სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების...

67
სსსსსსსს სსსსსს: სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს 1

description

სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის ანალიზისათვის“ მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.პუბლიკაცია არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

Transcript of სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების...

Page 1: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

სასწავლო მოდული:

გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის

ანალიზისათვის

2012

1

Page 2: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პროექტი - სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის ანალიზისათვის“ განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის --

„საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

 გრანტი# 677-11-211-3016-20

გრანტის მიმღები: გორის სასწავლო უნივერსიტეტი

პუბლიკაცია არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

პროექტი განხორციელებულია გორის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის და გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორების: რუიზან მექვაბიძე, ნანა ახალაია, ნინო ჯავახიშვილი, მალხაზ მაცაბერიძე,

ჯაკობ პოტულსკის, არკადიუს მოდრჟევსის მიერ.

პროექტის კოორდინატორი: რუიზან მექვაბიძე

ექსპერტები: ჯაკობ პოტულსკის, არკადიუს მოდრჟევსკი

2

Page 3: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

შინაარსი

# დასახელება გვერდი, #

1 სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის ანალიზისათვის

4

2 სილაბუსი #1: გადაწყვეტილების მიღება (შესავალი კურსი) 6

3 სილაბუსი #2:სტატისტიკა გადაწყვეტილების მიღებაში 21

4 სილაბუსი #3: პროგრამული უზრუნველყოფა STATA 28

5 სილაბუსი #4: გადწყვეტილების მიღების მეთოდები 38

6 პროექტის რეალიზაციის შედეგები გორის სასწავლო უნივერსიტეტში

55

7 სილაბუსი : გადწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში -1 55

8 ბიბლიოთეკა 108

Content

# Name page

1 Study Module: Decision making Technology in Practice for Social Policy Analysis

63

2 Syllabus #1: Decision making (indroduction course) 65

3 Syllabus #2: Statistics for decision making 76

4 Syllabus #3: Programme software STATA 82

5 Syllabus #4:Decision Making Methods 89

6 Project Implementation at Gor Teaching University 102

7 Syllabus: Decision Making Technology in Practice -1 102

8 Library 108

3

Page 4: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის ანალიზისათვის

(სამაგისტრო სწავლების პირველი კურსის სტუდენტებისათვის)

სოციალურმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს სოციალური პრობლემების არსის უკეთ გაგებას და მის შეცნობას, რის შედეგადაც უნდა ჩაირთოს პოლიტიკა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტას ეფექტურად გაართმევს თავს. სწორედ ამიტომ, მთავრობები ითავისებენ რა მიმდინარე სიტუაციებს, მზად არიან სოციალურ მეცნიერებებს მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ და რეალიზაცია გაუკეთონ მის პოტენციალს. ბუნებრივია, აუცილებელი ხდება კითხვებზე პასუხების გაცემა:

შეიძლება თუ არა სოციალური მეცნიერება სოციალური ცვლილებების აგენტი გახდეს? როგორ შეიძლება სოციალურმი მეცნიერებამ ხელი შეუწყოს სოციალურ პრაქტიკას? შეიძლება თუ არა მეცნიერების სხვა დარგები და ეკონომიკის სექტორები გახდნენ

შთაგონების წყაროები ცოდნის გაცვლის ახალი ფორმებისათვის? როგორ შეიძლება სოციალურ მეცნიერებსა და გადაწყვეტილების მიმღებების

დაახლოვება?

გადაწყვეტილების მიღება, როგორც ინტერდისციპლინური გაცვლების საფუძველი

შეიძლება დიდი ალბათობით ითქვას, რომ ადამიანს დამოუკიდებლად საკუთარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, რადგან საქმე აქვს დიდი მოცულობის ინფორმაციასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოების აზრს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ცნობილია, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ადამიანები წლებს უთმობენ, რომ სტუდენტებს ისე მიაწოდონ მათთვის საჭირო სასწავლო მასალა, რომ მათთვის ის ადვილად გასაგები და დასახსომებელი იყოს. ჩვენ გვჭირდება მეთოდი, რომელსაც კატალიზატორის მსგავსი რეაქცია ექნება იდეოლოგიის საკონტროლოდ. ამ მეთოდმა უნდა მოიცვას პოლიტიკური და ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. შემდეგ, საჭიროა ისინი მოვიყვანოთ რეალურ და სწორ თანმიმდევრობაში, ისე რომ ჩართული იყოს განსჯის უნარი და ანალიზი.

თუ ჩვენ მივმართავთ ადამიანთა ჯგუფს, მათი აზრის შესახებ რაიმე კონკრეტულ საკითხზე, პასუხი აუცილებლად დამოკიდებული იქნება ადამიანის პირად მოსაზრებასა და საკუთარ გამოცდილებაზე. თუ კითხვა ისეა ფორმირებული, რომ პასუხები შეზღუდულია, როგორიცაა გამოკითხვების შემთხვევები, ადამიანი ისეთი პასუხის გაცემას ეცდება, რომელიც შეესაბამება მის პირად მოსაზრებას. ამ შემთხვევაში, ეს სიტუაცია საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ, რომ „უმრავლესობა’“ მართალია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხი კორექტულია. თუ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს 50%-ზე ნაკლები შანსი მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მაშინ ჯგუფს კიდევ უფრო ნაკლები შანსი აქვს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სიზუსტე მიისწრაფის ნულისაკენ, რაც უფრო დიდია ჯგუფში ასეთი ადამიანების რიცხოვნება.

რა არის გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში?

გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში არის ცოდნის ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ქსელის დინამიკა. დინამიკის ინტერპრეტირების ანალიტიკური და კონცეპტუალური კომპეტენციები და ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღების მართვის საკითხი შესწავლის საგანს წარმოადგენს. მისი ტიპიური თემებია:

კვლევა და კვლევის მნიშვნელობა;4

Page 5: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

გადაწყვეტილების თეორია; ორგანიზაციული თეორია; კვლევის დიზაინი; რისკი და რისკის მართვა; სტრატეგიული მართვა; მოდელირება; გადაწყვეტილების ანალიზი.

მოსაზრება ემყარება იდეას, რომ ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები წარმოადგენენ საზოგადოების მამოძრავებელ ძალას და ორგანიზაციების მართვაში ჩართული გამოწვევები დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებისა, ცოდნის ტექნოლოგიების სისტემატიური გამოყენებისა და ინდივიდუალური და ჯგუფთა პროცესების კულტურული დინამიკის კომბინირებასთან.

გადაწყვეტილების მიღების ფოკუსი

ცოდნის ეკონომიკის ერთ-ერთი სპეციფიური მახასიათებელია ის, რომ რაც მეტია ცოდნა, მით ნაკლებია იმის გაცნობიერება, თუ რა არის ქმედების მთავარი კურსი, რომელსაც უნდა გავყვეთ. ცოდნა ყველა პრობლემის წამალია და რეალობაა ის, რომ ცოდნა საზოგადოებაში მატულობს, თუმცა ადგილი აქვს განუსაზღვრელობის, დაბნეულობისა და დისკუსიის ზრდასაც. ასეთი შედეგი თვითონ ცოდნის არსებითი მახასიათებელია და ცოდნა თავისი არსით, შემოქმედებითი დინამიკაა, რადგან ცოდნა ყოველთვის ქმნის ახალი ქმედებების შესაძლებლობებს და რადგან საზოგადოება და ეკონომიკა სულ უფრო ხდება ცოდნაზე დამოკიდებული, შესაძლებლობების გაზრდა გარადაუვალი შედეგია. ოფციების არსებობა ნიშნავს არჩევანის გაკეთების აუცილებლობას, ე.ი. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობასაც.

დღეს, საქმე გვაქვს საკმაოდ კომპლექსურ და ინტეგრირებულ გადაწყვეტილების მიღების სისტემასთან. ასეთი მიდგომა 1980-იანი წლებიდან მომდინარეობს და 1990 წლებში გაძლიერდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო:

ცოდნის მართვის აუცილებლობა; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტენსიური განვითარება.

საინფორმაციო სისტემები საყოველთაო გახდა. ერთის მხრივ, ისინი ცოდნის ფორმირების ხელშემწყობ გარემოს ქმნიან, ხოლო მეორეს მხრივ - წარმოადგენენ არაერთგვაროვნების მნიშვნელოვნების წყაროს. ამ სიტუაციას გავლენა აქვს ორგანიზაციისა და საზოგადოების საქმიანობაზე, თუ როგორ იმართებიან ისინი და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები.

პრობლემაძირითადი სოციალური პრობლემები, სოციალური პოლიტიკის ტენდენცია და მახასიათებლები და კვლევის პრაქტიკა არაადეკვატურადაა გადაწყვეტილი. კვლევის მიზანი ითვალისწინებს განსაზღვრას, აღწერას და ანალიზს ძირითადი კონცეფციის გასარკვევად; სოციალური პოლიტიკის შესასწავლად, თუ როგორ და რამდენად ეხებიან სოციალურ პრობლემებს და განსაზღვრულია თუ არა მომავალი კვლევების პრიორიტეტული მიმართულებები. სოციალური პოლიტიკის გაგება აღქმულია, როგორც კეთილდღეობა. რის გამოც, გაჩნდა გაუთვალისწინებელი პრობლემები და სხვადასხვა ბარიერები გადაწყვეტილების მიღების პროცესში:

იდეოლოგიური პრობლემები, რომლებიც რეფორმების გატარებას ხელს უშლიან; ისტორიული უთანხმოება მეცნიერებსა, პოლიტიკოსებსა, სერვის-პროვაიდერებსა,

ადმინისტრატორებსა და მენეჯერებს შორის; რისკის ფაქტორები ინდივიდუალურ და საზოგადოების დონეზე;

5

Page 6: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

მედიის ფაქტორი, რომელსაც თავისი პუბლიკაციებით გაურკვევლობა შეაქვს საზოგადოებაში;

კვლევების ცირკულირება; სამეცნერო კვლევების ჩამორჩენა გადაწყვეტილების მიღების პროცესისაგან.

სოციალური პოლიტიკის და პრაქტიკის ცნებაში ხშირად გამორიცხულია ეკონომიკა და ეკონომიკური განვითარება, რასაც ახალ პრობლემებამდე მივყავართ. მას დაემატა განათლების ფინანსირების პრობლემა და გადაწყვეტილების მიღების თეორიის სწავლების პრობლემა საუნივერსიტეტო დონეზე.

პროექტის (გრანტი #677-11-211-3016-20) ჩარჩოებში დამუშავებულია სასწავლო მოდული „გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის ანალიზისათვის“ სამაგისტრო სწავლების პირველი კურსის სტუდენტებისათვის, რომელიც მოიცავს 4 სილაბუსს:

გადაწყვეტილების მიღება (შესავალი კურსი); სტატისტიკა გადაწყვეტილების მიღებაში; გადაწყვეტილების მიღების საშუალებები და ტექნიკა (პროგრამული

უზრუნველყოფა - STATA); გადაწყვეტილების მიღების მეთოდები.

გორის სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო მოდული გათვალისწინებულია, როგორც სავალდებული კურსი.

სილაბუსი #1

გადაწყვეტილების მიღება (შესავალი კურსი)

ფოკუსი: გადაწყვეტილება უნივერსალური ფენომენია, რომელიც მოიცავს ინდივიდების, ჯგუფების, ასევე ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ცხოვრებას. გადაწყვეტილებების მიღება თითოეულ ჩვენთაგანს მთელი ცხოვრების მანძილზე უხდება. ჩვენ, სისტემატიურად ვღებულობთ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, თუ რა შევჭამოთ სადილზე, ან ძალზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პროფესიული კარიერის არჩევისას, ან გადაწყვეტილებებს, რომელთაც გლობალური შედეგები მოსდევს. გადაწყვეტილების მიღება პიროვნული, ოჯახური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ცხოვრების თანმდევი პროცესია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მიღება რთული საკითხია, რადგან საქმე გვაქვს სიტუაციის ანალიზის პრობლემასთან. ეს პრობლემა აერთიანებს მეცნიერებისა და კაცობრიობის მრავალ განსხვავებულ მიმართულებას: ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია და ა.შ.

შესავალი კურსი, გადაწყვეტილებების მიღებაში, სტუდენტებს აცნობს გადაწყვეტილების მიღების ძირითად პრობლემებს. ის მათ აწვდის ცოდნას, რომელიც სასარგებლო და გამოსადეგია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების სიტუაციის შეფასებისა და სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. კურსში ყურადღება გამახვილებულია სიტუაციების ანალიზის სამ დონეზე - მიკრო, მეზო და მაკრო, რომლებიც გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და მოიცავენ თანამედროვე ცივილიზაციის მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ინდივიდები, ბიზნესები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო ინსტიტუტები. ეს პრობლემები ქმნიან იმ ძირითად პირობებს, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას გვაიძულებს.

კურსი მოიცავს სხვადასხვა სოციალური მეცნიერების გამოცდილებას: ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერებები, კომუნიკაციის მეცნიერებები, სოციოლოგია, მენეჯმენტის მეცნიერებები და

6

Page 7: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ფსიქოლოგია. გადაწყვეტილების მიღების ფენომენის ცოდნა სტუდენტებისთვის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტური საშუალებაა.

მიზანი: პრობლემების გადაჭრის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძვლების შესწავლა გადაწყვეტილების მისაღებად.

უნარ-ჩვევები: პრობლემებისა და საფრთხეების დიაგნოზირება თანამედროვე მსოფლიოში; გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა დონეზე.

სწავლების მეთოდები:ლექციები, საკლასო დისკუსია, ესეები, ტესტირება, ინდივიდუალური და ჯგუფური პრეზენტაციები.

შეფასება:

კომპონენტები მაქს. ქულაშუალედური ტესტირება 20ესსე (500-100 სიტყვა) 15

ინდივიდუალური პრეზენტაცია 15

ჯგუფური პრეზენტაცია 10

ესსე (500-100 სიტყვა)+ გამოცდა 10 + 23=40სულ 100

თემა 1: მეცნიერება გადაწყვეტილებების შესახებ და გადაწყვეტილების მიღების პროცესი - ზოგადი შესავალი

ფოკუსი: გადაწყვეტილების მეცნიერება, გადაწყვეტილების მიმღები, გადასაწყვეტი სიტუაციის ანალიზი, გადასაწყვეტი პრობლემა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ელემენტები, გადაწყვეტილების მიღების პირობები, გადაწყვეტილების მიღების პრობლემის სტრუქტურირება, გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა და ხერხები.

აბსტრაქტი: განიხილება: კრეატიული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღება, როგორც კონკრეტული მოქმედების განხორციელების გადაწყვეტა, რომელიც ჩვეულებრივ, მოიცავს არჩევანს სხვადასხვა ალტერნატივებს შორის, პრობლემის გადაჭრის შემადგენელი ელემენტები: გადაწყვეტილება, შედეგი და დასკვნა.

გადაწყვეტილების მეცნიერებებს საქმე აქვთ ფართო ინტერდისციპლინურ სფეროსთან და მათ აინტერესებთ ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების ყველა ასპექტი. გადაწყვეტილების მეცნიერებების ახალი სფერო მიზნად ისახავს ინდივიდების, ჯგუფების და ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებას და გააზრებას. ზოგადად, გადაწყვეტილების მიღებისას, მეცნიერებები იკვლევენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს მრავალ დონეზე: ინდივიდუალური არჩევანით დაწყებული და ჯგუფური, ორგანიზაციული და სოციალური არჩევანით დამთავრებული. საინტერესოა არა ის, თუ როგორ "წყვეტენ პრობლემებს" გადაწყვეტილების მიმღებები, არამედ ის, თუ როგორ ახდენენ ისინი ასეთი პრობლემების იდენტიფიცირებას და რას სწავლობენ თავიანთი მოქმედებების შედეგებიდან.

გადაწყვეტილებები მიუთითებენ ჩვენს ქცევაზე, მათი ხარისხი გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება დიდ დროს მოითხოვს. ვერავინ ვერ აიცილებს თავიდან გადაწყვეტილების მიღებას. ყველა იღებს გადაწყვეტილებას პერმანენტულად. გადაწყვეტილება შეიძლება განისაზღვროს როგორც არჩევანი სხვადასხვა ალტერნატივებს შორის, რომლის შესრულება კონკრეტულ დროშია შესაძლებელი. გადაწყვეტილება, ასევე, შეიძლება იყოს გარკვეული მოქმედებისაგან თავის არიდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიუთითებს გარკვეულ არჩევანზე და არჩევანი

7

Page 8: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრობლემის გადაჭრის ალტერნატივებს უნდა გვთავაზობდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ ინფორმაციის მოძიებაზე და მიღებული გადაწყვეტილების შედეგების დამაჯერებლობაზე.

გადაწყვეტილების მიღების ანალიზი კონცენტრირებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ეს პროცესი განისაზღვრება როგორც ქმედებების სერია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისაკენ გვიბიძგებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესი რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. შესაძლებელია რამდენიმე მათგანის აღნიშვნა:

1. გადასაჭრელი პრობლემის განსაზღვრა - სიტუაციის დიაგნოზი; 2. ინფორმაციის მოძიება; 3. შესაძლო გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივების ანალიზი; 4. ალტერნატივების შედარება და შეფასება; 5. გადაწყვეტილების მიღება.

პრობლემის გაცნობიერება: რა არის გადაწყვეტილების მიღების სიტუაცია? რა არის გადასაწყვეტი პრობლემა? რა არის გადაწყვეტილების მიღების ძირითადი ელემენტები?

პრაქტიკული მაგალითები: სპეციალურ ლიტერატურაში შეიძლება ვიპოვოთ სხვადასხვა სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების მრავალი მაგალითი. ეს გადაწყვეტილებები მიიღება სხვადასხვა თემებზე, მაგალითად, ინდივიდების, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საეკლესიო იერარქების მიერ.

მაგალითი 1: ქალი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის გაჩენის შესახებ თავისი პროფესიული კარიერისა და საზოგადოებრივი საქმიანობის განმავლობაში. მას არჩევანი აქვს: ბავშვი გააჩინოს ან გააგრძელოს თავისი კარიერა და არსებული სოციალური ცხოვრება. პირველი ვარიანტი იწვევს ამ ქალის პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრების წყვეტას. მაგრამ როდესაც ქალი აგვიანებს გადაწყვეტილების მიღებას ბავშვის გაჩენის შესახებ, ამას შეიძლება მოჰყვეს პრობლემები უფროს ასაკში, ამიტომ მან უნდა გადაწყვიტოს, როდის აქვს საუკეთესო შესაძლებლობა, როდესაც შესაძლო დანაკარგები ყველაზე დაბალია,

მაგალითი 2: საჯარო პირი, რომელმაც გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანი უნდა გააკეთოს პოლიტიკური ან ეკონომიკური სტრატეგიების სხვადასხვა ალტერნატივებს შორის. თითოეულ ალტერნატივას აქვს თავისი უპირატესობა და ნაკლოვანი მხარეები. საჯარო მოსამსახურემ, რომელიც გადაწყვეტილებას ღებულობს, უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი ვარიანტი და გათვალოს ამ ვარიანტის შესაბამისი შედეგი. ამიტომ, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესისათვის. გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა საჭიროა გაანალიზოს სხვადასხვა ასპექტი და განჭვრიტოს მისი გადაწყვეტის პირობები.

მაგალითი 3. საქართველოს მთავრობა ცდილობს განსაზღვროს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. მან შეიძლება აირჩიოს: ა/ ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან; ბ/ნეიტრალიტეტი; გ/თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთთან. თითოეულ ამ ვარიანტს აქვს როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი მხარეები. ვარიანტი (ა) ნიშნავს ინტეგრაციის გრძელ გზას, რომელიც მოითხოვს სტრუქტურულ რეფორმებს ეკონომიკაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფეროს დემოკრატიზაციას და ლიბერალიზაციას, შიდა და გარე ურთიერთობების სტაბილიზებას. მას შეიძლება მოჰყვეს ურთიერთობების გაუარესება მეზობლებთან (რუსეთთან). ვარიანტი (ბ) ნიშნავს ბალანსირებას გარეშე ძალებს შორის, მაგრამ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას საერთაშორისო ურთიერთობებში. ვარიანტი (გ) იძლევა უფრო ეკონომიკურ სარგებელს, მაგრამ მას შეიძლება მოჰყვეს დემოკრატიული

8

Page 9: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

სტანდარტების შემცირება. უპირატესობებისა და ზარალის დეტალურმა ანალიზმა შეიძლება უფრო მარტივი გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვიყვანოს.

დისკუსია (საკამათო პრობლემები): როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მეცნიერებამ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება?

თემა 2 : გადაწყვეტილების მიღების თეორია და ანალიზი

ფოკუსი: გადაწყვეტილების თეორია, ნორმატიული და აღწერითი გადაწყვეტილების თეორია, გადაწყვეტილების მატრიცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

აბსტრაქტი: გადაწყვეტილების თეორია ინტერდისციპლინურია, რომელზედაც მუშაობენ ფილოსოფოსები, ეკონომისტები, ფსიქოლოგები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, სტატისტიკოსები. გადაწყვეტილების მიღების თეორია ეკონომისტების, მათემატიკოსების, ფილოსოფოსების, სოციალური მეცნიერების და სტატისტიკოსების ერთობლივი მცდელობის შედეგად შეიქმნა, როდესაც ისინი ცდილობდნენ გაეაზრებინათ, თუ როგორ ღებულობდნენ ან უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ინდივიდებსა და ჯგუფებს. გადაწყვეტილების თეორიას ანალიტიკოსები იყენებენ როგორც ზოგადი, ასევე პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებისას. არსებობს განსხვავება დესკრიპციულ და ნორმატიულ გადაწყვეტილების თეორიას შორის. ნორმატიული გადაწყვეტილების თეორია ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, თუ რა მოეთხოვებათ, ან რას უნდა აკეთებდნენ გადაწყვეტილების მიმღებები. გადაწყვეტილების თეორიაში მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა განსხვავება - ინდივიდებისა და ჯგუფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის.

გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე ანალიზი ის ძირითადი მეთოდია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება და რომელიც ცდილობს გადაწყვეტილების მიღების პრობლემისადმი ინტერდისციპლინურ მიდგომას და აძლიერებს თეორიის ნორმატიულ ასპექტებს.

პრობლემის გაცნობიერება: რა განსხვავებაა ნორმატიულ და აღწერილობით გადაწყვეტილების თეორიას შორის? რა სარგებლობა მოაქვს გადაწყვეტილების მიღების მატრიცას? რატომ არის გადაწყვეტილების მიღების თეორია ინტერდისციპლინური ბუნების?

მაგალითი: გადაწყვეტილების მიღების ანალიზი პოლიტიკური მეცნიერებისათვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ხერხია. ის გვეხმარება, რომ გავიგოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესის პოლიტიკა. გადაწყვეტილება, ეს არის explanandum - რაც უნდა ახსნას გადაწყვეტილების თეორიამ. დამოუკიდებელი ცვლადები ქმნიან explanans - ანუ იმას, რაც ხსნის, რომ გადაწყვეტილება არის explanandum. ამგვარად, პოლიტიკური მეცნიერება გადაწყვეტილების ანალიზის გამოყენებით აკმაყოფილებს თავის არსებით ფუნქციას, ანუ ის განმარტავს და ამავე დროს „წინასწარმეტყველებს“.

დისკუსია (საკამათო პრობლემები): რა სარგებლობა მოაქვს გადაწყვეტილების მიღების თეორიას?

თემა 3: ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ფოკუსი: ინფორმაციის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. საინფორმაციო ტექნოლოგიები. საინფორმაციო ქაოსი და გადაწყვეტილების მიღება. ინფორმაციის შერჩევის პრობლემა. ინფორმაციის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გადაწყვეტილება ინფორმაციის სიმცირის და საინფორმაციო ქაოსის პირობებში. არჩევანის პარადოქსი.

