1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 ·...

21
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლისშინაგანაწესი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის“ (შემდგომში იუსტიციის სახლი) შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და იუსტიციის სახლის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. თავი 1. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლისშინაგანაწესით (შემდგომში შინაგანაწესი) განისაზღვრება იუსტიციის სახლსა (შემდგომში - დამსაქმებელი) და იუსტიციის სახლში დასაქმებულ პირებს შორის (შემდგომში - დასაქმებული) არსებულ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შრომის ორგანიზებასთან დაკავშირებული მხარეთა უფლება-მოვალეობები, სამუშაო დრო და დასვენების დრო, შვებულების სახეები და სარგებლობის წესი, შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, დასაქმებულთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სამუშაოზე მიღების ბრძანების ან/და შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე ან დანიშვნამდე გააცნოს შინაგანაწესი, რის შემდგომაც შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის. დასაქმებული სამუშაოს შესრულებისას, შრომითი ხელშეკრულებისა და წინამდებარე შინაგანაწესის პირობების დაცვის გარდა, ასევე, ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის სამსახურს უკავშირდება. თუ სპეციალური სამართლებრივი აქტით (ინსტრუქცია, სამუშაოს შესრულების სტანდარტი და სხვა) დადგენილია შინაგანაწესისაგან განსხვავებული მოწესრიგება, მას აქვს უპირატესობა შინაგანაწესით დადგენილ წესებთან მიმართებით. 3. თუ ამ შინაგანაწესის რომელიმე ნორმა არ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების ნორმებს, მას აქვს უპირატესობა შინაგანაწესით დადგენილ ნორმებთან მიმართებით. მუხლი 2. შინაგანაწესის მიზნები შინაგანაწესის მიზნებია: ) შრომითი ურთიერთობის წარმართვა მე-3 მუხლში მითითებული საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად; ) დასაქმებულის შრომითი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა; ) დამსაქმებლის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; ) დასაქმებულთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება; ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება; ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა; ) მხარეებისათვის საქმიანობისას უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა; 1

Transcript of 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 ·...

Page 1: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის“ შინაგანაწესი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის“ (შემდგომში იუსტიციის სახლი) შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და იუსტიციის სახლის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. თავი 1. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის“ შინაგანაწესით (შემდგომში – შინაგანაწესი) განისაზღვრება იუსტიციის სახლსა (შემდგომში - დამსაქმებელი) და იუსტიციის სახლში დასაქმებულ პირებს შორის (შემდგომში - დასაქმებული) არსებულ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შრომის ორგანიზებასთან დაკავშირებული მხარეთა უფლება-მოვალეობები, სამუშაო დრო და დასვენების დრო, შვებულების სახეები და სარგებლობის წესი, შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, დასაქმებულთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სამუშაოზე მიღების ბრძანების ან/და შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე ან დანიშვნამდე გააცნოს შინაგანაწესი, რის შემდგომაც შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის. დასაქმებული სამუშაოს შესრულებისას, შრომითი ხელშეკრულებისა და წინამდებარე შინაგანაწესის პირობების დაცვის გარდა, ასევე, ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც მის სამსახურს უკავშირდება. თუ სპეციალური სამართლებრივი აქტით (ინსტრუქცია, სამუშაოს შესრულების სტანდარტი და სხვა) დადგენილია შინაგანაწესისაგან განსხვავებული მოწესრიგება, მას აქვს უპირატესობა შინაგანაწესით დადგენილ წესებთან მიმართებით. 3. თუ ამ შინაგანაწესის რომელიმე ნორმა არ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების ნორმებს, მას აქვს უპირატესობა შინაგანაწესით დადგენილ ნორმებთან მიმართებით. მუხლი 2. შინაგანაწესის მიზნები შინაგანაწესის მიზნებია: ა) შრომითი ურთიერთობის წარმართვა მე-3 მუხლში მითითებული საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად; ბ) დასაქმებულის შრომითი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) დამსაქმებლის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; დ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; ე) დასაქმებულთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება; ვ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება; ზ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა; თ) მხარეებისათვის საქმიანობისას უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა;

1

Page 2: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ი) დასაქმებულთა პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა; კ) დასაქმებულთა შრომითი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) დასაქმებულთა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვა. მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის პრინციპები შრომითი ურთიერთობები ეფუძნება დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებს. თავი 2. მხარეთა ძირითადი უფლება-მოვალეობები მუხლი 4. დამსაქმებლის ძირითადი ვალდებულებები დამსაქმებელი ვალდებულია: ა) დასაქმებულს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები; ბ) უზრუნველყოს დასაქმებული შრომისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით; გ) განსაზღვროს სამუშაო აღწერილობები და გადაანაწილოს დასაქმებულთა შრომის ორგანიზაცია იმგვარად, რომ თითოეულ დასაქმებულს ნათლად ჰქონდეს განსაზღვრული დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო; დ) დანერგოს თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის სისტემა; ე) იზრუნოს დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებასა და შრომის ნაყოფიერების გაზრდაზე; ვ) იზრუნოს დასაქმებულთა სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ დაცვაზე. მუხლი 5. დამსაქმებლის უფლება სამუშაო ადგილის აუდიოჩაწერაზე/ ვიდეოგადაღებაზე 1. დამსაქმებელს უფლება აქვს განახორციელოს ვიდეოგადაღება მომსახურების დარბაზში მდებარე დასაქმებულის სამუშაო ადგილზე და გამოიყენოს ვიდეოგადაღების მასალები კანონით ნებადართული მიზნით. 2. დამსაქმებელი უფლებამოსილია მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს თანამშრომელთა მომსახურების პროცესზე ინდივიდუალური დაკვირვება და პროცესის ამსახველი აუდიოჩანაწერის დამუშავება; მომსახურების პროცესზე დაკვირვების, მათ შორის, აუდიოჩაწერის განხორციელებისა და დამუშავების მიზნით, დამსაქმებელს უფლება აქვს დაიქირავოს დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია. მუხლი 6. დასაქმებულის ძირითადი ვალდებულებები დასაქმებული ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ვალდებულებები თანამდებობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად სრულყოს თავისი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) დანიშვნისთანავე გაეცნოს და შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მუდმივად ეცნობოდეს იუსტიციის სახლის შიდა საინფორმაციო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს, აგრეთვე დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელ სხვა სპეციალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას და სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ისინი; გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება და მითითება, რომელიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

