ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის...

42
1 ქცევის კოდექსი VEON-ის ქცევის კოდექსი განსაზღვრავს ბიზნეს პრინციპებს თავისი განმარტებებით, იმის გამოსახატად თუ როგორ ვრცელდება ის პრაქტიკაში VEON- ის თითოეულ თანამშრომელზე.

Transcript of ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის...

Page 1: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

1

ქცევის კოდექსი

VEON-ის ქცევის კოდექსი განსაზღვრავს ბიზნეს პრინციპებს თავისი განმარტებებით, იმის გამოსახატად თუ როგორ ვრცელდება ის პრაქტიკაში VEON-ის თითოეულ თანამშრომელზე.

Page 2: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON-ში ჩვენი წარმატება თუ მიღწეევები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს

ღირსებას, ნდობასა და პატიოსნებას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა პოზიცია

გიკავია VEON-ში, ჩვენთან ყველას მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა

მექრთამეობის, კორუფციის, თაღლითობის თუ სხვა ნებისმიერი უკანონო

ქმედებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ

გავხდით უფრო გონიერები და უკეთ შეიარაღებულნი, იმისთვის რომ

დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას.

მოგმართავთ ყველას, იგივე პასუხისმგებლობით განაგრძოთ მაღალი ეთიკური

სტანდარტების დაცვა და გაზიარება. თუკი ვინმეს ქცევამ დაგაეჭვათ,

მოგიწოდებთ რომ ისაუბროთ ამაზე და ერთად გადავწყვიტოთ ნებისმიერი

პრობლემა. საუბარი მსგავს თემაზე ყოველთვის არაა კომფორტული, ამიტომაც

გთავაზობთ პრობლემის დაფიქსირების რამდენიმე გზას და ამავე დროს

გპირდებით, რომ არ დავუშვებთ რაიმე სახის შურისძიებას ან სამაგიეროს

გადახდას.

VEON-ის თანამშრომლები ტრანსფორმაციის ცენტრში არიან, და

გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ვიღებთ როგორც VEON-ის თანამშრომლები,

პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენი მიზნების მიღწევის შესაძლებლობაზე. ამაყი

ვარ, რომ ამ გზას თქვენთან ერთად გავდივარ.

ჟან-ივ შაღლიე, აღმასრულებელი დირექტორი

Page 3: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON ჯგუფი

ქცევის კოდექსი

Page 4: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 2 of 42 ქცევის კოდექსი

სარჩევი

1. ჩვენი კეთილსინდისიერების ვალდებულება

1.1. ვინ უნდა დაიცვას წინამდებარე კოდექსი?

1.2. საქმის სწორად კეთების ტქვენი პირადი პასუხისმგებლობა

1.3. მაკონტროლებელ პირთა ვალდებულებები

1.4. განმარტავს თუ არა წინამდებარე კოდექსი ყველა იმ სტანდარტს, რომლის ცოდნაც გვჭირდება?

1.5. რა ხდება მაშინ, როდესაც კანონი სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით განსხვავებულია?

1.6. სად შემიძლია კითხვის დასმა ან პრობლემის შეტყობინება?

1.7. არავითარი სამაგიეროს გადახდა/შურისძიება

2. თანამშრომლები

2.1. დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და მრავალფეროვნება

2.2. ბავშვი და იძულებითი შრომა

2.3. პატივსაცემი და არაძალადობრივი სამუშაო გარემო

2.4. თანამშრომლისა და მისი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა

2.5. ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და დაცვა

2.6. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავისუფალი სამუშაო გარემო

3. მომხმარებლები, ბიზნეს პარტნიორები და კონკურენტები

3.1. მომხმარებელტა პერსონალური ინფორმაციის დაცვა

3.2. კეთილსინდისიერება

3.3. საავტორო უფლებების შესახებ კანონი

3.4. ანტიმონოპოლია და კონკურენცია

3.5. კონკურენტთა სესახებ ინფორმაციის შეგროვება/მოპოვება

3.6. ფულის გათეთრება

3.7. კანონი ვაჭრობის შეზღუდვის, ექსპორტის მართვისა და ბოიკოტის შესახებ

3.8. მუშაობა დილერებსა და მომწოდებლებთან

3.9. ინტერესა კონფლიქტი

3.10. საჩუქრები და სტუმართმოყვარეობა

4. ხელისუფლება და საზოგადოება

4.1. მექრთამეობა და კორუფცია

4.2. პოლიტიკური აქტივობა

4.3. ხელისუფლების/სახელმწიფო მოთხოვნები

4.4. გარე კომუნიკაციები

4.5. გარემოს დაცვა

5. კომპანიის აქტივები და ფინანსური გამჭვირვალობა

5.1. ზუსტი და სრულყოფილი მონაცემები, ჩანაწერები, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა

5.2. უფლებამოსილების შეზღუდვა

Page 5: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 3 of 42 ქცევის კოდექსი

5.3. დოკუმენტების შენახვა

5.4. ინსაიდერული ვაჭრობა

5.5. VEON-ის აქტივების დაცვა

5.6. ინტელექტუალური საკუთრება და კონფიდენციალური ინფორმაცია

5.7. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და დაცვა

6. კოდექსის ადმინისტრირება

6.1. პასუხისმგებლობა

6.2. კოდექსის პოტენციური დარღვევების შესწავლა

6.3. დისციპლინარული ზომები

6.4. კოდექსის ფარგლებში გამოძიების და გადაწყვეტილებების შედეგებზე ანგარიშგების გაგზავნა

6.5. სწავლება

6.6. ხელმოწერა და შეთანხმება

6.7. დებულების უარყოფა

6.8. თარგმნა და ბრენდირება

7. რესურსები

7.1. ჯგუფის კომპლაენსის ინტრანეტი

7.2. პოლიტიკა, პროცედურები და სახელმძღვანელოები

7.3. ჯგუფის კომპლაენს სამსახური

7.4. შეტყობინების არხები

1

ჩვენი

Page 6: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 4 of 42 ქცევის კოდექსი

კეთილსინდისიერების

ვალდებულება

VEON-ის ქცევის კოდექსი არის იურიდიული და

ეთიკური სტანდარტების ფორმულირება,რომლითაც

ვხელმძღვანელობთ მიუხედავად საქმიანობის

ადგილისა და რომელიც განსაზღვრავს თუ რას

მოელის VEON თავისი საქმიანობისა და ხალხისაგან,

მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა ან

წარმომავლობისა.

1.1. ვინ უნდა დაიცვას წინამდებარე კოდექსი?

წინამდებარე კოდექსი ვრცელდება VEON-ის ყველა დირექტორზე,

თანამდებობის პირზე, თანამშრომელზე, მის უმრავლეს

მფლობელობაში არსებულ ან კონტოლირებად შვილობილ

კომპანიებზე, საერთო საწარმოზე და სხვა მისი (VEON ჯგუფი)

კონტროლის ქვეშ მყოფ ორგანიზაციაზე. იმ ერთობლივმა

საწარმოებმა, სადაც VEON-ი არ ფლობს აქციების საკონტროლო

VEON წინამდებარე კოდექსში

ნიშნავს VEON Ltd.-ს და მის

უმრავლეს მფლობელობაში

არსებულ შვილობილ და

კონტროლირებად ერთობლივ

საწარმოს.

Page 7: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი

პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე კოდექსი ან მისი

მსგავსი, ბიზნეს საქნმიანობისა და ეთიკის შესაბამისი პრინციპები.

VEON მოითხოვს რომ ყველა ბიზნეს პარტნიორმა გაიზიაროს მისი ეთიკური ქცევის სტანდარტები.

თანამშრომლებმა არ უნდა მიმართონ ისეთ ბიზნეს პარტნიორებს, რომლის საქმიანობაც

ეწინააღმდეგება წინამდებარე კოდექსს.

1.2. საქმის სწორად კეთების თქვენი პირადი პასუხისმგებლობა

წინამდებარე კოდექსი წარმოადგენს სწორად მუშაობის

ვალდებულებას. VEON-ში მუშაობით, თქვენ იღებთ

ვალდებულებას დაიცვათ შემდეგი:

საფუძვლიანად გაეცნოთ კოდექსს

გააანალიზოთ კოდექსის მოთხოვნები, სტანდარტები,

პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც

დაკავშირებულია თქვენს სამუშაოსთან

დააკმაყოფილოთ კოდექსისა და კანონის მოთხოვნები,

თქვენი ლოკაციის მიუხედავად

იმოქმედოთ გონივრულად და არ დაუშვათ თუნდაც

უმნიშვნელო არასწორი ქცევა

განაცხადოთ თქვენთვის ცნობილი ნებისმიერი დარღვევის

შემთხვევაში, სათანადო არხების გამოყენებით.

წაიკითხოთ პოლიტიკა მექრთამეობის და კორუფციის

წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რომ გაიგოთ

მექრთამეობასა და კორუფციისადმი VEON-ის

ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ.

ის ვინც ვერ იცავს აღნიშნულ კოდექსს, საფრთხეს უქმნის,

როგორც საკუთარ თავს, ისე თანამშრომლებსა და VEON-ს.

VEON-ი არ დაუშვებს კოდექსის დებულებების შეუსაბამო ქცევას.

წინამდებარე კოდექსი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და მას

უმთვარეს პრიორიტეტად ვისახავთ, თუმცა ამავდროულად ვაცნობიერებთ, რომ ხანდახან ძალიან

რთულია კარგის ცუდისგან გარჩევა. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ღია

კომუნიკაციას.

1.3. მაკონტროლებელ პირთა ვალდებულებები

იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობას უწევთ სხვებს, წინამდებარე კოდექსით თქვენ დამატებითი

პასუხისმგებლობა გეკისრებათ.

თუ კი გაეჭვებთ თქვენი ქცევის

მართებულობა, თქვენს თავს

შეეკითხეთ:

შეესაბამება თუ არა ის

წინამდებარე კოდექსს?

არის თუ არა კანონიერი?

არის თუ არა ეთიკური?

რას იფიქრებდნენ სხვები -

ჩემი კოლეგები,

საზოგადოება, ოჯახის

წევრები, აღნიშნულ

საქციელთან

დაკავშირებით?

მენდომებოდა თუ არა ამის

შესახებ წამეკითხა

გაზეთებში?

არის თუ არა ეს სწორი?

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ

Page 8: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 6 of 42 ქცევის კოდექსი

თქვენ:

საკუთარი მაგალითით უნდა შეუწყოთ ხელი კომპლაენსს და ეთიკას;

უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიმართ ანგარიშვალდებული პირები კარგად იცნობენ

კოდექსის მოთხოვნებს და აკმაყოფილებენ მათ;

ნებისმიერი საქმის წარმოებისას ხელი შეუწყოთ VEON-ის ნულოვან ტოლერანტობას

მექრთამეობისა და კორუფციის მიმართ;

თქვენ უნდა შექმნათ ისეთი გარემო, სადაც თანამშრომლები კომფორტულად იგრძნობენ თავს,

საკუთარი მოსაზრებების გამოსახატად;

დაიცვათ „არანაირი შურისძიების“ პოლიტიკა;

თანამშრომლების შეფასებისას გაითვალისწინეთ მათი ქცევის კოდექსთან დამოკიდებულება;

არსდროს მოსთხოვოთ თანამშრომელს, ბიზნეს შედეგის მიღწევა ქცევის კოდექსის, ეთიკის

ნორმების ან შესაბამისი კანონის გვერდის ავლის ხარჯზე;

უზრუნველყავით კოდექსის თანმიმდევრული აღსრულება;

წაახალისოთ/მხარი დაუჭიროთ იმ თანამშრომლებს რომლებიც გონივრულ

მოსაზრებებს/ეჭვებს გამოთქვამენ.

თუ თქვენ მოგმართავენ შეკითხვით ან მოსაზრებით, თქვენ უნდა დაუთმოთ სათანადო ყურადღება და

ჩაეძიოთ საკითხს. თუ ეჭვი გეპარებათ, მიიღეთ დახმარება ჯგუფის ან ადგილობრივი კომპლაენს

მენეჯერისგან.

1.4. განმარტავს თუ არა წინამდებარე კოდექსი ყველა იმ სტანდარტს, რომლის ცოდნაც გვჭირდება?

კოდექსი განსაზღვრავს ბიზნეს საქმიანობის პრინციპებს,

რომელთა გამოყენებაც უნდა მოხდეს VEON-ის ჯგუფის

ფარგლებში, მიუხედავად ადგილმდებარეობისა. ის ვერ აღწერს

ყველა კანონს, დებულებასა თუ შიდა მოთხოვნას, რომელიც

შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თქვენს მიმართ.

დარწმუნდით, რომ იცით თქვენს სამუშაოსთან დაკავშირებული

მოქმედი წესები, მოიძიეთ ინფორმაცია, რომელიც

გესაჭიროებათ VEON-ის ჯგუფის ინტრანეტის საშუალებით,

რჩევისთვის მიმართეთ თქვენი ხაზის მენეჯერს, კომპლაენსის

ოფიცერს ან იურიდიულ განყოფილებას. თქვენ ასევე პასუხს

აგებთ სწორი და საღი აზრის მქონე გადაწყვეტილებების

მიღებაზე, რათა თქვენმა ქმედებებმა არასდროს მიაყენოს ზიანი

VEON-ის რეპუტაციას.

კორპორატიული კომპლაენს პოლიტიკა და პროცედურები ხელმისაწვდომია ინტრანეტში

კომპლაენსის ზონაში.

1.5. რა ხდება მაშინ, როდესაც კანონი სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით განსხვავებულია?

VEON-ი ეწევა საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვექვემდებარებით

კითხვები და პასუხები: კოდექსში

იხილავთ კითხვების და

პასუხების სექციას, აღნიშნული

კ&პ სექციები ერთის მხრივ ეხება

სპეციფიურად აღმოცენებულ ი

საკითხების პასუხებს, მეორეს

მხრივ დაგეხმარებათ უკეთესად

აღიქვათ კოდექსში აღწერილი

თემების პრაქტიკული შემხებლობა

თქვენს უშუალო სამუშაოსთან

Page 9: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 7 of 42 ქცევის კოდექსი

სხვადასხვა ქვეყნის კანონებსა და მარეგულირებელ ნორმებს. თითოეული ჩვენთაგანი პასუხს აგებს იმ

კანონების ცოდნასა და შესრულებაზე, რომლებიც გამოიყენება ჩვენს მიმართ იქ, სადაც ვახორციელებთ

საქმიანობას.

იმ შემთხვევაში თუ სახეზეა სხვაობა ადგილობრივ ჩვევებს, ნორმებს, კანონებსა თუ დებულებებს

შორის, თქვენ უნდა მიმართოთ წინამდებარე კოდექსს ან ამ ადგილობრივ მოთხოვნებს - იმისდა

მიხედვით, თუ რომელი განსაზღვრავს ქცევის უფრო მარალ სტანდარტს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ

გაგიჩნდებათ შეკითხვა იმის შესახებ, თუ რომელი წესი მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენ

შეგიძლიათ მოიძიოთ რეკომენდაციები თქვენი იურიდიული დეპარტამენტისგან.