9

Page 10: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

აბსტრაქტი: ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის სამყაროში. ინფორმაციას აქვს მნიშვნელობა, მას მივყავართ ეფექტურ საქმიანობამდე და აადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ინფორმაციის წყალობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. ამიტომ, ინფორმაცია სასარგებლო ღირებულებას წარმოადგენს. ყოველი ადამიანი ეძებს, ღებულობს, აანალიზებს და იყენებს ინფორმაციას. ჩვენ, გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გვჭირდება. ეს ინფორმაცია უნდა ეხებოდეს ორ ასპექტს: არჩევანის ალტერნატივებს და ამ ალტერნატივების თავისებურებებს. გასულ ათწლეულებში მოხდა უდიდესი ცვლილებები, საზოგადოების მიერ ინფორმაციის შექმნის, შენახვის, გავრცელების და გამოყენების გზაზე.

გასულ ათწლეულში, ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია ისტორიაში, რა გზითაც საზოგადოებები ქმნიან, ინახავენ და ავრცელებენ ინფორმაციას. XX საუკუნის მიწურულს, მრავალმა სოციალურმა მეცნიერმა და სხვა სოციალურმა კომენტატორმა მსოფლიო დაახასიათა, როგორც "საინფორმაციო საზოგადოებად" გარდაქმნადი. ამ მოსაზრების ძირითად არსს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ინფორმაციის ახალი სოციალური გამოყენება და სამეცნიერო ცოდნის კონკრეტული გამოყენება ფუნდამენტურად ცვლის სოციალურ ცხოვრებას. საინფორმაციო საზოგადოების რეალობაში ძირითად პრობლემას წარმოადგენს სოციალური კულტურისა და გადაწყვეტილების მიღების ურთიერთკავშირი ინფორმაციულ საზოგადოებაში და ციფრულ აპარატურასთან მათი მიმართება. საინფორმაციო ტექნოლოგიების პერსპექტივიდან მთავარი საკვლევი კითხვა შემდეგია: რა შეიძლება შესთავაზოს საინფორმაციო ტექნოლოგიამ გადაწყვეტილების მიმღებებს და როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს მათ მუშაობას. სხვა პრობლემაა, თუ თან რა საფრთხეები სდევს მზარდ ინფორმაციულ ქაოსს გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან მონაცემთა დამუშავებასა და ინფორმაციის შერჩევას დიდი გავლენა აქვს ჩვენს გადაწყვეტილებაზე. თანამედროვე მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა დიდი მოცულობის და ხშირად, წინააღმდეგობრივი ინფორმაცია. ადამიანი შეზღუდულია „ინფორმაციული ტევადობის“ თვალსაზრისით. ბევრი ინფორმაცია უფრო პრობლემაა. საინფორმაციო ტექნოლოგიები სასარგებლოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან მათი გამოყენება მნიშვნელოვნად გვეხმარება ინფორმაციის შერჩევაში.

პრობლემების გაცნობიერება: რა როლი აქვს ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღების პროცესში? რას წარმოადგენს დაუჯერებლობა? რატომ და როგორ აძნელებს დაუჯერებლობა გადაწყვეტილების მიღებას? როგორ ავირიდოთ თავიდან დაუჯერებლობის პრობლემა? რას წარმოადგენს მონაცემთა დამუშავება? რა არის საინფორმაციო ქაოსი? როგორ მივიღოთ კარგი გადაწყვეტილება საინფორმაციო ქაოსის პირობებში? როგორ შევარჩიოთ ინფორმაცია და ვინ არის "თამაშის წამყვანი"?

პრაქტიკული მაგალითი: მომხმარებელი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები არიან ის მოქმედი პირები, რომლებიც ინფორმაციას მოიხმარენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პირველ შემთხვევაში მომხმარებელი ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას საქონელზე, რომელიც ბაზარზე არსებობს და ამ პროდუქტის მახასიათებლებზე (ხარისხი, ფასი). რეკლამირება პროდუქტის ცნობადობის ზრდის ძირითადი გზაა, მაგრამ ეს არ არის სანდო წყარო. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს უწევს პროდუქტზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება. თუმცა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები არჩევანის გასაკეთებლად. ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინტერნეტი, მასმედია, როგორც ინფორმაციის წყარო. ხალხი, როგორც წესი, ენდობა ამ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, მასმედიამ შეიძლება შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თუმცა ისინი შერჩევითად იღებენ ინფორმაციას, რომელიც უკვე ინტერპრეტირებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ინფორმაციის მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სარწმუნო ინფორმაცია.

10

Page 11: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

დისკუსია, საკამათო პრობლემები: შეიძლება თუ არა საინფორმაციო ტექნოლოგიები დაგვეხმაროს მონაცემთა სათანადო დამუშავებაში? საინფორმაციო ტექნოლოგიები, როგორც მხოლოდ საშუალებები. თუ ჩვენ არ გაგვაჩნია სათანადო ინფორმაცია, მისი დამუშავების შედეგი მცდარი აღმოჩნდება. როგორ ავიცილიოთ "თამაშის წამყვანების" როლი?

თემა 4: გადაწყვეტილების მიღება გაურკვევლობისა და რისკის პირობებში

ფოკუსი: რისკის განსაზღვრება. თანამედროვე რისკის ბუნება. აღმოცენებადი რისკების პირველი ხუთეული. რისკის წყაროები. რისკის პოზიტიური ასპექტები. ინსტიტუციური წესები. რისკის იდენტიფიკაცია და რისკის თავიდან აცილება. გადაწყვეტილება რისკის პირობებში (შესაძლებლობა და გამოყენება), რისკის გაზომვა.

აბსტრაქტი: რისკის აღქმა სოციალურად კონსტრუირებულია და შექმნილია სხვადასხვა ინსტიტუციური აქტორების ძალისხმევით. მნიშვნელობის თაობაზე გამოწვეული კამათი განსაკუთრებით მწვავეა, როდესაც საკითხები შეიცავენ უცნობ ელემენტებს, მაგალითად, განვითარებადი ტექნოლოგიების შემთხვევა. რისკი ფუნქციაა. თუ ჩვენი დღევანდელი ცოდნა და მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ გამოუსადეგარია ფასეულობების დაკავშირებისათვის, მოსალოდნელ ზიანის მაგნიტუდასთან და შესაძლებლობასთან, მაშინ, ჩვენ საქმე გვაქვს საფრთხესთან დაუჯერებლობის პირობებში და რისკის ცნებას ვიყენებთ იმ სიტუაციებთან მიმართებაში, რომელთა განსაზღვრაც შეგვიძლია. რისკის მართვა და რისკის მენეჯერი ბიზნესსა და პოლიტიკაში წარმატებული საქმიანობის აუცილებელი ელემენტებია. რისკების თავიდან აცილება აუცილებლად მიგვიყვანს კრახამდე. დიდ რისკს დიდი სარგებელი მოსდევს. ამასთანავე დიდი რისკი, რისკის არარსებობაა. თუ რისკი არსებობს, რისკის მართვის მეშვეობით შეიძლება მისი კონტროლი. მაგრამ თუ ვერ ხდება რისკის იდენტიფიცირება, აუცილებლად არსებობს ფარული რისკები, რომელთა კონტროლიც ძნელია. რისკის არასათანადო მართვამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური, პოლიტიკური და თვით ადამიანური დანაკარგები. მნიშვნელოვანია რისკის მართვის სისტემის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვან ამოცანად იქცევა როგორც პროექტისთვის, ასევე მის რეალიზებაში ჩართულობისთვის.

გადაწყვეტილებები, რისკის პირობებში (სავარაუდო გადაწყვეტილებები), განისაზღვრება განსახილველი მოქმედებების გაურკვეველი შედეგებით. მაგალითად, წარმატება ახალ ბიზნესში დამოკიდებულია საერთო ეკონომიკურ სიტუაციაზე, მაგრამ ჩვენი გაურკვევლობა აბსოლუტური არ არის. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ სავარაუდო შედეგები (დანაკარგების რისკი და მოგების შესაძლებლობა). როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღება რისკის პირობებში მიგვიყვანს ერთ-ერთ შესაძლო შედეგამდე. ხშირად, ჩვენ გადაწყვეტილებას ვღებულობთ რისკის პირობებში. გადაწყვეტილებების მიღების ანალიზს მივყავართ სხვადასხვა თეორიებთან, რომლებიც ცდილობენ განსაზღვრონ, როგორ მიიღება გადაწყვეტილება რისკის პირობებში და როდის შეიძლება რისკის პირობებში წარმატების შანსი გვქონდეს. რისკების მართვა, ასევე გადაწყვეტილებების მიღება, რისკის პირობებში არის გადაწყვეტილებათა მიღების ანალიზის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ვრცელი ნაწილი. თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც „რისკის საზოგადოებად“ შეიძლება განისაზღვროს, ხშირად გვხვდება ისეთი სიტუაციები, სადაც რისკი იზრდება, ამიტომ კვლავაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება რისკის პირობებში. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ამ სიტუაციას და შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი გადაწყვეტილებების თანმხლები უარყოფითი შედეგების გამოვლინება.

პრობლემის გაცნობიერება: როგორ განვსაზღვრავთ „რისკს“? როდის მივდივართ რისკზე? როგორია ალბათობა? როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაძლებლობათა შეფასების მეთოდები? როგორ ვპასუხობთ რისკს? როგორ შეგვიძლია რისკების შეფასება? როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება რისკის პირობებში? როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი? როგორ ვმართოთ რისკი?

11

Page 12: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრაქტიკული მაგალითი: XX საუკუნის ბოლოს კლიმატოლოგთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ დედამიწაზე დათბობის პროცესი მიმდინარეობს. ისინი ამტკიცებენ, რომ მყინვარები გაქრება დედამიწიდან და ოკეანის დონე აიწევს, რასაც მრავალი ქვეყნის დატბორვა მოჰყვება. მაგრამ 30 წლის წინ კლიმატოლოგებმა ასევე იწინასწარმეტყველეს საპირისპირო სიტუაცია - გამყინვარების პერიოდში დაბრუნება. დღესაც, შეგვიძლია ამ აზრს ვიზიარებდეთ. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი პროგნოზი დგას ჭეშმარიტებასთან ახლოს, ე.ი. რომელი მათგანი იქცევა რეალობად. ისინი უნდა დაეყრდნონ ღირებულ და საიმედო მონაცემებს. მადლობა, რომ მათ შეძლონ კლიმატური ცვლილებების ყველაზე რეალური სცენარის პროგნოზირება. მაგრამ რისკი არ ქრება, რადგანაც პროგნოზი იძლევა მხოლოდ სავარაუდო ცოდნას. CO2 -ის ატმოსფეროში გამოფრქვევის შემცირებას, ან გაზრდას საპირისპირო შედეგებამდე მივყავართ. მსოფლიოში შეიძლება დაიწყოს გლობალური დათბობა, ან ახალი გამყინვარება.

დისკუსია, საკამათო პრობლემები: შესაძლებელია რისკის თავიდან აცილება, თუ რისკი ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია? შეგვიძლია რისკის შემცირება გადაწყვეტილების მიღების მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით?

თემა 5: პიროვნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ფოკუსი: რაციონალობა, რაციონალური არჩევანის თეორია, ემოციების როლი გადაწყვეტილების მიღებაში, ემოციების სოციოლოგია, ეთიკური კანონები გადაწყვეტილების მიღებაში.

აბსტრაქტი: ადამიანის მიერ, გადაწყვეტილების ბუნების გაგების სტრატეგიული კვლევები ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების თეორია ძირითადად კონცენტრირდებოდა ინდივიდების მიერ, მათი პიროვნული ინტერესების გააზრების გამტკიცებაზე, რა ინტერესიც არ უნდა ყოფილიყო. გადაწყვეტილების მიღება, ტრადიციულად განიხილება, როგორც რაციონალური პროცესი. კოგნიტური მეცნიერების სხვადასხვა სფეროში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე იმაზე მეტ გავლენას ახდენს ინტუიცია და ემოციური პასუხი, ვიდრე ეს ადრე მიიჩნეოდა. რაციონალური არჩევანის და თამაშის თეორიები ნორმატიული თეორიებია. ამგვარად, ისინი უშვებენ იდეალური, რაციონალური ინდივიდის არსებობას, რომელიც ინფორმირებულია პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული პრეფერენციებით და სრული შიდა "კომპიუტერით". რაციონალური და თამაშთა თეორიის საწინააღმდეგოდ მრავალმა ფილოსოფოსმა, ნევროლოგმა და ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ემოციები ძალზედ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არა მარტო მიზნის დასახვაში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ემოციური პასუხები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩვენი განხილვისთვის, განსაკუთრებით სასარგებლოა ბიჰევიორისტული თეორიები. ეკონომიკური მიდგომა მიუთითებდა მხოლოდ ადამიანის რაციონალურ ბუნებაზე და შექმნა „ეკონომიკური ადამიანი“. ქცევითი მეთოდები, რომელიც დამახასიათებელია სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიისათვის, აქცენტს აკეთებს გადაწყვეტილებების მიღების სოციალურ და ინდივიდუალურ ფაქტორებზე. მათ უნდათ პასუხი გასცენ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ფსიქოლოგიურ-ემოციურ და რაციონალურ დეტერმინანტებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ამ თეორიებში ისეთი კატეგორიები, როგორიცაა პიროვნება, ემოციები, იმედგაცრუება, შიში, სტრესი და ა.შ.

პრობლემების გაცნობიერება: შესაძლებელია, თუა არა, რომ ადამიანის გადაწყვეტილება რაციონალური იყოს? რას წარმოადგენს "ჰომო ეკონომიკუსი?", რა არის ინტერესთა როლი ჩვენს გადაწყვეტილებაში? რა არის დროითი ჩარჩო? რა არის ემოციების როლი ჩვენს გადაწყვეტილებაში? რა როლი აქვს სტრესს ჩვენს გადაწყვეტილებაში? რა არის ინტუიცია?

12

Page 13: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრაქტიკული მაგალითი: ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა პოლიტიკურ ანალიზში არის მოქალაქეთა რაციონალურობა არჩევნების დროს. ენტონი დაუნსის (An ecnomic theory. New York, 1957) მიერ შექმნილი ეკონომიკური თეორია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მოქალაქეები არჩევნების დროს ისევე იქცევიან, როგორც მომხმარებლები ბაზარზე. პოლიტიკური პარტიები ქმნიან წინასაარჩევნო პროგრამებს, რომლებიც პროდუქციას გავს. მოქალაქეებს შეუძლიათ ერთ-ერთი მათგანის ამორჩევა, როგორც მომხმარებელი ირჩევს საქონელს მაღაზიაში. ესაა ნორმატიული თეორია, რომელიც გვთავაზობს, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ და არა იმას, თუ როგორ ვირჩევთ რეალურ ცხოვრებაში. ბიჰევიორისტული თეორიები, დამყარებული ემპირიულ კვლევებზე, უპირისპირდება ნორმატიულს. ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მიუხედავად რაციონალურობისა, ადამიანები ხელმძღვანელობენ ირაციონალური და სუბიექტური ფაქტორებით (ემოციები, სტრესი, ცრურწმენები და სტერეოტიპები).

დისკუსია, საკამათო პრობლემები: რომელია გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო ხერხი: ინტუიცია თუ სარგებლისა და ზარალის ცივი გონებით გათვლა?

თემა 6: მცირე სოციალური ჯგუფების დინამიკა და გადაწყვეტილებების მიღება

ფოკუსი: ჯგუფური გადაწყვეტილების თეორია. ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების მიდგომები. ჯგუფური აზროვნება (აზროვნება თუ კონფორმიზმი), მცირე ჯგუფების ბუნება და დინამიკა. კოლექტიური ქცევის ლოგიკა.

აბსტრაქტი: ადამიანის ცხოვრება სოციალური ცხოვრებაა, რადგანაც ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა ჯგუფებში. ოჯახი მათგან ყველაზე ელემენტარულია. ჯგუფები ქმნიან რთულ ორგანიზაციებს საზოგადოების სახელწოდებით. რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ სოციალურ ჯგუფებში, ამ ჯგუფების შიგნით მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება მეცნიერების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდეს. ჯგუფები სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც შეიძლება ძალზედ პროზაული იყოს - მაგალითად, შეხვედრის დრო ან ისეთი სერიოზული, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი.

როდის შეიძლება ვილაპარაკოთ ჯგუფური გადაწყვეტილებების მიღებაზე? თუ, სულ მცირე, ორი ადამიანი ღებულობს გადაწყვეტილებას. ეს პირები უნდა იყვნენ ურთიერთდაკავშირებულნი ან ურთიერთდამოკიდებულნი. გადაწყვეტილებების მიღებას ჯგუფებში ახასიათებს სხვადასხვა სიძნელეები. მაგალითად, გადაწყვეტილების მიღების ვადების გახანგრძლივება, ჯგუფური აზროვნება, ჯგუფის პოლარიზება, კონკურენცია ჯგუფის შიგნით და ა.შ. მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებას ჯგუფებში, აქვს თავისი უპირატესობები. ეს, უფრო მარტივს ხდის ინფორმაციის მიღებას. გადაწყვეტილება უფრო მისაღებია, თუ ის მიღებული და გატარებული იქნება ინდივიდის მიერ. ჯგუფში ეფექტური გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების სათანადო მენეჯმენტზე. ამიტომ, გვჭირდება, გავიაზროთ ის საკითხები ფსიქოლოგიიდან, რომლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან და ასევე, ჯგუფური არჩევანის მეთოდები.

პრობლემების გაცნობიერება: როგორ ვღებულობთ გადაწყვეტილებას პატარა ჯგუფებში? რა არის ჯგუფური აზროვნება? რა საფრთხეებს შეიცავს ჯგუფური აზროვნება? რა არის ლიდერის როლი ჯგუფური გადაწყვეტილების მიღებაში? რა არის პატარა ჯგუფების დინამიკა? შეიძლება ჯგუფებმა კარგი გადაწყვეტილება მიიღონ? სხვადასხვა ადამიანების გაერთიანებამ შეიძლება მიგვიყვანოს კომპლექსური პრობლემების ინოვაციურ და კრეატიულ გადაწყვეტილებასთან? რა არის „ბრეინსტორმინგი“?

პრაქტიკული მაგალითი: ნაფიცი მსაჯულები ანგლო-საქსონური სამართლის სისტემაში ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო მაგალითია. ნაფიც მსაჯულთა ჯგუფის წევრებმა ერთობლივად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პიროვნების დამნაშავეობის, ან უდანაშაულობის შესახებ. ნაფიც მსაჯულთა მიერ, კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების

13

Page 14: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

შესახებ ჩატარებული ემპირიული კვლევები აჩვენებს, რომ ძალზედ იშვიათია ისეთი სიტუაცია (1-2%), როდესაც ნაფიც მსაჯულთა ჯგუფის ერთი წევრი უპირისპირდება დანარჩენ წევრებს და მათ თავისი პოზიციის სიზუსტეში არწმუნებს. თუ ინდივიდი ვერ ახერხებს მათ დარწმუნებას, მაშინ ინდივიდი ეთანხმება მათ და არ ბლოკავს გადაწყვეტილებას. ჩვენ კონფორმისტები ვართ. ამგვარად, საბოლოო ვერდიქტი იგივეა, რაც უმრავლესობის თავდაპირველი იდეა. გადაწყვეტილების მიღების ალბათობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. უმცირესობა სხვა კუთხით წარმოაჩენს თავის პოზიციას. უფრო წარმოადგენს და მიუთითებს ეჭვებზე. თუმცა, უმცირესობას ძალიან უჭირს თავისი პოზიციის ჩამოყალიბება.

თემა 7: გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული და ინსტიტუციური პირობები

ფოკუსი: ორგანიზაციული ეფექტურობა, ინსტიტუციური ჩარჩოები, ინსტიტუტების ლოგიკა და ინსტიტუციური თეორია. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO).

აბსტრაქტი: ფორმალური ჯგუფები გადაიქცევიან ორგანიზაციებად ან დაწესებულებებად და აქვთ ოფიციალური სტრუქტურები, რომლებიც პასუხს აგებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ისინი ესწრაფვიან მიაღწიონ დადგენილ მიზნებს. ორგანიზაცია ნიშნავს ადამიანის საქმიანობისა და ქცევის ორგანიზებას და გულისხმობს შედარებით სტაბილურ კადრებს და კონკრეტულ სიტუაციებში წარმოებისა და ქცევის პრინციპებს. დღეისათვის არსებობს მრავალი, სხვადასხვა სპეციალიზირებული ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლებიც პასუხს აგებენ ცხოვრების კონკრეტულ სფეროებზე. ამ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში: ეკონომიკაში (ბანკები, კორპორაციები, სავაჭრო პალატები, პროფკავშირები და ა.შ.), განათლების სისტემაში (უნივერსიტეტები, სკოლები), ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები, კლინიკები), პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში (არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, თვითმმართველობა). დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნილებები. მათი საქმიანობა განისაზაღვრება ფორმალური პროცედურებით, რომლებიც ზღუდავენ სპონტანურობის გამოვლინებებს და ჩვენი ქცევის ფორმალიზებას ახდენენ. ხშირ შემთხვევებში ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს შინაგან პროცედურებსა და ნორმებს.

ნებისმიერი მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტა და გადაწყვეტილების მიღება. სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში ხალხი მუდმივად წყვეტს რაღაც პრობლემებს. თითოეული კორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, ინსტიტუტი მრავალ პრობლემას აწყდება ფუნქციონირებისას. სხვადასხვა პრობლემურ სიტუაციებში, განსაკუთრებით, მენეჯერები ვარდებიან. ყველა ფირმაში და სხვა ტიპის ორგანიზაციაში პრობლემის გადაწყვეტა მენეჯერებისა და მკვლევარების მნიშვნელოვანი ამოცანაა. მნიშვნელოვანია პრობლემის პოვნაც. მენეჯერებს და მკვლევარებს უნდა შეეძლოთ პრობლემის განსაზღვრა და მათი გადაწყვეტის გზის მოძებნა. ნებისმიერ ორგანიზაციას გააჩნია საქმიანობის საკუთარი წესები, რაც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენს სოციალურ საქმიანობაში არსებობს არა მხოლოდ "გონების ჩარჩო", არამედ ინსტიტუციური და ორგანიზაციული ჩარჩოები. ამიტომ, ორგანიზაციული საქმიანობის შესწავლა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფორმალური განსაზღვრებით, ორგანიზაციული ქცევა არის ინდივიდებისა და ჯგუფების შესწავლა ორგანიზაციებში.

პრობლემის გაცნობიერება: როგორ მუშაობს ინსტიტუტი? როგორ აყალიბებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს ინსტიტუციური და ორგანიზაციული ჩარჩოები? როგორ ეხმარება ორგანიზაციული რესურსები ადამიანებს კარგი გადაწყვეტილებების მიღებაში? როგორ უბიძგებს ორგანიზაციული ჩარჩო კარგ გადაწყვეტილებს? რას წარმოადგენს ორგანიზაციული ქცევა და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ და როგორ ვიქცევით კონკრეტულ ორგანიზაციაში? ეს რაციონალური ინტერესითაა განპირობებული, თუ

14

Page 15: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

კონკრეტული არჩევანით, თუ ქცევა უპირველესად განისაზღვრება კონვენციებითა და ჩვევებით?

