სასჯელაღსრულებისა და პრობაციის...

29
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში პირველი-მეორე კვარტალი 2014 წელი

description

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის I-II კვარტლის მანძილზე განახორციელა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

Transcript of სასჯელაღსრულებისა და პრობაციის...

Page 1: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის

ანგარიში

პირველი-მეორე კვარტალი

2014 წელი

Page 2: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

2

სარჩევი

სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება------------------------------------------3

სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახურის ანგარიში-----------------------------------------------------4

სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში----------------------------------------------7

სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოები/კონსულტაციები-------------------------------------------9

განხორციელებული/მიმდინარე პროექტები ----------------------------------------------------------------11

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები----------------------------------------------------------------12

გამოცემები/პუბლიკაციები--------------------------------------------------------------------------------------13

ტრენინგები--------------------------------------------------------------------------------------------------------13

გადამზადებულთა სტატისტიკა--------------------------------------------------------------------------------19

გადამზადებულთა რიცხოვნობა (შედარებითი ანალიზი 2014წ.-2013წ. I-II კვ.) ------------------------------22

თანამშრომელთა/კანდიდატთა ტესტირება-------------------------------------------------------------------22

სამუშაო შეხვედრები და სასწავლო/სამუშაო ვიზიტები-----------------------------------------------------24

კონფერენციები----------------------------------------------------------------------------------------------------28

პროექტის წინადადებები ----------------------------------------------------------------------------------------29

სამომავლო გეგმები-----------------------------------------------------------------------------------------------29

Page 3: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

3

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2014 წლის პირველ-

მეორე კვარტალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის

მიერ 2014 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და მესამე-მეოთხე

კვარტალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.

სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლება/განვითარება და სასწავლო პროცესის ტექნიკური

უზრუნველყოფა

2014 წლის 6 იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა სასწავლო ცენტრმა.

რეაბილიტირებული შენობა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ადეკვატურ და

კომფორტულ გარემოში ჩატარებას, როგორც ტრენერებისთვის, ასევე მონაწილეებისათვის.

მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი გახდა ღია და დახურული სპორტული დარბაზები,

რომლებიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარით. სასწავლო ცენტრში

განახლდა იმიტირებული საკნები ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ეფექტურად ჩატარების

უზრუნველსაყოფად. შეძენილ იქნა ტექნიკური ინვენტარი და საშუალებები. მოწესრიგდა

სასწავლო ცენტრის საკანალიზაციო ქსელი. კეთილმოეწყო რეგიონებიდან ჩამოსული

მონაწილეებისათვის გამოყოფილი სასტუმრო ოთახები და გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო

ტექნიკა. სრულად შეიცვალა სასწავლო ცენტრის ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა,

ცენტრს ელექტროენერგია მიეწოდება დამოუკიდებელი ელექტრო გადამცემი ხაზით, რამაც

გადაჭრა წლების განმავლობაში არსებული, ელექტროენერგიის სისტემატურად ავარიული

გამორთვის პრობლემა. ელექტროენერგიით მომარაგების უწყვეტობას ასევე უზრუნველყოფს

მაღალი მოცულობის ელ. გენერატორი, რომელიც ასევე შეძენილ იქნა 2013 წელს. მონაწილეთა

ტრანსპორტირებისათვის არსებული ამორტიზებული მიკროავტობუსი შეიცვალა ახალი, 20

ადგილიანი მიკროავტობუსით, რაც უზრუნველყოფს როგორც მეტი რაოდენობის

მონაწილეთა ერთდროულ გადაყვანას, ასევე კომფორტულ მომსახურებას.

შესყიდულ იქნა საჭირო ინვენტარი სასწავლო ცენტრის მიერ ტრენინგების ჩატარების

უზრუნველსაყოფად.

დაიგეგმა და განახლდა ცენტრის ინტერნეტ და შიდა საკომუნიკაციო ქსელი, ცენტრის ყველა

საკვანძო ოთახში მოხდა ქსელური წერტილის მონტაჟი.

ცენტრში არსებული ტესტირების აუდიტორიებში ხელახლა დაიგეგმა და გაიმართა ინტერნეტ

ქსელი, გაიზარდა თვითოეულ ოთახში წერტილების რაოდენობა და ხარისხი.

Terminal server-ის ბაზას დაემატა მომხმარებელთა რაოდენობა, განახლდა თხელი

კლიენტების ოპერაციული სისტემები და დაწესდა გარკვეული ტიპის შეზღუდვები სერვერის

ბაზაზე არსებული კლიენტებისთვის. ასევე, Terminal server-ის 15 მომხმარებელს განუახლდა

MS Office, რის შედეგადაც აუდიტორია გამზადდა MS Office კურსის ტრენინგებისთვის.

Page 4: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

4

ცენტრის ბაზაზე შეიქმნა საინფორმაციო დაფის პროგრამა Lectures Timetable, რისი

საშუალებითაც კურსანტებს აქვთ შესაძლებლობა მისაღებშივე გაეცნონ მიმდინარე და

დაგეგმილი ტრენინგების განრიგს დაწყებისა და დასრულების დროს.

ცენტრის ტრენინგ ოთახებში სტაციონალურად დამონტაჟდა პროექტორები და

ინტერაქტიული დაფები.

სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახურის ანგარიში

სასწავლო ცენტრის ეკონომიკური სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი

კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სამინისტროს შესაბამის სამსახურთან აქტიური კოორდინაციით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში

განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

დადგენილ ვადაში წარდგენილ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა

და ფინანსთა სამინისტროში 2013 წლის შესრულების ოთხი ტიპის ანგარიში მოქმედი

კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმებით.

განხორციელდა 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებისა და საგრანტო დაფინანსების

შეუფერხებელი ხარჯვა.

სახელმწიფო აუდიტსა და სხვადასხვა არასამთავრობო ინსტიტუტებს დროულად

მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს „ჯიენ აუდიტთან“, რომელიც ახორციელებს 2013 წლის

ცენტრის ბუღალტრული ანგარიშგებისა და 2012-2013 წლებში განხორციელებულ

სახელმწიფო შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.

აუდიტს ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია მიეწოდა დროულად.

Page 5: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

5

პირველ კვარტალში ევროკავშირთან თანადაფინანსებით ნაწილობრივ ანაზღაურებულ

იქნა ერთი მივლინება ქვეყნის გარეთ.

შემოსავლების სამსახურში დროულად არის წარდგენილი ფიზიკურ პირებზე

განაცემებისა და საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია.

გარე მომხმარებელთან ურთიერთობისათვის, ვებ-გვერდზე განსათავსებლად

წარდგენილია ცენტრის საქმიანობის ამსახველი ფინანსური ინფორმაცია.

სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდა წყაროების მიხედვით შემუშავებული გეგმის

თანახმად. გამოცხადდა 16 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.

საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში გაფორმებულია 149 ხელშეკრულება, გრანტით

დაფინანსების ფარგლებში 59 ხელშეკრულება.

