საქართველოს ევროპული...

38
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საქართველოს ევროპული არჩევანი: მედიის როლი თემის გაშუქებაში მიმართულება-ჟურნალისტიკა კათედრა-ჟურნალისტიკა სტუდენტი: ანა ბარბაქაძე ხელმძღვანელი: ნატო ონიანი თბილისი საქართველო ●2015 წელი

description

პუბლიკაცია წარმოადგენს ანა ბარბაქაძის სადიპლომო ნაშრომს თემაზე: საქართველოს ევროპული არჩევანი - მედიის როლი თემის გაშუქებაში. ნაშრომი შედგება შესავალი ნაწილისგან, 3 თავისგან და შესაბამისი ქვეთავებისგან. დასასრულს წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურის სია. ნაშრომი პირველად გამოქვეყნდა საქართველოში, თბილისში, 2015 წელს.

Transcript of საქართველოს ევროპული...

Page 1: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს ევროპული არჩევანი:

მედიის როლი თემის გაშუქებაში

მიმართულება-ჟურნალისტიკა

კათედრა-ჟურნალისტიკა

სტუდენტი: ანა ბარბაქაძე

ხელმძღვანელი: ნატო ონიანი

თბილისი ● საქართველო ●2015 წელი

Page 2: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

2

ანოტაცია:

სადიპლომო ნაშრომში საქართველოს ევროპული არჩევანი: მედიის როლი თემის

გაშუქებაში მიმოვიხილავთ ოთხმოცდაათიანი წლებიდან დღემდე საქართველოსა და

ევროკავშირს შორის გაფორმებული ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმებისა და

დოკუმენტის შინაარსსა და მნიშვნელობას, განსაკუთრებული ყურადღება

გამახვილებულია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისზე, როდესაც მსოფლიოს

წამყვანი ქვეყნები და საერთაშორისო სტრუქტურები თავიანთი ინიციატივით

დაინტერესდნენ ჩვენი რეგიონით, ეს კი მეტწილად „აბრეშუმის გზის“ აღდგენის

სურვილით იყო განპირობებული. გაანალიზებულია ამ მხრივ საქართველოს

დღევანდელი მდგომარეობაც და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის

სამომავლო პერსპექტივები.

ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ქვეყნის არჩევანი საზოგადოებრივი

აზრისა და შეხედულებების ერთობლიობას წარმოადგენს. რა ხდება ამ მხრივ

საქართველოში? რამდენად ასახავს ქვეყნის, უკვე დეკლარირებული საგარეო

მიმართულება საზოგადოების რეალურ განწყობას? კითხვებს პასუხი სადიპლომო

ნაშრომის მეორე თავში ეცემა, სადაც 2009 წლიდან დღემდე ამ საკითხე ჩატარებული

ყველა კვლევის შედეგია თავმოყრილი.

ნაშრომის მთავარი კვლევის ობიექტი მედიაა, ის თუ რამდენად ობიექტურად,

პროფესიონალურად და რა სიხშირით აშუქებს იგი საქართველოსა და ევროკავშირს

შორის არსებულ ურთიერთობასა და ამ მხრივ ქვეყნისათვის მნიშნელოვან

მომენტებს. ნაშრომის ამ თავში პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ვაფასებთ

მედიის პროფესიონალიზმს, თემის ირგვლივ არსებული საკითხების გაშუქების

ხარისხსა და თავად ჟურნალისტების ცოდნას. ჩვენს მიერ ჩატარებულმა მცირე

კვლევამ აჩვენა რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო

კვლავ ტელევიზიაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იგი არაქართულენოვანი

მოსახლეობისთვისაა, ეს კი იმ ფონზე, როდესაც ისინი აღნიშნულ საკითხს მხოლოდ

მოკლე სიახლეებს უძღვნიან და მას სიღრმისეულად არ განიხილავენ. მართალია

თემას სიღრმისეულად განიხილავენ და ანალიტიკურ სტატიებს უძღვნიან ბეჭდური

მედიის წარმომადგენლები, მაგრამ აქ მეორე პრობლემას, აღნიშნული მოცულობის

ხარისხს ვხვდებით, რაც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია.

მედიასივრცეში ზემოთაღნიშნული მდგომრეობის გათვალისწინებით საქართველოს

მთავრობამ შეიმუშავა სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და

ინფორმაციის შესახებ (2014-2017წწ) რომლის მიზანია, საქართველოს მოსახლეობის

ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და

ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. სტრატეგიის მნიშნელოვანი დეტალებისა და

სამოქმედო გეგმის წაკითხვა ნაშრომის დასკვნით ნაწილშია შესაძლებელი.

Page 3: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

3

Anotation:

In Diploma work: Georgia’s European choice: The role of media coverage we talk about

relations between Georgia and EU from early nineties till today, about all important content

and agreement. Special attention is paid to the early nineties, when the world's leading

countries and international organizations on their own initiative were interested in our

region, and this is largely due to the "Silk Road" that they wished to restore. We also

analyzed Georgia’s current state and future prospects of relations with international

organizations.

In any democratic country, country’s choice is a combination of public opinion and attitudes.

What is going on in Georgia? Is our country’s declared foreign direction the real mood of the

community? We cans see the answers in the second chapter of the diploma work, where we

can read the results of researches on this case from 2009 year till today.

Main research topic in this diploma work is media, How impartial, professionally and how

often it covers the relations between the EU and Georgia and the important moments for the

country. In this chapter based on practical examples we appreciate the professionalism of the

media, the quality of their media products and the knowledge of journalists. A small study

made by us, showed that our society’s main source of information is still television, It is

especially important for non-Georgian population, but at this time, they only show the short

news about this topics and don’t review it in-depth. Newspapers give this issue more

attention, they print some analytical articles about it, but one is the periodicity and another

the quality, which is the most important thing.

According to this situation in media, government developed communication and information

Strategy for 2014-2017years. Whose purpose is to inform the population of the European

integration process and the country's obligations related opportunities. You can read the

significant parts of the strategy and action plan in the final part of the paper.

Page 4: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

4

სარჩევი:

შესავალი ------------------------------------------------------------------------------------- გვ 5

თავი I საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ---------------- გვ 7

1.1 ისტორიული ექსკურსი (საქართველომ ევროპა აირჩია) ------- გვ 7

1.2 საქართველო და ევროკავშირი (1992-2014) -------------------------- გვ 9

1.3 სამომავლო პრესპექტივები ---------------------------------------------- გვ11

თავი II ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება

საქართველოში (საზოგადოებრივი აზრის კვლევა) ------------------------- გვ 19

2.1 კვლევის მიზანი და მეთოდები ---------------------------------------- გვ 19

2.2 კვლევის შედეგები ---------------------------------------------------------- გვ 19

2.3 საქართველოს ევროპული არჩევანი, როგორც ხალხის არჩევანი? -

-გვ 25

თავი III მედიის გავლენა საზოგდოებრივი აზრის ფორმირებაზე ----- გვ 28

3.1 საზოგადოებაზე მედიის გავლენის ზოგადი მაგალითები -- გვ28

3.2 როგორ აშუქებს მედია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს -

-გვ 29

დასკვნა ------------------------------------------------------------------------------------------ გვ 36

გამოყენებული ლიტერატურა ---------------------------------------------------------- გვ 37

Page 5: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

5

შესავალი

თემის აქტუალობა:

მას შემდეგ, რაც 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში,საქართველოსა და ევროკავშირს

შორის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ქვეყნის მკაფიოდ გამოხატულ,

დასავლური ორიენტირისკენ სვლას უკვე დოკუმენტურად გაფორმებული სახე

მიეცა. ამდენად, ვფიქრობთ, საქართველოს ევროპულ არჩევანზე საუბარი დროულია,

თემა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია, მათ შორის- მედიასთან კონტექსტშიც.

ნაშრომში, გარდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიული

ექსკურსისა, წარმოდგენილია თემის პრაქტიკული განხილვაც. საუბარია იმაზე თუ

რამდენად რეალურად და ზუსტად ასახავს სახელმწიფოს არჩევანი მოსახლეობის

განწყობას და რა გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მედია.

სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი იქნება ნაშრომის კვლევის მთავარი მიმართულება.

კვლევის მიზანი:

საქართველოს ევროპული არჩევანი: მედიის როლი თემის გაშუქებაში.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტის გაანალიზება.

საქართველოს მოსახლეობის რეალური განწყობის და მედიის ზეგავლენის დონის

დადგენა მათი აზრის ფორმირებაზე.

ამოცანები:

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა (ისტორიული ექსკურსი და

სამომავლო პერსპექტივა).

მოსახლეობის რეალური განწყობა თემასთან მიმართებაში.

მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

როგორ აშუქებს მედია საქართველო-ევროკავშირის თემას.

მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა (და ეს ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია) არ

იცის, თუ რა სარგებლის ან ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს საქართველოს

ევროკავშირში გაწევრიანება, რა პასუხისმგებლობის, ბენეფიტის ან საფრთხის

მომტანია ეს პროცესი. ბევრისათვის ევროკავშირი მხოლოდ უვიზო მიმოსვლასთან

ასოცირდება, ბევრიც ფიქრობს, რომ ეს იქნება ეროვნული იდენტობის დაკარგვისაკენ

გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, ადამიანების ნაწილი კი აცხადებს, რომ ევროპა

საქართველოს ერთადერთი არჩევანია.

ვინ ან როგორ უნდა გაათვითცნობიეროს მოსახლეობა, რათა მათ შეძლონ საეტაპო

მნიშვნელობის მოვლენების კრიტიკულად შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა?

ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას საკუთარი საგარეო კურსის დასახვის უფლება, სულ

Page 6: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

6

რაღაც, 20 წლის წინ მიეცა, ხოლო მას შემდგომ შიშისა და წნეხის ქვეშ ცდილობს

საგარეო ორიენტირის სწორად დასახვას. მოსახლეობისთვის ინფორმაციის წყარო

მედიაა, მედია, რომელიც ხშირად საკუთარი რეალური ფუნქციის შესრულებისგან

საკმაოდ შორს დგას.

ზემოთმოყვანილ კითხვებზე პასუხების გაცემას საბაკალავო ნაშრომში ვეცდებით.

კვლევის მეთოდოლოგია: სადიპლომო ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია

ისტორიული ანალიზის, მეორადი ანალიზის, კრიტიკული დისკურსის ანალიზის,

კვლევის შედარებითი ანალიზის და დოკუმენტური ანალიზის მეთოდები. ასევე

ანკეტირება. ქართველი დარგის ექსპერტების სახელმძღვანელოები და საჯარო

წერილები საქართველოს საგარეო პოლიტიკის, გეოპოლიტიკის და მედიის შესახებ.

ნაშრომში ასევე გამოყენებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული

კვლევების შედეგები. საგაზეთო, სატელევიზიო და ინტერნეტ გამოცემების

მასალები.

ნაშრომის სტრუქტურა: სადიპლომო ნაშრომი სათაურით: „საქართველოს

ევროპული არჩევანი: მედიის როლი თემის გაშუქებაში“, წარმოადგენს საქართველოსა

და ევროკავშირის ურთიერთობების ანალიზს, საზოგადოებრივი აზრის კვლევას

თემაზე და მედიის როლისა და გავლენის შეფასებას საქართველო-ევროკავშირის

თემის გაშუქებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ნაშრომი

წარმოდგენილია 38 კომპიუტერული ნაბეჭდი გვერდით, რომელიც შეიცავს შესავალს,

ნაშრომის ძირითად ტექსტს 3 თავის შემადგენლობით. სადიპლომო ნაშრომს ერთვის

დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის სია.

Page 7: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

7

თავი I

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე

დადგა, მას უნდა განესაზღვრა საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი.ამოცანას

ართულებდა ის, რომ არჩევანს გაკეთება საბჭოური მემკვიდრეობის, მოუგვარებელი

კონფლიქტებისა და სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე გვიწევდა.

სადიპლომო ნაშრომის ამ თავში განხილული იქნება საქართველოსა და

ევროკავშირის ისტორიული ურთიერთობა, ის შეთანხმბებები და პირობები,

რომელთა საფუძველზეც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

1.1 ისტორიული ექსკურსი (საქართველომ ევროპა აირჩია)

მკვლევართა ერთი ნაწილი, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკას ორ

პერიოდად ყოფს. პირველია ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1992 წლამდე, ხოლო მეორე ხელისუფლებაში

ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდგომი ეტაპი.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში, საქართველო თვითგადარჩენასა და

მოკლევადიანი მიზნების მიღწევაზე იყო ორიენტირებული. მოგვიანებით,

მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის

კონფლიქტებისა და რუსეთის ზეწოლისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკამ

თანდათან დასავლური ორიენტაცია აირჩია. აშკარა გახდა, რომ ქვეყანა

ევროატლანტიკური კავშირისკენ მიილტვოდა, თუმცა გამოცდილებამ დაგვარწმუნა,

რომ ეს პროცესი არც ისე მარტივი და მოკლევადიანი აღმოჩნდა, და რომ საბოლოო

მიზნის მისაღწევად მხოლოდ დეკლარირება არ აღმოჩნდა საკმარისი.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების

შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი გამოიჩინეს არა მხოლოდ

ძლიერმა მეზობელმა ქვეყნებმა (რუსეთი, თურქეთი, ირანი), არამედ მსოფლიოს

წამყვანმა ქვეყნებმა და საერთაშორისო სტრუქტურებმაც (აშშ, ევროკავშირი). ეს

რეგიონში შესამჩნევი რაოდენობით ნავთობის რეზერვებით და მისი მეტად

ხელსაყრელი გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობით, ევროპასა და

აზიას შორის ტრანზიტული დერეფნის როლით იყო და არის განპირობებული.

