კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“...

12
კკკკკკკკკკკ: ,,კკკკკკკ კკკკკკკკკკ” ,,კ კ კ კ კ კ“ კკკკკკკ კკკკკკ კკკკკ. კკკკკკკკკკკკ :კკკკკკ კკკკკკ, კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ: კკკკ კკკკკკკკკკ 28.05.2014 კ.

Transcript of კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“...

Page 1: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

კონფერენცია: ,,მოვიარე საქართველო”

,,კ ა ხ ე თ ი“ყულარის საჯარო სკოლა.პრეზენტატორი :ფიდანა ალიევა,პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ნარიმანიძე28.05.2014 წ.

Page 2: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

კახეთი კახეთი ერთ-ერთი დიდი

და ისტორიული რეგიონია აღმოსავლეთ საქართველოში.

კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა: გარე კახეთი, ქიზიყი, შიგნიკახეთი, გაღმამხარი.

მოიცავს შემდეგ რაიონებს:საგარეჯო,გურჯაანი, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი და დედოფლის წყარო.

Page 3: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

კახეთში ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნებაა, აქ გვხვდება სუბტროპიკული და სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია.

ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ.

კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.

Page 4: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

ყურძენი და ღვინო კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ.

VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო - ვაზის სამშობლოა.

მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.

ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩადის - იქ ღვინდება და ინახება.

Page 5: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

ცნობილი ღვინოები და ჯილდოები კახური ღვინოების სახელწოდება,

ძირითადად, ადგილის სახელწოდებიდან მომდინარეობს:ყვარლის, მანავის მწვანე, წინანდალი, მუკუზანი, ტიბაანი

ამჟამად ღვინის მრეწველობაში ძირითადად რქაწითელისა და საფერავის ყურძნის ჯიშები გამოიყენება, მას მრავალი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე.

ყოველი წლის შემოდგომაზე, ყურძნის კრეფის - რთველი დასრულებისას იმართება "ღვინის ფესტივალი" - სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და ქართული კერძებით.

Page 6: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

ბადაგი და ჩურჩხელა ამოთხრიდნენ პატარა ორმოს,

რომელშიც ანთებდნენ ცეცხლს. ორმოს აფარებდნენ თუნუქის ფურცელს, აფენდნენ ლეღვის ფოთლებს, სველ ნაცარს და ზედ ადგამდნენ თათარისთვის განკუთვნილ სპილენძის ქვაბს.

სპილენძის ქვაბში ჩასხმულ ბადაგში უნდა ,,უკიდებდნენ” ფქვილს (ლიტრაზე 2 ,,თლილი” ჭიქა) და ადუღებდნენ მუდმივი მორევით( ხის დიდი კოვზით).

დამტვრეულ კაკალს, აბნევენ ,,ნართ” ძაფზე , მაღლა ყუნწს უკეთებენ და ავლებენ თათარაში ხის დიდი კოვზის დახმარებით. გავლებულ ჩურჩხელას კიდებენ ხის გრძელ ჯოხზე .

Page 7: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

დედას პური ქიზიყი, კერძოდ კი შირაქი მუდამ პურის

ბეღელს წარმოადგენდა. აქ მოჰყავდათ ისეთი განთქმული

პურეული ჯიშები, როგორიც არის: დოლის პური, დიკა, დოლჭვავი, ქერ-ჭრელი.

ყოველთვის გამოირჩევა ქიზიყში გავრცელებული პურის ცხობა-დაკვრის ხალხური წეს-ჩვეულებები.

ფქვილს ატარებენ სამტკიცში, ცომის მოსაზელად იხმარება ხაშიც.

ქიზიყელები ცომს ვარცლში ზელავენ მუშტებით მანამ, სანამ ცომი ხელს აღარ მიეკვრება. იქვე ჰკიდია კინჭოტი, მოსასმელი ტილო, წინსაფარი და პაჭიჭი, რომელსაც ხელზე იკეთებენ, რათა თონეში პურის ჩაკვრისას მკლავი არ დაეწვათ.

Page 8: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

ნიკო ფიროსმანი

Page 9: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

ლეგენდარული მომღერალი- ჰამლეტ გონაშვილი

“საქართველოს ბულბული”-კახეთში, მირზაანში დაიბადა. მას საოცარი ხმა ჰქონდა.

მიხეილ კვესელავა იყო მისი ნიჭის პირველი აღმომჩენი.მას შემდეგ არაერთხელ გაუოცებია ქართველი თუ უცხოელი მსმენელი. ესპანეთში, ფოლკლორული ანსამბლების მსოფლიო ფესტივალზე, სასტუმროში, გვიან ღამით ასულან შოტლანდიური ანსამბლის წევრები, თურმე ყელზე ხელს უსვამდნენ, ეფერებოდნენ, მთელი ღამე ამღერებდნენ და ჯადოსნური ჰანგებით ტკბებოდნენ.

-იაპონიაში ყველა ქვეყნის მომღერლები იყვნენ ჩამოსულები, მათ ნამღერ სიმღერებს რობოტი იმეორებდა, ქართველებმა -შენ ხარ ვენახი- რომ იმღერეს, რობოტმა ჯერ ნაპერწკლები ყარა, შემდეგ კი სულმთლად დაიშალაო...- იხსენებდა მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე

მისი სიმღერებიდან აღსანიშნავია: "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს". გონაშვილის შესრულებული “ჩაკრულო” კოსმოსში გაიგზავნა .

Page 10: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი,ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი...

ალავერდი იყალთო

Page 11: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

დავით გარეჯი წინანდალი

Page 12: კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი

გმადლობთ ყურადღებისთვის!