G-PAC-ის სიახლეები 5

8
კრიტიკა გადაჭრის გზებთან ერთად: რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლა გამოცემა - ნოემბერი , 2012 ამ პუბლიკაციის გამოცემა ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. პუბლიკაცია არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს კრიტიკა გადაჭრის გზებთან ერთად: რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლა 1 არასამთავრობო ორგა- ნიზაციები საპარლამ- ენტო არჩევნებისთვის დემოკრატიულ პროცე- სებს აძლიერებენ 2 უმუშევრობის პრობლე- მის მოსაგვარებლად არასამთავრობო სექტორის უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო 3 არასამთავრობო ორგანი- ზაციების ძალისხმევით ჯანდაცვის რეფორმა გა- დაიხედება პრიორიტე- ტების შეთავაზება ჯანდაცვის სექტორის გასაუმჯობესებლად 4 სამოქალაქო საზოგა- დოება ხელს უწყობს კორპორაციულ ანგა- რიშვალდებულებას 5 ამ გამოცემაში: G-PAC სიახლეები ფრონ ნაზი ახლანდელმა არჩევნებმა აჩვენა ქართველი მოქალაქეების უნარი, ერთად შეიკრიბონ და ცვლილებაზე მოახდინონ გავლენა. მოქალაქეებმა პატიმართა წამების წინააღმდეგ დემონსტრაციები გამართეს, რამაც სოციალური სამართლიანობის საჯარო მოთხოვნას ხმა აუმაღლა. დემონსტრაციების შემდეგ, მოქალაქეებმა გამოამჟღავნეს ძირითადი სამოქალაქო უფლებები, ხმის მიცემის უფლება და ზუსტი მესიჯი გაუგზავნეს მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სამართალი და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა ქართული საზოგადოების მთავარი პრინციპებია. ახალმა მთავრობამ საზოგადოებას უპასუხა არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების, ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენ- ლებთან კონტაქტზე გასვლით. ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი არასამ- თავრობო ორგანიზაციებისვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. მაშინ როდესაც საქართველოში მთავარი სოციალური საკითხები იგივე რჩება (მაგ. ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკური განვითარება, სოფ- ლის მეურნეობა და დემოკრატიული მმართველობა) ცვლილების შესაძლებლობა იზრდება. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალი წლის მანძილზე ქართულ საზო- გადოებაში არსებულ ძირითად საკითხებზე მუშაობდა, რამაც ისინი შესაბამის სფეროებში ექსპერტებად ჩამოაყალიბა. ამგვარად, ორივე, საზოგადება და ახალი მთავრობა არასამ- თავრობო სექტორს ელოდება, რათა სოცი- ალური საკითხების პრიორიტეტებად გამოყოფაში დაეხმაროს და მათ გადასაჭრელად კონკრეტული სტრატეგია შესთავაზოს. რომ გაგვეგო თუ რის გაკეთებას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად და განგვე- საზღვრა როგორ შეიძლება მათი დახმარება ადვოკატირების კამპანიების განხორციელებაში, EWMI G-PAC-მა არასამთავრობო ორგანიზაცი- ებთან და სტურენტებთან დისკუსიები ჩაატარა მთელი საქართველოს ფარგლებში. როდესაც მონაწილეებმა გააცნობიერეს რომ ძირითადი სოციალური საკითხები იგივე რჩება, შეთანხმდნენ რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს გადაჭრის გზების განსავითარებლად. ახალმა მთავრობამ არასამთავრობო ორგანი- ზაციებს გაუხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, მმართველი სისტემის და მთავარი პოლიტიკის შეცვლაში. ეს არის შანსი არასამთავრო ორგანიზაციებისთვის, აჩვენოს მთავრობას, რომ ისინი შეიძლება იყვენენ გადამწყვეტი პარტნი- ორები ქვეყნის განვითარებაში, და ასევე დაუმტკიცონ საზოგადოებას რომ არ არიან გრანტიჭამიები“. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცი- ებისთვის რისკისა და შესაძლებლობების მომენტი. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ მოახერხებენ საზოგადოების დამოკი- დებულების მთავრობამდე ეფექტიანად მიტანას, შემცირდება საზოგადოების ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, როგორც ცვლილების ფაქტორი. მეორეს მხრივ, მთავრობასთან კარგი ურთიერთობა გააუმჯო- ბესებს არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯს. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანი- ზაციებმა უნდა დააბალანსონ მთავრობასთან პარტნირობასა, დამოუკიდებლობასა და მაკონტროლებელ სტატუსს შორის სხვაობა. არსებითია, რომ არასამთავრობო ორგანი- ზაციების როლი ჩამოყალიბდეს, როგორც კრიტიკული, მიუხედავად ამისა კრიტიკა გადაჭრის გზების პოვნის გარეშე პრობლემას ვერ გადაჭრის. EWMI G-PAC-ის სიახლეების ეს გამოცემა ეძებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებს რომლებიც განსაზღვრავენ პრობ- ლემას და გადაჭრის გზებს უზრუნველყოფენ. ჩვენ საზოგადოების ინტერესების დაცვა Advocacy სამოქალაქო პასუხისმგებლობა Civic Responsibility გაგრძელება VIII გვერდზე ფრონ ნაზი, მისიის ხელმძღვანელი, 2012 წლის ოქტომბერს, თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტს განიხილვას.

description

ამ გამოცემაში: 1. კრიტიკა გადაჭრის გზებთან ერთად:რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლა; 2. არასამთავრობო ორგა-ნიზაციები საპარლამენტო არჩევნებისთვის დემოკრატიულ პროცესებს აძლიერებენ; 3. უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო სექტორის უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო; 4. არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით ჯანდაცვის რეფორმა გადაიხედება პრიორიტეტების შეთავაზება ჯანდაცვის სექტორის გასაუმჯობესებლად; 5. სამოქალაქო საზოგა-დოება ხელს უწყობს კორპორაციულ ანგა-რიშვალდებულებას

Transcript of G-PAC-ის სიახლეები 5

Page 1: G-PAC-ის სიახლეები 5

კრიტიკა გადაჭრის გზებთან ერთად: რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლა

გამოცემა - 5· ნოემბერი , 2012

ამ პუბლიკაციის გამოცემა

ამერიკელი ხალხის

გულისხმიერების შედეგად,

USAID-ის დახმარებით გახდა

შესაძლებელი. პუბლიკაცია არ

გამოხატავს USAID-ის ან

ამერიკის შეერთებული

შტატების მთავრობის

შეხედულებებს

კრიტიკა გადაჭრის

გზებთან ერთად:

რა უნდა გააკეთონ

არასამთავრობო

ორგანიზაციებმა ახლა

1

არასამთავრობო ორგა-

ნიზაციები საპარლამ-

ენტო არჩევნებისთვის

დემოკრატიულ პროცე-

სებს აძლიერებენ

2

უმუშევრობის პრობლე-

მის მოსაგვარებლად

არასამთავრობო

სექტორის უფრო მეტი

ჩართულობაა საჭირო

3

არასამთავრობო ორგანი-

ზაციების ძალისხმევით

ჯანდაცვის რეფორმა გა-

დაიხედება პრიორიტე-

ტების შეთავაზება

ჯანდაცვის სექტორის

გასაუმჯობესებლად

4

სამოქალაქო საზოგა-

დოება ხელს უწყობს

კორპორაციულ ანგა-

რიშვალდებულებას

5

ამ გამოცემაში:

G-PAC სიახლეები

ფრონ ნაზი

ახლანდელმა არჩევნებმა აჩვენა ქართველი

მოქალაქეების უნარი, ერთად შეიკრიბონ

და ცვლილებაზე მოახდინონ გავლენა.

მოქალაქეებმა პატიმართა წამების

წინააღმდეგ დემონსტრაციები გამართეს,

რამაც სოციალური სამართლიანობის

საჯარო მოთხოვნას ხმა აუმაღლა.

