პრობაციის ეროვნული სააგენტო...

24
პრობაციის ეროვნული სააგენტო 2017 წელი პრობაციის ეროვნული სააგენტო 2017 წლის ანგარიში

Transcript of პრობაციის ეროვნული სააგენტო...

Page 1: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

პრობაციის ეროვნული სააგენტო

2017 წელი

პრობაციის ეროვნული სააგენტო

2017 წლის ანგარიში

Page 2: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

შეფასება / ცნობადობის ამაღლება

საქართველო რეგიონში პრობაციის ევროპული ქსელის მნიშვნელოვანი და მთავარი პარტნიორია. საქართველომ ძალიან მოკლე დროში განავითარა პროფესიონალური და მაღალი სტანდარტის პრობაციის სისტემა“.

(პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტის ჯერი მაკნელის განცხადება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა

კახიშვილთან შეხვედრის შემდეგ)

2017 წლის თებერვალში, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ვრცელი ინფორმაცია საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესახებ. მასში დეტალურად არის აღწერილი სააგენტოს საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი.

სააგენტოს იმიჯი

Page 3: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

საკანონმდებლო ცვლილებები

2017 წელს დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, რამაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს

საქმიანობა უფრო ეფექტური და წარმატებული გახადა.

2018 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელი იქნება შინაპატიმრობის გამოყენება სრულწლოვანი

მსჯავრდებულების მიმართ.

საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის აღების უფლება მიეცათ არასაპატიმრო

სასჯელშეფარდებულ მსჯავრდებულებს (გარდა შინაპატიმრობა შეფარდებული

მსჯავრდებულებისა).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა

მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების და

ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები, წესები და სხვა პროცედურული საკითხები.

რეფორმა

Page 4: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო, კულტურულ, სპორტულ,

პროფესიულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში მსჯავრდებულის

მონაწილეობის ან/და მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ

გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც დადასტურდება კომპეტენტური პირის მიერ

გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული, პრობაციის ეროვნული

სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება გათავისუფლდეს

კანონმდებლობით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.

რეფორმა

Page 5: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

ინფრასტრუქტურის განვითარება

გაიხსნა გურიის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი

პრობაციის ეროვნული

სააგენტო

კაპიტალური და მიმდინარე რემონტი ჩაუტარდა სენაკის და ქუთაისის ოფისებს

Page 6: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

ვიდეოპაემნის სერვისი

o გურიის პრობაციის ბიურო აღიჭურვა ვიდეოპაემნის სერვისის

მოწყობილობით. ამ ეტაპზე, ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია

თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, რუსთავის, ზუგდიდის,

ამბროლაურის, ახალციხის,, ოზურგეთისა და გორის პრობაციის ოფისებიდან

შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში:

o ქალთა N5 დაწესებულება, N8 დაწესებულება, N11 არასრულწლოვანთა

სპეციალურ დაწესებულება, გეგუთის N14 დაწესებულება, ქსნის N15

დაწესებულება, რუსთავის N16 და N17 დაწესებულებები.

o 2018 წელს იგეგმება ვიდეოპაემნის სერვისით სხვა პენიტენციური

დაწესებულებების აღჭურვა

ინფრასტრუქტურის განვითარება

Page 7: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

2017 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო კავშირების განმტკიცების კუთხით. საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მისი გამოცდილების გაცნობისა და გაზიარების მიზნით, ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პრობაციის სისტემის განვითარების კუთხით, საქართველო რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდა. .

2017 წლის ივლისში საქართველოში ვიზიტით მყოფი პრობაციის

ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტი ჯერი მაკნელი და

გენერალური მდივანი ვილემ ვან დერ ბრუგე საქართველოს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს

შეხვდნენ. სტუმრები ასევე ეწვივნენ პრობაციის ეროვნულ

სააგენტოს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია უწყებაში

განხორციელებული რეფორმების შესახებ. ჯერი მაკნელმა და ვილემ

ვან დერ ბრუგემ, ვიზიტის დროს დაათვალიერეს ქვემო ქართლის

პრობაციის ბიურო და მოინახულეს თავისუფლების შეზღუდვის

დაწესებულებაში არსებული სოციალური საწარმო.

საერთაშორისო კავშირები

2017 წლის ივლისში „აღმოსავლეთ ევროპის პრობაციის სერვისების განვითარების

ასოციაციის“ (VEBO)-ს წარმომადგენლები პრობაციის ეროვნულ სააგენტოს

ესტუმრნენ და უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. ისინი ასევე

ეწვივნენ კახეთისა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროებს.

კონტაქტები

Page 8: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

2017 წლის თებერვალში, საქართველოში სტუმრად მყოფი აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია პრობაციის

სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო.

