NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის...

48
Nellcor TM საწოლთან გამოსაყენებელი SpO 2 პაციენტის მონიტორინგის სისტემა PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Transcript of NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის...

Page 1: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

NellcorTM

საწოლთან გამოსაყენებელი SpO2 პაციენტის მონიტორინგის სისტემა PM100N

სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Page 2: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 2 სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

© 2014 Covidien. ყველა უფლება დაცულია. COVIDIEN, COVIDIEN ლოგოთი, Covidien ლოგო და Positive Results for Life წარმოადგენს Covidien AG-ს აშშ-ს და საერთაშორისოდ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებს.სხვა ბრენდები წარმოადგენს Covidien კომპანიის სავაჭრო ნიშნებს.

™* ბრენდები წარმოადგენს მათი მფლობელების სავაჭრო ნიშნებს.

Page 3: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

სარჩევი

ტერმინები ......................................................................5

1 მოგესალმებით .......................................................8

რას აკეთებს მონიტორინგის სისტემა? ..............................8რატომ იყენებთ მონიტორინგის სისტემას ........................9რას წარმოადგენს თქვენი, როგორც მზრუნველის როლი? .................................................................9რა არის ექიმის როლი? ........................................................ 10მონიტორინგის სისტემის სახლში გამოყენებამდე ან მოგზაურობის დროს ......................... 10თუ მონიტორინგის სისტემის შენახვა გჭირდებათ ...... 11გადამუშავება და გადაგდება ............................................... 11

2 უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია .......... 12

მექანიზმის გამოყენების სარგებელი ............................... 12

მოწყობილობის გამოყენების რისკები............................ 12უსაფრთხოების სიმბოლოები ............................................. 15გაფრთხილება ........................................................................... 15სიფრთხილის ზომები ............................................................. 18

3 მოემზადეთ მონიტორინგის სისტემის გამოყენებისთვის ............................. 21

მონიტორინგის სისტემის ნაწილები ................................. 21დამატებითი კონტაქტები (Additional Connectors) ..... 22როგორ გამოვიყენოთ ღილაკები და კლავიშები ....... 23შეარჩიეთ დენის ან ბატარეის წყარო .............................. 24სენსორი შეუერთეთ მონიტორინგის სისტემას ............ 25პაციენტს მიუერთეთ სენსორი ............................................ 25ჩართეთ მონიტორინგის სისტემა ...................................... 26გამორთეთ მონიტორინგის სისტემა ................................. 27

მხარდაჭერა 1.800.635.5267 3 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Page 4: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

4 პაციენტს ჩაუტარეთ მონიტორინგი ............... 28

განსაზღვრეთ მთავარი ეკრანის კომპონენტები ......... 29თუ პაციენტს სენსორი მოცილდება .................................. 30თუ სენსორი მოცილდება მონიტორინგის სისტემიდან ................................................. 30თუ ჩაირთვება პულსის განგაში .......................................... 31თუ SpO2-ს განგაში ჩაირთვება ........................................... 31განგაშის ჩახშობისთვის ......................................................... 32თუ მოხდება სიგნალის ინტერფერენცია ........................ 32როდესაც იყენებთ მონიტორინგის სისტემას ბატარეის ენერგიაზე ........................................... 33ხმის დასარეგულირებლად .................................................. 34სიკაშკაშის შეცვლა.................................................................. 35თქვენი ექიმის მიერ დაყენებული განგაშის პარამეტრების ნახვა ............................................ 36

5 შეცვალეთ სენსორი ........................................... 38

სენსორის მიმაგრების მაგალითები ................................. 38 სენსორის შესახებ ინფორმაცია ......................................... 39

6 გაწმინდეთ მონიტორინგის სისტემა და სენსორი .......................................... 40

მონიტორინგის სისტემის გაწმენდა .................................. 41სენსორის გაწმენდა ................................................................ 42მონიტორინგის სისტემის და სენსორის დეზინფიცირება ................................................... 42

7 აქსესუარები ......................................................... 43

8 სიმბოლოები ......................................................... 44

საგნობრივი საძიებელი ............................................ 46

მხარდაჭერა 1.800.635.5267 4 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Page 5: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

24-საათიანი საათი მონიტორინგის სისტემა აჩვენებს დროს ეკრანზე 24-საათიანი საათის გამოყენებით. ფორმატი: სთ:წთ:წმ (საათი:წუთი:წამი) დილის („a.m.”) ან საღამოს („p.m.”) გარეშე. 24-საათიან საათზე, ყოველი დღე იწყება 00:00:00 (შუაღამე). 01:00:00 არის დილის 1:00, 02:00:00 არის დილის 2:00, და ა.შ. 12:00:00 არის შუადღე (12:00 p.m.). საათი გრძელდება სადაც 13:00:00 წარმოადგენს 1:00 საათს და ა.შ. სანამ იგი მიაღწევს 23:59:59 (1 წამი შუაღამემდე). საათი შემდეგ დაიწყება თავიდან 00:00:00. მაგალითი: 16:30:00 არის იგივე რაც საღამოს 4:30.

გარემო შუქი პაციენტის სენსორის ადგილზე შუქი. გარშემორტყმული კაშკაშა შუქის წყაროებმა, როგორიცაა ფლუორესცენტული შუქები, ინფრაწითელი გათბობის ლამფები და პირდაპირი მზის შუქი, შეიძლება ხელი შეუშალოს SpO2 სენსორის მუშაობას.

BPM Beats per minute (წუთში გულისცემა). სტანდარტული პულსის სიჩქარის მზომის ერთეული. მზრუნველი ის ადამიანი, რომელიც უვლის პაციენტს და ამოწმებს მონიტორინგის სისტემას და

სენსორის მდებარეობას. ექიმი კვალიფიციური ჯანდაცვის პროფესიონალი, რომელიც თქვენ გეხმარებათ

პაციენტის მონიტორინგში და თქვენს სახლში მონიტორის გამოყენებაში. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ექიმი ან ექთანი, რომელიც თქვენს პაციენტს მკურნალობს, ან სხვა კვალიფიცირებული ჯანდაცვის პროფესიონალი.

აალებადი ხანძრის და სწრაფად წვის რისკი. აალებადი ნივთიერებების ზოგიერთი მაგალითებია ბენზინი, პროპანი ან ბუნებრივი აირი.

ტერმინები

მხარდაჭერა 1.800.635.5267 5 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Page 6: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

სიხშირე ცვალებადი დენის (AC) ელექტროენერგიის გაზომვა, რომელიც მიუთითებს თუ რამდენად ხშირად იცვლის ელექტროენერგია მიმართულებას და უბრუნდება პირველად მიმართულებას ყოველ წამში. გაზომვის ერთეული ჰერცია (ჰც). ბატარეის სამუშაოდ და დასამუხტად, მონიტორინგის სისტემა საჭიროებს ელექტროენერგიას კედლის დენის ჩასართავიდან რომელსაც აქვს 100-240 ვოლტი დენი (VAC) 50/60 Hz (ჰერცი) სიხშირის. ასევე იხილეთ „ვოლტი“.

გულისცემა გულისცემის რაოდენობა, როგორც წესი წუთში.

მონიტორინგის სისტემა

ამ სახლში გამოსაყენებელ სახელმძღვანელოში აღწერილი აპარატი გამოიყენება პაციენტისთვის SpO2 და პულსის სიჩქარის გასაზომად.

ჟანგბადის გაჯერება (გაჯერება)

ჟანგბადის პროცენტის გაზომვა, რომლიც ცირკულაციაც პაციენტის სისხლში ხდება. ჟანგბადის გაჯერება ასევე განისაზღვრება როგორც SpO2 ან %SpO2.