2014 წლის პირველი ექვსი თვის ფინანსური ოპერაციები ასახულია საბუღალტრო

პროგრამაში.

გარდა აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ იქნა სამსახურის

ქვემდებარე სხვა მიმდინარე აქტივობები.

სახელმწიფო აუდიტსა და სხვადასხვა არასამთავრობო ინსტიტუტებს დროულად

მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

სასწავლო ცენტრის თანამშრომლებზე დაირიცხა ხელფასის 55 უწყისი ბიუჯეტით და 15

უწყისი გრანტით.

წარმოებს ხელფასის რეესტრი.

2014 წლის პირველი ივლისისათვის სასწავლო ცენტრს არ გააჩნია შრომის ანაზღაურების

კრედიტორული დავალიანება. 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტით

დაირიცხა:

1) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე ხელფასი - 98285,09 ლარი.

2) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე პრემია - 16350 ლარი;

3) შტატგარეშე მოსამსახურეთა ხელფასი - 150949,11 ლარი;

4) შტატგარეშე მოსამსახურეთა პრემია - 8415 ლარი;

5) სოც. დახმარება (ბიულეტინი) – 2866.25 ლარი.

სულ დარიცხულია 276865,45 ლარი.

გრანტით კი შტატაგრეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება შეადგენს 32442 ლარს.

წარმოებს სამივლინებო რეესტრი, 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტით

დაფინანსებულია მხოლოდ ორი მივლინება ქვეყნის გარეთ: პოლონეთში (მარტი) - 293

ლარი, ესპანეთში (ივნისი) - 129 ლარი და 57 თეთრი, ხოლო ქვეყნის შიგნით სამივლინებო

ხარჯი შეადგენს 360 ლარს. თითოეულ პიროვნებაზე შევსებულია საინფორმაციო ბარათი.

2014 წლის 6 თვის აღებული ვალდებულებების დასაფარად ბიუჯეტიდან გადარიცხულია

448731 ლარი და 61 თეთრი, ხოლო გრანტით - 58750 ლარი. სულ ხაზინაში

დარეგისტრირებულია 506 ვალდებულება და 1380 საგადახდო მოთხოვნა.

Page 6: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

6

ხორციელდება საწვავის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხარჯვის მონიტორინგი

(შექმნილია კვარტლის ხარჯვის ამსახველი პირველადი დოკუმენტები).

ხორციელდება კონტროლი და ხარჯვის მიზნობრივობის განსაზღვრა ფულად

დოკუმენტებზე (მონოები, საწვავისა და რეცხვის ტალონები)

2014 წლის პირველი 6 თვის ფინანსური ოპერაციები ასახულია საბუღალტრო

პროგრამაში.

მოხდა საბიუჯეტო ასიგნების და მიზნობრივი გრანტების დამტკიცებულ ხარჯვაში

ცვლილებების შეტანა.

ხდებოდა მითითება ასათვისებელი საგრანტო დაფინანსების ოდენობის შესახებ, მაგრამ

დაფიქსირდა ფაქტი სრულად არ ათვისების თაობაზე (UNICEF-ის ტრენინგებზე

მოთხოვნილ იქნა 1150 ლარი, ხოლო ნაშთმა შეადგინა 1650 ლარი).

მიმდინარეობდა განსახორციელებელ გადარიცხვებსა და სახელმწიფო შესყიდვებზე

ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი.

განხორციელდა საბიუჯეტო და საგრანტო დაფინანსების ხარჯვის შესაბამისობის

კონტროლი დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვასთან; დასრულდა ორი საგრანტო პროექტი

(US, IRZ), მიმდინარეობს - ორი (CoE, UNICEF);

წარდგენილია მოთხოვნა გრანტის ფარგლებში გადახდილი 1774 ლარი დღგ-ის

საგადასახადო ვალდებულების ანგარიშზე ჩასათვლელად.

განხორციელდა გასული 6 თვეში შედგენილი თითოეული უწყისის შინაარსობრივი

ანალიზი (კლასიფიკაციის კოდის, რეგისტრაციის თარიღის და პირველადი დოკუმეტების

შემოწმების კუთხით (საგრანტო დაფინანსებით 2014 წელი სრულად. გამოვლენილია

უზუსტობა რიგ შემთხვევაში თარიღებში და ხელმომწერი პირის თანამდებობის

მითითებაში) (საბიუჯეტო დაფინანსებით ანალიზი ჩაუტარდათ ნაწილობრივ ივნისში

დარიცხულ თანხებს (გარდა საათობრივი ანაზღაურების გაანგარიშების სისწორისა)).

ჩატარდა ცენტრის საბიბლიოთეკო ფონდების ინვენტარიზაცია. ზედმეტობას ან

დანაკლისს ადგილი არ ქონია (გამოვლინდა ნუმერაციაში უზუსტობები).

დროულად წარდგენილია ყოველთვიური დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში და

კვარტალური ინფორმაციები მიწოდებულია სტატისტიკურ სამსახურში.

კორექტირებულ იქნა საგრანტო ხელშეკრულებები: UNICEF - ბიუჯეტი და პროექტი, IRZ –

ორი ბიუჯეტი და ერთი პროექტი.

განხორციელდა შიდა (2013 წელი) და გარე (2012-2013 წლები) აუდიტების მიერ

მოთხოვნილი ინფორმაციის მათთვის მიწოდება.

მიმდინარეობდა განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე კონტროლი.

განხორციელდა ფულადი დოკუმენტების აღრიცხვის კონტროლი.

მიმდინარეობდა საწყობიდან გასული საქონლის აღრიცხვა.

მოხდა ბალანსზე რიცხული, გამოუყენებელი და ამორტიზებული მოძრავი ქონების სსიპ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემა.

Page 7: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

7

სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში

სასწავლო ცენტრი საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოთხოვნილი

ინფორმაციის გაცემისა და კორესპონდენციების შესრულების დროულობას, აღნიშნული

მიმართულებით განხორციელებულ იქნა შემდეგი სამუშაო:

2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სასწავლო ცენტრში შემოვიდა 9 მოთხოვნა საჯარო

ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ინფორმაცია მიწოდებულ იქნა დროულად, კანონით

დადგენილ ვადებში.

ელექტრონულ კანცელარიაში 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან შემოვიდა 29 ბრძანება, რომლებიც

სასწავლო ცენტრის დირექტორის ვიზირებით გადაეცა შესაბამის სამსახურებს.

ელექტრონულ კანცელარიაში 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოსულია 129,

ხოლო გასულია 226 წერილი; გატარდა 284 მოხსენებითი ბარათი, 46 განცხადება.

სასწავლო ცენტრში დირექტორის მიერ გამოიცა 113 ბრძანება და ასლები გადაეცა შესაბამის

სამსახურებს.

სასწავლო ცენტრში წარმოებს დაქირავებულთა რეესტრი.

საანგარიშო პერიოდში თანამშრომელთა დასაქმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები

ცენტრის მიერ არ განხორციელებულა.

იურისტის სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გამოცხადდა ვაკანსია და

კონკურსის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დანიშნულ იქნა ცენტრის ახალი

იურისტი.

