საბუღალტრო და საგადასახადო საქმე · 2 ....

18
1 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი საბუღალტრო და საგადასახადო საქმე სწავლების საბაკალავრო პროგრამა პროგრამა დამტკიცებულია 2006 წელს. განახლებული სახით რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ სამსახურის ხელმძღვანელი /პროფ. დ. მჭედლიშვილი/ ოქმი №18, 18.06.2010 . მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ დეკანი /ასოც. პროფ. ი. შიოშვილი/ ოქმი №16, 23.06. 2010 დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის რექტორი /პროფ. გ. გოცირიძე/ ოქმი №24, 28.06. 2010

Transcript of საბუღალტრო და საგადასახადო საქმე · 2 ....

1

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

საბუღალტრო და საგადასახადო საქმე

სწავლების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა დამტკიცებულია 2006 წელს.

განახლებული სახით რეკომენდებულია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის

უზრუნველყოფის სამსახურების მიერ

სამსახურის ხელმძღვანელი /პროფ. დ. მჭედლიშვილი/

ოქმი №18, 18.06.2010 .

მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ

დეკანი /ასოც. პროფ. ი. შიოშვილი/

ოქმი №16, 23.06. 2010

დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ

უნივერსიტეტის რექტორი /პროფ. გ. გოცირიძე/

ოქმი №24, 28.06. 2010

2

. ფაკულტეტი_ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის

. კათედრა _ეკონომიკის

. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება _ საბუღალტრო და საგადასახადო

საქმე (Accounting and Taxation Businnes )

. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი _ ნანა რინკიაშვილი, იაკობ

გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის

ასოცირებული პროფესორი. ტელ.: 893640788, E-mail:[email protected].

. აკადემიური განათლების საფეხური _ I საფეხური, ბაკალავრიატი

. საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი _აკადემიური

. სწავლების ენა _ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი საბუღალტრო

აღრიცხვაში (Bachelor of Business Management in Accounting)

. პროგრამის მოცულობა კრედიტებით -240 კრედიტი

. სწავლების ფორმატი- ლექცია, სემინარი, წერითი გამოკითხვა, პრეზენტაცია

. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა- ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ძირითად სპეციალობაზე სტუდენტთა ჩარიცხვის წინაპირობა:

სტუდენტთა მინიმალური რაოდენობა ჯგუფში განისაზღვრება 8 სტუდენტით,

მაქსიმალური – 25-ით. კონკურსის შემთხვევაში ჯგუფის დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი შეფასება საგანში –`საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები”, რომელიც შეისწავლება I კურსის პირველ

3

სემესტრში. ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სტუდენტის მიერ I სემესტრში ჩაბარებული ყველა საგნის აკადემიური მოსწრება. ძირითადი სპეციალობის არჩევა ხდება I სემესტრის ბოლოს. სპეციალობა იწყებს ფუნქციონირებას II სემესტრიდან.

. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია _ სტუდენტს მისცეს სათანადო ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე, საგადასახადო საქმეზე, ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაზე, თანამედროვე საბუღალტრო საინფორმაციო

სისტემებზე, აუდიტზე; გამოუმუშაოს ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად, ანალიზისა და პრაქტიკული აზროვნებისათვის.

. სწავლის შედეგი: საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს შეიძინოს

ცოდნა, გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები და მოახდინოს მათი დემონსტრირება შემდეგი

მიმართულებით:

ცოდნა და გაცნობიერება: ბიზნესის მართვის ბაკალავრს საბუღალტრო და

საგადასახადო საქმის სპეციალობით, აქვს საბუღალტრო და საგადასახადო საქმის

ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს:

- საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას;

- საბუღალტრო აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნას;

-საგადასახადო დაბეგვრის პრინციპებს;

-საქართველოს საგადასახადო პოლიტიკას;

- საბუღალტრო და საგადასახადო ურთიერთობების მარეგულირებელი

სამართლებრივი ნორმების ცოდნას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

-ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

-ფინანსური ინფორმაციის ანალიზი;

-საბუღალტრო აღრიცხვის სისტემების გამოყენება;

-ბიუჯეტის მომზადება.