დემონსტრაციების შემდეგ, მოქალაქეებმა

გამოამჟღავნეს ძირითადი სამოქალაქო

უფლებები, ხმის მიცემის უფლება და

ზუსტი მესიჯი გაუგზავნეს მთავრობას და

არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ

სამართალი და ანგარიშვალდებულების

უზრუნველყოფა ქართული საზოგადოების

მთავარი პრინციპებია. ახალმა მთავრობამ

საზოგადოებას უპასუხა არასამთავრობო

და ანალიტიკური ორგანიზაციების,

ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენ-

ლებთან კონტაქტზე გასვლით.

ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი არასამ-

თავრობო ორგანიზაციებისვის უნიკალურ

შესაძლებლობას წარმოადგენს. მაშინ როდესაც

საქართველოში მთავარი სოციალური

საკითხები იგივე რჩება (მაგ. ჯანდაცვა,

განათლება, ეკონომიკური განვითარება, სოფ-

ლის მეურნეობა და დემოკრატიული

მმართველობა) ცვლილების შესაძლებლობა

იზრდება. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია

მრავალი წლის მანძილზე ქართულ საზო-

გადოებაში არსებულ ძირითად საკითხებზე

მუშაობდა, რამაც ისინი შესაბამის სფეროებში

ექსპერტებად ჩამოაყალიბა. ამგვარად, ორივე,

საზოგადება და ახალი მთავრობა არასამ-

თავრობო სექტორს ელოდება, რათა სოცი-

ალური საკითხების პრიორიტეტებად

გამოყოფაში დაეხმაროს და მათ გადასაჭრელად

კონკრეტული სტრატეგია შესთავაზოს.

რომ გაგვეგო თუ რის გაკეთებას გეგმავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი

შესაძლებლობების გამოსაყენებლად და განგვე-

საზღვრა როგორ შეიძლება მათი დახმარება

ადვოკატირების კამპანიების განხორციელებაში,

EWMI G-PAC-მა არასამთავრობო ორგანიზაცი-

ებთან და სტურენტებთან დისკუსიები ჩაატარა

მთელი საქართველოს ფარგლებში. როდესაც

მონაწილეებმა გააცნობიერეს რომ ძირითადი

სოციალური საკითხები იგივე რჩება,

შეთანხმდნენ რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს

გადაჭრის გზების განსავითარებლად.

ახალმა მთავრობამ არასამთავრობო ორგანი-

ზაციებს გაუხსნა შესაძლებლობების ფანჯარა,

მმართველი სისტემის და მთავარი პოლიტიკის

შეცვლაში. ეს არის შანსი არასამთავრო

ორგანიზაციებისთვის, აჩვენოს მთავრობას, რომ

ისინი შეიძლება იყვენენ გადამწყვეტი პარტნი-

ორები ქვეყნის განვითარებაში, და ასევე

დაუმტკიცონ საზოგადოებას რომ არ არიან

„გრანტიჭამიები“.

ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცი-

ებისთვის რისკისა და შესაძლებლობების

მომენტი. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები

ვერ მოახერხებენ საზოგადოების დამოკი-

დებულების მთავრობამდე ეფექტიანად

მიტანას, შემცირდება საზოგადოების ნდობა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ,

როგორც ცვლილების ფაქტორი. მეორეს მხრივ,

მთავრობასთან კარგი ურთიერთობა გააუმჯო-

ბესებს არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯს.

ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანი-

ზაციებმა უნდა დააბალანსონ მთავრობასთან

პარტნირობასა, დამოუკიდებლობასა და

მაკონტროლებელ სტატუსს შორის სხვაობა.

არსებითია, რომ არასამთავრობო ორგანი-

ზაციების როლი ჩამოყალიბდეს, როგორც

კრიტიკული, მიუხედავად ამისა კრიტიკა

გადაჭრის გზების პოვნის გარეშე პრობლემას

ვერ გადაჭრის. EWMI G-PAC-ის სიახლეების ეს გამოცემა

ეძებს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციების

პროგრამებს რომლებიც განსაზღვრავენ პრობ-

ლემას და გადაჭრის გზებს უზრუნველყოფენ.

ჩვენ

საზოგადოების

ინტერესების დაცვა

Advocacy

სამოქალაქო

პასუხისმგებლობა

Civic Responsibility

გაგრძელება VIII გვერდზე

ფრონ ნაზი, მისიის ხელმძღვანელი, 2012 წლის

ოქტომბერს, თბილისში არასამთავრობო

ორგანიზაციებთან ერთად ახალ პოლიტიკურ

ლანდშაფტს განიხილვას.

Page 2: G-PAC-ის სიახლეები 5

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო

არჩევნებისთვის დემოკრატიულ პროცესებს აძლიერებენ პროგრამა იმ ხელოვანთა-

თვის არის განკუთვნილი,

რომელთაც საკუთარი საქმი-

ანობით (ცეკვით, დრამატუ-

რგიით/თეატრით, კინემატო-

გრაფიით, სახვითი ხელოვნე

-ბით და ა.შ.) მნიშვნელოვანი

პრობლემების წინ წამოწე-

ვისა და გადაჭრის ახალი

მიდგომების შემუშავება შე-

უძლიათ. პროგრამაში მონა-

წილეობის მიღება შეუძლი-

ათ საქართველოს მოქალა-

ქეებს საქართველოში რეგი-

სტრირებულ ორგანიზაცი-

ებთან თანამშრომლობით.

განაცხადების მიიღება ამჟა-

მად მიმდინარეობს. დამატე-

ბითი ინფორმაცია პროგრა-

მის შესახებ და საგრანტო გა-

ნაცხადის ფორმის ჩამოტვი-

რთვა შეგიძლიათ ვებგვერ-

დიდან: www.ewmi-gpac.org.

გვერდი 2 G-PAC-ის ამბები

„ხელოვნება საზოგა-

დოების ინტერსებისთვის“

საგრანტო პროგრამა

„იმოქმედე ახლა“

გრანტი

ხედავ უნიკალურ, მოულო-

დნელ შესაძლებლობას პო-

ლიტიკის ცვლილებისა, რო-

მელსაც სწრაფი რეაგირება

სჭირდება? გსურს დიდი სა-

ჯარო მნიშვნელობის მქო-ნე

საკითხის მოგვარება, რო-

მელიც სასწრაფო ყურა-

დღების დათმობას ით-ხოვს? „ღია კარის“ გრანტი

10 000 აშშ დოლარის ოდე-

ნობის თანხას გასცემს პრო-

ექტებისთვის, რომლებიც 6

თვემდე გრძელდება. გრან-

ტის მიღება შეუძლიათ არა-

სამთავრობო ორგანიზა-

ციებს, არაფორმარულ ჯგუ-

ფებს და ინდივიდუალურ

პირების. გრანტის მისაღე-

ბად განაცხადის შემოტანა

მთელი წლის განმავლო-

ბაში არის შესაძლებელი. პა-

სუხს 7-დან 10 სამუშაო

დღეში მიიღებთ, რათა შე-

ძლოთ სწრაფად მოქმე-

დება. განაცხადის ფორმები

შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს

ინტერნეტ გვერდზე - www.ewmi-gpac.org.

ნოდარ ხადური (მარჯვნივ), ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, გა-ნიხილავს “ქართული ოცნების” კამპანიის პლათფორმას, საქარ-

თველოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ გამართული პრე-ზენტაციაზე. ღონისძიების მოდერატორი ეკონომიკური პოლიტი-

კის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე (მარცხნივ) გახლდათ.

ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირ-

ვებლების შეფასებით, პირველი ოქტომბრის არ-

ჩევნები ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და

სამართლიანი იყო საქართველოს ისტორიაში. ამ

წარმატებაში თავიანთი წვლილი არასამთავ-

რობო ორგანიზაციებმაც შეიტანეს. ისინი ამომ-

რჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთე-

ბაში, პარლამენტს საარჩევნო კოდექსის დახვე-

წაში, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას სამარ-

თლიანი, ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატა-

რებაში დაეხმარნენ. რამდენიმე არასამთავრობო

ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონი-

ტორინგი განახორციელა და საარჩევნო კოდექ-

სისა და ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის

არაერთი შემთხვევა დააფიქსირა. მაგალითისა-

თვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ-

თველომ“ (TI Georgia) 12 სექტემბერს გამოაქვეყნა

ანგარიში, სადაც ასეთ დარღვევებზე იყო

საუბარი (http://transparency.ge/en/post/report/new-

ti-georgia-report-pre-election-environment).

