შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა...

13
+ შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს (წმიდა კოზმა ეტოლიელი) პაპისტებთან თანამლოცველი ყველა მართლადიდებელი ოფიციალური ეკლესიის პირველიერარქი შეჩვენებული და განკვეთილია ქრისტეს ეკლესიიდან წმ. მოციქულები პეტრე და პავლე თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, ან დიაკონმა მწვალებლებთან ერთად ილოცოს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს (წმიდა მოციქულთა 45 კანონი) მსოფლო პატრიარქი ბართლომეოსი და რომის პაპი იოანე პავლე მეორე

Transcript of შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა...

Page 1: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

+ შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს

(წმიდა კოზმა ეტოლიელი)

პაპისტებთან თანამლოცველი ყველა მართლადიდებელი ოფიციალური ეკლესიის პირველიერარქი შეჩვენებული და განკვეთილია ქრისტეს ეკლესიიდან

წმ. მოციქულები პეტრე და პავლე

თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, ან დიაკონმა მწვალებლებთან ერთად ილოცოს,

აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს (წმიდა მოციქულთა 45 კანონი)

მსოფლო პატრიარქი ბართლომეოსი და რომის პაპი იოანე პავლე მეორე

Page 2: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმიდა ეკლესია ღვთის სიტყვით არის დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, ხოლო თავად ქრისტე ბრძანებს: ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ (წმიდა კირილე იერუსალიმელი)

ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა

ეკლესიებთან... ჩვენ მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა. (ილია მეორის სიტყვა - „ჯვარი ვაზისა“ 1988 წ. # 1)

სხვადასხვა რელიგიებისა და კონფესიების ღრმად

პატივცემულო წინამძღოლებო და წარმომადგენლებო... ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში

(ილია მეორის სიტყვიდან მოსკოვის სამიტზე „საპატრიარქოს უწყებანი“ # 26 (379) 2006)

როგორც ცნობილია, პაპისტური განდგომილება წმიდა

მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო პატრიარქ მიქელ კერულარიელის დროს, ის დაგმობილ იქნა აგრეთვე კონსტანტინეპოლის დიდ კრებებზე (1341, 1347, 1351 წწ.) ლათინებმა შემოიტანეს არა მხოლოდ სხვადასხვა უკანონობანი, არამედ უხამსობის ისეთ მწვერვალსაც კი მიაღწიეს, რომ თვით სარწმუნოების უწმიდეს სიმბოლოში, რომელიც ყველა კრების გადაწყვეტილებით, უცვლელად უნდა იქნეს დაცული, გაბედეს სიახლის შეტანა. თავიანთი ცრუ

ცხოველთა მესის შემდეგ აიაზმით კატის კურთხევა.

Bénédiction des Animaux dans sa Paroisse Sainte Rita - 27,

Page 3: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

სიბრძნისა, მზაკვრობისა და კადნიერების სიჭარბის გამო (სატანის ხრიკები!) მათ გაბედეს ეთქვათ, თითქოს სულიწმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისგანაც (კარამარისი ტ. 1, გვ. 323) Chaque année (premier dimanche de Novembre et de Mai) à l’église Sainte Rita, à l’occasion de la

solennité de Saint François d’Assisse (1182-1226) , une messe est célébrée spécialement pour les animaux. Durant ce moment unique, il y a affluence rue François Bonvin dans le XVème. De nombreuses personnes assistent étonnés, devant l’église, au défilé de dromadaires, zèbres, lamas et même tortues, poissons, lapins, chats et chiens tous réunis pour la bénédiction. Il y a bien quelques réticences dans un certain clergé, mais finalement, l’initiative du père Philippe est bien vécue! Il y a donc certainement un paradis pour tous… Brigitte Dijon.

