კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6...

12
2011 კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო პროექტის დირექტორი: ბენჯამინ გრემი მკვლევართა ჯგუფი: მაია ბარამიძე, ამირან ჩანჩიბაძე, ანა გოგოხია, ანასტასია ლაითაძე, გიორგი მექერიშვილი და გიორგი თარხან- მოურავი. პროექტის კონსულტანტები: დავით ქოქიაშვილი, ალექსანდრე კუხიანიძე, მაია მესტვირიშვილი და ანა სეკოვსკა-ლივნი კვლევა განხორციელდა სან დიეგოს, კალი- ფორნიის უნივერსიტეტის წყნარი ოკეანის საერთაშორისო ურთიერთობათა რორის კათედრის დაფინანსებით და საქართველოში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორი- სო ურთიერთობების კვლევის ფონდის მხარ- დაჭერით, ასევე კავკასიის კვლევითი რესურ- სების ცენტრის დამატებითი დახმარებით. გთხოვთ, თქვენი კომენტარებით და კითხვებით მიმართოთ ბენჯამინ გრემს: [email protected] .

Transcript of კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6...

Page 1: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

2011

კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო

პროექტის დირექტორი: ბენჯამინ გრემი

მკვლევართა ჯგუფი: მაია ბარამიძე, ამირან

ჩანჩიბაძე, ანა გოგოხია, ანასტასია ლაითაძე,

გიორგი მექერიშვილი და გიორგი თარხან-

მოურავი.

პროექტის კონსულტანტები: დავით

ქოქიაშვილი, ალექსანდრე კუხიანიძე, მაია

მესტვირიშვილი და ანა სეკოვსკა-ლივნი

კვლევა განხორციელდა სან დიეგოს, კალი-

ფორნიის უნივერსიტეტის წყნარი ოკეანის

საერთაშორისო ურთიერთობათა რორის

კათედრის დაფინანსებით და საქართველოში,

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორი-

სო ურთიერთობების კვლევის ფონდის მხარ-

დაჭერით, ასევე კავკასიის კვლევითი რესურ-

სების ცენტრის დამატებითი დახმარებით.

გთხოვთ, თქვენი კომენტარებით და

კითხვებით მიმართოთ ბენჯამინ გრემს:

[email protected].

Page 2: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

2

კვლევის შესახებ

კვლევა თემაზე - კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო ტარდებოდა 2010 წლის

თებერვალ-ივნისში და გამოკითხვის საშუალებით აფიქსირებდა საქართველოში

მოქმედი 174 უცხოური ფირმის მენეჯერთა და მფლობელთა პასუხებს. ინტერვიუები

მიმდინარეობდა პირისპირ, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე და

გრძელდებოდა დაახლოებით 45 წუთი. განხილული თემატიკა მოიცავდა ფირმის

გეგმებს, მომგებიანობას, საქართველოში ინვესტირების მიზეზებს, 2008 წლის რუსეთ-

საქართველოს ომს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, საქართველოს მთავრობის

სტრატეგიულ კურსს, და ბიზნესის სტრატეგიას, სოციალური კონტაქტების ქსელის

გამოყენების ჩათვლით.

გამოკითხული ფირმები წარმოადგენდნენ შემთხვევითი შერჩევის მაგალითებს იმ

უცხოური ორგანიზაციებიდან, რომლებიც დარეგისტრირდნენ საქართველოში

საქმიანობის განსახორციელებლად 2000 წლის შემდეგ და შეირჩნენ ფინანსთა

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოში მოქმედი ყველა უცხოური

ორგანიზაციის სიიდან. მკვლევარები დაუკავშირდნენ 377 ფირმას, რომელთაგანაც 203-მა

უარი განაცხადა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე.