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სცენაზე 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა.

სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნები პირველ ნაბიჯებს დგამდნენ საბაზრო

ეკონომიკისა და დემოკრატიისაკენ და როდესაც რეგიონის პოლიტიკური

ლანდშაფტი ეთნიკურმა კონფლიქტებმა და ნავთობმა მოიცვა.

Page 8: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

8

ნათელი გახდა, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიული

,,აბრეშუმის გზის“ აღდგენას, რომელიც აზიასთან პირდაპირ სავაჭრო არხს

წარმოადგენს. სამხრეთ კავკასიამ ერთგვარი ხიდის როლი შეიძლება შეასრულოს

ევროპასა და აზიას შორის.

ეკონომიკური თუ პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველომ

მკაფიოდ და არაერთგზის განაცხადა საკუთარი ბუნებრივი ფუნქციის აღდგენის

სურვილი: გახდეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებული იდეის

მატარებელი და აქტიური მამოძრავებელი ქვეყანა. ტრასეკა იგივე ევროპა-კავკასია-

აზიის სატრანსპორტო დერეფანი ანუ ახალი აბრეშუმის გზა არის

სახელმწიფოთაშორისი პროგრამა, რომელსაც ხელი 1998 წელს მოეწერა. იგი მიზნად

ისახავს შავი ზღვის რეგიონის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების პოლიტიკური და

ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას საერთაშრისო ტრანსპორტის - პორტების,

რკინიგზის და ავტომაგისტრალების -გაუმჯობესების გზით. რეალურად, იდეა

ითვალისწინებს იმ უძველესი მარშრუტის აღდგენას, რომლითაც ჯერ კიდევ ჩვენს

წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ჩინეთიდან და ინდოეთიდან მომავალი ვაჭართა

ქარავნები კასპიის ზღვის, საქართველოს, შავი ზღვის და შემდეგ ბოსფორის გავლით

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს უკავშირდებოდნენ. პროგრამა, რომელსაც ზურგს

ევროკავშირი უმაგრებს, აერთიანებს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს,

ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ურკაინას, მოლდოვეთს,

ბულგარეთს, რუმინეთს და თურქეთს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების

ბანკს, მსოფლიო ბანკს, ისლამური განვითარების ბანკს და აზიის განვითარების ბანკს

ტრასეკას პროექტების დაფინანსებაზე უზარმაზარი ხარჯები აქვთ გაწეული.

ევროკავშირი დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით, რადგან კავკასიის

ტერიტორიაზე გამუდმებული კონფლიქტების რეგიონის ფარგლებს გარეთ

გავრცელების შესაძლებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაფართოებულ

ევროკავშირს. ამასთანავე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასტაბილურმა სიტუაციამ

შესაძლოა ევროკავშირში გარკვეულწილად იმიგრაციის ზრდა გამოიწვიოს.

ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამხრეთ

კავკასია ევროკავშირის ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისათვის

(CFSP) სტრატეგიულ რეგიონს და შუა აზიისაკენ ნამდვილ ჭიშკარს წარმოაგენს და

2001 წლის თებერვალში ევროკავშირის ,,ტროიკის“ ვიზიტმა სამხრეთ კავკასიის

ქვეყნებში ასევე დაგვანახა, რომ ევროკავშირი მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ

კავკასიასთან ურთიერთობების განმტკიცებას.

ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და რეგიონის სამივე

ქვეყანას შორის დადებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება (PCA),

რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში. პოლიტიკური დიალოგის, დემოკრატიის,

საბაზრო ეკონომიკის, ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებისათვის

Page 9: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

9

ხელშეწყობა და ქმედითი კავშირების აღდგენა ევროკავშირსა და რეგიონის ქვეყნებს

შორის ამ შეთანხმებათა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აგრეთვე

მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი ვაჭრობაში

გენერალიზებული პრეფერენციების სისტემით უზრუნველყოფა (GSP).

ევროკავშირი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის

მძიმე წლებში დაეხმარა. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა ინტენსიური

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ

ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და

პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა.

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების გენერალური სამდივნოს ერთ-ერთმა

წარმომადგენელმა, მაიქლ კოლჰერმა, 2003 წლის თებერვალში ბრიუსელში

საუბრისას აღნიშნა, რომ „დღევანდელ მსოფლიოში მომძლავრებული ტერორიზმის

საფრთხის პირობებშიევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ საქართველო გახდეს

წარუმატებელი ქვეყანა“.1 [nplg.gov.ge]

ქართული მედია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმართ მეტად

მგრძნობიარე იყო: ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანა რუსეთის პოლიტიკური და

ეკონომიკური სივრციდან გამოსვლას იწყებს და ამდენად, ნებისმიერ საგარეო

კავშირებს, და მით უფრო, ისეთ ძლიერ პარტნიორთან, როგორიც ევროკავშირია,

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართულ მედიაში ევროკავშირის თემა

განიხილებოდა, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისკენ და მისი ტერიტორიული

მთლიანობის დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ თვალსაზრისით,

განსაკუთრებით აქტიური იყო სახელმწიფო ტელევიზია (შემდგომში-

საზოგადოებრივი მაუწყებელი), რომელიც საკუთარ საინფორმაციო სივრცეში

ევროკავშირთან ურთიერთობას დიდ ადგილს უთმობდა. ტრასეკას თემასთან

დაკავშირებული ნებისმიერი სიახლე ხდებოდა საინფორმაციო („მოამბე“) და

ანალიტიკური („ტაიმ აუტი“, „მსგეფსი“) მთავარი თემა; ევროკავშირთან

ურთიერთობაზე ანალიტიკურ წერილებს აქვეყნებდა პრესა, აქტიური ამ მხრივ

გაზეთი „რეზონანსი“ იყო, რომელიც დიდ ადგილს უთმობდა ექსპერტთა

მოსაზრებებს. აქტიურქდ განიხილებოდა ეს საკითხი რადიოგადაცემებშიც. ერთი

სიტყვით, თამამად შეიძება ითქვას, რომ იმ პერიოდის მედია ევროკავშირთან

მიმართებით მეტად აქტიური და პროდუქტიული იყო.

1.2 საქართველო და ევროკავშირი (1992-2014)

1 www.nplg.gov.ge - ახალი აზრი 2004 №2(16) “ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში, სამხრეთ კავკასია

ევროკავშირში?”

Page 10: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

10

2014 წლის ივნისში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ევროკავშირსა და

საქართველოს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სრულიად ახალი ეტაპზე

გადავიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და

ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ითვალისწინებს

ევროკავშირთან მoმავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის

შესაძლებლობას, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად

გაღრმავებას, საქართველოს დაახლოებას ევროპასთან.

ევროკავშირი და საქართველო ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირსა და საქართველოს

შორის ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც განსაზღვრავს განვითარების

პრიორიტეტებს 2014-2016 წწ. პერიოდში, ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა

დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელების

გათვალისწინებით. ასოცირების დღის წესრიგი დაეხმარება საქართველოს სრულად

ისარგებლოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომლის წინასწარი ნაწილობრივი

ამოქმედება (განსაკუთრებით მისი სავაჭრო ნაწილის) 2014 წლის 1 სექტემბერისათვის

უკვე დაიწყო. წინასწარი ნაწილობრივი ამოქმედება მისი ევროკავშირის 28 წევრი

სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების მიერ რატიფიცირების პროცედურების

დასრულებამდე შეთანხმების უმეტესი ნაწილის ამოქმედების საშუალებას იძლევა.

მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი

თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ოფიციალურად დაიწყო ევროკავშირის

უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის

საკითხებში / ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა ბათუმში, 2010

წლის 15 ივლისს; ისინი დასრულდა 2013 წლის 22 ივლისს. ასოცირების შესახებ

შეთანხმების პარაფირება მოხდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე

2013 წლის ნოემბერში, მას ხელი მოეწერა ბრიუსელში 2014 წლის 27 ივნისს, ხოლო

2014 წლის 18 ივლისს მოხდა მისი რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტის მიერ.

საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირის

"ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" (ENP)შედეგია, რომელიც 2004 წელს დაიწყო და

რომლის მიზანი იყო გაფართოებული ევროკავშირისა და მისი მეზობლების

დაახლოება და ყველა ჩართულ მხარეში კეთილდღეობის, სტაბილურობისა და

უსაფრთხოების ხელშეწყობა. მან ხელი შეუწყო კავშირების ჩამოყალიბებას

თანამშრომლობის ახალ სფეროებში და საქართველოს მიზანს, მიეღწია მეტი

დაახლოებისათვის ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებთან.

2009 წლის გაზაფხულზე უფრო ღრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის

წამოწყებით, რომელშიც საქართველოს გარდა ასევე მონაწილეობდნენ სომხეთი,

აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ

რეგიონის მნიშვნელობას და იმ პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომლებსაც ის

სთავაზობდა რეგიონის ქვეყნებს.

Page 11: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

11

2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქარველოს მიანიჭა პრეფერენციების ზოგადი

სისტემით (GSP+) სარგებლობის უფლება. ეს უფლება 2008 წელს გაგრძელდა და ის

გაგრძელდება გარდამავალ პერიოდში DCFTA-ს ძალაში შესვლიდან ორი წლის

განმავლობაში . GSP+ ითვალისწინებს საქართველოდან ევროკავშირში

ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას და

ტარიფების ცალმხრივად შემცირებას.

1990–იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ევროკავშირი ეხმარება

საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების შედეგების

აღმოფხვრაში და ის განაგრძობს ამ რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას 2008

წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ის ასევე მნიშნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს

ძალისხმევებს მრავალი დევნილის სასიცოცხლო პირობების გაუმჯობესების

მიმართულებით.

2003 წლის ივლისიდან მოყოლებული, ევროკავშირი ნიშნავს ევროკავშირის

სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში. ეს არის მაჩვენებელი

ევროკავშირის მზადყოფნისა, აქტიურად შეუწყოს ხელი კონფლიქტების მშვიდობიან

მოგვარებას და ნდობის აღდგენის ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში, და

ამავდროულად კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მიერ საქართველოს

ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სამოქალაქო

ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლის

ოქტომბერში ამოქმედდა, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი

შეთანხმების შესაბამისად, რომელმაც დაასრულა აგვისტოს ომი. ევროკავშირის

სადამკვირვებლო მისიის მანდატი გულისხმობს ამ შეთანხმებების მონიტორინგს,

კერძოდ სეპარატისტულ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე

ტერიტორიების პატრულირებას.

2015 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ერთის მხრივ,

საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის

გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა

და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის

განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.2

1.3 სამომავლო პრესპექტივები

არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტულადაა გაწერილი

ეროკავშირის ინტერესები საქართველოსთან მიმართებით. ერთ-ერთი დოკუმენტი,

რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ არის 2003 წელს გაწერილი

2კახა გოგოლაშვილი, სერგი კაპანაძე, ევროკავშირი და საქართველო: მიმდინარე საკითხები და

მომავლის პერსპექტივები, თბილისი, 2009, GFSIS

Page 12: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

12

უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც საუბარია ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, ისეთ

მთავარ საფრთხეებზე, როგორებიცაა: ტერორიზმი, რეგიონული კონფლიქტები,

მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, არშემდგარი სახელმწიფოები და

სხვადასხვა სახის ორგანიზებული დანაშაული. დოკუმენტის მთავარი

სტრატეგიული მიზანი მეზობელ რეგიონებში უსაფრთხოების განმტკიცებაა, რაშიც

მოიაზრება კარგი მმართველოის მქონე ქვეყნების ერთგვარი რკალის შექმნა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს უფრო ძლიერი

და აქტიური ინტერესი სამხრეთ კავკასიის პრობლემებისადმი.

სწორედ ზემოთმოყვანილი დოკუმენტის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ

ევროკავშირს აქვს მკაფიოდ გამოხატული ინტერესები საქართველოს მიმართ, რაც

უპირველეს რიგში რეგიონის უსაფრთხოებაში გამოიხატება.