პულსი BPM ან პულსის სიჩქარე (PR)

პულსის სიჩქარე. გულისცემის რაოდენობის წუთში გასინჯვა. პულსის რაოდენობას ასევე ჰქვია გულისცემის რაოდენობა, წუთში გულისცემა ან BPM.

მხარდაჭერა 1.800.635.5267 6 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Page 7: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

SatSecondsTM NellcorTM ეს რეჟიმი წარმოადგენს მონიტორინგის სისტემას, რომელიც საზღვრავს განგაშს თუ პაციენტის SpO2 მაჩვენებელი მიმდინარე განგაშის პარამეტრებს გარეთაა. ზოგჯერ პაციენტის SpO2 საზომი ოდნავ ან ცოტა ხნით პარამეტრებს სცდება. ასეთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება არ დაჭირდეს სამედიცინო დახმარება. SatSecondsTM პარამეტრი აკვირდება ასეთ შემთხვევებს და საზღვრავს თუ განგაში უნდა შეიქმნას. შენიშვნა: ეს მახასიათებელი არ არის ხელმისაწვდომი სახლის მოვლის პირობებში გამოსაყენებლად; როდესაც პაციენტის SpO2 საზომი ცდება დაყენებულ პარამეტრებს, ყველა შემთხვევაში იქმნება განგაში.

სენსორი ის აქსესუარი, რომელიც გამოიყენება პაციენტის ინფორმაციის შესაგროვებლად და მონიტორინგის სისტემაში გასაგზავნად. სენსორი აგროვებს ზომებს პაციენტის პულსის სიჩქარის დეტექციით და სისხლში ჟანგბადის რაოდენობით და აგზავნის ამ ინფორმაციას მონიტორინგის სისტემაში.

სენსორის ადგილი პაციენტის სხეულზე ადგილი, სადაც სენსორი მაგრდება, როგორიცაა თითი, ფეხის თითი, ყურის ბიბილო, ან შუბლი.

SpO2 (%SpO2) სისხლში ჟანგბადის რაოდენობის გამოანგარიშება მონიტორინგის სისტემის მიერ.

ვოლტაჟი აპარატის ან დენის წყაროს ელექტრონული შესაძლებლობების გაზომვა. ვოლტაჟი იწვევს ელექტრონული ძაბვის მავთულში გავლას, რომელიც ამუშავებს ელექტრო აპარატს. ვოლტაჟი შეიძლება იყოს DC (მუდმივი დენი) ან AC (ცვალებადი დენი). ბატარეის ოპერირების ან დამუხტვისთვის, მონიტორინგის სისტემა საჭიროებს დენს კედლის დენის ჩასართავიდან რომელსაც აქვს 100-240 ვოლტის AC (VAC) 50/60 Hz (ჰერცი) სიხშირით. ასევე იხილეთ „სიხშირე“.

მხარდაჭერა 1.800.635.5267 7 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

Page 8: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 8 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ეს სახელმძღვანელო სახლში მზრუნველის ან პაციენტისთვისაა, რომელიც იყენებს

Nellcor™ საწოლთან მდებარე SpO2 პაციენტის მონიტორინგის სისტემას (PM100N).

გაფრთხილება - წაიკითხეთ ეს სახელმძღვანელო სრულად მონიტორინგის სისტემის გამოყენებამდე. ეს სახელმძღვანელო მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას იმისათვის, რათა თავი აარიდოთ ტრავმას და მონიტორინგის სისტემის სათანადო გამოყენებისთვის.

რას აკეთებს მონიტორინგის სისტემა? მონიტორინგის სისტემა გამიზნულია პაციენტის პულსის სიხშირის და სისხლში ჟანგბადის რაოდენობის გასაზომად. როდესაც ერთ-ერთი მათგანი დაწესებულ ლიმიტს გაცდება ან მის ქვემოთ ჩამოვა, მონიტორინგის სისტემა გაგაფრთხილებთ განგაშის ჩართვით, ინდიკატორის ჩვენებით, ან ნომრის ანთებით.

1 სენსორის კონტაქტი 5 ჩართვის ღილაკი

2 მოკლე სახელმძღვანელო 6 ღილაკი (დაატრიალეთ/დააჭირეთ)

3 განგაშის გამოსართავი ღილაკი 7 მონიტორინგის ეკრანი

4 მთავარი გვერდის ღილაკი 8 სენსორი

მოგესალმებით 1

Page 9: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 9 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

რატომ იყენებთ მონიტორინგის სისტემასNellcor™ საწოლთან SpO2 პაციენტის მონიტორინგის სისტემა სახლში გამოსაყენებლადაა გამიზნული, რათა პაციენტს ან მზრუნველს შეეძლოს პაციენტის SpO2 და პულსის სიჩქარის მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ ეს აპარატი თქვენი სამედიცინო საჭიროების მიხედვით.

მონიტორინგის სისტემის გამოყენება შეიძლება ყველა ასაკის პაციენტისთვის - ჩვილების, ბავშვების და უფროსებისთვის. თქვენი ექიმი გამოგიწერთ აპარატს და შესაბამის NellcorTM სენსორს პაციენტის ზომასა და ასაკის მიხედვით.

რას წარმოადგენს თქვენი, როგორც მზრუნველის როლი? • მონიტორინგის სისტემის ჩართვა და გამორთვა • სენსორის მიმაგრება • განგაშზე რეაგირება • ექიმთან დაკავშირება შეკითხვებით ან

პრობლემებით

Page 10: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 10 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

რა არის ექიმის როლი? ექიმი წარმოადგენს კვალიფიცირებულ ჯანდაცვის პროფესიონალს, რომელიც:

• პაციენტს უნიშნავს მონიტორინგის სისტემას და სენსორებს სახლში გამოსაყენებლად

• აყენებს განგაშის ლიმიტებს და პაციენტისთვის მისაღებ სხვა პარამეტრებს

• გაძლევთ მონიტორინგის სისტემის და სენსორის გამოყენების ინსტრუქციას

• გეხმარებათ პაციენტის მონიტორინგში და პასუხობს თქვენს შეკითხვებს

• განიხილავს მონიტორინგის შედეგებს და პაციენტის მდგომარეობას

• ამოწმებს რომ მონიტორინგის სისტემა სათანადოდ მუშაობდეს

• კონტროლს უწევს პაციენტს რეგულარულად, რათა დარწმუნდეს, რომ მონიტორინგის სისტემა პაციენტის საჭიროებას აკმაყოფილებდეს

თუ გაქვთ შეკითხვები ამ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის შესახებ, შეეკითხეთ თქვენს ექიმს.

მონიტორინგის სისტემის სახლში გამოყენებამდე ან მოგზაურობის დროს თქვენი ექიმი განსაზღვრავს შეგეძლებათ თუ არა მგზავრობა მონიტორინგის სისტემასთან ერთად.

თქვენს სახლში ან სხვა ადგილას მონიტორინგის სისტემის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ წვდომა გქონდეთ დენის წყაროსთან მონიტორინგის სისტემის მუშაობის ან ბატარეის დამუხტვისას. დენის წყარო უსაფრთხო უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს საჭირო ვოლტაჟს და სიხშირეს (100-240 ცვლადი დენის ვოლტი, 50/60 გც, 45 ვა). თუ დარწმუნებული არ ხართ, შეამოწმეთ თქვენს ექიმთან.

