მეთორმეტე საუკუნის საქართველოს ......

114
მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმ- მმმმმმმმ მმმმმმ-მმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმ. მმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმ მმმმმმ. მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ, მმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმ, მმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ (მმმ. მმმმმმმმმმ, მმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმ მმ მმმმ). მმ მმმ მმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმ მმმმ მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმ მმმმმმმმმ «მმმმ მმმმმმმ (მ. მ. მმმმმმმმ მმმმმმმმმმ), მმმმმმმმმ (მმმმმმმმ მმ მმმმმმმმ), მმმმმ მმ მმმმმ მმ მმმმმმმ (მმმმ-მმმმმმმ მმმმმმ), მმმმმ-მმ (მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ) მმ მმმმმმ-მმმ (მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ). მმმმმმმმმმმ მმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ- მმმმმმმმმ მმმმ, მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმ, მმ მმმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმ მმმმმმმმმმმ. მმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ, მ.მ. მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ მმმმმმ, მმმმმმმმმმმ მმმმმმმ «მმმმმმმმ» მმმ-მმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმ. მ.მ. მმმმმმ-მმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმ მმ მმმ მმმმმმმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმ მმმ «მმმმმმმმმმმ» მმმმმ «მმმმმმმმ», მმმ მმმმ-მმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმ მმ 1

Transcript of მეთორმეტე საუკუნის საქართველოს ......

მეთორმეტე საუკუნის საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მართვა-გამგეობა

 

 მართვა-გამგეობის წესისაქართველოს ფეოდალური მონარქიის სათავეში ბაგრატიონთა დინასტია იდგა.

მეფის ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან უფროს შვილზე.

პოლიტიკურად გაძლიერებული და დაწინაურებული საქართველო, დავით აღმაშენებლის დროს, ტოლს არ უდებდა ბიზანტიის იმპერიას და მას პირველობას ეცილებოდა. ადრე საქართველოს მეფეები ატარებდნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარის სხვადასხვა უმაღლეს ტიტულებს (მაგ. კურაპალატი,

სევასტოსი, ნოველისიმოსი და სხვა). ეს მათ ფორმალურად მაინც ბიზანტიისადმი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აყენებდა, მაგრამ დავით აღმაშენებელმა უარი თქვა ყველა ბიზანტიურ ტიტულზე. იგი იწოდებოდა «მეფე აფხაზთა (ე. ი.

დასავლეთ საქართველო), ქართველთა (ქართლისა და მესხეთის), ჰერთა და კახთა და სომეხთა (ლორე-ტაშირის სამეფო), შაჰან-შა (ანისის მეფეების ტიტული)

და შარვან-შად (შარვანის მეფეთა ტიტული).

საქართველოს მეფე, როდესაც რომელსამე ახალ სამფლობელოს თავის საბრძანებელს შემოუერთებდა ხოლმე, შეძენილ ქვეყანაში მართვა-გამგეობის წესს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, არ ეხებოდა და ხშირად წინანდებურად სტოვებდა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო წყობილება ადგილობრივ და სათემო პრინციპზე იყო დამყარებული.

დავით აღმაშენებლის დროითგან მოყოლებული თამარის სიკვდილამდე, ე.ი.

ჩვენი სამშობლოს ერთობისა და ძლიერების ხანაში, საქართველოს თითოეულ «სამეფოში» ცალ-ცალკე განაგებდნენ ხოლმე საქმეებს. ე.ი. მართვა-გამგეობა მარტო საუწყებო პრინციპზე კი არ იყო დამკვიდრებული, არამედ სათემო პრინციპზე. მეფე ერთ «სამეფოთაგან» მეორე «სამეფოში», ანუ ახლო-მახლო ადგილას გადავიდოდა  ხოლმე და საქმეებს ასე ადგილობრივ ისმენდა და განაგებდა. დავით აღმაშენებელზე ნათქვამია: « ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინტამდე და განაგა საქმენი მანდაურნი»-ო. შემდეგ მეფე «სთუელთა გარდავიდა გეგუთს...

განაგო მანდაურნი ყოველი». როცა დავით აღმაშენებელმა ახლად დაპყრობილი შირვანის საქმეების მოწესრიგებისაგან მოიცალა, იგი «მოვიდა ქართლად და განაგო ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა».

1

ამრიგად დგინდება, რომ მნიშვნელოვანი საქმეების მოსაწესრიგებლად მეფე თვითონ მიდიოდა და ადგილობრივ არჩევდა ხოლმე ასეთ საქმეებს. ისე იმართებოდა ქვეყანა თითქოს სახელმწიფო ცალ-ცალკე სამეფოებისაგან იყო შემდგარი. ამგვარად, საისტორიო წყაროები გვიჩვენებენ, რომ საქართველოს მეფის წოდებულება «მეფეთ-მეფე, მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა»

საქართველოს სახელმწიფოს თანდათანობითი ზრდისა და ნაწილობრივ, წეს-

წყობილების უტყუარი გამომხატველი იყო და ამ თვალსაზრისით რეალური მნიშვნელობაც ჰქონდა.

იმდროინდელ საქართველოში მეფის გვერდით არსებობდა უმაღლესი საერო და სასულიერო ფეოდალთა წარმომადგენლობითი ორგანო «დარბაზი», რომელიც პერიოდულად იკრიბებოდა.სახელმწიფოს მეფე მართავდა «ხელმწიფის კარის»,

უმაღლეს მოხელეთა, «უხუცეს ვაზირთა» და «საქვეყნოდ გამრიგე» მოხელეების მეშვეობით.

მთავრობის მეთაური მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ხელმწიფის კარის პირველი ვაზირი იყო. მას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს ყველა დაწესებულება და უმაღლესი სასამართლოს მეთაურიც ის იყო. შემდეგ თანდათან ვაზირები ხდებიან მანდატურთუხუცესი - შინაგან საქმეთა მინისტრი, ამირსპასალარი -

სამხედრო საქმის გამგებელი, მეჭურჭლეთუხუცესი - მეფისა და ოჯახის მეურნეობის გამგებელი.

მთელი საქართველო, მეფისა და სამეფო ოჯახის წევრთა მამულების გარდა, დიდ ადმინისტრაციულ  ერთეულებად - საერისთაოებად იყო დაყოფილი და მეფისაგან სამმართველოდ ჰქონდათ გადაცემული ერისთავებსა და ერისთავთერისთავებს.

ჩვეულებრივ, საერისთავოთა გვერდით, საქართველოს სამხრეთ საზღვარზე,

საგანგებო სანაპირო საერისთავოები.

საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ამ პერიოდში მოექცა და მისგან დამოკიდებული გახდა არაქართული მიწა-წყალიც და სამეფო კარმა მათი სახელმწიფოებრივი მოწყობის ორგვარი წესი შეიმუშავა - უშუალოდ სამეფოს შემადგენლობაში შემოყვანა და მეფის კარს დამორჩილება ვასალობის პირობით და ყმადნაფიცობით.

 

  

სახელმწიფო დარბაზი და დარბაზობა

2

საქართველოს სახელმწიფო უზენაეს ორგანოდ სახელმწიფო «დარბაზი» იყო. აქ წყდებოდა სხვადასხვა მნიშვნელობის სახელმწიფო საქმეები. ან რთული იურიდიული საკითხები, ინიშნებოდა დიდებული მოხელეები, ღებულობდნენ მეზობელ მეფე-მბრძან ებლებს.

სახელმწიფო დარბაზის წევრები იყვნენ უმაღლესი სამღვდელოების, დარბაზის კართა მყოფთა და საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა უფროსი წარმომადგენლები. იურისტი აზნაურნი. ვაზირები შეიძლება სხვა სახელმწიფო მოხელეებიც ყოფილიყვნენ, მიჩნეული საჭიროებისდამიხედვით.

თვით დარბაზობა მეფის თავჯდომარეობით იმართებოდა, დარბაზობის დროს მეფე ოქროთი მოჭედილ ტახტზე იჯდა.

დარბაზობაში მონაწილენი ორ ჯგუფად იყოფოდნენ: პირველნი, რომელნიც იჯდნენ და მეორენი, რომელთაც დაჯდომის უფლება არ ჰქონდათ და უნდა მდგარიყვნენ.

დარბაზის წევრებს განსაკუთრებული საერთო სახელი ჰქონდათ. მათ ეწოდებოდათ «დარბაზის ერნი». ალბათ აქედანაა სიტყვა «დარბაისელნი».

მეცამეტე ს-ში «დარბაისელნი» ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთ ჯგუფს შეადგენდნენ ისინი, ვისაც რაიმე სახელი ანუ განსაკუთრებული თანამდებობა ჰქონდათ, ხოლო მეორეს უფრო დაბალი ჩინოსანნი, რომელთაც უხელონი ეწოდებოდათ.

დარბაზობა ორნაირი ყოფილა: «დიდის წესითა» და «უმცროსთა». თუ რომელი იყო საჭირო ამას მეფე წყვეტდა.

დიდი დარბაზობა საზეიმო სხდომას წარმოადგენდა, რომელსაც დარბაზის ნამდვილ წევრთა, დარბაზის ერთა გარდა, მრავალრიცხოვანი შინაური მოხელენი და დარბაზის ყმანიც ესწრებოდნენ წესრიგისა და ზეიმის მოსაგვარებლად.

მეორე დარბაზობა კი საქმიანი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად გახლდათ.

მისი განსაგებელი იყო:

1. კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება.

2. ომის გამოცხადების წესი.

3. დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის საკითხი.

4. არჩეული ხელისუფლების «დალოცვა და ხელდასმა».

5. საზეიმო სხდომა გამარჯვებული ლაშქრის შინ დაბრუნებისა და ზავის ჩამოგდების გამო.

3

6. დარბაზობა მეზობელ და შორეულ სტუმრად თუ დახმარების სათხოვნელად მოსული მეფე-მბრძანებლის, ან მათგან წარმოვლენილი დესპან-მოციქულების მისაღებად და მოსასმენად.

7. დიდი დღესასწაულების დროს.

 

  

მმართველობის ცენტრალური აპარატი

საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს ცენტრალური მმართველობის აპარატი, მისი ცალკეულიუწყებები თავმოყრილი იყო მეფის სასახლეში. სასახლე წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი ხელისუფლების მთავარ მმართველობით ორგანოს, საიდანაც სასახლის სამოხელეო აპარატის მეშვეობით წარმოებდა სამეფო სახლის დომენის, სახელმწიფოს და თვით სასახლის მართვა.

ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს მეთაურს მრავალი სასახლე გააჩნდა, მაგრამ ცენტრალური მმართველობის აპარატის უწყებები მეფის მთავარ რეზიდენციაში ფუნქციონირებდნენ.

მეფის მთავარი რეზიდენცია, ანუ «სახლი სამეუფო» თბილისის აღებამდე ქუთაისში იყო. დავით აღმაშენებელმა კი თბილისი აქცია «საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ». მთავარ ქალაქში მდებარე მეფის სასახლე - მართვის ცენტრსა და სასახლის უწყებების მუდმივ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა.მეფის დედაქალაქში არ ყოფნის დროს ცენტრალური აპარატი ფუნქციონირებდა არა დედაქალაქსა და მთავარ («საჯდომ») სასახლეში, არამედ იქ, სადაც მეფე იმყოფებოდა. ამდენად სახელმწიფოს დიდი მოხელეები წარმოადგენდნენ მეფის კარის და არა სახელმწიფოს მოხელეებს.

«სასახლის», როგორც მონარქიის რეზიდენციის და მმართველობის ცენტრალური აპარატის ადგილსამყოფელის აღმნიშვნელი ტერმინოლოგია ქართულ წყაროებში საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

მეხუთე-მეათე სს-ის ჯეგლებში მას ეწოდებოდა «ტაძარი», «პალატი». მეათე ს-დან გვხვდება «დარბაზი», «სრა». ეს ტერმინები თანაარსებობდნენ თითქმის მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. მათ ერთიმეორის გაქრობა არ გამოუწვევიათ.

ტერმინი «ტაძარი» მომდინარეობს ძველი სპარსული ტავაზა-დან, რაც სასახლეს ნიშნავს. ეს ტერმინი მეათე ს-ის შემდეგ ნაკლებად იხმარებოდა «სასახლის»

მნიშვნელობით.

4

«სახლის» აღმნიშვნელად უაღრესად გავრცელებული იყო მთელი შუა სს-ის მანძილზე ტერმინი «პალატი». თავისი მნიშვნელობით ეს ტერმინი სავსებით უდრის დას. ევროპულ პალატიუმს, რომელიც ერთდროულად წარმოადგენდა სასახლეს, კარს და მმართველობის ცენტრს. მასში მეფის სასახლის განგების გარდა თავმოყრილი იყო მთელი ადმინისტრაციული მუშაობა სახელმწიფოს სამართავად.

«ტაძრისა» და «პალატის» სინონიმად გარკვეული პერიოდიდან იხმარებოდა ასევე ტერმინი «დარბაზი». იგი უაღრესად გავრცელებული იყო მეათე ს-დან.

სასახლეები მეფეებს ბევრი ჰქონდათ, მაგრამ «სასახლე» (ტაძარი, დარბაზი,

პალატი), როგორც დაწესებულება, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ერთი ჰქონდა და ეს «სასახლე» მასთან ერთად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. «სასახლე» წარმოადგენდა მეფის უახლოეს გარემოცვას,

სახელმწიფოს მართვის ცენტრალურ აპარატს. მისი მომსახურე პერსონალი იწოდებოდა იგივე ტერმინოლოგიიდან ნაწარმოები: «სახლეული», «ტაძრეული»,

«პალატის ერი» და «დარბაზის ერი».

«სახლეული» მონა-მხევლები, «ნათესავნი» და თვისნი ცოლ-შვილნი იყვნენ. მონა-

მხევლები უაღრესად დაახლოებულნი კარის მსახურნი არიან, რომელნიც დროთა განმავლობაში გარკვეულ მეტამორფოზას განიცდიან მეფის ხელისუფლების ზრდასთან ერთად. ასევე «ტაძრეული», იგი მეფის შინაურია, მისი მონაა, რომელიც მეფის მიერ ბოძებული წყალობით «ტაძრეული აზნაურად»

იქცევა. ე.ი. დომენის ვასალად. მეთერთმეტე-მეცამეტე სს-ში «ტაძრეული»

მხოლოდ მეფის დომენის ვასალებს და მსახურებს კი არ მოიცავს, არამედ საერთოდ კარზე მყოფთა ერთობლიობას. იმ დიდგვარიანებსაც, რომლებიც არ ეკუთვნიან სამეფო დომენს, მაგრამ სამეფო კარზე იმყოფებიან.

მეთერთმეტე-მეცამეტე სს-ის სასახლის მაღალი რანგის თანამდებობის პირების აღსანიშნავად ზოგადი ტერმინები «ხელისუფალნი», «მოხელენი დიდებულნი»,

ხელისუფალნი გვხვდება.

მეცამეტე ს-ში ამ კატეგორიის აღმნიშვნელად გვხვდება «ვაზირნი და მოურავნი».

სასახლის ფტატში შედიოდნენ და «დარბაზის ერის» კატეგორიას შეადგენდნენ მეფის მერემეები, «მეჯოგეები», მანდატურები და მესაწოლეები. ე.ი. ხელოსნები «მცირე საქმის მოქმედნი». ამასთან ერთად მოიხსენიებიან «უხელონი». უხელო დარბაზის ერში შედიოდნენ «დარბაზის ყმები», «ხასაგინები», სამეფო დომენის წვრილი აზნაურები და მსახურები.

5

ესაა «დარბაზის ერის» ის კატეგორია, რომელიც წყაროებში «ლაშქრისა» და «სპის» სახელწოდებით იჩენს თავს. «დარბაზის ყმის» მსგავსი ინსტიტუტი დამახასიათებელი იყო დას.

ევროპისათვის. «დარბაზის» კარზე «ყმად დაყენებული» «მოყმეები»საპატიო სამსახურისთვის ემზადებოდნენ, «სარაინდო» ზნე-ჩვეულებებს ეუფლებოდნენ, ამ აღზრდაში უპირველესი ადგილი ლაშქრობას ეჭირა. სათანადო დამსახურებისა და თავის გამოჩენის შემდეგდალოცვასა და სახელოსაც მიიღებდა.

«დარბაზის ერი» სოციალურად ჭრელი კატეგორიაა. მასში შედიან როგორც წარჩინებული დიდგვარიანები, ისე წვრილი აზნაურები და მსახურები.

«დარბაზის ერის» დიფერენცირება ხდებოდა არა სოციალური ნიშნით, არამედ თანამდებობის ქონებით.

  

 სასახლის დაწესებულებანი

მეათე-მეცამეტე სს-ის საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიისათვის სასახლე წარმოადგენდა მთავარი პოლიტიკურ-ადინისტრაციულ დაწესებულებას,

უწყებათა კომპლექსით. ეს უწყებები იყო საწოლი-სალარო, საჭურჭლე, ზარდახანა,

სააჯო კარი, საჯინიბო, საგანმგეო, საღვინე და სხვა. სასახლის ამ უწყებებიდან ხდებოდა სახელმწიფოს, დომენისა და თვით სასახლის მართვა.

«საწოლი-სალარო» წარმოადგენდა სასახლის ძირითად პოლიტიკურ უწყებას,

საიდანაც ხდებოდა მართვა, სადაც იკრიბებოდა სამეფო თათბირი («ვეზირობა»).

აქედან გამომდინარე, სწორედ «საწოლი» იყო წამყვანი სასახლის უწყებრივ სტრუქტურაში, იგი მეფის კაბინეტი იყო და წარმოადგენდა მის აპარტამენტებს,

სადაც ის ცხოვრობდა, ჰქონდა სასადილო ოთახი, ხაზინა და საკუთრივ საწოლი ოთახი.

მეფის საწოლში ინახებოდა ოქრო ზოდებში, ფული, ძვირფასი ნივთები,

ოფიციალური დოკუმენტები, საგადასახადო რეგისტრები, შემოსავალ-გასავლის ანგარიშები, სამეფო ბრძანებულებათა პირები.

«ხელმწიფის კარის გარიგების» ცნობით: «მსახურთუხუცესი ვეზირია და მის ხელთ არს სალარო, საწოლი, მესაწოლეთუხუცესი, მოლარეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი,

ციცხვთუხუცესი, მეხელეთუხუცესი».

6

ესაა საწოლისა და სალაროს დაცვისა და მომსახურების შტატი.

მესაწოლეთუხუცესს ექვემდებარებოდა შვიდასი სახლი მესაწოლე, ანუ მცველნი,

რომ მეფისთვის ბოროტი არავის ეკადრებინა.

მოლარეთუხუცესს, ყველა სალაროები ექვემდებარებოდნენ. მას ჰყავდა მოლარეები. სალაროში ინახებოდაისეთი განძეულობა, რაც ნიადაგ სახმარად არ იყო საჭირო და შეკრული იდო.

საჭურჭლეში კი პირიქით, სახმარად სანიადაგოდ საჭირო განძეულობა იყო შენახული. ამდენად «სალაროში» დაცული განძეულობა არ იყო მოლარეთუხუცესის სახელოსი, იგი მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა.

სალაროში მოლარეთუხუცესის მოსაკითხი და «სახელო» დიდი სასიგელე სახელმწიფო ბეჭედი იყო.

გარდა მესაწოლეთუხუცესისა და მოლარეთუხუცესისა, მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა საწოლის საფარეშო სამსახური - ფარეშთუხუცესი,

ციცხვთუხუცესი,მეხილეთუხუცესი და მათი შტატი.

ფარეშთუხუცესს ევალებოდა საწოლის მოწყობილობის მოვლა-პატრონობა. ეს იყო «ხელის ნოხნი, სანთელი, ფანარი, მაშხალა». ფარეშთუხუცესს უნდა გაესწორებინა მეფის საწოლი ტახტი და ნოხი, ხოლო «სხვათა ნოხთა» ფარეშები წმენდნენ. ფარეშთუხუცესს ევალებოდა სამეფო კარვის, ნარმისა და ჩადრის გაწყობა.

ციცხვთუხუცესი «მეხილეების» უფროსი იყო და «მას ებარა ხელის საქმე და ჭურჭელ-იარაღი».

საწოლის მომსახურებაში მონაწილეობას იღებდა «საღვინის» უწყებაც. მეფის საწოლის ღვინით მომარაგება ღამით საღვინის მოვალეობას შეადგენდა.

სასახლის უმაღლესი მოხელეები მეფესთან პურობდნენ «საწოლში» და აქ მათ ფარეშთუხუცესი ემსახურებოდათ.

1.საწოლს, როგორც სახელმწიფოებრივი უწყების, მეფის კაბინეტისა და კანცელარიას განაგებდა საწოლის მწიგნობარი (მწიგნობართუხუცეს-

ჭყონდიდელის სახელო).

2. სალაროს, როგორც განძეულის საცავს, განაგებდა მეჭურჭლეთუხუცესი.

3. საწოლისა და სალაროსმომსახურებას ახორციელებდნენ მესაწოლეთუხუცესი და მოლარეთუხუცესი (მსახურთუხუცესის სახელო).

4. საწოლისა და სალაროს მომსახურებას ახორციელებდნენ ფარეშთუხუცესი და მეხილეთუხუცესი (მსახურთუხუცესის სახელო).

7

საწოლი წარმოადგენდა იმ უწყებას, სადაც სახელმწიფო საბჭო, სასახლის უმაღლესი მოხელეები მეფის თანდასწრებით იღებდნენ სახელმწიფოებრივ აქტებსა და გადაწყვეტილებებს.

მეფის გადაადგილების შემთხვევაში საწოლი და სალარო მოძრავი იყო და მასთან ერთად გადაადგილდებოდა. მოძრავი იყო დიდი სახელმწიფო სასიგელე ბეჭედი («სიკრიტონი»).

საჯინიბო- ზარადხანასასახლის უწყებრივ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა «საჯინიბოსა»

და «ზარდახანის» უწყებას, რომელიც ამირახორის სახელო იყო და ამირსპასალარის ვეზირადაც მოიხსენიებოდა.

ამირახორის უშუალო განსაგებელი იყო საჯინიბო და აბჯარი, ვინაიდან აბჯარი უშუალოდ ცხენოსან ჯართან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, რომ საქართველოს სამეფო კარზე საჯინიბოსა და ზარადხანის მეურნეობა გაერთიანებული სახით ამირახორს ექვემდებარებოდა.

ტერმინი ამირახორი (ამირ-ე-ახურ) ზუსტი შესატყვისია «მეჯინიბეთუხუცესის»,

მაგრამ საქართველოში ამირახორის ხელქვეითი იყო მეჯინიბეთუხუცესი. თავის მხრივ მეჯინიბეთუხუცესი და მეაბჯრეთუხუცესი ამირსპასალარის მოადგილეები იყვნენ.

ამირახორისა და მეაბჯრეთუხუცესის მოადგილეები იყვნენ აჩუხჩი და ამირჩქარი -

შიკრიკთა და მალემსრბოლთა უფროსად ითვლებოდა.

ზარადხანის რევიზია და კონტროლი წელიწადში ერთხელ ხდებოდა, მასში ამირახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზარდახანის უხუცესი და მწიგნობართუხუცეს-

ჭყონდიდელის ხელქვეითი ზარადხანის

მწიგნობარი მონაწილეობდნენ.

 

 

 ცენტრალური მმართველობის უმაღლესი მოხელეები

 

მწიგნობართუხუცეს - ჭყონდიდელიმანდატურთუხუცესიამირსპასალარი-ათაბაგიმეჭურჭლეთუხუცესიმსახურთუხუცესი 

8

 

 სახელმწიფო საბჭო («ვეზირობა»)

«ვეზირობა» სახელმწიფო საბჭოს, სამეფო თათბირს, «რჩევას» წარმოადგენდა.

თვით ტერმინი ზოგადია და იგი არ აღნიშნავდა აუცილებელ სამეფო თათბირს,

ისევე როგორც «სავაზირო», «ვეზირობა». «სავაზირო». მეფეზე დაბალი რანგის პირებსაც შეეძლოთ ჩაეტარებინათ, ეთათბირათ და საქმე ერჩიათ. სავაზირო არ წარმოადგენდა რაიმე ორგანოს, დაწესებულებას. ეს იყო სათანადოდ უფლებამოსილ პირთა თათბირი - რჩევა მეფესთან. იმ პირთა წრე, რომელთაც სამეფო «ვეზირობაში» მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, განსაზღვრული და რეგლამენტირებული იყო.

სამეფო ვეზირობა, ფაქტობრივად, სახელმწიფო საბჭოს წარმოადგენდა. იგი ტარდებოდა მეფის საწოლში. მისი მოწვევა-ჩატარება მეფის პრეროგატიფა იყო.

ტერმინი «ვეზირი» და მისგან ნაწარმოები «ვეზირობა-სავაზირო» მეთორმეტე ს-ში ჩანს შემოსული.

იმის გარკვევა, თუ ვინ მონაწილეობდა სამეფო რჩევებში, მხოლოდ დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდშია შესაძლებელი. სამეფო თათბირს თამარის მეფობის პირველ წელს მიემატა მსახურთუხუცესი, ხოლო 1205-1207 წწ-ს შორის ათაბაგი.

დავით აღმაშენებლის მეფობის მიწურულიდან 1184 წ-მდე სამეფო თათბირის უფლებამოსილი მონაწილეები იყვნენ: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი,

მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი.

თათბირს ესწრებოდნენასევე ამირხორი, ამირეჯიბი და საწოლის მწიგნობარი.

სათანადოდ იყო დაცული უშიშროება და საიდუმლოება. სამეფო თათბირზე ირჩეოდა ომისა და ლაშქრობის საკითხები. «ქვეყნის გაცემისა და სამამულოდ»

შეწყალების საკითხი, რაც სახელო-თანამდებობების ჩამორთმევა-ბოძების თანამდევი

პროცესი იყო. მეფის შემდგომ ვეზირები უმაღლესი თანამდებობის პირებიც იყვნენ და ამავე დროს დიდი ერისთავებიც.

                                       

 

                                    

მმართველობის ადგილობრივი აპარატი

9

საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს ადგილობრივი მმართველობა დამყარებული იყო ტერიტორიულ პრინციპზე. ქვეყნის ძირითადი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულები, საერისთავოები, საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდნენ. ასევე ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგს წარმოადგენდა საერისთავოს შინაგანი სტრუქტურის ჩამოყალიბება.

ადგილობრივი მმართველობის აპარატს განეკუთვნებოდა სამეფო სახლის დომენის მართვა. საერისთავოსა და დომენის მმართველობა სხვადასხვა იურიდიულირეჟიმით ხდებოდა. საერისთავო და ერისთავი საჯარო-უფლებრივი საწყისის ცნებები იყო, ხოლო დომენი და მისი მოხელეები კი კერძო საწყისის.

ერისთავის ხელისუფლება.

ერისთავის ხელისუფლება დადასტურებულია უკვე ძველ ქართლში, სადაც ისინი სათავეში ედგნენ ადმინისტაციკლ-ტერიტორიულ ერთეულებს, რომლებიც დამყარებული იყო ლაშქრის ორგანიზაციის პრინციპზე. ერისთავის განსაგებელი იყო მის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები, აზნაურები და ყველა მკვიდრი.

საერისთავო ინსიგნიებს წარმოადგენდა სამეფო შესამოსელი, ბეჭედი, საყურე,

სარტყელი, საჭურველი, თორიანი ცხენი, დროშა და შუბი. ერისთავის ინსიგნიები იყო აგრეთვე სკიპტრა, ცული და სავარძელი.

არსებობდა ერისთავის კურთხევის წესი, მას აკურთხებდა კათალიკოსი ან მიტროპოლიტი. დადგინების ფორმულაში ხაზგასმული იყო მისი ადმინისტრაციული ხელისუფლება. ერისთავთ-ერისთავის დადგენის ფორმულაში ასევე ხაზგასმულია მისი სასამართლო-ადმინისტრაციული და ფისკალური ფუნქციები.

ერისთავის დადგენის ფუნქციები და მათი ინსიგნიები მკაცრად მიუთითებენ, რომ ისინი იყვნენ საჯარო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები სამმართველო ტერიტორიაზე, სადაც ისინი ახორციელებდნენ სამხედრო,

სასამართლო-ადმინისტრაციულ და ფისკალურ ფუნქციებს. ერისთავი მეფის პერსონას განასახიერებდა საერისთავოში და მის ნაცვლად ითვლებოდა.

ერისთავი კურთხევის აქტი დიდად არ ჩამორჩებოდა მეფის კურთხევას. ერისთავი,

როგორც საჯარო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი საერისთავოში და უმაღლესი სამხედრო ხელისუფალი, სარდლობდა საერისთავოდან გამომავალ ლაშქარს.

ერისთავი განაგებდა «ყოველთა დიდებულთა და აზნაურთა», მაგრამ ისინი არ წარმოადგენდნენ ერისთავი ვასლებს , არამედ მეფისას. ერისთავი იდგა

10

საერისთავოს ადმინისტრაციის და არა ფეოდალური კიბის სათავეში. მის ვასალებს წარმოადგენდნენისინი, ვინც საადგილმამულო ურთიერთობით იყვნენ მასთან დაკავშირებული.

ერისთავის შემოსავალს შეადგენდა შემოსავალი არა მარტრ საკუთარი სახლისა და მამულისაგან, არამედ მას ჰქონდა შემოსავალი, როგორც საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელს.

ერისთავის, როგორც საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის ანაზღაურება არ ხდებოდა მხოლოდ «საერისთავო» გადასახადით. იგი გარკვეულ მიწა-ადგილსაც იღებდა თავისი მოვალეობისა და თანამდებობის აღსასრულებლად.

ერისთავი, როგორც «საქვეყნოდ გამრიგე» მოხელე, მმართველობის ადგილობრივ აპარატს განეკთვნებოდა, მაგრამ ასეთად განიხილებოდა იგი სამეფო ცენტრთან, მმართველობის ცენტრალურ აპარატთან მიმართებაში.

საკუთრივ საერისთავოს მასშტაბით ერისთავს საკუთარი ცენტრალური მმართველობა ჰყავდა.

ერისთავის, როგორც მოხელის და საერისთავოს, როგორც ადმინისტრაციული ერთეულის საფუძველი იყო არა მეფისა და კერძო მამულები, არამედ სახელმწიფო ტერიტორია, ზედ დასახლებული,

სახელმწიფოზე დამრკიდებული მოსახლეობით. ამგვარი ტერიტორიების კერძო ფეოდალურ იურისდიქციაში გადასვლამ საერთოდ ზედმეტი გახადა ერისთავის ინსტიტუტი, რადგან კერძოუფლებრივ

საწძისებზე აგებული მამულების მართვას თვით მათი პატრონები აწარმოებდნენ თავისივე იძულებითი აპარატით. ამ პროცესის პროპორციული იყო იმუნიტეტის გაფართოება-გაღრმავება, რომელმაც საფუძველი მოუშალა ერისთავის, როგორც საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის იურისდიქცია.

საერისთავოს ტერიტორიაზე განლაგებული იყო კერძო მამულები საერო და სასულიერო ფეოდალებისა, მეფის დომენის მიწები, თვით ერისთავის კერძო მამული. დომენს თავისი ადმინისტრაცია და მმართველობა გააჩნდა. იგი ამოღებული იყო ერისთავის იურისდიქციიდან, ასევე მნიშვნელოვან წილად ამოღებული იყო საერო და სასულიერო ფეოდალთა კერძო მამულებიც. თუმცა კერძო ფეოდალთა იმუნიტეტი მაინც შეზღუდული იყო ერისთავი სასამართლო-

ადმინისტრაციული და სამხედრო- ფისკალური პრეროგატივებით.

კერძო მამულებს, თუნდაც ერისთავის საჯარო-უფლებრივ პრეროგატივებს შეზღუდული, თავისი ადგილობრივი ადმინისტაცია გააჩნდა.

11

საერისთავოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა სხვადასხვა დაქვემდებარების ადგილობრივი აპარატი.

საერისთავოს სტრუქტურა განიხილავდა ერისთავთ-ერისთავის ინსტიტუტსაც.

ერისთავთ-ერისთავების ტერიტორია უფრო დიდი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულია. საერისთავო, ერისთავთ-ერისთავის

ტერიტორიის ნაწილია.

 

 

 საქალაქო მმართველობა

მეათე-მეცამეტე სს-ის საქართველოს მმართველობის შესახებ მწირი ცნობებია.

