პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა...

58
სამოქალაქო განვითარების სააგენტო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში“ ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი 2013 წელი

Transcript of პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა...

Page 1: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო

ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში“

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს

შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი

2013 წელი

Page 2: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

1

წინასიტყვაობა

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და

საჭიროებებების ანალიზი მომზადდა პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების

რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების

თემებში“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს

ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის საბოლოო მიზანია–სამოქალაქო საზოგადოების

როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების

განხორციელების ხელშეწყობის კუთხით, ხოლო სპეციფიური მიზანია-კანონთან

კონფლიქტში მყოფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების

პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების გზით ადგილობრივ თემში

რეინტეგრაცია. დასახული მიზნების მიღწევა ხელს შეუწყობს პირობითი მსჯავრის მქონე

არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტერგაციას, საზოგადოების ცნობიერების დონის

ამაღლებასა და სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მიერ არასრულწლოვნებისათვის,

მიწოდებული მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდას. სწორედ ამ

უკანასკნელის უზრუნველყოფის მიზნით, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონში

განხორციელებულ იქნა პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების კვლევა,

რომელიც არსებული მდგომარეობის შეფასებისა და სფეროს განვითარებისთვის

მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შეთავაზების საშუალებას იძლევა.

პროექტის სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ პირს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და

მცირედი წვლილი მაინც შეიტანა საჭიროებათა ანალიზის განხორციელებაში, რადგან მათ

გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კვლევის ჩატარება.

ავტორი: ნინო დემეტრაშვილი, სოციალური მუშაობის მაგისტრი.

კვლევა მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ეროვნული

უმცირესობების თემებში“ ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების

სააგენტო (სიდა). გამოთქმული მოსაზრებები არ ეკუთვნის ევროკავშირს.

Page 3: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

2

შინაარსი

ტერმინოლოგია––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––3

შესავალი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4

თავი I. პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი

1.1 შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის მიზნები––––––––––––––––––––––––––-5

1.2 კვლევის ძირითადი მიგნებები–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––6

1.3 რეკომენდაციები––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––12

1.4 შეჯამება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––17

თავი II. კვლევის აღწერილობა

2.1 კვლევის მეთოდოლოგია––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 17

2.2 კვლევის მეთოდი/ინსტრუმენტი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––18

2.3 კვლევის სამიზნე ჯგუფი და მისი შერჩევა–––––––––––––––––––––––––––––––––––––––19

2.4. საკვლევი საკითხები––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--20

2. 5კვლევის მონაცემების დამუშავება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-20

2.6 კვლევის შეზღუდვები და გამოწვევები–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-20

თავი III. კვლევის შედეგების ანალიზი

3.1 კვლევის შედეგები კითხვარების, ფოკუს ჯგუფისა და ინტერვიუს მიხედვით––––––----21

3.1.1. დემოგრაფიული ინფორმაცია–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-21

3.1.2. მონაწილეთა პროფესიული პროფილი–––––––––––––––––––––––––––––––––––––24

3.1.3. განათლება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––37

3.1.4. დამოკიდებულებები ბენეფიციართა მიმართ–––––––––––––––––––––––––––––-42

3.1.5. ტექნიკურ–ადმინისტრაციული სირთულეები–––––––––––––––––––––––––––––45

თავი IV. დამატებითი ინფორმაცია სფეროს შესახებ

4.1 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა–––––––––––––––––––––––––––––––51

4.2 დღეს არსებული მდგომარეობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 53

4.3 პრობაციის სამსახურის განვითარება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 54

4.4 პრობაცია და არასრულწლოვნები––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––55

დასკვნა––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––57

გამოყენებული ლიტერატურა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––58

Page 4: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

3

ტერმინოლოგია

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა-მოიცავს არასრულწლოვანი პირის მიმართ

გამოყენებულ ყველა სადამსჯელო და სარეაბილიტაციო ღონისძიებას (საერთაშორისო სტანდარტები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში).

არასრულწლოვანი-სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან

გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა

თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი (საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსი).

ბავშვი-ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის

კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას (ბავშვის უფლებათა

კონვენცია).

კანონთან კონფლკიქტში მყოფი ბავშვი-ბავშვი, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია სისსხლის

სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა, ან აღიარებულია კანონდამრღვევებად

(გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგადო კომენტარი #10).

პრობაციის ეროვნული სააგენტო-საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული

დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის

იურიდიული პირი (საქართველოს კანონი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და

პრობაციის შესახებ).

პრობაციის ბიურო-ორგანო, რომელიც აღასრულებს საქართველოს კანონით „არასაპატიმრო სასჯელთა

აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ განსაზღვრულ სამართლებრივ აქტებს (საქართველოს

კანონი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ).

პრობაციის ოფიცერი-პრობაციის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს

საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება (საქართველოს კანონი არასაპატიმრო

სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ).

EU

European Union

ევროკავშირი

CiDA

Civil Development Agency

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

Page 5: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

4

შესავალი

საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა 2008 წლიდან

მიმდინარეობს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში გატარდა ცვლილებები, როგორც

სასჯელაღსრულებით, ისე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების მიმართულებით.

გაიზარდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს როლი დანაშაულის პრევენციისა და

რეციდივის შემცირების კუთხით. 2010 წლიდან დაინერგა განრიდებისა და მედიაციის

პროგრამა, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა დამოკიდებულება არასრულწლოვნათა

მართლმსაჯულების მიმართ.

სფეროს განვითარების ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია განხორციელდეს არსებული სიტუაციის

შეფასება, მიღწევებისა და სირთულეების ანალიზი, რათა მათი გათვალისწინებით

მოახდინოს სააგენტომ შემდგომი წინსვლის უზრუნველყოფა.

სწორედ ამიტომ, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს

შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის მიზანია, მოახდინოს ბიუროში არსებული

სიტუაციის შეფასება, მიღწევების/გამოწვევების გამოკვეთა და თანამშრომელთა

საჭიროებების განსაზღვრა. ანალიზის შედეგად გამოკვეთილ საჭიროებებზე დაყრდნობით კი

მოხდება სააგენტოსათვის რეკომენდაციების შეთავაზება.

წინამდებარე ანალიზი შედგება ოთხი ნაწილისაგან და მოიცავს პრობაციის ბიუროს

შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის მიზნებისა და ძირითადი მიგნებების

აღწერას, კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციას, მიღებული შედეგების დეტალურ

ანალიზსა და დამატებით ინფორმაციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს

შესახებ.

ანალიზის შედეგები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არასაპატიმრო სასჯელთა

აღსრულების სისტემა და ფორმები განვითარების ეტაპზე იმყოფება. განხორციელებულია

რიგი ღონისძიებები, თუმცა კვლავ საყურადღებოა ისეთ ასპექტებზე აქცენტის გადატანა,

როგორიც არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის უზრუნველყოფა,

დამატებითი მომსახურებების შეთავაზება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის და

საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულების აღმოფხვრა.

კვლევის ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ იგი იძლევა საშუალებას ქვემო ქართლისა და

სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროში არსებული სიტუაციის შეფასების, რეკომენდაციების

შეთავაზების, ახალი კვლევითი საკითხების წამოწევისა და ჰიპოთეზების განვითარების.

Page 6: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

5

თავი I. პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი

1.1 შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის მიზნები

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და

საჭიროებების ანალიზის მიზანია, მოახდინოს ბიუროში არსებული სიტუაციის შეფასება,

მიღწევების/სირთულეების გამოკვეთა და თანამშრომელთა საჭიროებების განსაზღვრა.

ამასთან, არამხოლოდ იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომლებსაც

სააგენტო ახორციელებს დასახული მიზნების მისაღწევად, არამედ იმის ანალიზიც, თუ რა

გამოწვევების წინაშე დგას პრობაციის ბიურო აღნიშნულ რეგიონებში.

ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი ცდილობს შეისწავლოს პრობაციის

ოფიცერთა პროფესიული ცნობიერების დონე, სფეროს განვითარების მათეული ხედვა,

სირთულეები, რომლის წინაშეც დგანან და ამ სირთულეების დაძლევის სტრატეგია. ბიუროს

უფროსების მხრიდან კი საინტერესოა, იმის გაგება, თუ როგორ აფასებენ ბიუროს მუშაობას,

თანამშრომელთა საჭიროებებს, სირთულეებს და როგორი სამომავლო ხედვა აქვთ.

საჭიროებათა ანალიზის განხორციელება ორივე დონეზე საშუალებას გვაძლევს უკეთ

მოვახდინოთ არსებული სიტუაციის შეფასება, გამოვკვეთოთ შეხედულებები, რომლებიც

საერთოა უფროსებსა და ოფიცრებს შორის და დავადგინოთ განსხვავებები.

პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნებთან განხორციელებული საჭიროებათა

ანალიზის მიზანს კი წარმოადგენს, მათი მოსაზრებების დადგენა რეგიონში არსებულ

მომსახურებებთან დაკავშირებით და ინტერესეთა სფეროს გამოკვეთა, რათა მომსახურების

მიწოდება სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის მიერ მოხდეს გამოკვეთილი

საჭიროებების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ საფუძველი გახდება

არასრულწლოვანთა გაზრდილი ინტერესისა მიიღონ მონაწილეობა შეთავაზებულ

აქტივობებში.

საჭიროებათა ანალიზის მიზნების მისაღწევად მომზადდა მეთოდოლოგია, რომლის

დახმარებითაც განხორციელდა კვლევა 3 დონეზე: 1. პრობაციის ოფიცრები; 2. რეგიონული

ბიუროს უფროსები; 3. პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნები. პრობაციის ბიუროს

ოფიცრებისა და არასრულწლოვნების შემთხვევაში გამოყენებულ იქნა კითხვარისა და ფოკუს

ჯგუფის მეთოდი, ხოლო პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელებთან განხორციელდა პირისპირ

ინტერვიუ.

Page 7: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

6

კვლევაში მონაწილეობა სულ 59 რესპონდენტმა მიიღო. აქედან 20–ს წარმოადგენენ

პრობაციის ბიუროს ოფიცრები, 1 სოციალური მუშაკია, 2 ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო

დანარჩენი 36 პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანი. შეხვედრებში მონაწილეობა

მიიღეს 12 რაიონული ერთეულის და ერთი თვითმართველი ქალაქის წარმოადგენლებმა.

კვლევის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე სულ განხცორციელდა 10 შეხვედრა: 3

პრობაციის ოფიცრებთან, 2 ბიუროს ხელმძღვანელებთან და 5 პირობითი მსჯავრის მქონე

არასრულწლოვნებთან.

1.2 კვლევის ძირითადი მიგნებები

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და

საჭიროებების ანალიზის ძირითადი მიგნებები წარმოდგენილი იქნება ორი მიმართულებით,

კითხვარების, ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფის შედეგებზე დაყრდნობით.

1.2.1 პრობაციის ოფიცერთა პროფესიული პროფილი

ანალიზის შედეგად დგინდება, რომ პრობაციის ოფიცერთათვის სამსახურში დასაქმების

მთავარ მოტივს წარმოადგენდა საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის სურვილი და

ინტერესი სფეროს მიმართ. თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი (95%) კმაყოფილია მისი

საქმიანობით და დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ შეუძლია პოზიტიური გავლენის

მოხდენა კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანის ცხოვრებაზე.

მიუხედავად სამსახურეობრივი კმაყოფილებისა, პრობაციის სამსახურის მიზნები

განსხვავებულად არის გააზრებული თანამშრომელთა მიერ. მათი ერთი ნაწილი ყურადღებას

ამახვილებს პრობაციის სამსახურის ისეთ მანდატზე, როგორიცაა კონტროლის

განხორციელება, ხოლო მეორე ნაწილისთვის უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულის პრევენცია

და მსჯავრდებულის რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა. თუმცა,

ზუსტად ამ საკითხთან მიმართებით, აქვთ განცდა იმისა, რომ მიზნები მხოლოდ

ფორმალობაა და რეალურად ძალიან მცირედი კეთდება მსჯავრდებულთა

რეაბილიტაციისათვის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ოფიცრები ამას ორ მიზეზს

უკავშირებენ: ერთი, რომ მათ არ აქვთ არანაირი ბერკეტი(სერვისი) იმისა, რომ ემსახურონ

დასახულ მიზნებს და მეორე, ხელმძღვანელობის მხრიდან არის ნაკლები დაინტერესება

მოახდინონ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის ინტეგრაცია საზოგადოებაში. ანალიზის

Page 8: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

7

შედეგად ირკვევა ისიც, რომ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისათვის განხორციელებული

ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ხორციელდება და პრობაციის

სააგენტოს როლი მინიმალურია ამ პროცესში.

სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის კუთხით

გამოიკვეთა ისიც, რომ პრობაციის ოფიცრებს ძალიან მცირედი შეხება აქვთ არასამთავრობო

ორგანიზაციებთან და პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან

რგოლად ისეთ სამართალდამცავ ორგანოებს ხედავენ, როგორიცაა პროკურატურა და

სასამართლო. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ერთი მხრივ, მათი მხრიდან სამსახურის

მიზნების განსხვავებულად აღქმას და მეორე მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ არასამთავრობო

ორგანიზაციებიც ნაკლებად არიან დაინტერესებული მართლმსაჯულების სფეროთი.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პრობაციის ოფიცრები უარყოფითად აფასებენ საზოგადოების

ცნობიერების დაბალ დონეს მართლმსაჯულების საკითხების შესახებ და ამას მედიის

უფუნქციობას უკავშირებენ. ოფიცერთა აზრით, მედიის მხრიდან მხოლოდ ისეთი

პროცესების გაშუქება ხდება, როგორიცაა მაგალითად, ამნისტია და საზოგადოება საერთოდ

არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა არის პრობაციის სამსახური და რა მიზნებს

ემსახურება ის. ასევე მონაწილეები თვლიან, რომ მედია ხშირ შემთხვევაში აღრმავებს

უთანასწორობას საზოგადოების წევრებს შორის და ხელს უწყობს დანაშაულის ჩამდენ პირთა

საზოგადოებიდან გარიყვას, განსაკუთრებით არასრუწლოვნების შემთხვევაში, რადგან

ყოველთვის აპელირებს დანაშაულზე და არა მის გამომწვევ გარემოებებზე. ოფიცრები

ფიქრობენ, რომ აუცილებელია გაიზარდოს მედიის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის

ხარისხი პრობაციის სამსახურის დანიშნულების, მართლმსაჯულებისა და

არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქების სტანდარტების კუთხით.

1.2.2 პრობაციის ბიუროში არსებული სირთულეები

კვლევის მონაწილეებს კითხვარებისა და ფოკუს ჯგუფის მეთოდის გამოყენებით მიეცათ

საშუალება დაეფიქსირებინათ მოსაზრებები იმ სირთულეების შესახებ, რომელიც იკვეთება

დღეს პრობაციის ბიუროებში. მიღებული მონაცემების ანალიზი გამოკვეთილი

სირთულეების დაჯგუფების საშუალებას იძლევა.

ყველაზე მნიშვნელოვან სირთულედ პრობაციის ოფიცერთა უმრავლესობა ასახელებდა

სფეროში სერვისების ნაკლებობას, როგორც თვითონ სააგენტოს მხრიდან, ისე

არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებულს. რასაც კვლავ მივყავართ იმ გარემოებამდე,

Page 9: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

8

რომ სათანადოდ ვერ ხორციელდება მსჯავრდებულის დაკავშირება სხვადასხვა მისთვის

მნიშვნელოვან სერვისთან, რაც ხელს შეუწყობდა რეაბილიტაციის პროცესს. სერვისების

ნაკლებობა მოქმედებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის აღსრულებაზეც, რადგან

როგორც ოფიცრებმა აღნიშნეს, ერთადერთი სადაც მსჯავრდებულის მიყვანა შეუძლიათ არის

დასუფთავების სამსახური, რაც ხელს კი არ უწყობს მათ რესოციალიზაციას, პირიქით უფრო

მეტად გარიყულს ხდის საზოგადოებიდან.

