ორჰან ფამუქი - api.ning.comTnMw*cVhEOZq5sf-GO-GssDVR7... · ორჰან...

319
ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი Orhan Pamuk MASUMIYET MÜZESI მთარგმნელი ეკატერინე ახვლედიანი ორჰან ფამუქი ორჰან ფამუქი დაიბადა 1952 წელს სტამბოლში, გაიზარდა ნიშანთაშიში, ისეთ ხალხმრავალ ოჯახში, როგორსაც აღწერს რომანებში ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილებიდა შავი წიგნი“. როგორც თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებ სტამბოლშიმოგვითხრობს, ოცდაორ წლამდე ხატავდა და ოცნებობდა მხატვრობაზე. დაამთავრა სტამბოლის ამერიკული ლიცეუმი რობერტ კოლეჯი“. სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სამი წლის სწავლის შემდეგ მიხვდა, რომ აღარ უნდოდა, რომ მხატვარი ან არქიტექტორი გამოსულიყო, სასწავლებელი დატოვა და სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ოცდასამი წლისამ გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო, ყველაფერს თავი დაანება, სახლში ჩაიკეტა და წერა დაიწყო. მისი პირველი რომანი ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ 1982 წელს დაიბეჭდა და მაშინვე მიიღო ორჰან ქემალისადა ეროვნული რომანისჯილდოები. მომდევნო წელს გამოაქვეყნა რომანი უხმო სახლიდა ამ წიგნის თარგმანმა ფრანგულ ენაზე მიიღო ჯილდო „Prix de la Decouverte Europene“. პირველი რომანი, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და ფამუქს საერთაშორისო სახელი მოუტანა, არის თეთრი ციხესიმაგრე“ (1985), რომელშიც აღწერილია ვენეციელი მონისა და ოსმალო მეცნიერ- სწავლულის ქიშპი და მეგობრობა. იმავე წელს მეუღლესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა და 1985-88 წლებში ნიუ- იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა მოწვეულ მეცნიერად“. 1990 წელს თურქულ ენაზე გამოსცა რომანი შავი წიგნი“, სადაც დაკარგული ცოლის მაძებარი ადვოკატის პირით აღგვიწერს სტამბოლის ქუჩებს, მის წარსულსა და ატმოსფეროს. რომანის ფრანგულმა თარგმანმა მიიღო ჯილდო „Prix France Culture“. რომანმა ფამუქს თურქეთსა და მის საზღვრებს გარეთაც გაუთქვა სახელი, როგორც მწერალს, რომელიც წარსულსა და დღევანდელობას ერთნაირი მღელვარებითა და ოსტატობით აღწერს. 1991 წელს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც რუია დაარქვა. 1994 წელს დაწერა ახალი სიცოცხლე“, სადაც გამოყვანილია უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იდუმალი წიგნის გავლენის ქვეშ მოექცევა. 1998 წელს გამოვიდა რომანი მე მქვია წითელი“, რომელშიც მოთხრობილია ოსმალო და ირანელი მხატვრებისა და არადასავლური სამყაროს ხედვა და ხატვის სტილი სიყვარულისა და ოჯახური რომანების ინტრიგების ფონზე. ამ წიგნმა საფრანგეთში მიიღო ჯილდოები „Prix du Meilleur Livre“, იტალიაში „Grinzane Cavour“ (2002), ხოლო ირლანდიაში „International Impac-Dublin“ (2003). 1990- იანი წლების შუიდან ფამუქი, ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე დაწერილ სტატიებში აკრიტიკებდა თურქეთის ხელისუფლებას. ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ჟურნალ- გაზეთებში დაბეჭდილ სტატიებს ლიტერატურასა და კულტურაზე თავი მოუყარა წიგნში სხვა ფერები“, რომელიც 1999 წელს გამოქვეყნდა. 2002 წლის დაიბეჭდა თოვლი“. მის შესახებ ავტორმა განაცხადა, ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი პოლიტიკური რომანიაო. წიგნში აღწერილია ქალაქი ყარსი, პოლიტიკური ისლამისტური გაერთიანებები, სამხედროები, ლაიცისტები, დაპირისპირება ქურთ და თურქ ნაციონალისტებს შორის. 2004 წელს თოვლი“ Times Book Review- მიერ საუკეთესო 10 წიგნს შორის დასახელდა. ფამუქმა 2003 წელს გამოაქვეყნა სტამბოლი“, მისი მოგონებები ოცდაორი წლის ასაკამდე. ნაწარმოები დასურათებულია ფოტოებით პირადი ალბომებიდან, დასავლელიმხატვრებისა და თურქი ფოტოგრაფების ნამუშევრებით. წიგნი ითარგმნა 59 ენაზე და მთელ მსოფლიოში შვიდ მილიონზე მეტი

Transcript of ორჰან ფამუქი - api.ning.comTnMw*cVhEOZq5sf-GO-GssDVR7... · ორჰან...

  • ორჰან ფამუქიუმანკოების მუზეუმი

    Orhan Pamuk MASUMIYET MÜZESI მთარგმნელი ეკატერინე ახვლედიანი

    ორჰან ფამუქიორჰან ფამუქი დაიბადა 1952 წელს სტამბოლში, გაიზარდა ნიშანთაშიში, ისეთხალხმრავალ ოჯახში, როგორსაც აღწერს რომანებში „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“და „შავი წიგნი“. როგორც თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებ „სტამბოლში“მოგვითხრობს, ოცდაორ წლამდე ხატავდა და ოცნებობდა მხატვრობაზე. დაამთავრასტამბოლის ამერიკული ლიცეუმი „რობერტ კოლეჯი“. სტამბოლის ტექნიკურიუნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სამი წლის სწავლის შემდეგ მიხვდა, რომაღარ უნდოდა, რომ მხატვარი ან არქიტექტორი გამოსულიყო, სასწავლებელი დატოვადა სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.ოცდასამი წლისამ გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო, ყველაფერს თავი დაანება,სახლში ჩაიკეტა და წერა დაიწყო. მისი პირველი რომანი „ჯევდეთ ბეი და მისივაჟიშვილები“ 1982 წელს დაიბეჭდა და მაშინვე მიიღო „ორჰან ქემალისა“ და „ეროვნულირომანის“ ჯილდოები. მომდევნო წელს გამოაქვეყნა რომანი „უხმო სახლი“ და ამ წიგნისთარგმანმა ფრანგულ ენაზე მიიღო ჯილდო „Prix de la Decouverte Europene“. პირველირომანი, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და ფამუქს საერთაშორისო სახელი მოუტანა,არის „თეთრი ციხესიმაგრე“ (1985), რომელშიც აღწერილია ვენეციელი მონისა დაოსმალო მეცნიერ-სწავლულის ქიშპი და მეგობრობა. იმავე წელს მეუღლესთან ერთადამერიკაში გაემგზავრა და 1985-88 წლებში ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტშიმუშაობდა „მოწვეულ მეცნიერად“. 1990 წელს თურქულ ენაზე გამოსცა რომანი „შავიწიგნი“, სადაც დაკარგული ცოლის მაძებარი ადვოკატის პირით აღგვიწერს სტამბოლისქუჩებს, მის წარსულსა და ატმოსფეროს. რომანის ფრანგულმა თარგმანმა მიიღო ჯილდო„Prix France Culture“. რომანმა ფამუქს თურქეთსა და მის საზღვრებს გარეთაც გაუთქვასახელი, როგორც მწერალს, რომელიც წარსულსა და დღევანდელობას ერთნაირიმღელვარებითა და ოსტატობით აღწერს. 1991 წელს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაცრუია დაარქვა. 1994 წელს დაწერა „ახალი სიცოცხლე“, სადაც გამოყვანილიაუნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იდუმალი წიგნის გავლენის ქვეშ მოექცევა. 1998წელს გამოვიდა რომანი „მე მქვია წითელი“, რომელშიც მოთხრობილია ოსმალო დაირანელი მხატვრებისა და არადასავლური სამყაროს ხედვა და ხატვის სტილისიყვარულისა და ოჯახური რომანების ინტრიგების ფონზე. ამ წიგნმა საფრანგეთში მიიღოჯილდოები „Prix du Meilleur Livre“, იტალიაში „Grinzane Cavour“ (2002), ხოლო ირლანდიაში„Internat ional Impac-Dublin“ (2003). 1990-იანი წლების შუიდან ფამუქი, ადამიანისუფლებების დაცვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე დაწერილსტატიებში აკრიტიკებდა თურქეთის ხელისუფლებას. ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებსგარეთ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ სტატიებს ლიტერატურასა დაკულტურაზე თავი მოუყარა წიგნში „სხვა ფერები“, რომელიც 1999 წელს გამოქვეყნდა.2002 წლის დაიბეჭდა „თოვლი“. მის შესახებ ავტორმა განაცხადა, ეს ჩემი პირველი დაუკანასკნელი პოლიტიკური რომანიაო. წიგნში აღწერილია ქალაქი ყარსი, პოლიტიკურიისლამისტური გაერთიანებები, სამხედროები, ლაიცისტები, დაპირისპირება ქურთ დათურქ ნაციონალისტებს შორის. 2004 წელს „თოვლი“ Times Book Review-ს მიერსაუკეთესო 10 წიგნს შორის დასახელდა. ფამუქმა 2003 წელს გამოაქვეყნა „სტამბოლი“,მისი მოგონებები ოცდაორი წლის ასაკამდე. ნაწარმოები დასურათებულია ფოტოებითპირადი ალბომებიდან, „დასავლელი“ მხატვრებისა და თურქი ფოტოგრაფებისნამუშევრებით. წიგნი ითარგმნა 59 ენაზე და მთელ მსოფლიოში შვიდ მილიონზე მეტი

