კვლევის შედეგების ანგარიში

49
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი პროგრამა: განათლების ადმინისტრირება პრაქტიკის კვლევა: დამრიგებლის როლი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში N81 საჯარო სკოლის მაგალითზე“ შედეგების ანალიზის ანგარიში ავტორები: ნინო მანია სალომე ქუტიძე მარიტა ბიბლაია თარიღი: 29.05.2016

Transcript of კვლევის შედეგების ანგარიში

Page 1: კვლევის შედეგების ანგარიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

პროგრამა: განათლების ადმინისტრირება

პრაქტიკის კვლევა: „დამრიგებლის როლი მოსწავლეთა წიგნიერების დონის

ამაღლებაში N81 საჯარო სკოლის მაგალითზე“

შედეგების ანალიზის ანგარიში

ავტორები: ნინო მანია

სალომე ქუტიძე

მარიტა ბიბლაია

თარიღი: 29.05.2016

Page 2: კვლევის შედეგების ანგარიში

შედეგების შეფასება (პოსტ-ტესტის შედეგები)

ინტერვენციების შედეგების შეფასება განვახორციელეთ დიაგნოსტირების

ეტაპისთვის განკუთვნილი, იდენტური ტესტებით. ორივე კლასში

(საკონტროლო/ექსპერიმენტული), როგორც პრე-ტესტის შემთხვევაში:

1. ბავშვებმა წაიკითხეს, გაანალიზეს იგივე მხატვრული და საინფორმაციო

ტექსტები. ამჯერადაც, წაკითხული მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის

გამოყოფილი დრო გახლდათ 40 წთ, ხოლო საინფორმაციო ტექსტის

ანალიზისთვის 45წთ.

2. გამოვიყენეთ PIRLS 2011-ზე დაყრდნობით პრე-ტესტისთვის შემუშავებული

მხოლოდ მოსწავლის კითხვარი.

3. ლექსიკური მარაგის შესამოწმებლად გამოვიყენეთ პრობლემის დიაგნოსტირების

ეტაპისთვის ჩვენს მიერ შექმნილი ტესტი.

4. კითხვის ტემპის შესამოწმებლად გამოვიყენეთ მცირე ზომის ტექსტი - „კუ და

მორიელი“. განმეორებით ტესტში მონაწილეობა ძირითადად მიიღეს იგივე

ბავშვებმა. 14 ბავშვი ექსპერიმენტული და 14 საკონტროლო ჯგუფიდან.

ანგარიშში წარმოგიდგენთ პოსტ-ტესტის შედეგებს, ვაჩვენებთ განსხვავებას

დიაგნოსტირების ეტაპის შედეგებსა და განმეორებითი ტესტის შედეგებს შორის.

დავიწყოთ მოსწავლეთა რაოდენობით კლასში.

Page 3: კვლევის შედეგების ანგარიში

ექსპერიმენტულ ჯგუფში პრე-ტესტის დროს გოგონების პროცენტული მაჩვენებელი

იყო - 39%, ბიჭების - 61%. პოსტ-ტესტის ჩატარებისას ექსპერიმენტულ ჯგუფში

გოგონათა პროცენტული წილი გახლავთ - 41%, ბიჭების - 59%. ასევე ცვლილებები

შეინიშნება საკოტროლო ჯგუფში. გოგონების პროცენტული წილი პრე-ტესტის დროს

იყო - 64%, ბიჭების - 36%. პოსტ-ტესტისას გოგონების პროცენტული წილი გახლდათ

- 68%, ხოლო ბიჭების - 32%.

სკოლისადმი დამოკიდებულება ცოტათი შეიცვალა განმეორებითი გამოკითხვის

დროს. დიაგნოსტირების ეტაპზე ჩატარებული გამოკითხვისას ექსპერიმენტული

ჯგუფის 92% ძირითადად ეთანხმებოდა დებულებას - მიყვარს სკოლაში ყოფნა,

განმეორებითი გამოკითხვისას იგივე დებულებას ძირითადად ეთანხმება - 73%.

საკონტროლო ჯგუფის 96% ძირითადად ეთანხმებოდა დებულებას - მიყვარს

სკოლაში ყოფნა, ხოლო განმეორებითი გამოკითხვისას იგივეს აცხადებს - 88%.

Page 4: კვლევის შედეგების ანგარიში

ექსპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეთა 73% ძირითადად ეთანხმება დებულებას-

სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, 23% ნაწილობრივ ეთანხმება აღნიშნულ

დებულებას, ხოლო 4% ძირითადად არ ეთანხმება. რაც შეეხება საკონტროლო ჯგუფს,

აქ შედეგები გათანაბრდა ძირითადად და ნაწილობრივ ვეთანხმების შორის - 44%.

სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, დებულებას ნაწილობრივ არ ეთანხმება 4%,

ხოლო ძირითადად არ ეთანხმება 7%.

Page 5: კვლევის შედეგების ანგარიში

დებულებას - განცდა მაქვს, რომ ეს ნამდვილად ჩემი სკოლაა, ძირითადად ეთანხმება

ექსპერიმენტული ჯგუფის 85%, რაც პრე-ტესტთან შედარებით 10% ნაკლებია,

ნაწილობრივ ეთანხმება - 8% და ასევე ნაწილობრივ არ ეთანხმება - 8%.

განსხვავებული სურათი გვაქვს საკონტროლო ჯგუფში, მოსწავლეთა მხოლოდ 59%

აქვს განცდა, რომ ეს მისი სკოლაა, ნაწილობრივ ეთანხმება ამ დებულებას - 15%, 11%

ნაწილობრივ არ ეთანხმება, ხოლო 15% ძირითადად არ ეთანხმება ამ დებულებას.

Page 6: კვლევის შედეგების ანგარიში

განსაკუთრებით საინტერესოა მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვისადმი. პრე-

ტესტში ექსპერიმენტული ჯგუფის მხოლოდ 67% ეთანხმებოდა დებულებას -

ძალიან მნიშვნელოვანია იყო კარგი მკითხველი. პოსტ-ტესტის შედეგების თანახმად

კი დამოკიდებულება გაუმჯობესდა და მოსწავლეთა 89% ეთანხმება ამ დებულებას.