საარჩევნო პერიოდში „საერთაშორისო

გამჭვირვალობა - საქართველო“ თანამშრომ-

ლობდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა

ასოციაციასთან“ (GYLA) და „სამართლიანი არჩევ-

ნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზგა-

დოებასთან“ (ISFED) და მათთან ერთად განახორ-

ციელა ინოვაციური პროექტი, რომლის თანადამ-

ფინასებელიც EWMI G-PAC იყო. პროექტის ფარგ-

ლებში მომზადდა ინტერნეტ გვერდი

(www.electionportal.ge) ინტერაქტიული რუკით,

სადაც გამოვლენილი დარღვევების ადგილმდე-

ბარეობა იყო აღნიშნული. დარღვევების შესახებ

ინფორმაციის გამოქვეყნება, პროექტში მონაწილე

დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, რი-

გით მოქალაქეებსაც

შეეძლოთ. მათ 350-მდე

ასეთი ინფორმაცია მო-

იძიეს და გამოაქვეყნეს,

მათი ნაწილი - მოკლე

ტექსტური შეტყობი-

ნებების სახით, ხოლო

ნაწილი—პირდაპირ

ინტერნეტგვერდზე

განთავსებით.

საარჩევნო კა-

ნონდარღვევებზე ყუ-

რადღების გამახვი-

ლების გარდა არასამ-

თავრობო ორგანიზა-

ციები იმაზეც მუ-

შაობდნენ, რომ არჩევ-

ნებში მონაწილების

მიღების შესაძლებ-

ლობა ყველა იმ მო-

ქალაქეს მისცემოდა,

ვისაც ამის კანონიერი

უფლება ჰქონდა. EWMI

G-PAC-ის კიდევ ერთმა გრანტიორმა, „კოალიციამ

დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, საარჩევნო

უბნების შეზღუდული შესაძლებლობების პირთა

საჭიროებებზე ადაპტირებაზე იმუშავა. სხვა

ორგანიზაციებმა, მათ შორის, „კონსტიტუციის 42

მუხლმა“ ციხეებში ჩაატარა არჩევნების დღის

მონიტორინგი და პატიმართა საარჩევნო უფლე-

ბების დაცვასა და მათ მიერ მიცემული ხმების

სწორად დათვლაზე იზრუნა.

იმისთვის, რომ არჩევნები ჭეშმარიტად

დემოკრატიული იყოს, მხოლოდ სამართლიანი

და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესები

საკმარისი არ არის. ამისთვის ისიც

აუცილებელია, რომ ამომრჩეელი კარგად იყოს

ინფორმირებული. სწორედ ამ მიზანს

ემსახურებოდა ოთხი ქართული ანალიტიკური

ორგანიზაციის მიერ ერთობლივად განხორ-

ციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ

ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილე ექვსი

პოლიტიკური პარტიისა და კოალიციის (მათ

შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და

„ქართული ოცნების“) საარჩევნო პროგრამები

გაანალიზეს. EWMI G-PAC-ის მიერ დაფინანსე-

ბულმა კონსორციუმმა პარტიებისა და კოალი-

ციის საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციებსაც

უმასპინძლა. კონსორციუმმა ასევე მოამზადა ვებ-

გვერდი, www.econpolicyfact.ge, სადაც საარჩევნო

პროგრამები, საარჩევნო სუბიექტების განცხა-

დებები და მათი ექსპერტული შეფასებები

განათავსა. შეფასების კრიტერიუმებად ფაქტობ-

რივი სიზუსტე, რეალისტურობა და სხვა მახა-

სიათებლები გამოიყენებოდა.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება

ადვოკატირებას საარჩევნო კანონმდებლობის

გაგრძელება VII გვერდზე

Page 3: G-PAC-ის სიახლეები 5

უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო

სექტორის უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის

შედეგები ცხადჰყოფს, რომ უმუშევრობა

ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად

რჩება. 2005 წლის შემდეგ საქართველოს

მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას სამუშაო

ადგილების შექმნითა და პროფესიული

გადამზადების პროგრამებით ცდილობ-

და. თუმცა, ამ მცდელობებისა და ქვეყნის

უწყვეტი ეკონომიკური ზრდის მიუხე-

დავად, უმუშევრობის მაჩვენებილი არ

შემცირებულა.

2011 წლის EWMI G-PAC-ის საზოგა-

დოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედ-

ვით, საქართველოს მოქალაქეების 66%

მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანი-

ზაციები უფრო მეტს უნდა მუშაობდნენ

უმუშევრობასა და მასთან დაკავშირე-

ბული სიღარიბისა და ინფლაციის საკით-

ხების მოსაგვარებლად. იმისათვის, რათა

უფრო აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო

საზოგადოება ამ პრობლემების გადა-

წყვეტაში, მნიშვნელოვანია იმ არასამთავრობო

ორგანზაციების კვლევების გათვალისწინება,

რომლებიც აქტიურად მუშაობენ ამ პრობ-

ლემებზე და გადაწყვეტის გზებსაც სახავდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენ-

ტრი“ (EPRC), რომელიც EWMI G-PAC-ის

საგრანტო პროქტის ფარგლებში დაფინანსდა

და საქართველოში უმუშევრობის ძირითად

მიზეზებს იკვლევს. ორგანიზაციის მიერ

ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე

მნიშვნელოვანი საკითხი მუშა-ხელის უნარებსა

და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის

შეუთავსებლობაა. ეს, გარკვეულწილად, საბჭო-

თა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა

განათლების მქონე სამუშაო ძალის უნარ-

ჩვევების ახალი ეკონომიკის მოთხოვნებთან

შეუსაბამობითაა განპირობებული. თუმცა,

უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

20-დან 35-წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირ-

დება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და

უმაღლესი სასწავლებლები მათ შრომის ბაზრის

მოთხოვნილებების შესაბამის განათლებას ვერ

აძლევს.

გამოკითხული მოქალაქეების 50% სოფლის

მეურნეობაშია დასაქმებული, რომელთა

უმრავლესობა თვითდასაქმებულთა კატეგო-

რიას განეკუთვნება. „ეკონომიკური პოლიტი-

კის კვლევის ცენტრის“ მიხედვით, ეს სექტორი

გადატვირთულია, ამიტომ კარგი იქნება, თუ

სოფლის მეურნეობაში დაკავებული მუშა-

ხელის ნაწილი პროფესიულ გადამზადებას

გაივლის და სხვა, განვითარების უფრო დიდი

შესაძლებლობის მქონე სექტორში დასაქმდება.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის

ცენტრი“ თვლის, რომ განათლების სექტორში

ისეთი რეფორმების გატარებაა საჭირო,

რომელიც შესაბამისაობაში მოვა დასაქმების

ბაზრის მოთხოვნებთან. მაგრამ, როგორ უნდა

მოახერხოს სახელმწიფომ ამის გაკეთება?

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“

რეკომენდაციით, უფრო მეტი ყურადღება უნდა

მიექცეს ზოგადი განათლებისა და უნარ-

ჩვევების განვითარებას, რათა პროფესიული

თუ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამ-

თავრებულთა გადამზადება დამსაქმებელთა

მოთხოვნების შესაბამისად უფრო იოლი

გახდეს. ასევე სასურველია ტექნიკური მუშა-

ხელის პროფესიული უნარების განვითარება

ინფორმაციული ტექნოლოგიების, ლოჯის-

ტიკის, მომსახურებისა და ტურიზმის სფერო-

ებში დასასაქმებლად, რაზედაც ბოლო წლებში

სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა.

EWMI G-PAC-ის გრანტის მიმღები

ორგანიზაციები ამ რეკომენდაციებზე დაყრ-

დნობით განათლების სფეროსაც იკვლევენ.

„საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევის

ასოციაცია“ (EPRA) საქართველოს განათლების

სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შე-

საბამისობას სწავლობს, ხოლო „განათლების

პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის

საერთაშორისო ინსტიტუტი“ (EPPM) იკვლევს

თუ რამდენად შეესაბამება არსებული უმაღ-

ლესი განათლების სისტემა შრომის ბაზრის

მოთხოვნებს.

