iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს...

43
ბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბბ (ბბბბბბბბბბბ, ბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბ) ბბბბბბბბ 2016-2017 ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ: ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბ (ბბბბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბ ბბბბბ, ბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბბბბბბბბბ*) (ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ) *ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ: ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ/ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ/ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბ/ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ: 240 ბბბბბბბ (60 ბბბბბბბ - ბბბბბბ ბბბბბბ, 120 ბბბბბბბ - ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ, 60 ბბბბბბბ - ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ /ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ) ბბბბბბბბბ ბბბბბბ: ბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ, ბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბ; ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბ ბბ ბბბბ-ბბბბბბბ. ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბ, ბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბ. ბბბბბბბ ბბბბბბბბ: კკკკკკკკკკკკ - კკკკკკკკკკ ბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ: ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ; ბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ; ბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ, ბბბბბბბბბბბ, ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბ, ბბბბბბბბბ-ბბბბბბბბბბბბ, ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბ ბბბბ ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ; ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბ; ბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბბბ. ბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბ: ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ; ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბ ბბბბბბბ ბბბბბ ბბ ბბბბბ ბბბბბბ; ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ, ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბ, ბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ; ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ, ბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბ; ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ. კკკკკკკკკკკკ - კკკკკკკ კკ კკკკკკკკკ კკკკკ 1

Transcript of iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს...

Page 1: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

საბაკალავრო პროგრამებისაბაკალავრო პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი, სპორტის მენეჯმენტი*) (ძირითადი სპეციალობა)

*საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სპორტის მენეჯმენტის კონცენტრაციაზე მიღება არ ცხადდებამისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში/ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში/ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში/ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი სპორტშიპროგრამის მოცულობა კრედიტებში: 240 კრედიტი (60 კრედიტი - ზოგადი მოდული, 120 კრედიტი - ძირითადი სპეციალობა, 60 კრედიტი - დამატებითი სპეციალობა /თავისუფალი კომპონენტი)

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ბიზნესპროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტიან ადმინისტრირებას; რომელსაც შესწავლილი ექნება მმართველობითი საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ექნება აქვს პროფესიული კარიერისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა უზრუნველყოფს იმ სტუდენტების განათლებასა და მომზადებას, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში მართავენ ორგანიზაციებსა და საწარმოებს და მიზნად ისახავენ მოგების მიღებას.

სწავლის შედეგები: კონცენტრაცია - მენეჯმენტი ცოდნა და გაცნობიერებასტუდენტს ეცოდინება:

● მართვის მეცნიერების ძირითადი თეორიები და კონცეფციები;● ზოგადი მენეჯმენტის სფეროს აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული საკითხები; ● სტრატეგიული და ოპერაციული მენეჯმენტის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის,

საფინანსო-საინვესტიციო, საინფორმაციო სისტემებისა და ბიზნესის სხვა ფუნქციონალური სფეროების ფუნდამენტური პრინციპები;

● თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების აგება; ● ბიზნესგეგმების შედგენა და განხორციელება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარისტუდენტი შეძლებს:

● მიმდინარე გლობალური პროცესების შეფასებას;● ეკონომიკური მოვლენების სწორ ანალიზს მიკრო და მაკრო დონეზე; ● ბიზნესგარემოს ანალიზს, მიღებული შედეგების შეჯერებასა და სინთეზს, განზოგადებული

დასკვნების გაკეთებას; ● რისკების გამოვლენას, ანალიზსა და მართვას; ● სტრატეგიულ აზროვნებას და ბიზნესის გრძელვადიან დაგეგმარებას.

კონცენტრაცია - საბანკო და საფინანსო საქმეცოდნა და გაცნობიერებასტუდენტს ეცოდინება:

● საფინანსო დაწესებულებათა საქმიანობის ძირითადი პრინციპები;● სტრატეგიული და ოპერაციული მენეჯმენტის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის,

საფინანსო-საინვესტიციო, საინფორმაციო სისტემებისა და ბიზნესის სხვა ფუნქციონალური სფეროების ფუნდამენტური პრინციპები;

● საქართველოს საბანკო სისტემა. ძირითადი ოპერაციები კომერციულ ბანკებში;● ეროვნული ბანკის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;● საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო სისტემის სტრუქტურა და მოქმედების პრინციპები;● საქართველოს საგადასახადო სისტემა და მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა.

1

Page 2: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარისტუდენტი შეძლებს:

● გლობალურ საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების ანალიზს;● ეკონომიკური მოვლენების შეფასებას მიკრო და მაკრო დონეზე;● ბიზნესგარემოს ანალიზს, მიღებული შედეგების შეჯერებასა და სინთეზს, განზოგადებული

დასკვნების გაკეთებას;● რისკების გამოვლენას, ანალიზსა და მართვას;● საინვესტიციო პროექტების შერჩევას, მონიტორინგსა და შეფასებას;● საბანკო პროდუქტების დანერგვასა და განვითარებას.

კონცენტრაცია - ტურიზმიცოდნა და გაცნობიერებასტუდენტს ეცოდინება:● მართვის მეცნიერების ძირითადი თეორიები და კონცეფციები;● ტურიზმის მენეჯმენტის სფეროს აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული საკითხები;● სტრატეგიული და ოპერაციული მენეჯმენტის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის,

საფინანსო-საინვესტიციო, საინფორმაციო სისტემებისა და ბიზნესის სხვა ფუნქციონალური სფეროების ფუნდამენტური პრინციპები;

● ტურიზმის სფეროში ბიზნესსტრატეგიების აგება;● ტურიზმის სფეროში ბიზნესგეგმების შედგენა და განხორციელება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარისტუდენტი შეძლებს:● გლობალური ტურისტული ნაკადებისა და პროცესების ანალიზს;● ტურიზმის თანმდევი ეკონომიკური მოვლენების შეფასებას მიკრო და მაკრო დონეზე;● საქართველოს ტურისტულ–რეკრეაციული პოტენციალის ანალიზს, მიღებული შედეგების

შეჯერებასა და სინთეზს, განზოგადებული დასკვნების გაკეთებას;● ტურიზმის სფეროში რისკების გამოვლენას, ანალიზსა და მართვას;● ტურისტული პროექტების შერჩევას, მონიტორინგსა და შეფასებას; ტურისტული პროდუქტების

დანერგვასა და განვითარებას.

კონცენტრაცია - სპორტი ცოდნა და გაცნობიერებასტუდენტს ეცოდინება:● სპორტის მენეჯმენტის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული საკითხები;● სტრატეგიული და ოპერაციული მენეჯმენტის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის,

საფინანსო-საინვესტიციო, საინფორმაციო სისტემებისა და ბიზნესის სხვა ფუნქციონალურ სფეროში არსებული ფუნდამენტური პრინციპები;

● სპორტის ინფრასტურქტურის აგების ძირითადი პრინციპები;● სპორტის ბიზნესის სფეროში სტრატეგიული გეგმების შედგენისა და განხორციელების თეორიული

ასპექტები;● სპორტის კომერციალიზაციის ძირითადი ასპექტები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი სტუდენტი შეძლებს:● სპორტის სფეროში ბიზნესგარემოს ანალიზს, მიღებული შედეგების შეჯერებასა და სინთეზს,

განზოგადებული დასკვნების გაკეთებას;● პრაქტიკული დაკვირვებების საფუძველზე ორგანიზაციათა კონკურენტუნარიანობის გაზრდას

ბაზარზე;● სპორტული ორგანიზაციების კომერციალიზაციასა და მათი საქმიანობის მოგებაზე ორიენტირებულ

ბიზნესად გარდაქმნას;2

Page 3: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● მიმდინარე გლობალური პროცესების შეფასებას და ორგანიზაციის სასიკეთოდ გამოყენებას;● გარემოფაქტორებზე დაკვირვების საფუძველზე, რისკების გამოვლენასა და ანალიზს და მათზე

ზემოქმედებას;● სპორტის სფეროში ინვესტიციების მოზიდვასა და ეფექტურ განთავსებას.

დასკვნის გაკეთების უნარისტუდენტი შეძლებს:● ზოგადად, სამეცნიერო ცოდნისა და, სპეციფიკურად, ბიზნესის სფეროსთვის შესაბამისი მეთოდების

გამოყენებით, მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზს;● მენეჯერული საქმიანობისას რაციონალური და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას;● პრობლემის ალტერნატიული გზების განსაზღვრას და მიღებული გადაწყვეტილებების

დასაბუთებას/დაცვას;● ღონისძიებათა დაგეგმვას და ორგანიზებას;● ბიზნესპროცესის გაძღოლას, მონიტორინგს და შეფასებას.

კომუნიკაციის უნარისტუდენტი შეძლებს:● ბიზნესპროცესების თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციურ

მართვას;● იდეების, ხედვების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი

ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის ზეპირად გადაცემას ქართულ და უცხოურ ენებზე როგორც სპეციალისტების, ისე არასპეციალისტებისათვის;

● შესაბამის დარგის სპეციალისტებთან დისკუსიაში ჩაბმას;● ბიზნესის შესაბამისი საინფორმაციო ბაზების გამოყენებას და რეფერატული სახის შრომის

მომზადებას ბიზნესის სფეროში.

სწავლის უნარისტუდენტი შეძლებს:● საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებას, შემდგომი

სწავლის საჭიროებების დადგენას;● ბიზნესის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებას, მონაცემების ინტერპრეტაციას, დამუშავებას;● არასრული ინფორმაციის ანალიზს მონაცემთა ბაზების დახმარებით.

ღირებულებები:სტუდენტი შეძლებს:● ბიზნესის ადმინისტრირების დარგის ღირებულებების გაცნობიერებას;● ბიზნესის წარმოების სამართლიანი ხერხების, ბიზნესში ქცევის ეთიკური ნორმებისა და მორალური

პრინციპების შესწავლას.