  • ეგზემპლარი გაიყიდა. ფამუქი მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 2005 წელსორჰან ფამუქს მიენიჭა „მშვიდობის ჯილდო“, რომელსაც 1950 წლიდან გასცემსგერმანული საგამომცემლო კავშირი და ის გერმანიაში კულტურის სფეროს ყველაზემნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება. „თოვლმა“ საფრანგეთში დაიმსახურა „Le Prix MedicisEtranger“, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო უცხოურ რომანს ენიჭება. იმავე წელსჟურნალ „Prospect“-ის მიერ ორჰან ფამუქი დასახელდა მსოფლიოს ას ინტელექტუალსშორის, ხოლო 2006 წელს ჟურნალმა „Time“-მა მსოფლიოს ას გავლენიან პირს შორისდაასახელა. არის American Academy of Arts and Lel-ters-ისა და ჩინეთის სოციალურმეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. ორჰან ფამუქს მიჰყავს კურსი კოლუმბიისუნივერსიტეტში. 2006 წელს ორჰან ფამუქს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურისდარგში. იგი ამ პრემიის მფლობელი ერთადერთი თურქი მწერალია.

    *

    ვუძღვნი რუიასისეთი უმანკოები არიან, რომ ჰგონიათ, სიღარიბე დანაშაულია, რომელიც ფულისშოვნისთანავე დავიწყებას მიეცემა.ჯელალ სალიქი, რვეულებიდანვთქვათ, სიზმარში კაცმა სამოთხე ნახა და იმის ნიშნად, რომ მისი სული ნამდვილადედემში იყო, ყვავილი აჩუქეს. რომ გაიღვიძა, ნახა, რომ ხელში მართლა ყვავილი უჭირავს.— ჰოოო? კარგი. მერე?სემიუელ ტეილორ კოლრიჯი, რვეულებიდანჯერ მაგიდაზე პატარა სამკაულები, ლოსიონები და კოსმეტიკური საშუალებებიდავათვალიერე. ხელში ავიღე, დავხედე. პატარა საათი მივატრიალ-მოვატრიალე. შემდეგტანსაცმლის კარადაში შევიხედე. თაროებზე დაწყობილმა ტანსაცმელმა, აქსესუარებმა დანივთებმა, რომელიც ყველა ქალს სრულყოფს, საშინელი მარტოობის, სიბრალულის დამისი სურვილის გრძნობები მომგვარა.აჰმედ ჰამდი თანფინარი, რვეულებიდან

    1. ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამირა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა. რომ მცოდნოდაკიდეც, შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვანაირადწარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამიანის სიცოცხლეში ყველაზე სანუკვარიგაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა?ბედნიერებით გაცისკროვნება მხოლოდ ერთ-ორ წამს გაგრძელდა, მაგრამ ეს განცდადიდხანს არ მშორდებოდა – საათები... მეტიც, წლები... ეს თითქოს დანაშაულის,ცოდვებისა და სასჯელის, მსოფლიოსა და ჟამთასვლის დადგენილი წესებისაგან ჩვენიგათავისუფლების წამიც იყო – 1975 წლის 25 მაისი, ორშაბათი. მგონი, სამს უკლდათხუთმეტი წუთი...დიდი გრძნობით დავუკოცნე ფუსუნს სიცხისა და სიყვარულისგან ალმოდებული მხრები,სათუთად მოვეხვიე ზურგზე, მოვიზიდე და მის ვნებით აღსავსე სხეულს დავეუფლე.მსუბუქად ვუკბინე მარცხენა ყურის ბიბილოზე. საყურე წამით თითქოს ჰაერში გაიყინა,

  • შემდეგ კი ძირს დაეცა. ვნების მორევში ჩაძირულებს საყურისთვის ყურადღება არც კიმიგვიქცევია და ერთმანეთის სხეულებით ტკბობა თავდავიწყებით გავაგრძელეთ.გარეთ კი ცა მოწმენდილი იყო, როგორც გაზაფხულზე იცის ხოლმე სტამბოლში. ზამთარსშეჩვეული სტამბოლელები ქუჩაში სიცხისგან ოფლად იღვრებოდნენ, შენობებში,მაღაზიებში, ცაცხვისა და წაბლის ხეების ჩრდილქვეშ კი ისევ გრილოდა. სიგრილისშეგრძნებას კიდევ უფრო გვიმძაფრებდა აშმორებული ლეიბი, რომელზეც არხეინადვნებივრობდით ბავშვებივით ტრფობის ალში თავდავიწყებით გახვეულები. ღია აივნიდანზღვისა და ცაცხვის სურნელით გაჟღენთილი გრილი სიო უბერავდა, ტიულის ფარდებსაფრიალებდა და შიშველ სხეულებზე სასიამოვნო ჟრუანტელს გვგვრიდა. ჩვენი ოთახიმეორე სართულიდან გადაჰყურებდა უკანა ეზოს, რომელიც სავსე იყო ფეხბურთისმოთამაშე ბავშვებით. ისინი ბილწსიტყვაობითა და გინებით იკლებდნენ იქაურობას. შუაალერსის დროს ორივემ ერთდროულად შევნიშნეთ, რომ ზუსტად ვიმეორებდით იმას,რასაც ბავშვები გასაბრაზებლად ეძახდნენ ერთმანეთს. მივხვდით, ერთი წამითშევჩერდით, თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და გავუღიმეთ. თუმცაღა ჩვენი ბედნიერებაისეთი დიდი და ღრმა იყო, რომ ეს იმ საყურესავით მიგვავიწყდა.მეორე დღეს, შეხვედრისას, ფუსუნმა მითხრა, ცალი საყურე დავკარგეო.– აქა მაქვს, საყვარელო. – ვუპასუხე და სკამზე გადაკიდებული პიჯაკის ჯიბეში ჩავყავიხელი. გამახსენდა, რომ წინა დღეს, ფუსუნის წასვლისთანავე დავინახე ცისფერ ზეწარზედაგდებული საყურე, რომლის ბოლოზეც მისი სახელის პირველი ასო იყო გამოსახული,ავიღე და ანგარიშმიუცემლად ჩავიდე ჯიბეში.– უჰ, არა მქონია, – ვთქვი და ეს ავად მენიშნა, მაგრამ მალევე მომაგონდა, რომ დილითძალიან თბილოდა და სხვა პიჯაკი ჩავიცვი.– სხვა პიჯაკის ჯიბეში დამრჩენია.– ხვალ მომიტანე რა, არ დაგავიწყდეს, – მთხოვა ფუსუნმა და ფართოდ გახელილითვალებით შემომხედა, – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.– კარგი.ფუსუნი ჩემი შორეული ღარიბი ნათესავი იყო. ერთი თვის წინ იმისი არსებობაც კი არმახსოვდა, მე კი ოცდაათი წლის მამაკაცი ვიყავი, მალე უნდა დავნიშნულიყავი და ოჯახისუღელი დამედგა... ჩემი საცოლე გახლდათ სიბელი, მშვენიერი ქალიშვილი, რომელიც,საყოველთაო აზრით, ძალიან შემეფერებოდა.

