სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი...

32
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ თანამდებობრივი ინსტრუქცია მუხლი 1. კოლეჯის სტატუსი, მიზნები და ამოცანები. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ (შემდეგში კოლეჯი) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მას როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს ბალანსი, ბეჭედი, საკუთარი სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები ს/კ 246 954 620. მისი მისამართია: ქ. ქობულეთი რუსთაველის ქუჩა №154 და ბათუმის ტრენინგ ცენტრის მისამართია მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის კვეთა მეორე სართული. კოლეჯის მიზანია ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების; ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების; მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების (შემდგომში პროგრამები) განხორციელება. პროფესიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ თანამედროვე პროფესიების შესაბამისი შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური უნარ-ჩვევები; თავისი მიზნების მისაღწევად კოლეჯი ახორციელებს სხვადასხვა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ახდენს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პროგრამის შესაბამის კლას-ლაბორატოროების მაღალი ტექნოლიგიებით აღჭურვას, მაღალი პედაგოგიური პოტენციალის მქონე პერსონალის შერჩევას; ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის. უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით; ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თანამშრომლობს რეგიონში არსებულ ყველა სფეროს ბიზნესთან, თანამშრომლობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 2. კოლეჯის სტრუქტურა. კოლეჯის მართვის ორგანოებია საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო. მუხლი 3. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი 1.საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. დირექტორის არყოფნისას დირექტორის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.

Transcript of სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი...

Page 1: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“

თანამდებობრივი ინსტრუქცია

მუხლი 1. კოლეჯის სტატუსი, მიზნები და ამოცანები.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ (შემდეგში კოლეჯი) პროფესიული

საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მას როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს,

აქვს ბალანსი, ბეჭედი, საკუთარი სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში და საჯარო

სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები ს/კ 246 954 620. მისი მისამართია: ქ.

ქობულეთი რუსთაველის ქუჩა №154 და ბათუმის ტრენინგ ცენტრის მისამართია

მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის კვეთა მეორე სართული.

კოლეჯის მიზანია ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების,

აგრეთვე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების; ლიბერალური

განათლების საგანმანათლებლო პროგრამების; მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო

პროგრამების (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება. პროფესიული განათლების

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების

განხორციელებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთაც

ექნებათ თანამედროვე პროფესიების შესაბამისი შრომის ბაზარზე ორიენტირებული,

კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური უნარ-ჩვევები;

თავისი მიზნების მისაღწევად კოლეჯი ახორციელებს სხვადასხვა საფეხურის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ახდენს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის

სრულყოფას, პროგრამის შესაბამის კლას-ლაბორატოროების მაღალი ტექნოლიგიებით

აღჭურვას, მაღალი პედაგოგიური პოტენციალის მქონე პერსონალის შერჩევას; ზრუნავს

შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე

პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის. უზრუნველყოფს

თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების

პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით; ზრუნავს თავისი

პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა

სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თანამშრომლობს რეგიონში არსებულ ყველა

სფეროს ბიზნესთან, თანამშრომლობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო

დაწესებულებებთან, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის

შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და

მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით

გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 2. კოლეჯის სტრუქტურა.

კოლეჯის მართვის ორგანოებია საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი და

საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო.

მუხლი 3. საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი

1.საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. დირექტორის არყოფნისას დირექტორის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.

Page 2: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი:

ა) ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვას;

ბ) წარმოადგენს საზოგადოებრივ კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის

შინაგანაწესს, ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;

დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საზოგადოებრივი

კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და

შესრულებას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს

მათთან შრომითი ურთიერთობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული

უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული

სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა

წარმომადგენლების არჩევის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო

საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების

მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს;

ზ) არა უგვიანეს პირველი თებერვლისა აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს

სამეთვალყურეო საბჭოს საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო, ფინანსური და

კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;

თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის

განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს

თანხმობა ისეთი გარიგებების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება

საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტის 5%-ს;

ი) წარმართავს და ზედამხედველობს საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარე

საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას;

კ) ასრულებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახლად

დაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი

სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ

სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. სამეთვალყურეო საბჭო:

1.საზოგადოებრივი კოლეჯის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო,

რომელიც შედგება 5 წევრისაგან.

2. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტს,

აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის

საჯაროობას;

ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს და

სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;

Page 3: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ადამიანური

რესურსების მართვის პოლიტიკას;

დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამოქმედო

გეგმას;

ე) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების

პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;

ზ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა

უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. დირექტორის მოადგილე

დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის

დირექტორი;

კოლეჯის დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე;

კოლეჯის დირექტორის მოადგილე ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს, უშუალოდ არის პასუხისმგებელი სასწავლო

და საწარმოო სწავლების ორგანიზაციაზე.

ხელმძღვანელობს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის პროცესს და

ახალი პროფესიების დანერგვის შესახებ წინადადებებს წარუდგენს დირექტორს.

კოორდინაციას უწევს, როგორც საგაზაფხულო, ასევე საშემოდგომო მიღებას,

მათთვის პროგრამების და კვოტების დადგენას;

კოორდინაციას უწევს პროფესიული სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლების

და ადმინისტრაციის წევრების სისტემატიურ შეფასებას, შემუშავებული შეფასების

ინსტრუმენტების შესაბამისად.

ხელმძღვანელობს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათების განაწილების

პროცესს (ტარიფიკაციის პროექტის შემუშავებას) და დასამტკიცებლად წარუდგენს

დირექტორს

კონტროლს უწევს სასწავლო ცხრილის განხორციელების პროცესს.

აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა საქმიანობას:

ა) აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას;

ბ) კოორდინაციას უწევს ცხრილების შემუშავებას და კორექტირებას;

გ) ხელს უწყობს პროფესიულ მასწავლებლებს სწავლების ახალი მეთოდების

დანერგვაში და პედაგოგიური უნარების ამაღლებაში.

დ) ავლენს და დირექტორს წარუდგენს საუკეთესო პროფესიულ მასწავლებლებს;

ე) ავლენს ხარვეზებს პროფესიული მასწავლებლების მუშაობაში და ზრუნავს მის

დროულ აღმოფრვაზე;

ვ) აკონტროლებს პროფესიული მასწავლებელთა შრომის დისციპლინას და

დისციპლინარული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შემდგომი რეაგირების

მიზნით ანგარიშს წარუდგენს დირექტორს.

Page 4: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

აკონტროლებს პროფესიული სტუდენტების დისციპლინის და შეფასების პროცესს,

ხელმძღვანელობს საგამოცდო პროცესს, პასუხისმგებელია სწავლის შედეგების

ობიექტურ შეფასებაზე, ახდენს ანალიზს და შედეგებს წარუდგენს დირექტორს.

ხელმძღვანელობს აპლიკანთა ჩარიცხვის, კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის

მინიჭების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის

და მობილობის (მათი მოძრაობის) პროცესს.

განიხილავს პროფესიული მასწავლებლების და სხვა თანამშრომელთა მიერ

წარმოდგენილ ანგარიშებს, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და ანგარიშს წარუდგენს

დირექტორს.

კოორდინირებას უწევს კოლეჯში მიმდინარე ავტორიზაციისა და თვითშეფასების

პროცეს.

კოორდინაციას უწევს ერთწლიანი და ექვსწლიანი განვითრების გეგმების

შემუშავებას.

დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება და სხვა) ასრულებს

დირექტორის ფუნქცია-მოვალეობას;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ მინიჭებულ სხვა

უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. ფინანსური მენეჯერი

ფინანსურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე;

ფინანსური მენეჯერი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

გეგმავს და აკონტროლებს ბიუჯეტს და შესყიდვებს;

მართავს ფინანსების და მიმდინარე ხარჯებს;

აკონტროლებს საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციას;

აკონტროლებს ფულადი სახსრების ბრუნვას;

უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ახორციელებს მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების

შესაბამისობას;

უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოებას;

უზრუნველყოფს ზემდგომი პირებისათვის კოლეჯის საქმიანობის შესახებ სწორი და

სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის მიწოდებას;

ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომლებს;

მონაწილეობს ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში,

უზრუნველყოფს პროცედურების დაცვაზე კონტოლს;

უზრუნველყოფს, კოორდინაციას და კონტროლს უწევს კოლეჯის მიერ

განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს;

შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით

მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორთან და სხვა

სამსახურებთან ერთად ახდენს ბაზრის მოკვლევის კოორდინაციას და კონტროლს;

Page 5: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორთან ერთად

აკონტროლებს კოლეჯის მატერიალურ რესურსებს

კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ფინანსური განყოფილების

მიზნებიდან გამომდინარე დირექტორის მიერ მინიჭებულ სხვა

უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. ხარისხის მართვის მენეჯერი

ხარისხის მართვის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ხარისხის მართვის მენეჯერი ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორისა და

დირექტორის მოადგილის წინაშე;

ხარისხის მართვის მენეჯერი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ხარისხის მართვის მენეჯერი ახორციელებს ღონისძიებებს სასწავლო პროცესის

ხარისხის სისტემური სრულყოფისათვის, ზრუნავს და კონტროლს უწევს

პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატურ

შეფასებასა და მის განვითარება–განახლებას.

