TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5...

201
TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 5

Transcript of TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5...

Page 1: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 5

Page 2: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 6

S i n a a r s i

ეკონომიკა და ბიზნესი

ECONOMICS & BUSINESS

მიხეილ თოქმაზიშვილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . agraruli urTierTobebis Teoriuli dilemma

Theoretical Dilemma of Agricultural Relations

10

ნინო გრიგოლაია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . dagrovebiTi sapensio sistemis danergva saqarTveloSi

Introduction of Accumulated Pension System in Georgia

20

ნინო ლაზვიაშვილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . sabanko riskebi da erovnuli bankis regulaciebi Banking Risks and its Redulations

26

ელენე ჩიქოვანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . codnaze damyarebuli ekonomikis Sefasebis zogierTi

meTodologiuri sakiTxisaTvis

About Some Methodological Issues of the Evaluation of the Knowledge Based Economy

31

მარინე ალანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . segmentacia turistuli momsaxurebis bazarze

Segmentation on the Tourism Services Market

37

ქეთევან მდინარაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . Sromis bazrisa da saganmanaTleblo momsaxurebis bazris

urTierTkavSiri rogorc inteleqtualuri kapitalis ganviTarebis

faqtori

The Interconnection Between the Labor Market and the Education Service Markeas

the Factor of Intellectual Capital Development

44

მარი გოცაძე, ნინო გრიგოლაია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . bitkoini - momavlis fuli

Bitcoin Future Thousands

53

დინარა ლომინაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . politikuri faqtorebis gavlena jandacvis bazris ganviTarebaze Affect of Political Parties on the Development of Health Market

62

თეა ჰასრათოვი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . komerciuli bankebis saqmianobis mmarTvelobiTi analizis

Taviseburebani Specifies of Commercial Banks Managerial Analysis

68

ეკა აბესაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . mTavari konceptualuri sakiTxebi sainformacio usafrTxoebis

sistemaSi

Main conceptual Issues in Information Security Systems

72

მაია გუნცაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 77

Page 3: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 7

mcire da saSualo biznesis 5 umTavresi gamowveva saqarTveloSi

Top 5 Challlences Faciling Small and Medium Sized Businesses (SMEs) in Georgia

ნინო გობრონიძე, მარიამ წამალაიძე, მერაბ ზედგინიძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . eqspatrianti menejerebis marcxi da misi daZlevis gzebi

83

Failure of Expatriate Managers and Ways to it`s Overcome

სამართალი გივი ლუაშვილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . saqarTvelos energetikisa da wyalmomaragebis maregulirebeli

erovnuli komisia bunebrivi gazis mitacebis Sedegad gamowveuli

zianis anazRaurebis Sesaxeb

Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission – about

Consideration of Damages to the Supplier as a Result of Natural Gas Grab

91

კობა ბუაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . Процессуальные особенности осмотра места происшествия

Procedural Features of Inspecting the Scene of Crime

102

ნათელა ხოდერიანი, ნატო ჭითანავა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . sagadasaxado SeRavaTebi iuridiuli piris reorganizaciis dros

Reorganization and Tax Benefits for a Legal Entity

111

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები

HUMANITARIAN AND SOCIAL SCIENCES თამარ ჩარკვიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . adgilobriv doneze genderis sferoSi arsebuli kvlevebis

mimoxilva da situaciis analizi

The Overview of the Studies and Situation Analysus is the Field of Gender on Municipal

Level.

119

დავით პიპინაშვილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . CineTis sagareo politikis ZiriTadi Teoriuli aspeqtebi da

Taviseburebebi

Main Theoretical Aspects and Features of China’s Foreifn Policy

129

მაია ამირგულაშვილი, სოფო ჩქოფოია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩineTi: realuri moTamaSe saqarTvelosa da samxreT kavkasiaSi

China: the Real Player in Georgia and the South Caucasus

136

კონსტატნტინე ვეკუა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . evrokavSiri da erTi sartyeli erTi gzis iniciativa mSvidobis

mecnierebebis perspeqtividan

European Union and One Belt One Road Initiative from the World Sciencies erspective

145

Гасанов Шахмар Умуд оглы . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . Исторические корни преступлений, совершенных армянскими нацистами против

азербайджанского народа в конце 19-го и начале 20-го веков

Historical Roots of the Crime Commited by Armenian Offenders Against Azerbaijani

People in the Late Nineteen Century and Durinng the Twentieth Century

153

სალომე ციხისელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . inglisuri da Cinuri idiomebis SedarebiT-SepirispirebiTi kvleva

160

Page 4: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 8

Comparative Study of English and Chinese Idioms ხატია შევარდნაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . nikoloz baraTaSvilis poezia Jurnal ,,ciskarSi“

Nikoloz Baratashvili's Poetry In the Journal "Tsiskari”

165

ნინო წერეთელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . migraciis zrda globalizaciasTan mimarTebaSi

Migration Processes in the Aspect of Globalization

174

თამარ კვარაცხელია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . evropul-qarTuli literaturuli gzajvaredinebi

Georgian-European Literary Crossroads

179

ლელა კვარაცხელია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნikoloz baraTaSvilis biografiis axali saintereso Strixebi

“elvare da lomferi iyo cxra oqtomberi”

New and Interesting Pieces of Nikoloz Baratashvili Biography

189

ნოდარ სამხარაძე, გიორგი კაკაშვილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . saxelmwifos roli ofSoruli programirebis ganviTarebaSi

The role of the State in the Development of Offshore Programming

198

Page 5: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 9

D

A

Page 6: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 10

აგრარული ურთიერთობების თეორიული დილემა

მიხეილ თოქმაზიშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი Mikheil Tokmazishvili

Doctor of Economics, Professor Tbilisi Open Teaching University

[email protected]

Theoretical Dilemma of Agricultural Relations

ABSTRACT

Theoretical mainstreamings and dualistic character of agricultural development, as well as its social and

commercial functions and strategic importance are described.

Contradictions of agricultural development in Georgia, advantages of large and small farms and

development trends are explained. It is noteworthy that development of agrarian farms cannot be implemented

without its integration with industry-linked sectors and consolidation into the total value chain development.

Georgia's current challenge is to integrate agriculture into agro-industry sphere. It is justified that

when strategic policy is directed towards the formation of market relations, small farms gradually acquire

commercial importance altogether with satisfyingtheir household needs in food products. Agricultural

development benefits, when they are oriented only towards social objectives, impose passive role to

agricultural sector in development of agro-industry; and if farmers production is of commercial

importance altogether with social meanings, then farmers‟ share in the value chain increases and

agricultural industry is being created. This process is the driving force of the economy.

Keywords: Agriculture, farm. Agri-industry

დღეს, მსოფლიოში აგრარული სექტორი ახალი გამოწვევების წინაშე დგას. მისი

ტრადიციული შინაარსი, რომლის თანახმად, იგი მოსახლეობის გამოკვებას ემსახურება,

გლობალური სავაჭრო ურთიერთობები ახალ ალტერნატივებს სთავაზობს და იძლევა იმის

შესაძლებლობებს, რომ ადგილობრივი წარმოება ჩანაცვლებული იქნეს იაფი

იმპორტირებული პროდუქციით. ამ მხრივ, იაფი სანედლეულო პროდუქტის მიმწოდებლები

დაბალგანვითარებული ქვეყნები არიან.

ნედლეულის გადამუშავების მაღალტექნოლოგიური პროცესების დანერგვაში

დომინანტურ მდგომარებას ძირითადად განვითარებულ ქვეყნები ფლობენ, ხოლო

დაბალგანვითარებული ქვეყნები კი ნედლეულის მიმწოდებელი ან საკუთარი

მოხმარებისათვის განკუთვნილ რესურსებს აწარმოებენ.

სოფლის მეურნეობისადმი ტრადიციული მიდგომით იგი ეკონომიკური განვითარების და

გარდაქმნის მნიშვნელოვანი სფეროა. ღია სავაჭრო ურთიერთობები მოითხოვს იმ აფეროების

Page 7: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 11

განვითარებას, რომელსაც გააჩნია შეფარდებითი ტექნოლოგიური ან სხვა რესურსული

უპირატესობა. ეს გამოწვევები წარმოშობს აგრარული ინდუსტრიის განვითარებისადმი

განსხვავებულ მიდგომებს.

ეს დღევანდელი საქართველოს ერთ ერთი კონცეპტუალური საკითხია. რეალურად დღეს

საქართველო მოიხმარს მეტ იმპორტირებულ სურსათს, ვიდრე აწარმოებს. ამ ფონზე იბადება

კითხვები, თუ რა ადგილს იკავებს აგრარული ინდუსტრიის სფერო საქართველოს დარგობრივ

სტრუქტურაში, ღირს თუ არა მასზე პოლიტიკის აქცენტირება, სოფლის მეურნეობის

პრიორეტიტულ დარგად აღიარება, დამატებითი ინვესტირება ხელს შუწყობს თუ არა

ეკონომიკურ ზრდას, ეფექტურად იმოქმედებს თუ არა სიღარიბის შემცირებაზე, არსებობს თუ

არა ამის შესაბამისი რესურსები და სხვ.

ქართველ მეცნიერებში და საზოგადო მოღვაწეებში არ არის განსხვავებული აზრი

იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელსაც არსებითი ადგილი უკავია

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაშ, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება, თუ რამდენად

განვითარებული უნდა იყოს აგრარული ბიზნესი და საჭიროა თუ არა მისი

კომერციალიზაციის ხელშეწყობა, თუ მას მხოლოდ სოციალური მნიშვნელობა უნდა

ჰქონდეს და აკმაყოფილებდეს შინამეურნეობების საარსებო მოთხოვნილებებს, პოზიციები

იდენტურია. ყველა ჯერდებიან იმ აზრს, რომ სოფლის მეურნეობის და სურსათის

წარმოებას არ შეიძლება მეორეხარისხოვანი როლი დაეკისროს, რამდენადაც საქართველოში

ამ დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის ზრდა. თუმცა სკეპტიციზმი

მაინც იბადება, როდესაც ისმის საკითხი, თუ რა რესურსი და ინვესტიციები სჭირდება მის

დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანას, რამდენად რეალურია დღევანელი თავისუფალი

გლობალური კონკურენციის პირობებში ამ დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რა

როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ მის განვითარებაში, რამდენად შესაძლებელია

მრავალრიცხოვანი შინამეურნეობების ეფექტიანობის ამაღლება და შევძლებთ თუ არა მისგან

მიღებულმა სარგებელმა გადააჭარბოს იმ კოლოსალურ დანახარჯებს, რომელსაც ეს დარგი

მოითხოვს.

დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება ხასიათდება დაბალი დონით

და მცირე ზომის ფერმები ვერ უზრუნველყოფენ მაღალეფექტიანობას. (იხ: გრაფიკი 1 და

გრაფიკი 2).

გრაფიკი 1-2

Page 8: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 12

წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა, http://databank.worldbank.org/data/source/world-

development-indicators

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012-2016 წლებში, საქართველოში დამატებული

ღირებულების წლიური ზრდა შეადგენდა 0.3 პროცენტს და იგი 9-ჯერ ჩამორჩებოდა დაბალი

შემოსავლების ქვეყნების მაჩვენებელს, 7-ჯერ - საშუალო შემოსავლების ქვეყნებს და 4-ჯერ

მაღალი შემოსავლების ქვეყნებს. მხოლოდ ევროკავშორის საერთო მაჩვენებლი იყო უარყოფითი.

ამასთან საქართველში აგრარულ სექტორში ერთ დასაქმებული ქმნის 19.4-ჯერ ნაკლებ

ღირებულებას, ვიდრე იქმნება ევროკავშირის ქვეყნებში, 28.7-ჯერ ნაკლებს, ვიდრე მაღალი

შემოსავლების ქვეყნებში და 2.4-ჯერ ნაკლებს, ვიდრე იწარმოება საშუალო შემოსავლების

ქვეყნებში.

05000

10000150002000025000300003500040000

ევროკავშირი მაღალი

შემოსავლების

ქვეყნები

საშუალო

შემოსავლების

ქვეყნები

დაბალი

შემოსავლების

ქვეყნები

საქართველო

26324

39034

3356 558 1356

სოფლის მეურნეობა: დამატებული ღირებულება ერთ დასაქმებულზე

(მუდმივ ფასებში , 2010 აშშ დოლ). 2016

-1.0

-0.5

0.0

0.5

1.0

1.5

2.0

2.5

3.0

ევროკავშირი მაღალი

შემოსავლების

ქვეყნები

საშუალო

შემოსავლების

ქვეყნები

დაბალი

შემოსავლების

ქვეყნები

საქართველო

-0.8

1.2

2.1

2.7

0.3

სოფლის მეურნეობა: დამატებული ღირებულება (წლიური ზრდა, %), 2012-2016

Page 9: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 13

საქართველოში საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის და თავისუფალი ვაჭრობის

განვითარების პროცესში ქართველი ფერმერები წააწყდნენ სრულიად ახალ წინააღმდეგობებს,

დაწყებული ბაზარზე იმპორტიორების მიერ დაბალფასიანი პროდუქციის შემოტანით,

გაგრძელებული სოფლის მეურნეობის განუვითარებელი ინფრასტრუქტურით, დაბალი

კვალიფიკაციით, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა რესურსების ნაკლებობით, კერძო და

სახელმწიფო სტრუქტურების მოუწყობლობით და იმ გაურკვევლობით, რომელიც სოფლის

მეურნეობის როლს ეხება საქართველოს სტრატეგიულ განვითარებაში.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლად და დამოკიდებულია მის წარმოებაზე.

ამდენად შეიძლება ვასაბუთოთ, რომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს ეკონომიკის ზრდის

ძირითადი წყარო და განვითარების მამოძრავებელი ძალა, მაგრამ საქართველოს არასდროს არ

გაჩნდა წარმატებული აგროსამრეწველო რევოლუციის გამოცდილება, 2014 წლამდე არ

წარმოადგენდა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ

პრიორიტეტს და მისი შრომის მწარმოებლურობა კი ყოველთვის დღესაც ძალიან დაბალია.

2015 წლამდე საქართველოს არ ჰქონია სოფლისა და სოფლის მეურნეობის კომპლექსური

სტრატეგიული გეგმა. ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, შეიქმნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია (2015-2020) და საქართველოს

სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017 წლის სამოქმედო გემა. სოფლის

მეურნეობის განვითარების ძირითად მიმართულებებად განისაზღვრა: აგრარულ სექტორში

დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება; აგრარული სექტორის ინსტიტუციური

განვითარება; მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება; რეგიონული და დარგობრივი

განვითარება - დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების

ხელშეწყობა; სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია

და მცენარეთა დაცვა; კლიმატის ცვლილებები, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიით, განისაზღვრა სამი ძირითადი

პრიორეტიტული მიმართულება: ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა; სოციალური პირობები

და ცხოვრების დონე; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.

აგრარული სექტორის და სოფლის განვითარების სფეროში განხორციელდა სხვადასხვა

პროგრამები. მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების, მეღვინეობა-

მევენახეობის სფეროში ვენახების კადასტრის, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის

ხელშეწყობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო

კონტროლის პროგრამები, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა, „გაუდაბნოებასთან

ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა 2014-2022“, სამელიორაციო-ირიგაციული

პროექტები, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შემავალი ისეთი პროგრამები, როგორიცაა:

„შეღავათიანი კრედიტის“, „აგროდაზღვევის,“ ,,დანერგე მომავალი“, „გადამამუშავებელი და

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების,“ „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის“,

„აგროწარმოების ხელშეწყობის“ და სხვა. მიუხედავად ამისა, ეს დარგი მოითხოვს მეტ

ყურადღებას.

ამ დარგის ჩავარდნა ქმნის იმის სკეპტიციზმს, თუ რამდენად შეუძლია სოფლის

მეურნეობამ შეასრულოს სიღარიბის დაძლევის მთავარი როლი სოფლად და გახდეს

Page 10: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 14

შინამეურნეობების შემოსავლების ზრდის წყარო. ამ სკეპტიციზმის შედგად შეიქმნა მისი

განვითარების არასახარბიელო პირობები. მიზერული ინვესტიციები ბანდდება სოფლის

მეურნეობის ფიზიკურ, ინსტიტუციურ და ადამიანისეულ რესურსებში.

სოფლის მეურნეობისადმი ყოველივე პოზიტიურ თუ ნეგატიურ დამოკიდებულებას აქვს

თავისი თეორიული და იდეოლოგიური საფუძვლები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში

გარემოს სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად ძირეულად იცვლებოდა.

კლასიკური თეორიის წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების ზრდას

განიხილავდა როგორც პროცესს, სადაც წარმოების ფაქტორების გადანაწილება ხდება დაბალი

შრომის მწარმოებლურობით გამორჩეული ტრადიციული სოფლის მეურნეობის სექტორიდან,

მაღალ ტექნოლოგიურ სექტორებში. ამ პერიოდში სოფლის მეურნეობას ეკისრებოდა პასიური

როლი და განიხილებოდა როგორც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის და დასაქმების

დარგი. გარდა ამისა, არსებობდა იმის მოლოდინი, რომ სოფლის მეურნეობის როგორც

განვითარების ტრადიციული დარგის მნიშვნელობა არსებითად შემცირდებოდა იმის მიხედვით,

თუ როგორ წარიმართებოდა ქვეყნის ტრანსფორმაცია ტრადიციული ეკონომიკიდან

თანამედროვე ინდუსტრიისკენ.

სოფლის მეურნეობის როლი ძირითადად დაკავშირებული იყო იმ პროდუქციის

წარმოებასთან, რომელიც პირდაპირ დააკმაყოფილებდა ადამიანის საარსებო

მოთხოვნილებებს. რამდენადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება აერთიანებდა

ადამიანის ძალისხმევას ბუნებრივი რესურსებთან, ამიტომ მიჩნეული იყო, რომ მისი

განვითარება შესაძლებელია სხვა ეკონომიკური საქმიანობის დამოუკიდებლად. თუმცა,

რეალურად, სოფლის მეურნეობის დამოკიდებულება შეზღუდული მიწის რაოდენობასთან

იმას ნიშნავდა, რომ მისი შემდგომი გაფართოება ყოველთვის იქნებოდა შეზღუდული. იგი

კლებადი მწარმოებლურობის სფეროა (რობერტ მალთუსი) (Rutherfold D., 2007: 213-237),

ამიტომ არსებობდა სერიოზული არგუმენტი იმისა, რომ საუშაო ძალის მიწოდების ზრასთან

ერთად იგი იმავე პროპორციით ვერ გაიზრდებოდა. გარდა ამისა, სამუშაო ძალის

დასაქმებას შეზღუდავდა ამ დარგის ტექნოლოგიური შეიარაღებაც. რეალურად კი ნათელი

იყო, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზრდებოდა მოთხოვნა აგრარულ

პროდუქციაზე, რაც, თავის მხრივ, აუცილებელს ხდიდა სოფლის მეურნეობა გაზრდილიყო

მოსახლეობის ზრდის პარალელურად. ეს გარემოებები საფუძვლად დაედო სოფლის

მეურნეობის წინააღმდეგობრივი განვითარების აღიარებას. ნათელი იყო, რომ იგი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია, მაგრამ მისი განვითარება კი ზღვარდებულია.

მე-19 საუკუნის დასაწყისში კლასიკური ეკონომიკის თეორეტიკოსები ამტკიცებდნენ,

რომ შრომის ნაყოფიერება სოფლის მეურნეობაში მრეწველობასთან შედარებით დაბალია.

სოფლის მეურნეობის ჩამორჩენას განსაზღვრავდა ერნს ენგელის კანონი (Kindleberger Charles P.,

3-20), რომლის თანახმად, შემოსავლების ზრდასთან ერთად მცირდება დანახარჯები კვებაზე.

ეს კი ფაქტობრივად იმის აღირებას წარმოადგენდა, რომ სასოფლო სამეურნეო

ჭარბწარმოებას ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი მწარმოებლურობა

გადააჭარბებდა მოსახლეობის ზრდას. ამიტომ კაპიტალდაბანდებები სოფლის მეურნეობიდან

Page 11: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 15

უნდა გადანაცვლებულიყო სამრეწველო სფეროში. ეს მოსაზრება დღესაც აქტუალური

რჩება.

თუ დავუშვებთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება სტაგნაციური დარჩეს, მაშინ

ეს გამოიწვევს დასაქმების ზრდას არასასოფლო სამეურნეო სფეროში, ხოლო პროდუქტებზე

ფასები კი გაიზრდება, რასაც თან მოყვება არასასოფლო-სამეურნეო სექტორში

დასაქმებულთა ხელფასებზე ზეწოლა და მრეწველობის დარგების შეფერხება. ამის შედეგად

წარმოიშვება ეკონომიკურ თეორიაში ცნობილი ე.წ „რიკარდოს ხაფანგი“ (Debating Ricardian

Equivalence). ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით, 1980-იან წლებამდე

გავრცელებული იყო მოსაზრებაც კი იმის შესახებ, რომ საჭირო იყო მნიშვნელოვნად

დაბეგრილიყო სოფლის მეურნეობა, თუმცა უკვე შემდგომი პერიოდიდან სულ უფრო მეტად

დომინირიებდა აზრი იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის და სხვა დანარჩენი დარგების

განვითარება არ შეიძლება ერთმანეთის დამოუკიდებლად წარმართულიყო. ამდენად

ისტორიას ჩაბარდა აზრის სოფლის მეურნეობის ავტონომიური განვითარების შესახებ.

შესაბამისად თანდათანობით უკანა პლანზე იწევდა აზრი სოფლის მეურნეობის

პასიური როლის შესახებ. გაჩნდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ აგრარული ინდუსტრია

მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშპ-ს ზრდაში. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, 1960-

1990 წლებში მსოფლის 62 განვითარებული ქვეყნის მიმოხილვის შედეგად, სოფლის

მეურნეობაში შრომის მწრამოებლურობის ზრდის წილმა მშპ-ს ზრდაში შეადგინა 54

პროცენტი (Gollin, Parente, and Rogerson. 2002: 160–164). დღეს ეს წილი ბევრად ნაკლებია.

სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედეგად სამუშაო ძალამ

გადაინაცვლა ინდუსტრიულ სექტორებში.

სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების დანერგვა არსებითია მისი ზრდის

უზრუნველყოფაში და იგი განსაზღრავს მის სხვა დარგებთან ურთიერთზემოქმედებას.

ეკონომიკური ზრდა სოფლის მეურნეობაში შუძლებელია სხვა სექტორებისაგან

დამოუკიდებლად განხორციელდეს. სოფლის მეურნეობა ქმნის მოთხოვნას სერვისებზე და

მრეწველობის განვითარებაზე, მისი ზრდა ზემოქმედებს სურსათის წარმოებაზე, ხოლო

მრეწველობა კი თავის მხრივ, უზრუნველყოფს მანქანა-იარაღებითა და ტექნოლოგიებით. ეს

კავშირურთიერთობები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და გარკვეულ ეპაზე

მოთხოვნა ინდუსტრიულ პროდუქტებზე სოფლის მეურნეობაში გაცილებით ძლიერია,

ვიდრე მის მიერ წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას შეუძლიან ზემოქმედება

მოახდინოს დანარჩენი დარგების განვითარებაზე. სოფლად შემოსავლების ზრდა

დანაზოგების წყაროა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არასასოფლო სამეურნეო

დარგებისათვის. პროდუქტებზე ფასები კი ტექნოლოგიების განვითარებას ემყარება, რაც

თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამრეწველო და მომსახურების დარგებში შრომის

ანაზღაურების სტაბილურობას და ამით ხელს უწყობს ინვესტიციების ზრდასა და

სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას სხვა დარგებში.

სოფლის მეურნეობას აქვს გაცილებით უფრო მჭიდრო კავშირი სხვა დარგებთან,

ვიდრე დანარჩენ დარგებს ერთმანეთთან, რაც განპირობებული იმით, რომ სოფლის

მეურნეობის პროდუქცია უპირატესად იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, სოფლის

Page 12: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 16

მეურნეობაში გამოყენებული შუალედური რესურსები, რომელსაც სხვა დარგები აწარმოებენ,

გაცილებით ნაკლებად იმპორტირებადია. ამ კავშირებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის

იმპორტსა და ექსპორტს, რესურსების ბაზრის და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას,

ლოგისტიკას და სხვ. შეაქვს თავისი კორექტივები, მაგრამ იგი მაინც ვერ ამცირებს სოფლის

მეურნეობის როლს და კავშირს სხვა დარგებთან.

ყოველივე ამის საწინააღმეგოდ შეიძლება ითქვას, რომ დღეს გლობალური განვითარება

იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში იაფი სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს

იმპორტირებული. ეს კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილობრივი ძალისხმევა

მოხმარდეს უფრო ინტენსიური არასასოფლო-სამურნეო დარგებს. გარდა ამისა ქვეყანაში

სოფლის მეურნეობა შეიძლება ცუდად იყოს ინტეგრირებული სხვა დარგებთან და მისი

ღირებულების ზრდა კი მოკლე ჯაჭვს შეადგენდეს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

სოფლის მეურნეობის როგორც ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელ ძალას და სოფლის

სოციალური განვითარების ეფექტიან გზას. მას სჭირდება საკმაოდ დიდი ინვესტიციები და

დღეს სახელმწიფო ფინანსებით ინტერვენციები, როგორიცაა ფასების მხარდაჭერა,

სუბსიდიები, ირიგაციულ სისტემების გაყვანილობა და სხვ., ნაკლებად ხელმისაწვდომი

ხდება, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მიწები დანაწევრებულია და დაქუცმაცებულია

არარენტაბელურ მცირე ფერმებად. სხვა საშიშროებას წარმოადგენს ბაზრის ზრდადი

უსაფრთხოების სტანდარტები, ბაზრებისადმი ხელმისაწვდომობა, რომლებიც სერიოზულ

ბარიერებს უქმნის მცირე მეწარმეებს. თუმცა მრავალი მეცნიერის აზრით, სოფლის

მეურნეობის განვითარება სწორედ მცირე მეწარმეების წარმატებაზეა დამოკიდებული. ამ

სკოლის წარმომადგენლები საკმაოდ სკეპტიკურნი არიან აგრარული სექტორის

პოტენციალის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია უმუშევრობა და არაფორმალური

ეკონომიკაა გაბატონებული. ამასთან, იბადება სხვა კითხვებიც, კერძოდ, ვაჭრობის

ლიბერალიზაციისა და გლობალიზაციის პროცესში მცირე ფერმერები რამდენად შეძლებენ

კონცენტრაციას, ინტეგრაციას და ტრანსფორმაციას იმისათვის, რომ გაუძლონ საერთაშორისო

კონკურენციას და დააკმაყოფილონ ბაზარი. ამ პირობებში კი ინვესტორების იტერესები

საკმაოდ დიდი რისკების ქვეშ დგება. შესაბამისად ფერმერებს, განსაკუთებით კი მათ,

რომლებიც ბაზრებიდან შორსაა და ცუდი ინფრასტრუქტურა აქვთ, მომავალი და

პერსპექტივები არ გაჩნიათ.

ამდენად, აზრის იმის შესახებ, რომ საინვესტიციო აქცენტი მსხვილ და კომერციაზე

ორიენტირებულ ფერმებზე უნდა გაკეთდეს, რომლებსაც უკეთ შეუძლიათ დააკმაყოფილონ

ბაზრის მოთხოვნები, არ არის უსაფუძვლო. შესაბამისად მრავალი ავტორი ამტკიცებს, რომ

იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკა ავაგოთ “მცირე ფერმების გადარჩენის“ საჭიროებებზე,

აუცილობელია “მცირე ფერმებისაგან განთავისუფლება (Tsegaye Tegenu).

მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი ეკონომისტი სკეპტიკურად უყურებდა მცირე

მეწარმეობის ეფექტიანობის ამაღლებას, რამდენადაც ფერმები, თავიანთი ბუნების გამო,

ცდილობენ აწარმოონ მხოლოდ იმდენი პროდუქტი, რაც საჭიროა მათი არსებობისათვის.

იმისათვის, რომ, ფერმებმა შეიძინონ კომერციული ხასიათი, საჭირო ხდება დამატებითი

სტიმულების მიცემა. ამ თეორიას მოხმარებასა და შრომას შორის ბალანსის პრინციპი

Page 13: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 17

ეწოდება (ა. ჩაიანოვი) და გამოიყენება მსხვილი მეურნეობის უპირატესობების

დასასაბუთებლად (Буздалов И.Н.).

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში სწამდათ, რომ როგორც მრეწველობაში, ისე სოფლის

მეურნეობაში, მექანიზაცია განაპირობებდა წარმოების გამსხვილებას, ოჯახური

მეურნეობების მსხვილი კოლექტიური მეურნეობებით შეცვლის საჭიროებას. რა თქმა უნდა

ცოცხალი გამწევი ძალის ტრაქტორით ჩანაცვლება ზრდის წარმოების მაშტაბების

გაფართოების შესაძლებლობებს, ამცირებს პროდუქციის ერთეულზე დანახარჯებს, რაც ხელს

უწყობს მეურნეობის ზომის გადიდებას. ტექნიკური ცვლილებანი, დიდი ტრაქტორები და

მანქანები, განაპირობებენ დიდი მეურნეობების შექმნის შესაძლებლობებს. ამრიგად,

მექანიზაციამ სოფლის მეურნეობაში მცირე საკუთარი მეურნეობების ფუნქციონირების

ეფექტიანობა დააყენა ეჭვის ქვეშ. თუმცა, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ სასოფლო-

სამეურნეო მიწით უზრუნველყოფის დაბალი მაჩვენებლების მქონე რიგი ქვეყნების

აგრარულ პოლიტიკაში შეიმჩნევა მსხვილი მიწათმფლობელური სისტემების დაშლის

ტენდენცია, რათა ცალკეულ პირების ხელში არ მოხვდეს მიწის დიდი მასივები.

მსხვილი ფერმების უპირატესობის ტრადიციული თეორიის კრიტიკა მე-20 საუკუნის

შუახანებში დაიწყეს (Ellis F., and Biggs S. 2001: 440), ხოლო 90-იანი წლების ბოლოს კი

გამოჩნდა ლიტერატურა, სადაც არის იმის მტკიცება, რომ მცირე ფერმების შრომის

ეფექტიანობა ხშირად აღემატება მსხვილ ფერმების ეფექტიანობას (Lutz E., 1998: 57).

მცირე ფერმების ეფექტიანობის მომხრე მეცნიერების არგუმენტაციით, მცირე ფერმებს

აქვთ ერთ ერთეულ პროდუქციაზე დაბალი მოგება, ვიდრე მსხვილ ფერმებს, მაგრამ ისინი

უფრო მგრძობიარენი და მოქნილნი არიან ტრანსაქციულ ხარჯებთან მიმართებაში, ვიდრე

მსხვი ფერმებს შეუძლიათ მათზე რეაგირება, მათი ეფექტიანობა არ არის მსხვილ ფერმების

ეფექტიანობაზე დაბალი იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ მათი სამუშაო

ძალის დაბალ ღირებულებას და გარემოს გარე ეფექტებს, და მიუხედავად იმისა, რომ

მსხვილი ფერმები აწარმოებენ უფრო მეტ პროდუქციას, მცირე ფერმების კოოპერაციის

შემთხვევაში, რომლებიც გაცილებით უფრო მაღალსარგებლიანია მათთვის, იღებენ უფრო

მეტ მოგებას, ვიდრე მსხვილი ფერმები. მცირე ფერმების წარმოება უფრო ეფექტიანია,

მაგრამ კვების პროდქტების უსაფრთხობისა და ხარისხის პრობლემები, რაც ძალიან

მტკივნეულია ღია ბაზრისათვის, მნიშვნელოვნად მოქმედებს მცირე ფერმების

განვითარებაზე (VII. Profitability and Efficiency of Indian Dairy Farms).

დღეს ქვეყნები განსხვავებულად წყვეტენ მათ პრობლემებს და არსებით ცვლილებებს

განიცდის სოფლად საკუთრებითი ურთიერთობები, ფერმების მენეჯმენტი, მასშტაბები,

რენტის სიდიდე და ფორმები. ეს საკითხები იძენს მეტ საზოგადოებრივ გააზრებას და

მეტად ექვემდებარება სახელმწიფო და გლობალური პრობლემების გადაჭრის ინტერესებს.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სფერო განსაკუთრებით

მიშვნელოვანია სწორედ იმ ქვეყნებისათვის, საქართველოს ჩათვლით, სადაც დომინირებენ

მცირე ფერმები, აქვთ მცირე დივერსიფიკაციის და საექსპორტი შესაძლებლობები და

უმუშევრობის მაღალი დონე, ხოლო იმ ქვეყნებში კი სადაც ეკონომიკის ზრდა ემყარება

Page 14: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 18

კაპიტალინტენსიურ დარგებს, ფერმერების განვითარებას და დივერსიფიცირებას მეტი

შესაძლებლობები აქვთ.

ამდენად, თეორიულად სოფლის მეურნეობა განიხილება როგორც

ინდუსტრიალიზაციის წინაპირობა, რამდენადაც ამ სექტორიდან ისტორიულად ხდებოდა

სამუშაო ძალის გადადენა მრეწველობაში, იგი აწვდის კვების პროპდუქტებს, იყენებს სხვა

დარგებში წარმოებულ რესურსებს და პროდუქციას და არის დასაქმების ერთ-ერთი დიდი

სფერო. იგი ამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას იმპორტზე და დამოკიდებულია როგორც

მსხვილი ფერმერული მეურნეობის განვითარებაზე, ასევე მცირე მეწარმეობის

ეფექტიანობაზე.

დღეს არ არსებობს სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ამტკიცებს საქართველოში

მსხვილი მეურნეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და შესთავაზებს პოლიტიკოსებს სამუშაო

ძალის ქალაქად გადადენის აუცილებლობას. თუმცა არც პირიქით შეიძლება იმის მტკიცება,

რომ მცირე მეურნეობების განვითარება შეიძლება გახდეს პანაცეა სოფლის მეურნეობის

განვითარებაში მეურნეობების ინტეგრაციისა და ღირებულების ზრდის ერთიან ჯაჭვში

კონსოლიდაციის გარეშე. აგრარული მეურნეობის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ

მასთან დაკავშირებული სხვა დარგების განვითარებასთან ერთად.

ცნობილია, რომ მცირე ფერმები შეიძლება გახდნენ ეფექტიანი იმ ქვეყნებში, სადაც

ჭარბია სამუშაო ძალა, მაგრამ მიწისა და კაპიტალის შეზღუდულობა აძვირებს მის

პროდუქციას. როდესაც სტრატეგიული პოლიტიკა მიმართულია საბაზრო ურთიერთობების

ადექვატური გარემოს ფორმირებისაკენ, აგრარული პოტენციალის მქონე მცირე ფერმები,

საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად თანდათანობით იძენენ კომერციულ

მნიშვნელობასაც. აგრარული მეურნეობის განვითარებით მიღებული სარგებელი, თუ

მხოლოდ სოციალურ მიზნებზე აგებული პოლიტიკის განხორციელების შედეგია, სოფლის

მეურნეობას აკისრებს პასიურ როლს აგრარული ინდუსტრიის განვითარებაში, ხოლო თუ

სოფლის მეურნეობა სოციალურ დატვირთვასთან ერთად კომერციულ მნიშვნელობასაც

ღებულობს, მაშინ იზრდება ფერმერთა ღირებულების ჯაჭვი და იქმნება აგრარული

ინდუსტრია. ეს დარგი ხდება ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Debating Ricardian Equivalence, https://mostlyeconomics.wordpress.com/2011/03/22/debating-ricardian-

equivalence/

2. Ellis F, and Biggs S.,,Evolving Themes in Rural Development 1950s-2000s. Development Policy Review.

2001, 19 (4)., 2001. http://www.geo.unizh.ch/~backhaus/asien_texte/8_Ellis-etal-2001.pdf.

3. Gollin, Parente, and Rogerson. The role of agriculture in development. American Economic Review 92 (2),

2002.

4. Kindleberger C. P., Engel's Law, Publisher: Cambridge University Press

https://doi.org/10.1017/CBO9780511559495.003, https://www.cambridge.org/core/books/economic-laws-

and-economic-history/engels-law/40B672A9990B226B04559A37EE46170D;

Page 15: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 19

5. Lutz E., Agriculture and the environment: perspectives on sustainable rural development. World Bank.

1998.

http://books.google.com/books?id=MdfBc1EyEDEC&pg=PA57&dq=small+farm+inverse&client=opera#v=one

page&q=small%20farm%20inverse&f=false.

6. Rutherfold D., Malthus and Three Approaches to Solving the Population Problem, Population, 2007/2,

(vol.62) , https://www.cairn-int.info/article-E_POPU_702_0253--malthus-and-three-approaches-to-

solving.htm

7. Tsegaye Tegenu. Miss Conceptualizing Growth Role of Small Farms.

www.fao.org/WAIRDOCS/LEAD/X6170E/x6170e36.htm

8. VII. Profitability and Efficiency of Indian Dairy Farms.

www.fao.org/WAIRDOCS/LEAD/X6170E/x6170e36.htm

9. Zimmerman Carle C., Ernst Engel's Law of Expenditures for Food, The Quarterly Journal of Economics, Vol.

47, No. 1 (Nov.), 1932.

10. Буздалов И.Н., КРУПНЫЕ И МЕЛКИЕ ХОЗЯЙСТВА АГРОБИЗНЕСА: ПРЕИМУЩЕСТВА И УСТОЙЧИВОСТЬ

РАЗВИТИЯ, http://www.viapi.ru/download/2015/9013.pdf

Page 16: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 20

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა საქართველოში ნინო გრიგოლაია

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

Nino Grigolaia

Doctor of Economics, Professor

Tbilisi Open Teaching University

[email protected]

Introduction of Accumulated Pension System in Georgia

ABSTRACT

The introduction of a private accumulative pension system is the most optimal reform option that

provides long-term retirement income.

Therefore, it is necessary to introduce a private accumulated pension system based on financial

incentives and contributions to participants, which will become the source of additional income for future

generation pensioners.

Private pension system will be based on "Defined Contribution" (Defined Contribution). According to

this system, the amount accumulated in a private pension fund depends on individual contributions, pensions

fund deductions and duration of employment. In accordance with the principle of defined contributions,

benefits received by a citizen will be directly related to the salary and contributions made by a person through

the years. Thus, private pension system provides a much more equitable approach to citizens.

Key words: private accumulative pension system ; Defined Contribution; pension fund

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა

მნიშვნელოვნად შეიცვალა. ასაკოვანი მოსახლეობის ზრდა და შობადობის შემცირება

თვალსაჩინო ტენდენციაა, რამაც, თავის მხრივ, შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის

შემცირება გამოიწვია. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მზარდმა მიგრაციამ და სამუშაო

ადგილების შემცირებამ. შედეგად, შემცირებული რაოდენობის შრომისუნარიან მოსახლეობას

უწევს მზარდ საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის არაპირდაპირი ფორმით დაფინანსება.

ამავდროულად, მთავრობის საბიუჯეტო ვალდებულებები, სოციალური პენსიის კუთხით,

ყოველწლიურად იზრდება, რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალური

რეფორმის ვარიანტს, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს საპენსიო შემოსავლის

გაუმჯობესებას. არსებული სისტემის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტის

ზრდა შეუძლებელია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე, თუნდაც ისეთი სცენარის

დროს, როცა სოციალური პენსია ნომინალურ მშპ-სთან არის ინდექსირებული, ჩანაცვლების

კოეფიციენტი მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური ხარჯები საგრძნობლად იზრდება.

ამიტომ, საჭიროა ფინანსურ წახალისებაზე და მონაწილეთა შენატანებზე დაფუძნებული კერძო

Page 17: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 21

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, რომელიც მომავალი თაობის პენსიონერებისათვის

დამატებითი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდება.

კერძო საპენსიო სისტემა „განსაზღვრული შენატანის“ პრინციპს დაეფუძნება (Defined

Contribution). ასეთი სისტემის თანახმად, კერძო საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა

დამოკიდებულია ინდივიდუალურ შენატანებზე, საპენსიო ფონდის ამონაგებსა და დასაქმების

ხანგრძლიობაზე (რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მოხდება პორტფელში ინვესტირება, მით

უფრო მაღალი ფინანსური შედეგი დადგება). განსაზღვრული შენატანების პრინციპის თანახმად,

მოქალაქის მიერ სამომავლოდ მისაღები სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია პირის მიერ

წლების განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასსა და შენატანებზე. ამრიგად, კერძო საპენსიო

სისტემა ბევრად უფრო სამართლიან მიდგომას სთვაზობს მოქალაქეებს.

კერძო დაგროვებითი სისტემის მონაწილეები იმავდროულად მიიღებენ არსებულ

სოციალურ პენსიას. სოციალურ პენსია კერძო პენსიასთან ერთად უზრუნველყოფს ბევრად

უფრო ადეკვატურ ჩანაცვლების კოეფიციენტს. თუ გავითვალისწირებთ კერძო დაგროვებითი

საპენსიო სქემით განსაზღვრულ შენატანის საკმაოდ მოკრძალებულ 6 % განაკვეთს, საშუალო

ხელფასის მქონე პირები, ორი საპენსიო სისტემის მეშვეობით დაახლოებით 30 პროცენტიან

ჩანაცვლების კოეფიციენტს მიიღებენ, გრძელვადიანი დანაზოგის შემთხვევაში. ასევე უნდა

აღინიშნოს, რომ სოციალურ პენსიაზე ხელმისაწვდომობა კერძო დაგროვებითი სისტემის

მონაწილეთათვის ხელს შეუწყობს ახალ სისტემაში გაწევრიანებას.

კერძო დაგროვებითი სისტემის სარგებლის ერთ-ერთ ძირითადი განმსაზღვრელი

ფაქტორის ყოველთვიური შენატანების პროცენტული მაჩვენებელი ხელფასთან მიმართებაში.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გთვალისწინებით, საპენსიო ფონდში

შენატანების ოდენობა განისაზღვრა 6 პროცენტით. შენატანების პროცენტული ოდენობა (6%)

დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის გადანაწილდება. იმისათვის, რომ რეფორმა

ფისკალურად მდგრადი იყოს სახელმწიფოს დაფინანსების კუთხით, აუცილებელია ყველა

მხარის მიერ შენატანების განხორციელდება. საპენსიო სქემის თანახმად, მთავრობას წამყვანი

როლი უჭირავს ფინანსური სტიმულირების კუთხით, რათა ფორმალურ სექტორში დასაქმებული

მოქალაქეები გაწევრიანდნენ საპენსიო სქემაში, თუმცა მთავრობის მხრიდან ფინანსური

წახალისების მისაღებად მნიშვნელოვანია დამსაქმებლისა და დასაქმებული პირის ფინანსური

თანამონაწილეობა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

საშემოსავლო გადასახადი (20%). ამიტომაც, საპენსიო შენატანი ყველა მხარემ უნდა გაიზიაროს.

საპენსიო სისტემაში, როგორც შენატანები, ისე ამონაგები და გასაცემი საპენსიო თანხები,

დაბეგვრისაგან გათავისუფლებული იქნება. მთავრობის მიერ განხორციელებულ 2 პროცენტიან

შენატანებთან ერთად დამსაქმებლის შენატანებიც გადასახადებისაგან სრულად

გათავისუფლდება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საპენსიო სარგებელი უმეტეს

შემთხვევეში, დასაბეგრ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, თუმცა შემოთავაზებული მოდელი ამ

კომპონენტის მხრივაც დამატებითი მასტიმულირებელია. 6 პროცენტიანი კონტრიბუციით

მიღებული დაუბეგრავი შემოსავალი კიდევ უფრო გააძლერებს წმინდა ჩანაცვლების

კოეფიციენტს და უფრო მეტად მიუახლოებს მას საერთაშორისო სტანდარტს.

Page 18: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 22

მაღალი შემოსავლების მქონე პირებისათვის სახელმწიფოს მხრიდან შენატანებზე

დაწესდება ლიმიტი. სახელმწიფოს 2 პროცენტიან კონტრიბუციას სრულად მიიღებს

ყოველთვიურად 2000 ლარის ოდენობის ხელფასის მქონე პირი. 2016 წლის საშემოსავლო

გადასახადის სტატისტიკის ანალიზის თანახმად, მსგავსი შეზღუდვა გავრცელდება ფორმალურ

სექტორში დასაქმებული მოქალაქეების მხოლოდ 5 % ( ნახევარ განაკვეთზე და სეზონურად

დასაქმებული პირების ჩათვლით). აღნიშნული ზღვარი ეტაპობრივად გადაიხედება საშუალო

ხელფასის ზრდის პარალელურად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაღალშემოსავლიანი პირები

დამსაქმებლის მიერ განხორცილებულ 2 პროცენტიან შენატანზე სრულიად მიიღებენ ფინანსურ

სარგებელს.

საჯარო სექტორი და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიები თანამშრომლებს

დაააფინანსებენ იგივე წესით, როგორც კერძო სექტორის შემთხვევაში, თანაბარი მიდგომა

სისტემაში მეტი მოქალაქის მონაწილეობას უზრუნველყოფს. საჯარო სექტორში, სსიპ -ებსა და

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებში 250 000-მდე დასაქმებულია. სახელმწიფო

ასევე უზრუნველყოფს იმ საჯარო მოხელეების დაფინანსებას, რომლებმაც სამომავლოდ

შეიძლება მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია (სპეც. პენსია).

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა ნებაყოფლობითი მონაწილეობის

საფუძველზე მოხდება. თუმცა, მნიშვნელოვანია სავალდებულო პრინციპის არსებობა

დამსაქმებელსა და სახელმწიფოს მიმართ განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. ამიტომაც,

საქართველოში, სადაც მოსახლეობის ფინანსური განათლების და შემოსავლების დონე დაბალია

და 90-იან წლებში დანაზოგების დაკარგვის ფაქტი ჯერ კიდევ ნათლად ახსოვს მოსახლების

გარკვეულ ნაწილს, წმინდა ნებაყოფლობითი მიდგომა საკამარისი არ იქნება დასაქმებული

მოქალაქეების დიდი ნაწილის სისტემაში გასაწევრინებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ სისტემის

დანერგვის მომენტში ყველა დასაქმებული მოქალაქე ავტომატურად გაწევრიანდება საპენსიო

ფონდში, თუმცა მოქალაქეს მონაწილეობაზე უარის თქმის და სისტემის დატოვების სრული

უფლება აქვს. ამგვარი მიდგომა აძლირებს მონაწილეობის ინტერესს სისტემის მიმართ. პირები,

რომლებიც აღნიშნული სისტემიდან გავლენ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმავე პრინციპით

ავტომატურად გაწევრიანდებიან სისტემაში საკუთარი გადაწყვეტილებით, ნებისმიერ დროს

ექნებათ სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობა.

საპენსიო ასაკამდე მყოფ ნებისმიერ პიროვნებას ექნება სისტემაში მონაწილეობის

შესაძლებლობა. საშულო შემოსავლის ქონე კერძო დაგროვებითი სქემის მონაწილე 20 წელი მაინც

უნდა ახორციელებდეს შენატანს იმისათვის, რომ ადაკვეტური საპენსიო შემოსავალი მიიღოს.

თუმცა საპენსიო სქემაში გაწევრიანების წახალისების, საპენსიო დანაზოგების კულტურის

დამკვიდრების მიზნით, ყველა მოქალაქეს ექნება სისტემაში მანაწილეობის უფლება. მცირე

ოდენობის დანაზოგების 10 წელზე ნაკლები ვადით მონაწილეობის შემთხვევაში საპენსიო ასაკის

მიღწევისთანავე მოქალაქეს ერთჯერადად გამოტანის საშუალება ექნება.

პენსიაზე გასვლის დროს იარსებებს ორი სახის არჩევანი:

1. ანუიტეტი, რომელიც გულისხმობს ფიქსირებული ოდენობის თანხის შემოსავალს

პენსიონერისათვის დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ან დაგროვებული თანხის გადანაწილებას

პენსიონერის ცხოვრების ასაკის ხანგრძლივობის მიხედვით.

Page 19: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 23

2. მოქალაქეს ასევე შეეძლება დაგროვილი თანხის გარკვეული პროცენტის ერთჯერადად

გამოტანა შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (დანაზოგის რაოდენობიდან

გამომდინარე).

მონაწილეებს ნაადრევად პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ, იმ შემთხვევაში თუ

დაუგროვდებათ გარკვეული ოდენობის აქტივები. ასევე, შესაძლებელი იქნება პენსიაზე გასვლის

რამდენიმე წლით გადადება. საპენსიო ასაკი იქნება სოციალური პენსიის მსგავსად 60 წელი

ქალებისთვის და 65 წელი მამაკაცებისთვის. ქალები საპენსიო ასაკში ადრე გადიან, შესაბამისად,

მათ შედარებით დაბალი ჩანაცვლების კოეფიციენტი ექნებათ, ვინაიდან მათი დასაქმების

ხანგრძლივობა და კონტრიბუცია ნაკლებია. მნიშვნელოვანია, ქალებმა გაიზიარონ სამუშაო

ძალაში დარჩენის უპირატესობა და კერძო დაგროვებითი პენსიის მიღება გადაავადონ, რაც

საინვესტიციო პორთველში გაზრდის მათი აქტივების ღირებულებას, მამაკაცების მიმართ

გამოყენებული იქნება იგივე პრინციპი. თუმცა, პენსიის მიღება უნდა დაიწყოს არა უგვიანეს 70

წლის ასაკისა. ბევრ ქვეყანაში, სწორედ ასეთი პრაქტიკაა მიღებული.

საპენსიო დანაზოგის საპენსიო ასაკის მიღწევამდე გამოტანა გამონაკლისების გარდა

აკრძალული იქნება. ასევე, შესაძლებელია მაღალი საჯარიმო სანქციის გადახდის შემთხვევაში

ნაადრევად გამოტანა, თუმცა აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. კერძო

დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიზანია საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის უფრო მაღალი

შემოსავლით უზრუნველყოფა. ამიტომაც, მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს ვადაზე ადრე

თანხაზე ხელმისაწვდომობა. დაგროვილი აქტივების ნაწილის გამოტანა საჯარიმო სანქციის

გარეშე შესაძლებელი იქნება რამდენიმე წინასწარ გაწერილი კრიტერიუმის შემთხვევაში,

მაგალითად, როგორიცაა: დაინვალიდება და განსაკუთრებით მძიმე სენით დაავადება.

გარდაცვალების შემთხვევში დაგროვებული თანხა მემკვიდრეს სრულად გადაეცემა. იმ

შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქე საპენსიო ასაკში იმყოფება, გარდაცვალების შემთხვევში მისი

საპენსიო დანაზოგი გადაეცემა უფლებამოსილ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქალაქე

ირჩევს ფიქსირებული შემოსავლის პენსიას (ცხოვრების ხანგრძლივობაზე მიბმულ ანუიტენტს

და არა საპენსიო ასაკზე მიბმულ ყოველთვიურ სარგებელს). შესაძლებელი იქნება

მემკვიდრეობით გადაცემული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის გატანა დაუბეგრავად და

დარჩენილი თანხა მიემართება მემკვიდრის საპენსიო ანგარიშზე)

საპენსიო დანაზოგები პარლამენტის მიერ დაარსებულ არაკომერციულ საპენსიო ფონდში

იქნება მიმართული. ფონდს ეყოლება პროფესიული ნიშნით არჩეული დირექტორთა საბჭო,

რომელიც პასუხისმგებელი იქნება საინვესტიციო სტრატეგიის განსაზღვრასა და დამტკიცებაზე.

საპენსიო ფონდის აქტივების აქტიური მართვის პროცესში ფონდის ხელმძღვანელობა არ იქნება

ჩართული.

აქტივების მართვა ტენდერის საფუძველზე გადაეცემა აქტივების მართველ კომპანიებს

(Asset Management Companies). ფონდის ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებებლია მის

ფუნქციონირებასა და სტრატეგიის შემუშავებაზე, მონიტორინგს გაუწევს კომპანიის მიერ

აქტივების განთავსებას და საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებას.

საპენსიო აქტივების განთავსების პარამეტერებს და რეგულაციებს განსაზღვრავს

მარეგულირებელი ორგანო. რეგულატორი განსაზღვრავს საინვესტიციო ინსტრუმენტების

Page 20: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 24

ნუსხას და ასევე დაადგენს თუ მთლიანი აქტივების რამდენი პროცენტია შესაძლებებლი

განთავსდეს თითოეულ ინსტრუმენტში.

საპენსიო ფონდის მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირება მოხდება ადგილობრივ

და საერთაშორისო ბაზრებზე, საინვესტიციო ინსტრუმენტები და განთავსების პარამეტერები

განისაზღვრება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემაში დროის შეადრებით მოკლე პერიოდში დიდი

რაოდენობით აქტივები აკუმულირდება. დაგროვებული თანხების ოდენობა დამოკიდებულია

შენატანების კოეფიციენტზე, ფონდის მოგებასა და მონაწილეთა რაოდენობაზე. ნავარაუდევია,

რომ სისტემის გააქტიურებიდან პირველი წლის თავზე სისტემა მოიზიდავს ფორმალურ

სექტორში დასაქმებულთა 45-50%, თუმცა აღნიშნული საკითხი დამატებით შესწავლას

საჭიროებს.

საპენსიო რეფორმას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ეკონომიკის სტიმულირების კუთხით.

კერძო დაგროვებითი სისტემა ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, კაპიტალის ბაზრის

განვითარების მეშვეობით. ასევე, დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს ადგილობრივი ვალუტაში

გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნას, გააუმჯობესებს მაკროეკონომიკურ პარამეტერბს.

აკუმულირებული თანხები, კაპიტალის ბაზრის ინვესტირდება ეკონომიკაში, რაც ხელს შეუწყობს

ფასიანი ქაღალდების, კორპორატიული ობლიგაციების და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების

შექმნას. გარდა ამისა, გაიზრდება მოთხოვნა ფინანსური აქტივების პროფესიულად მართვის

კუთხით, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აქტივების მართვის ინდუსტრიის

განვიტარებას და შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებას.

რაც შეეხება კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ

რისკებს მნიშვნელოვანი პრობლემაა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა

საქართველოში. საქმე იმაშია, რომ საპენსიო ფონდები, როგორც წესი, ახორციელებენ

საპორთველო ინვესტიციებს, განათავსებ რა თავიანთ აქტივებს ფასიან ქაღალდებში და თითქმის

არასოდეს ახორციელებენ პირდაპირ ინვესტიციებს. საპენსიო რეფორმის პირველ წლებში მაინც

გაჭირდება მოზიდული ასობით მილიონი ლარის მომგებიანად და უსაფრთხო განთავსება

ადგილბრივ საფონდო ბაზარზე, ალტერნატივა შეიძლება იყოს განვითარებული ქვეყნების

ფასიანი ქაღალდები.

მორიგი პრობლემაა საპენსიო აქტივების კვალიფიციური მართვა, (მ.შ. ინფლაციური

საფრთხეების გათვალისწინებით), მმართველი კომპანიის მიერ და მასზე ეფექტური

ზედამხედველობა/ რეგულირება.

ამრიგად, საპენსიო რეფორმის კონცეფცია წარმოადგენს მთავრობის გეგმას საპენსიო

უზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს გრძელვადიან რისკებს

და ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას.

რეფორმის მიზანია:

არსებული პენსიონერების უკეთ დაცვა სიღარიბისაგან, ინდექსაციის მიშვეობით, რაც

გარანტირებულად უზრუნველყოფს პენსიონერის მსყიდველუნარიანობის დონის

შენარჩუნებას;

Page 21: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 25

მომავალი თაობის პენსიონრების უფრო მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფა,

რომელიც პირდაპირ პროპორციულად იქნება დაკავშირებული დასაქმების პერიოდში

მიღებულ შემოსავალთან და საპენსიო ფონდის მოგებასთან.

რეფორმის საჭიროება გამომდინარეობს ნეგატიური ფაქტორებიდან, როგორიცაა საპენსიო

ასაკში მყოფი მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა, შობადობის კოეფიციენტის შემცირება,

შრომისუნარიანი მოსახლეობის კლება, მიგრაციული პროცესები და ა.შ. დღეს არსებული

საპენსიო სისტემის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე

საშუალო და გრძელვადიან პრესპექტივაში შეუძლებელია არსებული ჩანაცვლების

კოეფიციენტის შენარჩუნება ან გაუმჯობესება.

საპენსიო რეფორმის შემოთავაზებული მოდელის დანერგვა დადებითად აისახება ქვეყნის

ეკონომიკურ განვითარებაზე. რეფორმის შესაძლო დადებით შედეგებთან ერთად ყურადღება

უნდა გავამახვილოთ იმ ძირითად რისკ-ფაქტორებზე, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია

რეფორმის წარმატებით რეალიზაციისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს მთავრობა – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების

სტრატეგია „საქართველო-2020―, 2014 წელი.

http://static.mrdi.gov.ge/551018320cf24147438b16fd.pdf

2. წულაძე ზ., – საქართველო 2020: ოპტიმისტური და პესიმისტური პროგნოზები, 2014 წელი.

http://www.amerikiskhma.com/content/georgia-economic-forecast-to-2020/1867802.html

3. საპენსიო რეფორმის სამსახური, საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების

სამინისტრო. http://www.economy.ge/ge/sapensio-reformis-samsaxuri

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – შრომი

ბაზრის კომპონენტის კვლევა, 2015 წელი.

http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2590

5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს სექტორში დასაქმებულ პირთა

რაოდენობა 2015 წლის მესამე კვარტლის მიხედვით.

http://www.geostat.ge/?action=page&p_id=211&lang=geo

Page 22: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 26

საბანკო რისკები და ეროვნული ბანკის რეგულაციები

ნინო ლაზვიაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

Nino Lazviashvili

Academic Doctor of Economics, Professor

Georgian Technical University

[email protected]

Banking Risks and its Redulations

ABSTRACT

Finance and financial sector are of great importance to any country in the world, Georgia is not an

exception. Today, if you look at the financial markets in the country, the commercial banks have a leading

place, so it's important to know what the place they play in the development of the country. What risks are

accompanied by their actions and operations, as their own image and advance, as well as the whole country.

Commercial banks, as well as microfinance orientations, are primarily struggling for their own profit and are

trying to do as much as possible. The profit is not without losing, so the higher the expectations of the profit

may be the worst, each of them analyzes and has some plans to protect them.

There are lots of risks in the world. Some of them only act on individual individuals, while others

endanger the entire humanity. There are specific risks, which are characteristic for certain areas of activity, and

are not the financial sector. The risk is accompanied by each operation, in this case, it is important to predict

the likelihood of their occurrence and to determine ways to eliminate it. Almost one of the effective means of

combating risks is its management and insurance. How much are the commercial banks operating in Georgia

and what specific steps are being taken against the possible losses?

Financial risk This is the risk that arises from financial entrepreneurs or fiancés, from the fact that in the

form of financial entrepreneurship, the currency of the goods, the currency of charge or the cash flows.

Fiancial risk is: currency risk, credit and interest risks, also important is not the investment risk. Each of them

and methods of struggle with them will be discussed in more detail. Key words: Bank; risk; regulation; consumer;

ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო

სექტორს, რადგან სწორედ ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის სრულფასოვანი

არსებობისთვის. იგი ასრულებს ყველაზე ეფექტიანი შუამავლის როლს კრედიტორებსა და

მსესხებლებს შორის. კომერციული ბანკები, რომლებიც წარმოადგენენ საფინანსო სექტორის

ძირითად რგოლს საქართველოში, იღებენ დეპოზიტებს მოსახლეობისა და კომპანიებისგან,

ხოლო შემდეგ ხდება ამ თანხების გასესხება სხვადასხვა მიზნობრიობით. ამავე დროს,

კომერციული ბანკების მეშვეობით ხორციელდება უნაღდო ტიპის ყოველგვარი

ანგარიშსწორება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ჩვეულებრივი

კომპანიებისგან განსხვავებით, კომერციული ბანკების ან საფინანსო სექტორის სხვა

წარმომადგენლების პრობლემები მაშინვე აისახება დანარჩენ ეკონომიკაზე. აქედან

გამომდინარე, აუცილებელია საფინანსო სექტორის რისკების მუდმივი მონიტორინგი,

როგორც ცალკე აღებული საფინანსო ინსტიტუტის, ასევე მთლიანად სექტორის დონეზე.

Page 23: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 27

კომერციული ბანკის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია რაც შეიძლება მეტი

მოგების მიღება. აღნიშნული მისწრაფება შეზღუდულია იმ შესაძლო რისკებით, რომლებიც

თან სდევს საბანკო საქმიანობას, ამიტომ ბანკი ცდილობს გვერდი აუაროს ამ რისკებს ან

მინიმუმამდე შეამციროს ისინი, ანუ მინიმუმამდე შეამციროს შესაძლო დანაკარგები. მეორე

მხრივ, რაც უფრო რისკიანია ოპერაცია, მით უფრო მაღალია შესაძლო მოგების მიღების

ალბათობა. ამის საპირისპიროდ, რაც ნაკლებია რისკი, მით ნაკლებია მაღალი მოგების

მიღების ალბათობა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ალტერნატიული შესაძლებლობიდან იმ

ვარიანტის არჩევა, რომლის დროსაც ნაპოვნი იქნება რისკიანობისა და შემოსავლიანობის

ოპტიმალური შესაბამისობა, არის ბანკის მენეჯმენტის უმთავრესი მოვალეობა. აღნიშნული

კი შესაძლებელია მხოლოდ საბანკო რისკების კარგად ცოდნის, კონტროლისა და მართვის

შესაბამისი მექანიზმების არსებობის შემთხვევაში. რისკი დევს ბანკის ნებისმიერ ოპერაციაში,

რა თქმა უნდა, მათი მასშტაბი და უარყოფითი გავლენა სხვადასხვაა. რისკის დონე იზრდება

მაშინ, როცა პრობლემები ჩნდება მოულოდნელად და ბანკი არ აღმოჩნდება მზად მის

დროულად და მაქსიმალურად გასანეიტრალებლად. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ

სასურველი მოგების მიღება კომერციულ ბანკში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა

სავარაუდო რისკები, ანუ მოსალოდნელი დანაკარგების ალბათობა, წინასწარაა შესწავლილი,

გათვლილი და დაზღვეული.

საქართველოში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი მიიჩნევა თვით დასაქმებულად და

არაფორმალური სექტორის წილი მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის

მეურნეობის სექტორში. აუცილებელია ფართო ტიპის შეზღუდვებს თან ახლდეს

რეგულირების გავლენის შეფასება და მოსალოდნელი შედეგები, რომ არ გამოიწვიოს

უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან. ეს კი მთლიანობაში მიუთითებს

სისტემურ რისკზე.

საბანკო რისკების მართვის ძირეული რეორგანიზაციის გარეშე შეუძლებელია ბანკის

კომერციული მიზნების წარმატებით რეალიზაცია. განსაკუთრებით მნიშნელოვან

ცვლილებებს მოითხოვს ფიზიკური და იურიდიული პირების საკრედიტო რისკების

მართვის სფერო. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპროცენტო, საბაზრო, საოპერაციო,

ლიკვიდურობის რისკების მართვის სისტემების განვითარებაც ასევე, ბანკის მთავარი

ამოცანაა. კომერციული ბანკის რისკების მართვის სისტემების სრულყოფა მიმართული უნდა

იყოს კლიენტების ყოველი კატეგორიისთვის საკრედიტო პროდუქტების მიმზიდველობის

მნიშვნელოვან ზრდისკენ. ამის მიღწევა შეიძლება კრედიტის გაცემის პროცედურების

გამარტივებით: გადაწყვეტილებების მიღების დროის შემცირება და მათი განჭვრეტადობის

ამაღლება, გირაოსა და სხვა სახის, განსაკუთრებით საცალო, უზრუნველყოფის მიმართ

მოთხოვნილებების შემცირება, განაკვეთების და პირობების მეტი დიფერენციაცია

კლიენტისთვის რისკის მინიჭებული დონის შესაბამისად. მიღებული მონაცემების ანალიზის

საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ბანკმა უნდა შექმნას პირობები უფრო

აგრესიული კომერციული პოლიტიკისთვის. ამ სტრატეგიის შესასრულებლად ბანკმა უნდა

გაზარდოს საკრედიტო რისკების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა,

მიიღოს ზომები კრედიტების გაცემის დროს შიდა და გარე თაღლითობისა და კორუფციის

Page 24: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 28

წინააღმდეგ. ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს საკრედიტო რისკთან დაკავშირებულ

სისტემებსა და პროცესებში ძირეული ცვლილებების დანერგვას:

1. კომერციული ბანკის ფორმალიზებული შეფასების სისტემების შექმნა. ყოველი

კლიეტისთვის, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ბანკს უნდა შეეძლოს

კორექტულად და ხილულად (დაუფარავად) შეაფასოს საკრედიტო რისკის მოსალოდნელი

დონე, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება კლიენტის რისკის შეფასებას. ბანკებში უკვე

არსებობს მოცემული მიდგომების მრავალი ელემენტი, მათ შორის კლიენტების-იურიდიული

პირების რანჟირების (რეიტინგების მინიჭების) მეთოდიკაც, რაც შეიძლება კარგი საფუძველი

გახდეს შემდგომი მუშაობისთვის.

2. დაკრედიტების სფეროში ფასწარმოქმნის და კომერციული პრიორიტეტების

შეთანხმებულობა კლიენტის საკრედიტო რისკის შეფასებასა და დაბრუნების ნორმასთან.

მოსალოდნელი დანაკარგების რაოდენობრივი შეფასება უნდა წარმოადგენდეს „რისკის

ფასის“ მინიმუმს, რომელიც ემატება მსესხებლისთვის მიწოდებულ საკრედიტო რესურსების

ღირებულებას. ის ასევე საშუალებას იძლევა შევათანხმოთ რისკის ცნება ბანკის კომერციულ

პრიორიტეტებსა და მიმართულებასთან.

3. იმ ფუნქციის როლის გაზრდა, რომელიც დაკავებულია რისკების მართვით კრედიტის

მომზადებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძირითად პრინციპულ ცვლილებად

უნდა გამოვყოთ საკრედიტო რისკის დამოუკიდებელი შეფასებისა და კლიენტთან მუშაობის

განცალკევება, ე.ი. „ოთხი თვალის“ პრინციპი, როდესაც ბანკის მასშტაბების მიუხედავად

მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთ ადამიანზე მეტმა. ასეთი დაყოფა შეიძლება

განხორციელდეს, მაგ., რისკების ფუნქციის გეოგრაფიული კონსოლიდაციის გზით, რაც

გაზრდის მის დამოუკიდებლობას, ანალიზის მართვადობასა და ხარისხს.

4. საკრედიტო პროცედურისა და დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის ოპტიმიზაცია

ყველა ტიპის სასესხო განაცხადებისთვის. ეს აუცილებელია არამხოლოდ საკრედიტო

პროცესის წარმატებული და ეფექტური ფორმირებისთვის ბანკის შიგნით, არამედ

საკრედიტო გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რისკებისა და ბანკის

კლიენტების განყოფილებების მართვის ფუნქციებს შორის ეფექტური ურთიერთქმედების

მიზნით. კლიენტებთან მუშაობის, საკრედიტო ანალიზის, საკრედიტო ხელშეკრულებების

გაფორმებისა და თანხლების ფუნქციების დაყოფა გვევლინება ბანკის საკრედიტო პროცესის

ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად.

5. მონიტორინგის გამოყოფილი და კონსოლიდირებული სამსახურის აგება, რომელიც

განსაზღვრავს ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხს და იმუშავებს ვადაგადაცილებულ

დავალიანებასთან. ამ შემთხვევაში მთავარი ამოცანა მდგომარეობს პოტენციურად

პრობლემური დავალიანების მაქსიმალურად სწრაფად გამოვლენასა და პროფესიულ

მუშაობაში, იმ სტადიებში, როდესაც მისი რესტრუქტურიზაციისა და ამოღების

ღონისძიებები ყველაზე მეტად ეფექტური იქნება.

6. ბანკის საკრედიტო სტრატეგიის ფორმალიზაცია და პორტფელის დონეზე ბანკების

საკრედიტო რისკის სხვადასხვა პარამეტრის მონიტორინგისა და მართვის ეფექტური

მექანიზმების ფორმირება. მოცემული მიმართულებების რეალიზაცია კლიენტების

Page 25: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 29

სხვადასხვა სეგმენტთან მუშაობის თავისებურებებს გაითვალისწინებს. ასევე აუცილებელია

კლიენტების შესახებ ინფორმაციის ანალიზური დამუშავების ავტომატიზაციის

მნიშვნელოვანი ხარისხი არა მხოლოდ საკრედიტო გადაწყვეტილების მიღების (სქორინგი)

ეტაპზე, არამედ უფრო ადრეულ ეტაპებზე, რაც მოწოდებულია თაღლითობის აღსაკვეთად.

დაკრედიტების პროცესი მცირე ბიზნესის ყველაზე მასიური კლიენტებისთვის, ე.ი.

მიკროკრედიტების გაცემა, მსგავსი უნდა იყოს ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი

„საკრედიტო ფაბრიკის“. ყველაზე მსხვილი კორპორაციული კლიენტებისთვის საკრედიტო

ანალიზი უკეთესია თუ ჩატარდება ხარისხიანი შეფასების და სტატისტიკური ანალიზის

შეთავსებით. ასევე, აუცილებელია სესხების შეფასების და მათი თანხლების სრულყოფა

შესაბამისი ცალკე განყოფილებისა და სამუშაოს რეგლამენტის შექმნის ხარჯზე. და ბოლოს,

აუცილებელია მივიღოთ უმსხვილესი კლიენტურისა და რთული არასტანდარტული

საკრედიტო პროდუქტების ირგვლივ გადაწყვეტილებების მიღების პროცედურის

ოპტიმიზაცია. საბაზრო რისკების, ლიკვიდურობის რისკების და საპროცენტო რისკების,

ასევე საოპერაციო რისკების მართვის სისტემის სრულყოფა გვევლინება მნიშვნელოვან

ამოცანად, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარების სფეროში სტრატეგიის

რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. საპროცენტო რისკებისა და ლიკვიდურობის რისკების

მართვის სიტემის ცვლილებები უნდა წარიმართოს იმ სისტემებთან კომპლექსში, რომლებიც

დაკავებული არიან ბანკის აქტივებისა და პასივების მართვით. ამ სფეროში მთავარ

მიმართულებებად შეიძლება გამოვყოთ ბანკის პასივებისა და აქტივების მართვის

კონსოლიდირებული სისტემის აგება, რომლის საფუძველში დევს ეკონომიკური კაპიტალის

ეკონომიკურად დასაბუთებული ტრანსფერტული ფასწარმოქმნა, განაწილება და აღრიცხვა

და რისკის მრავალფეროვანი კატეგორიების აქტიური მოდელირება და მართვა. საოპერაციო

რისკების მთავარ ამოცანად უნდა იქცეს იმ ნაკლოვანებების ლიკვიდაცია, რომლებიც

დაკავშირებულია კონტროლის ნამეტი მექანიზმების ერთდროულ მოცილებასთან. ამ

სამუშაოს საფუძვლად უდევს:

მოსალოდნელი საოპერაციო რისკების უფრო ღრმა ინვენტარიზაცია;

საოპერაციო რისკების მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების შეფასება;

თავიდან აცილებისა და კონტროლის სისტემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება;

საოპერაციო რისკების მართვის ყოველი „ხაზობრივი“ განყოფილების პასუხისმგებლობის

გაზრდა თავის სფეროში. ამის მიღწევა შესაძლებელია რისკების მართვის შესაბამისი

განყოფილებების მხრივ მეთოდური მხარდაჭერის, კოორდინაციისა და კონტროლის

მეშვეობით.

საბაზრო რისკების სფეროში ბანკისთვის აუცილებელია ხარისხობრივი მოდერნიზაცია

უკვე არსებული სისტემებისა და პროცესებისა ბანკის საბაზრო პოზიციაზე კონტროლის

ოპერატიულობისა და სიღრმის მკვეთრი მატების მიზნით. ფინანსური რისკების ზრდის

გათვალისწინებით, ეს ქმედება განსაკუთრებით აქტუალურად გვევლინება.

გამოყენებული ლიტერატურა

Page 26: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 30

1. აბრალავა, ნ. კომერციული ბანკების სტრატეგიისა და პოლიტიკის ეფექტურობის შეფასების

პრობლემები საქართველოში, 2011

2. კოვზანაძე, ი.გ, კონტრიძე, თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა, 2012

3. ლაზვიაშვილი, ნ. რისკმენეჯმენტი, თბილისი: მერიდიანი, 2010

4. საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, 2016

5. შიუკაშვილი,მ. რისკების მართვა საბანკო სისტემაში, თბილისი 2015

6. FORBES GEORGIA. როგორ ვითარდება ქართული საბანკო სისტემა. 25.10.2016

Page 27: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 31

ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შეფასების ზოგიერთი მეთოდოლოგიური

საკითხისათვის

ელენე ჩიქოვანი ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

თბილისის ღია საწავლო უნივერსიტეტი Elene Chikovani

Academic Doctor of Economics, Professor

Tbilisi Open Teaching University

[email protected]

About Some Methodological Issues of the Evaluation of the Knowledge Based Economy

ABSTRACT

The Article is dedicated to the methodological problems of measurement of the knowledge and

knowledge economy indexes and their importance for the evaluation of the economic development of

the postindustrial economies. The problems of the evaluation of the negative effects of the

innovative economy on the humanity and ecosystem are singled out. The inevitability of the

implementation and foreseeing of the circle of sustainable indicators in estimating of the knowledge

economy index is substantiated. The circle of sustainable indicators reflecting economic and financial

security, social security, personal security and ecological security are offered.

Key words: knowledge economy index; knowledge index; Technological knowledge; Knowledge-

based economy

პოსტინდუსტრიული ეპოქის მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების უპირველეს

ფაქტორს, ფიზიკურ კაპიტალთან, ადამიანურ კაპიტალთან და ბუნებრივ რესურსებთან ერთად

ტექნოლოგიური ცოდნა წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკური ზრდის

განმაპირობებელ ზემოაღნიშნულ ფაქტორებს შორის რიგ შემთხვევებში სრულფასოვნად არის

ჩანაცვლებული ისეთი ტრადიციული ფაქტორის არსებობა, როგორიც არის ბუნებრივ

რესურსებზე დამოკიდებულება. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების ფაქტორებს შორის

ქვეყნების რეიტინგების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად სწორედ ცოდნაზე დამყარებული

ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. იმაზე, თუ რამდენად არის ცოდნის ეკონომიკა ან

ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა განვითარებული დამოკიდებულია ამათუ იმ ქვეყნის

ეკონომიკის არა მარტო თანამედროვე მდგომარეობა, არამედ მისი მომავალიც. აქედან

გამომდინარე აუცილებელია შეფასდეს, თუ როგორია ქვეყნის უნარი ცოდნის წარმოების, მისი

მიღების და გავრცელების მხრივ და რამდენად შეუძლია მას მისი გამოყენება ეკონომიკის

აღმავლობისა და განვითარებისათვის.

ცოდნის ეკონომიკისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების

მნიშვნელობის შეფასება, ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში, ეკონომიკური რეფორმის

პრიორიტეტულ მიმართულებად ერთგვარად მოგვიანებით იქნა აღიარებული. მსოფლიო

დონეზე მოგვიანებით დაისვა საკითხი მისი შეფასების აუცილებლობის შესახებაც, ხოლო ამ

მიმართულებით შედარებით აქტიური მოძრაობა 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც მსოფლიო

Page 28: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 32

ბანკის მიერ მოხდა ქვეყნების რეიტინგის განსაზღვრა ორი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით,

როგორსაც ცოდნის ინდექსი და ცოდნის ეკონომიკის ინდექსი წარმოადგენს. ცოდნის

ეკონომიკის ინდექსი (The Knowledge Economy Index — KEI) არის კომპლექსური მაჩვენებელი,

რომელიც ახასიათებს ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების დონეს მსოფლიოს

ქვეყნებსა და რეგიონებში. აღნიშნული ინდექსი შემუშავებულ იქნა მსოფლიო ბანკის

ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2004 წელს სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომლის

დასახელებაცაა „ცოდნა განვითარებისათვის“. ხოლო, იმის შესაფასებლად თუ რა უნარი გააჩნია

ქვეყნებს ცოდნის წარმოების, მიღებისა და გავრცელებისათვის. შემუშავებულ იქნა ცოდნის

ინდექსი (The Knowledge Index — KI). იგი ახასიათებს ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის

პოტენციალს ცოდნის მხრივ [ 2, გვ. 1-4 ].

ცოდნის ინდექსი არის კომპლექსური ეკონომიკური მაჩვენებელი ქვეყნის უნარის

შესაფასებლად შექმნას, მიიღოს და გაავრცელოს ცოდნა.

ცოდნის ეკონომიკის ინდექსი კი არის კომპლექსური მაჩვენებელი ქვეყნის მიერ ცოდნის

ეფექტური გამოყენების შესაფასებლად მისი ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების

მიზნებისათვის. იგი ახასიათებს ამათუ იმ ქვეყნის განვითარების დონეს ცოდნის ეკონომიკის

განვითარების მხრივ.

