საქართველოს სპორტისა და...

32
თბილისი 2013 წელი

Transcript of საქართველოს სპორტისა და...

Page 1: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

თბილისი 2013 წელი

Page 2: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, შეიქმნა „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“, რომელმაც დაიწყო სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა. დაკომპლექტდა სამი თემატური ჯგუფი, რომელიც ამუშავებს სპორტთან დაკავშირებულ ყველა კომპლექსურ საკითხს: სპორტული ინფრასტრუქტურა; სპორტული განათლება და მეცნიერება, სპორტული კანონმდებლობა;

საქართველოში პირველად, სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა “საქართველოს სპორტის განვითარების მიმართულებებისა და საზოგადოებრივი განწყობების კვლევა“. კვლევის შედეგებზე დამყარებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს სპორტის სფეროში არსებული გამოწვევების მოგვარებისათვის მიზნობრივი პოლიტიკის განხორციელებას.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 2

Page 3: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

გაუქმებული „სპორტის აკადემიის“ ბაზაზე დაფუძნდა „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტი“ და პროფესიული განათლების კუთხით - „სპორტის კოლეჯი“; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის გამოცხადების შედეგად ვაკანტური ადგილები დაიკავა 78-მა მაძიებელმა. მათ შორის არიან: 17-პროფესორი, 29-ასოცირებული პროფესორი, 28-ასისტენტ პროფესორი, 4-ასისტენტი. საჭადრაკო აკადემია - მარტის თვიდან ფუნქციონირება დაიწყო საჭადრაკო აკადემიამ, სადაც მიმდინარეობს ყოველდღიური წვრთნები მაღალი დონის სპეციალისტების ზედამხედველობით.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 3

Page 4: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

მინისტრის ლევან ყიფიანის ინიციატივით ღვაწლმოსილი ქართველი სპორტსმენების შემადგენლობით შეიქმნა მრჩეველთა საბჭო.

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრში 500 სპორტსმენისთვის ამოქმედდა 5 უფასო სპორტული სექცია (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა).

საქართველოს მასშტაბით, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით შესწავლილ იქნა 243 სპორტული ობიექტი. ყველა რეგიონში განისაზღვრება 2-2 პრიორიტეტული კომპლექსური სპორტული ობიექტი, სადაც სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 4

Page 5: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

სპორტის 45 სახეობაში დაფინანსდა დაახლოებით 180 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, 90 ადგილობრივი და 140 საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, მსოფლიო თასი, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირი), სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა მოიპოვეს 412 მედალი, აქედან 127 ოქრო, 113 ვერცხლი და 172 ბრინჯაო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ: 20-22 სექტემბერს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ჩატარებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტები წარმატებით გამოვიდნენ - 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში 41 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავეს.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 5

Page 6: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა პირად შეჯიბრში 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გუნდურ შეჯიბრში ყველა მეტოქეს სძლიეს, ფინალში კი რუსეთის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხეს და მსოფლიოს უძლიერესი გუნდის ტიტულს დაეუფლნენ. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ჩათვლაში ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საუკეთესო შედეგია ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე. ამავე ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 6

Page 7: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

22 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ XIV ჩემპიონატზე სალომე მელიამ (2428) 11 შესაძლებლობიდან 8 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. სალომე მელია პირველია ქართული ქალთა ჭადრაკის ისტორიაში, ვინც ევროპირველობის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. 8-11 აგვისტოს ა.შ.შ. ქ. მაიამიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა ნაკრებმა მოიპოვა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი, აქედან 1 ვერცხლი მოპოვებული იქნა გოგონათა შორის (მარიამ ჯანაშვილი) 21-23 ივნისს ესტონეთის ქ. ტალინში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე გოგონა ძიუდოისტმა მარიამ ჯანაშვილმა პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ხოლო მზია ბებოშვილმა ბრინჯაოს მედალი და პირად გუნდურ ჩათვლაში გავიდნენ მესამე ადგილზე.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 7

Page 8: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

17-21 ნოემბერს რუსეთის ქ. ანაპაში მოკრივეთა ჭაბუკმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა 1 ოქრო, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი და პირად გუნდურ ჩათვლაში გავიდნენ მესამე ადგილზე

3-7 მარტს უნგრეთში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩემპიონი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა. 19-24 მარტს საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში. თბილისს 47 ქვეყნის 500 სპორტსმენი სტუმრობდა. საქართველომ ჩემპიონატის წარმატებით ორგანიზებისთვის ევროპის ჭიდაობის ფედერაციისა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. საქართველოს მოჭიდავეებმა ჯამში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 8

