შპს ბარაკონი საზოგადოებრივი...

36
1 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევის ანგარიში შპს ბარაკონი (საზოგადოებრივი კოლეჯი) თბილისი 2017

Transcript of შპს ბარაკონი საზოგადოებრივი...

1 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

ლექტორისა და კურსის შეფასების

კვლევის ანგარიში

შპს ბარაკონი (საზოგადოებრივი კოლეჯი)

თბილისი

2017

2 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

სარჩევი

შესავალი ..................................................................................................................................................................... 3

კვლევის მიზანი .......................................................................................................................................................... 3

კვლევის მეთოდოლოგია ........................................................................................................................................ 3

ეთიკური მოსაზრებები .............................................................................................................................................. 4

მონაცემთა ანალიზი .................................................................................................................................................. 5

ძირითადი მიგნებები ............................................................................................................................................... 32

რეკომენდაციები ...................................................................................................................................................... 33

დანართი 1 ................................................................................................................................................................ 34

3 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

შესავალი

კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე. ამისთვის შემუშავებულია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა და სისტემატუად

ფასდება სასწავლო პროცესის ხარისხი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სწორედ ლექტორისა და

სასწავლო კურსის შეფასების კვლევის ანგარიშს, რომელიც განხორციელდა 2017 წლის გაზაფხულზე.

კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს

სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდება სამოქმედო

გეგმა. ასევე, მნიშვნელოვანია მონაცემების რეგულარული დამუშავება სხვადასხვა სასწავლო წლების

შედეგების შედარების მიზნით, რათა ნათლად გამოჩნდეს სწავლებისა თუ შეფასების სფეროში

განხორციელებული ცვლილებების ეფექტი, ან მისი არარსებობა.

კვლევის მიზანი

კვლევის მთავარი მიზანია ლექტორისა და სასწავლო კურსის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება

კოლეჯის სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, განისაზღვრა კვლევის შემდეგი ამოცანები:

▪ დაადგინოს, რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობს სწავლება;

▪ გამოავლინოს პრობლემები და დასახოს მათი აღმოფხვრის გზები.

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევაში გამოყენებულია ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი (დანართი 1), რომელიც მოიცავს

როგორც დახურულ, ასევე ღია კითხვებს. კვლევის ძირითადი ამოცანების შესწავლისათვის დახურული

4 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

კითხვების გამოყენება განპირობებული იყო რაოდენობრივი მონაცემების მიღების საჭიროებით, ხოლო

ღია კითხვები კვლევის მონაწილეებს საკუთარი სიტყვებით თავისუფლად წერის - პასუხების აღწერის,

ახსნისა და შეფასების საშუალებას მისცემდა. შესაბამისად, კვლევის მონაწილეები არ იყვნენ

შეზღუდულები პასუხების წინასწარ განსაზღვრული კატეგორიებით.

კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად სამიზნე ჯგუფად განისაღვრა კოლეჯის პროფესიული

სტუდენტები, ხოლო კვლევის მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებული იყო ალბათური შერჩევა, ხოლო

ალბათური შერჩევის ტიპად - მარტივი შემთხვევითი შერჩევა, რადგან საკვლევი პოპულაციის ყოველ

წევრს არჩევის ერთნაირი შანსი ქონოდა და პოპულაციის რომელიმე წევრის არჩევის ალბათობას არ

ემოქმედა ამ პოპულაციის სხვა წევრების არჩევაზე.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 62-მა პროფესიულმა სტუდენტმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ექთნის

თანაშემწის, პრაქტიკოსი ექთნის, ფარმაცევტის თანაშემწის, მასაჟისტისა და ოფისის მენეჯერის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. მათ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეაფასეს

რამდენიმე პროფესიული განათლების მასწავლებელი და სასწავლო კურსი. საერთო ჯამში, შევსებულ

კითხვართა რაოდენობამ შეადგინა 258. მათ გარდა 5 კითხვარი გაუქმდა.

ეთიკური მოსაზრებები

აღნიშნული კვლევის ჩატარების დროს გავითვალისწინეთ ეთიკური მოსაზრებები. კერძოდ:

▪ თითოეული პროფესიული სტუდენტისგან მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალური და

ანონიმურია;

▪ თითოეულ კვლევის მონაწილეს ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო კვლევაში მონაწილეობაზე უარის

თქმა.

5 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

მონაცემთა ანალიზი

ტექსტში მოცემულია მხოლოდ მონაცემთა შეგროვების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი და

კვლევისთვის საინტერესო მონაცემები. მონაცემები წარმოდგენილია პროგრამების მიხედვით.

წარმოგიდგენთ ოფისის მენეჯერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ

სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზს.

პროფესიულ სტუდენტთა შეფასებით პროფესიული განათლების მასწავლებლები/ლექტორები

ყოველთვის დროზე მოდიან ლექციებზე და დათქმულ შეხვედრებზე.

ლექტორი კარგადაა მომზადებული თითოეული ლექციისთვის და მასალის ნათლად გადმოსაცემად

აქტიურად იყენებს მაგალითებსა და ილუსტრაციებს.

1110

1110

0 0 01

01

0 00

2

4

6

8

10

12

საქმისწარმოების

საფუძველები

მართლწერის

ნორმები

ადმინისტრაციული

სამართალი

ინგლისური ენა

ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე

და დათქმულ შეხვედრებზე

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

6 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ლექტორი ყოველთვის საინტერესოდ ხსნის მასალას, კითხვებსაც

ამომწურავად და გასაგებად პასუხობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ

სტუდენტს ესმის კურსის ძირითადი იდეები და საკვანძო საკითხები.

სტუდენტების აზრით, მათ აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში.

ამასთან, ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, იაზროვნონ კრიტიკულად და ანალიტიკურად. მათ მიერ

მოცემული პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

11

0 0 0

11

0 0 0

10

0 01

11

0 0 00

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გამოტოვებულია

ლექტორი იყენებს მაგალითებს და

ილუსტრაციების მასალის ნათლად გადმოსაცემად

საქმისწარმოების საფუძველები მართლწერის ნორმები

ადმინისტრაციული სამართალი ინგლისური ენა

11 1110

11

0 0 0 00 01

00

2

4

6

8

10

12

საქმისწარმოების

საფუძველები

მართლწერის

ნორმები

ადმინისტრაციული

სამართალი

ინგლისური ენა

ლექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა

დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს ესმით კურსის

ძირითადი იდეები

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

7 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

სტუდენტთა გამოკითხვით გაირკვა, რომ მათ წინასწარ იციან რას უნდა მოელოდნენ ლექციისგან,

რადგან ლექტორი წინასწარ აცნობებს განსახილველ თემებს, ხოლო ლექტორის მიერ დასახელებული

სასწავლო მასალები (სახელმძღვანელოები, დამხმარე მასალები) სრულად შეესაბამება სასწავლო

კურსს. კვლევის მონაწილეები, კურსის ხარისხის აფასებენ შემდეგნაირად.

