მარნეული 2018 წƒ˜ურიდიული დოკუმ�...მუხლი...

12
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა ქ.მარნეული 2018 წ.

Transcript of მარნეული 2018 წƒ˜ურიდიული დოკუმ�...მუხლი...

  • საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა

    ქ.მარნეული

    2018 წ.

  • სარჩევი მუხლი 1. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა .............................................................................................................. 3 მუხლი 2. შეფასების სტანდარტები .................................................................................................................................... 3 მუხლი 3. შეფასების მიმართულებები ............................................................................................................................... 3 მუხლი 4. შეფასების პროცესი და მექანიზმები ............................................................................................................... 5 მუხლი 5. შეფასების მიზანი ................................................................................................................................................ 6 მუხლი 6. შეფასების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები .............................................................................. 7 1. მონიტორინგის ჯგუფი ............................................................................................................................................... 7 მუხლი 7. მონიტონიგის ჯგუფის მიერ გამოყენებული მეთოდები შედეგების ანალიზისას .................................. 7 2. პრაქტიკული კვლევა ................................................................................................................................................... 8 3. ლოგიკური ჩარჩო ......................................................................................................................................................... 8 4. პრობლემების ხე ......................................................................................................................................................... 10 5. SWOT ანალიზი ............................................................................................................................................................ 11 მუხლი 8. შეფასების და თვითშეფასების ფორმები ....................................................................................................... 12

  • მუხლი 1. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა 1. მარნეულის საზოადოებრივი კოლეჯი (შემდგომში - კოლეჯი), ხარისხის

    გასაუმჯობესებლად ახორციელებს საქმიანობის სიტემატურ შეფასებას.

    2. კოლეჯში მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომლის შედეგებიც

    გამოიყენება სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    3. საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად:

    ა) პროგრამის მიმდინარეობისას;

    ბ) პროგრამის დასრულების შემდეგ.

    4.სასწავლო პროცესის ხარისხის შემოწმების, ხარვეზების გამოვლენისა და ხარისხის

    გაუმჯობესების მიზნით პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე ხორციელდება

    მიღწეული შედეგების შესაბამისობის დადგენა პროგრამის შესაბამის ეტაპზე მოსალოდნელ

    სწავლის შედეგთან.

    5.პროგრამის განხორციელების შეფასება ხდება პროფესიულ სტუდენტთა, პროფესიული

    განათლების მასწავლებელთა/ინსტრუქტორთა გამოკითხვით / ინტერვიუირებით.

    სწავლების ყოველი ეტაპის ბოლოს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების

    შეფასების მიზნით პროფესიულ სტუდენტებს ურიგდებათ მოდულის/კურსის და

    პროფესიული მასწავლებლის/ინსტრუქტორის შეფასების კითხვარი. გამოკითხვის

    შედეგების ანალიზის საფუძველზე ხდება საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება;

    6.ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება დადგენილი პროფესიულ სტანდარტებთან

    კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო პროცესის, პროფესიული

    მასწავლებლის, პრაქტიკის განმხორციელებლის, მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობების

    (ფინანსების), ადამიანური რესურსების, სამსახურების ფუნქციონირების, ხარისხის

    სისტემატური შეფასების გზით.

    7.სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კოლეჯი ამტკიცებს შეფასების

    ფორმებს რომელიც მოიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით ანსაზრვრულ მიმართულებებს;

    მუხლი 2. შეფასების სტანდარტები

    შეფასების სტანდარტები მოცემულია სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე

    აქტებში, კოლეჯის რეგულაციებში და მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო

    პროცესის, პროფესიული მასწავლებლის, პრაქტიკის განმხორციელებლის, მატერიალურ-

    ტექნიკურ შესაძლებლობების (ფინანსების), ადამიანური რესურსების, სამსახურების

    ფუნქციონირების განვითარებაზე ორიენტირებულ მაღალ სტანდარტებს;

    მუხლი 3. შეფასების მიმართულებები 1. სასწავლო პროცესის შეფასება

    სასწავლო პროცესის შეფასება არ გულისხმობს სასწავლო პროცესის კონტროლს.

