ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf ·...

23
სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში - 2015 ბასკოს პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებს თბილისი, 2015

Transcript of ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf ·...

Page 1: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში - 2015

ბასკოს პრაქტიკული რჩევებიმასწავლებლებს

თბილისი, 2015

Page 2: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ნ.ალელიშვილი, თ.ბაქრაძე, ო.მუსხელიშვილი, ნ.ჯიჯავაძე

ბასკოს პრაქტიკული რჩევებიმასწავლებლებს

სასკოლო მზაობის ჯგუფების მასწავლებლებისათვის

(საპილოტე ვერსია)

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთასამინისტროს საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებში

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა

Page 3: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

წინასიტყვაობა

„ბასკოს პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებს“ წარმოადგენს ერთგვარ დამატებასპროგრამა ბასკოსთვის, თუმცა მასში მოცემული მასალა საინტერესო იქნება ნებისმიერიმასწავლებლისთვის, რომელიც მუშაობს 5-6 წლის ბავშვების ჯგუფთან.

პროგრამა ბასკო არ ითვალისწინებს მასწავლებლებისათვის ისეთ პრაქტიკულინფორმაციას, როგორიც არის, მაგალითად, კონკრეტული თემების შერჩევა, შესაბამისიმასალების ინტერნეტში მოძიების მეთოდები, მუსიკისა თუ სახვითი ხელოვნებისაქტივობების დაგეგმვა და ბევრი სხვა. იგულისხმება, რომ ეს ცოდნა მასწავლებელსშეძენილი აქვს თავის დროზე უმაღლესში სწავლისას, ან შემდგომში, კვალიფიკაციისამაღლებისას, ტრენინგებზე. თუმცა ბასკოს ამუშავების შემდეგ დავრწმუნდით, რომ კარგიიქნებოდა ამ პრაქტიკული საკითხების ნაწილი მაინც დაგვერთო ძირითადიპროგრამისთვის. ნათლად გამოჩნდა, რომ ასეთი დამატებითი მასალა ძალზე სასარგებლოიქნებოდა მასწავლებლებისათვის, და გაუადვილებდა მათ მუშაობას.

მოცემულ ნაშრომში თავმოყრილია შემდეგი საკითხები:

1. მუსიკა სკოლამდელ განათლებაში2. სახვითი ხელოვნება საბავ3. რა წავიკითხოთ და როგორ4. ეკოლოგიის საკითხები5. ფიზიკა სკოლამდელებისათვის6. მეორადი და ბუნებრივი მასალების გამოყენება7. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერენეტში

Page 4: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

მუსიკა სკოლამდელ განათლებაში

მუსიკალური განათლება ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის. მუსიკისროლი დიდია არა მარტო ხელოვნების აღქმის თვალსაზრისით, არამედ მათემატიკურიუნარების, შემოქმედებითი აზროვნების, კრეატიულობისა და სხვა მნიშვნელოვანიუნარების განვითარებისათვის.

როგორც წესი, საქართველოს საბავშვო ბაღებში მუსიკის მეცადინეობები დაიყვანებაგარკვეული რაოდენობის სიმღერის დასწავლაზე, რაც თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამარასაკმარისია. გარდა ამისა, არსებობს ცუდი ტენდენციებიც - ნიჭიერი ბავშვებისგუნდიდან გამოყოფა, სხვადასხვა კონკურსების და ზეიმების მოწყობა. კონკურსებისა დაზეიმებისთვის მზადებას ხშირად ეწირება ბავშვების მუსიკალური განვითარება.

მთავარი პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მუსიკის მეცადინეობებისდროს: არ უნდა გამოვარჩიოთ „ნიჭიერი“ და „უნიჭო“, ან სმენის მქონე და არ მქონებავშვები.

ჩვენი ამოცანა არ არის შევქმნათ გუნდი, რომელიც გაიმარჯვებს მუსიკალურკონკურსებზე. ჩვენი ამოცანაა შევაყვაროთ ბავშვებს მუსიკა, მათ შორის სხვადასხვაჟანრის მუსიკა - საბავშვო, ხალხური, კლასიკური, ჯაზი და ა.შ. შევეცადოთგანვავითაროთ მათი მუსიკალური მონაცემები - რითმის გრძნობა, სმენა. მივცეთთვითგამოხატვის საშუალება პლასტიკის (სხეულის მოძრაობის) მეშვეობით,წავახალისოთ თვითონ შექმნან მუსიკა - მოსინჯონ სხვადასხვა რითმი, ჟღერადობა.

კარგია, თუ ჯგუფში გვაქვს რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი. მისი გამოყენებაშეიძლება არა მარტო მუსიკის გაკვეთილების, არამედ სხვადასხვა თამაშების დროს.მაგალითად, დავმალოთ პატარა სათამაშო და მოვაძებნინოთ ბავშვებს მუსიკისდახმარებით - როცა ბავშვი უახლოვდება დამალულ ნივთს, მუსიკა სულ უფრო და უფროხმამაღალი ხდება, როცა შორდება - თანდათან ჩუმდება.

ვასწავლოთ ბავშვებს მაღალი და დაბალი ჟღერადობის ნოტების გარჩევა. შევთავაზოთიმღერონ ნაცნობი სიმღერა ჯერ როგორც დათვებმა, მერე - როგორც ჩიტებმა. ვკითხოთ,რა განსხვავებაა?

შევთავაზოთ იმოძრაონ მუსიკის რითმის შესაბამისად, თან შეიძლება აფრიალონ ფერადილენტები ან ნაჭრები. დროდადრო ვცვალოთ მელოდიის რითმი, ბავშვები უნდა აყვნენცვალებად რითმს. ამ აქტივობისთვის კარგია, მაგალითად, ბრამსის უნგრული ცეკვა N5,სადაც რითმი ხშირად იცვლება.

მოვასმენინოთ ბავშვებს მაჟორული და მინორული მელოდიები, ვკითხოთ, რა განწყობასიწვევს თითოეული ეს მელოდია?

შეგვიძლია ბავშვებთან ერთად დავამზადოთ ხელნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტები.რა თქმა უნდა, შეიძლება მზა სათამაშო ინსტრუმენტების შეძენაც, მაგრამ თავისი ხელითინსტრუმენტების შექმნა ბევრად საინტერესო და სახალისოა. ინტერნეტში ადვილადვიპოვით იდეებს ასეთი ინსტრუმენტების გასაკეთებლად. გუგლის ძებნის სტრიქონშიავკრიფოთ „self made musical instruments“ (თვითნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტები) დავნახავთ მრავალნაირი „ინსტრუმენტის“ სურათს.

Page 5: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ნებისმიერი საგანი, რომლის საშუალებით ბავშვს შეუძლია ხმაურის გამოცემა - ქვაბებისთავსახურები (და ქვაბებიც), კოვზები (ხის ან ლითონის), ბოთლები, რომლებშიცჩაყრილია მარცვლები ან კენჭები, ან ჩასხმულია სითხე - ყველაფერი გამოდგება ჩვენიორკესტრის შესაქმნელად. მივცეთ ბავშვებს საშუალება ყურადღებით შეისწავლონთითოეული „ინსტრუმენტის“ ჟღერადობა, შეარჩიონ მათთვის მისაღები, გააუმჯობესონსაკუთარი ინსტრუმენტები სანამ მიაღწევენ სასურველ შედეგს. მთავარია, მივცეთმრავალფეროვანი შესაძლებლობა, მასალა და კვლევის საშუალება.

როცა ბავშვებს აქვთ ინსტრუმენტები, მათ უკვე შეუძლიათ საკუთარი მუსიკის შექმნა. ესშეიძლება იყოს გარკვეული რითმების მოფიქრება, ან სიმღერის აკომპანირება, ან სხვა.აგრეთვე შეგვიძლია შევთავაზოთ თემები: შექმნან წვიმის სიმღერა, მხიარული განწყობისსიმღერა, იავნანა და ა.შ.