სასწავლო ცენტრის მიერ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სასწავლო

ფილმის შესყიდვის ინსპექტირების განახორციელების მიზნით მოწვეულ იქნა სპეციალისტი

და გაფორმდა მასთან შრომითი ხელშეკრულება.

დასუფთავების და სანიტარული ღონისძიებების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების

შესახებ გამარტივებულ ელექტრონული ტენდერის შედეგების დადგომისთანავე შრომითი

ურთიერთობა შეწყდა დამლაგებლებთან და მებაღესთან.

გარდა აღნიშნულისა:

პირველი კვარტლის მონაცემებით ს.ს.ი.პ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო

ცენტრში დასაქმებულია 13 შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი და 18 შტატგარეშე

მოსამსახურე, მათ შორის 19 ქალი და 12 მამაკაცი. 2014 წლის პირველი კვარტლის

განმავლობაში მოწვეულ ტრენერთა რაოდენობამ შეადგინა 72.

Page 8: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

8

შემუშავდა და დამტკიცებულ იქნა სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა ფუნქციონალური

უფლება-მოვალეობების განაწილების ახალი წესი და თანამშრომელთა თვითშეფასების

ფორმა.

სასწავლო ცენტრის შინაგანაწესში შეტანილ იქნა გარკვეული სახის ცვლილებები.

შემუშავდა და შეიცვალა სასწავლო ცენტრის სიმბოლიკა - ფერი და ლოგო. შემუშავდა

სერტიფიკატების ახალი დიზაინი 2014 წლისთვის.

ძველი და ახალი ინფრასტრუქტურის შედარების მიზნით შეგროვდა ფოტომასალა და

გაკეთდა ფოტოკოლაჟი როგორც მონიტორისთვის, ასევე სტენდებისთვის.

ცენტრის ვებ-გვერდზე შევიდა მცირე ვიზუალური ცვლილებები სამინისტროს

სახელწოდების და ცენტრის სიმბოლიკის ცვლილებიდან გამომდინარე. ასევე, ცენტრის ვებ-

გვერდს დაემატა საჯარო ინფორმაციის ფანჯარა, რისთვისაც დამუშავდა, დახარისხდა და

სხვადასხვა ქვეკატეგორიებში განთავსდა შესაბამისი ინფორმაცია. ვებ-გვერდზე განახლდა

ყოველწლიურად ცვალებადი/განახლებადი ინფორმაცია (ანგარიშები და ა.შ.); დამუშავების და

განახლების პროცესშია ცენტრის ფოტო და ვიდეო-ალბომები.

ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების, ასევე სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდისა და

ფეისბუქის გვერდის საშუალებით გაშუქდა ცენტრში განხორციელებული ტრენინგები და

ღონისძიებები, შეიქმნა შესაბამისი ფოტო-ალბომები.

სასწავლო ცენტრის ფეისბუქის გვერდს დაემატა 470-მდე ახალი მომხმარებელი და გაიზარდა

მათი აქტივობა (კომენტარები, ფოტოების გაზიარება).

პასუხი გაეცა შემოსულ წერილებს facebook-ის ფოსტაში (სულ 6 წერილი).

Page 9: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

9

სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოები/კონსულტაციები

სასწავლო ცენტრს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სამუშაო ჯგუფებთან მუშაობის, რაც

საშუალებას იძლევა ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია - როგორც სასწავლო პროგრამები, ასევე

სასწავლო მასალა მომზადებულ იქნას ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ექსპერტების

მონაწილეობით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი ხარისხის ამაღლებას.

გადაიხედა არსებული სასწავლო პროგრამები (შევიდა ცვლილებები) სხვადასხვა საერთაშორისო

ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მაგალითად, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით

მომზადდა ახალი პროგრამები, როგორიცაა მენტორინგის პროგრამა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და

დაავადებათ პრევენცია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა გრძელვადიანი

მომზადების სასწავლო პროგრამა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების

იურისტთათვის - სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება სასჯელაღსრულების სისტემაში,

ფიზიკური და ტაქტიკური მომზადების ახალ პროგრამა, ქალთა უფლებებზე ტრენინგის სასწავლო

პროგრამა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა,

ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშკებისა და ფსიქოლოგების

მომზადების ხუთ ეტაპიანი სასწავლო პროგრამა, სასწავლო პროგრამა „რისკებისა და საჭიროებების

შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის და შესაბამისი

ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება სასჯელაღსრულების სისტემაში“.

ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად მომზადდა ტრენინგ პროგრამა

პრობაციის სისტემის მენტორებისათვის, ასევე მომზადდა სახელმძღვანელო აღნიშნული სამუშაო

ჯგუფის წევრების მიერ.

ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა ფიზიკური და ტაქტიკური

მომზადების ახალი პროგრამა და ჩატარდა ტრენინგი, სადაც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო

ექსპერტები და ადგილობრივი ექსპერტები პოლიციის აკადემიიდან. ამჟამად, ამ მიმართულებით

მიმდინარეობს მოლაპარაკებები კალიშეს (Kalisz, პოლონეთი) პენიტენციური სამსახურის ცენტრალურ

სასწავლო ცენტრთან.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვა სტრუქტურებთან ერთად მონაწილეობდა სასწავლო ცენტრი.

ჯგუფის მიერ მომზადდა სასწავლო პროგრამა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური

უზრუნველყოფის სამმართველოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური

Page 10: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

10

განყოფილების თანამშრომელთათვის. აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდა

ტრენინგები, რომლებიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის

სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG)

თანადაფინანსებით. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში გაიწერა სოციალური სამსახურის

ფუნქცია-მოვალეობები და გამოიკვეთა საჭიროებები, შემუშავდა სამუშაო აღწერილობები.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა სასწავლო ცენტრში, შემუშავებულ იქნა საბაზისო სასწავლო

პროგრამა სარეაბილიტაციო სამმართველოს მუშაკთა და ფსიქოლოგთათვის. აღნიშნული პროგრამით

ტრენინგები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის

რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG) ფინანსური მხარდაჭერით.

ადილობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც მონაწილეობდნენ სასწავლო ცენტრის, პრობაციის

ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, განახლდა სასწავლო პროგრამა და განხორციელდა

ტრენინგ პროგრამები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთათვის.

პროგრამის პილოტური ვერსია შემუშავებულ იქნა NORLAG-ისა და INL-ის პროექტების ფარგლებში

2013 წელს.

სასწავლო ცენტრის ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პატიმრობისა

და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ მოთხოვნათა (ტრენინგებზე/პროგრამებზე)

ანალიზის საფუძველზე, შედგა 2014 წლის კვარტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა. შემუშავდა

თვეებზე გაწერილი სამუშაო გეგმა. ყოველი თვის ბოლოს ხდება მომავალი თვის სამუშაო გეგმის

გადახედვა/კორექტირება ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული

პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება

- მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ - ფარგლებში დამატებით საქმიანობად განისაზღვრა

სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისათვის გზამკვლევის შემუშავება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი

ხუთი ექსპერტის შემადგენლობით. ჯგუფს დაევალა შეემუშავებინა დოკუმენტი სახელწოდებით:

„მენტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში - გზამკვლევი“. ექსპერტებმა სასჯელაღსრულების

მენტორებთან და გერმანელ ექსპერტებთან ერთად საბოლოო კონსულტაციების გზით შეიმუშავეს

გზამკვლევი.