    მეცადინეობების ჩატარებისა თუ გაცდენის აღრიცხვა არ წარმოადგენს ხარისხის

    უზრუნველყოფის მენეჯერის მოვალეობას. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის

    ძირითადი ამოცანაა, სასწავლო პროცესის შედეგების ანალიზის საფუძველზე დაადგინოს,

    რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობს სწავლება, გამოავლინოს პრობლემები და დასახოს

    მათი აღმოფხვრის გზები. სასწავლო პორცესის უმთავრეს შედეგს და შესაბამისად, მის

  • ყველაზე უფრო ფართოდ აღიარებულ ინდიკატორს პროფესიული სტუდენტების

    აკადემიური მოსწრება წარმოადგენს. ცხადია, აკადემიური მოსწრების ანალიზის გარდა,

    სასწავლო პროცესის შეფასებისას მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილე ყველა მხარის –

    პროფესიული მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და პროფესიული სტუდენტების, რიგ

    შემთხვევებში დამსაქმებლების და კურსდამთავრებულების გამოკითხვა.

    2. პროფესიული სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ანალიზი

    პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრების ანალიზის საფუძველზე

    შესაძლებელია შემდეგი სახის ინფორმაციის მოპოვება:

    ა) საგანმანათლებლო პროგრამისა და ცალკეული მოდულის/კურსების სირთულის ხარისხი;

    ბ) შეფასების გამოყენებული მეთოდების ადეკვატურობა;

    გ) პროფესიული მასწავლებლები პედაგოგიური თვისებები;

    დ) პროფესიული სტუდენტების მომზადების დონე.

    პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრების მონაცემების დამუშავებისას ძალიან

    მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა: შეიძლება გაანალიზდეს პროფესიული

    სტუდენტთა მოსწრება ერთი მოდულის ფარგლებში, მაგრამ საერთო სურათისათვის

    აუცილებელია პროფესიული სტუდენტების ერთი და იგივე ჯგუფის მიერ სხვადასხვა

    მოდულებში მიღებული შეფასებების შედარებითი ანალიზი, სანდო დასკვნების გაკეთებისა

    და მომავალში სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით. ასე მაგალითად,

    თუ აღმოჩნდა, რომ სემესტრის განმავლობაში პროფესიული სტუდენტების უმრავლესობა

    ყველა საგანში იღებს მხოლოდ დადებით შეფასებას, ეს ნიშნავს, რომ მათი პროგრამა

    გაუმართლებლად მარტივია და საჭიროა მისი გართულება, ან მოდულების გადანაწილება

    მათი სირთულის მიხედვით, რათა დაბალანსდეს პროფესიულ სტუდენტთა მიერ

    ასათვისებელი მასალა. პირიქით, თუ პროფესიული სტუდენტთა შეფასება ყველა მოდულში

    დაბალია, მაშინ საჭიროა პროგრამების შესაბამისი ადაპტირება. ხვადასხვა მოდულების

    შეფასებების ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მოდულების დაჯგუფებას მათი

    პროფილის მიხედვით (მაგალითად, უცხო ენაში სტუდენტთა შეფასება ვერ განიხილება

    საკუთრივ სოციალური მოდულების შეფასებასთან ერთად ამ მოდულების აბსოლუტურად

    განსხვავებული პროფილისა და დანიშნულების გამო). მოდულების დაჯგუფებას დიდი

    მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ სტუდენტთა მობილობის პირობებში. ასევე

    მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების რეგულარული დამუშავება სხვადასხვა

    სასწავლო წლების შედეგების შედარების მიზნით, რათა ნათლად გამოჩნდეს პროგრამულ

    დონეზე ან სწავლებისა თუ შეფასების სფეროში განხორციელებული ცვლილებების ეფექტი

    (ან მისი არ არსებობა). ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტთა მოსწრების

    ანალიზი რეგულარულად უნდა ტარდებოდეს ყოველი მოდულის დასრულების ბოლოს და

    მისი შედეგები საჯარო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

    3. პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასება

    პროფესიული მასწავლებლის ხარისხი განისაზღვრება მისი სწავლებისა და პროფესიული

    საქმიანობის გამოცდილებით.