საკონტროლო ჯგუფის მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მოსწავლეთა 84%

ძირითადად ეთანხმება დებულებას - ძალიან მნიშვნელოვანია იყო კარგი

მკითხველი.

Page 7: კვლევის შედეგების ანგარიში

ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში მოცემულ დებულებას - კარგი კითხვა

მჭირდება ჩემი მომავლისთვის, ერთმანეთის მსგავსი დამოკიდებულება

დაფიქსირდა. მოსწავლეთა უმრავლესობას - 85% და 81% მიაჩნია, რომ კარგი კითხვა

Page 8: კვლევის შედეგების ანგარიში

ჭირდებათ მომავლისთვის. ხოლო 15% და 11% ნაწილობრივ ეთანხმება ამ

დებულებას.

Page 9: კვლევის შედეგების ანგარიში

საკონტროლო და ექსპერიმენტული ჯგუფის

მოსწავლეთა პოზიციები დებულებაზე -

ვფიქრობ, კითხვა მოსაწყენია, შედეგები ასე

გადანაწილდა: ექსპერიმენტული ჯგუფის

მოსწავლეთა 25% ძირითადად

არ ეთანხმება მოცემულ დებულებას,

ხოლო საკონტროლო ჯგუფის - 31%.

ექსპერიმენტულ ჯგუფში დებულებას

ნაწილობრივ არ ეთანხმება 8%,

საკონტროლო ჯგუფში 4%. ნაწილობრივ

ეთანხმება დებულებას ექსპერიმენტულ

ჯგუფში მოსწავლეთა 8%, საკონტროლო ჯგუფში - 10%, ხოლო ძირითადად

ეთანხმება ექსპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეების 10% და საკონტროლო ჯგუფის-

3%. ექსპერიმენტული ჯგუფის 15% ძირითადად ეთანხმება დებულებას -

ვკითხულობ მხოლოდ მაშინ, როცა იძულებული ვარ, ხოლო საკონტროლო ჯგუფის

8%. ამ დებულებას არ ეთანხმება ექსპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეთა 12% და

საკონტროლო ჯგუფის - 25%.ექსპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეების 28% და

საკონტროლო ჯგუფის 32% სურს კითხვისთვის მეტი დრო ჰქონდეს.

Page 10: კვლევის შედეგების ანგარიში

კითხვა სიამოვნებას ანიჭებს ექსპერიმენტული ჯგუფის 27%, ხოლო საკონტროლო

ჯგუფის 39%.

ჩვეულებრივ სასკოლო დღეს კითხვისთვის დათმობილი დრო ჯგუფებში ასე

გადანაწილდა: ექსპერიმენტული ჯგუფი 30 წთ-დან 1 სთ-მდე უთმობს დროს

მოსწავლეთა 36%, 30 წთ-ზე ნაკლებს 32%, ერთიდან ორ სთ-მდე 28%, ხოლო 2სთ და

Page 11: კვლევის შედეგების ანგარიში

მეტ დროს უთმობს მოსწავლეთა 4%. მსგავსია სიტუაცია საკონტროლო ჯგუფშიც, 30

წთ-დან 1 საათამდე კითხვას უთმობს დროს მოსწავლეთა 31%, 30 წთ-ზე ნაკლებს

19.%, ერთიდან ორ საათამდე 26%, ორ საათს და მეტს 23%.

Page 12: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის შედეგების მიხედვით ექსპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეთა 26%

ამბობს, რომ ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე კითხულობს წიგნებს, რომელსაც

თავად ირჩევს, ხოლო საკონტროლო ჯგუფის - 32 %. პოსტ-ტესტის თანახმად კი

ექსპერიმენტულის 41% კითხულობს წიგნებს, რომელსაც თავად ირჩევს, ხოლო

საკონტროლო ჯგუფის - 31%.

Page 13: კვლევის შედეგების ანგარიში

გასართობად კითხულობს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე ექსპერიმენტული

ჯგუფის 44% და საკონტროლო ჯგუფის 29%., ხოლო ერთხელ ან ორჯერ კვირაში

ექპერიმენტული ჯგუფის - 44% და საკონტროლო ჯგუფის - 54%.

Page 14: კვლევის შედეგების ანგარიში

სხვადასხვა სახის წიგნებს ყოველ დღე ან თითქმის ყოველ დღე კითხულობს

ექსპერიმენტული ჯგუფის 44%, ხოლო საკონტროლო ჯგუფის - 38%. ერთხელ ან

ორჯერ კვირაში კითხულობენ გამოკითხულთა 28% და 23%.

Page 15: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის თანახმად, დებულებას - მშობლებს მოსწონთ, როცა ვკითხულობ,

ეთანხმება ექსპერიმენტულის - 88%, საკონტროლო ჯგუფის კი 96%. პოსტ-ტესტის

შედეგები შედარებით განსხვავებულია. ექსპერიმენტული ჯგუფის 96% ამბობს, რომ

მშობლებს მოსწონთ, როცა კითხულობენ, ხოლო საკონტროლო ჯგუფის - 92%.

Page 16: კვლევის შედეგების ანგარიში

სიხშირეების და ზოგადი მონაცემების გაცნობის შემდეგ წარმოგიდგენთ

აღწერილობითი სტატისტიკით შესწავლილ ტესტირების შედეგებს საკონტროლო და

ექსპერიმენტული ჯგუფებისთვის.

პრე-ტესტის შედეგების თანახმად მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგები

ექსპერიმენტულ ჯგუფში არის შემდეგნაირი: სულ შეფასდა 27 ნამუშევარი.