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91 - 100 ფრიადი(B) 81 – 90 ძალიან კარგი(C) 71 – 80 კარგი(D) 61 – 70 დამაკმაყოფილებელი(E) 51 – 60 საკმარისი(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება(F) 0 – 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: ნინო პატარაიაელფოსტა: [email protected]

3

Page 4: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

4

Page 5: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება (ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობა)მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმშიპროგრამის მოცულობა კრედიტებში: 240 კრედიტი (60 კრედიტი - ზოგადი მოდული, 120 კრედიტი - ძირითადი სპეციალობა, 60 კრედიტი - დამატებითი სპეციალობა /თავისუფალი კომპონენტი)

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ტურიზმის სფეროში ბიზნესპროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტიან ადმინისტრირებას; რომელსაც შესწავლილი ექნება მმართველობითი საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, ექნება პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ტურიზმის სფეროში უზრუნველყოფს მენეჯერებისა და ადმინისტრაციული ფუნქციით დაკავებული ადამიანების აკადემიურ განათლებას, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში მართავენ ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებსა და საწარმოებს.

სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერებასტუდენტს ეცოდინება: ● ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული საკითხები;● ფუნდამენტალური პრინციპები ტურიზმის სფეროში, სტრატეგიული და ოპერაციული მენეჯმენტის,

მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, საფინანსო -საინვესტიციო, საინფორმაციო სისტემებისა და ბიზნესის სხვა ფუნქციონალურ სფეროებში;

● ტურიზმის სფეროში თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების აგების ძირითადი პრინციპები;● ტურიზმის სფეროში ბიზნესგეგმების შედგენისა და განხორციელების თეორიული ასპექტები;● მართვის მეცნიერების ძირითადი პრინციპები, თეორიები და კონცეფციები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარისტუდენტი შეძლებს:● საქართველოს ტურისტულ–რეკრეაციული პოტენციალის ანალიზს, მიღებული შედეგების შეჯერებასა

და სინთეზს, განზოგადებული დასკვნების გაკეთებას;● პრაქტიკული დაკვირვებების საფუძველზე ორგანიზაციათა კონკურენტუნარიანობის გაზრდას

ბაზარზე;● ღონისძიებათა დაგეგმვას და ორგანიზებას;● ორგანიზაციის გაძღოლას;● საქმიანობათა მონიტორინგს და შეფასებას;● ეკონომიკური მოვლენების სწორ ანალიზს მიკრო და მაკრო დონეზე;● მიმდინარე გლობალური პროცესების შეფასებას და ორგანიზაციის სასიკეთოდ გამოყენებას;● ტურიზმის სფეროში გარემოფაქტორებზე დაკვირვების საფუძველზე რისკების გამოვლენას, რისკების

ანალიზსა და რისკებზე ზემოქმედებას;● ტურიზმის სფეროში სტრატეგიულ აზროვნებას და ბიზნესის გრძელვადიან დაგეგმარებას.

დასკვნის გაკეთების უნარი სტუდენტი შეძლებს:● მიიღოს რაციონალური და ადეკვატური გადაწყვეტილებები მენეჯერული საქმიანობის წარმოებისას;● ახალი და განყენებული მონაცემების და/ან სიტუაციების დამოუკიდებელ ანალიზს სამეცნიერო

ცოდნის და ბიზნესის სფეროსთვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით; ● პრობლემის ალტერნატიული გზების განსაზღვრას და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას

და დაცვას.

კომუნიკაციის უნარი სტუდენტი შეძლებს:

5

Page 6: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემას ქართულ და უცხოურ ენებზე;

● მონაცემთა ბაზების გამოყენებით არასრული ინფორმაციის ანალიზს;● თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზაციების დისტანციურ

მართვას;● მონაწილეობის მიღებას დისკუსიაში შესაბამის დარგის სპეციალისტებთან;● ბიზნესის შესაბამისი საინფორმაციო ბაზების გამოყენებას და რეფერატული სახის შრომის

მომზადებას ბიზნესის სფეროში. სწავლის უნარი სტუდენტი შეძლებს:● სწავლის დროს თეორიულ კონტექსტში განხილული თემების გაშლას და დამატებითი მასალების

მოძიებას. ● ლიტერატურასთან, წყაროებთან და ინტერნეტრესურსებთან მუშაობას ტურიზმის სფეროში

კარიერული ზრდის უზრუნველყოფის მიზნით;● ტურიზმის სფეროში ახალი ინფორმაციის მოძიებას, მონაცემების ინტერპრეტაციას, დამუშავებას,

კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირებას და დიაგნოსტიკას.

ღირებულებები:სტუდენტი შეძლებს:● ტურიზმის ადმინისტრირების დარგის ღირებულებების გაცნობიერებას; ● ბიზნესის წარმოების სამართლიანი ხერხების, ბიზნესში ქცევის ეთიკური ნორმებისა და მორალური

პრინციპების შესწავლას.

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91 - 100 ფრიადი(B) 81 – 90 ძალიან კარგი(C) 71 – 80 კარგი(D) 61 – 70 დამაკმაყოფილებელი(E) 51 – 60 საკმარისი(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება(F) 0 – 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: ნინო პატარაიაელფოსტა: [email protected]

6

Page 7: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ფიზიკური განათლება და სპორტი: ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი (ძირითადი სპეციალობა); გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)*

*პროგრამა ხორციელდება მილევად რეჟიმშიმისანიჭებელი კვალიფიკაცია: სპორტის ბაკალავრიპროგრამის მოცულობა კრედიტებში: 240 კრედიტი (180 კრედიტი - ძირითადი სპეციალობა, 60 კრედიტი - დამატებითი სპეციალობა/ თავისუფალი კომპონენტი)

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სპორტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის თანამედროვე უმაღლეს განათლებას, რომლის მიღების შედეგად კვალიფიციური სპეციალისტი ადვილად დასაქმდება შრომით ბაზარზე.

მიმართულება „გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელი“ სტუდენტს გააცნობს სპორტული წვრთნის საფუძვლებს, წვრთნის პროცესის მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, განუვითარებს ამ ცოდნის თეორიული და პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევებს; სპორტის სახეობების მიხედვით მოამზადებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მქონე სპეციალისტ/მწვრთნელს, რომელიც შეძლებს წვრთნის პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვას და, საერთაშორისო სპორტული სივრცის მოთხოვნის შესაბამისად, ეროვნული ნაკრები გუნდების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.

მიმართულება „ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი“ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურისათვის ამზადებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს, რომელიც შეძლებს წარმართოს პედაგოგიური პროცესი ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი, ჯანმრთელი მომავალი თაობის ფორმირებისა და მათი შრომისუნარიანობის ამაღლებისათვის. კვალიფიცირებული სპეციალისტი შეძლებს, მოსწავლეებს გამოუმუშავოს ელემენტარული სპორტული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, სახელმწიფოში თავდაცვითუნარიანი ახალგაზრდების ფორმირებას. კვალიფიციური კადრების მომზადებით, პროგრამა აგრეთვე ემსახურება საერთაშორისო დონის შედეგებზე ორიენტირებულ და პერსპექტიულ ბავშვთა და მოზარდთა სპორტის სისტემის სრულყოფას.

სწავლის შედეგები: გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელიცოდნა და გაცნობიერება● აქვს სპორტისათვის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპებისა და კონცეფციების ცოდნა;● აცნობიერებს მწვრთნელის წინაშე მდგარ ამოცანებს;● იცის საწვრთნელი მეცადინეობის დაგეგმვისა და ჩატარების პრინციპები;● არჩევს სპორტსმენისათვის ვარჯიშისა და შრომისუნარიანობის მომატებისა და აღდგენის

რაციონალურ რეჟიმს;● დაუფლებულია მწვრთნელისათვის საჭირო საკვანძო საკითხებს, პედაგოგიურ ხერხებსა და

მეთოდებს;● იცის მსოფლიოს და ქართული სპორტის, ასევე ოლიმპიზმის ისტორიები, ქართველ ოლიმპიელთა

მიღწევები;● სპორტის შესაბამის სპეციალიზაციაში დეტალურად განსაზღვრავს და აღწერს ტექნიკური ილეთების

შესრულების, ჩვევების გამომუშავებისა და გამტკიცების მეთოდებს;● განმარტავს სპორტის შესაბამის სახეობაში მსაჯობის წესებს;● განსაზღვრავს და წარმოადგენს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებთან მუშაობის

სპეციფიკას, ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის მეთოდიკას კონკრეტული მიზნებისა და სხვადასხვა სავარჯიშო პროცესების მიზანმიმართული ცვლილების შესაბამისად;

● განსაზღვრავს სპორტსმენში აღმოცენებული ემოციური დაძაბულობის ნიშნებს და განიხილავს მათი წარმოშობის მიზეზებს;

● არჩევს ძლიერი სტრესისადმი სპორტსმენის წინააღმდეგობის გაწევის ხერხებსა და მეთოდიკებს;7

Page 8: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● წვრთნის პროცესს მიუსადაგებს სპორტსმენის ფსიქოფიზიკურ ძალთა მობილიზების საშუალებებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი● იყენებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მოზარდთა ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო

საშუალებებს და მეთოდებს;● მოზარდების ასაკობრივი და სქესობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მართავს წვრთნის

პროცესს და განსაზღვრავს დატვირთვის ინტენსივობას; ● სპორტსმენთა ფსიქო და ნეიროფიზიოლოგიის თანამედროვე პოზიციებიდან გამომდინარე,

შეიმუშავებს ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის მეთოდიკას;● წვრთნის პროცესში ეფექტურად იყენებს ტრენაჟორების და დამხმარე საშუალებების მეთოდიკას და

უზრუნველყოფს მათი გამოყენების უსაფრთხოებას;● შეიმუშავებს ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამებს და ფიზიკური მზადების გეგმებს;● წვრთნის ეფექტურობის ამაღლებისა და ფიზიკური შრომისუნარიანობის აღდგენის და

გაუმჯობესების მიზნით აფასებს და არჩევს სპორტსმენის კვების რაციონს; ● ათვისებული აქვს საყრდენ მამოძრავებელი აპარატის განმავითარებელი ყველა ვარჯიში და

იყენებს მათ მიზანმიმართულად.● მართავს და აკონტროლებს როგორც წვრთნის, ასევე შეჯიბრების პროცესს;● შეჯიბრების დებულების საფუძველზე ახერხებს შეჯიბრების ორგანიზებასა და ჩატარებას; ● წვრთნის პროცესში გამოარჩევს და ადგენს სპორტსმენთა საერთო და სპეციალური ფიზიკური

თვისებების (მოძრაობის კოორდინაცია, ძალა, მოქნილობა, მოხერხებულობა, გამბედაობა, სისწრაფე, გამძლეობა) განმავითარებელ ვარჯიშებს;

● ოპტიმალურად მართავს სპორტსმენის წინასტარტულ და სტარტულ მდგომარეობას;● სპორტული წვრთნის ციკლში განიხილავს და განსაზღვრავს სპორტსმენის მუშაობისუნარიანობის

ამაღლების დროული აღდგენის შესაძლებლობებს.