4

დასკვნის გაკეთების უნარი:

-ახალი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და მონაცემების ინტერპრეტაცია:

- საგადასახადო ურთიერთობებში პრობლემების გადაჭრისათვის სათანადო ცოდნის და მეთოდების გამოყენება

-გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება და დაცვა.

Kკომუნიკაციის უნარი:

- პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა;

- საქმიანი დოკუმენტაციის შედგენა;

- ელექტრონულ დოკუმენტებთან, ელექტრონულ ცხრილებთან და მონაცემთა

ბაზებთან მუშაობა.

სწავლის უნარი: -შეუძლია დამოუკიდებლად აიმაღლოს ცოდნა; -შეუძლია ბიზნეს პროექტების ცალკეული კომპონენტების შემუშავება.

ღირებულებები: კურსდამთავრებული შეძლებს პროფესიული საქმიანობისას დაიცვას ეთიკური ნორმები და საკუთარი ცოდნა კეთილსინდისიერად გაუზიაროს კოლეგებს.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის

კათედრა, კათედრის პროფესორ-თანამშრომელთა მიერ მომზადებული ახალი სალექციო

კურსები და რიდერები, უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრები და ბიბლიოთეკა.

დასაქმების სფეროები: ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია.

ადამიანური რესურსები:

1. პროფ. დიანა მჭედლიშვილი;

5

2. ასოც. პროფ. ნანა რინკიაშვილი;

3. ასოც. პროფ. ანზორ ჯავახიშვილი;

4. ასოც. პროფ. ნანული ხიზანიშვილი;

5. ასოც. პროფ. სვიმონ ოხანაშვილი;

6. მოწვეული დოქტორი, გიორგი კიპაროიძე;

7. მოწვეული დოქტორი, ლავრენტი ჩიბურდანიძე;

8. ასოც. პროფ. გივი სიბაშვილი;

9. მოწვეული დოქტორი, თამარ ავბეწვაშვილი;

10. მოწვეული მასწავლებელი, თამარ შაშვიაშვილი;

11. მოწვეული მასწავლებელი, ელზა უთალიშვილი.

. სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით.

მინიმალურ ქულას წარმოადგენს 51.

შეფასება ხორციელდება 2 კომპონენტის საფუძველზე: შუალედური შეფასება და საბოლოო გამოცდა.

91-100% A ფრიადი

81-90% B ძალიან კარგი

71-80% C კარგი

61-70% D საშუალო

51-60% E დამაკმაყოფილებელი

41-50% FX არადამაკმაყოფილებელი (რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი

მუშაობა სჭირდება და დამოუკიდებელი მუშაობით აქვს დამატებით

გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება)

0-40% F ჩაიჭრა (რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის

საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი).

6

ანოტაციები

ბიზნესის საფუძვლები

სასწავლო დისციპლინის მიზანია მსოფლიო გამოცდილების შესწავლა-განზოგადება,

ეროვნული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით სტუდენტებს მისცეს

თანამედროვე ცოდნა ბიზნესის ორგანიზება-მართვის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ. ამ

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ თეორიული ცოდნა:

ბიზნესის არსის, მნიშვნელობის და ფუნქციების, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეწარმეთა

ფენის როლისა და მნიშვნელობაზე. ბიზნესის სახეობების ღირსება ნაკლოვანებების, ბაზრის

მოთხოვნების შესაბამისად საქონლისა და მომსახურეობის წარმოების, სახელმწიფოს მიერ

ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს ფორმირების შესახებ.

