ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა...

28
ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა Code of Conduct

Transcript of ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა...

Page 1: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსიჩვენი პასუხისმგებლობა

Code of Conduct

Page 2: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

თქვენი გზამკვლევი მართებული გადაწყვეტილებებისაკენ

Page 3: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენს ღირებულებებსა და ქცევის ნორმებს ეფუძნება

• ღირებულებებისა და ქცევის ნორმების განყოფილება ინტრანეტში

BP-ის მოთხოვნები და სასარგებლო რესურსები

უსაფრთხოებაუსაფრთხოება კარგი ბიზნესის მაჩვენებელია. ჩვენი საქმიანობა ემყარება ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენს ირგვლივ არსებული საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ვზრუნავთ გარემოს უსაფრთხოდ მართვაზე. მოწოდებული ვართ უსაფრთხოდ მივაწოდოთ ენერგია მსოფლიოს.

პატივისცემაჩვენ პატივს ვცემთ ქვეყნებს, სადაც ვმოღვაწეობთ, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო აქტებისა და ნორმატიული დოკუმენტების დაცვაში გამოიხატება. მიზნად ვისახავთ უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვას და ვიქცევით ისე რომ მოვიპოვოთ სხვა პირთა ნდობა. დამოკიდებული ვართ არსებულ ურთიერთობებზე და პატივს ვცემთ ერთმანეთს და მათ, ვისთანაც ვმუშაობთ. ვაფასებთ ადამიანთა და აზრთა მრავალფეროვნებას. ჩვენთვის ავქვს მნიშვნელობა თუ რა გავლენას იქონიებს ჩვენი დიდი თუ მცირე გადაწყვეტილებები გარშემომყოფთათვის.

სრულყოფილებაჩვენი საქმიანობა მისი ხასიათიდან გამომდინარე სახიფათოა, ამიტომ ვესწრაფვით ჩვენი საქმიანობის სრულყოფისკენ სისტემატური და მოწესრიგებული მართვის მეშვეობით. ვიცავთ და ვასრულებთ იმ წესებსა და სტანდარტებს, რომლებიც ჩვენი კომპანიისთვის შევქმენით. ვცდილობთ მივიღოთ ხარისხიანი შედეგი და გვსურს სწავლა და გაუმჯობესება. თუ აღმოვაჩენთ რომ რაიმე არასწორია, ჩვენ მას ვასწორებთ.

გამბედაობარასაც ვაკეთებთ მარტივი არ არის. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ხშირად აუცილებელია გამბედაობა, სირთულეებთან გამკლავება, პრობლემური საკითხების წამოწევა და იმის დაცვა რისიც გვჯერა. მუდამ ვცდილობთ მოვიქცეთ მართებულად. ვიკვლევთ ინოვაციურ აზროვნებას და არ გვეთაკილება დახმარების თხოვნა. საკუთარ თავთან გულწრფელნი ვართ და სხვებისგან შეფასებას აქტიურად ვითხოვთ. მიუხედავად მოკლევადიანი პრიორიტეტებისა, რომლებსაც გარემომცველი სამყარო გვისახავს, ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მემკვიდრეობის შექმნაა.

ერთი გუნდიროგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ცალკეული პირი, ერთად გაცილებით მეტს მივაღწევთ. გუნდის წარმატებას პირად წარმატებაზე მაღლა ვაყენებთ და ვიღწვით მისი შესაძლებლობების გაზრდისათვის. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს.

ჩვენი ღირებულებები

Page 4: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი5 თანამშრომლის მოვალეობები5 მენეჯერების დამატებითი მოვალეობები 6 პრობლემური საკითხების წამოწევა 6 სამაგიეროს მიზღვის დაუშვებლობა

საქმიანობის უსაფრთხოდ, პასუხისმგებლობით და საიმედოდ წარმოება8

ჩვენი ხალხი10

ჩვენი ბიზნესპარტნიორები 14

სახელმწიფო ხელისუფლება და საზოგადოება, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ18

ჩვენი აქტივები და ფინანსური საიმედოობა22

9 ჯანმრთელობა, შრომის უსაფრთხოება, უშიშროება და გარემო

11 მრავალფეროვნება და ჩართულობა12 თანაბარი შესაძლებლობები 12 შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემო13 კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია

15 მომწოდებლები და ბიზნესპარტნიორები16 საჩუქრები და გასართობი ღონისძიებები 16 ინტერესთა შეუთავსებლობა17 კონკურენცია და მონოპოლიის აღკვეთა17 საერთაშორისო ვაჭრობა 17 უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთა

19 ურთიერთობა საზოგადოებასთან 20 ადამიანის უფლებები20 მექრთამეობა და კორუფცია21 საჯარო კომუნიკაცია21 პოლიტიკური საქმიანობა

23 ჩანაწერების მართვა24 BP–ის აქტივების დაცვა24 შიდა ინფორმაციის გამოყენებით

წარმოებული გარიგებები

ჩვენი კოდექსი - ჩვენი პასუხისმგებლობა4

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 1

Page 5: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 2

ბობ დადლის მიმართვა

Page 6: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

პატივცემულო კოლეგებო,

თქვენს წინაშეა BP-ის ახალი „ქცევის კოდექსი“. ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ვიმოქმედოთ ბიზნესში მართებულად. კოდექსის წაკითხვა და შესრულება სავალდებულოა ყოველი ჩვენგანისათვის.

BP-ისთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქმიანობა მართებულად და არაფერი გვაყენებს რისკის წინაშე უფრო მეტად, ვიდრე ამის ვერ მიღწევა.