ხარისხის მართვის მენეჯერი ზრუნავს პროფესიულ მასწავლებლებისა და

დამსაქმებლების ჩართულობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და

მათი შესაბამისი კომპონენტების შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს

დირექტორს.

ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა

და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, მათი მუშაობის სისტემატური

შეფასებითა და უწყვეტი განვითარების გზით.

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს

რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების

შემდგომი სრულყოფის მიზნით, იკვლევს დარგობრივი დოკუმენტების პროექტებისა

და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს რეკომენდაციებს.

შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს საგანმანათლებლო

პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების სისტემას და კითხვარების

ფორმებს.

ახორციელებს შეხვედრებს კოლეჯის პროფესიულ მასწავლებლებთან პროფესიულ

სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის უკეთ დაძლევის მეთოდების საკითხებზე.

ამოწმებს შეფასების მეთოდების სილაბუსებთან და მოდულებთან შესაბამისობას და

ითანხმებს შეფასების ინსტრუმენტს -საგამოცდო ტესტს, ბილეთს, და ა. შ

კოორდინაციას უწევს კალენდარული გეგმებისა და სილაბუსების შემუშავებას.

პერიოდულად ატარებს პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა,

პროფესიულ მასაწავლებელთა და დამსაქმებელთა გამოკითხვას, რის საფუძველზეც

გეგმავს შესაბამისი აქტივობებს;

პერიოდულად ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების

მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის.

Page 6: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მუდმივად თანამშრომლობს პროფესიულ მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ

პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების

პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე;

შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს პროფესიული

სტუდენტებისა და პედაგოგების შეფასების ინსტრუმენტებს და სისტემატიურ

შესაბამის პირებთან ერთად ახორციელებს მათ შეფასებას.

კანონმდებლობით დადგენილი წესით კოორდინაციას უწევს კოლეჯის

ავტორიზაციია და თვითშეფასების პროცესს, ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას.

კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დირექტორის მიერ

მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

1. მონაწილეობს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათების განაწილების

პროცესში (ტარიფიკაციის პროექტის შემუშავებაში)

2. სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით

ადგენს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს გაკვეთილების ცხრილის

პროექტს.

3. კონტროლს უწევს სასწავლო ცხრილის განხორციელების პროცესს.

4. დირექტორის მოადგილესთან, ხარისხის მართვის მენეჯერთან და სასწავლო

პრატიკის მენეჯერთან ერთად აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა

საქმიანობას:

ა) აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას;

ბ) კოორდინაციას უწევს ცხრილების კორექტირებას;

გ) ხელს უწყობს პედაგოგებს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში და

პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლებაში.

დ) ავლენს და დირექტორს წარუდგენს საუკეთესო პედაგოგებს;

ე) ავლენს ხარვეზებს მასწავლებლების მუშაობაში და ზრუნავს მის დროულ

აღმოხვრაზე;

ვ) აკონტროლებს მასწავლებელთა შრომის დისციპლინას და დისციპლინარული

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შემდგომი რეაგირების მიზნით ანგარიშს

წარუდგენს დირექტორს.

5. დირექტორის მოადგილესთან, ხარისხის მართვის მენეჯერთან, სასწავლო

პრატიკის მენეჯერთან და საწარმოო პრატიკის მენეჯერთან ერთად აკონტროლებს

პროფესიული სტუდენტების დისციპლინის და შეფასების პროცესს, ახდენს

ანალიზს, და შედეგებს წარუდგენს დირექტორს.

8.ხარისხის მართვის სპეციალისტი

ხარისხის მართვის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორისა და ხარისხის მართვის მენეჯერის წინაშე

ხარისხის მართვის სპეციალისტი ხარისხის მართვის მენეჯერის ხელმძღვანელობით

ახორციელებს შემდეგ მოვალეობებს:

Page 7: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

1. მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემური

სრულყოფაზე, ზრუნავს და კონტროლს უწევს პროფესიულ მასწავლებელთა

კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მის განვითარება–

განახლებას.

2. მონაწილებას ღებულობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების

შემუშავებაში.

3. ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის,

სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, მათი მუშაობის

სისტემატური შეფასებითა და უწყვეტი განვითარების გზით.

4. მონაწილეობას ღებულობს ხარისხის შეფასების სისტემის განხორციელებაში;

5. ახორციელებს შეხვედრებს კოლეჯის მასწავლებლებთან პროფესიულ

სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის უკეთ დაძლევის მეთოდების საკითხებზე.

6. ამოწმებს შუალედური, დასკვნითი გამოცდების და შედეგების შეფასების

მეთოდების სილაბუსებთან და მოდულებთან შესაბამისობას.

7. კონსულტაციას უწევს პროფესიულ მასწავლებლებს კალენდარული გეგმებისა

და სილაბუსების შემუშავების კუთხით.

8. მონაწილეობას ღებულობს პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა,

პროფესიულ მასწავლებელთა და დამსაქმებელთა გამოკითხვის პროცესში.

9. პერიოდულად ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების

მონიტორინგს.

10. მუდმივად თანამშრომლობს პროფესიულ მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს

მათ პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების

პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე;

11. კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დირექტორის მიერ

მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

12. დამატებით პასუხისმგებელია: ბათუმის სასწავლო ტრენინგ-ცენტრის სასწავლო

პროცესის ხარისხის გამართულ ფუნქციონირებაზე

9.სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი

სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე

დირექტორის მოადგილესთან ერთად პასუხისმგებელია სასწავლო პროცესზე,

კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს სასწავლო პროცესის მენეჯერს,

კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს სასწავლო პრაქტიკის მენეჯერს,

კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს საწარმოო პრაქტიკის მენეჯერს,

კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს რეესტრის წარმოების სპეციალისტს

კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს და პროფესიულ მასწავლებლებს.

ახორციელებს შემდეგ მოვალეობებს:

Page 8: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

უზრუნველყოფს თეორიული სწავლებისა, სასწავლო პრაქტიკის და საწარმოო

პრაქტიკის საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას და ზედამხედველობას უწევს

საგანმანათლებლო პროცესის გეგმის შესაბამისად განხორციელებას;

კოორდინაციას უწევს სასწავლო ცხრილის შექმნას თეორიული და პრაქტიკული

მეცადინეობებისათვის.

ადგენს შუალედური, დასკვნითი გამოცდების და შედეგების გრაფიკს.

მონაწილეობს და აკონტროლებს შუალედური, დასკვნითი გამოცდების და

შედეგების მიმდინარეობის პროცესს;

აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა მიერ აღრიცხვის ჟურნალების

წარმოებას;

პასუხისმგებელია პროფესიული სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკის

კონტროლზე.

მონაწილეობს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათების განაწილების

პროცესში

უზრუნველყოფს კონსულტაციებს პროფესიულ მასწავლებლებთან;

ახდენს პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების ანალიზს და

შედეგებს პერიოდულად წარუდგენს დაწესებულების დირექტორს შემდგომი

რეაგირებისათვის;

შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა იმ

შემადგენლობას, რომელიც უნდა გავიდეს დამატებით გამოცდებზე;

დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე, განსაზღვრულ

ვადებში აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების და შეფასებების

მონიტორინგს;

ავლენს და დირექციაში წარადგენს საუკეთესო პროფესიულ მასწავლებელს.

აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა შრომის დისციპლინას;

ყოველი თვის ბოლოს აწვდის ბუღალტერს ინფორმაციას თვის განმავლობაში

პროფესიულ მასწავლებელთა მიერ ფაქტიურად ჩატარებული საათების შესახებ;

გეგმავს და ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას. კერძოდ: საწარმოო პრაქტიკის

გრაფიკის შედგენა, საპრაქტიკო ობიექტების მოძიება, ორგანიზაციების

ადამიანური რესურსების მენეჯერებთან ან სხვა პასუხისმგებელ პირებთან

მოლაპარაკება პროფესიულ სტუდენტთა მისაღები რაოდენობის, საპრაქტიკო

თემატიკის, დროის ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის განსაზღვრის მიზნით;

კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერთან და პროფესიულ მასწავლებლებთან

ერთად უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა განაწილებას ობიექტების

მიხედვით;

აკონტროლებს საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობას და ამოწმებს პროფესიულ

სტუდენტთა დასწრებასა და მუშაობას ობიექტის მენეჯერთან;

ორგანიზაციას უწევს პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრას და საპრაქტიკო

პერიოდის გაანალიზებას;

პროფესიულ სტუდენტთა არასაპატიო მიზეზით დაგროვილი საწარმოო

პრაქტიკის გაცდენების, დისციპლინარული დარღვევების და სხვა შემთხვევებში

მონაცემებს გადასცემს დირექციას;

Page 9: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

თვალყურს ადევნებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას საწარმო პრაქტიკის

ობიექტებზე.

ორგანიზებას უკეთებს პროფესიული სტუდენტების მიერ პრაქტიკის ანგარიშის

ჩაბარებას.

მონაწილეობს შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევაში;

აკეთებს საპრაქტიკო პერიოდის დასრულებისთანავე შეფასების დღიურების

ანალიზს, შეფასების მიზნით;

გადასცემს დამსაქმებლების მიერ პროფესიული სტუდენტის საწარმოო პრაქტიკის

დღიურში ასახული შეფასებას სასწავლო პროცესის და სასწავლო პრაქტიკის

მენეჯერს;

სპეციალური კითხვარების მეშვეობით ატარებს პარტნიორი ორგანიზაციების

გამოკითხვას და მათ რეკომენდაციებს წარუდგენს დირექციას (წელიწადში

მინიმუმ 1–ჯერ);

კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ფინანსური განყოფილების

მიზნებიდან გამომდინარე დირექტორის მიერ მინიჭებულ სხვა

უფლებამოსილებებს.

მუხლი 10. სასწავლო პროცესის მენეჯერი

სასწავლო პროცესის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის

მენეჯერის წინაშე.

სასწავლო პროცესის მენეჯერი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

უზრუნველყოფს თეორიული სწავლებისა და სასწავლო პრაქტიკის

საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას და ზედამხედველობას უწევს

საგანმანათლებლო პროცესის გეგმის შესაბამისად განხორციელებას;

აკონტროლებს სასწავლო პროცესს და პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის სწორ

ორგანიზაციაზე.

ადგენს სასწავლო ცხრილს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისათვის.

ადგენს შუალედური, დასკვნითი გამოცდების და შედეგების გრაფიკს.

მონაწილეობს და აკონტროლებს შუალედური, დასკვნითი გამოცდების და

შედეგების მიმდინარეობის პროცესს;

აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა მიერ აღრიცხვის ჟურნალების

წარმოებას;

პასუხისმგებელია პროფესიული სტუდენტთა მოძრაობის სტატისტიკის

კონტროლზე.

მონაწილეობს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათების განაწილების

პროცესში

უზრუნველყოფს კონსულტაციებს პროფესიულ მასწავლებლებთან;

Page 10: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

ახდენს პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების ანალიზს და

შედეგებს პერიოდულად წარუდგენს დაწესებულების დირექტორს შემდგომი

რეაგირებისათვის;

შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა იმ

შემადგენლობას, რომელიც უნდა გავიდეს დამატებით გამოცდებზე;

დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე, განსაზღვრულ

ვადებში აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების და შეფასებების

მონიტორინგს;

ავლენს და დირექციაში წარადგენს საუკეთესო პროფესიულ მასწავლებელს.

აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა შრომის დისციპლინას;

ყოველი თვის ბოლოს ამოწმებს პროფესიულ მასწავლებელთა მიერ აღრიცხვის

ჟურნალების წარმოებას;

ყოველი თვის ბოლოს აწვდის ბუღალტერს ინფორმაციას თვის განმავლობაში

პროფესიულ მასწავლებელთა მიერ ფაქტიურად ჩატარებული საათების შესახებ;

ასრულებს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის სხვა დავალებებს, რომელიც

სასწავლო პროცესის მართვასთან არის დაკავშირებული.

მუხლი 11. სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი

სასწავლო პრაქტიკის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და

დირექტორის მოადგილის წინაშე;

სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

პასუხისმგებელია: სასწავლო პრაქტიკის სწორ ორგანიზაციაზე.

დახმარებას უწევს და ხელმძღვანელობს სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელთა

მეთოდურ მუშაობას, ზრუნავს მათი გადამზადებისათვის ახალი ტექნოლოგიების

დასაუფლებლად.

ეხმარება სასწავლო პრაქტიკის პროფესიულ მასწავლებლებს სწავლების

ინოვაციური მეთოდების მოძიებასა და პრაქტიკაში დანერგვისათვის.

ეხმარება პრაქტიკის ხელმძღვანელებს სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე სტუდენტთა სწავლების მეთოდების მოძიებასა და სწავლებაში.

სწავლობს და ამოწმებს სასწავლო პრაქტიკას სილაბუსებისა და კალენდარული

გეგმების მიხედვით.

სწავლობს ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მატერილურ

ტექნიკურ ბაზას და ზრუნავს მისი თანამედროვე აღჭურვილობისათვის.

ხელს უწყობს კონკურსების ჩატარებას საუკეთესო პროფესიული სტუდენტების

გამოსავლენად.

თვალყურს ადევნებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას სასწავლო ობიექტებზე.

Page 11: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პრაქტიკის დასკვნით შეფასებებზე.

ავლენს და დირექციაში წარადგენს საუკეთესო პროფესიულ მასწავლებელს.

აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა შრომის დისციპლინას;

ყოველი თვის ბოლოს ამოწმებს პროფესიულ მასწავლებელთა მიერ აღრიცხვის

ჟურნალების წარმოებას;

აკონტროლებს სასწავლო პრაქტიკასთან დაკავშირებით სასწავლო პროცესს და

პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის სწორ ორგანიზაციაზე.

მონაწილეობს და აკონტროლებს შუალედური, დასკვნითი გამოცდების და

შედეგების მიმდინარეობის პროცესს;

ასრულებს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის სხვა დავალებებს,

რომელიც სასწავლო პროცესის მართვასთან არის დაკავშირებული.

მუხლი 12. საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი

საწარმოო პრაქტიკის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე.

საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

გეგმავს და ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას. კერძოდ: საწარმოო პრაქტიკის

გრაფიკის შედგენა, საპრაქტიკო ობიექტების მოძიება, ორგანიზაციების

ადამიანური რესურსების მენეჯერებთან ან სხვა პასუხისმგებელ პირებთან

მოლაპარაკება პროფესიულ სტუდენტთა მისაღები რაოდენობის, საპრაქტიკო

თემატიკის, დროის ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის განსაზღვრის მიზნით;

კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერთან და პროფესიულ მასწავლებლებთან

ერთად უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა განაწილებას ობიექტების

მიხედვით;

აკონტროლებს საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობას და ამოწმებს პროფესიულ

სტუდენტთა დასწრებასა და მუშაობას ობიექტის მენეჯერთან;

ორგანიზაციას უწევს პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრას და საპრაქტიკო

პერიოდის გაანალიზებას;

პროფესიულ სტუდენტთა არასაპატიო მიზეზით დაგროვილი საწარმოო

პრაქტიკის გაცდენების, დისციპლინარული დარღვევების და სხვა შემთხვევებში

მონაცემებს გადასცემს დირექციას;

თვალყურს ადევნებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას საწარმო პრაქტიკის

ობიექტებზე.

ორგანიზებას უკეთებს პროფესიული სტუდენტების მიერ პრაქტიკის ანგარიშის

ჩაბარებას.

