია„გლობალიზაცია და ბიზნესი -

გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“

სამეცნიერო შემეცნებითი ჟურნალი გამოდის ქართულ ენაზე

ივერონი#9

სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე: ლიანა ჭოველიძე რექტორი პროფესორი

მთავარი რედაქტორი: მარინე კობალავა პრორექტორი პროფესორი

სარედაქციო კოლეგიის წევრები: ავთანდილ სილაგაძე აკადემიკოსი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ მიქელაშვილი ეკონომიკის აკადემიური დოქტორი პროფესორი ნინო ბოჭორიშვილი სამართლის დოქტორი

მაია ვასაძე

მაკა ბერაია

Page 3: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 3

წინასიტყვაობა

2017 წლის 25 აპრილს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „გლობალიზაცია და ბიზნესი - გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“ წარმოადგენს ყოველწლიური გეგმური პროცესების შემადგენელ ნაწილს. წინამდებარე კრებული არის უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ოფიციალური სამეცნიერო ჟურნალი „ივერონის“ მე-9 გამოცემა. საკონფერენციო თემა უაღრესად აქტუალურია, ვინაიდან საქართველო თავისი ეკონომიკური პოტენციალით და ტერიტორიებით მცირე ქვეყანაა, ამიტომ საქართველოს პოლიტიკა უნდა წარიმართოს იმ კუთხით, რომ მან თავისი ადგილი დაიმკვიდროს გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში, რაც არც თუ ისე მარტივი საკითხია. ამ პროცესების აქტუალობიდან გამომდინარე პრიორიტეტულია დღევანდელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემატიკაც გლობალიზაციის პროცესებსა და გლობალური ეკონომიკის გამოწვევებთან მიმართებაში, რაც განაპირობებს საქართველოს მომავალსა და მის ადგილს ამ პროცესში!

კონფერენციის ბოლოს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბიბლიოთეკას მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ ნოდარ საგანელიძის სახელი, რომლის ღვაწლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბება-განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ნოდარ საგანელიძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნა ორგანიზებული იყო მისი შვილის დავით საგანელიძის მიერ, რისთვისაც უმაღლესი სასწავლებელი უღრმეს მადლობას უხდის მას.

ლიანა ჭოველიძე

რექტორი

სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე

Page 4: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

4 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

შ ი ნ ა ა რ ს ი

მარინე კობალავა 7ელექტრონული პიარის მზარდი შესაძლებლობები გლობალიზაციის ეპოქაში

მერაბ მიქელაშვილი 10 ნეიმინგის ზოგიერთი თეორიული და პრაქტიკული ასპექტის შესახებ სალომე პირველი 17მიწაზე საკუთრების დარეგისტრირების უძველესი და უახლესი სტრატეგიები და მარეგისტრირებელი

ნინო ბოჭორიშვილი 19 გლობალიზაცია და საერთაშორიო რეგიონული და უნივერსალური ორგანიზაციები

ანზორ აბრალავა, გრიგოლ აბრალავა 22ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს ახალი სოციალურ-ეკონომიკური რეალობა

თამარი დევიძე 25ეკონომიკური პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში თამარი დევიძე, გიორგი შოშიტაშვილი 28ეკონომიკა - სახელმწიფო - გლობალიზაცია

მედეა გოცირიძე, ლიანა ჭოველიძე 31გლობალიზაცია - განათლება

მაია კაპანაძე, ირინე მამალაძე 35ინტელექტუალური კაპიტალი კომპანიის ღირებულებაში

Page 5: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 5

გიორგი ტუსკია 39გლობალიზაცია და ბიზნესი - გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები

თეონა ხიხალაშვილი 41გლობალიცაცია და საქართველოს საგადასახადო სისტემა

მარიამ ფხიკლაშვილი 43მსოფლიო მიღწევების ასახვა საქართველოს ჯანდაცვაში

ნიკა მეურმიშვილი 45გლობალიზაცია და საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პოტენციალი

სოფო ბლიაძე 48საქართველოს სადაზღვევო სისტემა და გლობალიზაცია

თეონა მაისურაძე 50მენეჯერთა ქცევის დინამიკა

ნათია მაისურაძე 54ორგანიზაციული კულტურის თავისებურებანი

თინა შამოიანი 57უსაფრთხოება გლობალიზაციის კონტექსტში

აპოლონ ზურაბიანი 61გლობალიზაცია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოში

Page 6: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო, მონაწილეებო!

ბალტიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახელით გილოცავთ საერთაშორისო კონფერენციის - „გლობალიზაცია და ბიზნესი - გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“ - გახსნას უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიაში“, რომელიც ჩვენი პარტნიორი დაწესებულებაა.

მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები მნიშვნელოვან საკითხებს წარმოშობს და ახალ პერსპექტივებს სთავაზობს ბიზნესსა და აკადემიურ საზოგადოებას, მკვლევარებსა და სტუდენტებს, რომლებიც რამდენიმე წელიწადში დამოუკიდებლად დაიწყებენ ცხოვრებას და ცვალებადი გლობალური სამყაროს ახალ რეალობაში კარიერას შეიქმნიან.

საერთაშორისო კონფერენცია საშუალებას იძლევა ერთმანეთს დავუკავშიროთ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, მკვლევარები და სტუდენტები, ახალისებს მონაწილეებს - ღიად ისაუბრონ სრულიად სამყაროსა და ბიზნესში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე, მოახდინონ ბიზნესისა და აკადემიური საზოგადოების მობილიზება და გააერთიანონ ისინი.

ეს გვაძლევს შესაძლებლობას, საზრიანად შევხედოთ ბიზნესში არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებს, ვიპოვოთ საერთო ნიადაგი, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, განვჭვრიტოთ ბიზნესის მომავალი და მისი განვითარება, ასევე, შევისწავლოთ კვლევების ახალი ტენდენციები, რომლებსაც ახალგაზრდა სპეციალისტები და სტუდენტები ადგენენ.

დარწმუნებულები ვართ, ასეთი საერთაშორისო კონფერენციები არა მარტო ხელს უწყობს ძლიერ თანამშრომლობას და სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ბიზნესისა და უნივერსიტეტების ურთიერთობის გაძლიერებას და მომავალი პროფესიონალების ჩამოყალიბებას, არამედ ის ძლიერი სტიმულია ახალი იდეებისა და გადაწყვეტილებების მოსაძიებლად, უნივერსიტეტებისა და ბიზნეს გარემოს ერთობლივი და მრავალმხრივი განვითარებისთვის, რომელიც გლობალური ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობია.

მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია მსგავსი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელ პლატფორმად იქცა. ყველა მონაწილეს წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებთ. მოიპოვეთ ახალი იდეები და მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მიაღწიეთ წარმატებას და სასურველ შედეგებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში რეალობად აქცევთ.

სტანისლავ ბუკაპროფესორიბალტიის საერთაშორისო აკადემიის თანადამფუძნებელისენატის თავმჯდომარე

Page 7: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 7

ელექტრონული პიარის მზარდი შესაძლებლობები გლობალიზაციის ეპოქაში

მარინე კობალავაუმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

ასოცირებული პროფესორიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისმარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი

ჩვენს რეალობაში, რამდენიმე ათეული წელია მყარად დამკვიდრდა საზოგადოებასთან ურთიერთობის პოპულარიზაცია. უახლესმა მრავალფუნქციურმა ინტერნეტ საშუალებებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის გლობალური განვითარება გახადა შესაძლებელი. საზოგადოებასთან ურთიერთობება წინასწარდაგეგმილი, ორგანიზებული და მმართველობითი ფუნქციის მატარებელია. აქვე, აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობას (Public Relations) როგორც ტერმინს, როგორც წესი აიგივებენ „პიართან“. ტერმინოლოგიური გამოყენების სიზუსტე მეცნიერთა სხვადასხვა მოსაზრებასთანაა დაკავშირებული. მაგრამ მეცნიერული ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა გააზრებულია უფრო ფართო გაგებით, ვიდრე „პიარი“, ლოგიკურია და აქედან გამომდინარე „პიარი“ (PR) გამოყენებული იქნა აბრივიატურად.

უახლესი ტენდენციების ეპოქაში საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარი 2010 წლიდან ინტერნეტ სივრცეში გამოცხადდა ცალკე სტრატეგიად და იგი საზოგადოებრივ საქმეთა ინტეგრირებულ კამპანიას ეწევა. სამთავრობო უწყებებმა, მსხვილმა კორპორაციებმა და, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტოებმა დაიწყეს თანამშრომლების მოწვევა ისეთ უახლეს და ამავდროულად, მოთხოვნად პოზიციაზე, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ინტერნეტ სივრცეში.

საიტების შემქმნელებისა და სისტემური ადმინისტრატორის ქმედებების დუბლირების გარეშე (webmaster, ვებ-დიზაინერი) პიარ სპეციალისტი ინტერნეტში მიზნად ისახავს შეტყობინებების შექმნას, კოორდინირებას, შინაარსის გამოკვლევასა და კომუნიკაციის აქტუალური დონის კონტროლირებას.

ინტერნეტ სივრცეს გააჩნია გლობალური შესაძლებლობა, რომელიც მისაწვდომს ხდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას საზოგადოების ფართო ფენებისათვის. ინტერნეტ სივრცის მრავალფუნქციური მოცვის სტრატეგია სწრაფად ზრდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმირების შესაძლებლობას სხვადასხვა საშუალებით: რელიზებით, პრესრელიზებით, სიუჟეტური იდეებით, მულტიმედიით. საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის ინტერნეტის გამოყენების უკვე ძალიან გავრცელებული ფორმებია: იმეილების, საინფორმაციო შეტყობინებების და ბუკლეტების დაგზავნა, ვებ-გვერდები, ბლოგები (სიახლეებთან კავშირი), მობლოგები, ვლოგები, ერ-ეს-ესები (პროგრამული სიახლეები), პოდკასტინგი (პროდუქტის ავტორს „პოდკასტერი“ ეწოდება), ინტერნეტ-ბროშურები. ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაცია ნებისმიერი პატარა კომპანიისა ან ძლიერი სამთავრობო დაწესებულების შესახებ ბევრად აღემატება მათ საიტებზე განლაგებულ ინფორმაციას ან მათი თანამშრომლების მიერ ელექტრონულ ფოსტაში არსებულ ინფორმაციას. ამ ეტაპზე, სააგენტოების დიდ და მუდმივად ზრდად რაოდენობას (მათ შორის, ახალი ამბების სააგენტოებს და აგრეთვე, ინტერნეტში მომუშავე ფიზიკურ პირებს) შეუძლიათ წარადგინონ უამრავი ინფორმაცია ნებისმიერი ორგანიზაციის შესახებ ისე, რომ კომპანიას არც კი ეცოდინება ამის შესახებ. კომპანიების უმრავლესობას ინტერნეტში განთავსებული აქვს ვებ-საიტები მდიდარი ინფორმაციით, ტექსტებით, ფოტოსურათებით, ვიდეოკლიპებით და ა.შ. ვებ-გვერდი შეიძლება მოიცავდეს ახალ ინფორმაციას, პრესრელიზებს, ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ახალი პროდუქციის შესახებ, ასევე გასართობებს და თამაშებს. ამ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, მონაცემთა ბაზების გამოყენებით ან გადამისამართებით სხვა წყაროებზე. ინტერნეტის მომხმარებელთა აუდიტორია მრავალრიცხოვანია და გამოირჩევა განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით. მათ სურთ იცოდნენ ყველაფერი ყველაზე. ინტერნეტში გამოყენებული პროგრამების მიმზიდველობა აიხსნება გამოყენების სიმარტივით და, რაც მთვარია, უახლესი ინფორმაცია მოწოდებულია, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სახით. სწორედ ამიტომ, დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იყენებს ინტერნეტ- ტექნოლოგიებს.

Page 8: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

8 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

პიარის სპეციალისტებს ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენების უამრავი შესაძლებლობა გააჩნიათ. ინტერნეტი პიარს უბიძგებს კორპორაციების მოდერნიზაციისაკენ და, ამავდროულად, ცდილობს მიაღწიოს პოზიტიური თანხმობის შენარჩუნებას სოციალურ დაჯგუფებებს შორის.

ინტერნეტი უზრუნველყოფს საზოგადოების უფრო ზუსტ და მყისიერ ინფორმირებულობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. პიარი ინტერნეტში მოიცავს ყველაფერს, დაწყებული კორპორატიული სულისკვეთებით და დამთავრებული ნებისმიერი ჟურნალისტისადმი მეილით გაგზავნილი ფოტოსურათებით. პიარის წესები უცვლელი რჩება, როგორც სტრატეგიულ და ტაქტიკურ, ასევე პროცესუალურ დონეზე. თვითონ პროცესი მოიცავს ცოდნის საჭიროებას ინტერნეტის მიზნობრივი აუდიტორიის შესახებ. ასევე, შესაბამისი მოთხოვნების გარკვევას მომხმარებლის თითოეული სეგმენტის მიმართ და მომსახურების საშუალებების, არხებისა და ტექნოლოგიების (მაგალითად, e-mail) მუდმივ რეჟიმში კანონიერად გამოყენებას, რათა სოციალური რეაქტიულობა ხელმისაწვდომი გახდეს პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

არსებობს ინტერნეტ პიარის მართვის და მოქმედების ოთხი სფერო. პირველი, ეს არის ინტერნეტ აუდიტორია, რომელიც აფასებს საინფორმაციო შეტყობინებების შინაარსს. მეორე, არსებობს საშუალებები, რომლითაც საინფორმაციო შეტყობინებები ხდება ხელმისაწვდომი და ამას ეწოდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მესამე, ეს არის ადამიანები, ინტერნეტ მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ინტერნეტს და მას ინტერნეტ აუდიტორია ეწოდება. გარდა ამისა, არსებობს ასევე აუდიტორიასთან ურთიერთობის ბუნება, რომელიც ქმნის ემპატიას (თანაგრძნობას) ორგანიზაციებში.

გლობალიზაციის ცნება ფაქტიურად პარადიგმაა, რომელიც მოიცავს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, ეპოქალური ცვლილებების გაგებას. გლობალიზაცია რთული პროცესების კომპლექსის მოკლე დასახელებაა, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ, ეს პროცესების კომპლექსი დროსა და სივრცეში "კუმშავს" მსოფლიოს და პირობითს და გამჭვირვალეს ხდის ყველა არსებულ ტერიტორიულ საზღვარს. გლობალიზაცია ისტორიული პროცესია, რომელიც მსოფლიოს გარდაქმნის ერთიან სისტემად, რომელსაც ერთიანი მახასიათებლები გააჩნია.

გლობალიზაციის პირობებში მულტიკულტურალიზმის ცნება მნიშვნელოვანი ხდება PR კონცეფციისათვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აწარმოებენ თავის საქმიანობას ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში (ა. მ. Disney, Microsoft და ა.შ.). ასეთ პირობებში, ინფორმაცია კომპანიის შესახებ ორიენტირებულია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე და მზარდ გლობალიზებულ სივრცეში PR წყვეტს პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის იმიჯთან, ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების ზრდასთან.

ყველაფრის მიუხედავად, გლობალიზაციის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია 4 ძირითადი კონცეფცია, რის შესაბამისად გაითვლება ამა თუ იმ ინფორმაციის ზემოქმედება საზოგადოებაზე:

1. სელექტიური შერჩევისა და დამახსოვრების კონცეფცია - ამტკიცებს, რომ ინფორმაციის მიმღებს ახსოვს მხოლოდ ის შეტყობინებები, რომლებიც შეესაბამება მის ღირებულებებს და ფასეულობებს. აქ მოქმედებს შერჩევითი დამახსოვრების პრინციპი.

2. „დუმილის სპირალის" კონცეფცია - ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით საზოგადოება, როგორც წესი, ცდილობს გაბატონებული თვალსაზრისის დადგენას. როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათი აზრი უმრავლესობის მიერ არ არის მხარდაჭერილი, ადამიანები აღარ გამოხატავენ ღიად საკუთარ აზრს და უერთდებიან საერთო შეხედულებებს. ამდენად, „დუმილის სპირალი“ ინდივიდუალურ დონეზე იზრდება.

3. მედია დამოკიდებულების თეორია - ამტკიცებს, რომ საინფორმაციო სისტემები ჩართულნი არიან სტაბილურობის, ცვლილებების და კონფლიქტების ფორმირების პროცესში საზოგადოებისა და ინდივიდების დონეზე. საზოგადოების წევრები დამოკიდებულები არიან PR და მედიაში გავრცელებულ შეფასებებზე და ეს დამოკიდებულება იზრდება, თუ საზოგადოება ტრანსფორმაციის ან კონფლიქტის მდგომარეობაშია.

4. სარგებლობისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების თეორია - ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთელი ინფორმაციიდან აუდიტორია აირჩევს ისეთს, რომელიც აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, მოთხოვნები კი არის საინფორმაციო, თვით იდენტიფიცირების, ინტეგრაციის, სოციალური ურთიერთქმედებისა და ა.შ.

Page 9: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 9

ამრიგად, გლობალიზაციის ფაქტორების ზეგავლენა საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების ხელშემწყობ პირობად გვევლინება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი. „საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა“. გამომცემლობა „დიოგენე“, 2011

2. კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები (კრებული). ვლადიმერ სვანაძე, 2015 (https://gipa.ge/uploads/files/Cyber_Protection.pdf)

3. PR в Интернете: Web 1.0, Web 2.0, Web 3.0 А. ЧУМИКОВ, МИХАИЛ БОЧАРОВ, МАРИЯ ТИШКОВА

4. Phillips David - "PR on the Internet" (http://lib100.com/yelektronnaya_kommertciya/pr_v_internete/pdf/)

5. ვაჟა შუბითიძე. საზოგადოებასთან ურთიერთობა. გამომცემლობა „დარბეგ“, 2009

Page 10: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

10 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ნეიმინგის ზოგიერთი თეორიული და პრაქტიკული ასპექტის შესახებ

მერაბ მიქელაშვილი უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“

ასოცირებული პროფესორი

თანამედროვე ეტაპზე მარკეტინგულ კვლევებში მზარდი ყურადღება ეთმობა ნეიმინგს - საქმიანობის გამორჩეულ მიმართულებას, რომლის მიზანია კომპანიების, საქონლისა და მომსახურებისთვის სახელის შერჩევა. ამიტომ დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება ნეიმინგის მდგომარეობისა და განვითარების შეფასებას, ამასთან, იმის გაცნობიერებას, რომ ნეიმინგი წარმოადგენს ბიზნესის ეფექტურობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს,

ნეიმინგის, როგორც ბრენდინგის ტექნოლოგიის არსის, მისი თავისებურებებისა და ძირითადი პრინციპების, მისი ფორმირების ეტაპების თეორიული და პრაქტიკული გააზრების გარეშე, კომპანიის მარკეტინგული პროცესი ყოველთვის არასრულყოფილი იქნება.

ბრენდინგი გულისხმობს მომხმარებლის ცნობიერებაში საქონლის, მომსახურების და კომპანიის სახის ფორმირებას. ბრენდი, როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენი, წარმოდგენილია ერთგვარი სიმბოლური სივრცის კონტექსტში, რომელიც შემოისაზღვრება ბრენდის სახელით, მისიითა და პოზიციონირებით. ბრენდის ველში ჩადებული სოციალურ-კულტურული აზრი ქმნის საქონლის, მომსახურებისა და კომპანიის მარკეტინგულ სახეს.

სავაჭრო მარკა ბრენდად მაშინ იქცევა, როცა მასზე მოთხოვნას აცნობიერებს არა მარტო მისი მფლობელი, არამედ მისი მომხმარებელიც. ბრენდინგი ან ბრენდის მშენებლობა წარმოადგენს სავაჭრო მარკის მომხმარებლის ყოფითი, სოციალური, კულტურული და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცევის პროცესს. ბრენდინგის განსაკუთრებულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი სიტუაცია, როცა მომხმარებელი იწყებს ბრენდის, როგორც ცალკე სავაჭრო კატეგორიად აღქმას, ე.ი. მომხმარებელი იმდენად ზუსტად ახდენს მოცემული საქონლის ან მომსახურების იდენტიფიცირებას, რომ ის არასდროს აღარ დააყენებს მას სხვა პროდუქტებთან ერთ რიგში. ამგვარად, ბრენდინგის მთავარ მიზანს წარმოადგენს რაც შეიძლება მეტი მიზნობრივი მომხმარებლის ცნობიერების ცვლილება მოცემულ საქონელთან მიმართებაში. განვითარებულად ითვლება ისეთი ბრენდი, რომელსაც იცნობენ და სხვა ანალოგიურ საქონელთან გარჩევა შეუძლია მომხმარებელთა 60%-ს.

არსებული პრაქტიკის მიხედვით, ბრენდის ტიპოლოგია ეფუძნება მიდგომას, რომელიც ცნობილია სახელწოდებით DMB&B WAY ამ მიდგომის საფუძველზე გამოყოფენ ბრენდის 4 ტიპს:

Brand-power ეს არის ბრენდი, რომელიც ცდილობს იმ საქონლის კომუნიკაციის ან იმიჯის გაძლიერებას, რომელსაც ის წარმოადგენს. როგორც წესი, ასეთი ტიპის ბრენდი წარმოადგენს საუკეთესო პროდუქტს, რომელიც წარმოდგენილია ამა თუ იმ კატეგორიის საქონლის ფარგლებში.

Brand-explorer არის ბრენდი, რომელიც ეხმარება მომხმარებელს გახდეს უკეთესი და ამაღლებს მის პრესტიჟს. ასეთი თვისების მატარებელია ძვირფასი მსუბუქი ავტომანქანების ყველა ბრენდი, რომელსაც იყენებენ არა სარეკლამო, არამედ ჩვეულებრივი მგზავრობისთვის. მაგალითად, მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს Mercedes, თავს გრძნობს აღმატებულად საზოგადოებასთან მიმართებაში.

Brand-identity ბრენდი, რომელიც აგებულია მომხმარებელთან იდენტიფიცირების გზით, როცა მომხმარებლისა და ბრენდის ღირებულებები ერთი და იგივეა. ამაზე დაყრდნობით შენდება ყველა ბრენდი, რომელიც განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომლებიც თავს კარგ დიასახლისებად თვლიან, როცა ისინი უყურებენ რეკლამას, თითქმის ყოველთვის ცნობენ საკუთარ თავს.

Brand-icon - ბრენდი, რომელმაც შეძლო გამხდარიყო საქონლის იმ კატეგორიის სიმბოლო, რომელ სასაქონლო ჯგუფშიც თვითონ შედის. მაგალითად, ავტომოყვარულები არ ამბობენ: „ის მოვიდა მსუბუქი ავტომობილით, მარკით Mercedes-600“ ისინი, როგორც წესი, ამ სიტუაციის აღსაწერად იყენებენ Brand-icon-ს და ამბობენ: „ის მოვიდა Mercedes-600“. ზემოთმოტანილი სამივე ტიპის ბრენდი ესწრაფვის Brand-icon-ად გახდომას [1].

არსებობს ბრენდინგის 13 მთავარი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს მის ეფექტურობას მარკეტინგის მართვის პროცესში:

a კატეგორიაში ლიდერობის პრინციპი

Page 11: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 11

განვითარებული ბრენდი წარმოადგენს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს მომხმარებელთა რაოდენობის, ან მიღებული შემოსავლების მოცულობის მიხედვით.

a გრძელვადიანობისა და საინვესტიციო საიმედოობის უზრუნველყოფის პრინციპი

განვითარებულ ბრენდს აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა და წარმოადგენს ინვესტიციების ჩადების საიმედო ადგილს.

a საკომუნიკაციო მხარდაჭერის არ არსებობის პირობებში მდგრადობის პრინციპი

განვითარებული ბრენდის მოხმარება სარეკლამო კამპანიის შეწყვეტის ფონზე მცირდება ძალიან ნელა, დაახლოებით 2%-ით.

a მასობრივი კომუნიკაციისთვის საჭირო ხარჯების მინიმიზაციის პრინციპი

ხარჯები მასობრივი კომუნიკაციისთვის და პირველ რიგში, რეკლამისთვის განვითარებული ბრენდისთვის გაცილებით ნაკლებია, განუვითარებელ ბრენდთან შედარებით.

a ლოიალური მომხმარებლის ფორმირების პრინციპი

განვითარებული ბრენდისთვის დამახასიათებელია გამოხატული ლოიალურობა - მომხსენებელთა 40%, რომელთაც გააჩნიათ მოცემული ბრენდის მოხმარების გამოცდილება, ამ ბრენდის საქონელს მოიხმარს ყველაზე ხშირად.

a ბრენდის ერთგვაროვნად აღქმის პრინციპი

განვითარებული ბრენდის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მომხმარებლის მიერ მისი ერთგვაროვნად სუბიექტური აღწერა - ყველა მომხმარებელი ბაზარზე გამოტანილ ამ ბრენდს უნდა ყიდულობდეს ერთი და იგივე მიზეზის გამო.

a კონკურენტუნარიანობის გაძლიერების პრინციპი

კონკურენტების მხრიდან განვითარებული ბრენდისთვის ნაკლები კონკურენციის გაწევის უნარი.

a შემოსავლების ზრდის პრინციპი

მაღალი მოგება შედარებით თანაბარი თვითღირებულების მქონე იმავე სასაქონლო ჯგუფის წევრი საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებასთან შედარებით.

a ფასის ელასტიკურობის პრინციპი, მისი შემცირების პირობებში

განვითარებულ ბრენდზე მოთხოვნა ელასტიკურია ფასის შემცირებასთან მიმართებაში, ანუ ფასის შემცირების შემთხვევაში ბრენდის მომხმარებლების წრეში ხვდებიან ისინი, ვინც იცნობდა ბრენდს და სურდა მისი შეძენა, მაგრამ ფასის გამო ვერ ახერხებდა ამას.

a ფასის არაელასტიკურობის პრინციპი მისი ზრდის პირობებში

განვითარებულ ბრენდზე მოთხოვნა არაელასტიკურია მისი ფასის ზრდასთან მიმართებაში - ფასის ზრდის პირობებში, ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობა უმნიშვნელოდ მცირდება.

a ბრენდის ფასის შეფარდებითობის პრინციპი

ბრენდი ყოველთვის რამდენჯერმე ძვირი ღირს არაბრენდ საქონელთან შედარებით, მიუხედავად მისი რეალური თვითღირებულებისა.

a მოგების მიღების შესაძლებლობის გაფართოების პრინციპი

განვითარებული ბრენდი დამატებითი მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც არ არის დაკავშირებული საქონლის პირდაპირ გაყიდვებთან.

a ბრენდირებული საქონლის ბაზრის წილის გაფართოების დამატებითი შესაძლებლობები. განვითარებულ ბრენდს უჩნდება ბაზრის გაფართოების დამატებითი შესაძლებლობები - სპონსორობა, პროდუქტის განთავსება კინოფილმებში, სატელევიზიო გადაცემებში და ა.შ. [2, გვ. 288].

ნეიმინგი არის ბრენდის სახელის შექმნის პროცესი, რომელსაც თანამედროვე ბიზნეს სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბრენდის სახელი კომპანიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. სახელი უნდა იყოს გასაგები და გამომხატველი, უნდა შეესაბამებოდეს სამომხმარებლო ჯგუფს და საქონლის მახასიათებლებს, ის უნდა აღძრავდეს მომხმარებელში შეძენის პროცესში საქონელთან ასოციაციას. სხვა სპეციალურ კვლევებთან ერთად პროფესიონალური

Page 12: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

12 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ნეიმინგი გულისხმობს ასევე სახელის კვლევას ხმოვანებასთან და სხვადასხვა ენობრივ ჯგუფებთან სახელის მნიშვნელობასთან მიმართებაში.