შედგა ტრენერთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კასკადური ტრენინგების „ჯანსაღი გარემოს შექმნა და

დაავადებათა გავრცელების პრევენცია დახურული ტიპის დაწესებულებებში“ შუალედური

შედეგების შეფასების მიზნით. შეხვედრის დროს მოხდა გასული ტრენინგების შეფასება და

შემუშავდა სამომავლო გეგმები.

შეიქმნა შიდა სამუშაო ჯგუფი ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორის, ფსიქოლოგების,

ტრენერების მონაწილეობით, რომელიც მუშაობს ტრენინგის მონაწილეთა და ექსპერტების მიერ

ტრენერების/ტრენინგის შეფასების კრიტერიუმებზე, კითხვარებზე, ექსპერტთა შეფასებების

Page 11: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

11

განხორციელების გეგმაზე. შედგა ოთხი შეხვედრა. შეიცვალა ტრენინგის მონაწილეთა მიერ ტრენერის

შეფასების კითხვარის ფორმა, საპილოტე აპრობაციის შემდგომ მოხდა კითხვარის კორექტირება.

აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა გრძელდება და შემდგომში სასწავლო პროცესების ხარისხის

გაუმჯობესების მიზნით იგეგმება ექსპერტების მიერ ტრენერთა სამეტაპიანი შეფასება.

განხორციელებული/მიმდინარე პროექტები

სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც

დადებითად აისახება როგორც სასწავლო ცენტრის მუშაობის ხარისხზე, ასევე მის ეფექტურობაზე.

სასწავლო ცენტრს აქტიური თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, ამერიკის

საელჩოსთან, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ), გაეროს

ბავშვთა ფონდთან (UNICEF). გარდა დონორების მიერ განხორციელებულ პროექტებში

მონაწილეობისა, სასწავლო ცენტრი ახორციელებს დამოუკიდებელ პროექტებსაც.

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ

დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის

ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“

ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის - ტრენინგის

მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები, ტრენინგი, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია.

პროექტი ითვალისწინებდა გერმანელი ექსპერტის მოწვევას ტრენერად. ბ-ნი გიუნტერ

ჰერცოგი, გერმანელი ექსპერტი, წარუძღვა ტრენინგს მენტორინგის პროგრამის გერმანული

გამოცდილების გაზიარების მიზნით.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტი “არასრულწლოვან

პატიმრებთან მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული

განვითარება” ითვალისწინებს 5 ეტაპიანი ტრენინგის განხორციელებას არასრულწლოვან

პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისათვის. პროექტის

ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერია სხვადასხვა თემაზე: ჯგუფური მუშაობის

მეთოდები; ბულინგი და ბულინგის პრევენცია; არტთერაპია; სასიცოცხლო უნარების

Page 12: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

12

გაუმჯობესება, პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება; ინდივიდუალური

მუშაობის პროექციული და დიაგნოსტიკური მეთოდები.

მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გამო, განხორციელდა მოლაპარაკებები გაეროს ბავშვთა

ფონდთან (UNICEF) საბიუჯეტო ცვლილებების თაობაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები

2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში სასწავლო ცენტრმა ხელი მოაწერა

ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმს:

2014 წლის 14 თებერვალს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს სულხან-საბა

ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს შორის, რომლის მიზანს წარმოადგენს ისეთი

ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც მიმართულია

სამართლებრივი (შედარებითი) კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო

საქმიანობისა და სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანია ასევე, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ფუნქციონირების და ამოცანების შესახებ.

2014 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხელი მოაწერა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შ.პ.ს. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან,

რომლის ფარგლებშიც აქტივობებს განახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სასწავლო ცენტრი; აღნიშნულ უნივერსიტეტებთან დადებული მემორანდუმების მიზანს

წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული

სასწავლო კურსის (სასჯელაღსრულების კლინიკა) ჩამოყალიბება მაგისტრატურის

სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. პრაქტიკული

სასწავლო კურსი განხორციელდება იურიდიული ფაკულტეტის გარეთ, სამინისტროსა და მის

სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში

(საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, პატიმრობისა და

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული

ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, სამინისტროს სამედიცინო

დეპარტამენტში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამინისტროს საგამოძიებო

დეპარტამენტში, ს.ს.ი.პ. პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და პრობაციის თბილისის ბიუროში,

ს.ს.ი.პ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სამინისტროს მუდმივმოქმედ

კომისიასა და ადგილობრივ საბჭოებში). პრაქტიკული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა

განისაზღვრა ერთი აკადემიური სემესტრით.

Page 13: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

13

სასწავლო ცენტრში შედგა N1 სამუშაო შეხვედრა პრობაციის მენტორებთან. შეხვედრის

ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სასწავლო ცენტრსა და

პრობაციის მენტორებს შორის, სულ ხელი მოეწერა მემორანდუმს პრობაციის 10 მენტორთან.

გამოცემები/პუბლიკაციები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური დახმარების პროექტი

- „პრობაციის მენტორინგის სისტემის ჩამოყალიბება“ ითვალისწინებს მენტორებისათვის

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მომზადებას. მომზადდა „მენტორინგის სახელმძღვანელო“

ავტორთა კოლექტივთან ერთად. განხორციელდა წიგნის რედაქტირება, კორექტორება და

სტილისტური გამართვა. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო სამართლებრივი

თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელ

კონფერენციაზე. წიგნი გადაეცათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სერტიფიცირებულ

მენტორებს.

ტრენინგები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის პირველ კვარტალში მოამზადა და

განახორციელა 22 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში

მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 442 მსმენელმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის მეორე კვარტალში მოამზადა და

განახორციელა 32 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ

Page 14: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

14

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში

მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 1101-მა მსმენელმა.

სულ 2014 წლის პირველ-მეორე კვარტალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის

მიერ მომზადდა და განხორციელდა 54 სასწავლო ღონისძიება/ტრენინგი, სხვადასხვა პროგრამის

ფარგლებში. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა სულ 1543-მა მსმენელმა,

კერძოდ: სამინისტროს აპარატის - 20-მა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის - 269,

სასჯელაღსრულების დაწესებულებების - 1050-მა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს - 131-მა,

სასწავლო ცენტრის - 10 თანამშრომელმა და 32-მა ტრენერმა, სხვა უწყებების (საგარეო საქმეთა

სამინისტრო, შსს, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პროკურატურა) 31-მა წარმომადგენელმა.