გამოკითხვაში მონაწილე

ფირმების უმრავლესობა

წარმოადგენდა დასავლეთ

ევროპის ქვეყნებს. დანარჩენ

ნაწილს შეადგენდნენ

ფირმები ყოფილი საბჭოთა

კავშირის მეზობელი

სახელმწიფოებიდან, ასევე

აშშ, ავსტრალია და შუა

აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

სხვა

გამოკითხვაში მონაწილე ფირმების ქვეყნები

დ/ევროპა, აშშ დაავსტრალია

სხვა

ყოფილი საბჭოთაკავშირი

უცნობირეგიონი

შუა აღმოსავლეთი

გამოკითხვაში მონაწილე ფირმების ქვეყნები

დ/ევროპა, აშშ დაავსტრალია

სხვა

ყოფილი საბჭოთაკავშირი

უცნობირეგიონი

შუა აღმოსავლეთი

Page 3: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

3

შესვლის ფორმა

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა (

სულ

169

)

შერწყმა შეძენა პარტნიორობა ახალი ინვესტიცია

შერჩეული ფირმების

უმრავლესობა წარმოადგენდა

მცირე საწარმოს 25-ზე ნაკლები

თანამშრომლით. მათ შორის

უდიდეს ფირმას 1000-ზე მეტი

მომუშავე ყავდა.

გამოკითხვაში მონაწილე

ფირმების 75%-ზე მეტი

საქართველოში ახალი

ინვესტიციის გზით შევიდა,

ანუ ფირმამ ახალი ბიზნესი

დაიწყო საქართველოში,

არსებულ ბიზნესში

მონაწილეობის ან მისი

შესყიდვის მაგივრად.

ფირმების 10%

საქართველოში შევიდა

არსებული ადგილობრივი

ფირმების შესყიდვის

საშუალებით (რაც ასევე

მოიცავს იმ უცხოურ ფირმებს,

რომლებმაც ყოფილი სახელმწიფო

საწარმოები შეისყიდეს).

Page 4: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

4

ქვემოთმოყვანილი გრაფიკი ასახავს ფირმების განაწილებას სექტორების მიხედვით.

მაშინ როცა ბუნებრივი რესურსების სექტორში ზოგიერთი ფირმა ძალიან დიდია,

ზოგადად ორგანიზაციების რიცხვი ამ სექტორში ზომიერია.

საქართველოს კონკურენტული უპირატესობა

ამ გამოკითხვის ერთერთ, ყველაზე უფრო პროგრამულად შესაბამის ამოცანას

წარმოადგენს იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებენ უცხოური

ფირმების არჩევანს საქართველოში ინვესტირების განსახორციელებლად.

რესპონდენტებს თხოვეს განესაზღვრათ ჩამოთვლილი 11 ფაქტორიდან რომლებმა

იმოქმედეს დადებითად ან უარყოფითად საქართველოში ინვესტირების მათ საწყის

გადაწყვეტილებაზე. შემდეგ კი მოეხდინათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორების

რანჟირება. რესპონდენტთა სამმა მეოთხედმა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად

განსაზღვრა საქართველოში ბიზნესის წამოწყების სიმარტივე/სიძნელე, მათი ფირმის

ოჯახური ან/და მეგობრული კავშირები საქართველოსთან, ან საქართველოს

გეოგრაფიული მდებარეობა.

რესპონდენტთა რიცხოვნობა სექტორების მიხედვით

ბუნებრივი

რესურსები

წარმოება საცალო და

საბითუმო ვაჭრობა

მომსახურების

სფერო

უძრავი ქონება

და მშენებლობა

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა (

სულ

169

)

Page 5: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

5

ფაქტორები

1. საქართველოს საგადასახადო განაკვეთები

2. საქართველოს სასამართლო სისტემა

3. საქართველოს ბიზნეს კანონმდებლობა

4. საქართველოში ბიზნესის წამოწყების

სიმარტივე/სიძნელე

5. თქვენი ფირმის ოჯახური ან/და მეგობრული

კავშირები საქართველოსთან

6. შიდა პოლიტიკური სტაბილურობა/

არასტაბილურობა საქართველოში

7. მდგომარეობა სამხრეთ ოსეთსა და

აფხაზეთში

8. თქვენი ფირმის ცოდნის დონე ადგილობრივი

ბიზნეს გარემოს შესახებ საქართველოში

9. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა

10. კვალიფიციური მუშახელით

უზრუნველყოფა საქართველოში

11. შრომის ანაზღაურება საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიურ

ფაქტორთაგან აღმოჩნდა: საქართველოს

საგადასახადო ტარიფები,

შიდაპოლიტიკური სტაბილურობა/

არასტაბილურობა საქართველოში,

მდგომარეობა სამხრეთ ოსეთსა და

აფხაზეთში, ასევე საქართველოში

კვალიფიციური მუშახელით

უზრუნველყოფა.