მინიმალური ქულა ამავდროულად მონაცემების მოდასაც წარმოადგენს და 2-ის

ტოლია, ხოლო მაქსიმალური ქულა - 20. მონაცემების საშუალო - 9.2, სტანდარტული

გადახრა - 6.2

ინტერვენციების განხორციელების შემდეგ, პოსტ-ტესტში დაფიქსირდა შემდეგი

ცვლილებები: სულ შეფასდა 27 ნამუშევარი. მინიმალური ქულა გახლავთ 2-ის

ტოლი, მოდა-5 და მედიანა - 14. მაქსიმალური ქულა კი - 24. მონაცემების საშუალო -

13.1, სტანდარტული გადახრა - 7.2.

Page 17: კვლევის შედეგების ანგარიში

საკონტროლო ჯგუფში პრე-ტესტის შედეგების თანახმად, მხატვრული ტექსტის

შედეგების მახასიათებლებია: მინიმუმი - 2, მაქსიმუმი - 21. საშუალო - 12 ქულა,

მოდა გახლავთ 6 ქულის ტოლი, ხოლო აღნიშნული მონაცემების სტანდარტული

გადახრა - 6.14. პოსტ-ტესტში კი მინიმუმი - 2, მაქსიმუმი - 23, მოდა-19, მედიანა-12,

საშუალო - 12.2 ქულა, ხოლო აღნიშნული მონაცემების სტანდარტული გადახრა - 6.8.

Page 18: კვლევის შედეგების ანგარიში

ექსპერიმენტულ ჯგუფში პრე-ტესტის შედეგები საინფორმაციო ტექსტში:

მინიმალური ქულა არის 2. მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა 15. მონაცემების

საშუალო ამ შემთხვევაში 5.7-ია , მოდა- 2, სტანდარტული გადახრა 3.4.

ინტერვენციების განხორციელების შემდეგ პოსტ-ტესტის შედეგებში ცვლილებებია:

მინიმალური ქულა - 1, მაქსიმალური - 17, მოდა-8.7, მედიანა-4, საშუალო - 8.9 ქულა,

ხოლო სტანდარტული გადახრა - 4.6.

Page 19: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის შედეგები საკონტროლო ჯგუფში - საინფორმაციო ტექსტის გააზრება:

მინ. ქულა - 0.5, მაქსიმალური - 12, ქულების საშუალო 5.9., სტანდარტული გადახრა

სულ რაღაც 2.9. პოსტ-ტესტის შედეგები: მინიმუმი - 0, მაქსიმალური - 14.5, მოდა-9,

მედიანა-7.2, საშუალო - 7 ქულა, ხოლო სტანდარტული გადახრა - 3.9.

Page 20: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტში ლექსიკის შესამოწმებელი 26 ქულიან ტესტში ექსპერიმეტული ჯგუფის

მოსწავლეების მინიმალური ქულა 1-ია, მაქსიმალური - 19,5. მოდა გახლავთ 8-ის

ტოლი, ქულების საშუალო 12.8., ხოლო სტანდარტული გადახრა - 5.03.

პოსტ-ტექსტში კი ფიქსირდება შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილებები: მინიმალური

ქულა 7.5-ია, მაქსიმალური - 25.5, მოდა- 21.5, მედიანა-19.5, ქულების საშუალო 18.,

ხოლო სტანდარტული გადახრა - 5.

Page 21: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტში, ლექსიკის შესამოწმებელ ტესტში საკონტროლო ჯგუფის მოსწავლეთა

მინიმალური ქულა - 2, მაქსიმალური - 21.5. საშუალო ქულა - 14, ხოლო

სტანდარტული გადახრა 4.8 -ის ტოლი. პოსტ-ტექსტში კი ფიქსირდება: მინიმალური

ქულა 5-ია, მაქსიმალური - 20, მოდა-16, მედიანა-15.7, ქულების საშუალო 14.5., ხოლო

სტანდარტული გადახრა - 4.1.

Page 22: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტში მოქნილი კითხვის შესამოწმებლად ექსპერიმენტული ჯგუფიდან

ტესტში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსწავლემ. მათ მიერ დაფიქსირებული

საუკეთესო შედეგი გახლდათ 37 წამი. მაქსიმალური დრო, რომელიც მოსწავლეს

დასჭირდა შეთავაზებული ტექსტის წასაკითხად - 121 წმ. ყველაზე ხშირად

განმეორებადი შედეგი - 41წმ-ია, მედიანა - 73 წმ., საშუალო 73.8. პოსტ-ტესტის

შედეგები ასეთია: საუკეთესო შედეგი - 32 წამი. მაქსიმალური დრო - 135 წმ.

საშუალო 63.2, მოდა-38 წმ, მედიანა-60 წმ.

Page 23: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტში საკონტროლო ჯგუფში ყველაზე სწრაფმა მკითხველებმა დააფიქსირეს

42 წმ, ეს მონაცემი გახლავთ ამავდროულად მოდაც შედეგების მინიმალურ

მნიშვნელობასთან ერთად. ყველაზე დიდი დრო, რაც დასჭირდა მოსწავლეს ტექსტის

წასაკითხად 121წმ.-ია. შედეგების მედიანა - 60წმ. თავისი მნიშვნელობით ძალიან

ახლოსაა საშუალოსთან, რომელიც 60-ის ტოლია. პოსტ-ტესტის შედეგებია:

საუკეთესო შედეგი - 39 წამი. მაქსიმალური დრო - 110 წმ. საშუალო - 61.7, მოდა-

39წმ, მედიანა - 55.5 წმ.

Page 24: კვლევის შედეგების ანგარიში

ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის გაცნობის შემდეგ საინტერესეოა, რამდენად

არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი და შეიცვალა თუ არა რაიმე

პოსტ-ტესტში წაკითხული მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგებსა და

საინფორმაციო ტექსტის გააზრების შედეგებს შორის.

Page 25: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის შედეგების ანალიზისას, კორელაციის ტესტმა გვიჩვენა, რომ წაკითხული

მხატვრული ტექსტის გააზრებასა და საინფორმაციო ტექსტის გააზრების შედეგებს

შორის კავშირი იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (sig= .000). მოცემულ ორ

ცვლადს შორის კორელაცია გახლდათ საშუალო დადებითი - .535.