ამ ეტაპზე ჩვენს „ორკესტრს“ უკვე სჭირდება დირიჟორი. თუ არის საშუალება, ვაჩვენოთბავშვებს ვიდეოჩანაწერი https://www.youtube.com/watch?v=pYYTdtRrg8M . აქ ორკესტრიასრულებს იოჰან შტრაუსის „Radetzky March“, დირიჟორი კი ხელმძღვანელობს არა მარტოორკესტრს, არამედ მაყურებლებსაც - მიანიშნებს, რა დროს და როგორ დაუკრან ტაში.შევთავაზოთ ბავშვებს რიგრიგობით შეასრულონ დირიჟორის როლი.

ასევე შეგვიძლია ბავშვებს ვაჩვენოთ ვიდეოჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ორკესტრისცალკეული ინსტრუმენტები. ვისაუბროთ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებზე - ჩასაბერი,სიმებიანი, დასარტყამი. მოვუსმინოთ, როგორ ჟღერს თითოეული მათგანი.

რუსულად შესაბამისი მასალა არის აქ:

https://www.youtube.com/watch?v=ZwnRU45Y0sA

https://www.youtube.com/watch?v=qoZcGIrTThU

ვაჩვენოთ ბავშვებს ქართული და სხვა ხალხების ხალხური ინსტრუმენტები. გაარკვიონ,რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ესა თუ ის ინსტრუმენტი. ქართული ხალხური საკრავებიშეიძლება ვნახოთ აქ:

https://www.youtube.com/watch?v=mBTcGI1yRlE

ვკითხოთ, თვითონ რა სახის ინსტრუმენტები გააკეთეს? რომელ ხალხურ ინსტრუმენტსმოგვაგონებს?

მოვასმენინოთ და ვაჩვენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე შესრულებული მუსიკა.წავახალისოთ ბავშვები ხშირად ითამაშონ თავიანთი ინსტრუმენტებით - შექმნანსაკუთარი მუსიკა, გაუწიონ აკომპანიმენტი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, დაუკრანინდივიდუალურად, ან მცირე ჯგუფებად (ვასწავლოთ სიტყვები სოლო, დუეტი, ტრიო,კვარტეტი), და აგრეთვე ყველამ ერთად - ორკესტრად.

კლასიკური მუსიკის სიყვარულის გაღვივებისთვის ბავშვების ყური უნდა შევაჩვიოთასეთი მუსიკის მოსმენას. თავიდან ჯობია არ შევარჩიოთ ძალიან რთული ან ხანგრძლივინაწარმოებები, დავიწყოთ მარტივად აღსაქმელით. მაგალითად, შტრაუსის ვალსები დაპოლკები, ბრამსის უნგრული ცეკვები, შოპენის ვალსები და მაზურკები, ნაწყვეტებიმოცარტის სიმფონიებიდან, პაგანინის კონცერტებიდან, ვივალდის „წელიწადისდროები“ (პატარა ნაწყვეტებად), სენ-სანსის ცხოველთა კარნავალი.

Page 6: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს იწვევს ესა თუ ის ნაწარმოები, შევთავაზოთდახატონ მოსმენილი მუსიკა. არ უნდა ვაიძულოთ ბავშვები უძრავად ისხდნენ მუსიკისმოსმენის დროს. იმოძრაონ ან წამოწვნენ, თუ ასე ურჩევნიათ, იცეკვონ, ხატონ.

როგორც წესი, ბავშვებს მოსწონთ მუსიკა ბალეტებიდან, ის წაახალისებს მათიმოძრაონ და იცეკვონ. ამიტომ შეგვიძლია მოვასმენინოთ მუსიკალური ნაწყვეტებიბიზე-შჩედრინის ბალეტიდან „კარმენ-სიუიტა“, ჩაიკოვსკის ბალეტებიდან „მაკნატუნა“,„გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“, მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“.

ვაჩვენოთ ბავშვებს საინტერესო ვიდეომასალა - ნაწყვეტები ბალეტებიდან „მძინარემზეთუნახავი“, „გედების ტბა“, „დონ კიხოტი“, საახალწლოდ - ბალეტი „მაკნატუნა“ (ორ ანსამ ნაწილად - ეკრანებთან დიდხანს რომ არ მოუხდეთ ჯდომა).

შევურჩიოთ ბავშვებს მოსასმენად სხვა ჟანრების მუსიკაც - ხალხური (სხვადასხვახალხების, არა მარტო ქართული), ჯაზი, ბლუზი, როკი და ა.შ. რა თქმა უნდა, არ უნდადაგვავიწყდეს საბავშვო სიმღერებიც.

Page 7: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

სახვითი ხელოვნება საბავშვო ბაღში

სახვით ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადრეული განათლებისკურიკულუმში და საუკეთესო საშუალებაა ადრეული ასაკის ბავშვებში შემოქმედებითიუნარების გასავითარებლად. სწორედ ხატვის, ძერწვის, სამგანზომილებიანიქანდაკებების, თუ კოლაჟების შექმნის დროს ხდება ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი,მეტყველების, სოციალურ-ემოციური განვითარება. ხელოვნების აქტივობებისსაშუალებით შეგვიძლია ბავშვის ბაღში ყოფნა დაუვიწყარ შთაბეჭდილებად ვაქციოთ,დადებითად ვიმოქმედოთ მის თვითშეფასებაზე, წავახალისოთ დამოუკიდებლობა,კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა. ამრიგად, ადრეული განათლებისპროგრამაში სახვითი ხელოვნების შეტანით ბავშვებს შესაძლებლობას ვაძლევთ:

გამოხატონ საკუთარი გრძნობები და ფიქრები არავერბალური საშუალებით; განივითარონ ფანტაზია ინდივიდუალურ ნამუშავარზე მუშაობის დროს; ჩამოაყალიბონ ესთეტიკის საკუთარი აღქმა; შემოქმედებითად გადაჭრან პრობლემები; შეეხონ კულტურულ მრავალფეროვნებას; გამოიკვლიონ მრავალფეროვანი მასალები.

რა უნდა გავითვალისწინოთ სახვითი ხელოვნების აქტივობების დაგეგმვისას?თავდაპირველად მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მნიშვნელოვანია როგორცბავშვის მიერ საკუთარი უნიკალური, ორიგინალური ნამუშევრების შექმნა, ასევესხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშების გაცნობა. ამიტომ უნდა დავგეგმოთისეთი საქმიანობები, როცა ბავშვები თავად არიან შემოქმედებით პროცესში ჩართულები,და ასევე აქტივობები, როცა ისინი აკვირდებიან სხვათა შემოქმედებას.

ბავშვებისთვის შედეგზე უფრო მეტად თავად შემოქმედებითი პროცესია მნიშვნელოვანი.ამიტომ შევთავაზოთ ბავშვებს მრავალფეროვანი რესურსი და მივცეთ მათ საშუალებადამოუკიდებლად იკვლიონ სამხატვრო მასალები, ჩაატარონ ექსპერიმენტები საღებავისფერების თუ სხვადასხვა ტიპის მასალის ერთმანეთთან შერევით, წავახალისოთ თამამადგამოიყენონ სხვადასხვა რესურსი მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ხელოვნების აქტივობების დაგეგმვისას ვიფიქროთ იმაზე, რომ ბავშვებს ჰქონდეთსაშუალება:

თავისუფლად მოსინჯონ მრავალფეროვანი სამხატვრო, ბუნებრივი თუ მეორადიმასალა საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად;

იმუშაონ ერთობლივად, ითანამშრომლონ; განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი; ისიამოვნონ თავად შემოქმედებითი პროცესით და არ დაიძაბონ შედეგის გამო; სხვადასხვა გზით, სხვადასხვა რესურსით გამოხატონ საკუთარი გრძნობები,

იდეები, გამოცდილება;

სახვითი ხელოვნების სივრცის მოწყობა

სახვითი ხელოვნების ცენრტი არის ადგილი, სადაც ბავშვებს შემოქმედებითითვითგამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს არის ლამაზად მოწყობილი სივრცე,სადაც მასალა ისე არის განლაგებული, რომ ბავშვს იზიდავს შემოქმედებითპროცესში ჩაერთოს.