როგორც ხედავთ, „კოდექსი“ შემოკლებული და გამარტივებულია, თუმცა არა ნაკლებმნიშვნელოვანი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებსა და მოლოდინებზე, ნაცვლად დეტალურად გაწერილი კონკრეტული წესებისა. მჯერა, რომ BP-ის თანამშრომლებს სრულად შესწევთ უნარი იმოქმედონ საღი აზრის კარნახით და მიიღონ მართებული გადაწყვეტილებები, როდესაც რთული არჩევნის წინაშე დადგებიან. თუმცა, არასოდეს უნდა გაგვიჩნდეს მარტოობის განცდა როდესაც დარწმუნებული არ ვართ, ქცევის მართებულობაში. ყოველ ჩვენგანს გვევალება, რომ რჩევისათვის მივმართოთ ჩვენს ხელმძღვანელობას ან ვისარგებლოთ კომპანიის სხვა შიდა რესურსით, როცა ამის საჭიროება წარმოიშობა.

გთხოვთ, გამოიჩინოთ გამბედაობა და განაცხადოთ, თუ შეამჩნევთ რაიმეს, რაც ჩვენი კოდექსის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. თქვენს მიერ წამოწეული საკითხები ყურადღებით იქნება განხილული და BP არ დაუშვებს შურისძიებას თქვენს მიმართ.

ჩვენს კოდექსს საფუძვლად უდევს ჩვენი ღირებულებები და ქცევის ნორმები. ისინი განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული ჩვენგანი იმისათვის, რომ BP-მ განამტკიცოს თავისი რეპუტაცია და აამაღლოს მის მიმართ ნდობა, რაც ჩვენი, როგორც კომპანიის, შემდგომი წარმატების საწინდარია. გაეცანით წინამდებარე კოდექსს, იხელმძღვანელეთ მისი პრინციპებით და გააგრძელეთ ჩვენი ღირებულებების თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა.

ბობ დადლიჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 3

Page 7: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 4

ჩვენი კოდექსი – ჩვენი პასუხისმგებლობა

ჩვენი კოდექსი არის საჯარო განცხადება, რომ BP იღებს ვალდებულებას იმოქმედოს მართებულად. ეს არის სასარგებლო რესურსი, რომელიც ეხმარება თანამშრომლებსა და სხვა პირებს მიიღონ გააზრებული, ეთიკური გადაწყვეტილებები.

ჩვენს კოდექსში მითითებულია BP-ის შესაბამისი მოთხოვნები (დებულებები, პროცედურები და წესები), აგრეთვე სხვა დამხმარე რესურსები და საშუალებები. ვინაიდან ვერც ერთი „ქცევის კოდექსი“ ვერ მოიცავს ყველა შესაძლო სიტუაციას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, BP მოელის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენ იმოქმედებთ კეთილგონივრულად და წამოწევთ თქვენს წინაშე არსებულ კითხვებსა და პრობლემურ საკითხებს.

ჩვენ ოთხმოცზე მეტ ქვეყანაში ვსაქმიანობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს კანონები, რეგულაციები ან დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლებიც ჩვენი კოდექსის ნორმებს ეწინააღმდეგება. თუ არსებობს წინააღმდეგობა ან განსხვავება ადგილობრივად მოქმედი კანონმდებლობის რომელიმე ნორმასა და ჩვენი კოდექსის მოთხოვნებს შორის, თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ მათ შორის უფრო მკაცრით. არ გაიზიაროთ ადგილობრივად დამკვიდრებული პრაქტიკა, თუკი ამით ირღვევა ჩვენი კოდექსი.

ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი

ჩვენი კოდექსი ვრცელდება BP-ის ყველა თანამშრომელზე, თანამდებობის პირსა და დირექტორთა საბჭოს წევრზე.

ჩვენს რეპუტაციაზე შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს ჩვენი ბიზნესპარტნიორების, მათ შორის, ჩვენი მონაწილეობით შექმნილი ერთობლივი საწარმოებისა და მესამე მხარეების ქცევამ. ამიტომ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ისეთ ბიზნესპარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს შრომის უსაფრთხოების დაცვის, აგრეთვე ეთიკისა და კორპორაციულ წესებთან შესაბამისობის სფეროში.

ჩვენ ყველა ჩვენი კონტრაქტორისა და მათი თანამშრომლებისგან მოველით ჩვენი კოდექსის შესაბამის ქცევას. ჩვენ მივმართავთ საჭირო ზომებს, თუკი მივიჩნევთ, რომ ისინი ვერ ამართლებენ ჩვენს მოლოდინს ან არ ასრულებენ კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს.

იმისათვის, რომ წარმოვადგენდეთ სანდო კომპანიას, წლიდან წლამდე, საჭიროა წარვმართოთ საქმიანობა თანმიმდევრულად, მაღალი სტანდარტების შესაბამისად და ყოველი ჩვენი ქმედება თუ გამონათქვამი ამ სტანდარტებს მივუსადაგოთ.

Page 8: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

თანამშრომლის მოვალეობები:

• წაიკითხეთ ჩვენი კოდექსი და გაეცანით მასში ასახულ ინფორმაციას.

• ყოველწლიურად, ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენი კოდექსის შესაბამისად მოქმედებდით.

• იმოქმედეთ შრომის უსაფრთხოების წესებისა და ეთიკის ნორმების დაცვით და შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების, BP-ის მოთხოვნების, BP-ის ღირებულებებისა და ქცევის ნორმების, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების, უშიშროებისა და გარემოს დაცვის სფეროების (HSSE) ამოცანების შესაბამისად.

• დასვით კითხვები და განაცხადეთ, თუ თქვენთვის ცნობილი გახდება კანონების, რეგულაციების, ჩვენი კოდექსის ან BP-ის მოთხოვნების შესაძლო დარღვევების შესახებ.