განმეორებითი ტესტის შედეგებმაც გვიჩვენა, რომ კავშირი მოცემულ ორ ცვლადს

შორის არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (sig= .000), ხოლო ცვლადებს შორის

კორელაცია გახლავთ ძლიერი დადებითი - .752.

Page 26: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ კითხვის ტემპსა და წაკითხული

მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგებს შორის კავშირი იყო სტატისტიკურად

მნიშვნელოვანი. (sig= .000) კორელაცია ცვლადებს შორის გახლდათ ძლიერი

დადებითი - .802.

პოსტ-ტესტის შედეგების ანალიზისას ამ შემთხვევაში მკვეთრი ცვლილებები არ

გვაქვს. კითხვის ტემპსა და წაკითხული მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგებს

შორის კავშირი ისევ სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. (sig= .000) კორელაცია

ცვლადებს შორის ისევ ძლიერი დადებითია - .725.

Page 27: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის შედეგების ანალიზისას ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი

აღმოჩნდა ინფორმაცია მხატვრული ტექსტის გააზრების და ლექსიკის შესამოწმებელ

ტესტს შორის კავშირი. (sig= .000) კორელაცია მოცემულ ორ ცვლად შორის იყო

საშუალოდ ძლიერი დადებითი - .589.

პოსტ-ტესტის შედეგების ანალიზისას შეიცვალა მხოლოდ ის, რომ კავშირი ორ

ცვლადს შორის - მხატვრული ტექსტის ანალიზსა და ლექსიკის შესამოწმებელ ტესტს

შორის გახდა ძლიერი დადებითი - .766. კავშირი ისევ სტატისტიკურად

მნიშვნელოვანია. (sig= .000)

Page 28: კვლევის შედეგების ანგარიში

საინფორმაციო ტექსტის გააზრების შედეგებსა და კითხვის ტემპს შორისაც

ინფორმაცია იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. (sig= .000) კორელაცია ცვლადებს

შორის კი ძლიერი დადებითი - .719. პოსტ-ტესტის შედეგების ანალიზისას თითქმის

არ შეცვლილა სიტუაცია. კავშირი ორ ცვლადს შორის ისევ სტატისტიკურად

მნიშვნელოვანია (sig= .000), კორელაცია ცვლადებს შორის ძლიერი დადებითია-

ოდნავ შეიცვალა მაჩვენებელი და გახდა - .727.

Page 29: კვლევის შედეგების ანგარიში

ასევე, პრე-ტესტის შედეგების ანალიზისას დავაკავშირეთ საინფორმაციო ტექსტის

გააზრების შედეგები და ლექსიკის შესამოწმებელი ტესტის შედეგები. ინფორმაცია

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. (sig= .000) კორელაცია კი ცვლადებს

შორის გახლდათ საშუალოდ ძლიერი - .562. პოსტ-ტესტის შემთხვევაშიც

ინფორმაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. (sig= .000) კორელაცია

ცვლადებს შორის კი გახდა ძლიერი დადებითი - .751.

Page 30: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის შედეგების ანალიზისას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კავშირი

ლექსიკის შესამოწმებელ ტესტსა და კითხვის ტემპს შორის. (sig.= .001) კორელაცია

ორ ცვლადს შორის იყო ძლიერი დადებითი - .613.

პოსტ-ტესტის ანალიზმაც აჩვენა, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანია კავშირი

ლექსიკის შესამოწმებელ ტესტსა და კითხვის ტემპს შორის. (sig.= .000) კორელაცია

ორ ცვლადს შორის არის ძლიერი დადებითი - .617.

Page 31: კვლევის შედეგების ანგარიში

პრე-ტესტის ანალიზისას ჩვენთვის საინტერესო გახლდათ შეცლიდა თუ არა ჩვენ

მიერ გამოყენებული ტესტების შედეგებს შორის არსებულ კორელაციის

კოეფიციენტს რიგი ცვლადების გათვალისწინება. ანალიზისათვის გამოვიყენეთ

შემდეგი მონაცემები: მოსწავლეთა სქესი, სასკოლო დღეს კლასის გარეთ

კითხვისთვის დათმობილი დრო, კლასის სტატუსი, ქართული ენის ფლობა

სკოლაში შესვლამდე, სკოლაში შესვლის ასაკი, საბავშვო წიგნების რაოდენობა

მოსწავლის სახლში და მასწავლებლის მიერ კითხვის სწავლების ტრენინგებსა თუ

სემინარებზე დახარჯული დრო.

პოსტ-ტესტის შემთხვევაში დაგვაინტერესა, რამდენად შეცვლიდა კორელაციის

კოეფიციენტს შემდეგი ცვლადების დამატება: ტესტებში მიღებული შედეგები და

მოსწავლეთა სქესი ექსპერიმენტულ ჯგუფში. პრე-ტესტის შედეგებმა გვიჩვენა, რომ

მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების ანალიზისას მაკონტროლებელ ცვლადად

მოსწავლის სქესის გათვალისწინებით კორელაცია გახლდათ - .892 ძლიერი

დადებითი, ხოლო პოსტ-ტესტის შემთხვევაში მაჩვენებელი გაიზარდა და არის - .926.

ლექსიკისა და მხატვრული ტექსტის გააზრებას შორის კორელაცია სქესის

გათვალისწინებით პრე-ტესტის შემთხვევაში გახლდათ - .473 საშუალო სიძლიერის,

ხოლო პოსტ-ტესტში - .888 ძლიერი დადებითი. მხატვრული ტექსტისა და მოქნილი

კითხვის უნარის შესამოწმებელ ტესტებს შორის კავშირი მოსწავლეთა სქესის

გათვალისწინებით პრე-ტესტში იყო - .799, ხოლო პოსტ-ტესტში - .708. საინფორმაციო

ტექსტის ანალზსა და ლექსიკის შესამოწმებელ ტესტებს შორის კავშირი სქესის

გათვალიწინებით პრე-ტესტში იყო - .576., ხოლო პოსტ-ტესტში - .763.