არც ისაა დადგენილი გარდა არაბული წარმოშობის ტერმინ «ამირისა», რა ტერმინი იხმარებოდა ქალაქის მმართველის აღსანიშნავად. «დიდ სჯულის კანონში» მოხსენიებულია «ქალაქპეტი» (ქალაქის მამაი). მეთერთმეტე ს-ში 

თბილისში «ქალაქის ბერების» სახით საქმე ეხება საქალაქო თვითმმართველობას, მაგრამ აქ მისი გაიგივება არ შეიძლება დასავლეთ ევროპული ტიპის კომუნასთან, არამედ აღმოსავლური ქალაქებისათვის დამახასიათებელი რაისების ინსტიტუტთანაც.

იგი არც კომუნა იყო და არც თვითმმართველობა. «რაისი» «ქალაქის ბერების»

აღმოსავლური შესატყვისი გახლდათ. ისინი ეკუთვნოდნენ წარჩინებულთა წრეს,

მაგრამ პოლიტიკური ანარქიისა და არასტაბილური ვითარების შექმნისას,

რაისებად შეიძლება გამხდარიყვნენ საშუალო  ან დაბალი ფენების წარმომადგენლები. «ქალაქის ბერების» გვერდით მოიხსენიებიან «ქალაქის ხალხი», რომლებიც წარმოადგენენ თბილისის მოქალაქეთა დაბალ სოციალურ ფენებს.

აღმოსავლეთის ქალაქებში (კერძოდ სირიაში), ავტონომიის ცალკეული ელემენტების გაძლიერებაუშუალოდ იყო დაკავშირებული ამირას ხელისუფლების დასუსტებასთან. «თბილელი ბერების» პირველი გამოჩენა ასპარეზზე ამირა ჯავარის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული.

თბილისის, დმანისისა და სხვა ქალაქების არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგაც ძალზე დიდი იყო აღმოსავლური საქალაქო ინსტიტუტების გავლენა, მაგრამ ამავე დროს ხსენებულ ქალაქებს ქართველი მეფის მოხელეებიც მართავდნენ. აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებელმა თბილისის აღებისთანავე «თბილელი ბერების» ანუ «თბილისის უხუცესების»

12

ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდა. «ქალაქის უხუცესნი», «ქალაქის ბერები»

ქალაქის თავკაცებს, მამასახლისებს, საქალაქო საქმეთა განმგებლებს, «ქალაქის უფროსებს», საქალაქო საბჭოს წევრებს ეწოდებოდათ.

«ქალაქის უხუცესი», «ქალაქის ბერი» ძველ ქართულში ერთადერთი ტერმინი არ ყოფილა, რომლითაც ქალაქის განმგებლები და უფროსები აღინიშნებოდნენ.

ასეთ ტერმინად მეათე-მეთორმეტე სს-ში «თავადიც» შეიძლება მივიჩნიოთ,

როგორც «უფროსი», «უხუცესი». მაგ. «ქართლის მატიანეს» ავტორს «განძელნი თავადნი» ჰყავს დასახელებული. დავითის ისტორიკოსს «ანელნი თავადნი»,

«მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა».

«ქალაქის ბერები», «უხუცესები», თავადები ქალაქის ერთადერთი ხელისუფალნი იყვნენ და თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით წყვეტდნენ ქალაქის ბედ-იღბალს.

ირჩევდნენ ქალაქის სასურველ «ბატონს». ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობდნენ «ტფილისის ბერები» მეთერთმეტე ს-ის შუა წლების თბილისში და «ქალაქის თავადები», «თავკაცები» ანისში. «მატიანე ქართლისაის» მიხედვით,

როცა თბილისში მისი მფლობელი და ბატონი არ იყო, «ქალაქის კლიტენი» და «ციხენი ქალაქისანი» თბილისში « ქალაქის ბერებს» ეპყრათ. დაბრუნების შემდგომ კი ყოველივე მასვე უბრუნდებოდა.

თბილელ უხუცესებს ემორჩილებოდა და ებერა საკუთრივ ქალაქის, მტკვრის მარჯვენა ნაპირის ციხე და კლიტენი. მტკვრის მარცხენანაწილის სიმაგრეებში უმთავრესად, აჰმადიანური სამხედრო-ფეოდალური არისტოკრატია ბატონობდა.

«ქალაქის უხუცესთა» ერთ უპირველეს მოვალეობას შეადგენდა ქალაქის პრივილეგიების შენარჩუნებისათვის ზრუნვა, ქალაქის მფლობელთან საჭირო ურთიერთობისა და საქალაქო განწესებათა დაცვა, მოქალაქეთა სამართლის წარმოება და სხვა.

«ქალაქის ბერებს» საქალაქო საქმეების განგებაში შველოდნენ სხვა, მათდამი უშუალოდ დაქვემდებარებული პირები: «მწიგნობარი», «დარბაზის ყმანი»,

ქალაქის ამირას დარბაზის მოხელენი. «ქალაქის ცხენოსანნი» ანუ მცველთა არმია.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ «ტფილელნი ბერნი», «ქალაქის უხუცესები»

ქალაქის დანიშნული მოხელეები იყვნენ. მათ უფლებები მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისაგან, მოქალაქებისაგან ჰქონდათ მინიჭებული.

საქალაქო საბჭოს წევრების რიცხვი 10-12 კაცი თუ იქნებოდა. მისი რაოდენობა ქალაქის მოსახლეობის რიცხვის ზრდასთან ერთად შეიძლებოდა 25 კაცი

13

გამხდარიყო ან პირიქით, მათი რიცხვი შემცირებულიყო. თბილისშიც «აღმორჩეულ მოქალაქეთ» რაოდენობა ძირითადად 12 კაცით განისაზღვრებოდა.

მეთერთმეტე ს-ის 40-იან წწ-ში საქალაქო მმართველობას თბილისში სავსებით ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა. ამ მხრივ თბილისმა, როგორც ჩანს,

მნიშვნელოვნად გაუსწრო დას. ევროპის ბევრ  ქალაქს.

 

მეჭურჭლეთუხუცესი

მეჭურჭლეთუხუცესი - მეჭურჭლეთა უფროსი ,»საჭურჭლეს უზენაესი გამგე,

ხელმწიფის კარის გარიგებაში იგი «საპატიო» ვაზირადაც ითველებოდა და ათაბაგობის დაწყებამდე მეოთხე ვაზირი ყოფილა. პირველად ივ,. ჯავახიშვილის აზრით, «საჭურჭლენი» «ჭურჭლის» საწყობს ნიშნავდა. შემდეგ მას განძისა და სიმდიდრის სზოგადო მნიშვნელობა მიეცა. უფრო გვიან კი «საჭურჭლე»

სახელმწიფო ხაზინას ერქვა. საჭურჭლე საქართველოში, როგორც სამეფო კარი ერთი იყო, ვითარცა სახელმწიფო დაწესებულება. თუმცა მისი შინაარსი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე ინახებოდა. იყო ქუთაისის, ატენის და სხვ.

  

მსახურთუხუცესი

მსახურთუხუცესს ევალებოდა სალარო, საწოლი, მესაწოლეთუხუცესი,

მოლარეთუხუცესი, ციცხვთუხუცესი, მეხილეთუხუცესი. ამრიგად ირკვევა, რომ მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა ორი-სამი დაწესებულება თავისი ყველა მოხელითურთ . სალაროს გარდა მსახურთუხუცესის ხელქვეითი სხვა ყველა დაწესებულება სამეფო სახლის შინაურ მეურნეობას ემსახურებოდა.

 

  

მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი

მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი იყო ვაზირთუპირველესი, გავლენით მეორე პირი სახელმწიფოში მეფის შემდეგ. დავით მეოთხე აღმაშენებლამდე მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდლის სახელონი ცალკე არსებობდნენ. მათი შერწყმა და ერთი პიროვნების ხელში თავმოყრა მოხდა მეთორმეტე ს-ის დასაწყისში. თვით ტერმინი მწიგნობართუხუცესი ყველაზე ადრე წყაროებში დასახელებულია მეთერთმეტე საუკუნეში (იგულისხმება ღრტილას საეკლესიო

14

კრების მონაწილე «მწიგნობართუხუცესი მეფისა» ეფთვმე). სავარაუდოა, რომ ასეთი ფუნქციის მქონე სახელო გაცილებით ადრე არსებობდა, რადგან მეტ-

ნაკლებად ორგანიზებული სახელმწიფო სამეფო კანცელარიის გარეშე ვერ იარსებებდა. საყურადღებოდა, რომ მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელის მსგავსი სახელონი ცენტრალური მმართველობის სტრუქტურაში დაფიქსირებულია შუა საუკუნეთა ევროპაში. მაგ. საფრანგეთში არსებობდა უმაღლესი კანცლერის თანამდებობა (თგქქგთ სფტსუდფკშგთ), რომელზეც ტრადიციით რეიმსის ეპისკოპოსები ინიშნებოდნენ. ასევე, კენტერბერის არქიეპისკოპოსები ფლობდნენ ინგლისში კანცლერის პოსტს. ეს ანალოგები ცხადყოფს, რომ საქართველო ფეოდალური სტრუქტურითა და მმართველობის ტიპით დიდ სიახლოვეს ამჟღავნებდა შუა საუკუნეთა ევროპასთან. მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის სახელოთა გაერთიანება, რომელიც რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას უკავშირდება, დავით მეოთხე აღმაშენებლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ღონისძიებას წარმოადგენდა. იგი მიზნად ისახავდა სამეფო ხელისუფლების კონტროლის დამყარებას ეკლესიაზე, რომელსაც მანამდე არაერთი რეაქციონერი საერო თუ სასულიერო დიდებული აფარებდა თავს და მნიშვნელოვან ცენტრგამზიდ ფაქტორს წარმოადგენდა სახელმწიფოში.

შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ გაერთიანებული სახელოს პირველ მფლობელად მოგვევლინა დავით მეოთხე აღმაშენებლის ერთგული თანამებრძოლი გიორგი მონაზონი, მანამდე ჭყონდიდის ეპისკოპოსი. ეს პიროვნება მეფეს მხარში ედგა ყველა უმნიშვნელოვანესი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის დროს და მისი განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა. ოსეთს გარდაცვლილი გიორგი მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი «პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა. რომელიც იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითა მამა და უმეტესცა მამისა». გიორგი ჭყონდიდელის გარდაცვალების შემდეგ მწიგნობართუხუცესის სახელო მის დისწულს სვიმონ ბედიელ-ალავერდს ერგო,

რომელმაც შემდეგ ჭყონდიდლობაც შეითავსა. საისტორიო წყაროებში სხვადასხვა დროს მოიხსენიებიან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის მფლობელი სხვა პირებიც იოანე ქომულისძე (მეთორმეტე ს. ,0-70-

იანი წლები), ანტონ გლონისთავისძე და მიქელ მირიანისძე (თამარ მეფის ეპოქაში) არსენი, ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელი, თევდორე (მეცამეტე საუკუნე).

საინტერესოა, რომ მმართველობის ცენტრალურ აპარატში სხვა მოხელეთაგან განსაკუთრებული პატივის ნიშნად მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი

15

პროტოიპერტიმოსის უაღრესად საპატიო ტიტულს ატარებდნენ. მონღოლთა ბატონობის პირობებში მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდლის სახელომ დაკარგა ოდინდელი გავლენა და პირველობა თანდათან ათაბაგს გადაულოცა.

მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი მოქმედებდა მეფის ნებით და სახელით. მისი კომპეტენცია იყო «ყოველი საურავი» სახელმწიფოში. იგი, როგორც მეფისა და კარის უპირველესი მოხელე, ახორციელებდა ცენტრალური აპარატის ყველა უწყების კონტროლს და სათანადო სანქციის მიღების შემთხვევაში მეფის სახელით ახორციელებდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებს.

მწიგნობართუხუცესის დაქვემდებარებაში იყვნენ მწიგნობრები. მათ შორის უმთავრესი გახლდათ სინოდის მწიგნობარი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა მეფის საწოლის (ე.ი. კაბინეტის) მართვა. მწიგნობრები ახდენდნენ სხვადასხვა უწყებათა რევიზიას და სახელმწიფო საბჭოს (სავაზიროს) დადგენილებათა ფიქსაციას. მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელის პრეროგატივაში ასევე შედიოდა ქვრივ-ობლებისა და მიმძლავრებულთა განკითხვა (მართლმსაჯულებითი ფუნქცია), ლაშქრის წვევის წიგნების შედგენა, სამეფო მონასტრების განგება და სხვა... ამირსპასალარი არაბ. ამირი-უფროსი, სპარის, სეფაჰსპალარი-სარდალი).

გაერთიანებული ფეოდ. საქართვ. ვეზირი, მთავარსარდალი. განაგებდა მუდმივ ჯარს. მეფის მონა-სპას, სახასო მამულებიდან და საფეოდალოებიდან გამოწვეულ ლაშქარს და სხვა ქვეყნებში დაქირავებულ რაზმებს, ომის დროს ჯარის უშუალო ხელმძღვანელი იყო მეფის შემდეგ. ებარა სახელმწიფო დროშა და წინ მიუძღვოდა ლაშქარს. სავაზირო სხდომაზე სამხ. საქმეთა განხილვისს მას უნდა შემოერტყა მეფისათვის ხმალი.

 

 

ამირსპასალარი

ამირსპასალარი ვეზირთა პირველ სამეულში შედიოდა ათაბაგსა და მანდატურთუხუცესთან ერთად; ზოგჯერ კი შეიძლებოდა ათაბაგის ან მანდატურთუხუცესის თანამდებობაც ჭეროდა.

ჰყავდა პირადი მხლებელი. მირსპასალარი პირველად გიორგი მესამის დროის წყაროებში იხსენიება (მანამდე ცნობილი იყო სპასალარი, რომელიც სამხედრო საქმეებს განაგებდა), მაგრამ ამ თანამდებობის არსებობა სავარაუდოა უკვე იმ დროიდან, როცა დავით აღმაშენებელმა სახელმწ. წესწყობილებაში რეფორმები განახორციელა და მუდმივი ჯარი შექმნა.

16

ამირსპასალარის სახელწოდების შემოღებამდე მთავარსარდალს სპასპეტი ეწოდებოდა, შემდეგ კი სპოსპეტი აღნიშნავდა საერთოდ მხედართმთავარს.

ამირსპასალარის უწყებაში შედიოდნენ ამილახორი, ზარდახნის უხუცესი (იხ.

ზარდახანა) და მათდამი დაქვედებარებული მოხელეები. საქართველოს პოლიტ.

დაშლა-დანაწილების შედეგად ამირსპასალარის

თანამდებობა მოისპო.

მეფე და მისი რაობა1.   გვირგვინი, რომელიც შემკული იყო პატიოსანი ქვებისაგან.გვირგვინი მეფობის უმთავრესი ნიშანი იყო და ამის გამო ხშირად მეფე მარტივად გვირგვინოსნად იწოდებოდა. გვირგვინი სხვადასხვა მოყვანილობისა არსებობდა და როგორც საქართველოს მეფეთა სურათებიდან ჩანს, დროთა განმავლობაში საქართველოს მეფის გვირგვინიც არაერთხელ უნდა ყოფილიყო შეცვლილი.

2. პორფირი- რომლითაც მეფეს შემოსავდნენ «მკლავთა» და «ტანთა», იგი მეფის ზედა სამოსელი, წამოსასხამი იყო, რომლის ქვემოთ გრძელი, ფესვადი ტანისამოსი «ბისონი» ეცვა. რაკი პორფირი მხოლოდ მეფის ზედა წამოსასხამი იყო, ამიტომმეფეს მარტივად «პორფიროსანი»- ც ეწოდებოდა.

3. სკიპტრა _ ძველთაგანვე მეფობის ერთი მთავარი ნიშანთაგანი იყო და სწორედ მეფეს ამიტომაც სკიპტრისმპყრობელი ეწოდებოდა.

4. მახვილი და ხმალი _ აღსანიშნავია, რომ ბიზანტიაში სამეფო ნიშნებად არ იყო მიჩნეული, დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთში და ინგლისში ხმალ _ მახვილი სამეფო სამკაულის აუცილებელ

კუთვნილებად ითვლებოდა.

5. საყდარი და საჯდომი – საყდარი იმას ნიშნავდა, რასაც შემდეგში სპარსულიდან შემოსული «ტახტი». ესენიც სხვადასხვა მოყვანილობისა და სახეობისანი იყვნენ.

6. ძველი ცხოვრებისაი – ანუ წინ წასამძღოლი ჯვარი, რომელიც იყო მეფეთა მცველი და მფარველი. ძველი ცხოვრების მეფის წინ სატარებლად 

განსაკუთრებული მოხელე, სამღვდელო პირი არსებობდა, რომელსაც «ჯუარმსტვირთელი»ეწოდებოდა.

7. დრშა – საქართველოში სხვადასხვაგვარი იყო : სახელმწიფო – სამეფო,

ამირსპასალარების, სპასალარების, ერისთავთ – ერისთავების და ერისთავების.

საქართველოს სახელმწიფო დროშა, რომელსაც მაშინ «დროშა სამეფო»

ეწოდებოდა, საქართველოს უზენაესი სახლმწიფოებრივი ხელისუფლებისა და

17

დამოუკიდებლობის სიმბოლო იყო და მემკვიდრეობით გადადიოდა ვინც კანონის ძალით საქართველოს სახელმწიფო ტახტზე ავიდოდა. გადმოცემით საქართველოს დროშა თითქოს ვახტანგ გორგასლის დროინდელი იყო «დროშა სვიანად ხმარებული

გორგასლიანი და დავითიანიო». სახელმწიფო დროშას «სეფე დროშა»ეწოდებოდა აგრეთვე. «სეფე დროშა» ორგვარი ყოფილა, ერთი იყო «დიდი დროშა», რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიტანდნენ - მეორე კიდევ პატარა. დროშის ტარს «ბუნი» ერქვა. თვით ტილოს კი ალამი. წესად ბუნი თეთრი უნდა ყოფილიყო, ხოლო ალამი წითელი.

სამირსპასალარის დროშის ბუნი წითელი უნდა ყოფილიყო, ალამი კი თეთრი.

მაშასადამე საქართველოს სახელმწიფო დროშა ორი ფერის ყოფილა თეთრი და წითელი, მუქი შვინდისფერი.

დასასრულს საქართველოს მეფეს სახელმწიფო ბეჭედიც ჰქონდა. ერთი ამგვარი ბეჭედთაგანი «დავით აღმაშენებლის» ბეჭედადაა ცნობილი.

 

მეფობის აღდგენა და საქართველოს გაერთიანებასაქართველოს სამეფო ხელისუფლება, ვიდრე სპარსეთი სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ ინსტიტუტს მეფობას გააუქმებდა (523) საგვარეულო წეს-წყობილებაზე იყო დაფუძნებული.

საქართველოში მეფობის გაუქმების შემდგომ საუკუნეებმა განვლეს. სპარსეთის სასანიანთა სამეფო გვარმაც თავისი დრო მოჭამა და დაემხო.გამაჰმადიანებულმა არაბებმა

ერთ დროს შიშის ზარის დამცემი ქვეყანა დაამარცხეს და დაიმორჩილეს. ბედმა საქართველოსაც იგივე ხვედრი არგუნა და ახლა არაბებს ჩაუგდო ხელში,

რომლის დროსაც ქვეყანა უმეფოდ იყო. გამგედ ხალიფას წარმომადგენელი ამირა ითვლებოდა. ამრიგად, მეექვსე ს-ის  პირველი ნახევრიდან მეცხრე ს-ის დამლევამდე საქართველოს საკუთარი მეფე არ ჰყოლია. ეს პერიოდი სავსებით საკმარისია, რომ აღდგენილ მეფობასა და უძველეს დროინდელ მეფობას შორის პირდაპირი კავშირი და დამოკიდებულება შეწყვეტილად ჩაითვალოს.

ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებიც შეიცვალა.

უმეფობის დროს პირველი ალაგი ერისთავებმა და აზნაურებმა დაიკავეს. მათ ბიზანტიის კეისრები იმდენად

მოწყალე თვალით უყურებდნენ, რომ ხშირად თავიანთი საკარისკაცო პატივის აღმნიშვნელ ტიტულებსაც ურიგებდნენ. მაგ. სუმბატის თხზულებაში ბაგრატიონთა

18

გვარის პირველი ერისთავის შესახებ ნათქვამია: « მოსცა მას მეფემან ბრძენთამან პატივი კურაპალატობისა» (ივ. ჯავახიშვილი). თუმცა არაბთა ბატონობისგან შეწუხებული ქართველი ერისთავები ხშირად იძულებულნი იყვნენ ბიზანიტაში გახიზვნა დაეპირებინათ. ასე გახლდათ აშოტ კურაპალატის შემთხვევაშიც. იგი,

არაბთაგან შეწუხებული, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსაკენ გაემგზავრა,

შემდეგ, გარემოებათა გამო, შავშეთს დარჩა. მემატიანე მოგვითხრობს:

«დაემკვიდრა მუნ  და მისცა გამარჯვება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა და სოფლები ზოგი იყიდა, ზოგი ოხერი აღაშენა და განამრავლა. განამტკიცა ხელმწიფება მისი ნებითა და ბერძენთა მეფისაო» (ივ. ჯავახიშვილი).

ერისთავნი, რომლებიც ქართლს, კახეთს, შავშეთს, კლარჯეთსა და აფხაზეთში ერს პატრონობდნენ, თანდათან ღონეს იკრებდნენ და ძლიერდებოდნენ. არაბთა ხალიფატი კი თანდათან სუსტდებოდა. დიდი ხნის წინათ გაუქმებული ქართლის მეფის ხელისუფლება 888 წელს აღადგინეს. სუმბატი ამ ამბავს ასე მოგვითხრობს:

«მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისსა, რომელსაც ასპინძას, ქრონიკონსა ჩმი და არა დარჩა შვილი ნასრას და აღიხოცა სახსენებელი მისი. ადარნასე დავით კურაპალატისა დასუეს ქართველთა მეფედ»-აო. იგი, მაშასადამე, იქნებოდა «მეფე ქართველთა». უფრო ადრე კი 746 წელს ლეონ ერისთავის წყალობით, მეფობა აფხაზეთშიც დაფუძნდა და ადარნასე მეფის დროს, უკვე არსებობდა «მეფე აფხაზთა». კახეთსაც თავისი მეფე ჰყავდა, იგი იწოდებოდა «მეფე კახთა». ერთი სიტყვით, ამ დროს ქართველი ერი ჯერ კიდევ რამოდენიმე ტომობრივ ჯგუფად იყო დაყოფილი და ცალკე, თვითმმარველ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფო სახლს შეადგენდა. მეთერთმეტე ს-ის დასაწყისიდან სახალიფოდან გამოყოფას და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბებას იწყებს თბილისის საამიროც, რომლის ფარგლებში შედიოდა თბილისის გარდა შიდა ქართლის ნაწილი და ქვემო ქართლი. თანდათან ეს განცალკავებული სამეფოები და საერისთავოები ერთიმეორეს უერთდებოდნენ.

ბრძოლა გაერთიანებისათვის ორ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. უპირატესობა ჯერ კახელებმა იგდეს ხელთ, შემდეგ თანდათან დასავლეთ საქართველომ,

რომელმაც დაიკავა შიდა ქართლი.

მეათე ს-ის 70-იანი წლებიდან აფხაზთა სამეფო შედარებით დასუსტდა, რითაც ისარგებლა ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფომ, რომელიც გაძლიერდა დავით კურაპალატის დროს.

მან ქართლის ერისთავ იოანე მარუშისძის და პროგრესულად მოაზროვნე ფეოდალური არისტოკრატიის შეწევნით თავისი შვილობილი ბაგრატი, რომელიც

19

სამი ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა, 975 წელს შიდა ქართლში ჯარითურთ შეიყვანა და ადგილობრივ დიდგვარიან აზნაურებს ბაგრატის მორჩილება უბრძანა. ბაგრატი იყო ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი, უშვილო და უსინათლო თეოდოს აფხაზთა  მეფის დისშვილი და მემკვიდრე, ამავე დროს თვითონ დავით კურაპალატის შვილობილი და მემკვიდრე.

978 წელს ბაგრატი ქუთაისში აფხაზთა (ე.ი. დასავლეთ საქართველოს) მეფედ აკურთხეს. 1001 წელს გარდაიცვალა დავით კურაპალატი. ბიზანტიის იმპერატორმა კურაპალატობის ტიტული ბაგრატს უწყალობა. ბაგრატმა ძალით დაიკავა კახეთი და ჰერეთი (1008-1010 წწ). ასევე კლარჯ ხელმწიფეებს ჩამოართვა სამფლობელოები და თვითონ შემოიმტკიცა. ასე თანდათან ბაგრატ მესამის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა თითქმის მთელი საქართველო. მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი ჯერ კიდევ მაჰმადიან ამირებს რჩებოდათ. ასე შეითხზა და დამყარდა ქართველ მეფეთა ჩვეულებრივი წოდებულება «მეფეთა-

მეფე, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა» და სხვადასხვა. ამ წოდებულებაში საუცხოოდ გამოიხატება საქართველოს თანდათანობითი გაერთიანების ისტორია, ის ნიადაგი და საფუძველი, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყო დამყარებული. ქართველ მეფეებს არაბი და სპარსი ისტორიკოსებიც «აფხაზთა მეფეებს» ეძახდნენ. ეტყობა მაშინდელ საზოგადოებას კარგად ახსოვდა, რომ სრულიად საქართველოს მეფეები თავდაპირველად მხოლოდ აფხაზთა მეფეები ბრძანდებოდნენ.

ამგვარად, ერთიანი მთლიანი საქართველოს შექმნა მის ერისკაცთა ხანგრძლივი და ენერგიული მოღვაწეობის შედეგი იყო.

 

  მოძღვრება სამეფოსა და მეფობაზემეთერთმეტე-მეთორმეტე სს-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შეხედულებამ სამეფოსა და მეფობაზე. ქართველთა მეფეებს, როდესაც ბრძოლა უხდებოდათ ხელისუფლებისა და ძლიერების განსამტკიცებლად მის მოსაგებედ მარტო მკლავ-ხმალის ძალა არ კმაროდა. ამისათვის ზნეობრივი ძალაც საჭირო იყო.

მეფე «ქუეყანათა» და «ნათესავთა» ანუ ხალხის «მფლობელად» ივლებოდა (ძეგლისწერა - 69). ის იყო «მკვიდრი» მეფობისა, «უფალი ქუეყნის განგებისა», მას ჰქონდა «ფლობაი ხელმწიფობისაი». მაგრამ მეფე, ანუ მთავარი ყოველთვის და ყველგან ერთნაირი უფლებით არ იყო ხოლმე აღჭურვილი, ზოგი «დაუმონებელი

20

თავისუფლების მქონე იყო, ზოგიც უცხოელ ხელმწიფეზე დამოკიდებული, ან მთლიანად სხვისი პატრონობის ქვეშ იმყოფებოდა, მაშასადამე, დამონებული თავისუფლება ჰქონდა.

ხოლო, როდესაც მეფეს სამეფოს გამგეობა განუყოფლად ეპყრა, ამას ერთუფლება ერქვა, როცა ეს უფლება ერთი გვირგვინოსნის ხელში იყო, ამას   «

ერთმთავრობას» ეძახდნენ, თუ ქვეყნის გამგეობა ორს ან რამდენიმე პირს თანასწორად ეკუთვნოდა ასეთ წესს მრავალმთავრობას უწოდებდნენ.

თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის დროს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური მდგომარეობა და მართვა-გამგეობის წესი უნახავს. მაგ. სპარსეთის ბატონობის დროს, ქართლს «დამონებული თავისუფლება» ჰქონია, ხოლო თვით შინაურ მართვა-გამგებლობაში «მრავალმთავრობის» წესი სუფევდა. იგივე მდგომარეობა იყო არაბების ბატონობის ხანაშიც, ვიდრე საქართველო არ გაერთიანდა და ერთმთავრობა არ დამყარდა, რომელიც დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული სრული «დაუმონებელი თავისუფლებით» იყო აღჭურვილი. მიუხედავად ამისა,

მეფესა და დიდაზნაურებს შორის ხელისუფლებისათვის ბრძოლა საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთმთავრობის მომხრეებს ისეთი იდეალი სჭირდებოდათ, რომელიც მეფის ხელისუფლების არსებობის აუცილებლობას და სარწმუნოებრივ მნიშვნელობასაც დაასაბუთებდა. ასეთად კი პავლე მოციქულის ეპისტოლეში არსებული დებულება კარგ სამსახურს უწევდათ. მისი მცნების თანახმად, ბრძოლის დროს ბერ-მონაზვნები მეფეს მხარს უჭერდნენ და ემსახურებოდნენ ლაშქარს კიდეც, ხან საქმით, ხან სულიერი გავლენით. მაგ.

კლარჯეთის მონასტრის არქიმანდრიტმა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატის შვილები შემდეგნაირად დალოცა: « სად არს პატივი მთავრობისაი,

მუნ არს მსგავსება ღვთაებისაი, რამეთუ თქვენ ხელმწიფენი უფალგყვნა ღმერთმან ქუეყნისა განგებისა»-ო. მაშასადამე, გრიგოლის აზრით, სადაც მთავრობას პატივსა სცემენ, იქ ღვთაების მსგავსება სუფევდა. ე.ი. ხელმწიფენი ქვეყნის გამგეებად თვით მამაზეციერმა გახადა. ამის გამო, მეფეები უნდა ყოფილიყვნენ «ნებითა ღვთისათა». დავით მეფეც თავისი წყალობის წიგნს შიო მღვიმის მონასტრისადმი ასეთსავე წინადადებით იწყებს: «ნებითა ღვთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა მეფისა» (1088 წ. სიგელი შიო მღვ. ისტ. საბ.

გვ. 21).

21

საქართველოს მეფეებმა თავიანთ ხელისუფლებას ღვთაებრივი ძალის მფარველობაც მოუპოვეს. დავით აღმაშენებელს მტკიცედ სწამდა, რომ მეფის ხელისუფლება თვით ღმერთმა პირადად არწმუნა მას, იგი ღვთის  მიერ განგებული და დაფუძნებული იყო. დავით აღმაშენებლის სიტყვით, საქართველოს მართვა-გამგეობაში თვით ღვთაება ეხმარებოდა ხოლმე. ამგვარად, ვინც მეფის მართვა-გამგეობის წინააღმდეგი იყო, ის ღვთის წინააღმდეგ გამოდიოდა, თვით ზეციერი მეუფის მტერი გახლდათ.

საქართველოს მეფეებს თავიანთი ხელისუფლება განსაკუთრებული პატივისცემის ღირსად იმიტომ მიაჩნდათ, რომ თავიანთ თავს ებრაელთა მეფის, დავითის,

შთამომავლებად თვლიდნენ (ეს აზრი გავრცელებული ყოფილა ჯერ კიდევ აშოტ კურაპალატის დროს). მაგრამ ქართველ მეფეებს მარტო დავით ებრაელთა მეფის და წინასწარმეტყველისაგან კი არა, არამედ მაშინდელი შეხედულებით სხვა მხრივაც საქები გვარიშვილობა მოსდგამდათ. საქართველოს ხელმწიფე იყო ნაყოფი «ხისაგან დავითიანთაგან და ხუასროიანთაგან და პანკრატონიანთა»

(ისტორიანი და აზმანი. გვ.

594). ე.ი. საქართველოს ბატონებს ორი სამეფო სახლის დიდება ჰქონიათ დამკვიდრებული: ჯერ ერთი, ებრაელთა მეფის დავითის სახელი ეკუთვნოდა «ულუმპიანობით», შემდეგ ხუასროვანთა სპარსელი სეფეების პატივი ეპყრათ «შარავანდედიანობით».

საქართველოს მეფეების მიერ თავიანთი თავისთვის «შარვანშა» და «შაჰანშა»

წოდება გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებითაც უნდა აიხსნას და კავშირში უნდა იყოს წოდება «შარავანდედობა»-სთან. «შაჰანშა»-ს სახელს თავდაპირველად სომეხთა მეფეებიც ჩემულობდნენ, შემდეგ კი ქართველმა მეფეებმა დაისაკუთრეს.

თუმც მას, როგორც ჩანს, არც თუ ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგან «შაჰან-შა»-ს ტიტულატურაში ბოლო ადგილი ეკუთვნოდა და ეს წოდება საქართველოს მეფეს სომხეთის შემოერთებასთან ერთად ჰქონდა შეთვისებული.

დასასრულ, თამარის დროს, როცა სხვადასხვა მაჰმადიანი სახელმწიფოები იძულებულნი იყვნენ საქართველოს ბატონობას დამორჩილებოდნენ,

საქართველოს მეფეებს მაშინდელი შეხედულებით «მეფობისა და სულთნობის ერთადმქონებლობა განხორციელებული ჰქონდათ. ასეთი მოძღვრების შემდეგ გასაკვირიც არაა, რომ საქართველოს მეფის პიროვნება თითქმის ღვთაებადაც კი ეღიარებინათ. ანტონ ჭყონდიდელი ასე მიმართავს თამარს: საქართველოს მეფე «ღვთისა სწორი», «სამებისაგან ოთხად აღზევებული». თამარის პირველი

22

ისტორიკოსი ამბობს: «ერთი სამებისაგან აქა კულა სამებისა თანა იხილვების თამარ მოსწორებული და აღმატებული» ( ისტორიანი და აზმანი).