• ყოველმხრივ ითანამშრომლეთ გამოძიებასთან ან აუდიტთან.

მენეჯერის დამატებითი მოვალეობები:

• პირადად იყავით სანიმუშო და დაეხმარეთ თქვენი გუნდის წევრებს, კერძოდ:

− შექმენით სამუშაო გარემო, რომელშიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომელთა ჩართულობის სულისკვეთება სუფევს.

− წაახალისეთ ისინი, რომ დასვან კითხვები და წამოწიონ საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ.

− მოისმინეთ მათ მიერ წამოწეული საკითხები და მოახდინეთ სათანადო რეაგირება.

− მიმართეთ თქვენს ხელთ არსებულ ზომებს, რათა არ დაუშვათ შურისძიება მათ მიმართ, ვინც განაცხადა პრობლემური საკითხების შესახებ ან ითანამშრომლა გამოძიებასთან.

• დაეხმარეთ თქვენი გუნდის წევრებს ჩვენი კოდექსის პრინციპებისა და მოსალოდნელი ქცევების, BP-ის მოთხოვნებისა და მოქმედი კანონების გააზრებაში.

• იყავით თანმიმდევრული ჩვენი მოთხოვნების აღსრულებისას და თანამშრომლებისათვის, მათ ქცევასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის დაკისრებისას.

ის, თუ როგორ ვაღწევთ შედეგებს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად მიღწეული შედეგები.

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 5

Page 9: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

როდის უნდა წამოწიოთ პრობლემური საკითხი?

თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება ვალდებულება, რომ განვაცხადოთ, თუკი შევამჩნევთ რაიმე საფრთხის შემცველს, არაეთიკურს ან პოტენციურად საზიანოს. თუ გაქვთ შეკითხვა, გჭირდებათ დახმარება ან გსურთ წამოწიოთ პრობლემური საკითხი, თქვენ ამისთვის რამოდენიმე საშუალება გაქვთ.

ეს საშუალებები ნაჩვენებია გადაწყვეტილების მიღების პროცესის დიაგრამაზე – „როგორ წამოვწიოთ პრობლემური საკითხი“.

სამაგიეროს მიზღვის დაუშვებლობა

BP შურისძიების მიმართ შეუწყნარებელია. ჩვენ სამაგიეროს მიზღვის შემთხვევებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მივიჩნევთ. სამაგიეროს მიზღვა შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, როგორიცაა, მაგალითად, მუქარა, დაშინება, გარიყვა, დამცირება, საკითხების წამოწევა ბოროტი განზრახვით ან არაკეთილსინდისიერად.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ან რომელიმე თქვენი კოლეგის მიმართ ადგილი ჰქონდა სამაგიეროს მიზღვას, განაცხადეთ ამის შესახებ ამ კოდექსში მითითებული რომელიმე რესურსის გამოყენებით.

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 6

Page 10: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

შეგიძლიათ გაესაუბროთ

თქვენს ზემდგომ მენეჯერს თქვენი

კითხვის ან პრობლემური

საკითხის შესახებ?

მიმართეთ თქვენს ზემდგომ მენეჯერს

არა

დიახ

შეგიძლიათ გაესაუბროთ სხვა მენეჯერს თქვენს განყოფილებაში?

გაესაუბრეთ სხვა მენეჯერს თქვენს განყოფილებაში

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ

შესაბამის ფუნქციონალურ

დანაყოფს?

მიმართეთ შესაბამის ფუნქციონალურ

დანაყოფს (მაგ., S&OR, E&C, HR,

იურიდიული სამსახური)

თუ ამ საშუალებებიდან

არც ერთია თქვენთვის მისაღები, მიმართეთ OpenTalk-ს.

დარეკეთ სატელეფონო ხაზზე

OpenTalk (იხ. გვერდი 25)

როგორ წამოვწიოთ პრობლემური საკითხი

• ინტრანეტი“Speak Up”• opentalk.bpweb.bp.com

BP-ის მოთხოვნები და სასარგებლო რესურსები

არა არა

დიახ დიახ დიახ

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 7

Page 11: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 8

საქმიანობის უსაფრთხოდ, პასუხისმგებლობით და საიმედოდ წარმოება

Page 12: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 9

ჩვენი პრინციპები

ჩვენი მოწოდებაა დავიცვათ შრომის უსაფრთხოება, გავუფრთხილდეთ გარემოს და პატივი ვცეთ საზოგადოებას სადაც ვსაქმიანობთ.

ჩვენი მოწოდებაა თავიდან ავიცილოთ ზიანის მიყენება გარემოზე და ამით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ მოსახლეობაზე.

ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების, უშიშროებისა და გარემოს დაცვის სფეროში (HSSE) ჩვენი ამოცანებია: არცერთი უბედური შემთხვევა, არავითარი ზიანი ადამიანებისა და გარემოს მიმართ.

ჩვენი მოლოდინი

ყოველთვის აწარმოეთ საქმიანობა უსაფრთხოდ და საიმედოდ

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი თანამშრომლებისა და ობიექტების ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და უშიშროება, აგრეთვე, ჩვენი საარსებო გარემოსადმი პასუხისმგებლობით მოპყრობა. უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, წესრიგი და გამუდმებით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. არასდროს შევეგუებით მუქარას, დაშინებასა და ძალადობას. თითოეული ჩვენგანი სხვებისათვის სამაგალითოა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

• არ შეუდგეთ ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომლისთვისაც საკმარისი კვალიფიკაცია არ გაგაჩნიათ.

• გააჩერეთ საკუთარი ან სხვების სამუშაო, თუ ფიქრობთ, რომ ის უსაფრთხო არ არის.