მნიშვნელოვან სირთულეთა შორის დასახელდა ისეთი საკითხიც, როგორიც არის კანონთან

კონფლიქტში მყოფ პირთა განათლება და სახელმწიფო ენის არ ცოდნა. ეს განსაკუთრებით

აქტუალურია იმ ოფიცრებისათვის, რომლებიც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობით

დასახლებულ თემებში ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. თარჯიმნის არ არსებობა

და ჯანსაღი კომუნიკაციის შესაძლებლობებების ნაკლებობა, ასუსტებს პრობაციის

სამსახურის როლს ასეთ მუნიციპალურ ერთეულებში და ერთადერთი ფუნქცია, რაც

პრობაციის სამსახურს ამ შემთხვევაში რჩება, არის ანაბეჭდის აღება, რადგან რეალურად

შეუძლებელია ენის ბარიერის არსებობის შემთხვევაში სხვა რაიმე ღონისძიების

განხორციელება. იკვეთება რესოციალიზაციის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების

როლის ნაკლებობა და მოტივაცია.

საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების არსებობას უსვამენ ხაზს

ოფიცრები და ფიქრობენ, რომ საზოგადოებისათვის ყველა ნასამართლევი პირი დამნაშავეა.

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის დანაშაული ჩაიდინა, სრულწლოვანია თუ

არასრულწლოვანი, დამოკიდებულება ყველას მიმართ ერთნაირად უარყოფითია.

სირთულედ ასახელებენ იმასაც, რომ აქვთ ნაკლები შესაძლებლობა იცნობდნენ

მსჯავრდებულის ოჯახს, მის სოციალურ გარემოს, რაც ამცირებს იმის ალბათობას, რომ

ინდივიდის რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია სათანადოდ მიმდინარეობს.

ოფიცერთა აზრით, გაუმართავია მსჯავრდებულთა დასჯა–წახალისების მეთოდები და

სააგენტო ყველას ერთნაირად უდგება. არ ხდება ისეთი მსჯავრდებულების წახალისება,

რომლებიც თანამშრომლობენ პრობაციის ბიუროსთან, არიან მოტივირებულნი და სურთ

ცვლილების განხორციელება ცხოვრებაში.

გაუმართავი კომუნიკაცია სააგენტოსთან– როგორც ოფიცრები საუბრობენ ან არ ხდება ან

ძალიან გვიან ხდება პრობაციის ოფიცრების ინფორმირება სააგენტოში

მიმდინარე/განხორციელებული ცვლილებების შესახებ. პრობაციის ოფიცრები არ არიან

ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ბიუროკრატიული სქემების არსებობა კი,

Page 10: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

9

შეუძლებელს ხდის ადგილზე მსჯავრდებულთან დაკავშირებული ელემენტარული

გადაწყვეტილების მიღებასაც კი.

სირთულედ დასახელდა საკანონმდებლო ბაზის გაუმართაობაც, რაც ძირითადად 3 სახის

პრობლემას წარმოშობს. 1. ოფიცერთა მიერ ხორციელდება რისკებისა და საჭიროებების

შეფასება, თუმცა შემდეგ სერვისების არ არსებობის გამო ვერ ხდება გამოკვეთილი

საჭიროებების დაკმაყოფილება. 2. პირობითი მსჯავრის მქონე პირს არ აქვს უფლება წავიდეს

ჯარში. ეს ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჯარში წასვლის სურვილის არ მქონე პირების მიერ

მცირედი დანაშაულის ჩადენის წახალისებას და მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც

თავის მომავალს ჯარს უკავშირებდნენ უკარგავს ყოველგვარ შანსს იმსახურონ სახელმწიფოს

სამსახურში. 3. დასჯა/წახალისების მეთოდები: აღნიშნულს კანონი ითვალისწინებს, თუმცა

პრაქტიკაში არ ხდება შეღავათების დაწესება მათთვის, ვინც თანამშრომლობს პრობაციის

ბიუროსთან და მზად არის პოზიტიურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

1.2.3 განათლება

პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა განათლების კუთხით საყურადღებოა ის გარემოება,

რომ ოფიცერთა ნაწილს არ აქვს გავლილი კურსი არასრულწლოვნებთან მუშაობის

მეთოდების შესახებ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი მუშაობის ხარისხს ამ ჯგუფთან.

ამავდროულად კვლევის მონაწილეები ხაზს უსვამენ ტრენინგების აქტუალობას და

მოტივირებულნი არიან მიიღონ ყოველგვარი დამატებითი ინფორმაცია სამსახურთან

დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. მათ უმრავლესობას სურს ტრენინგის გავლა

ისეთ თემებზე, როგორიცაა სამართლებრივი საკითხები, არასრულწლოვნებთან მუშაობის

სპეციფიკა, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობის სტანდარტები და

გაიუმჯობესონ პიროვნული უნარები ისეთ ასპექტებში დატრენინგებით, როგორიცაა

მედიაცია, სტრესის, კონფლიქტის მართვა, ნდობის მოპოვების ტექნიკები და სხვა.

ჩემოთვლილს ემატება ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიცაა მუშაობა ბაზაზე,

კომპიუტერული პროგრამები და პროექტის წერის ტექნიკები. მონაწილეები ფიქრობენ, რომ

ტრენინგების საშუალებით მიღებული ცოდნა დაეხმარებათ დაკისრებული მოვალეობების

უკეთ შესრულებაში და აამაღლებს მათ პროფესიონალიზმს.

Page 11: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

10

1.2.4 . ბენეფიციართა მიმართ დამოკიდებულება

ბენეფიციართა მიმართ დამოკიდებულებების კუთხით, ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ

პრობაციის ოფიცრები იაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც კანონთან კონფქლიქტში

მყოფი პირები დგანან. ოფიცერთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ უმთავრესი პრობლემა,

რაც მსჯავრდებულებს ექმნებათ არის დასაქმების სირთულე, ან თუ დასაქმებულია ადგილის

შენარჩუნება, რაზეც გავლენას ახდენს არამხოლოდ „ნასამართლევის“ სტატუსის ქონა,

არამედ პრობაციაში გამოცხადების გრაფიკის მოუქნელობა. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად

დაასახელეს საზოგადოების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ უნდობლობა, ეკონომიკური

სირთულეები და სხვა.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ისეთი სტანდარტების ყოველთვის დაცვა, როგორიცაა

კონფიდენციალობა, არაგანსჯითი მიდგომა, ობიექტური დამოკიდებულება, მოვალეობის

შესრულების პროცესში საერთაშორისო სტანრდარტებით ხელმძღვანელობა ყველა

ოფიცრისათვის არ არის ერთნაირად მნიშვნელოვანი. რაც ადასტურებს, აღნიშნული

საკითხების შესახებ მათი მეტად ინფორმირების აუცილებლობას.

1.2.5 ტექნიკურ–ადმინისტრაციული სირთულეები

ტექნიკურ–ადმინისტრაციული სირთულეების მიმართ ყველაზე მეტად საყურადღებოა ის

ფაქტი, რომ ყველა ოფიცერი არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი აუცილებელი საოფისე

ტექნიკით და მოვალეობის შესრულებისათვის მნიშვნელოვანი ინვენტარით. ასევე მათ

ნაწილს არ აქვს მუშაობისათვის გამოყოფილი ინდივიდუალური ფართი და პრობაციონერის

მიღება უწევს საერთო ოთახში, რაც ეჭვქვეშ აყენებს კონფიდენციალობის დაცვის საკითხს,

როგორც თანამშრომლებს შორის, ისე ბიუროში შემომავალი სხვა მსჯავრდებულების

მხრიდან.

აღსანიშნავია, ისიც, რომ პრობაციის ოფიცერთა უმრავლესობა მხოლოდ ნაწილობრივ

სარგებლობს, ან საერთოდ ვერ სარგებლობს კუთვნილი შვებულებითა და ბიულეტენის

პირობებით. მათი აზრით, ეს უარყოფითად აისახება მათ პროდუქტიულობასა და

განხორციელებული საქმიანობის ხარისხზე. თანამშრომელთა ნაწილს ასევე უწევს სამუშაო

საათების შემდეგ მუშაობაც, თუმცა სააგენტოს მიერ არ ხდება დამატებით დახარჯული

დროის კომპენსირება. ასევე სამსახურის მიერ არ არის უზრუნველყოფილი თანამშრომელთა

დაზღვევა.

Page 12: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

11

რაც შეეხება პრობაციის ოფიცრების შესაძლებლობას მოახდინონ თვითადვოკატობა,

მონაწილეები ფიქრობენ, რომ არსებული სირთულეების დაძლევის მიზნით მიმართვის

განხორციელებას ზემდგომი პირებისადმი არ აქვს აზრი, რადგან შესაბამისი რეაგირების

ალბათობა მინიმალურია.

1.3 პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანები

არასრულწლოვნებთან მიმართებით მატად საინტერესოა ის ფაქტი, რომ კანონთან

კონფლიქტში მყოფი ბავშვები საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას აცნობიერებენ

და განიცდიან იმ გარემოებას, რომ მათ „სხვანაირად“ უყურებენ. კვლევის მონაწილე

არასრულწლოვანთა 73%–მა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეიცვალა მათი

ცხოვრება. 32% მიუთითებს, რომ ნასამართლეობამდე უფრო მეტი მეგობარი ჰყავდა, ვიდრე

ამჟამად. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების დისკრიმინაციულ

დამოკიდებულებას და ცოდნის დაბალ დონეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების

საკითხების შესახებ.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა ტრენინგის საჭიროებებს, ანალიზის შედეგად გამოიკვეთა,

რომ მონაწილეთა მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას აქვს/ჰქონია შეხება არასამთავრობო

ორგანიზაციებთან, რაც ჯგუფის მიმართ სამოქალაქო სექტორის ნაკლებ ინტერესს,

სერვისების ნაკლებობასა და მოზარდთა მოტივაციის სიმწირეზე მიუთითებს. მონაწილეებს

მიეცათ იმ საკითხების დაფიქსირების საშუალებაც, რომლის შესახებაც ისურვებდნენ

ტრენინგის გავლას. მათმა დიდმა ნაწილმა დაასახელსა ისეთი თემები, როგორიცაა

ცხოვრების ჯანსაღი წესი, ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება, ცხვორების მიზნები მისი

ეფექტურად დაგეგმვა, კომუნიკაციის ტექნიკები, განათლება და რესურსები და სხვა.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ამჟამად ახორციელებენ, ან გეგმავენ

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის მომსახურების მიწოდებას, უნდა

გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ მოზარდთა ერთ ნაწილს უფრო მეტად აინტერესებს

გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ხოლო მეორე ნაწილს

საგანმანათლებლო, გარემოს დაცვით ღონისძიენებში და აღნიშნულის გათვალისწინებით

დაგეგმონ შემდგომი აქტივობები.

Page 13: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

12

1.4 რეკომენდაციები

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების

ანალიზის შედეგად შემოთავაზებული რეკომენდაციები წარმოდგენილი იქნება 3

მიმართულებით. პრობაციის ბიუროს ოფიცრების, ბიუროს ხელმძღვანელებისა და

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს რეკომენდაციებად.

პრობაციის ოფიცერთა რეკომენდაციები:

პრობაციის ოფიცერთა მიერ სააგენტოსა და სფეროს განვითარებით დაინტერესებულ

მხარეთათვის შემოთავაზებული რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებით დაჯგუფების

საშუალებას იძლევა:

თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით განსახორციელებელი

ღონისძიებები: კვლევის მონაწილეები მნიშვნელოვნად ასახელებენ ისეთი საკითხების

შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, როგორიც არის

„კრიმინალთან მუშაობის სფეციფიკა“, სოციუმში არსებული რესურსების მოპოვება და

გამოყენება, პროექტის წერისა და განხორციელების ტექნიკების სწავლება, სოციალური

მუშაობის დანიშნულების გააზრება და მიდგომების სწავლება, რათა ხელი შეეწყოს

სტერეოტიპული დამოკიდებულებების ცვლილებას დანაშაულის/დამნაშავის მიმართ და

არსებული დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრას.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხის ზრდის

ხელშეწყობა: პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა აზრით, არასრულწლოვნებთან

მუშაობის ტექნიკებისა დ მიდგომების, ასევე სოციალური მუშაობის არსისა და

დანიშნულების შესახებ, მნიშვნელოვანია ისეთი სამართალდამცავი ორგანოების

წარმომადგენლების ინფორმირება, როგორიცაა პროკურატურა და სასამართლო, რათა

უზრუნველყოფილ იქნას მათ მიერ მიწოდებული მომსახურების ეფექტურობა.

ტექნიკური საკითხების მოგვარება: ოფიცერთა აზრით, მათ მიერ სამსახურეობრივი

მოვალეობის უკეთ შესრულებისათვის მნიშვნელოვანია დაძლეულ იქნას ისეთი

ტექნიკური პრობლემები, როგორიცაა მუშაობისათვის საჭირო ინვენტარით

თანამშრომელთა უზრუნველყოფა, ელექტრონული ბაზის გამართვა, მუშაობისთვის

აუცილებელი ინდივიდუალური სივრცის გამოყოფა, თანამშრომელთა რაოდენობის

გაზრდა და მათზე საქმეების დელეგირება.

Page 14: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

13

რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის განხორციელების ხელშეწყობა:

პრობაციის ოფიცრები მიუთითებენ რესოციალიზაციის პროცესისათვის ფუნდამენტური

მომსახურებების არსებობის აუცილებლობაზე. სერვისების შექმნის პროცესში

მნიშვნელოვან პარტნიორად ხედავენ სხვადასხვა სახელმწიფო (პროფესიული

სასწავლებელი, სოციალური მომსახურების სააგენტო და ა.შ) უწყებებსა და

არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა სფეროთი დაინტერესებაც მთავარ ამოცანად

მიაჩნიათ. ასევე ხაზს უსვამენ რესოციალიზაციის პროცესში სოციალური გარემოს

(ოჯახი, მეგობრები, სკოლა) და პრობაციის ოფიცრის როლის გაზრდის აუცილებლობას.

მნიშვნელოვნად მიაჩნიათ პრობაციის ადგილობრივ ბიუროებში სოციალური მუშაკის

ინსტიტუტის დანერგვა, რაც მათი აზრით, გაადვილებს მსჯავრდებულთა

რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესს. ასევე გაჟღერებულ იქნა ისეთი

ინიციატივაც, როგორიცაა ადგილობრივი ფონდის შექმნა, რომელსაც პრობაციის

ოფიცრები ბიუროს ხელმძღვანელთან შეთანხმებით გამოიყენებდნენ ინდივიდუალური

შემთხვევების დასაფინანსებლად (მაგალითად, სამედიცინო მომსახურების მიწოდება

ბენეფიციარისათვის, რეკრეაციულ, საგანმანათლებლო წრეებში არასრულწლოვანის

ჩართვა და სხვა).

ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება: კვლევის მონაწილეთა აზრით,

მნიშვნელოვანია სააგენტომ კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების

შექმნის პროცესში გაითვალისწინოს პრობაციის ოფიცერთა მოსაზრებები, რათა

განხორციელებული ცვლილებები შეესაბამებოდეს მათ პრაქტიკულ საქმიანობას. ასევე

დროულად მოახდინოს თანამშრომელთა ინფორმირება მიმდინარე ცვლილებების

შესახებ, რათა თანამშრომლებს დაჩქარებულ რეჟიმში არ მოუწუოთ დაკისრებული

მოვალეობების შესრულება.

ბიუროს ხელმძღვანელთა რეკომენდაციები

ბიუროს ხელმძღვანელთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები ასევე აქცენტირდება

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის აუცილებლობაზე და ისეთი

მიდგომების გამოყენებაზე, როგორიც არის სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა,

მსჯავრდებულთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, მათი სამოქალაქო

ცნობიერების დონის ამაღლება, პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარება,

პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. ასევე, ბიუროს ხელმძღვანელთა

აზრით, პრობაციის სამსახური უნდა დაეხმაროს მსჯავრდებულებს მოახდინონ დანაშაულის

Page 15: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

14

გააზრება, აიღონ როგორც სამართლებივი, ისე სოციალური პასუხისმგებლობა მათ მიერ

ჩადენილ დანაშაულზე. მნიშვნელოვნად მიაჩნიათ არასამთავრობო სექტორის როლის

გაზრდა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის პროცესშიც.