ნეიმინგის, როგორც ბრენდინგის პროცესის შემადგენელი ნაწილის კვლევა მიზანშეწონილია ლინგვისტურ-კულტუროლოგიის ფარგლებში. ნეიმინგი, როგორც ტექნოლოგია, ახდენს კულტუროლოგიური, ფსიქოლოგიური, ლინგვისტური და მარკეტინგული ასპექტების სინთეზირებას და მიმართულია სამომხმარებლო მოთხოვნის სტიმულირებისკენ. ამგვარად, შეიძლება ვისაუბროთ ბრენდის ერთგვარ სემანტიკურ ველზე, რომელიც ფორმირდება მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერებაში და მაგრდება ბრენდის სახელის საშუალებით. შედეგად იქმნება ბრენდის სახე (brand image), როგორც საქონლის სუბიექტური აღქმის ანარეკლი. ნეიმინგი წარმოადგენს ბრენდინგის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. იგი მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომელიც თავის თავში შეიცავს რიგ შემოქმედებით და ტექნოლოგიურ ასპექტებს. ნეიმინგი გულისხმობს ორგანიზაციის და სასაქონლო მარკის სახელის შექმნას და თავისი შინაარსით სწორი პოზიციონირებისა და ეფექტური კომუნიკაციის იმპლემენტირების ერთ-ერთი ფაქტორია.

ისტორიული თვალსაზრისით, ნეიმინგის ფუძემდებლად მიჩნეულია ჯეიმს უოლტერ ტომპსონი [3], რომელიც 1847 წელს დაიბადა აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატის, ქალაქ პიტსფილდში. მრავალი მეცნიერისა და პრაქტიკოს-სპეციალისტის აღიარებით, ის იყო მთელი რიგი თანამედროვე სარეკლამო ტექნოლოგიების ფუძემდებელი, მაგალითად, ბრენდინგის, რომლის შემადგენლობაში XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ჩამოყალიბება ნეიმინგმა. ჯ. ტომპსონმა ნეიმინგის საკითხებისადმი მიძღვნილ წიგნში დაასაბუთა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომა საკუთარი კომპანიებისთვის, სახელოსნოებისთვის და ა.შ. მფლობელის სახელისა და გვარის დარქმევა არ წარმოადგენდა ერთადერთ და აუცილებლად ეფექტურ ვარიანტს ბიზნესის ბაზარზე პოზიციონირების თვალსაზრისით.

ტერმინი ნეიმინგი ეტიმოლოგიურად მომდინარეობს ინგლისური to name – სახელის მიცემა და მომდინარეობს უძველესი გამოთქმიდან იმის შესახებ, რომ რასაც დაარქმევ გემს (იდეას, საქმეს, ბიზნესს და ა.შ.), ის ზუსტად ისე იცურებს. თანამედროვე ეტაპზე ნეიმინგში იგულისხმება მეცნიერება იმის შესახებ, როგორ მივცეთ განსაზღვრულ ობიექტს ნათელი, დასამახსოვრებელი და მიმზიდველი დასახელება, რომელიც შეძლებს სამომხმარებლო ლოიალურობის უზრუნველყოფას და მომხმარებლის ცნობიერებაში განსაზღვრულ პოზიციონირებას [4]. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნეიმინგი განიხილება, როგორც უფრო წონადი და მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგების მიღწევის ინსტრუმენტი, ამიტომ ის განზე ვერ დარჩება ბიზნესის ეფექტურობის გამოყენებითი ანალიზის დროს. მომხმარებლებისთვის ბრძოლის პროცესში წვრილმანები არ არსებობს, შესაბამისად, ფირმის, საქონლის, მომსახურების და ა.შ. სახელი, რომელსაც ვთავაზობთ ბაზარს, არ უნდა ატარებდეს შემთხვევით ხასიათს და დამუშავებული უნდა იქნას ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში შეიძლება მოვიტანოთ ნეიმინგთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული მიდგომები [5]:

aსახელი უნდა იყოს ორიგინალური, ე.ი. მან არ უნდა დაარღვიოს სხვა კომპანიების უფლებები, უკვე დარეგისტრირებულ სახელებთან დაკავშირებით;

a სახელი უნდა იკითხებოდეს ერთგვაროვნად;

a სახელი უნდა იყოს კეთილხმოვანი;

a სახელი უნდა იყოს ნათელი და დაუვიწყარი;

a სახელი უნდა შეესაბამებოდეს არჩეულ იმიჯს;

შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ სახელს ექნება წარმატება, თუ ის [6]

a უნიკალურია;

a მოხერხებულია;

a ადვილად დასამახსოვრებელია;

a ნათელია;

a თანამედროვეა;

a ასახავს ბრენდის იდეას;

a თანხვედრაშია პოზიტიურ აზრობრივ ასოციაციებთან.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველა ზემოჩამოთვლილი მოთხოვნა, პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ.

Page 13: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 13

მათი ერთი ნაწილი (ერთგვაროვნება, კეთილხმოვანება, დაუვიწყარობა, მოხერხებულობა) ორიენტირებულია ნეიმინგის აზრობრივ შინაარსზე, ხოლო მეორე ნაწილი (უნიკალურობა, თანამედროვეობა) მიბმულია ნეიმინგის იმ ასპექტთან, რომელიც რეალიზდება ბაზარზე ჩამოყალიბებული სიტუაციის ანალიზზე. შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნები სპეციალისტების შრომის შედეგად სრულდება, ხოლო მეორე ნაწილის მოთხოვნები შეფარდებითია და დამოკიდებულია ბაზარზე, ამიტომ წინა პლანზე გამოდის ბაზრის მონიტორინგი, რომელიც ეფუძნება ნეიმინგის სხვადასხვა პარამეტრის რაოდენობრივ მაჩვენებლებს.

ბრენდის სახელის ფორმირების დროს ითვალისწინებენ მრავალ მახასიათებელს: მიზნებს, უპირატესობებს, უნიკალურობას, მიზნობრივი აუდიტორიის სპეციფიკაციას და ა.შ. ნეიმინგის პროცესი ობიექტური პროცესია, ამასთან, ის თავის თავში შეიცავს სტიქიურობისა და სუბიექტურობის ელემენტებსაც.

მრავალი ცნობილი მსოფლიო ბრენდი სტიქიურად აღმოცენდა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ საქმე გვაქვს უკუპროცესთან - თვითონ სახელს აქვს შემოსაზღვრული აზრობრივი ველი, რომელიც ფართოვდება ბრენდ-კომუნიკაციის პროცესში. ასეთი შემთხვევის თვალსაჩინო მაგალითია ორი მსოფლიო ბრენდის - Adidas და Puma სახელები. სპორტული ფეხსაცმლის „დასლერის“ ოჯახური ბიზნესი ძმების შეუთანხმებლობის გამო გაიყო, რის შედეგადაც ადი დასლერმა დაიწყო სპორტული ფეხსაცმლის "Adidas" წარმოება, ხოლო რუდოლფ დასლერმა კი Ruda წარმოება, რომელსაც მოგვიანებით უწოდა Puma. ამ ორი სპორტული ფეხსაცმლის - ბრენდის დასახელებაში არ არის არავითარი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა ბრენდის პოზიციონირებას ბაზარზე. აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს ბრენდის სიმბოლური მახასიათებლების გადატანას და დამაგრებას სახელთან მიმართებაში. არსებობს საკმაო რაოდენობის ბრენდები, რომელთა სახელებს თავიდან ჰქონდათ ნულოვანი მარკეტინგული შემავსებელი:

სუპერმარკეტ Auchan სახელი შეიქმნა იმ ადგილის ფრანგული დასახელებიდან, სადაც დაიბადა კომპანიის დამფუძნებელი ჟერარ მულიე;

კომპანია Adobe-ს სახელი დაარქვეს მდინარე Adobe Creek საპატივსაცემოდ, რომელიც მიედინებოდა კომპანიის დამფუძნებლის ჯონ ვორნოკის სახლის გვერდით;

Apple (ინგლ. „ვაშლი“) კომპანიის დამფუძნებლის სტივ ჯობსის საყვარელი ხილი იყო. სამთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, შეერჩიათ სახელი ახალი ბიზნესისთვის, მან ულტიმატუმი წაუყენა თავის პარტნიორებს: „მე დავარქმევ კომპანიას Apple-ს, თუ საღამოს ხუთი საათისთვის უკეთეს სახელს ვერ შემომთავაზებთ“. Apple Macintosh - ვაშლის ჯიშის სახელია, რომელიც იყიდება აშშ-ში.

Canon ბრენდს დაარქვეს Kwanon პატივსაცემად, რომელიც ბუდიზმის მიხედვით გულმოწყალების ღმერთია. სახელწოდება შეიცვალა Canon, რათა თავი აერიდებინათ რელიგიური ორგანიზაციების პროტესტებისთვის;

IKEA იშიფრება, როგორც Ingvan Kamprad Eimtaryd Agunnaryd - ეს დასახელება შეიცავს კომპანიის დამფუძნებლის სახელსა და გვარს, აგრეთვე იმ ორი სოფლის სახელს, სადაც ის ცხოვრობდა;

Kodak - ასო K კომპანიის დამფუძნებლის ჯორჯ ისტმენის საყვარელი ასოა. ის ეძებდა სიტყვას, რომელიც მისი საყვარელი ასოთი დაიწყებოდა და დამთავრდებოდა.

კომპანიის სახელი ლოგოსთან და ფირმის სტილთან ერთად წარმოადგენს ბრენდის საბაზო კონსტანციას და ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება სახელში იწვევს ბრენდის ტრანსფორმირებას მომხმარებლების აღქმაში. მაგალითად, კონცერნის General Motors ხელმძღვანელობამ აუკრძალა თანამშრომლებს Chevrolet–ისთვის შემოკლებითი სახელის Chevry-ის დაძახება, არა მარტო მომხმარებლებთან ურთიერთობის, არამედ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის დროსაც, რადგან, მათი აზრით, სიტყვა „შევი“ ამცირებს ბრენდის ცნობადობას.

ბრენდის სახელის შემუშავების პროცესი შეიცავს შემდეგ ეტაპებს:

a არსებული სახელების და მათი კონცეფციების ანალიზი

ეს საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული დუბლირება, გათვალისწინებული იქნას ის შეცდომები, რომლებიც სახელების შერჩევის დროს კონკურენტების მიერ არის დაშვებული და შეიძლება ამ პროცესში ორიგინალურ იდეამდე მისვლა.

a ბრენდის ღირებულებების ფორმირებისას დასახელების როლის განსაზღვრა.

კარგი დასახელება აძლიერებს მომხმარებლის შთაბეჭდილებას საქონლის ან მომსახურების ხარისხზე, რაც ხელს

Page 14: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

14 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

უწყობს მათ მუდმივ მომხმარებლებად ქცევას [8, გვ. 224].

a კრიტერიუმებისა და ფილტრების ფორმირება, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს სახელი.

a სემანტიკური და ლექსიკური ველების შექმნა

მაგალითად, ღვინის სახელების შერჩევის დროს ძალიან ხშირად იყენებენ ველს „კეთილშობილური და არისტოკრატული“, რაც განპირობებულია მყარი სამომხმარებლო სტერეოტიპით „ღვინო - კეთილშობილური სასმელია კეთილშობილური ადამიანებისთვის“. სწორედ ამ პრინციპითაა შერჩეული ღვინის სახელები Chevalier, Caballero, Ritter, Duc, Baron და ა.შ. ა.მასლოუს სისტემის მიხედვით, ასეთი დასახელებები მიმართულია სოციალურ-პრესტიჟულ მოთხოვნილებებთან და აპელირებს ელიტურ ჯგუფებთან კუთვნილების მოტივთან.

a დასახელების გარანტების და კონცეფციების გენერირება ხდება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ახალი საქონლის პოტენციური მომხმარებლები. ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიზნობრივი აუდიტორიის არა სოციალურ-დემოგრაფიულ, არამედ მათ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს. კევინ დრობის აზრით, „კარგი ბრენდების სიძლიერე მომხმარებლებთან მყარ ურთიერთობებშია, რომელიც ჩამოყალიბებულია სამომხმარებლო თვისებების წარმატებული კომბინირებით იმიჯის მახასიათებლებთან. ბრენდის და მყიდველის ურთიერთობა ჰგავს ადამიანებს შორის ურთიერთობებს. გონივრულად მართული ბრენდები შეიძლება იქცნენ მეგობრებად, რომელთაც ენდობიან. წარუმატებელი ბრენდები ემსგავსებიან მომაბეზრებელ მათხოვრებს“ [9, 276 გვ].

a დასახელების ანალიზი და ფილტრაცია

a ნეიმის ტესტირება სამომხმარებლო ფოკუს-ჯგურებში

a საპატენტო დატესტვა

ამ ეტაპის ოთხი ძირითადი შემადგენელია: მარკეტინგი, ბრენდინგი, ნეიმინგი და იურიდიული ბლოკი.

არსებობს ბრენდის სახელთან დაკავშირებული რიგი მოთხოვნები:

a ბრენდის სახელის შექმნის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ბაზრის ტერიტორიული არეალი - თუ დაგეგმილია გასვლა საერთაშორისო ბაზარზე, მაშინ აუცილებელია დეტალური კროსს-კულტურული ანალიზი, რამდენად შესაბამისობაშია ბრენდის სახელი მიზნობრივი აუდიტორიის კულტურასთან, ტრადიციებთან, პოლიტიკურ-სოციალური სისტემების თავისებურებებთან და ა.შ. საინტერესოა ის ლინგვისტური პრობლემები, რომელიც Coca-Cola შეექმნა ჩინეთში - ჩინელები წარმოთქვამდნენ ამ სახელს, როგორც „კეკუკელა“, რაც მათ ენაზე ნიშნავს „უკბინე სანთლის თავკომბალას“. განხილული იყო 40 ათასი ვარიანტი სავაჭრო მარკის ჩინურ ენაზე დასაწერად და ამის შემდეგ მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე - ამ ცნობილ სავაჭრო მარკას ეძახიან „კოკუ კოლუს“, რაც ნიშნავს „ბედნიერება პირში“ [10, გვ. 432].

a ბრენდის სახელი უნდა იქცევდეს ყურადღებას, უნდა იწვევდეს დადებით ემოციებს და უნდა იყოს დასამახსოვრებელი;

a სახელი არ უნდა იწვევდეს ცრუ მოლოდინებს და უნდა ახდენდეს ბრენდის ზუსტ იდენტიფიცირებას;

a ბრენდის სახელი უნდა იყოს მსუბუქი და მოხერხებული გამოყენებისას, ამასთან, ადვილად წარმოსათქმელი;

a სახელი ზუსტად უნდა უკეთებდეს იდენტიფიცირებას ბრენდს და არ უნდა უშვებდეს მსგავსებას კონკურენტებთან. ამ მხრივ, ცუდი მაგალითია ცნობილი ბრენდი Kitkat - შოკოლადი და Kitekat - კატების საჭმელი;

a ბრენდის სახელს არ უნდა ჰქონდეს არასასურველი დამთხვევები, მათ შორის, უარყოფითი ფონეტიკური და სემანტიკური ასოციაციები, მაგალითად, ამერიკული ორგანიზაციის დასახელება American Institute of Decision Sciences. თავდაპირველად ბაზარზე მოქმედებდა აბრევიატურით AIDS, შემდეგ არასასურველი ასოციაციის გამო შეიცვალა სახელი და ეწოდა Decison Sciences Institute [11, გვ. 119].

ნეიმინგის პარამეტრების მონიტორინგი ობიექტურად შეუძლებელია არსებული საბაზრო სიტუაციის შეფასების კონცეფციის შერჩევის გარეშე. როგორც მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, ამ სფეროში არსებობს რამდენიმე მიდგომა [ნახ. 1].

Page 15: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 15

ნახ. 1. ნეიმინგის ძირითადი მაჩვენებლები

თავისი შინაარსით ნეიმინგის რაოდენობრივი, სტრუქტურული და შედეგობრივი მაჩვენებლები ორიენტირებული არიან განსახილველი ობიექტის პრინციპულად განსხვავებული, თუმცა ურთიერთდაკავშირებული ასპექტების ფიქსაციისკენ. რაოდენობრივი მაჩვენებლები (ფირმების დასახელების რაოდენობა ბაზარზე, აბსოლუტური ზრდა, ზრდის ტემპი და ა.შ.) საშუალებას იძლევა წარმოდგენა გვქონდეს ნეიმინგის გავრცელების მასშტაბებსა და ტემპებზე. სტრუქტურული ინდიკატორები (ფირმების, საქონლისა და მომსახურების დასახელებების სტრუქტურა, მათი დაფუძნების მეთოდების გათვალისწინებით, გამოყენებული დასახელებების სტრუქტურული ძვრები და ა.შ.) ნეიმინგის ხარისხობრივი თვისებების და თავისებურებების დადგენის საშუალებას იძლევიან. ნეიმინგის შედეგობრივი მაჩვენებლები [ფირმების, საქონლისა და მომსახურების დასახელების პოპულარობა მომხმარებელთა შორის; ბაზრის ხვედრითი წილი, რომელიც მოცემულია კონკრეტული დასახელებებით და ა.შ.] წარმოადგენს შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ ნეიმინგის შედეგებზე. ამასთან, მხოლოდ ნეიმინგის რაოდენობრივი, სტრუქტურული და შედეგობრივი მაჩვენებლების ერთობლივი გამოყენება არის იმის წინაპირობა, რომ კომპლექსური შეფასება გაკეთდეს საზოგადოებაში ნეიმინგის მდგომარეობასთან მიმართებაში.

ნეიმინგთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს აუცილებელია შევჩერდეთ იმ ზოგიერთ პრობლემაზე, რომელიც დამახასიათებელია ამ მიმართებით საქართველოში შექმნილი სიტუაციისთვის.

პირველი მათგანი ატარებს იურიდიულ ხასიათს. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული კანონმდებლობა მიზანმიმართული და ეფექტური ბრძოლის საშუალებას არ იძლევა სახელების გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების წინააღმდეგ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ხშირია შემთხვევა, როცა საქონლის, მომსახურების, მაღაზიის, კომპანიის დასახელება მეორდება. დღემდე არ არსებობს ნეიმინგური საქმიანობის ავტომატიზირებული რეგისტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვეცილებინა ფალსიფიკაციისა და მომხმარებელთა მოტყუების ფაქტები. ამასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მკაცრ, მათ შორის ფინანსურ სანქციებს ნეიმინგური პლაგიატის წინააღმდეგ, არადა, ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებეულია მსოფლიოს ბევრ ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში.

სტატისტიკური მონაცემების სხვადასხვა წყაროს ანალიზი იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ საკმაოდ რთულია ობიექტური შეფასების გაკეთება ქვეყანაში ნეიმინგის მდგომარეობის შესახებ. ეს გარემოება განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ფირმების, საქონლისა და მომსახურების დასახელების ბაზრის გამოყენებითი ანალიზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ნეიმინგური ტექნოლოგიების გამოყენების ფაქტობრივი სიტუაციების გაცნობა სერიოზული ბარიერების გამო თითქმის არ ხდება. მთლიანობაში ნეიმინგის შეფასების იურიდიული და ინფორმაციული პრობლემები ქმნიან სერიოზულ წინაღობებს ამ სფეროს მეცნიერული შესწავლის გზაზე და თვით ნეიმინგს წარმოადგენს ერთგვარ აისბერგად, რომლის დიდი ნაწილი მხედველობის არესთვის მიუღწევადია და არ ექვემდებარება მონიტორინგს.

მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ნეიმინგი იმსახურებს გაცილებით მეტ ყურადღებას, განსაკუთრებით, წარმატებული მარკეტინგული სვლების განხორციელების პროცესში, მაგრამ ნეიმინგის სფეროში არსებული თეორიული და გამოყენებითი კვლევების მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს და გადაუდებლად მოითხოვს სპეციალური მეთოდების, ინდიკატორებისა და კრიტერიუმების შემუშავებას, რომლებიც კონკრეტული ფირმების, საქონლისა და მომსახურების სწორი დასახელების შერჩევის საშუალებას მოგვცემს.

ბრენდები ხშირად მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების ყველაზე ძვირადღირებული აქტივებია. როდესაც დიდი კომპანიები იყიდება, ბრენდის ღირებულება ხშირად კომპანიის გასაყიდი ფასის ნახევარს შეადგენს [12, გვ. 381]. ამასთან, ბრენდი არის მოგონებების ჯაჭვი, რომელიც იღვიძებს, როდესაც ადამიანებს ესმით ან ხედავენ ბრენდის

Page 16: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

16 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

სახელს. ბრენდის სახელის დარქმევა ბრენდინგის პროცესის ყველაზე უფრო რთული, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეტაპია. ამიტომ სახელის შერჩევის პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მას ჩართავს ბრენდი, პირველ რიგში, კომუნიკაციის სისტემაში. ბრენდის სახელი შეიძლება იყოს მოტივირებული ლინგვისტურად, თუმცა პირველ რიგში, ამ პროცესში მარკეტინგულ მოტივაციას უნდა მიენიჭოს პრინციპული მნიშვნელობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ელექტრონული რესურსი: http://opb.ru/biznes/rukovoditel/silnyie-brendyi-stroyat-obyichnyie-potrebiteli.html

2. Макашева З.М., Макашев М.О. Брендинг: учебное пособие. – СПб.: “Питер”, 2011. – 288 с.

3. ელექტრონული რესურსი: http://vproryv.ru

4. ელექტრონული რესურსი: http://global-katalog.ru

5. ელექტრონული რესურსი: http://webi.com.ua

6. ელექტრონული რესურსი: http://cnc.by

7. ელექტრონული რესურსი: www.adme.ru/nejming/marketolog-chevrolet-zapretil-nazyvatbrend-shevi-158655/ (äàòà îáðàùåíèÿ: 20.12.2011).

8. Чармэссон Генри, Торговая марка: как создать имя, которое принесет миллионы , пер. с анг. – СПб. «Питер», 2000

9. Кевин Дробо, Секреты сильного бренда. Как добиться коммерческой уникальности, пер. с анг. – М. «Альпина Паблишер», 2005

10. Бернар Гали, BRAND.Рождение имени. Энциклопедия пер. с фр.– М. «Палимпсест», 2007

11. Нейл Тейлор. Выбор имени, или Все о нейминге, пер. с анг. - М. «Олимп-Бизнес », 2010

12. ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი, ბრენდინგი მარტივად, თბილისი, „პალიტრა L“, 2017

Page 17: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 17

მიწაზე საკუთრების დარეგისტრირების უძველესი და უახლესი სტრატეგიები და მარეგისტრირებელი

სალომე პირველი უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“

ასოცირებული პროფესორი

საქართველოს მომავალი, ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოდ მისი ჩამოყალიბება და სტაბილურად განვითარება წარმოუდგენელია საკუთრების უფლებების დაცვისა და, განსაკუთრებით, მიწის საკუთრების გამჭვირვალე სისტემის შექმნის გარეშე. აღნიშნული საკითხის სრულყოფასა და წინსვლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მიწის რეფორმა 1992 წელს, მინისტრთა კაბინეტის მიერ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ №48 დადგენილების გამოცემითა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მასობრივი განსახელმწიფოებრიობით დაიწყო.

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე მიწის რეფორმა შეეხო გლეხურ (საკომლო) მეურნეობებსაც. საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა ხდებოდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლების მიწით დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ („საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილება);

1993 წლის 28 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ იქნა №503 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“;

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, ზემოხსენებული დადგენილებით, რესპუბლიკის მოქალაქეთათვის მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი საბუთების გაცემის უზრუნველსაყოფად დაადგინა, რომ დამტკიცებულიყო მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტის ფორმა (პირველი პუნქტი);

„საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება–მშენებლობის ერთადერთ საფუძველს;

„საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში /დაბებში/ მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთს იღებს დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი;

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (გამოქვეყნების თარიღი: 17.06.2016 წელი). ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს;

.„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება

Page 18: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

18 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

(მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე;

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მიზანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, მე-14 მუხლით განისაზღვრა რეგისტრაციის დამატებით პირობები;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კანონის წინაშე თანასწორობა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. ეს ზოგადი დებულება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებობის აკრძალვას. დაუშვებელია არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასება და უკანონო გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებების დაცვა, რამდენადაც ეს გულისხმობს, რომ დაუშვებელია ამ ურთიერთობის რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამ მოთხოვნის დარღვევა გვაქვს სახეზე, როდესაც არ იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონიერი, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი, არამედ აშკარა შეუსაბამობაა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის;

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მიწის ბაზრის არსებული მდგომარეობა. ანალიზი და რეკომენდაციები. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2013 წ.;

2. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება;

3. 1993 წლის 28 ივნისის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული №503 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“;

4. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 3 ივნისს მიღებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (გამოქვეყნების თარიღი: 17.06.2016);

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია.

Page 19: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 19

გლობალიზაცია და საერთაშორიო რეგიონული და უნივერსალური ორგანიზაციები

ნინო ბოჭორიშვილი უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“

სამართლის დოქტორი

გლობალიზაცია გულისხმობს საზოგადოებათა იმ მზარდ ურთიერთდაკავშირების პროცესს, რომლის შედეგადაც მოვლენები მსოფლიოს ერთ ნაწილში სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს შორს მყოფ საზოგადოებებსა და ხალხებზე. გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სოცილერი და სამართლებრივი მოვლენები სულ უფრო და უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება და უფრო ფართო მნიშვნელობას იღებენ. შესაბამისად ერთ საზოგადოებაზე სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს სხვა საზოგადოებებში მიმდინარე პროცესები. გლობალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში საერთაშორისო ორგანისაციების საქმიანობის კვლევას.

1945 წლის შემდეგ დასავლეთ ევროპა სულ უფრო და უფრო აღიქვამდა საკუთარ თავს, როგორც ეკონომიკების და ხალხების მაღალ დონეზე ინტეგრირებულ და მჭიდროდ დაკავშირებულ დაჯგუფებას. 1989 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები „აღარ ემყარება დანაწევრებულ, ძალთა ბალანსზე დაფუძნებულ ევროპას, არამედ პოლიტიკურ სივრცეს, რომელშიც სულ უფრო მეტად დომინირებს ერთიანი ორგანიზაცია, იმდენად, რომ დაპირისპირება და მეტოქეობა წევრებს შორის უკიდურესად შემცირებულია საერთო წესებისა და ინსტიტუტების საშუალებით“1.

საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საერთაშორისო ცხოვრების მოწესრიგების ყველაზე განვითარებულ და მრავალმხრივ მექანიზმებს. თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საერთაშორისო ორგანიზაციათა რაოდენობისა და აქტიურობის მკვეთრი ზრდა2. გლობალიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო რეგიონალური და უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნას.

ევროპის საბჭო - რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროპის საპჭო, რომელიც წარმოადგენს რეგიონალური საერთაშორიო ორგანიზაციას, შეიქმნა 1949 წელს და ამჟამად აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს. ევროპის საბჭო არის საერთო-ევროპული სტანდარტების დამდგენი სივრცე ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული განვითარებისთვის. ამჟამად ევროპის საბჭოს ეგიდით 211-მდე რეგიონული, საერთაშორისო ხელშეკრულებაა შექმნილი.

