პროგრამის აღწერა · ილიას სახელმწიფო...

2
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი I სესია პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ნატურალურ რიცხვებთან მუშაობის პრინციპებს: ნატურალური რიცხვების ჩაწერა ციფრებით; ლუწი და კენტი რიცხვები; ჯერადი და გამყოფი; რიცხვების გაყოფადობის წესები; ალგებრული ამოცანები და მათი ამოხსნის ხერხები. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან წილადების და მთელი რიცხვების კლასებს: ათწილადები; დადებითი და უარყოფითი რიცხვები; რიცხვთა შედარება; არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე; არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები. II სესია პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ნაწილის და პროცენტის ცნებებს; შეფარდების და პროპორციის აგების პრინციპებს: რიცხვის ნაწილის და პროცენტის პოვნა. რიცხვის პოვნა ნაწილის და პროცენტის მიხედვით; დადგენა, თუ ერთი რიცხვი მეორის რა ნაწილი ან რა პროცენტია; პროპორციის ძირითადი თვისება; პროპორციულ ნაწილებად დაყოფა; მასშტაბი. III სესია პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან რიცხვით ღერძს; ალგებრულ გამოსახულებას; წრფივ განტოლებას და მისი ამოხსნის ხერხებს; წრფივ განტოლებათა სისტემას: რიცხვების გამოსახვა რიცხვით ღერძზე; წერტილის კოორდინატი რიცხვით ღერძზე; ალგებრული გამოსახულების რიცხვითი მნიშვნელობა; ალგებრულ გამოსახულებათა გარდაქმნა; ორი რიცხვის ჯამისა და სხვაობის კვადრატის, აგრეთვე, კვადრატების სხვაობის ფორმულები; განტოლება, განტოლების ფესვი; წრფივი განტოლების ამოხსნა, სისტემის ამოხსნის ხერხები. IV სესია პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ტექსტის დამუშავების პრინციპებს; ტექსტის გააზრების ეფექტურ და სწრაფ ხერხებს. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ანალოგიებსა და „წინადადების შევსების“ ხერხებსა და პრინციპებს. V სესია პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან რიცხვის ნატურალურ ხარისხსა და მის თვისებებს; მიმდევრობას; ფუნქციას; ფუნქციის გრაფიკს; საშუალო არითმეტიკულს. VI სესია პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის ლოგიკური ამოცანების ამოხსნის ხერხებს. VII სესია პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან გეომეტრიულ ფიგურებს სიბრტყეზე: წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი, ტეხილი; კუთხე, კუთხის საზომი ერთეული, მართი, გაშლილი, მახვილი და ბლაგვი კუთხეები; მოსაზღვრე, ვერტიკალური, ჯვარედინად მდებარე კუთხეები; მრავალკუთხედი, მრავალკუთხედის დიაგონალი, წესიერი მრავალკუთხედი. მრავალკუთხედის პერიმეტრი; სამკუთხედის უტოლობა; სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი; ტოლფერდა, ტოლგვერდა, მართკუთხა სამკუთხედები და მათი თვისებები. პროგრამის აღწერა ზოგადი უნარები

Transcript of პროგრამის აღწერა · ილიას სახელმწიფო...

Page 1: პროგრამის აღწერა · ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი i სესია პრაქტიკული

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

I სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ნატურალურ რიცხვებთან მუშაობის პრინციპებს:ნატურალური რიცხვების ჩაწერა ციფრებით; ლუწი და კენტი რიცხვები; ჯერადი და გამყოფი; რიცხვების გაყოფადობის წესები; ალგებრული ამოცანები და მათი ამოხსნის ხერხები.

პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან წილადების და მთელი რიცხვების კლასებს:ათწილადები; დადებითი და უარყოფითი რიცხვები; რიცხვთა შედარება; არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე; არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები.

II სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ნაწილის და პროცენტის ცნებებს; შეფარდების და პროპორციის აგების პრინციპებს:რიცხვის ნაწილის და პროცენტის პოვნა. რიცხვის პოვნა ნაწილის და პროცენტის მიხედვით; დადგენა, თუ ერთი რიცხვი მეორის რა ნაწილი ან რა პროცენტია; პროპორციის ძირითადი თვისება; პროპორციულ ნაწილებად დაყოფა; მასშტაბი.

III სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან რიცხვით ღერძს; ალგებრულ გამოსახულებას; წრფივ განტოლებას და მისი ამოხსნის ხერხებს; წრფივ განტოლებათა სისტემას:რიცხვების გამოსახვა რიცხვით ღერძზე; წერტილის კოორდინატი რიცხვით ღერძზე; ალგებრული გამოსახულების რიცხვითი მნიშვნელობა; ალგებრულ გამოსახულებათა გარდაქმნა; ორი რიცხვის ჯამისა და სხვაობის კვადრატის, აგრეთვე, კვადრატების სხვაობის ფორმულები; განტოლება, განტოლების ფესვი; წრფივი განტოლების ამოხსნა, სისტემის ამოხსნის ხერხები.

IV სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ტექსტის დამუშავების პრინციპებს; ტექსტის გააზრების ეფექტურ და სწრაფ ხერხებს.

პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ანალოგიებსა და „წინადადების შევსების“ ხერხებსა და პრინციპებს.

V სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან რიცხვის ნატურალურ ხარისხსა და მის თვისებებს; მიმდევრობას; ფუნქციას; ფუნქციის გრაფიკს; საშუალო არითმეტიკულს.

VI სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის ლოგიკური ამოცანების ამოხსნის ხერხებს.

VII სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან გეომეტრიულ ფიგურებს სიბრტყეზე:წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი, ტეხილი; კუთხე, კუთხის საზომი ერთეული, მართი, გაშლილი, მახვილი და ბლაგვი კუთხეები; მოსაზღვრე, ვერტიკალური, ჯვარედინად მდებარე კუთხეები; მრავალკუთხედი, მრავალკუთხედის დიაგონალი, წესიერი მრავალკუთხედი. მრავალკუთხედის პერიმეტრი; სამკუთხედის უტოლობა; სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი; ტოლფერდა, ტოლგვერდა, მართკუთხა სამკუთხედები და მათი თვისებები.

პროგრამის აღწერაზოგადი უნარები

Page 2: პროგრამის აღწერა · ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი i სესია პრაქტიკული

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

VIII სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან გეომეტრიულ ფიგურები სიბრტყეზე:დამოკიდებულება სამკუთხედის გვერდების და მათ მოპირდაპირე კუთხეებს შორის. პითაგორას თეორემა; სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა. რომბი, მართკუთხედი, პარალელოგრამი, კვადრატი და მათი თვისებები; მართკუთხედის, პარალელოგრამის, კვადრატის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები; წრეწირი, წრე, ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი; წრეწირის სიგრძე; წრეწირის ფართობი.

IX სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან სიმეტრიულ ფიგურებს. ღერძულ სიმეტრიას, პარალელურ და მართობულ წრფეებს, მართკუთხა კოორდინატთა სისტემას სიბრტყეზე.

X სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან გეომეტრიულ სხეულებს:კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, სფერო, ბირთვი, ცილინდრი; ამ სხეულების მოცულობების გამოსათვლელი ფორმულები.

XI სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან მონაცემთა ანალიზს და ალბათობის თეორიას:მონაცემთა წარმოდგენის ხერხები: ცხრილი, სკალა, გრაფიკი, წრიული დიაგრამა, სვეტოვანი დიაგრამა. ხდომილობა და მისი ალბათობა.

XII სესიაპრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მსმენელები გაეცნობიან ზომას და ზომის ერთეულებს:სიგრძე, ფართობი, მოცულობა, მასა, სიჩქარე, დრო; ამ სიდიდეების ერთეულები.