გვანცა დოლბაია

14
იიიიიიი 65-ი იიიიიი იიიიი იიიიიიიიიიიი : იიიი იიიიიიიიიიი იიიიიი : იიიიიი იიიიიიი

Transcript of გვანცა დოლბაია

Page 1: გვანცა დოლბაია

ისტორია65-ე საჯარო სკოლა

ხელმძღვანელი : ზაზა ნაცვლიშვილიავტორი : გვანცა დოლბაია

Page 2: გვანცა დოლბაია

ჯვაროსნული ლაშქრობები

Page 3: გვანცა დოლბაია

გამომწვევი მიზეზები

• ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული დაპყრობითი ომები ახლო აღმოსავლეთში 1096-1270 წლებში. ლაშქრობის მონაწილეს სიმბოლურად ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდა ჯვარი, რის მიხედვითაც ეწოდათ „ჯვაროსნები“.

საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა. 1096-1270 წლებში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში მონაწილეობდა დაბალი სოციალური ფენა. ჯვაროსნულ ლაშქრობებს მხარი დაუჭირეს იტალიის ქალაქებმა ვენეციამ, გენუამ და პიზამ.

რომის პაპი ურბან II

Page 4: გვანცა დოლბაია

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

იერუსალიმის აღება

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო 1096 წელს. ჯვაროსნების კარგად შეიარაღებული ჯარი კონსტანტინოპოლთან შეკრიბა. 1097 წელს ჯვაროსნებმა გადალახეს ბოსფორის სრუტე. 1098 წელს მათ აიღეს ქალაქი ანტიოქია და მალე იერუსალიმს მიადგნენ. 1099 წლის 15 ივლისს იერუსალიმი ჯვაროსნებმა აიღეს. მათ ქალაქში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. იერუსალიმის მბრძანებელი გახდა გრაფი ჟოფრუა ბულონელი,რომელმაც მიიღო ,,მაცხოვრის საფლავის მცველის” ტიტული. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ოთხი ქრისტიანული ერთეული შეიქმნა: 1)ედესის საგრაფო,რომელმაც 1146 წლამდე იარსება. 2) ანტიოქიის სამთავრო,რომელმაც 1268 წლამდე იარსება. 3) იერუსალიმის სამეფო,რომლის არსებობამაც 1291 წლამდე გასტანა და 4)ტრიპოლის საგრაფო,რომელმაც 1289 წლამდე იარსება.

Page 5: გვანცა დოლბაია

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა II ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1147-1149 წლებში. მას საფრანგეთის მეფე ლუი მეშვიდე და გერმანიის იმპერატორი კონრად მესამე მეთაურობდნენ. ჯვაროსანთა სურვილი იყო იმ დროს მუსლიმთა ხელში მყოფი ედისის დაბრუნება. თუმცა ეს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა და ჯვაროსნები ევროპაში დაბრუნდნენ.

1174 წელს ნიჭიერმა მუსლიმმა მხედართმთავარმა სალაჰ აჰ-დინმა დაიმორჩილა სირია და სულთნის ტიტული მიიღო.1187 წელს სალადინმა ჰატინის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები.

სალაჰ ად-დინი

Page 6: გვანცა დოლბაია

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა III ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1189-1192 წლებში,რომელსაც სათავეში ედგნენ გერმანიის იმპერატი ფრიდირიხ I ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპ II ავგუსტი და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული.ფრიდირიხ ბარბაროსა მცირე აზიაში მდინარეში დაიხრჩო და მისი ჯარი უკან გაბრუნდა. ფილიპ ავგუსტმაც სწრაფად დატოვა აღმოსავლეთი. მხოლოდ რიჩარდ ლომგულმა განაგრძო ბრძოლა,რომელსაც მიუხედავად მნიშვნელოვანი გამარჯვებებისა მაინც არ ეყო ძალა დაემარცხებია მუსლიმები. მან 1192 წელს ზავი დადო სალადინთან და ევროპაში გაბრუნდა.იერუსალიმი მუსლიმთა ხელში დარჩა,ქრისტიანებს კი მხოლოდ წმინდა ქალაქის მოლოცვის უფლება დარჩათ.

Page 7: გვანცა დოლბაია

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა 1202 -1204 წლებში მიმდინარეობდა IV ჯვაროსნული ლაშქრობა,რომელიც წმინდა მიწის ნაცვლად კონსტანტინოპოლში დასრულდა.ბიზანტიის იმპერიაში იმ ხანებში შინააშლილობა სუფევდა. იმპერატორის ტახტის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა დახმარებისთვის პაპს და ჯვაროსნებს მიმართა. საბოლოოდ 1204 წლის 12 აპრილს მათ აიღეს კონსტანტინოპოლი და აქ ლათინთა იმპერია დაარსეს,რომელმაც 1261 წლამდე იარსება. ამგვარად, ამ ლაშქრობების დროს ჯვაროსნები წმინდა მიწაზე საერთოდ არ გამოჩენილან.

Page 8: გვანცა დოლბაია

მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ განცხადება გააკეთა რომის პაპმა ინოკენტი III-მ 1215 წელს. ლაშქრობა უნდა დაწყებულიყო 1217 წელს. ამ მომენტისთვის პაპი ინოკენტი III გარდაიცვალა, თუმცა ლაშქრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მისმა მემკვიდრემ ჰონორიუს III-მ. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა რომის იმპერიის მმართველი ფრიდრიხ II არ მონაწილეობდა ლაშქრობაში, ხოლო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა, ლაშქრობა მაინც შედგა. 1217 წელს წმინდა მიწისკენ გაემართა ჯვაროსნების ანგარიშგასაწევი არმია, რომლის წინამძღოლობაც იკისრეს უნგრეთის მეფემ ანდრაშ II-მ, ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდ VI-მ და მერანის ჰერცოგმა ოტონ I-მა.

ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ეგვიპტეს, რომელიც იმ დროისათვის მუსულმანთა ძლიერების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა.თუმცა ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა .

ჯვაროსნების არმია მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს

Page 9: გვანცა დოლბაია

მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა

ფრიდრიხ II (მარცხნივ) და სულთანი ალ-

კამილი (მარჯვნივ)

VI ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1228-1229 წლებში. მას სათავეში ჩაუდგა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ფრიდირიხ I ჰოჰენშტაუფენი. მან მოხერხებულად გამოიყენა მუსლიმ მმართველთა შორის არსებული წინააღმდეგობები და მიზანს მიაღწია არა ომით, არამედ დიპლომატიით. ფრიდირიხმა ხელშეკრულება დადოეგვიპტის გამგებელ ალქამილთან და 1229 წელს იერუსალიმი კვლავ ქრისტიანების ხელში გადავიდა. თუმცა დროებით, რადგან 1244 წელს მუსლიმებმაისევ დაიბრუნეს იერუსალიმი.

Page 10: გვანცა დოლბაია

მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა

ლუი IX მეშვიდე ჯვაროსნულ ლაშქრობაში

• მეშვიდე ჯვაროსნული ლაშრობა მიმდინარეობდა 1248-1254 წლებში.ის დაკავშირებულია საფრანგეთის მე ლუი IX-ის (წმინდა ლუის) სახელთან. ფრანგებმა ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე კვიპროსზე გადაიზამთრეს. კუნძულზე ყოფნისას, ლუი ქრისტიანული ქვეყნების მეთაურებსა და მონარქებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მეფემ დახმარება რომანულ (ლათინურ) იმპერიას, ანტიოქიის სამთავროსა და ტამპლიერეს სთხოვა. ფრანგებმა ეგვიპტეში გადასვლისთანავე, 6 ივნისს დუმიატი განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე აიღეს. იერუსალიმზე შესატევად მდიდარი ეგვიპტე, თავის ჯარისთვის ლუის იდეალური ბაზად მიაჩნდა. ნოემბერში ლუიმ ქაიროზე შეტევა დაიწყო, ხოლო მისმა ძმამ, რობერტ დ'არტუამ ელ-მანსურს შეუტია. რობერტი ბრძოლაში დაიღუპა.მალევე ლუიმ ფრანგებისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება, შეეტიათ ელ-მანსურისთვის, მიიღო. საფრანგეთის არმია გაიწირა: ჯარში შიმშილმა და ავადმყოფობამ დაისადგურა. ლუი IX ტყვედ ჩავარდა.

• 1255 წელს მალუქები სირიაში ჩავიდნენ და იქ, ჯვაროსნების უკანასკნელი მხედრიონიც გაანადგურეს. სირიაში ევროპელი მეომრების ყველანაირი კვალი წაიშალა.

Page 11: გვანცა დოლბაია

მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა• მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ

1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან. ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისმა პირადი ისტორიკოსმა წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო. ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადავიდა. ლუი იმავე წლის 25 აგვისტოს კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მისი ბოლო სიტყვა „იერუსალიმი” იყო. ამის შემდეგ კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ ახალი მეფის მცირე ასაკის გამო, ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.

• ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის, ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა ინგლისის უფლისწული ედუარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკოზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში.

ლუი IX-ის სიკვდილი ტუნისის ალყის დროს

Page 12: გვანცა დოლბაია

მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა —მიმდინარეობდა 1271-1272 წლებში, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობასთან ერთად, მიჩნეულია შუა საუკუნეების ბოლო, ფართომასშტაბიან ჯვაროსნულ ლაშქრობად.

ლუი IX-ის ტუნისის ალყის მოხსნისა და მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დამარცხების შემდეგ, პრინცმა ედუარდმა აკოზე გაილაშქრა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო სიმაგრე იყო სირიაში. მის მიერ, იქ გატარებული დრო მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება. მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობის განმავლობაში ედუარდმა ბეიბარსზე რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ჯვაროსნებმა ვერ მიაღწიეს ისეთ გადამწყვეტ უპირატესობას, რომელიც ლაშქრობას დასასრულისკენ გაახედებდა. ბედად, იმ დროს, როცა პრინცი მუსლიმანებს უტევდა, თავი იჩინა საშინაო დაპირისპირებამ, ამას დაემატა არმიაში „პატრიოტული სულის” დაცემა. ყველაფერმა ამან მალევე გამოიღო შედეგი: ჯვაროსანთა სრულ კრახი.ვ ხმელთაშუაზღვისპირა ჯვაროსნული ხაზი დაიშალა.

1291 წელს ჯვაროსნების უკანასკნელი ქალაქი აკო დაეცა და ამით ჯვაროსნული ლაშქრობებიც ერაც დასრულდა.

უკანასკნელი ჯვაროსანი

Page 13: გვანცა დოლბაია

ჯვაროსნული ლაშქრობების საბოლოო შედეგები

მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე

Page 14: გვანცა დოლბაია

დასასრული