„სამი ქვეყნიდან საქართველოს ევროკავშირთან ყველაზე ღრმა და ყველაზე

წარმატებული ურთიერთობა აქვს. ქართველები, რომლებიც არასტაბილურ

სამეზობლოში ცხოვრობენ, საკუთარი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად

ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობას მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ

ევროკავშირმა საქართველოს ევროპული არჩევანი აღიარა, მისი გაწევრება უშორეს

პერსპექტივად რჩება. თუმცა საქართველო არ შეშინდა და სჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ,

ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად სხვადასხვა მიმართულებით კავშირების

განმტკიცებით გაუიოლდება საბოლოო ინტეგრაცია,“-BBC. [www.kvirispalitra.ge]3

ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების მიზანმიმართულმა პოლიტიკამ

საქართველო ევროპასა და ევროატლანტიკურ თანამეგობრობას დაუახლოვა. 2008

წლის სამხედრო აგრესიამ და ქვეყნის ნაწილის ღია ოკუპაციამ შეაფერხა, მაგრამ ვერ

შეაჩერა საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან. ამ ინტეგრაციის მნიშვნელოვან

წინაპირობად იქცა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო

არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში

პირველად, ხელისუფლების კონსტიტუციურად გადაცემის საფუძვლად იქცა.

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქართველოსადმი სწორედ

დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იყო, რომელი გამოცდაც ჯერ 2012 წელს

საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი 2013 წელს საპრეზიდენტოზე ქვეყანამ

წარმატებით ჩააბარა, ასე აფასებენ ამ პროცესებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები.

მიუხედავად ამ დემოკრატიული პროცესისა, მათ ახალი მთავრობისადმი არაერთი

შენიშვნა და მითითება გააკეთეს, რაც ძირითადად წინა მთავრობის

მაღალჩინოსნების დაკავებასა და მათზე ძებნის გამოცხადეას ეხება. ვილნიუსში

რადეკ სიკორსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: „რაც იყო, იყო,

შეწყვიტეთ ეს კავკასიური ვენდეტა და გადადით რეფორმებზე".[forbes.ge]4 ასევე

3 Kvirispalitra.Ge, 19.03.2012 საქართველოს ევროპული არჩევანი

4 Forbes.Ge, 09.01.2014, ევროპა და საქართველო ღირებულებების გეოპოლიტიკაში

Page 13: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

13

საგულისხმო და მოულოდნელი და პოლიტიკურად გაუმართლებელი იყო თავად

ქვეყნის შიგნით მომხდარი მოულოდნელი პოლიტიკური ცვლილებებიდან

გამომდინარე საქართველოს უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი

მოადგილეების განცხადებები ევროპული კურსიდან გადახვევის შესახებ.

„არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ევროპულ არჩევანს და დღეს თუნდაც

ჩვენი ამ გადადგომით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები რის წინაშეც ქვეყანა

რეალურად დგას. რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ მომავალი საქმიანობა, არამედ

მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც

მოგახსენეთ. საქართველოს ევროპული მომავალი არის ქართველი ხალხის არჩევნები

და ჩემს გუნდს, იმ ადამიანებს, რომელთაც შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის

შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს და დღეს

თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა

რეალურად დგას", - განაცხადა ფანჯიკიძემ. [Ipn.Ge]5

ეს კი გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებული განცხადება:„ვერ გვიპოვით ვერც

ერთ გამონათქვამს, ვერც ერთ დოკუმენტს, რომელშიც იყოს დაფიქსირებული სხვა

რამე, გარდა საქართველოს ევროპული გზისა და ევროპული არჩევანისა. ყველა

გამოსვლაში, ყველა ინტერვიუში მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს ქართველი

ხალხის, ამ ქვეყნის მოქალაქეების არჩევანია. ამიტომ დისკუსია ამ საკითხის

ირგვლივ ყურით მოთრეულად მიმაჩნია, რადგანაც ძალიან მკაფიოა საქართველოს

გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. ამაზე მუშაობს არა მხოლოდ ეს სამინისტრო,

არამედ მთელი მთავრობა. მთელი დისკუსია ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს

საქართველოს საგარეო პოლიტიკური გზა საფრთხეშია, გამიზნული იყო არასწორი

შთაბეჭდილების შექმნაზე. თქვენ იცით, რომ პარლამენტში მომზადდა ჯერ ერთი

დოკუმენტი, ახლა უკვე მეორე, რომელშიც გაწერილია საქართველოს საგარეო

პოლიტიკური კურსი. გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვდა ევროპული არჩევანის

კონსტიტუციაში დაფიქსირებას, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია, თუკი ასეთი რამ

დაიშვება კონსტიტუციაში, ასევე ერთობლივი წერილის მიმართვაც დასაშვებია და

სწორედ ამის მზაობა გამოითქვა პრემიერის მხრიდან, რომ შესაძლებელია

მომზადდეს ერთობლივი დოკუმენტი, განცხადება თუ მიმართვა, რა ფორმა ექნება

ამას, ჯერჯერობით მე არ ვიცი, მაგრამ ამაში სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსი

დაფიქსირდება. მე ამაში განუხორციელებელსა და პრობლემურს ვერაფერს ვხედავ.

თუკი ასეთი დოკუმენტი მომზადდება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, -

განაცხადა ფანჯიკიძემ. [Opentext.Org]6

ამან რა თქმა უნდა ასევე დიდი გავლენა მოახდინა უცხოელი პარტნიორების

დამოკიდებულებაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, თემა მედიის ყურადღების

5 Ipn.Ge, 05.11.2014, მაია ფანჯიკიძე - არ შეგვიძლია, ვუღალატოთ ქართველი ერის არჩევანს

6 Opentext.Org.Ge, 06.03.2013, მაია ფანჯიკიძე: "საქართველოს საგარეო კურსი არ იცვლება"

Page 14: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

14

ცენტრში მოექცა და მუდმივი, ურთიერთსაპირისპირო განცხადებების რეჟიმში

წარიმართა:ყოფილი მინისტრის განცხადებას, ქვეყნის ამჟამინდელმა საგარეო

საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „საქართველოს ევროპული არჩევანი არის ეროვნული

არჩევანი და შესაბამისად, ეს არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ

მთავრობას,“-თამარ ბერუჩაშვილი.[Ipn.Ge]7

საქართველოს პროდასავლურ კურსს, ეროვნულ არჩევანს უწოდებს ბიძინა

ივანიშვილიც, რომლის განმარტებითაც დასავლეთში საქართველოს მარტო ის კი არ

ხიბლავს, რომ მან მშვიდობიან და ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწია, არამედ ის

რომ მისთვის მთავარი ღირებულება გახდა თავისუფალი ადამიანი.

ივანიშვილმა ეს განცხადება პრემიერობის დროს გააკეთა, თუმცა მანამდეც და მერეც

მას მისი ოპონენტები ყოველთვის როგორც პრორუსული ინტერესების გამტარებლად

მოიხსენიებენ.

მედიის ყურადღების ცენტრში ეს თემა კარგა ხნით მოექცა, თუმცა, ევროკავშირთან

ურთიერთობაზე მეტად, მედიისთვის (განსაკუთრებით, ელექტრონული

მედიისთვის) გაცილებით მნიშვნელოვანი სახელისუფლებო ძალის შიგნით

მიმდინარე პროცესები იყო: კოალიცია „ქართული ოცნება“ ალასანიას „თავისუფალმა

დემოკრტებმა“ დატოვეს და სწორედ, ამიტომაც იქცა ევროკავშირის თემა

წყალგამყოფად ყოფილ პარტნიორებს შორის. აღსანიშნავია, რომ ალასანიასა და

ფანჯიკიძის განცხადებების შემდგომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

გამართლებული პოზიციით წარსდგა საზოგადოების წინაშე მათივე თანაპარტიელი

ალექსი პეტრიაშვილი, თუმცა, მედიისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა არა

საკითხისადმი პროფესიული მიდგომა და ანალიზი, არამედ პოლიტიკური კორიდა,

რომელიც, როგორც ყოველთვის, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პროფესიული დონის

ეკრანულად ვიზუალირებული ხატია.

ასეა თუ ისე საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის გადამწყვეტ ფაზაშია

მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკურ ელიტაში ამ საკითხზე აზრი ორადაა გაყოფილი

და პოლიტიკური გაერთიანებების ზოგიერთი ლიდერი საქართველოს არა

ევროკავშირთან არამდეს რუსეთთან დაახლოვებასა და ევრაზიულ კავშირში

გაწევრიანებაში ხედავს ხსნას. მსგავსი მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხედვები

ძრითადად არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა გაერთიანებებს

აქვთ, ისინი ამ აზრს სააკაშვილის პერიოდშიც აფიქსირებდნენ და ღიად აცხადებენ

დღესაც. ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები

კოალიციაშიც, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გოგი

თოფაძე, საქართველოს ევროკავშრისა და ნატოს ორმხრივ პროექტებში ჩართვის

წინააღმდეგ გამოვიდა, მისი თქმით საქართველოს ამ გაერთიანებებში გაწევრიანების

7 Ipn.Ge, 30.09.2013, თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი - ეროვნული არჩევანია

Page 15: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

15

შანსი ნაკლებად აქვს და მისი ამ პროდასავლური ნაბიჯებით ხელს უშლის

რუსეთთან არსებული კონფლიქტების მოგვარებას.

“დავუშვათ, მოხდა სასწაული და შემოვიდა NATO, ხომ იციან ამ პოლიტიკოსებმა,

რომ ეს დაღუპავს ჩვენს ქვეყანას? წარმოიდგინეთ, შემოვიდა NATO საქართველოში,

კავკასიის ქედზე დააყენა ბალისტიკური რაკეტები და პირდაპირ კრემლში პუტინის

კაბინეტს დაუმიზნა. ამის საშუალებას მოგცემს რუსეთი? მონაგონი იქნება უკრაინა,

კაცო. გეუბნება, რუსეთი, არ გინდა NATO, მოდით, ვილაპარაკოთო და შენ კიდევ

NATO-ში გინდა. NATO რისი მშველელია. NATO-ს ჩადენილი არ არის ის, რაც მოხდა

ერაყში? იგივე ლიბია, იუგოსლავია, ხომ ნახეთ, რაც მოხდა იქ? ” - აცხადებს გოგი

თოფაძე. [Tabula.Ge]8

თანაგუნდელები კოალიციაში მის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ

საქართველოს რა ხანია არჩეული აქვს თავისი საგარეო კურსი და ის გადახედვას არ

ექვემდებარება.

თოფაძის ამ განცხადებას მოჰყვა პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსახლეობის

ნაწილის ბოიკოტი მისი ბიზნეს საწარმოს პროდუქტების არშეძენის სახით, რაზეც

პარლამენტარმა და ბიზნესმენმა კომენტარი გააკეთა და თქვა რომ პირიქით, ნატოს

მიმართ გამოთქმული განცხადებების შემდეგ "ყაზბეგის" რეალიზაცია 42%-ით

გაიზარდა. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ გამონათქვამმა განაპირობა რეალიზაციის

ზრდა.

მედიმ აქტიურად მოახდინა თოფაძის მოსაზრებებისა და ინტერვიუების

ტირაჟირება, სადაც თოფაძე აცხადებდა, რომ პოლიტიკურ ელიტაში ამ აზრის

გამტარებელი ბევრია, ასევე ამობს რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს სულაც

არ სურს რომელიმე პროდასავლურ ან ამერიკულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და

ასეთი მოქმედებებით რუსეთისგან დამატებითი საფრთხის მოლოდინი ან კიდევ

უარესი უკრაინის ისტორიის გავლის საშიშროება ჩნდება.

მიუხედავად იმ გრძელვადიანი პროცესისა, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან

დასაახლოვებლად გადის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ცხადია ქვეყნის და

მასთან ერთად რა თქმა უნდა მოსახლეობის უმეტესობის სურვილი, ჩვენ ხშირად

შევხვდებით ისეთ გამონათქვამებს როგორიც თოფაძემ გააკეთა, ბოლო პერიოდში

ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი

მთავარ პარტნიორად ისევ რუსეთს მიიჩნევს, რადგან ის მეზობელი ქვეყანაა,

ერთმორწმუნეა, რადგან მათ ევროპისა და ამერიკისგან დახმარება ჯერ არ უგრძვნიათ

და მათთან დაახლოევების ხარჯზე დიდი ძმის გაბრაზება არ სურთ. ამ შემთხვევაში

მთავარი ფაქტორებია: 2008 წლის ომის შედეგები, რომლის ინიციატორად

8 Tabula.Ge, 06.03.2015, თოფაძე: NATO რისი მშველელია? NATO-ს ჩადენილი არ არის ის, რაც მოხდა

ერაყში?