ევროსაბჭო უაღესად ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის წევრობას სახელმწიფოსათვის გარკვეულწილად ადასტურებს მათ მიკუთვნებას პლურასტული დემოკრატიის სტანდარტებისადმი. ქვეყნები, რომლებიც ევროსაბჭოში ერთიანდებიან, იღებენ ვალდებულებას, რომ ხელს მოაწერენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია3 არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კონვენციის რატიფიცირებით აიღეს ვალდებულება დაიცვან არა მარტო მათი მოქალაქეების, არამედ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. კონვენცია, რომელსაც ხელი 1950 წლის 4 ნოემბერს რომში მოეწერა, ძალაში შევიდა 1953 წელს. 1998 წლის 11 ნოემბერს ოქმი N11-ის საფუძველზე დაარსდა ადამიანის უფლებათა ერთიანი და მუდმივმოქმედი სასამართლო. 2011 წლის 1 ივნისს კი ძალაში შევიდა ოქმი N14, პროცედურების გამარტივების შესახებ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს. 1999 წლის 20 მაისს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება და ის ძალაში შევიდა. I 1 R. Keohane et al. (eds.), After the Cold War: International Institutions and State Strategies in Europe 1989-1991 (London: Harvard Univ. Press, 1993).2 გიორგი სანიკიძე, ნინო კიღურაძე, თანამედროვე სართაშორიო ურთიერთობები, გამომცემლობა ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”, 2001 წელი.3 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ევროპის საბჭო, 1950 წ.

Page 20: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

20 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს; IV დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 13 აპრილს; VI დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 მაისს; VII დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივლისს; XII დამატებითი ოქმი 2005 წლის 1 აპრილს; XIII დამატებითი ოქმი 2003 წლის 1 სექტემბერს;

გაერანებული ერების ორგანიზაცია - უნივერსალური საერთაშორიო ორგანიზაცია - 1945 წელს შეიქმნა გაერთიარებული ერების ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოსგან განსხვავებით წარმოადგენს უნივერსალუს საერთაშორისო ორგანიზაციას. გაერანებული ერების ორგანიზაციას გარდა იმისა, რომ ცენტრალური ადგილი უკავია სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების სიტემაში, ასევე ასრულებს განსაკუთრებულ როლს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ განვითარებაში. აღნიშნული საერთაშორიო ორგანიზაციია უმთავრესი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების შექმნის ხელშეწყობა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარება.

გაერიანებული ერების ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს ორგანოებს წარმოადგენენ ეკონომიკური და სოციალური საბჭო და ჰააგში არსებული საერთაშორისო სასამართლო. გაერო-ს „ოჯახში“ შედის ასევ 14 სპეციალიზებული სააგენტო, რომელთაც სპეციალური ფუნქციური დანიშნულება გააჩნიათ. ზოგიერთი მათგანი გაერო-ს შექმნამდე ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის მასშტაბურობის თვალსაზრისით თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ წევრ სახელმწიფოთა სავალუტო-ფინანსური პოლიტიკის კოორდინაციის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ატომური ენერგიის საერთაშორსიო სააგენტო (მაგატე), რომელიც სპეციალური ფუნქციებითაა აღწურვილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონტროლის საქმეში.

გაერთანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიღებულია და წევრ სახელმწიფოთა მიერ ხელმოწერილია ასობით საერთაშორიო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობებს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულიად სხვადასხვა სფეროებში.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, უპირველესი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა თავისუფლებების დასაცავად შეიქმნა იყო გაერთნაებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წელს მიღებული სარეკომენდაციო ხასიათის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია4.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დაცვის მიზნით 1966 წლის 16 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი5. საქართველომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის რატიფიცირება მოახდინა 1994 წლის 3 მაისს და აიღო აღნიშნული პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ პაქტით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას ახორციელებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან მხოლოდ ცხრა აარსებს სახელშეკრულებო ორგანიზაციას, საქართველომ ინდივიდუალური განცხადებების წარდგენის 5 მექანიზმზე გამოთქვა თანხმობა, ესენია:

1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები შესახებ საერთაშორისო პაქტით შექმნილი - ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

2. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით - ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი.

3. წამების წინააღმდეგ კონვენციის ფარგლებში შექმნილი - წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. 4 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1948 წელი.5 საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, 1966 წელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

Page 21: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 21

4. რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციით შექმნილი - რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი.

5. ბავშვის უფლებათა კონვენციით შექმნილ - ბავშვის უფლებების კომიტეტი

ხოლო ინდივიდუალური განცხადებების წარდგენის 1 მექანიზმზე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციით შექმნილ - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი.

გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური მოვლენები, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დასაცად შექმნილი რეგიონალური თუ უნივერსალური საერთაშორიო ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება და უფრო ფართო მნიშვნელობას იღებენ. საქართველოს კონსტიტუციით „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“6, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საერთაშორიო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს იერარქიაშია7.

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად აღიარების შედეგად ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის წყარო გახდა, თუმცა ისინი როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, იმავდროულად რჩებიან საერთაშორისო სამართლის წყაროდაც. ამდენად, საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორც საერთაშორისო სამართლის წყარო, საქართველოსათვის სავალდებულოა საერთაშორისო დონეზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად მისი აღიარების შედეგად იგი იურიდიულად სავალდებულო გახდა ეროვნულ დონეზეც8.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. R. Keohane et al. (eds.), After the Cold War: International Institutions and State Strategies in Europe 1989-1991 (London: Harvard Univ. Press, 1993).

2. გიორგი სანიკიძე, ნინო კიღურაძე, თანამედროვე სართაშორიო ურთიერთობები, გამომცემლობა ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”, 2001 წელი.

3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ევროპის საბჭო, 1950 წ.

4. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1948 წელი.

5. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, 1966 წელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მიღებული 1995 წლის 24 აგვისტოს.

7. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი, სსმ-I, №33, 09.11.2009 წ., მუხ 200

8. “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრი.

6 საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მიღებული 1995 წლის 24 აგვისტოს.7 “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონის მე-7 მუხლის მე3,5- პუნქტები, სსმ-I, №33, 09.11.2009 წ., მუხ 2008 “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32.

Page 22: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

22 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს ახალი სოციალურ-ეკონომიკური რეალობა

ანზორ აბრალავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ აბრალავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დოქტორანტი

ვიზა-ლიბერალიზაცია, უდავოდ, პოზიტიური მოვლენაა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი ლოგიკური შედეგი იმ სრულიად კანონზომიერი და გაბედული ნაბიჯისა, რომელიც იქნა გადადგმული 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გამოხატა თავისი ურყევი ნება სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებისადმი, რითაც უარი თქვა გეორგიევსკის ტრაქტატისა და მისი სხვადასხვა ვარიაციით შეზღუდული სუვერენიტეტის გზით სიარულზე.

ამ თარიღსა და ფაქტს მავანნი სრულიად შეგნებულად უკეთებენ იგნორირებას, აცხადებენ, რომ 1992 წელს დაიწყო ჩვენი ევროპული მიმართულებით განვითარება, რაც, საერთოდ, არ გახლავთ ახლოს ლოგიკასთან, ვინაიდან სწორედ ამ დროს (1992 წლის 6 იანვრიდან) რუსული „კალაშნიკოვით“ შეიარაღებულმა ბანდებმა დაამხეს არჩეული ხელისუფლება, რასაც მოჰყვა ძალადობა, ნგრევა, მსხვერპლი, ქონების დატაცება, ტერიტორიების დაკარგვა და ა. შ. ამჯერად ამ საკითხზე მეტს აღარ გავაგრძელებთ.

ევროპულ სივრცესთან ურთიერთობების გარკვეულწილად გაადვილება, ცხადია, ქმნის ახალ რეალობას სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით.

ფიზიკური გადაადგილება და უშუალო კომუნიკაციების ინტენსიურობის ზრდა ქმნის პირობებს ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ საკმარისი არ არის მოქალაქეებს მიეცეთ, უბრალოდ, გადაადგილების შესაძლებლობა, საჭიროა მათი გააქტიურება უშუალო საქმიანი კონტაქტების დამყარების, ურთიერთხელსაყრელი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით, რამაც სათანადოდ უნდა გვაგრძნობინოს, რომ ცხოვრება იცვლება პოზიტიური მიმართულებით.

თემა მასშტაბურია და შეიძლება იგი მრავალმხრივ გავშალოთ, მაგრამ გვინდა გამოვყოთ ზოგიერთი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი საკითხი.

უპირველესად, ეს გახლავთ ის, რომ კიდევ უფრო მკაფიო უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგია, არა ზოგადად ჩრდილოატალნტიკური ორიენტაციის და ევროპული ინტეგრაციის პერმანენტულად გაცხადებით.

ნებისმიერი საკითხი კარგავს აზრს და, უფრო მეტიც, იწვევს საზოგადოებრივ ნეგატივებს თუ ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სათანადოდ უნდა დამუშავდეს და წარმოდგენილ იქნას შინაარსობრივად ახალი სახელმწიფოებრივი კონცეფცია საერთოეროვნული ინტერესების გამომხატველი პრინციპების გარშემო და მოხდეს მათი პროგრამულ-მიზნობრივი უზრუნველყოფა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგია კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი არსებითად უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო, როგორებიცაა:

ა) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა;

ბ) სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის მიღწევა;

გ) პოლიტიკური კონსენსუსისა და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა;

დ) ქმედითი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბება.

Page 23: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 23

აღნიშნული საკითხები და მათთან დაკავშირებული წინააღმდეგობები მარტივი არ გახლავთ და ისინი უნდა გახდეს ხელისუფლების, მისი მთელი სახელმწიფო სისტემის, საჯარო მმართველობის ინსტიტუტების ძირითადი ამოცანები.

საყურადღებოა ისიც, რომ ჩვენი საზოგადოება უპირატესად პატერნალისტური მიდრეკილებისაა. ადამიანები თითქმის ყველაფერზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და მისი საჯარო მმართველობის ორგანოების აკისრებენ, რაც მთლიანობაში ვითარებას ვერ შეცვლის, თუ „მარჩენალზე“ დამოკიდებულების განწყობა არ ჩაანაცვლა ე. წ. ფორმირებული სამოქალაქო-სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის იდეამ. ამის მიღწევა არ გახლავთ ადვილი, ვინაიდან იგი ეხება არა რომელიმე ცალკეული ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს, არამედ თითქმის მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას.

ცნობიერების დეპატერნალიზაცია დაკავშირებულია, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებულობასთან, სათანადო ცოდნასთან და ამ ამოცანას უმთავრესად განათლების სისტემამ უნდა უპასუხოს. ამასთან, დიდი როლი აკისრია მედიასაშუალებებს, რომლებიც დღეს ნამდვილად არ გახლავთ ამ თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე.

შეუძლებელია სახელმწიფო ეფექტიანად ფუნქციონირებდეს თუ არ არის სათანადო წესრიგი, რომელიც თავისი არსით სხვადასხვა დროსა და პირობებში განსხვავებულია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ წესრიგს, რომელიც ემყარება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და დემოკრატიის, საყოველთაო ნორმა-პრინციპებს. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკური ზრდისა და განვითარების შემდგომ პერსპექტივას.

აქ ფუძემდებლურ ფაქტორებად უნდა მივიჩნიოთ:

1. პიროვნული თავისუფლება − როგორც ერთობლიობა სიტყვისა და მოქმედების თავისუფლების;

2. სწრაფვა სოციალური სამართლიანობისაკენ;

3. ეკონომიკური ქმედუნარიანობა.

ცხადია, აღნიშნულის მიღწევა არ გახლავთ რომელიმე ერთი დისციპლინისა თუ დარგის პრეროგატივა, იგი მოითხოვს ინტერდისციპლინურ მიდგომასა და დარგთაშორისი ურთიერთობების აქტივიზაციას.

აქედან გამომდინარე, საჭიროა დასახულ იქნას კონკრეტული სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ღონისძიებები.

მხოლოდ ასეთ დამოკიდებულებაზე გადის დინამიკური და ეფექტიანი, ადაპტაციის უნარის მქონე სახელმწიფო-საზოგადოებრივი ფუნქციური სისტემის ფორმირება. სხვაგვარად, მივიღებთ გართულებულ სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეკონომიკურ სტაგნაციასა და მოჩვენებითი სამართლიანობის გარემოს, რაც, მთლიანად, ფიქციად აქცევს თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების იდეას.

უსწრაფესად უნდა მოხდეს გლობალური, ინტერნაციონალური და მონდეალური მიდგომების აქტიურად გამოყენება. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს უკანასკნელზე. ეკონომიკურ სუბიექტებს (განურჩევლად მათი ზომისა და ორგანიზაციული ფორმისა) მაქსიმალურად ჭირდება წახალისება, რათა ბიძგი მიეცეს წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებთან კოოპირერებას, ერთობლივი ბიზნესსტრუქტურების შექმნას, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერების მაქსიმალურად მოხსნასთან და შესუსტებასთან. სტიმული უნდა მიეცეს ინოვაციებზე ორიენტაციას და ა. შ. ეს იქნება გზა ეკონომიკურ სუბიექტთა გააქტიურებისაკენ, მათი რაოდენობრივი ზრდისა და ქმედუნარიანობისაკენ, ინსტიტუციურ-სტრუქტურული ინტეგრაციისაკენ.

ზემოაღნიშნული და მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენენ ერთ-ერთი მაგისტრალური მნიშვნელობის მიმართულებას სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობისა და ეფექტიანი განვითარებისაკენ.

ვიზალიბერალიზაციის პოზიტიური შესაძლებლობები შეიძლება უარყოფითი ეფექტით მოგვიბრუნდეს. ეს იქნება, პირველ რიგში, მიგრაცია, ქვეყნის დეინტელექტუალიზაცია და დეპოპულაცია − რაც ახლაც სახეზეა და ვხედავთ, თუ როგორია ქვეყნიდან გასვლის მასშტაბი, ინტელექტუალური პოტენციალისა და პოპულაციის უნარის მქონე ადამიანების გადინება, მათი გაძლიერებული სწრაფვა დატოვონ ქვეყანა.

გლობალიზაცია და გლობალური პროცესები ქმნიან შესაძლებლობებს მასშტაბური კაპიტალმოძრაობისათვის, ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური მიღწევები და სიკეთეები, მაგრამ სახეზეა, აგრეთვე, გარკვეული საფრთხეები და მისგან ლოგიკურად გამომდინარე ანტიგლობალური მისწრაფებებიც. შემთხვევითი არ გახლავთ ის, რომ

Page 24: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

24 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ამ რამდენიმე წლის წინ საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა რეფერენდუმის შედეგად, უარი თქვეს ევროკონსტიტუციის პროექტზე, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლაზე.

თვალნათლივ ჩანს წინააღმდეგობები, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე, საერთოდ, მსოფლიოში. ამ ფონზე სხვადასხვა ქვეყანა და რეგიონი ერთიანდება გარკვეული ინტერესების გარშემო, ცდილობენ თავი დააღწიონ სიძნელეებს და მათ შორის არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.

ამ სტატიაში მოკლედ წარმოვადგინეთ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი მოკრძალებული თვალსაზრისი, პრობლემები და მათი დაძლევის ერთგვარი კონცეპტუალური სქემა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. აბრალავა ა. ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები. თბ., 2014;

2. აბრალავა ა. გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ. თბ., 2001;

3. აბრალავა ა., გვაჯაია ლ., ქუთათელაძე რ., საინოვაციო მენეჯმენტი. თბ., 2009.

Page 25: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 25

ეკონომიკური პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში

თამარი დევიძე უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

ასოცირებული პროფესორი

გლობალიზაციის თანამედროვე მასშტაბების გათვალისწინებით არსებითი ცვლილებებია მოსალოდნელი ურთიერთობების დღემდე არსებულ სტერეოტიპში, ეს საზოგადოებისათვის შეიძლება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდეს, რამდენადაც მსოფლიოში ძალთა არსებული თანაფარდობა არ აძლევს საშუალებას ცალკეულ სახელმწიფოს და ინდივიდს იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ მხოლოდ მოერგონ ამა თუ იმ ფორმით გლობალიზაციის პროცესს.

თანამედროვე მსოფლიოს უმწვავესი პრობლემების გადაჭრის მიზნით გაერომ შეიმუშავა და 1992 წელს მთელ კაცობრიობას სტრატეგიული გეგმის სახით სამოქმედოდ წარუდგინა ე. წ. „მდგრადი განვითარების კონცეფცია“ და „XXI საუკუნის დღის წესრიგი“. ამ დოკუმენტებში ასახულია სწრაფვა - მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გადაიჭრას სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემების მთელი კომპლექსი და უზრუნველყოფილ იქნას კაცობრიობის ხანგრძლივი მდგრადი განვითარება.

ჩვენს საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დიდ გარდაქმნათა ეპოქა, მაგრამ იგი ამავე დროს დიდი რღვევის ხანაცაა.

შეხედულებების, იდეოლოგიის, ღირებულებათა ცვალებადობა, ხალხთა დაყოფა და კვლავ გაერთიანება, მსოფლიო ომები, სისხლი, აქამდე არგაგონილი ავადმყოფობანი, ქვეყნის ერთ მხარეს უსაზღვრო ფუფუნება, მეორეში კი - შიმშილი და უკიდურესი სიღატაკე; მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და სულიერი დაცემა, ეკოლოგიური, დემოგრაფიული გადაუჭრელი საკითხები და სხვა პრობლემები, - აი, დაახლოებით სახე მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებისა.

მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. მაგრამ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი ზნეობრიობა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პირებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.

ერთი ცნობილი ფილოსოფოსი თავის ნაშრომში მსჯელობს მიზნის თავისებურ განუსაზღვრელ მრავლობითობაზე, ...„ათას და ერთ მიზანზე“. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც დღეს. მიზნები უთვალავი გვაქვს, გეგმები - უდიდესი, ხოლო კონკრეტული - არაფერი. ყველა დიდი საქმე კი მცირედით, მაგრამ რეალურით იწყება. გზა რომ განვლო, ჯერ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა.

ქართველები გლობალურად ძალიან კარგად ვაზროვნებთ, ვადგენთ გენიალურ გეგმებს, მაგრამ, როგორც წესი, ვერ ვახორციელებთ მათ, რადგან სწორად საქმის დაწყება, დიდისგან მცირის, მაგრამ მნიშვნელოვანის, გამოყოფა გვიჭირს. ჩვენში, როგორც ჩანს, თეორიული აზროვნება სჭარბობს პრაქტიკულს.

ჩვენი გონება ძველებურად ტოტალიტარული რეჟიმის პრინციპებით მუშაობს, ვერ ვთავისუფლდებით მისი გავლენისგან, ვერ ვიჩენთ ინიციატივას, არ ვეძებთ ახალ გზებს, ველოდებით რას გვიკარნახებენ სხვები და რითი დაგვეხმარებიან...

ფილოსოფოსი ს. ბულგაკოვი წერს: ,,მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ სამეურნეო საქმიანობა არასოდეს არ არის ინდივიდუალური. ცალკეული ადამიანი, როგორც გენეტიკური არსება მემკვიდრეა მასზე წინ არსებულ თაობათა სამეურნეო გამოცდილებისა და ამავე დროს მუშაობისას თანამედროვე კაცობრიობის გავლენასაც განიცდის’’ (,,მეურნეობის ფილოსოფია’’).

ამიტომ ჩვენც გვმართებს გამოვიძიოთ, რას საქმიანობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს, როცა ნედლეულისა და მანქანა-დანადგარების ნაკლებობა ასე მწვავედ იგრძნობა, საწარმო ერთ დღეში ვერ ამუშავდება. კრიზისიდან გამოსვლისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დამუშავდეს მიწა, ჩვენი მარჩენალი. ხალხი შიმშილისგან უნდა ვიხსნათ, შემდეგ კი შეგვეძლება წარმოების თანდათანობით აღდგენასა და განვითარებაზეც ვიფიქროთ. ამის უგულებელყოფა შეუძლებელია.

ყველა გრძნობს, რა ძნელია მიწის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს, მძიმეა მიწის პრივატიზაციის კანონის რეგულირება.

როდესაც ახალი ტიპის მეურნეობების შექმნაზე ვმსჯელობთ, უნდა ვიცოდეთ წარმოების არა მარტო მეთოდები და შესაძლებლობანი, არამედ მოხმარების ზღვარიც. ცხოვრება უნდა დავინახოთ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია,

Page 26: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

26 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

უნდა შევისწავლოთ მისი კანონები, რათა არარეალური გეგმები არ დავსახოთ.

ტოტალიტარული რეჟიმის დროს ადამიანი შეეჩვია, რომ ყველა საკითხს ხელისუფლება წყვეტდა, პიროვნება კი მისი მექანიკური შემსრულებელი იყო. ახლაც მრავლად არიან ისეთნი, რომელნიც ძველებურად სახელმწიფოსგან ელიან მზამზარეულ რეცეპტებს და დროის მოთხოვნილების შესაბამისად ვერ მოქმედებენ. ეს არც არის გასაკვირი. ადრე კერძო ინიციატივა უცხო იყო საზოგადოებისათვის, ახლა კი, როცა დრო შეიცვალა და ამის გარეშე უკვე შეუძლებელია ცხოვრება, ადამიანებს უჭირთ სწრაფი გარდატეხა.

ჩვენი ყოფა დადებითისკენ რომ შეიცვალოს აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიიღწევა. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად ორი ნაწილისაგან - უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენისაგან შედგება, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომაც მეწარმეობის განვითარება დროის მოთხოვნა და ჩვენი გადარჩენის გარანტიაა.

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენი მეწარმეები იჩენენ, ის არის, რომ აწყობენ გრანდიოზულ გეგმებს, ეჭიდებიან დიდ საქმეებს და უნდათ სწრაფად გამდიდრდნენ.

სინამდვილეში კი წარმატებას რომ მიაღწიო, უნდა დაიწყო მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი, თანდათან შეიძინო გამოცდილება და გააფართოო საქმიანობა. მაშინ იქნება წამოწყება რეალური და იმედისმომცემი.

საქართველო ეკონომიკური ექსპერიმენტების კლასიკური ქვეყნაა. პოზიტიურთან ერთად, საქართველოში დიდია გლობალიზაციის ნეგატიური ტენდეციების გამოვლენა. წინ ვერ აღვუდექით სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ტრადიციების დამანგრეველ გარე ფაქტორებს, რომელთა ნიველირების გარეშე გართულდება შიდა წინააღმდეგობების დაძლევა და ქვეყნის პროგრესი.

საქართველოს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, პირველ ყოვლისა, არასწორი ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი, ისტორიულად განსაზღვრული ტრადიციები, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ა. შ. ფასეულობები, რაც ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკასა და მისი განვითარების სტრატეგიაში აისახება

ცნობილი ბიზნესმენი, ჰენრი ფორდი ასეთ დარიგებას იძლევა:

1. „არ გირჩევთ მთავარი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ წარმატებას. ყოვლისმომცველი ზრუნვა ფულის დაგროვებისათვის მოადუნებს თქვენს სიფრთხილესა და შიშს არასწორი ნაბიჯის გადადგმის გამო;

2. თუ თქვენ ვინმესგან მოითხოვთ, რომ მან თავისი დრო და ენერგია საქმეს მოახმაროს, იზრუნეთ იმაზეც, რომ მას ფინანსური პრობლემები მოუხსნათ. დაკვირვება გვიჩვენებს: მუშახელის მაღალი ანაზღაურება და კონტროლი არის ყველაზე მომგებიანი საქმიანი პრინციპი;

3. როდესაც მყიდველის ან დაქირავებული პირისაგან შემოსავლის (მოგების) ამოღება სრულად ხდება, ეს საქმის ცუდად წარმართვაზე მოწმობს. უფრთხილდით საქონლის ხარისხის დაცემას და ხალხის განაწყენებას, უფრთხილდით ხელფასის დადაბლებას;

4. წარუმატებლობა შედეგია შიშის, უმოქმედობის, უდარდელობისა და უზრუნველობის. შიშის უკუგდებით მოდის სიმტკიცე და ბარაქა. მაშ, განძლიერდით და შეუდექით საქმეს. დაე, სუსტებმა მიიღონ მოწყალება“.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არ შეიძლება ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრა, რომ აუცილებელია ზუსტად გამოიკვეთოს პირველი რიგის ამოცანები, ეს კი ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიყოთ მიზანსწრაფულნი და მობილიზებულნი, და საერთოდ, გონიერი ადამიანები საოცრად მიზანმიმართულნი იყვნენ. ისინი დიდი მოთმინებით ეძიებდნენ მიზნის განხორციელებისთვის ხელშემწყობ გზებს, ყოველ ნაბიჯს ღრმად აანალიზებდნენ და ყველა შესაძლო შედეგს ითვალისწინებდენ.

... როცა მეფედ ახლად ნაკურთხ თამარს ჰკითხეს - შენი პირველი ბრძანება როგორი იქნებაო, მან თქვა: გახსენით სამეფო საუნჯენი და იგი დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო.

მთელი მისი ცხოვრება, მისი დიდი მოღვაწეობა იყო კურთხეული და ნაყოფიერი. ამიტომაცაა, რომ ქართველი ხალხი მისი მეფობის დროს ოქროს ხანას ,,ოქროს საუკუნეს’’ უწოდებს...

Page 27: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 27

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ალექსიძე თ. გლობალიზაცია და მსოფლიო ინტეგრაცია ახალგაზრდა ეკონომისტის თვალით. თბ., 2007.

2. ლუტიძე ბ. გლობალიზაცია, როგორც საყოველთაო ტენდენცია. თბ. 2002

3. აბრალავა ა. ეროვნული მეურნეობის უსაფრთხო და მდგრადი განვითარე-ბა გლობალიზაციის ეპოქაში. ჟურ. “მაცნე” #3. 2003

4. აბრალავა ა. ეროვნული ეკონომიკა და გლობალიზაცია, თბ. 2005

5. ბასილია თ., სილაგაძე ა., ჩიკვაიძე თ., პოსტსოციალისტური ტრანსფორ-მაცია,საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბ. 2001

6. გოგოხია რ. ეკონომიკის გლობალიზაციის ზოგიერთი პრობლემა. თბ. 2001

7. ლუტიძე ბ. გლობალიზაცია: არსი პრობლემები. თსუ 2003.

8. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

9. ლეიაშვილი პ., ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა გარდამავალ ეტაპზე თბ. 2002

10. მალაშხია გ. საქართველოს ეკონომიკა, საუკუნოვანი პანორამის შტრიხები, თბ. 2002

11. მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილი მსოფლიო სამიტი. ოჰანესბურგი. 2002

12. პაპავა ვ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა. თბ. 2002

13. საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ბიულეტენი, 2002, #3.

14. ჭანუყვაძე ვ. გლობალიზაცია და ეროვნული თვითმყოფადობა. გაზ. “განათლება, მეცნიერება, ბიზნესი” N 5, 2003.

15. Грани глобализации. М. Алпина паблишнер, 2003.

16. Практика глобализации: игры и правила новой эпохи. Под. ред. М. Делягина, М., Инфра-М, 2000.

17. Хамидуллин Н. Р. Социальные изменения в современном мире (глобализация): учебное пособие. Оренбургский государственный университет. 2015

Page 28: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

28 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ეკონომიკა - სახელმწიფო - გლობალიზაციათამარი დევიძე

ასოცირებული პროფესორი უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

გიორგი შოშიტაშვილიასისტენტ პროფესორი

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

გლობალიზაცია საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების ისტორიული ობიექტური პროცესია, რომელიც ადეკვატურად ასახავს შრომის საზოგადოებრივი დანაწილების თანამედროვე ტენდენციებს. იგი მოიცავს სახელმწიფოების და მათ ეკონომიკებს შორის ურთიერთობათა გაფართოებას, ერთიანი საინფორმაციო სივრცის, კაპიტალის, საქონლის სამუშო ძალის მსოფლიო ბაზრის ფორმირებას, აღრმავებს ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების ინტერნაციონალიზაციას, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების წანამძღვრებს და ა.შ.