Page 8: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

კარგი იქნება, თუ ყურადღებას მივაქცევთ სივრცის განათებას. მაგალითად, თუ გვსურს,რომ ბავშვები დააკვირდნენ ბუნებრივი ნივთის პატარა დეტალებს, როგორიც არის,მაგალითად, გირჩი ან ნიჟარა, ეს აქტივობა უნდა ჩატარდეს კარგად განათებულ სივრცეშიდა არა ბნელ კუთხეში მდგარ მაგიდასთან. თუმცა კარგია, თ სხვადასხვაგვარი განათებითექსპერიმენტების საშუალება გვექნება. მაგალითად, ჩავაბნელოთ ხელოვნების სივრცე დახელოვნური განათება შევიტანოთ, რათა ხაზი გავუსვათ განათების გავლენას საგნისფერებზე.

ჯგუფში თუ ეზოში

დავგეგმოთ ხელოვნების აქტივობები როგორც ჯგუფის სივრცეში, ასევე შენობისგარეთ. ეზოში ბავშვებს აქვთ საშუალება, რომ თამამად შეისწავლონ მასალა, ჩვენც თავსუფრო მშვიდად ვიგრძნობთ ღია სივრცეში, არც ჩვენ და არც ბავშვები არ ვიღელვებთდასვრილი ავეჯისა თუ იატაკის გამო (თუმცა ასეთი წუხილი ბავშვებს არც ჯგუფში უნდაჰქონდეთ).

ეზოში არსებული ხელოვნების სივრცე არ უნდა იყოს ვეებერთელა, ის უნდა იყოსმყუდრო, კარგად ორგანიზებული ადგილი. ეზოს დანარჩენი ნაწილისგან გამოსაყოფადშეგვიძლია გამოვიყენოთ ქსოვილებით დრაპირება, პატარა ტენტები და მშენებლებისკარვები.

იდეალური იქნება, თუ ბავშვებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობა თავისუფლადგამოიყენონ როგორც შიგნით, ასევე შენობის გარეთ არსებული სივრცე.

საჭირო რესურსი

იმისათვის, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი სახვითი ხელოვნების აქტივობებიმაქსიმალურად მრავალფეროვანი და შემოქმედებითობის ხელშემწყობი იყოს,აუცილებლად დაგვჭირდება განსხვავებული სამხატვრო, ბუნებრივი თუ მეორადიმასალა. გთავაზობთ იმ რესურსის ჩამონათვალს, რომელიც არ არის რთულადმოსაპოვებელი, და რომლის გამოყენება ერთიორად გაზრდის ბავშვების ხალისს,ინტერესსა და მოტივაციას.

საღებავები: ტრადიციული საღებავების გარდა (გუაში, აკვარელი), შეგვიძლიაგამოვიყენოთ ხელით სახატავი საღებავი, შევთავაზოთ წყალი მუქი ფერის ქაღალდზესახატავად. ასევე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ჩაისა და ყავის ნაყენით, ფერადიბოსტნეულის წვენით, საკვები საღებავით, საპარსი ქაფით ფურცელზე კვალისდატოვება. შეგვიძლია დავამზადოთ სქელი, პასტოზური საღებავი ხორბლისფქვილისგან მოხარშული სახამებლისა და საკვები საღებავი ფხვნილის შერევით.

ფუნჯები: ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ ფუნჯებით, რომელთა შეძენაცსამხატვრო თუ საკანცელარიო მაღაზიებში შეიძლება. მივცეთ ბავშვებს საშუალებაშეასრულონ ფერწერული ნამუშევარი სხვადახვა, არატრადიციული ფუნჯებისსაშუალებით: ბამბის ტამპონი, ცოცხი, საპარსი და მაკიაჟის ფუნჯები, კბილისჯაგრისი, ღრუბელი. სახატავი ფუნჯების შეძენისას შევეცადოთ შევარჩიოთ ისეთები,რომელთა ბეწვს სხვადასვა ფორმა, ზომა და ფაქტურა აქვს, ამით ბავშვებსსხვადასხვანაირი მონასმებზე დაკვირვების საშუალება ექნებათ. საღებავს ფურცელზეკვალი, ფუნჯის გარდა, შემდეგი საშუალებებით შეგვიძლია დავატოვებინოთ: თმისჯაგრისი, ტანსაცმლის ჯაგრისი, სავარცხელი. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მონასმი, ეს

Page 9: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

უფრო ფერადი შხეფები იქნება ფურცელზე. გაშრობის შემდეგ ასეთიჭრელაჭრულა ქაღალდი შეგვიძლია გამოიყენოთ კოლაჟის, ან აპლიკაციისთვის.

ქაღალდი: თეთრი თაბახის ფურცლები არ უნდა იყოს ერთადერთი, რაზეც ბავშვებიშეძლებენ ხატვას. მივცეთ ბავშვებს საშუალება ხატონ ან ფერები მოსინჯონ სხვადახვაფაქტურის, ზომისა და ფერის ქაღალდზე, გამოვიყენოთ აკვარელის, გუაშის, აკრილისსახატავი ქაღალდი, ე.წ. ცარცის ქაღალდი, მუყაოს ნაჭრები, ფერადი ქაღალდი.მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის ქაღალდი შეიძლება ჩავანაცვლოთ ღია ფერისქსოვილით.

საძერწი მასალა: ძერწვისთვის, რა თქმა უნდა, საუკეთესო საშუალება ბუნებრივი თიხადა პლასტილინია. თუმცა აქაც შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ აქტივობისდაგეგმვას და სხვადახვა სახის საძერწი მასალა შევთავაზოთ ბავშვებს. მაგალითადთავად შევგიძლია დავამზადოთ მარილიანი ცომი, რომელსაც ბავშვები საძერწადგამოიყენებენ, ხოლო ამ ცომში სხვადასხვა არომატის სუნელების შერევით (ვანილი,დაფქული მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი, ზაფრანი) ეს აქტივობა გაცილებით უფროშთამბეჭდავი და საინტერესო გახდება ბავშვებისთის. საძერწ მასალად აგრეთვეშეგვიძლია დასველებული ქაღალდის გამოყენება. რა თქმა უნდა, სველი ქაღალდისხვა საძერწი საშუალებებივით ელასტიური არ არის, მაგრამ დაჭყლეტვით ბავშვებიშეძლებენ სხვადახვანაირი ფორმების მიცემას. შევთავაზოთ ბავშვებს სხვადასხვასაძერწი რესურსი და მივცეთ საშუალება თავად შეარჩიონ ფაქტურა და მასალაჩანაფიქრის განსახორციელებლად.

მეორადი მასალა: გთავაზობთ იმ მეორადი ნივთების ჩამონათვალს, რომელთაგამოყენებითაც ბავშვები საინტერესო ნაკეთობების დამზადებას შეძლებენ. ესენია:პლასტმასის ბოთლები, ღილები, საათის ნაწილები, მარლა, ბამბა, საქსოვი ძაფები,სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქსოვილის და ტყავის ნაჭრები, ბაწარი, ძველიშპალერი, მაქმანები, ბრჭყვიალები, სათევზაო ბადე, ძველი ბიჟუტერია, ხის სამაგრები,ზონრები, ბაფთები, ბისერი, მძივები. თუმცა ეს ჩამონათვალი შეგვიძლია განვავრცოთდა შევავსოთ.

ბუნებრივი მასალა: იმისათვის, რომ შემოქმედებით თავისუფლებას და ფანტაზიისგანვითარებას შევუწყოთ ხელი, ხელოვნების ცენტრში შევიტანოთ ისეთი ბუნებრივიმასალა, როგორიცაა: სხვადასხვა სახის მარცვლეული, ბურღულეული, ყავისმარცვლები, კვერცხის ნაჭუჭი, გამხმარი ფოთლები და ყვავილები, ნიჟარები, ხისტოტები, გირჩები, რკოები, კაკლები, წაბლი. მივცეთ ბავშვებს თავისუფლება თავადაირჩიონ საჭირო რესურსი, თავად გადაწყვიტონ რას გამოიყენებენ კონკრეტულიდეტალისთვის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა ხელოვნების ცენტრში შესაძლოა გვქონდესილუსტრირებული წიგნები ხელოვნებაზე, სხვადახვა დროის მხატვრებისრეპროდუქციები, არტეფაქტები, სხვადასხვა ფორმის და მასალის ჭურჭელი, რომლისდახატვასაც ბავშვები შეძლებენ. ეს ყველაფერი უნდა ასახავდეს სხვადასხვა კულტურას,რათა ბავშვებს ჰქონდეთ კულტურული მრავალფეროვნების გაცნობის საშუალება.

