პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის...

40
1 საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის ისტორიის მასწავლებელი მელანო ზოიძე პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების კვლევის ანგარიში მოსწავლეთა მიერ საკუთარი სწავლის მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში მშობელთა ჩართვა 2017 წელი

Transcript of პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის...

Page 1: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

1

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის

წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის

ისტორიის მასწავლებელი მელანო ზოიძე

პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი

საჭიროებების კვლევის ანგარიში

მოსწავლეთა მიერ საკუთარი სწავლის მართვის

ხარისხის გაუმჯობესებაში

მშობელთა ჩართვა

2017 წელი

Page 2: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

2

სარჩევი

თავი I:

1.1. შესავალი, საკვლევი პრობლემის აქტუალობა: -------------------------- 3

1.2. კვლევის მიზანი: -------------------------------------------------------------4

1.3. სამიზნე ჯგუფი: -------------------------------------------------------------4

1.4. საკვლევი კითხვები: ---------------------------------------------------------4

1.5. წყაროების და ლიტერატურის მიმოხილვა: ------------------------------4-8

1.6 კვლევის მეთოდები: ---------------------------------------------------------8

1.7. კვლევის გეგმა: ----------------------------------------------------------------8

1.8. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, კვლევის ეტაპები: ------------------9-20

I - ეტაპი-----------------------------------------------------------------9-12

II - ეტაპი-----------------------------------------------------------------12-15

III - ეტაპი ---------------------------------------------------------------15-17

IV- ეტაპი ----------------------------------------------------------------18-19

1.9. მონაცემთა შეგროვების საერთო ანალიზი ----------------------------------19-20

თავი II:

ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება -------------------20-39

2.1 ინტერვენციების გეგმა: -------------------------------------------------------20

2.2. მშობელთა ოთახი: ----------------------------------------------------------21

2.3. კვლევაში მშობელთა ჩართვა: -----------------------------------------------21

2.4. შეხვედრა საგნის მასწავლებლებთან: ---------------------------------------21

2.5. საქმიანი შეხვედრა შვილის გვერდით: -------------------------------------22-23

2.6. მოლოდინების დაფა: ---------------------------------------------------------23

2.7. დრო: ----------------------------------------------------------------------------24-27

2.8. გაიცანი შენი შვილი გაკვეთილზე:------------------------------------------27-35

2.9. თამაში: ------------------------------------------------------------------------36-37

2.10. გასვლითი საგანმანათლებლო სემინარი ექსკურსია: ---------------------37-38

2.11. თვითრეგულაცია: ------------------------------------------------------------38

2.12. თვითშემეცნება: ---------------------------------------------------------------39

თავი III 3.1. ინტერვენციების შედეგების შეფასება: --------------------------------------39-40

3.2. დასკვნა: დასკვნები და რეკომენდაციები:------------------------------------40-41

3.3. კვლევის შედეგების პრეზენტაცია: --------------------------------------------41

3.4. რეფლექსია, კვლევის შედეგების გაზიარება:---------------------------------41-44

3.5. გამოყენებული ლიტერატურა:--------------------------------------------------45

Page 3: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

3

თავი I

შესავალი

1.1. საკვლევი პრობლემის აქტუალობა:

პროფესიული განვითარებისათვის სქემაში ჩართულობამ განაპირობა მეფიქრა საკუთარი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე. საკითხის შერჩევამდე მრავალგზის „გადავამოწმე“ და

„გადავათვალიერე“ ჩემი რამდენიმეწლიანი გამოცდილება. „აღმოვაჩინე, რომ ჩემ მოსწავლეებში

სწავლას ჩამორჩენილი არ მყავს, წარმატებულიც საკმაოდ არიან, თუმცა შენიშნული მქონდა, რომ

მოსწავლეთა უმრავლესობის შესაძლებლობები აღემატებოდა მიღწეულ შედეგებს, თანაც

ვაკვირდებოდი, რომ მოსწავლეთა ნაწილი საკლასო სამუშაოების შესრულების დროს უფრო

მეტად აქტიურია, უფრო მეტ შესაძლებლობებს ავლენს, ვიდრე საშინაო დავალებების

შესრულების დროს. როგორც მასწავლებელი და დამრიგებელი ხშირად მქონდა შეხვედრები და

საუბრები მშობლებთან. იყო შემთხვევები, როცა მშობლისთვის რთულად გასაგები იყო და

მჭირდებოდა ახსნა რატომ ჰქონდა მის შვილს ასეთი და არა უკეთესი შედეგი. შენიშნული

მქონდა, რომ არცთუ იშვიათად შვილი მშობლის გამო უხერხულობაშიც ჩავარდნილა. მშობელთა

ნაწილი ჩემს მიერ ხშირი კომუნიკაციის მიუხედავად ნაკლებ ინტერესს ავლენდა სკოლის

მიმართ, ხშირად არ მოდიოდნენ შეხვედრებზე, იყო ისეთი შემთხვევებიც როცა შვილის

წარმატებების, ინტერესების და შესაძლებლობების შესახებ ვესაუბრებოდი გაოცებას ვერ

მალავდნენ. იგრძნობოდა რომ მოსწავლის სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის ხარისხი

იყო დაბალი. ეს ვითარება შეეხებოდა როგორც დაბალი აკადემიური, ასევე მაღალი - შედეგების

მოსწავლეებს. მივედი დასკვნამდე, რომ მშობელთა ნაწილი არ არის საკმარისად ჩართული

შვილის სწავლის პროცესში, ვერ ფლობს სათანადო ინფორმაციას შვილის შესაძლებლობების,

ინტერესების და მიდრეკილებების შესახებ. დავიწყე ფიქრი მოსწავლეთა სწავლაში მშობლების

ჩართვის შესაძლებლობის შესახებ. საკუთარი სწავლის მართვის მოთხოვნებიდან გამომდინარე

ვიხელმძღვანელე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, მეთოდური ორიენტაციებით და

პრინციპებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს

მახასიათებლების მოთხოვნებს, კერძოდ საკუთარი სწავლის მართვა ცვალებად გარემოში.

ჩემი ფიქრები გავანდე კოლეგებს. მათ აღნიშნეს რომ მსგავს პრობლემებს თვითონაც

აწყდებიან, რაც კეთილგანწყობილ გარემოს ჩამოყალიბებაზე უარყოფით გავლენას ახდენს და

მშობლებთან ყოველი ასეთი საუბრის ან შეხვედრის შემდეგ ერთგვარი სიცივეც კი ისადგურებს

ურთიერთობაში. მომიწონეს ჩანაფიქრი, მითუმეტეს რომ მე ამ კლასის არა მხოლოდ ისტორიის

მასწავლებელი, არამედ კლასის დამრიგებელიც ვარ.

კოლეგების უკუკავშირის შემდეგ სკოლის დირექციას გავაცანი იდეა. მათ მოეწონათ და

აღნიშნეს, რომ სხვადასხვა აქტივობების შესრულებით მიღებული გამოცდილებით შევძლებდი

კვლევის ჩატარებას, რომელიც სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა და

რაც მთავარია მოსწავლეებს დაეხმარებოდა უკეთესი შედეგების მიღწევაში.

ჩამოვაყალიბე საკვლევი თემა: „მოსწავლეთა მიერ საკუთარი სწავლის მართვის ხარისხის

გაუმჯობესებაში მშობელთა ჩართვა“ .

განვსაზღვრე კვლევის მისაღწევი სავარაუდო შედეგები:

Page 4: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

4

გაუმჯობესდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა საკუთარი სწავლის მიმართ;

შეიქმნება პოზიტიური გარემო მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის.

გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;

გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება

კვლევის შედეგებს მასწავლებლები გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკაში;

1.2. კვლევის მიზანი:

მოსწავლეთა მიერ საკუთარი სწავლის მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში მშობელთა ჩართვის

გზების და საშუალებების განსაზღვრა

1.3. სამიზნე ჯგუფი:

IX კლასის მოსწავლეები

IX კლასის მოსწავლეების მშობლები

საგნის მასწავლებლები

1.4. საკვლევი კითხვები:

რა არის მოსწავლეთა მიერ საკუთარი სწავლის მართვის ხელშეწყობაში

მშობელთა ჩართულობის ბარიერი?

პრობლემაში უკეთ გარკვევისთვის რამდენად შევძლებ სანდო და პროფესიული

ლიტერატურის მოძიებას შესწავლას გაანალიზებას ისე, რომ დამეხმაროს

მონაცემების სწორად შეგროვებასა და ინტერვენციების დაგეგმვაში?

რამდენად შევძლებ სწორად შევარჩიო კვლევის მეთოდები საკვლევ

პრობლემასთან მიმართებაში და დავამუშავო შეგროვებული მონაცემები

თანამედროვე პროგრამებით?

რამდენად შევძლებ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ინტერვენციების

დაგეგმვა-განხორციელებას?

რამდენად შევძლებ კვლევის შედეგებით მიღებული დასკვნების და

რეკომენდაციების შემუშავებას საკვლევ საკითხთან ლოგიკურად დაკავშირებით

რა ფორმებით მოვახდენ კვლევის შედეგების გაცნობას გასაზიარებლად და

როგორ გავაანალიზებ კოლეგების უკუკავშირს

1.5. წყაროების და ლიტერატურის მიმოხილვა:

მშობელთა სკოლის ცხოვრებაში და მოსწავლის სწავლაში ჩართულობის შესახებ გავეცანი

სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სადაც საუბარია მშობელთა ჩართულობის გზებსა და

საშუალებებზე. ზრდასრულთა განათლებაზე და შესაბამისად მასწავლებლის და დამრიგებლის

როლზე.

ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა

Page 5: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

5

დ. კოლბის (კოლბი დ.ა. toward an applied theuru of experientiat learning. 1975)

ზრდასრულთა სწავლის თეორია იმ მიმართებით, რომ მშობელთა, მოსწავლეთა სწავლის

მართვაში ჩართვისათვის დამჭირდება მათი მოწვევა სასწავლო პროცესზე, საშინაო დავალებების

შესრულებაში ჩართვა. ყურადღება მივაქციე ზრდასრულთა სწავლის აღწერით ხასიათს. სწავლა

კონკრეტული გამოცდილებით, ამ გამოცდილების გაცნობიერება უკვე არსებულ ცოდნაზე

დაყრდნობით.

კოლბის თეორია დამეხმარება დავგეგმო ინტერვენცია სადაც მშობლებს მოსწავლეებთან

ერთად შევთავაზებ ახალ კონკრეტულ მასალას დავალებისთვის რომლის შესასრულებლად

გამოიყენებენ უკვე არსებულ ცოდნას.

ჩემი კვლევის პროცესში და განსაკუთრებით ინტერვენციების დაგეგმვა - განხორციელების

დროს მნიშვნელოვანი იქნება მეტი ყურადღება მივაქციო სოციალურ მდგომარებას

ამ მხვრივ დიდი დახმარება გამიწია ალბერტ სელმანის თეორიამ (ალბერტ სელმანი - The growth

of interpersonal understanding – 1980 )იგი ეხება სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. მისი

აზრით ადამიანის აზროვნების განვითარებასთან ერთად ხდება სოციალური უნარ-ჩვევების

განვითარებაც.

ჩემთვის საყურადღებო აღმოჩნდა მოსაზრება მოვლენათა სოციალური კონტექსის

სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა კუთხიდან ხედვისა და შეფასების უნარის შესახებ.

ინტერვენციებში დამჭირდება მოვლენის ან ფაქტის ხედვა მშობლის მოსწავლის, კოლეგების

კუთხიდან რა მიმართებითაც გამოვიყენებ სელმანის რჩევებს „სოციალური პერსპექტივის

ხედვის“ შესახებ.

სკინერის ბიჰევიორისტული მიდგომიდან (სკინერის - განვითარებისა და სწავლის თეორია -

2011) გავიზიარეთ თეორია იმის თაობაზე, რომ სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო

შედეგი უნდა მოყვეს სასურველ ქცევას ან ბოლო უნდა მოეღოს უსიამოვნო ქცევის შედეგს.

ინტერვენციებისთვის გამოვიყენებ მიდგომებს: სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების

სირთულე შეესაბამებოდეს მოსწავლის შესაძლებლობებს, რაც განაპირობებს წარმატებაში

დარწმუნებულობას, წარმატების განცდას და მასწავლებელს აგრძნობინებს, დაანახოს

მოსწავლეს, რომ ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახალ შეძენილ უნარებს

მნიშვნელოვანი გამოდგა ამერიკელი ფსიქოლოგის გოლმანის (d. Cocini intelligence: 2006)

თეორია, რომლის მიხედვით ემოციური ინტელექტი არის ადამიანის უნარი გაიგოს საკუთარი

გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური

რეგულირება მართვა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს:

თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარები.

გავიზიარეთ თვითშემეცნების განმარტება, როცა ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს,

რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად

შეფასებაში.

თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც

მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანას.

Page 6: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

6

ემპათია ანუ თანაგანცდა - ადამიანებს თანაგრძნობისა და ემოციების გაგებაზე

დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა

და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ემოციური

კომუნიკაციების 90% არავერბალურია.

გოლმანის თეორიიდან გავიზიარე მონაცემთა შეგროვების პრობლემა: რა იწვევს სწავლაში

წარუმატებლობას: იმედგაცრუება, მარცხი, გაბრაზება, დეპრესია, მარტოობა დ ა ა შ .

ჯონ დიუი - „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ - ელ რესურსი

https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/jon-diui.pdf გახმაურებული თეორიიდან

„სწავლება კეთებით“, გავიზიარე შემდეგი რჩევები:

შეირჩეს გარემო, რომელიც ეფექტური იქნება მოსწავლეთა მოქმედებისა და

შესაძლებლობების გამოვლენისთვის.

ისეთი ჯგუფური აქტივობების შერჩევა, რომელიც ყველა ინდივიდს შეუძლია საკუთარი

წვლილი შეიტანოს.

სასწავლო საქმიანობაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა.

ჰ. გარდნერი ...... Gardner, 1943- გავაზიარეთ ინტერპერსონალური ინტელექტის - საკუთარი სამუშაოს კარგად

დაუფლება, სხვების მოტივირება, სურვილების თანაგანცდა, გასაჭირის გაზიარება.

ინტრაპერსონალური ინტელექტი - საკუთარი სწავლის მართვა, კარგად იცნობენ

საკუთარ თავს, ხვდებიან რა სურთ, ცდილობენ საკუთარი მიზნების განხორციელებას,

უყვართ მარტო დამოუკიდებელი მუშაობა.

ინტერვენციების განხორციელებაში გავითვალისწინე დ. უზნაძის ფსიქოლოგია

(დიმიტრი უზნაძე - შრომები ტ.V 1967 თბილისი „მეცნიერება“)

თავის ნაშრომში განიხილავს ბავშვის თამაშის და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და

ფუნქციას. დ. უზნაძის აზრით ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობა არის

მოძრაობა, აქტიურობა, მასში არსებული ძალების მოქმედება.

დ. უზნაძის მოსაზრებით თამაშის არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს.

ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, რომ ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომელიც

ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც,

რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების

შემდგომ ეტაპზე. თამაში საკუთარი ძალების გამოცდაა თანატოლებთან შეჯიბრი

მიზანდასახულ ქცევის ფორმად შეიძლება იქცეს. თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და

შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის

განხორციელების საფუძველი შეიძლება გახდეს.

სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების

შეძენასაც, უნარის განვითარებასაც. სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან

ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების

Page 7: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

7

განვითარებაც, რომელებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. თამაშისაგან განსხვავებით

სწავლის პროცესში მოსწავლის აქტივიზაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული

მასალის საფუძველზე ხორციელდება. ამ მხრივ სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და

შრომას შორის. სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა

ცხოვრებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.

დ. უზნაძის თეორიიდან კვლევისთვის სასარგებლო საკითხად მივიჩნიე: დაკვირვება

მოსწავლის თამაშზე, როგორც მიზანდასახული ქცევის ფორმაზე მემკვიდრეობით მიღებული

შესაძლებლობის გაცნობა, სწავლის პროცესში მიწოდებული მასალის საშუალებით მოსწავლეთა

აქტივიზაციის განხორციელების ხარისხის შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში ასახვა

გობრონიძე ალექსანდრე „პედაგოგიკა” ბათუმი 2000

საყურადღებოდ მივიჩნიე განმარტებები: თვითშეფასება არის პროცესი, რომლის

საშუალებითაც მოსწავლე ერთვება საკუთარი სწავლის მიზნების ჩამოყალიბებაში და საკუთარი

სწავლის პროცესის მართვაში.

ამ განმარტების მიხედვით უკეთესად დავგეგმავ თვითშეფასების კრიტერიუმებს,

განვსაზღვრავ, რომ მოსწავლეს მიეცეს საშუალება განახორციელოს თვითშეფასება.

კლასის მართვის სტრატეგიები - ლექსიკონიდან „ლექსიკონი განათლების მუშაკთათვის“

2007

სტრატეგიებს განვიხილავ შედეგების მიღწევის კუთხით.

პერკინსი დევიდ „განვითარებისა და სწავლის თეორია“ 2011

„თეორია ერთი“ - გავიზიარე ინფორმაციის მიწოდების ის ფორმები, რომელიც ხელს

უწყობს ეფექტურ სწავლას. განსაკუთრებით სოციალური მეთოდების გამოყენება, რომლებიც

ეხმარება მოსწავლეს აზროვნება აქტივაციაში.

პერკინსის თეორიას გამოვიყენებ ინტერვენციაში, როცა მშობლებისთვის დავგეგმავ ღია

გაკვეთილს, ეს განაპირობებს ძლიერ გარეგან მოტივაციას.

მშობელთა ჩართულობა - 2014 GPRIID.

რეკომენდაციიდან გავიზიარე ჩართულობის ფორმები, სახეები, პროექტები, აგრეთვე

ბარიერები, რომელიც ხელს უშლის მშობელთა ჩართულობას.

ინტერვენციისთვის გამოვიყენე ღია საჩვენებელი გაკვეთილი მშობელთათვის

შესაძლებელი გახდა წახალისება, მშობელთა კმაყოფილება უკმაყოფილების კვლევა.

„სოციალური პედაგოგიკა“- ც. მეგრელაძე, ხ. მახარაშვილი, გ. გელაძე ბათუმი 2009

გავიზიარე შეხედულება და რეკომენდაციები მოსწავლეთა მონაცემების ბანკის

შექმნის შესახებ. ზოგიერთ მონაცემს გავითვალისწინებ კვლევისათვის.

ცეტლინა ვ.ს მოსწავლეთა ჩამორჩენის პრობლემები - მოსკოვი 1982 წ.

გავიზიარეთ მოსწავლეთა სწავლის ჩამორჩენის ისეთი პრობლემა, როგორიცაა მშობლის

უინტერესობა შვილის სწავლის პროცესის მიმართ და მხოლოდ შედეგზე რეაგირება.