კერძოდ,

სასჯ

ელაღ

სრუ

ლებ

ისა

და

პრო

ბაც

იი

ს სა

მინი

სტრ

სასჯ

. დეპ

არტ

ამენ

ტი

სასჯ

-ის

დაწ

ესებ

ულ

ებებ

პრო

ბაც

იი

ს ერ

ოვნ

ულ

სამს

ახუ

რი

სხვა

უწყ

ებებ

(შსს

, პ

რო

კურ

ატუ

რა,

ერო

ვნუ

ლი

ექს

ოერ

ტი

ზი

ბი

ურ

ო …

)

სასწ

ავლ

ო ც

ენტ

რი

ტრ

ენერ

ები

(PP

TC

)

20 269 1050 131 31 10 32

სულ 1543

განახლებული და ახალი პროგრამების მიხედვით განხორციელდა შემდეგი ტრენინგები:

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელთა საბაზისო სწავლება - 2 ჯგუფი;

Page 15: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

15

ლიდერობის უნარ-ჩვევები - 2 ჯგუფი - განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების

საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით; მიზნობრივ ჯგუფს სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემის

მაღალი რგოლის თანამშრომლები შეადგენდნენ. მომზადება გაიარა სასჯელაღსრულების

სამინისტროს აპარატის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, პრობაციის სააგენტოსა და

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 30-მა თანამშრომელმა. ტრენინგში ასევე

მონაწილეობდნენ პროკურატურის, შსს კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები. სულ გადამზადდა 40 მონაწილე.

ტრენინგი მიჰყავდა ამერიკელ ექსპერტს მაიკლ სიგალს, ფედერალური მართლმსაჯულების ცენტრის

მთავარი სპეციალისტი.

,,სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის“ სპეციფიკა, საერთაშორისო

ურთიერთობის დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახლადმიღებული

თანამშრომლებისათვის;

პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო დაწესებულებებში - 5 ჯგუფი;

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების თანამშრომელთა საბაზისო სწავლება -

მიმდინარეობს პერმანენტულად (I-II კვარტალში 5 ჯგუფი);

პრობაციის თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამა - 4 ჯგუფი;

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება - 5 ჯგუფი;

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ

მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო სწავლება - 2 ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირის მიერ

დაფინანსებულ პროექტთან - ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის

მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს

საკონსულტაციო კომპანია ,,Hulla & Co. Human Dynamics KG”;

სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში - 2 ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირის

მიერ დაფინანსებულ პროექტთან - ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის

მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს

საკონსულტაციო კომპანია ,,Hulla & Co. Human Dynamics KG”;

ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - 14

ჯგუფი - განხორციელდა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტთან - “ადამიანის

უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში “ თანამშრომლობის ფარგლებში;

პრობაციის სისტემის მენტორთათვის - განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის

ფედერალური დახმარების პროექტთან (S-GE800-13-GR-046) - „პრობაციის მენტორინგის სისტემის

ჩამოყალიბება“- თანამშრომლობის ფარგლებში; გადამზადებულია 17 მონაწილე.

ტრენერთა ტრენინგი ტაქტიკურ მომზადებაში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -

„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (Hulla &

Co. Human Dynamics KG) ფარგლებში განხორციელდა „ტრენერთა ტრენინგი ტაქტიკურ

Page 16: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

16

მომზადებაში“. ირლანდიის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ექსპერტი ჯონ დეივიდ

კორკორანი სპეციალური საშუალებების გამოყენების ირლანდიურ გამოცდილებას უზიარებდა

სასწავლო ცენტრის 15 ტრენერს. სწავლების მიზანს „პატიმრობის კოდექსით” დაშვებული

სპეციალური საშუალებების გამოყენებაში ტრენერების მომზადება წარმოადგენდა ადამიანის

უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გათვალისწინებით. სერტიფიცირებული

ტრენერები აღნიშნული პროგრამის მიხედვით სისტემის თანამშრომლებს გაწვრთნიან.

სასჯელაღსრულების სისტემის მენტორთათვის - საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის

გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“

- ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისათვის. ხუთდღიანი

ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა სასჯელაღსრულების სისტემის 15 მენტორი და სასწავლო

ცენტრის 5 სუპერვაიზერი, რომლებიც მენტორინგის პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებენ

მენტორებთან. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული

„მენტორინგის სახელმძღვანელო“. ტრენინგს სასწავლო ცენტრის ის ექსპერტები უძღვებოდნენ,

რომელთაც „მენტორინგის სახელმძღვანელო“ მოამზადეს. პროექტი ასევე ითვალისწინებდა

გერმანელი ექსპერტის მოწვევას ტრენერად. ბ-ნ გიუნტერ ჰერცოგმა, გერმანელი ექსპერტი, ტრენინგის

მონაწილეებს მენტორინგის პროგრამის გერმანული გამოცდილება გაუზიარა.

ტრენინგი ვოლონტიურ საწყისებზე „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო

სპეციალური სასწავლო პროგრამის“ ფარგლებში - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო

ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის ურთიერთშეთანხმების

საფუძველზე, „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო

პროგრამის“ ფარგლებში პილოტური ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანს სხვადასხვა ქვეყანაში

საქართველოს საკონსულოებში დასანიშნი პირებისათვის სასჯელაღსრულების სისტემის არსისა და

თავისებურებების შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა.

2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის

დონის ამაღლების მიზნით ჩატარდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომელთა

ტრენინგ-სემინარი. სულ სწავლება გაიარა 25-მა ჯგუფმა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სასწავლო

Page 17: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

17

ცენტრის ბაზაზე, ასევე ორგანიზებულ იქნა დასავლეთ საქართველოში ადგილზე ტრენინგების

ჩატარება, მონაწილეთა სამსახურიდან მოწყვეტის გარეშე.

სასჯელაღსრულების სისტემაში არჩევნების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის

სასწავლო ცენტრების ურთიერთშეთანხმებით ჩატარდა ტრენინგ-სემინარი სასჯელაღსრულების

დაწესებულებების დირექტორების მოადგილეებისა და იმ თანამშრომლებისათვის, რომლებსაც

მოუწევდათ საარჩევნო პროცესის ორგანიზება. ტრენინგს ესწრებოდა 35 მონაწილე.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის “არასრულწლოვან პატიმრებთან

მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება” ფარგლებში

ჩატარდა 5 ტრენინგი:

პირველ ეტაპზე ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ჯგუფური მუშაობის მეთოდები“. ტრენინგის

ძირითად მიზანს წარმოადგენდა თანამშრომელთა ჯგუფური მუშაობის ხარისხის

გაუმჯობესება და მსმენელთათვის იმ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რომლებიც ხელს

შეუწყობს მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან/პატიმრებთან ურთიერთობაში.

მონაწილეებმა განიხილეს ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა და თავისებურებები, მონაცემთა

გამოყენების ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოკორექციული ასპექტები. ტრენინგის მანძილზე

გაიმართა თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია. აღნიშნული თემატიკით გადამზადება

გაიარა 17-მა მონაწილემ.

