კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ -...

13
ყყყყყყყ ყყყ. ყყყყყ ყყყყყყყყყყყ „ყყყყყყყ ყყყყყყყყყყ“ ყყყყყყყყ. 2014 ყ. 28 ყყყყყ. IX ყყ. - ყყყყყყ ყყყყყყყყ. X ყყ. ყყყყყყყ ყყყყყყყყ. X ყყ. ყყყყყყყ ყყყყყყყყ. ყყყყყყყყყყყყ: ყყყყ ყყყყყყყყყყ. ყყყყყ

Transcript of კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ -...

Page 1: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

ყულარის საჯ. სკოლაკონფერენცია „მოვიარე საქართველო“

მარნეული. 2014 წ. 28 მაისი.IX კლ. - სიმნაზ ხალილოვა.X კლ. მინავარ მამედოვა.

X კლ. თუნზალა ოსმანოვა.ხელმძღვანელი: ლალი ნარიმანიძე.

აჭარა

Page 2: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

აჭარა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა და ქვემო აჭარა. აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.

მდებარეობა

Page 3: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

აჭარა ისტორიულ წყაროებშისახელწოდება აჭარა მე-

7 საუკუნიდან გვხვდება.  მე-11 საუკუნიდან ის ერთიანი საქართველოს ნაწილია.   მე-16  საუკუნეში  აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და ის მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გათავისუფლადა.

Page 4: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

აჭარა საქართველოს რუკაზეამ პერიოდში

ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში შევიდა 1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს.

Page 5: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

აჭარის ღირსშესანიშნაობებიაგონიოს ციხე (II ს.), პეტრა ქაჯეთის ციხე (VI

ს.), ვერნევის დარბაზული

ეკლესია (XI ს.),თხილვალის დარბაზული

ეკლესია (შუა საუკ.),სხალთის დარბაზული

ეკლესია(XIII ს.), ხულოს ციხე (შუა საუკ.),შუახევის ციხე (შუა

საუკ.), 

ბათუმის მეჩეთიღორჯომის მეჩეთიხიდები (მახუნცეთი, დანდალო, კობალაური, კოკოლეთი, მესხიქედი, ფურტიო, ცხენკანი), ბათუმის

ბოტანიკური ბაღი

Page 6: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

ქრისტიანობა და ისლამი აჭარაშიაჭარა საინტერესოა

იმით, რომ აქ ქრისტიანული და მუსლიმური კულტურა ერთად თანაარსებობს. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ზოგიერთ ისლამურ ძეგლზე.

ასეთია, ძველი ხის მეჩეთები აჭარის მაღალმთიანეთში. მაგ. ღორჯომის მეჩეთი, რომელსაც ამშვენებს ხის ორნამენეტები. ხეში ამოჭრილი ვაზის ჩუქურთმები.

Page 7: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

ბათუმის მეჩეთიბათუმის

მეჩეთი ,,ორთა ჯამე” 1886 წელს "ასლან-ბეგ" ხიმშიაშვილის დედის შესაწირი თანხით აშენდა. იგი ორ მეჩეთს შორის იყო მოქცეული და სწორედ, აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდება.

Page 8: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

სამზარეულოკულინარიას,

საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში. კერძების მიხედვით შეიძლება გავიგოთ, როდის, რა პროდუქტი შემოვიდა ამ ქვეყანაში.

კვების რა კულტურა არსებობს, რომელ ქვეყანასთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი და რა გავლენა მოახდინეს მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის სამზარეულოზე.

Page 9: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

აჭარული კერძები როცა ვამბობთ აჭარული

სამზარეულო, ყველას მაშინვე აჭარული ხაჭაპური ახსენდება. აჭარული ხაჭაპური მთელს საქართველოში ძალიან პოპულარულია. მას საქართველოს ყველა რესტორანსა და კაფეში შემოგთავაზებენ. აჭარა ძალიან მდიდარია გემრიელი კერძებით, მაგალითად აჩმა, ბორანო, ბაქლავა, ვაზის ფოთლის ტოლმა.

საინტერესოა, რომ აზერბაიჯანულ სამზარეულოშიც არის კერძები ამ სახელწოდებით. ჩვენც ძალიან გვიყვარს ბაქლავა და ფოთლების ტოლმა. ძალიან საინტერესოა, რომ ქართულ, თურქულ და აზერბაიჯანულ სამზარეულოში არის ბევრი ერთნაირი კერძი. ეს ჩვენი ახლო ისტორიული ურთიერთობის გავლენაა.

Page 10: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

.აჭარული კერძები

გამოირჩევა თავისი გემოთი და ნოყიერებით. მშრომელი აჭარლები გემრიელედ იკვებებიან. მაგრამ მაინც გამხდრები და მოქნილები არიან. მათი სილამაზე და ენერგია კარგად ჩანს აჭარულ ცეკვებში.

აჭარული ცეკვა მთელ მსოფლიოში იმსახურებს მოწონებას. თუ ააჭარული საჭმელები არ გიჭამიათ, მაშინ თქვენ არ იცით, რა არის აჭარა.

Page 11: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

ბათუმიახლა გვინდა

გესაუბროთ ბათუმზე. ბათუმი აჭარის ულამაზესი ქალაქია. დღეს საქართველოში ჩამოსული ტურისტები აუცილებლად მიდიან ბათუმში. ქალაქი განსაკუთრებით გალამაზდა ბოლო წლებში. ის შავი ზღვის მარგალიტია. ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ახალი ბათუმის ნახვის შემდეგ.

ბათუმში აშენდა ახალი სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და საცხოვრებელი სახლები. გალამაზდა ქუჩები, ხეივნები და გაიზარდა ბულვარი. ჩვენი ოცნებაა მოვინახულოთ ბათუმი და დავისვენოთ შავ ზღვაზე.

მანამდე გვინდა შემოგთავაზოთ ფოტო კოლაჟი, რომლის მიხედვითაც წარმოდგენა გექნებათ როგორია ბათუმი დღეს. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოგეწონებათ ბათუმი.

Page 12: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

მოვიაროთ საქართველო და მოგზაურობა დავიწყოთ ბათუმიდან!

Page 13: კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა

მადლობა ყურადღებისთვის!

შევხვდებით აჭარაში