Page 8: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

8

ამონაშვილი შალვა - თანამშრომლობის პედაგოგიკა თბილისი 1982

გავიზიარეთ სწავლაში წარმატებისთვის აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენება.

ბარამიძე ნოდარ - ნებისყოფა, მოთხოვნილება, სწავლება - ბათუმი 1995

გავაზიარეთ მოსაზრება მოთხოვნილების თანხვედრის შესახებ - მასწავლებლისგან,

მშობლისგან, საკუთარი თავისგან. უპირატესობა მოსწავლის ნებისყოფის განვითარებაზე -

მართოს საკუთარი სწავლა, მშობლები და მასწავლებელი ხელშეწყობის როლში.

კვლევის ეთიკა გზამკვლევი II 2016 წელი.

საფუძვლიანად შევისწავლე კვლევის ეთიკა, რამაც საშუალება მომცა მომეპოვებინა

რესპოდენტების ნდობა, მით უმეტეს, რომ კვლევაში ჩართული იყო სხვადასხვა ასაკის,

სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ინტერესების მამები, დედები.

1.6 კვლევის მეთოდები:

საკვლევ პრობლემასთან მიმართებაში შევარჩიე:

ა. რაოდენობრივი კვლევის მეთოდები: გამოკითხვა, ანკეტირება;

ბ. თვისობრივი კვლევის მეთოდები: დაკვირვება, ინტერვიუ, შედარება, ანალიზი.

1.7 კვლევის გეგმა

N საკითხი დრო პასუხისმგებელი

პირი

აღნიშვნა,

შესრულება

1 კვლევისთვის

კითხვარების

შემუშავება,

მოსწავლეზე

დაკვირვება და

ანალიზი

1- ოქტომბრიდან

15- ნოემბრამდე

მ. ზოიძე

2 მშობელთა გამოკითხვა-

ანკეტირება, მშობელთა

მოსწავლისადმი

დახმარების ხარისხის

დადგენა და ანალიზი.

15. ნოემბრიდანდან 25-

ნოემბრამდე

3 მშობელთა სკოლაში

ჩართულობის

პრობლემის მიზეზების

კვლევა

25-28 ნოემბერი; მ. ზოიძე

Page 9: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

9

4 ინტერვენციების

განხორციელება

2016 წლის 1

დეკემბრიდან 2017 წლის

20 აპრილამდე

მ. ზოიძე

5 კვლევის შედეგების

პრეზენტაცია

4 მაისი-13 მაისი მ. ზოიძე

6 კვლევის შედეგების

გაზიარება

13-20 მაისი მ. ზოიძე

1.8 მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, კვლევის ეტაპები:

I-ეტაპი

მიზანი: მშობლების შვილის სწავლის ხარისხით დაინტერესების შესწავლა,

კვლევის მეთოდი: დაკვირვება

ა. მოსწავლის სწრებადობა;

ბ. რამდენად ასრულებს საშინაო დავალებას;

გ. როგორია მშობლის კომუნიკაცია შვილის შედეგების გასაგებად;

დ. რამდენად ხდება უკუკავშირი;

დაკვირვების ობიექტი: მე-IXკლასის 15 მოსწავლე და 15 მშობელი

დაკვირვების ხანგრძლივობა: 45 დღე. 1-10-დან 15-11-მდე

დაკვირვების ცხრილის ნიმუში თითოეულ მოსწავლეზე

მოსწავლის

სახელი და

გვარი

მოსწავლის

სწრებადობა

რამდენად

ასრულებს

საშინაო

დავალებას

რამდენად

მიკავშირდება

მშობელი

რამდენად ხდება

უკუკავშირი

N რიცხ3

ვი

ესწრებო

და

არ

ესწრებოდ

ქონდა

არ

ქონდა

დამიკავშირ

და

არ

დამიკავში

რდა

იყო

უკუკავში

რი

არ იყო

უკუკავშირ

სახელი

გვარი

1 2-10 2 3-10 3 4-10 4 5-10 5 6-10 6 9-10 7 10-10 8 11-10 9 12-10

Page 10: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

10

10 13-10 11 16-10 12 17-10 13 18-10 14 19-10 15 20-10 16 23-10 17 24-10 18 25-10 19 26-10 20 27-10 21 30-10 22 1-11 23 2-11 24 3-11 25 4-11 26 7-11 27 8-11 28 9-11

მოსწავლეზე დაკვირვების დიაგრამები პროცენტულად

დიაგრამა I

მოსწავლის სწრებადობა

05

1015202530354045

მოსწავლეთა

დასწრების

მაჩვენებელი

არ აცდენს ნებართვის

გარეშე

იშვიათად აცდენს

ხშირად აცდენს

Page 11: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

11

დიაგრამა - II

რამდენად ასრულებს საშინაო დავალებას

მშობელზე დაკვირვების დიაგრამა

დიაგრამა -ა

როგორია მშობლის კომუნიკაცია შვილის სწავლის შედეგების გასაგებად

0

10

20

30

40

50

60

მშობელთა

კომუნიკაცია

შვილის

სწავლის

შედეგების

გასაგებად

მშობელი ხშირად

მიკავშირდება

მშობელი იშვიათად

მიკავშირდება

თითქმის არასდროს არ

მიკავშირდება

0

5

10

15

20

25

30

35

40

ასრულებენ

თუ არა

ბავშვები

საშინაო

დავალებას

ყოველთვის ასრულებს

საშინაო დავალებას

ხშირად ასრულებს საშინაო

დავალებას

იშვიათად ასრულებს

დავალებას

თითქმის არ ასრულებს

საშინაო დავალებას

Page 12: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

12

დიაგრამა - ბ

მშობლის უკუკავშირი

მონაცემთა ანალიზი:

შედეგების მიხედვით გამოვლინდა მშობლის მიერ შვილის სწავლის ხარისხისადმი

ინტერესის დაბალი მაჩვენებელი. რომლის მიზეზების დადგენაში მომდევნო ეტაპის

კვლევები დაგვეხმარება.

II-ეტაპი

პირველი მონაცემთა ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მშობლის მიერ

შვილის სწავლების ხარისხის ინტერესის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

მეორე ეტაპის კვლევის მიზანი: მშობლები რამდენად „იცნობენ“ თავიანთ შვილებს და

დახმარებიან თუ არა საშინაო ან სხვა დავალების მომზადებაში.

კვლევის მეთოდი - ანკეტირება-გამოკითხვა, შედარებითი ანალიზი.

კვლევის სამიზნე ჯგუფი - 15 მოსწავლე, 15 მშობელი

0

10

20

30

40

50

60

70

როცა მე ვუკავშირდები ტელეფონით

რამდენად ხდება უკუკავშირი

უკუკავშირი

მშობლის უკუკავშირი

ხდება

იშვიათად ხდება, ერთი

კვირის შემდეგ საერთოდ

დავიწყებას მიეცემა

საერთოდ არ ხდება

Page 13: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

13

კვლევის პროცედურა:

დრო: 15. 11 დან 25-11 -მდე

მეორე ეტაპის კვლევა განვახორციელე სამი მიმართულებით. განვიხილავ

თანმიმდევრობით

მოვამზადე ცხრილი რომელიც ჯერ მოსწავლეებს შევავსებინე, ხოლო შემდეგ თავიანთი

შვილების შესახებ იგივე კითხვებით მშობლებს მივმართე.

II-ა. ანკეტა: კითხვები მოსწავლეებისათვის

1. რა არის თქვენი ძლიერი და

სუსტი მხარე?

2. რას აკეთებ თავისუფალ დროს?

3. როგორ ფიქრობთ, რომელი

საგნის მიმართ იჩენ

განსაკუთრებულ ინტერესს?

4. რომელი საჭმელი გიყვარს

ყველაზე მეტად?

5. რომელია შენი საყვარელი

ლიტერატურული გმირი?

6. რომელი ჟანრის ფილმები

გიყვარს?

7. სპორტის ან ხელოვნების

რომელი სახეობა, დარგი

მოგწონს?

8. ჩემი 5 დადებითი თვისება

Page 14: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

14

II-ბ: ანკეტა კითხვარი მშობლებისთვის

1. მიგაჩნიათ თუ არა რომ კარგად

იცნობთ თქვენს შვილს?

2. რა არის თქვენი შვილის ძლიერი და

სუსტი მხარე?

3. რას აკეთებს თქვენი შვილი

თავისუფალ დროს?

4. როგორ ფიქრობთ რომელი საგნის

მიმართ იჩენს თქვენი შვილი

განსაკუთრებულ ყურადღებას?

5. რომელი საჭმელი უყვარს?

6. რომელია მისი საყვარელი

ლიტერატურული გმირი?

7. რომელი ჟანრის ფილმები უყვარს?

8. სპორტის ან ხელოვნების რომელი

სახეობა, დარგი მოწონს?

9. თქვენი შვილის 5 დადებითი

თვისება

Page 15: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

15

II-გ :

შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით მოსწავლის და მშობლის პასუხების შედარება.

შედეგის ანალიზი დიაგრამის სახით

მონაცემთა დამუშავების ანალიზი

კვლევამ აჩვენა, რომ მშობელთა უმრავლესობა არ „იცნობს“ სათანადოდ საკუთარ შვილს, არ

ფლობს ინფორმაციას შვილის ინტერესების და მოთხოვნილებების შესახებ. დიაგრამა II-გ-ზე

კარგად ჩანს, რომ მშობელთა 20% -მა იცის შვილის მიდრეკილებები, მოთხოვნილებები და

ინტერესები, 70-მა პროცენტმა - ნაწილობრივ იცის, ხოლო 10-მა პროცენტმა - თითქმის არ იცის.