EWMI G-PAC ანაზღაურებადი

სტაჟირების პროგრამა ცდილობს ხელი შე-

უწყოს უმაღლესი სასწავლებლების კურს-

დამთავრებულების პრაქტიკული უნარ-

ჩვევების განვითარებას. ამ პროგრამაში

მონაწილე 51 ადამიანიდან 33% ამჟამად თავისი

პროფესიითაა დასაქმებული, ხოლო 53%

სტაჟირების შემდეგ კვლავ აგრძელებს იმავე

ორგანიზაციაში მუშაობას, სადაც სტაჟირებას

გადიოდა. მსგავსი სტაჟირების პროგრამის

მხარდაჭერით უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ

უნივერსიტეტის კურსადმთავრებულების

პრაქტიკულ უნარ-ჩვევების განვითარებასა და

დასაქმებას.

გამოცემა 5· ნოემბერი 2012

ეს პროგრამა საქართველოში

აკრედიტებულ უმაღლეს სა-

სწავლებლებს საჯარო პოლი-ტიკის, საჯარო ადმინი-

სტრირების, პოლიტიკური

მეცნიერებების და სხვა მონა-თესავე სფეროების სამაგი-

სტრო პროგრამების დახვეწა-ში ეხმარება. გრანტის მიღე-

ბა შეუძლია ყველა უნივერსი-ტეტს და სასწავლო დაწესე-

ბულებას, რომელსაც ამ დარ-

გებში სამაგისტრო და სადო-

ქტორო პროგრამები გააჩნია. EWMI G-PAC განაცხადებს

იღებს მთელი წლის მანძილ-

ზე. დამატებითი ინფორმაცი-ისათვის ეწვიეთ ჩვენს ინ-

ტერნეტ გვერდს - www.ewmi-

gpac.org.

გვერდი 3

უმაღლესი

სასწავლებლების

მხარდაჭერის გრანტები

საჯარო პოლიტიკის, სახელ-

მწიფო მართვის, პოლიტიკუ-

რი მეცნიერებების, ეკონომი-

კისა და სხვა მონათესავე

სპეციალობების სტუდენ-

ტებს ვიწვევთ ანაზღაურება-

დი სტაჟირების პროგრამაში

მონაწილეობის მისაღებად.

წარმატებული კანდიდატები

გაიღრმავებენ კვლევისთვის

საჭირო უნარებს, რაც ქარ-

თულ არასამთავრობო ორგა-

ნიზაციებში ან სახელმწიფო

დაწესე-ბულებაში სტაჟირე-

ბის გავლის მეშვეობით, პრო-

ფესიულ ზრდაში დაეხმარე-

ბათ. საგრანტო განაცხადე-ბი

ყოველი თვის ბოლო პარა-

სკევამდე მიიღება. დამატე-

ბითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.ewmi -

gpac.org.

ანაზღაურებადი

სტაჟირების პროგრამა მაგსიტრანტებისა და

დოქტორანტებისათვის

სამოქალაქო

პასუხისმგებლობა Civic

Responsibility

პროფესიონალიზმი Professionalism

სახელმწიფო

პოლიტიკის

შემუშავება Public Policy

EWMI G-PAC-ის სტაჟირების პროგრამის მონაწილე კვლევის

შედეგებს იუსტიციის სამინისტროში წარადგენს.

გაგრძელება VIII გვერდზე

Page 4: G-PAC-ის სიახლეები 5

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვები

მუდმივად ცხადყოფს, რომ ჯანდაცვა ერთ-

ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში.

2007 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებამ

ააშენა და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა

150 ახალი საავადმყოფო, განახლდა ათობით

სამედიცინო დაწესებულება, განახორციელა

ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზება და

დანერგა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელ-

მწიფო პროგრამები. შედეგად 1,5 მილიონამდე

გაიზარდა კერძო და სახელმწიფო დაზღვევით

მოსარგებლეთა რიცხვი.

ამ ძალისხმევის მიუხედავად, ჯანდაცვაზე

მიმართული ხარჯების საგრძნობი მატება

შეინიშნება. თუ 2011 წელს ის ოჯახის

შემოსავლების 15% შეადგენდა, 2009 წლისთვის

უკვე 34% უტოლდებოდა, თუმცა

მომსახურების ხარისხი კვლავ დაბალი

რჩებოდა. რატომ იყო ჯანდაცვის საკითხი

პრობლემატური წლების მანძილზე? ამ

კითხვაზე პასუხის გაცემას სხვადასხვა

არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები

ცდილობდნენ. ისინი აქტი-ურად მუშაობდნენ

ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემის

გადაჭრის გეგმის შესამუშავებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართ-

ველოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, ჯანდაც-

ვის სექტორში განხორციელებული პრივატი-

ზების შესახებ, გამოავლინა, რომ როგორც

ჯანმრთელობის დაზღვევის, ისე ფარმაცევ-

ტული ინდუსტრიის, საავადმყოფოებისა და

აფთიაქთა მართვის კონტროლი ერთი და იმავე,

მცირერიცხოვანი, კომპანიების მიერ ხორციელ-

დებოდა, რაც კონკურენციის შეზღუდვას

იწვევდა. შედეგად უარესდებოდა მომსახუ-

რების ხარისხი და იზრდებოდა ფასები. მეორე

პრობლემური საკითხი სახელმწიფო სა-

დაზრვევო პროგრამის განხორციელება იყო.

ხელისუფლებამ მონოპოლია მისცა რამდენიმე

სადაზღვევო და პროვაიდერ კომპანიას, რათა

სრულიად მოეცვა პროგრამის ფარგლებში

დაზღვეული მოსახლეობა. ამან მომხმარებლის

არჩევანის შეზღუდვა და სადაზღვევო პრემიის

ზრდა გამოიწვია. („საერთაშორისო გამჭვირ-

ვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ www.transparency.ge).

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართ-

ველო“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევი-

თი ცენტრი“, რომლებიც EWMI G-PAC-ის პროგ

-რამის ფარგლებში დაფინანსდნენ, მიიჩნევენ

რომ მომსახურების ხარისხის გასაუმჯო-

ბესებლად, პრივატიზებასთან ერთად, მთავ-

რობის უფრო აქტიური მონაწილეობაც არის

საჭირო. „საერთაშორისო გამჭირვალობა -

საქართველოს“ რეკომენდაციით, აუცილებელია

სახელმწიფოს ჩარევა, რათა უზრუნველყოფილ

იქნას საავადმყოფოების დამოუკიდებლად მარ-

თვა და პაციენტის უფლებების დაცვა. ამასთან

უნდა გაიზარდოს ჯანდაცვის სექტორში

დასაქმებულთა მინიმალური ხელფასები,

ხოლო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის

ბენეფიციარებს მიეცეთ შესაძლებლობა თა-

ვისუფლად აირჩიონ სასურველი სამკურნალო

დაწესებულება. „ეკონომიკური პოლიტიკის

კვლევითმა ცენტრი“ ასევე მიიჩნევს, რომ

აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კერძო სა-

დაზღვევო კომპანიების რეგულირების გა-

ზრდა.