Каждый год (в первое воскресенье ноября и мая) в церкви Святая Рит, по случаю торжества святого Франсуа Assisse (1182-1226) , месса отмечена специально для животных. В течение этого единственного момента, у наплыва улица Франсуа Бонвен в XV-ой век, Многочисленные люди помогают удивленные, перед церковью, в дефиле дромадеров, зебр, лам и даже черепахам, рыбам, кроликам, кошкам и собакам им всем, объединенным для благословения. Имеются действительно некоторые колебания в некотором духовенстве, но в конечном счете, инициатива отца Филиппа хорошо прожита! Имеется таким образом разумеется.

ბოლო ჟამის შემზარავი დაცემა კათოლიკური „ეკლესიის“ ცხოველთა „წირვა“.

Bénédiction des Animaux

კათოლიკურმა მწვალებლობამ სრულიად ახალი მაშტაბები აიღო წარწყმედის (იხ. ფრანგული ტექსტი - ცხოველთა მესის შესახებ და ფოტოები) ისეთი, როგორსაც ბოლო ჟამს ახლად ჩამოყალიბებული სექტებიც არ სჩადიან: ცხოველთა „წირვის“ მოწყობა კათოლიკურ ტაძრებში, ცხოველთა „ზიარებები“ მათი „ნათლობები“ მათი „კურთხევები“ და ა.შ. ამ გაუგონარი მკრეხელობის აღმსრულებელ კათოლიკურ ცრუ საყდართან, თითქმის ყველა

Page 4: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

ოფიციალური ეკლესიის პირველიერარქებს გააჩნდათ და დღესაც გააჩნიათ ლოცვითი და მეგობრული ერთობა.

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია იცავს სამოციქულო მოძღვრებას წმიდად და

შეურყვნელად, ისე როგორც განგვიცხადა დედამიწაზე განკაცებისა და ქადაგებისას უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როგორც ქადაგებდნენ მოციქულები და განმარტავდნენ მსოფლიო საეკლესიო წმიდა კრებები, კათოლიკებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული ჭეშმარიტი სწავლება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით; მათი ძირითადი ცდომილებები და ერეტიკული სწავლებები შემდეგია: პაპის უცდომელობის და დედამიწაზე ღმერთის მოადგილეობის დოგმატი, ასწავლიან, თითქოს სულიწმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისგანაც, აღიარებენ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვას იოაკიმ და ანასგან, ბავშვებს არ სცხებენ მირონს და არ აზიარებენ (სამაგიეროდ ცხოველებს „წირვებს“ უტარებენ) ერის ადამიანებს არ აზიარებენ ქრისტეს სისხლით, ზიარების დროს ხმარობენ გაუფუებელ პურს, მარხულობენ შაბათს, ხატების მაგივრად ტაძრები მოხატული აქვთ ნახატებით, ღვთისმსახურების დროს იყენებენ ორღანს, უკუღმა ისახავენ პირჯვარს, ჯვარცმაზე მაცხოვარს ფეხებგადაჯვარედინებულს გამოსახავენ, გაუკუღმართებულ არაკანონიკურ ხატებზე მაცხოვარს და ღვთისმშობელს გულს ახატავენ მკერდზე, იერარქია არ ატარებს წვერ-ულვაშს და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულ სამღვდელო შესამოსელს და ვინ მოსთვლის კიდევ კათოლიკეთა წარწყმედას... ხოლო, რაც მთავარია ცხოველთა ნათლობები, აიაზმით მათი კურთხევები: გველებისთვის, ძაღლებისთვის, კატებისთვის, მაიმუნებისთვის, აქლემებისთვის და ცხოველთა სამყაროს სხვა „წარმომადგენლობისთვის“ მესის, ე. ი. „წირვის“ ჩატარება, ეს ხომ ისეთი გაუგონარი მკრეხელობაა, რომ კომენტარსაც აღარ საჭიროებს.