Page 16: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

16

მოსახლეობის დიდი ნაწილი სააკაშვილს მიიჩნევს და ამდენად, გამოაქვს დასკვნა,

რომ თუკი სააკაშვილი დასავლეთის დიდი მარდაჭერით სარგებლობს დღემდე,

მაშასადამე, ომიც მათი ხელდასხმით დაიწყო და ტერიტორიების დაკარგვაში მათაც

მიუძღვით ბრალი. ამ თვალსაზრისით, მთავარი საყვედური მედიას ეკუთვნის,

რომელმაც ვერ მოახერხა მოსახლეობისთვის ზუსტი ანალიზის მიწოდება და

მარტოოდენ ურაპატრიოტული და გაუაზრებელი, ლოზუნგური საეკრანო

პოლიტიკით შემოიფარგლა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ კუთხით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც,

რომელიც, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის რეალობაში აღმოჩნდა და

დასავლეთის პოლიტიკის უსუსურობა. მოსახლეობისთვის რთულია, გაერკვეს

პოლიტიკურ ნიუანსებში, ამ საკითხს რომ ახლავს თან, მითუფრო იმ ფონზე, როცა

ქართულმა მედიამ, განსაკუთრებით ტელევიზიამ და განსაკუთრებით, „რუსთავი2“-

მა მეიდანზე მიმდინარე პროცესების მიმართ არარეალური მოლოდინები გააჩინა,

ფაქტობრივად, უკრაინა დასავლეთისა და რუსეთის ბრძოლის არეალად გამოაცხადა,

სადაც, უპირობოდ, დასავლეთს უნდა გაემარჯვა. მედიამ მეიდანი მთავარ თემად

აქცია, დღეს კი, როცა უკრაინამ ყირიმი დაკარგა და ტერიტორიული რღვევის წინაშე

დგას, ამ თემამ პერიფერიაზე გადაინაცვლა. მოსახლეობისთვის უკრაინაში შექმნილი

ვითარება რუსეთთან დასავლეთის მარცხად და რუსეთისადმი დასავლეთის

დათმობებად აღიქმება, მით უფრო იმ ფონზე,როცა ხალხი მედიაში ანალიტიკით

განებივრებული არ არის და ქართული მედიის მთავარი თემა მხოლოდ

შიდაპოლიტიკური ინტრიგებია.

ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია იმანაც, რომ მედიის პრონაციონალურად

განწყობილმა ნაწილმა (სამწუხაროდ, ქართული მედიის დიდი ნაწილი დღემდე

პოლიტიკურად ანგაჟირებულია!) მეიდანი საქართველოს დაუკავშირა, მისი

გამარჯვება კი საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნებას, რომლის

მიმართაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ საკუთარი უარყოფითი

დამოკიდებულება არჩევნებზეც ღიად გამოხატა და მიტინგებზეც. ეს თემა გაღვივდა

უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების

წარმომადგენელთა დასაქმების შემდგომ, რაც აღიქმებოდა მტრულ ნაბიჯად არა

იმდენად უკრაინის, რამდენადაც დასავლეთის მხრიდან,ამანაც შეუწყო ხელი

უკრაინის თემისადმი გაუცხოვებას.

რასაკვირველია, უკრაინის თემის გათვალისწინებით, მოსახლეობას აქვს შიში იმისა,

რომ არათუ ვერ აღდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, კიდევ აღმოჩნდება

რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი, ევროპა და ამერიკა კი მხოლოს „შეშფოთებითა და

აღშფოთებით“ შემოიფრგლება.

და კიდევ: პრორუსული გავლენების ზრდას ხელი შეუწყო დასავლელი

პოლიტიკოსების განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ საქართველო ვერ მიიღებს მაპს,

Page 17: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

17

ევროკავშირის უვიზო რეჟიმს, ვერ გაწევრიანდება ამ სტრუქტურებში და ა.შ

ვიმეორებთ: ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლოს შესრულება შეეძლო

მედიას, რომელიც აშკარად ვერ მიდის დეკლარირების იქით და ვერ ახდენს

საკითხების სიღრმის მიტანასა და ახსნას მოსახლეობისადმი, ხშირად, იმ მარტივი

მიზეზის გამო, რომ თავადაც არ აქვს ღრმა ცოდნა ამ თვალსაზრისით. ამდენად,

მთავარი კითხვა უნდა იყოს ის, თუ რამ გამოიწვია რუსული გლენების გაჩენა

საქართველოში, ქვეყანაში, რომელშიც რუსეთს საყრდენი მაშინაც კი არ ჰქონდა, როცა

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და ამის დასტური ჯერ კიდევ საბჭოთა

კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას, 1991 წელს, საქართველოს სსსრ უმაღლესი

საბჭოს მიერ ორგანიზებული რეფერენდუმია, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთისა

და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ მიიღო, და რომლის მთავარ კითხვას:კითხვაზე

„ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი

დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ მონაწილე

ამომრჩეველთა (მოსახლეობის 90,3 პროცენტი) 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმვე წლის 9

აპრილს, საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ასე რომ, მთავარი კითხვაა

აქ ისაა, თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის აზრის ცვლილება უკვე პოსტსაბჭთა

პერიოდში, უფრო ზუსტად, ბოლო ათწლეულში: 2004 წელს ჩატარებული კვლევის

(კომპნია ნიკკოლომ“) მიხედვით, ნდობის უმაღლესი მაჩვენებელი ეკლესიას ჰქონდა,

შემდეგ მოდიოდა ნატო და აშშ.

თუმცა, აქ გასათვალისწინებელია მთავარი: მიუხედავად იმისა თუ რა სურვილები

და ზრახვები აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ უნდა

დაგვავიწყდეს რომ ამ ურთიერთობაში გადაწყვეტილებების მიმღები ევროკავშირია.

მსოფლიოს, ევროპას ამ უკანასკნელ პერიოდში არაერთი ახალი სატკივარი გაუჩნდა,

რაც გარკვეულ გავლენას ახდენს და დროში უფრო აჭინურებს საქართველოს

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამ საფრთხეზე პოლიტოლოგმა გია ნოდიამ

განაცხადა: „რას უნდა ველოდოთ ევროპის მხრიდან? უკეთეს თუ უარეს

მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ჯერ სომხეთის, შემდეგ კი უკრაინის უარი?

შეიძლება, შექმნილ სიტუაციაში რაღაც პოზიტიურიც დავინახოთ. მომხდარმა,

წესით, ევროპა ცოტა მაინც უნდა „შეაფუცხუნოს". მან უფრო მეტად უნდა დააფასოს

მოლდოვისა და საქართველოს ერთგულება ევროპული არჩევანის მიმართ.

მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის შეთავაზება უკვე ამის გამოვლენა ჩანს: ევროპამ არა

მარტო დააჯილდოვა მოლდოვა, არამედ ეხმარება მის დღევანდელ ხელისუფლებას,

რომ მან კომუნისტებთან არჩევნები არ წააგოს. რიგში შემდეგი ჩვენ უნდა ვიყოთ.

მაგრამ, თუმცა „მცირე რეგატის" ლიდერობა მოკლევადიან უპირატესობებს

გვიქადის, სტრატეგიულად უკრაინის „გადახვევა" ევროპული გზიდან წაგებიანია

საქართველოსთვის. უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკვანძო ქვეყანაა; მის

Page 18: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

18

გარეშე ევროკავშირს შეიძლება კიდევ უფრო შეუნელდეს ინტერესი ამ

პროგრამისადმი, რაც საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც აისახება“.

[Forbes.Ge]9

9Forbes.Ge, 09.01.2014, ევროპა და საქართველო ღირებულებების გეოპოლიტიკაში

Page 19: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

19

თავი II

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება

საქართველოში (საზოგადოებრივი აზრის კვლევა)

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ არჩევანზე, თავისთავად

ვგულისხმობთ საქართველოს როგორც ერთ სახელმწიფო მთლიანობას, მიუხედავად

იმისა რომ ერთი შეხედვით საქართველოს საგარეო ორიენტირი უკვე განსაზღვრული

აქვს, ხშირად შევხვდებით ქვეყნის საგარეო კურსზე განსხვავებულ მოსაზრებებს და

უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მოსახლეობის რეალურ არჩევანსა და

მისწრაფებებს პატივს არ სცემს და საზოგადოებრივი აზრის გამორკვევით არ

ინტერესდება.

2.1 კვლევის მიზანი და მეთოდები

ნაშრომის ამ თავში ვეცდებით დავადგინოთ ქართული საზოგადოების ცნობიერების

დონე და დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. მომდევნო ქვეთავში გაეცნობით

2009 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული კვლევის შედეგებსა და მათ

ანალიზს, იმას თუ რამდენად იცვლება მოსახლეობის განწყობა ბოლო წლების

განმავლობაში, ასევე დავადგენთ თუ რა ინფორმაციას ფლობენ მოქალაქეები

ევროკავშირის შესახებ. ამისათვის გამოვიყენებთ სხვადასხვა უცხოური

ორგანიზაციების ჩატარებულ და საკუთარი კვლევის შედეგებს. ნაშრომის ამ თავში

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ასევე წაიკითხავთ ანალიზს იმაზე თუ რამდენად

შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ევროპული არჩევანი,

ხალხის რეალური სურვილების გამოძახილად.

რას აფასებენ ქართველები ევროკავშირში? რას მოელიან ისინი ევროკავშირთან

დაახლოებისგან? რა აშფოთებთ მათ ამ პროცესში? რის შესახებ სურთ მათ მეტი

იცოდნენ?

2.2 კვლევის შედეგები

2009 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურს

ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად 79 პროცენტი რეფერენდუმის

შემთხვევაში ხმას მისცემდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 70

პროცენტი დარწმუნებულია რომ ამ იდეას მიესალმება მოსახლეობის უმეტესი

ნაწილი. მხოლოდ 2 პროცენტი იქნებოდა გაწევრიანების წინააღმდეგი

რეფერენდუმზე.

Page 20: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

20

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (78%) ძირითადად ეთანხმება იმ მოსაზრებას,

რომ ევროკავშირი დემოკრატიული ინსტიტუტია, რომ მას მოაქვს მშვიდობა და

უსაფთხოება ევროპაში (76%) და სხვა ქვეყნებშიც უწყობს ხელს დემოკრატიულ და

ეკონომიკურ აღმშენებლობას (70%). თუმცა რესპონდენტების 25 პროცენტი თვლის,

რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის, და 20 პროცეტზე მეტი

მიიჩნევს, რომ იგი ახალი ტიპის იმპერიაა, გამოკითხულთა უმრავლესობა ამ

მოსაზრებებს არ ეთანხმება. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს

რესპონდენტების უმრავლესობა დადებითად აფასებს, - ურთიერთობები ”საკმაოდ

კარგია” 40 პროცენტის, ხოლო ”ნეიოტრალურია” 39 პროცენტის აზრით.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ოთხმა პროცენტმა დაახასიათა ეს ურთიერთობები

როგორც ”ძალიან კარგი”, ხოლო უმაღლესი განათლების მქონეთა შორის კიდევ

უფრო ცოტამ. ათიდან ექვს გამოკითხულს (61%) მიაჩნია, რომ საქართველოს

მთავრობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კავშირების გამყარება ევროკავშირთან.

ქართველების უმეტესობა თვლის, რომ ევროპელები არიან. გამოკითხულთა 54

პროცენტი ეთანხმება პრემიერ მინისტრი ჟვანიას მიერ 1999 წელს წარმოთქმულს: ”მე

ქართველი ვარ, მაშასადამე ვარ ევროპელი”. ამ გზავნილმა განსაკუთრებული

გამოხმაურება გამოკითხულთა 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოიწვია,

რომლებიც უფრო ხშირად ეთანხმებოდნენ ამ მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რომ

ქართველობა ევროპას რაღაცით უკავშირდება, ქართველთა მხოლოდ 2 პროცენტი

თავს ”მხოლოდ ევროპელად” განსაზღვრავს, 13 პროცენტი - ”ქართველად და

ევროპელად”, 10 პროცენტი - ”ქართველი და კავკასიელი” და 61 პროცენტი -

”მხოლოდ ქართველი”

საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება 10 წლის

განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, მოსახლეობის 30 პროცენტი თვლის,

რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად 5 წელიწადში იქნება მზად. ეს

ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მნიშვენელოვანი ნაწილი მოსახლეობის არის

მაღალი მოლოდინით გამსჭვალული. ევროკავშირში გაწევრიანების საერთოდ არ

სჯერა მხოლოდ 30-მდე გამოკითხულს (1 პროცენტს). მიუხედავად ყოველივესი,

არსებობს დიდი აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს დღეს

საქართველო ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს. გამოკითხულთა 45

პროცენტზე მეტს მიაჩნია, რომ რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად

ნაკლებად არის მზად ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების

(43%), ადამიანთა უფლებების დაცვის (46%), კანონის უზენაესობისა (47%) და

კონკურენტული საბაზრო ეკონომიკის პირობების თვალსაზრისით. ამ

მახასიათებლების მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 10 პროცენტი თვლის, რომ

საქართველო სრულიად მზარ არის ევროკავშირისთვის, ხოლო 15-დან 20-

პროცენტამდე რესპონდენტთა აზრით უფრო მზად არის ვიდრე არა.

Page 21: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

21

ქართველებისთვის ევროკავშირის წევრობა ასოცირდება ქვეყნის ტერიტორიული

მთლიანობის და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრასთან.