    1.სწავლების კომპეტენცია:

    პროფესიული მასწავლებლის უპირველესი დანიშნულება პროფესიული

    სტუდენტებისათვის ცოდნის გადაცემაა. სწავლების ხარისხის დადგენისათვის

    რეკომენდირებულია შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება:

  • ა) პროგრამის ეფექტურად დაგეგმვისა და შემუშავების უნარი - იგულისხმება სწავლებისა და

    შეფასების ადეკვატური მეთოდების შერჩევა, კურიკულუმის შემუშავებაში მონაწილეობა და

    სხვა;

    ბ) უშუალოდ სწავლების, ანუ ცოდნის გადაცემის, მიწოდების უნარი - იგულისხმება

    პროფესიული სტუდენტების მოტივირება, მოცემული საგნით მათი დაინტერესება,

    პროფესიულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, პროფესიული სტუდენტების

    სამართლიანი შეფასება და სხვა;

    გ) დარგობრივი კომპეტენცია - მოცემული მოდულის ცოდნა, დარგობრივ სფეროში

    მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების ცოდნა, დარგობრივი სფეროს ადგილი სხვა

    დისციპლინებთან მიმართებაში და სხვა;

    დ) მოდულის მართვის უნარი - იგულისხმება მოდულის განხორციელებასთან

    დაკავშირებული ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, როგორიცაა მაგალითად,

    კონსულტაციები.

    2. სწავლების კომპეტენციის შეფასებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი

    მეთოდები:

    - თვითშეფასება

    - შეფასება კოლეგების მიერ

    - შეფასება პროფესიული სტუდენტების მიერ

    - პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრების ანალიზი

    - დასწრება მეცადინეობაზე - ეს მეთოდი გულისხმობს კომპეტენტური და გამოცდილი

    სპეციალისტის არსებობას, ვისაც მიუკერძოებლად შეეძლება ჩატარებული მეცადინეობის

    როგორც პედაგოგიური, ასევე დარგობრივი ასპექტების შეფასება.

    3. პროფესიული საქმიანობის გამოცდილება:

    აქტიური მონაწილეობა პროფესიულ საქმიანობაში აუმჯობესებს სწავლების ხარისხსაც.

    1. პროფესიული საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები:

    ა) შესაბამისი კვალიფიკაცია და მუშაობის გამოცდილება:

    ბ) კარიერური წინსვლა და პროფესიული განვითარება;

    გ) მონაწილეობა პროფესიულ კონფერენციებში - იგულისხმება მოხსენების წარდგენა და არა

    უბრალო დასწრება;

    დ) წევრობა და აქტიური საქმიანობა პროფესიულ ორგანიზაციებში;

    ე) შესაძლოა სწავლებისა და პროფესიული საქმიანობის გარდა მიზანშეწონილად ჩაითვალოს

    სხვა თვისებების შეფასებაც, მაგალითად, როგორიცაა:

    - ნებაყოფლობითი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება - სხვადასხვა სახის

    კომისიებისა თუ საბჭოების წევრობა და მათ მუშაობაში აქტრიური მონაწილეობის მიღება;

    - ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;

    - აქტიური ურთიერთობა დამსაქმებლებთან და სხვა სოციალურ პარტნიორებთან;

    - მუშაობა პროფესიულ სტუდენტთა ხელშემწყობ სტრუქტურებში;

    - და სხვა.

    მუხლი 4. შეფასების პროცესი და მექანიზმები კოლეჯის მისიიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა უნდა

    განსაზღვროს სტრუქტურებისა და პროგრამების შეფასების გრაფიკი, რაც თავის მხრივ,

    გარკვეული პრიორიტეტების გამოკვეთას გულისხმობს. ხარისხის უზრუნველყოფის

  • მენეჯერმა უნდა განსაზღვროს, რისი/ვისი შეფასებაა ამჟამად ყველაზე უფრო

    მნიშვნელოვანი, ანუ საით უნდა იყოს მიმართული მთავარი ძალები.