სამოქალაქო განვითარები სააგენტოს (სიდა) რეკომენდაციები

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს რეკომენდაციები ემყარება ქვემო ქართლისა და

სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის

შედეგებს და წარმოდგენილი იქნება სამი მიმართულებით: 1. პრობაციის ბიუროს

განვითარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები; 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი

არასრულწლოვნების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები; 3. საზოგადოების

ინფორმირებულობის ხარისხის ზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

პრობაციის ბიუროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:

თანამშრომელთა უზრუნველყოფა ტრენინგებით ისეთი საკითხების შესახებ,

როგორიც არის არასრულწლოვნებთან მუშაობის თანამედროვე მიდგომები

(კონფიდენციალობის დაცვა, არაგანსჯითი მიდგომა, ობიექტური დამოკიდებულება),

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობის სტანდარტები, ნდობის მოპოვების,

სერვისების მოძიებისა და გამოყენების ტექნიკები, მედიაცია და კონფლიქტის

მენეჯმენტი, სტრესის მართვა და სხვა. მნიშვნელოვანია პრობაციის ბიუროს

თანამშრომელთა მეტად ინფორმირება ისეთი პრაქტიკული სამართლებრივი

საკითხების კუთხითაც, როგორიც არის მსჯავრდებულის მხრიდან სააგენტოს მიერ

მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები, პირობითი მსჯავრის ვადების

გამოთვლა, პირადი და საჯარო ინფორმაციის ერთმანეთისგან განცალკევება,

ნასამართლეობის მოხსნისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის საკითხი და სხვა.

ტექნიკური სირთულეების დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია სააგენტომ

უზრუნველყოს თანამშრომლები მუშაობისათვის საჭირო ფართითა და ინვენტარით,

რათა შესაფერის პირობებში წარიმართოს მათი საქმიანობა. სააგენტოს მხრიდან

სასურველია განხორციელდეს ბიუროს თანამშრომელთათვის კუთვნილი

შვებულების პირობების დაცვა და მათ მიერ დამატებით დახარჯული დროის

კომპენსირება. აუცილებელია გაიმართოს დასჯა/წახალისების მეთოდები, რათა

თანამშრომლებს ჰქონდეთ კარიერული წინსვლის საშუალება. ისეთი რეგიონების

Page 16: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

15

შემთხვევაში, რომლებიც ძირითადად დასახლებულია ეთნიკური უმცირესობებით,

პრობაციის ოფიცერსა და მსჯავრდებულს შორის კომუნიკაციის გამართვის მიზნით,

უნდა მოხდეს თარჯიმნის ინსტიტუტის დანერგვა, ან თანამშრომელთათვის ენის

საბაზისო კურსის მიწოდება, რათა ყველა მსჯავრდებულისათვის სათანადო დონეზე

იქნას მიწოდებული მომსახურება პრობაციის ბიუროს მიერ.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა–

რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის განხორციელების მიზნით,

მნიშვნელოვანია სააგენტოს მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას საბაზისო სერვისების

მიწოდება მსჯავრდებულისათვის. სასურველია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის

დანერგვრა, რომლის არსებობაც პრობაციის ბიუროში დიდად შეუწყობს ხელს

სააგენტოს მიერ რეაბილიტაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების

განხორციელებას და მსჯავრდებულთა მიმართ თანამედროვე მიდგომების

გამოყენებასა და სისტემაში მათ დანერგვას. ასევე, უნდა გაიზარდოს პრობაციის

ოფიცრის როლიც მსჯავრდებულის სოციალურ გარემოსთან ურთიერთობის

კუთხითაც, რათა სრულფასოვნად მოხდეს ოფიცერთა მიერ მათზე დაკისრებული

მოვალეობების გააზრება/შესრულება. რესოციალიზაციის პროცესი, არ გულისხმობს

ურთიერთობას მხოლოდ მსჯავრდებულთან, არამედ მთელს მის სოციალურ

გარემოსთან, შესაბამისად ოჯახთან, სამეგობრო წრესთან და ა.შ ურთიერთობის

შესაძლებლობის არ არსებობის ფონზე შეუძლებელია ამ პროცესების ადეკვატურად

წარმართვა. ასევე ნებისმიერი სამართლებრივი და მსჯავრდებულის

რეაბილიტაციისკენ მიმართული ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება

სააგენტოს მხრიდან, უნდა ემყარებოდეს პრაქტიკოსთა (პრობაციის ოფიცერი,

სოციალური მუშაკი, ბიუროს ხელმძღვანელი, ბიუროს სპეციალისტი)

შეხედულებებს, რადგან სწორედ ამ ადამენებს უწევთ ყოველდღიური შეხება

მსჯავრდებულებთან. რეაბილიტაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების

ფორმების განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, სააგენტომ უნდა მოახდინოს

სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების მოტივირება და მობილიზებაც.

საკანონმდებლო ბაზის დახვეწა–პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და

საჭიროებების ანალიზის შედეგები იძლევა კანონმდებლობაში ცვლილებების

განხორციელების შეთავაზების საშუალებას, რადგან, შესაძლოა მართლაც დადგეს

დღის წესრიგში სავალდებული ჯარის მოხდის შეზღუდვის საკითხი. ასევე

სასურველია, რომ კანონში გაწერილი ისეთი პუნქტები, როგორიც არის რისკებისა და

საჭიროებების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების დაკმაყოფილების

Page 17: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

16

უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის ხელშემწყობი

ღონისძიებების განხორციელება არ იყოს მხოლოდ ფორმალობა და რეალურად იქნას

განხორციელებული სააგენტოს მხრიდან.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების კუთხით მნიშვნელოვანია :

არასრულწლოვნებთან მუშაობის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ბიო–ფსიქო–

სოციალური ასპექტების შეფასება კვალიფიციური კადრის მიერ ხორციელდებოდეს

და ყველა არასრულწლოვენს მოიცავდეს. სააგენტოს მხრიდან შეძლებისდაგვარად

უნდა იქნას დაკმაყოფილებული გამოვლენილი საჭიროებები, ან მოხდეს მოზარდისა

და მისი ოჯახის დაკავშირება მათთვის აუცილებელ სერვისებთან.

სასურველია სააგენტომ უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეტად

ინფორმირება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, პრობაციის

სამსახურის მიზნებზე და ერთობლივი ძალებით იქნას წარმართული

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესი.

არასრულწლოვნებთან მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების

ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი გააქტიურება რეაბილიტაციის პროცესის

მხარდასაჭერად.

სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მოზარდებისათვის გასართობი, სპორტული და

საგანმანათლებლო ღონისძიებების შეთავაზება და მოტივირებულ მოზარდთა

წახალისება (მათი სწავლის დაფინანსება, ღონისძიებებში ჩართვა და სხვა).

საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა:

საზგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია სააგენტომ

მოახდინოს შემდეგი:

მედიის წარმომადგენლებისათვის სამსახურის შესახებ ადეკვატური ინფორმაციის

მიწოდება, რათა სწორად მოხდეს მათი მხრიდან პრობაციის სამსახურის მიზნების

გაშუქება და შესაბამისად საზოგადოების ინფორმირება;

საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ზრუნვა საზოგადოებაში არსებული

დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოფხვრაზე;

სამოქალაქო სექტორის ინტერესისა და როლის გაზრდა მსჯავრდებულთა

რესოციალიზაციის პროცესში;

Page 18: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

17

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ ისეთი სტრუქტურის

წარმომადგენელთა ინფორმირება, როგორიცაა პროკურატურა და სასამართლო.

1.5 შეჯამება

წინამდებარე თავში განხილულ იქნა ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის

ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის მიზნები, კვლევის ძირითადი

მიგნებები, პრობაციის თანამშრომელთა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ

შეთავაზებული რეკომენდაციები.

ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მსგავსი

კვლევის განხორციელება ყველა დაფარვის რეგიონში, რათა სრულყოფილი წარმოადგენა

შეიქმნას პრობაციის ბიუროში არსებული სიტუაციის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

საკითხის სრულად გასაანალიზებლად, ქვემოთ განხილული იქნება კვლევის

მეთოდოლოგია, ანალიზის შედეგები და დამატებითი ინფორმაციის სახით მოცემული

იქნება ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროსა და პრობაციის

სისტემის განვითარების შესახებ.

თავი II. კვლევის აღწერილობა

2.1 კვლევის მეთოდოლოგია

წინამდებარე კვლევა შეისწავლის ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის

ბიუროს შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. კვლევა მიმართულია ისეთი ასპექტების

ანალიზზე, როგორიცაა ბიუროს თანამშრომელთა განათლება, პროფესიული პროფილი,

დამოკიდებულებები ბენეფიციართა მიმართ, ბიუროში არსებული ტექნიკურ–

ადმინისტრაციული სირთულეები, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების

დამოკიდებულებები და შეხედულებები ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა

მიწოდებული მომსახურების ხარისხი, ტრენინგის საჭიროებები და სხვა.

კვლევაში გარდა პრობაციის ოფიცრებისა მონაწილეობა მიიღეს ბიუროს ხელმძღვანელებმა

და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნებმა. საკითხის სამივე დონეზე გაშუქება

ანალიზისა და სრული სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევა.

Page 19: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

18

დასახული მიზნების მისაღწევად კვლევის შემდეგი ამოცანები გამოიკვეთა: პრობაციის

ოფიცერთა განათლების, მათი პროფესიული პროფილის, ბენეფიციართა მიმართ

დამოკიდებულებების გაზომვა და ტექნიკურ–ადმინისტრაციული სირთულეების დადგენა.

პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნების შეხედულებებისა და ინტერესთა სფეროს

გამოკვეთა, პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელთა მოსაზრებების გაგება ისეთი საკითხების

შესახებ, როგორიცაა სამსახურის მიზნები, არსებული სირთულეები, დამატებითი

ტრენინგების საჭიროება და რეკომენდაციები.

2.2 კვლევის მეთოდი/ინსტრუმენტი

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს საჭიროებათა ანალიზის

ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა კვლევის შერეული ტიპი, რაც გულისხმობს როგორც

რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებას. კვლევა ეფუძნებოდა ორ

ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა კვლევის პროცესში რესპონდენტთა

ნებაყოფლობითი ჩართულობა და მიღებული მონაცემების კონფიცენციალობის

უზრუნველყოფა. აღნიშნული პრინციპების დაცვის მიზენით, თითოეული მონაწილე

წინასწარ იქნა ინფორმირებული საკვლევი საკითხისა და მონაწილეობის

ნებაყოფლობითობის შესახებ. მათ განესაზღვრათ კონფიდენციალობის საკითხი და

მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიღებული მონაცემები მხოლოდ განზოგადებული

სახით იქნებოდა გამოყენებული, რის საფუძველზეც მოპოვებულ იქნა ინფორმირებული

თანხმობა.

იმისათვის, რომ შესწავლილიყო ბიუროს თანამშრომელთა განათლების, პროფესიული

პროფილის, დამოკიდებულებების და ბიუროში არსებული სირთულეების ასპექტი

შემუშავებულ იქნა კითხვარი (დანართი #1), რომელიც დიდწილად დახურულ და მცირე

რაოდენობით ღია კითხვებს მოიცავდა. მკვლევარის მიერ წინასწარ განხორციელებულ იქნა

კითხვარის პილოტირება, რამაც უზრუნველყო ყველა იმ საკითხის გამოკვეთა, რომელიც

აქტუალურია დღეს პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის. აღნიშნული კითხვარების

ანალიზი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ საკვლევი საკითხის შესახებ რაოდენობრივი

მონაცემები და გავზომოთ მონაწილეთა დამოკიდებულებები.

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების შეხედულებების შესასწავლად, გამოყენებულ იქნა

ასევე კითხვარი (დანართი #2), რომლის მიზანსაც არასრულწლოვნების

დამოკიდებულებებისა და ტრენინგის საჭიროებების გამოაშკარავება წარმოადგენდა.

Page 20: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

19

კითხვარი მოიცავდა ისეთ ასპექტებს, როგორიცაა დემოგრაფიული ნაწილი, პირობთი

მსჯავრის მიმართ დამოკიდებულება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული

მომსახურებების მათეული შეფასება და ტრენინგის საჭიროებები. კითხვარების შევსება

ორივე შემთხვევაში ხდებოდა მკვლევარის თანდასწრებით, რაც კითხვარში მოცემული

საკითხების გააზრების სირთულეს ამცირებდა.

გარდა კითხვარებისა გამოყენებულ იქნა ასევე ფოკუს ჯგუფისა და პირისპირ ინტერვიუს

მეთოდი, რაც მკვლევას საშუალებას აძლევს დააფიქსიროს და ახსნას რესპონდენტის ქცევის,

დამოკიდებულებების, მოსაზრებების ისეთი ნიუანსები, რომლებიც შეიძლება შეუმჩნეველი

დარჩეს მხოლოდ რაოდენობრივი კვლევის დროს. ფოკუს ჯგუფი და კითხვარი გამოყენებულ

იქნა პრობაციის ოფიცრებთან და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან, ხოლო

პირისპირ ინტერვიუ ბიუროს ხელმძღვანელებთან. ფოკუს ჯგუფები და პირისპირ

ინტერვიუ წარიმართა წინასწარ შემუშავებული ერთ შემთხვევაში

ნახევრადსტრუქტურირებული, ხოლო მეორე შემთხვევაში სტრუქტურირებული

სადისკუსიო გეგმის მიხედვით (დანართი #3). დისკუსიისას ფოკუსირება ხდებოდა

სხვადასხვა სპეციფიურ საკითხზე და პროექციული ტექნიკების გამოყენებამ საკითხში

ჩაღრმავების საშუალება მოგვცა. ხოლო სოციალური სასურველობის და ინტერვიუერის

გავლენის ეფექტის არიდების შესაძლებლობა რესპონდენტებს კითხვარმა მისცა.

2.3 კვლევის სამიზნე ჯგუფი და მათი შერჩევა

კვლევის რესპონდენტებს შეადგენდნენ პრობაციის ბიუროს ოფიცრები, ბიუროს

ხელმძღვანელები და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნები. კვლევის

მასშტაბებიდან გამომდინარე სულ განხორციელდა 3 შეხვედრა პრობაციის ოფიცრებთან, 5

შეხვედრა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან და 2 ინტერვიუ ბიუროს

ხელმძღვანელებთან. კვლევაში მონაწილეობა 20–მა პრობაციის ოფიცერმა, 2–მა ბიუროს

უფროსმა, 1–მა სოციალურმა მუშაკმა და 36–მა პირობითი მსჯავრის მქონე

არასრულწლოვანმა მიიღო. კვლევის შედეგების რეპრეზენტატულობის მისაღწევად

კვლევაში მონაწილეობა ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს

ოფიცრების უმრავლესობამ და არასრულწლოვანთა ნახევარზე მეტმა მიიღო. მონაწილეები

წარმოდგენილი იყვნენ 13 რაიონული ერთეულიდან.

Page 21: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

20

2.4 საკვლევი საკითხები

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს საჭიროებათა ანალიზის

განსახორციელებლად შემუშავებულ კითხვარში დასმული იყო კითხვები ისეთი ასპექტების

შესასწავლად, როგორიცაა რესპონდენტთა დემოგრაფიული მონაცემები, განათლება,

დამოკიდებულებები, ტექნიკურ–ადმინისტრაციული სირთულეები და სხვა. ხოლო

დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგი საკითხების ირგვლივ:

1. სამსახურის მიზნები;

2. მომსახურებები და მათი მიწოდება;

3. თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობები;

4. თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან;

5. მიღწევები და გამოწვევები;

6. ბენეფიციარებთან ურთიერთობა და დამოკიდებულებები;

7. დამატებითი ტრენინგების საჭიროება თანამშრომლებისათვის/ბენეფიციარებისათვის.

2.5 მონაცემთა დამუშავება

ანალიზის შედეგად მიღებული რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება განხორციელდა

რაოდენობრივი კვლევის შესაბამისი ტექნიკების გამოყენებით, ხოლო კვლევის თვისობრივ

ნაწილში მიღებული მონაცემების დამუშავება შემდეგი საფეხურების გავლით:

1. ტრანსკრიფტის შედგენა–აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გადატანა ნარატიულ ფორმატში;

2. ინფორმაციის კოდირება–მნიშვნელოვანი თემატური ბლოკებისა და ელემენტების

გამოყოფა რესპონდენტთა მონათხრობში.

