2020 6 2020 Report 2020 6 months.pdf · ზოგადი ინფორმაცია...

26
განრიდების პროგრამების (განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის) 2020 წლის 6 თვის ანგარიში სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი თბილისი 2020

Transcript of 2020 6 2020 Report 2020 6 months.pdf · ზოგადი ინფორმაცია...

  • განრიდების პროგრამების

    (განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის)

    2020 წლის 6 თვის ანგარიში

    სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“

    განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი

    თბილისი

    2020

  • შინაარსი შესავალი ........................................................................................................................................................................................................................................ 3

    ზოგადი ინფორმაცია პროგრამის განვითარების შესახებ ...................................................................................................................................................... 4

    2020 წელს (6 თვე) განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები ................................................................................................................................. 7

    პროგრამის შედეგები.................................................................................................................................................................................................................... 9

  • შესავალი

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა

    აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“, როგორც განრიდების პროგრამების მართვასა და კოორდინირებაზე პასუხისმგებელი

    უწყება, ყოველწლიურად, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობით ახორციელებს

    სხვადასხვა აქტივობებს განრიდების მექანიზმის გაძლიერების მიზნით. აღნიშნული აქტივობები მოიცავს როგორც საგანმანათლებლო

    ღონისძიებებს პროკურორების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და მოსამართლეებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის ანალიტიკურ

    საქმიანობას, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს, უწყებათაშორის მონიტორინგის ღონისძიებებს, ჩართულ

    სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, საგრანტო პროექტების დაფინანსებას ბენეფიციართათვის

    სერვისების გაფართოების და არასამთავრობო სექტორის გაძლიერების მიზნით, ასევე სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.

    განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ხორციელდება, საქართველოს პროკურატურისა და სააგენტოს

    ურთიერთთანამშრომლობით.

    წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული

    სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის მიმართულებით საქმიანობის 2020 წლის 6 თვის ანგარიშს. მასში წარმოდგენილია პროგრამის

    განვითარების შესახებ მოკლე ინფორმაცია, 2020 წლის 6 თვის მანძილზე სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტისა და

    მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი

    აქტივობები და განრიდების პროგრამების დეტალური სტატისტიკა.

  • ზოგადი ინფორმაცია პროგრამის განვითარების შესახებ

    განრიდების პროგრამები 21 წლამდე ასაკის პირისათვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ,

    განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული

    მომავლისკენ. პროგრამა ეფექტური საშუალებაა 21 წლამდე ასაკის პირისათვის მართლშეგნების ხელშეწყობის, მისი რესოციალიზაციისა და

    კანონსაწინააღმდეგო ქმედებით დაზარალებულ პირთა ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

    განრიდება/განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენით მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს

    დამზარალებლისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების, როგორც

    მთლიანობის გაჯანსაღებაზე.

    თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ 21 წლამდე ასაკის პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია არ

    დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოიყენოს განრიდების მექანიზმი. 21 წლამდე ასაკის პირის

    განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი დაუკავშირდება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა

    აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს რომელიც უზრუნველყოფს საქმის კონკრეტული სოციალური მუშაკისთვის გადაცემას.

    სოციალური მუშაკი შეიმუშავებს განსარიდებლის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, განრიდების სარეკომენდაციო ღონისძიებებს და

    ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს. ანგარიშის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან, ხოლო მედიაციის შემთხვევაში -

    მედიატორთან ერთად განსაზღვრავს განრიდების ღონისძიებას და ხელშეკრულების პირობებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მას შემდეგ, რაც

    პროკურორი მიიღებს განრიდების გადაწყვეტილებას და საქმეს ჰყავს დაზარალებული, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც არის

    ნეიტრალური პირი. მედიატორის მიზანია დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ განსარიდებელს შორის მოლაპარაკების წარმოება,

    შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე შეთანხმება. მედიატორი დაზარალებულსა და განსარიდებელს აწვდის დეტალურ

    ინფორმაციას მედიაციის არსის, პროცედურების შესახებ და უხსნის მათ მედიაციის მნიშვნელობას. დაზარალებულის თანხმობის

    შემთხვევაში, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მედიატორი მართავს შეხვედრას (ე.წ. მედიაციის კონფერენციას) რა დროსაც

    დაზარალებული და განსარიდებელი პირადად ხვდებიან ერთმანეთს. ყველა მხარესთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება,

    რომელსაც ხელს აწერენ: განსარიდებელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი (18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის განრიდების შემთხვევაში),

    მედიატორი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების შესაბამისად, განრიდების ღონისძიებასთან ერთად 21

    წლამდე ასაკის პირს მიეწოდება მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება დაზარალებულის ან/და საზოგადოების წინაშე მოვალეობები,

    რომელთა შემუშავებაში მედიატორიც იღებს მონაწილეობას. განრიდებულს დახმარებას გაუწევენ სახელმწიფო და სხვადასხვა

    არასამთავრობო ორგანიზაციები.

  • პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და

    მოქმედებენ განსარიდებლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობად აგრეთვე შეიძლება

    განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების

    გათვალისწინებით.

    იმ შემთხვევაში, თუ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, ან დაზარალებული წინააღმდეგია მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე, აღნიშნული

    არ აბრკოლებს განრიდების პროცესს და პროკურორი უფლებამოსილია გააფორმოს კანონთან კონფლიქტში მყოფ ხელშეკრულება

    განრიდების შესახებ. ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ჩაერთოს მედიაციის პროცესში. ხელშეკრულების გაფორმების

    შემდეგ, 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი.

    შესაძლებელია, რომ განრიდებულმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ასეთ შემთხვევაში,

    სოციალური მუშაკი დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას პროკურორს, პროკურორი კი უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს

    სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ კარგად უნდა დააფიქროს განრიდებული და უზრუნველყოს

    მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

    2014 წლის ნოემბრამდე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი იყო იმ

    შემთხვევაში თუ მის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე დანაშაულს. 2014 წლის 11 ნოემბრიდან პროგრამა

    გავრცელდა მძიმე კატეგორიის დანაშაულებზეც. აღნიშნული ცვლილებებით შეიცვალა და დაიხვეწა 2010 წლიდან პროგრამის პრაქტიკაში

    გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები და სხვადასხვა პროცედურული საკითხებიც. მათ შორის, დაწესდა პროგრამაში მომუშავე

    პროფესიონალთათვის სამუშაო ვადები. ასევე, თუ წინათ მედიაციის შესახებ დაზარალებულს ინფორმაციას პროკურორი აწვდიდა და

    მხოლოდ დაზარალებულის მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე თანხმობის შემთხვევაში ერთვებოდა მედიატორი, დღეისათვის იგი

    პროცესში პროკურორის მიერ განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ერთვება, რაც ზრდის მედიაციით დასრულებული

    საქმეების რაოდენობას. შესაბამისად, ამცირებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულსა და განრიდებულს შორის

    წარმოშობილი კონფლიქტების რაოდენობას და ზრდის კმაყოფილ დაზარალებულთა რიცხვს.

    2016 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელის მიხედვითაც

    ბევრ სხვა ნოვაციასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა განრიდების მექანიზმი. კოდექსის მიხედვით, განრიდება გახდა

    პრიორიტეტული და კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია პირველ რიგში, განიხილოს განრიდების

    შესაძლებლობა და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს ფიქრი სისხლისსამართლებრივ დევნაზე. განრიდება გავრცელდა 14-18 წლის

    არასრულწლოვნების გარდა, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირებზეც. განრიდების უფლებამოსილება აგრეთვე მიენიჭა სასამართლოსაც. კერძოდ,

    2016 წლის 1-ლი იანვრიდან მოსამართლე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ან/და საკუთარი ინიციატივით საქმე

  • დაუბრუნოს პროკურორს განრიდების მიზნით. მნიშვნელოვანი ცვლილებაა აგრეთვე ის, რომ მედიატორის როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

    კოდექსის მიხედვით, პროკურორისა და სოციალური მუშაკის დასწრება მედიაციის კონფერენციაზე სავალდებულო აღარ არის.

  • 2020 წელს (6 თვე) განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები

    ექსპერტებისა და პრაქტიკოსი პროფესიონალების მონაწილეობით, პარტნიორ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

    თანამშრომლობით შემუშავდა დამტკიცდა „განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული მედიატორების საქმიანობის წესისა და

    სამუშაო დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის საფუძველზეც განახლდა მედიატორთა

    საქმიანობის მარეგულირებელი წესები. ბრძანება ითვალისწინებს:

    დისტანციური მედიაციის მოდელის ამოქმედებას, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მედიაციის მხარეთა ჯანმრთელობის

    უსაფრთხოების დაცვაზე და მინიმუმამდეა დაყვანილი პირადი შეხვედრები მედიაციის მხარეებსა და სააგენტოს მედიატორებს

    შორის. აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში აღდგენითი მართლმსაჯულების

