ზოგადი ინფორმაცია

11
ზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ-ზზზზზზზზ ზზზზზზზ; ზზზზზზზ 3 ზზზზზ ზზ. ზზ (ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზ 4,2%); ზზზზზზზზზზ 400 ზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზ (82% ზზზზზზზზ);2002 ზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ 93%-ზ, ზზზ ზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზ, ზზზზზზზზ, ზზზზზზ ზზ ზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზ. ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზ, ზზზზზზზზზზ - ზზზზ ზზზზ. ზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზ 270 ზზ, ზზზ ზზზზზ ზზზზზზზ - 57 ზზ.; ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზ: 1 ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზ, 5 ზზზზზზ (ზზზზზზზზ, ზზზზზზზზზზ, ზზზზ, ზზზზზზზ, ზზზზ), 7 ზზზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზზზ; ზზზზზზზ ზზზზზზზზზზ - 48%; ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზ - ზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზ-ზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზ, ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზ ზზზზზზზ ზზ ზზზზზზ. ზზზზზზზზზზ ზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზ ზზზზზზზ-ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ, ზზზზზზზზ ზზ ზზზზზზზზზზზ. ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზ-ზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ. ზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ, ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზ ზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზ. ზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზ ზზ ზზზზზზზ ზზზზზ: ზზზზზზზზზ ზზზზზზ, ზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზ-ზზზზზზზზზზ ზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზ. ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზზ 14,50, ზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზ ზზზზ- ზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზზ +6 ზზზზზზზზ . ზზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზ, ზზზზზ ზზზზ ზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზ ზზზზზზ, ზზზზზზზზ ზზ ზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზ. ზზ ზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზ 2000-2500 ზ-ზზ, ზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზ ზზზზზ-ზზზზ, 3007 ზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზ. ზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ (2050ზ), ზზზზზზზზზზზ ზზზზზზ-ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზ ზზზზზ. ზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ. ზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზ ზზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზ.

Transcript of ზოგადი ინფორმაცია

Page 1: ზოგადი ინფორმაცია

ზოგადი ინფორმაციააჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში;ფართობი 3 ათასი კვ. კმ (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 4,2%);მოსახლეობა 400 ათას ადამიანზე მეტი (82% ქართველი);2002 წლის მონაცემებით აჭარაში ქართველები შეადგენენ მოსახლეობის 93%-ს, მათ გარდა აჭარაში ცხოვრობენ სომხები, ბერძნები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს, დასავლეთით - შავი ზღვა.საზღვრის საერთო სიგრძეა 270 კმ, მათ შორის საზღვაო - 57 კმ.;ადმინისტრაციული დაყოფა:1 ადმინისტრაციული ცენტრი, 5 რაიონი (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო), 7 ქალაქის ტიპის დასახლება;ქალაქის მოსახლეობა - 48%;ადმინისტრაციული ცენტრი - ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, მრავალფეროვანია მისი რელიეფი და ბუნება. უნიკალურია იგი თავისი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით, კულტურით თუ ტრადიციებით.

ტურიზმი აჭარის რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონის ტურისტული პოტენციალი, მიმდინარე ინფრასტურქტურული ინვესტიციები და ტურიზმის სფეროში დაგეგმილი სხავდასხვა პროექტები ქმნის ტურიზმის განვითარების კარგ პერსპექტივებს რეგიონში.

აჭარა ტერიტორიის ბუნებრივი პირობების თავისებურებებით ორ ნაწილად იყოფა: ზღვისპირა აჭარად, რომელიც მოიცავს ვაკე-დაბლობებსა და გამოირჩევა სუბტროპიკული ჰავისათვის დამახასიათებელი მაღალი თერმული რეჟიმით. საშუალო წლიური ტემპერატურე 14,50, ზამთრის ყველაზე ცივი თვის- იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურა +6 გრადუსია .

აჭარის მეორე ნაწილია მთიანი აჭარა, სადაც შავი ზღვის გავლენა მთების წინაღობის გამო სუსტია, ამიტომაც აქ ჰავა განსაკუთრებულია. ამ მთების საშუალო სიმაღლე 2000-2500 მ-ია, აჭარის ყველაზე მაღალი მთაა ყანლი-დაღი, 3007 მეტრი ზღვის დონიდან. აქვეა გოდერძის უღელტეხილი (2050მ), რომლებზედაც ბათუმი-ახალციხის სახელმწიფო საავტომობილო გზა გადის. სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს. ამ მარშრუტით გადაადგილება ტურისტს უმშვენიერესი მთიანი პეიზაჟებითა და ალპური ჰავით ტკბობის საშუალებას აძლევს.