ზემოთმოყვანილი ინდექსების დანიშნულებას წარმოადგენს შეფასებულ იქნეს ქვეყნების

მიერ მათ პოლიტიკაში არსებული პრობლემური მომენტები და მათი მზადყოფნა ცოდნაზე

დამყარებულ განვითარების მოდელზე გადასასვლელად. ინდექსის გაანგარიშებას საფუძვლად

უდევს მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ცოდნის შეფასების მეთოდოლოგია

(The Knowledge Assessment Methodology — KAM), რომელიც შეიცავს სტრუქტურული და

ხარისხობრივი მაჩვენებლების კომპლექსს. ისინი ოთხ ძირითად ჯგუფში არიან

გაერთიანებული [ 2, გვ. 1-4 ]:

1. ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეჟიმის ინდექსი (The Economic Incentive and

Institutional Regime) - ახასიათებს პირობებს, რომლებშიც ვითარდება ეკონომიკა და

საზოგადოება მთლიანობაში, მისი მეშვეობით შესაძლებელია დახასიათებულ იქნეს

ქვეყნის ეკონომიკური და სამართლებრივი გარემო, რეგულირების ხარისხი, ბიზნესისა

და კერძო ინიციატივის განვითარება, საზოგადოებისა და მისი ინსტიტუტების

მზადყოფნა ეფექტურად გამოიყენოს უკვე არსებული ან შექმნას ახალი ცოდნა.

2. განათლების ინდექსი (განათლება და ადამიანური რესურსები - Education and Human

Resources) —ახასიათებს მოსახლეობის განათლების დონეს და მათში ცოდნის შექმნის,

გავრცელებისა და გამოყენების მდგრადი უნარების არსებობას. ზრდასრული

მოსახლეობის განათლების მაჩვენებელი (აგრეთვე სხვა მაჩვენებლები) იანგარიშება,

როგორც რეგისტრირებული მოსწავლეებისა და სტუდენტების თანაფარდობა

შესაბამისი ასაკის მოსახლეობასთან.

3. ინოვაციების ინდექსი (The Innovation System) — ახასიათებს ეროვნული ინოვაციების

სისტემის განვითარების დონეს ცალკეული კომპანიების, კვლევითი ცენტრების,

უნივერსიტეტების, პროფესიული გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციების

ჩათვლით, რომლებსაც შუძლიათ გლობალური ცოდნის მიღება და ადაპტირება

Page 29: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 33

ადგილობრივ საჭიროებებთან, აგრეთვე ქმნიან ახალ ცოდნასა და მათზე დამყარებულ

ახალ ტექნოლოგიებს. აღნიშნული ინდექსის გასაანგარიშებლად მნიშვნელოვან

მომენტს წარმოადგენს, მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯების მოცულობა, მეცნიერ

მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც სამეცნიერო ტექნიკური და საცდელ

საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაში არიან ჩართული, ასევე

რეგისტრირებული პატენტების რაოდენობა, სამეცნიერო ჟურნალების რაოდენობა და

ტირაჟი და სხვ.

4. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგების ინდექსი (Information and

Communication Technology — ICT) ახასიათებს საინფორმაციო და კომუნიკაციების

ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის ეფექტურ გავრცელებასა და

გადამუშავებას.

მაჩვენებელთა თითოეული ჯგუფისათვის ქვეყნებს ენიჭებათ შეფასებები ქულებში 1-

დან 10-მდე. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალი შეფასება ეძლევა ქვეყანას

მოცემული კრიტერიუმის მიხედვით. გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღება საერთო

(ზოგადი) ეკონომიკური და სოციალური ინდიკატორები, მათ შორის ქვეყნის მთლიანი შიდა

პროდუქტის ყოველწლური ზრდის ტემპი, ადამიანური განვითარების ინდექსის

მნიშვნელობა და სხვა.

ნიშანდობლივია არსებული განსხვავება ცოდნის ეკონომიკის ინდექსისა და ცოდნის

ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში. ცოდნის ეკონომიკის ინდექსი არის ოთხი

ინდექსიდან - ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეჟიმის ინდექსის, განათლების

ინდექსის, ინოვაციების ინდექსის და საიფორმაციო და კომუნიკაციების ინდექსის საშუალო

მაჩვენებელი. ცოდნის ინდექსი კი - სამი ინდექსის - განათლების ინდექსის, ინოვაციების

ინდექსის და საინფორმაციო და კომუნიკაციების ინდექსის საშუალო მაჩვენებელს

წარმოადგენს და არ აფასებს ქვეყნის ეკონომიკური და ინსტიტუციონალური განვითარების

რეჟიმის მნიშვნელობას ცოდნის ეკონომიკაში გამოსაყენებლად. აღნიშნული ინდექსები

იანგარიშება ცალკეული ქვეყნების, ქვეყნების ჯგუფებისა და მთლიანად მსოფლიოსათვის.

მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა ერთმანეთს შეუდარდეს სხვადასხვა ქვეყნების ცალკეული

მაჩვენებლები, აგრეთვე საშუალო მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ ქვეყნების ჯგუფს.

შედარება შეიძლება განხორციელდეს როგორც ცალკეული მაჩვენებლების ასევე კრებსითი

ინდიკატორების მიხედვით. [2, გვ. 3].

ცოდნის შეფასების მეთოდოლოგიაში (The Knowledge Assessment Methodology — KAM),

გამოყენებული ინდიკატორების ჯგუფებისა და ინდიკატორების სია მოიცავს 7 ჯგუფს [ 3, გვ.1-

3]. ესენია:

1. შესრულების(ე.წ. განხორციელების) (6 ინდიკატორი);

2. ეკონომიკური რეჟიმის(12 ინდიკატორი);

3. მართვის (7 ინდიკატორი) ;

4. ინოვაციების სისტემის (28 ინდიკატორი);

5. განათლებისა და ადამიანური რესუსების(15 ინდიკატორი);

6. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების- ICT)(12 ინდიკატორი);

Page 30: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 34

7. გენდერული (5 ინდიკატორი);

8. შრომის ინდიკატორები(24 ინდიკატორი).

რაც შეეხება თითოეულ ჯგუფებში შემავალ ინდიკატორებს (ე.წ. ცვლადებს) ისინი 109

ინდიკატორში პოულობს ასახვას [ 5, გვ. 2-12; 4, გვ.21-25 ].

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების მხოლოდ

ნაწილი არის მოქცეული სრულფასოვანი სტატისტიკური დაკვირვების ქვეშ, რაც არ იძლევა

ქვეყანაში ინოვაციური სექტორის განვითარების ადეკვატური შეფასების საშუალებას. ამასთან,

ცოდნის ეკონომიკისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების პოზიტიური

ასპექტების შესწავლასთან ერთად გასათვალისწინებელია ის ნეგატიური თანმდევი ეფექტები,

რაც ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისათვის არის დამახასითებელი. იგულისხმება

ინოვაციური ეკონომიკის განვითარების თანმდევი გავლენა ეკოსისტემაზე და ადამიანზე, რაც

პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების ინდიკატორების დანერგვისა და მათი შეფასების

აუცილებლობას ცოდნის ეკონომიკის ინდექსის გაანგარიშებისას.

უსაფრთხოების ინდიკატორების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ინდიკატორთა

ჯგუფების არსებობას, რომლებმაც თავი უნდა მოუყაროს ეკონომიკური უსაფრთხოების, მათ

შორის ფინანსური უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების, პიროვნული (პერსონალური)

უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სისტემის ამსახველი ინდიკატორების წრეს.

ინდიკატორების აღნიშნული წრე ე. წ. მდგრადი განვითარების ინდიკატორების საერთო

კონტექსტში უნდა იქნეს განხილული და აერთიანებდეს ეკონომიკური უსაფრთხოების

(ფინანსური უსაფრთხოება, ფინანსური მდგრადობა, ვალების მართვა, გაკოტრების მექანიზმების

ამოქმედება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვა, მომხმარებელთა უფლებების

დაცვა, ანაბრების დაზღვევა და სხვა.) მაჩვენებლებს.

სოციალური უსაფრთხოების ინდიკატორების წრეში სიღარიბის მაჩვენებელთან ერთად

უნდა გაერთიანდეს შემოსავლების განაწილების უთანაბრობის, სასურსათო უსაფრთხოების,

ჯანმრთელობის, სანიტარულ ჰიგიენური პირობების დაცულობის ამსახველი მაჩვენებლები.

ცალკე უნდა იქნეს განხილული ადექვატური და მისაღები საბინაო პირობების, ცხოვრების

ხარისხის, სოციალური ინფრასტრუქტურისადმი მისაწვდომლობის, სოციალური

სოლიდარობისა და სოციალური თანასწორობის, სამოქალაქო ჩართულობის, სოციალური

მხარდაჭერის ქსელის განვითარების, სოციალური დაცვის პრობლემების ამსახველი

ინდიკატორების წრე. აღნიშნული ინდიკატორები მთლიანობაში სოციალური უსაფრთხოების

ინდიკატორების სრულიად ახალი წრის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომლებმაც პასუხი უნდა

გასცეს საზოგადოების განვითარების მონიტორინგის იმ ახალ მოთხოვნილებებზე, რომლებიც

მსოფლიოში უკანასკნელ პერიოდში იმკვიდრებს ადგილს და რომლის სტატისტიკური კვლევები

საქართველოში არ არის განხორციელებული.

ეკოლოგიური უსაფრთხოების ინდიკატორების სისტემამ უნდა ასახოს გარემოს

დაბინძურების, წყლის რესურსების დაცვის, წყლის რესურსებისადმი მისაწვდომლობისა და

სასმელი წყლით უზრუნველყოფის, ტყის რესურსების მდგომარეობისა და მოვლითი

სამუშაოების, ნიადაგის დაბინძურების, კლიმატური ცვლილებებისა და ეკოლოგიური

Page 31: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 35

კატასტროფების გაღრმავებისა და გარემოს დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე

გავლენის ამსახველი ინდიკატორები.

პიროვნული (პერსონალური) უსაფრთხოების ინდიკატორებმა უნდა ასახოს

ტრეფიკინგისა და ძალადობის, ადამიანის უფლებების ხელყოფის, საერთაშორისო ტერორიზმის,

მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და დანაშაულებრივი სტატისტიკის მნიშვნელოვანი

ასპექტები.

აღნიშნული ინდიკატორების ნაწილი უკვე არის მოქცეული სტატისტიკური დაკვირვების

ქვეშ, ნაწილი დაუმუშავებელია, ხოლო ნაწილის დამუშავებისა და სტატისტიკური დაკვირვების

და გაანგარიშების მეთოდოლოგია შემდგომ გაუმჯობესებას მოითხოვს [9, გვ.11-15].

მდგრადი განვითარების ინდიკატორების ზემოაღნიშნული წრე ჩართულ უნდა იქნეს

ცოდნის ეკონომიკის ინდექსის გაანგარიშებაში, რათა სრულფასოვნად იქნეს ასახული ცოდნაზე

დამყარებული ეკონომიკის თანამდევი დადებითი და უარყოფითი ასპექტები.

ინდიკატორთა ასეთი წრის ფორმირება მოითხოვს მდგრადი განვითარების (ეკონომიკური,

სოციალური, პიროვნული და ეკოლოგიური უსაფრთხოების) კონცეფციის დამუშავებასა და

ასახვას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და ძირითად მარეგულირებელ დოკუმენტებში.

მათ გააზრებას თეორიულ დონეზე.

ცოდნის ეკონომიკისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მაჩვენებელთა სისტემა

სწორედ ზემოაღნიშნული ინდიკატორების წრით უნდა შეივსოს რათა სრულფასოვნად იქნეს

შეფასებული ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების დადებითი და მისი თანმდევი

უარყოფითი შედეგები და მოიძებნოს გლობალიზაციის პირობებში ცოდნაზე დამყარებული

ეკონომიკის განვითარების თანმდევი ეფექტების გათვალისწინებით მომავლის ეკონომიკაზე ანუ

ადამიანის ეკონომიკაზე გადასვლის რეალური გზები, რომლის ჩანასახებზეც მეცნიერთა

წრეებში უკვე არსებობს მოსაზრებები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველო 2020.

საქართველოს მთავრობა. ნოემბერი, 2013 წ. 2 . Индекс Экономики Знаний. Информация Об Исследовании Его Резултаты. http://gtmarket.ru/ratings/knowledge-economy-index/knowledge-economy-index-info

3. Беларусь в Индексе экономики знаний и Индексе знаний 15.03.2013. http://go.worldbank.org/JGAO5XE940. 4. Benchmarking Countries In The Knowledge Economy: Presentation Of The Knowledge Assessment

Methodology (KAM). Knowledge for Development Program. World Bank Institute. November 9, 2004.

5. Measuring Knowledge in the World’s Economies. Knowledge Assessment Methodology and Knowledge

Economy Index. Knowledge for Development Program. World Bank. 2008.hnd 6. Dragomir Sundać, Irena

Fatur Krmpotić, Knowledge Economy Factors and the Development of Knowledge-based Economy. Croatian

Economic Survey: Vol. 13 : No. 1 : April 2011 : pp. 105-141

6. Indicators of Sustainable Development: Guidelines and Methodologies Third Edition. United Nations.

New York, October 2007. PP. 11-15.

7. University of Alberta The World Bank and the Knowledge for Development (K4D) Initiative: A Post-

Structuralist Investigation of the World Bank’s Attempts to Govern Global Development Knowledge by

Surma Das. A thesis submitted to the Faculty of Graduate Studies and Research in partial fulfillment of the

Page 32: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 36

requirements for the degree of Master of Arts Department of Political Science © Surma Das Spring 2011

Edmonton, Alberta.

8. http://siteresources.worldbank.org/WBI/Resources/The_Knowledge_Economy-FINAL.pdf

9. http://siteresources.worldbank.org/KFDLP/Resources/KAM_Paper_WP.pdf

Page 33: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 37

სეგმენტაცია ტურისტული მომსახურების ბაზარზე მარინე ალანია

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

Marine Alania

Doctor of Economics, Professor

Tbilisi Open Teaching University

[email protected] Segmentation on the Tourism Services Market

ABSTRACT

The segmentation of tourism markets implies the classification of potential customers in accordance

with their qualitative and quantitative characteristics. The main principle of the marketing oriented on the

customer will be realized through segmentation.

Geographic, demographic, psychographic and behavioral signs are used as main criteria for

segmentation in tourism.

Segmentation will be effective if market segments are characterized by the following properties: 1.

Measurement; 2. Access; 3. Profitableness; 4. Possibility of mastering.

In tourism the most common is segmentation according to customers’ motivation, which determines the

purpose of traveling.

By realization of segmentation, travel companies will identify groups of clients that are united this or

that signs. Each market segment must match the specific tourist offer. Such approach allows not only to satisfy

the existing demand but also to fulfill their formation.

Key words: : tourism markets ; segmentation of tourism markets

ცნობილია, რომ კომპანიის ეფექტიანი კომერციული საქმიანობის აუცილებელ პირობას

წარმოადგენს პროდუქტის წარმოების დაგეგმვა მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად. ასეთ

პირობებში არსებითად დიდია მარკეტინგის როლი, რომელიც მიმართულია ბაზრის,

ეკონომიკური კონიუნქტურის და შესაბამის პროდუქტზე მოთხოვნილებების შესწავლაზე.

ნებისმიერმა კომპანიამ იცის, რომ მისი პროდუქტი არ შეიძლება იყოს მიმზიდველი ყველა

მყიდველისთვის, ვინაიდან, ისინი არიან ბევრნი, გეოგრაფიულად ფართოდ გაფანტულნი,

განსხვავდებიან გემოვნებით, საჭიროებებით და ჩვევებით. ამიტომ ყოველი მათგანი

პოტენციურად წარმოადგენს ცალკე ბაზარს. კომპანიის რესურსებიც არ არის განუსაზღვრელი და

არ შეუძლია აწარმოოს ყველა კლიენტის გემოვნების შესაბამისი პროდუქტი. თუმცა, იდეაში,

გამყიდველს ყველა მყიდველისთვის შეუძლია შეადგინოს ცალკე მარკეტინგული პროგრამა.

მაგალითად, ფირმამ, რომელიც ემსახურება კლიენტ-ორგანიზაციებს, შეიძლება

გაითვალისწინოს მათი უპირატესობები და შესთავაზოს განსაკუთრებული მენიუ. მაგრამ

კომპანიათა უმრავლესობას არ შეუძლია განახორციელოს სრული სეგმენტაცია; ნაწილობრივ, ეს

აიხსნება იმით, რომ ასეთი სეგმენტაციის ხარჯები ძალიან მაღალია და ბევრ მომხმარებელს არ

შეუძლია განსაკუთრებული შეკვეთით პროდუქტების შეძენა. ამიტომ წარმატებული

მარკეტინგული საქმიანობის განსახორციელებლად უკეთესია, კომპანიამ გაითვალისწინოს

Page 34: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 38

სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლის უპირატესობანი და ძალისხმევა მიმართოს ბაზრის

უფრო მიმზიდველი სეგმენტების მომსახურებაზე.

პრაქტიკაში გამოიყენება სეგმენტაციის ორი მეთოდი: აპრიორული და აპოსტერიული.

აპრიორული (ირიბი) მეთოდი გულისხმობს, რომ სეგმენტაციის ნიშნები, სეგმენტების რიცხვი,

მახასიათებლები, ინტერესების რუქა წინასწარ არის ცნობილი, ე.ი. მოცემულ მეთოდში

სეგმენტური ჯგუფები უკვე შექმნილია. ამ მეთოდს იყენებენ მაშინ, როცა სეგმენტაცია

წარმოადგენს არა მიმდინარე კვლევის ნაწილს, არამედ დამხმარე ბაზისს სხვა მარკეტინგული

ამოცანების გადასაჭრელად; როცა ბაზრის სეგმენტები მკაფიოდაა განსაზღვრული და

სეგმენტების ვარირების შესაძლებლობა არ არის მაღალი; ახალი მომსახურების ფორმირებისას,

რომელიც ორიენტირებულია ბაზრის ცნობილ სეგმენტზე. აპრიორული სეგმენტაცია ფართოდაა

გავრცელებული, იმდენად, რამდენადაც ეფუძნება საზოგადოების ცნობიერებაში ჩაბეჭდილ

სტერეოტიპებს.

აპოსტერიული (პირდაპირი) მეთოდი გულისხმობს სეგმენტაციის ნიშნების და თვით

სეგმენტების განუსაზღვრელობას. ეს მეთოდი გამოიყენება (პრაქტიკულად ძალიან

შეზღუდულად, ვინაიდან მოითხოვს გამოკითხვის ჩატარებას და დიდი მოცულობის

ძნელადმოსაპოვებელი ინფორმაციის შეგროვებას, ამასთან, მაღალი კვალიფიკაციის

მკვლევარებს) სამომხმარებლო ბაზრების სეგმენტაციისთვის, სადაც სეგმენტების სტრუქტურა

არაა განსაზღვრული გაწეულ მომსახურებასთან მიმართებით.

სეგმენტაცია იქნება ეფექტიანი, თუ საბაზრო სეგმენტებს ახასიათებთ შემდეგი თვისებები:

1. გაზომვადობა (რამდენად არის შესაძლებელი სეგმენტის მოცულობის და ყიდვისუნარიანობის

გაზომვა); 2. წვდომა (რამდენად არის შესაძლებელი სეგმენტზე ზემოქმედება და მისი

მომსაურება); 3. შემოსავლიანობა (სეგმენტის, როგორც ბაზრის მომგებიანობის ხარისხის

მაჩვენებელი); 4. ათვისების შესაძლებლობა (იმის მაჩვენებელი, თუ სანამდე არის

მიზანშეწონილი სეგმენტის მოზიდვის და მომსახურების სპეციალური პროგრამების შემუშავება).

ბაზრის სეგმენტაციის ერთი უნივერსალური გზა არ არსებობს. ბაზრის სტრუქტრის

ზედმიწევნით დასანახად მარკეტოლოგმა უნდა მოსინჯოს სეგმენტაციის სხვადასხვა საშუალება

ინდივიდუალურადაც და კომპლექსურადაც.

ბაზრის სეგმენტაციის ობიექტებად შეიძლება ჩაითვალოს: მომხმარებელთა ჯგუფები,

პროდუქციის პარამეტრები, ძირითადი კონკურენტები. ყველაზე უფრო განმაზოგადებელი და

უნივერსალური არის სეგმენტაცია მომხმარებელთა ჯგუფების მიხედვით.

ტურისტული ბაზრის სეგმენტაცია გულისხმობს პოტენციური მომხმარებლების

კლასიფიკაციას მათი მოთხოვნის ხარისხობრივი და რაოდენობრივი თავისებურებების

შესაბამისად. სეგმენტაციის საშუალებით რეალიზდება მარკეტინგის ძირითადი, მომხმარებელზე

ორიენტაციის პრინციპი.

ტურისტული ბაზრის სეგმენტაციის შედეგად შესაძლებელი ხდება:

უფრო პერსპექტიული მიზნობრივი ბაზრის რჩევა;

კლიენტების მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება;

ოპტიმალური მარკეტინგული სტრატეგიის არჩევა;

მიღწევადი და რეალური მიზნების დადგენა;

Page 35: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 39

შეთავაზებული მომსახურების და მთლიანად კომპანიის კონკურენტუნარიანობის

ამაღლება;

კომპანიის მარკეტინგული დანახარჯების ოპტიმიზაცია;

დაუკავებელი სეგმენტის ათვისების გზით, კონკურენციის შესუსტება.

იმის გამო, რომ რესტორნების ბაზარზე კლიენტები სხვადასხვა მოთხოვნას უყენებენ

კერძებს ხარისხისა და მრავალფეროვნების კუთხით, რესტორანს არ შეუძლია ყველა კლიენტს

ერთნაირი ეფექტურობით მოემსახუროს. რესტორანმა ერთმანეთისგან უნდა განასხვავოს

კლიენტების ადვილადმისაწვდომი და ძნელადმისაწვდომი ჯგუფები, აგრეთვე ბაზრის

სეგმენტები, რომლებიც მის ძალისხმევაზე რეაგირებენ ან არ რეაგირებენ. იმისთვის, რომ

მიაღწიოს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობას, რესტორანმა უნდა შეისწავლოს სეგმენტები,

გამოარჩიოს მათგან ერთი ან რამდენიმე და მიმართოს ძალისხმევა მათი მოთხოვნილებების

დაკმაყოფილებაზე.

ტურიზმის ბაზარზე სეგმენტაციის ძირითად კრიტერიუმებად გამოიყენება გეოგრაფიული,

დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი ნიშნები.

გეოგრაფიული სეგმენტაციის დროს ბაზარი იყოფა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებად:

ქვეყანა, ოლქი, მხარე, ქალაქი, რაიონი, დასახლებული პუნქტი, უბანი. კომპანია ღებულობს

გადაწყვეტილებას - იმუშაოს ერთ ან რამდენიმე გეოგრაფიულ ერთეულში ან ყველგან

ერთდროულად. მაგრამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მომხმარებელთა განსხვავებულ

საჭიროებებზე და სურვილებზე, რომლებიც გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით.

მაგალითად, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში პარკოსნები ჩვეულებრივი და ძალიან ფართოდ

გავრცელებული საკვებია, მაგრამ ზოგ ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებენ წითელ პარკოსნებს,

ზოგან კი - შავს. ამჟამად ტურისტული ინდუსტრიის კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა

გამოიყენონ მონაცემთა გარეშე მართვის მეთოდი და გააკეთონ ჩაღრმავებული ანალიზი

მონაცემთა გარეშე, რომ განსაზღვრონ განსხვავებები მომხმარებელთა ყიდვის ხასიათსა და მათ

უპირატესობებს შორის ცალკეული გეოგრაფიული პარამეტრების მიხედვით. გეოგრაფიული

რეგიონების შესაბამისად, მომხმარებელთა გემოვნების და მყიდველობითი ჩვევების

განსხვავებულობის გააზრება, კომპანიას ეხმარება თავისი პროდუქტის მოდიფიცირებაში ან

შეცვლაში.

დემოგრაფიული სეგმენტაცია გულისხმობს ბაზრის დაყოფას ისეთი მახასიათებლების

მიხედვით, როგორიცაა: ასაკი, სქესი, შემოსავალი, საქმიანობის სფერო, რელიგია, რასა და

ეროვნება. დემოგრაფიული ცვლადები ყველაზე ხშირად გამოიყენება ბაზრის სეგმენტაციისას,

იმდენად, რამდენადაც მოთხოვნილებების, სურვილების ცვლილებები და მოხმარების

ინტენსიურობა მჭიდროდაა დაკავშირებული დემოგრაფიულ ფაქტორებთან, თანაც ისინი,

სხვებთან შედარებით, უფრო მარტივად გაზომვადია.

ადამიანის მოთხოვნილებები და სურვილები ასაკთან ერთად იცვლება. სხვადასხვა

ასაკობრივი სეგმენტის ათვისების მიზნით, ზოგიერთი კომპანია შეიმუშავებს სხვადასხვა

პროდუქტს ან მარკეტინგის სტრატეგიას. მაგალითად, McDonald's-ი პატარა ბავშვებს სთავაზობს

Happy meals-ს სათამაშოებთან ერთად. ეს სათამაშოები, ჩვეულებრივ, ანალოგიური სათამაშოების

Page 36: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 40

სერიის ნაწილია და აქვთ გაგრძელება, რაც წააქეზებს ბავშვებს - შეუკვეთონ სწორედ ეს

ბუტერბროდი მანამ, სანამ ისინი არ შეაგროვებენ მთლიან კომპლექტს.

სქესისადმი კუთვნილებას უკვე მნიშვნელობას ანიჭებენ სასტუმრო კორპორაციები. ისინი

ითვალისწინებენ მდედრობითი სქესის კლიენტურის სურვილებს ნომრების, ფოიეს, ბარების,

სპორტდარბაზების გაფორმებისას, გაჩნდა თმის გასაშრობი, ნომრებში კედლები შეღებილია

უფრო ღია ფერებში და ა.შ. რეკლამაში სასტუმრო კორპორაციები უფრო იყენებენ მაღალი

თანამდებობის ქალბატონებს.

შემოსავლების მიხედვით მომხმარებელთა სტანდარტული კლასიფიკაცია არ არსებობს.

მაგრამ გასათვალისწინებლია ის, რომ ერთის მხრივ, ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნა

ფართოვდება საშუალო და შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე პირთა მოზიდვის ხარჯზე,

ხოლო მეორეს მხრივ, ტურისტულ მოგზაურობებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება

მაღალშემოსავლიანების მხრიდან. მომხმარებლების შემოსავლების დონე, ჩვეულებრივ, ითვლება

სეგმენტაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლადად, რომელიც გავლენას ახდენს საფასო

სტრატეგიებზე. მაგრამ ფასი განისაზღვრება არა მხოლოდ მომხმარებელთა შემოსავლების

დონით, თუმცა ეს პარამეტრები ხშირად ურთიერთკავშირშია. ასე, მაგალითად, ნიუ-იორკში

სასტუმრო St. Moritz On-the-Park-ი ბაზრის სეგმენტაციას ახდენს მომხმარებელთა შემოსავლების

დონისა და მათი გეოგრაფიული ადგილსამყოფელის მიხედვით.

ფსიქოგრაფიული სეგმენტაციის დროს მყიდველთა დაყოფა ხდება ჯგუფებად ისეთი

ცვლადების მიხედვით, როგორიცაა: სოციალური კლასი, ცხოვრების სტილი და პიროვნების

ტიპი. ერთი და იგივე დემოგრაფიულ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ

სრულიად განსხვავებული ფსიქოგრაფიული პროფილი. სასტუმრო Claire Tappan Lodge მუშაობს

ერთი საერთო ფსიქოგრაფიული ტიპის კლიენტებზე, ისინი ასაკობრივად და შემოსავლების

დონით განეკუთვნებიან სხვადასხვა ჯგუფს, მაგრამ აერთიანებთ ამ მყუდრო სასტუმროს მიერ

ორგანიზებული სემინარებისადმი (მაგალითად, „ფოტოგრაფია და ბუნება“) საერთო ინტერესი.

Kempinski Group of German Hotels-მა ნიუ-იორკში, ბოსტონსა და ვაშინგტონში თავისი

სასტუმროებისთვის ბაზრის სეგმენტები აირჩია კლიენტების განსაზღვრული სოციალური

კლასისა და ცხოვრების სტილისადმი კუთვნილების მიხედვით. Kempinski-მ გადაწყვიტა

მაღალშემოსავლიანი საქმიანი მოგზაურების ნიშის ათვისება, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ

და გადაიხადონ ფული ევროპული სტილის პატარა სასტუმროებში ცხოვრებისთვის და „ძველი

სამყაროს“ სტილში მომსახურებისთვის. პიროვნების ტიპის გათვალისწინებით, კომპანიები

ცდილობენ თავიანთ პროდუქტს მიანიჭონ განსაკუთრებული სპეციფიკა მომხმარებელთა

პიროვნული ხასიათის თავისებურებების შესაბამისად. მაგალითად, ავიაკომპანია Southwest

Airlines-ი თავის რეკლამაში წარმოადგენდა ციგებზე მსხდომ მხიარულ შუახნის ადამიანებს, ე.ი.

მიმართავდა აქტიურ („ახალგაზრდულ“) ადამიანებს.

ქცევითი სეგმენტაცია გულისხმობს ტურისტული ბაზრის დაყოფას მომხმარებელთა ქცევის

სხვადასხვა ასპექტის საფუძველზე. ესენია: მოგზაურობის მოტივი, საძიებო სარგებელი,

კომპანიისადმი მიმხრობის ხარისხი, ტურისტული პროდუქტის ყიდვისთვის მზაობის ხარისხი,

სეზონურობა, მოგზაურობის ფორმა, ტრანსპორტის სახეები, განთავსების საშუალებები,

მოგზაურობის ხანგრძლივობა და სხვ.

Page 37: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 41

მყიდველების კლასიფიკაცია შეიძლება იმ გარემოების ტიპის საფუძველზე, რაც

განსაზღვრავს ყიდვის იდეას, სადაც ხდება შეძენა ან განსაზღვრული პროდუქტის გამოყენება.

მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობისთვის საბაბი შეიძლება იყოს - სამუშაო, დასვენება ან

საოჯახო საკითხები. ავიაკომპანიების რეკლამა, რომელიც ორიენტირებულია საქმიან

ადამიანებზე, მიმართვაში ხშირად ხაზს უსვამს მომსახურებას, კომფორტულობას და

პუნქტუალობას ფრენისას. ავიაკომპანიების მარკეტინგი, რომელიც მიმართულია

დამსვენებლებზე, აქცენტს აკეთებს ფასზე, საინტერესო ადგილებზე და ტურისტული პროგრამის

პაკეტებზე. ავიაკომპანიების მარკეტინგის რეკლამა, რომელიც გამიზნულია საოჯახო საკითხების

გადაწყვეტაზე, ხშირად აჩვენებს ბავშვებს, რომლებიც დამოუკიდებლად მიფრინავენ

ნათესავებთან და იმყოფებიან ავიაკომპანიის პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ.

ტურისტული ბაზრის სეგმენტაცია შესაძლებელია იმის შესაბამისად, თუ რა სარგებელს

ეძებს მომხმარებელი. სამი ტიპის რესტორნის (ოჯახებში პოპულარული, შექმნილი ატმოსფერო,

გურმანებისთვის) მუდმივი და შემთხვევითი კლიენტების მოტივების შესწავლამ აჩვენა, რომ

ოჯახების მომსახურებაზე ორიენტირებული რესტორნების მუდმივ კლიენტებს იზიდავს

კეთილმოწყობა და მენიუ; განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამორჩეული რეტორნების

კლიენტებს - საჭმლის ხარისხი და ატმოსფერო, ხოლო გურმანების რესტორნების

კლიენტებისთვის, უპირველესია - საჭმლის ხარისხი.

ტურისტულ ბაზრებზე გამოიყოფა პროდუქტის არამომხმარებლების, ყოფილი

მომხმარებლების, პოტენციური მომხმარებლების, დამწყები და მუდმივი მომხმარებლების

სეგმენტები (სეგმენტაცია მომხმარებლის სტატუსის მიხედვით). კომპანიებს, რომლებიც ფლობენ

ბაზრის დიდ წილს (მაგალითად, ავიაკომპანიები), განსაკუთრებით არიან დაინტერესებული

მუდმივი კლიენტების შენარუნებაში და პოტენციური კლიენტების მოზიდვაში. ამიტომ ხშირად

საჭირო ხდება მათთვის სხვადასხვა მარკეტინგული მიდგობის შემუშავება.

მოხმარების ინტენსივობის მიხედვით ბაზრების დაყოფა შეიძლება აგრეთვე დაბალი,

საშუალო და მაღალი მოხმარების სეგმენტებად. როგორც წესი, მსხვილ მომხმარებლებზე მოდის

ბაზრის შედარებით მცირე ხვედრითი წილი რაოდენობრივად, მაგრამ შესყიდვების მთლიანი

მოცულობის მნიშვნელოვანი წილი, რაც ცნობილია „80-20“ წესის სახელით ანუ ბიზნესის მრავალ

სფეროში ბრუნვის მაღალი პროცენტი მიიღწევა კლიენტურის მცირე პროცენტის ხარჯზე.

სასტუმრო და ტურისტულ ბიზნესში საკმაოდ ბევრი ფირმა თავის მარკეტინგულ რესურსებს

ანაწილებს ყველა პოტენციურ კლიენტზე თანაბრად. გამოცდილი მარკეტოლოგები კი -

ცდილობენ მსხვილი მომხმარებლების იდენტიფიცირებას და სწორედ მათზე გათვლილი

მარკეტინგის კომპლექსის შექმნას.

ბაზრის სეგმენტაცია შესაძლებელია ამა თუ იმ კომპანიისა და ბრენდისადმი კლიენტის

ლოიალურობის ხარისხის მიხედვით. შესაძლოა, სასტუმრო ინდუსტრიის ზოგიერთი

მომხმარებელი ემხრობოდეს ისეთ ბრენდს, როგორიცაა, Courtyard by Marriott-ი, სხვები კი -

მხოლოდ გარკვეულწილად ლოიალურები იყვნენ. ისინი შეიძლება უპირატესობას ანიჭებდნენ

ორ ან სამ ბრენდს ერთდროულად ან მხოლოდ ერთს, მაგრამ შეიძინონ სრულიად სხვა ბრენდი.

ზოგიერთი მყიდველი არც ერთ ბრენდს არ ემხრობა. მათ უნდათ მრავალფეროვნება ან უბრალოდ

Page 38: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 42

ყიდულობენ ყველაზე იაფ ან იმ მომენტისთვის მათთვის შესაფერის ბრენდს. ასეთი

ადამიანებისთვის არ აქვს მნიშვნელობა სად დაბინავდებიან - Ramada Inn-ში თუ Holiday Inn-ში.

სასტუმრო და ტურისტულ ინდუსტრიაში მარკეტოლოგები ცდილობენ მოიპოვონ

კლიენტების ლოიალურობა მათი მარკისადმი და ამ მიზნით იყენებენ ურთიერთობათა

მარკეტინგს ანუ თავიანთ კლიენტებთან მუშაობენ პირდაპირ (განსხვავებით წარმოების

სფეროსგან, სადაც არ აქვთ უშუალო კონტაქტები მომხმარებლებთან). ისინი ქმნიან კლიენტების

ისტორიის მონაცემთა ბაზას და იყენებენ მას თავიანთი შეთავაზების და ურთიერთობის დონის

კლიენტების მოთხოვნებისადმი მისასადაგებლად.

მიუხედავად იმოსა, რომ არსებობს ტურისტული ბაზრის სეგმენტაციის არა ერთი მეთოდი,

ისინი სულაც არ არის ერთნაირად ეფექტური. მაგალითად, შესაძლებელია რესტორნის

კლიენტების დაყოფა ქერათმიანებად და შავთმიანებად, მაგრამ თმის ფერი არ განსაზღვრავს

რესტორნებში შეკვეთილი კერძების რაოდენობას. გარდა ამისა, თუ რესტორნის ყველა კლიენტი

ყიდულობს უცვლელი რაოდენობით სადილებს ყოველთვიურად, ამასთან, თვლიან, რომ ყველა

კერძი ერთნაირი ხარისხისაა და მზად არიან გადაიხადონ ერთი და იგივე ფასი, მაშინ

რესტორნისთვის აზრი არ აქვს ბაზრის სეგმენტაციას.

ტურიზმში ყველაზე მეტად გავრცელებულია სეგმენტაცია კლიენტების წამქეზებელი

მოტივების მიხედვით, რომლებსაც განსაზღვრავს მოგზაურობის მიზნები.

მტო განსაზღვრავს მოგზაურობათა შემდეგ მიზნებს: 1. დასვენება; 2.ნათესავების და

ნაცნობების მონახულება; 3. საქმიანი და პროფესიული მიზნები; 4.მკურნალობა; 5.

რელიგია/მომლოცველობა და სხვ.

ტურიზმი ატარებს მკვეთრად გამოხატულ სეზონურ ხასიათს. ეს განაპირობებს

ტურისტული ნაკადების ანალიზს ძირითად სეზონზე, სეზონებს შორის, წელიწადის თვეების და

დროის მიხედვით.

მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით სეგმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია

ტურისტული კომპანიისთვის. კერძოდ, მოკლე ტურებზე ორიენტირებული ტურისტები მზად

არიან დიდი ხარჯების გასაღებად და მოითხოვენ უფრო ინტენსიურ პროგრამას. აღნიშნული

კრიტერიუმის მიხედვით სეგმენტაცია შეიძლება იყოს არსებითად განსხვავებული. მაგალითად,

შვეიცარიელი მკვლევარები არჩევენ ორ სეგმენტს - ხანგრძლივი (5 დღეზე მეტი) და მოკლე

ტურები. განხილული კრიტერიუმები ქმიან საფუძველს მხოლოდ პირველადი

სეგმენტაციისთვის. მარკეტინგის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული

კომპანიისთვის შეირჩეს მათი კომბინაცია, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად დაადგენს -

ბაზრის რომელი სეგმენტი პასუხობს უფრო მეტად კომპანიის მიზნებს და შესაძლებლობებს.

ტურისტული მომსახურების ბაზარზე მარკეტინგის მიზნების განსაზღვრისთვის, აგრეთვე

სარეკლამო ღონიძიებების გატარებისთვის გამოიყენება სეგმენტაცია ისეთი ფაქტორების

კომბინაციით, როგორიცაა, მაგალითად, მოგზაურობის მოტივაცია, მომხმარებლის ხარჯების

სტრუქტურაში ტურიზმის მნიშვნელობის ხარისხი, სხვა კულტურისადმი ტოლერანტულობა,

ტურცენტრში ტურისტის ქცევის სტერეოტიპი და სხვ.

ამრიგად, სეგმენტაციის განხორციელებით, ტურისტული კომპანიები გამოავლენენ ამა თუ

იმ ნიშნით გაერთიანებულ კლიენტთა ჯგუფებს. ყოველ საბაზრო სეგმენტს უნდა შეესაბამებოდეს

Page 39: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 43

სპეციფიკური ტურისტული შეთავაზება. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა არა მარტო

დაკმაყოფილდეს არსებული მოთხოვნა, არამედ მოხდეს მისი ფორმირება.

გამოყენებული ლიტერატურა

კოტლერი,ფ. არმსტრონგი. გ. მარკეტინგის საფუძვლები. თბილისი: ბ. სულაკაურის გამომც, 2015

http://library.if.ua/

https://studfiles.net

http://www.marketingweek.ru https://studopedia.su https://studopedia.ru

Page 40: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 44

შრომის ბაზრისა და საგანმანათლებლო მომსახურების ბაზრის ურთიერთკავშირი

როგორც ინტელექტუალური კაპიტალის განვითარების ფაქტორი

ქეთევან მდინარაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

Ketevan Mdinaradze

Doctor of Economics, Professor

Tbilisi Open Teaching University

[email protected]

The Interconnection Between the Labor Market and the Education Service Market as the Factor

of Intellectual Capital Development

ABSTRACT

The paper discusses the interconnection of human capital and economic growth. It also describes labor

market situation and education challenges.

At the present stage, the role of education as a qualitatively new type of economy and the factor of

society formation is increasing with the growing importance of human capital. Education is one of the key

priority directions of any civilized state and one of the important indicators of economic development.

Naturally, demand for educational services depends on the demand on the labor market. There is a kind

of paradox in the Georgian market. On the one hand, there is a high demand for qualified labor force, on the

other hand, there is a surplus of labor force, but the main problem is the lack of qualification. The real solution

to the problem is possible in a long-term perspective, which means the national education system quality

improvement and adaptation to modern market requirements.

Key words: human capital, economic growth;labor marke; education challenges;

ინოვაციური ეკონომიკის პირობებში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს კითხვები,

რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების ფორმირებასა და

განვითარებასთან. რა არის ინტელექტუალური კაპიტალი და როგორ ხდება მისი კონვერტირება

ფირმის ღირებულებად?

ინტელექტუალური კაპიტალი - ეს არის ის ცოდნა, გამოცდილება, იდეები, ნოუ-ჰაუ,

ტექნოლოგია, მართვის სისტემა და ა.შ., რაც კომპანიას ამარაგებს ცოდნითა თუ

სტრატეგიით. ინტელექტუალური კაპიტალი არის ის რაც განასხვავებს „მაიკროსოფთსა“ და „აი

ბი ემ-ს“, ან „ტოიოტასა“ და „ჯენერალ მოტორსს“. ეს არის იდეები და ნოვაციები, რომელსაც

ადამიანის გონება ქმნის და შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს გამოხატული.

ტერმინი ინტელექტუალური კაპიტალი უკავშირდება ამერიკელი მეცნიერის თ.სტიუარტის

სახელს. მან ნაშრომში „ინტელექტუალური კაპიტალი - ორგანიზაციის გამდიდრების ახალი

წყარო“, ინტელექტუალური კაპიტალი განმარტა, როგორც „ცოდნა განსახიერებული როგრც

ხელშესახები, ვიდრე აზრი.“

Page 41: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 45

ინტელექტუალური კაპიტალის ცნებასთან დაკავშირებით განმარტებები აქვთ

ლ.ედვინსონს, ნ.ნონაკს, ე.ბრუკინგს, ჯ.გელბრეიტს, ვ.ინოზემცევს, ბ.ლეონტიევს, სადაც

აქცენტები კეთდება ახალი ცოდნის შექმნაზე, ინოვაციურ პროცესებზე.

ჯ.გელბრეიტი აღნიშნავდა, რომ „ადამიანის ინტელექტში ჩადებული დოლარი, ხშირად

ეროვნული შემოსავლის მეტ ზრდას განაპირობებს, ვიდრე ის დოლარი, რომელიც ჩადებულია

რკინიგზის, მანქანა-მოწყობილობების და სხვა კაპიტალურ სიმდიდრეში. განათლება ხდება

კაპიტალდაბანდების მაღალმწარმოებლური ფორმა“.

ამერიკელმა ეკონომისტმა ედვარდ დენისონმა მოახდინა ეკონომიკური ზრდის

ფაქტორების კლასიფიკაცია. მან, მის მიერ შერჩეული 23 ფაქტორიდან 4 მიაკუთვნა შრომას, 4-

კაპიტალს, 1- მიწას, 14 კი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წვლილს გვიჩვენებს. მისი აზრით,

ეკონომიკური ზრდა განისაზღვრება არა იმდენად დახარჯული ფაქტორების რაოდენობით,

არამედ მათი ხარისხით და ამ ხარისხის ზრდით. მან გამოიკვლია აშშ-ს ეკონომიკა 1929-1982 წ.წ.

და პირველ ადგილზე სამუშაო ძალის ხარისხი დააყენა. დენისონმა გააკეთა დასკვნა, რომ ერთ

მუშაკზე შრომის მწარმოებლურობის ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორი არის განათლება,

როგორც ადამიანური კაპიტალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

არაერთი კვლევა ადასტურებს განათლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირის

არსებობას როგორც მაკრო, ასევე მიკროეკონომიკურ დონეზე. მაკროეკონომიკაში,

ზემოთქმულის განმამტკიცებელი ძირითადი არგუმენტია ის, რომ განათლებულ სამუშაო

ძალას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა აწარმოოს ინოვაციური და ხარისხიანი პროდუქცია

მრავალი განსხვავებული მიმართულებით; განათლების საფუძველზე უმჯობესდება

დასაქმებულთა შრომის ხარისხი, ვითარდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, შესაბამისად,

იზრდება წარმოების ეფექტიანობა. მაკროეკონომიკა ქვეყნის დონეზე სწავლობს კავშირს

განათლების დონის (აგრეგირებული მონაცემები) სხვადასხვა საზომებს და ეკონომიკურ

ზრდას შორის. განათლების ძირითად საზომს ფორმალური განათლების წლები და პიროვნების

კოგნიტური უნარების განვითარების მაჩვენებლები წარმოადგენს. ეკონომიკური ზრდის

სტანდარტული საზომი კი არის მშპ და მასთან დაკავშირებული საზომები. მიკროდონეზე,

განიხილება კავშირი ინდივიდის საგანმანათლებლო მიღწევებსა და განათლების ამონაგებს

შორის (მონეტარული სარგებელი). იგულისხმება, რომ რაც უფრო მაღალია ფორმალური

განათლების დონე (მეტია საგანმანათლებლო დაწესებულებაში გატარებული წლები), მით

უფრო მაღალია ინდივიდის ანაზღაურება და ფინანსური კეთილდღეობა.

არსებობს განათლების ინდივიდუალური ამონაგების შეფასების საერთაშორისო

კვლევები, რომლის თანახმად, ფორმალური განათლების ყოველი დამატებითი წლის

შემთხვევაში, ინდივიდუალური ფინანსური ამონაგების მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 10

პროცენტით იზრდება. საგულისხმოა, რომ ეკონომიკური ამონაგების ყველაზე მაღალი

კოეფიციენტი ფიქსირდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების შემთხვევაში

(შესაბამისად 10.9 და 10.7 პროცენტი). მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ამონაგების

კოეფიციენტი 7.4-ს შეადგენს.

განათლების დონე არსებით როლს თამაშობს შრომის ბაზრის მდგომარეობაზე და გავლენას

ახდენს დასაქმებაზე. განასხვავებენ ფორმალური განათლების საფეხურსა და საქმიანობის ტიპს

Page 42: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 46

შორის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ შეუსაბამობას. ვერტიკალურ შეუსაბამობას ადგილი

აქვს მაშინ, როდესაც დასაქმებულის განათლების დონე იმაზე უფრო მაღალი ან დაბალია,

ვიდრე მისი სამუშაოს შესრულება მოითხოვს (შინაარსობრივი და/ან პოზიციური

თვალსაზრისით). ვერტიკალური შეუსაბამობის შემთხვევაში განისაზღვრება დაბალკვალი-

ფიციური (undereducated, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე (well-matched) და

მაღალკვალიფიციური (overeducated) დასაქმებულების წილი მთლიან სამუშაო ძალაში.

განათლება-დასაქმების ვერტიკალური შესაბამისობის შეფასება ხდება დასაქმებული

ინდივიდების განათლების დონესა (ფორმალური განათლების საფეხური) და მათი სამუშაოს

შესასრულებლად საჭირო განათლების დონეს შორის სხვაობის გამოთვლით.

ჰორიზონტალური შეუსაბამობა კი აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ინდივიდი

დასაქმებულია, თუმცა არა თავისი პროფესიით/სპეციალობით.

მსოფლიო ბანკის მიერ The Steo Skills Measurement Program-ის ფარგლებში 2013 წელს

საქართველოში ჩატარებული რეპრეზენტატული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ

ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური სამუშაო ძალის 64 პროცენტი შესაბამისი კვალიფიკაციის

მქონეთა კატეგორიაში ხვდება, 30 პროცენტი _ მაღალკვალიფიციურის, ხოლო 6 პროცენტი _

დაბალკვალიფიციურის კატეგორიაში (World Bank Microdata, 2013). სხვა სიტყვებით,

დასაქმებულების 64 პროცენტი აცხადებს, რომ მიღებული ფორმალური განათლების შესაბამის

(ადეკვატურ) სამუშაოს ასრულებს; 30 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი სამუშაოს შესრულება

იმაზე უფრო დაბალი განათლების დონეს საჭიროებს, ვიდრე მათ აქვთ; ხოლო 6 პროცენტის

აზრით, ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებასაც ფორმალური განათლების უფრო

მაღალი დონე სჭირდება.

რაც უფრო მაღალია მომუშავის განათლების დონე და კვალიფიკაცია, მით უფრო დაბალია

მათთვის უმუშევართა რიგების შევსების საფრთხე. განათლების მაღალი დონის მქონე

მომუშავეები გაცილებით კონკურენტუნარიანები არიან შრომის ბაზარზე და ეს განპირობებულია

არა მარტო ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ტენდენციებით და ადამიანური კაპიტალის

მნიშვნელობის მზარდი როლით, არამედ აღნიშნული კატეგორიის მომუშავეთა მაღალი

მოქნილობით, ახალი პირობებისადმი მათი ადაპტაციის უნარით, შრომითი აქტივობის ახალი

ფორმების ათვისების შესაძლებლობებით.

ქართულ ბაზარზე ერთგარ პარადოქსს აქვს ადგილი. ერთი მხრივ, არსებობს მაღალი

მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, მეორე მხრივ, არსებობს ჭარბი სამუშაო ძალა და

მთავარი პრობლემა სწორედ არასათანადო კვალიფიკაციაა.

შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის რაოდენობრივმა კვლევამ მოგვცა მკაფიო

სურათი შრომის ბაზარზე გამოკვეთილ ტენდენციებთან დაკავშირებით. კერძოდ,

ორგანიზაციების/საწარმოების გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდა სამუშაო ძალის

დანაკლისი; პრიორიტეტული ეკონომიკური სფეროები და დასაქმების არსებული და

პოტენციური შესაძლებლობები; შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიები;

შესაბამისად, ვაკანსიების მქონე ორგანიზაციების რაოდენობა და თავად ვაკანსიების რიცხვი;

არსებულ ვაკანსიებზე დამსაქმებელთა მიერ შეთავაზებული მინიმალური საშუალო

ხელფასის ოდენობა; დამსაქმებელთა მხრიდან განათლების დონის მოთხოვნა, პოზიციების

Page 43: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 47

მიხედვით; დასაქმების მაჩვენებლის არსებული და საპროგნოზო ცვლილება ბოლო და

მომდევნო 12 თვის განმავლობაში და სხვა ცვლადები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კვლევის

მონაცემების განზოგადების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ 63.387

ორგანიზაციაში სულ დასაქმებულია 908.374 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა

ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე მოდის. თბილისში არსებულ 32.486 ორგანიზაციაში

დასაქმებულია 497.135 ადამიანი. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი, მას მოყვება აჭარის ა/რ

და ქვემო ქართლი (ცხრილი N1).

ცხრილი N1. დასაქმებულებისა და ორგანიზაციების განაწილება რეგიონების მიხედვით

რეგიონები დასაქმებულები ორგანიზაციები

თბილისი 497,135 32,486

აჭარის ა/რ 78,766 6,674

იმერეთი 78,303 7,040

ქვემო ქართლი 73,279 4,556

სამეგრელო ზემო სვანეთი 57,678 3,448

კახეთი 41,257 3,039

შიდა ქართლი 27,833 2,275

სამცხე ჯავახეთი 22,107 1,458

გურია 13,811 1,310

მცხეთა მთიანეთი 14,650 849

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 3,555 252

სულ: 908,374 63,387

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

კვლევის შედეგად, დაქირავებით დასაქმებული ქალების რაოდენობამ შეადგინა 448689, რაც

მთლიანი დასაქმებულების 49 %-ია, ხოლო დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების რაოდენობა

459 349-ია, რაც მთლიანი დასაქმებულების 51 პროცენტს შეადგენს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ეკონომიკურ საქმიანობათა პრიორიტეტული სახეები:

განათლება, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების

საგნების რემონტი, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებელთა მომსახურება,

მშენებლობა და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება ის ეკონომიკური სფეროებია,

სადაც დღესდღეობით დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი მოდის.

დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა აღმოჩნდა ტყავის, ტყავის ნაწარმისა

და ფეხსაცმლის წარმოების, თევზჭერა-მეთევზეობის, სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო

წიაღისეულის მოპოვების სფეროში. კვლევის ავტორთა აზრით, ზემოაღნიშნული მოწმობს იმას,

რომ ამ დარგებში შრომის ძალაზე მოთხოვნა საგრძნობლად ნაკლებია.

გამოკითხული ორგანიზაციებიდან 960 განიცდის გარკვეულ პოზიციებზე შრომითი

რესურსების ნაკლებობას. რაც აიხსნება იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებლები ვერ

ახერხებენ სათანადო კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კადრების მოძიებას; ადგილი აქვს

Page 44: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 48

აპლიკანტების სიმწირეს ან თავად აპლიკანტები არ თანხმდებიან შემოთავაზებულ

ანაზღაურებას.

კვლევამ ცხადყო (იხ. დიაგრამა N1), რომ შრომითი რესურსების დაქირავებისას არსებული

პრობლემები სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელო-

ვანესი მიზეზია არსებული სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დაბალი დონე და საჭირო უნარების

დეფიციტი. დასახელებულ პრობლემათა შორის არანაკლებ აქტუალურია შრომითი რესურსების

ნაკლებობა სამუშაოს მაძიებელთა მიერ არსებული სამუშაო პირობებით უკმაყოფილების გამო.

სამ

უშა

ოს

მაძ

იებ

ლე

ბს,

ზო

გა

და

დ,

არ

მოს

წონ

შე

თავაზებული ანაზღაურება და სამუშაო პირობები, რაც არის სამუშაო ძალის მიწოდების

დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი.

დიაგრამა N1.შრომითი რესურსების დაქირავებისას არსებული პრობლემები

ყარ

ო:

საქა

რთვ

ელო

შრო

მის,

ჯანმ

რთე

ლო

ბისა

და

სოც

0

1000

2000

3000

4000

5000

6000

აპლიკანტების

სიმწირე

შრომით

ბაზარზე

აპლიკანტები

განიცდიდნენ

საჭირო

უნარების

ნაკლებობას

აპლიკანტებმა

მოითხოვეს

უფრო მეტი

ხელფასი

ვიდრე

ორგანიზაცია

სთავაზობდა

აპლიკანტებს

არ მოეწონათ

სამუშაო

პირობები

უარი პასუხზე მიჭირს

პასუხის

გაცემა

1101

5080

458 171 7

242

Page 45: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 49

იალური დაცვის სამინისტრო

კვლევამ ცხადყო, რომ დასაქმებულებს შორის, დიდწილად, წარმოდგენილია უმაღლესი

განათლების მქონე ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია.

მინიმალური საკვალიფიკაციო დონის მოთხოვნის მიხედვით, დასაქმებულებს შორის მეორე

ადგილზეა საშუალო განათლების მქონე ადამიანების კატეგორია, რაც მეტყველებს დაბალი

საკვალიფიკაციო დონის მოთხოვნის მქონე სამუშაო ადგილების სიმრავლეზე. განათლების

მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობრივი განაწილება შემდეგნაირია (ცხრილი N2):

ცხრილი N2. დასაქმებულთა რაოდენობრივი განაწილება დამსაქმებელთა მხრიდან მოთხოვნილი

განათლების აუცილებელი დონის მიხედვით.

განათლების დონე უმაღლესი საშუალო პროფესიული არ ვიცი სულ

დასაქმებულთა რაოდენობა 451.237 290.109 133.165 33.862 908.374

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დასაქმებულები უმაღლესი განათლებით მრავლად არიან წარმოდგენილები მმართველი

დირექტორისა და ბუღალტრის პოზიციებზე, რადგან ეს კონკრეტული პოზიციები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის. მაღალია პედა-

გოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დასაქმების მაჩვენებელი, რომელთა

საქმიანობა განაპირობებს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას. ასევე,

დასაქმების მხრივ, საკმაოდ გამორჩეულია ფარმაციის სფერო. პროფესიული განათლების

მხრივ დაფიქსირდა პროფესიონალი ექთნების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი. საშუალო

განათლების მქონე ადამიანები დასაქმებულები არიან იმ პოზიციებზე, რომლებიც

დაკავშირებულია ძირითადად, ფიზიკური სამუშაოების შესრულებასთან.

აღსანიშნავია დასაქმებულების განაწილება თვითდასაქმებულთა და დაქირავებით

დასაქმებულთა სახით.

დიაგრამა N2.

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2012-2016 წლების მიხედვით სამუშაო ძალის მოთხოვნის კომპონენტი ეკონომიკური

საქმიანობების სახეობების მიხედვით სტაბილურია. დასაქმების კერძო სააგენტოს - hr.ge-ის მიერ

გამოქვეყნებული ვაკანსიების მიხედვით მოთხოვნად პროფესიებს განეკუთვნება: გაყიდვების

სფეროს მუშაკები; ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები

(ყიდვა-გაყიდვის აგენტები და ბროკერები, კომერციული მომსახურებების აგენტები), ბიზნესისა

და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები (ფინანსების სფეროს პროფესიონალები,

ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან

2 0 0 9

2 0 1 0

2 0 1 1

2 0 1 2

2 0 1 3

2 0 1 4

2 0 1 5

2 0 1 6

36.0

38.0

38.0

38.4

38.4

39.7

42.3

42.3

63.9

61.9

61.6

61.1

61

59.9

57.2

57.3

დაქირავებით დასაქმება თვითდასაქმება

Page 46: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 50

ურთიერთობების სფეროს პროფესიონალები).

უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ძირითადი აქცენტი თეორიული და

პრაქტიკული სწავლების ინტეგრაციაზე კეთდება, რაც ისეთი საგანმანათლებლო

პროგრამების განვითარებას გულისხმობს, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე

სამყაროს მოთხოვნებთან და შეძლებს, ეკონომიკური ბაზრის გამოწვევებს უპასუხოს.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, საერთაშორისო დონეზე განისაზღვრა ძირითადი

კომპეტენციების ნაკრები და ის სამი განზომილებით არის წარმოდგენილი: ცოდნა, უნარები და

პერსონალური თვისებები. თუმცა, სამუშაო ადგილზე მენეჯმენტის სპეციფიკა განსაზღვრავს

დასაქმებულთა მიერ უნარების გამოყენების ხარისხსა და სიხშირეს.

უნარებთან დაკავშირებით საინტერესო ტენდენციები გამოვლინდა სოციალურ

მეცნიერებათა ცენტრის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით.

კერძოდ, კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდნენ ფორმალური საგანმანათლებლო ინსტიტუ-

ტების როლს რიგი კომპეტენციების განვითარებაში, რესპონდენტებმა განსაკუთრებით

მაღალი თვითშეფასება გამოავლინეს კოგნიტური უნარების შემთხვევაში, როგორიცაა:

დარგობრივი ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი,

კომუნიკაციის უნარი, სტრესულ გარემოში/შეზღუდულ დროში მუშაობა, დროის

ეფექტურად განაწილება და ჯგუფური მუშაობა. კვლევის მონაწილეების მხრიდან

განსაკუთრებით დაბალი თვითშეფასება შემდეგ ტექნიკურ უნარებთან დაკავშირებით

გამოვლინდა: მართვა და მენეჯმენტი, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი

აზროვნება, ეფექტური პრეზენტაციის უნარი.

ამავე კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ დამსაქმებელთა შეფასებას, სადაც ისინი

აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ვერ პასუხობენ სამუშაო ძალის ბაზრის

მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გარკვეულწილად ეთანხმება მათ

მოსაზრებას და უნივერსიტეტებსა და დასაქმების ბაზარს შორის თანამშრომლობის

გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს. (იქვე, გვ. 38-40).

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ტრანსფერული უნარების ეკონომიკური ეფექტი,

რაზეც თანამედროვე განათლების ეკონომიკაში დღეს უკვე ბევრს მსჯელობენ (Rutkowski,

2013; Broecke, 2016; Hanushek, 2016). საერთაშორისო კვლევების საფუძველზე ემპირიულად

დასტურდება, რომ უნარების გაძლიერება ეკონომიკურად აქტიურ სამუშაო ძალაში

პოზიტიურად მოქმედებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე (მაკროდონე),

არამედ დასაქმებულების ანაზღაურების მატებაზე (მიკროდონე) და შრომის ბაზარზე

სახელფასო სხვაობით გამოწვეული უთანასწორობის შემცირებაზეც. (Hanushek, 2016, გვ.

8).

განათლების ხარისხთან დაკავშირებით საინტერესო ჩანაწერს ვკითხულობთ მსოფლიო

ბანკის 2008 წლის ანგარიშში, რომელიც MENA-ს ქვეყნების (შუა აზია და ჩრდ. აფრიკა)

შემთხვევას სწავლობს. ანგარიშის მიხედვით, MENA-ს ქვეყნებში განათლების სისტემები

ნაკლებად ორიენტირებულია კრიტიკული მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრაზე

ფოკუსირებული განათლების წარმოებაზე, არამედ განმარტებების, ფაქტებისა და

Page 47: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 51

ცნებების დასწავლა-გამეორებაზე. ამიტომ, ამ ქვეყნების სამუშაო ძალა, რომელსაც

განათლების საშუალო მაჩვეენებლი დაბალი არ აქვს, მაინც ვერ ახდენს

პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ზრდის გენერირებას. შესაბამისად, კეთდება

დაშვება, რომ ადამიანურ კაპიტალში ჩადებულ ინვესტიციასა და ეკონომიკურ ზრდას

შორის სუსტი კავშირი გამოწვეულია დაბალი ხარისხის განათლების მიწოდებით (The

International Bank for Reconstruction and Development / The World Bank, 2008).

ზემოთქმულს ეხმიანება საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი უახლესი კვლევის

შედეგები, სადაც თავად სტუდენტები და კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო

განათლების ხარისხზე საუბრობენ (ლეჟავა და ამაშუკელი, 2016). კვლევის შედეგების

მიხედვით, მთავარ პრობლემად სახელდება სწავლების პროცესში პრაქტიკული

კომპონენტის (ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება), ინტერაქტიული აუდიტორული

სწავლებისა და კრიტიკული მსჯელობის დეფიციტი. სტუდენტების შეფასებით,

პროფესორების მხრიდან აქცენტი თეორიულ და დაზეპირებაზე ორიენტირებულ

სწავლებაზე კეთდება; (იქვე, გვ. 113). არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად

სახელდება უნივერსიტეტებსა და ბიზნეს (დამსაქმებელ) სექტორს შორის სუსტი

თანამშრომლობა. ამის გამოვლინებაა ის, რომ უნივერსიტეტები არ სწავლობენ დასაქმების

ბაზრის მოთხოვნებს და საჭიროებებს და არ იჩენენ ინიციატივას, დანერგონ ხარისხიანი

და სტუდენტების ინტერესებზე მორგებული სტაჟირების პროგრამები და პროექტები,

რომელიც სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას უზრუნველყოფს და

მათ სამუშაო გამოცდილების მიღების მოტივაციას აუმაღლებს (ლეჟავა და ამაშუკელი,

2014; ლეჟავა და ამაშუკელი, 2016).

სამუშაო ძალაში რელევანტური კომპეტენციების დეფიციტი ყველაზე უარყოფითად

ინოვაციურ სექტორზე აისახება, რომელიც ეროვნულ შრომის ბაზარზე ისედაც მცირე

წილით არის წარმოდგენილი და ადეკვატური ადამიანური რესურსის სიმწირე მის

განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. შესაბამისად, პრობლემის რეალური გადაჭრა

უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი და გულისხმობს, ერთი მხრივ,

ეროვნული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას და თანამედროვე ბაზრის

მოთხოვნებთან ადაპტაციას, მეორე მხრივ კი, ტრადიციული შრომის ბაზრის

გასაფართოებლად რესურსების ინვესტირებას, კერძოდ, მაღალპროდუქტიული და

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო მიმართულებების შექმნას, სადაც

ადეკვატური კომპეტენციების მქონე სამუშაო ძალა თავისი პოტენციალის და

ინვესტირებული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების რეალიზებას შეძლებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ამაშუკელი მ., ლეჟავა დ., გუგუშვილი ნ. განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და

შრომითი კმაყოფილება საქართელოში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტი, 2017;

2. განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები

(განსახილველი ვერსია) / საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2016;

Page 48: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 52

3. საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი.თბილისი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტრო, 2017;

4. Колесникова Ю.С., Камашова А.В., / Пути решения проблем молодежного рынка труда// Вестник

экономики, права и социологий N4, 2014

Page 49: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 53

ბიტკოინი - მომავლის ფული მარი გოცაძე

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

ნინო გრიგოლაია ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი Mari Gotsadze

Tbilisi Open University

Nino Grigolaia

Doctor of Economics, Professor

Tbilisi Open Teaching University

[email protected]

Bitcoin Future Thousands

ABSTRACT

Thousands of years has passed and money has changed and evolved. With centuries, money currencies

have been changing constantly. First, there was a barter-type system, then coins and now we have payment

without cash. Bitcoin is worldwide cryptocurrency and method of online paying. It’s the first cryptocurrency

and based on mathematical algorithms. Bitcoin was announced in 2008 and at the end of 2009 Satoshi Nakato

has solved problem of double-spending with using blockchain.

Key words: Bitcoin, Cryptocurrency, Blockchain

ფულმა ათასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილებები

განიცადა. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად

იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული

თავისათავად უნიკალურია. პირველყოფილი თემური წყობილების დროს იყო

„ბარტერიული„ გაცვლა საქონელი იცვლებოდა საქონელზე ასეთი გაცვლა რთული იყო

რადგან თუ ადამიანს სურდა ცხოველის გაცვლა თიხაში უნდა მოეძებნა ისეთი ადამიანი

რომელსაც უნდოდა ცხოველი და გაცვლიდა თიხაში. შემდეგ გაჩნდა იოლად

გადაზიდვადი და ხანგრძლივად მოხმარებადი გაცვლის საშუალება „ მონეტები“.

კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ადამიანები

იყენებდნენ სხვადასხვა სახის ფულად საშუალებებს. დღესდღეობით საბაზრო

ეკონომიკის განვითარებულ ქვეყნებში მიმოქცევის საშუალებების უმეტესი ნაწილი

მოდის უნაღდო ანგარისსწორებაზე. ელექტრონულმა ფულმა ისეთივე გადატრიალება

მოახდინა საბანკო სფეროში, როგორიც თავის დროზე ქაღალდის ფულმა, რომელმაც

სწრაფად შეცვალა ლითონის მონეტები. ანგარიშსწორების ელექტრონული სისტემა

წარმოადგენს ანაზღაურების უნაღდო სისტემას, რომელიც ხორციელდება

Page 50: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 54

ელექტრონული საფულიდან გადახდის მეშვეობით საგარანტიო აგენტის გამოყენებით.

ელექტრონული გადახდის სისტემის ოპერატორის ან ადმინისტრატორის მიერ. მისი

განხორციელებისთვის მომხმარებელმა უნდა გადარიცხოს ფულადი სახსრები

ანგარიშსწორების ელექტრონული სისტემის ოპერატორის ანგარიშზე ბანკში, შემდეგ

სახსრები გადაიყვანება მომხმარებლის ელექტრონულ საფულეში.

ბიტკოინი (მომავლის ფული) მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და

ელექტრონული გადახდის საშუალება ის არის პირველი დეცენტრალიზებული

ციფრული ვალუტა. კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც

კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს ეფუძვნება. მომავლის ფულის ემისია დამოკიდებულია

მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერზე, რომლებიც

სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ამუშავებენ მონაცემებს. შეგვიძლია

ვთქვათ, რომ ბიტკოინი დღეისათვის არის ყველაზე წარმატებული ვირტუალური

ვალუტა. მისი აღწერა პირველად გამოქვეყნდა სატოში ნაკამოტოს მიერ 2008 წელს,

ხოლო 2009 წლიდან უკვე გაჩნდა მისი გამოყენებისათვის საჭირო პროგრამული

უზრუნველყოფა, რამაც საფუძველი დაუდო ბიტკოინის ქსელის შექმნას. სატოში

ნაკამოტო- პროგრამისტი, რომელმაც წარმოადგინა ბიტკოინი, როგორც მათემატიკურ

ალგორითმებზე დაფუძვნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. მთავარი

იდეა იყო ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტებისაგან დამოუკიდებელი

ვალუტის შექმნა. ტექნიკურად ბიტკოინი ეფუძნება ე.წ ერთ რანგიან, პირინგულ (Peer-to-

Peer, P2P) ქსელს და შესაბამისად მას არ გააჩნია ცენტრალური ადმინისტრატორი.

შეტყობინებების გადაცემა ხდება მონაწილიდან მონაწილეზე,თან შეტყობინების მიმღები

თვითონ ხდება ამავე შეტყობინების გადამცემი ქსელის სხვა მონაწილისათვის. გარდა

ამისა, გადახდები ქსელის მონაწილეებს შორის დენომინირებულია არა რომელიმე

რეალურ ვალუტაში არამედ ბიტკოინებში, ამასთან ბიტკოინის ღირებულება არ არის

მიბმული რომელიმე რეალურ აქტივთან ან ოფიციალურ ვალუტასთან, არამედ მისი

ღირებულება სხვა ვალუტებთან მიმართ ღია ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების

საფუძველზე.

ცენტრალიზებულ სისტემაში A და B პირებს შორის ონლაინ ტრანზაქციაშია

ჩართულია მესამე სანდო პირი, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის მიერ ერთი და

იმავე ციფრული ღირებულების ორჯერ გამოყენების თავიდან აცილებას ხოლო თუ ასეთი მესამე

მხარე არ იარსებებს და ციფრული ფული მომხმარებლის კომპიუტერებში იქნება შენახული,

მაშინ მათი მარტივი ასლის აღებით გადამხდელს შეეძლება ერთი და იმავე ციფრული ფულით

ორჯერ გადახდის განხორციელება. დეცენტრალიზებული სისტემისთვის სხვა გამოწვევას

წარმოადგენს უკვე განხორციელებულიტრანზაქციების შენახვა სხვამომხმარებელთა ანგარიშების

ბალანსების გამსაზღვრისათვის ბიტკოინის რევოლუციური სიახლე არის სისტემა, რომელიც

Page 51: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 55

უზრუნველყოფს ორმაგი გადახდის თავიდან აცილებას სანდო მესამე მხარის გარეშე როგორც

უშუალოდ ტრანზაქციის დროს,ასევე მისი დასრულების შემდეგაც.

ბევრს უჭირს გაიგოს, რითია ბიტკოინი ასეთი განსაკუთრებული. თითქმის ყველა

ადამიანს აქვს საბანკო ანგარიში ლარში,დოლარში ევროში ან რომელიმე სხვა ვალუტაში ეს

ფული მთლიანად ციფრულია, ფიზიკურად არ არსებობს, უბრალოდ ციფრებით არის

გამოსახული სადღაც,რომელიღაც საცავში, თითქმის ყველა ვალუტის მხოლოდ 3% არსებობს

ფიზიკურად, დანარჩენი ციფრული ფორმით ინახება.

2008 წელს ბიტკოინი დაანონსდა და 2009 წლის ბოლოსკენ პროგრამისტები მიხვდნენ, რომ

ბიტკოინის გამომგონებელმა სატოში ნაკამოტომ ორმაგი დახარჯვის პრობლემა წარმატებით

გადაჭრა. გამოსავალი იყო ბლოკჩეინი - ჩანაწერების ავტომატური სისტემა, რომელსაც არ ჰყავდა

კონკრეტული მეთვალყურე და შუამავალს ფუნქციას აკარგვინებდა. იმის მაგივრად, რომ

ტრანზაქციები ბანკს ემოწმებინა, მათ დამუშავებას, ღია კოდის საუკეთესო ტრადიციებში,

ბიტკოინის ქსელში გაბნეული 8-9 ათასი კომპიუტერი ახდენდა, როგორც კი ამ კომპიუტერებს

ექნებოდათ შესაბამისი მათემატიკური და კრიპტოგრაფიული მტკიცებულება, ისინი ამტკიცებენ

და ასრულებენ ტრანზაქციას. გადახდის ინფორმაცია კი - თარიღი, თანხის მოცულობა და

საფულის მისამართი - ჩანაწერთა მასივს ემატებოდა, უფრო სწორად, მონაცემების მორიგი

ბლოკი ემატებოდა ინფორმაციის ჯაჭვს. სახელიც აქედან წამოვიდა „blockchain”(ინფორმაციის

ბლოკების ჯაჭვი).

Page 52: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 56

ამ სისტემის ტექნიკური ასპექტები საკმაოდ კომპლექსური და რთულად გასაგებია

შესაბამისი პროგრამული და ტექნიკური ცოდნის გარეშე. თუმცა, შევეცდები შეძლებისდაგვარად

ავღწერო ბიტკოინის სქემის ფუნქციონირების მექანიზმები.

Page 53: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 57

ნახ.1 ბიტკოინის ფუნქციონირების სქემა

მისი შემქმნელის განცხადებით, ბიტკოინი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც

ციფრული ხელმოწერების ჯაჭვი. ბიტკოინის მისაღებად და ტრანზაქციების

განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა გახსნას ე.წ ონლაინ საფულე ან გადმოწეროს და

საკუთარ კომპიუტერზე დააყენოს მიმდინარე ბიტკოინის კლიენტი პროგრამა, რის შემდეგაც იგი

ქმნის კრიპტოგრაფიული გასაღებების წყვილს -ღია და დახურულ გასაღებს. ღია გასაღები

ქვეყნდება ბიტკოინის ქსელში(რომლის წევრიც მომხმარებელი გახდა პროგრამის საკუთარ

კომპიუტერზე დაყენების შემდეგ), ხოლო დახურული გასაღები ინახება კომპიუტერში ფაილის

სახით. მისი წაშლა ან დაკარგვა ავტომატურად ნიშნავს რომ ამ გასაღებთან დაკავშირებული

მონეტები დაიკარგება.

ამ სქემის უფრო უკეთ აღსაქმელად და გასაგებად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნახაზი 1.2 მასზე

მოცემულია ერთი და იგივე ბიტკოინი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე. ტრანზაქციის მისაღებად

P1 -მა მომხმარებელმა უნდა მიაწოდოს თავისი ღია გასაღები ბიტკოინი P0 მფლობელს. ეს

უკანასკნელი თავისი დახურული გასაღებით ციფრულად ხელს აწერს ამ ბიტკოინის

„მონეტებით“ განხორციელებულ ყველა წინა ტრანზაქციის ჰეშს და მიმღების ღია გასაღებს

Page 54: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 58

ნახ 2 ბიტკოინის ტრანზაქციის სქემა

თითოეული ბიტკოინი შეიცავს ინფორმაციას მისი მეშვეობით განხორციელებული ყველა

ტრანზაქციის შესახებ. პრაქტიკულად გადახდა წარმოადგენს გადამხდელის ხელმოწერილ

შეტყობინებას, რომელიც შეიცავს გამოყენებული ბიტკოინების „ისტორიის“ ჰეშს. (შესაბამისად

გადახდის თანხას ბიტკოინებში) და მიმღების ღია გასაღებს გადამხდელის ლეგიტიმაცია

მოწმდება მისი ღია გასაღების მეშვეობით, ხოლო შეტყობინებაში მოთავსებული მიმღების ღია

გასაღები საჯაროდ აფიქსირებს ამ ბიტკოინების ახალ მფლობელს.

ტრანზაქციაზე ფიქსირდება დროის აღნიშვნა (timestamp) და ინახება საჯარო

ბუღალტერიის ბლოკების ჯაჭვის ახალ ბლოკში. ამის შემდეგ ბიტკოინის ქსელის ყველა

კომპიუტერი უზრუნველყოფს, რომ ქსელის ყოველ მონაწილეს ჰქონდეს განახლებული

ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციებისა და შესაბამისად ბიტკოინის ახალი

მფლობელის შესახებ. ბიტკოინი იქმნება ციფრულად, ადამიანების მიერ, რომლებსაც შეიძლება

ნებისმიერი ჩვენგანი შეუერთდეს. წარმოების პროცესს მაინინგი ეწოდება და იგი გულისხმობს

რთული მათემატიკური ალგორითმების ამოხსნას კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით,

რომელიც სპეციალურ ქსელშია გაშვებული. ქსელი ვირტუალური ვალუტით შესრულებული

ტრანზაქციების პროცესისთვის გამოიყენება და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

Page 55: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 59

1.3 ახალი ბლოკის მაგალითი ბიტკოინ ბლოკჩეინში

დღეისათვის ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 17 000 ბიტკოინია მოპოვებული.

უშუალოდ ბიტკოინი კი თავის მხრივ იყოფა მცირე ერთეულებად,მისი უმცირესი

მოცულობა ასი მემილიონედი ბიტკოინი, შემქმნელის, „სატოშის“ სახელს ატარებს. ვალუტის

გადარიცხვა სპეციალური დაცული სერვისების საშუალებით ხდება.

ბიტკოინის ფასმა დიდი ცვლილებები განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც

უფრო დეტალურად გრაფიკზეა ნაჩვენები. (ნახ.5 )

დღეისათვის, ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 2500დოლარს უტოლდება.

ნახ.4 გამოშვებული /მოპოვებული ბიტკოინების მაქსიმალური რაოდენობა.

Page 56: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 60

პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2017 წლის

ივნისის თვეში 3 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად

ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შეასაძლოა, გახდა ის, რომ

იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად, რამაც

ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო

ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებენ ფულის ერთი ქვეყნიდან

მეორეში გასაგზავნად.

ნახ.5 ბიტკოინის საბაზრო ფასი

ბიტკოინის პოპულარობამ გაზარდა მისი ჩვეულებრივ ცხოვრებაში გამოყენებაც. აქამდე თუ

მას ეჭვის თვალით უყურებდნენ საფინანსო ინსტიტუტები, ახლა ისინიც ჩართულნი არიან

ვაჭრობაში.ზოგიერთ ქვეყანაში დაიდგა ბიტკოინის ბანკომატები,ათსობით სავაჭრო ობიექტმა კი

შესაძლებელი გახადა მისით ანგარიშსწორება.საგრძნობლად გაიზარდა ბიტკოინის

მომხმარებელთა რიცხვიც. ოფიციალური მონაცემებით იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც

სარგებლობენ ბლოკჩეინ საფულით 15 000 000 -ს მიაღწია.