    ა)შეფასების მოსამზადებელი ეტაპი

    ეს პროცესი თავის მხრივ რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

    - შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა შესაფასებელი ობიექტის მიხედვით;

    - შემფასებლების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მომზადება;

    - შეფასების პროცედურის შემუშავება;

    - შეფასების შედეგების ანალიზის ფორმის შემუშავება;

    - შეფასების შედეგების გამოქვეყნების/პრეზენტაციის წესის შემუშავება.

    მუხლი 5. შეფასების მიზანი

    შეფასების სტრატეგია ეფუძნება სწავლა-სწავლების ძირითად პრინციპებს,

    საგანმანათლებლო სფეროში არსებულ სხვა ნორმატიულ თუ საკანონმდებლო აქტებს.

    შეფასების სტრატეგია მუშავდება ყოველი წლის ბოლოს, არსებული კვლევისა და პროცესის

    შეფასების შედეგებიდან გამომდინარე. მონიტორინგი პროცესის ცალმხრივად ან

    გლობალურად შეფასებას ახდენს. ამიტომ კოლეჯი შეიმუშავებს მრავალმხრივი შეფასების

    სისტემას, რომელიც იძლევა მდგომარეობის სხვადასხვა კუთხით გაანალიზების

    საშუალებას. მრავალმხრივი შეფასების მეთოდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწავლების

    შედეგების შეფასებას. შეფასების ნაწილებია:

    ადმინისტრაციის შეფასება;

    პროფესიული მასწავლებლების შეფასება;

    პროფესიული სტუდენტის შეფასება;

    სასწავლო პროცესის შეფასება;

    სასწავლო გარემოს შეფასება;

    თვითშეფასება;

    კვლევა.

    სასწავლო პროცესის შეფასებას პროფესიული სტუდენტის მიერ, შეფასების სხვა მეთოდებთან

    შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს მიდგომა პროფესიულ სტუდენტზე

    ორიენტირებული და სასწავლო პროცესისა და პროფესიულ სტუდენტთა საჭიროებების

    ერთმანეთთან შესაბამისობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, საყოველთაოდ

    აღიარებულია, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის შეფასება, ზოგადად,

    ზრდის მათ ჩართულობას აკადემიურ ცხოვრებაში. პროფესიული სტუდენტების მიერ სასწავლო

    პროცესის შეფასებას ბევრი სხვა სარგებელიც მოაქვს. პროფესიულ სტუდენტების შეფასებაზე

    მუშაობისას უვითარდებათ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცა ააზრის გამოხატვისა და

    მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების უნარი; ისინი გაცილებით ანალიტიკურები ხდებიან და

    ეზრდება თთვითშეფასების განცდა. ამასთანავე, შეფასების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა

    ჩართვა პროფესიულ მასწავლებელსა და პროფესიულ სტუდენტებს შორის პროფესიონალურ

    ურთიერთობებს და კომუნიკაციას აუმჯობესებს; პროფესიულ მასწავლებელს კი საშუალებას აძლევს,

  • უკეთ გაიცნოს პროფესიული სტუდენტები, შეიტყოს მათი მოსაზრებების, საჭიროებების და

    ინტერესის სფეროების შესახებ.

    სასწავლო პროცესის ჯანსაღად მიმდინარეობისათვის აუცილებელია პროცესი შეფასდეს იმ

    ადამიანების მიერ, რომლებიც უშუალოდ მასში მონაწილეობენ. ეს საშუალებას იძლევა შეიქმნას

    საერთო სურათი და პროცესი შეფასდეს მთლიანი სურათის მიხედვით და არა მხოლოდ

    ადმიისტრაციის თვალთახედვით.