Page 11: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 11 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სიფრთხილის ზომები - მონიტორინგის სისტემა არ შეაერთოთ ისეთ დენის წყაროსთან, რომელიც კედლის გადამრთველითაა კონტროლირებული. კედლის გადამრთველის შემთხვევითმა გამოყენებამ შეიძლება მონიტორინგის სისტემას დენის მიწოდება შეუწყვიტოს. ამასთან ერთად, თუ გადამრთველი გამორთულია, სისტემა ბატარეის ენერგიაზე იმუშავებს და არ დაიმუხტება.

თუ თქვენი ექიმი მიუთითებს, რომ თქვენ მონიტორინგის სისტემა მგზავრობისას თან უნდა წაიღოთ, თქვენ მისი გამოყენება დანიშნულების ადგილზე შეგიძლიათ ბატარეის ენერგიაზე ან როდესაც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი დენის წყარო. როდესაც თვითმფრინავით მგზავრობთ, შეამოწმეთ რომ ავიახაზებს სრულად ჰერმეტიული ბარგის განყოფილება ჰქონდეს. თუ იგი მას აქვს, თქვენ შეგიძლიათ მონიტორინგის სისტემა ბარგში ჩადოთ ბარგის განყოფილებაში შესანახად. თუ ბარგის განყოფილება მთლიანად ჰერმეტიული არ არის, თქვენ შეგიძლიათ მონიტორინგის სისტემა ხელის ბარგში ჩადოთ.

თუ მონიტორინგის სისტემის შენახვა გჭირდებათ

თუ მონიტორინგის სისტემის შენახვა გჭირდებათ, თქვენ მისი შენახვა შეგიძლიათ თქვენს სახლში სუფთა, მშრალ ადგილას.

გადამუშავება და გადაგდება

ადგილობრივი და რეგიონული წესები მართავს მონიტორინგის სისტემის კომპონენტების და აქსესუარების გადამუშავების ან გადაგდების წესს. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ შეგეძლებათ თუ არა გადააგდოთ მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებული ნივთები და ამისთვის ინსტრუქციებს მოგაწოდებთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

Page 12: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 12 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მექანიზმის გამოყენების სარგებელი

ექიმის მიერ გამოწერილი მოწყობილობის გამოყენებამ სახლში მონიტორინგის დროს, შეიძლება ფიზიკური სიმპტომების უფრო სწრაფი შეტყობინება მოგცეთ, რათა ამან უფრო სწრაფი ინტერვენციის საშუალება მოგცეთ.

მოწყობილობის გამოყენების რისკები

•• მონიტორინგის სისტემა მოიცავს ელექტრო კომპონენტებს. არ გამოიყენოთ მოწყობილობა აალებად ნივთიერებებთან ახლოს. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს აფეთქება ან ხანძარი როდესაც მოწყობილობა ღია ცეცხლთან ან გასათბობ ელემენტებთან შევა ახლო კონტაქტში. •• მონიტორინგის სისტემა იყენებს ელექტროენერგიას და ელექტრო კომპონენტებს. სწორად გამოყენების

შემთხვევაში. ამ კომპონენტებს ელექტრო შოკის მინიმალური შანსი აქვს. არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ელექტრო შოკი გამოიწვიოს. არასწორ გამოყენებაში შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: არათავსებადი ბატარეის გამოყენება, მოხსნილი ბატარეის სახურავით მუშაობა, აპარატზე დასხმული სითხე, ხილული მავთულები დაზიანებული კაბელების შედეგად, ან დენის წყაროს გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება მოწყობილობის მოთხოვნებს. ელექტრო მოწყობილობა დაუცველია ელექტრო მოწყობილობების ელექტრო ინტერფერენციისგან. ფრთხილად იყავით იმ მოწყობილობებთან, რომლებმაც შეიძლება მონიტორინგის სისტემაზე გავლენა მოახდინოს. მასში შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: მობილური ტელეფონები, რადიო გადამცემები, ძრავები, ტელეფონები, ლამპები, ელექტროქირურგიული ხელსაწყოები,

უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია2

Page 13: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 13 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

დეფიბრილატორები და სხვა მოწყობილობები. თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი ელექტრონული ინტერფერენციის წყაროებს, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. •• მონიტორინგის სისტემის ეკრანი შეიცავს ტოქსიკურ ქიმიკატებს. ეს ქიმიკატები არ ეხებიან პაციენტს ან მომვლელს იმ შემთხვევის გარდა, თუ ეკრანი გატეხილია. არ შეეხოთ გატეხილ ეკრანს, რადგანაც იგი გამოიწვევს ტოქსიკურ ქიმიკატებთან კონტაქტს. •• მონიტორინგის სიტემა უნდა მოთავსდეს პაციენტის გვერდით მყარ ზედაპირზე. მოწყობილობა მყარად უნდა იყოს დადგმული ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს. მოწყობილობის დავარდნამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ან მომვლელის ტრავმა ან მოწყობილობის დაზიანება.•• მონიტორინგის სისტემა შემოწმდა სხვადასხვა გარემო პირობებში გამოყენების მხრივ. განსაკუთრებულ გარემოში მოწყობილობამ შეიძლება სათანადოდ არ იმუშაოს.

ამგვარი მდგომარეობა მოიცავს მაგრამ არ შემოისაზღვრება შემდეგით: უკიდურესი ტემპერატურები, უკიდურესი სიცხის დაგროვება და გარკვეული კაშკაშა შუქის გარემო. ამასთან ერთად, აპარატურის დისპლეის წაკითხვა შეიძლება რთული იყოს კაშკაშა შუქის დროს. •• მონიტორინგის სისტემა უნდა გამოიყენებოდეს თავსებად, სპეციალურ სენსორთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, სენსორმა შეიძლება სწორად არ იმუშაოს, თუ სენსორი დაზიანებულია, თუ სენსორის შემაერთებელი არ იმუშავებს, თუ სენსორი პაციენტისგან დავარდება, ან თუ პაციენტი მეტისმეტად ბევრს იმოძრავებს. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კანის გაღიზიანება სენსორის მიერთების ადგილზე, თუ სენსორი რეგულარულად არ გადაადგილდება. •• მონიტორინგის სისტემა შეიძლება გამოყენებული იყოს ბატარეის ენერგიაზე. ჩაირთვება განგაში თუ ბატარეა დაბალ დონეს მიაღწევს. მონიტორინგის სისტემა გამოირთვება თუ ბატარეის ენერგია საერთოდ დაიკარგება.

Page 14: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 14 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

შენიშვნა: დაბალი ბატარეის განგაშის ხანგრძლივობა შეიძლება შემოკლდეს ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით.

შენიშვნა: გამოიჩინეთ სიფრთხილე, როდესაც მონიტორინგის სისტემას აერთებთ შუქის გადამრთველის წყაროსთან. თუ გადამრთველი გამორთულია, სისტემა ბატარეის ენერგიაზე იმუშავებს და არ დარჩება დატენილი.