ჯანდაცვის მაღალი ფასების კიდევ ერთი გა-

მომწვევი ფაქტორი საქართველოში არსებული

ფარმაცევტული პოლიტიკაა. 2010 წელის

მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანდაცვისთვის

გაწეული ხარჯების 60% მეტიკამენტებზე

მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ წამლებზე ფასები

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძ-

ნობლად გაიზარდა. „საქართველოს სადაზ-

ღვევო ასოციაციის“ მიერ ჩატარებულმა კვლე-

ვამ ცხადყო, რომ ქართველი ექიმები თითქმის

არ ნიშნავენ გენერიულ (მედიკამენის პატენტი,

რომელიც გაცილებით იაფია ორიგინალზე)

მედიკამენტებს. ასეთი ტიპის წამლები მათ

მიერ დანიშნული მედიკამენტების საერთო რა-

ოდენობის მხოლოდ 4% შეადგენს. ორიგინალი

მედიკამენტი კი პატენტირებულ წამალზე

ერთი მესამედით ძვირია. „საქართველოს სა-

დაზღვევო ასოციაციამ“, რომელიც EWMI G-

PAC - ის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა,

ასევე გამოავლინა, რომ საქართველოში თითო

ვიზიტზე პაციენტს უფრო მეტი რაოდენობის

მედიკამენტი ენიშნება, ვიდრე ეს საერთა-

შორისო პრაქტიკაშია მიღებული, რაც

დამატებით ხარჯებს ნიშნავს. საქართველოს

სადაზღვევო ასოციაციის ანგრიშის სანახავად

ჩვენი ინტერნეტ გვერდის “რესურსების”

განყოფილებას ეწვიეთ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით ჯანდაცვის

რეფორმა გადაიხედება პრიორიტეტების შეთავაზება ჯანდაცვის სექტორის გასაუმჯობესებლად

პროფესიონალიზმი Professionalism

საზოგადოების

ინტერესების

დაცვა Advocacy

სახელმწიფო

პოლიტიკის

შემუშავება

Public Policy

საქართველოში, ამჟამად, დანიშნულებითი წამლები ჯამრთელობის საოჯახო დანახარჯის 60% შეადგენს.

სამოქალაქო

საზოგადოება Civil Society

მოქალაქეთა ადვოკა-

ტირების საგრანტო

მოქალაქეთა ადვოკატირე-

ბის საგრანტო პროგრამა

მხარს უჭერს კონკრეტული

საკითხის ადვოკატირების

ინიციატივას, რომელსაც

საქართველოს არასამთავ-

რობო ორგანიზაციები ად-

გილობრივ დონეზე განა-

ხორციელებენ. პრიორიტე-

ტი რეგიონულ არასამთავ-

რობო ორგანიზაციებს მიე-

ნიჭება. საგრანტო განაცხა-

დების მიიღება 2012 წლის

12 დეკემბრამდე. დამატე-

ბითი ინფორმაცია იხილეთ - www.ewmi-gpac.org.

ანალიტიკური ორგანი-

ზაციების მხარდაჭერის

საგრანტო პროგრამა

ანალიტიკური ორგანიზაცი-

ების მხარდაჭერის საგრანტო

პროგრამაში მონაწილეობის

მიღება შეუძლიათ ორგანიზა-ციებს, რომლებიც ძირითა-

დად პოლიტიკის კვლევისა

და ანალიზის მიმართულე-

ბით მუშაობენ. პროგრამის

ფარგლებში დაფინანსებული

პროექტები ხელს უწყობენ

ინფორმირებულ საჯარო დე-

ბატებს და პოლიტიკური გა-

დაწყვეტილების მიღებას.

პროექტი ასევე უნდა მოიცა-

ვდეს კონკრეტული რეკომენ-

დაციების მომზადებას და

ადვოკატირების კამპანიას ამ

რეკომენდაციების განსახორ-

ციელებლად. საგრანტო განა-

ცხადების მიიღება 2012

წლის 3 დეკემბრამდე. დამა-

ტებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ - www.ewmi-gpac.org.

გაგრძელება VI გვერზე

გვერდი 4 G-PAC ამბები

Page 5: G-PAC-ის სიახლეები 5

სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს კორპორაციულ

ანგარიშვალდებულებას

ვარდების რევოლუციის შემდეგ

საქართველოს ხელისუფლებამ ეკონომიკური

განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების

შექმნის გზად ბიზნესის დერეგულაცია აირჩია.

ამ მიდგომამ მნიშვნელოვანი შედეგები

გამოიღო - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

გაუმჯობესდა და მსოფლიო ბანკის „ბიზნესის

კეთების“ ინდექსში საქართველომ ერთ-ერთი

მოწინავე ადგილი დაიკავა, თუმცა დერე-

გულაციას გარკვეული კომპრომისებიც ახლდა.

ზოგიერთმა კომპანიამ საზოგადოების წინაშე

ანგარიშვალდებულებას ნაკლები ყურადღება

მიაქცია და ბინესსექტორში არასამართლებ-

რივი ქმედებების ეჭვები გაჩნდა. საბედ-

ნიეროდ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება

დღეს ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს.

ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც

არასამთავრობო ორგანიზაციები ამის მიღწევას

ცდილობენ კომპანიებთან პირდაპირი კო-

მუნიკაციაა და მათ მიერ დაშვებულ შეც-

დომებზე რეაგირების მოთხოვნაა. მაგალი-

თისთვის, როცა ქუთაისში წყლის მოხმარების

გადასახადი უეცრად გაორმაგდა, EWMI G-PAC

-ის „იმოქმედე ახლა“ გრანტიორმა - „ახალი

სამოქალაქო აზროვნება +“ (NCT+) - ეს საკითხი

შეისწავლა და გადასახადების დაანგარიშებაში

ხარვეზი გამოავლინა. ქუთაისის წყალმომა-

რაგების კომპანიის მიერ დაანგარიშებულ

გადასახადში წყლის ახალი მრიცხველის

დაყენების საფასურიც შედიოდა მაშინ, როცა

მრიცხველების 1/3 ერთ-ერთი საერთაშორისო

დონორის დაფინანსებით უკვე გამოცვლილი

იყო. მედია კამპანიისა და საჯარო შეხვედ-

რების შედეგად „NCT+“-მა შეძლო წყლის

გადასახადიდან ამ დამატებითი ხარჯის ამო-

ღება შეძლო.

ჭიათურაში EWMI G-

PAC-ის კიდევ ერთმა გრან-

ტის მიმღებმა „ჭიათურელ-

თა კავშირმა“, პეტიციაზე

ხელმოწერების შეგრო-

ვებისა და სხვა სახის ღო-

ნისძიებების გზით, მან-

განუმის მომპოვებელ კომ-

პანიას ააღებინა ვალდე-

ბულება, რომ გარემოზე

უარყოფითი ზემოქმე-

დების შედეგები შეემცირე-

ბინა. კომპანიამ დაბინძუ-

რებული ნიადაგის რე-

კულტივაცია დაიწყო და

დაბინძურების დონის შე-

სასწავლი მცირე ლაბო-

რატორია მოაწყო.

არასამთავრობო ორგა-

ნიზაციებმა ისეთი საერთო

ეროვნული მნიშვნელობის

საკითხთან მიმართებითაც

გაზარდეს კომპანიების ანგარიშვალდებულება,

როგორიც საკუთრების უფლებაა. ბოლო დროს

მიმდინარე გზებისა და რკინიგზის

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცეს-

ში არაერთი მესაკუთრის უფლება დაირღვა.

EWMI G-PAC-ის გრაინტიორების - „გურამ

თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრ-

დული ცენტრი“ (ლატალი), „საქართველოს

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“

იმერეთის ფილიალი და „მონიტორინგისა და

მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტ-

რი“ (ხარაგაული) - წარმატებული ადვოკა-

ტირების შედეგად, სამშენებლო კომპანიებმა,

საერთაშორისო დონორებმა და მთავრობამ

მოქალაქეებს მშენებლობების შედეგად მიყე-

ნებული ზარალი აუნაზღაურეს.

მიუხედავად იმისა, რომ დარღვევების აღ-

მოჩენის შემდეგ საჭირო ზომების მიღება

მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მნიშვნე-

ლოვანი მექანიზმია, ასეთი მიდგომა იმის გა-

რანტიას არ იძლევა, რომ მსგავსი დარღვევები

მომავალში არ განმეორდება. ამის გათვალის-

წინებით ქართული არასამთავრობო ორგანი-

ზაციები კანონმდებლობის დახვეწისა და

დარღვევების პრევენციის გზებზეც მუშაობენ.

