პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში...

20
1 1 პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების კვლევის ანგარიში თემა: პროფესიის არჩევისათვის მზაობის ხარისხის ამაღლება ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მერი დიასამიძე 2017-2018 სასწ/წელი

Transcript of პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში...

  • 1

    1

    პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი

    საჭიროებების კვლევის ანგარიში

    თემა: პროფესიის არჩევისათვის მზაობის ხარისხის ამაღლება

    ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

    მერი დიასამიძე

    2017-2018 სასწ/წელი

  • 2

    2

    სარჩევი

    თავი პირველი: გვერდი

    1. შესავალი.................................................................................................... 3

    1.1. კვლევის აქტუალობა......................................................................... 3

    1.2. კვლევის მიზანი.................................................................................. 3

    1.3. კვლევის სამიზნე ჯგუფი.................................................................. 3

    1.4. კვლევის მეთოდები........................................................................... 3

    1.5. საკვლევი კითხვები........................................................................... 4

    2. ლიტერატურის ანალიზი....................................................................... 4

    3. ლიტერატურის შეგროვება და ანალიზი............................................. 4

    3.1. დიაგრამა N1........................................................................................ 7

    3.2. დიაგრამა N2........................................................................................ 8

    თავი მეორე:

    4. ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება................................ 9

    5. ინტერვენციების შეფასება...................................................................... 17

    6. დასკვნები და რეკომენდაციები............................................................ 18

    7. პრეზენტაცია............................................................................................. 19

    8. ლიტერატურის დასახელება.................................................................. 20

    9. რეფლექსია................................................................................................ 21

  • 3

    3

    საქართველოს საპატრიარქოს

    ხიჭაურის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა

    მასწავლებელ მერი დიასამიძის პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი

    საჭიროებების კვლევა

    შესავალი

    1.1. კვლევის აქტუალობა:

    2017 წლიდან ახალი სასკოლო გეგმით გათვალისწინებულია IX-XI კლასებში პროფესიული

    ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელება, რომელსაც წარმართავს

    პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პედაგოგი. ამჟამად ამგვარი მიმდინარეობა ამ

    მიმართებით საპილოტე პროგრამით განხორციელდება.

    პროფესიულ ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის სკოლაში შემოტანა ახალი

    საქმეა. იგი დაიწყება მომავალი სასწავლო წლიდან. საპილოტე შედეგებს გავითვალისწინებთ, მაგრამ

    ყველა მოსწავლეს აქვს თავისებურებები, რომლის შესწავლა აუცილებლად მიგვაჩნია. საგაკვეთილო

    დონეზე ე.წ. საჭიროებების კვლევამ ცხადყო, რომ მოსწავლეებს სურთ დახმარება მომავალი

    პროფესიის არჩევაში. თანამედროვე ცხოვრება შრომის ბაზარზე მოითხოვს მიზანმიმართულ

    ახალგაზრდობას. მათ უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული

    საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. მითუმეტეს, ქართული ენისა და ლიტერატურის

    პროგრამაში ნაკლებად ისწავლება ნაწარმოები, რომელიც მოსწავლეს სრულყოფილ წარმოდგენას

    შეუქმნის რომელიმე პროფესიაზე. სხვადასხვა ნაწარმოებით, სადაც ნახსენებია სხვადასხვა პროფესია

    ან მოქმედი პირები სხვადასხვა პროფესიისა: ვაჭარი, ექიმი, მევენახე, მასწავლებელი, სამხედრო

    მოსამსახურე, ბიზმესმენი, ადვოკატი, ვექილი, სოციოლოგი, კორესპონდენტი

    და სხვა, ვცდილობთ, მოსწავლეები მოქმედი პირების საქმიანობის ამსახველ პროფესიებზე

    დავაკვირვოთ, განვუმარტოთ, დავაინტერესოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ

    ავირჩიე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის სფეროდ პრობლემა- მოსწავლეთა პროფესიული

    ორიენტაცია და თვითგამორკვევა ,რაც დაგვეხმარებოდა პრობლემის გადაჭრის გზების დასახვაში და

    სარგებელს მოუტანდა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს.

    საკვლევი თემა: “პროფესიის არჩევისათვის მზაობის ხარისხის ამაღლება“ გავაცანი კოლეგებს,

    დირექციას, მოსწავლეებს. მათგან მივიღე უკუკავშირი, რის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბე

    სავარაუდო შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან პროფესიებისათვის საჭირო მოთხოვნებს, უნარ-

    ჩვევებს, დააკვირდებიან თავიანთ შესაძლებლობებს, გააცნობიერებენ, სად შეძლებენ წარმატებული

    კარიერის შექმნას.

    1.2 კვლევის მიზანი: პროფესიის არჩევის მზაობისათვის საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, კომპეტენცი-

    ების, პროფესიაში კარიერული წინსვლის დაგეგმვის შესაძლებლობის გაცნობიერების გზებისა

    და საშუალებების განსაზღვრა;

    1.3. კვლევის სამიზნე ჯგუფი -XII კლასი;

  • 4

    4

    1.4. კვლევის მეთოდები: რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები: წყაროების ანალიზი,

    შედარებითი ანალიზი, პრიორიტეტის მინიჭება, დაკვირვება, ტესტირება.

    1.5. საკვლევი კითხვები:

    როგორ მოვიპოვებ სათანადო ლიტერატურას და რამდენად მომეცემა საშუალება

    სწორად განვსაზღვრო ახალი მიდგომები.

    რამდენად გაირკვევა მოსწავლეთა პროფესიების არჩევანი და რა განაპირობებს

    არჩევანს?

    მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის პროცედურა რამდენად

    მოგვცემს საშუალებას ინტერვენციების მიზნობრივად დაგეგმვისათვის .

    როგორ შევძლებ ინტერვენციების დაგეგმვასა და ჩატარებას, შედეგების საკვლევ

    პრობლემებსა და მიზანთან შესაბამისობის განსაზღვრას.

    რა გზით შევთავაზებ კოლეგებს კვლევის შედეგების გაზიარებას და რამდენად

    იქნება ჩემი შეთავაზება მათთვის მისაღები.

    2. ლიტერატურის ანალიზი: ა. გობრონიძე-პედაგოგიკა. 2000 წელი.

    გავიზიარეთ შეხედულებები იმის თაობაზე, რომ მოსწავლეთა პროფესიულ

    ორიენტაციაზე ზრუნვა მასწავლებლის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაც არის და

    პასუხისმგებლობაც მოსწავლის მომავლის წინაშე.

    პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის

    მასწავლებელთა „გზამკვლევი“ 2015-2016.

    გზამკვლევის რეკომენდაციებით გავითვალისწინე ინტერვენციების დაგეგმვა

    კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით.

    ინტერნეტ რესურსი-კრებული „აირჩიე პროფესია“ /PMC/2014.

    გამოვიყენე სხვადასხვა პროფესიის ძირითადი მახასიათებლების

    განსაზღვრისათვის.

    სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება-2015.

    გავიცანი მასალები პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შესახებ.

    გზამკვლევი II-2016.

    შემოთავაზებული რეკომენდაციები მივიღე, როგორც საორიენტაციო

    გზამკვლევი პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისათვის.

    თუნინგის პროექტი I -2007.

    საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის დასაქმებულთა კვლევის მასალები.

    3. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი: I. კვლევის მიზანი: გაირკვეს მოსწავლეთა დამოკიდებულება პროფესიის

    არჩევისადმი.

    კვლევის მეთოდი: ტესტირება /თვითგამორკვევის ტესტი/

    კვლევის ობიექტი- XII კლასი 21 მოსწავლე.

  • 5

    5

    შეკითხვები:

  • 6

    6

    საკვლევად გამოვიყენეთ ტესტების N 7,8,10 კითხვები.

    წარმოგიდგენთ მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების

    გამოსარკვევი ტესტების დიაგრამას: N 1

    020406080

    70

    25 33

    17

    50

  • 7

    7

    შევსებული ტესტების ანალიზის შედეგების მიხედვით გამოვლინდა:

    - გამოკითხულ მოსწავლეთა 70 % ვერ ასახელებს 5-ზე მეტ პროფესიას.

    -ჯერ არ აურჩევია პროფესია 25 %-ს;

    -პროფესია აირჩია:დამოუკიდებლად-33%;

    მშობლებთან და ახლობლებთან საუბრის შემდეგ-17%;

    ფიქრობს, რომ ამ სფეროში უფრო დასაქმდება-50%.

    მოსწავლეთა ინტერესების სფეროში შედის პროფესიები:

    დიაგრამა N 2

    კვლევის შედეგი:

    -მოსწავლეთა ინტერესების სფეროში შედის- საზღვაო-24%, სამედიცინო-17%,იურიდიული-

    11%,ინჟინერია-9%,ბიზნესის მართვა-8%,პედაგოგიკა-7%,კომპიუტერული ტექნოლოგიები-6%,ბუღალტერია-

    4%,დიზაინი,სამხედრო,ხელოვნებათმცოდნეობა,სპორტი,ჟურნალისტიკა-14%.

    კვლევის ანალიზი:

    მეთორმეტეკლასელთა წინა წლებისა და მიმდინარე შეფასებების გაცნობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ

    მოსწავლეთა უმეტესობა არ იცნობს პროფესიებს, პროფესიის არჩევისას არ ითვალისწინებს საკუთარი

    განათლების დონეს ,მოსწონთ პროფესიები, რომლებშიც, მათი წარმოდგენით, ადვილად დასაქმდებიან.

    გამოვლინდა, რომ საჭიროა:

    ა) მოსწავლეებს ავუმაღლოთ ცოდნა პროფესიათა შესახებ;

    24%

    17%

    9% 8% 7% 6% 4%

    14% 11%

    0%

    5%

    10%

    15%

    20%

    25%

    30%

  • 8

    8

    ბ) გავაცნოთ საქართველოში არსებულ პროფესიათა სფეროები.

    II კვლევის მიზანი: დადგინდეს მოსწავლის მიერ პროფესიის არჩევის მოტივაცია:

    ა) რომელ პროფესიაზე სურს ინფორმაციის მიღება: სხვადასხვაზე თუ კონკრეტულზე.

    ბ)რომელი პროფესიის ადამიანებთან ისურვებენ შეხვედრას.

    კითხვები მოსწავლეებისათვის:

    1. რომელ პროფესიაში წარმოგიდგენია საკუთარი თავი?

    2. რა ინფორმაციის მიღება გსურს პროფესიაზე?

    3. რომელ ორგანიზაციაში ისურვებ წასვლას პროფესიის გაცნობის მიზნით?

    4. რომელი პროფესიის ადამიანთან ისურვებ შეხვედრას?

    კვლევის მეთოდი: ინტერვიუ.

    კვლევაში მონაწილეობდა XII კლასი.

    კვლევის შედეგების ანალიზი:

    ა) პროფესიის არჩევის მოტივად ძირითადად ასახელებენ მატერიალურ მხარეს.