ღია კითხვების ანალიზის შედეგები თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის/ლექტორის

შემთხვევაში წარმოდგენილია ცალ-ცალკე.

10

0 01

10

10 0

11

0 0 0

10

10 0

0

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გამოტოვებულია

ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, იაზროვნონ

კრიტიკულად და ანალიტიკურად

საქმისწარმოების საფუძველები მართლწერის ნორმები

ადმინისტრაციული სამართალი ინგლისური ენა

10

10 0 0

9

2

0 0 0

10

0 0 01

8

3

0 0 00

2

4

6

8

10

12

ძალიან კარგი კარგი საშუალო ცუდი გამოტოვებულია

კურსის ხარისხს ვაფასებს როგორც

საქმისწარმოების საფუძველები მართლწერის ნორმები

ადმინისტრაციული სამართალი ინგლისური ენა

8 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

კვლევის 11 მონაწილეს საქმისწარმოების საფუძვლების სასწავლო კურსის მასწავლებელი, კარგ

ლექტორად პროფესიონალიზმის, გადმოცემის უნარისა და ლექციების საინტერესოდ ახსნის გამო

მიაჩნიათ.

მართლწერის ნორმების სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად იმის გამო მიაჩნიათ, რომ

ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, ლექციებს ხსნის საინტერესოდ და მხიარულად და

ყოველთვის მომზადებულია ლექციისთვის.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ადმინისტრაციული სამართლის სასწავლო კურსის მასწავლებელი

საინტერესო და გასაგებად ახსნილი ლექციების გამო მიაჩნიათ კარგ ლექტორად. თუმცა მონაწილეთა

ნახევარზე მეტმა, აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გასცა.

ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებელი ენერგიულობის, საინტერესო თემების,

გადმოცემის კარგი უნარისა და პუნქტუალობის გამო მიაჩნიათ კარგ ლექტორად.

კვლევის მონაწილეები მათ მასწავლებლებში უარყოფით თვისებას ვერ ხედავენ, ან უპასუხოდ ტოვებენ

შეკითხვას, ხოლო სასწავლო კურსის შინაარსში არაფერს შეცვლიდნენ.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ოფისის მენეჯერის პროფესიულ საგანმანათლებლო

პროგრამაზე სწავლების პროცესი მიმდინარეობს კარგად და პროფესიული განათლების

მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ლექციები სტუდენტთათვის საინტერესო და

გასაგები იყოს.

წარმოგიდგენთ მასაჟისტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტთა

გამოკითხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზს.

კვლევაში მონაწილე 11 გამოკითხულით გამოიკვეთა, რამდენად დროულად მიდიან ლექტორები

ლექციებსა და დათქმულ შეხვედრებზე.

9 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ თითქმის ყველა ლექტორი მომზადებული მიდის ლექციაზე.

იმისათვის, რომ დადგენილიყო, თუ რა მეთოდებს იყენებს ლექტორი, ინფორმაციისა და ახალი მასალის

გადასაცემად, კვლევის მონაწილეებს ეკითხებოდნენ, იყენებს თუ არა ლექტორი მაგალითებსა და

ილუსტრაციებს მასალის ნათლად გადმოსაცემად. სრული სურათი მოცემულია შემდეგი დიაგრამით.

10

10 0

10

0 01

54

0

2

10

10 0

0

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გაურკვეველია

პასუხი/გაუქმებულია

ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე

და დათქმულ შეხვედრებზე

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

11

0 0 0

7

3

01

9

10

1

11

0 0 00

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გაურკვეველია

პასუხი/გაუქმებულია

ლექტორი კარგადაა მომზადებული თითოეული

ლექციისთვის

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

10 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვით, გამოიკვეთა რამდენად საინტერესოდ ხსნიან ლექტორები

მასალას. აღნიშნული მონაცემი ცხადყოფს, რომ მასაჟისა და ანატომია ფიზიოლოგიით სასწავლო

კურსების პროფესიული განათლების მასწავლებლები საინტერესოდ ხსნიან მასალას.

კვლევის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, ყველა ლექტორი ამომწურავად და გასაგებად პასუხობს

შეკითხვებს, ხოლო თუ რამდენად რწმუნდება ლექტორი, ესმით თუ არა სტუდენტებს კურსის ძირითადი

იდეები, მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ აღნიშნულ დებულებას ეთანხმება გამოკითხულთა

უმრავლესობა.

11

0 0 0

43 3

1

9

01 1

11

0 0 00

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გაურკვეველია

პასუხი/გაუქმებულია

ლექტორი იყენებს მაგალითებს და

ილუსტრაციებს მასალის ნათლად გადმოსაცემად

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

11

0 0 0

4 4

12

7

3

01

11

0 0 00

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გაურკვეველია

პასუხი/გაუქმებულია

ლექტორი საინტერესოდ ხსნის მასალას

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

11 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

იმის გარდა, რომ კვლევისთვის მნიშვნელოვანია, იმის დადგენა, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლა-

სწავლების პროცესი, ასევე უმნიშვნელოვანესია, იმის განსაზღვრა, რამდენად უწყობს ხელს ლექტორი

სტუდენტების ანალიტიკური უნარების განვითარებას და უბიძგებს, თუ არა მათ იაზროვნონ კრიტიკულად

და ანალიტიკურად. აქედან გამომდინარე, კვლევის მონაწილეებს ეკითხებოდნენ, ქონდათ თუ არა მათ

შესაძლებლობა, დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში. მიღებული მონაცემები

ცხადყობს, რომ ყველა სასწავლო კურსის ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს იაზროვნონ კრიტიკულად.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ პროფესიულმა სტუდენტებმა იციან, თუ რას უნდა მოელოდნენ

ლექციისგან, რადგან ლექტორი წინასწარ აცნობებს განსახილველ საკითხებს, ხოლო ლექტორის მიერ

11

0 0 0

8

1 1 1

7

3

01

10

10 0

0

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გაურკვეველია

პასუხი/გაუქმებულია

ლექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა

დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს ესმით კურსის

ძირითადი იდეები

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

11

0 0 0

9

10

1

10

0 01

11

0 0 00

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გაურკვეველია

პასუხი/გაუქმებულია

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დასვან

კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

12 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

დასახელებული სასწავლო მასალები (სახელმძღვანელო, დამხმარე მასალები) სრულად შეესაბამება

სასწავლო კურსს.