ბიტკოინის კურსი არაა გამყარებული რეალური ეკონომიკით ან ოქროთიმის, ღირებულებას

მოთხოვნა მიწოდების ბაზარი არეგულირებს. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა

ნორვეგიელი კრისტოფერ კოხის შემთხვევა. მან 2009 წელს 27 დოლარის ღირებულების ბიტკოინი

შეიძინა, შემდეგ კი გადაავიწყდა. 2013 წელს, როდესაც გაახსენდა, და მისი ანგარში შეამოწმა,

აღმოჩნდა რომ ადრე 27 დოლარის ექვივალენტური ბიტკოინი ახლა უკვე 886 000 დოლარის

ტოლი გამხდარიყო.მოთხოვნის ზრდამ ბიტკოინის კურსისწრაფი ტემპით გაზარდა. სწორედ

კურსის ხშირი ცვალებადობა არის მისით თანხის გამომუშავების შესაძლებლობა,სწორ დროს

ყიდვით ან გაყიდვით ადვილად შეიძლება თანხის მოგება

Page 57: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 61

ნახ.1.6 ბლოკჩეინ საფულის მომხმარებელთა რაოდენობა

ბიტკოინი ალბათ არასდროს შეცვლის აშშ დოლარს ან სხვა ოფიციალურ ვალუტას, მაგრამ

მას მაინც დიდი გამოყენება აქვს და პრაქტიკულ დონეზეც ნამდვილად მუშაობს. ამიტომ,

აუცილებელია კარგად შევისწავლოთ ბიტკოინის სქემა და მისი დამახასიათებელი ნიშან-

თვისებები, რათა სწორად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ის შედეგები, რაც შეიძლება

მოჰყვეს ე.წ. „მომავლის ფულის“ უფრო ფართოდ გავრცელებას. ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა,

რამდენად მზად ვართ ასეთი რეალობისათვის და იქნება თუ არა ის ისეთი გამართული სრული

დატვირთვით ფუნქციონირებისას, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ფრისბი დ. ,„ბიტკოინი: მომავლის ფული“, ლონდონი, 2014

2. A.Narayanan, E. Felten , A. Miller, “Bitcoin and Cryptocurrency Technologies”2016

3. European central Bank “Virtual Currency Schemes” . 2013

4. vcnews-27$dollar bitcoin investment brings Norwegian man fortune”2013

5. Cryptocoinsnews- “japan accepts bitcoin as legal payment method” 2017

6. J.Bonneauyz, A.Millerx, J.Clark, A. Narayanan, A.Kroll, Edward W. Felten. “Research Persearch

Perspectives and Challenges for bitcoin and Cryptocurrencies”. 2016

Page 58: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 62

პოლიტიკური ფაქტორების გავლენა ჯანდაცვის ბაზრის განვითარებაზე დინარა ლომინაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Dinara Lominadze

Academic Doctor of Business Administration, Associated Professor

Ivane Javakhishvili Tbilisi State University [email protected]

Affect of Political Parties on the Development of Health Market

ABSTRACT

The article is about affects that medical innovation world market has on the development of the other

market segments. Two types of national health markets are discussed. The predictive evaluation of the health

market is shown, that depends on both population and state income, according to the world regions. The

predictive evaluations of the world health market, made on the basis of the data provided by the European

Bank of Reconstruction and Development (EBRD), may be assessed as very careful approaches.

Article highlights the affects of political factors on the development of the world health market on the

examples of the biggest political parties of the world. The analysis of the positions of the biggest political

parties of the world regarding the healthcare shows that the political parties of five highly developed countries

support the idea making the healthcare totally affordable and qualitative, but the ways how to achieve these

goals are different. According to their viewpoint, private medicine is considered as the additional form of a

state healthcare that will partly take off the burden from the state and allow citizens to select among of the two.

Given international practice, Georgia considers and develops the mechanisms that will increase the

contribution of high income people in coverage of the costs associated with healthcare. One of the major

priorities is to ensure the storage and further development of qualitative and totally affordable healthcare

system.

Key words: medical innovation; world market; Political Parties

სამედიცინო ინოვაცების მსოფლიო ბაზარი შედარებით მცირე მოცულობისაა, მაგრამ იგი

მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზრის სხვა სეგმენტის განვითარებაზე. უფრო მეტიც,

ბაზრის ინოვაციური სეგმენტის ზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს სამედიცინო მომსახურების

ბაზარზე ისეთ ქვედანაყოფის შექმნას, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მკურნალობაში

ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჯანდაცვის სფეროში

მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე საერთო დანახარჯები შეადგენს 35 მლრდ დოლარს, ანუ

მთელი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების 20%-ს [1].

ჯანდაცვის ეროვნული ბაზრები პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ტიპად: გასაღებისა და

მიწოდების ბაზრებად. პირველს მიეკუთვნება ჯანდაცვის ეროვნული ბაზრები ინდუსტრიულად

განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში (გასაღებისა და მიწოდების სხვადასხვა წილით),

ხოლო მეორეს - ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნების ბაზრები, სადაც ჯანდაცვის

პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია, ხოლო მათი შეძენის ფინანსური შესაძლებლობები დაბალია

ან საერთოდ არ არსებობს. ამიტომ ასეთ ქვეყნებში ჯანდაცვის პროდუქტები ძირითადად შედის

ჰუმანიტარული დახმარების გზით.

Page 59: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 63

ჯანდაცვის მსოფლიო ბაზარი არათანაბრადაა განვითარებული მსოფლიო რეგიონების

მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია მოსახლეობის და სახელმწიფოს შემოსავლებზე (იხ.

ცხრილი 1).

ჯანდაცვის მსოფლიო რეგიონალური ბაზრების შესახებ ქვემოთ მოყვანილი გათვლები

ეყრდნობა რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის მსოფლიო

ორგანიზაციის პროგნოზულ შეფასებებს(მლრდ დოლარი)*[2]. ამ გათვლების მიხედვით,

ჯანდაცვის ბაზრის მოცულობის ზრდა შეინიშნება აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ

ამერიკაში. ამასთან, ჩრდილოეთ ამერიკის ჯანდაცვის ბაზარი 2020 წლისათვის 3074,6 მლრდ

დოლარს მიაღწევს.

უნდა აღნიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ბაზრის პროგნოზული შეფასებები,

რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება

შეფასდეს, როგორც ძალზე ფრთხილი მიდგომები. გარდა ამისა, აზიური (ჩინეთის და ინდოეთის)

და სამხრეთ ამერიკული (ბრაზილიის) ეკონომიკის ზრდა შექმნის წინაპირობებს, რათა უფრო

მეტად გაიზარდოს ჯანდაცვის მსოფლიო ბაზრის მოცულობა. კერძოდ, 2020 წლისათვის ეს

მაჩვენებელი მიაღწევს 8-10 მლრდ დოლარს. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ბაზარში

უწინდებურად უპირატესი იქნება სამედიცინო მომსახურების ბაზარი. ინტეგრირებად

ფაქტორად კვლავ დარჩება ინოვაციური სეგმენტი, რომელიც ასტიმულირებს ჯანდაცვის

მსოფლიო ბაზრის სასაქონლო სეგმენტს, განსაკუთრებით, მედიკამენეტების ბაზარს, რომელიც

სულ უფრო მეტად იყენებს თანამედროვე უჯრედული და გენური ინჟინერიის ტექნოლოგიებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ბაზრის განვითარებაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური

ფაქტორებიც, რაც ნათლად ჩანს მსოფლიოს უმსხვილესი პოლიტიკური პარტიების მაგალითზე.

კერძოდ, დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიების ძალისხმევით, 1948 წლიდან შეიქმნა

ჯანდაცვის ეროვნული სამსახური, რომელიც ორიენტირებულია საერთო ხელმისაწვდომობის

პრინციპებზე და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან [3].

ჯანდაცვის ბაზრის პროგნოზული შეფასება მსოფლიო რეგიონების მიხედვით

(მლრდ დოლარი)

Page 60: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 64

ცხრილი 1.

ჯანდაცვის ბაზრის პროგნოზული შეფასება მსოფლიო რეგიონების მიხედვით

( მლრდ. დოლარი) ცხრილი 1

წყარო:http://www.strana-oz.ru/?numid=29&article=1235

რეგიონები 2020 წ

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და დსთ 62,3

დსთ-ს ამიერკავკასიის ქვეყნები 0,96

დსთ-ს ცენტრალური აზიის ქვეყნები 3,7

ევროკავშირი 1162,3

სხვა ევროპული ქვეყნები 73,3

ჩრდილოეთ ამერიკა 3074,6

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა 426,2

აფრიკა 336,6

შუა (ახლო) აღმოსავლეთ და ჩრდილო აფრიკა 44,5

სამხრეთ აზია (ინდოეთი) 60,5

სამხრეთ აღმოსავლეთ აზია (ვიეტნამი, ინდონეზია) 65,7

აღამოსავლეთ აზია (ჩინეთი) 793,7

სხვა რეგიონები 77,8

სულ 182,4

1990-იანი წლების დასაწყისში მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ დაიწყო ჯანდაცვის

სისტემის რეფორმა, შემოიტანა ამ სფეროში საბაზრო ელემენტები დარგის შენახვაზე გაწეული

სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით. დაბრუნდა რა ქვეყნის მართვაში, ლეიბორისტულმა

პარტიამ 2000 წლისათვის შეიმუშავა ჯანდაცვის ეროვნული სისტემის სახელმწიფო

დაფინანსების და რეფორმის პროგრამა XXI ს-ის მოთხოვნების გათვალისწინებით.

აშშ-ში ბ.კლინტონის (დემოკრატიული პარტია) პრეზიდენტობის დროს დაიგეგმა

ჯანდაცვის ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა საერთო

სავალდებულო სამედიცინო დაზღვევას, მაგრამ, ერთი წლის შემდეგ ამ პროგრამამ სრული კრახი

განიცადა დაინტერესებული ჯგუფების გავლენით, რომლებიც მსხვილი სამედიცინო ბიზნესის

წარმომადგენელები იყვნენ. 1993-1994 წლებში ამ ფინანსურმა ჯგუფებმა 100 მლნ დოლარზე მეტი

დახარჯეს აღნიშნული რეფორმის ჩასაშლელად. რეფორმის მოწინააღმდეგეთა აზრით,

სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს გათანაბრებითი

მომსახურება, რომელიც ამერიკული ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა,

კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ს პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში ორიენტირებული

იყო სამედიცინო დაზღვევის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ეფუძნებოდა

სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის გაძლიერებას. 2001 წლიდან ბუშის (რესპუბლიკური

Page 61: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 65

პარტია) ადმინისტრაციის პერიოდში ეს ტენდენცები ძირეულად შეიცვალა. რესპუბლიკური

პარტიის პლატფორმა ჯანდაცვის სისტემებთან მიმართებაში აქცენტს აკეთებდა დასაქმების

სრულყოფაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც, მათი შეხედულებით, გაცილებით

უფრო განავითარებდა ჯანდაცვის სისტემებს, ვიდრე რომელიმე სამთავრობო პროგრამა [4].BBC-

ისინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბარაკობამას ჯანდაცვის

პროგრამა Obamacare გააუქმა და ახალი პროგრამის მიღებას მისცა ხმა.[5]

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტია

სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით მკურნალობის და ავადმყოფთა

მოვლის ხარისხის სტანდარტების შემოღება. ასევე, გაითვალისწინება ის გარემოება, რომ

ევროინტეგრაციის განვითარება მოითხოვს შესაბამისი სტანდარტების დანერგვას. სამედიცინო

დახმარების ხარისხის უზრუნველყოფას განაპირობებს ექიმებს შორის სადაზღვევო ფონდებთან

კონტრაქტების დადებით კონკურენციის წახალისება. ხარჯების ეკონომიის მიზნით შემოღებული

იქნება ფინანსური სტიმულები, რომლებიც წაახალისებენ მოსახლეობას, კონსულტაციები

გაიარონ საერთო პრაქტიკის ექიმებთან და არასპეციალისტებთან. [6].

სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე მეტყველებს

ლიბერალური პარტიის პროგრამა კანადაში, სადაც მოქმედებს საყოველთაო სახელმწიფო

სამედიცინო დაზღვევა. კანადის ფედერალური კანონი ჯანდაცვის შესახებ (1984წ) განსაზღვრავს,

რომ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემამ უნდა მოიცვას მკურნალობა და

სამედიცინო მეთვალყურეობა საავადმყოფოებში, სამედიცინო დაწესებულებებში და მათ

ფარგლებს გარეთ. ამასთან, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კანონი უკრძალავს კერძო

სამედიცინო დაწესებულებებს, აღმოუჩინონ მოსახლეობას იმ სახის სამედიცინო დახმარება,

რომლებიც ჩართულია გარანტირებული სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის რიცხვში.

კანადის ლიბერალური პარტია ცდილობს მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს

კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, გახდეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მდგრადი და

თანამედროვე. ლიბერალურმა ხელისუფლებამ შეიმუშავა პირველი ეროვნული სტრატეგია

ჯანდაცვის განმტკიცებისა და დაავადებათა პროფილაქტიკის ხაზით, აგრეთვე, ფედერალური

სტრატეგია თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით [7].

დაახლოებით მსგავს მიზნებს ისახავდა ავსტრალიის ლიბერალური პარტია. იგი

გულისხმობდა ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მოდერნიზაციას, რომელიც დაფინანსდება

საზოგადოებრივი ფონდებიდან და უზრუნველყოფდა მოსახლეობას მაღალხარისხიანი

სამედიცინო დახმარებით.

რუსეთის ყველაზე ძლიერი და მმართველი პარტია „ედინაიარასია“ გამოდის სოციალური

დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ინიციატივით,

რომელიც აღჭურვილი და ორგანიზებული იქნება ევროპულ დონეზე. ჯანდაცვის დაფინანსების

სისტემა უნდა იყოს არამარტო საბიუჯეტო, არამედ კერძოც, რათა სამედიცინო მუშაკებს

გარანტირებული ჰქონდეთ ცხოვრების მაღალი დონე, სამედიცინო დაწესებულებებს _ საჭირო და

აუცილებელი ტექნიკა, ხოლო ამავე მოქალაქეებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

მსოფლიოს უმსხვილესი პოლიტიკური პარტიების პოზიციების ანალიზი ჯანდაცვასთან

მიმართებაში გვიჩვენებს, რომ ხუთი მაღალგანვითარებული ქვეყნის პოლიტიკური პარტიები

Page 62: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 66

მიზნად ისახავენ სამედიცინო დახმარების საყოველთაო ხელმისაწვდომობას და მაღალ ხარისხს,

ოღონდ, ამ მიზნის მიღწევის გზების სხვადასხვაა. მათი პოზიციებიდან კერძო მედიცინა

განიხილება, როგორც ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურის დამატებითი ფორმა, რომელიც

გარკვეულწილად, შეამსუბუქებს სახელმწიფო სექტორის დატვირთვას და მოქალაქეებს

არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვა ათწლეულების მანძილზე (მხედველობაში გვაქვს

საბჭოთა პერიოდი) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხორციელდებოდა და იგი პრაქტიკულად

ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში სოციალური

სფეროს ყველა დარგი მძიმე პირობებში აღმოჩნდა. ეს სიტუაცია განსაკუთრებით აისახა

ჯანდაცვის სფეროზე. მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემის, დარგის სახელმწიფო

დაფინანსების მკვეთრი დაქვეითების პირობებში ადამიანთა უმეტესობისათვის ჯანდაცვის

მომსახურება თითქმის ხელმიუწვდომელი გახდა. შექმნილი მდგომარეობიდან თავის

დასაღწევად დარგში უნდა გატარებულიყო ქმედითი ღონისძიებები.

2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირ, ე.წ. „ჯიბიდანგაღებული“

თანხების წილი მთლიან ჯანდაცვის დანახარჯებში 75%-ზე მეტი იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე

მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, 2015 წლისთვის ჯანდაცვაზე მოსახლეობის პირდაპირი

დანახარჯები თითქმის 400 მილიონი ლარით შემცირდა. საქართველოს თითოეული მოქალაქე

უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების პაკეტით. 2013 წლის შემდეგ დაინერგა

რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა:“[8]

- მსოფლიო მასშტაბით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ხორციელდება

უპრეცედენტო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა;

-2014 წელს შეიქმნა საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რომელმაც სიმსივნით

დაავადებული 270-ზემეტი ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მკურნალობა

დააფინანსა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

-2016 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივით,

ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალური სტატუსის შესაბამისად, სრულად ან

მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით ფარავს ძვირადღირებული პრეპარატით - ჰერცეპტინით

მკურნალობას ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე (I-III) HER 2- დადებითი პაციენტებისთვის;

- გაიზრდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება;

-საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება და შემუშავდება მექანიზმები,

რათა ადამიანებმა, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ, მეტი წვლილი შეიტანონ

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში და სხვა.

ამრიგად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ხარისხიანი და

საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება.

რეფორმები, რომლებიც მიმართულია სამედიცინო მომსახურების ,,საყოველთაო” ხელ-

მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე იყენებენ ახალი ტექნოლოგიების უპირატესობას, რომლებიც

უზრუნველყოფენ სწრაფ, მარტივ, საიმედო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

Page 63: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 67

1. Human Development report 2004: Cultural liberty in today‟s diverse world. NY, 2004.pp. 28–41

2. http://www.worldbank.org (13.07.2005); The World Health Report 2005: Make every

mother and child count. Geneva, WHO.2005, P. 204–211, P. 192–199.

3.http://www.labour.org.uk/health/

4.http://wwwrnc.org/GOPInfo/Platform/2000platform5.htm

5. http://presa.ge/new/?m=politics&AID=5524205.05.2017

6.http://www.spd.de/servlet/PB/menu/1010261/index.html

7.http://www.liberal.ca/LPC/gpolicy.aspxtype=gp&gp_ID=3

8. http://41.ge/program

Page 64: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 68

კომერციული ბანკების საქმიანობის მმართველობითი

ანალიზის თავისებურებანი თეა ჰასრათოვი

ფინანსების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

Tea hasratovi Doctor of Finance, Associate Professor

Tbilisi Open Teaching University [email protected]

Specifies of Commercial Banks Managerial Analysis

ABSTRACT

An overview of managerial accounting commercial banks and specifics of their managerial analysis. A

practical and theoretical insight into account shows that the lack of a uniform approach to and a common

ground on the key issues of managerial and financial accounting adversely affects their application in practice

and the study of economic theory. The goal of managerial accounting is to formulate recommendations for

future prospects by analyzing the past period. Therefore, managerial accounting is sometimes called future

development analysis. Key words: : managerial accounting Commercial Bank; Transactions

კომერციული ბანკის მენეჯმენტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად, რომელიც

უზრუნველყოფს ქვედანაყოფების ეფექტიან მართვას, ითვლება ბანკის საქმიანობის დაგეგმვა.

ბანკის საქმიანობის დაგეგმვის სისტემა თავის წინაშე ისახავს სამი მიზნის უზრუნველყოფას:

სტრატეგიულის, ტაქტიკურის და ოპერაციულს.

საბანკო საქმიანობის პრაქტიკაში ჩატარებული გამოკვლევები გვაძლევს საშუალებას

გამოვიტანოთ დასკვნა, რომ წარმოდგენილი რისკების კლასიფიკაცია არ პასუხობს არსებულ

პრაქტიკას განახორციელონ მასზე კონტროლი. იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ საბანკო

რისკების ეფექტური კონტროლი, უნდა შევცვალოთ მათი კლასიფიკაცია მისი მოქმედი

შემადგენლობის შენარჩუნებით. ამისათვის, დავაჯგუფოთ ყველა საბანკო რისკები წყაროებად და

მეთოდიკის კონტროლის ორ ჯგუფად, რომელიც ახასიათებს საგარეო და შიდა საბანკო რისკებს.

საგარეო რისკები არ არის დამოკიდებული კონკრეტული ბანკის საქმიანობაზე და იმაზე, თუ რა

ცვლილებები ხდება საბაზრო საფინანსო კონიუნქტურაში, სადაც ხორციელდება ოპერაციები.

პირველყოვლისა, ეს რისკები დაკავშირებულია ბანკის საკრედიტო პოლიტიკასთან, ბაზრის

საფონდო და სავალუტო ოპერაციებთან. ასევე არაეფექტურმა მმართველობამ შეიძლება

გამოიწვიოს საბანკო აქტივების დაკარგვა.

შიდა კონტროლის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაცია იწყება ფილიალებში. მეთოდური

მიდგომების თვალსაზრისით შიდა საბანკო რისკების მართვა კლასიფიცირდება: რისკები,

დაკავშირებული მმართველ ამოცანებთან; რისკები, დაკავშირებული საბუღალტრო

ანგარიშგებასთან; ინფორმაციული რისკები; რისკები დაკავშირებული საკასო-ოპერაციულ

მუშაობასთან და ინკასაციასთან; რისკები, დაკავშირებული თანამშრომლების პირად ხასიათთან.

Page 65: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 69

კონტროლის ობიექტები მმართველი ამოცანებისა არის ყველა დონის სპეციალისტების

გადაწყვეტილებები და განკარგულებები. ჩნდება მმართველობითი რისკები, რომელიც

ეწინააღმდეგებოდა კანონებს, საქართველოს კომერციულ ბანკებში მითითებულ ნორმატივებს,

შიდა საბანკო ინსტრუქციებს და ბრძანებებს. ასეთმა განკარგულებებმა შეიძლება მიყვანონ ბანკის

აქტივების ლიკვიდობის დონის დაწევა.

შიდა კონტროლის ობიექტად საბუღალტრო სექტორში არის ინფორმაცია სინთეტიკური და

ანალიტიკური ანგარიშგების, პირველადი დოკუმენტები. კონტროლი ხორციელდება

სისტემატიურად. ამ ჯგუფის რისკები ჩნდება საბუღალტრო მუშაკების შედეგად, რომლებიც

უშვებენ არასწორ ჩანაწერებს (გატარებებს) ანგარიშგებაში და საფინანსო-ეკონომიკურ

მდგომარეობაში. საინფორმაციო რისკები ჩნდება დაუკვირვებელი საინფორმაციო დინებების

მართვა შეიძლება მხოლოდ ორგანიზაციული დონით.

ყველაზე ფართო ჯგუფი საინფორმაციო რისკებისა დაკავშირებულია ბანკის

სპეციალისტების მუშაობასთან, რომლებიც მუშაობენ ვალუტასთან. აქ ობიექტებად ითვლება

ტექნიკური აღჭურვილობა სამუშაო ადგილებისა და მუშა პერსონალის თანამდებობრივი

ინსტრუქციების არსებობა. რისკები დაკავშირებული საკასო მუშაობასთან და ინკასაციასთან,

შეიძლება გაჩნდეს წესის დარღვევა გაღებისას, დახურვისას, შენახვა და დათვლა ფულისა და

ფასეულობებისა; აღჭურვილობის მოუწესრიგებლობა; რეჟიმის დარღვევა; ინკასაციის წესების

დარღვევა. პირადი ხასიათის კონტროლის ობიექტად ითვლება ბანკის მუშაკი და მისი პირადი

დახასიათება და საქმისადმი პასუხისმგებლობა. ასეთი რისკების მართვა საჭიროებს

განსაკუთრებულ მეთოდოლოგიის გამოყენებას.

მენეჯმენტის რისკების ძირითად ეტაპად ითვლება მათი ანალიზი და ფორმირება

რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით და მათი გამოყენება მართვისას. რისკების

იდენტიფიკაცია შეიცავს რისკების ინფორმაციის შეკრებას, გამოვლენა გაზომვად და არა

გაზომვად რისკებისა; რისკების განსაზღვრა, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და რისკებით,

რომლებიც შეიძლება თავიდან ავიცილოთ.

რისკების რაოდენობის დადგენის ეტაპზე ვლინდება კავშირი ბალანსის სტრუქტურასა და

სარისკო მაჩვენებლებს შორის. ინფორმაციის წყაროდ ითვლება რისკების ბალანსი, შედგენილი

საპროცენტო მაჩვენებლების ცვლილებების; სავალუტო რისკების და ლიკვიდობის რისკების

გათვალისწინებით. აქტივები და პასივები სისტემატიზებულია მათთან დაკავშირებულ

რისკებთან. ასეთი სახის ბალანსის ინფორმაციის გამოყენებით შეიძლება ჩავატაროთ ანალიზი და

ავაგოთ მოდელი მისი დამოკიდებულებისა კონკრეტული რისკის ფაქტორთან. შეფერხებად

ითვლება ლოკალიზაცია ცალკეული რისკის ფაქტორებისა.

რისკების მართვა შეიძლება განხორციელდეს როგორც აქტიური, ასევე პასიური

მეთოდებით. მიზანი აქტიური მართველობისა არის რისკების შემცირება. პასიური მართვის

ამოცანაა მოამარაგოს იმ პოტენციალის მარაგი, რაც უზრუნველყოფს დანაკარგის დაფარვას.

მართვის ეფექტურობის კონტროლი რისკებზე უნდა ავლენდეს გადახრებს და

აანალიზებდეს მის მიზეზებს. ანალიზს ექვემდებარება რისკების სტრუქტურა, ვლინდება

შეფარდება ფაქტიური სტრუქტურისა გეგმისა და პოულობენ გაყოფის მიზეზებს. მიღებული

შემოსავლებით გამოიყოფა და ანალიზდება საბაზრო შედეგი და სტრუქტურული შედეგი.

Page 66: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 70

ძირითად მიმართულებად ბანკის სამმართველო ანალიზისა არის საბანკო მარკეტინგის ანალიზი

ბანკის მომსახურეობის სფეროს მიეკუთვნება ცხრა მიმართულება მარკეტინგული საქმიანობისა,

რომელიც აუცილებელია ანალიზს მივაკუთვნოთ. ესენია:

პროდუქტის დამუშავება;

პროდუქტის ხარისხი და საიმედოობა;

პროდუქტის წარმოებითი პოტენციალი;

დაუყოვნებელი მოწოდება და საიმედოობა;

პროდუქტების მოკრება;

მომსახურეობა პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვებისას;

პროდუქტის მომსახურეობა და საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;

სარეკლამო მხარდაჭერა;

ფასების შემცირება ფასდაკლების ხარჯზე.

„ბაზრის მყიდველის“ ფუნქციონირების პირობებში კომერციული ბანკები საბანკო

პროდუქტის შექმნა/რეალიზებისას იძულებულები არიან თავისი საქმიანობა კლიენტის

მოთხოვნის მიხედვით განავითარონ. სწორედ კლიენტი კარნახობს თავის მოთხოვნილებას

მომსახურეობის სფეროში.

საბანკო მომსახურეობის ფართო ნომენკლატურა და მისი ხარისხი, მომსახურეობის გავლენა

კონკურენტუნარიანობაზე და შეჩერებების სიდიდე ხაზს უსვამს ბანკის საჭიროებას, რომ

ჰქონდეს გარკვეული სტრატეგია მომხმარებლის მომსახურეობის სფეროში, ესე იგი სერვისის

ხარისხი. საბანკო სერვისის სისტემა შეიძლება იყოს ფორმირებული ბანკით შემდეგი მოქმედების

განსახორციელებლად. ბაზრის სეგმენტაცია ხორციელდება გეოგრაფიული თვისებებით, სერვისი

ხარისხით და სხვა თვისებებით.

ბანკების საქმიანობის წარმატება საჭიროებს კლიენტზე ორიენტირებას. საბანკო მომსახურე-

ობის კონკურენციის პირობებში ბაზარზე საჭიროა შევთავაზოთ კომპლექსური ამოცანები. ასეთი

მიდგომა ქართულ ბანკებს არ აქვთ. მარკეტინგული ანალიზის მიზანია გამოავლინოს ეკონომი-

კური მნიშვნელობა კლიენტისა და გავლენა ამ მნიშვნელოვანი ფაქტორისა ბანკის სამუშაოს ეფექ-

ტურობაზე. ამასთან ერთად, ქართველი კლიენტი ცდილობს შეიძინოს არა ცალკე პროდუქტი,

არამედ კომლექსური მომსახურეობა. როგორც გვაჩვენებს გამოკვლევა, ჩატარებული ქართული

ბანკებში, ბევრმა ბანკმა დაიჭირა მოცემული ტენდენცია, რის შედეგადაც სერვისი დონე ამ

ბანკებში საგრძნობლად გაიზარდა. ბანკის მმართველობა აცნობიერებს, რომ თუ კლიენტის

მოთხოვნილება ხორციელდება სრული პაკეტით, მაშინ მცირდება კლიენტის სხვა ბანკებში

გადასვლის ალბათობა. შედარებისთვის მოვიყვანოთ გერმანულ ბანკებში კლიენტის დაკარგვის

მიზეზი ყველა მიზეზებიდან სერვისის ნაკლზე მოდის 14 პროცენტი.

კლიენტების შეფასება უნდა იყოს ყოველდღიური პრაქტიკა მსხვილი ბანკების მარკეტინგის

განყოფილებებისთვის და მენეჯმენტისთვის მცირე ზომის ბანკებში. ასეთი შეფასების მიზანია

კლიენტების კმაყოფილების ზრდა და კლიენტთა ბაზის შენარჩუნებისთვის. ეს შეფასება უნდა

გახდეს ისეთივე პროცედურა, როგორიცაა კლიენტების მომსახურეობის ფასის შეფასება.

კლიენტზე ორიენტირება სულაც არ ნიშნავს შესათავაზებელი მომსახურეობის ასორტიმენტის

Page 67: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 71

გაფართოებას., რადგან დამატებითი სერვისების ცალკეული სახეობები შესაძლოა იყოს ნაკლებად

ეფექტური და ამასთანავე ძვირადღირებული.

მთლიანობაში, კომერციული ბანკის საქმიანობის ეფექტური მმართველობითი

მარკეტინგული ანალიზი უნდა შეფასდეს შემდეგი მაჩვენებლებით:

სერვისების სტანდარტების თანმიმდევრული განსაზღვრა;

კლიენტის კმაყოფილება –როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი;

კლიენტების კმაყოფილების დონის განსაზღვრა;

ურთიერთდამოკიდებულებების ყოველმხრივი მარკეტინგი;

მარკეტინგი, ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების დახმარებით;

ძველი კლიენტების გამოკითხვა;

სერვისების სტანდარტების დანერგვა და სხვა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. კოვზანაძე ი., კონტრიძე გ. - თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა. - თბილისი,

გამომცემლობა შპს „სეზანი“, 2014. – 548 გვ.

2. ასათიანი ვლ., ცაავა გ. - კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური ანალიზი. - თბილისი,

გამომცემლობა „დანი“, 2014. – 500 გვ.

3. ინგოროყვა ა. - საბანკო მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები. თბილისი, „ლამპარი“, 1997

4. ცაავა გ., ხანთაძე გ. - საბანკო მენეჯმენტი (თეორია, მეთოდები და პრაქტიკა),

სახელმძღვანელო. - თბილისი, გამომცემლობა „დანი“, 2015. – 800

5. ცაავა გ. - ფინანსური მარკეტინგი. - თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2009. – 180 გვ.

6. ცაავა გ., აბრამია თ., ცაავა დ. – „რისკოლოგია - ფინანსური და საბანკო საკრედიტო რისკების

მენეჯმენტი“, სახელმძღვანელო, თბილისი, გამომცემლობა „აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია“,

2007. – 567 გვ.,

7. საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“.

8. დებულება „კომერციულ ბანკებში რისკების მართვის თაობაზე“. www.nbg.gov.ge

9. Kovzanadze I. – Systemic and Borderline Banking Crises: Lessons Learned for Future Prevention, New

York, Bloomington, 2010.

10. Matz L. Liquidity Risk Measurement and Management: Basel III And Beyond, Paperback, 2011.

Page 68: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 72

მთავარი კონცეპტუალური საკითხები საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემაში

ეკა აბესაძე ინფორმატიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის Eka Abesadze

Doctor of Informatics, Associated Professor

Tbilisi Open Teaching University

Main conceptual issues in information security systems

ABSTRACT

In the modern information society, information has become a special resource of any activity, therefore, like every other resource, it needs protection, in ensuring its safety, integrity and security. Who and how threatens information security and how to counteract these threats. studying the problems of protecting confidential information. Key words: information; information society; information security,

მიმდინარე პერიოდის თვალსაჩინო თავისებურებაა - სამრეწველო საზოგადოებისა

გადასვლა ინფორმაციულ საზოგადოებაზე, სადაც ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანი რესურსია,

ვიდრე მატერიალური და ენერგეტიკული რესურსები.

რესურსები, როგორც მოგეხსენებათ, ეწოდება ეკონომიკური პოტენციალის ელემენტებს,

რომელსაც განკარგავს საზოგადოება და რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება

გამოყენებულ იქნას კონკრეტული მიზნების მისაღწევად ეკონომიკურ საქმიანობაში.

უკვე დიდი ხანია საყოველთაოდ გამოიყენება კატეგორიები, როგორიცაა მატერიალური,

ფინანსური, შრომის, ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ჩართულნი არიან ეკონომიკურ ბრუნვაში

და მათი მიზანი ყველასათვის ნათელია.

და აი შემოვიდა ცნება ინფორმაციული რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნება

დაკანონდა, ჯერ არ არის საკმარისად გააზრებული. შესაბამისი ლიტერატურა აღწერს ამ ცნებას

შემდეგნაირად: ინფორმაციული რესურსები - ინდივიდუალური დოკუმენტები და

ინდივიდუალური დოკუმენტის მასივებია საინფორმაციო სისტემებში (ბიბლიოთეკებში,

არქივებში, ფონდებში, მონაცემთა ბანკებში და სხვა საინფორმაციო სისტემებში).

ინფორმაციული რესურსები საკუთრებაა, შესაბამისი ორგანოების და ორგანიზაციების,

რომლითაც ხდება მართვა და ისინი პასუხისმგებლები არიან მის აღრიცხვაზე და დაცვაზე,

რადგან ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო საქონლის წარმოებისთვის და

მომსახურებისთვის, არამედ იგი შეიძლება იქცეს ნაღდ ფულად, ვინმეს მიყიდვის შემთხვევაში,

ან კიდევ უფრო უარესი, განადგურდეს.

მწარმოებლისთვის საკუთარი ინფორმაცია მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს,

რადგან ხშირად მიღება (შექმნა) ასეთი ინფორმაციისა ძალიან შრომატევადი და

ძვირადღირებული პროცესია. აშკარაა, რომ ინფორმაციის (რეალური ან პოტენციური)

ღირებულება განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა რა შემოსავალი მოაქვს მას.

Page 69: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 73

ინფორმაციულ რესურსებს განსაკუთრებული ადგილი ენიჭება საბაზრო ეკონომიკაში.

რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის კონკურენცია. გამარჯვებული არის ის,

ვინც უკეთესად, ხარისხიანად, იაფად და ოპერატიულად (დრო - ფულია!) აწარმოებს და ყიდის.

ეს არის ბაზრის უნივერსალური წესი. ასეთ ვითარებაში ყალიბდება ძირითადი წესი: ვინც

ფლობს ინფორმაციას, ფლობს მსოფლიოს.

კონკურენტულ გარემოში გავრცელებულია სხვადასხვა ქმედებები, მიმართული კონფი-

დენციალური ინფორმაციის მიღებისათვის (მოძიება, შეძენა), მათ შორის სამრეწველო ჯაშუშობა

თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ 47 პროცენტი დაცული

ინფორმაცია მოპოვებულ იქნა სამრეწველო ჯაშუშობის ტექნიკური საშუალებების დახმარებით.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ინფორმაციის დაცვას უნებართვო დაუფლებისაგან

ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. აქიდან გამომდინარე საინფორმაციო უსაფრთხოების

მიზნებია: თავიდან აიცილოს გაჟონვა ან არასანქცირებული წვდომა დაცულ ინფორმაციასთან;

უკანონო ქმედებების თავიდან აცილება, რომელიც მიმართულია ინფორმაციის განადგურებაზე,

მოდიფიცირებაზე, დამახინჯებაზე, კოპირებაზე და ბლოკადაზე; სხვადასხვა ფორმით უკანონო

ჩარევის პრევენცია ინფორმაციულ რესურსეზე და საინფორმაციო სისტემებში; დოკუმენტირებუ-

ლი ინფორმაციის სამართლებრივი რეჟიმით უზრუნველყოფა, როგორც ობიექტის ქონება; მოქა-

ლაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა პირადი მონაცემების კონფიდენციალურობისა

საინფორმაციო სისტემებში; დაცულობა სახელმწიფო საიდუმლოებების, კონფიდენციალური

დოკუმენტური ინფორმაციისა შესაბამისი კანონმდებლობით; უზრუნველყოს სუბიექტის

უფლება ინფორმაციულ პროცესებში, წარმოებაში, საინფორმაციო სისტემების გამოყენებასა და

ტექნოლოგიებში.

დაცვის ამ განმარტებიდან გამომდინარე, ინფორმაციის უსაფრთხოება საკმაოდ ტევადი და

მრავალმხრივი პრობლემაა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ინფორმაციის დაცვას, არამედ თუ

როგორ უნდა დაიცვა, რისგან უნდა დაიცვა, როდის უნდა დაიცვა, რითი უნდა დაიცვა და

როგორი უნდა იყოს ეს დაცვა.

პოსტულატები:

1. ინფორმაცია - ეს არის მატერია უნივერსალური თვისობრიობით;

2. ნებისმიერი ურთიერთქმედებები ბუნებაში და საზოგადოებაში დაფუძნებულია

ინფორმაციაზე;

3. ნებისმიერი პროცესი არის ინფორმაციის გაცვლის პროცესი;

4. ინფორმაცია - პროდუქტი რომელიც ასახავს რეალობას;

5. რეალობა აისახება სივრცესა და დროში;

6. არაფერი არ ხდება არაფრისაგან;

7. ინფორმაცია ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას უცვლელად, სანამ არის უცვლელი

ინფორმაციის მატარებელში - მეხსიერებაში.

8. არაფერი არ ქრება უბრალოდ.

ცნება "ინფორმაცია" დღესდღეობით არის ძალიან ფართო და მრავალკუთხოვანი. ძნელად

მიოძებნება ისეთი ცოდნის სფერო, სადაც არ არის გამოყენებული იგი. ინფორმაციის დიდ

ნაკადში ფაქტობრივად ჩაიძირა საზოგადოება. მეცნიერული ინფორმაციის მოცულობა

Page 70: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 74

ორმაგდება ყოველ ხუთ წელიწადში. ამ სიტუაციას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ XXI საუკუნე

იქნება ინფორმაციის თეორიის და პრაქტიკის ტრიუმფის საუკუნე, ანუ ინფორმაციული საუკუნე.

კანონიერია დაისვას კითხვა: რა არის ინფორმაცია? ლიტერატურაში შემდეგი განმარტებაა:

ინფორმაცია - მონაცემები პირებზე, ობიექტებზე, ფაქტებზე, მოვლენებზე და პროცესებზე.

ცნობილია, რომ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მათ შორის მონაცემებს,

რომელიც ინახება კომპიუტერში. წერილები და ჩანაწერები, პირადი ინფორმაცია, ფორმულები,

ნახაზები, დიაგრამები, მოდელები, პროდუქტია, პროტოტიპები, დისერტაციები, სასამართლო

დოკუმენტებია და სხვა.

როგორც ნებისმიერი პროდუქტი, ინფორმაციას ჰყავს თავისი მომხმარებელი, რომელსაც

სჭირდება ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მას აქვს გარკვეული მომხმარებლის უფლებების

თვისებები, ასევე მას ჰყავს მფლობელები და მწარმოებლები. ინფორმაციის გამოყენების

თვისებაა, რომ ის საშუალებას იძლევს მიიღოთ დამატებითი ეკონომიკური თუ მორალური

ეფექტი. მფლობელის თვალსაზრისით - შენახული კონფიდენციალური კომერციული

ინფორმაცია უნდა იყოს საიდუმლო. ის საშუალებას იძლევა წარმატებას კონკურენციისას

წარმოების ბაზარზე და პროდუქციის გასაღებისასა თუ მომსახურეობაში.

ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს მიმართულს კონფიდენციალური

ინფორმაციის დასაცავად. რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდეს დაცვა პირების, საწარმოების და

სახელმწიფოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებისა. გამოვყოთ დაცვის კომპონენტი -

როგორიცაა პერსონალის, მატერიალური და ფინანსური რესურსები და ინფორმაცია.

ინფორმაციის დაცვის სფეროს ანალიზმა გვიჩვენა, რომ არსებობს უკვე ჩამოყალიბებული

კონცეფცია და დაცვის სტრუქტურა, რომელიც ეფუძნება: ინფორმაციის დაცვის მაღალგანვითა-

რებულ ტექნიკური საშუალებების არსენალს, წარმოებულს სამრეწველო საფუძველზე; უმეტესი

ფირმები სპეციალიზირდება ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში; ამ საკითხთან დაკავში-

რებით საკმაოდ მკაფიოდაა განსაზღვრული სისტემის მონახაზი, ხელმისაწვდომია სხვათა

გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი და უცხოური პრესიდან დასტურდება ის

ფაქტი, რომ ინფორმაციაზე ზიანისმომტანი ქმედებები კი არ მცირდება, არამედ საკმაოდ

სტაბილური ზრდის ტენდენცია გააჩნია.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გაუმკლავდეთ ამ ტენდენციას საჭიროა ინფორმაციული

რესურსების დაცვის გამართული და მიზანმიმართული პროცესების ორგანიზება. ამ პროცესებში

უნდა იყოს აქტიურად ჩართული პროფესიონალი ექსპერტები, ადმინისტრაცია, თანამშრომლები

და მომხმარებლები.

საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოვა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი. ეს

არის უწყვეტი პროცესი, რომელიც დაფუძნებულია დასაბუთებულ და განხორციელებულ

ყველაზე ეფექტურ მეთოდებზე, გზებზე და იმ საშუალებებზე რომელიც აუმჯობესებს დაცვის

სისტემის განვითარებას, უწყვეტად უნდა ხდებოდეს მისი მდგომარეობის მონიტორინგი,

რომელიც გამოავლენს უკანონო ქმედების სუსტ ადგილებს; ინფორმაციული უსაფრთხოება

შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ დაცვის საშუალებების კომპლექსური არსენალის

გამოყენების მეშვეობით წარმოების სისტემის ყველა სტრუქტურულ ელემენტებში და

ინფორმაციის ტექნოლოგიური ციკლის დამუშავების ყველა ეტაპზე.

Page 71: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 75

ყველაზე დიდი ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც ყველა გამოყენებული საშუალებები,

მეთოდები და ღონისძიებები გაერთიანებულია ერთ ინტეგრირებული მექანიზმად -

ინფორმაციის დაცვის სისტემად. ამასთანავე სისტემატიურად უნდა მოხდეს სისტემის მუშაობის

მონიტორინგი, განახლება და დამატება შიდა და გარე პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე;

არცერთ ინფორმაციის დაცვის სისტემას არ შეუძლია უზრუნველყოს მონაცემების უსაფრთხოება

მომხმარებლების სათანადო მომზადების გარეშე და მათი შესაბამისი ყველა დადგენილი წესების

დაცვის გარეშე.

გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ინფორმაციის დაცვის

სისტემა, სპეციალური ორგანოების ორგანიზებული კომპლექსური საშუალებები, მეთოდები და

ზომები, რათა უზრუნველყოთ ინფორმაციის დაცვა შიდა და გარე საფრთხეებისაგან. ინფორ-

მაციის დაცვის თვალსაზრისით სისტემატური მიდგომა გარკვეულ მოთხოვნებს უნდა

აკმაყოფილებდეს.

ინფორმაციის დაცვა უნდა იყოს:

უწყვეტობა. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ბოროტმომქმედები ეძებენ

შესაძლებლობას, აუარონ გვერდი ინტერესის სფეროს ინფორმაციის დაცვას;

დაგეგმვა. დაგეგმვა ხორციელდება თითოეული მომსახურების ინფორმაციის დაცვის

დეტალური გეგმის მეშვეობით;

მიმზანმიმართულება. დაცული უნდა იყოს ის რაც დასაცველია, მაგრამ არა ყველაფერი;

კონკრეტულობა. დაცვას ექვემდებარება კონკრეტული მონაცემები, რომლის დაკარგვამ

შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს ორგანიზაციას;

აქტიურობა. საჭირო ინფორმაციის დასაცავად აუცილებელია სიმტკიცე;

საიმედოობა. დაცვის მეთოდები და ფორმები უნდა იყოს საიმედო, რომლის საშუალებითაც

უნდა მოხდეს ბლოკირება დაცულ საიდუმლოებასთან შესაძლო არასანქცირებული

დაშვების გზები, მიუხედავად მათი წარმომადგენლობის ფორმისა, ფიზიკური ტიპის

მატარებელისა, რომელზეც არის მიმაგრებული;

უნივერსალურობა. ინფორმაციის გაჟონვა ან არასანქცირებული წვდომის დაბლოკვა,

ნებისმიერი არხის ტიპის მიუხედავად, სადაც არ უნდა გამოვლინდეს, გონივრული და

ადეკვატური საშუალებებით, მიუხედავად ინფორმაციის ბუნებისა, ფორმისა და ტიპისა;

კომპლექსურობა. ინფორმაციის დაცვაში, მიუხედავად მისი მრავალფეროვანი სტრუქტურის

ელემენტებისა, უნდა იქნას გამოყენებული ყველა სახის და ფორმების დაცვა. დაუშვებელია,

გამოყენებულ იქნას მხოლოდ გარკვეული ფორმები და ტექნიკური საშუალები.

საგარეო და საშინაო გამოცდილება გვიჩვენებს, იმისათვის რომ მრავალმხრივი

უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნას ინფორმაციის დაცვის სისტემა უნდა

დააკმაყოფილდეს გარკვეული პირობები:

მოიცვას მთელი ტექნოლოგიური კომპლექსი;

გამოყენებულიქნას მრავალფეროვანი საშუალებები, მრავალდონიანი და იერარქიული

წვდომა;

ღია იყოს ინფორმაციის უსაფრთხოება ცვლილებების და დამატებითი ზომების

გამოსაყენებლად;

Page 72: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 76

იყოს არასტანდარტული, მრავალფეროვანი. დაცვის საშუალებების არჩევისას იგნორირება

არ შეიძლება ბოროტმოქმედთა შესაძლებლობებისა;

იყოს მარტივი ტექნიკური მომსახურეობის კუთხით და კომფორტული

მომხმარებლებისთვის;

იყოს საიმედო. ნებისმიერი ტექნიკური დაზიანება არის მიზეზი საინფორმაციო არხებიდან

უკონტროლო გაჟონვისა;

იყოს კომპლექსური, მთლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ნაწილი არ შეიძლება

ამოღებულ იქნას, ეს გამოიწვევს მთელი სისტემის დაზიანებას;

ამრიგად უსაფრთხოების სისტემაში იგულისხმება ორგანიზებული შერწყმა სპეციალური

ორგანოების, მომსახურების, საშუალებების, მეთოდებისა და ღონისძიებებისა, რომლებიც

უზრუნველყოფს პირების, საწარმოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვას.

როგორც ნებისმიერი სისტემა, საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემა აქვს საკუთარი

მიზნები, ამოცანები, მეთოდები და საქმიანობის არეალი, რომელიც კოორდინირებულია დროზე

და ადგილზე პირობებიდან გამომდინარე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Ярочкин В.И. Информационная Безопасность. Гаудеамус, 2009; 2. Галатенко В.А. Основы информационной безопасности. 2008;

3. Шаньгин, В.Ф. Защита компьютерной информации. 20014;

Page 73: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 77

მცირე და საშუალო ბიზნესის 5 უმთავრესი გამოწვევა საქართველოში

მაია გუნცაძე ეკონომიკის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი Maia Guntsadze

Tbilisi Open Teaching University [email protected]

Top 5 Challlences Faciling Small and Medium Sized Businesses (SMEs) in Georgia

ABSTRACT

Small and medium-sized enterprises (SMEs) are the backbone of the Georgian economy. They make up

more than 99 % of all Georgian businesses that provide 62.8% Business sector jobs in the country. Therefore,

it is vitally important for Georgia’s economic success to have fully functioning support measures for SMEs.

SMEs influence trade. SMEs that are part of the global supply chain have the potential to promote

international trade and mobilize domestic demand.

However, SMEs face challenges from limited access to finance, low competitiveness and undeveloped

sales channels, lack of innovations- low R&D expenditures, Inadequate use of information technology, lack of

qualified personal and low levels of productivity and usage of new technologies which are some of the

reasons behind the slow growth of SMEs.

Keywords: SMEs, challenges, limited access to finance, skills and recourses

მცირე და საშუალო ბიზნესს (SMEs) განსაკუთრებული როლი ეკისრება საწარმოთა

სექტორის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში,

სოციალური უთანაბრობის შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. განვითარებულ ქვეყნებში

მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, რადგან ეროვნული

მთავრობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ მათ.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესი მოსახლეობაში საშუალო

კლასის ფორმირების საფუძველია, რომელიც ეკონომიკის სტაბილური განვითარების ბაზას

წარმოადგენს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ასაქმებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარება დღევანდელ ეტაპზე ორიენტირებულია

მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის გაღრმავებაზე. ამ მიზნით ხორციელდება ეკონომიკის

ლიბერალიზაცია და ბიზნესის ხელშემწყობი მდგრადი გარემოს ჩამოყალიბება, რაც პირდაპირ

ზემოქმედებს კონკურენციის განვითარებასა და ურთიერთდაკავშირებულ საწარმოთა ქსელის,

ე.ი ბიზნეს სექტორის განვითარების პროცესზე.

მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრება ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ

ქვეყანაში კლასიფიკაციის კრიტერიუმია ბრუნვა, ზოგიერთ ქვეყანაში კი დასაქმებულების

რაოდენობა ან კაპიტალი/აქტივები, ზოგიერთი ქვეყნები იყენებენ შერეულ კრიტერიუმებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ეფუძნება ევროსტატის

მეთოდოლოგიას (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის-PPP-ს მიხედვით, ცხრ. 1).

ცხრილი 1: მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრა საქართველოში

Page 74: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 78

საწარმოს

ტიპი

დასაქმება ბრუნვა ფისკალური წლის

განმავლობაში

მცირე წლიურად <50 დასაქმებული ≤ 12 მლნ ლარი

საშუალო წლიურად <250 დასაქმებული ≤ 60 მლნ ლარი

წყარო: საქსტატი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს მცირე ბიზნესის განსხვავებულ

კრიტერიუმებს და აგრეთვე, განმარტავს მიკრო ბიზნესის კრიტერიუმებს. აღნიშნული განმარტე-

ბები გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო მიზნებისთვის და შემოღებულ იქნა მცირე და მიკრო

ბიზნესისთვის სპეციალური (პრეფერენციული) დაბეგვრის რეჟიმის და საგადასახადო ადმინის-

ტრირების მიზნით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი

ენიჭება მეწარმეს (ფიზიკურ პირს), რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ჯამური

ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 ათას ლარს.

ხოლო, მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმეს (ფიზიკურ პირს), რომელიც არ იყენებს დაქი-

რავებულ შრომას, დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის ჯამური ერ-

თობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს (ცხრ. 2).

ცხრილი 2: მიკრო და მცირე ბიზნესი

სტატუსის ტიპი ჯამური ერთობლივი შემოსავალი

კალენდარული წლის

განმავლობაში

მიკრო ბიზნესი არაუმეტეს 30,000.0 ლარი

მცირე ბიზნესი არაუმეტეს 500,000.0 ლარი

წყარო: შემოსავლების სამსახური

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყო მცირე და

საშუალო ბიზნესის წახალისება, კერძოდ დააწესა საგადასახადო შეღავათები. მიკრო და მცირე

ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური, შეღავათიანი დაბეგვრის

რეჟიმები. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით,

ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დაბეგვრის შეღავაღიანი რეჟიმით.

საგადასახადო შეღავათების დაწესება გავრცელებული და კარგად აპრობირებული მეთოდია (მაგ.

აზია). საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც უდაოდ არის

ხელშემწყობი ფაქტორი სექტორის განვითარებისთვის.

Page 75: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 79

საქართველოს ეკონომიკა 2004-2017 წლებში მუდმივად იზრდებოდა, სახეზეა 5,3 %

მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდა პერიოდის განმავლობაში.

ცხრილი 4. საწარმოთა რაოდენობა ზომების მიხედვით (2018 წლის I კვ.)

ზომა რაოდენობა პროცენტი

მსხვილი 379 0.3%

საშუალო 1717 1.3%

მცირე 127110 98.4%

სულ 129206 100.0%

წყარო: საქსტატი

თუმცა, ბოლო დროს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების

ტენდენცია მოითხოვს ქვეყნებში ახალი მიმართულებების გაძლიერებას, მათ შორის ეროვნულ

წარმოების გასაუმჯობესებლად უმნიშველოვანესია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების

გაძლიერება. მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია. ისინი

წარმოადგენენ ქართული ბიზნესის ძირითად ნაწილს- 99,7% -იანი წილით (ცხრ.4).

მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში მუშაობს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 62.8%-ი

(ცხრილი 5), ხოლო მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წილი ბიზნეს სექტორის

პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელში 56,6%-ს შეადგენს.

ცხრილი 5. დასაქმებულთა % რაოდენობა საწარმოთა ზომის მიხედვით (2018 წლის I კვ.)

წყარო: საქსტატი

მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქონლით საგარეო

ვაჭრობაზე, მისი წილი ექსპორტ-იმპორტში დიდია. მონაცემები ცხადყოფს, რომ SME სექტორის

წვლილი ეკონომიკის განვითარებაში დიდია, თუმცა არსებობს შემდგომი გაფართოვების

[CATEGORY

NAME] [PERCENTAGE]

[CATEGORY

NAME] [PERCENTAGE]

[CATEGORY

NAME] [PERCENTAGE]

Page 76: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 80

მნიშვნელოვანი რესურსი. მცირე და საშუალო ბიზნესი არის გლობალურ მიწოდების

ქსელის/ჯაჭვის (Global Supply Chain) ნაწილი, აქვს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და

შიდა მოთხოვნის მობილიზების მნიშვნელოვანი პოტენციალი. გარდა ამისა, ბიზნესის

გეოგრაფიული ან პოლიტიკური იზოლაცია მცირე და საშუალო ბიზნესს კონკურენტუნარიან

მინიმუმზე აყენებს, თუმცა ანვითარებებს ხელმისაწვდომობას ახალ ბაზრებზე და წარმოშობს

ახალ შესაძლებლობებს. საქართველოს მაგალითმა გვიჩვენა რომ რუსეთის ემბარგოს შემდეგ

ქვეყანამ აითვისა ახალი ბაზრები და გააუმჯობესა ტვირთბრუნვა ევროკავშირის, ჩინეთის,

ამერიკის მიმართულებით და მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს გააჩნია თავისუფალი

ვაჭრობის შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფო თანამეგობრობასთან CIS და თურქეთთან

(2008 წლიდან), უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (MFN) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის

(WTO) წევრ ქვეყნებთან, პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა აშშ-სთან, კანადასთან,

იაპონიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (GSP)

ევროკავშირთან 2005 წლიდან. ევროკავშირთან DCFTA შევიდა ძალაში 2014 წლის 1

სექტემბრიდან. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროპის თავისუფალი

ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. ხელშემწყობი ღონისძიებების

გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2004-2017

წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტი და იმპორტი) პერიოდის განმავლობაში საშუალოდ

11,8%-ით გაიზარდა.

მცირე და საშუალო ბიზნესის 5 უმთავრესი გამოწვევაა:

შეზღუდული წვდომა ფინანსებაზე- მცირე და საშუალო საწარმოებს მეტი სირთულეები

აქვთ დაფინანსების წვდომაზე მსხვილ საწარმოებთან შედარებით. საკრედიტო საგარანტიო

სქემების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის სტაბილური დაფინანსების

უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ამოცანაა. საფინანსო ინსტიტუტების მიერ მცირე და

საშუალო საწარმოებზე კრედიტის გაუცემლობა ან მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება

მაღალი რისკის, ასიმეტრიული ინფორმაციის პრობლემის და გირაოს უზრუნველყოფის არქონის

გამო ხდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მთავრობის და დონორთა ინიციატივით როგორც

განვითარებად, ისე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში არსებობს საკრედიტო-საგარანტიო

სქემა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსების

მოზიდვის საკითხში. საკრედიტო-საგარანტიო სქემა არის ინსტრუმენტი, რომელიც შეამცირებს

მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნა-მიწოდების/დაფინანსების გეპის ზრდას (supply–

demand gap). ასევე, მნიშვნელოვანია დაფინანსების არხების დივერსიფიკაცია.

დაბალი დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე (R&D) - ინოვაციების ხელშეწყობა არის

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მცირე და საშუალო საწარმოების

კონკურენტუნარიანობის და პროდუქტიულობის ამაღლებისთვის. მსოფლიო ბანკის

განმარტებით, "ინოვაცია" გულისხმობს ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, რომელთაც

სარგებლობის მოტანა შეუძლიათ საზოგადოებისათვის. ამასთან არ იგულისხმება, რომ საქმე

გვაქვს აბსოლუტური გაგებით ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებთან - ის უნდა იყოს ახალი ან

მნიშვნელოვნად უნდა აუმჯობესებდეს უკვე არსებულ პროდუქტს, პროცესსა და მომსახურებას.

ასევე უმთავრესი პირობაა, რომ შესაძლებელი უნდა იყოს მისი პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა.

Page 77: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 81

კომპანიების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ შექმნილი

დამატებული ღირებულება არის დაბალი, რისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტექნოლოგიების

განვითარების არასაკმარისი დონე და ინოვაციების ნაკლებობაა. როგორც სახელმწიფოს,

ასევე კერძო სექტორის დანახარჯები ინოვაციებზე და კვლევასა და განვითარებაზე

არასაკმარისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას კოპანიების ზრდა და განვითარება

გლობალური კონკურენციის გათვალისწინებით.

დაბალი კონკურენტუნარიანობა და ღირებულებათა ზრდა - მცირე და საშუალო

საწარმოების სტაბილური და კომბინირებული ურთიერთობები და მსხვილ და გლობალურ

საწარმოებთან მათი კონკურენტუნარიანობა არის საწარმოთა სიცოცხლისუნარიანობისა და

სარგებლის ზრდის წინაპირობა, რომელიც ღირებულების ზრდის სახელითაა ცნობილი.

ღირებულებათა ზრდის ჯაჭვი აერთიანებს მიმწოდებლების, მწარმოებლებისა და

მომხმარებლების მიერ საბოლოო პროდუქტის შექმნისა და მოხმარების მთელ პროცესს. მცირე და

საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ ბაზარზე მუშაობის პატარა გამოცდილება,

მარკეტინგში ნაკლებად აქტიურები არიან, გასაღების არხებზე აქვთ დაბალი წვდომა, არ

აწარმოებენ ბაზრების გამოკვლევას და მათი ცოდნა გაყიდვების არხებისა და მომხმარებლების

შესახებ არის დაბალი. ამასთანავე, მათ არ აქვთ მარკეტინგული მენეჯმენტის გამოცდილება.

გარდა ამისა, მათი ცოდნა საგადასახადო კანონმდებლობაში დაბალია. ყოველივე ეს კი მათ არ

აძლევს საშუალებას, იზრუნონ ღირებულებათა ჯაჭვის ელემენტებზე და ხარჯების შემცირებაზე.

აქვე გასათვალიწინებელია დაბალი ინვესტიციების მოცულობა მცირე და საშუალო ბიზნესის

სექტორში. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევაა: მზარდი

კონკურენცია, შესაძლებლობა შეცვალონ ბაზრის მზარდი მოთხოვნები, სწრაფი ტექნოლოგიური

ცვლილებების შესაძლებლობა და საჭირო უნარები-ცოდნის, ინოვაციების და კრეატიულობის

მიმართულებით. მცირე და საშუალო საწარმოებს უჭირთ კონკურენცია გაუწიონ

გლობალიზაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბებულ მსხვილ

მრავალეროვნულ საწარმოებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე უცხოეთში. მათ არ აქვთ დიდ

ფირმებთან კონკურენციის უნარი; ამმხრივ მნიშვნელოვანია განვითარდეს ეროვნული

ხელშემწყობი ინსტიტუტები, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის, ცოდნის და

გამოცდილების გაზიარებას და გატანას საერთაშორისო ბაზრებზე;

საინფორმაციო ტექნოლოგიების არასაკმარისი გამოყენება - ინფორმაციული

ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. ბოლო წლებში სწრაფად გავრცელდა მობილური

ტელეფონების, სმარტფონების, კომპიუტერების მომხარება და ხელმისაწვდომობა

საზოგადოებაში. შესაბამისად, ყოველდღიურად მეტი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს

ინტერნეტ ყიდვებს და ელექტრონულ კომერციას, ვიდრე ფიზიკურ ბაზრებს. ჯერჯერობით,

მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა ვერ შეძლეს საკმარისად გამოიყენონ ინტერნეტ-

მარკეტინგული შესაძლებლობები და აითვისონ გლობალური ბაზარები. საწარმოთა დიდ ნაწილს

არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი და მარკეტინგული სტრატეგია.

კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა და პროდუქტიულობა - ბიზნესის

განვითარებისთვის საჭირო კადრების შერჩევა, ბიზნესის წარმატების წინაპირობა და

მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პროფესიული უნარების დეფიციტი შრომის ბაზარზე კონკურენციას

Page 78: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 82

ზრდის და შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა მცირე და საშუალო მეწარმეებს

სიძვირის გამო უჭირთ. მცირე და საშუალო საწარმოების მიერ უნდა განისაზღვროს ის

პროფესიული უნარები, რომელიც მოეთხოვება დასაქმებულს. მაგ. ტექნოლოგიების

განვითარებასთან ერთად IT სპეციალისტებსა და პროგრამისტებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა

კვალიფიკაციური კადრი ცოტაა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა მოთხოვნადი

პროფესიული უნარების იდენტიფიცირებასა და პროფესიულ გადამზადებაში. რაც ხელს

შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის

ბალანსის დაცვას, ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმებას, სხვამხრივ კი გაზრდის

მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობას.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული

რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ქვეყნის საინვესტიციო და

ბიზნესგარემო - მნიშვნელოვნად არის შემცირებული ადმინისტრაციული ბარიერები და

გაუმჯობესებულია სახელმწიფო სერვისები. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო მეწარმეობის

განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

გამოყენებული ლიტერატურა: 1. Arráiz, I., M. Meléndez, and R. Stucchi. 2014. Partial Credit Guarantees and Firm Performance: Evidence from Colombia. Small Business Economics. 43 (3). 711–724. 2. ADBINSTITUTE. 2016. Major Challenges Facing Small and Medium-sized Enterprises in Asia and Solutions for Mitigating Them, Asian Development Bank. 3. SMEs into Global Value Chains: 4. Organisation for Economic Co-operation and Development (OECD). 2013, OECD Science, Technology and Industry Scoreboard 2013. Paris: OECD Publishing.

5. ინოვაციური პოლიტიკა - სახელმძღვანელო განვითარებადი ქვეყნებისთვის (Innovation Policy,

A Guide for Developing Countries), მსოფლიო ბანკი.

6. მიხეილ თოქმაზაშვილი- მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა

(ღირებულებათა ზრდის განვითარება)

Page 79: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 83

ექსპატრიანტი მენეჯერების მარცხი და მისი დაძლევის გზები ნინო გობრონიძე, მარიამ წამალაიძე

ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტი

მერაბ ზედგინიძე ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Nino Gobronidze, Mariam Tsamalaidze

Business Administration Bachelor Program Students

Tbilisi Open Teaching University

Merab Zedgenidze

Doctor of Economics, Associate Professor

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

[email protected]

Failure of Expatriate Managers and Ways to it`s Overcome ABSTRACT

The work deals with the activity of transnational corporations in the field of international business

in connection with the selection of managers-expatriates who are sent to work in the branch offices of the

corporation and the main reasons for their return to their homeland, known as the failure of the ex-

patriots.

Keywords: labor resources; Transnational corporation; Expatriate managers, labor resource; Her

husband's absurdity; The failure of expatriates.

თანამედროვე ეტაპზე - გლობალიზაციის პროცესისა და ციფრეული ეკონომიკის სწრაფი

განვითარების პირობებში ტრანსნაციონალური კორპორაციების (ტნკ) საქმიანობაში

ადამიანისეულმა ფაქტორმა განსაკუთრებულია სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. კომპანიის

მომავალი განვითარება და სტრატეგიის სწორად განსაზღვრა დამოკიდებულია - ტოპმენეჯერების

უნარებზე, მათ ინტელექტზე, კრეატიულობაზე და სხვა პიროვნულ მახასიათებლებზე.

ინდივიდუალური თვისებების მქონე პიროვნებების ერთობლიობა კი კომპანიისათვის ქმნის

ადამიანურ რესურსებს. ამ გარემოებით აიხსნება ის, რომ ტნკ განსაკუთრებულ ყურადღებას

უთმობენ კადრების (მათ შორის მენეჯერების) სწორად შერჩევას, მომზადება-გადამზადებას,

გამოყენებასა და შრომის ანაზღაურებას.

ტნკ-ში შრომითი რესურსების ოპტიმალური მართვა მათი საქმიანობის უაღრესად

საინტერესო და უმნიშვნელოვანესი სფეროა. ამ სფეროში წარმატება პირველ რიგში

დამოკიდებულია მენეჯერებზე, კონკრეტულად კი ტნკ-ში კარგად ორგანიზებულ კადრების

სამსახურზე. ტენ-ში კადრების მოძიება, მათი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება,

მენეჯერების საზღვარგარეთ სამუშაოზე გაგზავნა, მათი შრომის ანაზღაურება, სამშობლოში

დაბრუნება და კომპანიის საქმიანობაში ინტეგრაცია უაღრესად რთული საკითხებია. მათი

სწორად გადაწყვეტის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმ თავისებურებათა ცოდნაზე, რითაც

ხასიათდება ადამიანური რესურსების მენეჯმენტი სამშობლოში და საზღვარგარეთ. აღნიშნულ

Page 80: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 84

თავისებურებებს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი. კერძოდ: შრომის ბაზრების განსხვავებული

დონეები; სამუშაო ძალის გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები; მართვის სტილი და

პრაქტიკა; ეროვნული ორიენტაცია; კონტროლი. ტნკ-ების მიერ ამ ფაქტორების გონივრული

მართვა და თავის სასარგებლოდ გამოყენება კომპანიებს აძლევს დამატებითი მოგების მიღების

შესაძლებლობას. სხვა შემთხვევაში კი პირუკუ შედეგის მომტანია.

ნაშრომის მიზანია ტნკ-ში ექსპატრიანტი მენეჯერების მარცხის გამომწვევი მთავარი

მიზეზები გამოვლენა - დახასიათება და შესაბამისად - მოსალოდნელი მარცხის თავიდან

აცილებისათვის პრევენციული ხასიათის რეკომენდაციების შემუშავება. ამ მიზნისათვის

განხილულია შემდეგი ამოცანები:

საზღვარგარეთ მენეჯერების სამუშაოდ გაგზავნის აუცილებლობა;

ადამიანური რესურსების გამოყენების სპეციფიკა;

ექსპატრიანტების გამოყენების მიზეზები;

ტნკ-ებში საზღვარგარეთ გასაგზავნი მენეჯერების შერჩევის კრიტერიუმმები;

„ექსპატრიანტების მარცხის “მიზეზები.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ტნკ-ში იგულისხმება მსხვილი ფირმა ან სხვა

ქვეყნის ფირმების გაერთიანება, რომელსაც აქვს საზღვარგარეთული აქტივები და მნიშვნელოვანი

ადგილი უკავია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. წარმოების განლაგების, პროდუქციის

რეალიზაციისა და საკუთრების უფლებათა თავისებურებების გათვალისწინებით. მათ გააჩნიათ

შემდეგი ძირითადი მახასიათებლები: საზღვარგარეთის ქვეყნებში საწარმოებისა და მათი

ფილიალების განლაგება; პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის უცხოეთში რეალიზაცია;

სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტების (მოქალაქეების) ერთობლივი საკუთრების არსებობა.

ტნკ-ები აქტიურად მონაწილეობენ გლობალიზაციის მასშტაბური ზრდისა და გაღრმავების

პროცესში. ამ პროცესში წარმატებული კონკურენციის საწინდარია ტნკ-ში მენეჯმენტისადმი

სწორი- სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებული

შესაძლებლობების გამოყენებასა და კონკურენციის პრობლემებთან გამკლავებას ემსახურება.

ამგვარი სტრატეგიის შემუშავება-განხორციელება გლობალური მენეჯერების კომპეტენციაა და

თავის მხრივ ტნკ-ში საზღვარგარეთ სამუშაოდ გასაგზავნი მენეჯერების სწორად შერჩევაზეა

დამოკიდებული.

ტნკ-ში კადრები იყოფა: ადგილობრივად და ექსპატრიანტებად. ექსპატრიანტები, თავის

მხრივ, იყოფა: იმ ქვეყნის მოქალაქეებად, სადაც განთავსებულია მულტიეროვნული კომპანიის

სათავო ოფისი და სხვა ქვეყნის მოქალაქეებად. როგორც მულტიეროვნულ კომპანიაში, ასევე

საზღვარგარეთის ფილიალში თანამდებობების უმრავლესობა დაკავებული აქვთ ადგილობრივ

კადრებს და არა ექსპატრიანტებს, თუმცა, არის გამონაკლისებიც, რომლებიც შეეხება

განვითარებად ქვეყნებს. მაგალითად, საუდის არაბეთში დიდი დეფიციტია ნავთობის

მომპოვებელ მრეწველობის ხელმძღვანელ კვალიფიციურ კადრებში, ამიტომ ის პრიორიტეტს

ანიჭებს ექსპატრიანტებს.

უნდა შევნიშნოთ, რომ რეციფიენტ (მიმღები) ქვეყნებში არსებულ პირობებთან შეგუების

პოზიციიდან გამომდინარე ტნკ-ა საზღვარგარეტულ სტრუქტურებში ადგილობრივი კადრების

Page 81: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 85

გამოყენებას ანიჭებს. მათ უკეთესად ესმით თავიანთი ქვეყნის თავისებურებანი (კულტურა,

მენტალიტეტი, კლიმატი და სხვ) ვიდრე სხვა ქვეყნიდან ჩასულ სპეციალისტებს.

მაგრამ კომპანიების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე

აუცილებელია რეპატრიანტების გამოყენება. საზღვარგარეის ფილიალში გადაყვანილი ტნკ-ს

თანამშრომლები გეგმავენ დაჰყონ იქ რამდენიმე წელი, ისინი ადგილობრივი

ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით, (რომლებიც უფრო ორიენტირებული არიან

მოკლევადიან ამოცანებზე, რაც ხელს უშლის კორპორაციის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას),

რეპატრიანტები, რომლებიც იმყოფებიან კორპორაციის ფილიალებში, უფრო ხანგრძლივი

დროით, შეუძლიათ გრძელვადიან მიზნებზე ორიენტაცია.

ექსპატრიანტები წარმოადგენენ ტნკ-ას პერსონალის უმცირესობას, მსოფლიოში ისინი

ითვლიან რამოდენიმე ათასს. ექსპატრიანტების გამოყენების ძირითად მიზეზებს წამოადგენს:

ა) ტექნიკური კომპეტენცია. ხშირად, რიგ შემთხვევაში ძნელია ტნკ-მ მოძებნო საკმარისი

კომპეტენციის მქონე ადგილობრივი კადრი რეციფიენტ ქვეყანაში, რომელსაც ექნება

აუცილებელი ტექნიკური ცოდნა კომპანიის პროექტის რეალიზაციისათვის. პერსონალის

ტექნიკური კომპეტენცია დამოკიდებულია მიმღები ქვეყნის განვითარების დონეზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპატრიანტები შეადგენენ შედარებით დაბალ ხვედრით წილს

განვითარებულ და მაღალგანვითარებად ქვეყნებში. გარდა ამისა, მაღალკვალიფიციური კადრები

აუცილებელია ფილიალებში იმ ტექნიკური ნოვაციების დასანერგვად, რომლებიც უკვე

გამოიყენება მულტიეროვნულ კორპორაციაში, ამ მიზნით კი მიზანშეწონილია ამ სპეციფიკის

მქონე ექსპატრიანტების ფილიალებში გაგზავნა.

ბ) ხელმძღვანელი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. ტნკ-ები აგზავნიან ადგილობრივ

კადრებს საზღვარგარეთ სამუშაოდ და პირიქით, საზღვარგარეთის ფილიალებიდან გადმოყავთ

სათავო ფირმებში ადგილობრივი ხელმძღვანელი მუშაკები, რაც იძლევა შესაძლებლობას, არა

მარტო გაიცვალოს კვალიფიცირებული ცოდნა და გამოცდილება, არამედ ამაღლდეს

კორპორაციული კულტურა.

გ) კონტროლი. ტნკ-ები თავის მაღალ კვალიფიციურ პერსონალს აგზავნის სათავო ოფისიდან

სხვა რეგიონის ფილიალში საწარმოო საქმიანობაზე კონტროლის მიზნით. ამით კომპანია

უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებული პროდუქციის (მომსახურების) მაღალ ხარისხს, რაც

აუცილებელია კონკურენტულ ბაზარზე კომპანიის იმიჯის შენარჩუნება-განმტკიცებისათვის. სხვა

შემთხვევაში მისი რეპუტაცია ბაზარზე შეიძლება შეილახოს, რომლის გამოსწორებას დიდი დრო

და დანახარჯები დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც გაირკვევა, თუ რა თვისებები და ცოდნა უნდა გააჩნდეს საერთაშორისო

მენეჯერებს, ტნკ-ამ აუცილებელია მოძებნოს და შეარჩიოს შესაფერისი კანდიდატი აღნიშნულ

თანამდებობაზე.

გამოცდილი მენეჯერების შერჩევა საერთაშორისო ბიზნესში ხორციელდება რამდენიმე

არხის გამოყენებით. ერთ-ერთი არის საკუთრივ კომპანია, მისი ის თანამშრომლები, რომლებიც

მუშაობენ მიმღებ ქვეყანაში ან ის პირები, რომლებიც საქმიანობენ სათავო ფირმაში და მზად არიან

გაემგზავრონ საზღვარგარეთ. მათში მოიაზრებიან ის მენეჯერები, რომლებიც მანამდე არ

მუშაობდნენ საზღვარგარეთ და ისინი, ვინც ასრულებდნენ ფირმის დავალებებს უცხოეთში.

Page 82: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 86

როგორც წესი, ტნკ-ები ამ მიზნით იყენებენ სარეზერვო პერსონალს ან იმ მუშაკების ბაზას,

რომლებიც გავიდნენ პენსიაზე და გააჩნიათ დავალების შესასრულებლად შესაბამისი ცოდნა და

გამოცდილება. პენსიაზე გასული მუშაკები, როგორც წესი, სიამოვნებით თანხმდებიან

საზღვარგარეთ წასვლაზე.

ტნკ-ას ასევე შეუძლია მოიძიოს ასეთი მუშაკები სხვა ფირმებშიც. ეს შეიძლება იყოს ის

მენეჯერები, რომლებიც საქმიანობენ მიმღები ქვეყნის ფირმებში, ან საერთოდ მენეჯერები,

რომლებიც საქმიანობენ სხვა კომპანიებში და გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია.

სასურველი მენეჯერების შერჩევის პროცესში კორპორაცია ზოგჯერ მიმართავს ე.წ შუამავალ

ფირმებს (ხედხანტერებს) დახმარებისათვის, რომლებიც დასპეციალიზებული არიან სასურვ- ელი

კვალიფიციური კანდიდატების მოძიებაში. მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ხედხანტერული

საქმიანობა ითვლება არაეთიკურად, რადგანაც ის გულისხმობს კადრების გადაბირებას, თუმცა ის

არ იკრძალება კანონმდებლობით.

მენეჯერების მოძიების კიდევ ერთი გზაა ახალგაზრდა მენეჯერების შერჩევა. მსხვილი ტნკ-

ები ხშირად გამორჩეულ უმაღლესი სასაწავლებლებში ეძებენ ამ მიზნით ახალგაზრდა კადრებს,

რომ ისინი გააგზავნონ საზღვარგარეთ. ზოგიერი კორპორაცია ასაქმებს კურსდამთავრებულებს,

ხოლო მათ მიერ გამოცდილების მიღების შემდეგ მათ საზღვარგარეთ აგზავნის. პრიორიტეტით

სარგებლობენ უცხოური ენების მცოდნე კურსდამთავრებულები, რომლებიც სპეციალიზდებიან

საერთაშორისო ბიზნესზე. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მენეჯერების ვაკანსიაზე შეირჩევა

საზღვარგარეთის ფილიალებში გასაგზავნი კანდიდატების გარკვეული რაოდენობა, ტნკ-ის

ეიჩარის დეპარტამენტი ახდენს ისეთი ადამიანების გამოვლენას, რომლებიც ყველაზე მეტად

შეესაბამებიან კონკრეტულ ვაკანსიებს. შერჩეულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი

თვისებები:

სამმართველო კომპეტენცია (ტექნიკური ჩვევები, ლიდერის თვისებები, კორპორაციული

კულტურის ცოდნა);

შესაბამისი კვალიფიკაცია (ფორმალური განათლება, მასპინძელი ქვეყნის კულტურისა და

ენის ცოდნა);

ახალი სიტუაციისადმი ადვილად ადაპტაციის უნარი (ახალი გარემოსა და სამუშაოსადმი

თავსებადობა, კულტურული თავისებურებების აღქმის უნარი).

