რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და...

8
!! BFYDFHB7 GFHFCRTDB @_!# O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #1 (524) www.chemikharagauli.com გილოცავთ შობა–ახალ წელს. მინდა ყველას მადლობა გადა- გიხადოთ თანადგომისა და მხარდა- ჭერისათვის და რა თქმა უნდა, იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს! 2013 წელი ყოფილიყოს ოცნებე- ბის ასრულების დაწყების წელი! ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია გვახსოვდეს, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ შევძ- ლებთ ყველაფერს! ამ რწმენით გილოცავთ 2013 წელს! გილოცავთ და გვჯერა, რომ 2013 წელი საქართველოსთვის მშვი- დობისა და წინსვლის წელიწადი იქ- ნება! თითოეულ ხარაგაულელს გისურ- ვებთ წინსვლასა და კეთილდღეობას. საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ძვირფასო ხარაგაულელებო! გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განაცხადები 14 იანვრის ჩათვლით მიიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგებლის ვაკან- ტური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამგებლობის კანდიდატებ- თან გასაუბრების ჩატარების წესი დაამტკიცა. კომისიის მდივნის, ნინო ფხალაძის ინფორმაციით, 9 იანვარს, გაზეთის მომზადების მომენტისათვის, კომისიაში განაცხადი გამგებლობის ორ კანდიდატს, ზურაბ მაჭავარიანს და გიორგი გლუნჩაძეს აქვთ შეტანილი. განცხადებების მიღება 14 იანვრის 18 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ხუთ დღეში კომისია გამოაქვეყნებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაშვებულ პირთა სიას. გასაუბრებას კომისია 25 იანვარს ჩაატარებს. ნინო ფხალაძის ინფორმა- ციით, გასაუბრებას მხოლოდ კომისიის წევრები დაესწრებიან. 14 იანვრიდან ოლიმპიადის მეორე ტური იწყება 14 იანვარს დაიწყება და 18 იანვ- რამდე გასტანს 2012-2013 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპი- ადის მეორე ტური. 14 იანვარს 9 საათზე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართება, 14 საათზე - ინგლისურ ენაში; 15 იანვარს 9 საათზე სასწავლო ოლიმპიადის ტური ბიოლოგიაში დაიწ- ყება, 14 საათზე - ისტორიაში; 16 იანვარს 9 საათზე მათემატიკაში, ხოლო 14 საათზე - გეოგრაფიაში; 17 იანვარს 9 საათზე ქიმიაში, ხოლო 14 საათზე - რუსულ ენაში; 18 იანვარს 9 საათზე ფიზიკაში, 14 საათზე კი გერმანულ და ფრანგულ ენებში. უცხო ენებში მაქსიმალური ქულაა 60, ისტორიაში - 50, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე გეოგრაფი- აში - 40, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში - 25 ქულა. მათემატიკის ტურისთვის მოსწავ- ლეებს სამუშაოდ მიეცემათ 4 საათი, ფიზიკაში და ასევე ქიმიაში - 3 საათი და 30 წუთი, ქართულ ენასა და ლიტერატუ- რაში - 3 საათი, ისტორიაში, გეოგრაფი- ასა და ბიოლოგიაში - 2-2 საათი, უცხო ენაში - 1 საათი და 30 წუთი. ხარაგაულში ოლიმპიადის მეორე ტური №3 საჯარო სკოლაში გაიმართება. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილე მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს. „გამოდის, რომ საკრებულოსგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებას არ ასრულებს” „ნუ ეჭვიანობთ, საკრებულოში სერიოზული ხალხი ვზივართ და უკვე რამდენჯერმე ვთქვით, რომ 2013 წლიდან გაზეთი „ახალი ხარაგაული” გადაკეთდება ბიულეტენად და ამ გადა- წყვეტილებას საკრებულო 2013 წლის პირველივე სხდომაზე მიიღებს, - გა- ნაცხადა გასული წლის 14 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმ- ჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა. „ვფიქრობ, ჩემი ეჭვები მართლდება. როდისთვის ვაპირებთ ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდების შეცვლილი ვარიანტის დამტკიცებას? - ჰკითხა დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ აკაკი მაჭავარიანს მას შემდეგ, რაც საკრებულოს 9 იანვრის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის „ახა- ლი ხარაგაულის” წესდების შეცვლის საკითხი ვერ აღმოაჩინა. 9 იანვარს საკრებულოს სხდო- მაზე განიხილეს ა(ა)იპ „ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე-ახალ- გაზრდობის სახლის” დირექტორის, მაია ბლუაშვილის, ინფორმაცია და კიცხის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, პაატა ჩხიკვაძის, ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; დაამტკიცეს სახელმწიფო შესყიდვების 2013 წლის გეგმა, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირთა და ა(ა)იპ-ების დირექტორების 2013 წლის კუთვნილი შვებულებების განრიგი. ას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარეც დაინტერესდა ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდების შეცვლის საკითხით, საკრებულოს აპა- რატის უფროსმა ლენა კალანდაძემ განაცხადა, რომ აპარატში ა(ა)იპ „ახა- ლი ხარაგაულის” წესდების შეცვლის პროექტი არ შესულა. აკაკი მაჭავა- რიანმა კი ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” დირექტორს შესაბამისი დავალება 18 დეკემბერს მისცა. -ფაქტობრივად გამოდის, რომ საკ- რებულოსგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯ- დომარის დავალებას არ ასრულებს, - აღნიშნა სხდომაზე რუსუდან გურ- გენიძემ. -შეასრულებს. თუ არ შეასრულებს, წავა სამსახურიდან, - განაცხადა აკაკი მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს 28 დეპუტატიდან 7 ემხრობა საინფორ- მაციო მომსახურების შესყიდვას, ანუ ბიუჯეტში საგამომცემლო საქმიანო- ბისთვის განკუთვნილი თანხის - 15 ათასი ლარის - ტენდერით განკარგ- ვას; 6 დეპუტატი მომხრეა ტენდერის გამოცხადების ან ბიულეტენის გამო- ცემის; 13 დეპუტატის აზრით, უმჯო- ბესია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოსცეს მოსახლეობაში უფასოდ დასარიგებელი ბიულეტენი. მხოლოდ ერთი დეპუტატი ემხრობა ბიუჯეტით გათვალისწინებული 15 ათასი ლარით გაზეთის გამოცემას. იმისთვის, რომ დეპუტატთა უმრავ- ლესობის გადაწყვეტილება ბიულეტე- ნის გამოცემის შესახებ განხორციელდეს, აუცილებელია, რომ ეს ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდებაში აისახოს. მოსწავლეთა სახლი კომპიუტერს, თუნდაც მეორადს, ითხოვს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზ- რდობის სახლი თოჯინების თეატრის სპექტაკლების სოფლებში ჩვენებას აპი- რებს. მიმდინარე წელს ასევე განსაზღ- ვრული აქვთ კონცერტის გამართვა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, - ამის შესახებ მოსწავლეთა სახლის დირექტორმა შობას, 7 იანვარს, ტრადიციად დამკვიდრებული ალილო ხარაგაულშიც გაიმართა ამბების აკიდო ბესო ფოცხვერაშვილი: „სოფლის სამედიცინო ამბულატორიისათვის საჭირო ხარჯებზე თანხის გამოყოფა აუცილებელია14 იანვარი ქართული თეატრის დღეა 2013 წელს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდვებზე 302 380 ლარი დაიხარჯება 6 გვ. 6 გვ. 4 გვ. დღეს ნომერშია ხარაგაულის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები 70%-ით გაიზრდება გთავაზობთ ახალ რუბრიკას „რა მწყინს, რა მიხარია” პატრიარქის საშობაო ქადაგება 2 გვ. 2 გვ. 3 გვ. უფასო თუ შეღავათიანი მშობიარობა? 5 გვ. მე-2 გვ.

Transcript of რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და...

Page 1: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

!! bfydfhb7 gfhfcrtdb @_!# o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#1 (524)

www.chemikharagauli.com

გილოცავთ შობა–ახალ წელს. მინდა ყველას მადლობა გადა-

გიხადოთ თანადგომისა და მხარდა-ჭერისათვის და რა თქმა უნდა, იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს!

2013 წელი ყოფილიყოს ოცნებე-ბის ასრულების დაწყების წელი!

ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია გვახსოვდეს, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ შევძ-ლებთ ყველაფერს!

ამ რწმენით გილოცავთ 2013 წელს! გილოცავთ და გვჯერა, რომ 2013 წელი საქართველოსთვის მშვი-დობისა და წინსვლის წელიწადი იქ-ნება!

თითოეულ ხარაგაულელს გისურ-ვებთ წინსვლასა და კეთილდღეობას.

საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

ძვირფასო ხარაგაულელებო!

გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

განაცხადები 14 იანვრის ჩათვლით მიიღება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგებლის ვაკან-ტური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამგებლობის კანდიდატებ-თან გასაუბრების ჩატარების წესი დაამტკიცა. კომისიის მდივნის, ნინო ფხალაძის ინფორმაციით, 9 იანვარს, გაზეთის მომზადების მომენტისათვის, კომისიაში განაცხადი გამგებლობის ორ კანდიდატს, ზურაბ მაჭავარიანს და გიორგი გლუნჩაძეს აქვთ შეტანილი. განცხადებების მიღება 14 იანვრის 18 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ხუთ დღეში კომისია გამოაქვეყნებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაშვებულ პირთა სიას.

გასაუბრებას კომისია 25 იანვარს ჩაატარებს. ნინო ფხალაძის ინფორმა-ციით, გასაუბრებას მხოლოდ კომისიის წევრები დაესწრებიან.

14 იანვრიდან ოლიმპიადის მეორე ტური იწყება

14 იანვარს დაიწყება და 18 იანვ-რამდე გასტანს 2012-2013 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპი-ადის მეორე ტური.

14 იანვარს 9 საათზე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართება, 14 საათზე - ინგლისურ ენაში;

15 იანვარს 9 საათზე სასწავლო ოლიმპიადის ტური ბიოლოგიაში დაიწ-

ყება, 14 საათზე - ისტორიაში;16 იანვარს 9 საათზე მათემატიკაში,

ხოლო 14 საათზე - გეოგრაფიაში;17 იანვარს 9 საათზე ქიმიაში,

ხოლო 14 საათზე - რუსულ ენაში;18 იანვარს 9 საათზე ფიზიკაში, 14

საათზე კი გერმანულ და ფრანგულ ენებში.უცხო ენებში მაქსიმალური ქულაა

60, ისტორიაში - 50, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე გეოგრაფი-აში - 40, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში - 25 ქულა.

მათემატიკის ტურისთვის მოსწავ-ლეებს სამუშაოდ მიეცემათ 4 საათი, ფიზიკაში და ასევე ქიმიაში - 3 საათი და 30 წუთი, ქართულ ენასა და ლიტერატუ-რაში - 3 საათი, ისტორიაში, გეოგრაფი-ასა და ბიოლოგიაში - 2-2 საათი, უცხო ენაში - 1 საათი და 30 წუთი.

ხარაგაულში ოლიმპიადის მეორე ტური №3 საჯარო სკოლაში გაიმართება.

წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილე მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს.

„გამოდის, რომ საკრებულოსგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ის

ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებას არ

ასრულებს”„ნუ ეჭვიანობთ, საკრებულოში

სერიოზული ხალხი ვზივართ და უკვე რამდენჯერმე ვთქვით, რომ 2013 წლიდან გაზეთი „ახალი ხარაგაული” გადაკეთდება ბიულეტენად და ამ გადა-წყვეტილებას საკრებულო 2013 წლის პირველივე სხდომაზე მიიღებს, - გა-ნაცხადა გასული წლის 14 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმ-ჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა.

„ვფიქრობ, ჩემი ეჭვები მართლდება. როდისთვის ვაპირებთ ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდების შეცვლილი ვარიანტის დამტკიცებას? - ჰკითხა დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ აკაკი მაჭავარიანს მას შემდეგ, რაც საკრებულოს 9 იანვრის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის „ახა-ლი ხარაგაულის” წესდების შეცვლის საკითხი ვერ აღმოაჩინა.

9 იანვარს საკრებულოს სხდო-მაზე განიხილეს ა(ა)იპ „ნინო

სახვაძის სახელობის მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სახლის” დირექტორის, მაია ბლუაშვილის, ინფორმაცია და კიცხის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, პაატა ჩხიკვაძის, ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; დაამტკიცეს სახელმწიფო შესყიდვების 2013 წლის გეგმა, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირთა და ა(ა)იპ-ების დირექტორების 2013 წლის კუთვნილი შვებულებების განრიგი.

მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარეც დაინტერესდა

ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდების შეცვლის საკითხით, საკრებულოს აპა-რატის უფროსმა ლენა კალანდაძემ განაცხადა, რომ აპარატში ა(ა)იპ „ახა-ლი ხარაგაულის” წესდების შეცვლის პროექტი არ შესულა. აკაკი მაჭავა-რიანმა კი ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” დირექტორს შესაბამისი დავალება 18 დეკემბერს მისცა.

-ფაქტობრივად გამოდის, რომ საკ-რებულოსგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯ-

დომარის დავალებას არ ასრულებს, - აღნიშნა სხდომაზე რუსუდან გურ-გენიძემ.

-შეასრულებს. თუ არ შეასრულებს, წავა სამსახურიდან, - განაცხადა აკაკი მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს 28 დეპუტატიდან 7 ემხრობა საინფორ-მაციო მომსახურების შესყიდვას, ანუ ბიუჯეტში საგამომცემლო საქმიანო-ბისთვის განკუთვნილი თანხის - 15 ათასი ლარის - ტენდერით განკარგ-ვას; 6 დეპუტატი მომხრეა ტენდერის გამოცხადების ან ბიულეტენის გამო-ცემის; 13 დეპუტატის აზრით, უმჯო-ბესია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოსცეს მოსახლეობაში უფასოდ დასარიგებელი ბიულეტენი. მხოლოდ ერთი დეპუტატი ემხრობა ბიუჯეტით გათვალისწინებული 15 ათასი ლარით გაზეთის გამოცემას.

იმისთვის, რომ დეპუტატთა უმრავ-ლესობის გადაწყვეტილება ბიულეტე-ნის გამოცემის შესახებ

განხორციელდეს, აუცილებელია, რომ ეს ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდებაში აისახოს.

მოსწავლეთა სახლი კომპიუტერს, თუნდაც მეორადს,

ითხოვსხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზ-

რდობის სახლი თოჯინების თეატრის სპექტაკლების სოფლებში ჩვენებას აპი-რებს. მიმდინარე წელს ასევე განსაზღ-ვრული აქვთ კონცერტის გამართვა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, - ამის შესახებ მოსწავლეთა სახლის დირექტორმა

შობას, 7 იანვარს, ტრადიციად დამკვიდრებული ალილო ხარაგაულშიც გაიმართა

ამბების აკიდო

ბესო ფოცხვერაშვილი:

„სოფლის სამედიცინო

ამბულატორიისათვის

საჭირო ხარჯებზე

თანხის გამოყოფა

აუცილებელია”

14 იანვარი ქართული

თეატრის

დღეა

2013 წელს

ხარაგაულის

ადგილობრივი

ბიუჯეტიდან

შესყიდვებზე 302 380

ლარი დაიხარჯება

6 გვ.

6 გვ.

4 გვ.

დღეს ნომერშია

ხარაგაულის

საბავშვო ბაღების

თანამშრომელთა

ხელფასები 70%-ით

გაიზრდება

გთავაზობთ

ახალ რუბრიკას

„რა მწყინს, რა მიხარია”

პატრიარქის საშობაო ქადაგება

2 გვ.