ამ კითხვის შედეგები იმაზე

მიუთითებს, რომ თუმცა საქართველოს

ბიზნეს კანონმდებლობა საკმაოდ

მიმზიდველად აღიქმება, ამავდროულად

პოლიტიკური არასტაბილურობა,

როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო,

უცხოელი ინვესტორებისათვის მთავარ

პრობლემას წარმოადგენს და აფერხებს

პოტენციურ შემომსვლელებს.

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა (

სულ

115

)

უმნიშვნელოვანესი დადებითი ფაქტორი

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა (

სულ

80)

უმნიშვნელოვანესი უარყოფითი ფაქტორი

Page 6: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

6

საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

რესპონდენტებს ასევე დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა სამთავრობო პოლიტიკის

უკანასკნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც მათ შეხედულებებზე

საქართველოს პოლიტიკის ზოგადი

მიმართულების შესახებ. მათ კითხეს

ეთანხმებოდნენ თუ არა შემდეგ აზრს, რომ

”საქართველოში ბიზნესის საკანონმდებლო

გარემო დადებითი მიმართულებით

ვითარდება”. რესპონდენტთა უმრავლესობას

სჯერა რომ ეს ასეა. თუმცა, ცალკეული

უკანასკნელი რეფორმა აზრთა სხვადასხვაობას

იწვევს.

გამოკითხვაში აქცენტი კერძოდ ორ

რეფორმაზე გაკეთდა: კანონების პაკეტი

სახელწოდებით ”გლობალური კონკურენტუნა-

რიანობა ფინანსურ სექტორში”, რომელიც 2008 წლის აპრილში ამოქმედდა და საბაჟო

რეფორმების პაკეტი, რომელიც 2009 წლის დეკემბრიდან შემოიღეს, 2 თვით ადრე ამ

გამოკითხვის დაწყებამდე. მაშინ როცა ფირმების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ამ რე-

ფორმებს გავლენა არ მოუხდენიათ მათ საინვესტიციო გეგმებზე, იმ ფირმების ნახევარზე

ოდნავ მეტმა, რომლებმაც ფინანსური სექტორის რეფორმის გავლენა განიცადეს, დადე-

ბითი ცვლილებები აღნიშნეს. სამაგიეროდ იმ ფირმებიდან, რომლებსაც საბაჟო რეფორმა

შეეხოთ, ნახევარზე ოდნავ ნაკლებმა იგრძნო ამ რეფორმის დადებითი გავლენა.1

1 ფირმებს ასევე დაუსვეს კითხვა ამ რეფორმების გავლენის შესახებ მათ მომგებიანობაზე და პასუხები

თითქმის იდენტური აღმოჩნდა ინვესტირების გეგმებთან დაკავშირებით გაცემული პასუხებისა.

საკანონმდებლო გარემო ბიზნესისათვის საქართველოში

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

(სუ

ლ 1

51)

1=სრული დაუთანხმებლობა

4=არც თანხმობა, არც დაუთანხმებლობა

7=სრული თანხმობა

1=ძლიერ უარყოფითი გავლენა

4=არც უარყოფითი,

არც დადებითი გავლენა

7=ძალიან დადებითი გავლენა

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

(სუ

ლ 7

7)

1=ძლიერ უარყოფითი გავლენა

4=არც უარყოფითი,

არც დადებითი გავლენა

7=ძალიან დადებითი გავლენა

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

(სუ

ლ 9

2)

გლობალური კონკურენტუნარიანობა ფინანსურ სექტორში: გავლენა ინვესტიციებზე 2009 წლის საბაჟო რეფორმა: გავლენა ინვესტიციებზე

Page 7: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

7

2008 წლის ომი რუსეთ საქართველოს შორის

2008 წელს უცხოური ფირმები საქართველოში ორმაგ კრიზისს უმკლავდებოდნენ:

რუსეთ-საქართველოს ომსა და გლობალურ ფინანსურ კრიზისს. ჩვენ შევძელით

მხოლოდ იმ ფირმებთან გვეწარმოებინა კვლევა, რომლებიც კვლავ ფუნქციონირებდნენ

2010 წლის გაზაფხულზე, ვგულისხმობთ, რომ საშუალება არ გვქონდა გავსაუბრებოდით

იმ ფირმებს, რომლებიც ფაქტიურად გამოეთიშნენ საქმიანობას ამ მოვლენების გამო.