Page 9: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

19 წლის ახალგაზრდა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. 13-20 ივლისს ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის 2013-ის გამარჯვებული გახდა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 9

Page 10: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა 19 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. 23 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა დამსოფილო რეიტინგში მერვე პოზიციაზე მყოფი სამოას ეროვნული ნაკრები დაამარცხა. საქართველოს სტუდენტური ნაკრები შვიდკაცა რაგბში ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში გამართულ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 10

Page 11: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

2013 წელს საქართველომ მოიპოვა შემდეგი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის უფლება: 2014 წელი - გრან-პრი ქალთა ჭადრაკში; 2014- გრან-პრი ძიუდოში; 2014 -ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი ფარიკაობაში; 2014 -ევროპის ჩემპიონატი (მესამე ლიგა) მძლეოსნობაში; 2015 წელი- 16-წლამდელთა საჭადრაკო ოლიმპიადა; 2015 წელი - ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში; 2016 წელი- ევროპის ჩემპიონატი კარატეში; 2017 წელი - 19 წლამდელთა ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატი; 26 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე სტარტი აიღო „თბილისიმარათონმა", რომელშიც 1500 - ზე მეტმა მარათონელმა მიიღო მონაწილეობა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 11

Page 12: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

პროექტის ’’იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა“ ფარგლებში ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობების განსათავსებლად საქართველოს 9 ქალაქსა და რაიონში, ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებთან ერთად შეირჩა მასობრივი სპორტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, სადაც განთავსდება ქუჩის სპორტული ინფრასტრუქტურა და სავარჯიშო მოწყობილობები. 26-30 ნოემბერს ქ. ოზურგეთში რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში ფედერაცია ,,სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 14 რაიონის ნაკრები მონაწილეობდა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში სპოტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სპორტულ-გასართობი თამაშები მოეწყო.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 12

Page 13: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

სხვადასხვა ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ მოწვეული იყვნენ საერთაშორისო დონის ექსპერტ-სპეციალისტები, რომლებმაც ჩაატარეს სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის მასტერ-კლასები.

სამინისტრომ 2013 წლის მაისში ხელი მოაწერა იუნესკოს „ბერლინის დეკლარაციას“, რომელიც ეხება თანამედროვე გამოწვევებს სპორტში. საქართველო აქტიურად ჩაერთო ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონვენციის შემუშავებაში - „ფიქსირებული თამაშები და სპორტულ შეჯიბრებებში მანიპულაციები“. განახლდა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ევროპის საბჭოს „გაერთიანებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ“ (EPAS) ფარგლებში. ). აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად თანამშრობს ევროპელ პარტნიორებთან „ევროპის კონვენცია სპორტულ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით ფეხბურთის მატჩებზე, მაყურებელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ“ ფარგლებში.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 13

Page 14: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

სპორტი

სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელთა დაცვის, უსაფრთხოების და მომსახურების მიმართულებით სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვადა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ამ მიზნით, 2013 წლის მაისში ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდა ტრენინგ-სემინარი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. ამასთან ერთად ა.წ. დეკემბერში სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სფეროში არსებულ სიტუაციას გაანალიზებს და საუკეთესო გამოცდილებას საქართველოში დანერგავს.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 14

Page 15: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში 2013 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთ სამინისტრო მუშაობს პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შექმნაზე. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), რომელიც სამინისტროს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს.

სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების“ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც ჩართულია ყველა სამინისტრო, სახალხო დამცველი საპარატი და პარლამენტი.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 15

Page 16: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად შექმნილია სპეციალური ვებ-საიტი (www.youth.gov.ge), სადაც განთავდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის და მისი სამოქმედო გეგმის განვითარების ამსახველი უახლესი ინფორმაცია. ამ პროცესით დაინტერესებულ ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დააფიქსიროს საკუთარი აზრი, წამოაყენოს წინადადება და პირდაპირ ჩაერთოს განხილვაში.

სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად დაიწყო მუშაობა ახალგაზრდული კვლევის ჩატარებაზე. ახალგაზრდული კვლევა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და იქნება მთავარი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შეფასება და ანალიზი.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 16

Page 17: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდულ სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთიან ბაზაში.

ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ბაზაში რეგისტრებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ინფორმაციას სამინისტროში მიმდინარე სიახლეებისა და პროექტების შესახებ. პროგრამა, ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შესაძლებლობას მისცემს, სამინისტროში მიმდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მიმართოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 17

Page 18: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

სამინისტრო ახორციელებს ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამას'', რომელიც მიზანად ისახავს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას სპორტში აქტიური ჩართვით, არაფორმალური განათლების და პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფით, კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი ღონიძიებების/აქტივობების განხორციელებით.

სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,ინტელექტის დღე - რა, სად, როდის?'' საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად არასრულწოვანთა მსჯავრდებულებმაც მიიღეს მონაწილეობა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 18

Page 19: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

არასრულწოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში მიმდინარეობს: საწვრთნელი ვარჯიშები და ფეხბურთსა და რაგბში, ხეზე კვეთის სწავლება, კინოლექტორიუმი, კომპიუტერული პროგრამებისა და გიტარის სწავლება; ასევე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მიმდინარეობს ,,ქუილთი''-ს სწავლება. სპორტული, სახელობო თუ სხვა სახის სწავლებისათვის სამინისტრომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს საჩუქრად გადასცა პორტული ინვენტარი და სახელობო დაზგები.

პატიმრებს გადაეცათ 500-მდე წიგნი 500-მდე წიგნი დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკებისთვის.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მსჯავრდებულებმა მონაწილოება მიიღეს სატელევიზიო მიადიაპროექტში ,,ეტალონი’’.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 19

Page 20: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე რადიო სპექტაკლის სახით დაიდგა ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“, რომლის ფარგლებშიც დამზადდა 5000 მდე DVD დისკი, მაისურები და გავრცელდა მოსწავლე-ახალგაზრდებსა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში.

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ქ. მარნეულში მდებარე ახალგაზრდობის ცენტრში განახლდა რადიო მაუწყებლობისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა. ასევე, შეირჩა და გადამზადდა რადიო მაუწყებლობის პერსონალი, გაუმჯობესდა მაუწყებლობის ხარისხი. პროგრამის ფარგლებში მოხდა საცდელი გადაცემების ჩაწერა ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 20

Page 21: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა თემის ახალგაზრდა წარმომადგენელთათვის სამინისტრომ მოაწყო შემეცნებითი და გასართობი ექსკურსიები ქალაქ თბილისში.

ბოლნისში, მარნეულსა და ახალქალაქში ჩატარდა „სწრაფი ბეჭვდისა და ლოგიკური აზროვნების“ კონკურსი. კონკურსი გათვლილია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემს წარმოადგენენ. დღეისათვის, ღონისძიებაში 300-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ეთნიკური უმცირესობების თემში მცხოვრები 13-14 წლის მოზარდებისათვის ჩატარდა ტურნირი „კავკასიის თასი 2013“ მინი-ფეხბურთში.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 21

Page 22: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

13 აპრილს ჩატარდა მაშტაბური ინტელექტუალური ღონისძიება "ინტელექტის დღე-2013“ სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით 71 სათამაშო მოედანზე, 1256 საჯარო და კერძო სკოლის ნაკრებმა გუნდმა, სულ დაახლოებით 10 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე წელს (მარტი-ოქტომბერი), სამინისტრომ განახორციელა საინფორმაციო კამპანია ნარკომანიისა და თამბაქოს წინააღმდეგ. პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ ცოდნის ამაღლებას. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები მოეწყო საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში. კამპანიის მხარდამჭერები და პარტნიორი ორგანიზაციები - „UNICEF“, „ბემონი", და "გაიდეა". კამპანიის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდა 200-მდე ახალგაზრდას.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 22

Page 23: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

14 აპრილიდან 24 მაისის ჩათვლით თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა „სტუდენტური დღეები 2013 - ნარკომანიის წინააღმდეგ“. სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში 43 უმაღლესი სასწავლებლის 5 ათასამდე სტუდენტი მონაწილეობდა.

კომპანია „ბრავო რეკორდს"-ის, ჯგუფ „ელდრაინი"-ს და სამინისტროს მხარდაჭერით, ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში ჩართული ქართველი ახალგაზრდა ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, გამოიცა CD ალბომი სახელწოდებით "Till The End", რომელიც ავღანეში მყოფ ჯერისკაცებს ურიგდებათ.

17 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა“ რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150-მა სტუდენტმა. მათ ცაგერში, ლასურიაში, მანგლისში, აბასთუმანში, ნეკრესსა და ვარძიაში არსებულ ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო-აღდგენით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 23

Page 24: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის დაიწყო რაგბის უფასო სწავლება.

მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელშიც შშმ პირებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ექსტრემალური სპორტის ამ სახეობაში, 19 მარტს გაიმართა ამ პროგრამის სპეციალური პრეზენტაცია, პროგრამაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა. კლდეზე ცოცვის შეჯიბრში მონაწლეობა მიიღეს ასევე პოლონელმა და ქართველმა უსინათლო ახალგაზრდებმა. უსინათლო ახალგაზრდებისთვის ბრაილის მეთოდით დაიბეჭდა „ლოცვანის“ 500 ერთეული.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 24

Page 25: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უსინათლოთა მონაწილეობა სპეციალურად მათთვის დადგმულ სპექტაკლში, რომლის პრემიერა 28 ივნისს შედგა. ასევე პირველად საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით დაიდგა პანტომიმის სპექტაკლი „Off Road“.