ექსპატრიანტების შერჩევის პროცესში აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ის, რომ

შეიძლება შერჩეულმა კანდიდატმა ვერ გაამართლოს ნდობა, რაც კომპანიისათვის დიდი

დანაკარგი იქნება. ამ პროცესს ეწოდება „ექსპატრიანტების მარცხი “, რომელსაც ჩვენ ქვემოთ

განვიხილავთ. ასეთი მარცხის მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს:

1. ექსპატრიანტები, ან მათი ოჯახის წევრები ვერ ეგუებიან ახალ გარემოს და

2. შერჩეული კანიდატის საზღვარგარეთ სამუშაოზე წასვლის, ან მისი დაინტერესების

მოტივაცია, რადგან დაკვირვებით დადგენილია, რომ მთელრიგ შემთხვევებში მენეჯერს და მის

ოჯახს იზიდავს საზღვარგარეთ ცხოვრება, ახალი გამოცდილების მიღების სურვილი,

კარიერისტული ზრდის შესაძლებლობანი, ანაზღაურება და სხვა.

ოჯახის შეუგუებლობა ახალი კულტურისადმი ზოგჯერ ხდება „ექსპატრიანტების

მარცხის “ძირითადი მიზეზი. ამიტომ, კომპანიები შერჩევის პროცესში დიდ ყურადღებას აქცევენ

Page 83: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 87

ექსპატრიანტების ოჯახის ახალი გარემოსადმი შეგუების პრობლემას. იმისათვის, რომ არ

წარმოიქმნას მსგავსი ხასიათის პრობლემები კომპანიები, ექსპატრიატი მენეჯერების შერჩევის

პროცესში, იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს. ისეთებს როგორებიცაა: გასაუბრება, პირადი

თვისებების საფუძვლიანი შემოწმება, ოჯახური მიგრაციის სპეციალისტების _ ამ დარგის

ფსიქოლოგების მოწვევა და სხვა. ზოგიერთი ტნკ ცდილობს დაადგინოს პოტენციური კანდიდატი

შეძლებს თუ არა გაიზიაროს რეციფიენტი ქვეყნის კულტურული ღირებულებები. მაგალითად,

ამერიკული კომპანიები მრავალი წლის განმავლობაში ექსპატრიატების თანამდებობებზე არ

აგზავნიდნენ ქალებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ირანი, იაპონია და სხვა, სადაც არ ხდება

მანდილოსნის ოჯახის გარეთ სამუშაოებზე საქმიანობის სტიმულირება.

„ექსპატრიანტების მარცხის “მიზეზები. როგორც აღვნიშნეთ, ექსპატრიანტი მენეჯერები

არიან ტნკ-ას ეროვნული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყანაში. ამ ტერმინის

საპირწონედ გამოიყენება ტერმინი ინპატრიანტი (ინპატრიატეს) და ის აღნიშნავს იმ უცხოელებს,

რომლებიც მუშაობენ მულტიეროვნული კომპანიის სამშობლოში. საერთაშორისო ბიზნესის

ლიტერატურაში აღწერილია პერსონალის შერჩევის ისეთი პრობლემა, როგორიცაა ე.წ.

„ექსპატრიანტების მარცხი“, რაც გულისხმობს მათ დროზე ადრე დაბრუნებას სამშობლოში. ეს

ტერმინი ასახავს ტნკ-ში კადრების შერჩევის ნეგატიურ პოლიტიკის შედეგებს, ანუ მის მიერ

ისეთი ინდივიდების შერჩევას, რომლებიც ვერ აღწევენ წარმატებას უცხოეთში, რის გამო ვადაზე

ადრე ბრუნდებიან სამშობლოში. გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ საზღვარგარეთ გაგზავნილი

ამერიკელი სპეციალისტების 16%-დან 40 %-მდე ბრუნდება სამშობლოში კონტრაქტის

დასრულებამდე და მუშაკების თითქმის 70%, გაგზავნილი განვითარებად ქვეყნებში ბრუნდება

უკან დროზე ადრე. მიუხედავად იმისა, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა ქვეყნის

მიხედვით მიუწვდომელია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ექსპატრიანტების მარცხი” არის

უნივერსალური პრობლემა. „ექსპატრიანტების მარცხის“ დანახარჯები არის მაღალი. ერთი

„მარცხის“ საშუალო დანახარჯი ფირმისთვის არის ექსპატრიანტი მენეჯერის ყოველწლიური

სამჯერად ხელფასს დამატებული მივლინების ხარჯების ტოლი. თანხაში გამოხატული

თითოეული „მარცხის“ დანახარჯი მერყეობს 250000 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე. ამასთან,

ამერიკელი ექსპატრიანტების დაახლოებით 30%-დან 50%-მდე, რომელთა საშუალო

ყოველწლიური ანაზღაურება 250000 დოლარია, რჩებიან თავიანთ თანამდებობებზე, მაგრამ მათ

გამგზავნ ფირმებს მიერ გაწეული საქმიანობა არაეფექტიანად მიაჩნიათ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ „ექსპატრიატების მარცხის“ გამომწვევ მთავარი მიზეზები

განსხვავებულია ცალკეული ქვეეყნების მიხედვით. მნიშვნელობის მიხედვით ძირითადი

მიზეზები ამერიკულ კომპანიებში არის:

1. მეუღლის შეუგუებლობა;

2. სხვა ოჯახური პრობლემები;

3. მენეჯერის პიროვნული და ემოციური სიმწიფის დონე;

4. საზღვარგარეთ დაკისრებული პასუხისმგებლობისათვის თავის ვერგართმევა.

ევროპული ქვეყნების ტნკ-მა კი დაასახელეს მხოლოდ ერთი მიზეზი - მეუღლის

შეუგუებლობა ახალ გარემოსთან.

იაპონური ფირმებში „მარცხის“ მიზეზებია:

Page 84: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 88

1. საზღვარგარეთ წამოჭრილი პასუხისმგებლობებისთვის თავის ვერ გართმევა;

2. ახალ გარემოსთან შეგუების სიძნელეები;

3. პიროვნული და ემოციონალური პრობლემები;

4. ტექნიკური კომპეტენციის ნაკლებობა;

5. მეუღლის შეუგუებლობა.

ყველაზე შესამჩნევი განსხვავება ამ ჩამონათვალთა შორის არის მეუღლის

შეუგუებლობის ფაქტორში, რომელიც ამერიკული და ევროპული მულტიეროვნული

კომპანიებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, ხოლო იაპონური ფირმებისათვის ის

მნიშვნელობის მიხედვით იკავებს მხოლოდ მეხუთე ადგილს. მოტანილი ინფორმაციიდან ჩანს,

რომ მეუღლის, მენეჯერთან საქმიანობის შეუგუებლობა, არის „ექსპატრიანტების მარცხის“

ძირითადი მიზეზი. მეუღლეების შეუგუებლობა საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებულია

ბევრ ფაქტორთან. მეუღლეები ხშირად უცხო ქვეყანაში თავს გრძნობენ მეგობრებისა და ოჯახის

გარეშე. ენის ბარიერი მათთვის ართულებს ახალი მეგობრების შეძენას, მაშინ როდესაც ეს არ

წარმოადგენს პრობლემას მენეჯერებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ გაიჩინონ მეგობრები

სამუშაოზე. მათი მეუღლეებისთვის ეს დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან, ამიტომ ისინი

თავს სახლში გამოკეტილებად გრძნობენ. ეს პრობლემა ხშირად გართულებულია ემიგრაციის

მარეგულირებელი კანონებით, რომლებიც კრძალავენ მეუღლის სამუშაოზე აყვანას.

აღნიშნულიდან გამონდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ „ექსპატრიანტების მარცხის“

შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის მათი შერჩევის პროცედურის გაუმჯობესება,

რაც, თავის მხრივ, მოიცავს თანამდებობისათვის შეუფერებელი კანდიდატების გამორიცხვას. ამ

პრობლემის გამოკვლევის საფუძველზე, ბევრ ფირმაში ძირითად პრობლემად დაასახელდა ის,

რომ ადამიანური რესურსების მენეჯერები ათანაბრებენ კომპანიის სამშობლოში და

საზღვარგარეთ სამუშაოს შესრულების პირობებს. ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ სამუშაოს

შესრულების პირობები ერთობ განსხვავებულია. მენეჯერმა, რომელიც სამუშაოს ადვილად

უმკლავდება თავის ქვეყანაში, შესაძლოა ვერ შეძლოს განსხვავებული კულტურის ქვეყანაში

შრომითი პროცესის მართვა. საერთაშორისო ბიზნესის ლიტერატურაში მოტანილი გამოკვლევის

შედეგად დადგინდა ის 4 ძირითადი ასპექტი, რომელიც განსაზღვრავს საზღვარგარეთ

საქმიანობის წარმატებას. ესენია:

1. თვითორიენტაცია,

2. სხვების ორიენტაცია,

3. აღქმის უნარი და

4. კულტურებთან დაკავშირებული სიძნელეები.

თვითორიენტაცია: ამ თვისებების მქონე ექსპატრიანტებს გააჩნიათ საკუთარი თავის

ობიექტური შეფასების, თავდაჯერებლობის და მენტალური სიჯანსაღის თვისებები.

ექსპატრიანტები, რომლებიც აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, არიან თავდაჯერებულნი და

მენტალურად ჯანსაღნი, აქვთ საზღვარგარეთ წარმატების მიღწევის დიდი შანსი. კვლევებით

დადგენილია, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მოახდინონ მათი ინტერესების ადაპტირება

სპორტთან, მუსიკასთან და ეგზოტიკურ საკვებთან. ჰქონდეთ სამუშაოს გარეთ სხვადასხვა

გატაცებები და იყვნენ ტექნიკურად კომპეტენტურები.

Page 85: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 89

სხვების ორიენტაცია. ამ ასპექტით ექსპატრიანტი მენეჯერები ავლენენ მასპინძელი ქვეყნის

წარმომადგენლებთან ადვილად თანამშრომლომლობის შესაძლებლობას. რაც უფრო ეფექტურად

ურთიერთქმედებს ის მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეებთან, მით უფრო მოსალოდნელია მისი

წარმატება. აქ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი: ურთიერთობების უნარი და სხვებთან

კომუნიკაციისთვის მზადყოფნა. ურთიერთობების უნარი გულისხმობს მასპინძელი ქვეყნის

წარმომადგენლებთან ხანგრძლივი მეგობრობების დამყარების შესაძლებლობას.

კომუნიკაციებისათვის მზადყოფნა ვლინდება ექსპატრიანტის სურვილში შეისწავლოს

მასპინძელი ქვეყნის ენა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყნის ენის ცოდნა

მნიშვნელოვანია, ექსპატრიანტს არ ჭირდება ადამიანებთან კომუნიკაციის მზადყოფნის

დემონსტრირების მიზნით კარგად ფლობდეს მას. ენის ცოდნა მხოლოდ აძლიერებს

კომუნიკაციის შესაძლებლობას.

აღქმის უნარი. ეს არის უნარი, რომლითაც შეიძლება გავიგოთ, თუ რატომ იქცევიან სხვა

ქვეყნების წარმომადგენლები ისე, როგორც ეს დამკვიდრებულია მათ კულტურაში. ეს არის სხვა

ადამიანების გრძნობებისა და ემოციების გაგების უნარი, რომელშიც გვეხმარება საკუთარი

გამოცდილება. მასპინძელი ქვეყენის წარმომადგენლების სამართავად ეს ასპექტი არის

გადამწყვეტი. ექსპატრიანტ მენეჯერებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ეს უნარი, ისევე ექცევიან სხვა

ქვეყნის წარმომადგენლებს, როგორც თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს. ამის შედეგად ისინი

განიცდიან მნიშვნელოვან პრობლემებს მენეჯმენტში. მასპინძელი ქვეყნის რეალობას კარგად

მორგებული ექსპატრიანტები არ განსჯიან მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეების ქმედებას და

ცდილობენ მათი მენეჯმენტის სტილი იყოს მორგებული იმ კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და

პირობებს, რომელშიც მათ უხდებათ საქმიანობა. კულტურებთან დაკავშირებული სიძნელეები: ეს

ასპექტი ეხება კავშირს ექსპატრიარტების სამუშაოსთან ადაპტაციის უნარსა და იმ ქვეყანის

თავისებურებებს შორის, რომელშიც ის უნდა შესრულდეს. ზოგიერთ ქვეყნაში მუშაობა არის

უფრო რთული, რადგან მისი კულტურა ექსპატრიანტისათვის არის უჩვეულო და უხერხული.

მაგალითად, ბევრი ამერიკელი მიიჩნევს დიდ ბრიტანეთს იქ მუშაობისათვის შედარებით

მოსახერხებლად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ორ კულტურას ბევრი საერთო აქვს. ამასთან,

ამერიკელებს არადასავლური კულტურის ქვეყნებში მუშაობა რთულად მიაჩნიათ. ასეთი

ქვეყნებია მაგალითად: ინდოეთი, სამხრეთ აზია და შუა აღმოსავლეთი. ამის მიზეზებია: ცუდი

საცხოვრებელი პირობები, არასტუმართმოყვარე ატმოსფერო, დასავლური გართობის ნაკლებობა

და ენის ბარიერი. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებენ

მამაკაცებს, რაც დასავლელი ქალი მენეჯერებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში, მე-2 საერთაშორისო კონფერენციის

შრომების კრებული, თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, თბ., 2017

2. საერთაორისო ბიზნესი, ლექციების კურსი, გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბ.,2011

3. შენგელია თეიმურაზ, გლობალური ბიზნესი, გამომცემლობა ,,ახალი საქართველო“, თბ., 2018

4. www file:///C:/Users/user/Desktop/Downloads/kr.rezo-2012.pdf

Page 86: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 90

სამართალი

Page 87: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 91

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისია ბუნებრივი გაზის მიტაცების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების

შესახებ

გივი ლუაშვილი სამართლის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი Givi Luashvili

Tbilisi Open Teaching University

[email protected]

Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission – about Consideration of

Damages to the Supplier as a Result of Natural Gas Grab

ABSTRACT

Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission (hereinafter referred to as

“GNERC”) is an important administrative organ authority of which is regulated by many legislative and

subordinate normative acts. In judicial practice of Georgia, a significant issue was identified - whether

GNERC is entitled to consider damages to the supplier as a result of natural gas grab (hereinafter referred

to as “Issue”).

Issue is significant in terms of deciding proper jurisdiction because according to the Georgian

Constitution Article 42.2: “Everyone shall be tried only by a court under jurisdiction of which his/her case

is”. The mentioned article of the Georgian Constitution is also implied in Administrative Procedure Code

of Georgia Article 26 which deals with filing a claim to a competent court.

The purpose of the presented paper is to determine whether GNERC is entitled to consider damages

to the supplier as a result of natural gas grab.

In order to successfully achieve the stated goal of the paper, we have reviewed the following issues:

legal nature of the damage caused by the natural gas grab; main functions and mission of GNERC, the

respective normative acts and the world‟s experience, which resulted in the conclusion that the GNERC is

not competent in considering damages to the supplier as a result of natural gas grab.

Key words: National Energy; Water Supply Regulatory Commission; Damages; Natural Gas Grab

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისას

(შემდგომში - „სმეკ“-ი) მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს ქვეყნის ეკონომიკური

განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს მისი რეგულირების

ნორმატიულ ბაზას. ინსტიტუტის სამართლებრივი მდგრადობის კუთხით აუცილებელია

შესაბამისი და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება. მოცემულ ნაშრომში

ვიმსჯელებთ არის თუ არა უფლებამოსილი სემეკი, გადაწყვიტოს დავა მომხმარებელსა და

მიმწოდებელს შორის ბუნებრივი აირის (ასკ-ის 961-ე მუხლი) მიტაცებით გამოწვეული ზიანის

ოდენობასთან დაკავშირებით.

Page 88: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 92

1.ბუნებრიცი გაზის მიტაცებით გამოწვეული ზიანის სამართლებრივი ბუნება

აუცილებელია განვიხილოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსის (შემდგომში - „ასკ“) 961-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევის შედეგად (ელექტროენერგიის ან ბუნებრივი არის მიტაცება) მიყენებული

ზიანის სამართლებრივი ბუნება. ამ საკითხის იდენთიფიკაცია მნიშვნელოვანია სტატიაში

დაყენებული საკვლევი საკითხის გადასაწყვეტად.

პასუხისმგებლობის საფუძვლებს სამოქალაქო სამართალში ყოვლისმომცველი

მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ პასუხიმგებლობა ყველა სამოქალაქო ინსტიტუტის

თანმდევია. მისი ძირითადი წყარო მაინც სახელშეკრულებო და დელიქტური ვალდებულებებია.

ზიანი ეს არის არსებული ვალდებულების დარღვევით ან სამართალდარღვევის შედეგად

წარმოშობილი ახალი ვალდებულება, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა. ზიანის

ანაზღაურების სამართლებრივი შემადგენლობა წარმოადგენს იურიდიულ ფაქტს, რომლიც

სამართალდამრღვევსა და დაზარალებულს შორის წარმოშობს სამართალურთიერთობას, რაც

სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების მიზნით დაზარალებულს აძლევს

მოთხოვნის უფლებას, ხოლო სამართალდამრღვევს აკისრებს ვალდებულებას. „ვინც ავნებს სხვის

პიროვნებას ან ქონებას, ვალდებულია აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი“. სამოქალაქო

სამართლის დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრება მდგომარეობს შემდეგში - სამოქალაქო

სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო და ერთადერთი საფუძველი არის

სამართალდარღვევის შემადგენლობა.

ეროვნული სამართალი, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის წარმომადგენელი

ერთმანეთისაგან მიჯნავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სახელმწიფოს

პასუხისმგებლობას. ამ ორ, ერთი შეხედვით მსგავს მოვლენას შორის თავად კონსტიტუცია

ადგენს ზღვარს. კერძოდ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხიმგებლობის (ზიანის

ანაზღაურების) კონსტიტუციური საფუძველი არის კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ხოლო

სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტი და მე-18 მუხლის მეშვიდე

პუნქტი.

სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამომდინარეობს

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც

უფლების დარღვევა გამომდინარეობს სახელმწიფო ძალაუფლების მატარებლის ქმედებიდან.

სახელმწიფოს კონსტიტუციით აქვს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აღებული.

კონსტიტუციიდან გამომდინარე ამ საკითხს არეგულირებს სზაკ-ის მე-14 თავი

(ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა). ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით

აღნიშნული საკითხის რეგულაცია მთლიანად საჯარო სამართლის სივრცეშია გადმოსული. ამ

საკითხის საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება განპირობებულია სახელმწიფოს მომეტებული

სოციალური პასუხისმგებლობით. ასეთი რეგულაცია ფიზიკურ ან კერძო სამართლის

იურიდული პირს, ზიანის ანაზღაურების უფრო მეტ გარანტიებს აძლევს და არ ტოვებს „სუსტს“

ძლიერ სახელმწიფოსთან პირისპირ. აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მიდგომა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტთან მიმართებით, კერძოდ - აღნიშნული

უფლება განიხილება, როგორც აბსოლუტური უფლება (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ

Page 89: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 93

ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სახსრებიდან ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფოს

მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება). მთავარი მოთხოვნა, ადმინისტრაციული ორგანოს

პასუხისმგებლობის საკითხის დასმისას, არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული

ზიანის არსებობა.

შუალედური დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებლის მიერ ბუნებრივი

არის მიტაცების შედეგად მიყენებული ზიანი არის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული

დელიქტი. სახეზეა იურიდიული ფაქტი, ხოლო ვინც ავნო სხვის ქონებას ვალდებულია

აანაზღაუროს გამოწვეული ზიანი.

მოცემულ კონტექსტში აუცილებელია შევეხოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ადმინისტრაციულ სამართალდარღვეის

კოდექსისეულ რეგულირებას. ასკ-ის მე-40 და მე-401 მუხლები შეეხება მიყენებული ქონებრივი

ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საკითხს. ამ მუხლის პირველი ნაწილის

მიხედვით, ის სმარათალდარღვევები რაც საკ-ის 208-ე მუხლით სასამართლოს განსჯადია,

მოსამართლე სახდელის დადებისას საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია იმავდროულად

განიხილოს მიყენებული ქონებრივი ზიანის საკითხიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით,

კონკრეტული სატრანსპორტო სამართალდარღვევებისას, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო

საშუალების დაზიანება, დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს

შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს.

მიუხედავად აღნიშნული დანაწესისა, არ იცვლება ის ფაქტი, რომ სახეზეა

სამოქალაქოსამართლებრივი პასუხიმგებლობა, უბრალოდ კონკრეტულ შემთხვევაში

გამარტივებულია ზიანის ანაზღაურების პროცედურული საკითხი (უფრო ეფექტურს ხდის.

დაზარალებულს აძლევს შესაძლებლობას უფრო სწრაფად აღიდგინოს უფლება და აინაზღაუროს

ზიანი). ამის ყველაზე ნათელი დასტურია ასკ-ის მე-40 მუხლის მეშვიდე ნაწილი -

„დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2--მე-6 ნაწილების დებულებებს,

უფლება აქვს, სამართალდამარღვევთან იდავოს საქართველო სამოქალაქო კანონმდებლობით

დადგენილი წესით“.

დადგინდა, რომ: 1. მომხმარებლის მიერ ბუნებრივი არის მიტაცების შედეგად მიყენებული

ზიანი არის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტი. 2. ასკ-ის მიხედვით, სეკმეკ-

ის კომპეტენცია არ არის განიხილოს ასკ-ის 961-ე მუხლით გათვალისწინებული

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის საკითხი.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის ზოგადი ბუნება, ფუნქციები და ამოცანები

სემეკ-ის ფუნქციებისა და ამოცანების ძირითად საკანონმდებლო რეგულირებას ახდენ 1.

საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“; 2.

საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“. ასევე მისი ზოგადი

ბუნების შესწავლაში აუცილებელია გავაანალიზოთ ამ ინსტიტუტის გამოყენების მსოფლიო

პრაქტიკა - ფუნქციები და ამოცანები. ამ საკითხის განსაზღვრა მნიშვნელოვანია სტატიაში

Page 90: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 94

დასმული საკვლევი საკითხის გადასაწყვეტად. მნიშვნელოვანია გაირკვეს სემეკ-ის ზოგადი

ინსტიტუციონალური ბუნება და მისი ნორმატიული ფუნქციების არსი.

ელექტროენერგიით საიმედო და ხარისხიანი უზრუნველყოფა საზოგადოებისა და

სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამიტომ მსოფლიოს

განვითარებული სახელმწიფოები ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. ამ

დარგის მხოლოდ საბაზრო ურთიერთობებზე მიტოვება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს დარგი

ერთგვარ ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს, სადაც კონკურენცია შეზღუდულია. ასეთ დროს

ეკონომიკური რეგულირება ენაცვლება კონკურენციას, დაცვა ესაჭიროება ელექტროენერგიის,

როგორც მომხმარებლებს ისე მწარმოებლებს. განსაკუთრებით ეს ამოცანა ეხება

ელექტროენერგიის ტარიფებისა და მომსახურების ხარისხის სფეროს. დამოუკიდებელი

რეგულირება ხელსაყრელია ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის, ასევე მიმწოდებლისათვის,

და სახელმწიფოსათვისაც კი.

დამოუკიდებელი ორგანოების შექმნით ენერგეტიკული დარგი თავს იზღვევს

პოლიტიკური ჩარევებისაგან. ასეთი ზეწოლებისაგან უკეთ იქნება დაზღვეული ტარიფები და

დარგში განხორციელებული სხვა სახის რეგულირებები. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი

ხდება სახელმწიფოს კომერციული და მარეგულირებელი ფუნქციები. დამოუკიდებელი

ორგანოს არსებობა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მას დიდი ეკონომიკური

ფუნქცია აქვს - შექმნას შესაბამისი გარემო ინვესტორების მოზიდვისა და მათთვის შესაბამისი

პირობების არსებობის თვალსაზრისით - ამასთანავე დაიცვას მომხმარებელი ინტერესები.

მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით აღიარებულია დამოუკიდებელი მარეგულირებელი

ორგანოების დადებითი როლი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამართლიან

ტარიფებთან მიმართებით. დამოუკიდებელი რეგულირება დამოკიდებულისაგან განსხვავებით,

უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებასა და რაოდენობის გაზრდას,

კაპიტალის ნაკადის გადიდებას ენერგეტიკული რესურსებისა და მოცემულ დარგში

ინვესტიციების განხორციელებისათვის. მისი უმთავრესი ინსტიტუციონალური ამოცანაა

რეგულირების პროცესის და სამართლიანობის რწმენის გაზრდა საზოგადოებაში.

მარეგულირებლის ფუნქციონირების მიზნები და ამოცანები პირველ რიგში გულისხმობს

ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებას. არსებობდეს ისეთი

სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც უზრუნველყოფს საბაზრო ურთიერთობების

დარეგულირებას, ადგილობრივი და უცხო ინვესტორების მოზიდვას, ენერგიის კონკურენტული

ბაზრის ჩამოყალიბებას.

ბუნებრივი მონოპოლიების, მათ შორის ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის

სექტორის რეგულირების აუცილებლობა ეჭვგარეშეა - რასაც მსოფლიო ტენდენციები

ცხადყოფენ. რეგულირების გარეშე ბუნებრივი მონოპოლია გამოიყენებს თავის ძალაუფლებას

ბაზარზე იმისათვის, რომ მომხმარებლისაგან მიიღოს ზედმეტი მოგება და საზოგადოების

ხარჯზე დაიკმაყოფილოს საკუთარი ინტერესები. დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის

არსებობის საკითხი პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მერე

პუნქტს, რომელიც ადგენს თავისუფალი მეწარმეობას და კონკურენტუნარიან ბაზრის არსებობას,

მონოპოლიის გარეშე. მოცემულ აბზაცში ნახსენები პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური

Page 91: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 95

გზა არის კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნა, ამიტომ მარეგულირებელი ორგანოს მთავარი

არსობრივი ფუნქციაა მაქსიმალურად გაიმეოროს და შექმნას კონკურენტუნარიანი ბაზრის

პირობები, რეგულირების მეშვეობით. მისი მთავარი ფუნქცია და ამოცანაა უზრუნველყოს

ტარიფის დაყვანა გრძელვადიან ზღვრულ ღირებულებაზე და სატარიფო პოლიტიკის

შესაბამისობა საბაზრო პრინციპებთან. უზრუნველყოს მონოპოლისტური კომპანიებისაგან

განსაზღვრული მომსახურების მიღების ხარისხი და შესაბამისი მიწოდება.

2003 წლის 22 ივლისს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული

მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე,

ენერგომომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სემეკ-თან შეიქმნა მომხმარებელთა

ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომელიც დამოუკიდებელია და არ

შედის აპარატის შემადგენლობაში. მისი ძირითადი ფუნქციაა 1. შეაფასოს მომხმარებელზე

სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენა და მათი შედეგი. 2. მიიღოს

მონაწილეობა იმ ნორმატიული აქტების შექმნასა და მიღებაში, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა

იქონიონ მომხმარებელთა ინტერესებზე. კანონით გათვალისწინებული კონკრეტული

ინსტიტუტის არსებობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მარეგულირებელი კომისიის მთავარ

ფუნქციას. არ არის მისთვის პრიორიტეტული მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისათვის

მიყენებული ზიანის გამოანგარიშების საკითხების მეთვალყურეობა. აღნიშნული შეიძლება იმით

ავხსნათ, რომ ამ კუთხით მომხმარებლის ინტერესების დაცვა მაინცდამაინც არ არის

დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მთავარი მოვალეობა.

ზემოთ მოყვანილი მარეგულირებელი ორგანოების ზოგადი ბუნების შესაბამის

რეგულირებას ადგენს ეროვნული კანონმდებლობაც. საქართველოს კანონი, დამოუკიდებელი

მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, პირველი მუხლი განსაზღვრავს მის მიზანს: „ამ კანონის

მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო

საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების

სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში

უზრუნველყოფილი იქნას ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების

დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება“. ამავე

კანონის მე-10, მე-11, მე-12, მე-13 მუხლების მიხედვით მარეგულირებელი კომისიების მთავარი

ამოცანებია: სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილებების განხორციელება; სატარიფო

უფლებამოსილებები; დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება. ელექტროენერგიისა და

ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს პირველი მუხლიც იმეორებს დამოუკიდებელი

მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის მიზნებს და აზუსტებს, რომ ეს კანონი

აწესრიგებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებას და

განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.

უნდა ითქვას, რომ ეროვნული რეგულირება არსობრივ თანხვედრაშია მარეგულირებელი

ორგანოების ფუნქციებთან. ქვედა თავებში დავკონკრეტდებით თუ რამდენად გამომდინარეობს

სემეკ-ის ფუნქციებიდან მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისათვის მიყენებული ზიანის

გამოანგარიშების საკითხზე დავა სემეკ-ში. შესაბამისად აღნიშნული მოგვცემს საშუალებას

ვთქვათ ამ საკითხის განხილვა რამდენად გამომდინარეობს სემეკის უფლებამოსილებიდან,

Page 92: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 96

რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის N2/2/245

გადაწყვეტილებით სამოტივაციო ნაწილში განმარტებულია, რომ სემეკი უნდა მოქმედებდეს

მხოლოდ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. მიმწოდებლის მიერ ზიანის დარიცხვის სამართლებრივი სტატუსი

მიმწოდებელი კომპანიის მიერ აბონენტის ბარათზე თანხის დარიცხვა არ წარმოადგენს

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ შესასრულებლად სავალდებულო აქტს,

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სახელშეკრულებო დანაწესებიდან გამომდინარე თანხის

გადახდამდე აბონენტს შეუწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება. სემეკ-ის 2009 წლის 9 ივნისის

N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მოწოდებისა და მოხმარების წესების

შესახებ“ მეცხრე მუხლის მეორე პუნქტი და მე-11 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით აღნიშნული

ბერკეტი წარმოადგენს ერთგვარ იძულების მექანიზმს მოთხოვნილი თანხის გადახდის

უზრუნველსაყოფად. თანხის დარიცხვისას მიმწოდებელი მოქმედებს არა როგორც

ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული ორგანს ცნების ფუნქციონალური გაგების

მიხედვით) არამედ, როგორც სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელსაც მიადგა ზიანი.

მიმწოდებელი ამდმინისტრაციულ სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული ორგანოს სახით

იმიტომ მოქმედებს, რომ მისი ადმინისტრირება ხორციელდება სემეკ-ის მიერ მისთვის

დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში - კერძოდ კი განახორციელოს

ადმინისტრაციული სახდელის დადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961

მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის (ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის

(აირის) დატაცება).

ასკ-ის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად)

ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა

და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო,

ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისათვისაც

კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნული

ქმედება ადმინისტრაციული სახდელ დადებას დაქვემდებარებადია, რაც პასუხისმგებლობის

დაკისრებას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო თავის იმპერატივზმს სრული

მოცულობით რთავს და ადგენს სანქციას (ადმინისტრაციული სახდელი). უდავოა, რომ ეს არის

საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი განხორციელებისას ნებისმიერი

ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ორგანიზაციული ასევე ფუნქციონალური გაგებით

ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას - ადმინისტრირებს სახდელის დადებისას (ზიანის

ოდენობის განსაზღვრა კი სცდება სამართალდარღვევის ფარგლებს).

რაც შეეხება ზიანს მისი ბუნება განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით

(შემდგომში - „სსკ“) 992-ე მუხლის მიხედვით, ეს არის პირი, რომელიც სხვა პირს

მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს

ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი. სწორედ მიმწოდებლი კომპანიის მოთხოვნა ზიანის

ანაზღაურებაზე არ შეიძლება განვიხილოთ ადმინისტრირებად, აღნიშნული მოთხოვნის

უფლების დელეგირება არ ხდება (ფიზიკურადაც ვერ მოხდება), რადგან ზიანის მოთხოვნა

ნებისმიერი პირის სამოქალაქო სამართლებრივი უფლება თუ მას ასეთი ზიანი მიადგა.

Page 93: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 97

მიმწოდებელი კომპანია ზიანის დარიცხვის დროს არ მოქმედებს, როგორც

ადმინისტრაციული ორგანო (მისი ფუნქციური გაგებით). ის ამ დროს არ მოქმედებს არც

ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, მოქმედებს სამოქალაქო კანონმდებლობაზე

დაყრდნობით. ამ შემთხვევაში დარიცხვა არ აწესებს სავალდებულო მოთხოვნას მეორე

მხარისათვის, რადგან რაიმეს დაწესება, ცალმხრივად მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს

შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში კი გვყავს ორი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მდგომი პირი

(მიმწოდებელი კომპანია და მომხმარებელი) და შესაბამისად ერთი პირი მეორე პირს ვერ

დაუწესებს შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას. სახეზე არ გვაქვს ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამი ელემენტი (ინდ. აქტი კი არ არის თუ ერთი

ელემენტიც აკლია) ე.ი. ზიანის დარიცხვა არ არის ინდ. აქტი.

თუ არ არსებობს ინდ. აქტი, შესაბამისად აღნიშნული ვერ გასაჩივრდება სემეკ-ში როგორც

ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე

მსჯელობის უფლებამოსილება ექნება.

3.1 ბუნებრივი გაზის მიტაცებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დარიცხვა

ბუნებრივი აირის მიტაცებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დარიცხვა

ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული განსაზღვრულია ზემოთ

ხსენებული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N 12 დადგენილების მეცხრე მუხლით. იბადება

კითხვა რითია განპირობებული ამ საკითხის განსაზღვრის აუცილებლობა ადმინისტრაციული

ორგანოს მიერ?

1. აღნიშნული საკითხის განსაზღვრას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის

პირველი პუნქტი „ვ“ ქვეპუნქტი - მიწოდებისა და მოხმარების წესები. მარეგულირებელი

კომისია მოცემული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-

სამართლებრივ აქტს - დადგენილებას.

2. აღნიშნული დადგენილების მე-9 მუხლი შეეხება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და

მისი აღკვეთის საშუალებებს, მისი მეოთხე პუნქტი კი განსაზრვრავს უკანონოდ მოხმარებული

ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესებს. ამ ნორმის არსებობის მატერიალური წყარო

განპირობებულია ზიანის შემთხვევაში ქაოსისგან დაღწევის პრევენციით. როდესაც მოხდება

ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება ფაქტობრივად შეუძლებელია მიყენებული ზიანის

განსაზღვრა. სწორედ მრიცხველი ახდენს დახარჯული აირის ოდენობის ანგარიშს. ბუნებრივი

აირის მიტაცებისას კი, როგორც წესი გაზის მოხმარება ხდება მრიცხველის გვერდის ავლით. მისი

ფუნქციონირება შეფერხებულია რათა არ მოხდეს მოხმარებული აირის აღრიცხვა (მაგ:

მრიცხველი ამოტრიალებულია, მრიცხველის გვერდის ავლით ხდება მოხმარება და კიდევ სხვა

საშუალებები), სწორედ აღრიცხვის გარეშე მომხმარებული გაზია მიტაცებული და მისი ოდენობა

წარმოადგენს მიმწოდებელი კომპანიისადმი მიყენებულ ზიანს (ზიანი კი ვერ დაითვლება,

რადგან მრიცხველი არ ახდენს მის აღრიცხვას). ამიტომ სემეკი ახდენს კომპანიისათვის

მიყენებული ზიანის მიახლოებით დაანგარიშების წესს. იბადება კითხვა: ადმინისტრაციული

Page 94: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 98

ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების ზედმიწევნითი ზუსტი დაანგარიშების წესის დადგენა

სძენს თუ არა მოცემულ სამართალურთიერთობას საჯარო სამართლებრივ ხასიათს.

სუბიექტთა თეორიის მიხედვით საჯარო და კერძო სამართლის გამიჯვნისათვის

აუცილებელია გავიგოთ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტთა სტატუსი - რა

უფლებამოსილებები აქვთ მათ მოცემულ ურთიერთობაში. სახეზეა ორი თანაბარ უფლებიანი

პირი მომწოდებელი და მომხმარებელი. ამ შემთხვევაში მათ არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული

სტატუსი. თუ მომწოდებელ კომპანიას ბუნებრივი აირის მიტაცებით მიადგა ზიანი, ის

დანაკლისს დაიანგარიშებს ზემოთ მოყვანილი ნორმის მიხედვით და დაარიცხავს მომხმარებელს.

მოცემულ ნორმას ამ შემთხვევაში შემოაქვს წესრიგი კონკრეტული რეგულაციით, ისევე როგორც

დელიქტური ვალდებულებების მოწესრიგებას სამოქალაქო კოდექსში. მხოლოდ ფაქტი -

დელიქტის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას წესს ადგენს სემეკი, არ გვაძლევს იმის

თქმის საფუძველს, რომ ზიანის გამოთვლის გამო (ზიანის რეალური ოდენობა) მიმწოდებელსა

და მომხმარებელს შორის წარმოშობილი დავა უპირობოდ სემეკ-ის განსახილველია. ნორმატიულ

სივრცეში (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე) არც ისე ხშირი მაგრამ მაინც არის შემთხვევები,

როდესაც კონკრეტული დელიქტის ანაზღაურების (გამოთვლის) საკითხს აწესრიგებს

სპეციალური ნორმატიული აქტი, მაგალითად 2006 წლამდე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსი

ითვალისწინებდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ რეგულაციებს (საწარმოს,

დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა. ზიანის

ანაზღაურების წესი. გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას ანაზღაურების

ოდენობის განსაზღვრისას ხელფასის დაქვითვის შეზღუდვა და ა.შ) დღეს მოქმედი შრომის

კოდექსის მიხედვით კი ზიანის ანაზღაურების საკითხები ბლანკეტურადაა მოწესრიგებული

კანონში და გვეუბნება - „შრომითი ურთიერთობებისა მხარის მიერ მეორე მხარისათვის

მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“).

მოცემული საკითხის ასეთი მოწესრიგება გამოწვეულია ზიანის სპეციფიკიდან გამოდინარე და

არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სამართალურთიერთობა ორ თანაბარუფლებიან კერო პირს შორის არის.

კანონმდებელს ასეთ დროს შემოაქვს სპეციალური რეგულაცია, რათა ნორმატიულ სივრცეში არ

იყოს ღია ადგილი ქაოსისათვის. სემეკს კი აღნიშნული საკითხის მოწესრიგების უფლება

მინიჭებული აქვს (საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-151 და18 მუხლების

მოთხოვნათა დაცვით) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს

კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „3“ ქვეპუნქტის მიხედვით. ამ საკითხის სემეკ-ისათვის

მოწესრიგების მიკუთვნება განპირობებულია დასარეგულირებელი სივრცის ტექნიკური

ხასიათის სპეციფიკით, აღნიშნული ორგანო უფრო მეტად კომპეტენტურია ამ საკითხის

რეგულირებისათვის ვიდრე სხვა ნებისმიერი ორგანო, მათ შორის საკანონმდებლო. ასევე

აუცილებელია მისი მოქნილი რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და არა

საკანონმდებლო ნორმატიული აქტით. ზიანის ანაზღაურების დაანგარიშების წესის განსზღვრა

კანონქვემდებარე აქტით ასევე არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სახეზეა ორ ჰორიზონტალურ

სიბრტყეზე მდგარ სუბიექტს შორის წარმოშობილი ურთიერთობა, ზიანის ანაზღაურებასთან

დაკავშირებით, ასეთი ურთიერთობის საკვანძო მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტი კი

სამოქალაქო კოდექსია.

Page 95: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 99

4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეგულაცია განსახილვევლ საკითხთან მიმართებით

აუცილებელია შევეხებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 343-ე თავს, რადგან

აღნიშნული ადგენს ცალკეული დელიქტებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ

სარჩელის განხილვის გამარტივებული წესს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია და პირდაპირი კავშირი

აქვს ნაშრომში დასმულ სადავო საკითხის თემატიკასთან.

სსსკ-ის 106-ე მუხლი ადგენს პრეიუდიციულ მტკიცებულებების ჩამონათვალს (ფაქტები,

რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას). მოცემული პოზიტიური ჩამონათვალი არ ადგენს სხვა

მტკიცებულებების პრეიუდიციულ ძალას, გარდა ჩამოთვლილისა. მიუხედავად ამისა სსკ-ის 343-

ე თავი ადგენს ცალკეული დელიქტით მიყებული ზიანის ანაზღაურების განხილვის გამარტი-

ვებულ წესს. ეს თავი შეეხება დანაშაულის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შედეგად

მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. სსკ-ის 30917-ე მუხლის მიხედვით აუცილებელია

სარჩელს დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან თუ სახეზეა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი - ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევის გამოცემული აქტი რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოცემული თავის მიზნებისათვის ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევის შემთხვევაზე გამოცემული დადგენილება ან შესაბამისი

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რითაც დგინდება კონკრეტული

მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, არის პრეიუდიციული მნიშვნელობის. ამ

მოსაზრებას ნორმატიულად ადასტურებს სსკ-ის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის

მიხედვითაც: „ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო

დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში

შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის

განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით“.

წინა აბზაცში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე ბუნებრივი აირის

მიმწოდებლის მიერ დადებული ადმინისტრაციული სახდელი, მოცემულ შემთხვევაში არის

გარემოება რომელსაც არ საჭიროებს მტკიცებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ეს გარემოება

კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი აირის მიტაცების შედეგად

გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხი პირდაპირ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს -

სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, და არა სემეკ-მა.

უნდა აღინიშნოს კანონმდებლის ნება, რომ ამ ტიპის საქმეების განხილვა მოხდეს რაც

შეიძლება დაჩქარებულ ვადებში, რადგან ზიანის არსებობის ფაქტი სახეზეა (აღნიშნული არ არის

სადაო). კანონის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად და გამარტივებული გზებით მიიღოს პირმა

მიყენებული ზიანი და აღადგინოს თავდაპირველი მდგომარეობა. ჩვენს შემთხვევაში კი თუ

ვიტყვით, რომ ბუნებრივით აირის მიტაცების შედეგად წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე დავის

განხილვა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის უფლებამოსილებაა - უმიზეზოდ შეილახება დაზარალებული მხარის ინტერესი (რაც

შეიძლება მალე აღიდგინოს ზიანი). თუ ვიტყვით, რომ სემეკ-მა უნდა განიხილოს აღნიშნული -

როგორც დროში ასევე პროცედურულად გაიწელება დავის გადაწყვეტა. ამასთანავე აღსანიშნავია,

Page 96: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 100

რომ სამოქალაქო წესით განსახილველი საკითხი გახდება ადმინისტრაციული კოლეგიის

განსჯადი, რადგან სემეკ-ი დავას გადაწყვეტს თავისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ

სამართლებრივი აქტით (გადაწყვეტილებით).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 343-ე თავის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილი

წარმოდგენილია მეტად საინტერესო დისპოზიციით, კერძოდ: „თუ კანონიერ ძალაში შესული

სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი

ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ

შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება

ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც

განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა“. ეს ნორმა ამყარებს იმ პოზიციას, რომ

ცალკეული დელიქტები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებენ ზიანის ოდენობის

გამოანგარიშების წესის დადგენას, და ამ წესის განსაზღვრა თუნდაც კანონქვემდებარე აქტით არ

უცვლის სადავო საკითხს ბუნებას ((აღნიშნული შეიძლება გაიწეროს როგორც საკანონმდებლო

ისე კანონქვემდებარე აქტით) როგორც წინა თავებში აღვნიშნეთ ბუნებრივი აირის მიტაცების

შედეგად მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესებს ადგენს სემეკ-ის, მიერ გამოცემული 2009

წლის 9 ივლისის N 12 დადგენილება).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 343-ე თავის (ცალკეული დელიქტებით მიყენებული

ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი) არსებობა და მისი

რეგულაციები, კიდევ ერთი მყარი სამართლებრივი არგუმენტია, რომ ბუნებრივი აირის

მიტაცების შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული დავები არ არის სემეკ-

ის განსახილველი საკითხი.

დასკვნა

შესავალში განსახილველ საკითხად დავაყენეთ, ჰქონდა თუ არა საქართველოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისას უფლებამოსილება

განეხილა დავა მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, ბუნებრივი აირის მიტაცების შედეგად

გამოწვეული ზიანის ოდენობის მოცულობასთან დაკავშირებით.

ნაშრომში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე მივედით დასკვნამდე, რომ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ

არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საკითხი. ზიანის ოდენობაზე დავა არის

სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. სემეკს კი ეროვნული კანონმდებლობიდან

გამომდინარე არა აქვს უფლება განიხილოს სამოქალაქო სამართლებრივი საქმე (ე.ი. არ არის

უფლებამოსილი ორგანო). უფრო მეტიც მარეგულირებელი კომისიაზე მსჯელობისას ნათლად

გამოვლინდა, რომ აღნიშნული არ არის სემეკის ფუნქცია, ეს უფლებამოსილება არ

გამომდინარეობს მისი ბუნებიდან. ნაშრომში მოყვანილია რიგი არგუმენტები, რომლებიც

ამყარებენ მოცემულ სამართლებრივ დასკვნას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. სხირტლაძე ნ., კოპალეიშვილი მ., ტურავა პ., ქარდავა ე., ადმინისტრაციული საპროცესო

სამართლის სახელმძღვანელო.

Page 97: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 101

2. სუხიტაშვილი თ., თეორიები სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძვლების შესახებ, ჟურნალი

- მართლმსაჯულება და კანონი, ქ. თბილისი 2012 წ. N4.

3. წკეპლაძე ნ., ტურავა პ., ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი

2013 წ.

4. ტუღუში თ., ბურჯანაძე გ., მშვენიერაძე გ., გოცირიძე გ., მენაბდე ვ., ადამიანის უფლებები და

საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილის 2013 წ.

5. ტურავა პ., ავტორთა კოლექტივი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თბილისი 2013 წ.

6. ჩომახიძე დ., ენერგეტკის მდგრადი განვითარების რეგულირების პრინციპები.

7. ნარმანია დ., მურღულია შ., დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისების საქმიანობა,

ჟურნალი ეკონომიკის მარეგულირებელი ინსტიტუტების განვითარება საქართველოში.

8. რუსიაშვილი ჯ., ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ზიანის ანაზღაურება,

კანონმდებლობის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა, თბილისი 2013 წ.

9. ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2011 წ.

10. სულხანიშვილი მ., პრეიუდიცია და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო

რეგულირებანი, სამართლის ჟურნალი - მართლმსაჯულება და კანონი, 2014 N2.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის N2/2/245

გადაწყვეტილება, კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინაარმდეგ.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473

გადაწყვეტილება. ბიჭიკო ქონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაარმდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის, 2010 წლის 12

ოქტომბრის Nბს-523-503 განჩინება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის, 2007 წლის 5

აპრილის Nბს-1010-563 (კს-06) გადაწყვეტილება

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24

ნოემბრის დადგენილება საქმე N4/5806-14.

საკანონმდებლო აქტები

1. საქართველოს კონსტიტუცია.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

5. საქართველოს კანონი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ.

6. საქართველოს კანონი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

7. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი (ძალადაკარგულია).

8. საქართველოს შრომის კოდექსი.

Page 98: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 102

ПРОЦЕССУАЛЬНЫЕ ОСОБЕННОСТИ ОСМОТРА МЕСТА

ПРОИСШЕСТВИЯ

კობა ბუაძე სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, Koba Buadze

Doctor of Low. Associated Professor

Tbilisi OpenTeaching university [email protected]

Procedural Features of Inspecting the Scene of Crime

ABSTRACT

The present article deals with the procedural basis and the peculiarities of investigating the scene of crime. It

points out that during this investigation the material objects and evidence are evaluated lawfully and thoroughly, as

they are essential to establish the objective truth. At the same time, it is noted that while observing the scene of

crime, the investigator can determine a general criminalistics structure of the crime, the mechanism causing it, its

motives, etc. The paper also discusses general characteristics of observing the body, procedural peculiarities of its

discovery, static and dynamic research. Besides, it emphasizes all tactic and technical methods of investigating the

scenes of crime.

Key words: Procedural Featuresstructure of the crime; Scene of Crime

Одним из основных средств получения информации о расследуемом событии, связанном с

обнаружением трупа с признаками насильственной смерти, является осмотр места происшествия. На

первоначальном этапе расследования осмотр места происшествия, наряду с допросом, является

основным источником получения информации о событии преступления. От того, насколько

своевременно и полно следователем произведен осмотр места происшествия, зависит правильность

выдвигаемых версий и в конечном итоге успех расследования.

Ученые-криминалисты по-разному определяют понятие «осмотра места происшествия». Так,

Проф. А.Н. Васильев считает, что осмотр места происшествия - это следственное действие, которое за-

ключается в непосредственном восприятии, исследовании и фиксации следователем или дознавателем

обстановки места происшествия, а также в обнаружении, фиксации и изъятии следов и вещественных

доказательств для установления в возможных пределах характера и обстоятельств события и виновных

лиц.

По мнению Проф. В.П. Колмакова, осмотр места происшествия представляет собой следственное

действие, в процессе которого следователь непосредственно воспринимает, исследует, фиксирует и

оценивает состояние, свойства и признаки материальных объектов, имеющихся на участках местности

или/и в помещении, с целью обнаружения там вещественных доказательств, следов, выяснения

обстановки и всех обстоятельств, имеющих значение д ля установления истины по делу.

Page 99: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 103

Полемизируя с указанными юристами, Проф. Д.П. Рассейкин внес свои уточняющие критерии в

понятие «осмотр места происшествия».

И все же наиболее полным и обоснованным считаем следующее определение; осмотр места

происшествия — «это неотложное следственное действие, направленное на установление, фиксацию и

исследование обстановки места происшествия, следов преступления и преступника и иных

фактических данных, позволяющих в совокупности с другими доказательствами сделать вывод о

механизме происшествия и других обстоятельствах расследуемого события».

Следует отметить, что в последнее время криминалисты все чаще стали употреблять вместо

термина «осмотр» места происшествия термин «исследование» места происшествия. Думается, что

данная позиция имеет под собой основание, поскольку понятие «осмотр», в отличие от исследования,

предполагает не целеустремленную поисково-познавательную деятельность, а созерцательно-

ознакомительное поведение действующего субъекта.

Значение качественного проведения осмотра места происшествия при совершении убийств по

найму велико. Расследование данного преступления обычно проводится в условиях минимума

информации о произошедшем событии, поэтому значительный объем информации о событии

преступления, позволяющий его раскрыть, может дать именно осмотр места происшествия.

При качественном проведении осмотра места происшествия следователь может установить:

элементы криминалистической структуры совершенного убийства; этапы развития преступления

(подготовку, механизм совершения, результаты, действия по сокрытию); связи структуры

преступления, факты взаимодействия элементов структуры преступления с другими системами,

наличествующими на месте осмотра; личность преступника; мотивы преступления.

Кроме того, на информации, полученной в ходе осмотра места происшествия, основываются все

остальные следственные действия: допросы свидетелей и потерпевших, подозреваемых и обвиняемых,

проверка показаний на месте. Поэтому так важно со всей ответственностью подойти к организации и

проведению осмотра места происшествия, по возможности исключив необходимость повторного его

проведения.

Несмотря на всю значимость данного следственного действия, практика показывает, что

следователи не в полной мере понимают необходимость качественного производства осмотра и

допускают немало ошибок, которые приводят к невосполнимой потере возможности получить

доказательственную информацию по делу.

Как правильно отмечают специалисты, «одна из главных заповедей настоящего детектива

гласит: не теряя времени и не жалея сил, самым скрупулезным образом осмотри место происшествия,

особенно по делу об убийстве».

Page 100: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 104

Содержание и особенности работы по осмотру места происшествия по исследуемой категории

дел определяются: характером места совершения убийства (улица, подъезд, квартира и т.п.);

результатом покушения (убит, ранен, не пострадал, количество пострадавших); видом

использовавшихся средств (пистолет, автомат, взрывное устройство); количеством нападавших;

местом нахождения пострадавших (на месте происшествия, в больнице и пр.).

Кроме того, специалисты отмечают необходимость участия в осмотре двух следователей,

поскольку «вдвоем следователям легче избежать ошибок, выйти из трудного положения, принять

правильное решение в сложной ситуации».

После получения сообщения о преступлении или об обнаружении трупа с признаками

насильственной смерти, следователю — руководителю группы еще до прибытия на место необходимо

сориентировать и организовать работников оперативных служб прежде всего на проведение

следующих действий: организации охраны места происшествия в целях защиты следов преступления;

принять меры к оказанию помощи пострадавшим (доставлению в больницу) и организовать их охрану;

организовать преследование преступников по «горячим следам»; обеспечить проведение

заградительных мероприятий; поручить оперативным работникам выявить всех очевидцев и

свидетелей происшедшего и опросить их по поводу обстоятельств совершения преступления, пока в их

памяти свежи подробности события преступления.

В целях обнаружения всех доказательств следователь должен привлечь к участию в осмотре

необходимых специалистов.

В ходе осмотра места происшествия для фиксации обстановки и составления планов необходимо

производить фото- и видеосъемку. В настоящее время в связи с развитием технологий широкое

распространение получила цифровая съемка. В связи с отличным от традиционной съемки методом

фиксации, позволяющим производить обработку изображения, учеными-криминалистами и

практическими работниками обсуждается возможность использования цифровой съемки и ее

результатов в качестве доказательств по уголовному делу.

Мы согласны с той точкой зрения, что отказываться от применения цифровой съемки не нужно.

Для сохранения доказательственного значения цифровых изображений, полученных при осмотре места

происшествия, предлагаются следующие способы: 1) использование комплекта фотокамеры и принте-

ра. В процессе осмотра места происшествия производится фотографирование и распечатка

фотографий, на которых понятые ставят свои подписи, удостоверяя подлинность изображения; 2)

замена фотоаппарата цифровой камерой. По окончании съемки на месте происшествия цифровая карта

памяти вынимается из фотоаппарата (при невозможности изъятия карты изымается фотоаппарат),

упаковывается, опечатывается и заверяется подписями понятых. В дальнейшем снимки

Page 101: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 105

изготавливаются в процессе проведения следственного осмотра с надлежащим его оформлением

(составлением протокола).

Особенностью осмотра места происшествия убийств по найму, как правильно отмечают ученые-

криминалисты, является то, что место происшествия включает в себя несколько функциональных

составляющих — участков, зон, для каждой из которых характерны свои виды следов пребывания и

осуществления действий: а) место проявления результатов покушения; б) место, откуда велась

стрельба или осуществлялось управление взрывным устройством (может совпадать с местом

покушения); в) место засады (может совпадать с местом ведения огня, нападения); г) путь отхода с

места происшествия; д) место оставления использовавшегося преступником транспортного средства.

Однако в данный список необходимо включить и такой элемент места происшествия, как труп

или части расчлененного трупа потерпевшего, который может совпадать с местом проявления

покушения или нет (в случае перемещения трупа).

При осмотре трупа по внешнему виду, одежде, аксессуарам жертвы можно определить ее

материальное и социальное положение.

Участие в осмотре двух следователей позволяет уделить должное внимание осмотру трупа и

организовать выявление и фиксацию следов на остальных участках преступления, особенно когда

велика вероятность их скорой утраты (погодные условия, место преступления находится в черте

города в оживленном месте и т.п.). При осмотре трупа с участием специалиста исследуются и фикси-

руются: 1) без перемещения трупа: расположение трупа относительно окружающей обстановки,

предметов и следов с ним связанных; поза трупа в целом, а также положение отдельных частей тела;

положение и состояние одежды на теле, следов и предметов на них; 2) с перемещением трупа:

исследуется ложе трупа; одежда и предметы в ней и под трупом; детальный осмотр трупа с целью

определения: пола, возраста, характера повреждений (прижизненные или посмертные,

свидетельствующие об оказании сопротивления, перемещении трупа и др.) и их локализацию,

примерного времени наступления смерти, вероятной причины наступления смерти, особых примет.

При исследовании количества повреждений необходимо обратить внимание на то, сделаны они

одним орудием или несколькими, а также высказать предположение о виде орудия, которым нанесены

повреждения.

Труп осматривается не только на наличие повреждений, но и на наличие следов преступника.

Поскольку убийство тщательно готовится , то в целом следов на месте происшествия очень мало. В

целях обнаружения и сохранения следов преступления следует осторожно снять с трупа верхнюю

одежду, так как на ней могут быть микроволокна одежды преступника, волосы, частички кожи,

следует собрать подноггевое содержимое жертвы.

Page 102: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 106

Помимо детального осмотра трупа на прилегающей к нему территории осматриваются все

поверхности, с которыми мог соприкасаться преступник, а также территория, на которой могут быть

следы обуви преступника либо случайно оброненные им вещи.

В случае совершения убийства в помещении (квартире, рабочем кабинете) прежде всего

устанавливаются и осматриваются вероятные пути подхода и ухода преступника, а также те предметы

в помещении, с которыми мог соприкасаться преступник: двери, ручки, посуда, столы, шкафы и т.д.

При исследовании путей подхода к жертве обращается внимание на то, приходилось ли преступнику

преодолевать какие-либо преграды (открывать дверь, взламывать замок), какими средствами он

пользовался (ключами, отмычкой) и какие могли остаться на нем следы.

В связи с перечисленными особенностями механизма совершения наемных убийств и

обстановки конкретного убийства необходимо правильно определить границы осмотра. Как показало

изучение уголовных дел. а также данные о проведенных ранее обобщениях по этому поводу,

следователи необоснованно сужали границы осмотра. Поскольку часто убийство по найму

совершается путем применения огнестрельного оружия, с большой дистанции, то осмотру подлежат

места, откуда преступник предположительно произвел выстрел: это подъезд, квартира соседнего

здания, его чердак или крыша.

Кроме того, скрываясь с места происшествия, преступник часто использует транспортные

средства, и с целью обнаружения следов совершения преступления и его сокрытия необходимо

производить осмотр всей территории, по которой, возможно, перемещался преступник.

Часто для совершения преступления убийца использует транспортное средство, которое потом

бросает. Осматривается прежде всего то место, где стояла автомашина в момент совершения

преступления: там могут быть обнаружены предметы, случайно оброненные преступником, гильзы от

патронов, следы крови, следы протекторов шин.

Как показало обобщение, нередко преступник убивает жертву в момент, когда та выходит из

машины либо садится в нее. Поэтому необходимо осматривать не только обнаруженный автомобиль

преступника, но и автомашину жертвы. При этом фиксируются имеющиеся на автомашине жертвы

повреждения, количество и расположение следов крови, пуль. При осмотре автомашины преступника

также фиксируются: идентификационные признаки, имеющиеся на ней повреждения, предметы и

документы, обнаруженные в машине; машина осматривается на предмет наличия следов пальцев рук и

микрообъектов, гильз от пуль.

Большое количество следов преступника может остаться в месте организации наблюдения за

жертвой, засады и места, с которого велась стрельба. При обнаружении в ходе осмотра указанных мест

прежде всего необходимо в возможно короткие сроки изъять с предметов, которые принадлежат

преступнику (оружие, предметы одежды) или к которым он прикасался, запаховый след.

Page 103: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 107

Наблюдая за жертвой, преступник оставляет различные следы, в том числе: следы рук, ног,

окурки или пачки от сигарет, жевательную резинку, следы слюны, микроволокна одежды, волосы. По

количеству и виду следов ног, обуви можно судить о количестве участников преступления и их

характеристиках (рост, вес, особенности походки).

Кроме того, при проведении осмотра указанных мест необходимо обратить внимание на тот

факт, какие следы могли остаться на преступнике вследствие его взаимодействия с предметами, нахо-

дившимися на месте происшествия: отбираются следы почвы, лакокрасочных покрытий, побелки и др.

Довольно часто преступник бросает на месте происшествия использовавшееся им оружие,

приспособления для стрельбы, их исследованию нужно уделить должное внимание, поскольку на них

не только могут остаться следы, но и сам вид оружия может дать характеристику лицу, стрелявшему из

него. Оружие исследуется в целях получения данных, позволяющих его идентифицировать:

определяется вид, модель, маркировка, производитель.

С целью выявления потожировых следов или следов крови (в случае произведения в жертву

выстрела «в упор») на оружии осматриваются: ствол, затвор, глушитель, спусковой крючок, патроны,

приклад. Осмотру также подлежат упаковка оружия, приспособления для стрельбы: оптический

прицел, прибор ночного видения. Как правило, убийца действует в перчатках, поэтому вероятность

обнаружения отпечатков пальцев невелика. Однако можно установить тип перчатки по оставленным

следам.

При производстве осмотра места происшествия, связанного с применением взрывного

устройства, необходимо прежде всего принять меры безопасности. С помощью специалистов

выясняется, не осталось ли на месте происшествия неразорвавшихся снарядов, детонаторов, и только

после этого можно приступать к проведению осмотра.

Для выявления на территории осмотра частей взрывного устройства, деталей механизма,

оболочки, частей взрывного вещества используются металлоискатель и магнитный искатель-

подъемник. При этом площадь осматриваемой территории определяется с учетом действия ударной

волны.

Кроме того, при совершении убийств по найму преступниками проводятся подготовительные

мероприятия с целью выяснения распорядка дня потерпевшего, его маршрутов передвижения,

прослушивается содержание его разговоров. Поэтому при проведении осмотра необходимо иссле-

довать возможные места нахождения устройств наблюдения и слежения.

В ходе расследования преступления у следователя может появиться информация о местах, где

преступником осуществлялась пристрелка оружия. Данные участки с целью обнаружения оружия,

гильз, следов рук и ног, микрообъектов также подлежат осмотру. При осмотре мишеней можно

получить информацию о навыках стрельбы преступника.

Page 104: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 108

При производстве осмотра места происшествия необходимо помнить о том, что на практике

приходится иметь дело с различными инсценировками на месте происшествия. Тем более, что по

рассматриваемой категории дел одним из требований заказчика может быть маскировка исполнителем

совершенного преступления под некриминальное событие или другое преступление. Поэтому, как

правильно отмечают специалисты, «при осмотре следует различать вопросы «что я вижу» и «что

означает то, что я вижу».

Инсценировка представляет собой «изменение внешних связей (связей сосуществования),

характерных для формы проявления сущности события».

Проф. А.Р. Ратинов справедливо отмечает, что при инсценировках на месте происшествия

«преступники искажают картину события, создают фиктивную обстановку и, фабрикуя отдельные

доказательства, стремятся направить следствие по ложному пути».

Как мы отметили ранее, исследование места происшествия позволяет установить личность

преступника, мотивы и цели совершения преступления. Преступник рассчитывает на то, что

следователь, обнаружив на месте происшествия следы, характерные для инсценируемого

преступником события, естественно, должен выдвинуть версию именно об этом деянии и уже не будет

обращать внимание, а тем более искать следы другого события, которое произошло на самом деле. Ин-

сценируя событие, преступник представляет себя на месте следователя, поэтому в целях обнаружения

инсценировок следователю необходимо научиться ставить себя на место преступника и мыслить, как

он.

При осмотре места происшествия следователь должен учитывать, что преступник в ряде случаев

(при получении соответствующего заказа) предпринимает следующие действия по инсценировке:

передвигает место происшествия; маскирует его, фальсифицирует обстановку; уничтожает следы

преступления и создает ложные следы (например, подкладывает на месте гильзы, стрелянные в таком

же виде оружия, которое использовалось на месте происшествия, но из другого экземпляра);

инсценирует событие другого преступления. Задача следователя состоит в том, чтобы распознать

замысел преступника, критически оценить «очевидные» и «правдоподобные» следы преступления.(

Баранов,1981 26))

При осмотре места происшествия следователем могут быть выявлены следы инсценировки и

следы скрываемого инсценировкой деяния.

Решение задачи обнаружения инсценировки и скрываемого ею деяния достигается путем

тщательного анализа, сопоставления и оценки признаков, наиболее типичных для данного вида

преступления, и признаков, характерных для других видов.

Page 105: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 109

В ходе осмотра места происшествия следователем производится либо непосредственное

установление негативных обстоятельств, либо предварительное отнесение к ним выявленных следов и

иных вещественных доказательств.( Баранов,1981 166)

Отметим, что выявить инсценировку на месте происшествия можно также путем установления

отсутствия необходимых для данного преступления следов. Кроме того, играет большую роль помощь

и предварительные заключения участвующих в осмотре места происшествия специалистов и, конечно

же, опыт следователя.

Возвращаясь к тактике производства осмотра места происшествия убийства по найму, отметим

необходимость составления подробного плана и схемы места происшествия.

Несмотря на важность данного следственного действия по указанным выше причинам,

следователи не всегда добросовестно относятся к его подготовке и проведению. Анализ учеными-

юристами ряда известных уголовных дел прошлого века, оставшихся нераскрытыми, показал, «что

«ахиллесовой» пятой в каждом из них был осмотр места происшествия. Именно он создавал

«загадочность дел, а не сами преступления». В результате некачественного проведения первоначаль-

ного осмотра места происшествия многие доказательства могут быть утеряны, и поэтому даже

производство дополнительного осмотра не восполнит образовавшиеся пробелы.

Изучение уголовных дел данной категории показало справедливость замечаний практических

работников правоохранительных органов о том, что около 50-60% всех мест происшествия

осматриваются поверхностно. (Леканов166. — С. 10)Основными недостатками осмотров являются:

некачественная подготовка к проведению осмотра; необоснованное сужение границ осмотров; участие

в осмотре не всех необходимых специалистов; некачественная фиксация обнаруженных следов

(фотографирование, изготовление слепков и т.п.); отсутствие схем и планов места происшествия;

производство осмотра основывается на отдельно взятых фактах и кажущихся наиболее вероятными

версиях.

В связи с тем, что дела названной категории все чаще по ходатайству обвиняемых

рассматриваются с участием присяжных заседателей, результатом ошибки следователя или

специалистов в производстве и фиксации результатов осмотра может стать невозможность привлече-

ния к ответственности виновных лиц.

По результатам осмотра места происшествия выдвигаются версии об обстоятельствах

совершенного преступления и о личности преступника; в случае обнаружения информации,

касающейся личности преступника, незамедлительно организовывается его преследование и

задержание «по горячим следам».

Исползуемая Литература

Page 106: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 110

1.Васильев А.Н. Понятие и задачи осмотра места происшествия // Осмотр места происшествия. М.,

1960. 2.Саньков В. Недостатки в первоначальных следственных действиях по делам об умышленных

убийствах. // Законность. — №3. — 2001. 3.Лузги» И М. Методологические проблемы развития. — М., 1973 4.Ратинов А.Р. Судебная психология для следователей. — М., 1967 5.Синие МЛ. Осмотр места происшествия. Под ред. А.И. Дворкина. — М., 2000. 6.Баранов Е.В., Торбин Ю.Г. Раскрытие инсценировок при расследовании преступлений. — Волгоград,

1981. — С. 25. (ДСП). 1 Баранов Е.В., Торбин Ю.Г. Указ, работа. — С. 26.

Page 107: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 111

საგადასახადო შეღავათები იურიდიული პირის

რეორგანიზაციის დროს ნათელა ხოდერიანი

ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტი

ნატო ჭითანავა სამართლის სკოლის ასისტენტი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი Reorganization and Tax Benefits for a Legal Entity

ABSTRACT

The present article deals with taxes, regulatory tax regulations, as well as changes made to the Tax

Code of Georgia in 2005, which determines the importance of the issue.

The article discusses the tax tax system, which is fundamental to the state economy. It is important that

in 2005 the introduction of a new tax code led to a fundamental change in the tax landscape in Georgia.

Due to legislative amendments, taxes (taxes from 22 taxes have 6 types of taxes), procedural issues have

been regulated, corruption has been eliminated and enforcement of the code has been significantly

improved, which reflected the growth of state revenue.

By considering the above, the subject of research is taxes and tax benefits that contribute to economic

growth.

The main objective of the research is to consider tax benefits provided by Georgian legislation.

Keywords: Taxes, Benefits, Tax code.

საგადასახადო ვალდებულება ეწოდება გადასახადის გადამხდელის მიერ

კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულებას.

სხვა ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებულია დაბეგვრასთან (მაგ. დეკლარირების

ვალდებულება) არ ითვლება საგადასახადო ვალდებულებად, თუმცა იგი წარმოადგენს

გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას.

საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან,

რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ერთია საგადასახადო ვალდებულების

წარმოქმნის დრო და მეორე მისი შესრულების ვადა. აქედან გამომდინარე საგადასახადო

ვალდებულების წარმოშობა წინ უსწრებს მის შესრულებას. მაგალითად წლიური საშემოსავლო

გადასახადის მიმართ საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა წინა წელს, ხოლო გადახდა

ხდება მომდევნო წლის 1 აპრილამდე. ამასთან,დაბეგვრისთვის გამოიყენება საგადასახადო

ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა. (ურიდია

2014, 30, 40, 43, 308, 309, 310, 311)

საბაჟო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ

ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში

მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების

წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან განსაზღვრულ

სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.

Page 108: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 112

საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, გარდა იმ

შემთხვევის, როდესაც გადასახადის დაკავება ხდება გადასახადის წყაროსთან, გადასახადის

გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა. კერძოდ, თუ

გადამხდელი ახდენს სხვისი საგადასახადო ვალდებულების დაფარვას, ასეთ შემთხვევაში ბანკში

წარდგენილი საგადასახადო დავალიანების „გადამხდელის დასახელებაში“ მიეთითება იმ პირის

დასახელება, რომელიც ახდენს სახსრების გადახდა, ხოლო „გადასახადის გადამხდელის

დახასელებაში „ მიეთითება იმ პირის სრული დასახელება ( ან ფიზიკური პირის სახელი და

გვარი ), ვის მაგივრადაც ხდება გადახდა. ასეთ შემთხვევაში ( როდესაც გადამხდელი ახდენს

სხვისი საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას) გრაფაში„საიდენთიფიკაციო ნომერი“ მიეთითება

იმ პირის საიდენთიფიკაციო ნომერი, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა. (ურიდია 2014, 30, 40, 43,

308, 309, 310, 311)

საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლლებაგადასახადის თანხით დადგენილ

ვადაში გადახდა, თუმცა შესაძლებელია საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესის ან

ვადის შეცვლა.

ზემოთ ჩამოთვლილ წესებს საგადასახადო ვალდებულებების შესახებ აწესრიგებს

საგადასახადო კოდექსის 28 -ე მუხლი. კერძოდ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის ვალდებულება,

გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად

საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე მისი

შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო

კანონმდებლობის სხვა აქტებით. ხოლო მე-3 პუნქტით მიხედვით საგადასახადო ვალდებულება

ეკისრება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ

გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებენ გადასახადის

გადახდას.(საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი ( მუხლი 28-ე, 30-ე, 32-ე )

შეეხება საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ის რეგულირდება საგადასახადო

კოდექსის 30-ე მუხლის მეშვეობით. კერძოდ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად

საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის გადახდა

დადგენილ ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მეორე ოუნქტის თანახმად საგადასახადო

ვალდებულების შესრულება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად

ვალდებულებას. საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის

დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებათაგან დამოუკიდებლად. ამასთან, თუ

საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგადასახადო ვალდებულება

სრულდება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობით

დადგენილ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლება დაეკისროს სხვა

ვალდებულ პირს. მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია გადასახადის გადამხდელის ან სხვა

ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის

თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის

საგადასახადო კანონმდებლობით. საგადასახადო კოდექსის თანახმად გადასახადის

Page 109: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 113

გადამხდელი ან სხვა ვალდებული პირი პასუხს აგებს საგადასახადო ვალდებულების

შესრულებაზე მთელი თავისი კუთვნილი ქონებით. (საქართველოს კანონი საქართველოს

საგადასახადო კოდექსი ( მუხლი 28-ე, 30-ე, 32-ე )

საწარმოს რეორგანიზაციის ორგანიზაციული სახეები

საშემოსავლო ან მოგების გადასახადებით დაბეგვრის ბაზად განიხილება ფიზიკური ან

იურიდიული პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც წარმოიქმნება პირის მიერ ქონებაზე

საკუთრების უფლების გადაცემით.

თუმცა, ზოგჯერ, შემოსავლის ფორმირების გართულებულ სისტემასთან გვაქვს საქმე,

როდერაც იგი ეხება იურიდიული პირის/ საწარმოს რეორგანიზაციის საკითხს.

საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება );

შერწყმა ( გაერთიანება, მიერთება ); გაყოფა ( დაყოფა, გამოყოფა).

რეორგანიზაციისას შესაძლებელია ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმოს გარდაქმნა

სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით

პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი

ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა

აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს( მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ

ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს

პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპითალში მათი წილის

პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც მიიერთა სხვა საწარმო, ან გაერთიანების

შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს სამართალმემკვიდრე.

საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ საწარმოდ და მათი საქმიანობა გააგრძელონ, როგორც

დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლერივი ფორმით.გაყოფის შესახებ

გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნის საწარმოში

ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას.

გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს

თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისთვის, ხოლო თავდაპირველი

საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.

სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა

სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია

რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველია ვალდებულების არსებობა, გარდა იმ

შემთხვევისა,როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების

უნარი ან არსებობს კრედიტორის თნხმობა რეორგანიზაციაზე. სახელმწიფოს მიმართ

დავალიანების არსებობა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არის, თუ

მოთხოვნილია სახელმწიფოს 50% ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს

რეორგანიზაცია.

Page 110: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 114

შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები

უფლებამოსილნი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე

შესრულება.

რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობა და წესები

რეორგანიზაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად, ჯერ რეგისტრირდება რეორგანიზაციის

პროცესის დაწყება, ხოლო შემდეგ მისი დასრულება. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის

დამფუძნებლები/პარტნიორები გადაწყვეტენ, რომ განახორციელონ რეორგანიზაცია მათ უნდა

დაარეგისტრირონ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება და ამის შსახებ აცნობონ ყველა იმ პირს

ვის მიმართაც ამ იურიდიულ პირს აქვს დავალიანება. რეორგანიზაციის პროცესის დაწყების

რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში.

რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია სავალდებულო ყველა შემთხვევაში,

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი, კერძოდ,

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნება სააქციო საზოგადოებად ან

პირიქით, და, თუ სუბიექტს უერთდება მისი 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი

საწარმო.

რეოგანიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს მისი დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს

4 თვისა.

რეორგანიზაციის საგადასახადო ასპექტები

იურიდიული პირის რეორგანიზაციასტან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს

სგადასახადო კოდექსის კერძოდ 152-ე მუხლი,რომლის თანახმად: რეორგანიზაციის მხარე

იურიდიული პირის ან იურიდიულ პირთა მფლობელობაში არსებული ქონებისა და წილის

(აქციების) ღირებულება ტოლია ამ ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულებისა

რეორგანიზაციის განხორციელების წინ. ქონების ან წილის (აქციების) გადაცემა რეორგანიზაციის

მხარე იურიდიულ პირებს შორის არ ითვლება ქონების რეალიზაციად. რეორგანიზაციის მხარე

რეზიდენტ იურიდიულ პირში წილის (აქციების) ნებისმიერი გაცვლა წილზე (აქციებზე) სხვა

იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ რეორგანიზაციის მხარეა, არ ითვლება წილის (აქციების)

რეალიზაციად. წილის (აქციების) ღირებულება, რომელთა გაცვლაც ხდება ამ მუხლის მე-3

ნაწილის მიხედვით, ტოლია წილის (აქციების) თავდაპირველი ღირებულებისა. ამასთან,

რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირში წილის განაწილება, რაც წარმოშობს მსგავს უფლებას

სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ რეორგანიზაციის მხარეა, არ არის დივიდენდი. ამ

შემთხვევაში თავდაპირველი წილის ღირებულება ექვემდებარება გასანაწილებელ წილზე

მიკუთვნებას იმ კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც თანაფარდობა

განაწილებული და თავდაპირველი წილის საბაზრო ღირებულების განაწილების მომენტისათვის

და თავდაპირველი წილის ღირებულებას შორის განაწილების შემდეგ. მაგალითად: გაიყო შპს,

რომლის დროსაც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიიღო წილი გაყოფის შედეგად შექმნილ სხვა

იურიდიულ პირში 50 % -ის ოდენობით, ხოლო შპს „ სიმბაში“ მას ჰქონდა 50 %. წილის

თავდაპირველი ღირებულება იყო 10 000 ლარი, ხოლო განაწილების მომენტში იგი შეადგენდა

20 000 ლარს. შესაბამისად კოეფიციენტი არის 20 000 : 10 000 = 2. ანუ წილის ღირებულება,

Page 111: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 115

რომელიც არ წარმოადგენს დივიდენდს 2- ჯერ არის გაზრდილი. შესაბამისად ეს ღირებულება არ

იბეგრება.

მნიშვენლოვანია ის გარემოება, რომ თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ

შერწყმის, შეძენის, მიერთების ან გაყოფის ოპერაციის მიზანი არის გადასახადების გადახდისაგან

თავის არიდება, რეორგანიზაცია მოიცავს: ორი ან მეტი რეზიდენტი იურიდიული პირის

შერწყმას; ხმის უფლების მქონე 50 პროცენტის ან მეტი წილისა და რეზიდენტი იურიდიული

პირის პარტნიორის წილის საერთო მოცულობის ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის შეძენას

ან მიერთებას მხოლოდ შეძენის ან მიერთების ოპერაციაში პარტნიორ მხარეთა მსგავსი

უფლებებით, წილის (აქციების) სანაცვლოდ; რეზიდენტი იურიდიული პირის აქტივების 50

პროცენტის და მეტის შეძენას სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ხმის უფლების მქონე

წილის (აქციების) სანაცვლოდ, დივიდენდებთან მიმართებით პრივილეგირებული უფლების

გარეშე; რეზიდენტი იურიდიული პირის გაყოფას ორ ან მეტ რეზიდენტ იურიდიულ პირად.