ფასიანი ქაღალდები და ბირჟები

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს სათანადო ცოდნა ფასიანი

ქაღალდების არსზე, მნიშვნელობაზე, სასესხო დამოკიდებულების დოკუმენტების

გამომშვებსა და მის მფლობელს შორის არსებულ ურთიერთობებზე.სასწავლო კურსის

გავლის შემდეგ სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ თეორიული ცოდნა ფასიანი

ქაღალდების და ბირჟების არსზე, მიზანზე, მის უმნიშვნელოვანეს თეორიულ და

პრაქტიკულ პრობლემებზე, რაც მომავალ სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას

მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკულ საქმიანობაში.

ფირმის კაპიტალისა და ვალდებულების ფინანსური აღრიცხვა

სალექციო კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო

პოლიტიკის შესაბამისი გამოცდილება სამეურნეო მოვლენების დაჯგუფების, დოკუმენტაციის, ფულად ფორმაში შეფასების და ანგარიშებში ასახვის კუთხით.

დისციპლინის შესწავლით სტუდენტები მიიღებენ ცოდნას, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუძღვნენ ფირმის, საწარმოს ფინანსურ საქმიანობას.

პრაქტიკული აუდიტი

სალექციო კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს სათანადო ცოდნა აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემთა აუდიტორული შემოწმების საკითხებზე, აუდიტორული რისკებზე. სალექციო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს ბალანსის სტრუქტურისა და შინაარსის

7

სისწორის შემოწმებას, საწესდებო და ძირითადი კაპიტალის ასახვის სისწორის შემოწმებას, საბრუნავი საშუალებების მარაგების ასახვის სისწორის შემოწმებას.

საბუღალტრო აღრიცხვა

სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს გამოუმუშაოს პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ოპტიმალური გადაწყვეტის მისაღებად, ანალიზისა და პრაქტიკული აზროვნებისათვის. სალექციო კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ ბუღალტრულ გატარებებს, T ანგარიშების შედგენას, რეგისტრაციის ჟურნალისა და საცდელი ბალანსის შედგენას.

კომპიუტერული ტექნოლოგიები

სალექციო კურსის მიზანია გაარკვიოს სტუდენტი ინფორმაციის არსში, მის სტრუქტურაში, კლასიფიკაციასა და თვისებებში. სახელდობრ, ეკონომიკურ ინფორმაციაში, მისი დამუშავების პროცედურებში. ეკონომიკური ინფორმატიკის, როგორც ერთ-ერთი დარგის განვითარების პერსპექტივებში.

ზოგადი აუდიტი

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს სათანადო ცოდნა აუდიტის

მნიშვნელობაზე, არსზე, აუდიტორული საქმიანობის შედეგების განზოგადებასა და

შესაბამის დასკვნების გაკეთებაზე. ამ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი

შეძლებს ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ

რეკომენდებული აუდიტის ტექნიკური დოკუმენტების საფუძველზე აუდიტორული

საქმიანობის შედეგების განზოგადებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.

სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის

სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის მიზნად ისახავს სტუდენტებს მიაწოდოს

ცოდნა ბიზნეს-გარემოს განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ. ამ ფაქტორებიდან

უმთავრესია სოციალ-დემოგრაფიული გარემოს, მაკროეკონომიკური და ბუნებრივი

გარემოს, შრომის ბაზრის სტატისტიკა. აღნიშნული დისციპლინის შესწავლის შედეგად

სტუდენტები შეიძენენ თეორიულ ცოდნას გამოყენებითი სტატისტიკის შესახებ, ამ

ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას ეკონომიკაში, ბიზნესში, მენეჯმენტში, კერძოდ:

მოსახლეობის რიცხოვნობის, შემადგენლობის, დინამიკის, მის საფუძველზე მოთხოვნა-

მიწოდების განვითარების, აგრეთვე ცხოვრების დონის, შემოსავლების, დანახარჯების,

8

მეცნიერების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და ქვეყანაში იურიდიულ-

ეკონომიკური სამართლიანობის შესასწავლად.