2 გვ.

3 გვ.

უფასო თუ

შეღავათიანი

მშობიარობა?5 გვ.

მე-2 გვ.

Page 2: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

2 xtvb [fhfufekb !! bfydfhb7 @_!# o

ლამარა ციცქიშვილი: -მინდა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე გავაკეთო აქცენტი იმაზე, თუ რა მწყინს. განათლების სისტემაში, გან-

საკუთრებით სკოლებში რომ ძვრები სასიკეთოდ წარიმართოს, აუცილებე-ლია სტაბილური და მეცნიერულად გამართული სახელმძღვანელო. ისტორიკოსი ვარ და ამიტომ ვიტყვი, რომ ისტორიის სახელმძღვანელო არც ერთ კლასში არ არის ისეთი, რომ მოსწავლემ იქედან ნორმალუ-რი განათლება მიიღოს, ჩაწვდეს ისტორიულ მოვლენებს. სახელმძ-ღვანელოში 3-5 ხაზზეა მოცემული, რომ ამა და ამ წელს მოხდა ესა და ეს მოვლენა. მერე მოცემულია წყარო-ები. ეს კარგია, მაგრამ წყაროების შე-დარება და იქედან ზუსტი მონაცემის ამოღება, ბავშვს კი არა, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში მასწავლებელსაც გაუჭირდეს.

სახელმძღვანელოებში მოსწავ-

ლეებს მიუთითებენ, რომ მოიძიონ ინტერნეტში. ქალაქში მაცხოვრე-ბელ ყველა ბავშვს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და მითუმეტეს - სოფელში. ძალიან მწყინს, რომ სახელმძღვანელოების შემდგენლები არ ითვალისწინებენ იმ პირობებს, რა პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვასწავლით.

ამას ემატება ისიც, რომ ერთ სკოლაში ერთი ავტორის სახელმ-ძღვანელოთი ისწავლება, მეორე სკოლაში, - სხვა ავტორის. სკოლის შეცვლის შემთხვევაში მოსწავლემ ახალი სახელმძღვანელო უნდა შეიძინოს. ასევე მიმაჩნია, რომ უნდა გადამუშავდეს, გაიმართოს და დაიხვეწოს ეროვნული სასწავლო გეგმაც.

რა მწყინს, რა მიხარია...

გოგი კვირიკაშვილი: -რა მიხა-რია? როგორც იქნა დაადგა საშველი და ხარაგაულის კინოთეატრის შენობა რემონტდება. ძალიან გახარებული ვარ

და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს ახარებს. შენობა ფართოვდება და ყველაფერი კეთდება თანამედრო-ვედ. ზაფხულში სიგრილე იქნება, ზამთარში - სითბო. რემონტი კარგი ტემპით მიმდინარეობს და როგორც მშენებლები ამბობენ, შეიძლება ივნის-ში დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, კარგი გამოვა. 25 წელია ოპერატორად ვმუშაობ. მუსიკალურად ვახმოვანებ ღონისძიებებს, სპექტაკლებს, კონცერ-ტებს. მიხარია, რომ ისევ შევიტან ჩემს წვლილს მომავალი თაობის აღზრდა-ში. პირობები რომ გაუმჯობესდება, ეს მე ძალიან მიხარია.

კინოთეატრის შენობის რემონტი რომ დასრულდება, კიდევ მივულოცავ ხარაგაულელებს. ახლა კი ყველას გუ-ლითადად ვულოცავ შობა-ახალ წელს.

24 დეკემბერს ხარაგაულის სკოლამ-დელ დაწესებულებათა გაერთიანების №1 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, მათივე მოთხოვნით, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე შეხვდა. მასთან ერთად მუნიციპალიტეტის ადგილობრი-ვი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასაწყისში გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ 2013 წელს გაერთიანების და-ფინანსების შესახებ დეტალურად ისაუბ-რა. მისი ინფორმაციით, მომავალ წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთი-ანება 460 ათასი ლარით დაფინანსდება. პრიორიტეტებია ხევში ახალი საბავშვო ბაღის გახსნა, ერთი ჯგუფის დამატება ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში და ამავე ბაღში უფროსი ჯგუფის გაყოფა, ბორითის საბავშვო ბაღის გადახურვა და სხვ.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და თუ სექტემბერში ბორითში ახალი ჯგუფი გაიხსნება, მათი რიცხვი 360-ს მიაღწევს.

დაწესებულების გაერთიანების თანამშ-რომელთა ხელფასები 2013 წელს 70%-ით გაიზრდება. აღმზრდელთა დარიცხული ხელფასი 360 ლარი იქნება, ხოლო ხელზე 278 ლარს აიღებენ. გაერთიანებაში სო-ციალურად დაუცველი 77 აღსაზრდელი გათავისუფლებულია გადასახადისგან. ამ თანხას მიმდინარე წელს გაერთიანება საკუთარი თანხებით ფარავდა. მომავალ წელს კი სოციალურად დაუცველების თან-ხას ადგილობრივი ბიუჯეტი გადაიხდის.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფ-ლების წარმომადგენლებმა და დეპუტატმა აღნიშნეს, რომ დაუფასებელია ის შრომა, რასაც საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები ეწევიან. ამიტომ თანხების გამოჩენის შემთხვევაში სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას დაფი-ნანსება კიდევ უნდა გაეზარდოს. ამავე დროს დეპუტატმა გრანტების მოძიების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

აღმზრდელებმა ნანა რევაზიშვილმა, მედული ბოგვერაძემ, მაია დევდარიანმა და სხვებმა ისაუბრეს იმაზე, რომ აუცილებე-ლია მათ მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი და ისარგებლონ სამედიცინო დაზღვევის პოლისით. მათივე თქმით, განათლების სა-

მინისტრო უნდა ზრუნავდეს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდურ უზრუნველყოფასა და აღმზრდელთა გადა-მზადებაზე. აღმზრდელებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს მეცამეტე ხელფასი. „გაერთიანების ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის, ხშირად ის საკუთარ ხელფასს იღებს გაერთიანე-ბისთვის, მაგრამ ახლა ადგილობრივი ხელისუფლება დაგვიდგეს გვერდით,” - აღნიშნეს გაერთიანების თანამშრომლებმა.

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში სერიოზული პრობლემაა წყლით მომა-რაგების საკითხი. საკრებულოს თავმჯ-დომარე აკაკი მაჭავარიანის თქმით, თუ მოხერხდება და უახლოეს ხანში რემონტის თანხით შეიძენენ წყლის რეზერვუარს, მალევე გამოძებნიან თანხას ადგილობრივ ბიუჯეტში და დაუმატებენ სუბსიდიას.

რაც შეეხება მასწავლებლის სტატუსის აღდგენას, ნოდარ ებანოიძე გაერთი-ანების თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში დააყენებს ამ საკითხს, გაარკვევს სა-მინისტროში და ოფიციალურ პასუხს აცნობებს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას.

შეხვედრის დასასრულს აღმზრდელმა ნანა რევაზიშვილმა, რომელიც ერთი წლის წინ ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობიდან „რეორგა-ნიზაციის” მიზეზით დაითხოვეს, პასუხი მოსთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუ რატომ არ აღმოჩნდა ის თანამდებობაზე დაბრუნების ღირსი. „ის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროთ, არ უნდა ჩაერიოთ კად-რების დანიშვნის საკითხში. აქ ადამიანები კვალიფიკაციის მიხედვით უნდა ინიშნე-ბოდნენ და არა ვინმეს პირადი განწყობების გამო,” - აღნიშნა ნანა რევაზიშვილმა.

„შეცდომებს გამოაჩენს დრო,” - თქვა ქალბატონი ნანას პასუხად გამგებლის მოვალეობის შესრულებელმა ლაშა ნი-ქაცაძემ. მისივე თქმით, იგი გამგებლის მოადგილის რანგში არ კურირებდა სო-ციალურ სფეროს და ამიტომ მას საკადრო გადაწყვეტილებებში არავინ ჩარევდა. თუმცა შეხვედრის ბოლოს მან ბოდიში მოუხადა ყველას, თუ რამე აწყენინა.

ნინო კაპანაძე

საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები 70 პროცენტით გაიზრდება

მაია ბლუაშვილმა 9 იანვარს საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა. მისივე ინ-ფორმაციით, წელს თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდას შეძლებენ; ამ ზამთარს სათბობით მომარაგების პრობლემაც მოგვარებული აქვთ.

ქალბატონმა მაიამ დეპუტატებს შეახსენა, რომ მოსწავლეთა სახლს კომპიუტერი, თუნდაც მეორადი, აუცი-ლებლად სჭირდება. „ახალი კომპი-უტერიც გვაქვს, მაგრამ მეცადინე-ობისთვის რამდენიმე გვესაჭიროება და ვითხოვთ, თუნდაც ნახმარი იყოს,” - განაცხადა მან.

მოსწავლეთა სახლის დირექტორს საკრებულოს თავმჯდომარე მეორადი კომპიუტერის გადაცემას მას შემდეგ დაჰპირდა, რაც საკრებულოში ახალ კომპიუტერებს შეიძენენ.

სხდომაზე დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ „ხარა-გაულის მოსწავლეთა სახლი ნამდვი-ლად კარგად მუშაობს, თუმცა კარგი იქნება, თუ თავიანთ მუშაობას ცოტა კრიტიკულად შეხედავენ და ხარვეზებს გამოასწორებენ.”

მაია ბლუაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საახალწლო ღონისძი-ების მომზადებისას არ ჰქონდათ დარ-ბაზი და შესაბამისად, - არც მუშაობის პირობები.

„გვიკარნახეთ და გავაკეთებთ”9 იანვარს ხარაგაულის მუნიცი-

პალიტეტის საკრებულომ კიცხის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღ-ვანელის, პაატა ჩხიკვაძის, ანგარიში მოისმინა. ანგარიშში საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგ-ლებში განხორციელდა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატმა რუ-სუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროექტები ძალიან სპონტანურად და არაეფექ-ტურად ხორციელდება. საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა და გარკვე-ული სტანდარტების შექმნაა საჭირო. სოფლებში რეალური ლიდერები უნდა გამოვლინდეს, რომლებიც პროექტების ხარისხიანად განხორციელებას უხელ-მძღვანელებენ.”

საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი რუსუდან გურგენიძეს ვერ დაეთანხმა იმაში, რომ პროექტები სპონტანურად ხორციელდება. „სოფ-ლები უბან-უბან, საკუთარი ფეხით შემოვიარე და თითოეული პროექტი მოსახლეობის სურვილის გათვალის-წინებით შევარჩიეთ. შეხვედრებზე სოფლის მოსახლეობის 70-75% იკ-რიბებოდა. ღმერთმა ქნას, წელსაც გაგრძელდეს სოფლებში ანალოგიური პროექტების განხორციელება. თქვენ-განაც მივიღებ, ქალბატონო რუსუდან, კონკრეტულ წინადადებებს, გვიკარნა-ხეთ და გავაკეთებთ.”

აკაკი მაჭავარიანმა ისიც აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ამ

პროექტების განხორციელება დაიწყო, მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული და თავადაც მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში. დღეს ხალხს ეს ენთუზიაზმი აღარ აქვს. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე მოქალაქე მალხაზ კუპრაძემ საკ-რებულოს თავმჯდომარის ეს ნათქვამი გააპროტესტა: „თქვენ აქ ხელფასებს იმატებთ, მშიერ და გამწარებულ ხალხს კი მუშაობას თხოვთ?!”

სხდომაზე მყოფმა მოქალაქე მა-რინა ჭიპაშვილმა ხელისუფლების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართუ-ლობის გაზრდის სურვილი გამოთქვა და დაინტერესდა, პაატა ჩხიკვაძემ საკრებულოსთვის ანგარიშის წარმო-დგენამდე გააცნო თუ არა ეს ანგარიში თანასოფლელებს. „მოსახლეობის აზრი გვაინტერესებს, როგორ მიიღეს თქვენი ანგარიში; ჟურნალისტები თუ ესწრებოდნენ მოქალაქეებისთვის ანგარიშის წარდგენას?”

მოქალაქე მალხაზ კუპრაძემ საკრებულოს სხდომაზე იმ ტერიტო-რიული ორგანოს მაცხოვრებელთა მოწვევა ისურვა, რომლის რწმუნებუ-ლის მუშაობის ანგარიშსაც მოისმენს საკრებულო. აკაკი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამიერიდან საკრე-ბულოს სხდომებზე სისტემატურად გაეცნობიან სოფლის რწმუნებულების ანგარიშებს. მისი თქმით, თებერვალში ბორითის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული წარუდგენს მუშაობის ანგარიშს დეპუტატებს.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის კიცხ-ში გასული წლის დეკემბრის ბოლოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე წამო-ჭრილ პრობლემებზე, კერძოდ - სას-მელი წყლით მომარაგებასა და ჯიმ-შიაშვილების უბანსა და ბორში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობაზე, გაამახვილა ყურადღება. პაატა ჩხიკ-ვაძემ აღნიშნა, რომ სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა ამჟამად ყველა უბანში გადაჭრილია.

საკრებულო ა(ა)იპ-ების ფინანსურ შემოწმებას აპირებს

9 იანვარს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ საკრებულოსგან შექმნილი ა(ა)იპ-ების ფინანსური შემოწმების საკითხი დააყენა. ამ მიზნით მან საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ბაჩუკი გორგაძეს, კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა. „კარგია, რომ ა(ა)იპ-ებს გავუზარდეთ ბიუჯეტიდან დაფინანსება თანამშრო-მელთა ანაზღაურების გასაზრდელად. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ხელფასების მატების პროცესი ტენდენციურად წარიმართა, - აღნიშნა რუსუდან გურ-გენიძემ, - ამის გამო ბევრი თანამშ-რომელია შეწუხებული. სამართლი-ანობა მოითხოვს, რომ განსხვავებული ანაზღაურება ჰქონდეთ გამოცდილ, კვალიფიციურ მუშაკსა და ნაკლებად-გამოცდილ არაპროფესიონალს.” მანვე აღნიშნა, რომ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების

უმეტესი წილი - 80% - ხელფასებზე იხარჯება და შედარებით ნაკლები თანხაა განსაზღვრული უშუალოდ საქმის საკეთებლად.

საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამ სა-კითხში მთლიანად ეთანხმება დეპუტატ რუსუდან გურგენიძეს და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ბაჩუკი გორგაძეს, დაავალა, რომ „ყველა საქმე გვერდზე გადადონ” და გამგეობის საფინანსო-სა-ბიუჯეტო სამსახურთან ერთად ა(ა)იპ-ების ფინანსური შემოწმება დაიწყონ.

მალხაზ კუპრაძე: „ჩემი მიზანი სამართლიანობის დაცვაა”„დაინტერესდით და იცით თუ არა,

რატომ გაათავისუფლეს სამსახუ-რიდან პოლიციის თანამშრომლები: მერაბ რიკაძე, ჯაბა ჭყოიძე და მამუკა ჭყოიძე? ჯაბა ჭყოიძეს რამდენიმე თვე აკლდა პენსიაში გასვლამდე. ისინი ხომ ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ და პროფესიონალები იყვნენ. ახლა მათი ოჯახები უსახსროდ დატოვეს,” - ამ შეკითხვით მიმართა 9 იანვარს საკრე-ბულოს სხდომაზე მოქალაქე მალხაზ კუპრაძემ საკრებულოს თავმჯდომა-რე აკაკი მაჭავარიანს. მას შემდეგ კი, რაც აკაკი მაჭავარიანმა უპასუხა, რომ თვითმმართველობას პოლიციელთა გათავისუფლებაში ჩარევის უფლება არ აქვს, მალხაზ კუპრაძე ახლა იმით დაინტერესდა, რამდენად გაუჩნდათ ამასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა.

საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რომ პოლიციის ზემოთჩამოთვლილ ყოფილ თანამშრომლებს განცხადებე-ბი საარჩევნო პროცესში ჩარევისა და უკანონო ქმედებების გამო დააწერინეს.

მალხაზ კუპრაძის განცხადებით, მისი მიზანი სამართლიანობის დაცვაა და ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები მსხვერპლის მდგომა-რეობაში არიან და ისინი საარჩევნო პროცესში საკუთარი ნებით არ ჩართუ-ლან. „უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვისი მითითებითაც პოლიციელები წინასაარჩევნო პროცესებში კანონის დარღვევით მოქმედებდნენ,” - აღნიშნა მალხაზ კუპრაძემ.

რედაქციისგან: შეგახსენებთ, რომ მალხაზ კუპრაძე 24 სექტემბერს გამგებელთან სიტყვიერი შელაპარაკე-ბის ბრალდებით, საკუთარ სოფელში, ღორეშაში, უკანონოდ დააკავა პოლი-ციელმა ჯაბა ჭყოიძემ. აჩიკო და მერაბ რიკაძეებმა კი მის თანასოფლელებს ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს. სასა-მართლოს გადაწყვეტილებით, მალხაზ კუპრაძეს 40-დღიანი პატიმრობა მი-უსაჯეს. მალხაზ კუპრაძე პატიმრობი-დან არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს, გაათავისუფლეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 900 ვაკანსიას

აცხადებს„ჯი-ეიჩ-ენი” სოფლის მეურნეობის

სამინისტრო და შპს „მექანიზატორი”

ამბების აკიდოპირველი გვერდიდან

მე-6 გვ.

Page 3: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

3xtvb [fhfufekb!! bfydfhb7 @_!# o

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთა-ვარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მო-ნოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

„ათასწლოვანი მოლოდინი კაცთა მოდგმის ხსნისა დასრულდა. აღსრულდა მრავალ თაობათა ნატვრა, - იშვა იესო.

ოცი საუკუნის წინ აღმო-ბრწყინვებული ბეთლემის ვარსკვლავი დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთის გან-ხორციელებისა; სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩასწვდება ადამიანური გო-ნება. საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც.

თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგ-რამ ფაქტია, რომ ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს.

უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს, მაინც რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუ-ნება უფალმა? რა საჭირო იყო ეს? რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე?

ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინ-ტერესებს. მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობისა და მხიარულე-ბის რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, - არსობრივ მნიშვნელო-ბას ამას არც ანიჭებენ. მათ კი, რომელ-ნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს:

ადამი შემოქმედმა ხატად და მსგავ-სად თვისსა შექმნა და სამოთხეში ნეტა-რი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განმგებლად დადგენილი კაცი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს გა-ნუდგა და მაცდურის მონობაში აღმო-ჩნდა. მასთან ერთად დაეცა მიწიერი სამ-ყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა. ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია, წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით განმსჭ-ვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირისპირებამ შეცვალა; ეს მდგომა-რეობა აისახა როგორც ადამიანთა შო-რის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ, მთელი ბუნების არსებობის წესში: ყველაფერი დაექვემ-დებარა პრინციპს, - ბრძოლა არსებობი-სათვის.

ასე რომ, ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა; ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარ-გეს სულიწმიდის მადლი, რითაც შემოქ-მედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობე-ბელი უმთავრესი ფაქტორი იყო; ამ მადლს მოკლებულნი, მოაკლდნენ სწორ აზროვ-ნებასა და ქმედებასაც. ცოდვას ცოდვა შესძინეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს.

ამ რეალობის შეცვლის შესაძ-ლებლობა კი აღარ არსებობ-

და, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა. ასეთი კი, ამქვეყნად არ იპო-ვებოდა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კიდევ ცალკეული ადამიანის პი-რადი ცოდვებიც ემატებოდა.

ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდ-რიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში, იშვა.

აქ, ბაგაში, სიცივესა და სიმწირეში დაიბადა ახალი ადამი, - იესო, რათა ამ-პარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავ-შირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამო-უთქმელი ბედნიერებისა.

სხვა რა უნდა შევადაროთ ამ დღის სიდიადეს?! როგორ ხორციელდება პირ-ველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუ-ნება? პირველ რიგში ქრისტიანული ნათ-ლისღებით. ,,ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ!” - ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას, ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განღ-მრთობისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა.

ამ მიუწვდომელი წყალობის გამო წმინდა მამები, დავით წინასწარმეტყ-ველის მსგავსად, საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად გაოცებულნი კითხუ-ლობდნენ: „რაი არს კაცი, რამეთუ მოიხ-სენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხე-დავ მას?” (ფს. 8:4).

ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავ-განწირვა, უდიდეს პასუხისმგებ-

ლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში სწორედ აღნიშნულ გრძნობაზე მინდა გან-საკუთრებით გავამახვილო ყურადღება.

ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერ-თად ვითარდება; ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა.

პავლე მოციქული ამბობს: „როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობ-დი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროინდელს (I კორ. 13:11).

ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამო-

სვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაც-ნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემომქმედის - უფ-ლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხ-ლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულე-ბებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობ-რებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პა-სუხისმგებლობას.

ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას. ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მი-უხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა-კიდეც და ამასთან, დაუღალა-ვად შრომობდა და ქმნიდა.

რწმენისა და მამულის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სო-ფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუ-ხისმგებლობა ჰქონდა: მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავად-აზნაურობა პატრო-ნობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტო-რიაზე მცხოვრებთ; ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერსსამწყსოს; გლეხები ქმნიდნენ დოვლათს; ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლო-ბის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას. რომელიმე მათგანის დაძა-

ბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო; თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოით-ხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, - მაგ. 100000 მოწამის.

თავისუფლება და პასუხისმგებლო-ბა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმ-გებლობის განცდაც უქვეითდება.

გავიხსენოთ, რა მოხდა დამოუკი-დებლობის დაკარგვის შემდეგ საქართ-

ველოში: მთელი ეს ჰარმონიული სის-ტემა მოიშალა, მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადა-ვიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა.

ქართველმა კაცმა მისთვის დამახა-სიათებელი ცხოვრების წესი ძირფეს-ვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობ-ლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.

დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, - „ბედნიერი ერი” - ნათლად დაგვანახა.

ერის უპასუხისმგებლო მდგომარე-ობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ილია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეის-ტური პარტია აირჩია. შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვ-ნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტუ-რი იმპერიის ნაწილი გახდა.

უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომე-ლიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვა-გებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია. ამი-ტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირ-გამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწი-რავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის.

და თუ გვსურს, მდგომარეობის გამო-სწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთა-ვარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის.

სამწუხაროდ, თვითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი, და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და „მეს” პრინცი-პი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა და-მანგრეველია.

ჩვენი სულიერი სისუსტის გამო-ვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწა-ულებს ფაქტობრივად მიწიერი გრძნო-ბებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა,

არა გვაქვს. რომ ჩვენს გარშემო ვამჩ-ნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლე-ბიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩე-ბა. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს. რომ ცოდვა აღარ გვაწუხებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავ-შირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვი-ჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეთ.

ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ის-ტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუ-თარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.

არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალ-

ბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.

განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო: გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს, ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რო-მელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და აცარიელებს შინაგან

სამყაროს. შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობ-ლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.

დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმო-ვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარე-ობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმო-აჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდინენი, ვერ შევიდნენ ღვთის საუფლოში.

ბოროტის გავლენისაგან თავის დაღ-წევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძ-ლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნე-ბას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღ-მდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.

ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლი-სა სწორედ ასეთი პიროვნება უნდა იყოს, - ჭეშმარიტად თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკ-ლესიას დიდი როლი აკისრია.

საერთოდ, ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარ-ჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.

გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვ-და ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია ოცი საუკუნის წინ ქადაგებდა. მონათმფლო-ბელობის და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში, ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ.

ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბ-სოლუტურად თავისუფალია და ეკლე-სიის წევრობაც მხოლოდ მის თავისუ-ფალ ნებაზეა დაფუძნებული. თითოეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღ-ვართან და ერთ-ერთი უმთავრესი სა-იდუმლოც სინანულისა მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკი-დებული, - ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს, რას იტყვის აღსარებაში და იმა-საც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინა-ნულით გაჯერებული.

სრული თავისუფლებით მომქმედი და, ამავე დროს, ჭეშმარიტი სინანულით განმსჭვალული პიროვნება იღებს სუ-ლიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფით სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს; შემდეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენე-ბელი სხვათათვის. ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: მოიხვეჭე სულიწ-მიდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო.

თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალუ-ლი უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია, ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დი-დებულ წინაპართა მსგავსად ზეცის მო-ქალაქეობა მოიპოვოს.

შორეული ქვეყნებიდან ახლადშო-ბილი იესო ქრისტეს თაყვანისსაცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ან-გელოზთა გალობის მსმენნი. მაშ, წავი-დეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასა მწო-ლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორდეთ, რადგან საუკუნო სიცოცხ-ლის სიტყვები მასა აქვს მხოლოდ. (ინ. 6:68).

„ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა!”

ჩემო სულიერო შვილები, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სო-მეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო... ყველას გილოცავთ ქრის-ტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა იხაროთ ორსავ სოფელ-სა შინა, ამინ!”

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

შობა ქრისტესი, თბილისი, 2013 წელი

“თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის

განცდაც უქვეითდება.”

“შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.”

Page 4: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

4 xtvb [fhfufekb !! bfydfhb7 @_!# o

უკვე ათი წელია, ბესო ფოცხვერაშ-ვილი მოლითის საექიმო ამბულატო-რიის ექიმია. ბოლო ხუთი წელია, იგი ვახანელთა ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. მოლითის ორბრიგადიან სამედიცინო ამბულატორიაში ორი ექიმი და ორი ექთანია დასაქმებული. ერთი ექთანი ხელშეკრულებით ვახანში მუშაობს. ამბულატორია მოლითისა და ვახანის ტერიტორიული ორგანოების თორმეტ სოფელს ემსახურება. ბესო ფოცხვე-რაშვილის მაღალ პროფესიონალიზმსა და მის გულისხმიერ დამოკიდებულებაზე ავადმყოფების მიმართ რედაქციაში არაერთი წერილი გამოუგზავნიათ. „ბესო ექიმი სიტყვით მოარჩენს ავადმ-ყოფსო,” - ამბობენ მისი პაციენტები.

-ვემსახურებით მოლითის ცხრა სოფლისა და ვახანის სამი სოფლის მოსახლეობას, - გვიამბობს ბესო ფოცხვერაშვილი, - ვახანში კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით ავდივართ. ადმინისტრაციულ შენობაში გამო-ყოფილია ერთი ოთახი. ოც პაციენტზე ნაკლები თითქმის არასდროს გვაკით-ხავს. ვახანში ამბულატორიის ძველი შენობა გაპარტახებულია, ავადმყო-ფობის ისტორიებიც კი არ დაგვხვდა. ჩვენი ძალისხმევით რაც შევძელით ამ ხუთ წელიწადში, ავკინძეთ. ვახანელთა ავადმყოფობის ისტორიებს მოლითის ამბულატორიაში ვინახავთ.

-რა პრობლემებია ამჟამად სოფლის სამედიცინო ამბულა-ტორიის წინაშე?

-პრობლემები არის, მაგრამ ვუმკ-ლავდებით. ინტერნეტზე ხელმიუწვ-დომლობა, გათბობა და წყალმომა-რაგება ჩვენი მთავარი პრობლემე-ბია. მხოლოდ ხელფასს ვიღებთ და გათვალისწინებული არ არის არც მედიკამენტის, არც გადაადგილების ხარჯები. ყოველთვიური ანგარიშების კომპიუტერული ვერსიის მოსამზადებ-ლად 40-50 ლარს ვიხდი. სოფლებში პაციენტებთან გადაადგილების, მე-დიკამენტების შეძენის, ქუთაისსა და

თბილისში რამდენჯერმე ვიზიტისა და ინტერნეტით მომსახურების ხარჯები ჩვენი ხელფასიდან მიდის.

სოფლის სამედიცინო ამბულა-ტორიისთვის ხარჯი აუცილებელია. ხელფასი ოჯახს ვამყოფინოთ თუ ამბულატორიას მოვახმაროთ?! მინი-მუმ 200-250 ლარს ვიხდი ყოველთ-ვიურად ხელფასიდან ამბულატორიის შესანახად. 300 ლარის ხარჯი მაინც გვჭირდება. 100 ლარის მედიკამენეტს ვყიდულობ. პაციენტთან პირველადი დახმარების აღმოსაჩენად ყოველთ-ვის მიმაქვს მედიკამენტები. კრაზანის დაკბენის დროს სასწრაფოს რომ დაელოდო და შენ არ გქონდეს თან შე-საბამისი წამალი, შეიძლება პაციენტი

კლინიკური შეშუპებით დაგეღუპოს. სოფლის ამბულატორიების ექიმები

ახალ შენობებში ისე გადმოვედით, რომ ჩვენთან მიღება-ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა. ახლა შევიტყვეთ, რომ შენობები მუნიციპალიტეტის ბალანს-ზე გადმოვიდა. უკვე თითქმის ყველა მათგანს სჭირდება რემონტი.

მესამე ექთანი, რომელიც ხელშეკ-რულებით მუშაობს ვახანში, ხუთშა-ბათს არ ელოდება და საჭიროების შემთხვევაში ყოველდღე ემსახურება მოსახლეობას. ძალიან კარგი იქნება, თუ აღდგება სოფლის ექთანის შტატი სოფლებში. ექთანი პირველად დახმა-რებას აღმოუჩენს, დაადგენს, პაციენტს უბნის ექიმის ჩარევა სჭირდება თუ

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. გზის პრობლემა ალბათ ყველა სო-

ფელშია. სოფლის მხარდაჭერის პროგ-რამით ყოველ წელს კეთდება გზები, მაგრამ მუდამ უნდა ხელის შევლება. ფეხით გვიწევს ხშირად ავადმყოფთან მისვლა. ამას დიდი დრო მიაქვს და შეიძლება სხვა პაციენტთან დაგაგ-ვიანდეს. რაც მოლითში ვცხოვრობ, სულ საუბრობენ, რომ მოლითი-ჩუმა-თელეთის გზა ცუდ მდგომარეობაშია და დღემდე არავინ აკეთებს. ეს ელემენ-ტარული პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

ვემსახურებით პოლისიან ავადმ-ყოფებს. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ასეთი პაციენტების პირდაპირ თბილისში გაგზავნა აკრძალა სა-დაზღვევო კომპანიამ. ისინი ჯერ ზესტაფონის ჯეოჰოსპიტალში უნდა გავგზავნოთ. თუ უკიდურესი შემთხ-ვევაა, შემდეგ გადაჰყავთ ავადმყოფი ქუთაისში. თუ იქაც არ არის შესაბამი-სი გამოკვლევის ჩატარების შესაძლებ-ლობა, გაიგზავნება თბილისში.