ილია მეორის და მისი სინოდის ევქარისტიული ძმა,

რუმინეთის ახალმესტილე პატრიარქი ფეოქტისტე და რომის პაპი იოანე-პავლე მეორე. (1999 წლის 8 მაისს ბუქარესტს ეწვია რომის პაპი იოანე-პავლე მეორე. პაპი შეხვდა რუმინეთის

ოფიციალური ეკლესიის სინოდს (35 ეპისკოპოსი) 9 მაისს რომის პაპი დაესწრო ბუქარესტის საკათედრო ტაძარში რუმინეთის პატრიარქის თეოქტისტეს მიერ ჩატარებულ წირვას. )

Page 5: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

მაშ რა ეწოდებათ იმ მართლმადიდებელ პირველიერარქებს ვინც ჩვენს მიერ აქ მოხმობილ ფოტო სურათებზე აღბეჭდილი მკრეხელობის აღმსრულებელ კათოლიკე მწვალებლებთან თანამწირველობს? მათთან სანთლებს ანთებს? მათ ღვთისმგმობელობას მაღალ მსახურებას უწოდებს? მათ აზიარებს, მეგობრობას ეფიცება და მათთან გაერთიანებას ესწრაფვის?! მსოფლიო პატრიარქმა კირილე მეხუთემ პაპისტთა მიერ შემოღებულ სიახლეთა გამო, რომელიც ეხება ასევე პასქალიასა და სათვეო კალენდარს, 1756 წელს გამოსცა სიგელიონი, სადაც წერს: პაპისტური ერესის შემწყნარებლები, სამღვდელო პირი იქნება იგი თუ ერისკაცი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს სატანჯველსა საუკუნესა.

მცირედი რაიმე დანაშაულიც კი სარწმუნოების საქმეში, არის მთლიანად ღმერთის

უარყოფა, ბრძანებს ბასილი დიდი, ხოლო ამ ფოტოებზე აღსრულებულ უმძიმეს დანაშაულთა ერთობლიობას, რა ვუწოდოთ? თუ არა ბოლო ჟამი და მართლმადიდებელად წოდებული ოფიციალური ეკლესიების განდგომილება მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან?! სწორედ ამ განდგომილებას დასდო უფალმა მსჯავრი შემდეგი სიტყვებით: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ... არც ამ წუთისოფლად, არც მომავალში“ (მათე 12, 31-32)

საიდან ჩნდება მართლმადიდებლობის უცხო სწავლებანი? მუცლისა და სხვა ვნებათა მონობიდან, როგორც ამას მოციქული ამბობს. ამრიგად არ იქნებოდა, არც საცდური რაიმე, არც დაბრკოლება და არც განყოფანი, რომ არ შემოეტანათ მოციქულთა მოძღვრების საწინააღმდეგო სწავლებანი. (წმ. იოანე ოქროპირი)

სერბეთის იერარქი მწვალებლურ ფორუმზე 2005 წ.

მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ, ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად, ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი, არც მათ სახლებსა თავყრილობებში შეხვიდეთ, რამეთუ მწვალებლებს ყველაფერი უწმიდური აქვთ (წმიდა ეფრემ ასური)

Page 6: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

ცხოველთა „წირვა“

Bénédiction des Animaux dans sa Paroisse Sainte Rita - 27, rue François Bonvin à Paris 15ème

ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება,

შეჩვენებულ იყოს წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი როგორც უცხოები გაძევებულ და განგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას. (6 მსოფლიო კრების 1 კანონი)

იმ სასულიერო დასის შესახებ, რომლებიც უგულვებელყოფენ მართლმადიდებელ კანონებს და ცინიკური ღალატით იწყნარებენ ყოველგვარ ერესს, სამჯავროს არ უნდა დასჭირდეს მათი გამოძახება და

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე და „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ გენერალური მდივანი

სამუელ კობია. 2006 წ.