მონაწილეობს შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევაში;

აკეთებს საპრაქტიკო პერიოდის დასრულებისთანავე შეფასების დღიურების

ანალიზს, შეფასების მიზნით;

გადასცემს დამსაქმებლების მიერ პროფესიული სტუდენტის საწარმოო პრაქტიკის

დღიურში ასახული შეფასებას სასწავლო პროცესის და სასწავლო პრაქტიკის

მენეჯერს;

Page 12: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

სპეციალური კითხვარების მეშვეობით ატარებს პარტნიორი ორგანიზაციების

გამოკითხვას და მათ რეკომენდაციებს წარუდგენს დირექციას (წელიწადში

მინიმუმ 1–ჯერ);

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 13. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და

ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი ახორციელებს შემდეგ უფლება-

მოვალეობებს:

მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციას და მართავს მათთან მოლაპარაკებებს

პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების მიზნით.

მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციას და მართავს მასთან მოლაპარაკებებს

პროფესიულ სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკასთან დაკავშირებით შესაბამისი

ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმების მიზნით;

უზრუნველყოფს მისაღები კონტიგენტის მოზიდვას და აპლიკანტებს

ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციებით პროფორიენტაციის სფეროში.

ახორციელებს კონსულტაციების გაწევას აბიტურიენტებისათვის კოლეჯში

არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას იმ საგანმანათლებლო

დაწესებულებების შესახებ, სადაც პროფესიულ სტუდენტს ექნება სწავლის

გაგრძელების შესაძლებლობა. ასევე აცნობს დასაქმების პერსპექტივებს პროფესიის

დაუფლების მიზნით.

დახმარებას უწევს პროფესიულ პროფესიულ სტუდენტებს კარიერის დაგეგმვის,

სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში.

მონაწილეობას იღებს მისაღები კონტინგენტის შერჩევაში;

მოიპოვებს ინფორმაციას (მონიტორინგის ჩატარება) დასაქმებულ პროფესიულ

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ ( წელიწადში 2–ჯერ).

ორგანიზებას უკეთებს ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას კოლეჯში მათი საჭიროებების

გამოვლენისა და კოლეჯისა და კოლეჯში არსებული მდგომარეობის (პროგრამები,

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პედაგოგები და ა. შ) გაცნობის მიზნით

(წელიწადში 2–ჯერ).

უზრუნვეყოფს დასაქმებული კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის შექმნას,

მის სრულყოფასა და სისტემატიზაციას;

უზრუნველყოფს დამსაქმებელი ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის შექმნას, მის

სრულყოფასა და სისტემატიზაციას;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

Page 13: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მუხლი 14. ბუღალტერი

ბუღალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და ფინანსური მენეჯერის წინაშე.

ბუღალტერი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ვალდებულია აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობისა და

ცალკეულ მითითებათა მოთხოვნათა დაცვით.

ვალდებულია განახორციელოს პროფესიული მასწავლებლების და

ადმინისტრაციულ თანამშრომელთა ხელფასების და სხვა გასაცემი თანხების

დროული აღრიცხვა და გაცემა.

ახორციელებს წარმოშობილ ანგარიშსწორებას სხვადასხვა ორგანიზაციებთან,

საწარმოებთან და ცალკეულ პირებთან.

ახორციელებს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ

ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების დროულ გამოვლენას და ფინანსურ

დოკუმენტებში შედეგის დროულ ასახვას.

უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების შედგენას და უზრუნველყოფს

ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების,

მათი გაანგარიშების და სხვა საბუთების დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას.

პასუხისმგებელია ფინანსური საქმიანობის გამჭირვალობაზე.

ახდენს სასწავლებლის მატერიალური ფასეულობების აღრიცხვასა და

შემოსავალში აყვანას, აწარმოებს ტვირთ-სამასალო ანგარიშების უწყისს.

განიხილავს ხარჯებთან დაკავშირებულ ყველა ზედდებულს;

ყოველი თვის ბოლოს ახდენს დახარჯული სასწავლო მასალების ჩამოწერას

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშების შედგენას და წინასწარ

განსაზღვრულ ვადებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

სამინისტროში წარდგენას;

მონაწილეობას იღებს წლიური ბიუჯეტის მომზადებაში;

თვალყურს ადევნებს ახალ საგადასახადო კანონებს, კოდექსებს, სხვა

დოკუმენტებს და შესაბამისი ცვლილებები შეაქვს საბუღალტრო საქმიანობაში;

უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების,

ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშების და სხვა საბუთების დადგენილი წესით

არქივში ჩაბარებას;

საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დირექტორთან ან მის მოვალეობის

შემსრულებელთან ერთად ხელმოწერას ბუღალტრულ დოკუმენტურ მასალაზე,

რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთა

ნუსხების შესრულებასთან, საბანკო ოპერაციებთან;

უზრუნველყოფს ბალანსის შედგენას;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

Page 14: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მუხლი 15. შესყიდვების სპეციალისტი

შესყიდვების სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და ფინანსური მენეჯერის წინაშე.

შესყიდვების სპეციალისტი ახორციელებს შემდეგ ფუნქვია-მოვალეობებს:

უზრუნველყოფს, კოორდინაციას და კონტროლს უწევს კოლეჯის მიერ

განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს;

შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით

მატერიალური რესურსების მენეჯერთან და სხვა სამსახურებთან ერთად ახდენს

ბაზრის მოკვლევის კოორდინაციას და კონტროლს;

ახდენს შესასყიდი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი აღწერილობის

დეტალური განსაზღვრის (ტექნიკური დავალების შედგენის მიზნით)

კოორდინაციას, კონტროლს;

უზრუნველყოფს ელექტრონული ტენდერებისათვის სატენდერო

დოკუმენტაციების მომზადების, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული

ტექნიკური დოკუმენტაციების განხილვას და შესაბამისი ოქმების და

შეტყობინებების მომზადების კოორდინაციას, კონტროლს და აღნიშნულ

პროცესში უშუალოდ მონაწილეობს;

უზრუნველყოფს საკონკურსო მასალების მომზადებას, პრეტენდენტების მიერ

წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების განხილვას, ოქმების და

შეტყობინებების მომზადების კოოორდინაციას და კონტროლს;

ახდენს შესყიდვების და მათთან დაკავშირებული თანხების მოძრაობის

პერიოდულ, კერძოდ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და

ყოველწლიურ შემოწმების კონტროლს;

ადგენს შესყიდვების გეგმის პროექტს, წლიურ გეგმას, კორექტირებულ გეგმას და

წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს სახელმწიფო შესყიდვასთან

დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ზემდგომ

ორგანოებთან;

ახდენს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან

ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების შესრულებასთან/

შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების (რომელსაც

განეკუთვნება ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/

შეუსრულებლობასთან (მათ შორის მიღება/ჩაბარების აქტი, ზედნადები,

ანგარიშფაქტურა, ფოტოსურათი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, როგორც

შუალედური, ასევე საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის და სხვა) ატვირთვის

კოორდინაციას და კონტროლს;

მუხლი 16. იურისტი

იურისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე.

Page 15: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

იურისტი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გამოსაცემი ადმინისტრაციული აქტების

პროექტების მომზადებას;

წარმოადგენს კოლეჯს სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ, ყველა იმ

უფლებით რაც მინიჭებული ექნება დირექტორის მიერ გაცემული ბრძანებით და

მინდობილობის ფარგლებში;

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამზადებს შრომით, შესყიდვების და სხვა

სახის ხელშეკრულებებს;

სამსახურეობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებზე

უწევს კონსულტაციებს სამსახურის პირად შემადგენლობას;

რიგ შემთხვევებში არის კოლეჯის სატენდერო კომისიის და აპარატის წევრი;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 17. საქმისმწარმოებელი

საქმისმწარმოებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე.