შედეგი საინტერესო აღმოჩნდა იმ გაგებით, რომ აშკარად სახეზე გვქონდა პრობლემა მშობლებისა

და შვილების ურთიერთობის შესახებ, და მშობელთა ჩართულობა სწავლის პროცესში მითუმეტეს

არ იყო სახარბიელო დონეზე.

III-ეტაპი

მშობელთა შვილისა და სწავლისადმი დამოკიდებულების გარკვევა;

კვლევის მეთოდი : გამოკითხვა

კვლევის სამიზნე ჯგუფი: 15 მშობელი;

დრო: 15 – 11 დან 25 -11 მდე

კითხვარები და გამოკითხვის შედეგების ცხრილი

კითხვარი მშობლებისათვის

0

10

20

30

40

50

60

70

80

რამდენად კარგად

იცნობენ

მშობლებისაკუთარ

შვილს

მშობლების პასუხი

დაემთხვა შვილის

პასუხს

მშობლების პასუხი

ნაწილობრივ დაემთხვა

შვილის პასუხს

Page 16: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

16

მშობლის დამოკიდებულება შვილისადმი

ა. დახმარება გაკვეთილებისა და საშინაო დავალებების მომზადებაში;

ბ. ინფორმირებულობა თავისუფალი დროის გამოყენების შესახებ;

გ. ჩართულობა საოჯახო საქმეში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

დ. დაინტერესება სამეგობრო წრის მიმართ.

Page 17: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

17

მონაცემთა დამუშავება ანალიზი.

შედეგმა აჩვენა რომ ასევე დაბალი იყო მშობლის ინფორმირებულობის ხარისხი შვილის

სწავლის და სხვა ინტერესების მიმართ, დაბალი იყო მშობელთა დახმარება სწავლასა და

სხვადასხვა სირთულეების გადაწყვეტის დროს. თუმცა წინა გამოკითხვებთან შედარებით

მშობლების შედეგი ამ მიმართულებით ცოტა უფრო მაღალი იყო პროცენტულად მაგ.

მშობლების 60 პროცენტი აცხადებს რომ ინფორმირებულია რას აკეთებს თავისი

შვილი თავისუფალ დროს, 30-მა პროცენტმა ხშირად იცის, ხოლო 10-მა

პროცენტმა იშვიათად იცის.

მშობლების 25 პროცენტი რთავს მოსწავლეს საოჯახო საქმეების ,

გადაწყვეტილების მიღების პროცესში, 50-ხშირად რთავს, ხოლო 30 იშვიათად.

მშობლების 60 პროცენტი ყოველთვის ინტერესდება შვილის სამეგობრო წრის

მიმართ, 35 პროცენტი ხშირად, ხოლო 5 პროცენტი იშვიათად.

მშობელთა 15 პროცენტი ყოველთვის ეხმარება შვილს საშინაო დავალების

მომზადებაში, 20 პროცენტი ხშირად, ხოლო 75 პროცენტი იშვიათად.

I, II, III მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შემდეგ დავგეგმე შეხვედრა

მშობლებთან და გავაცანი შედეგები. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, დავფიქრდით,

ვიმსჯელეთ. გამოიკვეთა პრობლემა შვილის საკლასო ცხოვრებით დაინტერესებასთან

მიმართებაში. აღნიშნულმა განაპირობა IV კვლევის, მონაცემთა შეგროვების

აუცილებლობა.

0

10

20

30

40

50

60

70

დახმარება

გაკვეთილებისა და

საშინაო დავალების

მომზადებაში

ინფორმირებულობა

თავისუფალი დროს

გამოყენების შესახებ

ჩართულობა

საოჯახო საქმეში და

გადაწყვეტილების

მიღების პროცესში

დაინტერესება

სამეგობრო წრის

მიმართ

ყოველთვის

ხშირად

იშვიათად

Page 18: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

18

კვლევის IV ეტაპი

მიზანი: შვილის საკლასო ცხოვრებით დაინტერესების მაჩვენებლის დადგენა.

სამიზნე ჯგუფი: 15 მშობელი;

დრო: 25-28 ნოემბერი;

მეთოდი: ანკეტური გამოკითხვა

ანკეტა - ცხრილი IV-1

კითხვები ყოველთვის ხშირად იშვიათად

1 ხართ თუ არა

ინფორმირებული

სკოლაში მიმდინარე

პროცესების,

სიახლეების მიმართ?

2 ინტერესდებით და

ეცნობით

მოსწავლეების

უფლებების და

მოვალეობების მიმართ

ინფორმაციას.

რამდენად იცნობთ

სკოლის შინაგანაწესს?

3 დასწრებიხართ

მშობელთა კრებებს?

4 დასწრებიხართ

სასკოლო

ღონისძიებებს?

5 ოდესმე მიგიმართავთ

სკოლისათვის რამე

ინიციატივით ან

წინადადებით?

6 გიშლით ხელს თქვენი

სამუშაო გრაფიკი

სკოლასთან

ურთიერთობაში?

7 გიქმნით პრობლემას

სკოლიდან თქვენ

საცხოვრებლამდე

მანძილი სკოლასთან

ურთიერთობაში?

Page 19: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

19

დიაგრამაზე წარმოდგენილია მშობელთა გამოკითხვის ანალიზი საკლასო ცხოვრებაში

ჩართულობის პრობლემასთან დაკავშირებით. ანალიზის შედეგების საფუძველზე ჩანს, რომ

ყველაზე დიდი პრობლემა მშობელთა მხრიდან მოსწავლის მშობლისა და მასწავლებლის

უფლება-მოვალეობის არასაკმარისი ცოდნაა, რომელსაც მსგავსი პასუხი გასცა მშობელთა

40%-მა. 30-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას სკოლაში

მიმდინარე პროცესებს მიმართ. ნაკლებ ინტერესს იჩენს 20% და მოუცლელობაა მთავარი

მიზეზი 10 პროცენტისათვის (იხ. დიაგრამა ქვემოთ)

1.9 მონაცემთა შეგროვების საერთო ანალიზი

კვლევის შედეგების საფუძველზე გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები.

1. მშობლებისა და მოსწავლეების უფლებების და მოვალეობების არასაკმარისი ცოდნა;

2. სკოლაში მიმდინარე სიახლეების შესახებ მშობელთა ნაკლები ინფორმირებულობა;

30%

40%

20%

10%

მშობელთა ჩართულობის ანალიზი

სკოლაში მიმდინარე

სიახლეების შესახებ მშობელთა

ნაკლები ინფორმირებულობა

მშობლებისა და მოსწავლეების

უფლებების და მოვალეობების

არასაკმარისი ცოდნა

სასკოლო ცხოვრებისადმი

ნაკლები ინტერესი

მშობელთა მოუცლელობა

Page 20: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

20

3. პედაგოგიური მეთოდებისა და მიდგომების ნაკლები ცოდნა;

4. სასკოლო ცხოვრებისადმი ნაკლები ინტერესი;

5. სკოლაში ჩართულობის გზების შესახებ არასაკმარისად ინფორმირებულობა;

6. სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები;

7. შორი მანძილი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე;

8. მშობელთა მოუცლელობა;

თავი II

მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ინტერვენციების დაგეგმვა

1. მშობელთა ცნობიერების ამაღლება სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეთა სასწავლო

პროცესში ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

2. ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში მშობლების აქტიური ჩართვა.

3. მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებაში მშობელთა აქტიური მონაწილეობა.

2.1. ინტერვენციების გეგმა

N ინტერვენცია განხორციელების

დრო

პასუხისმგებელი

პირი

შესრულება

1 მშობელთა ოთახი ოქტომბერი მ.ზოიძე

2 საინფორმაციო

შეხვედრები

მშობლებთან

სისტემატიურად მ.ზოიძე

3 მშობელთა შეხვედრა

საგნის

მასწავლებლებთან

დეკემბერი-

იანვარი,

თებერვალი

მ.ზოიძე

4 მოლოდინების დაფა დეკემბერი მ.ზოიძე

5 „დრო“ იანვარი მ.ზოიძე

6 გაიცანი შენი შვილი

გაკვეთილზე

თებერვალი მ.ზოიძე

7 თამაში მარტი მ.ზოიძე

8 თვითრეგულაცია აპრილი მ.ზოიძე

9 თვითშემეცნება აპრილი მ.ზოიძე

Page 21: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

21

ინტერვენციების გამოყოფა

ინტერვენცია I

2.2. მშობელთა ოთახი

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ მშობელთა ოთახში მოვაწყვეთ ჩვენი

კლასის კუთხე, სადაც იმართება შეხვედრები. მიმდინარეობს მსჯელობა, აზრთა გაცვლა

სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, იდეებისა და მოსაზრებების გაზიარება.

2.3. კვლევაში მშობელთა ჩართვა:

ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა. მოვიწვიე მშობლები სკოლაში კვლევით საინფორმაციო

შეხვედრაზე (მაქსიმალურად შევეცადე ყველა მშობელი მოსულიყო, აქტიურად ჩავრთე

მოსწავლეები ამ პროცესში, მშობლებს მივაწვდინე ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა არ იქნებოდა

განსჯადი ეს იქნებოდა შეხვედრა სადაც ერთად დავგეგმავდით თავიანთი შვილებისთვის ისეთ

აქტივობებს რომელიც მათ დაეხმარებოდა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში. შედეგმა

მოლოდინს გადააჭარბა, ზოგიერთი ბავშვის ორივე მშობელი გამოცხადდა სადაც დირექტორთან

ერთად გავაცანი ჩემი იდეა და ვესაუბრეთ თუ რატომ არის საჭირო საკლასო ცხოვრებაში

მშობელთა ჩართულობა, გაეცნენ სამართლებრივ აქტებს: ზოგადი განათლების კანონს, სკოლის

შინაგანაწესს, სასკოლო სასწავლო გეგმას. სკოლის, მასწავლებლის, დირექციის, მოსწავლის და

მშობლის უფლება მოვალეობებს.