2

Page 3: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

დ) მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი; ე) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო; ვ) არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს დამსაქმებლის მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; ზ) გაუფრთხილდეს დამსაქმებლის საკუთრებას და დაიცვას მისი მატერიალური ფასეულობები; თ) დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა და დოკუმენტაციის შენახვის დადგენილი წესები; ი) დაიცვას ტექნიკური, სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარიის წესები; კ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე შენობაში და მის ტერიტორიაზე; ლ) თამბაქო მოიხმაროს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილ(ებ)ზე და არ დაუშვას თამბაქოს მოხმარება დამსაქმებლის დახურულ შენობა-ნაგებობაში; მ) არ გამოცხადდეს ან/და არ იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თუ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ; ნ) დაიცვას სამსახურებრივი დაქვემდებარების სისტემა - სუბორდინაცია, იუსტიციის სახლში მოქმედი სტრუქტურის შესაბამისად; ო) უფლებამოსილი პირის სპეციალური მითითების გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ინფორმაცია არ გაავრცელოს მესამე პირებზე, მათ შორის სხვა დასაქმებულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია დასაქმებულის მიერ მისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისათვის; პ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს წარუდგინოს: პ.ა) შესაბამისი კვალიფიკაციის, განათლების ან/და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; პ.ბ) ბიომეტრიული ფოტოსურათი დაბეჭდილი და ციფრული ფორმით; პ.გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; პ.დ) ცნობა ნარკოლოგიური გამოკვლევის შესახებ; პ.ე) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა პირადი მონაცემების აღრიცხვის შევსებული ფორმა (დანართი №1). ჟ) ამ მუხლის „პ“ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, იუსტიციის სახლი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარმოდგენა ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1. დასაქმებული პასუხს აგებს დამსაქმებლის სახელის, ქონების ან/და მოწყობილობების არასათანადო გამოყენებისათვის. დასაქმებულს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესაბამისად ვალდებულია გასწიოს მომსახურება, მიიღოს გადაწყვეტილება ან შეასრულოს რაიმე მოქმედება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სახით, გარდა ხელფასის სახით შრომის ანაზღაურებისა. 2. დასაქმებულს უფლება აქვს ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს ეწეოდეს სხვა სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო ან კერძო დაწესებულებაში, თუ სხვა სამუშაოს შესრულება ხელს არ უშლის მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირის/დაწესებულების საქმიანობა, რომლისათვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებული სამუშაო, არ უკავშირდება

3

Page 4: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

დამსაქმებლის ფუნქციებსა და საქმიანობას. დასაქმებული ვალდებულია შეთავსებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამსაქმებელს. 3. აკრძალულია დასაქმებული მუშაობდეს ისეთი პირის ხელმძღვანელობის ან ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია. ა) ხელმძღვანელობა ან ზედამხედველობა გულისხმობს დასაქმებულის უშუალო უფროსობას, აგრეთვე უფროსის ხელმძღვანელს და მის ხელმძღვანელთა მთელ ჯაჭვს. „უშუალო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობაში“ იგულისხმება: ანგარიშგება, სამუშაოსა და მუშაობის ხარისხის შეფასება, სამუშაოზე აყვანის, გათავისუფლების ან დისციპლინური სახდელის დაკისრების უფლებამოსილება. გამონაკლისს წარმოადგენს კონკრეტულ დროზე გათვლილი ხანმოკლე პროექტი ან დროებითი სამუშაო; ბ) წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრის და ახლო ნათესავის ქვეშ იგულისხმება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები. მუხლი 8. კომუნიკაცია დამსაქმებლის სერვისების მომხმარებლებთან 1. დასაქმებული დამსაქმებლის სერვისების მომხმარებელთა მიმართ უნდა იყოს კეთილგანწყობილი, თავაზიანი, გულისხმიერი, ობიექტური, მიუხედავად მათი რასისა, ეროვნებისა, ეთნიკური და სოციალურ კუთვნილებისა, წარმომავლობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებებისა. 2. დასაქმებული მუდმივად უნდა ზრუნავდეს მომხმარებელთა ნდობის ამაღლებასა და დამსაქმებლის ავტორიტეტის ზრდაზე. 3. დასაქმებულთა მიერ დამსაქმებლის სერვისების მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მომსახურების ხარისხის სტანდარტით. მუხლი 9. კომუნიკაცია მასმედიასთან 1. დამსაქმებლის ურთიერთობას მასმედიასთან კოორდინაციას უწევს მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური. დასაქმებული, ვალდებულია არ დაუშვას დამსაქმებლის სახელით მასმედიასთან პირდაპირი კომუნიკაცია, მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურთან შეთანხმების გარეშე. 2. დასაქმებული ვალდებულია სამსახურებრივ საკითხებზე მედიასთან, მათ შორის სოციალურ მედიასთან, ნებისმიერი წინასწარ დაუგეგმავი კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურის უფროსს. მუხლი 10. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა 1. დასაქმებული ვალდებულია როგორც შრომითი ურთიერთობისას, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ არ გაავრცელოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას. 2. კონფიდენციალურ ინფორმაციად მიიჩნევა: კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ინფორმაცია მომხმარებელთა და თანამშრომელთა შესახებ, ტექნიკური ინფორმაცია, სამუშაო გეგმები, კვლევითი ღონისძიებების შედეგები, პროგრამული პაროლები, დოკუმენტაცია, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დასაქმებულისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.