დასკვნის უნარი● ნებისმიერ სიტუაციაში ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაწყვეტის ხერხებისა და

გზების შერჩევას;● სპორტული ცხოვრებისათვის დამახასიათებელ, რთულ და განსხვავებულ სიტუაციაში წარმოქმნილი

პრობლემების გადასაჭრელად აზროვნებს მიზეზ-შედეგობრივი კატეგორიებით და სწრაფად ღებულობს ეფექტურ გადაწყვეტილებებს;

● ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების შედეგად შეიმუშავებს დავალების შესასრულებლად შესაფერის მიდგომას;

● ერთმანეთთან აკავშირებს მეცადინეობის გეგმას, ორგანიზებას, სპორტული დატვირთვის აღრიცხვასა და კონტროლს;

● ფუნქციური სისტემების დროული შემოწმების და შეფასების გზით, განსაზღვრავს და გამოარჩევს გადაწვრთნისა და გადაძაბვის უარყოფით გავლენას სპორტსმენის ჯანმრთელობაზე; განიხილავს პრევენციულ ღონისძიებებს;

კომუნიკაციის უნარი● სხვადასხვა სიტუაციაში და განსხვავებულ საკითხებზე ახორციელებს ზეპირ და წერილობით

კომუნიკაციას სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, მსაჯებთან, ტექნიკურ პერსონალთან;● ეფექტურად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;● გადასცემს საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარადგენს

არასპეციალისტებისათვის;● შეუძლია უცხო ენაზე სპეციალობასთან/სამუშაოსთან დაკავშირებული ვერბალური და წერილობითი

კომუნიკაცია და ანგარიშის წარდგენა.

სწავლის უნარი● თანმიმდევრულად გეგმავს შედეგზე ორიენტირებულ საკუთარ სწავლის პროცესს;● საზღვრავს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროებასა და ეტაპებს;

8

Page 9: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● წინასწარ საზღვრავს ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღებას.

ღირებულებები● პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;● სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კონტექსტის მიუხედავად, ყველა სპორტსმენისათვის

ქმნის წვრთნის პროცესის ხელშემწყობ თანაბარ და სამართლიან გარემოს;● კრიტიკულად გაიაზრებს და განსაზღვრავს წვრთნის პროცესის სირთულეებსა და ამოცანებს;● გაცნობიერებული აქვს ქართული სპორტის მნიშვნელობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისათვის; ● აფასებს ქართველი სპორტსმენების წარმატებებს საერთაშორისო არენაზე;● აფასებს სპორტში კეთილსინდისიერ ბრძოლას და აკრიტიკებს არსამართლიანი გზით გამარჯვების

მოპოვების საშუალებებს;● აცნობიერებს ოლიმპიური მოძრაობის იდეებსა და ღირებულებებს.

ფიზიკური აღზრდის მასწავლებელიცოდნა და გაცნობიერება● იცის მოძრაობის საფუძვლები, მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისა და სხეულის

სრულყოფისათვის აუცილებელი ვარჯიშები, მათი აუცილებლობა, პრაქტიკული მნიშვნელობა, სარგებლიანობა, რიგითობა, სიხშირე და ა.შ. (ჯგუფური და ინდივიდუალური კომპლექსური ვარჯიშები, მათი კლასიფიკაცია სხეულის სხვადასხვა ნაწილის, სამოძრაო უნარების, მოქნილობისა და სპორტული თამაშების დაუფლების შესაძლებლობათა მიხედვით);

● შესწავლილი აქვს სავარჯიშო კომპლექსების მოდიფიკაცია კონკრეტულ მიზნებთან მიმართებაში, ძირითადი სპორტული სახეობები (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ტანვარჯიში, დამატებით, შესაძლოა: ქართული ჭიდაობა, ხელბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, ცურვა, სათხილამურო სპორტი, ყინულზე სრიალი, ჰოკეი);

● ფლობს ფიზიკური აღზრდის ძირითად თეორიებს, კონცეფციებს და შესაბამის ტერმინოლოგიას; ● იცის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანატომიურ-ფიზიოლოგიური აგებულება, ფიზიკური

აღზრდის ჰიგიენა; ● აცნობიერებს სპორტის მასწავლებლის წინაშე მდგარ ამოცანებს;● იცის სპორტის გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების პრინციპები;● მოზარდების ასაკობრივი და სქესობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მართავს ფიზიკური

აღზრდის გაკვეთილს და განსაზღვრავს დატვირთვის ინტენსივობას;● იყენებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მოზარდთა ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო

საშუალებებისა და მეთოდებს;● დეტალურად განსაზღვრავს და აღწერს მოძრაობის ტექნიკური ილეთების შესრულების, ჩვევების

გამომუშავებისა და გამტკიცების მეთოდებს;● იცნობს სხვადასხვა ტიპის მოძრაობებს და სპორტულ თამაშებს;● განმარტავს სპორტის შესაბამის სახეობაში მსაჯობის წესებს;● განსაზღვრავს და წარმოადგენს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებთან მუშაობის

სპეციფიკას, ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის მეთოდიკას კონკრეტული მიზნებისა და სხვადასხვა სავარჯიშო პროცესის მიზანმიმართული ცვლილების შესაბამისად;

● იცის საკვების რაოდენობისა და ხარისხის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე და საერთო ფიზიკურ მდგომარეობაზე (სპორტული დიეტა, დაბალანსებული კვება, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების რაციონალური რაოდენობა).

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი● ეფექტურად გამოიყენოს ფიზაღზრდის გაკვეთილზე ტრენაჟორების მოწყობილობებისა და

დამხმარე საშუალებების მეთოდიკა და უზრუნველყოს მათი გამოყენების უსაფრთხოება.● იყენებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოზარდთა ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო

საშუალებებს და მეთოდებს;● მოზარდების ასაკობრივი და სქესობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მართავს

გაკვეთილის პროცესს და განსაზღვრავს დატვირთვის ინტენსივობას;

9

Page 10: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● გაკვეთილის პროცესში ეფექტურად იყენებს ტრენაჟორების და დამხმარე საშუალებების მეთოდიკას და უზრუნველყოფს მათი გამოყენების უსაფრთხოებას.

● ათვისებული აქვს საყრდენ მამოძრავებელი აპარატის განმავითარებელი ყველა ვარჯიში და იყენებს მათ მიზანმიმართულად.

● მართავს და აკონტროლებს როგორც გაკვეთილის პროცესს, ასევე შეჯიბრების სიტუაციას; ● გაკვეთილის პროცესში გამოარჩევს მოზარდთა საერთო და სპეციალური ფიზიკური თვისებების

(მოძრაობის კოორდინაცია, ძალა, მოქნილობა, მოხერხებულობა, გამბედაობა, სისწრაფე, გამძლეობა;) განმავითარებელ ვარჯიშებს;

● ადგენს საერთო-განმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსებს;

დასკვნის უნარი● ნებისმიერ სიტუაციაში ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაწყვეტის ხერხებისა და

გზების შერჩევას;● გაკვეთილის მსვლელობისას რთულ და განსხვავებულ სიტუაციაში წარმოქმნილი პრობლემების

გადასაჭრელად აზროვნებს მიზეზ-შედეგობრივი კატეგორიებით და სწრაფად ღებულობს ეფექტურ გადაწყვეტილებებს;

● ერთმანეთთან აკავშირებს მეცადინეობის გეგმას, ორგანიზებას, სპორტული დატვირთვის აღრიცხვასა და კონტროლს;

კომუნიკაციის უნარი● ეფექტურად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და

საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;● გადასცემს საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარადგენს

არასპეციალისტებისათვის; ● შეუძლია უცხო ენაზე სპეციალობასთან/სამუშაოსთან დაკავშირებული ვერბალური და წერილობითი

კომუნიკაცია და ანგარიშის წარდგენა.

სწავლის უნარი● თანმიმდევრულად გეგმავს შედეგზე ორიენტირებულ საკუთარ სწავლის პროცესს;● საზღვრავს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროებასა და ეტაპებს;

ღირებულებები● აფასებს ადამიანთა ურთიერთობას, აქვს უმწეოთა მიმართ თანაგრძნობა, ტოლერანტობა

(უნარშეზღუდული ადამიანების, საპირისპირო სქესის, სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, რელიგიის (და ა.შ.) წარმომადგენელთა მიმართ), სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებასთან ურთიერთობა;

● იცავს პატიოსანი თამაშის წესებს, ● აცნობიერებს ფიზიკური აღზრდის მნიშვნელობას მავნე ჩვევების, ჰიპოდინამიის, თამბაქოს,

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გავლენას მოზარდის ფსიქიკაზე და ხასიათზე (აპათია, აგრესია, დეპრესია, ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების დაქვეითება და სხვა);

● სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კონტექსტის მიუხედავად, ქმნის ყველა მოსწავლისათვის ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ხელშემწყობ თანაბარ და სამართლიან გარემოს;

● გათავისებული აქვს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და მოსწავლეებში წარმატების მიღწევის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობა;

● პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;● სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კონტექსტის მიუხედავად, ყველა მოსწავლისათვის

ქმნის წვრთნის პროცესის ხელშემწყობ თანაბარ და სამართლიან გარემოს;● კრიტიკულად გაიაზრებს და განსაზღვრავს სპორტის გაკვეთილის პროცესის სირთულეებსა და

ამოცანებს;● გაცნობიერებული აქვს მოზარდის ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ქვეყნის

აღმშენებლობისთვის.