ინტერვენცია II

2.4. შეხვედრა საგნის მასწავლებლებთან

მშობლები შევახვედრე ყველა საგნის მასწავლებლებს, იყო როგორც საერთო შეხვედრა ასევე

ინდივიდუალურად ერთი მშობელი ერთი მასწავლებელი, სადაც პირადად გაეცნენ თავიანთი

შვილების მონაცემებს, პროგრესის შესაძლებლობებს.

2.5. საქმიანი შეხვედრა შვილის გვერდით

ცხრილის სახით ამოვწერე ინდივიდუალურად მოსწავლეების აკადემიური მოსწრება

თითოეულ საგანში და გავაცანი თავიანთ მშობლებს, რის შემდეგ მშობლებმა გაიგეს თუ რომელ

საგანში ჭირდება დახმარება (ასეთ ცხრილს მშობლებს ყოველ თვის ბოლოს ვაცნობ

მოსწავლეების დახმარებით).

Page 22: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

22

მშობლებმა შვილის მიმდინარე შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს კონსულტაცია სასწავლო

საგნებში რა შედეგია მისაღწევი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, როგორია ამ

საქმეში, მასწავლებლის საქმიანობა როგორია მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე, და რაში

ხედავენ სუსტი მხარის დაძლევაში მშობლების როლს, რაც პროგრესის შესაძლებლობების

პირობას შექმნის.

ინტერვენცია III

2.6. მოლოდინების დაფა

ფლიფჩარტის ფურცელზე გავაკეთე მოლოდინების დაფა, სადაც თითოეული მოსწავლის სახელი

გამოვკვეთე, მშობლებს ჩამოვაწერინე ფურცელზე სამი სურვილი, რომელიც ერთი თვის ვადაში

უნდა შეესრულებინათ მოსწავლეებს (სლაიდი).

Page 23: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

23

ინტერვენციის შედეგი:

განხორციელებული აქტივობებით. მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ შვილის სწავლის

მართვაში რაც აისახა შედეგზე. იყო შემთხვევები, როცა მშობლები მიკავშირდებოდნენ და

კითხულობდნენ გაკვეთილების ცხრილს, თუ რომელი გაკვეთილები ქონდა თავის შვილს

მოსამზადებელი. რის შემდეგ ბავშვები მოდიოდნენ თითქმის ყოველთვის მომზადებული, რაც

დადებითად აისახა აკადემიურ მოსწრებაზე. მოლოდინების დაფამ გამოიღო დადებითი შედეგი.

ყველა მოსწავლე მაქსიმალურად ცდილობდა შეესრულებინა ის სურვილები, რომელიც

მშობლებმა ჩამოწერეს. მოსწავლეებს ეს ერთი თვის განმავლობაში უნდა შეესრულებინათ.

რადგან იცოდნენ, რომ ერთი თვის შემდეგ მშობლები მოიკითხავდნენ რამდენად შეასრულეს

აღნიშნული სურვილები.

Page 24: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

24

ინტერვენცია IV

2.7. „დრო“

ესწრებიან მოსწავლეები და მშობლები

ფლიფჩარტზე ცნება „დროს“ მოსწავლეები მშობლებთან ერთად მსჯელობენ. თანდათან

ვაწვდი ქვემოთ მოცემულ დავალებებს, რომელსაც ასრულებენ ინსტრუქციის მიხედვით

IV.1

ცნება „დრო“

( საერთო საკლასო დისკუსია - დროის გამოყენება ზოგადად)

თვითდაკვირვება „რაში ვხარჯავ დროს დღის განმავლობაში“

(მოსწავლები ჯგუფურად წერენ ფლიფჩარტზე და აკეთებენ პრეზენტაციას)

IV.2

საერთო საკლასო მსჯელობა „დრო რომელსაც ტელეფონთან ვატარებ სასარგებლოა

თუ ? ----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

--

IV.3

ათ წუთიანი ესე „რას ნიშნავს ჩემთვის დროს მართვა“

(დაწერა, პრეზენტაცია)

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

Page 25: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

25

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

------------

IV.4

დრო რომელსაც მშობლებთან საუბარში ვატარებ

( მოსწავლეები: დაწერა, წარდგენა ინდივიდუალურად)

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------

დრო რომელსაც შვილებთან საუბარში ვატარებ

IV.5

წერილი მშობლებს: „რაში ვხედავ თქვენს დახმარებას საშინაო დავალების

შესრულების დროს“

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------

IV.6

წერილი შვილს: „როცა შენ საშინაო დავალებას ასრულებ“

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------

Page 26: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

26

IV. 7

რეკომენდაცია საკუთარ თავს: „როგორ ვმართო დრო“

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------

IV.8

თვითდაკვირვება „საშინაო დავალების შესრულების დრო - დღეების მიხედვით“.

მოსწავლის სახელი და გვარი -----------------------------------------------

N დღის

პირველ

ნახევარს

ძირითადად

სად ვატარებ

რამდენ დროს

ვუთმობ

საშინაო

დავალების

შესრულებას

რამდენ

დროს

ვუთმობ

ტელეფონს,

სოციალურ

ქსელს

საშინაო

საქმეებს

რამდენ

დროს

ვუთმობ

რამდენ

დროს

ვუთმობ

მეგობრებს

როგორ

ვატარებ

შაბათ

კვირას

1 15.11

2 16.11

3 17.11

Page 27: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

27

4 20.11

5 21.11

6 22.11

7 23.11

შედეგი: მოცემულმა ინტერვენციამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს უმრავლესობას

უჭირდათ დროს გონებრივი მართვა, მშობლების ნაწილი არც კი დაფიქრებულა ამ

საკითხთხზე.

ამ ინტერვენციის ძირითადი შედეგი იყო, ის რომ მოსწავლეები და მშობლები

დაფიქრდნენ დროს მართვაზე და შემდეგ ცდილობდნენ მის გონებრივად გამოყენებაზე.

ინტერვენცია V.

2.8. ,,გაიცანი შენი შვილი გაკვეთილზე“

კვლევის შედეგების გათვალისწინებით მშობლები ჩავრთეთ საგაკვეთილო პროცესში, იმ მიზნით,

რომ უკეთ გაეცნობიერებინათ ის სტრატეგიები, მიდგომები, რაც გაკვეთილზე სრულდება საკლასო

სამუშაოს სახით, ეს ხელს შეუწყობდა საშინაო დავალების შესრულებაში მშობლის ჩართულობის

ხარისხის ამაღლებას.

გაკვეთილის ორგანიზაციის სიახლე იყო, რომ ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეებთან ერთად

მონაწილეობდნენ მშობლები. ისინი მოსწავლის როლში იმყოფებოდნენ. გაკვეთილის

ორგანიზაციის ფორმა იყო შემაჯამებელი, თემად შევარჩიე „საქართველოს გამაერთიანებელი

მეფეები“, ფარნავაზ მეფე, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III და დავით აღმაშენებელი. თემატიკის

მარავალფეროვნება იძლეოდა საშუალებას, რომ გაკვეთილში აქტიურად ჩართულიყო ყველა

მოსწავლე, აქტივობები შევუსაბამე თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, რათა ყველა

მოსწავლეს შექმნოდა პირობები შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად

გამოვლენისათვის. გაკვეთილისთვის შერჩეული იყო სხვადასხვა აქტივობები: გამოწვევა,

ჯგუფებში მუშაობა, რუკების აწყობა, ცოდნის ტრანსფერი, დისკუსია და პრობლემის ანალიზი. ამ

აქტივობებმა საშუალება მომცა თითოეულ მოსწავლეს დავალების შესრულებაში დახმარებოდა

მშობელი.

Page 28: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

28

ა) მშობლის მოსაწვევი ბარათები საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისათვის (მოამზადეს

მოსწავლეებმა)

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა: საქართველოს გამაერთიანებელი მეფეები

ფარნავაზ მეფე

ვახტანგ გორგასალი

ბაგრატ III

დავით აღმაშენებელი

გაკვეთილის მიზანი:

მშობელთა და მოსწავლეთა მოტივირება

გაკვეთილზე

გამოყენებულ

აქტივობები

და მეთოდები

გამოწვევა

ჯგუფური მუშაობა

რუკების აწყობა

ცოდნის ტრანსფერი

დისკუსია

პრობლემის ანალიზი

Page 29: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

29

აქტივობა I გამოწვევა

განწყობის შესაქმნელად:

• მოსწავლეებს ვაჩვენებ თითოეული მეფის პორტრეტებს, ამოცნობის შემდეგ აკრავენ

წინასწარ გამზადებულ სტენდზე და წერენ მეფეების სახელს.

მშობლებს ვაჩვენებ დალუქულ კონვერტს კონვერტში საქართველოს გამაერთიანებელი მეფეების

სახელებია. მშობელი ირჩევს კონვერტს და ხსნის. რომელი მეფის სახელსაც აირჩევს, თავისი

შვილის ჯგუფი პრეზენტაციას გააკეთებს ამ მეფეზე.

ამ აქტივობის შედეგად მშობლები აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ საგაკვეთილო

პროცესში, რაც ჩემი გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო.