4

Page 5: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

მუხლი 11. დამსაქმებლის ქონების დაცვა 1. დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში შექმნილი და დამსაქმებლის ხარჯით შეძენილი ნებისმიერი პროდუქტი ითვლება დამსაქმებლის საკუთრებად და მისი გამოყენება პირადი მიზნებისათვის აკრძალულია. 2. დასაქმებული ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს დამსაქმებლის ქონებას და ფინანსურ რესურსებს, მიზნობრივად გამოიყენოს დამსაქმებლის ფინანსური რესურსები და ყველა მატერიალური ფასეულობა, რომელიც გამოიყო მისი სამუშაოს შესასრულებლად. გადაცემული ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ უშუალო ხელმძღვანელსა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურს. 3. დასაქმებული ვალდებულია არ დაუშვას იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კორპორატიულ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომრის (სიმ-ბარათი) გადაცემა მესამე პირებისათვის. 4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის ქონებას ემუქრება განადგურების, დაზიანების ან არამართლზომიერი ხელყოფის საფრთხე, დასაქმებულმა ამის თაობაზე უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელსა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურს. თუ გარემოება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, დასაქმებული ვალდებულია თავად მიიღოს აუცილებელი ზომები. 5. დასაქმებულს უფლება არა აქვს დასაბუთებული მიზეზის ან სათანადო ნებართვის გარეშე განახორციელოს დამსაქმებლის ქონების სამუშაო ადგილის გარეთ გატანა. 6. შრომითი ურთიერთობის დასრულებისას (დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მანამდეც), დასაქმებული ვალდებულია დააბრუნოს დამსაქმებლის კუთვნილი ნივთები და წერილობითი, ელექტრონული თუ ნაბეჭდი მასალა. მუხლი 12. ტექნიკური უსაფრთხოება, ელექტრონული ფოსტის მოხმარება და ინტერნეტით სარგებლობის უფლება 1. ელექტრონულ ქსელში შესასვლელად თითოეულ დასაქმებულს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი. დასაქმებული ვალდებულია, შესაბამის პროგრამაში შევიდეს სახელისა და პაროლის გამოყენებით, უზრუნველყოს, რომ სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომი არ გახდეს მათი გამოყენება. მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესახებ ინფორმაციის სხვა პირისათვის (მათ შორის სხვა დასაქმებულისათვის) გადაცემის შემთხვევაში დასაქმებული პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის. 2. დასაქმებულს ეკრძალება მცდელობა, გვერდი აუაროს ან სხვა სახით მოატყუოს უსაფრთხოების სისტემები ან მოიპოვოს დაშიფრული გასაღებები, პაროლები სხვის კომპიუტერში ან საინფორმაციო ბაზაში შესაღწევად და იქ დაცული ინფორმაციის მოსაპოვებლად. 3. დასაქმებულს ელექტრონული ფოსტით, სხვადასხვა სამსახურებრივი პროგრამებით და ინტერნეტით სარგებლობის უფლება ენიჭება მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. მუხლი 13. გარეგნული მხარე და ჩაცმის წესი 1. დასაქმებული ვალდებულია იზრუნოს შესაფერისი საქმიანი ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე. 2. სამუშაო დროს დასაქმებულს მოეთხოვება სუფთა, საქმიანი, კლასიკური სტილის ჩაცმულობა და პირადი ჰიგიენის დაცვა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ტექნიკურ პერსონალსა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურში დასაქმებულ პირებზე.

5

Page 6: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

4. ფილიალის თანამშრომელთა ჩაცმის სტილი განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მომსახურების ხარისხის სტანდარტის შესაბამისად. მუხლი 14. მივლინებაში გაგზავნის წესი 1. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული მიავლინოს მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, კანონმდებლობით განსაზღვრული სამივლინებო ხარჯების სრულად ანაზღაურებით ან მომწვევი მხარის სახსრებით. 2. მივლინებაში გაგზავნის ინიციატორი, გარდა აღმასრულებელი დირექტორისა, შეიძლება იყოს დასაქმებული ან მისი უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის სახელზე მივლინების დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მივლინებისა, წერს დასაბუთებულ მოხსენებით ბარათს მივლინების მიზნის, დროის, ადგილისა და დაფინანსების წყაროს მითითებით. 3. მივლინება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება შესაბამისი ბრძანებით. 4. დასაქმებული ვალდებულია მივლინებაში გამგზავრებამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელისათვის ან აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა, რომელიც მოითხოვს რეაგირებას მივლინების პერიოდში. 5. დასაქმებული ვალდებულია საზღვარგარეთ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მივლინების შინაარსის გათვალისწინებით, წარუდგინოს წერილობითი ანგარიში უშუალო ხელმძღვანელს მივლინების დროს შესრულებული სამუშაოს შესახებ. 6. მივლინების მიმდინარეობისას დასაქმებულისათვის მივლინების მიზნებიდან გამომდინარე გადაცემული სახელმძღვანელოები, ბუკლეტები, ბროშურები, აუდიო-ვიდეო და სხვა საინფორმაციო მასალა, გარდა პერსონალური სარგებლობისათვის გადაცემული მასალისა, ითვლება დამსაქმებლის საკუთრებად. 7. დასაქმებული ვალდებულია მივლინებიდან დაბრუნების შემდგომ დაუყოვნებლივ წარმოადგინოს სამივლინებო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. თავი 3. სამუშაო დრო და დასვენების დრო მუხლი 15. სამუშაო დრო 1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი. 2. იუსტიციის სახლში, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულთა სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათებია 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. 3. იუსტიციის სახლის ცენტრალური აპარატის თანამშრომელთათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებული სამუშაო დღეები და სამუშაო საათები შესაძლებელია დადგინდეს აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