პრაქტიკული მაგალითები: 1. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO) საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის და სტანდარტიზაციის სპეციფიკური მაგალითია. ISO-ს ნორმები განსაზღვრავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის წესებს. ყველა გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ხარისხის მართვის სისტემას და უნდა აისახებოდეს ამ უკანასკნელის კვლევებსა და ანალიზში. ამიტომ, ორგანიზაციამ ან დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს, რა ამოსავალი მონაცემებია საჭირო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამეორებისთვის. მომდევნო ეტაპზე უნდა განისაზღვროს ინფორმაციის გაზომვისა და დამუშავების ადგილი და მონაცემების შეკრებისა და ანალიზის მეთოდები, პროგრამულ უზრუნველყოფებთან მიმართებაში. გადაწყვეტილების მიღება ემყარება ფაქტებს და მონაცემების ანალიზს.

2. დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთაც პროცედურები უზღუდავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სპონტანურობასა და ავტორიტარიზმს. პარლამენტი ერთ-ერთი ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტია დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში კანონების შექმნის ფუნქციით. პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხასიათდება ფორმალიზების მაღალი ხარისხით, მრავალსაფეხურიანობით და სირთულით.

დისკუსია, საკამათო პრობლემები:

შესაძლებელია უფრო მოქნილად ჩამოვაყალიბოთ ინსტიტუციური და ორგანიზაციული ჩარჩოები? როგორ გვეხმარება ორგანიზაციული სტანდარტები თავიდან ავიცილოთ მცდარი გადაწყვეტილებები?

თემა 8: საზოგადოებრივი არჩევანის თეორია - პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ფოკუსი: პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საზოგადოებრივი არჩევანის თეორია, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ელექტორალური გადაწყვეტილებები, საარჩევნო სისტემები, თამაშთა თეორია, ხელისუფლების ინდექსი, საჯარო სფერო.

აბსტრაქტი: პოლიტიკა, როგორც სოციალური არჩევანის ნაწილი გადაწყვეტილების სპეციფიკური ტიპია. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები კოლექტიური არჩევანის მაგალითია გადაწყვეტილების მიღების თეორიის თვალსაზრისით, მაგრამ არა სოციალური ფსიქოლოგიის აზრით. რა არის სოციალური არჩევანი? როგორც წესი, ეს ალტერნატივების არჩევაა. არჩევანს აკეთებენ ადამიანები, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს კერძო ან საჯარო ხასიათი. კერძო არჩევანი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ის გავლენას ახდენს ჩვენს საჭიროებებზე. მაგრამ ადამიანი, ასევე, ღებულობს გადაწყვეტილებას საჯარო სფეროში, როდესაც მისი არჩევანი, ზეგავლენას ახდენს თავად მასზე და სხვებზე. საზოგადოებრივი არჩევანის თეორია განსაკუთრებით ეხება სოციალური გადაწყვეტილებების პრობლემებს დემოკრატიულ სოციალურ ურთიერთობებში. დემოკრატია კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების გარანტიაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინდივიდი იღებს გადაწყვეტილებებს, მას უნდა ჰქონდეს დემოკრატიული ლეგიტიმაცია.

მანძილი, არჩევნებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის, რომლებიც დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე გადაწყვეტილების მიმღებთა მიერაა მიღებული, ძალიან დიდია. საზოგადოებრივი არჩევანის თეორია ცდილობს ამ პრობლემის ახსნას, რისთვისაც არაკომერციული და კვაზიკომერციული მოვლენების ანალიზისას იყენებს ეკონომიკურ მეთოდებს. სწორედ ამიტომ, ძირითადი ყურადღება ექცევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოყალიბებას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების

15

Page 16: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

მექანიზმებს და პოლიტიკური პარტიების, მთავრობების, პარლამენტებისა და ბიუროკრატიის ქცევას.

პრობლემის გაცნობიერება: როგორ ხდება გადასვლა ინდივიდუალური პრეფერენციებიდან კოლექტიურ (სოციალურ) არჩევანზე? რა არის დემოკრატიის ძირითადი პარადოქსი? ხმის მიცემის მეთოდები რამდენად მმიშვნელოვანია? რა არის ეკონომიკური მოტივაცია კოლექტიურ საქმიანობაში?

პრაქტიკული მაგალითი: ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ დემოკრატიის ერთი პარადოქსი. 12 სტუდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდის მეთოდის თაობაზე. მათ შეუძლიათ სამი ვარიანტის არჩევა: ესსე, ტესტირება და ზეპირი გამოცდა. ყველამ უნდა ჩააბაროს გამოცდა ერთი ფორმით. გამომცდელს უნდა სტუდენტებისთვის აირჩიოს ზეპირი გამოცდის ფორმა, მაგრამ ის პატივს სცემს სტუდენტების არჩევანს. აქვს თუ არა გამომცდელს შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს მათ არჩევანზე? ერთ-ერთი მეთოდია უმრავლესობის მეთოდი. უმრავლესობა ირჩევს გამოცდის ფორმას. სტუდენტთა უმრავლესობა იმ ფორმას ირჩევს, რომელიც გამომცდელს სურს, მაგრამ მან იცის, რომ არსებობს არჩევანის სხვა ფორმაც - თანამიმდევრული უმრავლესობის არჩევანი. ამ მეთოდში ნებისმიერი სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ ვარიანტს, როგორც უკეთესს, ასევე მისთვის ყველაზე უარესს. ჩვენს ჰიპოტეტურ სიტუაციაში სტუდენტები ირჩევენ:

ყველაზე საუკეთესო ვარიანტი

საშუალო ვარიანტი

ცუდი ვარიანტი

ჯგუფი A (5 სტუდენტი) ესსე ტესტი ზეპირი

ჯგუფი B (3 სტუდენტი) ტესტი ზეპირი ესსე

ჯგუფი C (4 სტუდენტი) ზეპირი ესსე ტესტი

გამომცდელს შეუძლია ხმების დათვლა ისე წაიყვანოს, რომ მისმა ვარიანტმა გაიმარჯვოს. მან უნდა გამორიცხოს ესსე ზეპირი გამოცდის საპირისპიროდ, შემდეგ კი მას შეუძლია ზეპირი გამოცდის გამორიცხვაც ტესტურ გამოცდასთან მიმართებაში.

დისკუსია, საკამათო პრობლემები: როგორ შეიძლება ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით უკეთესად გავიგოთ სოციალური არჩევანი?

თემა 9: თანამედროვე მსოფლიოს კომპლექსურობა და გადაწყვეტილების მიღება

ფოკუსი: სირთულეები, გლობალიზაცია, ქაოსი, პოსტინდუსტრიული რეალობები, მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების ანალიზი.

აბსტრაქტი: თანამედროვე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება ურთირთდამოკიდებულ და გლობალიზებულ მსოფლიოში, სადაც გლობალური, რეგიონალური და ადგილობრივი დონეები ურთიერთშერეულია. ყველაზე ძირითადი და ზოგადი ტერმინებით ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება გავიგოთ, როგორც ორ ან მეტ ფაქტორს შორის კავშირი, ან იმ ცვლადთა ურთიერთდამოკიდებულება, რომელთაც ახასიათებთ ორმხრივი ცვალებადობა და ურთიერთგანპირობებულობა. მაგალითად, თუ A, B და C ურთიერთდამოკიდებულებია, მაშინ A-ს ცვლილება გამოიწვევს ცვლილებას B-სა და C-ში. ამგვარად, ერთის ცვლილება გამოიწვევს ცვლილებას - ყველა სხვაში. მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის განვითარების ახალმა ფაზამ ,ახალ მსოფლიო

16

Page 17: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

წესრიგს დაუდო საფუძველი, რომელსაც ახასიათებს უპრეცენდენტო ერთიანობა და უპრეცენდენტო ფრაგმენტაცია. გლობალური ურთიერთდამოკიდებულება წარმოშობს სერიოზულ და ახალ გამოწვევებს გადაწყვეტილების მიმღებთათვის და სოციალური პროცესების გააზრებისათვის.

XXI საუკუნეში, მსოფლიო ემყარება გაურკვევლობას, არათანმიმდევრულობას, არასტაბილურობას, რისკს, იდენტობებისა და სოციალური სტრუქტურების ცვალებადობას. თანამედროვე ცივილიზაცია განისაზღვრება, როგორც „პოსტმოდერნისტული“ ან „პოსტინდუსტრიული“. თანამედროვე მსოფლიოში წესრიგი და სტაბილურობა წარსულს ბარდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ცხოვრების ახალ რეალობას, რომელიც ხასიათდება საზღვრებისა და იდენტობების ნაკლები სიმყარით. სწორედ ამიტომ, სოციალურ მეცნიერებებს პრობლემები აქვთ კვლევის ახალ პარადიგმასთან დაკავშირებით. მათი წინასწარჭვრეტის არეალი, ამჯერად, შეზღუდულია. მეცნიერება, ამჟამად, ცოდნისა და ინფორმაციის არადამაჯერებელი წყაროა. ჩვენი ცოდნა დროებითია, ისევე, როგორც ჩვენი რეალობა. ხვალ ჩვენ შეიძლება გავიღვიძოთ ახალი სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურული მიზნებით. მიუხედავად ამისა, სოციალური მეცნიერებები ცდილობენ აღწერონ და ახსნან არამყარი რეალობა.

პრობლემის გაცნობიერება: რა გავლენას ახდენს მსოფლიოში ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ბიზნესში, პოლიტიკასა და სოციალურ ცხოვრებაში? როგორ შეიძლება მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ორგანიზება მზარდი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში? როგორია მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების ანალიზის როლი?

პრაქტიკული მაგალითი: მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების ანალიზს ხშირად იყენებენ ადგილობრივი ხელისუფლებები, როდესაც ღებულობენ გადაწყვეტილებებს გზების მშენებლობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყნის შიდა რაიონების ზღვასთან დამაკავშირებელი გზის გასაყვანად შვიდი კრიტერიუმის საფუძველზე ხდება მარშრუტის დაგეგმვა:

1. ფუნქციონალურობა;

2. ტექნიკური;

3. გამტარიანობა;

4. უსაფრთხოება;

5. ეკონომიკური;

6. გეოგრაფიული;

7. გარემო.

თითოეულ ამ კრიტერიუმს აქვს პროცენტებში გამოხატული მნიშვნელობა. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის წყალობით ვღებულობთ გზის ოპტიმალურ ვარიანტს, რომელიც შემდგომი მუშაობისა და სოციალური კონსულტაციის საფუძველი ხდება.

სადისკუსიო საკითხები: შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ადგილობრივ პრობლემებს ეხება (მიკროდონე), გლობალური დონის (მეგადონის) პრობლემების განსაზღვრის გარეშე? როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია მიკრო, მეზო და მაკრო გლობალური დონეები თანამედროვე მსოფლიოში?

თემა 10: გადაწყვეტილების მიღება და კონფლიქტური სიტუაციები თანამედროვე მსოფლიოში

17

Page 18: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ფოკუსი: თანამედროვე კონფლიქტების ბუნება, კონფლიქტების წყაროები, კონფლიქტების თეორია, კონფლიქტების კონსტრუქციულ ჩარჩოებში შენარჩუნება, კონფლიქტების პოზიტიური ასპექტები.

აბსტრაქტი: თანამედროვე მსოფლიოში კონფლიქტები სხვაგვარადაა ურთიერთდაკავშირებული. კონფლიქტების პოსტმოდერნული ვექტორები შემდეგია:

1. ჩრდილოეთი სამხრეთის წინააღმდეგ;

2. კულტურული წრეების კონფლიქტები (ცივილიზაციათა შეჯახება);

3. უნივერსალიზმი და გლობალიზმი ლოკალურობის წინააღმდეგ;

4. ინდუსტრიული მსოფლიო პოსტინდუსტრიულის წინააღმდეგ;

5. ეთნიკური ჯგუფების კონფლიქტები. შეიძლება ვნახოთ „ისტორიის დასასრულის“ სცენარი (კონფლიქტების დასასრული).

კონფლიქტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის უთანხმოება. კონფლიქტი უნივერსალური ფენომენია და თავს იჩენს პიროვნებათშორის ურთიერთობებში, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის, აგრეთვე ბიზნეს–ორგანიზაციებსა და საჯარო ინსტიტუტებში. ამგვარად, კონფლიქტი გადაწყვეტილების მიმღებთათვის, იმთავითვე, არსებულ რეალობას წარმოადგენს. თუმცა ის, მთლიანად, ცუდი მოვლენა არ არის. კონფლიქტი უარყოფითი მოვლენა მაშინაა, როდესაც ის აღწევს უმაღლეს დონეს და ის იქცევა იმ დამანგრეველ ძალად, რომელმაც შეიძლება შეამციროს ორგანიზაციული ეფექტურობა. როდესაც ვლაპარაკობთ კონფლიქტის არარსებობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ დამორჩილებულ, ჩახშობილ კონფლიქტზე. ამგვარად, მიმართულება შეცვლილი კონფლიქტი, ან "ცივი ომი" უფრო საშიშია, ვიდრე ღია, ან თვით "ცხელი ომიც" კი. გადაწყვეტილების მიმღებებმა კონფლიქტი პოზიტიურად უნდა მიიღონ, როგორც განვითარების ერთ-ერთი გზა. როდესაც კონფლიქტს დიდ ყურადღებას აქცევენ, მას მიიჩნევენ სოციალური ცხოვრების ფაქტად და მას მართავენ მისი სასარგებლო გავლენის მაქსიმალური გამოყენებისთვის და უკუეფექტების შესამცირებლად.

პრაქტიკული მაგალითი: საავადმყოფოში გვხვდება მომუშავეთა სხვადასხვა კატეგორია. დირექტორები, მენეჯერები და ექიმები, რომლებიც მიეკუთვნებიან უმაღლეს კატეგორიას. მათ აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ისევე როგორც განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის მაღალი დონე. მათ ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ. ექთნები, ტექნიკოსები, თერაპევტები და ლაბორატორიის თანამშრომლები ჰოსპიტალის სტრუქტურაში „საშუალო კატეგორიას“ ქმნიან. მათი ხელფასი პირველ კატეგორიასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ფიზიკური დატვირთვა უფრო მაღალი. შემდეგ, მოდიან დამლაგებლები, სანიტრები და საავადმყოფოების სხვა ყველაზე დაბალი კატეგორიების თანამშრომლები. მათ დაბალი კვალიფიკაცია და დაბალი ხელფასი აქვთ. ეს უთანასწორობა ქმნის სოციალურ დაძაბულობას. სხვადასხვა ჯგუფები იბრძვიან შეზღუდული რესურსებისათვის. გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა გადაწყვიტოს რომელი კატეგორიის თანამშრომელი მიიღებს ბონუს-ხელფასს. მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. ამრიგად, თანამშრომლები არ იქნებიან კმაყოფილნი. ხელმძღვანელის ძირითადი ამოცანაა სოციალური დაძაბულობის განმუხტვა და საავადმყოფოს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მან უნდა იპოვოს გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება სხვადასხვა ჯგუფისთვის. ეს კონფლიქტი სინადვილეში არის პოსტინდუსტრიული კონფლიქტის მაგალითი. ესენი არიან მუშაკთა სხვადასხვა კატეგორიები, რომლებიც ეკუთვნიან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს. ადამიანთა კონფლიქტების ახალ ტიპში მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიული პოზიციის მქონე ადამიანები უპირისპირდებიან ადამიანებს, რომელთაც უფრო ნაკლები კვალიფიკაცია და პროფესიული პოზიცია აქვთ, მაშინაც კი, როდესაც ორივე კატეგორია მიეკუთვნება ერთსა და იმავე ტრადიციულ სოციალურ კლასს.

18

Page 19: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

სადისკუსიო საკითხი: როგორ ავიცილოთ კონფლიქტური სიტუაცია.

ლიტერატურა:

ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა, თბ., 2008, გვ. 517-523

Nutt, P.A., The economics of public choice, Edward Elgar, 2007.

Mueller, D., Public choice III, Cambridge University Press, 2003.

Coleman, J.S., Foundations of social theory, Harvard University Press, 1990.

Oyster, C.K., Groups. A users Guide, McGraw-Hill, 2000

Buchanan, J.M., Tullock, G., The calculus of consent: logical foundations of constitutional democracy, University of Michigan Press, 1982.

Downs, A., An economic theory of democracy, 1977.

Ellis, D.G., Fisher, A., Small group decision making: communication and the group process, McGraw-Hill, 1993.Groups in context. A new perspective on group dynamics, ed. J. Gillette, M. McCollom, University Press of America, 1995.Janis, I.L., Groupthink. Psychological studies of policy decision and fiascoes, Cengage Learning, 1982.Olson, M., The logic of collective action: public goods and the theory of groups, Harvard University Press, 1971.

Hart, P., Groupthink in government: a study of small groups and policy failure, The John Hopkins University Press, 1994.

სილაბუსი #2

სოციალური მეცნიერების სტატისტიკა გადაწყვეტილების მიღებაში

მიზანი: სოციალური პოლიტიკის ანალიზში გადაწყვეტილების მიღებისას სტატისტიკა გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი, რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების დასამუშავებლად, შედეგების ანალიზისათვის და გაპირობებულია სოციალური პრობლემების თავისებურებებით. კვლევის დიზაინი და შედეგების ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანია სოციალურ მეცნიერებებში მონაცემების დასამუშავებლად. რის გამოც, აღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით, სტუდენტმა უნდა მიიღოს ცოდნა, რომელიც ითვალისწინებს:

1. ძირითადი სტატისტიკური მონაცემების აღწერას;

2. ცვლადებს შორის დამოკიდებულებების ტესტირებას;

3. კვლევის კონსტრუირების ძირითად პრინციპებს, რადგან მიღებული უნარები მნიშვნელოვანია წყაროების საძიებლად მონაცემების მიღებისა, დამუშავებისა და შედეგების ინტერპრეტაციისათვის;

4. პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას.

კურსში წრამოადგენილია რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები პრობლემების ამოხსნისა და ანალიზისათვის და სტუდენტი შეისწავლის ინფორმაციის მოძიებას, ტრენდის გამოვლენასა და მოდელის ანალიზს პრობლემის გადასაწყვეტად. ასევე, ინფორმაციის

19

Page 20: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ნათლად და ზუსტად წარმოდგენისათვის, სტატისტიკაში გამოყენებულ დამხმარე საშუალებებს.

სწავლების მეთოდები: სალექციო დატვირთვას ეთმობა მინიმალური დრო, სტუდენტებს ლექციის დაწყებამდე წაკითხული და მომზადებული აქვთ საკითხავი მასალა, რაც დიალოგების წარმართვისა და მსჯელობის საშუალებას იძლევა. აქტიურად გამოიყენება კითხვა-პასუხის ფორმატი. ასევე, სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად და მიმდინარეობს მსჯელობა პრობლემების ირგვლივ. თითოეულმა სტუდენტმა უნადა გააკეთოს ორი პრეზენტაცია, ინივიდუალური და ჯგუფური.

ძირითადი სახელმძღვანელო : ჰ.კისი. სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. მესამე გამოცემა, თარგმანი ინგლისური ენიდან ქართული ენაზე. გამოცემა მომზადებულია თბილისის სახ. უნივერსიტეტის მიერ, 2008წ.

სტუდენტმა უნდა იცოდეს:

მონაცემების გამოყენება და ინტერპრეტაცია ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად; შედეგების წარმოდგენა გრაფიკულად ; მონაცემების ვალიდურობის უზრუნველყოფა, პროგრამული უზრუნველყოფის

გამოყენება; რისკის მინიმიზაცია განუზღვრელობისა და ალბათობის შეფასებისას; შედეგების შეფასება და დასკვნების გაკეთება ჰიპოთეზების ტესტირებაზე

დაყრდნობით; პროგნოზირების შეფასება დაფუძნებული ტრენდებსა, სტრუქტურასა და შეფასების

თანმიმდევრულობაზე.

შეფასება: სტუდენტები მიიღებენ შეფასებას (ქულა) შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

კომპონენტები მაქს. ქულაშუალედური ტესტირება 20პრობლემის ანალიზისა და გადასაჭრელად სავარჯიშოების ამოხსნაში ჩართულობა

15

ინდივიდუალური პრეზენტაცია 15

ჯგუფური პრეზენტაცია 10

გამოცდა 40სულ 100

თემა 1: სტატისტიკა, როგორც მეცნიერება. სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებაში.

აბსტრაქტი: სოციალურ მეცნიერებაში სტატისტიკა გამოიყენება, როგორც საშუალება სხვა მთავარ საკითხებთან ერთად, როგორიცაა: კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი. ამ კონცეფციების ცოდნა და იმის გაგება, თუ როგორ მუშაობენ ისინი ერთ ჯგუფში, წარმოადგენს ძირითად დასაყრდენს სტატისტიკის კონცეფციების გასააზრებლად. შემოტანილია სოციალური მეცნიერებების გაგების ძირითადი კონცეფციები: მონაცემების შეგროვების მეთოდები, შერჩევა, ექსპერიმენეტული დიზაინი, თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემები, დისკრეტული და უწყვეტი მონაცემები, და სკალები: ნომინალური, ინტერვალური, ფარდობითი. საკითხების გაცნობიერება, როგორიცაა: რა არის მეცნიერება? რა არის სტატისტიკა? სტუდენტების ნაწილმა შეიძლება იცის აღწერითი სტატისტიკის ინსტრუმენტები, მაგრამ არ იციან ინფერენტული სტატისტიკის არსი.

20

Page 21: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება კვლევის პრინციპებთან კომბინაციაში, როგორც მაგალითად, მონაცემების შეგროვების მეთოდები და კვლევის დიზაინი.

პრაქტიკული მაგალითები: მაგალითები სოციალური მეცნიერებიდან იქნება განხილული (მაგალითები სახელმძღვანელოდან)

საშინაო დავლება: სტუდენტებმა უნდა მოიძიონ სტატისტიკური მონაცემების გამოყენების მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოიტანონ გსაანალიზებლად ლექციაზე

საკითხავი მასალა: . ჰ . კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.1-29, სავარჯიშოები, გვ..27-29

თემა 2: აღწერითი სტატისტიკა. სიხშირე. ცენტრალური ტენდენციის საზომები

აბსტრაქტი: განხილული იქნება მონაცემების აღწერა, რომელიც ხშირად, დიდი რაოდენობითაა კვლევებში. კვლევის მონაცემები, განსაკუთრებული კატეგორიული მონაცემები, ძირითადად, დამუშავებულია სიხშირეთა მეშვეობით. განვიხილავთ სიხშირეს, სიხშირეთა განაწილებას, გრაფიკებს, პროცენტებს, კვარტილებს, მოდას, მედიანასა და საშუალოს. ასევე, განიხილება შემოყვანილი სხვადასხვა სტატისტიკების თვისებები და მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.პრობლემის გაცნობიერება: აღწერითი სტატისტიკა, როგორც მონაცემთა დიდი რიცხოვნების დაყვანის საშუალება შედარებით მცირე რიცხოვნებაზე. მონაცემების გრაფიკული წარმოდგენა მონაცემების არსის უკეთ გაცნობიერებისათვის. ცოდნა და ფუნდამენტალური პრინციპები, თუ როგორ წარმოვადგინოთ მონაცემები ისე, როგორც ეს საჭიროა.

პრაქტიკული მაგალითები: მაგალითები სოციალური მეცნიერებებიდან იქნება განხილული (მაგალითები სახელმძღვანელოშია)

საშინაო დავალება: სტუდენტმა უნდა მოიძიოს კვლევითი სამუშაო - სტატია სოციალურ მეცნიერებაში, სადაც წარმოდგენილია განხილულ მასალასთან დაკავშირებული სტატისტიკები და პარამეტრები. ინდივიდუალური პრეზენტაციების განრიგი მომზადებული იქნება.

