საგრანტო...

18
საგრანტო სახელმძღვანელო 2020 მესტია Research

Transcript of საგრანტო...

Page 1: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

საგრანტო სახელმძღვანელო

2020მესტია

Research

Page 2: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

2020, მესტია

Page 3: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

3

სარჩევი

პროექტის შესახებ ............................................................................................................................................................................................... 4

საგრანტო კონკურსი ........................................................................................................................................................................................... 4

გრანტის პირობები .............................................................................................................................................................................................. 5

ეკონომიკური განვითარების გრანტები ...................................................................................................................................... 5

სოციალური და არაკომერციული გრანტები ........................................................................................................................... 10

საპროექტო იდეის საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი და შერჩევის პროცედურები .................................... 16

Page 4: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

4

პროექტის შესახებ

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქეა ავსტრია“, „პი-ემ-სი კვლევით ცენტრთან“ პარტნიორობით, 2019 – 2022 წლებში მესტიის მუნიციპალიტეტში განახორციელებს სოფლების სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის პროექტს, სახელწოდებით: „LEADER მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“. პროექტი ფინანსდება ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მიერ ევროპის სამეზობლო პროგრამის საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (EU/ENPARD) ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევის მობილიზაციასა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის გააზრებისა და შემუშავების პროცესში მონაწილეობრივი პრაქტიკის დანერგვით, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას; აგრეთვე, ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევების ინსტიტუციონალიზაციას სამოქალაქო ორგანიზაცია „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის“ შექმნისა და გაძლიერების ხელშეწყობის გზით და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ნაწილობრივ დაფინანსებას. პროექტის აღნიშნული კომპონენტები ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი ე.წ. LEADER მიდგომის გამოყენებით.

საგრანტო კონკურსი

ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „ქეა ავსტრია“, „პი-ემ-სი კვლევით ცენტრთან“ პარტნიორობით აცხადებს საგრანტო კონკურსს მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიულ ერთეულში ეკონომიკური განვითარების, აგრეთვე, სოციალური და არაკომერციული პროექტების დასაფინანსებლად. კონკურსი მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის, ხაიშის, ჭუბერის, ნაკრის, ლახამულას, ფარის, ეცერის, ცხუმარის, ბეჩოს, ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, წვირმის, იფარის, კალასა და უშგულის ტერიტორიულ ერთეულებს. საგრანტო პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დივერსიფიკაციის, მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მესტიის მუციპალიტეტში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის გზით.

საგრანტო კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენა;

II ეტაპი - სრული საპროექტო წინადადების წარდგენა.

ამ ეტაპზე ცხადდება საპროექტო იდეების კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებულ განმცხადებელთა მიერ საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენას.

I ეტაპის საპროექტო იდეების კონკურსის გამარჯვებულები გადავლენ კონკურსის II ეტაპზე და მოწვეული იქნებიან სრული საპროექტო წინადადების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებისთვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს კონკურსის ორივე ეტაპი. პროექტის იდეის კონკურსისა და სრული საპროექტო წინადადების ეტაპზე საპროექტო წინადადებები შეფასდება ქულებით (დაწვრილებით იხ. ქვემოთ).

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა განმცხადებლებმა საკუთარი პროექტის შესახებ ზეპირი პრეზენტაცია უნდა წარუდგინონ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს.

საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 15 მარტი 2020 წ. 18:00 სთ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რადგან ეს არის კონკურსი, შესაძლებელია, რომ: ა) არცერთი პროექტი დაფინანსდეს მესტიის მუნიციპალიტეტის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში; ბ) ერთზე მეტი პროექტი დაფინანსდეს მესტიის მუნიციპალიტეტის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში; გ) არცერთი პროექტი დაფინანსდეს არცერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.

გრანტის ტიპები და მოცულობა

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ორი ტიპის პროექტი: კომერციული და სოციალური.

1. თითოეული კომერციული პროექტის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს 3 000-დან 25 000 ევრომდე (ეკვივალენტი ლარში). პირველ ეტაპზე დაფინანსებული კომერციული პროექტების საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 175 000 ევროს.

2. სოციალური და არაკომერციული პროექტები:

Page 5: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

5

• სათემო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციისკენ მიმართული პროექტები - განისაზღვრა 3 000-დან 30 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით. პირველ ეტაპზე დაფინანსებული სათემო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციისკენ მიმართული პროექტების საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 210 000 ევროს;

• ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტები, მათ შორის, საზაფხულო სკოლები, შემეცნებითი-სასწავლო პროგრამები, ტრენინგები - განისაზღვრა 1 000-დან 8 000 ევრომდე (ეკვივალენტი ლარში). პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების, რომლებიც იქნება მიმართული ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ (მათ შორის, საზაფხულო სკოლები, შემეცნებითი-სასწავლო პროგრამები, ტრენინგები), საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 80 000 ევროს.

გრანტის პირობები

ეკონომიკური განვითარების გრანტები

ა. მიზნობრიობა

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც პასუხობს მესტიის მუნციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხ. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024).

მათ შორის, ეკონომიკური განვითარების (კომერციული) გრანტები გაიცემა ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს:

1. სოფლად მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას;

2. ადგილობრივ ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობით, სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლების დამატებით წყაროთა გაჩენას;

3. ახალგაზრდების, ქალების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ გაძლიერებას;

4. ადგილობრივი, ბრენდული პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და მარკეტინგს;

5. ეკონომიკურად მომგებიანი და ეკოლოგიურად მდგრადი ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვას;

6. ბიოწარმოების განვითარებას;

7. სოფლად წარმოების, გადამუშავებისა და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს საქმიანობებს შემდეგ ძირითად სფეროებში (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (2020-2024)):

• სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამამუშავებელი საწარმოების აღჭურვა;

• სასურსათო და სამრეწველო, როგორც პირველადი საქონლის წარმოების, ასევე, გადამამუშავებელი საწარმოების აღჭურვა;

• მომსახურების სფეროს ბიზნესების აღჭურვა, მათ შორის:

° სასაწყობე, შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების აღჭურვა;

° ტურისტული მომსახურების ბიზნესის, როგორც სტრუქტურული ერთეულის, და ტურისტული პროდუქტების განვითარების ორგანიზება და მარკეტინგი;

° წარმოების, მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვა.