გასაკვირი არაა, რომ თითქმის ყველა შერჩეულმა ფირმამ განაცხადა მათი ნაკლებად

მომგებიანობის შესახებ 2009 წელს 2007 წელთან შედარებით. მაშინ როცა ომმა

თავდაპირველი ზიანი მიაყენა ფირმების მომგებიანობას, გლობალურმა ფინანსურმა

კრიზისმა თავის მხრივ შეაფერხა მათი წვდომა კრედიტებზე საქართველოში

დამატებითი ინვესტირებისათვის.2 ფირმები გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ

კონფლიქტის ხელახალი განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ

თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ შესაძლო მომავალი კონფლიქტის რისკი სერიოზულ

როლს თამაშობდა მათი ბიზნესის გეგმებში.

2 საინტერესოა აღინიშნოს, რომ ორმა ფირმამ, ერთმა ავიაციის, ხოლო მეორემ უსაფრთხოების სფეროდან,

განაცხადა, რომ მათი მომგებიანობა გაიზრდებოდა საქართველო-რუსეთს შორის მომავალი შესაძლო

მწვავე კონფლიქტის პირობებში.

ფინანსური

კრიზისი

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

რომელმა მოვლენამ იქონია უფრო მეტი გავლენა თქვენი

ფირმის მომგებიანობაზე?

რომელმა მოვლენამ იქონია მეტი გავლენა თქვენი ფირმის

საინვესტიციო გეგმებზე?

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

ომი თანაბარი

ეფექტი არცერთ მოვლენას

არ მოუხდენია

გავლენა

თანაბარი

ეფექტი

არცერთ მოვლენას

არ მოუხდენია

გავლენა

ფინანსური

კრიზისი

ომი

Page 8: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

8

სოციალური კონტაქტების როლი ფირმების საქმიანობაში

ამ გამოკითხვამ გვიჩვენა სოციალური კონტაქტების მნიშვნელობა საქართველოში

მოქმედი უცხოური ფირმებისათვის. კვლევა ფოკუსირებული იყო ერთ კერძო

ამოცანაზე, რომელზეც პასუხი უნდა გაეცათ თითქმის ყველა სექტორში მოქმედ

ფირმებს: უძრავი ქონების შეძენა.3 ფირმების საშუალოდ ერთმა მესამედმა განაცხადა

სოციალური კონტაქტების გამოყენების შესახებ უძრავი ქონების დაქირავების ან შეძენისას;

ცალკეული კითხვების საშუალებით ისინი ადასტურებდნენ, რომ ასეთი ურთიერთობები ხელს

უწყობდნენ ქონების მდებარეობასა და ფასზე მოლაპარაკებისას.

3 ამ კითხვის ანალიზისას გამოვტოვეთ ფირმები უძრავი ქონების სექტორიდან.

1=სრულიად შეუძლებელი

4=არც შესაძლებელი, არც

შეუძლებელი

7=სრულიად შესაძლებელი

რამდენად შესაძლებელია მომავალი მწვავე კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

რამდენად მნიშვნელოვანია მწვავე კონფლიქტის შესაძლებლობა

მომავალში თქვენი ფირმის გეგმებისთვის?

1=სრულიად უმნიშვნელო

4=არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო

7=მეტად მნიშვნელოვანი

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

Page 9: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

9

კითხვა 32: დაუქირავებია ან შეუძენია

თუ არა თქვენს ფირმას უძრავი ქონება

მისი ერთერთი მფლობელის ან

მენეჯერის ოჯახის წევრის

დახმარებით?