    ბ) ინფორმაცია სურთ სხვადასხვა პროფესიების შესახებ, რათა შეამოწმონ თავიანთი

    არჩევანი ან აირჩიონ ახალი.

    გ) შეხვედრას ისურვებდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.

    კვლევა III – მიზანი: დადგენა იმისა, თუ რამდენად იცნობენ მოსწავლეები პროფესიული

    განათლების შემოთავაზებებს.

    კვლევის მეთოდი: ინტერვიუ.

    კვლევაში მონაწილეობდნენ XII კლასის მოსწავლეები.

    კვლევის შედეგი: მონაცემთა ანალიზის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, მოსწავლეთა მთელი ყურადღება გადატანილია მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებზე. პროფესიული სასწავლებელი ბევრი

    მათგანისათვის უფრო ხელსაყრელი რომ იქნება, ამ მიმართებით საზოგადოების ინტერესიც შენელებულია და

    მშობლებისაც. მიმაჩნია, ახლა, როცა დგას პროფესიული სასწავლებლების გახსნისა და არსებულში სწავლების

    დონის ამაღლების საკითხი, შემდეგ ეტაპზე კვლევა, თუ რამდენად გაეცვნენ მოსწავლეები სხვადასხვა

    პროფესიას და რამდენად გაითვალისწინებენ რჩევა-დარიგებებს, წარვმართეთ იქით, რომ გაგვეცნო მათთვის

    ხიჭაურის უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული სასწავლებლებიც და მუშაობის სპეციფიკა,

    გამოგვერკვია, რატომ იჩენდნენ ნაკლებ ინტერესს ამ ტიპის სასწავლებლების მიმართ. პრობლემის

    კვლევისათვის გამოვიყენე ანკეტური გამოკითხვა: პროფესიული სასწავლებელი-რა ვიცი მის შესახებ.

    შედეგების განხილვა:

    კვლევის შედეგების საფუძველზე გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები:

    1. მოსწავლეებისა და მათი მშობლების ნაკლები დაინტერესება;

  • 9

    9

    2. პროფესიული სასწავლებლების შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა;

    3. საზოგადოების უნდობლობა ამ ტიპის სასწავლებლების მიმართ.

    შედეგების ანალიზის შემდეგ მიზნად დავისახე მოსწავლეებისათვის გამეცნო პროფესიული სასწავლებელი,

    რაც ხელს შეუწყობდა:

    -მოსწავლის პროფსასწავლებლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას;

    -ამ ტიპის სასწავლებელში სწავლის მოტივაციის ამაღლებას;

    ცვლილებები:

    მონაცემთა შეგროვების პროცესში XI კლასელთა ერთმა ჯგუფმა გამოთქვა კვლევაში

    ჩართვის სურვილი. მათ სურვილს პატივისცემით მოვეკიდე და უფლება მივეცი ინტერვენციებზე

    დასწრებისა. შესაბამისად, დაგეგმილ ინტერვენციებში შევიტანე ცვლილებები მათი ინტერესების

    შესაბამისად.

    თავი მეორე

    4. ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება:

    ა) ინტერვენციების დაგეგმვა

    ინტერვენციის დასახელება შესრულების

    დრო

    შესრულებაში ჩართული

    პირები

    აღნიშვნა

    შესრულებაზე

    1 I-დისკუსია: “სწორი გზის ნახვა

    ნახევარი გამარჯვებაა“.

    4-8

    დეკემბერი

    XII კლასის მოსწავლეები ჩატარდა

    2 II-პროფესიის არჩევის მოტივები. 18-22

    დეკემბერი

    XII-XI კლასის

    მოსწავლეები

    ჩატარდა

    3 III-პროფესიის არჩევის დროს

    დაშვებული დამახასიათებელი

    შეცდომები.

    29 იან.-1

    თებერვალი

    XII კლასის მოსწავლეები ჩატარდა

    4 IV-როგორ დავგეგმოთ კარიერა. 19-23-

    თებერვალი

    XII-XI კლასის

    მოსწავლეები

    ჩატარდა

    5 V-„ღია კარის“ დღე სკოლაში 6 მარტი XII კლასის მოსწავლეები ჩატარდა

    6 VI-ინფორმაციის საათი 19-23 მარტი XII კლასის მოსწავლეები ჩატარდა

    7 VII-ვიზიტი პროფესიულ სკოლაში 4 აპრილი XII კლასის მოსწავლეები ჩატარდა

    8 VIII-პროფესიული გაკვეთილი 23 -27

    აპრილი

    XII-XI კლასის

    მოსწავლეები

    ჩატარდა

    ინტერვენციების განხორციელება:

    ინტერვენცია I

  • 10

    10

    დისკუსია: „სწორი გზის ნახვა ნახევარი გამარჯვებაა“.

    ინტერვენცია ჩატარდა XII კლასში.

    დისკუსიის დროს იყო საუბარი პროფესიის არჩევის შესაძლებლობაზე. შევთავაზე მაგალითები

    დამოუკიდებლად სწორად არჩევისა და გავლენით არჩევის შედეგების შესახებ.

    შედეგი: მოსწავლეებმა გააცნობიერეს პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობა.

    ინტერვენცია II

    პროფესიის არჩევის მოტივები.

    ესწრებოდნენ XII კლასის მოსწავლეები და მსურველები XI კლასიდან.

    ინტერვენცია ჩატარდა გაკვეთილების შემდეგ.