Page 7: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

გასამართლება, ვინაიდან ისინი, საეკლესიო სამართლის ძალით, უკვე განსჯილნი არიან განწესების დარღვევის მომენტიდან (შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების შესაქმენი, ტ. 2, გვ. 50-57)

1998 წლის 28 ივნისს რომს ტრადიციულად ეწვია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზაზალოსი ხელმძღვანელობდა. პატრიარქ

ბართლომეოსის წარგზავნილები დაესწრნენ საზეიმო მესას (პაპისტური ახალი კალენდარული სტილით) პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით. რომის პაპამა იოანე-პავლე მეორემ

სიტყვით მიმართა სტუმრებს: „მე ძლიერ მახარებს ჩვენი გაერთიანების პერსპექტივა, რომელსაც მე და პატრიარქმა ბართლომეოსმა ჩავუყარეთ საფუძველი ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც ჩვენ

ვაიძულებთ კათოლიკებს და მართლმადიდებლებს, რომ ერთობლივად განვლონ სულიერი გზა...

ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის უფალ იესო ქრისტეს დედამიწაზე

განკაცებისას მისგან დაფუძნებული ერთი წმიდა მსოფლიო მართლმადიდებელი უცდომელი ღვთაებრივი სარწმუნოების ეკლესიასთან რომაულ-ლათინური პაპისტური ცრუ ეკლესია დოგმატურ დონეზე ცხრა სხვაობას ავლენს, კანონიკურ დონეზე სხვაობებმა 300-მდე მიაღწია. რომის ეკლესიამ განდგომილმა 10 საუკუნიდან ქრისტეს უცდომელი ეკლესიიდან წმიდა მოციქულთაგან თქმული კეთილმსახურების სჯული არ შეიტკბო და ხელი მიჰყო მის უკუღმა შებრუნებას და შემოტრიალებას, ამიტომ „დიდი სჯულის კანონი“, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სამართალს წარმოადგენს, კათოლიკებთან საერთო ლოცვას უზიარებლობით და განკვეთით სჯის.

Page 8: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

(2000 წლის 13-14 ნოემბერს მოსკოვში, საპატრიარქოს სასტუმრო კომპლექს „დანილოვსკში“ გაიმართა რელიგიათაშორისი სამშვიდობო ფორუმი. ამ პან-ეკუმენისტურ თავყრილობაში მონაწილეობას ღებულობდნენ: მოსკოვის პატრიარქი ალექსი მეორე, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რუსეთისა და დესეთეს მუსულმანთა ცენტრის სამმართველოს თავმჯდომაქრე მუფტი შეიხ ულ-ისლამ ტალგათ ტალჯუდინი, რუსეთის ბუდისტური სანგსის მეთაური პანდიტო ხამბო ლამა დამბა აიუშევი, ქრისტიანთა და იუდეველთა საერთაშორისო საბჭოს გენერალური მდივანი პასტორი ფ. პიპერერი და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობა.)

სერბეთის ეკუმენისტური იერარქია „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ გენერალურ მდივანთან სამუელ კობიასთან ერთად ისე განლაგებულა ამ ფოტოზე, როგორც საყდარის მპყრობელ პატრიარქთან არის

წესი, აი, რა დაფასება აქვს აპოკალიპსური მეძავის „სექტების მსოფლიო ორგანიზაციის პირველიერარქს“ სერბეთის ოფიციალური ეკლესიის სჯულიდან დამხობილი იერარქიისგან.

ილია მეორის და მისი სინოდის ევქარისტიული ძმა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე კათოლიკებთან და მონოფიზიტებთან.

Page 9: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

პირველი მიზანი ეკლესიისა ის არის, რომ ჩვენს მრევლს ჩავუნერგოთ მეტი ინტელექტი, სულიერება. ხშირად ადამიანი ძველი კატეგორიებით ფიქრობს, საჭირო კი ახალი აზროვნებაა. ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა რომის პაპის მიერ მოწყობილ საყოველთაო სამშვიდობო ლოცვაში, რომელიც იტალიაში, ქალაქ ასიზში ჩატარდა. ვფიქრობ ასეთ ლოცვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს... რამდენიმე წლის წინ შევხვდი რომის პაპ იოანე

პავლე მეორეს ვატიკანში. ეს იყო ისტორიული (ჯვარი ვაზისა, 1987 წ. #2)