მინიმალური ცვლილებები განიცადა საინფორმაციო ტექსტისა და მოქნილი კითხვის

უნარის შესამოწმებელი ტესტების კავშირმა, სქესის გათვალისწინებით პრე და პოსტ

ტესტებში იყო - .759 და გახდა - .769. ლექსიკის შესამოწმებელი და მოქნილი კითხვის

უნარის შესამოწმებელ ტესტებს შორის კორელაცია სქესის გათვალისწინებით იყო -

.390 სუსტი დადებითი და გახდა .636 ძლიერი დადებითი.

Page 32: კვლევის შედეგების ანგარიში

გვაინტერესებდა შეიცვლებოდა თუ არა კორელაციის მაჩვენებელი ტესტების

შედეგებს შორის კლასის სტატუსის დამატებით. (ექსპერიმენტული/საკონტროლო)

პრე-ტესტის შემთხვევაში კორელაციის კოეფიციენტები კვლავინდებურად

განზოგადებადი, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო. აღნიშნული ცვლადის

დამატებას მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები მოჰყვა. პოსტ-ტესტის შემთხვევაში

კი განსხვავებული სიტუაცია მივიღეთ. მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის

გააზრების შედეგებს შორის კლასის სტატუსის დამატებით კორელაცია გაიზარდა და

გახდა - .880, ძლიერი დადებითი.

ასევე გაიზარდა კორელაციის კოეფიციენტი ლექსიკის შესამოწმებელ ტესტსა და

მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგებს შორის, გახდა - .846.

Page 33: კვლევის შედეგების ანგარიში

კლასის სტატუსის დამატებამ ვერ შეცვალა მხატვრული ტექსტის გააზრებასა და

მოქნილი კითხვის უნარის შესამოწმებელ ტესტებს შორის კორელაციის

კოეფიციენტი, დარჩა - .725.

კორელაციის მაჩვენებელი გაიზარდა საინფორმაციო ტექსტის გააზრების შედეგებსა

და ლექსიკის შესამწომებელი ტესტის შედეგებს შორის - .775.

Page 34: კვლევის შედეგების ანგარიში

კორელაციის კოეფიციენტი გაიზარდა საინფორმაციო ტექსტის გააზრებისა და

მოქნილი კითხვის უნარის შესამოწმებელი ტესტის შედეგებს შორის - .750.

კლასის სტატუსის დამატებამ ასევე შეცვალა ლექსიკის შესამოწმებელი ტესტის

შედეგებსა და მოქნილი კითხვის ტემპს შორის კორელაციის კოეფიციენტი - .648.

Page 35: კვლევის შედეგების ანგარიში

ჩვენი კვლევისათვის გვაინტერესებს, არის თუ არა განსხვავება პოსტ-ტესტის

შედეგებს შორის კლასის სტატუსის მიხედვით. შედარებისათვის გამოვიყენებთ ორი

დამოუკიდებელი შერჩევის t-test-ს თითოეული ტესტის შედეგისათვის. ჩვენი

ალტერნატიული ჰიპოთეზა გახლავთ შემდეგი: პოსტ-ტესტების შედეგები

განსხვავდება კვლევაში კლასის სტატუსის მიხედვით.

მხატვრული ტექსტის გააზრებაში ჩართული იყო 27 მოსწავლე ექსპერიმენტული და

28 საკონტროლო კლასიდან. ექსპერიმენტული ჯგუფის საშუალო ქულა - 13 , სტ.

გადახრა - 7.2. საკონტროლო ჯგუფის საშუალო - 12, სტანდარტული გადახრა - 6.8.

ლევინის ვარიაციის ჰომოგენურობის ტესტის შედეგის მიხედვით ქულები არის

ჰომოგენურად განაწილებული ჯგუფების მიხედვით. ქულების საშუალოებს შორის

სხვაობა - 0.86, T=-0.455, ხოლო sig=0.651. რადგან სხვაობა ქულებს შორის არ არის

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წაკითხული

მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგები ჯგუფების მიხედვით მნიშვნელოვნად არ

განსხვავდება. შესაბამისად, ჩვენი ალტერნატიული ჰიპოთეზა მხატვრული ტექსტის

გააზრებისათვის უარყოფილია.

Page 36: კვლევის შედეგების ანგარიში

საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში ღებულობდა მონაწილეობას 26 მოსწავლე

ექსპერიმენტული ჯგუფიდან და 28 საკონტროლო ჯგუფიდან. ექსპერიმენტული

ჯგუფის შედეგების საშუალო გახლავთ 9, სტ. გადახრა - 4.6. საკონტროლო ჯგუფის

საშუალო - 7, სტანდარტული გადახრა - 4.

ქულების განაწილება ჯგუფების მიხედვით ჰომოგენურია. საშუალოებს შორის

სხვაობა - 2, t=1.7. რადგან ჯგუფების ქულებს შორის განსხვავება სტატისტიკურად

უმნიშვნელოა (sig=0.101), შეგვიძლია უარვყოთ ჩვენი ალტერნატიული ჰიპოთეზა

ჯგუფების მიხედვით საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში ქულების

განსხვავებულობაზე.

მოქნილი კითხვის ტესტში მონაწილეობდა სულ 28 მოსწავლე, 14-14 თითოეული

კლასიდან. ექსპერიმენტული კლასის დროის საშუალო - 63 წმ., სტანდარტული

გადახრა - 29. საკონტროლო ჯგუფის საშუალო - 62, სტანტარტული გადახრა - 24.

ლევინის ჰომოგენურობის ტესტით ვასკვნით, რომ ქულების განაწილება არის

ჰომოგენური T=1.5, SIG=0.88, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საშუალოებს

შორის არსებული სხვაობა (1.5 წმ.) არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

Page 37: კვლევის შედეგების ანგარიში

შესაბამისად, კითხვის ტემპის ტესტის შედეგები ჯგუფების მიხედვით არ არის

განსხვავებული.

ლექსიკის ტესტში მონაწილეობდა 27 მოსწავლე ექსპერიმენტული, 28 კი

საკონტროლო კლასიდან. ექსპერიმენტული კლასის შედეგების საშუალო - 18ქ. , სტ.