ძალიან მნიშვნელოვანია ნივთების ორგანიზება: ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისიადგილი, ყველა მასალა უნდა იყოს მოთავსებული ცალ-ცალკე კონტეინერში ან მუყაოსყუთში, შესაბამისი წარწერით და ვიზუალური მინიშნებით. ყურადღება მივაქციოთ იმას,რომ ბავშვებს ჰქონდეთ თავისუფალი და ადვილი წვდომა ყველაფერზე. ნივთებიგამოყენების შემდეგ უნდა დაბრუნდეს თავისსავე ყუთებში. ამასთან დაკავშირებითშესაძლოა საჭირო გახდეს რამოდენიმე წესის შემოღება სივრცის დასალაგელად,რომელშიც თავად ბავშვები უნდა იყვნენ ჩართულები.

Page 10: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

აქტივობების ტიპები

სახვითი ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობები, როგორც წესი ძალიანპოპულარულია ბავშვებში. თუმცა ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ცენტრში მხოლოდხატვა, ძერწვა და აპლიკაცია ტარდება. აქტივობების ერთფეროვნება იწვევს იმას, რომბავშვები ინტერესსა და მოტივაციას კარგავენ. იმისათვის რომ ბავშვებს საკუთარი თავისსხვადახვა ფორმით გამოხატვის საშუალებას მივცეთ, შეგვიძლია დავგეგმოთ შემდეგიტიპის აქტივობები:

ხატვა სხვადასხვა სახატავი მასალით (უბრალო ფანქრები, ფერადი ფანქრები,ცვილით ან ზეთოვანი პასტელით, ნახშირით);

ფერწერული ნამუშევრის შესრულება სხვადასვა სახის საღებავებისა დასხვადასხვანაირი ფუნჯების გამოყენებით;

პაპიე-მაშეს ტექნოლოგიით ნამუშევრის დამზადება; მობილეს დამზადება; აპლიკაცია; კოლაჟი - ნამუშევრის შექმნა სხვადასხვა მასალის დაწებებით სასურათე

სიბრტყეზე. ხელნაკეთი თოჯინების დამზადება; ძერწვა სხვადასხვა მასალით; სამგანზომილებიანი ქანდაკების და მაკეტების დამზადება; ხელნაკეთი წიგნების დამზადება.

აღმზრდელის როლი

პოზიტიური, უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდაიყოს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარს დავუჭერთ,დახმარებას შევთავაზებთ მათ. ისინი გამუდმებით აკვირდებიან უფროსების რეაქციას.ამიტომაც სიფრთხილე გვმართებს მათ ნამუშევარზე საუბრისას და მითუმეტესნამუშევრის შეფასებისას. ჩვენი ერთი არასწორად ნათქვამი სიტყვა შესაძლოასაბედისწერო აღმოჩნდეს ბავშვის შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის. სახვითიხელოვნების აქტივობებში ჩართულმა ბავშვებმა თამამად უნდა გარისკონ როგორცმასალის შერჩევა, ასევე იდეის გადმოცემის ფორმები.

ნამუშევრების გამოფენა

ყველაფერი, რასაც ბავშვები საკუთარი ხელით ქმნიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. არარსებობს “ცუდი” და “კარგი” ნამუშევარი. არ არსებობს “სწორი” და “არასწორი” ნახატი.შესაბამისად ყველაფერი, რაც ხელოვნების ცენტრში იქმნება ბავშვების მიერ უნდაგამოიფინოს. ნამუშევრების გამოფენა, საპრეზენტაციო დაფა, თუ დაბალი თაროებინაკეთობათა მოსათავსებლად შესაძლოა მოვაწყოთ როგორც ცენტრთან ახლოს, ასევეჯგუფის სივრცის ნებისმიერ ადგილას. მთავარია დაიცვათ შემდეგი პრინციპები:გამოფენა უნდა იყოს ბავშვების თვალის სიმაღლეზე, რათა მათ ყველაფრის დანახვა დააღქმა შეძლონ. გამოფენა ხაზს უნდა უსვამდეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობასდა შეიძლება ასახავდეს აქტივობების იმ ფართო სპექტრს, რომელსაც ჰქონდა ადგილიჯგუფში მუშაობისას. როგორც უკვე ვთქვით, გამოფენაზე უნდა იყოს წარმოდგენილიყველა ბავშვის ნამუშევარი და შესაძლოა ჩანდეს აქტივობაზე მუშაობისპროცესიც ფოტომასალისა და მასწავლებლის ჩანაწერების სახით. მნიშვნელოვანია რომგამოფენა იყოს კარგად ორგანიზებული და რეგულარულად განახლებადი.

Page 11: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

რა წავიკითხოთ და როგორ?

წიგნების კითხვა ბაღის განრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელიკომპონენტია. თუმცა ხშირ შემთხვევაში კითხვის პროცესი მოსაწყენ, დამღლელსაქმიანობად იქცევა ხოლმე როგორც ბავშვებისთვის, ასევე აღმზრდელებისთვის. როგორუნდა მოვიქცეთ, რომ კითხვის პროცესმა ბავშვებისთის სახალისოდ და საინტერესოდჩაიაროს, ბავშვებმაც ისიამოვნონ წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობით და ჩვენცარ დავიღალოთ სიმშვიდისკენ მოწოდებით და მათი ძალდატანებით.

პირველ რიგში კარგად უნდა შევარჩიოთ ის წიგნები, რომლებიც შეგვაქვსჯგუფში. წიგნების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების ასაკი და ინტერესები.პატარებს უყვართ მარტივი ამბები მათთვის ნაცნობ ყოფით თემებზე, ფერადი და ნათელიილუსტრაციებით. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს მეტ ხანს შეუძლით ყურადღებისკონცენტრირება გრძელი ამბების მოსმენისას, შესაბამისად მათ უყვართ წიგნები,რომლებსაც აქვთ შედარებით რთული სიუჟეტი. ამ ასაკში უკვე შეუძლიათ იუმორისგაგება, მათ ასევე მოსწონთ ამბები შორეულ და ზღაპრულ ქვეყნებზე.

ქართული წიგნის ბაზარი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მდიდრდება სკოლამდელი ასაკისბავშვებისთის საინტერესო ლიტერატურით. გამოიცა ქართველი ავტორებისა დაილუსტრატორების დასურათებული წიგნები, აგრეთვე ცნობილი შვედი საბავშვომწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნების თანამედროვე ვერსიები: „სახურავის ბინადარიკარლსონი“, „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“, „პეპი მაღალწინდა“, „პეპიფუსუნას ეძებს“, „გაიცანით პეპი“, „გაიცანით ემილი“, „ემილი აჯანყდა“ „ლოტააურზაურის ქუჩიდან“, „ბულერბიელი ბავშვები“, ასევე ტუვე იანსონის წიგნები: “კომეტამუმინების ხეობაში”,“ჯადოქრის ქუდი”, “უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები”.დონალდ ბისეტი “ყველაფერი ყირამალა”, ჯანი როდარის “ტლეფონით მოყოლილიზღარები”, “ჩიპოლინო”. ასევე ბავშვებს შეგვიძლია წავუკითხოთ როგორც ქართულიხალხური და მსოფლიო ხალხთა ზღაპრები, ასევე ცნობილ მეზღაპრეთა შარლ პეროს, ჰანსქრისტიან ანდერსენის, ძმები გრიმების ზღაპრები.