10

Page 11: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: დარეჯან ქობელაშვილი - ელ: ფოსტა: [email protected]

11

Page 12: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

საბაკალავრო პროგრამის დასახელება: გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობის მწვრთნელი (დამატებითი სპეციალობა*)

*პროგრამა ხორციელდება მილევად რეჟიმშიპროგრამის მოცულობა კრედიტებში: 60 კრედიტი

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, სტუდენტს გააცნოს სპორტული წვრთნის საფუძვლები, წვრთნის პროცესის მეთოდები და ტექნოლოგიები, განუვითაროს ამ ცოდნის თეორიული და პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევები; სპორტის სახეობების მიხედვით მოამზადოს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მქონე სპეციალისტი-მწვრთნელი, რომელიც შეძლებს წვრთნის პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვას და საერთაშორისო სპორტული სივრცის მოთხოვნის შესაბამისად, ეროვნული ნაკრები გუნდების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის თანამედროვე უმაღლეს განათლებას, რომლის მიღების შედეგად კვალიფიციური სპეციალისტი ადვილად დასაქმდება შრომით ბაზარზე.

სწავლის შედეგებიცოდნა და გაცნობიერება● აცნობიერებს მწვრთნელის წინაშე მდგარ ამოცანებს;● იცის საწვრთნელი მეცადინეობის დაგეგმვისა და ჩატარების პრინციპები;● არჩევს სპორტსმენისათვის ვარჯიშისა და შრომისუნარიანობის მომატებისა და აღდგენის

რაციონალურ რეჟიმს;● სპორტის შესაბამის სპეციალიზაციაში დეტალურად განსაზღვრავს და აღწერს ტექნიკური ილეთების

შესრულების, ჩვევების გამომუშავებისა და გამტკიცების მეთოდებს;● განსაზღვრავს და წარმოადგენს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებთან მუშაობის

სპეციფიკას, ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის მეთოდიკას კონკრეტული მიზნებისა და სხვადასხვა სავარჯიშო პროცესების მიზანმიმართული ცვლილების შესაბამისად.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი● მოზარდების ასაკობრივი და სქესობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მართავს წვრთნის

პროცესს და განსაზღვრავს დატვირთვის ინტენსივობას; ● სპორტსმენთა ფსიქო- და ნეიროფიზიოლოგიის თანამედროვე პოზიციებიდან გამომდინარე,

შეიმუშავებს ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის მეთოდიკას;● წვრთნის პროცესში ეფექტურად იყენებს ტრენაჟორების და დამხმარე საშუალებების მეთოდიკას და

უზრუნველყოფს მათი გამოყენების უსაფრთხოებას. ● წვრთნის პროცესში გამოარჩევს მოზარდთა საერთო და სპეციალური ფიზიკური თვისებების

(მოძრაობის კოორდინაცია, ძალა, მოქნილობა, მოხერხებულობა, გამბედაობა, სისწრაფე, გამძლეობა;) განმავითარებელ ვარჯიშებს;

● ოპტიმალურად მართავს სპორტსმენის წინასტარტულ და სტარტულ მდგომარეობას;● სპორტული წვრთნის ციკლში განიხილავს და განსაზღვრავს სპორტსმენის მუშაობისუნარიანობის

ამაღლების დროული აღდგენის შესაძლებლობებს.

დასკვნის უნარი● ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების შედეგად შეიმუშავებს დავალების შესასრულებლად

შესაფერის მიდგომას;● ერთმანეთთან აკავშირებს მეცადინეობის გეგმას, ორგანიზებას, სპორტული დატვირთვის

აღრიცხვასა და კონტროლს;● ფუნქციური სისტემების დროული შემოწმების და შეფასების გზით, განსაზღვრავს და გამოარჩევს

გადაწვრთნისა და გადაძაბვის უარყოფით გავლენას სპორტსმენის ჯანმრთელობაზე; განიხილავს პრევენციულ ღონისძიებებს.

კომუნიკაციის უნარი● სხვადასხვა სიტუაციაში და განსხვავებულ საკითხებზე ახორციელებს ზეპირ და წერილობით

კომუნიკაციას სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, მსაჯებთან, ტექნიკურ პერსონალთან;12

Page 13: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● ეფექტურად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;

● გადასცემს საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშის წარადგენს არასპეციალისტებისათვის.

სწავლის უნარი● თანმიმდევრულად გეგმავს შედეგზე ორიენტირებულ საკუთარი სწავლის პროცესს;● საზღვრავს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროებასა და ეტაპებს;● წინასწარ საზღვრავს ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღებას;

ღირებულებები● სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კონტექსტის მიუხედავად, ყველა სპორტსმენისათვის

ქმნის წვრთნის პროცესის ხელშემწყობ თანაბარ და სამართლიან გარემოს;● გაცნობიერებული აქვს ქართული სპორტის მნიშვნელობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისათვის; ● აფასებს ქართველი სპორტსმენების წარმატებებს საერთაშორისო არენაზე;● აფასებს სპორტში კეთილსისნდისიერ ბრძოლას და აკრიტიკებს არსამართლიანი გზით გამარჯვების

მოპოვების საშუალებებს;● აცნობიერებს ოლიმპიური მოძრაობის იდეებსა და ღირებულებებს;● ავლენს კრიტიკული აზროვნებისა და თვითკრიტიკის შესაძლებლობას.

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: დარეჯან ქობელაშვილიელფოსტა: [email protected]

13

Page 14: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

საბაკალავრო პროგრამის დასახელება: სპორტის ფსიქოლოგია (დამატებითი სპეციალობა*) *პროგრამა ხორციელდება მილევად რეჟიმში

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 60 კრედიტი

პროგრამის მიზანი: ფიზიკურ კულტურასა და სპორტის დარგში მნიშვნელოვანია კვალიფიციური ფსიქოლოგების მომზადება და პროფესიული მომზადების სისტემის სრულყოფა. პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო სპორტული სივრცის მოთხოვნის შესაბამისი სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც შეეძლება სპორტსმენის ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება, პრევენცია და კონსულტირება. პროგრამა წარმოადგენს მყარ თეორიულ, პროფესიულ კომპეტენციაზე დაფუძნებული კურსებისა და წვრთნის პროცესის ერთობლიობას. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის თანამედროვე უმაღლესი განათლების მიღების, რომლის შედეგად კვალიფიციური სპეციალისტი ადვილად დასაქმდება შრომით ბაზარზე.

სწავლის შედეგები: ცოდნა და გაცნობიერება● აცნობიერებს სპორტის ფსიქოლოგის წინაშე მდგარ ამოცანებს;● არჩევს სპორტსმენისათვის ვარჯიშისა და შრომისუნარიანობის მომატებისა და აღდგენის

ფსიქოლოგიურ მეთოდებს;● დაუფლებულია სპორტის ფსიქოლოგისათვის საჭირო საკვანძო საკითხებს, ფსიქორეაბილიტაციის

ხერხებსა და მეთოდებს;● განსაზღვრავს და წარმოადგენს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებთან ფსიქოლოგიური

მუშაობის სპეციფიკას, ფსიქო-ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის მეთოდიკას კონკრეტული მიზნებისა და სხვადასხვა სავარჯიშო პროცესების მიზანმიმართული ცვლილების შესაბამისად;

● განსაზღვრავს სპორტსმენში აღმოცენებული ემოციური დაძაბულობის ნიშნებს და განიხილავს მათი წარმოშობის მიზეზებს;

● არჩევს ძლიერი სტრესისადმი სპორტსმენის წინააღმდეგობის გაწევის ხერხებსა და მეთოდიკებს;● წვრთნის პროცესს მიუსადაგებს სპორტსმენის ფსიქოფიზიკურ ძალთა მობილიზების საშუალებებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი● იყენებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მოზარდთა ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო

ფსიქორეგუულაციის საშუალებებსა და მეთოდებს;● მოზარდების ასაკობრივი და კოგნიტური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მართავს წვრთნის

პროცესს და განსაზღვრავს დატვირთვის ინტენსივობას/აღდგენას;● სპორტსმენთა ფსიქო- და ნეიროფიზიოლოგიის თანამედროვე პოზიციებიდან გამომდინარე,

შეიმუშავებს ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის მეთოდიკას;● შეიმუშავებს ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამებს და ფსიქოლოგიური მზადების გეგმებს;● მართავს და აკონტროლებს როგორც წვრთნის, ასევე შეჯიბრების პროცესს;● ოპტიმალურად მართავს სპორტსმენის წინასტარტულ და სტარტულ მდგომარეობას;● სპორტული წვრთნის ციკლში განიხილავს და განსაზღვრავს სპორტსმენის მუშაობისუნარიანობის

ამაღლების დროული აღდგენის ფსიქო-ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს.

დასკვნის უნარი● ნებისმიერ სიტუაციაში ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაწყვეტის ხერხებისა და

გზების შერჩევას;● სპორტული ცხოვრებისათვის დამახასიათებელ, რთულ და განსხვავებულ სიტუაციაში წარმოქმნილი

პრობლემების გადასაჭრელად აზროვნებს მიზეზ-შედეგობრივი კატეგორიებით და სწრაფად ღებულობს ეფექტურ გადაწყვეტილებებს;

● ფუნქციური სისტემების დროული შემოწმების და შეფასების გზით განსაზღვრავს და გამოარჩევს გადაწვრთნისა და გადაძაბვის უარყოფით გავლენას სპორტსმენის ჯანმრთელობაზე; განიხილავს პრევენციულ ღონისძიებებს.

კომუნიკაციის უნარი14

Page 15: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● სხვადასხვა სიტუაციაში და განსხვავებულ საკითხებზე ახორციელებს ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, მსაჯებთან, ტექნიკურ პერსონალთან;

● ეფექტურად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;

● გადასცემს საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშის წარადგენს არასპეციალისტებისათვის.

სწავლის უნარი● თანმიმდევრულად გეგმავს შედეგზე ორიენტირებულ საკუთარ სწავლის პროცესს;● საზღვრავს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროებასა და ეტაპებს;● წინასწარ საზღვრავს ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღებას.