    2. ბუტიკი „შანზელიზე“მოვლენები და შეხვედრები, რომლებმაც რადიკალურად შემიცვალა ცხოვრება, ერთითვის წინ დაიწყო, 1975 წლის 27 აპრილს. იმ საღამოს, სეირნობისას, მე და სიბელმამაღაზიის ვიტრინაში „ჯენი კოლონის“ მარკის ჩანთა დავინახეთ. მალე სიბელის დანიშვნასვაპირებდი. ცოტა ნასვამები და უზომოდ ბედნიერები ვალიქონაღის პროსპექტზემივსეირნობდით, უკეთ რომ შეგვეგრძნო გაზაფხულის თბილი საღამოს სურნელი.ნიშანთაშიში[1] ახლად გახსნილ მოდურ რესტორან „ფუაიეში“[2] დედაჩემსა დამამაჩემთან ერთად ნიშნობა დეტალურად და ვრცლად მიმოვიხილეთ. სიბელს ძალიანუნდოდა, რომ ნიშნობას მისი უახლოესი მეგობარი, ნურჯიჰანი დასწრებოდა.ქალიშვილები ერთმანეთს პარიზის ლიცეუმ „დამ დე სიონიდან“ იცნობდნენ. ნურჯიჰანსპარიზიდან ჩამოსვლა რომ მოესწრო, შევთანხმდით, ნიშნობის ცერემონია ივნისის შუარიცხვებისათვის გადაგვეტანა. სიბელმა ნიშნობის კაბისთვის ზრუნვა ადრევე დაიწყო.კაბის შეკერვა იმ დროის ყველაზე მოდურ და პრესტიჟულ მკერავ ისმეთ იფექთანგადაწყვიტა. შეკვეთაც მიცემული იყო და ახლა ისღა რჩებოდა, ქალბატონებს კაბის

  • გაწყობის დეტალები განეხილათ. იმ საღამოს სიბელმა და დედაჩემმა პირველადიმსჯელეს, როგორ უნდა მორთულიყო ნიშნობის კაბა დედაჩემის ნაჩუქარიმარგალიტებით. ჩემმა სასიმამრომ განაცხადა, მსურს, ჩემი ერთადერთი ქალიშვილისნიშნობა ქორწილივით გრანდიოზული იყოსო. ამ საკითხში დედაჩემიც დაეთანხმა.აღსანიშნავია, რომ იმ დროის სტამბოლის ბურჟუაზია ყველა გოგონას, რომელსაცპარიზში რაც გინდა განათლება ჰქონოდა მიღებული, „სორბონადამთავრებულს“უწოდებდა. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი იქნებოდა მამაჩემი და როგორ იამაყებდათავისი სარძლოთი.ვახშმობის შემდეგ, სიბელს სახლში რომ მივაცილებდი, მხარზე ხელი გადავხვიე დაამაყად გავიფიქრე, ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა და უბედნიერესი ადამიანი ვარ-მეთქი. ფიქრებიდან გამომარკვია სიბელის აღტაცებულმა შეძახილმა: „რა ლამაზიჩანთაა!“ მთვრალი კი ვიყავი, მაგრამ მაინც მოვახერხე, ვიტრინა და ის მაღაზიადამემახსოვრებინა.მეორე დღეს, შუადღისას გეზი მაღაზიისაკენ ავიღე იმ ჩანთის შესაძენად, რომელმაც გუშინასე აღაფრთოვანა სიბელი. უნდა ვთქვა, მამაკაცთა იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი,რომლებიც სატრფოს გულის მოგებას საჩუქრებისა და ყვავილების მირთმევითცდილობენ. ამ ტიპის მამაკაცები გამუდმებით ეძებენ ამისთვის მიზეზს... არ ვიცი, იმ დღესრა დამემართა, მაგრამ გულის სიღრმეში მომინდა, სულ ცოტა ხნით მაინც მეგრძნო თავიამგვარ მამაკაცად.იმხანად შიშლიში, ნიშანთაშიში, ბებექსა და სხვა პრესტიჟულ უბნებში მცხოვრებისტამბოლის „გაევროპელებული“ მდიდარი დიასახლისები სამხატვრო გალერეებს კი არა,ბუტიკებს ხსნიდნენ, რომლებიც „Elle“-იდან და „Vogue“-ისნაირი უცხოური ჟურნალებიდანგადმოღებული და ადგილზე შეკერილი მოდური ტანსაცმლით იყო სავსე. მაღაზიებშიპარიზიდან და მილანიდან კონტრაბანდულად ჩამოტანილი კოსტიუმები და აქსესუარებიეწყო და ეს ყველაფერი ძალიან ძვირად იყიდებოდა. მაღაზიების პატრონები მთელიაზარტით ვაჭრობდნენ თავისნაირი მდიდარი და სახლში ჯდომით გაბეზრებულიქალბატონებისათვის განკუთვნილი ტანსაცმლით. ბუტიკ „შანზელიზეს“ მეპატრონე,ქალბატონი შენაი, ჩემი შორეული ნათესავი იყო დედაჩემის მხრიდან ფუსუნივით. როცაწლების შემდეგ ქალბატონ შენაის ვთხოვე, ბუტიკ „შანზელიზესა“ და ფუსუნთანდაკავშირებული ძველი ნივთები მოეცა, რაც კი ხელთ ჰქონდა, ყველაფერი ულაპარაკოდგადმომცა და ამით კორექტულად მაგრძნობინა, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეულიუცნაური დეტალები მარტო მისთვის კი არა, ნაცნობების ფართო წრისთვისაც იყოცნობილი.მეორე დღეს, შუადღისას, ბუტიკ „შანზელიზეს“ კარი შევაღე. ბრინჯაოს ზარი მძიმედდაირეკა. შემძრა ამ ხმამ... დღესაც კი, იმ ხმას რომ ვიგონებ, უსიამოვნო ჟრუანტელიმივლის და გულიც მეკუმშება. ქუჩაში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა... გარეთთბილოდა, ამიტომ მაღაზიაში შესვლისას სიგრილისა და სიცარიელის შეგრძნებადამეუფლა. ისიც კი ვიფიქრე, არავინ არ არის-მეთქი. შუადღის მზის შემდეგ თვალებიცდილობდნენ, მაღაზიის სიბნელეს შესჩვეოდნენ...მერე ფუსუნი შევამჩნიე. რა ლამაზი და მომხიბლავია-მეთქი, გავიფიქრე და თან გული ისეამიჩქარდა და ისე ავღელდი, თითქოს უზარმაზარი, ბობოქარი ტალღა შენარცხებოდესზღვის სანაპიროს.– რომელი, „ჯენი კოლონის“ კრემისფერი ჩანთა?შევხედე თუ არა თვალებში, მაშინვე ვიცანი.– აი ის, ვიტრინაში მანეკენს რომ უჭირავს, – წავილუღლუღე.– მივხვდი, – თქვა და ვიტრინისაკენ გაემართა. უცებ გაიხადა ყვითელი ქუსლიანიფეხსაცმელი, ვიტრინაში შედგა მარცხენა ფეხი და თითებზე წითელი ლაქი აუელვარდა.მოხერხებულად გადაიწია მანეკენისკენ. ჯერ ფეხსაცმელს დავხედე, შემდეგ გრძელსა დალამაზ ფეხებს. მაისიც არ დამდგარიყო და გარუჯვა უკვე მოესწრო.