    მოსწავლეებს მიეწოდათ სამუშაო ფურცლები, სადაც ჩამოთვლილი იყო

    პროფესიის არჩევის მოტივები:

    1. სოციალური მოტივი-ესაა საზოგადოებისათვის სარგებლობის მოტანის სურვილი, რომელიც

    ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

    2. ესთეტიკური მოტივი-იგი გამოიხატება მოსწავლეთა სწრაფვაში შრომის ესთეტიკური

    მხარისადმი. მათ ამა თუ იმ სპეციალობის არჩევა იმიტომ უნდათ, რომ ხელს უწყობს

    მშვენიერების აღქმას.

    3. შემეცნებითი მოტივი-ამ მოტივისთვის დამახასიათებელია მოსწავლეთა სწრაფვა სპეციალური

    ცოდნის მოპოვებისაკენ, არჩეული სპეციალობის უფრო ღრმად შესწავლისაკენ.

    4. შემოქმედებითი მოტივი-ეს მოტივი მეცნიერული აღმოჩენების საშუალებას იძლევა და

    გასაქანს აძლევს შემოქმედებით მოღვაწეობას. გარდამავალ ასაკში ეს მოტივი შედარებით

    სუსტადაა გამოხატული.

    5. მატერიალური მოტივი- ეს მოტივი უფროს სასკოლო ასაკშია ძლიერი, ხოლო გარდამავალ

    ასაკში შედარებით სუსტია.

    6. პრესტიჟულობის მოტივი- ესაა მცდელობა ისეთი პროფესიის არჩევისა, რომელიც ნაცნობ-

    მეგობრებში ძალიან ფასობს. იგი საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის დაკავების

    საშუალებას იძლევა.

    მოსწავლეებმა აირჩიეს ერთ-ერთი მოტივი, რომელსაც თვითონ თვლიდნენ

    მნიშვნელოვნად და განმარტეს თავიანთი პოზიცია.

    შედეგი: მოსწავლეები დაფიქრდნენ და გააცნობიერეს პროფესიის არჩევისათვის მოტივაციის

    მნიშვნელობა.

    ინტერვენცია III პროფესიის არჩევის დროს დაშვებული

    დამახასიათებელი შეცდომები

    მოსწავლეებს მიეწოდათ სამუშაო ფურცლები, სადაც ჩამოთვლილი იყო პროფესიის

    არჩევის დროს დაშვებული შეცდომები:

  • 11

    11

    1.ადამიანებისადმი დამოკიდებულებების პროფესიაზე გადატანა-ხშირად ხდება, რომ

    ნაცნობები ან ნათესავები იწვევენ მოზარდებში დადებით ემოციას, რაიმე მორალური თვისებების

    გამო. ასეთ დამოკიდებულებას მოზარდები გადაიტანენ იმ პროფესიებზე, რომელთა

    წარმომადგენლებიც ისინი არიან. ამგვარი გზით არჩეულმა პროფესიამ შეიძლება იმედის გაცრუება

    გამოიწვიოს.

    2.საკუთარი ნიჭის, მიდრეკილებებისა და ფიზიკური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების

    უუნარობა. მოსწავლეები ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან საკუთარ ფსიქო-ფიზიოლოგიურ

    შესაძლებლობებსა და პროფესიის მოთხოვნებს. ასეთი მოზარდები პროფესიის არჩევისას

    ხელმძღვანელობენ მხოლოდ ამა თუ იმ პროფესიის მოწონებით, თვლიან, ოღონდ პროფესია

    მოეწონოთ და მათ ამისთვის ნიჭი და მიდრეკილება ეყოფათ.

    3.პროფესიის შემთხვევითი არჩევა მეგობრებისა და ნაცნობების გავლენით-ასეთი რჩევა იმითაა

    გამოწვეული, რომ მოზარდებს არ აქვთ ჩამოყალიბებული პროფესიული ინტერესი და მათთვის

    სულერთია, რა პროფესიას აირჩევენ. ესაა პროფესიის შემთხვევითი არჩევანი, რომელსაც შემდეგ

    იმედის გაცრუება მოყვება.

    შედეგი: მოსწავლეებმა გაიაზრეს პროფესიის არჩევის დროს მოსალოდნელი შეცდომები და

    არიან მზად შეცდომების შესამცირებლად.

    ინტერვენცია IV

    როგორ დავგეგმოთ კარიერა

    ინტერვენციას ესწრებოდნენ XII კლასის ყველა მოსწავლე და XI კლასიდან მსურველები.

    ინტერვენცია ჩატარდა ორი შეხვედრით:

    I შეხვედრა -საქართველოში არსებული პროფესიები.

    მოსწავლეებს მიეწოდათ სამუშაო ფურცლები, სადაც ჩამოთვლილი იყო საქართველოში

    არსებული პროფესიები:

    1. აგრარული მეცნიერებანი;

    2.ინჟინერია;

    3.განათლება;

    4,სამართალი;

    5.სოციალური მეცნიერებები;

    6.ბიზნესის ადმინისტრირება;

    7.მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/;

    8.ხელოვნება;

    9.ჯანდაცვა;

  • 12

    12

    10.ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

    განვმარტეთ თითოეული მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები;

    ვუჩვენეთ სლაიდები: „გამონათქვამები შრომასა და პროფესიებზე“.

    შედეგი: მოსწავლეებმა გაიფართოვეს ცოდნა საქართველოში არსებულ პროფესიებზე.

    II შეხვედრა-ვიდეო ჩანაწერის წარდგენა.

    რა არის პროფესიული ორიენტაცია და როგორ დავგეგმოთ

    კარიერა. /გელა ლომიაშვილის ლექცია/.

    მოვისმინეთ ლექცია და გავმართეთ მსჯელობა.

    შედეგი: მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს, რომ თავიანთ მომავალ პროფესიას საფუძვლად

    უნდა დაუდონ არა მხოლოდ პირადული, არამედ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები დააკავშირეს

    ლიტერატურულ პერსონაჟებთან.