გამოკითხული პროფესიული სტუდენტები კურსის, პროგრამის ხარისხს აფასებენ დადებითად.

ღია კითხვების ანალიზის შედეგები თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის/ლექტორის

შემთხვევაში წარმოდგენილია ცალ-ცალკე.

10

10 0

9

10

1

9

10

1

10

10 0

0

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გაურკვეველია

პასუხი/გაუქმებულია

ლექტორის მიერ დასახელებული სასწავლო

მასალები (სახელმძღვანელო, დამხმარე

მასალები) სრულად შეესაბამება კურსს

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

8

3

0 0 0

4

5

1

0

1

4 4

1

0

2

4

6

0 0

1

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

ძალიან კარგი კარგი საშუალო ცუდი გამოტოვებულია

კურსის ხარისხს ვაფასებ როგორც

მასაჟი შინაგანი სნეულებები პირველადი დახმარება ანატომია ფიზიოლოგიით

13 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხულებს მასაჟის სასწავლო კურსის პროფესიული განათლების მასწავლებელი კარგ

ლექტორად პიროვნული და პროფესიული თვისებების გამო მიაჩნიათ. კერძოდ, კომუნიკაბელურობის,

ობიექტურობისა და მასალის გასაგებად და ამომწურავად მიწოდების გამო. უარყოფით თვისებას ან ვერ

იხსენებ, არ უპასუხოდ ტოვებენ შეკითხვას.

შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსის პროფესიული განათლების მასწავლებელი კარგ ლექტორად,

პროფესიონალიზმისა და თავისი საქმის ცოდნის გამო მიაჩნიათ, ხოლო ნახევარზე მეტმა (11

გამოკითხულიდან 6-მა) უპასუხოდ დატოვა შეკითხვა. 11 კვლევის მონაწილედან ერთი გამოკითხული

უარყოფით თვისებად გადმოცემის უნარს ასახელებს, მეორე ლექტორის უარყოფით თვისებას ვერ

იხსენებს, ხოლო დანარჩენი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას.

გამოკითხულთა ნახევარს პირველადი დახმარების სასწავლო კურსის პროფესიული განათლების

მასწავლებელი კარგ ლექტორად კარგად და გასაგებად ახსნილი სასწავლო თემების გამო მიაჩნიათ,

ხოლო მეორე ნახევარი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას. მხოლოდ ერთი გამოკითხული უარყოფით

თვისებად ასახელებს გადაუდებელი მიზეზების გამო გაცდენილ საათებს, დანარჩენთა აზრი ამ საკითხთან

დაკავშირებით გაურკვეველია.

ანატომია ფიზიოლოგიით სასწავლო კურსის პროფესიული განათლების მასწავლებელი კარგ

ლექტორად პიროვნული და პროფესიული თვისებების გამო მიაჩნიათ. კერძოდ, პროფესიონალიზმის,

კარგად და გასაგებად ახსნილი სასწავლო მასალის, სტუდენტების ობიექტურად შეფასებისა და

ადამიანებთან მიდგომის გამო მიაჩნიათ. ლექტორის უარყოფით თვისებას კი ვერ ასახელებენ.

საერთო ჯამში, მასაჟისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები

პროგრამას დადებითად აფასებენ. პროგრამის შინაარსში კი არაფერს შეცვლიდნენ.

წარმოგიდგენთ ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ

სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზს.

14 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

როგორც ყველა კვლევის მონაწილე, გამოკითხულ ფარმაცევტის თანაშემწის პრფესიული

საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის პროფესიული სტუდენტებიხ აფასებენ ლექტორის დროულად

მისვლას ლექციებსა და დათქმულ შეხვედრებზე. მათი აზრი, ყველაზე პუნქტუალური საოფისე

კომპიუტერული პროგრამების სასწავლო კურსის მასწავლებელია, რომელიც ყოველთვის დროულად

მიდის ლექციებზე.

გამოკითხულთა აზრით, პრფესიული განათლების მასწავლებლები მომზადებულები მიდიან ლექციაზე

და მასალის ნათლად გადმოსაცემად იყენებენ მაგალითებსა და ილუსტრაციებს.

4

7

10

6

34

0 0

3 3

1 10 0

3

0

2

4

6

8

10

12

არაორგანული

ქიმია

ბოტანიკა საოფისე

კომპიუტერული

პროგრამები

ინგლისური ენა ადამიანის

ფიზიოლოგია

ანატომიით

ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე

და დათქმულ შეხვედრებზე

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

6

8

10

3

7

3

10

6

2

0 0 0 0 00

2

4

6

8

10

12

არაორგანული

ქიმია

ბოტანიკა საოფისე

კომპიუტერული

პროგრამები

ინგლისური ენა ადამიანის

ფიზიოლოგია

ანატომიით

ლექტორი იყენებს მაგალითებს და

ილუსტრაციებს მასალის ნათლად გადმოსაცემად

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

15 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხულთა სრული უმრავლესობის აზრით, ლექტორები საინტერესოდ ხსნიან მასალას და

ამომწურავად და გასაგებად პასუხობენ მათ შეკითხვებს, ხოლო კითხვაზე „ლექტორი ყველაფერს

აკეთებს იმისათვის, რათა დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს ესმით კურსის ძირითადი იდეები“, მიღებული

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

გამოკიხულთა აზრით, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ

დისკუსიებში. ამასთან, ლექტორები უბიძგებენ სტუდენტებს იაზროვნონ კრიტიკულად და საკუთარი

მოსაზრებები გაამყარონ არგუმენტებით, რაც თავის მხრივ პროფესიულ სტუდენტებში ანალიტიკური

უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს.

89 9

67

10

1

32

0 0 0 0 00

2

4

6

8

10

არაორგანული

ქიმია

ბოტანიკა საოფისე

კომპიუტერული

პროგრამები

ინგლისური ენა ადამიანის

ფიზიოლოგია

ანატომიით

ლექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა

დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს ესმით კურსის

ძირითადი იდეები

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

16 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

კვლევაში მონაწილეთა აზრით, ლექტორის მიერ დასახელებული სასწავლო მასალები

(სახელმძღვანელო, დამხმარე მასალები) სრულად შეესაბამება სასწავლო კურსს. ასევე, მონაცემთა

ანალიზით იკვეთება, რომ გამოკითხული სტუდენტები, სასწავლო კურსების მიხედვით, განსხვავებულად

აფასებენ სტუდენტის შესაძლებლობებთან დავალებების სირთულესა და მოცულებას.