  • ყვავილებიანი ყვითელი ქვედაბოლო მის გრძელ ფეხებზე უფრო მოკლედ ჩანდა. ჩანთააიღო, დახლს უკან შევიდა და იქიდან დიდი სერიოზულობით მიჩვენა ჩანთის ელვა,შემდეგ ამოიღო „ჯენი კოლონის“ ემბლემიანი ფურცელი და ეტიკეტი, სადაც მოხმარებისწესები ეწერა. ჩვენი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.– გამარჯობა, ფუსუნ, როგორ გაზრდილხარ, მგონი, ვერ მიცანი.– რას ბრძანებთ, ქემალ ბეი, როგორ ვერ გიცანით, მაგრამ მეგონა, თქვენ ვერ მიცანით დაგამოცნაურება მეუხერხულა, – მიპასუხა.სიჩუმე ჩამოვარდა. ჩანთას იმ ადგილას დავაკვირდი, ცოტა ხნის წინ ფუსუნი რომმითითებდა. ჩემდა გასაკვირად, ვგრძნობდი, რომ შინაგანად ვიყავი დაძაბული დაბუნებრივად ვერ ვიქცეოდი. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი: სილამაზე, მოკლე ქვედაბოლოთუ რამე სხვა.– აბა, მომიყევი, რას შვრები.– უნივერსიტეტის გამოცდებისათვის ვემზადები. აქაც ყოველდღე დავდივარ. აქ ხალხთანურთიერთობისა და მათი გაცნობის საშუალება მეძლევა.– ძალიან კარგი. რა ღირს ჩანთა?ჩანთაზე მიკრულ პატარა ეტიკეტს დახედა და თქვა: – ათას ხუთასი ლირა.ეს იმდროინდელი მოხელის დაახლოებით ექვსი თვის ხელფასს უდრიდა.– მაგრამ, დარწმუნებული ვარ, შენაი ჰანიმი თქვენ სხვა ფასად მოგცემთ. სახლში წავიდასასადილოდ. ახლა ალბათ სძინავს და ვერ შევაწუხებ. საღამოს თუ გამოგვივლით...– ფასს არა აქვს მნიშვნელობა, – ვუპასუხე და მანერით, რომელსაც მერე ჩვენი ფარულიშეხვედრებისას ფუსუნი მხიარულად იმეორებდა, უკანა ჯიბიდან საფულე ამოვიღე დანოტიო ქაღალდის ფული გავუწოდე. ფუსუნმა ჩანთა ჯერ შეფუთა, შემდეგ კი ნეილონისპარკში ჩადო. ჩუმად ვადევნებდი თვალს მის თაფლისფერ მოხდენილ მკლავებს,სწრაფსა და მოხერხებულ მიხრა-მოხრას. ამას ისიც გრძნობდა. საქმეს რომ მორჩა, ჩანთაზრდილობიანად გამომიწოდა. მადლობა გადავუხადე და მისიანები მოვიკითხე.– მამიდა და მამაშენი როგორ არიან (თარიქ ბეის სახელი იმ წუთში არ მომაგონდა),მომიკითხე. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთი ნაწილი ოცნებობდა, ფუსუნი სამოთხისმყურდო კუთხეში მიემწყვდია და ეკოცნა. სასწრაფოდ მოვტრიალდი და კარისკენგავექანე. თან ვბრაზობდი, ეს უცნაური ფიქრი რომ ამეკვიატა და თანაც თავს ვაჯერებდი,არც ისეთი ლამაზია-მეთქი. ამ ფიქრებში გართული გარეთ გავედი, სადაც გაზაფხულისსითბო ძალიან მესიამოვნა. ჩემი საჩუქრით კმაყოფილი ვიყავი. სიბელი უზომოდმიყვარდა. გადავწყვიტე, ის მაღაზიაცა და ფუსუნიც დამევიწყებინა...

    3. შორეული ნათესავებისაღამოს, ვახშმობის დროს, დედაჩემს სიბელისთვის ჩანთის ყიდვისას ჩვენს შერეულნათესავთან – ფუსუნთან შეხვედრის ამბავი მაინც ვუამბე.– ჰო, ვიცი, ნასიბეს გოგო შენაისთან რომ მუშაობს მაღაზიაში, აფსუს! – თქვა და დაამატა:– უკვე დღესასწაულებზეც აღარ შემოგვივლიან ხოლმე. ძალიან შეირცხვინეს თავი იმსილამაზის კონკურსში მონაწილეობით. მაღაზიის წინ ყოველდღე გავივლ-გამოვივლი დასაწყალ გოგოს რომ მივესალმო, არც გული მიშვებს და არც გონება. ხომ გახსოვს,პატარაობაში როგორ მიყვარდა. ნასიბე საკერავად რომ მოვიდოდა, ბავშვიც თანმოჰყავდა ხოლმე. კარადიდან გამოვუღებდი სათამაშოებს და სანამ დედამისი მუშაობდა,ჩუმად თავისთვის ერთობოდა. ნასიბეს დედა, ცხონებული მამიდათქვენი მიჰრივერიც