1.6. სად შემიძლია კითხვის დასმა ან პრობლემის შეტყობინება?

ჩვენი Speak-Up-ის პრობლემის შეტყობინების და „არანაირი შურისძიების“ პოლიტიკა გვაწვდის

ინფორმაციას თუ როგორვითხოვოთ რჩევა, წამოვწიოთ კომპლაენსის საკითხი,შევატყობინოთ

VEON-ის ქცევის კოდექსის, პოლიტიკის ან პროცედურის პოტენციური დარღვევის შესახებ.

შესაძლოა მოგვეჩვენოს რომ დუმილი უფრო ადვილია ან სხვაგზის პოვნა, მაგრამ ჩვენი

კითილსინდისიერების ვალდებულება ნიშნავს რომ ჩვენ უნდა შევატყობინოთ იურიდიული

საკითხებისდა პოლიტიკის ნებისმიერი დარღვევა.

გთხოვთ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოიძიოთ რჩევა იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ხართ

დარწუნებული სათანადო საქციელთან დაკავშირებით.

როგორც ქვემოთ არის განმარტებული, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ და გამოიყენოთ რამდენიმე

ვარიანტი. მნიშვნელოვანია რომ გამოიყენოთ ამ ვარიანტებიდან ერთერთი.

დახმარებისთვის ასევე შეგიძლიათ მიმართოთ:

თქვენს კომპლაენს ოფიცერს

თქვენს იურიდიულ დეპარტამენტს

თქვენი ადამიანური რესურსების დეპარტამენტს

თქვენ ასევე შეგიძლიათ დასვათ კითხვა, წამოჭრათ საკითხი ან ისაუბროთ პირისპირ ომლაინ

ან ტელეფონის საშუალებით:

მიწეროთ ჯგუფის კომპლაენს [email protected] ზე

დასვათ კითხვა ან შეატყობინოთ პრობლემა (ანონიმურად სურვილისამებრ) ონლაინ

veon.com/speakup -ზე.

დარეკოთ VEON-ის Speak-Up ხაზზე რომ გაესაუბროთ ოპერატორს. ნომრისთვის ეწვიე

veon.com/speakup-ს.

გარდა ამისა, მოსაზრებები ან პრეტენზიები ბუღალტრულ ან აუდიტის საკითხებთან ან VEON-ის შიდა

ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლთან დაკავშირებით, შესაძლებელია ასევე განხილულ იქნას

ბიზნეს დანაყოფის მაკონტროლებელ პირთან, ჯგუფის ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის

დირექტორთან, ჯგუფის მთავარ ფინანსურ დირექტორთან, აღმასრულებელ დირექტორთან ან

აუდიტის კომიტეტის თავჯდომარესთან.

Page 10: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 8 of 42 ქცევის კოდექსი

1.7. არავითარი სამაგიეროს გადახდა/შურისძიება

ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ცდილობს მოიძიოს რჩევა, გამოთქვამს მოსაზრებას ან

ატყობინებს არასწორი ქცევის შესახებ, იცავს წინამდებარე კოდექსს - და სწორადაც იქცევა. VEON-ი არ

დაუშვებს რეპრესიებს ან შეუსაბამო ქმედებას რომელიმე პირის მხრიდან იმ თანამშრომლის მიმართ,

რომელიც გამოთქვამს მოსაზრებას ან საკუთარი შეგნებით მოახდენს შეტყობინებას. ნებისმიერი

მენეჯერისა თუ თანამშრომლის მიმართ მიღებული იქნება დისციპლინური ზომები, თუ ის განზრახ

იძიებს შურს მეორე პირზე - აზრის გამოთქმის გამო.

კომპლაენსის Speak-Up ხაზის გამოყენებისას, ონლაინ თუ ტელეფონით, თქვენ შეგიძლიათ

შეინარჩუნოთ ანონიმურობა, როდესაც ამას ადგილობრივი კანონი უშვებს. გთხოვთ გაითვალისწინეთ,

რომ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის წარუდგენლობა ან საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი

დამატებითი ინფორმაციის არმიწოდება, ხელს უშლის VEON-ს შეძლებისდაგვარად საფუძვლიანად

მოქმედებასა და საკითხის სწრაფად შესწავლაში.თუ თქვენ მოითხოვთ კონფიდენციალობის დაცვას,

VEON-ი ყოველგვარ ძალისხმევას მიმართავს აღნიშნულის უზრუნველსაყოფად.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Speak-Up-ს: პრობლემის შეტყობინების და

„არანაირი სამაგიეროს გადახდის“ პოლიტიკას.

შ: რა ხდება როდესაც ვრეკავ კომპლაენს

Speak-Up ხაზზე?

პ: როდესაც თქვენ რეკავთ კომპლაენს Speak-Up

ხაზზე, თქვენი ზარის მიმღები პირი

გადაამისამართებს თქვენს შეკითხვასა თუ

მოსაზრებას, კონფიდენციალობის მკაცრი

დაცვით, შესაბამის პირთან. VEON-ის ფარგლებში

საკითხის განხილვის მიზნით. ყოველგვარი

ძალისხმევა იქნება გაწეული იმისათვის, რომ

მიიღოთ პასუხი დაუყოვნებლივ და, რომ თქვენი

შეკითხვა ან მოსაზრება დამუშავდეს სწრაფად,

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დროს

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შ: მე ვფიქრობდი კომპლაენს Speak-Up

ხაზზე დარეკვაზე, თუმცა

დარწმუნებული არ ვარ

გადაწყვეტილების სისწორეში. ჩემი

ხაზის მენეჯერმა დამავალა ისეთი

რამის გაკეთება რაც ჩემი აზრით

არასწორი და უკანონოც კია. ვფიქრობ

ეს უნდა გავუმხილო ვინმეს, თუმცა

მეშინია, რომ ჩემი ხაზის მენეჯერი

კიდევ უფრო გამირთულებს სამუშაოს

თუ კი ასე მოვიქცევი. როგორ უნდა

მოვიქცე?

პ: დიდ კომპანიებშიც კი აკეთებენ ადამიანები

ისეთ რამეს, რაც არ უნდა გააკეთონ. თქვენ

აღმოაჩინეთ ის რაც, თქვენი აზრით

პოტენციურად სერიოზულ საკითხს

წარმოადგენს. კოდექსის თანახმად, თუ

თქვენი აზრით, რაღაც არასწორი ხდება, თქვენ

არ უნდა გაჩუმდეთ. თუ თავს

არაკომფორტულად გრძნობთ რომ ხაზის

მენეჯერ მიმართოთ, მიმართეთ ადგილობრივ

კომპლაენს მენეჯერს ან დაუკავშირდით

Speak-Up-ის ხაზს veon.com/speakup-ზე. რის

შემდეგაც VEON-ი შეისწავლის სიტუაციას და

არ დაუშვებს ხაზის მენეჯერისა თუ სხვა

პირის მიერ თქვენთვის სამაგიეროს გადახდას.

თქვენი აზრის გამოთქმა საუკეთესო არჩევანია.

Page 11: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 9 of 42 ქცევის კოდექსი

2 თანამშრომლები ჩვენს მიზანს წარმოადგენს ისეთი სამუშაო

ადგილების შექმნა, სადაც იქნება უსაფრთხო და

პროფესიონალური გარემო, რომელიც ხელს

შეუწყობს ჯგუფურ მუშაობას, მრავალფეროვნებასა

და ნდობას. აღნიშნული ითვალსწინებს ყოველი

პირის მიმართ დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის

უზრუნველყოფას.

2.1. დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და მრავალფეროვნება

ჩვენს ძალას ჩვენი ხალხი წარმოადგენს. ყოველი თანამშრომელი მიიჩნევა მსოფლიოს მაშტაბით

არსებული ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან წევრად. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული თანამშრომლის

უფლებებსა და ღირსებას. VEON-ი ქმნის სამუშაო გარემოს სადაც არსებობს ურთიერთნდობა და

პატივისცემა, სადაც დაფასდება მრავალფეროვნება და ჩართულობა და სადაც ნებისმიერ პირს, რომელიც

მუშაობს VEON-ში, მოეპყრობიან სამართლიანად და პატივისცემით.

ძირითადი წესები რაც უნდა დაიცვათ:

დარწმუნდით, რომ თქვენი გადაწყვეტილებები პერსონალის დაკომპლექტებასთან,

შერჩევასთან, განვითარებასა და დაწინაურებასთან დაკავშირებით დაფუძნებულია მის

დამსახურებაზე - კვალიფიკაციაზე, გამოვლენილ გამოცდილებასა და მიღწევებზე. არ დაუშვათ,

რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს ისეთი ფაქტოების არსებობამ, როგორიცაა

რასა, რელიგია, სქესი, ასაკი, ეროვნება, სქესობრივი ორიენტაცია, ოჯახური მდგომარეობა ან

ფიზიკური ნაკლი.

დაიცავით შრომითი და დასაქმების შესახებ მოქმედი

კანონმდებლობა იმისდა მიუხედავად, თუ სად

ვახორციელებთ საქმიანობას.

ჩაგვრას შესაძლოა სხვადასხვა ფორმა

ქონდეს. ნაჩვენებია არაეთიკური ქცევის

რამდენიმე მაგალითი:

მიუღებელი არშიყი, სექსუალური

ძალადობა ან სექსუალური

ხასიათის რეფერენსები ან

მასალები.

შეურაცმყოფელი ან პირადი

ხასიათის მასალების (როგორიცაა

ფოტო, ვიდეო მასალა) გამჟღავნება

და გავრცელება (მათ შორის

სოციუალური ქსელების

საშუალებით)

ვინმეს შეურაცხყოფა (მათ შორის

Page 12: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 10 of 42 ქცევის კოდექსი

2.2. ბავშვი და იძულებითი შრომა

VEON-ი ისწრაფვის, რომ აღმოიფხვრას იძულებითი და

სავალდებულო შრომის ყოველგვარი ფორმა და საბოლოოდ

გაუქმდეს ბავშვთა შრომის გამოყენება. ჩვენ არ ვასაქმებთ

15 წლამდე ასაკის პირებს ან ადგილობრივი კანონმდებლობით

დადგენილი, შრომისათვის უფრო მაღალ მინიმალურ ასაკამდე

პირს.

VEON-ი არ აწარმოებს საქმიანობას იმ ბიზნეს პარტნიორებთან,

რომლებიც არ იცავენ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს.

2.3. პატივსაცემი და არაძალადობრივი სამუშაო გარემო

ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით

მოვეპყრობით და შევქმნით ღია კომუნიკაციის, ნდობისა და ურთიერთ-პატივისცემის ატმოსფეროს.

VEON-ი არ დაუშვებს ცუდად მოპყრობისა თუ ზეწოლის ნებისმიერ ფორმას ნებისმიერ სამუშაო

ადგილზე თუ ღონისძიებაზე კომპანიაში, თანამშრომლების, მომხმარებლების და ბიზნეს

პარტნიორების მიმართ. ზეწოლა არაკანონიერია ბევრ ქვეყანაში და შესაძლებელია გამოიწვიოს

სერიოზული დისციპლინარული სანქცია, სამსახურიდან განთავისუფლების ჩათვლით.

შ: ჩემმა უფროსმა დაბალი ქულა მომცა

შეფასებით გასაუბრებაში. მან მითხრა, რომ მე

ვერ შევასრულე დასახული მიზნები და მას

სურს გავაუმჯობესო ჩემი დამოკიდებულება

სამუშაოს მიმართ და ვიყო კიდევ უფრო

ყურადღებიანი. ვეთანხმები, რომ შესაძლოა

ხანდახან მართლა ვუშვებ შეცდომებს, მაგრამ

საერთო ჯამში, მე არ ვფიქრობ რომ ჩემი

მუშაობა ცუდია. შემიძლია ვიჩივლო, რომ ჩემი

უფროსი არასამართლიანად მექცევა?

პ: აღნიშნულ ინფორმაციზე დაყრდნობით, თქვენ

უსამართლოდ არ გექცევიან. თქვენი უფროსი

მხოლოდ და მხოლოდ უკმაყოფილოა თქვენი

მუშაობის შედეგით. თუმცა თუ თქვენ არ

ეთანხმებით მის შეფასებას, შეგიძლიათ

განიხილოთ აღნიშნული საკითხი ერთი

საფეხურით მაღლა. თუ ეს გავლენას არ მოახდენს

არსებულ სიტუაციაზე ან არ დაეთანხმებით

მიღებულ გადაწყვეტილებას, თქვენ შეგიძლიათ

დააყენოთ საკითხი ადამიანური რესურსების

განყოფილებასთან.

პ: თუ თქვენი უფროსის ქცევა თქვენთვის

მიუღებელია, საუკეთესო გადაწყვეტილება

იქნება, რომ პირველ რიგში ეს მას უთხრათ.

შეიძლება თქვენი უფროსი ვერც კი ხვდება, რომ

მისი საქციელი გაწუხებთ. თუმცა, თუ

აღნიშნული ვერ დაგეხმარათ ან ვერ იგრძნობთ

თავს კომფორტულად, რომ განიხილოთ

აღნიშნული უშუალოდ თქვენს უფროსთან, თქვენ

შეგიძლიათ დააყენოთ საკითხი ადამიანური

რესურსების განყოფილებაში და მოიძიოთ

მისგან პრაქტიკული მხარდაჭერა ან ასევე

შეგიძლიათ მიმართოთ კომპლაენს Speak-Up

ხაზს.

შ: ჩემი უფროსი ხანდახან ისე იქცევა თავს

უხერხულად ვგრძნობ - მეპატიჟება დასალევად

ან დამიწყებს ხოლმე საუბარს სასიყვარულო

კავშირების შესახებ, როდესაც ახლომახლო

არავინაა

Page 13: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 11 of 42 ქცევის კოდექსი

2.4. თანამშრომლისა და მისი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა

VEON-ი მხარს უჭერს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას.

VEON-ის პოლიტიკას წარმოადგენს მხოლოდ თანამშრომლის იმ პირადი ინფორმაციის მოპოვება და

ფლობა, რაც აუცილებელია VEON-ში ეფექტური მუშაობისათვის და რაც მოთხოვნილია ადგილობრივი

კანონმდებლობით. პირად ჩანაწერებზე წვდომა შესაძლებელია კომპანიის მხოლოდ იმ

პერსონალისათვის, ვისაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და არსებობს ცალსახად საქმიანი

აუცილებლობა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თანამშრომლის პირადი ინფორმაცია არ

გაიცემა VEON-ის კომპანიის ფარგლებს გარეთ სათანადო ნებართვის გარეშე. პატივს სცემს რა

თანამშრომლის პერსონალური ინფორმაციის დაცვას VEON-ი ჩვეულებრივ არავითარ დაინტერესებას

არ გამოხატავს სამსახურის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ პირად საქმიანობაზე - თუ აღნიშნული

ქმედებები ზიანს არ მიაყენებს თანამშრომლის მუშაობის ეფექტურობას ან არ შელახავს „VEON“-ის

რეპუტაციას თუ კანონიერ ბიზნეს ინტერესებს.