რეორგანიზაციის მხარედ მიიჩნევა ნებისმიერი რეზიდენტი იურიდიული პირი: ა)

რომელიც პირდაპირ არის ჩართული რეორგანიზაციაში; ბ) რომელიც უშუალოდ ფლობს

რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართულ რეზიდენტ იურიდიულ პირს; გ) რომელსაც ფლობს

რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართული რეზიდენტი იურიდიული პირი. ამასთან, დღგ- სთან

მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ ჩათვლის უფლებით დღგ -სგან განთავისუფლებულია

აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში, ასევე აქტივების მიწოდება

შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში.ამასთანავე ითვლება, რომ აქტივების

მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე

მიიღო ჩათვლა.

საგადასახადო ვალდებულების შესრულებას საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზებისას

არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლი, რომლის თანახმადაც რეორგანიზებული

საწარმოს (ორგანიზაციის) საგადასახადო ვალდებულება სრულდება ამ მუხლით განსაზღვრული

მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ. რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის)

საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრება მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს),

მიუხედავად იმისა, რეორგანიზაციის დასრულებამდე იყო თუ არა ცნობილი მემკვიდრისათვის

(მემკვიდრეებისათვის) რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ საგადასახადო

ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების ფაქტები ან გარემოებები.

ამასთან, მემკვიდრე (მემკვიდრეები) ვალდებულია გადაიხადოს რეორგანიზებული საწარმოს

(ორგანიზაციის) მიმართ დარიცხული ყველა საურავი და საწარმოს (ორგანიზაციის)

რეორგანიზაციის დასრულებამდე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის

დაკისრებული ჯარიმა. ზემოაღნიშნული წესი ვრცელდება იმ რეორგანიზებული საწარმოს

(ორგანიზაციის) მემკვიდრეზედაც (მემკვიდრეებზედაც), რომელიც თვითონ იყო აღიარებული

სხვა საწარმოს (ორგანიზაციის) მემკვიდრედ (მემკვიდრეებად) და არ შეასრულა ან

არასათანადოდ შეასრულა ასეთი მემკვიდრეობით წარმოშობილი ვალდებულებები

გადასახადებისა და აღნიშნული სხვა რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) კუთვნილი

საურავისა და ჯარიმის თანხების გადახდასთან დაკავშირებით.

Page 112: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 116

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საწარმოს (ორგანიზაციის)

რეორგანიზებისას ამ საწარმოს (ორგანიზაციის) მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მისი

საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადები არ იცვლება. ხოლო რამდენიმე საწარმოს

(ორგანიზაციის) შერწყმისას თითოეული ამ საწარმოს (ორგანიზაციის) საგადასახადო

ვალდებულებათა შესრულების მემკვიდრედ ითვლება შერწყმის შედეგად შექმნილი საწარმო

(ორგანიზაცია). ამასთან, ერთი საწარმოს (ორგანიზაციის) მეორე საწარმოსთან

(ორგანიზაციასთან) მიერთებისას მიერთებული საწარმოს (ორგანიზაციის) საგადასახადო

ვალდებულებათა შესრულების მემკვიდრედ ითვლება საწარმო (ორგანიზაცია), რომელსაც

მიუერთდა ეს საწარმო (ორგანიზაცია).

იმ შემთხვევაში როდესაც სახეზე გვაქვს საწარმოს (ორგანიზაციის) რამდენიმე საწარმოდ

(ორგანიზაციად) გაყოფა, თავდაპირველი საწარმოს (ორგანიზაციის) საგადასახადო

ვალდებულების შესრულების მემკვიდრეებად ითვლებიან ასეთი გაყოფის შედეგად შექმნილი

საწარმოები (ორგანიზაციები). ხოლო რამდენიმე მემკვიდრის არსებობისას რეორგანიზებული

საწარმოს (ორგანიზაციის) საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში თითოეული მათგანის

წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. თუ გამყოფი ბალანსი ან სხვა

გადამცემი აქტი არ იძლევა რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) მემკვიდრის წილის

განსაზღვრის საშუალებას ან გამორიცხავს მისი რომელიმე მემკვიდრის მიერ საგადასახადო

ვალდებულების სრული მოცულობით შესრულების შესაძლებლობას, ახლად წარმოქმნილ

საწარმოებს (ორგანიზაციებს) ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული

საწარმოს (ორგანიზაციის) ან მისი შესაბამისი ნაწილის საგადასახადო ვალდებულების

შესრულებისათვის.

საწარმოს (ორგანიზაციის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას

რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) საგადასახადო ვალდებულების შესრულების

მემკვიდრედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საწარმო (ორგანიზაცია).1

საწარმოს (ორგანიზაციის) შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს

(ორგანიზაციის) გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოებს (ორგანიზაციებს) არ უჩნდებათ

საგადასახადო ვალდებულების შესრულების მემკვიდრეობითობა რეორგანიზებული საწარმოს

(ორგანიზაციის) მიმართ, თუ ასეთი რეორგანიზაცია მიზნად არ ისახავს რეორგანიზებული

საწარმოს (ორგანიზაციის) მიერ საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდება.2

მნიშვნელოვანია, საგადასახადო სისტემის მძლავრი წინსვლა თუ მისი სისუსტეები ასახავს

ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს, ისე რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

ბოლო დროს საგადასახადო ორგანოების მიერ განხორციელებული წახალისებითი

რეფორმები, ბიზნესის სფეროს ხელშეწყობა- მაგალითად: მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის

მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები: მიკრობიზნესის

1 file:///C:/Users/HP/Downloads/243-21616133.pdf 2 https://matsne.gov.ge/ka/document/view/31690

Page 113: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 117

სტატუსის მქონე პირები არ იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესის

სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ქვეყანაში შექმნის სამუშაო ადგილებს, ხელს

შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, წაახალისებს ბიზნესმენებს, მეწარმეებს, ინვესტორებს,

რაც წაადგება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასა და პროგრესს.

და ბოლოს, საგადასახადო სისტემა ქვეყნის „სარკეა“.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი ( 28-ე, 30-ე, 32-ე მუხლი)

2. გ.ურიდია „დაბეგვრის საფუძვლები“ გამომცემლობა „მერიდიანი“ 2014 წ. ( გვ: 30-311) 3. www.rs.ge;

4. file:///C:/Users/HP/Downloads/243-21616133.pdf

5. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31690

Page 114: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 118

ჰუმანიტარული და

სოციალური მეცნიერებები

Page 115: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 119

ადგილობრივ დონეზე გენდერის სფეროში არსებული კვლევების მიმოხილვა და

სიტუაციის ანალიზი თამარ ჩარკვიანი

სოციოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტი

Tamar Charkviani

Doctor of Sociology, Associated Professor

Caucasus University

[email protected] The Overview of the Studies and Situation Analysus is the Field of Gender on Municipal Level.

ABSTRACT

In the modern world Gender Equality is acknowledged as one of the essential conditions for the

development of democracy. This article seeks to analyze current situation in Georgia, based on the

interpretation of the results of different surveys. The article shows that in general the current situation is

virtually unchanged with regard to the results of gender studies carried out in previous years In the modern

world Gender Equality is acknowledged as one of the essential conditions for the development of democracy.

This article seeks to analyze current situation in Georgia, based on the interpretation of the results of different

surveys. The article shows that in general the current situation is virtually unchanged with regard to the results

of gender studies carried out in previous years. The masculine, patriarchal tendencies are still strong in

Georgia - men are in dominant position, women's interests are not equally provided and represented at all

levels, they do not enjoy equal rights, opportunities, responsibilities and obligations.

Key words: Gender, Gender Equality ; The masculine, patriarchal tendencies

თანამედროვე მსოფლიოში გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განვითარების ერთ-

ერთ აუცილებელ პირობად არის აღიარებული. მსოფლიო ბანკის 2012 წლის ანგარიშში

ხაზგასმულია გენდერული საკითხების როლი და აღნიშნულია, რომ: „გენდერული თანასწორობა

წარმოადგენს განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიზანს. ამავე დროს ის გონივრულად

დაგეგმილი ეკონომიკის საფუძველია. გენდერული თანასწორობა ზრდის პროდუქტულობას,

ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითრებას და უზრუნველყოფს გენდერულ ბალანსს

ინსტიტუციებში“.

გენდერული თანასწორობის რეალიზებისათვის სათანადო გარემოს შექმნა,

საქართველოში ეფექტურ და სისტემატიურ მუშობას მოითხოვს. სათანადო გარემოს შექმნაში

იგულისხმება, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები

პოტენციალის რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური,

სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში, სარგებლობენ საზოგადოებრივი

სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.

საქართველოში არსებული სიტაუციის ანალიზი, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა

კვლევების შედეგების ინტერპრეტაციას, მთლიანობაში აჩვენებს, რომ დღეს არსებული ვითარება

წინა წლებში ჩატარებული გენდერული კვლევების შედეგებთან მიმართებაში პრაქტიკულად

უცვლელია. საქართველოში კვლავ ძლიერია მასკულინური, პატრიარქალური ტენდენციები,

დომინანტური პოზიცია კაცებს უჭირავთ, ქალების ინტერესები თანაბრად არ არის

Page 116: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 120

წარმოდგენილი და გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი არ სარგებლობდნენ თანაბარი

უფლებებით, შესაძლებლობებით, პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით.

ქვემოთ განხილული არაერთი კვლევა აქცენტირებულია საკითხზე, რომელიც

ადასტურებს, რომ ქალები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან პოლიტიკურ,

საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის და გადაწყვეტილების მიღების

პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

დასაქმება და შემოსავალი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის კვლევის შედეგების მიხედვით ქალთა აქტიურობას

საჯარო და პოლიტიკის სივრცეში აფერხებს მათი სუსტი ეკონომიკური მდგომარეობა. ქალთა

მძიმე მატერიალური მდგომარეობა ქალთა პასიურ მდგომარეობას იწვევს საზოგადო ასპარეზზე

რაც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი

პრობლემაა.

ეკონომიკური აქტივობების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად

მიღებული შედეგებით აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) მიხედვით მამაკაცები ჭარბობენ

ქალბატონებს. ქვემოთ მოცემული სქემა გვიჩვენებს 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების და

მამაკაცების განაწილებას ეკონომიკური აქტივობების მიხედვით საქართველოში

(ცხრილი 1).

ცხრილი 1 2009 2010 2011 2012 2013

ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი

სულ აქტიური მოსახლეობა 920500 1071300 907900 1037100 915600 1043600 947700 1081400 925400 1078500

დასაქმებული 778600 877600 776700 851400 795300 868900 816900 907200 811300 900700

უმუშევარი 141900 193700 131200 185600 120300 174800 130800 174200 14100 177800

უმუშევრობის დონე %-ში 15.4 18.1 14.5 17.9 13.1 16.7 13.8 16.1 12.3 16.5

დასაქმების დონე %-ში 45.9 61.1 47.5 61.2 48.5 63.7 49.5 65.6 49.8 64.5

ცხრილის განხილვა ცხადყოფს, რომ უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლები კაცებში

უფრო მაღალია ვიდრე ქალებში, თუმცა რადგან ჯამში აქტიური მოსხალეობის მაჩვენებელში

მამაკაცთა რაოდენობა მეტია მათი დასაქმების დონის პროცენტული მაჩვენებელიც უფრო

მაღალია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 1999-2012 წლების

საშუალო მონაცემით, დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ნომინალური

ხელფასი მამაკაცების საშუალო ხელფასის 54 პროცენტს შეადგენდა. კანონის მიხედვით

დამსაქმებელი თანაბრად უნდა განიხილავდეს დასაქმებულთა ანაზღაურებას, თუმცა სახეზეა

დისბალანსი ნომინალური ხელფასის რაოდენობებს შორის.

(ცხრილი 2):

ცხრილი 2 2009 2010 2011 2012 2013

ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი

სოფლის მეურნეობა 247.6 268.7 285.1 282.8 333.5 399.0 375.7 438.7 399.7 517.1

მშენებლობა 453.7 637.9 470.0 683.3 513.7 753.7 611.5 908.3 661.7 884.3

სასტუმროები და

რესტორნები 307.2 459.7 326.9 458.7 292.5 427.2 342.2 497.9 366.6 545.5

საფინანსო საქმიანობა 1023.7 1748.6 1008.8 1668.2 1120.1 1762.4 1153.8 1777.2 1170.4 2003.5

Page 117: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 121

განათლება 255.9 320.2 288.5 367.6 299.2 389.8 331.7 434.4 400.2 498.9

ჯანდაცვა 317.2 552.9 361.2 725.6 444.3 765.5 515.3 796.1 577.6 888.0

2013 წლის მონაცემებით ქალის საშუალო ხელფასია 585 ლარი, ხოლო კაცის 920 ლარი,

მეტიც, ეს სხვაობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. დიდი სხვაობა დიდწილად აიხსნება

სამუშაო ბაზარზე სამუშაოს სეგრეგაციით - ქალებს უფრო დაბალანაზღაურებადი, ნაკლებად

პრესტიჟული თანამდებობები უკავიათ, მაგრამ იგივე თანამდებობების შედარების დროსაც

ყველა სფეროში კაცს უფრო მაღალი ხელფასი აქვს. მაგალითად, საფინანსო საქმიანობაში ქალის

საშუალო ხელფასია 1170, ხოლო კაცის 2003 ლარს შეადგენს.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2015 წლის მონაცემებით დაქირავებით

დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეებისა და სქესის

მიხედვით (ლარი) ქალისა და კაცის შემთხვევაში შემდეგნაირად ნაწილდება: საფინანსო

საქმიანობებში მამაკაცის ხელფასი დაახლოებით 2379 ლარია, ქალის კი 1249 ლარი. სახელმწიფო

მმართველობაში ქალებისთვის საშუალოდ 1287 ლარია, მამაკაცებისთვის 1363,7 ლარი. დიდი

სხვაობაა ჯანმრთეობის დაცვის და სოციალური დახმარების, კომუნალური, სოციალური და

პერსონალური მომსახურების სფეროში, სადაც ქალთა ხელფასის რაოდენობა 730,6 ლარია, ხოლო

მამაკაცების 1144,3 ლარი.

ქალების წარმომადგენლობა პოლიტიკაში და ჩართულობა გადაწყეტილების მიღებაში

გენდერული თანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ქალების

სიმრავლეა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. გენდერულ საკითებზე

მომუშავე ყველა ექსპერტი ადასტურებს, რომ ქალთა სიმრავლე პოლიტიკაში მეტად

მნიშვნელოვანია და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, პოლიტიკაში ქალების სიმრავლე

გენდერული თანასწორობის ძლიერ მხარეს წარმოადგენს.

ფინანსური საკითხების გარდა სერიოზულ პრობლემას სწორედ ქალთა პოლიტიკური

პასიურობა წარმოადგენს - პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ქალთა

პასიური მდგომარეობა საქართველოში არსებული გენდერული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე

სუსტ წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებას

ართულებს ქალების ძალიან დაბალი წარმომადგენლობა სახელმწიფო სტრუქტურებში.

საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მინიმალურია. ქალებისთვის

განსაკუთრებით რთულია პარლამენტში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა

არჩევნების გზით. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დეპუტატ ქალთა რაოდენობას

არასოდეს გადაუჭარბებია 10 პროცენტისათვის (1991, 1992, 1995, 1999, 2003 და 2008 წლების

მოწვევის პარლამენტში (უმაღლესი საბჭო) ქალთა რაოდენობა შესაბამისად შეადგენდა 6.8%,

5.6%, 7%, 6.4%, 9.4% და 6%) 2015 წელს ქალთა რაოდენობა 11%-ს შეადგენდა, ანუ 150

დეპუტატიდან 17 ქალი იყო. ამჟამად პარლამენტში 150 წევრიდან 23, ანუ 15% ქალია.

აღმასრულებელ ორგანოებშიც მცირეა ქალთა წარმომადგენლობა. 2012 წლის აგვისტოში 19

მინისტრიდან მხოლოდ ხუთი იყო ქალი. 2013 წლის ივნისის მონაცემით, 20 მინისტრიდან, სამი

ქალი, ანუ, პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა. დღეს 18 მინისტრიდან მხოლოდ

2 ქალია.

Page 118: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 122

ასევე, მინიმალურია საქართველოში ქალთა წარმომადგენლობა კერძო სექტორში. მართა-

ლია, პროცენტულად როგოც სამინისტროებში, ისე კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა

რიცხვი დიდია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაბალ თანამდებობრივ საფეხურებზეა

წარმოდგენილი, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების უმრავლესობა მამაკაცებს

ეკუთვნით. მაგა-ლითად, საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილია 2318

მამაკაცი და 298 ქალი.

თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა რიცხვი ყოველი მომდევნო არჩევნების შემდეგ

მცირდებოდა; 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებული 14%-ის შემდეგ, ქალთა

პროცენტული მაჩვენებელი 2002 წელს 12%-ზე ჩამოვიდა. 2006 წლის ოქტომბრის არჩევნებში 1750

არჩეული პირიდან მხოლოდ 195 (11.14%) გახლდათ ქალი. ეს მაჩვენებელი არც 2010 წლის

ადგილობრივ არჩევნებზე გაუმჯობესებულა - ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების

შედეგად არჩეული საკრებულოების შემადგენლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალთა

პროცენტული წილი 11.1% შეადგენდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით

კი მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილლა და ქალთა წარმომადგენლობა 11.6 შეადგენს.

მიღებული შედეგები რაოდენობრივად შემდეგნაირად გამოყურება:

2010 წელი: 1550 დეპუტატი, მათ შორის 171 ქალი

2014 წლი: 2083 დეპუტატიდან მხოლოდ 242 ქალია.

„‟სამართლიანმა არჩევნებმა‟‟ 2014 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს 71 თვითმმართველი

ერთეულის საკრებულოს შემადგენლობაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გენდერული

დისბალანსი გამოკვეთა.

რეგიონების მიხედვით სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: დიაგრამა 1

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში დეტალურადაა მოცემული გენდერული ბალანსის

გადანაწილების სტატისტიკა მაღალმთიან და არამაღალმთიან, მონოეთნიკური და

მრავალეთნიკური რეგიონების მიხედვით. მაგალითად, თელავის, ფოთის, მცხეთის, წალკის,

ასპინძის საკრებულოებში, ქალი დეპუტატი საერთოდ არ არის წარმოდგენილი. აღნიშნული

შედეგები შემაშფოთებელია ვინაიდან, მოცემულ ქალაქებში საკმაოდ დიდია მოსახლეობის

რაოდენობა. (თელავი - 71 000; მცხეთა - 60 000; ფოთი 41 000).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დასავლეთ საქართველოს 44

მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლა ადგილობრივი

თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული

ასპექტები. კვლევის მიზანი, 2015 წლის ივლისის და 2016 წლის აპრილში არსებულ ვითარების

Page 119: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 123

შედარება იყო. მიღებული საშტატო ნუსხების, ასევე მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-

გვერდების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ:

დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობა/მერიებში

ქალებს არ უკავიათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი პოზიციები;

დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების

საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა წევრთა სრული შემადგენლობის დაახლოებით

13%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18%) გურიის მუნიციპალიტეტებშია, ყველაზე

დაბალი (8%) - აჭარაში. საკრებულოების 1240 მანდატიდან 2014 წლის ადგილობრივი

თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალებმა მხოლოდ 154 მანდატი მიიღეს;

ნაკლებად არიან წარმოდგენილები ქალები საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელების

პოზიციებზეც: 243 ფრაქციიდან ქალები მხოლოდ 24-ს ხელმძღვანელობენ. ყველაზე ნაკლებად

საკრებულოში რეგისტრირებულ ფრაქციებს ქალები აჭარაში თავმჯდომარეობენ (სრული

რაოდენობის მხოლოდ 3%-ს), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივაც გურიაშია - 17%;

მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვითარებაა საკრებულოებში არსებულ კომისიებში - თუ

ფრაქციების შემთხვევაში, თავმჯდომარებიის მხოლოდ 10% იყო ქალი, კომისიების

ხელმძღვანელების სრული შემადგენლობიდან ქალთა წილი დაახლოებით 16%-ია. ყველაზე

მეტ კომისიას ქალები გურიაში ხელმძღვანელობენ (35%), ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ამ

მხრივ სამცხე-ჯავახეთშია (11%);

დასავლეთ საქართველოს არცერთი მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი ქალი არ არის;

44 მუნიციპალიტეტის 97 მოადგილის პოზიციიდან მხოლოდ 8 თანამდებობა უკავიათ ქალებს

(ონში, ცაგერში, სამტრედიაში, ტყიბულში, ჭიათურაში, მესტიაში, სენაკსა და შუახევში);

პოზიციები, რომლებიც ქალებს უკავიათ მუნიციპალიტეტის გამგეობებში/მერიებში

ძირითადად, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის მიმართულებებს ეხება;

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებში სულ 5498 პირია დასაქმებული, მათ შორის

2205 (40%) ქალია;

ქალები გამგეობებში/მერიებში 384 სამსახურიდან 84-ს, 646 განყოფილებიდან კი 278-ს

ხელმძღვანელობენ;

სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული

შეფასების კვლევა განხორციელდა კვლევითი კომპანია „ეისითის“ მიერ, გაეროს ქალთა

ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით. "ეისითის" 2016 წლის კვლევა, ადასტურებს იგივე

ტენდენციებს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. კვლევს შედეგების მიხედვით

სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში ქალების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული

გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიგნება ეყრდნობა კვლევისა და ფოკუს ჯგუფების

შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას:

საკრებულოში დასაქმებული ქალების პროცენტული მაჩვენებელი კასპში, წალკასა და მარნე-

ულში (ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონები) 0%-დან მერყეობს, თეთრიწყაროში 24%-

მდეა (ქვემო ქართლის რეგიონი) და წალენჯიხაში 26%-მდე (სამეგრელო-ზემო სვანეთის

რეგიონი).

Page 120: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 124

კვლევის სამიზნე რეგიონებში საკრებულოში დასაქმებული ქალების საშუალო მაჩვენებელი

9%-ს შეადგენს. კომიტეტებს 17 ქალი ხელმძღვანელობს, რაც მაღალ პოზიციაზე დასაქმებული

ქალების 14%-ს შეადგენს. გამგეობაში დასაქმებული ქალების საშუალო პროცენტული

მაჩვენებელი 34%-ია, საერთო ჯამში, მაღალი პოზიციების 40% ქალებს უკავიათ. გამგეობაში

დასაქმებული ქალების ყველაზე მცირე პროცენტული მაჩვენებელი ქობულეთსა და ქედაში

(აჭარის რეგიონი) აღირიცხა, ხოლო ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 56% ბორჯომში

დაფიქსირდა, რომელსაც 55%-ით ასპინძა მოსდევს (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი).

ქალები თვითმმართველობის ყველა სამსახურსა და კომიტეტში არიან წარმოდგენილნი, მათ

შორის ფინანსურ და იურიდიულ სამსახურებში, თუმცა მათი დიდი ნაწილი ტრადიციულად

ისეთ სფეროებშია დასაქმებული, სადაც ქალები დომინირებენ განათლების, კულტურის,

ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურებში.

კვლევის რესპონდენტების 87.7%-ის თანახმად, ისინი არ არიან ჩართულნი ადგილობრივ

დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათი უმრავლესობა 78.4% არ არის

დაინტერესებული, ხოლო 15.1% ფიქრობს, რომ მათი ჩართულობა არაფერს შეცვლის, რადგან მათ

ხმას ცვლილება არ შეუძლია. ამ კუთხით გენდერული განსხვავებები არ დაფიქსირებულა, რაც

იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში

მონაწილეობისგან თავის შეკავებაზე ქალებისა და კაცების თანაბარი რაოდენობა საუბრობს.

ადგილობრივი მოსახლოების ჩართულობა გადაწყვეტილრბის მიღებაში

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის და

მათი მოვალეობების შესახებ ინფორმირებულობა გაიზომა სოციალური კვლევისა და ანალიზის

ინსტიტუტის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში. აღნიშნული კვლევის

შედეგებიდან ჩანს, რომ იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს აღნიშნული

საკითხის მიმართ ნაწილობრივ ინფორმირებულებად მიიჩნევენ, 5.7%–ია, ხოლო მათი ხვედრითი

წილი, ვინც არ არის ინფორმირებული, 90.9%–ია. 2011 წელს და 2013 წელს ჩატარებული

კვლევების შედარების საფუძველზე აშკარაა, რომ ნაწილობრივ ინფორმირებულთა რიცხვი

გაიზარდა (გახდა 18.2 პროცენტი, ხოლო მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც არ აქვს

ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის

და მათი მოვალეობების შესახებ, შემცირდა (გახდა 77.6%) (იხ. დიაგრამა 2). აღნიშნული

მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის მუხედავად, ის კვლავ

ძალიან დაბალია.

დიაგრამა 2

Page 121: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 125

ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართულობა რამდენიმე შეკითხვით გაიზომა და აღმოჩნდა,

რომ სრულ უმრავლესობას მონაწილეობა არ მიუღია არც ადგილობრივი ბიუჯეტის

ფორმირებაში და არც რაიონის/ქალაქის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე

მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებული მუნიციპალური პროგრამების

შეფასებაში/მოსახლეობის კმაყოფილების დონის შესწავლაში (დიაგრამა 3):

დიაგრამა 3

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის საკმაოდ მცირე პროცენტია ადგილობრივ

დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული, გასაკვირია ის რომ, კომპანია

"ეისითის" 2016 წლის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 47.1%-ის აზრით, გადაწყვეტილების

მიღებისას ზოგჯერ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. 5.6% ფიქრობს,

რომ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ითვალისწი-

ნებენ და მხოლოდ 25.7% ფიქრობს, რომ მათ აზრს გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ადგილობრივ

დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ქალების ზეგავლენასთან დაკავშირებით

შეხედულებები მსგავსია ერთი მხრივ, რესპონდენტების დაახლოებით 50% აცხადებს, რომ მათი

აზრი გათვალისწინებულია, მეორე მხრივ, ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღების

პროცესში არ მონაწილეობენ. ასეთი საპირისპირო სურათის მიღება შეიძლება განპირობებული

იყოს პასუხებზე ე.წ. „სოციალური სასურველობის“ ზეგავლენით, როდესაც რესპონდენტი

ცდილობს, ისეთი პასუხი გასცეს, როგორიც მისი აზრით მისაღები იქნება ინტერვიუერისათვის.

ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ რესპონდენტები ნაკლებად ინფორმირებულები

არიან გადაწყვეტილებების შესახებ და არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრებები.

განწყობები ქალის საზოგადო ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ

საზოგადოების მხრიდან გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება

ძირითადად ან აგრესიული ან ინდიფერენტულია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის კვლევის

შედეგების მიხედვით ქალების პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების არასაკმარისი

ინფორმირებულობაა გენდერსა და გენდერულ თანასწორობაზე. ეს გარემოება შემუშავებული

კანონების და სხვადასხვა სოციალური აქტივობების, ეფექტურად აღსრულებას ართულებს. ამ

პრობლემის დასაძლევად გენდერზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებით, საჭიროა მეტი

ტრენინგი და ინფორმაციის სისტემატიურად მიწოდება გენდერულ თანასწორობასთან

დაკავშირებით, რაც საზოგადოების დამოკიდებულებებს შეცვლის და საზოგადოება არსებულ

ვითარებას შედარებით ადეკვატურად შეაფასებს. ძალიან ხშირად თავად დისკრიმინირებულმა

Page 122: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 126

ქალებმა იმის გამო, რომ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, არ იციან, რომ

მათი უფლებები ირღვევა.

"ეისითის" 2016 წლის კვლევა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ნაკლებად

ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტრადიციული გენდერული სტერეოტიპებს

ასახელებს. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების და ასევე ძირითადი ინფორმანტების შეფასებით,

ადგილობრივი მთავრობის 80%-ს კაცები შეადგენენ, თუმცა არათანაბარ განაწილებას

პრობლემად არც ქალები აღიქვამენ და არც - კაცები. კაცი მონაწილეები თანხმდებიან, რომ

ქალები უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა, მათი

მოსაზრებით, ქალის მთავარი მოვალეობა ბავშვების აღზრდა და საოჯახო საქმეების შესრულებაა.

ამასთან ერთად, ფოკუს ჯგუფების კაცი მონაწილეები ფიქრობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა

ოჯახის პრობლემას ვინ წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს: ქალი თუ კაცი, მაგრამ

ვინაიდან ქალები ძირითადად საშინაო საქმეებით არიან დაკავავებული, უმჯობესია, ეს კაცმა

გააკეთოს, რადგან ის „ნებისმიერ შემთხვევაში გადის სახლიდან“. ფოკუს ჯგუფის მონაწილე ის

ქალები, რომლებიც არ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ არიან

მსგავსი საკითხებით დაინტერე-სებულნი, ამ პოზიციას ეთანხმებიან. განსხვავებულია ფოკუს

ჯგუფების მონაწილე იმ ქალების პოზიცია, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის განხორციელებასა

და განხილვებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ისინი თვლიან, რომ მათი როლი

მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა, რის დასადასტურებლადაც

კონკრეტული შემთხვევებიც არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გამოცდილების

მქონე ქალების რიცხვი ფოკუს ჯგუფებში საკმაოდ მცირე იყო.

ფოკუს ჯგუფის დისკუსიებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ქალები, ქალის როლის საკუთარი

აღქმიდან გამომდინარე, უმეტესწილად პასიურები არიან სათემო გადაწყვეტილებების

მიღებასთან დაკავშირებით, რაც სრულად ემთხვევა ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს,

რომელთა მიხედვითაც ქალი სახლში უნდა იჯდეს და ბავშვებს უვლიდეს, ხოლო სახლს გარეთ

ოჯახის ინტერესებს მისი ქმარი წარმოადგენს. ამ სტერეოტიპების გამო, ქალები თავს იკავებენ

სახლს გარეთ ინიციატივების გამოჩენისგან. ასე რომ, გენდერული სტერეოტიპები ზღუდავენ

ქალის საშუალებას - იმოქმედოს.

გენდერული ბიუჯეტი

პოლიტიკაში ქალთა აქტიურობა ხელს უწყობს ისეთი საჭირბოროტო სოციალური

საკითხების წამოწევას, როგორიც არის ჯანდაცვის, განათლების და დასაქმების სფეროები.

ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში ამ სფეროებში პრობლემების აღმოფხვრის ახლებურ და

შესაძლოა, უფრო ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და შეხედულებებს ინიცირებდეს. ქალთა

სიმრავლე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი

თანხების გამოყოფას ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოხუცებულების, ბავშვების,

უნარშეზღუდული ადამიანების, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფებისათვის.

გენდერული ბიუჯეტის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა როგორც სახელმწიფო, ისე

ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისას გენდერული პოლიტიკის განხორციელების ერთ-

ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. გენდერული ბიუჯეტი წარმოადგენს პოლიტიკის

ეფექტიანად განხორციელების საშუალებას, როდესაც შესაძლებელია იმის შემოწმება, შეესაბამება

Page 123: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 127

თუ არა რესურსების განაწილება პოლიტიკით აღებულ ვალდებულებებს და მიღწეული იყო თუ

არა სასურველი შედეგი (შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის რეფორმა).

გენდერული ბიუჯეტირება გულისხმობს ბიუჯეტის იმგვარ დაგეგმვას, პროგრამირებასა და

შედგენას, რომ გათვალისწინებული იყოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების

დაცვის საკითხები. ამასთან, გენდერული ბიუჯეტირება მოიაზრებს გენდერული კუთხით

არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას ქალთა საჭიროებებზე მორგებული

სპეციალური პროგრამების დაგეგმვისა და ბიუჯეტირების გზით, ან ზოგად პროგრამებში

ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით, ან ორივე ამ საშუალების

გამოყენებით. შესაძლოა, ბიუჯეტის გენდერული ანალიზი გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს

დაეხმაროს ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მოცემულ ბიუჯეტში დაფინანსების ხელახლა

გადანაწილებაში, მათ საშუალება უნდა მიეცეთ დაინახონ, თუ რა ზეგავლენა ექნება გენდერულ

ბიუჯეტირებას ქალებსა და კაცებზე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფონდმა „ტასომ“, ბიუჯეტის გენდერული

კუთხით შესადგენად, ადგილობრივი საკრებულოებისა და გამგეობის წევრებისგან

დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები ჩამოაყალიბა. ეს ინიციატივა მხარს უჭერდა

საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მუნიციპალური დადგენილების ძალაში შესვლას, რამაც

ამ მუნიციპალიტეტებში გენდერული ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებისთვის

სამართლებრივი საფუძველი შექმნა. მუნიციპალური სამუშაო ჯგუფები და სათემო კომიტეტები

ერთობლივად მუშაობენ ადგილობრივ ბიუჯეტებში გენდერული საკითხების

გათვალისწინებისთვის. იმ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტები, რომლებშიც

გენდერული ბიუჯეტირება განხორციელდა - გორი, ზუგდიდი, მარნეული, თეთრიწყარო -

მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერას ითვალისწინებენ, ხოლო ზუგდიდის შემთხვევაში,

მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისაა გათვალისწინებული.

გენდერული ბიუჯეტირების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში

სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა დედებისთვის 400-დან 700 ლარამდე სპეციალური

დაფინანსება გამოიყო. გენდერული ბიუჯეტირების ინიციატივის განხორციელება 4 რეგიონში

საწყის ეტაპზეა. ამჟამად ბიუჯეტის სისტემური რესტრუქტურიზაციის ნაცვლად, იგი უფრო

არარეგულარული ბიუჯეტირების მსგავსია.

მნიშვნელოვანია შემდგომ წლებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს გენდერული

თანასწორობის პრინციპის ასახვას როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე

ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენისას. მეტი რესურსი უნდა დაეთმოს გენდერული

ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის პოპულარიზაციას და მის ქმედით იმპლემენტაციას

ადგილებზე.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით

განხორციელდა 2015 წლის ბიუჯეტის გენდერული ანალიზი3, რომელიც პარლამენტის

საბიუჯეტო ოფისმა მოამზადა. აღნიშნული დოკუმეტი დაეგზავნათ საბჭოს წევრებს, რომელთაც

პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას დააყენეს გენდერული ბიუჯეტის საკითხი, რითიც კიდევ

3 დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებ-გვერდზე: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-8/genderuli-tanasworobis-sabcho/momzadebuli-daskvnebi1

Page 124: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 128

ერთხელ ხაზი გაესვა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის

გენდერული ბიუჯეტირების საკითხის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. World Bank (2011) World Development Report 2012, Gender Equality and Development

2. ჯაფარიძე ე., / სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) 2012. საქართველოში გენდერული

თანასწორობის პოლიტიკის შეფასება ქალთა ორგანიზაციების მიერ სტატისტიკის ეროვნული

სამსახური, დასაქმება და უმუშევრობა, 2012 წელი (წლიური).

3. ანალიზისა და კონსულტაციის გუნდი (ეისითი). 2016. სოფლის მეურნეობისა და

ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება.

4. სეფაშვილი ე., / გენდერული თანასწორობა და მისი განხორციელება გენდერული

ბიუჯეტირების გზით, 2010.

Page 125: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 129

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი თეორიული

ასპექტები და თავისებურებები

დავით პიპინაშვილი პოლიტიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის David Pipinashvili

PhD Degree in Political Science, Associate Professor

Tbilisi Open Teaching University [email protected]

Main Theoretical Aspects and Features of China’s Foreifn Policy

ABSTRACT

The article discusses the development of China’s Foreign Policy from the the period of modernization

(Deng Xiaoping’s policies) to the present day, it came to power Xi Jinping, representing the fifth generation of

Chinese leaders. Each new stage of development of China’s foreign policy strategy is characterized as

continuity, and new conceptual provisions. Therefore, the evolutionary approach to considering the

development of modern China’s foreign policy contributes to a better understanding and helps in predicting

the future changes of China’s foreign policy. In modern foreign policy of ensuring peaceful international

environment is a priority for China. Specific manifestations of this priority are the multilateral diplomacy and

development diplomacy. China actively participates in various international organizations such as the global

level (UN), and the regional level (Shanghai Cooperation Organization, etc.), thereby increasing its

international prestige.

Key words: security, peace, Globalization, regionalizat

ჩინეთი საერთაშორისო პოლიტიკის გლობალური აქტორია, რომელიც მნიშვნელოვან

როლს თამაშობს თანამედროვე მსოფლიოს დღის წესრიგში არსებული საკვანძო საკითხების

გადაწყვეტაში. 2013 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე/პრეზიდენტი გახდა

სი ძინპინი, რომლის მუშაობის სტილიც აქტიური საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის დღიდან (1949), ქვეყნის საგარეო პოლიტიკამ

განვითარების რამდენიმე ფაზა განვლო. დენ სიაოპინის ხელმძღვანელობით (მას მიაკუთვნებენ

ხელმძღვანელების ე.წ. მეორე თაობას), ჩინეთი საერთაშორისო არენაზე საგარეო პოლიტიკის

ახალი იმიჯით წარსდგა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა წარსულის იმიჯისაგან, რაც

მაო ძედუნის სახელს უკავშირდებოდა. შესაბამისად, ლოგიკური იქნება თუ ჩინეთის სახალხო

რესპუბლიკის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის განხილვაც მოხდება სწორედ დენ სიაოპინის

რეფორმატორული საქმიანობის პერიოდიდან მოყოლებული.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის თეორიული კონცეფციების ევოლუცია

დენ სიაოპინის მმართველობის პერიოდი (1980-1989 წწ). დენ სიაოპინის დროინდელი

საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენდა კონცეფცია, რომლის

წყალობითაც დაისახა ქვეყნის მართვის ახალი ორიენტირები და საფუძველი ჩაეყარა ჩინეთის

დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი ჩინეთის დაჩქარებული

ეკონომიკური განვითარება იყო. ჩინეთში ჯერ კიდევ 1958 წლიდან არსებული მაო ძედუნისეული

Page 126: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 130

კონცეფცია „პოლიტიკა ცხოვრების ყველა სფეროს განმსაზღვრელია“, შეიცვალა ახალი თეზისით

„ეკონომიკა ცხოვრების ყველა სფეროს განმსაზღვრელია“. ფაქტობრივად, ქვეყანამ უარი თქვა მაო

ძედუნის ექსპანსიონისტურ იდეებზე და დაადგა მსოფლიოში ჩინეთის საგარეო-ეკონომიკური

მნიშვნელობის ზრდის პრაგმატულ გზას.

დენ სიაოპინის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა გამოირჩეოდა

საკმაოდ რეალისტური მიდგომებით ჩინეთის როლისადმი მსოფლიოში. ფორმულირებულ იქნა

თეზისები „პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული“ და „მშვიდობა და განვითარება – ყურადღების

ცენტრში“. ევროპაში სოციალისტური სისტემის რღვევისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ჩინეთში,

ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდა. დენ

სიაოპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი არ აცხადებდა პრეტენზიას გამხდარიყო სსრკ-ის მემკვიდრე,

მსოფლიოს სოციალისტური მოძრაობის ლიდერობის თვალსაზრისით. კერძოდ, დენ სიაოპინი არ

გეგმავდა გამხდარიყო ლიდერი როგორც სოციალიზმის სამყაროში, ისე განვითარებად ქვეყნებს

შორის. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ის ხელმძღვანელობდა ჩინელი ხალხისათვის

სარგებლის მოტანის პრაგმატული მოსაზრებებით და თვლიდა, რომ ჩინეთის ინტერესებში არ

შედიოდა მსოფლიოს ლიდერობა და ჰეგემონობა. დენ სიაოპინის დროს, ჩინეთი ცდილობდა

დისტანცირება მოეხდინა პოლიტიკურ კავშირებში მონაწილეობისაგან, რასაც შესაძლოა ჩინეთის

სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა გამოეწვია. ძირითადი აქცენტი ჩინეთის ეკონომიკის

განვითარებაზე გაკეთდა.

მიუხედავად იმისა, რომ დენ სიაოპინის ეპოქაში ჩინეთი არ მიილტვოდა მსოფლიოს

ლიდერობისაკენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ უარს ამბობდა საერთაშორისო საქმეებში

მონაწილეობაზე. 1992 წელს, ერთ-ერთ შეკრებაზე დენ სიაოპინმა განაცხადა, რომ ჩინეთს არ

უნდა ეაქტიურა ზომაზე მეტად. ის თვლიდა, რომ ჩინეთს უნდა დაემალა საკუთარი

შესაძლებლობები რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა ჩამოყალიბებულიყო მნიშვნელოვან

პოლიტიკურ ძალად, რის შედეგადაც ჩინეთის საერთაშორისო სტატუსი სრულიად

განსხვავებული იქნებოდა. გაჩნდა დენ სიაოპინის ეს თეზისი: „დავმალოთ და დავფაროთ ჩვენი

ძალა და ლიდერობის პრეტენზიები მანამ, სანამ არ მოვა ამის სათანადო დრო“.

1992 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების კვალდაკვალ,

საერთაშორისო მდგომარეობა მთლიანობაში შერბილდა. საერთაშორისო ურთიერთობების

ახალი ტენდენციები იყო მრავალპოლარობა, გლობალიზაცია, რეგიონალიზაცია და ა.შ.

მშვიდობა და განვითარება იმ დროის ძირითად თემებად იქცა. თუმცა, ცივი ომის დროინდელი

მენტალიტეტი მაინც არსებობდა, რაც აისახა ლოკალურ კონფლიქტებში, რომელთა საფუძველშიც

ეთნიკური, რელიგიური და ტერიტორიული ფაქტორები დომინირებდა.

ძიან ძემინის მმართველობის პერიოდი (1992-2003 წწ). ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

თავმჯდომარემ ძიან ძემინმა, 1997 წელს სრულიად ჩინეთის კომუნისტური პარტიის XV ყრილო-

ბაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩინეთი საგარეო პოლიტიკას დენ სიაოპინის მიერ დასახული

კურსით გააგრძელებდა, ანუ მტკიცედ დაიცავდა სამშვიდობო ხაზს და დამოუკიდებელი

საგარეო პოლიტიკის, ასევე ჰეგემონიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მთელს მსოფლიოში

მშვიდობის დაცვის კურსს. აღინიშნა ისიც, რომ ჩინეთი არ მიიღებდა მონაწილეობას პოლიტიკურ

კავშირებში და შეიარაღებისთვის ბრძოლაში, ასევე არ ჩაერთვებოდა საომარ ექსპანსიაში,

Page 127: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 131

მშვიდობიანად განავითარებდა ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან და განამტკიცებდა

თანამშრომლობას განვითარებად სახელმწიფოებთან.

2002 წლის 31 ივლისს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) რეგი-

ონული ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაციამ წარმოადგინა თავისი ხედვა

უსაფრთხოების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის

უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მთავარ პოსტულატად იქცა სწრაფვა საყოველთაო

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის

საფუძველზე და ცალმხრივ უსაფრთხოებაზე უარის თქმის გზით. ჩინეთის უსაფრთხოების ახალ

კონცეფციაში აღნიშნული იყო 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები, რამაც თანამედროვე

სამყაროში დასახა მრავალფეროვნებისა და გლობა-ლიზაციის ტენდენციები ანტიტერორისტული

მიმართულებით. უსაფრთხოების შესახებ ჩამოყა-ლიბებული ახალი მიდგომის თანახმად,

ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოება მჭიდროდ მიეჯაჭვა საერთაშორისო უსაფრთხოებას და

ნათელი გახდა, რომ ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და გლობალური

საფრთხეები ურთიერთდაკავშირებული იყო ერთმანეთთან.

ჰუ ძინტაოს მმართველობის პერიოდი (2003-2013 წწ). ჰუ ძინტაომ ჩინეთის სახალხო

რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე ძიან ძემინი 2003 წელს შეცვალა. მისი ადმინისტრაციის

პოლიტიკური სტრატეგიის მთავარი პოსტულატები წლების განმავლობაში იყო „ჰარმონიული

საზოგადოება“ (Harmonious society) საშინაო პოლიტიკაში და „მშვიდობიანი განვითარება“ (China's

peaceful development) საგარეო პოლიტიკაში.

კერძოდ, 2003 წელს წარმოდგენილ იქნა საგარეო პოლიტიკური თეზისი „მშვიდობიანი

ამაღლება“ (China's peaceful rise), რომელიც პირველად ბოაოს აზიურ ფორუმზე გაჟღერდა. იმავე

წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ვენ

ძიაბაომ აღნიშნული დოქტრინა სახელმწიფო დონეზე ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას

განიხილა. მისი სიტყვებით, ჩინეთი ითვლებოდა განვითარებად ქვეყნად, რომლის წინსვლაც

ძირითადად დამოკიდებული იყო საკუთარ ინოვაციურ სისტემაზე, საშინაო ბაზარზე, რის გამოც

ჩინეთის „მშვიდობიანი ამაღლება“ არავის უქმნიდა საფრთხეს.

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომაც არაერთხელ ახსენა მშვიდობიანი ამაღლების

კურსი. თუმცა, დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ამ ტერმინის ორმაგი

განმარტების თავიდან ასაცილებლად, 2004 წლის ბოლოს, ჩინეთმა „მშვიდობიანი ამაღლების“

(China's peaceful rise) თეზისი ჩაანაცვლა „მშვიდობიანი განვითარების“ (China's

peaceful development) თეზისით.

სი ძინპინის მმართველობის პერიოდი (2013 წლიდან დღემდე). 2012 წლის ნოემბერში, ქ.

პეკინში გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის XVIII ყრილობა, რაც ფართოდ გაშუქდა

საერთაშორისო მედიის მიერ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ყრილობაზე მოხდა

ხელმძღვანელების თაობათა ცვლა და, ამდენად, მნიშვნელოვანი იყო იმის შეტყობა, თუ რა

იდეები დაედებოდა საფუძვლად ჩინეთის ახალ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, რომელიც

ჩაანაცვლებდა „მშვიდობიანი განვითარების“ (China's peaceful development) პოლიტიკას. შედეგად,

ხელისუფლებაში მოვიდა ხელმძღვანელთა ე.წ. მეხუთე თაობა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის

ცენტრალური კომიტეტის გენერალური მიდვნის, სი ძინპინის მეთაურობით.

Page 128: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 132

2013 წელს, მეთორმეტე მოწვევის სახალხო წარმომადგენელთა სრულიად ჩინეთის კრების

დასკვნით სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდეტნმა სი ძინპინმა ახსენა ტერმინი „ჩინური ოცნება“

(Chinese Dream), რაც, მისი თქმით, შესაძლებლობას მისცემს ჩინეთს: შექმნას ყოვლისმომცველი

თვითკმარი საზოგადოება; გახდეს სოციალისტური ქვეყანა; განვითარდეს და იყოს ჰარმონიული,

დემოკრატიული და ცივილიზებული; განახორციელოს ჩინეთის ეროვნული თვითშეგნების

აღორძინების დიადი მიზანი; რეალობად აქციოს ჩინეთის მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოდ

ჩამოყალიბების, ჩინელი ერის ენერგიული განვითარებისა და ხალხისთვის ბედნიერი ცხოვრების

უზრუნველყოფის ოცნებები.

2014 წელი ითვლება იმ საერთაშორისო პოლიტიკური სლოგანის დასრულების ეტაპად,

რაც ათწლეულების წინ განაცხადა მაშინდელმა ჩინეთის ლიდერმა დენ სიაოპინმა: „დავმალოთ

და დავფაროთ ჩვენი ძალა და ლიდერობის პრეტენზიები მანამ, სანამ არ მოვა ამის სათანადო

დრო“. 2014 წელს ასევე უკავშირებენ ჩინეთის დიპლომატიაში ახალი პერიოდის დაწყებას,

რომელიც ხასიათდება გაცილებით უფრო მაღალი დამაჯერებლობის ხარისხით. ამ პერიოდიდან,

ჩინეთის საგარეო პოლიტიკა გახდა ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე მანამდე იყო.

დასავლეთის ქვეყნებისა და იაპონიის რეაქცია ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე

დენ სიაოპინის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად ჩინეთის გაძლიერებამ

1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იან წლებში, ჩინელებს მეტი თავდაჯერებულობა შეჰმატა

საერთაშორისო საქმეებში და განსაზღვრა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ჩინეთის საგარეო-

პოლიტიკური და საგარეო-ეკონომიკური ქმედებების წარმატება. აქედან გამომდინარე, სრულიად

მოსალოდნელი იყო დასავლეთის ქვეყნების, უპირველესად კი ამერიკის შეერთებული შტატებისა

და იაპონიის რეაქცია, რაც 1990-იან წლებში მასობრივი ინფორმაციის ცალკეულ საშუალებებში

ფორმულირებული იყო, როგორც „ჩინური საფრთხე“.

„ჩინურ საფრთხეში“ იგულისხმება დასავლეთის ქვეყნების შიში ჩინეთის ეკონომიკის

შედარებით სწრაფი ტემპებით განვითარების გამო. ექსპერტების ნაწილი, ჩინეთის საგარეო

პოლიტიკის განხილვისას, არაერთგვაროვნად აფასებენ დენ სიაოპინის მიერ შემოთავაზებულ

„რეალიზმისა და პრაგმატიზმის“ პოლიტიკას. 1990 წელს, იაპონიაში გამოქვეყნდა დიდი სტატია

სათაურით „ჩინეთი – პოტენციური მოწინააღმდეგე“, რამაც დასაბამი მისცა „ჩინური საფრთხის“

დეფინიის გავრცელებას.

1992 წელს, დაიბეჭდა საგარეო პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აზიური

პროგრამის დირექტორის, როს მანროს სტატია „დრაკონის გაღვიძება: ჩინეთიდან მომდინარე

რეალური საფრთხე აზიისთვის“ (Ross Munro H., Awakening Dragon: The Real Danger in Asia is from

China). 1993 წელს, გამოქვეყნდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სამუელ ჰანტიგტონის

ნაშრომი „ცივილიზაციათა შეჯახება?“ (Samuel P. Huntington, The Clash of Civilizations?). ორივე

სტატიაში საუბარი იყო ახალ გლობალურ მოწინააღმდეგეზე, რის გამოც საჭირო იყო ჩინეთთან

დამოკიდებულებაში დასავლეთის პოზიციის შესაბამისი ექსპერტული დამუშავება. აღნიშნული

თემა წამოიჭრა ტაივანის სრუტეში კრიზისის განვითარების შემდეგაც (1995-1996 წწ), როდესაც

გაჩაღდა დისკუსია ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით ვაშინგტონში, და

ცნება „ჩინური საფრთხე“, როგორც დასავლეთში ჩინეთის პოლიტიკის ძირითადი განსაზღვრება,

სწრაფად გავრცელდა. მოცემული თემისადმი მზარდი ინტერესის მესამე ტალღა წამოიჭრა 1998-

Page 129: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 133

1999 წლებში, აზიის ფინანსური კრიზისის ფონზე ჩინეთის ეკონომიკური გავლენისა და როლის

სწრაფად ზრდის გამო.

დღევანდელ პირობებშიც, როდესაც ჩინეთის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად „ჩინური

ოცნების“ სამშვიდობო იდეა უდევს, კვლავაც საუბრობენ „ჩინურ საფრთხეზე“, რასაც დღეს უკვე

მრავალფაქტორულად მიიჩნევენ (მაგალითად, სასურსათო მუქარა, ეკოლოგიური მუქარა და ა.შ.).

თანამედროვე ჩინური დიპლომატიის ძირითადი პრინციპები და მიდგომები

2018 წლის 22-23 ივნისს, ქ. პეკინში, ჩინეთის თავმჯდომარის სი ძინპინის მეთაურობით

გაიმართა უაღრესად მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩინეთის საგარეო ურთიერთობებისა და

დიპლომატიის საკითხებზე, რასაც ესწრებოდა ჩინეთის ხელისუფლება სრული შემადგენლობით.

სი ძინპინის მმართველობის პერიოდში, ეს იყო მეორე ამგვარი შეკრება. პირველი შეკრება შედგა

2014 წელს, ხოლო წინა პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ კი მსგავსი შეხვედრა 2006 წელს გამართა.

2014 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები, ნათლად ადასტურებენ ცვლილებებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მიდგომებთან, შინაარსთან, სტილთან და

მიმართულებებთან დაკავშირებით, კერძოდ:

2014-2016 წლებში, ჩინეთი ინტენსიურად აძლიერებდა სამხედრო პოზიციებს სამხრეთ

ჩინეთის ზღვის აკვატორიაში და, იმავდროულად, ცდილობდა და დღესაც ცდილობს, რომ

დაჩქარებული ტემპებით განახორციელოს კუნძულის გარდაქმნა;

ჩინეთი გამოვიდა „ახალი აბრეშუმის გზის“ შექმნის იდეით, რაც დღეს წარმოდგენილია

დოლარში შეფასებული მრავალტრილიონიანი პროექტის – ვაჭრობის, ინვესტიციების,

ინფრასტრუქტურის, მასშტაბური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური „სარტყელისა

და გზის“ ინიციატივის სახით (Belt & Road Initiative), რომელშიც ჩართულია სხვადასხვა

რეგიონის 100-მდე ქვეყანა;

ჩინეთმა შეძლო განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის მიწვევა პირველ არა-ბრეტონ

ვუდსის მრავალმხრივი განვითარების ბანკში, რომელსაც წარმოადგენს ჩინეთის მიერ

ინიცირებული და კაპიტალიზირებული აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციის ბანკი

(Asian Infrastructure Investment Bank – AIIB);

2014 წლის შემდგომ პერიოდში, ჩინეთმა პირველად იკისრა მრავალმხრივი დიპლომატიის

აქტივისტის როლი, როდესაც წარმოადგინა საკუთარი დიპლომატიური ინიციატივები,

რომლებიც სცილდება მისი სტრატეგიული ინტერესების უშუალო სფეროს აღმოსავლეთ

აზიაში. ამასთან, ჩინეთი აქტიურად მონაწილეობს ისეთ სხვა ინიციატივებში, როგორიცაა

ირანთან დაკავშირებული JCPOA (Joint Comprehensive Plan of Action) და ა.შ. შესაბამისად,

მსოფლიო დონეზე ჩინეთის აქტიურობა აღარ არის განპირობებული მხოლოდ საკუთარი

ვიწრო ეროვნული ინტერესებით;

ჩინეთმა განათავსა საზღვაო სამხედრო ბაზები შრი ლანკაში, პაკისტანსა და ჯიბუტში (ამ

უკანასკნელში ასევე განლაგებულია 5000 კაციანი სახმელეთო ჯარი);

2018 წლის მარტში, ჩინეთის სახალხო ეროვნულმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება

საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაარსების შესახებ, რომელიც

უზრუნველყოფს ჩინეთის მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოყოფილი მასშტაბური

დახმარების პროგრამების კოორდინაციასა და მენეჯმენტს;

Page 130: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 134

ჩინეთის სახელისუფლებო ვერტიკალში, სი ძინპინის მიერ განხორციელდა ძალაუფლების

აბსოლუტური ცენტრალიზება. სი ძინპინის პერსონალური მმართველობითი სტილი და

ტემპერამენტი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ჩინეთის სისტემისათვის ისტორიულად

დამახასიათებელ გადაჭარბებულ და დროში გაწელილ ბიუროკრატიზმს.

2018 წლის შეკრებაზე გაკეთდა ჩინეთის ოფიციალური ანალიზის სინტეზი თანამედროვე

საერთაშორისო ტენდენციებთან დაკავშირებით და განისაზღვრა ჩინეთის თანამედროვე საგარეო

პოლიტიკისა და დიპლომატიის ზოგადი მიდგომები და პრინციპები.

მშვიდობიანი საერთაშორისო მდგომარეობის უზრუნველყოფა ყოველთვის პრიორეტული

იყო ჩინური დიპლომატიისთვის. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი თავისებურებაა

მემკვიდრეობითობა, რისი დადასტურებაა „მრავალმხრივი დიპლომატია“ (Multilateral diplomacy)

და „განვითარების დიპლომატია“ (Development diplomacy).

მრავალმხრივი დიპლომატია. ჩინეთი არის ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რეგიონული

ორგანიზაციის წევრი, როგორიცაა: შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (Shanghai Cooperation

Organisation – SCO); აღმოსავლეთ-აზიური სამიტი (East Asia Summit – EAS); უსაფრთხოების

სფეროში თანამშრომლობის აზიურ-წყნაროკეანური საბჭო (Council for Security Cooperation in the

Asia Pacific, CSCAP); აზიურ-წყნაროკეანური ეკონომიკური თანამშრომლობა (Asia-Pacific Economic

Cooperation – APEC); აზია-ევროპის ფორუმი (Asia–Europe Foundation – ASEF) და ა.შ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთი აქტიურად უჭერს მხარს კორეის ნახევარკუნძუ-

ლის უსაფრთხოების პრობლემების ირგვლივ მიმდინარე ექვსმხრივ მოლაპარაკებებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთი აქტიურდ თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ

აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (Association of Southeast Asian Nations – ASEAN), სადაც

შექმნილია დიალოგის ფორმატები „ASEAN-China“, „ASEAN+3“ (ჩინეთი, იაპონია, კორეის

რესპუბლიკა) და „ASEAN+6“ (იაპონია, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, ინდოეთი, ავსტრალია და

ახალი ზელანდია).

ცენტრალურ აზიაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) მეშვეობით, ჩინეთი

ანვითარებს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.

ევრაზიის მთელი კონტინენტისათვის, ჩინეთმა წარმოადგინა „სარტყელისა და გზის“

ინიციატივა, რომელიც ჩინეთს უზრუნველყოფს ახალი ბაზრებით საქონლის საექსპორტოდ და

ხელს შეუწყობს ინიციატივაში ჩართული ქვეყნებისა და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას,

რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება წინსვლასა და სტაბილურობაზე მსოფლიოში.

2013 წლის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი აზიის

ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) შექმნის ინიციატივით გამოვიდა, აზიის

რეგიონის განვითარებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. ეს

ბანკი ოფიციალურად დაარსდა 2015 წელს, როდესაც ქ. პეკინში 57 ქვეყნის წარმომადგენლებმა

ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის შექმნის

შესახებ. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის შექმნა იყო ჩინეთის მნიშვნელოვანი

ნაბიჯი, საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაციის ფარგლებში.

საერთაშორისო ასპარეზზე, ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და გლობალური

მოთამაშეა, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა პოლიტიკურ ფორმატში, მათ შორის მსოფლიოს

Page 131: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 135

5 უმსხვილესი ქვეყნისაგან შემდგარ ჯგუფში „ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და

სამხრეთ აფრიკა“ (BRICS) და „დიდ ოცეულში“ (G-20). გარდა ამისა, ჩინეთი აქტიურადაა

ჩართული გაეროს საქმეებში, მათ შორის ცხელ წერტილებში სამშვიდობო ძალების მივლინების

კუთხითაც. ჩინეთს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული პოზიციები გაეროს რეფორმირების

საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩინეთის პრეზიდენტის

სი ძინპინის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეისადმი 2015 წლის 28 სექტემბერს შეთავაზებული

სამი ინიციატივა გაეროს მხარდასაჭერად, როდესაც მან განაცხადა, რომ: ჩინეთი შექმნიდა

მშვიდობისა და განვითარების ფონდს 1 მლრდ აშშ დოლარის ბიუჯეტით; ჩინეთი

უზრუნველყოფდა მუდმივ კონტინგენტს გაეროს სამშვიდობოთა შემადგენლობაში 8000

სამხედროს ოდენობით, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად; უახლოეს ხუთ

წელიწადში, ჩინეთი აფრიკის კავშირს გამოუყოფდა 100 მლრდ აშშ დოლარს, უფასო სამხედრო

დახმარების სახით.

განვითარების დიპლომატია. დენ სიაოპინის დროის პოლიტიკური ხაზიდან დაწყებული

დღემდე, ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი დიპლომატიის განვითარების საკითხებს.

ჩინეთი მხარს უჭერს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც

ყურადღებას უთმობენ განვითარების საკითხებს და ხელს უწყობს ათასწლეულის განვითარების

მიზნების მიღწევას. ჩინეთი უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას განვითარებად ქვეყნებსა და

რეგიონებს და ეხმარება სხვადასხვა საკითხების, მათ შორის სავალო პრობლემების გადაწყვეტაში.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩინეთის თანამედროვე საგარეო-პოლიტიკური

ხაზი, რომელიც ცნობილია სახელით „ჩინური ოცნება“ და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის

სი ძინპინის განცხადებით, გულისხმობს ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც

არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ავტორიტეტის ზრდას, არამედ იძლევა ჩინელი ხალხის

ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. კალანდია ა., ჩინეთის ტრანსფორმაცია XXI საუკუნეში // გამომცემლობა „მწიგნობარი“,

თბილისი, 2015

2. China‟s Foreign Policy and External Relations // Directorate-General for External Policies,

European Parliament, 2015

3. Robert D. Blackwill, Kurt M., Kampbell, Xi Jinping on the Global Stage - Chinese Foreign Policy

Under a Powerful but Exposed Leader // Council of Foreign Relations, 2016

4. Samuel P. Huntington, The Clash of Civilizations?, Foreign Affairs, Vol. 72, No. 3, 1993

5. Wang Yizhou, China‟s Diplomacy: Ten Features // China Institute of Contemporary International

Relations, Beijing, 2013

6. Xi Jinping, The Governance of China (II), Foreign Languages Press, ISBN 978-7-119-11164-3,

Beijing, 2017

7. Yufan Hao, C. X. George Wei, and Lowell Dittmer, Challenges to Chinese Foreign Policy:

Diplomacy, Globalization, and Next World Power (Asia in the New Millennium), Published

by: University Press of Kentucky, 2009.

Page 132: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 136

ჩინეთი: რეალური მოთამაშე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მაია ამირგულაშვილი

ისტორიის დოქტორი, პროფესორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

სოფო ჩქოფოია სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ასოცირებული პროფესორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

[email protected]

Maia amirgulashvili –

Doctor of History, Professor

Tbilisi Open Teaching University

Sopo chkopoia-

Academic Doctor of Social Sciences,

Associate Professor

Tbilisi Open Teaching University

China: the Real Player in Georgia and the South Caucasus

ABSTRACT

The South Caucasus has always been an important region that has made many times the

goal of co-operation and competition between regional and global forces. The policies, strategies

and tactics of this global and regional policy are the main subject of today's literature, which

focuses attention on both bilateral relations between these forces and their relations within the

boundaries of this region.

In the light of the developments, if we consider the current trend, China will become one

of the most influential players in the Caucasus geopolitics. The South Caucasus is a region where

China's "group approach" is successful. In connoting the economy China has managed to manage

complex geopolitical conflict in the region.

China also uses the Thai factor to force the region's players to compromise. All this

develops and adds Chinese politics to the region. As a result, the Chinese interests in the

Caucasus mainly concentrated on small and medium-sized projects by facilitating private

investments by private Chinese companies and a strong ground for the state-owned

infrastructure companies. We consider China's modern relations with Georgia, Azerbaijan,

Armenia and regions with whom China is implementing the so-called "Group approach".

Key words: South Caucasus; China; Geopolitical conflict

სამხრეთ კავკასია ისტორიულად ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი რეგიონი,

რომელიც ბევრჯერ ქცეულა თანამშრომლობისა და კონკურენციის სამიზნედ, რეგიონალურ თუ

გლობალურ ძალებს შორის. ამჟამად, რეგიონი ევროპული, რუსული, ამერიკული, თურქული და

ირანული გეოპოლიტიკის განხილვის საგნად არის ქცეული. სწორედ ამ გლობალური და

რეგიონალური ძალების პოლიტიკა, სტრატეგია და ტაქტიკა არის თანამედროვე

Page 133: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 137

მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი. ყურადღება ეთმობა, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ამ

ძალებს შორის, ისე მათ ურთიერთობას ამ რეგიონის სახელმწიფოებთან. რაოდენ გასაკვირიც არ

უნდა იყოს, არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

პოლიტიკასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში. მართალია, სამხრეთ კავკასია

პოლიტიკურად და გეოგრაფიულად შორს არის ჩინეთისაგან, მაგრამ პეკინი საკმაოდ

მნიშვნელოვან როლს ასრულებს და აგრძელებს მუშაობას რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები

რეგიონში. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ჩინეთი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე

გავლენიანი მოთამაშე კავკასიის გეოპოლიტიკაში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყენებს „ჯგუფურ მიდგომას“, რომელიც მოიცავს

ურთიერთობების განვითარებას რეგიონის რამდენიმე ქავეყანასთან, რომელთაც წარსულში

ჰქონდათ კონკურენცია. სხვა რეგიონალური ძალებისაგან განსხვავებით, ჩინეთს არ ჰქონია დიდი

გეოპოლიტიკური კონტაქტი რეგიონთან და აქედან გამომდინარე იგი თავისუფალია იმ

ტვირთისაგან, რომელიც მას რეგიონალურ კონფლიქტებთან დააკავშირებდა, ამიტომ სწორედ ეს

ფაქტორი უქმნის მას ხელსაყრელ პირობებს, რათა განავითაროს და გააღრმავოს ურთერთობები

რეგიონში. არსებითად, ჩინეთს შეუძლია თავი აარიდოს იმ პოლიტიკურ, ისტორიულ,

ფსიქოლოგიურ და სხვა სახის წინააღმდეგობებს, რომლებიც არსებობს ამ რეგიონის ქვეყნებსა და

ეთნიკურ ჯგუფებს შორის. პეკინის სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში შედგება ორი განსხვავებული,

მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ელემენტებისაგან. პირველი, ეს არის ეკონომიკური

საქმიანობის გაფართოება და გაღრმავება და მეორე, სახალხო დიპლომატიასა და სასწავლო

გაცვლებში აქტიური ჩართვა და თანამშრომლობა. ამ ორი მიმართულების განვითარება ჩინეთს

ეხმარება, მიაღწიოს შემდეგ მიზნებს. პირველი - ეკონომიკური ინტერესი: სამხრეთ კავკასიას

აქვს დიდი ეკონომიკური პოტენციალი, ხოლო კავკასიის რეგიონში ბიზნესის განვითარება

საკმაოდ მომგებიანია ჩინეთისათვის, რომელიც ქმნის პროდუქციას მოთხოვნილების

შესაბამისად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური ხასიათისაა. ვინაიდან კავკასია

მჭიდრო კავშირშია ცენტრალურ აზიასთან, როგორც კულტურულად, ისე პოლიტიკურად.

ჩინეთს ეშინია, რომ სამხრეთ კავკასია შესაძლოა იქცეს დერეფნად, რომლის გავლითაც

ისლამური იდეოლოგია გავრცელდება შუა აზიაში, შუა აზიიდან ცენტრალურ აზიაში, ხოლო

იქიდან კი გაამწვავებს დაძაბულობას ხინჯიანგში. ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე

შეუქმნას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოებას. ამასთან ერთად, პეკინისთვის უფრო

მომგებიანია აღმართოს დამატებითი ბარიერები ამ საშიშროების წინააღმდეგ მისი

საზღვრებისაგან გაცილებით შორს.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთის ინტერესები ემთხვევა რუსეთის და ასევე

ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად ირანის ინტერესებს. მოსკოვისათვის, ჩინეთის აქტიურობა

კავკასიაში აუმჯობესებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას და აერთიანებს ორ ქვეყანას

დასავლეთის წინააღმდეგ, ამასთანავე ჩინეთის ეკონომიკური მონაწილეობა რეგიონში

პოტენციურად ეხმარება ექსტრემიზმის შემცირებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში.

2017 წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, აზერბაიჯანისა და საქართველოს

ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს „აბრეშუმის გზის ეფექტი” სესიაზე. სადაც მათ გამოთქვეს

დიდი სურვილი გაეზარდათ კავკასიაში პროექტ „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ მნიშვნელობა,

Page 134: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 138

თუმცა ჩინეთი აცნობიერებს, რომ კომერციული ჩართულობა ამ რეგიონში ჯერ კიდევ საცდელ

დონეზეა. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩინეთის მიერ

დაფინანსებულ და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ და ენერგო სამუშაოებთან შედარებით

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ჩინურ კომპანიებს ჯერ კიდევ მოსაკიდებელი აქვთ ფეხი

კავკასიის რეგიონში, რათა აქაც იმავე მასშტაბის პროექტები განახორციელონ. ჩინელ

პარტნიორებთან წარუმატებელ მოლაპარაკებათა რაუნდის შემდგომ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი

პორტის მშენებლობა და მართვა 2016 წელს ქართულ-ამერიკულ კომპანიას გადაეცა.

აზერბაიჯანის მთავრობის ბიძგი, რომ განეხორციელებინა საკუთარი ეკონომიკის

დივერსიფიცირება დაემთხვა ჩინეთის ინტერესს მოეხდინა წარმოებისა და მშენებლობის ჭარბი

უნარის ექსპორტირება. კავკასიის რესპუბლიკების მიერ კომერციული ჩინური ინტერესის

მოზიდვაში კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს მათი წვდომა შეღავათიან სატარიფო ზონებთან,

როგორც ევროკავშირთან ასევე რუსეთთან. ეს აშკარად გამოჩნდა 2017 წლის იანვარში, ფოთის

თავისუფალი სავაჭრო ზონის საკითხზე საქართველოს მთავრობასა და კერძო ჩინურ კომპანიებს

შორის გამართულ მოლაპარაკებებში.

მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ქვეყნების მაგალითზე განვიხილოთ ჩინეთის ინტერესები

კავკასიის რეგიონის ქვეყნების მიმართ.

აზერბაიჯანი - აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა 1991 წელს დაიწყო, როდესაც

აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მიიღო. მყარი საფუძველი ორმხრივ ურთიერთობებს ჩაეყარა

ფეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს (1993-2003). მოკავშირეობამ მიაღწია ახალ სიმაღლეებს,

როდესაც 2003 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა გადაწყვიტა ოფიციალურად წვეოდა

ჩინეთს. ამ შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანულ-ჩინური ბიზნეს ფორუმის ორგანიზება

მოხდა, რომელსაც დაესწრო 40 აზერბაიჯანული და 400 ჩინური კომპანია. დაახლოებით 20

კონტრაქტი იქნა ხელმოწერილი ბიზნესის სფეროში ამ ორ ქვეყანას შორის. ერთ-ერთი

შეთანხმების მიხედვით, ჩინეთს მიეცა შესაძლებლობა განევითარებინა წარმოება კაბელების,

კომპიუტერული ტექნოლოგიების, საბურღი ხელსაწყოების, ნავთობისა და გაზის

ინდუსტრიისათვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსათავსებელი და შესაფუთი

მასალების და ასევე სხვა სფეროების.

პეკინი ეტაპობრივად ერთვება კონკურენციაში კასპიის ზღვის ნავთობთან მიმართებაში,

ასევე გაზის რესურსებისათვის და უკვე გამოკვეთა თავისი ადგილი აზერბაიჯანის ნავთობის

სექტორში. 2010 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ

ჩინეთსა და სინგაპურს, სადაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს ჩინეთისათვის ნავთობის მიწოდების

შესახებ.

მიუხედავად ამისა, ნავთობისა და გაზის სექტორი არ არის ერთადერთი სფერო, სადაც ეს

ორი ქვეყანა თანამშრომლობს. ჩინეთი აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანის ინფრასტრუ-

ქტურის განვითარებაში და ეხმარება აღადგინოს და გააშენოს თერმოელექტრული და ჰიდრო-

ელექტრული ნარგავები. ჩინეთის ნაციონალური ელექტრო ტექნიკის კორპორაცია CNEC, არის

ყველაზე წარმატებული ამ სფეროში. 2007 წელს, სწორედ ამ კორპორაციამ მოიგო კონკურსი, რაც

ეხებოდა აზერბაიჯანის თერმოელექტრული ენერგიის აღდგენასა და ენერგიის მწარმოებელი

შვიდი გაერთიანების მოდერნიზებას. ამ თერმოელექტრულ ენერგია შეადგენს 45% ყველა

Page 135: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 139

ელექტრო ენერგიას შორის, რომელიც იწარმოება ქვეყანაში მას შემდეგ რაც სამუშაო მთავრდება,

სიძლიერე ამ ენერგიის მწარმოებელი ერთეულებისა უტოლდება 2,600 მილიონ ვატს. 2013 წელს,

აზერბაიჯანის თერმოელექტრო ენერგიის სადგურმა გამოიმუშავა 7,63 ბილიონი კილოვატი

საათში.

აზერბაიჯანი და ჩინეთი ასევე აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა

კულტურული და საგანმანათლებლო სფეროები, ამ ჭრილში უნდა აღინიშნოს, რომ დაიდო

შეთანხმება აზერბაიჯანში კონფუცის ინსტიტუტის გახსნის შესახებ 2011 წელს. მნიშვნელოვანი

დოკუმენტი, ამ სფეროში არის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილ იქნა ჩინეთისა და

აზერბაიჯანის განათლების მინისტრებს შორის 2012-2015 წლებში. ამჟამად 30-ზე მეტი

სტუდენტი სწავლობს ჩინეთში და დაახლოებით 200 ჩინელი სტუდენტი სწავლობს

აზერბაიჯანში.

ჩინეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ასევე ვრცელდება სამხედრო სფეროზეც.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ხშირად სტუმრობს ჩინეთს.

ვაჭრობის სფეროში საერთო მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ არის ზრდის ნიშნები.

მაგალითად 2010 წელს კომერციული საქმიანობის ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის შეადგენდა 3,3%-

ს. აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობას ჩინეთი ჩამორჩებოდა ამერიკას, რუსეთს, საფრანგეთსა და

თურქეთს. 2012 წლისთვის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილი იყო 5-ჯერ. სავაჭრო

ურთიერთობები ქვეყნებს შორის იძლევა შესაძლებლობას, რომ იგი კიდევ უფრო გაიზრდება

მომავალში და ჩინეთი გახდება აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო

პარტნიორი.

გაზრდილი ნაკადი აზერბაიჯანში ჩინელი მიგრანტი მუშებისა მიგვითითებს

აზერბაიჯანულ-ჩინური ურთიერთობების კიდევ ერთ ასპექტზე, რომელიც სახელმწიფოებრივ

საზღვრებს სცდება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2007 წელს 7000 მდე ჩინელი

მიგრანტი იყო აზერბაიჯანში. აქედან მოყოლებული მათი რაოდენობა იზრდება. ჩინელები

ცხოვრობენ არამხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ პატარა ქალაქებშიც. გაიზარდა ქორწინების

ფაქტები ჩინელებსა და აზერბაიჯანელებს შორის.

2010 წელს, აზერბაიჯანის საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა არზოუ რახიმოვმა

განაცხადა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათასი არალეგალი ჩინელია, ამგვარი ნაკადი სამუშაო

მიგრანტებისა კი წარმოქმნის სერიოზულ პრობლემას, რადგან ჩინელები ხდებიან

ადგილობრივების კონკურენტები. ჩინელი მუშა 3-4 ჯერ უფრო იაფი უჯდება დამქირავებელს,

ვიდრე ადგილობრივი მუშა.

სომხეთი - ჩინეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს უფრო ღრმა წარსული აქვს.

სომხური ისტორიის მიხედვით მოვსეს ხორენაცი, მამიკონიანების ცნობილი ოჯახი, რომელმაც

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთის ისტორიაში, იყო ჩინური წარმომავლობის. ჩინეთში

არსებობდა სომხეთის დიდი დიასპორა, რომელსაც წვლილი შეჰქონდა ამ ორ ქვეყანას შორის

ვაჭრობის განვითარებაში. ყველაზე ადრეული წყარო, რომელიც გადმოგვცემს სომხური თემების

შესახებ ჩინეთში თარიღდება XII საუკუნით. სომხები იყვნენ პირველები, რომელთაც

გადათარგმნეს ბიბლია ჩინურად. როგორც ვხედავთ ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის

საკმაოდ ღმაა და დღემდე აქტიურად გრძელდება.

Page 136: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 140

დიპლომატიური ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის დაიწყო 1992 წელს. მაგალითად,

ჰუ ძინტაომ თავისი მმართველობის პერიოდში განაცხადა, რომ სომხეთი არის სანდო მეგობარი,

რომელთანაც განაგრძობდა ორმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ

ურთიერთობებს. სომხეთის პრეზიდენტის სარგისიანის განცხადებით კი ჩინეთთან

ურთიერთობის განვითარება არის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სამრეწველო ინდუსტრია და მისი სხვადასხვა განშტოებები

წარმოადგენს ძირითად არეალს, სადაც ეს ორი ქვეყანა თანამშრომლობს.

ჩინეთმა გამოხატა ინტერესი ერთ-ერთ ძლიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ

სატრანსპორტო პროექტში მონაწილეობისა. რკინიგზის სამშენებლო ობიექტი, რომელიც

დააკავშირებს სომხეთს ირანის პორტთან სპარსეთის ყურეში. სწორედ ეს პროექტი იქნა

განხილული სომხეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის 2010 წლის მაისში. ზოგიერთმა

ჩინელმა ინვესტორმა, როგორიც არის ჩინეთის კონსტრუქციული კომუნიკაციების კომპანია,

გამოხატა მზადყოფნა, რომ დააფინანსებს ამ ამბიციურ, 3 მილიონიანი დოლარის პროექტის 60

პროცენტს. თუ გაითვალისწინებთ ირანის განვითარებული სატრანსპორტო ქსელს, ეს რკინიგზა

სომხეთსთვის შექმნის ხელმისაწვდომობას ცენტრალურ აზიურ ბაზარზე, ისევე როგორც

პაკისტანის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის

ქვეყნების ბაზარზე. შესაბამისად, ჩინეთიც ისარგებლებს ამ რკინიგზით, ვინაიდან იგი მოიპოვებს

დამატებით წვდომას კავკასიაზე.