პროექტის მეორე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი თემაზე “ბულინგი და ბულინგის

პრევენცია“. ბულინგი არის ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მიერ თანატოლთა შორის ფიზიკური

ან ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნული პრობლემა კომპლექსურ მიდგომასა და

პრევენციული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს, განსაკუთრებით არასრულწლოვან

პატიმრებში. ტრენინგის გავლის შემდეგ თანამშრომლები, რომლებსაც სასჯელაღსრულების

დაწესებულებებში მსგავს პრობლემებთან შეხება უწევთ, როგორც თეორიული, ასევე

პრაქტიკული კუთხით მომზადებულები იქნებიან მის გადასაჭრელად. ტრენინგზე მიღებული

ცოდნა და შეძენილი უნარები მათ დაეხმარება არასრულწლოვან პატიმართა შორის ბულინგის

შემცირებაში, პრობლემის მოსაგვარებლად მოზრდილთა ეფექტური ჩარევისა და ბულინგის

პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 19-მა

მსმენელმა.

პროექტის მესამე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი „არტთერაპიაში“. მონაწილეობა მიიღო 23-მა

მსმენელმა.

Page 18: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

18

მეოთხე ეტაპზე განხორციელდა ტრენინგი თემაზე: „სასიცოცხლო უნარების გაუმჯობესება,

პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება “. მონაწილეობა მიიღო 23-მა მსმენელმა.

მეხუთე ეტაპის ტრენინგს: „ინდივიდუალური მუშაობის პროექციული და დიაგნოსტიკური

მეთოდები“ დაესწრო 23 მონაწილე.

ჩამოთვლილ ტრენინგთა გარდა ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

ტრენერთა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიასა და ტრენერის უნარ-ჩვევებზე;

სანოტარო სამართალი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

თანამშრომლებისათვის;

ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისათვის;

ტრენერთა ტრენინგი რისკებისა და საჭიროებების შეფასებაზე;

ტრენინგი პატიმარ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ;

Page 19: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

19

გადამზადებულთა სტატისტიკა

შექმნილია 2014 წლის ერთიანი რეესტრები: ტრენინგის მონაწილეთა, ტრენერთა,

ატესტაცია/კონკურსის მონაწილეთა, სადაც სრულადაა შეტანილი ინფორმაცია I-II კვარტალში

ჩატარებული სასწავლო ღონისძიებების/ტრენინგების შესახებ მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით.

განახლებული და ახალი პროგრამების მიხედვით 2014 წლის I – II კვარტალში განხორციელდა

შემდეგი ტრენინგები:

ჩატარებული ტრენინგები, 2014 წელი (1 იანვარი - 1 ივლისი)

N ტრენინგის თემატიკა

ჯგ

უფ

ები

ს რ

აოდ

ენო

ბა

მსმენელთა რაოდენობა

სამი

ნისტ

რო

სასჯ

. დეპ

არტ

ამენ

ტი

სასჯ

-ის

დაწ

ესებ

ულ

ებებ

პრო

ბაც

ია

სასწ

ავლ

ო ც

ენტ

რი

PP

TC ტ

რენ

ერებ

სხვა

უწყ

ებებ

ი(შ

სს, პ

რო

კურ

ატუ

რა,

ერო

ვნუ

ლი

ექს

ოერ

ტი

ზი

ს ბ

იუ

რო

)

ჯამ

1 ,,სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების

საქმიანობის“ სპეციფიკა 1 6 5 11

2 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 2 32 32

3 თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების

თანამშრომელთა მომზადება 2 38 38

4 ლიდერობის უნარჩვევები 2 4 10 6 3 5 19 47

5 პერსონალურ მონაცემთა დაცვა საჯარო

დაწესებულებებში 1 5 16 21

6 საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა მომზადება და

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება 2 1 38 39

7 სწავლების მეთოდოლოგია და ტრენერის უნარ-ჩვევები 1 2 2 1 2 2 9

8 ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 16 5 380 385

9 პრობაციის სისტემის მენტორთათვის 1 13 4 17

Page 20: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

20

10 პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო

პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და

ფსიქოლოგთა საბაზისო მომზადება

2 36 36

11 სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში 1 8 12 20

12 პირველდაწყებითი საბაზისო სწავლება პატიმრობისა და

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების

თანამშრომელთათვის (რეჟიმი) 4 96 96

13 სოციალური მუშაობა სასჯელაღსრულების სისტემაში 1 6 14 20

14

„ჯგუფურიმუშაობის მეთოდები“ (I ეტაპი)

არასრულწლოვან

ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე

სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება

1 16 4 20

15 სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება

სასჯელაღსრულების სისტემაში (იურისტთათვის) 1 16 16

16

ბულინგი. ბულინგის პრევენცია (II ეტაპი)

არასრულწლოვან

ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე

სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება

1 19 4 23

17 ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა

მომზადება გათავისუფლებისათვის 2 39 39

18 ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სასწავლო

პროგრამა 1 2 15 17

19 სასჯელაღსრულების სისტემის მენტორებისთვის 1 15 5 20

20

არტთერაპია (IIIეტაპი)

არასრულწლოვან ბრალდებულებთან

/მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა

და ფსიქოლოგების მომზადება:

1 18 4 22

21

რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის

ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის და

შესაბამისი ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენება

სასჯელაღსრულების სისტემაში

1 4 20 3 27

22 საკანონმდებლო სიახლეები 1 126 319 445

23

ქალი პატიმრების გათავისუფლების შემდგომი

რეფერალი რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის

დაგეგმვის სერვისების მისაღებად სამოქალაქო

სექტორში.

1 5 5

24 ტაქტიკური მომზადება TOT 1 12 3 15

Page 21: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

21

25 პრობაციის თანამშრომელთა პირველდაწყებითი

საბაზისო სასწავლო პროგრამა 1 16 16

26 პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის

დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების

სასწავლო პროგრამა

1 2 33 35

27

,,სასიცოცხლო უნარების გაუმჯობესება,

პროფორიენტაცია და დასაქმებისთვის მომზადება" (IV

ეტაპი) არასრულწლოვან

ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე

სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება:

1 17 2 19

28 ტრენინგი ვოლონტიურ საწყისებზე 1 10 10

29

,,ინდივიდუალური მუშაობის პროექციული და

დიაგნოსტიკური მეთოდები" (V ეტაპი)

არასრულწლოვან

ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე

სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება:

1 18 3 21

30 პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო

პროგრამების სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და

ფსიქოლოგთა საბაზისო მომზადება 1 22 22

ჯამი 54 20 269 1050 131 32 10 31 1543

სულ 1543

Page 22: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

22

გადამზადებულთა რიცხოვნობა

(შედარებითი ანალიზი 2014წ.-2013წ. I-II კვარტალი)

თანამშრომელთა/კანდიდატთა ტესტირება

2014 წლის პირველ კვარტალში შვიდი ტრენინგის ფარგლებში მსმენელებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი

გამოცდა/ტესტირება. ტესტირება გაიარა სულ 130 მსმენელმა. მეორე კვარტალში ჩატარებული

ღონისძიებებიდან ხუთი ღონისძიების ფარგლებში მსმენელებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი

გამოცდა/ტესტირება (ტესტირების ელექტრონული პროგრამა). ტესტირება გაიარა 102-მა მსმენელმა:

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების თანამშრომელთა პირველდაწყებითი

საბაზისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტესტირება გაიარა 73-მა მონაწილემ; ცეცხლსასროლი

იარაღის გამოყენების სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტესტირება გაიარა 17-მა მონაწილემ;

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალურ

მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტესტირება გაიარა 12-მა

მონაწილემ. ტესტირებაში მონაწილეთა (II კვარტალი) 83%-მა გადალახა მინიმალური ქულობრივი

ბარიერი.