ზემონათქვამიდან ჩანს, რომ საქართველოს მეფის პიროვნება მთავრობის მომხრე წრეებმა გააღმერთეს, ხოლო მის უფლებას ზეციური ძლიერების და უცოდველობის თვისება მიაწერეს.

 

  მეფე და მისი სახლობა«სახლი სამეფოი» ანუ «სამეფო სახლი» შედგებოდა მეფისა, დედოფლისა და მათი შვილებისაგან. მათი ზოგადი სახელი იყო «სახლეულნი». მეფე, როგორც სამეფო სახლის უფროსი, მეთერთმეტე ს-შიც «მამასახლის»-ად ითვლებოდა.

მეფე-მამასახლისს თავისი საკუთარი სამამასახლისო საკუთრებაც ჰქონია,

რომელიც უძრავი ქონებისაგან შედგებოდა, ხოლო უფლისწულებს თავიანთი სამფლობელო-საუფლისწულოები.

მეფეს, რასაკვირველია, ერთი ცოლი ჰყავდა, მხოლოდ მონღოლთა ბატონობის დროს შემოიღეს მრავალცოლიანობა, მაგრამ ეს საშინელ უწესობად ითვლებოდა და ჩვეულებრივ, ქრისტიანულ წესს იცავდნენ მონოგამიური ქორწინების შესახებ.

მეფეს შეიძლება ხასები ანუ ხარჭებიც ჰყოლოდა. ხარჭის ნაშობი უფლისწული მეფის «კანონიერ» შვილზე დაბლა იდგა ღირსებით.

საქართველოს მეფეებს, რადგან თავისი საგვარეულო დიდ და მაღალ მეფეთა ჩამომავლად მიაჩნდათ, ამიტომ თავის «სამეფო სახლის» ღირსებას განსაკუთრებულ მნიშვნელობისა და პატივის ღირსად თვლიდნენ. შესაბამისად,

არათუ ადგილობრივი, ყოველი უცხოელი, მეფური ჩამომავლობის ბატონიშვილიც კი თავისი სახლის ღირსად არ მიაჩნდათ.

თვით ქართველ მეფეებს ცოლად მოჰყავდათ თავისი «სახელმწიფო სახლის»

ღირსი და შესაფერისი უფლის ასულნი. ქართველ მეფეთა ქალიშვილებსაც მხოლოდ თავისავე სწორს მიათხოვებდნენ ხოლმე. მაგ. ბაგრატ მეოთხის დედა დიდთა და ბრწყინვალე მეფეთა არშაკუნიანთა შთამომავალი იყო. დავით აღმაშენებელმა თავისი  ქალი თამარი შირვანშაჰს მიათხოვა, მეორე კატაი საბერძნეთში მისცა რძლად.

 

უფლისწულნი და მემკვიდრენიუფლისწულებს, რასაკვირველია მეტადრე ტახტის მემკვიდრეს, შესაფერისად ზრდიდნენ და ასწავლიდნენ. მეფეს, როგორც ჩანს, კარგი მშვილდოსნობა,

23

ცხენოსნობა, რაინდობა, ასპარეზობის ცოდნა, მეფური ზრდილობა და მწიგნობრობა მოეთხოვებოდა. აღზრდაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა სამხედრო და საერო სწავლა-განათლებას. მეფეც და უფლისწულიც, რა თქმა უნდა, საღმრთო წერილშიცა და სხვა საღვთისმეტყველო მწერლობაშიც დახელოვნებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მარტო საღმრთო წერილის ცოდნით ადამიანი, მით უფრო მეფე, მაშინაც ვერას გახდებოდა და სახელმწიფო მართვა-

გამგეობის საქმეს პირნათლად ვერ გაუძღვებოდა. ამისათვის უფლისწულს წინასწარ გულდასმით უნდა შეესწავლა ყველა ის «მართებანი და განსაგებელნი»,

რომელნიც მას მეფობის დროს მოეთხოვებოდა. გაეცნო «სახელოთა და საბჭოთა»

საქმეების წარმოება,

საჭურჭლეთა შემოსავალ-გასავლის წესრიგი, სალაშქრო და სამხედრო განწესებანი და მოსაზღვრე სახელმწიფოთა მოციქულთა მიღება-დარბაზობის წესი. დასასრულ, უფლისწული შესაფერისად მომზადებული უნდა ყოფილიყო,

რომ სახელმწიფო მართვა-გამგეობისათვის ზოგადი, გარკვეული მიმართულება მიეცა, სახელმწიფო შორსგამჭვრეტელობა შეეძინა, რისთვისაც განათლება იყო საჭირო. ამიტომ დავითის ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ აღმაშენებლის ბრძნული მოქმედება სწორედ მეფის ღრმა განათლების შედეგი იყო.

მემკვიდრეს, ქართული ენის გარდა, სასურველი იყო სცოდნოდა ბერძნული,

სპარსული და არაბული, რაც მათ საშუალებას აძლევდა მეზობელთა მაშინდელი კულტურა-განათლების მოზიარენიც ყოფილიყვნენ.

უფლისწული განსაზღვრულ ასაკს რომ მიაღწევდა «სრულასაკოვნად»

იწოდებოდა. ტახტზე ასვლისას წლოვანება დამაბრკოლებლად არ ითვლებოდა,

მაგრამ მას «მზრდელსა» და «პატრონს» უნიშნავდნენ. სრულასაკოვნება სამგვარი იყო: 1. სქესობრივი, რომელიც ქალისთვის 13 წლიდან, ხოლო ვაჟისთვის 16

წლიდან იწყებოდა. 2. პოლიტიკური, რომელიც უფლისწულისთვის შეიძლება 16

წლიდან დაწყებულიყო. 3. სამხედრო, რომელიც 21 წლიდან იწყებოდა. სამეფო ტახტს ჩვეულებრივ უფროს შვილს აკუთვნებდნენ. მეთერთმეტე-მეცამეტე სს-ში ერთი თავისებურებაც ჩანს, მემკვიდრეები მამების გარდაცვალების შემდეგ კი არ ადიოდნენ ტახტზე, არამედ თვით გვირგვინოსნებს ისინი თავის სიცოცხლეშივე აჰყავდათ ტახტზე და თანამოსაყდრედ სვამდნენ.

ასე გახლდათ დავით აღმაშენებლის, თამარის და ლაშა-გიორგის   შემთხვევაშიც.

მეფედ კურთხევის წესიახალი ხელმწიფის მეფობა ტახტზე ასვლითა და კურთხევით იწყებოდა ხოლმე.

ქართულ საისტორიო წყაროებში, როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, თუ

24

როდის შემოიღეს ეს წესი ცნობები არ მოიპოვება. ივ. ჯავახიშვილს სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნული აქტი შემდეგნაირად აქვს გადმოცემული.

კურთხევის წესი «საყდარზე» ანუ «ტახტზე» აყვანითა და დასმით იწყებოდა ხოლმე.

შემდეგ სამეფო გვირგვინს მოიტანდნენ, მგოსნები მეფეს გვირგვინოსნობას,

ძლევამოსილებასა და დღეგრძელობა უგალობდნენ. გვირგვინს რომ შემოიტანდნენ, მეფედ კურთხევა და ცხება იწყებოდა. თამარ მეფის ისტორიკოსის თქმით, კურთხევის წესის თანახმად, მეფის თავზე გვირგვინის დამდგმელი ლიხთიმერელი მღვდელმთავარი უნდა ყოფილიყო.

ქუთათელი მთავარეპისკოპოსი მეფეს თავზე გვირგვინს ადგამდა და ამ გვირგვინის დადგმით საეკლესიო კურთხევა და «ცხება» ითვლებოდა. «ცხებას»

მეფის კურთხევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

საეკლესიო კურთხევას რომ მორჩებოდნენ, სამეფო ხელისუფლების მირთმევა იწყებოდა. ამ ნიშნებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მახვილსა და ხმალს ჰქონდა, რომელიც უეჭველია სახელმწიფო ჯარის მთავარსარდლობის სიმბოლო იყო. მახვილის შემორტყმა წელზე ძველთაგანვე მიღებული წესი ყოფილა. თვით დავით აღმაშენებელმაც აასრულა იგი და თავის შვილს «სვიანად ხმარებული»

მახვილი წელზე შემოარტყა.

მეფედ კურთხევის წესის მიხედვით, წინა დღით საღამოხანს ერთი მთავარეპისკოპოსი, რომელსაც კათალიკოსი არჩევდა, შემოსილი მღვდელ-

დიაკონების წინ წაძღოლით, კელაპტრებითურთ ხელში და გალობით სასახლეში უნდა მისულიყო და სამეფო პალატისაგან სამეფო ნიშნები წამოეღო. გვირგვინი,

სკიპტრა, პორფირი და ბისონი ფეშხუმზე უნდა დაედოთ, წარსაფენით დაებურათ და იმავე ეპისკოპოსს იმ ეკლესიაში მიეტანა, სადაც მეფედ კურთხევის წესი უნდა აღსრულებულიყო.სამეფო ნიშნები საკურთხეველში შეჰქონდათ და ტრაპეზზე დებდნენ. შემდეგ მწუხრის ლოცვა იწყებოდა ღამისთევითურთ და გათენებისას მეფის მლოცველები შინ ბრუნდებოდნენ.

ამავე დღეს, წირვის დრო რომ დადგებოდა, «სამ ჟამ ჰრეკონ ძელსა»-ო, თვით ეკლესიაში კათალიკოსი ეპისკოპოსებითა და მთელი კრებულითურთ შეიმოსებოდა, მეფის ჯვრისმტვირთველი დიდი სალიტანიე ჯვრითურთ ხელში მთავარდიაკონის წინხლებით სასახლეში უნდა წასულიყო.

კურთხევის წესის თანახმად, სამეფო პალატაში შემოსულმა ჯვრის მტვირთველმა თავდახრილმა მეფეს უთხრას: «გაკურთხენ წმიდაო და თვითმპყრობელო მეფეო,

მრავალიმცა არიან წელნი მეფობისა თქუენისანი»-ო. ამის შემდგომ, ეს სიტყვები სრულიად ლაშქარს თავდახრილი უნდა ეთქვა, შემდეგ რაინდებსა და

25

დიდებულებს გაემეორებინათ. ამის შემდეგ ჯვარისმტვირთველი ისევ თავმოდრეკილი იტყოდა: «და თქუენცა გიხაროდენ ძლიერნო და უძლეველნო და დამამხობელნო მტერთა სამეფოთანო. ჟამი არს წინამდებარისა საქმისა აღსრულებათა».

ამის შემდგომ ყველანი ეკლესიისაკენ გაემგზვრებოდნენ შემდგომი წესრიგით:

წინ მიჰქონდათ «ზარი მეფეთა», ხოლო შემდეგ დროშა და შუბი. მერე მისდევდნენ მთავარდიაკონი და ჯვრისმტვირთველი. შემდეგ მანდატურთუხუცესი სამანდატურო არგნით ხელში, მერე თვით ლაშქარი მიდიოდა. მეფეს ორივე მხრივ და უკნიდან დიდი მოხელეები ახლდნენ. მარჯვნივ სამოქალაქო უწყებათა და საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები.

ამირსპასალარი ხმალშემორტყმული მარჯვნივ. მას სამეფო ხმალი ორივე ხელზე ჰქონდა დაყრდნობილი, მას მოჰყვებოდა ხმალშემორტყმული ამილახორი და მეჯინიბეთუხუცესი. მარცხნივ ჭყონდიდელი და ათაბაგი და სხვა მთავრები მიდიოდნენ. დასასრულ, ეზოთუხუცესს, ჩუხჩერახს და მეაბჯრეთუხუცესს სამეფო ფარი, ლახტი და ქარქაში მიჰქონდა. ისინი მეფის უკან მიდიოდნენ. ეკლესიის კარების წინ მეფეს კათალიკოზი უნდა დახვედროდა და თავდახრილი ხმამაღლა მისალმებოდა: «კურთხეულ არის მოსვლა თქვენი და დამტკიცება მეფეთა-მეფედ ამ

სამეფოსა ზედა. განამტკიცოს ღმერთმან შიშსა და სარწმუნოებასა მისსა ზედა და დაგიმორჩილნეს ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი თქვენს ფეხთა ქვეშ».

ყველა დამსწრეს უნდა ეთქვა ამინ.

მეფე კათალიკოზს თაყვანს სცემდა და ეკლესიაში შევიდოდა ისე, რომ მისი მარჯვენა ხელი კათალიკოზს ეპყრა, მარცხენა იშხნელს, ან მთავარეპისკოპოსსს.

აქ მას სამეფო ადგილზე დააყენებდნენ. წირვის დაწყებამდე ჯვარისმტვირთველი ამირსპასალარისაგან სამეფო ხმალს მიიღებდა და საკურთხეველში დიდ ჯვართან დადებდა, ხოლო დროშა და შუბი საკურთხევლის კარებს წინ აქეთ-იქით უნდა სჭეროდა.

კათალიკოსის სათქმელისა და მთავარდიაკონის გამოსვლამდე მთავარეპისკოპოსს საკურთხევლიდან უნდა აეღო ბისონი, მეფისათვის თავი უნდა მოედრიკა და «ორთავე მუხლთა ზედა დაეფინა», შემდეგ მეფეს კათალიკოსთან მიიყვანდნენ, თავმოდრეკილ მეფეს უნდა მიემართა «მაკურთხეო მეუფეო», რის შემდეგაც კათალიკოსი მეფეს ჯვარს გადასწერდა და იტყოდა:

«კურთხეულ არს მეფობაი თქვენი დასასრულამდე ჟამთა და განმტკიცდეს სარწმუნოებასა მისსა ზედა მოუდრეკელად». მერე კათალიკოსი მეფეს თავისი

26

ხელით ბისონს ჩააცმევდა, ჯვარს გადასწერდა. ამის შემდგომ ბისონშემოსილი მეფე თავის ადგილს უნდა დამდგარიყო. სახარების წაკითხვის შემდგომ მეფე ორივე მხრით ეპისკოპოსისაგან ხელმოკიდებული სამგზის საკურთხევლის თაყვანისცემის შემდეგ შიგ შეჰყავდათ, სადაც მეფეს კათალიკოსის წინაშე მუხლი უნდა მოეყარა, მერე მას თავზე ომფორს დაადებდნენ, კათალიკოსი ჯვარს გადასწერდა და «მაღლად სასმენელთა ყოველთა» იტყოდა ხოლმე: «საღმრთო მადლი, რომელი ყოველთავე უძლურებათა ჩუენთა კურნებს და ნაკლულევანებსა ჩუენსა აღავსებს, განაჩინებს ღმრთისა მოშიშსა ერსა და სამეფოსა ამას ზედა მეფედ-მეფედ და გარსშემოარტყამს საღმრთოსა ძალასა მისსა და ვილოცოთ ყოველთა, რათა დაიმკვიდროს მისთანა მადლმან ყოვლად წმიდისა სულისამან»-

ო. ამის შემდგომ ეკლესიის შინა მყოფს მაღალი ხმით უნდა წარმოეთქვა სამჯერ «კიროელეისონ». დასრულებისას კათალიკოსი საკურთხევლიდან აიღებდა გვირგვინს და დაახურავდა მეფეს თავზე, თანაც შესაფერისი შესავედრებელი უნდა წარმოეთქვა. მერე პორფირს გადასწერდა ჯვარს და ჩააცმევდა. იგივე რიტუალის განმეორებით აიღებდა სკიპტრას და მისცემდა მარჯვენა ხელში.

ასე გვირგვინ-სკიპტრით შემკულ მეფეს ტრაპეზის მარჯვნივ ორ ხოაზე დააყენებდნენ. ამავე დროს მგალობლებს მეფისათვის მრავალჟამიერი უნდა წარმოეთქვა:»მრავალჟამეულ ჰყვენ ღმერთო მეფეთ-მეფე ჩუენი მრავალჟამულ ჰყვენო».

სამეფო რეზიდენციები

      იმ ქალაქს ანუ ადგილს, სადაც მეფე მუდმივ ცხოვრობდა ხოლმე «სამეფო ქალაქი ან საჯდომი» ერქვა.

   ბაგრატ მესამედან ვიდრე დავით აღმაშენებელი 1122 წელს თბილისს არ აიღებდა, სამეფო ქალაქად ქუთაისი ითვლექოდა. ხოლო როცა თბილისი კვლავ საქართველოს შემოუერთა მაშინვე დავითმა იგი აქცია «საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ». თბილისში იდგა «სამფო სრა» დიდუბეში. მაგრამ  მეფეები ერთ ადგილას არ ბინადრობდნენ, არამედ ზამთარში საცხოვრებლად უფრო თბილ მხარეს ირჩევდნენ, ზაფხულში კი გრილი, მაღლობი ადგილებისაკენ მიეშურებოდნენ.

ბაგრატ მეოთხე მაგალითად ზაფხულში ქართლში ცხოვრობდა, ხოლო ზამთარში აფხაზეთს გადადიოდა. მემატიანეს სიტყვით დიდგორიც «მეფეთა საზაფხულო სადგომი» ყოფილა. ბოლო გიორგი მესამე – ის დროს ნაჭარმაგევს «მეფის სახლი სალხინო» ანუ საზამთრო იყო.

27

    გიორგი მესამისა და თამარის დროს თბილისის გარდა «სამეფო ტახტი»

გეუთსაც ყოფილა. თამარის დროს კი მეფევა საჯდომად ტაბახმელა ითვლებოდა.

 

მეფის გარდაცვალებისა და გლოვის წესი  მეფის ან მისი  სახლეულის გარდაცვალების გამო გლოვისა და დაკრძალვის მტკიცე წესი იყო დამკვიდრებული, რომელსაც «გლოვის წესი» ერქვა და გლოვის ნიშნებიც არსებობდა. უმთავრეს ნიშნად თმისა და წვერის მოპარსვა ითვლებოდა,

რაც როგორც ეტყობა გლოვის საერთო ნიშანი ყოფილა.

ბურდუხან დედოფლის სიკვდილის ამბიბის გაგონებაზე, მაგ. გიორგი მესამემ «ამფხვრელმან თმათა და წვერისმან» გლოვა დაიწყო. აუცილებელი ჰოფილა ძაძის ჩაცმა, გლოვა ერთ წელი გასტანდა.

 

  ყოფითი კულტურა

საინტერესოა, როგორ ყოფით ტრადიციებს ფლობდნენ მე-10, მე-12 სს-ში როგორც აზნაურნი, ასევე წვრილი ერი, გლეხობა. ქართული საისტორიო წყაროები გვაძლევენ ცნობებს აზნაურთა სახლობისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ასეთ რეზიდენციას ცნობებში საჯდომი ეწოდებოდა.

ამასთან ზოგ აზნაურს შეიძლებოდა ჰქონოდა რამდენიმე საჯდომი - ციხის საჯდომი (თუ აზნაური ციხის მფლობელი იყო) და ვაკის საჯდომი. საჯდომი სახლი სამეურნეო საცხოვრებელ ნაგებობათა კომპლექსი იყო. მასში გარდა საცხოვრებელი სახლისა შედიოდა ბეღელი, მარანი,

ბოსელი, სამზარეულო, სამეხრეო სახლი და ფარეხი. ეს კომპლექსი გალავანშემოვლებული იყო. გალავანს დატანებული ჰქონდა ქვიტკირის ჭიშკარი.

აზნაურის სახლ-კარში შედიოდა კარის ეკლესია და მონასტერიც. თუკი აზნაური მონასტრის მფლობელი იყო, იგი ამ შემთხვევაში ციხოსან-მონასტროსანი აზნაურთა ფენის წარმომადგენელი იყო. ისეთ აზნაურს კი, რომელსაც საკუთარი მონასტერი არ გააჩნდა, თავის კარ-მიდამოში გამოყოფილი ჰქონდა სპეციალური «სახლი საჯვარე», სადაც საოჯახო ხატები ინახებოდა და რომელიც სამლოცველოს ფუნქციას ატარებდა. ასე ცხოვრობდა მქონებელთა ფენა.

განვიხილოთ, როგორ ცხოვრობდნენ მოქალაქენი, ხელოსნები, თუ მეციხოვნე ჯარისკაცები. ისინი პირველყოვლისა ბინადრობდნენ ბანიან სახლებში. საკმაო სახნავ-სათესს თუ სახილ-ვენახე 

28

მიწებს ფლობდნენ და ამუშავებდნენ (მოქალაქენიც კი). რიგიანად იკვებებოდნენ (არც ნაირ-ნაირ ხილეულს იკლებდნენ, არც პურეულსა და არც ღვინოს).

ჩაცმულობის შესახებ მონაცემებს ვხვდებით ფრესკულ და მინიატურულ ნახატებზე.

ატარებდნენ სამკაულებს, ნაირფერად მინის, ბრინჯაოს სამაჯურებს, მძივთაგან შედგენილ ყელსაბამებს. ბრინჯაოს მარტივსა და ფარაკიან ბეჭდებს (ზოგიერთ ფარაკზე ამოკაწრულია სქემატური გამოსახულებები).

განსაკუთრებით საყურადღებოა თიხის ჭურჭლის მოხმარების სურათი: გარდა ჩვეულებრივი მოუჭიქავი სამეურნეო-სამზარეულო ჭურჭლისა, ეტყობა, ყველგან (სოფლებშიც) მოჭიქულს იყენებდნენ. გამოყენებულია მხატვრული ჯამები. ხოლო ისეთი უძვირფასესი კერამიკა, როგორიც ფაიანსია ნაქალაქარის გარდა, ზოგჯერ ვხვდებით ნასოფლარებშიც.

ხელოსნურ ნაწარმზე დიდი მოთხოვნილებაა (ჯამ-ჭურჭელი, სამკაული). თანდათან იხვეწებოდა დამზადების ტექნოლოგია, ზოგ შემთხვევაში იგი ხელოვნებამდეც კია აყვანილი. ასე, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზისას ოსტატის გამოცნობაც კი შეიძლება.საკმაოდ გავრცელებულია სამშენებლო კერამიკის ზოგი სახეობა (ყვავილოვანი კრამიტი).

იგი სატაძრო მშენებლობის გარდა, სამეფო სასახლეთა მშენებლობაშიც გვხვდება. თითქმის ყველა ნაქალაქარში ძალიან ხშირად გვხვდება ქვევრები,

დერგები, თონეები, მარცვლის

შესანახი ორმოები, კევრები, ხელსაფქვავები, კოკები, დოქები, ხელადები, ჯამები.

დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში. სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აღმოჩენილია ხელოვნურად მოწყობილ ბექობებზე არსებული საცხოვრისები,

რომლებიც ძველისძველი კარ-მიდამოების ხალხური დაგეგმარების წესებითაა შესრულებული. ასეთ ხელოვნურად მოწყობილ ბორცვებზე,

რომლებიც უფრო დას. საქართველოს ჭაობიან ადგილებში გვხვდება,

განლაგებული იყო წრიული მოყვანილობის ხელოვნური წნული ფაცხა-

ხურვილები, რომლებიც ზოგჯერ გვარის ან საძმო

საკუთრებასაც შეადგენდა. საგვარულო სათემო დასახლების სისტემაში შეინიშნება უძველესი სოფლის ცენტრალური ნაწილის გამოყოფა, სადაც ქრისტიანული ხანიდან უკვე ადგილი აქვს გუმბათიანი ტაძრების მშენებლობას.

დასახლებული პუნქტების, სოფლების სტრუქტურის სრული სურათის წარმოსადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მთავარი შარაგზებისა და სოფლის შიგა სამიმოსვლო ქუჩების კლასიფიკაციის დადგენას. გვხვდება როგორც მაგისტრალური შარაგზები, ასევე სოფლის ქუჩები. მაღალთაღოვანი ქვითკირის

29

და მორულ-ძელური კონსტრუქციის უძველესი ტიპიური ხის ხიდების დღემდე უხვად მოღწეული ნაშთები მრავალმხრივი შარაგზების არსებობაზე მეტყველებენ.

ამ მხრივ ყურადღებას იზიდავს ბესლეთის (აფხაზეთი მე-11, მე-12 სს.), რკონის (აღმ. საქართველო მე-11 ს.), დონდალოს (აჭარა მე-12 ს.) თაღოვანი ქვის ხიდები,

რომლებზეც გადიოდა მთავარი მაგისტრალური გზები.

ეს სამი ხიდი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ მხრივაც იმსახურებს, რომ შესრულების ტექნიკითა და ფორმებით ფაქტიურად იდენტურია. ბესლეთის ხიდს ქართული ასომთავრული წარწერაც ამშვენებს. ცხადია, მთავარ გზებს განშტოებებიც ჰქონდა ქვეყნის სიღრმეში, სხვადასხვა მიმართულებით დასახლებულ ადგილებამდე მისასვლელად.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართული სოფლის კარ-მიდამოს დაგეგმვის ტიპები და წესები. «სახლ-კარი», «კარ-მიდამო» ეს უძველესი ქართული ტერმინები სახლსაც ნიშნავს და მის ირგვლივ არსებულ მიდამოსაც. ტიპიური კარ-

მიდამოებად ჩამოყალიბების პირველი ეტაპი, რომელსაც თან გადაჰყვა საგვარეულო დასახლების გეგმარების ზოგიერთი უძველესი ტრადიცია, დღემდე შემორჩა მთის სოფლების კარ-მიდამოებს. კარ-მიდამოები დაყოფილია სხვადასხვა დანიშნულების ეზოებად:

1) სუფთა - დეკორატიული ანუ საცხოვრებელი ეზო (სამეგრელოში მას «შუა ეზოსაც» უწოდებენ).

2) წინა ეზო.

3) სამეურნეო-საწარმოო ეზო.

4) საბაღო-საბაღჩეები.

სუფთა-დეკორატიულ ანუ საცხოვრებელ ეზოს ყველაზე ცენტრალური ადგილი უკავია. მას ფარავს ბალახის მწვანე საფარველი, დიდტანიანი საჩრდილობელი ხეები. მთავარი ადგილი უკავია საცხოვრებელ სახლს. ეზოს ამშვენებს განმარტოებით მდგარი ისეთი მაღალი ხეები, რომლებიც ნაკლებ ჩრდილს იძლევიან, მეჩხერფოთლიანობის გამო, ასეთია თხმელა. ყოველ ხესთან მირგულია

«მაღლარი» ჯიშის ვაზი ოჯალეში ან უფრო ხშირად იზაბელა.

სამეურნეო-საწარმოო ეზო შედგებოდა: ა) საქონლის სადგომად ანუ ქართა (საჩეხი). ბ) საბაღო ანუ საბაღნარო. ქართას, საჩეხს იგივე აგვრას (აფხაზურად)

იცავენ ქარსაცავებით მცენარეული მჭიდრო საფარველით. მთელ ფერდობზე მოწყობილი იყო მიწისქვეშა ხელოვნური საწრეტები. სამეურნეო დანიშნულების ეზოს ეკუთვნის აგრეთვე ე.წ. «საბაღო» ანუ « საბაღნარო» ეზოც. როგორც

30

სახელწოდება გვიჩვენებს იგი წარმოადგენს ხეხილის გასაშენებელ ადგილს (ეზოს). საერთოდ, ცნობილია, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე ხეხილის და ვენახის მოშენება საყვარელ სახალხო საქმედ იყო აღიარებული.

ძველ ტიპიურ კარ-მიდამოებში «წინა ეზო» («წინკარი») წაგრძელებული მოხაზულობისაა და აქვს ორი ჭიშკარი, ერთი თავშია, გზის პირზე, ხოლო მეორე ბოლოში - «სუფთა ეზოს» შესასვლელში.

ძველი ხალხური კარ-მიდამოების კომპლექსში შემავალი ეზოების დანიშნულება და განლაგების სისტემა თავისი ხუროთმოძღვრული ხასიათით არაფრით არ განსხვავდება აფხაზეთის, გურია-სამეგრელოსა და იმერეთის მთის რაიონებში დღემდე მოღწეული უძველესი ხალხური კარ-მიდამოების გეგმებისაგან.

 

  საკარმიდამო ღობეები.

 საცხოვრებელი ადგილის შეღობვა-შემოზღუდვა ცნობილია უძველესი დროიდან.

ძველი დროიდან საქართველოში ცნობილია, რომ ბაღ-წალკოტების, ვენახებისა და სხვა დანიშნულების ადგილ-მამულების დაცვა-პატრონობის ერთ-ერთი საშუალება შემოღობვა იყო. დასავლეთ საქართველოს ღობეები (აფხაზური,

მეგრული, გურული, იმერული) საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ყველაზე გავრცელებული უძველესი სახეა წაბლისა და მუხის სარებს შორის თხმელის წნულისაგან მეჩხრად მოწნული ღობეები. ღობის ეს ტიპი, როგორც ჩანს, ძალზე მარტივია, მაგრამ თავისუფალი ირიბულ-მეჩხრული მოღობვით შექმნილი რომბული და ტრაპეციული ღიადებისაგან წარმოქმნილი აბსტრაქტული ფორმის შუქ-ჩრდილებს ერთგვარი ხუროთმოძღვრული სილამაზე და სიხალისე შეაქვს მის პრიმიტივებში.

ჭიშკრები . ძველი კარ-მიდამოების გეგმის გადაწყვეტაში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ჭიშკრების მოწყობის ტრადიციას. ტერმინი «ჭიშკარი»

გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მას ალაყაფს უწოდებენ. ჭიშკარი ორი სიტყვისაგანაა ნაწარმოები «ბჭე პლიუს კარი»

უდრის «ბჭისკარი», რომლისგანაც შემდეგში ჭიშკარია წარმომდგარი. ბჭე და ბჭენი ძველ საქართველოში თავისთავად ნიშნავდა კარს და კარებს. საბას განმარტებით, «ბჭე ეს არის სახლთა და ტაძართა შესავალი, ხოლო კარი გასაღები და მისაგდებელი». («სიტყვის კონა»). დადასტურებულია, რომ ბჭე დიდ კარს ნიშნავს, შემდეგში რომ ალაყაფი ეწოდა.

31

დიდი ან რთული ჭიშკრები არის ორი სახის გადახურული და გადაუხურავი.

ჭიშკრის სახურავებსა და ბოძებზე დღესაც გვხვდება ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულება. ოთხქანობიანი «დიდი ჭიშკრების» იდენტურ ძველ ტიპებს ვხვდებით ზემო სამეგრელოსა და საინგილოს სოფლებში.

გადახურული ჭიშკრის ტიპები გავრცელებული იყო აფხაზეთში, სამეგრელოში,

გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აღმ. საქართველოში, განსაკუთრებით,

საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე - საინგილოში.

ჭიშკრის ძველთაძველი ტიპი დაკავშირებულია გვერდზე არსებულ ბოსტანთან და სასიმიდესთან. ძველ ქართულ წყაროებში გვხვდება «შევქმენ ჭიშკარი ბოსელ-

ქორედიანი», «დავდგი ჭიშკარი ზემოქუემო».

 

 

საცხოვრებელი სახლების ძველი ტიპები.

წნული სახლი, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, არის ფაცხა სახლი. ეს უძველესი სახელწოდება ცნობილი იყო თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში.

ქოხ-ფაცხები უძველესი დროიდან გადაიქცა ღარიბი ხალხის საცხოვრებელ ბინად. კოლხური ტიპის წნული სახლები გავრცელებული იყო აფხაზეთიდან ჰერეთის ჩათვლით. არსებობდა წრიული და ოთხკუთხა ტიპის წნული სახლები.

კედელი

შქერის წნულისაგან არის მჭიდროდ მოწნული (მოღობილი) იატაკიდან 215 სმ.

სიმაღლემდე. თარაზულად მოშანდაკებულ მიწის ზედაპირზე, ზუსტად შემოხაზულ წრეხაზზე, 20-25 სმ.

დაშორებით და 25-30 სმ. სიღრმეზე ჩასობილია 6-7 სმ. დიამეტრის გაბრტყელებული მუხის სარები. სარებს შორის წნელის ჩაღობვა იწყება უშუალოდ მიწის დონიდან. ასეთი ტიპის სახლს საძირკველი არა აქვს.

ოდა-სახლის ტიპის საცხოვრებელი სახლები წერილობითი წყაროებით მტკიცდება, რომ ოდა-სახლები ჯერ კიდევ მე-11 ს-ში არსებობდა და იგი სტუმრის მისაღებად იყო განკუთვნილი. იგი დასავლეთ საქართველოში გახლდათ გავრცელებული.