ფინანსური ანგარიშგება

კურსის მიზანია, წინა სემესტრებში მიღებულ თეორიულ ცოდნას ფინანსურ აღრიცხვაში

მისცენ პრქტიკული დაკონკრეტება ფინანსური ანგარიშგების შედგენის მხრივ.

გამოუმუშავდეთ ფინანსური ანგარიშგების შესადგენი სააღრიცხვო სამუშაოების სწორად

წარმართვის პრინციპები და უნარჩვევები. აღნიშნული კურსის შესწავლა სტუდენტს

მისცემს ფინანსური მენეჯერის თანამდებობრივი მოთხოვნებისთვის აუცილებელი

ინფორმაციების მომზადების და კონტროლის ცოდნის საფუძველს.

გადასახადი და საგადასახადო დაბეგვრა

სტუდენტებს მისცეს გარკვეული ცოდნა გადასახადით დაბეგვრის ეკონომიკურ, იურიდიულ

და ორგანიზაციული პრინციპებზე. გადასახადების გაანგარიშების წესებზე,საერთო-

სახელმწიფოებრივ გადასახადების შესწავლაზე; საგადასახადო კონტროლის

გათვითცნობიერებაზე. ამ სალექციო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ

საგადასახადო შემოწმებისა და საგადასახადო შემოწმების შედეგების გაფორმების წესი.

სტუდენტებს ექნებათ სათანადო ცოდნა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მეთოდებზე,

საგადასახადო სისტემის უნიფიკაციასა და მათ მნიშვნელობაზე.

საგადასახადო საქმე

,,საგადასახადო საქმის“ კურსის შესწავლისას მნიშვნელოვანია გარკვეული იქნას გადასასადების თეორიისა და პრაქტიკის ძირითადი ტერმინების, ცნებების, საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების, გადასახადების შემადგენლობის და სტრუქტურის ცოდნა, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გამოყენება საქართველოს თანამედროვე საგადასახადო სისტემაში. კურსის შესწავლის შედეგად: სტუდენტი ფლობს ცოდნას სახელმწიფოს საგადასასადო სისტემასა და პოლიტიკაში.

ფირმის ქონების ფინანსური აღრიცხვა

სალექციო კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისი გამოცდილება სამეურნეო მოვლენების დაჯგუფების, დოკუმენტაციის, ფულად ფორმაში შეფასების და ანგარიშებში ასახვის კუთხით. სალექციო კურსის გავლის - სტუდენტმა უნდა შესძლოს სუბიექტის ქონების ბალანსური განზოგადება

9

და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახვა. მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფა რომელიც მხოლოდ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელების ბაზაზე მიიღწევა. დისციპლინის შესწავლით ისინი მიიღებენ ცოდნას, რაც მათ მისცემთ საშუალებას გაუძღვნენ ფირმის, საწარმოს ფინანსურ საქმიანობს.

მმართველობითი ინფორმაცია

სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს გარკვეული თეორიული ცოდნა მმართველობითი საქმიანობის შესახებ, ტიპიურ საწარმოო აღრიცხვაზე, დანახარჯთა კლასიფიკაციაზე. სტუდენტმა შესძლოს სუბიექტის ქონების ბალანსური განზოგადება და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახვა. ამ სალექციო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ გარკვეული ცოდნა, მასალების აღრიცხვაზე, სამუშაო ძალის დანახარჯთა აღრიცხვაზე, კომპლექსური წარმოების დანახარჯთა აღრიცხვაზე, მასალათა მართვის პროცედურაზე და სხვ.

ფულის მიმოქცევა და კრედიტი

ფულის მიმოქცევა და კრედიტის როგორც სასწავლო დისციპლინის მიზანია, ფულის,

კრედიტის და ბანკების შესახებ ზოგად თეორიული კონცეფციების შესწავლა.სალექციო

კურსის ამოცანაა მისცეს სტუდენტს გარკვეული ცოდნა, რაც სტუდენტებს საშუალებას

მისცემს ისინი ქვეყნის კონკრეტული პირობებიდან მიუსადაგონ ჩვენს მეურნეობრივ

ცხოვრებას..სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე განვითარებული საბაზრო

ეკონომიკის ქვეყნების ფულადი და საკრედიტო-საბანკო უერთიერთობათა

კანონზომიერებებსა და თავისებურებებს. ისინი ფულის, კრედიტისა და ბანკების შესახებ

თეორიას უპირატესად პრაქტიკული პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენებენ.