ბ. დაუშვებელი ხარჯები

ხარჯები, რომელიც არ განიხილება მოთხოვნილი ეკონომიკური (კომერციული) განვითარების გრანტის დაფინანსებისათვის:

• მიმდინარე ხარჯები, როგორიცაა: ხელფასები, ოფისის ქირა, კომუნალური გადასახადები და საწვავის ხარჯები;

• სესხები და სესხის მომსახურების ხარჯები;

Page 6: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

6

• ნებისმიერი ტიპის ვალდებულება, რომელიც არ არის/არ იქნება კავშირში აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნესიდეის გახორციელებასთან;

• ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული სხვა პროექტით ან სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები;

• სახაზინო გადახდები, ჯარიმები და სახელმწიფო ხაზინის წინაშე წარმოშობილი სხვა ვალდებულებები;

• უძრავი ქონების (მიწა, შენობები) შეძენა;

• მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა საქონლის შესყიდვა;

• ცალკეული პირების სემინარებზე, ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და ფორუმებზე მონაწილეობა;

• სხვა პარალელური პროექტების თანადაფინანსება;

• ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგებიც პირდაპირ ან ირიბ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის იმ ჯგუფებზე (უმრავლესობასა ან უმცირესობაზე), რომლებიც წარმოადგენენ პროექტის პირდაპირ ან არაპირდარ სამიზნე ჯგუფებს.

გ. ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა ეკონომიკური განვითარების გრანტის მისაღებად?

• ეკონომიკური განვითარების გრანტის მისაღებად განმცხადებელი უნდა იყოს:

• საქართველოში რეგისტრირებული მომგებიანი იურიდიული პირი და ახორციელებდეს საქმიანობას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

• სოციალური საწარმოს ტიპის მომგებიანი იურიდიული პირი (მაგ. კოოპერატივი) და ახორციელებდეს საქმიანობას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ;

• ფიზიკური პირი და ჰქონდეს შესაბამისი ინიციატივა აწარმოოს საქმიანობა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

• პროექტის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებში მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საინიციატივო ჯგუფი.

ყურადღება! საგრანტო პროგრამა არ დააფინანსებს: პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ფინანსურ და სახელისუფლებო ინსტიტუტებს. ასევე, არ დააფინანსებს რომელიმე ჩამოთვლილის ლობირებას/მხარდაჭერას.

დ. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ განაცხადებს:

1. რომელთა ბენეფიციარებს წარმოადგენენ შემდეგი მოწყვლადი ჯგუფებიდან სამი მაინც:

° ახალგაზრდები (18-30; წ.);

° ქალები;

° განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები:

° სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები;

° იძულებით ადგილნაცვალი პირები;

1. რომელიც ხელს შეუწყობს სოფელში/თემში კოოპერაციული ბიზნესის ორგანიზებასა და განვითარებას;

2. რომელიც აჩვენებს განმცხადებლის უფრო მეტ ფინანსურ თანამონაწილეობას შემოთავაზებული პროექტის განხორციელებაში;

3. რომელიც ხელს შეუწყობს შედარებით დაბალხარჯიანი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ან ადგილობრივად არსებული ტრადიციული ნოუ ჰაუს გამოყენებას;

4. რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბუნებრივ გარემოს და/ან შეამცირებს მასზე მავნე ზემოქმედებას;

5. რომელიც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას;

6. რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ გავრცელებული ნეგატიური როლებისა და სტერეოტიპების გადააზრებას.

Page 7: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

7

ე. ეკონომიკური განვითარების გრანტების ოდენობა და განმცხადებლის თანამონაწილეობა

ეკონომიკური განვითარების გრანტების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ეკონომიკური განვითარების გრანტის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მინიმალური და მაქსიმალური თანხის მოთხოვნებს, კერძოდ:

• მინიმალური ოდენობა - 3 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;

• მაქსიმალური ოდენობა - 25 000 ევროს ეკვივალენტი ლარში.

განმცხადებლის თანამონაწილეობა

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადის მთლიანი ღირებულებიდან „ქეა ავსტრია“ დააფინანსებს მაქსიმუმ 75%-ს (არაუმეტეს 25,000 ევროს ეკვივალენტს ლარში). აქედან გამომდინარე, განმცხადებელს მოეთხოვება პროექტის მთლიანი თანხის სულ მცირე 25%-ის თანადაფინანსების უზრუნველყოფა. თანადაფინანსება შესაძლებელია, როგორც ფულადი, ასევე, არაფულადი სახით. განმცხადებლის მხრიდან ფულადი სახით პროექტის თანადაფინანსების ხვედრითი წილი უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 15%-ს.

ყურადღება! განმცხადებლის თანადაფინანსებად შესაძლებელია ჩაითვალოს ნებისმიერი წყაროდან მიღებული ფინანსური რესურსი, გარდა საერთაშორისო დონორთა დაფინანსებისა.