2.5. ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და დაცვა

VEON-ი უზრუნველყოფს თავის ყველა თანამშრომელს უსაფრთხო და დაცული სამუშაო გარემოთი,

სადაც არავის არ მოუწევს უსარგებლო რისკის გაწევა. ვაღიარებთ, რომ უსაფრთხო გარემო

დამოკიდებულია არა მხოლოს ტექნიკურად ჯანსაღ სამუშაო ადგილმდებარეობასა და

აღჭურვილობაზე, არამედ ასევე კომპეტენტურ ხალხსა და ყურადღებაზე ჯანდაცვისა და

უსაფრთხოების საკითხების მიმართ. არავითარ ღონისძიებას არ აქვს მნიშვნელობა თუ შეუძლებელია

მისი სისრულეში მოყვანა უსაფრთხოდ.

თანამშრომლებს ევალებათ დაიცვან ჩვენი წესები და პროცედურები, რათა თავიდან იქნას აცილებული

სახიფათო მოქმედებები, როგორც მათი, ასევე სხვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის

მიზნით. ხაზის მენეჯერებს ევალებათ უზრუნველყონ თავიანთი გუნდები უსაფრთხო და დაცული

საქმიანი გარემოთი, ასევე გაუზიარონ მათ ცოდნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პოტენციური

რისკებისა და მათი მართვის შესახებ.

თუ თქვენთვის ცნობილი გახდება ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოებისათვის სახიფათო გარემოებების

შესახებ, თქვენ უნდა მოახსენოთ აღნიშნული თქვენი ხაზის მენეჯერს, ადამიანური რესურსების

განყოფილებას ან დარეკოთ კომპლაენს Speak-Up ხაზზე.

2.6. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავისუფალი სამუშაო გარემო

ჩვენ არ დავუშვებთ აკრძალულ და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას

ან ალკოჰოლური თუ არალეგალური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას სამუშაოზე.

შ: გასულ საღამოს გვიანობამდე შემოვრჩი

სამსახურში, როდესაც ქსეროქსის გამოყენება

დავაპირე, გამანაწილებელში ვიპოვე პირადი

ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების

ასლები. შევნიშნე, რომ ასლები შეიცავდნენ

ინფორმაციას ჩვენი განყოფილების

სახელფასო უწყისების შესახებ. ამ ფორმებზე

ძალიან ბევრი პირადი ინფორმაციაა

წარმოდგენილი არ მინდა ვინმეს პრობლემები

პ: თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოთ

საბუთები სახელფასე უწყისებზე პასუხისმგებელ

პირს სრული კონფიდენციალობის დაცვით. ასევე,

უნდა მოახსენოთ თქვენი აღმოჩენის და

განხორციელებული ქმედებების შესახებ თქვენი

ხაზის მენეჯერს ან სახელფასო უწყისების

სუპერვაიზორს. კონფოდენციალობისა და პირადი

მონაცემების დაცვა VEON-ის ყოველი

თანამშრომლის პირადი პასუხისმგებლობაა.

Page 14: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 12 of 42 ქცევის კოდექსი

3 მომხმარებლები, ბიზნეს პარტნიორები, კონკურენტები VEON, ჩვენი მომხმარებლები და ბიზნეს პარტნიორები სარგებლობენ

კეთილსინდისიერების და გამჭვირვალე ურთიერთობების შედეგით.

ჩვენ მივისწრაფვით პატიოსნების უმაღლეს დონისკენ, რომელიც ჩვენი

წარმატებისთვის სასიცოცხოდ მნიშვნელოვანია.

Page 15: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 13 of 42 ქცევის კოდექსი

3.1. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დაცვა

ჩვენი მომხმარებლები გვანდობენ თავიანთ პირად ინფორმაციას

ჩვენ კი ვაფასებთ მათ ნდობას. ჩვენს პრიორიტეტს

წარმოადგენს ჩვენი მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა და

კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენ ვიცავთ

ყველა შესაბამის ადგილობრივ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის დაცვას.

არ შეიძლება გქონდეთ წვდომა, იხილოთ, გამოიყენოთ, შეცვალოთ, გაიზიაროთ ან გაავრცელოთ

მომხმარებლის ინფორმაცია თუ ეს არ არის სამუშაო საჭიროებიდან განპირობებული და თუ არ გაქვთ

ამაზე სათანადო ნებართვა. თქვენ ყოველთვის უნდა მიმართოთ თქვენი ხაზის მენეჯერსა და

იურიდიულ ან მარეგულირებელ განყოფილებას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც წარმოიშობა

მომხმარებლის ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

დაუშვებელია თქვენს მიერ ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაციის ნახვა, მოსმენა, მონიტორინგი,

ჩაწერა, მანიპულირება ან უკანონოდ გამოყენება ნებართვის და იურიდიული გამართლების გარეშე.

3.2. კეთილსინდისიერება

ჩვენ VEON-ში ყოველთვის უნდა დავიცვათ კომპანიის რეპუტაცია, რადგანაც წარმოვადგენთ ჩვენი

გაერთიანებისა და ინდუსტრიის ღირსეულ და ეთიკურ წევრს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი,

სამართლიანად ვითანამშრომლოთ ჩვენს ყოველ კლიენტთან, ბიზნეს პარტნიორთან და კონკურენტთან.

თუ კი ჩვენ ვერ მოვახერხებთ კეთილსინდისიერად მოლაპარაკებების წარმოებას, მოქმედებას ან

საქმიანობას, ჩვენ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენოთ ჩვენს რეპუტაციას და დავკარგოთ

ჩვენი კლიენტების ნდობა. ჩვენ, მნიშვნელოვანი ფაქტების წარუდგენლობით, მანიპულაციით,

ინფორმაციის დაფარვით, პრივილეგირებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენებით, თაღლითობითა

თუ სხვა არაკეთილსინდისიერი მოქმედებებით, არაკეთილსინდისიერად არ უნდა მოვიპოვოთ

უპირატესობა. ჩვენ ველით ყოველი ჩვენი თანამშრომლისგან, რომ ჩვენს კლიენტებსა და საქმიან

პარტნიორებს მოეპყრობიან სამართლიანად, პატივს სცემენ მათ უფლებებს და იმოქმედებენ

კეთილსინდისიერად ჩვენს საქმიან გარიგებებში.

გთხოვთ მიმართოთ იურიდიულ დეპარტამენტს რათა დარწმუნდეთ, რომ იცით ის წესები, რომელიც

ვრცელდება პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.

კლიენტის პირადი ინფორმაცია

შეიძლება მოიცავდეს: სახელს,

მისამართს, საიდ.დოკუმენტის

მონაცემებს, ტელეფონის

ნომრებს, ამონაწერს და

ადგილმდებარეობის ჩანაწერებს

Page 16: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 14 of 42 ქცევის კოდექსი

3.3. საავტორო უფლებების შესახებ კანონი

დღესდღეობით არსებული ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობები კიდევ უფრო აადვილებს

ბეჭდვითი მასალების, ვიდეორგოლების, კომპიუტერული პროგრამების, მუსიკალური ჩანაწერების,

საილუსტრაციო მასალების, ფოტოსურათებისა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული

სხვადასხვა მასალების გადამრავლების შესაძლებლობას. შესაბამისად, სანამ მოახდენდეთ მსგავსი

მასალების გამოყენებას, დაფიქრდით ეს შესაძლოა უკანონო იყოს. VEON იცავს ყოველგვარ კანონს

საავტორო უფლებების დაცვის შესახებ და იყენებს მხოლოდ იმ არამატერიალურ სიკეთეებს, რასაც

თვითონვე ქმნის ან რომლებიც მას გადაეცემა კანონიერი მფლობელების მიერ. საავტორო უფლებების

დარღვევამ შესაძლებელია წარმოშვას სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა, როგორც

თქვენს ასევე VEON-ის მიმართ. საავტორო უფლებებთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში

კონსულტაციისთვის მიმართეთ იურიდიულ განყოფილებას.

3.4. ანტიმონოპოლია და კონკურენცია

ჩვენი უწყვეტი წარმატება დამოკიდებულია აგრესიულ კონკურენციაზე, თუმცა ჩვენი ქცევა არის

სამართლიანი და კანონთან სრულ შესაბამისობაში. VEON-ი მკაცრად იცავს კონკურენციისა და

ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას - კანონებს, რომლებიც ხელს უწყობს და იცავს თავისუფალ და

სამართლიან კონკურენციას მსოფლიო მაშტაბით;

შ: ჩემმა მეგობარმა,რომელიც იმავე

განნყოფილებაში მუშაობს, სადაც მე, მკითხა

შემეძლო თუ არა მისი მეუღლის მობილური

ტრაფიკის/ამონაწერის შესახებ ინფორმაციის

გადაცემა მისთვის. ის ფიქრობს, რომ მისი

სატელეფონო გადასახადები ძალზედ მაღალია.

ჩემს მეგობარს არ გააჩნია წვდომა

მომხმარებლების მონაცემთა ბაზაზე და თავად არ

შეეძლო აღნიშნული ინფორმაციის ამოღება,

უნდა დავეხმარო თუ არა მას

პ: არა. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ინფორმაციის

გადაცემა არავისთვის.

შ: ეხლახანს შემოვუერთდი VEON-ს, ხოლო

მანამდე მე ვმუშაობდი მის კონკურენტთან. მე

ვფლობ გარკვეულ კონფიდენციალურ

ინფორმაციას ჩემი ყოფილი დამსაქმებლის

შესახებ. უნდა გავუზიარო თუ არა ჩემს

მენეჯერს?

პ: არა, ეს შეუსაბამო და პოტენციურად უკანონოა

კონკურენციის კანონი ზოგადად კრძალავს

ხელშეკრულების დადებას კონკურენტთან

მათ შორის, როდესაც ხელშეკრულება

ეხება შემდეგ ძირითად კატეგორიებს:

ფასების ფიქსირებას.

კლიენტების ან გეოგრაფიული

ტერიტორიების დანაწილებას.

სატენდერო აქტივობების კოორდინაციას.

Page 17: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 15 of 42 ქცევის კოდექსი

კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური კანონები ძალზედ

კომპლექსურია და მათმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს

VEON-ის და მისი თანამშრომლების მკაცრი

სისხლისსამართლებრივი ან/და სამოქალაქო-სამართლებრივი

პასუხისმგებლობა.

კონკურენტებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობისას, თქვენ

უნდა იყოთ გათვითცნობიერებული ანტიმონოპოლიური

ხელშეკრულების აკრძალვების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ

არ შეგიძლიათ გქონდეთ მართლზომიერი კონტაქტი

კონკურენტებთან, არამედ იმას, რომ თქვენ განსაკუთრებული

სიფრთხილე გმართებთ ნებისმიერი ასეთი კონტაქტის

დამყარებისას.

ყოველთვის მიმართეთ კონსულტაციისთვის იურიდიულ ან მარეგულირებელ განყოფილებას, სანამ:

გააფორმებთ ერთობლივი საწარმოების შერწყმის,

საკუთრებაში გადაცემის, მარკეტინგის, შესყიდვებისა

და სხვა მსგავს შეთანხმებებს კონკურენტებთან;

გააფორმებთ ექსკლუზიურ სადისტრიბუციო

შეთანხმებებს

ჩამოაყალიბებთ ექსკლუზიურ გარიგებებს

გააერთიანებთ სხვადასხვა პროდუქციასა თუ

მომსახურებას

დაადგენთ „სპეციალურ ტარიფებს“ კონკრეტული

კლიენტებისათვის

კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ იურიდიულ

განყოფილებას, თუ თქვენ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში,

რომელმაც თქვენი აზრით, შესაძლებელია წარმოშვას

კონკურენციისა და ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან

დაკავშირებული საკითხი ან თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა

ანტიმონოპოლიურ და კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებით

შ: მე კარგი ურთიერთობა მაქვს ერთ-ერთი

ჩვენი კონკურენტი კომპანიის ფინანსურ

მუშაკებთან. მათ მიუწვდებათ ხელი ფინანსურ

შედეგებთან,ფასდადებასთან, ტრენდებთან და

კლიენტებთან გარიგებებზე. შესაძლებელია

თუ არა მათთან აღნიშნული ტიპის

ინფორმაციის პერიოდულად

არაოფიციალურად გაცვლა?

პ: არა, კონკურენტული ინფორმაციის გაცვლა იკრძალება

და შეიძლება იურიდიულ დარღვევაში გამოისახოს. თქვენ

უარი უნდა თქვათ ფინანსური შედეგების, ფასდადების,

ტრენდების და კლიენტებთან გარიგებების შესახებ

საუბარზე.

Page 18: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 16 of 42 ქცევის კოდექსი

3.5. კონკურენტთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება

კონკურენციის კანონმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს

კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვინაიდან

კონკურენტებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირს

შესაძლოა მოყვეს სერიოზული სამართლებრივი

პასუხისმგებლობა. თუმცა გლობალურ ბაზარზე ეფექტური

კონკურენციის გასაწევად ინფორმაციის მოპოვება

აუცილებელიც კია, თუ კი აღნიშნული მოხდება სწორად და კანონის მოთხოვნების დაცვით.

VEON-ში ჩვენ კონკურენტებს მართლზომიერი ფორმებით სრულად შევისწავლით. ვიყენებთ მხოლოდ

საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, სამრეწველო და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს,

ბიზნესის, მომხმარებლებისა და მომწოდებლების მიმართულებების, ტექნოლოგიური ტენდენციების,

მარეგულირებელი რეკომენდაციების და სხვა მოვლენების, ასევე მომწოდებლებისა და

კონკურენტების არსებული და მოსალოდნელი აქტივობების შესწავლის მიზნით.

3.6. ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინასება

ფულის გათეთრება არის პროცესი, როდესაც ფიზიკური თუ

იურიდიული პირები ცდილობენ არალეგალურად მოპოვებული

ფინანსების დაფარვას ან კანონიერი სახის მიცემას. ტერორიზმის

დაფინანსება მოიცავს ტერორისტების, ტერორისტული აქტების

და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას.

VEON იღებს ვალდებულებას იმოქმედოს ფულის გათეთრების და

ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ შესაბამისი კანონის,

წესის და რეგულაციის დაცვით, VEON არ დაუშვებს, არ შეუწყობს

ხელს რაიმე სახის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინა

ნსების ფაქტს.

ძირითადი წესებია:

არალეგალური გზით

ინფორმაციის შეგროვების

მაგალითებია:

ქრთამი

ვინაობის დამალვა

ფარული მიყურადება

იყავით ფრთხილად, როდესაც:

ბიზნეს პარტნიორი უარს აცხადებს

სრულყოფილი ინფორმაციის

მოწოდებაზე, წარადგენს არა საკმარის,

მცდარ ან საეჭვო ინფორმაციას ან

არღვევს ანგარიშგების ან/და

ჩანაწერების წარმოების მოთხოვნებს.