    ინტერვენცია V

    „ღია კარის“ დღე სკოლაში

    საკვლევი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსწავლეთათვის საინტერესო კითხვებზე გაგვეცა ამომწურავი პასუხი. წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის

    ლექტორ-მასწავლებლებმა სკოლებში მე-12 კლასელთათვის „ღია კარის“ დღეები ჩაატარეს. ჩვენი სკოლის

    მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთანაც ჩაატარეს აღნიშნული შეხვედრა, დაურიგეს ხიჭაურის

    უნივერსიტეტის ფაკულტეტების ჩამონათვალის ბუკლეტები. მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრნენ თითქმის

    ყველა დარგის სპეციალისტები, პასუხები გასცეს მათთვის საჭირო კითხვებზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო,

    მოსწავლეებს სწორი არჩევანი გაეკეთებინათ.

    შედეგი: მოსწავლეებმა ერთი უნივერსიტეტის მაგალითზე გაიაზრეს სხვა

    უნივერსიტეტის შემოთავაზება.

    ინტერვენცია VI

    ინფორმაციის საათი

    სკოლის ბიბლიოთეკაში მოვაწყვეთ პროფესიული მეთოდური კუთხე, დავეხმარე მოსწავლეებს

    ინტერესების გათვალისწინებით გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიას. აქვე გასაცნობად მოვათავსეთ

    სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა შესახებ არსებული წიგნები.

    ინტერვენცია VII

    ვიზიტი პროფესიულ სკოლაში

    მოსწავლეები წავიყვანეთ პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც 2017 წელს გაიხსნა ხიჭაურის უნივერსიტეტში. სასწავლებელში ორი ფაკულტეტი ფუნქციონირებს: საბუღალტრო და ბაგა-ბაღის

    აღმზრდელი. მოსწავლეებს ესაუბრნენ ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული

  • 13

    13

    პროფესორი, ბუღალტერ-ეკონომისტი, ბუღალტრის პროფესიის პროგრამის ხელმძღვანელი და განათლების

    ფაკულტეტის მასწავლებელი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიები, გაეცნენ

    მათი სწავლის პროცესს, დაინტერესდნენ საგნებით, რომელსაც გადიან და სწავლის ხანგრძლივობით.

    სტუდენტებმა სიამოვნებით გასცეს პასუხი მოსწავლეთა შეკითხვებს. აღმოჩნდა ,რომ სტუდენტებისათვის

    საბუღალტრო მეორე სპეციალობა იყო, რადგან მათი დასაქმების პერსპექტივა უფრო მეტი იყო.

    ინტერვენცია VIII

    პროფესიული გაკვეთილი /2 აკად. საათი/

    /მოსწავლეთა მიერ მიღებული უნარ-ჩვევების პრეზენტაცია/

    ესწრებოდა XII-2 კლასის ყველა მოსწავლე და XI-სურვილით.

    გაკვეთილის თემა: “ჩემი არჩევანი“

    მიზანი: კვლევებისა და აქტივობების შედეგად მიღებულ ცოდნასა და ასარჩევ პროფესიათა

    შორის კავშირის ხარისხის დადგენა.

    რაც გამოავლენდა კვლევის პერიოდში პროგრესს:

    ა) რა ცოდნა და უნარები შეიძინეს მოსწავლეებმა;

    ბ) მათი მზაობა, როცა პროფესიის არჩევის დრო დაუდგებათ;

    გ) მოსწავლეთა წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ხარისხს;

    დ) რამდენად მოხდება მოსწავლეთა უკუკავშირი.

    მნიშვნელოვანი იყო აქტივობაზე სკოლის დირექციის, კლასის ხელმძღვანელების, ქედის,

    შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების მასწავლებლების, უნივერსიტეტის განათლების

    მაგისტრატურისა და ბათუმის ბიზნეს სკოლის სტუდენტების დასწრება.

    გაკვეთილის Iეტაპი:

    მოწავლეებს მივეცი ინსტრუქცია, რომლის გათვალისწინებით დაიყვნენ ჯგუფებად, აირჩიეს

    საქართველოში არსებული პროფესიებიდან ერთი პროფესია ან სპეციალობა. დაამზადეს

    ვიზუალურად წარმოსადგენი გაზეთი, შეავსეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული

    თვითგამორკვევის ტესტი.

  • 14

    14

    გაკვეთილის II ეტაპი:

    პროფესიების მიხედვით მეზღვაურებმა საკუთარ ჯგუფსა და საპრეზენტაციო გაზეთს დაარქვეს

    „ღუზა“, სოფლის მეურნეობის დარგებისამ- „გეორგია“, მედიცინამ-„ჰიპოკრატე“ და არქეოლოგიამ-

    „ისტორიანი“. ჯგუფის ლიდერებმა არჩეული პროფესიების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია, ისაუბრეს

    ძირითადად საკითხებზე: რატომ აირჩიეს ეს პროფესია, რატომ არის ეს პროფესია ქვეყნისათვის

    მნიშვნელოვანი, რას შემატებენ ამ დარგს თეორიულად და პრაქტიკულად და სხვ.

    პრეზენტაციის მიმდინარეობისას მოსწავლეთა მიერ შევსებული თვითგამორკვევის ტესტი

    დაამუშავა 3 პედაგოგისაგან შემდგარმა ჟიურიმ.

    წარმოგიდგენთ კვლევის შედეგებს:

    N კითხვები კვლევის დასაწყისში კვლევის დასრულებისას

    1

    2

    3

    დაასახელე საქართველოში

    არსებული პროფესიები.