  • ჩუმად თავისთვის ერთობოდა. ნასიბეს დედა, ცხონებული მამიდათქვენი მიჰრივერიცძალიან კარგი ადამიანი იყო.– ჩვენ რად გვეკუთვნიან?მამაჩემი ტელევიზორს მისჩერებოდა. დედამ კი განმიმარტა, რომ მამამისი (ანუ ბაბუაჩემიეთჰემ ქემალი), რომელიც რესპუბლიკის დამაარსებლის, ათათურქის ტოლი იყო დამასთან ერთად დადიოდა დაწყებით სკოლა „შემსი ეფენდის მექთებში“ (ამისდამადასტურებელი სურათებიც გვქონდა ოჯახში), სანამ ბებიაჩემს ცოლად მოიყვანდა,ოცდასამი წლის ასაკში სხვაზე დაქორწინებულა. ის საცოდავი ქალი (ანუ ფუსუნის დიდიბებია), წარმოშობით ბოსნიელი ყოფილა და ბალკანეთის ომის დროს, ედირნესევაკუაციისას დაღუპულა. ბაბუაჩემ ეთჰემ ქემალისაგან შვილი არ შესძენია. მაგრამპირველი ქორწინებიდან (როგორც დედა აღნიშნავდა, „სულ ბავშვი“ გათხოვილა) ჰყავდაქალიშვილი მიჰრივერი (ფუსუნის ბებია), რომელსაც თურმე ხან ვინ ზრდიდა და ხან ვინ.მამიდა მიჰრივერი და მისი ქალიშვილი ნასიბე (ფუსუნის დედა) ჩვენი ნათესავები კი არა,ახლობლები უფრო იყვნენ, მაგრამ ნათესაობის დემონსტრირების მიზნით დედამოითხოვდა, რომ ამ ქალებისათვის „მამიდა“ დაგვეძახა. დედაჩემი ვეჯიჰე ბოლო ხანებშიდღესასწაულებზე ცოტა არ იყოს ცივად ექცეოდა თეშვიქიეს ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზემცხოვრებ „ახლობლებს“, რითაც ისინი გაანაწყენა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფუსუნმაორი წლის წინ, ანუ, როცა თექვსმეტი წლისა იყო და ნიშანთაშის ქალთა ლიცეუმშისწავლობდა, მამიდა ნასიბეს წახალისებითა და ხელშეწყობით სილამაზის კონკურსშიმიიღო მონაწილეობა. უფრო მეტიც, როგორც ყური მოვკარით, თურმე ნასიბე, რომელსაცერთ დროს დედაჩემი მფარველობდა, ამაყობდა კიდეც ამ სამარცხვინო ამბით და ამისგამო დედამ მათ საბოლოოდ შეაქცია ზურგი.მამიდა ნასიბე დიდ პატივს სცემდა და ძალიან უყვარდა თავისზე ოცდახუთი წლითუფროსი დედაჩემი. უეჭველია, რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა თავად დედაჩემს,რომლის რეკომენდაციითაც ახალგაზრდობაში მამიდა ნასიბე საკერავზე დადიოდამდიდარ ოჯახებში.– ძალიან, ძალიან ღარიბები იყვნენ, – თქვა დედამ და მერე ნათქვამი რომ ცოტაშეერბილებინა, დაამატა: – თუმცა იმ დროს, მარტო ესენი კი არა, მთელი თურქეთიღარიბი იყო. დედა თავის მეგობარებსა და ნაცნობებს აწონებდა ნასიბეს, „ძალიან კარგიადამიანი და შესანიშნავი მკერავიაო“ და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სახლში იწვევდასადღესასწაულო კაბების შესაკერად.ეს ძირითადად მაშინ ხდებოდა, როცა მე სკოლაში ვიყავი, ამიტომ ნასიბეს იშვიათადვხვდებოდი. 1956 წლის ზაფხულის მიწურულს კი, დედამ ნასიბე სუადიეში აგარაკზემიიწვია სასწრაფოდ საქორწინო კაბის შესაკერად. ორივენი ისხდნენ აგარაკის მეორესართულის უკანა ოთახში, საიდანაც პალმის ხეებისა და ზღვის საოცრად ლამაზი ხედიიშლებოდა და გვიანობამდე არახრახებდნენ დედაჩემის „ზინგერს“. მოსიყვარულედებივით იქცეოდნენ: ხან ერთმანეთს ეხუმრებოდნენ და ხანაც სიცხეზე, კოღოებსა დაშესაკერი ტანსაცმელის მოსწრებაზე წუწუნებდნენ. ოთახში მიმოფანტული იყო შესაკერიტანსაცმელი, ნასიბეს ყუთიდან (რომელზედაც სტამბოლის ხედი იყო გამოსახული)ამოღებული მაკრატელი, ქსოვილის ნაკუწები, ძაფები, ნემსები და სხვა ნივთები.ამ ცხელ პატარა ოთახში მზარეულ ბექრის ხშირ-ხშირად შეჰქონდა ლიმონათი, რადგანაცოცი წლის ფეხმძიმე ნასიბეს ყოველ წუთს პირი უშრებოდა. სადილის დროს ნასიბე დადედაჩემი გვერდიგვერდ ისხდნენ და დედა განუწყვეტლივ აფრთხილებდა, იცოდე, რაზეცფეხმძიმე ქალს თვალი მიუვა, ის აუცილებლად უნდა შეჭამოს, თორემ მახინჯი ბავშვიგაუჩნდებაო. მახსოვს, იმ დროს ნასიბეს დიდი მუცლისკენ თვალი გამექცეოდა ხოლმე. აი,მაშინ გავიგე პირველად ფუსუნის არსებობა, თუმცაღა იმ დროს წინასწარ არავინ იცოდა,მომავალი ბავშვი გოგო იქნებოდა თუ ბიჭი.– ნასიბემ თავის ქმარსაც კი არ შეუთანხმა, ფუსუნს ისე მოუმატა ასაკი და სილამაზისკონკურსზე შეაგდო, – ამის გახსენებაზე დედაჩემს ხასიათი გაუფუჭდა. – კიდევ კარგი, არგაიმარჯვა და საბოლოო თავის მოჭრას გადარჩნენ. ეს ამბავი რომ გახმაურებულიყო,შეიძლება, გოგო ლიცეუმიდანაც კი გაერიცხათ... ლიცეუმი კი დაუმთავრებია, მაგრამ არამგონია, რამე წესიერი განათლება მიეღოს. უკვე დღესასწაულებზეც აღარ მოდიან

  • ჩვენთან, რომ ერთი გავიგო მაგათი ამბავი. ყველამ კარგად იცის, დღეს სილამაზისკონკურსებში რა კატეგორიის გოგოები და ქალები იღებენ მონაწილეობას. როგორიქცეოდა?დედამ ისიც თქვა, ფუსუნი თურმე უკვე კაცებთან წვებაო. ეს მეც მქონდა გაგონილი ჩემიმეგობრებისგან, მაგრამ შევეცადე, ეს უსიამოვნო თემა აღარ გამეგრძელებინა. სიჩუმეჩამოვარდა.– იცოდე, არ იცუღლუტო! – გამაფრთხილა დედამ და მრავალმნიშვნელოვნად დამიქნიათითი, – გამორჩეულ, კარგსა და ლამაზ გოგონაზე დაინიშნები სადაცაა! აბა ერთი მაჩვენე,რა ჩანთა უყიდე სიბელს. მუმთაზ (მამაჩემს მუმთაზი ჰქვია), ნახე, ქემალს სიბელისთვის რაკარგი ჩანთა უყიდია!– მართლა? – იკითხა მამამ. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ჩანთა ნახა,მოეწონა და თავისი შვილისა და მისი შეყვარებულის ბედნიერება გაიზიარა, მაგრამტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია.

    4. სიყვარული ოფისშიმამა ტელევიზორს მისჩერებოდა, სადაც პირველი თურქული ლიმონათის „მელთემის“რეკლამა გადიოდა. შევყოვნდი და ყურადღებით ვუყურე რეკლამას, რომელიც ძალიანმომეწონა. „მელთემის“ წარმოება დაიწყო ჩემმა მეგობარმა ზაიმმა, რომლის მამაც,მამაჩემივით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ძალიან გამდიდრდა, ზაიმმა კი მამამისიძლივს დაიყოლია ახალ საქმეში ინვესტიციის ჩადებაზე. ამიტომაც მთელი გულითმინდოდა, რომ ჩემს მეგობარს ბიზნესში წარმატება ჰქონოდა.ამერიკაში ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით და სამშობლოშიდავბრუნდი. შემდეგ პირნათლად მოვიხადე სამხედრო ვალდებულება. მამაჩემს უნდოდა,რომ მეც ჩემს უფროს ძმასავით მიმეღო მონაწილეობა ყოველდღიურად მზარდიფაბრიკისა და ახალგახსნილი ფირმების მართვაში და, სრულიად ახალგაზრდა,ჰარბიეში[3] დისტრიბუციისა და ექსპორტის ფირმა „სათსათის“ გენერალურდირექტორად დავინიშნე. „სათსათი“ დიდბიუჯეტიანი, საკმაოდ მომგებიანი ორგანიზაციაიყო, მაგრამ ეს ჩემი დამსახურებით კი არა, სხვადასხვა ბუხჰალტრული გადათამაშებებით,ფაბრიკა-ქარხნებისა და ჩვენი სხვა ფირმებიდან მოგებების „სათსათში“ გაკეთებულიგადმორიცხვების ხარჯზე ხდებოდა. პირველივე დღეებიდან ვცდილობდი, არმესარგებლა „ბოსის შვილობის“ სტატუსით, ვყოფილიყავი თავმდაბალი და რაც შეიძლებაბევრი მესწავლა ჩემზე ოცი-ოცდაათი წლით უფროსი, მცოდნე მოხელეებისაგან დადედისტოლა მკერდსავსე და გამოცდილი ქალბატონებისაგან.ჰარბიეში ძველი შენობა მოხუცი მოხელეებივით დაღლილი და დანჯღრეულიავტობუსებისა და ტროლეიბუსების ყოველ ჩავლაზე შეზანზარდებოდა ხოლმე.საღამოობით, შენობას ყველა რომ დატოვებდა, ჩემი საცოლე სიბელი მაკითხავდა დაგენერალური დირექტორის ოთახში მივეცემოდით ხოლმე სიყვარულს. მიუხედავად იმისა,რომ ძალიან თანამედროვე გოგო იყო და ევროპაშიც კარგად ჰქონდა ათვისებულიქალთა უფლებები და ფემინისტური ფრაზები, მისი აზრი მდივნებზე არ განსხვავდებოდადედაჩემის შეხედულებისაგან. ამიტომ ხანდახან მეტყოდა ხოლმე, აქ არ გვინდა, თორემთავი მდივანი მგონიაო. თუმცაღა ვხვდებოდი, რომ ოფისის დიდ ტყავის დივანზე მისიშებოჭილობის ნამდილი მიზეზი იყო ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრების დაწყებისშიში – ჩვეულებრივი მოვლენა იმდროინდელ თურქეთში.დასავლური ორიენტაციის ოჯახების ევროპამოვლილი ნარჩევი ქალიშვილები იმ წლებშიაქა-იქ იწყებდნენ „ქალწულობის“ ტაბუს დარღვევას და შეყვარებულებთან ქორწილამდედაწოლას. სიბელიც გრძნობდა თავს ამაყად, რომ თვითონ ამ „მამაც“ ქალთა შორის იყო.ჩემთან თერთმეტი თვის წინ დაწვა (ამდენი ხნის ერთად ყოფნის შემდეგ დაქორწინება