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.30-72., სავარჯიშოები, გვ..55-57, 69-72

თემა 3: აღწერითი სტატისტიკა. ცვალებადობის საზომებიაბსტრაქტი: მონაცემების დიდი რაოდენობის შემთხვევაში განიხილება ცენტრალური ტენდენციის საზომები და ცვალებადობის საზომები. სხვადასხვა მასშტაბის მონაცემების ცვალებადობის საზომები წარმოდგენილი და განხილული იქნება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: დიაპაზონი, კვარტილშორისი გაბნევის დიაპაზონი, კვარტილშორისი გაბნევის დიაპაზონის ნახევარი, ვარიაცია და საშუალო კვადრატული გადახრა. პროგრამული უზრუნველყოფის გაცნობა STATA/SPSS. ნაჩვენები იქნება მონაცემებისა და ცვლადების მონაცემების გვერდების გადახედვა, მათი ფორმირება. განხილული იქნება წიგნების კოდების შექმნა. სტუდენტმა უნდა ისწავლოს მონაცემების აღწერა სიხშირეებით, გრაფიკებით, ცენტრალური ტენდენციის საზომით, ცვალებადობის საზომებით STATA/SPSS-ს გამოყენებით.

21

Page 22: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ 2 სტატისტიკა აუცილებელია მონაცემების აღწერისათვის და ერთი საკმარისი არ არის მონაცემების არსის სრული რეპრეზენტაციისათვის.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (ისინი სახელმძღვანელოშია). გარდა ამისა, სტუდენტებმა უნდა დაამუშავონ მონაცემთა ფაილები პრაქტიკულად, STATA/SPSS -ს გამოყენებით.

საშინაო დავალება : STATA -ს პრაქტიკულად გამოყენება.

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.73-89; სავარჯიშოები, გვ..86-89

თემა 4: ინფერენტული სტატისტიკის პრინციპები. ნორმალური განაწილება, ალბათობა,

აბსტრაქტი: განიხილება ინფრენტული სტატისტიკების გამოყენება; განხილული იქნება ალბათობის ელემენტარული ცოდნა და მისი გამოყენების წესები. ასევე, განხილული იქნება ნორმალური განაწილების თვისებები და მისი მრუდის არე. ინფერენტული სტატისტიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია პოპულაციის შერჩევის განსხვავებულობაა, თუ როგორ გავაკეთოთ შერჩევა, რომ ის იყოს პოპულაციისათვის რეპრეზენტატიული (წარმომადგენლობითი) და რა არის მისი მიღწევის გზა. პოპულაციის პარამეტრების შეფასების ორი გზა დაფუძნებულია შერჩევის სტატისტიკებზე, რომელიც განხილული იქნება. წარმოდგენილი იქნება შეფასების წერტილი და ინტერვალის შეფასების კონცეფციები

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა დაინახოს განსხვავება აღწერით და ინფერენტულ სტატისტიკას შორის. მისთვის აუცილებელია, გააცნობიეროს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, პოპულაციის თვისებები უცნობია. ჩვენ მხოლოდ განვსჯით ამ თვისებების შესახებ, შერჩევის თვისებების საფუძველზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ვაფასებთ პოპულაციის თვისებებს.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საშინაო დავალება: სავარჯიშოები სახელძღვანელოდან

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.90-140; სავარჯიშოები, გვ..115-118; 137-140

თემა 5. ინფერენტული სტატისტიკის პრონციპები. სტატისტიკური ჰიპოთეზების ტესტირება. ექსპერიმენტული დიზაინი. z ტესტი და ერთი შერჩევის t ტესტი.

აბსტრაქტი: კონცეფციები, რომლებიც სალექციო თემატიკაშია განხილული გამოყენებულია კურსის სხვა ნაწილებშიც, რადგან ისინი წარმოადგენენ ინფერენტული სტატისტიკის პრინციპებს. განიხილება: სტატისტიკური ჰიპოთეზების ფორმულირება და ტესტირება, ნულოვანი ჰიპოთეზა და ალტერნატიული ჰიპოთეზა, ცალმხრივი და ორმხრივი ჰიპოთეზები ნორმალური განაწილების მრუდის გრაფიკზე, მნიშვნელოვნების დონეები. პოპულაცია და შერჩევა შედარებული იქნება ერთმანეთთან. აღწერითი სტატისტიკები, მსგავსად საშუალოსა და სტანდარტული

22

Page 23: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

გადახრისა, და ინფერენტული სტატისტიკები, მსგავსად z ტესტისა და შერჩევის t ტესტისა.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათ შეუძლიათ შეადარონ ერთმანეთს პოპულაციისა და შერჩევის საშუალოები, როგორც აღწერითი სტატისტიკის მაჩვენებლები, მაგრამ მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ ასევე, მათ შეუძლიათ შეადარონ ერთმანეთს ინფერენტული სტატისტიკები, ამ შემთხვევაში z და t ტესტები რომ შედარების კანონზომიერება დაიცვან.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.141-172; 173-214. სავარჯიშოები, გვ..169-172; 211-214

თემა 6: ინფერენტული სტატისტიკა: დისპერსიული (ვარიაციული) ანალიზი (ANOVA- analysis of variance). ჯგუფთა შორის დიზაინი.

აბსტრაქტი: განიხილება დისპერსიული ანალიზი, t- ტესტი. თუ კვლევის დიზაინში დამოუკიდებელი ცვლადების 2 დონეა, ან თუ არის ერთზე მეტი დამოუკიდებელი ცვლადი, მაშინ t- ტესტი უნდა შეიცვალოს ფიშერის F ტესტით, რომელიც ისევე მუშაობს, როგორც t -ტესტი. კურსის ჩარჩოებში შეისწავლება ANOVA-ს სამი ტიპი.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს დამოკიდებულება F და t განაწილებებს შორის.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საშინაო დავალება: შემოტანილი იქნება ჯგუფური პროექტის ამოცანა და სტუდენტები იმუშავებენ ჯგუფებში. ამოცანაში გაანალიზდება მონაცემთა რამდენიმე ფაილი (სტუდენტებმა დამოუკიდებლად უნდა მოიძიონ ეს ფაილები) და გამოიყენება პროგრამული უზრონველყოფა.

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.215-249 სავარჯიშოები, გვ..246-249

თემა 7: ინფერენტული სტატისტიკა: ორმხრივი დისპერსიული ანალიზი (ANOVA).

აბსტრაქტი: კვლავ, მნიშვნელოვანია, ექსპერიმენტული კვლევის დიზაინის გამოყენება. ამ შემთხვევაში, ფაქტორული დიზაინი, როდესაც გამოყენებულია 2 ან მეტიდამოუკიდებელი ცვლადი, ფაქტორების სხვადასხავ კომბინაციები, გავლენას ახდენენ დამოკიდებულ ცვლადზე და ადგილი აქვს შემდეგს: ან ფაქტორები ახდენენ გავლენას დამოკიდებულ ცვლადზე ან მათმა ურთიერთდამოკიდებულებამ შეიძლება გავლენა იქონიოს. თუ დამოკიდებულება სტატისტიკური მნიშვნელოვნებისაა, მაშინ ფაქტორების მთავარი ეფექტი ხდება ხელოვნური. თუ ურთიერთდამოკიდებულების ეფექტი გამორიცხულია, მაშინ ფაქტორების მთავარი ეფექტი მნიშვნელოვანი ხდება.

23

Page 24: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ კვლევის დიზაინისა და ცვლადების კომბინაციების დიდი მნიშვნელობა აქვს. გაგება და ცოდნა სტუდენტს ესაჭიროება მონაცემთა დამუშავების შედეგების ინტერპრეტირების გამოსაყენებლად.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.259-315. სავარჯიშოები, გვ..311-315

თემა 8: ინფერენტული სტატისტიკა: ცალმხრივი დისპერსიული (ვარიაციულია) ანალიზი (ANOVA). ჯგუფთაშიდა დიზაინი.

აბსტრაქტი: განიხილება დიზაინი ერთი დამოუკიდებელი ცვლადით, ორზე მეტი დონით და გათვალისწინებულია ცდის პირთა ერთი ჯგუფისათვის. ამ შემთხვევაში, ექსპერიმენტისათვის ჯგუფში ექვივალენტურობის პრობლემა არ არსებობს, რადგან მხოლოდ ცდის პირთა ერთ ჯგუფთან გვაქვს საქმე. ერთი და იგივე ჯგუფის სუბიექტები განიხილებიან დამოუკიდებელი ცვლადის ყველა დონეზე. ამ გზას მკვლევარები ადარებენ სხვადასხვა საშუალოებს, რომლებიც მიღებულია ერთი და იგივე ობიექტებიდან სხვადასხვა დროს. F ტესტის განტოლება ამ დიზაინისათვის განსხვავებულია ცდის პირთა ჯგუფთა შორის დიზაინისაგან, მაგრამ ლოგიკა ერთი და იგივეა. მონაცემთა ფაილის დამუშავებისას გამოვიყენებთ STATA/SPSS და F ტესტს.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს დისპერსიულ ანალიზთან (ANOVA) მიმართებაში განსხვავება ცალმხრივი დისპერსიული (ვარიაციულია) ანალიზსა (ANOVA) და ორმხრივ დისპერსიული ანალიზს (ANOVA) შორის.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.259-316.. სავარჯიშოები, გვ..313-316

პრაქტიკა: STATA/SPSS

თემა 9: ინფერენტული სტატისტიკა: არაპარამეტრული ტესტები. მან-უიტნის და უილკოქსონის ნიშნიანი რანგების ტესტები

აბსტრაქტი: Z, t და F ტესტები პარამეტრული ტესტებია, რადგან გამოყენებისათვის ისინი ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას. სოციალურ მეცნიერებაში მრავალი შემთხვევაა, როდესაც ეს მოთხოვნები არ სრულდება. ამ შემთხვევებში გამოიყენება არაპარამეტრული ტესტები. განიხილება ორი მათგანი: მან-უიტნის და უილკოქსონის ნიშნიანი რანგების ტესტები. მან-უიტნის U ტესტი გამოიყენება ცდის პირებს შორის სქემისათვის, როდესაც გამოყენებულია დამოუკიდებელი ცვლადის ორი დონე, ხოლო უილკოქსონის ნიშნიანი რანგების ტესტი ასევე, გამოიყენება ცდის პირებს შიგნით სქემისათვის დამოუკიდებელი ცვლადის ორი დონით. ის არის t კრიტერიუმის არაპარამეტრული ანალოგი.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, თუ რომელ შემთხვევბში გამოიყენოს პარამეტრული და არაპარამეტრული ტესტები.

24

Page 25: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.441-460. სავარჯიშოები, გვ..457-460

პრაქტიკა: STATA/SPSS.

თემა 10: ინფერენტული სტატისტიკა: არაპარამეტრული ტესტი: ხი-კვადრატ ტესტი.

აბსტრაქტი: ხი-კვადრატ ტესტი გამოიყენება ნომინალური სკალის მონაცემების გასაანალიზებლად, როდესაც მოცემულია სხვადასხვა კატეგორიის შესაბამისი სიხშირეეები. განიხილება ხი-კვადრატ ტესტის ორი ფორმა: დამოუკიდებლობის ხი-კვადრატ ტესტი და თანხმობის ხი-კვადრატ ტესტი. ტესტების გამოსათვლელად, მონაცემთა ფაილებისათვის გამოიყენება STATA/SPSS.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს როგორი დიზაინისათვისაა მისაღები ხი-კვადრატ ტესტის გამოყენება.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში, გვ. 426-440. სავარჯიშოები, გვ..457-460

პრაქტიკა: STATA/SPSS.

თემა 11. აღწერითი და ინფერენტული სტატისტიკა: კორელაცია

აბსტრაქტი: არაექსპერიმენტული ინფორმაციის მიღების მეთოდები მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად ნაკლებად სანდოა. ამისათვის გამოიყენება კორელაციური კვლევა, რომელშიც იზომება ორი ან მეტი ცვლადი, მათი კორელაციისა და მიმართულების დასადგენად. ამასთან, შეისწავლება ორი „თანაბარი“ ცვლადის კოვარიაცია. გაანალიზებული იქნება განსხვავება კორელაციასა და მიზეზობრიობის კავშირს შორის. განიხილება კოვარიაციის კონცეფცია და კორელაციის კოეფიციენტები : პირსონისა და სპირმენის.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გამოიყენოს მიზეზებისა და ურთიერთკავშირის კონსტრუქცია და შესაბამისად - კორელაციური ანალიზი.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.387-425. სავარჯიშოები, გვ... 422-425

პრაქტიკა: STATA/SPSS.

თემა 12: აღწერითი და ინფერენტული სტატისტიკა: რეგრესია და წინასწარმეტყველება.

აბსტრაქტი: რეგრესია დაფუძნებულია კორელაციის ტექნიკაზე. თუ ორი ცვლადი კორელირებს და ვიცით ერთერთი მათგანი, შეგვიძლია განვჭვრიტოთ მეორე. განიხილება

25

Page 26: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

წრფივი დამოკიდებულების კონცეფცია, წრფის დახრა, წრფის გადაკვეთის წერტილები და წინასწარმეტყველება. მონაცემთა ფაილები დამუშავდება STATA/ SPSS პროგრამით.

(ამ შეხვედრაზე გაკეთდება სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარების შეჯამება და ამოცანების ამოხსნისას პროგრამული უზრუნველყოფის - STATA-ს გამოყენების უნარი)

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გაითავისოს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა პერსპექტივები.

პრაქტიკული მაგალითი: მაგალითი სოციალური მეცნიერებიდან განხილული იქნება (მაგალითები სახელმძღვანელოშია).

საკითხავი მასალა: .ჰ. კისი(2008),სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში.გვ.387-425. სავარჯიშოები, გვ. 422-425

პრაქტიკა: STATA/SPSS.

სილაბუსი # 3

პროგრამული უზრუნველყოფა - STATA

მიზანი: კურსი გათვალისწინებულია სასწავლო მოდულისათვის: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში, როგორც რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის ინსტრუმენტი, რადგან კვლევის დიზაინი და შედეგების ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის მონაცემების დასამუშავებლად და ანალიზისათვის სტატისტიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. სტუდენტმა უნდა გამოიმუშავოს უნარი, შეიძინოს ცოდნა პროგრამული უზრუნველყოფის - STATA- ს გამოსაყენებლად სამეცნიერო კვლევებისათვის, უნდა შეიძინოს პრაქტიკული უნარი ძირითადი სტატისტიკური მონაცემების აღწერისა, ცვლადებს შორის დამოკიდებულების ტესტირებისა და ასევე, კვლევის დიზაინისა და მოდელირებისათვის.

პროგრამული უზრუნველყოფა - STATA სასწავლო მოდულისათვის „გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური პოლიტიკის ანალიზისათვის“ არის პრაქტიკული კურსი, რომელიც ინტეგრირებული იქნება სილაბუსებთან: სტატისტიკა გადაწყვეტილების მიღებაში და გადაწყვეტილების მიღების მეთოდები.

სწავლებისა და სწავლის მეთოდები: ლაბორატორიული სამუშაო, პრაქტიკული სამუშაო, ლექციები, საკლასო დისკუსიები, ესეების მომზადება, კვლევითი სამუშაოში პროგრამული უზრუნველყოფა - STATA-ს გამოყენება.

სწავლებისა და სწავლის საშუალებები: კომპიუტერული კლასი, Excel, პროგრამული უზრუნველყოფა STATA. გამოიყენება კომპიუტერული ლაბორატორია აღჭურვილი STATA -ს პროგრამული უზრუნველყოფით. სტუდენტი ვალდებულია მოამზადოს მასალა აუდიტორიაში განსახილველად, რაც საკვლევი თემების განხილვის საშუალებას იძლევა. ამოცანის ამოსახსნელად, შედეგების შესაფასებლად სტუდენტი იყენებს ელექტრონულ ცხრილებს და პროგრამულ უზრუნველყოფას STATA-ს.

შეფასების კრიტერიუმები და შეფასება: 

შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერამაქსიმალური

ქულაესე: სტუდენტი ირჩევს თემას; ესე უნდა მოიცავდეს

თემები: ა/ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

20

26

Page 27: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

500 –1000 სიტყვას . ბ/ საზოგადოების არჩევანი-პოლიტიკური გადაწყვეტილება; გ/გადაწყვეტილების მიღება და კონფლიქტური სიტუაციები მსოფლიოში; დ/ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზა-ციული და ინსტიტუციური პირობები; ე/ თანამედროვე პირობებში გადაწყვეტილე-ბის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები

შუალედური ტესტირება თემა: სტატისტიკა და STATA 20ინდივიდუალური პრეზენტაცია

თემები: სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; ბიზნეს პრობლემები და მათი გადაჭრის საშუალებები; ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

10

ჯგუფური პრეზენტაცია თემა: პრობლემის დასმა და პრობლემის გადაჭრის სოციალური პოლიტიკა (კონკ-რეტული პრობლემის მაგალითზე)

10

საბოლოო გამოცდა ტესტირება+ ზეპირი გამოცდა 10+ 30სულ 100საკითხავი მასალა: „ჰენდაუტები“;Statistical software STATA: Statistics, Data Management, User’s guide, CD, 2010

ფ. მექვაბიძე. ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პრაქტიკული მეცადინეობისათვის. Small STATA, 2003;

თემა 1: STATA -ს გაშვება ვინდოუსისათვის

აბსტრაქტი: სტუდენტი ეცნობა ვინდოუსისათვის STATA -ს გაშვებას, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და შედეგების ინტერპრეტაციის ინსტრუმენტს და ეცნობა STATA -ს ვებ გვერდს: http://www.stat.com; STATA -ს ბიულეტენს ( ჟურნალი, რომელიც მოიცავს სტატიებს, STATA -ს ბრძანებებს და დამატებით ინფორმაციას STATA -ზე); ტრენინგების ქსელურ კურსებს ინტერნეტის გამოყენებით; წიგნებს და დამხმარე მასალას: ტელეფონით, ფაქსით, ე-ფოსტით ტექნიკურ დახმარებას და მონაცემთა ბაზებს, შესაბამისი ინსტრუქციებით მათი გამოყენების შესახებ; ონ-ლაინ დახმარებას დეტალების აღწერით. STATA, როგორც სტატისტიკური პაკეტი, როგორც ანალიზისა და გრაფიკული მონაცემების მენეჯმენტის საშუალება.

ინსტალაცია და ტესტირება: start- დაწყება, exit-გამოსვლა, STATA editor-რედაქტორი and window-ფანჯარა (file-ფაილი, edit-რედაქტირება, window-ფანჯარა, help-დახმარება) გადახედვა და ცვლადები.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სიტუაციასა და მოთხოვნების გათვალისწინებით კვლევის დიზაინი ამოცანების ამოხსნისა, ანალიზისა და შეფასებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე შეუძლებელია.

საშინაო დავალება: სტუდენტმა უნდა გადახედოს მასალას, მოძებნოს მაგალითები სტატისტიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით და მოიტანოს სასწავლო ლაბორატორიაში განსახილველად.

27

Page 28: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები,

ფ. მექვაბიძე. ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პრაქტიკული მეცადინეობისათვის . Small STATA, გვ. 3-10, 2003;

მაგალითები: STATA statistical software : Statistics, Data Management, User’s guide; pp. 27-31; 35-39 პრაქტიკული მაგალითები: განიხილება მაგალითები STATA -ს მონაცემთა ბაზიდან.

თემა 2: მონაცემები და მონაცემთა ბაზები.

აბსტრაქტი: განიხილება მონაცემები წარმოდგენილი რიცხვებისა, სტრიქონებისა და ცხრილის სახით, რომლის თითოეული სტრიქონი დაკვირვების შედეგია ცვლადების მიმართ, ხოლო თითოეული სვეტი შეიცავს შენიშვნას თითოეული ცვლადის მიმართ. ცვლადებს მინიჭებული აქვთ სახელები. დაკვირვებები გადანომრილია 1-დან N-მდე, ასევე, მარკირება, ფორმატი, შენიშვნები და მახასიათებლები. კერძოდ:

რიცხვების ფორმატები:

რიცხვი შეიძლება შეიცავდეს ნიშანს, მთელ ნაწილს, ათობით ნიშანს, წილად ნაწილს, e ან E. ჩაწერილი რიცხვი არ უნდა შეიცავდეს მძიმეს. მაგალითად, რიცხვი 1024 აუცილებელია ჩაიწეროს როგორც 1024 ან 1024. ან 1024.0. რიცხვების ჩასაწერად, ქვემოთ მოყვანილი ვარიანტებია მისაღებია: 5; -5; 5.2; .5; 5.2e+2; 5.2e-2; გამოტოვებული რიცხვი შეგვიძლია დავამატოთ მონაცემთა ბაზას, თუ ეს რიცხვი ჩაწერილი იქნება ზემოთ მოყვანილი რიცხვების ჩაწერის წესების დაცვით. STATA იგნორირებას უკეთებს გამოტოვებულ რიცხვით მნიშვნელობას, მის ნაცვლად აღიქმება ნულოვანი მნიშვნელობა. მონაცემთა ბაზა შეიძლება შეიცავდეს შენიშვნას. როდესაც მონაცემების აღწერას ვაკეთებთ (ბრძანება: describe), ყურადღება უნდა მივაქციოთ შენიშვნებს მონაცემების ან ცვლადების მიმართ.

მონაცემების ფორმატები: „ %d,“ ან შეიძლება იყოს მახასიათებლებით წარმოდგენილი შემდეგი აღ- ნიშვნების გამოყენებით: n- თვის აღნიშვნა რიცხვით 0-ის გარეშე; N -თვის აღნიშვნა რიცხვით 0-ის გამოყენებით; m – 3-თვის აღნიშვნა თვის შესაბამისი პირველი დიდი ასოთი; M – თვის სახელი პირველი დიდი ასოთი; l- 3- თვის სახელი, ყველა პატარა ასოთი; L - თვის სახელი, ჩაწერილი პატარა ასოებით ; d – დღე და თვე 0-ის გარეშე; D - დღე და თვე 0-ით; c – საუკუნე 0-ის გარეშე; C -საუკუნე 0-ით; y –წელი 0-ით.

სტრიქონის ფორმატი: სტრიქონი წარმოდგენილია სიმბოლოების მიმდევრობით, რომელიც შეიცავს ბჭყალებში ჩასმულ გამოსახულებას: “String”, “hello, World”, “x/y+3”, “1.2”

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ STATA -ს გამოყენებისას მოთხოვნილია გამოსახულების ზუსტი ჩაწერა მონაცემების, მონაცემთა ბაზების, რიცხვების, სტრიქონების, ფორმატების, ცვლადების... და მან უნდა აკონტროლოს, თუ როგორ უნდა გამოჩნდეს ეკრანზე მის მიერ მითითებული მონაცემი.

საშინაო დავალება: სტუდენტმა უნდა მოიძიოს მაგალითები პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით პრაქტიკაში, რომლებიც განიხილება პრაქტიკული მეცადიეობისას ლაბორატორიაში.

საკითხავი მასალა: „ჰენდაუტები“,

ფ. მექვაბიძე. ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პრაქტიკული მეცადინეობისათვის . Small STATA, გვ. 10-12, 2003;

28

Page 29: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

მაგალითები: STATA statistical software : Statistics, Data Management, User’s guide; pp. 109-127

პრაქტიკული მაგალითები: განიხილება მაგალითები STATA -ს მონაცემთა ბაზიდან

თემა 3: ოპერატორები

აბსტრაქტი: STATA-ს ოთხი, სხვადასხვა კლასის ოპერატორები აქვს: არითმეტიკული (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა); სტრიქონის ( “+” ნიშანი გამოყენებულია და ნიშნავს ორი სტრიქონის გაერთიანებას) რელაციური ( მეტი ვიდრე, ნაკლები ვიდრე, მეტი ვიდრე ან ტოლი, ნაკლები ვიდრე ან ტოლი, ტოლი, არა ტოლი) და ლოგიკური (&(და); |(ან);

(არა)).