საერთო ჯამში, კურსის ხარისხს სტუდენტები განსხვავებულად აფასებენ. გამოკითხულები ძალიან

კარგად ბოტანიკის სასწავლო კურსს აფასებენ, ხოლო საშუალოდ ინგლისურ ენასა და ადამიანის

ფიზიოლოგია ანატომიით სასწავლო კურსებს.

67

8

67

32 2 2 2

0 0 01

00123456789

არაორგანული

ქიმია

ბოტანიკა საოფისე

კომპიუტერული

პროგრამები

ინგლისური ენა ადამიანის

ფიზიოლოგია

ანატომიით

ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, იაზროვნონ

კრიტიკულად და ანალიტიკურად

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

86

109

8

13

0 01

0 0 0 0 002468

1012

არაორგანული

ქიმია

ბოტანიკა საოფისე

კომპიუტერული

პროგრამები

ინგლისური ენა ადამიანის

ფიზიოლოგია

ანატომიით

დავალებები სირთულისა და მოცულობის

მიხედვით შეესაბამება სტუდენტების

შესაძლებლობებს

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

17 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

ღია კითხვების ანალიზის შედეგები თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის/ლექტორის

შემთხვევაში წარმოდგენილია ცალ-ცალკე.

არაორგანული ქიმიის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად სამართლიანობის,

გადმოცემის კარგი უნარისა და საინტერესოდ და გასაგებად ახსნილი მასალის გამო მიაჩნიათ, ხოლო

უარყოფით თვისებას ვერ ხედავენ, მხოლოდ ერთი გამოკითხული ასახელებს დაგვიანებას.

ბოტანიკის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად პროფესიონალიზმის,

სამართლიანობის, პუნქტუალობის, კომუნიკაბელურობის, საინტერესო და მრავალფეროვანი

ლექციების გამო მიაჩნიათ, ხოლო უარყოფით თვისებას ვერ ასახელებენ, რადგან ყველაფერი მოსწონთ.

საოფისე კომპიუტერული პროგრამების სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად

პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კომუნიკაბელურობის, კარგად და ამომწურავად ახსნილი

მასალის გამო მიაჩნიათ. უარყოფით თვისებად მხოლოდ ერთი გამოკითხული ჟარგონების გამოყენებას

ასახელებს. დანარჩენთა აზრით, ყველაფერი მოსწონთ ლექტორში.

ინგლისური ენის სასწავლო კურსის მასწავლებელი სამართლიანობის, კომუნიკაბელურობისა და

პროფესიონალიზმის გამო მიაჩნიათ კარგ ლექტორად. გამოკითხული სტუდენტები ასევე ამბობენ, რომ

მას აქვს ძალიან თბილი და კარგი დამოკიდებულება სტუდენტებთან, კარგად ხსნის თემებს და ამომწურავ

ინფორმაციას აწვდის სტუდენტებს. ლექტორის უარყოფით თვისებად ასახელებ სისწრაფეს, რადგან

5

9

7

1

34

0

3

5

3

0 0 0

3 3

0 0 0 0 00123456789

10

არაორგანული

ქიმია

ბოტანიკა საოფისე

კომპიუტერული

პროგრამები

ინგლისური ენა ადამიანის

ფიზიოლოგია

ანატომიით

კურსის ხარისხს ვაფასებ როგორც

ძალიან კარგი კარგი საშუალო ცუდი

18 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

მასწავლებელი ძალიან სწრაფად ლაპარაკობს, წერს და ხსნის მასალას, შესაბამისად მათ უჭირთ

ინფორმაციის გააზრება და დაფიდან გადაწერა.

ადამიანის ფიზიოლოგია ანატომიით სასწავლო კურსის მასწავლებელში დადებით თვისებად

ასახელებენ კომუნიკაბელურობას, სამართლიანობასა და გაწონასწორებულობას. ასევე, მათი აზრით

თავისი საქმის პროფესიონალია და საინტერესოდ ხსნის მასალას. უარყოფით თვისებად მხოლოდ ერთი

სტუდენტი ასახელებს დაგვიანებას, 2 სტუდენტი უარყოფით თვისებას ვერ ასახელებს, რადგან

ყველაფერი მოსწონთ, ხოლო დანარჩენი გამოკითხული უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას.

კითხვაზე თუ რას შეცვლიდნენ სასწავლო კურსის შინაარსში, გამოკითხულთა უმრავლესობა არაფერს

შეცვლიდა სასწავლო კურსებში, ან უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას. დასახელდა შეფასების სისტემა, თუმცა

გაურკვეველია, კონკრეტულად რა არ მოსწონთ შეფასების სისტემაში და რის შეცვლას ისურვებდნენ.

საერთო ჯამში, სასწავლო კურსებს ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო

პროგრამის I კურსის პროფესიული სტუდენტები განსხვავებულად აფასებენ. შესაბამისად,

მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს

სწავლა-სწავლების პროცესის და პროგრამის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტთა კმაყოფილების

ზრდას.

ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტები წამლის

ფორმათა ტექნოლოგიისა და ბიოეთიკის სასწავლო კურსებსა და ლექტორებს აფასებენ. მათი აზრით,

ლექტორები დროულად მოდიან ლექციებზე და დათქმულ შეხვედრებზე. აღნიშნულ დებულებას, 10-დან

მხოლოდ ერთი გამოკითხული, ნაწილობრივ ეთანხმება ბიოეთიკის სასწავლო კურსის მასწავლებლის

შემთხვევაში.

19 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხულთა სრული უმრავლესობით ლექტორები მომზადებულები მოდიან ლექციაზე, მასალის

ნათლად გადმოსაცემად იყენებენ მაგალითებსა და ილურსტრაციებს და მათ შეკითხვებსაც ამომწურავად

პასუხობენ. ანალიტიკური უნარის განვითარების თვალსაზრისით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა

დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკურსიებში, მაგრამ კითხვაზე ლექტორი უბიძგებს თუ არა

სტუდენტებს, იაზროვნონ კრიტიკულად და დამოუკიდებლად, მიღებული პასუხები შემდეგნაირად

გადანაწილდა.