ვ) ეკონომიკური განვითარების საპროექტო იდეის შეფასების კრიტერიუმები და ქულების მინიჭების სისტემა

ეკონომიკური განვითარების საგრანტო იდეის განაცხადი განიხილება და შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

შერჩევის კრიტერიუმები

შეფასება

1 პრობლემის აღწერა და აქტუალურობა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება პროექტი

0-12 ქულა 0 - მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება პროექტი, გამოკვეთილი არ არის, შესაბამისად, არც მისი აქტუალურობაა წარმოჩენილი.4 - მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება პროექტი, დასმულია, თუმცა, მისი აქტუალურობა სუსტადაა გამოკვეთილი.8 - მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება პროექტი, დასმულია და მკაფიოდ გამოკვეთილია მისი აქტუალურობა. საპროექტო იდეის განაცხადში, ასევე, მიმოხილულია ის უარყოფითი შედეგები, რასაც აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა იწვევს.12 - მთავარი პრობლემა დასმულია. პრობლემის აქტუალურობა გამოკვეთილია და მსჯელობა გამყარებულია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით. საპროექტო იდეის განაცხადში მიმოხილულია ის უარყოფითი შედეგები, რასაც აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა იწვევს, მათ შორის, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის.

2 პროექტის მთავარი მიზანი და ამოცანები1

0-12 ქულა 0 - საპროექტო იდეის განაცხადში მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის პროექტის მიზანი ან ძირითადი ამოცანა/ამოცანები და არც პროექტის აქტივობებიდან გამომდინარე ჩანს, რა მიზნის მიღწევას ისახავს პროექტი და რა ძირითადი გზებით.4 - საპროექტო იდეის განაცხადში სუსტად არის გამოკვეთილი პროექტის მიზანი ან ძირითადი ამოცანა/ამოცანები. განაცხადში არასათანადოდ ჩანს, რომ დასახული მიზნისა და ამოცანების მიღწევით მთავარი პრობლემა მოგვარდება.8 - საპროექტო იდეის განაცხადში მკაფიოდ არის გამოკვეთლი პროექტის მიზანი, ჩანს ძირითადი ამოცანები, მაგრამ ამოცანები მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი. განაცხადში ჩანს, რომ დასახული მიზნისა და ამოცანების მიღწევით მთავარი პრობლემა მოგვარდება.12 - საპროექტო იდეის განაცხადში მკაფიოდ არის გამოკვეთილი პროექტის მიზანი და, ასევე, მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი ამოცანები, რომელთა შესრულებაც პროექტს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. განაცხადში დასაბუთებულია, რომ დასახული მიზნისა და ამოცანების მიღწევით მთავარი პრობლემა მოგვარდება.

1 პროექტის მიზანი ამოცანისგან განსხვავდება იმით, რომ მიზანი უფრო ფართო და გრძელვადიანია, ამოცანა კი _ ვიწრო და

Page 8: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

8

3 კავშირი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან

0-16 ქულა 0 - შე მო თა ვა ზე ბუ ლი იდეა არ გა მოკ ვეთს კავ შირს მეს ტი ის მუ ნი ცი პა ლი-ტე ტის ად გი ლობ რი ვი გან ვი თა რე ბის სტრა ტე გი ით გან საზღ ვ რულ რო მე-ლი მე სტრა ტე გი ულ აქ ტი ვო ბას თან.4- პრო ექ ტი პირ და პირ კავ შირს არ / ვერ გა მოკ ვეთს მეს ტი ის მუ ნი ცი პა ლი-ტე ტის ად გი ლობ რი ვი გან ვი თა რე ბის სტრა ტე გი ით გან საზღ ვ რულ სტრა ტე-გი ულ აქ ტი ვო ბებ თან, თუმ ცა პრო ექ ტის მი ზა ნი და ამო ცა ნე ბი თან ხ ვედ რი-ლია რო მე ლი მე მათ გან თან.8- პროექტი გამოკვეთს და ასაბუთებს პირდაპირ კავშირს მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ 1 სტრატეგიულ აქტივობასთან მაინც და პროექტის ძირითადი მიზანი და ამოცანები პირდაპირ კავშირშია მასთან.12- პროექტი გამოკვეთს და ასაბუთებს პირდაპირ კავშირს მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ 2 სტრატეგიულ აქტივობასთან და პროექტის მიზანი და ამოცანები პირდაპირ კავშირშია მათთან.16- პროექტი გამოკვეთს და ასაბუთებს პირდაპირ კავშირს მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ 2-ზე მეტ სტრატეგიულ აქტივობასთან და პროექტის მიზანი და ამოცანები პირდაპირ კავშირშია მათთან.

4 პროექტით დაგეგმილი ძირითადი საქმიანობების შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანებთან

0-9 ქულა 0- განაცხადში არ ჩანს პროექტით დაგეგმილი ძირითადი საქმიანობების შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანებთან.3 - საპროექტო იდეის განაცხადში ჩამოწერილია ძირითადი საქმიანობები, თუმცა სუსტადაა წარმოჩენილი მათი კავშირი პროექტის მიზანსა და ამოცანებთან.6 - საპროექტო იდეის განაცხადში ჩამოწერილია ძირითადი საქმიანობები და გამოკვეთილია მათი კავშირი პროექტის მიზანსა ან ამოცანებთან.9 - საპროექტო იდეის განაცხადში ჩამოწერილია ძირითადი საქმიანობები და გამოკვეთილია მათი კავშირი როგორც პროექტის მიზანთან, ასევე ძირითად ამოცანებთან. ასევე, დასაბუთებულია როგორ დაეხმარება დასახელებული საქმიანობების შესრულება დასახული მიზნის მიღწევას.