Page 23: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

23

სულ პირველ-მეორე კვარტალში ჩატარებული ღონისძიებებიდან თორმეტი ღონისძიების ფარგლებში

მსმენელებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი გამოცდა ტესტირება (ტესტირების ელექტრონული

პროგრამა). ტესტირება გაიარა სულ 232 მსმენელმა: საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა

მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტესტირება

გაიარა 39-მა მონაწილემ; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების

თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტესტირება გაიარა

96-მა მონაწილემ; ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტესტირება

გაიარა 49 მონაწილემ; პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების

სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში

ტესტირება გაიარა 48 მონაწილემ.

ტესტირებაში მონაწილეთა (I-II კვარტალი) საერთო რაოდენობის 90%-მა გადალახა მინიმალური

ქულობრივი ბარიერი.

საბადრაგო სამსახურის

თანამშრომელთა

მომზადება და

ცეცხლსასროლი იარაღის

გამოყენება

პირველდაწყებითი საბაზისო

სწავლება პატიმრობისა და

თავისუფლების აღკვეთის

დაწესებულებების

თანამშრომელთათვის

(რეჟიმი)

ცეცხლსასროლი

იარაღის გამოყენება

პრობაციის ეროვნული

სააგენტოს სარეაბილიტაციო

პროგრამების სამმართველოს

სოციალურ მუშაკთა და

ფსიქოლოგთა საბაზისო

მომზადება

39 96 49 48

სულ 232

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმისა და

უსაფრთხოების განყოფილებების თანამშრომლებს ფსიქოლოგთა გუნდის მიერ ჩაუტარდათ

ტესტირება ფსიქოლოგიური პროფილის შესადგენად (MMPI - მინესოტას მრავალპროფილიანი

პიროვნული კითხვარი), აგრეთვე, Raven-ის IQ ტესტი.

Page 24: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

24

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა განახორციელა სასჯელაღსრულებისა და

პრობაციის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის

ტექნიკური უზრუნველყოფა. კერძოდ, სასწავლო ცენტრში ჩატარდა კონკურსის მეორე ეტაპი -

პროფესიული ტესტირება. აღნიშნული ტესტირება I კვარტალში გაიარა - 116-მა მაძიებელმა, ხოლო II

კვარტალში გაიარა 38-მა მაძიებელმა. სასწავლო ცენტრში ჩატარდა არასაპატიმრო სასჯელთა

აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე

გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი (პროფესიული ტესტირება), რომელიც გაიარა 79

მაძიებელმა.

კონკურსების ფარგლებში სასწავლო ცენტრში, I-II კვარტალში, ტესტირება გაიარა სულ 233-მა

მაძიებელმა.

ტესტები

გადაიხედა/შემოწმდა ნორმატიული აქტების მიხედვით შექმნილი ტესტების ბაზა. მომზადდა და

ჩაიტვირთა ტესტირების ელექტრონულ პროგრამაში ახალი ტესტები ისეთი ნორმატიული აქტების

მიხედვით, როგორიცაა: „პატიმრობის კოდექსი“, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და

პრობაციის შესახებ“, N137 დადგენილება -„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების

სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“,“სისხლის სამართლის

კოდექსი“, კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ .შემოწმდა

და ტესტირების ელექტრონულ პროგრამაში ჩასატვირთად მომზადდა კონკურსების ფარგლებში

ჩატარებული პროფესიული ტესტირებებეისათვის განკუთვნილი ტესტები.

სამუშაო შეხვედრები და სასწავლო/სამუშაო ვიზიტები

ა. სამუშაო შეხვედრები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში შედგა სახელმწიფო სექტორში

არსებული სასწავლო ცენტრების/აკადემიების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც

ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი, საქართველოს განათლებისა

და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული

ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს

აკადემია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს აკადემია, საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების

ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიუროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტი, ვ.

ხუხუნეიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული

მოწყობის რეფორმის ცენტრი, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის

ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრი.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ზრდასრულთა სწავლების სტანდარტები, სწავლების

ხარისხის მართვისა და შეფასების მეთოდოლოგია. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო

თანამშრომლობის გეგმები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო

სექტორში არსებული სასწავლო ცენტრების/აკადემიების წარმომადგენელთა მაისის თვის

შეხვედრაში. შეხვედრის ფარგლებში მოხდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება

Page 25: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

25

ტრენინგის ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებით. ასევე, დაიგეგმა მომავალი

თანამშრომლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და საგარეო

საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის.

შედგა შეხვედრა-კონსულტაცია პროგრამისტების ჯგუფთან, ტესტირების ელექტრონული

პროგრამის ოპტიმიზაციის მიზნით. შემუშავდა ეტაპობრივი ცვლილებების გეგმა.

გაიმართა შეხვედრა შვედეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ოფიცერთან პეტერ

კაამანთან. შეხვედრის მიზანი იყო SIDA-თან სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

აღნიშნულ ორგანიზაციასთან მუშაობის წარამტებული გამოცდილება უკვე აქვს სასწავლო

ცენტრს.

გაიმართა შეხვედრა პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებთან, რომლებთანაც განხილულ

იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები.

შედგა შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და აშშ–ს საელჩოს

INL–ის თბილისის ოფისის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა

სასწავლო ცენტრსა და INL–ს შორის თანამშრომლობის დეტალები და ის სავარაუდო

პროექტები, რომლებიც ცენტრის მიერ INL–ის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით

განხორციელდება 2014-2015 წლებში, როგორც სასწავლო პროცესის გაუმჯობესების, ასევე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების პერსონალის მომზადებისა და

გადამზადების მიმართულებით.

შეიქმნა სამუშო ჯგუფი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული

სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. მომზადდა სარეაბილიტაციო პროგრამების

სამმართველოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა საბაზისო სასწავლო პროგრამა.

შედგა სამუშაო შეხვედრები სუიციდის პრევენციის პროგრამის განვითარებასთან

დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროს, სამედიცინო დეპარტამენტის,

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, სასწავლო

ცენტრის წარმომადგენლები, ევროსაბჭოს ექსპერტები. პროგრამის მიზანია პენიტენციურ

სისტემაში პატიმართა შორის სუიციდის მცდელობების და სუიციდით გამოწვეული

სიკვდილიანობის შემცირება: თვითმკვლელობის რისკის მქონე პირთა დროული აღმოჩენა,

მათთვის სათანადო ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული და სოციალური დახმარების

მობილიზება და იმ პირთა დახმარება, რომლებსაც სუიციდის მცდელობა უკვე ჰქონდათ.