გადახრა - 5 . საკონტროლო ჯგუფის საშუალო - 14.6ქ., სტანტარტული გადახრა - 4.1.

ქულების განაწილება არის ჰომოგენური. T =2.8, ხოლო sig=0.007. საშუალოებს შორის

არსებული განსხვავება (3.5ქ.) არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს

იმის თქმის საშუალებას, რომ ლექსიკის პოსტ-ტესტში მიღებული შედეგები

განსხვავებულია კვლევაში კლასის სტატუსის მიხედვით.

Page 38: კვლევის შედეგების ანგარიში

შეჯამება

ოთხივე ტესტში მიღებული შედეგები საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში

არის ჰომოგენურად განაწილებული. წაკითხული მხატვრული, საინფორმაციო

ტექსტის გააზრებისა და მოქნილი კითხვის ტესტებში კლასების შედეგებს შორის

არსებული საშუალო სხვაობები გახლავთ სტატისტიკურად უმნიშვნელო.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შეინიშნება ლექსიკის ტესტის შედეგებში.

ამ ტიპის ტესტში მიღებული შედეგები დაკავშირებულია კვლევაში კლასის

სტატუსთან, ექსპერიმენტული ჯგუფს აქვს მნიშვნელოვნად მაღალი შედეგები

საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

კვლევისთვის საინტერესო გახლავთ, განსხვავდება თუ არა პოსტ-ტესტებში

მიღებული შედეგები მოსწავლეთა სქესის მიხედვით. ამიტომაც ორი

დამოუკიდებელი შერჩევის ტ ტესტის საშუალებით შევადარებთ გოგონებისა და

ბიჭების შედეგებს ოთხივე ტესტისათვის.

ნულოვანი ჰიპოთეზის თანახმად არ არსებობს კავშირი მოსწავლეების სქესსა და

ტესტში მიღებულ შედეგებს შორის, ხოლო ჩვენ მიერ დაშვებული ალტერნატიული

ჰიპოთეზა მხარს უჭერს სქესის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებების არსებობას

მოსწავლეთა შედეგებში.

მხატვრული ტექსტის ანალიზში მიიღო მონაწილეობა 30-მა გოგომ და 25-მა ბიჭმა.

გოგოების ქულათა საშუალო - 15, სტანდ. გადახრა - 7. ბიჭების ქულათა საშუალო -

9.5, სტ. გადახრა - 6. ქულები არის ერთნაირად განაწილებული ორივე ჯგუფში. T=3.3,

ხოლო sig=0.02. ქულებს შორის არსებული სხვაობა (5.8) არის სტატისტიკურად

მნიშვნელოვანი. მხატვრული ტექსტის ანალიზში მოსწავლეების შედეგები

განსხვავდება სქესის მიხედვით.

Page 39: კვლევის შედეგების ანგარიში

საინფორმაციო ტექსტის ანალიზში მიიღო მონაწილეობა 30-მა გოგომ და 24-მა ბიჭმა.

გოგონების ქულათა საშუალო - 9, სტანდარტული გადახრა - 4.2. ბიჭების ქულათა

საშუალო -7, სტანდარტული გადახრა - 4.5.

ქულები ერთნაირადაა განაწილებული ორივე ჯგუფში. T=1.5, ხოლო sig=0.14.

შედეგებს შორის არსებული სხვაობა (1.8) არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

ვადასტურებთ ნულოვან ჰიპოთეზას, რომლის თანახმად საინფორმაციო ტექსტის

ანალიზში მოსწავლეების შედეგები არ განსხვავდება სქესის მიხედვით.

Page 40: კვლევის შედეგების ანგარიში

კითხვის ტემპის ტესტში მიიღო მონაწილეობა 16-მა გოგომ და 12-მა ბიჭმა.

გოგონების საშუალო მაჩვენებელი - 50 წამი, სტანდარტული გადახრა - 18. ბიჭების

საშუალო მაჩვენებელი - 79 წამი, სტანდარტული გადახრა - 27.

შედეგები ჰომოგენურია ორივე ჯგუფისათვის. T=-3.4, ხოლო sig=0.002. მაჩვენებლებს

შორის არსებული სხვაობა (29 წმ.) არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეების მოქნილი კითხვის უნარები

განსხვავებულია სქესის მიხედვით.

ლექსიკის ტესტში მიიღო მონაწილეობა 30 გოგომ და 25-მა ბიჭმა. გოგონების

ქულათა საშუალო - 17, სტ. გადახრა - 4.2. ბიჭების ქულათა საშუალო -15, სტ. გადახრა

- 5.4.

ქულები არის ერთნაირად განაწილებული ორივე ჯგუფში. T=1.8, ხოლო sig=.084.

ქულებს შორის არსებული სხვაობა (2.3) არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

ვუარყოფთ ალტერნატიულ ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ მოსწავლეების შედეგები

განსხვავდება სქესის მიხედვით.

Page 41: კვლევის შედეგების ანგარიში

შეჯამება

ოთხივე ტესტში მოსწავლეთა შედეგები არის ჰომოგენურად განაწილებული. პრე-

ტესტში სქესს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ოთხივე ტიპის

ტესტის შედეგებზე. პოსტ-ტესტში კი სქესის მიხედვით მხოლოდ მხატვრული

ტექსტის გააზრებისა და მოქნილი კითხვის ტესტის შედეგები გახლავთ

განსხვავებული. ამ ტენდენციაზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სქესის

გავლენა ტექსტების შედეგებზე პრე-ტესტიდან პოსტ-ტესტამდე პერიოდში

გარკვეულწილად შემცირდა.

ჩვენი ინტერვენციების ეფექტურობის ერთ-ერთ ინდიკატორად შეიძლება

გამოვიყენოთ პრე-ტესტებში და პოსტ-ტესტებში მიღებული შედეგების

ურთიერთმიმართება. ანალიზისათვის გამოვიყენებთ ორი დამოუკიდებელი

შერჩევის t ტესტს და განვიხილავთ ცვლილებებს ორივე, როგორც ექსპერიმენტული,

ასევე საკონტროლო ჯგუფისათვის.