5 პროექტით მოსარგებლე ჯგუფების (ბენეფიციარების) აღწერა

0-9 ქულა 0 - საპროექტო იდეის განაცხადში პროექტით მოსარგებლეების (ბენეფიციარები) შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არის.3 – საპროექტო იდეის განაცხადში განსაზღვრული არიან პროექტით მოსარგებლეები, თუმცა არ არის გამოკვეთილი მოწყვლადი ჯგუფები.6 - საპროექტო იდეის განაცხადში დაკონკრეტებულია საზოგადოების რომელ მოწყვლად ჯგუფებს (ქალები, კაცები, ახალგაზრდები (18-30 წ), სოციალურად დაუცველები, იძულებით ადგილნაცვალი პირები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და ხანდაზმულები) წარმოადგენენ პროექტის პირდაპირი მოსარგებლეები და მიმოხილულია, თუ როგორ უპასუხებს პროექტი საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებს.9 - საპროექტო იდეის განაცხადში დაკონკრეტებულია საზოგადოების რომელ მოწყვლად ჯგუფებს (ქალები, კაცები, ახალგაზრდები (18-30წ), სოციალურად დაუცველები, იძულებით ადგილნაცვალი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და ხანდაზმულები) წარმოადგენენ პროექტის პირდაპირი და არაპირდაპირი მოსარგებლეები და მიმოხილულია, თუ როგორ უპასუხებს პროექტი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს. ასევე, მითითებულია პროექტით მოსარგებლე სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა.

6 დასაქმებულთა რაოდენობა

0-12 ქულა 0 - პროექტის განხორციელების შემთხვევაში არ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილი; 4 – პროექტი შეძლებს 1-3 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას;8 – პროექტი შეძლებს 4-8 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას;12- პროექტი შეძლებს 8-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

კონკრეტული. პროექტის შედეგად ამოცანა მიიღწევა, მიზანს კი მხოლოდ ვუახლოვდებით. ამავე დროს, თითოეული ამოცანა მიზნისკენ გადადგმულ ნაბიჯს უნდა წარმოადგენდეს.

Page 9: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

9

7 პროექტის მდგრადობა

0-9 ქულა 0 - საპროექტო იდეის განაცხადში პროექტის განხორციელების შედეგად დამდგარი არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი შედეგები მიმოხილული არ არის.3- საპ რო ექ ტო იდე ის გა ნაცხად ში მი მო ხი ლუ ლია პრო ექ ტის მოკ ლე ვა დი-ა ნი შე დე გე ბი. 6 - საპ რო ექ ტო იდე ის გა ნაცხად ში მი მო ხი ლუ ლია პრო ექ ტის რო გორც მოკ ლე ვა დი ა ნი, ასე ვე გრძელ ვა დი ა ნი შე დე გე ბი, რო მე ლიც გა მომ დი ნა-რე ობს პრო ექ ტის ამო ცა ნე ბი დან და ძი რი თა დი საქ მი ა ნო ბე ბი დან.9 - საპ რო ექ ტო იდე ის გა ნაცხად ში მი მო ხი ლუ ლია პრო ექ ტის რო გორც მოკ ლე ვა დი ა ნი, ასე ვე გრძელ ვა დი ა ნი შე დე გე ბი, რო მე ლიც გა მომ დი ნა-რე ობს პრო ექ ტის ამო ცა ნე ბი დან და ძი რი თა დი საქ მი ა ნო ბე ბი დან. ასე ვე, და სა ბუ თე ბუ ლია პრო ექ ტის დას რუ ლე ბის შემ დეგ, მათ შო რის, სხვა გე-ოგ რა ფი ულ არე ალ ში ან სფე რო ებ ზე პრო ექ ტის შე დე გე ბის გავ რ ცე ლე ბის შე საძ ლებ ლო ბა.

8 გარემოზე ზემოქმედება

0-6 ქულა 0 - პროექტი არ არის ,,ეკომეგობრული2“ ან ენერგოეფექტური.2-პროექტი ,,ეკომეგობრულია“ და გარემოზე უმნიშვნელო ზემოქმედებას მოახდენს (თუმცა ზიანს არ მიაყენებს).4 -პროექტი ,,ეკომეგობრული“ ან ენერგოეფექტურია, უმნიშვნელოდ იქონიებს ზემოქმედებას გარემოზე (თუმცა ზიანს არ მიაყენებს) და განსაზღვრულია გარემოსდაცვითი ღონისძიებები.6 -პროექტი ,,ეკომეგობრული“ და ენერგოეფექტურია, არ მოახდენს ზემოქმედებას გარემოზე და ასევე, განსაზღვრულია შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

9 განმცხადებლის გამოცდილება

0-9 ქულა 0 -განმცხადებელს შესაბამის სფეროში მუშაობის საკმარისი (2 წელი ან მეტი) გამოცდილება არ აქვს.3 - განმცხადებელს აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტაციით.6 - განმცხადებელს აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და დამატებით, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ორივე გარემოება უნდა დასტურდებოდეს ოფიციალური დოკუმენტაციით.9 -განმცხადებელს აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება და აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ორივე გარემოება უნდა დადასტურდეს ოფიციალური დოკუმენტაციით.

10 განმცხადებლის მხრიდან თანადაფინანსება / თანამონაწილეობა

0-6 ქულა 0 - ფულადი თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 15%-ს, ხოლო არაფულადი _ 10%-ს.2 - ფულადი თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის 20-ს, ხოლო არაფულადი _ 5%-ს.4 - ფულადი თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის 25%-ს6 - ფულადი თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის 30%-ზე მეტს.

საპროექტო იდეის განაცხადი, რომელიც დააგროვებს 61 ქულაზე ნაკლებს, ვერ გადავა მეორე ეტაპზე, ხოლო წარმატებულ განმცხადებლებს დამატებით ეცნობებათ შემდგომი პროცედურების შესახებ.

2 ,,ეკომეგობრული“ - პროექტში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, ასევე პროექტის მიმდინარეობისას ნაკლები ხე-ტყე მოიჭრება, ნარჩენები სწორად განთავსდება და დაიგეგმება ყველა საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიება.

Page 10: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

10

სოციალური და არაკომერციული გრანტები

ა. მიზნობრიობა

გაითვალისწინეთ: საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც პასუხობს მესტიის მუნციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხ. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024).