ანტიგლობალისტების თვალსაზრისით კი რამდენადაც გლობალიზაცია იწვევს დისპარიტეტებს, ანომალებს შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, სოციალური პოლარიზაციის პროცესების გაღრმავებას, გამოირჩევა აგრესიულობით, უხეშად არღვევს სახელმწიფოს საზღვრებს, ანგარიშს არ უწევს ეროვნულ კულტურას და ტრადიციებს.

გლობალიზაციის ყოვლისმომცველი პროცესის ძირითადი სუბიექტებია: ტრანსნაციონალური ორგანიზაციები, სახელმწიფოები და საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური სტრუქტურები. იმ პირობებში როცა გლობალიზაცია მთლიანობით სისტემის ნიშან-თვისებებს იძენს, მას თან ახლავს სახელმწიფოების ეკონომიკური დელეგირების პროცესი, როგორც ზესახელმწიფოებრივს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი), ასევე ქვეყნის შიგნით რეგიონებზე. სახელმწიფოს ისტორიულ-ტრადიციული ფუნქციათა შეზღუდვის ხარჯზე იგი თანდათან გადადის მსოფლიოს განვითარების რეგულირების რთულ სისტემაზე.

თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციები განმსაზღვრელ როლს ასრულებენ. მათ განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნიათ. ისინი აკონტროლებენ ნედლეულით და მასალებით მსოფლიო ვაჭრობის ლომის წილს და ფინანსურ ბაზარზეც გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მათი საქმიანობის შედეგად წარმოიშობა ახალი ფინანსურ-ტრანსაციონალური კაპიტალი, რომელიც ჩქარა პოულობს უფრო მომგებიან ბაზარს და სწრაფად გადაადგილდება, ამასთან იგი ხშირად უგულებელყოფს სახელმწიფოს იურისდიქციასაც კი.

გლობალიზაცია დღესაც და მომავლშიც განმსაზღვრელ როლს შეასრულებს. ამიტომ ასეთ პირობებში სახელმწიფოებმა მისი გავლენა მიზანმიმართულად შერბილებული პროცესით უნდა განავითარონ. მათ უნდა შეძლონ გლობალიზაციის, სახელმწიფოსა და ეროვნული ეკონომიკის ინტერესების დაახლოება და შეთანაწყობა. აქედან გამომდინარე სახელმწიფო უნდა განვითარდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ბაზაზე ჩამოყალიბებული სტრატეგიით.

თანამედროვე პირობებში ბუნებრივად დადგა გლობალიზაციის პროცესის რეგულირების მექანიზმების შექმნის საკითხი, თანაც მის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი აზრით, ასეთი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ამ რთული პრობლემის გადაწყვეტა არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ გლობალიზაციის ამჟამად წარმმართველი სუბიექტების წარმოდგენებით ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემების დამკვიდრების მცდელობასა და სურვილზე, არამედ აუცილებელია პროცესის სხვა მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებაც (ეროვნული თავისებურებები, მეურნეობრიობის ტრადიციები, სოციალური პრობლემების ხასიათი). ეკონომიკური გლობალიზაციის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირების შერბილება შესაძლებელია თითოეული ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგრამების შემუშავება-განხორციელებით. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს დროის მოთხოვნებს, ერთი მხრივ, ითვალისწინებდეს ეროვნული მეურნეობრიობის ტრადიციებს, მეორე მხრივ, მსოფლიო სამეურნეო პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციებს, მესამე მხრივ, სახელმწიფოს, ბაზრისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთკავშირების ინტენსივობით წამოყენებულ მოთხოვნებს. ასეთი პირობის დასმა შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას საფუძვლად დაედება მიზნობრივ-პროგრამული მიდგომა და მის საფუძველზე შემუშავებულ ღონისძიებათა სისტემა განსაზღვრულ დროსა და სივრცეში თანმიმდევრულად განხორციელდება.

გლობალიზაციის მკაცრმა მოთხოვნებმა, იმყოფება რა საქართველო განვითრების უაღრესად საპასუხისმგებლო

Page 29: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 29

ეტაპზე, რეალურად დააყენა საკითხი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ.

დღევანდელ პირობებში საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორებიდან გამოყოფენ ეროვნული ეკონომიკის დეზორგანიზაციას, საგარეო ვალების დიდ ოდენობას, ძველი ტექნოლოგიური წყობების მაღალ ხვედრით წონას, სასურსათო უზრუნველყოფის დაბალ დონეს, განათლებისა და მეცნიერების სისტემის დეზორგანიზაციას, უმუშევრობის მაღალ დონეს და სხვ. ამოცანა ისაა, რომ აღმოვფხვრათ მისი გამომწვევი ძირეული და სტრუქტურული მიზეზები. ეს რთული პრობლემა უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის ურთიერთკავშირების დონეზე, რამდენად ხელს უწყობს იგი ეროვნული ეკონომიკის პოტენციალის სრულად ამოქმედებას და საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოებას, რამდენად უპასუხებს გლობალიზაციის მოთხოვნებს, ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პრინციპებს.

სამართლიანობის საფუძველზე სოციალური განვითარება ეკონომიკის განვითარების მდგრადი საფუძველია, ამასთან მდგრადი ეკონომიკური განვითარება აუცილებელი პირობაა სოციალური განვითარებისათვის. ამიტომ მათი ურთიერთგანპირობებულობის ასეთი დონე უნდა მივიჩნიოთ ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის ამოსავალ საწყისად. ამისათვის საჭიროა კომპლექსურად შევისწავლოთ თანამედროვე პირობებში ქვეყნის სოციალური განვითარების არსებული მდგომარეობა, მისი გამომწვევი მიზეზები, ფაქტორები, რომელთა ამოქმედება დააჩქარებს ამ სფეროში პროგრესს, ხელს შეუწყობს მატერიალურად ეფექტიან, სოციალურად სამართლიან და ეკოლოგიურად მდგრად საზოგადოებაზე გადასვლას, შორეული და ახლო მიზნების შესაბამისი ამოცანების დაბალანსებას, ყურადღების გადატანას თანასწორობასა და ცხოვრების დონის ამაღლებაზე, ეკონომიკური ზრდის არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მხარეზე.

ამჟამინდელ მსოფლიოში გლობალიზაციის ფონზე საერთაშორისო ეკონომიკურმა ელიტამ მსოფლიო ეკონომიკის განვითარება საკუთარი კაპიტალის ინტერესებს მნიშვნელოვნად დაუქვემდებარა; იგი ამავე პრინციპით პროცესებზე ზემოქმედებას მომავალშიც გააძლიერებს. თანამედროვე პირობებში საქართველომ თავისი განვითარების შესაძლებლობები ახლებურად უნდა დაინახოს და არა მხოლოდ გამოიყენოს, არამედ მსოფლიოს განვითარების ძირითად ფაქტორებს უნდა შეუხამოს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებებს, რომ საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მომავალ განვითარებაში მან უნდა შეძლოს ევროპისა და აზიის მრავალფეროვანი ინტერესების გატარების ხიდის ფუნქციის შესრულებასთან ერთად ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების თანმიმდევრულად და მიზანშეწონილად გამოყენება.

მსოფლიოში განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე და განვლილმა პერიოდმა ცხადყო რომ ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არსებულმა საფინანსო კრიზისმა თავისი სავალალო შედეგები მოუტანა საქართველოს ეკონომიკასაც. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის მრავალმხრივი ფენომენის შესახებ. გავრცელებული აზრით, სიღარიბის მიზეზია არა მხოლოდ ინდივიდთა უუნარობა და უბედობა, არამედ შემოსავლების განაწილების სტრუქტურისა და პროცესების არაეფექტიანობა, ეკონომიკური და სტრატეგიული რეფორმების არასრულყოფილი გატარება, საინვესტიციო კლიმატის არაჯანსაღი მიმდინარეობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფერხება და ა.შ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანამ უნდა იცოდეს რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდეს და მიაღწიოს მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს. საქართველოს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ მსოფლიოში მიმდინარე სწრაფად ცვალებადი პირობებთან ადაპტაცია მოახერხოს.

გლობალიზაციის ძირითადი პრინციპები - ეკონომიკის ლიბერალიზაცია, დარეგულირება, საყოველთაო პრივატიზაცია არ წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარების საუკეთესო ვარიანტს, რამდენადაც არ ითვალისწინებს ეროვნული თავისებურებების ფაქტორს, რის გამოც თანამედროვე მსოფლიოში „ვაშინგტონის კონსენსუსი“ დოქტრინა მოდიფიკაციას განიცდის, მისი ძირითადი პრინციპი ხდება - „იაზროვნე - გლობალურად, იმოქმედე - ლოკალურად”, რაც მცირე ერების გადარჩენის და თვითმყოფადობის შენარჩუნების წინაპირობად უნდა იქცეს. გლობალიზაციის მოთხოვნები საქართველოსათვის მხოლოდ მაშინ უნდა იყოს მისაღები, როცა იგი პროგრესს ემსახურება და ინტეგრაციულ პროცესებში ეროვნული სტრატეგიული ინტრესების პრიორიტეტს დაემყარება.

მართალია გლობალიზაციამ ბევრი უარყოფითი შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა საქართველოს ნათელი მომავლის. ამის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხარდაჭერით მოამზადა სიღარიბის დაძლევისა და

Page 30: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

30 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ეკონომიკური ზრდის პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირება სტაბილური ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფის ზრდით, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და ქვეყნის განვითარების პროცესში მოსახლეობის ყველა ფენის მონაწილეობის უზრუნველყოფას.

ამჟამად, ქვეყანაში მართლაც შექმნილია ხელსაყრელი პირობები ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებისთვის და გლობალიზაციის სასიკეთო შედეგების წარმატებით და ეფექტიანად გამოყენებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. აბრალავა ა. ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები. თბ., 2014

2. აბრალავა ა. ეროვნული ეკონომიკა და გლობალიზაცია. თბ., 2005

3. აბრალავა ა. ეროვნული მეურნეობის უსაფრთხო და მდგრადი განვითარება გლობალიზაციის ეპოქაში. ჟურნ. „მაცნე“ , № 3. 2003

4. ალექსიძე თ. გლობალიზაცია და მსოფლიო ინტეგრაცია ახალგაზრდა ეკონომისტის თვალით. თბ., 2007

5. ბასილია თ., სილაგაძე ა., ჩიკვაიძე თ., პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია, საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბ., 2001

6. გოგოხია რ. ეკონომიკის გლობალიზაციის ზოგიერთი პრობლემა. თბ., 2001

7. დევიძე თ. გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოება. თსუ. საერთაშორისო საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო შრომების კრებული. თბ., 2008

8. კლუმპი რ. ეკონომიკური პოლიტიკა. მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები. თბ., 2015

9. ლუტიძე ბ. გლობალიზაცია, როგორც საყოველთაო ტენდენცია. თბ., 2002

10. ლუტიძე ბ. გლობალიზაცია: არსი, პრობლემები. თსუ. 2003

11. საგარეო პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ბიულეტენი, 2002, №3

12. ჭანუყვაძე ვ. გლობალიზაცია და ეროვნული თვითმყოფადობა. გაზ. “განათლება, მეცნიერება, ბიზნესი”, № 5. 2003

13. Алпина паблишнер. Грани глобализации. М. 2003

14. Практика глобализации: игры и правила новой эпохи. Под. ред. М. Делягина, М., Инфра-М. 2000

15. Хамидуллин Н. Р. Социальные изменения в современном мире (глобализация): учебное пособие. Оренбургский государственный университет. 2015

Page 31: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 31

გლობალიზაცია - განათლება მედეა გოცირიძე

პროფესორიუმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

ლიანა ჭოველიძეპროფესორი

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

თანამედროვე სამყარო სწრაფად იცვლება: იკვეთება ახალი კონტურები, იშლება ძველი. ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. ქვეყნის სიმდიდრის საფუძველი ხდება არა ბუნებრივი რესურსები, არამედ მაღალგანვითარებული ადამიანური რესურსები. XXI საუკუნეში კაპიტალის მთავარ ფორმას წარმოადგენს არა ფული, არამედ ცოდნა. ცოდნა ადამიანის და ნებისმიერი ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია. ინტელექტუალური აქტივები ფასდება უფრო ძვირად, ვიდრე მატერიალური.

საინფორმაციო ტექნოლოგიებში - ITC და საინფორმაციო სისტემებში - MIS რევოლუციურ წარმატებებთან ერთად, სულ უფრო მეტად იკვეთება ცოდნის დეფიციტი. ტექნოლოგია უშუალოდ ეხება ცოდნის სფეროს, მოითხოვს ადეკვატურ ცვლილებებს. ჩქარდება technology-დან teknowlegy-სკენ გარდაქმნის პროცესი.

„ცოდნის” ცნების განსაზღვრა იყო და რჩება სადისკუსიო პრობლემად. ჩვენ შევეხებით არა ცოდნის ძირითად ფილოსოფიურ კონცეფციებს [დასავლური, ინდური, ჩინური], არამედ თანამედროვე ეკონომიკის პოზიციებიდან ცოდნის არსის, განათლებისა და ცოდნის კავშირის, ცოდნის შეძენის, დაგროვებისა და გამოყენების, განათლების ეფექტიანობის საკითხებს.

XXI საუკუნის „მენეჯმენტის”თეორიასა და პრაქტიკაში „ინფორმაციების მართვა” თმობს წამყვან პოზიციებს და მას „ცოდნის მართვის ” დისციპლინა იკავებს.

ბოლო ათლწლეულში საქართველოში ლიბერალური ბაზრის შემოჭრას თან მოჰყვა ანარქია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მკვეთრად დაეცა განათლების ხარისხი, მასშტაბური მნიშვნელობა მიიღო არასაჭირო განათლებამ [unnecessery education] , როდესაც მიღებული განათლება არ შეესაბამება საჭირო ცოდნას.

ცოდნა არის მიზანდასახული კოორდინირებული ქმედება, მისი ერთადერთი მტკიცებულება და დემონსტრირების ხარისხი. ცოდნა არის მიზნის მიღწევა. ცოდნა პასუხობს კითხვას - რატომ? რატომ მივიღე განათლება?.

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის მენეჯმენტი პასუხობს კითხვებს - რა? და როგორ?- რა სპეციალობის განათლებას ვიღებ, როგორი პროგრამით და ინფრასტრუქტურით. საგანმანათლებლო სისტემა მთლიანად ორიენტირებულია სპეციალისტზე, რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში სჭირდება უმაღლესი განათლება.

რატომ? რა? როგორ? - საგანმანათლებლო სისტემის ორგანული ნაწილებია და ამგვარად, აუცილებელია ერთიანი, სისტემური მიდგომა და მართვა.

პოსტინდუსტრიულ ეპოქაში სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა სამუშაო ძალის ტრანსფორმაცია „ცოდნის” მქონე სამუშაო ძალად. სხვაგვარად შეუძლებელია დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა. განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნის პროცესი ნაკლებად შეეხო იმ დარგებს , რომლებიც ცოდნაზე იყო ორიენტირებული.

განათლების ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმებიდან ძირითადია ცოდნაში განათლების ტრანსფორმაციის ხარისხის კრიტერიუმი , რადგანაც იგი გამოხატავს მიღებული განათლების გამოყენების ეფექტიანობას.

ცოდნა მრავალი სახისაა. თანამედროვე მეცნიერებაში გამოყოფენ 5 სახეობის ცოდნას:

1. მაკრო - მიკრო ცოდნა. მაკროდონის ცოდნა უზრუნველყოფილია სახელმწიფო საგანმანათლებო რესურსებით, რადგანაც იგი გამოხატავს საზოგადოების ან კულტურის განვითარების დონეს და მისი ფლობა აუცილებელია მთელი საზოგადოებისთვის. თანამედროვე დასავლეთის საზოგადოებისთვის წიგნიერება და მათემატიკის საფუძვლები მაკროდონის ცოდნას მიეკუთვნება. სპეციალური ცოდნა, რომელსაც ფლობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, მიკროდონის სახეობას მიეკუთვნება. ნებისმიერი სტრუქტურის ჩამოყალიბება და გარე სამყაროში მისი წარმატებით ფუნქციონირების

Page 32: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

32 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

უზრუნველყოფა მოითხოვს ფუნდამენტური დონის მაკროცოდნას. ამასთან, მისი კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლება უზრუნველყოფილი იქნება მიკრო ცოდნით. ამგვარად, საჭიროა მაკრო და მიკრო ცოდნის მუდმივი შეთანაწყობა.

2. ჩაშენებული - განცალკევებული [built in, stand apart]. ჩაშენებული ცოდნა პროდუქტის ან მომსახურების ერთერთი ძირითადი კომპონენტია.განცალკევებული ცოდნა შეიძლება არსებობდეს ცალკე, დამოუკიდებლად პროდუქციისგან და მომსახურებისგან. იგი გამოიყენება მათგან დამოუკიდებლად. მაგალითად, კონკრეტული პროგრამის თეორიული ცოდნა (განცალკევებული) და მისი კომპიუტერში ჩატვირთვის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება (ჩაშენებული ცოდნა)

3. საბაზრო - არასაბაზრო ცოდნა. ცოდნის ეს სახე გვიჩვენებს, გააჩნია თუ არა ცოდნას რაიმე ღირებულება ბაზარზე. ძირითადად, მიკრო დონის ცოდნა საბაზრო ღირებულების მატარებელია, განსაკუთრებით, როცა იგი ჩაშენებულია პროდუქტში ან მომსახურებაში. მაკრო დონის ცოდნას ან განცალკევებულს გააჩნიათ მუდმივი ღირებულება. ცოდნის ზოგიერთი სახეები, მაგალითად, ოპერაციული სისტემები ან ფუნდამენტალური მეცნიერული ცოდნა, რომელიც გამოიყენება საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებებისთვის, არ წარმოადგენენ საბაზრო კატეგორიებს ტრადიციული გაგებით, მაგრამ , მათ არანაკლები და ხშირად გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვთ კონკრეტული ორგანიზაციისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის.

4. პერსონალური - ჯგუფური ცოდნა. პერსონალური ცოდნა დამახასიათებელია ცალკეული ადამიანისთვის, რომელსაც იგი გამოიყენებს ამოცანის გადასაწყვეტად. ჯგუფურ ცოდნას ფლობს ადამიანთა ჯგუფი. ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს პერსონალური და ჯგუფური ცოდნის შეთანაწყობა, მათი ერთიან სისტემაში მოქცევა.

5. გადაცემადი - არაგადაცემადი. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, თუ რა დონით შეიძლება ერთი ადამიანის ცოდნის გადაცემა მეორეზე და ამ უკანასკნელს რა ეფექტით შეუძლია მისი გამოყენება.

ცოდნის კლასიფიკაცია საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ ცოდნაში განათლების ტრანსფორმაციის მიმართულებები, რაც ცოდნის ტრანსფორმაციის პროცესია: ცოდნის შეძენა, მართვა, გამოყენება. ამ პროცესის ძირითადი თეზაა - თანამედროვე სამუშაო პერსონალს სჭირდება უფრო ფართო მასშტაბის განათლება, ვიდრე კონკრეტული სამუშაო სპეციალიზაცია.

ცოდნა რევოლუციური შინაარსის მატარებელია და ამიტომ მისი სასიცოცხლო ციკლი ხანმოკლეა. ცოდნა სწრაფად ბერდება. პერმანენტული სწავლება წარმოადგენს მის ძირითად აქტივს. განვითარებულ ქვეყნებში ტრენინგების ინსტიტუტი ცოდნის მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დასაქმების პოლიტიკაში აქცენტი გადატანილია უფრო მომზადება- გადამზადებაზე, ვიდრე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და შემოსავლების დონის შენარჩუნებაზე. შრომის ბაზარზე სირთულეები, ძირითადად, დაკავშირებულია სამუშაო ძალის მომზადებასთან, რაც სახელმწიფო რეგულირების სფეროს წარმოადგენს.

აშშ-ში ტრენინგებზე გაწეული ხარჯები წელიწადში 100 მილიარდ დოლარს აღემატება. ტრენინგების ინსტიტუტი განსაკუთრებით განვითარებულია იაპონიაში. შრომის ბაზრის სტრუქტურა თავის მხრივ ზემოქმედებს სწავლებაზე. პროფესიული ბაზარი კვალიფიციურ მუშაკებს სტიმულს აძლევს შეიცვალოს სამუშაო ადგილი, წარმატება მიაღწიოს კარიერაში, არ შემოიფარგლოს ერთი დამქირავებლით და მიიღოს დასაქმების გარანტია.

სწავლება და გადამზადება ქვეყნის საგანმანათლებო სისტემის მართვის ორგანული ნაწილია და მის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

სწავლება [training] - სისტემატური პროცესია, რომელიც გამოიყენება ორგანიზაციების მიერ თანამშრომელთა ცოდნის განვითარებისთვის, რათა გაიზარდოს მათი როლი ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში. სწავლება უზრუნველყოფილია სახელმწიფოსა და ორგანიზაციის მიერ.

სწავლების მენეჯმენტი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

1. სწავლებაზე მოთხოვნის ანალიზი;

2. სწავლების განხორციელება;

3. სწავლების შეფასება:

ა] მსმენელთა შეფასება

ბ] სწავლების დონის შეფასება

Page 33: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 33

გ] სწავლების გამოყენების ხარისხი და შედეგები.

ტრენინგები მოიცავს ორგანიზაციის ყველა დონის ყველა თანამშრომელს. თანამედროვე ორგანიზაციისათვის დამახასიათებელია მობილურობისა და როტაციის მაღალი დონე. როტაციის მაღალი დონე მოითხოვს ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაფართოებას, რასაც უზრუნველყოფს ტრენინგები.

ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგია დაფუძნებული უნდა იყოს 21-ე საუკუნის ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებზე.

ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები ფუნდამენტურად ცვლის ეკონომოკურ საქმიანობას. 21-ე საუკუნე ახალი ქსელური ეკონომიკის ეპოქაა. მომავალში თანამედროვე ცოდნა ამ სფეროში გამოუსადეგარია.

ტრადიციული ეკონომიკური მეცნიერების მრავალი ასპექტი მიუღებელი ხდება ქსელური ეკონომიკისათვის.

ახალი ეკონომიკა ახალი წესებით მოქმედებს. მათ შორის ძირითადია [Rules for the New Economy, Kelly, 1998]:

1. მოიცავით მასა.

ქსელური მართვა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცენტრალიზებული. ავტონომიური სტრუქტურების ავტონომიური ქსელი ახალი ეკონომიკის საფუძველია.

2. მზარდი უკუგება.

ახალი ეკონომიკა ფუნქციონირებს მზარდი უკუგების კანონით და არა „კლებადი სარგებლიანობის კანონით“.

3. სიჭარბე და არა დეფიციტი.

ახალი ტექნოლოგიები ქმნის სიჭარბეს და არა დეფიციტს.

ახალი ეკონომიკის ძირითადი მახასიათებელია შესაძლებლობის მაქსიმიზაცია და არა მოგების მაქსიმიზაცია.

4. უზრუნველყავით უფასო მოხმარება.

სიჭარბეზე ორიენტირებული ეკონომიკის საფუძველია--უფრო კარგი უფრო იაფია, ყველაზე კარგი—ფაქტიურად უფასო.

5. უზრუნველყავით ქსელი პირველყოვლისა.

ქსელის უარყოფა ნიშნავს თვითმკვლელობას.

6. დათმეთ მწვერვალები.

ნუ დაელოდებით ჩავარდნას, წინასწარ შეიცვალეთ მდგომარეობა, გადადით ახალ ადგილზე. ,,შემოქმედებითი ნგრევა” შემოქმედების ნაწილია.

დააფუძნეთ ახალი ძველში ცვლილებების შეტანის ნაცვლად.

7. ტერიტორიული ადგილიდან სივრცისკენ.

ტერიტორიული სიახლოვე, გეოგრაფიული ადგილის აღქმა იცვლება სივრცის შეგრძნებით - სადაც გინდა, როგორც გინდა.

8. არავითარი ჰარმონია, ყველაფერი მუდმივ მოძრაობაშია.

ქაოსის ჰარმონია ნიშნავს - სირთულეები უნდა განვითარდეს და არა დამკვიდრდეს.

9. ურთიერთობის ტექნოლოგია.

ურთიერთობათა განვითარება წარმოადგენს მთავარ ეკონომიკურ მოვლენას. ურთიერთობების უზრუნველყოფა ნებისმიერ ორგანიზაციაში მწარმოებლურობის ამაღლების მიზეზია წარმოება და მოხმარება ერთიანდება ეკნომიკურ პროცესში: prosuming [წარმოება და მოხმარება ერთდროულად].

ურთიერთდამოკიდებულება ახალი ეკონომიკური ფენომენია. მის საფუძველზე ყალიბდება ურთიერთნდობა, რაც თავისუფალი ბაზრის საფუძველია.

10. უფრო შესაძლებლობები, ვიდრე ეფექტიანობაა.

შესაძლებლობა სიმდიდრის წყაროა.უფრო კარგია არაეფექტიანად დავნერგოთ სიახლეები, ვიდრე ეფექტიანად გადავწყვიტოთ მოძველებული სტანდარტული ამოცანები. ეფექტიანია ახალი შესაძლებლობების ფორმირება და არა

Page 34: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

34 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

არსებულის ოპტიმიზაცია. ამიტომ, მწარმოებლურობა კლასიკური გაგებით მცდარ მიზანს წარმოადგენს ახალ ეკონომიკაში ამოცანების გადასაწყვეტად. ახალი ეკონომიკა შესაძლებლობების ეკონომიკაა. მაღალი მწარმოებლურობა არასაჭირო სამუშაოების შესრულების დროს ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე დაბალი მწარმოებლურობა საჭირო სამუშაოების შესრულების დროს.

„მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მოხსენებაში” საქართველომ ადამიანური კაპიტალის განვითარების მიხედვით 2013 წელს მსოფლიოს 122 ქვეყანაში 77-ე ადგილი დაიკავა, განათლების ხარისხის მიხედვით 90-ე ადგილი, განსაკუთრებით მათემატიკისა და მეცნიერების მიმართულებით - 89-ე ადგილი და მენეჯმენტის სკოლებში - 94-ე ადგილი, ტალანტის აღმოჩენის მიხედვით - 84-ე, შენარჩუნების მიხედვით -78-ე, ინოვაციების ნიჭში - 107-ე ადგილი, ტრენინგ-სერვისების მიხედვით -114-ე ადგილი.

ეს კატასტროფული მაჩვენებლებია ,რაც პირველ ყოვლისა, მენეჯმენტის უაღრესად დაბალი დონის შედეგია საერთოდ, და კერძოდ, განათლების დარგში.

საგანმანათლებლო საზღვრების გახსნა - განათლების ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზაციის საფუძველს ,საერთოდ, და განსაკუთრებით, საქართველოში. მხოლოდ საგანმანათლებლო საზღვრების გახსნით შევძლებთ თავი დავაღწიოთ განათლების ეროვნულობის პროვინციულ პატრიოტიზმს. (ჩვენი პოლიტიკაა - ბავშვებს არ მივცეთ საზღვარგარეთის სახელმძღვანელოები - ეს ეროვნული უშიშროების საკითხი კი არა იზოლაციაა.გლობალიზაცია ახდენს ნაციონალური საგანმანათლებლო სისტემის დეფორმირებას, მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ტოტალური კომერციონალიზაცია თავისი უარყოფითი მომენტებით.

მსოფლიო საგანმანათლებლო მომსახურების მოცულობა განისაზღვრება 40-45 მილიარდი დოლარით; მისი 40% კონტროლირდება აშშ-ს მიერ, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიია ქვეყნები და ა.შ.

მთავარი არ არის მარტო ის, თუ ქვეყანა რას აძლევს მსოფლიოს, არამედ ისიც, თუ როგორ გამოიყენებს ის საზღვარგარეთის პრაქტიკას.დღეისთვის ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აწარმოებს თავის საინფორმაციო პროდუქტს, გამოიყენებს უკვე არსებულს.