მისი ზოგადი სახელია «კოლხური ოდა-სახლი». მას დღესაც «სასტუმრო ყუდეს»,

«ოხოროს» ან კიდევ «ახალ სახლს» ეძახიან. ოდა-სახლები არის ერთოთახიანი,

რომელიც გავრცელებულია, როგორც მთის ისე ბარის სოფლებში. მათი

32

კომპოზიცია არ განსხვავდება ჯარგვალისა და წნული სახლების გეგმისაგან. ოდა-

სახლი დადგმულია 70 სმ. სიმაღლის ქვის ბოძებზე, იგი მიწაში არ

არის ჩამაგრებული, არამედ პირდაპირ მიწაზეა დაყენებული.

კედლები ამოყვანილია მუხის ან წაბლის ფიცრებისაგან, შეიძლება მისი დაშლა და სხვა ადგილზე გადატანა. ოდა- სახლის ფასადის კომპოზიციის ძირითად საფუძველს მოჩუქურთმებული აივანი წარმოადგენს. ოდა-სახლები მოგვიანებით ოროთახიანი და სამოთახიანიც გვხვდება. ოდა-სახლების ტიპები აფხაზეთში,

გურია-სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თითქმის ერთნაირი გეგმითაა ნაგები, აივნის ჩუქურთმების ხვეულებიც კი საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

აფხაზურად ოდა-სახლს «აკვასკა» ეწოდებოდა.

 

 

ბეღელი

საველე მეურნეობის განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა მარცვლეულის შესანახის შექმნა. იყენებდნენ კიდობნებს, დიდი მორებისაგან გამოყარულ კასრისმაგვარ ე.წ. ბუყნებს (კასრ-ბეღელი).

საქართველოში მარცვლეულს მიწაშიც ინახავდნენ. ამგვარ ნაგებობას ხარო და ღუი ეწოდებოდა. მარცვლეულის შესანახ ნაგებობად დაწნულ სახლებსაც იყენებდნენ. ზოგჯერ ასეთი ნაგებობანი ორსართულიანიც კი ყოფილა, მიდგმული კიბით. სურსათ-სანოვაგის შესანახ ნაგებობას აფხაზეთში «აცა» ერქვა. დღესაც გვხვდება გურია-იმერეთში «ნალია», «მაღაზა», «ნანია». სამეგრელოში ამ ნაგებობებს ღომის, ჩხვერის, ფეტვის და სხვა მარცვლეულის შესანახად იყენებდნენ. მასალად გამოიყენებოდა წნელის ლარტყი. თხილის ან წაბლის მსხვილი

ღეროები.

საყურადღებოა, რომ დაჩუქურთმებულსახიანი წნულის სტრუქტურული სქემა და მოწვნის ტექნიკა კოლხეთის თითქმის ყველა კუთხეში, აფხაზეთში, გურია-

სამეგრელოსა თუ იმერეთში, ერთნაირია. მათი აშკარა იდენტურობა კოლხური კულტურის მემკვიდრეობით აიხსნება.

სურსათის შესანახად სხვადასხვა მოჩუქურთმებულ კარადებსა და კიდობნებს იყენებდნენ. ხალხურ ორნამენტულ დეკორში ყურადღებას იპყრობს ცალკეული სახოვანი ელემენტების - ემბლემური ფორმების თემატიკა. ჩუქურთმის კომპოზიციის მთავარ თემას, მთვარე და მზე, ფრინველები და ცხოველები

33

წარმოადგენენ. ასევე გამოყენებულია «სიცოცხლის ხის» სიუჟეტები, რომელიც მრავალფეროვანი მოტივებისაგან შედგება და საერთოდ, ლაზური ჩუქურთმის მოტივებად არის აღიარებული, გავრცელებულია მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, რადგან საუკეთესო მშენებლებად და ჩუქურთმის მჭრელებად ლაზები იყვნენ აღიარებული.

ამოხერხვის წესით მიღებული «ჰაეროვანი ჩუქურთმის» ფრიად საყურადღებო მაგალითს გვაძლევს ლეკალური მეანდრის მოტივით დამუშავებული სახურავის არშიები (ლენტური ორნამენტი).

ამავე არშიების ქარგაზეა დამზადებული მხატვრული მოაჯირებიც, რაც იძლევა სხვადასხვა ვარიაციების შესაძლებლობას. ერთი ხუროთმოძღვრული ელემენტი (მეანდრი) აქ ასრულებს

სხვადასხვა ფუნქციას. ერთ შემთხვევაში იგი სახურავის არშიაა, მეორე შემთხვევაში გამოიყენება მოაჯირისათვის, ხოლო მესამე შემთხვევაში ბრტყელი კაპიტელების მოსართავად გამოიყენება და სხვა. ეს ფაქტი კი ხის მხატვრული

დამუშავების მაღალ კულტურაზე მეტყველებს, რომლის იდენტური მაგალითები არსებობდა აფხაზეთში, სამეგრელო-გურიასა და იმერეთში.

ამოხერხვით მიღებული ორნამენტული დეკორის გამოყენება მარტო ხალხური ნაგებობების ექსტერიერების დამუშავებით არ ამოიწურება. იგი გამოყენებულია აგრეთვე როგორც საერთო, ისე

რელიგიური ნივთების დამუშავებაში.. ისეთი, როგორიცაა ხის ჯვარი სოფ.

მოქვიდან. ხის ჯვარი გამოჭრილია მოხარშული მასალის ხისგან, რომლის მკვეთრად პროფილირებული მკლავები მთლიანად

დამუშავებულია ამოხერხვის წესით მიღებული ლამაზი აჟურული ხვეულებით.

ამოხერხვის წესით მიღებული ჩუქურთმები გვხვდება აგრეთვე ზოგიერთი მცირე მოცულობის ავეჯის მხატვრულ დამუშავებაში. ამის საუკეთესო მაგალითია ორგინალური ფორმის კედელზე

დასაკიდებელი ბრტყელი კარადა, რომელზეც სამკუთხედის მოტივებისაგან შედგენილი კომპოზიციები ძალზე მრავალფეროვანია.

გეომეტრიული ნაკვეთებით ხეზე კვეთილი რელიეფური ჩუქურთმა, როგორც დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, უძველესი დროიდან გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა

კუთხეში.სვანური, ფშავ-ხევსურული, აჭარული, ქართლ-კახური და სხვა სკივრ-

კიდობნებისა და «ადაფას» (აფხაზეთი) მხატვრული დამუშავების ელემენტები -

სამკუთხედებისა და პარალელური

34

სწორი ხაზების ირიბი კვეთის ტექნიკა, ასევე მზისა და ვარსკვლავების უძველესი სიუჟეტის სიმბოლური გამოსახულებანი - იმდენად იდენტურია, თითქოს ერთი და იმავე ავტორის ნახელავი იყოს.

 

 

ჩუქურთმა ქვაზე

ძველ საქართველოში საკმაოდ გავრცელებული იყო ქვის დამუშავების ხალხური ტრადიცია. ქვის მხატვრული დამუშავების ხელოვნება ხის მხატვრული დამუშავების ტექნოლოგიით იმეორებს

ამოხერხვის მეთოდს, რასაც აღწევს ყრუ ფონზე პირდაპირი ღრმა ჩაჭრის წესით.

ამის მეოხებით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩუქურთმა ჯერ ხეზე ამოუხერხავთ და მერე

მიუკრავთ ყრუ ფონზე. ისე, როგორც ეს გვხვდება აჭარაში, ლაზური ნამუშევრების მორთულობაში ჩასაყენებული ხის ჩუქურთმის სახით.

ხალხური ჩუქურთმა ქვაზე საკმაოდ მდიდარია რთული სახის არშიებითაც.

აფხაზეთის მიწა-წყალზე სხვადასხვა ადგილას ნაპოვნია ქვაში გამოკვეთილი ცხვრისა და ხარის მრავალი გამოსახულება. ხალხური პლასტიკური ხელოვნების საყურადღებო ნიმუშებია ქვაში

შესრულებული ცხვრის თავის ორი ქანდაკება საქართველოში. ვერძის სიუჟეტი სათავეს ჯერ კიდევ ხალხურ ფოლკლორში იღებს. ამ ხანიდან მოყოლებული ქვისაგან ვერძის - ყოჩის გამოქანდაკების

ტრადიცია ცნობილია მთელ საქართველოში, სახელდობრ, სამეგრელოში,

აფხაზეთში, იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ხევში. ამას ადასტურებს ვერძის თავის ქანდაკება სოფ. ლიხნიდან, რომლის

იდენტური მაგალითები უხვად გვხვდება ზემო იმერეთის ტერიტორიაზე, მდ.

ყვირილას ხეობის ზემო წელში, მღვიმევის დედათა მონასტრის მცირე სალოცავსა (მე-9, მე-11 სს) და სოფ.

ჭალარის (აბაშა) წმ. გიორგის ბაზილიკის ტიპის მცირე ეკლესიების ფრონტანებზე.

შედარებისას ნათელია, რომ ორივე შემთხვევაში მხატვრული დამუშავების ტექნიკა ისე საოცრად ჰგავს

ერთმანეთს, თითქოს ერთი ავტორისა იყოს და ავტორს პირველის ასლით შეექმნას მეორე.

35

არანაკლებ საინტერესოა ხალხური პლასტიკური ხელოვნების მსგავსების თვალსაზრისით სოფ. ილორში ნაპოვნი ხარის თავი და სვეტიცხოვლის ტაძრის კედლებზე ამოკვეთილი ხარის თავის ორ რელიეფი.

აფხაზეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების ტერიტორიაზე შემორჩენილი ძველი ხალხური დეკორატიული და პლასტიკური ხელოვნების ნიმუშებით ირკვევა, რომ მათი სიუჟეტების მხატვრული

დამუშავების მოტივები აღებულია სრულიად ქართული ხალხური ხელოვნების ეროვნული თემატიკის არსენალიდან, რომლის მასაზრდოებელი წყაროა ძველ ქართულ ნიადაგზე წარმოქმნილი ეროვნული

ტრადიციების მარაგი.

 

 

სხვადასხვა სახის ნაკეთობანი

მე-10, მე-12 სს-ის საქართველოს ხალხური ხელოვნების საინტერესო დარგია ხალხური საცხოვრებელი სახლის შინაგანი მორთულობა - დღენიადაგ სახმარი საოჯახო ნივთების ხალხური

დამუშავების უძველესი ხელოვნება. ხისგან დამზადებული დგამ-ჭურჭლიდან თავისი ორგინალური ფორმით გამოირჩევა ტიპიური ტაბლები, სკამლოგინები,

სამფეხა დაბალი სკამები,

ჩამოსაკიდებელი სხვადასხვა წვრილმანი საგნები.

ხის ჭურჭლიდან ყურადღებას იქცევენ რძის გრძელტარიანი ჩამაჩები, მაწვნის მოზრდილი სახაპულები, ღვინის თასები, რძის მცირე კასრები. ყურძნის საკრეფი სხვადასხვა ფორმის გიდელები.

უძველესი პერიოდიდან ქართველები თიხის ჭურჭელს იყენებდნენ.

განსაკუთრებით გავრცელებული იყო წითელი თიხისაგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობანი, რომლებიც დაკავშირებულია

მევენახეობა-მეღვინეობასთან, სხვადასხვა ზომის ქვევრები (ლაგვინები), კოვები (ფოხალები), სუფრის დოქები, ორყურა სურები, სასმისები, თასები.

მემინდვრეობა-

მესაქონლეობისათვის სხვადასხვა ზომის დერგები და ამფორები.

მეფუტკრეობისათვის წელში გამოყვანილი უნიკალური ფორმითა და შესრულების ტექნიკით აშკარად იდენტურია კოლხეთის

36

ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი დგამჭურჭლისა, რომელთა შორის არავითარი განსხვავება არ არის. მაგ. ღვინის ხის თასი ლიხნიდან და ანალოგიური ღვინის თასი სოფ. წირქვალიდან,

ჭიათურის რაიონი.

აშკარაა, რომ მათი წარმოშობის ფესვები მჭიდროდაა დაკავშირებული უძველესი კოლხური ზოგადქართული კულტურის ღრმა ტრადიციებთან.

ქრისტიანობასაქართველო ქრისტიანულ სამყაროში ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სახელით არის ცნობილი, სადაც ინახება მთელი საქრისტიანოს უდიდესი სიწმინდენი - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

და ბიზანტიის იმპერატორ წმ. კონსტანტინესაგან ბოძებული ერთ-ერთი იმ სამსძვალთაგანი, რომლითაც ჯვარცმულ იქნა მაცხოვარი.

მართალია, ქართველი ერი ფაქტობრივად ქრისტიანული და მაჰმადიანური სარწმუნოების მიმდევართა შენაზავს წარმოადგენს, მაგრამ საქართველო,

როგორც აზიის კონტინენტის

მართლმადიდებლობის უძველესი ნაკრძალი, მაინც ცალკერძ ასოცირდება უდიდესი კულტურული და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქრისტიანულ ქვეყანასთან და კავკასიაში ქრისტიანიზმის

ურყევ ბურჯთან. მეთერთმეტე საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა საქართველოს საპატრიარქო, რიგით მე-6 საპატრიარქო მსოფლიოში. მეთორმეტე საუკუნეში შეიქმნა ახალი საეპისკოპოსო

კათედრები. ეკლესიას ებოძა საგადასახადო და სასამართლო შეუვალობა.

საქართველოს საპატრიარქოში შემავალი ეპარქიები ადმინისტრაციულად შეესაბამებოდნენ საერისთავოებს და

მასში შემავალ თემებს. მეცხრამეტე საუკუნეში რუსულმა მმართველობამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული,

აკრძალა ქართულად წირვა-ლოცვა. საეკლესიო ქონება ხაზინას გადაეცა.

ქართული ეკლესია იქცა რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ. 1917

წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და იმავე წლის სექტემბერში აირჩია კათოლიკოს-

პატრიარქი. მსოფლიოში ამჟამად 15

37

ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: 1. კონსტანტინეპოლისა (მეთაური - «კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი»;

კათედრა - კონსტანტინეპოლში-სტამბოლში), 2.

ალექსანდრიისა (მეთაური - «პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა»; კათედრა - ალექსანდრიაში), 3.

ანტიოქიისა (მეთაური - «პატრიარქი ღვთისა ქალაქისა,

დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა»; კათედრა - დამასკოში), 4.

იერუსალიმისა (მეთაური - «პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა»; კათედრა -

იერუსალიმში), 5. რუსეთისა (მეთაური - «პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა»; კათედრა - მოსკოვში), 3. საქართველოისა (მეთაური - «მცხეთა-

თბილისის მთავარეპისკოპოსი და

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი»; კათედრა - თბილისში), 7.

სერბეთისა (მეთაური - «პატრიარქი სრულიად სერბეთისა, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი»;

კათედრა - ბელგრადში), 8. რუმინეთისა (მეთაური - «პატრიარქი სრულიად რუმინეთისა, მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა და მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა»; კათედრა - ბუქარესტში), 9.

ბულგარეთისა (მეთაური - «პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა»; კათედრა -

სოფიაში), 10. კვიპროსისა (მეთაური - «მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანესი და კუნძულ კვიპროსისა»; კათედრა -

ლევკუსიაში), 11. ელლადისა (მეთაური - მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელლადისა», კათედრა - ათენში); 12. ალბანეთისა (მეთაური -

«მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი

სრულიად ალბანეთისა»; კათედრა - ტირანაში); 13. პოლონეთისა (მეთაური -

«მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა»; კათედრა - ვარშავაში);

14. ჩეხო-სლოვაკიისა (მეთაური -

«მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხო-სლოვაკიისა»; კათედრა - პრაღაში);

15. ამერიკისა (მეთაური - «მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა»; კათედრა - ნიუ-იორკში). მსოფლიო საეკლესიო დიპტიქში საქართველოს საპატრიარქოს მუდამ მეექვსე ადგილი ეკავა რომის, კონსტანტინეპოლის,

38

ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის შემდეგ. ამგვარი იერარქიული მდგომარეობა შენარჩუნდა მას მერეც, რაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა რუსეთის ეკლესიის მეთაურს მიანიძა

პატრიარქის წოდება (მრთექვსმეტე ს. დასასრული) და ახალ დიპტიქში (რომის გამოკლებით) მას მეხუთე ადგილი მიაკუთვნა.

საქართველოს ისტორიაში დოკუმენტურად ცნობილია საქართველოს ეკლესიის 140 მამამთავრის (მათ შორის 13 მთავარეპისკოპოსის, 50 კათოლიკოს-

მთავარეპისკოპოსის და 77 კათოლიკოს-

პატრიარქის) სახელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მამამთავრები იყვნენ: კირიონ მეორე საძაგლიშვილი (1917-1918), ლეონიდე ოქროპირიძე

(1918-1921), ამბროსი ხელაია (1921-1927), ქრისტეფორე მესამე ციცქიშვილი (1927-

1932), კალისტრატე ცინცაძე (1932-1952), მელქისედეკ მესამე ფხალაძე (1952-1980),

ეფრემ მეორე

სიდამონიძე (1980-1972) და დავით მეხუთე დევდარიანი (1972-1977), ხოლო 1977

წლის 23 დეკემბრიდან სრულიად საქართველოს რიგით 77-ე კათოლიკოს-

პატრიარქად დადგინებულია ილია მეორე

ღუდუშაური-შიოლაშვილი, რომლის რეზიდენცია თბილისშია.

მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების თანახმად საეკლესიო საზღვრები უნდა დამთხვეოდა სახელმწიფო საზღვრებს. მამათა კანონების თანახმად, ქართული ეკლესიის

იურისდიქციის საზღვარიც ნიადაგ ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. დღესდღეობით ქრისტიანული საქართველოს მიწა-წყალი 27 ეპარქიად არის დაყოფილი.

ამრიგად, 2000 წელია ქართველობა მტკიცედ დგას ქრისტიანობის გზაზე და გიორგი მთაწმინდელის ნათქვამისა არ იყოს, «ესე არს სარწმუნოებაი მართალი ნათესავისა ჩუენისაი, და

რაჟამს ერთგზის გვცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს».

როგორც სულმნათი ილია ამბობს «ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ,

როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბძეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი.

39

გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუძა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ

გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს -

სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით...».

ქართველი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მრავალსაუკუნოვანი სარწმუნოებრივი რეპრესიების მიუხედავად მაინც არ უღალატა თავის ეთნოკონფესიურ მრწამსს და

ერთმორწმუნე «ბერძენთა მიმართ სიყვარულის და ერთობის» პრინციპიდან მას შემდეგაც კი არ გადაუხვია, როცა ერთ დროს ძლევამოსილი ბიზანტია თურქთა აგრესიის მსხვერპლი შეიქნა და

საქართველო მაჰმადიანური სამყაროს გარემოცვაში აღმოჩნდა. არადა, სწორედ ქართველთა ასეთმა ურყევმა ნებამ და რჯულისათვის თავდადებამ განსაზღვრა მისი ევროპული

კულტურულ-ისტორიული ორიენტაციის კურსის საოცრად მდგრადი ხასიათი და ქრისტიანული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად თვითმოაზრების ტრადიციის უჩვეულო გამძლეობა. ქრისტიანული და ევროპული

ფასეულობებისაკენ მიზანსწრაფული «... ჩვენი წინაპრები თავის თავს სწორედ ამ კულტურული მოწინავე კაცობრიობის წევრებად სთვლიდნენ და თავის ბრძოლას იმ ბოროტ ძალებთან, რომელნიც

ამ სამყაროს საზღვრების გარეშე იმყოფებოდნენ, განიხილავდნენ როგორც ბრძოლას არა მარტო საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის, არამედ იმავე დროს საერთო კულტურული კაცობრიობის

ინტერესებისათვისაც. ეს იყო ისეთი ამოცანა, რომლის განხორციელებისათვის მოღვაწეობა ჩვენს მოწინავე წინაპრებს სიმხნესა და სიამაყის გრძნობას ჰმატებდა».

საერთოდ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ თითქმის გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართველთა ეთნოკულტურული კონსოლიდაციის პროცესში. იგი დასაყრდენი

იდეოლოგია შეიქნა როგორც ქართველთა ეროვნული მეობის შენარჩუნებისათვის, ისე ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის წარმოებულ უთანასწორო სისხლისმღვრელ ბრძოლაში, განსაკუთრებით

40

ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, როცა საქართველო ქრისტიანობის განმარტოებულ კუნძულად გადაიქცა მთელ წინა აზიაში. მტრული რელიგიური გარემოცვის და «მუდმივი ალყის»

პირობებში «ქრისტიანობა ეროვნული ვინაობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა. ფეოდალურ საქართველოში ქრისტიანული თითქოს ეროვნულს შეესისხლხორცა».

ამიტომ, სავსებით კანონზომიერია ის, რომ «წარსულ დროში... ქართულ ეკლესიას ღრმად ეროვნული ხასიათი ჰქონდა. ჩვენი ტაძრები და მონასტრები ხშირად ციხე-

ბურჯებათ იყვნენ ქცეულნი...

ეკლესია და მამული მტკიცედ აძლევდნენ მხარს ერთი ერთმანეთს და ამ ჟამად ძნელიც არის განსაზღვრა იმისა, თუ ვისა ჰქონდა უპირატესობა - სახელმწიფოს,

მამულს თუ ეკლესიას -

იმგვარად იყვნენ ისინი გადაბმულები და შესისხლხორცებულნი ერთი ერთმანეთთან... საქართველო, წილი ღვთისმშობლისა, მუდმივ ბრძოლაში იყო მაჰმადიანთ წინააღმდეგ. ეკლესია მხარს

აძლევს მამულს, წინ უძღვება ღვთისნიერ ჯარს და ღმერთს ევედრება მას დარჩეს გამარჯვება. ჩვენთვის საყურადღებო ყველა ამაში ის არის, რომ ქართულ ძველ ეკლესიას ეროვნული

ხასიათი ჰქონდა და ამ სახით მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერისადმი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეკლესიის საზოგადოებრივი სამსახური».

კ. გამსახურდიას შეფასებით «არც ესპანური ფანატიზმი, არც რომაულ-

კათოლიკური ასკეტიზმი და დოგმატიზმი ჩვენ სარწმუნოებრივ ცხოვრებას არ ჰხლებია. ჩვენ არ გვახსოვს არც

ბართლომეს ღამის საშინელებანი, არც ჰუგენოტები, არც აუტო დაფე. ჩვენი ბერები - მონასტრის კედლებშიც ერის კაცებად რჩებოდნენ, ერისათვის,

«სოფლისათვის» ზრუნავდნენ. მოიგონეთ

გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფენი, კლარჯეთის მაშენებელნი...».

ქართული ქრისტიანიზმის მებრძოლ ხასიათზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხის დასმისთანავე იშვიათი ზნეობრივი სისპეტაკითა და უზადო პატრიოტიზმით

ცნობილი ქართველი «სამღვდელონი» ისეთივე ვაჟკაცური შემართებით ჩაებნენ სამამულო ომებში, როგორითაც ძველი ქართული წესითა და კანონით სამხედროვალდებული «ერისგანნი». ფაქტია,

41

რომ საქართველოს ისტორიული განვითარების ყველაზე ავბედით ეტაპზე ქართული სასულიერო წოდების წარმომადგენლებმა წინამბრძოლებადაც კი იწყეს გასვლა ბრძოლის ველზე, ხოლო ცალკეული

«სამღვდელონი» თავისი საარაკო გმირობის მაგალითებით ძლიერ ამხნევებდნენ «ეროვნული ცხოვრების საზღვრების დასაცავად» წარმოებული გაუთავებელი ომებით დამაშვრალ

თანამემამულეთ. ცნობილია, რომ საქართველოს ერთიანობის მოშლის შემდეგ, 4

სადროშოდ დაყოფილ კახეთის სამეფოში სამ სადროშოს სათავეში ეპისკოპოსები (ბოდბელი, ნეკრესელი, რუსთველი) ედგნენ, ხოლო მეოთხე სადროშოს - მეფის მიერ დანიშნული რომელიმე პირი (უპირატესად ბატონიშვილები). მეტად ნიშანდობლივია, რომ ვახუშტის «აღწერაში» ერთგან სპეციალური

ქვეთავიც («ეპისკოპოზთა ლაშკრად წასვლისათვს») კი ეთმობა ეპისკოპოსთა სამხედრო ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხს: «არამედ ეპისკოპოზთა სლვა ლაშკართა, ნადირობათა

და ბრძოლათა შინა ამის მიერ ჩუეულება იქმნა: რაჟამს უწყეს მოჰმადიანთა შემდგომად დავით მეფისა (იგულისხმება მეთექვსმეტე ს-ის ქართლის მეფე დავით მეათე, გ.გ)

დაუცხრომელი ბრძოლა და კირთება და იხილეს ღაფლობა-უღონოება ქუეყნისა ერთა ეპისკოპოზთა, მაშინ ეტყოდიან ეპისკოპოზნი: «ნუ მოღაფლდებით და ნუ მოუღონოვდებით ბრძოლად

მათდა, და ნუ დაუტევებთ სარწმუნოებასა, რჯულსა და ჩუეულებასა თქუენსა, და ჩუენ ვიქმნებით წინამბრძოლნი თქუენნი», და ჰყოფდენცა ეგრეთ ხვითარ მარაბდის ომსა ზედა

მროველმან ავალიშვილმან, რა მოიღო ზიარება, ეტყოდენ: «უკეთუ დღეს აღიღებ მახვლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ». ხოლო

იგი იტყოდა: «დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისა და არა მხოლოდ ჩემ ზედა; ამისთვს არა ვყო, უკეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახვლის

ამღებმან»ჯ. ხოლო მეორე მიზეზი: ვინაითგან შეწერით იყო ლაშკარნი, და ჰყვათ ეპისკოპოზთა აზნაურნი, და მსახურნი, და შეწერილნი გლეხნი წარსლვად ბრძოლასა შინა, ამისთვს მათთა

მოურნეთა თანამდებ იყვნენ წარსლვად, და არს მიერ ჟამითგან ეგრეთ აწამდე».

42

ამდენად, სრული საფუძველი გვაქვს, რომ ქართულ ისტორიულ ქრისტიანიზმს «მებრძოლი ქრისტიანობის» ან სულაც, «მოსაგრე ქრისტიანობის» სახელწოდება მივუსადაგოდ. სწორედ «მებრძოლი

ქრისტიანის» ძეშმარიტი სულისკვეთების და ამაღლებული პათოსის თვალსაჩინო გამოხატულებაა ერთ ძველ ქართულ მატიანეში დაუნჯებული შემდეგი ფრაზა: «...

აწ მიხედეთ მაშინდელსა

მას სიქველესა და მხეცქმნილობასა და სჯულისა სიმტკიცესა, მკვდრნო საქართველოსანო, ჩინებულნო და რჩეულნო, და თუ ვითარი ახოვნება და გულსმოდგინება აჩუენეს უსჯულოთა ზედა

არა დაკნინებისათვს საქართველოსა, რამეთუ ესრეთ ჯერ უჩნდათ მაშინ ბრძოლა მათი, ვითარმცა მხეცთა სრვა და შექცევა ყარაიასა შინა».

ისტორიოგრაფიასაქართველოში მეათე-მეთორმეტე სს-ში არსებული მოვლენები მოწინავე საზოგადოების პოლიტიკურ აზროვნებას შესაბამისად ზრდიდა და ამახვილებდა.

ამ ხანებში ჩამოყალიბდა

ქართული საისტორიო მწერლობა, რომელსაც აინტერესებდა ქართველების წარმომავლობა, მისი ნათესაობა კავკასიის ხალხებთან. ქართული ენისა და ქართული დამწერლობის შემოღების,

სახელმწიფოს წარმოშობის საკითხები. იქმნება სხვადასხვა მატიანეები (ისტორიული ხასიათის ნაწარმოებები), რომლებშიც სხვა საკითხებთან ერთად ნათლად გამოიკვეთა სამეფო

ხელისუფლებისა და ფეოდალურ არისტოკრატიას შორის დაპირისპირება. მეათე-

მეთორმეტე სს. სამართლიანად ითვლება ქართული ისტორიული აზროვნების განვითარების ხანად. იმდროინდელ ისტორიკოსთა

განკარგულებაში საკმაოდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახის წყარო იყო.

ისინი სარგებლობდნენ ანტიკური, ბიზანტიელი, სომეხი და მუსლიმანი მწერლების ცნოებებით. ამ დროის ქართულ

ისტორიოგრაფიას მოეპოვებოდა ისეთი რიგის ნიშნები, რაც რამდენიმე საუკუნით გვიან დამახასიათებელი იყო მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე სს-ის იტალიური ჰუმანიტარული ისტორიოგრაფიისათვის.

43

ეს ნიშნებია: წყაროთა დამოწმების წესის არსებობა, საისტორიო თხზულების კომპოზიციური მთლიანობა, ისტორიული კრიტიკის მარტივი წესების გამოყენების შემთხვევები. ტექსტების

ფილოლოგიური ინტერპრეტაცია და განვითარების, ანტიკური მწერლობით გატაცება. მეთერთმეტე ს-ის ცნობილმა მოღვაწეებმა (გიორგი ათონელი, გიორგი მცირე ანუ ხუცეს-მონაზონი, ეფრემ

მცირე) განავითარეს ბიოგრაფიულ-ისტორიული ჟანრის მწერლობა გააფართოვეს ისტორიული წყაროების წრე და მეტ-ნაკლები სისრულით მოიმარჯვეს ისტორიული კრიტიკა. ბიოგრაფიულ-ისტორიული ჟანრის

თხზულებას მიეკუთვნება გიორგი ათონელის «ცხორებაი იოვანესი და ექვთიმესი»,

დაიწერა 1042-1044 წწ-ში და მიეძღვნა ათონის ლიტერატურული სკოლის მამამთავარს ექვთიმესა და მის

მამას იოანეს. გიორგი ათონელის თხზულებაში დამოწმებულია სამივე რიგის წყაროს გამოყენების ფაქტები. კერძოდ, წერილობითის, ნივთიერისა და ზეპირის.

საყურადღებოა, რომ ავტორი

ნივთიერ წყაროებად თვლიდა, როგორც სამეურნეო ქონებას, რომელიც იოანემ და ექვთიმემ ათონის მონასტრის დაარსებისას შეიძინეს ლავრა-ეკლესიებისა თუ დაბა-სოფლების სახით, ისე სხვადასხვა წერილობითი ძეგლებსა თუ იურიდიულ საბუთებს, წიგნებს, რომლითაც მათ ლავრა აავსეს, თარგმანებს, მათ მიერ დადგენილ სამონასტრო წესებსა და კანონებს, ბიზანტიის

კეისრის ოქრობეჭდით დამოწმებულ სიგელ-გუჯრებს. ამათ გარდა, გიორგი ათონელი უხვად სარგებლობს სარწმუნო კაცთა ზეპირი ცნობებით, გამოსადეგ მასალად მას მხოლოდ საბუთის

დადგენა მიაჩნია. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თანამედროვე ისტორიოგრაფიაც იმგვარივე წყარო-საშუალებებით სარგებლობს, როგორც მეთერთმეტე ს-ში გიორგი ათონელი. მისი წყალობით საისტორიო

თხზულებათა მეთოდოლოგიური მხარე იმდენად განვითარებული და დამთავრებული იყო უკვე, რომ თანამედროვე მკაცრ სამეცნიერო მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებდა. საეკლესიო

წრიდან გამოსულ ისტორიკოსებს ხშირად უხდებოდათ მონაწილეობა ეკლესიათა შორის გამართულ კონფესიონალურ პაექრობებში. ამიტომ ისინი საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად უხვად

44

უთითებდნენ სხვადასხვა სახის დოკუმენტურ წყაროებს. მეთერთმეტე ს-ის ქართველ ისტორიკოსთა წყაროების წრე იმდენად სრული იყო, რომ თვით მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე სს-ის

ევროპულ ისტორიოგრაფიაში წერილობითი წყაროებისა და ნივთიერი საბუთების გამოყენების მხოლოდ ერთეული მაგალითების დასახელება შეიძლება.

გამოყენებულ წყაროებს ასახელებდნენ

მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-ის ისტორიკოსები ჯუანშერი და ლეონტი მროველი,

სუმბატ დავითის ძე, ქართლის მატიანის ავტორი, დავით აღმაშენებლისა და თამარის ისტორიკოსები, თუმც მათი

დამოკიდებულება ისტორიული წყაროებისადმი საკმაოდ ფრთხილი და კრიტიკული იყო. მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-ის ქართველმა ისტორიკოსებმა ისიც კარგად იცოდნენ, რომ თვით ამბის

«თანადამხდურის» და «თვითმხილველის» ცნობა შეიძლება განგებ შეთხზული და გაზვიადებული ყოფილიყო, ამიტომ საჭიროდ მიაჩნდათ საჭირო ცნობის წინასწარ შემოწმება. ისტორიულ-

ბიოგრაფიული თხზულებებიდან აღსანიშნავია გიორგი მცირეს (ხუცესმონაზონი)

«გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება», რომელიც მას გიორგი შავთელის დავალებით 1066-1068 წწ-ში დაუწერია.