მმართველობითი აღრიცხვა

სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს გარკვეული თეორიული ცოდნა

თვითღირებულების კალკულაციაზე, წარმოების წაუგებლობის ანალიზზე, საინვესტიციო

გადაწყვეტილებების მიღებაზე, დისკონტირებაზე, მარაგების მართვაზე. ამოცანაა -

სტუდენტმა შესძლოს სუბიექტის ქონების ბალანსური განზოგადება და მასში მიმდინარე

ცვლილებების ასახვა..ამ სალექციო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ჩამოუყალიბდებათ

10

გარკვეული ცოდნა რთული პროცენტის გაანგარიშებაზე და დისკონტირებაზე, ნაღდი

ფულის მოძრაობაზე, მარაგების დაგეგმვაზე და კონტროლზე.

ეკონომიკის პრინციპები

სალექციო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს მისცეს გარკვეულ ცოდნა მაკროეკონომიკურ

პოლიტიკაზე. სალექციო კურსის შესწავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ თეორიულ

ცოდნას მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.

ფინანსური კონტროლი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს ფინანსური კუთხით საქმიანობის შემოწმების

თეორიული ცოდნა და პრაქტიკული კუთხით გამოცდილება სამეურნეო ოპერაციების

განხორციელების და რესურსების გამოყენების კანონზომიერების შემოწმებაში და

მატერიალური ზარალის სიდიდის განსაზღვრაში. აგრეთვე, სტუდენტმა შეძლოს

ეკონომიკური სუბიექტის რესურსების განკარგვა-გამოყენების ოპერაციების კანონიერების

დადგენა და დაუდევრობით ან სხვა რაიმე მიზეზებით მიყენებული ზარალის ოდენობის

დადგენა.

ბიზნეს ეთიკა

მიზანია სტუდენტებისთვის იმ პრინციპების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზაციაში მუშაკთა შრომის მოტივაციის და ნაყოფიერების ამაღლებას. კურსი დაეხმარება სტუდენტს, იმის გაცნობიერებაში, რომ მენეჯერისათვის მთავარი არის არა მხოლოდ თანამშრომელთა მოტივები და მოთხოვნები, არამედ, სამართლიანობის პრინციპების დაცვა და უკონფლიქტო სიტუაციის შექმნა. რადგან ყველა ორგანიზაციაში არსებობს შინაგანი და გარეგანი კონფლიქტების საფრთხე (მიმწოდებლებთან, მომხმარებელთან, აქციონერებთან). ამდენად კურსის მიზანია დაეხმაროს მომავალ მენეჯერს - ჩასწვდეს კონფლიქტების ბუნებას და მათი გადაჭრის გზებს, ადამიანური ურთიერთობების როლს საქმიან ურთიერთობებში და ეთიკური ბიზნესის სოციალურ როლს.

სტატისტიკის ზოგადი თეორია

სტატისტიკის ზოგადი თეორია, როგორც სასწავლო დისციპლინა მიზნად ისახავს სტუდენტებს

მიაწოდოს თეორიული საკითხები პოპულარული სტატისტიკის შესახებ: ეკონომიკაში, ბიზნესსა

და მენეჯმენტში. სტატისტიკის ზოგადი თეორიის შესწავლის შედეგად სტუდენტები შეიძენენ

11

თეორიულ ცოდნას გამოყენებითი სტატისტიკის შესახებ ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში.

უფრო კონკრეტულად, სტუდენტები შეისწავლიან ბიზნესისთვის აუცილებელი სტატისტიკური

მაჩვენებლების გაანგარიშებას.

