normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი...

32
ssip “samoqalaqo aviaciis saagentos” 2014 wlis saqmianobis angariSi სსსს - სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსს, სსსსსსსსსს სს სსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს, სსსსს, სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს. sahaero gadayvana-gadazidvebi 2014 სსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს 2 008 171 სსსსსსს სსსსსსსსსსსს. სსსსსსსსს სსსსსსსსსსს 2013 სსსსსს სსსსსსსსს 9,51%-სს (174 364 სსსსსსსს) სსსს სსსსსსსს. 2014 სსსს, სსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს. სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს 2014 სსსს სსსსსსსსსს 1 575 386 სსსსსსს, სსს 9,7%-სს (139 340 სსსსსსსს) სსსსსსსსს სსსს სსსს სსსსსსსსსსს. GCAA Annual Report 2014 Page 1

Transcript of normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი...

Page 1: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

ssip “samoqalaqo aviaciis saagentos” 2014 wlis saqmianobis angariSi

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური რეგულირება, რაც გულისხმობს სამოქალაქო ავიაციის სფეროს უსაფრთხოების მიზნით მარეგულირებელი ნორმატიული ქტების შემუშავებას, გამოცემასა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე, ავიაციის სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებას, ნებრათვის გაცემას და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.

sahaero gadayvana-gadazidvebi

2014 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 008 171 მგზავრს მოემსახურნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით 9,51%-ით (174 364 მგზავრით) არის გაზრდილი.

2014 წელს, მგზავრთნაკადმა მოიმატა საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2014 წელს მოემსახურა 1 575 386 მგზავრს, რაც 9,7%-ით (139 340 მგზავრით) აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

GCAA Annual Report 2014 Page 1

Page 2: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 218 003 მგზავრს, რაც 16%-ით (30 064 მგზავრით) აღემატება 2013 წლის განმავლობაში მომსახურებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 213 439 მგზავრს, რაც 2,15%-ით (4 502 მგზავრი) აღემატება წინა წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს.

GCAA Annual Report 2014 Page 2

Page 3: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

ადგილობრივი დანიშნულების მესტიის აეროპორტში რეგულარული მიმოსვლა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, 2014 წლის ივლისიდან აღდგა. სულ გასულ წელს აეროპორტი 1343 მგზავრს მოემსახურა (458 მგზავრით მეტი ვიდრე 2013 წელს).

მგზავრთნაკადის მსგავსად, 2014 წელს მოიმატა საჰაერო ტრანსპორტით საქართველოში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამაც. 2014 წლის განმავლობაში გადაზიდულ იქნა 19 659,075 ტონა ტვირთი, რაც 2,8%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლებზე (19 122,955 ტონა).

GCAA Annual Report 2014 Page 3

Page 4: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წელს, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებდა 3 ქართული („ჯორჯიან ეარვეისი“, „ვისტა ჯორჯია“, „ეარ კავკასუსი“) და 32 უცხო ქვეყნის ავიაკომპანია. საავიაციო ბაზარზე ქართული ავიაკომპანიების მიერ ჯამურად ათვისებული 11%-დან, რაც - 225 920 მგზავრს წარმოადგენს, თერთმეტივე პროცენტს ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი ფლობს (218 536 მგზავრი). დანარჩენი ქართული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 0% მაჩვენებელს არ სცდება.

GCAA Annual Report 2014 Page 4

Page 5: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყეს შემდეგმა უცხოურმა კომპანიებმა: “Air Arabia”, “YANAIR”, “Dniproavia”, “Air Cairo”. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან აღდგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. საჰაერო მიმოსვლას თბილისსა და მოსკოვს შორის ასრულებენ საქართველოს მხრიდან “ჯორჯიან ეარვეისი”, ხოლო რუსეთის მხრიდან: “S7 Siberia” (სიბირი), “ტრანსაერო” და “აეროფლოტი”.

2014 wels gadayvana-gadazidvebis departamentis mier:

- გაიცა 1280 არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ნებართვა ეროვნულ და უცხო ქვეყნის ავიაკომპანიებზე;

- გაიცა 167 რეგულარული საჰაერო გადაყვანა გადაზიდვების ნებართვა საქართველოდან ეროვნულ და უცხო ქვეყნის ავიაკომპანიებზე;

-განხორციელდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნა უცხო ქვეყნის ავიაბაზარზე 17 მიმართულებით;

- განხილულ იქნა 14 საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის განცხადება ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემისას და სერტიფიკატის ვადის გაგრძელებისას სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით;

- განხორციელდა 12 ეროვნული ავიაკომპანიის შუალედური საბაზო ობიექტის შემოწმება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხორციელდა 2 აეროპორტის ოპერატორის და 2 ეროვნული ავიაკომპანის გადაყვანა-გადაზიდვების სამსახურის შემოწმება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხორციელდა 3 საავიაციო სატვირთო ტერმინალის გეგმიური შემოწმება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

GCAA Annual Report 2014 Page 5

Page 6: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

- განხორციელდა 2 ეროვნული ავიაკომპანიის საინსპექციო შემოწმება ბაქანზე თბილისის აეროპორტში სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხორციელდა ერთი ეროვნული ავიაკომპანიის საინსპექციო შემოწმება სუდანის აეროპორტში სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე გაიცა 15 ფასიანი და 33 უფასო (გადაფრენა) ,,გათავისუფლება“ სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხორციელდა 7 უცხო ავიაკომპანიის შემოწმება ბაქანზე თბილისის აეროპორტში სახიფათო ტვირთების გადაზიდვებისას ,,სახიფათო ტვირთის გადაზიდვების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

- განხორციელდა ერთი სასწავლო ცენტრის მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამის ექსპერტიზა და დამტკიცება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით;

- განხილულ იქნა და დამტკიცდა 3 ეროვნული და 23 უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგი;

normatiuli aqtebis proeqtebis SemuSaveba/ganaxleba:

ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში შემუშავდა ნორმატიული აქტების პროექტები, შემდეგი რეგულაციების დანერგვის მიზნით:

- 2002 წლის 13 მაისის ევრო-პარლამენტის #889/2002 რეგულაცია საავიაციო შემთხვევის დროს გადამზიდველი პასუხისმგებლობის შესახებ;

- 2004 წლის 21 აპრილის #785/2004 რეგულაცია ავიაგადამზიდველებისთვის და საჰაერო ხომალდის ოპერატორებისათვის სადაზღვეო მოთხოვნების შესახებ;

- 2008 წლის 24 სექტემბრის #1008/2008 რეგულაცია გადამყვან-გადამზიდველის ოპერირებისათვის ზოგადი წესების დადგენის შესახებ;

- 1996 წლის 15 ოქომბრის საბჭოს N96/67 დირექტივა თანამეგობრობის აეროპორტებში ხმელეთზე მომსახურების ბაზარზე დაშვების შესახებ.

სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 ივლისის N115 ბრძანებით დამტკიცდა „სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებით ავიასაწარმოებისა და ტვირთგამგზავნების შემოწმების პროცედურა“. 

შემუშავდა, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 ისექტემბრის №196-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების“ შესრულების პროცედურების პროექტი, რომელიც განხილვის პროცესშია.

gadayvana-gadazidvebis departamentis specialistebis momzadeba/gadamzadeba:

გადაყვანა-გადაზიდების დეპარტამენტში მომზადდა 1 სპეციალისტი, რომელმაც გაიარა სახიფათო ტვირთების გადაზიდვების სასწავლო კურსი და სტაჟირება სახიფათო ტვირთის გადაზიდვების ინსპექტირის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

GCAA Annual Report 2014 Page 6

Page 7: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

aeroportebi da aerodromebi

საქართველოში მოქმედი სააეროპორტო ქსელი შედგება 3 საერთაშორისო (თბილისი, ბათუმი ქუთაისი) და 3 ადგილობრივი (მესტია, ნატახტარი, თელავი) დანიშნულების აეროპორტისაგან, რომლებსაც გააჩნიათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატები, რითაც დასტურდება მათი უნარი უზრუნველყონ საჰაერო ხომალდების, მგზავრების, მათი ბარგისა და ტვირთის მომსახურება ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვით.

2014 wels sertificirebuli aerodromebi

2014 წლის 7 ივლისს, შპს „სერვისეირის“ მიერ ექსპლუატირებად ნატახტარის აეროდრომზე გაიცა ვარგისობის სერტიფიკატი N070714, მოქმედების ვადით: 2015 წლის 7 იანვრამდე.

აეროდრომი აღჭურვილია რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის. ამჟამად სრულდება რეისები მესტიის მიმართულებით.