მოითხოვს ზედმეტის გადახდას

Page 19: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 17 of 42 ქცევის კოდექსი

გაეცანით ფულის გათეთრების და ტერორიზმის

დაფინანსების წინააღმდეგ კანონს რომელიც

მოქმედებს თქვენს იურისდიქციაში და მიჰყევით

ყველა პოლიტიკას და პროცედურას, რომელსაც

მოგაწვდით თქვენი ადგილობრივი ფულის

გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ოფიცერი ან

ადგილობრივი ან ჯგუფის კომპლაენს მენეჯერი.

იმოქმედეთ ისე რომ თავიდან აიცილოთ VEON-ის

პროდუქტების და მომსახურების გამოყენება

ფულის გათეთრების ან ტერორიზმის

დაფინანსებისთვის

განახორციელოთ დიუ დილიჯენსის პროცედურა,

იმისათვის რომ დაადგინოთ პოტენციური

პარტნიორის საქმიანობა და გამოცდილება და

დაადგინო თანხის წარმოშობის წყარო და

დანიშნულება

შეატყობინოთ თქვენს ფულის გათეთრების

წინააღმდეგ ბრძოლის ოფიცერს ან ადგილობრივ ან

ჯგუფის კომპლაენს მენეჯერს საეჭვო ტრანზაქციის

ან ინციდენტის შესახებ

3.7. კანონი ვაჭრობის შეზღუდვის, ექსპორტის მართვისა და ბოიკოტის შესახებ

რიგი ქვეყნებისა პერიოდულად აწესებენ შეზღუდვებს ამა თუ იმ ქვეყანასთან, ფიზიკურ ან იურიდიულ

პირთან, ექსპორტსა და სხვა ოპერაციებთან დაკავშირებით. სერიოზული სასჯელი -ჯარიმები,

საექსპორტო ნებართვის ჩამორთმევა და თავისუფლების აღკვეთა - შესაძლოა გამოყენებულ იქნას

ჩამოთვლილის დარღვევის შემთხვევაში. VEON მოქმედებს ექსპორტის, იმპორტის ვაჭრობის

შეზღუდვის და სანქციების შესახებ კანონებთან შესაბამისად.

შეზღუდვების, აკრძალული ქვეყნების, ორგანიზაციების და პირების ჩამონათვალი მუდმივად

ცვალებადია. თუ კი თქვენი სამუშაო ითვალისწინებს საქონლის, ტექნოლოგიებისა ან მომსახურებების

გადატანას საზღვრებს გარეთ (ფიზიკური ან ციფრული გადატანა), დარწმუნდით, რომ იცით თუ

რომელი წესი გამოიყენოთ. ასევე დარწმუნდით, რომ ნებისმიერი მხარე რომელსაც ფულს ვუხდით,

გადის ბიზნეს პარტნიორის დიუ დილიჯენსის სქრინინგ პროცედურას.

თქვენს ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ იურიდიულ

დეპარტამენტს.

შ: კორპორატიულმა კლიენტმა, რომელმაც

ზედმეტად გადაიხადა თანხა მოითხოვა, არა

სტანდარტული მეთოდით, თანხის ნაღდი

სახით დაბრუნება. როგორ მოვიქცე?

პ: არ დაუბრუნოთ თანხა სანამ არ მიიღებთ

რჩევას იურიდიული დეპარტამენტისგან. ჩვენ

უნდა განვიხილოთ ფულის დაბრუნების

მოთხოვნა ფულის გათეთრების წითელი

ალმების ჭრილში იმისთვის რომ შესაბამისად

ვიმოქმედოთ.

Page 20: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 18 of 42 ქცევის კოდექსი

3.8. მუშაობა დილერებსა და მომწოდებლებთან

VEON-ის დილერები და მომწოდებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მომხმარებლებისათვის

ჩვენი სერვისების და პროდუქტების მიწოდებაში. სწორედ ამიტომ, ყურადღებით უნდა მოხდეს მათი

შერჩევა - მათი ღირსების გათვალისწინებით და მოლოდინით, რომ ისინი იმოქმედებენ ჩვენი

კომპლაენს და ეთიკის ნორმების შესაბამისად.

თუ კი თქვენი სამუშაო ითვალისწინებს დილერების და მომწოდებლების შერჩევას ან მათთან

თანამშრომლობას, ყოველთვის მხედველობაში იქონიეთ შემდეგი წესები:

დაიცავით მოქმედი შესყიდვების და სატენდერო

პროცედურები

შეარჩიეთ ისინი მათი ღირსებებისა და დამსახურებების

გათვალისწინებით, ეცადეთ თავიდან აიცილოთ

ინტერესთა კონფლიქტი, გაუმართლებელი საჩუქრები

და მასპინძლობის ხარჯები ან რაიმე სხვა სახის

მოსყიდვა, რომელმაც შესაძლოახელი შეუშალოს ობიექტურ შერჩევას.

საქმიანობა აწარმოეთ მხოლოდ იმ დილერებსა და მომწოდებლებთან, რომლებიც

აკმაყოფილებენ ადგილობრივ და სხვა მოქმედი კანონის მოთხოვნებს და VEON-ის ბიზნეს

პარტნიორის ქცევის კოდექსს; და რომელთა ქცევა თანხვედრაშია VEON-ის მიერ აღნიშნული

კოდექსით მოთხოვნილი კომპლაიენს და ეთიკის წესებთან.

ყოველთვის შეატყობინეთ ხაზის მენეჯერს დილერებისა და მომწოდებლების მიერ წინამდებარე

კოდექსით ან VEON-ის ბიზნეს პარტნიორის ქცევის კოდექსით გათვალისწინებული

პრინციპების ნებისმიერი გადახვევის შესახებ.

მეტი დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ბიზნეს პარტნიორის

დიუ დილიჯენსის პროცედურას.

3.9. ინტერესთა კონფლიქტი

ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვება მაშინ, როდესაც

თქვენი პირადი ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის VEON-ის

ინტერესებთან. თქვენ უნდა აწარმოოთ ჯგუფის ბიზნესი პატიოსანი

და ეთიკური გზით, მათ შორის აიცილოთ თავიდან ინტერესთა

კონფლიქტი პირად და პროფესიულ ურთიერთობებს შორის,

არასდროს მოიქცეთ ისე რომ დაკარგოთ თქვენი დამოუკიდებლო-

ბა და ობიექტურობა, შელახოთ მომხმარებლის, მომწოდებლის

და თანამშრომლის ნდობა VEON-ის კეთილსინდისიერების და

მისი პროცედურების მიმართ.ჩვენი მოვალეობაა ვიმოქმედოთ

სამართლიანად და VEON-ის ინტერესების შესაბამისად.

ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ისეთ სიტუაციებს,

სადაც ადგილი ექნება პირადი ინტერესების კონფლიქტს

დარწმუნდით, რომ იცით წესები,

შესყიდვის პოლიტიკა და

სატენდერო პროცედურა,

რომელიც ვრცელდება თქვენს

სამუშაოზე

ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება

სხვადასხვა საშუალებით წარმოიშვას.

მოყვანილია მსგავსი რამდენიმე

მაგალითი:

მეორე სამსახურში მუშაობა,

როდესაც ის ხელს უშლის თქვენს

პოზიციას ან Veon-ს ან

წარმოადგენს Veon-ის

კონკურენტს.

კონსულტაციის ან მომსახურების

გაწევა ისეთი კომპანიისათვის,

რომელიც წარმოადგენს Veon-ის

ბიზნეს პარტნიორს ან კონკურენტს

თავად ან ოჯახის წევრი ფლობს

წილს ისეთ კოპმანიაში, რომელიც

წარმოადგენს Veon-ის

კონკურენტს ან ბიზნეს

პარტნიორს

პირადი ინტერესისათვის ბიზნეს

გარიგებაში მონაწილეობის მიღება,

რომელიც ეფუძნება ინფორმაციას

ან ურთიერთობას, რომელიც

მოპოვებულია Veon-ში მუშაობით.

საკუთარი ბიზნესის მართვა ან

ისეთი კომპანიის დირექტორობა,

რომელიც საქმიან

ურთიერთობაშია Veon-თან ან

Page 21: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 19 of 42 ქცევის კოდექსი

ან შესაძლოა თავი იჩინოს კონფლიქტმა VEON-ის

ინტერესებთან. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა

საჭირო, თუ კი თქვენ პასუხს აგებთ საჯარო მოხელეების,

მომწოდებლების, დილერების ან ბიზნეს პარტნიორების

შერჩევა, დაქირავებასა ან/და VEON-ის სახელით მათთან

ურთიერთობაზე.

პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი რომელიც ეხება VEON-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს

უნდა განხილული იქნას VEON-ის წესდების დაVEON-ის დირექტორთა ინტერესთა კონფლიქტის

პოლიტიკის შესაბამისად.

ინტერესთა კონფლიქტის ბევრი შემთხვევა შესაძლებელია გადაწყდეს VEON-ის ინტერესების დაცვით,

თუმცა გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება გადამწყვეტია. ინტერესთა კონფლიქტის

გაუმჟღავნებლობამ შესაძლოა წარმოშვას დისციპლინარული სანქცია.

აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა,მაშინ როდესაც თქვენ ან თქვენი

ოჯახის წევრი ფლობს მნიშვნელოვან წილს იმ კომპანიაში, რომელთანაც VEON ჯგუფის ნებისმიერი

კომპანია აწარმოებს ბიზნესს, სთავაზობს აწარმოოს ბიზნესი, ან არის მისი კონკურენტი, ან თქვენ

მიიღეთ შემოთავაზება ამ კომპანიის დირექტორობაზე ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრობაზე.

თანამშრომლებმა და თანამდებობის პირებმა უნდა გამოამჟღავნონ ინტერესთა კონფლიქტის სიტუაცია

ჯგუფის ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკის შესაბამისად.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენ ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკას.

თუკი თვლით რომ შესაძლოა წარმოგეშვათ ინტერესთა

კონფლიქტი ან სხვებმა შესაძლოა იფიქრონ, რომ ის საქმიანობა

ან ურთიერთობა, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული,

წარმოადგენს ინტერესთა კონფლიქტის საგანს, თქვენ უნდა

იხელმძღვანელოთ ჯგუფის ინტერესთა კონფლიქტის

პოლიტიკით და დაუყოვნებლივ გაამჟღავნოთ.

შ: ჩემი მეუღლე არის VEON-თან საქმიან

ურთიერთობაში მოყოფი კომპანიის

თანამშრომელი. VEON-ში ჩემი საქმიანობის

ფარგლებში პერიოდულად მიწევს აღნიშნულ

კომპანიასთან კონტაქტი. არის თუ არა ეს

პრობლემა?

პ: მნიშვნელოვანია რომ ყველა აქტუალური ან

პოტენციური კონფლიქტი იყოს გამოვლენილი რათა

ნებისმიერი საკითხი იყოს შესწავლილი და თავიდან.

თქვენი სიტუაცია წარმოადგენს პოტენციულ

ინტერესთა კონფლიქტს და უნდა იყოს

გამჟღავნებული ინტერესთა კონფლიქტის

პოლიტიკის შესაბამისად.

შ: კონტენტ პროვაიდერმა, რომელთანაც VEON-

ი აწარმოებს საქმიან ურთიერთობას,

შემომთავაზა გარკვეული საკონსულტაციო

სამუშაოს შესრულება მსგავსი შინაარსის

პროექტთან დაკავშირებით. VEON-ში ჩემს

პასუხისმგებლობაში შედის კონტენტ

პროვაიდერებთან მუშაობა და ჩემთვის

ცნობილია კონტენტის მოთხოვნების შესახებ, მე

შემიძლია სხვაზე უკეთ შევასრულო აღნიშნული

საქმე. მე ვაპირებ ამაზე, ჩემს პერსონალურ

კომპიიუტერზე შაბათ-კვირას და საღამოობით

ვიმუშაო. შემიძლია თუ არა მივიღო ეს საქმიანი

შეთავაზება?

პ: არა, ვინაიდან VEON-ში თქვენ პასუხს აგებთ

აღნიშნულ ბიზნეს პარტნიორთან მუშაობაზე ეს

აშკარად ინტერესთა კონფლიქტის მაგალითია.

Page 22: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 20 of 42 ქცევის კოდექსი

3.10. საჩუქრები და სტუმართმოყვარეობა

მოკრძალებული საჩუქრების გაცვლამ ან სტუმართმოყვარეობის (კვების, გართობის, მოგზაურობისა და

საცხოვრებლის) გამოჩენამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საქმიან ურთიერთობას, თუმცა ზოგიერთმა

საჩუქარმა ან გასართობმა ღონისძიებამ შესაძლებელია არასათანადო გავლენა მოახდინოს ან შექმნას

არასათანადო გავლენის შთაბეჭდილება. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ქრთამადაც შეფასდეს, რაც

შელახავს VEON-ის რეპუტაციას და შესაძლოა VEON დააყენოს ჯარიმების და სხვა სასჯელის წინაშე.

საჩუქრები და სტუმართმოყვარეობა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს კანონიერ საქმიან მიზანთან. ასევე

მნიშვნელოვანია საჩუქრების შეთავაზება ან მიღება მკაცრად იყოს ლიმიტირებული მათი

ღირებულებისა და სიხშირის მიხედვით და არ დატოვოს არამართლზომიერი ქმედების ან შეუსაბამო

გავლენის შთაბეჭდილება.

ნებისმიერი შეთავაზებული, გადაცემული ან მიღებული საჩუქარი თუ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებული პრინციპებს:

საჩუქრის შეთავაზება არ უნდა მოხდეს უკანანო სარგებლის

მიღების მიზნით ან სამსახურებრივ საქმიანობაზე გავლენის

მოსახდენად.

ნებადართულია ადგილობრივი კანონმდებლობით

ღირებულება მიზანშეწონილია და შეესაბამება მიმღების

თანამდებობასა, მდგომარეობას და არსებულ ვითარებას

ისე, რომ მან არ წარმოშვას არაკეთილსინდისიერების ან

გაუმართლებლობის შთაბეჭდილება და არ იქნას აღქმული

მიმღებისა თუ სხვა პირთა მიერ, როგორც ქრთამი.

ერთსა და იმავე მიმღებზე გადაცემული საჩუქრებისა თუ

გამოვლენილი სტუმართმოყვარეობის სიხშირემ არ უნდა

წარმოშვას გაუმართლებელი შთაბეჭდილება

ნუ შესთავაზებთ საჩუქრებსა და ნუ გამოიჩენთ

საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა საჩუქრების მიღების, გაცემის ან მასპინძლობისას

საჩუქრებისა და

სტუმართმოყვარეობის

დაშვებული ლიმიტების შესახებ

მიმართეთ თქვენს კომპლაენს

ოფიცერს

Page 23: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 21 of 42 ქცევის კოდექსი

სტუმართმოყვარეობას, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ

მიმღების ქცევის კოდექსი კრძალავს აღნიშნულის მიღებას.

ზოგიერთ შემთხვევაში საჩუქრის შეთავაზებამდე ან

სტუმართმოყვარეობის გამოვლენამდე, გადაცემამდე ან

მიღებამდე აუცილებელია კომპლაენს ოფიცრის თანხმობა

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს საჩუქრებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების

პროცედურას

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო საჯარო

მოხელეებთან, ხელისუფლებასთან, საჯარო ორგანოებთან ან

მთავრობის საკუთრებაში არსებულ ან კონტროლირებად

კომპანიებტან ურთიერთობისას. უფრო დეტალური

ინფორმაციისთვის გაეცანით ანტი-კორუფციული და

მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას.

არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც საჩუქრები და სტუმართმოყვარეობა არასდროს

არაა დასაშვები:

ფულადი თანხები ან მსგავსი საშუალებები (სასაჩუქრე ბარათები, ჩეკები, სესხები, ოქრო,

აქციები ან სააქციო ოფციონები)

საჩუქრები ან სტუმართმოყვარეობა, რომელიც არ არის დელიკატური, მიზანშეწონილი ან

შესაძლოა ზიანი მიაყენოს VEON-ის გამჭვირვალობასა და რეპუტაციას.

საჩუქრები ან სტუმართმოყვარეობა, რომელიც არღვევს რომელიმე კანონს.

შ: ერთ-ერთმა ჩვენმა მომწოდებელმა

შემომთავაზა ევროპის საფეხბურთო

ჩემპიონატის ფინალური მატჩის ორი ბილეთი,

რომელიც საზღვარგარეთ გაიმართებ.

შემიძლია თუ არა მივიღო მსგავსი საჩუქარი?

პ: ადვილი და საუკეთესო არჩევანი იქნება თუ კი

აუხსნით მომწოდებელს, რომ ამგვარი შეთავაზება

იკრძალება VEON-ის პოლიტიკით. თუმცა არსებობს

სიტუაციები, სადაც უარი შესაძლებელია ცუდად

აისახოს მეორე მხარესთან ურთიერთობებზე. თუკი

ადგილი აქვს მსგავს შემთხვევას, თქვენ უნდა

გაამჟღავნოთ ეს საჩუქარი კომპლაენსთან და

იხელმძღვანელოთ საჩუქრების და

წარმომადგენლობითი ხარჯების პროცედურით.

შ: ბიზნეს პარტნიორის ზოგიერთმა მენეჯერმა,

ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

კონკრეტულ პროექტთან

დაკავშირებით,ერევანში არსებული ჩვენი

ოფისების მონახულების სურვილი გამოთქვეს.

ისინი თავად ფარავენ ბილეთების და

საცხოვრებლის ხარჯს, თუმცა ჩვენგან ელიან

ადმინისტრაციულ მხარდაჭერასა და

პ: დაშვებულია ბიზნეს პარტნიორებთან

წარმომადგენლობითი ვიზიტების მხარდაჭერა,

ასევე დაშვებულია საღამოს გასართობების

მოწყობა. თქვენ წინასწარ უნდა მიიღოთ თანხმობა

და იხელმძღვანელოთ საჩუქრების და

წარმომადგენლობითი ხარჯების პროცედურით.

Page 24: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 22 of 42 ქცევის კოდექსი

4 სახელმწიფო და საზოგადოება ჩვენ ვართ ჩვენი საზოგადოების სანდო წევრები

და ვართ ორიენტირებული ჩვენი საქმიანობა

კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და ეთიკის

ნორმების დაცვით წარვმართოთ, რაც ხელს

შეუწყობს იმ საზოგადოების მდგრად, სწრაფ

ზრდას, იქ სადაც ვსაქმიანობთ.

4.1. მექრთამეობა და კორუფცია

VEON-ი არ დაუშვებს მექრთამეობისა თუ კორუფციის არანაირ ფორმას, იქნება ეს კერძო თუ

სახელმწიფო. ანტი-კორუფციული და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა ამტკიცებს რომ

VEON იცავს მექრთამეობისა და კორუფციის შესახებ არსებულ ყველა კანონს ყველა იმ ქვეყნის

იურისდიქციის გათვალისწინებით, სადაც ოპერირებს. VEON მოელის რომ მისი სახელით მოქმედი

ნებისმიერი პირი იმოქმედებს შესაბამისი მექრთამეობისა და კორუფციის შესახებ კანონებით.

Page 25: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 23 of 42 ქცევის კოდექსი

არსებობს შეზღუდვები მთავრობის თუ საჯარო მოხელისათვის საჩუქრის შეთავაზებასა და

სტუმართმოყვარეობის გამოჩენასთან მიმართებაში

მგზავრობის, სტუმართმოყვარეობის გამოვლენისა თუ

გართობის ხარჯების - მაგალითად, ავიაბილეთების

ღირებულების, საკვების (გარდა მოკრძალებული

წასახემსებელი საკვებისა) ან სასტუმროს ხარჯების

ანაზღაურება

ნომინალურზე უფრო მაღალი საჩუქრების გაკეთება

საქველმოქმედო შემოწირულობების გაკეთება მათვის ან

მათი სახელით.

საქმიანი ურთიერთობის წარმოებამ ხელისუფლების

წარმომადგენლებსა თუ საჯარო მოხელეებთან, ან კერძო

კომპანიებთან, რომლებიც იმყოფება ხელისუფლების

წარმომადგენლისა თუ საჯარო მოხელის, ან მათი უშუალო

ოჯახის წევრის სრულ ან ნაწილობრივ საკუთრებაში ან

რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენელი ან საჯარო

მოხელე ფლობდეს ფინანსურ ინტერესს, შესაძლებელია

წარმოშვას სერიოზული ეჭვი კორუფციის შესახებ. VEON-სა

და მის თანამშრომლებს მკაცრად ეკრძალებათ აღნიშნულ ბიზნეს

გარიგებებში ჩართვა კომპლაენს მენეჯერთან წინასწარი

განხილვისა და თანხმობის გარეშე ანტი-კორუფციული და

მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შემამსუბუქებელი გადასახადებისს გადახდა (რუტინული

სახელისუფლებო სამქიანობის სწრაფად შესრულების მიზნით) ნორმალურად ითვლება, ისინი უმეტეს

შემთხვევაში არ არის კანონიერი და შესაბამისად იკრძალება VEON-ის მიერ.

VEON-ი კრძალავს ნებისმიერი სახის ფულადი სახსრების, საჩუქრების, გართობის თუ სხვა რაიმე

ღირებულის გადაცემას, ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ საჯარო მოხელეებისათვის, მათი

კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისათვის,შენარჩუნებისათვის თუ

უპირატესობის მოპოვებისათვის, რაც შესაძლოა სარგებლის მომტანი იყოს VEON-ის ბიზნეს

ინტერესებისათვის.

ქრთამი წარმოიშობა მაშინ,

როდესაც ვინმე კორუფციული

განზრახვით იღებს, სთავაზობს,

პირდება ან გადასცემს თანხას,

საჩუქარს ან „რაიმე ღირებულს“

იმ მიზნით რომ

მოიპოვოს, ან შეინარჩუნოს

ბიზნესი, ან მიიღოს რაიმე სახის

უპირატესობა ან უბიძგოს

მიმღებს არასამართლიანი

ქმედებისაკენ

ქრთამი ხშირად მონეტარულ

გადარიცხვებს მოიცავს (ან

გადარიცხვის დაპირებას)

მაგრამ შესაძლოა მოიცავდეს

სხვა სარგებელს ან

უპირატესობას.

შ: ჩემს ქვეყანაში მიღებულია გარკვეული დაბალი

რანგის საჯარო მოხელეებისათვის საშობაო

საჩუქრების გაკეთება, როგორიცაა ერთი ბოთლი

ღვინო. ჩვენ არ ვთხოვთ მათ, რომ VEON-სთვის

რაიმე უკანონო გააკეთონ, რაიმე უპირატესობა

მოგვანიჭონ ან რაიმე ფორმით გავლენა

მოვახდინოთ მათ საქმიანობაზე. შეგვიძლია თუ

არა გადავცეთ აღნიშნული საჩუქრები?

პ: თქვენ კომპლაენს ოფიცრისგან უნდა მოიპოვოთ

წინასწარი თანხმობა ნომინალურზე უფრო

მაღალი ღირებულების მქონე საჩუქრების

შემთხვევაში ანტი-კორუფციული და

მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის

შესაბამისად. გაანალიზეთ და განსაზღვრეთ

რამდენადაა შესაფერისი საჩუქარი: „არის თუ არა

საჩუქრის ღირებულება საკმარისად დაბალი, რათა

უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენო VEON-ი,

საკუთარი თავი და თავად ის პირი ვინც საჩუქარს

მიიღებს?“ ერთი ბოთლი ღვინო შესაძლოა საკმაოდ

ძვირადღირებულიც იყოს და ეჭვი წარმოშვას, და

ასევე კულტურულად მიუღებელი იყოს.

Page 26: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 24 of 42 ქცევის კოდექსი

4.2. პოლიტიკური აქტივობა

VEON-ის მიდგომა კორპორატიული პოლიტიკური მონაწილეობის მიმართ არის ძალზედ მარტივი და

მოქმედებს ყველგან, სადაც ჩვენ ვეწევით საქმიანობას:

ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება თანამშრომლების მოწოდება მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ

პარტიასა თუ კანდიდატს სამუშაო დღის განმავლობაში. ასევე, ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება ამა

თუ იმ თანამშრომლისათვის პოლიტიკური მიზნობრიობის შენატანების და დანახარჯების

ანაზრაურება.

VEON-ი აღიარებს თანამშრომელთა უფლებებს, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა

პოლიტიკურ პროცესებში თითოეულ ქვეყანაში მოქმედი წესების გათვალისწინებით. თუმცა,

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობთ

რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ თქვენი წარმოადგენთ VEON-ს.

ძირითადი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ: ნუ გამოიყენებთ კომპანიის დროს, ქონებასა და რესურსებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების

მხარდასაჭერად. მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთეთ საკუთარი დროის

და რესურსების გამოყენებით.

დაუშვებელია ჩვენი აქტივების გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, კომიტეტის თუ

ნებისმიერი კანდიდატის ან რომელიმე თანამდებობის პირის მხარდასაჭერად.

შ: იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც მე

ვმუშაობ, კონსულტანტმა შემომთავაზა

„დაჩქარების საზღაური“ გადამეხადა

კონკრეტული საჯარო თანამდებობის

პირისათვის ნებართვის დაჩქარებულად მიღების

მიზნით. ჩვენ არ ვთხოვთ რაიმე უკანონოს

აღნიშნულ საჯარო თანამდებობის პირს,

უბრალოდ გვინდა ცოტა დავაჩქაროთ პროცესი,

რათა ჩავეტიოთ პროექტის განსაზღვრულ

ვადაში. ასევე, ანგარიშსწორება არ მოხდება

კომპანიის მიერ, თანხას კონსულტანტი

გადაიხდის. კომპანიას დასჭირდება მხოლოდ

დამადებითი საზღაურის გადახდა

საკონსულტაციო ხელშეკრულების ფარგლებში.

მისაღებია თუ არა ეს?

პ: არა! VEON-ში დაუშვებელია “დამაჩქარებელი“ ან

„გასამარტივებელი“ ანგარიშსწორების

განხორციელება. ეს ასევე უკანონოა უმრავლეს

ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვსაქმიანობთ. VEON ძალზედ

სერიოზულად უდგება მექრთამეობის

საწინააღმდეგო კანონს და VEON-ის პოლიტიკას

მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ.

კონსულტანტის მიერ გაკეთებული შემოთავაზება

სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და ეს

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ხაზის მენეჯერს და

კომპლაენსს

Page 27: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 25 of 42 ქცევის კოდექსი

ყოველთვის განმარტეთ, რომ თქვენი შეხედულებები და ქმედებები არის მხოლოდ თქვენი

პირადი პოზიცია და არა VEON-ის.

თუკი თქვენ გეგმავთ საჯარო სამსახურში სამსახურის მოძიებას ან მიღებას, წინასწარ აცნობეთ

ამის შესახებ თქვენი ხაზის მენეჯერს. თქვენ უნდა განიხილოთ, მოახდენს თუ არა უშუალო,

უარყოფით გავლენას თქვენი პოლიტიკური მოვალეობები თქვენს სამუშაოზე.

4.3. ხელისუფლების/სახელმწიფო მოთხოვნები

VEON-ი არ უარყოფს, არ მალავს, არ მანიპულირებს და არ აჭიანურებს სახელმწიფო ორგანოების მიერ

მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენას მათი შემოწმების განმავლობაში და თანამშრომლობს

სახელმწიფო გამოძიებასთან.

თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ხაზის მენეჯერს, კომპლაენს ოფიცერს, იურიდიულ ან

მარეგულირებელ განყოფილებას, სანამ უპასუხებდეთ სახელისუფლებო თუ მარეგულირებელი

ორგანოსგან მიღებულ არასტანდარტულ მოთხოვნას, ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით.

თქვენ ასევე სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ იურიდიულ განყოფილებას თუ მიიღებთ რაიმე

იურიდიული ხასიათის საჩივარს თუ სარჩელს, მოთხოვნასა თუ ბრძანებას VEON-ის მიმართ ან თუ

თქვენთვის ცნობილი გახდება ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია მიგვიყვანოს VEON-

ის მიმართ სამართალწარმოებამდე.

შ: იმ განყოფილების თანამშრომელი, რომელიც

იმყოფება ჩემი ზედამხედველობის ქვეშ, მხარს

უჭერს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას. მან

ახლახანს მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი

ტელევიზიის პოლიტიკურ დებატებში.

მიუხედავად იმისა, რომ დებატების

განმავლობაში მას არასოდეს უხსენებია VEON და

არ უთქვამს, რომ ის ლაპარაკობს VEON-ის

სახელით, მომდევნო დღეს მისმა ოპონენტებმა

გამოაქვეყნეს სტატია სოციალურ ქსელებში,

სადაც აღნიშნული იყო რომ VEON-ის

თანამშრომელი მხარს უჭერს ოპოზიციას;

როგორც მენეჯერს, მე მეშინია, რომ მისმა

პოლიტიკურმა საქმიანობამ შესაძლებელია

გაანაწყენოს ადგილობრივი ხელისუფლების

ორგანოები და გაგვირთულონ აღნიშნულ

რეგიონში საქმიანობა. როგორც მენეჯერმა, უნდა

მივიღო თუ არა რაიმე დისციპლინარული

ზომები ამ თანამშრომლის მიმართ?

პ: არა. თუ კი თანამშრომელს არ უთქვამს, რომ

გამოხატავდა VEON-ის მოსაზრებას და არ

გამოუყენებია VEON-ის რესურსები ამ

პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, არ

არსებობვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი

მის წინააღმდეგ დისციპინარული ზომების

განხორციელებისა. ჩვენს თანამშრომლებს

თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ

პოლიტიკური მოსაზრებები და მონაწილეობა

მიიღონ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ქმედებებში,

თუმცა თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ

აღნიშნული სიტუაციის შესახებ ინვესტორებთან

ურთიერთობებისა და კომუნიკაციების

განყოფილების ინფორმირება, რათა საჭიროების

შემთხვევაში , მათ შეძლონ რეაგირების მოხდენა

(მაგალითად მოთხოვონ წერილის ავტორს

წერილობითი უარყოფა)

Page 28: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 26 of 42 ქცევის კოდექსი

თუკი თქვენი მუშაობის პერიოდში დაგიკავშირდებათ სამთავრობო პირი, რომელიც პასუხისმგებელია

კანონის დაცვაზე და გთხოვათ სამთავრობო ან მარეგულირებელი მოთხოვნებთან და გამოძიებასთან

დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, დარწმუნდით რომ ინფორმაცია, რომელსაც აწვდით არის

უტყუარი და რომ VEON-ის ლეგიტიმური ინტერესები დაცულია.