ქართული ისტორიოგრაფიის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია მეთერთმეტე ს-ის მეორე ნახევრის მოღვაწის ეფრემ მცირეს სახელთან. იგი ოსტატურად ფლობს ანალოგიის მეთოდს, ახდენს

ტექსტების რთულ ფილოლოგიურ ინტერპრეტაციას. მის გამოკვლევებში გვხვდება ისტორიული კრიტიკის ელემენტები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს მისი საისტორიო გამოკვლევა « წყებაი მიზეზისა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელ წიგნთა შინა

მოიხსენიების». ნაშრომი მიზნად ისახავს გაარკვიოს და დაასაბუთოს ბერძნული წყაროების მიხედვით, საქართველოს საეკლესიო ისტორიიდან ზოგიერთი სადავო საკითხი ქართველთა

მოქცევისა და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის კანონების შესახებ.

აღსანიშნავია, ეფრემ მცირეს მიერ გამოყენებული წყაროების დასახელება-

დამოწმების წესი. იგი თავის

საისტორიო თხზულებაში ასახელებს წიგნის სათაურს, ავტორის სახელს და დამოწმებულ ადგილს. მის თხზულებებში საგნობრივი კრიტიკის ელემენტებსაც ვხვდებით. ამ მეთოდს იგი მოვლენის

45

შესაძლებლობის დასადგენად მიმართავს. აღსანიშნავია, რომ საგნობრივი კრიტიკის პირველი შემთხვევა დადასტურებულია მე-15 ს-ის იტალიელი ისტორიკოსის ჯუსტინიანის საისტორიო თხზულებაში.

მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-ის ქართული საისტორიო მწერლობისათვის უცხო არ იყო ანალოგიის მეთოდიც, ისტორიულ-შედარებითი მეთოდი მე-17 ს-ის ევროპული ისტორიოგრაფიის წარმონაქმნია.

მეთერთმეტე ს-ის მეორე ნახევრიდან ქართული ისტორიოგრაფია განვითარების ახალ გზაზე დგება. თუ აქამდე ისტორიკოსები თავიანთ ყურადღებას ამახვილებდნენ საქართველოს ისტორიის ერთ

რომელიმე საკითხზე ან მომენტზე, ამიერიდან ჩნდება მოთხოვნილება შეიქმნას უფრო ფართო მოცულობისსა და განმაზოგადებელი ხასიათის შტრიხები,

რომლებშიც საქართველოს ისტორიული

წარსული მოთხრობილი იქნებოდა უძველესი ხანიდან. ასეთ მიზანს ისახავს მე-11

ს-ის ისტორიკოსის ლეონტი მროველის თხზულება «ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა

და ნათესავთა». იგი ერთადერთი ნაშრომია ქართულ საისტორიო მწერლობაში,

რომელიც ქართველ ტომთა ისტორიის ადრეულ პერიოდს ეხება. საქართველოს ისტორიის თხრობა ლეონტი მროველს მოჰყავს

მეხუთე ს-მდე. მნიშვნელოვანი ცნობები აქვს ლეონტი მროველს ქართლში ერისთავთა ინსტიტუტის ისტორიისათვის. ისტორიული გეოგრაფიის შესწავლისა და ფეოდალურ სამთავროთა საზღვრების,

ცალკეულ გეოგრაფიულ პუნქტთა ლოკალიზაციისათვის. მეთერთმეტე ს-ის ისტორიკოსის «ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა»

წარმოადგენს ლეონტი მროველის თხზულების

გაგრძელებას. მასში მოთხრობილია ქართველი ხალხის ისტორია მე-5 ს-ის შუა წლებიდან ვიდრე მე-7 ს-ის 40-50-იან წლებამდე. ჯუანშერს თავისი ნაშრომის დაწერისას გამოუყენებია მრავალნაირი წყარო, როგორიცაა

«მოქცევაი ქართლისაი», სუმბატ დავითის ძის ქრონიკა «ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა», ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები და სხვა.მეთერთმეტეI

საუკუნეშივეა დაწერილი

ბაგრატიონთა საგვარეულოს ისტორიკოსის სუმბატ დავითის ძის ისტორიული ქრონიკა «ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა». ავტორმა, რომელიც სამეფო დინასტიის წარმომადგენელია,

46

შეადგინა ისტორია და გენეალოგია ბაგრატიონთა დინასტიისა. ავტორი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ბაგრატიონები ისრაელის განთქმული მეფე-

წინასწარმეტყველის დავითის შთამომავლები არიან,

რომელიც მათ სახარების გენეალოგიის საფუძველზე ღვთისმშობელთან და ქრისტესთან ანათესავებდა, ასეთი შთამომავლობა ბაგრატიონებს განსაკუთრებული შარავანდედით მოსავდა.

ბაგრატიონთა ისტორია სუმბატ დავითის ძეს მოყვანილი აქვს ბაგრატ მეოთხის მეფობამდე. მეტად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკურ-რიტორიკული მიმართულებების ქართველ ისტორიკოსთა (ქართლის

მატიანის ავტორი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი) მოღვაწეობა. ისინი,

როგორც ერთმეფობის იდეის მატარებელნი და დიდგვარიან აზნაურთა ოპოზიციის მოწინააღმდეგენი, ისტორიას

რპაქტიკული პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ და ამის შესაბამისად ქართველი ხელმწიფე-დიდებულების სახელმწიფო, სამხედრო თუ კულტურული მოღვაწეობის მკვეთრ დასაბუთებებს

იძლეოდნენ. მეთერთმეტე ს-ის საისტორიო ნაშრომი «მატიანე ქართლისაი»

მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას მერვე ს-დან მეცხრე ს-ის 80-იან წლებამდე. აქ ისეთი ცნობებია

თავმოყრილი, რომლებიც სხვაგან არ მოიპოვება. პოლიტიკურ-რიტორიკული მიმართულების ქართველ ისტორიკოსთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს და

მის თხზულებას «ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი.» მისი სახელი უცნობია, მაგრამ თხზულების შინაარსიდან ჩანს, რომ დავითის თანამედროვეა. ამბების თხრობა მოყვანილია 1126

წლამდე. მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-ის ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული იყო აზრი, რომ ხალხთა ისტორიაში უმიზეზოდ არაფერი ხდებოდა და ყველაფერი «ღვთის განგების» შებეგია,

ომში დამარცხება, მტრის შემოსევა, ქვეყნის აოხრება და სხვა უბედურებანიც ხალხის შეცოდების შედეგია, რომ ღმერთი დროდადრო სჯის შემცოდებელთ და ამით გამოსწორების მართალ გზაზე აყენებს მათ. ამგვარად, ქართული

ისტორიოგრაფიისათვის დამახასიათებელი იყო დუალისტური მსოფლმხედველობა და «პროვიდენციალიზმი», ისევე, როგორც ევროპული «ქრონიკების» ყველა ავტორისავის. მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-ის

47

ქართული ისტორიული აზროვნების მაღალ განვითარებულობას მოწმობს «ქართლის ცხოვრების» კრებულის შედგენა. იგი თანდათან დგებოდა უძველესი დროიდან მე-8 ს-მდე. ესენია: ლეონტი

მროველის «ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგან მამათა და ნათესავთა», მისივე «წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი» და ჯუანშერის «ცხოვრება და

მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა». შემდეგ ამ კრებულს დაემატა მერვე-

მეცხრე საუკუნეთა ისტორიის შემცველი თხზულებები. უცნობი ავტორის «მატიანე ქართლისაი» და დავით

აღმაშენებლის ისტორიკოსის ნაწარმოები «ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი».

ხოლო უფრო გვიან კრებული შეავსეს სუმბატ დავითის ძის ნაშრომით «ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა».

მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-ში ქართველმა ხალხმა მდიდარი ისტორიოგრაფია შექმნა და საფუძველი ჩაუყარა ისტორიოგრაფიას, როგორც მეცნიერებას.

 

ფილოსოფიური აზროვნება საუკუნის საქართველოს პოლიტიკური აღმავლობის პერიოდში ქართული ფილოსოფიური აზრი განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს. ქართულ კულტურულ კერებში, საქართველოსა და მის გარეთ,

ძლიერდება ინტერესი ფილოსოფიური აზრისადმი, წარმოებს ინტენსიური მთარგმნელობითი და კომენტატორული მუშაობა, წარმოიქმნა რიგი ორიგინალური და თარგმნილი კრებულებისა, რომლებშიც

გადმოცემულია ანტიკურ ფილოსოფოსთა: დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე და სხვათა აზრები და აფორიზმები. მეხოტბეთა პოეზიაში მოხმობილია არისტოტელე, დიონისე არეოპაგელი,

განსაკუთრებით ენეა გიზელი - ნეოპლატონიკოს პროკლეს მოწაფე და პეტრე იბერის თანამედროვე და თანამოქალაქე. ქართულად ითარგმნა არისტოტელეს ლოგიკური თხზულებები «ტოპიკა» და

«განმარტების შესახებ»(პეტრიწი). ითარგმნა პროკლეს (410 - 485) ძირითადი ფილოსოფიური თხზულება «თეოლოგიის ელემენტები»(პეტრიწი) ეს თარგმანი უძველესია ამ თხზულების ცნობილ

თარგმანთა შორის მსოფლიოში. იოანე ტარიჭის ძემ თარგმნა პროკლეს მოწაფის და თავისი დროისათვის ცნობილი ნეოპლატონიკოსის - ამონიოს ჰერმაიასის

48

«პორფირიუსის შესავლის კომენტარები» და არისტოტელეს «10 კატეგორიის კომენტარები».

ქართულ ენაზე ამ დროისათვის გახდა ცნობილი ნეოპლატონიკოს ნემესიოს ემესელის «ბუნებისათვის კაცისა» (მთარგ. იოანე პეტრიწი) ითარგმნა მთლიანად ე. წ. არეოპაგეტიკული კორპუსი

(ეფრემ მცირე) რამდენჯერმე იყო ამ დროს თარგმნილი იოანე დამასკელის (მერვე ს) «ცოდნის წყარო» (ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი), რომელიც აღმოსავლური აზროვნების ერთ - ერთ

ძირითად ძეგლს წარმოადგენდა, არსენ იყალთოელის მიერვე ითარგმნა ანასტასი სინელის (მეექვსე ს) აღმოსავლეთში ფრიად გავრცელებული თხზულება «წინამძღვარი». ქართულ თარგმანში

შემოინახა ტრაქტატი «პირმშოისათვის» («პირველის შესაახებ»), რომელსაც მთარგმნელი (არსენ იყალთოელი) მიქაელ პსელოსს მიაწერს და რომლის ორიგინალი დაკარგულად ითვლება. ამ

თარგმანს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა თვით ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებისთვის, საერო კულტურის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების შექმნისთვის, ყალიბდება ახალი

შეხედულებები ადამიანზე და მის დანიშნულებაზე, იმ გრძნობებისა და მისწრაფებების, რომლებითაც ადამიანი რეალურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, დათრგუნვის ეთიკური

მოთხოვნები და ასკეტიკური იდეალი ზეცისა და მიწის დუალიზმით, მათი მოურიგებლობით არის განსაზღვრული, ეს იდეალი იცვლება ჰუმანიზმით,

რომელიც შემდგომ შესანიშნავ პოეტურსა და

ფილოსოფიურ გამოხატულებას პოულობს შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსანში». ჰუმანისტური იდეები იმდროინდელ საქართველოში ისეთი სიძლიერით არის წარმოდგენილი, რომ საფუძველი მისცა

მეცნიერებს მათში რენესანსი დაენახათ. მეათე-მეთორმეტე სს - ის ქართულ ფილოსოფიაში ყალიბდება მიმართულებანი, რომელთა შორის ერთი დოგმატიკური აზროვნების გზას აგრძელებს,

ზეცისა და მიწის დუალიზმის თვალსაზრისზე რჩება, მეორე ამ დუალიზმის დაძლევის, არსის მთლიანობის დასაბუთებისაკენ არის მიმართული და ამით ამქვეყნიური სინამდვილის ღირებულების

49

დასაბუთებას და ადამიანში ადამიანურის გამრთელებას წარმოადგენს.

ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც «ქართული ნეოპლატონიზმის»

სახელწოდებით არის ცნობილი (ეფრემ მცირე,

იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი.)  მთავარ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს და ქვეყნის იდეურ ცხოვრებაში მომხდარ არსებით ცვლილებებს ასახავს. მეორე მიმართულება - მონოთეიზმის ძირითადი იდეებისა და

დოგმატიკის დასაბუთებას ისახავს მიზნად. ქრისტიანული - რელიგიური ფორმა,

რომელიც ნეოპლატონიზმმა მიიღო აეროპაგეტიკულ მოძღვრებაში, გზას უხსნიდა ანტიკურ ფილოსოფიას ქრისტიანულ

აღმოსავლეთსა და დასავლეთში  ანტიკურობის დამარცხებითა და ქრისტიანობის გამარჯვებით შექმნილ ვითარებაში, მაგრამ მისი ნეოპლატონიზმისაგან შეთვისებული იდეები მოურიგექელ

წინააღმდეგობაში აღმოჩნდა მონოთეიზმთან. არეოპაგიტულმა მოძღვრებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა მეათე -- მეთორმეტე სს - ის საქართველოში და დასაბამი

მისცა პროგრესულ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. 

  

კანონშემოქმედება

მეათე-მეთორმეტე სს. საქართველოში განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდა იურისპრუდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა ექვთიმე მთაწმინდელის (959 -

1028) მოღვაწეობა

სამართლის თეორიის დარგში. მეთერთმეტე საუკუნის დამდეგს მან თარგმნა «მცირე სჯულის კანონი», რომელიც საეკლესიო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ერთგვარ

ენციკლოპედიას შარმოადგენს. კრებული ექვთიმეს შეუდგენია ქართული ეკლესიის სახელმძღვანელოდ. ამ ძეგლში ლაკონურად აისახა, როგორც ბიზანტიური, ასევე იმდროინდელი საეკლესიო

სამართლებლივი კულტურა. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ბრალეულობის განმსაზღვრელი ცნებების დამუშავება მოწმობს იმდროინდელი ქართული იურიდიული აზრის მაღალ დონეს. აღნიშნული

პერიოდის ქართულ სამართალში ბრალის ფორმების დამუშავების საკითხი ბიზანტიური სამართლის დონეზე იდგა და მაშასადამე, მსოფლიო ცივილიზაციის მესვეურს - ბიზანტიას მხარდამხარ

50

მიჰყვებოდა. მეატე-მეთორმეტე სს საქართველოში განვითარების მაღალ საფეხურზეა პროცესუალური სამართალიც. ბაგრატ მეოთხის ცნობილ ოპიზის სიგელში აღწერილია სასამართლო

პროცესი, რომელიც ეხება ორ მონასტერს შორის მამულების შესახებ დავას.

ოპიზის სიგელი ერთ - ერთი ბრწყინვალე ძეგლია ქართული სასამართლო წარმოებისა, რომელიც შეიცავს საპროცესო

სამართლის ძვირფასტერმინოლოგიას.

    შუა საუკუნეების მანძილზე დასავლეთ ევროპისა და რუსეთის სინამდვილეში,

ასევე აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში, სხვა საშუალებებით გადაუჭრელი ბრალდების დროს, დამატკიცებელ საბუთად ითვლებოდა ორდალიები - შანთითა და მდუღარით გამოცდა, სასამართლო დუელი ანუ ორთაბრძოლა. რაც ხალხის

იურიდიული კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.

    მეათე-მეთორმეტე საუკუნეების საქართველოში დამამტკიცებელ საბუთთა ზემოხსენებული პრიმიტიული სახეები არ უნდა არსებულიყო რადგან მათი კვალი არსად ჩანს, ეს კი

იმდროინდელი ქართული სამართლის მაღალი კულტურის დონეზე მეტყველებს.

    საერთოდ ამ პერიოდის მართლმსაჯულებასა და კანონმდებლობაში ექვთიმე მთაწმინდელმა, ხოლო შემდეგ ეფრემ მცირემ სდადეს გაეტარებინათ ჰუმანურობისა და გონივრული

ლმობიერების პრინციპები. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ეფრემ მცირის შეხედულება სასჯელის ისტორიული განვითარების შესახებ,

რომელიც მოცემული აქვს თავის

ნაშრომში «თარგმანებაი ფსალმუნთა წიგნისაის» წინასიტყვაობაში. იგი საინტერესოა იმით, რომ გამოხატავს სასჯელის ნამდვილი ფაქტიური განვითარების გზას და ჰუმანურობას. მას

შესანიშნავად ესმის , რომ სასჯელის დანიშნულება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარია, ეფრემი არ ეთანხმება შურისძიებით ნაკარნახევ სასჯელთა სისტემას რაც უდაო

მოწმობაა ქართული კულტურის მაღალიდონის.

           ეკლესიის მსახურნი და მათი უფლება-მოვალეობანი.

      

 მაშინდელი შეხედულებით ხალხი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა,

რომელთაგან ერთს უმცირეს ნაწილს «მოწესენი» სამღვდელოება  და ბერმონაზონები, მეორე და უმთავრეს ნაწილს

51

«ერისკაცნი» შეადგენდნენ (წყარო რ. უ. ძეგლისდება, ქკ-ბი, 68). მოწესეებად სამღვდელოება იმიტომ იწოდებოდა, რომ მისი ყოფა-ცხოვრება საეკლესიო წესებს ემორჩილებოდა.

ჩვეულებრივი «მოწესე» უფრო ბერმონაზონს გულისხმობდა, ვიდრე მღვდელმსახურს. ეკლესია ორ უმთავრეს ნაწილად იყოფოდა: საეროდ და სამონასტროდ. ამისდა მიხედვით, თვით

საქრისტიანო ეკლესიის შვილნი და მსახურნიც ორად იყვნენ დანაწილებულნი:

ერთ ნაწილში იყვნენ მონასტრის მსახურ-მოღვაწენი, მეორეს ეკუთვნოდნენ მსოფლიო ანუ საერო ეკლესიის

მსახურნი.

       საერო ეკლესიას მრავალრიცხოვანი მსახურები ჰყავდა, რომელნიც უმცროს-

უფროსობით ასე იყვნენ აღნუსხულნი: 1. «წიგნის მკითხველნი». 2. «კერძო დიაკონნი». 3. დიაკონნი. 4.

«დედათდიაკონნი». 5. ხუცესნი ანუ მღვდელნი. 6. ქორეპისკოპოსნი. 7.

ეპისკოპოსნი. 8. მთავარეპისკოპოსნი და კათალიკოსი (წყარო,

არქიჰიერატიკონი). იყო აგრეთვე «ქადაგი».

       საეკლესიო მსახურების თანამდებობას «პატივი» ეწოდებოდა. ეკლესიის მსახურების თვითეულ საფეხურს კი «ხარისხი» ერქვა.

       საკლესიო მსახურთა უფროს-უმცროსობა ისე იყო მოწყობილი, რომ იკურთხებოდნენ ხოლმე ერისკაცობისაგან წიგნის მკითხველად, წიგნის მკითხველობისაგან მთავარ დიაკვნად,

მთავარდიაკვნობისაგან მღვდლად, მღვდლობისაგან ქორეპისკოპოსად,

ქორეპისკოპოსობისაგან ეპისკოპოსად.

       საეკლესიო თანამდებობის მიცემას «დადგინება» ეწოდებოდა.

დადგინებისათვის საჭირო იყო განსაკუთრებული საეკლესიო დალოცვა და მღვდელმსახურება, რომელსაც

«ხელდასმა» ეწოდებოდა.

       ელესიის თვითეულ მსახურთაგანს თავისი უფლება-მოვალეობა ჰქონდა და თვითოეული თანამდებობისათვის განსაკუთრებული თვისებები იყო საჭირო ხელდასმისათვის.

       პირველად წიგნის მკითხველად დაადგენდნენ იმიტომ, რომ პირველი წესი ეკლესიისა წიგნის მკითხველობა გახლდათ. მისი მოვალეობა იყო საღმრთო სჯულის წიგნების შეგნებული

52

წაკითხვა, რომ მსმენლის გულსა და გონებას მოხვედროდა. რაკი წიგნის მკითხველობისათვის განსაკუთრებით გარკვეული და შეგნებული კითხვის ცოდნა იყო საჭირო, ამიტომ წიგნის

მკითხველი 8წლისა შეიძლებოდა ყოფილიყო, ამაზე პატარა ამ თანამდებობაზე არ გამოდგებოდა და არც შეიძლებოდა რომ ეკურთხათ. ეს ცნობა ცხადჰყოფს,

რომ მაშინდელ

საქართველოში 8 წლის ბავშვს უკვე იმხელა განათლება ჰქონდა, რომ მღვდელმსახურებაში ასეთი თანამდებობისა და შეგნებული მონაწილეობის მიღება შესძლებია.

       თავისი პირდაპირი საეკლესიო მსახურების გარდა, მთავარდიაკონს ებარა საეკლესიო სამართალი და ქვრივ-ობლებზე მზრუნველობა. ამიტომ მთავარდიაკონად ხელდასმული 25 წელზე

ნაკლები არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ამ თანამდებობისათვის შესაფერისად უნდა ყოფილიყო განებრივად და სულიერად მომზადებული.

       დედათდიაკონს ვალად აწვა ბავშვების განათლებისა და საღვთო სჯულის ჩანერგვის საქმე.

       ეკლესიის მსახურთა შორის განსაკუთრებული და საპატიო ადგილი ხუცესს ანუ მღვდელს ეკუთვნოდა. გრიგოლ ხანძთელის სიტყვით «მღვდლობაი უფროის არს იგი დიდებათა სულიერთა და

ხორციელთა, რამეთუ ქრისტეის ნაცვალობაი არსო იგი. სულიერი მამა იყო სამწყოსი». მას იმდენი სიწმინდე უნდა ჰქონოდა, რომ ხელის დასმით «ხელთა ზედა უნდა განეკურნა», ე. ი. სულიერად და ხორციელად დაავადებული

ადამიანის მკურნალი უნდა ყოფიდიყო, ამასთან ქვრივ-ობოლთა გამკითხავი და პატრონი. რაკი მღვდელს ეგოდენ დიდი მოვალეობა და უფლება ჰქონდა, ამიტომ 30 წლამდე არ აკურთხებდნენ.

       მღვდელზე უმეტესი პატივი ქორეპისკოპოსობა იყო. მას სოფლის მღვდელ-

დიაკონნი ექვემდებარებოდნენ, ამასთანავე მას ვალად ედო ყველა საქრისტიანო წესის დაცვა და

მეთვალყურეობა. რაკი მას ასეთი დიდი უფლება ჰქონდა სჯულის კანონი და საღვთო წიგნები უნდა სცოდნოდა.

       ეპისკოპოსს მღვდლები და ეკლესიის ყველა მსახური ემორჩილებოდა, ამას გარდა, იგი იყო სულიერი «მთავარი ერისა». მას ჰქონდა «სული ხელმწიფებისაი».

თავისი განსწავლულობით

53

მუდამ ითვლებოდა ერის მლოცველად. იგი, დიაკონისა და მღვდლის მსგავსად კაცთმოყვარეობით უნდა ყოფილიყო განთქმული, ამიტომ მხოლოდ ის ითვლებოდა საეპისკოპოსო მიტრის ღირსად,

ვისაც 35 წელი შესრულებოდა.

       კათალიკოსი ეპისკოპოსთა მთავარი იყო და საქართველოს ეკლესიის უზენაესი გამგე და მეუფე, ამიტომ იგი იწოდებოდა «საჭეთ-მპყრობელად წმინდისა კათოლიკე ეკლესიისა».

       თუ წინა საუკუნეებში ქართული ეკლესიის მამამთავარი მარტივად «ქართლისა კათალიკოზად და მთავარეპისკოპოსად» იწოდებოდა მეთერთმეტე საუკუნის დამდეგს იგი ქართლის

კათალიკოს-პატრიარქის სახელს ატარებს, ხოლო შემდეგ მე-13 ს-ში მსოფლიო პატრიარქთა თანასწორად თვლიდა თავს.

       რამდენადაც კათალიკოსი ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო, მის ხელთ იყო როგორც ეკლესიის დიდი შემოსავალი, ასევე დიდი უძრავი ქონებაც,

მრავალი სოფლების, ციხეების,

აგარაკების და მრავალრიცხოვანი საკუთარი ყმების შემცველი სამფლობელო.

საქართველოს ეკლესია მაშინ ძლიერი და გავლენიანი იყო, ამიტომ მარტო ერთ ადამიანს, თვით კათალიკოზს ასეთი

რთული საქმის გაძღოლა არ შეეძლო და მეათე-მეცამეტე სს-ში იგი ისეთივე სისტემის იყო, როგორც სამეფო.

დასაწყისიეკლესიის მსახურთა ხელისუფლების მიღების წესი       ეკლესიის მსახურთა თანამდებობის მიღებისათვის მტკიცე წესები არსებობდა მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობაშიაც, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენს ქვეყანაშიაც მოქმედ სამართალს წარმოადგენდა, მაგრამ ამ საერთო წესებსა და კანონიერ გზას ყოველი ქვეყნის ყოფა-ცხოვრებამ ზოგიერთი თავისებურებაც შესძინა. კანონიერი დებულების ძალით

ხელდასმას და დადგინებას წინ უძღოდა ამ პატივის ღირსი ხელდამსმელის არჩევა. თვით კურთხევისა და ხელდასმის დროს ეკლესიაში ეს გარემოება საჯაროდ უნდა ყოფილიყო

გამოცხადებული და ეკლესიაში მდგომი ხალხისთვის ხელდასმამდე წინასწარ უნდა ემცნოთ. მაშასადამე ეკლესიის მსახურთა დანიშვნა და დადგინება კათალიკოზისა ან

54

ეპისკოპოზის პირად სურვილსა და ნებაზე კი არ ყოფილა დამოკიდებული,

არამედ ამისთვის საქართველოში მღვდელთა, ეპისკოპოსთა, «ყოვლისა ერის»

თანხმობა, «წამება» იყო საჭირო.

საეკლესიო მართვა-გამგეობის საქმეში ქართველ ერს თავისი უფლება ჰქონდა და მონაწილეობასაც იღებდა. ამგვარ მონაწილეობას ხელთდასმათა არჩევანში «წამება და

თანადგომა» ეწოდებოდა.

       ამის გარდა, ეპისკოპოზებსა და კათალიკოზს კურთხევის წინ ჯერ სვეტიცხოველში უნდა აღქმა და ფიცი მიეღო და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლებოდა არჩეული პირის

მღვდელმთავრად კურთხევა.

       მაგრამ ამ კანონიერი და იდეალური გზის გარდა ცხოვრება გაცილებით 

უფრო რთულ პირობებს ქმნიდა. კათალიკოსობის, ეპისკოპოსობისა და მღვდლობის მოსაპოვებლად თუ

მისანიჭებლად მაშინაც ზოგჯერ უკანონო წესსა და საშუალებას მიმართავდნენ.

არც მთავრობის წინაშე გავლენიან პირების დახმარება, კერძო თხოვნა,

შუამდგომლობები ყოფილა

უცხო.

       საეკლესიო თანამდებობის უკანონოდ დამკავებლის მიმართ ადგილობრივ ეკლესიას ან კრებას ბრალდებათა საქმის ვითარების მოსმენა-გამორკვევის შემდგომ განაჩენის

დასმაც ხელეწიფებოდა და დამნაშავედ ცნობილის თანამდებობიდან გადაყენებაც, რომელსაც «განკუეთაი პატივისაგან» ეწოდებოდა. როდესაც დამნაშავის სამაგალითო დასჯა

უნდოდათ ასეთი სასჯელი საჯაროდ სრულდებოდა. საკურთხევლიდან ჩამოიყვანდნენ, თავის სამღვდელმსახურო სამოსელს ხდიდნენ. ამ სამოსელის ჩამორთმევას «განძარცვა» რქმევია.

       მომხრე-მოწინააღმდეგეთა ბრძოლისა და ძალადობისაგან ზოგჯერ არც კათალიკოზის არჩევნები ყოფილა დაზღვეული. ქართველი სამღვდელოების უმრავლესობის უკმაყოფილებას ზოგიერთი

თანამდებობაზე  ასარჩევი  კანდიდატის მიმართ ერისკაცნიც იზიარებდნენ.

ზოგჯერ დაპირისპირებული ჯგუფები ყოველნაირად ცდილობდნენ თავიანთი აზრის გატანას და თავიანთი კანდიდატის გაყვანას. მთავარ იარაღად მაინც სარწმუნოებრივ-ზნეობრივი გავლენა და ავტორიტეტი ყოფილა.

55

       გავლენიან პირთა ჩარევისა და მედასეობის გარდა, ბაგრატ მეოთხის დროს ქართული ეკლესიის ცხოვრებაში კიდევ ერთი უწესობა შემოჭრილა, ბაგრატ მეფე,

როგორც გიორგი ხუცეს-

მონაზონის სიტყვებით ირკვევა, საეპისკოპოსოებს ჰყიდდა. ამგვარი უწესობა დას.

ევროპის, რომის ეკლესიაშიც იყო, სადაც ამას სიმონიას ეძახდნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა მეფე

საეპისკოპოსო კანდიდატთა შორის უპირატესობას იმას ანიჭებდა, ვისაც მეტის გადახდა შეეძლო. ამნაირი უწესო საშუალებით გაეპისკოპოსებულნი თვითონაც რასაკვირველია მღვდლად

კურთხევის დროს კანონების დაცვას არ დაიწყებდნენ, არამედ თვითონაც ეცდებოდნენ, რომ ეპისკოპოსობის მისაღებად გაწეული ხარჯებიც აენაზღაურებინათ და მოგებაც ჰქონოდათ.

       მაგრამ, როგორც გავლენიან პირთა ჩარევის წინააღმდეგ, ისევე ბაგრატ მეოთხისაგან საეპისკოპოსოთა გაყიდვის წინააღმდეგაც ამხედრებულა განთქმული ქართველი მოღვაწე

და მეცნიერი გიორგი მთაწმინდელი. იმის მიუხედავად, რომ იგი თვით ბაგრატ მეფემ მოიწვია ათონითგან საქართველოში. როდესაც გიორგი მთაწმინდელი 1060

წელს  საქართველოში

ჩამოვიდა, მაშინვე მან სამღვდელო პირთა არჩევის კანონიერი გზის ამ დარღვევას მიაქცია ყურადღება და სწორედ ამ უწესობის გამო ბაგრატ მეფის მხილება დაიწყო და

ეპისკოპოსებსაც კარგად მოხვდათ. ისტორიკოსის სიტყვით, გიორგი მთაწმინდელმა «პირველად ყოვლისა აღლესა მახვილი მხილებისა მეფეთა მიმართ» და თანამდებობაზე ამის შემდგომ

გამორჩეული და ღირსეულ ღვთის მსახურებს ნიშნავდა.

ქართული ეკლესიის სოციალური შემადგენლობა      

 საქართველოში ეკლესია დამოუკიდებელი იყო საერო ხელისუფლებისაგან არა მარტო წმინდა საკლესიო საქმეებში, არამედ სამართლებრივ საკითხებშიც. მის მფლობელობაში იყო დიდძალი

ადგილ-მამული, უამრავი სოფელი თავისი მკვიდრი მიწათმოქმედი მოსახლეობით, ვაჭრებითა და ხელოსნებით. მის განკარგულებაში იყო მოძრავი და უძრავი ქონება, რის საფუძველზეც ფართო

56

მეურნეობა ჰქონდა გაშლილი. საქართველოს ეკლესიის სათავეში იდგა კათალიკოსი, ცალკეულ ეპარქიებს განაგებდნენ ეპისკოპოსები, რომელთაც ემორჩილებოდნენ როგორც თეთრი სამღვდელოება, ისე ბერ-მონაზვნობა. საერო მფლობელთა მსგავსად ისინი განაგებდნენ სამწყოს გარდა, საეკლესიო დაწესებულებებს. მათ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა

მთელი ვასალური და ბატონყმური მოსახლეობა. საქართველოს ეკლესიის მეთაურს ჰქონდა თავისი სამმართველო დაწესებულებები, რომლებიც სამეფო დაწესებულებების მსგავსად იყო

მოწყობილი, ჰქონდა საკუთარი «ეზოც». მას ჰქონდა უფლება საეკლესიო სამართალი გაეწია არა მარტო თავისი სამწყსოსათვის, არამედ მის განკარგულებაში იყო ყველა ვასალის მიმართ

სრული იურისდიქცია, მიუხედავად მათი წოდებისა და გასარჩევი საქმის ხასიათისა.