• თქვენი წვლილი შეიტანეთ გარემოს დაცვაში და ეს თქვენს პირად პრიორიტეტად დაისახეთ.

• დარწმუნდით, რომ თქვენი შრომისუნარიანობა არ არის დაქვეითებული, მაგალითად, ძილის ნაკლებობის, ალკოჰოლის ან ექიმის დანიშნული თუ ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტის ზემოქმედებით.

• თუ საფრთხის შემცველი ან არაჯანსაღი სამუშაო გარემოს მომსწრე გახდებით, განაცხადეთ ამის შესახებ. მოუსმინეთ მათ, ვინც ასეთ რაიმეს აცხადებს.

• მოსთხოვეთ და მოუწოდეთ კონტრაქტორებსა და მესამე პირებს, ვისთანაც ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, რომ შეასრულონ HSSE სფეროს შესაბამისი მოთხოვნები.

• დაუყოვნებლივ განაცხადეთ ნებისმიერი უბედური შემთხვევის, სხეულის დაზიანების, ავადმყოფობის ან სახიფათო მდგომარეობის შესახებ. ნუ ივარაუდებთ, რომ ვინმე სხვამ უკვე აცნობა ან აცნობებს შექმნილი საფრთხის ან პრობლემის შესახებ.

• გაეცანით საგანგებო სიტუაციებში მოქმედ პროცედურებს, რომლებიც თქვენს სამუშაო ადგილზე გამოიყენება.

• ინტრანეტი – Safety and Operational Risk• წარმოების მართვის სისტემა (OMS)• ოფისის უსაფრთხოების სისტემა (OSF)

BP-ის მოთხოვნები და სასარგებლო რესურსები

Page 13: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 10

ჩვენი ხალხი

Page 14: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 11

ჩვენი პრინციპები

ჩვენი ხალხი BP-ის წარმატების მთავარი საწინდარია.

როდესაც პატივს ვცემთ და ვაფასებთ ერთმანეთს, წარმატებას ვაღწევთ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, როგორც ერთი კომპანია. ყოველ ჩვენგანს გვაკისრია როლი ისეთი კორპორაციული კულტურის შექმნაში, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობაზე არის დამყარებული.

ჩვენი მოლოდინი

მრავალფეროვნება და ჩართულობა ხელს უწყობს გუნდურ მუშაობასა და წარმატებას

ჩვენ ვაფასებთ თითოეული პირის მიერ BP-ის საქმიანობაში შეტანილ უნიკალურ წვლილს. ჩვენ მეტს ვაღწევთ, როდესაც განსხვავებული წარმომავლობის, ნიჭისა და შეხედულებების მქონე ადამიანები მუშაობენ ერთად ისეთ გარემოში, რომელშიც თანამონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა ყველას შეუძლია.

• მოეპყარით ყველას პატივისცემით.

• წაახალისეთ და მოუსმინეთ მათ, ვინც წამოწევს პრობლემურ საკითხებს.

• გამოიჩინეთ პატივისცემა კულტურული განსხვავებების მიმართ.

Page 15: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 12

თანაბარი შესაძლებლობები წარმოადგენს სამართლიანად, პატივისცემით და ღირსეულად მოპყრობას

ჩვენ ყველას სამართლიანად, პატივისცემით და ღირსეულად ვეპყრობით. სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპების შესაფერის ქცევას მოველით მათგანაც, ვისთანაც ვთანამშრომლობთ.

• სამსახურებრივი გადაწყვეტილებები მიიღეთ პირის დამსახურების გათვალისწინებით, და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების ან რომელიმე სხვა ნიშნით, რომელიც მოქმედი კანონით არის დაცული.

• შეურაცხმყოფელი გზავნილები, ღირსების შემლახველი შენიშვნები და უხამსი ხუმრობები ყოველთვის მიუღებელია.

შევიწროებისა და დაშინებისგან თავისუფალი სამუშაო გარემო

ჩვენ არ მოვითმენთ შეურაცხყოფისა და შევიწროების რაიმე გამოვლინებას, მათ შორის ისეთ ქმედებებს, რომლებიც, გონივრულ ფარგლებში, შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფელად, დამაშინებლად ან დისკრიმინაციულად, აგრეთვე სექსუალური შევიწროების ნებისმიერ ფორმად.

გახსოვდეთ, რომ ჩვენი კოდექსი და ზოგჯერ კანონიც შეიძლება დაირღვეს მაშინაც კი, როდესაც შევიწროებას ადგილი აქვს არა სამუშაო ადგილზე ან არა BP-ის თანამშრომლის უშუალო მონაწილეობით.

• ხელი შეუწყვეთ ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც თავისუფალი იქნება ყველანაირი შევიწროებისგან.

• სექსუალური ხასიათის უხამსი კომენტარები ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებები დაუშვებელია.

Page 16: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 13

პერსონალური ინფორმაციის დაცვა

BP პატივს სცემს თანამშრომელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და მხოლოდ მაშინ ინტერესდება არასამუშაო დროს მისი თანამშრომლების საქმიანობით, როდესაც ზიანი ადგება BP-ის რეპუტაციას ან კომპანიის კანონიერ ბიზნესინტერესებს. პერსონალურ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია კომპანიის ეფექტური მუშაობისთვის ან კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

• პერსონალურ ინფორმაციას მიანიჭეთ სტატუსი „კონფიდენციალური“ და მოეპყარით შესაბამისი წესების დაცვით.

• შეკითხვების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ პერსონალური ინფორმაციის დაცვის ადგილობრივ კოორდინატორს.