4.4. გარე კომუნიკაციები

გარე კომუნიკაციები ინვესტორებთან, ანალიტიკოსებსა და მასმედიის საშუალებებთან საჭიროებს

გააზრებასა და კანონის და მასმედიის საკითხების სპეციფიკურ ცოდნას.

მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლიათ

მიმოიხილონ VEON-ის ახალი ამბები მედია საშუალებებთან,

ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსებსა და ინვესტორებთან.

ყველანაირი გამოკითხვა გარეშე პირებისგან VEON-ის, მისი

ბიზნეს დანაყოფებისა თუ ოპერაციების შესახებ ფინანსურ,

სტრატეგიულ და სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით უნდა წარედგინოს

კომუნიკაციების განყოფილებასა და ინვესტორებთან

ურთიერთობების განყოფილებას, არსებული ვითარებიდან

გამომდინარე.

ძირითადი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ: თუ თქვენ VEON-ის შესახებ შეკითხვას გისვამთ

ჟურნალისტი ან საბაზრო ანალიტიკოსი, გთხოვთ

გადაამისამართეთ აღნიშნული შეკითხვა კომუნიკაციების

განყოფილებაში ან ინვესტორებთან ურთიერთობის

განყოფილებაში

VEON-ის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის და

სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებები

შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ ჯეროვნად

უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ.

არაფორმალურ გარემოში აზრის გამოთქმისას თქვენ უნდა შეათანხმოთ თქვენი მოსაზრებების

გამოთქმა თქვენი ხაზის მენეჯერთან ან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იზრუნოთ რომ არ

მიაყენოთ რაიმე ზიანი VEON-ის რეპუტაციას.

4.5. გარემოს დაცვა

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავიცვათ ადგილობრივი გარემოს დაცვის შესახებ მოქმედი

კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები. კანონის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების

გარდა, გარემოსა და ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ჩვენი მიზანია, ჩვენს

მიერ, სწორად იქნეს გამოყენებული ბუნებრივი რესურსები და შემცირებულ იქნას ნაგვისა და

ნარჩენების რაოდენობა.

სახიფათო გარემო პირობების არსებობის შესახებ თქვენ უნდა მოახსენოთ თქვენს ხაზის მენეჯერს ან

ადამიანური რესურსების განყოფილებას.

ყოველი ჩვენთაგანი

მაქსიმალურად ფაქიზად უნდა

მოეკიდოს ინტერნეტის,

სოციალური ქსელის, საჯარო

ფორუმების, საჩათაო სივრცის

და მსგავსი საშუალებებით

აზრის გამოხატვისას.

დაუშვებელია VEON-ის შესახებ

ინფორმაციის გავრცელება, მათ

შორის ჩვენი პროდუქტების,

ბირჟებზე მონაწილეობის,

საქმიანი სტრატეგიების ,

ფინანსური მაჩვენებლების,

კლიენტების ან

კონკურენტების,თუნდაც

არასწორი ინფორმაციის

გავრცელების ან საკითხის

საპასუხოდ. აღნიშნული

ვრცდელდება, მაშინაც როდესაც

სამუშაოზე არ იმყოფებით

Page 29: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 27 of 42 ქცევის კოდექსი

5

5. კომპანიის აქტივები და ფინანსური გამჭვირვალობა ჩვენი გვაქვს ვალდებულება VEON-ისა და მისი

აქციონერების წინაშე რომ VEON-ის აქტივები, რესურსები

და საკუთრება, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრება

დავიცვათ და გამოვიყენოთ საუკეთესო გზით .

შ: საბაზო სადგურების დაპროექტებისა და

მსენებლობის დროს მე მიწევს ადგილობრივ

საჯარო მოსმენაზე დასწრება, სადაც მოქალაქეები

სვამენ შეკითხვებს და გამოხატავენ თავიანთ

მოსაზრებებს, თუ რას ეთანხმებიან და რას არა

დაგეგმილ მშენებლობაში. ზოგჯერ შეკითხვები

ეხება VEON-ის ფინანსურ მდგომარეობასა და

სტრატეგიას. არ შემიძლია წინასწარ განვსაზღვრო

ის შეკითხვები, რომლებიც შესაძლებელია

დამისვან, შესაბამისად მე წინასწარ ვერ

შევათანხმებ პასუხებს საკომუნიკაციო

სამსახურთან. არასწორი იქნება კითხვებზე თავის

არიდება, რადგან იმისათვის, რომ

საზოგადოებისგან მივიღოთ სასურველი

გადაწყვეტილება მშენებლობასთან

დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავტოვოთ

დადებითი შთაბეჭდილება. როგორ უნდა

ვუპასუხო?

პ: მიუხედავად იმისა, რომ ძნელია იმ შეკითხვების

წინასწარ ცოდნა, რომლებსაც დაგისვამენ

აღნიშნულ საჯარო მოსმენებზე, თქვენ უნდა

შეათანხმოთ საკომუნიკაციო სამსახურთან ,თუ რა

სახის ინფორმაცია სეიძლება გასცეთ და რა

ფაქტები შეგიძლიათ აღნიშნოთ. იმ შემთხვევაში

თუ შეკითხვები აღემატება იმ ზღვარს, რომელიც

თქვენ შეათანხმეთ საკომუნიკაციო სამსახურთან,

თქვენ უნდა აუხსნათ, რომ არ გაგაჩნიათ

უფლებამოსილება გასცეთ აღნიშნული სახის

ინფორმაცია

შ: სახლში ხანდახან შევდივარ სხვადასხვა

ინტერნეტ ბლოგებზე. რამდენიმე დღის წინ მე

შევნიშნე VEON-ის ყოფილი თანამსრომლის

კომენტარი, სადაც ის ძალზედ უარყოფითად

აღწერდა თავის გამოცდილებას VEON-ში. მე

მინდოდა მისთვის პასუხი გამეცა. შემიძლია თუ

არა ასე მოქცევა?

პ: არ შეიძლება პასუხის გაცემა VEON-ის სახელით.

თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოხატოთ

თქვენი პირადი აზრი, თუმცა თქვენ არ უნდა

მოახდინოთ რაიმე კონფიდენციალური

ინფორმაციის გამჟღავნება VEON-ის შესახებ.

შესაძლოა ეს ის შემთხვევა იყოს, როცა კომპანიის

რეპუტაციის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია

VEON-მა თავად უპასუხოს ოფიციალურად

ბლოგის ავტორს. შესაბამისად, ყველაზე სწორი

იქნება მიაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული

საკიტხის შესახებ ტქვენი ხაზსი მენეჯერს,

კომპლაენს ოფიცერს ან საკომუნიკაციო

განყოფილებას.

Page 30: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 28 of 42 ქცევის კოდექსი

5.1. ზუსტი და სრულყოფილი მონაცემები, ჩანაწერები, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა

ინფორმაციის, იქნება ეს ფინანსური თუ არაფინანსური ხასიათის, კეთილსინდისიერ, ზუსტ და

ობიექტურ აღრიცხვასა და შეტყობინებას გააჩნია არსებითად მნიშვნელოვანია:

VEON-ის სანდოობისა და რეპუტაციისათვის

VEON-ის იურიდიული და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისობისთვის

ჩვენი ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების მონიტორინგისა და კონტროლისათვის

ყოველი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აღრიცხავთ ან რომელზეც წარადგენთ ანგარიშს VEON-ის

სახელით უნდა შესრულდეს ზუსტად და კეთილსინდისიერად. ყოველი ჩანაწერი (რომელიც მოიცავს

ანგარიშგებებს და ფინანსურ ამონაწერებს) უნდა მოიცავდეს ზუსტ და სათანადო მონაცემებს.

წარდგენილ უნდა იქნას დროულად და ზუსტად უნდა ასახავდეს ჩვენს გარიგებებს.

ძირითადი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ: მოახდინოთ ყოველი გარიგების ჯეროვნად გაფორმება

და ზედმიწევნით და სრულად აღრიცხვა

ინფორმაციის შეტყობინებისას დაიცავით კანონის

ყოველი მოთხოვნა და VEON-ის შიდა ინსტრუქცია.

უზრუნველყავით, რომ არ იქნას დაშვებული ან

შენარჩუნებული რაიმე გაუმჟღავნებელი ან აღურიცხავი

ანგარიშგება, თანხა ან აქტივი.

სრულად ითანამშრომლეთ ჩვენს შიდა და გარე

აუდიტორებთან, მიაწოდეთ მათ ზუსტი ინფორმაცია

და მოთხოვნის და თანხმობის შესაბამისად

უზრუნველყავით თანამშრომლებსა და დოკუმენტებთან შეუზღუდავი წვდომის

შესაძლებლობა.

ხელმძღვანელობასა თუ შიდა ან გარე აუდიტორებისათვის ინფორმაციის დამალვამ, შესაძლოა

სერიოზული ზიანი მიაყენოს VEON-ის ფინანსურ გამჭვირვალობას, შესაბამისად აღნიშნული

მკაცრად იკრძალება.

არასოდეს:

არ დააფიქსიროთ განზრახ, ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ჩანაწერი ანგარიშგებაში, ჩანაწერსა თუ

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენდებში

არ გააყალბოთ არანაირი ჩანაწერი

ჩანაწერების გაყალბება ან აღურიცხავი ფულადი თანხებისა და აქტივების ფლობა წარმოადგენს

სერიოზულ დარღვევას. მსგავსის პატიება არ მოხდება VEON-ში , აღნიშნულმა დარღვევამ შესაძლოა

გამოიწვიოს შრომითი ხელშეკრულების მოშლა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა

ფალსიფიცირებამ ან

ინფორმაციის უზუსტოდ

დაფიქსირებამ შესაძლოა

წარმოშვას დოკუმენტების

გაყალბება ან თაღლითობა რაც

არა მხოლოდ VEON-ის

პოლიტიკების შეუსაბამოა

არამედ შესაძლოა კანონის

დარღვევაც გამოიწვიოს

Page 31: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 29 of 42 ქცევის კოდექსი

არ გაასხვისოთ, გადასცეთ ან განკარგოთ VEON-ის აქტივები სათანადო დოკუმენტაციისა თუ

ნებართვის გარეშე.

არ ეცადოთ გავლენა მოახდინოთ სხვებზე, რათა მათ ცაიდინონ ისეთი ქმედება, რაც რისკის ქვეშ

დააყენებს VEON-ის ფინანსურ ჩანაწერებსა და ანგარიშებს.

უფროს ფინანსურ მენეჯერებსა და ფინანსურუ ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებელ სხვა პირებს

ეკისრებათ დამატებითი პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ სათანადო კონტროლი

განხორციელება სანდო, ზუსტი, ობიექტური, შესაბამისი, დროული და გასაგები ფინანსური და

ხელმძღვანელობის ანგარიშებისას. ვინაიდან ანგარიშების მომზადება და მასზე კონტროლი

კომპლექსურად ხორციელდება, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენი ხაზის

მენეჯერსა და ფინანსურ განყოფილებას. თუ კი ვერ შეძლებთ საჭირო დახმარების ადგილობრივად

მიღებას, ყოველტვის შეგიძლიათ დახმარება მოიძიოთ ჯგუფის დონეზე.

თუ თქვენთვის ცნობილია ან ეჭვობთ, რომ რომელიმე პირი აყალბებს საბუღალტრო მონაცემებსა და

ჩანაწერებს, თქვენ უნდა მოახსენოთ თქვენი ხაზის მენეჯერს, კომპლაენს ოფიცერს და ბიზნეს

დანაყოფის მაკონტროლებელ პირს. გარდა ამისა, მოსაზრებები და საჩივრები ანგარიშგებისა და

აუდიტის საკითხების ან შიდა ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლის შესახებ შესაძლებელია ასევე

იქნას განხილული ბურალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და კონტროლის ჯგუფის დირექტორთან,

ჯგუფის მთავარ ფინანსურ ოფიცერთან, აღმასრულებელ დირექტორთან ან აუდიტის კომიტეტის

თავმჯდომარესთან.

შ: ამჟამად ყოველკვარტალური ანგარიშგების

პერიოდის ბოლო კვირაა. ჩემს უფროსს სურს

დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენზე

გათვლილ კვარტალურ გეგმას. ასე, რომ მან

მთხოვა გამეკეთებინა იმ დაუდასტურებელი

გაყიდვების აღრიცხვა, რომლებიც არ

დასრულდება მომავალ კვირამდე. როგორც

ვხვდები ეს არავის მიაყენებს ზიანს - უნდა

გავაკეთო თუ არა ეს?

პ: არა. ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა უნდა

მოხდეს სათანადო დროს. გაყიდვები ჯერ არ

დასრულებულა. ეს იქნება არასწორი მონაცემების

წარდგენა და შესაძლებელია წარმოადგენდეს

თაღლითობას მისი დროზე ადრე წარდგენის გამო.

თქვენ ვალდებული ხართ წარუდგინოთ

აღნიშნული შემთხვევის შესახებ მოხსენება

ფინანსურ დეპარტამენტს, იურიდიულ

დეპარტამენტს, კომპლაენს ან შეატყობინოთ Speak-

Up ხაზის საშუალებით.

Page 32: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 30 of 42 ქცევის კოდექსი

5.2. უფლებამოსილების შეზღუდვა

VEON-ის სახელით ისეთ სახელშეკრულებო ვალდებულებებში ჩართვა, რომლებიც სცდება თქვენთვის

მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს, წარმოადგენს VEON-ის პოლიტიკისა და პროცედურების

სერიოზულ დარღვევას და შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას კომპანიის ფინანსურ გამჭვირვალობას.

ნებისმიერი სახის კორპორატიული თუ გარიგების დოკუმენტების ხელმოწერამდე თქვენი

უფლებამოსილების განსაზღვრის მიზნით, რჩევისთვის ყოველთვის უნდა მიმართოთ თქვენს

იურიდიულ ან კომპლაენს განყოფილებას.

5.3. დოკუმენტების შენახვა

თქვენს მიერ შექმნილი ან მიღებული ყველა დოკუმენტის თუ სხვა ჩანაწერის შენახვა, რომელიც

დაკავშირებულია თქვენს სამუშაოსთან უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობისა და VEON-ის

პოლიტიკის შესაბამისად.

თქვენ უნდა შეინახოთ ნებისმიერი ჩანაწერი და დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია კავშირში იყოს

საქმის წარმოებასა ან გამოძიებასთან.