-ძირითადად რა დაავადებები გხვდებათ?

-ხშირია გულსისხლძარღვთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადე-ბები, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები. შემდეგ მოდის რესპირატორული და გულის იშემიური დაავადებები.

-რა მნიშვნელობა აქვს პრე-ვენციას, ექიმთან დროულად მისვლას?

-პირველ რიგში, პრობლემაა ის, რომ პაციენტის სამედიცინო განათლება მწი-რია. ამას ემატება ეკონომიური მდგომა-რეობა. პრევენცია მხოლოდ საუბრით არ გამოიხატება, მას სჭირდება შესა-ბამისი მკურნალობა, მკურნალობას კი - ფინანსები. ქრონიკული ავადმყოფი, რომელიც მხოლოდ ათი დღის სამყოფ მედიკამენტებს ყიდულობს და ჰგონია, რომ ამით მორჩება, თავს იტყუებს. მას სჭირდება მუდმივი მკურნალობა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში

მომართვიანობა გაიზარდა. -თქვენი მუშაობის მანძილზე

არაერთ ადამიანს აღმოუჩენდით დახმარებას, არაერთ სიცოცხ-ლეს იხსნიდით. რა განცდა გეუფ-ლებათ, როცა გადაარჩენთ მძიმე ავადმყოფს?

-განცდა ალბათ ყველა ექიმს აქვს ძალიან კარგი და თბილი. წლების შემ-დეგ იმ ადამიანის დანახვა ბედნიერებას და სიხარულს იწვევს. ალბათ, დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ეჩვევი და არ ითვლი, ვის როგორ დაეხმარე.

-მიმართეთ მოსახლეობას.-მოსახლეობას პირველ რიგში

ვურჩევ, რომ დროულად მიმართონ ექიმს. რესპირატორული დაავადება რამდენიმე დღე გრძელდება და ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ თვითმ-კურნალობით მორჩება. აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ შესაბამის დანიშნულებას და რჩე-ვებს. თვითმკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება უფრო ძნელია და ძვირიც ჯდება. დროული სამედიცინო ჩარევა ყოველთვის შედეგიანია.

ერთი სათხოვარი მაქვს მოსახლე-ობასთან. სოფლის ექიმისთვის ძნელია, შეიტყოს გარდაცვალების ფაქტი. ზოგჯერ გარდაცვლილის ოჯახის წევ-რები დაგვიანებით გვაკითხავენ გარდა-ცვალების ცნობის მისაღებად. ხუთი დღის გასვლის შემდეგ უფლება აღარ გვაქვს, გავცეთ გარდაცვალების ცნო-ბა. ორჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა და დავჯარიმდი ერთხელ 500, მეორედ 250 ლარით. ყველა ჯანმრთელად იყოს და ნურავინ გამოგვაკლდება, მაგრამ როცა დაფიქსირდება გარდაცვალება, გვაცნობონ მაშინვე. წინააღმდეგ შემ-თხვევაში პრობლემა ექმნებათ - ზოგს პენსია აქვს ასაღები, ზოგს ხელფასის ცნობა. გარდაცვალებიდან ხუთი სა-მუშაო დღის გასვლის შემდეგ გარდა-ცვალების ცნობის გაცემის უფლება აღარ გვაქვს.

ნინო კაპანაძე

ბესო ფოცხვერაშვილი: “სოფლის სამედიცინო ამბულატორიისთვის საჭირო ხარჯებზე თანხის გამოყოფა აუცილებელია”

პარაზიტული ჭიები, როგორც მათი სახელწოდებიდან ჩანს, იმ ადა-მიანის ხარჯზე ცხოვრობენ, რომლის სხეულშიც არიან. პარაზიტიზმის სხვადასხვა ფორმის გამო ადამიანის ორგანიზმში მათ მიერ გამოწვეულ დაზიანებასაც სხვადასხვა გამო-ხატულება აქვს. ზოგიერთი პარაზიტი ნაწლავებში გადამუშავებული საჭმ-ლის საგრძნობ ნაწილს მოიხმარს, ამის გამო ადამიანს ბევრი ვიტამინი და მინერალი აკლდება. ბავშვებს უმა-დობა აწუხებთ და ჩამორჩებიან ზრდა-განვითარებაში. არის პარაზიტების სახეობები, რომლებიც სისხლით იკ-ვებებიან და სისხლნაკლებობას - ანე-მიას იწვევენ. საშიშია პარაზიტების მიერ გამოყოფილი ტოქსინი (შხამი), რომელიც განსაკუთრებით ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, რაც ბავშვებში მუდმივ გაღიზიანებას, მოუსვენრობას, ძლიერი ინვაზიის დროს კი კრუნჩხვებსა და გულის წას-

ვლას იწვევს. ერთ-ერთი უარყოფითი მოქმედება კი გამოიხატება მექანიკურ დაზიანებაში. კერძოდ, პარაზიტებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაწლავის გა-უვალობა, სანაღვლე გზების დაცობა, ნაწლავის კედლის გახვრეტაც კი.

მოსახლეობაში ყველაზე გავრ-ცელებული პარაზიტული დაავადება ენტერობიოზია, რომლის გამომწევი ენტერობიუსის ჭიაა. მას მოსახლე-ობა თეთრი, წვრილი ჭიის სახელით იცნობს. ბავშვებში ამ დაავადებისადმი მიმღებლობა განსაკუთრებით მაღა-ლია, რასაც ხელს უწყობს ბავშვების ახლო კონტაქტი ერთმანეთთან სახლ-ში, ეზოში, საბავშვო ბაღში, სკოლაში. ასევე ჰიგიენის ჩვევების უქონლობა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პარაზიტოლოგიური განყოფილება წლის განმავლობაში ორჯერ ატა-რებს გამოკვლევას ენტერობიოზის გამოსავლენად, მუნიციპალიტეტის

ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში. განსაკუთრებით გავრცელებულია ეს დაავადება 3-დან 10 წლის ასაკის ბავშვებში. 2012 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჩვენ მოვინახუ-ლეთ 34 სასწავლო დაწესებულება და 8 საბავშვო ბაღი. სულ გამოკვლევა ჩაუტარდა ზემოთაღნიშნული ასაკის 824 ბავშვს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი 15 პროცენტი, ანუ 126 ბავშ-ვი, დაავადებულია. პროცენტი არცთუ ისე მაღალია, თუმცა ყურადღებამი-საქცევი ნამდვილად არის.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის ჩივილები, რაც ამ დაავადებას ახასიათებს - ტკივილები მუცელში, განსაკუთრებით ბრმა ნაწლავის არე-ში, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ქავილი უკანა ტანის არეში, განსაკუთრებით ძილის დროს, რაც ბავშვის გაღვიძებას და ჭირვეულო-ბას იწვევს. თუ მშობელი აღნიშნულ ჩივილებს შეატყობს თავის შვილს,

აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და ჩაუტაროს გამოკვლევა.

ჩვენი სამსახურის მონაცემებით შე-დარებით ნაკლებადაა გავრცელებული პარაზიტული დაავადება ასკარიდოზი. მისი გავრცელების პროცენტი ჩვენი გამოკვლევების მიხედვით უდრის 10%-ს. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ დაავადების ერთ-ერთ ჩივილზე - ესაა კბილების კრაჭუნი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში მშობელი ძირითადად ყურადღებას აქცევს.

კბილების კრაჭუნს სამედიცინო ენაზე ,,ბრუქსიზმი~ ეწოდება. მისი განვითარების მექანიზმი დღემდე ბუნდოვანია. გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ კბილების კრა-ჭუნი ორგანიზმში პარაზიტების არსებობის უტყუარი ნიშანია, თუმცა ეს 100 %-იანი მაჩვენებელი ნამდ-ვილად არაა. ძილში კბილების კრა-ჭუნი წარმოადგენს ძილის სიღრმის

რეგულაციის დარღვევის ერთ-ერთ გამოვლინებას და იგი, მაგალითად, ხვრინვის გვერდით შეიძლება გან-ვიხილოთ. ზოგიერთი მეცნიერი მას მავნე ჩვევადაც კი თვლის. ბრუქსიზმი უხშირესად ბავშვებში გვხვდება და ასაკის მატებასთან ერთად გაივლის ხოლმე. თანამედროვე მონაცემების მიხედვით ბრუქსიზმის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება თანკ-ბილვის დარღვევაც.

ასე რომ, თუ თქვენს შვილს კბილე-ბის კრაჭუნს ამჩნევთ და პარაზიტულ დაავადებაზე გამოკვლევის პასუხი უარყოფითია, ნუ შეშინდებით. ბავშ-ვებში გავრცელებული ბრუქსიზმის მიუხედავად მათ უმრავლესობას ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვთ.

ნინო ყიფშიძე ხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პარაზიტოლოგი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 824 ბავშვიდან126 ენტერობიოზითაა დაავადებული

Page 5: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

5xtvb [fhfufekb!! bfydfhb7 @_!# o

ქეთევან აბრამიშვილი:-ხარაგაულის მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს ერთ ნორმალურ საავადმყოფოს. საჭიროა 20-25 საწოლიანი ახალი საავადმყოფოს აშენება. უმწეოთა სტატუსის მქონე პოლისიანებს სამ-კურნალოდ სხვა ქალაქში წასვლა უჭირთ.

ჩვენი საავადმყოფოს შენობა საშინელ მდგომარეობაშია. მისი გარემონტება გა-ცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება. ავადმყოფს შენობაში სითბო და სუფთა კედლები უნდა ხვდებოდეს. საავადმყოფოს სარეცხი მანქანა არ უნდა ჰქონდეს?! რომ იცოდეთ, როგორ საშინელ პირობებში რეცხავს ჩვენი მრეცხავი. წყალს სპირალიანი გამაცხელებლით ათბობს. ყველაზე დიდი პრობლემა სპეციალისტე-ბის ნაკლებობაა. საავადმყოფოს ჭირდება ექოსკოპიის სპეციალისტი, კარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი, რევმატოკარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი. ზესტაფონელ ექიმს ჩვენთან მუშაობა უნდა უღირდეს. დაბალ ხელფასზე უარს გვეუბნებიან.

პრობლემაა ისიც, რომ სადაზღვევო კომპანია ,,ირაომ” ოჯახის ექიმად მხო-ლოდ ერთი ექიმი - პედიატრი ნანი არევაძე დანიშნა. საავადმყოფოს ოჯახის ექიმები აზა ფურცელაძე და თინა მჭედლიძე ვერ მიიღებენ ავადმყოფს და ფაქტიურად, ფუნქ-ცია დაკარგული აქვთ.

კარგი საავადმყოფო ჩვენს აქტიურ მუ-შაობას ნამდვილად უზრუნველყოფს. დიდი დრო დასჭირდება საავადმყოფოს პირვან-დელი სახის დასაბრუნებლად. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის.

მცირე ხელფასებს ვღებულობთ დაგვი-ანებით. სადაზღვევო კომპანია ,,ირაოში” მპასუხობენ, რომ თანხა არ არის გადა-რიცხული. ახალ წლამდე ხუთი დღით ადრე რომ დავრეკე, ვუთხარი, რომ ადამიანებს შვილიშვილთან მისატანი კამფეტის ფული არ აქვთ. დღეისათვის ნოემბრისა და დეკემ-ბერის ხელფასები გვაქვს ასაღები.

იამზე კიკნაძე: -ხელფასი უნდა გვქონ-დეს მუშაობის შესაბამისი. ჯერჯერობით მფლობელ კომპანიაზე ვართ დამოკიდებუ-ლები. უკეთესობის იმედი გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება.

ზაურ ჭუმბურიძე: -ავადმყოფის მოვლა დიდი სიამოვნებაა ჩემთვის. ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ შენობის გარემონტება გაცილებით ძვირი დაჯდება. თვალის ასახვე-ვად თითქოს დაიწყეს საავადმყოფოს აშენება, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა. ჩვენ დამოკი-დებულები ვართ კომპანიაზე. პირობები უნდა შეუქმნას თანამშრომლებს, რომ ავადმყოფის მიღება გვიხაროდეს. ხელფასი უნდა გვქონ-დეს მუშაობის შესაბამისი. სადაზღვევო კომპანიები დროულად უნდა ურიცხავდნენ თანხას ჩვენს ორგანიზაციას. ხელფასების სიმცირე და დაგვიანება მხოლოდ „ადითის” ბრალიც არაა. რადგან სადაზღვევო კომ-პანიები თანხას არ ურიცხავენ. ვამაყობ, რომ ჩვენს საავადმოყოფოს ძალიან კარგი მედპერსონალი ჰყავს. ჩვენ, როგორც შეგვიძ-ლია, ხარაგაულელებს ვეხმარებით.

ქეთევან თავზარაშვილი: -ჩვენი სამუშაო პირობები აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ და პაციენტებს მზრუნველობას არ ვაკლებთ. საავადმყოფოს შენობა არ თბება. ცოტა ხნის წინ 85 წლის ქალბატონი ასაცრელად ცივ, გაყინულ ოთახში შევიყ-ვანე. ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს. იმასაც თვეობით ველოდებით. დილიდან საღამომდე გამოსულები ვართ და ვტოვებთ ოჯახებს. ხელფასი შენ თავად მაინც ხომ უნდა გყოფნიდეს. დიაბეტიანი ვარ და ჩემი ანაზღაურებით წამლების ნახევარსაც კი ვერ ვყიდულობ. ბევრჯერ მიფიქრია თავის დანებება, მაგრამ მიყვარს ჩემი პროფესია. მივყვებით დინებას მომავლის იმედით. იქნებ ეს მომავალი მალე დაგვიდგეს.

ეკა ლურსმანაშვილი: -საავადმ-ყოფოს შენობა ან უნდა გარემონტდეს ან ახალი აშენდეს. თუმცა პრობლემებს მხოლოდ აშენებაც ვერ მოაგვარებს, თუ ყველა სპეცილისტი არ გვეყოლება. თუ არ მოხდება პაციენტების სხვაგან გადინება, ჩვენი შემოსავალიც გაიზრდება.

სოფო ჭიპაშვილი

,,დიდი დროა საჭირო საავადმყოფოსთვის პირვანდელი

სახის დასაბრუნებლად”ავარიული შენობა, მცირე და თვეობით დაგვიანებული ხელფასები,

სპეციალისტების ნაკლებობა, უწყლობა - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რაც დღეს შპს „ადითი” ხარაგაულის თანამშრომლებს

აწუხებთ. საავადმყოფოს შენობას წყალი მხოლოდ ორ-ორი საათით, დილა-საღამოს მიეწოდება. პაციენტებისთვის თეთრეულისა და

საღამურების გასარეცხად წყალს წყაროდან ეზიდებიან. თუ როგორ წარმოუდგენიათ შპს „ადითი” ხარაგაულის თანამშრომლებს ამ

პრობლემების გადაჭრის რეალური გზა, ამაზე თავად გვესაუბრებიან.

ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა. მისი გამომწვევი არის გრამ-დადებითი სპორის წარმომქმნელი ბაცილა, რომელიც მკაცრი ანაერობია, ე. ი. მისი ზრდა-გამრავლება მხოლოდ უჟანგბადო არეში ხდება და შესაბამისად იქვე გროვდება მისი შხამიც. არახელსაყრელ პირობებში მოხვედრისას ბოტულიზმის გამომწვევი გადადის გამძლე ფორმაში - წარმოქმნის სპორას. სპორები შეიძლება აღმოჩნდეს ზღვისა და ტბის დანალექებში, ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში. შეიძლება გაუძლონ უკიდურეს პირობებს. გამძლენი არიან დასხივებისა და გამოშრობისადმი, უძლებენ ადუღებას 4 სთ-მდე დროის განმავლობაში. ბოტულო-ტოქსინი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ბიოლოგიური იარაღი, რადგან აეროზოლური ტროქსინის 1 გრამს შეუძ-ლია მოკლას დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი. სრულიადაც არ არის გამო-რიცხული, რომ თითოეული ჩვენთაგანი საკვებ პროდუქტებთან ერთად ღებულობს ბოტულიზმის გამომწვევის სპორების გარკვეულ რაოდენობას. ბოსტნეულისა და ხილის გულდასმით გარეცხვაც კი არ იძლე-ვა იმის გარანტიას, რომ მოშორებულია უკ-ლებლივ ყველა სპორა, მაგრამ სპორას ასეთ პირობებში არ შეუძლია გადასვლა ვეგეტა-ციურ ფორმაში და შხამის გამომუშავება. ასე რომ, დაავადების განვითარებისათვის, როგორც წესი, აუცილებელია არა თვით სპორების, არამედ ბოტულოტოქსინის მოხვედრა ორგანიზმში.

ბოტულიზმით ავადობა თავიდანვე ძირი-თადად საკვებს უკავშირდება. უპირატესად კი ისეთ პროდუქტებს, რომლებიც საკმაო ხანს ინახება უჟანგბადო პირობებში. ასეთი პროდუქტები არის კონსერვები, შებოლილი თევზი, ძეხვეული და შაშხი (ლორი). ასეთი პროდუქტების სიღრმეში მოხვედრილი სპორა იზოლირებულია ჟანგბადისაგან და იწყებს შხამის გამომუშავებას. თევზის შებოლვისას ზედაპირზე წარმოიქმნება მკვრივი აპკი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტის ჟანგბადთან შეხების შესაძ-ლებლობას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დიდი რაოდენობით თევზეულის ან შაშხის დამზადებისას ხდება პროდუქტის ე.წ. ,,ჩალაგება” კასრში, ყუთში და სხვა სიღრმეში, ჟანგბადის შეღწევა მცირდება და შესაბამისად იზრდება ბოტულიზმის შხამის დაგროვების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზე-მოთქმული ეხება კუსტარული ,,შინაური” წესით დამზადებულ პროდუქციას, რადგა-

ნაც საშინაო პირობებში გამორიცხულია საკვები პროდუქტების დამზადების ტექნო-ლოგიური რეჟიმის სრული დაცვა.

ბოტულიზმის კლინიკური გამო-ხატულებაა საკვებისმიერი, ჭრილობის, ახალშობილთა, ნაწლავური, ინჰალაციური.

ბოტულიზმს ახასიათებს სეზონურო-ბა, იგი ძირითადად გხვდება ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში, როცა ხშირია კონსერვების მოხმარება. დაავადება იწყება საკვების მიღებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, თუმცა უფრო იშვიათად რამოდენი-მე დღემდე გრძელდება. ეს დამოკიდებულია ორგანიზმში მოხვედრილი შხამის რაოდე-ნობაზე, რაც უფრო მოკლეა ეს პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. დაავადებულთა გარკვეული ნაწილი უჩივის საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, თავისა და ზოგჯერ მუცლის ტკივილსაც, გულზიდ-ვებს, ფაღარათს, შემდეგ თანდათან თავს იჩენს სხვა ნიშნებიც: პირის სიმშრალე, მხედველობის მოშლა, ქუთუთოების დამბ-ლა. ასევე აღსანიშნავია სახის კუნთების დამბლაც. სახე კარგავს გამომეტყველებას და ხდება ნიღბისებური. ძნელდება ლა-პარაკი და ყლაპვა. დამბლის მოვლენები მატულობს, სუნთქვა თანდათან ძნელდება და ბოლოს ხდება სუნთქვის გაჩერება.

ჭრილობის ბოტულიზმი გვხვდება ჰეროინის მომხმარებელთა შორის, რომლე-ბიც იტარებენ ,,კანის მთლიანობის დამრღ-ვევ” ინექციებს.

ჩვილთა ბოტულიზმი ძირითადად გავრ-ცელებულია აშშ-ში. ფიქრობენ ეს დაკავ-შირებულია იმასთან, რომ წლამდე ასაკის ბავშვებში საკვებად გამოიყენება თაფლი.

ნაწლავთა ბოტულიზმი გვხვდება მოზრ-დილებში ნაწლავთა ღრმა პათოლოგიით.

ინჰალაციურს იწვევს აეროზოლური ტოქსინის ინჰალაცია.

საქართველოში ძირითადად გავრ-ცელებულია საკვებისმიერი ბოტუ-

ლიზმი. რაც დაკავშირებულია ,,შინაური” კონსერვის გამოყენებასთან. 1980-2002 წლის მონაცემებით ყველაზე მეტი შემთხ-ვევა დაფიქსირებულია თბილისში, ქვემო ქართლში, კახეთში. ამავე მონაცემებით არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული რაჭა-ლეჩხუმში, ფოთსა და სამეგრელოში. მკვლევარები აკვირდებოდნენ რა სახლის პირობებში დაკონსერვების პროცესს, აღმოაჩინეს, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გამოყენებული დაკონსერვების მეთოდები ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო. საერთო ჯამში, ოჯახე-

ბის უმრავლესობა არასათანადოდ ასტერი-ლებდა ჭურჭელს, აკონსერვებდა თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ბოსტნეულს და არ იყენებდა წნევის ქვაბს. ისინი იყე-ნებდნენ მარილს, ძმარსა და სუნელებს, მაგრამ - მცირე რაოდენობით. ბოტულიზმის ყველა შესაძლო ან დადასტურებული შემთ-ხვევა საკვებით იყო გამოწვეული. ყველაზე ხშირად დაავადების გამომწვევ მიზეზად ბოსტნეულის შინ დამზადებული კონსერ-ვის საკვებად გამოყენება იყო მიჩნეული, რაზეც მოდიოდა შემთხვევათა 80%, ხოლო შებოლილ თევზზე - 12%. ბოტულიზმით დაავადების შემთხვევები საქართველოში არ შემცირებულა. 2003 წელს იყო 39 შემთ-ხვევა, 2004 წელს - 41, ხოლო 2005 წელს 19 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორ ავიცილოთ ბოტულიზმი

საკვებით გამოწვეული ბოტულიზმის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ ვიტყვით უარს კუსტარულად შებოლილ თევზეულობაზე;

დავიცავთ პროდუქტების შენახვის ტრადიციულ წესებს (დამწნილება), რაც ბოტულიზმის საფრთხეს პრაქტიკულად გამორიცხავს.

დაკონსერვებამდე ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს წყლით დაფარული, რათა ავი-ცილოთ დაბინძურების საფრთხე. შემდეგ კი გულდასმით გაირეცხოს გამდინარე წყალში. კარგად უნდა გაირეცხოს კონსერ-ვირებისათვის გამოსაყენებელი ჭურჭელი, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს.

არ შეიძლება საკვებად გამოვიყენოთ ე. წ. ბომბაჟი ანუ სახურავამობურცული ქილა.

,,შინაურ” კონსერვებს გამოყენების წინ 30 წუთი მაინც ვადუღებთ. მართალია ამ დროს სპორები არ ისპობა, მაგრამ აუცილებლად დაიშლება და შხამი გახდება უვნებელი.

დაავადების თავიდან აცილება ადვილია, მკურნალობა - ძნელი და რთული, დაგვიანე-ბულ შემთხვევაში - უშედეგოც.

ბოტულიზმზე საეჭვო პირველივე ნიშ-ნების გამოვლენისთანავე დაუყონებლივ მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს. ექიმის მოსვ-ლამდე მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა და გამწმენდი ოყნა.

შეინახეთ საკვები ნარჩენები, მათი გამო-კვლევა აუცილებელია.

თათია ბლუაშვილისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის

დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტე-ტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან მშო-ბიარობა უფასო იქნება და რომ მშობიარო-ბის თანხას ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც თებერვლიდან ამუ-შავდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტით გათ-ვალისწინებული დაახლოებით 800 მილი-ონი ლარიდან რა თანხა იქნება მიმართუ-ლი მშობიარობაზე. როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ის საბაზრო ფასთან მიახლოებუ-ლი იქნება. სანამ არ გარკვეულა, თუ რა ოდენობის თანხით დააფინანსებს სახელმ-წიფო მშობიარობას, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ გადა-წყვეტილება ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ის, სავარაუდოდ, უფასო მშობი-არობას არ უნდა ნიშნავდეს.

26 წლის მარიამ გიორგაძე მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ და მშობიარობას დღე-დღეზე ელის. კლინიკა, სადაც იმშო-ბიარებს, უკვე არჩეული აქვს. ფიზიოლო-გიური მშობიარობისთვის დაახლოებით 1000 ლარის გადახდა მოუწევს. მარიამი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მშობიარო-ბის დაფინანსებას გადაწყვეტს, სამედიცი-ნო მომსახურებისთვის საჭირო მინიმალუ-რი თანხა მაინც უნდა გაითვალისწინოს, რათა მომსახურების ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს: „ექიმებს, მომსა-ხურე პერსონალსაც უნდა შეუქმნან ის სი-ტუაცია, რომ ნორმალური პირობები შეუქ-მნან მშობიარე ქალს და მარტო მშობიარე ქალზე აქცენტი საკმარისი არაა.”

თუმცა, მარიამის სიტყვებით, სახელმ-წიფოს მიერ მშობიარობის თანხის თუნდაც ნაწილობრივ დაფინანსება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. მშობიარობის თანხის დაფინანსებას მიესალმება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის სა-მეცნიერო კონსულტანტი, წინა მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავ-მჯდომარე ოთარ თოიძეც, თუმცა, მისი სიტყვებით, კითხვა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ოდენობასთან და-კავშირებით ჩნდება:

„თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 65 ათასამდე მშობიარე, შესაბამისად, თან-ხაც გათვლილი უნდა იყოს 65-70 ათას

მშობიარეზე, და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რამდენიმე წლის წინ ეს თანხა იყო 400 ლარი, - ეს ის თანხაა, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად და, გარდა ამისა, სახელმწიფო თანხას იხდიდა პათოლოგიურად მიმდინარე მშობიარო-ბისთვის; ამაში ითვლებოდა, ძირითადად, დედის დახმარება, - მაშინ ჩვენ რამდენიმე ათეულ მილიონზე, დაახლოებით 30 მი-ლიონზე, უნდა ვისაუბროთ. თუ მთავრობა შეძლებს ამ თანხის მობილიზებას, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.”

პასუხი ოთარ თოიძის ამ კითხვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომი-

ტეტში ჯერ არა აქვთ. როგორც კომიტე-ტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის-თვის გათვალისწინებული 800 მილიონი ლარიდან რა თანხა გამოიყოფა მშობიარო-ბისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის მომსახურების საფასურის საბაზრო ფასთან მიახლოებული იქნება. ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებით, ერთიანი სადაზღვევო ფონდიდან გამოყოფილი თან-ხა სრულიად საკმარისი იქნება სამშობი-აროდ საჭირო ჯანდაცვის სტანდარტით გათვალისწინებული ხარჯებისთვის. და-მატებითი კომფორტისთვის თანხა მშობი-არემ თავად უნდა გადაიხადოს.

„ის ვალდებულება, რასაც იღებს სა-ხელმწიფო და ფონდი, ეს არ იქნება ხა-რისხის ზარალის ფასად, ანუ თანხა გათვ-ლილი იქნება ისე, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალხარისხიანი და სრული სამედიცინო მომსახურება. ახლა, თუ მომსახურება სხვა ფულად ხარჯებს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ფონდი ამაში ვალდებული არ იქნე-ბა,” - ამბობს პარლამენტის ჯანდაცვის კო-მიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

სახელმწიფოსგან მშობიარობის დაფინანსებაში მონაწილეობას აბ-

სოლუტურად მისასალმებელს უწოდებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და წინა მოწვევის პარლამენტის ჯანდაც-ვის კომიტეტის წევრი მაგდა ანიკაშვი-ლი. თუმცა მაგდა ანიკაშვილი გასულ წლებში უმწეოთა დაზღვევას და იმ საფა-სურს იხსენებს, რომელსაც სახელმწიფო ფარავდა და ამბობს, რომ თანხის უკმარი-სობის პრობლება ყოველთის იდგა და ახ-ლაც არსებობს იმის რისკი, რომ, იმ ქალბა-

ტონებთან შედარებით, რომელთაც თავად შეუძლიათ საფასურის გადახდა, დაიჩაგ-რონ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულები - არა სამედიცინი სერვისის, არამედ სხვა მომსახურების თვალსაზრისით: „თუნდაც კვება, თუნდაც მაქსიმალური კომფორტი, სანიტარული პირობების ან პირველადი ჰიგიენური საშუალებების თვალსაზრი-სით. ეს არის აუცილებელი, რომ მაღალ დონეზე იყოს ყოველი მშობიარობის დროს, არ აქვს მნიშვნელობა, უმწეოა ოჯახი თუ არა. ამიტომ აუცილებელია, რომ საბაზრო ღირებულებასთან ახლოს იყოს ის თანხა, რომელზეც შეთანხმდებიან სამინისტრო და სამშობიარო სახლები.”

სამშობიარო -გინეკოლოგიური კლინიკა „ბიბიდას” განყოფილების

გამგე დავით დავარაშვილი ამბობს, რომ მათ კლინიკაში ნებისმიერი მომსა-ხურების საფასური ოფიციალურადაა გამოკრული - იქნება ეს ფიზიოლოგიური მშობიარობა, საკეისრო კვეთა, გაუტკი-ვარება და ა.შ. ამასთან, განსხვავებული ფასებია საერთო და ინდიდუალურ პალა-ტაზე. დავით დავარაშვილის სიტყვით, თუ სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტი ამ საფასურს დაფარავს, მაშინ პაციენტებს გადასახდელი არაფერი ექნებათ, ხოლო თუ ვერ დაფარავს, მაშინ თავად მშობი-არეს მოუწევს საფასური თანხის დამატება ან ისეთი კლინიკის არჩევა, სადაც განსხ-ვავებულ ფასებს შესთავაზებენ. ამდენად, დავით დავარაშვილის სიტყვებით, მათ კლინიკაში მომსახურების ხარისხზე გავ-ლენას სახელმწიფოს მიერ გადახდილი საფასური არ იქონიებს და, უბრალოდ, იმ ქალბატონებს, ვინც „ბიბიდაში” გადა-წყვეტს მშობიარობას, გარკვეული თანხით ნაკლები დაუჯდება მშობიარობა სახელმ-წიფოს ხარჯზე.

კონკრეტულად, რა თანხას გადაიხდის სახელმწიფო მშობიარობისთვის, მოგვიანე-ბით გაირკვევა, ამბობს ჯანდაცვის საპარ-ლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტ-რი ხუნდაძე. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თუ აქამდე სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველთა მშობი-არობას აფინანსებდა, პირველი ივლისიდან ეს დაფინანსება საყოველთაო გახდება.

ნინო ხარაძერადიო თავისუფლება

უფასო თუ შეღავათიანი მშობიარობა?