       საეკლესიო თანამდებობის დაკავება საქართველოში იმთავითვე არჩევნების გზით ხდებოდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთელი სამწყსო, მაგრამ მეთერთმეტე ს-ში ეს

პრინციპი იმდენად შერყეულია, რომ ბაგრატ მეოთხის დროს მეფესთან დაახლოებული პირებს წყალობდნენ არც თუ იშვიათად საეპისკოპოსო კათედრის კანდიდატებად.

       სამონასტრო ორგანიზაცია ერთმმართველობის პრინციპზე იყო დამოკიდებული. მის წინამძღვარს განუსაზღვრელი მონარქიული ძალაუფლება ჰქონდა მთელს ძმობაზე, ყოველგვარ

თანამდებობაზე პირადად თვითონ ნმშნავდა პირებს. თავის მომავალ მოადგტლეს ის თვითონ ასახელებდა სიკვდილის წინ, ან იმ შემთხვევაშიც,

როდესაც ის გადადგომას აპირებდა,

მისი ბრძანებები უსიტძვოდ და უკლებლივ სრულდებოდა.

       სამონასტრო ძმობის სოციალური შემადგენლობა მეთერთმეტე ს-ში ჯერ კიდევ ემყარებოდა ბერად აღსაკვეც პირთა წოდებრივ განურჩევლობას. აქ არც ქონებრივი ცენზი ნიშნავდა

რაიმეს. ესს ორი დოგმა წარმოადგენდა სფუძველს, რომელზეც აგებული იყო მეათე ს-ის  მეორე ნახევარში იოანე მთაწმინდელის მიერ ათონის მთაზე,

ბიზანტიაში, დაარსებული ქართული

მონასტერი.

57

       მაგრამ, რაც უფრო მტკიცდებოდა წრდებრიობა და მასთან ერთად ქონებრივი მდგომარეობაც, უფრო მეტად იჭრებოდნენ ისინი სამონასტრო ორგანიზაციის წესწყობილების

სიღრმეებში, რის წყალობითაც მეთერთმეტე ს-ის შუა წლებისათვის სამონასტრო ძმობის სოციალური შემადგენლობა უკვე განსხვავებული იყო წინა პერიოდთან შედარებით და საკმაოდ

სჭარბობდა უმათლესი სააზნაურო წოდება. რამდენადაც ეპისკოპოსებად მხოლოდ წარჩინებულთა გვარიდან იყვნენ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის წინაშეც დადგა უკვე მღვდლად კურთხევის მოსურნეთა წოდებრიობის საკითხი.

მეთერთმეტე ს-ში საქართველოს ეკლესია აღარ წარმოადგენდა არაწოდებრივ ორგანოებს.

       თავისი უარყოფითი გავლენა იქონია სამონასტრო ცხოვრებაზე ერთპიროვნულმა, განურჩეველი უფლებებით აღჭურვილმა მმართველობის სისტემამ, სადაც მონასტრისა და თვით ბერების

ბედი უკვე პიროვნების პიროვნულ თვისებებზე და მრწამსის სიწმინდეზე იყო დამოკიდებული. აღნიშნულმა მეტად სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა 1029

წელს ათონის ქართული

მონასტრის წინამძღოლი გიორგი, ე.წ. შავ-გიორგი, რომელსაც ბიზანტიის კეისრის რომანოზის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა დაბრალდა. შავ-გიორგის საქციელის შედეგებს

მთლიანად მონასტერიც და ბერებიც სასწაულებრივ გადაურჩნენ.

       ასეთი მღელვარე პირობების გამო ათონის ბერებმა მოიწვიეს სხვა საზღვარგარეთული სავანეების წარმომადგენლები, განიხილეს შექმნილი მდგომარეობა და ამგვარის აღარ

გამეორების მიზნით ერთპიროვნული მმართველობა მმართველობის რესპუბლიკური წესით შეცვალეს, რომლის ძალით სავანის ყოველგვარი თანამდებობა, დაწყებული წინამღვრით არჩევითი

იქნებოდა, მთელი ძმობის საერთო კვებაზე ფარული კენჭისყრით.

       ასე მოხდა 1032 წ-დან საზღვარგარეთულ ქართულ სავანეებში, რომელიც იმავე მეთერთმეტე ს-ში თვით საქართველოს მონასტრებშიც შემოიჭრა.

საეკლესიო წყობილების რეფორმა

მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. ქართული საეკლესიო ორგანიზაციის მთავარი სატკივარი იყო დიდგვარიან აზნაურთა სრული ბატონობა. ეს გარემოება ეკლესიას შესაძლებლობას უსპობდა

58

პირნთლად შეესრულებინა თავისი მოვალეობა. ამის გამოეკლესია თანდათან შორდებოდა და ემიჯნებოდა ხალხს. აღნიშნულის მიმართ ხმა აიმაღლა სახელგანთქმულმა ძველმა ფილოლოგმა

და ისტორიკოსმა, ბერძნული ენების უბადლო მცოდნემ გიორგი ათონელმა. 1060

წელს იგი ბაგრატ მეოთხემ საქართველოში მოიწვია.

       გიორგი ათონელმა სამანი დაუდო  საქართველოს ეკლესიებში გაბატონებულ უწესობას, რომელიც პირველყოვლისა წოდებრიობიდან და ქონებიდან იღებდა სათავეს, რაშიც თვით მეფეც კი

არ დაინდო. მით უმეტეს, რომ მას საქართველოში შიმშილობისწლებიც დახვდა,

მშობლები შვილებს უტოვებდნენ. დიდაზნაურები კი მხოლოდ იმაზე ზრუნავდნენ,

რომ დიდი საბოძვარით

როგორმე საუკუნო სახსენებელი დაემკვიდრებინათ. გიორგიმ გაბედულად დაიწყო დაბალი სოციალური ფენებიდან გამოსული პირების კურთხევა. მან მთელი რევოლუცია მოახდინა საეკლესიო იერარქიაში. უღირს

მღვდელმსახურთა გადაყენება საქართველოს საეკლესიო კრებას შეეძლო

დასაწყისი 

ხუროთმოძღვრება

საქართველოს წარსულში მეათე-მეთორმეტე საუკუნეებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს იყო ეპოქა, რომელშიაც ქართველმა ხალხმა თავისი ისტორიული ცხოვრების უმაღლეს საფეხურს

მიაღწია. მეათე საუკუნის ბოლოს ქართველი ხალხის, მთელი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებაში, გრანდიოზული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა-

შეიქმნა მყარი პოლიტიკური გაერთიანება-

ერთიანი ქართული სახელმწიფო. ამით დასრულდა დიდი ხნის წინათ დაწყებული პროცესი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქართველთა შერწყმა-გაერთიანებისა.

წარმოიქმნა ისტორიულად

ჩამოყალიბებული ერთობა-ერთიანი ქართველი ხალხი, მისი ერთიანი სახელმწიფოებრივი, სამწიგნობრო და საეკლესიო ქართული ენით. ამის უშუალო შედეგი იყო ამავე ხანებში ტერმინ

59

«საქართველოს» დამკვიდრება, რაც უკვე ერთ ხალხად ჩამოყალიბებულ ქართველთა საერთო მიწა-წყალს, მათ სამშობლო აღნიშნავდა. (ნ.

ბერძენიშვილი). ამ დიდი მოვლენის აქტიურ

მონაწილედ ჩვენს წინაშე სამი დიდი პიროვნება წამოიმართება: ტაო-კლარჯეთის განთქმული მმართველი დავით კურაპალატი, აფხაზთა მეფის ნაცვალი ქალაქში-

იოანე მარუშის ძე და

გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე თუ ფარნავაზი (ძვ,წ. მეოთხე-მესამე სს) სათავეში ედგა «ფრიად გავრცობილ» ქართლის სამეფოს, რომელიც ქართული მიწების

უმრავლესობას აერთიანებდა, ბაგრატ მესამე უკვე ერთიანი ქართველი ხალხის სახელმწიფოს-საქართველოს მეფე იყო. საქართველოს საზოგადოებრივმა წყობილებამ სავსებით

ჩამოყალიბებული, გაერთიანებული ფეოდალიზმის სახე მიიღო. მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა ფეოდალებისა და მათზე დამოკიდებული გლეხობისაგან შედგებოდა. ფეოდალთა შიგნით

ორი ფენა არსებობდა, ერთის მხრივ-მსხვილი ფეოდალები-დიდებულები და მეორეს მხრივ, საშუალო და წვრილი ფთეოდალები-აზნაურები. ფეოდალთა შინაგანი ორგანიზაცია მწყობრ იერარქიულ

სტრუქტურებზე იყო დამყარებული. სიუზენერული დამოკიდებულების-

პარტნიორობის-საფუძველი მიწის ფეოდალური საკუთრება იყო. გლეხობის ძირითად მასას ფეოდალის მიწაზე მიმაგრებული ყმა-გლეხები შეადგენენ. მაგრამ გლეხობის ერთი ნაწილი მეთერთმეტე საუკუნესა და მეთორმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირად

თავისუფლებას და საკუთარ მიწას. ცალკე წოდებრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ ვაჭრები. ქალაქებში მრავლად იყვნენ ხელოსნები, ფეოდალურად დამოკიდებულ გლეხთა და ხელოსანთა შრომა

იყო ქართული ფეოდალური საზოგადოების ეკონომიკური საფუძველი.

სახელმწიფოს სათავეში ბაგრატიონთა სამეფო დინასტია იდგა. მეფის ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან

უფროს შვილზე და თვითმპყრობელურ ხასიათს ატარებდა. მეფის გვერდით არსებობდა უმაღლესი საერო და სასულიერო ფეოდალთა წარმომადგენლობითი ორგანო-დარბაზი. მას სათათბირო უფლება

60

ჰქონდა. სახელმწიფოს, მეფე მართავდა «ხელმწიფის კარის» (ცენტრალური დაწესებულება) უმაღლეს მოხელეთა, უხუცეს ვაზირთა «საქვეყნოდ გამრიგე»

(პროვინციების მმართველი)

მოხელეების (ერისთავების) მეშვეობით. ეს უკანასკნელნი ყოველნაირად ცდილობდნენ, ერისთავობა თავიანთ საგვარეულო სამემკვიდრეო სახელად ექციათ, ამისათვის ისინი ხშირად

გამოდიოდნენ მეფის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ბაგრატ მესამე (978-114) და მისი უახლოესი მემკვიდრეები-გიორგი პირველი (1014-1027), ბაგრატ მესამე (1027-1072) და

გიორგი მეორე (1072-1089) თითქმის მთელი პირველი საუკუნის განმავლობაში შეუპოვრად ებრძოდნენ შინაგან მტრებს თუ უცხოელ დამპყრობლებს სახელმწიფოს ერთიანობის

შესანარჩუნებლად. მეთერთმეტე საუკუნეში რთული იყო საქართველოს საგარეო-

პოლიტიკური ვითარება. მეზობელ დიდ სახელმწიფოებს არ სურდათ მათ გვერდით ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი

საქართველო. განსაკუთრებით მწვავე და ხანგრძლივი იყო საქართველოს ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ. პოლიტიკურად გაძლიერებული და დაწინაურებული საქართველო («ახალ ბიზანტიად

გამზადებული» საქართველო) ტოლს არ უდებდა ბიზანტიის იმპერიას და მას პირველობაში ეცილებოდა. საქართველო შეუპოვრად იბრძოდა აგრეთვე თურქ-

სელჩუკების წინაამღდეგ, რომლებიც

განსაკუთრეაბით ინტენსიურად არბევდნენ ქვეყანას პირველი ს-ის 60-იანი წლებიდან («დიდი თურქობა» 1080 წ.). პირველი ს-ის ბოლოსა და მეორე ს-ის დასაწყისში, ქართველი ხალხის

წინააღმდეგობის გაძლიერებისა და ჯვაროსნული ომების დროს თურქ-სელჩუკთა ძალების სამხრეთისაკენ წარმართვის შედეგად, საქართველო თანდათან თავისუფლდება მათი ბატონობისაგან. მეთორმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა

მოპოვებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს განმტკიცებისა და უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დავით აღმაშენებელმა (1089-

1125), რომელიც ეყრდნობოდა

ქვეყნის ერთიანობით დაინტერესებულ სოციალურ ფენებს-საშუალოდ წვრილ აზნაურებს, ქალაქების მოსახლეობის ვაჭარ-ხელოსნურ ფენას და თავისუფალ მდაბიურ-მოლაშქრეებს, გაატარა მთელი

61

რიგი მნიშვნელოვანი გარდაქმნები ეკონომიკის, სახელმწიფო წყობილების,

სამხედრო საქმის, ეკლესიის, სასამართლო დაწესებულებასა და სხვადასხვა სფეროში. ეს ღონისძიებანი

მიზნად ისახავს სამ ძირითად ამოცანას5 სახელმწიფოს შინაგანი ერთიანობის განმტკიცებას, მმართველობის ცენტრალიზაციას და ქვეყნის საგარეო უშიშროების უზრუნველყოფას.

საგარეო პოლიტიკაში მოპოვებული წარმატებებიდან ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდა დიდგორის ბრძოლას (1121 წ. 12 აგვისტო) და თბილისის განთავისუფლებას (1122 წ.) ამით დამთავრდა

ქართული მიწების ერთ სახელმწიფოში გაერთიანების ორსაუკუნოვანი პროცესი.

თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლა თანდათანობით ობიექტურად გადაიზარდა მათი

ბატონობისაგან ამიერკავკასიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. ბუნებრივია,

ამაში ქართველებს აქტიურ დახმარებას უწევდნენ ამიერკავკისიის ხალხები-

სომხები და ალაბანელები.

დროთა განმავლობაში საქართველოს სამეფო მრავალეროვან სახელმწიფოდ გადაიქცა. მისი საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაიჭიმა. ქართველთა ჰეგემონობით დაიწყო

საერთოკავკასიური სახელმწიფოს მშენებლობა (თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან განთავისუფლებული და შემოერთებული იქნა ანისი და შირვანი), რასაც წარმატების სერიოზული პერსპექტივები

ჰქონდა. კავკასიის ხალხთა-»თარგამოსიანთა» გაერთიანება დავით აღმაშენებლის ჩანაფიქრით უნდა მომხდარიყო სავსებით მშვიდობიანი გზით.

მათი საერთო ეთნიკური წარმომავლობის

ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ შექმნა ლეონტი მროველის კონცეფცია კავკასიის ხალხთა საერთო წინაპრის-თარგამოსის შესახებ, გარეშე მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის

მდიდარი გამოცდილების, სამეფო-ეკონომიკური და პოლიტიკურ-კულტურული ინტერესების თანდამთხვევის საფუძველზე. კავკასიის ფარგლებში, ქართველ მეფეთა მეცადინეობით, ჩნდება საერთაშორისო კომპლექსი (ზ. ავალიშვილი),

რომელსაც ანგარიშს უწევდა მაშინდელი მსოფლიო. შემდეგ

საუკუნეებში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. დავით აღმაშენებლის მემკვიდრეების: დემეტრე პირველის (1125-1156),

62

განსაკუთრებით, გიორგი მესამის (1156-1184) დროს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ახალი მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. ხოლო ამ

წარმატებებმა მიჯნას თამარის მეფობაში (1184-1213) მიაღწია. საქართველო გადაიქცა კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ და მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ

ერთეულად. ეკონომიკის თვალსაზრისით, ამ დროს განვითარდა ხელოსნობა.

განსაკუთრებით აღმავლობას მიაღწია სოფლის მეურნეობამ. გაფართოვდა სახნავ-სათესი ფართობები. გაყვანილი

იქნა სარწყავი არხები. მემინდვრეობასთან ერთად ფართოდ გავრცელდა მევენახეობა-მებაღეობა. მოჰყავდათ ბრინჯი, სელი, ბამბა, განვითარებული იყო მეაბრეშუმეობაც. სოფლის

მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგი იყო მესაქონლეობა. საოჯახო მეურნეობაში ჰყავდათ ცხენი, ძროხა, ხარ-კამეჩი, ცხვარი, თხა, ღორი და სხვა. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა

მეთევზეობას, მეფუტკრეობას. სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა ნადირობასაც.

ნელა მაგრამ ცვლილებებს განიცდის სასოფლო სამეურნეო იარაღი. ხდება,

ქართული სახვნელი საშუალების

«ერქვანის» მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, იქმნება «დიდი ქართული გუთანი».

მეათე-მეთორმეტე სს-ები საქალაქო ცხოვრების აღმავლობა-განვითარების ხანაცაა. სოფლის

მეურნეობისა და ხელოსნობის განვითარება ხელს უწყობს ახალი ქალაქების დაარსებას, ქალაქებში მოსახლეობის გამრავლებას. ამ დროს მნიშვნელოვანი ქალაქები იყო5 თბილისი, ქუთაისი,

რუსთავი (ბოსტან-ქალაქი), გორი, დმანისი, თელავი, ცხუმი, ჟინვალი, არტანუჯი,

ახალქალაქი, ახალციხე, სამშვილდე, ხუნანი და სხვა. გაიყვანეს გზები, აშენდა ხიდები. სასტუმრო ფუნდუკები,

ქარვასლები, სამეფო ხელისუფლება საგანგებო ღონისძიებებს ატარებდა მძარცველთაგან ვაჭართა დასაცავად. შენდებოდა თავდაცვითი ნაგებობები.

საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა

ჰქონდა ბიზანტიასთან, ირანთან, ეგვიპტესთან და რუსეთთან. მეთერთმეტე-

მეცამეტე საუკუნეების საქართველოში მიმოქცევაში იყო ქართული მონეტებიც და უცხოური ფული. ამ პერიოდში დავით აღმაშენებლის მიერ ფინანსებში გატარებული იქნა მნიშვნელოვანი რეფორმა. სახელმწიფოს

63

შემოსავლის უმთავრესი წყარო მოსახლეობაზე დაკისრებული გადასახადები იყო,

რომელიც იკრიფებოდა სურსათით და ფულად. დიდი შემოსავალი შემოდიოდა ყმადნაფიც და ვასალი

ქვეყნებიდან. მეთერთმეტე-მეცამეტე სს-ის საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5 000 000 შეადგენდა. თბილისში 100000-მდე, ხოლო ქუთაისში 20 000-

მდე მცხოვრები იყო.

მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ქართულ კულტურაში. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება ცხოველმყოფელ გავლენას ახდენდა კულტურულ შემოქმედებაზე.

ისტორიული საქართველოს ყველა კუთხეში

მწერლობის, სამოქალაქო ურთიერთობის, საეკლესიო მღვდელთმსახურების ერთადერთი ენა იყო ქართული ენა. იგი ამ პერიოდში ჩრ. კავკასიაში, ჩერქეზეთსა და ალან-ოსებშიც იწყებს

გავრცელებას, სადაც ქრისტიანობა საქართველოდან შედიოდა. ამ პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას ქართული სამყაროს საეკლესიო-

კულტურული გაერთიანება უსწრებდა წინ.

ყოველივე ამან განაპირობა მშობლიური ენის დიდი მნიშვნელობის შეძენა-

შემუშავება. მეთერთმეტე საუკუნეში დაიწერა ქართული ენის საგალობელი იოანე ზოსიმეს მიერ-»ქებაი და

დიდებაი ქართულისა ენისაი, რომელშიც ავტორი ქართულ ენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო ენათა შორის. ქართული ორიგინალური მწერლობის ცალკე დარგს წარმოადგენდა

სასულიერო პოეზია, ანუ ჰიმნოგრაფია, ლექსად დაწერილი ჰიმნები, რომელთაც ეკლესიაში სიმღერით ასრულებდნენ. ამ დროინდელი ქართული ჰიმნოგრაფიის ცნობილი წარმომადგენლები არიან5

მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, იოანე ზოსიმე. ამ ხანებში ჩვენში საერო მხატვრული ლიტერატურაც არსებობდა, როგორც ნათარგმნები,

ასევე ორგინალური. საერო

მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლია მოსე ხონელის საგმირო-სარაინდო რომანი «ამირან-დარეჯანიანი». ამ დროს დაიწერა დიდი ღირსების მქონე ჩახრუხაძის მხატვრული ნაწარმოები

«თამარიანი». იოანე შავთელის «აბდულმესია» და სხვა. ეპოქის კულტურული შემოქმედების მიზანია გენიალური შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი». მეათე-

მეთორმეტე სს-ში

64

განსაკუთრებით დაწინაურდა ქართული საისტორიო მწერლობა. ამ დროს დაიწერა უცნობი ავტორის «მატიანე ქართლისაი», სუმბატ დავითისძის ბაგრატიონთა გვარის ისტორია, ლეონტი მროველის «მეფეთა ცხოვრება»,

ჯუანშერის «ვახტანგ გორგასლის ისტორია». ქართული კულტურის

განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კულტურის ცენტრებს, ქართულ ეკლესია-

მონასტრებს. იქ მხოლოდ წირვა-ლოცვა როდის

სრულდებოდა. ეს მონასტრები იმთავითვე სწავლა-აღზრდისა და სასწავლო სამეცნიერო ცენტრებს წარმოადგენდნენ. აქ ხდებოდა ხელნაწერთა გადაწერა-

გამრავლება, მოხატვა-

შემკობა, ლიტერატურის თარგმნა სირიულიდან, არაბულიდან, ბერძნულიდან. აქ ზრდიდნენ მომავალ თაობას, რაც მთავარია აქვე იქმნებოდა ორიგინალური ქართული მწერლობა. ამ ცენტრებში

ითარგმნებოდა საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური, საბუნებისმეტყველო თხზულებანი. უცხოეთის ქართულ სავანეებს შორის ყველაზე დიდი დამსახურება ათონს (მდებარეობდა საბერძნეთში

ქალკედონის ნახევარკუნძულზე) ჰქონდა. იგი საუკუნის დასასრულს დაარსა ცნობილმა მოღვაწემ იოანე მთაწმინდელმა. აქვე მოღვაწეობდნენ5 იოანეს შვილი,

ექვთიმე, გიორგი

მთაწმინდელი, გიორგი ხუცესმონაზონი, მათ თავიანთი ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული კულტურისა და მეცნიერების

განვითარებაში. მეთერთმეტე ს-ში დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე,

სოფელ პეტრიწონთან, ქარველმა დიდაზნაურმა, ბიზანტიის საინპერატორო კარის დიდმა მოხელემ, გრიგოლ ბაკურიანის

ძემ, დაარსა მონასტერი. განათლების საქმე იმდროინდელ საქართველოში მაღალ დონეზე იდგა. ქრისტიანულ მოძღვრებასთან ერთად ასწავლიდნენ მათემატიკას, ისტორიას, მუსიკას

(გალობა) და სხვა საგნებს. მეათე ს-ში შედგენილი იქნა შატბერდის კრებული.

დიდი ყურადღება ექცეოდა ფილოსოფიას, სამართალმცოდნეობას, მედიცინას, ამ დროს მოღვაწეობდნენ

განთქმული ფილოსოფოსები: ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი. მეათე-მეთორმეტე სს ქართული ხელოვნების ისტორიაში ახალი შემოქმედებითი ძიების ხანაა.

აშენდა ყველაზე დიდი კათედრალები5

65

ბაგრატის ტაძარი (ქუთაისში), სვეტიცხოველი (მცხეთაში), ალავერდი (კახეთში).

შედარებით მცირე ზომის ეკლესიები: სამთავრო, სამთავისი, მანგლისი,

ნიკორწმინდა, ხცისი, სავანე, გელათი,

იკორთა, ბეთანია, ყინწვისი. კლდეში ნაკვეთი ქალაქი «ვარძია». მეათე-

მეთორმეტე სს-ის ქართული ხელოვნების ზოგად სურათს მნიშვნელოვნად ამდიდრებს მონუმენტური მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშები. ეკლესიათა ქვის კანკელები, ხის

კარები. ოქროსაგან ნაჭედი საუკეთესო ნივთები - ბექა და ბეშქენ ოპიზართა შემოქმედება მსოფლიოს საგანძურშია შესული. ამ ეპოქის ქართულმა კულტურამ განვითარების უმაღლეს

საფეხურს მიაღწია. მას ახასიათებს მრავალი ისეთი თვისება, რაც შემდეგ ევროპულ რენესანს დაედო საფუძვლად.

           მეათე- მეთორმეტე საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.

 

ხუროთმოძღვრების ძეგლებიზოგადი დახასიათება

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლები

საინჟინრო ნაგებობები

საერო ნაგებობები »მეათე ს-ის უკანასკნელი ათეული წლები და განსაკუთრებით მეთერთმეტე საუკუნე – უკანასკნელი ეტაპი გაერთიანების წინ – დიდი ეროვნული აღტკინების ხანაა, ხანა დიდი

შემოქმედებისა, ხანა, როდესაც ხალხის სულიერი ძალები დაძაბულია დიდი ეროვნული მშენებლობისათვის, შედეგი კულტურის ყველა დარგში იჩენს თავს».

ამ დროსაც ხუროთმოძღვრების გათვითარებაში მთავარი ადგილი საეკლესიო ხუროთმოძღვრებას უნდა მიეკუთვნოს – არა ძეგლთა რაოდენობით, არამედ მათი მნიშვნელობით, მხატვრულ-

ისტორიული თვალსაზრისით.

არასრული, მაგრამ შედარებით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამ პერიოდის სამონასტრო ანსამბლების შესახებ (საყურადღებოა, რომ მათი აგების შესახებ წერილობით წყაროებშიც

გვხვდება მნიშვნელოვანი ცნობები).

66

თავისთავად მეათე ს. გარდატეხის პერიოდია ქართულ ხუროთმოძღვრებაშიდერთი მხრივ სრულდება წინა ეპოქის, გარდამავალი ხანის ხუროთმოჟღვრება და მეათე ს-ის მეორე ნახევრიდან

სათავეს იღებს ახალი ეპოქის-განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურა.

მეათე ს-ის პირველ ათწლეულებში სამშენებლო მასალის სურათიც იცვლება.

კვლავ აღდგა თლილი ქვით მოპირკეთება, რაც მეხუთე-მეშვიდე საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთი ძირითადი

ნიშანთაგანი იყო და მეათე ს-ის მეორე ნახევრიდან საფასადო სიბრტყეები მთლიანად თლილი ქვის პერანგშია ჩასმული და ტექნიკური შესრულების დონეც დიდად ამაღლდა. ეს პერიოდი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხუროთმოძღვრებისათვის. იგება უამრავი პირველხარისხოვანი ძეგლი. პირველ ეტაპზე საგრძნობია მათი ორგანული კავშირი გარდამავალი ხანის

ხუროთმოძღვრებასთან. შემდეგი დროის ხუროთმოძღვრება ბუნებრივი განვითარების გზას მიყვება.

მეათე-მეთერთმეტე სს-ის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელია საეკლესიო ხუროთმლძღვრების «გამოცოცხლება». ქვეყნის ეკონომიური სიძლიერე ხუროთმოძღვრებაშიც აისახა და

გარდამავალი ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი თემათა სიჭრელის ნაცვლად უპირატესობა დარბაზულ და გუმბათიან ტაძრებს ეძლევა. ამ დროს, მეათე ს-ში, მთავრდება

ქართულ ხუროთმოძღვრებაში დამკვიდრებული და განვითარების თავისებური სახის მქონე ბაზილიკების თემა.

ა) ისევ იგება ერთნავიანი ეკლესიები-გავრცელებული მთელს საქართველოში. ის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მუდმივი თანამგზავრია. წინა ხანასთან შედარებით,

თმოგვის ბაზილიკა

ახალი ის არის, რომ დარბაზის ზომა რამდენადმე მატულობს.  მე-10 ს-ში ჩნდება ინტერიერის მხატვრული დანაწევრებისადმი სწრაფვა. აფსიდის გვერდებზე ჩნდება სამკვეთლო და

67

საჟიაკვნე. მეათე ს-ში სამნაწევრიანი საკურთხეველი ჩვეულებრივი მოვლენაა –

არბო, დისევი, ვანათი, დაუნა, ზემო ყარაბულახი, სათხე, ჟაბეში, ეხვევის ტაძარი «დედა ღვთისა»,

ბექთაშენი, პარხალის ზედა ეკლესია, ოთხთა ეკლესიის არსენისეული ეკლესია.

ამავე დროს ჩნდება დარბაზული ეკლესიებისათვის უჩვეულო სამკუთხა ნიშები აღმოსავლეთის ფასადზე.

მეათე ს-ში მას მხოლოდ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებაში ვხვდებით. აგარა პირველი ტაძარია, რომელიც გუმბათური ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ ნიშებს იყენებს

აღმოსავლეთის ფასადზე. შემდეგ იგივეს ვხვდებით მცირე ეკლესიის ფასადზე,

ფექთაშენში, ოთხთა ეკლესიის არსენისეულ ტაძარში. მეთერთმეტე ს-ში უკვე ასეთ ნიშებს ქართლშიც

ვხვდებით – წეროვანი, მილარიხი.

როგორც აღინიშნა იცვლება დარბაზული ეკლესიის ზომები და ისინი ქართული ხუროთმოძღვრებისათვის საგრძნობ სიდიდეს აღწევენ. წინა ეპოქასთან შედარებით მეტი ინტერესი ჩნდება

ფასადთა შემკობისა დეკორატიული თაღებითა და ორნამენტაციით და ზოგ შემთხვევაში – მაგ. ხცისი (1002 წ.), სავანე (1046 წ.), მაღალაან ეკლესია (მეთორმეტე ს.) – თავისი

მხატვრული ღირებულებით ეს ერთნავიანი ტაძრები, დეკორატიული მორთვით,

გუმბათურ ხუროთმოძღვრებას უტოლდებიან.

ბ) ბაზილიკური თემის მნიშვნელობა საგრძნობლად ეცემა და მეათე ს-ის ქართულ ხუროთმოძღვრებაში მთავრდება ბაზილიკური თემის განვითარება. სამხრეთ საქართველოში აიგო ბაზილიკის

დამაგვირგვინებელი ნიმუშები – ოთხთა ეკლესია და პარხალი (ორივე ბაზილიკა ახლა თურქეთშია, მდ. ჭოროხის ხეობაში).

ოთხთა ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია.

სამონასტრო კომპლექსში მთავარი ტაძარია. მის წარწერაში ცოცხლად იხსენიება დავით კურაპალატი (გარდაიცვალა 1001 წ).

სავარაუდოთ ტაძარი მეათე ს-ის მეორე ნახევარშია აგებული, გარკვეული ცვლილება მის აღმოსავლეთ ფასადს ნათლად ეტყობა (ფასადი რამოდენიმე მეტრითაა ამაღლებული). ბაზილიკა

68

სამნავიანია, გამოკვეთილი გრძივი ღერძით. დარბაზი რთული პროფილის ბურჯების ოთხი წყვილით სამ ნავადაა გაყოფილი. სიმაღლით მკვეთრად გამოიყოფა ცენტრალური ნავი. საკურთხევლის გვერდებზე

სამკვეთლო და სადიაკვნეა მოწყობილი. დარბაზის დასავლეთ ნაწილში პატრონიკეა მოწყობილი (შასაძლოა ეს პატრონიკე ტაძრის აგების შემდეგ იყოს მოწყობილი). გარეასახულობით ოთხთა

ეკლესიის ფასადები მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისაგან. ფასადთა დამუშავება მაღალი ვიწრო დეკორატიული თაღებით,

მაღალი პროპორციებითა და ციცაბო

კალთებით ბაზილიკათა თემას იმდროინდელი გუმბათური ხუროთმოძღვრების მხატვრული გადაწყვეტის პრინციპს უახლოებს. თავისი არქიტექტურით პარხლის მონასტრის ეკლესია ახლოსაა ოთხთა

ეკლესიასთან. აიგო 973 წელზე უფრო ადრე. იოანე ბერს შატბერდის მონასტერში გადაწერილი პარხლის ოთხთავის ანდერძში ნათქვამია: « წინაშე ახალსა ეკლესიასა, ახალსა საკურთხეველსა

ზედა დაიდვა სადიდებლად ღმრთივ გვირგვინოსანსა მეფეთა მეფისა დავით მაგისტროსისაი». ეს იგივე დავით კურაპალატია, რომელსაც 973 წელს მაგისტროსის წოდება ჰქონდა.