პრობლემის გაცნობიერება:

სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავსად რეალაციური ოპერატორებისა, ლოგიკური ოპერატორები იღებენ მნიშვნელობას „1“–ს ჭეშმარიტების შემთხვევაში და „0“–ს სიცრუის შემთხვევაში. ლოგიკური ოპერატორები გარდა „~“, სრულდება ყველა არითმეტიკული და რეალაციური ოპერაციების შემდეგ.

საკითხავი მასალა:

ჰენდაუტები,

ფ. მექვაბიძე. ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პრაქტიკული მეცადინეობისათვის. Small STATA, გვ. 13-15, 2003;

STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 127-131

საშინაო დავალება : სტუდენტმა უნდა მოიძიოს მაგალითები პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით პრაქტიკაში, რომლებიც განიხილება პრაქტიკული მეცადინეობისას .

თემა 4: მათემატიკური ფუნქციები

აბსტრაქტი: ფუნქციები შეიძლება შეგვხდეს გამოსახულებებში. ფუნქციები აღინიშნებიან ფუნქციის სახელით, გახსნილი ფრჩხილით, გამოსახულებით ან გამოსახულებით, რომლებიც გამოყოფილები არიან მძიმით და დახურული ფრჩხილით. ყველა რიცხვითი ფუნქცია არ აღიქმება, როდესაც გამოტოვებულია არგუმენტის მნიშვნელობა, ან როდესაც შედეგი განსაზღვრული არ არის. ფუნქციების ტიპებია:

abs(x) – absolute value -აბსოლუტური მნიშვნელობა

acos(x) – arc-cosine returning radians - არკკოსინუსი რადიანებში

asin(x) - arc-sine returning radians - არკსინუსი რადიანებში

atan(x) - arc-tangent returning radians - არკტანგენსი რადიანებში

comb(n,k) – combinatorial functions - კომბინატორული ფუნქცია

cos(x) – cosine of radianს - კოსინუსი რადიანებში

exp(x) - exponential - ექსპონენციალური

29

Page 30: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

Ln(x) – natural logarithm - ნატურალური ლოგარითმი

lnfact(x) - natural log factorial - ნატურაკლური ლოგარითმის ფაქტორიალი

log10(x) – logarithm base 10 - ლოგარითმი ფუძით „10“

sin(x) - sine of radians სინუსი რადიანებში

mod(x,y) – modules x with respect to y - მოდული „x“-სა „y“-ის მიმართ

sqrt(x) – square root - კვადრატული ფესვი

tan(x) tangent of radians - ტანგენსი რადიანებში

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს ფუნქციების გამოყენების არსი მონაცემთა ბაზებისათვის და გაანალიზოს, რომ: ა/ ტრიგონომეტრიული ფუნქციები განისაზღვრება რადიანებში, ბ/ „x! „ ფაქტორიალის გამოთვლის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მიმართვა ( exp(lnfact(x),1) და ამასთან, უნდა უზრუნველყოს, რომ ის იქნება მთელი რიცხვი.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები,

ფ. მექვაბიძე. ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პრაქტიკული მეცადინეობისათვის.

Small STATA, გვ. 15-17, 2003; STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 127-131

საშინაო დავალება: სტუდენტმა უნდა მოიძიოს მაგალითები პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით პრაქტიკაში, რომლებიც განიხილება პრაქტიკული მეცადიეობისას ლაბორატორიაში.

თემა 5: სტატისტიკური ფუნქციები

აბსტრაქტი: განიხილება შემდეგი სტატისტიკური ფუნქციები:

Binomial(n,k, π )- probability of observing k or more successes in n trials when the probability of a success on a single trial is π - ბინომიალური Binomial(n,k,π )- ექსპერიმენტებში k წარმატებული დაკვირვების ალბათობა, როდესაც ერთ ექსპერიმენტში წარმატების ალბათობა არის π;

Binorm(h,k, ρ) - joint cumulative distribution ¢(h,k, ρ ) of bivariate normal with correlation ρ, cumulative over ( -∞,h] x(-∞,k ] - ბინორმალური Binorm(h,k, ρ) - ორგანზომილებიანი ნორმალური განაწილების კუმულატიური განაწილება ¢(h,k, ρ ) კორელაციით ρ, კუმულატიური ( -∞,h] x(-∞,k ] -ზე

chiprob(df,x) – upper-tail cumulative χ quadrat with df degrees of freedom - ზედა კუდის კუმულატიური χ- კვადრატი df თავისუფლების ხარისხით

gammap(a,x) - incomplete gamma function P(a,x) - არასრული გამა ფუნქცია

ibeta(a,b,x) - incomplete beta function I(a,b) - არასრული ბეტა ფუნქცია

30

Page 31: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

invbinomial(n,k,p) – inverse binomial; for p ≤ 0.5, returns (π = probability of success on a single trial) such that the probability of observing k or more success in n trials is p1. For p>0.5 , returns π such that the probability of observing k or fewer success in n trial is 1-p. - ბინომიალური ინვერსია: p ≤ 0.5 -თვის (π = წარმატების ალბათობა ერთ ექსპერიმენტში) ისეთი, რომ k დაკვირვების ან მეტი წარმატების ალბათობა n ექსპერიმენტში არის p1. p>0.5 - თვის π -ის მნიშვნელობა ისეთია, რომ k დაკვირვების ან ნაკლები წარმატების ალბათობა n ექსპერიმენტში არის 1- p.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ Binorm(h,k) გვაძლევს კუმულატიურ ორგანზომილებიან ნორმალურ განაწილებას.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები,

ფ. მექვაბიძე. ეკონომეტრიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პრაქტიკული მეცადინეობისათვის .

Small STATA, გვ. 15-17, 2003; STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 133 -137

საშინაო დავალება:

სტუდენტმა უნდა მოიძიოს მაგალითები პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით პრაქტიკაში, რომლებიც განიხილებიან პრაქტიკული მეცადიეობისას.

თემა 6: მონაცემთა ფუნქციები, სტრიქონ ფუნქციები, სპეციალური ფუნქციები

აბსტრაქტი: განიხილება:

1. მონაცემთა ფუნქციები: ამ ფუნქციების აღწერა ხდება მაგალითების მიხედვით, გამოიყენება „s „ ასო აღნიშვნისათვის ( სტრიქონ ცვლადი ან სხვა სტრიქონ გამოსახულება); e, m, d და y გამოიყენებიან რიცხვითი გამოსახულების მისანიშნებლად; ასევე, განიხილება : date (s1,s2) - თარიღი; day(e) - დღე; mdy (m,d,y)-თვე, დღე, წელი; month(e) - თვე; year(e)- წელი;

2. სტრიქონ ფუნქცია: String functions :index(s1,s2); length (s); lower(s); ltrim(s); real(s); rtrim(s); string(n); substr(s,n1,n2); trim(s)

3. სპეციალური ფუნქციები: ბრძანება კატეგორიული მონაცემების გამოსაყენებლად

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ კატეგორიული ცვლადები დაყოფილია, რამდენადაც შესაძლებელია, თანაბარ ქვე ჯგუფებად, რომლებიც გადანომრილია ასე: პირველ ჯგუფს ენიჭება რიცხვი -1, მეორეს - 2, და ასე შემდეგ, ბრძანებები მონაცემებთან სამუშაოდ და სტრიქონებთან სამუშაოდ.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები,

STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 133 -139, STATA Press, College station, Texas; STATA Tutorial.

საშინაო დავალება: სტუდენტმა უნდა მოიძიოს მაგალითები პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით პრაქტიკაში, რომლებიც განიხილებიან პრაქტიკული მეცადინეობისას ლაბორატორიაში.

თემა 7: სისტემური ცვლადები, კოეფიციენტები და სტანდარტული შეცდომები

31

Page 32: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

აბსტრაქტი. განხილული იქნება: სისტემური ცვლადების მიხედვით ცვლადების აგება, რომლებსაც ქმნის და განაახლებს STATA . ისინი იწოდებიან ცვლადებად, რადგან მათი სახელები ყველა იწყება მახასიათებლით “---“ .

1. კოეფიციენტების მომსახურეობა და სტანდარტული შეცდომები: მოდელის შეფასების შემდეგ უნდა შეფასდეს კოეფიციენტები და სტანდარტული შეცდომა და შემდეგ, ისინი გამოიყენებიან გამოსახულებებში.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ შეფასების წინასწარ განსაზღვრისა და შემდეგ, შეფასების ბრძანებებით მიიღოს პროგნოზი და იპოვოს შესაბამისობა კოეფიციენტებსა და ცვლადებს შორის, როგორიცაა: cnerg, logit, probit, regress and tobit

საკითხავი მასალა : ჰენდაუტები,

STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 133 -142, STATA Press, College station, Texas; STATA Tutorial.

საშინაო დავალება: მაგალითების გადახედვა: Statistics, Data Management User’s guide; pp., STATA Press, College station, Texa

თემა 8: შედეგების შეფასება STATA–ს ბრძანებებით, გენერაცია lags -დაყოვნება და leads- წინძვრა, subscripting within groups -ინდექსაცია ჯგუფებში. ცვლადებზე ცალკეული დაკვირვებები

აბსტრაქტი: განიხილება STATA -ს ბრძანებები, რომელთა გამოყენებითაც შეინახული მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება განვიხილოთ ცვლადების ინექსაციით. ცხადია, ინდექსაცია გაერთიანებული ცვლადებთან „_variable_n „ შეიძლება გამოვიყენოთ ლაგური ცვლადის შესაქმნელად. ვიდრე „_n „ შეიცავს დაკვირვებათა რიცხვს მიმდინარე დაკვირვებაში, „_n-1 „ დაკვირვებაში აფასებს დაკვირვებათა რიცხვს წინა დაკვირვებიდან, რომელიც წარმოადგენს დაკვირვებას წინა პერიოდიდან, თუ მონაცემები დალაგებულია ქრონოლოგიურად.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტი უნდა დააკვირდეს , რომ STATA გამოსავალზე გენერირებას გაუკეთა 1000 -მდე სტრიქონს და წყნარად, მოთმინებით დაბეჭდოს: generate orig=vital(1)

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები;

STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 133 -146, STATA Press, College station, Texas; STATA Tutorial.

საშინაო დავალება: მაგალითების გადახედვა: Statistics, Data Management User’s guide; pp., STATA Press, College station, Texas

თემა 9: ჭდეები, ჭდეების გამოყენება გამოსახულებებში, რომელიც წარმოდგენილია რიცხვითი მონაცემებით, რომლებთანაც ისინი ასოცირდებიან.

32

Page 33: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

აბსტრაქტი: ჭდეებისათვის გამოიყენება ორმაგი ბრჭყალები, ორი წერტილი და ჭდის სახელი. თუ ორმაგ ბრჭყალებში განსაზღვრული არ არის აღნიშნული ჭდის მნიშვნელობა, ან ჭდის მნიშვნელობა ვერ მოიძებნება, მაშინ მოითხოვება გამოტოვებული მნიშვნელობა.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ “yesno” ასოცირდება “yes” -თან „1“-ით და “no” ასოცირდება 0-თან. ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ: “list if answer==1” ნაცვლად დაბეჭდილისა. არ შეიძლება დავბეჭდოთ: “list if answer==”yes”, რადგან პასუხი არ არის სტრიქონ ცვლადი.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები;

STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 133 -148, STATA Press, College station, Texas; STATA Tutorial.

STATA Technical Bulletin, 25-28,

საშინაო დავალება: მაგალითების გადახედვა: Statistics, Data Management User’s guide; pp., STATA Press, College station, Texas

თემა 10: გამობეჭდვა და შედეგების შენახვა

აბსტრაქტი: ა/ ჩართვა და დახურვა; მიერთება გამოსავალ log-თან; დროებითი შეჩერება და ხელახალი გაშვება - logging; ბ/ კომენტარების განთავსება logs-ში; გ/ logs -ის გამობეჭდვა STATA - ს გამოყენებით.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ფაილი შეიძლება იყოს გამობეჭდილი ან უკეთეს შემთხვევაში დოკუმენტებში ჩართული, რასაც სტუდენტი ქმნის ვორდის პროცესორით.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 149 -155, STATA Press, College station, Texas; STATA Tutorial.

საშინაო დავალება: მაგალითების გადახედვა: Statistics, Data Management User’s guide; pp., STATA Press, College station, Texas

თემა 11: Do-ფაილები

აბსტრაქტი: ა/ ვერსიები, კომენტარები და ცარიელი Do-ფაილში; ბ/ რიგები და Do-ფაილები; გ/ Do-ფაილები, გამოსავალი; აცილება; დ/ Do-ფაილების გაშვების გზები; ე/ Do-ფაილებით პროგრამირება; არგუმენტის გამოტოვება; გამოსავლის დახშობა.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა იცოდეს დისკ-ფაილის შექმნა, რომელიც შეიცავს ბრძანებებს და STATA-ს ინსტრუქციას, როგორ შეასრულოს ამ ფაილში შენახული ბრძანებები. ასეთი ფაილები იწოდებიან Do-ფაილებად, რადგან ბრძანება აიძულებს მათ გააკეთონ ის , რასაც უბრძანებენ. Do-ფაილები სტანდარტული ტექსტური ფაილებია. Do-ფაილები ფორმირდებიან STATA-ს მიერ, როდესაც სტუდენტს შეჰყავს ბრძანება:“ do filename“

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 155 -165, STATA Press, College station, Texas

საშინაო დავალება: მაგალითების გადახედვა Statistics, Data Management User’s guide; pp., STATA Press, College station, Texas

33

Page 34: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

თემა 12: Ado-files

აბსტრაქტი: ა/ აღწერა; ბ/ როდის ეძებს STATA Ado-ფაილებს? გ/ როდის ვაკეთებთ ინსტალაციას დამატებით? დ/ როგორ დავამატოთ საკუთარი „Ado“

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ მას შეუძლია მიიღოს STATA -ს ტექნიკური ბიულეტენი. http:// www.stata.com. ეს თემა განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, ვისაც Ado-ფაილების გამოყენება უნდა.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 165 -175, STATA Press, College station, Texas; STATA Tutorial.

საშინაო დავალება: მაგალითების გადახედვა: Statistics, Data Management User’s guide; pp., STATA Press, College station, Texas

თემა 13: ANOVA მოდელები, მოდელები რამდენიმე განტოლებით

აბსტრაქტი: არსებობს სირთულე, მოდელებში კოეფიციენტებსა და ცვლადებს შორის დამოკიდებულების შესასწავლად. ადვილი არ არის ცვლადებსა და კოეფიციენტებს შორის დამოკიდებულების დადგენა. უწყვეტი ცვლადებისათვის მოდელში ჩანაწერი _coef [varname] განეკუთვნება კოეფიციენტს. კატეგორიული ცვლადებისათვის, აუცილებელია, მიეთითოს ცვლადის დონეც. ასევე, კოეფიციენტებისა და სტანდარტული შეცდომები მრავალ განტოლებიან მოდელებში.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს მოთხოვნის ჩაწერა განტოლების ნომრის მითითებით “eqno” ან განტოლების აბსოლუტური ნომერი ან განტოლების „ირიბი“ ნომერი.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები;

STATA statistical software, Statistics, Data Management, User’s guide; pp. 133 -142, STATA Press, College station, Texas

საშინაო დავალება: მაგალითების გადახედვა: Statistics, Data Management User’s guide; pp., STATA Press, College station, Texas

სილაბუსი #4გადაწყვეტილების მიღების მეთოდები (გმმ)

კურსის აღწერა: გადაწყვეტილების მიღების მეთოდები მენეჯერისა და ადმინისტრატორის საქმიანობის თანამგზავრია და მათი გამოყენება განსაკუთრებით, სასარგებლოა კომპლექსური პრობლემების ფართო სპექტრის არსებობის შემთხვევებში, თუ მენეჯერს აქვს მცირე გამოცდილება ანალოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ან პრობლემა საკმარისად რთულია და პრობლემის რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორია მენეჯერის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. ანალიტიკოსი კონცენტრირებას აკეთებს (ყურადღებას ამახვილებს)რაოდენობრივ და თვისობრივ ფაქტებზე ან მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებულია პრობლემასთან და ამუშავებს მათემატიკურ გამოსახულებას, რომელიც ასახავს მიზნებსა და სხვა დამოკიდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ პრობლემიდან. ერთი ან რამდენიმე რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენებით ანალიტიკოსი აკეთებს რეკომენდაციას, რომელიც დაფუძნებულია პრობლემის რაოდენობრივ და თვისობრივ

34

Page 35: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ასპექტებზე. მენეჯერს შეუძლია გაზარდოს გდაწყვეტილების მიღების ეფექტურობა რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდოლოგიის შესწავლით და უკეთესად გაერკვეს საკუთარ წვლილში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეადაროს და შეაფასოს რაოდენობრივი და თვისობრივი ან თვისობრივი მახასიათებლების წარმოქმნის წყაროები და შედეგად, გააერთიანოს წყაროები, რომ მიიღოს საუკეთესო, შესაძლო გადაწყვეტილება.

რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის წარმატებით გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად, მენეჯმენტის სპეციალისტი მჭიდრო ურთიერთობაში მუშაობს მკვლევართან და ისინი იწყებენ მოდელის განვითარებას, რომ პრობლემა წარმოადგინონ (ჩაწერონ) მათემატიკური სახით. მოდელის საუკეთესო ამონახსნი, შემდეგში, ხდება გადაწყვეტილების მიმღების რეკომენდაცია. მოდელის განვითარებისა და ამოხსნის პროცესი არსებითია რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზისათვის.

მოდელზე დამყარებული დასკვნებისა და გადაწყვეტილების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ასახა მოდელმა რეალური სიტუაცია. რის გამოც, მოდელისა და გამოყენებული მიდგომების წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ზუსტად შეიძლება აისახოს მიზანი და შეზღუდვები მათემატიკურ დამოკიდებულებებში.

ანალიტიკოსი ეცდება განსაზღვროს გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ცვლადების მნიშვნელობები, რომლებზედაც დამოკიდებულია მოდელის საუკეთესო ან ოპტიმალური ამონახსნი. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსს შეუძლია მოდელის წარმატებით რეალიზება (დანერგვა), სისტემის დაამუშავება და განვითარება აქტივების გადასანაწილებლად, ფინანსური დაგეგმვისათვის, სოციალური პოლიტიკის განვითარებისათვის, მარკეტინგული ინფორმაციის ტექნოლოგიისათვის, მარკეტინგის მონაცემთა ბაზისათვის, პორტფოლიოს განსაზღვრისათვის და სხვა.გადაწყვეტილების მიღების პროცესის ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილია მენეჯერული რეპორტის მომზადება, რომლის საფუძველი მოდელის ამონახსნია და რაც ადვილად გასაგებია გადaწყვეტილების მიმღების მიხედვით. თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შედეგები არასწორედ იქნება რეალიზებული, მაშინ მთლიანად, პროექტის ღირებულებასაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან შედეგის რეალიზაცია ითხოვს ადამიანებისაგან აკეთონ საქმე სხვაგვარად და ადამიანებს კი უნდათ გაიგონ „რა არის ცუდი იმაში, რასაც ჩვენ ვაკეთებდით?“ და სხვა. ამ ეტაპზე ანალიტიკოსი ფოკუსირებულია ამონახსნის განვითარებაზე, რასაც ექნება მნიშვნელოვანი ღირებულება და ადვილი იქნება დასანერგად. რადგან ადამიანებმა სხვადასსხვა უნარებით, პერსპექტივებით და მოტივაციებით ერთად უნდა იმუშაონ საერთო მიზნის მისაღწევად, გუნდური მუშაობა არსებითია. გუნდის წევრები არეგულირებენ გუნდურ მიდგომებს, ერთმანეთის თანადგომას და კონფლიქტებს. ისინი ფლობენ მულტიფუნქციურ და მულტიდისციპლინურ შესაძლებლობებს და მოტივირებულები არიან მიაღწიონ სათანადო შედეგს, რომელიც ფოკუსირებულია ფირმის ან ორგანიზაციის მიზანზე.

გადაწყვეტილების მიღების მეთოდები გათვლილია გადაწყვეტილების მიღების ანალიზზე, რომელიც მოიცავს პრობლემის ფორმულირებას და პრობლემის სტრუქტურის აგებას. ამასთან, გადაწყვეტილების ანალიზი, პრობლემა და მოდელის აგება მოიცავენ ტექნიკურ მხარესაც, როგორიცაა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, ამიტომ სამაგისტრო კურსის სტუდენტისათვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესის როლის გაცნობიერება მენეჯმენტისა და ადმინისტრირებისათვის.

ფოკუსი: კურსი ფოკუსირებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და მის როლზე მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაში. ყურადღება გადატანილია დისკუსიის საგანზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრობლემის ორიენტაციაზე, რისთვისაც განხილული იქნება მოდელები, რომლებიც გამოყენებულია ამ პროცესში. მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს განსხვავების ჩვენება მოდელსა და მენეჯერულ სიტუაციას შორის. აგრეთვე,

35

Page 36: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

მსჯელობის საგანი იქნება მენეჯმენტის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომელთა მეშვეობითაც ანალიზის პროცედურა ვითარდება პრობლემის გადაჭრისა და საუკეთესო ამონახსნის მოსაძებნად გადაწყვეტილების მიღების მეთოდების გამოყენებით.

კურსი გათვალისწინებულია სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ განავითარონ გადაწყვეტილების მიღების უნარები თანამედროვე ტექნიკისა და კომპიუტეული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. ისინი ისწავლიან ეფექტური გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგიას, რაც დაკავშირებულია პროექტების დიზაინთან, პროექტის ღირებულების შეფასებასთან, პრობლემის გადაჭრასა და რისკის ანალიზთან. გადაწყვეტილების მიღების მეთოდები მოიცავენ: პრობლემის ფორმულირებასა და მის სტრუქტურიზაციას, პრობლემის ანალიზს, მოდელის აგებას, ტექნიკური დეტალებს (კომპიუტერული კლასი, პროგრამული უზრუნველყოფის STATA -ს გამოყენება).კურსი მოიცავს ამოცანებისა და მათი ანალიზისა და გადაჭრის მეთოდებს: პრობლემის ფორმირება და გადაწყვეტილების ანალიზი; ელემენტარული მეთოდები; ცალკეული და მულტი ატრიბუტებიანი გადაწყვეტილების მიღების მეთოდები; დანახარჯებით სარგებლიანობის მეთოდი; დადებითი და უარყოფითი შედეგების შედარებით ჩატარებული ანალიზი; მაქს-მინ (მაქსიმუმმინიმუმი) და მაქს-მაქს (მაქსიმუმ-მაქსიმუმი) მეთოდები; მეთოდი მულტი ატრიბუტიანი სარგებლიანობის თეორიის გამოყენებით; ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება; გადაწყვეტილების მიღება ალბათობით და ალბათობის გარეშე; სკორინგ მოდელები; გრაფიკული ამოხსნა, მიზნის პროგრამირების მოდელი; ფუნქციები, ოპტიმიზაციის ამოცანები; ოპტიმიზაცია ლაგრანჟის მეთოდის გამოყენებით; გადაწყვეტილებები და თამაშთა თეორია; მთავარი პრობლემა თამაშთა თეორიასთან მიმართებაში; გადაწყვეტილების მიღება განუზღვრელობის პირობებში; სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება; მენეჯერული გადწყვეტილების მიღება რისკისა და განუზღვრელობის პირობებში; სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება განუზღვრელობის პირობებში და მკვლევარებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, როგორც კვლევის შედეგების გამოყენების ახსნა-განმარტების საზომი.