5.4. ინსაიდერული ვაჭრობა

ვინაიდან VEON-სა და მის ზოგიერთ შვილობილ კომპანიას

გააჩნია ფასიანი ქაღალდები - ამერიკული სადეპოზიტო წილები,

სავალო და სხვა სახის ფასიანი ქაღალდები - რომლებიც ივაჭრება

თქვემ არასოდეს არ უნდა დამალოთ, შეცვალოთ, გააყალბოთ, გაანადგუროთ ან რაიმე სხვა სახით

დააზიანოთ VEON-ის ჩანაწერები ან დოკუმენტები.

შ: მყიდველთან გაფორმებული კონტრაქტი

აღემატება შესყიდვების მენეჯერის

უფლებამოსილების ფარგლებს და საჭიროებს

თანხმობას სატენდერო კომისიისგან. ჩემმა

მენეჯერმა მთხოვა დამეყო კონტრაქტი

რამდენიმე კონტრაქტად იმ მიზნით, რომ

თითოეული მათგანის თანხა ყოფილიყო

ნებადართულზე ნაკლები. ჩემი აზრით, ეს არის

ჩვენი პოლიტიკის დარღვევა, ტუმცა არ მსურს

დავუპირისპირდე ჩემს უფროსს. როგორ უნდა

მოვიქცე?

პ: დარღვევის სესახებ უნდა აცნობოთ კომპლაენს

ოფიცერს, ბიზნეს დანაყოფის მაკონტროლებელს

ან კომპლაენს Speak-Up ხაზს ის, რომ მიღებულ

იქნას შესაბამისი ზომები. აღნიშნული

გარიგებების განხილვა შესაძლოა ისე

განხორციელდეს, რომ თქვენი ვინაობა დარჩეს

კონფიდენციალური. შეუტყობინებლობა კი

VEON-ის პოლიტიკის დარღვევისათვის შესაბამის

პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ

„მატერიალური არასაჯარო

ინფორმაცია“ არის ინფორმაცია

რომელიც საჯაროდ არ გაცხადებულა

და:

რომელსაც სეუძლია ბირჟაზე ფასის

შეცვლა;

სავარაუდოდ ექნება მნიშვნელობა

ინვესტირების ან შესაბამისი

აქციონერის გადაწყვეტილების

Page 33: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 31 of 42 ქცევის კოდექსი

საფონდო ბირჟებზე, ჩვენ ვექვემდებარებით საჯაროდ

რეალიზებადი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან

დაკავშირებით მოქმედ კანონებს.

ინსაიდერული ვაჭრობის კანონები გათვალისწინებულია

ინვესტორთა უფლებების დასაცავად, ისჯება ვაჭრობა იმ

ინფორმაციით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საჯაროდ.

ფასიანი ქარალდების შესახებ კანონებისა და მარეგულირებელი

ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული სასჯელი საკმაოდ

მძიმეა, როგორც შესაბამისი პირისთვის, ასევე VEON-სთვის, მათ

შორია სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობაც კი.

ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვა მოქმედებს ჩვენს ფასიან

ქაღალდებთან დაკავშირებული ყოველგვარი გარიგების,

დერივატივისა და ჩვენი ფასიანი ქაღალდების ოპტიონის მიმართ

და დაცული უნდა იქნას თქვენი და თქვენი ოჯახის ნებისმიერი

წევრის ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ,

რომლის გარიგებებსაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებთან

დაკავშირებით წარმართავთ თქვენ ან რომლებიც თქვენი

გავლენისა და კონტროლის ქვეშაა. თქვენ პასუხისმგებელი

ხართ იმაზე, რომ აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული

პირები დააკმაყოფილებენ დაწესებულ აკრძავას.

გარდა ამისა, თუ თქვენ მიიღებთ მატერიალურ არასაჯარო

ინფორმაციას სხვა კომპანიის შესახებ VEON-თან თქვენი

ურთიერთობებიდან გამომდინარე (მათ შორისაა

მომწოდებლისგან, შემკვეთისა თუ ბიზნეს პარტნიორისგან მიღებული ინფორმაცია იმ ვარაუდით,

რომ მისი კონფიდენციალობა იქნება დაცული და ის გამოიყენება მხოლოდ საქმიანი მიზნებისთვის)

თქვენ არ გაქვთ აღნიშნული ინფორმაციის გასხვისების უფლება, ასევე არ შეგიძლიათ იყიდოთ ან

გაყიდოთ ამ კომპანიის ობლიგაცია თუ სხვა ფასიანი ქაღალდები, სანამ არ მოხდება აღნიშნული

ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება და საკმარისად გავრცელება ბაზარზე.

VEON-ის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი გარიგების

გაფორმებამდე, გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ თქვენს კომპლაენს ოფიცერს და გადახედოთ

ინსაიდერული ვაჭრობის პოლიტიკას.

VEON-ის (ან მისი შვილობილი კომპანიების) ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, რომელიც ეფუძნება თქვენს

ცოდნას მატერიალურ არასაჯარო ინფორმაციის შესახებ ან აღნიშნული ინფორმაციის სხვა პირებისთვის

(მაგ. საქმიანი პარტნიორები, კოლეგები, ნათესავები ან მეგობრები) გაზიარებას, რაც შესაძლებელს გახდის

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას, წარმოადგენს „ინსაიდერულ ვაჭრობას“ და იკრძალება კანონით!

VEON-ის ინვესტორებთან

ურთიერთობის პოლიტიკას.

დამატებითი ინფორმაციისათვის

შეგიძლიათ მიმართოთ

ინვესტორებთან ურთიერთობის

დეპარტამენტს, იურიდიულ

დეპარტამენტს ან კომპლაენსს.

Page 34: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 32 of 42 ქცევის კოდექსი

5.5. VEON-ის აქტივების დაცვა

ყველა თანამშრომელი პასუხისმგებელია სათანადო კეთილგონიერების გამოჩენაზე, რათა არ დაუშვას

VEON-ის აქტივების ბოროტად გამოყენება ან გაფლანგვა. აღნიშნული აქტივები მოიცავს საკუთრებას

და აღჭურვილობას, დროს, კონფიდენციალურ ინფორმაციას და კომპანიის ფულად სახსრევს.

ტელეფონების, ფაქსის მანქანების, ასლგადამრები მოწყობილობების, კომპიუტერების, ელექტრონული

ფოსტისა და მსგავსი აღჭურვილობის შემთხვევითი გამოყენება პირადი მიზნებისათვის ზოგადად

ნებადართულია, თუ მას გააჩნია იშვიათი ხასიათი, არ წარმოქმნის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯს

VEON-ისთვის, არ შეუშლის ხელს თქვენს სამსახურებრივ საქმიანობას და თუ კი არ არის

დაკავშირებული არაკანონიერ საქმიანობასა თუ გარეშე ბიზნესთან.

დაიცავით VEON-ის ფულადი სახსრები ბოროტად

გამოყენებისაგან, დაკარგვისგან, თაღლითობისგან თუ

ქურდობისგან ისევე, როგორც დაიცავდით საკუთარს.

აღნიშნული ფულადი სახსრები გულისხმობს კომპანიის მიერ

თქვენთვის გადმოცემულ თანხებს და კომპანიის ფარგლებში

ნებისმიერ მგზავრობასა და გართობას, შესყიდვას ან საკრედიტო

თუ თქვენთვის ცნობილი გახდება VEON-ის აქტივებისა თუ ფულადი სახსრების ქურდობის

გაფლანგვისა თუ ბოროტად გამოყენების შემთხვევა ან გაქვთ რაიმე შეკითხვა მათ ჯეროვან

გამოყენებასტან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენი ხაზის მენეჯერს, კომპლაენს

ოფიცერს ან ბიზნეს დანაყოფის მაკონტროლებელს.

შ: რა შეიძლება იყოს მატერიალური არასაჯარო

ინფორმაციის მაგალითები? პ: მატერიალურ არასაჯარო ინფორმაცია შეიძლება

მოიცავდეს: ნებისმიერი ინფორმაცია ფინანსური

შედეგებისა და ფინანსურ შედეგებში

მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და/ან

ფინანსურ პირობებსა და ფინანსურ პროექტებში;

ძირითადი ახალი ხელშეკრულებები, ლიცენზიები

ან ხელმოწერები, პროდუქტები, მომსახურებათა

მომწოდებლები ან ფინანსური წყაროები ან

აღნიშნულით გამოწვეული ზარალი; აქტივების

მნიშვნელოვანი ოდენობის დაუფლება ან

გასხვისება; მარეგულირებელი ორგანოების მიერ

განხორციელებული საყურადღებო ღონისძიებები,

რაც დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან

შ: გასაგებია, რომ მე არ შემიძლია ინსაიდერული

ინფორმაციის გამოყენება აქციების შესაძენად.

მაგრამ შემიძლია თუ არა ვურჩიო ჩემს

მეგობარს?

პ: არა. ეს ეწინააღმდეგება ინსაიდერული

ვაჭრობის კანონს და VEON-ის პოლიტიკას.

თაღლითობა შეიძლება იყოს:

ანგარიშებში ცრუ ხარჯების

შეყვანა

კომპანიის ქონების ბოროტად

გამოყენება.

პირადი ინტერესით

დაუშვებელი გარიგების

დადება

ჩეკების გაყალბება ან შეცვლა.

ფინანსური ჩანაწერების ან

გაყიდვების ოდენობის

არასწორად შეცვლა

Page 35: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 33 of 42 ქცევის კოდექსი

ბარათებს, რომლითაც თქვენ სარგებლობთ. დარწმუნდით, რომ

ყველა ხარჯი, ვაუჩერი, ანგარიში და ინვოისი არის ზუსტი და

წარდგენილია დროულად.

პირადი გამორჩენის ან სხვათა სარგებლის მიზნით განზრახ

მოტყუება, რაც გამოიწვევს ფინანსურ ზარალს ან კომპანიას

შეულახავს რეპუტაციას, ცნობილია „თაღლითობის“ სახელით.

თაღლითობა ძალზედ სახიფათოა კომპანიის ფინანსური

სტაბილურობისათვის და შესაძლებელია სერიოზული დარტყმა

მიაყენოს მისი თანამშრომლების, პარტნიორების და

ინვესტორების კეთილდღეობას.

VEON-ი არ დაუშვებს არანაირი სახის თაღლითობას. თაღლითობა არა მარტო არაეთიკურია, არამედ ის

აგრეთვე არაკანონიერიცაა და შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი დევნა

თაღლითობის ჩამდენი პირის მიმართ.

5.6. ინტელექტუალური საკუთრება და კონფიდენციალური ინფორმაცია

VEON-ში ჩვენ რეგულარულად ვქმნით ღირებულ, არასაჯარო ხასიათის იდეებს „ინტელექტუალურ

საკუთრებას“ - რომელსაც ჩვენ ვფლობთ და გვესაჭიროება, რომ დავიცვათ ისევე, როგორც სხვა

საკუთრების შემთხვევაში. ვინაიდან ეს VEON-ის მძიმე შრომის შედეგია, VEON-ს უამრავი კანონი

აძლევს საშუალებას დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია სხვების მიერ უკანონო გამოყენებისაგან.

ჩვენ ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას იმისათვის, რომ

მივიღოთ სარგებელი ჩვენს მიერ გაწეული შრომიდან და

დავიცვათ სხვა პირთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.

ყოველთვის დაიცავით და არასოდეს გაამჟღავნოთ VEON-ის ნებისმიერი ინტელექტუალური

საკუთრება, მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია და ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური

ინფორმაცია, თუ არ გააჩნიათ შესაბამისი ნებართვა.

შ: ერთ-ერთმა ჩვენმა დილერმა ახლახანს თითქმის

გამოტოვა მიზნობრივი გაყიდვები, რომლებსაც

მისთვის ბონუსი უნდა მოეტანა. დილერების

მუშაობაზე პასუხისმგებელმა მენეჯერმა მიიღო

გადაწყვეტილება, რომ „დაემრგვალებინა“

აღნიშნული დილერის გაყიდვების შედეგები,

ბონუსის გამოყოფის მიზნით. მიზეზად

დაასახელა, რომ ის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე

მნიშვნელოვანი დილერთთაგანია და ჩვენ უნდა

გადავუხადოთ მას ბონუსი, რათა შევინარჩუნოთ

მასთან კარგი ურთიერთობა.

მისაღებია თუ არა მისი ქმედებები იმის

გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია პირადი

ინტერესი აღნიშნულთან დაკავშირებით?

პ: არა. გაიდვების რაოდენობის განზრახ

ხელოვნურად გაზრდა ეწინააღმდეგება კოდექსს,

ასევე VEON-ის სხვა ფინანსურ პოლიტიკასა და

პროცედურებს. თუ თქვენთვის ცნობილი გახდება

მსგავსი შემთხვევების შესახებ, თქვენ

დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპლაენს

ოფიცერს, ბიზნეს დანაყოფის მაკონტროლებელს

ან დაუკავშირდეთ კომპლაენს Speak-Up ხაზს

ინტელექტუალური საკუთრება

მოიცავს:

პატენტს და „ნოუ-ჰაუ“-ს.

სავაჭრო და სერვისის ნიშნებს.

სხვა სახის კონფიდენციალურ

ბიზნეს ინფორმაციას,

როგორიცაა: გაყიდვები,

მარკეტინგი, სტრატეგიები და

გეგმები, გამოკითხვები და

ტექნიკური ჩანაწერები, ახალი

Page 36: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 34 of 42 ქცევის კოდექსი

ინტელექტუალური საკუთრების დაცვისვალდებულებები

ძალაშია თქვენი მუშაობის პერიოდში და გრძელდება

სამსახურის დატოვების შემდეგაც.

ხანდახან შესაძლოა დაგვჭირდეს VEON-ის ინტელექტუალური

საკუთრების სხვისთვის გაზიარებაც, მაგალითად, რათა ბიზნეს

პარტნიორმა შეძლოს ჩვენთან ეფექტური თანამშრომლობა.

ჩვენ მოვითხოვთ რომ ბიზნეს პარტნიორმა ხელი მოაწეროს

კონფიდენციალურობის დაცვის და არ-გამჟღავნების შეთანხმე-

ბას და ინფორმაცია გადაეცეს დაცული გზით. სანამ ინტელექტუ-

ალური საკუთრებას ან კონფიდენციალურ ინფორმაციას მიაწოდებდეთ, რჩევა ჰკითხეთ იურიდიულ

დეპარტამეტს.

5.7. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და დაცვა

ციფრულ სისტემებსა და მათში დამუშავებულ და დაცულ ინფორმაციას, გააჩნიათ კრიტიკული

მნიშვნელობა ჩვენი კომპანიისათვის. ყველამ, ვინც იყენებს VEON-ის ციფრულ სისტემებს -

თანამშრომლებმა, ბიზნეს პარტნიორებმა და დროებითი წვდომის მქონე სხვა პირებმა - უნდა

უზრუნველყოს აღნიშნული რესურსების სათანადო გამოყენება და მათი შესაბამისობა სათანადო

მონაცემთა დაცვისა თუ უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

ძირითადი წესები რომელიც უნდა დაიცვათ:

VEON-ის კომპიუტერული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე

ციფრული სისტემების შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია და „VEON“-ის ინფორმაცია თქვენი

შიდა ან VEON-ის სხვა ციფრული სისტემების შესახებ, წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.