GCAA Annual Report 2014 Page 7

Page 8: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წლის 20 აგვისტოს შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის" მიერ ექსპლუატირებულ აეროდრომ „მიმინოზე“ გაიცა ვარგისობის სერტიფიკატი N200814, მოქმედების ვადით 2015 წლის 20 თებერვლამდე.

ამჟამად აეროპორტი საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას ემსახურება, უახლოეს მომალში კი დაგეგმილია ტურისტული და საქალაქთაშორისო ფრენების შესრულება

საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.

2014 წლის განმავლობაში აეროპორტებისა და აეროდრომების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემდეგი საინსპექციო შემოწმებები:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - 2; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 2; ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - 2; მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში - 1; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ -2; სპს „საითაძე და კახაბრელი“ –2; შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ -1; შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“-2

2014 წელს გაიცა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის 14 მოწმობა:

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 2; სპს „საითაძე და კახაბრელი“ - 9; შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“ –3.

2014 წელს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოს 21 ტექნიკურ პერსონალს გაუგრძელდათ მოწმობების მოქმედების ვადა:

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 8; სპს „საითაძე და კახაბრელი“ - 1; შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ - 5; შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“ –7.

ცვლლება შევიდა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ გასამართი საწარმოს სსიპ „კახაბრელი და საითაძე“-ს სერტიფიკატში, გამართვის ნებადართულ პუნქტებს დაემატა მესტიისა და ნატახტარის აეროდრომები.

აეროპორტებისა და აეროდრომების დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა დაბრკოლების სიმაღლის შეთანხმებაზე 18 განაცხადი, რომელთაგან:

15 განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2განმცხადებელს ეთქვა უარი, 1განმცხადებელს მოეთხოვათ სააერნაოსნო გამოკვლევის (ე.წ. „Aeronautical Study“) ჩატარება.

აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტი აქტუალურად არის ჩართული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესში კონსულტაციების გასაწევად, რათა რეაბილიტაცია განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

normatiuli aqtebis proeqtebis SemuSaveba/ganaxleba:

GCAA Annual Report 2014 Page 8

Page 9: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

დეპარტამენტის სპეციალისტები მუშაობენ ნორმატიული აქტების შემდეგ პროექტებზე: „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის

ნორმების შესახებ “ - შემუშავების პროცესშია; „ცოცხალი ბუნებით გამოწვეული საფრთხის შემცირების მეთოდები დაფრინველებთან

შეჯახების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი“ - შემუშავებისპროცესშია; „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის

მოწესრიგების წესების“ პროექტი - შეთანხმბის პროცესშია;

frenis standartebi, sertificireba, inspeqtireba

ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:

საქართველოში რეგისტრირებულიი ავიასაწმოების სერტიფიცირებები (პირველადი სერტიფიცირება, სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება) და ინსპექტირებები (წინასასერტიფიკაციო, შუალედური, გეგმიერუ და არაგეგმიური)

2014 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუდმივი ზედამხედველობა შემდეგ ავიაკომპანიებზე: შპს ”ავიაკომპანია თუშეთი”, შპს ”სკაი ტრეველი”, შპს ”ვისტა ჯორჯია”, შპს ”სერვისეირი”, შპს ”ეიჯ ეირ”-ი, შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”, შპს ”ჯორჯიან ეარვეისი”, შპს ”ჯავ-ავია”, შპს ”ავიაკომპანია ”გლობალ აირი”, შპს ”ლუფტლაინ ჯორჯია”, შპს ”სატვირთო ავიაკომპანია”(თი სი ეი) შპს ”ავიასერვისი”, შპს ”ბრავო აირი”, შპს ”აირ კავკასუსი”.

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად, მიმდინარეობდა ზემოთ ჩამოთვლილი ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გაგრძელების/პირველადი სერტიფიცირების განაცხადების განხილვა, სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება, წინასასერტიფიკაციო საბაზო ობიექტების ინსპექტირებები, შესაბამისად სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ბრძანებებით მოქმედების ვადა გაუგრძელდა/გაიცა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატ(ი)ს. სერტიფიცირების IV ეტაპის (მუდმივი ზედამხედველობა) ფარგლებში, განხორციელდა გეგმიური-შუალედური და ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ბაქანზე და მარშრუტზე შემოწმებები სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა მიერ მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის თვმჯდომარისგან მიღებული სპეციალური ფორმის (დავალება ინსპექტირების ჩატარებაზე) საფუძველზე. კონკრეტულ ავიასაწარმოზე ზედამხედველ ინსპექტორს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი-ბრძანებით. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორების მიერ ივსება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი საკონტროლო ბარათები (Check List) და დგება ანგარიშები.2014 წელს განხორციელდა მუდმივი ზედამხედველობა ზემოთ ჩამოთვლილ ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილ სასერტიფიკაციო დოკუმენტაციაზე, ასევე მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული ავიაკომპანიების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების სადაზღვევო პოლისების და საფრენად ვარგისობის მოწმობების ვადებზე ზედამხედველობა ამისთვის სპეციალურად შედგენილი ელექტრონული ცხრილის მეშვეობით და ასევე ექსპლუატანტების განცხადებების შესაბამისად (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა, საჰაერო ხომალდის დამატება/ამოღება) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და/ან №1 დანართში ცვლილებების შეტანა დაადგენილი პროცედურის შესაბამისად. შედგენილია თითოეული სერტიფიცირების პროცესის ჩანაწერები, სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმებაზე მუდმივმოქმეედი სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, სააგენტოს ურთიერთკოორდინაციის

GCAA Annual Report 2014 Page 9

Page 10: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

შესაბამისად, შევსებულია მიმართვები, შესრულებულია დავალებები შემოწმების ჩატარებაზე, შემოწმების საკონტროლო ბარათები (Check list), შემოწმების ანგარიშები, მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმები და სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებები (ორიგინალები, ელექტრონული ჩანაწერები). ავიაკომპანიებიდან 2014 წელს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაგრძელებაზე განცხადება არ წარმოუდგენია შპს „გლობალ აირი”-ს და შესაბამისად 04.04.14-ში მოქმედების ვადა გაუვიდა №073 სერტიფიკატს. თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების არაერთჯერ დარღვევის გამო შპს ”ეიჯ ეირ”-ს 2014 წლის 21 აგვისტოს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედების ვადა, ხოლო 10.09.14-ში გაუუქმდა №066 სერტიფიკატი. „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“-ის მოთხოვნებითან შეუსაბამობის გამო შპს ”ავიაკომპანია აირ კავკასუს”-ს 14.05.14-ში გაუუქმდა №083 სერტიფიკატი.

2015 წლის 01 იანვრისთვის სერტიფიცირებული ავიაკომპანიები: შპს „თუშეთი“; შპს „სკაი ტრეველი“; შპს ”ვისტა ჯორჯია”; შპს ”სერვისეირი“; შპს „ავიასერვისი“ შპს „ჯავ ავია“; შპს ”თი სი ეი”; შპს ”ბრავო აირი” ; შპს ”საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”; შპს ”ლუფტლაინ ჯორჯია”; შპს ”ჯორჯიან ეარვეისი”

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა, საჰაერო ხომალდის დამატება/ამოღება:

საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანა წლის განმავლობაში -6; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ს შეტანა - 11; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემა - 5; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართიდა სხ-ს ამოღება - 7 საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაუქმება - 2;

2014 წლის განმავლობაში განხორციელებული ინსპექტირებები (შუალედური/გეგმიური): შპს ”ავიაკომპანია თუშეთს”, შპს ”სკაი ტრეველს”, შპს ”ვისტა ჯორჯიას”, შპს ”სერვისეირს”, შპს ”საქართველოს

საავიაციო უნივერსიტეტს”, შპს ”ჯორჯიან ეარვეისს”, შპს ”ჯავ-ავიას”, შპს ”თი სი ეი”, შპს ”ლუფტლაინ ჯორჯია”, შპს ”ბრავო აირი” და შპს ”ავიასერვისს” ჩაუტარდა საბაზო ობიექტების გეგმიური (6 თვეში ერთხელ) სავალდებულო ინსპექტირება.

2014 წლის განმავლობაში განხორციელებული არაგეგმიური ინსპექტირებები: საზღვარგარეთ ბაზირებული ავიასაწარმოების საბაზო ობიექტებზე არაგეგმიური ინსპექტირება ჩაუტარდა

შემდეგ ექსპლუატანტებს:- შპს ”ვისტა ჯორჯია” (თბილისი,სუდანი);- შპს „ეიჯ ეარი“ (თბილისი, შარჟა - არაბეთის გაერთიანებული საემიროები);- შპს ”ბრავო აირი” (თბილისი, ფუჯეირა, დუბაი - არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ენტებე უგანდა).