• ინტრანეტი – OneHR Global Infromation• ინტრანეტი – მრავალფეროვნება და

ჩართულობა • ინტრანეტი – იურიდიულ მონაცემთა

კონფიდენციალურობა • ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის

მოთხოვნები

BP-ის მოთხოვნები და სასარგებლო რესურსები

Page 17: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 14

ჩვენი ბიზნესპარტნიორები

Page 18: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 15

ჩვენი პრინციპები

ჩვენს ბიზნესპარტნიორებთან ვთანამშრომლობთ კეთილსინდისიერად, პატივისცემით და პასუხისმგებლობით. ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც შეიძლება ენდონ.

BP კონკურენტულ უპირატესობას აღწევს მისი მაღალეფექტური მუშაობის დამსახურებით და არა არაეთიკური ან უკანონო საქმიანობის მეშვეობით.

ჩვენი მოლოდინი

დაამყარეთ და შეინარჩუნეთ სტაბილური საქმიანი ურთიერთობა მომწოდებლებთან და ბიზნესპარტნიორებთან

ჩვენი ბიზნესის წარმოებისა და აქციონერების მოლოდინის გამართლების შესაძლებლობები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენს მომწოდებლებსა და ბიზნესპარტნიორებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ სიფრთხილით ვარჩევთ და ამისათვის ობიექტური შერჩევის პროცესებს ვიყენებთ.

ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ისეთ მესამე მხარეებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პრინციპებს შრომის უსაფრთხოების დაცვის, აგრეთვე ეთიკისა და კორპორაციულ წესებთან შესაბამისობის სფეროებში.

• მკაფიოდ განუმარტეთ ჩვენი მოთხოვნები ჩვენს მომწოდებლებსა და ბიზნესპარტნიორებს. თუ შესაძლებელია, ასახეთ ეს მოთხოვნები მათ საკონტრაქტო ვალდებულებებში. მიმართეთ სათანადო ზომებს, თუ მათი მხრიდან არ სრულდება ეს მოთხოვნები და ვალდებულებები.

• თუ შენიშნავთ, რომ რომელიმე მომწოდებელი ან ბიზნესპარტნიორი არ ასრულებს მოქმედი კანონის მოთხოვნებს ან საკონტრაქტო ვალდებულებებს, განაცხადეთ ამის შესახებ.

• დარწმუნდით რომ გესმით BP-ის მომწოდებლებთან დაკავშირებული ის მოთხოვნები, რომლებიც თქვენს ბიზნესდანაყოფზე ვრცელდება და შეასრულეთ ისინი. მათ შორის იგულისხმება სახელმწიფო ხელშეკრულებებთან და ერთობლივ საწარმოებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

Page 19: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 16

საჩუქრები და გასართობი ღონისძიებები გაცვალეთ მართებულად

ჩვენ არ ვიღებთ ან ვთავაზობთ საჩუქრებს ან გასართობ ღონისძიებებს რაიმე ბიზნესის, მომსახურების ან კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ ან ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით.

• თუ BP-ის მოთხოვნები საჩუქრებზე და გასართობ ღონისძიებებზე ეწინააღმდეგება რომელიმე მოქმედ მოთხოვნას ამ სფეროში, იხელმძღვანელეთ იმ მოთხოვნით, რომლებიც უფრო მკაცრია.

• ზოგიერთი საჩუქარი და გასართობი ღონისძიება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, რადგან შეიძლება იყოს უკანონო ან ჩვენი რეპუტაციის შემლახველი, მაგალითად, ისეთი საჩუქარი ან გასართობი ღონისძიება, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს ქრთამად, არამართებულად ან შეუფერებლად.

• მოიპოვეთ იურიდიული სამსახურის თანხმობა, ვიდრე გასწევთ სახელმწიფო მოხელეების მივლინების ხარჯებს ან დათანხმდებით მათთვის დღიური სამივლინებო თანხების ანაზღაურებას.

იყავით მზად თავიდან აიცილოთ და მოაგვაროთ ინტერესთა შეუთავსებლობა

ინტერესთა შეუთავსებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც თქვენი პირადი ინტერესები ან საქმიანობა ზეგავლენას ახდენს თქვენი იმ გადაწყვეტილებების ობიექტურობაზე, რომლებიც BP-ს უკავშირდება.

• გაითვალისწინეთ, რომ ინტერესთა შეუთავსებლობა მრავალ სხვადასხვა ვითარებაში შეიძლება წარმოიშვას. მაგალითად:

– შეთავსებით მუშაობა და კავშირები კონკურენტებთან, მომხმარებლებთან ან მომწოდებლებთან.

– სამსახურებრივი ურთიერთობა ახლო ნათესავებთან, განსაკუთრებით მათთან ვინც სახელმწიფო მოხელეები არიან.

– ინტიმური ურთიერთობა თანამშრომელთან, რომელსაც აქვს შესაძლებლობა იქონიოს გავლენა ხელფასთან, მუშაობის შედეგების სარეიტინგო შეფასებასთან ან დაწინაურებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.

– სხვა კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრობა.

– ინვესტიციები, მათ შორის, ახლო ნათესავების კუთვნილი ინვესტიციები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ თქვენს გადაწყვეტილებებზე ან ამგვარად იქნენ აღქმული.

• აცნობეთ თქვენს ზემდგომ მენეჯერს იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ინტერესთა შეუთავსებლობა ან მისი არსებობის განცდა წარმოშვას. ეს ინფორმაცია დაგვეხმარება, რომ სიტუაცია უკეთ დავარეგულიროთ.

Page 20: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 17

მოერიდეთ თავისუფალი კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს

ანტიმონოპოლიური და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა რთულია და ხშირად კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე არის დამოკიდებული. ამიტომ ამ საკითხზე კითხვების წარმოშობის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ იურიდიულ სამსახურს.