სამოცდარვა პროცენტი თვლის რომ ევროკავშირის წევრობით გაუმჯობესდება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საფუძვლები, და მხოლოდ 11,5

პროცენტი თვლის, რომ წევრობას ან საერთოდ არ ექნება გავლენა ტერიტორიულ

მთლიანობაზე ან ეს გავლენა იქნება უარყოფითი. დაახლოებით იგივე შედეგები იქნა

მიღებული ეროვნული უსაფრთხოების გამყარებასთან დაკავშირებით. ამასთან,

ქართველები ოდნავ მეტ უპირეტასებოს ანიჭებენ ევროკავშირში გაწევრიანებას

ნატოსთან შედარებით, 37 პროცენტი 35-ის წინააღმდეგ. აქვე, გამოკითხულთა 51

პროცენტი იმ აზრს ემხრობა, რომ გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყნის საგარეო და

თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება საქართველოს მთავრობასთან ერთად

ევროკავშირმაც უნდა იკისროს. სამოცდაერთი პროცენტი იგივეს ითხოვს

ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკის შემუშავებისთვის.

მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო

ევროკავშირის წევრი გახდება, მიგრაციის დონე ქვეყნიდან მოიმატებს. ამის

საწინააღმდეგოს ამტკიცებს დაახლოებით იმავე რაოდენობის რესპონდენტი, თვლის

რა, რომ საქართველოდან ემიგრაცია შემცირდება გაწევრიანების შემდეგ.

არალეგალურ მიგრაციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების

დაბრკოლებლად გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი თვლის.

საერთო ჯამში გამოკითხულთა 29 პროცენტმა გამოთქვა ევროკავშირში მუშაობის

სურვილი, ხოლო 35 წლამდე ახალგაზრდებს შორის 37 პროცენტს იქ სწავლა სურს.

გერმანიას ირჩევს პოტენციური შრომითი მიგრანტების 20 პროცენტი, ხოლო

პოტენციური სტუდენტების 40 პროცენტი დიდ ბრიტანეთს ანიჭებს უპირატესობას.

გამოკითხულთა 5 პროცენტმა განაცხადა, რომ გერმანულს ფლობს საშუალო, ხოლო

10% - დამწყების დონეზე. მოსახლეობის 16% ლაპარაკობს ინგლისურად, 5%

სრულყოფილ ხოლო 11% საშუალო დონეზე; 13% კი დამწყებია

კითხვაზე არის თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი 71 პრეცენტმა სწორად

უპასუხა (”დიახ”), 11 პროცენტმა კი არასწორად (”არა”), დარჩენილმა 19 პროცენტმა

არ იცოდა ან არ 7 გასცა პასუხი. უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვია საქართველოს

ევროსაბჭოს წევრობის შესახებ კითხვამ: 40 პროცენტმა განაცხადა, რომ საქართველო

ევროკავშირის წევრი არ არის, 33 პროცენტმა კი - სწორად უპასუხა, რომ არის, ხოლო

28 პროცენტმა არ იცოდა ან არ გასცა კითხვას პასუხი.

2010 წლის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ევროპის სამეზობლო და

პარტნიორობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, განსაკუთრებით განსხვავეულ

სურათს არ იძლევა. უფრო და უფრო მეტი ქართველი მოიაზრებს ევროკავშირს

როგორც ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს. ამასთანავე, გამოკითხულთა უმეტესობას

(55%) ევროკავშირზე დადებითი წარმოდგენა აქვს,. ხუთი გამოკითხულიდან ოთხი

Page 22: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

22

(83%) საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას „ძალიან კარგის“ ან

„საკმარისად კარგის“ კვალიფიკაციას აძლევს. რესპოდენტთა სამმა მესამედმა (76%)

განაცხადა, რომ ევროკავშირის პროგრამები ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია.

რესპოდენტებმა, რომელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები,

ქვეყნის ინფრასტრუქტურა და განათლება, მაღალ დონეზე შეაფასეს ევროკავშირის

დახმარება რიგ სფეროებში, უპირველეს ყოვლისა მშვიდობისა და სტაბილურობის

გამყარებაში. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ცხოვრებაში ევროკავშირის

თანამონაწილეობა სათანადო დონეზეა. 9 გამოკითხულიდან 8 ამტკიცებს, რომ

ევროკავშირი შეძლებს საქართველოს დახმარებას მშვიდობისა და სტაბილურობის

დამყარებაში (81%), გამოკითხულთა უმეტესობა (76%) ამბობს, რომ თანამშორმლობის

პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას,

ხოლო 10 გამოკითხულიდან 7 (72%) ეთანხმება აზრს, რომ ევროკავშირსა და

საქართველოს საკმარისი საერთო ღირებულებები გააჩნიათთანამშრომლობისთვის.

რესპოდენტთა უმრავლესობას სურს, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი

შეასრულოს ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ეკონომიკური განვითარება

(90%), უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერება (81%) , იძულებით

გადაადილებულ პირთა საკითხები (79%), საშინაო პოლიტიკა და საგარეო საქმეები

(78%).

გამოკითხულ რესპოდენტთა მეოთხედი აცხადებს, რომ იცნობს ევროკავშირს, მის

პოლიტიკასა და უწყებებს ,რაც წინა ორი გამოკითხვის მაჩვენებლების იდენტურია.

ისევე, როგორც ადრე, ზოგიერთი ფაქტი ევროკავშირის შესახებ უფრო ცნობილია

საქართველოში, ვიდრე სხვა. 2010 წლის ნოემბერში გამოკითხულთა უმრავლესობამ

იცოდა, რომ ევროკავშირს გააჩნია საკუთარი დროშა (87%). გამოკითხვის წინა

ეტაპების მსგავსად, უმრავლესობამ არასწორად აღნიშნა, რომ ევრო არის

ევროკავშირის წევრი სახელმწიფროების საერთო ვალუტა.ასევე რესპოდენტთა

უმცირესობამ (16%) სწორად დაასახელა ევროკავშირის წევრი ქყვენების რაოდენობაც.

2011 წელს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურს

ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს

მოსახლეობის 80 პროცენტი ხმას ევროკავშირში გაწევრიანებას მისცემდა (79% იყო

2009 წელს). ასევე, უფრო მეტი ადამიანია დარწმუნებული, რომ საქართველო მზად

არის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ვიდრე 2009-ში იყო. საქართველოს

მოსახლეობის 38 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა 5 ან ნაკლებ წელიწადში იქნება

ევროკავშირის წევრობისთვის მზად (2009 წელს ეს მაჩვენებელი 31 პროცენტს

შეადგენდა) , ხოლო ერთ მესამედს მიაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირში 5 ან

ნაკლებ წელიწადში გაწევრიანდება.

საქართველოს მოსახლეობის 59 პროცენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობა

ნაწილობრივ ან მნიშვნელოვნად აამაღლებს ეროვნული უსაფრთხოების დონეს .

ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა ხელს შეუწყობს

Page 23: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

23

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პენსიების ზრდას, განათლების ხარისხის

გაუმჯობესებას, ანდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

კითხვაზე, თუ რა მიაჩნიათ ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებად საქართველოს

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ყველაზე ხშირად აფხაზეთისა და სამხრეთ

ოსეთის კონფლიქტები დასახელდა. ამ პასუხების რაოდენობამ 2011 წელს 52

პროცენტს მიაღწია. მოსახლეობის 33 პროცენტს ასეთ დაბრკოლებად პოლიტიკური

არასტაბილურობა, ხოლო 24 პროცენტს რუსეთი მიაჩნია. თუმცა, 2009 წელთან

შედარებით, ამ ფაქტორების მნიშვნელობა შესუსტდა; სამაგიეროდ, გაიზარდა

ეკონომიკური ფაქტორების, მაგალითად, საქართველოს განუვითარებელი

ეკონომიკის, მნიშვნელობა: თუ 2009 წელს ეკონომიკური ფაქტორი მოსახლეობის 10

პროცენტს მიაჩნდა ბარიერად ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, 2011 წელს ეს

მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა და 22 პროცენტი შეადგინა.

2009 წლის მონაცემებთან შედარებით შეცვლილია ტენდენცია, რომლის თანახმადაც

ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების უმეტესობისათვის პრიორიტეტს არ

წარმოადგენს. პასუხად კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი,

რომელიც ამჟამად საქართველოს წინაშე დგას, მხოლოდ 10 პროცენტმა დაასახელა

ევროკავშირში გაწევრიანება, რაც 2009 წლის 12 პროცენტიან მაჩვენებელზე ნაკლებია.

ეს მონაცემი შეუდარებლად მცირე ჩანს იმ მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც

მოსახლეობამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას სამუშაო ადგილებს (58%),

ტერიტორიულ მთლიანობასა (42%) და სიღარიბეს (31%) მიანიჭა. ევროკავშირში

ინტეგრირება მხოლოდ რიგით მეთერთმეტე პასუხი იყო, ნატოში გაწევრიანებისა და

ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების შემდეგ.

ქართველებს ევროკავშირი, ზოგადად, კეთილისმყოფელ ინსტიტუტად მიაჩნიათ.

2009 და 2011 წელსაც მოსახლეობის დაახლოებით ოთხმა მეხუთედმა (79%) თქვა, რომ

ევროკავშირი დემოკრატიული ინსტიტუტია, ხოლო სამმა მეოთხედმა (76%) თქვა,

რომ იგი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა.10

საინტერესოა საქართველოს პოზიცია რეგიონში, განსხვავდება თუ არა ქართველი,

აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო

ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულება. 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად,

სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოში უფრო მეტი ხალხი უჭერს

მხარს ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში და ევროკავშირში. CRRC „კავკასიის ბარომეტრი

2012-ის“ თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 67% ნატოში გაწევრიანების

მომხრეა, ხოლო 72% – ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე. სომხეთში ნატოში

გაწევრიანებას მოსახლეობის 34% უჭერს მხარს, ევროკავშირში გაწევრიანებას – 55%;

10

Epfound.Ge, ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში

ცვლილებები და ტენდენციები 2009-2013

Page 24: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

24

აზერბაიჯანისთვის შესაბამისი მონაცემებია 45% და 48% . ეს შედეგები სტაბილურია

ბოლო წლების განმავლობაში.

თვალშისაცემია, რომ თუ საქართველოს და აზერბაიჯანის შემთხვევაში ამ ქვეყნების

ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ოდენობა დაახლოებით

თანაბარია, სომხეთში ძალიან განსხვავებული სურათია – ევროკავშირში

გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ბევრად აღემატება ნატოში გაწევრიანების

მსურველთა რაოდენობას.11

2013-2014 წლებში ტენდენცია განსაკუთრებით არ შეცვლილა, ამ წლების კვლევაში

მონაწილეობა მიიღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ევრაზიის

თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის მიერ ჩატარებული

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83 პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს

დაუჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხვალ რომ ტარდებოდეს

რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახებ.ამავე დროს

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად არიან

დარწმუნებული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სიკეთეებში. ხვალ რომ

ტარდებოდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახებ,

ეთნიკური უმცირესობების 52 პროცენტი, ანუ უმრავლესობა, არ დაუჭერდა ამას

მხარს ან არ იცის, როგორ მოიქცეოდა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 70 პროცენტი თვლის, რომ ეროვნული

უსაფრთხოება გაძლიერდება (2011 წელს შესაბამისი მაჩვენებელი 59% იყო). 63

პროცენტი ფიქრობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები

გაიზრდება; 65 პროცენტი სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას ელოდება,

ხოლო 64-64 პროცენტი - პენსიების ზრდას, სიტყვის თავისუფლების ზრდას და

განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

ქართულენოვნების ორი მესამედი თვლის, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და

უსაფრთხოების წყაროა ევროპაში, მხარს უჭერს დემოკრატიისა და ეკონომიკის

განვითარებას არაწევრ სახელმწიფოებში და დემოკრატიულ გაერთიანებას

წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულენოვნებთან შედარებით ეთნიკური უმცირესობები

ნაკლებად უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ისინი შედარებით ნაკლებად

აღიქვამენ ევროკავშირს იმპერიად, ან მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის

ტრადიციებს. ისინი ევროკავშირის შესახებ დადებით მოსაზრებებს

უფროეთანხმებიან, ვიდრე უარყოფითს. თუმცა, ყველაზე ხშირი პასუხი ყველა ასეთ

კითხვაზე არის „არ ვიცი“, რაც უმცირესობებს შორის ევროკავშირის შესახებ

ინფორმაციის მწვავე ნაკლებობის მაჩვენებელია.

11

liberali.ge, 22.07.2013, გვინდა თუ არ გვინდა ნატო და ევროკავშირი?

Page 25: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

25

ქართულენოვნების 82 პროცენტმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველო არ არის

ევროკავშირის წევრი, ხოლო უმცირესობების შესაბამისი მჩვენებელი ნაკლები იყო -

56 პროცენტი. საქართველო ევროკავშირის წევრი ქართულენოვნებისა და

უმცირესობების მხოლოდ 8 პროცენტს ჰგონია, უმცირესობათა 35 პროცენტმა კი ამ

კითხვაზე პასუხი არ იცის.

ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება ქართულენოვნებისა და

უმცირესობების განწყობებს შორის, როდესაც საქმე, ერთის მხრივ რუსეთისადმი და,

მეორეს მხრივ, ევროპისა და დასავლეთისადმი დამოკიდებულებას ეხება.