აქტივობა II ჯგუფებში მუშაობა და პრეზენტაცია

კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად მშობლებთან ერთად, დაურიგდათ წყაროები და პრეზენტაციას

აკეთებენ იმ თემაზე, რომელიც მას შეხვდა (მაგ. საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ტერიტორიულ

ადმინისტრაციული დაყოფა, სამხედრო რეფორმა და რელიგიური რეფორმა, განათლება,

კულტურა, ხელოვნება და სხვა). ჯგუფის წევრები მეფეების მოღვაწეობის შესახებ ფლიფჩარტზე

წერენ ძირითად საკითხებს და წარმოდგენილ ინფორმაცის ათავსებენ დაფაზე და შემდეგ

აკეთებენ ზეპირ პრეზენტაციას.

ვფიქრობ ეს დავალება იყო მიზანთან შესაბამისი, რადან მშობელს და შვილს ფაქტიურად

ერთად მოუწია მუშაობა, მშობელი აქტიურად ეხმარებოდნენ თავის შვილს იმ კითხვებზე

პასუხების გაცემაში რაც მას შეხვდა. ამ აქტივობამ მშობელს დაანახა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს

სახლში საშინაო დავალების მომზადებაში.

აქტივობა III- რუკების აწყობა

მოსწავლეებს წინასწარ ქონდათ დავალება ოთხივე მეფის დროინდელი საქართველოს

რუკის შედგენა. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და რეგიონების მიხედვით მოამზადეს

ასაწყობი რუკები, რომელიც დიდი ფორმატის ქაღალდზე დაამაგრეს. შეიქმნა საქართველოს

ოთხივე მეფის პერიოდის ოთხი რუკა.

ამ აქტივობის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს გამოემჟღავნებინათ თავისი შემოქმედებითი

ნიჭი, თან მშობლებისთვის იყო საინტერესო რადგან ამ გაკვეთილზე დაინახეს თავიანთი

შვილების ის ნიჭი და უნარი, რომელსაც შეიძლება სახლში ვერ ამჩნევდნენ

Page 30: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

30

აქტივობა IV – დისკუსია მეფეთა შედარება და ანალიზი

მოსწავლეებმა თავიანთ აწყობილ რუკებზე, შესაბამის ადგილზე დაამაგრეს მეფეთა მიერ

აგებული ეკლესია მონასტრების და ციხესიმაგრეების პიკტოგრამები.

ეს აქტივობა ემსახურებოდა იმ ცოდნის გამტკიცებას რაც მოსწავლეებმა პრეზენტაციის

დროს მიიღეს, მშობელიც აკვირდებოდა თუ რამდენად შეძლო თავის შვილმა დავალების

შესრულება და რაში ჭირდება მას დახმარება.

აქტივობა V - ცოდნის ტრანსფერი

პრეზენტაციის და წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაიმართა დისკუსია

მშობელთა მონაწილეობით. ვსვამდი პრობლემურ კითხვებს და მოსწავლეები

მშობლებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

აქტიობა VI- პრობლემის ანალიზი

მოსწავლეები და მშობლები დავყავი სამ ჯგუფად, რომლებსაც დაევალათ დავალება

ყივჩაღების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით დადებითი და უარყოფითი მხარეები, ერთი

ჯგუფი მომხრეთა პოზიციას იცავს მეორე მოწინააღმდეგის, ხოლო მესამე მაყურებელი

„ოცდამეერთე საუკუნიდან“ რომელმაც შეაფასა სწორად მოიქცა თუ არა დავით აღმაშენებელი.

ვფიქრობ ამ აქტივობებით მივაღწიეთ მიზანს მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ

საგაკვეთილო პროცესში შვილებთან ერთად, რაც პროექტის მთავარი მიზანი იყო. შვილებმა

დაინახეს მშობლების მხარდაჭერა და ამაღლდა შვილებში მშობლების მიმართ ნდობის ხარისხი,

ასევე გაიზარდა მოსწავლეების მოტივაცია სწავლის მიმართ.

გაკვეთილების შემდეგ მშობლებს ვაჩვენე წინასწარ მომზადებული სლაიდი

„ფოტოკოლაჟი უახლოესი წარსულიდან“, რომელშიც ნაჩვენები იყო ქრონიკები მოსწავლეთა

სასკოლო ცხოვრებიდან(მათი შვილები სკოლაში მისვლის დღიდან დღევანდელ

გაკვეთილამდე). კოლაჟი საინტერესო აღმოჩნდა მშობლებისათვის, რადგან მოულოდნელი

კადრები იყო ასახული, რამაც მშობლებში გამოიწვია დადებითი ემოციური განწყობა სკოლის

მიმართ.

ამ გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა მშობლებს დაანახა, თუ როგორია თავისი

შვილი გაკვეთილზე, რაში ჭირდება დახმარება და როგორ დაეხმაროს მას საშინაო დავალების

მომზადებაში.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ ასევე მშობლებს დავურიგე ბარათები, რომელშიც უნდა

ჩაეწერათ თავიანთი შთაბეჭდილებები და რჩევები. ამ მიდგომამ მასწავლებლებში ნდობის

ხარისხი აამაღლა და მათმა გულწრფელმა რჩევებმა მეც დამაფიქრა რამდენიმე

Page 31: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

31

საკითხზე

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, ხოლო მშობლები მადლობის ფურცლებით და

მადლობა გადავუხადე აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც მამოტივირებელი უნდა გამხდარიყო

შემდგომი ურთიერთობების აქტიურად გაგრძელებისათვის

Page 32: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

32

გაკვეთილის შედეგი

მშობლების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან

გაანალიზეს თავიანთი შვილების ძლიერი მხარეები და დანახეს რაში ჭირდებათ დახმარება

უკეთესი შედეგების მისაღწევად. მაგალითად ერთერთმა მოსწავლემ მომდევნო გაკვეთილზე

აღნიშნა: „მამამ მირჩია პრეზენტაციის დროს ცოტა ნელა ვისაუბრო უკეთესი შედეგისათვის“.

ზოგიერთმა მშობელმა გამოთქვა აზრი: „ვერ წარმოვიდგენდი მარტო ერთ გაკვეთილზე ამდენი

შრომა და ენერგია სჭირდებოდა მასწავლებელს, რომ ჩემ შვილს უკეთ ესწავლა. „არ ვიცოდი ჩემი

შვილი ამდენს თუ მუშაობდა გაკვეთილზე და ასეთი უნარები ჰქონდა, მე დღეს ჩემი შვილი“

აღმოვაჩინე“.

ინტერვენცია VI

ესწრებიან მოსწავლეები და მშობლები

2.9. თამაში

საკუთარი სწავლის მართვის ერთ-ერთი ფაქტორია დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის

უნარების განვითარება. ამ მიზნით შევარჩიე, ისეთი ფორმა როგორიცაა თამაში. იგი იძლეოდა

რეალურად ცხოვრებაში არსებული ფაქტის, პროცედურების მოძიების, პოვნის და გამოყენების

შესაძლებლობას. მოსწავლეთა სწავლაში მშობელთა გააქტიურებას. ამასთან გარემო შეიქმნებოდა

ხალისიანი, საინტერესო, შედეგიანი.

მოსწავლეებს ვთხოვე მშობლებზე ჩამოერთვათ ინტერვიუ თუ როგორ ერთობოდნენ

თავისუფალ დროს მშობლები, როცა მათი ასაკის იყვნენ, კერძოდ დავავალე ხალხური თამაშების

მოძიება. შევთანხმდით, რომ გამოვიყენებდით სტრუქტურირებად ინტერვიუს

მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ კითხვარები, რომლებიც მშობლებზე უნდა დაესვათ,

კერძოდ:

ა. თქვენს ბავშვობაში, როგორ ატარებდით თავისუფალ დროს 14-15 წლის, რომ იყავით?

ბ. თამაშების, რომელი სახეობა იყო ყველაზე გავრცელებული?

გ. თქვენ რომელი თამაში მოგწონდათ ყველაზე მეტად?

დ. რას გვირჩევდით, რით დავკავდეთ თავისუფალ დროს?

Page 33: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

33

ინტერვიუებმა აჩვენა, რომ თამაშის გავრცელებული სახეობა იყო (საუბარია ხალხურ

თამაშობებზე) „ ჯოხა-ბილა“, „კოლტაშის ტყორცნა“, „დუზი“, „კენჭობანა“ და სხვა.

ამ თამაშებიდან გადავწყვიტეთ გაგვეცოცხლებინა „ჯოხა-ბილა“ და „კოლტაშის

ტყორცნა“.თამაშის გამართვამდე მოსწავლეები შეთანხმდნენ თამაშის წესებზე, კერძოდ:

იცავენ თამაშის წესებს;

ემოციებს გამოხატავენ არა უხეშად არამედ კორექტურად;

შედეგი: მშობლებმა და შვილებმა ერთად გაიხარეს „კვლევის“ შედეგით. თანამშრომლობით

ჩამოაყალიბეს თამაშის აღწერა და წესი. მშობლებმა გააცოცხლეს მივიწყებული ბავშვობა,

შვილებმა გაიგეს რას და როგორ თამაშობდნენ მშობლები.

მოსალოდნელზე მეტი დაინტერესება გამოიწვია თამაშმა. ეს იყო თაობათა ინტერესების

საოცარი თანხვედრა. თამაშის წესები დავარიგეთ „მაყურებლებში“.

ინტერვენცია VII

2.10 გასვლითი საგანმანათლებლო სემინარი ექსკურსია

მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მათი

ინიციატივით შედგა გასვლითი საგანმანათლებო ექსკურსია სემინარი ჯავახეთში.