    არსებული პრაქტიკის გაგრძელებისა და გაუმჯობესებისათვის და მისი გამოყენება გაგრძელდება ვირუსის გავრცელების რისკების

    არარსებობის პირობებშიც ისეთ მედიაციის საქმეებში, რომლებშიც მედიაციის მხარეები საზღვარგარეთ, ან ქვეყნის სხვადასხვა

    რეგიონში იმყოფებიან;

    პროცედურული საკითხების დახვეწასა და სამუშაო ფორმების განახლებას. ყურადღება ეთმობა კვლევით კომპონენტს, რითაც

    განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კიდევ უფრო დაუახლოვდება აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენებისა და პრაქტიკის

    შეფასების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, ხედვებსა და ღირებულებებს.

    შემუშავდა ბრძანების პროექტი, რომლის საფუძველზეც დაგეგმილია მედიატორად დასაქმების წესის, მედიატორთა საკვალიფიკაციო

    მოთხოვნებისა და მედიატორთა სარეზერვო სისტემის დამტკიცება. შედეგად, დაიხვეწება და უფრო გამჭვირვალე გახდება მედიატორთა

    შერჩევის, გადამზადებისა და დასაქმების პროცესი.

    საანგარიშო პერიოდში, განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის მუშაობა ძირითადად, აღდგენითი მართლმსაჯულების

    მიმართულებით საქმიანობის ხარისხის შეფასების-კვლევის მიმართულებით ინსტრუმენტების ეთმობოდა. ევროკავშირის სასამართლოს

    მხარდაჭერის პროექტთან და პროექტის ექსპერტთან თანამშრომლობით შემუშავდა მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა კმაყოფილების

    ონლაინ და სატელეფონო კვლევის კითხვარები, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს

    შორის დანაშაულის გაცნობიერების მიმართულებით მედიაციის ეფექტიანობის კვლევისათვის, შემუშავდა პრე და პოსტ კითხვარი.

    აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით დაგეგმილია აღდგენითი

    მართლმსაჯულების პრაქტიკის კვლევა.

  • სააგენტოსა და ა(ა)იპ „საქართველოს ზიანის შემცირების“ ქსელს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

    მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განრიდების პროგრამებში ჩართული და სააგენტოს სხვა სამიზნე კანონთან

    კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის.

    იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით განახორციელა საქველმოქმედო აქცია Food Bank-ის სახით,

    რომელიც მიზნად ისახავდა სსიპ „დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ იმ პირების, მათ შორის, განრიდების

    პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა ოჯახების საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას, რომლებსაც ახალი

    კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების შემდეგ განსაკუთრებული საჭიროებები გაუჩნდათ.

    საგანგებო მდგომარების დროს თანამშრომლების მხარდაჭერის და ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა სსიპ დანაშაულის პრევენციის,

    არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გზამკვლევი სპეციალისტებისათვის ახალი კორონავირუსის

    (COVID -19) გავრცელების აღკვეთის მიზნით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში დისტანციური წესით

    საქმიანობის შესახებ.

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL)

    მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა სააგენტოში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება შერჩეულ ექსპერტთა მიერ. აღნიშნული

    აქტივობის ფარგლებში გაუმჯობესდება და განახლდება ის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც მიეწოდებათ

    განრიდების პროგრამების ბენეფიციარებს სააგენტოს მიერ, როგორც სერვისები.

    გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებითა და ორგანიზაციან „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ თანამშრომლობით სააგენტოს

    სოციალური მუშაკებისათვის გაიმართა სუპერვიზიის სესიები. ამასთან, გაიმართა სამუშაო შეხვედრები სოციალური მუშაკების

    საჭიროებების მოკვლევა-ანალიზის მიზნით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების არსებობის პირობებში და

    მომზადდა გზამკვლევი „სოციალური მუშაობა საგანგებო მდგომარეობის დროს“.

  • პროგრამის შედეგები

    2020 წლის 6 თვის განმავლობაში განრიდებულ იქნა 199 პირი, აქედან 101 არასრულწლოვანი (14-დან 18 წლამდე) და 98 სრულწლოვანი (18-

    დან 21 წლამდე). აქედან 69 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა მედიაცია და შედგა 55 მედიაციის საერთო შეხვედრა.

    2010 წლიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, საერთო ჯამში, განრიდებულ იქნა 4630, 21 წელს მიუღწეველი პირი.