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის შეჩერება/გაუქმება/აღდგენა: 2014 წლის განმავლობაში ექსპლუატანტის მოწმობა გაუუქმდა შპს ”გლობალ აირს” (სააგენტოს დირექტორის

2014 წლის 04 აპრილის №42 ბრძანება), შპს ”აირ კავკასუსს” (სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 14 მაისის №70 ბრძანება).

ექსპლუატანტის მოწმობის მოქმედება ვადა დროებით შეუჩერდა შპს ”ეიჯ აირს” (ბრძანება№136 21.08.2014) და შემდგომ გაუუქმდა (სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 10 სექტემბრის №154 ბრძანება).

ბაქანზე საჰაერო ხომალდების ინსპექტირებები:

GCAA Annual Report 2014 Page 10

Page 11: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წლის განმავლობაში ბაქანზე შემოწმდა შემდეგი ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდები:- შპს „ეიჯ ეარი“ (1 ს/ხ);- შპს ”თი სი ეი” (2 ს/ხ);- შპს ”ბრავო აირი” (1 ს/ხ);- შპს ”ვისტა ჯორჯია” (4 ს/ხ).

მარშრუტზე საჰაერო ხომალდების ინსპექტირებები: 2014 წლის განმავლობაში მარშრუტზე შემოწმდა შემდეგი ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდები:

- შპს ”ჯორჯიან ეარვეისი“ (მარშრუტები: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; თბილისი-თელავივი-თბილისი);- შპს ”ვისტა ჯორჯია” -ი (ხართუმი-ნიალა-ხართუმი; თბილისი-თეირანი-თბილისი).

სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება/ზედამხედველობა: 2014 წელს გაიცა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების 2 სერტიფიკატი, განხორციელდა

სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის დანართში 6 ცვლილება. გაიცა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები:

- შპს „ტავ ურბან საქართველო“ (26.02 14. წლის №26 ბრძანება);- შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი“ (13.08.14.წლის №126 ბრძანება );

განხორციელდა ცვლილებები შემდეგი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიკატის დანართებში:- შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი“- 3 ცვლილება;- შპს „თბილისის საერთაშორისო საავიაციო სასწავლო ცენტრი“ – 1 ცვლილება;- შპს „სერვის ეირი“ – 1 ცვლილება;- შპს „ტავ ურბან საქართველო“ – 1 ცვლილება.

სასწავლო დაწესებულების სერთიფიკატის მოქმედების ვადა შეუჩერდა - შპს „სერვის ეირს“(18.05.14 წლის №91 ბრძანება).სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი გაუუქმდა - შპს „ფლაი ჯორჯიას“(04.04.14 წლის №43 ბრძანება) და შპს „სერვის ეირს“(30.09.14 წლის №166 ბრძანება).

სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების ინსპექტირებები (გეგმიური/არაგეგმიური): 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების 2 წინასასერტიფიკაციო

შემოწმება, 9 გეგმიური შუალედური და 1 არაგეგმიური შემოწმება, რომელთა შემდეგაც მოხდა შესაბამისი შენიშვნების შეტყობინებისა და მათი აღმოფხვრის მოთხოვნის შესახებ დაწესებულებების ინფორმირება.

სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულების აღიარება: 2014 წელს განხორციელდა სხვა ქვეყნების 18 სასწავლო დაწესებულების აღიარება, რომელთა შორის იყო

როგორც საფრენოსნო, ისე ტექნიკური მომსახურების მიმართულებით ავიასპეციალისტთა მომზადების სასწავლო დაწესებულებები.

შპს ”აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის” შემოწმებები: 2014 წლის განმავლობაში ავიასპევიალისტების ავიასამედიცინო სერტიფიცირების პროცესის შემოწმება

ხორციელდებოდა კვარტალში ერთხელ.

შემუშავებული და განხილვის სტადიაში მყოფი წესები და ცვლილებები: დეპარტამენტ ჩართული იყო „საავიაციო მოვლენის შეტყობინების წესი“-ს შემუშავებაში. შემუშავდა ცვლილებების პროექტი „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ , მიმდინარეობს

სამართლებრივი კუთხით მუშაობა.

ავიასპეციალისტებზე მოწმობების გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება და საკვალიფიკაციო აღნიშვნები:

2014 წლის განმავლობაში სულ გაიცა 69 ავიასპეციალისტის მოწმობა, მოქმედების ვადა გაუგრძელდა სამოქალაქო ავიაციის სხვადასხვა ავიასპეციალისტების 167 მოწმობას, აგრეთვე არსებულ მოწმობებში შეტანილი სხვადასხვა სახის საკვალიფიკაციო აღნიშვნები განმცხადებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარება:

GCAA Annual Report 2014 Page 11

Page 12: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წლის განმავლობაში განხორციელდა სხვა ქვეყნის 285 ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარება.

მასწავლებლების მოწმობების გაცემა და სასწავლო პროგრამების შეთანხმება: 2014 წელს შესაბამისი განაცხადებისა და შუამდგომლობის საფუძველზე გაიცა 25 მასწავლებლის მოწმობა; დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო

პროგრამების შეთანხმების ორგანიზება. სულ სააგეტოში 2014 წლის განმავლობაში, წინასასერტიფიკაციოდ და, სდ-ის სერტიფიკატში სასწავლო პროგრამის დამატებით შეტანის მიზნით შეთანხმებულია 27 სასწავლო პროგრამა.

mcire aviaciis ganviTareba

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შექმნილია ჯგუფი, რომელმაც 2013-2014 წლის განმავლობაში შეიმუშავა მცირე ავიაციის განვითარების გეგმა და მცირე ავიაციის განვითარების კონცეფცია, რათა განისაზღვროს არსებული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტები შემდგომი ფუნქციონირებისათვის.

2014 წელს კონცეფციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა ამ სფეროს განვითარების მიზნით შეისწავლა დასავლეთ საქართველოში არსებული ყველა უმოქმედო აეროდრომების, ვერტოდრომების და ასაფრენ/დასაფრენი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობა ადგილზე.

ეს ჯგუფი მუშაობს ნორმატიულ აქტების ცვლილებებზე, ასეთი ცვლილებების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მცირე ავიაციისათვის შეიქმნას ადეკვატური საკანონმდებლო/ნორმატიული ბაზა, შიდა ფრენების რეგულირებისათვის. მცირე ავიაციის ეფექტურად განვითარების კუთხით და სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების ეფქტურობის გაზრდის მიზნით კონსულტაციებში ჩართულები არიან ავსტრიელი ექსპერტები (ავსტროკონტროლიდან), რომლებისგანაც ვიღებთ აქტიურ კონსულტაციებს როგორც საკნონმდელო ბაზის შექნის კუთხით ასევე პრაქტიკული ეფექტური ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხით.

სააგენტოს მიერ 2014 წელს დასერტიფიცირდა 2 ადგილობრივი ფრენების განმხორციელებელი აეროდრომი:

„ნატახტარი“ საიდანაც, სახელმწიფოს სრული ხელშეწყობით (სახელმწიფო სუფსიდირებით) ხორციელდება ფრენა მესტიის მიმართულებით;

თელავის „მიმინოს“ აეროდრომი, რომლის ოპერატორი გახლავთ საავიაციო უნივერსიტეტი ჯერჯერობით იყენებს სასაწვლოფრენების განხორციელებისათვის, მაგრამ გეგმავს ადგილობრივი კომერციული ფრენების განხორციელებას.

მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში რწმუნებულ-გუბერნატორის მოწვევით, 2014 წლის 12 სექტემბერს, აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ განხორციელდა ამბროლაურის ყოფილი აეროდრომის დეტალური შესწავლა და გაკეთდა შესაბამისი დასკვნა, ამბროლაურის აეროდრომის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მიეცათ რეკომენდაციები დაინტერესებულ პირებს.

sahaero xomaldebis vargisoba da registracia

2014 wels sahaero xomaldebis vargisobisa da registraciis departamentis mier:

საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირდა 14 ერთეული საჰაერო ხომალდი;

საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებული იქნა 10 ერთეული საჰაერო ხომალდი;

GCAA Annual Report 2014 Page 12

Page 13: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

განხორციელდა შემდეგი საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება და გეგმიური ინსპექტირება:1. საავიაციო უნივერსიტეტი2. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი3. თბილისის საერთასორისო აეროპორტი4. ჯორჯიან ეარვეისი თი- სი ეი5. ვისტა ჯორჯია6. ბრავო ეარი7. ავიასერვისი8. ფლაიტეჩი9. სერვისეარი10. სქაიტრეველი11. ეიჯ ეირი12. ჰელიტ