ეფესოს მე-3 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-7 კანონი არავის არა აქვს უფლება შემოიღოს სხვა სარწმუნოება, გარდა იმისა, რომელიც

დადგენილია ნიკეის 1 მსოფლიო კრების მიერ, ხოლო ვინც გაბედავს უკეთური სარწმუნოების, ანუ მრწამსის შემოღებას და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ცოდნის გადაქცევას ელინობად, ან იუდევლობად, ან რომელიმე მწვალებლობად (კათოლიკობად, ანგლიკანობად, ბუდიზმად, კრიშნად, მაჰმადიანობად, ლუთერანობად, ბაპტიზმად, მონოფიზიტურ მკრეხელობად და ა. შ.) მათ თუ ეპისკოპოსები ან სხვა სასულიერნო პირნი იქნებიან, უნდა ჩამოერთვათ ეპისკოპოსობა.

აქლემის „კურთხევა“ კათოლიკურ ტაძარში ცხოველთა მესაზე („წირვაზე“)

Bénédiction des Animaux a - 27, rue François Bonvin à Paris 15ème.

რომის ეკლესიამ შეცვალა ქრისტეს ეკლესიის საძირკველი, მართლმადიდებელი კალენდარი, რითაც ასცდა ზეციურ მედღესასწაულე ეკლესიასთან დედამიწიდან ზეცად აღმართულ ერთობას: „ძველი რომის ეკლესიამ, თავისი ასტრონომიული ღვთისწინააღმდგომი პატივმოყვარეობით განლაღებულმა, წინდაუხედავად შეცვალა ღვთაებრივი დადგენილებანი ქრისტეს აღდგომის შესახებ, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ყველა მაღთლაღმსარებელი ქრისტიანი ერთდროულად დღესასწაულობს ამ ბრწყინვალე დღეს. ყოველი რომელი არ

Page 10: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

მისდევს ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და შვიდი მსოფლიო კრების განწესებებს წმიდა აღდგომისა და საეკლესიო კალენდრის შესახებ, ყოველი რომელიც არ მისდევს წმიდა ეკლესიის სხვა განწესებებს და კანონებს- შეჩვენებულ და განკვეთილ იყოს ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიიდან. (კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრების უწმიდესი განჩინება, პატრიარქ იერემია მე-2-ის დროს, 1583 წელი. )

1054 წელს კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა წმიდა კრებამ ანათემას გადასცა პაპიზმი,

იხილეთ ილია მეორის და მისი წმიდა სინოდის ევქარისტიული ძმა კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ლიტურგიაზე იოანე-პავლე მეორესთან ვატიკანში.

მცირედი რაიმე დანაშაულიც კი

სარწმუნოების საქმეში, არის მთლიანად ღმერთის უარყოფა, ბრძანებს ბასილი დიდი, ხოლო ამ ფოტოებზე აღსრულებულ უმძიმეს დანაშაულთა ერთობლიობას, რა ვუწოდოთ? თუ არა ბოლო ჟამი და მართლმადიდებელად წოდებული ოფიციალური ეკლესიების განდგომილება მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან?!

სწორედ ამ განდგომილებას დასდო უფალმა მსჯავრი შემდეგი სიტყვებით: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ... არც ამ წუთისოფლად, არც მომავალში“ (მათე 12, 31-32)

დღეს კი აპოკალიპსური მეძავი, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახით

მოვლენილი და აპოკალიფსში „ბაბილონად წოდებული“, რომელიც „იქმნა სამკვიდრებლად

Page 11: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

ეშმაკთა და საყოფელ ყოვლის არაწმიდისა სულისა“, ჩვენს თვალწინ ცდილობს ახალი შესწორებების შეტანას ღმრთივ გამოცხადებულ სწავლებაში ერთი, სამგვაროვანი ღმერთის შესახებ“ (არქიმანდრიტები სერაფიმე ალექსიევი და სერგი იაზაჯიევი)