სოციალური და არაკომერციული გრანტები გაიცემა ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს:

1. სათემო სოციალური ინფრასტრუქტურისა და საბაზისო სოციალური სერვისების გაუმჯობესებას;

2. სათემო საზოგადოებრივი აქტივობისა და რეკრეაციის სივრცეების ორგანიზებასა და სოფლად საგანმანათლებლო და სარეკრეაციო კერების განვითარებას;

3. სათემო ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებას;

4. ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და თემის/სოფლის ტურისტული მიმზიდველობის პოპულარიზაციას;

5. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების, ქალების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობას;

6. პროდუქტებზე/სერვისებზე ახალგაზრდების, ქალების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების თანაბარ ხელმისაწვდომობას;

7. ახალგაზრდების, ქალების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას;

8. გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას;

საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს საქმიანობებს შემდეგ სფეროებში (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (2020-2024)):

• სოფლად კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ჯანდაცვისა და სარეკრეაციო ობიექტებისა და სივრცეების რეაბილიტაცია - აღჭურვა;

• სოფლად წარმოების მომსახურების სათემო ობიექტებისა და სერვისების რეაბილიტაცია-აღჭურვა;

• სოფლად საყოფაცხოვრებო მომსახურების სათემო ობიექტებისა და სერვისების რეაბილიტაცია-აღჭურვა;

• პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას;

• სოციალური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდების, ქალებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერისკენ;

• გარემოსდაცვითი და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებისკენ მიმართული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია;

• გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული სხვა საქმიანობის მხარდაჭერა;

• კულტურული, სოციალური და საინფორმაციო ღონისძიებების მხარდაჭერა.

ბ. დაუშვებელი ხარჯები

სოციალური და არაკომერციული გრანტის ფარგლებში არ დაფინანსდება.

„დაუშვებელი“ ხარჯები3:

• მიმდინარე (ოპერაციული) ხარჯები, როგორიცაა: ხელფასები, ოფისის ქირა, კომუნალური და საწვავის ხარჯები.

• სესხები და სესხის მომსახურების ხარჯები;

3 ხარჯები, რომლებიც არ იფარება გრანტის ფარგლებში.

Page 11: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

11

• ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული და სხვა პროექტით ან სამუშაო პროგრამით დაფარული ხარჯები;

• უძრავი ქონების (მიწა, შენობები) შეძენა;

• ცალკეული პირების სემინარებზე, კონფერენციებსა და ფორუმებზე მონაწილეობის ხარჯები;

• ისეთი ქმედებები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცალკეული პირების ან ჯგუფების დისკრიმინაცია სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის ან მისი არქონის, ან ეთნიკური წარმოშობისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიხედვით.

• ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ გავრცელებული ნეგატიური როლებისა და სტერეოტიპების წახალისებას.

ყურადღება! მიმდინარე (ოპერაციული) ხარჯების დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ სოციალური და არაკომერციული მიმართულებით მოთხოვნილ გრანტებზე (ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, საზაფხულო სკოლები, შემეცნებით-სასწავლო პროგრამები, ტრენინგები) და მათი ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 30%-ს.

გ. ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა სოციალური და არაკომერციული გრანტის მისაღებად?

• სოციალური და არაკომერციული გრანტის მისაღებად განმცხადებელი უნდა იყოს:

• საქართველოში რეგისტრირებული არამომგებიანი იურიდიული პირი და ახორციელებდეს საქმიანობას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

• სოციალური საწარმოს ტიპის მომგებიანი იურიდიული პირი (მაგ. კოოპერატივი) და ახორციელებდეს საქმიანობას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

• იყოს პროექტის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებში მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საინიციატივო ჯგუფი.

ყურადღება! საგრანტო პროგრამა არ დააფინანსებს: პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ფინანსურ და სახელისუფლებო ინსტიტუტებს. ასევე, არ დააფინანსებს რომელიმე ჩამოთვლილის ლობირებას/მხარდაჭერას.

დ. უპირატესობა მიენიჭება შემდეგ განაცხადებს:

• რომელთა ბენეფიციარებს წარმოადგენენ შემდეგი მოწყვლადი ჯგუფებიდან სამი მაინც:

° ახალგაზრდები (18-30 წ.);

° ქალები;

° განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები;

° სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები;

° იძულებით ადგილნაცვალი პირები;

• რომელიც ხელს შეუწყობს სოფელში/თემში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სოციალური ან ეკონომიკური პრობლემის გრძელვადიან და ეფექტურ გადაწყვეტას;

• რომელიც ხელს შეუწყობს განაცხადში მოცემული სოფლის/თემის პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი მოსახლეობის შრომით, ფულად და/ან სხვა ტიპის არაფულად (მაგ. ადგილობრივად ხელმისაწვდომი მასალები, ტექნიკა და მისთ.) ჩართულობას;

• რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას;

• პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო თემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას;

• რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის/თემის პრობლემის გადაწყვეტას შედარებით დაბალხარჯიანი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ან ადგილობრივად არსებული ტრადიციული ნოუ ჰაუს გამოყენებით;

• რომელიც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას;

• რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ გავრცელებული ნეგატიური როლებისა და სტერეოტიპების გადააზრებას;

Page 12: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

12

ე. სოციალური და არაკომერციული გრანტების ოდენობა და განმცხადებლის თანამონაწილეობა

სოციალური და არაკომერციული გრანტების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სოციალური და არაკომერციული გრანტის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მინიმალური და მაქსიმალური თანხის მოთხოვნებს, კერძოდ:

სათემო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია:

• მინიმალური ოდენობა - 3 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;

• მაქსიმალური ოდენობა - 30 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;

სოციალური და არაკომერციული მიმართულებები: ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, საზაფხულო სკოლები, შემეცნებით-სასწავლო პროგრამები, ტრენინგები.