სტუდენტი შეისწავლის: როგორ მივიღოთ ეფექტური ინდივიდუალური და ჯგუფური გადაწყვეტილებები; როგორ მივიდეთ ტიპიური პროექტის პრობლემის ჭეშმარიტ მიზეზამდე ძირითადი

მიზეზების ანალიზის გამოყენებით; როგორ გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა STATA პროექტების

მართვისათვის; რატომ შეიძლება კრიტიკული გზა ყოველთვის არ იყოს გრძელი გზა; როგორი შეიძლება გვქონდეს რეაგირება პროექტის დასრულების თარიღებზე,

რომლებიც შეიძლება არარეალისტურია; როგორ მივიღოთ კრიტიკული გადაწყვეტილებები განუსაზღვრელობის პირობებში; როგორ მივიღოთ მრავალსაფეხურიანი გადაწყვეტილებები გადაწყვეტილებათა ხეების

გამოყენებით; როგორ გამოვიყენოთ AHP მოდელი მულტიკრიტერიულ გადაწყვეტილებებში; როგორ გამოვიყენოთ თამაშთა თეორია გადაწყვეტილებების მიღებაში; როგორ განვიხილოთ გადაწყვეტილებების მიღება რისკსა და განუზღვრელობის

პირობებში; როგორ განვიხილოთ გადაწყვეტილებების მიღება ალბათობით და ალბათობის

გარეშე; როგორ შევაფასოთ რისკის ფაქტორები; რაში მდგომარეობს ურთიერთობა მკვლევარებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს

შორის მეცნიერული კვლევის შედეგების გამოყენებისას.განვითარებული იქნება უნარები და შესაძლებლობები:

36

Page 37: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

უნარები: კრეატიულობა; ინფორმაციის მართვა; აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება; აზროვნება, პრობლემის გადაჭრა

შესაძლებლობები: გადაწყვეტილების მიღება ერთი და რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით არსის

გაგება; მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღებისას პროგრამული უზრუნველყოფის

STATA -ს გამოყენება; მრავალსაფეხურიანი გადაწყვეტილებების მიღება გადაწყვეტილებათა ხეების

გამოყენებით; მიზეზობრივი ანალიზის ჩატარება გადაწყვეტილების მიღების საშუალებებისა და

ტექნიკის გამოყენებით; საკვლევი პრობლემის დადგენა, პრობლემის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების

მეთოდისა და ტექნიკის გამოყენება.

სწავლა-სწავლების მეთოდები:

აქტიური სწავლა-სწავლების მეთოდების მიზანია სტუდენტების ინდივიდუალური პოტენციალის განვითარება, 21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოყალიბება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც მოქნილი, შემოქმედი, აქტიური ახალგაზრდები, რომლებსაც შეეძლებათ პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტილებების მიღება, კრიტიკული აზროვნება, იდეების ეფექტურად გაცვლა და და ეფექტური მუშაობა გუნდებსა და ჯგუფებში.

მასწავლებელი კლასზე ორიენტირებული პიროვნება კლასზე ორიენტირებულიმასალა სწავლაზე ორიენტირებული პროცესი სწავლაზე ორიენტირებული

მასწავლებელი როგორც „ცოდნის გადამცემი“

მასწავლებელი როგორც ცოდნის ორგანიზატორი

საგანზე სპეციფიურად ფოკუსირებული მთლიანობაში სწავლებაზე ფოკუსირებული

კითხვა-პასუხზე ფოკუსირებული შეკითხვების დასმასურვილი, ჰქონდეთ საკუთარი სათქმელი სხვების აზრის აქტიური მოსმენა

სწავლების მეთოდები

სწავლების მეთოდი სწავლების მეთოდის ეფექტი უნარების განვითარებაში

ტრადიციული ლექცია: პირისპირ ცოდნის შეძენის ინტეგრაცია სტუდენტებთანგუნდური მუშაობა: ექსტრა-კლასი უნარები: თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა,

დამოუკიდებლობა, კომუნიკაბელურობაგუნდური მუშაობა კლასში უნარები: თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა,

დამოუკიდებლობა, კომუნიკაბელურობაკლასში მუშაობა უნარები: დაჯერებულობა, ზეპირი მეტყველება,

წერითი, ურთიერთობები და შემეცნებითი სარგებლიანობა ( პრობლემის გადაჭრა, განსჯა, შეცნობა)

ინდივიდუალური საშინაო დავალება

დამოუკიდებლობა, წერის უნარი, ლოგიკური აზროვნება

37

Page 38: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ბიბლიოთეკა კვლევისათვის დამოუკიდებლობა (შესაძლებლობა იმის შესაცნობად, რომ, როდესაც ინფორმაცია გჭირდება, მოძებნო და გამოიყენო ეს ინფორმაცია ეფექტურად)

ინდივიდუალური დავალება კლასში

დამოუკიდებლობა, წერის უნარი, ლოგიკური აზროვნება

სტუდენტური სემინარი თვითდაჯერებულება, კომუნიკაციის უნარი (საუბრის შესაძლებლობა), კრიტიკული აზროვნება, ურთიერთგაზიარების უნარი

აქტივობები კომპიუტერის გამოყენებით

დამოუკიდებლობა, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარი

წინაპირობებისილაბუსები: #1,2,3

შეფასების პოლიტიკასტუდენტის შეფასების პირობები და ქულების გადანაწილება:

კომპონენტები მაქს. ქულაშუალედური ტესტირება 30ინდივიდუალური პრეზენტაცია 15

ჯგუფური პრეზენტაცია 10

მონაწილეობა პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ამოცანების ამოხსნაში

15

ესსე + ფინალური გამოცდა 10 + 20=30სულ 100შეფასებები

A 91-100%B 81-90%C 71-80%D 61-70%Fx 51-60F <51%

თემა 1: გადაწყვეტილების მიღების მეთოდები. შესავალი

ფოკუსი: გადაწყვეტილების მიღების შესწავლის საგანია გადაწყვეტილების მიმღების მიერ ალტერნატივების შერჩევა მათი ღირებულებებისა და უპირატესობების ბაზაზე. გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ არსებობენ ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და არა მარტო განვსაზღვროთ, თუ რამდენად ბევრია შესაძლებელი ალტერნატივები, არამედ უნდა ამოვარჩიოთ საუკეთესო მათ შორის, რომელიც პასუხობს ჩვენს მიზნებს, ამოცანებს, ღირებულებებს და ა.შ.

გადაწყვეტილების მიღება იწყება გადაწყვეტილების მიმღებისა და დაინტერესებული მხარის იდენტიფიკაციით და გადაწყვეტილების მიღებაში შესაძლო უთანხმოებების აღმოფხვრაში ამოცანის ფორმულირებასა, მოთხოვნებსა, მიზნებსა და კრიტერიუმებთან მიმართებაში. შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზოგადი პრინციპები შეიძლება დაიყოს შემდეგ ეტაპებად: პრობლემის განსაზღვრა, მოთხოვნების განსაზღვრა, მიზნების დადგენა, ალტერნატივის განსაზღვრა, კრიტერიუმის განსაზღვრა, გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტის შერჩევა, ალტერნატივის შეფასება კრიტერიუმებით, ვალიდური გადაწყვეტილების მიღების შემოწმება ფორმულირებული ამოცანის მიმართ.

გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია (გასაღებია) ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ის იძენს კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როდესაც ადამიანი ითავსებს

38

Page 39: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ლიდერის როლს. ამ შემთხვევაში ადამიანი ვალდებულია გამოიყენოს ყველა რესურსი ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.

აბსტრაქტი: განიხილება ფორმულის შვიდი ეტაპი გადაწყვეტილების მისაღებად და გაიმართება დისკუსია საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად ამ შვიდი ეტაპის გამოყენებით;

1. შეჩერდი და დაფიქრდი; 2. ჩამოაყალიბე მიზანი; 3. განსაზღვრე ფაქტები; 4. განავითარე რამდენიმე ვარიანტი; 5. აწონ-დაწონე შედეგები; 6. გააკეთე არჩევანი; 7. აკონტროლე და ცვალე გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა, როგორიცაა: შენი გადაწყვეტილებებისათვის პრიორიტეტების დადგენა; არჩევანი ვარიანტებს შორის შესაძლო შედეგების გააზრებით, თითოეული შესაძლო გადაწყვეტილებისათვის პლიუსებისა და მინუსების მინიჭებით და მათი გავლენის გაანალიზება გადაწყვეტილების მიღებაზე; გადაწყვეტილების შეფასება ყველა გადმოსახედიდან, რომ მიიღო ღირებული გადაწყვეტილება.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა შესძლოს: 1. იმსჯელოს გადაწყვეტილებების მიღების გზებზე; 2. იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტოს რომელი მეთოდი შეიძლება იყოს უკეთესი, რომელიც შეიძლება გამოიყენო შვიდ საფეხურიანი ფორმულის მიხედვით გადაწყვეტილების მისაღებად.

საკლასო დისკუსია: მაგალითების განხილვა შემოქმედებითი უნარის (კრეატიულობის) განსავითარებლად.

საშინაო დავალება: ესსეს მომზადება: პრობლემა, რომელიც ჩემი გადასაწყვეტია (500-1000 სიტყვა)

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები;

ჯოსეფსონის ეთიკის ინსტიტუტი (2005):

http://www.josephsoninstitute.org/ on January 27, 2005. Mind Tools. (1995-2005). Essential skills for an excellent career. Retrieved from http://www.mindtools.com on October 5, 2003

თემა 2: პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება

ფოკუსი: განათლება მთავარი პრიორიტეტი და წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული განვითარებისათვის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ქვეყანაში. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ინტელექტ რესურსების გამოყენება მენეჯმენტისა და გადაწყვეტილების მიღებაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში და საჯარო ადმინისტრირების ორგანიზებაში. მაგრამ, უპირველესად, ამ მეთოდების გამოყენება სოციალურ სფეროსთან კონტექსტშია, როგორიცაა: პოლიტიკური მეცნიერება, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა. ფაქტობრივად, ამ მიმართულებებში პოტენციალის ამაღლება ქვეყნის განვითარების ნორმალური რეგულირების საფუძველს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროცესის ეფექტური მენეჯმენტი, პროგრამებისა და კურსების განვითარება, რომლებიც მნიშვნელოვანია კვლევისა, ანალიზისა და მიმდინარე სიტუაციის შესაფასებლად რეგიონში, საფუძველია იმ პრაქტიკული შედეგებისა, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. მეორეს მხრივ, საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზმა აჩვენა, რომ სასწავლო პროგრამებში არ არის გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მოდული, რომელიც ინტეგრირებული ფორმით უნდა მოიცავდეს იმ დისციპლინების სწავლებას, რომლებიც ერთობლიობაში გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა, რაც ბუნებრივია, სტუდენტის უნარ-ჩვევების განვითარებასა და

39

Page 40: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ლოგიკური გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობდა. სტუდენტებმა უნდა გაანალიზონ მაგალითები ცხოვრებიდან, სოციალური მეცნიერებებიდან (პოლიტიკა, ეკონომიკა,..), ეცადონ გამოიყენონ პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპები და შეაფასონ გადაწყვეტილებები კონკრეტული სიტუაციებისათვის გადაწყვეტილების მიღების მეთოდების გამოყენებით.

აბსტრაქტი: განიხილება გადაწყვეტილების ანალიზის პროცესი პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი სოციალური პოლიტიკის, ბიზნესისა და ცხოვრებისათვის. პრობლემის გადაჭრა ხშირად დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენეჯმენტისა და ლიდერობისათვის. ასევე, განიხილება ის ტექნიკური საშუალებები, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას სრულყოფს და გადაწყვეტილების ხარისხს ამაღლებს. გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივი საქმიანობაა ზოგიერთი პიროვნებისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ გადაწყვეტილების მიღების ხარისხს უნდა დაეთმოს სათანადო ყურადღება. პრობლემის გადაწყვეტა და გადაწყვეტილების მიღება მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი და თითოეული ითხოვს შემოქმედებით მიდგომას შესაძლო ალტერნატივების შესარჩევად. ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება ითხოვს უნარების კომპლექსს: შემოქმედებითი განვითარება და ვარიანტების განსაზღვრა; ნათელი აზროვნება; ნათელი განსჯის უნარი; მყარი გადაწყვეტილება და მისი ეფექტური განხორციელება. ამისათვის კი დახმარებას აღმოგვიჩენს: საღი გონება, SWOT-და PEST ანალიზის გამოყენება. პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტს მოეთხოვება გააცნობიეროს გადაწყვეტილების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპები, მისაღები ალტერნატივების განსაზღვრა და განვითარება, ნათელი განსჯა, მყარი გადაწყვეტილების მიღება და მისი ეფექტური განხორციელება.

საკლასო დისკუსია: მაგალითების განხილვა კონფლიქტურ სიტუაციებთან მიმართებაში შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად.

საშინაო დავალება: SWOT და PEST ანალიზი: მაგალითები, შაბლონები

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები, http://www.businessballs.com/swotanalysisfreetemplate.htm PEST შაბლონები, SWOT შაბლონები

თემა 3: პრაქტიკაში გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების მეთოდების ზოგადი მიმოხილვა

ფოკუსი: გადაწყვეტილების მიღების მეთოდების გაგება სხვადასხვა სიტუაციებში, ალტერნატივები; მეთოდების მოკლე ანალიზი; მულტი-ატრიბუტიული გადაწყვეტილების მიღების მეთოდები; ელემენტარული მეთოდები; დანახარჯებით სარგებლიანობის ანალიზი; პლიუსებისა და მინუსებით შეფასების ანალიზი; მაქსიმინისა და მაქსიმაქსის მეთოდები; მულტი-ატრიბუტიული სარგებლიანობის თეორია; ჯფუფური გადაწყვეტილების მიღება.

აბსტრაქტი: ზოგადად, განიხილება: ერთეულოვან კრიტერიუმსა და მულტიკრიტერიუმების შემთხვევებს შორის განსხვავევის ანალიზი. გადასაწყვეტ პრობლემას შეიძლება ჰქონდეს ერთეულოვანი კრიტერიუმი ან ერთეულოვანი აგრეგატული საზომი. მაგალითად, ღირებულება. შემდეგ, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული უსიტყვოდ და განისაზღვროს ალტერნატივა კრიტერიუმის საუკეთესო მნიშვნელობით ერთი ან აგრეგატული საზომით. შემდეგში, გვექმნება ოპტიმიზაციის კლასიკური პრობლემა: მიზნის ფუნქცია ერთადერთი კრიტერიუმია, და ალტერნატივების მიმართ მოთხოვნები შემოსაზღვრულია.

40

Page 41: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ოპტიმიზაციის ამოცანის ფორმისა და მისი ფუნქციური აღწერის მიხედვით შეიძლება ოპტიმიზაციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა: წრფივი პროგრამირება, არაწრფივი პროგრამირება, დისკრეტული ოპტიმიზაცია და სხვა. განიხილება მულტი-ატრიბუტიული გადაწყვეტილების მიღების პრობლემა m კრიტერიუმითა n ალტერნატივით და დანახარჯებით სარგებლიანობის ანალიზი ,როგორც მსოფლიოში ფართოდ გამოყენებული ტექნიკა გადაწყვეტილების მიღებისას. ელემენტარული მიდგომა, სტრატეგია, რომელიც მაქსიმინ მეთოდს საფუძვლად უდევს და რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს უარესის მოლოდინი. მეთოდები, რომლებსაც საფუძვლად უდევს მულტი-ატრიბუტიული სარგებლინობის თეორია; მეთოდები, რომლებიც ითხოვენ ჯგუფურ აზროვნებას.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტს უნდა შეეძლოს სიტუაციების ანალიზი და მათთვის გადაწყვეტილების მეთოდის მორგება.

საშინაო დავალება: ესე- ს მომზადება SWOT და PEST ანალიზის გამოყენებაზე პრაქტიკაში, 500-1000 სიტყვა.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები, Introduction to Decision Making Methods. Janos Fulop. Laboratory of Operations Research and Decision Systems, Computer and Automation Institute, Hungarian Academy of Sciences. (http://www.google.ge/#hl=ka&source=hp&q=Janos+Fulop.+Laboratory+of+Operations+Research+and+Decision+Systems%2C+Computer+and+Automation+Institute%2C+Hungarian+Academy+of+Sciences&btnG=Google+%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%90&gbv=2&bav=on.2,or.r_gc.r_pw.,cf.osb&fp=40136ac97cab0ea3&biw=800&bih=400 )

თემა 4: გადაწყვეტილების ანალიზი: პრობლემის ფორმულირება; გადაწყვეტილების მიღება ალბათობის გათვალისწინებით; გადაწყვეტილების მიღება ალბათობის გაუთვალისწინებლად.

ფოკუსი: გადაწყვეტილების ანალიზი განიხილება როგორც ლოგიკური გზა, რომელიც მიმართულია იმ მრავალფეროვანი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან; განიხილება გადაწყვეტილების ანალიზის მეთოდი და ანალიტიკური მოდელის აგება გადწყვეტილების ხის გამოყენებით.

აბსტრაქტი : გადაწყვეტილების ანალიზი გამოიყენება ოპტიმალური სტრატეგიის განსაზღვრისათვის, როდესაც ინდივიდი პირისპირ დგას რამდენიმე ალტერნატიულ ამოხსნასთან განუსაზღვრელი რისკის პირობებში და როდესაც, გადაწყვეტილების ანალიზისას ჩატარდა (გაკეთდა) საბოლოო თანმიმდევრული ხდომილებების კვლევა. შერჩეულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უზრუნველყოს საუკეთესო შედეგები, მაგრამ მომავლის გათვალისწინებით, მომავლის ხდომილების შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მიუღებელ შედეგს შერჩეული გადაწყვეტილების გამოყენებისას. რისკი ასოცირებულია ნებისმიერ ალტერნატიულ გადაწყვეტილებასთან და განუსაზღვრელობის პირდაპირი შედეგია, რაც უშუალოდ დაკავშირებულია საბოლოო შედეგთან. კარგი ანალიზი მოიცავს რისკის ანალიზსაც. რისკის ანალიზის მიხედვით გადაწყვეტილების მიმღები ინფორმირებულია ალბათობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიმღები განსაზღვრავს, როგორც მისაღები შედეგის, ისე მიუღებელი შედეგის აღმოჩენას. ტარდება განაცხადი პრობლემის შესახებ, კეთდება შესაბამისი დიაგრამები, გადაწყვეტილებათა ხეები და განიხილება ის მიდგომები (მეთოდები) გადაწყვეტილების მისაღებად, რომლებიც არ ითხოვენ ალბათობის ცოდნის დადგენას. ასევე, განიხილება სიტუაციები, რომლებისთვისაც შეიძლება ალბათობის დადგენა. ამ შემთხვევებში, გაანალიზდება რისკი ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიხედვით და ტარდება ანალიზის მგრძნობიარობა სხვადსხვა მაგალითების შერჩევითა და გამოყენებით. მაგალითად: მრეწველობაში მომუშავე მენეჯერმა უნდა გადაწყვიტოს რა მოცულობის კაპიტალია საჭირო ინვესტირებისათვის ახალი სიმძლავრის დასაგეგმად ქარხანაში, როდესაც მომავალში პროდუქტზე მოთხოვნა

41

Page 42: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

გაურკვეველია. მარკეტინგ მენეჯერმა უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა მარკეტინგულ სტრატეგიებს შორის მისაღები სტარტეგია ახალი პროდუქტისათვის, როდესაც მომხმარებლის გამოხმაურება ამ ახალი პროდუქტის მიმართ განსაზღვრული არ არის. ინვესტიციების მენეჯერმა უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა კაპიტალდაბანდება ახალ საწარმოში, ან ღირს თუ არა სხვა ფირმასთან შერწყმა სხვა ქვეყანაში განუსაზღვრელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებში. განიხილება მნიშვნელოვანი მეთოდი განუზღვრელობის პირობებში - მართვის პრობლემის სტრუქტურირება და ანალიზი სისტემატიური და რაციონალური საფუძვლების გამოყენებით. ეს მეთოდი გადაწყვეტილების ანალიზში ცნობილია გადაწყვეტილების ხის სახელით.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გაანალიზოს ოპტიმალური გადაწყვეტილების ალტერნატივა, უზრუნველყოს რისკის შესწავლა და შეარჩიოს ალტერნატიული გადაწყვეტილება მისაღები რისკის ჩარჩოებში. ამასთან, დაფუძნებული ანალიზის მგრძნობიარობაზე, სტუდენტს გამოაქვს დასკვნა, რომ ოპტიმალური ამოხსნა გადასაწყვეტი პრობლემისათვის არ გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობიარობით გადახდების მიმართ ალტერნატიულ გადაწყვეტილებათა დიდი კომპლექსისათვის.

საშინაო დავალება: სტუდენტმა უნდა გააკეთოს გადაწყვეტილებათა ანალიზის გლოსარიუმი, ფორმულირება გაუკეთოს კომპლექსურ პრობლემებს სალექციო მასალის მიხედვით.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; Decision analysis. The article in A Journal of the Institute of Operations Research and the management Sciences. Online ISSN: 1545-8504. http://www.dynamic-ideas.com/Books/097591460/097591460-ch01-ex.pdf

David R. Andersen, Denis J. Sweeney, Tomas A. Williams. An Introduction to management science. Quantitative approaches to decision making, 10th edition, 2003. pp.624-783

თემა 5: გადაწყვეტილების ანალიზი ინფორმაციის შერჩევით

ფოკუსი: ლექცია მიმართულია ინფორმაციის შერჩევის ეფექტურეობაზე. თუ ეს ეფექტურობა დაბალია, არ შეიძლება იმაზე მეტის გაკეთება, რაც გაკეთდა, რადგან თქვენ დახარჯეთ ყველაფერი რის მიღების იმედიც გქონდათ. მოიძიებთ თუ არა მეტ ინფორმაციას, თუ შეჩერდებით?

აბსტრაქტი: განხილული იქნება, თუ როგორ მოქმედებს მოსალოდნელ გათვლებსა და გადაწყვეტილების რეკომენდაციაზე პრობლემის ბუნების შესახებ ინფორმაციის ალბათობის ცოდნა. როგორ მივიღოთ საუკეთესიო გადაწყვეტილება და როგორ შეუძლია გადაწყვეტილების მიმღებმა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია პრობლემის ბუნების შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოყენებული ალბათობების დასაზუსტებლად. ხშირად, დამატებითი ინფორმაცია მიიღება ექსპერიმენტების საფუძველზე, სადაც ხდება შერჩევის მოცულობის დაზუსტება, პროდუქციის გამოცდა, მარკეტინგული კვლევები კონკრეტული შემთხვევებისათვის. ასევე, გამოიყენება შედარებით რთული მიდგომები ოპტიმალური სტრატეგიის მისაღებად, რისთვისაც გამოიყენება გადაწყვეტილებათა ხე შემდეგი თანმიმდევრული ქმედებების გათვალისწინებით: ა/ კვანძების შემთხვევაში გამოითვლება მოსალოდნელი მნიშვნელობა მოგების გადამრავლებით თითოეული შტოს ბოლოს მინიჭებულ ალბათობაზე; ბ/ გადაწყვეტილების კვანძში მოინიშნება გადაწყვეტილების შტო, რომელსაც მივყევართ მოსალოდნელ უკეთეს შედეგამდე და აქ მოხდება რისკების კონსტრუირება ოპტიმალური გადაწყვეტილებისათვის ალბათობებთან მიმართებაში. შემდეგ, განიხილება ანალიტიკური იერარქიის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გააკეთოს კრიტერიუმების წყვილ-წყვილად შედარება და ასევე, ალტერნატიული გადაწყვეტილებების წყვილ-წყვილად შედარება იმისათვის, რომ პრიორიტეტების გამოკვეთის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილების ალტერნატივები.