ჩვენი თავდაპირველი ალტერნატიული ჰიპოთეზა გახლავთ შემდეგი:

ექსპერიმენტულ ჯგუფში ტესტების შედეგები განსხვავდება ტესტის სტატუსის

(პრე/პოსტ) მიხედვით.

Page 42: კვლევის შედეგების ანგარიში

მხატვრული ტექსტის გააზრებაში ჩართული იყო 26 მოსწავლე პრე-ტესტირების

საფეხურზე და 27 პოსტ-ტესტირებისას. პრე-ტესტში ექსპერიმენტული ჯგუფის

საშუალო ქულა - 9.5, სტ. გადახრა - 6. პოსტ-ტესტის საშუალო - 13ქ, სტანდარტული

გადახრა - 7.

ლევინის ვარიაციის ჰომოგენურობის ტესტის შედეგის მიხედვით ქულები პრე-

ტესტსა და პოსტ-ტესტში არის ჰომოგენურად განაწილებული. ქულების საშუალოებს

შორის სხვაობა - 3.6, T=-2, ხოლო sig=0.06. რადგან სხვაობა ქულებს შორის არ არის

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წაკითხული

მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგებში პრე-ტესტისა და პოსტ-ტესტის

საფეხურზე მიღებული ქულები არ არის განსხვავებული. შესაბამისად, ჩვენი

ალტერნატიული ჰიპოთეზა მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის უარყოფილია.

ექსპერიმენტულ კლასში საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში პრე-ტესტირების

საფეხურზე ღებულობდა მონაწილეობას 24 მოსწავლე, ხოლო პოსტ-ტესტირებისას

26. თავდაპირველი ტესტირების შედეგების საშუალო გახლავთ 5.8, სტ. გადახრა -

3.4. საბოლოო ტესტირების შედეგების საშუალო - 10, სტანდარტული გადახრა - 4.7.

ტესტირების ორივე ეტაპისათვის ქულები თანაბრადაა განაწილებული. საშუალოებს

შორის სხვაობა - 3.2, t=-2.72. რადგან ჯგუფების ქულებს შორის განსხვავება

Page 43: კვლევის შედეგების ანგარიში

სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (sig=0.009), შეგვიძლია დავატასტუროთ ჩვენი

ალტერნატიული ჰიპოთეზა საინფორმაციო ტექსტის გააზრებისათვის პრე და პოსტ

ტესტების საფეხურზე ქულების განსხვავებულობის თაობაზე.

მოქნილი კითხვის როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე შეფასებით ტესტირებაში

მონაწილეობდა 14-14 მოსწავლე. დიაგნოსტირების საფეხურზე კლასის დროის

საშუალო გახლდათ 74 წმ., სტანდარტული გადახრა - 27. საბოლოო ტესტირების

საშუალო - 63 წმ., სტანტარტული გადახრა - 29.

ექსპერიმენტულ ჯგუფში ორივე ეტაპის ტესტირებების შედეგები ერთგვაროვანია.

T=1.005, SIG=0.324, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საშუალოებს შორის

არსებული სხვაობა (11 წმ.) არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, შესაბამისად

კითხვის ტემპის ტესტის შედეგები ტესტირების სტატუსის მიხედვით

მნიშვნელოვნად განსხვავებული არაა.

Page 44: კვლევის შედეგების ანგარიში

ლექსიკის შესამოწმებელ ტესტში საწყის საფეხურზე მონაწილეობდა 24 მოსწავლე,

ხოლო პოსტ-ტესტირებისას 27 მოსწავლე ექსპერიმენტული კლასიდან. საწყისი

შედეგების საშუალო - 13ქ. , სტ. გადახრა - 5. პოსტ-ტესტირების შედეგების საშუალო

- 18, სტანტარტული გადახრა - 5.

ქულების განაწილება ჰომოგენურია. T =-3.6, ხოლო sig=0.001. საშუალოებს შორის

არსებული განსხვავება (5.1) სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, შესაბამისად,

ლექსიკის ტესტში პრე და პოსტ-ტესტირებისას მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად

განსხვავებულია ერთმანეთისაგან.

Page 45: კვლევის შედეგების ანგარიში

შეჯამება

ოთხივე ტესტში პრე და პოსტ ტესტირების საფეხურებზე მიღებული შედეგები

ერთგვაროვანია. მხატვრული ტექსტის გააზრების და მოქნილი კითხვის ტესტებში

მიღებული შედეგები ტესტირების სტატუსის მიხედვით არ განსხვავდება. რაც

ნიშნავს, რომ ამ ტიპის ტესტებში ექსპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეებმა

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და განზოგადებადი პროგრესი ვერ განიცადეს.

რაც შეეხება საინფორმაციო ტექსტის გააზრებისა და ლექსიკის ტესტის შედეგებს,

საერთო ფონი განსხვავებულია. პრე და პოსტ-ტესტირების შედეგებს შორის

შეინიშნება შედარებით მკვეთრი და მნიშვნელოვანი ნახტომები. პრე-ტესტიდან

პოსტ-ტესტამდე ექსპერიმენტულ ჯგუფთან ხორციელდებოდა ინტენსიური

ინტერვენციები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საინფორმაციო და ლექსიკის

ტესტების შედეგების გაუმჯობესებაზე სწორედ ინტერვენციებმა იქონია გავლენა.

საკონტროლო ჯგუფისათვის ჩვენი ალტერნატიული ჰიპოთეზა გახლავთ შემდეგი:

საკონტოლო ჯგუფში ტესტების შედეგები განსხვავდება ტესტის სტატუსის

(პრე/პოსტ) მიხედვით.

მხატვრული ტექსტის გააზრებაში საკონტროლო ჯგუფიდან ჩართული იყო 26

მოსწავლე პრე-ტესტირების საფეხურზე და 28 პოსტ-ტესტირებისას. პრე-ტესტში

საკონტროლო ჯგუფის საშუალო ქულა - 12, სტ. გადახრა - 6.1. პოსტ-ტესტის

საშუალო - 12.2 ქ, სტანდარტული გადახრა - 6.8.