კერძო ჩინური ბიზნესი ღრმად იკიდებს ფეხს სომხეთის ეკონომიკაში. 2010 წელს, 41

საწარმო ჩინური კაპიტალით დარეგისტრირდა სომხეთში. ძირითადი პროდუქტი, რომელიც

იყიდება მათ საწარმოებში არის საბითუმო საკვები პროდუქტები, სასმელები, სიგარეტი,

ქსოვილები და ფეხსაცმელი. საცალო ვაჭრობა მედიცინაში, მედიკამენტები, წამლები, კოსმეტიკა

და აქსესუარები. საოჯახო ელექტრონული მასალებისა და ტანსაცმლის, ასევე რესტორნების

ბიზნესი. ჩინეთი მონაწილეობს სხვადასხვა ენერგო პროექტებში, სადაც ჩინეთის წილი არის 80%,

შეთანხმება დაიდო 2008 წელს.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება დიპლომატიაში და

საგანმანათლებლო სფეროებში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კონფუცის ინსტიტუტი,

რომელიც გაიხსნა კავკასიაში იყო სომხეთში. 2011 წელს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

იანგ ჯიეჩიმ, რომელიც სომხეთში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, მაღალი შეფასება მისცა

აღნიშნულ ინსტიტუტსა და აღნიშნა მისი მნიშვნელობა ჩინური ენისა და კულტურის

პოპულარიზაციაში. სომხეთი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანამშრომლობენ თავდაცვის

სფეროშიც.

ჩინურ-სომხური ურთიერთობების გაუმჯობესება ნათლად შეიმჩნევა საქონელ ბრუნვაში.

2000 წელს ორმხრივი თანამშრომლობის საერთო სავაჭრო რაოდენობამ შეადგინა 5,38 მილიონი

დოლარი, ხოლო 2009 წელს, სავაჭრო მოცულობამ ორ ქვეყანას შორის შეადგინა 302,5 მილიონი

დოლარი, რითაც გადააჭარბა 2000 წლის ინდექსს.

საქართველო - დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ საქართველოსა და ჩინეთს

შორის გამოცხადაა 1992 წელს. ნაციონალურ დონეზე თანამშრომლობის გარდა, ჩინეთ

საქართველოს ურთიერთობები განვითარდა მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეზეც. 2007

Page 137: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 141

წელს ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (ორ ქალაქს,

რუსთავსა და ხარბინს შორის). შემდგომი შეთანხმება დაიდო 2008 წლის ნოემბერში (კახეთსა და

სინძიან-უიღურს, ავტონომიურ რეგიონს შორის). მსგავსი დოკუმენტი ხელმოწერილ იქნა 2009

წელსაც საქართველო ფოთსა და ჩინეთის ქინგდაოს შორის.

მნიშვნელოვანი ადგილი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში უჭირავს სატრანსპორტო

ინდუსტრიას. ზოგიერთი წყარო გვიჩვენებს, რომ ჩინეთი დაინტერესებულია ბაქო-თბილისი -

ყარსის სარკინიგზო პროექტით. 2010 წელს, ჩინეთის Sino-Hydio კორპორაციამ და ჩინეთის

სარკინიგზო 23-ე ბიურომ მოიგო საერთაშორისო კონკურსი, რომლის ორგანიზატორიც იყო

საქართველო, ეს კონკურსი მოეწყო იმისათვის, რათა მომხდარიყო რიკოთის გვირაბის

რეკონსტრუქცია, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დამაკავშირებელი

გზაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. ასევე, რკინიგზის აშენება, რომელიც

გვერდს უვლის თბილისს, მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ტრანსპორტის

განვითარებისა და უსაფთხოების კუთხით.

საქართველო და ჩინეთი ავითარებენ თანამშრომლობს კულტურულ სფეროებში. 2010 წლის

ბოლოს გაიხსნა კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში. 1992 წელს დაარსებულ იქნა ჩინურ-

ქართული აბრეშუმის გზის კულტურული ცენტრი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს

თამაშობს ორმხრივი კულტურული თანამშრომლობის განვითარებაში. მათ ვისაც აინტერესებთ

ჩინეთის კულტურა ამ ცენტრში იკრიბებიან. ცენტრის ძირითადი მიზანია განავითაროს და

გააქტიუროს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.

ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარება აისახება ორივე ქვეყნის საგარეო სავაჭრო

ბრუნვაზე. 2000 წელს, სავაჭრო მოცულობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს

შორის მოიცავდა 4,1 მილიონ დოლარს, რომელიც 2009 წლისათვის გაიზარდა დაახლოებით 213,2

მილიონ დოლარამდე. 2013 წელს, ორმხრივი წარმოების მოცულობამ საქართველოსა და ჩინეთს

შორის გადააჭარბა 597 მილიონ დოლარს, რაც 145 ჯერ მეტია 2000 წელთან შედარებით.

საქართველოს არცერთ ქვეყანასთან არ ჰქონია ასეთი დინამიური ზრდა.

მომავალში სავარაუდოა, რომ ეს პოზიტიური სავაჭრო ზრდა კიდევ უფრო გაიზრდება. 2010

წლის ნოემბერში, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის ვიზიტი ჩინეთში

იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერებმა და საქართველოს დელეგაციის

წევრებმა წარმოადგინეს რამოდენიმე წინადადება ეკონომიკურ სფეროში. მაგალითად

საქართველომ შეიტანა წინადადება ფოთის პორტის განახლებისა და გაფართოების, რამდენიმე

მსხვილი ჰიდროელექტრო პროექტების დანერგვისა და ჩინეთის განვითარების ბანკის

ფილიალის საქართველოში გახსნის თაობაზე. საქართველომ ასევე წარმოადგინა პროექტი

პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის და ევროპისა და ჩინეთის მიმართულებით თბილისის

საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო აეროპორტად გადაქცევის შესახებ.

როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში არსებობს ჩინური მოსახლეობის ზრდის

შიში. მაგალითად, ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან ბევრი

ჩინელი მუშაა, რომლებიც არიან ნაკლებად პრეტენზიულები, შრომისმოყვარე და იაფი

მუშახელი, რომელთაც თვეში 90 დოლარი ჰყოფნით. ეს სერიოზულ კონკურენციას უქმნის

ადგილობრივ სავაჭრო ბაზარს. რაც შეეხება ჩინელი მიგრანტების რაოდენობას საქართველოში,

Page 138: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 142

მათი რაოდენობა მერყეობს 1000-500-მდე. ჩინელები ჩართულები არიან სხვადასხვა სფეროებში,

განსაკუთრებით ვაჭრობაში. დაახლოებით 600 ჩინური მაღაზია არის საქართველოს დედაქალაქსა

და სხვა ქალაქებში.

თვითაღიარებული რეგიონები - სამხრეთ კავკასია რჩება გეოპოლიტიკურად ერთ-ერთ

ყველაზე რთულ რეგიონად, თავისი გადაუწყვეტელი კონფლიქტებითა და სერიოზული

წინააღმდეგობებით. ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობს თავი შორს დაიჭიროს ამგვარი

პოლიტიკური პრობლემებისგან, განსაკუთრებით იმ საკითხებისაგან, რომელიც ეხება რეგიონულ

კონფლიქტებს. პეკინის პოზიცია ამ თემაზე არის პრაქტიკულად ნეიტრალური. ის აყალიბებს

ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის თვითაღიარებულ რეგიონებთან. თუმცა ეს ურთიერთობები

ძირითადად ეხება ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს და იწარმოება ექსკლუზიურად

კერძო სექტორის მიერ. ამასთანავე ჩინეთი თავიდან ირიდებს გეოპოლიტიკური შედეგების

განვითარების რისკს, რომელიც შეიძლება ჩინეთისათვის არასახარბიელო აღმოჩნდეს.

ურთიერთობები ჩინეთსა და აფხაზეთს შორის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. თუმცა ბოლო

დროინდელი ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები საგრძნობლად

გაიზრდება მომავალში. ჩინეთის წილი აფხაზეთის საზღვარგარეთულ სავაჭრო მოცულობაში 1%

შეადგენს, თუმცა ჩინეთის კერძო სექტორი გამოხატავს მზარდ ინტერესებს ბიზნესის

განვითარებისადმი აფხაზეთში. ადგილობრივი საინფორმაციო ვებსაიტებზე დაყრდნობით,

ჩინელი ბიზნესმენების ჯგუფი ეწვია აფხაზეთს 2007 წელს, რათა აღმოეჩინათ მისი ეკონომიკური

პოტენციალი, გადასახადების სისტემა და საზღვარგარეთული ინვესტორების პრივილეგიები.

ჯგუფის შემადგენლობაში იყვენენ სოფლის მეურნეობის ასევე სპორტისა და ინფრასტრუქტურის

წარმომადგენლები.

2011 წელს მაისში, აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლებმა და ჰონგ კონგმა ხელი მოაწერეს

მემორანდუმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ორმხრივ თანამშრომლობას. 2011 წლის ოქტომ-

ბერში, აფხაზეთის კომერციის პალატა ესტუმრა ჩინეთს, სადაც წარმოადგინეს ბიზნესის პროექტი

და განიხილეს ჩინეთის საქონლის მნიშვნელობა აფხაზეთის ბაზრისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ

აფხაზეთის კომერციის პალატას გააჩნია ოფიციალური ვებ საიტის ჩინური ვერსია.

2014 წლის თებერვალში, ჩინეთის დელეგაცია ეწვია აფხაზეთს, მოლაპარაკებები წარიმართა

კომერციის პალატასთან. ჩინეთის მხარემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი აფხაზეთთან

თანამშრომლობის. მზარდი ურთიერთობა აისახება დიპლომატიურ დონეზეც. თუმცა

ლიმიტირებულად, აფხაზეთს ჰყავს დამსახურებული კონსული პეკინში. ისევე როგორც

რუსეთის საგარეო სამინისტროსთან. აფხაზეთის საგარეო სამინისტროს ასევე ჰყავს სპეციალური

დიპლომატიური წარმომაგდენელი აზიის რეგიონში.

ურთიერთობები ყარაბაღსა და ჩინეთს შორის ვითარდება ეკონომიკურ სფეროში, კერძო

კომპანიების მეშვეობით. თანამშრომლობის ძირითად სფეროებია: მშენებლობა, ქვის დამუშავება

და ჰიდრო ენერგია. თუმცა ჩინეთის რესპუბლიკა ჯერ კიდევ არ არის ყველაზე მსხვილი

პარტნიორი ყარაბაღის რესპუბლიკის. 2010 წელს, ჩინეთის წილი ყარაბაღის ექსპორტში

შეადგენდა მხოლოდ 0,4%-ს და იმპორტში 3,6%-ს მიუხედავად ამისა, ორმხრივი სავაჭრო

ურთიერთობების დინამიკა გვიხატავს განსხვავებულ სურათს. 2005 წლისათვის, ჩინეთსა და

ყარაბაღს შორის არ არსებობდა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა. 2008 წელს ორმხრივი ვაჭრობა

Page 139: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 143

გაიზარდა 164 000 დოლარამდე და 2011 წლისათვის მან მიაღწია 1,28 მილიონს. 2012 წელა

გაიზარდა 828000 დოლარამდე. ჩინეთისა და ყარაბაღის ურთიერთობის გაღრმავება უკავშირდება

სომხურ-ჩინურ კავშირს. მაგ. იქიდან გამომდინარე, რომ ყარაბაღის რესპუბლიკას არ აქვს

სახელმწიფოებრივი სტატუსი, ყარაბაღის ბიზნესმენი ხმარობს სომხურ პასპორტს საერთაშორისო

მოგზაურობისათვის. თუმცა ეს გავლენა მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. ჩინეთი ბიზნესს

ავითარებს ისე, რომ პოლიტიკაში ღრმად არ ერევა. ყველა ეს ნაბიჯი არის იმის წინაპირობა, რომ

ჩინეთისა და ყარაბაღის ურთიერთობა განვითარდება.

რაც შეეხება ურთიერთობებს ჩინეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, მათ შორის არსებული

შეთანხმება ემსახურება მიზანს დაარსდეს ერთობლივი რუსეთ-ჩინეთის მსუბუქი მრეწველობის

პარკი სამხრეთ ოსეთში, რომელიც მოსალოდნელია, რომ შექმნის 1000-მდე სამუშაო ადგილს

სამხრეთ ოსეთში.

ჩინეთი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის

საზღვარგარეთ, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ

იმპერატივებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს აძლიერებს მის ნაციონალურ ეკონომიკას,

საექსპორტო ნაყოფიერებას და ზრდის ჩინეთის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. თავისთავად

ეს ეკონომიკური ფაქტორები გავლენას ახდენს პოლიტიკურ სფეროზე. პოლიტიკური

პოზიციების გაძლიერება არის შედეგი ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებისა.

კომპლექსურ გეოპოლიტიკურ ჭრილში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სომხეთი, საქართველო

და აზერბაიჯანი წინააღმდეგნი იქნებიან ჩინეთის თანამშრომლობისა სადაო ტერიტორიებთან.

თუმცა, ამ სახელმწიფოების მხრიდან ამ საკითხებთან მიმართებაში აღინიშნება შედარებით

სუსტი პოზიცია. ამის ასახსნელად არსებობს ორი ძირითადი მიზეზი პირველი, ოფიციალურად

აღიარებული სახელმწფოებისათვის ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უფრო მომგებიანია

ვიდრე მასთან ამ კავშირის გაწყვეტა თვითაღიარებულ რეგიონებთან ჩინეთის თანამშრომლობის

გამო. მეორე მიზეზი არის ტაივანის საკითხი. ტაივანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია,

რადგან პეკინი მას ჭკვიანურად იყენებს იმისათვის, რათა დაამყაროს ურთიერთობები როგორც

რეგიონის აღიარებულ ისე არაღიარებულ სახელმწიფოებთან, რომლებიც მათ გამოეყვნენ, რადგან

მათაც აქვთ აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა ტაივანთან.

2000-2010 წლებში საქართველოსა და ტაივანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიმართა ოცჯერ,

ხოლო 2005-2013 წლამდე ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 5 ჯერ გაიზარდა. პეკინი არ დარდობს

საქართველოსა და აზერბაიჯანის ტაივანთაინ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ისინი არ არიან

ძლიერი ძალები და მათი თანამშრომლობა ტაივანთან ჩინეთს საფრთხეს არანაირად არ უქმნის.

პირიქით, ეს ურთიერთობა მას აძლევს პრივილეგიას ითანამშრომლოს თვითაღიარებულ

სახელმწიფოებთან. ჩინეთის „ჯგუფური მიდგომის“ ნაწილი არის სტრატეგია, რომელიც

ცდილობს რეგიონული პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ეკონომიკური გავლენის შედეგად.

თანამშრომლობის ზრდისა და რეგიონული კონფლიქტების თავიდან არიდების

ფილოსოფიასთან ერთად, ჩინეთმა იპოვა ბალანსი სხვადასხვა სახის მეტოქეებს შორის

ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების პარალელურად.

Page 140: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 144

გამოყენებული ლიტერატურა:

1. https://www.fpri.org/article/2017/04/chinas-strategy-caucasus/

2. http://yalejournal.org/article_post/new-silk-roads-in-the-southern-caucasus-chinese-geopolitics-in-a-

strategic-region/

3. https://eurasianet.org/s/chinas-strategy-in-the-caucasus

Page 141: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 145

ევროკავშირი და ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა მშვიდობის

მეცნიერებების პერსპექტივიდან კონსტატნტინე ვეკუა

ასისტენტ-პროფესორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

Konstatntinr Vekua

Asistant Professor

Tbilisi Open Teching Yniversity [email protected]

European Union and One Belt One Road Initiative from the World Sciencies Perspective

ABSTRACT

At the beginning of the third millennium, the biggest economic project is the Belt and Road Initiative

declared by the People’s Republic of China, which allows for the balancing of the powers on the Eurasian

continent, mutually profitable cooperation and economic development with peaceful methods. In this regard,

Sino-European relations have a crucial significance, which may support the creation of the additional stable

peace zone/zones between East and the West.

Key Words New Belt and Road Initiative, Integration; peace zones;

XX საუკუნის ბოლოს კვლავ გააქტიურდა აბრეშუმის გზის უძველესი ტრადიციის

აღორძინების საკითხი. მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა პოლიტიკურმა მოთამაშემ წამოაყენა

საკუთარი ინიციატივა მის გასაცოცხლებლად. მათ შორის ყველაზე მასშტაბური გამოდგა

ჩინეთის მიერ შემოთავაზებული ერთი სარტყელი, ერთი გზის პროექტი.

ნაშრომში საუბარი გვექნება აღნიშნული ინიციატივის თავისებურებებზე, მათდამი

განსხვავებულ მიდგომებზე და ზოგადად, იმ კონსტრუქციულ როლზე, რომელსაც დადებითი

წვლილის შეტანა შეუძლია სუპერკონტინენზე უსაფრთხოების, განვითარების, მშვიდობისა და

თანამშრომლობითი პროცესების ხელშეწყობაში.

განსაკუთრებით, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის განლაგებულ ერთი სარტყელი, ერთი

გზის პროექტს მიმოვიხილავთ მშვიდობის მეცნიერებების პრიზმაში, სადაც გავაანალიზებთ

თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკის იდეოლოგიურ საფუძვლებს და მის პოტენციალს მშვიდობის

ზონების შექმნის საქმეში.

1. ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ისტორიული კონტექსტი და

თანამედროვეობა.

მართალია, „აბრეშუმის გზის“ სახელწოდება XIX საუკუნის გერმანელ მეცნიერს,

ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენს ეკუთვნის (Seidenstraße), მაგრამ აღნიშნული მასშტაბის

საკონტინენტთაშორისო ურთიერთობას თავდაპირველად ძველი წელთაღრიცხვით 130 წელს

ჩაეყარა საფუძველი და ხანის დინასტიის გამოჩენილი წარმომადგენლის, იმპერატორ ვუს მიერ

შექმნილ პროექტს წარმოადგენდა. შემდგომი თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში, 1453 წელს

კონსტანტინეპოლის ოსმალების მიერ აღებამდე, „აბრეშუმის გზა“-მ უდიდესი გავლენა

მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე, უახლესი მიღწევების ურთიერთგაზიარებაზე, ხალხებსა

და სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაზე. ეს

Page 142: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 146

უკანასკნელი ასპექტი იმდენად დიდი იყო, რომ VI საუკუნეში თვით ბიზანტიის იმპერატორის,

იუსტინიანეს ძალისხმევით ჩინეთიდან აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგიის კონტრაბანდულად

გადმოტანამაც კი ვერ დაუსვა მას წერტილი. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ ამ

უზარმაზარი ისტორიული მემკვიდრეობის დასაფასებლად და შესასწავლად 1988 წელს იუნესკომ

“აბრეშუმის გზების მრავალმხრივი კვლევები: დიალოგის გზები”-ის ათწლიანი პროექტი

დააფუძნა, (Integral study 2008, 1)ხოლო 2014 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და შუა

აზიის სახელმწიფოების იუნესკოსთან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდგომ ჩანან-ტიანშანის

მონაკვეთი მთლიანად კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობად იქნა გამოცხადებული.

II-III ათასწლეულების მიჯნაზე „აბრეშუმის გზის“ აღსადგენად არაერთი პროექტი იქნა

შემოთავაზებული (1992 წელს ევროკავშირის ევროპა-კავკასია-აზიის სატრანზიტო კორიდორის

ინიციატივა; 2011 წელს აშშ-ს ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა; 2013 წელს იაპონიის

„გამოცოცხლების სტრატეგიის“ ინიციატივა და კვლავ 2013 წელს სამხრეთ კორეის ევრაზიის

ინიციატივა), მაგრამ ყველაზე მასშტაბური მაინც 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის

ინიციატივა, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ აღმოჩნდა, რომელშიც 100-მდე ქვეყანა და

საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. მას ზოგჯერ „ჩინეთის მარშალის გეგმასაც“ უწოდებენ,

რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს ევრაზიის კონტინენტზე ძალთა დაბალანსება

წარმოადგენს.

თავისი ხასიათით სარტყლისა და გზის ინიციატივა ორმხრივად მომგებიან

თანამშრომლობაზე, საერთო და მშვიდობიან განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე,

გამჭვირვალობაზე, ღიაობასა და ჩართულობაზეა ორიენტირებული და რეგიონულ ფარგლებს

სცილდება. იგი 6 სახმელეთო სარტყლისა (ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდი, ჩინეთი-

მონღოლეთი-რუსეთის დერეფანი, ჩინეთ-ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის კორიდორი,

ბანგლადეში-ჩინეთი-მიანმარის ეკონომიკური კორიდორი, ჩინეთი-პაკისტანის ეკონომიკური

კორიდორი) და საზღვაო გზისაგან შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ „ახალი აბრეშუმის გზის“ ყველაზე დიდი მოთამაშე ჩინეთი და

ევროკავშირია, თავისი წამყვანი ქვეყნებით, ყველა ამ პროექტში მონაწილე სახელმწიფოს

შეუძლია სოლიდური შემოსავლების მიღება და როგორც საკუთარი, ასევე საერთო ეკონომიკური

განვითარების ტემპების დაჩქარება. სარტყლისა და გზის ინიციატივაზე რამდენიმე ტრილიონი

აშშ დოლარის დახარჯვაა გამიზნული.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტს თავისი გამოწვევები და რისკებიც გააჩნია, რომელიც

აზიისა და ევროპის (და არა მარტო) წამყვანი სახელმწიფოების სტრატეგიულ საკითხებში

განსხვავებულ ინტერესებსა, თუ უსაფრთხოების პრობლემებს უკავშირდება. მაგალითად, თუკი

რეგიონალურ ურთიერთობებში იაპონია ჩინეთის ეკონომიკურ მეტოქეს წარმოადგენს, ხოლო

ინდოეთს სარტყლისა და გზის ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად ქაშმირის პრობლემა

აფერხებს, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის განსახორციელებლად ერთ-ერთ ყველაზე

ამბივალენტურ მოთამაშეს აშშ წარმოადგენს: ერთის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები XXI

საუკუნის ყველაზე დიდ მეტოქედ ჩინეთს აღიქვამს მაშინ, როდესაც მეორეს მხრივ, ამ

უკანასკნელისთვის მნიშვნელოვანია ავღანეთში აშშ-ს ჯარების კონტინგენტის არსებობა, რადგან

Page 143: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 147

საპირისპირო შემთხვევამ შეიძლება რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ხელი

შეუშალოს სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებით განხორციელებას. (Wuthnow 2017, 15)

თუმცა, საბოლოოდ, საერთო წერტილების გამოკვეთითა და ერთიანი ძალისხმევით

შესაძლებელია არსებული სირთულეების პრიორიტეტული თანმიმდევრობით დაძლევა.

2. თანამშრომლობის ასპექტები ევროკავშირსა და ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივას

შორის

სარტყლისა და გზის ინიციატივისადმი შედარებით უფრო პოზიტიური დამოკიდებულება

გააჩნია მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკურ ბლოკსა და ისეთი სტაბილური მშვიდობის

ზონას, როგორიცაა თანამედროვე ევროკავშირი. მისი 15 ტრილიონ ევროიანი მშპ-ს მქონე

ბაზართან ურთიერთობა ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ტრანსპორტის,

ენერგეტიკისა, ფინანსებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროშია.( Putten 016, 3) სარტყლისა და

გზის ინიციატივის ძირითადი არსი ურთიერთკავშირების გაძლიერებაში მდგომარეობს.( Ibid, 3)

„ახალი აბრეშუმის გზის“ დასავლეთთან ურთიერთობებში იკვეთება ინიციატივის

მიმართება როგორც მთლიანად ევროკავშირის, ასევე მისი ცალკეული სახელმწიფოსადმი.

ძირითადად, ყველა მათგანს აერთიანებს საზღვაო პორტების, აეროპორტებისა და რკინიგზათა

ქსელის გამოყენების ინტენსიფიკაცია. ამის საუკეთესო მაგალითია 2016 წელს ათენის პირეოსის

პორტის აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა გადაზიდვებისა და ლოჯისტიკური გიგანტი

ჩინური კომპანიის, COSCO-ს მიერ. ასევე, ბელგრადი-ბუდაპეშტის ახალი სარკინიგზო

მონაკვეთის ჩინური კომპანიების მიერ გეგმიური მშენებლობა. ( Putten 016, 4)

სინო-ევროპული ურთიერთობებისათვის არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია სარტყლისა და

გზის ინიციატივის ინფრასტრუქტურულ განვითარებას აზიისა და აფრიკის ქვეყნებთანაც. ასევე,

შეიძლება ითქვას, რომ „ახალი აბრეშუმის გზა“-ს ინსტრუმენტული დატვირთვა გააჩნია

ამერიკული და ტაივანური კომპანიებისათვის, როგორც ეს COSCO Logistics-ის მიერ ჩეხეთში

Foxconn-ის HP დეტალებით ჩინეთის შუაგულიდან უზრუნველყოფასა და გადაზიდვაში ჩანს.

(Ibid, 5)

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ სარტყლისა და გზის ინიციატივასთან

დაკავშირებული საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბების სტადიაზეა, ჩინეთი აღნიშნულ

კომპონენტში უკვე გაცილებით წინ არის, რაც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპისა და ბებერი

კონტინენტის ხმელთაშუაზღვისპირეთის (განსაკუთრებით, სამხრეთ ევროპის) ქვეყნებთან

კონტაქტების გაღრმავებით აღინიშნება. ოფიციალური პეკინის მიერ აღმოსავლეთ და

ცენტრალურ ევროპაში ამოქმედებული 16+1 მექანიზმი ავტომატურად იწვევს დასავლეთ

ევროპის წამყვანი სახელმწიფოების „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივაში ჩართვას.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის და განსაკუთრებით, მისი დასავლეთ ნაწილის

მთავრობების პოზიცია ჩინეთის ზემოთაღნიშნულ ინიციატივასთან მიმართებით ფრთხილად

დადებითია, ისინი უკვე შეუერთდნენ აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს (AIIB),

ხოლო ბრიტანეთმა სერიოზული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით ბიზნეს-

ურთიერთობების განსავითარებლად. (Ibid, 5)

Page 144: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 148

აღნიშნულ ნაშრომში სქემატურადაა განხილული ევროკავშირის უმთავრესი მოთამაშეების

დამოკიდებულება სარტყლისა და გზის ინიციატივის მიმართ (გერმანია, საფრანგეთი, დიდი

ბრიტანეთი, იტალია).

ა) გერმანია

„ახალ აბრეშუმის გზასთან“ დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის

სტრატეგია თავისი ხასიათით ფრთხილი, მრავალმხრივი და მოზომილია. იგი უფრო

ევროკავშირის საინვესტიციო რეგულაციების სტანდარტებთან შეხამებითა და პოლიტიკური

ერთიანობის პრინციპით ხელმძღვანელობს. ჩინეთის ზემოთაღნიშნულ ინიციატივაში

მონაწილეობს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, G20-სა და აზიის

ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის მეშვეობით. აღმოსავლეთთან ურთიერთობის

კონტექსტში განსხვავება შეინიშნება ქვეყნის რეგიონალური და მუნიციპალური

ინსტიტუციებისა და გერმანულ წარმოების დამოკიდებულებებში: თუკი საჯარო სექტორი უფრო

გახსნილია სარტყლისა და გზის ინიციატივისადმი რეგიონალური ეკონომიკური

განვითარებისათვის, კერძო სექტორი უფრო წინდახედულად მოქმედებს, რაც გერმანულ

პრესაშიც აისახება, რომელიც ნეგატიურადაა განწყობილი სუპერკონტინენტზე ჩინეთის მზარდი

გეოპოლიტიკური ინტერესებისადმი. (Gaspers 2016, 24 )

ბ) საფრანგეთი

პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახით, საფრანგეთს უფრო პროაქტიური პოზიცია

უჭირავს სარტყლისა და გზის ინიციატივასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ

უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთის მმართველი წრეებისათვის მოცემულ პროექტში

მონაწილეობის ინტერესი მეორეხარისხოვანი ხდება.( Seaman2016, 21) (გერმანიის მსგავსად,

ოფიციალური პარიზიც მრავალმხრივ თანამშრომლობას ემხრობა, აქცენტს გარემოს დაცვით

საკითხებზე აკეთებს და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანებში მაკრონის მიერ გაჟღერებული

მოწოდებებიც („ჩინეთის „ახალი აბრეშუმის გზა“ არ შეიძლება იყოს ერთმხრივი“ უფრო

ევროკავშირის პოზიციას გამოხატავს, რომელშიც ისახება ამ უკანასკნელის მიერ შემუშავებული

სტრატეგიის კონტურები. შესაბამისად, ჩინეთისათვის ინვესტიციების საფრანგეთში დიდი

რაოდენობით დაბანდება ამ ეტაპზე პრიორიტეტული არაა.

გ) დიდი ბრიტანეთი

განსაკუთრებით ბრექსიტის შემდგომ, დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებს შორის დიდი

ბრიტანეთი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ შემოთავაზებულ

ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად და კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს უშუალოდ

ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო დიპლომატიის განვითარებას. ამიტომ, ოფიციალური

ლონდონისათვის „ახალი აბრეშუმის გზა“ სწორედ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობის ერთ-

ერთ მომენტს შეადგენს. ალბიონის კომპანიების ძირითადი ინტერესის სფეროს

ინფრასტრუქტურული პროექტები და ფინანსური მომსახურების სფერო წარმოადგენს. (Summers

2016, 63-66)

დ) იტალია

მაშინ, როდესაც იტალიის საზღვაო პორტები „ახალი აბრეშუმის საზღვაო გზის“ ფინალურ

მონაკვეთს წარმოადგენენ, როგორც ჩანს, ოფიციალური იტალია განსაკუთრებულად არაა

Page 145: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 149

დაინტერესებული სარტყლისა და გზის ინიციატივაში აქტიური მონაწილეობით. არადა,

ჩინელები მზად არიან დიდი ოდენობით კაპიტალდაბანდება განახორციელონ ლოჯისტიკისა და

ინფრასტრუქტურულ სექტორებში. იტალიის პასიური პოზიცია ქვეყნის პრესაშიც აისახება,

სადაც საკმარისად არაა გაშუქებული ოფიციალური პეკინის ზემოთაღნიშნული ინიტიაცივა.

სამაგიეროდ, საპირისპირო დამოკიდებულება იკვეთება იტალიის კერძო სექტორის მხრიდან,

რომელიც ფაქტიურად ყველაზე დიდ ლობირებას უწევს „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტს

იტალიის მთავრობაში. 40 მილიარდი ბრუნვის მქონე ჩინურმა კომპანიამ, ჩინეთის ეროვნულმა

ქიმიურმა კორპორაციამ (ChemChina) შეისყიდა იტალიური საბურავების მწარმოებელი გიგანტი,

პირელი (Pirelli), რომლის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მარკო ტრონკეტი პროვერა

(Marco Tronchetti Provera) დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით პროჩინური პოლიტიკის

გააქტიურებაზე.( Casarini 2016, 38)

ამ ეტაპზე, სარტყლისა და გზის ინიციატივის კონტექსტში, იტალიასა და ჩინეთს შორის

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2015 წლიდან მოყოლებული ჩრდილოეთ ადრიატიკის ზღვაში 2.2.

მილიარდი ევროს ღირებულების „ხუთი პორტის ალიანსის“ პროექტის ამოქმედება, რომელიც

ოფიციალური რომის ერთ-ერთი შემოთავაზებათაგანია თავისი ჩინელი პარტნიორებისადმი, რაც

„ახალი აბრეშუმის გზის“ კონტექსტში ჰამბურგის, ანტვერპენისა და როტერდამის პორტების

გამოყენებაზე უკეთესი და უფრო დაჩქარებული ალტერნატივაა ევროპისათვის.

აღნიშნული ზოგადი დახასიათება საორიენტაციოა დასავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყნების

სარტყლისა და გზის ინიციატივის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

3. ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა მშვიდობის მეცნიერებების პერსპექტივიდან

იმისათვის, რომ უკეთესად გავიაზროთ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ახალი აბრეშუმის

გზის განვითარების პერსპექტივები, საჭიროა მოკლე ექსკურსის ჩატარება როგორც მშვიდობის

მეცნიერებებთან, ასევე თანამედროვე ჩინეთის საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიურ

საფუძვლებთან მიმართებით.

XX საუკუნის მეორე ნახევარი მშვიდობის მეცნიერებების მანამდე არნახული

მეთოდოლოგიური და ნორმატიული განვითარებით ხასიათდება, რომელსაც საფუძველი

ფაქტიურად იოჰან გალტუნგის მიერ 1959 წელს ოსლოს მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის

(Peace Research Institute Oslo) დაარსებით ჩაეყარა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე

მნიშვნელოვან კონცეპტს ნეგატიური და პოზიტიური მშვიდობის განსაზღვრება წარმოადგენს,

რომლის მიხედვითაც პირველი საომარი ქმედებებისა და პირდაპირი ძალადობის

შეწყვეტასთანაა კავშირში. თუმცა, მასში ყოველთვის არსებობს სამოქალაქო ომების, შიდა, თუ

საერთაშორისო კონფლიქტებისა და კრიზისების წარმოქმნის შესაძლებლობა; პოზიტიური

მშვიდობა კი, სოციალურ-ეკონომიკურ სამართლიანობისა და ნებისმიერი სახის, მათ შორის,

სტრუქტურული ძალადობის აღმოფხვრისკენაა ორიენტირებული.

ასევე, მნიშვნელოვანია მშვიდობის ზონების საკითხი, რომელიც ძალადობისაგან,

მტრობისაგან თავისუფალ კერძო, საჯარო, საგანმანათლებლო, სამუშაო, თუ რელიგიურ სივრცეს

წარმოადგენს და რომელშიც მოქმედებენ ინკლუზიური, თანამშრომლობითი და ადამიანის

ღირსებაზე დაფუძნებული პრინციპები, სადაც ცხოვრება, მუშაობა, სწავლა და ურთიერთობა

იძლევა ინდივიდუალური და საზოგადოებრივი განვითარების საშუალებას.

Page 146: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 150

გამოყოფენ მშვიდობის ზონის სამ საფეხურს: ნეგატიური მშვიდობის, სტაბილური

მშვიდობისა და პლურალისტური უსაფრთხოების საზოგადოებებს.( Kacowicz1998, 2) მოცემული

გრადაციით დასავლეთ ევროპა ერთდროულად სტაბილური მშვიდობის ზონასა და

პლურალისტური უსაფრთხოების გაერთიანებას წარმოადგენს. მიუხედავად ევროკავშირის

არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემისა, 1945 წლიდან მოყოლებული, იგი თავისი

კურსით ნეგატიური მშვიდობიდან პოზიტიური მშვიდობისკენ გარდამავალი რეალობაა.

აქედან გამომდინარე, ლეგიტიმური იქნება კითხვის დასმა: არის თუ არა რაიმე ტრადიცია

თანამედროვე ჩინეთში, რომელიც მშვიდობის გაგებასთანაა კავშირში და მნიშვნელოვან გავლენას

ახდენს ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე?

ასეთ საფუძვლად კონფუციანელობა გვესახება, რასაც ადასტურებენ სი ძინპინის 2012 წლის

7 ივლისის მსოფლიო მშვიდობის ფორუმზე, 2013 წლის ოქტომბრისა და 2014 წლის 28-29

ნოემბრის დიპლომატიის კონფერენციებზეწარმოთქმული სიტყვები.

რიგ შემთხვევაში მცდარად მიიჩნევა, რომ კონფუცის მიერ დაარსებული

მსოფლმხედველობა პაციფისტურია მაშინ, როდესაც კონფუციანელობა უარყოფს ძალადობას,

მაგრამ არა ძალის გამოყენებას სამართლიანი წესრიგის აღსადგენად, თუ დასამყარებლად.

თავისი არსებობის მანძილზე აღნიშნული ფილოსოფიური მიმდინარეობა ინკლუზიური

ხასიათისაც იყო და ექსკლუზიური იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი იყო თვითონ

ჩინეთის სახელმწიფო. პოლიტიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში კონფუციანელობა

კვალიფიცირებულია, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის

ზომიერი იდეალპოლიტიკური ( Zhang 2015, 208) ალტერნატივა ერთის მხრივ, ლიბერალურ და

რეალიზმის თეორიებს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩინეთის ნაციონალისტურ (მემარჯვენე), თუ

მარქსისტულ (მემარცხენე) უკიდურესობებს შორის. (ibid, 214)

„რეალიზმი დიდწილად უსაფრთხოების გამოთვლის სამფლობელოთი შემოიფარგლება

მაშინ, როდესაც ჩინეთის შემთხვევაში უფრო ეკონომიკური, ვიდრე ინსტიტუციონალური და

პოლიტიკური ხასიათის მქონე ლიბერალიზმი ყველაზე მეტად ეკონომიკურ დიპლომატიაში

ახდენს გავლენას. რეალიზმი და ლიბერალიზმი მიმართულია ჩინეთის უსაფრთხოების

უზრუნველყოფისა და ეკონომიკური ინტერესებისაკენ, მაგრამ ცოტა რამ აქვთ სათქმელი

საერთაშორისო ურთიერთობების უფრო ფართო პოლიტიკურ, კულტურულ და იდეოლოგიურ

სფეროებში. კონფუციანელობის ძალა, პირიქით, სწორედ ამ განზომილებებში მდგომარეობს,

რადგან მას შეუძლია გააფართოოს და გააღრმავოს ჩინეთის ხედვა საერთაშორისო ურთიერთო-

ბებში თავისი ინკლუზიური ჰუმანიზმის მეშვეობით. სინამდვილეში, ადრე განხილული

კონფუციანელობის საგარეო პოლიტიკის ტრადიციაში ასახული მოცემული ყოვლისმომცველი

ჰუმანიზმი წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალური შთაგონების წყაროს,

რომელიც კონფუციანელობამ შეუძლია მოუტანოს თანამედროვე ჩინეთის საგარეო პოლიტიკას“4.

4 „Realism is largely confined to the realm of security calculation, while liberalism, in the Chinese case being more

economically than institutionally and politically oriented, is most influential in economic diplomacy. Realism and

liberalism are geared towards ensuring China‟s security and economic interests, but have little to say on the wider

political, cultural and ideological fields of international relations. Confucianism‟s strength, in contrast, lies precisely

in these fields, because it can broaden and deepen China‟s vision of international relations through its inclusive

Page 147: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 151

შესაბამისად, იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებიც წამყვანია ერთი სარტყელი,

ერთი გზის ინიციატივაში, შეიძლება ითქვას, რომ სი ძინპინის მიერ გამოცხადებული „ახალი

აბრეშუმის გზის“ პროექტის საფუძვლები კონფუციანელობაზეა დამყარებული.

როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთთან მშვიდობის მეცნიერებების დასავლური

ტრადიციები და კონფუციანელობის კონცეპტები ისე, რომ აღნიშნული პერსპექტივა

აღმოსავლეთისა და დასავლეთის წამყვანი პოლიტიკური მოთამაშეების, ჩინეთისა და

ევროკავშირისათვის პრაქტიკულ ინსტრუმენტად იქცეს ერთი სარტყელი, ერთი გზის

ინიციატივის თვისობრივად უფრო განვითარებულ ეტაპზე ასაყვანად?

ჩვენი ემპირიული და თეორიული თვალთახედვით, საჭიროა ახალი აბრეშუმის გზის

დერეფნები მოვიაზროთ არა მხოლოდ სატრანზიტო კორიდორებად, თუ ლოჯისტიკურ ჰაბებად,

არამედ ეკონომიკური აზროვნების ფარგლებსაც გავცდეთ და განხორციელდეს მთელი პროექტის

ტრანსფორმაცია, რათა მოხდეს ყველა კორიდორის თუ არა, მათ შორის უმთავრესების მაინც

სტაბილური მშვიდობის ზონად გადაქცევა პოზიტიური მშვიდობის პრინციპებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთ მსგავს საკვანძო მშვიდობის ზონად შეიძლება გარდაიქმნას ევროკავშირსა და

ჩინეთს შორის მდებარე კავკასიის რეგიონი, რომლის ასეთად გადაქცევის შემთხვევაში უფრო

ადვილად გვესახება როგორც თვითონ ევროკავშირისა და ჩინეთის, ასევე ზოგადად, ევრაზიის

კონტინენტზე უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფა.

აღნიშნულ მიმართულებით არსებითია უნივერსიტეტების როლი, რომელიც ლოკალურ

დონეზე უკვე წარმოადგენს აკადემიური საქმიანობის განმახორციელებელ მშვიდობის ზონას.

ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის მთელ პერიმეტრზე განლაგებული

უნივერსიტეტებისაგან შემდგარი ქსელი მშვიდობისა და ცოდნის მნიშვნელოვან დერეფნად და

ხიდად შეიძლება იქნეს მოაზრებული.

ამგვარად, შესაძლებელი გახდება „ახალი აბრეშუმის გზის“ არა მხოლოდ დიალოგის,

არამედ მშვიდობის გზად გარდაქმნა, რადგანაც თუკი დემოკრატიის ლიბერალური თეორიის

თანახმად მშვიდობის გავრცელებას აადვილებს დემოკრატიული სახელმწიფოების სიმრავლე და

მათ შორის თანამშრომლობა, მშვიდობის ზონების შექმნა და გამრავლება ხელს შეუწყობს

დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხების წერტილებში მრავალრიცხოვანი დაძაბულობის კერისა

და კონფლიქტური ზონებისათვის ალტერნატიული რეალობის გაჩენას.

4. დასკვნა

მართალია, მესამე ათასწლეულის პროექტი, „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა“

თანამედროვე ეკონომიკური დიპლომატიის უდიდესი გამოხატულებაა იმ აქტივობებს შორის,

რომელიც კი ახსოვს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობის ისტორიას, მაგრამ

პოზიტიური მშვიდობის პრინციპების განხორციელებაზე სწორების გარეშე ვფიქრობთ, რომ

ხანგრძლივი დროის პერსპექტივაში „ახალი აბრეშუმის გზის“ სი ძინპინისეულ ვერსიას

შესაძლოა სერიოზული სირთულეები შეხვდეს თავის გზაზე. ამ მხრივ, საჭიროა, რომ თვითონ

სარტყლისა და გზის ინიციატივა იქცეს ნეგატიურიდან პოზიტიური მშვიდობისკენ გარდამავალ

humanism. Indeed, this inclusive humanism, reflected in the historical inclusive tradition earlier discussed of

Confucian foreign policy, is one of the greatest intellectual inspirations Confucianism can bring to modern Chinese

foreign policy“, Zhang Feng – ibid, pp. 214-215.

Page 148: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 152

ინსტრუმენტად, რათა მოხდეს ბებერ კონტინენტსა და ჩინეთს შორის მდებარე დაძაბულობის

კერების ჩაქრობის ხელშეწყობა. მოცემულ პროცესში კი გადამწყვეტად მიგვაჩნია თავად

ევროკავშირისა და ჩინეთის როლი, რომლებიც უმთავრესი გარანტორები უნდა გახდნენ

ერთმანეთს შორის განლაგებული სატრანზიტო დერეფნების კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე

გადაყვანის, მათი პოზიტიური მშვიდობის ზონებად გარდაქმნის საქმეში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Casarini N. – OBOR and Italy: Strengthening the Southern Route of the Maritime Silk Road. ETNC

Report, December 2016

2. Gaspers J. Lang B. – Germany and the “Belt and Road” Initiative: Tackling Geopolitical Implications

through Multilateral Frameworks. ETNC Report, December 2016,

3. Integral study of The Silk Roads: Roads of Dialogue, A UNESCO Intercultural Project, 1988-1997, 2008

http://unesdoc.unesco.org/images/0015/001591/159189E.pdf

4. Kacowicz, Arie M. – Zones of Peace in the Third World, State University of New York Press, 1998

5. Putten van der, Frans-Paul, Huotari M, Seaman J, Ekman A, Otero-Iglesias M. - The Role of OBOR in

Europe-China Relations, ETNC Report, December 2016

http://www.iai.it/sites/default/files/2016_etnc_report.pdf

6. Reuters Staff - China's new 'Silk Road' cannot be one-way, France's Macron says

https://www.reuters.com/article/us-china-france-silk-road/chinas-new-silk-road-cannot-be-one-way-

frances-macron-says-idUSKBN1EX0FS

7. Seaman J, Ekman A. – France: On the Periphery of China‟s New Silk Roads. ETNC Report, December

2016

8. Speech by Xi Jinping at the Opening Ceremony of "World Peace Forum"

http://politics.people.com.cn/n/2012/0707/c70731-18465827.html

9. Summers T. – The United Kingdom: A Platform for Commercial Cooperation, ETNC Report, December

2016

10. Wuthnow J. – Chinese Perspectives on the Belt and Road Initiative: Strategic Rationales, Risks, and

Implications, INSS, National Defence University Press, Washington, D.C. October, 2017

11. Xi Jinping Makes an Important Speech at the Diplomatic Work Conference

http://politics.people.com.cn/n/2013/1025/c1024-23332318.html

12. Zhang Feng – Confucian Foreign Policy Traditions in Chinese History, The Chinese Journal of

International Politics, Oxford University Press, 2015

Page 149: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 153

ИСТОРИЧЕСКИЕ КОРНИ ПРЕСТУПЛЕНИИ, СОВЕРШЕННЫХ

АРМЯНСКИМИ НАЦИСТАМИ ПРОТИВ АЗЕРБАЙДЖАНСКОГО

НАРОДА В КОНЦЕ 19-го и НАЧАЛЕ 20-го ВЕКОВ.

ჰასანოვ შაჰმარ უმუდ ოღლი

უფროსი მასწავლებელი

"სოციალური მეცნიერებები და მულტიკულტურალიზმის" დეპარტამენტი აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

Hasanov Shakhmar Umud Ogli

Azerbaijani Technology University [email protected]

Historical Roots of the Crime Commited by Armenian Offenders Against Azerbaijani

People in the Late Nineteen Century and Durinng the Twentieth Century

ABSTRACT

The article mentions the atrocities committed by the Armenian nationalists which felt the power of

Russia and other Christian states in the South Caucasus, Eastern Anatolia and Northern Iran (which is in South

Azerbaijan) from the end of the nineteenth century and during twentieth century. Brutality, the massacres as a

genocide committed by the Armenian terrorists against the Turkish Muslim population in the mentioned

regions. Azerbaijanis violently exploited from their own country of dwellings, destroy many historical

monuments belonging to our people, and other inhumane atrocities are mentioned in the article. After the

Gulustan and Turkmenchay contracts signed between Russia and Iran in 1813 and 1828, respectively divided

Azerbaijan into two parts, deportation of the Azerbaijani from their homeland and the relocation of Armenians

from Iran, Syria, the Ottoman Empire and other territories is briefly stated in the article. As well as massacres

committed by the Armenians terrorists against the Turkish-Muslim population of Azerbaijan in 1905-1906,

1917-1920, 1937-1938, 1948-1953 and 1988-1993 is the main topic discussed in this article.

Unfortunately, Armenia terrorism continues today. Most of our lands are occupied by Armenian

invaders. Our people are living under threat of new terror every moment and the world community ignores it.

Key words: deportation, fictional, execute, aggression, occupation, genocide.

Население Азербайджана в последние 150-200 лет, постоянно подвергался этнической чистке,

геноциду и оккупационной политике армянских шовинистов. Расположенный в регионе, где

политические интересы великих держав пересекаются, Азербайджан и его народ всегда боролись за

независимость и смогли добиться этого за счет огромных жертв. Азербайджанцы всегда доказывают,

что они нация с богатой культурой и традициями древней государственности. Россия и некоторые

западные государства, которые образуют ложную идею как государство «Великой Армении»,

формировали армянских шовинистов против турецко-мусульманского населения в регионе и вызвали

их бедствия. В большинстве периодов истории армянские националисты агрессивно атаковали

Page 150: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 154

азербайджанские территории, совершили массовые убийства, ввели азербайджанцев в войну,

разрушили наши национальные и духовные ценности и, в конечном счете, оккупировали наши земли.

Армяне, которых время от времени поддерживают их сторонники, искали возможности для

проведения агрессивной и террористической политики против турецко-мусульманского населения

региона за идею создания государства «Великой Армении» на Азербайджанских землях. После

«Гюлюстанского» договора 1813 года и «Туркманчайского» договора 1828 года, который был

подписан между Россией и Ираном, армяне из Ирана, Сирии, Анатолийского полуострова и других

территорий были массово перемещены русскими и поселились на территории Азербайджана.

Российский историк Н. Шавров и другие признают, что в середине ХIХ века в Южном Кавказе

проживало армянское населения численностью 1 млн 300 тысяч человек, из них 1 млн человек было

переселено с нашей стороны. [1, стр. 61]. В процессе переселения Россия, также начинает

идеологически формулировать идею вымышленного народа. На Основе карты «Великая Армения»

подготовленной русскими, армяне считают, что они являются самым древним народом в регионе и

что турки и мусульмане являются их врагами. Армяне, подкрепленные русскими в регионе,

постепенно начинают проводить свою политику и политику России. С конца 19-го века они активно

начинают террористические акты. Терроризм, который начался в августе 1896 года к сожалению до

сих пор продолжается и существует. [2, с-49]. Армяне совершили геноцид против азербайджанского

народа в XX веке несколько раз, в 1905-1906, 1917-1920, 1948-1953 и 1988-1993 годах. К сожалению, в

начале двадцатого века они создали для себя государство за счет азербайджанских территорий и к

концу века оккупировали до 20% древних азербайджанских земель, доведя «Карабахскую проблему»

[3, с-10].

Пятнадцатый пункт Туркманчайского договора стал более сложным для азербайджанского

народа. Именно в этом контексте армяне, проживающие в Иране и других районах, были перемещены

на территории Азербайджана. Между тем 21 марта 1821 года русский царь Николай издал указ об

учреждении «армянской провинции» на территории Ереванского и Нахчыванского ханства [4, с.

22,23]. Под защитой царской России «армянская провинция» была основана на основе будущего

армянского государства на исторической территории Азербайджана. Началось принудительное

выселение азербайджанцев со своей родины. Была построена «христианская баррикада» между

азербайджанскими землями и территорией Османской империи, среди турецких земель. Впоследствии

в 1836 году независимая албанская церковь была упразднена с энтузиазмом армянской григорианской

церковью. Армяне, которые с тех пор были защищены Россией, начали совершить массовые убийства

против турецко-мусульманского населения в Азербайджане и Анатолии.

В документах Кавказской археологической комиссии указывается, что до Туркманчайского

мирного договора в Карабахском ханстве 2,5 тыс. из 12 тыс. семей в Карабахском ханстве были

Page 151: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 155

армянами. По данным 1828 года, 96,63 процента земель принадлежало азербайджанцам в Ереванском

ханстве, и только 3,37 процента принадлежали армянам. В русско-иранской войне 1826-1828 года

только в Ереванском ханстве уничтожили 420 азербайджанских сел. Между 1828 и 1871 годами армяне

оккупировали 146 деревень азербайджанцев и сделали их своими. [5, с-98].

Н. Н. Шавров пишет о колониальной политике России в Закавказье: «Мы начали наш

колониализм с размещения иностранных народов, а не русских на Южном Кавказе. В течение двух лет

после окончания войны 1826-1828 годов, между 1828 и 1830 годами, 40 тысячи из Ирана и 84 тысячи

из Турции армяне были депортированы на Южный Кавказ и размещены на территории

Елизаветпольской (Гянджа) и Ереванской провинций, где население Армении было слишком мало »

[1, стр. 63]. Следует иметь в виду, что наряду с 124 000 официально зарегистрированных армян было

много неофициальных иммигрантов, и в целом число иммигрантов составляло около 300 000 человек.

Поток армян на нынешнюю армянскую территорию вновь усилился после русско-турецкой войны

1877-1878 годов. В результате армянских мятежей в Турции в 90-х годах XIX века около 400 тысяч

армян также перебралось на Кавказ [4, с. 43].

В конце девятнадцатого века Россия и некоторые западные государства уже осуществили первый

этап своих планов, направленных на изменение геополитической карты региона и турко-

мусульманского населения на Южном Кавказе. Они создали «великую нацию» армянского народа,

смешивая христианские народы региона с хаями (армяне считают хаев своими предками), чтобы

выполнять свои планы. Эти люди были помещены в «плоский сундук» великого «Туранского» мира.

Необходимо было переместить этих людей в регионе и создать для них государство. Это был второй

этап этого процесса. На этом этапе армянам пришлось быть активным. Их главная задача - совершить

массовые убийства в регионе с различными предлогами и устранить турецко-мусульманскую базу

даже перед лицом возможности уничтожения. Этот процесс начался в начале двадцатого века. Для

осуществления своих намерений армяне даже не брезговали жестокостью.

Армяне, вдохновленные фантазией создания «Великой Армении», начали проводить

масштабные кровавые акции против азербайджанцев в начале 20-го века. Резня началось в Баку, скоро

охватила весь Азербайджан и нынешнюю территорию Армении. В 1904-1905 гг. террористическая

армянская партия, «Дашнакстюн», начала создавать в Баку рабоче-дашнакские организации под

именем социал-демократов и социал-революционеров. Их главная цель состояла в том, чтобы

совершить кровавые акты и провокации среди населения. Армяне заверили, что с помощью армянских

миллионеров в Баку они достигнут того, чего хотят, захватят бакинскую нефть, а затем заставят

мусульман выйти из Южного Кавказа с помощью вооруженных сил и создать армянское государство.

В результате массовых убийств в Баку, которые продолжались с 6 до 10 февраля 1905 года, было убито

около 2 000 азербайджанцев. В результате серьезного сопротивления азербайджанцев к счастью

Page 152: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 156

армяне не смогли захватить Баку. [6, с.7]. Армянская резня 1905-1906 годов продолжалась в других

частях Азербайджана в Ереване, Нахчыване, Губе, Гяндже, Карабахе и Зангезуре. Города и деревни

сгорели, тысячи мирных жителей были жестоко убиты. 75 азербайджанских сел были уничтожены в

Шуше, Джаваншире, Джабраиле и Зангезуре, а более 200 населенных пунктов были разрушены в

Иреванской и Гянджской областях. За эти годы в Ереванской области было убито более 10 000

азербайджанцев. [6, с. 126, 140

Армянский ученый С. Заверян признает, что, во время убийства азербайджанцев в 1905 году,

было уничтожена 75 мусульманских деревень. Из них 12 в Шуше, 15 в Джаваншире, 5 в Джабраиле

и 43 в Зангезуре [7, с.61].

Последние дни конца марта 1918 года, стали самыми кровавыми и трагическими в истории

азербайджанского народа. Беспорядки в России в 1917 году, свержение царского режима и вывод

России из первой мировой войны еще больше усугубили политическую ситуацию на Южном Кавказе.

Ситуация укрепления дашнак-большевикских сил в Баку и других регионах Азербайджана росла до

открытой враждебности к национальным силам. Усилило политическую ситуацию прибытие из

Тбилиси в Баку, в декабре 1917 года Военно-разведывательного комитета во главе с С. Шаумяном и

Коргановом, назначенным в декабре 1917 года со стороны России чрезвычайным комиссаром Совета

Народных Комиссаров Кавказа. Армянские солдаты, вернувшиеся из царской армии, собрались в Баку

вместо того, чтобы вернуться на родину. Между тем растущее влияние партии «Мусават», которая

возглавляет национальные силы в Азербайджане, пугало большевицко-дашнакские силы.

Большевицско-дашнакский режим должен был удалить «Мусават», который получил влияние среди

мусульманских народов, чтобы обрести реальную власть. Наконец, в ночь с 30 на 31 марта хорошо

вооруженные и обученные армянские солдаты начали массовые убийства в мусульманских районах

города Баку. Населения особенно дети и пожилые люди были жестоко убиты, а их дома были сожжены

и ограблены [8, с. 110]. Это бедствие имеет отношение не только азербайджанскому народу, это одна

из самых кровавых трагедий во всем тюркско-мусульманском мире. По официальным данным, в

результате геноцида только 12-13 тысяч азербайджанцев были убиты в Баку. События, конечно же, не

закончились только с Баку. С 31 марта до 4 апреля в большинстве восточных районов Азербайджана

проводились массовые убийства. В Шемахе, Губе, Ленкоране, Сальяне и многих других местах были

проведены армянские зверства. Эту резню возглавляли армянские преступники, такие как Лалаян,

Амазапс, Микоян, которые были под руководством самого Шаумяна. А.Амирян писал, что «только

200 азербайджанских сел были уничтожены дашнаками в Ереванской провинции»[9]. Всего за неделю

в разных регионах Азербайджана было жестоко убито около 100 000 азербайджанцев. В 1918 году

армяне нападали не только на население, они также совершили зверства против азербайджанской

Page 153: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 157

культуры и исторических памятников. Исторические памятники были разрушены, мечети сожжены, а

архитектурные жемчужные здания были разрушены.

За время существования Азербайджанской Демократической Республики в 1918-1920 годах

армяне также пытались всячески реализовывать агрессивные планы против Азербайджана.

Национальный совет Азербайджанской Демократической Республики 29 мая 1918 года постановил

что, при условии армяне откажутся от оккупационных претензий к Карабаху, Зангезуру и Нахичевану,

Ереван будет предоставлен армянам как административный центр. Таким образом, впервые в истории

армянское государство было создано в 1918 году на Южном Кавказе, на исторических

азербайджанских землях [10]. То есть, армяне и их покровители, к сожалению, выполнили часть своих

планов. Но враги не отказались от своих коварных намерений и организовали рейды против других

регионов Азербайджана. Следующий шанс армянам пришло в апреле 1920 года после оккупации

Азербайджанской Республики со стороны Советской Армией. Основной частью XI золотой армии,

оккупирующей Азербайджан, были армяне. Кроме того, тысячи вооруженных армян в Баку и других

регионах присоединились к золотой армии и совершили большие опустошения против

азербайджанского народа. В течение двух лет десятки тысяч турецко-мусульманских населений были

убиты в результате «красного террора». Многие из общенациональных интеллектуалов, которые

создали республику, были уничтожены. Ко всему этому Зангезурский район в 1921 году был выведен

из состава Азербайджана и присоединен к Армении [11].

Одно из самых больших трагедий совершенный русско-армянским сотрудничеством в XX веке

против азербайджанского народа, было в 1937-1938 годах. Советское руководство проводило

репрессии в Азербайджане с помощью лиц армянского происхождения: Я. Сумбатяна, Р. Маркаряна,

Х. Григоряна, С. Емеляна, которые занимали высокие государственные должности. Люди были убиты

за то, что они были турками, за то, что они были мусульманами, были убиты или заключены в тюрьму,

потому что они были патриотами. Ведущие интеллектуалы, писатели и ученые Азербайджана были

уничтожены 15-минутными суждениями. Во время ужасных терактов погибло 30 000 азербайджанских

интеллектуалов. В целом число жертв составило более 200 000 [12, с. 295,297].

Зверства русско-армянского сотрудничества продолжались в 1948-1953 годах. Государственные

расследования показывают, что решение правительства СССР о депортации азербайджанцев с

историко-этнической территории (нынешняя Армения) в 1948-1953 годах было превышено. Это

решение предусматривало перемещение 100 000 азербайджанцев из 23 армянских районов. Однако

исполнение решения было осуществлено путем сильного давления, и почти 200 000 азербайджанцев

были депортированы из 24 районов Армении и города Ереван. Тысячи азербайджанцев были убиты во

время переселения. Кроме того, азербайджанцы, которые были изгнаны из гор, были расселены в

Page 154: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 158

равнинных районах Азербайджана. Несомненно, это привело к уничтожению многих людей, которые

не могли приспособиться к местным условиям.

Последняя агрессия армян против азербайджанских территорий и азербайджанского народа

состоялся в конце 20-го века, то есть в 1988-1994 годах. Армяне, воспользовались беспорядками в

советской империи, которая доживала свои последние дни. Стали претендовать на территориальную

целость Азербайджана. На этот раз целью был Нагорный Карабах. Они спровоцировали провокации в

различных регионах Азербайджана для реализации своих планов. Советское руководство не только

молчало о всех происходящих событиях, и даже предоставляло армянам военную, материальную и

политическую поддержку, не смотря на то, что азербайджанцы тоже были гражданами СССР и имели

те же права перед Москвой, что и все граждане СССР.

Советское руководство, игнорируя армянские провокации и свержение укреплений империи,

заставило азербайджанцев в течение многих лет добиваться независимости в борьбе за свободу в конце

1980-х годов. Миллионы азербайджанцев были выброшены на площади, сражаясь за свой суверенитет.

В результате люди обрели независимость в 1991 году. Однако эта независимость пришла в

Азербайджан благодаря огромным жертвам. Сотни тысячи азербайджанцев были убиты русскими и

армянскими преступниками, а 20% территорий были оккупированы армянами.

20 января 1990 года Советская Россия применяла оружие против невооруженного населения

Азербайджана, которые претендовали на свои права. Руководства СССР в этом преступлении

использовало войска, которые большинстве состояло из армян. Были убиты пожилые, маленькие

дети и даже беременные женщины. В результате сотни убитых и тысячи раненых. В феврале 1992 года

в городе Ходжалы в Карабахе армяне совершили одно из величайших зверств 20-го века с участием

366-го полка России. Город Ходжалы, который считается древнейшим историческим памятником, был

уничтожен дикарями. В Ходжалы в то время проживало около 10 000 человек, из которых более 5 000

человек подверглись насилию. В результате 613 погибших, 1000 раненых, около 3000 пропавших без

вести жителей Ходжалы и мирное население, лишенное собственного жилья и родины. Это был один

из самых диких геноцидов человеческой истории в мире [12, с. 319, 320].

В общей сложности около 50 000 азербайджанцев были убиты во время карабахской войны в

1988-1994 годах. Более миллиона человек были перемещены с их родины и продолжают жить в

тяжелых условиях сегодня. Семь крупных районов, таких как Кельбаджар, Лачин, Агдам, Физули,

Губадлы, Зенгилан, Джебраил оккупированы за исключением Карабаха. А Карабах являлся раем

Азербайджана. [13, с. 274,286].

К сожалению, крупные государства, международные организации и все мировое сообщество не

смотря на то, что признают территориальную целостность Азербайджана, продолжают игнорировать

этот вопрос и молчат.

Page 155: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 159

Список литературы 1. Н.Шавров. «Новая угроза русскому делу в Закавказье» Санкт-Петербург 1911.

2. Seyidağa Onullahi. ―Erməni millətçiləri və İran‖ Bakı-2002.

3. Ramiz Mehdiyev. ―Ermənilərin mif yaradıcılığı‖ Bakı-2014.

4. V.Arzumanlı, N.Mustafa. ―Tarixin qara səhifələri. Deportasiya. Soyqırım. Qaçqınlıq‖ Bakı-1998.

5. ―Azərbaycanlıların soyqırımı: tarixin qanlı səlnaməsi‖. Bakı -2012.

6. M.C.Ordubadi «Ганлы иллəр» Bakı-1991.

7. С.Заварян «Экономические условия Карабаха и голод 1905-1907». Перевод с армянского. Санкт-

Петербург (СПБ)-1907.

8. Müxtəsər Azərbaycan tarixi. Bakı-1992.

9. ―Bakı fəhləsi‖ qəzeti. 28.05.1918.

10. Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Ensiklopediyası. Bakı-2014.

11. XX əsr Azərbaycan tarixi. Bakı-2009.

12. Azərbaycan tarixi. BDU nəşriyyatı. Bakı-2014.

13. Azərbaycan tarixi. Ç.Məmmədov. Bakı-2006.

Page 156: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 160

ინგლისური და ჩინური იდიომების

შედარებით-შეპირისპირებითი კვლევა

სალომე ციხისელი პროფესორის ასისტენტი,

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის Salome Tsikhiseli

Tbilisi Open Teaching University

Comparative Study of English and Chinese Idioms

ABSTRACT

Our article is about ―Comparative study of English and Chinese idioms‖. Its main researching subject is

idioms, which are expression of people’s experiences, opinions and emotions. They are playing a very

important role in any languages. It’s very interesting to make a comparative study of English and Chinese

idioms. The phraseological unit as a special form of language, contains a lot of cultural information, such as:

history, geography, religion, traditions, national psychology, etc. We can say that it represents the historical

heritage and cultural development of the product. Hence it follows that, studying idioms gives us opportunity

to learn more about the culture, and vice versa. The topic is so important to us, as far and different are

genetically studied languages from each other. The study of phraseological units in different languages gives

us the perspective to thoroughly study the specific language typology, different psychology and culture, also

identify the stylistic features of the language.

Key words: Idiomatic pronunciation, Cultural heritage, Chinese idioms

ყველასათვის ცნობილია, რომ ენა არის ინფორმაციისა და იდეების გაცვლის პირდაპირი

საშუალება, რომელიც ასრულებს დამაკავშირებელი ჯაჭვის როლს სხვადასხვა ხალხსა და

კულტურას შორის. იდიომატური გამოთქმა, როგორც ენის განსაკუთრებული ფორმა, შეიცავს

დიდ კულტურულ ინფორმაციას, როგორიცაა: ისტორია, გეოგრაფია, რელიგია, ადათი,

ეროვნული ფსიქოლოგია და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოაჩენს ისტორიულ

მემკვიდრეობას და კულტურული განვითარების პროდუქტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს

საშუალება იდიომატური გამოთქმების კვლევით, გავიგოთ უფრო მეტი სხვადასხვა ქვეყნის

კულტურაზე, და პირიქით, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლით სიღრმისეულად

ჩავწვდეთ სხვადასხვა ქვეყნის იდიომატურ გამოთქმებს.

ჩვენი კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს ინგლისური და ჩინური იდიომების

სტრუქტურულ და სემანტიკურ დონეზე შესწავლა და მათი შედარებით-შეპირისპირებითი

კვლევის ანალიზის გაკეთება, ამისათვის კი საჭიროა კვლევის მეთოდოლოგიების განსაზღვრა,

რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება:

1. იდიომატური გამოთქმების ზოგადი განსაზღვრება და ასპექტი, და კერძოდ, რას გულისხმობს

ინგლისური და ჩინური იდიომატური გამოთქმები.

2. ინგლისური და ჩინური იდიომების შედარებით-შეპირისპირებითი კვლევა სემანტიკურ და

სტრუქტურულ დონეზე.

იდიომის განმარტებისა და მისი მნიშვნელობის განსაზღვრის საკმაოდ მრავალფეროვანი

ალტერნატივა არსებობს, თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

Page 157: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 161

1.იდიომი წარმოადგენს გამონათქვამს, რომლის მნიშვნელობის ცალკე ერთეულებად

ფორმიერება არ შეიძლება (Longman Dictionary, 1985).

2.იდიომი წარმოდგენილია ფრაზის, კონსტრუქციის ან გამოთქმის სახით, რომელიც ენაში

გამოყენებულია როგორც ცალკეული ერთეულები და თავისი შემადგენელი ნაწილებით ქმნის

განსხვავებულ მნიშვნელობას (Webster‟s New World College Dictionary,1996).

3.ცნობილი ლინგვისტის ვაინრაიჰის განმარტებით, ფრაზეოლოგიური ერთეული სულ ცოტა ორ

პოლისემიურ კომპონენტს მოიცავს, რომლის მთავარ ეკვივალენტურ კონტექსტუალურ

ელემენტს იდიომა ეწოდება.

XX საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა ენათმეცნიერულ ნაშრომში განსაკუთრებული

ყურადღება მიექცა იმ მოვლენას, რომ სხვადასხვა ენაში, გარდა სიტყვათა საკმაოდ ვრცელი

მარაგისა, არსებობს ე.წ. მყარი შესიტყვებები, რომლებიც განსაკუთრებული მხატვრულობითა და

ექსპრესიულობით გამოირჩევა. რა საკვირველია, აღნიშნული შესიტყვებების არსებობის შესახებ

ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მანამდე მათ არ განიხილავდნენ, როგორც ლინგვისტური კვლევის

საგანს.

ფრაზეოლოგიის ფუძემდებლად გვევლინება ფრანგი ლინგვისტი შარლ ბალი, რომელიც

ფრაზეოლოგიურ ერთეულებს განიხილავდა სემასიოლოგიური თვალსაზრისით და გამოყოფდა

შესიტყვებათა ოთხ ჯგუფს: ა)თავისუფალი შესიტყვებანი; ბ)ჩვეულებრივი შესიტყვებანი;

გ)ფრაზეოლოგიური რიგები და დ)ფრაზეოლოგიური ერთიანობანი. აღნიშნულ ჯგუფებს შორის

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ორ ჯგუფს, კერძოდ, ფრაზეოლოგიურ რიგებს,

რომლებიც წარმოადგენს თითქმის საერთო მნიშვნელობის მატარებელ სიტყვათა რიგს, რომელთა

კომპონენტებს თავისუფლად შეუძლიათ მოძრაობა და ფრაზეოლოგიურ ერთიანობებს, რომელთა

კომპონენტებსაც დაკარგული აქვთ საკუთარი სემანტიკა და ერთიანდებიან საერთო

მნიშვნელობით. აღნიშნულ ჯგუფებს და შესიტყვების ფრაზეოლოგიზაციას შარლ ბალის სახელი

უკვაშირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მის მიერ შემოთავაზებული თეორიები შეიცვალა

და განვითარების სხვა საფეხურზეც ავიდა, იგი ითვლება ფრაზეოლოგიის ერთ ერთ-ერთ

ფუძემდებლად და მისი შრომები გასათვალისწინებელია.

იდიომატური გამოთქმები ენის თვისებების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.

ამავდროულად, მსგავსი გამონათქვამები სათავეს იღებს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული,

ისტორიული და ტრადიციული ფესვებიდან, რაც თითოეული ქვეყნის თავისებურების

წარმომჩენია. ცხადია, რომ იდიომატური გამოთქმების ღრმა ცოდნა ხელს უწყობს ნებისმიერი

ადამიანის მჭევრმეტყველური დონის ამაღლებას. აგრეთვე, შესაძლებელია, საკუთარი ენის

გაფართოება სხვა ენის იდიომატური გამოთქმების შესწავლისა და მათი საკუთარ ენაში

გამოყენების გზით. თვალსაჩინო ფაქტია ის, რომ ინგლისურსა და ევროპულ ენებს უფრო მეტი

საერთო აქვთ, ვიდრე ინგლისურსა და ჩინურს, თუმცა მაინც არსებობს რამდენიმე საინტერესო

მსგავსება განსხვავებული ენების იდიომატურ გამოთქმებს შორის, რომ არაფერი ვთქვათ ჩინური

იდიომის ტერმინის (成语-Chengyu) პირდაპირ გადმოტანაზე ინგლისურ ტექსტებში განმარტების

გარეშე(Wang Ziyu,2007).

ახლა, უშუალოდ, განვიხილოთ ჩინური იდიომის ანუ 成語–ს წარმომავლობისა და მისი

ისტორიის შესახებ თეორიები. ჩინური იდიომების წარმომავლობის ისტორია, არსებული

Page 158: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 162

მასალის საფუძველზე (GraceFeng,2012), ჩვენს წელთაღრიცხვამდე 403-221 წლების საბრძოლო

პერიოდს უკავშირდება. თანამედროვე ჩინურ ენაში იდიომატური გამოთქმის უფრო მეტ

კომბინაციას ვხვდებით ვიდრე ძველ ჩინურ ენაში. თანამედროვე ლიტერატურის ავტორები

თავიანთ ნამუშევრებში უფრო ხშირად იყენებენ ფრაზეოლოგიურ გამოთქმებს, რომლებსაც

მყარად აქვთ ფესვები გადგმული ჩინურ პოეზიასა თუ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებში,

მოთხრობებში, რომლებიც ისტორიულ ფაქტებს უკავშირდება.

ჩინური ენის სწავლის პროცესში ხშირად ვაწყდებოდით ოთხ თანმიმდევრულ მარცვალს,

რომელსაც საკუთარი ალიტერაციული თავისებურებებიდან გამომდინარე, ერთ მყარ

შესიტყვებად მოვიაზრებდით. ნებისმიერ შემთხვევაში, გამონაკლისის გარდა, ჩინური

იდიომატური გამოთქმები ოთხი იეროგლიფით გადმოიცემა. ომოფონების დიდი რაოდენობა

ჩინურ ენაში ართულებს ამ უკანასკნელის ზუსტი მნიშვნელობის გაგებას. სწორედ, ამით აიხსნება

ის ფაქტი, რომ ჩინელები საშუალო სკოლიდანვე იწყებენ იდიომატური გამოთქმების შესწავლასა

და მათი ლექსიკონების გამოყენებას. აღნიშნულის ნათელსაყოფად წარმოგიდგენთ მაგალითს,

ჩინური იდიომი „‟枯鱼之肆‟‟ (kū yú zhī sì)( 汉语成语大词典) პირდაპირი თარგმანით ,,გამხმარი

თევზის გაყიდვა‟‟-ს („‟dried fish market‟‟) ნიშნავს. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რას უნდა

გულისხმობდეს. აღნიშნული ოთხ-იეროგლიფიანი იდიომი მოგვითხრობს შემდეგ ისტორიას -

,,იყო ერთი კაცი, რომელმაც გზად ნახევრად მკვდარი თევზი იპოვა. თევზმა მას წყალი სთხოვა

თავის გადასარჩენად. კაცმა მიუგო, რომ ის მდინარე იანგძისკენ აპირებდა წასვლას და

მობრუნებისას წყალს გამოაყოლებდა. თევზმა უთხრა: სანამ შენ მობრუნდები, მე ალბათ გამხმარ

თევზად გამყიდიან მაღაზიაში‟‟-ო. იმ დღიდან მოყოლებული, ჩინელები აქტიურად იყენებენ

აღნიშნულ გამოთქმას მაშინ, როცა მძიმე სიტუაციიდან თავის დასაღწევად დახმარების აღმოჩენა

უკვე გვიანია. ინგლისურ ენაზე აღნიშნული იდიომი შეგვიძლია შემდეგი შესატყვისით

გამოვიყენოთ „‟When all help comes too late.‟‟

ჩინური იდიომების რიცხვი 5000–მდე მერყეობს(Grace Feng,2012), მაგრამ ეს რაოდენობა

სავარაუდოა შემდეგი მიზეზების გამო:

1.ბევრ ჩინურ იდიომატურ გამოთქმას მოეძებნება სინონიმები, რომლებსაც საფუძვლად ერთი და

იგივე ისტორია უდევთ, მაგრამ განსხვავება არის ერთ ან ორ ზედმეტ იეროგლიფში, ალბათ,

აღნიშნული ფაქტი ადგილობრივი დიალექტების მრავალრიცხოვნებით აიხსნება ჩინურ ენაში.

2.ზოგიერთი ფრაზა გამოიყენება იდიომის მნიშვნელობით, მაგრამ არ აკმაყოფილებს ამ

უკანასკნელის სტრუქტურულ კრიტერიუმს, ოთხ-იეროგლიფიან სიტყვათშეთანხმებას და მის

სემანტიკურ მხარეს.

ზოგიერთი ჩინური და ინგლისური იდიომატური გამოთქმა მსგავსია ან ახასიათებს

ნაწილობრივი მეტაფორული მსგავსება, რაც ადვილად გასაგებია. აღნიშნულის ნათელსაყოფად

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

„‟To loss one‟s marbles‟‟ „‟失去理智‟‟-გრძნობის დაკარგვა;

„‟Golden age‟‟ „‟黄金时代‟‟-ოქროს ხანა;

„‟Kill two birds with one stone‟‟ „‟一箭双雕‟‟- ერთი გარტყმით ორის მოკვლა;

„‟Achieve two things at one stroke‟‟ „‟一舉兩得‟‟ -ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა;

ეს უკანასკნელი იდიომები სინონიმურ ფრაზეოლოგიურ ერთეულებად აღიქმებიან.

Page 159: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 163

მეორე მხრივ, ინგლისური და ჩინური იდიომატური გამოთქმები განსხვავდებიან

მნიშვნელობებითა და გამოყენების ტექნიკით ერთმანეთისაგან, ამიტომ ხშირად ხდება მათი

აღქმა და თარგმნა არასწორად. მაგალითად, “pull one‟s leg” ნიშნავს ,,ხუმრობას‟‟ (“开玩笑 - kāi wán

xiào ”), მაგრამ ჩინელებს ის პირდაპირი მნიშვნელობით გაუგიათ და გადმოუტანიათ როგორც

,,ფეხის წევა‟‟, ბევრი ამის მსგავსი მაგალითი არსებობს პრაქტიკაში.

საგრძნობლად დიდი განსხვავებაა ინგლისურ და ჩინურ კულტურებს შორის და შესაძლოა

აღნიშნულმა განსხვავებამ საკმაოდ დიდი დილემის წინაშე დააყენოს ლექსიკოგრაფები.

სრულიად დასაშვებია, შეუძლებლად ჩათვალონ სწორი ეკვივალენტური ერთეულის პოვა. ყველა

ქვეყანა ფლობს განსაკუთრებულ მემკვიდრეობას და გააჩნია მშობლიური ენა, ამ შემთხვევაში

ინგლისურ და ჩინურ იდიომატურ გამოთქმებს აქვთ სხვადასხვა წარმომავლობა, გასხვავდებიან

თავიანთი ზნე-ჩვეულებებით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული ქვეყნები იზიარებენ

ერთმანეთის წეს-ჩვეულებებსა და შეხედულებებს, მაგალითად, ინგლისელების უმეტესობა

ამჯობინებს კომუნიკაციის დამყარებას ევფეიზმების საშუალებით, მძიმე ემოციური ფონის

შესალამაზებლად, ამავე ხერხს მიმართავენ ჩინელები(Dai Lisheng,2009). მაგალითად სიტყვის

,,სიკდილი‟‟ “die” მაგალითები ჩინურ ენაშიც მსგავსია:

‟‟ To pass away‟‟ „‟去世,与世长辞‟‟- გარდაცვალება

„‟ To go west‟‟ „‟归西天‟‟-გაღმა გასვლა

„‟ To join the majority‟‟ „‟ 会见祖先‟‟ წინაპრებთან შეხვედრა

ქვეყნების განსხვავებული კულტურიდან და რწმენიდან გამომდინარე, არსებობოს ისეთი

სახის იდიომატური გამოთქმები, რომლებიც კულტურათა შორის ასპარეზზე თავისი პირდაპირი

მნიშვნელობით არ გადმოდის, უფრო დამკვიდრებულია ეროვნული რეალიის სტატუსით.