•• სისტემა ასრულებს პაციენტის SpO2-ის და პულსის მონიტორინგს. პაციენტის გარკვეულმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოწყობილობის შესაძლებლობაზე გაზომოს პაციენტის SpO2 და პულსი. ამ მდგომარეობაში შედის, მაგრამ იგი არ შემოიფარგლება შემდეგით: უფუნქციო ჰემოგლობინი, არტერიული საღებავი, დაბალი პერფუზია ან გამუქებული პიგმენტური კანი. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს რომელიმე თქვენ გეხებათ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. •• კაბელები სენსორს მონიტორინგის სისტემას უერთებენ. კაბელები ასევე მონიტორინგის

სისტემას აერთებენ დენის წყაროსთან. დარწმუნდით, რომ ყველა კაბელი ფრთხილად დააწყოთ, რათ მას ფეხი არ წამოკრათ ან არ გაიხლართოთ. •• განგაში ჩაირთვება, როდესაც პაციენტის

SpO2 ან პულსის სიჩქარის დონე თქვენი ექიმის მიერ დაყენებულ დიაპაზონს არ სცილდებოდეს. თქვენ შეიძლება არ გაიგოთ ხმამაღალი განგაში სპიკერის გაუმართაობის გამო, aნ თუ მომხმარებელი მას ხმას დაუწევს სმენადობის საზღვარს ქვემოთ, ან მას შემდეგ რაც მომხმარებელი შეარჩევს „დახშობილი აუდიოს“ რეჟიმს. მოუსმინეთ სმენად ტონალობას რომელიც მონიტორინგის სისტემის ჩართვის დროს და სფიქერის მუშაობის შემოწმების დროს მოხდება.•• აპარატის შეკეთება მხოლოდ ავტორიზებული პერსონალის მიერ უნდა მოხდეს. მომხმარებლის მიერ ნაწილების შეკეთება არ არის მიზანშეწონილი. თუ შეეცდებით აპარატის სახლში შეკეთებას, მან შეიძლება გამოიწვიოს აპარატის გაუმართაობა.

Page 15: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 15 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

თქვენს აპარატს აქვს მახასიათებლები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს შეასრულოს გარკვეული ფუნქციები, რომლებიც პაციენტს სარგებელს აძლევს. ამასთან, არსებობს გარკვეული რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ მის გამოყენებისას იმისათვის, რათა მიიღოთ სრული სარგებელი.

უსაფრთხოების სიმბოლოებიგაფრთხილება

გაფრთხილებთ სიტუაციის შესახებ, რომელსაც თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, შეიძლება სიკვდილი ან სერიოზული ზიანი გამოიწვიოს.

სიფრთხილის ზომებიგაფრთხილებთ სიტუაციის შესახებ, რომელსაც თუ თავს არ აარიდებთ, შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ან პაციენტის მცირე ან საშუალო ზიანი, ან აპარატის ან სხვა საგნების დაზიანება.

გაფრთხილება - რა უნდა გააკეთოთ, რათა თავი აარიდოთ სერიოზულ ზიანს

გაფრთხილება – მონიტორინგის სისტემის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ სახლში გამოყენების სახელმძღვანელო. ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგცემთ ზიანის თავიდან ასარიდებლად და მონიტორინგის სისტემის სწორი გამოყენებისთვის.

გაფრთხილება – დაუკავშირდით თქვენს ექიმს, როდესაც განგაშის ხმას გაიგონებთ. პაციენტს შეიძლება დაჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გაფრთხილება – არ გამოიყენოთ მონიტორინგის სისტემა აალებადი ნივთიერებების სიახლოვეში. ამან შეიძლება აფეთქება ან ხანძარი გამოიწვიოს.

გაფრთხილება– მონიტორინგის სისტემა არ გამოიყენოთ, რიდესაც ბატარეის თავსახური გახსნილი ან მოხსნილია. მან შეიძლება ელექტრო შოკი გამოიწვიოს.

Page 16: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 16 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გაფრთხილება – არასდროს გამოიყენოთ მონიტორინგის სისტემის სპეციალური ბატარეის გარდა სხვა ბატარეა. იმ ბატარეებმა, რომლებიც შეთავსებადი არა შეიძლება ელექტრო შოკი გამოიწვიოს.

გაფრთხილება – მონიტორინგის სისტემა ან სენსორი არ მოასხათ და არ ჩადოთ წყალში. მან შეიძლება ელექტრო შოკი გამოიწვიოს.

გაფრთხილება – არ მოღუნოთ სენსორის კაბელი ან დენის კაბელი, მან შეიძლება კაბელი დააზიანოს. დაზიანებულმა კაბელებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გაზომვის სიზუსტეზე და გაზარდოს ელექტრო შოკის რისკი.

გაფრთხილება – არასდროს გაწმინდოთ მონიტორინგის სისტემა გამორთვის გარეშე. ჩართული აპარატის დატოვებამ დენის წყაროში შეიძლება ელექტრო შოკი გამოიწვიოს.

გაფრთხილება – არ შეეხოთ თხევადკრისტალურ ეკრანს, თუ იგი გატეხილია. ეკრანში შედის ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც შეიძლება

საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

გაფრთხილება – არ დატოვოთ კაბელები, რადგანაც შეიძლება გაეხლართოთ ან ფეხი წამოკრათ.

გაფრთხილება – მონიტორინგის სისტემა არ დადოთ ისეთ ადგილზე, საიდანაც იგი შეიძლება პაციენტს ზედ დაეცეს. მან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ტრავმა ან მონიტორინგის სისტემის დაზიანება.

გაფრთხილება – არ აწიოთ და არ გადაიტანოთ მონიტორინგის სისტემა სენსორით ან სენსორის კაბელით. მან შეიძლება გამოიწვიოს სენსორის მოცილება და მონიტორინგის სისტემის დავარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ან მომვლელის ტრავმა ან მონიტორინგის სისტემის დაზიანება.

გაფრთხილება – მოაშორეთ მონიტორინგის სისტემა ბავშვებს და ცხოველებს, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი უბედური შემთხვევა, როგორიცაა დახრჩობა ან დავარდნილი მონიტორისგან ტრავმა.

Page 17: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 17 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გაფრთხილება – არ გამოიყენოთ მონიტორინგის სისტემა ან სენსორი, თუ იგი დაზიანებულია. დაზიანებული მონიტორინგის სისტემის ან სენსორის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი წაკითხვა.

გაფრთხილება – არასოდეს გამოიყენოთ სხვა აქსესუარები თქვენი ექიმის მიერ გამოწერილი აქსესუარების გარდა. შეუსაბამო აქსესუარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორის გაზომვა ან მონიტორინგის სისტემის მზარდი ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია ან მონიტორინგის სისტემიდან სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე.

გაფრთხილება – მოერიდეთ არასწორ აპლიკაციას ან სენსორის გამოყენებას. არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება ან არასწორი გაზომვა. არასწორი აპლიკაციის მაგალითებში შედის მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

•• სენსორის ძალიან მჭიდროდ დადება (მეტისმეტად დიდი ზეწოლა)

•• სენსორზე სხვა მასალის შემოხვევა •• სენსორის ლენტით ან სხვა წებოვანი ნივთიერებით მიკრობა •• სენსორის ერთ ადგილზე დატოვება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე რეკომენდებულია

კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული სენსორის სწორ გამოყენებაზე.

გაფრთხილება – არ გამოიყენოთ ხელმეორედ ერთჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული სენსორი. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასწორი გაზომვა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ გამოწერილი სენსორი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა.

გაფრთხილება – გარკვეულმა ფიზიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს SpO2-სა და პულსის გამოთვლაზე. ამ მდგომარეობაში შედის მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: დისფუნქციური გემოგლობინი, არტერიული საღებავები, დაბალი პერფუზია და გამუქებული პიგმენტირებული

Page 18: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 18 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

კანი. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ეს მდგომარეობა თქვენ შეგეფერებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გაფრთხილება – თავი აარიდეთ მონიტორინგის სისტემის გამოყენებას ისეთ სიტუაციებში, სადაც პაციენტი ზედმეტს მოძრაობს, სენსორული აპლიკაციის შეცდომების დროს და გარკვეულ კაშკაშა შუქის დროს, რადგანაც ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პულსის ოქსიმეტრის მაჩვენებელსა და პულსის სიგნალზე.