უმცირესობებს რუსეთი მიაჩნიათ იმ ქვეყნად, რომელიც საქართველოს ყველაზე

უკეთ დაეხმარება (57%, ხოლო ასეთი ქართულენოვნების რიცხვია 17%).

ქართულენოვნებისთვის კი პირიქით, ევროკავშირია ის, რომელიც მათ ყველაზე

უკეთ დაეხმარება: ასე ქართულენოვნების 38 პროცენტი და უმცირესობების მხოლოდ

14 პროცენტი ფიქრობს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ ქართულენოვანთა რაოდენობა, ვისაც მიაჩნია,

რომ საქართველოს ყველაზე ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთთან უნდა

ჰქონდეს, 2011 წლის 47 პროცენტიდან გაიზარდა 65 პროცენტამდე.12

წინამდებარე გამოკითხვებიასახავენ საქართველოს მოსახლეობის განწყობას

ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ასვე მათი

ცნობიერების დონესა და რუსეთთან დამოკიდებულებას.

2015 წლის დასაწყისი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსა და

ევროკავშირის ურთიერთობაში, საინტერესოა გრძელდება თუ არა ზემოთმოყვანილ

გამოკითხვებში ასახული ტენდენცია. ჩემს მიერ ჩატარებული მცირე კვლევა სწორედ

ამის გამორკვევას ისახავს მიზნად.

ჩემს გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18-15 წლამდე (55%), 25-40 (30%), 40-55

(15%), ადამიანმა, გამოკითხულთა 62% ქალია, 38% მამაკაცი, გამოკითხულთა 85%მა

აღნიშნა რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, 15% კი ამბობს რომ

საქართველო ევროკავშირის წევრია, ამასთან 90% -ს სურს საქართველოს

ევროკავშირის წევრობა, 10% კი ამბობს რომ არა.

2.3 საქართველოს ევროპული არჩევანი, როგორც ხალხის არჩევანი?

ქართველი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ ქვეყნის ევროპული მომავლისა და

„ევროპული ერების ოჯახთან“ საქართველოს გაერთიანების შესახებ. რადგან

ევროკავშირი ამ ერების ოჯახს წარმოადგენს, ის ეფუძნება საერთო ღირებულებებს,

12

Epfound.Ge, ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში

ცვლილებები და ტენდენციები 2009-2013

Page 26: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

26

რომლებიც, თავის მხრივ, ემყარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და

საერთო კულტურის ურყევ რწმენას. კვლევებისშედეგების თანახმად, საქართველო

ჯერ ძალიან შორს დგას ამ საერთო ღირებულებების სრულად გაზიარებისგან. თუმცა,

2009 წელთან შედარებით, ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

ზემოთმოყვანილმა გამოკითხვებმა დაგვანახა რომ ქართულები ევროკავშირში

გაწევრიანების მისწრაფების ერთგულნი რჩებიან. მიუხედავად იმ ადამიანების

რაოდენობის მცირე ზრდისა, რომლებიც ევროკავშირის საქმიანობას სკეპტიკურად

უყურებენ, ზოგადი სურათი იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობაში პროევროპული

მიდრეკილებები ღრმადაა გამჯდარი. მიუხედავად ამ ენთუზიაზმისა,

საქართველოში ევროკავშირის ქმედებების შესახებ ცოდნის დიდი დეფიციტია,

განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებს შორის.

2009-2014 წლებში, ყველაზე დიდი ცვლილება რუსეთისადმი დამოკიდებულებას

ეხება: 2008 წლის ომის მოგონებების მივიწყების და თანდათან ურთიერთობების

ნორმალიზების პარალელურად, სულ უფრო მეტი ქართულენოვანი აღიქვამს

რუსეთს პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორად.მიუხედავად იმისა, რომ

ქართულენოვნების იმპულსები მყარად პროევროპულია, რუსეთთან

გაუმჯობესებული ურთიერთობების ხელშესახებმა სარგებელმა შეიძლება, ეს

დამოკიდებულება შეცვალოს.

მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანებისადმი დიდი მხარდაჭერისა,

ქართულენოვნები საკუთარ თავს ევროპელად არ აღიქვამენ. მხოლოდ 20 პროცენტი

თვლის თავს ერთდროულად „ქართველად და ევროპელად.“ თუმცა,

ქართულენოვანთა რაოდენობა, რომლებიც თავს ქართველადაც მიიჩნევს და

ევროპელადაც, იზრდება: 2009 წელს ქართულენოვნების მხოლოდ 13 პროცენტი,

ხოლო 2011 წელს 16 პროცენტი მიიჩნევდა თავს ასეთად. 33 ეს მცირე მატება

შესაძლოა სულ უფრო მეტი ქართველის მიერ საკუთარი თავის ევროპულ

ღირებულებებთან იდენტიფიცირების ტენდენციის მაჩვენებელი იყოს.

ეს გამოკითხვები ერთი შეხედვით იმედისმომცემია, მიუხედავად გარკვეული

ეჭვებისა, მთელ რიგ საკითხებში ცვალებადი ტენდნციებისა, მოსახლეობის

უმეტესობას სურს ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია, თუმცა როგორც

კვლევებმა დაგვანახა ხშირად მათი ეს სურვილი ბრმად გამოთქმული მოსაზრებაა და

საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა, მათ შორის მათ ვინც ევროინტეგრაციის

მომხრეა, რეალურად არ იციან რა სარგებლობის ან საფრთხის შემცველი შეიძლება

იყოს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოვება.

სწორედ ეს უკანასკნელი საკითხია პრობლემა, ბოლო წლებში ჩატარებული

ყველანაირი გამოკითხვა აჩვენებს რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, უმრავლესობას

სურს ევროპასთან დაახლოვება, თუმცა სწორედ ეს ადამიანები ხშირად არ არიან

მზად და ღიანი მთელი რიგი ცვლილებებისათვის, რომელიც სახელმწიფომ უნდა

Page 27: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

27

გაატაროს ევროპული ოჯახის დასანახად, იქნება ეს ყველასათვის ცნობილი და

გახმაურებული ანტიდისკრიმინაციული კანონი თუ სხვა ქართველებისთვის

სენსიტიური თემა, ეს ფაქტი უფრო ამძიმებს საქართველოს როგორც ქვეყნის,

სახელმწიფოს მდგომარეობას, რადგან იგი უკვე დეკლარირებულად მიიწევს

ევროკავშირისკენ, ერთი შეხედვით მოსახლეობის მზაობის იმედიც აქვს, თუმცა საქმე

საქმეზე რომ მიდგება, რუსეთთან პირისპირ დარჩენის შიშით, რის გამოცდილებაც

საქართველოს საკმაოზე მეტი აქვს, აღმოჩნდება, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად

მოვიხსენიებთ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთს.

Page 28: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

28

თავი III

მედიის გავლენა საზოგდოებრივი აზრის ფორმირებაზე

წინამდებარე თავებში ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და

ევროკავშირის ურთიერთობაზე, საქართველოს, როგორც თითოეული ადამიანის,

ევროკავშირისადმი დამოკიდებულებაზე და იმ ზოგად ტენდენციებზე რაც ამ

საკითხთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა. როგორც წინა

თავში უკვე ვახსენეთ, დღეს მოსახლეობის უმეტესობა ევროინტეგრაციის მომხრეა,

თუმცა ამასთანავე რაში არგია ეს ქვეყანას არ იცის. ვინ უნდა უზრუნველყოს

ადამიანების ინფორმირება, ვინ არის პასუხსიმგებელი მათი ცნობიერების

ჩამოყალიბებაზე? კითხვებზე პასუხის გაცემას ამ თავში შევეცდებით. მესამე თავში

საუბარი იქნება მედიის როლზე საზგადოებრივი აზრის ფორმირებაში, იმზე თუ

რამდენად პირნათლად და პროფესიონალურ დონეზე ახერხებს ის საკუთარი

ფუნქციის შესრულებას. ასევე იხილავთ მცირე გამოკითხვის შედეგებს, რომელშიც

მოსახლეობა მედიაში ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის თემების

გაშუქებას შეაფასებს. ასევე საინტერესო იქნება გავეცნოთ საქართველოს მთავრობის

სტრატეგიას ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა დ აინფორმაციის შესახებ

2014-2017 წლებისთვის.

3.1 საზოგადოებაზე მედიის გავლენის ზოგადი მაგალითები

ის, რომ დღიდან დაარსებისა ჯერ გაზეთს, შემდეგ რადიოსა და ტელევიზიას და

დღეს უკვე სოციალურ მედიასა და ინერნეტს საზოგადოებაზე დიდი გავლენის

მოხდენა შეუძლია, ახალი ამბავი არაა. მედია ერთ-ერთი მძლავრი

პროპაგანდისტული იარაღია, რომელსაც მთელი რიგი ქვეყნები საკმაოდ

წარმატებულად იყენებენ, ერთია რამდნად კეთილსინდისიერად ხდება

საზოგადოებაზე მანიპულირება, თუმცა ფაქტია, რომ მას უდიდესი ძალა აქვს

საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ამის დასამტკიცებლად საკმარისია მხოლოდ

რამდენიმე მაგალითის მოყვანა როგორც საქართველოდან ასევე საერთაშორისო

მასშტაბით.

ამერიკელთა უმრავლესობა თვლის, რომ საინფორმაციო საშუალებები დიდ გავლენას

ახდენენ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, ათიდან ცხრა ამერიკელი თვლის, რომ ასევე

დიდ გავლენას ახდენენ ისინი საზოგადოებრივ აზრზეც. ისინი ქმნიან

სზოგადოებრივ აზრს მოვლენების გადმოცემის (რეპორტაჟის) გზით. ამის ერთ-ერთი

ძველი მაგალითია აშშ-ს მცდელობა, 1992 წელს აღედგინა ამერიკის გავლენა

სომალიში: შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს მიერ ბავშვებისთვის საკვების

წართმევის ამსახველი სცენების გადაცემით, მას ეს მოახერხეს, ამით მათ მოიპოვეს

Page 29: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

29

ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა, შეერთებული შტატების შეიარაღებული

ძალების სომალიშ გასაგზავნად. 13

ახლო წარსულს რომ გადავხედოთ, აუცილებლად გაგვახსენდბა ეგვიპტური

რევოლუცია, რომელშიც უმთავრესი როლი უკვე ახალმა მედიამ და სოციალურმა

ქსელებმა ითამაშეს. საქართველოს წარსულიდან ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი

2003 წლის, ნოემბრის ვარდების რევოლუციაა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი

მედიამ, კონკრეტულად კი რუსთავი 2-მა ითამაშა, ნოემბრის დღეებში ეს არხი იყო

ინფორმაციის ყველაზე სწრაფი და ოპერატიული გადამცემი, მათ ამ დღეებამდე

გარკვეული მედია ნიშა ეჭირათ და ცალსახად არ წარმოადგენდნენ მაშინდელი,

შევარდნაძის მთავრობის ინტერესებს, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ამ

ტელევიზიას სწორედ ამ დეტალის გამო მიანდო საკუთარი თავის ინფორმირება, იმ

დღეებში რუსთავი 2 იყო ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც

კონკრეტულ პარტიას და იდეოლოგიას ემსახურებოდა, რასაც წარმატებით გაართვა

თავი და საბოლოოდ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის სახელიც მოიხვეჭა.

მედიის როლზე პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში

დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რადგან დღეს მედია საშუალებებია მთავარი

მაკავშირებელი ხიდი თუნდაც არჩევნების დროს ამომრჩევლებსა და პოლიტიკურ

კანდიდატებს შორის. ამის მაგალითები უკანასკნელ არჩევნებშც ბევრი გვაქვს, თუმცა

კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამ ნაშრომის მთავარი მიზანია

დაგვანახოს თუ როგორ აშუქებს მედია საქართველოსა და ევროკავშირის

ურთიერთობებს ან აკეთებს კი სერთოდ ამას? რა გავლენა ააქვს მას საზოგადოებაზე

და ასრულებს თუ არა პირნათლად თავის მოვალეობას.

3.2 როგორ აშუქებს მედია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს

ვინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეებს თუ არა მედიამ, მით უმეტეს ისეთ

მნიშნელოვან საკითხზე როგორიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობაა.