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ გენერალური მდივანი სამუელ კობია და ილია მეორის ევქარისტიული ძმა ახალმესტილე პაპისტური კალენდრის მიმდევარი საბერძნეთის პატრიარქი

ქრისტოდულოსი.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ ერთ-ერთი ასამბლეა

Page 12: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კათოლიკებთან

არა საყდრისა და ტიტულის მიხედვით ვმსჯელობთ მართლმადიდებლობაზე და მის სამღვდელო იერარქიის აღმსარებლობის ჭეშმარიტებაზე, ან ცდომილებაზე, არამედ ქრისტეს ეკლესიის წმიდა სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელიც უფლის მოციქულთა და სულიწმიდით განბრძნობილ მამათა შედგენილი და დაწერილი კოდექსია, ხოლო საყდარზე როდესაც ჯდება ეპისკოპოსი და პატრიარქი, იგი ღმერთის ტახტის წინაშე ფიცს დებს ამ კოდექსით და საკუთარი თავისადმი განაჩენი ამ აღთქმით, ამ ფიცით გამოაქვს, აი, ეს ფიცი, რომელიც ცინკური ღალატით დაგმო ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა ყველა პირველიერარქმა მთელს მსოფლიოში: პირობას ვდებ, დავიცვა წმიდა მოციქულთა, შვიდი მსოფლიო კრებისა და კეთილმორწმუნე ადგილობრივი კრებების მიერ განჩინებული კანონები, რომელნიც ჭეშმარიტებით არიან დაკანონებულნი... ვფიცავ და პირობას ვდებ დავიცვა მართლმადიდებელი სარწმუნოების კანონები და საღმრთო განწესებები, მტკიცედ და ურღვევი სახით სიცოცხლის ბოლომდე. ყოველივეს რასაც აღიარებენ ეს კანონები ვაღიარებ მეც. ყოველივეს, რასაც უარყოფენ უარვყოფ მეც, ხოლო თუ გადავალ პირობას, ანდა წინააღმდეგი ვიქნები ღვთიური კანონისა, ჩამომერთვას პატივი სრულიად და მოკეთილი და უცხო ვიქმნე მადლისაგან სულიწმიდისა.

ახალი პაპი და ახალი ერა „ეკუმენისტი მართლმადიდებლების წარწყმედის“

Page 13: შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან ... · ცხოველთა „წირვა“

ამ სამღვდელმთავრო ფიციდან გამომდინარე, არა ჩვენ, ან ვინმე ამხელს, ამტყუნებს, განჯის და უწოდებს სულიწმიდის მადლით განკვეთილებს ქრისტეს ეკლესიიდან ოფიციალური ეკუმენისტური ეკლესიების პირველიერარქებს და მათ სინოდებს, არამედ მათივე საქმეები ამხელს მათ და მათ მიერ დადებული ეს ფიცი და ეს აღთქმა, სდებს მათ მამხილებელ მსჯავრს, რომელიც დაურღვიეს ღმერთს, ე. ი. გადავიდნენ პირობას, წინააღმდეგნი შეიქმნენ ღვთიური კანონებისა, ამიტომ საკუთარ თავს თავადვე ჩამოართვეს პატივი სრულიად და მოკვეთილნი და უცხო იქმნენ მადლისაგან სულიწმიდისა. ვინც ამ გაცხადებული ჭეშმარიტების შესახებ კიდევ იტყვის რაიმეს, დაე, მაშინ მან სატანური სიცრუითა და ამაყი სიჯიუტით აღვსილმა თეთრზე შავი ამტკიცოს, საკუთარი თავის წარსაწყმედლადაც.

საქართველოს ეკუმენისტური საპატრიარქოდან

განდგომილი მართლმადიდებელი მრევლი

15/28 -16/29 - ხსენება ღირსისა მამისა ექვთიმე ახლისა

თესალონიკელისა; მოწამისა ლუკიანესი; მოწამეთა

სარდილესა და ბებეასი;

- წმიდა ლონგინოზ ასისთავისა. 2006