საქართველოს საჰაერო კოდექსი...

28
საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსი კარი I. ზოგადი დებულებები თავი I. ძირითადი დებულებები მუხლი 1. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აეროდრომი მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა- ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის; ბ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდული დერეფანი საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით; გ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი; დ) აეროდრომის რაიონი აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე განლაგებული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს მის ქვემოთ მდებარე მიწისა და წყლის ზედაპირებს; ე) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი – თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მფლობელი პირი; ვ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე უფლებამოსილია უზრუნველყოს ავიასპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი; ზ) ავიასამედიცინო ექსპერტი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს, რომელსაც დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა და შემდგომი სწავლების კურსი და რომელიც ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით; თ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე, კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები; [ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის ახორციელებენ; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )] კ) ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით; ლ) კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა) – საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის საფუძველზე ან დაქირავებით განხორციელებული ფრენა; [მ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )] ნ) მოწმობის აღიარება – ქმედება, რომლითაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარი მოწმობის თანაბარ ღირებულებას ანიჭებს; ო) პილოტირება (მართვა) – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება; http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Transcript of საქართველოს საჰაერო კოდექსი...

Page 1: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

საქართველოს კანონისაქართველოს საჰაერო კოდექსი

კარი I. ზოგადი დებულებები

თავი I. ძირითადი დებულებები

მუხლი 1. ტერმინთა განმარტებაამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-

ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაეროხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ბ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაეროხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულიდერეფანი საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით,სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით;

გ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთისან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი,სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურეპერსონალი;

დ) აეროდრომის რაიონი – აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე განლაგებული,ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიცასევე მოიცავს მის ქვემოთ მდებარე მიწისა და წყლის ზედაპირებს;

ე) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი – თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორეპილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობისმფლობელი პირი;

ვ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი,რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე უფლებამოსილიაუზრუნველყოს ავიასპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი;

ზ) ავიასამედიცინო ექსპერტი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობსდამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს, რომელსაცდამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა და შემდგომი სწავლების კურსი და რომელიცახორციელებს სამედიცინო შემოწმებას ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით;

თ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე, კონკრეტული ტიპისსაჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელიმოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;

[ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდისუსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპლუატანტისსერტიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საჰაერო ხომალდისექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის ახორციელებენ; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]

კ) ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) – სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენისუსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი,რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაშიშემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილიპირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზეარსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით;

ლ) კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა) – საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრების გადასაყვანად,ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის საფუძველზე ან დაქირავებით განხორციელებულიფრენა;

[მ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების,ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლებისდამადასტურებელი დოკუმენტი; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]

ნ) მოწმობის აღიარება – ქმედება, რომლითაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობასსაკუთარი მოწმობის თანაბარ ღირებულებას ანიჭებს;

ო) პილოტირება (მართვა) – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება;

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 2: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

პ) სააგენტოს სამართლებრივი აქტები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსდირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები;

ჟ) საავიაციო პერსონალი – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებულიშემადგენლობა, რომელიც შედგება ფრენის შესრულების ან მომსახურების ნებართვის მქონე, სათანადოდმომზადებული ავიასპეციალისტებისაგან;

რ) საავიაციო საშუალებები – საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი მოწყობილობები,საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და ადგილობრივი საჰაეროხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითრეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები;

ს) საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციისმიზნების მისაღწევად ხორციელდება;

ტ) საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟოკონტროლი;

უ) სამოქალაქო ავიაცია – ავიაცია, რომელიც, გამოყენების მიზნის მიხედვით, იყოფა სატრანსპორტოავიაციად და საერთო დანიშნულების ავიაციად:

უ.ა) სატრანსპორტო ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისგანსახორციელებლად;

უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატრანსპორტოავიაციის მიზნებისათვის და რომლის გამოყენება მოიცავს საავიაციო სამუშაოების შესრულებას;

ფ) სამუშაო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია საჰაეროხომალდის ექსპლუატანტის მითითებით გამოცხადდეს სამუშაო მოვალეობის შესასრულებლად ან/და შეუდგესმის შესრულებას, და მთავრდება მის მიერ სამუშაო მოვალეობის დასრულებისთანავე;

ქ) საპილოტაჟო არე – ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული, საგანგებოდგამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების გამოსაცდელად, ეკიპაჟისსაფრენოსნო წვრთნისათვის და სხვა მიზნით;

ღ) საფრენოსნო დავალება – დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მონაცემებსეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის თაობაზე;

ყ) მომსახურე ეკიპაჟის წევრი – მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელიც მგზავრების უსაფრთხოებისუზრუნველსაყოფად ასრულებს ავიაგადამზიდველის ან მეთაურის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და არმონაწილეობს საჰაერო ხომალდის მართვაში;

შ) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ჩატარებული სამუშაო;ჩ) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სუვერენიტეტისადმი დაქვემდებარებული სახმელეთო