როგორ წავუკითხოთ ბავშვებს წიგნი ისე, რომ ეს პროცესი სახალისო და საინტერესო იყოსმათთვის? მას შემდეგ რაც წიგნს ავირჩევთ, აუცილებელია წინასწარ წავიკითხოთ დაგავივარჯიშო ხმამაღლა კითხვაში. უნდა დავრწმუნდეთ რომ ყველა ბავშვიკომფორტულად ზის და ხედავს წიგნს. სასურველია გამოვიყენეთ ექსპრესიული კითხვისტექნიკა - ხმის შეცვლა, ჟესტები, ასევე ინტერაქტიული კითხვის მეთოდი -

გამოტოვებული სიტყვების შევსება, ღია კითხვების დასმა (მაგალითად, რას იზამდი შენმის ადგილას?), წაკითხულის დაკავშირება რეალურ გამოცდილებასთან. ბავშვებს უნდამივცეთ დრო გაიაზრონ მოსმენილი, ვაჩვენოთ ილუსტრაციები, პერიოდულადგავაყოლეთ თითი ნაბეჭდს, ჩავრთოთ ბავშვები მსჯელობაში ისევ ღია კითხვებისდასმით. წაკითხვის შემდეგ წიგნი უნდა მოვათავსოთ წიგნიერების კუთხეში, რომბავშვებმა თვითონ დათვალიერონ.

Page 12: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ეკოლოგიის საკითხები

რა არის ეკოლოგია?

ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიისნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

რატომ ვასწავლით ბავშვებს ეკოლოგიას? რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიურიგანათლება სკოლამდელებისათვის?

ეკოლოგია ბავშვებისათვის საინტერესო და სახალისოა, ხოლო მასწავლებლებს გვაძლევსამოუწურავ შესაძლებლობებს ბავშვის ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის.ეკოლოგიური თემები მოითხოვს დაკვირვებებს, კვლევებისა და ექსპერიმენტებისჩატარებას, შედეგების გააზრებასა და დასკვნების გამოტანას, ხელს უწყობს კრიტიკულიაზროვნების განვითარებას. ბავშვები ეჩვევიან სისტემატიურ მუშაობას, აგრეთვე მუშაობასგუნდში, სწავლობენ, როგორ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, და ა.შ.

ადრეული ასაკიდან ბავშვებს ებადებათ კითხვები გარშემომყოფ სამყაროზე:

როგორ მოიპოვებენ ცოცხალი არსებები საკვებს? რა არის დამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველებისთვის? როგორ იზრდებიან მცენარეები და ცხოველები? როგორ არიან მცენარეები და ცხოველები დამოკიდებულები ერთმანეთზე? როგორ იცვლებიან ცოცხალი არსებები როცა იზრდებიან? რომელი ცხოველი დებს კვერცხს? რომელი მცენარეები და ცხოველები ცხოვრობენ ჩვენს მეზობლად?

თუ ჩვენ სწორად დავგეგმავთ ეკოლოგიურ თემებს, ბავშვები გასცემენ პასუხებს ამ დაბევრ სხვა კითხვას. მიხვდებიან, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი მჭიდროდ არისდაკავშირებული ერთმანეთთან და თავის საარსებო გარემოსთან. აგრეთვე ჩვენც(ადამიანები) ვართ დამოკიდებულნი ჩვენს საარსებო გარემოზე, ხოლო ის - ჩვენზე.გასაგები ხდება, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას, რას ნიშნავს ბუნების დაცვა.

რომელია ეკოლოგიური თემები, და როგორ დავგეგმოთ აქტივობები?

ეკოლოგიური თემები მოითხოვს მჭიდრო კონტაქტს ბუნებასთან. ამიტომ ასეთი თემებისმთავარი შემადგენელი ნაწილია გასვლითი აქტივობები - ექსკურსიები ტყეში, მინდორში,მდინარეზე, ტბაზე - ყველგან, სადაც ამას თემა მოითხოვს და სადაც არის შესაძლებელი.თუნდაც ეზოში ან ახლომდებარე პარკში გასვლამ და გარემოზე დაკვირვებამ შეიძლებამოგვცეს ძალიან ბევრი, თუ გაკვეთილი კარგად იქნება ორგანიზებული. გასვლითიაქტივობა უნდა პასუხობდეს კვირის თემას და მოგვცეს მოსალოდნელი შედეგები. ამავედროს ბუნებაში გასვლის დროს ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლადითამაშონ, იკვლიონ, დააკვირდნენ გარემოს.

უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა შევარჩიოთ აქტივობის ჩატარების დრო და ადგილი.მაგალითისთვის განვიხილოთ, როგორ დავგეგმოთ ექსკურსია თემისთვის „მწერები“.

ბუნებრივია, ეს თემა გაზაფხულზე ან ზაფხულში განხორციელდება. თემის პირველ დღესბავშვები გავიყვანოთ მდელოზე, სადაც ბევრი ყვავილია, არის ფუტკრები, პეპლები,ჭიანჭველები. თუ ასეთ გარემოში ბავშვებს მიეცემათ თავისუფალი თამაშის საშუალება,

Page 13: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ისინი თვითონაც მიაქცევენ ყურადღებას იმას, რაც მათთვის საინტერესოა. ჩვენ უნდაგამოვიყენოთ ეს მათი ინტერესი შემდგომი აქტივობების დაგეგმვისას. თუმცა თავადაცუნდა გვქონდეს მოფიქრებული ისეთი სახალისო აქტივობები, რომელიც ბავშვებისინტერესს მიმართავს ჩვენთვის სასურველი მიმართულებით. მაგალითად, შევთავაზებთბავშვებს შეეჯიბრონ, ვინ დაინახავს მეტ პეპელას, ან დათვალონ, რომელი პეპლებია მეტი- წითელი თუ ყვითელი? აგრეთვე შეიძლება მოვამზადოთ კითხვები, რომლებზეცბავშვები მოიძიებენ პასუხებს. მაგალითად, როგორია ფუტკარი? აბა თუ იპოვითფუტკრებს ყვავილებზე? როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს ფუტკარი ყვავილზე? რატომ აქვსფერადი „შარვალი“? ყველა ფუტკარს თუ აქვს ერთი ფერის “შარვალი”? და ა.შ. გარდაამისა, შეიძლება მივცეთ ბავშვებს დავალება - დააკვირდნენ ჭიანჭველებს, დააღმოაჩინონ, სად არის მათი სახლი. ვაჩვენოთ ბავშებს ჭიამაია, დააკვირდნენ, როგორგაშლის ფრთებს აფრენის წინ. რამდენი ფრთა ჰქონია ჭიამაიას?

ბუნებაში ყველა გასვლის დროს ვაგროვებთ ბუნებრივ მასალას, ამისთვის ბავშვებს უნდაჰქონდეთ სპეციალური ჩანთები ან პარკები. ზემოთ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაშიშესაგროვებელია ყვავილები, რათა მომდევნო დღეებში მოხდეს მათი შესწავლა დასხვადასხვა აქტივობებისთვის გამოყენება, აგრეთვე ფოთლები და ბალახი.შესაძლებელია საჭირო გახდეს რომელიმე ბალახის ფესვებიანად ამოთხრა, თუ მცენარისაგებულების შესწავლა გვაქვს დაგეგმილი.

იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ფოტოკამერა, ბავშვებმა აუცილებლად უნდა გადაიღონფოტოსურათები. ეს მისცემთ საშუალებას მომდევნო დღეებში გაიხსენონ, რა ნახეს,გაანალიზონ და გამოიტანონ დასკვნები. აგრეთვე შესაძლებელია დავგეგმოთ ნატურიდანხატვა, ან გარკვეული ცხრილის შევსება და ა.შ.

პირველ დღეს შეგროვებული მასალა, დაკვირვებების შედეგები და სხვაშთაბეჭდილებები საფუძველია მომდევნო დღეების აქტივობებისათვის და შეძენილიცოდნის გაღრმავებისთვის. აუცილებელია ჯგუფში იყოს ილუსტრირებულიენციკლოპედიები და ატლასები, აგრეთვე კარგია, თუ შევვძლებთთ თემისთვის მოკლევიდეომასალის მოძიებას და ჩვენებას, დავგეგმავთ საინტერესო აქტივობებს ყველაცენტრში, მაგრამ ბუნებასთან უშუალო კოტაქტი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამისსაშუალება ბავშვებს მაქსიმალურად ხშირად უნდა მივცეთ.