აღვნიშნავ, რომ ხშირი იყო შემთხვევა, რომ შვილებს არ სურდათ მშობლების

ექსკურსიაზე „გამოყოლა“, ამჯერად თვითონ პატიჟებდნენ მშობლებს, თანაკლასელის

მშობლებსაც კი. გზაში ერთად ვმღეროდით, ვხუმრობდით. მოვილოცეთ ისტორიული

ტაძრები. ნინოწმინდაში დავესწარით ნინოობის დღესასწაულს, ვიტრაპეზეთ ბავშვთა

სახლში. ჩავატარეთ საგანმანათლებლო სემინარები „მოდიოდა ნინო მთებით“... „ციხე

ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად“.

ინტერვენცია VIII

Page 34: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

34

2.11. თვითრეგულაცია

მიზანი: თვითრეგულაციის შესაძლებლობების განსაზღვრა

კითხვა: რა იწვევს სწავლაში წარუმატებლობას?

მოსწავლეებს მივაწოდე სავარაუდო ვერსიები: ა. იმედგაცრუება, ბ. მარცხი, გ. გაბრაზება, დ.

მარტოობა, და ვთხოვე დაეწერათ ესე.

ინტერვენცია IX

2.12. თვითშემეცნება

I მშობლები

დიალოგო: „განცდები შვილის სწავლის შედეგის გაცნობის შემდეგ“

ა. გახსენება - როგორი განცდები მქონდა კვლევაში ჩართულობამდე.

ბ. შეფასება - როგორი განცდები მაქვს ამჟამად.

II მოსწავლეები.

დიალოგი: გახსენება:

ა. რას განვიცდიდი, როცა მშობელი ჩემი სწავლის შედეგს გაიგებდა.

ბ. რა განცდა მაქვს ამჟამად.

თავი III

3.1. ინტერვენციების შედეგების შეფასება.

მშობელთა ოთახის გამოყოფით შევძელი აზრთა გაცვლა სხვადასხვა მნიშვნელოვან

საკითხებზე, იდეებისა და მოსაზრებების გაზიარება.

მშობლებმა შვილის მიმდინარე შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს კონსულტაცია

სასწავლო საგნებში რა შედეგია მისაღწევი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით,

როგორია ამ საქმეში, მასწავლებლის საქმიანობა და რითი შეიძლება დაეხმარონ შვილებს.

მოლოდინების დაფამ გამოიღო დადებითი შედეგი. ყველა მოსწავლე მაქსიმალურად

ცდილობდა შეესრულებინა ის სურვილები, რომელიც მშობლებმა ჩამოწერეს.

მოსწავლეებს ეს ერთი თვის განმავლობაში უნდა შეესრულებინათ. რადგან იცოდნენ, რომ

ერთი თვის შემდეგ მშობლები მოიკითხავდნენ რამდენად შეასრულეს აღნიშნული

Page 35: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

35

სურვილები. ამ აქტივობამ მოსწავლეებში დადებითი, სასურველი თვისებების

გაძლიერებას, გააქტიურებას შეუწყო ხელი.

მშობლების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერვენცია

იყო, რადგან მშობლები მაქსიმალურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, გაანალიზეს

თავიანთი შვილების ძლიერი მხარეები და დაინახეს რაში ჭირდებათ დახმარება უკეთესი

შედეგების მისაღწევად.

ინტერვენცია თამაშის ძირითადი შედეგი იყო ის რომ მშობლები და შვილები უფრო

გულახდილები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. მოსწავლეებმა მოირგეს ჟურნალისტების

როლი.

გასვლითი საგანმანათლებლო სემინარი ექსკურსიის შედეგია ის რომ მშობლები,

მასწავლებლები და მოსწავლეები დაუახლოვდნენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას

დამეგობრდნენ.

ყველა ამ ღონისძიების საერთო შედეგი იყო ურთიერთნდობის ჩამოყალიბება მოსწავლეს

მასწავლებელსა და მშობელს შორის. პოზიტიურად შეიცვალა მშობელთა

დამოკიდებულება შვილის სწავლის მიმართ. მოსწავლეები წახალისდნენ და შესაბამისად

გაუმჯობესდა მათი აკადემიური მოსწრება, გახდნენ უფრო მეგობრული ერთმანეთის

მიმართ, ეხმარებოდნენ, ზრუნავდნენ ერთმანეთზე. ხელი შეეწყო საკუთარი პრინციპების

და ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესის სწორი მიმართულებით განვითარებას.

მშობლის სკოლაში მოსვლა შვილის წარმატებით სიხარულის განცდა გახდა.

დასკვნა

3.2. დასკვნები და რეკომენდაციები

პირად პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მშობელთა უმრავლესობას

არ აქვთ სწორი, მართებული შეხედულებები თავისი შვილის სწავლების

შესაძლებლობებზე და შესაბამისად შედეგებით ხშირად არის უკმაყოფილო, რაც

არასასურველ გავლენას ახდენს სასწავლო გარემოზე და მოსწავლის მიერ საკუთარი

სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე.

მოსწავლის მიერ საკუთარი სწავლის მართვა არის კვალიფიკაციათა ეროვნულ ჩარჩოს

საბაზო და საშუალო საფეხურის შედეგის ერთ-ერთი მახასიათებელი, ეროვნული

სასწავლო გეგმის ძირითადი მეთოდიკური ორიენტირის შემადგენელი, საგნობრივი

გეგმის სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნა.

მოსწავლის მიერ საკუთარი სწავლის მართვის შესახებ არსებობს საკმაოდ მდიდარი

ფსიქოლოგიური, პედაგოგიური, მეთოდური გამოკვლევები, შეხედულებები,

რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება სასურველია კლასის მოსწავლეთა

საჭიროებების ანალიზის საფუძველზე.

გასაზიარებელ მოსაზრებად მივიჩნევთ, რომ მოსწავლეთა სწავლაში ჩამორჩენა ერთ-

ერთი მიზეზია: მშობლის უინტერესობა შვილის სწავლის პროცესის მიმართ და

მხოლოდ შედეგზე რეაგირება.

მოსწავლეს საკუთარი სწავლის მართვაში ხელი უნდა შეუწყოს მშობლებმა,

მასწავლებლებმა, საამისოდ საჭიროა ერთობლივი მუშაობა, ერთნაირი მიდგომები.

მნიშვნელოვანის სოციოემოციური უნარების განვითარება, რომელიც ხელს უწყობს

საკუთარი სწავლის მართვას.

ეფექტურია მშობლის შვილის სწავლის ხარისხით დაინტერესება, კვლევა.

Page 36: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

36

მშობელთა შეხვედრების ჩატარება ორგანიზებულ გარემოში ქმნის მსჯელობის, აზრთა

ურთიერთგაცვლის, ახალი იდეების ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობ ფაქტორებს.

საამისოდ შეიძლება გამოყენებული იქნას სკოლის „მშობლის ოთახი“.

სასურველი და საჭიროა მშობლები იცნობდნენ ყველა იმ ოფიციალურ მოთხოვნას, რაც

შეეხება სწავლების, სწავლისა და შეფასების საკითხებს

ეფექტური გამოდგა საგნის მასწავლებელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლის

სწავლის შედეგებთან ერთად პროგრესის შესაძლებლობების შესახებ. ამ მიდგომით

მშობლებმა უკეთ დაინახეს საგნების მიხედვით თავიანთი შვილების ძლიერი და სუსტი

მხარე, და სუსტი მხარის დაძლევის გზები. პროგრესის პერსპექტივაც მიმზიდველი

აღმოჩნდა.

მოტივაციის ამაღლებას ხელი შეუწყო ინტერვენციამ „მოლოდინების დაფა“, სადაც

თითოეული მოსწავლის დაფაზე განთავსებულ „ქაღალდის უჯრაში“ მშობელი ათავსებს

სამ სურვილს, რომლის შესრულებას ერთი თვის ვადაში ელოდება

ეფექტური აღმოჩნდა ინტერვენცია „დრო“. მოსწავლეებიც და მშობლებიც დაფიქრდნენ

იმ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სწავლის მართვისათვის და

ზოგადად ადამიანისათვის. გააცნობიერეს დროის ორგანიზების მნიშვნელობა. ისწავლეს

დროის დაგეგმვისადმი მიდგომები, სხვისი დროს გაფრთხილება. დროს ფუჭად

დაკარგვისგან თავის არიდება. საშინაო დავალების შესასრულებელი დროს მართვა.

განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩდა ინტერვენცია „გაიცანი შენი შვილი გაკვეთილზე“

საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და ჩატარება მშობელთა ჩართულობით.

მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით შესაძლებელი გახდა მშობელს არა

მხოლოდ დაენახა არამედ თითონაც ყოფილიყო მონაწილე საკუთარი სწავლის მართვაში

გაკვეთილზე, რითაც გააცნობიერეს იმ საქმიანობის არსი, რასაც მასწავლებელი და

მოსწავლე გაკვეთილზე ასრულებენ, გაიცნეს ის მიდგომები, რითაც შეიძლება

დაეხმარონ შვილს სახლში დამოუკიდებელ სწავლაში.

საკუთარი სწავლის მართვის ხარისხის ამაღლებისათვის თამაშის აქტივობის გამოყენებამ

ხელი შეუწყო კვლევითი უნარების განვითარებას, დადებითი ემოციის შექმნას,

შვილების, მშობლებისა და მასწავლებელს შორის ნდობის გაძლიერებას, საკუთარი

სწავლის გამოცდილების გაზიარებით მიღებული სიხარულის განცდას.

საკუთარი სწავლის შედეგების დემონსტრირების საშუალებად შეიძლება გამოყენებული

იქნას გასვლითი საგანმანათლებლო სემინარი.

დაფიქრებისათვის ეფექტური გამოდგა თვითრეგულაციის რაობის გეგმა და შესაბამისად

დაკვირვება საკუთარ სწავლაზე.