6

Page 7: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

4. იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებისათვის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული სამუშაო დღეები და სამუშაო საათები ცვლიანობის განრიგების შესაბამისად. 5. იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის თანამშრომელთა ყოველი თვის სამუშაო/ცვლიანობის განრიგების ელექტრონულ ტაბელში ასახვა და შესაბამისი განრიგის მინიჭება ხორციელდება თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის მიერ ყოველი თვის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე. 6. დასაქმებულის სამუშაო დღეების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეადგენდეს ხუთ სამუშაო დღეს, ხოლო სამუშაო საათები კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს. 7 სატელეფონო ცენტრი, გარდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეებისა, მუშაობს უწყვეტად - კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში. 8. სატელეფონო ცენტრის ცვლიანობის განრიგით გათვალისწინებული სამუშაო საათები ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული განრიგების შედგენას, სამუშაო ადგილებზე გადანაწილებას, აღრიცხვას და განრიგების ასახვას ელექტრონული ტაბელის პროგრამაში, ფილიალისა და სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო ცენტრალური აპარატის თანამშრომლებთან დაკავშირებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. 10. ელექტრონული ტაბელის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. 11. ელექტრონული ტაბელის საანგარიშო პერიოდი მოიცავს თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდს. ელექტრონული ტაბელის დახურვა ხორციელდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ პირველ სამუშაო დღეს. 12. დასაქმებული ვალდებულია დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სამსახურში შესაბამისი სამუშაო საათების დამთავრებამდე. 13. ფილიალისა და სატელეფონო ცენტრის თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ადგილი) და განრიგით გათვალისწინებული სამუშაო დროის დაწყებისთანავე შეუდგეს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. მუხლი 16. იუსტიციის სახლის შენობაში შემოსვლის დაფიქსირება 1. იუსტიციის სახლში დასაქმებულის ან/და ვიზიტორის შემოსვლა ხორციელდება ელექტრონული პირადობის მოწმობის ან ელექტრონული საშვის მეშვეობით. 2. ელექტრონული საშვი გამოიყენება ვიზიტორთათვის, ან დასაქმებულთათვის - ელექტრონული პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში. 3. დასაქმებულზე ან/და ვიზიტორზე საშვის დაშვების უფლებამოსილება აქვს ცენტრალური აპარატის ყველა თანამშრომელს, ფილიალის მენეჯერს, მენეჯერის მოადგილეს, სექტორის კოორდინატორსა და ფილიალის მენეჯერის ასისტენტს. თანამშრომელზე საშვის დაშვების დამატებითი უფლებების მინიჭება ხორციელდება აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. ვიზიტორის იუსტიციის სახლის შენობაში შემოსვლა ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის საფუძველზე (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).

7

Page 8: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

5. საშვის დაშვების ელექტრონული პროგრამის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ვიზიტორთა შემოსვლა შენობაში შესაძლებელია განხორციელდეს მატერიალური ტაბელის (ვიზიტორთა შენობაში დაშვების ტაბელი - დანართი №2) მეშვეობით. 6. დასაქმებული ვალდებულია დააფიქსიროს სამუშაოზე მისი გამოცხადების და სამუშაო ადგილიდან გასვლის ყველა ფაქტი სამსახურში მოსვლა/წასვლის აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემის ე.წ. „ტურნიკეტის“ მეშვეობით, ხოლო როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდება ტურნიკეტის გამოყენება, მატერიალური ტაბელის (დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელი - დანართი №3) მეშვეობით. აღნიშნული წესის დაცვა ასევე სავალდებულოა დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას. 7. დასაქმებულის/ვიზიტორის შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით შეგროვებული მონაცემები (მატერიალური და ელექტრონული სახით) ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით, რის შემდეგაც აღნიშნული მონაცემები უნდა განადგურდეს. მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო 1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს ან შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში. 2. ზეგანაკვეთური სამუშაო, უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათისა (მოხსენებითი ბარათი უნდა შეიცავდეს ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს აღწერილობასა და სამუშაოს ზეგანაკვეთურად შესრულების აუცილებლობის დასაბუთებას) და აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ანაზღაურდება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების პროპორციულად, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი საათობრივი განაკვეთის 1,1-ის ოდენობით. 3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. მუხლი 18. დასვენების დრო დასაქმებულის დასვენების დროდ ითვლება სამუშაო საათებს შორის შესვენება, სამუშაო დღეებს შორის შესვენება, შვებულება, შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები. მუხლი 19. შესვენება 1. დასაქმებულს უფლება აქვს სრული სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლოს შესვენებით. შესვენება არ შედის სამუშაო დროში და დასაქმებული მას იყენებს თავისი ნება-სურვილის შესაბამისად. დროის ამ შუალედში მას ეძლევა სამუშაოს შესრულების ადგილიდან (დამსაქმებლის ტერიტორიიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან, სადაც იგი ვალდებულია შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი) წასვლის უფლება. 2. ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ ერთსაათიანი შესვენებით 13-დან 15 საათამდე შუალედში, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. ფილიალისა და სატელეფონო ცენტრის თანამშრომელთა შესვენების დრო მომხმარებელთა შეუფერხებელი მომსახურების მიზნით განისაზღვრება მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლიანობის განრიგით. 4. თუ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია დასაქმებულის მიერ შესვენებისათვის სამუშაო ადგილის დატოვება, დასაქმებულს უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ეძლევა შესვენებით სარგებლობის უფლება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შესვენების დროისგან განსხვავებულ დროს.

8

Page 9: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

5. დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ არასრული სამუშაო დღით (მაქსიმუმ შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის ½-ით ) მუშაობენ შესვენების გარეშე. 6. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არაუმეტეს 1 საათისა. მუხლი 20. შვებულების უფლება 1. დასაქმებულს აქვს შვებულების უფლება, რომელიც მოიცავს კალენდარული ან სამუშაო დღეების ერთობლიობას, რომლის განმავლობაშიც იგი დროებით თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან, ხოლო დამსაქმებელი - მისთვის სამსახურით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. 2. შვებულების განმავლობაში დასაქმებულს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. 3. შვებულების მიცემა ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დასაქმებული ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა უშუალო ხელმძღვანელისათვის ან აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც აძლევს მათ სათანადო მსვლელობას. მუხლი 21. ყოველწლიური შვებულება 1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით და არაანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარული დღის ოდენობით, ასევე დამატებით ანაზღაურებადი შვებულებით ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო, 5 სამუშაო დღის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის „ახლო ნათესავად“ მიიჩნევა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით განსაზღვრული პირი. 2. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. 3. დაწესებულებაში მუშაობის პირველ წელს დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს, მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც, ხოლო ყოველი მომდევნო ანაზღაურებადი შვებულება ნებისმიერ დროს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთშეთანხმებით შედგენილი შვებულების განრიგის შესაბამისად. 4. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (ადმინისტრაციის დირექტორი) უფლებამოსილია დასაქმებულთათვის დაადგინოს წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა. ფილიალის თანამშრომელთა შვებულების განრიგის პროექტს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს (ადმინისტრაციის დირექტორს) წარუდგენს შესაბამისი ფილიალის მენეჯერი, ხოლო სატელეფონო ცენტრის თანამშრომელთა შვებულების განრიგის პროექტს - სატელეფონო ცენტრის უფროსი. 5. დამსაქმებელს უფლება აქვს შეცვალოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების განრიგი, ან გამოიძახოს შვებულებაში მყოფი დასაქმებული გაუთვალისწინებელი სამსახურებრივი გარემოებების წარმოშობისას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. შვებულებიდან გამოძახების შემთხვევაში დასაქმებული უფლებამოსილია წლის განმავლობაში გამოიყენოს შვებულების დარჩენილი დღეები ან გადაიტანოს დღეები მომდევნო წლისათვის.