საქმისმწარმოებელი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

პირადად პასუხისმგებელია ელექტრონული და სხვა სახის საქმისწარმოების

სამუშაოების ორგანიზაციაზე, ევალება საქმისწარმოების ხელმძღვანელობა,

კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;

ვალდებულია განახორციელოს დოკუმეტებზე მუშაობის ორგანიზება

(დოკუმენტის მართვა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;

ახორციელებს კოლეჯში შემოსული და გასული კორესპონდენციის (ასევე

კოლეჯში შექმნილი დოკუმენტების) რეგისტრაციას, შენახვას (დაცვას),

სისტემატიზაციასა და მის ოპერატიულ მიწოდებას ხელმძღვანელობასა და

შემსრულებლებისათვის;

აწარმოებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -

ბრძანების გამოცემისა და გაცნობის ორგანიზაციულ მხარეს, უზრუნველყოფს მათ

შენახვას და გაცნობას შესაბამის პირებისადმი საქმისწარმოების საერთო წესების

შესაბამისად;

ახორციელებს კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში

შესრულების კონტროლს;

უზრუნველყოფს თათბირებისა და სამუშაო შეკრებების ორგანიზებას და ევალება

შესაბამისი ოქმების წარმოება;

უზრუნველყოფს კოლეჯის დირექტორის დავალებით სხვადასხვა დოკუმენტების

და წერილების წარდგენას შესაბამის უწყებებში;

უზრუნველყოფს ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტის გაფორმების სისწორის

კონტროლს;

დირექტორთან შეთანხმებით პასუხობს სატელეფონო ზარებს და ელ.ფოსტით

შემოსულ შეკითხვებს;ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ

კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

Page 16: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მუხლი 18. ადამიანური რესურსების სპეციალისტი

ადამიანური რესურსების სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

დირექტორი.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე;

ადამიანური რესურსების სპეციალისტი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ხელმძღვანელობის მოთხოვნისამებრ, ვაკანსიების ტექსტის მომზადება და

შესაბამის სპეციალისტებთან ერთად განაცხადების გამოქვეყნების

უზრუნველყოფა შესაბამის ვებ-გვერდზე;

შემოსული განაცხადების გადარჩევა და მათი მიწოდება შესაბამის

პასუხისმგებელ პირებზე მონაცემთა ბაზაში შესატანად;

თანამშრომელთა არსებული პრობლემების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების

გამონახვა სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით;

გამოკითხვის ფორმების შემუშავება და შესაბამისი ინსტრუქტაჟის გაწევა

თანამშრომლებისათვის;

ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება ადამიანური რესურსების

გაუმჯობესების, კვალიფიკაციის დახვეწის, ჯანსაღი გუნდურობის პრინციპების

შენარჩუნების მიზნით;

არაფორმალური ურთიერთობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა

თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის, ღონისძიებების დაგეგმვა;

სამუშაოს შეფასების პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის კოორდინაცია;

მუდმივად განახლებული ინფორმაციის მოძიება პროფესიული განათლების

განვითარებისათვის;

ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში კოლეჯის ინფორმირება შრომის

ბაზარზე არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით;

მომზადებულ ხელშეკრულებების, მათზე ხელმოწერის უზრუნველყოფა ორივე

მხარის მიერ და შესაბამის პირად საქმეში დაარქივება;

საქმისმწარმოებელთან თანამშრომელთა პირადი საქმეების შექმნა და მუდმივი

განახლება საჭიროების მიხედვით;

პერსონალის შერჩევაში მონაწილეობის მიღება, რეზიუმეების გადარჩევა,

შესაფერისი კანდიდატების სიის შედგენა;

ადამიანური რესურსების კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის

გაანალიზება, სიახლეების და ინოვაციების შესწავლა და საჭიროებისამებრ,

რეკომენდაციების შემუშავება არსებული სისტემის დასახვეწად.

პასუხისმგებელია კოლეჯის კურსდამთავრებული პროფესიული სტუდენტების

დიპლომებისა და სერთიფიკატების, მათ შორის დუბლიკატი დიპლომების

მომზადებაზე და მისი გაცემის უზრუნველყოფაზე;

პასუხისმგებელია პროფესიული სტუდენტების პირადი საქმეების მოწესრიგებაზე;

Page 17: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 19. ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი

ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და

ათავისუფლებს დირექტორი;

ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია კოლეჯის

დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე;

ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი ახორციელებს შემდეგ უფლება-

მოვალეობებს:

შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე პირთა რეკრუტირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ჩართვის მიზნით;

შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირება პროფესიული განათლების

სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, მხარდაჭერა გადაწყვეტილების

მიღების პროცესში, ჩართვის პროცესში;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური

განათლების მულტიდისციპლინურ გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული

განათლების სისტემაში გადამისამართების პროცესში;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე პირთა შეფასება მათი პროფესიული ინტერესების, წინა

პროფესიული უნარ–ჩვევების დადგენის მიზნით;

შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე პირთა პროფორიენტაციის განხორციელება კარიერის დაგეგმვის

სპეციალისტთან და პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად;

შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს

მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრა და

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;

შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე სტუდენტთათვის სწავლისას და სამეწარმეო პრაქტიკისას

ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს

უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის

კადრთან ერთად (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების

ადმინისტრაციასთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, კარიერის დაგეგმვის

სპეციალისტებთან და სხვ.);

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა და სხვა

სპეციალისტთა კონსულტირება და მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის

Page 18: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ

სტუდენტთა სწავლების პროცესში;

მონაწილეობის მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და

პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში ინკლუზიური განათლების მიმართ

პოზიტიური დამოკიდებულების დანერგვის პროცესში (შესაბამისი აქტივობები

დაგეგმვა და უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების

მასწავლებელთა, დამსაქმებელთა, სტუდენტთა შორის);

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკის მიმღებ

ორგანიზაციებში, დასაქმების ადგილებში, თემში ინკლუზიური განათლების

მხარდაჭერისთვის შესაბამისი აქტივობების ინიცირება, პროფესიულ

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის

„ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა

და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;

შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების

მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის მართვისას

მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით და ეთიკური პრინციპების დაცვით

მოქმედება;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის და

განხორციელებული მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან

ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის განსაზღვრული აქტივობების

განხორციელება.

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 20. სასტუმროს ადმინისტრატორი

სასტუმროს ადმინისტრატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

სასტუმროს ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და

დირექტორის მოადგილის წინაშე;

სასტუმროს ადმინისტრატორი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ზედამხედველობას უწევს სასტუმროს საერთო გამართულ მდგომარეობას და

მუშაობას;

პასუხისმგებელია სასტუმროს პერსონალის მიერ სამსახურში გამოცხადების და

კოლეჯის შინაგანაწესის დაცვაზე;

უზრუნველყოფს პერსონალის სამუშაო გრაფიკების დროულად წარდგენა-

დამტკიცებას და მისი შესრულების სიზუსტეს;

ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოების წესების დაცვას პერსონალისგან

და სასტუმროში განთავსებული სტუმრებისაგან;

ზედამხედველობს სასტუმროში სტუმრის მიღება-განთავსებას;

Page 19: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

პასუხისმგებელია სასტუმროში განთავსებული სტუმრების მიერ შინაგანაწესის

დაცვაზე;

აკონტროლებს სასტუმროში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას.

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 21. საერთო საცხოვრებლის ადმინისტრატორი

საერთო საცხოვრებლის ადმინისტრატორს თანამდებობაზე ნიშნავს და

ათავისუფლებს დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის დადირექტორის მოადგილის წინაშე;

საერთო საცხოვრებლის ადმინისტრატორი ახორციელებს შემდეგ უფლება-

მოვალეობებს:

ზედამხედველობას უწევს პროფესიულ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში

ცხოვრებას და საერთო მდგომარეობას;

ვალდებულია საერთო საცხოვრებელში არსებული სტუდენტების მართვაზე და

მათ კონტროლზე;

ზედამხედველობს პროფესიული სტუდენტების მიღება-განთავსებაზე;

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საერთო საცხოვრებელში და მის

ტერიტორიაზე; საერთო საცხოვრებელში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა

და კონტროლი;

პერიოდულად საერთო საცხოვრებელში არსებული მცირეფასიანი და ძირითადი

საშუალების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;

პასუხისმგებელია პროფესიულ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში

გამოცხადების და მათ მიერ შინაგანაწესის დაცვაზე;

ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოების წესების დაცვა პერსონალისგან

და პროფესიულ სტუდენტებისაგან საერთო საცხოვრებელში;

პასუხისმგებელია პროფესიულ სტუდენტთა მიერ საერთო საცხოვრებელში

მიერ შინაგანაწესის დაცვაზე;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 22. კვების ბლოკის ხელმძღვანელი

კვების ბლოკის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და ფინანსური მენეჯერის წინაშე.