2012 წლის გაზაფხულზე EWMI G-PAC-ის

გრანტიორმა, „ISET პოლიტიკის ინსტიტუტმა“,

გამოაქვეყნა პოლიტიკის დოკუმენტი (ე.წ. Poli-

cy Paper), რომლის თანახმადაც, საქართველოში

საკუთრების უფლება კანონის დონეზე სათა-

ნადოდ დაცული არ იყო, რაც ინვესტორების

მოზიდვას და შესაბამისად, ეკონომიკურ წინ-

სვლას აფერხებდა. ISET პოლიტიკის ინსტი-

ტუტი ასკვნიდა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი

გამოცემა 5· ნოემბერი 2012

ჩვენი საგრანტო პროგრამის

ფარგლებში დაფინანსებულ

ყველა ორგანიზაციას ტექ-

ნიკურ დახმარებასა და მო-

თხოვნაზე ორიენტირებულ

ტრეინინგებს ვთავაზობთ.

ჩვენი ტრეინიგების მოი-

ცავს როგორც ინტერნეტით

ერთი ერთზე, ასევე უშუა-

ლოდ სამუშაო ადგილზე

კონსულტეციებს. გრანტის

მიმღებებთან დისტანციუ-

რად მუშაობენ ჩვენი კონ-

სულტანტები საქართველო-

დან, ევროპიდან და ამერი-

კის შეერთებული შტატები-

დან. დამატებითი ინფორმა-

ციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.ewmi-gpac.org

გვერდი 5

კონსლუტაციები და

ტრეინინგები

ჩვენ, ეფექტურობის გა-ზრდის მიზნით, „პარტნი-

ორობა ცვლილებისთვის“

გრანტის მეშვეობით, ხელს

ვუწყობთ კავშირსა და კო-

ორდინაციას არასამთავ-

რობო, ანალიტიკურ ორგა-

ნიზაციებსა და საგანმანა-

თლებლო დაწესებულე-

ბებს შორის. ეს საგრანტო

პროგრამა გათვილია ფორ-

მალური და არაფორმალუ-

რი კოალიციური/ქსელუ-

რი გაერთიანებებისათვის,

რომლებიც მოქალაქეთა

ინტერესების დაცვის (ად-

ვოკატირების) მიმართუ-

ლებით მუშაობენ. შემდეგი

საგრანტო კონკურსი გამო-

ცხადდება 2013 წლის 14

იანვარს. ეწვიეთ ჩვენ სა-

იტს დამატებითი ინფორ-მაციისათვის - www.ewmi-

gpac.org.

საგრანტო პროგრამა

„პარტნიორობა

ცვლილებისთვის“

სამოქალაქო

პასუხისმგებლობა

Civic Responsibility

პროფესიონალიზმი Professionalism

გაგრძელება VII გვერდზე

2011 წელს, სვანეთის გურამ თიკანაძის სახელობის ახალგაზრდული

ცენტრის წარმომადგენელი მესტია-ზუგდიდის გზადკეცილის

მშენებლობას მეთვალყურეობს, რათა დაიცვას ადგილობრივ

მცხოვრებთა საკუთრების უფლება და შეაფასოს პროექტის დაგეგმვისა

და განხორიელების ხარისხი.

Page 6: G-PAC-ის სიახლეები 5

საკონტაქტო ინფორმაცია

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)

საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)

მარჯანიშვილის ქ. #5 მესამე სართული თბილისი 0102, საქართველო ტელ.: (995 32) 2 202 444 [email protected]

www.ewmi-gpac.org

Twitter.com/ewmigpac

Blog: Ewmigpac.posterous.com

Facebook:

http://www.facebook.com/ewmigpac

არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით

ჯანდაცვის რეფორმა გადაიხედება (გაგრძელება)

G-PAC-ის მომავალი

ღონისძიებები

ნოემბერი: 21 ნოემბერი: ანაზღაურებადი

სტაჟირების პროგრამის ელე-

ქტრო კონსულტაციები სკაკი-პის და Facebook-ის მეშვეო-ბით

13:00-დან 18:00 საათამდე.

დეკემბერი:

2-16 დეკემბერი: MPA პროგრა-

მის ჩამოყალიბებაში დასახმა-

რებლად და მთავრობის / არა-

სამთავრობო ორგანიზაციების

წარმომადგენლებთან შესა-

ხვედრად, თბილისში ჩამოდი-

ან, ა.შ.შ. საჯარო მართვის

ესპერტები, მარლინ რუბინი და

როდრიკ კოლვინი.

3 დეკემბერი: ანალიტიკური

ორგანიზაციების მხარდაჭერის

გრანტის განაცხადის მიღების

ბოლო დღე.

12 დეკემბერი: მოქალაქეთა ად-

ვოკატირების გრანტის განაცხა-

დის მიღების ბოლო დღე.

21 დეკემბერი: ანაზღაურებადი

სტაჟირების პროგრამის ელექ-

ტრო კონსულტაციები სკაიპის და Facebook-ის მეშვეობით

13:00-დან 18:00 საათამდე.

იანვარი 14 იანვარი: შემდგომი “პარ-

ტნიორობა ცვლილებისათვის”

საგრანტო კონკურსის გამო-

ცხადება

ჩვენი შემდგომი

ღონისძიებების შესახებ

სიახლეების შესატყობად

შეამოწმეთ ინტერნეტ გვერდი - www.ewmi-gpac.org!

„საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ“ და

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“

ფარმაცევტული პოლიტიკის გასაუმჯობესელად

რეკომენდაციები შეიმუშავეს. ამისთვის აუცი-

ლებელია გაიზარდოს გენერიული მეტიკა-

მენტების მოხმარება, შეიქმნას პირველადი

მოხმარების მედიკამენტების სია, დაწესდეს ან-

ტიმონოპოლიური რეგულაციები, ამოქმედდეს

მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ხარისხის

კონტროლის მექანიზმები და შემუშავდეს

მედიკამენტების დანიშვნის პროტოკოლი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატი-

რების კამპანიის შედეგად ცვლილებები შევიდა

ფარმაცევტულ კანონმდებლობაში. 2012 წელს

საქართველოს მთავრობამ გაატარა რიგი რეფორ-

მებისა, რომელთა ფარგლებშიც შემუშავდა

მედიკამენტების სია და რეგულაციები აფთიაქე-

ბისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გენერი-

ული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრ

-დას. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტრო, სადაზღვევო კომპანიები,

და სამედიცინო მომსახურების პროვაიდერები.

მედიკამენტების დანიშვნის პროცედურის ადეკ-

ვატურად აღრიცხვის უზრუნველსაყოფად შრო-

მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო გეგმავს შექმნას ელექტრონული

მონაცენთა ბაზა, რაც გააადვილებს მონი-

ტორინგს ამ მიმართულებით.

გარდა ახალი კანონმდებლობის მხარდა-

ჭერისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე

მუშაობდნენ არსებული პოლიტიკის გასაუმ-

ჯობესებლად. EWMI G-PAC - ის გრანტების

მიმღები ორგანიზაცია, ასოციაცია „მწვანე

ტალღა“, ყოველკვირეული რადიო გადაცემის

საშუალებით, რომელიც ეთერში ხუთშაბთობით,

17:00 საათზე გადის, ეხმარება სახელმწიფო

დაზღვევით მოსარგებლე პირებს უკეთ

გაერკვნენ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლი-

სებში. „პარტნიორიბა სოციალური ინიცი-

ატივებისათვის“, რომელიც ასევე EWMI G-PAC-

ის გრანტის მიმღები ორგანიზაციაა,

მთავრობასთან ერთად ახორციელებს მონი-

ტორინგს ჯანმრთელობის არსებულ დაზღვევისა

და მომსახურების მიწოდების მოდელზე უფრო

ეფექტიანი სტრუქტურის შესაქმნელად.

ძლიერი ჯანდაცვის სისტემის არსებობა ხელს

უწყობს განათლების დონის ამაღლებას, რაც

რიგი დაავადებების პრევენციის საშუა-ლებაა.

ქართული არასამთავრობო ორგანი-ზაციები ამ

გრძელვადიან საკითხებზე მუშაო-ბასაც გეგმავენ.

სტატისტიკის მიხედვით, ყო-ველწლიურად

დაახლოებით 12000 გარდა-ცვალების ფაქტი

ფიქსირდება დასაქმებულთა სხვადასხვა

ასაკობრივ კატეგორიაში. გარდა-ცვალების

გამომწვევი მიზეზები კი ისეთი პრევენცირებადი

დაავადებებია, როგორიცაა სიმსივნე და

კარდიოვასკულარული და-ავადებები. „ეკონომი

-კური პოლიტიკის კვლე-ვითი ცენტრი“

მიიჩნევს, რომ მთავრობამ მეტი ყურადღება

უნდა მიაქციოს ჯანსაღი წესით ცხოვრების

შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

კერძოდ, აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორი კვებისა

და ვარჯიშის მნიშვნელობაზე, და ასევე

თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე.