  • გვმართებდა!).მაგრამ უკვე წლების შემდეგ, რაც დავფიქრდი, არ მინდა, გაზვიადებულად წარმოვაჩინოჩემი შეყვარებულის სიმამაცე. ვინაიდან სიბელი მარტო მას შემდეგ დამნებდა, რაცდარწმუნდა, რომ „სერიოზული მიზნები“ მამოძრავებდა (ანუ „ჩემი ნდობა შეიძლებოდა“)და საბოლოოდ მასზე აუცილებლად დავქორწინდებოდი. როგორც პასუხისმგებლობითაღსავსე, წესიერი ადამიანი, რაღა თქმა უნდა, მართლაც ვაპირებდი სიბელის ცოლადშერთვას. ეს გულით მინდოდა, მაგრამ, რომ არ მნდომოდა კიდეც, მაინც ვერმივატოვებდი, რადგან „ქალიშვილობა ჩამაბარა“. პასუხისმგებლობის გრძნობაერთმანეთს თან გვაახლოებდა და თან მნიშვნელოვან ჩრდილსაც აყენებდა ჩვენს„თავისუფლებისა და თანამედროვეობის“ ილუზიას, რომელიც ქორწინებამდე სექსისგაბედვით შევქმენით.ამ ჩრდილს მაშინაც ვგრძნობდი, როცა სიბელი ჩვენი დაქორწინების აუცილებლობაზელაპარაკობდა აღელვებით. თუმცაღა ოფისში ნეტარებისა და განცხრომის ლამაზიწუთებიც გვქონდა. მახსოვს, როცა ჰალასქარგაზის პროსპექტიდან ავტობუსებისა დატროლეიბუსების ხმა შემოდიოდა და სიბნელეში სიბელს ვეხვეოდი, ვფიქრობდი,სიცოცხლის ბოლომდე ასეთი ბედნიერი ვიქნები და ძალიან იღბლიანი კაცი ვარ-მეთქი.ერთხელაც, როცა სიყვარულის შემდეგ სიგარას ვაბოლებდი და „სათსათის“ ემბლემიანსაფერფლეში ვაფერფლებდი, სიბელი ჩემი მდივნის, ზეინაბ ჰანიმის სავარძელში ჩაჯდანახევრად შიშველი, ბეჭდვას შეუდგა და იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებშიგავრცელებული კარიკატურებისა და ანეგდოტების პერსონაჟის, „სულელი ქერა მდივნის“გამომეტყველება მიიღო კეკლუცად.

    5. რესტორან „ფუაიეში“რესტორანი „ფუაიე“ გახლდათ იმ დროის ბეიოღლუს, შიშლისა და ნიშანთაშის მსგავსრაიონებში მცხოვრები, გაზეთებში ჟურნალისტების მიერ „ელიტად“ მოხსენიებულიმდიდრების საყვარელი თავშეყრის ადგილი ფრანგულ სტილში. წლების შემდეგ მოვიძიედა გამოვფინე „ფუაიეს“ ყვავილებით მოხატული მენიუ, აფიშა, ემბლემიანი ასანთი დახელსაწმენდი. მომხმარებლებს ამ ტიპის რესტორნების ევროპულთან მსგავსება თვალშირომ არ მოხვედროდათ, მათ „მაჟესტიკს“, „ამბასადორს“ ან „რუაიალს“ კი არ არქმევდნენ,არამედ „ქულისს“, „მერდივენს“ ან „ფუაიეს“, რაც მიუთითებდა, რომ დასავლეთისსაზღვართან მდებარე ქალაქ სტამბოლში ვართ. ახალგამდიდრებულთა შემდეგი თაობაუპირტესობას უკვე მამაპაპურ სამზარეულოსა და ტრადიციულ რესტორნებს ანიჭებდა,ამიტომ შემდგომში პოპულარული გახდა რესტორნები, რომლებსაც ერქვა „ჰანედანი“,„სულთანი“, „ხონთქარი“, „ფაშა“, „ვეზირი“, ხოლო „ფუაიეს“ მსგავსები ნელ-ნელადავიწყებას მიეცა.იმ საღამოს, ჩანთა რომ ვიყიდე და სიბელთან ერთად ვვახშმობდი „ფუაიეში“, სიბელსვკითხე: – ხომ იცი, დედაჩემს აპარტამენტ „მერჰამეთში“ ბინა აქვს. მოდი ახლა იქშევხვდეთ ერთმანეთს. თანაც უკანა ოთახი ისეთ ლამაზ ბაღს გადაჰყურებს...– რატომ, ფიქრობ, რომ ჩვენი ნიშნობა, ქორწილი და ჩვენი ერთად ცხოვრებადაგვიანდება?– არა, საყვარელო, არც მიფიქრია.– შენთან შეხვედრა ფარულად, დამნაშავე საყვარელივით სხვადასხვა ადგილებში, დათუნდაც შენს ბინაში, აღარ მინდა.– გეთანხმები.– საიდან მოგივიდა ახლა აზრად იმ ბინაში ჩვენი შეხვედრა?