განხორციელდა შემდეგი უცხო ქვეყნის საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოების აღიარება:1. Blue Air2. Nayak3. Gulfstream Aerospace4. Ukraina International5. Sloan Helicopter6. Eurocopter Romania7. BCT8. Airbus Helicopters Deutscland9. Jordan Aero10. My tecknik11. Lufthansa12. Kanatop13. Volga-Dnepr UAE14. Greek Air Aviation

განხორციელდა ტექნიკური მომსახურების პროგრამების (MP) ახალი რედაქციის და ცვლილებების შეთანხმება;

განხორციელდა მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის (MEL) ახალი რედაქციის და ცვლილებების შეთანხმება;

განხორციელდა სავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების მართვის სახელმძღვანელოს/ტექმომსა-ხურების მართის სახელმძღვანელოს (MCM/MOE) ახალი რედაქციის და ცვლილებების შეთანხმება;

განხორციელდა უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების პროგრამით (SAFA) გაწერილი ინსპექტირებები (47 ინსპექტირება);

SAFA-ს ეროვნულმა კოორდინატორმა მონაწილეობა მიიღო EASA-ს სტანდარტიზაციის აუდიტში (საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლების აუდიტი).

normatiuli aqtebis proeqtebis SemuSaveba/ganaxleba:

ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული "თვითფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” ცვლილებებში;

დეპარტამენტის მიერ ხორციელდება 2013 წლის გეგმის მიხედვით გაწერილი ევროპული რეგულაციების მომზადება, რომელიც უნდა დაინერგოს 2016/2017 წლებში.

GCAA Annual Report 2014 Page 13

Page 14: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

saaernaosno momsaxureba

სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტმა შეაჯამა მის მიერვე შემუშავებული 2014 წლის მიზნებისა და სამუშაო გეგმის შესრულების მდგომარეობა. დოკუმენტის თანახმად, 2014 წელს, სააგენტოს აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული საქმიანობა მოკლედ ასე გამოიყურება:

normatiuli aqtebis SemuSaveba/ganaxleba:

გაგრძელდა ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის და მისი სააერნაოსნო სფეროს დანართების ასახვა/განახლება ეროვნულ კანონმდებლობაში. კერძოდ: დასრულდა მუშაობა იკაოს მე-12 დანართის „ძებნა და შველა“ გადმოტანაზე, შეიქმნა ნორმატიული აქტის პროექტი „საავიაციო ძებნა და შველა“ რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის N734 დადგენილებით. იგეგმება ძებნა-შველის სისტემის რეორგანიზება და ახლად ორგანიზებული სისტემის პირველადი ტესტირება/შემოწმება. აგრეთვე, მიმდინარეობს მუშაობა მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფომრაციის მომსახურება“) გადმოტანაზე.

გაგრძელდა მუშაობა სააერნაოსნო მომსახურების წესების შემუშავება/განახლებაზე ჩიკაგოს კონვენციის და მისი შესაბამისი დანართების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ან განახლების და შემდგომი დამტკიცების გზით. კერძოდ: 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 90%-ით განახლდა „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ N88 ბრძანება, 90%-ით განახლდა ასევე ბრძანება N30 – “მეტეოროლოგიური მომსახურება საერთაშორისო  სააერნაოსნო მიზნებისთვის”.

sahaero moZraobis marTvis sferos evropuli regulaciebi da evrokontolis daxmarebis proeqtis farglebSi Catarebuli sxva RonisZiebebi:

ევროკონტროლის დახმარების პროექტის ფარგლებში, 552/2004 რეგულაციის (ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის რეგულაცია ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის ქსელის ურთიერთთავსებადობის შესახებ) საფუძველზე შემუშავდა ნორმატიული აქტის პირველადი, ინგლისურენოვანი პროექტი.

ევროკონტროლის დახმარების პროექტის ფარგლებში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა- სემინარი საქართველოს საჰაერო სივრცის ორგანიზებასთან, მის ზედამხედველობასთან და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ურთერთავსებადობასთან დაკავშირებით.

ევროკონტროლის დახმარების პროექტის ფარგლებში, სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის თაოსნობით და მონაწილეობით შემუშავდა „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის“ პროექტი. სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N17 ბრძანება 1 ივლისიდან ამოქმედდა. წესის მიღების, ამოქმედების და სხვა თანმდევი საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად მიეწოდათ ინფორმაცია საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მოვლენათა შეტყობინების, უსაფრთხოების ინფორმაციის გაცვლის და მოკვლევის ეროვნული გეგმის შექმნაზე.

inspeqtireba da zedamxedveloba:

2014 წლის ინსპექტირების გეგმა შესრულებულია 100%-ით. ჩატარდა შპს „საქაერონავიგაციის“ ობიექტების გეგმიური აუდიტები საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM), ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომსახურების (AIS), კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურების (CNS), მეტეოროლოგიურ (MET) უზრუნველყოფის კუთხით. მიმდინარეობდა ჩატარებული ინპექტირებების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების ზედამხედველობა, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სანქციის გამოყენების ფაქტსაც.

GCAA Annual Report 2014 Page 14

Page 15: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

ikaos auditis Sedegad gamovlenili naklovanebebis aRmofxvra:

იკაოს აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად შემუშავდა მაკორეკტირებელი ღონისძიებები. მიმდინარეობს მუშაობა ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული ქმედებების შესრულებისთვის დეტალური გეგმის შექმნაზე და ამოქმედებაზე.

saerTaSoriso forumebSi, samuSao jgufebSi, seminar/treiningebSi monawileoba da daswreba

დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი დაესწრო ყველა დაგეგმილ შეხვედრას, ფორუმს, სემინარსა და ტრეინინგს. დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რითაც იზრდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური დამოკიდებულება სააგენტოს/საქართველოს საავიაციო სექტორის, კერძოდ სააერნაოსნმო მომსახურების მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანოს მიმართ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია დეპარტამენტის უფროსის ვლადისლავ ყულჯანიშვილის მონაწილეობა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და წევრი სახელმწიფოების ტექნიკური ექსპერტების ერთობლივ კანონშემმუშავებელ ჯგუფში, რომლის მიზანია ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის (სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურება) ტრანსპოზიცია/გადმოტანა ევროპულ საკანონმდებლო ჩარჩოში. აღნიშნული დანართის გადმოტანის შედეგად კი შეიქმნება ევროპული ერთიანი ცის საავიაციო რეგულაციის პროექტი, რომელიც შემდგომი დამტკიცებისთვის ევროკომისიას წარედგინება. ასევე, დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ნინო გელოვანის მიერ გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონალურ საპროექტო მეტეოროლოგიური ჯგუფის (PT/EAST METG) თავჯდომარეობა.

saaviacio uSiSroeba

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიციო უშიშროების დეპარტამენტი საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევის პრევენციული ღონისძიებების გატარების, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების) საქმიანობის კონტროლის ფარგლებში, როგორც გასულ ისე მიმდინარე წელს:

გეგმიურად და არაგეგმიურად ამოწმებს აეროპორტებს, აეროპორტის მოიჯარეებს, ავიაგადამზიდველებს (ეროვნულსა და უცხო ქვეყნისას, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე), საწვავგასამართ სადგურებს, სატვირთო ტერმინალებს, კვების ბლოკებს, სასწავლო დაწესებულებებს და სხვა ავიასაწარმოებს - ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისობის მიზნით;

ზედამხედველობს სასწავლო დაწესებულებებს, ამოწმებს მათი პროგრამების მოთხოვნებთან შესაბამისობას;

აწარმოებს საიდუმლო საქმიანობას, მონაწილეობას იღებს როგორც ეროვნული, ისე უცხო ქვეყნების ლიტერული რეისების ნებართვების გაცემასა და შესრულებაში.

inspeqtireba da zedamxedveloba:

20-24 ივნისსა და დეკემბერს, გეგმიური შემოწმება თბილისსა და ბათუმში - სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში;

25-27 თებერვალს, 26 სექტემბერს და 7 ოქტომბერს, გეგმიური შემოწმება თბილისში და ქუთაისში შპს „ჯორჯიან პეტროლიუმში“;

3 აპრილს - არაგეგმიური, 20 მაისს და 23 ოქტომბერს, გეგმიური შემოწმება შპს „ჯორჯიან ეარსერვისში“;

20 ოქტომბერს, გეგმიური შემოწმება შპს „ბი თი ეი ჯორჯიაში“; 24 ოქტომბერს, გეგმიური შემოწმება შპს „ეი თი იუ ჯორჯიაში“;

GCAA Annual Report 2014 Page 15

Page 16: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

24 თებერვალს და 30 ივლისს, გეგმიური შემოწმება შპს „სქაი ინნში“; 7-8 აპრილს და 16 დეკემბერს, გეგმიური შემოწმება შპს „ჯორჯიან ეარსერვეისის“