ჩატარებული კვლევის ერთგვარი შეჯამება გახდა თვითშემეცნების მიზნით ჩატარებული

აქტივობა.

3.3. კვლევის შედეგების პრეზენტაცია

კვლევის დასრულების შემდეგ მოვახდინე შედეგების პრეზენტაცია კათედრის სხდომაზე,

რომელსაც ესწრებოდნენ კოლეგები და მშობლები.

Page 37: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

37

3.4. რეფლექსია

კვლევის შედეგების გაზიარება

კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგი გავუზიარე კოლეგებს სასკოლო

კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ჩემი კოლეგები და სხვა სკოლების მასწავლებლები,

ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის (60 კრედიტიანი) მასწავლებელთა მომზადების პროგრამის

სტუდენტები. კოლეგებს კიდევ ერთხელ გავაცანი იდეის აქტუალობა თუ რატომ იყო

მნიშვნელოვანი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლის სწავლაში მშობელთა როლის

გაძლიერება. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში წარვუდგინე პრეზენტაციის

სახით. სიღრმისეულად განვიხილეთ თითოეული ეტაპი, კვლევისა და ინტერვენციების.

გავაანალიზეთ მიღწეული შედეგები და გავაცანი რეკომენდაციები .

კვლევის ანგარიში საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე პედაგოგებისათვის, გაიმართა მსჯელობა

დისკუსია. მასწავლებლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. მაგალითად მასწავლებელმა ---

---- აღნიშნა, რომ კვლევა, მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვის ხარისხის გაძლიერების

შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები საინტერესო და

მისაღებია მისთვის და იგი თავის პრაქტიკაში გამოიყენებს, მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით

საინტერესო რამაც ხელი შეუწყო მოსწავლის მოტივაციის ზრდას იყო მოლოდინების დაფა,

რადგან მოსწავლე ცდილობდა აესრულებინა მშობლის სურვილი, რომელიც

მასწავლებლისთვისაც იყო ცნობილი და თან იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ გაზომვადია და

დროში არ არის გაწერილი. იგი ამბობს რომ ამ მეთოდს ხშირად გამოიყენებს საკუთარ

პრაქტიკაში. სხვებმა: --------------------------------- მისასალმებელია რომ ამ მიმართულებით

მასწავლებელმა გამოიჩინა ინტერესი და ჩაატარა კვლევა, რაც დაგვეხმარება მასწავლებლებს

უკეთესი შედეგების მიღწევაში, შეგვიძლია გავითვალისწინოთ ბევრი აქტივობა და

დავუახლოვოთ მშობელი შვილს, მასწავლებელს, სკოლას და სხვ. საინტერესო იყო ყველა

აქტივობა, მშობელთა თამაშში ჩართვა, გაკვეთილზე დასწრება, ერთობლივი ექსკურსია და ა.ს.შ.

მასწავლებლებს, --------------------------------------- დააინტერესათ რა იყო ყველაზე რთული

განსახორციელებელი კვლევის და ინტერვენციების დროს, რისი გათვალისწინება დაჭირდებათ

მათ მშობელთა სწავლაში ჩართვის დროს?

მე გავაცანი რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და რა იყო ყველაზე რთული

შესასრულებელი. რა თქმა უნდა საერთოდ კვლევის წარმოება იყო რთული იმიტომ რომ ის

შეიცავდა საფრთხეებს:

1. რამდენად ჩაერთვებოდნენ მშობლები ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში;

2. რამდენად მოვიდოდნენ შეხვედრებზე და ითანამშრომლებდნენ ჩვენთან ;

3. რამდენად მაღალი იქნებოდა ნდობის ხარისხი და რამდენად გულწრფელად

უპასუხებდნენ ჩვენს გამოკითხვებს;

4. რამდენად გამონახავდნენ დროს ინტერვენციების განხორციელების პროცესში;

5. როგორ მიიღებდნენ მოსწავლეები მშობელთა გააქტიურებას

- ყოველივე ამ პრობლემის გადაჭრა მოხდა ჩვენს მიერ მშობლებთან და მოსწავლეებთან

ღია გახსნილი კომუნიკაციის მეშვეობით, შესაბამისად გულწრფელმა

დამოკიდებულებამ ნდობის ხარისხიც აამაღლა.

- ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ჩემთვის იყო მშობელთა ჩართულობით

ერთობლივი გაკვეთილის ჩატარება, რადგან როცა ამდენი მშობელი გესწრება

Page 38: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

38

უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორი ვიქნები მე როგორც მასწავლებელი, რის

გამოვლენას შეძლებენ მოსწავლეები საკუთარი და თანაკლასელი მოსწავლის

მშობლის თანდასწრებით, მშობელი რამდენად შეძლებს ჩაერთოს შვილთან ერთად

გაკვეთილის პროცესში, ისე რომ მის ცოდნას და განათლებას რაიმე ჩრდილი არ

მიადგეს?

მგონია, რომ ყოველივე ამას საკმაოდ წარმატებით გავართვით თავი, მთავარია

აქტივობები და მეთოდები სწორად დაგეგმო.

კოლეგებისგან მიღებული უკუკავშირი ეხებოდა რეკომენდაციებსაც --------- აღნიშნა რომ

უკეთესი იქნებოდა მშობლები ერთდროულად კიარა, არამედ რამდენიმე მშობელი დამესწრო

ერთ გაკვეთილზე, რამდენიმე - მეორეზე და ასე ჩამერთო ყველა მშობელი, რადგანაც მშობელთა

და მოსწავლეთა სიმრავლე საკლასო ოთახის გადატვირთვას გამოიწვევდა. შენიშვნა მისაღები

იყო ჩემთვის, თუმცა კლასში მხოლოდ 15 მოსწავლე სწავლობს და მთლიანი რაოდენობა

დასაშვებ ნორმას 30 პიროვნებას არ აღემატებოდა.

მასწავლებლებმა საინტერსოდ მიიჩნიეს ასევე მოსწავლის შედეგების ცხრილის სახით

სისტემატიურად მიწოდება მშობლისათვის, რადგან მშობელი თუ ვერ იცლის და ვერ მოდის

ხშირად შეხვედრებზე ჩვენ მივაწოდოთ სისტემატიურად მათი შვილის შედეგები.

----------- მივიღე რეკომენდაცია, რომ ამდენ განხორციელებულ ინტერვენციებთან კარგი

იქნებოდა კიდევ ერთიც შეგექმნა სოციალური სივრცეში ჯგუფი სადაც ერთმანეთს

გაუზიარებდით მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხების ირგვლივ

ელექტრონულ სივრცეს ვიყენებდით. ინფორმაციებს ვაწვდიდით მშობლებს ელექტრონულ

ფოსტაზე, სოციალური ქსელით, ტელეფონით, თუმცა ერთიანი ჯგუფის შექმნის იდეა

ნამდვილად მისაღებია და მას აუცილებლად განვახორციელებთ შემდგომში.

შედეგების და რეკომენდაციის გაზიარების შემდეგ კოლეგები ითვალისწინებდნენ,

რეკომენდაციებს, კერძოდ:

ინდივიდუალურად ნიშნების ამოწერას და მშობლებისათვის მიწოდებას;

მშობლების დასწრებას გაკვეთილებზე;

მშობლებთან ხშირ კომუნიკაციას;

საშინაო დავალების შესრულების დროს მშობლის ჩართვას;

მოლოდინების დაფის შექმნას;

სახალისო აქტივობებში მშობელთ ჩართვას მაგ. თამაშებში

კვლევა განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ ბლოგზე

https://melanozoidze1.blogspot.com/p/blog-page_25.html

Page 39: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

39

3.5. გამოყენებული ლიტერატურა:

1. ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი ნაწილი;

2. ეროვნული სასწავლო გეგმა საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი სტანდარტები;

3. დიმიტრი უზნაძე - შრომები ტ.V 1967 თბილისი „მეცნიერება“.

4. კოლბი დ.ა. toward an applied theuru of experientiat learning. 1975.

5. ალბერტ სელმანი - The growth of interpersonal understanding – 1980.

6. სკინერის - განვითარებისა და სწავლის თეორია -2011.

7. გოლმანის d. Cocini intelligence: 2006.

8. ჯონ დიუ - „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ – ელექტრონული რესურსი

https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/jon-diui.pdf

9. ჰ. გარდნერი ...... Gardner, 1943- 10. http://mastsavlebeli.ge/?p=2122

11. გობრონიძე ალექსანდრე „პედაგოგიკა ბათუმი 2000.

12. პერკინსკი დევიდ „განვითარებისა და სწავლის თეორია“ 2011.

13. „სოციალური პედაგოგიკა“- ც. მეგრელაძე, ხ. მახასაშვილი, გ.მელაძე ბათუმი 2009

14. G-PRIED „მშობელთა ჩართულობა.

15. სეტლინი ვ.ს მოსწავლეთა ჩამორჩენის პრობლემები - მოსკოვი 1982 წ.

16. ამონაშვილი შალვა - თანამშრომლობის პედაგოგიკა თბილისი 1982

17. ბარამიძე ნოდარ - ნებისყოფა, მოთხოვნილება, სწავლება - ბათუმი 1995

18. კვლევის ეთიკა გზამკვლევი II 2016 წელი.

19. კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩო.

მელანო ზოიძე:

წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის

Page 40: პრაქტიკაში გამოვლენილი კვლევის ანგარიშიkhandzteli.ge/melanozoidze.pdf3 თავი i შესავალი

40

ისტორიის მასწავლებელი

ხიჭაური 2017 წ.