• მინიმალური ოდენობა : 1 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;

• მაქსიმალური ოდენობა : 8 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;

განმცხადებლის თანამონაწილეობა

სათემო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ გრანტზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადის მთლიანი ღირებულებიდან „ქეა ავსტრია“ დააფინანსებს მაქსიმუმ 60%-ს (არაუმეტეს 30,000 ევროს ეკვივალენტისა ლარში). აქედან გამომდინარე, კანდიდატს მოეთხოვება პროექტის მთლიანი თანხის სულ მცირე 40%-ის თანადაფინანსება. თანადაფინანსება შესაძლებელია, როგორც ფულადი, ასევე, არაფულადი სახით.

სოციალური და არაკომერციული ტიპის საქმიანობასთან (როგორიცაა: ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, საზაფხულო სკოლები, შემეცნებით-სასწავლო პროგრამები, ტრენინგები) დაკავშირებულ გრანტზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადის მთლიანი ღირებულებიდან „ქეა ავსტრია“ დააფინანსებს მაქსიმუმ 90%-ს (არაუმეტეს 8,000 ევროს ეკვივალენტისა ლარში). აქედან გამომდინარე, განმცხადებელს მოეთხოვება პროექტის მთლიანი თანხის სულ მცირე 10%-ის თანადაფინანსება. თანადაფინანსება შესაძლებელია, როგორც ფულადი, ასევე, არაფულადი სახით.

ყურადღება! განმცხადებლის თანადაფინანსებად შესაძლებელია ჩაითვალოს ნებისმიერი წყაროდან მიღებული ფინანსური რესურსი, გარდა საერთაშორისო დონორთა დაფინანსებისა.

Page 13: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

13

ვ) საპროექტო იდეის შეფასების კრიტერიუმები და ქულების მინიჭების სისტემა

სოციალური და არაკომერციული საგრანტო იდეის განაცხადი განიხილება და შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

შერჩევის კრიტერიუმები

შეფასება

1 პრობლემის აღწერა და აქტუალურობა (რის მოგვარებას ემსახურება პროექტი)

0-12 ქულა

0 - მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება პროექტი, გამოკვეთილი არ არის, შესაბამისად, არც მისი აქტუალურობაა წარმოჩენილი.4 - მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება პროექტი, დასმულია, თუმცა მისი აქტუალურობა სუსტადაა გამოკვეთილი.8 - მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება პროექტი, დასმულია და მკაფიოდ გამოკვეთილია მისი აქტუალობა. საპროექტო იდეის განაცხადში ასევე მიმოხილულია ის უარყოფითი შედეგები, რასაც აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა იწვევს.12 - მთავარი პრობლემა დასმულია. პრობლემის აქტუალურობა გამოკვეთილია და მსჯელობა გამყარებულია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით. საპროექტო იდეის განაცხადში მიმოხილულია ის უარყოფითი შედეგები, რასაც აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა იწვევს, მათ შორის, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის.

2 პროექტის მთავარი მიზანი და ამოცანები4

0-12 ქულა

0 - იდეის განაცხადში მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის პროექტის მიზანი ან ძირითადი ამოცანა/ამოცანები და არც პროექტის აქტივობებიდან გამომდინარე ჩანს, რა მიზნის მიღწევას ისახავს პროექტი და რა ძირითადი გზებით.4 - საპროექტო იდეის განაცხადში სუსტად არის გამოკვეთილი პროექტის მიზანი ან ძირითადი ამოცანა/ამოცანები. განაცხადში არასათანადოდ ჩანს, რომ დასახული მიზნისა და ამოცანების მიღწევით მთავარი პრობლემა მოგვარდება.8 - საპროექტო იდეის განაცხადში მკაფიოდ არის გამოკვეთლი პროექტის მიზანი, ჩანს ძირითადი ამოცანები, მაგრამ ამოცანები მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი. განაცხადში ჩანს, რომ დასახული მიზნისა და ამოცანების მიღწევით მთავარი პრობლემა მოგვარდება.12 - საპროექტო იდეის განაცხადში მკაფიოდ არის გამოკვეთილი პროექტის მიზანი და, ასევე, მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი ამოცანები, რომელთა შესრულებაც პროექტს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. განაცხადში დასაბუთებულია, რომ დასახული მიზნისა და ამოცანების მიღწევით მთავარი პრობლემა მოგვარდება.

3 კავშირი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან

0-16 ქულა

0 - შემოთავაზებული იდეა არ გამოკვეთს კავშირს მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ არცერთ სტრატეგიულ აქტივობასთან.4 - პროექტი პირდაპირ კავშირს არ გამოკვეთს მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ სტრატეგიულ აქტივობებთან, თუმცა პროექტის მიზანი და ამოცანები თანხვედრილია რომელიმე მათგანთან.8 - პროექტი გამოკვეთს და ასაბუთებს პირდაპირ კავშირს მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ 1 სტრატეგიულ აქტივობასთან მაინც და პროექტის ძირითადი მიზანი და ამოცანები პირდაპირ კავშირშია მასთან.12 - პროექტი გამოკვეთს და ასაბუთებს პირდაპირ კავშირს მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ 2 სტრატეგიულ აქტივობასთან და პროექტის მიზანი და ამოცანები პირდაპირ კავშირშია მათთან.16 - პროექტი გამოკვეთს და ასაბუთებს პირდაპირ კავშირს მესტიის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ 2-ზე მეტ სტრატეგიულ აქტივობასთან და პროექტის მიზანი და ამოცანები პირდაპირ კავშირშია მათთან.

4 პროექტის მიზანი ამოცანისგან განსხვავდება იმით, რომ მიზანი უფრო ფართო და გრძელვადიანია, ამოცანა კი _ ვიწრო და კონკრეტული. პროექტის შედეგად ამოცანა მიიღწევა, მიზანს კი მხოლოდ ვუახლოვდებით. ამავე დროს, თითოეული ამოცანა მიზნისკენ გადადგმულ ნაბიჯს უნდა წარმოადგენდეს.