• ნუ მიიღებთ მონაწილეობას შემდეგი სახის საქმიანობაში: ნებისმიერი ფორმით კონკურენტებთან შეთანხმება ფასების დასადგენად, ტენდერის მანიპულირებისათვის, ბაზრის გასანაწილებლად, და/ან მიწოდების შესაზღუდად.

დაიცავით საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობა

ჩვენ ვიცავთ ყველა იმ ქვეყნის სავაჭრო კანონმდებლობას, რომლებშიც ვსაქმიანობთ, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს და კანონებს იმპორტისა და ექსპორტის შესახებ. იმ ქვეყნების უმრავლესობაში, რომლებშიც BP საქმიანობს, მოქმედებს შეზღუდვები საზღვარზე პროდუქციის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

• სავაჭრო სანქციები, მათ შორის, ფინანსური სანქციები, რთულია. თუ თქვენ მონაწილეობთ საქმიან ოპერაციებში, მათ შორის, კომერციულ გარიგებებში, სანქციების სუბიექტ ქვეყანასთან, კომპანიასთან ან პირთან, თქვენ გეკისრებათ ვალდებულება დაიცვათ შესაბამისი სავაჭრო კანონმდებლობა.

• იმპორტისა და ექსპორტისთვის განკუთვნილ პროდუქციას, მათ შორის, აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებს, წინასწარ უნდა მიენიჭოს შესაბამისი კატეგორია, უნდა მოხდეს მათი სათანადოდ მარკირება და მოპოვებულ იქნეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ლიცენზია და ნებართვა.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ზემდგომ მენეჯერს, რომელიც იურიდიულ სამსახურს დაუკავშირდება.

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთა

„ფულის გათეთრება“ არის პროცესი, რომელიც გულისხმობს უკანონო გზით მიღებული თანხების წარმოშობის დაფარვას ან შენიღბვას, რათა შეიქმნას განცდა თითქოს ისინი კანონიერი გზით არის მოპოვებული. ტერმინი ასევე მოიცავს კანონიერი გზით მოპოვებული თანხების გამოყენებას კრიმინალის ან ტერორიზმის მხარდასაჭერად.

• არასდროს მიიღოთ მონაწილეობა „ფულის გათეთრებაში“.

• იცოდეთ, ვისთან აწარმოებთ ბიზნესს და ამისთვის გამოიყენეთ ჩვენი საქმიანი პარტნიორების კომპლექსური შემოწმების პროცედურები.

• თუ პრობლემას ხედავთ, განაცხადეთ ამის შესახებ.

• ეთიკისა და კორპორაციულ წესებთან შესაბამისობის რეესტრი (მოიცავს საჩუქრებისა და გასართობი ღონისძიებების, აგრეთვე ინტერესთა შეუთავსებლობის რეესტრებს)

• არააღმასრულებელი დირექტორის ფუნქციების სახელმძღვანელო

• სამუშაო ადგილზე ურთიერთობების მართვის გლობალური სახელმძღვანელო

• მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო მოთხოვნები

• უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საწინააღმდეგო მოთხოვნები

• ანტიმონოპოლიური და კონკურენციის შესახებ კანონების მოთხოვნები

• საერთაშორისო სავაჭრო რეგულაციებთან დაკავშირებული მოთხოვნები

• შესყიდვებთან დაკავშირებული მოთხოვნები

BP-ის მოთხოვნები და სასარგებლო რესურსები

Page 21: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 18

სახელმწიფო ხელისუფლება და საზოგადოება, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ

Page 22: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 19

ჩვენი პრინციპები

ჩვენ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ადამიანურ პოტენციალში ინვესტირებას.

ჩვენი მოლოდინი

ურთიერთობა იქონიეთ საზოგადოებასთან და პატივი ეცით მათ უფლებებსა და ღირსებას

ჩვენი სურვილია ვიყოთ საზოგადოების სანდო მეზობელი იქ სადაც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. ღია, ეთიკურ დამოკიდებულებას, აგრეთვე მრავალფეროვნების, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების მიმართ პატივისცემას დადებითი შედეგი მოაქვს. ჩვენ მივესალმებით ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობას.

• საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიალოგის გამართვამდე, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ზემდგომ მენეჯერს ან საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგარეო საქმეთა ადგილობრივ სამსახურს.

Page 23: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 20

ადამიანის უფლებების დაცვა

ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა წარვმართოთ ადამიანის უფლებებისა და ღირსებების პატივისცემის პირობებში. თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება როლი, რომ არ დავუშვათ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის, ბავშვთა შრომა, ადამიანთა ტრეფიკინგი და იძულებითი შრომა.

• განაცხადეთ ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერი ფაქტის შესახებ, რომელმაც შესაძლოა ადგილი იქონიოს ჩვენი კომპანიის ან ჩვენი ბიზნესპარტნიორების საქმიანობის პროცესში.

მტკიცედ აღუდექით წინ მექრთამეობასა და კორუფციას

ჩვენს ბიზნესში არ შევეგუებით რაიმე ფორმის მექრთამეობასა და კორუფციას. ჩვენ ვიცავთ მექრთამეობისა და კორუფციის ამკრძალავ ყველა კანონსა და რეგულაციას და მხარს ვუჭერთ მექრთამეობასა და კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვატარებთ ღონისძიებებს რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ბიზნესპარტნიორები იზიარებენ ჩვენს პრინციპებს ამ სფეროში.

• არ შესთავაზოთ ან აიღოთ ქრთამი, გასამრჯელო „მადლიერების“ ნიშნად ან ნებისმიერი სხვა არამართლზომიერი თანხა, მათ შორის, ე.წ. „დასაჩქარებელი“ თანხები.