კვების ბლოკის ხელმძღვანელი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ახორციელებს კვების ბლოკის ორგანიზებას და მართვას;

უზრუნველყოფს მენიუსა და კალკულაციის კონტროლს;

უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხზე კონტროლს;

კოორდინაციას უწევს ხარისხიანი პროდუქციის შესყიდვაში;

უზრუნველყოფს მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლს;

Page 20: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

კვების-ბლოკში აკონტროლებს სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების

ნორმების დაცვას;

პასუხისმგებელია კვების ბლოკზე დაქვემდებარებული მატერიალურ-ტექნიკური

ბაზაზე და სათანადო საჭირო ინვენტარზე;

აკონტროლებს კვების ბლოკის პროდუქციის მარაგს, ითვლის გამოსავლიანობას

და აღრიცხავს შესაბამის ფორმაში;

აღრიცხავს კატეგორიების შესაბამისად დადგენილი წესით ჩამოსაწერ

პროდუქციას;

ზედამხედველობს მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვას;

იცავს სერვისის ხარისხს;

უზრუნველყოფს კვების ბლოკში სასწავლო პროცესთან დაკავსირებულ

საკითხების მოწესრიგებას;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 23. ლოჯისტიკი

ლოჯისტიკს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და ფინანსური მენეჯერის წინაშე.

ლოჯისტიკი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

კოორდინაციას უწევს საწყობის გამართულ მუშაობას;

უზრუნველყოფს სასწავლო პრაქტიკისთვის საჭირო სასწავლო მასალების, ასევე

სამეურნეო საჭიროებისათვის საჭირო მასალების დროულად შემოტანას;

კოლეჯის გამართულად საქმიანობისთვის უზრუნველყოფს სტრუქტურული

ერთეულებიდან განაცხადების მიღებას და სათანადო მოთხოვნის მომზადებას

შესყიდვების სამსახურისათვის გადასაცემად;

სრულყოფილად და კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს მატერიალური

აქტივების მიღებასა და ხარჯვაზე დოკუმენტებს;

ასრულებს სხვა დავალებებს;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 24 პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი

პიარისა და მარკეტინგის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

დირექტორი;

პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის

წინაშე;

პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

პიარისა და მარკეტინგის გეგმის შედგენა;

კოლეჯის საქმიანობისთვის პიარ სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;

კოლეჯისთვის კრიზისული პიარ გეგმის შედგენა;

დირექტორთან შეთანხმებით კომუნიკაცია მედიასთან;

Page 21: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

დირექტორთან შეთანხმებით კოლეჯის წარმომადგენელთა ტელე და რადიო

გადაცემებში მონაწილეობის დაგეგმვა, ასევე პრესისთვის კოლეჯის

წარმომადგენელთა ინტერვიუების დაგეგმვა;

დირექტორთან შეთანხმებით მედია ღონისძიებების, პრესკონფერენციების,

ბრიფინგების დაგეგმვა - განხორციელება;

მედია-მონიტორინგი, პრეს-რელიზების კონტროლი, კოლეჯის ვებ-გვერდის

კონტროლი;

კოლეჯის საქმიანობის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების/ან რადიოსა და

ტელევიზიაში გასული სიუჟეტების ანალიზი, დირექტორთან შეთანხმებით,

საჭიროების შემთხვევაში საპასუხო მასალების მომზადება და გავრცელებისთვის

საკომუნიკაციო არხების შერჩევა;

კოლეჯის თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა;

კოლეჯის პიარ და მარკეტინგული საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა და

კონტროლი.

დირექტორთან შეთანხმებით პიარ ლიტერატურის – ფლაერების, ბუკლეტების და

სხვ. შექმნა-გავრცელებაში, ასევე საიმიჯო და საინფორმაციო სტატიების

მომზადებაში მონაწილეობა, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 25. ღონისძიების ორგანიზატორი

ღონისძიების ორგანიზატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე;

ღონისძიების ორგანიზატორი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

დირექტორთან შეთანხმებით ახორციელებს კოლეჯში შემოქმედებითი,

სპორტული, ინტელექტუალური და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას და

ჩატარებას;

დირექტორთან შეთანხმებით ორგანიზებას უკეთებს ჩატარებული ღონისძიების

ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებას;

ორგანიზებას უწევს კოლეჯის ვიზიტორების დახვედრას;

ხელმძღვანელობს დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკური და სხვა საშუალებებით

უზრუნველყოფას;

ახორციელებს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული პროფესიულ

სტუდენტების აღმოჩენას და წარუდგენს დირექტორს წახალისების მიზნით;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

Page 22: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მუხლი 26. რეესტრის წარმოების სპეციალისტი

რეესტრის წარმოების სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე.

რეესტრის წარმოების სპეციალისტი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

უზრუნველყოფს რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის,

პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული

პირების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ინფორმაციის შეტანას,

ცვლილებების განხორციელებას ან/და რეგისტრირებული ინფორმაციის

რეესტრიდან ამოღებას;

შესაბამის ელექტრონულ ბაზაში აწარმოებს პროფესიულ სტუდენტებზე

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, პროფესიული სტუდენტის

სტატუსის შეჩერების, შიდა და გარე მობილობის და კურდამთავრებულ

პროფესიულ სტუდენტებზე კვალიფიკაციის მინიჭებას და მასთან დაკავშირებულ

კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

აწარმოებს რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ

კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის მინიჭებული კვალიფიკაციის

დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრის და გაცემის თარიღის კანონით

დადგენილ ვადებში ასახვას;

პასუხისმგებელია და აწარმოებს კოლეჯის კურსდამთავრებულთა დიპლომების,

მომზადებას, შევსებას და შესაბამისი სტამბისათვის მიწოდებას, ამასთან

შესაბამისი სერთიფიკატების მომზადებას.

პასუხისმგებელია ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზე;

კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებულ ანკეტა-კითხვარის

შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამის ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის

დროულად ასახვაზე.

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

-

მუხლი 27. ქსელის ადმინისტრატორი

ქსელის ადმინისტრატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის, დირექტორის მოადგილის და

ფინანსური მენეჯერის წინაშე.

ქსელის ადმინისტრატორი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ახორციელებს კოლეჯის კომპიუტერული ქსელის მართვას და ადმინისტრირებას;

უზრუნველყოფს კოლეჯის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ

და პროგრამულ გამართულობას;

პასუხისმგებელია კოლეჯის ტექნიკური სიახლეებით უზრუნველყოფაზე;

ადგენს ინფორმაციას მოძველებული კომპიუტერული ტექნიკისა და დეტალების

განახლების თაობაზე;

Page 23: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

ზედამხედველობას უწევს კოლეჯის საინფორმაციო განვითარებას (ვებ-გვერდი და

სხვა);

მომხმარებლის მხარდაჭერა, მისთვის კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმირება

თავის კომპეტენციაში შემავალ ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებში

(ყოველდღიურად);

კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებელია ელექტრონული

ინფორმაციის დამუშევებაზე, შენახვაზე და მის დაცვაზე.

უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისათვის კომპიუტერული ტექნიკის,

პერიფერიული მოწყობილობებისა და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.

პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ

ბაზაზე;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 28. კომპიუტერული ქსელის სპეციალისტი

კომპიუტერული ქსელის სპეციალისტს ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

კომპიუტერული ქსელის სპეციალისტი ანგარიშვალდებულია დირექტორის,

დირექტორის მოადგილის და ქსელის ადმინისტრატორის წინაშე.

კომპიუტერული ქსელის სპეციალისტი ქსელის ადმინისტრატორის ხელმძღვანელობით

ახორციელებს შემდეგ მოვალეობებს:

კომპიუტერული ტექნიკის გამართვა და მისი გამართულად მუშაობის

უზრუნველყოფა (ყოველდღიურად)

პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (ყოველდღიურად)

შიდა ქსელის გამართვა (საჭიროებისამებრ)

აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

(ყოველდღიურად)

მომხმარებლის მხარდაჭერა, მისთვის კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმირება

თავის კომპეტენციაში შემავალ ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებში

(ყოველდღიურად)

პერიფერიული და მცირე ქსელების გამართული მუშაობის მხარდაჭერა

(ყოველდღიურად)

უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისათვის კომპიუტერული ტექნიკის,

პერიფერიული მოწყობილობებისა და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.