კითხვა 33: დაუქირავებია ან შეუძენია

თუ არა თქვენს ფირმას უძრავი ქონება

მისი ერთერთი მფლობელის ან

მენეჯერის მეგობრის დახმარებით?

თუ ფირმამ უპასუხა ”დიახ” რომელიმე

ამ შეკითხვათაგანს, გრაფიკზე ეს

ნაჩვენებია ”დიახ” სვეტში მარცხნივ.

რესპონდენტებს თხოვეს შეეფასებინათ სოციალური კონტაქტების საერთო ზემოქმედება

ფირმის მომგებიანობაზე. პასუხები საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

შედარებით ცოტა ფირმამ განაცხადა, რომ ოჯახური კავშირები მნიშვნელოვანია ფირმის

მომგებიანობისათვის, უფრო მეტმა აღნიშნა რომ მეგობრული კონტაქტებია

მნიშვნელოვანი. 27-ე და 28-ე შეკითხვა ეხებოდა ”რამდენად მნიშვნელოვანია

მფლობელთა და მენეჯერთა მეგობრული (ოჯახური) კავშირები თქვენი ფირმის

მომგებიანობის ზრდისათვის?”

სოციალური კონტაქტების გამოყენება უძრავი ქონების

დაქირავება/შეძენისას რ

ესპო

ნდენ

ტთ

ა პრ

ოც

ენტ

ულ

ობ

ა (ს

ულ

143

)

დიახ არა

მეგობრობა და მომგებიანობა ოჯახური კავშირები და მომგებიანობა

1=სრულიად უმნიშვნელო

4=არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო

7=მეტად მნიშვნელოვანი

1=სრულიად უმნიშვნელო

4=არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო

7=მეტად მნიშვნელოვანი

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

(სუ

ლ 1

48)

რეს

პონდ

ენტ

თა

პრო

ცენ

ტუ

ლო

ბა

(სუ

ლ 1

48)

Page 10: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

10

ქართული დიასპორა

ქართულმა დიასპორამ (საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები) 20084 წელს

სამშობლოში ფულადი გზავნილების სახით $730 მილიონი შემოიტანა და საქართველოს

განვითარებაში მნიშვნელოვან ძალად წარმოგვიდგა. ამ პროექტის მიერ დასმული ორი

ძირითადი შეკითხვა იყო: 1) საქართველოში არსებული უცხოური ფირმების რა ნაწილია

ქართული დიასპორის წევრთა მფლობელობაში; და 2) განსხვავდება თუ არა დიასპორის

მფლობელობაში არსებული ფირმების ”ქცევა” სხვა უცხოური ფირმებისაგან.

კვლევისათვის შემთხვევით შერჩეული ფირმების 15 პროცენტმა განაცხადა, რომ სულ

მცირე ერთი მაინც მათი მფლობელთაგანი წარმოადგენდა ქართულ დიასპორას.

დემოგრაფიული თვალსაზრისით დიასპორის წევრთა მფლობელობაში არსებული

ფირმები ძალიან გვანან არა-დიასპორის მფლობელობაში მყოფ მათ ანალოგებს: ზომის,

სექტორების მიხედვით განაწილების, შემოსვლის ხასიათის მსგავსებით. თუმცა კვლევამ

მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც აღმოაჩინა: დიასპორის ფირმები თავიანთ

საქმიანობაში გაცილებით მეტად სარგებლობენ სოციალური კონტაქტებით, ვიდრე არა-

დიასპორის ფირმები.

ეს შედეგები უფრო დეტალურადაა განხილული სამეცნიერო მოხსენებაში

სახელწოდებით ”დიასპორის გავლენა: ფაქტები ფირმების დონეზე”, რომელიც

წარდგენილი იქნება საერთაშორისო კვლევათა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე

მონრეალში, კანადა, 2011 წლის მარტში. ამასთანავე, ქვემოთ მოყვანილია ძირითადი

შედეგების შემაჯამებელი ცხრილი. დიასპორის ფირმებისგან უფრო მეტადაა

მოსალოდნელი განაცხადონ უძრავი ქონების დაქირავება/შეძენისას მეგობრების და

ოჯახის წევრების დახმარებით სარგებლობაზე, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები

მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფირმის მომგებიანობაში და რომ მეგობრობა და

ოჯახური კავშირები საქართველოსთან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მათი

მფლობელების თავდაპირველი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას.