სახელმწიფო ბიუჯეტი

კურსის მიზანია დღევანდელ პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის, როგორც სახელმწიფო

შემოსავლებისა და ხარჯების კატეგორიათა სისტემის შესწავლა, რომელიც ახასიათებს

განსაზღვრულ კონკრეტულ ურთიერთობებს.

საბუღალტრო და საინფორმაციო სისტემები

სტუდენტმა მიიღოს სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისი

გამოცდილება სამეურნეო მოვლენების დაჯგუფების, დოკუმენტაციის, ფულადი ფორმების

დაჯგუფების, დოკუმენტაციის, ფულადი ფორმების შეფასებისა და ანგარიშებში ასახვის

კუთხით. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ეცოდინება საბუღალტრო და

საინფორმაციო ელექტრონული სისტემები ორისის, ინფოს პროგრამის მაგალითზე; ასევე

ეცოდინებათ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტით მოთხოვნილი ნორმები.

მათ შეეძლებათ მომავალი სამეცნიერო-კვლევითი შრომისათვის შეძლონ ინფორმაციული

წყაროებით სარგებლობა და სათანადო დასკვნების გაკეთება.

ეკონომიკური თეორია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტთა აღჭურვა ეკონომიკური კანონებით, ხერხებით

და მეთოდებით, რაც რეალურ საშუალებას მისცემს სტუდენტს განჭვრიტოს თანამედროვე ეკონომიკური სიტუაცია გააანალიზოს ეკონომიკური პრობლემები და პროცესები, გაერკვეს სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში და ჩამოუყალიბდეს სხვა მეცნიერებებთან ერთად გარკვეული მსოფლმხედველობა.

12

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა: “საბუღალტრო და საგადასხადო საქმის” სასწავლო გეგმა

#

მოდული/სასწავლო კურსი

სტატუსი

კრედ

იტი

კრედიტების განაწილება სასწავლო კურსებისა და სემესტრების

მიხედვით

საათების განაწილება

სულ

საა

თებ

I ს.წ. II ს.წ. III ს.წ. IV ს.წ. საკონტაქტო

დამ

ოუ

კიდ

ებელ

I სემ

ესტ

რი

II ს

ემეს

ტრ

III ს

ემეს

ტრ

IV ს

ემეს

ტრ

V ს

ემეს

ტრ

VI ს

ემეს

ტრ

VII

სემ

ესტ

რი

VII

I სემ

ესტ

რი

ლექ

ცია

პრაქ

ტიკ

ულ

ი სა

მუშა

ლაბ

ორ

ატო

რიუ

ლი

სამუ

შაო

სე

მინა

რი

სულ

:

საუნივერსიტეტო სავალდებულო

საგნები

სავალდებულო 20

1. უცხო ენა სავალდებულო 15 5 5 5 45 45 90 285 375

2. აკადემიური წერა სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

საფაკულტეტო კურიკულუმი savaldebulo-

arCeviTi 25

3 შესავალი კურსი ეკონომიკაში სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

4 შესავალი კურსი მათემატიკაში სავალდებულო-

არჩევითი 5 5 15 30 45 80 125

5 შესავალი კურსი ჟურნალისტიკაში სავალდებულო-

არჩევითი 5 5 15 15 30 95 125

6 შესავალი კურსი პოლიტოლოგიაში 5 5 15 15 30 95 125

13

7 შესავალი კურსი სოციალურ

ფილოსოფიაში

სავალდებულო-

არჩევითი

8 შესავალი კურსი ბუღალტრული

აღრიცხვის საფუძვლებში

სავალდებულო-

არჩევითი

5 5 15 30 45 80 125

სავალდებულო საგნები savaldebulo 95

.9 საბუღალტრო აღრიცხვა სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

10 ეკონომიკური თეორია სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

11 ფულის მიმოქცევა და კრედიტი სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

12 მათემატიკა ეკონომისტებისათვის სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