Page 14: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

14

4 პროექტით დაგეგმილი ძირითადი საქმიანობების/აქტივობების შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანებთან

0-9 ქულა 0 - განაცხადში არ ჩანს პროექტით დაგეგმილი ძირითადი საქმიანობების შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანებთან.3 - საპროექტო იდეის განაცხადში ჩამოწერილია ძირითადი საქმიანობები, თუმცა სუსტადაა წარმოჩენილი მათი კავშირი პროექტის მიზანსა და ამოცანებთან.6 - საპროექტო იდეის განაცხადში ჩამოწერილია ძირითადი საქმიანობები და გამოკვეთილია მათი კავშირი პროექტის მიზანსა და/ან ამოცანებთან.9 - საპროექტო იდეის განაცხადში ჩამოწერილია ძირითადი საქმიანობები და გამოკვეთილია მათი კავშირი როგორც პროექტის მიზანთან, ასევე ძირითად ამოცანებთან. ასევე, დასაბუთებულია, როგორ დაეხმარება დასახელებული საქმიანობების შესრულება დასახული მიზნის მიღწევას.

5 ბენეფიციართა (მოსარგებლე) ჯგუფების აღწერა (პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარები)

0-12 ქულა

0 - საპროექტო იდეის განაცხადში პროექტით მოსარგებლეების (ბენეფიციარები) შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არის.4 - საპროექტო იდეის განაცხადში განსაზღვრული არიან პროექტით მოსარგებლეები, თუმცა არ არის გამოკვეთილი მოწყვლადი ჯგუფები.8 - საპროექტო იდეის განაცხადში დაკონკრეტებულია საზოგადოების რომელ მოწყვლად ჯგუფებს (ქალები, კაცები, ახალგაზრდები (18-30), სოციალურად დაუცველები, იძულებით ადგილნაცვალი პირები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და ხანდაზმულები) წარმოადგენენ პროექტის პირდაპირი მოსარგებლეები და მიმოხილულია, თუ როგორ უპასუხებს პროექტი საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებს.12 - საპროექტო იდეის განაცხადში დაკონკრეტებულია საზოგადოების რომელ მოწყვლად ჯგუფებს (ქალები, კაცები, ახალგაზრდები (18-30წ), სოციალურად დაუცველები, იძულებით ადგილნაცვალი პირები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და ხანდაზმულები) წარმოადგენენ პროექტის პირდაპირი და არაპირდაპირი მოსარგებლეები და მიმოხილულია, თუ როგორ უპასუხებს პროექტი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს. ასევე, მითითებულია პროექტით მოსარგებლე სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა.

6 მუნიციპალიტეტში შემავალ სასოფლო თემებს შორის თანამშრომლობა

0-9 ქულა 0 - სარგებელს იღებს მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეული.3 - განაცხადში გამოკვეთილი და დასაბუთებულია, რომ პროექტის განხორცილებით პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს მიიღებს მესტიის მუნიციპალიტეტის 2 ადმინისტრაციული ერთეული (თემი).6 - განაცხადში გამოკვეთილი და დასაბუთებულია, რომ პროექტის განხორცილებით პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს მიიღებს მესტიის მუნიცოპალიტეტის 3 ადმინისტრაციული ერთეული.9 - განაცხადში გამოკვეთილი და დასაბუთებულია, რომ პროექტის განხორცილებით პირდაპირ სარგებელს მიიღებს მესტიის მუნიციპალიტეტის 3 ან მეტი ადმინისტრაციული ერთეული და ამ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხროვრები ადამიანების დაახლოებას შეუწყობს ხელს.

7 პროექტის მდგრადობა

0-12 ქულა

0 - საპროექტო იდეის განაცხადში პროექტის განხორციელების შედეგად დამდგარი არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი შედეგები მიმოხილული არ არის.4 - საპროექტო იდეის განაცხადში მიმოხილულია პროექტის მოკლევადიანი შედეგები.5 8 - საპროექტო იდეის განაცხადში მიმოხილულია პროექტის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები6, რომლებიც გამომდინარეობს პროექტის ამოცანებიდან და ძირითადი საქმიანობებიდან.12 - საპროექტო იდეის განაცხადში მიმოხილულია პროექტის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები, რომლებიც გამომდინარეობს პროექტის ამოცანებიდან და ძირითადი საქმიანობებიდან. ასევე, დასაბუთებულია პროექტის დასრულების შემდეგ, მათ შორის, სხვა გეოგრაფიულ არეალში, ან სფეროებზე პროექტის შედეგების გავრცელების შესაძლებლობა.

5 იგულისხმება მყისიერი შედეგები, რომელიც დადგება პროექტის განხორციელებისთანავე.6 იგულისხმება შედეგები, რომელიც დადგება 2024 წლისთვის და მას შემდეგ.

Page 15: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

15

8 გარემოზე ზემოქმედება

0-6 ქულა

0 - პროექტი არ არის ,,ეკომეგობრული7“ ან ენერგოეფექტური.2 - პროექტი ,,ეკომეგობრულია“ და გარემოზე უმნიშვნელო ზემოქმედებას მოახდენს (თუმცა ზიანს არ მიაყენებს).4 - პროექტი ,,ეკომეგობრული“ ან ენერგოეფექტურია, უმნიშვნელოდ იქონიებს ზემოქმედებას გარემოზე (თუმცა ზიანს არ მიაყენებს) და განსაზღვრულია გარემოსდაცვითი ღონისძიებები.6 - პროექტი ,,ეკომეგობრული“ და ენერგოეფექტურია, არ მოახდენს ზემოქმედებას გარემოზე და, ასევე, განსაზღვრულია შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

9 განმცხადებლის გამოცდილება

0-6 ქულა 0 - განმცხადებელს შესაბამის სფეროში მუშაობის საკმარისი (1 წელი ან მეტი) გამოცდილება არ აქვს.2 - განმცხადებელს აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტაციით.4 - განმცხადებელს აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება და დამატებით, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ორივე გარემოება უნდა დასტურდებოდეს ოფიციალური დოკუმენტაციით.6 - განმცხადებელს აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება და აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ორივე გარემოება უნდა დადასტურდეს ოფიციალური დოკუმენტაციით.