საწვავგასამართ საწარმოში; 26-28 თებერვალს გეგმიური და 9 ივლისს, არაგეგმიური შემოწმება ქუთაისის საერთაშორისო

აეროპორტში; 28-30 აპრილს და 15-16 ოქტომბერს, გეგმიური შემოწმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში; 3 აპრილს, 8 აგვისტოს და 25 აგვისტოს არაგეგმიური შემოწმება თბილისის საერთაშორისო

აეროპორტში

ავიაგადამზიდველები:

ეიჯ ეარი (6 მაისი და 19 აგვისტო); ვისტა ჯორჯია (7 აპრილი და 24 ოქტომბერი); თუშეთი (იანვარი და 27 აგვისტო); ლუფთლაინ ჯორჯია (19 აგვისტო); საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (18 აგვისტო); სერვის ეარი (14 აპრილი და 1 ოქტომბერი); სქაი თრეველი (17 თებერვალი); ჯორჯიან ეარვეისი (აპრილი და ნოემბერი); ავიასერვისი (მაისი და ნოემბერი); ბრავო აირი (30 ივნისი)

სატვირთო ტერმინალები: „ლასარე“ (09 აქტომბერი); საქართველოს ფოსტა (22 მაისი); თბილისი კარგო სერვისი (27 ივნისი)

სააერნაოსნო მომსახურების საწარმო: შპს „საქაერონავიგაცია“ (თბილისი 23 აპრილი; ქუთაისი 25 სექტემბერი)

საწვავგამმართველი საწარმო: „საითაძე და კახაბრელი“ (29 აპრილი)

აეროდრომები: ნატახტრის აეროდრომი - სასერტიფიკაციო დოკუმენტების განხილვა და სერტიფიკატის გაცემა (7

ივლისი), პროგრამის შეთანხმება (2 ივლისი), შემოწმებები (18 ივლისი, 30 ივლისი, 2 სექტემბერი); თელავის აეროდრომი მიმინო - სერტიფიკატის გაცემა (20 აგვისტო), პროგრამის შეთანნხმება (18

აგვისტო), შემოწმება (18 აგვისტო); მესტიის აეროდრომი - შემოწმება (15 დეკემბერი)

2014 წლის 07 ივლისსა (კოპიტნარი) და 25 აგვისტოს (თბილისი) დაჯარიმდა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.

programebis SeTanxmeba:

2014 წლის ნოემბერში განხილული იქნა შპს „ჯორჯიან ეარსერვისის“ მიერ წარმოდგენილი საავიაციო უშიშროების პროგრამის მეორე გამოცემა (გადაგზავნილია ცვლილებების შესატანად);

2014 წლის ნოემბერში განხილული იქნა შპს „ბი თი ეი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საავიაციო უშიშროების პროგრამა. გადაგზავნილია ცვლილებების შესატანად;

GCAA Annual Report 2014 Page 16

Page 17: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წელს 3 თებერვალს შეთანხმებული იქნა ბათუმის აეროპორტის ტერმინალში „ბი თი ეის“ და „ეი თი იუს“ კომერციული ფართების რეკონსტრუქცია;

2014 წელს 15 აპრილს შეთანხმებული იქნა ბათუმის საერთაშორის აეროპორტში IDS-ის რენტგენული აპარატის შეძენა;

2014 წელს დეკემბერში შეთანხმებული იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გამგზავრვების დარბაზის რეკონსტრუქციის პროექტები.

yoveldRiuri saqmianoba:

დამზადდა პიროვნების 286 ცალი მუდმივი საშვი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისთვის (დაემატება წლის ბოლომდე);

დამზადდა პიროვნების 57 ცალი მუდმივი საშვი; დამზადდა პიროვნების 4 ცალი დროებითი საშვი; დამზადდა მანქანის 26 ცალი მუდმივი საშვი; 377 განაცხადი ერთჯერად საშვზე; 19 განაცხადი მატერიალურ საშვზე; საავიაციო უშიშროების პერსონალზე გაიცა 392 მოწმობა/სერტიფიკატი; სხვადასხვა უწყებაში გადაგზავნილ იქნა 371 საიდუმლო წერილი (დაემატება წლის ბოლომდე); სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ იქნა 380 საიდუმლო წერილი (დაემატება წლის ბოლომდე); დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო როგორც ეროვნული, ასევე უცხო ქვეყნების ლიტერული

რეისების ნებართვების გაცემასა და შესრულებაში.

normatiuli aqtebis proeqtebis SemuSaveba/ganaxleba:

შემუშავდა:

„საჰაერო ხომალდის დაცვის წესი“. „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული

დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვების, დამზადების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის და ამოღების ინსტრუქცია“.

მიმდინარეობდა მუშაობა შემდეგ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანაზე:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის ბრძანებულება №283 „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №264 „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესი და სერტიფიკატების ფორმები“

საავიაციო უშიშროების საკითხების გათვალისწინებით გადამტკიცებულია და ცვლილებები შეტანილია შემდეგი ნორმატიული აქტებში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №203 „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები“;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №150 „ავიასპეცილისტთა სერტიფიცირების წესი“;

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №142 „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“;

GCAA Annual Report 2014 Page 17

Page 18: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 1 აგვისტოს №85 ბრძანება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისსაწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“

departamentis specialistebis momzadeba/gadamzadebis gegma:

შეტანილია ცვლილებები საავიაციო უშიშროების დეპატამენტის სპეციალისტების მომზადების გეგმაში, განხორციელდა “Staff assessment” პროცესი საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის ფარგლებში.

კვალიფიკაციის დადასტურების პერიოდული სწავლებები: 20-28 ოქტომბერი, კიევი, უკრაინა, უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული იკაოს

საავიაციო უშიშროების რეგიონალური სასწავლო ცენტრი. კურსი: საავიაციო უშიშროების სახელმწიფო ინსპექტორი (National Inspector), მონაწილეები - ინგა ჟღენტი და თამარ კეკელიძე;

16-20 ივნისი, კიევი - “Risk Management”, გელა ლომსაძე; 24-28 მარტი, კიევი - “ფოსტისა და ტვირთის უშიშროების უზრუნველყოფა”, გელა ლომსაძე; 22-25 დეკემბერი, ქ.კიევი - „Awareness for technical personnel“, გელა ლომსაძე.

treiningi aviasawarmoebisTvis:

17 მარტს, საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის სპეციალისტმა ეგირ ფირანიშვილმა ავიაკომპანიებისთვის სააგენტოში ჩაატარა ტრეინინგი „ACC3 (Air Cargo Carrier) - ავიატვირთის გადამზიდველთათვის მესამე (არა ევროკავშირის წევრი) ქვეყნებიდან“.

saerTaSoriso auditebSi monawileoba:

25-29 აგვისტოს, ბელგრადში (სერბეთი) სააგენტოს საავიაციო უშიშროების სპეციალისტმა ინგა ჟღენტმა „ECAC Vulnerability Assessment“ ფარგლებში, შემგფასებელთა ჯგუფის წევრის სტატუსით, მონაწილება მიიღო ბელგრადის საერთაშორისო აეროპორტის მოწყვლადობის შეფასებაში აეროპორტის არაკონტროლირებადი ტერიტორიის დაცვის კუთხით.

saerTaSoriso saaviacio organizaciebis egidiT gamarTul forumebze, seminarebsa

da sxva RonisZiebebze daswreba:

საავიაციო უშიშროების ფორუმი - 11-13 მარტი, პარიზი, საფრანგეთი, დეპარტამენტის უფროსი გვანცა კერესელიძე;

იკაოს საავიაციო უშიშროების აუდიტის რეგონალური სემინარი (აუდიტის განხორციელების ახალი მიდგომა, კერძოდ უწყვეტი მონიტორინგის პრინციპზე გადასვლა) - 26-28 მაისი, პარიზი, დეპარტამენტის უფროსი გვანცა კერესელიძე, დირექტორის მრჩეველი თამარ კეკელიძე;

იკაოს საავიაციო უშიშროების სიმპოზიუმი - 21-13 ოქტომბერი, მონრეალი, დეპარტამენტის უფროსი გვანცა კერესელიძე;

იკაოს საავიაციო უშიშროების რეგიონალური სემინარი (ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მე-13 და მე-14 ცვლილება) - 14-16 აპრილი, ალმა-ატა, დეპარტამენტის სპეციალისტი ინგა ჟღენტი;

EUR/NAT AVSEC ჯგუფის შეხვედრა, სადაც სააგენტოს უშიშროების სპეციალისტი ინგა ჟღენტი გამოვიდა სიტყვით და შეხვვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს ხედვა სამოქალაქო ავიაციის კიბერ საფრთხეებისაგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით - 9-11 ივლისი, პარიზი;

xarisxis marTva

GCAA Annual Report 2014 Page 18

Page 19: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წელს ხარისხის მართვის დეპარტამენტის მიერ შემუშავდა და დამტკიცდა

xarisxis sistemis Semdegi dokumentacia:

გარდა ხარისხის მართვის სისტემის პროცესების ამსახველი დოკუმენტაციისა, ხარისხის მართვის დეპარტამენტი მონაწილეობას იღებდა სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მათი საქმიანობის ძირითადი პროცესების ამსახველი სახელმძღვანელოების, პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების შემუშავებაში:

სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების პროცედურა AGA 03-3

2014-06-17

სამოქალაქო აეროდრომების სერტიფიცირების პროცედურა AGA 03-1 2014-04-11სერტიფიკატის მისაღებ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების კითხვარი AGA 05-1

2014-04-15

სააგენტოში საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის დამუშავების სახელმძღვანელო

შემუშავების პროცესში

უსაფრთხოების მართვის სისტემის შეთანხმების სახელმძღვანელო შემუშავების პროცესშიადამიანური რესურსების დაგეგვმის სახელმძღვანელოს ცხრილი ADM 03-2 შევსების პროცესშისამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ნორმატიული აქტის მომზადების წესი მზადდება ცვლილებების

პროექტიRMA - ის კოორდინატორი პირის სამუშაო ინსტრუქცია AIR 04-1 შემუშავების პროცესშისამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურა AIR 03-3

შემუშავების პროცესში

ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმის (RVSM) ზონაში ფრენებზე დაშვების პროცედურა FSD 03-5

მომზადებულია ცვლილებების პროექტი

Sida auditebi:

ხარისხის მართვის დეპარტამენტმა 2014 წელს ჩაატარა შემდეგი შიდა აუდიტები:

16.07.2014 - აეროდრომის სერტიფიცირების პროცესის შიდა აუდიტი.

აუდიტის დროს შემოწმდა ნატახტარის აეროდრომის სერტიფიცირების პროცესის ჩანაწერები, რის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები მარეგულირებელ ნორმატიულ აქტში, პროცესსა და მის ამსახველ შიდა პროცედურულ დოკუმენტში. შედეგი გაეცნო აეროპორტებისა და აეროდრომების დეპარტამენტის კურატორ დირექტორის მოადგილეს. დეპარტამენტის მიერ დაისახა მაკორექტირებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაზე მონიტორინგს ახორციელებს ხარისხის დეპარტამენტი:

- შევიდა ცვლილება აეროდრომების სერტიფიცირების წესში. - მომზადდა შესაბამის პროცედურაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დამტკიცდება და

ამოქმედდება ANS - სა და აეროდრომების დეპარტამენტების პროცედურების უნიფიცირების პროცესში.

GCAA Annual Report 2014 Page 19

ხარისხის მართვის დეპარტამენტიხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შემოწმების სამუშაო ინსტრუქცია QMD 04-5

25.09.2014

ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შემოწმების კითხვარი QMD 05-15 25.09.2014დოკუმენტებისა და ჩანაწერების მართვის წესი მომზადებულია

ცვლილებების პროექტი

ხარისხის სისტემის შიდა აუდიტის პროცედურა მომზადებულია ცვლილებების პროექტი

ინსპექტირების პოლიტიკა; შემუშავების პროცესში

საბაზო ობიექტის შემოწმების საკონტროლო ბარათის ხარისხის მართვის სისტემის ჩეკლისტი

7.02.2014

Page 20: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

13.05.14 - შიდა აუდიტი RVSM-ის ნებართვების გაცემისა და სათანადო ინფორმაციის ევროკონტროლისთვის მიწოდების პროცედურის გასაანალიზებლად

შიდა დოკუმენტაციისა და ნორმატიული აქტების გაანალიზების შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობები და შემუშავდა მაკორექტირებელი ღონისძიებების რეკომენდაციები:

1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევა ექსპერტები სხვადასხვა დაკავშირებული მიმართულებებიდან;

2. აღნიშნულმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს მოქმედი საავიაციო წესების შესაბამისობა ICAO-ს მოთხოვნებთან RVSM-ის მინიჭებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით;

3. შემუშავდეს RVSM-ის მინიჭების/გაუქმების ნორმატიული აქტი;4. შეიცვალოს ამჟამად მოქმედი შიდა პროცედურა, რომელიც სპეციალური ნებართვის მინიჭებისა და

გაუქმების პროცედურებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს რეგიონალური მონიტორინგის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების პროცედურას ICAO-ს Doc 9937-ის შესაბამისად.

შედეგები გაეცნო სააგენტოს დირექტორს და დირექტორის კურატორ მოადგილეს ფრენის სტანდარტებისა და საჰაერო ხომალდების ვარგისობის მიმართულებებით. აუდიტის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებლად განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

1. დაინიშნა რეგიონალურ სააგენტოსთან კოორდინატორი პირი;2. მომზადდავერტიკალურიეშელონირებისშემცირებულიმინიმუმის(RVSM)

ზონაშიფრენებზედაშვებისპროცედურის (FSD 03-5) ცვლილებების პროექტი;3. შემუშავდა RMA - ის კოორდინატორი პირის სამუშაო ინსტრუქცია AIR 04-1

2014 წელს ხარისხის მართვის დეპარტამენტს შიდა აუდიტები უნდა განეხორციელებინა ყველა ტექნიკური მიმართულებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების ნაკლებობის გამო, ტექნიკური მიმართულებების სპეციფიკის გათვალისწინებით საკონტროლო ბარათების მომზადების პროცესი გაჭიანურდა და 2014 წელს ხარისხის მართვის დეპარტამენტმა დაასრულა მხოლოდ ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის OPS და PEL მიმართულებების ინდივიდუალური საკონტროლო ბარათების შემუშავება. შესაბამისი საკონტროლო ბარათების არარსებობის გამო, გარდა ზემოაღნიშნული პროცესებისა, შიდა აუდიტები სხვა ტექნიკური მიმართულებებით არ განხორციელებულა.

xarisxis sistemis Sida treiningebi:

2014 წლის 21 თებერვალს ხარისხის მართვის დეპარტამენტმა ჩაატარა ხარისხის მართვის სისტემის განმეორებითი კურსი სააგენტოს ყველა დეპარტამენტის სპეციალისტებისათვის.

normatiuli aqtebis proeqtebis SemuSaveba:

ხარისხის მართვის დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს საავიაციო ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში. 2014 წელს დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ შემდეგი ნორმატიული აქტების მიღებისა და დანერგვის პროცესში:

- საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესი- უსაფრთხოების მართვის ზოგადი წესი

GCAA Annual Report 2014 Page 20

Page 21: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

zedamxedvelobis procesi:

მუდმივი ზედამხედველობის პროცესის ფარგლებში ხარისხის მართვის დეპარტამენტი მონაწილეობს ავიაკომპანიების საბაზო ინსპექტირებისას ორგანიზაციის ხარისხის სისტემის შემოწმების პროცესში.

2014 წლის მანძილზე დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო შემდეგი ავიაკომპანიების საბაზო ობიექტების ინსპექტირებებში:

- ა/კ „ჯორჯიან ეარვეისი“; - ა/კ „ბრავო აირ“;- ა/კ „ვისტა ჯორჯია“;- ა/კ „სერვის ეარ“;- ა/კ „ავისერვისი“

xarisxis marTvis saxelmZRvanelos SeTanxmeba:

ხარისხის მართვის დეპარტამენტი ითანხმებს ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილ ხარისხის მართვის სახელმძღვანელოებს და მათში შეტანილ ცვლილებებს.

2014 წლის მანძილზე ხარისხის მართვის დეპარტამენტმა განიხილა და შეითანხმა შემდეგი ავიაკომპანიების სახელმძღვანელოები:

- ა/კ „ვისტა ჯორჯია“;- ა/კ „სერვის ეარი“;- ა/კ “ავიასერვისი“;- ა/კ „ლუფთლაინი“;- ა/კ „ბრავო აირ“;- ა/კ „ჯორჯიან ეარვეისი“;- ა/კ „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი“;- ა/კ „ავიაექსპორტ აირვეის“;- ა/კ „ეიჯ ეარ“;- ა/კ „თი სი აი“.

departamentis specialistebis momzadeba/gadamzadebis gegma:

ხარისხის მართვის დეპარტამენტის  თანამშრომელთა 2014 წლის მომზადება/გადამზადების გეგმის მიხედვით, ხარისხის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს უნდა გაევლოთ შემდეგი სწავლებები:

თამარ ლუტიძე - "პროექტის მართვა", თბილისი - აღნიშნული სასწავლო კურსი იგეგმებოდა USAID-ის ეგიდით, მაგრამ მიმდინარე წელს არ გამართულაგიორგი გორჯოლაძე - Стандарт ISO  20000. Основы и внутренний аудит. Требования стандарта ISO 19011:2011; კიევი, 23.04.2014 – 25.04.2014ირაკლი ჯაფარაშვილი - Стандарт ISO 20000. Основы и внутренний аудит. Требования стандарта ISO 19011:2011; კიევი, 23.04.2014 – 25.04.2014

სპეციალისტების გაგზავნა ზემოთაღნიშნული სასწავლო კურსებზე არ მოხერხდა აპრილის თვეში უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო და გადაიდო 2015 წლისთვის.