  • – კარგი, კარგი, დაივიწყე...„ფუაიეში“ ბედნიერ ხალხს თვალი გადავავლე და ნეილონის პარკიდან ჩანთა ამოვიღე.– ეს რა არის? – მკითხა სიბელმა, თითქოს ვერ მიხვდა, რომ რაღაც საჩუქარს ვაძლევდი.– სიურპრიზია, გახსენი და ნახე!– მართლა?! – ნეილონის პარკს რომ ხსნიდა, სახეზე ბავშვური მოუთმენლობა დაინტერესი გამოეხატა, მაგრამ ჩანთაზე დახედვისთანავე აშკარად შეეტყო იმედგაცრუება,რის დამალვასაც ცდილობდა.– იცანი? – ვკითხე ამაყად. – ის ჩანთაა, იმ საღამოს რომ მოგეწონა.– ჰო, ის არის. რა ყურადღებიანი ხარ.– მიხარია, რომ მოგწონს. ნიშნობაზე ეს ჩანთა ძალიან მოგიხდება.– სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, გადაწყვეტილი მაქვს, ნიშნობაზე რომელი ჩანთა უნდადავიჭირო. მართლა მშვენიერი საჩუქარია, დიდი ყურადღება გამოიჩინე, რომ მიყიდე…მაგრამ, არ გეწყინოს… ამ ჩანთას ნიშნობაზე მაინც არ დავიჭერდი, იმიტომ, რომ ყალბია.– როგორ?– ნამდვილი „ჯენი კოლონის“ ჩანთა არ არის, ქემალ, ფალსიფიკაციაა.– კი მაგრამ, როგორ მიხვდი?– ყველაფერზე ეტყობა, საყვარელო. აბა ერთი ეს ნაკერი ნახე, მარკა როგორდაუკერებიათ ტყავზე. აი, ხელში რომ მიჭირავს, ეს კი ნამდვილი „ჯენი კოლონია“, პარიზშიმაქვს ნაყიდი. ამათი ნაკერების შედარებაც არ შეიძლება. ჯენი კოლონი ტყუილად კი არარის საფრანგეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მარკა. ის ამიაფფასიან ძაფებს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდა.ნამდვილი ჩანთის ნაკერებს რომ ვათვალიერებდი, თავს ვეკითხებოდი, ჩემს მომავალმეუღლეს ასეთი გამარჯვებულის გამომეტყველება რატომა აქვს-მეთქი. სიბელსპერიოდულად ეხამუშებოდა, რომ იმ ყოფილი ელჩის, ანუ იმ „მოხელის ქალიშვილი“ იყო,რომელმაც თავისი პაპის – ფაშის დანატოვარი უკანასკნელი მიწაც კი გაყიდა. წინაპრებისთემაზე ლაპარაკი რომ ჩამოვარდებოდა, სიბელი თავის გასამხნევებლად ყოველთვისუსვამდა ხაზს, როგორ უკრავდა ბებია პიანინოს, ან როგორ მონაწილეობდა ბაბუა„განმათავისუფლებელ ომში“, ხანაც დედის პაპის აბდულჰამიდთან[4] ახლოურთიერთობებსაც გაიხსენებდა ხოლმე. ეს მონათხრობები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებასახდენდა და ამ დროს სიბელი კიდევ უფრო მიყვარდებოდა. 1970-იანი წლებისდასაწყისში საფეიქრო წარმოების, ექსპორტის განვითარებისა და სტამბოლისმოსახლეობის სამჯერ მატების პროპორციულად სტამბოლში საგრძნობლად გაიზარდამიწის ფასი, განსაკუთრებით კი ჩვენს უბანში. ბოლო ათ წელიწადში მამაჩემის ფირმაგაძლიერდა, ოჯახის კაპიტალი, სულ მცირე, ხუთჯერ მაინც გაიზარდა, როგორცბასმაჯის[5] გვარიდანაც ჩანს, საფეიქრო ბიზნესით გამდიდრებულ უკვე მესამე თაობასვეკუთვნოდი. ამიტომ, თუ მთელი სამი თაობის ღვაწლსა და ავტორიტეტსგავითვალისწინებთ, თავი კიდევ უფრო დამცირებულად ვიგრძენი და შევწუხდი, როდესაცგავიგე, რომ ჩანთა ყალბი გამოდგა.გუნებაშეცვლილი რომ დამინახა, სიბელი ხელზე მომეფერა და მკითხა: – რა მიეციჩანთაში?– ათას ხუთასი ლირა, – ვუპასუხე. – თუ გინდა, ხვალვე წავალ და სხვა რამეში გადავცვლი.– არა, საყვარელო, არ გადაცვალო, ფული გამოართვი უკან. იმიტომ, რომ აშკარად შენიგაბითურება უცდიათ.– მაღაზიის მეპატრონე, შენაი ჰანიმი ჩვენი შორეული ნათესავია. – ვთქვი და გაკვირვების

  • გამოსახატავად წარბები ავზიდე.სიბელმა გამომართვა ჩანთა, რომელიც უაზროდ მეჭირა და ღიმილით მითხრა: –საყვარელო, ასეთი განათლებული, ჭკვიანი და კულტურული ხარ, მაგრამ აზრზემოსვლასაც ვერ ასწრებ, ქალები ისე გირევენ ჭკუას.

    6. ფუსუნის ცრემლებიმეორე დღეს, შუადღეზე, ისევ დავიჭირე პარკი და ბუტიკ „შანზელიზესაკენ“ გავემართე.ზარი რომ დავრეკე და მაღაზიაში შევედი, ისევ დამეუფლა სიგრილისა და სიცარიელისშეგრძნება და ისევ გავიფიქრე, არავინ არის-მეთქი. ნახევრად ბნელ მაღაზიაში სიჩუმესუფევდა, რომელსაც მარტო იადონის საამო ჭიკჭიკი არღვევდა. ყვავილების ქოთნისგვერდით ფუსუნის ჩრდილი შევნიშნე. გასახდელთან იდგა და ტანსრულ ქალბატონსტანსაცმელის არჩევაში ეხმარებოდა. ფუსუნს სუმბულებითა და მინდვრის ყვავილებითმოხატული ბლუზა ეცვა. საოცრად უხდებოდა. რომ დამინახა, ტკბილად გამიღიმა...– მგონი, არ გცალია. – ვუთხარი და თვალით გასახდელი ოთახისკენ ვანიშნე.– მალე გავთავისუფლდები. – მიპასუხა.იადონი გალიაში განუწყეტლივ დახტოდა, ხან ზემოთ დასკუპდებოდა, ხანაც ქვემოთ.თვალი ევროპიდან ჩამოტანილი ბრჭყვიალა ნივთებისა და კუთხეში მიყრილიჟურნალებისკენ გამექცა, მაგრამ ყურადღებას ვერაფერზე ვამახვილებდი, დაძაბულივიყავი. ვუყურებდი და მეგონა, რომ დიდი ხნის ნაცნობი და ახლობელი იყო. მე მგავდა.ბავშვობაში ფუსუნივით ხვეული შავი (მართალია, ახლა უკვე ოქროსფრად ჰქონდაშეღებილი) თმა მქონდა, რომელიც ასაკის მომატებასთან ერთად გამისწორდა.ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგად მესმოდა მისი. ტანზე მომდგარ ბლუზაში მკაფიოდიკვეთებოდა მისი სხეულის ბუნებრივი სიმშვენიერე და ოქროსფრად შეღებილი თმა.უსიამოვნოდ გამახსენდა, რომ ჩემი მეგობრები „პლეიბოიდან“ გადმომხტარს“ ეძახდნენ.ნეტა იმათთან თუ წოლილა? საოცარ გოგოზე უნდა დაინიშნო, სასწრაფოდ დაუბრუნეჩანთა, ფული გამოართვი და აქედან მოუსვი-მეთქი, თავს შევუძახე. გარეთ, ნიშანთაშისმოედნისკენ იქამდე ვიყურებოდი, ვიდრე ვიტრინის მინაში ფუსუნის უმშვენიერესიგამოსახულება არ აირეკლა.ქალმა, რომელიც ტანსაცმელს ისინჯავდა, არაფერი იყიდა და ოხვრითა და ბუზღუნითგავიდა მაღაზიიდან.– გუშინ საღამოს დაგინახეთ. – მითხრა და მომხიბვლელად გამიღიმა. შევამჩნიე, რომტუჩებზე ღია ვარდისფერი პომადა ჰქონდა წასმული. „მის ლის“ მარკის იაფფასიანიპომადა იმ დროს ძალიან პოპულარული იყო და საოცრად უხდებოდა.– მართლა? როდის დაგვინახე?– საღამო ხანს. თქვენ სიბელ ჰანიმთან ერთად იყავით. ქუჩის მოპირდაპირე მხრიდანშეგამჩნიეთ. ალბათ სავახშმოდ მიდიოდით.– კი, ერთად ვივახშმეთ.– როგორ უხდებით ერთმანეთს! – ისე თქვა, როგორც ახალგაზრდების ბედნიერებითგახარებულ მოხუცებს სჩვევიათ ხოლმე.აღარ მიკითხავს, სიბელს საიდან იცნობდა.– შენთან პატარა თხოვნა გვაქვს. – ჩანთის ამოღებისთანავე რაღაცნაირი სირცხვილი დააღელვება ვიგრძენი. – ამის უკან დაბრუნება გვინდა.