ღირებულებები● პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;● კრიტიკულად გაიაზრებს და განსაზღვრავს წვრთნის პროცესის სირთულეებსა და ამოცანებს;● გაცნობიერებული აქვს ქართული სპორტის მნიშვნელობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისათვის; ● აფასებს სპორტში კეთილსისნდისიერ ბრძოლას და აკრიტიკებს არსამართლიანი გზით გამარჯვების

მოპოვების საშუალებებს.

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: დარეჯან ქობელაშვილიელფოსტა: [email protected]

15

Page 16: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

სამაგისტრო პროგრამები

სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი, სპორტის მენეჯმენტი*)

*საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სპორტის მენეჯმენტის კონცენტრაციაზე მიღება არ ცხადდება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში/ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო საქმეში/ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზანი: სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საერთაშორისო ბიზნესგარემოზე, მის ცვალებად და მზარდ მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც მენეჯმენტის/საბანკო-საფინანსო/ტურიზმის/სპორტის სფეროებში ღრმა და სისტემური თეორიული, ემპირიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე:

● იმოქმედებს, როგორც სანდო და დამოუკიდებელი ექსპერტი კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბების, შეფასებისა და განვითარების პროცესში;

● კვლევის და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების გამოყენებით, დამოუკიდებლად მოახერხებს პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ ეფექტურად გადაჭრას;

● გახდება კომპანიის/ორგანიზაციის ეფექტური გუნდის წევრი, შეძლებს მულტიდისციპლინურ გარემოში თანამშრომლობას კომპანიის/ორგანიზაციის წარმატებისათვის;

● პროფესიულ და აკადემიურ სფეროში შეძლებს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების და შედეგების ადვოკატირებას.

სწავლის შედეგიკონცენტრაცია - მენეჯმენტიცოდნა და გაცნობიერება:კურსდამთავრებულს აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. კერძოდ, სტუდენტმა იცის:● თანამედროვე მენეჯმენტის განმაპირობებელი ფაქტორები (საზოგადოებრივი პროცესები,

ბიზნესგარემო, ორგანიზაციული გარემო), მართვის პროცესის სტრუქტურა, ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები და შესაძლებლობები;

● სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ცვალებადი გარემოს პირობებში;● მოთხოვნა-მიწოდებისა და საბაზრო წონასწორობის გაღრმავებული ანალიზი;● ფინანსური გარემოს ანალიზი;● სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;● ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმალური სტრუქტურის შექმნა; შრომითი მაჩვენებლების

ანალიზი;● ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები, პიროვნული თვისებებისა და ფასეულობების, აგრეთვე,

გუნდურობის მნიშვნელობა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია:● სტრატეგიული მენეჯმენტის პრინციპების გამოყენება, ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება,

სწორი ორგანიზაციული სტრუქტურის შერჩევა;● ლიდერობა; წარმატებული გუნდის ფორმირება;● შრომითი განწყობებისა და მოტივაციის განხილვა; უფლებამოსილებათა და ვალდებულებათა

ეფექტურ დაბალანსება; ორგანიზაციის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება;

16

Page 17: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● ადამიანური რესურსების როლის შეფასება შრომის პროდუქტიულობის ამაღლებისა და საწარმოს კონკურენტუნარიანობის განმტკიცებაში; შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე პერსონალზე მოთხოვნის განსაზღვრა;

● თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების აგება; ბიზნესგეგმების შედგენა და განხორციელება;● ორგანიზაციის ოპერაციული მართვა, ორგანიზაციის რესურსების ოპტიმიზაცია და დროში ეფექტური

განაწილება; საწარმოო პროცესის და საწარმოო სიმძლავრეების დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;● პროექტების სტრატეგიული დაგეგმარება; ინფორმაციული ნაკადების მართვა პროექტის

სხვადასხვა ფაზაში; დასახული ღონისძიებების ადეკვატური რესურსების განსაზღვრა;● რისკების მართვის პროცესის ორგანიზაცია;● კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება და პრაქტიკული შედეგების მიღება მართვის

სხვადასხვა მოდელის/მიდგომისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე; ● პრობლემის იდენტიფიცირება; მონაცემების და ინფორმაციის ანალიზი პრობლემის გადაჭრის

ალტერნატივებისთვის; ალტერნატივების შეფასება და ეფექტური გადაწყვეტილების განსაზღვრა.

კონცენტრაცია - ფინანსები და საბანკო საქმეცოდნა და გაცნობიერებაკურსდამთავრებულმა იცის:● კომერციული ბანკის საქმიანობის საფუძვლები; საბანკო მენეჯმენტის და საბანკო მარკეტინგის

თეორია;● ბანკების საკასო, სადეპოზიტო და სავალუტო ოპერაციების სტრუქტურა; ანგარიშსწორების ფორმები

და სისტემები; საბანკო მომსახურების ფორმები და სისტემები; თანამედროვე საბანკო პროდუქტების სტრუქტურა;

● კრედიტის არსი და ფორმები; მიკროსესხების პრინციპები და ფორმები;● ფასიანი ქაღალადების და ლიზინგური ოპერაციები; პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების

საფუძვლები;● საგადასახადო კანონმდებლობა და თანამედროვე საბიუჯეტო სისტემები; ბიუჯეტის აგების

თანამედროვე პრინციპები; საჯარო (სახელმწიფო) ფინანსების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები;

● ეროვნული ბანკის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;● საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო სისტემის ორგანიზების თეორიული პრინციპები;● საქართველოს საბანკო სისტემის სტრუქტურა, ძირითადი პარამეტრები განვითარების ტენდენციები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია:● თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების აგება; ბიზნესგეგმების შედგენა და განხორციელება;● ბანკის ბალანსის და სხვა საფინანსო ანგარიშგების ფორმების ანალიზი;● პირველადი ფინანსური ანალიზი,ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადება და ორგანიზაციის

ქმედითუნარიანობის შეფასება ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველზე;● კომერციული ბანკის სარესურსო პოტენციალის შეფასება;● მსესხებლის კრედიტუნარიანობის განსაზღვრა და საბანკო კრედიტის შეფასება;● ბანკის კლიენტთა ხარისხიანი მომსახურება;● ბანკებში ეკონომიკური და ფინანსური რისკის გაანგარიშება; ● რისკებზე ზემოქმედების მექანიზმების შემუშავება;● კომერციული ბანკების ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის დადგენა;● მაკროდონეზე ინფლაციური გარემოს ანალიზი და შესაბამისი პრევენციული მექანიზმების

შემუშავება;● ბიუჯეტურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო განაცხადების მომზადება;

საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების შედგენა; საბიუჯეტო კონტროლის ორგანიზაციის წარმოება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე;

● გლობალური ეკონომიკის კონტექსტში საერთაშორისო საფინანსო სისტემაში ჩართვა და ორგანიზაციის უმსხვილეს საფონდო ბირჟებთან დაკავშირება;

17

Page 18: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● საინვესტიციო და საფინანსო ინსტრუმენტების (აქციები, ობლიგაციები, ფიუჩერსები, ოფციონები და ა.შ.) ეფექტური გამოყენება და მართვა. ასევე, საინვესტიციო კვლევების წარმოება და საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება;

● კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით საბანკო სექტორში და ფულად–საკრედიტო პოლიტიკაში მიმდინარე პრობლემებისა და პრობლემათა გადაჭრის გზების მონახვა;

● რისკების მართვის პროცესის ორგანიზაცია.

კონცენტრაცია - ტურიზმის მენეჯმენტიცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულმა იცის:● ტურიზმის ინდუსტრიის სფეროს ორგანიზაციებსა და სისტემაზე მოქმედი ფაქტორები;● ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპები;● ტურიზმის მართვის ინსტრუმენტები (ბაზრის ანალიზი, სტატისტიკური ანალიზი, შედარებითი

კოეფიციენტი და ა.შ.);● ტურიზმის ინდუსტრიაში საპროექტო წინადადებების შექმნის და პროექტების მართვის პრინციპები;● ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პრეზენტირების

ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული პრინციპები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია:● ტურიზმის პოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფო დონეზე;● თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების აგება; ბიზნესგეგმების შედგენა და განხორციელება;● ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული პრობლემების კვლევა, ანალიზი და გადაწყვეტისთვის ეფექტური

მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება;● ტურიზმის სფეროში მოქმედი იურიდიული რეგულაციების ანალიზი;● ტურისტული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა და კონტროლი;● მასპინძლობის ინდუსტრიაში მიკრო- და მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის გამოვლენა

და განსაზღვრა;● სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;● პროგრამების/პროექტების შემუშავებისა და მართვა;● ტურიზმის ინდუსტრიაში ცვლილებების მართვა;● რისკების მართვის პროცესის ორგანიზაცია.

კონცენტრაცია - სპორტის მენეჯმენტიცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს ეცოდინება:● ფიზიკური კულტურისა და სპორტის მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. სპორტული მოძრაობების

ხელმძღვანელობის ფორმები და მეთოდები;● სპორტის სფეროში თვალსაჩინო მოღვაწეთა, მწვრთნელთა და სახელმოხვეჭილ სპორტსმენთა

ცხოვრება; საქართველოში სპორტის და ოლიმპიური სპორტის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა;

● სპორტის ინფრასტურქტურის, კერძოდ, სპორტული ინფრასტრუქტურისთვის დადგენილი აუცილებელი ნორმატიული დოკუმენტები; სპორტულ–გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისთვის აუცილებელი პირობები; სპორტულ–გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ორგანიზაციის, პროექტირების, მშენებლობისა და დაფინანსების საფუძვლები;

● სპორტული მარკეტინგის პრინციპები და კონცეფციები. სასპონსორო ღონისძიებათა დაგეგმვა. კრეატიული მიდგომა რეკლამის მიმართ და მცირე ბიუჯეტის პირობებში ეფექტური კამპანიის წარმართვა;

● სპორტის ფსიქოლოგიის საფუძვლები. მწვრთნელის როლისა და მისი მნიშვნელობის შეფასება სპორტული წვრთნის პროცესში;

● სპორტის სამართლებრივი ასპექტები. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. სპორტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები.