8 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კავშირ "რეა"-სთან და „რაგბის მხარდამჭერთა ლიგასთან ერთად აამოქმედა ასპინძის საზაფხულო საინტეგრაციო ბანაკი, სადაც ქართველმა, სომეხმა და რუსმა შშმ ახალგაზრდებმა გაიარეს სარეაბილიტაციო კურსი.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 25

Page 26: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

სამინისტრო ახორციელებს სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის პროგრამას, რათა შემუშავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტუდენტური თვითმმართველობის ერთიანი სისტემა. ამ პროგრამის ფარგლებში მომზადდა თვითმმართველობების სფეროში არსებული „პრობლემების კატალოგი“, შემუშავდა და იბეჭდება „საქართველოს სტუდენტთა უფლებების დეკლარაცია“. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ტრეინინგ-სემინარები პროექტების მართვასა და ფონდების მოძიებაზე.

2 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, დაბა ბაკურიანში, ჩატარდა ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, სადაც ამომწურავად იქნა განხილული რეგიონებში არსებული პრობლემატიკა და შემუშავდა კონკრეტული ღონისძიებები და წინადადებები სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 26

Page 27: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით სამინისტროს მიერ შესყიდული იქნა სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და წიგნები, რომლებიც საჩუქრად გადაეცა ადგილობრივ გამგეობებს.

2013 წლის ოქტომბერში, ქალაქ სიღნაღში, საქართველოსა და აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობით ჩატარდა ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში - „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი“ შერჩეული კანდიდატი - თორნიკე ზურაბაშვილი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სხდომაზე, სადაც ქვეყნის ახალგაზრდობის წინაში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 27

Page 28: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

სამინისტრო შეუერთდა ევრო საბჭოს საინფორმაციო კამპანიას „მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ერთიანდებიან ადამიანის უფლებების დასაცავად „ონლაინ“ სივრცეში.

2-3 ოქტომბერს სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა „სუამის(დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია ) ახალგაზრდული ფორუმი: გამოწვევები და შესაძლებლობები“, სადაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და აზერბაიჯანის ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად ისახავდა სუამ-ის ქვეყნების ახალგაზრდული პლატფორმის გაძლიერებას, განვითარებასა და მისი როლის გაზრდას;

სუამი-ის ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში არსებული სამთავრობო და არასამთავრობო რესურსების ანალიზს, ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში სუამ-ის წევრი ქვეყნების რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას;

31/12/13 2013 წლის ანგარიში 28

Page 29: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეძენილი იქნა პროფორიენტაციის საკვლევი მეთოდიკა, ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტები, ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მოხდა მათი ადაპტაცია ქართულ პოპულაციაზე. დასრულების პროცესშია პროფესიული ორიენტაციის ინტერაქტიული ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება საკითხავი მასალა და აპრობირებული პროფესიული ორიენტაციისათვის განკუთვნილი ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტები, ასევე დასრულების პროცესშია სახელმძღვანელო მოზარდებისათვის.

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს რეინტეგრაციის სამინისტროსთან ერთად განხორციელდა მრავალეთნიკური, ფოლკლორული ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ - კულტურათა დიალოგი, სადაც 120-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 29

Page 30: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

22 ოქტომბერს ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა „მულტიეთნიკური ფესტივალი კახეთი 2013“, სადაც კახეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინა მის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების და ქართულ-ხალხური კულტურა. მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, წარმოდგენილ იქნა კახეთის რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სამზარეულოს გამოფენა. ანალოგიური ღონისძიება განხორციელდა 13 ნოემბერს ქ. ბოლნისში, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 30

Page 31: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

ახალგაზრდობა

3 ნოემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა „აფხაზური და ოსური კულტურის დღე“. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვია 200 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა. ღონისძიების პირველი ეტაპი გაიმართა „მთაწმინდის პარკში“. ღონისძიების მეორე ეტაპი: ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა, საზეიმო კონცერტი და მიღება ჩატარდა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

ახალგაზრდული პროექტების განხორციელების შედეგად სამინისტროს საქმიანობის პირდაპირი ბენეფიციარი გახდა 49536 მეტი ახალგაზრდა.

31/12/13 2013 წლის ანგარიში 31

Page 32: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა …gov.ge/files/288_39683_553659... · სპორტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

WWW.MSY.GOV.GE