•• კაშკაშა შუქის დროს, დაფარეთ (არ შეახვიოთ) სენსორის ადგილი ისეთი მასალით, რომელიც დაბლოკავს შუქს.

გაფრთხილება – რეკომენდირებული გაწმენდის გარდა არ შეაკეთოთ მონიტორინგის სიტემს თქვენით, რადგანაც მან შეიძლება გამოიწვიოს მონიტორინგის სისტემის დაზიანება ან არასწორი გაზომვა. მხოლოდ კვალიფიცირებულმა პერსონალმა უნდა იქონიოს წვდომა შიდა კომპონენტებზე. თუ შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილის ზომები - რა უნდა გააკეთოთ სხვა ზიანის თავიდან ასაცილებლად

სიფრთხილის ზომები – მონიტორინგის სისტემა არ ამუშავოთ ან არ შეინახოთ მოცემული დიაპაზონის გარეთ. მონიტორინგის სისტემის ოპერირებამ ან შენახვამ მოცემული დიაპაზონის გარეთ შეიძლება გამოიწვიოს მონიტორინგის სისტემის დისფუნქცია.

ტრანსპორტირება და შენახვა მუშაობა

ტემპერატურა -20ºC - 60ºC, (-4ºF - 140ºF)

5ºC - 40ºC (41ºF - 104ºF)

ატმოსფერული წნევა

50 კპა - 106 კპა (14,7 მმ.ვწყ.სვ. - 31,3 მმ.ვწყ.სვ.)

58 კპა - 103 კპა (17,1 მმ.ვწყ.სვ. - 30,4 მმ.ვწყ.სვ.)

შედარებითი ტენიანობა 15% - 93% არაკონდენსირებადი

Page 19: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 19 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სიფრთხილის ზომები – არ დაფაროთ/დაბლოკოთ სპიკერის ხვრელები ან დაახშოთ და არ დაუწიოთ განგაშის ხმას. ამან შეიძლება შეამციროს მონიტორინგის სისტემის უსაფრთხოება, რადგანაც შეიძლება ვერ გაიგოთ განგაშის ხმა.

სიფრთხილის ზომები – არ დაუწიოთ განგაშის ხმას პაციენტის ან მზრუნველის სმენადობის ქვემოთ. განგაშის ხმის დაწევამ შეიძლება შეამციროს მონიტორინგის სისტემის უსაფრთხოება იმის გამო, რომ შეიძლება განგაშის ხმა ვერ გაიგონონ.

•• სპიკერების შემოწმებისთვის, რათა ისინი სწორედ მუშაობდნენ, მოუსმინეთ ხმამაღალ ტონალობას როდესაც ჩართავთ მონიტორინგის სისტემას (იხილეთ „მონიტორინგის სისტემის ჩართვა“ 26-ე გვერდზე).

სიფრთხილის ზომები – მონიტორინგის სისტემამ შეიძლება იმუშაოს ბატარეის ენერგიაზე. მონიტორინგის სისტემა ვიზუალურად და ასევე ხმითაც განგაშს ჩართავს, როდესაც ბატარეის ენერგია დაბალია. დაბალი ბატარეის განგაშის ხანგრძლივობა შეიძლება უფრო შემოკლდეს ბატარეის ციკლის განმავლობაში. როდესაც დაიცლება მთლიანი ბატარეის ენერგია, მონიტორინგის სისტემა გამოირთვება და აღარ გაიზომება SpO2 და პულსის სიჩქარე.

სიფრთხილის ზომები – არ შეუერთოთ მონიტორინგის სისტემა დენის წყაროს, რომელიც კედლის გადამრთველით რეგულირდება. კედლის გადამრთველის შემთხვევითმა•გამოყენებამ შეიძლება მონიტორინგის სისტემის ჩამრთველზე მოახდინოს ზეგავლენა. ამის დამატებით, თუ გადამრთველი გამორთულია, სისტემა ბატარეის ენერგიაზე იმუშავებს და არ დაიმუხტება.

Page 20: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 20 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სიფრთხილის ზომები – არ დაფაროთ მონიტორინგის სისტემა, რადგანაც მან შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი სითბოს დაგროვება.

სიფრთხილის ზომები – თავი აარიდეთ შესაძლო ელექტრომაგნიტური წყაროების ინტერფერენციას, მაგალითად: მობილური ტელეფონები, რადიო გადამცემები, ძრავები, ტელეფონები, ლამპები, ელექტროქირურგიული მასალები, დეფიბრილატორები და სხვა აპარატები. ინტერფერენციამ შეიძლება გამოიწვიოს არაზუსტი მაჩვენებლები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რომ თქვენი აპარატი სათანადოდ მუშაობს, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

Page 21: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 21 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გ�აიარეთ შემდეგი საფეხურები იმისათვის, რათა მოამზადოთ მონიტორინგის სისტემა თქვენს პაციენტზე გამოსაყენებლად:

�• განსაზღვრეთ მონიტორინგის სისტემის ნაწილები�• შეარჩიეთ ადგილი მონიტორისთვის, რათა იგი ახლოს იყოს დენის წყაროსთან �• მიამაგრეთ სენსორი მონიტორინგის სისტემას და პაციენტს �• ჩართეთ მონიტორინგის სისტემა�• დააზუსტეთ ოპერაცია�• გამორთეთ მონიტორინგის სისტემა

მონიტორინგის სისტემის ნაწილები

1 სენსორის კონტაქტი 5 ჩამრთველი ღილაკი

2 მოკლე სახელმძღვანელო 6 ღილაკი (დაატრიალეთ/დააჭირეთ

3 განგაშის�გამოსართავი�ღილაკი 7 მონიტორინგის ეკრანი

4 მთავარი ეკრანის ღილაკი 8 სენსორი

მოემზადეთ მონიტორინგის სისტემის გამოყენებისთვის 3

Page 22: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 22 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

დამატებითი კონტაქტები

1 სერვისის კონტაქტი (მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ როდესაც თქვენი ექიმი მოგცემთ ამის ინსტრუქციას.) 1 დენი წყაროს კონტაქტი

2 კომუნიკაციის პორტი (მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როდესაც ამის ინსტრუქციას თქვენი ექიმი მოგცემთ.)

Page 23: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 23 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

როგორ გამოვიყენოთ ღილაკები და კლავიშები

განგაშის გამოსართავი ღილაკი: დააჭირეთ ერთხელ, რათა დროებით გამორთოთ განგაშის ხმა.

მთავარი ეკრანის ღილაკი: ოფციების მენიუსთვის დააჭირეთ ერთხელ. როდესაც ჩაირთვება მენიუ, დააჭირეთ ერთხელ მთავარ ეკრანზე დასაბრუნებლად.

ჩართვის ღილაკი: დააჭირეთ ცოტა დიდი ხანი მონიტორინგის სისტემის ჩასართავად ან გამოსართავად.

ღილაკი: გადაატრიალეთ ღილაკი, რათა ეკრანზე მონიშნოთ მენიუში აწევის ან დაწევის რეჟიმი. შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს რათა გააკეთოთ ან დაადასტუროთ არჩევანი.

Page 24: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 24 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

შეარჩიეთ დენის ან ბატარეის წყარო �• კონდიცირების სისტემის გამოსაყენებლად: შეუერთეთ დენის კაბელის ერთი მხარე (მოჰყვება) მონიტორინგის სისტემის უკანა ნაწილს (სურათში შემოხაზულია). კაბელის მეორე მხარე შეუერთეთ კედელში დენის წყაროს. დააკვირდით დენის წყაროს და ბატარეის დამუხტვის ინდიკატორებს წინა პანელზე, რომელიც მიუთითებს იმას, რომ მონიტორინგის სისტემა დენზეა შეერთებული.