18

Page 19: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარიკურსდამთავრებული შეძლებს:● პიროვნების განვითარებას, მისი ფსიქიკური თვისებებისა და პროცესების განსაზღვრას როგორც

წვრთნისას, ასევე შეჯიბრისას;● სპორტულ ორგანიზაციაში საქმიანობის დაგეგმვას, ორგანიზებას, გაძღოლას, მონიტორინგსა და

კონტროლს;● სპორტის ბიზნესში რეკლამირებას, გაყიდვების სტიმულირებასა და პერსონალური გაყიდვების

ორგანიზებას;● სპორტის სფეროში ინვესტიციების მოზიდვასა და მათ ეფექტურ განთავსებას. კრეატიული

ბიზნესსტრატეგიის ფორმირებას;● სპორტის ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე ემპირიული კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და

მონაცემთა ანალიზს.

დასკვნის გაკეთების უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია:● მენეჯმენტის სფეროში თეორიული და პრაქტიკული საკითხების ანალიზი სტატისტიკის და

ეკონომეტრიკის თეორიის გამოყენებით, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი;

● საერთაშორისო ბაზრების ფუნქციონირების თანამედროვე მექანიზმების ანალიზი და ბიზნესის/ინდუსტრიის შეფასება საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებში;

● ახალი და განყენებული მონაცემების და/ან სიტუაციების ანალიზი სამეცნიერო ცოდნის და ბიზნესის სფეროსთვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;

● ბიზნესსიმულაციისა და მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;● რაციონალური და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება;● პრობლემის ალტერნატიული გზების განსაზღვრა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება

და დაცვა.

კომუნიკაციის უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია:● სხვადასხვა სიტუაციაში ინფორმაციის სრულყოფილად და ეფექტურად გადაცემა: ინფორმირება,

საკითხის ნათელყოფა, რეკლამირება, მოთხოვნა, თანამშრომლობა და სხვ.; ბიზნესურთიერთობებზე კომუნიკაციების გავლენის დადგენა;

● მონაცემთა ბაზების გამოყენებით, არასრული ინფორმაციის ანალიზი;● წერილობითი დოკუმენტაციის გამართული შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე და დოკუმენტის

მთავარი არსის პრეზენტირება; ბიზნესგანაცხადის და ბიზნესწინადადებების მომზადება; მემოების, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების შედგენა; პრესრელიზების შედგენა და ინფორმაციის განსაჯაროება;

● მომხმარებლებთან ურთიერთობის მიზნით, ინფორმაციის ზეპირი ფორმით გაშუქება კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით; პრეზენტაციის მომზადება და ბრიფინგის ჩატარება;

● ძირითადი ხარვეზების გამოსწორება, რომელიც შეიძლება თან ახლდეს წარუმატებელ კომუნიკაციას, როგორებიცაა: არასრულყოფილი ინფორმაცია და საკითხის ბუნდოვანება; საკითხის მიმართ კონცენტრაციის ნაკლებობა; ენობრივი ბარიერი; სტერეოტიპები და ბუნდოვანი წარმოდგენები;

● ინტერვიუების ჩატარება; შეხვედრების წარმართვა.

სწავლის უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:● ბიზნესსიტუაციების ანალიზისას, კონკრეტული მიმართულებით შესაბამისი მასალის მოძიება,

გაცნობა და გამოყენება;● ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ლიტერატურის და მიღწევების მუდმივი გაცნობა;

19

Page 20: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● ბიზნესის სიმულაციური მოდელების შედგენისა და შედეგების ინტერპრეტირების მიზნით, მონათესავე დისციპლინებში ინფორმაციის მოპოვება და ცოდნის ინტეგრირება;

● საკუთარი სწავლის პროცესის საჭიროებების განსაზღვრა და დამოუკიდებლად წარმართვა.

ღირებულებებიკურსდამთავრებულს შეუძლია:● შეაფასოს ბიზნესის ადმინისტრირების დარგის ღირებულებები;● კონკურენტულ გარემოში იმოქმედოს ბიზნესის წარმოების სამართლიანი ხერხებით; დაიცვას

ბიზნესში ქცევის ეთიკური ნორმები და მორალური პრინციპები;● გააცნობიეროს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა.

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: ნინო პატარაია - ელფოსტა: [email protected]

Program: Business Administration

Academic Degree: Master of Business Administration

Length of the Program: 4 semesters/120 ECTS

The Aim of the Program: The aim of the program is to prepare graduates who can operate within the rapidly changing international business environment; will be competitive on local as well as global market. Having acquired profound and comprehensive theoretical, empirical and practical knowledge in management, a graduate will be able to:

• act as a reliable, independent expert in the process of devising the strategy of

20

Page 21: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

a company/organization, its evaluation and development;• identify problems using decision-making instruments and to solve them

effectively;• become an effective member of a team of an organization/company; to get

effectively involved/cooperate in multidisciplinary environment based on the strategy of a company/organization;

• participate in professional and academic debates and advocate for a strategy/ decisions of a company

Learning Outcomes Knowledge and UnderstandingA graduate has profound and comprehensive knowledge in the following area:● Making strategic decisions in changeable environment;● In-depth analysis of supply-demand and market equilibrium;● Analysis of financial environment;● Processing of statistical data;● Creation of optimal structure of human resources management; labour data analysis;● Basics of individual behavior, importance of personal features and values as well as

teamwork

Knolwedge Application A graduate is able to:● Implement the principles of strategic management in practice; select an adequate

organizational structure of implementing a strategy;● Lead; form a successful team:● Motivate a team; form and develop a corporate culture of an organization;● Assess the role of human resources in raising labour productivity and strengthening a

company’s● competitiveness; define the demand on workforce based on labour market analysis.● Devise modern business strategies; work out and develop business plans;● Optimize resources of an organization and manage them effectively; plan and manage

production process;● Manage information flow in different phases; define relevant resources for planned

events;● Organize risk management process;● Conduct an independent research and gain practical outcomes based on the

analysis of different models/approaches of management and statistical data;● Identify problems; find alternatives for solutions; make effective decisions.

Making JudgementA graduate is able to:● Analyze theoretical and practical issues in management;● Understand economic processes taking place in local and international markets;● Analyze new data and/or situations using scientific knowledge and methods relevant to

business environment;● Use proved technologies of business simulation and modeling ;● Make reasonable and adequate judgments.

21

Page 22: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

Communication skillsA graduate is able to:● Transfer information in different business situations thoroughly and effectively: give

information, define the issue, advertise, demand, cooperate etc.; define the effects of communication on different business relations;

● Analyze incomplete information using data sources;● Draw up documents in Georgian and English; present main ideas of a document;

prepare business roposals; write memos, reports, press-releases;● Conduct interviews; facilitate meetings.

Learning skillsThe graduate is able to:● Get familiar with the latest literature and achievements in business administration;● Search, study and use appropriate material relevant to business situations;● Gain information from relating disciplines and to integrate knowledge for the

purpose of building business simulation models and interpreting results;● Define the characteristics and needs of own learning process and manage the process

independently.

ValuesThe graduate is able to:● Assess the values of the field;● Run business fairly; act according to Corporate Social Responsibility principles;● Meet ethical standards.

Assessment System: (A)91-100 Excellent(B)81-90 Very Good

(C)71-80 Good(D)61-70 Satisfactory(E)51-60 Sufficient(FX) 41-50 Unsatisfactory, a student is given an extra chance to take the final examination(F)40 Failure, a student has to pass the course anew for gaining credits.

Contact: Nino Paparaia - email: [email protected]

22

Page 23: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

23

Page 24: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ჯანდაცვის მენეჯმენტიმისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი - MBA in Health Managementპროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზანი: სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ჯანდაცვის სისტემის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, რომელთაც გააჩნიათ აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები სირღმისეულად გაიაზრონ სექტორის პოლიტიკური და ორგანიზაციული მოწყობის საკითხები, ასევე კომპეტენტურად შეძლონ სისტემაში მოქმედი სხვადასხვა რგოლის მართვა და ადმინისტრირება; უზრუნველყონ თანამედროვე ბიზნესგარემოზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ოპერაციული მართვა; კვალიფიციურად გააანალიზონ სისტემის თანამედროვე გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ბიოეთიკის, საკანონმდებლო და უფლებათა დაცვის საკითხებს.

სწავლის შედეგი: ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის ღრმა და სისტემური ცოდნა. კერძოდ, სტუდენტმა იცის: ● თანამედროვე მენეჯმენტის განმაპირობებელი ფაქტორები (საზოგადოებრივი პროცესები,

ბიზნესგარემო, ორგანიზაციული გარემო), მართვის პროცესის სტრუქტურა, ორგანიზაციული ქცევის გამოწვევები და შესაძლებლობები;

● სამედიცინო პროფილის ორგანიზაციაზე მოქმედი ფაქტორები;● სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ცვალებადი გარემოს პირობებში;● სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ● ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმალური სტრუქტურის შექმნა;● შრომითი მაჩვენებლების ანალიზი;● ჯანდაცვის მართვის ძირითადი პრობლემები;● საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დემოგრაფიული

თავისებურებები, მათ შორის ავადობის, დაავადებათა გავრცელების, სიკვდილიანობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ;

● ჯანდაცვის ორგანიზაციების სტრუქტურული მოწყობა და დაფინანსების მეთოდები;● ჯანდაცვის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში სახელმწიფოს როლი;● ჯანდაცვის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების ხარჯთ-ეფექტურობის ანალიზი; ● სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება კურსდამთავრებულს შეუძლია:

● სტრატეგიული მენეჯმენტის პრინციპების გამოყენება, ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, სწორი ორგანიზაციული სტრუქტურის შერჩევა, ბარიერების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

● ადამიანური რესურსების როლის შეფასება შრომის პროდუქტიულობის ამაღლებისა და საწარმოს კონკურენტუნარიანობის განმტკიცებაში;

● შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე პერსონალზე მოთხოვნის განსაზღვრა; ● თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების აგება; ● ბიზნესგეგმების შედგენა და განხორციელება;● სამედიცინო პროფილის ორგანიზაციის ოპერაციული მართვა, ორგანიზაციის რესურსების

ოპტიმიზაცია და დროში ეფექტური განაწილება; ● ჯანდაცვის სფეროში რისკების მართვის პროცესის ორგანიზაცია;● კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება და პრაქტიკული შედეგების მიღება მართვის

მოდელების, მიდგომებისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე; ● პრობლემის იდენტიფიცირება;● მონაცემების და ინფორმაციის ანალიზი პრობლემის გადაჭრის ალტერნატივებისთვის; ● ალტერნატივების შეფასება და ეფექტური გადაწყვეტილების განსაზღვრა;

24

Page 25: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;● ჯანდაცვის სფეროს შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და სინთეზი; ● ჯანდაცვის პოლიტიკის ეკონომიკური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სამართლებრივი და

სოციალური შედეგების შეფასება;● ჯანდაცვის სფეროს პროგრამების მონიტორინგი და შეფასება.