  • – რა პრობლემაა, შევცვალოთ, თუ გნებვათ, აი, ამ მოდურ ხელთათმანებს მოგცემთ, ანცოტა ხნის წინ მივიღეთ აი ეს ჩანთა და ამაში გადაგიცვლით. რა, სიბელ ჰანიმს ჩანთა არმოეწონა?– არა შეცვლა არ მინდა, ფულს დავიბრუნებ. – ვთქვი დარცხვენით.სახეზე გაოცება და შიში გამოეხატა.– კი მაგრამ, რატომ?– ეს ჩანთა ნამდვილი „ჯენი კოლონი“ არ არის, ყალბი ყოფილა.– როგორ?!– მე ასეთი რამეებისა არაფერი გამეგება. – წავილუღლუღე უნიათოდ.– ჩვენთან ასეთი რამე გამორიცხულია. – თქვა მკაცრად. – ფული ახლავე გინდათ?– დიახ.სახეზე გაბრაზება დაეტყო. ისე დავიძაბე, რომ გავიფიქრე, „ღმერთო, როგორ არმომაფიქრდა, ჩანთა ურნაში ჩამეგდო და სიბელისთვის კი მეთქვა, ფული უკან დავიბრუნე-მეთქი“.– ძალიან გთხოვ, არ იფიქრო, თითქოს ამაში შენ ან შენაი ჰანიმს გადანაშაულებდეთ.მოგეხსენება, ევროპაში რაც კი მოდაში შემოვა, ჩვენ, თურქები, უმალვე დიდი წარმატებითვაყალბებთ. – ვთქვი და გაღიმება ვცადე, – ჩემთვის (ალბათ ჯობდა მეთქვა ჩვენთვის-მეთქი) მთავარია, რომ ჩანთამ თავისი მოვალეობა შეასრულოს და ქალს მოუხდეს. სულარ მაინტერესებს მისი მარკა, ორიგინალია თუ არა, ვინ შეკერა და ასეთი რამეები. – ესყველაფერი ისე წარმოვთქვი, რომ ეს სიტყვები ორივეს არადამაჯერებლად გვეჩვენა.– ფულს აუცილებლად დაგიბრუნებთ. – მითხრა მკაცრად. ბედს დავემორჩილე და ჩემიუხეშობით დარცხვენილმა უხმოდ განზე გავიხედე.იმ სამარცხვინო წამების მიუხედავად, ვიგრძენი, რომ ფუსუნი უცნაურად იქცეოდა და იმასარ აკეთებდა, რაც უნდა ექნა. სალაროს ისე მისჩერებოდა თითქოს იქ ჯინი იყოჩაბუდებული და ახლოს არ ეკარებოდა. სახე ჭარხლისფერი გახდომოდა, თვალები კიგაწყლიანებოდა. ამის დანახვაზე ავღელდი და მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი.ჩუმად ტიროდა. როგორ მოხდა, ზუსტად არ ვიცი... მერეც ვერ ვიხსენებდი, თუ როგორაღმოვჩნდი მასთან და ჩავეხუტე. მანაც თავი მკერდზე დამადო.– მაპატიე, ფუსუნ. – ჩავჩურჩულე და რბილ თმასა და შუბლზე მოვეფერე.– კარგი, დამშვიდდი, საბოლოოდ ჩანთა ფალსიფიცირებული აღმოჩნდა.გულამომჯდარი ტიროდა ბავშვივით. ცოტა გაჩერდა და მერე ისევ ასლუკუნდა. რამდენიმეწამით ჩავეხუტე, გრძელ, ლამაზ მკლავებსა და სხეულზე შევეხე და მისი მკერდიშევიგრძენი. თავბრუ დამესხა. ყოველი მიახლოებისას გამძვინვარებული ვნებისჩასახშობად გაუცნობიერებლად ვცდილობდი, ჩემი თავისთვის მასთან ნათესაობაშემეხსნებინა და ისე მოვქცეულიყავი, თითქოს უკვე წლები იყო, რაც ვიცნობდი: „ძნელადმომტაცებს გულს. ის ხომ ჩემი ტკბილი, ლამაზი, უმცროსი დაიკოა!“ რაღაც მომენტში,ალბათ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ჩემი თავისათვის მასთან ნათესაობა,ვიგრძენი, რომ საოცრად ვგავდით ერთმანეთს ძვალწვრილობით, გრძელი კიდურებითადა მხრებით. თორმეტი წლით უმცროსი გოგო რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ასეთიაღნაგობა მექნებოდა.– სანერვიულო არაფერია, – ვეუბნებოდი და თან ლამაზ, ოქროსფერ თმებზევეფერებოდი.– სალაროს ვერ გავხსნი და ფულს ვერ დაგიბრუნებთ. შენაი ჰანიმს, როცა სადილად

  • მიდის, სალაროს გასაღებიც თან მიაქვს. ძალიან მწყინს.თავი ისევ მკერდზე დამადო და ტირილი განაგრძო. ლამაზმანის თმებს ფაქიზადვეალერსებოდი.– აქ ფულის გულისთვის კი არა, ადამიანების გასაცნობად და დროს გასაყვანად ვმუშაობ.– ამბობდა სლუკუნ-სლუკუნით.– ისე, ფულისთვისაც შეიძლება მუშაობდეს კაცი. – ვთქვი სულელურად და გულგრილად.– მართალია. მამაჩემი პენსიაზე გასული მასწავლებელია... ორი კვირის წინ თვრამეტიშემისრულდა, არ მინდა, რომ ოჯახს ტვირთად დავაწვე.უცებ თავადვე შემეშინდა იმ ვნებააშლილი ცხოველისა, რომელმაც ჩემში გაიღვიძა დასასწრაფოდ გავუშვი ხელი მის თმას. ფუსუნმაც იგრძნო, მოწესრიგდა და ერთმანეთსმოვშორდით.– ძალიან გთხოვ, არავის არ უთხრა, რომ ვიტირე. – მითხრა თვალების სრესით.– სიტყვას გაძლევ, ფუსუნ. ჩვენ ეს საიდუმლო გვაერთიანებს.დავინახე, რომ გაეღიმა.– მოდი ამ ჩანთას დავტოვებ, ფულისთვის კი მერე შემოვივლი.– არა, თქვენ ნუ მოხვალთ. შენაი ჰანიმი თავს მოიკლავს, ყალბი არ არის, ეს როგორმკადრეთო და თქვენც გაგანაწყენებთ.– მაშინ სხვა რამეში გადავცვალოთ.– აი, ამას კი მე აღარ დავუშვებ. – თქვა ამაყი და თავმომწონე ქალის გამომეტყველებით.– არა, მართლა არა აქვს ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა. – ვუპასუხე.– ჩემთვის კი აქვს, – მითხრა მტკიცედ. – როგორც კი მოვა, მაშინვე გამოვართმევ შენაიჰანიმს ფულს.– კარგი რა, არ მინდა, რომ უფრო განერვიულდე.– არა, უკვე ვიცი, რაც უნდა ვთქვა. ვეტყვი, სიბელ ჰანიმს უკვე ჰქონია ასეთი ჩანთა დაამიტომ გადაწყვიტა მისი უკან დაბრუნება-მეთქი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ასე რომვუთხრა? – გამიღიმა.– ეგ ძალიან კარგად მოიფიქრე, მეც მაგას ვეტყვი შენაი ჰანიმს.– არა, ნურაფერს ეტყვით. ხომ ვიცი, იმდენს ილაპარაკებს, შეიძლება კიდეცგადაგაფიქრებინოთ. მაღაზიაშიც ნუღარ მოხვალთ, ფულს დეიდა ვეჯიჰეს გადავცემ.– მოდი რა, ამ საქმეში დედაჩემს ნუ ჩავრევთ, ხომ იცი, ძალიან ცნობისმოყვარეა...– აბა, ფული სად დაგიტოვოთ? – მკითხა ფუსუნმა გაკვირვებით.– თეშვიქიეს პროსპექტ ¹131-ში, აპარტამენტ „მერჰამეთში“ დედაჩემის ბინა მაქვსდაკეტილი. ამერიკაში წასვლამდე მთელი დღე იქ ვმეცადინეობდი, ხანდახან მუსიკასაცვუსმენდი. ძალიან ლამაზი ეზო აქვს უკან... ახლაც სწორედ იქ დავდივარ შესვენებაზეორი