სტუდენტებისა და პროფესურის მობილურობა განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა ყოვლისმომცველი. განათლების გლობალიზაციის უმნიშვნელოვანესი მომენტია საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების განყოფილებების, კამპუსებისა და დისტანციური განათლების სისტემის დანერგვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ყოველივე ეს უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მომსახურების ექსპორტის ზრდას.

გამოიკვეთა მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარში ჩაბმის ორი სტრატეგია: თანამშრომლობის ინსტუტუციური ფორმები (კამპუსები და ა.შ.); ნეიტრალური დამოკიდებულება - ბაზარი თვითონ გადაწყვეტს, რომელი საგანმანათლებლო ინსტიტუტები განვითარდება;

21-ე საუკუნის ახალი ეკონომიკის წესები შინაარსობრივად ცვლის განათლების ეფექტიანობის შეფასების მოდელს. განათლების ეფექტიანობის შეფასების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი მომენტები: შრომისა და სამუშაოების რეინტეგრაცია; შრომის დანაწილებიდან შრომის რეინტეგრაციისკენ; განათლების იზოლაციიდან მის გლობალიზაციისკენ. ამ პროცესების გაუთვალისწინებლობა იწვევს ქვეყნის განათლების სისტემის დეგრაგაციას.

Page 35: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 35

ინტელექტუალური კაპიტალი კომპანიის ღირებულებაში

მაია კაპანაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

სტუ-ს ასოცირებული პროფესორი ირინე მამალაძე

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი სტუ-ს ასოცირებული პროფესორი

ფინანსური ინდიკატორებით ამჟამად კომპანიების საქმიანობის მხოლოდ იმ ასპექტებს აფასებენ, რომლებიც მატერიალურ აქტივებში განხორციელებულ ინვესტიციებს უკავშრდება. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება ინტელექტუალური კაპიტალის ყველა წამყვანი რესურსი: ადამიანისეული კაპიტალი, კომპანიის გამოცდილება და ბაზარზე მოხვეჭილი რეპუტაცია, აგრეთვე, პარტნიორებთან დადებული გრძელვადიანი კონტრაქტები. არადა, გლობალიზაციისა და პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკის ეპოქაში მატერიალური აქტივები თანდათანობით ინაცვლებენ მეორე პლანზე, რაკი კარგავენ ფინანსური შედეგების შემდგომი გაუმჯობესების პოტენციალს. ახალი სისტემის ქვაკუთხედი ხდება პერსონალის სწავლა-განვითარება ანუ დანახარჯების გაწევა ფირმის ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულების (ფასის) გასადიდებლად, რომლის სხვა ნაწილებია, ასევე, ურთიერთობით (ბრენდი, გრძელვადიანი კონტრაქტები, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ლოიალობა) და სტრუქტურული (ბიზნეს-პროცესების ხარისხი, პატენტები, ლიცენზიები, მეცნიერული კვლევა-ძიებითა და ცდებით მიღებული შედეგები) კაპიტალი.

შინაარსი

კომპანიის მთლიან ფასში მისი ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულების სიდიდის დადგენა საკმაოდ რთული ამოცანაა. ამ მიზნით ჯერ კომპანიის ოპერაციული და სტრატეგიული საქმიანობის, მთლიანად ამ კომპანიის ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლები უნდა შევისწავლოთ, შემდეგ კი მისი ფასის დასადგენად ორი მიდგომა გამოვიყენოთ. პირველი მათგანი კომპანიის შემოსავალზეა დაფუძნებული, ხოლო მეორე - სხვა კომპანიებთან ამ კომპანიის მდგომარეობის შედარებაზე. შეფასებათა მიმდინარეობა პირობითი კომპანიის მაგალითზე ვაჩვენოთ. საჭირო მონაცემები, ცხადია, კომპანიების წლიური ანგარიშგებების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია მოვიპოვოთ. პირობითი კომპანიის ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლები და მათი მნიშვნელობები განვლილი რამდენიმე წლის მიხედვით ცხრილში მოვიყვანოთ. ვიგულისხმოთ, რომ კომპანია ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში საქმიანობს.

კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი მოიცავს შემდეგ მუხლებს:• ფულადი EAT• ფულადი E• არაფულადი EAT• არაფულადი E• ფულადი ROE, %• არაფულადი ROE, %• NetCapEx, • EBIT, • NWC, • S, • EBITDA/S, %• NWC/S, %• D/(D+E), %• D/E, %• მარაგების ბრუნვა, -ჯერ• მარაგების ბრუნვის ვადა, დღე

Page 36: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

36 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

• დებიტორული დავალიანების ბრუნვა, -ჯერ• დებიტორული დავალიანების ბრუნვის ვადა, დღე• კრედიტორული დავალიანების ბრუნვა, -ჯერ• კრედიტორული დავალიანების ბრუნვის ვადა, დღე

კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობის, კერძოდ, რენტაბელობის მაჩვენებლების დინამიკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რეტროსპექტულ პერიოდში მათი კლების არასასიკეთო ტენდენციას. ამავე დროს, ისეთი სტრატეგიული მაჩვენებლები, როგორიცაა საოპერაციო მოგება, წმინდა კაპიტალური დანახარჯები და ამონაგები, მატულობს მთელი საანალიზო პერიოდის მანძილზე. ამის მიხედავად აშკარაა ის ნეგატიური ტენდენცია, რომელსაც არაფულადი საბრუნავი კაპიტალის სიდიდე და ამონაგების მატებასთან შედარებით ამ კაპიტალის გარკვეული დონის შენარჩუნების მიმართ წაყენებული მოხოვნები ავლენენ. ამ პერიოდში ნავთობის ფასის დაცემამ და მთლიანად ნახშირწყალბადებზე მოთხოვნის დაქვეითებამ განაპირობა. უფრო მეტიც, ხსენებულ პერიოდში ფინანსური ბერკეტისა და ვალის კოეფიციენტის ანალიზი გვარწმუნებს, რომ კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს კაპიტალის ფიქსირებული სტრუქტურა. და მაინც, გამოვლენილი ტენდენციები მთლიანობაში იმას მოწმობენ, რომ ესეც მომავალში ზრდის უზრუნველსაყოფად კეთდება და მიზნად ისახავს დარგში ამ კომპანიის კონკურენტუნარიან კომპანიად დარჩენას.

სასიკეთოა ოპერაციული საქმიანობის შედეგების დინამიკაც. მარაგების რეალიზაციისა და მყიდველთა მიერ ვალების დაბრუნების ვადებს შემცირების ტენდენცია აქვს, კრედიტორული დავალიანების ბრუნვის ვადას კი - გადიდების. საზოგადოდ, ესაა სავსებით პოზიტიური ფაქტორი, რომელიც კომპანიის ლიკვიდურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

კომპანიის ღირებულების (ფასის) გამოსათვლელად აქ ორ მიდგომას გამოვიყენებთ: პირველი მათგანი მის შემოსავალზეა დაფუძნებული; მეორე კი - კომპანიების შედარებაზე.

ჩვენს მიერ გამოყენებული შემოსავალზე დაფუძნებული მიდგომის წინაპირობები ასეთია:

1. ღირებულების გასაანგარიშებლად ვიყენებთ FCFE - მოდელს.

2. მესაკუთრეთა ნომინალური მოთხოვნილი შემოსავლიანობა eK იანგარიშება განვითარებადი ბაზრებისათვის შემუშვებული CAPM-ჰიბრიდული მოდულის საფუძველზე.

3. კრედიტორთა ნომინალური მოთხოვნილი შემოსავლიანობა dK იანგარიშება სინთეზური რეიტინგის მეთოდით, პროცენტების დაფარვის

w. bolo

w. bolo

IEBIT კოეფიციენტის მეშვეობით.

4. კომპანია ინარჩუნებს კაპიტალის ფიქსირებულ სტრუქტურას, რაც ვალის კოეფიციენტის საშუალო დონეს შეესაბამება, ე.ი. იყენებს ფინანსური ბერკეტის ფიქსირებულ საშუალო დონეს.

5. eK და dK , აგრეთვე, კაპიტალზე გაწეული ნომინალური საშუალო შეწონილი ხარჯები WACC არ იცვლება არც საპროგნოზო და არც მის შემდგომ პერიო-დებში.

6. კომპანია იცავს არაფულადი კაპიტალის ფიქსირებულ დონეს, რომელიც შეესაბამება კოეფიციენტს: საშუალო

SNWC

7. წმინდა კაპიტალურ დანახარჯებში რეინვესტირების მოცულობა იმ დონისა, რომელიც შეესაბამება კოეფიციენტს

EBITNetCapEx saSualo

saSualo

8. ინვესტირებული კაპიტალის ცვლილება (∆IC) ამოქმედებული კაპიტალის (∆CE) თითქმის ექვივალენტურია.

9. წმინდა არაფულადი მოგების ზრდის ტემპის დასადგენად გამოყენებულია დამოდარანის ფუნდამენტური ზრდის მოდელი.

10. კომპანიის საკუთარი კაპიტალის ღირებულებას აფასებენ „არფულადი ROE-ს“ და „არაფულადი E-ს“ მეშვეობით (ე.ი. საჭიროა DCF მეთოდით გამოთვლილ ღირებულებას დავუმატოთ „ფული და მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებები“ ) და სხვა.

საჭირო პარამეტრების დადგენის შემდეგ შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ ფულის საპროგნოზო ნაკადები.

ფულის საპროგნოზო ნაკადების განსაზღვრა ხდება შემდეგი მუხლებით:• არაფულადი EAT• FCFE• მესამე წელზე დაყვანილი ტემინალური ღირებულება

Page 37: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 37

• დაყვანილი FCFE• გადადებული საგადასახადო აქტივების LR ღირებულება• გადადებული საგადასახადო ვალდებულებების LR ღირებულება• გადადებული საგადასახადო აქტივების დაყვანილი LR ღირებულება

• გადადებული საგადასახადო ვალდებულებების დაყვანილი LR ღირებულება.

ამ მონაცემების შედეგებიდან გამომდინარე, საკუთარი კაპიტალის ღირებულება ფულადი სახსრებისა და მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებების გარეშე 864,38 80 მლნ. დოლარია. ამგვარად, მათი გათვალისწინებით ამ კომპანიის საკუთარი კაპიტალის ღირებულება 608,38 83 მლნ. დოლარი იქნება.

შედარებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების შემთხვევაში უნდა დავაწესოთ შემდეგი წინაპირობები:

1. გამოვიყენებთ შეფასების მულტიპლიკატორების მეთოდს.

2. არსებობს აქტიური საფინანსო ბაზარი.

3. ინფორმაცია გახსნილი, სარწმუნო და ხელმისაწვდომია.

4. აქციების ფასი ასახავს კომპანიის საწარმოო და ფინანსურ შესაძლებლობებს.

ღირებულების გამოთვლის მიზნით ვისარგებლოთ ალგორითმით:

I. ისეთი ანალოგი საწარმოების შერჩევა, რომლებიც წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს შეესაბამებიან (დარგის იგივეობით, გაყიდვათა რენტაბელობით, წარმოების ზრდის ტემპებით, ანგარიშგების შედგენის სტანდარტებით).

II. მულტიპლიკატორების შერჩევა: კომპანიის საკუთარი კაპიტალის ღირებულების შესაფასებლად გამოვიყენებთ

EAT P მუტიპლიკატორს

III. ანალოგი კომპანიების მულტიპლიკატორების გაანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის მოეძიება და ა.შ.

მას შემდეგ რაც მთელი ალგორითმი შესრულდება და ყველა საჭირო მონაცემი გვექნება ხელთ, შევძლებთ გამოვთვალოთ კომპანიის საკუთარი ღირებულება

საშუალო

EAT

P

EPS (EAT აქციაზე), 1

.დოლ

აქციების რაოდენობა,

მლნ. ცალი

მინორიტული კაპი-ტალისღირებულება, მლნ. დოლ

პრემიის% ,სიდიდე

საკუთარი კაპი-ტალის ღირებუ-ლება, მლნ.დოლ

5,25 10,8 846,64 047,48 48 20 656,98 57ამგვარად, შედარებაზე დაფუძნებული მიდგომით გაანგარიშებული საკუთარი კაპიტალის ღირებულება 57658,98 მლნ. დოლარი.

ღირებულების გაანაგრიშებაში გამოყენებულ მიდგომებს განსხვავებული აქვთ შეფასების მიზნებთან შესაბამისობა, ინფორმაციის ხარისხი და ა.შ., რასაც ბალებით აფასებენ ხოლმე. ამის შესწავლის შემდეგ შეგვიძლია მათი შესაბამისი ხვედრითი წილები პირობითად ასე გავანაწილოთ: 55% და 45,5% ამიტომ კომპანიის შედეგობრივი ღირებულება საბოლოოდ ასეთი იქნება: %55

83608,38 Χ 0,555 + 57565,98Χ0,445 = 72060,0 მლნ. დოლ.

ეს მნიშვნელობა შეფასების მომენტში ამ კომპანიის ფაქტიურ კაპიტალიზაციაზე (50407,6 მლნ. დოლ) გაცილებით მეტია,რაც იმას მოწმობს, რომ კომპანიის ღირებულება თავის დროზე მეტისმეტი ნაკლებობით ყოფილა შეფასებული.

შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ამ კომპანიის მთავარი მატერიალური აქტივი ნავთობისა და გაზის მარაგებია. მისი შეფასებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ რეალური ოპციონების მეთოდის მოდიფიცირებული ვარიანტი. ამ შემთხვევაში მარაგების ღირებულებას განვიხილავთ როგორც Call-ოფციონს, რომელიც ითვალისწინებს საბადოების ექსპულატაციის გადავადების შესაძლებლობას. აქტივის ღირებულების დასადგენად მესაკუთრეებისათვის ლოგიკურად ჩანს დაფინანსების სტრუქტურის გათვალისწინება. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკუთარი კაპიტალის კოეფიციენტი და ამ აქტივის საბოლოო ღირებულება გამოვთვალოთ ფორმულით:

Page 38: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

38 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

მთავარი მატ. აქტივის ღირებულება X საშუალო E D

E+

ამ გზით გამოთვლილი აქტივის ღირებულება კომპანიის მესაკუთრეებისათვის 37923 მლნ დოლარს შეადგენს.

ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულების განსაზღვრა

ჩვენ ვვარაუდობით, რომ კომპანიის საკუთარი კაპიტალის ღირებულება ორი ელემენტისაგან შედგება. ესაა მესაკუთრეებისათვის მთავარი მატერიალური აქტივების ღირებულება და მესაკუთრეებისთვის ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულება:

mesak.kap.int.

mesak.aqtmat. mTav. sak VVV +=

აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ფორმულის გამოყენებით ვიპოვოთ ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულება მესაკუთრეებზე გაანგარიშებით:

mesak.aqtmat. mTav. sak

mesak.kap.int. VV V −= = 72060 მლნ დოლ. – 37923მლნ დოლ.

mesak.kap.int. V = 137 34 მლნ დოლ.

თუ განვიხილავთ ინტელექტუალური კაპიტალისა და მთავარი მატერიალური აქტივიდ პროცენტულ თანაფარდობას, მაშინ შემდეგ შედეგებს მივიღებთ:

მაჩვენებელი % ,ხვედრითი წილიინტელექტუალური კაპიტალის ღირებულება მესაკუთრეებისათვის 47,37მტავარი აქტივის ღირებულება მესაკუთრეებისათვის 52,63

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომპანიის ღირებულების მეტ ნაწილს მესაკუთრეებისათვის ქმნის მთავარი მატერიალური აქტივი (ნავთობისა და გაზის მარაგები). ეს ლოგიკურიცაა, რადგან ნავთობი და გაზი მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული საქონელია. ამავე დროს, ესაა შედარებით ნაკლებად მოქნილი აქტივი, ვიდრე ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც უფრო ოპერატიულად რეაგირებს გარემომცველ საქმიან გარემში მომხდარ ცვლილებებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესის წარმართვის დინამიკური პირობებისა და საქმიანი ციკლების რყევების ფარგლებში კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ადამიანისეული კაპიტალი (კვალიფიკაციის დონე, შრომის უკუგება, შრომისუნარიანობის პოტენციური დონე, პერსონალის კომპეტენტურობა და მისი ჩვევები) როგორც, ერთის მხრივ, ინტელექტუალური კაპიტალის ნაწილი, ხოლო მეორე მხრივ ღირებულების მართვის ერთ-ერთი ბერკეტი ეს ცვალებად გარემოში ნაკლები დანახარჯებით უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შეუქმნის მას. ამიტომაც ვსაუბრობთ ინტელექტუალური კაპიტალის დიდ მნიშვნელობაზე ღირებულების შექმნის პროცესში. ამ შემთხვევაში დადებით ფაქტად გვევლინება ის გარემოება, რომ კომპანიის მთავარი მატერიალური აქტივის ხვედრით წილსა და მისი ინტელექტუალური კაპიტალის ხვედრით წილს შორის განსხვავება არცთუ ისე დიდია.

აშკარაა, რომ ზემოთხსენებული მეთოდით ამოცანის მხოლოდ პირველი ეტაპის გავლაა შესაძლებელი, ანუ ღირებულება მატერიალური და უხილავი რესურსების წვლილის თანაფარდობის დადგენა პირველი მიახლოებით. ამის შემდეგ საჭიროა კომპანიის ღირებულებაზე ამა თუ იმ რესურსის გავლენის დინამიკური და სტრუქტურული ანალიზის ჩატარება, რაც გაცილებით უფრო რთული საკითხია.

გამოყენებული ლიტერატურა:

. 1 В.С. Половинко – «Управление персоналом: системный поход и его реализация» 2002г.

2. R.S. Davar “Personnel Management and Industrial Relation” – 2009

3. www.iec.gov.ge

4. http: /www.geostat.ge/

Page 39: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 39

გლობალიზაცია და ბიზნესი - გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები

გიორგი ტუსკია

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიაბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

ხელმძღვანელი მარინე კობალავა უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

გლობალიზაციის ტერმინის დანერგვა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის, რ.რობერტსონის, სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს ერთ-ერთ სტატიაში გამოიყენა. თუ თავდაპირველად გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი გახლდათ, ძალიან მალე მან ფართო, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. იგი გაერთიანების, შერწყმის და ინტეგრაციის სინონიმად გადაიქცა.

XXI საუკუნის გლობალიზაცია თავისი მასშტაბითა და სპეციფიკით უპრეცედენტოა.

ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ გლობალიზაციაზე. თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთი მოვლენის განსხვავებულ განშტოებას, თუმცა შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ მათი საფუძველი საერთოა, ასევე უდავოა, რომ გლობალიზაციის პროცესს ვერ შევაფასებთ დადებითად თუ უარყოფითად, რადგან იგი მოიცავს როგორც პოზიტიურ, ასევე, შესაბამისად - ნეგატიურ მხარეებს.

გლობალიზაციის ნეგატიურ მხარეზე საუბრისას გამოიყენებენ ამგვარ მეტამორფულ მსჯელობასაც: „გლობალიზაცია მატარებელია, რომელიც თავის გზაზე ანადგურებს ყველაფერს, რასაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინდივიდუალობის ბეჭედი აზის“ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გლობალიზაცია ხელს უწყობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითარსებობისა და თვითმყოფადობის შესუსტებას.

გლობალიზაციის პოზიტიურ მხარეებზე საუბრისას ხაზს უსვამენ გლობალიზაციის როლს ინტეგრაციის გზით - ერებსა და სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვ.კავშირების გაღრმავებასა და განხორციელებაში. ზემოაღნიშნული ყველა ასპექტის გათვალისწინებით გლობალიზაციას, რაც გულისხმობს მსოფლიოს თავისუფალი ბაზრის შექმნას, უდავოდ მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია თითოეული ქვეყნის ეკონომიკისათვის.

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, ხოლო ზოგადად გლობალიზაციის დონით – 63-ზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2015 წლის გლობალიზაციის ინდექსი 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.

ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს გლობალიზაციის ინდექსს, რომელიც 191 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომლებიც ეფუძნება შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს - ეკონომიკურს, სოციალურსა და პოლიტიკურს.

ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და უცხოური კაპიტალის მოძრაობის კრიტერიუმებით განისაზღვრება. სოციალური გლობალიზაციის კრიტერიუმებად შერჩეულია უცხოელებთან კონტაქტის სხვადასხვა მაჩვენებელი (მაგალითად, ტურისტების რაოდენობა, საერთაშორისო სატელეფონო ზარები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი მოსახლეობაში, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, საერთაშორისო ბრენდ-რესტორნების რაოდენობა და სხვ.). პოლიტიკური გლობალიზაციის დონის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: საელჩოების რაოდენობა ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უშიშროების საბჭოს მისიებში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები.

ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე ქვეყნისთვის გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა საშუალებას სახელმწიფოს ეკონომიკური საზღვრები ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებთან არ დასრულდეს და წარმოებული პროდუქციის მომხმარებელი მხოლოდ საკუთარი, მცირერიცხოვანი მოსახლეობა არ იყოს.

Page 40: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

40 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

საქართველოს მე-19 ადგილი განაპირობა საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ. საქართველოს მაღალი პოზიცია - ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია.

საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ე.წ. შედარებითი უპირატესობა, ანუ სხვა ქვეყნიდან შემოიტანოს (იმპორტი) ის საქონელი და მომსახურება, რისი წარმოებაც ქვეყნის შიგნით უფრო ძვირია, ვიდრე საზღვარგარეთ, და პირიქით, სხვა ქვეყნებში გაიტანოს (ექსპორტი) ის საქონელი და მომსახურება, რომლის წარმოებაც თვითონ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სხვა ქვეყნებს. საბოლოო ჯამში, ქვეყანა იგებს როგორც ექსპორტიდან, ასევე იმპორტიდან.

მოცემული შედეგის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავისუფალია საერთაშორისო ვაჭრობა, ანუ აწესებს თუ არა ქვეყანა საბაჟო ტარიფებს, რაოდენობრივ შეზღუდვებსა და აკრძალვებს უცხოური პროდუქციის იმპორტზე. რაც უფრო მეტია აღნიშნული შეზღუდვა, მით უფრო ძვირად უწევს მოსახლეობას საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც ამცირებს ეროვნულ დანაზოგსა და ინვესტიციებს. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა რჩება საზღვრებში ჩაკეტილი, ნაკლებგლობალიზებული და განვითარების ნაკლები პერსპექტივების ამარად.

ინდექსის მეორე ძირითადი კრიტერიუმია უცხოური კაპიტალის შემოდინება. ქვეყნის ეკონომიკას ავითარებს ინვესტიცია (იგივე დანაზოგი, კაპიტალი). ინვესტიცია შეიძლება იყოს შიდა (საკუთარი მოსახლეობის დანაზოგები) ან უცხოური (სხვა ქვეყნების მოსახლეობის დანაზოგები). მხოლოდ შიდა დანაზოგით ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას ვერ მიაღწევს, განსაკუთრებით, თუ ღარიბი, განვითარებადი სახელმწიფოა, ამიტომაც, განვითარებადი ქვეყნები მდიდარ ქვეყნებზე მეტად ცდილობენ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო შექმნან. ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მარაგის ზრდა (რასაც ეკონომიკური გლობალიზაციის დონის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს) არა მხოლოდ გლობალიზაციის მაღალი დონის აღმნიშვნელია, არამედ, ეკონომიკური განვითარების პოტენციალსაც გვიჩვენებს.

გლობალიზაციის მაღალი დონე ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის 70 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე ჩაკეტილი და 4.5 მილიონი ადამიანის საქმიანობით შემოფარგლული. ისევე, როგორც ესტონეთის ეკონომიკა (მე-8 ადგილი ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში) არ არის მხოლოდ 45 ათასი კვ.კმ.-ითა და 1.3 მილიონი ადამიანის საქმიანობის იმედად.

2012 წელს, რომლის შედეგებსაც 2015 წლის გლობალიზაციის ინდექსი ეფუძნება, უცხოური კაპიტალის მარაგი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მიმართ 29% იყო, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ეკონომიკის მიმართ – 65%.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ,რომ XXI საუკუნის გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემა - მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ მოვლენათა სწორი გააზრების და ანალიზის შედეგადაა შესაძლებელი. ერთი რამ კი დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ: გლობალიზაციის, როგორც მოვლენის იზოლირება შეუძლებელია და მისი პოზიტიური ფაქტორის გათვალისწინება, ნებისმიერ ბიზნესგარემოში, უდიდესი წარმატებების მიღწევის პოტენციალს ქმნის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. აბრალავა ა. ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები. თბ., 2014;

2. აბრალავა ა. გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ. თბ., 2001;

3. აბრალავა ა., გვაჯაია ლ., ქუთათელაძე რ., საინოვაციო მენეჯმენტი. თბ., 2009.

Page 41: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 41

გლობალიცაცია და საქართველოს საგადასახადო სისტემა თეონა ხიხალაშვილი

სასწავლო უნივერსიტეტი ჯორჯია

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, IV კურსი

ხელმძღვანელი: თამარ დევიძე

ასოცირებული პროფესორი

ქვეყნის საგადასახადო სისტემის ძირითადი ბირთვი გადასახადებია. საგადასახადო სისტემის ყველა დანარჩენი ელემენტი - გადასახადის წყარო, გადასახადის ობიექტი, გადასახადის სუბიექტი, საგადასახადო სარგო, გადასახადის განაკვეთი და სხვ. - მიმართულია ერთი მიზნისკენ, რომ ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადები შევიდეს იმ მოცულობით, რაც ქვეყანას სჭირდება და თანაც დროულად.

იმის მაგივრად, რომ ვებრძოლოთ იმას რაც გარდაუვალია, სჯობს მთელი ძალებით ვეცადოთ მისგან საყოველთაო კეთილდღეობის მიღებას, რომ არ დავემსგავსოთ მათ, ვინც მთელი ძალებით ცდილობს ისედაც ღია კარის შემტვრევას.

დღეს სახელმწიფოს, საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლებული ჰყავს ტაქსის მძღოლები, ძიძები, მცირე მეწარმეები.

წარმოვიდგინოთ, რომ ტაქსის მძღოლი ყოველ თვე იხდის თუნდაც 10 ლარს, ეს იქნებოდა დაახლოებით 13 მილიონი ლარი იმის გაანგარიშებით, რომ ყოველი მესამე ადამიანი იყოს ტაქსის მძღოლი და ეს რაოდენობა არც ისე შორსაა რეალობასთან. მაგრამ ვისაუბროთ იმაზეც, რომ სახელმწიფომაც უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები იმ მხრივ, რომ მოსახლეობის მიერ აღებული ფული უნდა მოხმარდეს სახელმწიფოს აღმშენებლობასა და მოსახლეობის ცხოვრების შემსუბუქებას.

ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის კვლევებით საქართველოში ყველა რომ კუთვნილ გადასახადს იხდიდეს ჩვენი ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიარდ ლარს უნდა შეადგენდეს.

იმისათვის, რომ გავერკვეთ რამდენად ჰარმონიაშია საქართველო მსოფლიო საგადასახადო პოლიტიკასთან და რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში დამყარდეს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამდენად იცავს საქართველო იმ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც არის აგებული საზღვარგარეთის მაღალგანვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემა. ამ პრინციპების რაოდენობისა და სახეების შესახებ არსებობს განსხვავებული აზრი და შეხედულებები, თუმცა მათ შორის მაინც გამოიყოფა ხუთი პრინციპი, ესენია: სამართლიანობა, სარგებლიანობა, ეფექტიანობა, სიმარტივე და განსაზღვრულობა. ამ პრინციპებს აღიარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსიც, რაც თითქოს და სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა აღიარება და სისრულეში მოყვანას არ ნიშნავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში არ არის დაცული სიმარტივისა და განსაზღვრულობის პრინციპები და მარტივად შესამჩნევია, რომ საგადასახადო კოდექსი სავსეა ბუნდოვანი მუხლებით, ვინაიდან ხდება მეწარმეობის შეზღუდვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგადასახადო აგენტები ცდილობენ, შეასრულონ სახელმწიფოს მოთხოვნა და მის სასარგებლოდ გაატარონ ღონისძიებები. ამ დროს კი ზარალდება ბიზნესი. მეწარმეობის განვითარების სტიმულირება კი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა.