ამავდროულად, EWMI G-PAC-ის გრანტის

მიმღები ორგანიზაცია, „კეთილდღეობის ფონ-

დი“ (Welfare Foundation), ადვოკატირებას უწევს

გაერთიანებული ერების წინაშე საქართველოს

მთავრობის მიერ აღებული პასუხისმგებლობის

შესრულებას, უზრუნველყოფს საჯარო ად-

გილებში მოწევის აკრძალვას. „ეკონომიკური

პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა“ ასევე გამო-

ავლინა რეფორმების გატარების საჭიროება სამე-

დიცინო განათლების სისტემაში, რადგან

კურსდამთავრებულთა შორის ჭარბობს ექიმთა

რაოდენობა, რასაც ვერ ვიტყვით პროფესიონალ

ექთნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმდინარე

რეფორმა იმედის მომცემია, ამ სექტორში კვლავ

რჩება ბევრი პრობლემატური საკითხი, რომ-

ლებიც გადახედვას საჭიროებს, რათა უზრუნ-

ველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის სამედი-

ცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია სამოქა-

ლაქო საზოგადოების მხრიდან ძალისხმევის

გაძლიერაბა არსებული საკითხების კვლევის

მიმართულებით, რეფორმების მონიტორინგი და

საგანმანათლებლო კამპანიები ჯანდაცვის

სხვადასხვა საკითხებზე, რათა საქართველოს

მოქალაქეების საჭიროებები და მოთხოვ-

ნილებები გათვალისწინებული იქნას ჯანდაცვის

პოლიტიკის შემუშავებისას.

IV გვერდის გაგრძელება

ბოლოდროინდელი სამთავრობო რეფორმების

შედეგად სავადმყოფოების ინფრასტრუქტურა

გაუმჯობესდა. თუმცა, სამედიცინო მომსახურეობის

მაღალი ფასები ისევ ერთ-ერთ მთავარ საკითხად

რჩება.

G-PAC ამბები გვერდი 6

Page 7: G-PAC-ის სიახლეები 5

დახვეწასაც უწევდა. ამ მიმართუ-ლებით 2012

წლის თებე-რვლიდან გააქტიურდა არასამთავ-

რობო და მედია ორაგანიზა-ციების კამპანია „ეს

შენ გეხება“. კამპანიის მონა-

წილეთა შეფასებით, ზოგერთი

რეგულაცია საარჩევნო სუბი-

ექტებს არათანაბარ პირობებში

აყენებდა, ზოგიერთი კი ამომრ

-ჩევლებზე, ოპოზიციურ პარ-

ტიებზე, არასამთავრობო ორ-

განიზაციებზე და ბიზნეს კომ-

პანიებზე აწესებდა ზედმეტად

მკაცრ შეზღუდვებს.

ამ პროექტების შედეგად

ბოლო არჩევნები საკმაოდ

წარმატებული იყო, თუმცა

ქართული დემოკრატიის გასა-

მყარებლად კიდევ ბევრი რამ

რჩება გასაკეთე-ბელი. ერთ-

ერთი მნიშვნელოვანი საქმი-

ანობა, რომლის განხორცი-

ელებაც არასამთავრობო ორგა-

ნიზაციებს მომავალში მო-

უწევთ, ხელისუფლების ან-

გარიშვალდებულების და მის

მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების

გაკონტროლება იქნება.

გამოცემა 5· ნოემბერი 2012

EWMI G-PAC თანამშრომ-

ლობს კოლუმბიის უნივერ-

სიტეტთან, რათა ილიას სა-

ხელმწიფო უნივერისტეტში

დააფუძნოს საჯარო მარ-

თვის მაგისტრატურის პრო-

გრამა. შემოდგომის და გა-

ზაფხულის სემესტრების

დროს, ყოველ თვე, კოლუმ-

ბიის უნივერსიტეტის ცნო-

ბილი ლექტორები საქარ-

თველოს სტუმრობენ, რათა

მონაწილეობა მიიღონ სა-

სწავლო კურსის განვითა-

რებაში და სტუდენტები

ჩართონ უახლესი საერთა-

შორისო კვლევების და

თეორიების საქართველოს

კონტექსტზე მორგებაში.

გვერდი 7

საჯარო მართვის

მაგისტრატურის

პროგრამა ისუ-ში

EWMI G-PAC-მა ილიას სა-

ხელმწიფო უნივერსიტეტს

400,000 დოლარი გადასცა,

რათა განავითაროს ამ პრო-

გრამის კურიკულუმი და

სასწავლო მასალა, შემო-

კრიბოს აკადემიური პერ-

სონალი და საუკეთესო

სტუდენტები, ჩამოაყალი-

ბოს მაღალტექნოლოგი-

ური ბაზები და ჩაატაროს

პოლიტიკასთან დაკავში-

რებული კონფერენციები

და ღონისძიებები. ამ პრო-

გრამის კურსდამთავრებუ-

ლებს ექნებათ შესაბამისი

კვალიფიკაცია, დაიკავონ

ლიდერული თანამდებო-

ბები მთავრობაში, საკონ-

სულტაციო კომპანიებში,

საერთაშორისო ორგანიზა-

ციებში, კერძო სექტორში

და არასამთავრობო ორგა-

ნიზაციებში.

საზოგადოების

ინტერესების

დაცვა Advocacy

არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიულ

პროცესებს აძლიერებენ (გაგრძელება) II გვერდის გაგრძელება

24 სექტემბერს, თავისი პარტიის კამაპიის პრეზენტაციის

შემდეგ,“ერთიანი ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენელი

ზურაბ ჯაფარიძე მედიის შეკითხვებს პასუხობს.

ეკონომიკური განვითარებისთვის საკუთრების

უფლების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების

შექმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპი-

რობა იყო.

კორპორაციული პასუხისმგებლობის გა-

ზრდისთვის მნიშვნელოვანია ანტიმონოპო-

ლიური კანონმდებლობის დახვეწაც. არაკონკუ-

რენტული გარემო ხშირად ფასების ზრდას და ხა-

რისხის გაუარესებას იწვევს, რაც, სხვა პრობ-

ლემების წარმოქმნასთან ერთად, მოსახლე-ობის

ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფასა და ჯანდაც

-ვაზე უარყოფითად აისახება.

EWMI G-PAC-ის გრანტიორმა, „საერთა-

შორისო გამჭვირვალობა (TI) - საქართველომ“,

საქართველოს კონკურენციის პოლიტიკა შეაფასა

და აღმოაჩინა, რომ, ხშირია წესების უგულვ-

ებელყოფისა და კერძო სექტორში (კერძოდ,

საწვავისა და საკვები პროდუქტების ბაზრებზე)

ფარული გარიგებების შემთხვევები. საერთა-

შორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ

ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც

ჯანდაცვის სექტორს ეხებოდა, მსგავსი ტენდენ-

ციები ფარმაცევტულ და ჯანმრთელობის დაზ-

ღვევის ინდუსტრიებშიც გამოავლინა. საერთა-

შორისო გამჭვირვალობა - საქართველო აღი-

არებს, რომ ამ ტენდენციების დამადასტურებელი

მტკიცებულება ბევრი არ არის, თუმცა მო-

ძიებული ინფორმაცია იმისთვის საკმარისია, რომ

ხელისუფლება ამ საკითხის სიღრმისეული გამო-

კვლევით დაინტერესდეს და არსებული კანონ-

მდებლობა გადასინჯოს.