მაგალითად, ჩინელების უმეტესობა ბუდისტია, ისინი ღრმად შთაგონებულნი არიან ბუდიზმით

და აქედან გამომდინარე ხშირად ხდება გამონათქვამების გადაკეთება ეროვნულ ყაიდაზე

რელიგიის გათვალისწინებით. მაგალითად, “谋事在人,成事在天” “Man proposes, God disposes”,

რაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გამონათქვამია ,,კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა‟‟, ჩინელების

აზრით, გამონათქვამის ზუსტი ეკვივალენტური შესატყვისებით გადმოტანა, ,,ღმერთის‟‟

პროპაგანდის მატარებელი სიტყვა იქნებოდა, ამიტომ ,,ღმერთი‟‟ ,,ციური‟‟-თ შეცვალეს.

ზემოთ განხილული მწირი მაგალითების საფუძველზე, თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ჩვენ

საკვლევ სფეროს წარმოადგენს ფრაზეოლოგიური ერთეული, იდიომი, რომლის კვლევაც ორ

არამონათესავე ენობრივ ასპარეზზე, ჩინური და ინგლისური ენების საფუძველზე

განხორციელდა. მიღებული მონაცემების თეორიული თუ პრაქტიკული გააზრების შედეგად

ნათელი გახდა, რომ რაც უფრო დაცილებულია გენეტიკურად საკვლევი ენები, მით უფრო

ფართოა, პერსპექტივა”, მით უფრო მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მოგვცეს ინგლისურ-

ჩინურ ენათა შეპირისპირებითმა ანალიზმა. ჩატარებული კვლევის შედეგად შესაძლებელია

მოხდეს კონკრეტულ ენათა ტიპოლოგიისა და მათი დიფერენციალური ფსიქოლოგიის შესწავლა,

ენათა სტილისტური თავისებურების დადგენა.

გამოყენებული ლიტერატურა:

Page 160: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 164

1.Dai Lisheng, Understanding English and Chinese Idioms from a Cultural Perspective, 2009.

2.Grace Feng, read a Chinese history, learn a Chinese idiom, 2012.

3.Patrick Hassel Zein, Idiomatic Expressions in Chinese- A study in Chinese Linguistics.

4.Ruan Hongmei, Theory and Practice of Translation between English and Chinese.

5.Tan Huay Peng, Chinese Idioms, 1986.

6.Wang Ziyu, On Idiom and Their Translation from Chinese into English, 2007.

7.Longman Dictionary of Applied Linguistics, 1985.

8.Webster‟s New World College Dictionary 3rd Editional, 1996.

9.汉语成语大词典海南出版社- ჩინური იდიომების ლექსიკონი, ხაინანის გამომცემლობა.

Page 161: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 165

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია ჟურნალ ,,ცისკარში“ ხატია შევარდნაძე

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

Khatia Shevardnadze

Doctor of Filology, Professor

Tbilisi Open Teaching University [email protected]

Nikoloz Baratashvili's Poetry In the Journal "Tsiskari”

ABSTRACT

No Georgian romanticist and his creativity have ever become as favorite and idolized to us as the name

and works of Nikoloz Bartaashvili. The poet had never seen his own poems published, neither listened to a

literary criticism; he was known only to the aristocratic salons and close friends’ circle of the 1940s and

1940s, who worshiped his poetry reverently, with distinctive love.

―Tsiskari‖, the journal played a major role in the popularization of a young poet in 1952-1963. It opened

the door wide to his poetry and published 26 poems of the poet in 1852-1863.

Differences, which are observed between the poems of N.Baratashvili, published in the ―Tsiskari‖ in

1852-1863 and the ones published in the academic editions of 1945 are mostly expressed in the titles of the

poems, because the modern academic edition usually no longer uses the old letters; this principle is the basis

for the academic edition of Baratashvili's works - a large number of different types of archaisms have been

replaced by modern forms of Georgian language.

Key words: archaisms, academic edition Modern Georgian language

ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი პოეზია ქართული გენიის სულის განსხეულება და

ანარეკლია. არცერთი ქართველი რომანტიკოსის სახელი და შემოქმედება არ გამხდარა ჩვენში ასე

საყვარელი და სათაყვანო; ვერც მრავალი სხვა დიდი ერების შვილები ვერ დაიკვეხნიან მსგავსი

მაღალი რანგის პოეტით.

საკუთარი ლექსები დაბეჭდილი არ უხილავს და არც სალიტერატურო კრიტიკის მსჯავრი

მოუსმენია, მხოლოდ იმდროინდელ მე-19 საუკუნის 30-40-იანი წლების არისტოკრატულ

სალონებში და ახლო მეგობრულ წრეებში იცნობდნენ მის პოეზიას და გამორჩეული

სიყვარულითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ.

იმ პერიოდში მწერლობა, როგორც ილია აღნიშნავდა, უფრო „შინაური საქმე იყო, ვიდრე

საყოველთაო, რადგან შინაურობაში იბადებოდა და ისევ შინაურობის მოკლე წრეში

ჰტრიალებდა“. ყოველივე ამას კი თავის დიდი მიზეზი ჰქონდა...

ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ისტორიაში 1832 წლის

შეთქმულება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ამ შეთქმულების მარცხით დამთავრებას მოჰყვა

მწვავე რეაქცია რუსეთის ხელისუფლებისა, რამაც შეიწირა და დაქსაქსა მოწინავე ძალები.

ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებაც დათრგუნა. ამავე, 1832 წელს ქართული პრესა ჩაკლეს

და 1852 წლამდე მთელი 20 წლის განმავლობაში ქართული პერიოდული გამოცემები აღარ

განახლებულა.

Page 162: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 166

აღნიშნული პერიოდის შესახებ პავლე ინგოროყვა წერს: ,,საზოგადოებრივი ცხოვრების

მაჯისცემა მინელდა. საქართველოს შემოქმედი ინტელიგენცია - გრიგორ ორბელიანი, გიორგი

ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ალექსანდრე

ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, სოლომონ რაზმაძე, ელიზბარ ერისთავი. ე.ი საქართველოს

ყველა საუკეთესო კაცები, მთავრობამ 1832 წლის შეთქმულების შემდეგ ყველა რუსეთში

გადაასახლა. უფრო გვიან, როდესაც გადასახლებულნი თითო-თითოდ ჩამობრუნდნენ

საქართველოში, ისინი მორალურად უკვე გატეხილნი იყვნენ, და ამის გარდა, არც გარეშე

პირობები უწყობდა ხელს საზოგადოებრივი მუშაობის ფართო მაშტაბით განახლებას“.

აი, ასეთი რთული და მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფერო სუფევდა იმ

პერიოდისთვის, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილი შემოქმედების ასპარეზზე გამოვიდა, და

ყოველივე ეს წარმოადგენს მიზეზს იმისას, რომ მას თითქმის არ იცნობდა ფართო აუდიტორია.

და მაინც, განგების ნებით, ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში, სწორედ,

ნიკოლოზ ბარათაშვილი, „ბედი ქართლისას“ ავტორი აღმოჩნდა მემკვიდრე ეროვნული

განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიისა. პავლე ინგოროყვას თქმით: „ნიკოლოზ

ბარათაშვილი იყო ის რჩეული, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა 1832 წლის თაობისა, აზიდა ის

ტვირთი, რომელიც 1832 წლის თაობამ დასტოვა“.

„1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ, რომელიც მეამბოხე იდეების კატასტროფას

წარმოადგენდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის სულში მწუხარებამ დაისადგურა. გულგატეხილი

პოეტი ემდურის ბედსა და ქართველობას. მისი აზრით, ეს საბედისწერო კატასტროფა ეროვნული

დაუძლურებისა და დაქსაქსულობის შედეგი უნდა ყოფილიყო“.(ნადირაძე 1961, 59) 1832 წლის

შეთქმულებამ ცხადყო საქართველოს ერთიანობისა და თავდახსნის გადაუდებელი

აუცილებლობა, ხოლო მისმა მარცხმა კიდევ უფრო სისტემური ხასიათი მისცა ეროვნული

გრძნობისა და ღირსების შელახვის საფუძველზე განვითარებულ პესიმიზმს. 1832 წლის

შეთქმულება ის ნათელი ნიშანსვეტია ჩვენს ისტორიაში, საიდანაც უკვე გამოკვეთილად ეყრება

საფუძველი ეროვნული მეობის თვითშემეცნების შეგნებულ პროცესს.

სულ მალე, 1832 წელს, როდესაც შეთქმულების მონაწილენი, ავლაბრის ყაზარმებში იყვნენ

დაპატიმრებულნი და სიკვდილით დასჯას მოელოდნენ, ქართულ ენაზე, ხელნაწერის სახით

გამოვიდა ლიტერატურული ალმანახი,ლექსთა კრებული, ამ ლიტერატურულ კრებულებს,

გიმნაზიის მოსწავლეები - ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი მეგობრები გამოსცემდნენ.

ალმანახში დაბეჭდილია პოეტის ხუთი ლექსი: „ვარდი და ია“, „ნარგიზი და ყაყაჩო“, პოემა

„კავკასიური მოთხრობა“, პირვანდელი ვარიანტები ლექსებისა „ვარდი და ბულბული“ და

„შემოღამება მთაწმინდაზედ“. აგრეთვე ნაწერები მიხეილ თუმანიშვილისა და დავით მაჩაბლისა.

ეს სამი ავტორი ამავე დროს ახალგაზრდათა ლიტერატურული წრის ხელმძღვანელები არიან.

1835 წელს ნ. ბარათაშვილის სკოლის ამხანაგები გამოსცემდნენ რუსულ ხელნაწერ

ჟურნალსაც: «Цветок Тифлисской Гимназии» („ტფილისის გიმნაზიის ყვავილი“). ჟურნალს

ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა მიხეილ თუმანიშვილი, მონაწილეობას ამ საქმეში ნიკოლოზ

ბარათაშვილიც იღებდა. შემონახულია ჟურნალის ოთხი ნომერი.ერთ-ერთ ნომერის სარჩევიდან

ირკვევა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს ამ ჟურნალში ეკუთვნოდა: „წერილი სოფლიდან“_

თარგმანი ძველი ქართული რომანიდან „ვისრამიანი“, (ფრაგმენტი) „პაპის ხელისუფლება“

Page 163: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 167

(ამაღლება პაპიზმისა და დაცემა მისი). სწორედ, ის ნომერი, სადაც მოთავსებულია

ბარათაშვილის აღნიშული თხზულებები, დაკარგულია.

ამრიგად, მიუხედავად ძნელი ჟამისა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მის გარშემო

შემოკრებილ ახალგაზრდა ლიტერატორთა ასეთი სულისკვეთება მაინც ვერ დაითრგუნა.

გავიდა დრო. დადგა 50-60-იანი წლები XIX ს-ისა. განახლდა ქართული პრესა. დაიწყო

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების პუბლიკაცია. პოეტის ოცდაათამდე ნაწარმოები

გამოაქვეყნეს ჯერ გ. ერისთავმა, შემდეგ ი. კერესელიძემ და ი. ჭავჭავაძემ „ცისკარსა“ და

„საქართველოს მოამბეში“. ამავე ხანებში ქართველმა მწერლებმა პოეტის ხსოვნას რამდენიმე

ლექსი უძღვნეს, რითაც აღიარეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ტალანტი და მისი პოეზიის

მნიშვნელობა. ვიდრე ამის თაობაზე დაწვრილებით ვიმსჯელებდეთ გავიხსენოთ ჟურნალ

„ცისკრის“ დაარსების ისტორია.

როგორც ცნობილია, სოლომონ დოდაშვილის ჟურნალის „სალიტერატურონი ნაწილნი

ტფილისის უწყებათანი“ დახურვის შემდეგ ორი ათეული წლის მანძილზე ქართველი ხალხის

ნაფიქრალ - ნააზრევის საჯაროდ გამოტანის ყოველგვარი საშუალება მოისპო. მხოლოდ

ოცწლიანი პაუზის შემდეგ მოხერხდა პერიოდული ორგანოს დაარსება. გიორგი ერისთავმა 1952

წელს გამოსცა ჟურნალი „ცისკარი“. რა კი თეატრის საქმე 1850 წელს წარმატებით დაგვირგვინდა,

მოწინავე ინტელიგენციამ (გ. ერისთავი, დ. ყიფიანი, ალ. ორბელიანი, გრ. ორბელიანი, დ.

მჩაბელი, გრ. რჩეულიშვილი, ალ სავანელი, რ. ერისთავი და სხვ.) ისარგებლა მეფისნაცვალ მ.

ვორონცოვის კეთილგანწყობილებით და სალიტერატურო ჟურნალის დაარსებაც ითხოვა. 1851

წლის თებერვალში უთუოდ წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ გ. ერისთავმა ნებართვის

მისაღებად განცხადება მიართვა მეფისნაცვალს. მ. ვორონცოვი ნასიამოვნები და კმაყოფილი იყო

გ. ერისთავისა და მისი თანამებრძოლების მოღვაწეობით, თეატრის მიღწევებით,

„კეთილშობილთა“ ლოიალობით, რამაც ხელი შეუწყო ნებართვის მიღებას. უკვე ორიოდე დღის

შემდეგ, თორმერტ თებერვალს, მ. ვორონცოვი კავკასიის კომიტეტის თავმჯომარეს ა. ჩერნიშევს

წერდა: „თავადმა ერისთავმა სურვილი გამოთქვა თბილისში გამოსცეს ქართულ ენაზე

სალიტერატურო ნაწილი წმინდა ნინოს სასწავლებლის სასარგებლოდ, ,,ცისკრის“

სახელწოდებით. მას განსაზღვრული აქვს ამ ჟურნალში დაბეჭდოს ქართული, რუსული და

უცხოური სიტყვიერება, აგრეთვე ცნობები სოფლის მეურნეობის, მეცნიერების და ხელოვნების

შესახებ. ეს წინადადება მით უფრო სიამოვნებით მივიღე, რომ საქართველოში აქამდე არ გამოდის

არც ერთი გამოცემა ქართულ ენაზე“. (კალანდაძეტ.I, 1977, 237)

ასეთი მტკიცე შუამდგომლობის წყალობით, საქმე გაუჭიანურებლად გადაწყდა და 1851

წლის მარტში თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნებართვაც მოვიდა.

მიხეილ ვორონცოვის დახმარება ამით არ ამოწურულა; მომავალი ჟურნალის ასი ცალი მან

ხაზინის ხარჯზე წმინდა ნინოს საწავლებელს გამოუწერა და წელიწადში ამ ხუთასი მანეთის

სუბსიდიასთან ერთად, გ. ერისთავს საბეჭდი მანქანაც აჩუქა.

ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური მიზეზების გამო ნაცვლად 1852 წლისა,

როგორც საპროგრამო-სარეკლამო განცხადებებში იყო აღნიშნული გამოცემა თითქმის მთელი

წლით დაგვიანდა და პირველი ნომერი მხოლოდ 1852 წლის იანვარში გამოვიდა.

Page 164: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 168

„ცისკარი“ 1852 წლის იანვრიდან 1853 წლის ბოლომდე გამოდიოდა და მკითხველმა სულ 24

ნომერი მიიღო. ჟურნალის რედაქტორ-გამომცემლად ბოლომდე დარჩა იმ დროს უკვე

სახელმოხვეჭილი პოეტი, დრამატურგი და თეატრის მეთაური, ორი ათეული წლის წინ

შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობისათვის დასჯილი გიორგი დავითის-ძე ერისთავი. მან

ენერგიულად მოჰკიდა საქმეს ხელი. ი. მეუნარგია აღნიშნავდა: „გ. ერისთავის დამსახურება

ქართული მწერლობისა და საზოგადოების წინაშე ის იყო, რომ, როგორც რედაქტორმა,

სინათლეში გამოიწვია ბევრი უცნობი და კერძო ადგილებში მიმალული წევრები“. (მეუნარგია,ტ.

II. 1948, 65) „ცისკარს“ იწერდნენ საქართველოს ყველა კუთხეში, აგრეთვე პეტერბურგში,

მოსკოვში და სხვა ქალაქებში.

1853 წლის დეკემბრის ნომრით „ცისკრის“ გამოცემა შეწყდა. ამის მიზეზი იყო ყირიმის ომის

დაწყება, მ. ვორონცოვის გადაყვანა, სუბსიდიის შეწყვეტა, ხელისმომწერთა და მასალის

ნაკლებობა.

გიორგი ერისთავის „ცისკრის“ გამოცემის შეწყვეტიდან სამი წლის შემდეგ ამ ჟურნალის

გამოცემა კვლავ განახლდა. მისი გამომცემელი და რედაქტორი იყო ივ. კერესელიძე, „რადგან

მაშინ არსებული კანონის მიხედვით, პერიოდული გამოცემა, რომელიც ერთი წლის

განმავლობაში ერთხელაც არ გამოვიდოდა შეწყვეტილად ითვლებოდა. ცხადია ივ. კერესელიძეს

„ცისკრის“ გამოცემის ნებართვა ახლად უნდა გამოეთხოვა. 1856 წლის დასასრულს მან კიდევ

მიიღო მისი გამოცემის ნებართვა იმპერატორისაგან“.( გუგუშვილი, ქართული ჟურნალისტიკა,

1941,138)

თუ „ცისკრამდე“ არცერთ ქართულ პერიოდულ გამოცემას ორ-სამ წელზე მეტი არ

უარსებია. „ცისკარი“ თითქმის მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე (1852-1875წ.)

წარმოგვიდგება, როგორც ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული

საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისა. „ცისკრის“ გამოსვლა საზოგადოებამ ეროვნული

აღორძინების არაჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნია.

ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, მოკლედ წარმოგვეჩინა ჟურნალ „ცისკრის“ ისტორია და მისი

მნიშვნელობა ქართული ლიტერატურის განვითარების თვალსაზრისით, მით უფრო, რომ, ამ

ჟურნალმა დაიწყო ნ. ბარათაშვილის მემკვიდრეობის პუბლიკაცია.

„ნიკოლოზ ბარათაშვილის ჭეშმარიტ შეფასებას და დადგენას დრო სჭირდებოდა.

ჯერჯერობით კი ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ უკვე 60-იანი წლების დამდეგისათვის

ქართულმა მწერლობამ და მის კვალდაკვალ ქართულმა კრიტიკამაც აღიარა დიდი ნიჭი

ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი პოეტური ქმნილებანი ეროვნული ლიტერატურის საუკეთესო

ნიმუშად მიიჩნია“. (ჭუმბურიძე1974, 55)

აქ უსათუოდ უნდა აღვნიშნოთ ილია ჭავჭავაძის დამსახურება, რომელმაც ხელმეორედ

აღმოაჩინა და გამოაცოცხლა ქართული მწერლობის ისტორიისათვის ნიკოლოზ ბარათაშვილის

სახელი.

პავლე ინგოროყვას აზრით 20 წლის ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტში

სწავლის პერიოდში გაეცნო პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიას, ეს იყო სამეგრელოს

დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში. ეკატერინე ჭავჭავაძემ საქართველოდან რუსეთის

Page 165: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 169

იმპერატორის კარზედიძულებით გადახვეწილმა თან გაიყოლა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით

გადაწერილი ლექსები, როგორც ძვირფასი რელიქვია.

„ეკატერინეს ოჯახში ჩვენ ვხედავთ ბარათაშვილის პოეზიის კულტს და მაშინ, როდესაც

ბარათაშვილის სახელი დავიწყებას ეძლეოდა, და შვილს ისეთი მამისა, როგორიც იყო დიმიტრი

ყიფიანი, არც კი სმენოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი, ეკატერინეს ბავშვები ქართულ ენას

ბარათაშვილის ლექსებზე სწავლობდნენ“.

მეორე ცნობის მიხედვით კი, ბარათაშვილის ლექსები ილიასათვის გადაუცია თვით

ეკატერინე დედოფალს და არა მის ასულს როგორც პავლე ინგოროყვა აღნიშნავს: „ამ ორ ცნობას

შორის, რასაკვირველია, არაა წინაღმდეგობა, ფაქტი ისაა, რომ ილია ეკატერინეს სახლში იყო

სტუმრად, ბარათაშვილის ლექსები მან ეკატერინეს ოჯახიდან მიიღო, სულერთია ეკატერინეს,

თუ მისი ასულის ხელით“.

აღსანიშნავია, რომ ქართული ლიტერატურის მკვლევარებს შორის დღემდე დადგენილი არ

არის ერთიანი აზრი იმის შესახებ თუ როდის, რა გზით, რა ვითარებაში გაიცნო პირველად

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ილია ჭავჭავაძემ. მკვლევარი დ. გამეზარდაშვილი -

უარყოფდა პ. ინგოროყვას და სხვათა გ. ყიფშიძის, ა. მახარაძის შეხედულებებს, იმის თაობაზე,

რომ 1860 წლამდე ქართველ ინტელიგენციას სრულიად არაფერი სცოდნოდა ნიკოლოზ

ბარათაშვილის შესახებ.

ამასთან დაკავშირებით სავსებით საფუძვლიანად მსჯელობს მკვლევარი აკაკი თოფურია.

იგი წერს: „ნუთუ 1860 წლამდე ილია ჭავჭავაძე მართლა არ იცნობდა ნიკოლოზ ბარათაშვილს

პოეზიას, მის ცალკეულ ნიმუშებს? ნუთუ ამ დრომდე „სრულიად უცნობი“ იყო სამოციანი

წლების ქართველი ინტელიგენციისთვის ბარათაშვილის, როგორც შემოქმედის სახელი? მაშ, რით

აიხსნება პოეტური ხაზების ის შეხვედრები, განწყობილებათა ის სიახლოვე, სოციალური და

პოლიტიკური გამიზნების მსგავსება, რაც ასე მკაფიოდ გვესახება თვალწინ, როცა ბარათაშვილისა

და ილიას ადრეულ, 1860 წლამდე დაწერილი ლექსების ანალიზს ვახდენთ? რატომ მაინცდამაინც

ბარათაშვილი იყო უცნობი ილიასათვის, მაშინ, როდესაც ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ

ორბელიანის პოეზიით ის 1858-59 წლებში ყოფილა გატაცებული?“ (თოფურია 10, 1980) ა.

თოფურია ეყრდნობა ი. მეუნარგიას მითითებას: „ცნობილია, რომ ილია 1848 წლიდან თბილისში

სწავლობს, 1850 წელიდან გიმნაზიის მოსწავლეა. ამ პერიოდში დაარსდა ჟურნალი „ცისკარი“,

ქართული თეატრი და განათლებულ საზოგადოებაში ქართველმა კაცმა თვალი გაახილა. ამ

საზოგადოებას ილიაც ეკუთვნოდა“.(მეუნარგია, 182-183.) ილია ჯერ კიდევ თბილისის

გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ყოფილა ლიტერატურითა და ხელოვნებით გატაცებული. 1852

წელს კი გ. ერისთავმა ჟურნალ „ცისკარში“ პირველად დაბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ოთხი

ლექსი.

ამრიგად, პეტერბურგში ილიას წასვლამდე ხუთი წლით ადრე ქართულ პრესაში უკვე

გამოქვეყნებული იყო ბარათაშვილის პოეტური შემოქმედების ცალკეული ნიმუშები. ჩვენ

გადაჭრით არ შეგვიძლი ვთქვათ, წაიკითხა თუ არა გიმნაზიელმა ილიამ „ცისკრის“ ფურცლებზე

ბარათაშვილის ეს ლექსები, მაგრამ ამასთან, არ შეიძლება შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ილიას

არაფერი სცოდნოდა პირველი ქართული ჟურნალის გამოცემის, მისი არსებობის შესახებ,

დაინტერესებული არ ყოფილიყო მისი ხილვით, წაკითხვით, გაცნობით.

Page 166: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 170

ილიას პირველი ბეჭდვითი გამოსვლა 1857 წელს ჟურნალ „ცისკარში“ მოხდა, მან

გამოაქვეყნა რუსულიდან საუცხოოდ თარგმნილი ლექსი „ჩიტი“, იგი ასევე მოხსენიებული იყო

ჟურნალის იმ აქტიურ თანამშრომელთა სიაში, რომელთაც რედაქცია „უგულითადეს მადლობას“

უცხადებდა მასალების მიწოდებისათვის. მას პეტერბურგში ყოფნის პერიოდშიც არ შეუწყვეტია

თანამშრომლობა ჟურნალ „ცისკარში“. ასევე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არის დიდი ალბათობა

იმისა რომ, ილია „ცისკარში“ დაბეჭდილ თავის ლექსებს ნახულობდა პეტერბურგში, რადგან

ჟურნალის რედაქტორი, ივანე კერესელიძე ხომ სისტემატურად უგზავნიდა ჟურნალის

თითოეულ ნომერს პეტერბურგში მყოფ ქართველ ახალგაზრდობას, რომლებიც აღელვებით

ათვალიერებდნენ რპეტერბურგში გაგზავნილ ყოველ ნომერს, მსჯელობდნენ, კამათობდნენ მის

გარშემო. აი, ამ „ცისკარში“, რომელიც ქართველი სტუდენტების ხელიდან ხელში გადადიოდა,

1858 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ ბარათაშვილის კიდევ სამი ლექსი: „შევიშრობ

ცრემლსა“, ,,ლაშქრობა ქართველთა კავკასიაზე“ და „ჩვილი“, ხოლო იმავე წელს მე-9 ნომერში

მთლიანად დაიბეჭდა ნ. ბარათაშვილის ისტორიული პოემა „ბედი ქართლისა“. 1857 წლის მე-11

და მე-12 და 1858 წლის პირველ ნომერში გამოჩნდა „მოლაყბის“ ხელმოწერით დაბეჭდილი

წერილების სერია, რომელსაც ქართველ სტუდენტებთან ერთად განსაკიუთრებული

ენთუზიაზმით ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა.

ზემოთ აღნიშნულიდან და სხვა მაგალითებიდან გამომდინარე ჩვენთვის სავსებით ცხადია,

რომ ილია ჭავჭავაძე დიდი ინტერესითა და გულმოდგინებით ადევნებდა თვალს „ცისკრის“

თითოეულ ნომერს, დაკვირვებით კითხულობდა მასში მოთავსებულ მასალას და საკუთარ,

დამოუკიდებელ შეხედულებებს იმუშავებდა მათზე.

ა. თოფურია ამბობს: „განა თვით ამ ,,ცისკარმა‟‟ არ შთააგონა ილიას გაეშალა დაუნდობელი

ბრძოლა ძველი თაობის წარმომადგენლების, ე.წ. „მამების“ წინააღმდეგ? განა ამავე „ცისკარში“ არ

იბეჭდებოდა ბარათაშვილიც? როგორ შეიძლება ერთი წუთით წარმოვიდგინოთ აზრი, რომ

ილიას სხვა მასალების გვერდით „ცისკარში“ ბარათაშვილის ხელმოწერით დაბეჭდილი

ნაწარმოებები ვერ „შეემჩნია“ ან საეჭოდ ეცნო მათი წაკითხვა?...‟‟

ყოველივე აქედან თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბარათაშვილის ლექსები დიდი

პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა ქართულ მოწინავე ახალგაზრდობაში, „ამაში

კიდევ უფრო ნათლად დავრწმუნდებით, თუ კრიტიკულად განვიხილავთ ნიკოლოზ

ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ადრეულ შემოქმედებას მათ ურთიერთმსგავსებასა და

აზრობრივ-სახეობრივი თანადამთხვევის თვალსაზრისით“. (თოფურია, 18)

მივყვეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების პირველი ბეჭვდის ქრონოლოგიას. 1852 წელს

ჟურნალ „ცისკარში“ მე-4 ნომერში, პირველად გამოქვეყნდა პოეტის ოთხი ლექსი: „ბულბული

ვარდზედ“, „ჩემი ლოცვა“, „ქალი“ [,,რად ჰყვედრი კაცსა‟‟], „სულო ბოროტო“. ამ დროს ჟურნალის

რედაქტორი იყო გიორგი ერისთავი.

შემდგომ, 1858 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მე-2 ნომერში გამოქვეყნდა ნ. ბარათაშვილის სამი

ლექსი: „ლაშქრობა ქართველთა კავკასიაზე“ [„ომი საქართველოს თავადაზნაურ-გლეხთა“],

„გალობა სიტურფისა“ [„შევიშრობ ცრემლსა“] და „ჩჩვილი“.ამავე წელს ჟურნალმა „ცისკარმა“

თავის მე-9 ნომერში გამოაქვეყნა პოემა „ბედი ქართლისა“. ახლა უკვე ივანე კერესელიძე

რედაქტორობდა „ცისკარს“.

Page 167: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 171

1860 წელს ჟურნალ „ცისკარის“ თითქმის ყველა ნომერში (5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12) გამოქვეყნდა

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემდეგი ლექსები: „ფანტაზია“ [„ვპოვე ტაძარი“], „ჩემს მერანს“

[„მირბის მიმაფრენს“], „საფლავი მეფის ირაკლისა“, „ჩემს ვარსკვლავს“, „თ.ე.ჭ“ [„თავადის ჭ...ძის

ასულს, ეკ-ნას“], „საყურე“, „სული ობოლი“, „სატრფოვ მახსოვს“.

1861 წელს ჟურნალ „ცისკრის“ სხვადასხვა ნომრებში (1, 3, 6) გამოქვეყნდა ნიკოლოზ

ბარათაშვილის სულ სამიოდე ლექსი „თუალები“ [მიყვარს თვალები“], „ჩონგურს“, „აღმოხდა

მნათი“.

1862 წელს ჟურნალ „ცისკარის“ 1, 2, 3, 5, 9, 10 ნომრებში გამოქვეყნდა ნიკოლოზ

ბარათაშვილის ლექსები: „ფიქრი მტკვრის პირზე“, „ნაპოლეონ“, „ხმა იდუმალი“, „ჩემთ

მეგობართ“, „სუმბული და მწირი“, „ჩინარი“.

1863 წელს ჟურნალის მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პოეტის ერთი ლექსი „ჩემ სატრფიალოს“

[„არ უკიჟინო სატრფოო“]. (ალანია1968, 7-9)

ამრიგად, ჟურნალმა „ცისკარმა“ ფართოდ გაუღო კარი ნ. ბარათიშვილის პოეზიას და 1852-

1863 წლებში გამოქვეყნდა მწერლის 26 ნაწარმოები.

ქვემოთ ვიმსჯელებთ იმ ზოგიერთი განსხვავებების შესახებ, რომლებიც შეინიშნება

ჟურნალ „ცისკარში“ 1852-1863 წლებში გამოქვეყნებულ ნ. ბარათაშვილის ლექსებსა და 1945 წლის

აკადემიურ გამოცემაში მოთავსებულ იმავე ლექსებს შორის.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ლექსების სათაურებთან დაკავშირებული განსხვავებების

შესახებ, რომელსაც ვხვდებით 1952-1963 წლებში ჟურნალ ,,ცისკარში‟‟და 1945 წლის აკადემიურ

გამოცემაში.

როდესაც ვკითხულობთ ნ. ბარათაშვილის ლექსებს, უსათუოდ შევიგრძნობთ ძველი

ქართული პოეზიიდან გამოყოლილ მადლს. იგი ხშირად მიმართავს ძველ ქართულ მართლწერას,

სინტაქტურ წყობას, გრამატიკულ ფორმებს, არქაიზმებს, რითაც ნათლად განგვაცდევინებს

წარსულის კოლორიტს. საერთოდ, ქართული ლიტერატურის კრიტიკოსები თავიანთ ნაშრომებში

საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი მჭიდროდაა დაკავშირებული ძველ

ქართულ ლიტერატურულ ტრადიციებთან და ამდენად, ყველა შემთხვევაში დიდი პოეტი არის

ღირსეული მემკვიდრე ჩვენი დიდებული ლიტერატურული წარსულისა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენა ცოცხალი, ცვალებადი და განვითარებადი ფენომენია.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ერთიანი

სალიტერატურო ენის განვითარება ახალ საფეხურზე აიყვანეს. ამავე დროს ქართული ენის

მრავალი საჭირბოროტო ფაქტი გაირკვა: ილიამ დაასაბუთა ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ ასოების ქართული

ანბანიდან ამოღების მართებულობა, რითაც გაამარტივა და შეამსუბუქა მართლწერა. დრომ

დაამტკიცა ამ პოზიციის სისწორე. თანამედროვე აკადემიურ გამოცემაში, როგორც მიღბულია ე.წ.

მოძველებული ასოები აღარ იხმარება. ეს პრინციპი უდევს საფუძვლად ბარათაშვილის

თხზულებათა აკადემიურ გამოცემას, კერძოდ 1945 წლის გამოცემას. თავდაპირველად უნდა

მივუთითოდ სხვადასხვა სახის არქიზმების შესახებ, რომელთა ნაწილი შეცვლილია

თანამედროვე ქართული ენის ფორმებით.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში არქაული გამოთქმების მხატვრული ღირებულების

შესახებ სავსებით სამართლიანად მიუთითებს მკვლევარი გრიგოლ კიკნაძე: „ნიკოლოზ

Page 168: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 172

ბარათაშვილის პოეზიას სხვა პოეტთაგან გამორჩეულ სახეს ერთგვარი არქაული ტონიც აძლევს.

უამისოდ ჩვენ ვეღარ დავინახავდით ნიკოლოზ ბარათაშვილის დახვეწილ სწრაფვასა და

განცდათა სიფაქიზეს, ამ შემოქმედის პოეტურ ინდივიდუალურობას; ამ არქაულ ტონს მასთან

გარკვეული მხატვრული ფუნქცია აკისრია. აბა წარმოვიდგინით რა იქნებოდა, რომ ნიკოლოზ

ბარათაშვილის ლექსებში, განვედი ჩემგან, ჰოი მაცდუროს“ ნაცვლად იყოს, „გადი ჩემგან“ და

ნაცვლად „მას ელტვიან სიამენი სოფლისა“ დაიწეროს - „მას გაურბიან სიამენი ქვეყნისა“.

საკმარისია ასეთი ცვლილებების შეტანა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიამ დაკარგოს

თავისი სურნელება და მდარე ღირსების პოეტად იქცეს, ამჟამად ჩვენთვის უფრო მეტი

მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მკითხველი ვერ გრძნობს ნიკოლოზ ბარათაშვილის არქაულობას

მაშინაც კი, როცა მან იცის, რომ პოეტის მეტყველება ძველი გამოთქმებითაა დატვირთული.

არქაიზმი თითქოს იკარგება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა თავისუფალო დინებაში, რადგან

მკითხველისთვის პირველ ყოვლისა მოცემულია მისი პოეზიის სიახლე და არა ის, რომ იგი ძველ

სიტყვებს იყენებს“. (კიკნაძე 1978, 204)

პოემა „ბედი ქართლისა“ 1858 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“ მე-9 ნომერში.

იმდროინდელი ცენზურის გამო მკითხველი სრული სახით ვერ გაეცნო. პოემის შესავალი

ნაწილი, რომელშიც პოეტი ადიდებს ქართველებსა და მეფე ერეკლეს, წინაპრებს, ამოღებულია.

ცენზურამ პოემიდან ამოიღი არა მხოლოდ ცალკეული სიტყვები, მაგალითად, როგორიცაა

„თავისუფლება“, არამედ სხვა მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც განსაკუთრებული

პოლიტიკური სიმახვილითა და ჟღერადობით გამოირჩევიან. ცენზურამ განსაკუთრებით არ

დაინდო პოემის მეორე კარი, საიდანაც მთლიანად ამოღებულია სოლომონის მიმართვა

ერეკლესადმი:

„იცი, მეფეო, რომე ივერნი

იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი!“ („ცისკარი“, N9, 1958, 9)

ცენზურისთვის პოლიტიკური თვალთაზრისით ასევე მიუღებელი აღმოჩნდა პოემის ის

შესანიშნავი ეპიზოდი, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდი ოსტატობით გადმოგვცემს ქსნის

ხეობაში მიმავალი სოლომონის მწვავე ფიქრებს:

„გმადლობა ღმერთო, შენსა განგებას!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და რად ივიწყებ, რომე მარადის

ერსა ეკუთვნის გულისთქმა მეფის!“

პოემიდან მთლიანად არის ამოღებული სოფიოს მონოლოგიც:

„უცხოობაში რაა სიამე,

სადაცა ვერვის იკარებს სული...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რასა ვიპოვით ჩვენ სიცოცხლეში“.

ცენზურამ აითვალისწუნა პოეტის ლირიკული სვლა და პოემიდან ამოიღო ქართველი

დედებისადმი მიმართვის ბოლო ექვსი სტრიქონი:

„ქარმან ჩრდილოსმან ყველაზე პირველ

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Page 169: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 173

მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?“

სამწუხაროდ, მე-19 საუკუნის 50-იანი წლების საზოგადოება ნიკოლოზ ბარათაშვილის

პოემის შინაარსს სრული სახით ვერ გაეცნო. ჩვენამდე მოღწეულ მის პოემურ მემკვიდრეობაში მას

განცალკევებული ადგილი უჭირავს. „რომანტიკოსი ნ. ბარათაშვილი „ბედი ქართლისაში‟‟თავისი

მხატვრული მანერით გვევლინება, როგორც რალიზმის წინამორბედი ახალ ქართულ

მწერლობაში“ - წერდა პ. ინგოროყვა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი უპირველეს ყოვლისა ლირიკოსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის

შემოქმედებაში ჩვენს თვალწინ არის გადაშლილი და გაცოცხლებული, ის, რაც პოეტმა განიცადა

თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. გრ. კიკნაძე აღნიშნავს, რომ „ნიკოლოზ ბარათაშვილის

შემოქმედებაში განსაკუთრებით არის გაძლიერებული ინტერესი საკუთარი სულიერი მოძრაობის

დახატვისათვის, იმ მოძრაობისა საზოგადოებრივი ვითარებით რომაა შეპირობებული. ამით

პოეტმა გახაზა ინდივიდუმის, ცალკეული პიროვნების განცდათა მნიშვნელობა, მათი

საზოგადოებრივ-მხატვრული ღირებულება“.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ალანია ნ. - ნ. ბარათაშვილის ბიბლიოგრაფია, თბ. 1968.

2. გუგუშვილი პ .- ქართული ჟურნალისტიკა, თბ. 1941.

3. ევგენიძე ი. - ქართული რომანტიზმის საკითხები, თბ. 1982.

4. თოფურია აკ. - ეტიუდები კრიტიკული ნააზრევიდან, თბ. 1980.

5. ინგოროყვა პ. - (ნარკვევები) ნ. ბარათაშვილი, თხზულებანი, თბ. 1945.

6. კალანდაძე ა. - ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, თბ. 1977.

7. კიკნაძე გრ. - ლიტერატურის თეორიის და ისტორიის საკითხები თბ. 1978.

8. მეუნარგია ი. - ქართველი მწერლები, ტ.II, თბ. 1948.

9. ნადირაძე გ. - ნ. ბარათაშვილის ცხოვრება და ესთეტიკური სამყარო, თბ. 1961.

Page 170: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 174

მიგრაციის ზრდა გლობალიზაციასთან მიმართებაში ნინო წერეთელი

მოწვეული პროფესორი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

Nino Tsereteli

Invited Professor

St.Andrew the First-Called Georgian University

[email protected]

Migration Processes in the Aspect of Globalization

ABSTRACT Article refers to problems of migration, which is caused by world globalization process. In the article it is also

discussed the process of becoming migrants by the students who travel abroad for study reasons and visa liberalization role in increasing migrant numbers abroad. In the conclusion is given recommendations, regarding raising legal awareness of people in the field of international traveling. Key words: Globalization, Migration, International migration

მე-20 საუკუნის პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა დააჩქარა და გაზარდა მოსახლეობის

მიგრაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ოკუპირებული ქვეყნებიდან

გადასახლებული იქნა 10 მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც იმყოფებოდნენ კონცლაგერებში

ან ამუშავებდნენ, როგორც ყმებს გერმანელების მეთვალყურეობით. ამავე დროს ომის

დამთავრების შემდეგ დაახლოებით 10 მილიონი გერმანელი ასევე აღმოსავლეთ ევროპის

ქვეყნებიდან გადასახლებულ იქნა გერმანიაში. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მიგრანტების

სხვა ქვეყანაში სამუშაოდ გამგზავრების მთავარი მოტივი იყო მაღალანაზღაურებადი დასქმება,

რაც ძირითადად შესაძლებელი იყო ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მოქალაქეთა სამუშაოდ გამგზავრება სხვა ქვეყანაში ძირითადად დაკავშირებულია თავისი

სამშობლოს ეკონომიკური განვითარების დაბალ დონესთან და მოსახლეობის დასაქმებასთან,

სოციალურ-ყოფით და პოლიტიკურ პირობებთან. ხშირ შემთხვევებში მოქალაქეთა მიგრაციის

მიზეზებს წარმოადგენს მსოფლიო ქვეყნებში მიმდინარე მწვავე ეროვნებათაშორისი და

რელიგიური წინააღმდეგობები, ეთნოკომფლიქტები და სხვა საომარი მოქმედებები, სტიქიური

უბედურებები და ეკოლოგიური მდგომარეობა. აგრეთვე ბოლო პერიოდში მსოფლიო ქვეყნების

ეკონომიკური ურთიერთობების გლობალიზაციამ, სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაში

ინვესტიციების განხორციელებამ და დიდი სამრეწველო შვილობილი კომპანიების გახსნამ და

სხვა მრავალმხრივმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ხელი შეუწყო მიგრანტ-მშრომელთა

რიცხოვნების გაზრდას.

მსოფლიო გლობალურმა პროცესებმა, საგრძნობლად გაზარდა მოსახლეობის მიგრაციის

პროცესები, რაც გულისხმობს მოქალაქის გადაადგილებას ერთი ქვეყნიდნ მეორეში სხვადსხვა

ვადით ან უავდოთ - სამუდამოდ. მუდმივი მიგრაცია გულისხმობს საცხოვრებლის სამუდამოდ

შეცვლას, ასევე ვხვდებით დროებითი მიგრაციის ფაქტებს სამუშაო, სასწავლო და სხვა

მიზეზებით.

Page 171: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 175

გაერთიანებული ერების ასამბლეის მიერ 1948 წელს მირებულია - ადამიანის უფლებათა

საყოველთაო დეკლარაცია, რომლის პირველი მუხლის თანახმად - ყველა ადამიანი

დაბადებიდან არის თავისუფალი და მისი ღირსება და უფლებები ხელშეუებელი. აღნიშნულია

ასევე, რომ ყველა ადამიანს ააქვს უფლება და თავისუფლება, მიუხედავად მათი სქესის,

ეროვნების, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მრწამსისა. ნაციონალური და

სოციალური წარმომავლობისა, ქონებრივი და სხვა მდგომარეობისა

მიგრაციისა და ემიგრაციის საკითხები საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ერთად

რეგულირდება ასევე საქართველოში ეროვნული კანონმდებლობით. საქართველოს

კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო

ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა საქართველოს

მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის,

ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და

მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. 30-ე მუხლის თანახმად

შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე

სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 22-ე

მუხლით დადგენილია, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის

მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი

არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად

გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად,

დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან

საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის

თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. საქართველოს მოქალაქეს

შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

დასაქმების ბაზარი, ისევე როგორც განათლების ბაზარი გლობალური გახდა და ადამიანებს აღარ

უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არსებული შრომის ან განათლების

ბაზრის პირობების გათვალისწინებით. სამამულო განათლების სისტემას და დამსაქმებლებს კი

უწევთ კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს, რათა მოიპოვონ საუკეთესო კადრები და

მიაღწიონ მწარმოებლურობის უფრო მაღალ დონეს. თუმცა ერთი საკითხია დამსაქმებლების და

დასაქმებულების ბენეფიტები და მეორეა რამდენად სასარგებლოა მიგრაცია ქვეყნის

განვითარებისთვის.

მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების

მიღების სურვილი. ანაზღაურება კი არის ფასი, რომელსაც ადამიანის უნარებში იხდიან და

რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ადამიანები კი ამჯობინებენ წასვლას იმ

ქვეყნებში, სადაც უნარებზე ფასი მაღალია. შედეგად ვიღებთ იმას, რომ მაღალი უნარების მქონე

პიროვნება, რომელსაც კარგი განათლება აქვს მიღებული მეტი პოტენციალი გააჩნია

გამოიმუშავოს მაღალი ანაზრაურება, ამჯობინებს ისეთ ქვეყანაში გადასვლას სადაც მისი შრომა

მეტად დაფასებული იქნება.

Page 172: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 176

აქვე აღსანიშნავია სტუდენტური მიგრაცია, რომლებიც აღნიშნული უნარების ასამაღლებ-

ლად ტოვებენ თავიანთ ქვეყანას. მსგავსი მოვლენა განვითარებადი ქვეყნისთვის თითქოს დადე-

ბით მოვლენად შეიძლება შეფასდეს, მეორეს მხრივ კი ხშირ შემთხვევაში აღნიშნული

სტუდენტები აღარ ბრუნდებიან სამშობლოში რაც მიგრაციის გაზრდის მაჩვენებელს

საგრძნობლად ზრდის. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მაგალითს ქართველ მიგრანტთა 40% აქვს

მიღებული უმაღლესი განათლება. რაც ნიშნავს ჭკვიანი კადრების ქვეყნიდნ გადინებას და

აღნიშნუილი ფაქტი ნამდვილად არ გახლავთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის დადებითი

მოვლენა.

ყველაფერი ამის პრევენციისთვის ჩამოყალიბდა ინიციატივა, რომელის თანახმადაც სახელ-

მწიფო უზრუნველყოფს სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას, იმ პირობით თუ ისისნი უკან

დაბრუნდებიან და სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას შესთავაზოს მათ 6 თვის ვადაში სამუშაო

ადგილი სადაც ისინი 3 წლის განმავლობაში იმუშავებენ. ამ ყველაფრის მიუხედავად საზღვარგა-

რეთ წასულ სტუდენტებს, ისევ მასპინძელი ქვეყნები აფინანსებენ და არა მშობლიური სახელმწი-

ფო. შესაბამისად ქრება იმის ვალდებულება, რომ მიგრანტი სტუდენტები დაბრუნდნენ სამშობ-

ლოში. ზემოთ აღნიშნული ინიციატივა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის მანამ სანამ, ქვეყანაში არ შე-

იქმნება მიმზიდველი სამუშაო გარემო, რაც ემიგრანტებისთვის გაზრდის უკან დაბრუნების

სურვილს.

რა ეკონომიკური სიკეთის მოტანა შეუძლია მიგრაციის პროცესს ქვეყნისთვის? ეს გახლავთ

საერთაშორისო და ფულადი გზავნილები, უცხოური ვალუტის შემოდინება ხელს უწყობს

ადგილობრივი ვალუტის გამყარებას. გზავნილები ეკნომიკური კრიზისის შემთხვევაში ახდენს

რისკების დივერსიფიცირებას. აღნიშნული თანხები სწორედ იმ მიგრანტებიდან მოედინება,

რომლებიც საკუთარი ოჯახების დასახმარებლად არიან წასულები. შესაძლოა ითქვას, რომ

იმიგრაცია გარკვეულ წილად სიკეთის მომტანია, არსებობს საერთაშორისო გზავნილები,

ტექნოლოგიური მიღწევების დაუფლება და საერთაშორისო გამოცდილების მიღება. ხოლო

მაღალ უნარიანი კადრების გადინება ქვეყნისთვის არასასიკეთოა.

დროთა განმავლობაში საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბები უფო გაიზრდება, ყველა

ადამიანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მათ მიზეზებზე და შედეგებზე. რადგან თავიდან იქნას

აცილებული მიგრანტების მიმართ არაკანონიერი ქმედებები.

ასევე საინტერესოა ვიზა ლიბერალიზაციიის როლი განვითარებადი ქვეყნებისათვის. რაც

შეეხება საქართველოს, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა ევროკომისიის მოხსენება

სადაც მოცემულია სტატისტიკა ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად დარჩენილი

მოქალაქეების რიცხვი. 2017 წლის მარტ-ნოემბერში ევროკავშირში გასული დაახლოებით 180

ათასი მოქალაქიდან ქვეყანაში არ დაბრუნდა 10 ათასი, რაც შეადგენდა 6.1%-ს. ამ მოქალაქეებმა,

შესაბამისად, დაარღვიეს შენგენის სივრცეში 90 დღიანი ყოფნის უფლება, რითაც შესაძლოა

შეარყიეს ამ რეჟიმის გრძელვადიანი შეუფერხებელი არსებობის გარანტია.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმება ორივე

მხარეს ავალდებულებს, რომ გაამარტივოს მოქალაქეთა გადაადგილება ერთი მხარის

ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე. შეთანხმებაში წერია: „მხარეები გააგრძელებენ

მცდელობას, გაზარდონ მოქალაქეთა მობილურობა და გადადგამენ ეტაპობრივ ნაბიჯებს

Page 173: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 177

ერთობლივი მიზნის, კერძოდ, შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღების

მიმართულებით...“ ეს დებულება იძლევა გარანტიას, რომ თუ საქართველო უპირობოდ დაიცავს

„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნებს და გააგრძელებს რეფორმებს მასში

მოცემული ყველა მიმართულებით, მომავალში შესაძლებელი უნდა იყოს შენგენის ზონაში ჩვენი

მოქალაქეების შესვლისთვის სავიზო მოთხოვნის სრულად გაუქმება. როგორც ცნობილია,

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს ყოველ ექვს თვეში შენგენის ზონაში

უვიზოდ მხოლოდ სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ.

ევროკავშირის მიერ 2017 წლის მარტში განახლებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სწრაფი

გაუქმების მექანიზმი მონიტორინგს უწესებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს რეჟიმი სავიზო

დიალოგის შედეგად მიიღეს, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ და პოტენციურ

კანდიდატებსა და აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნებს. დიალოგის

ძირითადი დანიშნულება ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში რიგი რეფორმების დაჩქარება იყო.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რეფორმები, რომელთა ნუსხაც ე.წ. ვიზალიბერალიზაციის

სამოქმედო გეგმით იყო დადგენილი, არ გრძელდება და, დამატებით, მიგრაციული ტენდენციები

ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით უარესდება, შესაძლებელია აღნიშნული

მექანიზმის ამოქმედება, რაც კონკრეტულ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის (დროებით)

შეჩერებას ითვალისწინებს.

ევროსტატის მონაცემებით 2017 წლის პირველ ნახევარში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონი-

ტორინგთან დაკავშირებულ მონაცემებში საქართველოში არ შეიმჩნევა რაიმე სახის მნიშვნე-

ლოვანი გაუარესება. ქვევით, ცხრილში მოყვანილია იმ ძირითადი მაჩვენებლების ტენდენციები,

რომლებიც მოქმედებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ძირითადად ასრულებს ვიზა-

ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და აგრძელებს რეფორმებს

მიგრაციის და საზღვრის დაცვის ინტეგრირებული მართვის, კორუფციასთან და ორგანიზებულ

დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. საქართველოს ბევრი მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები

აქვს, ვიდრე ალბანეთს ან მოლდოვას, რომელთა შესახებაც ასევე აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა უკანონო მიგრანტების რეადმისიის

საქმეში დახასიათებულია, როგორც სამაგალითო. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანონო მიგრაციის

მაჩვენებლებით თავად საქართველო ბევრად აღემატება უკრაინას და დასავლეთ ბალკანეთის

ქვეყნების უმეტესობას. პრაქტიკულად, ალბანეთის გარდა, დასავლეთ ბალკანეთის ყველა

სახელმწიფოს ბევრად უკეთესი დინამიკა აქვს, ვიდრე საქართველოს - მცირდება მათგან

ევროკავშირში გასულ უკანონო მიგრანტთა რიცხვი, მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის

მაძიებელთა რიცხვი, ასევე აღსანიშნავია, რომ, გარდა მოლდოვისა (48%), ყველა დანარჩენ

შეფასებულ ქვეყანას (დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის რვა

სახელმწიფოს) უკეთესი მაჩვენებლები აქვს მიგრანტების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორების გათვალისწინებით, მიგრაციასთან

დკავშირებული პრობლემები არის გლობალური. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის

პრობლემატიკა. პოლიტიკური თუ სამთავრობო ცვლილებების გათვალისწინებით, იცვლება

მიმართულება და დამოკიდებულება მიგრანთა და ემიგრანტთა მიმართ. მსაგავსი საკითხები

Page 174: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 178

აწუხებთ როგორც მცირე ასევე დიდ სახელმწიფოებსაც (მაგ. აშშ), ქვეყნები ვალდებულნი არიან

დაიცვან თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები, მათი უფლებები და თავისუფლებები. ასევე როგორც

ზემოთ აღვნიშნე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმატიულობა სამართლებრივი

ცნობიერების ამაღლება, მათი იძულებით თუ ნებით გადაადგილებასთან დაკავშირებით.

კარგი იქნებოდა, რომ ყოველი ჭკვიანი კადრი, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან შორს იმყოფება,

დაბრუნებულიყოს ისევ თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმ მოტივაციით, რომ აქ ექნება

იმისი პირობა და შესაძლებლობა, თავისი რესურსი მოხმარდეს ქვეყნის ეკონომიკურ და

პოლიტიკურ განვითარეას. ჩვენ ასეთი ბევრი ემიგრანტი გვყავს….

გამოყენებული ლიტერატურა:

1. https://www.gfsis.org/ge/eu-blog/view/793

2. Т. Трифомова. Демократия и миграция. М. 2007г. Издательство – Прогресс

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა

საყოველთაო დეკლარაცია. კომპიუტერული პროგრამა - კოდექსი. შემდგენელი მაისურაძე ა.

4. საქართველოს კონსტიტუცია. კომპიუტერული პროგრამა კოდექსი. შემდგენელი მაისურაძე ა.

5. British Nationality Act 1981 – (ელექტრო საიტი - http://legi-sletion.data.go.uk)

6. გ. ჯოლია. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები თბ.2008წ. გამომცემლობა -

ტექნიკური უნივერსიტეტი.

Page 175: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 179

ევროპულ-ქართული ლიტერატურული გზაჯვარედინები

თამარ კვარაცხელია

დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Tamar Kvaratskhelia

PHD student Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Georgian-European Literary Crossroads

ABSTRACT

"Georgian-European Literary Crossroads" reviews one of the most important events in the world

culture _ king‟s court literature. The author confirms that the literary relations between European and the

Georgian world begin with the Curtuzzian era. Of course, this connection goes through Byzantine, but it‟s

quite close and important. Georgians sometimes with their general ideas go ahead than Europeans, who

were on the first stage of development, but still have a sense of mutual understanding. European culture

uses many things from the East and begins to prepare for the Renaissance. The author pays much

attention to Shota Rustaveli's significant trace in the history of European literature, emphasizing his

lyrical and philosophical world, which has a great influence on European culture. Interesting aspects of

European and Georgian king‟s court literature are considered in the work.

Key words: Renaissance European literature, King‟s court literature

ლიტერატურა, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მრავლისმომცველი

დარგი, სათავებს უძველეს დროში იღებს. ჩვენი ერის ადრეულ საუკუნეებში ევროპული

ლიტერატურის საწყისები, რა თქმა უნდა, ხალხური შემოქმედებიდან იწყება, მაგრამ

ბერძნულისა და რომაულის უდიდეს ზეგავლენას განიცდის. ქართული ლიტერატურა, როგორც

უფრო თვითმყოფადი და ძველი, ეროვნული ნიშნების მატარებელია. ის მხატვრული პროზისა

თუ დახვეწილი ლექსის არერთ ნიმუშს ინახავს, ევროპული კი მოგვიანებით ქმნის ბერძნული

სტილითს პოემებს (ე.წ. პოემა-სიმღერები).

XI-XII საუკუნეებისათვის ვითარება იცვლება. ევროპაში იწყება ჯვაროსნული

ლაშქრობები, ევროპელები მჭიდრო ურთირთობას ამყარებენ აღმოსავლეთთან და ეზიარებიან

ახლებურ კულტურას, განსხვავებულ რელიგიურ, პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ

შეხედულებებს, მკვიდრდება პატრონყმობა, რომელიც მთელ საზოგადოებას იერარქიულ

კიბეზე ანაწილებს. XII-XIII საუკუნეებში თანდათანობით ყალიბდება საკარო ანუ

კურტუაზიული ლიტერატურა, რომელიც სწორედ ამ ეპოქის გემოვნებასა და მოთხოვნებს

ეხმაურება. ეს პროცესი საქართველოში 1-2 საუკუნით ადრე იწყება და აშკარად ჩანს, რომ

აღმოსავლური კულტურა დიდ ზეგავლენას ახდენს ევროპულზე.

Page 176: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 180

კურტუაზიული ლიტერატურის მთავარი თემა კურტუაზიული სიყვარული, ანუ ე. წ.

,,წრფელი სიყვარული" იყო. იგი ჩამოყალიბდა დღევანდელი სამხრეთი საფრანგეთის

ტერიტორიაზე, პროვანსში. XIII საუკუნემდე პროვანსელმა პოეტებმა, ტრუბადურებმა, ეს

ჟანრი საკმაოდ წარმატებით განავითარეს და დახვეწეს, მაგრამ ამ დროიდან იწყება

კურტუაზიის უკუსვლა, რაც რაინდული საზოგადოების კრიზისმა გამოიწვია.

XIII საუკუნეში იწყება ჯვაროსნული ლაშქრობები (რამაც კიდევ უფრო გააძლიერა

აღმოსავლურ-ევროპული კულტურული ურთიერთობები), მალე ქრება პროვანსიც და

კურტუაზიულმა პოეზიამ ჩრდილოეთით _ ტრუვერთა ხელოვნებაში გადაინაცვლა.

იმდროინდელი ლიტერატურული ნიმუშების ანალიზი ცხადყოფს, რომ აღმოსავლურ-ევროპული

კულტურული შეხედულებები მაქსიმალურად უახლოვდება ერთმანეთს და იქმნება საერთო

თვალსაზრისი, მსოფლმხედველობა და ლიტერატურული გემოვნება, რომელიც სიტყვის

ხელოვნების ერთგვარი საზომია. ეს ხელს უწყობს კულტურული ,,გზაჯვარედინების“ შექმნასა

და თარგმანის ხელოვნების განვითარებას, რაც კულტურათა დაახლოების უმთავრესი (მაშინ

ერთადერთი) საშუალებაა. ამ მხრივ, უფრო ,,ძველი ცივილიზაციის“ ქვეყნები გამოირჩევიან,

რომელთა შორის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად საქართველო ლიდერობს.

იქმნება განსაკუთრებული ,,გემოვნება“_ საკარო ხელოვნება, რომელსაც ევროპაში

კურტუაზიულს უწოდებენ.

კურტუაზიულმა ლიტერატურამ ჩამოაყალიბა თავისებური სტილი და ჟანრები.

პოეზიაში ჩნდება ე.წ. პერიფრაზები, რომელიც სათქმელის შეფარვით გამოხატვას გულისხმობს.

მისი მთავარი ჟანრები იყო: კანცონა, სირვენტა, ჯვაროსნული სიმღერები, ტენცონა, გოდება

პასტორელა, სერენადა, ალბა. ამ ჯანრების ადრეული გამოძახილი ქართულ ლიტერატურაშიც

ისმის.5

კანსონა, ანუ კანცონა ყველაზე გავრცელებული ლექსი იყო, ზოგჯერ რელიგიური,

უმთავრესად კი სატრფიალო თემატიკით, ავტორი მიმართავდა მსმენელს ან საკუთარ თავს.

სირვენტა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემაზე შექმნილი ლექსი იყო, რომელშიც პოეტი

აქებდა თავის სიუზერნს, ან სატირის საშუალებით ქირდავდა მტრებს. ეს სახეობა

უახლოვდება ე. წ. შესხმას ანუ ჰიმნს, რომლის სათავები რელიგიურ ლიტერატურაში უნდა

ვეძებოთ. ქართულ ლიტერატურაში მას ვხვდებით მდიდარ სასულიერო ლიტერატურაში,

ჰიმნოგრაფიაში. გოდება იყო ლექსი, რომელშიც პოეტი დასტიროდა პირადი მფარველის ან

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას, მას ეტყობა ძველი ბერძნული ელეგიების გავლენა.

ამ სახეობის წინამორბედთა აღმოჩენა შეიძლება ქართულ სასულიერი პოეზიაში.

განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ქართულ ჰიმნოგრაფიაში, რომლეშიც გოდებისა და შესხმის

ელემენტები ერთ-ერთი უძლიერესი შტრიხი იყო.

ბალადა იყო სატრფიალო შინაარსის საცეკვაო სიმღერა. ამ მნიშვნელობით

გამოიყენებოდა იგი მე-18 საუკუნემდე. შემდეგ ბალადა ეწოდა რაღაც დიდი მნიშვნელოვანი

შინაარსის პოეტურ ნაწარმოებს, რომელიც უმეტესად ტრაგიკულად სრულდება. მაგ.,

5https://lillieve.wordpress.com/2013/02/07/კურტუაზიული-პოეზია/

Page 177: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 181

ხალხური ბალადა ,,ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, ბალადა ,,თავფარავნელი ჭაბუკი“, შოთა

ნიშნიანიძის ,,ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე“...

პასტორელას ზეგავლენა ჩანს დავით გურამიშვილის ,,დავითიანში“. ავტორი თავისებურად

ახლოს იყო ევროპულ კულტურასთან, ამიტომ ეს ნაკადი ,,დავითიანში“, მიუხედავად ეპოქათა

სიშორისა, გასაოცარი არ არის. პასტორელა პოეტური ემოციებით აღწერდა მწყემსი გოგოსა და

რაინდის შეხვდრას ბუნების წიაღში. ქალ-ვაჟის გასაუბრება სასიყვარულო თემაზე მეტად

პოპულარულია ქართულ ფოლკლორში, თუმცა შესაძლებელია, ეს შემთხვევითი დამთხვევაც

იყოს, რადგან ეს თემა ყველა ხალხის ფოლკლორში აქტუალური თემაა და თავისებურ ,,მოარულ

სიუჟეტებსაც“ კი ქმნიდა. გაშაირების თავისებური ნაირსახეობაა ტენსონა_პოეტური პაექრობა.

ეს იყო გალექსილი დიალოგი ორ ან რამდენიმე მელექსეს შორის... სერენადა არის საღამოს

სიმღერა, რომელშიც რაინდი ადიდებდა სატრფოს და პაემანზე მოუხმობდა მას. ლექსის

მისამღერში მეორდებოდა სიტყვა ,,სერ“, რაც საღამოს ნიშნავს. მიჯნურებს გამთენიისას

მეგობარი ან მეაბჯრე უმღეროდა ,,ალბას“ (გარიჟრაჟი). აღსანიშნავია, რომ სერენადას

საფუძვლად დაედო ბასკური სიტუვა სერი, რაც ღამეს ნიშნავს. ენათმეცნიერები ამ სიტყვას

საფუძველს უძებნიან ბასკურ (და ძველ ქართულ) სიტყვაში _ სერი, რომელიც ღამეს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა ამავე ფორმითაა შენარჩუნებული თანამედროვე მეგრულში. სიტყვა

,,ღამე“ არაბულად სიბნელეს ნიშნავს და იგი ჩვენში არაბების შემოჭის შემდეგ დამკვიდრდა.

ევროპული ლიტერატურის ისტორიას შემორჩა ტრუბადურების სახელები: ჯაუფრე

რიუდელი, ბერტრან დე ბორნ... ტრუბადურული ლირიკის ფორმებს შემდეგ საუკუნეებშიც

არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

მოგვიანებით, XII საუკუნეში ჩნდება ე. წ. კურტუაზიული რომანი, რომელიც ასევე

ლექსად იყო დაწერილი, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ჟანრებისგან განსხვავებით არ იყო

სასიმღეროდ გამიზნული, შემოტანილი იყო პერსონაჟების დეტალური პორტრეტი,

ფსიქოლოგიური ანალიზი და ხშირი იყო დიალოგები. კურტუაზიული რომანი იწერებოდა

12- მარცვლიანი ტაეპით - ე. წ. ალექსანდრინით.

მიუხედავად იმისა, რომ კურტუაზიულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი

უჭირავს რომანებს, მკვლევართა დიდი ინტერესს მაინც იმდროინდელი ლირიკა იწვევს,

რადგან ეს იყო ადამიანური სულის გამოძახილი, რომელმაც გავლენა იქონია შემდომ

ეპოქებზე და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

ევროპულ საკარო ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სარაინდო ეპოსს.

ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად ჩამოყალიბდა რაინდული თვითშეგნება და

ქრისტიანობისთვის აქტიური ბრძოლის იდეალი. ამასთან, ჯვაროსნული ლაშქრობების

შედეგად ევროპა გაეცნო აღმოსავლურ კულტურას, რომლის გავლენითაც რაინდობის

სამხედრო იდეალს დაუკავშირდა ესთეტიკური იდეალი, ფეოდალურ იდეოლოგიას _

გარეგნული სილამაზისა და სიმდიდრის კულტი.

მსოფლიოში პოპულარობა დღესაც არ დაუკარგავს გრაალის თემას, რომლიც სათავეს

სწორედ საკარო ხელოვნებაში იღებს. ის აშკარად დაუკავშირდა პიროვნების სულიერ და

ემოციურ თავისებურბებს. სწორედ მასში აისახა კაცობრიობის წყურვილი, ეძიოს ბედნიერება.

,,ადამიანი ამქვეყნად იმისთვის კი არ ცოცხლობს, რომ გამდიდრდეს, არამედ იმისთვის,

Page 178: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 182

რომ ბედნიერი იყოს,”_წერდა სტენდალი. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე იცვლებოდა

ეპოქები, შეხედულებები, ღირებულებები... და ეძიებდა ადამიანი ზღაპრული ოცნების

ნაყოფს _ ბედნიერებას. ლიტერატურა კაცობრიობის ისტორიის სარკეა და ბედნიერების

ძიების საკითხი მუდამ უპირველესი იყო მისთვის. ყოველი ერი ამ ,,იდუმალ სწრაფვას“

თავისებური სიმბოლოთი გამოხატავდა. ვისთვის ეს ცის გახსნა იყო, ვისთვის _ ლურჯი

ფრინველის თუ ფენიქსის ხელში ჩაგდება, ნატვრის თვალისა თუ ნატვრის ხის პოვნა,

გვიმრის ყვავილისა თუ ოთხყურა სამყურას აღმოჩენა... და გარაალის კაცობრიობისათვის

დაბრუნება. ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. მათ შორის ყველაზე უცნაური,

იდუმალი და საინტერესო წმინდა გრაალია, რომელსაც, გადმოცემით, მთელი კაცობრიობა

დაეძებს და მისი აღმოჩენა სამყაროს უსაზღვრო ბედნიერებას მოუტანს.

მაინც რა არის გრაალი? ამ სიტყვას ყოველი ჩვენგანი ალბათ გალაკტიონ ტაბიძის

ერთ_ერთი შესანიშნავი უსათაურო ლექსით ეცნობა. ,,მზეო თიბათვისა” (როგორც ხშირად

უწოდებენ ამ უსათაურო ლექსს) 1917 წელს დაიწერა. იგი მიეძღვნა პოეტის მეუღლეს_ოლღა

ოკუჯავას. ვტორმა მასში თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი სიყვარულის ტრაგიკული

ბედი. ამ ნაწარმოებში კრიტიკოსები იდუმალ სატრფოში ყოველთვის წარმოიდგენენ

გალაკტიონის უდროოდ დაღუპულ ცოლს, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწე

გახლდათ და პოლიტიკურ ბრძოლას შეეწირა. ლექსში პოეტური სულით ანთებული

გალაკტიონი მიმართავს ქართველთა უძველეს სალოცავს, მზეს, რომელიც ყველაზე აქტიური

და ძლევამოსილი თიბათვეშია. აქ, შეიძლება, იგი უფლის სიმბოლოდაც წარმოვიდგინოით,

თუმცა hაგიოგრაფიიდან ის მაცხოვრის განსახიერებადაცაა ცნობილი (,,მზიანი ღამე”, ,,მზე

სიმართლის ეწოდა...”). (ქართული მწერლობა, ტ. I. 1987, 449) სწორედ მას ევედრება

მგოსანი: ,,მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები...“

გალაკტიონი საკუთარ თავს დაკარგული ბედნიერების სიმბოლოს _ გრაალს, ადარებს.

ეს ლექსი ლოცვაა, ვედრებაა ყოვლისშემძლე ღმრთისადმი, სიყვარულის ტკბილ_მწარე

ცრემლებით დანამული თხოვნაა. გალაკტიონი მართლაც დაკარგული ბედნიერება იყო

ოლღასათვის და იგი საყვარელი ადამიანის გადარჩენას ითხოვდა. გრაალი _ ეს საოცარი

სიტყვა, გალაკტიონის სხავა ნაწარმოებებშიც გაიელვებს ლექსში ,,ანგელოზს ეჭირა გრძელი

პერგამენტი”. მგოსანი ამბობს:

,,...გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო

შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა...”

აქაც გრაალი ოცნების, მიუწვდომელის, ზეციური იმედის სიმბოლოა.

გრაალის თემა მსოფლიო ლიტერატურაში ე.წ. გრაალის ციკლის რომანებიდან იწყება.

ბიბლიის მიხედვით, გრაალი უკავშირდება ქრისტეს ერთ_ერთი ღირსეული მოწაფის _

იოსებ არიმათიელის, სახელს. მათეს სახარების 27-ე თავში მითითებულია, ქრისტეს

ჯვარცმის შემდეგ, როცა მიწა იძრა, ტაძარში კრეტსაბმელი ,,გაიპო”, კლდეები გასკდა და

მრავალი სასწაული მოხდა, ,,როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან,

სახელად იოსები, რომელიც თვითონაც იესოს მოწაფე იყო. მივიდა პილატესთან და

მოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ უბრძანა, მიეცათ. აიღო იოსებმა გვამი და შეახვია

იგი სუფთა ტილოში და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო

Page 179: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 183

გამოკვეთილი, სამარხის კარს დიდი ლოდი მიაგორა და წავიდა.”6 გადმოცემით, იოსებ

არიმათიელი ერთ დროს მევახშე ყოფილა, შემდეგ მთელი ქონება ღარიბებისათვის

დაურიგებია და ჭეშმარიტი მოძღვრების იდეები გაუზიარებია. იესოს წამებისას

ჭრილობებიდან გადმომდინარი სისხლი მას თასში შეუგროვებია. ზოგი ვერსიით, გრაალი

ზურმუხტის ყოფილა.

მაცხოვრის აღდგომის შემდეგ სისხლით სავსე თასი იოსებმა შინ წაიღო და განაგრძო

ქრისტიანობის აქტიური ქადაგება. იგი დააპატიმრეს და შიმშილით სიკვდილი მიუსაჯეს.

როდესაც ის ცუდად გახდა, აგონიაში მყოფს გამოეცხადა იესო და მიუტანა სისხლით სავსე

გრაალი. თასი ასხივებდა ენერგიას. მის წინ დაჩოქილი იოსები ლოცულობდა და

სიცოცხლით ივსებოდა. 40 დღის შემდეგ იგი მოიკითხეს ზედამხედველებმა (ჯანმრთელი

ორგანიზმი მხოლოდ 40 დღე უძლებს შიმშილს) და იგი უვნებელი იხილეს, შეშინდნენ

მტარვალები და იოსები გაათავისუფლეს. მან თან წამოიღო წმინდა გრაალი და,

თქმულების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სადღაც მთებში შეინახა, თან

ჩამოაყალიბა გრაა-ლის მცველთა ორდენი. მისი გარდაცვალების შემდეგ საუკუნეთა დინებამ

ადამიანთა მეხსიერებიდან წაშალა გრაალის ადგილ-სამყოფელი და წმინდა თასის ხატებამ

ლეგენდებში გადაინაცვლა. როგორც ძველი კელტური თქმულებიდან ჩანს, იგი გახდა

მნიშვნელოვანი რელიგიური სიწმინდე, თილისმა, ასკეტური განდგომილების სიმბოლო.

გავიდა დრო და ევროპის საზოგადოებამ გრაალის დაბრუნება განიზრახა. ყოველი მორწმუნე

ადამიანისთვის მისი პოვნა იქნებოდა დიდი მადლი არა მარტო სამშობლოს, არამედ

უფლისა და მთელი კაცობრიობის წინაშე. საუკუნეთა მანძილზე დაეძებდნენ თასს

ღირსეული რაინდები, მაგრამ ვერავინ მიაკვლია. იგი გახდა სიმბოლო მიუღწეველი

ბედნიერებისა, უმაღლესი ნეტერებისა, განუხორციელებელი ოცნებისა, ბედზე გამარჯვების

რწმენისა... გულმოდგინედ ეძებდნენ გრაალს, მაგრამ_ამაოდ. არც ლეგენდარული ართურ

მეფის რაინდები დარჩენილან ამ უდიდესი პრობლემისგან შორს. მათი მისია ხომ

სიმართლის დაცვა და სიკეთის ქმნა იყო?! ...და აი, საკარო ხელოვნება წარმოგვიდგენს, რომ

მრგვალი მაგიდის მხედრიონიდანაც მიდიან წმინდა თასის საძებნად პარციფალი, გოვენი...

და იქმნება ევროპაში ბრეტონული მოთხრობების მთელი ციკლი, რომელშიც

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გრაალის მძებნელთა გმირობას. ამ წიგნებიდან

ყველაზე ტიპიურად მიჩნეულია ქრეტიენ დე ტრუას ,,პარციფალი, ანუ თქმულება

გრაალზე.“7 გრაალის ძებნაში რაინდების უამრავი დაბრკოლების გადალახვა უხდებათ. ასე

ბრძოლაში, თავგანწირვაში იწრთობა მათი სული, ნებისყოფა, ყალიბდება გმირული

შემართება. გრაალის მძებნელთა თავგადასავლები კურტუაზიული ლექსებისა და სიმღერების

მთავარი თემა ხდება. მათ სწორუპოვარ გმირებად მიიჩნევენ და მისაბაძ მაგალითად

სახავენ. ხალხის წარმოდგენით, ეს წმინდა თასი სასწაულმოქმედი სიწმინდე იყო. მისი

დანახვა შეეძლო მხოლოდ უცოდველსა და ზნეობრივად სრულყოფილს. საუკუნეთა

მანძილზე იგი გახდა მიუწვდომელი ბედნიერების სიმბოლო, რომელსაც მთელი კაცობრიობა

დაეძებს, მაგრამ ვერ პოულობს, ჯერ არავის მიუღწევია აბსოლუტური ბედნიერებისთვის...

6 ახალი აღთქმა და ფსალმუნები, მათეს სახარება, გვ. 65.

7 ხავთასი გ., ნარკვევები გერმანული კლასიკური ლიტერატურიდან, თბ., 1975წ., გვ. 17.

Page 180: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 184

მაგრამ მას ეძებენ, რადგან ასეთია ბედისწერა, ასეთია ხვედრი ადამიანური ყოფისა... და

სწორედ ამ სწრაფვაშია სიცოცხლის არსი. გრაალი _ ეს ლამაზი სიმბოლო, არც ქართულ

ლიტერეტურას დაუტოვებია უყურადღებოდ. არაერთხელ გაკრთება მისი იდუმალი ხატება გ.

ტაბიძის, კ. გამსახურდიას შემოქმედებაში, გრ. რობაქიძის შესანიშნავ ნაწარმოებებში

(,,გრაალის მცველნი”). ყველგან მას შენარჩუნებული აქვს თავისი სიმბოლური გაგება.

დაკარგული ბედნიერების მნიშვნელობით წარმოგვიდგება გრაალი ფერწერაშიც.

ზოგჯერ მისი არსი უკუღმართი ბედისწერის დატვირთვასაც იძენს. XX საუკუნის II

ნახევარში გრაალის თემა აქტუალური გახდა კინოხელოვნებაშიც. ეკრანებზე გამოჩნდა

რამდენიმე მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, სადაც ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოვებული

ადამიანები წმინდა თასის მოსაპოვებლად იბრძვიან. კურტუაზიული ნაწარმოებებისაგან

განსხვავებით, გმირები ხშირად აღწევენ მიზანს და ზღაპრულ სამყაროში პოულობენ

ღვთიური ენერგიით გასხივოსნებულ გრაალს.

XII-XIII საუკუნეებში საკარო ლიტერატურამ საქართველოშიც განვითარების ზენიტს

მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ვროპული საკარო ხლოვნება აღმოსავლური ხელოვნების

გავლენით ჩამოყალიბდა და განვითარდა... ამიტომაც, თუ ვროპულ ლიტრატურაში თავიდან

ლირიკული ფორმები ხდება პოპულარული, ეს ეპოქა ქართულმა ლიტრატურამ ადრულ

საუკუნეებში გაიარა და დღემდე შემოგვრჩა შესანიშნავი რელიგიური ჰიმნები, რომელთა

სტრიქონებში უდიდსი და უმვენიერესი ემოციური და რლიგიური განცდები იკითხება.

სწორედ დახვეწილმა აღმოსავლურმა და, უფრო შესაძლბელია, ქართულმა, ლიტერატურამ

მოახდია გავლენა იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურაზე, რადგან საქართვლოს ახლო

ურთირთობა ჰქონდა იმდროინდელ ვროპასთან. ცნობილია, რომ ლაშა-გიორგის

ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან, ჯვაროსნებთან... ასეთი ურთიერთობა წინა საუკუნეებშიც

იქნებოდა.