შესაბამისად, კომპანიის ციფრული სისტემები გამოიყენეთ მიზნობრივად სამსახურებრივი

საჭიროებისათვის, მისი დანიშნულების შესაბამისად.

შ: VEON-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც

ჩემს გუნდში მუშაობდა, დამიკავშირდა ახლახანს

და მთხოვა, რომ მე მიმეცა ზოგიერთი მასალის

ასლი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით მისი

სამსახურში ყოფნის განმავლობაში. მე ვუთხარი,

რომ დავუკავშირდებოდი მას. როგორ უნდა

მოვიქცე?

პ: თქვენ არ უნდა მისცეთ ყოფილ თანამშრომელს

VEON-ის კონფიდენციალურ ინფორმაცია.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მენეჯერს და ის

გააფრთხილებს ინფორმაციული უსაფრთხოების

განყოფილებას და იურიდიულ განყოფილებას,

რომ განსაზღვრონ თუ როგორ დავიცვათ VEON-ის

კონფიდენციალური ინფორმაცია და საკუთრება.

Page 37: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 35 of 42 ქცევის კოდექსი

არ ჩატვირთოთ პროგრამა VEON-ის ციფრულ სისტემაში, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ეს

ნებადართულია ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტით.

თუ ადგილობრივი კანონმდებლობით სხვაგვარად არაა

გათვალისწინებული, პირადი მონაცემები, ინფორმაცია ან

ელექტრონული კომუნიკაციები, რომლებიც შექმნილია ან

ინახება VEON-ის კომპიუტერებსა თუ სხვა ელექტრონულ

საშუალებებში, როგორიცაა პორტატული მოწყობილობები,

არ არის პირადი და ეკუთვნის VEON-ს.

არავითარ შემხვევაში არ შეგიძლიათ:

შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე გამოიყენოთ კომპანიის ელექტრონული კომუნიკაციების

სისტემები - კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის, ფიზიკური პირებისა და კომპანიების

შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის, ინტელექტუალური საკუთრების ან

ლიცენზირებული მასალების, გადასაცემად.

შეხვიდეთ, შეინახოთ, გაგზავნოთ, განათავსოთ ან გამოაქვეყნოთ: პორნოგრაფიული, აღმგზნები

ან სექსუალური ექსპლუატაციის ამსახველი სურათები ან ტექსტი; ძალადობის, სიძულვილის,

ტერორიზმისა თუ სხვათა მიმართ არატოლერანტობის ამსახველი მასალები; ნებისმიერი

მასალა, რომელიც არის შემაშფოთებელი, უცენზურო ან შეურაცმყოფელი;

გამოიწვიოთ უსაფრთხოების წესების დარღვევა ან ქსელური კომუნიკაციის შეწყვეტა;

გაუმჟღავნოთ თქვენი სამომხმარებლო საიდენტიფიკაციო კოდები სხვებს ან საშუაკება მისცეთ

ისარგებლონ თქვენი სამსახურებრივი კომპიუტერით ან ლეპტოპით.

მოქმედი კანონმდებლობის

დასაშვებობის ფარგლებში VEON-

ს შეუძლია მონიტორინგი

გაუწიოს თქვენს შეტყობინებებს

და შესაძლებელია საჭირო გახდეს

მათი გამჟღავნება კანონის

დარღვევისთუ სახელისუფლებო

მოთხოვნის შემთხვევაში

შ: ხანდახან მე სახლში მიმაქვს ჩემი ლეპტოპი,

ინტერნეტში შესასვლელად. ახლა შვებულებაში

გავდივარ, ჩემმა შვილმა მთხოვა ჩემი სახლში არ

ყოფნის პერიოდში ისარგებლოს ჩემი ლეპტოპით.

შემიძლია თუ არა მივცე მას ჩემი ლოგ-ინი და

პასვორდი?

პ: არა. მომხმარებლის ID და პაროლი

უზრუნველყოფს VEON-ის ინფორმაციისა და

ტექნოლოგიური რესურსების დაცვას. თქვენ არ

უნდა გაუმჟღავნოთ მომხმარებლის ID და პაროლი

არავის, ტქვენს უახლოეს ოჯახის წევრსაც კი.

შ: მეგობარმა გამომიგზავნა „ქსელური

წერილი“ელექტრონული ფოსტის საშუალებით,

რომელიც მე შემდგომ გადავუმისამართე 10 პირს,

საქველმოქმედო მიზნით მხარდაჭერის

გამოსახატად.

პ: არა. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ

ელექტრონული ფოსტა „ქსელური წერილების“

გასავრცელებლად.

Page 38: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 36 of 42 ქცევის კოდექსი

6

კოდექსის ადმინისტრირება წინამდებარე კოდექსი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ წესების

კრებული. ის წარმოადგენს VEON-ის კომპლაენს და ეთიკის პროგრამის

ქვაკუთხედს და არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, VEON-ის მიერ

კანონის მოთხოვნების შესრულების და თანამშრომელთათვის

დადებითი, ეთიკური სამუშაო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.

6.1. პასუხისმგებლობა

კოდექსის მფლობელი არის აღმასრულებელი დირექტორი დელეგირებული პასუხისმგებლობით

ჯგუფის კომპლაენს მენეჯერზე. VEON-ის ყველა თანამშრომელი პასუხისმგებელია კოდექსის

სტანდარტების დაცვაზე.

კოდექსის ადმინისტრირების პასუხისმგებლობა ეკისრება VEON ჯგუფის კომპლაენს სამსახურს -

აღმასრულებელ დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტების ზედამხედველობით.

რისკის, ეთიკის და დაზღვევის კომიტეტი (REAC) ზედამხედველობს VEON-ის რისკების დაზღვევის

ფუნქციების საქმიანობას, ავალებს მათ რომ უზრუნველყონ აღნიშნული საქმიანობა ეფექტიანად და

ინტეგრირებულად და მოქმედებს როგორც ესკალაციის ორგანო რისკის მართვის საკითხებთან

დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.

6.2. კოდექსის პოტენციური დარღვევების შესწავლა

VEON-ი სერიოზულად ეკიდება პოტენციური დარღვევების შესახებ ყოველ შეტყობინებას და იღებს

ვალდებულებას დაიცვას კონფიდენციალობა და უზრუნველყოს პოტენციური დარღვევის განაცხადის

სრულფასოვანი გამოძიება. VEON-ის სააუდიტო, ფინანსური, იურიდიული, კომპლაენს და

უსაფრთხოების პერსონალი შესაძლებელია ჩართული იქნან გამოძიებასთან დაკავშირებულ

საქმიანობასა და მართვაში. საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული დარღვევიდან გამომდინარე,

VEON-ის მოკვლევის ჯგუფს შეუძლია მოიძიოს დახმარება VEON-ის ნებისმიერი პერსონალისგან და

Page 39: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 37 of 42 ქცევის კოდექსი

უფლებამოსილია ჩართოს აღნიშნულში აუდიტორული/საბურალტრო ფირმები, გარე იურისტები თუ

გამომძიებლები ან სხვა პირები, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. VEON-ის თანამშრომლები

ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა გამოძიებასთან.

თანამშრომლებს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს კოდექსის პოტენციური დარღვევის მოკვლევა,

ექნებათ საშუალება ისარგებლონ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობით, სანამ მათ

მიმართ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

გამოძიების და დისციპლინარული კომიტეტი (IDC) ხელს უწყობს კოდექსის და სხვა

პოლიტიკების/პროცედურების დაცვას და განსაზღვავს და აღასრულებს დისციპლინარული და

მაკორექტირებელი ქმედებების გადაწყვეტილებებს გამოძიების საფუძველზე.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გაეცანით გამოძიების პროცედურები.

6.3. დისციპლინარული ზომები

VEON განსაზღვრავს დისციპლინარულ ზომებს, რომლებიც შეესაბამება დარღვევის სახეს და

გარემოებებს. პირველადი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევისთვის შეიძლება შემოვიფარგლოთ

გაფრთხილებით. უფრო სერიოზული დარღვევა გამოიწვევს კომპენსაციის შეჩერებას, დაკარგვას ან

შემცირებას ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

იმ შემთხვევაში თუ კი დადგინდება თანამშრომლის მიერ კოდექსის, პოლიტიკების ან პროცედურების

დარღვევა, პერსონალის მართვის დირექცია მის პირად საქმეში დააფიქსირებს საბოლოო

გადაწყვეტილებას და დისციპლინარულ ზომებს როგორც თანამშრომლის მუდმივმოქმედ ჩანაწერს.

6.4. კოდექსის ფარგლებში გამოძიების და გადაწყვეტილებების შედეგებზე ანგარიშგების გაგზავნა

ჯგუფის კომპლაენს სამსახური, კოდექსთან დაკავშირებული მიმდინარე გამოკვლევების და საბოლოო

გადაწყვეტილებების შესახებ, პერიოდულად უგზავნის ანგარიშს გამოძიების და დისციპლინარულ

კომიტეტს, ჯგუფის აღმასრულებელ კომიტეტს (GEC) და სამეთვალყურეო საბჭოს.

6.5. სწავლება/ ტრეინინგი

ყველა არსებული თანამშრომელი გაივლის შესაბამის ტრეინინგს კოდექსთან დაკავშირებით. ასევე,

სამსახურის დაწყებიდან გონივრულ ვადაში, ტრეინინგი ჩაუტარდება კომპანიის ყველა ახალ

თანამშრომელს.

6.6. ხელმოწერა და შეთანხმება

ყოველმა ახალმა თანამშრომელმა წერილობით უნდა დადასტუროს რომ ის გაეცნო კოდექსს და

თანახმაა იკისროს კოდექსით გათვალისწინებული დებულებების სისრულეში მოყვანის

პასუხისმგებლობა. პერიოდულად, ყოველ თანამშრომელს ევალება მსგავსი დადასტურების გაკეთება.

კოდექსის გაცნობის ან დადასტურების ფორმის ხელმოწერის შეუსრულებლობა არ ათავისუფლებს

თანამშრომელს კოდექსის წესების დაცვის პასუხისმგებლობისაგან.

Page 40: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 38 of 42 ქცევის კოდექსი

6.7. დებულების უარყოფა

წინამდებარე კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დებულების გაუქმება უნდა დამტკიცდეს

სამეთვალყურეო საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი კომიტეტის ან მისი დელეგირებული

პირების მიერ. მოთხოვნა ცვლილების დამტკიცებასთან დაკავშირებით წარდგენილ უნდა იქნას

ჯგუფის კომპლაენს სამსახურში

6.8. თარგმნა და ბრენდირება

წინამდებარე კოდექსის ინგლისური ვერსია მიჩნეულია ოფიციალურ და მაკონტროლებელ ვერსიად.

წინამდებარე კოდექსი, გარდა ინგლისურისა, შესაძლებელია ითარგმნოს სხვა ენებზეც და მოხდეს მისი

ბრენდირება ბიზნეს დანაყოფებისა და კომპანიების ბრენდირების პოლიტიკის თანახმად,

არმასრულებელი სირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით.

7 რესურსები

7.1. ჯგუფის კომპლაენსის ინტრანეტი

VEON-ს გააჩნია კომპლაენსის შიდა კორპორატიული საიტი/ინტრანეტი, სადაც განთავსებულია

კოდექსის ასლი და დაკავშირებული პოლიტიკები, პროცედურები და რეკომენდაციები, სწავლებისა და

სხვა ეთიკის და კომპლაენსის შესახებ მასალები.

7.2. პოლიტიკა, პროცედურები და სახელმძღვანელოები

კოდექსში არ არის გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ქცევის ყოველი წესი. VEON-ს

შემუშავებული აქვს დამატებითი პროცედურები და პოლიტიკები რომლებიც, მოიცავენ წესებს და

განთავსებულია ინტრანეტ გვერდზე, კომპლაენს ზონაში.

7.3. ჯგუფის კომპლაენს სამსახური

კოდექსის ან მასთან დაკავშირებული კომპლაიენს პოლიტიკების

შესახებ კითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მოიპოვოთ

ადგილობრივი კომპლაიენს ოფიცრების და კომპლაიენს ჯგუფის

ვის მივმართო დახმარებისთვის:

თქვენი ხაზის მენეჯერს

კომპლაენს ოფიცერს

იურიდიულ დეპარტამენტს

ადამიანური რესურსების

მართვის დეპარტამენტს

თქვენი ოპერაციული

კომპანიის რომელიმე

Page 41: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 39 of 42 ქცევის კოდექსი

სამსახურსგან, ასევე მათთან შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი

ნებისმიერი მოსაზრება პოტენციური დარღვევების

შესახებ.

ადგილობრივი კომპლაენს ოფიცრების ჩამონათვალი

განთავსებულია ინტრანეტზე, კომპლაენსის ზონაში.

ჯგუფის კომპლაენს სამსახურთან დასაკავშირებლად, წერილი გაგზავნეთ მისამართზე:

ელ.ფოსტა: [email protected]

წერილი: ჯგუფის კომპლაენს სამსახური

VEON Ltd.

ნიდერლანდები, ამსტერდამი

კლოდ დებუსილაანი 88

ინფორმაციის სხვა სასარგებლო წყაროები: VEON Intranet

www.VEON.com

SpeakUp Line: veon.com/speakup

7.4. შეტყობინების არხები

VEON-ის თანამშრომლებს რამდენიმე არხს სთავაზობს იმისთვის რომ დასვან კითხვა ან დააფიქსირონ

პრობლემა. თანამშრომლებს შეუძლიათ მათთვის ყველაზე უფრო კომფორტული არხის გამოყენება,

მათვის სასურველ ენაზე:

დაელაპარაკოთ თქვენს ადგილობრივ კომპლაენს მენეჯერს

გააგზავნოთ მეილი ჯგუფის კომპლაენსთან:[email protected]

დასვათ კითხვა ან დააფიქსიროთ პრობლემა ინტერნეტ პორტალის საშუალებით,

რომელსაც მართავს დამოუკიდებელი მესამე მხარე: veon.com/speakup.

დარეკოთ VEON-ის თქვენი ქვეყნის Speak-Up ხაზზე. აღნიშნულ სატელეფონო

მომსახურებას მართავს დამოუკიდებელი მესამე მხარე და ხელმისაწვდომია დღეში 24

საათის, კვირაში 7 დღის და წელიწადში 365 დღის განმავლობაში. დარეკეთ თქვენი

ქვეყნის ნომერზე, რომელიც მითითებულია veon.com/speakup-ზე.

თუ გსურთ ანონიმურობის დაცვა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ან სატელეფონო შეტყობინების

არხი, რომელიც ხელმისაწვდომია veon.com/speakup-ზე.

VEON სათაო ოფისი ამსტერდამში, ნიდერლანდები

კლოდ დებუსილაანი 88

1082 MD ამსტერდამი

ნიდერლანდები

Page 42: ქცევის კოდექსი · VEON Ltd 5 of 42 ქცევის კოდექსი პაკეტს, უნდა დააკმაყოფილონ წინამდებარე

VEON Ltd 40 of 42 ქცევის კოდექსი