�• ბატარეის ენერგიის გამოსაყენებლად: გამორთეთ კვების სადები შტეფსელიდან (არ არის სავადებულო) და მონიტორინგის სისტემის უკანა მხრიდან. როდესაც ჩართავთ მონიტორინგის სისტემას, ეკრანზე მოძებნეთ ბატარეის მწვანე ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს მონიტორინგის სისტემის ბატარეით მუშაობას.

Page 25: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 25 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სენსორი შეუერთეთ მონიტორინგის სისტემას 1. კაბელის გამანაწილებლის კონტაქტი კარგად შეუერთეთ SpO2 კონტაქტს მონიტორინგის სისტემაზე. კონტაქტი მხოლოდ ერთი მიმართულებით ერგება.

2. გახსენით გამჭვირვალე პლასტმასის ჩამკეტი დამაგრძელებელ კაბელზე და შეუერთეთ მას სენსორის კონტაქტი. კონტაქტი მხოლოდ ერთი მიმართულებით ერგება.

3. სენსორის კონტაქტზე დახურეთ საკეტი. დარწმუნდით, რომ საკეტი მთლიანად იყოს დაკეტილი.

პაციენტს მიუერთეთ სენსორი სენსორი პაციენტის შესაბამის ადგილზე მიამაგრეთ (მაგალითად თითზე, შუბლზე ან ფეხზე), თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად.

Page 26: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 26 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ჩართეთ მონიტორინგის სისტემა ჩამრთველ ღილაკს დააჭირეთ 1 წამის განმავლობაში. ჩამრთველი ღილაკი, მთავარი ეკრანის ღილაკი და განგაშის გამოსართავი ღილაკი ინთება როდესაც მონიტორინგის სისტემა ჩართულია.

მოუსმინეთ სამი მზარდი ხმის ტონალობას, რომელსაც რამდენიმე წამის შემდეგ უფრო მაღალი ტონალობა მოჰყვება. ეს წარმოადგენს განგაშის ხმის შემოწმებას.

ჩნდება მონიტორინგის სისტემის მთავარი ეკრანი, რომელიც მიუთითებს იმას, რომ სისტემა გამოყენებისთვის მზადაა.

თუ ტონალობას ვერ გაიგონებთ ან დაინახავთ ეკრანს, რომელიც მაგალითის ნაცვლად გამოიყურება, (რიცხვები შეიძლება განსხვავდებოდეს), დარწმუნდით, რომ სენსორი მიმაგრებული იყოს პაციენტზე და მონიტორინგის სისტემაზე.

შეხედეთ ეკრანს, რათა იგი აჩვენებდეს ჟანგბადის გაჯერებას (%SpO2) და პულსის სიჩქარის (PR) მაჩვენებელს იმ დიაპაზონში, რომელიც თქვენი ექიმის მიერ არის განსაზღვრული პაციენტისთვის (არ უნდა ჩაირთოს განგაშის ხმა).

თუ თქვენ ჟანგბადის გაჯერების და პულსის სიხშირის მისაღებ რაოდენობაზე არ ხართ დარწმუნებული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

Page 27: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 27 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გამორთეთ მონიტორინგის სისტემადააჭირეთ ჩართვის ღილაკს დაახლოებით 3 წამის განმავლობაში.

ეკრანი და ღილაკის შუქები გამოირთვება, რომელიც იმას მიუთითებს, რომ სისტემა გამოირთო.

Page 28: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 28 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

პაციენტის მონიტორინგის დროს, თქვენ ჩაატარებთ შემდეგ სამუშაოს:

•• ორგანიზება გაუკეთეთ, თუ როგორ გამოიყურება მთავარი ეკრანი ნორმალური სამუშაო მდგომარეობის დროს•• განსაზღვრეთ და რეაგირება მოახდინეთ განგაშზე •• განსაზღვრეთ და შეამცირეთ სიგნალის ჩარევა•• შეამოწმეთ ბატარეის სტატუსი (თუ იყენებთ მონიტორინგის სისტემას ბატარეის ენერგიაზე)•• სურვილის შემთხვევაში, შეცვალეთ მონიტორინგის სისტემის პარამეტრები, როგორიცაა სიკაშკაშე და ხმა •• სურვილის შემთხვევაში, ნახეთ განგაშის პარამეტრები

პაციენტს ჩაუტარეთ მონიტორინგი4

Page 29: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 29 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

განსაზღვრეთ მთავარი ეკრანის კომპონენტები1. დღის საათი (საათი:წუთები:წამები 24-საათიან საათის ფორმატში)

2. ბატარეის ენერგიის დონე3. შეტყობინების ადგილი4. მიმდინარე %SpO2 (ჟანგბადის) გამოსახულება5. პულსის ინდიკატორი

(გამოსახულების დიაგრამა)

6. მიმდინარე პულსის სიჩქარე (პულსაცია წუთში, BPM)

7. სახლში•მოვლის•სახეობის ინდიკატორი8. ვარიანტების მენიუ

Page 30: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 30 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

თუ პაციენტს სენსორი მოცილდებათუ პაციენტს სენსორი მოცილდება, მარჯვნივ მოცემული ეკრანი გამოჩნდება. ხელმეორედ მიამაგრეთ სენსორი.

თუ პრობლემები გექნებათ, დაუკავშირდით თქვენს კლინიკურ ექიმს.

თუ სენსორი მოცილდება მონიტორინგის სისტემიდან თუ სენსორი მოცილდება მონიტორინგის სისტემიდან, გამოჩნდება მარჯვნივ მოცემული ეკრანი.

მონიტორინგის სისტემის წინ ჩამრთველს შეუერთეთ სენსორის კონტაქტი.

თუ პრობლემები გექნებათ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

Page 31: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 31 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

თუ ჩაირთვება პულსის განგაშიმაღალი ან დაბალი პულსი შემთხვევაში, თქვენ დაინახავთ ყვითელ ფონს პულსის დონის გამოსახულებაზე და შეტყობინებას ეკრანის ქვემოთ. თქვენ გაიგონებთ განგაშის ხმას.

გაფრთხილება - თუ ჩაირთვება პულსის სიჩქარის განგაში, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სამედიცინო დახმარება. სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ SpO2-ს განგაში ჩაირთვებათუ იქნება მაღალი ან დაბალი SpO2 მნიშვნელობა, თქვენ დაინახავთ ყვითელ ფონს SpO2-ზე•მნიშვნელობისთვის და შეტყობინებას ეკრანის ქვემოთ. თქვენ გაიგონებთ განგაშის ხმას.

გაფრთხილება - თუ SpO2-ის განგაში ჩაირთვება, პაციენტს შეიძლება სამედიცინო დახმარება დაჭირდეს. სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

Page 32: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 32 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

განგაშის ჩახშობისთვის დროებით ჩაახშეთ განგაშის ტონი განგაშის ჩახშობის ღილაკის დაჭერით.

ეკრანზე გამოჩნდება განგაშის გამოსართავი•ღილაკი.

თუ მოხდება სიგნალის ინტერფერენცია თუ მონიტორინგის სისტემა სენსორიდან არ იღებს ძლიერ სიგნალს, თქვენ დაინახავთ სიგნალის ინტერფერენციის სიმბოლოს.

1. პაციენტს უთხარით არ გაინძრეს. 2. გამორთეთ ახლოს მდებარე ელექტრო მოწყობილობები.