ფლორა და ფაუნაფლორა და ფაუნა

Page 2: ზოგადი ინფორმაცია

უნიკალური და მრავალფეროვანია აჭარის ფლორა და ფაუნა. მცენარეული სამყაროს გამორჩეულობას ის განსაზღვრავს, რომ კოლხეთი გამყინვარების პერიოდში უძველესი რელიქტების თავშესაფარი იყო. ამასთან რელიქტების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი კოლხური წარმოშობისაა. აჭარის ფლორა მცენარეთა 1700-მდე სახეობას ითვლის, ამასთან საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია 41 სახეობა.

აჭარაში ტყეებს 186 965 ჰა ფართობი უჭირავს, ტყიანობა 65,1%-ია, მაშინ როდესაც მთლიანად საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი 39,6%-ია, მსოფლიოსათვის კი 27%, მეზობელ ქვეყნის თურქეთისათვის 11%-ია, ტყეების 60%-ზე მეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ, ხოლო ტყეების 90%-ზე მეტი 200 დაქანების ფერდობზეა. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი (წიფელა, მუხა) და წიწვოვანი(ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეები.

აჭარაში გვხვდება დათვი, მგელი, ტურა, მელა, ირემი, შველი, გარეული ღორი, ბევრია კურდღელი, ციყვი, თხუნელა. სხვადაცხვა სახის ქვეწარმავლები: გველი და ხვლიკი.

ფრინველებიდან გვხვდება არწივი, შევარდენი, ქორი, ტყის ქათამი, ყვავი, როჭო. მდინარეებში ბლომადაა სხვადასხვა სახეობის თევზი: კალმახი, კეფალი, წვერა და სხვა.

ამინდი-ნალექები

Page 3: ზოგადი ინფორმაცია

ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2200 მმ, ზოგ ადგილას კი 3000-4000 მმ, ჰაერის სინოტივე 80% -ია, ნალექიან დღეთა რაოდენობა წელიწადში შეადგენს საშუალოდ 100-150 დღეს. წვიმიანი პერიოდია შემოდგომა და ზაფხულის ნაწილი.

ბუნებრივი რესურსები

ტყეები, სუბტროპიკული კულტურები _ ჩაი, ციტრუსი (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ციტრონი), ტუნგი, დაფნა. მთიან რაიონებში განვითარებულია მეთამბაქოეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა; ფერადი ლითონების, ქიმიური ნედლეულის, სამშენებლო მასალების, ფერადი და სანახელაო ქვის საბადოები. აჭარა მდიდარია მინერალური წყლების („კოკოტაური“ – საერთაშორისო გამოფენა–კონკურსებზე მიღებული აქვს ორი ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი პარიზი, 1998 წ.; თბილისი, 2001 წ.) და სასმელი წყლის რესურსებით. ცნობილია სამკურნალო, თერმული წყლების რამდენიმე გამოვლინება. უნიკალური მთის კლიმატის, ჩქარი მდინარეების, სამკურნალო წყლებისა და ულამაზესი ჩანჩქერების გარდა, აქ შუა საუკუნეების ტაძრების, ციხე-სიმაგრეებისა და საგზაო ნაგებობების დათვალიერებაც შეიძლება.

Page 4: ზოგადი ინფორმაცია

ფოლკლორი და ეთნოგრაფია

ფოლკლორი

აჭარის ფოლკლორში კარგად არის შემონახული უძველესი მითიური მოტივები და ცალკეული ელემენტები (თქმულება-გადმოცემები ნადირთპატრონობის შესახებ; წყლის კულტის ამსახველი ზეპირსიტყვიერბა; ეტიმოლოგიური თქმულება-გადმოცემები, კოსმოგონიური ლეგენდები, ბალადები, შელოცვები, ამინდის მაგიური მართვის რიტუალების და სხვა).

ცალკე აღნიშვნის ღირსია აჭარული შრომის პოეზია და მისი ერთ-ერთი წარმმართველი უბანი _ ბადური, ანუ ყანური ლექს-სიმღერები, რომლებიც გურულ ნადურებთან ერთად, თავისი პოლიფონიურობით (ოთხმიანობით) მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური ხელოვნების უნიკალურ ნიმუშად ითვლება.

საქართველოს მუსიკალური ფოლკლორის მშვენებაა აჭარის ხალხური მრავალხმიანობა, რომელმაც ისეთი ძველი ქართული სიმღერებიც შემოგვინახა, რომლებიც დანარჩენ საქართველოში აღარ მოგვეპოვება. ასეთებია ,,ოჰოი ნანა”, ,,აჭარული” და სხვა.