2017 წლის აპრილში, ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია პრობაციის

ეროვნულ სააგენტოს ესტუმრა და უწყებაში განხორციელებული ნოვაციებით დაინტერესდა.

2017 წლის ოქტომბერში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, გამოცდილების გაზიარებისა და გატარებული რეფორმების

გაცნობის მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.

საერთაშორისო კავშირები

გამოცდილების გაზიარება

2017 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო კავშირების განმტკიცების კუთხით. საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მისი გამოცდილების გაცნობისა და გაზიარების მიზნით, ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პრობაციის სისტემის განვითარების კუთხით, საქართველო რეგიონულ ლიდერად ჩამოყალიბდა. .

Page 9: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

ევროკავშირის მხარდაჭერა

რესოციალიზაცია/

რეაბილიტაცია

2017 წლის იანვრიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარეობს სამწლიანი პროგრამების განხორციელება, რომელთა მიზანია პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა.

პრობაციონერთა მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებენ შემდეგი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები:

• 1. „კავკასიის ინსტიტუტი“

• 2. „თანხმობა“

• 3. „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)“

• 4. საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა”

• 5. „წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT)

• 6. „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი” (ASB).

Page 10: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

სარეაბილიტაციო აქტივობები

o რისკისა და საჭიროებების ინსტრუმენტის შექმნა/დახვეწა

o გარდამავალი მენეჯმენტის მექანიზმის დახვეწა/განვითარება

o სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა/ დახვეწა;

o სარეაბილიტაციო პროგრამების შედეგების გაზომვის ინსტრუმენტის შექმნა/ განვითარება

o პროფესიული ზედამხედველობის მექანიზმის სტანდარტების დახვეწა/განვითარება

რესოციალიზაცია/ რეაბილიტაცია

პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში,

მიმდინარეობდა მუშაობა შემდეგი მიმართულებით:

Page 11: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

სარეაბილიტაციო აქტივობები

შეიქმნა სახელმძღვანელო ტიპის მოდულები და სარეაბილიტაციო პროგრამები, შემდეგი თემატიკით:

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფსიქოლოგიური

ასპექტები;

მოზარდის ფსიქო-სოციალური განვითარება და ქცევითი თავისებურებები;

მოზარდის სოციალურ გარემოსთან მუშაობის ასპექტები;

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა;

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული დამოკიდებულების სინდრომი და მისი მართვა;

საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

რესოციალიზაცია/ რეაბილიტაცია

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №118 -ის თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბრიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკები, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის აფასებენ №16 დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულთა ოჯახებს.

Page 12: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

სარეაბილიტაციო აქტივობები

• ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარა 3 566

პრობაციონერმა

• საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა

მიიღო 723 პრობაციონერმა

• პროფესიული გადამზადების და საგანმანათლებლო

პროგრამები გაიარა 356 პრობაციონერმა

რესოციალიზაცია/ რეაბილიტაცია

Page 13: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

პრობაციონერები სახალხო დღესასწაულებზე

რესოციალიზაცია/ რეაბილიტაცია

ილიაობა, ყვარელი ნოვრუზ ბაირამი, მარნეული

აკაკიობა, იმერეთი

Page 14: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

პრობაციორენთა დასაქმება

რესოციალიზაცია/ რეაბილიტაცია

პრობაციის ეროვნული

სააგენტოს ხელშწყობით

2017 წელს დასაქმდა

108

პირობით მსჯავრდებული

Page 15: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება

კვალიფიკაციის ასამაღლებელი 14 ტრენინგი/სასწავლო პროგრამა გაიარა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს 368-მა თანამშრომელმა:

o მოტივაციური ინტერვიუ – 6 სოცმუშაკი.

o დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში

მყოფი არასრულწლოვნებისთვის – 26 მონაწილე.

o სახელმწიფო შესყიდვები – 2 მონაწილე.

o პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების საკითხები – 4

მონაწილე

o არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის საკითხები – 34 მონაწილე

o მომზადება სარეაბილიტაციო პროგრამებში – 158 მონაწილე

o კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მომუშავე სპეციალისტების გაძლიერების

პროგრამა – 53 მონაწილე

o არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია, არასრულწლოვანთან ურთიერთობის

მეთოდიკა– 25 მონაწილე

o სახელმწიფო შესყიდვების კურსი – 1 მონაწილე

o ადამიანური რესურსების მართვა და ძირითადი ადამიანური რესურსების განვითარება – 2 მონაწილე

o საჯარო მოსამსახურის ეთიკა – 1 მონაწილე

o კლინიკური ფსიქოლოგია – 27 მონაწილე

o რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტის პილოტირება –24 მონაწილე

o ტრენერთა ტრენინგი – 5 მონაწილე.