გაფრთხილება - თუ ინტერფერენციის სიმბოლო გვერდით სვეტზე მუდმივად ჩანს, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მონიტორინგის სისტემა შეიძლება სწორად არ მუშაობდეს.

Page 33: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 33 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

როდესაც იყენებთ მონიტორინგის სისტემას ბატარეის ენერგიაზეროდესაც მონიტორინგის სისტემა მუშაობს შიდა ბატარეაზე (არ არის ჩართული დენის წყაროში), ბატარეის სტატუსი მოცემული იქნება შემდეგი სიმბოლოებით:

ბატარეა წესრიგშია უფრო ნაკლები სვეტები მიუთითებს ნაკლებ დარჩენილ ენერგიას.

ენერგია იცლება

მესიჯი „Low Battery”•(ენერგია•იცლება) გამოჩნდება და თქვენ გაიგონებთ განგაშს.

გაფრთხილება - როდესაც ენერგია იცლება, ჩართეთ დენის წყარო 15 წუთის განმავლობაში, რათა მონიტორინგის სისტემა არ გამოირთოს.

შენიშვნა: ენერგიის დაცლის განგაშის ხანგრძლივობა შეიძლება უფრო შემოკლდეს ენერგიის გამოყენების დარჩენილი დროის მიხედვით.

კრიტიკულად დაბალი ენერგია

მესიჯი „Critically Low Battery” (კრიტიკულად•დაბალი•ენერგია) გამოჩნდება და თქვენ გაიგონებთ განგაშს.

გაფრთხილება - კრიტიკულად დაბალი ენერგიის მდგომარეობის დროს, დაუყოვნებლივ შეაერთეთ დენის წყარო. თუ დენის წყაროში არ შეაერთებთ, ბატარეა ვერ დაიტენება და მონიტორინგის სისტემა გამოირთვება.

Page 34: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 34 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

ხმის დასარეგულირებლად თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ განგაშის ხმა და პულსის ხმა შემდეგი გზით:

1. დააჭირეთ მთავარი გვერდის ღილაკს, რათა იხილოთ Options Menu (ვარიანტების•მენიუ).•Volume (ხმის)•რეჟიმი•მონიშნულია.

2. ღილაკს•დააჭირეთ•Volume•(ხმის)•ასარჩევად.•გამოჩნდება•Volume•(ხმის)•ეკრანი.

3. გადააბრუნეთ ღილაკი, რათა მოინიშნოს ხმის რეჟიმი, რომლის შეცვლაც გსურთ (Alarm (განგაში) ან Pulse (პულსი)).

4. დააჭირეთ ღილაკს. ხმის რეჟიმი მონიშნულია ყვითლად შავ ფონზე, რაც მიუთითებს იმას, რომ მისი შეცვლა შეიძლება.

5. გადაატრიალეთ ღილაკი ხმის შესაცვლელად. მარცხნიდან მარჯვნივ სვეტების ზრდა მიუთითებს აწეულ ხმას.

6. დააჭირეთ ღილაკს ცვლილების შესანახად. პარამეტრის ფერი იცვლება თეთრით ლურჯ ფონზე.

7. დააჭირეთ მთავარი გვერდის ღილაკს, რათა დაბრუნდეთ მთავარ ეკრანზე.

Page 35: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 35 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სიკაშკაშის შეცვლათქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეკრანის სიკაშკაშე შემდეგნაირად:

1. დააჭირეთ მთავარი გვერდის ღილაკს, რათა იხილოთ Options Menu (ვარიანტების•მენიუ).

2. გადაატრიალეთ ღილაკი მანამ, სანამ მოინიშნება Brightness (სიკაშკაშის).

3. დააჭირეთ ღილაკს. გამოჩნდება Brightness (სიკაშკაშის) ეკრანი.

4. დააჭირეთ ღილაკს კიდევ ერთხელ. სიკაშკაშის პარამეტრები შავ ფონზე ყვითლად არის აღნიშნული, რაც მიანიშნებს, რომ მისი დატენვა შეიძლება.

5. გადაწიეთ ღილაკი სიკაშკაშის დასარეგულირებლად. მარცხნიდან მარჯვნივ გაზრდილი სვეტები მიუნიშნებს გაზრდილ სიკაშკაშეს.

6. დააჭირეთ ღილაკს სიკაშკაშის პარამეტრის შესანახად. პარამეტრის ფერი გადადის ლურჯ ფონზე თეთრ ფერში.

7. დააჭირეთ მთავარი გვერდის ღილაკს მთავარ ეკრანზე დასაბრუნებლად.

Page 36: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 36 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

თქვენი ექიმის მიერ დაყენებული განგაშის პარამეტრების ნახვა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის პარამეტრები, რომლებიც განსაზღვრავს, როდის შეიქმნას განგაში პაციენტისთვის. თქვენი კლინიკური ექიმი ამ პარამეტრებს აყენებს პაციენტის საჭიროების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პარამეტრები, მაგრამ არ შეგიძლიათ მათი შეცვლა.

1. დააჭირეთ მთავარი გვერდის ღილაკს Options Menu (ვარიანტების•მენიუ) სანახავად.

2. დაატრიალეთ ღილაკი მანამ, სანამ არ მოინიშნება Review Alarm Settings (განგაშის•პარამეტრების•განხილვის).

3. დააჭირეთ ღილაკს. გამოჩნდება Review Alarm Settings (განგაშის•პარამეტრების•განხილვის) ეკრანი.

თქვენ ნახავთ იმ ლიმიტებს, რომლებიც დაყენებული ექნება თქვენს ექიმს High•(მაღალი)•და Low (დაბალი) მაჩვენებლებისთვის SpO2 (ჟანგბადი) და PR (პულსის სიჩქარე). შენიშვნა: SatSeconds™ Value მაჩვენებელს არ აქვს ეფექტი; ეს მაჩვენებელი არ არის ხელმისაწვდომი სახლში გამოყენებისთვის.

Page 37: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 37 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

4. დააჭირეთ მთავარი ეკრანის ღილაკს მთავარ ეკრანზე დასაბრუნებლად.

Page 38: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 38 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

თქვენი ექიმი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თუ როდის სჭირდება სენსორს გამოცვლა

ან პაციენტისთვის სხვა ადგილზე გადატანა. შეამოწმეთ შემდეგი, როდესაც სენსორი მიემაგრება პაციენტს გარკვეული დროის განმავლობაში:

•• პაციენტს შეენიშნება სიმშრალე, სიწითლე ან ტკივილი სენსორის ქვეშ კანზე. გაფრთხილება - თუ კანის გაღიზიანებას ექნება ადგილი, სასწრაფოდ შეცვალეთ სენსორის ადგილმდებარეობა, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაზიანება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

•• სენსორის წებოვანი მისაკრავი არ ეკრობა კარგად.

•• სენსორი ადვილად ვარდება, ან პაციენტზე მიმაგრებისთანავე ვარდება.

სენსორის მიმაგრების მაგალითები

შეცვალეთ სენსორი5

Page 39: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 39 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სენსორის შესახებ ინფორმაციაზოგიერთი სენსორი სტერილურ პაკეტშია. ზოგიერთი კი არა. თუ გაქვთ შეკითხვები იმ სენსორების შესახებ, რომლებსაც პაციენტისთვის იყენებთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

Page 40: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 40 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გაფრთხილება - თუ მონიტორინგის სისტემაზე დაიღვრება სითხე, სასწრაფოდ გაწმინდეთ და გააშრეთ მონიტორინგის სისტემა, რათა ოპერაციის დროს არ მოხდეს შეფერხება. თუ ეკრანზე ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ართულებს წაკითხვას, გაწმინდეთ ეკრანი, რომ ყველა ნომრები და ინდიკატორები ადვილი დასანახი იყოს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ მონიტორინგის სისტემა, მტვერის ან ჭუჭყის მოსაცილებლად.