3. ტიპოლოგიზაცია–კვლევისათვის მნიშვნელოვანი ტიპების კლასიფიკაცია, რაც

ემყარება რესპოდენტთა მონათხრობს და მკვლევარის ანალიზს.

2.6 კვლევის სირთულეები და გამოწვევები

კვლევის ერთ–ერთ სამიზნე ჯგუფს, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, წარმოადგენენ

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, რომელთა რაოდენობა მუდმივად

იცვლება. რესპონდენტთა შერჩევის ეტაპზე გამოყენებულ იქნა იმ მომენტისთვის არსებული

სტატისტიკური მონაცემები, რაც იძლეოდა კვლევის მონაცემების რეპრეზენტატულობის,

ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთზე გავრცელების საშუალებას.

Page 22: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

21

კვლევის ეთიკურობის უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარ განხორციელდა შეთანხმება

პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნების მშობლებთან, რათა დაცული ყოფილიყო

არასრულწლოვანი პირის კვლევაში მონაწილეობის სტანდარტები.

გარდა ამისა, მონაწილეებს უხერხულობას უქმნიდათ დისკუსიის დროს ხმის ჩამწერი

საშუალებების გამოყენება, რაც მცირედით ამცირებდა მათი გულახდილობის ხარისხს.

თავი III. კვლევის შედეგები კითხვარებს, ფოკუს ჯგუფსა და ინტერვიუზე

დაყრდნობით

3.1 პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი

კვლევის შედეგები წარმოდგენილია კითხვარების, ფოკუს ჯგუფისა და ინტერვიუების

შედეგების საფუძველზე. კითხვარი პრობაციის ოფიცრების შემთხვევაში საშუალებას იძლევა

ანალიზი გავუკეთოთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დემოგრაფიული მონაცემები,

პროფესიული პროფილი, განათლება, დამოკიდებულება ბენეფიციართა მიმართ, ტექნიკურ–

ადმინისტრაციული სირთულეები, ხოლო ფოკუს ჯგუფისა და ინტერვიუს შედეგად

მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება მიღებული რაოდენობრივი მონაცემების

გასამყარებლად. რაც შეეხება კანონთან კონფქლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს, მათ მიერ

შევსებული კითხვარები იძლევა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მათი

დამოკიდებულება პირობითი მსჯავრის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ

მიწოდებული მომსახურებებისა და ტრენინგის საჭიროებების შესახებ.

3.1.1 დემოგრაფიული ინფორმაცია

ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს საჭიროებათა ანალიზის

განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო 59 რესპონდენტმა, რომელთაგან 20–ს წარმოადგენენ

პრობაციის ბიუროს ოფიცრები, 36–ს პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნები, 2–ს

ბიუროს უფროსები, ხოლო 1 სოციალური მუშაკია. კვლევის მონაწილეთა 81% მამაკაცები

არიან. რეგიონული მოცვის კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილეობა 2

რეგიონის 12 მუნიციპალური ერთეულის და ერთი თვითმართველი ქალაქის

წარმომადგენელმა მიიღო.

Page 23: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

22

დიაგრამა #1. მონაწილეთა რაოდენობრივი განაწილება რეგიონების მიხედვით:

როგორც პრობაციის ოფიცრების, ისე არასრულწლოვნების შემთხვევაში, მონაწილეთა

უმრავლესობას ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლები წარმოადგენდნენ.

დიაგრამა #2. სამიზნე ჯგუფების განაწილება რეგიონების მიხედვით

მონაწილეთა ასაკობრივი განაწილება მიუთითებს, რომ კვლევაში მონაწილე

არასრულწლოვანთა უმრავლესობა 16–17 წლისაა, ხოლო პრობაციის ოფიცრების დიდი

ნაწილის შემთხვევაში, ასაკი შეადგენს 20–29 წელს.

20

108

6 6

2 1 1 1 1 1 1 1

მონაწილეთა რეგიონული განაწილება

ოფიცერი უფროსი არასრულწლოვანი

13

1

27

8

1

9

ქვემო ქართლი სამცხე–ჯავახეთი

Page 24: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

23

დიაგრამა #3. პრობაციის ოფიცრებისა და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნების

ასაკობრივი განაწილება

განსხვავებულია გამოკითხულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა პირობითი

მსჯავრის დაკისრების პერიოდი. მაღალია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც ბოლო

ერთი წელია, რაც დანაშაული ჩაიდინეს, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მოზარდებში

დანაშაულის პრევენციის ზომების სისუსტეზე.

დიაგრამა #4. რამდენი ხანია, რაც დაგეკისრათ პირობითი მსჯავრი?

ბიუროს თანამშრომელთა განათლების ხარისხის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ყველა

თანაშრომელს აქვს უმაღლესი განათლება და პროფესიები ძირითადად იურიდიული

სფეროს ირგვლივ ლავირებს.

14–15 16–17 18 20–29 30–39

9

26

1

129

0–1 წელი 2–3წელი 4–5 წელი

19

14

2

Page 25: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

24

დიაგრამა #5. პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა განათლება

პრობაციის ოფიცრების დასაქმების მაჩვენებელმა აჩვენა, რომ პრობაციის ოფიცერთა 48%

პროფესიულ საქმიანობას ბოლო ერთი წელია ახორციელებს, 43% 2–3 წელი, ხოლო

დანარჩენი 9% 5 წელზე მეტი. აღნიშნული მაჩვენებლები ორი დასკვნის გამოტანის

საშუალებას იძლევა: ერთი, რომ პრობაციის სამსახური ფართოვდება და ხდება სისტემაში

ახალი თანამშრომლების დასაქმება, ხოლო მეორე მიუთითებს, იმაზე, რომ ბიუროში ხშირად

ხდება ძველი კადრის ახლით ჩანაცვლება.

3.1.2 პრობაციის ოფიცერთა პროფესიული პროფილი

კვლევის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ პრობაციის ოფიცერთა უმრავლესობისათვის

სამსახურში დასაქმების მთავარ მოტივს წარმოადგენდა საზოგადოებაში სამართლიანობის

აღდგენის სურვილი, ინტერესი სფეროს მიმართ და პირადი შეხედულებები სამართლებრივ

საკითხებზე.

დიაგრამა #6. რა ფაქტორებმა განაპიროებს თქვენი არჩევანი პრობაციის ბიუროში სამსახურის

დაწყებისას? (მიუთითეთ ყველა შესაძლო ვარიანტი)

7

5

1

8იურისტი სამართალმცოდნე ეკონომისტი სხვადასხვა

მიჭირს პასუხის გაცემა

სხვა

მატერიალურმა დაინტერესებამ

სხვა არჩევანის არ არსებობამ

კარიერული წინსვლის მოტივმა

პირადმა შეხედულებებმა

საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის სურვილმა

1

4

4

5

5

5

8

Page 26: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

25

სამსახურის მიმართ კმაყოფილების კუთხით კი გამოიკვეთა, რომ გამოკითხულ ოფიცერთა

უდიდესი ნაწილი (95%) კმაყოფილია მისი სამსახურით და საქმიანობის ყველაზე დადებით

მხარედ ასახელებს ურთიერთობის შესაძლებლობებს სხვადასხვა ადამიანებთან,

საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენისა და პრობაციონერის უფლებების დაცვის

შესაძლებლობას, ხოლო ფოკუს ჯგუფში აღნიშნეს, რომ მათ სამსახურს „დადებითი ის აქვს,

რომ მსჯავრდებული სრულწლოვანი იქნება თუ არასრულწლოვანი შეგიძლია იმის

პიროვნებაში და ცხოვრებაში ბევრი რაღაც შეცვალო უკეთესობისკენ“.

დიაგრამა #7: პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა შეხედულებები სამსახურის დადებით

მხარეებთან მიმართებით

სამსახურის მიზნები:

მონაწილეებს, გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, ფოკუს ჯგუფში საშუალება მიეცათ

ემსჯელათ პრობაციის სამსახურის მიზნების შესახებაც, რომელიც „არასაპატიმრო სასჯელის

აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,

შემდეგნაირად ფორმულირდება: „კანონით დადგენილი სამართლებრივი აქტების

აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა,

მსჯავრდებულის რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია“.

პრობაციის ოფიცრებმა და სამსახურის ხელმძღვანელებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ

პრობაციის სააგენტოს ძირითად მიზანს წარმოადგენს კონტროლის განახორციელება

მსჯავრდებულზე, განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება და პირობითი მსჯავრის

მქონე ადამიანების რეაბილიტაცია/რესოციალიზაცია– „მსჯავრდებულის სრულფასოვან

წევრად დაბრუნება საზოგადოებაში“. რაც თავისმხრივ მიუთითებს მათი მხრიდან

9

13

79

6

3 2 1

Page 27: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

26

სამსახურის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევაში საკუთარი როლის გააზრებაზე. თუმცა იყო

მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც დასახული მიზნები მხოლოდ ფორმალობაა და

რეალურად არ ხდება ზრუნვა მათ სისრულეში მოყვანაზე. მიზნების ფორმალურობა ეხება

ისეთ საკითხსაც, როგორიცაა მსჯავრდებულის რეაბილიტაცია, რადგან როგორც ოფიცრები

აღნიშნავენ მათ მიერ ხდება საჭიროებათა შეფასება, მაგრამ შემდეგ რესურსი არ არსებობს

იმისა, რომ განხორციელდეს გამოკვეთილი საჭიროებების დაკმაყოფილება.

„ფორმალურად გვაქვს დასახული მიზნები და ფაქტობრივად გადასულები ვართ იმაზე, რომ

ყველაფერი სამათლებრივად გამართული იყოს და ვადებში არ ჩავიჭრათ“.

„ის ფუნქცია, რაც აკისრია პრობაციას სადამსჯელო კარგად სრულდება და სარეაბილიტაციო

ფუნქცია უკანა პლანზე დგას“.

„რესოციალიზაცია ფაქტიურად ვერ ხორციელდება“.

კვლევის მონაწილეები არსებულ სიტუაციას ორ გარემოებას უკავშირებენ: ერთი, რომ მათი

შეფასებით არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რომელიც ოფიცერს საშუალებას მისცემს

„ემსახუროს სამსახურის მიზნებს“ და მეორე, ფიქრობენ, რომ ხელმძღვანელობის მხრიდანაც

ინტერესის ნაკლებობაა, რაც პირდაპირ აისახება თანამშრომელთა მოტივაციაზე, იზრუნონ

და დაეხმარონ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს მოახდინოს ინტეგრაცია საზოგადოებაში

და გახდეს მისი სრულფასოვანი წევრი.

სწორედ, ამ გარემოებით აიხსნება ის ფაქტი, რომ პრობაციის ბიუროს ოფიცერთა

მოსაზრებები, დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებების

შესახებაც ორად გაიყო. მონაწილეთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ პრობაციის ბიურო

ინდივიდუალურად მუშაობს მსჯავრდებულებთან, ახორციელებს რისკებისა და

საჭიროებების შეფასებას, მსჯავრდებულებზე კონტროლს, ეხმარება პრობაციონერს

გამოკვეთილი საჭიროებების დაკმაყოფილებაში, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ

სამსახურის მხრიდან მხოლოდ მინიმალური კეთდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების

მისაღწევად და ამ მინიმალურშიც ნაკლებია სააგენტოს როლი და ძირითადი

პასუხისმგებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციასა და

რესოციალიზაციაზე აღებული აქვს არასამთავრობო სექტორს, როგორც ქვემო ქართლის, ისე

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში. მონაწილეთა მიერ დასახელებულ იქნა ქვემო ქართლის

რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, და “გოუ ჯგუფი“, ხოლო სამცხე–ჯავახეთის

რეგიონში ორგანიზაცია „ტოლერანტი“. მათ ისიც, აღნიშნეს, რომ რეგიონებში ასეთი

Page 28: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

27

ორგანიზაციების ნაკლებობაა და ხშირად დამოკიდებულნი არიან ზოგიერთი ორგანიზაციის

„კეთილ ნებასა“ და „პირად ნაცნობებზე“, რათა დაეხმარონ მსჯავრდებულს კონკრეტული

პრობლემების მოგვარებაში.

ამასთან დაკავშირებით კითხვარების ანალიზმაც აჩვენა, რომ პრობაციის ოფიცრებს

ყველაზე ნაკლები შეხება, სწორედ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ

და პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესში უფრო ხშირად ურთიერთობენ ისეთ

სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორიცაა პროკურატურა და სასამართლო. ეს კი ერთი

მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ცოტა ორგანიზაცია ახორციელებს სარეაბილიტაციო

ღონისძიებას და მეორე მხრივ, პრობაციის სამსახურის მიზნები, მართლაც უფრო მეტადაა

დატვირთული სამართლებრივი აქტების შესრულებით, ვიდრე მსჯავრდებულთა

რესოციალიზაციით, როგორც ამას ოფიცერთა ნაწილი აღნიშნავს.

დიაგრამა #8. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, რომელ

სამთავრობო/არასამთავრობო უწყებებთან გიწევთ შეხება? (დაალაგეთ რიგითობის მიხედვით)

როგორც მიღებული მონაცემებიც მიუთითებს, პრობაციის ოფიცრებს მინიმალური შეხება

აქვთ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთანაც და მათი უმრავლესობა (62%)

აღნიშნავს, რომ მედიის მხრიდან, მხოლოდ სამართლებრივი საკითხების გაშუქება ხდება და

ნაკლებად საზოგადოების ინფორმირება პრობაციის ბიუროს საქმიანობის შესახებ. „ბევრმა

არ იცის რას ნიშნავს პრობაცია და პრობაციის როლი საზოგადოებაში“.

„მედიამ უნდა გააშუქოს სწორად პრობაციის სამსახურის მიზნები, ამოცანები რაში

მდგომარეობს, რომ შემოხედოს საზოგადოებამ და სხვანაირად დაინახოს ეს სამსახური, რომ

ამას აქვს სხვა ფუნქცია და ეს რესოციალიზაცია არ იყოს ბრტყელი სიტყვა და იყოს

შესრულებადი და რეალისტური“.

2

4

5

6

9

12

14

სხვა

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები

არასამთავრობო სექტორი

სოციალური მომსახურების სააგენტო

ადგილობრივი თვითმართველობა

პროკურატურა

სასამართლო

Page 29: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

28

აღნიშნავენ იმასაც, რომ მედიის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც საზოგადოების

უდიდესმა ნაწილმა, არ იციან არამხოლოდ ის, თუ რას ნიშნავს პრობაცია, არამედ ისიც, თუ

რა უპირეტესობები აქვს სასჯელის ამ ფორმას სხვა სადამსჯელო ღონისძიებებთან

შედარებით.

„რეალურად ბერვი ვერ ხვდება რა არის პრობაციის მიზანი, ჰქონიათ რომ მატო ხელმოწერა

არის. არ იცის საზოგადოებამ, მედიამ, რომ თავისუფლების აღკვეთას ჯობია სხვა

ალტერნატიული სასჯელი. უნდა გავაცნოთ და რეალურად ავუხსნათ რატომ ჯობია, რა

პლიუსები აქვს“.

ფოკუს ჯგუფში მონაწილეებმა გამოთქვეს გულის ტკივილი იმის თაობაზეც, რომ მედია

საშუალებები სიუჟეტის მომზადებისას ძირითადად დანაშაულზე აპელირებენ,

განსაკუთრებით არასრულწლოვანის შემთხვევაში და არა იმ გარემოებებზე, რის გამოც

ჩაიდინა ბავშვმა ესა თუ ის დანაშაული.

სწორედ ამიტომ, მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით პრობაციის ოფიცრების

უმრავლესობა (62%) მიუთითებს, რომ მათი მხრიდან არაადეკვატურად ხდება კანონთან

კონფლიქტში მყოფი პირების საკითხების გაშუქება, რაც უფრო აღრმავებს საზოგადოების

წევრებს შორის უთანასწორობას და შიშს პრობაციის სამსახურის მიმართ.