დასკვნის გაკეთების უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია:

● ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში თეორიული და პრაქტიკული საკითხების ანალიზი; ● ჯანდაცვის სფეროს ორგანიზაციების ფუნქციონირების თანამედროვე მექანიზმების ანალიზი; ● ახალი და განყენებული მონაცემების და /ან სიტუაციების ანალიზი სამეცნიერო ცოდნის და

ჯანდაცვის სფეროსთვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;● ბიზნესსიმულაციისა და მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; ● რაციონალური და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება;● პრობლემის ალტერნატიული გზების განსაზღვრა და მიღებული გადაწყვეტილებების

დასაბუთება და დაცვა.

კომუნიკაციის უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:

● ჯანდაცვის სფეროში ინფორმაციის სრულყოფილი და ეფექტური გადაცემა: ინფორმირება, საკითხის ნათელყოფა, რეკლამირება, მოთხოვნა, თანამშრომლობა და სხვ.;

● ბიზნესურთიერთობებზე კომუნიკაციების გავლენის დადგენა;● მონაცემთა ბაზების გამოყენებით არასრული ინფორმაციის ანალიზი;● წერილობითი დოკუმენტაციის გამართულად შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე და

დოკუმენტის მთავარი არსის პრეზენტირება;● ბიზნესგანაცხადის და ბიზნესწინადადებების მომზადება; ● მემოების მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების შედგენა;● პრესრელიზების შედგენა და ინფორმაციის განსაჯაროება;● მომხმარებლებთან ურთიერთობის მიზნით, ინფორმაციის ზეპირი ფორმით გაშუქება

კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით;● პრეზენტაციის მომზადება და ბრიფინგის ჩატარება; ● ძირითადი ხარვეზების გამოსწორება, რომელიც შეიძლება თან ახლდეს წარუმატებელ

კომუნიკაციას, მაგალითად: არასრულყოფილი ინფორმაცია და საკითხის ბუნდოვანობა, საკითხის მიმართ კონცენტრაციის ნაკლებობა, ენობრივი ბარიერი, სტერეოტიპები და ბუნდოვანი წარმოდგენები;

● ინტერვიუების ჩატარება, შეხვედრების წარმართვა.

სწავლის უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:

● ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა სიტუაციის ანალიზისას კონკრეტული მიმართულებით შესაბამისი მასალის მოძიება, გაცნობა და გამოყენება;

● ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში უახლესი ლიტერატურის და მიღწევების მუდმივი გაცნობა; ● ჯანდაცვის სფეროში სიმულაციური მოდელების შედგენისა და შედეგების ინტერპრეტირების

მიზნით, მონათესავე დისციპლინებში ინფორმაციის მოპოვება და ცოდნის ინტეგრირება; ● საკუთარი სწავლის პროცესის საჭიროებების განსაზღვრა და დამოუკიდებლად წარმართვა.

ღირებულებები: კურსდამთავრებულს შეუძლია:

● შეაფასოს ჯანდაცვის სფეროს ღირებულებები; ● კონკურენტულ გარემოში იმოქმედოს ჯანდაცვის ადმინისტრირების სამართლიანი ხერხებით; ● დაიცვას ბიზნესსა და ჯანდაცვის სფეროში დამკვიდრებული ქცევის ეთიკური ნორმები და

მორალური პრინციპები; 25

Page 26: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● გააცნობიეროს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: ნინო პატარაიაელფოსტა: [email protected]

26

Page 27: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

სამაგისტრო პროგრამის დასახელება: სადაზღვევო საქმემისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი სადაზღვევო საქმეშიპროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია საქართველოში სადაზღვევო საქმის განვითარების მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზით, კერძოდ, სადაზღვევო სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების და მენეჯერების მომზადება, რომლებიც ფლობენ სადაზღვევო საქმის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს და შეძლებენ სადაზღვევო ორგანიზაციების წინაშე არსებული სტრატეგიული ამოცანების იდენტიფიცირებას, დაგეგმვასა და მართვას, დაზღვევის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას.

სწავლის შედეგები:ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს აქვს სადაზღვევო საქმის ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც მოიცავს დაზღვევის, სადაზღვევო ორგანიზაციის მართვის, ანდერაითინგის და ზარალების მართვის, სადაზღვევო სამართლის, რისკის მართვის, სიცოცხლის და არასიცოცხლის აქტუალური აღრიცხვის საფუძვლების თეორიებსა და პრინციპებს, რომლითაც შეძლებს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავებას. გაცნობიერებული აქვს სფეროში არსებული ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარიკურსდამთავრებულს აქვს:● სადაზღვევო საქმეში არსებული ინდივიდუალური და ჯგუფური ხასიათის პრობლემების ანალიზის,

სტრუქტურირების და მათი გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების მოძიების უნარი;● დაზღვევის ადმინისტრირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისათვის აუცილებელი

ეკონომიკური ეფექტიანობისა და მომგებიანობის მაჩვენებლებზე დაფუძნებული ანალიზის უნარი;● სადაზღვევო ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და ფინანსური ეფექტიანობის ანალიზის უნარი;● სადაზღვევო სისტემაზე მოქმედი ფაქტორების (კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და

ეთიკური ფაქტორები) ანალიზის უნარი;● სადაზღვევო სისტემაზე მოქმედი რეგულაციების, სტრუქტურული და საფინანსო სტანდარტებისა და

კანონმდებლობის ეფექტური შეფასების უნარი;● უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების

უნარი.

დასკვნის უნარი კურსდამთავრებულს აქვს:● ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და სინთეზის უნარი;● დაზღვევის სფეროში სოციალური კვლევის მეცნიერული საფუძვლების გამოყენებით

ეპისტემოლოგიური, მეთოდოლოგიური და ეთიკური საკითხების შეფასების უნარი;● გადაწყვეტილების მიღებისას რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ძირითადი მეთოდების

გამოყენების უნარი.

კომუნიკაციის უნარიკურსდამთავრებულს:● შეუძლია დაზღვევის სფეროში ინფორმაციის სრულყოფილი გადაცემა: ინფორმირება, საკითხის

ნათელყოფა, რეკლამირება, მოთხოვნა, თანამშრომლობა ქართულ და უცხოურ ენებზე;● აქვს სამეცნიერო ინფორმაციის ფართო აუდიტორიისათვის ზუსტად და ეფექტურად წარდგენის

უნარი;● შეუძლია დაზღვევის საკითხებზე ხარისხიანი ანალიზის წერა მტკიცებულებებისა და ციტირებათა

სათანადო გამოყენების მეშვეობით.

სწავლის უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:

27

Page 28: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● დაზღვევის სფეროში სხვადასხვა სიტუაციების დასახასიათებლად, კონკრეტული მიმართულებით შესაბამისი მასალის მოძიება, გაცნობა და გამოყენება;

● დაზღვევის სფეროში სიმულაციური მოდელების შედგენისა და შედეგების ინტერპრეტირების მიზნით მონათესავე დისციპლინებში ინფორმაციის მოპოვება და ცოდნის ინტეგრირება;

● ცოდნის შემდგომი გაღრმავების მიზნით სწავლის პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა და წარმართვა.

ღირებულებები კურსდამთავრებული შეძლებს, გააცნობიეროს სადაზღვევო ბიზნესის სფეროში დამკვიდრებული ღირებულებები, შეაფასოს კონკურენციის ფაქტორი და კონკურენტულ გარემოში იმოქმედოს სადაზღვევო ბიზნესის წარმოების სამართლიანი ხერხებით. იყოს მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებული, ეცადოს, სრულყოფილად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილებები თანამედროვე სადაზღვევო მომსახურებით. იყოს გადასახადის კარგი გადამხდელი და ასევე, ქველმოქმედი. დაიცვას სადაზღვევო ბიზნესში ქცევის ეთიკური ნორმები და მორალური პრინციპები.

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

საკონტაქტო პირი: ნინო პატარაია - ელფოსტა: [email protected]

28

Page 29: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

სადოქტორო პროგრამებისადოქტორო პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირებამისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი/პროგრამის მოცულობა: 6 სემესტრი/180 კრედიტი

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს ახალი თაობის პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ უნარი, განახორციელონ თანამედროვე, უახლეს მეთოდოლოგიებზე დამყარებული ორიგინალური, ინოვაციური კვლევები ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ცოდნის არსებული ფარგლების გაფართოების მიზნით და ჩაერთონ სწავლა-სწავლების პროცესში კვლევის და სწავლების ეფექტური ინტეგრაციისთვის.