    მუხლი 6. შეფასების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები

    1. მონიტორინგის ჯგუფი კოლეჯში სასწავლო პროცესის შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესს გეგმავს და

    ზედამხედველობას უწევს შიდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ხარისხის

    უზრუნველყოფის მენეჯერი. ჯგუფი შედგება ყველა პროგრამის თითო წარმომადგენელისგან. იგი

    შეიმუშავებს:

    სამუშაო გეგმასა და განრიგს;

    შეფასების და დაკვირვების ფორმებს;

    ამუშავებს შეფასების სტრატეგიის დოკუმენტს;

    აფასებს თემატურ და სასწავლო გეგმებს;

    ამუშავებს პროფესიულ მასწავლებლის შეფასების სტრატეგიებს;

    შეიმუშავეს კითხვარებს პროფესიული სტუდენტების, პროფესიული

    მასწავლებლებისა/ინსტრუქტორების და მშობლებისათვის;

    ამუშავებს სასწავლო პროცესის შეფასების სტრატეგიებს;

    მონიტორინგს უწევს შეფასების პროცესის მიმდინარეობას;

    აჯამებს და აანალიზებს მიღებულ შედეგებს;

    შედეგებიდან გამომდინარე სთავაზობს კოლეჯის ადმინისტრაციას რეკომენდაციებს;

    შეფასებაში კოლეჯის საზოგადოების ჩართულობა ხელს უწყობს სწავლების ხარისხის

    გაუმჯობესებას. პროფესიული მასწავლებლების აზრის გათვალისწინება დადებითად აისახება

    სწავლა-სწავლების პროცესზე, ვინაიდან შეფასება აღქმული იქნება როგორც პროფესიული

    განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. გარდა ამისა, მონიტორინგის ჯგუფი განივითარებს კვლევის

    უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარებათ როგორც პროფესიულ განვითარებაში, ასევე სასწავლო პროცესის

    უკეთ დაგეგმვასა და პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების ანალიზში. განსაკუთრებული

    მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული სტუდენტის და პროფესიული მასწავლებლის მიერ პროცესის

    შეფასებას.

    მუხლი 7. მონიტონიგის ჯგუფის მიერ გამოყენებული მეთოდები შედეგების

    ანალიზისას

  • 1. მონიტონიგნის ჯგუფი შედეგების ანალიზის, პრობლემის გამოკვლევის, პრობლემის

    გადაჭრის და შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართვს. ესენია:

    პრაქტიკული კვლევა;

    SWOT ანალიზი;

    ლოგიკური ჩარჩო;

    პრობლემების ხე;

    2. პრაქტიკული კვლევა

    პრაქტიკული კვლევა კვლევის მეთოდებს შორის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია, როცა

    საქმე ორგანიზაციას და მასში არსებული პრობლემების გადაჭრას ეხება. იგი გულისხმობს

    პრობლემის დიაგნოსტირებას და მისი მოგვარების გზების ძიებას იმ პირების მიერ, რომლებიც

    ორგანიზაციას წარმოადგენენ და უშუალოდ ეხებათ ეს პრობლემა. კვლევის დროს გამოიყენება

    კვლევის მეთოდები:

    რაოდენობრივი ან თვისებრივი;

    არსებული მდგომარეობის ანალიზი;

    ლიტერატურის მოძიება/დამუშავება;

    კითხავრის, ფოკუს-ჯგუფის და სხვა მეთოდების გამოყენება;

    მეორადი მონაცემების ანალიზი;

    მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

    დასკვნა.

    პრობლემის შემთხვევაში იკრიბება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უშუალოდ ეხება არსებული

    მდგომარეობა. ჯგუფი შეკრებების სიხშირეს გადაწყვეტს თავად. ზემოთ მითითებული

    მეთოდების გამოყენებით ატარებს პრაქტიკულ კვლევას და გეგმავს ინტერვენციას - პრობლემის

    გადაჭრის ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებას. ინტერვენციის შემდეგ ადარებს მიღებულ და

    პირვენდელ შედეგებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე ასკვნის, რამდენად ეფექტური იყო

    ჯგუფის მიერ არჩეული პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა.