საქართველოში ფუნქციონირებს შემდეგი გადასახადი: საშემოსავლო გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი(დღგ), აქციზი, იმპორტი, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი. რაც შეეხება სამართლიანობის პრინციპს, ესეც მხოლოდ თეურიული კუთხით არის დაკანონებული ჩვენთან, რადგან არ არსებობს ის მცირე და დიდი გადასახადები, რომლის მიხედვითაც უნდა იყოფოდეს ღარიბი, საშუალო თუ მდიდარი ოჯახები. რადგან ღარიბი და მდიდარი ოჯახები არ უნდა იხდიდდნენ ერთი და იგივე გადასახადს, ვინაიდან ისინი ერთნაირად არ იღებენ სახელმწიფოსგან სხვადასხვა სიკეთეებს და ეს გადასახადებშიც უნდა აისახოს.

სარგებლიანობის პრინციპის კუთხით პრაქტიკულად დაცულია ის თეორია, რომ ყველა ერთნაირი გადახდისუნარიანი გადამხდელი ერთნაირი მოცულობის გადასახადს იხდის, მაგრამ ჯერ განუხორციელებელია ის, რომ ვისაც მეტი გადასახადის გადახდა შეუძლია მეტიც უნდა გადაიხადოს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

არ უნდა გამოგვრჩეს არც მოგების გადასახადთან დაკავშირებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც

Page 42: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

42 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

განურჩევლად ფირმის ბრუნვის მოცულობისა ყოველი მათგანი იხდის 15%-იან განაკვეთს. ეს საკითხი მნიშვნელობით სამართლიანობის პრინციპის იდენტურია. ე. ი. მოგების გადასახადის განაკვეთი პროცენტულად უნდა განსხვავდებოდეს ფირმების ბრუნვის ოდენობის მიხედვით.

ინგლისელი ეკონომისტისა და დაბეგვრის ერთ-ერთი ფუძემდებლის - უილიამ პეტის თქმით “ადამიანებს ყველაზე მეტად აღიზიანებს ის, რომ ისინი იხდიან უფრო მეტ გადასახადს, ვიდრე მათი მეზობლები”, და თუ დავესესხებით იუსტონ ჩერჩილს „კარგი გადასახადები არ არსებობს“, თუმცა ყველამ იცის, რომ გადასახადების გარეშე ადამიანის არსებობაც კი შეუძლებელია, რადგან უფასო ამ ყქვეყანაზე არაფერია, მაგრამ არავინ იცის მისი ზომა.

დაბეგვრის თემა კი ის საკითხია სადაც მუდმივად არის შეუთანხმებლობა ხელისუფლებასა და გადამხდელებს შორის. ამ საკითხში კი, ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან იყო ის სიახლე, რომ ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-ისა.

დავაკვირდეთ დღევანდელ საქართველოს გადასახადების კუთხით. იმპორტის გადასახადი იბეგრება 0 და 12 პროცენტიან განაკვეთით, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ არსებობდა 5-პტოცენტიანი განაკვეთი. ამას გარდა, წინა მთავრობა მიზნად ისახავდა 12-პროცენტიანი განაკვეთის მოხსნასაც, რომ ვაჭრობისათვის მიეცათ ბევრად თავისუფალი გარემო პირობები. ფაქტია, რომ არსებული სამი განაკვეთიდან დღეს მხოლოდ ორია დარჩენილი.

საუბარია იმაზე, რომ საშემოსავლო უნდა გახდეს 18% და დარჩენილი 2%-ის გადახდა მოგვიწევს საპენსიო ფონდში. წესრიგსა და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული ქმედებები უნდა ხორციელდებოდეს პირველ რიგში მთავრობის მხრიდან, ვინაიდან მათ ხელშია ყოველგვარი ძალაუფლება, მათზეა ბიუჯეტის განკარგვაც და მისი გამოყენება იმ სიკეთეებისათვის, რომლის ხარჯზეც ღირსეულად ეწოდება ჩვენს საგადასახადო კოდექსს - ლიბერალური.

სახელმწიფოს ფორმულირებისა და განვითარების ეკონომიკური საფუძველია ფინანსური რესურსები, რომლებიც ძირითადად გადასახადებითა და მათი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდით ფორმირდება. იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადები ქყვეყნის ბიუჯეტის დფინანსების ძირითადი წყაროა საგადასახადო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხია. მხოლოდ გამართული და თანადროული სოციალურ–ეკონომიკური პირობების შესატყვისი საგადასახადო სისტემის ფორმირების პირობებშია შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, წარმოების განვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული სოციალური პრობლემების გადაწყვეტა. ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ გატარებულ საგადასახადო პოლიტიკასა და საგადასახადო სისტემის გამართულ მუშაობაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბახტაძე ლ. კაკულია რ. ჩიკვილაძე მ. საგადასახადო საქმე., თბ., 2007

2. კაკულია რ. ფინანსების თეორია., თბ., 2004

3. www. Mof.ge

4. www. Rs.ge

5. www. Taxinfo.ge

Page 43: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 43

მსოფლიო მიღწევების ასახვა საქართველოს ჯანდაცვაში

მარიამ ფხიკლაშვილიუნივერსიტეტი გეომედი

ფაკულტეტი ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტი, II კურსი ხელმძღვანელი: თამარი დევიძე

ასოცირებული პროფესორი

გლობალიზაცია თანამედროვე მსოფლიოში გამოიხატება ცვლილებებით, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება, როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „თავისუფალი ვაჭრობის“ შედეგი. როდესაც გლობალიზაციაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს მსოფლიო მიღწევების ასახვა საქართველოს ჯანდაცვაში. ზოგადად სიტყვა ჯანდაცვა (ჯანმრთელობის დაცვა) არის სახელმწიფო, სოციალ–ეკონომიკურ, სამედიცინო და საზოგადოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა. ჯანდაცვა ზოგიერთ ქვეყანაში ეფუძნება უფასო სამედიცინო დახმარების და მედიცინის პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმართულებებს, სხვაგან - სახელმწიფოს მხრიდან იგი რეგლამენტირებულია ანტიეპიდემიური სამუშაოების ჩატარებით, ხოლო ძირითადი მომსახურება გადატანილია კერძო სექტორში.

ელექტრონული მედიცინის გამოყენების ძირითადი არეალი საინფორმაციო მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სფეროებია. ელექტრონული მედიცინა ანუ ტელემატიკა (Health Telematics) ჯანდაცვის სფეროს ბიზნეს სექტორში ფარმაცევტიკისა და სამედიცინო მონაცემების ვიზუალიზაციის საშუალებების წარმოების შემდეგ ეკონომიკური პარამეტრებით მესამე ადგილს იკავებს. Grid-ტექნოლოგია გამოიყენება ბიოსამედიცინო ცოდნის ინტეგრირების, გრაფიკული მასალის და პროგრესული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების განვითარებისათვის. Grid-ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სისტემებს ძალუძთ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გაბნეული და დანაწევრებული სამედიცინო მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

ე-ჯანმრთელობა -eHealth , განისაზღვრება, როგორც ტექნოლოგების მეშვეობით განხორციელებული ჯანმრთელობა, რომელიც ახალ გზებს გვთავაზობს უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხოვრების ხარისხის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად.

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა 1999-2001 წწ. ატლანტა-თბილისის ჯანმრთელობის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გახსნილი ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის მეშვეობით განახორციელა ტელეკარდიოლოგიის პირველი პროექტი საქართველოში - ბად-კროცინგენის გულის კლინიკასა და სტამბოლის კოშიოლუს გულის კლინიკებთან.

2010 წელს ატლანტა-თბილისის თანამშრომლობის ბაზაზე დაფუძნებულმა კავშირმა “პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” (თავმჯდომარე – პროფ. ზ.კირტავა) აშშ CRDF ფონდის ადგილობრივი განყოფილების (GRDF - საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის) და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი გრანტით და კომპანია “მაგთიკომის” თანადაფინანსებით განახორციელა საქართველოში მობილური ტელემედიცინის პირველი პილოტური პროექტი – გულის არითმიის მობილური ტელემონიტორინგი.

მიუხედავად სამედიცინო დარგის სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა, რესპუბლიკას გააჩნია მძლავრი საკადრო პოტენციალი (მეცნიერები, ექიმები), რამდენიმე ძლიერი სამკურნალო ცენტრი, რომლებსაც ზოგიერთი მიმართულებით დიდი გამოცდილება და მსოფლიო აღიარებაც აქვს. დღეს კი მსოფლიო ბაზარზე სამეცნიერო ტექნიკური პროდუქცია საკმაოდ ძვირად ღირებული საქონელია. ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს ბუნებრივი პირობები და ადგილობრივი რესურსები. სათანადო ეკოლოგიური პირობების დაცვით რესპუბლიკას შეუძლია დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გადიდება.

სამეცნიერო ტექნოლოგიურ პარკები, ანუ როგორც მათ კიდევ უწოდებენ- ეკონომიკური და ტექნიკური განვითარების ზონები, წარმოადგენს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ისეთ ნაირსახეობას, რომელიც პირდაპირ

Page 44: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

44 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

არის ორიენტირებული ახალი ტექნოლოგიების მოზიდვასა და მეცნიერება-ტევადი წარმოების განვითარებაზე. ამჟამად, საქართველოში უკვე არსებობს პირველი ტექნოლოგიური პარკი, რომელიც მდებარეობს თბილისის მახლობლად, დაბა ოქროყანაში, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია მცირე ინკუბატორები, სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგცენტრები და საგამოფენო ოთახები, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია. ტექნოპარკის დანიშნულებაა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, ახალი გამოგონებების ხელშეწყობა და ორიგინალურ იდეათა პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა. ტექნოპარკი უზრუნველყოფს:

· წვდომა სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან;

· სერვისებს დამწყები Start-up კომპანიების განსავითარებლად;

· დაკავშირებას პროექტის განსახორციელებლად საჭირო კადრებთან ან ექსპერტებთან;

· წვდომას მოწინავე ცოდნასთან და გამოცდილებასთან.

2016 წლის ბოლოს საქართველოს ოთხი ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა შეემატა დედოფლისწყაროში, ზუგდიდში, ლენტეხსა და ხარაგაულში. გარდა მიმდინარე პროექტებისა, დაგეგმილია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა ახალი 20–საწოლიანი კორპუსის მშენებლობა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა. აღნიშნული ინფრასტუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ხარჯები ჯამში დაახლოებით 60 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ასევე დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი დიდი კლინიკის მართვაზე გამოცხადებულია ტენდერი ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები მაღალი დონის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებებად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანაარსებობით ჩამოყალიბდებიან. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს სწორი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფოს სექტორისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის აღნიშნული სისტემა მუშაობს ინგლისში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, საქართველოში სწორედ აღნიშნული გამოცდილების გადმოტანა განხორციელდება.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში არათანმიმდევრული და არაეფექტიანია, სახელმწიფო ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, რადგანაც არასაკმარისად აფინანსებს ამ დარგს. ძალზე სუსტია წამლის ეროვნული პოლიტიკა. იგი გავლენას ვერ ახდენს ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე. ამის შედეგად, ეს ბაზარი გადანიწილებული აქვთ მონოპოლისტ კომპანიებს, რომლებიც მას პრაკტიკულად სრულად აკონტროლებენ. აუცილებელია გრძელვადიანი, დაბალანსებული, მერცნიერულად დასაბუთებული, საზოგადოებასთან შეთანხმებული დარგის მართვის სტრატეგიის შექმნა. სამართლიანობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, მოსახლეობის ფინანსური რისკებისგან დაცვა, რესურსების ეფექტიანად გამოყენება, სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების, ბიოლოგიური პროდუქტების და სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხოების, ეფექტიანობის და ხარისხის მართვა უნდა გახდეს ჯანდაცვის ეროვნული სისტემის რეალური პრიორიტეტი და შესაბამისად, ყველა გარდაქმნა ამ ხედვას და მიდგომებს უნდა ახორციელებდეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. აბრალავა ა. გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ. თსუ, თბილისი. 2001.

2. აბრალავა ა., გვაჯაია ლ., ქუთათელაძე რ. საინოვაციო მენეჯმენტი. სტუ. თბილისი. 2009.

3. ბარათაშვილი ე., დათაშვილი ვ., ნაკაიძე გ., ქუთათელაძე რ. ინოვაციების მენეჯმენტი. გამ. ევროპული უნივერსიტეტი. თბილისი. 2008.

4. ღვედაშვილი ნ. ჯანდაცვის ეკონომიკა და მართვა. თბილისი. 2005.

5. http://www.tzona.org/post/2015-wlis-10-udidesi-samecniero-teqnikuri-migweva

6. http://www.mkurnali.ge/alergologia/7216-mecnierebi-imedovneben-rom-mkvdari-tvinis-gacockhlebas-shedzleben.html

7. http://www.mkurnali.ge/medicinis-siakhleni/7218-garghveva-medicinashi-khsnadi-implantebi-tvinze-operaciebisthvis.html

8. http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/endokrinologia/7214-tipi-1-diabetis-damarckheba-shesadzlebeli-gakhdeba.html

Page 45: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 45

გლობალიზაცია და საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პოტენციალი

ნიკა მეურმიშვილიუმაღლესი სასაწავლებელი ჯორჯია

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიIV კურსის სტუდენტი

ხელმძღვანელი: თამარი დევიძეასოცირებული პროფესორი

1999 წლის 27 იანვარს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: «მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!». ამ ცნობილი გამოსვლიდან 15 წლის შემდეგ - 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში, ხელი მოეწერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA), რომელიც ევროკავშირთან, როგორც საქონლით ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხმობს.

„მოვა დღე, როდესაც ყველა ერი კონტინენტზე, თავისი განმასხვავებელი თვისებებისა თუ განსაკუთრებული ინდივიდუალურობის დაკარგვის გარეშე, აითქვიფება ერთმანეთში. ისინი შექმნიან უფრო მაღალი საფეხურის ერთობას და ჩამოყალიბდებიან ევროპულ საძმოდ“(ვიქტორ ჰიუგო, 1849 წ.).

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მოწინავე პოზიციები ბოლო პერიოდში სტაბილურად სამ ქვეყანას, თურქეთს, უკრაინასა და აზერბაიჯანს, უკავია. სავაჭრო ურთიერთობები თურქეთთან საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, გასული საუკუნის -90იან წლებში დაამყარა საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკ- რულების საფუძველზე (ქ. თბილისი, 30.07.92). შემდგომ პერიოდში ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა -120ზე მეტ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელთაც ხელი შეუწყეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას. დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას უკრაინასა და აზერბაიჯანთან. საბჭოთა ხელისუფლების წლებში აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობა მოკავშირე რესპუბლიკების რანგში ხორციელდებოდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ფარგლებში. მოკავშირე რესპუბლიკების ერთმანეთზე გადაჯაჭვული მეურნეობების არსებობას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალა. ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობები საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ჩარჩოებში 2008 წლამდე გააგრძელა. საქართველოს დსთ-დან გამოსვლის შემდეგ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები უკრაინასა და აზერბაიჯანთან განსხვავებულ ფაზაში გადავიდა და განვითარდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში პირველ-სამ ადგილს ინაწილებს, გამონაკლისია 2007 წელი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში თურქეთი სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს, თუმცა მისი ხვედრითი წონა სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 2011-2007 წლებში არაკანონზომიერად იცვლებოდა, ჯერ 14 %-დან 18,4 %-მდე ამაღლდა, შემდეგ კი თანდათანობით შემცირდა. მაგრამ, მაინც 2011 წელს 2007 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2011 წელს თურქეთის წილმა სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 1500,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც -1,7ჯერ აღემატება 2007 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2010-2007 წლებში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით საქართველოდან თურქეთში ექსპორტის ანალიზით დადგინდა, რომ ექსპორტის მთლიან მოცულობაში %80-65 ხუთმა სასაქონლო ჯგუფმა დაიკავა. 2007 წელს საქართველოდან თურქეთში 171,8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანეს. 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 125,7 %-ით გაიზარდა და 216 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2008-2007 წლებში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული პროდუქციიდან ძირითადი შავი ლითონების, ალუმინისა და სპილენძის ნარჩენები და ჯართი იყო, რაც, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუწყობდა საქართველოს

Page 46: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

46 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ეკონომიკის განვითარებას. 2010-2009 წლებში მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა. ალუმინის და სპილენძის ნარჩენები და ჯართი ჩანაცვლდა ელექტროენერგიით და მინერალური და აზოტოვანი სასუქებით, რაც დადებით მოვლენას წარმოადგენს. მარტო შავი ლითონების ნარჩენებსა და ჯართზე 2007 წელს მთელი ექსპორტის %48,7 მოდიოდა, დანარჩენ პროდუქტებზე კი 2010 .%28,3 წლისთვის მდგომარეობა მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა. ექსპორტის მთლიან მოცულობაში შავი ლითონების ნარჩენებისა და ჯართის წილი -%41,2მდე, დანარჩენი პროდუქციისა კი -%27,1მდე შემცირდა. რაც შეეხება 2017 წელს ჯერ მხოლოდ 3 თვეა გასული, რაც არაა საკმარისი ანალიზის გასაკეთებლად. წინასწარი მონაცემებით ველოდებით ექსპორტის ზრდას ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი, რომელიც არის საკმაოდ დიდი, უპრეტენზიო, ნაკლებად კონკურენტული, სადაც მაღალია ჩვენი ცნობადობა და ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა. ყურადღება მინდა გავამახვილო სასომხეთზე რომელსაც ურთიერთობა გაფუჭებული და დაძაბული აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამის გამო ძალიან დიდი რაოდენობით იძენს მისთვის საჭირო პროდუქციას საქართველოდან.

Page 47: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 47

თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი, და გერმანია ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები არიან მთლიან იმპორტში.

(მლნ. აშშ დოლარი)

*წინასწარი მონაცემები

აგრარული სექტორი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სექტორს ეროვნულ ეკონომიკაში წვლილის შეტანის, საგარეო ვაჭრობიდან მიღებული წმინდა შემოსავლის, დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით. ნებისმიერი ქვეყნის მსოფლიო ბაზარზე გასვლა და მისი საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა შრომის საერთაშორისო დანაწილებიდან გამომდინარეობს, რასაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ამა თუ იმ ქვეყნის შედარებითი უპირატესობები. საქართველოს ოდითგანვე აქტიური საგარეო-ეკონომიკური, უმთავრესად სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა როგორც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნებთან. ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საექსპორტო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და როგორც ძველ ტრადიციულ ბაზარზე პოზიციების აღდგენა, ასევე გასაღების ახალი ბაზრების მოძებნა

„ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისთვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად“ ( ილია ჭავჭავაძე ).

გამოყენებული ლიტერატურა:

1. http://geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

2. http://forbes.ge

3. https://ka.wikipedia.org/wiki

4. http://forbes.ge

5. https://ka.wikipedia.org/wiki/თავისუფალი ვაჭრობა

6. new economic school ტრენინგი თემაზე საერთაშორისო ვაჭრობა

2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016*2017* წ.

იანვარი-თებერვალი

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6444 7797 5609 6913 9259 10433 10933 11463 9486 9350 1423

საქონლის რეგისტრირებული

ექსპორტი (FOB)1232 1495 1134 1677 2186 2377 2911 2861 2205 2114 356

საქონლის რეგისტრირებული

იმპორტი(CIF)5212 6302 4476 5236 7072 8056 8023 8602 7281 7236 1067

საგარეო ვაჭრობის სალდო -3980 -4806 -3342 -3559 -4886 -5680 -5112 -5741 -5077 -5122 -712

ექსპორტი რეექსპორტის

გარეშე1113 1326 990 1380 1693 1606 1812 1873 1637 1658 289

Page 48: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

48 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

საქართველოს სადაზღვევო სისტემა და გლობალიზაცია

სოფო ბლიაძეუმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია “

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, IV კურსიხელმძღვანელი: თამარ დევიძე

ასოცირებული პროფესორი

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა გაითვალისწინებულ იქნას გლობალიზაციის ზოგადი კანონზომიერებანი, მნიშვნელოვანია ჩაერთოს გლობალური პროცესების მართვის არეალში, თავი დაიმკვიდროს მსოფლიო საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში. საერთო მსოფლიო გლობალური პროცესების გათვალისწინების გარეშე არ არსებობს ეროვნული ეკონომიკის პროგრესი. ამიტომ, გლობალურ კანონზომიერებათა შეცნობა, მათი გათვალისწინება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. ამდენად, განვითარების თანამედროვე ეტაპზე საქართველოს მიზანია მსოფლიოს ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რაც მიიღწევა ბიზნეს გარემოს ჰარმონიზაციით ამ სფეროში მსოფლიოს ძირითად მოთხოვნებთან.

ბიზნეს გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კი დაზღვევაა. დაზღვევას, როგორც საფინანსო ურთიერთობების ქვესახეობას განსაკუთრებული როლი აკისრია ბიზნესის განვითარებაში და როგორც ეკონომიკური კატეგორია, ის წარმოადგენს ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემას, რომლითაც ხდება ფულადი ფონდების ფორმირება და მათი გამოყენება დანაკარგების ასანაზღაურებლად სხვადასხვა არახელსაყრელი შემთხვევების დადგომისას. დაზღვევა გამოიყენება, როგორც დამცავი საშუალება უამრავი სახის ფინანსურ ურთიერთობაში და ამავდროულად ის შეიძლება იყოს იმდენად მოქნილი, რომ ინდივიდუალურად მოერგოს ნებისმიერ იდნივიდს. მას აქვს შესაძლებლობა გახდეს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების ინტერესების დამცავი მექანიზმი მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის დადგომის შემთხვევაში.

საქართველოში სადაზღვევო ბიზნესის ფორმირება-ფუნქციონირება, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია დაიყოს სამ ძირითად ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 1998 წლამდე პერიოდს, მეორე ეტაპი - 1998 წლიდან 2007 წლამდე, ხოლო მესამე ეტაპი - 2007 წლიდან დღემდე.

დაზღვევის სფეროში შეინიშნება სადაზღვევო ბაზრის ათვისების როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მახასიათებლის ზრდის დადებითი ტენდენციები, რომელიც გამოწვეულია იქიდან, რომ სადაზღვევო კომპანიები აუმჯობესებენ როგორც მენეჯმენტს, ასევე ახორციელებენ სწორ მარკეტინგულ ღონისძიებებს. იზრდება საზოგადოების სადაზღვევო ბიზნეს-კულტურის დონეც, ეს კი აუცილებელი წინაპირობაა, სადაზღვევო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.

სადაზღვევო ბაზარს რეგულირებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უწევს. მისი მიზანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ბაზრის ფინანსური სტაბილურობის და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური სტაბილურობისათვის ხელშეწყობა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებამ დააჩქარა 2015 წელს შემდეგი პროცესები: დაწყებულია მუშაობა გადახდისუნარიანობის მარჟაზე, ეს არის ისეთი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების კაპიტალისა და მისი სტრუქტურისადმი, რომლებიც კიდევ უფრო აამაღლებს სადაზღვევო კომპანიებისა და სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ მდგრადობას ისე როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. გაწერილი გრაფიკით ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს 2018 წლამდე. საუბარია სადაზღვევო კომპანიების კაპიტალის ეტაპობრივ ზრდაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაზღვეულს და თავად ინდუსტრიას არ შეექმნას რაიმე პრობლემები. ამავდროულად მიდის მუშაობა ავტომფლობელების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, პირველ ეტაპზე ეს ნორმა შეეხება უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. კანონპროექტის მოთხოვნებით დაზღვევის შეძენის ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ფარგელებს გარეთ, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებზე, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე და მონაწილეობას იღებენ საგზაო მოძრაობაში. შედეგად ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისას დაზარალებულის (მესამე მხარის) ჯანმრთელობის, სიცოცხლის და/ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება იმ ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებული იქნება კანონით.

მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო სადაზღვევო კომპანიების ე. წ. კორპორატიული მართვის ფორმაზე გადასვლასთან

Page 49: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 49

დაკავშირებით ღონისძიებები. დღეს სადაზღვევო კომპანია შესაძლოა იყოს როგორც სააქციო საზოგადოება. ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და თუ კომპანია აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს, შეუძლია ჰყავდეს ერთი დამფუძნებელი, რომელიც თვითონვე ასრულებს დირექტორის, გადაწყვეტილების მიმღების ფუნქციას, იგი შესაძლოა შეცდეს და ბევრი ადამიანის ინტერესი გადაიყოლოს. ეს ადამიანური შეცდომა მაქსიმალურად რომ იყოს მინიმალიზებული, საქართველოში შემოდის სამართლებრივ ორგანიზაციული ფორმა სადაზღვევო კომპანიებისთვის და ეს ფორმა იქნება სააქციო საზოგადოება. მას ეყოლება აქციონერები და აქციონერთა საერთო კრება მართავს, მას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი და მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში გაცილებით უფრო მცირდება შეცდომების ალბათობაც. ეს ხელს შეუწყობს კომპანიების მართვის გაუმჯობესებას და სადაზღვევო ინდუსტრიის გაჯანსაღებას.

ცვლილებები შეეხება სადაზღვევო ბროკერებსაც, აქამდე მათი რეგულირება არ ხორციელდებოდა, ახლა კი ისინი კონტროლს დაექვემდებარებიან.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ავტომობილების დაზღვევის თვალსაზრისით 10-15 000-ით არის გაზრდილი, ასევეა ქონების დაზღვევაც. ბაზარზე რყევები არ არის, არავინ კოტრდება და არავინ ფიქრობს, რომ როცა უნდა კომპანიას დააფუძნებს და მას პასუხს არავინ მოსთხოვს.

ბაზარზე ახალი ნორმების ჩამოყალიბებამ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს და კომპანიები გაერთიანდეს, ან მსხვილმა პატარა კომპანია შეისყიდოს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოღებამ კი შესაძლოა, გარკვეული უცხოური ან ადგილობრივი ჯგუფები შემატოს კიდეც ბაზარს.

2015 წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სადაზღვევო სექტორმა უპრეცედენტო პროფესიონალიზმი გამოავლინა 13 ივნისის სტიქიის დროს. მსოფლიოში მსგავსი მასშტაბური მოვლენების დროს სადაზღვევო ინდუსტრიაზე მოდის ზარალის კომპენსაციის 50% – ეს იმას ნიშნავს , რომ სახელმწიფოს არ აწვება მთელი ტვირთი ზარალის ანაზღაურების. ეს იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩართულია სადაზღვევო სისტემაში. ჩვენ შემთხვევაში კი, მხოლოდ 2% აანაზღაურა სადაზღვევო ინდუსტრიამ დამდაგრი ზარალიდან, რადგან დაზღვეული პირების თუ ბიზნესების რაოდენობა ძალიან მცირეა. ვისაც დაზღვეული ჰქონდა სახლი ან ავტომობილი, მათთვის ანაზღაურება უსწრაფესად მოხდა. სადაზღვევო კომპანიებმა დაახლოებით 4,300,000 ლარი დაზღვეულებს სტიქიიდან უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა.