პროფესიული გადამზადება

Page 16: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

შინაპატიმრობა

• პრობაციის ეროვნული სააგენტო, ტერიტორიული ორგანოების - პრობაციის ბიუროების

მეშვეობით, ეფექტურად აღასრულებს არასრულწლოვანთათვის არასაპატიმრო სასჯელის ისეთ

სახეს, როგორიც არის შინაპატიმრობა.

• 2017 წელს შინაპატიმრობის საქმის წარმოება დაიწყო 40 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის

მიმართ.

• ვინაიდან 2018 წლის 1 იანვრიდან შინაპატიმრობის გამოყენება შესაძლებელი იქნება

სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართაც, იგეგმება ელექტრონული მოწყობილობის

რაოდენობის გაზრდა და პროგრამული უზრუნველყოფის გაფართოება.

ალტერნატიული სასჯელები

Page 17: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

პირობით მსჯავრდებულთათვის სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსასრულებლად,

პრობაციის ეროვნული სააგენტო, სამუშაო ადგილების გამოყოფის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო და

თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე კერძო სტრუქტურებთან.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების ძირითადი ობიექტებია:

თბილისში: დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო კომპანია, დასუფთავების სამსახური „თბილსერვისჯგუფი“, სააქციო

საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ობიექტები, კომუნალური სერვისის

ობიექტები.

რეგიონებში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულება, ძირითადად, ხდება: მუნიციპალურ სამსახურებში,

სანერგე მეურნეობებში, ეკლესია–მონასტრების ტერიტორიაზე, კულტურისა და დასვენების პარკებში, საჯარო სკოლებსა და

საბავშვო ბაღებში.

ალტერნატიული სასჯელები

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა

2017წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში

აღსასრულებლად შემოვიდა 2777 საქმე

დასრულა 2660 საქმე

Page 18: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,

გორში ჩატარდა პრობაციონერებს შორის

ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.

სპორტულ ასპარეზობაში 20–მა პირობით

მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა.

გამარჯვებულმა და საპრიზო ადგილებზე

გასულმა პირობით მსჯავრდებულებმა, „გორის

მაგიდის ჩოგბურთის კლუბისაგან“, საჩუქრად

უფასო სათამაშო დრო მიიღეს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი პრობაციონერებს შორის

Page 19: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

პრობაციონერთა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც პრობაციის ეროვნული

სააგენტოს ორგანიზებით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამარჯვება ქვემო ქართლის გუნდმა მოიპოვა,

რომელმაც ფინალში სამეგრელო – ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით

მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაამარცხა.

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დედაქალაქის მერია.

პრობაციონერთა შორის საქართველოს

ჩემპიონები მინი–ფეხბურთში:

2012 – იმერეთი;

2013 –ქვემო ქართლი;

2014 –აჭარა;

2015 – სამეგრელო – ზემო სვანეთი;

2016 – თბილისი;

2017 –ქვემო ქართლი.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

2017 წლის ჩემპიონი მინიფეხბურთში პრობაციონერთა შორის

ქვემო ქართლის გუნდი გახდა

Page 20: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

თბილისის და კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი

პრობაციონერები მომსახურებას უწევდნენ სათნოების სახლ

”კათარზისის” და სოციალური სახლის ბენეფიციარებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო დაეხმარა სოფელ ბოდბეში,

სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის – თემი ”ქედელების”

ბინადრებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე

სიცოცხლე!" ისინი სისხლს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულების

სისხლის ბანკის მარაგის შესავსებად აბარებდნენ.

ქველმოქმედება

ჰუმანიტარული აქციები

Page 21: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ ა

პირობით მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 2017 წელს

არასრულწლოვნები - 83 0,4 %

ქალები 1 280 5,6%

კაცები 21 577 94,4%

Page 22: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ ა

2017

33109

11445

15361

19230 21453

22857

2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი

პრობაციონერთა საერთო რაოდენობა წლების მიხედით

Page 23: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ ა

637

455

575

380

2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი

პირობით მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის

განმეორებით ჩადენა

Page 24: პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ეროვნული …probation.moc.gov.ge/admin/editor/uploads/files/probacia

www.probation.gov.ge

პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი

მუდმივმოქმედი კომისია

ს ტ ა ტ ი ს ტ ი კ ა

147 129

390

558

30 48

177

328

2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი

პირობითი მსჯავრის მოხსნა და

ნასამართლეობის გაუქმება

ჩამორთმეული უფლების აღდგენა