ძირძველი ადათ-წესები და ყოფა, გრაცია, პლასტიკა, სილაღე, შემართება, მოკრძალება, ყველა ეს ნიშან-თვისება გარკვევით და ნათლად იგრძნობა აჭარულ საცეკვაო ფოლკლორში, რომლის მრავალსახეობა უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა ქართულ ქორეოგრაფიაში, ხოლო რაც შეეხება უძველეს რიტუალურ ცეკვებს `ხორუმი’ და „განდაგანა“, - მათ მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.

სახვითი ხელოვნება

ეთნოგრაფიულ სინამდვილემდე მოღწეული ხალხური დეკორატიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშები უმთავრესად ხეზე (საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, საოჯახო დგამ-ავეჯი, ჭურჭლეულობა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები), ქვაზე (ბუხრის, წყარო-შადრევნის და საფლავის ქვები), ქსოვილზე (შინამზადი შალის, აბრეშუმისა თუ ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმელი, თორი, თავშალი, თავსაკრი, ხელთათმანი, ჭრელი წინდა, ფეშტემალი, ხურჯინი, კედლის აპლიკაციური ფარდაგი) და ნაქარგებზე (აკვნის გადასაფარებელი, ბალიშისპირი, “მახარობლის ბალიში” და სხვა) არის წარმოდგენილი.

Page 5: ზოგადი ინფორმაცია

ისტორიულად აჭარაში სახვით-სიმბოლური დატვირთვა გააჩნია კონკრეტული დანიშნულების მცენარეებს, როგორიცაა: ვაზი (ფოთოლი, ღერო, მტევანი), ვაშლი, ბროწეული, სიმინდი.არქაული სახვითი აზროვნების ნიმუშები გვხვდება ქვის ბუხრის, სკივრის, კიდობნის, საცხოვრებელი და საკულტო ნაგებობათა კარების შემკულობაში, რომელთა ანალოგები ქსოვილებზეც შეინიშნება. მრავალფეროვანია მეჩეთების, საცხოვრებელი სახლის, ავეჯის, ქსოვილებისა და ნაქარგების ორნამენტაციაში აშკარად თუ შენიღბული სახით ჯვრის გამოსახულებების შემონახულობის ფაქტი, რაც აიხსნება ძირძველი სახვითი ტრადიციების გამძლეობით.

Page 6: ზოგადი ინფორმაცია

ხელოსნობა

აჭარის სამეურნეო და კულტურული ცხოვრების განვითარებაში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა მრავალდარგობრივი ხელოსნობა _ ხალხური მეტალურგია და მჭედლობა, ხისა და ქვის დამუშავება (ძველი წყაროებით “ხითხურობა” და “ქვითხურობა”), მეთუნეობა, ფეიქრობა. ხელოსნობის ეს დარგები, გარდა ხალხური მეტალურგიისა და მჭედლობისა, საწყისს ნეოლითის ხანიდან იღებს. . ხელოსნობის ჩამოთვლილი დარგების განვითარებას შუა საუკუნეებში ხელი შეუწყო სამონასტრო მშენებლობამაც, რაც არნახული ძალით გაიშალა აჭარაში და საერთოდ მთელს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

დღევანდელი აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რკინის მეტალურგიული წარმოების რამდენიმე მნიშვნელოვანი კერა (ჭარნალი, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ლეღვა, ჩაქვისწყლის ხეობა) მსხვილ კომპაქტურ ჯგუფებად განლაგებული რკინის სადნობი ქურა _ სახელოსნოებისა და რკინის წიდების (რკინის გამონამუშევრების) სახით. მათი ნაწილი ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დამდეგით თარიღდება, ნაწილიც _ VIII-VII საუკუნეებით. აღნიშნული კერები კოლხურ-ხალიბური რკინის მეტალურგიის უძველეს და დაწინაურებულ ცენტრებს განეკუთვნება.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, აჭარაში რამდენიმე სამჭედლო ცენტრი არსებობდა, რომელთა შორის განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მაჭახლის ხეობა. XVIII ს. მეორე ნახევრიდან საუკეთესო ხარისხის ცეცხლსასროლი (კაჟ-ჩახმახიანი თოფი და დამბაჩა) და ცივი საბრძოლო (ხმალ-ხანჯლები, იათაგანი) იარაღები მზადდებოდა. აქ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღები ცნობილი იყო “მაჭახელას” სახელწოდებით და გასაყიდადაც გაჰქონდათ. იგი დიდი

Page 7: ზოგადი ინფორმაცია

მოწონებით სარგებლობდა თურქეთის სულთანთა სასახლის კარზე და სტამბოლური წარმოქმნის იარაღებთან იყო გათანაბრებული. მაჭახლის ხეობაში განთქმული მეიარაღეები იყვნენ ქავთარაძეები, ნაგერვაძეები, ძნელაძეები, კახიძეები, გორგაძეები.

XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის დახასიათებით აჭარლები განთქმული იყვნენ “ხის მუშაკობით”, ანუ ხის დამუშავებით. ეს ეთნოგრაფიული მონაცემებითაც კარგად ვლინდება, რაც გამოხატულებას პოვებს ხის საცხოვრებელი ნაგებობათა მშენებლობაში, სამეურნეო და საოჯახო ყოფასთან დაკავშირებულ ნაკეთობათა, განსაკუთრებით კი ხარატული და წნული ჭურჭლის დამზადებაში.

აჭარაში ქვითხურობის უძველესი ტრადიციების არსებობაზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის XIII საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი მწერლისი და მოაზროვნე აბუსერისძე ტბელი.

აჭარაში კერამიკულ ნაკეთობათა დამზადების რამდენიმე ლოკალური კერა არსებობდა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა დღევანდელი შუახევის რაიონის ცენტრის მიმდებარე სოფლები (კოლოშნარი, გორხანაული, ორთამელე), მერისისა და მაჭახლის ხეობები, ხუცუბანი, ცეცხლაური.

ხალხური რეწვა

ხალხური რეწვის (ხელოსნობის) დარგებიდან აჭარაში საყოველთაო ხასიათი ჰქონდა ფეიქრობას, ქარგვის საქმეს. აჭარის ზღვისპირა ტერიტორიაზე (ქობულეთი-ფიჭვნარი, ბათუმი) მოძიებული არქეოლოგიური ნივთიერი მონაცემების (თიხის კვირისთავები, თიხის პირამიდული საწაფები, ქსოვილიანი კერამიკის ნაშთები) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნულ პერიოდებში და შემდგომაც, XX საუკუნის მეორე ნახევრამდე, ფეიქრული ნაწარმი (მათ შორის ჩაცმულობის ელემენტები) მზადდებოდა მატყლის, სელის, კანაფის, ბამბისა და აბრეშუმისგან. მატყლის ძაფისგან მზადდებოდა ჩოხა-შალი, წინდები, ხელთათმანები, ხურჯინი, ყაბალახი, უნაგირის ზოგიერთი აღკაზმულობა, ქალის წინსაფრები, სელ-კანაფისგან ქალისა და მამაკაცის პერანგები, ბამბისა და აბრეშუმისგან _ სადა და ბადისებური წინდები, თორ-ქამრები, საფულეები, საათის ქისები, რომელთაც, წმინდა საოჯახო მოთხოვნილების გარდა, სამზითვო დანიშნულებაც გააჩნდა.

თავისი ორიგინალური გამოირჩეოდა აჭარელი ქალის კოსტიუმი, რომელსაც მხოლოდ აჭარის ეთნოგრაფიული სინამდვილე იცნობდა და მატყლის ქსოვილისგან დამზადებული მამაკაცის განიერი და ნაოჭებიანი შარვალი, რომელიც შემონახული იყო აჭარა-გურიისა და ჭოროხის ხეობის ეთნოგრაფიულ გარემოში.

Page 8: ზოგადი ინფორმაცია
Page 9: ზოგადი ინფორმაცია

საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები

აჭარაში საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა სახეობა არსებობს _ დაწყებული “ძირთული ჯარგვალიდან” თანამედროვე ტიპის ერთ და ორსართულიანი ოდა-სახლების ჩათვლით. დასავლურ-ქართულ საცხოვრებელ ნაგებობათა შორის კონსტრუქციული აღნაგობითა და მშენებლობის თავისებურებებით გამოირჩევა ლაზური სახლი, რომელიც დღეს იშვიათობას წარმოადგენს. ლაზური სახლი ხელოსნობის იშვიათი ნიმუშია, რომელშიც შერწყმულია ხისა და ქვის ან ხისა და აგურის კონსტრუქციები.

სახლები და სამეურნეო ნაგებობები ზემო აჭარაში შენდებოდა ძირითადად სოჭის, კატრის, ფიჭვის, ხოლო ქვემო აჭარაში _ წაბლის, თელის, ცაცხვის, მუხის ხისგან. კოლხეთის დაბლობი, მისი მთიანი ზონა, თანამედროვე აჭარის ჩათვლით, უხვი სამშენებლო ხე-ტყით გამოირჩეოდა, რაც კარგად აისახა ძველ ბერძნულ წყაროებში. აქაური ხის ძვირფასი მასალა უცხოეთშიც გაჰქონდათ.

აჭარაში დღემდეა შენარჩუნებული ორფერდიანი, სამფერდიანი და ოთხფერდიანი სახურავიანი სახლები. სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებიდან აჭარაში გავრცელებული იყო და დღესაც გამოიყენება ნალია, ბეღელი, საბძელი, წისქვილი, საქათმე. ნალიები და საბძელები შენდებოდა ჯარგვალისა და ფიცარისგან.