რა შეიძლება შევთავაზოთ ბავშვებს ეკოლოგიური თემატიკის ფარგლებში?

წელიწადის დროები; ამინდის კალენდარი

წყლის ბრუნვა ბუნებაში

სეზონური ციკლები - მცენარეები და ცხოველები

მცენარის თესლიდან განვითარების და ზრდის პროცესი

“თბილი” და “ცივი” ქვეყნები. ფრინველების გადაფრენები

ეკოსისტემები: ტყე, მდელო, მდინარე, ჭაობი, უდაბნო, ოკეანე, ჯუნგლები და ა.შ.

გაზაფხული - ჩიტების დაბრუნება, ბუნების გამოღვიძება, ყვავილობა.

ნაყოფი და თესლი

ყვავილები, მწერები

ბუდეები, კვერცხები, ბარტყები.

Page 14: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

წყალი - გუბე, ტბა (მდინარე, ზღვა).

შემოდგომა - ჩიტების გადაფრენა, ფოთოლცვენა

ზამთარი - ცხოველების დახმარება

და უამრავი სხვა. თემის შერჩევისას, მისი დაწყების დროისა და ხანგრძლივობისგანსაზღვრისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი პირობები.მაგალითად, ფრინველების დაბრუნება თბილი ქვეყნებიდან, ყვავილობა, ფოთოლცვენადა სხვა ბუნებრივი მოვლენები სხვადასხვა დროს იწყება დასავლეთ და აღმოსავლეთსაქართველოში, მთასა და ბარში. ამიტომაც შესაბამისი თემების დაწყება აქ სხვადასხვადროს უნდა მოხდეს. თემებიც განსხვავებულ ელფერს იღებს. მაგალითად, თუ კახეთშიშემოდგომის მოსავლის აღება ასოცირდება რთველთან, ზუგდიდში ეს უფრო თხილისკრეფაა, ხოლო ჯავახეთში - კარტოფილის ამოღება, და ა.შ.

მესტიის ბავშვებისთვის მთები, ტყე, მთის მდინარე ბუნებრივი თემებია, ხოლო ზღვა,ზღვის ცხოველები, სუბტროპიკული მცენარეები - ეგზოტიკაა, ხოლო ბათუმელიბავშვებისათვის - პირიქით. ამიტომ შესაბამისი თემების რიგითობა და ხანგრძლოვობაცამ რეგიონებში სხვადასხვა იქნება.

გარდა ამისა, ყოველი თემა შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას დაშლილი ქვეთემაბად, დასხვადასხვა აქტივობები იქნას შერჩეული ცენტრებისათვის. ეს დამოკიდებულია იმაზე,თუ განვითარების რა დონეზე იმყოფება ის კონკრეტული ჯგუფი, რომლისთვისაცმუშავდება თემა. მეტიც, ჯგუფის შიგნითაც აქტივობები შეიძლება იყოსდიფერენცირებული სხვადასხვა განვითარების დონეზე მყოფი ბავშვებისათვის(გავიხსენოთ, რომ დავალებები ყოველთვის უნდა შევარჩიოთ ბავშვის უახლოესიგანვითარების ზონიდან).

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ შეუძლებელია თემების ისეთისტანდარტული ნაკრების შექმნა, რომელიც ერთნაირად მოუხდება საქართველოს ყველაკუთხის სკოლამდელებს. მასწავლებელმა ყოველთვის თვითონ უნდა გადაწყვიტოს,რომელი თემა, რა დროს და რა ფორმით იქნება უმჯობესი მისი აღსაზრდელებისთვის.სწორედ ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ რამდენიმე თემის ჩამონათვალს, და არვაკონკრეტებთ, როდის და როგორ უნდა განხორციელდეს ეს თემები.

მხოლოდ ერთ გარემოებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება - თემა უნდა იყოსგაშლილი ბავშვებისთვის საინტერესოდ, ისეთნაირად, რომ ამ თემის ფარგლებში მათშეძლონ აწარმოონ დაკვირვებები და გამოიტანონ დასკვნები, თვითონ მოიძიონ ახალიცოდნა. უნდა ჰქონდეთ სახალისო აქტივობები ყველა ცენტრში. თემა არ უნდა ამოიწურუსორი-სამი დაზეპირებული წინადადებით და ერთი აქტივობით ხელოვნების ცენტრში,რაც ამჟამად ხშირად ხდება ბაღებში.

მაგალითისთვის მოვიყვანოთ თემა “ფრინველების გადაფრენები”. ეს თემა კარგისაშუალებაა ვჩვენოთ ბავშვებს ის მთავარი, რაზეც გვინდა ყურადღების გამახვილება -ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა სახეობების ურთიერთდამოკიდებულება და მათიდამოკიდებულება საარსებო გარემოზე. ამიტომ არ არის საკმარისი ვახსენოთ, რომშემოდგომაზე ფრინველები მიფრინავენ ცხელ ქვეყნებში, ვინაიდან აცივდა. ჯობიადავუსვათ ბავშვებს კითხვა - რატომ არის, რომ ფრინველების ნაწილი არსად მიფრინავს?იმათაც ხომ სცივათ? ამ კითხვაზე პასუხის მოსაძიებლად დავათვალიერებინოთ ბავშვებსფრინველების სურათები. შევადაროთ ნისკარტების ფორმა. რატომ აქვს მერცხალს პატარაწვეტიანი ნისკარტი, გვერდებზე ბუსუსებით, ხოლო ბეღურას - განიერი და მაგარი? რას

Page 15: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ჭამენ ეს ფრინველები? ამ კითხვებზე პასუხის მოძიების შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რამოსდით მწერებს ზამთარში? რატომ იძინებენ?

შემდეგ შეგვიძლია ვკითხოთ - რას ჭამენ ბეღურები, როცა მიწა თოვლით არისდაფარული? ხომ არ სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება? როგორ დავეხმაროთ? გავაკეთებთსაკვებურებს, დავუყრით ფრინველებს საჭმელს და გვექნება საშუალება დავაკვირდეთსხვადასხვა სახის ფრინველებს. შეგვიძლია დავითვალოთ, რამდენი მოფრინდება დღისგანმავლობაში, გავიგოთ მათი სახელები, შევადგინოთ შესაბამისი ცხრილები დაგრაფიკები. დავათვალიეროთ „საქართველოს ბუნების ატლასი“, ვნახოთ, კიდე რაფრინველები ბინადრობს საქართველოში.

თემის ფარგლებში ვავითარებთ არა მხოლოდ შემეცნებით უნარებს. ხელოვნების ცენტრშიდავხატოთ ან გავაკეთოთ სხვადასხვა მასალით ნანახი ფრინველები (აქვე ვაკეთებთსაკვებურებს მეორადი მასალების გამოყენებით). კვლევების ცენტრში შევისწავლოთ დაავწონოთ საკვებურებში ჩასაყრელი ჩიტების საჭმელი, მოვიფიქროთ სახალისოაქტივობები სამაგიდო და როლური თამაშების ცენტრებისათვის. წავიკითხოთანდერსენის ზღაპარი „ცეროდენა“, და ა.შ.

როცა თემები (და არა მარტო ეკოლოგიური თემები) საშუალებას გვაძლევს, აუცილებლადუნდა შევჩერდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ბუნების დაცვასთან,და შევეცადოთ მოვიძიოთ პასუხები შესაბამის კითხვებზე. ასეთი საკითხებია:

1. ტყის დაცვა. კითხვები: რატომ არის მნიშვნელოვანი ტყე? (გვაძლევს ჰაერს, ჩრდილს,ინახავს წყალს, არის ცხოველთა სახლი, გვაძლევს მასალას - მათ შორის ქაღალდისთვის,შეშას). როგორ გავუფრთხილდეთ? (გავუფრთხილდეთ საღ ხეებს, შეშად გამოვიყენოთხმელი, დავრგოთ ახალი.) როგორ უნდა მოვიქცეთ ტყეში? (რატომ არ შეიძლება კოცონისდანთება, რატომ არ უნდა დავყაროთ ნაგავი). რა არის მაკულატურა და რისთვისვაგროვებთ? (ვიქონიოთ ჯგუფში ყუთი, სადაც ჩავყრით გამოყენებულ ქაღალდს,ქაღალდის მონაჭრებს, ძველ ჟურნალ-გაზეთებს).