როგორც სხვადასხვა ანგარიში აჩვენებს, ყველაზე მომგებიანი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაა. ყველაზე ნაკლებად მომგებიანი კი – მცურავ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

2017 წლის აპრილიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევა. ცვლილებების თანახმად სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისები განსხვავებულად დაუფინანსდებათ.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა. ასევე მან ძირითადი კატეგორია და მათი ქვეკატეგორიები გამოჰყო, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებენ.

კომპანიების ფინანსური სტაბილურობისათვის იგეგმება გადახდისუნარიანობის მარჟის დაწესება, ასევე საზედამხედველო კაპიტალის განსაზღვრა, რომელიც უნდა გამყარდეს არა მხოლოდ კანონქვემდებარე აქტებით, არამედ საკანონმდებლო აქტებითაც. ეს არის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი და აუცილებლად უნდა დაინერგოს ჩვენს ქვეყანაშიც. სამომავლოდ იგეგმება კომპანიების მინიმალური კაპიტალის ეტაპობრივად ზრდა, დაზღვევის კლასის და ფორმის მიხედვით. პირველი ეტაპი უკვე შესრულებულია, სამომავლოდ კი ნაბიჯები გადაიდგმება. igegmeba კომპანიებში შიდა აუდიტის სტანდარტების დანერგვა, რათა გამკაცრდეს და გამყარდეს შიდა კონტროლის სისტემები და პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე და დახვეწილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://liberali.ge/news/view/28252/ra-tsvlilebebia-sayoveltao-jandatsvis-programashi

http://www.epn.ge/?id=41897

http://forbes.ge/news/1003/saqarTvelos-sadazRvevo-bazari-2015

http://commersant.ge/?m=5&news_id=31138&cat_id=5

http://hepoins.com/index.php/component/k2/item/35-insurance

Page 50: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

50 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

მენეჯერთა ქცევის დინამიკა

თეონა მაისურაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიხელმძღვანელი ნინო ფარესაშვილიეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ასოცირებული პროფესორიივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მართვის განსხვავებული სტილის აღწერის და შეფასებისათვის ბლეიკმა და მოუტონმა შეიმუშავეს მენეჯერული კოორდინატული ბადე (იხ. ნახაზი 1). ბადე უზრუნველყობს მართვის სტილითა შედარების საფუძვლებს ორი ძირითადი განზომილებით:

• დამოკიდებულება წარმოებისადმი და

• დამოკიდებულება ხალხისადმი.

დამოკიდებულება წარმოებისადმი გულისხმობს რა ადგილს ანიჭებს მენეჯერი ამოცანების მიღწევის შესრულებას, მწარმოებლურობის მაღალი დონის მიღწევას და შედეგების ან მოგების მიღებას.

დამოკიდებულება ადამიანებისადმი არის ხაზგასმა იმაზე, რომ მენეჯერი ხელქვეითებს და კოლეგებს ექცევა როგორც ინდივიდებს. ის ასევე ითვალისწინებს მათ მოთხოვნილებებს და მოლოდინებს. ეს წარმოდგენილია კოორდინატული ბადის ვერტიკალურ ღერძზე. ბადის ოთხი კუთხე და ცენტრი მიუთითებს ხალხისადმი და წარმოებისადმი დამოკიდებულების ხუთ ძირითად კომბინაციას. (იხ. ნახაზი 1):

• უვარგისი მენეჯერი (შეფასება 1.1) – დაბალი დამოკიდებულება წარმოებისა და ადამიანებისადმი;

• ძალაუფლებაზე დაფუძნებული მენეჯერი (შეფასება 9.1) – მაღალი დამოკიდებულება წარმოებისადმი და დაბალი ადამიანებისადმი;

• სოფლის კლუბის მენეჯერი (შეფასება 1.9) – დაბალი დამოკიდებულება წარმოებისადმი და მაღალი ადამიანებისადმი;

• შუა მენეჯერი (შეფასება 5.5) – შუალედური დამოკიდებულება წარმოებასა და ადამიანებზე;

• გუნდური მენეჯერი (შეფასება 9.9) – მაღალი დამოკიდებულება წარმოებისა და ადამიანებისადმი.

მენეჯერებს 1.1 შეფასებით დისტანცია აქვთ ხელქვეითებთან და სჯერათ მინიმალური გადაადგილებაა საჭირო თავიანთი პოზიციიდან. ისინი აკეთებენ რაც შეიძლება ცოტას ადამიანებთან და წარმოებისთვის. ზედმეტმა ყურადღებამ წარმოებისადმი შესაძლოა გამოიწვიოს სირთულეები პერსონალთან და ზედმეტმა ყურადღებამ პერსონალის მოთხოვნილებებისადმი – პრობლემები წარმოებასთან დაკავშირებით.

მენეჯერები შეფასებით 9.1 არიან ავტოკრატიულები. მათ ახასიათებთ ცენტრალიზებულ სისტემაზე დაყრდნობის ტენდენცია და ძალაუფლების გამოყენება. პერსონალს ყურადღება ექცევა წარმოებაში მათი მნიშვნელობის გამო და მოტივაცია დამყარებულია ადამიანების მიერ სამუშაოს შესრულებაზე. თუ პერსონალი ცვლის ინსტრუქციას ან სტანდარტულ პროცედურას, დიდი ალბათობით ისინი გადაიხედება.

5.5 შეფასების მქონე მენეჯერები ეწევიან შუა მართვას მიდგომით ,,იცოცხლე და მოდი ვიცოცხლოთ’’. მათ ახასიათებთ რეალობისაგან თავის არიდების ტენდენცია. მართვის ეს სტილი არის ,,ქრობადი ქანქარა’’ მენეჯერებით, რომლებიც ,,ქანქარებენ’’ წარმოებისა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებებს შორის. მართვის ამ სტილს ახასიათებს ტენდენცია გახდეს ამოცანათა მენეჯმენტი (9,1). სადაც ურთიერთობები დაძაბულია და გულისწყრომაა პერსონალისგან. ამის მიუხედავად ზეწოლა მსუბუქდება და მენეჯერები ირჩევენ კომპრომისულ მიდგომას. თუ მეორე მხარეს ზედმეტი გადახრაა 1,9 –სკენ), მენეჯერები ირჩევენ ვიწრო და უფრო ძლიერ მიდგომას.

Page 51: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 51

მენეჯერებს 9,9 შეფასებით სჯერათ ამოცანების და ადამიანებისადმი დამოკიდებულების ინტეგრაციის. მათ სჯერათ ისეთი სიტუაციის შექმნის, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები ორგანიზაციის მიზნებისადმი ვალდებულებით. მენეჯერები განიხილავენ პრობლემებს პერსონალთან ერთად, ეძებენ მათ იდეებს და აძლევენ მოქმედების თავისუფლებას. სამუშაო ურთიერთობებში სიძნელეები იმართება პირდაპირ და გადაწყვეტილებების მოძიება ხდება მათთან ერთად.

ორი დამატებითი კოორდინატული ბადის სტილი. კოორდინატული ბადის 1991 წლის გამოშვება მოიცავს 2 დამატებით სტილს: ოპორტუნიზმი და მატერნალიზმი, რომელიც მხედველობაში მიიღება ხელქვეითების რეაქციის მიხედვით.

• ოპორტუნისტულ მენეჯმენტში ადამიანები ეგუებიან სიტუაციას, რათა მიიღონ მისგან მაქსიმალური სარგებელი (ნახაზი 2.).

• 9+9 პატერნალისტურ/მატერნალისტურ მენეჯმენტში, დაჯილდოება და დამტკიცება გამოიყენება ადამიანებისადმი ლოიალური მიდგომისათვის; დასჯა გამოიყენება დამარცხებულთა შესაშინებლად (ნახაზი 3.).

ნახ.1. კოორდინატული ბადე [2]

ნახ.2. ლიდერობის კოორდინატული ბადე: ოპორტუნიზმი [2]

ნახ. 3. ლიდერობის კოორდინატული ბადე: პატერნალიზმი [2]

Page 52: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

52 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ქცევის მოდელის ჩარჩოები. მენეჯერული კოორდინატული ბადე უზრუნველყობს ჩარჩოს, რომელშიც მენეჯერებს შეუძლიათ იდენტიფიცირება, სწავლება და განხილვა თავიანთი ქცევის მოდელებისა. მართვის სტილთა განხილვას ,,ან..ან’’ ნაცვლად, მენეჯერული ბადე ილუსტირებას ახდენს იმისა, თუ როგორ შეუძლია მენეჯერს მიიღოს სარგებელი მაქსიმიზირების, სიმულაციას იმ მეთოდების გამოყენებით, რომელიც ერთდროულად ადამიანებსა და წარმოებაზეა ორიენტირებული. ბლეიკი და მოუტონი ასახელებენ 3 მიზეზს თუ რატომაა მნიშვნელოვანი მართვის სტილის განხილვა:

• 9,9 მართვის სტილი დადებითად კორელირებს ძირეულ მწარმოებლურობასთან;

• 9,9 ორიენტირებული მენეჯერები აღწევენ კარიერული წარმატების მაქსიმუმს;

• უკვე ფართო ცოდნა არსებობს მართვის სტილის ექსტრემუმებს შორის კორელაციის შესახებ, ასევე მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ.

მენეჯერები შესაძლოა მართვის ერთი სტილიდან მეორეზე გადავიდნენ ან მოახდინონ განსხვავებულ სტილთა კომბინირება. მიუხედავად ამისა, მათ აღმოაჩინეს, რომ მენეჯერებს მართვის ერთი დომინანტური სტილი აქვთ, რომელსაც სხვებზე ხშირად იყენებენ. დამატებით, მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ მენეჯერებს აქვთ ,,ბექ–აფ’’ სტილი, რომელსაც მიმართავენ თუ მათი დომინანტური სტილი არ მუშაობს განსაზღვრულ სიტუაციაში.

კვლევის შედეგები

ჩემს მიერ, 2016 წელს, ქართულ კომპანიებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მენეჯერმა ეფექტიანობის და კმაყოფილების მისაღწევად საჭირო ქცევის გამოწვევისათვის, უნდა გაითვალისწინოს რომ თანამშრომლებს სურთ ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. გამოკითხულთა 64% თვლის, რომ მენეჯერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჯგუფური მეთოდებით, 23.4%–ის აზრით საჭიროა კონსულტაციები, ხოლო 13.6% მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური გადაწყეტილებები უფრო ეფექტიანია.

ასევე საჭიროა, იმის გაანალიზება, თუ რა თვისებაა აუცილებელი მენეჯერებისათვის. როგორც აღვნიშნეთ თეორიულ ნაწილში, მეცნიერთა აზრით, ეს თვისებებია: თვითშეგნება, თვითკონტროლი, მოტივაცია, თანაგრძნობა და სოციალური უნარი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ მენეჯერთა ყველაზე აუცილებელი თვისება თვითკონტროლია, შემდეგ კი, შესაბამისად, მოტივაცია, თვითშეგნება, თანაგრძნობა და სოციალური უნარები. ამის შედეგად, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ დასაქმებულებს ყველაზე მეტად მენეჯერთა მიერ თვითკონტროლის პრობლემა აწუხებთ. გასაკვირი არ არის მეორე ადგილას, მოტივაციის დასახელება. საქართველოში, მაღალი უმუშევრობის და დაბალი ხელფასების ფონზე, მოტივაცია მართლაც, რომ ყველაზე საჭიროა დასაქნებულთათვის.

საინტერესოა, ასევე თუ სად არიან განლაგებული ქართველი მენეჯერები კოორდინატულ ბადეზე. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი წილი აქვთ გუნდურ მეჯენერებს – 37,5% (9,9), შემდეგ შუა მართვას 20,3% (5,5) და ოპორტუნიზმს – 18,8%. გამოკითხულთა შორის, არ აღმოჩნდა ისეთი დასაქმებული, რომლის მენეჯერი უვარგისი მმართველია. ასევე მცირე როდენობით არიან ძალაუფლებაზე დაყრდნობილი მენეჯერები.

ცხრილი 1. მენეჯერთა ტიპები კოორდინატულ ბადეზე

საინტერესოა, როგორ ახდენენ ქართველი მენეჯერები როლების განაწილებას, რას ექცევა ყურადღება და დასაქმებულების აზრით არის თუ არა ეფექტიანად განაწილებული როლები. 53% თვლის რომ განაწილება ეფექტიანია, ხოლო 34,3%– არაეფექტიანია.ამ პროცესში, როგორც კვლევის შედეგად აღმოჩნდა, ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა

Page 53: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 53

კვალიფიკაციას, შემდეგ გამოცდილებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, შესრულების სისწრაფეს, ინოვაციურობას და ახლო კავშირებს.

როგორც კვევის შედეგებიდან ჩანს, მენეჯერთა უმრავლესობა ცდილობს გაერკვეს პრობლემის არსში ან მოძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ეფექტიანობის მისაღწევად საჭიროა შესაბამის სიტუაციაში მენეჯერებმა შესაბამისი ქცევის სტილი გამოიყენონ. ასევე გამოიყენონ თეორიული რეკომენდაციები. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ქართულ რეალობაში კმაყოფილი დასაქმებული კარგი შემსრულებელია. საჭიროა დასაქმებულებისათვის საინტერესო სამუშაო გარემოს შეთავაზება, კარიერული ზრდის უზრუნველყოფით. მენეჯერებმა ერთნაირი მოცულობით უნდა გაამახვილონ ყურადღება მწარმოებლურობაზე, დავალებებსა და ურთიერთობებზე. თითოეული მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტური მართვისათვის ორგანიზაციული მიზნების წარმატებით მიღწევის პორცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Mullins J. L., Management and Organizational Behavior, 9th edition, Lombardia, Rotolito, 2010 – pg. 897

2. Nwadukwe U.C., Management Styles and Organizational Effectiveness, American International Journal of Contemporary Research, 2012. Issue 9, 198-204.

3. Uhl-Bien M., Schermerhorn J.R., Osborn J.R.N., Organizational Behavior, USA, Wilyplus,13th edition, 2013. – pg. 608

4. Захарова Т.И., Гаврилова С.В., Мотивация трудовой деятельности, Москва, ЕАОИ. 2008. – 36 с.

5. Uhl-Bien M., Schermerhorn J.R., Osborn J.R.N., Organizational Behavior, USA, Wilyplus,13th edition, 2013. – pg. 608

6. http://www.saylor.org/site/textbooks/Organizational%20Behavior.pdf

7. http://www.b-u.ac.in/sde_book/msc_organ.pdf

Page 54: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

54 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

ორგანიზაციული კულტურის თავისებურებანი

ნათია მაისურაძეივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიხელმძღვანელი ნინო ფარესაშვილიეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიასოცირებული პროფესორი

„კულტურა არის ის, თუ „როგორ აკეთებს საქმეს“ ორგანიზაცია“ - რობი კატანგაორგანიზაციული კულტურის არსი

ორგანიზაციული კულტურა არის ქცევების, სიმბოლოების, რიტუალებისა და მითების ერთობლიობა, რომლებიც შეესაბამება ორგანიზაციისათვის დამახასიათებელ და მის მიერ გაზიარებულ ფასეულობებს და გადაეცემა ყოველ მის წევრს ზეპირი ფორმით, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება. ბიზნესის ჩარჩოებში ეს სისტემა ხშირად მოხსენებულია როგორც კორპორატიული კულტურა. თითოეულ ორგანიზაციას თავისი უნიკალური, განსაკუთრებული კულტურა აქვს. როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი ინდივიდუალური პიროვნება, ისევე არ არსებობს ორი იდენტური ორგანიზაციული კულტურა. თუმცა, არსებობს რამდენიმე გავრცელებული კულტურული ელემენტი, რომლებიც მიუთითებენ ორგანიზაციების მნიშვნელობასა და სტაბილურობაზე.

ორგანიზაციული კულტურას გარკვეული ფუნქციები აქვს, მათგან გამოიყოფა ორი ძირითადი ფუნქცია: გარე ადაპტაცია და შიდა ინტეგრაცია.

გარე ადაპტაცია გულისხმობს მიზნების მიღწევის და ამოცანების შესრულების გზების, მიზნის მიღწევისათვის, წარმატებისა და მარცხის გამკლავებისათვის გამოყენებული მეთოდების შეთანხმებას. იგი მოიცავს პასუხის გაცემას იმ მნიშვნელოვან ხელშემწყობ და მიზანთან დაკავშირებულ კითხვებზე , როგორებიცაა: რა არის ჩვენი ნამდვილი მისია? როგორ ვუწყობთ ხელს მის განხორციელებას? რა არის ჩვენი მიზნები? როგორ ვაღწევთ მათ? რა გარე ძალებია ყურადსაღები? როგორ ვაფასებთ შედეგებს? რას ვაკეთებთ, თუ ვერ ვაღწევთ შესაბამის მიზანს? როდის ვწყვეტთ მოქმედებას?

შიდა ინტეგრაცია ორგანიზაციული კულტურის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. იფი ორიენტირებულია წევრთა კოლექტიურობის შექმნასა და მათი ერთობლივად ცხოვრებისა და მუშაობის ხელშეწყობაზე. შიდა ინტეგრაცია მოიცავს პასუხებს ერთობლივ არსებობასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ესენია: რა არის ჩვენი უნიკალური სტატუსი? როგორ ვანაწილებთ ძალას, სტატუსსა და ძალაუფლებას? როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან?

ორგანიზაციული კულტურის ფუნქციები მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქციებით არ შემოიფარგლება. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის საქმიანობაში და შესაძლოა გამოყენებულ იქნას მრავალმხრივ. მაგალითად, ორგანიზაციული კულტურა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კონკურენტუნარიანობის ამაღლების იარაღი. აღნიშნულ თეორიაზე სლოვაკიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და მატეი ბეი უნივერსიტეტის სტუდენტებმა: მილოს ჰითკამ, მილოტა ვეტრაკოვამ, ჟანეტა ბალაჟოვამ და ზუზანა დანიელოვამ ჩაატარეს კვლევა1. კვლევის მიზანი იყო აღნიშნული თეორიის განხილვა, გაანალიზება და შედეგების მიხედვით ცვლილებებისა და შესაძლებლობების შეთავაზება. კვლევა ორიენტირებული იყო საწარმოს ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებისა და გაძლიერების შესაძლებლობის განსაზღვრაზე.

კვლევა ჩატარდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული საერთაშორისო კომპანიის ფილიალში. ეს გახლავთ გერმანული კომპანია ,,The XXXLutz group”, რომელიც მუშაობს ავეჯის დამზადებაზე. აღნიშნული კომპანია ფუნქციონირებს 1945 წლიდან და დღესდღეობით აქვს 230 მაღაზია ავსტრიაში, გერმანიაში, შვედეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ხორვატიასა და ბულგარეთში.

კვლევის მიზანი იყო აღნიშნულ საწარმოში არსებული კორპორაციული კულტურის პირობების ანალიზი და რჩევების მიცემა ცვლილებების შესახებ, რომლებიც ჰარმონიაში მოიყვანს როგორც შიდა გარემოს (დასაქმებულები, მენეჯერები), ასევე სარგებელს მოიტანს გარე გარემოსთვის (მომხმარებლები, კომპანია).

Page 55: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 55

კითხვარი დაურიგდა საწარმოს ყველა მომუშავეს და ჩართულობა იყო 100%. კითხვარი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, რომლის პირველი ნაწილი შეეხებოდა უშუალოდ რესპოდენტებს და განსაზღვრავდა ძირითად სოციოლოგიურ ინფორმაციას მათ შესახებ. საწარმოს სამუშაო ძალის შემადგენლობა იყო შემდეგნაირი: 11 ქალი და 9 მამაკაცი, მათგან 2 რესპოდენტი მიეკუთვნებოდა 18-25 ასაკობრივ ჯგუფს, 12 რესპოდენტი - 26-35 ასაკობრივ ჯგუფს, 4 რესპოდენტი 36-45 ასაკობრივ ჯგუფს ხოლო 2 რესპოდენტი 46 წელზე მეტი ასაკისას წარმოადგენდა. რაც შეეხება გამოკითხულთა განათლებას, დასაქმებულების 85 % - მა დაამთავრა საშუალო სკოლა, დანარჩენებს კი ჰქონდათ მიღებული უნივერსიტეტის უმაღლესი განათლება. კითხვარის მეორე ნაწილი ორიენტირებული იყო საწარმოს მიმდინარე და უპირატესი კორპორაციული კულტურის განსაზღვრაზე. აღნიშნულ ნაწილს ჰქონდა შემდეგი პუნქტები: საყურადღებო ნიშნები და საწარმოს მახასიათებლები; საწარმოს მენეჯმენტი; ,,სტაფის“ მენეჯმენტი; საწარმოს ერთიანობა; სტრატეგიული ღირებულებები; წარმატების კრიტერიუმები.

პირველი პუნქტის გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მიმდინარე და მომავლისთვის უკეთესი ალტერნატივა არის საბაზრო კულტურა, რომელიც ორიენტირებულია სტაბილურობისა და კონტროლის საჭიროებაზე. ადამიანები არიან ორიენტრირებული მიზანზე კონკურენტუნარიანობის მეშვეობით.

მეორე პუნქტში უპირატესობა ენიჭება მიზნების მიღწევასა და მომგებიანობას. მას მოსდევს კოოპერაცია და განვითარება, მეგობრული და ოჯახური გარემო, სადაც მენეჯერები მენტორების როლში გვევლინებიან.

მესამე პუნქტში - სტაფის მენეჯმენტში გამორჩეულია მიზნების და კონკურენტუნარიანობის მიღწევისა ალტერნატივა. სწორედ ამის გამოა, რომ დასაქმებულებზე გაზრდილია მოთხოვნილებათა ნუსხა. მენეჯმენტი არ იღვწის დასაქმებულთა უსაფრთხოების, კომფორტისა და სტაბილურობის შექმნაზე. სტაფის მენეჯმენტი ორიენტირებულია ჯგუფურ მუშაობაზე, კონსენსუსსა და ჩართულობაზე. ამ პუნქტში წინ წამოწეულია ადამიანური რესურსების მნიშვნელობაც.

სტრატეგიული ღირებულებები და წარმატების კრიტერიუმები წინ წამოწევენ ბაზარზე ორიენტირებულობას, კონკურენტუნარიანობას და მოგებას. თუმცა მომავლისთვის უკეთესი იქნება თუ მოგება უკან გადაინაცვლებს და მეტი ყურადღება დაეთმობა ინოვაციას, კომუნიკაციასა და ნდობას.

საბოლოო ჯამში, კითხვარის შეფასების საფუძველზე ავტორებს გამოაქვთ დასკვნა, რომ კულტურა მიმართულია საწარმოს ჭარბ მოგებაზე. კორპორაციული კულტურა მომხმარებელზე ორიენტირებულია მხოლოდ გარე საკითხებში. მთავარი მიზანია გაიყიდოს საქონელი პროდუქტის მაღალი ხარისხის მიღწევით, გაიზარდოს საბაზრო წილი და კონკურენტული უპირატესობა. შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა რომ კონკურენტული უპირატესობის გაზრდა მომხმარებლებში, ვინც აფასებს საწარმოს ტენდენციას იყოს პროდუქტიული, მომგებიანი, აწარმოოს ხარისხიანი საქონელი და მომსახურება, არის საწარმოს მენეჯმენტის უმთავრესი მიზანი.

ინოვაცია

ორგანიზაციული სტრუქტურისა და კულტურის უმეტესი ნაწილი გამოხატავს სტაბილურობას და კონტროლს. თუმცა დღესდღეობით მსოფლიო ცვალებადია და ფირმებმა ამ ცვალებადობას ფეხი უნდა აუწყოს. საუკეთესო ორგანიზაციები არ დგანან უმოძრაოდ. ისინი გამუდმებით ცდილობენ ახლის დანერგვას, ამას კი ახორციელებენ იმ მოცულობით, რომ ინოვაცია ხდება მათი ყოველდღიური ოპერაციების ნაწილი.

ინოვაცია ეს არის ახალი იდეებისა შექმნისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის პროცესი. ეს არის საშუალება , რომლითაც შემოქმედებითი იდეები პოულობენ თავის გზას ყოველდღიურ საქმიანობაში, მათგან იდეალურად ითვლებიან ისინი, რომლებიც ხელს უწყობენ მომხმარებლის მომსახურების თუ ორგანიზაციის პროდუქტიულობის განვითარებას.

ორგანიზაციული კულტურა როგორც ტოპ მენეჯმენტის ნორმატიული გავლენა დასაქმებულთა ქცევაზე ინოვაციის პროცესში - სწორედ ასეთია ერთ-ერთი კვლევის სახელწოდება, სადაც აღწერილი და გამოკვლეულია ორგანიზაციის მმართველთა საქმიანობის გავლენა დასაქმებულების ინოვატორულობაზე. კვლევა ჩატარდა პოლონეთის დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ 2015 წელს და ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ მის შედეგებსა და დასკვნებს.

კვლევის დროს შემთხვევით შეირჩა კერძო სექტორის მენეჯერები და მონაცემები შეგროვდა მათი გამოკითხვით. გარდა რესპოდენტებისა, რომლებიც საკუთარ თავს აღწერდნენ როგორც თვითდასაქმებულებად, კერძო სექტორის მენეჯერთა რაოდენობამ შეადგინა 120. რესპოდენტთა უმრავლესობა იყო მამაკაცი (63,3 %), 31-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში (41,7 %), მენეჯერული გამოცდილებით 12,73 წელი. რესპოდენტების 11,7 % საკუთარ თავს აღწერდა ტოპ-საფეხურის მენეჯერად, 20 % აღმასრულებლად და 68,4 % საშუალო-უფროს მენეჯერად (upper-middle managers). მენეჯერთა უმრავლესობა (56,7 %) მუშაობდა ორგანიზაციებში, რომელთა დასაქმებულთა რაოდენობა 250-ზე ნაკლები

Page 56: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

56 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

იყო. გამოკითხვისთვის გამოყენებული იყო კითხვარი. რესპოდენტები ინფორმირებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ კითხვარი კონფიდენციალური იქნებოდა. კითხვარი მოიცავდა 10 კითხვას.

ინოვაციის პროცესების განხორციელებაში მენეჯერთა და ოპერაციული გუნდის როლის შეფასებისას, რესპოდენტებმა დავალებები შემდეგნაირად დაანაწილეს:

• მენეჯერების როლია: მოახდინონ სტიმულირება/პროვოცირება დასაქმებულთა ინოვაციისა (4,30) ინოვაციური პროცესების მონიტორინგი (4,27), მოტივაცია მისცენ სხვებს იყვნენ შემოქმედებითები (4,19), იყვნენ ლიდერები ინოვაციური პროცესების დანერგვაში (4,07), ორგანიზება გაუწიონ სპეციფიკური ინოვაციის გაცნობის პროცესის სხვადასხვა ეტაპებს და შეუწყონ ხელი მას (4,07), დაგეგმონ და წამოიწყონ ინოვაციური პროცესები (4,07);

• მენეჯერისა და დასაქმებულთა როლი ერთსა და იმავე საზღვრებში წარმოადგენს ააშენონ, შექმნან ინოვაციაზე ორიენტირებული კულტურა, ე.წ. ინოვაციური კლიმატი; (3,76)

• დასაქმებულთა როლი მდგომარეობს ინოვაციის წყაროების მოძიებაში (3,40).