სწავლის შედეგი: ცოდნა და გაცნობიერება● კურსდამთავრებულს აქვს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში საკვლევი

პრობლემატიკის/საკითხის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა; ● კურსდამთავრებულს აქვს საკვლევი პრობლემატიკისათვის/საკითხისათვის რელევანტური კვლევის

უახლესი, ინოვაციური მეთოდების ცოდნა;● კურსდამთავრებული აცნობიერებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში საკვლევი

პრობლემატიკის/საკითხის შესახებ ცოდნის განახლებულ ფარგლებს არსებული ცოდნის ხელახლა გააზრებისა და ნაწილობრივი გადაფასების გზით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:● ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში საკვლევი პრობლემის/საკითხის განსაზღვრა და მისი

აქტუალობის დასაბუთება რელევანტურ, უახლეს და სანდო ლიტერატურაზე/წყაროებზე დაყრდნობით;

● საკვლევ პრობლემასთან/საკითხთან დაკავშირებული უახლესი ცოდნის ანალიზი და სისტემატიზაცია;

● საკვლევი სფეროს შესაბამისი ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავებითა და გამოყენებით ახალი ცოდნის შექმნა;

● ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა;● ახალი ცოდნის ვალიდობის დადასტურება სამეცნიერო პუბლიკაციებში;● აკადემიური საქმინობისას სასწავლო კონტექსტის შესაბამისად სწავლების და შეფასების ეფექტური

სტრატეგიების განსაზღვრა და გამოყენება; მცირე თუ დიდი აუდიტორიის ეფექტური მართვა.

დასკვნის უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:● შერჩეული საკვლევი პრობლემატიკის/საკითხის შესწავლის თანამედროვე კონცეფციების,

მიდგომების კრიტიკული და თანმიმდევრული ანალიზი, სინთეზი და შეფასება შერჩეული საკითხის/პრობლემატიკის კვლევის ინოვაციური მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების მიზნით;

● კვლევის შედეგების საფუძველზე შერჩეული საკითხის/პრობლემატიკის შესახებ დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; შერჩეული პრობლემის/საკითხის კვლევის მიზნით სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

კომუნიკაციის უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:● ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით

წარმოჩენა;● საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ დისკურსში ჩართვა, რაც გამოიხატება

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში პუბლიკაციებით.

29

Page 30: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

სწავლის უნარიკურსდამთავრებული:● ორიენტირებულია ახალი ცოდნის შექმნაზე;● მზადაა, საკვლევი პრობლემის/საკითხის შესახებ უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნისა და

მეთოდოლოგიის საფუძველზე, განავითაროს კვლევის შემდგომი პროცესები, ახალი იდეები;● ეფექტურად მართავს დროსა და რესურსებს.

ღირებულებებიკურსდამთავრებული:● კვლევების წარმოებისას იცავს სამეცნიერო ეთიკის ნორმებს;● იცავს აკადემიური პატიოსნების პრინციპებს, პატივს სცემს კოლეგების აზრს.● მზადაა ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევისათვის და ამისთვის ინოვაციური მეთოდების

შემუშავებისათვის.

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

სადოქტორო ნაშრომის შეფასება:summa cum laude - ფრიადიmagna cum laude - ძალიან კარგიcum laude - კარგიbene - საშუალოrite - დამაკმაყოფილებელიinsufficienter - არადამაკმაყოფილებელი, დოქტორანტს მიეცემა დისერტაციის ხელახლა წარმოდგენის ერთი შესაძლებლობა ერთი წლის შემდეგ ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში.sub omni canone - სრულიად არადამაკმაყოფილებელი, დოქტორანტს ეკრძალება დისერტაციის წარმოდგენა სამი წლის განმავლობაში

საკონტაქტო პირი: ნინო პატარაიაელფოსტა: [email protected]

30

Page 31: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

სადოქტორო პროგრამის დასახელება: ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტიმისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

● საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ● ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

პროგრამის მოცულობა: 6 სემესტრი/180 კრედიტი

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების ინოვაციური კვლევა, პროცესების და მასალების კვლევა და ახალი ცოდნის მიღება; ჯანდაცვის დარგის მკვლევარის, მეცნიერის მომზადება.

სწავლის შედეგი: კონცენტრაცია - საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკაცოდნა და გაცნობიერებაკურსდამთავრებულს აქვს:● საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის პოლიტიკის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ღრმა

ცოდნა;● საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში უახლესი კვლევის უახლესი

მეთოდების ცოდნა;● ახალი ცოდნის შექმნის შესაძლებლობების გაცნობიერების უნარი; ● საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში ინოვაციური პრობლემატიკის

წამოჭრის და საკითხის გადასაწყვეტად ორიგინალური კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ჩატარების და ზედამხედველობის უნარი;

● საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში საკვლევი საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს აქვს:● საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში ინოვაციური პრობლემატიკის

წამოჭრის და საკითხის გადასაწყვეტად ორიგინალური კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვის, ჩატარების და ზედამხედველობის უნარი;

● საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში საკვლევი საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი;

● უნარი, შექმნას ახალი ცოდნა, რაც აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;● საქართველოში ჯანდაცვის სფეროს ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირების და განხილვისა და

ამ პრობლემებზე ჯანდაცვის პოლიტიკის ეფექტური ზემოქმედების გზების ძიების უნარი;● ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებაში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების

გავლენის იდენტიფიცირების უნარი;● ალტერნატიული პოლიტიკის შექმნის და სხვადასხვა ვარიანტებიდან კონკრეტულის შერჩევის უნარი;● ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სხვადასხვა სამთავრობო

ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე კანონმდებლობის და რეგულაციების როლის იდენტიფიცირების უნარი.

კ ონცენტრაცია - ჯანდაცვის მენეჯმენტი ცოდნა და გაცნობიერებაკურსდამთავრებულს აქვს:● ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ღრმა ცოდნა, რაც

არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა;● ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის პრობლემატური საკითხების კვლევის, კვლევითი

ლიტერატურის, კვლევის მეთოდების ცოდნა;

31

Page 32: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

● ჯანდაცვის მართვის ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა შემუშავების უნარი, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;

● საქართველოში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისა და ორგანიზაციის ანალიზის, კრიტიკული განხილვის, სხვა ქვეყნებთან მისი შედარების და მიმდინარე ტენდენციების გაცნობიერების უნარი.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს აქვს:● ჯანდაცვის მართვის ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა

შემუშავების უნარი, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში.

● საქართველოში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისა და ორგანიზაციის ანალიზის, კრიტიკული განხილვის, სხვა ქვეყნებთან მისი შედარებისა და მიმდინარე ტენდენციების გაცნობიერების უნარი;

● სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ხარჯების, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჯანდაცვის პოლიტიკის თეორიული და კონცეპტუალური მოდელების ანალიზის და კრიტიკული განხილვის უნარი;

● სამედიცინო მომსახურების მიწოდების, დაფინანსების და ორგანიზაციის სფეროში მაღალი დონის ექსპერტული შეფასების უნარი.

კონცენტრაცია - ფარმაციის მენეჯმენტი ცოდნა და გაცნობიერებაკურსდამთავრებულს აქვს:● ფარმაციის მართვის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ღრმა ცოდნა, რაც არსებული ცოდნის

გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა;● ფარმაციის მართვის პრობლემატური საკითხების კვლევის, კვლევითი ლიტერატურის, კვლევის

მეთოდების ცოდნა;● ფარმაციის მართვის ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა

შემუშავების უნარი, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს აქვს:● ფარმაციის მართვის ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა

შემუშავების უნარი, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;

● საქართველოში ფარმაციის სფეროში მიმდინარე ტენდენციების ანალიზის, კრიტიკული განხილვის, ფარმაცევტული სისტემის შეფასების განხორციელების უნარი;

● ფარმაციის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებების, აგრეთვე კანონმდებლობის და რეგულაციების როლის იდენტიფიცირების უნარი.

დასკვნის უნარიკურსდამთავრებულს აქვს:● კვლევის შედეგების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;● ლოგიკური აზროვნების, კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და სინთეზის გამომუშავების უნარი;● საჭიროების შემთხვევაში საექსპერტო დასკვნის უნარი;● პრობლემის გადაჭრისთვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების

უნარი;● საერთაშორისო სტანდარტის დონეზე საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციაზე მუშაობის უნარი.

კომუნიკაციის უნარი

32

Page 33: iliauni.edu.ge · Web viewპროგრამის მიზანს წარმოადგენს სპეციალისტის მომზადება ...

ბიზნესის სკოლის პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) კატალოგი

2016-2017

კურსდამთავრებულს აქვს:● მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში

დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენის, უცხოელ კოლეგებთან თემატურ პოლემიკაში ჩართვის უნარი;

● სამეცნიერო მოხსენებების და პრეზენტაციების მომზადების უნარი როგორც სპეციალისტებისთვის, ისე ფართო აუდიტორიისათვის;

● ჯგუფში მუშაობის უნარი;● დისკუსიის წარმართვის უნარი.

სწავლის უნარიკურსდამთავრებულს შეუძლია:● სწავლის საჭიროებების განსაზღვრა და სწავლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება;● უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების და პროცესების შექმნა;● დროისა და რესურსების ეფექტური მართვა;● სწავლების და სასწავლო პროცესის მენეჯმენტი;

ღირებულებები● სამეცნიერო კვლევის ეთიკის ცოდნა;● კოლეგების აზრის დაფასება და პატივისცემა;● ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და ამისთვის ინოვაციური მეთოდების შემუშავება

შეფასების წესი (100-ქულიანი):(A) 91-100 ფრიადი (B) 81-90 ძალიან კარგი (C) 71-80 კარგი (D) 61-70 დამაკმაყოფილებელი (E) 51-60 საკმარისი (FX) 41-50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება (F) 0-40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს კურსი

სადოქტორო ნაშრომის შეფასება:summa cum laude - ფრიადიmagna cum laude - ძალიან კარგიcum laude - კარგიbene - საშუალოrite - დამაკმაყოფილებელიinsufficienter - არადამაკმაყოფილებელი, დოქტორანტს მიეცემა დისერტაციის ხელახლა წარმოდგენის ერთი შესაძლებლობა ერთი წლის შემდეგ ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში.sub omni canone - სრულიად არადამაკმაყოფილებელი, დოქტორანტს ეკრძალება დისერტაციის წარმოდგენა სამი წლის განმავლობაში

საკონტაქტო პირი: ნინო პატარაიაელფოსტა: [email protected]

33