    რისი გათვალისწინებით

    ირჩევ პროფესიას:

    ა) დამოუკიდებლად;

    ბ) მშობლებთან და

    ახლობლებთან

    შეთანხმებით;

    გ) პროფესიას. რომელშიც

    ადვილად დავსაქმდები.

    რომელი პროფესიები

    შეეფერება შენი ინტერესების

    70% ვერ ასახელებს 5-ზე

    მეტ პროფესიას.

    33%

    17%

    50%

    ჯერ არ აურჩევია 25%,

    აირჩია 75%.

    პროფესიები დაასახელა

    86%

    57%

    23%

    20%

    პროფესია აირჩია 87%

  • 15

    15

    სფეროს

    ცხრილი რამდენადმე გამოხატავს მოსწავლეთა უკუკავშირს ანუ კვლევის შედეგად ჩატარებული

    აქტივობების შედეგს, კვლევისას მოსწავლეთა უკუკავშირი საშუალებას გვაძლევდა დაგვეგეგმა

    მომდევნო, პრობლემის დასაძლევი აქტივობა. ბოლო მონაცემებით კვლევის შედეგი „შედეგიანია“,

    რადგან გავიგეთ არა მარტო მოსწავლეთა ინფორმაციული ცოდნა, არამედ იმედი მაქვს, მოსწავლეები

    მიღებულ უნარ-ჩვევებს სათანადოდ გამოიყენებენ. გაკვეთილის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ 3

    მოსწავლეს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ პროფესიას აირჩევდა, პრეზენტაციის შემდეგ, როცა

    თავიანთი ინტერესები და შესაძლებლობები მიუსადაგეს თანატოლთა წარმოდგენილ პროფესიებს,

    დაასახელეს სავარაუდო პროფესიები, რომელსაც აირჩევდნენ. ესეც ამ მიმართებით ჩატარებული

    საქმიანობის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ.

    გაკვეთილის დასასრულს წარმოვადგინეთ ფოტოკოლაჟი კვლევის პერიოდში ჩატარებული

    აქტივობების შესახებ, კოლაჟის ჩვენებამ დამსწრეთა და მოსწავლეთა დადებითი ემოციური განწყობა

    გამოიწვია.

    5. ინტერვენციების შეფასება:

    შეფასების კრიტერიუმად ავიღეთ მოსწავლეთა დამოკიდებულება ინტერვენციებისადმი,

    კოლეგების მოსაზრებები, რომლებიც განთავსდა „სურვილების ყუთში“.

    ინტერვენციები ძირითადად დაიგეგმა მოსწავლეთა შეგროვების ანალიზის საფუძველზე, რამაც

    აამაღლა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების ხარისხი.

    ინტერვენციები ჩატარდა როგორც გაკვეთილების შემდეგ, ასევე საგაკვეთილო პროცესში,

    ეფექტური იყო მხატვრულ ლიტერატურაში განფენილი მასალების დაკავშირება პროფესიებთან.

    მხედველობაში მოქმედი პერსონაჟების დამოკიდებულება პროფესიისადმი, ხალხურ ფოლკლორში

    განფენილი მასალები პროფესიასთან დაკავშირებით.

    ეფექტური იყო პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული ინტერვენცია და შეხვედრები

    პროფესიულ სკოლაში. მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, სასწავლო პროცესსა

    და სხვადასხვა გარემოში კვლავაც დავეხმარებით უფროსკლასელებს პროფესიული საკითხების

    გაცნობაში, პროფესიის არჩევასა და მომავლის სწორად დაგეგმვაში.

    კვლევის პროცესში ყოველი სწორად დაგეგმილი, კარგად ჩატარებული ინტერვენცია სიამოვნებას

    მანიჭებდა, მოსწავლეთა წინსვლა-სიხარულს, მაგრამ, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა კვლევაში მშობელთა

    მეტი ჩართულობა, კედლის გაზეთის საშუალებით კვლევის შედეგების სისტემატიურად გაზიარება,

    რასაც მომავალ საქმიანობაში გავითვალისწინებ. ჩვენც, პედაგოგები, ახლა ვდგამთ ნაბიჯებს

    სწავლისადმი ახალი, შედეგებზე ორიენტირებული, მოსწავლეთათვის ასე საჭირო და საინტერესო

    საქმიანობაში, ვეხმარებით მათ და ჩვენც ვვითარდებით, სასკოლო საქმიანობა მიმზიდველი და

    საინტერესო ხდება.

  • 16

    16

    6.დასკვნები და რეკომენდაციები:

    ჩვენი კვლევები ძირითადად დაფუძნებული იყო მონაცემთა შეგროვებაზე, სხვადასხვა

    მიმართულებით დაკვირვებაზე, გამოკითხვასა/ინტერვიუ/ და ტესტირებაზე, კვლევის არეალი კი-

    საგაკვეთილო პროცესი, სასკოლო და სკოლისგარეშე გარემო .

    აქამდე ჩატარებული კვლევის შედეგები და ძირითადი პრობლემები ასეთია:

    -გამოკითხულ მოსწავლეთა უმეტესობა კარგად არ იცნობს არჩეულ პროფესიას;

    -პროფესიის არჩევის დროს არ ითვალისწინებს საკუთარ შესაძლებლობებს;

    -ირჩევს „მოდურ“ პროფესიას, ან ისეთს, რომელშიც ჰგონია, რომ უფრო დასაქმდება.

    ჩატარებული ინტერვენციები იყო საკმარისი, მოსწავლეებმა რამდენადმე მიიღეს ცოდნა და

    უნარები პროფესიების არჩევასთან დაკავშირებით.

    ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ გვიჩვენა მოსწავლეთა პროფესიული

    მიმართულებით ცოდნის დონის ნაკლებობა და გამოვლინდა მიზეზები, რომლის

    გათვალისწინებითაც დაიგეგმა სხვადასხვა სახის აქტივობა დასახელებული პრობლემის

    აღმოსაფხვრელად. განხორციელებული აქტივობებით დავძლიეთ კვლევის შედეგად გამოვლენილი

    პრობლემები: მოსწავლეებს აუმაღლდათ ცოდნა პროფესიებზე, სხვადასხვა ტიპის სასწავლებლებზე,

    პროფესიული ორიენტაციის განმსაზღვრელ ფაქტორებზე. მოსწავლეს გაუძლიერდა საკუთარი თავისა

    და შესაძლებლობების რწმენა. ისინი გონივრულად დაფიქრდებიან პროფესიის არჩევისას, რათა

    გააზრებულად ააგონ საკუთარი მომავალი. განასხვავებენ და გაითვალისწინებენ პროფესიისგან

    სულიერ და მატერიალურ მოლოდინებს, საკუთარი უნარის გათვალისწინებით გააკეთებენ არჩევანს

    და შეცვლიან დამოკიდებულებას უმაღლესი განათლების დიპლომის აუცილებლობისადმი.

    მოსწავლეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან უნარებით, შესაძლებლობებითა და ინტერესებით,

    შესაბამისად განსხვავებულია ის სფეროები და პროფესიები, რომლებსაც ისინი სამუშაოდ და

    წარმატების მისაღწევად ირჩევენ. ამიტომ, უპირველესად, ოჯახი და შემდეგ სკოლა უნდა დაეხმაროს

    მოზარდობის ასაკში დააფიქროს საკუთარ ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და უნარებზე, რათა

    სწორად აირჩიოს პროფესია და დამკვიდრდეს შესაბამის სფეროში.

    პროფესიის არჩევის საწყის ეტაპზე თვითგამორკვევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

    ფაქტორი საკუთარი ინტერესების გაანალიზებაა, რაც გამოხატავს მოსწავლის მოწონებას გარკვეული

    პროფესიის, მისი შინაარსისა და ხასიათის მიმართ.

    ეფექტური გამოდგა თვითდაკვირვება, როცა მოსწავლე გაიაზრებს თავისი შესაძლებლობების

    დაკავშირებას პროფესიისათვის საჭირო მოთხოვნებთან მიმართებაში. ამ მიმართებით საჭიროა

    მიეწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ. სასარგებლოა

    მოსწავლემ იცოდეს, რომ არსებობს ტესტი და გამოკვლევა, რომელშიც შეუძლია ჩაერთოს და მიიღოს

    რჩევა, რომელ პროფესიაში იქნება წარმატებული.

    მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ პროფესიის არჩევისას სასურველია წინასწარ განსაზღვროს და

    დაგეგმოს კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.

  • 17

    17

    კვლევის პროცესში მოსწავლეთა 15%-მა შეიცვალა არჩეული პროფესია,20%-მა შეძლო პროფესიის

    არჩევა, დანარჩენმა იზრუნა კარიერული წინსვლის შესაძლებლობების განსაზღვრაზე.

    კვლევის შედეგების პრეზენტაცია:

    კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა საგნობრივი კათედრის ორგანიზებით. ესწრებოდნენ კოლეგები, მოსწავლეები, კლასის დამრიგებლები.

    პრეზენტაციაზე წარვადგინე კვლევის ყველა მასალა, ინტერვენციების სრული სცენარი,

    შედეგები. გამოითქვა მოსაზრებები, სურვილები, კრიტიკა. ითქვა იმის თაობაზე. რომ

    მშობლებისათვისაც საჭირო იყო ინტერვენციების ჩვენება, თუმცა ჩანს, რომ მოსწავლეები მშობლებს

    აცნობდნენ მასალებს. აღინიშნა, რომ პროფესიული ორიენტაციის კუთხით ატარებდნენ

    ღონისძიებებს, მაგრამ კვლევაში წარმოდგენილი მასალები, მიდგომები მათთვის ახალი, სასარგებლო

    და გასაზიარებელია.

    გაზიარების სურვილი გამოთქვეს IX და XI კლასის დამრიგებლებმა, ქართული ენისა და

    ლიტერატურის და ბიოლოგიის მასწავლებლებმა , რომლებმაც აღნიშნეს, რომ პროფესიული

    ორიენტაციის კვლევის შედეგები საშუალებას აძლევს, ჩართონ იგი როგორც სადამრიგებლო საათში,

    ასევე საგაკვეთილო პროცესში.

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. ა. გობრონიძე-პედაგოგიკა 2000

    2. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის

    მასწავლებელთა „გზამკვლევი“ 2015-2016 წ.

    3. „აირჩიე პროფესია“ /PMC/ 2014-ინტერნეტ რესურსი.

    4. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.2015.

    5. „გზამკვლევი“ II-2016

  • 18

    18

    6. თუნინგის პროექტი-2007

    საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის

    წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა

    რეფლექსია

    პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების

    კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

    პირადი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას პრიორიტეტი მივანიჭე მოსწავლეთა პროფესიული

    ორიენტაციისა და საჭიროების კვლევას. წყაროების, უახლესი პროექტებისა და კვლევის შედეგების

    ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან

    დაკავშირებული რთული საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა. გავეცანი ჩემ მიერ ჩატარებული

    კვლევის ანგარიშის ბიბლიოგრაფიაში დასახლებულ მეთოდურ მასალებს, გავიგე, რომ თანამედროვე

    ცხოვრება შრომის ბაზარზე მიზანმიმართულ, პროფესიონალ ახალგაზრდობას მოითხოვს.