    პრაქტიკული კვლევა ფართოდ გამოიყენება დიდ და მცირე ორგანიზაციებში და დღეს ძალიან

    აქტუალურია საგანმანათლებლო სფეროში, ვინაიდან იგი თავის თავში მოიცავს პრობლემის

    ანალიზს, მიზეზების კვლევას, ინტერვენციის დაგეგმვა/განხორციელებას და შედეგების

    შეფასებას. კვლევის ეს მეთოდი შემუშავდა მეოცე საუკუნის დასაწყისში და თანდათან უფრო

    მეტად პოპულარული ხდება. მის ერთ-ერთ დადებით თვისებად შეიძლება დასახელდეს მისი

    ეფექტურობა. შედეგები არის კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებული და შესაბამისად

    პრობლემის გადაჭრის გზებიც მოძებნილია. აქედან გამომდინარე შეფასების პროცესში ამ

    მეთოდის გამოყენება დადებითი შედეგების მომტანია სკოლისათვის.

    3. ლოგიკური ჩარჩო

  • აღნიშნული მიდგომა ფართოდ გამოიყენება პრობლემის ანალიზის და გადაჭრის გზების

    მიებისას მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მისი მიზანია პროცესის პრიორიტეტების

    , შედეგების და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა სტრუქტურირებული და ლოგიკური

    მიდგომების გამოყენებით. აუცილებელ ნაწილებს წარმოადგენენ სხვადსხვა რესურსების ნაკრები,

    რომელიც გამოყენება პროცესის დასაგეგმად, შესასრულებლად და შესაფასებლად. ბოლო

    ნაწილია მიზანზე ფოკუსირებული მიდგომა , რაც საშუალებას იძლევა მოკლე პერიოდში მოხდეს

    მიზნის მისაღწევად საშირო რესურსების გათვლა, კრიტიკული ფაქტორების გამოშკარავება და

    გარემოს შეფასება.

    ლოგიკური ჩარჩო წარმოდგენილია ცხრილის სახით, რომლის შემადგენელი ნაწილებია:

    შესაძლებლობებისა და შედგების სტრუქტურა - ზე-მიზანი და მიზნები;

    ინდიკატორების ჩამონათვალი და მათი დადასტურების წყარი - ზე-მიზნებთან

    დაკავშირებული კომპონენტი;

    დაშვებები - რა პირობა უნდა შესრულდეს ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასასვლელად;

    პროექტის

    აღწერილობა

    ინდიკატორები დამდასტურებელი

    წყარო

    დაშვებები

    ზე-მიზანი

    როგორ უნდა

    მიხდეს ზე-მიზნის

    მიღწევის გაზომვა?

    როგორ უნდა

    მოხდეს საჭირო

    ინფორმაციის

    მოგროვება? როდის?

    ვის მიერ?

    მიზანი

    როგორ უნდა

    მოხდეს მიზნის

    მიღწევის გაზომვა?

    თუ მიზანი

    მიღწეულია რა

    დაშვებები უნდა

    გამართლდეს, რომ

    ზე- მიზანი იქნეს

    მიღწეული?

    შედეგები

    როგორ უნდა

    მოხდეს შედეგების

    გაზომვა-

    დადასტურება?

    თუ შედეგი სახეზეა

    რა დაშვებები უნდა

    გამართლდეს, რომ

    მიზანი იქნეს

    მიღწეული?

    ღონისძიებები

    თუ შესაბამისი

    ღონისძიებები

    გატარებული იქნა,

    რა დაშვებები უნდა

    გამართლდეს, რომ

    მიზანი იქნეს

    მიღწეული?