10

0 0

9

10

0

2

4

6

8

10

12

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე

და დათქმულ შეხვედრებზე

წამლის ფორმათა ტექნოლოგია ბიოეთიკა

9

10

7

3

00

2

4

6

8

10

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, იაზროვნონ

კრიტიკულად და ანალიტიკურად

წამლის ფორმათა ტექნოლოგია ბიოეთიკა

20 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

კვლევაში მონაწილეთა აზრით, ლექტორები მზად არიან კლასგარეშე კონსულტაციები ჩაატარონ

სტუდენტებთან. ამასთან, სასწავლო მასალებიც სასწავლო კურსის შესაბამისია, ხოლო დავალებები

სირთულისა და მოცულობის მიხედვით შეესაბამება სტუდენტის შესაძლებლობს. მხოლოდ ერთი

სტუდენტი, ბიოეთიკის სასწავლო კურსის შეფასებისას, ნაწილობრივ ეთანხმება აღნიშნულ დებულებას.

სასწავლო კურსებს, 10-დან 8 და 7 გამოკითხული სტუდენტი, ძალიან კარგად აფასებს.

ღია კითხვების ანალიზის შედეგები თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის/ლექტორის

შემთხვევაში წარმოდგენილია ცალ-ცალკე.

წამლის ფორმათა ტექნოლოგიის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად

კომპეტენტურობის, სამართლიანობის, თავაზიანობისა და მოწესრიგებულობის გამო მიაჩნიათ. ასევე,

ამბობენ, რომ არაჩვეულებრივი ლექტორია, რადგან კარგად და გასაგებად ხსნის მასალას და

საინტერესო ლექციებს ატარებს. უარყოფით თვისებას მცირე ნაწილი ვერ ასახელებენ, ხოლო

უმრავლესობა კითხვაზე პასუხს არ იძლევა.

ბიოეთიკის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად კომპეტენტურობის,

კომუნიკაბელურობის, კარგად ახსნილი თემის გამო მიაჩნიათ. ასევე, ამბობენ, რომ გამგები და ჰუმანური

პიროვნებაა. უარყოფით თვისებად არაფერს ასახელებენ. მხოლოდ ერთი ასახელებს შემდეგს „უფრო

მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს საგნები“.

8

2

0 0

7

2

1

00

1

2

3

4

5

6

7

8

9

ძალიან კარგი კარგი საშუალო ცუდი

კურსის ხარისხს ვაფასებ როგორც

წამლის ფორმათა ტექნოლოგია ბიოეთიკა

21 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

კითხვაზე თუ რას შეცვლიდნენ სასწავლო კურსების შინაარსში, 10 გამოკითხულიდან 8 უპასუხოდ ტოვებს

შეკითხვას. ორივე სასწავლო კურსის შემთხვევაში, თითო-თითო სტუდენტი ამბობს, რომ არაფერს

შეცვლის კურსის შინაარსი, ხოლო მეორე გამოკითხული, წამლის ფორმათა ტექნოლოგიის სასწავლო

კურსის შემთხვევაში, ამბობს შემდეგს: „უფრო მეტი მრავალფეროვნება, მეტი ილუსტრაციები“, ხოლო

ბიოეთიკის სასწავლო კურსის შემთხვევაში, მეორე გამოკითხულის პასუხი გაურკვეველი და

დაუკონკრეტებელია - „ბევრ რამეს. არ დავაკონკრეტებ“.

ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტები

პროგრამას დადებითად აფასებენ. თუმცა მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია

სტუდენტებისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობა, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს ორივე

მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ლექციები იყოს მრავალფეროვანი და ახალი მასალა

ილუსტრაციებითა და მაგალითებით გამდიდრებული.

წარმოგიდგენთ პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის პროფესიულ საგანმანათლებლო

პროგრამის I კურსის პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზს.

სწავლა-სწავლების პროცესის შეფასების მიზნით, პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის პროფესიულ სტუდენტებს ეკითხებოდნენ,

რამდენად დროულად მიდიოდა ლექტორი ლექსიებსა და დათქმულ შეხვედრებზე. მიღებული

შედეგებით იკვეთება, რომ ავადმყოფის მოვლის სასწავლო კურსის მასწავლებელი ყოველთვის

დროულად მიდის ლექციებზე.

22 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხული სტუდენტები აცხადებენ, რომ ლექტორები ყოველთვის მომზადებულები მიდიან

ლექციებზე. მათი შეფასებით, ავადმყოფის მოვლის, საქმიანი ურთიერთობების კულტურისა და ადამიანის

ნორმალური ანატომია ფიზიოლოგიით სასწავლო კურსების მასწავლებლები, აქტიურად იყენებენ

მაგალითებსა და ილუსტრაციებს, მასალის ნათლად გადასაცემად.

ლექტორები საინტერესოდ ხსნიან ლექციებს და აღნიშნულს ეთანხმება, ან ნაწილობრივ ეთანხმება

ყველა გამოკითხული პროფესიული სტუდენტი. მათივე შეფასებით, ლექტორები ძირითადად

რწმუნდებიან, ესმით თუ არა სტუდენტებს, კურსის ძირითადი იდეები და საკვანძო თემები.

1110

87

6

01

23

4

0 0 0 01

0 01 1

00

2

4

6

8

10

12

ავადმყოფის

მოვლა

საქმიანი

ურთიერთობების

კულტურა

სამედიცინო

ბიოლოგია

ინგლისური ენა ადამიანის

ნორმალური

ანატომია

ფიზიოლოგიით

ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე

და დათქმულ შეხვედრებზე

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები გამოტოვებულია

11 11

8

6

11

0 0

2

4

00 0 01

00 01

0 00

2

4

6

8

10

12

ავადმყოფის

მოვლა

საქმიანი

ურთიერთობების

კულტურა

სამედიცინო

ბიოლოგია

ინგლისური ენა ადამიანის

ნორმალური

ანატომია

ფიზიოლოგიით

ლექტორი იყენებს მაგალითებს და

ილუსტრაციებს მასალის ნათლად გადმოსაცემად

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები გამოტოვებულია

23 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკურსიებში. ამასთან,

ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, იაზროვნონ კრიტიკულად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს

ანალიტიკური უნარის განვითარებას.

კვლევის მონაწილეთა აზრით, ლექტორის მიერ დასახელებული სასწავლო მასალები შეესაბამება

კურსს, ხოლო ორი სასწავლო კურსის შემთხვევაში, დავალებები სირთულისა და მოცულობის მიხედვით,

სრულად შეესაბამება სტუდენტის შესაძლებლობებს.