გავლილი სასწავლო კურსები:

GCAA Annual Report 2014 Page 21

Page 22: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

- "მენეჯმენტის ინიციატივა" და "ტექნიკური პერსონალის მართვა", EASA, თბილისი, "სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამა" (ICAO) და "სახელმწიფო უსაფრთხოების გეგმის განხორციელება" (EASA), კიშინიოვი, დეპარტამენტის უფროსი თამარ ლუტიძე;

- "აუდიტის ტექნიკა", EASA, თბილისი, დეპარტამენტის სპეციალისტი ირაკლი ჯაფარაშვილი.

saerTaSoriso urTierTobebi

საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანება 2014 წლის პირველი იანვრიდან საქართველო ევროპის საარნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის ("ევროკონტროლის") წევრი ქვეყანა გახდა. ორგანიზაციის მთავარ მისიას, ფრენების უსაფრთხოება და ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ფარგლებში, საჰაერო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს დახმარებას უწევს,

საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების სერვისის დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL ზრუნავს ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდირებისათვის ეფექტური, გარემოსადმი კეთილსასურველი, ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.

1-4 აპრილს, საქართველომ ICAO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მეტეოროლოგიური საპროექტო ჯგუფისა  (PT/EAST 14)  და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)  სამუშაო ჯგუფის (WG-3) ყოველწლიურ ერთობლივ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ICAO-ს მეტეოროლოგიის ექსპერტი კრისტოფერ კეოჰანი და საავიაციო მეტეოროლოგიის ხელმძღვანელი მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში დიმიტარ ივანოვი. შეხვედრას, ისევე როგორც გასულ წლებში, ICAO-ს აღმ. ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მეტეოროლოგიურ საპროექტო ჯგუფის (PT/EAST

METG) ხელმძღვანელი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მეტეო ექსპერტი - ნინო გელოვანი გაუძღვა.

ურთიერგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის და საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პარაფირება 2014 წლის 11 აპრილს ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის შეთანხმების ხელმოწერამდე. პარაფირებული შეთანხმება დაფუძნებულია ლიბერალურ პრინციპებზე. შეთანხმების მიხედვით ავიასაწარმოებს ეძლევათ

საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ საჰაერო მიმოსვლის ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. მეხუთე ჰაერის თავისუფლება წარმოადგენს საავიაციო ხელისუფლებებს შორის დამატებითი შეთანხმების საგანს.

ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს 2014 წლის 22 მაისს, ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გამოცდილების გაზიარების, ტექნიკური დახმარებისა და ევროპული საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში კონსულტაციების გაწევის კუთხით.

სააგენტოს დირექტორის მოადგილეები ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის მე-4 ფორუმზე მომხსენებლად და თემის მოდერატორად წარსდგნენ. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) საერთაშორისო თანამშრომლობის რიგით მე-4 ფორუმი 10-11

GCAA Annual Report 2014 Page 22

Page 23: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გაიმართა. საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ინსტიტუციონალური რეფორმების საკითხზე ფორუმზე მომხსენებლად მიწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ არჩუაძე, ხოლო აერონავიგაციისა და ერთიანი ცის პრინციპების დანერგვის საკითხებზე პანელის მოდერატორად მიწვეული იყო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან კარანაძე. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიასაწარმო მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების

მიზნით. საქართველოს დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ განახორციელონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შემდეგი მიმართულებებით: Cairo luxor, Hurgada, Aswan, Sharm El Sheikh, Taba, St.Catherine, Marsa Alam, El Alamein, რაც შეეხებათ ეგვიპტის დანიშნულ ავიაკომპანიებს, ისინი ფრენების განხორციელებას შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტში.

ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ავსტროკონტროლ ინთერნეიშენალს“ (Austro Control International) შორის 2014 წლის 8 დეკემბერს, გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო

ორგანიზაციის (ICAO) მოქმედი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში ტექნიკური დახმარების, გამოცდილების გაზიარებისა და კონსულტაციების გაწევის კუთხით. შეთანხმება აგრეთვე ითვალისწინებს, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მიზნით, მხარეების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების აქტიურ ჩართვას სააგენტოს მიერ დაგეგმილ ავიაკომპანიების ინსპექტირების პროცესში, ასევე, ექსპერტებისა და სპეციალისტების ურთიერთგაცვლას. „Austro Control International“ წარმოადგენს ავსტრიის საავიაციო ხელისუფლების - „Austro Control“-ის 100%-იან წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ კომპანიას, რომელიც ეწევა პროფესიულ სასწავლო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურებას ევროპის საავიაციო კანონმდებლობის შემუშავებისა და დანერგვის ეტაპებზე.

ურთიერთგაგების მემორანდუმი აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, თურქეთის და უკრაინის საავიაციო ხელისუფლებებს შორის აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, თურქეთის და უკრაინის საავიაციო ხელისუფლებებს შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ქმნის შავი და კასპიის ზღვების როტაციული ჯგუფის (BSCG) დაარსების სამართლებრივ საფუძველს. ჯგუფის შექმნის მიზანს, ქვეყნების როტაციული პრინციპის საფუძველზე ICAO-ს

სტრუქტურულ ერთეულებში წარმომადგენლობა, მათ შორის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და წევრად არჩევა წარმოადგენს. დოკუმენტი აგრეთვე, ხელს შეუწყობს აღნიშნული რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების ეფექტურ და ურთიერთკოორდინირებულ მუშაობას წამყვან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებში. ქართულმა მხარემ, დოკუმენტს, 11 დეკემბერს, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალური დირექტორების 143-ე შეხვედრის ფარგლებში მოაწერა ხელი.

GCAA Annual Report 2014 Page 23

Page 24: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

informacia saagentoSi mimdinare da momavali proeqtebis Sesaxeb

„ტრასეკა სამოქალაქო ავიაცია II“სამოქალაქო ავიაციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ბენეფიციარ ქვეყნებში, მოქმედი რეგულაციებისა და პრაქტიკის ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების რეგულაციების იმპლემენტაცია და ა.შგანმახორციელებელი ორგანიზაცია: “ტრასეკას სამოქალაქო ავიაცია II / „ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო EASA“, „ტრასეკას სამოქალაქო ავიაცია II / „ეჯის ავია“

პროექტის ხანგრძლივობა: 2012 – 2015, ბიუჯეტი: € 2,5 Millionბენეფიციარი: სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) „ეროვნული საზედამხედველო ორგანოს მხარდაჭერის პროექტი“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, როგორც საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში ეროვნული საზედამხედველო ორგანოს გაძლიერება და პერსონალის ევროკონტროლის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადება. პროექტი მიმდინარეობს ევროკონტროლის უშუალო ხელმძღვანელობითა და შესრულებით.პროექტის დაფინანსება: ევროკონტროლი პროექტის მდგომარეობა: დაიწყო 2011 წელს დასრულება იგეგმებოდა 2014 წლის ბოლოს, თუმცა პროექტის ფარგლებში დაგროვილი სამუშაო მოცულობიდან გამომდინარე,სააგენტო გამოვიდა ინიციატივით პროექტის 6 თვით გაგრძელების შესახებ, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ბენეფიციარი: სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

Twinning II „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის საქართველოში ეფექტური დანერგვისათვის, ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად“

2014 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტის წინა მოსამზადებელი ეტაპი: ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაგზავნილ საპროექტო წინადადებას ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოეხმაურა რუმინეთი (საავიაციო ხელისუფლება, სააერნაოსნო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია და საკონსულტაციო კომპანია) და ავსტრია-ხორვატიის კონსორციუმი („ავსტროკონტროლი“, ხორვატიის საავიაციო ხელისუფლება). 3 ნოემბერს ევრო-დელეგაციის ოფისში გამართულ შესარჩევ შეხვედრაზე მიღებული შედეგების დაჯამების შემდგომ გამარჯვებულად გამოვლინდა ავსტრიულ-ხორვატიული კონსორციუმი. 2015 წლის იანვრიდან დაიწყება საკონტრაქტო მოლაპარაკებები მომავალ პარტიორებს შორის.