გ) გუმბათიანი ხუროთმოძღვრება. ქართულ ხუროთმოძღვრებაში წამყვანია გუმბათური ხუროთმოძღვრება. სწორედ ის «კარნახობს» მთელი ხუროთმოძღვრების განვითარებას. პირველ

რიგში გვინდა ვახსენოთ ექსაფსიდიანი ეკლესიები, რომელთა არსებობაც ძირითადად მეათე ს-ით უნდა იფარგლებოდეს. საქართველოში სულ ხუთი ასეთი ძეგლია: ერთი ბოჭორმა (კახეთშია),

სამი-გოგება, კიაღმის – ალთა, ოლთისი (ტაო-კლარჯეთშია, ახლა თურქეთის ფარგლებშია) და ერთი – კაცხი (იმერეთში), ის ყველაზე გვიანდელია და გარდამავალ ხანას მხოლოდ თავისი ტიპით უკავშირდება  (აშენებულია მეთერთმეტე ს-ის დასაწყისში). ნაგებობათა ეს ტიპი, შესაძლოა,

ტეტრაკონქის (ჯვრის ტიპის ტაძრების) ერთგვარი დეკორაციული გადამუშავების შედეგად იყოს მიღებული. თუ არ ჩავთვლით ნინო წმინდის ტაძარს, ის ერთადერთი სახეობაა ქართული გუმბათიანი

ტაძრებისა, რომელშიაც გუმბათი კვადრატს არ ეყრდნობა – მის დასაყრდნობად გამოყენებულია შუა სივრცის გარშემო სხივებად განლაგებული ექვსი აფსიდის შეხვედრის კუთხეები.

69

გენეტიკურად ამ ტიპს უკავშირდება მომდევნო ეპოქის ორი ფრიად მნიშვნელოვანი ძეგლი – კუმურდოს ეკლესია ჯავახეთში 964 წლისა და ნიკორწმინდა რაჭაში, აგებული მეთერთმეტე ს-ის

დასაწყისში. წერილის სიმცირის გამო შეუძლებელია ყველა გუმბათიან ძეგლზე შეჩერება, შევეცდებით მხოლოდ ძირითადი ძეგლები ვახსენოთ. ასეთ ძეგლთა რიცხვს, პირველ რიგში, ოშკის

ტაძარი მიეკუთვნება (სამხრეთ საქართველოშია, ტაოს პროვინციაში, დღეს თურქეთშია). მისი მშენებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები –

ბაგრატ ერსთავთერისთავი და დავით

მაგისტროსი (იგივე დავით კურაპალატი, ოთხთა ეკლესიისა და პარხლის ტაძართა მაშენებელი) ძეგლი აგებულია 963-973 წწ-ში. ოშკის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა, სადაც ჯვრის სამი

მკლავი აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა და სამხრეთისა ნახევარწრიულია.

დასავლეთისა კი წაგრძელებულია და სწორკუთხა. უფრო ადრეულ ძეგლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა ტაძრის

ზომები. თლილი ქვით მოპირკეთებული ტაძრის ფასადები დეკორატიული თაღებითა და პილასტებითაა შემკული. ეს ძეგლი მცენარეული ორნამენტაციითა და ფიგურული რელიეფების სიმრავლითაც

გამოირჩევა. განსაკუთრებით მდიდრულადაა მორთული ტაძრის მთავარი,

სამხრეთის ფასადი. მშენებელს, გრიგოლ ოშკელს, უყურადღებოდ არც ტაძრის ინტერიერი არ დაუტოვებია. ქვაზე ნაკვეთ

ორნამენტს აქაც დიდი ადგილი უკავია. ჩუქურთმებითაა დაფარული გუმბათტვეშა ბოძები, სვეტისთავები, სამხრეთის გალერიის კამარები და სვეტები. აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ დავით

კურაპალატის კიდევ ერთი ნაგებობა, ხახულის მონასტერი და მისი მთავარი ტაძარი (ესეც ოშკის ახლოს თორთუმის წყლის ხეობაშია აგებული მეათე ს-ის მეორე ნახევარში). მეთერთმეტე

საუკუნე უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში. სწორედ ბაგრატ მესამის მეფობის დროს გაერთიანდა საქართველო. მეთერთმეტე ს-ის პირველ ათწლეულში აიგო საქართველოს ყველა უდიდესი კათედრალი. პირველ რიგში

გვინდა ვახსენოთ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი. ტაძარი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს განასახიერებდა. თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით მას განსაკუთრებული

70

ადგილი უკავია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში. ტაძრის ჩრდილოეთის სარკმლის ქვემოთ წარწერაში აღნიშნულია «ოდეს განემტკიცა იატაკი ქორონიკონი იყო 223» (ეს საქართველოში

უძველესი ციფრებია). ქორონიკონი 223, 1003 წელი გამოდის. გეგმით ის საკმაოდ ახლოსაა ოშკის ტაძართან, თუმცა ბაგრატის ტაძრის ოსტატმა უფრო ხალვათი,

ვრცელი შიდა სივრცის მიღება

დაისახა მიზნად. ასევე დახვეწილი იყო შენობათა ფასადები. ორნამენტაციას აქაც განსაკუთრებული ტაქტითა და ზომიერებით იყენებდნენ. ტაძარი 1691 წელს საქართველოში

შემოჭრილმა თურქებმა ააფეთქეს. მისი რესტავრაცია მრავალი წელია მიმდინარეობს (არქიტექტორი  რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე).

ალავერდის ტაძარი მეთერთმეტე ს-ის პირველ მეოთხედშია აგებული. გეგმის მსგავსება ოშკისა და ბაგრატის ტაძართა გეგმასთან აქაც საგრძნობია (ალავერდის ტაძარი კახეთში, ალაზნის

ველზეა აგებული). ალავერდის ხუროთმოძღვარმა შექმნა გრანდიოზული შიდა სივრცე. გეგმის საფუძველი აქაც ტრიკონქია-სამაფსიდიანი ტაძარი. ოშკისა და ბაგრატის ტაძრებისაგან

ტაძრებისაგან განსხვავებით შიდა აფსიდების მომრგვალება გარედან სწორკუთხედშია ჩაწერილი. გუმბათის ყელი აქაც ოთხ მძლავრ ბურჯზეა დაყრდნობილი. თავისი სიმაღლით ეს ტაძარი

საქართველოში აგებულ ტაძართა შორის ყველაზე მაღალია და მისი სიმაღლე 50

მეტრს უახლოვდება. ფასადთა მოსართავად ოსტატი აქაც თაღებისა და პილასტების სისტემას მიმართავს.

აღმოსავლეთის ფასადი ამ დროისათვის ჩვეული ხუთთაღიანი მხატვრული გაფორმებითაა შემკული. ტაძარი გარედან და შიგნიდან ნასვრეტებიანი ტუფის შირიმის ფილებითაა მოპირკეთებული

(კახეთისათვის უცხოა კედლების გათლილი ფილებით მოპირკეთება).თავდაპირველად მას სამი მხრიდან სტოა გალერეა უვლიდა, ახლა მხოლოდ მისი დასავლეთი ნაწილია გადარჩენილი. გუმბათის

ყელი, რომელიც აგურითაა ნაგები, მეთხუთმეტე ს-ში, კახთა მეფე ალექსანდრესა და ანა დედოფლის მიერაა აღდგენილი. სავარაუდოა, რომ ალავერდის თავდაპირველი გუმბათის პროპორციები აქაც იქნა დაცული.

71

მესამე, საქართველოსთვის ასევე უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ნაგებობა სვეტიცხოვლის ტაძარია – ქრისტიანული საქართველოს უმთავრესი ცენტრი (ადრეულ ხანაში აქ აიგო პირველი ქრისტიანული

ხის ეკლესია, შემდეგ აქ, ვახტანგ გორგასლის დროს, ბაზილიკა იყო აგებული,

რომლის ფრაგმენტებიც დღეს სვეტიცხოვლის  ტაძარშია ჩართული). მეთერთმეტე ს-ში მელქისედეკ კათალიკოსმა

ვახტანგ გორგასლისეული დანგრეული ბაზილიკის ადგილზე ახალი გუმბათიანი ტაძრის შენება დაიწყო. ისტორიული საბუთების შეყერებით მშენებლობა 1010

წელს დაიწყო და 1029 წელს

დასრულდა. მისი ხუროთმოძღვარი არსაკიძე, აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილი წარწერის თანახმად, მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო.

ვახტანგ გორგასლის ბაზილიკის ფრაგმენტების გამოყენებამ გარკვეული კორექტივი შეიტანა ტაძრის გაგმის არჩევისას, რომელიც ძლიერაა დაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით.

აფსიდი მხოლოდ ერთია, აღმოსავლეთით. საფასადო მორთულობის საფუძველი აქაც დეკორატიული თაღებია. აღმოსავლეთის ფასადზე იგივე ხუთთაღიანი კომპოზიციაა. ფასადებზე თაღოვან

სისტემასთან ერთად დეკორატიული მორთულობა ზომიერადაა განაწილებული და ფასადთა აღმავალ ნაწილებზე გარკვეული დეკორაციული აქცენტებია დასმული. მეცამეტე ს-ის მიწურულში

თემურ-ლენგის შემოსევების დროს ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მთლიანად ჩაინგრა გუმბათის ყელი, დაზიანდა პატრონიკეთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ტაძარი აღდგენილ იქნა

მეთხუთმეტე ს-ის დასაწყისში, ალექსანდრე პირველის დროს. ამ დროს ტაძარი მთლიანად აღდგა. სწორედ ამ დროსაა აღდგენილი ტაძრის გუმბათის ყელი და დასავლეთის მკლავის

მნიშვნელოვანი ნაწილი.

იმავე მეთერთმეტე ს-ში აგებულ ტაძართა შორის არ შაიძლება არ ვახსენოთ სამთავროს საეპისკოპოსო ტაძარი და სამთავისი (პირველი იქვე მცხეთაშია აგებული მეთერთმეტე ს-ის პირველ

ნახევარში, მეორე ქართლშია, აგებულია 1010 წ. ). ორივე ტაძრის გეგმაში თავი იჩინა ახალმა ტენდენციამ ტაძრის გეგმის დამოკლებისა, რომელიც შემდეგ,

თამარის ეპოქის ძეგლთა

72

გეგმის დამახასიათებელ თვისებად იქცა. ორივე ტაძრის ფასადთა მოსართავად 

იმავე თაღოვან სისტემას იყენებენ (სამთავრის ტაძრის თავდაპირველი სახით მხოლოდ სამხრეთის ფასადია გადარჩენილი, ხოლო სამთავისის ტაძრის მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადმა მოაღწია ჩვენამდე). ორივე ტაძრის ფასადების დეკორატიული

მორთულობის შესრულება (შემორჩენილი ნაწილების მიხედვით) ბრწყინვალეა.

სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის სისტემა, ცენტრში აღმართული დიდი ქვითა და სარკმლის ქვემოთ

დიაგონალურად განლაგებული რომბებით შემდგომი პერიოდის, თამარის ეპოქის ძეგლთათვის მიღებულ ნორმად გადაიქცევამეთორმეტე ს-ის უმნიშვნელოვანესი კომპლექსია გელათის მონასტერი, რომელიც 1106 წელს  დააარსა დავით აღმაშენებელმა, ქუთაისის მახლობლად (დავით აღმაშენებელი ამ

მონასტერშია დაკრძალული). მონასტერი სასულიერო ცხოვრებასთან ერთად განათლებისა და მეცნიერების ცენტრიც იყო. აქ დაარსდა გალათის აკადემია.

მონასტერში მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. იმავე მეთორმეტე ს-შია აგებული აკადემიის შენობაც, სხვა ნაგებობები ცოტა გვიანდელია, წმინდა გიორგისა და

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები მეცამეტე ს-შია აგებული, სამრეკლოს ქვედა ნაწილი «წყარო» მეთორმეტე საუკუნისაა, ზედა ნაწილი კი   მეცამეტე ს-შია აგებული.

მთავარი ტაძარი მეთორმეტე საუკუნის პირველი ნახევრისაა. გეგმის დამოკლების ტენდენცია აქაც თვალსაჩინოა. გუმბათის ყელი ოთხი ბურჯის ნაცვლად, ორ ბურჯსა და აფსიდის მხრებს

ეყრდნობა. აღმოსავლეთის მხარეს ეკლესიის სამი შვერილი აფსიდი აქვს. სამი მხრიდან, ტაძარს, კარიბჭე აქვს მიშენებული (მათი აგება ალბათ თავიდანვე იყო ჩაფიქრებული).

გელათის ფასადები კარგად გათლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული და დეკორატიულ თაღთა რთული სისტემითაა გაფორმებული. ჩუქურთმა აქ საერთოდ არაა. მრნასტრის სხვა გარე ნაგებობების

გარე გაფორმებაში იგივე პრინციპია დაცული. გელათის აფსიდის კონქის მოზაიკა მეთორმეტე ს-საა. ტაძარი მთლიანადაა მოხატული. შემორჩენილი მხატვრობა სხვადასხვა დროსაა

შესრულებული, მეთორმეტე საუკუნიდან  მეჩვიდმეტე საუკუნის ჩათვლით.

73

 

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლებიმეათე -მეთორმეტე სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების სრული სურათის დასადგენად საჭიროა გავეცნოთ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო ანსამბლებს.

ასეთია დავით გარეჯა. დავით გარეჯელის

მიერ დაარსებული, იგი მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით,

უდაბურ ადგილას. მისი შენობები დიდ ტერიტორიაზეა გაფანტული. არსებითად,

აქ რამდენიმე მონასტერია - დავითის ლავრა, ბერთუბანი, უდაბნო,

ნათლისმცემელი, ჩიჩხიტუსი და სხვა. კლდეში

გამოკვეთილია რამდენიმე ასეული სენაკი, სატრაპეზო, ეკლესია-სამლოცველო.

ბევრი მათგანი მოხატულია და შემკულია მოჩუქურთმებული სენაკებით.

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებიდან გამორჩეულია შიო-მღვიმის ლავრა თავისი მშვენიერი ქვის კანკელებით.

 

საერო ნაგებობები 

მეათე -მეთორმეტე სს-ის საერო ნაგებობებიდან აღსანიშნავია გეგუთის ე.წ. ციხე-

დარბაზი, ქუთაისის მახლობლად. მისი ზოგი ნაწილი მეთორმეტე საუკუნეს მიეკუთვნება.

თავდაპირველად აქ ერთი ბუხრიანი ოთახი იყო - მეფის «სანადირო სახლი».

დიდი დარბაზი აგურითაა ნაშენი და თლილი ქვის მაღალ კვარცხლბეკზე დგას.

მისი შუა ნაწილი დიდი გუმბათით იყო

გადახურული. გუმბათის ოთხ მხარეს კი დარბაზს თითო ღრმა კამაროვანი უბე («ლივანი») ჰქონდა. მთლიანად დარბაზი დიდ ჯვრისებრ სივრცეს ქმნიდა, მისი სიგრძე-სიგანე 64X43 მ-ია,

სიმაღლე 20 მ. ეს აუდიენციების (საზეიმო მიღებათა) დარბაზი იყო. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ შიგნით მათი კედლები მოხატული იყო სხვადასხვა ისტორიული კომპოზიციით.

უმთავრესი სამეფო სასახლეები, რომლებიც ქუთაისში, თბილისში ისნის ტერიტორიაზე არსებობდნენ მეტეხის ეკლესიის გვერდით უფრო დიდი ზომების გახლდათ.

საქალაქო შენობების ნაშთები აღმოჩენილია დმანისის, სამშვილდის, რუსთავის ნაქალაქარებში, გუდარეხის ნამონასტრალში. მათი უმეტესობა დანგრეულია.

74

ეპოქის საერო ხუროთმოძღვრების საინტერესო ნიმუშია სვეტიცხოვლის ძველი კარიბჭე, რომელიც 1964-1966 წწ-ში გაიწმინდა და აღდგა თავდაპირველი სახით.

ეს მშვენიერი ნაგებობა -

დიდი შესასვლელი თაღით, მეორე სართულის თაღოვანივე სარკმლებით.

კედლის სვეტებითა და სკულპტურული დეკორით მელქისედეკ კათალიკოსის თაოსნობით აშენდა.

საინჟინრო ნაგებობებისაინჟინრო ნაგებობებიდან მნიშვნელოვანია ბესლეთის, დონდალოს, რკონის ხიდები მეთერთმეტე-მეთორმეტე სს-სა. დიდი ყურადღება ექცეოდა ციხესიმაგრეთა მშენებლობას.

სიმაგრეების განლაგება შემუშავებულ სისტემას ექვემდებარებოდა. ისინი იცავდნენ უმთავრეს გზებს, ხეობებს, ქალაქებს. ყოველი მათგანი საინჟინრო ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია. მათი მდებარეობა თითქმის ყოველთვის მიუვალ კლდეებზე იყო. ძნელი იყო ასეთ ადგილას მასალის მიზიდვაც და შენებაც.

საშენ მასალად

ხმარობდნენ წესიერი ფორმის, თუმცა არც მაინცდამაინც სუფთად გათლილ ქვას.

ამ ციხეთა მხატვრული ეფექტი უმეტესად ემყარება შენობის დაკავშირებას მთასთან, კლდესთან. ციხე

ისეა შეზრდილი მათთან , რომ ხშირად ძნელი გასარჩევიც კია ბუნებრივი კლდისა და კედლის მიჯნა. თვით კედლებიც მძლავრი და მონუმენტურია. ასეთებია ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, ციხე-

ქალაქი თმოგვი.

  

მეათე-მეთორმეტე საუკუნეების სახვითი ხელოვნება

სახვითი ხელოვნებამეთერთმეტე ს-დან საერო მწერლობის განვითარებასთან ერთად ჩნდება ინტერესი რეალურად გადმოცემული, სწორი პროპორციებისა და ნამდვილი მოცულობის მქონე ადამიანის ფიგურის

მიმართ. ისახება სკულპტურულობა. ამ თვალსაზრისით განვითარების მწვერვალს წარმოადგენს მეთერთმეტე ს-ის პირველი ნახევარი.

მეთერთმეტე ს-ის შემდეგ თეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე ინტერესი ქანდაკებისადმი ცხრება. რელიეფების რაოდენობა ეკლესიების ფასადებზე მკვეთრად კლებულობს.

75

ოქრომჭედლობაში კი (ხატებზე, წიგნის ყდებზე, ქვებზე) მეთორმეტე ს-დან პირველ პლანზე დეკორატიული ამოცანები გამოდის.

საფასადო სკულპტურის ყველაზე განვითარებული და მნიშვნელოვანი ნიმუშია მეთერთმეტე ს-ის დასაწყისის ნიკორწმინდის რელიეფები. ეს სიუჟეტიანი რელიეფები საღმრთო წერილის სხვადასხვა

სიმბოლურ სცენებს გვიხატავს (ფერისცვალება, მეორედ მოსვლა, ტახტზე მჯდომარე ქრისტე და სხვა). აქვეა ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებიც.

ფასადთა ფრონტებზე მოთავსებული

რელიეფები სრულიად ერწყმის ფასადთა საერთო დეკორატიულ სისტემას და ამავე დროს, განზოგადებულ საღვთისმეტყველო იდეასაც გადმოგვცემს - ქრისტეს დიდების იდეას. აქ ცხოველთა

ფიგურებსაც ვხვდებით. ზოგი მათგანი სიმბოლურ-ალეგორიული დანიშნულებისაა, ბევრი წარმოშობით უძველეს ხალხურ რწმენასთანაა დაკავშირებული.

შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში ორი საფეხური შეინიშნება.

თუ მანამდელ საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სირიისა და პალესტინის კულტურულ ცენტრებთან, ახლა

რაკი მათ წინანდელი მნიშვნელობა დაკარგეს, წინა პლანზე გამოდის საკუთრივ ბიზანტიურ ცენტრებთან ურთიერთობა და მისი საღვთისმეტყველო-ესთეტიკური პროგრამა გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ეკლესიათა მოხატულობის პირველ ნიმუშებზე. ამ პერიოდის კედლის მხატვრობა მკაცრად

მონუმენტურია. ჰარმონიულად ეთანხმება ინტერიერის ხუროთმოძღვრულ დანაწევრებას, იცვლება ფიგურის გადმოცემის ხასიათი, პროპორციები უფრო სწორია, მოძრაობა ნაკლებ მკვეთრი და

უფრო ბუნებრივი, სახეები ძლიერი და მეტყველია.

მეთერთმეტე სს-ის საქართველოში ფერწერის რამოდენიმე ადგილობრივი სკოლა შეიძლება გამოიყოს. მათ შორის პრინციპული იდეურ-სტილისტური განსხვავება არ არის, მაგრამ განსხვავებული

ნიშნები მაინც არსებობს. არსებობს როგორც «არისტოკრატიული» მხატვრობა,

ასევე ხალხური შემოქმედებაც, რომლის ნიმუშებიც მიმზიდველია თავისი უშუალო ექსპრესიულობით.

ერთი მნიშვნელოვანი სკოლათაგანი, რომლის ძეგლებიც განსაკუთრებით საზეიმო-მონუმენტური ხასიათისაა, ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბდა (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის

76

ფრესკები). სულ სხვანაირია თავისი ხასიათითა და განწყობილებით დავით-

გარეჯის მონასტრების მხატვრობა. აქ დიდი ადგილი უჭირავს დავით გარეჯელის ცხოვრების ორიგინალურ ციკლს.

საყოფაცხოვრებო ხასიათის თხრობას ასკეტური ცხოვრების სცენებში ერთგვარი საერო შეაქვს.

საინტერესო სამხატვრო სკოლა შემუშავდა სვანეთსა და რაჭაში. სვანეთის პატარა ერთნავიანი ეკლესიების მოხატულობას თავისებური იკონოგრაფია ახასიათებს.

ძალიან გავრცელებულია

წმინდა მხედრების - გიორგის, თევდორეს გამოსახულებები. მათ თითქმის ყველა ეკლესიაში ვხვდებით. შესრულების ხაზოვანი მანერა, ზომიერი ფერადოვნება,

სვანეთში განსაკუთრებით

მკაფიოდ ჩანს. სვანეთმა შემოგვინახა «მეფის მხატვრის თევდორეს» სახელი - მის მიერ შესრულებულია სამი დათარიღებული ძეგლი: იფარის « თარნგზელი» (1096

წ), კვირიკესა და ივლიტეს

ეკლესია კალაში (1112 წ), წმ. გიორგისა - ნაკიფარში. აქ შესაძლებელი ხდება თვით მხატვრის ევოლუციის დანახვა - იფარის მკაცრი მონუმენტური სტატიკური კომპოზიციიდან და ნახატიდან -

ნაკიფარის მეტ დინამიკურობასა და დეკორატიულობამდე. მეთორმეტე ს-ის I

ნახევარში სვანეთშივე მუშაობდა მხატვარი მიქაელ მაღლაკელი, რომელმაც 1140

წელს მოხატა

მაცხვარიშის ეკლესია. ყველაზე უფრო საინტერესო აქ ჯგუფური პორტრეტია -

სვანი ფეოდალების მიერ მეფე დემეტრე პირველისთვის ხმლის შებმა, რაც სიმბოლურად გამოხატავს მეფედ კურთხევას. მნიშვნელოვანია რაჭის სოფ.

ზემოკრიხის ეკლესიის მხატვრობა (მეთერთმეტე ს). აქ

საინტერეოს პორტრეტებია ადგილობრივი ფეოდალებისა.

საქართველოს გაერთიანების შემდეგ ხელმძღვანელ როლს ისაკუთრებს დედაქალაქისა და უმთავრესი ცენტრების სკოლები.

მეთერთმეტე ს-ის ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთი ყველაზე შესანიშნავი ძეგლთაგანია ატენის სიონის მოხატულობა, შესრულებული 60-იან წლებში. ყველაფერი - სცენების განლაგება

კედელ-კამარებზე, კომპოზიციური დახვეწილობა, არაჩვეულებრივად ელასტიკური, მეტყველი ნახატი, მდიდარი თუმცა თავშეკავებული კოლორიტი (მოცისფრო-ვერცხლისფერ-მომწვანო, შეხამებული

77

წითელ სოხანისფერთან და სხვა). საკვირველი შინაგანი ძალით აღბეჭდილი სახეები მოწმობს, რომ აქ საქმე გვაქვს დიდი ხელოვანის შემოქმედებასთან.

შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის ნამდვილი მუზეუმია გელათის დიდი ტაძარი. აქ შემორჩენილია მეთორმეტე ს-ის შესანიშნავი მოზაიკა, რომელიც საკურთხევლის კონქს

ამკობს (ღვთისმშობელი ყრმით და ორი ანგელოზი). მეთორმეტე ს-ის ფრესკებია დასავლეთის მინაშენში შვიდი მსაჯულის საეკლესიო კრების სცენებით.

 

 

 

 

 

ხელნაწერი წიგნები

შუა საუკუნეების ხანის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხელნაწერი წიგნების გაფორმებას, ფურცლის სამკაულებსა და მინიატურებს. ამ ხანამ დაგვიტოვა ამ დარგის

ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები. წიგნზე მაშინდელი დიდი მოთხოვნილება ქართული კულტურის მაღალი დონის უპირველესი მაჩვენებელია. უამრავი ქართული წიგნი მზადდებოდა, როგორც თვით

საქართველოს მიწა-წყალზე მდებარე მონასტრებში, ისე უცხოეთში არსებულ ქართულ მონასტრებში.

არსებობდა «მწერალთა» და მინიატურისტთა მთელი დინასტიები,

მოღვაწეობდნენ კალიგრაფიისა და ნახატის შესანიშნავი ოსტატები, რომელთა ნამუშევრები შუა საუკუნეების საუკეთესო

აღმოსავლურ და დასავლურ წიგნთა შორისაა მოსახსენებელი.

წინა ხანასთან შედარებით, ხელნაწერი წიგნის გაფორმება გარკვეულ ცვლილებას განიცდიდა. მეათე ს-ის მეორე ნახევრიდან ფურცლის გაფორმება მდიდრდება.

ხმარებაში შემოდის სინგური,

რაც იწვევს ნაწერი ტექსტის აფერადებას. ჩნდება და რაც დრო გადის უფრო ვრცელდება ორნამენტული თავსამკაულები და ბოლოსართები. საწყისი ასოები,

რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ფერით, დამუშავებით, ისე, რომ დისონანს არ ქმნიან მკაცრ ტექსტთან

მიმართებაში. დიდი ასოები ზოგჯერ ტექსტის შუაგულშიც გვხვდება და ალამაზებენ მას. ტექსტში შეჭრილია თვით მინიატურებიც.

78

ამ ეპოქის მორთული ხელნაწერები, სასულიერო შინაარსისაა. შემორჩენილია მხოლოდ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ხელნაწერი, ასტრონომიული ტრაქტატი მეთორმეტე ს-სა, რომელიც ზოდიაქოს

ნიშნებითაა დასურათებული.სასულიერო შინაარსის მრავალრიცხოვანი მორთული ხელნაწერებისაგან გამოირჩევა ე.წ. ალავერდის სახარება მეთერთმეტე ს-სა. ჯრუჭის მეორე ოთხთავი,

გელათის სახარება.

 

 

 

 

 

 

 

 

ატენის სიონის მოხატულობა

ატენის ტაძარში დაცულ ფრესკულ მხატვრობას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ხელოვნების ისტორიაში. ნათელია, რომ მისი მოხატულობა შესრულებული იყო მეთერთმეტე ს-ის მეორე ნახევარში,

ქართველ მეფეთა და მასთან ახლო მდგომ პირთა დაკვეთით. ატენის მოხატულობის პროგრამა მთლიანად მისდევს საქართველოს ტრადიციულ იკონოგრაფიას. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების

დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი და მთავარი ადგილი მისი ცხოვრების ამსახველი სცენების ვრცელ ციკლს უჭირავს. მხატვრობა დაზიანებულია დროისა და ხანისაგან და ზოგი ფრესკის

მხოლოდ ნაგლეჯებია შემორჩენილი. სცენები განლაგებული მოვლენათა ისტორიული თანამიმდევრობის მიხედვით. ავტორები მოხატულობას იმგვარად აგებენ, რომ სახარების ციკლი იკითხება,

როგორც გაგრძელება და თვით შემადგენელი ნაწილი ღვთისმშობლის ციკლისა.

ამის შედეგად ღვთისმშობლის თემა, რომელიც თითქოსდა იწყებს და ასრულებს კიდეც თხრობას, წამოწეულია

79

წინა პლანზე. მნახველი მოხატულობას გამუდმებულ მოძრაობაში აღიქვამს იმგვარად, რომ ტაძრის ერთ ნაწილში თანმიმდევრულად კითხულობს სცენათა ციკლს დასაწყისიდან

დასასრულამდე. ამის შემდეგ გადადის სხვა ნაწილში. მოხატულობის ამგვარი წაკითხვა  თითოეული არქიტექტურული ფორმის ერთგვარ დამოუკიდებლობის შთაბეჭდილებას ქმნის.

საკმაოდ უხვადაა გამოყენებული სხეულის ფორმის მოდელირებისა და პლასტიკური მოცულობის შთაბეჭდილების შემქმნელი გაღიაფერება,

მოხატულობის ძირითად ტონალობას არ ცვლის. მუქი

მოყავისფრო ოქროთი შესრულებული სახეები ასევე სათუთად არის მოდელირებული და გაღიავებული ოქროს და ხასხასა თეთრი ენერგიული მონასმებით. ახალგაზრდა სახეები ყირმიზით არის გაცხოველებული. ფიგურის კონტურის

გამოსახვისას სამოსის მკვეთრი ნაკეცების დაჯერებულად შემოხაზვა განსაზღვრავს ვაჟკაცური ძალისა და თავშეკავებული ექსპრესიის შთაბეჭდილებას.

ამ მხრივ საგულისხმოა, მთავარანგელოზ გაბრიელის გამოსახულება ხარების სცენაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარანგელოზის ფიგურა განყენებულ თეთრ ფონზე არის განფენილი, თანაც

მიწის ზოლის აღუნიშნავად, მისი ხაზი მძლავრია და მტკიცე.

შთამბეჭდავია რიტმული განმეორებებით გაძლიერებული მირიანისა და ელისაბედის ხელების მოძრაობა, თუმც ეს სცენა მშვიდ სათუთ ხაზოვან რიტმშია გადაწყვეტილი.

ცალკეულ სცენათა კომპოზიციების ჰარმონიულობა ზუსტად მიგნებული სახვითი აქცენტების თანაფარდობით განისაზღვრება. ასეთია იოსების სიზმარი.

სახეთა ტრადიციული იკონოგრაფიული ინდივიდუალიზაცია დამახასიათებელია ატენელი ოსტატისათვის. ასეთებია მთავარანგელოზები, რომლებსაც ჭაბუკური პირისახის ნატიფი ნაკვთები აქვს. ქართული

ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები და რამდენიმე მძიმე,

კლასიკური ხაზი თვალისა.

«გაღიაფერებითა» და «ათინათინებით» სათუთად და ცოცხლად ატენის სიონის სახეები გვაოცებენ თავიანთი ადამიანური იერით. თავისი იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნებით, შესრულების

80

ოსტატობით ატენის მოხატულობას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მეთერეთმეტე ს-ის ქართული მონუმენტური ფერწერის გამოჩენილ ნაწარმოებთა რიგში.

 

 

გელათის ფრესკული მხატვრობა 

ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები ამშვენებენ როგორც ღვთისმშობლის ტაძარს, ასევე წმინდა გიორგის ეკლესიებს.

გელათის მონასტერმა შემოგვინახა სხვადასხვა ეპოქის მეთორმეტე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნემდე) ქართული მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები.

დროდადრო ფრესკების

განახლება ხდებოდა როგორც ცენტრალურ ნაწილში, ისე მის ეგვტერებში. ზოგ შემთხვევაში ეს განახლება ფერწერის მოძველებული ნიმუშების ახლით

საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები

ქართველი ხალხის განვითარებაზე, მის ფსიქო-ემოციონალურ თვისებებსა თუ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო,

რომელშიც მას საუკუნეების მანძილზე უხდებოდა ცხოვრება. მისი მიწა-წყალი ატარებს იმ დიდი ცვლილებების კვალს, რასაც ჩვენი პლანეტა მილიონობით წლების განმავლობაში ატარებდა.

ერთ დროს კავკასიის მთელი ტერიტორია ზღვით იყო დაფარული სხვადასხვა გეოლოგიური მოვლენების შედეგად ხმელეთი რამდენჯერმე ამოიზარდა, იყო მძლავრი ვულკანური ამოფრქვევები, შემდეგ

მიწის ზედაპირი კვლავ ქვევით იწევდა და ტერიტორიის დიდ ნაწილს ისევ ზღვა იჭერდა. ამ, 28-30 მილიონი წლის წინ, მთათა წარმომქმნელმა ძალამ კვლავ ხმელეთი ამოსწია, კასპიის ზღვა

მოსწყდა შავ ზღვას და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა. ამ დროიდან იწყება საქართველოს ტერიტორიის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება.