4 მსოფლიო განვითარების მაჩვენებლები, http://databank.worldbank.org/ddp/home.do?Step=12&id=4&CNO=2,

2010 წლის ნოემბერში.

Page 11: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

11

ერთეულები ამ გრაფიკის x ღერძზე წარმოადგენენ სტანდარტულ გადახრებს.

ლურჯი ხაზებით ნაჩვენებია 95 პროცენტიანი სანდოობის ინტერვალები - აქედან

გამომდინარე, ხაზები, რომლებიც არ კვეთენ ნულოვან ნიშნულს, მიუთითებენ

სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებაზე დიასპორის მფლობელობაში არსებულ

ფირმებსა და არა-დიასპორის კუთვნილ უცხოურ ფირმებს შორის.

საშუალო მაჩვენებლების განსხვავება: არა-

დიასპორას საშუალო მაჩვენებელს მინუს დიასპორას

საშუალო მაჩვენებელი

მეგობრების გამოყენება

(უძრავი ქონება)

ოჯახური კავშირების გამოყენება

(უძრავი ქონება)

მეგობრობის სუბიექტური

მნიშვნელობა

ოჯახური კავშირების სუბიექტური

მნიშვნელობა

ინვესტირების

ადგილმდებარეობის

გადაწყვეტილება

Page 12: კაპიტალი და კონფლიქტი: საქართველო · 6 საქართველოს მთავრობა და პოლიტიკა

12

დასკვნები

ამ კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ თუმცა უცხოური ფირმები ზოგადად

დადებითად აღიქვამენ საკანონმდებლო გარემოს საქართველოში, ამავდროულად საკმაოდ

დიდია როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობის რისკი. მფლობელთა და

მენეჯერთა შორის არ არსებობს კონსენსუსი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტის

შესაძლო განახლების თაობაზე, მაგრამ თითქმის ყველა აცხადებს, რომ მომავალი კონფლიქტის

რისკი გავლენას მოახდენს მათ გეგმებზე. როცა საქმე ეხება უცხოურ ინვესტიციებს,

სტაბილურობა უმთავრეს როლს თამაშობს. ასევე აღსანიშნავია, რომ უცხოური ფირმები დიდ

მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფას: კვლევის

შედეგები იმაზე მიგვანიშნებენ, რომ განათლების და პროფესიული სწავლების სფეროებში

ინვესტირებას უკუგების დიდი პოტენციალი გააჩნია უცხოური კაპიტალის მოზიდვის

თვალსაზრისით.

ეს მოხსენება კვლევის შედეგების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოგვიდგენს. დამატებითი

ინფორმაციისათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ზემოთაღნიშნული სამეცნიერო მოხსენება ან

პროექტის დირექტორს მიმართოთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

მოხსენიება და მადლობები:

მადლობა ფირმების ყველა ანონიმურ მფლობელსა და მენეჯერს, რომლებმაც გამონახეს

დრო და მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში, ასევე სამთავრობო მოხელეებს, რომლებმაც

გამონახეს დრო ჩვენთან შესახვედრად და ხელი შეგვიწყვეს ორგანიზაციათა სიების

მოსაპოვებლად. მადლობა ტატა წერეთელს და სალომე კიკვაძეს მთრგმნელობითი

დახმარებისათვის, ასევე პროექტის თანამშრომლებსა და სემინარის მონაწილეებს კავკასიის

კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC), რომლებიც დაგვეხმარნენ გამოკითხვის ტექსტის

დახვეწაში.

ამ დოკუმენტის თავფურცელზე მოთავსებული დონალდ ტრამპისა და მიხეილ

სააკაშვილის ფოტო აღებულია Caucasus Regional News-დან (www.dailygeonews.blogspot.com),

ფოტოგრაფი უცნობია. ტანკების ფოტოგრაფია აღებულია the Boston Globe-დან, დმიტრი

კოსტიუკოვის ფოტო, AFP.