ლევინის ვარიაციის ჰომოგენურობის ტესტის შედეგის მიხედვით ქულები პრე-

ტესტსა და პოსტ-ტესტში არის ჰომოგენურად განაწილებული. ქულების საშუალოებს

შორის სხვაობა - 0.3, T=-0.2, ხოლო sig=0.871. რადგან ქულებს შორის არსებული

მინიმალური სხვაობა არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. შეგვიძლია

დავასკვნათ, რომ წაკითხული მხატვრული ტექსტის გააზრების შედეგებში

საკოტროლო ჯგუფში პრე-ტესტისა და პოსტ-ტესტის საფეხურზე მიღებული

Page 46: კვლევის შედეგების ანგარიში

ქულები არ არის განსხვავებული, შესაბამისად, ჩვენი ალტერნატიული ჰიპოთეზა

მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის უარყოფილია.

საკონტროლო კლასიდან საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში პრე-ტესტირების

საფეხურზე ღებულობდა მონაწილეობას 25 მოსწავლე, ხოლო პოსტ-ტესტირებისას

28. თავდაპირველი ტესტირების შედეგების საშუალო გახლავთ 6, სტ. გადახრა - 3.

საბოლოო ტესტირების შედეგების საშუალო - 7, სტანდარტული გადახრა - 4.

ტესტირების ორივე ეტაპის შედეგების განაწილება განსხვავებულია, არ არის

ჰომოგენური. საშუალოებს შორის სხვაობა - 1,1, t=-1.2. რადგან ჯგუფების ქულებს

შორის განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელოა (sig=0.252), ვუარვყოფთ ჩვენს

ალტერნატიულ ჰიპოთეზას საინფორმაციო ტექსტის გააზრებისათვის პრე და პოსტ

ტესტების საფეხურზე საკონტროლო კლასში ქულების განსხვავებულობის თაობაზე.

Page 47: კვლევის შედეგების ანგარიში

მოქნილი კითხვის უნარის დიაგნოსტიკურ და შეფასებით საკონტროლო ჯგუფიდან

ტესტირებაში მონაწილეობდა 14-14 მოსწავლე. დიაგნოსტირების საფეხურზე კლასის

დროის საშუალო გახლდათ 66 წმ., სტანდარტული გადახრა - 25. საბოლოო

ტესტირების საშუალო - 62 წმ., სტანტარტული გადახრა - 24.

საკონტროლო ჯგუფში ორივე ეტაპის ტესტირებების შედეგები ერთგვაროვანია.

T=0.5, SIG=0.65, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საშუალოებს შორის

არსებული სხვაობა (4.3 წმ.) არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, შესაბამისად,

კითხვის ტემპის ტესტის შედეგები ამ ჯგუფისათვის ტესტირების სტატუსის

მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავებული არაა.

Page 48: კვლევის შედეგების ანგარიში

ლექსიკის შემოწმებაში საწყის საფეხურზე მონაწილეობდა 27 მოსწავლე, ხოლო პოსტ-

ტესტირებისას 28 მოსწავლე საკონტროლო კლასიდან. საწყისი შედეგების საშუალო

- 14ქ. , სტ. გადახრა - 5. პოსტ-ტესტირების შედეგების საშუალო - 14.6, სტანტარტული

გადახრა - 4.

ქულების განაწილება ჰომოგენურია. T =-0.5, ხოლო sig=0.6. საშუალოებს შორის

არსებული ისედაც მცირე განსხვავება (0.6 ქ.) ამავდროულად სტატისტიკურად

უმნიშვნელოც გახლავთ, შესაბამისად, ლექსიკის ტესტში საკონტროლო ჯგუფში პრე

და პოსტ-ტესტირებისას მიღებულ შედეგებს შორის მნიშვნელოვანი გასხვავება არ

შეინიშნება.

შეჯამება

პრე და პოსტ ტესტირების საფეხურებზე საკონტროლო კლასში მიღებული შედეგები

3 ტიპის ( წაკითხული მხატვრული ტექსტის გააზრება, ლექსიკა და მოქნილი კითხვა)

ტესტში ჰომოგენურია. ოთხივე ტიპის ტესტის შედეგები პრე და პოსტ-ტესტირების

საფეხურზე ერთმანეთისაგან სტატისტიკურად უმნიშვნელოდ არის განსხვავებული.

რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის ტესტებში საკონტროლო ჯგუფის მოსწავლეებმა

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და განზოგადებადი პროგრესი ვერ განიცადეს.

დასკვნა

დაწვრილებითი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ

ექსპერიმენტულმა ჯგუფმა ინტერვენციების შეფასების ეტაპზე აჩვენა მკვეთრი

გაუმჯობესება ყველა ტიპის ტესტისათვის. საშუალოებს შორის გასხვავება

მოთავსებულია 3.6 ქულიდან 5.1 ქულამდე დიაპაზონში, მოქნილი კითხვა - 11 წმ. 2

ტიპის ტესტის შედეგებში გაუმჯობესება გახლავთ მეტად მასშტაბური

(საინფორმაციო ტექსტის გააზრება და ლექსიკა). მხატვრული ტექსტის გააზრებისა

და მოქნილი კითხვის ტესტებშიც განსხვავება თვალშისაცემია, თუმცა

სტატისტიკურად ნაკლებ მნიშვნელოვანი.

Page 49: კვლევის შედეგების ანგარიში

საკონტროლო ჯგუფში პრე-ტესტირებისა და პოსტ-ტესტირების შედეგებს შორის

განსხვავება მინიმალურია და ამასთანავე სტატისტიკურად უმნიშვნელო.

საკონტროლო ჯგუფის შედეგებს შორის განსხვავებები ვარირებს 0.3 ქულიდან 1.1

ქულამდე, მოქნილი კითხვის ტესტში განსხვავება - 4.3 წმ.