დიაგრამა #9. სწორად ხდება მედიის მხრიდან კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების

საკითხების გაშუქება?

9%

62%

19%

10%

დიახ არა მიჭირს პასუხის გაცემა სხვა

„მედია საშუალებები აშუქებენ და აპელირებენ დანაშაულზე, კრიმინოგენულ

ლიტერატურაში არასრულწლოვნების დანაშაული ანომალიურად, ანორმიად არ ითვლება,

არის ჩვეულებრივი მოვლენა. ანუ მედია საშუალებები, თუ ამ ლიტერატურას გაეცნობიან

მიხვდებიან, რომ არ უნდა მოახდინონ დანაშაულზე აპელირება და სადამსჯელო

ღონისძიებებზე.“

Page 30: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

29

ოფიცრები ფიქრობენ, რომ აუცილებელია გაიზარდოს მედიის წარმომადგენლების

ინფორმირებულობის ხარისხი ზოგადად მართლმსაჯულების საკითხებზე და

განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დანაშაულის გაშუქების სტანდარტებზე.

პრობაციის ოფიცრის/სოციალური მუშაკის როლი

პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები

განსაზღვრულია კანონში „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის

შესახებ“. სადაც მითითებულია, რომ პრობაციის ოფიცერი:

„აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული

მოვალეობების შესრულებას;

აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;

მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;

შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;

ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის

რესოციალიზაციას;

შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის

რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით;

მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების,

აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური

ელექტრონული პროგრამის მეშვეობით“.

ამის საპასუხოდ, კითხვარების ანალიზმა, გამოკვეთა, რომ პრობაციის ოფიცრები მათ

მთავარ ფუნქციად კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან ურთიერთობას ასახელებენ. ასევე

მაღალი მაჩვენებელი აქვს დანაშაულის პრევენციის კუთხით მუშაობას, თანამშრომლობას

სოციალურ მუშაკთან და ურთიერთობას მსჯავრდებულის ოჯახთან, სამართლებრივი

დოკუმენტაციის მოწესრიგებას, რაც შეესაბამება იმ მოვალეობებს, რომელსაც პრობაციის

ოფიცერი უნდა ასრულებდეს კანონის მიხედვით. თუმცა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა

„მედიის მხრიდან ძირითადად შუქდება ის, რომ არის ამნისიტია და ამნისტიაზე ბევრია

დამოკიდებული, რომ წავიდეს სახლში. მაგრამ ბევრმა არ იცის რას ნიშნავს პრობაცია და

პრობაციის როლი საზოგადოებაში. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ადამიანს არ

უნდა ეშინოდეს პრობაციაში მისვლა“.

Page 31: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

30

ურთიერთობა ადგილობრივ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან, პრობაციონერის

რისკებისა და საჭიროებების შეფასება, შედარებით დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, რასაც

ისევ მივყავართ იმ გარემოებამდე, რომ მთავარ ფუნქციად მაინც სამართლებრივი საკითხების

მოგვარება რჩება და ნაკლებად არის წინ წამოწეული პრობაციის ოფიცრის ისეთი როლი,

როგორიცაა ზრუნვა ინდივიდის რესოციალიზაციასა და სერვისებთან დაკავშირებზე.

დიაგრამა #10. რა როლს უნდა ასრულებდეს პრობაციის ოფიცერი/სოციალური მუშაკი?

(მიუთითეთ ყველა შესაძლო ვარიანტი)

ბიუროში არსებული სირთულეები

კვლევის მონაწილეებს, როგორც კითხვარებში, ისე ფოკუს ჯგუფის მსვლელობისას მიეცათ

საშუალება დაეფიქსირებინათ მოსაზრებები იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რაც

იკვეთება პრობაციის ბიუროში. მონაწილეთა მოსაზრებები სირთულეებთან მიმართებით

განსხვავებული იყო რეგიონებს შორის, თუმცა ორივე რეგიონის წარმომადგენლები

მნიშვნელოვან სირთულეებად ასახელებენ შემდეგს:

1. სერვისების ნაკლებობა

აღნიშნულ საკთხზე ყურადღება გამახვილდა, როგორც ქვემო ქართლის, ისე სამცხე–

ჯავახეთის რეგიონში. საკითხის პრობლემატურობა წამოწიეს პრობაციის ოფიცრებმა, თუმცა

იგივე შეხედულება არსებობს ბიუროს უფროსებშიც– „მთავარი პრობლემა, შეიძლება

ვთქვათ, რომ რესურსებია“.

20

12 12 1113

9

14

10

4

10

2

ურ

თი

ერთ

ობ

მსჯ

ავრ

დებ

ულ

ებთ

ან

ურ

თი

ერთ

ობ

მსჯ

ავრ

დებ

ულ

ის

ოჯ

ახთ

ან

სამა

რთ

ლებ

რი

ვი

დო

კუმე

ნტაც

იი

მოწე

სრი

გებ

რი

სკებ

ისა

და

საჭ

ირ

ოებ

ათა

შეფ

ასებ

თან

ამშ

რო

მლო

ბა

სოც

იალ

ურ

მუშა

კთან

ურ

თი

ერთ

ობ

სამა

რთ

ალდ

ამც

ავ

ორ

გან

ოებ

თან

დან

აშაუ

ლი

სპრ

ევენ

ცი

ურ

თი

ერთ

ობ

აST

ATE

@N

GO

სექტ

ორ

თან

ურ

თი

ერთ

ობ

ამე

დი

ის

წარ

მომა

დგ

ენლ

ებთ

ან

საზ

ოგ

ადო

ები

ცნო

ბი

ერებ

ის

დო

ნის

ამაღ

ლებ

სხვა

Page 32: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

31

„პირობით მსჯავრდებულზე ზედამხედველობა, მათი პრობაციის ბიუროში გამოცხადების

და ქცევის კონტროლი ანუ ის მიზნები, რომელიც მსჯავრდებულებზე კანონით

გათვალისწინებულ შეზღუდვებს აწესებს, პირობითი მსჯავრის მოხდის პრიორიტეტულ

სამუშაოდ ითვლება. შესაბამისად, სირთულელეებს ამ სფეროში პიროვნების

რესოციალიზაციისათვის საჭირო საშუალებების სიმწირე წარმოადგენს“.

რაოდენობრივმა მონაცემებმაც ცხადყო, რომ პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის

მთავარ პრობლემას წარმოადგენს სერვისების ნაკლებობა, როგორც სამოქალაქო სექტორის

მხრიდან, ისე თვითონ სააგენტოს მხრიდან. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრობაციის ოფიცრის როლის ნაკლებობა ზოგადად

პრობაციის სააგენტოს როლის ნაკლებობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესში.

დიაგრამა #11. სირთულეები, რომლებიც იკვეთება პროფესიული საქმიანობის შესრულების

პროცესში (მიუთითეთ ყველა შესაძლო ვარიანტი).

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

სამცხე–ჯავახეთის რეგიონისთვის მეტად პრობლემატური აღმოჩნდა საზოგადოებრივად

სასარგებლო შრომის დაკისრების საკითხი, რადგან, როგორც აღნიშნეს ერთადერთი სადაც

მსჯავრდებულის ჩართვა შეუძლიათ ეს არის დასუფთევების სამსახური, რითაც მათი აზრით

„რესოციალიზაციას კი არ ვუწევთ პირიქით, უფრო კარჩეკეტილებს ვხდით ხოლმე. რაც

კიდევ ტოვებს ალბათობას, რომ ის კი არ გამოასწოროს რაც ჩაიდინა, პირიქით, სხვა

დანაშაული ჩაიდინოს“.

1

2

2

4

4

4

5

5

5

5

6

6

7

9

13

ურთიერთობა მედიის წარმომადგენლებთან

სხვა

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ოჯახებთან ურთიერთობა

საკანონმდებლო ბაზის გაუმართაობა

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან ურთიერთობის დამყარება

ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან

ურთიერთობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

არასათანადო კომუნიკაცია ზემდგომ/დაქვემდებარებულ პირებს შორის

ბიუროკრატიული სამუშაოს შესრულება

საქმეების დიდი რაოდენობა

სააგენტოს როლის ნაკლებობა რესოციალიზაციის პროცესში

პრობაციონერის დასჯა/წახალისების მეთოდების გაუმართაობა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოფიცრის როლის ნაკლებობა

სერვისების ნაკლებობა პრობაციის სააგენტოში

სერვისების ნაკლებობა საზოგადოებაში

Page 33: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

32

„საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის კუთხით, რომელიც არის ხოლმე პირობითის

ალტერნატივა, იმდენად მწირეა ორგანიზაციები სადაც შეიძლება დავასაქმოთ

მსჯავრდებული, მივამაგროთ, რომ ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა“.

3. კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა განათლება/ენის ბარიერი

სირთულედ დასახელდა ასევე კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა განათლების საკითხი,

ენის ბარიერის არსებობა ოფიცერსა და პრობაციონერს შორის, განსაკუთრებით იმ

რაიონებში, სადაც დიდი რაოდენობით აზერბაიჯანულ ენოვანი თემები ცხოვრობენ. აქვე

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევის მონაწილე არასრულწლოვანთა 15%–ს სწორედ

აზერბაიჯანელი ეროვნების წარმომადგენლები წარმოადგენდნენ.

„მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მსჯავრდებულს არ აქვს განათლება, არ იციან რა

არის პრობაცია, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ენაც არ იციან და ესეც პრობლემას

წარმოადგენს ჩვენს ურთიერთობაში. განათლების დაბალი დონე, ხელს უშლით, რომ

სწორად გაიგონ რასთან აქვთ საქმე“.

4. სკოლის როლის ნაკლებობა მოზარდთა რესოციალიზაციის პროცესში

სირთულედ დასახელდა ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება აქტიურად არ იღებს

მონაწილეობას და სათანადოდ ვერ ახორციელებს აღმზრდელობით პროცესს. პრობაციის

ოფიცრების შეფასებით პედაგოგებს არ აქვთ მოტივაცია იმუშაონ და დაეხმარონ

პრობლემების მქონე მოზარდებს.

„სკოლოს შემთხვევაშიც, ხშირად პედაგოგებს იმდენი მოსწავლე ჰყავთ, რომ სულ არ

აინტერესებთ. მით უფრო თუ დანაშაული აქვს ჩადენილი უფრო გარიყულად ითვლება,

აკადემიური მოსწრებაც დაბალი აქვთ ხოლმე“.

„ენის არ არსებობა და საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე უმნიშვნელოვანესად

აისახება მსჯავრდებულებზე, რომლებსაც უწევთ პრობაციაზე სიარული. ენის ფაქტორი

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე სერვისების არ არსებობა და ნაკლებობა. არ

ხდება სრულად და ეფექტურად მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. მთავარი არ არის ვადის

კონტროლი, მთავარია მიდგომა.

Page 34: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

33

5. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ნასამართლევი პირების მიმართ

პრობაციის ოფიცერთა აზრით, საზოგადოებას არ აქვს ადეკვატური ინფორმაცია პრობაციის

სამსახურის შესახებ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ, ყველა დანაშაულს

ერთნაირად უდგება და ყველას ერთნაირ დამნაშავედ განიხილავს.

„მოსახლეობა არ არის ინფორმირებული. პრობაციონერს, რომ გაიგონებენ გონიათ ვიღაცა

კრიმინალი, გონიათ რომ რაღაცას დაუშავებენ და ვერ ხვდებიან, რომ ის არის ჩვეულებრივი

ადამიანი და ვერ ხვდებიან იმას, რომ მითუმეტეს არასრულწლოვნობის ასაკში დანაშაულს

ჩადის 100–დან 99 ბავშვი და ეს არის ნორმალური მოვლენა. ჰგონიათ, რომ კრიმინალები

არიან და შიშის გრძნობა აქვთ. მათი ინფორმირება არ ხდება და იმიტომ არიან გარიყულები

საზოგადოებიდან“.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები საზოგადოების ამ

დამოკიდებულებას აცნობიერებენ და განიცდიან იმ ფაქტს, რომ მათ სხვანაირად უყურებენ.

კვლევის მონაწილე არასრულწლოვანთა 74%–მა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ

შეიცვალა მათი ცხოვრება, 35% მიუთითებს, რომ ნასამართლეობამდე უფრო მეტი მეგობარი

ჰყავდა, ვიდრე ამჟამად. კომენტარები, რომლებიც მოზარდებმა ამ საკითხთან დაკავშირებით

გააკეთეს უმრავლესად უარყოფითი ხასიათისაა.

„საზოგადოებამ (ხალხმა) იმდენად არ მიმიღო, როგორც მანამდე სანამ პრობაციონერი

გავხდებოდი“.

„მეგობრების და ყველასგან თავს ვგრძნობ გარიყულად, ყველა თავს იკავებს ჩემთან

მეგობრობისაგან“.

„აღარ გავიმეორებ ასეთ დანაშაულს, ვგრძნობ, რომ გამოვსწორდი. ძალიან შევიწროვებული

ვარ, რადგან პირობითი მაქვს“.

6. ურთიერთობის ნაკლებობა მსჯავრდებულის ოჯახებთან

ფოკუს ჯგუფებში პრობაციის ოფიცრებმა წამოწიეს ისეთი საკითხი, როგორიცაა

მსჯავრდებულთა ოჯახებთან ურთიერთობა. აღნიშნეს, ის, რომ როდესაც ოფიცერს არ აქვს

შეხება ოჯახთან, რთულია დაეხმაროს პირს რესოციალიზაციაში.

„სირთულეა ისიც, რომ არ გვაქვს ურთიერთობა ოჯახებთან, არ ვიცით რა გარემოში

უხდებათ ურთიერთობა და რა მავნე ზეგავლენას მოახდენს ის ოჯახი და გარემო, სადაც

ცხოვრობენ“.

Page 35: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

34

ოჯახთან ურთიერთობის კუთხით გამოიკვეთა ასევე საინტერესო საკითხი, რაც უკავშირდება

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრების ნაკლებ ინტერესესს,

მოტივაციას დაეხმარონ მოზარდს იმ სირთულეების დაძლევაში, რაც აქვს.

„არასრულწლოვნებთან არის განსხვავებული მიდგომა. გვიწევს ურთიერთობა სკოლასთან,

ოჯახთან, და მის სოციალურ გარემოსთან შეხება. ერთი მხრივ ოჯახთან ურთიერთობა

ძალიან რთულია, რადგან გამოვლილი აქვთ პოლიცია, პროკურატურა და ჩვენი მიღება

ძალიან უჭირთ. თვითონ ნაკლები ინტერესია მშობლების მხრიდან, რომ ჩვენთან ერთად

აქტიურად ჩაებან რაღაც ღონისძიებებში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ“.

7. ინდივიდუალური მიდგომა

ოფიცრებს აწუხებთ ის გარემოებაც, რომ ყველა პირის მიმართ ერთი და იგივე პირობები

მოქმედებს. მაგალითისათვის მოიყვანეს 2 მსჯავრდებულის შემთხვევა, როდესაც ერთი

თანამშრომლობს და მზად არის შეასრულოს ყველა დაკისრებული მოვალეობა, ხოლო მეორე

თავს არიდებს აღნიშნულს. ოფიცრები აღნიშნავენ, რომ ყველა შემთხვევაში მიდგომა ერთია.

ვერც ერთი ვერ ისარგებლებს განსხვავებული პირობებით, რაც ოფიცრების აზრით აღრმავებს

უთანასწორობას. მსგავსი დამოკიდებულება ამცირებს ინდივიდუალური მიდგომის

გამოყენების შესაძლებლობას და მიუთითებს დასჯა/წახალისების მეთოდების

გაუმართაობაზე.

„რეალურად ინდივიდუალურად კი ვერ ვუდგებით, ვუდგებით ჯგუფურად, შაბლონურად.

ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ“.

„ჩვენ ყველას ერთ ქვაბში ვხარშავთ. ამერიკაში მაგალითად, ოფიცერი განუსაზღვრავს რომ

შეაფასებს გრაფიკს და თვითონ როგორც ჩათვლის საჭიროდ განსაზღვრავს კონტროლი

რამდენ ხანში ერთხელ უნდა განახორციელოს“.