42

Page 43: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გაანალიზოს გადაწყვეტილებათა ხე და ოპტი- მალური სტრატეგიის შერჩევა, რადგან ეს პროცესი სტუდენტისაგან ითხოვს შტოების ალბათობების ცოდნას, რომელიც შეესაბამება კვანძების შანსებს და ლოგიკურ მიმდევრობას შემთხვევითი შანსებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღებას.

საშინაო დავალება: უტილიტები და პრაქტიკაში სასურველი გადაწყვეტილების მიღების განსაზღვრა. გლოსარიუმის მომზადება გადაწყვეტილების ანალიზისათვის ინფორმაციის შერჩევით.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; David R. Andersen, Denis J. Sweeney, Tomas A. Williams. An Introduction to management science. Quantitative approaches to decision making, 10 th edition, 2003. pp.639-783

თემა 6: მულტიკრიტერიული გადაწყვეტილების პრობლემა : პროგრამირება და გრაფიკული ამონახსნის ძიება, მოდელი და მისი მიზანი

ფოკუსი : ლექცია გამიზნულია პროგრამირების მიზნის ფუნქციის გასააზრებლად, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალმიზნიანი წრფივი პროგრამირების ამოცანების ამოსახსნელად. მიზნობრივი პროგრამირების ერთ–ერთი მიდგომა მდგომარეობს მიზნების დაკმაყოფილებაში პრიორიტეტბის შესაბამისად, რაც ნიშნავს, პრიორიტეტების დაცვასა და მიზნების თანმიმდევრულად განხორციელებას თითოეული მიზნის ფუნქციის დონისათვის გადახრების მინიმიზაციით.

აბსტრაქტი: განიხილება მულტიკრიტერიული გადაწყვეტილების მიღება, მიზნობრივი პროგრამირების ტექნიკა და დამუშავებული იქნება მისი ფორმულირება მულტიკრიტერიული ამონახსნების წრფივი პროგრამირების ჩარჩოებში. განიხილება სკორინგული მოდელი, როგორც შედარებით მარტივი საშუალება საუკეთესო ალტერნატივის მოსაძებნად მულტიკრიტერიული ამოცანებისათვის. განვსაზღვრავთ მიზნებსა და ნებისმიერ შეზღუდვებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ მიზნის მიღწევას, პრიორიტეტული დონეების განსაზღვრას, ამონახსნის ცვლადების განსაზღვრას, წრფივი პროგრამირების ფუნქციის ფორმულირების შეზღუდვას, თითოეული მიზნის ფუნქციისათვის მიზნის განსაზღვრას და მიზნის ფუნქციის განტოლების ჩაწერას პრიორიტეტული ფუნქციების ცვლადების გადახრების მინიმიზაციის მიხედვით.

პრობლემის გაცნობიერება: გაცნობიერება იმისა, რომ ამოცანები ერთი პრიორიტეტული დონით წრფივი პროგრამიერების ჩარჩოებში ითხოვენ პროგრამირების მიზნის ფუნქციის ამოხსნას და მიზნიდან შეწონილი გადახრების მნიმუმამდე დაყვანას. მიზნებს შორის კომპრომისი ნებადართულია, რადგან ისინი ერთას და იმავე პრიორიტეტის მატარებლები არიან. მიზნობრივი პროგრამირების მეთოდი შეიძლება გამოყენებული იყოს, როდეასაც ანალიტიკოსს საქმე აქვს ჩვეულებრივი წრფივი პროგრამირების მიუღებელ ამონახსნთან.

საშინაო დავალება: კომპლექსური ამოცანების ფორმულირება, მიზნის განტოლება, მიზნის ფუნქცია მაგალითებისათვის

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; David R. Andersen, Denis J. Sweeney, Tomas A. Williams. An Introduction to management science. Quantitative approaches to decision making, 10 th edition, 2003. pp.701-710

თემა 7: მულტიკრიტერიული გადაწყვეტილების პრობლემები. სკორინგ მოდელები

ფოკუსი: განიხილება სკორინგ მოდელების განვითარება: მოდელის აგება, მაჩვენებლების ვალიდურობა, შესრულების მონიტორინგი, დანერგვის შედეგიანობა. სკორინგ მოდელი

43

Page 44: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

განიხილება როგორც ფორმულა, რომელიც ანიჭებს წერტილებს მნიშვნელობებს არსებული ინფორმაციის ბაზაზე, მომავალში შედეგის პროგნოზირებისათვის.

აბსტრაქტი: სკორინგ მოდელი განიხილება როგორც იოლი საშუალება საუკეთესო ალტერნატივის მიღების განსაზღვრისათვის მულტიკრიტერულ ამოცანებში და გამოყენების დემონსტრირება სამუშაო პროგრამაში. ალტერნატიული ამონახსნის შეფასება გათვლილი უნდა იყოს თითოეული ქვეკრიტერიუმისათვის და გამოყენებული უნდა იყოს თითოეული კრიტერიუმის წონის პროცენტი მრავალ კომპლექსიანი ამოცანების შემთხვევაში. არსებობს სკორინგ მოდელების მრავალი სახეობა, რომლებიც ფართოდ გამოიყენებიან ფინანსური მომსახურეობის ინდუსტრიაში. მაგალითად:

კრედიტ სკორინგ მოდელი: ამ სახეობის სხვადასხვა კლასები არსებობს. ამ ტიპის მოდელებს იყენებენ, როგორც მონაცემების საკრედიტო ისტორიის ბიუროს;

ქცევის სკორინგ მოდელები იყენებენ საკრედიტო და საბუღალტრო მონაცემებს, რომ განსაზღვრონ კრედიტების ცვალებადობა, გადაფასება და სხვ;.შემგროვებელი სკორინგ მოდელები იყენებენ საკრედიტო და საბუღალტრო მონაცემებს სტრატეგიების განსაზღვრისათვის.

შემოსავლის სკორინგ მოდელები გამოყენებულია პროგნოზისათვის, თუ რამდენად ხანგრძლივად იქნება კლიენტი აღრიცხავზე.

სკორინგ მოდელები გამოიყენება აგრეთვე სხვა ფუნქციებისათვისაც სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა: დაზღვევა, მარკეტინგი და სხვა.

პრობლემის გაცნობიერება: ამოცანა მოიცავს თავის თავში მრავალ პარამეტრს და აუცილებელია, შესაბამისი კრიტერიუმების ფორმულირება. მთავარი ამოცანაა უფრო რთული ამოცანების დამუშავება.

საშინაო დავალება: კომპლექსური პრობლემების ფორმულირება, მაგალითების გადახედვა და ესსეს მომზადება კონკრეტული ამოცანის ამოხსნის მაგალითზე ( 500-1000 სიტყვა)

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები, David R. Andersen, Denis J. Sweeney, Tomas A. Williams. An Introduction to management science. Quantitative approaches to decision making, 10 th edition, 2003. pp.701-710; http://www.scoringmodels.com/

თემა 8 : მულტიკრიტერიული გადაწყვეტილების პრობლემები: ანალიტიკური იერარქიის პროცესი - პრიორიტეტების დადგენა ანალიტიკური იერარქიის პროცესის (AHP) გამოყენებით; მულტი-ატრიბუტიული გადაწყვეტილების მიღების მეთოდები

ფოკუსი: სალექციო მასალა მოიცავს ანალიტიკური იერარქიის პროცესის ძირითად პრინციპებს. AHP -ში გამოყენებული მათემატიკა და გამოთვლითი ტექნიკა მოკლედაა ახსნილი, მაგრამ მისი არსი - მატრიცის აგება, რომლითაც გათვალისწინებულია მაჩვენებლებს შორის მახასიათებელი ატრიბუტები, წარმოდგენილია. მაგალითად, რა არის მენეჯმენტთან მისი დამოკიდებულების მნიშვნელოვანი მახასიათებელი. აბსტრაქტი: ანალიტიკური იერარქიის პროცესის (AHP) მთავარი იდეაა მიშვნელოვნების მიხედვით, ქულებით გამოხატული სუბიექტური შეფასებების გარდაქმნა. AHP ითვლება ერთ-ერთ ფართოდ გამოყენებულ მულტი-ატრიბუტიულ მეთოდად გადაწყვეტილების მისაღებად. განვიხილავთ მულტი-ატრიბუტიული გადაწყვეტილების მიღების ამოცანას m კრიტერიუმებით და n ალტერნატივებით. ვთქვათ, C1,.,Cm და A1,..,An აღნიშნავენ კრიტერიუმებსა და

44

Page 45: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ალტერნატივებს შესაბამისად. მულტი-ატრიბუტიული გადაწყვეტილების მიღების მეთოდოლოგიის განსაკუთრებულობა გადაწყვეტილებების ცხრილის მომზადებაა. ცხრილის მიხედვით თითოეული სტრიქონი ეკუთვნის კრიტერიუმს და თითოეული სვეტი შეესაბამება ალტერნატივას. შეფასება aij გამოსახავს Aj ალტერნატივის შესაბამისობას Ci კრიტერიუმთან მიმართებაში. სიმარტივისათვის ჩავთვალოთ, მაღალი ბალის ნიშნავს საუკეთესო შედეგს ისე, რომ მინიმიზაციის ნებისმიერი მიზანი შეიძლება გარდაიქმნას მაქსიმიზაციის მიზანში.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს: ა/ კრიტერიუმებისა და ალტერნატივების არსის გაგება; ბ/ მაღალი ბალური შეფასების მნიშვნელობა; გ/ მინიმიზაციის ნებისმიერი მიზნის ფუნქციის მარტივად ტრანსფორმირება მაქსიმიზაციის მიზანის ფუნქციაში.

დისკუსია კლასში: მულტიკრიტერიული გადაწყვეტილების პრობლემები: ფორმულირება და გრაფიკული ამონახსნების ძიება.

საშინაო დავალება: მაგალითების მოძიება, სადაც გამოყენებულია ანალიტიკური იერარქიის პროცესი

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; David R. Andersen, Denis J. Sweeney, Tomas A. Williams. An Introduction to management science. Quantitative approaches to decision making, 10th edition, 2003. pp.707-730

Geoff Coyle: Practical Strategy. Open Access Material. AHP. The Analitic Hierarchy process.© Pearson Education Limited 2004

თემა 9: გადაწყვეტილების მიღების ელემენტარული მეთოდები:“ჰო (ან კარგი)“ და „არა (ან ცუდი)“ (Pros და cons); ჯგუფური გადაწყვეტილების მიღება.

ფოკუსი: ლექციის მიზანია ორი სხვადასხვა მეთოდის შედარება და ამ მეთოდების გამოყენება საკლასო დისკუსიისათვის სტუდენტების კრეატიულობის (შემოქმედებითი უნარის) განსავითარებლად. ამავე მეთოდების გამოყენებით სტუდენტთა პრობლემების ამოსახსნელად და შემდეგ, გადაწყვეტილების მისაღებად.

სალექციო მასალა ფოკუსირებულია ელემენტარულ მეთოდზე : მეთოდები:“ჰო (ან კარგი ან „+’)“ და „არა (ან ცუდი ან „_“)“ , „Pros და cons“ - ანალიზზე. პლიუსებისა და მინუსების ჩამონათვალი ერთმანეთთან დარდება თითოეული ალტერნატივისათვის გადაწყვეტილების მისაღებად (ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, რამდენიმე სუბიექტის მონაწილეობით), სხვადასხვა უნარით, სხვადასხვა გამოცდილებით და ცოდნით ამოცანის სხვადასხვა ასპექტების -კრიტერიუმების მიხედვით. თითოეული სუბიექტი თვლის, რომ ალტერნატივებისა და კრიტერიუმების ნაკრები ერთი და იგივეა. შეიძლება არსებობდეს სუბიექტი, რომელსაც შესწევს კონსენსუსის მიღწევა ხმის მიცემის საფუძველზე, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.

აბსტრაქტი: ელემენტარული მეთოდი მარტივია და არავითარ კომპიუტერულ გამოთვლას არ ითხოვს ანალიზისათვის. ეს მეთოდები კარგია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, სადაც გადაწყვეტილების მიმღები ერთი სუბიექტია, ცოტა ალტერნატივები და კრიტერიუმებია, რაც იშვიათი მახასიათებელია გადაწყვეტილების მიღებისას. Pros და cons ანალიზი რაოდენობრივი მახასიათებლების შედარების მეთოდია, რომელშიც კარგი (Pros) და ცუდი (cons) თითოეული ერთმანეთს დარდება ალტერნატივისათვის. ალტერნატივა მკაცრი Pros-ით და სუსტი cons-ით მისაღებია. ეს ითხოვს მათემატიკურ უნარს და ადვილია განსახორციელებლად.

45

Page 46: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ჯგუფური გადაწყვეტილების მიღება უფრო მაღალი დონისაა. ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების მეთოდი მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც სუბიექტს არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად, ინფორმაციის გამო. მაგალითად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისას. არიან ქვეყნები, სადაც წლების განმავლობაში სწავლობენ თუ როგორ უნდა შეხედონ სამყაროს. ეს არის მეთოდი, რომელმაც უნდა მოიცვას პოლიტიკური ხედვის გამოვლენა პოლიტიკოსებისა და პოლიტ–ტექნოლოგიების ბაზაზე. საჭიროა სუბიექტმა საკუთარი ხედვა სწორი თანმიმდერულობით დააფიქსიროს და მუშაობდეს არა მარტო მეხსიერება, არამედ განსჯის უნარიც.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა შეიძინოს რეაქციის უნარი სხვადასხვა პრობლემების განსჯისას სხვადასხვა სფეროში: პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური და სხვა. საჭიროა გამოიყენოს მეთოდები სწორი თანმიმდევრობით და რეალურობის გათვალისწინებით.

საშინაო დავალება: ესე (მინიმუმ 500 სიტყვა)

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები;

http://www.decisionsciences.org/publications/relatedpublications.asp

Decision-making and Value Studies - the subject.pdf

» Value and Policy Studies - the programme.pdf

» Value and Policy Studies - the structure.pdf

საკლასო დისკუსია:

1. განხილვის საგანი იქნება სტუდენტების პრობლემები, რომლებისთვისაც გამოიყენება აღნიშნული მეთოდები. თითოეული სტუდენტი აყალიბებს საკუთარ პრობლემას, ამოხსნის საკუთარ ამოცანას და მიიღებს გადაწყვეტილებას

2. განსჯისათვის: Decision-making and Value Studies - the subject.pdf

თემა 10: თამაშთა თეორია და გაწყვეტილების მიღება: გადაწყვეტილების მიღება განუზღვრელობის პირობებში; ფუნქციები, ოპტიმიზაციის პრობლემა, ოპტიმიზაცია ლაგრანჟის მეთოდის გამოყენებით; გადაწყვეტილებები და თამაშები; მთავარი ამოცანა თამაშთა თეორიის გამოყენებისას; სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება

ფოკუსი: ლექცია მიმართულია გადაწყვეტილების მიღებაზე იმ ორგანიზაციებში, სადაც გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ორ ან მეტ დამოუკიდებელ სუბიექტზე. ამ შემთხვევაში, თამაშთა თეორიის მოდელი აგებულია სუბიექტების მიერ სტრატეგიულ არჩევანზე, სადაც შედეგი წინასწარ განსაზღვრული და ცნობილია. თამაშთა თეორიის მიზანია, მონახოს ოპტიმალური ამონახსნი კონფლიქტის სიტუაციაში, რადგან თამაშთა თეორია საშუალებას იძლევა გავარკვიოთ რაციონალური მიდგომა გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც დისკრეტული ხასიათის არჩევანი და შესრულების ნათელი გზა ახლავს. სტრატეგია და თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ გზას, რომელთა დახმარებითაც შეიძლება აღიწეროს გადაწყვეტილების მიღების ადამიანური ელემენტები. ადამიანური ქცევის ეს ელემენტები, შეხამებული ტრადიციულ თამაშთა თეორიასთან, იძლევა საშუალებების მიმდევრობათა გამოყენებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

46

Page 47: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

აბსტრაქტი: განიხილება რესურსების განაწილების პრობლემა დროში და წარმოების სხვადასხვა საშუალებები, ფირმის საქმიანობის შედეგის მაქსიმიზაციისათვის, როგორც კლასიკური მიმართულება, რომელსაც ტესტირების ახალი საფუძველი აქვს. თამაშთა თეორია სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების მეცნიერებაა და საკმაოდ მძლავრი საშუალება ურთიერთობათა გასააზრებლად, რაც შეიძლება გაკეთდეს და დალაგდეს კონსტრუქციული თანამშრომლობის პროცესში. თამაშთა თეორია გამოყენებულია მეცნიერებებში ცნობილი პრობლემების ახლებურად გადაწყვეტაში, რომლებიც თავის დროზე არადამაკმაყოფილებლად იყო გადაწყვეტილი. ამასთან, პრაქტიკოსებს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად ჩაწვდნენ კონფლიქტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ბუნებას გადაწყვეტილების მიღებისა და თანამშრომლობის პროცესში. როგორც კვლევები აჩვენებენ, კარგი მენეჯერები კარგად არიან ინფორმირებულები, მრავალი უნარის მატარებლებლები და მოქნილები არიან და პრობლემების ამოსხნისას შესაბამის მიდგომებს იყენებენ.პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტის მიერ განსაზღვრული მთავარი პრინციპების ძიება, რაც საშუალებას იძლევა თამაშთა თეორიით მიღებული ამონახსნის ანალიზსა და ამოცანის ამონახსნის ოპტიმიზაციის მიგნების უნარს, შეკითხვის დასმის უნარს, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ თამაშში მონაწილე სუბიექტები სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ან განიხილოს სიტუაცია, მოდელირებული, როგორც თამაში და განსაზღვროს, თუ რომელი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ შედეგის მისაღწევად.

საშინაო დავალება: სტატიის -„Matt Goldman1 Justin M. Rao. “He Got Game” Theory? Students must provide own conclusion about this article and prepare presentation for class discussion“- ანალიზი

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; Charlambos D. Aliprantis (Department of Economics&mMathematics. Purdue University);, Subir K.Chakrabarti (Department of Economics, Indiana University) 2008 ;

Anthony Kelly. Decision Making using GameTheory. http:// www.cambridge.org ©CambridgeUniversityPress2003

Matt Goldman1 Justin M. Rao. “He Got Game” Theory? Optimal Decision Making and the NBA_ Department of Economics, University of California, San Diego, 2Yahoo! Research Labs, Santa Clara, CA, Feb. 7, 2010 (http://www.justinmrao.com/goldman_rao.pdf)

საკლასო დისკუსია: http://www.iaeng.org/IJCS/issues_v32/issue_4/IJCS_32_4_12.pd

თემა 11: მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება რისკისა და განუზღვრელობის პირობებში

ფოკუსი: რისკი სხვადასხვა დატვირთვას იძენს სხვადასხვა ადამიანებისათვის და ისინი მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ იმისგან დამოკიდებით, თუ სად მუშაობენ და რა სფეროს განეკუთვნებიან. მრავალი კვლევაა ჩატარებული და მცდელობა ამ პრობლემის გადასაჭრელად, რომ შეესწავლათ რისკის როლი შესაბამის დარგებში, შემოეტანათ რისკის განსაზღვრა გადაწყვეტილების მიღებაში. გამოიყოფა გადაწყვეტილების სამი ტიპი. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტები იმყოფებიან ერთ-ერთ სიტუაციაში ჩამოთვლილიდან: ა/ დაჯერებულობა იმისა, რომ თითოეულ ქმედებას, როგორც ცნობილია, მივყევართ კონკრეტული შედეგის მიღწევისაკენ; ბ/ რისკი, როდესაც თითოეულ ქმედებას მივყევართ ერთ-ერთ კონკრეტულ შედეგამდე, ამასთან თითოეული შედეგი მიღწევადია გარკვეული ალბათობით; გ/ განუზღვრელობა, როდესაც ქმედებას შეუძლია მიგვიყვანოს შედეგების სერიებთან, მაგრამ მათი ალბათობები, საერთოდ, უცნობია. ეს არის სარისკო სიტუაცია, როდესაც გადაწყვეტილებამ შეიძლება მიგვიყვანოს მცდარ არჩევანთან.

47

Page 48: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

აბსტრაქტი: ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს გაკვალული გზების მიხედვით და იყენებენ კარგად ცნობილ ორგანიზაციულ და სადისკუსიო დაშვებულ ნორმებს. პრობლემები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კვლევებში შემდეგია: ინფორმაციის არარსებობა, ზუსტი ობიექტური მონაცემების სიმცირე და რომ რისკი და ალბათობის შეფასება, რომლებიც გაკეთებულია ხელმძღვანელების მიერ, ხშირად დაფუძნებულია არასაიმედო ინფორმაციასა და ინტუიციაზე. არ ხდება ინფორმაციის დამუშავება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით და შედეგიც დამყარებულია ინტუიციაზე. იმის ნაცვლად, რომ მენეჯერმა რისკი გასწიოს, ის ცდილობს მის აცილებას. კლასიკურ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ადამიანების უმრავლესობა რისკის მატარებელია და რისკი და შემოსავლიანობა ერთმანეთთან დადებითად არიან დაკავშირებულნი. მაგრამ, კვლევებმა აჩვენა, რომ მენეჯერები ვალდებულები არ არიან ირწმუნონ, რომ რისკი და შემოსავლიანობა ერთმანეთთან დადებითად არიან დაკავშირებულნი. მმართველების 73% თვლის, რომ რისკი მართვადია. პორტფოლიოს მართვის ანალიზის ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით რისკი და შემოსავლიანობა ერთმანეთთან დადებითად არიან კორელირებულნი, ე.ი. თუ ადამიანს უნდა დიდი მოგება, ის ვალდებულია, აიღოს თავის თავზე მაღალი რისკი. გადაწყვეტილების მიღების სიტუაციებში გამოყოფენ სამი ტიპის რისკს: ჩამოთვლილიდან: ა/ დაჯერებულობა იმისა, რომ თითოეულ ქმედებას, როგორც ცნობილია, მივყევართ კონკრეტული შედეგის მიღწევისაკენ; ბ/ რისკი, როდესაც თითოეულ ქმედებას მივყევართ ერთ-ერთ კონკრეტულ შედეგამდე, ამასთან თითოეული შედეგი მიღწევადია გარკვეული ალბათობით; გ/ განუზღვრელობა, როდესაც ქმედებას შეუძლია მიგვიყვანოს შედეგების სერიებთან, მაგრამ მათი ალბათობები, საერთოდ, უცნობია. ეს არის სარისკო სიტუაცია, როდესაც გადაწყვეტილებამ შეიძლება მიგვიყვანოს მცდარ არჩევანთან. იმის ნაცვლად, რომ მენეჯერმა თავის გადაწყვეტილება რისკის ქვეშ დააყენოს, მენეჯერი ცდილობს აიცილოს რისკი, რადგან, როგორც კვლევებმა აჩვენა, მმართველების უმეტესობა თვლის, რომ რისკი მართვადია.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ მენეჯერის პრობლემა დაკავშირებულია კომპანიებთან, ორგანიზაციებთან. „ძნელია იმის თქმა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სახის რისკების შეფასება, რომლებთანაც ჩვენ საქმე გვაქვს“, თუმცა მათემატიკურ გათვლებთან მიმართებაში შეძლება ბევრი რამ ადვილად გადაწყვეტილიყო, რადგან არსებობს მონაცემები ფულის ნაკადების შესახებ, განვითარების პოტენციალის შესახებ და ა.შ. და ისინი მნიშვნელოვნად არეგულირებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ხშირად ინვესტიციებს დებენ პროექტებში, თუ სთვლიან, რომ ეს კარგი ინვესტიციაა და აქცენტს აკეთებენ მხოლოდ ციფრებზე ან საინვესტიციო ინდექსზე.

საშინაო დავალება: სტატიის - http://www.palisade.com/downloads/pdf/FT_Oliver_Wyman_whitepaper.pdf გადახედვა და გაანალიზება.