რთულია გავაკრიტიკო კოლეგები და გამოცდილი რედაქციები თუმცა ფაქტია, ის

რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ იცნობს ევროკავშირის რაობას, ჩვენსა და

მას შორის ხელმოწერილ არაერთ დოკუმენტსა და შეთანხმებას ეს სხვა არავისი

ბრალია თუ არა ქართული მედია საშუალებების, ამ თემაზე დავა შეიძლება. მედია

საშუალებები კომერციაზე გათვლილი ორგანიზაციებია, რომელთა პოლიტიკასაც

დამოუკიდებელი რედაქცია განსაზღვრავს, თუმცა რას აკეთებს ამ დროს

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირი მოვალეობა ქვეყანაში

მიმდინარე ყველა მოვლენის, მით უმეტეს ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

ფაქტების გაშუქება და საზოგადოებამდე მიტანაა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული

13

politscience.info, მალხაზ მაცაბერიძე, პოლიტიკური კომუნიკაცია, თბილისი, 2014. გვ22-23

Page 30: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

30

სიტუაციაა რეგიონებსა და არა ქართულად მოსაუბრე დასახლებებში, სადაც

ადამიანებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტსა და სხვა საკაბელო არხებზე. დღეს,

ვერცერთ, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადში ვერ ვნახავთ გადაცემას,

რომელიც უშუალოდ საქართველო-ევროკავშირის თემას ეხება. მოსახლეობა

საინფორმაციო გამოშვებებიდან იგებს რომ საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების

ხელშეკრულებას, მაგრამ რას ნიშნავს ეს დოკუმენტი ან მისი წინამორბედი

ხელშეკრულებები მათ ამაზე წარმოდგენა არ აქვთ. თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა

ორგანიზაციების მიერ პერიოდულად გამოცემულ საინფორმაციო ბროშურებს,

რომელზეც მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქვს წვდომა, შეგვიძლია

ვთქვათ რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ მედიაში საკმარისზე ბევრად

ნაკლები ყურადღება მახვილდბა.

ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ინფორმაციის

მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ტელევიზია რჩება, მას მოჰყვება ინტერნეტი,

რომლის საშუალებითად ადამიანები დამოუკიდებლად ეწევიან თვითშემეცნებას

სხვადასხვა საკითზე, შემდეგ მოდის გაზეთი და რადიო, როგორც ინფორმირების

საშუალება. როგორც უკვე აღვნიშნეთ მედია საშუალებების მხრიდან ამ თემით

დაინტერესება მცირეა, თუმცა საინტერესოა ამ მცირეოდენის ხარისხი, სანდოობა და

გარკვეული სიუჟეტის თუ სხვა სახის მასალის ავტორის პროფესიონალიზმი,

რომელსაც გამოკითხულთა უმრავლესობა საშუალოზე დაბალ შეფასებას აძლევს,

მსგავსად ამ უკანასკნელისა ასევე ხუთბალიანი შკალით მოუწიათ ინტერვიუერებს

მედიის როლის შეფასება საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, სადაც

საშუალო მაჩვენებელი 4, ანუ უმაღლესთან მიახლოვებული ციფრია, რაც კიდვ

ერთხელ ხაზს უსვამს მედიის უდიდეს გავლენას ადამიანებზე. ჟურნალისტთა

პროფესიონალიზმის ხარისხს გამოკითხულები საშუალოდ 2 ქულას უწერენ,

გამოკითხულთა 60 % აცხადებს რომ ტრადიციული მედია საშუალებებიდან ისინი

ევროკავშირზე საკმარის ინფორმაციას ვერ იღებენ, დარჩენილი ნაწილი კი

ინფორმაციის ამ დოზას საკმარისად მიიჩნევს. კითხვაზე იკვეთება თუ არა

კონკრეტული მედია საშუალებები, რომლებიც მიზანმიმართულად პროდასავლურ ან

პრორუსულ ინტერესებს ატარებენ, ინტერვიუერების უმეტესობა პროდასავლური

ორიენტაციის ტელევიზიად რუსთავი 2-ს მიიჩნევს, პრორუსულად კი გაზეთ

„ასავალ-დასავალს“, სტუდია „ობიექტივს“ და სხვადასხვა საინფორმაციო

სააგენტოებს, თუმცა ძირითადად ყველა გამოკითხული თანხმდება, რომ

საქართველოს საგარეო პოლიტიკას იქნება ეს ქვეყნის რუსეთთან, ევროკავშირთან თუ

სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობა მედია საკმარის ყურადღებას არ უთმობს.

გამოკითხვის შედეგებს, ჩვენს მიერ ჩატარებული მცირე მონიტორინგიც ამტკიცებს,

სხვადასხვა მედია საშუალებებზე დაკვირვებით და მათი არქივების შესწავლით

გამოიკვეთა რომ, ევროკავშრისა და საქართველოს ურთიერთობებს (როგორც

დადებით ასევე უარყოფით კონტექსტში) ყველაზე ხშირად საგაზეთო ფურცლებზე

Page 31: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

31

განიხილავენ, ამის ერთ–ერთი მაგალითია გაზეთი „რეზონანსი“, გაზეთში ხშირად

შევხვდებით როგორც სიახლეებს და ინტერვიუებს დარგის სპეციალისტებთან ასევე

ანალიტიკურ სტატიებს. რეზონანსი ამ თემაზე საუბრისას არ გამოირჩევა მკვეთრად

გამოხატული პოზიციით, ანალიტიკურ სტატიებში იმდენად ჩვენი ევროპული

ორიენტაცია და ხალხის არჩევანი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რამდენადაც წინა

თუ ახალი მთავრობის ცდები ამ სურვილის სისრულეში მოსაყვანად. საინტერესოა,

ჯერ კიდევ 2009 წელს რეზონანსის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატია რადიო

თავისუფლების ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძესთან, რომელიც

იმიტირებულქრონიკასა და საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯით

იმედგაცრუებულ ევროკავშირზე საუბრობს. „ძალიან მსხვილი წვეთი ნამდვილად

აღმოჩნდა "იმედის" ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება. ჟოზე მანუელ

ბაროზომ ამ მისტიფიკაციას უწოდა "აღმაშფოთებელი" და ხაზი გაუსვა

"სერიოზულობას, რითაც ამ ინციდენტს ეკიდება ევროკავშირი", რომელიც

"აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს რეგიონში სიტუაციის

დაძაბვისაგან". მანამდე, გახსოვთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადება,

რომელიც უფრო საგნობრივად აღწერდა მოსალოდნელ საფრთხეებს.“_კობა

ლიკლიკაძე. [Resonancedaily.com]14

ასევე 2009 წელსაა გამოქვეყნებული ჟურნალისტ ია აბულაშვილის სტატია,

სათაურით: რას მოგვიტანს ევროკავშირთან დაახლოება? სადაც ძირითადი აქცენტი

სავიზო ლიბერალიზაციაზეა გაკეთებული.

უფრო ახლო წარსულში გაზეთში ვკითხულობთ ევროკავშირის მიერ საქართველოში

განხორციელებული სხვადასხვა პროექტების შესახებ, აქვეა რამდენიმე სტატია

ევროკავშირის რეგულაციებზე და მაისში გამართული რიგის სამიტის შედეგებზე

სხვადასხვა ექსპერტთან თუ თანამდებობის პირთან ინტერვიუები.

განსხვავებით გაზეთი რეზონანსისა მკაფიოდ გამოხატული პოზიცია აქვს გაზეთ

„ასავალ დასავალს“. გოგი თოფაძის ინტერვიუ, სადაც იგი საკუთარ პოზიციაზე

საუბრობს ევროკავშირისა და ნატოსთან მიმართებაში პირველად სწორედ ამ

გაზეთში გამოქვეყნდა, ამ უკანასკნელის პათოსს იზიარებენ გაზეთის სხვა

რესპონდენტებიც. გაზეთის ფურცლებზე შევხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო

ორგანიზაციის უარყოფით შეფასებებს, ერთ–ერთ მსგავსს სტატიას პასუხად გაზეთი

„ასავალ-დასავალის“ იმ გამოცემებს შორის დასახელება მოჰყვა, რომლებიც „ხშირად

ახდენენ ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებას“. თავად

გამოცემა გამოცემამიიჩნევს, რომ ისინი არავრცელებენ ჰომოფობიურ და

ქსენოფობიურ გამონათქვამებს. „თუ ფიქრობ და ხმამაღლა ამბობ, რომ

საქართველოში მამათმავლების აღლუმი არ უნდა ჩატარდეს დაპომადიანმა და

საყურეებიანმა პედერასტებმა რუსთაველის პროსპექტზე შიშველი მარში არ უნდა 14

Resonancedaily.com, 22.03.2010, პრაღიდან დანახული "იმიტირებული ქრონიკა" და საქართველოს

ხელისუფლებით იმედგაცრუებული ევროკავშირი

Page 32: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

32

მოაწყონ, მაშინ სიძულვილის ენით მოლაპარაკე ჰომოფობი ყოფილხარ!“ - წერს

„ასავალ-დასავალი“. [Media.Ge]

„ასავალ -დასავალი“ კვლევის ავტორებს ურჩევს სტატიების ფართობის გაზომვის

ნაცვლად საქართველოს ფართობის შემცირებით დაინეტრესდნენ. „სამშობლოზე

დარდსა და ჭმუნვაში გრანტს არავინ მოგცემთ, სამაგიროდ, პედერასტების,

ლესბოსელების, სექტანტებისდაცვაშიმოგეცათ ლხენა, კარგა გვარიან ხეირს

ნახულობთ!“ - აღნიშნავს „ასავალ-დასავალი“. [Media.Ge]15

ზემოთხსენებული ცნობილი ინტერვიუს შემდეგ ასავალ დასავალს არ

გამოუქვეყნებია ჩვეული ხასიათის სტატია ევროკავშირზე.

საინტერესოა თემისადმი რადიო თავისუფლების მიდგომა, რომლის არქივშიც

არაერთი ანალიტიკური მასალა და ჩანაწერი მოიძებნება. აქ შევხვდებით როგორც

რადიოს ფორმატის მოკლე ახალ ამბებს, ასევე ანალიტიკური სტილის სტატიებსა და

ბლოგებს, რომელიც მათ ვებ–გვერდზე ქვეყნდება. ერთ–ერთი ბოლო სტატია DCFTA-

ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის

შესახებ შეთანხმება) განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმას ეხება, მასალაში

მიმოხილულია შეთანხმებით გათვალისწინებული ეკონომიკური მიმართულებით

დაგეგმილი ღონისძიებები და მათი მნიშვნელობა.

2015 წლის 15 აპრილს გამოქვეყნებულ ჩანაწერში ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე

განიხილავს შემდეგ საკითხებს: რატომ მიიჩნია საჭიროდ არასამათავრობო

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ

საქართველოში პრორუსული ელემენტების გაძლიერებაზე ლაპარაკი პოლონეთის,

შვედეთისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე? რატომ აღიქმება

ნატოსა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განცხადებები საფრთხის შემცველად

იმ ფონზე, როცა ყველა ბოლო გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს

უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს?

რადიო თავისუფლების არქივში ასევე შესაძლოა უცხოური პრესის მიმოხილვის

გაცნობა, სადაც ხშირად უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული შეფასებებია

საქართველოზე.

წინამდებარე თავებში გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მოსახლეობის დიდი

ნაწილისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზია რჩება, ასევე ამ

გამოკითხვების შედეგად მოსახლეობა პროდასავლური ღირებულებების მატარებელ

არხად რუსთავი 2ს მიიჩნევს, უჭირს მკვეთრად გამოხატული პრორუსული

ტელევიზიის დასახელება და ამბობს რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმაზე

ნაკლებ დროს უთმობს ამ თემის განხილვას ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს.

15

media.ge, 09.01.2012, "ასავალ-დასავალში" ჰომოფობიურ და ქსენოფობიური გამონათქვამების

გავრცელებას უარყოფენ

Page 33: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

33

განხილვას საზოგადოებრივი მაუწყებლით დავიწყებთ, რომლის არქივზე

დაკვირვებისას ვნახავთ რომ მაუწყებელი მეტ–ნაკლებად ობიექტურად და

საჭიროებისამებრ აშუქებს ევროკავშირისა და საქართველოს შორის მიმდინარე

პროცესებს, თუმცა ის რაც მას აკლია არის ანალიტიკური მასალა და თემატური

გადაცემები.

გადაცემა „ეკონომეტრი“ რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო

გამოშვების ერთგვარი დამატებაა, შედარებით ხშირად საუბრობს ევროკავშირსა და

საქართველოს ურთიერთობებზე, თუმცა რა თქმა უნდა ეკონომიკური კუთხით. აქ

ხშირადმიმოიხილავენ მიმდინარე რეგულაციებსა და საუბრობენ ევროპული ბაზრის

მნიშვნელობაზე.

როგორც უკვე ვახსენეთ ძალიან ცოტა დრო ეთმობა თემატურ დისკუსიებსა და

საინფორმაციო ხასიათის გადაცემებს. თუმცა არქივში რამდენიმე მათგანის მოძიება

მაინც შევძელით. აქედან ერთ–ერთია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ,

თამარ ბერუჩაშვილთან ინტერვიუ დილის გადაცემაში და ასევე 2014 წლის, 27 ივნისს

გასული გადაცემა „პირველი სტუდია“, სადაც პოლიტიკოსები, საპარლამენტო

ოპოზიციისა თუ უმრავლესობის წარმომადგენლები და ექსპერტები აფასებენ დღის

მნიშნელოვან მოვლენას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამერიკის ხმასთან ერთად, ყოველ კვირა დღეს

გვთავაზობს გადაცემას „ვაშინგტონი დღეს“, სადაც პერიოდულად შევხვდებით

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განხილვას.