ხსენებული პრცესი საქართველოს მიწა-

81

წყლის წარმოქმნისა მეტად ხატოვნადაა ერთ-ერთ ლექსში წარმოდგენილი: «ორ ზღვას შუა ოდითგანვე საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო» საქართველოს

ტერიტორია რომ უძველეს დროში წყლით იყო დაფარული და იგი ადგილს თანდათანობით უთმობდა ხმელეთს ისიც ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში სათაფლიის მღვიმის მახლობლად, 1933

წელს ცნობილმა მხარეთმცოდნემ პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა ადრინდელი გეოლოგიური ეპოქის (ქვედა ცარცის) გიგანტური ქვეწარმავლის დინოზავრის ნაკვალევი. დაახლოებით მილიონი წლის

წინათ საქართველოს ბუნებრივმა პირობებმა თითქმის ისეთივე სახე მიიღო,

როგორიც ამჟამად არის. ადრე შედარებით თბილი ჰავა იყო, მაგრამ როგორც ევროპაში, ისე აქაც დროდადრო

ადგილი ჰქონდა გამყინვარებას, როდესაც მაღალი მთიანი ადგილებიდან,

კერძოდ, კავკასიონის ქედიდან ბარისაკენ მოემართებოდა მყინვართა უზარმაზარი მასები, რასაც მოჰყვებოდა

აცივება და ბუნებრივი პირობების შეცვლა, მაგრამ აქ გამყინვარება ისეთი მასშტაბის მაინც არ ყოფილა, როგორც ალპებში ან ჩრდილოეთ ევროპაში.

საბოლოოდ, რამდენიმე ათეული ათსი წლის

წინ ჩამოყალიბდა საქართველოს ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო,

რომელშიაც ამჟამად უხდება ადამიანს ცხოვრება. საქარველოს ჩრდილოეთი ბუნებრივ საზღვარს მუდმივი მყინვარებითა

და მაღალი მწვერვალებით გვირგვინმოსილი კავკასიონის ცადაზიდული ქედი წარმოადგენს, სამხრეთით კი საკმაოდ ვრცლადაა გაშლილი მცირე კავკსიონის მთიანეთი. თვითონ კავკასიონიდან სამხრეთისაკენ რამლენიმე

შედარებით მცირე სიმაღლის ქედი ეშვება, რომელთაგან ლიხის, ანუ სურამის ქედი საქარველოს ორ ნაწილად5 დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ამ მთების მაღლობებზე

შესანიშნავი საზაფხულო საძოვრებია, უფრო ქვემოთ, მთის კალთები ხშირი ტყითაა დაფარული. მთა-გორიანი ადგილები თანდათან ზეგნებსა და დაბლობებში გადადის. ჩრდილოეთისა და

სამხრეთის მთათა მასივებს შორის მოქცეულია საქართველოს ბარი.

დასავლეთით კოლხეთის ბარი სამკუთხედის ფორმისაა, რომლის ფუძე შავი ზღვისკენაა მოქცეული. მისი ყველაზე დაბალი

82

ადგილი კოლხეთის დაბლობი ძველად გაუვალი ჭაობით იყო დაფარული აღმოსავლეთ საქართველოს ბარი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ესაა-შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის ბარი.

აქაც ეს დაბლობი ადგილები მაღლობებსა და ზეგნებში გადადის. აქ ჰავა დასავლეთ საქართელოსთან შედარებით მშრალია, ამიტომ სოფლის მეურნეობისათვის ხელოვნურ მორწყვას დიდი

მნიშვნელობა აქვს. საერთოდ საქართველოს ჰავა, ისევე როგორც რელიეფი,

მრავალფეროვნებით ხასიათდება. მაღალმთიან ადგილებში ჰავა მკაცრია,

დაბლობში კი თანდათან რბილდება.

ზეგნებსა და დაბლობებში ძირითადად ზომიერი ჰავა ბატონობს, თუმცა ადგილ-

ადგილ აქაც დიდიად განსხვავებული კლიმატური რაიონებია. მაგალითად,

შავიზღვისპირეთში ჰავა ნესტიანი და

სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან რბილი და ზოგან მშრალია, მაგრამ მის სმხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უდაბნოს ცხელი სუნთქვაც აღწევს. საქართველო უხვად

ირწყვება დიდი დი მცირე მდინარეებით. ისინი სათავეს იღებენ, როგორც კავკასიონის მთავარ ქედზე და მის განშტოებაზე, ისე სამხრეთის მთიანეთში.

საქართველოს მთავარ მდინარეებს

წარმოადგენენ მტკვარი, რიონი, ჭოროხი, ალაზანი და სხვ. ისინი უშუალოდ ზღვას უერთდებიან. ეს მდინარეები ძველ დროში სანაოსნოდაც იყო გამოყენებული. ამას ადასტურებს მითი

არგონავტთა ლაშქრობის შესახებ და ტიმ სევერინის მოგზაურობა. საქართველო მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით - მადნეულით, სათბობით, საშენი მასალით. მადნეულიდან

აღსანიშნავია, სპილენძი, რკინა, მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ აქ მეტალურგიის ადრევე წარმოქმნისა და განვითარებისათვის. საქართველოში ბევრია ქვის ისეთი ჯიშები, რომელთაგანაც განსაკუთრებით მოხერხებული იყო უმარტივესი იარაღის დამზადება

(კაჟი, ობსიდიანი და სხვ.) საერთოდ, საქართველოს ბუნებრივი პირობები უაღრესად ხელსაყრელი იყო აქ ადამიანის ძველთაგანვე დასახლებისა და მისი მრავლფეროვანი სამეურნეო

საქმიანობისათვის.

83

    საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნება. ქვეყანა გამოირჩევა ერთობ რთული რელიეფით. მისი ტერიტორიის თითქმის 2/3 მთაგორიანია.

ვერტიკალურად რესპუბლიკის ტერიტორია ვრცელდება შავი ზღვის დონიდან 5068,8 მ-მდე. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია5 კავკასიონის მთავარი ქედი,

მთიანეთშორისი ბარი, მესხეთის და

თრიალეთის ქედები (მცირე კავკასიონის მთიანეთის ნაწილი) და სამხრეთ კავკასიონის ვულკანური მთიანეთი. საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ კავკასიონის მთიან სისტემას

უჭირავს რესპუბლიკის ფართობის 1/2-ზე მეტი. საქართველოს კავკასიონის უმაღლესი მწვერვალებია შხარა (5058 მ.), მყინვარწვერი (ან ყაზბეგი, 5042 მ.),

რუსთაველის პიკი (4960 მ.),

თეთნულდი (4852 მ.) და უშბა (4710 მ.), ხოლო უმთავრესი უღელტეხილებია5

ქლუხორი (2782 მ.), ნაკრა (2202 მ.), ბეჩო (2700 მ.), ტვიბერი (3564 მ.), მამისონი (2892

მ.), როკი (2995

მ.) და ჯვარი (2279 მ.). მეურნეობის და განსახლების მთავარი არეალია ზემოაღნიშნულ ორ მთიან სისტემას შორის მოქცეული დადაბლებული ზონა და შავიზღვისპირა ზოლი. ბუნებრივი

პირობების მრავალფეროვნება წარმოქმნის ჰავის სიჭრელესაც. დასავლეთ საქართველოში ტენიანი სუბტროპიკული ჰავა ჭარბობს, აღმოსავლეთ საქართველოსთვის კი დამახასიათებელია

მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. საქართველოში ჩამოყალიბებულია ნაირგვარი ლანდშაფტები - დაწყებული ნახევრადუდაბნოსა და ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული

მარადთოვლიან-მყინვარებიანი (გლაციალურ-ნივალური) ლანდშაფტებით.

საქართველოს ტერიტორია საკმაოდ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვანახშირის,

მანგანუმის, ფერადი ლითონების და ზოგიერთი არალითონური მადნეულის საბადოები.

      საქართველოს შიგა წყლების დიდი რესურსები გააჩნია. ქვეყანაში სულ 25075

მდინარეა (საერთო სიგრძე 54768 კმ.), რომელთაგან მხოლოდ 16 მდინარეს აქვს 100-500 კმ-ის

84

სიგრძე. მდინარეები ეკუთვნის შავი ზღვის აუზს (დას. საქართველო) და კასპიის ზღვის აუზს (აღმ. საქართველო). საქართველოს უდიდესი მდინარეა მტკვარი,

რომლის დინების მხოლოდ შუა

წელი (400 კმ.) თავსდება რესპუბლიკის ფარგლებში. ყველაზე წყალუხვი მდინარეა რიონი (227 კმ.), რომელიც კალაპოტის გაწმენდის შემთხვევაში ქვემო წელში ვარგისია სანაოსნოდ.

საქართველოში 8,0-მდე ტბაა (საერთო ფართობი 170 კმ2), რომელთა შორის უდიდესია ფარავანი (სარკის ფართობი 2775 კმ2), ხოლო ყველაზე ღრმა - რიწა (სიღრმე არის 101 მ.). ქვეყანაში

12 წყალსაცავია (ჯამური ფართობი - 107 კმ2, წყლის მოცულობა - 274 მლნ. მ2).

საქართველოს კავკასიონზე 688 მყინვარია (ფართობი 50, კმ2, ე.ი. რესპუბლიკის ფართობის -77I), ჭაობებს

კი 225 ათასი ჰა უკავია. მდიდარი და მრავალფეროვანია საქართველოს ფლორა და ფაუნა. ქვეყანაში იზრდება 12260 სახეობის მცენარე (მათგან 500 სახეობა ენდემურია). რესპუბლიკის

ტერიტორიის 38,5 პროცენტი ტყითაა დაფარული. ალპური სარტყელი აქ 2400-2650

მ-დან 3000-3100 მ-დეა, ნივალური სარტყელი კი იწყება 3500-3700 მ-დან.

საქართველოში ცნობილია

ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების - 487

ამფიბიების - 117 თევზების - 1207 უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველო მდიდარია

მტკნარი მიწისქვეშა წყლების რესურსებით მათი ჯამური ბუნებრივი დებიტი შეადგენს 560 მ2/წმ. ქვეყანაში განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ხასიათდება სამკურნალო

მნიშვნელობის წყლები, რომელთა რაოდენობა 1400-ს აღწევს. რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნიკალურ თერმულ წყლებთან და სუსტად რადიაქტიულ წყაროებთან ერთად, საკმაოდ მრავლადაა

სამკურნალო ტალახის საბადოებიც.

საქართველო აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა, სადაც მცირემიწიანობის მიუხედავად (სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით რესპუბლიკის ტერიტორიის 17 პროცენტია საექსპლუატაციოდ ვარგისი)

განსაკუთრებით მდიდარი ტრადიციები გააჩნია მიწათმოქმედებას (მარცვლეულის მოყვანას, მევენახეობას, მეხილეობას, მებოსტნეობას). საქართველო ითვლება ვაზის კულტურის

85

სამშობლოდ და მევენახეობის კლასიკურ ქვეყნად. საქართველოში მეცხოველეობას ასევე დიდი ტრადიციები გააჩნია. ხალხური სელექციის გზით აქ შეიქმნა ცხვრის, ჭროხის, ცხენის, ღორის, თხის, ფუტკრის ადგილობრივი ჯიშები.

სსრკ-ს შემადგენლობაში ყოფნის ჟამს საქართველოს მრეწველობის დარგებს წარმოადგენდა ელექტროენერგეტიკა, სათბობის მრეწველობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და

ნავთობქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და ლითონდამუშავება, ხე-

ტყის მრეწველობა. 1979 წლისათვის საქართველოში რკინიგზის ტრანსპორტის საერთო სიგრჭე 1421 კმ-ს,

ხოლო საავტომობილო გზების სიგრჭე 2200 კმ-ს შეადგენდა. საქართველოს უმთავრესი საზღვაო პორტებია ფოთი, ბათუმი და სოხუმი.

 

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება

საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა კუთხეების ისტორიული სახელწოდებანი,

ლეონტი მროველისეულ ვერსიას თუ მივიღებთ მხედველობაში, თარგამოს-

ქართლოსის მემკვიდრეთაგან უნდა

იღებდეს სათავეს ისტორიული მოვლენების სწორი და თვალნათელი წარმოდგენისათვის უნდა ვიცოდეთ ამ მხარეების ანუ ქართული «ქვეყნების»

ადგილმდებარეობა და ისტორიული საზღვრები

დროდადრო მათი სახელწოდებები იცვლებოდა, საზღვრები უფრო ვრცელი ხდებოდა, ფართოვდებოდა, ზოგჯერ კი პირიქით, მცირდებოდა-ქვეყანა უფრო პატარა კუთხეებად იყოფოდა. საქართველოს

ცენტრალური მხარეა ქართლი. მისი სახელწოდებიდან მომდინარეობს ქართველი და საქართველო. ქართლი შედგებოდა ცალკეული ნაწილებისაგან-

შიდა, ქვემო და ზემო ქართლისაგან. შიდა

ქართლს დასავლეთით ლიხის ქედი საზღვრავდა, ჩრდილოეთით-კავკასიონის მთავარი ქედი, აღმოსავლეთით-მდ. არაგვი, სამხრეთით-თლიალეთის ქედი.

ქვემო ქართლი კი თრიალეთის ქედის სამხრეთით

მდებარეობდა ქედით იყო შემოსაზღვრული. ზემო ქართლი, ანუ მესხეთი აერთიანებდა მდ. მტკვრის შემოგარენს, მდინარის სათავიდან ტაშისკარამდე და ჭოროხის აუზს-სათავიდან

86

აჭარისწყლის ხეობამდე. მტკვრის ზემო წელზე მდებარეობს5 სამცხე, ჯავახეთი,

არტაანი, ერუშეთი და კოლა, ხოლო ჭოროხის ზემო წელზე-კლარჯეთი, შავშეთი,

ტაო, ოლთისი და სპერი.

საუკუნეთა მანძილზე საქართველოს საზღვრებში შემოდიოდა ბასიანის მხარეც (მდ. არაქსის ხეობის მიმდებარე ადგილები). ქართლს აღმოსავლეთით კახეთ-

ჰერეთი ესაზღვრებოდა. ადრე

კახეთი მდ. ივრისა და ალაზნის ზემოწელს მოიცავდა, ჰერეთი კი ამ მდინარეების შუა და ქვემო წელს. მეხუთე საუკუნიდან ეს ორი ქვეყანა ერთიანად კახეთად იწოდებოდა. იგი ქართლისაგან მდ. არაგვით იყო

გამოყოფილი. შემდეგი საზღვარი თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადიოდა მდ. მტკვარამდე. სამხრეთის საზღვრებიც ძირითადად მდ. მტკვარს მიჰყვებოდა.

აღმოსავლეთით კი კახეთის

საზღვარი ხშირად იცვლებოდა. დღევანდელი აზერბაიჯანის ბელქანის,

ზაქათალის, კახის რაიონები ისტორიულ კახეთის ფარგლებში შემოდიოდა,

მაგრამ მეშვიდე -მერვე საუკუნეების

ძნელბედობის დროს აქ ჩამოსახლდნენ დაღესტნელი მთიელები და ეს ძირძველი ქართული მხარე (გვიანდელი საინგილო) მოსწყდა დედა სამშობლოს. დასავლეთ საქართველო უძველეს ხანაში

ეგრისად მოიხსენიება. მეთერთმეტე-მეცამეტე სს-ში საქართველოს ამ მხარეს ლიხთ იმერეთი დაერქვა. იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილს ეწოდა, რომელიც ლიხის ქედსა და

მდ. ცხენისწყალს, რაჭის ქედსა და მესხეთის ქედს შორის იყო მოქცეული.

ცხენისწყლის დასავლეთით ანაკოფიამდე ოდიში, ანუ სამეგრელო მდებარეობდა.

ანაკოფიის (დღევანდელი ახალი

ათონის) ჩრდილო-დასავლეთი კი აფხაზეთს ეკავა მერვე ს. დასაწყისში სამხრეთ-

დასავლეთის საზღვარმა მდ. ენგურამდე გადმოიწია და ისტორიული სამურზაყანოც მოიცვა დღევანდელი

გალის რაიონის ტერიტორია. სამხრეთით, მდ. რიონსა, მესხეთის ქედსა და შავ ზღვას შორის გურია მდებარეობს. უკიდურეს სამხრეთ დასავლეთით კი აჭარა და ლაზეთი ანუ ჭანეთი. შიდა

ქართლის მთიანი ნაწილის-კავკასიონის მიუვალი ხეობებში განფენილი იყო დვალეთი, მთიულეთი და ხევი, ხოლო კახეთის მთიანეთის ხეობებში-თუშ-ფშავ-

ხევსურეთი ადრე ფხოვის სახელით იყო

87

ცნობილი. დასავლეთ საქართველოს მთიანეთი სვანეთს, ლეჩხუმსა და რაჭას უკავია. თავდაპირველად რაჭა და ლეჩხუმი ერთ ქვეყნად იყო გაერთიანებული და თაკვერი ერქვა.

ეთნოგრაფიული საქართველო

«ნათესავით მხნენი»

      საქართველოს უნიკალური ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა და კულტურულ-

ყოფითი თავისებურება გააჩნია. ის წარმოადგენს თავისებურ ისტორიულ-

ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

      ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე სხვა ერების კულტურათა ზეგავლენაც განიცადა, რამაც საკმაოდ ღრმა კვალი დაამჩნია მათ წეს-

ჩვეულებებს და ზნეობას, მაგრამ

«ძირითადი მათთვის არის ძველი ტრადიციული ყოფა, საკუთარი წესი ცხოვრებისა, რომელიც ახლაც არ გაუგდიათ ხელიდან... ამიტომ სადაც არ უნდა წავიდნენ ისინი, ყველა გამოარჩევს ქართველს. ერთ ქართველს რომ გადაუღოთ

ფოტოსურათი, ამით მთელ ქართველობაზე შეიძლება შეექმნას კაცს წარმოდგენა,

მთელი ერის სურათი დაიხატება».

      როგორც სხარტად შენიშნავდა თავის დროზე რჯულმდებელი მეფე ვახტანგ მეოთხე «... ქართველთა წესნი და ქცევანი სხვა რამე არს და არა მიჰგავს სხვათა ქუეყანისა რიგთა და

ქცეულებათა, სხვა არს დიდებული და თავადი, სხვა არს სისხლი და სიკუდილი,

სხვა არს ღალატი და უკადრისი».

      »საქართველო თავისი ძირითადი ეთნოგრაფიული მახასიათებლებით უდავოდ განეკუთვნება ცივილიზებული სამყაროს მოწინავე და მრავალმხრივ საინტერესო ქვეყნების თანრიგს. მისი

თითოეული დიდი თუ პატარა პროვინცია თავისი ორიგინალური კულტურულ-

ყოფითი იერსახით გამოირჩევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი -

განუმეორებელი კუთხური თავისებურებებით, რაც ერთ მთლიანობაში,

განაპირობებს კიდეც სრულიად საქართველოს განსაცვიფრებელ ეთნოგრაფიულ მოზაიკურობას და არაჩვეულებრივ მიმზიდველობას. ვფიქრობთ, ოდნავადაც არ გადავაძარბებთ თუ ვიტყვით, რომ

88

ყოფითი კულტურის განვითარების საერთო დონით, ეროვნული ტრადიციების იშვიათი სინატიფით და ე.წ. კუთხურობის ფენომენალური ფორმებით ქართველი ხალხი ტოლს არ უდებს მსოფლიოს ეთნოკულტურულ

ელიტაში შემავალ ისეთ დიდ ერებსაც კი, როგორებიცაა მაგალითად, ბერძნები,

ინდუსები ან ჩინელები».

      მართლაც, თუ ჩვენ თვალს შევავლებთ საუკუნეების მანძილზე ტერიტორიულად შეკვეცილი საქართველოს აწინდელ ისტორიულ-

ეთნოგრაფიულ რუკას, უმალ დავრწმუნდებით იმაში, რომ

საქართველო წარმოადგენს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების უნიკალურ შენაზავს, სადაც «თითოეულ მხარეს «თავისი ისტორია» აქვს. ზოგადისა და საერთოს გვერდით თითოეულ

მათგანს დანარჩენთაგან განსხვავებული ისტორიული განვითარების თავისებურებანიც გააჩნია».

      ამასთან, მრავალრიცხოვან კუთხეებად დაყოფის მიუხედავად «...

ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ეთნოგრაფიული მთლიანობა თავისი ქვეყნისა», რაც თავისთავად, მათი ეთნიკური

თვითშეგნების ჯეროვანი სიმტკიცის თვალსაჩინო მოწმობაა. ფაქტია, რომ «საქართველოს ესა თუ ის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ქართველი ხალხის ამა თუ იმ ეთნოტერიტორიული ჯგუფის ოდინდელ და თანამედროვე სამკვიდრებელს წარმოადგენს. ასეთ ეთნოტერიტორიულ ჯგუფებად კი გვევლინებიან: ქართლელები, კახელები, ქიზიყელები,

ინგილოები, მესხები, ჯავახები, თუშები, ხევსურები, ფშავლები, მოხევეები,

მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოელები, ქსნელები, მეგრელები, სვანები,

იმერლები, რაძველები, ლეჩხუმლები,

გურულები, აძარლები, ქობულეთლები (ან ქობულელნი), იმერხევლები (

ოდინდელი შავშები), ნიგალელები (ან ლივანელები ოდინდელი კლარჯები),

ძანები (ან ლაზები) და ფერეიდნელები, რომელნიც

განსახლებულნი არიან შესაბამისად: ქართლში, კახეთში, ქიზიყში, სამცხეში,

ჯავახეთში, ხევსურეთში, ფშავში, ხევში, მთიულეთში, გუდამაყარში და სხვა კუთხეებში». «ხოლო კაცნი და

ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი (აქ «ქართველებში» ქართლელები იგულისხმებიან გ.გ.), არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი,

ტანოვანნი, მხნენი, შემმართებელნი,

89

შუენიერნი, ცოდნა-ხელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო,

არღარა. სარწმუნოებით იყვნენ... სრულიად ქრისტეანენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის

კათალიკოზისანი, ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მოჰმადიანნი, და გლეხნი ქრისტეანენი, არამედ კლარჯეთს გლეხნიცა უმეტესნი მოჰმადიანნი;

გარნა ვინანიცა არიან

ქრისტეანენი, იგინიცა უმწყსელნი არიან, ვინაითგან არღარა რაისა მორჩილებენ ქართლის კათალიკოზსა, და ბერძენთა არა სცალს მათთვს. ამისთვს უეფისკოპოზონი და უხუცონი არიან, თვნიერ

რომელნიმე ქართლს იკურთხიან. ენა საკუთრად აქუსთ იგივე ქართული. გარნა წარჩინებულნი ნადიმთა და კრებულთა შინა უბნობენ აწ თათრულსა და თვსთა სახლებთა ანუ ურთიერთის

მეგობრობათა შინა იტყვან ქართულსავე. სამოსლით მოსილნი არიან წარჩინებულნი და მოჰმადიანნი ვითარცა ოსმალნი, და ქრისტეანენი ვითარცა ბერძენნი, ხოლო ჯავახეთისანი და ვიეთნიმე

მესხნიცა, ვითარცა თრიალელნი და გულისხმა ჰყავ ეგრეთვე ქალნიცა მათნი».

  ჭანეთის მოსახლეობაზე(ლაზები) ვახუშტი წერს: «... კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად

მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე».კახელების ვახუშტისეული დახასიათება ასეთია: «... ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა (ე.ი. ქართლელთა, გ.გ) ზნითა, ჩუეულებით და ქცევით,

არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი,

დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი,

მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი». «ქიზიყელები

ამაყი ხალხია. ცოტაოდენს წყენასაც არავის არ დაუთმობენ და არავის ადვილად არ დაებრიყვებიან. დამოუკიდებლობა მათ ძლიერ უყვართ. სიტყვა-პასუხში,

სიარულსა და მიხვრა-მოხვრაში

ქიზიყელებს აშკარად ეტყობათ, რომ ბატონ-ყმობის უღელი კისერზე არა სდგომიათ და არ დაუჩაგრავს... როცა კარგად დააკვირდები, დარწმუნდები, რომ ესენი ნიჭიერი ხალხია». »ფიზიკურად

90

ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა.

სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი.

საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი

თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია.

ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება,

შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია.

ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი,

ენაწყლიანი და მოლექსე. მას

ეხერხება ლექსის «კაფიად» თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ.

ფშაველი ქალი თამამია,

მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს «ჩემს ძმას»: «ვაჰმე, ჩემო ძმაო=.» ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ

თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...».  »... რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია.

აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს; ქალებიც მონაწილეობას იღებენ ყველა შრომაში... არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამ გვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაძაში. თვით მათი

აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეძიანნი და ძარღვიანნი არიან. იმათი ტანსაცმელი დიდად არ

განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან, მხოლოდ ზოგს მათგანს ხშირად ზურგზე დააქვს ცხვრის გუდა ან ხბოს ტყავის ხალთა, რის გამოც ვაკელები (ქვემო იმერლები) რაჭველებს

91

დასცინიან... რაძველები მძიმე ხალხია, იმათ აკლიათ თავისი საკუთრების ღირსების გრძნობა, თავიანთი თავის იმედი, რომელიც ძვირფასი რამ არის ხალხისათვის. არ არის საქები ის კვეხნა და

ტრაბახი, რომელიც ზოგიერთმა კახელებმა და იმერლებმა იციან; მეორეს მხრით,

არც თავის დამცირება და თავისი პატივის მოკლება ვარგა, როგორც რაძველებს სჩვევიათ. ერთს გურულს

გლეხსა ჰკითხეს: «აზნაური ხარ, თუ ყაზახიო0 (იმერეთში გლეხებს ყაზახს ეძახიან)

და იმან თავმომწონედ უპასუხა: «კაი კი ვარ, კილავ, და რას ჩივი შენ, აზნაური ვარ,

თუ არაო ამ

გვარს პასუხს ვერასოდეს ვერ გაიგონებდი რაძველი გლეხისაგან წინათ».»...

გურული სადგომად იშენებს ფიცრის სახლს, ანუ ოდას... ტანისამოსად გურული იცვამს ჩოხასა და თავზე იხვევს

ყაბალახსა; ჩოხის მაგივრად კიდევ ხმარობენ გურიაში მოკლე კოხტა გადასაცმელს წელამდე - «ძონიას», რომელიც ძლიერ ჰშვენის გურულებს...

გურული კაცი მეტად ჩქარია ლაპარაკში,

მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა, სწრაფად მოსდის გული, მაგრამ ჩქარავე მშვიდდება. სიმარჯვე და გულადობა გურულისა ნაქებია. გურულები

ნიძიერნი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ...». «მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით

განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი,

მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ.

იმათ ეს საღმრთო ენად

მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება... შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან,

ვიდრე სხვა ქართველებში...

მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით... გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან:

92

კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა

ნიძიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამძრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან... თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა...

«.   »ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ... სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური...

სვანი ადვილად საცნობია. იგი

არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ...

პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით

წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი

იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს, სვანს ტანისამოსზე

უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ (ე.ი. მთიელ, გ.გ.) ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს... როგორც

სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის

მეტი მხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს... თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ

არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო... უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა...».  »... თუმცა რამდენიმე საუკუნეა გავლილი

მას შემდეგ, რაც მესხნი საქართველოს განშორებულნი იყვნენ, მაგრამ აქამდე ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ქართველებისაგან არც ხასიათით, არც ზნეობითა და ჩვეულებით და არც შინაური ყოფა-ცხოვრებით... საზოგადოდ

93

ხალხი მეტად შრომის მოყვარულია... ქონებით მესხნი შემძლებელი ხალხია.

ოჯახობა და სახლ-კარი ლაზათიანად და ფაქიზად აქვთ მოწყობილი. უცხო კაცს უკვირს და მოსწონს იმათი

სიფაქიზე და სისუფთავე... კეთილს ცხოვრებას აქ უფრო შეჩვეულია ხალხი, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში..». «...აჭარლები აგებულებითა, ენითა და ჩვეულებით ნამდვილი ქართველები არიან

დღევანდლამდე... აძარელი გურულივით მარდია, მხნე და გამბედავი, თოფ-

იარაღი ძლიერ უყვარს და მეტად მარჯვე მსროლელიც არის. ამას გარდა,

საუკეთესო ზნეობითი თვისებანი აძარლების

არის: მოხუცებულის პატივისცემა, სტუმრის მიგებება, ღირსეულად თავის დაძერა,

ზრდილობა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი გამრჯეობა.

მთელი დღე კაცი მინდორში

შეუწყვეტლად მუშაობს, დედაკაცი - სახლობაში. ყმაწვილი რა წამს მოჩიტდება,

მაშინვე მწყემსად გადის და მთელს დროს ტყეში ატარებს».დასავლეთ საქართველოს მკვიდრთაგან

ვახუშტი ჭალზე თბილ სტრიქონებს უჭღვნის იმერლებს5 «ხოლო კაცნი და ქალნი,

ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთვე იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა,

ვინაითგან გლეხთაცა

შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი;

ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა; ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი,

მსუბუქნი, ფიცხნი, ბრჭოლასა

შემმართებელნი და ჭლიერნი, და არა სულგრჭელნი მას შინა და სხუათა შინაცა,

უხუნი და მომხუეჭნი, დღეისის მჭიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი,

მომღერალ-მგალობელნი

და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემჭინებელნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ

უცქვტესად მოუბარნი...»

 

 »თავიანთი ფიზიკური აღნაგობით მოხევეები საშუალო ტანისა არიან. სხეულის სიმკვრივესთან ერთად მათ ახასიათებთ ფიზიკური ჯანმრთელობა და მოქნილობა. ტიპიური მოხევე სახით უფრო

94

პირმრგვალია, აქვს სახის სწორი მოხაზულობა და შავგვრემანი ფერი. ფიზიკურ სისაღესთან მოხევე გულადია, მოსაქმე, მარდი და გამბედავი... მოხევე თავისი ენის მოსიყვარულეა.

მიუხედავად იმისა, რომ მას მძიდრო ეკონომიურ-კულტურული კავშირი აქვს კავკავთან (ვლადიკავკაზთან, გ.გ.) და სხვა უცხო ქალაქებთან, ის მშობლიურ ენას არ ივიწყებს. ენის სიწმინდის შერყვნა მოხევეს

სამარცხვინოდ მიაჩნია. მოხევეები მეტყველებენ დინჯად და გარკვევით.

გონებამახვილობასთან მათ ახასიათებთ ნათელიაზროვნება და სწრაფი მოფიქრება. საუბრის დროს მოხეურად

უქცევენ».  »ფიზიკური აღნაგობით მთიულები საშუალო ტანისანი არიან, მათ ახასიათებს სხეულის სიმკვრივესთან სახის ლამაზი მოყვანილობა. შეიძლება ითქვას, რომ მათში დღემდე

დაცულა ქართულ სილამაზის ტიპიური იერი. მეტყველებენ წმინდა ქართული ენით, დინჯად და გარკვევით... ზნეობრივად მოსახლეობა საკმაო სიმაღლეზე სდგას. ყაჩაღობა, ქურდობა და

მკვლელობა აქ იშვიათი შემთხვევაა. სტუმართმოყვარეობისა და პურმარილის ადათებს ჯერ კიდევ მტკიცედ მისდევენ».

 

   »ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე.

ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეძიანი და კუნთებმაგარი. სახით ის შავგვრემანია და პირმრგვალი.

ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და შავი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების

დასაცავად თავგანწირვამდის მიდის. გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. უცხოსთან ხევსური

ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს.

ამასთანავე ხევსური ფრთხილია და იძვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა,

მაგრამ დანდობილს

ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს.

ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული

95

გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს».»ფიზიკურად თუშები მაგარი და ჯანმრთელი ხალხია... თუშის ტიპი ქართულია. მას აქვს სახის სწორი მოყვანილობა, ფერით შავგვრემანია და ტანით საშვალ სიმაღლისა. მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია; იგი მტერს მტრულად უხვდება და მოყვარეს მოყვრულად. საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში თუში ზრდილი და თავაზიანია. მას უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეძა. თუში ამასთანავე მომძირნეა, დროსა და ადგილას

ანგარიშიანიც; ის აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია,

მოქმედებაში მარდი. თუშები მეტყველებენ წმინდა ქართულით, მხოლოდ ჩაღმის ზოგიერთ სოფლებში, ომალოსა და შენაქოში დღესაც დაცულია ქართული ენის თუშური თქმა, ზოგიერთ ბგერების და სიტყვების თავისებური გამოთქმით».

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

96