საქართველოში საკარო ლიტრტაურამ, რომელიც ევროპულზე გაცილებით ადრე შეიქმნა,

განვითარბის ზენიტს მიაღწია თამარის მეფობის დროს. ამ ეპოქიდან შემორჩა არაერთი

ლიტერატურული შედევრი, რომელთა შორის უმთავრესი მარგალიტი მსოფლიო

მნიშვნელობის გნიალური ქმნილება ,,ვეფხისტყაოსანია“. ასევე, ქართული საკარო პოზიის

ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია იოანე შავთელის ,,აბდულმესია“. ქართულ ეკლესიას მისი

ავტრი წმინდანადაც შურაცხავს და 9 (ახალი სტილით) 22 ივნისს აღინიშნება ღირსი მამის

იოანე შავთელ-გაენათელის ხსენების დღე.

,,აბდულმესია" არაბული სიტყვაა და ქართულად ქრისტეს მონას ნიშნავს. იოანე

შავთელი ძალიან ცნობილი პოეტი და სასულიერო მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მას

რუსთველი ახსენებს ,,ვეფხისტყაოსანში" - ,,ლექსი მას უქეს რომელსა", იოანე შავთელი

,,ქართლის ცხოვრებაში” დახასიათებულია, როგორც ,,ლექსთა გამომთქმელი და

მოღუაწებათა შინა განთქმული“. იგი მოღვაწეობდა XII-XIII საუკუნეებში. დაახლოებული

იყო თამარ მეფესთან და ახლდა მას ბასიანის ბრძოლის დროს ვარძიასა და ოძრახეში,

როდესაც ჩვენმა დიდმა დედოფალმა და მეფემ დალოცა ქართული ჯარი და გააგზავნა

სამშობლოს დასაცავად, რუქნადინის მიერ მთელს აღმოსავლეთში მოგროვებული 400 000

მეომრის წინააღმდეგ, თვითონ კი მეფე წმინდა ადამიანებთან ერთად სალოცავად დადგა.

Page 181: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 185

როგორც მოგვითხრობს ქართლიც ცხოვრება, ერთ-ერთი წირვის დროს წმინდა კაცი, ევლოგი

სალოსი, რომელიც თან ახლდათ მეფეს, კათალიკოსს და სხვა ღირს მამებს, სამგზის დაეცა

მიწაზე, ხელები აღაპყრო და შეჰღაღადა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო

ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა

ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. იქ მყოფნი მიხვდნენ, რომ რაღაც ჩვენება იხილა

სალოსმა. გახარებულმა იოანე შავთელმა თამარს უთხრა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება

იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!“ როგორც ჩანს, იოანე

შავთელმა ბასიანში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ შექმნა ,,გალობანი

ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”. იოანე შავთელია ,,აბდულ-მესიანის" დიდებულებას ხაზს

უსვამს შოთა რუსთაველი, რაც ქართული საკარო პოეზიის მაღალ დონეზე მეტყველებს.

„აბდულმესიანში“ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, თამარ მეფესთან ერთად დავით

სოსლანია შექებული, ზოგის აზრით კი_დავით აღმაშენებელი. იოანე შავთელის დიდებულ

და ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ და გაუშიფრავ ნაწარმოებში „აბდულმესიანი“, კარგად

ჩანს ქართული იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი შტრიხები_ ქართველ მეფეები,

ბაგრატიონნი, იესოს შთამომავლები არიან და საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია.

ძველი ქართული საკარო პოეზია დიდ მიზანს ისახავდა. ..მას უნდა განემტკიცებინა

ქართული მესიანიზმის იდეა და მეფისა და ქვეყნის სიყვარულით აენთო თანამედროვეთა

გულები“. ქართველმა მეხოტბეებმა ღირსეულად გაართვეს თავი ამ ,,ამოცანას“. მათ არა

მარტო თავის თანამედროვეებს განუმტკიცეს მეფისა და სამშობლოს სიყვარული, არამედ

მათი ნააზრევი, ნაგრძნობი, მათი იდეოლოგია საუკუნეებია აღაფრთოვანებს ქართველობას.

სწორედ საკარო ხელოვნებამ შეუქმნა ქართულ ლიტერატურას ოპტიმიზმის განცდა, რამაც

შემდგომ საუკუნეებში გააძლებინა ქართველ ხალხს უთანასწორო ბრძოლაში. პოეტი

გვარწმუნებს, რომ ჩვენს ხალხს მესიისაგან განსაკუთრებული მისია აქვს დაკისრებული:

,,ძირით მისისა იესესისა

შვილი მართალი იშვა ცხორებად,

ქალწულ-წმიდისა წილჴდომილისა

საქართველოსა მეფედ წოდებად,

სვეტად სჯულისად, ზღუდედ სულისად,

აგარის ერთა ცეცხლთა მომდებად!”

ქართული საკარო პოეზიის ერთი–ერთი საინტერესო წარმომადგენელია პოეტი

ჩახრუხაძე, რომელსაც შეუქმნია სახოტბო სტილის პოემა ,,თამარიანი“. ზოგიერთი მეცნიერის

აზრით, მისი ავტორი ვინმე მოხევე ჩაჩხრუხაძეა. ამ აზრს არჩილ მეფეც იზიარებდა. XVIII

საუკუნში ანტონ კათოლიკოსი მას დიდ რიტორად და ფილოსოფოსად მოიხსენიებდა.

ზუსტი ცნობები მისი სადაურობისა და ბიოგრაფიის შესახებ არ მოიპოვება. ნიკო მარი მას

მესხად თვლიდა და ამბობდა, რომ რუსთაველი და ჩახრუხაძე ერთი და იგივე პიროვნებაო,

თუმცა ამას არავითარი მეცნიერული საფუძველი არ ჰქონდა.

,,თამარიანი“ დაწერილი კლასიკური პოემის სტილში, თუმცა ეტყობა ავტორის ღრმა

ემოციური განწყობა, რაც თვისობრივი იყო საკარო ლიტერატურისათვის. ,,თამარიანის"

ხოტბის მთავარი ობიექტები არიან თამარ მეფე, მისი თანამეცხედრე დავით სოსლანი და

Page 182: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 186

შვილი ლაშა–გიორგი. აქ აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები, რომ ის იყო არამარტო

ულამაზესი, ბრძენი და სამართლიანი მმართვლი, არამედ ზებუნებრივი არსება, ღვთის

სახიერი. ავტორისათვის თამარი უფლის სახეა და სამყაროს მისი სახით ახალი მხსენლი,

მესია მოევლინა.

რა თქმა უნდა, საკარო პოეზიას თავისი კანონზომიერებები ჰქონდა, რაც ზედმეტად

გადაჭარბებულ ხოტბად წარმოედგინათ გვიანი საუკუნეების წარმომადგენლბს, რადგან

სახოტბო სტილი არ შეესაბამებოდა მათ გემოვნებას. ამიტომაც ,,ორიოდე სიტყვაში“ წერდა

ილია ჭავჭავაძე: ,,ქართველებში დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ

არამც თუ დიდი, პატარაც, არა ბძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის

ოდენაა, ზედ შესრულით დაიწყობა და თითქმის ზედ-შესრულით თავდება. რა ვაი ვაგლახით და

კისრის მტვრევით მოგოგამს დავარდნილ ცხენსავით მძიმე ლექსები!... არც აზრი, არც სურათი,

არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც გული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედ-შესრულების რახა-

რუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი აქვს ჩვენში! სადა რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა

ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც, რომელსაც გვგონია, ფიქრითაც

არა ჰქონია ამისთანა დიდების იმედი.“ ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ახალგაზრდა ილიამ

არასწორად შეაფასა ჩახრუხაძე და ,,თამარიანი" ქართულ მწერლობაში უდავოდ

მნიშვნელოვანი ძეგლია.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩახრუხაძე თამარის მდივანი იყო, პავლე ინგოროყვას

აზრით, ,,თამარიანში" წარმოდგენილია ორი ჩახრუხაძის ნაწარმოები. ხოტბის ავტორია

შაჰრუხი, ანუ ჩახრუხაიძე პირველი, რომელსაც უზომოდ ჰყვარებია თამარი, მერე სამშობლო

დაუტოვებია და შორს გადახვეწილა. ამით დამწუხრებულ მის ძმას შეუკრიბავს

გადახვეწილი ძმის ხოტბები, შიგ ჩაურთავს მისი ბიოგრაფიული ამბავი და ყველაფერი ეს

გაუგზავნია მეგობარი პოეტისთვის, ვინმე ბარამან მანისათვის, რომელსაც უკანასკნელ

კრებულში შეუტანია საკუთარი შენიშვნები და თანაგრძნობის გამომხატველი სტროფები.

ინგოროყვას აზრით, სწორედ ასე ჩამოყალიბდა ,,თამარიანის" არსებული სახე... ამ ფაქტების

მიღება, მეცნიერული დასაბუთების გარეშე, შეუძლებელია. ერთი კი ცხადია, ჩახრუხაძე არ არის

თავისი ეპოქის ხელწამოსაკრავი მეხოტბე.

,,თამარ წყნარი, პირმცინარი... წყალი მთქნარი, მომდინარი...“_წერს ჩახრუხაძე და

ვხვდებით, რომ ავტორი იმდნად მონდომბულია, ხოტბა შასხას თამარს, რომ სიტყვებიც არ

ჰყოფნის და ხელოვნურ ფირმებსაც ქმნის. ქართული ლიტერატურის ამ ძეგლში უდავოდ

ბევრი მარგალიტი, ამბავი და საიდუმლოა დაფარული, რომელსაც იმედია, ოდესმე მაინც

ამოხსნიან მეცნიერები.

ქართული საკარო პოეზიის მწვერვალი მაინც მსოფლიო შედევრი ,,ვეფხისტყაოსანია“.

ის, რომ პოემა მეფე-პატრონებს ეძღვნება, შესავალშივე ჩანს. ,,მიბრძანეს მათად საქებრად

თქმა ლექსებისა ტკბილისა...“_ ამბობს შოთა რუსთაველი. აქაც უმთავრესია მეფეთათვის

თავდადება და პატრონყმური სიყვარული: ,,ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი

ზეცას რბიან...“ ,,სხვა მათებრი არ ყოფილა არც გამზრდლი, არც გაზრდილი...“ ,,მისგან

[უფლისგან] არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მისმიერითა...“ პოემის რაინდული სამყარო

კურტუაზიული ლიტერატურის სათავგადასავლო რომანების სულს ეხმიანება. ჩემი აზრით,

Page 183: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 187

მიუხედავად იმისა, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“ საკარო პოეზიის ეპოქაში შეიქმნა, ის სცილდება

იმდროინდელ ლიტერატურულ და ფილოსოფიურ ჩარჩოებს და ზოგასაკაცობრიო იდეების

მქადაგებელ გენიალურ ნაწარმოებად წარმოგვიდგება. მისი განხილვა მხოლოდ საკარო

ლიტერატურის თვალსაზრისით მიუღებელია და გაუმართლებელიც. ერთი კი ცხადია, გენიოსი

შოთას პოემა მაინც თავისი ეპოქის სულის მატარებელია.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, საკარო ლიტერატურა ქართულ და ევროპულ

სინამდვილეში ერთსა და იმავე ეპოქაში განვითარდა და ერთსა და იმავ იდეალებს

ემსახურებოდა. ეს იყო მსოფლიოში პატრონყმური სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის

ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი, რომლითაც მეფე-მფარველებსა და ჰერცოგებს,

სიუზერენებსა თუ ჩვეულებრივ რაინდებს აქებდნენ, აიდეალბდნენ და უდიდესი ემოციებით

ასხამდნენ ხოტბას. ყოველი ლიტერატურა საკუთარი ,,მშობელი ერისა და ქვეყნის“

არსებითი თავისებურებებისა და ეროვნული სულის მატარებელია, თუმცა რაღაც დოზით

მასში ყოველთვის არის სიახლე, რომელიც შეიძლება ეროვნული წიაღიდანაც მოდიოდეს და

შეიძლება ნასესხებიც იყოს და ეპოქის საერთო განწყობასა და გემოვნებას განასახიერებდეს.

ქართულმა საკარო კაზმულსიტყვაობამ ძირითადად ეპიკური სახე განავითარა. არ უნდა

გამოვრიცხოთ ისიც, რომ იარსებებდნენ ლირიკული ფორმებიც, მაგრამ მათ ჩვენამდე არ

მოუღწევიათ. მათ არსებობას ადასტურებს ჩვენი ფოლკლორი და მდიდარი ქართული

ჰიმნოგრაფიული ტრადიციები, რომლებშიც აშკარად ჩანს თავისებური ,,ლირიკული“

განცდები. ასეთი იყო ქართული სახოტბო პოზიის შესანიშნავი ნიმუშები: დემეტრე I-ის ,,შენ

ხარ ვენახი“, იოანე ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, იოანე მინჩხის ,,ჟამნი

ჩუენნი“, მიქაელ მოდრეკილის, იოანე მტბევარისა და სხვათა ჰიმნები... ან კიდევ იოვანე

საბანისძის ,,აბოს წამების“ მე-4 თავი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ლირიკულ

ლექსად შიძლება მივიჩნიოთ. ხოტბა-დიდება ქართული საკარო ლიტერატურის უმთავრესი

ნიშანი იყო, ამიტომ საფიქრებლია, რომ მან ამ მიმართულებამ სასულიერო ჰიმნოგრაფიულ

ტექსტებიდან უფრო მეტი აითვისა, ვიდრე სხვა წყაროებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული

სახოტბო ლირიკა უფრო ძველია და თვითმყოფადი, ვიდრე ევროპული. XII საუკუნიდან ცხადად

შეინიშნება დიდი ურთიერთზეგავლენა... ევროპულ საკარო ლიტრატურას ისეთი ძლიერი

წინამორბედი არ ჰყოლია, როგორც ქართულს და მასში მეტად შეიგრძნობა აღმოსავლური

გავლენა. ევროპულ კურტუაზიულ ლიტრატურაში მცირე ლირიკულ სახოტბო ჟანრებს დიდი

გასაქანი მიეცა, როცა ქართულმა საკარო ხელოვნებამ უფრო ეპიკური სახე განავითარა.

საფიქრებელია ისიც, რომ თამარის შემდგომმა ისტორიულმა ქარტეხილებმა არაერთი დიდებული

ნაწარმოების კვალი წაშალა, მაგრამ ის, რაც გადარჩა, საფუძველს გავაძლვს, რომ ვთქვათ,

ქართული სკარო ხელოვნება მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია და კიდევ ერთხელ

ადასტურებს, რომ ევროპული ლიტერატურა ბერძნულ, რომაულ და ბიზანტიურ

ლიტერატურასთან ერთად ქართულის არანაკლებ გავლენას განიცდიდა. ამას ადასტურებს

,,ვფხისტყაოსნის“ კვალიც ევროპულ მხატვრულ და ფოლკლორულ ლიტერატურაში. ...თუმცა

შემდგომმა საუკუნეებმა ცხადყვეს, რომ ევროპული კულტურა საკმაოდ მისაღები და მოსაწონი

აღმოჩნდა ქართული სინამდვილისათვის, მიუხედავად იმისა, რომ არც აღმოსავლური

კულტურის (სპარსული, ჩინური...) გავლენის გარეშე დარჩენილა ქართული სამყარო.

Page 184: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 188

კულტურათაშორისი ურთიერთობები ამდიდრებენ ერების კულტურულ ტრადიციებს, მაგრამ

არაგონივრულმა დამოკიდებულებამ შესაძლებელია ზიანიც კი მიაყენოს მას... საქრთველომ

მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადრეული შუა საუკუნეების ცივილიზირებულ სამყაროზე და

თავადაც განიცადა პროგრესი ისე, რომ არ დაუკარგავს ეროვნული სული. XII საუკუნის შემდეგ ეს

პროცესი შესუსტდა და ქართული კულტურა უფრო ,,მიმღებად“ იქცა, რასაც პოლიტიკური

პრობლემები ედო საფუძვლად. საქართველოს უმთავრესი ორიენტირი მაინც ევროპა იყო და XII-

XVIII საუკუნეებში არაერთხელ გადაიკვეთა ქართულ ევროპული კულტურული

გზაჯვარედინები.

გამოყენებული ლიტერატურა: 1. ბიბლია, ახალი აღთქმა და ფსალმუნები. თბილისი, 1995

2. ტაბიძე გ., რჩეული, თბილისი 1993.

3. ხავთასი გ., ნარკვევები გერმანული კლასიკური ლიტერატურიდან, თბილისი 1975.

4. რევიშვილი შ., ხავთასი გ., ორლოვსკაია ნ., გაჩეჩილაძე გ., საზღვარგარეთული

ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: 1997.

5. ქართული მწერლობა, ტ. I, თბილისი: 1987წ.

6. ნიკოლეიშვილი ა., ქართული ლიტერატურა, თბ., 2001წ.

1. კურტუაზიული-პოეზია https://lillieve.wordpress.com/2013/02/07/კურტუაზიული-პოეზია/ _

უკანასკნელად გადამოწმდა - 15.07.2018

2. საქართველო_XIII_საუკუნეში_ https://ka.wikipedia.org/wiki/უკანასკნელად გადამოწმდა - 15.07.2018

N

Page 185: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 189

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის ახალი საინტერესო შტრიხები - “ელვარე და

ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი”

ლელა კვარაცხელია ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი Lela Kvaratskhelia

Docor of Pilology, Professor [email protected]

New and interesting pieces of Nikoloz Baratashvili biography

ABSTRACT

Nikoloz Baratashvili's Biography New Interesting Strokes - "Elverie and Lime was Nine October"

is dedicated to Nikoloz Baratashvili, one of the world's leading Romanticists, whose 200th anniversary was

celebrated in 2017. The work is a research that contains many interesting innovations and discoveries. It is

noted that N. Baratashvili is one of the great representatives of world romanticism and dignified by Bayron,

Shelley and Mitskevich, by his common to all mankind ideas sometimes he is ahead of them ("Merani"). The

author of the theme devotes attention to the passionate personality of Baratashvili, his contribution and

indulgence in literary history, emphasizing his patriotic spirit and interesting lyric-philosophical inner world.

It is interesting Baratashvili's connection with Galaktion Tabidze's poetry. The date of the death of the poet is

a symbolic figure in the work - October 9th, it discusses the artistic-content load, G. Tabidze granted him.

The researches carried out on the basis of the archival materials and conclusions based on them are intresting.

Many interesting facts found during the research of archival materials are analyzed and presented in the

work, that is related to the life of a great creator and his creativity.

Key words: Romantism Symbolism, Georgian Literature

ბარათაშვილის ხატება ჩემს არსებაში პირველად მაშინ შემოვიდა, როცა სკოლაში

ბარათაშვილის პორტრეტი ვნახე. ის საკლასო ოთახში კედელზე ეკიდა. ძალიან ლამაზი მეჩვენა

ჭაბუკი ყელზე ევროპულად გამონასკვული ჰალსტუხით... გული დამწყდა, როცა მასწავლებელმა

გვითხრა, რომ ის მხატვრის წარმოსახვით არის დახატული და სინამდვილეში როგორი იყო

ჭაბუკი პოეტი, შთამომავლობას არ შემორჩენიაო. ამდენი წელი ნ. ბარათაშვილი ჩემს

წარმოსახვაში ულამაზეს რაინდად, ულამაზეს ეკატერინეზე მეოცნებე მიჯნურად, მერანზე

ამხედრებულ გმირად რჩებოდა... შემდეგ სკოლაშივე გავეცანი ტატოს თანამედროვეთა

მოგონებებს, რომლებშიც მითითებულია, რომ ის არ ყოფილა ლამაზი, ბავშვობიდანვე

დაკოჭლებულა და აუხდენელ ოცნებად დარჩენია ბიძასავით ეპოლეტებით დამშვენებული

მუნდირი ჩაეცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბარათაშვილი არ არის უკვალოდ დაკარგული გენიოსი

(ილია ჭავჭავაძის წყალობით), მის გახსენებაზე მაინც გვიპყრობს გრძნობა, რომ ,,დიდებული

ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“...

მსოფლიოში ნაკლებად მოიძებნება ნ. ბარათაშვილის ბადალი მგოსანი. თბილისში

გაღარიბებული არისტოკრატისა (მელიტონ ბარათაშვილი) და ერეკლე II-ის შვილიშვილიშვილის

Page 186: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 190

შვილის (ეფემია ორბელიანის) ოჯახში დაბდებული ნიჭიერი ყმაწვილი ბედმა დაჩაგრა. მის

არცერთ ოცნებას არ ეწერა ასრულება. სკოლის მე-11 კლასის სახელმძღვანელოში აღნიშნულია:

,,მთელი ზაფხული და შემოდგომა თავგამოდებით მუშაობდა... აქ მას მალარია შეეყარა. ამას ზედ

დაერთო გაციება და 1845 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი გარდაიცვალა განჯაში,

დაკრძალეს იქვე, ისე, რომ არც გულის სატრფოს დაუტირია და არც დედის მწუხარე ცრემლი

დასცემია.“ ტექსტის ბოლოს მითითებულია, რომ პოეტის ბიოგრაფია ივანე ლოლაშვილის

მიხედვით მომზადდა.(როდონოაია 2012, 54)

ბარათაშვილი ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, როგორც ჩვენი ეროვნული ყოფის მხედარი...

,,ვეფხისტყაოსანის“ გმირის ბადალი რაინდი, ქართველი ვაჟკაცი, რომელსაც ჩვენს წარმოდგენაში

,,შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა...“ მაგრამ ის მარტო იყო ამ უკიდეგანი

წუთისოფელში. მიმაჩნია, რომ ბარათაშვილი არ არის სათანადოდ დაფასებული. ქართველებმა

(თუმცა არა ყველამ) ვიცით, რომ ის მსოფლიო მნიშვნელობის რომანტიკოსი პოეტია, მაგრამ მისი

შესაფერისი პოპულარობისათვის არაფერი კეთდება. თუ ჩვენ ბარათაშვილის სწავლებისას

აუცილებლად ვახსენებთ ადამ მიცკევიჩსა და ბაირონს, რატომ ევროპაში ამ მგოსნების

სწავლებისას არ უნდა ახსენებდნენ ბარათაშვილს?! ბაირონიცა და ადამ მიცკევიჩიც ისწრაფვიან

მარადიული ბედნიერებისაკენ, მაგრამ ბარათაშვილი მარტო არ აპირებს იმ ზღაპრულ სამყაროში

დამკვიდრებას, მას ეს იდუმალი ბედნიერება ყველასთვის უნდა, მისი იდეა ზოგადსაკაცობრიოა.

მან იცის, რომ, თუ ის დაიღუპება მიზნისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებლად გამოჩნდება მისი

იდეური გამგრძელებელი, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს; მგოსანი გზას კაფავს

სიკეთისა და მშვენიერებისაკენ, ჰუმანიზმისა და ღვთიურობისაკენ და ამაყად ეუბნება მერანს:

,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“

ბარათაშვილის პოეზიის შესაცნობად და გასათავისებლად საჭიროა გავიაზროთ პოეტის

თანამედროვე ისტორიული ეპოქა, შინაგანი სამყარო, მეტი ვიცოდეთ მის გარემომცველ

სამყაროზე, მის ახლობელ ადამიანებზე... პოეტის სევდიან სულს ცხოვრების ტვირთი

ახალგაზრდობაში წამოეწია, ამიტომ მის ამქვეყნიურ ყოფას არ ჰქონია გაზაფხული და ზაფხული,

უდარდელი ბავშვობიდან იგი პიდაპირ შემოდგომაში აღმოჩნდა, სწორედ ამიტომაც წერდა იგი:

„სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული.“ ბარათაშვილი მართლაც

ეწამა, მაგრამ იგი მაინც ებრძოდა ბოროტ ბედს, ,,შავ ყორანს“ და ამაყად შესძახოდა მას: „განვედი

ჩემგან, ჰოი, მაცდურო სულო ბოროტო!.“

დღეს ლიტერატურაში ხშირად იხსენებენ ტატოს მერანს, სწორედ ის გახდა ქართულ

სინამდვილეში ევროპული პეგასის ანალოგიური ხატება, რომელიც პოეზიას, ხელოვნებას

განასახიერებს და შემოქმედებითი ვნებებით აღფრთოვანებულ მგოსნებს მარადიულ სამყაროში,

პარნასში, გადაიყვანს და სიკვდილის ,,ვარდისფერ გზას“ აზიარებს გალაკტიონივით.

გალაკტიონი და ბარათაშვილი

გალკტიონს განსაკუთრებით უყვარდა ბარათაშვილი. მათი სულიერი და პოეტური

ნათესაობა არაერთხელ დასტურდება მათი პოეზიის იდუმალ სტრიქონებში. გალაკტიონი

Page 187: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 191

თითქოს იზიარებდა თავისი პოეტური წინაპრის განცდებს და თავისებურად ბაძავდა, მათ

ბიოგრაფიაშიც არის მსგავსი შტრიხები: ორივეს მარტოსულობის განცდა ტანჯანდა, ორივეს

სიყვარულში უიღბლო ხვედრი ერგო, ორივეს ვერ გაუგო საზოგადოებამ, რადგან ერთი ბრძენი

კაცის ნათქბამისა არ იყოს, გენიოსები ან ძალიან ადრე იბადებიან, ან ძალიან გვიან, მათი

აზროვნება არასოდეს შეესაბამება მათს თანამედროვე ეპოქას, სწორედ ამიტომაც არიან ისინი

გენიოსები... გალაკტიონი მწარედ განიცდიდა ბარათაშვილის ბედს. მის საყოველთაოდ

გახმაურებულ ,,მთაწმინდის მთვარეს“ 2 ვარიანტი აქვს, განსხვავება მეტად მცირეა, მაგრამ

მნიშვნელოვანი.

ეს ლექსი პირველად ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალ ,,ცისფერი ყანწების“ პირველ

ნომერში დაიბეჭდა, შემდეგ_1919 წელს გამოცემულ კრებულ ,,არტისტულ ყვავილებში“.

გამოცემებში არის შემდეგი განსხვავებები: მე_10 სტრიქონში დღევანდელი ,,მწუხარე

სასაფლაოს“ ნაცვლად იყო: ,,მშობლიური სასაფლაო...“ მე_11 სტრიქონი, ,,ბარათაშვილს აქ

უყვარდა ობლად სიარული“, პოეტმა ასე შეცვალა: ,,დაწყევლილ ყრმას აქ უყვარდა ობლად

სიარული“, მაგრამ შემდგომ ისევ პირვანდელი ვარიანტი აღადგინა. 1950 წ. 17 ნოემბერს

გალაკტიონს დღიურში ჩუწერია: ,,რომ მეფე ვარ და პოეტი“_ მქონდა ასეთი ფრაზა ,,მთაწმინდის

მთვარეში“. ეს ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი

არ არის, როგორც ერთ_ერთი გასაღებთაგანი ჩემი შემოქმედებისა... ,,მთაწმინდის მთვარე“ ჩემი

პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კულტურული

მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე).“

,,მთაწმინდის მთვარის“ მთავარი სათქმელი პოეზიით სიკვდილის დაძლევაა. მთელი

ლექსის ფონი მწუხარე სასაფლაოა და ანაზდად გვახსენდება ბარათაშვილის წერილი: ,,სასაფლაო

მშვენიერი გამოგონებაა. ის აუცილებელია, რათა მოკვდავი დროგამოშვებით იმაში თავის

ცხოვრებას კითხულობდეს! ბედკრულის ნუგეშისცემა_დასასრული ბედნიერებისა!“ ამ აზრს

თითქოს ეხმიანება გალაკტიონის აზრი: ,,მხოლოდ აქ [სასაფლაოზე] შეგვიძლია ჩავიხედოთ

წარსულის სარკეში და დავინახოთ ჩვენი მეოცნებე სახე...“

გალაკტიონი ბარათაშვილისადმი მიძღვნილ ერთ წერილში წერდა: ,,როდესაც იგი

მთაწმინდაზე ადიოდა, მისი სული ჰგავდა მთვარეს, რომელიც თანდათან ფითრდებოდა. იმან

გაიარა თავისი მარტოობის გზა, გაიარა მოწყენილს შეღამებულ დროს, როდესაც ბედნიერებას

სძინავდა და სცხოვრობდნენ მხოლოდ აჩრდილები, ჭოტები და ცოდვები.“ ბარათაშვილზე

საუბრისას საინტერესოა გალაკტიონ ტაბიძის ერთი უსათაურო ლექსის გახსენება:

,,ელვარე და ლომფერი

იყო ცხრა ოქტომბერი.

მაგრამ თვალმა დათვალა

მზე ბევრი და ცხრათვალა.

ო, მზით გადანაცარო,

ცხრა მუხა და ცხრა წყარო.

რუსთაველი - ხანია,

ისიც ცხრა ანბანია.

ვნება იყო ღვარული

Page 188: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 192

ჩემი ცხრა სიყვარული.

ოდეს გნახე, ლომფერი

იყო ცხრა ოქტომბერი.“

ინტერნეტში ერთი საინტერესო ტექსტი აღმოჩნდა: ,,უცნობი ბიჭის დღიური“ (ქართული

პირადი ბლოგების წინაპარი). ,,დღეს 9 ოქტომბერია. გუშინ ჩემი და კითხულობდა გალაკტიონის

ლექსს: ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი… მკითხა: – გესმის, ბიჭო, რამე?_ რა უნდა

მესმოდეს. კაცს უნდოდა ლექსის დაწერა და მოიფიქრა. შესანიშნავი რითმა: ლომფერი – ოქტომბ-

ერი... მე თავს ძალა დავატანე და წარმოციდგინე ლომისფერი შემოდგომის დღე. ელვარე და ლომ-

ფერი. რაღაც ოქროსფერი, არა, მზისფერი... არა, მართლაც არის ლომის ფერი დღეები

ოქტომბერში. „ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი.― კარგი, მაგრამ, რატომ მაინდამაინც

ცხრა ოქტომბერი? შესაძლოა იმ დღეს მოხდა რაიმე ისეთი, რამაც ასე ლომფერად დაამახსოვრა ეს

დღე?..

სწორედ ამ ფრაზამ ამოატივტივა მეხსიერებაში ბარათაშვილის გარდაცვალების თარიღი_

1845 წლის 9 ოქტომბერი. ...და ნათელი მოეფინა გალაკტიონის ჩანაფიქრს _ ამ დღეს XIX

საუკუნის პოეტთა მეფე _ ბარათაშვილი გარდაიცვალა და ამიტომ იყო ეს დღე საბედისწეროდ

,,ელვარე და ლომფერი“, არა ყვითლი ან შემოდგომისფერი, არამედ მეფისფერი...

ნ. ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება განჯიდან და ახალი მასალები არქივიდან

საქართველოს ტრაგიკული ისტორიის მანძილზე არაერთი ხელოვანის სახელი

შთაუნთქავს ძნელბედობას და დავიწყების ბურუსში გახვეულა არაერთი ღირსეული პიროვნების

ნაღვაწი. სწორედ ეს ემუქრებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილსაც, რომ არა ილია ჭავჭავაძისა და

ეკეტერინე ჭავჭავაძის შეხვედრა პეტერბურგში. 23 წლის ილია_ჯერჯერობით უცნობი ქართველი

სტუდენტი, საკუთრ თავში სამშობლოსთვის შესაწირ ენერგიას გრძნობდა. ... და, აი, ეკატერინე,

რომელსაც ცრემლი მოჰგვარა სიყრმის წლების მოგონებამ ილიას, თავის ღირსეულ მოგვარეს,

გადასცემს ახალგაზრდობაში ბარათაშვილის მერ ნაჩუქარ ალბომს. ეს არის ავტორის ხელით

გადაწერილი ლექსები, მიძღვნილი თავისი უდიდესი სიყვარულისადმი. ყოველ სტრიქონში,

ასოების მონახაზშიც კი იგრძნობა ჭაბუკი პოეტის სულის სინატიფე, სიწრფელე, დაუწერელი

ლექსებისა და აუხდენელი ოცნებების ხიბლი და სევდა.

1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი

საზოგადოების სხდომამ პოეტის სამშობლოში გადმოსვენება დაადგინა. ნეშტს თბილისში

ათასობით მამულიშვილი დახვდა. ბარათაშვილი თავდაპირველად დიდუბის პანთეონში

დაკრძალეს, 1938 წლის 19 ოქტომბერს კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. ბარათაშვილის

ლექსები მე-19 საუკუნეში დიდად პოპულარული იყო, ეს ტენდენცია მე-20 საუკუნეშიც

გაგრძელდა... მისი ,,კვალის“ ძიებამ აღმოგვაჩენინა საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული

ერთი საინტერესო ხელნაწერი_ლექსების კრებული, (ფონდი 1446, საქმე N 57) რომელიც

გადაწერილია ლამაზი ხელით, თუმცა დასასრულისკენ ხელწერა ჩქარი და შედარებით

,,გაკრული“ ხდება. აკინძვისას ზოგან დარღვეულია გვერდების თანამიმდევრობა (ალბათ

დაარქივებისას), მაგრამ პოპულარული ტექსტების ამოცნობა არ ჭირს. უცნობია, ვინ გადაწერა ეს

კრებული, როდის (სავარაუდოდ, მე-19 ს.-ის ბოლო), რამდენი ხანი დასჭირდა, მაგრამ აშკარაა,

გადამწერმა იცოდა, რომ მას შეინახავდნენ. ამას მოწმობს 23-ე გვერდიდან დაწყებული მეტად

Page 189: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 193

უცენზურო ლექსების ზედა მარცხენა კუთხეში მიუწერია: ,,ამ ხელნაწერის დაწვა რამდენჯერმე

დავაპირე, მაგრამ ვსთქვი, სხვებმაც დააფასონ ძველების უსაქმური ცხოვრება.“ საპირისპირო

მხარეს, ე. ი. მარჯვნივ, ასეთი მინაწერია: ,,ეს ისეთი უწმაწური და გარყვნილი კაცის თხზულებაა,

რომ დასაწვავია. არ დავსწვი იმიტომ, რომ ნახონ რა მოცლილი მბღაჯნავები გვყოლია ძველად“

(სტილი დაცულია); კრებულის დიდიდ ნაწილი ადასტურებს, რომ ,,მოცლილი მჯღაბნავების“,

გვერდით გენიოსი შემოქმედებიც მრავლად გვყავდნენ. გადამწერს კრებულში გაუერთიანებია

ილიას, აკაკის, მამია გურიელის, გრ. ორბელიანის, ალ. ჭავჭავაძის, რაფიელ ერისთავის და სხვათა

ლექსები... მე-15 გვერდზე არის ნ. ბარათაშვილის,,თავადის ჭავ...ის ასულს ეკა....ნას“, რაც მის

უდიდეს პოპულარობაზე მეტყველებს. გადამწერს აქ ძირითადად მოუქცევია მე-19 საუკუნის მე-2

ნახევრის ,,მოდური“ ლექსები, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებრივ შეხედულებებს,

,,მამათა“ და ,,შვილთა“ ბრძოლას, პატრიოტიზმსა და მწვავე სოციალურ პრობლემებს ეხება.

შედარებით ნაკლებია სატრფიალო ლირიკა.

არქივში აღმოჩნდა თავად მელიტონ ბარათაშვილის თხოვნა, საქართველო-

იმერეთისსინოდალურ კანტორას, შვილის_ნიკოლოზ ბარათაშვილის, დაბადების დამადასტურე-

ბელი მოწმობის გადმოცემის თხოვნით.(ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 121) ეს დოკუმენტი

შესრულებულია კალმით რუსულ ენაზე, (მელიტონ ბარათაშვილის) საოცრად ლამაზი

ხელწერით. ასოები ერთგვაროვანია, ასოები დეკორატიულად არის გაფორმებული და ძალიან

ლამაზია. ეს დოკუმენტები აუკინძავთ 1935 წელს

30 ოქტომბრიდან 13 დეკემბრამდე, 20 გვერდად. აქვე წარმოდგენილია 4 გვერდად აკინძული

დოკემენტები, რომლებიც ეხება ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანისა და ალ. ჭავჭავაძის

ნაწარმოებების გამოცემას.1 საქმის დასაწყისში მოცემულია შემოწირულობების დოკუმენტები,

მერე _ ხელნაწერი ტექსტი წიგნების დაბეჭდვაზე (ორიგინალის სტილი, პუნქტუაციისა და

მართლწერის პრინციპები დაცულია):

მემკვიდრეთადმი

თ. გრ. ორბელიანისა, ნ. ბარათაშვილისა და ალ. ჭავჭავაძისა

გამგეობამ ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოებისამ“

საჭიროდ დაინახა აბეჭდვინოს თხზულებანი გამოჩენილთა ქართველთ მწერალთა, რომლეთა

ნაწერებს ძვირფასი მნიშვნელობა ექნებათ თანამემამულეთა გონებითს წარმატებაზედ. ამ-გვარს

მწერალთა შორის გამგეობა სთვლის განსვენებულს.... რომლის ნაწერების კითხვას ქართველთა

საზოგადოება უკვე შეჩვეულია. რადგან აღნიშნულის გვარის ნაწერების ბეჭდვა არ შეიძლება

ნებადაურთველად განსვენებულის მემკვიდრეთა, ამისთვის გამგეობა წერა-კითხვის

გამავრცელებელის საზოგადოებისა უმდაბლესად გთხოვთ თქვენ, ბრწყონვალე თავადო, როგორც

მემკვიდრეს გარდაცვალებულის... რომ აღნიშნულის საზოგადოებასგადასცეთ კანონიერის წესი

სამუდამოდ უფლება განსვენებულის ნაწერთა ბეჭდვისა სასარგებლოდ აღნიშნულის ,,წერა-

კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“. შემდეგ ჩამოთვლილნი არიან მემკვიდრეები,

რომელთაც წერილები გაეგზავნათ. 1893 წელს ნ. ბარათაშვილის ნათესავებს _ დებს: ბარბარე

ვეზირიშვილს, სოფიო სუმბათაშვილსა და ნინო ბარათაშვილს, ასევე ბიძაშვილს _ გიორგი

ილიას ძე ორბელიანსა და დისწულს_ ნიკო რევაზის ძე ერისთავს მთავრობისთვის უთხოვიათ,

განჯიდან თბილისში, გადმოესვენებინათ პოეტის ნეშტი. ნებართვის მიღების შემდეგ მგოსნის

Page 190: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 194

გადმოსასვენებლადგანჯაში გამგზავრებულან გიორგი ილიას ძე ორბელიანი (,,მერანის“

ლირიკული გმირის_ილიკოს, შვილი)და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი

საზოგადოების წევრები: გ. ნ. იოსელიანი და ა. მ. ჭყონია.

საქართველოს სახელმწიფო არქივში ინახება აქტი განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის

საფლავის გახსნისა და ნეშტის ამოსვენების შესახებ.(სფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 359) ეს არის

იურიდიული დოკუმენტის მე-2 პირი, შესრულებულია რუსულ ენაზე, მისი ავტორია მრჩეველი

(советник) ვ. პიხოტინსკი. აშკარაა, ორიგინალზე პოლიცმაისტერის ხელმოწერა იქნებოდა, ასლის

სისწორე დადასტურებულია შესაბამისი წარწერით, რომ ასლი შეესაბამება დედანს და

დამოწმებულია ელიზავეტპოლის

პოლიციის გერბიანი ლურჯი ბეჭდით, რაც ადასტურებს, რომ ეს აქტი იურიდიული ძალის მქონე

დოკუმენტია.

აქტი, რომელის ფოტოპირიც არქივიდან ოფიციალური მოთხოვნით მოვიპოვეთ და ამ

ნაშრომს დავურთეთ, შედგენილია 1893 წლის 24 აპრილს. მასში მითითბულია, რომ პოეტის

ექსგუმაციას ეწრებოდნენ ელიზავეტპოლის (განჯა 1804-1920 წლებში) პოლიცმაისტერი

კოლენისკი, მრჩეველი პიხოტინსკი, თავადი გიორგი ილიას ძე ორბელიანი, ქართველთა შორის

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები გ. ნ. იოსელიანი და ა. მ. ჭყონია და

შეკრებილი საზოგადოება (публика). აქტში აღნიშნულია, რომ გაითხარა სამარე ქართველი

პოეტისა_ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილისა, რომელიც გარდაიცვალა და დასაფლავებულ

იქნა ძველ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქალაქ ელიზავეტპოლში. ის დაკრძალულია მისი

ძმის_ პოდპორუჩიკის, თავად გიორგი მელიტონის ძე ბარათოვის გვერდით. ამ უკანასკნელის

მარჯვენა მხარეს, თუ დავდგებით სახით დასავლეთისკენ. ...საფლავის წარწერა გვაუწყებს, რომ

ის გარდაიცვალა 1823 წელს. ორნაწილიანი საფლავის ქვა რუსული და ქართული წარწერებით

ინახებოდა ეკლესიაში (შიგნით). პოეტის ნეშტის ნამდვილობას ადასტურებს ტანსაცმლის

ნარჩენები, ღილები და მუნდირი. ცნობილია, რომ პოეტი მსახურობდა საუწყებო სამოქალაქო

სამმართველოში. განსვენებულის კოსტიუმი შენახულია მთლიანად, ჩექმების ტყავი ქართულია

(туземного... фасона).

,,ნამდვილობას“ ხელი მოაწერეს ელიზავეტპოლის პოლიცმაისტერმა კოლენისკიმ,

მრჩეველმა პიხოტინსკიმ, თავადმა გ. ი. ორბელიანმა, ა. მ. ჭყონიამ და გ. ნ. იოსელიანმა. ბოლოს

მცირე ინტერვალის შემდეგ მიწერილია, რომ წერილს ორიგინალთან ამოწმებდა ვიღაც პირი და

დამოწმედულია ხელმოწერით, რომელიც ვერ ამოვიკითხეთ... აქვეა სახელმწიფო ბეჭედი.

ამ ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინ არის გიორგი მელიტონის ძე

ბარათაშვილი, რომელიც 1823 წელს გარდაცვლილა და პოეტის ძმად არის მოხსენიებული?

ინტერნეტში ერთადერთი ცნობა აღმოჩნდა ვებგვერდზე _ http://ka.rodovid.org/wk/. აქ

მელიტონისა და ეფემიას შვილების ჩამონათვალში მოხსენიებულია გიორგი მელიტონის ძე

ბარათაშვილი, რომელსაც მხოლოდ ერთი თარიღი 1824 წელი აქვს მიწერილი. ეს აშაკარა

შეცდომაა, აქტში 1823 წელია მითითებული. რადგან ერთი თარიღია მითითებული, ის ერთ

წლამდე ასაკში უნდა იყოს გარდაცვლილი, როგორც მისი არაერთი და-ძმა. ექსგუმაციის აქტის

ჩანაწერი გვაუწყებს, რომ ეს ადამიანი მელიტონ ბარათაშვილის შვილია, თუმცა რატომ არის ის

აქტში მოხსენიებული სამხედრო ჩინით, უცნობია. იქნებ იმიტომ, რომ რუსეთში დაბადებიდანვე

Page 191: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 195

აძლევდნენ სამხედრო წოდებას ვაჟებს და ამაზე არაერთხელ დაწერილა კიდეც რუსულ

ლიტერატურაში. ჩანაწერის მიხედვით, ის მცირეწლოვანი ბავშვი უნდა ყოფილიყო, ნიკოლოზზე

6 წლით უმცროსი. რატომ დაიკრძალა ის განჯაში და როგორ დაიკრძალა მის გვერდით ძმა _

ნიკოლოზი, გაურკვეველია. ბარათაშვილთა გენიალოგიაში ძებნისას აღმოვაჩინეთ მ.

ბარათაშვილისა და ე. ორბელიანის შვილების სია. მათ სულ 16 შვილი შესძენიათ, რომელთაგან

უმრავლესობა ადრეულ ასაკში გარდაცვლილა. ჩამონთვალში მეშვიდეა გიორგი - დაბადებისა და

გარდაცვალების წლად მითითებულია 1824წ., იქნებ ეს არის ექსგუმაციის აქტში მითითებული

1823წ.-ს გარდაცვლილი გიორგი მელიტონის ძე ბარათაშვილი.

1893 წლის ,,ივერიის“ №88-ში მოთხრობილია, თუ როგორ იპოვეს ბარათაშვილის ნეშტი,

თუმცა ცხედრის ექსგუმაციის აქტში ამაზე არაფერია ნათქვამი. შესაძლებელია ეს ჟურნალისტის

ნააზრევი იყოს მკითხველზე ემოციური ზემოქმედების მოსახდენად. ,,მეკუბოვე შეუდგა მიწის

მიყრა-მოყრას, კუბო თითქმის აღარ შენახულიყო. იპოვეს მხოლოდ მისი მოსართავი ბუზმენტის

რამდენიმე ნაწყვეტი. მისივე გაყოლებით ჩონჩხიც ესვენა უმთავრესი ნაწილებით ანუ

სახსრებით, დაუმიწებელი... კუბო, ტანსაცმელი და ჩონჩხის წვრილი სახსრები სრულიად

გახრწნილიყო. ამის მიზეზად ამბობენ აკაკის ხეს... ამ ხეს რწყავდნენ თურმე და წყალი-კი კუბოს

თავს იწურებოდა, რის გამოც კუბოს და გვამის გახრწნა მოსწრაფებულა... წვრილის სახსრებისა

ზოგიერთი ნამტვრევიღა აღმოჩნდა, ძვლები, რომ ამოკრიფეს, მერე ის მიწაც ამოიღეს, ჩონჩხის

გაყოლებით რომ იყო. ყოველივე აღმოჩენილი ნაშთი გვამისა, ტანსაცმელისა თუ კუბოსი,

დაიკრძალა კუბოს შუა უჯრაში, მხოლოდ ორიოდე უბრალო ფოლაქი და აგრეთვე ის ფოლაქიც,

რომელსაც სახელოს ოქრომკედის კანტი შერჩენოდა, ალექსანდრე ჭყონიამ ჩაიბარა“. 25 აპრილს

მგოსნის ნეშტი განჯიდან თბილისში წამოასვენეს. აქ მოთხრობილი თითქმის ემთხვევა აქტში

დადასტურებულს, თუმცა არსად არის მოხსენებული გიორგი მელიტონის ძე ბარათაშვილი. XIX

საუკუნის პირველ ნახევარში სხვა გიორგი ბარათაშვილი არც დასტურდება.

ნ. ბარათაშვილის სურათის ძიების ერთი ისტორია

საქართველოს სახელმწიფო არქივში აღმოჩნდა ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძის

წერილი,(ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 571),რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დიდი იყო

საზოგადოების ინტერესი ბარათაშვილის სურათისადმი. ივანე ზედგენიძე ქართველთა შორის

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას წერს, რომ ქ. ერევანში აღმოაჩინა

ნ. ბარათაშვილის ფოტო. ხელნაწერი შესრულებულია თავად ავტორის მიერ რვეულის

ფურცელზე.

ზედგინიძის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. მისი სახელი აღმოვაჩინეთ წერა-კითხვის

გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა სიაში. ის ამ ორგანიზაციის ერევნის განყოფილების

წევრად არის მითითებული. წერილი დაწერილია ქ. ერევანში და გამოგზავნილია თბილისში 1897

წლის 14 მაისს. ავტორი წერს, რომ გაზეთებიდან საზოგადოებას გაუგია გრ. ტატიშვილის

ინფორმაცია, რომ ნ. ბარათაშვილის სურათი მოიპოვება ქ. ერევანში. გაზეთ ,,ივერიის“ №52_ში

რედაქტორს ზედგინიძის სტატიისთვის დაურთავს შენიშვნა, რომ ზედგინიძის მიერ

Page 192: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 196

გამოგზავნილ სურათში ბარათაშვილი ვერავინ შეიცნო. ამის შემდეგ მეც გავანებეო თავი ამ

სურათს, წერს ავტორი, მაგრამ ,,3 კვირის უკან ერთმა პატივცემულმა სომეხმა ბატონმა მიხეილ

ათანასიანცმა შემატყობინა, რომ მან ნახა ერთი 72 წლის მოხუცი, რუშან ბეგ კეგამოვი“ (ზოგან

ვეგამ[/შ]ოვი იკითხება), რომელიც ძალიან კარგად იცნობდაო ნ. ბარათაშვილს. მას უჩვენებია

კეგამოვისთვის ფოტო, რომელიც ,,მე გამოვიხვეწე ფოტოგრაფისგანო.“ მან იცნოო ბარათაშვილი,

უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ აქ დიდი ულვაშები აქვსო. ფოტოგრაფს უთქვამს, ულვაშები მე

მოვუმატე, რომ უფრო ვაჟკაცური და გმირული გამოსულიყოო, სურათის პატრონი ექიმი ლეონ

ტიგრანიანცი ყოფილა. ზედგინიძე თავად გიორგი ანდრონიკაშვილთან ერთად მისულა იმ

სომხის სახლში, უსაუბრიათ, მისგან შეუტყვიათ, რომ ნ. ბარათაშვილი კოჭლი ყოფილა, მოხუცს

კარგი მხედველობა ჰქონია და სათვალეების გარეშეც უთქვამს, ეს ნიკოლაი ბარათოვიაო... რუშან

ბეგ კეგამოვმა გვითხრა, რომ სურათი ეჩვენებინათ ,,იმ დროს აქ მოხელე“ პირებისთვის_ვახტანგ

მაჩაბლისთვის, მიხეილ ციციანოვისთვის, კავკასიძისთვისს და ,,თუ იმათაც არ იცნეს, თუნდა

თავი მომკვეთეთო.“ ეს სურათი შეეძლო შეეძინა ექიმის მამას იაკობ ტიგრანიანცს, რომელიც იმ

დროს იქ ,,კვარტალნი“ იყოო და ნიკოლაი ბარათოვსაც იცნობდაო. პატრონი უარს ამბდა

სურათის გადმოცემაზე, 4-5 წელია, რაც მაქვს, შევიყვარე და სიყვარულით ჩვენი ხალხის

საყვარელი გმირის სახელი ,,აღასი“ დავარქვიო, ბევრიც გაიყიდაო... თუ წერა-კითხვის

გამავრცელებელი საზოგადოება სთხოვს ოფიციალურად, 20 დღით ათხოვებს და თუ მართლა

ბარათაშვილი გამოდგა, პირს პატრონის გარეშე არავის გადააღებინებსო. აქ მოხსენიებული

ადამიანების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ეპილოგის ნაცვლად

ისევ იდუმალი პოეტური ჟღერადობით ჩამესმის: ,,ელვარე და ლომფერი

იყო ცხრა ოქტომბერი...“ მაინც რატომ 9 ოქტობმერი? ...და ვეძებ, რა განსაკუთრებული დღეა

ასეთი? 9 ოქტომბერს გარდაცვლილა იოანე ღვთისმეტყველი, 9 ოქტომბერს ათონის ივერთა

მონასტერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია... ამ დღეს უამრავი მსოფლიო მოვლენა

მომხდარა, ვიღაც დაბადებულა, ვიღაც გარდაცვლილა, მაგრამ არსადაა მოხსენიებული ნიკოლოზ

ბარათაშვილი... ამ დღეს ბარათაშვილი მხოლოდ გალაკტიონს ახსოვდა.

ლირიკული გადახვევა: ვფურცლავ კ. გამსახურდიას ,,დიდოსტატის კონსტანტინეს

მარჯვენას“ და უცებ შემომანათა: ,,ცხრა ოქტომბერს უფლისციხეში მოგროვდნენ სამეფოის სპანი,

ტაოს ლაშქარნი, ჯარები კლარჯთა, სპანი მცხეთისა და ქვემო ქართლისანი. «მოიღო მეფემ დროშა

სვიანად ხმარებული გორგასლიანი» და გადასცა იგი ზვიად სპასალარს...“ (XV თავი).ვითომ

შემთხვევითი ამბავია? არა! დავეთანხმოთ გალაკტიონს: 9 ოქტომბერი უკვდავებისთვის

ბრძოლის დასაწყისია... სიკვდილ-სიცოცხლის ,,ვარდისფერი გზაა“...

გამოყენებული ლიტერატურა

1. ასათიანი გ., საუკუნის პოეტები, თბილისი: მერანი,1988

2. ბარათაშვილი ნ., ერთტომეული, ჩემი რჩეული,თბილისი: პალიტრა L, 2012

3. გამსახურდია კ., დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა,თბილისი: ნაკადული, 1990.

4. მახარაძე ა., ქართული რომანტიზმი. თბილისი:თბილისი, 1990.

Page 193: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 197

5. რადიანი შ., ახალი ქართული ლიტერატურა, თბილისი: ,,სამეცნიერო-მეთოდური

კაბინეტის გამომცემლობა, 1952.

6. რუხაძე ნ., უკვდავება შემოქმედთა, გამომცემლობა თბილისი:თბილისი, 1999.

7. ქართული რომანტიკოსები,თბილისი:საბჭოთა საქართველო,1978.

8. ჩიქოვანი ს., რჩეული, ტ. 3. თბილისი:,საბჭოთა საქართველო, 1967.

9. ჭავჭავაძე ი., თხზულებანი, ტ. V, თბ., 1991წ.

საქართველოს სახელმწიფო არქივის მასალები:

1. საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფონდი 1446, ძველ საბუთთა განყოფილება,

საქმე N 57 - „ლექსების კრებული―

2. საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფონდი 489, ანაწერი 1, საქმე 4953

3. საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 121

4. საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 359

5. საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფონდი 481, ანაწერი 1, საქმე 571.

Page 194: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 198

სახელმწიფოს როლი ოფშორული პროგრამირების განვითარებაში

ნოდარ სამხარაძე ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

თბილისის ღია სასწსავლო უნივერსიტეტი გიორგი კაკაშვილი

ინჟინერიის დოქტორი, მოწვეული პროფესორი ახალი უმაღლესი სასწავლებელი

Nodar Samkharadze

Doctor of Economics, Professor

Tbilisi Open Teaching University

George Kakashvili New higher Education institute

[email protected]

The role of the state in the development of offshore programming

ABSTRACT

In the modern world, information technologies are developing very rapidly, and its possibilities are

great benefit to humanity. Our article is about this topic, namely offshore programming. Development of

offshore programming is the prerequisite for creating additional jobs, improving export and improving

social backgrounds in the country. The state factor is crucial in the development of these activities.

However, the pace of reform of the Georgian government is insignificant and the time is insufficient. In

the article we have discussed the example of India, because India's offshore programming reforms were

implemented in the most fully and productive way, which is the greatest merit of the government, the

result is very high, Its only necessary to understand this experience.

Key words: Offshore programming, IT Technology, Offshore Business, Programming,

ორი წლის გამოქვეყნდა ჩვენი სტატია: „ოფშორული პროგრამირების განვითარების

პერსპექტივები საქართველოში“(1), რომელშიც შევეხეთ საქართველოში IT ტექნოლოგიების,

კერძოდ ოფშორული პროგრამირების განვითარების მნიშვნელობას, ქვეყანაში დამატებითი

სამუშაო ადგილების შექმნის, ექსპორტის გაზრდის და ზოგადად სოციალური ფონის გაუ-

მჯობესებისათვის; სტატიაში აღვნიშნეთ, რომ 2015 წელს მთავრობის ერთერთ სხდომაზე

პრემიერმა თხოვნით მიმართა ბიზნეს ომბუდსმენს, ეკონომიკის მინისტრს, გამოენახათ ქვეყანაში

IT ბიზნესის განვითარების გზები, რისთვისაც მათ „ძლიერი რეფორმებისაკენ“ მოუწოდა.

მთავრობაში, ფრაგმენტულად მაინც, გაცნობიერებლი აქვთ IT ტექნოლოგიების განვითა-

რების მნიშვნელობა და დროდადრო წამოიჭრება ხოლმე საკითხი ამ დარგში „ძლიერი

რეფორმების“ შესახებ, ფაქტიურად კი რეფორმების ტემპი უმნიშვნელოა, არა და დრო არ ითმენს;

საქმე იმაშია, რომ მსოფლიო IT, მათ შორის ოფშორული პროგრამირების ბაზარზე, სულ ახალი

მოთამაშეები ჩნდებიან და ნიშები, სადაც შეიძლება საქართველოს ჩართვა, თანდათან მცირდება,

თანაც ეს ჩართვა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

Page 195: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 199

თემაზე მუშაობის დროს წავაწყდით ასეთ მასალას: საქართველოს ეკონომიკის და მდგრა-

დი განვითარების სამინისტროსთან არსებული კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნო-

ლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი, ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში, გამოვიდა

„საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის და IT

ინოვაციების ბაზრების განვითარების ინიციატივით“(სტილი დაცულია); დეპარტამენტის ვებ

გვერდზე ვკითხულობთ: „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად დეპარ-ტამენტი

აქტიურად მართავს შეხვედრებს ოფშორულ პროგრამირებაზე მომუშავე ქართულ

კომპანიებთან........ასევე დარგის სპეციალისტებთან და სასწავლო დაწესებულებების

ხელმძღვანელებთან. გარდა ამისა იგეგმება მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მაგალი-თების,

ინდოეთის და ისრაელის სტრატეგიის შესწავლა, თუ როგორ განახორციელეს ამ ქვეყნებმა ასეთი

წარმატების მიღწევა ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნ-ველყოფის

განვითარებით. ინიციატივის გაცნობა მინისტრისთვის ...... მოხდა, რომელმაც აღნიშნული

მიმართულებით პროექტის მომზადება და შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება დაგვავალა“.(1)

ნამდვილად არ ვიცით ამ ინფორმაციის ავტორის ვინაობა, ასევე იმოგზაურა თუ არა მან

ინდოეთში და ისრაელში გამოცდილების შესაძენად, გააკეთა თუ არა პრეზენტაცია, მაგრამ

შედეგი რომ ნულის ტოლი დარჩა იქედან ჩანს, რომ ხუთი წლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის

ახალი თავმჯდომარე(ბედის ირონიით, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი) კითხულობს: „არსებობს

თუ არა რაიმე პროგრამისტების ან IT ფედერაცია, თუ არის, სადაა”(2).ეს ის სხდომაა, სადაც იგი

„ძლიერ რეფორმებს“ ითხოვდა. პირდაპირ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: ანუ ვიღაც

ღვთისნიერმა ახალ თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ IT ტექნოლოგიების განვითარება

საქართველოში აქტუალურია, მას ალტერნატივა არ აქვს და მანაც სპონტანურად მოიკითხა ამ

სფეროში სიტუაცია. ამის შემდეგ ყველაფერი ძველებურად წავიდა: ახლა 2018 წელია, სამი წელი

გავიდა, მაგრამ „ძლიერი რეფორმები“ არსად ჩანს.

ეს ორი ეპიზოდი მოწმობს, რომ საქართველოში ამ საკითხის აქტუალობა გათავისებული არ

არის; როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფრაგმენტული გამონათებები არსებობს, მაგრამ ეს სრუ-ლიად

არასაკმარისია; ქვეყნები, რომლების ამ სფეროში დაწინაურდნენ და მსოფლიო ლიდერები

გახდნენ, გამოირჩევიან საქმისადმი სისტემური მიდგომით, თანმიმდევრობით და

მიზანდასახულობით.

საქართველოში ოფშორული ბიზნესის უშუალო მწარმოებლები თითზე ჩამოსათვლელია,

მაგრამ მათ გათავისებული აქვთ ამ დარგის განვითარების მნიშვნელობა და მსოფლიო მასშ-

ტაბები. ერთერთი ასეთი ქართული ფირმა „ქონექთის“ დირექტორი ამბობს:“ჩვენი რესურსები

რომ მსოფლიოსთვის საჭიროა, ამაში უკვე დავრწმუნდით, მოთხოვნა დიდია, თუ შენ მაღალი

დონის სპეციალისტი ხარ, აცილებლად იქნები წარმატებული“(3).

ქართული IT კომპანია „საათეკი“ 2003 წელს დაარსდა. ეს კომპანია დაინტერესებულ პირებს

ოფშორული პროგრამირების სერვისს და სხვა პროდუქტს სთავაზობს.15 წლის წინ დიდ

ბრიტანეთში ნაცნობების დახმარებით მონახეს პარტნიორები-შემკვეთები ოფშორული

პროგრამირების ხაზით. მათ აქვთ ასევე შეკვეთები საუდის არაბეთიდან, შვეიცარიიდან,

ბელგიიდან, ირლანდიიდან(3).

Page 196: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 200

ამ მაგალითებით იმის თქმა გვსურს, რომ ჩვენთანაც რეალურია ოფშორული პროგრამი-

რების ბიზნესის განვითარება: მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა არის, საჭიროა მთავრობისაგან

სისტემური რეფორმების გატარება, შეღავათების დაწესება ამ ბიზნესისათვის საწყის პერი-ოდში,

საქმიანობის წახალისება იმისათვის,რომ ბიზნესი გაფართოვდეს და ქართულმა პრო-დუქციამ

ღირსეული ადგილი დაიჭიროს მსოფლიო ბაზარზე.

გავეცნოთ ოფშორულ პროგრამირებაში მსოფლიოში ლიდერი ქვეყნის, ინდოეთის გამო-

ცდილებას, თუ როგორ მიაღწია წარმატებას და როგორი იყო ამაში სახელმწიფოს როლი.

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ინდოეთში IT პროდუქციის მწარმოებე-ლი

კომპანიებისათვის მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა რიგ

შეღავათებს: მათი პროდუქცია სუბსიდირდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ, ასევე მათ

შეეძლოთ აეღოთ შეღავათიანი კრედიტები; პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე მათთვის

შემოიღეს განსაკუთრებული(შემცირებული) საბაჟო გადასახადები; მიუხედავად ამისა,

ინდოეთის IT ბაზარი მაინც ნელა იზრდებოდა; ამიტომ, 1986 წელს, ქვეყანაში დამატებით

მიღებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ექსპორტის სახელმწიფო

პროგრამა; ამ პროგრამით პირველად იქნა მიჩნეული IT პროდუქციის ექსპორტი დარგის

განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად.

ინდოეთის მთავრობისთვის ოფშორული პროგრამირების ბიზნესის იდეა მეტად მიმზიდ-

ველი იყო შემდეგი მიზეზების გამო: ადგილობრივი IT ბაზარი ნელა ვითარდებოდა, ამიტომ

პროდუქციის ექსპორტი მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ოფშორული პროგრამირების ბიზნესი

მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს არ საჭიროებდა, საკმარისი იყო მხოლოდ კომპიუტერული

ტექნიკა და ინფრასტრუქტურა სწრაფი ინტერნეტის სახით. უნდა ითქვას, რომ ინდოელებმა

დროულად შეაფასეს ოფშორული პროგრამირების ბიზნესის განვითარების ტენდენ-ციები და

ხელში ჩაიგდეს მსოფლიო ბაზრის 65%!!(4).

რით დაიწყო ინდოეთში საერთოდ IT ბიზნესის განვითარება? ახალგაზრდები თავიანთ

ქვეყანაში ღებულობდნენ განათლებას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, შემდეგ აშშ-ს ფირ-მებში

გადიოდნენ სტაჟირებას და ხშირ შემთხვევაში იქვე იწყებდნენ მუშაობას(ამჟამად აშშ-ში მუშაობს

ერთ მილიონამდე ინდოელი პროგრამისტი), ან ბრუნდებოდნენ სამშობ-ლოში, მით უმეტეს, რომ

ინდოეთის მთავრობა მათი დაბრუნების წასახალისებლად ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს:

საკანონმდებლო დონეზე IT ფირმებისთვის იქმნებოდა წახალისების და გრანტების მთელი

სისტემა;

• უცხოელი და სამამულო ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციებს ჩადებდნენ აღნიშ-ნულ

ბიზნესში, სარგებლობდნენ საგადასახადო შეღავათებით;

• IT ფირმებისთვის იქმნებოდა სპეციალური ზონები, სადაც ფირმების რეგისტრაცია და

საბაჟო პროცედურები მაქსიმალურად იყო გამარტივებული;

• ხდებოდა IT ფირმების ლოკალიზება სპეციალიზირებულ ტექნოპარკებში, რომელთა-

თვისაც იქმნებოდა და ვითარდებოდა ინფრასტუქტურა; ძირითადად ტექნოპარკებში ჰპოვა

განვითარება ოფშორული პროგრამირების ბიზნესმა.

1986 წელს, ინდოეთში შეიქმნა კერძო და სახელმწიფო კომპანიების საზოგადოება სახელ-

წოდებით “ინდოეთის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ტექნოპარკები”, რომელიც

Page 197: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 201

ხელს უწყობს და ეხმარება წევრ კომპანიებს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში,

ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ბაზრის გაფართოებაში, უცხოელი შემკვე-თების მოძიებაში,

მზა პროგრამების ექსპორტში, კადრების გადამზადებაში, მარკეტინგულ საქმიანობაში(5).

1988 წელს კერძო კომპანიების ინიციატივით დაარსდა “პროგრამული უზრუნველყოფის და

მომსახურების წარმოების კომპანიების ეროვნული ასოციაცია”; ასოციაცია შექმნის მომენ-ტში

აერთიანებდა 38 კომპანიას, რომლებიც აწარმოებდნენ ინდოეთის IT პროდუქტების 65%(5). მის

ფუნქციებში შედის ეროვნული IT პროდუქტების წარმოების განვითარება, სამეცნიერო

კვლევების სტიმულირება და რაც მთავარია, ოფშორული პროგრამირების ბიზნესში ეროვნული

ბრენდების ცნობადობის ამაღლება მსოფლიო ბაზარზე;

ასოციაცია განსაზღვრავს IT დარგების განვითარების პოლიტიკას, აგრეთვე ასრულებს

დამაკავშირებელი ინსტიტუტის ფუნქციას სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის.

ასოციაციის ბევრი წარმომადგენელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროებში და კომიტეტებში,

ამიტომ მათი დახმარებით ასოციაცია ეფექტურად ლობირებს დარგებისათვის სასარგებლო

ცვლილებებს საგადასახადო, საბაჟო, საინვესტიციო კანონმდებლობებში. ასოციაცია აქტი-ურად

იცავს ინდოეთის ინტერესებს საერთაშორისო დარგობრივ ასოციაციებშიც(5).

1990 წლისათვის IT პროდუქტების წარმობა და ექსპორტი საბოლოოდ იქნა განსაზღვრული

ინდოეთის ეკონომიკის განვითარების ერთერთ მთავარ პრიორიტეტად. 1994-95 წლებში

მთავრობამ გაატარა რიგი დამატებითი ღონისძიებები დარგის კიდევ უფრო განვითარები-

სათვის: შეამცირა გადასახადები თანამგზავრულ ტელემეტრიულ კავშირზე, საერთოდ გააუქმა

საბაჟო გადასახადი ტექნოპარკების მიერ იმპორტირებულ ტელეკომუნიკაციურ

მოწყობილობებზე.

ამავე წლებში, ინდოეთში ჩამოყალიბდა და დღემდე მოქმედებს IT კომპანიების

ლოკალიზაციის შემდეგი ძირითადი ფორმები:

• სპეციალური ეკონომიკური ზონები( Special Economic Zones);

• ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები(Exsport Oriented Unis);

• კომპიუტერული აპარატურის მწარმოებელი ტექნოპარკები( Eleqtronic Hardware Tecnolgy

Park);

• პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ტექნოპარკები (Softvare Texnology Park Unis).

ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციული სტრუქტურები სახელმწიფოსგან იღებენ შეღავა-

თებს და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, რომლებთაგან ყველაზე გავრცელებულია

ტექნოპარკები, რომლებზედაც მოდის IT პროდუქტის ექსპორტის 90%-ზე მეტი(5). ტექნო-

პარკები განლაგებულია ინდოეთის მთელ ტერიტორიაზე. ისინი კომპლექსურ სამეცნიერო-

კვლევით ცენტრებად წარმოგვიდგებიან. ტექნოპარკების ბაზაზე ფუნქციონირებენ როგორც

ტრადიციული, ისე ახლადშექმნილი IT კომპანიები, ასევე მსხვილი უცხოური კომპანიების Intel,

Micrisoft, Cisco, Motorola, Simens ფილიალები.

1998 წელს ინდოეთში შეიქმნა “ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული

უზრუნველყოფის წარმოების განვითარების ეროვნული კომისია” ”(National Task Force on IT

and Software Development). კომისიაში გაერთიანებული არიან სახელმწიფო ჩინოვნიკები,

Page 198: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 202

მეცნიერები და მწარმოებლები. კომისიის შექმნის მიზანი იყო შეემუშავებინა 10 წლიანი

სტრატეგიული გეგმა, რომლიც ინდოეთს მსოფლიოს IT დარგის ერთერთ ლიდერად

გადააქცევდა. გეგმა ითვალისწინებდა როგორც შიდა IT ბაზარის გაფართოებას, ისე პროგრა-

მული უზრუნველყოფის პროდუქტის ექსპორტს. დასახული მიზნის მისაღწევად კომისიამ

ქმედითი ღონისძიების გატარება დაიწყო: დაწესდა უფრო მეტი საგადასახადო შეღავათები IT

კომპანიებისათვის, შეამცირა, ან გააუქმა მათთვის საექსპორტო-საიმპორტო ბაჟები და რაც

მთავარია, დაავალდებულა სახელმწიფო სტრუქტურები, ბიუჯეტის არანაკლებ 3% დაეხარჯათ

თავიანთ ორგანიზაციებში IT პროდუქტების დასანერგად; სტრატეგიული გეგმის ბოლო პუნქტი

ორმაგად მომგებიანი იყო სახელმწიფოსთვის:1.სახელმწიფო სტრუქტურებში ელექტ-რონული

აღრიცხვის და მართვის ელემენტების დანერგვა ხელს შეუწყობდა სამამულო IT ბაზრის

განვითარებას; 2.მიჩნეულია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში IT პროდუქტების დანერგვა,

მენეჯმენტის ხარჯებს საშუალოდ 30%-ით ამცირებს.

კომისიის მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო: დინამიურად ვითარდებოდა შიდა

ბაზარი, ხოლო 5 წლის თავზე IT პროდუქტის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა (5).

ინდოეთში, IT ინდუსტრიის საერთო განვითარების ფონზე, მაინც გამოირჩევა კარტანაკის

შტატის ქალაქი-ბანგალორი; ბანგალორში განთავსებულია ქვეყანაში პირველი და ყველაზე

მსხვილი ტექნოპარკი. ბანგალორის ტექნოპარკს ინდურ “სილიკონის ველს,”ან “ინდურ

საოცრებასაც” ეძახიან.

80-იან წლებში ბანგალორში ამერიკულმა კომპანიამ Texas Instruments დაარსა კვლევითი

ცენტრი; კომპანიის მთავარი მოტივაცია იყო ადგილობრივ უმაღლესი სასწავლებლების მიერ

მომზადებული მაღალკვალიფიციური და იაფი სპეციალისტების გამოყენება. კომპანიამ

ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან გააფორმა პირდაპირი ხელშეკრულებები, როგორც

კადრების მომზადებაზე, ისე ერთობლივ კვლევით მუშაობაზე. თანამშრომლობით ორივე მხარე

მოგებული რჩებოდა: ქალაქში გაიზარდა ახალგაზრდა სპეციალისტებზე მოთხოვნა, რამაც

გაზარდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი, მოიმატა აბიტურიენტებს

შორის კონკურენციამ, ხოლო კომპანია ქმნიდა IT პროდუქტს ნაკლები დანახარჯებით.

ბანგალორში Texas Instruments -ის წარმატებულმა საქმიანობამ სხვა მსხვილი კომპანიების

ყურადღება მიიქცია და აქ ფილიალები გახნეს IBM, Microsoft, Google, Cisco, Dell da sxvebma.

ზოგადად, ინდოეთში IT ინდუსტრიის განვითარების ძირითადი ფაქტორებია:

• ქვეყანაში არის მაღალი კლასის IT სპეციალისტები, რომელთა ნაწილი აშშ-შია ნამუშევარი, ან

სტაჟირება აქვს იქ გავლილი;

• ინდოეთში ინგლისურს აქვს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი, რაც ხელს უწყობს ინდოელ

პროგრამისტებს დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციაში;

• ინდოეთის უმაღლესი სასწავლებლები ყოველწლიურად უშვებს 100 ათასამდე მაღალი

კვალიფიკაციის IT სპეციალისტს;

• IT სპეციალისტების შრომის დაბალი ანაზღაურება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან

შედარებით;

• ინდური IT პროდუქციას აქვს მაღალი ხარისხი და ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე (ინდურ

კომპანიებს მოპოვებული აქვთ მსოფლიოში 30 ყველაზე ავტორიტეტული ხარისხის

Page 199: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 203

სერტიფიკატი ე.წ. “ზრდასრულობის მოდელი“(Capability Maturitu Model for Software).

ინდოელ პროგრამისტებს გააჩნიათ “პროგრამული უზრუნველყოფის და მომსახურების

წარმოების კომპანიების ეროვნული ასოციაცის” მძლავრი მხარდაჭერა. დღეისათვის ასოცი-

აციაში გაერთიანებულია 1200-მდე კომპანია, რომლებიც აწარმოებენ $100 მილიარდზე მეტ

პროდუქციას;

• განვითარებული ქვეყნებიდან ინდური დიასპორის მხარდაჭერა.

ამ უკანასკნელ ფაქტორზე გვინდა განსაკუთრებით შევჩერდეთ; ინდოეთის მთავრობა

ტრაგედიად არ აღიქვამს ქვეყნიდან “ტვინების”გადინებას, პირიქით, ამ პროცესს ყოველმხრივ

მხარს უჭერს; მთავრობა თვლის, რომ უცხოეთში დასაქმების პერსპექტივა სტიმულს აძლევს

ახალგაზრდობას მიიღონ ინდოეთში კარგი განათლება; ემიგრირებული “ტვინები” თავს

მოვალედ თვლიან, რომ დაეხმარონ ინდურ ფირმებს შეკვეთების მოძიებაში, IT პროდუქციის

რეალიზებაში.

პირველმა ინდოელმა იმიგრანტებმა, რომლებიც IT დარგებში მუშაობდნენ, 10-15 წლის

განმავლობაში რეზიდენტ ქვეყნებში ფეხი მოიკიდეს (უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის,

მაიკროსოფტის მუშაკების 36%, ინტელის-12%, ნასას 32% ინდოელია), გახდნენ წამყვანი

მენეჯერები, ზოგმა საკუთარი ფირმა გახსნა; სწორედ მათი დახმარებით წამოვიდა პირველი

შეკვეთები ინდოეთში.

ინდოეთის IT რევოლუციამ დადებითი როლი შეასრლა დასაქმების გაზრდაზე ქვეყანაში.

წარმოიდგინეთ, რომ ინდოეთში ყველა დასაქმებულებიდან, ყოველი მეოთხე მუშაობს IT

სფეროში!!! მსოფლიოს IT პროდუქტის 18,5% ასე თუ ისე, დაკავშირებლია ინდოეთთან.

ინდური IT პროდუქტის საექსპორტო ბაზრებია: აშშ-61,4%, დასავლეთ ევროპა-30,1%, აზია-

წყნარი ოკეანის ქვეყნები-6,4%, დანარჩენი მსოფლიო-2,1%(6).

იმის მიხედავად, რომ ინდოეთში IT ტექნოლოგიების განვითარებამ უმაღლეს დონეს

მიაღწია, მთავრობა მიღწეულით არ კმაყოფილდება; 2013 წელს ინდოეთის პრემიერ მინის-ტრმა

ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის სხდომაზე გამოაცხადა მეცნიერებაში ქვეყნის ახალი

პოლიტიკის შესახებ სახელწოდებით:“ინდოეთის სამეცნიერო ტექნოლოგიური და ინოვა-ციური

პოლიტიკა 2013“. ამ პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა მიზნად ისახავს მეცნიერებაში ზოგადად

და მ.შ. IT განვითარებაში ინვესტიციების გაორმაგებას, რომელიც ქვეყნის მ.შ.პ.-ს 2%-ს უნდა

მიაღწიოს. საინტერესოდ გვეჩვენება ინდოელების მიდგომა ინოვაციებისადმი:“ სამეცნიერო

კვლევები ფულს (კაპიტალს) გარდაქმნიან ცოდნად, ხოლო ინოვაცია გარდაქმნის ცოდნას

სიმდიდრედ. ეს მეტია, ვიდრე ცოდნის უბრალო გარდაქმნა ტექნოლოგიად.“(6)

ინდოეთის მთავრობა ცდილობს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების რელსებზე გადა-

იყვანოს ქვეყანა, სადაც მცხოვრებლების 40%-ზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია და ცხოვრობს

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. 2010-2020 წლები აქ გამოცხადებულია ინოვაციების დეკადად,

რომლის შემადგენელი ნაწილია 2013წლის „ახალი პოლიტიკა“.

სტატიაში შეგვეძლო მოგვეყვანა სხვა ქვეყნების გამოცდილებებიც (მაგ. სომხეთის,

ბელორუსის, უკრაინის, რომლებიც ჩვენზე ბევრად წინ არიან IT სფეროში), მაგრამ ჩვენი აზრით,

ინდოეთში რეფორმები ყველაზე სრულად და ნაყოფიერად განხორციელდა, რაც მთავრობის

Page 200: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 204

უდიდესი დამსახურებაა, შედეგიც შესაბამისად ძალიან მაღალია, საჭიროა მხოლოდ ჩვენს მიერ

ამ გამოცდილების გააზრება და ცხოვრებაში დროული დანერგვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ოფშორული პროგრამირების განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ჟურნალი

“სოციალური ეკონომიკა. XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები“ N1; 2016წ.

2.https://ictgov.wordpress.com/tag/.

3.https://eu Georgia. 4.Индия-отчет по результатам изучения мирового опыта в области развития инновационной

деятельности.www.group-global.org/kk/node19695. 5.Индийская ИТ революция и индустрия аутсорсинга. www.mediscope.ru/node475

6. https://roem.ru/23-09-2015/207711/india-sea/.

Page 201: TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული 5 works/N9 2018.pdf · ეს დღევანდელი საქართველოს

TOU.EDU.GE | სამეცნიერო შრომების კრებული | 205