10 განმცხადებლის მხრიდან თანადაფინანსება / თანამონაწილეობა

0-6 ქულა 0 - არაფულადი თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 40%8-ს.2 - თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 40%-ს (მათ შორის, ფულადი თანადაფინანსება არანაკლებ 10%-ს)9. 4 - თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 40%-ს (მათ შორის, ფულადი თანადაფინანსება არანაკლებ 15%-ს)10. 6 - თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 40%-ს (მათ შორის, ფულადი თანადაფინანსება 15%-ზე მეტს)11.

საპროექტო იდეის განაცხადი, რომელიც დააგროვებს 61 ქულაზე ნაკლებს, ვერ გადავა მეორე ეტაპზე, ხოლო წარმატებულ განმცხადებლებს დამატებით ეცნობებათ შემდგომი პროცედურების შესახებ.

7 „ეკომეგობრული“ - პროექტში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, ასევე პროექტის მიმდინარეობისას ნაკლები ხე-ტყე მოიჭრება, ნარჩენები სწორად განთავსდება და დაიგეგმება ყველა საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიება.

8 „ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, საზაფხულო სკოლები, შემეცნებით-სასწავლო პროგრამები, ტრენინგების“ შემთხვევაში 10%.

9 „ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, საზაფხულო სკოლები, შემეცნებით-სასწავლო პროგრამები, ტრენინგების“ შემთხვევაში არანაკლებ 3%-ს;

10 „ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, საზაფხულო სკოლები, შემეცნებით-სასწავლო პროგრამები, ტრენინგების“ შემთხვევაში არანაკლებ 6%-ს;

11 „ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, საზაფხულო სკოლები, შემეცნებით-სასწავლო პროგრამები, ტრენინგების“ შემთხვევაში 6%-ზე მეტს;

Page 16: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

16

საპროექტო იდეის საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი და შერჩევის პროცედურები

განმცხადებელი საპროექტო იდეის განაცხადის ფორმის (კომერციული (იხ.დანართი 1) და სოციალური და არაკომერციული (დანართი 2)) საშუალებით წარადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, რომლის შეფასების საფუძველზეც გაირკვევა განმცხადებელი შერჩეული იქნება თუ არა პროექტის სრული განაცხადის ფორმის წარდგენისთვის. წარმატებულ განმცხადებლებს დამატებით ეცნობებათ შემდგომი პროცედურების შესახებ.

იდეის განაცხადებს შეაფასებს სპეციალური კომისია, რომელიც შედგება „ქეა ავსტრია“-სა და პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირებისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული იქნებიან მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრები.

საპროექტო იდეის განაცხადი, რომელიც დააგროვებს 61 ქულაზე ნაკლებს, ვერ გადავა მეორე ეტაპზე.

შერჩევის პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ პროექტის გუნდი მოიწვევს შესაბამისი სფეროს ექსპერტ-კონსულტანტებს, რომლებიც სპეციალურად შემუშავებული ტექნიკური ტრენინგების მეშვეობით დაეხმარებიან პირველ ეტაპზე შერჩეულ განმცხადებლებს სრული საპროექტო განაცხადის შემუშავებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სრული განაცხადების შემუშავებაზე შერჩევა არ ნიშნავს იმას, რომ განაცხადი ავტომატურად იქნება დაფინანსებული.

გაითვალისწინეთ: საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც პასუხობს მესტიის მუნციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხ. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024).

განაცხადის შესავსებად განმცხადებელს შეუძლია ეწვიოს შემდეგ ვებგვერდებს:

• www.facebook.com/mestia.LAG/ - ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

• www.care-caucasus.org.ge - „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ოფიციალური ვებგვერდი;

• www.enpard.ge - ენპარდის ოფიციალური ვებგვერდი.

საპროექტო იდეის საგრანტო განაცხადის გასაკეთებლად განმცხადებელმა უნდა ჩამოტვირთოს და შეავსოს აღნიშნული ფორმა და ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული წარმოადგინოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

(ა) ელექტრონული ვერსია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]

(ბ) ან წარმოადგინოს ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: მესტია, კახიანის 51ა, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფისი.

ნაბეჭდი ვერსია უნდა მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში პირადად, ან გამოგზავნოთ კერძო საკურიერო სერვისის მეშვეობით ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კონვერტი დასათაურებული უნდა იყოს შემდეგნაირად: საკონკურსო განაცხადი - ”მესტია - სოფლის განვითარების მხარდაჭერა”. ასევე, კონვერტზე მითითებული უნდა იყოს გრანტის ტიპი (ეკონომიკური (კომერციული) განვითარების ან სოციალური და არაკომერციული), განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში; იურიდიული პირის შემთხვევაში სახელწოდება) და მისამართი.

განაცხადების წარდგენის შემდეგ განმცხადებელი მიიღებს დადასტურებას განაცხადის მიღების შესახებ.

განმცხადებლებმა შევსებული საგრანტო განაცხადები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე.

არ მიიღება განაცხადი, რომელიც წარმოდგენილი იქნება დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დაუშვებელია საგრანტო იდეის განაცხადის ფორმაში თვითნებური ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, შეკითხვების შემცირება ან დამატება, ფორმატის ცვლილება და ა.შ. ასეთი განაცხადი არ განიხილება.

არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.

ხელით შევსებული განაცხადის ფორმები არ მიიღება.

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი გისურვებთ წარმატებებს!

Page 17: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

17

Page 18: საგრანტო სახელმძღვანელოenpard.ge/ge/wp-content/uploads/2020/01/danarthi-3... · 4 პროექტის შესახებ საერთაშორისო

2020მესტია