    2020 წლის 6 თვის მდგომარეობით განრიდების პროგრამებთან დაკავშირებული დეტალური სტატისტიკური მონაცემები:

    16

    3

    4

    18

    17

    5

    3

    20

    29

    1

    66

    17

    0 10 20 30 40 50 60 70

    იმერეთი

    რაჭა

    კახეთი

    სამცხე ჯავახეთი

    სამეგრელო - ზემო სვანეთი

    შიდა ქართლი

    მცხეთა-მთიანეთი

    ქვემო ქართლი

    აჭარა

    გურია

    თბილისი

    გენერალური პროკურატურა/საოლქო პროკურატურები

  • 124

    332

    204

    297

    462

    476

    497

    437

    101

    322

    436

    401

    360

    98

    2012

    2013

    2014

    2015

    2016

    2017

    2018

    2019

    2020 (6 თვე)

    წლებისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით

    14-დან 18 წლამდე 18-დან 21 წლამდე

  • 93

    8

    89

    9

    მამრობითი მდედრობითი

    სტატისტიკური მონაცემები სქესისა და ასაკობრივი

    კატეგორიის მიხედვით

    2020 წელი (6 თვე)

    14-დან 18 წლამდე 18-დან 21 წლამდე

  • 53

    48

    77

    21

    ნაკლებად მძიმე მძიმე

    სტატისტიკური მონაცემები დანაშაულთა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით

    2020 წელი (6 თვე)

    14-დან 18 წლამდე 18-დან 21 წლამდე

  • 6

    16

    12

    14

    11

    7

    3

    7

    14

    16

    16

    22

    33

    22

    14 წლის 15 წლის 16 წლის 17 წლის 18 წლის 19 წლის 20 წლის

    სტატისტიკური მონაცემები დანაშაულის კატეგორიისა და დანაშაულის ჩად ენის

    დროს ასაკის მიხედვით

    2020 წელი (6 თვე)

    მძიმე დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაული

  • 1

    6

    16

    23

    34

    19

    2

    0

    0

    0

    0

    0

    0

    5

    25

    44

    16

    7

    1

    0

    0

    0

    0

    0

    1 თვე

    2 თვე

    3 თვე

    4 თვე

    5 თვე

    6 თვე

    7 თვე

    8 თვე

    9 თვე

    10 თვე

    11 თვე

    12 თვე

    სტატისტიკური მონაცემები ხელშეკრულების ხანგრძლივობის

    მიხედვით

    2020 წელი (6 თვე)

    18-დან 21 წლამდე 14-დან 18 წლამდე

  • 15%

    61%

    41%

    37%

    41%

    54%

    39%

    0%

    10%

    20%

    30%

    40%

    50%

    60%

    70%

    2014 წელი (6 თვე) 2015 წელი (6 თვე) 2016 წელი (6 თვე) 2017 წელი (6 თვე) 2018 წელი (6 თვე) 2019 წელი (6 თვე) 2020 წელი (6 თვე)

    წარმატებით დასრულებული მედიაციის საქმეები

  • 13

    71

    107

    148153

    166

    55

    0

    20

    40

    60

    80

    100

    120

    140

    160

    180

    2 0 1 4 წ ე ლ ი ( 6 თ ვ ე ) 2 0 1 5 წ ე ლ ი ( 6 თ ვ ე ) 2 0 1 6 წ ე ლ ი ( 6 თ ვ ე ) 2 0 1 7 წ ე ლ ი ( 6 თ ვ ე ) 2 0 1 8 წ ე ლ ი ( 6 თ ვ ე ) 2 0 1 9 წ ე ლ ი ( 6 თ ვ ე ) 2 0 2 0 წ ე ლ ი ( 6 თ ვ ე )

    წარმატებით დასრულებული მედიაციის კონფერენციები წლების მიხედვით

    14 დან 21 წლის ასაკამდე პირებს შორის

  • 19%

    53%

    28%

    განრიდების ხელშეკრულებების გაფორმებით დასრულებულ საქმეებთან დაკავშირებული მონაცემები

    2020 წელი (6 თვე)

    დაზარალებული არ არსებობდა

    მედიაციაზე უარი განაცხადა მედიატორმა

    მედიაციაზე უარი განაცხადა

    დაზარალებულმა

  • მედიაცია შედგა

    40%

    დაზარალებულის

    უარი

    18%

    მედიატორის უარი

    42%

    მედიაციის მაჩვენებელი არასრულწლოვნებს შორის იმ საქმეებში, სადაც დაზარალებული არსებობდა

    2020 წელი 6 თვე

  • მედიაცია შედგა

    38%

    დაზარალებულის

    უარი

    24%

    მედიატორის უარი

    38%

    მედიაციის პროცენტული მაჩვენებელი 21 წლამდე ასაკის სრულწლოვნებს შორის იმ საქმეებში, სადაც