თითოეული დასაქმებულის მხარდაჭერა დავალებების შესრულებისა და მიზნების მიღწევის არასტანდარტული და უჩვეულო გზების ძიებაში არის სასიცოცხლო ორგანიზაციაში ინოვაციის განვითარებისათვის. რესპოდენტთა 43,3 % - ს სჯერა, რომ დასაქმებულთა ახალ იდეებს ორგანიზაცია მხარს უჭერს. გამოკითხული რესპოდენტები თვლიან რომ მათ კომპანიებში მოვალეობებისა და აქტივობების განაწილება დასაქმებულებში სრულიად ადეკვატური და შესაფერია (61,7 %), ხელმისაწვდომია სხვადასხვა შესაძლებლობები და სოციალური სარგებელი (58,3 %), სამუშაო ადგილებში შესაბამისი და სწორი აღჭურვილობაა (46,6 %). გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ გამოკითხულთა 10 % გრძნობდა რისკის ქვეშ კომპანიაში ინოვაციის დანერგვის შედეგების გამო. მათ ეშინოდათ, რომ მათი მოვალეობების შინაარსი შეიცვლებოდა, ისინი შესაძლოა გამხდარიყვნენ ზედმეტი, სამუშაო რეორგანიზებული იქნებოდა ან მათ მიენიჭებოდათ ახალი მოვალეობები. თითქმის ყოველი მეორე რესპოდენტი (43,3 %) გრძნობდა საფრთხეს საშუალო დონეზე, რაც მიგვითითებს რომ კომპანიაში ინოვაციის დანერგვა შეიძლება გახდეს მიზეზი დასაქმებულების ბალანსის შეგრძნების დარღვევისა და საჭირო აქტივობების ნეიტრალიზებისა. შესაბამისად მენეჰმენტი ორიენტირებულნი უნდა იყვნენ შეუქმნან დასაქმებულებს ენთუზიაზმი, დაეხმაროს გამოწვევების შეხვედრაში, დანერგონ ინოვაცია როგორც ორგანიზაციული კულტურის ნაწილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მარკეტინგის საფუძვლები, ფ. კოტლერი, გ. არმსტრონგი, თბილისი, 2015;

2. Organizational Behavior, 13th , Mary Uhl-Bien, Richard N. Osborn, John R. Schermerhorn Jr. , 2013;

3. Cameron, K. S., Quinn, R. E. 1999. Diagnosing and Changing Organizational Culture Based on the Competing Values Framework, Reading, Addison – Wesley

4. http://www.forbes.com;

5. https://www.bcgperspectives.com/;

6. http://old.press.tsu.ge;

7. https://www.google.com/about/;

8. http://panmore.com

Page 57: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 57

უსაფრთხოება გლობალიზაციის კონტექსტში თინა შამოიანი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიბიზნეს-ინჟინერინგი, IV კურსი

XXI საუკუნეში ადამიანის უსაფრთხო არსებობის პრობლემა არამარტო შეინარჩუნა თავისი სიმწვავე, არამედ ძალზე აკტუალური გახდა ახალი გამოწვევების, საშიშროებებისა და მუქარებიდან გამომდინარე, რომელიც იძენს გლობალურ სახეს. XIX – XX საუკუნეების ტრადიციულ საფრთხესა და საშიშროებებს, ისეთების როგორიცაა- ომები, პოლიტიკური არასტაბილურობა, ბუნებრივი კატაკლიზმები- ემატება ახალი საფრთხე საერთაშორისო ტერორიზმის გავრცელების, ადამიანის საარსებო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების, ნარკოტიკისა და ალკოჰოლური სასმელების გავრცელების, მასშტაბური ტექნოლოგიური ავარიების და კატასტროფების, დედამიწის ჰავის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების გამოლევის და სხვა მრავალი ფაქტორების სახით.

გლობალური უსაფრთხოება

გლობალური უსაფრთხოების კონცეფცია მოიცავს მთელი კაცობრიობისთვის აქტუალურ პრობლემებს, გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემისა და ეკოლოგიური მდგომარეობის უსაფრთხოებას იმ საფრთხეებისგან, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ მსოფლიოში მდგომარეობის დესტაბილიზაცია, გამოიწვიოს კრიზისი მსოფლიო მასშტაბით.

დღესდღეობით, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერების უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ითვლება განიარაღება და შეიარაღების კონტროლი, გარემოს დაცვა, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ხელშეწყობა, საერთაშორისო ტერორიზმის და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება და აღმოფხვრა, თანამედროვე მსოფლიოში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა და მსოფლიო ოკეანეებისა და მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება.

თანამედროვე ტერორიზმი და მისი ისტორია

თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საერთაშორისო დონეზე აღნიშნულ პრობლემას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ თავად ტერორი, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში და უდიდეს მასშტაბებს აღწევს. ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია გლობალიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კრიმინალური აქტივობების ზრდას.

ტერორიზმი მოდის ფრანგული სიტყვიდან „terrorisme“ და თავდაპირველად მიანიშნებდა სახელმწიფო ტერორიზმს, რომელიც გამოიყენებოდა საფრანგეთის მთავრობის მიერ, ტერორის მმართველობისას. თვითონ ფრანგული სიტყვა „terrorisme“, მოდის ლათინური ზმნიდან terreo, რომელიც ნიშნავს „მე მეშინია“. ამგვარად, ტერორიზმი თავდაპირველად მიანიშნებდა, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ აქტებზე, ხოლო დღეისათვის ის ტიპიურად მიანიშნებს, უდანაშაულო ადამიანების მოკვლაზე.

ტეროლოგია არის მეცნიერება ტერორიზმის შესახებ. ტერორიზმის მრავალი სახე არსებობს. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ტერორიზმსა და ტერორს. პოლონელი ტეროლოგი ბერნარდ გომი საკუთარ წიგნში „ტერორიზმის სტრატეგია“ აღნიშნავს: „ტერორი არის ძალადობა ჩადენილი ობიექტურად უფრო ძლიერი სუბიექტის მიერ, ხოლო ტერორიზმი არის ძალადობა, რომელიც ჩადენილია ობიექტურად უფრო სუსტი ძალის მიერ“

ტერორიზმი უამრავი მოტივით შეიძლება იქნეს ჩადენილი. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოში განვითარდა, როგორც:

1.პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ომის დროს;

2.ინდივიდუალური და ორგანიზებული ტერორიზმი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკა;

3.შიდა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი;

Page 58: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

58 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

4.სახელმწიფოთაშორისი ხასიათის ტერორისტული აქტები;

5.საერთაშორისო ტერორიზმი, რომელიც გაზრდის დიფერენცირების სრულყოფისაკენ მიისწრაფვის.

წლების განმავლობაში ტერორიზმი ითვლებოდა ტერორისტულ დაჯგუფებებს ან ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებად. თუმცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შეიცვალა, რადგანაც სახელმწიფოებმა დაიწყეს ტერორისტული ორგანიზაციების გამოყენება თავიანთი ეროვნული ინტერესებისათვის. თუ ადრე ტერორიზმი წარმოადგენდა ,,სუსტის იარაღს“, მას იყენებდნენ ეთნიკური უმცირესობები, განმათავისუფლებელი მოძრაობები თუ რევოლუციური ორგანიზაციები, დღეს ტერორიზმი გახდა სახელმწიფოებისა და სუპერძალების იარაღი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა კაცობრიობა უდიდესი პრობლემის წინაშე დააყენა. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში უამრავი საერთაშორისო შეთანხმება დაიდო, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმს შეეხება. მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანში არ არის მოცემული ტერორიზმის სრული განსაზღვრება, ეს კი გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები შეეხება მხოლოდ ერთადერთ ასპექტს ტერორიზმთან მიმართებაში - მასთან ბრძოლასა და თავიდან აცილებას.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიხედვით, ტერორიზმს ოთხი ძირითადი მახასიათებელი ელემენტი აქვს:

1. ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი;

2. ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

3. ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ;

4. და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვე-ეროვნული დაჯგუფების მიერ. (მაგ.სოციალური და რელიგიური ტერორიზმი)

ტერორიზმის მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე ქვეყნები

სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს,თუნდაც მათ შორის იდეოლოგიური კავშირი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. საბჭოთა კავშირი ითვლებოდა ერთ-ერთ პირველ სპონსორად ტერორისტული ორგანიზაციებისა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი ადგილი ირანმა დაიკავა და თუ გავითვალისწინებთ ტერორისტულ საქმიანობაში მისი მონაწილეობის მასშტაბებს, შეიძლება ვთქვათ რომ ირანი პირველობას არავის უთმობს ამ საკითხში. რეგიონში ირანის მთავარი მოკავშირე-სირია ასევე ადგილობრივი ტერორისტების მთავარი სპონსორია. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ირანს უწოდა ,,მსოფლიოში ტერორის მთავარი სპონსორი სახელმწიფო“. ირანი მხარს უჭერს ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიც არის ჰეზბოლა, ჰამასი, პალესტინური ისლამური ჯიჰადი და ალ-მადის არმია. პაკისტანი ითვლება ასევე ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის მთავრობა უარყოფს ამას.

აშშ-ს ეროვნულ ინეტერესებს შორის ერთ-ერთი სწორედ ტერორიზმთან ბრძოლაა, რაც იმით არის განპირობებული, რომ ტერორისტული ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისათვის ის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ასე რომ, იგი ყველაზე აქტიურია ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში. გარდა იმისა, რომ იგი ცდილობს ტერორიზმთან კოლექტიური ბრძოლის ხელშეწყობას, ასევე აქტიურად ცდილობს პრობლემის ინდივიდუალურად მოგვარებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიას, რათა მათთან მიმართებაში შესაბამისი ზომები მიიღოს. სიის შედგენა 1979 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო და ამ სიის პირველი წარმომადგენლები არიან ლიბია, ერაყი, სირია და სამხრეთ იემენი. დროთა განმავლობაში ეს სია იცვლება. დღეს ამ სიის წევრები არიან კუბა(1982 წლიდან), ირანი(1984), სუდანი(1993), სირია 1979).

სიის წევრებისათვის აშშ მკაცრ სანქციებს აწესებს:

1. კრძალავს ამ ქვეყნებში იარაღის ექსპორტსა თუ ყიდვას.

2. მკაცრად აკონტროლებს ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტს, რასაც შეუძლია გაზარდოს სიის წევრი ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობები და

ტერორისტული ორგანიზაციებისათვის დახმარების საშუალება.

3. აწესებს შეზღუდვებს მათთვის ეკონომიკურ დახმარებაზე.

4. უწესებს ფინანსურ და სხვა სახის შეზღუდვებს.

Page 59: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 59

აშშ მეტ-ნაკლებად აღწევს დასახულ მიზნებს, თუმცა პრობლემის გადასაწყვეტად ეს არ არის საკმარისი და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება რიგი მიზეზების გამო.

ტერორიზმი აღარ წამოადგენს კონკრეტული ქვეყნების პრობლემას. საკითხს აქვს ბევრი საერთაშორისო ასპექტი. ტერორისტული ორგანიზაციები შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები არ ჰყავდეთ მიზანში, მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყანაში ტერაქტმა სრულიად შემთხვევით შეიძლება შეიწიროს ისინი. ტერორისტული ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას აქვს შტაბები, ოფისები, საწვრთნელი ბაზები სხვადასხვა ქვეყნებში და არაერთ არალეგალურ საქმიანობაში არიან ჩართულნი, რაც ზარალს აყენებს ადამიანთა უსაფრთხოებას, თუნდაც ეს ადამიანები მათ სამიზნეებში არ შედიოდნენ. ასევე მათ აქვთ მხარდაჭერა და დახმარება სხვადასხვა ქვეყნებისაგან და მათი მცხოვრებლებისაგან. ასე რომ, ტეოროზმი გლობალურ საფრთხედ ჩამოყალიბდა, რაც საჭიროებს მასთან აქტიურ და კოორდინირებულ ბრძოლას.

ტერორიზმი და ტერორისტული აქტები უმნიშვნელოვანესი წითელი ხაზია საერთაშორისო უსაფრთობების ისტორიაში. 2001 წლის 9/11 ტერაქტის შემდეგ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემა გახდა ტერორიზმი. ისლამური სახელმწიფო არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, ის უბრალოდ ყველაზე მასშტაბული, სასტიკი და მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა სახელმწიფოს სახელით კაცობრიობის ისტორიაში. ის, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის საფრთხეა, მოწმობს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებული ტერორისტული აქტების სია:

2006 წლის 11 ივლისი, ინდოეთი: მუსლიმი ტერორისტები თავს ესხმიან რკინიგზას მუმბაიში - დაღუპულთა რაოდენობა - 182 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა- 770.

2005 წლის 9 ნოემბერი, იორდანია : სამი დასავლური სასტუმროს დაბომბვა ცენტრალურ ამანში - დაღუპულთა რაოდენობა - 67, დაშავებულთა რაოდენობა- 150.

2005 წლის ოქტომბერი, რუსეთი: თავდასხმა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ნალჩიკში -

დაღუპულთა რაოდენობა - 130

2005 წლის 1 ოქტომბერი, ინდონეზია: სამმა სუიციდმა აიფეთქა თავი ინდონეზიის დასასვენებელ კუნძულ ბალიზე. დაღუპულთა რაოდენობა - 22 ადამიანი.

2005 წლის 23 ივლისი, ეგვიპტე : ეგვიპტის დასასვენებელ კურორტზე შარმ ელ შეიხზე დაბომბვის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი უცხოელი ტურისტების ჩათვლით.

2005 წლის 7 ივლისი, ბრიტანეთი: სამი მეტროს და ავტობუსის დაბომბვა, დაღუპულთა რაოდენობა - 56, დაშავებულთა რაოდენობა - 700.

2004 წლის 1 სექტემბერი, რუსეთი: 30 კაციანი ჯგუფი შეიჭრა ბესლანის სკოლაში, სადაც 1100 მძევალი აიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა -300.

2004 წლის 1 მარტი, ესპანეთი: 10 ბომბი აფეთქდა მატარებელში. დამნაშავეები მაროკოელი ისლამისტები არიან. დაღუპულთა რაოდენა - 191.

2003 წლის ნოემბერი, თურქეთი: სტამბოლში მოხდა აფეთქებები. დაღუპულთა რაოდენობა- 33.

2003 წლის მაისი, მაროკო: კასაბლანკას პორტში ისლამისტების 5 შეტაკების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა შეადგენდა 45-ს.

2001 წლიდან მოყოლებული, დღესაც ისეთი ძლიერი ორგანიზაციები, როგორებიცაა გაერო, ნატო, ევროკავშირი ეძებენ გზებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ტერორიზმისგან მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დაცვა. სახელმწიფოები აძლიერებენ საზღვრების უსაფრთხოებას, ასევე ინფორმაციული წყაროების დაცვას და სხვ. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი არ არსებობს. ამისთვის აუცილებელია ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო, უნივერსალური თანამშრომლობა ტერორიზმის საკითხებში, რათა საერთო ქსელური კავშირებით მოხდეს ტერორიზმის პრევენცია.

ტერორიზმთან ბრძოლა საქართველოში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მზარდია.

Page 60: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

60 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“. თუმცა, ამით არ მცირდება სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან („ალ-ქაიდა“, „თალიბანი“ და სხვა) ასოცირებული საფრთხეები.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება კავკასიის რეგიონზეც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა, რადგან აღნიშნული შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოების მიერ საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. ამ მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები.

აღნიშნული მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახურის საქმიანობა ასევე მიმართული იყო სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენაზე. ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი.

უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების მიზნით ინტერნეტ-სივრცის გამოყენების პრევენციას. 2015 წლის ნოემბერში, შეიზღუდა წვდომა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში დარეგისტრირებულ ჯგუფებზე.

საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე.

ტერორისტული საქმიანობისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისა და შემოსვლის პრევენციის მიზნით, შსს-სთან თანამშრომლობით სათანადოდ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი (საზღვრის მწვანე ზოლის, ასევე სასაზღვრო გამტარი პუნქტების). ხდება ვიზიტორებთან გასაუბრება. ყველა სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების/ნივთიერებების დეტექტორებით. პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების თანამშრომელთა ტრენინგი, მათ შორის ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის სფეროში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან, ისრაელთან, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასთან კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების (საგამოძიებო და ანალიტიკური ტრენინგები), ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვის სფეროებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებთან.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზი. შეფასდა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების (ე.წ. იოლი სამიზნეები) უსაფრთხოების ზომები. მუდმივად ხორციელდება ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება/გადამზადება როგორც ტაქტიკური მოქმედებების (სნაიპერის კურსები, ანტიტერორისტული ღონისძიებები ქალაქის პირობებში, ტერორისტების ბანაკების განადგურების ოპერაციები, სამთო მომზადების კურსები და ა.შ.), განაღმვითი სამუშაოების, ისე მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით. ამ მიმართულებით ხაზგასასმელია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. გაუმჯობესდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტაქტიკური დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

Page 61: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

www.USGEORGIA.EdU.GE | 61

გლობალიზაცია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოში

აპოლონ ზურაბიანისტუ , ბიზნეს ტექნოლოგიები

ხელმძღვანელი: თამარ დევიძეეკონომიკის დოქტორი

ასოცირებული პროფესორი

მსოფლიო ეკონომიკურ ლიტერატურაში ინოვაცია აღიქმება როგორც პოტენციური სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გარდაქმნა რეალურში, რომელიც განსახიერებულია ახალ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებში. ინოვაციური ტექნოლოგიების გლობალიზაცია კომპლექსური პროცესია და საკუთარ თავში მრავალ კრიტერიუმს მოიცავს. ზოგადად ტერმინ „გლობალიზაციის“ განმარტებაც, თავისი სრული სიცხადით, 1980-იანი წლებიდან მომდინარეობს, თუმცა მისი საფუძვლები უძველეს პერიოდში ჩაისახა. ადამიანები მუდამ მიილტვოდნენ ახალი ტერიტორიების კოლონიზაციისკენ და ათვიებისკენ და შესაბამისად, ყოველი ის ტერიტორია, სადაც კოლონიზება ხდებოდა, უძველესი გაგებით გლობალიზებული იყო. გლობალიზაციის ერთ-ერთ მისაღებ განმარტებად შეიძლება ჩაითვალოს ჰორსტ კოჰლერის განმარტება: „გლობალიზაცია ეს არის საერთაშორისო შრომის დანაწილება მსოფლიო ეკომომიკების სრული ინტეგრაციების პირობებში და საერთაშორისო კორპორაციული და ფინანსური ნაკადების ურთიერთგადაკვეთა.“

ტექნოლოგიური განვითარება და გლობალიზაცია მჭიდრო ურთიერთკავშირშია იმ თვალსაზრისითაც, რომ ტექნოლოგიური პროგრესი(ინოვაციური ტექნოლოგიები როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და თანამედროვე მანქანათმშენებლობა) კიდევ უფრო მეტად აჩქარებს თავად გლობალიზაციას. შესაძლოა ითქვას, რომ თავად გლობალიზაცია ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ჩამოაყალიბა. ასევე ტექნოლოგიურ ინოვაციებს ის პლუსიც აქვს, რომ იგი ითვალისწინებს საერთო ინტერესებს და გააჩნია დიდი ეკონომიკური დატვირთვა, როგორც მიმღები, ასევე გამცემი ქვეყნისთვის.

ინოვაციური ტექნოლოგიების შემოდინება, როგორც აღვნიშნეთ ქვეყანაში თავად ტექნოლოგიების ხარჯზე ხდება. საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების შემოდინების პროცესი აქტიურად 1990-იანი წლების შემდგომი პერიოდიდან იწყება, როდესაც ქვეყანამ „ველური კაპიტალიზმის“ რელსებზე გადასვლა დაიწყო. რა თქმა უნდა ინოვაციური პროცესები ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის პერიოდშიც არსებობდა, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო საგრძნობლად იზღუდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (აშშ) და სხვა განვითარებული ქვეყენებიდან ტექნოლოგიური ნაკადები და მხოლოდ ლოკალური ინოვაციური ნაწარმით ხდებოდა ეკონომიკური სექტორის უზრუნველყოფა. მიუხედავად საზღვრების ჩაკეტილობისა ბევრი სამეცნირო კვლევითი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორიცაა: მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (1946), ასევე ატომური გამოკვლევების ინსტიტუტი(1956), ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი (1934). საქართველოს ‘’მომარაგებაც ‘’ ინოვაციური ტექნოლოგიებით შესაბამისად ხდებოდა და ძირითადად წარმოადგენდა მანქანათმშენებლობისა და აგრარული ტექნიკური დამუშავების ინოვაციურ პროდუქტს.

„შოკური თერაპიის“ გადალახვის შემდეგ, საქართველოში შემოდინება დაიწყო კომპიუტერულმა და ციფრულმა ინოვაციებმა. პირველ რიგში კი თანამედროვე საოჯახო ტექნოლოგიებმა და ტექნიკამ, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდა. შემდგომ უკვე იწყება ბიზნეს სფეროს ინოვაციები. ბიზნეს სფეროში აღსანიშნავია პირველ რიგში საწარმოების და სამედიცინო სფეროს ახალი ტექნოლოგიებით მომარაგება, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა შიდა წარმოების ტემპები და ხარისხი. აღსანიშნავია ცემენტის გადამამუშავებელი საწრმო, ჰიდროელექტროსადგურები და კვების მრეწველობაში მიღწეული პროგრესი (მაგალითად, კომპანია „ბარამბო“, რომელიც 2009 წელს ჩამოყალიბდა და ტექნოლოგიითა და ხარისხით ბადალი არ ჰყავს მთელ ამიერკავკასიაში). ასევე საყურადღებოა საბანკო და საფინანსო სფეროებში პროგრამული ინოვაციების დანერგვა, როგორიცაა საბანკო და საბუღალტრო პროგრამები(Oris,Superfin), ფეიბოქს აპარატები, ონლაინ გადარიცხვები და სხვ. რაც შეეხება მობილური ტელეფონების ინოვაციურობას საქართველოს ბაზარზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ უახლესი ინოვაციური პროდუქტებია წარმოდგენილი, რადგან ისინი აქტიური მოხმარების საგანს წარმოადგენენ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ.

უნდა აღინიშნოს ასევე უახლესი ინოვაცია - ბიტკოინი და ბლოქჩეინი, რომელიც წარმოადგენს უახლეს ელექტონულ

Page 62: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

62 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

კრიპტოვალუტას, წარმოიქმება ელექტონულად და ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, მას აწარმოებენ ფიზიკური პირები ან ბიზნეს-კომპანიები სპეციალური პროგრამების გამოყენებით. საქართველოში ბლოგებიც კი შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვიშოვოთ ბიტკოინები და გამოვიმუშაოთ ფული და იძლევიან ინსტრუქციებს თუ რა პროცესებს მოითხოვს რეგისტრაცია და ინტერნეტში სერფინგი.

ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დღეს ასევე ბინარული ოფციონებით ვაჭრობა და ეს მართალც ახალი „ხილია“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე. ბინარული ოფციონები საბირჟო საინვესტიციო ფინანსების დარგში წარმოადგენს ორობითი ვარიანტის არჩევანის, მარტივი ოფციონის სახეობას. მისი საშუალებით შესაძლებელია მოგების მარტივად მიღება ან პირიქით, სავაჭრო პოზიციის მოგების გარეშე დახურვა. ამ საბირჟო-სავაჭრო პროდუქტის პოპულარობას საინფორმაციო-ციფრული და სატელეკომუნიკაციო, ინტერნეტული ტექნოლოგიების პროგრესმა ძლიერ შეუწყო ხელი. ბინარული ოფციონები დღეს ელექტრონული ფორმით ინტერნეტით ასრულებს სავაჭრო ოპერაციებს და უამრავი დამწყები ტრეიდერი ცდილობს, რომ მოგება ნახოს ამ ტექნოლოგიური ინოვაციური საქმიანობით.

მნიშვნელოვანია ასევე ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა ლოკალურ გარემოშიც, რათა ადგილობრივი სტარტაპებისა და ინოვაციების რიცხვმა იმატოს. პირველ რიგში, ამისთვის აუცილებელია ტექნოლოგიური ინსტიტუტების განვითარება და საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლება. საქართველოში ამგვარ დაწესებულებას წარმოადგენს Tech Park Georgia ტექნოპარკი საქართველო, რომელიც დამწყებ სტარტაპერებს ეხმარება საკუთარი იდეების განხორციელებაში. ნებისმიერ მსურველს, ვისაც კი გააჩნია ინოვაციური იდეა, შეუძლია ეს იდეაა დახვეწოს და შემდგომ წარუდგინოს უცხოელ ინვესტორებს, მიიღოს დაფინანსება და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. საქართველოს ტექნოპარკმა ჩაატარა კონკურსი „სტარტაპ საქართველო“, რომელშიც გამარჯვებული სტარტაპერები 2017 წლის 28 მარტს გაემგზავრნენ აშშ-ში სილიკონის ველზე და უცხოელ ინვესტორებს, რომელნიც მზად არიან ვენჩურულ საქმიანობაში ჩაებან, წარუდგინეს საკუთარი ინოვაციური პროდუქტები. ქართველი სტარტაპერები ძირითადად წარმოდგენილნი იყვნენ სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სფეროებში, რომელიც მართლაც ინოვაციურია, არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. ამიტომაც ეს პროგრამები მართლაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს შესაძლებლობები გამოვლინდეს და განვითარდეს საერთაშორისო დონეზე.

გამოყენებული ლიტერატურა:1. აბრალავა ა. ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები. თბ., 20142. აბრალავა ა. გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ. თბ., 20013. აბრალავა ა., გვაჯაია ლ., ქუთათელაძე რ., საინოვაციო მენეჯმენტი. თბ., 2009 4. ბარათაშვილი ე., ბაკაშვილი ნ., ფარესაშვილი ნ., გეჩბაია ბ., მესხიშვილი დ. თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიები. თბ., 20115. ბარათაშვილი ე., დათაშვილი ვ., ნაკაიძე გ., ქუთათელაძე რ. ინოვაციების მენეჯმენტი. თბ; 20086. ბარათაშვილი ე., ნაკაიძე გ.,საინოვაციო პროექტის მენეჯმენტი. თბ., 20017. ბარათაშვილი ე., მახარაძე ნ., თოდუა ნ., საწარმოთა კონკურენტუნარიანობის შეფასება ინოვაციური პარამეტრების

მიხედვით. ჟურნ. „ეკონომიკა“, N 3, თბ., 20078. ღავთაძე გ. გირგვლიანი ს. ინოვაციური პოლიტიკა, როგორც თანამედროვე ბიზნესის განვითარების მთავარი

ფაქტორი. 20159. ჩიქავა ლ. ინოვაციური ეკონომიკა. თბ., 200610. Акаев А. Мониторинг глобалних и регионалных рисков. 2008/2009. М.; УРСС, 200911. Е.В Дробот, «актуальное вопросы государственного управления в XXI веке: Трансформация ролы государства в

условиях глобализации» Виборг 200712. Globalization and technological inovations: Challenges and opportunities. Science and culture 201513. http://gita.gov.ge/ge/ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. 14. http://techpark.ge/ საქართველოს ტექნოპარკი15. http://bitcoin.tel.ge/ ბიტკოინ და ბლოქჩეინ ბლოგი.16. http://forbes.ge/blog/86/axali-interneti,-anu-bitkoini ბიტკოინი17. https://en.wikipedia.org/wiki/Science_and_technology_in_the_Soviet_Union სსრკ ტექნოლოგიები.18. https://en.wikipedia.org/wiki/Binary_option ბინარული ოფციონები

Page 63: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა

სწავლის საფასური: 2250 ლარი

ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროგრამა

სწავლის საფასური:2000 ლარი

პროგრამები აკრედიტებულია!

CvenTan miRebuli codnis xarisxi

aRemateba swavlis safasurs!

Page 64: საერთაშორისო სამეცნიერო ...usgeorgia.edu.ge/wp-content/uploads/2017/12...4 | საერთაშორისო სამეცნიერო

64 | www.USGEORGIA.EdU.GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული

აირჩიეთ კოდი 066ისწავლეთ ქალაქის ცენტრში,

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ შენობაში

კამპუსის ტიპის ტერიტორიაზე.

l პირველი არჩევანის შემთხვევაში - 25%

l მეორე არჩევანის შემთხვევაში - 15%

l მესამე არჩევანის შემთხვევაში - 10%

გახდი ჩვენი სტუდენტი!