108

108

10

13

02 10 0 0 1 00 0 1 0 0

02468

1012

ავადმყოფის

მოვლა

საქმიანი

ურთიერთობების

კულტურა

სამედიცინო

ბიოლოგია

ინგლისური ენა ადამიანის

ნორმალური

ანატომია

ფიზიოლოგიით

ლექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა

დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს ესმით კურსის

ძირითადი იდეები

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები გამოტოვებულია

9 98

910

2 21

21

0 0 0 0 00 0

2

0 00

2

4

6

8

10

12

ავადმყოფის

მოვლა

საქმიანი

ურთიერთობების

კულტურა

სამედიცინო

ბიოლოგია

ინგლისური ენა ადამიანის

ნორმალური

ანატომია

ფიზიოლოგიით

ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, იაზროვნონ

კრიტიკულად და ანალიტიკურად

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები გამოტოვებულია

24 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხულები სასწავლო კურსების ხარისხს ძირითადად ძალიან კარგად, ან კარგად აფასებენ, ხოლო

კურსებს შორის ყველაზე მეტად მოსწონთ ავადმყოფის მოვლის სასწავლო კურსი.

ღია კითხვების ანალიზის შედეგები თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის/ლექტორის

შემთხვევაში წარმოდგენილია ცალ-ცალკე.

11 10 10 911

0 1 0 1 00 0 0 1 00 0 1 0 002468

1012

ავადმყოფის

მოვლა

საქმიანი

ურთიერთობების

კულტურა

სამედიცინო

ბიოლოგია

ინგლისური ენა ადამიანის

ნორმალური

ანატომია

ფიზიოლოგიით

დავალებები სირთულისა და მოცულობის

მიხედვით შეესაბამება სტუდენტის

შესაძლებლობებს

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები გამოტოვებულია

11

0 0 0 0

9

20 0 0

7

4

0 0 0

7

3

0 0 12

53

0 1

02468

1012

კურსის ხარისხს ვაფასებ როგორც

ავადმყოფის მოვლა

ადამიანის ნორმალური ანატომია ფიზიოლოგიით

საქმიანი ურთიერთობების კულტურა

სამედიცინო ბიოლოგია

ინგლისური ენა

25 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

ავადმყოფის მოვლის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად პროფესიონალიზმის,

გადმოცემის კარგი უნარისა და პუნქტუალობის გამო მიაჩნიათ. ასევე, სტუდენტები ამბობენ შემდეგს: „

შეუძლია გასაგებად, საინტერესოდ, ზოგჯერ მხიარულადაც, მაგალითებზე დაყრდნობით აგვიხსნას

ისეთი რთული თემები, რომ გავიგოთ და უფრო მეტიც, ლექციაზევე ვისწავლოთ განსახილველი თემები“.

„ლექციიდან არ გვიშვებს, სანამ თემას კარგად არ გაგვაგებინებს“. უარყოფით თვისებას კი ვერ ხედავენ,

რადგან „100%-ით ჩვენთვის არის შექმნილი :)“.

საქმიანი ურთიერთობების კულტურის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად გადმოცემის

უნარისა და საინტერესოდ და ამომწურავად ახსნილი ლექციების გამო მიაჩნიათ. „ძალიან კარგად ხსნის

მასალას. ლექციების ჩასატარებლად მოდის მომზადებული. ასევე არის სამართლიანი“. უარყოფით

თვისებად 11-დან 4 გამოკითხული სტუდენტი ვერაფერს ასახელებს, რადგან ყველაფერი მოსწონთ, 6

გამოკითხული უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, ხოლო 1 ამბობს შემდეგს: „ზედმეტად ფორმალური და

სერიოზულია“.

სამედიცინო ბიოლოგიის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად პროფესიონალიზმის,

გადმოცემის უნარისა და კითხვებზე დროულად გაცემული პასუხების გამო მიაჩნიათ. ასევე, 1

გამოკითხული ამბობს შემდეგს: „საგანი ძალიან საინტერესოა და მასწავლებელიც იმ ფორმით ხსნის,

რომ თითოეული სტუდენტი ჩართოს და დააინტერესოს“. 11 გამოკითხულიდან უარყოფით თვისებას 5

გამოკითხული ვერ ასახელებს, რადგან ყველაფერი მოსწონთ, 5 - პასუხს თავს არიდებს და ერთი ამბობს

შემდეგს: „არ არის მომთხოვნი“.

ინგლისური ენის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად პროფესიონალიზმისა და კარგად

და ამომწურავად ახსნილი მასალის გამო მიაჩნიათ. 11 გამოკითხულიდან, უარყოფით თვისებად, 3

კითხვაზე პასუხს არ იძლევა, 5 ამბობს რომ ყველაფერი მოსწონს, 2 საუბრის მანერას ასახელებს, ხოლო

ერთი ამბობს შემდეგს: „ყველას უდგება ერთნაირად იმის მიუხედავად, ვინ მეტი იცის და ვინ ნაკლები“.

ადამიანის ნორმალური ანატომია ფიზიოლოგითს სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად

პროფესიონალიზმისა და გადმოცემის უნარის გამო მიაჩნიათ. ერთი გამოკითხული ახასიათებს

შემდეგნაირად: „არის არაჩვეულებრივი მასწავლებელი და შესანიშნავი პიროვნება. ხსნის კარგად და

გასაგებად მასალას. იმეორებს იქამდე, სანამ არ დარწმუნდება, რომ სტუდენტმა გაიგო და გაიაზრა“.

26 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხულთაგან 5 უარყოფით თვისებას ვერ, ან არ ასახელებს, 5-ს ყველაფერი მოსწონს და ერთი

ამბობს შემდეგს: „კარგი იქნება ლექციებზე რომ არ აგვიანებდეს“.

საერთო ჯამში, გამოკითხულები დადებითად აფასებენ ლექტორსა და სასწავლო კურს, თუმცა

მნიშვნელოვანია, თითოეული ლექცია დაიწყოს დროულად, მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენონ

ილუასტრაციები მასალის ნათლად გადასაცემად და ხელი შეუწყონ სტუდენტთა ანალიტიკური უნარების

განვითარებას.

წარმოგიდგენთ პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის პროფესიულ საგანმანათლებლო

პროგრამის II კურსის პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა ანალიზს.

გამოკითხულ სტუდენტთა ინფორმაციით, ლექტორები ყოველთვის დროზე ვერ მიდიან ლექციებსა და

დათქმულ შეხვედრებზე. მიღებული მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა.