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები; http://www.iaeng.org/IJCS/issues_v32/issue_4/IJCS_32_4_12.pdf (Ari Riabacke, Managerial Decision Making Under Risk and Uncertainty)

David R. Andersen, Denis J. Sweeney, Tomas A. Williams. An Introduction to management science. Quantitative approaches to decision makin. 10th edition, 2003. pp.567-579; 635-639

საკლასო დისკუსია: რა აზრია ამ კვლევაში ჩადებული მენეჯერების შესახებ? არიან ისინი რისკის მატარებლები, თუ რისკის ამცილებლები? როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ადამიანი რისკის მატარებელია, თუ არა?

http://www.palisade.com/downloads/pdf/FT_Oliver_Wyman_whitepaper.pdf

48

Page 49: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

თემა 12: რისკის ფაქტორები: სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება განუზღვრელობის პირობებში

ფოკუსი : განიხილება ჩატარებულია კვლევა, რომლის მიზანი იყო გამოერკვიათ, დღევანდელ პირობებში, როგორ მართავენ გლობალური ორგანიზაციები თავისი საწარმოების რისკებს. მარტო ამ რისკების მართვის კვლევა კი არ იყო მთავარი ამოცანა, არამედ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გამოეკვლიათ, თუ როგორ აისახებოდა რისკი ორგანიზაციაზე და როგორ შეიძლებოდა ინფორმაცია გამყენებული ყოფილიყო ზემოქმედების შესამცირებლად. აგრეთვე, გამოკვლეულია აზრი ორგანიზაციის ეფექტურობაზე, ორგანიზაციის მმართველების უნარსა და შესაძლებლობებზე რისკებთან დაკავშირებით, უკუკავშირის ჩათვლით გადაწყვეტილების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ბუნებრივია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ღირებულებას შესწავლის თვალსაზრისით.

აბსტრაქტი: ორგანიზაციები იბრძვიან ურთირთგამომრიცხავი პრობლემებით გადარჩენისა და საციცოცხლო ციკლის გაგრძელების მიზნით. რამდენიმე თვის წინ არსებული მაღალი პროფილის რისკებს, სამომხმარებლო ფასების ზრდას, ტერორიზმს გაუსწრო გლობალურმა ეკონომიკურმა ვარდნამ და გლობალურმა რეცესიამ, ლიკვიდურობამ და მარეგულირებელი ორგანიზაციების ჩარევამ. ორგანიზაციების უმრავლესობას არ აქვს საშუალებები არეგულიროს წარმოქმნილი რისკები და იბძვიან მთავარი საკითხების მოსაგვარებლად:

რისკების ეფექტური მართვის პროცესების მოგვარება ორგანიზაციის ჩარჩოებში;

რისკების შეფასებისათვის სათანადო საშუალებებისა და მეთოდების შერჩევა;

რისკების შესახებ არსებული ინფორმაციის გამოყენება, მათი ინტერპრეტაცია და შესაბამისი რესურსების გამოძებნა;

რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია.

შედეგი: რისკების მართვა ფინანსური და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამოთიშულია და ატარებს შეზღუდულ ხასიათს.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა შეაფასოს ის ფაქტი, რომ ბევრი ორგანიზაცია აგრძელებს რისკების იდენტიფიკაციის დიაპაზონისა და შეფასების მეთოდების გამოყენების შეზღუდვას, არაეფექტურად ექცევა რისკების შესახებ ინფორმაციას, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია აუცილებელია ინტეგრირებული ოპერატიულ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.

საშინაო დავალება: პრეზენტაციის მომზადება სტატიის მიხედვით;

http://www.ftconferences.com/userfiles/file/FT_Oliver_Wyman_whitepaper.pdf

საკითხავი მასალა: ჰენდაუტები;

http://www.ftconferences.com/userfiles/file/FT_Oliver_Wyman_whitepaper.pdf

Stanford Strategic Decision and Risk Management:

http://strategicdecisions.stanford.edu/onDemandWebinars.htm

საკლასო დისკუსია: როგორია გადაწყვეტილების ეფექტური მეთოდები, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს რამდენიმე სუბიექტი და თითოეული ფლობს სხვადასხვა ინფორმაციას, აქვთ სხვადასხვა მოტივაცია და მიზანი?

49

Page 50: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

თემა 13: ურთიერთდამოკიდებულება მკვლევარებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის როგორც კვლევის შედეგების გამოყენების შეფასების საზომი.

ფოკუსი: ძირითადი ყურადღება მიმართულია მეცნიერული ცოდნისა და მისი გამოყენების ურთიერდამოკიდებულებაზე, პოლიტიკის ფორმულირებისა და მის განხორციელებაზე. ასევე, კვლევის შედეგების გამოყენების დებატებზე გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკისათვის და მის განხორციელების პროცესზე. ახალი მიდგომა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკის მრავალფეროვნებას მის სირთულესთან კავშირში და ცოდნის შეძენის პროცესს, რომლებიც ინტეგრირებულები არიან და ხსნიან პოლიტიკური და ინსტიტუციური პარამეტრების არსს.

აბსტრაქტი: ურთიერთდამოკიდებულება კვლევასა და იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, განხილულია როგორც მთავარი ფაქტორი ცოდნის გადაცემის პროცესის ანალიზში. ამ სუბიექტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მოდელი აქტუალურია, როდესაც ადამიანი გაითავისებს იმ ფაქტს, რომ მეცნიერული ცოდნის გამოყენება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მონაწილეთა მახასიათებლებზე (მკვლევარების ქცევა და გადაწყვეტილების მიმღებთა მგრძნობელობა). შესწავლილია მკვლევარებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს შორის ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესების მეთოდები. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს პოლიტიკური და ინსტიტუციური ანალიზის დამოკიდებულების ფორმირებას და პროცესის განხორციელებას. კონცეპტუალური ურთიერთდამოკიდებულების ჩარჩო დაფუძნებულია კვლევის შემდეგ ეტაპებზე: კვლევის საკითხების განსაზღვრა, ცირკულირებული შედეგები, კვლევის შედეგების გამოყენება რომლებიტაც განსაზღვრულია ის მიდგომა და ხერხები და რომელთა დახმარებითაც კვლევის შედეგები გავლენას ახდენენ იმ სუბიექტებზე, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ.

პრობლემის გაცნობიერება: სტუდენტმა უნდა გაანალიზოს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზი წარმოიქმნა როგორც მეცნიერება სახელმწიფოს მიერ გატარებული ქმედებებისა და ანალიტიკოსების (ექსპერტების) მიერ შეტანილი წვლილის საფუძველზე, სახელმწიფოს აქტივობების პროცესებში გადაწყვეტილებების მიღებისას. მთავარი ამოცანა კვლევისაკენ მიმართულია ისეთი სახით, რომ ის იყოს აქტუალური და სასარგებლო ღონისძიებების გასატარებლად. პოლიტიკური პროცესი თავისი არსით, რაციონალურია. კვლევის შედეგი გამოიყენება, როდესაც ის არსებობს და საჭიროების შემთხვევაში მოიხმობენ ექსპერტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ორივეს, კვლევასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ადგილი აქვს პარალელურ რეჟიმში სოციალურ პროცესებთან.

საშინაო დავალება: კვლევის შედეგების გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკაში, ფორმულირება და განხორციელება :http://www.scielosp.org/scielo.php?pid=S0102-311X2006001300002&script=sci_arttext

საკლასო დისკუსია: Pittman P. Allied research: experimenting with structures and processes to increase the use of research in health policy. In: Global Forum for Health Research – final documents [CD-ROM]. Mexico DF: Global Forum for Health Research; 2004.

პროექტის შედეგების რეალიზაცია გორის სასწავლო უნივერსიტეტში

2012-2013 სასწავლო წლისათვის

სასწავლო მოდული „გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში“ ჩართულია 2012-2013 სასწავლო წლების სამაგისტრო სწავლების პროგრამაში I და II სემესტრში სოციალური მეცნიერების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, როგორც სავალდებულო

50

Page 51: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

კურსი. I სემესტრში, სილაბუსით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების მიღების შესავალი კურსისა და ტექნიკური საშუალებების (სტატისტიკა გადაწყვეტილების მიღებაში და პროგრამული უზრუნველყოფის STATA) გამოყენების შესწავლა .წარმოდგენილია სილაბუსი I სემესტრისათვის „გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში–1“, რადგან მასში შერწყმულია პროექტით დამუშავებული, სამი სილაბუსი (სილაბუსი#1, 2,3). II სემესტრისათვის სილაბუსი ემთხვევა პროექტით დამუშავებულ სილაბუსს#4, გვ. 38–55

გორის სასწავლო უნივერსიტეტი

სილაბუსი

სასწავლო კურსის დასახელება გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში -1

ფაკულტეტისოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის

სასწავლო კურსის პარამეტრები

სწავლის საფეხური

სწავლების წელი

სასწავლო წელი სემესტრი

ECTS კრედიტი საათები

სტატუსი (სავალდებულო,

არჩევითი)სამაგისტრ

ო2012-2013 2012-2013 I 5 125 სავალდებულო

საათების განაწილება

საკონტაქტო საათები დამოუკიდებელი მუშაობის საათები

ლექცია პრაქტიკული ჯგუფში მუშაობა

სემინარი ლაბორატორიული გამოცდები62

20 12 4 4 20 3

პასუხისმგებელი ლექტორები

გვარი, სახელი თანამდებობა

საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაცია

მალხაზ მაცაბერიძე, ნინო ჯავახიშვილი, რუიზან მექვაბიძე,

ნანა ახალაია

პროფ.დოქტ.პროფ.

ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი

27 32 13 [email protected] ხუთშაბათი

15:00–17:00

კურსის აღწერა: გადაწყვეტილება უნივერსალური ფენომენია, რომელიც მოიცავს ინდივიდების, ჯგუფების, ასევე ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ცხოვრებას. გადაწყვეტილებების მიღება თითოეულ ჩვენთაგანს მთელი ცხოვრების მანძილზე უხდება. ჩვენ ვღებულობთ ჩვეულებრივ პროზაულ გადაწყვეტილებებს, ძალზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პროფესიული კარიერის არჩევისას, ან გადაწყვეტილებებს, რომელთაც გლობალური შედეგები მოსდევს. გადაწყვეტილების მიღება შეიძლება იყოს პიროვნული, ოჯახური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება რთული საკითხია და ძნელია ანალიზისთვის. ეს პრობლემა აერთიანებს მეცნიერებისა და კაცობრიობის მრავალ განსხვავებულ მიმართულებას: ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია და ა.შ. სტუდენტებს აცნობს გადაწყვეტილების მიღების ძირითად პრობლემებს. ის მათ აწვდის ცოდნას, რომელიც სასარგებლო და გამოსადეგია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების სიტუაციის შეფასებისა და სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. კურსში ყურადღება გამახვილებულია სიტუაციების ანალიზის სამ დონეზე - მიკრო, მეზო და მაკრო, რომლებიც

51

Page 52: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ამ დონეებით მოცულია თანამედროვე ცივილიზაციის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებააც აწყდებიან ინდივიდები, ბიზნესები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საჯარო ინსტიტუტები. ეს პრობლემები ქმნიან იმ ძირითად პირობებს, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას გვაიძულებს. კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად კურსი და მის შესაფასებლად ინტეგრირებულია სტატისტიკასა პროგრამული უზრუნველყოფა STATA–ს გამოყენებასთან.

სასწავლო კურსის მიზნები:

ა/ საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება პრობლემის არსის გაცნობიერებასა, ამოხსნასა და გადაჭრის შესახებ;

ბ/ სტუდენტმა უნდა შეიძინოს ცოდნა და უნარი კურსის შესწავლისას მონაცემთა აღწერის ძირითადი სტატისტიკური კონცეფციებისა და ცვლადების ტესტირებების შესახებ, შეისწავლოს ძირითადი პრინციპები კვლევების ჩასატარებლად, შეიძინოს უნარები: ა/მონაცემთა წყაროების ძიების; ბ/მონაცემების დამუშავების და შედეგების ინტერპრეტაციის; გ/პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების; დ/ პრეზენტაციების მომზადებისა და მისი წარმოდგენის.

გ/ სტუდენტმა უნდა შეიძინოს ცოდნა და უნარი პროგრამული უზრუნველყოფის- STATA -ს ასათვისებლად კვლევებიათვის.

რეზიუმე: ძირითადი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება პრობლემის ამოხსნასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაცემთა წყაროების მოძიების, მათი დამუშავებისა და ინტერპრეტაციით და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

სწავლების შედეგები

გაცნობიერება და ცოდნა: პრობლემების ძიება და იმ პირობების შექმნა, რომ სტუდენტმა შესძლოს მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება; გაანალიზოს კურსში თავმოყრილი სოციალური მეცნიერებების გამოცდილებები: ეკონომიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, მართვის მეცნიერებები. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას გადაწყვეტილების მიღების ანალიზში.

ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში: კვლევას, კვლევის დიზაინს და შედეგების ინტერპრეტაცია მონაცემების დამუშავებისას სტატისტიკის გამოყენებით.

პროგრამული უზრუნველყოფის STATA -ს გამოყენების პრაქტიკული უნარი : სტუდენტი მიიღებს ცოდნასა და უნარს სტატისტიკური მონაცემების აღწერისა და ცვლადების ტესტირების შესახებ. ასევე, კვლევების კონსტრუქციების პრინციპების შესახებ, პროგრამული უზრუნველყოფის - STATA-ს გამოყენებას.რეზიუმე: ა/სასწავლო კურსი სტუდენტებს აცნობს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს, აძლევს ცოდნას, რომელიც მას ეხმარება გადაწყვეტილების სიტუაციების შეფასებაში; ბ/სტუდენტები იღებენ სტატისტიკური მონაცემების აღწერისა და ცვლადების ტესტირების ცოდნას: გ/ სტუდენტები იღებენ პროგრამული უზრუნველყოფის STATA-ს ცოდნას და მისი გამოყენების უნარს კვლევებში.

სწავლებისა და სწავლის მეთოდები: ლექციები, საკლასო დისკუსიები, ესსეების მომზადება, კვლევითი სამუშაოს გაცნობა. თითოეული სტუდენტი აკეთებს სამ პრეზენტაციას: ორს ინდივიდუალურს და ერთს- ჯგუფურს. გარდა ლექციებისა, სწავლებისათვის გამოიყენება კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფილია STATA-ს პროგრამული უზრუნველყოფით. სტუდენტები ამზადებენ საკითხავ მასალას ლექციისა და პრაქტიკული

52

Page 53: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

სამუშაოს დაწყებამდე, რაც კვლევის ამოცანების განხილვისას სადისკუსიო და კითხვა-პასუხის ფორმატის გამოყენების საშუალებას იძლევა. თითოეული სტუდენტი აკეთებს პრეზენტაციას STATA-ს გამოყენებით.

სასწავლო კურსის შინაარსი:

N/თარიღი თემა

1. მეცნიერება გადაწყვეტილებების შესახებ და გადაწყვეტილების მიღების პროცესი - ზოგადი შესავალი: გადაწყვეტილების მეცნიერება არსი, გადაწყვეტილების მიმღები, პრობლემის გადასაწყვეტი სიტუაციის ანალიზი, გადასაწყვეტი პრობლემა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ელემენტები, გადაწყვეტილების მიღების პირობები, გადაწყვეტილების მიღების პრობლემის სტრუქტურირება, გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა და ხერხები.

2 გადაწყვეტილების მიღების თეორია და ანალიზი: გადაწყვეტილების თეორია, ნორმატიული და აღწერილობითი გადაწყვეტილების თეორია, გადაწყვეტილების მატრიცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ინფორმაციის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. საინფორმაციო ტექნოლოგიები. საინფორმაციო ქაოსი და გადაწყვეტილების მიღება. ინფორმაციის შერჩევის პრობლემა. ინფორმაციის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გადაწყვეტილება ინფორმაციის სიმცირის და საინფორმაციო ქაოსის პირობებში. არჩევანის პარადოქსი.

3 გადაწყვეტილების მიღება გაურკვევლობისა და რისკის პირობებში: რისკის განსაზღვრება. თანამედროვე რისკის ბუნება. აღმოცენებადი რისკების პირველი ხუთეული. რისკის წყაროები. რისკის პოზიტიური ასპექტები. ინსტიტუციური წესები. რისკის იდენტიფიკაცია და რისკის თავიდან აცილება. გადაწყვეტილება რისკის პირობებში (შესაძლებლობა და გამოყენება). რისკის გაზომვა.პიროვნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში:რაციონალობა, რაციონალური არჩევანის თეორია, ემოციების როლი გადაწყვეტილების მიღებაში, ემოციების სოციოლოგია, ეთიკური კანონები გადაწყვეტილების მიღებაში.

4 მცირე სოციალური ჯგუფების დინამიკა და გადაწყვეტილებების მიღება: ჯგუფური გადაწყვეტილების თეორია. ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების მიდგომები. ჯგუფური აზროვნება (აზროვნება თუ კონფორმიზმი), მცირე ჯგუფების ბუნება და დინამიკა. კოლექტიური ქცევის ლოგიკა.

53

Page 54: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული და ინსტიტუციური პირობები: ორგანიზაციური ეფექტიურობა, ინსტიტუციური ჩარჩოები, ინსტიტუტების ლოგიკა და ინსტიტუციური თეორია. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO).

5 საზოგადოებრივი არჩევანის თეორია - პოლიტიკური გადაწყვეტილებები: პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საზოგადოებრივი არჩევანის თეორია, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ელექტორალური გადაწყვეტილებები, საარჩევნო სისტემები, თამაშთა თეორია, ხელისუფლების ინდექსი, საჯარო სფერო.

თანამედროვე მსოფლიოს კომპლექსურობა და გადაწყვეტილების მიღება: სირთულეები, გლობალიზაცია, ქაოსი, პოსტინდუსტრიული რეალობები, მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების ანალიზი. გადაწყვეტილების მიღება და კონფლიქტური სიტუაციები თანამედროვე მსოფლიოში: თანამედროვე კონფლიქტების ბუნება, კონფლიქტების წყაროები, კონფლიქტების თეორია, კონფლიქტების კონსტრუქციულ ჩარჩოებში შენარჩუნება, კონფლიქტების პოზიტიური ასპექტები.

6 სტატისტიკა როგორც მეცნიერება. სტატისტიკა სოციალური მეცნიერებებისათვის. სტატისტიკის როლი გადაწყვეტილების მიღებაში. აღწერითი სტატისტიკა, სიხშირეთა განაწილება. STATA ვინდოუსისათვის, მონაცემები და მონაცემთა ბაზები

7 აღწერითი სტატისტიკა: სიხშირეთა განაწილება; ცენტრალური ტენდენცია; მონაცემთა აღწერა; ცვალებადობის საზომები. პროგრამული უზრუნველყოფა STATA: ოპერატორები

8 ნორმალური განაწილება, ალბათობა და სტანდარტული ქულები. სტატისტიკის გამოყენება დასკვნისა და შეფასებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფა STATA: მათემატიკური ფუნქციები

9 სტატისტიკური ჰიპოტეზების შემოწმების შესავალი: z კრიტერიუმი და t კრიტერიუმი. ექსპერიმენტის დიზაინი T-კრიტერიუმი. პროგრამული უზრუნველყოფა STATA: სტატისკური ფუნქციები

10 ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზი ცდის პირთა შორის სქემისათვის (ANOVA). ჯგუფებს შორის ცვალებადობა. ცდის პირთა შორის ორფაქორიანი სქემა და ანალიზი (ANOVA). პროგრამული უზრუნველყოფა STATA: მონაცემების ფუნქციები, სტრიქონის ფუნქციები, სპეციალური ფუნქციები

11 ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზი ცდის პირთა შორის სქემისათვის. (ANOVA). ჯგუფშიდა ცვალებადობა. პროგრამული უზრუნველყოფა STATA: სისტემური ცვლადები, კოეფიციენტებისა და სტანდარტული შეცდომების მომსახურება

12 ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზის (ANOVA) ინტერპრეტაცია. პროგრამული უზრუნველყოფა STATA: ბრძანებათა შედეგების შეფასება, ლაგების გენერირება

13 აღწერითი სტატისტიკა: კორელაცია, რეგრესია და პროგნოზირება. პროგრამული უზრუნველყოფა STATA: ჭდეები, ჭდეების გამოყენება გამოსახულებებში, რომელიც წარმოდგენილია რიცხვითი მონაცემებით, რომლებთანაც ისინი ასოცირდებიან

14 რეგრესია. პროგრამული უზრუნველყოფა STATA: გამობეჭდვა და შედეგების შენახვა

15 ტესტირება: Chi (ხი) კვადრატ ტესტი, მან-ვიტნისა და ვილკოკსონის ტესტები. პროგრამული უზრუნველყოფა STATA:ფაილები: Do და Ado ფაილები

54

Page 55: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

შეფასების კრიტერიუმები: 

შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერამაქსიმალურ

ი ქულა2 ესე: სტუდენტი ირჩევს ორ თემას; თითოეული ესე უნდა მოიცავდეს 300-500 სიტყვამდე .

თემები: ა/ ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბ/ სა-ზოგადოების არჩევანი-პოლიტიკური გადაწყვეტილება; გ/ გადაწყვეტილების მიღება და კონფლიქტური სიტუაციები მსოფლიოში; დ/ გადა-წყვეტილების მიღების ორგანიზაციული და ინსტიტუციური პირობები; ე/ თანამედროვე პირობებში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები

20

შუალედური ტესტირება თემა: სტატისტიკა და STATA 20ინდივიდუალური პრეზენტაცია თემები: სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის

გზები; ბიზნეს პრობლემები და მათი გადაჭრის საშუალებები; ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

10

ჯგუფური პრეზენტაცია თემა: პრობლემის დასმა და პრობლემის გადაჭრის სოციალური პოლიტიკა (კონკრეტული პრობლემის მაგალითზე)

10

საბოლოო გამოცდა ტესტირება+ ზეპირი გამოცდა 10+ 30სულ 100

შეფასებაA 91-100%

B 81-90%

C 71-80%

D 61-70%

Fx 51-60

F <51%

ლიტერატურა და ტექნიკური საშუალებები

ა/სავალდებულო ლიტერატურა:

1.Nutt, P.A., The economics of public choice, Edward Elgar, 2007.

2. Mueller, D., Public choice III, Cambridge University Press, 2003

3. ჰაროლდ კისი. სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებაში. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008, 978-9941-13-0182, ISBN თარგმანი მომზადებულია „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ მიერ

4. ფ. მექვაბიძე. პროგრამული უზრუნველყოფა STATA სტუდენტებისათვის. 2003

5.Statistical Software: STATA User’s Guide. Stata press, College Station, Texas, 2010

6. ჰენდაუტები

55

Page 56: სასწავლო მოდული: გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია პრაქტიკაში სოციალური

ბ/ დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა, თბ., 2008, გვ. 517-523

Coleman, J.S., Foundations of social theory, Harvard University Press, 1990.

Oyster, C.K., Groups. A users Guide, McGraw-Hill, 2000

Buchanan, J.M., Tullock, G., The calculus of consent: logical foundations of constitutional democracy, University of Michigan Press, 1982.

Downs, A., An economic theory of democracy, 1967.

Ellis, D.G., Fisher, A., Small group decision making: communication and the group process, McGraw-Hill, 1993.Groups in context. A new perspective on group dynamics, ed. J. Gillette, M. McCollom, University Press of America, 1995.Janis, I.L., Groupthink. Psychological studies of policy decision and fiascoes, Cengage Learning, 1982.Olson, M., The logic of collective action: public goods and the theory of groups, Harvard University Press, 1971.

Hart, P., Groupthink in government: a study of small groups and policy failure, The John Hopkins University Press, 1994.

გ/ტექნიკური საშუალება: კომპიუტერული ლაბორატორია, პროგრამული უზრუნველყოფა STATA

56