9

Page 10: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

6. შვებულებით სარგებლობის უფლების გამოყენების მიზნით დასაქმებული შვებულების სასურველ თარიღამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე წერილობითი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ პირს. გამონაკლის შემთხვევებში ეს ვადა შესაძლებელია შემცირდეს, რაც დასაქმებულის მხრიდან სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. 7. შვებულების ანაზღაურება დასაქმებულზე გაიცემა არაუგვიანეს თვის ბოლო სამუშაო დღეს, გამოყენებული დღეების პროპორციულად. თანამშრომლის მოთხოვნის შემთხვევაში, შვებულების ანაზღაურების გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარ, შვებულების ბრძანების გამოცემისთანავე. 8. თუ დამსაქმებელი ობიექტური მიზეზის გამო არ დააკმაყოფილებს დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განრიგის შესაბამისად მოთხოვნილ შვებულების განცხადებას, დასაქმებული უფლებამოსილი იქნება შვებულების დარჩენილი დღეები გამოიყენოს წლის განმავლობაში ან გადაიტანოს დღეები მომდევნო წლისათვის. მუხლი 22. შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო 1. დასაქმებულს, თავისი მოთხოვნით, ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, 730 კალენდარული დღის ოდენობით. 2. შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 დღე, რომელიც დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. მუხლი 23. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. მუხლი 24. შვებულების ანაზღაურება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარება გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი დასაქმებულს აძლევს კომპენსაციას დასაქმებულის თანამდებობრივ სარგოსა და დახმარებას შორის სხვაობის ოდენობით. თავი 4. შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა მუხლი 25. შრომითი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო 1. დასაქმებული, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ ცხადდება სამსახურში, ვალდებულია თავის უშუალო ხელმძღვანელს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, შეძლებისდაგვარად სწრაფად აცნობოს ავადმყოფობის შესახებ და შეატყობინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სამუშაოზე არყოფნის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; ბ) გადაუდებელი სამუშაო, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს მისი არყოფნის პერიოდში. 2. დასაქმებული ვალდებულია ავადმყოფობის გამო დროებითი შრომისუუნარობის დასადასტურებლად, სამსახურში გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საავადმყოფო

10

Page 11: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ფურცელი, ელექტრონული ფორმით წარადგინოს ელექტრონული მართვის სისტემის საშუალებით. დასაქმებულმა საავადმყოფო ფურცელი მატერიალური სახით უნდა გადასცეს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. მუხლი 26. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება; ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს შვებულება; კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს; ლ) სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ; მ) დასაქმებულის გარდაცვალება; ნ) დამსაქმებელის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. მუხლი 27. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის ინიციატივით 1. საკუთარი ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. 2. თუ დამსაქმებელი ინდივიდუალურად, სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსებს დასაქმებულის პროფესიული განვითარების და მასთან დაკავშირებით მგზავრობის, კვებისა და ცხოვრების ხარჯებს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით, ასეთი დაფინანსების განხორციელებიდან ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დასაქმებული ვალდებულია სრულად აანაზღაუროს დამსაქმებლის მიერ მასზე გაწეული ხარჯი. თუ დაფინანსება აღემატება ერთჯერადად 3000 ლარს, ასეთი დაფინანსების განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში დასაქმებულის

11

Page 12: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დასაქმებული ვალდებულია სრულად აანაზღაუროს დამსაქმებლის მიერ მასზე გაწეული ხარჯი. მუხლი 28. მხარეთა ვალდებულებები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას: 1. დამსაქმებლის მიერ შინაგანაწესის 26-ე მუხლის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2. დამსაქმებლის მიერ შინაგანაწესის 26-ე მუხლის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 3. დამსაქმებლის მიერ შინაგანაწესის 26-ე მუხლის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. 4. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. 5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მუხლი 29. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურა 1. დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის დღედ ითვლება გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების დღე. 2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია: ა) შეავსოს და ყველა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერით დაადასტუროს „შემოვლის ფურცელი“ (დანართი №4), რომელიც უნდა გადაეცეს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. აღნიშნულის წარმოდგენის გარეშე არ მოხდება დასაქმებულთან საბოლოო ანგარიშსწორება. ბ) უშუალო ხელმძღვანელს ან შესაბამის პასუხისმგებელ პირს გადააბაროს დაწესებულების კუთვნილი აღჭურვილობა, ასევე ნებისმიერი ქონება, დოკუმენტი, მასალა, რომელიც ინახება მასთან ელექტრონული ან სხვა ფორმით, დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული წერილები, სახელმძღვანელოები და საიდენტიფიკაციო საშვები. გ) თავისი საქმეები და შეუსრულებელი სამუშაო გადააბაროს უშუალო ხელმძღვანელს გათავისუფლებამდე. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც დაუსრულებლად მიტოვებული სამუშაოს გამო მიადგება დამსაქმებელს. 3. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაოდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა დასაქმებულთან სრულად მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.

12

Page 13: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

თავი 5. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, დამატებითი სარგებელი წახალისება და დანამატი მუხლი 30. შრომის ანაზღაურება და დამატებითი სარგებელი 1. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, პირად ანგარიშზე გადარიცხვით, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღისა. 2. დასაქმებულისათვის განსაზღვრული დამატებითი სარგებელი შეიძლება მოიცავდეს ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პირობებს და სხვა. 3. დასაქმებულს, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შეიძლება გამოეყოს სატელეფონო საუბრისა და საწვავის ლიმიტი. მუხლი 31. სამსახურში არმყოფი დასაქმებულის მოვალეობათა შესრულება 1. აღმასრულებელი დირექტორი, დროებით არმყოფი დასაქმებულის შეცვლის ან/და ვაკანტური თანამდებობის შესავსებად, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებულის არყოფნა გამოიწვევდა იუსტიციის სახლის ნორმალური საქმიანობის გართულებას ან/და შეფერხებას, უფლებამოსილია: ა) არმყოფი დასაქმებულის მოვალეობათა შესრულება შეუთავსოს სხვა დასაქმებულს, მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; ბ) არმყოფი დასაქმებულის მოვალეობათა შესრულება დააკისროს სხვა დასაქმებულს და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან. 2. დასაქმებულს, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული ან შეთავსებული აქვს სხვა დასაქმებულის მოვალეობათა შესრულება, ეძლევა არმყოფი დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელს უნარჩუნდება მისი თანამდებობრივი სარგო. 3. დასაქმებულს, რომელსაც ერთ თვეზე მეტი ვადით აქვს შეთავსებული ან დაკისრებული არმყოფი დასაქმებულის მოვალეობათა შესრულება, მიეცემა წინამდებარე შინაგანაწესის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო და საწვავის ლიმიტი, რომელსაც იღებდა პირი, ვის მოვალეობასაც იგი ასრულებს. 4. დასაქმებულთან, რომელსაც დაკისრებული ან შეთავსებული აქვს არმყოფი დასაქმებულის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში (ანაზღაურებადი შვებულების და დროებითი შრომისუუნარობის დროს), შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის დღეების ანაზღაურება განხორციელდება მისი კუთვნილი თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად. 5. მოვალეობათა შესრულების დაკისრება ან შეთავსება შესაძლებელია განხორციელდეს იმ დასაქმებულის თანხმობით, რომელმაც მოვალეობა უნდა შეასრულოს დასაქმებულის არყოფნის პერიოდში ან შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე. მუხლი 32. დასაქმებულის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა 1. დამსაქმებლის მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას. 2. თუ დასაქმებული არასაპატიო მიზეზით არ მიიღებს მონაწილეობას მისი პროფესიული განვითარებისათვის ორგანიზებულ ღონისძიებაში, მას დაეკისრება გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურების ვალდებულება.

13

Page 14: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

3. დასაქმებული ვალდებულია, პროფესიული განვითარებისათვის დაგეგმილი ღონისძიების გაცდენის საპატიოდ მიჩნევისათვის, დამსაქმებელს წარუდგინოს საპატიო გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი ღონისძიების ჩატარებიდან, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, სამუშაოზე გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულზე ინდივიდუალურად გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოახდინოს დასაქმებულის თანამდებობრივი სარგოდან თანხის დაკავების გზით. მუხლი 33. დასაქმებულის წახალისების წესი 1. აღმასრულებელი დირექტორი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაქმებულის წახალისების შესახებ: ა) დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის; ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის მქონე დავალების წარმატებით შესრულებისათვის; გ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი შრომისთვის. 2. დასაქმებულის წახალისების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს აღმასრულებელ დირექტორს საკუთარი შეხედულების შესაბამისად ან დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დასაქმებულის მიმართ წახალისების ფორმად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) მადლობა; ბ) ფულადი პრემია; გ) თანამდებობრივი სარგოს მომატება დადგენილი წესის შესაბამისად; დ) ფასიანი საჩუქარი. 4. დასაქმებულს წახალისების ფორმა გამოეცხადება წერილობით და შეიტანება პირად საქმეში. მუხლი 34. დანამატი 1. დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის ან შესასრულებული სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება მის ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი); 2. დანამატის გაცემა ხორციელდება დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათისა და აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე. თავი 6. დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 35. დისციპლინური გადაცდომა დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება დასაქმებულის მიერ: ა) დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, აგრეთვე შრომის ხელშეკრულების, შინაგანაწესის, ინსტრუქციის, სუბორდინაციის, სამუშაოს შესრულების სტანდარტების მოთხოვნათა დარღვევა;

14

Page 15: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა, იუსტიციის სახლში დასაქმებული პირის ან იუსტიციის სახლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დამსაქმებლის ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და რეპუტაციას; ე) იუსტიციის სახლის მომხმარებლების არაკვალიფიციური, არასრულყოფილი ან არაეთიკური მომსახურება; ვ) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; ზ) ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ასეთი ნივთიერების სამუშაო ადგილზე მოხმარება/მიღება ან დასაქმებულისათვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს; თ) დამსაქმებლისთვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური ზიანის მიყენება ან არსებითი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნა; ი) დამსაქმებლის ტექნიკისა და აღჭურვილობის არასამსახურებრივი დანიშნულებით უნებართვოდ გამოყენება; კ) შრომის დისციპლინის დარღვევა; ლ) შინაგანაწესის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შეუსრულებლობა; მ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; ნ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით, ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. მუხლი 36. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (სახდელები) 1. დისციპლინური გადაცდომისათვის დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები (სახდელები): ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) არაუმეტეს ათი სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლის ვადით; ვ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. ამასთან, აღმასრულებელი დირექტორი შეზღუდული არ არის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევაში. 3. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება და შესაბამისი დასკვნა უნდა დაერთოს დასაქმებულის პირად საქმეს. 4. დასაქმებულის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, სახდელის მოქმედების პერიოდში არ გამოიყენება მატერიალური წახალისების

15

Page 16: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ფორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებლის გადაწყვეტილებით ხდება სადღესასწაულო პრემიების გაცემა. 5. დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მის ვადაზე ადრე მოხსნამდე, დასაქმებული არ სარგებლობს უფრო მაღალ პოზიციაზე/თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანის უფლებით. 6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები დასაქმებულის მიერ სამსახურში არასაპატიო დაგვიანების ან გამოუცხადებლობის შემთხვევებისთვის განისაზღვრება ამ შინაგანაწესის 37-ე მუხლის მე-10, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 37. სამუშაოზე გამოუცხადებლობა/სამუშაო საათების გაცდენა 1. სამუშაოზე გამოუცხადებლობად ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა. 2. სამუშაოზე დაგვიანება, გამოუცხადებლობა ან/და სამუშაო საათების გაცდენა შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ ან არასაპატიოდ ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით. 3. სამუშაოზე დაგვიანების, გამოუცხადებლობის ან/და სამუშაო დროის სხვაგვარი გაცდენის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია ელექტრონული ფოსტის ან სხვა შესაძლო საშუალებით მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს სამუშაოზე არყოფნის მიზეზის, სავარაუდო პერიოდის, მის მიერ გადაუდებლად შესასრულებელი სამუშაოს მითითებით და ითხოვოს შესაბამისი დროის განმავლობაში სამსახურებრივი ვალდებულებებისაგან გათავისუფლება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოზე დაგვიანებისა და სამუშაო საათების გაცდენის (დღის განმავლობაში არაუმეტეს 4 სამუშაო საათისა) შემთხვევა საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, თუ სამუშაოზე დაგვიანებისა და სამუშაო საათების გაცდენის დღეს დასაქმებული სათანადო აღნიშვნას გააკეთებს ელექტრონული ტაბელის პროგრამაში და დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი ამავე პროგრამაში გააკეთებს აღნიშვნას დაგვიანების/გაცდენის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოზე გამოუცხადებლობის (წელიწადში 3 დღე, გადაბმულად არაუმეტეს ერთი დღისა) შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია საანგარიშო პერიოდში ელექტრონულ ტაბელში გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა - „საპატიო დღე“, რომელიც უნდა დადასტურდეს უშუალო ხელმძღვანელის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლებს საანგარიშო პერიოდში ელექტრონული ტაბელის დახურვამდე შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებას, დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს დაქვემდებარებული თანამშრომლის საპატიო დღის შესახებ ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ტაბელში. 6. სამუშაოზე არასაპატიო დაგვიანებად, სამუშაო საათების გაცდენად და გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების დამსაქმებლის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი. 7. სამუშაოდან დროებით გათავისუფლების თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დასაქმებულის სამუშაოზე გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალო ხელმძღვანელს. 8. სამუშაოდან დროებით გათავისუფლების თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს შრომითი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი

16

Page 17: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შიდა აუდიტის სამსახურს დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო საათების გაცდენის შესახებ. 9. დასაქმებულს საპატიოდ ეთვლება და დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თვის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 30 წუთით დაგვიანება (30 წუთი აითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასაწყისიდან). 10. თითოეული არასაპატიო დაგვიანების დროს ხორციელდება თანამდებობრივი სარგოს დაკავება შემდეგი ოდენობით: ა) 5 წუთამდე დაგვიანება - 5 ლარი; ბ) 5-10 წუთამდე დაგვიანება - 10 ლარი; გ) 10-30 წუთამდე დაგვიანება - 20 ლარი დ) 30 წუთიდან ერთ საათამდე დაგვიანება - 30 ლარი; ე) ერთი საათიდან 4 საათამდე დაგვიანება - 50 ლარი; ვ) 4 საათი და მეტი დაგვიანება - ერთი დღის თანამდებობრივი სარგო. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იუსტიციის სახლის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზე. 12. არასაპატიო დაგვიანებისთვის, აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შინაგანაწესის 36-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა. 13. წლის განმალობაში არასაპატიო გაცდენისათვის დისციპლინური სახდელის ფორმად გამოიყენება თანამდებობრივი სარგოს დაკავება დღიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, გაცდენილი სამუშაო დღეების პროპორციულად. 14. დასაქმებულთან, რომელიც თვითნებურად არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 დღით და მეტი ვადით არ გამოცხადდება სამუშაოზე, შესაძლებელია მოხდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და დასაქმებული გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან. 15. დასაქმებულთან, რომელიც წლის განმავლობაში თვითნებურად არასაპატიო მიზეზით ჯამში 3 სამუშაო დღით არ გამოცხადდება სამუშაოზე, შესაძლებელია განხორციელდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. მუხლი 38. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საჩივარი ან განცხადება, ცხელი ხაზიდან შემოსული შეტყობინება, სხვა დოკუმენტი ან ცნობა (ინფორმაცია) ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს; ბ) სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები; გ) იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის დავალება - კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მუხლი 39. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტები დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების უფლებამოსილებით სარგებლობენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახური ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მუხლი 40. დისციპლინური წარმოების ვადა 1. დისციპლინური წარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. 2. აუცილებლობის შემთხვევაში, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის დასაბუთებული მოხსენებითი

17

Page 18: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ბარათის საფუძველზე, დისციპლინური წარმოების ვადა გააგრძელოს 3 თვემდე. ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა. მუხლი 41. დისციპლინური წარმოება 1. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება, განცხადების (საჩივრის) ავტორს ან ნებისმიერ პირს, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს გამოსარკვევ საკითხთან. დისციპლინური წარმოებისას ახსნა-განმარტების წერილობით ჩამორთმევა პირისთვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ პირისგან წერილობითი ახსნა-განმარტების მიღება და ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება ან არ დასტურდება მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. 2. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია გამოითხოვოს და შეისწავლოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს საქმის მასალები, იუსტიციის სახლისათვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია, ვიდეოგადაღების მასალები, მოიწვიოს სხვა პირები ინფორმაციის მისაღებად. 3. დისციპლინური წარმოების პროცესში ყველა პირი ვალდებულია იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი თუ ინფორმაცია, მოთხოვნის შესაბამისად გამოცხადდეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, მისცეს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 42. შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა 1. იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახური ამზადებს წერილობით დასკვნას დისციპლინური გადაცდომის დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ და წარუდგენს აღმასრულებელ დირექტორს. დასკვნას ხელს აწერს იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა დისციპლინური საქმის შესწავლას. 2. დასკვნა უნდა შეიცავდეს: ა) დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველს; ბ) დისციპლინური წარმოების პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს; გ) შესაბამის დასაბუთებას დისციპლინური წარმოების პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანების თუ პრობლემის არსებობის, ან ამგვარის არარსებობის შესახებ; დ) დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების დასაბუთებას. 3. დასკვნა დაუყოვნებლივ ეგზავნება აღმასრულებელ დირექტორს. 4. აღმასრულებელი დირექტორი გადაცდომის დადასტურების შესახებ დასკვნას (მათ შორის გენერალური ინსპექციის დასკვნას) განიხილავს და შესაბამის აქტს გამოსცემს დასკვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 43. დისციპლინური სახდელის შერჩევა აღმასრულებელი დირექტორი, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას, ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს, მიზანს, მოტივს, შედეგს, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე დისციპლინური გადაცდომის ჩამდენის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

18

Page 19: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

მუხლი 44. შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნის განხილვის შედეგები 1. დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შესახებ დასკვნის განხილვის შედეგად, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც: ა) დადასტურებულად თვლის დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და აკისრებს დისციპლინურ სახდელს; ბ) დადასტურებულად თვლის დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, თუმცა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დისციპლინური სახდელის დაკისრებას, რაც შესაბამისად უნდა დასაბუთდეს; გ) დადასტურებულად არ თვლის დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და არ აკისრებს დისციპლინურ სახდელს, რაც შესაბამისად უნდა დასაბუთდეს. 2. დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შესახებ დასკვნის განხილვის შედეგად, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნასთან ერთად ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს. 3. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ბრძანებაში. 4. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანება და შესაბამისი დასკვნა უნდა დაერთოს დასაქმებულის პირად საქმეს. მუხლი 45. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოთხოვნა 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. 2. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორს წარუდგენს მოთხოვნას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ. 3. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. მუხლი 46. დისციპლინური პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა 1. დასაქმებულს დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია სამი წელი. 2. დისციპლინური გადაცდომის ხანდაზმულობის ვადის დინება წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისთანავე. 3. დასაქმებულს ასევე არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის შესახებ ცნობილი იყო დისციპლინური წარმოების განხორციელების უფლებამოსილების მქონე სუბიექტისთვის და 1 წლის განმავლობაში არ მომხდარა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. მუხლი 47. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდი, პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა 1. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდი: ა) დასაქმებულის მიმართ შენიშვნის სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 3 თვის განმავლობაში;

19

Page 20: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

ბ) დასაქმებულის მიმართ საყვედურის სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 6 თვის განმავლობაში; გ) დასაქმებულის მიმართ სასტიკი საყვედურის სახით დაკისრებული დისციპლინური სახდელი მოქმედებს სახდელის დადების დღიდან 1 წლის განმავლობაში; დ) თუ დასაქმებულს დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არ დაეკისრა სხვა დისციპლინური სახდელი, შეფარდებული დისციპლინური სახდელი ჩაეთვლება გაქარწყლებულად. ე) დისციპლინური სახდელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული ან ვადაზე ადრე მოხსნილი დისციპლინური სახდელი. ვ) დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მის ვადაზე ადრე მოხსნამდე, დასაქმებული არ სარგებლობს უფრო მაღალ თანამდებობრივ პოზიციაზე/სარგოზე გადაყვანის უფლებით. 2. აღმასრულებელ დირექტორს, დასაქმებული პირის უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობით, ან საკუთარი ინიციატივით უფლება აქვს დასაქმებულს ვადამდე მოუხსნას დისციპლინური სახდელი, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში. მუხლი 48. დისციპლინური გადაცდომის განმეორება 1. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე დასაქმებულის მიერ განმეორებით მსგავსი ან უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, გამოიყენება უფრო მკაცრი სახდელი. 2. განმეორებით უფრო მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იგივე ან უფრო მსუბუქი სახდელის ზომა. 3. სახდელის ვადის დინება იწყება განმეორებით ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისთვის შეფარდებული სახდელის დადების დღიდან, ხოლო წინა გადაცდომისთვის შეფარდებული სახდელი მოქმედებს დამოუკიდებლად, შინაგანაწესის 47-ე მუხლით გათვალისწინებული ვადით, მის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე. თავი 7. დავის განხილვა მუხლი 49. დავის წარმოშობა 1. დავა წარმოიშობა იმ პირისადმი წერილობითი განცახდებით/საჩივრით მიმართვით, ვის კომპეტენციაშიც შედის დავის გადაწყვეტა. 2. განცახდებაში/საჩივარში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მოთხოვნები, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას და სხვა. მუხლი 50. დავის გადაწყვეტა 1. მხარეები უნდა შეეცადონ დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით. 2. დავის განმხილველი მხარე ვალდებულია წერილობითი განცხადება/საჩივარი განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს მხარეს განცახდების/საჩივრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მეორე მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

20

Page 21: 1. 2. 3. - PSHpsh.gov.ge/res/editor/Sajaroinformacia/shinaganawesi... · 2017-06-12 · მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტი 1.დასაქმებული

თავი 8. დასკვნითი დებულებები მუხლი 51. დასკვნითი დებულებები 1. დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. შინაგანაწესში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანამდე არანაკლებ 3 დღით ადრე, ცვლილების/დამატების პროექტი, მისი გაცნობის, შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის მიზნით, ეგზავნება ყველა დასაქმებულს. 3. შინაგანაწესში შესატანი ცვლილების/დამატების პროექტთან დაკავშირებით დასაქმებულთა მიერ გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამომდინარეობენ საქართველოს კანონმდებლობიდან. 4. შინაგანაწესი და მასში შეტანილი ცვლილება/დამატება ეგზავნება ყველა დასაქმებულს. 5. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა. მუხლი 52. გარდამავალი დებულებები 1. წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი ნორმები ვრცელდება შინაგანაწესის ამოქმედებამდე და აგრეთვე ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე. 2. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დასაქმებულისათვის პასუხიმგებლობის შეფარდება განხორციელდება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დროს მოქმედი შინაგანაწესის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.

21