მეორე კურსელთა შეფასებით, ყველაზე მეტად კარგად მომზადებული ნერვული და ფსიქიური

დაავადებების სასწავლო კურსის მასწავლებელია, ხოლო ყველაზე ნაკლებად შინაგანი სნეულებების

სასწავლო კურსის მასწავლებელი.

8

2

0

6

1

3

8

2

00

1

2

3

4

5

6

7

8

9

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე

და დათქმულ შეხვედრებზე

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

27 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხულთა შეფასებით, ლექტორის მიერ მაგალითებისა და ილუსტრაციების გამოყენება მასალის

ნათლად გადმოსაცემად, განსხვავებულია. გამოკითხული 10 სტუდენტიდან, აღნიშნულ შეკითხვას

შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსის მასწავლებლის შემთხვევაში, არ ეთანხმება 6 სტუდენტი.

გამოკითხული სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე საინტერესოდ ხსნის მასალას და შეკითხვებსაც

ამომწურავად და გასაგებად პასუხობს ქირურგიის სასწავლო კურსის მასწავლებელი, ხოლო აღნიშნულ

დებულებებს არ ეთანხმებიან შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსის მასწავლებლის შემთხვევაში.

5 5

01

3

6

9

10

0

2

4

6

8

10

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორი კარგადაა მომზადებული თითოეული

ლექციისთვის

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

6

3

1

00

3

6

1

4

5

1

00

1

2

3

4

5

6

7

ვეთანხმები ნაწილობრივ

ვეთანხმები

არ ვეთანხმები გამოტოვებულია

ლექტორი იყენებს მაგალითებს და

ილუსტრაციებს მასალის ნათლად გადმოსაცემად

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

28 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

ერთი მხრივ, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში,

ხოლო მეორე მხრივ, ლექტორებიც ნაწილობრივ ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა იაზროვნონ

კრიტიკულად და ანალიტიკურად. ამ დებულებას ყველაზე ნაკლებად ეთანხმებიან შინაგანი სნეულებების

სასწავლო კურსის შემთხვევაში.

9

1

00

2

8

5

4

1

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორი საინტერესოდ ხსნის მასალას

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

9

10

21

7

3

5

2

0

2

4

6

8

10

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორი შეკითხვებს პასუხობს ამომწურავად და

გასაგებად

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

29 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

გამოკითხულთა უმარავლესობა ეთანხმება, რომ ლექტორის მიერ დასახელებული სასწავლო

რესურსები, სახელმძღვანელოები შეესაბამება სასწავლო კურსს, მხოლოდ 2 გამოკითხული, ქირურგიისა

და შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსების შემთხვევაში, არ ეთანხმება აღნიშნულ დებულებას.

6

4

0

2

3

55 5

00

1

2

3

4

5

6

7

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დასვან

კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

6

3

10

9

1

6

4

00

2

4

6

8

10

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, იაზროვნონ

კრიტიკულად და ანალიტიკურად

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

30 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

ყველა გამოკითხული ეთანხმება ან ნაწილობრივ ეთანხმება, რომ დავალებები სირთულისა და

მოცულობის მიხედვით შეესაბამება სტუდენტის შესაძლებლობებს.

კვლევის მონაწილეები სასწავლო კურსების ხარისხს ძირითადად აფასებენ კარგად და საშუალოდ.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსს, რადგან 10-დან 6

გამოკითხული საშუალოდ აფასებს, ხოლო 4 -ცუდად.

4 4

2

6

2 2

8

2

00

1

2

3

4

5

6

7

8

9

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

ლექტორის მიერ დასახელებული სასწავლო

მასალები სრულიად შეესაბამება კურსს

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

9

10

7

3

0

5 5

00

2

4

6

8

10

ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები არ ვეთანხმები

დავალებები სირთულისა და მოცულობის

მიხედვით შეესაბამება სტუდენტის

შესაძლებლობებს

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

31 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

ღია კითხვების ანალიზის შედეგები თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის/ლექტორის

შემთხვევაში წარმოდგენილია ცალ-ცალკე.

ქირურგიის სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად საინტერესო ლექციების, კარგად

ახსნილი თემებისა და კომუნიკაბელურობის გამო მიაჩნიათ. 10 გამოკითხულიდან, უარყოფით თვისებას

8 გამოკითხული არ ასახელებს, ერთს ყველაფერი მოსწონს და ერთი ამბობს შემდეგს: „ის რომ პირად

ცხოვრებაზე ლაპარაკს უფრო დიდ დროს უთმობს, ვიდრე საგანს“.

შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსის მასწავლებლის დადებით თვისებას ერთხმად არ სცემენ

კითხვაზე პასუხს, ხოლო მის უარყოფით თვისებას ასახელებენ შემდეგს: „იცის თავისი საგანი, მაგრამ მისი

გადმოცემა არ შეუძლია ისე, რომ სტუდენტისთვის გასაგები იყოს“, „მოცემულ თემაზე არ შეუძლია

დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა“, ხოლო 7 გამოკითხული არ იძლევა კითხვაზე პასუხს.

ნერვული და ფსიქიური დაავადებების სასწავლო კურსის მასწავლებელი კარგ ლექტორად იმის გამო

მიაჩნიათ, რომ მომთხოვნია, ხოლო 8 გამოკითხული არ სცემს კითხვას პასუხს. უარყოფით თვისებად 10-

დან 6 გამოკითხული არაფერს ასახელებს, ხოლო დანარჩენი ამბობს, რომ კითხვები ბუნდოვანი და

ორაზროვანია, ხოლო თემა ზედაპირულად ახსნილი.

სასწავლო კურსების შინაარსში სტუდენტების მცირე ნაწილი ამბობს, რომ არაფერს შეცვლიდა, ხოლო

დიდი უმრავლესობა კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.

2

4 4

00 0

6

4

3

4

3

00

1

2

3

4

5

6

7

ძალიან კარგი კარგი საშუალო ცუდი

კურსის ხარისხს ვაფასებ როგორც

ქირურგია შინაგანი სნეულებები ნერვული და ფსიქიური დაავადებები

32 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

საერთო ჯამში, მეორე კურსის სტუდენტები სასწავლო პროგრამებს მეტ-ნაკლებად კარგად აფასებენ,

ყველაზე უარყოფითი შეფასება შინაგანი სნეულებების სასწავლო კურსს აქვს.

ძირითადი მიგნებები

1. გამოკითხულ პროფესიულ სტუდენტებიდან ყველაზე დადებითად სასწავლო კურსებსა და

პროგრამას ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები

აფასებენ. 11 გამოკითხული პროფესიული სტუდენტი აფასებდა 4 სასწავლო კურსს ცალ-ცალკე.