„ისედაც ჩვენი სტრუქტურა, ჩვენი სამსახური უსამართლობის გრძნობას აღვივებს უფრო

მეტად და პირიქით ხელი ეშლებათ ამ ადამიანებს შემდგომში საზოგადოებაში

დამკვიდრებაში“.

Page 36: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

35

8.სააგენტოსთან კომუნიკაცია

მონაწილეების მიერ ერთ–ერთ სირთულედ დასახელდა სააგენტოსთან ოფიცრების

კომუნიკაციის გაუმართაობა. მათ აღნიშნეს, რომ ხშირ შემთხვევაში სააგენტოს მიერ

განხორციელებული ცვლილებების შესახებ ნაკლებად ინფორმირებულები არიან–

„სიახლეებს არ გვატყობინებენ“. ასევე თვლიან, რომ პრობაციის ოფიცრებს შეზღუდული

აქვთ სამსახურეობრივი უფლებები და არ შეუძლია პრობაციონერთან დაკავშირებული

გადაწყვეტილებების ადგილზე მიღება. ბიუროკრატიული სქემა მოითხოვს, რომ ყოველ

საკითხზე, წვრილმანზეც კი, ჯერ სააგენტოს ინფორმირება მოახდინონ და შემდეგ

იმოქმედონ ზემდგომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

9.საკანონმდებლო ბაზის გაუმართაობა

კანონმდებლობასთან დაკავშირებით პრობაციის ოფიცრებმა გამოთქვეს მოსაზრებები ფოკუს

ჯგუფში და მათ მიერ გამოკვეთილი საკითხები შესაძლებელია დაჯგუფდეს სამი

მიმართულებით:

1. დასჯა/წახალისების მეთოდების გაუმართაობა–რაც გულისხმობს იმას, რომ კანონი

ყველას ერთნაირად უდგება და არ ხდება ინდივიდუალური მიდგომა და

აუცილებელია მოხდეს მიდგომების დახვეწა;

2. ჯარის საკითხი–პრობაციის ოფიცრების თქმით, პირობითი მსჯავრის მქონე პირს

კანონმდებლობის თანახმად არ აქვს ჯარში წასვლის უფლება, რაც უარყოფითი

ფაქტია. ოფიცრები ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაშიც ინდივიდუალური მიდგომის

გამოყენება უნდა ხდებოდეს. „ჩვენ პრობაციის ბიურომ შეიძლება კონკრეტულ

შემთხვევაში უარი ვთქვათ, მაგრამ უმრავლესობა უნდა გავუშვათ ჯარში. პირიქით, იქ

სადაც რეჟიმია და წესების დაცვის ვალდებულება, უნდა გავუშვათ. ზოგს პირიქით,

უხარია და მზად არის რაღაც პატარა დანაშაული ჩაიდინოს, აიღოს ცნობა 3–4 წელი აქ

იაროს და არ წავიდეს ჯარში“.

3. რისკებისა და საჭიროებების შეფასება– მონაწილეები ფიქრობენ, რომ

კანონმდებლობით განსაზღვრულია პრობაციონერის რისკებისა და საჭიროებების

შეფასება, თუმცა რეალურად არ ხდება ამის განხორციელება ყველა იმ სტანდარტის

დაცვით, რაც აუცილებელია და მითუმეტეს არ ხდება გამოკვეთილი საჭიროებების

დაკმაყოფილება. „ზოგჯერ თვითონ გვთხოვენ და ზოგჯერ ჩვენ გვინდა, რომ

დავეხმაროთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ“.

Page 37: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

36

ეს არის ის ძირითადი სირთულეები, რაც გამოკვეთეს პრობაციის ბიუროს თანამშრომლებმა

მსჯავრდებულებთან და მათ შორის არასრულწლოვნებთან ურთიერთობის კუთხით.

პრობაციის ოფიცრის პროფილი

მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს კარგი პრობაციის

ოფიცერი/სოციალური მუშაკი შეიძლება რამდენიმე მიმართულებით დაჯგუფდეს.

მონაწილეთა ერთი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ისეთ პიროვნულ თვისებებზე,

როგორიცაა მიუკერძოებლობა, ალტრუიზმი, კომუნიკაბელურობა, გულწრფელობა და

დადებითი დამოკიდებულება პრობაციონერების მიმართ.

„კარგი ოფიცერი დიდ ყურადღებას იჩენს პრობაციონერის და მისი პრობლემის მიმართ.

ყველანაირად ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს პრობაციონერს საკუთარი

შესაძლებლობების ფარგლებში“

„გულწრფელად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მონაწილეობა მიიღოს მსჯავრდებულის

რესოციალიზაციაში და ყველაფერს აკეთებდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი

დანაშაული და მოხდეს რესოციალიზაცია. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ საერთოდ აზრს

მოკლებულია სასჯელის შეფარდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ოფიცერი ვერ იქნება

კარგი თუ მას არ ექნება შესაბამისი ხელშეწყობა სამსახურის მხრიდან“.

მონაწილეთა მეორე ნაწილი კარგი ოფიცრის მახასიათებლებს ზომავს სამსახურის მიზნებთან

მიმართებით და დიდ მნიშვნელოვნებას ანიჭებს იმას, რომ პრობაციის ოფიცერი იყოს თავისი

საქმის მცოდნე, კანონმორჩილი და მოტივირებული, რათა პირნათლად შეასრულოს

დაკისრებული მოვალეობები, მუდმივად იზრუნოს განვითარებაზე ტრენინგების გზით.

„თავისი საქმის სპეციალისტი, რომელიც ცოდნის გაღრმავებისათვის ხშირად გადის

ტრენინგებს“.

„ოფიცრის მიერ შესრულებული უნდა იქნას სამსახურის ძირითადი მიზნები, მაქსიმალური

მხარდაჭერა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საქმეში, რაც გარანტი იქნება

განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების“.

Page 38: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

37

3.1.3 განათლება

როგორც ზემოთ უკვე იქნა აღნიშნული, პრობაციის ოფიცერთა აბსოლიტურ უმრავლესობას

აქვს უმაღლესი განათლება და მათი დიდი ნაწილი პროფესიით იურისტია. სამსახურის

დაწყებისას ოფიცერთა 76%–მა გაიარა გადამზადების კურსი, რომელიც მოიცავდა მათ

ტრენინგს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა საბაზისო სამართლებრივი კურსი

ოფიცრებისათვის, აღდგენითი სამართლის საკითხები, რისკებისა და საჭიროებების

შეფასება, მუშაობა არასრულწლოვნებთან და სხვა. მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება

კვლევის ფარგლებში მოეხდინათ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან

შესაბამისობის ანალიზი. მონაწილეთა უმრავლესობისათვის მიღებული ცოდნა სავსებით

შეესაბამება იმ საქმიანობას, რასაც ახორციელებს.

დიაგრამა #12. რამდენად შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლება პროფესიულ

საქმიანობას?

ოფიცრებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ სააგენტო გარკვეული პერიოდულობით (3 თვეში

ერთხელ) უზრუნველყოფდა ხოლმე თანამშრომელთა გადამზადებას, რასაც მათი აზრით,

რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. 1. იძენ ახალ ცოდნას, 2. იგებ ინფორმაციას

სხვა ბიუროებში არსებული სიტუციის შესახებ, ხდება აზრთა გაცვლა/გამოცვლა. 3.ტრენინგი

დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან განტვირთვის საშუალებაა. ამ ეტაპზე, როგორც

ოფიცრები აღნიშნავენ სააგენტოს მიერ არარეგულარულად ხდება ტრენინგების მიწოდება,

რაც მათი აზრით, უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ საქმიანობაზე.

რაც შეეხება უშუალოდ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მუშაობის

მეთოდებს, მონაწილეთა 80%–ს გავლილი აქვს საბაზისო კურსი არასრულწლოვნებთან

მუშაობის სპეციფიკის კუთხით, რომელიც ფოკუსირდებობდა ისეთ საკითხებზე, როგორიც

არის პრობაციის ოფიცრის როლი არასრულწლოვნებთან მუშაობის პროცესში,

არასრულწლოვანთა რისკებისა და საჭიროებების შეფასება, საზოგადოებრივად სასარგებლო

75%

20%

5% სავსებით შეესაბამება

ნაწილობრივ შეესაბამება

ნაწილობრიბ არ

შეესაბამება

Page 39: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

38

შრომის დადგენა და სხვა. მონაწილეთა 87%, რომლებსაც გავლილი აქვთ აღნიშნული კურსი,

მიუთითებენ, რომ მიღებული ცოდნა სრულიად შეესაბამებოდა იმ საქმიანობას, რასაც ისინი

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ ახორციელებენ. ხოლო

დანარჩენი 13% მიუთითებს, რომ ეს კურსი მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაბამისობაში მათ

პრაქტიკულ საქმიანობასთან.

კვლევაში მონაწილეობა ისეთმა ოფიცრებმაც მიიღეს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ მსგავსი

კურსი გავლილი, თუმცა პროფესიულ საქმიანობას არასრულწლოვნებთან მიმართებითაც

ახორციელებენ. ეს კი, თავისმხრივ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია მოხდეს ყველა

თანამშრომლის ინფორმირება არასრულწლოვანთან მუშაობის სპეციფიკაზე, რათა

შესაბამისად განახორციელონ მოზარდების კუთხით დაკისრებული ვალდებულებები.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პრობაციის ოფიცრები მზად არიან გაიღრმაონ ცოდნა

სხვადასხვა საკითხზე. დამატებითი ცოდნის მიღების კუთხით, მონაწილეთა უმრავლესობამ

გამოთქვა სურვილი მიიღოს იმაზე მეტი ცოდნა სამსახურთან დაკავშირებული ყველა

საკითხის შესახებ ვიდრე დღეს აქვს.

დიაგრამა #13. გსურთ მიიღოთ იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე გაქვთ?

ხოლო კონკრეტული თემები, რომლის შესახებაც ისურვებდნენ ტრენინგის გავლას

შეთავაზებული ჰქონდათ კითხვარში და ფოკუს ჯგუფის მსვლელობისასაც მიეცათ

საშუალება ემსჯელათ აღნიშნულ საკითხზე.

86%

14%

დიახ არა

Page 40: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

39

დიაგრამა #14. რა საკითხებში ისურვებდით ცოდნის გაღრმავებას?

ოფიცრებმა და ბიუროს ხელმძღვანელებმა ფოკუს ჯგუფისა და ინტერვიუს მსვლელობისას

დააფიქსირეს იმ საკითხების აქტუალობა, რომელიც მათი აზრით, ყველაზე მეტად

დაეხმარებათ ოფიცრებს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაში. ქვემოთ

მოყვანილია ბიუროს ხელმძღვანელთა მოსაზრებები:

„ტრენინგის საჭიროება არის, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე შემოქმედებითი

თვალსაზრისით. ჰუმანიზმის ამაღლების კუთხით ვიტყოდი და კანონიერების მხრიდან

გამკაცრების“.

„პრობაციის ბიუროს თანამშრომლების, კერძოდ პრობაციის ოფიცრებისთვის

პრიორიტეტული იქნებოდა მათი გადამზადება სოციალური სამუშაოს პრაქტიკის

საფუძვლებში, ისევე როგორც მათი კომპეტენციის გაზრდა პრობაციონერების

გადამზადების, დასაქმების სერვისების მოძიებაში და მათთან დაკავშირებაში“.

ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა მხრიდან ჩამოთვლილ საკითხებს ემატება ისეთი ტექნიკური

საკითხები, როგორიცაა მაგალითად, ბაზაზე მუშაობა და კომპიუტერული პროგრამები,

რომლის აქტუალობაც უფრო რაიონული ერთეულების ოფიცრებმა წამოწიეს. ასევე

დისკუსიისას ნახსენები იყო ისეთი საკითხი, როგორიცაა პროექტის წერის ტექნიკების

დაუფლება, რათა ოფიცერმა შეძლოს ბენეფიციარებთან დაკავშირებული იდეების თავმოყრა,

პროფესიულ გადაწვასთან გამკლავების მეთოდები

კომპიუტერული პროგრამები

ბაზაზე მუშაობა

ნდობის მოპოვების ტექნიკები

პიროვნული უნარების განვითარება (მედიაცია, სტრესის

მართვა, კონფლიქტის მართვა)

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობის სტანდარტები

არასრულწლოვნებთან მუშაობის მიდგომები

სამართლებრივი საკითხები

2

3

5

6

6

7

7

9

Page 41: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

40

მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს და თუ მსგავსი პოლიტიკა იარსებებს, მოხდეს საუკეთესო

პროექტის დაფინანსება.

კითხვაზე, თუ რა კუთხით დაეხმარებათ მონაწილეებს მითითებულ საკითხებზე ცოდნის

გაღრმავება შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა თითოეულ საკითხზე: მონაწილეთა 87%

მიუთითებს, რომ ეს აამაღლებს მათ პროფესიონალიზმს, 80% თვლის, რომ მიღებული ცოდნა

დაეხმარებათ დაკისრებული მოვალეობების უკეთ შესრულებაში, 86%–ის აზრით,

ტრენინგების შედეგად ისინი შეძლებენ უკეთ მოახდინონ ურთიერთობა კანონთან

კონფლიქტში მყოფ პირებთან ურთიერთობა, ხოლო 79%–ისთვის კი დამატებითი ცოდნის

მიღება მნიშვნელოვანია კარიერულ წინსვლაში გამოსაყენებლად.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა საჭიროებებს, ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ

მონაწილეთა მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას აქვს/ჰქონია შეხება არასამთავრობო

ორგანიზაციებთან, რაც ჯგუფის მიმართ სამოქალაქო სექტორის ნაკლებ ინტერესსა და

სერვისების არ არსებობაზე მიუთითებს.

დიაგრამა #15. ღებულობთ მონაწილეობას არასამთრავრობო ორგანიზაციების მიერ

განხორციელებულ ღონისძიებებში?

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კი რომლებიც ამჟამად ახორციელებენ, ან გეგმავენ

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის მომსახურების მიწოდებას, უნდა

გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ მოზარდთა უმრავლესობას უფრო მეტად აინტერესებს

გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ

შემთხვევაში მოზარდების ორი კატეგორია გამოიკვეთა: ერთი, რომელიც უპირატესობას

სწორედ გასართობ ღონისძიებებს ანიჭებს და მეორე, რომლისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი

ყოველთვის ხშირად იშვიათად არასდროს

4

1

8

21

Page 42: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

41

ახალი ცოდნის მიღება და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარებაა. სწორედ

აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს შემდგომი აქტივობების დაგეგმვა

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მხრიდან.

დიაგრამა #16. როგორი ტიპის აქტივობები მოგწონთ? (დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით)

კვლევის მონაწილე არასრულწლოვნებმა ასევე დააფიქსირეს ის თემები, რომლის შესახებაც

ისურვებდნენ ტრენინგების გავლას. მოზარდებს საშუალება მიეცათ აერჩიათ ყველა ის

საკითხი, რომელიც მათთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. ანალიზის შედეგები

შემდეგნაირად განაწილდა:

დიაგრამა #17. რა საკითხებზე ისურვებდით ტრენინგის გავლას?

2

9

10

10

13

13

22

24

სხვა

შემეცნებითი

საგანმანათლებლო/ტრენინგები

გარემოს დასუფთავება

გარემოს გამწვანება (ხეების დარგვა, ბარვა)

სოციალურად მოწყვლადი (გაჭირვებული) ადამიანების

დახმარება

გასართობი

სპორტული/შეჯიბრებები

სხვა

კომუნიკაციის ტექნიკები და ურთიერთობის…

პროექტების წერისა და განხორციელების ტექნიკები

ცხოვრების ეფექტური დაგეგმვა

განათლება და რესურსების გამოყენება

ცხოვრების მიზნები

ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება

ცხოვრების ჯანსაღი წესი

1

2

2

2

4

8

9

13

Page 43: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

42

3.1.4 დამოკიდებულება ბენეფიციართა მიმართ

პრობაციის ოფიცერთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ კითხვარში მიუთითა, რომ საქმის

წარმოების დაწყებისას ყოველთვის ხდება ბენეფიციარისათვის მისი უფლება მოვალეობების

გაცნობა, უფრო ხშირად ეს ხდება წერილობით, თუმცა შესაძლოა უფლებების გაცნობა

მოხდეს კომბინირებულად: მსჯავრდებულს გადაეცეს უფლება/მოვალეობების ჩამონათვალი

წერილობით და ამავდროულად ოფიცრის მიერ მიეცეს ზეპირი განმარტებებიც.