13 სტატისტიკის ზოგადი თეორია სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

14 ეკონომიკის პრინციპები სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

15 ფირმის ქონების ფინანს. აღრიცხვა სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

16 ფირმის კაპიტალისა და

ვალდებულებების ფინან. აღრიცხვა

სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

17 სახელმწიფო ბიუჯეტი სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

18 ბიზნესის საფუძვლები სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

19 საგადასახადო საქმე სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

20 საბუღალტრო საინფორმაციო სისტემები-

ორისი

სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

14

21 საბუღალტრო საინფორმაციო სისტემები

ინფო

სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

22 ზოგადი აუდიტი სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

23 გადასახადი და საგადასახადო დაბეგვრა სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

24 პრაქტიკული აუდიტი სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

25 ბიზნეს ეთიკა სავალდებულო 5 5 15 15 30 95 125

26 მმართველობითი ინფორმაცია სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

27 მმართველობითი აღრიცხვა სავალდებულო 5 5 15 30 45 80 125

სავალდებულო არჩევითი საგნები სავალდებულო–არჩევითი

15

28 ეკონომიკური ინფორმატიკა სავალდებულო–არჩევითი

5 5 15 15 30 95 125

29 სტატისტიკა ეკონომიკისა და

ბიზნესისათვის

სავალდებულო–არჩევითი

5 5 15 15 30 95 125

30 ფასიანი ქაღალდები და ბირჟები სავალდებულო–არჩევითი

5 5 15 15 30 95 125

31 საბაკალავრო ნაშრომი სავალდებულო 10 10 10 240 250

32 თავისუფალი კრედიტები 15 5 5 5 45 45 90 285 375

33 minor 60 10 10 10 10 10 10 180 180 360 1140 1500

34 სულ: 240 30 30 30 35 30 30 30 25 700 840 1540 4460 6000

15

დანართი №3

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა: საბუღალტრო და საგადასახადო საქმე

სასწავლო გეგმის დამატებითი ცხრილი

# მოდული/ სასწავლო კურსი

კო

დი

სემ

ესტ

რი

კრ

ედიტ

სტ

ატუ

სი

პრ

ერეკ

ვიზ

იტი

ლექტორი

1.

საბუღალტრო

აღრიცხვა

S.

1.E.

26

II 5 სავალდ. არ აქვს ასოც. პროფ. n. rinkiaSvili

2.

ეკონომიკური

თეორია

S.

1.E.

01

II 5

სავალდ. არ აქვს ასოც. პროფ. a. javaxiSvili

3.

ფულის მიმოქცევა

და კრედიტი

S.

1.E.

27

II 5

სავალდ. არ აქვს ასოც. პროფ. n. rinkiaSvili

4.

მათემატიკა

ეკონომისტებისათვის

II 5

სავალდ. –არჩევ.

არ აქვს

პროფ. d. mWedliSvili

5.

სტატისტიკის

ზოგადი თეორია

S.1.

E.28

II 5

სავალდ. –არჩევ.

არ აქვს ასოც. პროფ. n. xizaniSvili

6.

ეკონომიკის

პრინციპები

S

.1.E

.23

III 5

სავალდ. ეკონომიკური

თეორია ასოც. პროფ. n. rinkiaSvili

7.

ფირმის ქონების

ფინანსური

აღრიცხვა (ფინანს.

აღრ I)

S.1.

E.29

III 5

სავალდ.

საბუღალტრო

აღრიცხვა მოწვ. პროფესორი l.

CiburdaniZe

16

# მოდული/ სასწავლო კურსი

კო

დი

სემ

ესტ

რი

კრ

ედიტ

სტ

ატუ

სი

პრ

ერეკ

ვიზ

იტი

ლექტორი

8.

სახელმწიფო

ბიუჯეტი

S.1.

E.31

IV 5

სავალდ. ეკონომიკური

თეორია ასოც. პროფ. n. ხიზანიშვილი

9.