რაც შეეხება რუსთავი 2–ს ვერ ვიტყვით რომ ის გადაჭარბებული დოზით აშუქებს

ევროკავშირის თემას, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მას ყველაზე

პროდასავლურ ტელეკომპანიად მიიჩნევს. რეალურად, რუსთავი 2 აშუქებს ყველა

მიმდინარე პროცესს, ჩვენსა და ევროკავშირს შორის გამართულ შეხვედრებსა და

დელეგაციების ვიზიტებს, თუმცა რაც შეეხება მეტად ინფორმაციული,

ანალიტიკური, თემატური ხასიათის გადაცემებს ისინი ამ თემაზე მხოლოდ იმ

შემთხვევაში მუშაობენ თუ ამას დღის მთავარი თემა მოითხოვს. ანუ არანაირად

განსხვავებულად, ვიდრე მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი.უფრო მეტიც:

ეს თემები „იფარება“ მხოლოდ საინფორმაციო პროგრქმებით, როცა საზმაუწყებელი

მას გადაცემებს უძღვნის. ამდენად, გაშუქების სიხშირის თვალსაზრისით აშკარად

წამგებიან პოზიციაშია საზმაუწყებელთან.

ერთია თემის გაშუქების მოცულობა, მეორე კი ხარისხიროგორც გამოკითხვები და

მოსახლეობასთან ყოველდღიური ურთიერთობა გვიჩვენებს, ისინი არ არიან

კმაყოფილნი მედია საშუალებების პროფესიონალური დონით და მიღებული

ინფორმაციის ხარისხით, თუმცა თხოვნაზე დააკონკრეტონ კონკრეტულად რა

პრობლემებს ხედავენ ჟურნალისტების მუშაობაში, მათ უმეტესობას მაგალითად

კორექტურა, გამართული მეტყველება და ხშირად მათი ვიზუალური მხარე მოჰყავთ.

Page 34: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

34

რა თქმა უნდა ზემოთხსენებული დეტალები მნიშნელოვანია, თუმცა მედიატორის

როლში ყოფნისას მთავარი ინფორმაცია, მისი სიზუსტეა. თავს შევიკავებ კოლეგების

კრიტიკისგან და ამ თემას დისკუსიის საგნად დავტოვებ.

ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც რეალურად ხელს თუ არ უშლის

ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროინტეგრაციას არც რამით ეხმარება,

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთა

კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ (2014-2017წწ). რომლის მიზანია, მიზანია

საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესთან

დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. ასევე

საჯარო მოხელეთა ცოდნის ამაღლება და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის

ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის

მიმდინარე პროცესის შესახებ. დოკუმენტის ამოცანებია:

ევროინტეგრაციის დადებითი მხარეებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა;

ევროინტეგრაციის თემატიკის პოპულარიზაცია;

მოსახლეობისათვის (განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები საქართველოს

მოქალაქეებისათვის) ობიექტური, ადვილად ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები

ინფორმაციის მიწოდება;

ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ინფორმირებულობის გაზრდის

მიზნით საკანონმდებლო ინიციატივებზე ფართო საზოგადოების განსაკუთრებით

სტრატეგიით გათვალისწინებული სამიზნეჯგუფების ინფორმირება;

მოსახლეობაში არარეალური მოლოდინების შექმნის თავიდან აცილება;

საზოგადოებაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ

არასწორი დამოკიდებულებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბების თავიდან

აცილება;

თავისი ვრცელი მისიის განხორციელებას, რომელის მხოლოდ მთავარი ამოცანები

მოვიყვანეთ მაგალითად, მთავრობა სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად აპირებს,

ერთ-ერთი მთავარი მედიატორი კი ამ დოკუმენტშიც მედიაა. დოკუმენტში წერია,

რომ: მედია დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში

(განსაკუთრებით ტელევიზია). ამის გათვალისწინებით, საქართველოს ევროკავშირში

ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით აუცილებელია მედიასთან

რეგულარული თანამშრომლობა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

კანონით ნაკისრი ვალდებულების მიხედვით მოახდენს ევროინტეგრაციის პროცესის

რეგულარულ გაშუქებას. ხელისუფლება ითანამშრომლებს ელექტრონულ და

ბეჭდვურ მედიასთან, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

რედაქტორებთან, პროდიუსერებთან და ჟურნალისტებთან სექტორული

Page 35: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

35

თანამშროლობა, საშუალებას მისცემს მას-მედიის წარმომადგენლებს აიმაღლონ

ცოდნა და კვალიფიკაცია, ამასთან უფრო ობიექტური, ამომწურავი და ადვილად

აღსაქმელი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას სპეციფიურ საკითხებზე

(მაგალითად: ვიზების ლიბერალიზაცია, განათლება, სავაჭრო ურთიერთობები).

აგრეთვე მნიშვნელოვანია ქართველი ჟურნალისტებისთვის მედია ანალიზის, მედია

მონიტორინგის და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისთვის სასწავლო

პროგრამების ხელშეწყობა.16

ზემოთთქმული რამდნეიმე წელზე გაწერილი სამოქმედო გეგმაა, რომელიც შედეგებს

მომავალში გამოიღებს. დავუბრუნდეთ დღევანდელობას, როგორც უკვე აღინიშნა

მოსახლეობისთვის ინფორმციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა, რომელიც მას

ვერ/არ სთავაზობს თემატურ გადაცემებს, რუბრიკებს ან რეგულარულ სიუჟეტებს.

ასეთივე სიტუაციაა ბეჭდურ მედიასა და რადიოებში. ჩვენ ვისმენთ, ვკითხულობთ

და ვუყურებთ კონკრეტულ, აწმყო დროში მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა არ

ვიცით რა დგას მის უკან, არ ვიცით საიდან მივიღეთ, რას მივიღებთ ან გავცემთ ამის

სანაცვლოდ.

16

eu-nato.gov.ge, 20.11.2013, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სტრატეგია ევროინტეგრაციის

საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ (2014-2017წწ)

Page 36: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

36

დასკვნა:

რა ეტაპზეა ამ მომენტში საქართველო? შედგა თუ არა საქართველოს ევროპული

არჩევანი? ოპტიმისტები იტყვიან, რომ საქართველო ამ არჩევანის წინაშე არც

არასდროს მდგარა და ის თავიდანვე ევროპისკენ ისწრაფოდა, ჩვენი ჩრდილოელი

მეზობლის მომხრეები საქართველოს ხსნას ევროკავშირში და ვიზა

ლიბერალიზაციაში სულ არ ხედავენ. რეალისტი, პრაგმატული ადამიანი კი იტყვის

რომ საქართველო როგორც ყოველთვის, როგორც ზოგადად პატარა სახელმწიფოების

ხვედრია,ორ ცეცხლს შუაა, მას არ აქვს აშკარა მხარდაჭერა ევროპისგან, ასოცირების

ხელშეკრულება არაფრის გარანტი არ არის.

სახელმწიფოს ევროპული არჩევანი სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, პირველი

და უმნიშნელოვანესი ეს არის ადამიანების ღია სურვილი, მზაობა, მენტალობა.

ევროპელი პარტნიორებისთვის ასევე მნიშნელოვანია ჩვენი კონსტიტუციური

მდგომარეობა, ანუ სად ვდგავართ ინსტიტუციური თვალზასრისით, მესამე და

ყველაზე მნიშნელოვანი, ის რამაც ევროპასთან უფრო ადრე დაახლოვებაში ხელი

შეგვიშალა და რამდენიმე წლით უკან დაგვხია, არის ქვეყნის უსაფრთხოება. ამ

ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს ზოგად სურათს, შევდექით თუ არა ევროპულ

სახელმწიფოდ და რაც მთავარია, საერთოდ გვინდა თუ არა რომ ევროპულ

სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ.

თუკი თანამედროვე ქართულ მედიას ამ თვალთახედვიდან შევხედავთ,

დავრწმუნდებით, რომ მას არ აქვს გააზრებული ქვეყნის წინაშე მდგარი უმწვავესი

ამოცანები და არც პროფესიონალიზმო ჰყოფნის საამისოდ, გამოსავალი ამ მხრივ არა

მხოლოდ პროფესიული ტრეინინგებია, არამედ იმ აუცილებელი ცოდნის,

ინფორმაციის მოპოვება, რომელიც კონკრეტულად, ევროკავშირთან ურთიერთობის

თემის გაშუქებისაა საჭირო, მედიამ უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია

საქართველოსთვის ევროპული არჩევანი როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური,

ისე_ უსაფრთხოების თვალსაზრისით. საამისოდ, მედიას მეტი პროფესიონალიზმი

მართებს და კიდევ, მთავარი და მეათეხარისხოვანი თემების გამოჯვნა

ერთმანეთისგან. მედია უნდა ერიდოს პოლიტიკურ ანგჟირებულობას და მეტი

ყურადღება მიაქციოს არა ხელისუფლებისა და რომელიმე პარტიის ინტერესების

დეკლარირებას, არამედ იმ სასიცოცხლო ინტერესების დაცვას, ქვეყანას ამ უმძიმეს

პერიოდში რომ იდგას. მხოლოდ ასე მოახერხებს ქართული მედია, რომ

ეგზისტენციური გამოწვევბის ადეკვატური დარჩეს.

Page 37: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

37

გამოყენებული ლიტერატურა:

ალექსანდრე რონდელი - პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში (თბილისი, 2009,

გამომცემლობა „ნეკერი“) (თავი 5.1 პატარა პოსტსაბჭოური ქვეყნის საგარეო

პოლიტიკა);

კახა გოგოლაშვილი, სერგი კაპანაძე - ევროკავშირი და საქართველო: მიმდინარე

საკითხები და მომავლის პერსპექტივები (თბილისი, 2009, საქართველოს

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი-GFSIS);

ნიკა ჩიტაძე - გეოპოლიტიკა (თბილისი, 2011, გამომცემლობა „უნივერსალი“) (თავი

10, საქართველოს როლი და ადგილი თანამედროვე გეოპოლიტიკურ სისტემაში);

თომას დე ვაალი - საქართველოს-არჩევანი მომავლის დაგეგმვა გაურკვევლობის

პერიოდში (2011, კარნეგის ფონდი);

Forbes.Ge 09.01.2014 - ევროპა და საქართველო ღირებულებების გეოპოლიტიკაში,

ავტ.გია ნოდია; (შემოწმებულია 5.06.2015)

France.mfa.gov.ge 23.01.2014 - Le Monde - საქართველოს ევროპული არჩევანი;

(შემოწმებულია 5.06.2015)

Epfound.ge - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კვლევათა ციკლი 2009-2011;

(შემოწმებულია 5.06.2015)

eu-nato.gov.ge 20.11.2013 - საქართველოს მთავრობის სტრატეგიაევროინტეგრაციის

საკითხთა კომუნიკაციისადა ინფორმაციის შესახებ 2014-2017 წლებისთვის;

(შემოწმებულია 5.06.2015)

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში 2013 წლის 4

დეკემბერს გამართული საჯარო დისკუსია თემაზე: “შედგა თუ არა საქართველოს

ევროპული არჩევანი?”;(შემოწმებულია 5.06.2015)

Frontline Georgia 20.10.2014 - როგორ აშუქებს მედია საქართველო-ევროპის

ურთიერთობებს: პრობლემები და გამოწვევები; (შემოწმებულია 5.06.2015)

www.nplg.gov.ge - ახალი აზრი 2004 №2(16) “ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში,

სამხრეთ კავკასია ევროკავშირში?”; (შემოწმებულია 5.06.2015)

Kvirispalitra.Ge, 19.03.2012 საქართველოს ევროპული არჩევანი; (შემოწმებულია

5.06.2015)

Ipn.Ge, 05.11.2014, მაია ფანჯიკიძე - არ შეგვიძლია, ვუღალატოთ ქართველი ერის

არჩევანს; (შემოწმებულია 5.06.2015)

Page 38: საქართველოს ევროპული არჩევანი-მედიის როლი თემის გაშუქებაში

38

Opentext.Org.Ge, 06.03.2013, მაია ფანჯიკიძე: "საქართველოს საგარეო კურსი არ

იცვლება"; (შემოწმებულია 5.06.2015)

Ipn.Ge, 30.09.2013, თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი -

ეროვნული არჩევანია; (შემოწმებულია 5.06.2015)

Tabula.Ge, 06.03.2015, თოფაძე: NATO რისი მშველელია? NATO-ს ჩადენილი არ არის

ის, რაც მოხდა ერაყში?; (შემოწმებულია 5.06.2015)

Epfound.Ge, ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება

საქართველოში ცვლილებები და ტენდენციები 2009-2013; (შემოწმებულია 5.06.2015)

liberali.ge, 22.07.2013, გვინდა თუ არ გვინდა ნატო და ევროკავშირი?; (შემოწმებულია

5.06.2015)

Resonancedaily.com, 22.03.2010, პრაღიდან დანახული "იმიტირებული ქრონიკა" და

საქართველოს ხელისუფლებით იმედგაცრუებული ევროკავშირი; (შემოწმებულია

5.06.2015)

media.ge, 09.01.2012, "ასავალ-დასავალში" ჰომოფობიურ და ქსენოფობიური

გამონათქვამების გავრცელებას უარყოფენ; (შემოწმებულია 5.06.2015)