კორპორაციული ანგარიშვალდებულების ხელ

-შემყწობი გარემოს შესაქმნელად არასამთავრობო

ორგანიზაციებმა სადამკვირვებლო, კლვევითი

და ადვოკატირების კამპანიები მომავალშიც უნდა

განაგრძონ და განავრცონ. აუცილებელი ცვლი-

ლებების მისაღწევად მომგებიანი იქნებოდა

კოალიციური მუშაობა და კონკრეტულ პრობ-

ლემებსა და რეკომენდაციებზე აქცენტირება. ახა-

ლი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე

განაცხადეს, რომ ანტიმონოპოლიური კანონ-

მდებლობის დახვეწას ემხრობიან. ეს არასამ-

თავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხზე მუშა-

ობისთვის კარგ შესაძლებლობას აძლევს. ახალი

პოლიტიკური ლანდშაფტი კომპანიების გამჭვირ-

ვალობისა და საზოგადოების წინაშე მათი

ანგარიშვალდებულების ამაღლებისთვის ხელსაყ-

რელ გარემოს ქმნის.

სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს კორპორაციულ

ანგარიშვალდებულებას (გაგრძელება)

V გვერდის გაგრძელება

Page 8: G-PAC-ის სიახლეები 5

სამოქალაქო საზოგადოება და უმუშევრობა (გაგრძელება)

EWMI G-PAC-

ის მიერ დაფინასე-

ბული ანალიტიკური

ორგანიზაცია “ISET

კვლევითი ინსტიტუ-

ტი“ (ISET PI) უმუ-

შევრობის პრობლემის

მოსაგვარებლად უფრო

ფართო ეკონომიკურ

მიდგომას ამჯობონებს.

იგი მთავრობასთან თა-

ნამშრომლობს, რათა გა

-მოიკვლიოს და

შექმნას საქართველოში

პირველი ეროვნული

კონკურენუნარიანო-

ბის ანგარში, რო-მელ-

შიც გაანალიზებული

იქნება თუ ეკონომიკის

რომელი სექტორი ხა-

სათდება ზრდის ყველაზე მაღალი პოტენ-

ციალით და შეიმუშავებს რეკომენდაცი-ებს თუ

როგორ შეიძლება საქართველომ ეს პოტენციალი

სამუშაო ადგილების შეაქმნელად გამოიყენოს.

კიდევ რა შეიძლება გააკეთონ არასამ-

თვრობო ორგანიზაციებმა? კვლევების ჩა-

ტარების, რეკომენდაციების წერის და მთავ-

რობის პოლიტიკის ეფექტიანობის მონი-

ტორინგის გარდა, არასამთავრობო ორგანი-

ზაციებს შეუძლიათ მოიძიონ ის გზები, რომ-

ლებიც წაახალისებს ქვეყანაში მცირე ბიზნესისა

და მეწარმეობის განვითარებას; მათ შეუძლიათ

ადვოკატირება გაუწიონ საგანმანათლებლო ინი-

ციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ დასაქ-

მებას, ან სულაც თავად წამოიწყონ მსგავსი ინიცი

-ატივები; ასევე ითანამშრომლონ ბიზ-ნესთან და

სამთავრობო სექტორთან, რათა ზუსტად გან-

საზღვრონ შრომით ბაზარზე არსებული საკვა-

ლიფიკაციო მოთხოვნები და კვალიფიკაციის

ასამაღლებელი ტრენინგების ჩასატარებლად დახ

-მარება შესთავაზონ.

კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორ-

განიზაციები უფრო გაამახვილებენ ყურადღებას

შრომითი უთანასწო-

რობის საკითხებზე.

მაგალითად, საქართ-

ველოს შრომითი კო-

დექსით არ არის და-

რეგულირებული სა-

მუშაო საათების მაქსი-

მალური რაოდენობა,

ანაზღაურების მოთხო-

ვნები, სამშაოზე აყვა-

ნის და გათავისუფე-

ლბის პროცედურები,

ასევე კოლექტიური

ვაჭრობისა და უნარ-

შეზღუდულთა კომ-

პენსაციასთან დაკავ-

შირებული საკითხე-

ბი. ჭიათურასა და

ქუთაისში გამართულ-

მა მაღაროელების საპ-

როტესტო აქციებმა ცხადყო, რომ ეს საკითხები

საქართველოს მოსახლეობისათვის ძალზედ

მნივნელოვანია.

ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები არა-

სამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობებს

უქმნის ითანამშრომლოს საჯარო სექტორთან

რათა კანონმდებლობისა და რეგულაციების გა-

უმჯობეზების გზით ზემოაღნიშნული პრობ-

ლემები გადაჭრას. ახალმა მთავრობამ დასაქმება

პრიორიტეტულ საკითხთა სიაში დააყენა, თუმ-

ცა ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენ-

დაციებს შეიძლება დიდხანს არ დაელოდოს.

ამიტომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან

სწრაფი მოქმედება და იმ საკითხებზე ყურად-

ღების გაამახვილებაა საჭირო, რომლებიც სა-

ქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის აზ-

რით, ქვეყნის მთავარ გამოწვევებს წარმო-

ადგენენ.

III გვერდის გაგრძელება

G-PAC NEWS

გვერდი 8

2012 წლის აგვისტოში “ეროვნულ-დემოკრატი-ული ინსტიტუტი”-ის მიერ ჩატარებული საზო-

გადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ქართველთა 57% უმუშევრობა ქვეყნის ყველაზე

მწვავე პრობლემად მიიჩნევს.

G-PAC-ის მომავალი

ღონისძიებები

ნოემბერი: 21 ნოემბერი: ანაზღაურებადი

სტაჟირების პროგრამის ელე-

ქტრო კონსულტაციები სკაკი-პის და Facebook-ის მეშვეო-ბით

13:00-დან 18:00 საათამდე.

დეკემბერი:

2-16 დეკემბერი: MPA პროგრა-

მის ჩამოყალიბებაში დასახმა-

რებლად და მთავრობის / არა-

სამთავრობო ორგანიზაციების

წარმომადგენლებთან შესა-

ხვედრად, თბილისში ჩამოდი-

ან, ა.შ.შ. საჯარო მართვის

ესპერტები, მარლინ რუბინი და

როდრიკ კოლვინი.

3 დეკემბერი: ანალიტიკური

ორგანიზაციების მხარდაჭერის

გრანტის განაცხადის მიღების

ბოლო დღე.

12 დეკემბერი: მოქალაქეთა ად-

ვოკატირების გრანტის განაცხა-

დის მიღების ბოლო დღე.

21 დეკემბერი: ანაზღაურებადი

სტაჟირების პროგრამის ელექ-

ტრო კონსულტაციები სკაიპის და Facebook-ის მეშვეობით

13:00-დან 18:00 საათამდე.

იანვარი 14 იანვარი: შემდგომი “პარ-

ტნიორობა ცვლილებისათვის”

საგრანტო კონკურსის გამო-

ცხადება

ჩვენი შემდგომი

ღონისძიებების შესახებ

შეამოწმეთ ინტერნეტ გვერდი - www.ewmi-gpac.org!

საკონტაქტო ინფორმაცია

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)

საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)

მარჯანიშვილის ქ. #5 მესამე სართული თბილისი 0102, საქართველო ტელ.: (995 32) 2 202 444 [email protected]

www.ewmi-gpac.org

Twitter.com/ewmigpac

Blog: Ewmigpac.posterous.com

Facebook:

http://www.facebook.com/ewmigpac

კრიტიკა გადაჭრის გზებთან ერთად (გაგრძელება)

I გვერდის გაგრძელება

განვიხილეთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელო-

ვანი საჯარო საკითხი რაც დღევანდელ საქარ-

თველოს ეხება, ხაზი გავუსვით წარსულ მიღწევე

-ბსა და ახლანდელ გამოწვევებსა და შესაძლე-

ბლობებს რომელიც არასამთავრობო ორგანიზა-

ციებს აქვთ ამ საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ

იმედი გვაქვს რომ ეს საქმე მიგვიყვანს დისკუსი-

ებამდე რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას,

მთავრობას, საზოგადოებას აერთიენებს საქარ-

თველოს ყველაზე სასწრაფო სოციალური

საკითხების გამოწვევების მიმართ.

ფრონ ნაზი EWMI G-PAC-ის ხელმძღვანელია. ამ

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნი მას და არ ასახავს EWMI G-PAC-ის, USAID-ის ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

Georgia's Most Important National Issues