    პროფესიული, თუნდაც საწყისი, განათლების გარეშე კი მოზარდს გაუჭირდება საკუთარი

    შესაძლებლობების განსაზღვრა, შესაბამისად, პროფესიის სწორი არჩევა, რადგან ქართული

    ლიტერატურის პროგრამა არ გვაძლევს ამ კუთხით მოსწავლეთა სრულად დაკვალიანების

    საშუალებას, გადავწყვიტე, კვლევა საგაკვეთილო პროცესის გარდა, ბიბლიოთეკაში, პროფესიულ

    სასწავლებელებსა და სხვადასხვა აქტივობებში ,,გადამეტანა“.

    კვლევის შედეგებით აღმოჩდა, რომ მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაციები პროფესიებზე, არ

    ითვალისწინებენ საკუთარი უნარების შესაბამისობას არჩეულ პროფესიასთან, პიროვნულ

    მახასიათებლებსა და კომპეტენციას, რაც აუცილებელი ფაქტორია პროფესიონალ კადრად

    ჩამოყალიბებაში.

    კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგი გავუზიარე კოლეგებს.

    კვლევა დავამუშავე სლაიდის სახით, სადაც სრულად იყო ასახული კვლევის მიზეზები,

    განხორციელების ეტაპები, კვლევის ანალიზი და შედეგები.

    ასევე კვლევის შედეგების საფუძველზე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები მოსწავლეთა

    პროფესიული ორიენტაციის მიზნით ჩასატარებელ საქმიანობაზე.

  • 19

    19

    წარმოდგენილი ანალიზი კარგად ასახავდა მოსწავლეების პროფესიული მიმართულებით

    ნაკლებად ინფორმაციულობის მიზეზებს და გამოსწორების შესაძლებლობებს, რეკომენდაციებს

    პრობლემების გადასაჭრელად. ამ შემთხვევაში საუბარია ისეთი ინტერვენციების განხორციელებაზე,

    რომლებიც პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს უფროსკლასელებს პროფესიის არჩევაში.

    განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, მოზარდმა გაითვალისწინოს საკუთარი უნარები,

    შეცვალოს დამოკიდებულება უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის აუცილებლობისადმი და

    პროფესიულ სასწავლებელში დაეუფლოს თავისი შესაძლებლობების მქონე პროფესიას.

    კვლევაში ჩართული არ მყავდა მშობლები, რათა მათი გავლენა შემემცირებინა, ამასთან,

    პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროდ მივიჩნიე აღმოჩენილი პრობლემები უფროსკლასელებთან ამ

    მხრივ მუშაობაში დაიძლიოს მშობლების აქტიური მონაწილეობით.საამისოდ გავაგრძელებ მუშაობას

    სხვადასხვა ფორმით: შეხვედრები ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, სასწავლებლებსა და

    ორგანიზაციებში პროფესიონალ პირებთან შეხვედრით, მშობლის პროფესიის მიმართ პატივისცემით.

    კვლევის შედეგები გასაზიარებლად შევთავაზე კოლეგებს პრეზენტაციის დროს. ამასთან, კვლევის

    პროცესში აქტუალურად იყვნენ ჩართული კლასის საგნის მასწავლებლები, კათედრის წევრები.

    მათგან გზადაგზა ვიღებდი რჩევებს, უკუკავშირს, რასაც ვითვალისწინებდი ინტერვენციების

    ჩატარების დროს სასურველი შედეგის მისაღწევად.

    პრეზენტაციაზე კვლევის შედეგების გაზიარება შევთავაზე მონაცემთა შეგროვების ზუსტი

    აღწერითა და ინტერვენციების სრული სცენარის მიწოდებით, ასევე, ელექტრონული რესურსების

    მიწოდებით. გამოვთქვი მზაობა ინტერვენციების ჩასატარებლად. გამოცდილება გაიზიარა ქართული

    ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, რომელმაც თავის მე-11 კლასში, რომლებიც ჩემს

    ინტერვენციებშიც იღებდნენ მონაწილეობას, გააგრძელა მუშაობა ახალი იდეებით. ბიოლოგიის

    მასწავლებელმა საგაკვეთილო მასალები მე-9 და მე-10 კლასებში დაუკავშირა პროფესიულ

    ორიენტაციას, კერძოდ, მეფუტკრეობისა და მედდის პროფესიებს.

    კლასის დამრიგებლებმა ჩაატარეს სადამრიგებლო საათები, რომლებშიც გამოიყენეს მე-4, მე-6

    ინტერვენციები.

    კოლეგების ერთმა ნაწილმა-მათემატიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა სამომავლოდ

    დაგეგმეს საგაკვეთილო პროცესში პროფესიული ორიენტაციის საკითხების ჩართვა, ხოლო მე-7-მე-8

    კლასის დამრიგებლები საბაზო საფეხურის დაძლევას დაუკავშირებენ მე-6 ინტერვენციას.

    ვფიქრობ, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომელიც ერთგვარად უჩვეულოც კი არის

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის, შედეგიანად წარიმართა, ყველა მოსწავლემ

    გააცნობიერა, რომელი პროფესიაც არ უნდა აირჩიონ, ყველგან მშობლიური ენისა და ლიტერატურის

    ცოდნა უმთავრესია. ამ მიმართებით კვლევა ერთგვარად საგნის სწავლების ხარისხის ამაღლებაშიც

    დამეხმარა.

    მერი დიასამიძე

  • 20

    20