ბოტულიზმის საფრთხე

Page 6: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

6 xtvb [fhfufekb !! bfydfhb7 @_!# o

მთელი ქვეყნის მასშტაბით აცხადებს ტრაქტორის მემანქანეთა 900 ვაკანსიას. „გიწვევთ მექანიზატორთა გადამზადების პროგრამაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდებით 2013 წლის გაზაფხულიდან,” - მიმართავს სამი-ნიტრო დასაქმების მსურველებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საბუთე-ბის მიღება წარმოებს 3-დან 15 იანვრამდე რაიონებში განთავსებულ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შპს „მექანი-ზატორის” მომსახურების ცენტრებში.

სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთწლიანი გახდება

პირჭელი. საქართველოს თავდაცვის მინისტრიეს, ირაკლი ალასანიას განც-ხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთწლიანი გახდება. ამის შესახებ ალასანიამ ჰოლანდიის პარლა-მენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯ-დომარესთან ტენ ბრუკსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ბუნებრივად ჩვენ შევამცირებთ სავალდებულო სამხედრო გაწვევის ვადებსაც და რაოდენობასაც. პირველ ეტაპზე იგეგმება 12 თვემდე შემცირდეს სავალდებულო სამსახური. იანვრის ბოლოსკენ უკვე ცნობილი იქნება ზუსტი ხედვა ვადებში გაწერილი და მას საზოგადოებას წარვუდგენთ,” - განაცხა-და ალასანიამ.

სალარო აპარატების ჯარიმა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა

ეპნ.გე სალარო აპარატების გამო-ყენების წესების დარღვევისთვის დად-გენილი ჯარიმის ოდენობა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა. ამის შესახებ საგა-დასახადო კოდექსში ცვლილება პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადო-ებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, სალარო აპარატების გამო-ყენების წესების დარღვევის პირველად გამოვლენისას შესაძლებელია სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენება. მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში განხორ-ციელდა სხვა ცვლილებებიც. კერძოდ, დეკლარაციის დაგვიანების წარდგენისთ-ვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად განისაზღ-ვრა 50 ლარით.

საკონტროლო სალარო აპარატების რეგისტრაციიდან

მოხსნის ვადამ 2013 წლის1 ივლისამდე გადაიწია

რს.გე საქართველოს ფინანსთა მი-ნისტრის ბრძანებაში მიმდინარე წლის 25 დეკემბერს შევიდა ცვლილება და საკონტროლო სალარო აპარატების რე-გისტრაციიდან მოხსნის ვადამ 2013 წლის 1 ივლისამდე გადაიწია. საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციიდან მოსახს-ნელი საკონტროლო-სალარო აპარატე-ბის საერთო რაოდენობა, 27 დეკემბრის მონაცემებით, შეადგენს 38 643 ცალს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დადგენილი იყო ვალ-დებულება, რომ ძველი, ხმარებიდან ამოღებული საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციიდან მოხსნა, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გან-ხორციელებულიყო. აღნიშნულ ვადაში, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სალარო-აპარატი ჩაითვ-ლებოდა დაკარგულად და გადასახადის გადამხდელის მიმართ გავრცელდებო-და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის სტატის-ტიკური მონაცემების მიხედვით, რეგისტ-რაციიდან მოხსნილია 33 821 სალარო აპარატი. ამავე პერიოდში, დღიურად, საშუალოდ 680 საკონტროლო-სალარო აპარატი იხსნება. საკონტროლო-სალარო აპარატების მოხსნის მომსახურებას ექვსი კომპანია ახორციელებს. მათი ინფორმა-ციით, დღის განმავლობაში, საქართვე-ლოს მასშტაბით, გადამხდელთა სრული აქტივობის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 700 აპარატის მოხსნა. მოსახს-ნელი სალარო აპარატების რაოდენობიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ 2013 წლის პირველ იანვრამდე სალარო აპარა-ტების რეგისტაციიდან სრულად მოხსნა ვერ განხორციელდებოდა, რაც გადა-მხდელების დაჯარიმებას გამოიწვევდა. სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის პირველ ივლისამდე ვადა სავსებით საკმა-რისია ყველა საკონტროლო-სალარო აპა-რატის რეგისტრაციიდან მოსახსნელად.

ამბების აკიდომეორე გვერდიდან

24 დეკემბერს ხარაგაულის მა-ჟორიტარ დეპუტატსა და დეპუტა-ტის ბიუროს საქართველოს ახალ-გაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტები სტუმრობდნენ პროექტის ,,ჩემი ხმა პარლამენტში” ფარგლებში. შეხვედრაზე საიას ქუთაისის ფი-ლიალის პროგრამების დირექტორ-მა ნოდარ ჯიქიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგინეს ფოკუს ჯგუფთან თანამშრომლობით მომზადებული ანგარიში, სადაც ასახული იყო მოკ-ვლევის შედეგად გამოკვეთილი ყვე-ლა პრობლემა. „არჩევნების შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატებიდან გამო-ვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია მათი საარჩევნო პლატფორმებისა და პროგრამების სამართლებრივი ანალიზისთვის, - განაცხადა ნოდარ ჯიქიამ, - ჩვენ მოვახდენთ მაჟორი-ტარების წინასაარჩევნო დაპირე-ბების მონიტორინგს. უახლოეს მო-მავალში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრებთან გაფორმდება მემორანდუმი. მათთვის მოეწყობა ერთკვირიანი სწავლება. თემატიკას მათთან ერთად შევარჩევთ. ჩვენი

პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა იმერეთის თორმეტივე მაჟორიტა-რის ჩართვა განვითარების სტრა-ტეგიული გეგმის შემუშავებასა და განმტკიცებაში.

მაჟორიტარ დეპუტატებთან და ბიუროს წევრებთან ერთად ვაპირებთ ერთობლივ გასვლებს მოსახლეობაში. იმერეთის თორ-მეტი მაჟორიტარი დეპუტატის პროგრამების ანალიზის შემდეგ გამოვუშვებთ გზამკვლევს მაჟორი-ტარი დეპუტატის ბიუროს წევრების მონაცემებით. სოციალურ ქსელში შეიქმნება ამ ბიუროების ქსელი, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა თემატიკაზე შემოსული კითხვები. ამ ყველაფერს ჩვენ გავუწევთ მომ-სახურებას. ინფორმაცია მუდმივად გაიცვლება და განახლდება. ერთ-მანეთს გაეცნობიან და ერთობლივად იმოქმედებენ ბიუროები. ასე მეტ სარგებელს მიიღებს ხალხი.

ზოგადად, მაჟორიტარები მხო-ლოდ თავიანთ მუნიციპალიტეტში არ უნდა იყვნენ ჩაკეტილები. მათ უნდა აინტერესებდეთ, რა ხდება მეზობელ მუნიციპალიტეტებში.”

სოფიკო ჭიპაშვილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სახელმწიფო შესყიდ-ვების 2013 წლის წლიური გეგმა დაამტკიცა. წელს ადგილობრივი ბი-უჯეტიდან ამ მიზნით 302 380 ლარი გაიხარჯება, რაც, ძირითადად, გა-მარტივებული შესყიდვით განხორ-ციელდება.

2013 წელს ხარაგაულის ადგილობ-რივი ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვით შეიძენენ:

700 ლარი ღირებულების სასმე-ლებს, თამბაქოსა და სხვა მონათესავე პროდუქტებს;

4 ათასი ლარი ღირებულების ქა-ღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალებს/წიგნებს, საბუღალტრო წიგნებს, ფორმებსა და სხვა ნაბეჭდ საკანცელარიო ნივთებს;

ათასი ლარის - სუფთა და სხვადას-ხვა ქიმიურ ნივთიერებებს (მანქანის ზეთები, ანტიფრიზი);

იზოლირებული მავთულისა და კაბელის, გასანათებელი მოწყობილო-ბებისა და ელექტრონათურებისთვის

- ათას-ათასი ლარია გათვალისწინე-ბული;

დაგეგმილია 4 900 ლარი ღირებუ-ლების რადიო-ტელეფონის, რადიო-ტელეგრაფის, რადიომაუწყებლობის და სატელევიზიო გადამცემი აპარა-ტურის შეძენა;

ქსელების (ინტერნეტის კაბელები) შესაძენად 500, ხოლო სატელეკომუნი-კაციო მოწყობილობებისა და პირადი ჰიგიენის პროდუქტების შესაძენად ათას-ათასი ლარია განსაზღვრული;

2013 წელს ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან 500 ლარის ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობების (დროშე-ბი) შესყიდვაა დაგეგმილი;

უნდა შეიძინონ 1 500 ლარი ღი-რებულების საკონტროლო და გამო-საცდელი აპარატურა (მრიცხველები);

წელს შეიძენენ 3 ათასი ლარის ავეჯსა და 3 ათასი ლარის ავეჯეულო-ბას (ჭურჭელი), 200 ლარის ქსოვილის ნივთებს (ფარდები), 600 ლარის საწ-მენდ და საპრიალებელ პროდუქტებს, 600 ლარის ხელსაწყოებს, საკეტებს, გასაღებებს, ანჯამებს, დამჭერებს;

4 900 ლარია დაგეგმილი გამაგ-რილებელი და სავენტილაციო მოწ-ყობილობების (კონდიციონერები) შესასყიდად;

პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუ-ნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწ-ყობილობების შეკეთების, ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახუ-რებებისთვის დაგეგმილია 3 500 ლარი;

საბუღალტრო, აუდიტორულ და ფისკალურ მომსახურებაში 2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის თვითმმართველი ერთეული 4 500 ლარს გადაიხდის;

ნაბეჭდ წიგნებში, ბროშურებსა და საინფორმაციო ფურცლებში - 3 ათას ლარს.

4 900 ლარია დაგეგმილი გაზეთე-ბის, სამეცნიერო ჟურნალების, პერი-ოდიკისა და ჟურნალების შესაძენად, ასევე 4 990 ლარია გათვალისწინებუ-ლი სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესაძენად;

2 ათასი ლარია გათვალისწინებუ-ლი სპეციალური ტანსაცმელისა და აქსესუარების შესასყიდად;

4 900 ლარი - სამკაულების, სა-ათებისა და მონათესავე ნივთების შესასყიდად;

ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავებისა და სანიტარული მომ-სახურებისთვის გათვალისწინებულია 4 990 ლარი;

წელს 600 ლარი დაიგეგმა საოჯახო ტექნიკის შესაძენად;

საინფორმაციო მომსახურებისთვის დაიგეგმა 4 ათასი ლარი;

4 500 ლარია გათვალისწინებული მობილური ტელეფონების შესაძენად;

4 ათასი ლარი - საინჟინრო მომსა-ხურებისთვის.

გამარტივებული ტენდერით შეის-ყიდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხუთ წლამდე სატრასპორტო საშუ-ალებებისა და მათთან დაკავშირებუ-

ლი მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას. ამ მიზნით 8 ათასი ლარი დაიგეგმა. ამავე ავტო-მობილების ნაწილების, აქსესუარების და მათი ძრავებისთვის 7 400 ლარია გათვალისიწნებული და მათი შეძენაც გამარტივებული შესყიდვით მოხდება.

კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება 2013 წელს საწვავის შე-საძენად, რისთვისაც 85 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ნგამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდიან:

12 ათასი ლარით საოფისე მანქა-ნებს (გარდა კომპიუტერების, პრინ-ტერისა და ავეჯისა); კომპიუტერული მოწყობილობების შესაძენად გათვა-ლისწინებულია 19 900 ლარი;

შენობის მოწყობის სამუშაოებისთ-ვის დაგეგმილია 50 ათასი ლარი;

სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობი-ლობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის დაიგეგმა 17 ათასი ლარი;

10 800 ლარია გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით მომსა-ხურებისთვის;

2013 წელს დაგეგმილია 9 ათა-სი ლარის სამუშაო ტანსაცმელის, სპეცტანსაცმელისა და აქსესუარების შეძენა;

8 ათასი ლარია გათვალისწინებუ-ლი გენერატორების შესასყიდად.

მოამზადა ნინო კაპანაძემ

2013 წელს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან

შესყიდვებზე 302 380 ლარი დაიხარჯება

მინდა თეატრის დღე მივულოცო ყველა იმ ხარაგაულელს, რომელთაც ერთხელ მაინც ჩაუსუნთქავთ სცენის მტვერი. ყველა ეს ადამიანი სიყვარუ-ლით ადევნებს თვალს ჩვენს თეატ-რალურ ცხოვრებას, უხარია ჩვენი წარმატებები და გვერდით გვიდგანან შეძლებისდაგვარად.

მინდა გავიხსენო ჩვენი თეატრის წინამორბედნი. ზეციურ საქართ-ველოში მსურს მივულოცო მათ ეს დღე. ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი, თუმცა თითოეულს უდიდეს მად-ლობას ვუძღვნი. მინდა 14 იანვარი, ქართული თეატრის დღე, განსაკუთ-რებით მივულოცო ქალბატონ პაშა გიორგაძეს, ჩემს საყვარელ სცენურ პარტნიორს და დამრიგებელს. მე მას „ხარაგაულის ვერიკო ანჯაფარიძეს” ვეძახდი. უფალმა ნათელში გვიმყო-ფოს მათი სულები, ვინც ხარაგაულის თეატრალურ ცხოვრებას ქმნიდნენ ჩვენამდე.

აქვე მინდა ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ირინეს, რომელიც ღირსეულად გვაგრძელებინებს ხარა-გაულის თეატრალურ ტრადიციებს.

ლუიზა კიკნაძე

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

„ჩემი ხმა პარლამენტში”

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელო-ბის სახალხო თეატრის დაარსების თარი-ღია 1910 წელი. დამაარსებლები არიან შალვა ხარაძე და ასლან ლომსაძე. 1959 წელს მიენიჭა სახალხო თეატრის საპა-ტიო წოდება.

ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება გასული საუკუნის დამდეგიდან იღებს სა-თავეს. 1910 წლიდან სპირიდონ კიკნაძის ეზოში იმართებოდა წარმოდგენები, რომ-ლის სულისჩამდგმელებიც შალვა ხარაძე და ცნობილი ექიმი ასლან ლომსაძე იყვ-ნენ, მათ შემოიერთეს ნიჭიერი ახალგაზ-რდები: ნ. გურგენიძე, ნ. დეკანოსიძე, ტ. ვეფხვაძე, ე, მაღრაძე, ი. დეკანოსიძე, მ. მანჯავიძე, ლ. ჭიპაშვილი.

ხარაგაულელთა სპექტაკლებში, მოყ-ვარულ მსახიობებთან ერთად, ხშირად მონაწილეობდნენ ქართული სცენის სა-ხელოვანი მსახიობები: შალვა დადიანი, მარი მდივანი, ვასო ურუშაძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ვასო აბაშიძე.

ოციან წლებში სცენისმოყვარულთა დასის ადგილსამყოფელი რკინიგზელ-თა კლუბი იყო. დასს ხელმძღვანელობდა კლუბის გამგე ნოე აბაშიძე. 30-50-იან წლებში ხარაგაულში უკვე მუდმივმოქმე-დი დასი არსებობდა, რომელსაც 1943-47 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. სწორედ აქ მიიღეს თეატრალუ-რი ნათლობა საქართველოს სახალხო არტისტებმა რეჟისორმა იური კაკულიამ

და კინორეჟისორმა დევი აბაშიძემ. 1947 წელს სახელმწიფო თეატრის გაუქმებას-თან დაკავშირებით, ხარაგაულის თეატ-რმა შეწყვიტა არსებობა, თუმცა მოყვა-რულთა თეატრალური კოლექტივი მაინც მოღვაწეობდა, რომელსაც 1959 წელს „სახალხო თეატრის” საპატიო წოდება მიენიჭა.

სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოთარ აბაშიძე იყო. მის სახელს დღესაც სიამაყით ატარებს ხარაგაულის სახალხო თეატრი. იგი ამავდროულად შესანიშნავი მსახიობი იყო. შემდგომ თეატრს ხელმძღ-ვანელობდა ნიჭიერი შემოქმედი, მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი - თამაზ კიკნაძე. მისი ხელმძღვანელობით თეატრმა მრავალ წარმატებას მიაღწია.

თეატრი სახალხო თეატრების ფესტი-ვალის გრან-პრის მფლობელია, ხუთჯერ არის დაჯილდოებული პირველი ხარის-ხის დიპლომით. აღსანიშნავია ბოლო წლებში მის მიერ დადგმული - დავით კლდიაშვილის „სოლომონ მორბელაძე” და რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს” სადაც მთავარ რო-ლებს თავადვე თამაშობდა.

ხარაგაულის საუკუნოვანი თეატრი, რეჟისორ ირინე ჩხეიძის ხელმძღვანე-ლობით, დღესაც წარმატებით აგრძელებს მდიდარ ტრადიციებს.

folk.ge

Page 7: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

7xtvb [fhfufekb!! bfydfhb7 @_!# o

სერისუბანის უახლოესი მეზობ-ლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სოფელ ხუნევში მცხოვრები

ნინო მუმლაძე -ლომიძისადა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები და დამ-რიგებელი ალექსანდრა ჭიპაშვილი თა-ნაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს

გიორგი ლომიძეს ბიცოლას ნინო მუმლაძის

გარდაცვალების გამო.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქ-ცია და ჟურნალისტთა სკოლა „იმე-დი ხვალის” კურსდამთავრებულები თანაუგრძნობენ გიორგი ლომიძეს ბიცოლას

ნინო მუმლაძის გარდაცვალების გამო.

რეზო მაჭარაშვილი, გიორგი ალექ-სიძე, ნოდარი, დათო მღებრიშვილები, გიზო ზუმბაძე, სერგო ბუაჩიძე ოჯა-ხებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ეთერი გველესიანი-ლურსმანაშვილი

და თანაგრძნობას უცხადებენ განს-ვენებულის ოჯახს.

ჯემსი ვეფხვაძე დიდ მწუხარებას განვიცდი ნათესავის, საუკეთესო მე-გობრის და განათლების ღირსეული მუშაკის

ზურაბ მაქაძისგარდაცვალების გამო.

მძახლები: დათო მაჭავარიანი, ნო-დარ ადუაშვილი, ალეკო ბლუაშვილი და გია სებისკვერაძე ოჯახებით იუწ-ყებიან, რომ გარადაიცვალა

ეთერი გველესიანი-ლურსმანაშვილი

და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს მწუხარებაში.

უახლოესი მეზობლები: ვენერა კიკ-ნაძე, პაატა სვანიძე, ტარიელ კაპანაძე, გია შარიქაძე, ალეკო გელაშვილი, გივი ჭყოიძე, თემურ ალექსიძე ოჯახებით თანაუგრძნობენ ლილი, ზაალ, ლალი, ნელი ლურსმანაშვილებს უსაყვარლე-სი ძმისა და ბიძის

ბონდო შერგელაშვილის გარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის ყოფილი თანამშრომლის

ცირა ლომსაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

მოლითის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თანაგრძნობას უცხადებენ ხათუნა ღონღაძეს მაზლის

კახა კვინიკაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ტარიელ ამილახვარიდა თანაგრძნობას უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

მოლითის საჯარო სკოლის IX კლა-სის დამრიგებელი მედეია იაკობიძე, კლასის მოსწავლეები და მშობლები თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავ-ლეს აკაკი ამილახვარს მამის

ტარიელ ამილახვარისგარდაცვალების გამო და სამძიმარს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

მოლითის საჯარო სკოლის VIII კლასის დამრიგებელი თინათინ მჭედ-ლიძე, კლასის მოსწავლეები და მშობ-ლები თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს ასლან ამილახვარს მამის

ტარიელ ამილახვარისგარდაცვალების გამო და სამძიმარს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

სოფელ მოლითში მცხოვრები უახ-ლოესი მეზობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან ამავე სოფელში მცხოვრები

ტარიელ ამილახვარისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ციცო შარიქაძე, თინათინ, ნათია და ნატო შარიქაძეები ოჯახებით თა-ნაუგრძნობენ ლამზირა დევდარიანს მეუღლის, თინა და ლევან მაღრაძეებს მამის და თამარ შარიქაძეს მამამთილის

ბეჟან ანდროს ძე მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ვეტერანთა კავშირი დიდ სინანულს გამოთქვამს სამამულო ომის აქტიური მონაწილის, უაღრესად წესიერი კაცის

ლევან შარიქაძისგარდაცვალების გამო და გულწრ-

ფელ სამძიმარს უცხადებს განსვენე-ბულის ოჯახს.

ზურიკო ჭაუჭიძე, მალხაზ მანჯა-ვიძე, ოთარ ასათიანი, ლანა ციბაძე, ლოლა სვანიძე იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა უახლოესი მეზობელი

ეთერი გველესიანი-ლურსმანაშვილი

და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ვაგული მურადოვი ოჯახით თა-ნაუგრძნობს გულიზარ და ანზორ ლაცაბიძეებს დისშვილის და ცოლის-დისშვილის

კახა კვინიკაძის გარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები, მშობლები და კლასის დამრიგებელი გულნარა ჯინ-ჭარაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს ბაჩუკი ამილახვარს საყ-ვარელი მამის

ტარიელ ამილახვარისგარდაცვალების გამო.

ძვირფასო ოლეგი, როგორ მოგი-ლოცო დაბადების დღე - 6 იანვარი. ცრემლები მახრჩობს. ვერ ვუძლებ უშენოდ ყოფნას. დაიტაჯა ნუნუ ბიცო-ლა, შენი ძმა გიორგი და შენი ერთგული ცოლ-შვილი - თამრიკო და რატი. მარა-დიული ტკივილი დაგვიტოვე ბიძაშვი-ლებს, დეიდაშვლებს, მამიდაშვილებს, მთელ სანათესაოს. შენი დაკარგვით ჩვენი გული მკვდარია.

ჩემო ოლეგი, სულით მდიდარი და გამორჩეული იყავი. სადაც მუშაობ-დი, სხვადასხვა რაიონში, ყველგან მტკიცედ იდექი სამსახურში, წმინდად და სამართლიანად იცავდი კანონებს, ყველგან დიდი სიყვარული დაიმსახუ-რე. მეამაყება შენი სახელი. სუფრაზე გამორჩეული თამადა იყავი.

როგორ გიხაროდა ისლარში ბიძაშ-ვილებთან სტუმრობა. გვეფერებოდი და გულში გვიხუტებდი. ძალიან დიდი სიყვარული გვაჩუქე. მაგრამ ამ დაუნ-დობელმა და უსამართლო ბედისწერამ გიღალატა. დაგვაშორა ბიძაშვილები ერთმანეთს. არაფერი აღარ მიხარია ამქვეყანაზე. გპირდები, არასდროს ჩავაქრობ ოლეგ ვლადიმერის ძე კურ-ტანიძის წმინდა სახელს და ხსოვნას. ისღა დაგვრჩენია, შენთვის ვილოცოთ. უფალმა გაგინათოს გზა, ია-ვარდით ყოფილიყოს მოფენილი შენი სასუფე-ველი. მსუბუქი იყოს შენთვის კურთ-ხეული ქართული მიწა. მენატრები და ძალიან მიყვარხარ, ძამიკო.

შენი გაუხარელი დაიკო ინგა კურტანიძე

მოლითის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები, მშობლები და კლასის დამრიგებელი მადონა მურა-დოვა თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს ბექა ლაცაბიძეს საყვარე-ლი ბებიის

ციცო ლაცაბიძისგარდაცვალების გამო.

ძნელია სიტყვების შერჩევა ჩვენი უსაზღვრო ტკივილის გადმოსაცემად, რაც შენი მოულოდნელი უბედურებით თავს დაგვატყდა, 50 წლის სიცოცხ-ლით სავსე, კეთილო და ალალო უსაყ-ვარლესო შვილო, ლევან!

3 დეკემბერს თითქოს ქვეყანა დაგვე-ცა თავზე. შენ ცხედართან მყოფი დედა-შენი ღმერთს შევთხოვდი, მოწყალება გაეღო და ადგილები შეგვეცვალა, მაგრამ ეს არ მოხდა. 6 დეკემბერს შენს ბოლო გზაზე გასაცილებლად მოსულ ნათესაობას, ტოლ-მეგობრებს და ნაც-ნობებს ქუჩა ვერ იტევდა. ყვავილებისა

და ცრემლების წვიმამ გზა წალეკა.რა დაუბარე შენ საყვარელ მეუღ-

ლეს, რომლის მკერდზეც დალიე სული, შენს უსაყვარლეს სტუდენტ შვილებს - საბას და ნიკას, რომლებსაც ახლა სჭირდებოდათ მამა, რა დაუბარე შენს საყვარელ დაიკო ლიას, შენს დეიდებს და ბიძას, რომლებმაც დიდი ამაგი გას-წიეს შენზე, რა დაუბარე შენს მოხუ-ცებულ მშობლებს. შენს ტელეფონში მოგვიანებით ნახეს მესიჯი დედაშენის მისამართით: „დედიკო, ძალიან მიყვარ-ხარ. ჩემი ბედნიერება თუ გინდა, იყავი ძლიერი. გაიხსენე ლიტერატურა და ფილმები. სანერვიულო არაფერია. მთავარი სიძლიერეა. გკოცნი. ლევანი.”

ორმოცი ტკივილიანი დღე გავიდა 11 იანვარს, რაც ჩვენგან წახვედი, ძვირფა-სო შვილო, ლევან. ეს დღეები თვალზე ცრემლი არ შეგვშრობია. ძალიან გვენატრები ყველას. შენ ხომ კეთილი, სტუმართმოყვარე და გულთბილი იყავი. ძნელია იმის დაჯერება, რომ ჩვენთან აღარ ხარ. გვგონია, ისევ მოხვალ და ჩვეული ღიმილით გაგვამხნევებ.

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრი-ლი თბილისის მიწა. ვილოცებთ შენთ-ვის, რათა ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი და სპეტაკი სული.

შენზე გულდადუთქული მშობლები

ცემარი და ომარი მაღრაძეები

ლევან მაღრაძის მონატრება

11 იანვარს ორმოცი დღე შესრულ-და, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ, ლევან. მოულოდნელი და ნაადრევი იყო შენი გარდაცვალება. ყველა ახ-ლობელს გული გვატკინე. გაუნელე-ბელი სევდა დაგვიტოვე. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. „ტყუპისცალი” ბიძაშვილი განსაკუთრებით მიყვარდი. ჩვენ ხომ ზუსტად ერთ წელსა და ერთ რიცხვში დავიბადეთ.

უაღრესად გულკეთილსა და ალალ-მართალს ყველასთვის სიკეთე გსურდა. შრომაში გაზრდილს მოცლილად თითქმის ვერავინ გნახავდა.

სიტყვები არ არსებობს, ლევან, შენი დამწუხრებული მშობლების, მეუღლი-სა და ორი ვაჟკაცის სანუგეშებლად. მათ ხომ ძალიან, ძალიან სჭირდებოდი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლევან მაღრაძის სული. საუკუნო იქნება მისი ხსენება.

იამზე მაღრაძე ოჯახით

ორი წელია უშენოდ ვცხოვრობ და ძალიან მიჭირს. მარტო ვარ უშენოდ, მამა. შენი სითბო მენატრება. ახალმა წელმა შენი თავი წაგვართვა და ყვე-ლას ძალიან გვენატრები.

„მოილია უშენობით წლები,იმ ზამთარმა ჩაიარა შენით,შენ საფლავზე ამოსულა ია,უშენობით თავი დაუხრია.”

ნანა

ლევან მაღრაძის

ხსოვნას

ოლეგი კურტანიძის ხსოვნას გრედი ტორაძის

მონატრება

ხიდრის საჯარო სკოლა ტრადიციულად გამორჩეულია სხვადასხვა ღონისძიებით. წლევანდელი სასწავლო წელი დიდი შემართებით დავიწყეთ. სასკოლო ღონის-ძიებებისა და სასწავლო ექსკურსიების მოწყობაში კლასის ხელმძღვანელები და საგნის მასწავლებლები აქტიურობდნენ. ყველას მონდომება საინტერესო შედეგის საწინდარი გახდა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მოსწავლეების, მშობ-ლებისა და პედკოლექტივის სახელით მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორ ქალბატონ ეთერი პაპავას ანაკლიასა და ზუგდიდში ექსკურსიისთვის. მან სკოლის ხარჯებით მოაწყო ეს ექსკურსია სკოლის წარმატებული კლასისა და წარმატებული მოსწავლეებისთვის.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახუ-რა საახალწლო კონცერტმა და კარნავალმა. I-VII კლასების მოსწავლეთა კონცერტის ორგანიზატორები ელისო გურგენიძე და მაგული ღამბაშიძე, ნათია ბერაძე და თამთა მაისურაძე იყვნენ. სცენა გააფორმა მარი ღონღაძემ.

22 დეკემბერს დილიდანვე სასიამოვნო მუსიკა ისმოდა სკოლაში. ლამაზად გაწ-

ყობილი მაგიდები მოსწავლეებმა ლამის ხელოვნების ნიმუშად აქციეს. კარნავალის წამყვანმა თამთა მაისურაძემ ნომინაციები გამოაცხადა. იყო ხალისი, შეჯიბრება, ცეკვა, სიმღერა, ლამაზი სადღეგრძელო-ები. დასახელდნენ „წლის სერიოზულები,” „წლის გიჟები.” ამ ნომინაციაში პირველობა არავის დაუთმეს მეტერთმეტეკლასელებმა. ამ უმშვენიერესი საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატუ-რის სერტიფიცირებული პედაგოგი ხათუნა ბერაძე. მას გვერდით ედგნენ კლასის ხელმ-ძღვანელები ხათუნა და ლელა ბერაძეები და ციცო გოგოლაძე. ღონისძიება მუსიკა-ლურად და ქორეოგრაფიულად გააფორმეს ლანა ჭყოიძემ, ზურაბ კვანტრიშვილმა და მამუკა გაჩეჩილაძემ.

საახალწლო კარნავალი მაღალი დონის გამოვიდა და ვფიქრობ, ის ნებისმიერ დიდ სცენას დაამშვენებდა. თანადგომისთვის მინ-და დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეთერ პაპავას, რომელმაც ყველა მონაწილე ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.

ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენი საფიცარი საქართველოსთვის.

თამარ თაბუკაშვილი

ფეხბედნიერი ახალი წელი

ახალი წლის დადგომა, ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა განსაკუთრებით პატარებს უხარიათ. მთელი კვირა კიცხის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. უფ-როსკლასელებმაც მოვინდომეთ და დიდი ხალისით ჩავერთეთ საახალწლო კონ-ცერტის მომზადებაში. ზეიმი კი მართლაც საინტერესო და სახალისო გამოგვივიდა.