ფირმის

კაპიტალისა და

ვალდებულებების

ფინანსური

აღრიცხვა (ფინანს.

აღრ II)

S.1.

E.30

IV 5

სავალდ.

ფირმის ქონების ფინანსური აღრიცხვა

მოწვ. პროფესორი l.

ჩიბურდანიძე

10.

ბიზნესის

საფუძვლები

S.1.

E.08

IV 5

სავალდ. ეკონომიკური

თეორია ასოც. პროფ. n. რინკიაშვილი

11.

საგადასახადო

საქმე

S.1.

E.32

V 5

სავალდ. სააბუღალტრო

აღრიცხვა ასოც. პროფ. n. რინკიაშვილი

12.

საბუღალტრო

საინფორმაციო

სისტემები - ორისი S.1.

E.35

V 5

სავალდ. საბუღალტრო

აღრიცხვა ასოც. პროფ. ს. ოხანაშვილი

13.

საბუღალტრო

საინფორმაციო

სისტემები - ინფო S.1.

E.39

VI 5

სავალდ. საბუღალტრო

აღრიცხვა ასოც. პროფ. ს. ოხანაშვილი

14.

ზოგადი აუდიტი

S.1.

E.37

VI 5

სავალდ. საბუღალტრო

აღრიცხვა ასოც. პროფ. n. რინკიაშვილი

15.

პრაქტიკული

აუდიტი

S.1.

E.38

VII 5

სავალდ. ზოგადი

აუდიტი ასოც. პროფ. n. რინკიაშვილი

17

# მოდული/ სასწავლო კურსი

კო

დი

სემ

ესტ

რი

კრ

ედიტ

სტ

ატუ

სი

პრ

ერეკ

ვიზ

იტი

ლექტორი

16.

მმართველობითი

ინფორმაცია

S.1.

E.33

VII 5

სავალდ. სააბუღალტრო

აღრიცხვა მოწვ. პროფესორი l.

ჩიბურდანიძე

17.

მმართველობითი

აღრიცხვა

S.1.

E.34

VIII 5

სავალდ. მმართველობითი ინფორმაცია

მოწვ. პროფესორი l.

ჩიბურდანიძე

18.

ბიზნეს ეთიკა

S.1.

E.40

VII 5

სავალდ. არ აქვს

ასოც. პროფ. g. sibaSvili

19.

გადასახადი და

საგადასახადო

დაბეგვრა S.1.

E.44

VI 5

სავალდ. საგადასახადო

საქმე მოწვ. პროფესორი l.

ჩიბურდანიძე

20.

ეკონომიკური ინფორმატიკა

S.1.

E.46

III 5

სავალდ. –

არჩევითი

არ აქვს

ასოც. პროფ. m. ზაქარიაშვილი

სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის

S.1.

E.19

5 სავალდ. –არჩევ.

არ აქვს

ასოც. პროფ. n. ხიზანიშვილი

18

# მოდული/ სასწავლო კურსი

კო

დი

სემ

ესტ

რი

კრ

ედიტ

სტ

ატუ

სი

პრ

ერეკ

ვიზ

იტი

ლექტორი

21

ფასიანი ქაღალდები და ბირჟები

S.1.

E.49

V 5

სავალდ. –არჩევ.

ეკონომიკსი

მოწვ. დოქტორი T.

ავბეწვაშვილი

საბაჟო საქმე

S.1.

E.42

V 5

სავალდ. –არჩევ.

ეკონომიკსი მოწვ. პროფესორი l.

ჩიბურდანიძე

22

ფინანსური ანგარიშგება

S.1.

E.43

VII 5

სავალდ. –არჩევ.

საბუღალტრო

აღრიცხვა მოწვ. პროფესორი l.

ჩიბურდანიძე

ფინანსური კონტროლი

S.1.

E.39

VII 5

სავალდ. –არჩევ.

საბუღალტრო

აღრიცხვა მოწვ. პროფესორი l.

ჩიბურდანიძე