კოლეჯის საიტის მხარდაჭერა (ყოველდღიურად)

ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ყოველდღიურად)

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

დამატებით პასუხისმგებელია: ბათუმის სასწავლო ტრენინგ-ცენტრში IT

მხარდაჭერაზე

Page 24: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

მუხლი 29. მიმღები ადმინისტრატორი

მიმღებ ადმინისტრატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

მიმღები ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და

დირექტორის მოადგილის წინაშე;

მიმღები ადმინისტრატორი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

მიმღები ადმინისტრატორი ვალდებულია მიღოს კოლეჯში მობრძანებული

სტუმრები და უზრუნველყოს მათი ადრესატამდე მიბრძანება;

კოლეჯში უცხო პირთა შემოსვლის შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან ერთად

მიიღოს ზობები და კოლეჯში არ დაუშვას უცხო პირთა დაშვება;

უზრუნველყოს კოლეჯის თანამშრომლების მოსვლისა და წასვლის ჟურნალის

წარმოებას და მასზე კონტროლი;

ასრულებს სხვა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოვალეობებს და

კოლეჯის დირექტორის დავალებეს;

მუხლი 30. მედდა

მედდას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე;

მედდე ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

მისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის

დაცვას;

უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისათვის და კოლეჯის

თანამშრომელთათვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების

ჩატარებას;

კონტროლს უწევს დერეფნებში, სამზარეულოში, სანიტარულ კვანძებში და

საცხოვრებელ ოთახებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვაზე;

ევალება კოლეჯში პროფილაქტიკური და სანიტარულ-ჰიგიენური

ღონისძიებების ჩატარება;

აწარმოებს კოლეჯში მედიკამენტების და პირველადი გადაუდებელი

სამედიცინო დახმარების საშუალებების შემოტანა-გაცემის აღრიცხვას;

ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

-

მუხლი 31. ბიბლიოთეკარი

ბიბლიოთეკარს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე;

ბიბლიოთეკარი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

პასუხისმგებელია პროფესიული სტუდენტების, პროფესიულ მასწავლებლებისა

და ადმინისტრაციული პერსონალის კოლეჯის ბიბლიოთეკით შეუფერხებლად

სარგებლობაზე;

Page 25: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისა და თანამშრომლების მიერ

წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვას;

შეიმუშავებს რეკომენდაციებს წიგნადი ფონდის სრულყოფაზე და წარუდგენს

დირექტორს;

ახორციელებს ბიბლიოთეკაში წიგნების მიღებას, დამუშავებას და მათ აღრიცხვას

ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში.

პასუხისმგებელია კოლეჯის საკუთრებაში არსებული წიგნის ფონდის შენახვასა

და მოვლა-პატრონობაზე;

უზრუნველყოფს მომხმარებლებს ინტერნეტში ჩართული, გამართული

კომპიუტერული ტექნიკით, ასლგადამღები აპარატით, პრინტერითა და სკანერით.

უზრუნველყოფს ბიბლიოთეკაში საჭირო წესრიგისა და სიჩუმის დაცვას, რათა

სხვებს ხელი არ შეეშალოთ კითხვასა და მუშაობაში.

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 32. მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორი

მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს

და ათავისუფლებს დირექტორი.

მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია

კოლეჯის დირექტორის და ფინანსური მენეჯერის წინაშე.

მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორი ახორციელებს შემდეგ

უფლება-მოვალეობებს:

პასუხისმგებელია კოლეჯის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური

ბაზის მოვლა-პატრონობაზე;

პასუხისმგებელია სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების გეგმის შემუშავებაზე

და განხორციელების კონტროლზე;

უზრუნველყოფს კოლეჯში არსებული ინვენტარ/აღჭურვილობის გამართულ

მდგომარეობაში ყოფნას;

ახორციელებს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ, მათ შორის საკომუნიკაციო და

ელექტრონულ უზრუნველყოფას;

აკონტროლებს კოლეჯში და მის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოების

მოთხოვნების დაცვას და ცეცხლფარეშთან ერთად პასუხისმგებელია სახანძრო

უსაფრთხოებაზე;

ზრუნავს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნებასა და

გაუმჯობესებაზე.

ლოჯისტიკის სპეციალისტთან ერთად პასუხისმგებელია და კოორდინაციას უწევს

საწყობის მუშაობას, შემოსავალ-გასავლის აღრიცხვას;

კორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს კოლეჯის ტექნიკურ პერსონალს;

Page 26: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 33. მძღოლი

მძღოლს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

მძღოლი ანგარიშვალდებულია დირექტორის, ფინანსური მენეჯერის და მატერიალური

რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორის წინაშე.

მძღოლი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ახდენს კოლეჯის დირექტორის, თანამშრომლების, პროფესიული სტუდენტებისა

და კოლეჯის სტუმრების ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიაზე

სასწავლებლის მიზნებიდან გამომდინარე;

ზრუნავს ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე

და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი პროფილაქტიკურ

ღონისძიებებს;

ახორციელებს უცხოელი სტუმრების ტრანსპორტით მომსახურებას (აეროპორტში

დახვედრა/გაცილება, სასტუმროში დაბინავება, დაგეგმილი მარშრუტით

გადაადგილების უზრუნველყოფა);

საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს კურიერის ფუნქციას;

საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შეძენილი ინვენტარის

ტრანსპორტირებას;

ზრუნავს მასზე მიბარებული ავტომობილის სისუფთავის დაცვაზე;

ახდენს საწვავის ხარჯის აღრიცხვას და წარდგენას კოლეჯის შესაბამის

პასუხისმგებელ პირებზე;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 34. დარაჯი

დარაჯს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

დარაჯი ანგარიშვალდებულია დირექტორის, ფინანსური მენეჯერის და მატერიალური

რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორის წინაშე.

დარაჯი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში კოლეჯის ტერიტორიის დაცვას

(დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების გრაფიკის მიხედვით ან

ხელშეკრულების ფარგლებში);

ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად აცნობოს შესაბამის

სამსახურს;

Page 27: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

საერთოსაცხოვრებელში შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი ოთახებში და საერთო

სარგებლობის ადგილებში.

დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს მიღება თავისი სმენის პერიოდში ღამის

საათებში.

გრაფიკით განსაზღვრულ დღეს დროულად და მოწესრიგებულად ცხადდება

სამორიგეო ადგილზე.

იცავს მისი მოქმედების არეში შემავალ ობიექტებს.

აკონტროლებს უცხო პირთა კოლეჯში დაშვების საკითხს.

ცვლის მიღება- გადაბარების დროს ყურადღებით ათვალიერებს შენობა-

ტერიტორიას.

ეკრძალება უცხო მანქანების შემოსვლა სასწავლებლის ტერიტორიაზე.

კატეგორიულად ეკრძალება ობიექტის მიტოვება მორიგეობის საათებში.

ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციაბის დროს შემთხვევაში ღებულობს

პირველად ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ზომებს, საჭიროების შემთხვევაში

იძახებს შესაბამისი სამსახურს.

ფლობს ხელმძღვანელთა ტელეფონებს, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდებს

მათ საჭირო აუცილებელი ინფორმაციას.

უფრთხილდება და პასუხს აგებს მატერიალურ ფასეულობაზე.

მომსვლელთა და მომთხოვნელთა მიმართ არის ტაქტიანი და კორექტული.

ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორის წინაშე.

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 35. მეეზოვე

მეეზოვეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

მეეზოვე ანგარიშვალდებულია დირექტორის, ფინანსური მენეჯერის და მატერიალური

რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორის წინაშე.

მეეზოვე ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ასუფთავებს კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიებს;

უვლის, ალამაზებს და პატრონობს ნარგავებს;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 36. დამლაგებელი

დამლაგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

დამლაგებელი ანგარიშვალდებულია დირექტორის, ფინანსური მენეჯერის და

მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორის წინაშე.

დამლაგებელი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

Page 28: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

პასუხისმგებელია კოლეჯის შენობების, შიდა და გარე პერიმეტრის სანიტარულ-

ჰიგიენურ მდგომარეობაის დაცვაზე;

ასრულებს სხვა მიმდინარე დავალებებს;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 37. ცეცხლფარეში

ცეცხლფარეშს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

ცეცხლფარეში ანგარიშვალდებულია დირექტორის, ფინანსური მენეჯერის და

მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორის წინაშე.

ცეცხლფარეში ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კოლეჯის ცენტრალურის

საქვაბის გამართულ ფუნქციონერებას და მის ზედამხედველობას;

ახორციელებს კოლეჯში არსებული გათბობის სისტებების გამართულ მუშაობას

და მასზე კონტროლს;

ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციაბის დროს შემთხვევაში ღებულობს

პირველად ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ზომებს, საჭიროების შემთხვევაში

იძახებს შესაბამისი სამსახურს.

ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე ზედამხედველობას და

მასზე კონტროლს;

ასრულებს სხვა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოვალეობებს და

კოლეჯის დირექტორის დავალებეს;

მუხლი 38. კოლეჯის დამხმარე პერსონალი

დამხმარე პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

დამხმარე პერსონალი ანგარიშვალდებულია დირექციისა და ადმინისტრაციის წინაშე.