• აწარმოეთ ზუსტი ჩანაწერები, რათა გაწეული ხარჯები კეთილსინდისიერად იქნას აღწერილი და კომპანიის ფულადი სახსრები არ იქნას გამოყენებული უკანონო მიზნებისათვის.

• იცოდეთ, ვისთან აწარმოებთ ბიზნესს და ამისათვის გამოიყენეთ ჩვენი საქმიანი პარტნიორების კომპლექსური შემოწმების პროცედურები.

Page 24: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 21

საჯარო კომუნიკაცია და BP-ის რეპუტაციის დაცვა

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საჯარო გზავნილები იყოს მკაფიო, ზუსტი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლობით გამსჭვალული.

• გახსოვდეთ, რომ თქვენი გზავნილები და კომენტარები სოციალურ ქსელებში ანონიმური არ არის და შეიძლება BP-ის რეპუტაციაზე საზიანოდ იმოქმედოს.

• მედიასთან და ინვესტორების წარმომადგენლებთან საუბარი ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისთვის. კონსულტაციისათვის მიმართეთ BP-ის პრეს–სამსახურს ან ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურს.

• კომპანიის გარეთ გამართული პრეზენტაციები ჩვენი ცოდნის გაზიარების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება შეიძლება იყოს, თუმცა ვიდრე ასეთ მიწვევას დათანხმდებით, მოიპოვეთ ყველა საჭირო ნებართვა და შეათანხმეთ პრეზენტაციის შინაარსი.

ჩვენი პოზიცია პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით

BP სარგებლობს უფლებით და პასუხისმგებლობით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რათა საჯაროდ გამოხატოს პოზიცია მისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კერძო პირს, თქვენ უფლება გაქვთ ჩაერთოთ პოლიტიკურ პროცესებში და გაიღოთ პირადი პოლიტიკური შემოწირულობა, თუმცა გარკვევით უნდა განმარტოთ, რომ თქვენი პირადი შეხედულებები და ქმედებები არ წარმოადგენს BP–ის შეხედულებებსა და ქმედებებს.

• არ გამოიყენოთ კომპანიის თანხები ან რესურსები რომელიმე პოლიტიკური კანდიდატის ან პარტიის მხარდასაჭერად.

• მოიპოვეთ ნებართვა, ვიდრე ჩაერთვებით რაიმე ტიპის ლობისტურ საქმიანობაში.

• ზოგ შემთხვევაში, თქვენმა პირადმა პოლიტიკურმა საქმიანობამ შესაძლოა წარმოქმნას BP-თან შეუთავსებლობა. გაესაუბრეთ თქვენს ზემდგომ მენეჯერს, თუ თქვენ ან თქვენი ახლო ნათესავი აპირებთ ან ცდილობთ, რომ თანამდებობა დაიკავოთ საჯარო სამსახურში, ან თუ მოსალოდნელია სხვა პოლიტიკური საქმიანობით გამოწვეული რაიმე ზემოქმედება BP-ზე ან BP-ში თქვენს სამსახურზე.

• ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა დებულება

• მექრთამეობისა და კორუფციის საწინააღმდეგო მოთხოვნები

• ინტრანეტი: Group Communications • სოციალურ მედიასთან დაკავშირებული

მოთხოვნები

BP-ის მოთხოვნები და სასარგებლო რესურსები

Page 25: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 22

ჩვენი აქტივები და ფინანსური საიმედოობა

Page 26: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 23

ჩვენი პრინციპებიჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ აქციონერთა ინტერესები, გავუფრთხილდეთ ჩვენს აქტივებსა და რესურსებს, ვიყოთ ობიექტური და გამჭვირვალე ჩვენს საქმიანობასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით.

ჩვენი მოლოდინი

აწარმოეთ ზუსტი და სრული ჩანაწერები

ყოველი ჩვენგანი ვმონაწილეობთ გარკვეული ფინანსური თუ არაფინანსური შინაარსის ინფორმაციის დაფიქსირების პროცესში. ჩვენი ინტრესების დაცვისას, გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ბიზნესი და ჩვენი საქმიანობის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგები.

ბიზნესპარტნიორები, საჯარო მოხელეები და საზოგადოება ეყრდნობა ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ უტყუარ და სრულ ინფორმაციასა და ანგარიშებს. ასეთი ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე მნიშვნელოვანია თავად BP-ისთვისაც, რათა მივიღოთ მართებული გადაწყვეტილებები.

• დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ტრანსაქცია სათანადოდ არის ნებადართული, აღრიცხული და ასახული შესაბამის ანგარიშში.

• დოკუმენტების, მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტების შექმნის, გამოყენების, შენახვისა და განადგურების პროცესში დაიცავით შესაბამისი კანონებისა და BP–ის მოთხოვნები.

• მოიპოვეთ ყველა საჭირო თანხმობა, ვიდრე გასცემთ პასუხს მთავრობის ან სხვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.

Page 27: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 24

დაიცავით BP-ის აქტივები

თითოეული ჩვენგანი ვალდებულია დაიცვას BP-ის აქტივები. კომპანიის აქტივებს განეკუთვნება ობიექტები, ქონება და აღჭურვილობა, კომპიუტერები და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინფორმაცია, კორპორაციული პოტენციალი და ფინანსები.

• იმოქმედეთ კეთილსინდისიერად და მიიღეთ შესაბამისი ზომები, რათა არ დაუშვათ კომპანიის აქტივების დაზიანება, არამიზნობრივი გამოყენება ან დაკარგვა.

• დაიცავით თქვენი მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელებისა და პაროლების კონფიდენციალურობა.