 „Austro Control“ არის ევროპაში აღიარებული, წამყვანი საავიაციო ხელისუფლება, რომელიც სასერტიფიკაციო და საზედამხედველო საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) კანონშემოქმედებით პროცესში და ამ მხრივ ევროკავშირის საავიაციო ხელისუფლებების საუკეთესო ხუთეულში იკავებს ადგილს.

ხორვატიის საავიაციო ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად (2013წ.) უმოკლეს დროში, წარმატებით განახორციელა ევროპული რეგულაციებისა და ფრენის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში, ასევე ევროპულ საავიაციო ინტიტუტებში ინტეგრირება.

პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 21 თვიან პერიოდზე, დაწყება: 2015 წლის II კვარტალი, ბიუჯეტი: EUR 1 230 000ბენეფიციარი: სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

saagentos samarTalSemoqmedebiTi saqmianoba

GCAA Annual Report 2014 Page 24

Page 25: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

საქართველოს საჰაერო კოდექსის 2013 წლის 12 ივლისის ცვლილების გარდამავალი დებულებებით განისაზღვრა რიგი ნორმატიული აქტების მიღების ვალდებულება შესაბამის ვადებში:

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N17 ბრძანება საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის

დამტკიცების შესახებ

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის N206 ბრძანება უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ (ამოქმედება 2015 წლის1 თებერვლიდან);

საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული და ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტების და სააგენტოს თანამშრომელთა აქტიური მუშაობის შედეგად დამტკიცედა:

საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმა 2014 წლის 29 დეკემბერს N734 მთავრობის დადგენილებით;

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ 2014 წლის 23 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №691 დადგენილება.

ცვლილება შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც დაიხვეწა ადმინისტრაციული სახდელის დადების პრინციპი და სამოქალქო ავიაციის სფეროში უფრო ეფექტური ზომების გატარების შესაძლებლობა დადგინდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევათა კოდექსში მანამდე მოქმედი რედაქციით გათვალისიწნებული სანქციები ვერ უზრუნველყოფდა სამოქალაქო ავიაციის სფეროში დარღვევების პრევენციას. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილება შემუშავებულია სწორედ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) წარდგენილი ნაკლოვნაებათა აღმოფხვრის მაკორექტირებელი ღონისძებების გეგმის შესაბამისად და ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების გაზრდას და გამკაცრებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ერთი და იმავე დარღვევის განმეორებით ჩადენას.

ასევე 2014 წლის განმავლობაში გარდა ზემოჩამოთვლილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა, სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO- ს და ევრო რეგულაციების სტანდარტეის ეტაპობრივად დანერგვის მიზნით დამტკიცდა და ცვლილება შევიდა შემდეგ ნორმატიულ აქტებში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 28 მაისის №81 ბრძანება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №73 2014 წლის 16 მაისი „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №101 2014 წლის 1 ივლისის, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანებაში ცვლილების შესახებ

GCAA Annual Report 2014 Page 25

Page 26: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №102 2014 წლის 1 ივლისი „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №109 2014 წლის 15 ივლისი „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №117 2014 წლის 29 ივლისი „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაოაბაზე

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №138 2014 წლის 27 აგვისტო „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №176 2014 წლის 16 ოქტომბერი „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 30 დეკემბერი N208 ბრძანება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების დამტკიცების შესახებ;

ICAO-სა და სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მოთხოვნების გათვალისწინებით 2014 წელს, სააგენტომ ცვილილებების შეიტანა არსებულ/მოქმედ შიდა სახელმძღვანელოებში, პროცედურებსა და წესებში. ამით უზრუნველყო მოქმედი დოკუმენტების დახვეწა და გაუმჯობესება1.

TanamSromelTa profesiuli momzadeba/gadamzadeba

თანამშრომელთა სწავლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების პოლიტიკის (15.03.12) განხორციელების მიზნით, თითოეული დეპარტამენტისათვის დგება მომზადება/გადამზადების პროგრამა, რომლის თანახმადაც თითოეული თანამდებობისათვის განისაზღვრება აუცილებელი ცოდნის სფეროები და დონე. პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა მოიცავს პირველად, ძირითად, პრაქტიკულ, განმეორებით/შემდგომ და დამატებით კურსებს, რომელთა კომპლექსური განხორციელება, თანამშრომლის ძირითად განათლებასთან ერთად უზრუნველყოფს მის შესაბამის კვალიფიკაციას. სააგენტოს მომზადება/გადამზადების პროგრამის თანახმად ყოველწლიურად დგება პერსონალის მომზადება/გადამზადების გეგმა, რომელიც წარმოადგენს კონკრეტულ პოზიციაზე პირებისათვის (ძირითადად ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისათვის) სწავლებისა და მომზადება/გადამზადების საჭიროებაზე მორგებულ დროში გაწერილ სწავლებების ერთობლიობას.

სააგენტოს 2014 წლის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების გეგმის თანახმად მიმდინარე წელს განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული სწავლებების უმრავლესობა, გადამზადდა სააგენტოს თანამშრომელთა უმრავლესობა.

1

GCAA Annual Report 2014 Page 26

Page 27: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წლის შეჯამებული მონაცემებით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ეროვნული სასწავლო ორგანიზაციების (JAA Training Organisation, Singapore Aviation Academy, ICAO, ECAC, IANS, Ukraine National Aviation University, ENAC, EU TRACECA CIVIL AVIATION Project II, TAIEX, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, New Vision University), თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ჩატარებული სხვადასხვა მიმართულების სწავლებებისა თუ სემინარების რაოდენობა შეადგენს 50-ს, მათ შორის შიდა სწავლებები.

აქვე აღსანიშნავია TAIEX-ისა და EU TRACECA Civil Aviation Project-ის ფარგლებში განხორციელებული მეტად მნიშვნელოვანი სწავლებები, რომელიც მოიცავდა როგორც სხადასხვა სპეციალიზებულ მოსამზადებელ პროგრამებს, ისე მმართველი რგოლის სწავლებებს.

კონკურსი - 2014წ.

2014 წლის 17 იანვარს გამოცხადებული იყო კონკურსი სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადი გააკეთა 15 კანდიდატმა, მათ შორის შეირჩა მხოლოდ 2 კანდიდატურა. კონკურსი ჩატარდა 2014 წლის 4 მარტს და საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა ბ-ნი თეიმურაზ დედანაშვილის კანდიდატურა.

saagentos saqmianobis gamWvirvalobis uzrunveyofa

2013 წლის 26 აგვისტოს, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის N219 დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. დადგენილება ამოქმედდა 1 სექტემბრიდან. ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონულ რესურსზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ასევე ვრცელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ელექტრონულ რესურსზე შექმნილია საჯარო ინფორმაციის გვერდი, რომელზეც მთავრობის დადგენილებით დაწესებულ ვადებში, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ, რეგურალურად ხორციელდება ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის ატვირთვა: სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში; სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ყოველწლიური 10 დეკემბრის ანგარიში; საკადრო უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვები; ბიუჯეტი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ განცხადებათა სტატისტიკა და ასევე საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

2014 წლის განმავლობაში სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია 12 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ყველა მოქალაქეზე და ორგანიზაციაზე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 29 აგვისტოს N148 ბრძანებით დამტკიცდა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა ინფორმაციის მიწოდების ვადებით (დანართი N1), სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი N2) და განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი ელისო ასლანიშვილი.

2014 წლის 3 იანვარს ძალში შევიდა სააგენტოს დირექტორის N01 ბრძანება „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“

GCAA Annual Report 2014 Page 27

Page 28: normatƒ¡ააგენტოს 2014... · Web viewმენტის უფროსი გვანცა კერესელიძე , დირექტორის მრჩეველი

2014 წლის 5 თებერვალს ძალში შევიდა სააგენტოს დირექტორის N17 ბრძანება „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“.

 ინფორმაციის ღია და დაუბრკოლებელი გაცვლის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების განთავსება ხდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gcaa.ge) სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ განყოფილებაში („ნორმატიული აქტების პროექტები“). სააგენტოს მიერ, ყოველი ახალი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავების თაობაზე ავიაკომპანიებს ეცნობებათ წერილობით, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის მითითებით.

შენიშვნების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ნორმატიული აქტის პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ეცნობა და აანალიზებს ავიასაწარმოების მიერ მოწოდებულ შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებას სათანადო ცვლილებების ინიცირებას ნორმატიული აქტის პროექტში.

 სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა ასევე სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ცვლილების წარდგენის ფორმა (გადმოსატვირთი ვერსია), ფორმის შევსების ინსტრუქცია და მაგალითი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. კვლევის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შენარჩუნებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმაღლესი - 100 % მაჩვენებელი. სააგენტო აგრძელებს უწყების გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას.

GCAA Annual Report 2014 Page 28