დამხმარე პერსონალი ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით

დროულად და ზუსტად ასრულებს დირექციისა და ადმინისტრაციის

დავალებებს;

დროულად გამოცხადდეს სამუშაოზე, ზუსტად დაიცვას სამუშო დღის

დადგენილი რეჟიმი;

გაუფრთხილდეს და დაიცვას კოლეჯის ქონება.

Page 29: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

დაიცვას უსაფრთხოების ტეკნიკა, საწარმოო სანიტარიის და

ხანძარსაწინააღმდეგო წესები. წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი.

შესასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო კეთილსინდისიერად და ჯეროვნად;

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 39. ფაბლაბის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ფაბლაბის ლაბორატორიის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

დირექტორი;

ფაბლაბის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დირექციისა და

დირექტორის მოადგილეს წინაშე.

ფაბლაბის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ახორციელებს შემდეგ უფლება-

მოვალეობებს:

ფაბლაბის ტექნიკის გამართვა და მისი გამართულად მუშაობის

უზრუნველყოფა;

უზრუნველყოფს ფაბლაბში უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

მომხმარებლის/პროფესიული სტუდენტების/პროიფესიული მასწავლებლების

მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმირება თავის

კომპეტენციაში შემავალ საკითხებში;

ფაბლაბის აპარატურის მეშვეობით შესაბამისი/ინოვაციური პროექტების

მომზადება და განხორციელება პროფესიული მასწავლებლების და პროფესიული

სტუდენტების ჩართულობით;

დადგენილი წესით ახორციელებს დირექტორის მიერ მინიჭებულ სხვა

უფლებამოსილებებს.

მუხლი 40. სასწავლო პროცესის სპეციალისტი

სასწავლო პროცესის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

დირექტორი;

სასწავლო პროცესის სპეციალისტი ანგარიშვალდებულია დირექციის და სასწავლო

პროცესის მენეჯერის წინაშე.

სასწავლო პროცესის სპეციალისტი სასწავლო პროცესის მენეჯერის ხელმძღვანელობით

ახორციელებს შემდეგ მოვალეობებს:

უზრუნველყოფს თეორიული სწავლებისა და სასწავლო პრაქტიკის

საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას და ზედამხედველობას უწევს

საგანმანათლებლო პროცესის გეგმის შესაბამისად განხორციელებას;

აკონტროლებს სასწავლო პროცესს და პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის

სწორ ორგანიზაციაზე.

Page 30: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

შეიმუშავებს სასწავლო ცხრილს თეორიული და პრაქტიკული

მეცადინეობებისათვის.

შეიმუშავებს შუალედური და დასკვნითი გამოცდების გრაფიკს.

მონაწილეობს და აკონტროლებს შუალედური და დასკვნითი გამოცდების

მიმდინარეობის პროცესს;

აკონტროლებს პედაგოგთა მიერ ჟურნალების წარმოებას;

უზრუნველყოფს კონსულტაციებს მასწავლებლებთან;

აკონტროლებს პედაგოგიური კადრების შრომის დისციპლინას;

ყოველი თვის ბოლოს აწვდის ბუღალტერს ინფორმაციას თვის განმავლობაში

პედაგოგთა მიერ ფაქტიურად ჩატარებული საათების შესახებ;

ასრულებს სასწავლო პროცესის მენეჯერის სხვა დავალებებს, რომელიც

სასწავლო პროცესის მართვასთან არის დაკავშირებული.

დამატებით პასუხისმგებელია: ბათუმის სასწავლო ტრენინგ-ცენტრის სასწავლო

პროცესის გამართულ ფუნქციონირებაზე

მუხლი 41. კოლეჯის პროფესიული მასწავლებელი

თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი;

კოლეჯის პროფესიული მასწავლებელი ანგარიშვალდებულია, დირექტორის, დირექტორის

მოადგილის, სასწავლო-საწარმო პრაქტიკის მენეჯერის, ხარისხის მართვის მენეჯერის და

სასწავლო პროცესის მენეჯერის წინაშე.

პროფესიული მასწავლებლის ფუნქცია:

პროფესიული მასწავლებელი გეგმავს საგაკვეთილო პროცესს და შესაბამისად

წარმართავს პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებების

გათვალისწინებითა და პროფესიული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;

ამ მიზნით:

ა) პროფესიული მასწავლებელი აცნობიერებს და აფასებს პროფესიული

საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც ორგანიზაციის სპეციფიკას;

ბ) პროფესიული მასწავლებელი ქმნის ინდივიდუალურ გრძელვადიან და

მოკლევადიან სასწავლო გეგმას თითოეული პროფესიული სტუდენტის მიზნებისა

და საჭიროებებისამებრ;

გ) სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, პროფესიული მასწავლებელი

აფასებს მის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის ეფექტურობას

თვითშეფასებისა და პროფესიულ სტუდენტთაგან მიღებული ინფორმაციის

საფუძველზე;

დ) პროფესიული მასწავლებელი შეარჩევს სასწავლო პროცესისთვის საჭირო

პროფესიულ ლიტერატურას, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის მოქმედ

კანონმდებლობასთან;

Page 31: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

პროფესიული მასწავლებლის ვალდებულებები:

წარმოადგინოს კოლეჯში და ხარისიხის მართვის მენეჯერთან კალენდარული

გეგმები სწავლის დაწყებამდე 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

წარმოადგინოს კოლეჯში და ხარისიხის მართვის მენეჯერთან შეფასების

ინსტრუმენტები შესათანხმებლად სწავლების პროცესში.

აწარმოოს აღრიცხვის ჟურნალი

მოდულის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ჩააბაროს პროფესიულ

სტუდენტთა სწავლის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და

შეავსოს უწყისი;

შეათანხმოს ხარისიხის მართვის მენეჯერთან შუალედური და დასკვნითი

გამოცდების შეფასების ფორმები და ვადები;

დაეხმაროს სტუდენტებს პროფესიის დაუფლებაში;

დაეხმაროს სტუდენტებს ცოდნისა და უნარების გამომუშავებაში;

შექმნას შრომისა და სწავლისათვის უსაფრთხო პირობები და უზრუნველყოს

მისი განხორციელება;

მოაწყოს სასწავლო გარემო ეფექტური სწავლებისათვის;

იცნობდეს ინკლუზიური განათლების პრინციპებს და იყენებდეს მას საკუთარი

საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;

სასწავლო პროცესის მიზნების სრულყოფილად განხორციელების მიზნით

იცოდეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

გამოიყენებს სწავლების სხვადასხვა მეთოდს პროფესიულ სტუდენტზე

ორიენტირებული სწავლებისათვის, აცნობიერებსრა ურთიერთკავშირს

სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის.

ვალდებულია იზრუნოს თვითშეფასებასა და პროფესიულ განვითარებაზე.

დაიცვან სასწავლო დისციპლინა და შრომის შინაგანაწესი.

დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის მიერ მათზე

დაკისრებული სამუშაო;

დროულად გამოცხადდნენ სამუშაოზე, ზუსტად დაიცვან სამუშაო დღის

დადგენილი რეჟიმი;

გაუფრთხილდენენ და დაიცვან კოლეჯის ქონება ;

დაიცვან უსაფრთხოების ტექნიკა, საწარმოო სანიტარიისა და

ხანძარსაწინააღმდეგო წესები, წესრიგში იქონიონ სამუშაო ადგილი,

საჭიროების შემთხვევაში (შესაბამისი პროფესიების გათვალისწინებით)

უნიფორმის სასწავლო პროცესსში გამოყენება/ტარება;

კოლეჯის პროფესიულ მასწავლებლებს ეკრძალებათ:

სასწავლო ცხრილების თვითნებური შეცვლა.

Page 32: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ … · სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი

ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარების მინდობა სხვა

პირებისათვის;

კოლეჯის დირექტორის, დირექტორის მოადგილის, სასწავლო პროცესის და

ხარისხის მართვის მენეჯერთან შეუთანხმებლად სასწავლო პროცესის მიტოვება;

კოლჯის პროფესიული პედაგოგების თანამდებობის დაკავების წესი.

კოლეჯის პროფესიული მასწავლებლის კანდიდატურებს არჩევს და ნიშნავს

დირექტორი პირადი განცხადების საფუძველზე;

შესაძლებელია არჩევა მოხდეს ღია კონკურსის წესითაც.

ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის

საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მუხლი 42. გარდამავალი დებულებები.

დებულებებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის წესი

აღნიშნულ დებულებებში დამატებებისა და ცვლილებების პროექტს განიხილავს და

მის დამტკიცებას ახორციელებს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით;