მუხლი 21. დასაქმებულის...

25
დდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ – დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდ I. დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდ 1. დდდდდდდდდდ დდდდდ 1. სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსს - სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს (სსსსსსსსს - სსსსსსსს) სსსსსს სსსსსსსსსსსსს (სსსსსსსსს – სსსსსსსსსსსს) სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსს (სსსსსსსსს - სსსსსსსსსსს) სსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს: სსსსსსს სსსსსსსს სსსსსს-სსსსსსსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსს სსსს, სსსსსსს სს სსსსსსსსსს სსს, სსსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსს, სსსსსს სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსს სსსს. 2. სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს. სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსს, სსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსს, სს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსს სსს სს სსსს სსსსსსსსსსსსსსსს. დდდდდ 2. დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს: ს) სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს; ს) სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსს; ს) სსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს; ს) სსსსსსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს; ს) სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს; ს) სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსს სსსსს. დდდდდ 3. დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ 1. სსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსს სსსსს, სსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს. 2. სსსსსს სს სსსსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსს, სსსსს სსსსს, სსსს, სსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს, სსსსსსსსს, სსსსსსსსსს, სსსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსს, სსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს, სსსსსსსსს, სსსსსსსსსსსსსს, 1

Transcript of მუხლი 21. დასაქმებულის...

Page 1: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომის შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შრომის შინაგანაწესით (შემდგომში – შინაგანაწესი) განისაზღვრება სააგენტოსა და სააგენტოში დასაქმებულ პირებს შორის (შემდგომში - დასაქმებული) არსებულ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები: მხარეთა ძირითადი უფლება-მოვალეობები, სამსახურში მიღების ძირითადი პრინციპები, დასაქმებულის სააგენტოში ინტეგრაციის პროცედურა, დასაქმებულთა ქცევის ზოგადი წესი, სამუშაო და დასვენების დრო, შვებულების სახეები და შვებულებით სარგებლობის წესი, შრომის ანაზღაურების და დამატებითი სარგებლის გაცემის წესი, დასაქმებულთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესი.

2. შინაგანაწესი წარმოადგენს დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შინაგანაწესში მითითებული წესები შესასრულებლად სავალდებულოა როგორც სააგენტოსთვის, ასევე თითოეული დასაქმებულისთვის, თუ დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზნებიშინაგანაწესის მიზნებია:ა) სააგენტოში ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;ბ) დამსაქმებლის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელების ხელშეწყობა და

დასაქმებულთა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;გ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;დ) დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა;ე) დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის

ხელშეწყობა;ვ) დასაქმებულთა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვა.

მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის პრინციპები1. სააგენტოსა და დასაქმებულს შორის, ასევე უშუალოდ დასაქმებულებს შორის

შრომითი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერებისა და კოლეგიალობის პრინციპებზე.

2. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

3. თოთოეული დასაქმებული თანასწორუფლებიანია და აქვს კარიერული და პროფესიული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობა.

თავი II. მხარეთა უფლება-მოვალეობები

მუხლი 4. სააგენტოს ძირითადი ვალდებულებები: სააგენტო ვალდებულია:

1

Page 2: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

ა) დასაქმებულებს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო;

ბ) დასაქმებული უზრუნველყოს მუშაობისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, უზრუნველყოს დასაქმებულის სამუშაო ადგილას შრომის სათანადო პირობების მოწყობა/დაცვა;

გ) იზრუნოს დასაქმებულის წარმატებული მუშაობისთვის საჭირო მოტივაციის სისტემის დანერგვაზე;

დ) იზრუნოს დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისა და შრომის ნაყოფიერების ამაღლებისათვის;

ე) იზრუნოს დასაქმებულთა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვისათვის.

მუხლი 5. დასაქმებულის ძირითადი ვალდებულებებიდასაქმებული ვალდებულია:ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები;ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც

უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას;გ) შეასრულოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მითითება;დ) არ დაუშვას ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც აფერხებს სააგენტოს მუშაობას და

ლახავს მის საქმიან რეპუტაციას.

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი 1. სააგენტოში ახლო ნათესავების მუშაობა დაუშვებელია:ა) უშუალო დაქვემდებარებულ თანამდებობებზე;ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დირექტორების ან/და სტრუქტურული

ერთეულების უფროსების თანამდებობებზე; გ) დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურულ

ერთეულში/ტერიტორიულ სამსახურში, თუ ახლო ნათესავებიდან ერთ-ერთი არის დეპარტამენტის დირექტორი.

2. სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ახლო ნათესავის მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ასევე სააგენტოში ახლო ნათესავის დასაქმების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, თუ ახლო ნათესავის დანიშვნა იწვევს/გამოიწვია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. შინაგანაწესის მიზნებისთვის ახლო ნათესავში იგულისხმება: მეუღლე, შვილი/ნაშვილები/გერი, შვილიშვილი, მშობელი/მშვილებელი, მეუღლის მშობელი/მშვილებელი, და-ძმა, ძმისშვილი, დისშვილი, დეიდა, მამიდა, ბიძა,  დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, ბებია-ბაბუა.

მუხლი 7. საჩუქარიდასაქმებულს ეკრძალება ნებისმიერი სახის საჩუქრის აღება გარკვეული სამუშაოს ან

დაპირების შესრულების სანაცვლოდ.

მუხლი 8. სამსახურებრივი შეთავსება1. დასაქმებულს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და

ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სააგენტოში ან სააგენტოს ფარგლებს გარეთ, თუ ამით არ ხდება მისი ქონებრივი და პირადი ინტერესების დაპირისპირება სააგენტოს ინტერესებთან, აღნიშნული ხელს არ უშლის მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან სააგენტოს ნორმალური მუშაობის პროცესს.

2. სააგენტოს გარეთ სხვა თანამდებობის დაკავება ან ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა, დასაშვებია მხოლოდ სააგენტოში დადგენილ არასამუშაო დროს.

2

Page 3: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

3. თუ სააგენტოს ფარგლებს გარეთ დასაქმებულის საქმიანობა ან ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ემთხვევა სააგენტოში დადგენილ სამუშაო დროს, ის ვალდებულია აღნიშნული სახის შეთავსების შესახებ აცნობოს უშუალო უფროსს და სააგენტოს თავმჯდომარეს. შეთავსება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება დასაქმებულის სააგენტოში მუშაობის ინდივიდუალური გრაფიკი.

მუხლი 9. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა1. სააგენტოში დაცული გარკვეული ინფორმაცია/მონაცემები კონფიდენციალურია.

ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ,,სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 11 თებერვლის №88/ს ბრძანებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. დასაქმებულებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, როგორც შრომითი ურთიერთობების პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგ, მიუხედავად შრომითი ურთიერთობის დასრულების პერიოდისა, ეკრძალებათ კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ,,სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 11 თებერვლის №88/ს ბრძანებითა და ,,პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 13 მაისის №206/ს ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაციის მესამე პირებისათვის ნებისმიერი ფორმით (ზეპირი, ნაბეჭდი, წერილობითი, ციფრული, ელექტრონული, ჩანაწერის, ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალის ან სხვა სახით) გამჟღავნება ან საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება.

მუხლი 10. სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა1. დაუშვებელია კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებიდან ცილისმწამებლური,

დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან მუქარის მქონე შინაარსის წერილების გაგზავნა.

2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში, დასაქმებული ვალდებულია ელექტრონულ ფოსტაში გააქტიუროს ავტომოპასუხის ფუნქცია.

მუხლი 11. მომხმარებლებზე ორიენტირებულობა1. დასაქმებული ვალდებულია ორიენტირებული იყოს მომხმარებლის მოთხოვნის

დაკმაყოფილებაზე და აღნიშნულის მისაღწევად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.

2. დასაქმებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უნდა ცდილობდეს საკითხის მომხმარებლისათვის სასარგებლო გზით გადაწყვეტის სამართლებრივი საშუალებების გამოძებნას და პროცესის მაქსიმალურად გაადვილებას.

3. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია კეთილგანწყობით მიიღოს თითოეული მოქალაქე, აუხსნას მას დადგენილი პროცედურები და დაეხმაროს სასურველი მომსახურების მიღებაში.

4. სააგენტოს ყველა თანამშრომელს უნდა ახსოვდეს, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა. აქედან გამომდინარე, ყოველი თანამშრომელი ვალდებულია იყოს კეთილგანწყობილი, მომთმენი, სამართლიანი და ყურადღებიანი ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ. მოქალაქეებთან ურთიეთობისას აკძალულია ხმამაღლა ლაპარაკი, ყვირილი ან ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოქალაქის შეურაცხყოფა.

მუხლი 12. სააგენტოს საკუთრების დაცვა

3

Page 4: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

1. დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი ითვლება დამსაქმებლის საკუთრებად და დასაქმებულის მიერ მისი გამოყენება პირადი მიზნებისათვის აკრძალულია.

2. დასაქმებული ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს დამსაქმებლის ქონებას, მიზნობრივად გამოიყენოს ყველა მატერიალური ფასეულობა, რომელიც გადაეცა სამუშაოს შესასრულებლად. გადაცემული ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.

3. თუ სააგენტოს ქონებას ემუქრება განადგურების, დაზიანების ან არამართლზომიერი ხელყოფის საფრთხე, დასაქმებულმა აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. თუ შექმნილი გარემოება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, დასაქმებული უფლებამოსილია თავად მიიღოს სააგენტოს ქონების დაცვისათვის აუცილებელი ზომები.

4. დასაქმებულს, გარდა სამსახურებრივი დანიშნულებით გატანილი პორტატული ტექნიკისა, უფლება არ აქვს სააგენტოს შენობის გარეთ გაიტანოს დამსაქმებლის ქონება დასაბუთებული მიზეზის ან უშუალო ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი ნებართვის გარეშე.

5. მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირები არიან სააგენტოს სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე/მოადგილეები, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირი.

მუხლი 13. დასაქმებულთა ჩაცმულობა1. სამუშაო დღეებში დასაქმებულის ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი სტილის, ხოლო

ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლები (რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან მომხმარებელს) უნდა იმოსებოდნენ თეთრი პერანგებითა და ლურჯი ან შავი, ერთ ფერში, შარვლებით/ქვედაბოლოებით.

2. ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული.3. დასაქმებულებს, რომელთაც უხდებათ სპეციფიკური სამუშაოების შესრულება (მაგ.:

მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლები, ტექნიკური სამუშაოების შემსრულებლები, საწყობში მომუშავეები, დამლაგებლები და სხვა), უფლება აქვთ ჩაიცვან სამუშაოს შესაბამისი ტანსაცმელი.

4. ტერიტორიულ სამსახურებში დასაქმებულ პირებს, სამუშაო საათებში უნდა ეკეთოთ ბეჯი თანამდებობის, სახელის და გვარის მითითებით, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების სივრცეში მომუშავე დასაქმებულს, ასევე ყელსახვევი/ჰალსტუხი სააგენტოს კორპორატიულ ფერებში (ბეჯითა და ყელსახვევით/ჰალსტუხით დასაქმებულს უზრუნველყოფს სააგენტო).

მუხლი 14. სამუშაო ადგილიდასაქმებული ვალდებულია ჰქონდეს მოწესრიგებული სამუშაო ადგილი და სამუშაო

ოთახში დაიცვას ჰიგიენის ნორმები.

მუხლი 15. თამბაქოს მოხმარების წესები1. სააგენტოში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ

სპეციალურ მოსაწევ ადგილებში და ღია აივნებზე.2. სააგენტოში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილი სპეციალური ადგილი არ

შეიძლება იყოს:ა) მოსაცდელი და დასასვენებელი ოთახი, სამზარეულო, დერეფანი;ბ) ჰიგიენური წერტილი;გ) ლიფტი და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციები;დ) ბიბლიოთეკა და სხვა სახის საცავი;ე) სამუშაო ოთახი;ვ) კვების პროდუქტების დამზადებისა და მათი სასაწყობო ადგილი;

4

Page 5: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

ზ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორია.

მუხლი 16. ურთიერთობები თანამშრომლებს შორისსააგენტოს ყველა თანამშრომელი ვალდებულია შეინარჩუნოს კეთილგონივრული

ურთიერთობა სხვა თანამშრომლებთან (მიუხედავად პირადი სიმპათია/ანტიპათიისა), არ დაძაბოს საერთო ატმოსფერო, არ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია.

თავი III. სამსახურში მიღება და ინტეგრაცია სააგენტოში

მუხლი 17. სამსახურში მიღება1. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისას,

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანდიდატთა მოზიდვისა და დაქირავების გამჭირვალე, ობიექტური და მიუკერძოებელი პროცესის წარმართვას, ასევე ნებისმიერი კანდიდატისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და საკუთარი თავის რეალიზებისათვის მაქსიმალური ხელშემწყობი პირობების შექმნას.

2. სააგენტოში ახალი დასაქმებულის მიღების პროცესი მოიცავს მომზადების, მოზიდვა-შერჩევის, დანიშვნის და დასაქმებულის სააგენტოში ინტეგრაციის ეტაპებს.

მუხლი 18. მოსამზადებელი ეტაპი1. მოსამზადებელ ეტაპზე ხდება სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობაზე პირის აყვანის

საჭიროების ან აუცილებლობის გამოვლენა.2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური შესაბამისი სტრუქტურული

ერთეულის/ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ სამუშაო მოთხოვნებისა და შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებას, ასევე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის გამოსაცდელი ვადის აუცილებლობის განსაზღვრას.

მუხლი 19. მოზიდვა-შერჩევისა და დანიშვნის ეტაპები 1. სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება და ვაკანტურ

თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შერჩევა ხდება “სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შექმნისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 05 ივლისის №290/ს ბრძანებით დადგენილი წესით.

2. ვაკანტურ თანამდებობაზე პირის დანიშვნა ხდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების ან/და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატისთვის შემდეგი დოკუმენტების/ინფორმაციის მიწოდებას:

ა) შინაგანაწესი;ბ) შესაბამისი თანამდებობის სამუშაო აღწერილობა, რომელშიც განსაზღვრული

უნდა იყოს დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები და უნარ-ჩვევები, რომელიც მოითხოვება კონკრეტული თანამდებობისთვის;

გ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი ან ზეპირი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ;

დ) შრომის პირობების შესახებ;ე) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;ვ) შრომის ანაზღაურების შესახებ.4. სამუშაო აღწერილობა არის საჯარო დოკუმენტი. შესაბამისად, ნებისმიერ

დასაქმებულს შეუძლია როგორც თავისი, ისე სხვა დასაქმებულის სამუშაო აღწერილობის მოთხოვნა.

5

Page 6: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

მუხლი 20. გამოსაცდელი ვადა1. დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა

დაიდოს მხარეთა შეთანხმებით მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვის ვადით.2. გამოსაცდელი ვადა გამოიყენება შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის

შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ხდება დასაქმებულის შეფასება მასთან წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმებისა და ამოცანების მიხედვით. დასაქმებულის საბოლოო შეფასებას გამოსაცდელი ვადის ამოწურვისას ახდენს დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი.

3. სააგენტო უფლებამოსილია, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

4. თუ დასაქმებული არ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მოთხოვნებს დამსაქმებელი უფლებამოსილია გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან.

მუხლი 21. დასაქმებულის ინტეგრაცია სააგენტოში1. თანამდებობაზე პირის დანიშვნის შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვის

სამსახური ხელს უწყობს დასაქმებულის ინტეგრირებას სამუშაო გარემოში, კერძოდ: უზრუნველყოფს დასაქმებულისათვის სააგენტოს სტრუქტურის ზოგად გაცნობას, უტარებს მას მცირე ექსკურსიას შენობაში, რომელშიც დასაქმებულს მოუწევს ძირითადი საქმიანობის განხორციელება, აცნობს მას შენობაში შესასველელი საშვის მისაღებად საჭირო პროცედურებს, აცნობს სააგენტოში მოქმედ სადაზღვევო პაკეტებს, აწვდის კორპორატიული ნომრის მოთხოვნის წესს, უზრუნველყოფს დასაქმებულის ჩართვას სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში და ახორციელებს დასაქმებულის სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაში ჩართვისთვის საჭირო ღონისძიებებს.

2. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში დანიშვნის შემთხვევაში, დასაქმებულისათვის ტერიტორიული სამსახურის შენობაში ექსკურსიის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის უფროსი ან დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი.

მუხლი 22. დასაქმებულის პირადი საქმე 1. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური აწარმოებს ყველა დასაქმებულის

პირად საქმეს, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებს:ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე

შევსებული რეზიუმე/აპლიკაცია ან დასაქმებულის ანკეტა;ბ) დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება (არსებობის

შემთხვევაში);გ) ცნობა წინა სამსახურიდან (არსებობის შემთხვევაში);დ) ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;ვ) სარეკომენდაციო წერილები (არსებობის შემთხვევაში);ზ) სააგენტოში მუშაობის პერიოდში გავლილი ატესტაციის შედეგები;თ) თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლების, დაქვეითების, დაწინაურების, სხვა

თანამდებობის მოვალეობის შეთავსების, დისციპლინური სახდელებისა და წახალისების შესახებ ბრძანებების ასლები.

2. შეფარდებული დისციპლინური სახდელის შესახებ ინფორმაცია, გარდა სამსახურში დაგვიანების გამო ხელფასის დაქვითვის შესახებ ინფორმაციისა, შეიტანება და რჩება დასაქმებულის პირად საქმეში, მიუხედავად მისი გაქარწყლების ან ვადაზე ადრე მოხსნისა. დასაქმებულის პირად საქმეში ასევე შეიტანება ინფორმაცია დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ.

3. დასაქმებულის პირადი საქმე კონფიდენციალურია და ინახება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

4. პირადი საქმის გაცნობა შეუძლიათ თავად დასაქმებულს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში დასაქმებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ სამსახურში დასაქმებულ პირებს, სააგენტოს თავმჯდომარეს,  შიდა აუდიტის სამსახურის

6

Page 7: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

უფროსსა და უფლებამოსილ პირებს, სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დირექტორს, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის შესაბამისი  სტრუქტურული ერთული/ტერიტორიული სამსახური და სააგენტოს იმ სამსახურის უფროსს, სადაც მუშაობს დასაქმებული.

თავი IV. სამუშაო განრიგი

მუხლი 23. სამუშაო დრო1. სააგენტოში  დადგენილია შემდეგი სამუშაო განრიგი:ა) 5 დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (სამუშაო დღეები);ბ) სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო - 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.2. ტერიტორიული სამსახურებში ფიზიკურ პირთა მიღების საათები განისაზღვრება

9:00 საათიდან 17:00 საათამდე.3. შესასრულებელი სამუშაოსა და დასახული ამოცანების სპეციფიკიდან

გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ან მის გარეშე, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დასაქმებულთათვის შესაძლებელია დადგინდეს განსხვავებული სამუშაო გრაფიკი.

4. ზოგიერთ დასაქმებულს, მასზე დაკისრებული მოვალეობებიდან და მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლოა დაევალოს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა.

მუხლი 24. დასვენების დრო1. სააგენტოში დასვენების დღეებია - შაბათი და კვირა, ასევე საქართველოს შრომის

კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეები.2. სამუშაო დღეებში დასაქმებულის დასვენების დროდ ითვლება შესვენება.

შესვენების ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა უადრეს 12:00 საათამდე და არაუგვანეს 16 საათისა.

3. თუ დასაქმებულს 12-დან 16 საათამდე პერიოდში აქვს შეხვედრა ან დაკავებულია გადაუდებელი საქმით, მას უფლება აქვს გამოიყენოს კუთვნილი შესვენება დღის სხვა მონაკვეთში.

4. ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მუშაობს 4 ან მეტი დასაქმებული, ტერიტორიული სამსახურის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად სამსახურის უფროსი ადგენს შესვენების საათების გრაფიკს.

5. დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ არასრული სამუშაო დღით (მაქსიმუმ დადგენილი სამუშაო დროის ½-ით ) როგორც წესი, მუშაობენ შესვენების გარეშე.

6. დასაქმებულს, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არაუმეტეს 1 საათისა.

მუხლი 25. სამსახურში დაგვიანება და სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. დასაქმებული ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და დარჩეს სამუშაო დროის ამოწურვამდე.

2. დასაქმებულს საპატიოდ ეთვლება კალენდარული თვის განმავლობაში 60 წუთამდე დაგვიანება.

3. სააგენტოში სამუშაო დროის გაცდენად მიიჩნევა სააგენტოში დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო ადგილზე არასაპატიო მიზეზით არყოფნა.

4. სამსახურში გამოუცხადებლობად მიიჩნევა სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა.

5. სამუშაოზე დაგვიანებად, სამუშაო დროის გაცდენად ან/და სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სააგენტოს შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით.

6. თუ დასაქმებულისთვის წინასწარ ცნობილია სამსახურში გამოუცხადებლობის დღეები ან საათები, იგი ვალდებულია, კონკრეტული მიზეზის მითითებით, ამის შესახებ

7

Page 8: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობოს უშუალო უფროსს, ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურებს.

7. თუ დასაქმებული ვერ ახერხებს სამსახურში გამოცხადებას მისთვის წინასწარ უცნობი მიზეზის გამო, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს უშუალო უფროსს, რომელიც აღნიშნულს დაუყოვნებლივ, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურებს. დასაქმებულის მხრიდან შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა შექმნილი გარემოებების გამო, შეუძლებელია სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინება.

8. დასაქმებული ვალდებულია, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, პირადი საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაო დროის გაცდენის თაობაზე აცნობოს უშუალო უფროსს, ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურებს.

9. დასაქმებულს უფლება აქვს წელიწადში 4 სამუშაო დღით, მაგრამ არა ერთმანეთის მიყოლებით, ისარგებლოს დასვენების დღით (day off).

მუხლი 26. სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის აღრიცხვის წესი

1. დასაქმებულთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირება ხორციელდება მართვის ავტომატიზირებული სისტემის - ე.წ. „ტურნიკეტი“-ს გამოყენებით, ხოლო იმ შენობებში სადაც შეუძლებელია მართვის ავტომატიზირებული სისტემის - ე.წ. „ტურნიკეტი“-ს გამოყენება, სპეციალურ აღრიცხვის ჟურნალში ხელმოწერით.

2. ყველა დასაქმებული, გარდა სააგენტოს თავმჯდომარის, „სპეციალისტი (კურიერები)“ და მძღოლისა, ვალდებულია „ტურნიკეტის“ მეშვეობით ყოველ სამუშაო დღეს დააფიქსიროს სამსახურში გამოცხადება და სამსახურიდან გასვლა. სააგენტოს სპეციალისტები (კურიერები) და მძღოლები, აფიქსირებენ მხოლოდ სამსახურში გამოცხადებას.

3. დასაქმებული, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აფიქსირებს სამსახურში გამოცხადებას ან სამსახურიდან გასვლას (მაგალითად, პირადობის ელექტრონული მოწმობის დაზიანების/დაკარგვის ან სხვა მიზეზის გამო), ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე, არა უგვიანეს იმავე სამუშაო დღისა, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობოს უშუალო უფროსს, სააგენტოს შიდა აუდიტისა და ადამინური რესურსების მართვის სამსახურებს.

მუხლი 27. არასამუშაო დროს სამუშაო ადგილზე ყოფნის პირობები1. დასაქმებულის დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე შესვენებისა და სამუშაო

დროის შემდგომ სამუშაო ადგილზე ყოფნა ნებაყოფლობითია, გარდა შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო.

2. დასაქმებულზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმყოფება სამუშაო ადგილზე, ვრცელდება შინაგანაწესით დადგენილი წესები.

თავი V. შრომის ანაზღაურება

მუხლი 28. შრომის ანაზღაურება1. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება (შემდგომში - ხელფასი) ხდება საქართველოს

ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საბანკო დაწესებულებაში გახსნილ დასაქმებულის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით.

2. შრომის ანაზღაურების გაცემა ხდება არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

8

Page 9: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

თავი VI. დასაქმებულის სოციალური გარანტიები

მუხლი 29. დასაქმებულთა ჯანდაცვა1. დასაქმებულს უფლება აქვს დაეზღვიოს ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, თუმცა

სააგენტო უზრუნველყოფს მხოლოდ პარტნიორ სადაზღვევო კომპანიაში (კომპანია, რომელთანაც სააგენტოს დამყარებული აქვს ურთიერთობა) დაზღვეულ დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევას საკუთარი ან დასაქმებულის თანადაფინანსებით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დასაქმებულს ეძლევა ერთჯერადი დახმარება, კერძოდ: მსუბუქი დაზიანებისას 500 ლარის, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 1500 ლარის, ხოლო მძიმე დაზიანებისას 3000 ლარის ოდენობით.

მუხლი 30. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული დასაქმებულის ოჯახის დახმარება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის დაღუპვის შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა ფულადი დახმარება 2000 ლარის ოდენობით.

მუხლი 31. დამატებითი სარგებელი1. შვილის შეძენის შემთხვევაში, დასაქმებულს თითოეულ ბავშვზე შესაძლოა მიეცეს

ერთჯერადი ფულადი დახმარება 625 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელი სააგენტოშია დასაქმებული, აღნიშნული ფულადი დახმარება შესაძლებელია მიეცეს ერთ-ერთ მათგანს.

2. მძიმე ავადმყოფობის დიაგნოზის დასმის, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში, ადამიანური რესურსების მართვისა და აუდიტის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დასაქმებულს შესაძლებელია მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება ამავე კომიტეტის მიერ განსაზღვრუილი ოდენობით.

3. დასაქმებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში - დასაქმებულს, შესაძლოა მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 1250 ლარის ოდენობით.

თავი VII. დასაქმებულთა პროფესიული განვითარება და შეფასება

მუხლი 32. დასაქმებულის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა1. სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებულის დაინტერესება

პროფესიული ზრდის მიმართულებით და მისთვის საჭირო ტრენინგების გამოვლენით.2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული სამსახურების უფროსები,

შეფასების მეთოდების გამოყენებით, ავლენენ დასაქმებულებში გარკვეული უნარების შეძენის/განვითარების საჭიროებებს და ამ უნარების შესაძენად/განსავითარებლად საჭირო ღონისძიებებს.

3. სააგენტოში ხდება დაგროვილი ცოდნის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც გარკვეული ცოდნისა და უნარების მქონე დასაქმებულს ეძლევა ტრენინგებისა ან სემინარების ჩატარების საშუალება.

თავი VIII. ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება

მუხლი 33. ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ

სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო დროს ან რომლის ხანგრძლივობა

9

Page 10: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

სრულწლოვნისათვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის – კვირაში 24 საათს.

2. საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.

3. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების

ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების

ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით.4. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

5. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობის გამოანგარიშებისა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

6. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

თავი IX. შვებულება

მუხლი 34. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში

სულ მცირე 24 სამუშაო დღით.2. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს ეძლევა სააგენტოში

მუშაობის 11 თვიანი მუშაობის შემდეგ. დასაქმებულს, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდე. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ დროს.

3. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ანაზღაურებადი შვებულების ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

4. გამონაკლის შემთხვევებში, დასაქმებულის თანხმობით, შესაძლოა მოხდეს შვებულებაში მყოფი დასაქმებულის სამსახურში გამოძახება. ამ შემთხვევაში, დასაქმებულს ენახება გამოუყენებელი შვებულების დღეები.

5. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

6. სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის ანაზღაურებადი შვებულების მიცემის რიგითობა, რისთვისაც უფლებამოსილია დასაქმებულებს გარკვეული პერიოდებში მოსთხოვოს შვებულებით სარგებლობის სავარაუდო პერიოდის წინასწარ განსაზღვრა, რათა ერთსა და იმავე პერიოდში არ მოხდეს დასაქმებულთა მიერ შვებულებით სარგებლობა და აღნიშნულით სააგენტოს/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული სამსახურის მუშაობის შეფერხება.

მუხლი 35. ანაზღაურების გარეშე შვებულება1. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით

წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.2. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ანაზღაურების გარეშე შვებულების

ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ გამოყენება.3. სააგენტოს უფლება აქვს უარი უთხრას დასაქმებულს 15 კალენდარულ დღეზე მეტი

ხანგრძლივობის ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაზე.10

Page 11: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

4. ანაზღაურების გარეშე შვებულების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ერთი წელი, რომლის განმავლობაში დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი.

მუხლი 36. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.1. დასაქმებულს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა

და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან

ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 37. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამოდასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, მისი მოთხოვნის

საფუძველზე, ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

მუხლი 38. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურება

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დახმარება გაიცემა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი დასაქმებულს აძლევს კომპენსაციას დასაქმებულის ხელფასსა და დახმარებას შორის სხვაობის ოდენობით.

მუხლი 39. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამოდასაქმებულს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს, თავისივე თხოვნით, უწყვეტად

ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

მუხლი 40. სხვა სახის შვებულებები1. სააგენტო ვალდებულია მისცეს დასაქმებულს საქორწინო შვებულება არაუმეტეს

10 სამუშაო დღის ოდენობით, რომელიც დასაქმებულს არ გამოექვითება ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების დღეებიდან.

2. სააგენტო ვალდებულია, ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში, დასაქმებულს მისცეს შვებულება არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ოდენობით. ეს დღეები დასაქმებულს არ გამოექვითება ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულების დღეებიდან.

მუხლი 41. შვებულებაში გასვლის პროცედურა1. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება იწერება შვებულების თარიღამდე

მინიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის სახელზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ობიექტური მიზეზის გამო შეუძლებელია 5 სამუშაო დღით ადრე აღნიშნულის თაობაზე განცხადების წარდგენა. შინაგანაწესის 40-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შვებულების თაობაზე განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნას სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. დასაქმებულს შვებულების განცხადების დაკმაყოფილების მიზნით განცხადებას უვიზებს უშუალო ხელმძღვანელი.

3. დასაქმებული ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე დაასრულოს იმ დროისათვის შესასრულებელი სამუშაო, ასევე, შვებულებაში გასვლამდე უზრუნველყოს

11

Page 12: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა უშუალო უფროსისათვის შესაბამისი ელექტრონული ვერსიების შენახვის ადგილის მითითებით.

თავი X. მივლინება

მუხლი 42. მივლინება1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით

შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი

ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.

3. დასაქმებულის მივლინება ხდება დასაქმებულის ან მისი უშუალო ხელმძღვანელის წერილობით შუამდგომლობის საფუძველზე. შუამდგომლობის წარდგენა ხდება მივლინების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მივლინებისა. დასაქმებულის შუამდგომლობის შემთხვევაში, შუამდგომლობას ავიზებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.

4. შუამდგომლობაში აღწერილი უნდა იყოს მივლინების მიზანი, მივლინების ადგილი და ვადები.

5. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. სამივლინებო თანხის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ტარიფებით.

6. სააგენტო არ ანაზღაურებს მიმღები მხარის მიერ დასაქმებულისათვის მივლინებასთან დაკავშირებით ანაზღაურებულ ხარჯებს.

7. მივლინების თაობაზე ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური დასაქმებულს ავანსის სახით, ან/და განსაკუთრებულ შემთხვევებში, პირველი შესაძლებლობისთანავე, ურიცხავს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების თანხას.

8. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური დასაქმებულს გადასცემს სამივლინებო ფურცელს. მივლინების დასრულებიდან 10 დღის ვადაში, დასაქმებული შევსებულ და ხელმოწერილ სამივლინებო ფურცელს წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.

9. დასაქმებული ვალდებულია ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში სასწავლო, საინფორმაციო და გამოცდილების გაზიარების/შეძენის მიზნით განხორციელებული მივლინების შესახებ.

მუხლი 43. სასწავლო მოვლინებასაჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,

შესაძლებელია დასაქმებული მივლინებულ იქნას სასწავლებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ.

თავი XI. შეთავსება

მუხლი 44. შეთავსება1. არმყოფი დასაქმებულის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებულის არყოფნა გამოიწვევდა სააგენტოს ნორმალური საქმიანობის გართულებას, სააგენტოს თავმჯდომარეს შეუძლია:

ა) არმყოფი დასაქმებულის მოვალეობები შეუთავსოს სხვა დასაქმებულს (მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე) მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი დასაქმებულის მოვალეობანი სხვა დასაქმებულს და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულს, რომელიც ითავსებს სხვა დასაქმებულის მოვალეობებს, ეძლევა არმყოფი

12

Page 13: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ ანაზღაურებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულს, რომელიც ითავსებს სხვა დასაქმებულის მოვალეობებს, ეძლევა არმყოფი დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო.

თავი XII. დასაქმებულის წახალისება და დაწინაურება

მუხლი 45. სამსახურებრივი წახალისების სახეები1. სამსახურებრივი წახალისების სახეებია:ა) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები/ტრენინგები;ბ) შემდგომ სახელფასო საფეხურზე/საფეხურებზე გადანაცვლება;გ) პრემიის გაცემა;დ) მადლობის გამოცხადება;ე) დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა.2. გაწეული საქმიანობისათვის დასაქმებულს უშუალო ხელმძღვანელის ან სააგენტოს

თავმჯდომარის მიერ შესაძლოა საჯაროდ გამოეცხადოს მადლობა. მადლობის გამოცხდება ხდება წერილობითი ფორმით და შეიტანება პირად საქმეში.

3. დასაშვებია დასაქმებულის მიმართ წახალისების რამდენიმე სახის ერთდროულად გამოყენება.

მუხლი 46. დაწინაურება1. დასაქმებული, რომელიც წლის განმავლობაში გამორჩეულად კარგად

შეასრულებს სამუშაოს, შესაძლებელია დაწინაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ სააგენტოში არსებობს ვაკანტური თანამდებობა და დასაქმებული აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.

2. დასაქმებულის კარიერულ განვითარებასა და დაწინაურებისათვის წარდგენაზე პასუხისმგებელია უშუალო ხელმძღვანელი, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელი, რომლებიც დასაქმებულის წერილობითი თანხმობით შუამდგომლობენ მის დაწინაურებაზე.

3. დაუშვებელია დასაქმებულის დაწინაურება დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში.

4. დასაქმებულის დაწინაურების საკითხს აყენებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წინაშე.

5. დასაქმებულის დაწინაურების საკითხს განიხილავს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომელიც დასაბუთებულ დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს.

თავი XIII. შრომითი ურთიერთობის შეჩერება

მუხლი 47. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით

გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) გაფიცვა;ბ) ლოკაუტი;გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში

საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;

13

Page 14: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება

ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში

მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;

ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;

კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც, გარდა შინაგანაწესის 43-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;

ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;მ) ანაზღაურებადი შვებულება.3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით

(გარდა „ბ“ ქვეპუნქტისა) შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 48. შრომითი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო

1. დასაქმებული, რომელიც დროებითი შრომისუუნარობის გამო ვერ ცხადდება სამსახურში, ვალდებულია უშუალო ხელმძღვანელს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ავადმყოფობის/ტრავმის ტიპი; ბ) სამუშაოზე არყოფნის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; გ) გადაუდებელი სამუშაო, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს მის

არყოფნის პერიოდში.2. სამსახურში გამოცხადებისას წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი

დადასტურებული უნდა იყოს უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.

თავი IV. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

მუხლი 49. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები,

რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი

განცხადების საფუძველზე დატოვება;ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის

მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;14

Page 15: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ შინაგანაწესის 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული შვებულება;

კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც გამორიცხავს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას;

ლ) საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;

მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების

შეწყვეტას.2. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას გამოიყენება საქართველოს შრომის

კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული წესი.

მუხლი 50. დასაქმებულის ვალდებულებები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია:ა) დააბრუნოს სააგენტოს ნებისმიერი ქონება, დოკუმენტი და მასალა, რომელიც

ინახება მასთან ელექტრონული ან სხვა ფორმით.ბ) დაუსრულებელი სამუშაო გადააბაროს უშუალო ხელმძღვანელს. ამ მოთხოვნის

დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულს დაეკისრება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც სააგენტოს მიადგა საქმის გადაბარების ვალდებულების დარღვევის გამო.

თავი XV. დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 51. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპები 1. დასაქმებულს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური

პასუხისმგებლობის ზომა (დისციპლინური სახდელი) შეეფარდება, თუ იგი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას.

2. ყველა დასაქმებული თანაბრად აგებს პასუხს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

3. გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღება ერთი დასაქმებულის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოებისას, თანაბრად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა სხვა დასაქმებულთან მიმართებაში.

4. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მიზანი, მოტივი და გარემოებები, შედეგი, რომელიც გამოიწვია ან შეიძლება გამოეწვია დისციპლინურ გადაცდომას.

5. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში, დასაქმებულის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე სახის წახალისების ფორმა, გარდა საყოველთაო სადღესასწაულო პრემიის გაცემისა.

15

Page 16: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

6. დაუშვებელია დასაქმებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, გარდა სამსახურში დაგვიანების გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევებისა.

7. დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, მხედველობაში არ მიიღება გაქარწყლებული ან ვადამდე ადრე მოხსნილი დისციპლინური სახდელი.

მუხლი 52. დისციპლინური გადაცდომადისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება დასაქმებულის მიერ:ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვნად შესრულება ან

მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება;ბ) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ან

სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა;გ) სააგენტოში დასაქმებული პირის ან სააგენტოს დისკრედიტაციისაკენ მიმართული

საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;დ) ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სააგენტოს ნორმალურ

ფუნქციონირებას ან/და სააგენტოს საქმიან რეპუტაციას;ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხმარებლის არაკვალიფიციური,

არასრულყოფილი ან არაეთიკური მომსახურება;ვ) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;ზ) ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების

ქვეშ სამსახურში გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება;თ) სააგენტოსთვის განზრახ ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებივი ზიანის

მიყენება ან არსებითი ზიანის მიყენების საფრთხის შექმნა;ი) სააგენტოს ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;კ) შინაგანაწესის 60-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის

შეუსრულებლობა.

მუხლი 53. დისციპლინური სახდელები 1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დასაქმებულს შეიძლება შეეფარდოს

შემდეგი დისციპლინური სახდელები:ა) სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისათვის ხელფასის დაქვითვა;ბ) შენიშვნა;გ) საყვედური;დ) სასტიკი საყვედური;ე) არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ხელფასის დაქვითვა;ვ) უფრო დაბალ სახელფასო საფეხურზე გადაყვანა;ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.2. დისციპლინური გადაცდომის ერთი შემთხვევისათვის შეიძლება მხოლოდ ერთი

დისციპლინური სახდელის შეფარდება.

მუხლი 54. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება1. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ

გამოყენებულ იქნება ხელფასის დაქვითვა შემდეგი ოდენობებით:ა) თვის განმავლობაში პირველი წუთიდან 15 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში, დასაქმებულს დაექვითება თვიური სახელფასო განაკვეთის 0,8%;ბ) თვის განმავლობაში სამსახურში 15 წუთიდან 30 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში, დასაქმებულს დაექვითება თვიური სახელფასო განაკვეთის 1,5%;გ) თვის განმავლობაში სამსახურში 30 წუთიდან 1 საათამდე დაგვიანების შემთხვევაში, დასაქმებულს დაექვითება თვიური სახელფასო განაკვეთის 3%;დ) თვის განმავლობაში სამსახურში 1 საათიდან 4 საათამდე დაგვიანების შემთხვევაში, დასაქმებულს დაექვითება თვიური სახელფასო განაკვეთის 12%;

ე) თვის განმავლობაში სამსახურში 4 საათი და მეტი დროით დაგვიანების შემთხვევაში, დასაქმებულს დაექვითება თვიური სახელფასო განაკვეთის 20%.

16

Page 17: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას, ხელფასის დაქვითვა ხორციელდება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თვის მომდევნო თვის ხელფასიდან. სამსახურში სისტემატურად დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ღონისძიების სხვა სახეც.

3. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახური ყოველი თვის არა უგვიანეს 10 რიცხვისა სააგენტოს ბუღალტერიას აწვდის ანგარიშს წინა თვის განმავლობაში სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებული თანამშრომლისათვის ხელფასის დაქვითვისა და დასაქვითი ხელფასის ოდენობის თაობაზე. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, სააგენტოს ბუღალტერია უზრუნველყოფს დასაქმებულის ხელფასის დაქვითვას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდებისათვის არ არის სავალდებულო შინაგანაწესის 60-ე და 61-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების ჩატარება.

5. თუ თვის განმავლობაში დასაქმებულის მიერ სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ოდენობა გადააჭარბებს ამავე თვეში არსებული სამუშაო დღეების 50%-ს, აღნიშნული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაზე ტარდება დისციპლინური წარმოება შინაგანაწესის 60-ე და 61-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნულ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები.

მუხლი 55. რეციდივი1. რეციდივი არის დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე

მოხსნამდე დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა.2. რეციდივის შემთხვევაში გამოიყენება იგივე ან იმ დისციპლინურ სახდელზე უფრო

მძიმე სახდელი, რომელიც გამოყენებულ იქნა ამ დისციპლინური გადაცდომის პირველად ჩადენის შემთხვევაში.

3. რეციდივის შემთხვევაში იგივე დისციპლინური სახდელის გამოყენებისას, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს შეიძლება გაუგრძელდეს მანამდე შეფარდებული დისციპლინური სახდელის ვადა, მაგრამ არაუმეტეს შეფარდებული დისციპლინური სახდელის ხანდაზმულობის ვადისა.

4. რეციდივის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის დინება იწყება განმეორებით ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის შეფარდებული დისციპლინური სახდელის დადების დღიდან.

მუხლი 56. დისციპლინური გადაცდომის ხანდაზმულობის ვადა 1. დასაქმებულს არ შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური სახდელი, თუ

დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 (სამი) წელი ან თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ ცნობილი იყო სააგენტოსთვის და მისი ჩადენიდან გასულია 1 (ერთი) წელი. შინაგანაწესის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი დასაქმებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არა უგვიანეს მომდევნო თვისა.

2. დისციპლინური გადაცდომის ხანდაზმულობის ვადის დინება წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისთანავე.

მუხლი 57. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა 1. არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ხელფასის დაქვითვა და უფრო დაბალ

სახელფასო საფეხურზე გადაყვანა დასაქმებულს უქარწყლდება მათი აღსრულებისთანავე.

2. დისციპლინური სახდელი გაქარწყლდება და დასაქმებული მიიჩნევა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ, თუ დასაქმებულს:

ა) შენიშვნის გამოცხადების დღიდან სამი თვის განმავლობაში არ შეეფარდა იგივე ან სხვა დისციპლინური სახდელი;

17

Page 18: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

ბ) საყვედურის შეფარდების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში არ შეეფარდა იგივე ან სხვა დისციპლინური სახდელი;

გ) სასტიკი საყვედურის შეფარდების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა იგივე ან სხვა დისციპლინური სახდელი.

მუხლი 58. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა 1. სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, დასაქმებულის უშუალო

ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნით ან დასაქმებულის ინიციატივით (უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში), დასაქმებულს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური სახდელი, თუ გასულია დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის ნახევარზე მეტი, დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.

2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის დასაქმებულს.

მუხლი 59. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებიდისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია:ა) სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი

ნაკლოვანებები;ბ) ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიღებული განცხადება ან საჩივარი, სხვა

დოკუმენტი ან ცნობა (ინფორმაცია) ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც ქმნის დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს;

გ) ხელმძღვანელის დავალება;დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მუხლი 60. დისციპლინური წარმოება1. დისციპლინურ წარმოებას ატარებს შიდა აუდიტის სამსახური ან საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში - გენერალური ინსეპქცია). 2. შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების

მიმდინარეობის შემთხვევაში, აღნიშნული თანამშრომელი ჩამოშორდება საქმის განხილვას, თუმცა სარგებლობს დისციპლინური წარმოების მასალების გაცნობის, ახსნა-განმარტების წარდგენისა და სხვა დასაქმებულისთვის მინიჭებული უფლებებით.

3. სააგენტოს თავმჯდომარის და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს გენერალური ინსპექცია.

4. დასაქმებულს უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს. მას უნდა მიეცეს გონივრული ვადა ახსნა-განმარტების წარმოსადგენად.

5. დისციპლინური წარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) თვეს იმ დღიდან, როცა უფლებამოსილი პირისათვის წერილობითი ფორმით ცნობილი გახდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობის შემთხვევაში, მისი დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა, შიდა აუდიტის სამსახურის შუამდგომლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 (ორი) თვით.

6. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანო ახსნა-განმარტებას ართმევს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს ან საჭიროების შემთხვევაში განცხადების (საჩივრის) ავტორს. ახსნა-განმარტების წერილობითი ფორმით ჩამორთმევა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირისთვის სავალდებულოა.

7. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, შეამოწმოს საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი მოსაზრებები. ყველა პირი ვალდებულია დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს ყველა მოთხოვნილი

18

Page 19: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

დოკუმენტი/ინფორმაცია, მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში, მისცეს წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება.

მუხლი 61. დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნა და მისი განხილვის შედეგები

1. დისციპლინური წარმოების შემაჯამებელ დოკუმენტს წარმოადგენს შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. დასკვნას ხელს აწერს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და ის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა დისციპლინურ წარმოებას.

2. დასკვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:ა) დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველს;ბ) დისციპლინური წარმოებისას განხორციელებულ ღონისძიებების აღწერას;გ) დისციპლინური წარმოებისას აღმოჩენილი ნაკლოვანების თუ პრობლემის

აღწერას;დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში პასუხისმგებლობის

დაკისრების დასაბუთებას.3. შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და

შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს. ეს წესი არ ვრცელდება შინაგანაწესის 54-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

4. დასკვნის განხილვის შედეგად, სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც:

ა) დადასტურებულად თვლის დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და აკისრებს დისციპლინურ სახდელს;

ბ) დადასტურებულად არ მიიჩნევს დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და წყვეტს დისციპლინურ წარმოებას.

5. დასკვნა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება მათი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის დასაქმებულს და მის უშუალო ხელმძღვანელს.

6. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესი გამოიყენება გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური წარმოების შემთხვევაშიც.

მუხლი 62. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა1. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს

თავმჯდომარეს მიმართავს წერილობით, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე.

2. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოთხოვნას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

მუხლი 63. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება

დასაქმებულს, რომელსაც შეეფარდა დისციპლინური სახდელი, უფლება აქვს სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XVI. დავის განხილვა

მუხლი 64. დავის განხილვა1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის

გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში. მხარეები უნდა შეეცადონ დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.

19

Page 20: მუხლი 21. დასაქმებულის ...sda.gov.ge/wp-content/uploads/2015/04/... · Web viewდანართი საჯარო სამართლის

2. დასაქმებულთა შორის კონფლიქტის ან ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, დასაქმებულს შეუძლია განცხადებით/საჩივრით (ზეპირით ან წერილობით) მიმართოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ან შიდა აუდიტის სამსახურს, რომელიც საჩივარს განიხილავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. განცხადებაში/საჩივარში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მოთხოვნები, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას და სხვა.

4. დავის განხილვისა და გადაწყვეტისას, გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე ან 481 მუხლებით დადგენილი წესი.

5. დასაქმებულთა ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, განცხადება/საჩივარი განსახილველად ეგზავნება შიდა აუდიტის სამსახურს.

თავი XVII. ცვლილების შეტანის წესი

მუხლი 65. ცვლილების შეტანის წესი1. შინაგანაწესში ნებისმიერი ცვლილების შეტანამდე არანაკლებ ერთი კვირით

ადრე, ცვლილების პროექტი, მისი გაცნობის, შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის მიზნით, ეგზავნება ყველა დასაქმებულს.

2. შინაგანაწესში შესატანი ცვლილების პროექტთან დაკავშირებით დასაქმებულთა მიერ გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამომდინარეობენ საქართველოს კანონმდებლობიდან.

3. შინაგანაწესი და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ეგზავნება ყველა დასაქმებულს.

4. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისათვის შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.

20