დიაგრამა #18. რა ფორმით ხდება მსჯავრდებულისათვის უფლება–მოვალეობების გაცნობა?

პრობაციონერებთან მიმართებით, პრობაციის ოფიცრების 85% ფიქრობს, რომ პრობაციონერს

ყოველთვის აქვს საჩივრის გამოხატვის საშუალება, 10% მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს

საჩივრის გამოხატვა შეუძლია ხშირად, ხოლო 5% თვლის, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ

პირს საჩივრის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ზოგჯერ.

საინტერესო შეხედულებები გამოიკვეთა იმ სირთულეებთან მიმართებითაც, რომელსაც

პრობაციის ოფიცრების შეფასებით აწყდებიან პირობითი მსჯავრის მქონე პირები

ნასამართლეობის გამო და ამ შემთხვევაში მათი უდიდესი ნაწილის აზრით, უმთავრესი

პრობლემა რაც ექმნება ნასამართლეობის მქონე პირს ეს არის დასაქმების საკითხი და თუ

დასაქმებულია სამსახურის შენარჩუნება. ასევე მნიშვნელოვან პრობლემათა შორის

დასახელებულ იქნა ისეთი სირთულეები, როგორიცაა უნდობლობა საზოგადოების მხრიდან,

ეკონომიკური პრობლემები, შეზღუდული უფლება მოახდინოს გაადაადგილება ქვეყნის

გარეთ და სხვა. შედარებით ნაკლები მაჩვენებელი აღმოაჩნდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა

ფსიქოლოგიური პრობლემები, გარიყულობა საზოგადოების მხრიდან, ჩაკეტილობა. თუმცა

ის, რომ მსჯავრდებულები საზოგადოების მხრიდან უნდობლობით გამოირჩევიან,

მიუთითებს სწორედ მათ გარიყულობასა და ჩაკეტილობაზე.

42%

38%

20%

წერიოლობით ზეპირსიტყვიერტად კითხვა/პასუხით

Page 44: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

43

დიაგრამა #19. რა სირთულეებს აწყდება პირი, პირობითი მსჯავრის დაკისრების გამო?

(მიუთითეთ ყველა შესაძლო ვარიანტი)

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოზარდების კითხვარების ანალიზში განსხვავებული

შედეგები გამოიკვეთა. კვლევის მონაწილე არასრულწლოვნების 32% ფიქრობს, რომ მას

ნასამართლეობამდე უფრო მეტი მეგობარი ჰყავდა ვიდრე დღეს, რაც პირდაპირ მიუთითებს

იმაზე, რომ მათი ნაწილი დღეს უნდობლობით სარგებლობს და გარიყულია საზოგადოების

მხრიდან.

რაც შეეხება იმ სტანდარტებს, რომელიც უნდა იქნეს დაცული პრობაციის ოფიცრის მიერ

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მონაცემები შემდეგნაირად

გამოიყურება: მონაწილეთა 62% თვლის, რომ მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის

კონფიდენციალურად შენახვა უნდა მოხდეს ყოველთვის, 69% ფიქრობს, რომ აუცილებელია

ოფიცრის მიერ გამოყენებულ იქნა არაგანსჯითი მიდგომა პრობაციონერის მიმართ, 73%

მიუთითებს, რომ უნდა იქნას შენარჩუნებული ობიექტური დამოკიდებულება

მსჯავრდებულის მიმართ ყოველთვის, ხოლო 60% მნიშვნელოვნად თვლის

მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას სამსახურეობრივი

მოვალეობის შესრულების პროცესში.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბიუროს ოფიცერთა გარკვეული ნაწილი საერთოდ არ

თვლის საჭიროდ ისეთი მიდგომების ყოველთვის გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად

არაგანსჯითი, ობიექტური დამოკიდებულება, კონფიდენციალობის შენახვა და

საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

უჭირს სამსახურის შოვნა/შენარჩუნება

აქვს უნდობლობა საზოგადოების მიმართ

აქვს ეკონომიკური პრობლემები

შეზღუდული აქვს საზღვარგარეთ გასვლის…

აქვს ფსიქოლოგიური/ემოციური პრობლემები

გარიყულია საზოგადოების მხრიდან

ჩაკეტილია

აქვს დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებთან

უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა

არ აქვს სირთულეები

2012

12

12

11

10

8

7

5

4

2

Page 45: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

44

კონფიდენციალობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგ შემთხვევაში

სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო ხდება კონფიდენციალობის პრინციპის

დარღვევა, თუმცა სხვა დანარჩენ საკითხებთან მიმართებით აუცილებელია მოხდეს

ოფიცრების მეტად ინფორმირება.

მონაწილეებთან ასევე გამოყენებულ იქნა ისეთი პროექციული ტექნიკა, როგორიცაა

დაუსრულებელი წინადადებების შეთავაზება და მათ მოუწიათ დაესრულებინათ ფრაზა–

„პრობაციონერი არის“... მონაწილეთა მოსაზრებები, ფრაზასთან მიმართებით, შეგვიძლია

დავყოთ რამდენიმე ჯგუფად. ერთი ნაწილი ხაზს უსვამს და აქცენტირდება დანაშაულზე,

რომელიც ჩაიდინა მსჯავრდებულმა.

„პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი და შეზღუდული აქვს უფლებები“.

„პირი რომელსაც ჩადანილი ქმედების გამო, გასაზღვრული ვადით შეზღუდული აქვს

გარკვეული უფლებები, დაკისრებული აქვს მოვალეობები“.

„პირობით მსჯავრდებული ადამიანი, რომელსაც აქვს დაკისრებული გამოსაცდელი ვადა

გარკვეული პერიოდის განმავლობაში“.

ხოლო მონაწილეთა მეორე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ისეთ ასპექტზე, როგორიცაა

მსჯავრდებულისათვის დახმარება, რათა მან მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრაცია. ეს კი

ნიშნავს, რომ ოფიცრების შეფასებით კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს სირთულეები

ექმნება საზოგადოებასთან ურთიერთობისას, რომლის დაძლევაშიც პრობაციის ოფიცერმა

უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არ უნდა იყოს გარიყული საზოგადოებიდან“.

„ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც დაუშვა შეცდომა და რომელსაც სჭირდება დახმარება“.

„პირი, რომლის რესოციალიზაციაზეც უნდა იზრუნოს ოფიცერმა“.

„ადამიანი რომელიც ჩვენი მხრიდან საჭიროებს დახმარებას ახალი დანაშუალის თავიდან

აცილების საქმებში“.

Page 46: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

45

3.1.5 ტექნიკურ–ადმინისტრაციული სირთულეები

ტექნიკურ–ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მონაწილეებს მიეცათ საშუალება

მოსაზრებები დაეფიქსირებინათ, როგორც კითხვარებში, ისე ფოკუს ჯგუფში. საკითხები

განხილულ იქნა რამდენიმე მიმართულებით, რათა სრული სურათი შეგვექმნა ბიუროში

არსებულ ტექნიკურ–ადმინისტრაციულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ინვენტარი–მონაწიელთა 67% მიუთიუთებს, რომ აქვს მუშაობისათვის საჭირო ყველა

ინვენტარი, ხოლო დანარჩენი 33% ფიქრობს, რომ ის არ არის საკმარისად უზრუნველყოფილი

ყველა იმ ინვენტარით, რაც აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის

შესრულებისათვის. ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო რაიონული ერთეულების

წარმომადგენელი ოფიცრებისათვის.

ყველაზე ხშირად გამოყენებად ტექნიკებად ოფიცრები ასახელებენ კომპიუტერსა და

ქსეროქსის აპარატს, რომლის გამოყენების საშუალებაც, მონაწილეთა 67%–ს აქვს

ყოველთვის, ხოლო 33%–ს ხშირად.

დიაგრამა #20. რომელ საოფისე ტექნიკას იყენეთ ყველაზე ხშირად?

საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებასთან მიმართებით, შემდეგი გარემოებები

გამოიკვეთა. არც ერთი პრობაციის ოფიცერი არ სარგებლობს ოფისის ტელეფონით

მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში არის ამის საშუალება. მონაწილეთა 47% ყველაზე

ხშირად იყენებს მობილურ ტელეფონს, 30% ქსელს–ელექტრონული დოკუმენტ ბრუნვის

საშუალებას, 16% ინტრნეტს, ხოლო 7% სარგებლობს ფოსტით. ოფიცრების მერ

გამოყენებული საკომუნიკაციო საშუალებები, როგორც ანალიზი აჩვენებს ხელმისაწვდომია

33%

22%

22%

23%

კომპიუტერი პრინტერი სკანერი ქსეროქსის აპარატი

Page 47: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

46

ოფიცერთა 16%–ისთვის ყოველთვის, ხშირად 63%–ისთვის, ზოგჯერ 11%–ისთვის,

იშვიათად 5%–ისთვის, ხოლო 5%–ისათვის ზემოთ ჩამოთვლილი საკომუნიკაციო

საშუალებები საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

კომუნიკაციის გამართულობას ოფიცერს, სახელმწიფო უწყებებსა და პრობაციონერს შორის.

ოფისს გარეთ ვიზიტების განხორციელება: ყოველდღე უწევს მონაწილეთა 16%–ს, კვირაში

რამდენჯერმე მონაწილეთა 63%–ს, ორკვირაში ერთხელ 11%–ს, 5%–ს თვეში ერთხელ, ხოლო

5%–ს საერთოდ არ უწევს. მონაწილეთა უმრავლესობა მიუთითებს, რომ სამსახურის მხრიდან

ვიზიტების დროს ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია უმრავლეს შემთხვევაში.

დიაგრამა #21. რა სიხშირით უზრუნველყოფს სამსახური თქვენს ტრანსპორტირებას

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს?

ინდივიდუალური მუშაობისთვის სივრცე, როგორც აღმოჩნდა, მონაწილეთა 33%–ს აქვს

ცალკე ოთახი, ხოლო 67% მიუთითებს, რომ მუშაობს სხვა პრობაციის ოფიცრებსა და

თანამშრომლებთან ერთად ერთ ოთახში. მონაწილეთა უმრავლესობა (62%) აღნიშნავს, რომ

პრობაციონერებთან შეხვედრისთვის გამოყოფილი ფართი არ არის საკმარისი. მიუხედავად

ამისა, მათი დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ ყოველთვის იყენებს პრობაციონერებთან

მუშაობისას გამოყოფილ ფართს, თუმცა ამ შემთხვევაში მეტად საყურადღებოა მონაწილეთა

ის 23%, რომელიც საერთოდ არ იყენებს ინდივიდუალური მუშაობისათვის არსებულ ფართს.

ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მათ დასაქმების ადგილზე ან არ არის მსგავსი ფართი

საერთოდ, ან არის მაგრამ ოფიცრები არ ფლობენ შესაბამის ინფორმაცის იმის შესახებ, თუ რა

დატვირთვა აქვს ინდივიდუალური მუშაობის ფართის გამოყენებას მსჯავრდებულთან

მუშაობის პროცესში.

20%

45%

30%

5%

ყოველთვის ხშირად ზოგჯერ სხვა

Page 48: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

47

დიაგრამა #22. რა სიხშირით იყენებთ პრობაციონერებთან მუშაობისათვის ინდივიდუალურ

ფართს?

შვებულება/ბიულეტენი: მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით

განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს, მონაწილეთა ერთი ნაწილი (22%) კუთვნილ

შვებულებას იყენებს ზოგჯერ, მეორე ნაწილი (11%) სარგებლობს იშვიათად, მესანე ნაწილი

(33%) მიუთითებს, რომ კუთვნილი შვებულებისა და ბიულეტენის პირობებით სარგებლობის

საშუალება ეძლევა მხოლოდ ნაწილობრივ, რაც ნიშნავს რომ ისინი იყენებენ მხოლოდ

გარკვეულ დღეებს კუთვნილი საშვებულებო დღეებისას, რაც ოფიცრების აზრით, შემდეგ

უარყოფითად აისახება მათ შრომისუნარიანობაზე. მონაწილეთა 6%–ს საერთოდ არ

უსარგებლია არასდროს აღნიშნულით, ხოლო დანარჩენი 22% კი მიუთითებს, რომ არ

ეძლევათ შვებულებისა და ბიულეტენის გამოყენების საშუალება.

წახალისების საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სააგენტო ადრე

უფრო ხშირად იყენებდა წახალისების ისეთ ფორმას, როგორიცაა პრემია, რასაც ამ ეტაპზე

უფრო ნაკლებად იყენებს. ამის მიუხედავად, მონაწილეთა უმრავლესობამ კითხვარში პრემია

დააფიქსირა, როგორც წახალისების ხშირად გამოყენებული ფორმა.

დიაგრამა #23. წახალისების რა ფორმას იყენებენ თქვენს სამსახურში?

39%

15%

23%

23%

ყოველთვის ხშირად ზოგჯერ არ ვიყენებ

86%

9%

5%

პრემია

წერილობითი

სიტყვიერი

Page 49: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

48

რაც შეეხება დისციპლინირების ფორმებს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ სამსახურში

გამოიყენება ისეთი დისციპლინირების ფორმები, როგორიცაა სიტყვიერი შენიშვნის მიცემა

(49%), რომელიც ძირითადად ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ, წერილობითი

შენიშვნის მიცემა მიუთითა 17%–მა, საყვედურის შეტანა პირად საქმეში–20%, ხოლო

გაფრთხილება 14%–მა. მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაეფიქსირებინათ შეხედულებები

გამოყენებული ფორმების ადეკვატურობასთან დაკავშირებით და ისინი ფიქრობენ, რომ

აღნიშნულის გამოყენება ხელმძღვანელობის მხრიდან უმრავლეს შემთხვევაში ადეკვატურად

ხდება.

დიაგრამა #24. რამდენად ადეკვაურად ხდება დისციპლინირების ფორმების გამოყენება?

საჩივრის გამოხატვის საშუალება–კითხვარების ანალიზის შედეგად ირკვევა ისიც, რომ იმ

მონაწილეთა 32%, რომელმაც აღნიშნულ შეკითხვას უპასუხას, ფიქრობს, რომ მას აქვს

საჩივრის გამოხატვის საშუალება, მაგრამ იშვიათად იყენებს, 53% თვლის, რომ აქვს

გამოხატვის საშუალება მაგრამ არ იყენებს, 5%–ის აზრით, მას არ აქვს საჩივრის გამოხატვის

საშუალება, ხოლო 10%–ს უჭირს პასუხის გაცემა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბიუროს

თანამშრომლებს არ აქვთ ერთნაირი ინფორმაცია საჩივრის გამოხატვის პროცედურებთან და

შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

სამსახურეობრივი საქმიანობა–მონაწილეთა მიერ მითითებული პასუხების საფუძველზე

დგინდება, რომ პრობაციის ოფიცერთა 76%–ს უწევს 50–100 პრობაციონერის საქმის

მეთვალყურეობა, ხოლო დარჩენილი 24%–ს 150–250–მდე მსჯავრდებულის. მონაწილეთა

უმრავლესობამ (62%) საქმის განაწილებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ საქმეები თანაბრად

არის გადანაწილებული ხელმძღვანელობის მხრიდან მხოლოდ 39% მიუთითებს, რომ

საქმეები ნაწილობრივ ეფექტურად არის განაწილებული, ხოლო დანარჩენ 9%–ს უჭირს

პასუხის გაცემა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მათ განსხვავებულ მოსაზრებებზე.

8 8

1 2

Page 50: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

49

ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მონაწილეების ნახევარს (50%) უწევს მუშაობა სამუშაო

საათების შემდეგ, რომლის კომპენსირებაც არ ხდება ზემდგომი ორგანოს მიერ, რაც ასევე

საყურადღებოა, რადგან დამატებითი დროით მუშაობა და მისი არაკომპენსირება

უარყოფითად მოქმედებს თანამშრომელთა შრომით პროდუქტიულობასა და შესრულებული

სამუშაოს ხარისხზე.

დიაგრამა #25. რა სიხშირით გიწევთ სამუშაო საათების შემდეგ მუშაობა?