    არსებობდა მედიაციის წინაპირობა

    2020 წელი 6 თვე

  • მედიაცია შედგა

    34%

    დაზარალებულის უარი

    23%

    მედიატორის უარი

    43%

    ფიზიკური პირების მედიაციის პროცესში

    მონაწილეობასთან დაკავშირებული მაჩვენებელი

    2020 წელი 6 თვე

    მედიაცია შედგა

    51%

    დაზარალებულის უარი

    16%

    მედიატორის უარი

    33%

    იურიდიული პირების მედიაციის პროცესში

    მონაწილეობასთან დაკავშირებული მაჩვენებელი

    2020 წელი 6 თვე

  • 25

    64

    12

    30

    56

    12

    იურიდიული პირი ფიზიკური პირი დაზარალებულის გარეშე

    დაზარალებულთა მონაცემები

    2020 წელი 6 თვე

    14-დან 18 წლამდე განრიდებული 18-დან 21 წლამდე განრიდებული

  • 0

    5

    10

    15

    20

    25

    30

    დას

    ავლ

    ეთ ს

    აქარ

    თვე

    ლო

    ს სა

    ოლ

    ქო

    ქუთ

    აისი

    ზეს

    ტაფ

    ონი

    საჩხ

    ერე

    სამტ

    რედ

    ია

    ამბ

    რო

    ლაუ

    რი

    კახ

    ეთი

    ს სა

    ოლ

    ქო

    გუ

    რჯ

    აანი

    სიღ

    ნაღ

    თელ

    ავი

    სამც

    ხე-

    ჯავ

    ახეთ

    ის

    საო

    ლქო

    ახალ

    ცი

    ხე

    ახალ

    ქალ

    აქი

    -ნი

    ნოწმ

    ინდ

    სამე

    გრ

    ელო

    -ზემ

    ო ს

    ვანე

    თი

    ს …

    ფო

    თი

    ზუ

    გდ

    იდ

    სენა

    კი

    მესტ

    ია

    ში

    და

    ქარ

    თლ

    ისა

    და

    მცხ

    ეთა-

    გო

    რი

    ხაშ

    ურ

    მცხ

    ეთა

    ქვემ

    ოქა

    რთ

    ლი

    ს სა

    ოლ

    ქო

    რუ

    სთავ

    ბო

    ლნი

    სი

    მარ

    ნეუ

    ლი

    აჭარ

    ის

    ა/რ

    პრ

    ოკუ

    რატ

    ურ

    ბათ

    უმი

    ხელ

    ვაჩა

    ურ

    ოზ

    ურ

    გეთ

    ქ. თ

    ბი

    ლი

    სი

    გლ

    დან

    ი-ნ

    აძალ

    ადევ

    დი

    დუ

    ბე-

    ჩუღ

    ურ

    ეთი

    ვაკე

    -საბ

    ურ

    თალ

    ისა

    ნი-ს

    ამგ

    ორ

    ძველ

    ი თ

    ბი

    ლი

    სი

    გენ

    ერალ

    ურ

    ი პ

    რო

    კურ

    ატუ

    რა

    2020 წლის (6 თვე) მონაცემები რაიონული და საოლქო პროკურატურების მიხედვით 14-

    დან 21 წლამდე პირებს შორის

  • ქ. თბილისის

    პროკურატურა

    9%

    გლდანი-ნაძალადევის

    რაიონული პროკურატურა

    36%

    დიდუბე-ჩუღურეთის

    რაიონული პროკურატურა

    11%

    ვაკე-საბურთალოს

    რაიონული პროკურატურა

    23%

    ისანი-სამგორის რაიონული

    პროკურატურა

    21%

    ძველი თბილისის

    რაიონული პროკურატურა

    0%

    სტატისტიკური მონაცემები თბილისის მასშტაბით რაიონული პროკურატურების მიხედვით

    2020 წელი 6( თვე)

  • 37

    32

    8

    12

    21

    32 32

    13

    4

    0

    17

    0

    5

    10

    15

    20

    25

    30

    35

    40

    იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი

    სტატისტიკური მონაცემები თვეების მიხედვით

    2020 წელი (6 თვე)

    14-დან 18 წლამდე 18-დან 21 წლამდე

  • 13

    30

    28

    30

    33

    40

    25

    0

    5

    10

    15

    20

    25

    30

    35

    40

    45

    14 წლის 15 წლის 16 წლის 17 წლის 18 წლის 19 წლის 20 წლის

    სტატისტიკური მონაცემები, ასაკის მიხედვით,

    დანაშაულის ჩადენის დროს

    2020 წელი (6 თვე)