ინგლისური ენის სასწავლო კურსს ძალიან კარგად აფასებს 11-დან 8 გამოკითხული სტუდენტი,

მართლწერის ნორმების სასწავლო კურსს 9 გამოკითხული, ხოლო 10-10 კვლევის მონაწილე

საქმისწარმოების საფუძვლებისა და ადმინისტრაციული სამართლის სასწავლო კურსებს.

2. გამოკითხული პროფესიული სტუდენტებიდან, სასწავლო კურსები ყველაზე ნაკლებად შეფასდა

პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის

მეორე კურსის სტუდენტების მიერ. მათ ყველაზე უარყოფითად შეაფასეს შინაგანი სნეულებების

სასწავლო კურსი.

3. კვლევაში მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ლექტორების უმრავლესობა მოდის ლექციაზე

მომზადებული და ინფორმაციის, ახალი მასალის გადასაცემად იყენებს მაგალითებსა და

ილუსტრაციებს.

4. გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება დებულებას,

რომ ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს იაზროვნონ კრიტიკულად და ანალიტიკურად. შესაბამისად,

მათ აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში. რაც ხელს

შეუწყობს სტუდენტებში ანალიტიკური უნარის განვითარებას.

5. მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო პროგრამის

შინაარსისა და სწავლის პროცესის მიმართ სტუდენტები დადებითად არიან განწყობილნი.

კითხვარში მოცემულ დებულებებს სტუდენტები ძირითადად ეთანხმებიან.

33 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

რეკომენდაციები

რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას, რომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო სწავლა-სწავლების

პროცესის გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ყველა მხარე -

პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები და ადმინისტრაცია. ამასთან,

სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი აქტივობების

განხორციელება, სადაც ყველა პროფესიული სტუდენტი თანაბრად იქნება ჩართული და ექნებათ

შესაძლებლობა ღიად და თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. მრავალფეროვანი

აქტივობებში, დისკუსიებსა და case study-ის განხილვებში მონაწილეობა სტუდენტებს კრიტიკული და

ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. ამასთან, მრავალფეროვანი ლექციები

უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა დაინტერესებას.

სხვა მნიშვნელოვან რეკომენდაციას წარმოადგენს ის, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლებმა

ცხრილის შესაბამისად უნდა დაიწყონ და დაამთავრონ ლექციები. ზოგადად გაკვეთილზე დროის

კარგვას ორი სერიოზული შედეგი მოჰყვება:

I. გაკვეთილზე, სადაც დრო უსარგებლოდ იხარჯება, ხშირია დისციპლინის პრობლემები, ვიდრე

დროის სწორად განაწილების შემთხვევაში;

II. გაკვეთილის დროის კარგვა პირდაპირ აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

აქედან გამომდინარე, რომ არ დაფიქსირდეს დისციპლინური პრობლემები და აკადემიური მოსწრების

დაბალი მაჩვენებელი, მნიშვნელოვანია ლექციები დაიწყოს დროულად და ადგილი არ ქონდეს დროის

უსარგელბლოდ ხარჯვას როგორც პროფესიული განათლების მასწავლებლის, ასევე პროფესიული

სტუდენტის მიერ. მრავალფეროვანი და სტუდენტთათვის საინტერესო აქტოვობების განხორციელება კი

თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას.

34 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

დანართი 1

ლექტორისა და კურსის შეფასების ფორმა

კურსის სახელი ------------------------------

ლექტორი -------------------------------------

ამ გამოკითხვის მიზანია თქვენი ლექტორის და მისი სასწავლო კურსის შეფასება. კითხვარის ბოლო

ნაწილი შესაძლებლობას იძლევა წერილობით შეაფასოთ თქვენი ლექტორი და მისი კურსები.

გამოკითხვა ანონიმურია და ლექტორი კურსის დასრულებამდე ვერ გაეცნობა გამოკითხვის შედეგებს.

გთხოვთ, იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი. თქვენი პასუხები დაგვეხმარება სამომავლოდ

გავაუმჯობესოთ პროგრამა.

გთხოვთ თითოეული კითხვა შეაფასოთ 3 ბალიან სკალაზე, სადაც:

1- ნიშნავს ვეთანხმები, 2- ნაწილობრივ ვეთანხმები, 3 -არ ვეთანხმები

A1. ლექტორი ყოველთვის დროზე მოდის ლექციებზე და დათქმულ შეხვედრებზე

1 2 3

A2. ლექტორი კარგადაა მომზადებული თითოეული ლექციისთვის

1 2 3

A3. ლექტორი იყენებს მაგალითებს და ილუსტრაციებს მასალის ნათლად გადმოსაცემად

1 2 3

A4. ლექტორი საინტერესოდ ხსნის მასალას

1 2 3

A5. ლექტორი შეკითხვებს პასუხობს ამომწურავად და გასაგებად

35 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

1 2 3

A6. ლექტორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა დარწმუნდეს, რომ სტუდენტებს ესმით კურსის

ძირითადი იდეები

1 2 3

A7. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში

1 2 3

A8. ლექტორი უბიძგებს სტუდენტებს, რომ იაზროვნონ კრიტიკულად და ანალიტიკურად

1 2 3

A9. ლექტორი მზადაა კლასგარეშე კონსულტაციები ჩაატაროს სტუდენტებთან

1 2 3

A10. სტუდენტებმა იციან, რას უნდა მოელოდნენ ლექციისგან, ლექტორი წინასწარ აცნობებს

განსახილველ თემებს

1 2 3

A11. ლექტორის მიერ დასახელებული სასწავლო მასალები (სახელმძღვანელო, დამხმარე მასალები)

სრულიად შეესაბამება კურსს

1 2 3

A12. დავალებები სირთულისა და მოცულობის მიხედვით შეესაბამება სტუდენტის შესაძლებლობებს

1 2 3

A13. კურსის ხარისხს ვაფასებ როგორც

1. ძალინ კარგი 2. კარგი 3. საშუალო 4. ცუდი

A14. რა თვისებების გამო მიგაჩნიათ თქვენი ლექტორი კარგ მასწავლებლად?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

A15. რა არ მოგწონთ თქვენ ლექტორში?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------

36 ლექტორისა და კურსის შეფასების კვლევა, 2017

A16. რას შეცვლიდით კურსის შინაარსში?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------

თარიღი ------------------

მადლობას მოგახსენებთ კვლევაში მონაწილეობისთვის!