დიაგრამა #26. ხდება დამატებით დახარჯული დროის კომპენსირება?

გამოკვეთილი სირთულეების დაძლევა–მონაწილეთა 68% მიუთითებს, რომ პრობაციის

ბიუროში არსებული სირთულეების დასაძლევად მიუმართავს ზემდგომი პირებისათვის,

რომელიც არის მათი უშუალო ხელმძღვანელი–რეგიონული ცენტრის უფროსი. ხოლო

დანარჩენი 32% აღნიშნავს, რომ პრობლემების გადაჭრის მიზნით არ განუხორციელებიათ

მიმართვა, რადგან როგორც კომენტარებში მიუთითეს ფიქრობენ, რომ ნაკლებია სააგენტოს

მხრიდან პრობლემების მოგვარების კუთხით დაინტერესება და „აზრი არ აქვს“ მიმართვის

განხორციელებასაც კი.

10% 10%

50%

30%

ყოველთვის ხშირად ზოგჯერ იშვიათად

5%5%

5%

16%

69%

ყოველთვის ხშირად ზოგჯერ იშვიათად არასდროს

Page 51: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

50

მეორე მხრივ, მონაწილეთა 40% მიუთითებს, რომ მათი შეხედულებები სრულად არის

გათვალისწინებული ხელმძღვანელობის მიერ, 35% მიუთითებს, რომ ნაწილობრივ ხდება ამ

შეხედულებების გათვალისწინება, 10% ფიქრობს, რომ საერთოდ არ ხდება გათვალისწინება,

ხოლო 15% თავს იკავებს პასუხისაგან.

დამატებითი კომენტარი

მონაწილეებს კითხვარის ბოლოს მიეცათ საშუალება, რომ დაეფიქსირებინათ მოსაზრებები

კვლევასა და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ

რამდენიმე ასეთ მოსაზრებას:

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია პრობაციონერების რესოციალიზაციაზე ფოკუსირება, რაც

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების პროცესში უკანა პლანზე დგას, ან საერთოდ არ

ხდება, იგნორირებულია“.

„კარგი იქნება, ოფიცერს ჰქონდეს უფრო მეტი დაკვირვების საშუალება და შეეძლოს

დამოუკიდებლად საკუთარი სახელით მიმართოს ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს,

გარკვეული ინფორმაციის მოპოვების მიზნით“.

„აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის გავლა დაგვეხმარება ჩვენს საქმიანობაში“.

როგორც ხედავთ კითვარის შევსების ბოლოს გამოთქმული მოსაზრებები ორი ტიპისაა. ერთი

ეხება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიც არის მსჯავრდებულების რესოციალიზაციის

ხელშეწყობა, ხოლო მეორე ტრენინგების საჭიროებასა და ოფიცრის

როლის/პასუხისმგებლობის გაზრდას მსჯავრდებულებთან მუშაობის პროცესში.

Page 52: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

51

თავი IV. დამატებითი ინფორმაცია სფეროს შესახებ

4.1 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მიმოხილვა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 90–იან წლებში საქართველოში განვითარებულ

მოვლენათა შორის თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა 1995 წელს ახალი კონსტიტუციის

მიღება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს, განსაზღვრა მისი

პოლიტიკური წყობა და მნიშვნელოვნება შემატა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

აღნიშნულს წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ადამიანის უფლებათა

დამცველი კონვენციებისა თუ დეკლარაციების აღიარება, როგორიცაა მაგალითად „ბავშვის

უფლებათა კონვენცია“, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვის უფლებებს და

სახელმწიფოს ვალდებულებებს მათ წინაშე. „ბავშვის უფლებების კონვენციის“

რატიფიცირება (1994 წ.) მადეტერმინირებელი გახდა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში

მნიშვნელოვანი რეფორმების და ცვლილების განხორციელებისა.

დაწყებული ცვლილებების ერთ–ერთ გამოვლინებას წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში

მყოფ არასრულწლოვნებთან მიმართებაში მიმდინარე რეფორმა, რომელიც მას შემდეგ

დაიწყო, რაც გაეროს განვითარების უფლებათა კომიტეტმა 2007–2008 წლების ანგარიშში

საქართველოს მთავრობას მოუწოდა ეზრუნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების

საკითხებზე და აღუთქვა გაეროს ბავშვთა ფონდის დხმარება. ამას მოჰყვა 2008 წლის 13

დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის №591 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც,

ევროკავშირის მხარდაჭერით, შეიქმნა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი

საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის რეფორმის წარმართვას, კანონის

უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით

(არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარების კონცეფცია 2009).

აღნიშნული საბჭოს ფარგლებში შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ჯგუფი,

რომლის შემადგელობაშიც არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური

პროკურატურა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სასჯელაღსრულების,

პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტრო და სხვადასხვა

საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. საბჭომ მუშაობა დაიწყო

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაზე.

2009 წელს შემუშავებულ იქნა 2009–2013 წლების სტრატეგია, რაც მოიცავდა სისტემის

მრავალხრივ რეფორმას. ცვლილებებს პოლიციისა და დანაშაულის პრევენციის,

პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების, იურიდიული განათლებისა და

პროფესიული ტრენინგების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონების, სისხლის

Page 53: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

52

სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, იურიდიული დახმარების, პრობაციისა და

სასჯელაღსრულების კუთხით.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე დღეისათვის განხორციელებული ცვლილება, რომელმაც

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს

განვითარებაში.

საკანონმდებლო ბაზის ცვლილება

ცვლილებები განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსში არასრულწლოვანთა სისხლის

სამართლის პასუხისმგებლობის ასაკთან დაკავშირებით და 12 წლიდან ზღვარი 14 წლამდე

აიწია. მოხდა დანაშაულის კატეგორიზება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე

დანაშაულებად. არასრულწლოვანთათვის დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად სასჯელის

მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 15 წელი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი).

2010 წელს მიღებულ იქნა ახალი პატიმრობის კოდექსი, რომლის მიხედვითაც

არასრულწლოვანი სასჯელს იხდის სრულწლოვანთაგან განცალკევებით.

ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში

რეფორმა პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე მიმართულებით წარიმართა:

მიღებულ იქნა ახალი პატიმრობის კოდექსი და ძირითად პრიორიტეტად იქცა

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეინტეგრაცია და განმეორებითი დანაშაულის

პრევენცია;

ამუშავდა „არასრულწლოვანთა სასჯელის ინდივიდუალურად დაგეგმვის“ პროგრამა,

რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრილი

არასრუწლოვნების რისკებისა და საჭიროებების შეფასებას ითვალისწინებდა. გეგმის

შემუშავება ხდება სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მიერ და შეფასების

საფუძველზე ხორციელდება არასრულწლოვანის სასჯელის ინდივიდუალურად

დაგეგმვა;

გათავისუფლების მზადების პროცესის ხელშეწყობისა და სტრუქტურათაშორისი

თანამშრომლობის მიზნით, 2011 წელს დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა პრობაციის

ბიუროებთან, რათა მომხდარიყო როგორც მოზარდის, ისე მისი სოციალური გარემოს

ძლიერი მხარეებისა და რისკების შეფასება;

Page 54: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

53

მუშაობა დაიწყო ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწაზე. შეიქმნა

სპეციალური საბჭო, რომელიც განიხილავს არასრულწლოვანთა პირობით, ვადამდე

ადრე გათავისუფლების საკითხს;

დაიწყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განათლების, პროფესიული

გადამზადებისა და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა.

სისხლის სამართლის დევნის ალტერნატიული გზები

პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანთა რაოდენობის შემცირებისა და მათი

რეაბილიტაციის მიზნით, სტრატეგია ყურადღებას ამახვილებდა სისხლის

სამართლის დევნის ალტერნატიული გზების გამოყენებაზე იმ არასრულწლოვნების

მიმართ, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული და ჩადენილი დანაშაული

ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთნება.

სასჯელაღსრულებაში მოზარდის მოთავსების ალტერნატიულ გზად განიხილება

პირობითი მსჯავრის, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება,

რომლის აღსრულებაც ევალება პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში

არსებულ რეგიონულ ბიუროებს.

2010 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა,

რომლითაც შესაძლებელი გახდა მოზარდთა სისხლის სამართლის

პასუხისმგებლობიდან განრიდება პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4.2 დღეს არსებული მდგომარეობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, UNICEF-ის მხარდაჭერით,

განხორციელდა ყველა მოსამართლისა და პროკურორის გადამზადება, რათა

უზრუნველყოფილიყო მათთვის საბაზისო ინფორმაცი მიწოდება არასრულწლოვანთა

თავისებურებებისა და საჭიროებების შესახებ. ტრენინგები ჩაუტარდათ იურიდიული

დახმარების სამმართველოს თანამშრომლებსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

წარმომადგენლებს. გამომძიებელთათვის შეიქმნა სპეციალური ტრენინგ–მოდული

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, რომელიც პოლიციის აკადემიის

სასწავლო კურიკულუმშიც ჩაიდო.

პრობაციასა და პენიტენციურ სისტემაში მოხდა არსებული კადრების გადამზადება

არასრულწლოვანთან მუშაობის სპეციფიკის კუთხით, რათა თანამშრომლებს

Page 55: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

54

განევითარებინათ ისეთი უნარ–ჩვევები, რომელიც აუცილებელია მოზარდებთან მუშაობის

პროცესში. არასრულწლოვან გოგონათათვის შეიქმნა ცალკე სექცია ქალთა კოლინიაში.

მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა და სახელმწიფო პოლიტიკისა მოხდეს

დანაშაულის პრევენცია განსაკუთრებით არასრულწლოვნებში, სტატისტიკური მონაცემები

მაინც მაღალია.

პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, 18487

მსჯავრდებულია რომელთაგან 51 არასრუწლოვანია. პირობითი მსჯავრის მქონე 1768

პრობაციონერს შორის 416 არასრულწლოვანია.

2013 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით სისხლის სამართლის

პასუხისმგებლობიდან განრიდებულია 202 ბავშვი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული

პროგრამა ასრულებს მნიშნველოვან როლს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების

სისტემაში.

4.3 პრობაციის სისტემის განვითარება

პრობაციის სამსახურის ჩამოყალიბება საფუძველს იღებს ინგლისში დაახლოებით მე–18

საუკუნის პერიოდში, როდესაც მოსამართლე მეთიუ დავენპორტ ჰილის მიერ მსუბუქი

დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ხდებოდა მზრუნველი პირის დანიშნვა (მშობელი,

ახლობელი), რომლებიც პერიოდულად ანგარიშს აბარებდნენ პოლიციის თანამშრომელს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრობაციის სამსახურმა განვითარება დაიწყო აღმოსავლეთ

ევროპის ქვენებში. ერთ–ერთი პირველი ქვეყანა ბულგარეთი იყო, რომელსაც სისხლის

სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ჰქონდა პირობით ვადამდე გათავისუფლება და

პირობითი მსჯავრი (1905) (პრობაციის შექმნის ისტორია, განვითარება და კანონმდებლობა).

ნელ–ნელა ევროპის ქვეყნებმა ახალი საკანონმდებლო სისტემის განვითარებითა და

საზოგადოების მხრიდან მსჯავრდებულთა მიმართ ახალი მიდგომების ჩამოყალიბებით,

ხელი შეუწყეს სასჯელის აღსრულების ისეთი ლიბერალური ფორმის დამკვიდრებას,

როგორიც პრობაციაა.

საქართველოში პრობაციის სისტემის განვითარება უკავშირდება არაპატიმარ და პირობით

მსჯავრდებულებზე კონტროლის განხორციელების დელეგირებას შინაგან საქმეთა

სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროზე. 2003 წლიდან იუსტიციის სამინისტროში

ფუნქციონირება დაიწყო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის

Page 56: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

55

დეპარტამენტმა. 2007 წელს პრობაციის სამსახური იუსტიციის სამინისტროს

შემადგენლობიდან გადავიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და

იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობაში.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მთავარი ფუნქციაა არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება,

ზრუნვა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე.

4.4 პრობაცია და არასრულწლოვნები

პრობაციის ეროვნული სააგენტო მიზნად ისახავს კანონთან კონფლიქტში მყოფ

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. აღნიშნულის მისაღწევად

არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მუშაობა მიმდინარეობს რისკებისა და საჭიროებების

შეფასების საფუძველზე, რომელსაც სოციალური მუშაკი და ზოგიერთი რაიონის

შემთხვევაში, სპეციალურად მომზადებული პრობაციის ოფიცერები ახორციელებენ.

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე სოციალურ მუშაკს/ოფიცერს აქვთ ვალდებულება

არასრულწლოვანი დააკავშირონ მისთვის აუცილებელ მომსახურებებთან, დაეხმარონ

პიროვნული და სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყონ მის ოჯახის

წევრებთან და საზოგადოებასთან ჯანსაღ ფუნქციონირებას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის სტრატეგიული

განვითარების გეგმა უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ისეთი მომსახურებების

შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არასრულწლოვნებს და ზოგადად ახალგაზრდებს

მოახდინონ უნარების გაუმჯობესება. სარეაბილიტაციო პროგრამების, პროფესიული

გადამზადების კურსები, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები მნიშვნელოვან

გავლენას მოახდენს თითოეული ახალგაზრდის ცხოვრებაზე.

საყურადღებოა ისიც, რომ სააგენტო მიზნად ისახავს საზოგადოებრივი კამპანიის

წარმოებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების დამოკიდებულებების

ცვლილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ.

სტრატეგიული გეგმის თანახმად, მოხდება ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების

წახალისება, რათა მათ მოახდინონ მომსახურების შეთავაზება პირობითი მსჯავრის მქონე

სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისათვის, რაც დადებით მოვლენად შეიძლება

განვიხილოთ.

Page 57: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

56

დასკვნა

პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის ფარგლებში

განხილული საკითხები მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობას ზრუნვა კანონთან

კონფლიქტში მყოფ პირებზე დაწყებული აქვს. მიმდინარეობს არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს არსებული მიდგომების

ფუნდამენტურ ცვლილებას, ზრუნვას მოზარდებზე, მათ რეაბილიტაციასა და

რესოციალიზაციაზე, საზოგადოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან

დამოკიდებულებების ჰუმანიზაციასა და დანაშაულის პრევენციაზე.

აუცილებელია აღინიშნოს იმ ორგანიზაციების წვლილიც, რომლებიც რეფორმის დაწყების

პირველივე დღიდანვე ეხმარებიან მთავრობას დასახული მიზნების მიღწევაში. რეფორმის

განხორციელებაში ისეთი უწყებიბის გარდა, როგორიცაა სასჯელაღსრულების, პრობაციისა

და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო,

მონაწილეობას იღებენ ისეთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც

არის UNICEF, PRI, GCRT, „სიდა“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პრობაციის სამსახური მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს არასაპატიმრო

სასჯელთა აღსრულების პროცესში. სისტემის განვითარება მხოლოდ 10 წელია

მიმდინარეობს და ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ,

შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია სამსახურმა უზრუნველყოს

არსებული მდგომარეობის ანალიზი, გამოკვეთოს მიღწევები, სირთულეები და მათი

გათვალისწინებით გააგრძელოს შემდგომი განვითარება.

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მოახდინოს პრობაციის ბიუროს

შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის ფარგლებში თანამშრომელთა, პირობითი

მსჯავრის მქონე არასრულწლოვანთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და სამოქალაქო

განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების ანალიზი და მათი

გათვალისწინებით უზრუნველყოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნების სისრულეში

მოყვანა. სრული სურათის მისაღებად კი, სასურველია განხორციელდეს მსგავსი შინაარსის

კვლევა პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა რეგიონულ

ბიუროში.

Page 58: პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი, 2013

57

გამოყენებული ლიტერატურა

1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების კოცეფცია პენიტენციური

სისტემაში, 2009;

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგია, სისხლის სამართლის

უწყებათაშორისი საბჭო, 2009;

3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგია, სისხლის სამართლის

უწყებათაშორისი საბჭო, 2011;

4. საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის

შესახებ“;

5. გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

7. www.probation.ge;

8. www.Justice.gov.ge;

9. www.mcla.gov.ge.