შეხვედრები აგრეთვე მიზნად ისახავდა ეფექტური სასწავლო პროგრამის შემუშვებას,

რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სუიციდის პრევენციის პროგრამის მიზნების

განხორციელებას. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

Page 26: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

26

ორგანიზაცია ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) აღმასრულებელი დირექტორი, ალისონ

ჰანა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეწვია სასწავლო ცენტრს. ცენტრში ვიზიტის დროს

მხარეებმა მიმოიხილეს ცენტრში მიმდინარე სასწავლო პროცესი და ისაუბრეს სამომავლო

ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე. ვიზიტის ბოლოს PRI-ს აღმასრულებელმა

დირექტორმა დაათვალიერა სასწავლო ცენტრის განახლებული ინფრასტრუქტურა.

ბ. სასწავლო/სამუშაო ვიზიტები

სასწავლო ცენტრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისა და საერთაშორისო პრაქტიკის

გაზიარების მიზნით მნიშვნელოვანია ცენტრის წარმომადგენელთა და ტრენერთა ვიზიტები

სხვადასხვა წარმატებულ ქვეყანაში.

მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა

ინსტიტუტის პროექტების მენეჯერის - ემა მელანდერის სასწავლო ცენტრში ვიზიტთან

დაკავშირებით. ვიზიტის მიზანია რაულ ვალენბერგის ინსტიტუტსა და სასწავლო ცენტრს შორის

თანამშრომლობის დაწყება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სიდას ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება.

მომზადდა და განხორციელდა სასწავლო ცენტრის დირექტორის ვიზიტი აშშ-ში, ქ. ჰიუსტონში.

ვიზიტში ცენტრის დირექტორთან ერთად მონაწილეობდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს

უფროსი და მოადგილე, ასევე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი იყო

ამერიკის პრობაციისა და სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლების ასოციაციის (APPA)

Page 27: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

27

მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „2014 წლის ზამთრის სწავლების ინსტიტუტი“

მონაწილეობის მიღება. ვიზიტი აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით განხორციელდა.

მომზადდა და განხორციელდა სასწავლო ცენტრის დირექტორის სამუშაო ვიზიტი პოლონეთის

სასჯელაღსრულების სამსახურის ცენტრალურ სასწავლო ცენტრში. ვიზიტის მიზანს

წარმოადგენდა სასწავლო ცენტრის საქმიანობის გაცნობა და პოლონური გამოცდილების

გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში სასწავლო ცენტრის დირექტორი ასევე გაეცნო პოლონეთის

პენიტენციური სისტემის თავისებურებებს. ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული

“კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან

ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიწვევით განხორციელდა სასწავლო ცენტრის

დირექტორის სასწავლო ვიზიტი აშშ-ს ვისკონსინის შტატში ამერიკული პენიტენციური სისტემის

გამოცდილების გაზიარების მიზნით.

სასწავლო ცენტრის დირექტორმა ბარსელონას იურიდიული სწავლების სასწავლო ცენტრის

მიწვევით მონაწილეობა მიიღო ევროპის პენიტენციური აკადემიების ქსელის (EPTA) მე-7

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც 25-27 ივნისს გაიმართა ესპანეთის ქალაქ

ბარსელონაში. კონფერენციაზე ევროპული ორგანიზაციის წევრმა სასწავლო ცენტრებმა

ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს სწავლების მეთოდოლოგიის, შეფასების სისტემების,

Page 28: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

28

სასწავლო პროგრამების სტრუქტურის და სხვა საკითხებზე. სასწავლო ცენტრის დირექტორი

კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს გააცნო სასწავლო

ცენტრის მიღწევები და ცენტრის წინაშე არსებული გამოწვევები.

კონფერენციები

სასჯელაღსრულების სისტემაში მენტორინგის პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით,

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ

დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის

ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ ფარგლებში

გაიმართა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაზე მენტორინგის სამუშაო

ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა, და პროექტის ფარგლებში

ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. კონფერენციაზე ასევე

წარმოდგენილი იქნა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული

„მენტორინგის სახელმძღვანელო“. კონფერენციას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულების

სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო

სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ), სხვა დონორი, საერთაშორისო და

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Page 29: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში 2014 წელი. I-II კვარტალი

29

პროექტის წინადადებები

აშშ საელჩო - მომზადდა და აშშ-ს საელჩოს წარედგინა საპროექტო წინადადება 5 კომპონენტის

დაფინანსების შესახებ. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას. ამასთანავე,

საოფისე ტექნიკისა და სპეციალური საშუალებების შეძენის შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება

ტაქტიკური მომზადების ტრენინგის მიზნებისათვის.

პრობაციის სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისათვის

ტრენინგების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადება მომზადდა და წარედგინა დონორს -

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა

საქართველოში“ (Hulla & Co. Human Dynamics KG). დონორის კონტრიბუციით მიმდინარეობს

ტრენინგების განხორციელება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემოთავაზების საფუძველზე, მომზადდა

„სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარების პროექტის“ კონცეფცია, რომელიც წარედგინა

სამინისტროს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შემდგომი მოლაპარაკების მიზნით. კონცეფცია

ითვალისწინებს 6 ტრენინგის განხორციელებას.

სასჯელის აღსრულების კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა პროექტის

წინადადება „სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ტრენინიგ-

საჭიროებების კვლევა“. საპროექტო წინადადება წარედგინა კვლევითი ცენტრის საბჭოს შემდგომი

დახვეწის მიზნით.

სამომავლო გეგმები

2014 წლის 4 აგვისტოდან დაგეგმილია გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის განხორციელება,

რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები უკვე განხორციელდა სასჯელაღსრულების

დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და შეთანხმების თანახმად დადგენილ ვადაში მუშაობას

დაიწყებს სასწავლო ცენტრის ისტორიაში პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა.

მონაწილეები პრაქტიკულ სასწავლო პროცესს გაივლიან ცენტრის მიერ მომზადებული მენტორების

ხელმძღვანელობით.

სასჯელაღსრულების სიტემასთან კოორდინაციით ცვლილებები იქნა შეტანილი პირველად

საბაზისო პროგრამასა და პროფესიული გადამზადების პროგრამებში, რომლის მიხედვითაც

დაიწყება მონაწილეთა გადამზადება რამოდენიმე ჯგუფისთვის პარალელურ რეჟიმში.

ცენტრი ამზადებს კანონქვემდებარე აქტში ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა

განისაზღვროს პროფესიული გადამზადების პერიოდულობა.

მიმდინარეობს მუშაობა 2014 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო და ტრენინგ-

პროგრამების დაგეგმვის მიზნით, როგორც სასჯელაღსრულების ასევე პრობაციის მიმართულებით.

ცენტრი ასევე ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან

სამუშაო შეხვედრებს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.