2. ნაგვის პრობლემა. კითხვები: როგორ უნდა გადავაგდოთ ნაგავი (რატომ არ უნდადავყაროთ ქუჩაში, სად უნდა ჩავყაროთ)? რა მოხდება, თუ ნაგავს დავაგდებთ ტყეში,ჩავყრით მდინარეში? რატომ არის კარგი მეორადი მასალების გამოყენება?

3. ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება. კითხვები: რატომ არის, რომ ცხოველებისადა მცენარეების რაოდენობა დედამიწაზე მცირდება? რა არის წითელი წიგნი? როგორეხმარება ზოოპარკები ცხოველების გადარჩენის საქმეს? რა არის ნაკრძალი?საქართველოში თუ გვაქვს?

4. რესურსების ეკონომია. კითხვები: რისთვის გვჭირდება წყალი? როგორ წყალსვიყენებთ? რა არის წყლის ძალა? ქარის ძალა? როგორ ხდება ელექტრობის გამომუშავება?რატომ უნდა გავუფრთხილდეთ რესურსებს? რატომ არ უნდა დავტოვოთ ონკანი ღია დანათურა ჩართული?

ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხების მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა თემებისფარგლებში, აგრეთვე მთელი რიგი საკითხებისა შეიძლება გავაერთიანოთ ერთ თემაში.მაგალითად, თემა “ტყე” გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ ისეთი აქტივობები (მათშორის აუცილებელი - ექსკურსია ტყეში), რომლის შედეგად ბუნებრივად გაეცემა პასუხიპირველი პუნქტის ბევრ კითხვას.

Page 16: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ფიზიკა სკოლამდელებისათვის

ეს სახელწოდება პირობითია და გულისხმობს მასლებისა და საგნების ფიზიკური დაქიმიური თვისებების შესწავლას. საგნებზე დაკვირვებით ბავშვები ეცნობიან ისეთცნებებს, როგორიცაა: წონა, ფერი, ფორმა, ტემპერატურა. ისინი სწავლობენ როგორგადაადგილდებიან და იცვლებიან საგნები, როცა კუბურებისგან სასრიალოს აკეთებენმანქანის ჩამოსაგორებლად, როცა კალეიდოსკოპში იხედებიან, მაგნიტით მიიზიდავენლითონის საგნებს ან გახსნიან შაქარს წყალში.

როგორია ეს საგანი, დიდი თუ პატარა, მძიმე თუ მსუბუქი?

როგორი სუნი აქვს? სასიამოვნო თუ უსიამოვნო?

როგორი გემო აქვს? ტკბილი, მარილიანი, მწარე, მჟავე?

როგორი ხმა აქვს? დაბალი თუ მაღალი, მჟღერი თუ მოგუდული?

როგორია შეხებისას ? წებოვანი, რბილი, მაგარი, უხეში?

როგორ შეგიძლია გადააადგილო ეს საგანი? შეგიძლია გააგორო, გაბერო, გააქანო,

ხელი კრა?

როგორ შეგიძლია შეცვალო ეს საგანი? შეგიძლია შეურიო რამეს, გადაასხა,

დაამსხვრიო, შეანჯღრიო, გაალღო ?

მნიშვნელოვანია ბავშვების ამ კითხვებს აღმზრდელებმა თავად არ გავცეთ პასუხი,არამედ შევუბრონოთ მათ: „შენ როგორ ფიქრობ?“ „როგორ გავიგოთ ან შევამოწმოთ?“.

შეგვიძლია ბავშვებს არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ ყველა ცენტრში შევუქმნათშესაძლებლობა დააკვირდნენ საგნების ფიზიკურ თვისებებს და მოახდინონ ამ საგნებითმანიპულირება. კვლევის მიზნით ჯგუფში შევიტანოთ მაგნიტები, გამადიდებელი მინები,სასწორები, სარკეები, ბორბლები. სასურველია გამოვიყენოთ ღია კითხვები რათაწავახალისოთ ბავშვების დაკვირვებისა და ანალიზის უნარები: „საინტერესოა, რატომტივტივებს წყლის ზედაპირზე ეს დიდი სათამაშო ნავი, ხურდა ფული კი იძირება?“

წავახალისოთ ბავშვები თავად აღწერონ ის ფიზიკური ცვლილებები, რომლებსაცვხედავთ: „როცა შენს ნახატზე ლურჯი ფერი შეერია ყვითელს, მწვანედ გადაიქცა“. „ნახედაფა რომ დახარე, მანქანა უფრო სწრაფად დაგორდა“. ასევე შეგვიძლია ჯგუფშიისეთი ნივთების შეტანა, როგორიცაა მცირე ზომის მოწყობილობები და მექანიზმები, ანდასაშლელი სათამაშოები, რათა ბავშვები უკეთ გაერკვნენ, თუ როგორ მუშაობს საგნები.

საგნების ფიზიკური თვისებების შესწავლა, როგორც წესი, ხდება სხვადასხვა თემებისფარგლებში კვლევების ცენტრში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ჩაინიშნონ კვლევებისშედეგები, შეავსონ შესაბამისი ცხრილები, ააგონ გრაფიკები.

Page 17: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

მეორადი და ბუნებრივი მასალების გამოყენება

ბუნებრივი და მეორადი მასალების გამოყენება, ერთის მხრივ, არის ეკოლოგიურითემატიკის გაგრძელება - ბუნებრივი მასალები ბავშვს უღრმავებს ბუნებისადმიინტერესსა და სიყვარულს, მათი მოპოვება ბუნების წიაღში გასვლას გულისხმობს,ხოლო მეორადი მასალების გამოყენება დაკავშირებულია ნაგვის პრობლემისგადაწყვეტასთან.

მეორე მხრივ, ორივე ამ კატეგორიის მასალა სრულიად უფასოა, რაც არანაკლებმნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, როცა სკოლამდელ დაწესებულებებსსათამაშოებისთვის და სასწავლო მასალებისთვის აქვთ საკმაოდ მოკრძალებულიბიუჯეტი.

ბუნებრივი და მეორადი მასალა არის ღია მასალა, ანუ მისი გამოყენება შესაძლებელიამრავალნაირად, ამიტომ ის ხელს უწყობს ბავშვებში კრეატიული აზროვნების, ფანტაზიის,ესთეტიკური აღქმის განვითარებას. ამ რესურსის მეშვეობით მასწავლებელი ხშირადაღწევს გაცილებით უკეთეს შედეგებს, ვიდრე ძვირადღირებული მზა სათამაშოებისდახმარებით.

მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

მათემატიკური აზროვნების განვითარებისათვის სამაგიდო თამაშების ცენტრში საჭიროაგვქონდეს ერთგვაროვანი საგნების ნაკრებები. ეს შეიძლება იყოს ღილები, პლასტიკურიბოთლების სხვადასხვა ფერისა და ზომის სახურავები, კენჭები, ნიჟარები, რკოები,გირჩები და ა.შ. ასეთი მასალა აუცილებლად უნდა იყოს დაფასოებული და ლამაზადდალაგებული. ამისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ კონტეინერები, რომლებსაცდავამზადებთ ისევ მეორადი მასალებით, მაგალითად, მუყაოს კოლოფებისგან ანპლასტიკური ბოთლებისაგან.

ასეთი ნაკრებები გვაძლევს საშუალებას დავითვალოთ, შევადაროთ რაოდენობა,შევისწავლოთ ციფრები, დავაჯგუფოთ, შევქმნათ კანონზომიერებები, შევადაროთ წონადა ა.შ.