• კომპიუტერული აღჭურვილობა, ტელეფონები, ელ–ფოსტა და ინტერნეტ–კავშირი სამსახურებრივი მიზნებისთვის არის განკუთვნილი და მათზე მიმდინარეობს სისტემატური კონტროლი, რაც BP-ს კიბერ–თავდასხმებისა და მავნებლური ქმედებებისგან თავდაცვაში ეხმარება. პირადი მიზნებისთვის მათი შეზღუდული გამოყენება ჩვეულებრივ ნებადართულია.

• დაიცავით BP-ის ინფორმაცია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ BP-ის კონფიდენციალური და საიდუმლო ინფორმაციის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ მოახდინეთ მისი დაშიფვრა და გაუმჟღავნეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებს. არ გააზიაროთ BP-ის ინფორმაცია ღია ფორუმებზე და სოციალური მედიის საშუალებებში.

• გამოიჩინეთ სიფხიზლე კიბერ–თავდასხმებისა და ქსელური მაქინაციების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, „ფიშინგი“ და დაუყოვნებლივ განაცხადეთ BP-ის კუთვნილი ინფორმაციის ან აქტივების დაკარგვის ყველა პოტენციური თუ რეალური ინციდენტის შესახებ.

• მოუფრთხილდით ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას და პატივი ეცით სხვების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

არ მიიღოთ მონაწილეობა გარიგებებში შიდა ინფორმაციის გამოყენებით

თქვენთვის შეიძლება ცნობილი გახდეს ისეთი ინფორმაცია BP-ის შესახებ, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და რომელიც შეიძლება საყურადღებო იყოს ინვესტორისთვის, BP-ის ფასიან ქაღალდებში ინვესტირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს (ე. წ. „შიდა ინფორმაცია“). BP-ის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა იმ პირობებში, როცა თქვენ ხელი მიგიწვდებათ შიდა ინფორმაციაზე, ან ამ ინფორმაციის სხვებისთვის გამჟღავნება უკანონოა და შეიძლება მკაცრი სასჯელის დაკისრება გამოიწვიოს.

• არასდროს იყიდოთ ან გაყიდოთ BP-ის ფასიანი ქაღალდები, თუ შიდა ინფორმაციას ფლობთ.

• არასდროს გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, საფონდო ბირჟაზე მოცემული ფასიანი ქაღალდების ფასების მანიპულირების მიზნით.

• აკრძალულია ირიბი ვაჭრობა, მაგალითად, ოჯახის წევრების ან სხვა პირების მეშვეობით, როცა ფლობთ შიდა ინფორმაციას, ისევე როგორც „მინიშნებების“ მიცემა სხვა პირებისთვის, ასეთ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

• ამავე პრინციპებით იხელმძღვანელეთ ისეთ შიდა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც საფონდო ბირჟაზე არსებულ სხვა კომპანიებს შეეხება.

• გახსოვდეთ, რომ ეს წესები ძალაშია მაშინაც, როცა BP-ის თანამშრომელი აღარ ხართ.

ამ საკითხზე კითხვების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ იურიდიულ ან კომპანიის მდივნის სამსახურს.

• ჯგუფის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მოთხოვნები

• ჯგუფის ანგარიშგების სახელმძღვანელო (GRM)

• ოპერაციები BP-ის ფასიანი ქაღალდებით

• ინტრანეტი: Security at BP • ჩვენი ინფორმაციის დაცვასთან

დაკავშირებული მოთხოვნები • შიდა კონტროლის სისტემა

BP-ის მოთხოვნები და სასარგებლო რესურსები

Page 28: ჩვენი კოდექსი ჩვენი ......4 ვინ უნდა დაიცვას ჩვენი კოდექსი 5 თანამშრომლის

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 25

ჩვენი კოდექსის რომელიმე ნაწილის შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლება დაუშვებელია წინასწარი ნებართვის გარეშე, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გაიცემა. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვების მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს ჯგუფის ეთიკისა და კორპორაციულ წესებთან შესაბამისობის ოფიცერს.

ჩვენი კოდექსი არ ცვლის თქვენი შრომითი ხელშეკრულების რომელიმე პირობას. ის განმარტავს, თუ რას მოელის კომპანია თითოეული თანამშრომლისგან და გვეხმარება, რომ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და პატივისცემით. ჩვენი კოდექსის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

OpenTalk თქვენ მიერ პრობლემური საკითხების წამოწევის ერთ–ერთი გზაა. ეს არის BP-ის გლობალური დახმარების სამსახური, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ მიიღოთ პასუხები თქვენს კითხვებზე და განაცხადოთ ამა თუ იმ პრობლემის შესახებ კონფიდენციალურად. OpenTalk-ს ადმინისტრირებას უწევს დამოუკიდებელი კომპანია. OpenTalk-თან დაკავშირება შესაძლებელია ყოველდღე, დღე–ღამის ნებისმიერ დროს. ზარები მიიღება 75–ზე მეტ ენაზე. OpenTalk-თან ანონიმურად დაკავშირება შესაძლებელია მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობიდან.

თქვენი შეტყობინების კონფიდენციალურობა მაქსიმალურად იქნება დაცული, კანონისა და მოწინავე ბიზნესპრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად.

OpenTalk-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

+44 (0) 800 917 3604 – გაერთიანებულ სამეფოში

+1 800 225 6141 – აშშ–ში

+1 704 540 2242 – ნომერი, რომელზეც სატელეფონო მომსახურების საფასურის გადახდა არ დაგეკისრებათ.

ადგილობრივი სატელეფონო ნომრების სრული სია იხილეთ ვებ–საიტზე: opentalk.bpweb.bp.com

თქვენი განაცხადება ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ ვებ-გვერდის მეშვობით: www.opentalkweb.com

OpenTalk

ჩვენი კოდექსი ჩვენი პასუხისმგებლობა 25