თუ თქვენი ექიმი რეცეპტს დაურთავს დეზინფექციის ინსტრუქციას და დაიცავით ყველა კლინიკურ ინსტრუქცია.

გაწმინდეთ მონიტორინგის სისტემა და სენსორი 6

Page 41: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 41 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მონიტორინგის სისტემის გაწმენდამონიტორინგის სისტემის გასაწმენდად, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რომელიმე საშუალება:

• ონკანის წყალში, იზოპროპილის სპირტში, ან 10%-იან მათეთრებელ ხსნარში დასველებული რბილი ნაჭერი (ჰკითხეთ თქვენს ექიმს)

• წინასწარ დასველებული საწმენდი (ჰკითხეთ თქვენს ექიმს)

1. პაციენტს მოაცილეთ სენსორი და გამორთეთ მონიტორინგის სისტემა.

2. რბილი ნაჭერი ონკანის წყალში, იზოპროპილის სპირტში, ან 10%-იან მათეთრებელ ხსნარში დაასველეთ. თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, თუ როგორ უნდა შეაზავოთ ხსნარი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

თუ ნაჭერი ხსნარით დასველდება, კიდევ ერთხელ სცადეთ მშრალი ნაჭრით.

ან გამოიყენეთ წინასწარ დასველებული საწმენდი, რომელზედაც თქვენი ექიმი გირჩევთ.

3. ფრთხილად გაწმინდეთ მონიტორინგის სისტემის ყველა ზედაპირი.

4. მონიტორინგის სისტემას დააცადეთ გაშრობა.

Page 42: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 42 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

გაფრთხილება - არ დაასხუროთ, დაასხათ, ან დააქციოთ სითხე მონიტორინგის სისტემაზე, მის აქსესუარებზე, კონტაქტებზე, გადამრთველებზე, ან აპარატურული ბლოკის შესართავზე, რადგანაც ამან შეიძლება დააზიანოს მონიტორინგის სისტემა.

სენსორის გაწმენდა

თუ სენსორის ხელმეორედ გამოყენება შეიძლება, თქვენი ექიმი მოგაწოდებთ

ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ იგი და რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს იგი.

თუ სენსორი ერთჯერადია, პერიოდულად გადააგდეთ იგი და შეცვალეთ ახლით, თქვენი ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.

მონიტორინგის სისტემის და სენსორის დეზინფიცირებაიხილეთ თქვენი ექიმის მიერ მოწოდებული ინსტრუქცია.

Page 43: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 43 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მონიტორინგის სისტემას ცოტა აქსესუარი აქვს. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეგეძლებათ თუ არა

თქვენ მისი გამოყენება.

• 10-საათიანი ან 15-საათიანი ბატარეა – საშუალებას გაძლევთ ხელახალ დატენვამდე უფრო დიდხანს გამოიყენოთ მონიტორინგის სისტემა. სტანდარტულ მონიტორინგის სისტემას მოყვება 5-საათიანი ბატარეა.

•• სატარებელი ჩანთა - საშუალებას იძლება ადვილად მოხდეს მონიტორინგის სისტემის ტრანსპორტი.

აქსესუარები7

Page 44: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 44 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

მონიტორინგის სისტემაზე მიმაგრებულ ეტიკეტზე სიმბოლოები აღწერილია ამ თავში.

სიმბოლო აღწერამხოლოდ რეცეპტით გამოწერილი აპარატი

გამოყენებისთვის უნდა იხილოთ სახელმძღვანელო

ელექტრო და ელექტრონული აპარატისთვის სათანადო გადაგდების წესი

II კლასის ელექტრო აღჭურვილობა

სიმბოლო აღწერაშესვლის უფლების დაცვის (IP) რეიტინგი: დაცულია საშიშ ნაწილებთან თითით ან მყარი ნივთებით შეღწევა, რომლებიც 12.5მმ ზომას აღემატება. აპარატი დაცულია წყლის წვეთების დაცემაზე ჩვეულებრივი მდგომარეობიდან 15 გრადუსამდე აწევით.

UL კლასიფიცირებული (შემოწმებულია Underwriters Laboratories-ის მიერ აშშ-ს და კანადას სპეციფიური მოთხოვნების მიხედვით)

CE ნიშანი - დამტკიცებულია ევროპაში გაყიდვისა და გამოყენებისთვის

სიმბოლოები8

Page 45: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 45 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

სიმბოლო აღწერაევროპის კავშირის წარმომადგენელი

დამოწმების კოდი (ნაწილის ნომერი)

მწარმოებელი

სერიის ნომერი

წარმოების თარიღი

Page 46: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

მხარდაჭერა 1.800.635.5267 46 PM100N სახლში გამოყენების სახელმძღვანელო

SSpO2 (ჟანგბადის) მაჩვენებელი 6, 7, 29აატმოსფერული წნევა, მუშაობა 18

აქსესუარები 43აწყობა 21-27ბბატარეის ენერგია 24ბატარეის სტატუსი 29, 33გგანგაში 31-32განგაშის პარამეტრები, წაკითხვა 36-37

განგაშის გამოსართავი ღილაკი 8, 21, 23, 32

გაფრთხილება 15-18გაწმენდა 40-42

დდეზინფექცია 40, 42დღის საათი 29ეეკოლოგიური მდგომარეობა 13, 18

ეკრანი 29კკლინიკური ექიმის როლი 10კონტაქტები 21-22, 25, 30მმზრუნველის როლი 9მთავარი გვერდის ღილაკი

8, 21, 23, 26მთავარი ეკრანი 29მიწოდება 11მოგზაურობა 10-11მონიტორინგის სისტემის აღწერა 8, 21-22

მონიტორინგის სისტემის გამორთვა 27

მონიტორინგის სიტემის ნაწილები 8, 21

მონიტორინგის სიტემის ჩართვა 26ნნარჩენების გადამუშავება 11პპულსის სიჩქარე (PR) 6, 29ჟჟანგბადის (%SpO2) მაჩვენებელი 6, 7, 29სსამუშაო გარემო 13, 18სენსორი 7, 8, 21, 25, 30, 38-39სიკაშკაშე, დაყენებული 35სიფრთხილის ზომები 18-20ტტემპერატურა, მუშაობა 18ტენიანობა, მუშაობა 18ტრანსპორტი 10-11, 18

უუსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია 12-20ღღილაკი 8, 21, 23შშენახვა 11, 18 ჩჩასართავი ღილაკი 8, 21,

23 , 26ჩახშობილი განგაშის სიმბოლო 32ცცვლადი დენის წყარო 24

წწუთში გულისცემა (წუთში გულისცემა; პულსის სიხშირე) 5, 6, 29ხხმა, დარეგულირება 34

საგნობრივი საძიებელი

Page 47: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

ჩანაწერები:

Page 48: NellcorTM · მზრუნველის როლი?..... 9 რა არის ექიმის როლი? ... პაციენტს შეიძლება არ

Part No. PT00097669 Rev A (A7471-2) 2019-02

COVIDIEN, COVIDIEN with logo, and Covidien logo and Positive Results for Life are U.S. and internationally registered trademarks of Covidien AG. Other brands are trademarks of a Covidien company.

™* brands are trademarks of their respective owners.

© 2014 Covidien. All rights reserved. Covidien llc, 15 Hampshire Street,

Mansfield, MA 02048 USA. Covidien Ireland Limited,

IDA Business & Technology Park, Tullamore, Ireland.

www.covidien.com0123