ლამაზად მორთული სცენა, ენაწყ-ლიანი წამყვანები, მხიარული თოვლის ბაბუა, სკოლის მოცეკვავეთა ანსამბლი, ხალხურ საკრავებზე შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები მუსიკის მასწავლებელ რევაზ შარიქაძის ხელმ-

ძღვანელობით, ლამაზად წაკითხული ლექსები, ნაწყვეტები მწერლების ნაწარ-მობებიდან - ეს განწყობა ალბათ მთელი არდადეგები გაგვყვება სკოლის ყველა მოსწავლეს.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ახალი, 2013 წელი მივულოცოთ მთელ სა-ქართველოს, ხარაგაულის მოსახლეობას. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდ-ღეობას ვუსურვებთ თითოეულ თქვენგანს.

ლიკა ხიჯაკაძე, გვანცა გამრეკელაშვილი, ლაიმა მდინარაძე,

თეონა ფოფხაძე, ლია შავიძეკიცხის საჯარო სკოლის

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები

ზამთრის არდადეგებზე საზეიმო განწყობით წავედით

Page 8: რა მწყინს, რა მიხარია · 2014-02-17 · და ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა ხარაგა-ულელს

8 xtvb [fhfufekb !! bfydfhb7 @_!# o

დ. ხარაგაული11.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +2ºC, ღამე -2ºC;12.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +6ºC, ღამე -2ºC;13.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +7ºC, ღამე +2ºC;14.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +4ºC, ღამე +2ºC;15.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +4ºC, ღამე +1ºC;16.01 - მზიანი დარი, დღე +7ºC,

ღამე 0ºC.

ბორითი11.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +2ºC, ღამე -2ºC;12.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +5ºC, ღამე -2ºC;13.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +7ºC, ღამე +1ºC;14.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +4ºC, ღამე +1ºC.15.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +3ºC, ღამე 0ºC.16.01 - მზიანი დარი, დღე +6ºC,

ღამე 0ºC

კიცხი

11.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +3ºC, ღამე -1ºC;

12.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა უნალექოდ, დღე +7ºC, ღამე -1ºC;

13.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +8ºC, ღამე +3ºC;

14.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +5ºC, ღამე +2ºC.

15.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +4ºC, ღამე +1ºC.

16.01 - მზიანი დარი, დღე +8ºC, ღამე +1ºC.

მოლითი11.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე 0ºC, ღამე -4ºC;12.01 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +6ºC, ღამე -1ºC;13.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +6ºC, ღამე -1ºC;14.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +3ºC, ღამე -1ºC.15.01 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +1ºC, ღამე -2ºC.16.01 - მზიანი დარი, დღე +4ºC,

ღამე -2ºC.

amindi

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

ვულოცავ 2013 წლის შემობრ-ძანებას და შობას ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს ხევის, ზვარის, მარელი-სისა და მოლითის საჯარო სკოლების სპორტსმენებს. მათ ძალიან მასახელეს 9 დეკემბერს თბილისში გამართულ ტურნირზე. განსაკუთრებით აღვნიშნავ ზვარის საჯარო სკოლის მოსწავ-ლის, თეონა ხიხაძის წარმატებას, რომელმაც იმერეთის ჩემპიონატზე კინბონქსინგში პირველი ადგილი მოიპოვა 52 კილოგრამ წონით კატე-გორიაში. ვუსურვებ ჩემ მოსწავლეებს წარმატებებს, მრავალ გამარჯვებას და სიხარულს.

როინ ბერაძე კიოკუშინ კარატეს მწვრთნელი

მოლითის საჯარო სკოლის ღვაწლ-მოსილ პედაგოგს ზინა ლურსმანაშ-ვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ღვთის მფარველობას თავის საყვარელ ოჯახთან ერთად.

მოლითის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ნანა ლურსმანაშ-ვილს შვილიშვილის, ნანა ჯანიაშ-ვილსა და გოგა კვინიკაძეს შვილის შეძენას.

ვუსურვებთ პატარა ანდროს ჯანმ-რთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერ ბავშვობასა და საუკეთესო მომავალს. ღმერთი იყოს მუდამ მისი ყოველი ნა-ბიჯის მფარველი.

ანზორ არევაძე, პაატა გოგო-ლაძე, ნიკო მაჭავარიანი, ლევან

ბუაჩიძე, გულო ტალახაძე, მალვინა ჩერქეზიშვილი, ნელი

შარიქაძე ოჯახებით

ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენს საყვარელ ბებიას ნატო წიგნაძე-მაქაძეს. ვუსურვებთ მას დიდხან სიცოცხლეს, ღვთის წყალობას და ყველაფერ საუკეთესოს.

ვახო და მარიამ მაქაძეები

ვულოცავთ ვეფხვია ჭიპაშვილს და მაია დეკანოსიძეს შვილების ანი ჭიპაშვილისა და ანრი გლუნჩაძის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორ-წინებულებს ულევ სიხარულს, სიყვა-რულს, ღვთის წყალობას და ლამაზი ქართული ოჯახის სიმტკიცეს.

მერგუზი გურგენიძე ოჯახით

ვულოცავთ დაბადების დღეს ლელა სამხარაძეს. ვუსურვებთ მას სიხა-რულს, ბედნიერებას, სიკეთეს, ღვთის მფარველობას, წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კოლექტივი

ვულოცავთ უჩა ცხადაძეს და თამუნა მუხურაძეს ქალიშვილის, ლევან ცხადაძეს - შვილიშვილის, პა-ტარა ნუცას, დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს უფროს ძამიკო გიგისთან ერთად ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ლაღ ბავშვობასა და საუკეთესო მომავალს.

ზაზა ლომიძე ოჯახით

ვულოცავთ 60 წლის იუბილეს ალექსანდრე (საშა) მეტრეველს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხა-რულს, ბედნიერებას და ღვთის წყალო-ბას. იხაროს და იდღეგრძელოს თავის ძვირფას ოჯახთან ერთად.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

„ტყის საახალწლო ზეიმი ზღაპრის გმირებთან” - ასე უწოდეს ხარაგაულის №2 საბავშვო ბაგა-ბაღის (გამგე მაია მჭედლიძე) აღსაზრდელებმა თავიანთ საახალწლო ზეიმს ნაძვის ხესთან. ამი-ტომ იყო ასე ლამაზად და განსაკუთრე-ბულად მორთული დარბაზი (მხატვარი ია თაბუკაშვილი). სასიამოვნო მუსიკის ფონზე (მუსიკის ხელმძღვანელი თამარ ოსანაძე) ზღაპრის გმირები - პეპი, წი-თელქუდა, ჯუჯები, ფერიები და სანტა კლაუსები შემოცქრიალდენ. და ნამდ-ვილი ზეიმიც დაიწყო (აღმზრდელები ნანა მაღრაძე და ია თაბუკაშვილი).

„ეს რა არის დედავ, დედავ, რა მორთულა ეს ნაძვის ხე...” - გაიოცეს მარი კაპანაძემ და ქეთი მახათაძემ. ისინი ჯუჯების სიმღერას შეუერთდ-ნენ. ლამაზ კოსტუმში გამოწყობილი წითელქუდა (მარი თაბუკაშვილი) სიმღერით ჩაერთო ნაძვის ხის ზეიმში. ცეკვას სიმღერა ცვლიდა და პატარები სცენას ერთი წუთითაც არ აციებდ-ნენ. თორნიკე მახათაძე, ვახო მესხი, ლუკა ჭყოიძე, შოთიკო ღამბაშიძე, ზურა დუგლაძე, ლუკა გორგაძე, დიანა ბოგვერაძე, ნინო შველიძე, ნოდარ გა-ვაშელიძე, ლანა ხარაძე, მარი კაპანაძე, ქეთი მახათაძე, მარი თაბუკაშვილი, დემე მაღლაფერიძე და ანი ღონღაძე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცეკვა-სიმღერასა და ლექსების მხატვრუ-

ლად კითხვაში. მათ არც ინგლისური სიმღერა დავიწყებიათ (პედაგოგი ეკა ჩეკურიშვილი). უფროსჯგუფელებს ტოლი არც პატარა აღსაზრდელებმა დაუდეს (აღმზრდელები ელზა ბან-ცაძე და ნათელა დალაქიშვილი). მათ თავიანთი წკრიალა ხმებით ლამაზად შეასრულეს სიმღერა ახალ წელზე, ხოლო პატარა თინანო შავიძის, ელი-საბედ ბერაძის და ლიზი ბანცაძის მიერ მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ბავშ-ვები ზეიმობდნენ, მაგრამ თვალები კარებისკენ გაურბოდათ. რატომღაც თოვლის ბაბუა აგვიანებდა და აი, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ისიც გამოჩნდა საჩუქრებით დატვირთული ხურჯინით. ბავშვები ჟრიამულით შეხვდნენ თოვ-ლის ბაბუას (გიორგი ჭიპაშვილი) და ბევრი ლექსი და გამოცანა უთხრეს. გამხიარულდნენ და ბაბუამ პატარებს ნანატრი საჩუქრები დაურიგა.

პატარა მარიამ თაბუკაშვილმა ზე-იმი ლოცვით დაამთავრა:

„დამიმწყალობე, წელო ახალო,ქართული ფუძე, ჭერი მაღალი.”ვუსურვოთ ხარაგაულის №2 საბავ-

შვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს და მათ აღმზრდელებს ბედნიერი შობა-ახალი წელი. დაე, წყალობა ნუ მოჰკლებოდეს პატარების ამ ლამაზ ფუძე-კერას.

თამარ გაჩეჩილაძე

საახალწლო ზეიმი ხარაგაულის №2 საბავშვო ბაგა-ბაღში

ვულოცავთ დაბადების დღეს, 90 წლის იუბილეს მოლითის საჯარო სკო-ლის ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილ მასწავლებელს, ღვაწლმოსილ და ამაგდარ პედაგოგს ზინა (თინა) ლურსმანაშვილს. ვუსურვებთ ჯან-მრთელობას, მხნეობას, სიხარულს, დიდხანს სიცოცხლეს თავისი დიდი და ლამაზი ოჯახის საიმედოდ და საამაყოდ.

ძვირფასო თინა მასწავლებელო, თქვენ წარუშლელი კვალი დატოვეთ როგორც თქვენს მიერ აღზრდილი მრა-ვალი თაობის გულსა და მეხსიერებაში, ასევე - სკოლის ისტორიაში. თქვენს მიერ ჩატარებული ყოველი გაკვეთილი იყო ცოდნის ზეიმი, მაღალი პროფესიონა-ლიზმით გამორჩეული. საქმისადმი სიყ-ვარულით და ერთგულებით ექვს ათეულ წელზე მეტი ემსახურეთ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს. დიდი რუდუ-

ნებით უნერგავდით მათ მშობლიური ენის სიყვარულს, აზიარებდით ქართული სიტყვაკაზმული პოეზიის და პროზის მადლს. რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას იდეებით ასაზრდოებდით ახალგაზ-რდების გულსა და გონებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ თქვენი აღზრდილებიდან მრავალი გაჰყვა თქვენს გზას და თქვენი სპეციალობა აირჩია პროფესიად, რითაც ყოველთვის ამაყობთ.

გილოცავთ ღირსშესანიშნავ იუბი-ლეს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. გვიხარია, რომ ჩვენს გვერდით, ჯერ კი-დევ მხნედ ბრძანდება თქვენნაირი კეთილ-გონიერი და მაღალი ინტელექტის მქონე მხცოვანი ქალბატონი. იდღეგრძელეთ, გფარავდეთ უფალი მრავალჟამიერ.

პატივისცემით გულნარა ჯინჭარაძე

ქალბატონო ზინა, გილოცავთ!

მეორადი კომპიუტერებიგერმანიიდან იაფად.დაგვიკავშირდითტელეფონზე: 557 20 27 30(ალექსანდრე).

ყურადღება

2011 წლის 10 სექტემბერს სახლში არასწორი გაყვანილობის გამო გაჩნდა ცეცხლი და დამეწვა სახლი. დამრჩა ოჯახი უსახლკაროდ. საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლე-ბიც მზად არიან დახმარებისთვის. გვერ-დში დამიდგნენ მეზობლები, ნათესავები, კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი თამარ წიწილაშვილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგე-ობამ 600 ლარი გადმომირიცხა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბორის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ჰამლეტ ბერაძეს,

არასამთავრობო ორგანიზაცია `თბი-ლისის მოზარდთა სახლის~ ხელმძღ-ვანელს ქალბატონ თამუნა გრიგოლიას და ბატონ ვასო ნატროშვილს. ისინი დიდი ხანია გვერდში მიდგანან და მეხმარებიან. ამ სახალწლოდაც დაგ-ვასაჩუქრეს. დიდი მადლობა ამერიკელ მეგობრებს. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, კეთილო ადამიანე-ბო. იხარეთ და იდღეგრძელეთ. მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ ღმერთ-მა. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო, - ნათქვამია.

დავით ბერაძე ოჯახითმინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით

ჩემს საყვარელ ბებიას ელენე ტაბა-ტაძეს მადლობა გადავუხადო ჩემი გაზრდისთვის და მივულოცო დაბა-დების დღე.

ჩემო საყვარელო ბებიკო, მინდა შენზე ბევრი რამ დავწერო. შენ მილა-მაზებ ბავშვობას, სიყვარულს და პა-ტიოსნებას მინერგავ. ხუნევის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში ვსწავლობ. თუ სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვარ, ეს შენი დამსახურებაა.

მადლობა იმ დიდი სიკეთის, ყუ-რადღებისა და უძილო ღამეებისთვის, ჩემთვის რომ გითენებია.

მე იღბლიანი ვარ, რადგან ღმერთმა ასეთი ერთგული და მოსიყვარულე ბე-ბია მარგუნა. ის ჩემი ფიქრების უსიტყ-ვოდ გამგებია და ჩემი მომავლისთვის დაუზარელი მებრძოლი.

მე მას ვპირდები, რომ მის ამაგს არ დავივიწყებ. ვიქნები ისეთი, რომ ჩემმა ბებიამ ჩემით იამაყოს.

ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი თავ-დადებული და კეთილი ადამიანები, რომ ბავშვები არასდროს დარჩნენ მზრუნველობის გარეშე, რომ ნათელი იყოს მათი მომავალი.

ნინო ლომიძე

დედის ერთადერთ სიხარულს და სიყვარულს რუსუდან აბუთიძეს!

გილოცავ დაბადების დღეს, 8 იან-ვარს. გისურვებ სიყვარულით შექმ-ნილი ოჯახის სიმტიცეს, სიხარულს, შვილთა სიმრავლეს და ღვთის მფარ-ველობას.

წარმატებული სტუდენტური წლე-ბი გაგევლოს, თანმიმდევრობით შეგს-რულებოდეს ცხოვრების გზაზე ყველა დასახული მიზანი დედის გულის გასახარად.

სიხარული და სიყვარული არ მოკ-ლებოდეს შენს ახლადშემქნილ ოჯახს.

შენი დედიკო ელგა(ელენე) ბანცაძე

ვულოცავთ ქრისტეშობის დღესას-წაულს, დაბადების დღეს და გაბედნი-ერებას მეუღლე ლაშა კორკელიას-თან ერთად ოჯახის შვილიშვილ რუსუდან აბუთიძეს.

უფალი მფარველობდეს თქვე-ნი ბედნიერი ყოფის ყოველ დღეს. ახალდაქორწინებულებს გისურვებთ ულევ სიხარულს, სიყვარულს, ჯანმ-რთელობას, შვილთა სიმრავლეს, ბედნიერ თანაცხოვრებას და უფლის მფარველობას.

შენი უსაყვარლესი ბებო და პაპა მზია და ბონდო ბანცაძეები

უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, კეთილო ადამიანებო

სიკეთის თესლი იხარებს

***

***

***

***

***

***