  • ლოგიკური ჩარჩოს აღნიშნული ცხრილი არის ზოგადი და მოიცავ მის უმთავრეს ეტაპებს ცხრილის

    სახით. უფრო კონკრეტულად კი:

    ლოგიკური ჩარჩო

    შეფასების/შემოწმების

    ინდიკატორები

    შეფასების/შემოწმების

    წყაროები

    რისკები

    (არსებობის

    შემთხვევაში)

    პროექტის მიზნები:

    მოსალოდნელი

    შედეგები:

    საქმიანობები:

    4. პრობლემების ხე

    აღნიშნული მეთოდი ეხმარება ორგანიზაციას პრობლემების იდენტიფიცირებაში. სამუშაო

    ჯგუფი გამოყოფს მტავარ პრობლემას და შემდგომ მისგან გამომდინარე სხვა პრობლემების.

    შესაძლებელი აღმოჩნდეს, რომ ჩვენს მიერ თავდაპირველად დასახელებული პრობლემა არის უფრო

    დიდი პრობლემის მიერ გამოწვეული შედეგი და არა თავისთავად წარმოქმილი რამ. პრობლემების

    იდენტიფიცირების შემდეგ ორგანიზაცია ირჩევს მისი მოგვარების მეთოდებს.

  • 5. SWOT ანალიზი

    სკოლის ძლიერი მხარეები

    სკოლის სუსტი მხარეები

    სკოლის შესაძლებლობები

    სკოლის საფრთხეები

    მთავარ იპრობლე

    მა

    პრობლემა2

    პრობლემა3

    პრობლემა1

    პრობლემა4

  • პრობლემის ანალიზის აღნიშნული მეთოდი სკოლა ეხმარება განსაზღვრობს საკუთარი

    ძლიერი და სუსტი მხარეები, ამადროულად ანალიზი გაუკეთოს შესაძლებლობებსა და საფრთხეებს.

    აღნიშნული მეთოდი ყველაზე ხშირად გამოიყენება პროცესის შეფასების დროს, რაც გამოწვეული

    მისი სტრუქტურის სიმარტივით.

    მონიტორინგის ჯგუფი პროცესის შეასების და პრობლემის ანალიზის მეთოდებიდან გამოიყენებს

    ერთ-ერთს რომელიც ყველაზე ადეკვატური იქნება მოცემულ სიტუაციაში. მონიტორინგის ჯგუფი

    ხელმძღვანელთა ერთად თავად გადაწყვეს რომელი მეთოდი გამოიყენოს. გრძელვადიანი მიზნების

    დროს რეკომენდირებულის პრაქტიკული კვლევისა და ლოგიკური ჩარჩოს გამოყენება.

    მოკლევადიანი მიზნების და პრობლემების იდენტიფიცირებისას SWOT ანალიზი და პრობლემების

    ხე უფროა მიზანშეწონილი.

    მუხლი 8. შეფასების და თვითშეფასების ფორმები

    სასწავლო წლის დასაწყისში, მონიტორინგის ჯგუფი განიხილავს გასული სასწავლო წლის

    ბოლოს ჩატარებული კვლევის/გამოკითხვის შედეგებს, ახდენს პრობლემების იდნეტიციფირებას და

    გეგმავს ახალ სასწავლო წლის მუშაობის სტრატეგიას. სამუშაო გეგმასა და განრიგს ამტკიცებს

    ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის წარდგინებით კოლეჯის დირექტორი. მონიტორინგის

    ჯგუფი განიხილავს და ამუშავებს სხვადასხვა შეფასების ფორმებს/კითხვარებს, კერძოდ:

    პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული მასწავლებლის/ინსტრუქტორის

    შეფასების ფორმა/კითხვარი;

    პროფესიული სტუდენტის მიერ პრაქტიკის ობიექტის შეფასების ფორმა/კითხვარი;

    მოდულის შეფასების ფორმა/კითხვარი;

    სწავლების პროცესის შეფასების ფორმა/კითხვარი;

    კოლეჯის ადმინისტრაციის შეფასების ფორმა/კითხვარი;

    აღნიშნული შეფასების და თვითშეფასების ფორმები, კოლეჯის მიერ გამოყენებული სხვა

    შეფასების ფორმები, კვლევის შედეგები, მეორადი მონაცემების ანალიზი წარმოადგენს შეფასების და

    მონიტორინგის პროცესის ერთობლიობას.