კონსტრუირების (კუბურების) ცენტრისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ სხვადასხვა ზომისკუბურები მუყაოს კოლოფებისგან. ამისთვის შევაგროვოთ სხვადასხვა ზომის კოლოფები- წვენის, ფაფების, ფეხსაცმლის და სხვა - შევკრათ სკოჩით და გადავაკრათ ფერადიქაღადი. აგრეთვე მშვენიერი სამშენებლო მასალაა ხის ტოტები და ქერქი, გირჩები დაქვები. რომ არაფერი ვთქვათ ქვიშაზე და წყალზე, რომლებსაც ვიყენებთ მეტწილადეზოში.

როლური თამაშების ცენტრისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მასალა არის მუყაოსდიდი ყუთები. ასეთი ყუთი შეიძლება გახდეს სახლი, პოლიკლინიკა, მაღაზია, გემი,თვითმფრინავი და ვინ იცის, კიდევ რა.

მეორადი მასალები - პლასტიკური ბოთლები, მუყაოს კოლოფები, ღილები, კვერცხისმუყაოს ჩასალაგებელი, ქაღალდის პირსახოცების დაცლილი რულონი - გამოიყენებასხვადასხვა სათამაშოების გასაკეთებლად პაპიე-მაშეს ტექნოლოგიით. ცარიელი შამპუნისბოთლი პაპიე მაშეს გარეშეც შეიძლება ვაქციოთ, მაგალითად, კაცუნიად ანთვითმფრინავად (იხ. ილუსტრაციები).

Page 18: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

გარდა ამისა, როლური თამაშების ცენტრში ბავშვები იყენებენ ძველ ქვაბებს და ტაფებს,გაფუჭებულ საათებს, ტელეფონებსა და უთოებს.

იგივე საგნები გამოიყენება შეიძლება კვლევების ცენტრში - ძველი მექანიკური საათისდაშლა გაიტაცებს ნებისმიერ ბავშვს. ასევე აქ გამოგვადგება გატეხილი მანქანებისნაწილები, ბორბლები, პლასტიკური ბოთლები, და სხვა. ბუნებრივი მასალები: გირჩები,რკოები, ბალახი და ფოთლები, თესლები და სხვა უამრავი - ესეც კვლევების ცენტრისმასალებია.

იგივე მასალებს ვიყენებთ, როგორც უკვე იყო ნათქვქამი ზემოთ, ხელოვნების ცენტრშიკოლაჟებისა და სხვადასხვა სახალისო ნაკეთობის შესაქმნელად, აქ გვჭირდება აგრეთვექსოვილების და საქსოვი ძაფების მონაჭრები, ბუმბული, მძივები და სხვა.

მეორადი მასალებით ბავშვებთან ერთად ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს,რომლებსაც მერე ვიყენებთ მუსიკის გაკვეთილებზე, რაზეც ვისაუბრეთ ზემოთ.

ეზოს მოსაწყობად მშვენიერი მასალაა ძველი საბურავები, კაბელის დასახვევი დიდიკოჭები, პალეტები, ხის კუნძები.

Page 19: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი

ინტერნეტი სულ უფრო და უფრო ხდება ხელმისაწვდომი, თანდათან შემოდისსაქართველოს ყველა კუთხეში. ეს ძალიან დაეხმარება სკოლამდელი განათლებისხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას - ინტერნეტიარის როგორც თეორიულ მასალის, ასევე პრაქტიკული აქტივობების ამოუწურავირესურსი. ის გვაძლევს საშუალებას შევიძინოთ მეტი ცოდნა, მეცადინეობისდაგეგმვისთვის მოვიძიოთ ახალი იდეები, საჭირო მუსიკა და ლიტერატურა, და უამრავისხვა.. რა თქმა უნდა, ინგლისურის (რუსულის) ცოდნა გვიადვილებს ინტერნეთში საჭიროინფორმაციის მოძიებას, მაგრმ ენების ცოდნის გარეშეც შესაძლებელია მოვნახოთ უამრავიიდეა, რომელიც გაამრავალფეროვნებს და გაახალისებს ჩვენს მეცადინეობებს. ქვევითმოვიყვანთ რამდენიმე რჩევას, რომელიც გვეხმარება სწრაფად მოვძებნოთ ჩვენთვისსაინტერესო გვერდები.

რამდენიმე საჭირო სიტყვა: preschool - საბავშვო ბაღი; activity - აქტივობა; გუგლის ძებნისსტრიქონში შეგვყავს ეს ორი სიტყვა, ან სიტყვები activities for preschoolers (აქტივობებისკოლამდელებისათვის). ეს გვაძლევს ძალიან დიდ არჩევანს, მაგრამ, თუ ინგლისურს არვფლობთ, უნდა პირველსავე სტრიქონში:

დავაჭიროთ სიტყვას Images - სურათები, გამოსახულებები. გამოჩნდება სხვადასხვააქტივობების უამრავი ილუსტრაცია, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, გასაგებია ახსნისგარეშე. თუ რომელიმე აქტივობის სურათს დავაჭერთ (დავაკლიკებთ), გამოჩნდებამსგავსი აქტივობების გამოსახულებები.

კონკრეტულ თემაზე აქტივობების მოძიებისთვის გვჭირდება კიდევ რამდენიმე სიტყვისცოდნა. მაგალითად math - მათემატიკა. სიტყვები „math activities for preschoolers“ ან „mathactivities for kids“ (kids - ბავშვები) გვაძლევს აქტივობებს მათემატიკური უნარებისგანვითარებისათვის. შეგვიძლია მოვიძიოთ Autumn (შემოდგომა) activities, Summer(ზაფხული) activities, spring (გაზაფხული), winter (ზამთარი) და ა.შ. თუ ავკრიფავთსიტყვებს “recycled materials for preschool” (მეორადი მასალები სკოლამდელებისათვის)ვნახავთ მეორადი მასალების გამოყენების უამრავ სურათს და ვიდეოჩანაწერს. იმისმიხედვით, თუ რა თემას ვგეგმავთ, რა გვჭირდება მოცემულ მომენტში, ყოველთვისშესაძლებელია საჭირო სიტყვის მოძებნა ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში და შემდეგ ამსიტყვის გამოყენება ინფორმაციის მოძიებისთვის.

ბევრი საინტერესო იდეა მოიძებნება რუსულ ინტერნეტშიც. მაგრამ აქ უკვე საჭიროაუფრო ზუსტი „დაკვეთის“ მიცემა. მაგალითად, „самодельные музыкальные инструменты вдетском саду“ (თვითნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტები საბავშვო ბაღში). აქაცშეიძლება მოვიშველიოთ ლექსიკონები. გამოგვადგება სიტყვები: детский сад - საბავშვობაღი; дошкольники - სკოლამდელები; с детьми - ბავშვებთან ერთად; своими руками -თავისი ხელით და ა.შ.

სოციალური ქსელების, კერძოდ, ფეისბუკის მომხმარებლებს ვთავაზობთ გვერდებსpreskola.ge; სკოლამდელი განათლება; პატარა ჟირაფი; საბავშვო ჟურნალი “არმარიუმი”;Mastsavlebeli.ge. აქ ნახავთ როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მასალასაც, რომელიცდაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურ მუშაობაში.

Page 20: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ილუსტრაციები

მეორადი მასალების გამოყენება ეზოში:

მუყაოს ყთები:

Page 21: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

საკვებურები:

ხელოვნების ცენტრი

მეცნიერების ცენტრი:

Page 22: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

ცხრილის შედგენა - ხოჭოს კვლევა:

თვითნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტები:

Page 23: ბასკოს პრაქტიკული ...preskola.ge/files/pdf/baskos-rchevebi.pdf · ვისაუბროთ ბავშვებთან, რა გრძნობებს

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ნინო ალელიშვილი, თამარ ბაქრაძე, ოლღა მუსხელიშვილი, მარია მაგდალენაფერენცი, ნინო ჯიჯავაძე. “ბასკო - სასკოლო მზაობის პროგრამა”, 2014

2. Stella M. Skinner “Creative activities in the early ears”, 2007.3. D. T. Dodge, L. J Colker, C. Heroman “Creative curriculum”, 2010.