ტერიტორია და მისი მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები;ც) საქართველოს საჰაერო სივრცე – საქართველოს ტერიტორიის თავზე არსებული სივრცე;ძ) სახელმწიფო ავიაცია – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო

უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურებში;წ) საჰაერო მოძრაობა – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო

ხომალდის მოძრაობა;ჭ) საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის

ორგანო თავის დანიშნულებას ასრულებს;ხ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალება – თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, პლანერი, საჰაერო

ბუშტი, სამაშველო პარაშუტი, საფრენად განკუთვნილი სხვა საშუალება;ჯ) საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო სივრცეში

ჰაერნაოსნობისთვის არის პასუხისმგებელი;ჰ) საჰაერო ტრასა – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაერო სივრცეში საჰაერო

ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდული დერეფანი დარომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომებით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლისსაშუალებებით;

ჰ1) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთანურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით.საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;

ჰ2) ეროვნული საჰაერო ხომალდი – საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრშირეგისტრირებული საჰაერო ხომალდი;

ჰ3) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი – პირები (ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრი და მომსახურეეკიპაჟის წევრი), რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო ხომალდის მართვისა დამომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ;

ჰ4) საჰაერო ხომალდის მეთაური – საჰაერო ხომალდის ფრენისას მისი მართვისა და უსაფრთხოებისათვის

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 3: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

პასუხისმგებელი პილოტი;ჰ5) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისი – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის

პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი;ჰ6) საჰაერო ხომალდის სახეობა – საჰაერო ხომალდების უმთავრესი მახასიათებლების მიხედვით დაყოფის

საფუძველზე გამოყოფილი სახეობა, კერძოდ, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალიაეროსტატი, სხვა სახეობა;

ჰ7) საავიაციო სამუშაოები – საჰაერო ხომალდის გამოყენებით ისეთი სფეროების მომსახურება, როგორებიცაასოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღება, პატრულირება, ძებნა, შველა და სხვა;

ჰ8) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები საჰაეროხომალდის მიერ დასახული ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ;

ჰ9) ფრენის დრო (საფრენოსნო დრო) – თვითმფრინავებისათვის და სხვა საჰაერო ხომალდებისათვის –საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხომალდის მიერ მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დასრულებისას მისშეჩერებამდე/ფიქსირებამდე; შვეულმფრენებისათვის – საერთო დრო შვეულმფრენის მზიდი ხრახნის ბრუნვისდაწყებიდან ფრენის დასრულებისას შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი ხრახნის ბრუნვისშეჩერებამდე;

ჰ10) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსმიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) ახორციელებს;

ჰ11) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის დამადასტურებელიდოკუმენტი;

ჰ12) ფრენისათვის აკრძალული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზეარსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენააკრძალულია;

ჰ13) ფრენისათვის სახიფათო არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზეარსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთებშიშეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა;

ჰ14) ფრენისათვის შეზღუდული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზეარსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენაგარკვეული პირობებით არის შეზღუდული;

ჰ15) ჩარტერი – ხელშეკრულება, რომლის ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემსმეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილსერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანისათვის, ბარგის ან/და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვამიზნით;

ჰ16) ხელშემკვრელი სახელმწიფო – სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით, აეროდრომებით დაკავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის თაობაზე, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციისსაქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულების (შეთანხმების) დამდები სახელმწიფო;

ჰ17) EASA – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო;ჰ18) SAFA − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე

შემოწმების) პროგრამა;ჰ19) SAFA-ს ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში

შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილიპირი, რომელიც უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) SAFA-სშესაბამისად ახორციელებს;

ჰ20) ჰაერსანაოსნო ინფორმაცია – ჰაერსანაოსნო მონაცემების შეკრებისა და ანალიზის შედეგად მიღებულიინფორმაცია;

ჰ21) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული და გამოშვებული გამოცემა,რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ფრენისუზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან, გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას;

ჰ22) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი – მატერიალური ან/და ელექტრონული პაკეტი,რომელიც მოიცავს: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულს (მათ შორის, მის ცვლილებებს და დროებითცვლილებებს); ნოტამს (შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, აგრეთვე სააერნაოსნო საშუალებებისმდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ) და ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენებს;ცირკულარულ (დამატებით) ინფორმაციას და მოქმედი ნოტამების ჩამონათვალს.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 4: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 2. კოდექსის მიზანი1. საქართველოს საჰაერო კოდექსი უზრუნველყოფს საქართველოს ავიაციის საქმიანობის სამართლებრივ

მოწესრიგებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და საავიაციო საქმიანობის სხვა სახეობებში.2. საქართველო, როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის

მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დროულად, შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილ ვადებშიუზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ამ კონვენციის, მისი დანართებისა და მათიშესწორებების მოთხოვნებთან.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

მუხლი 3. კოდექსის მოქმედების არესაქართველოს საჰაერო კოდექსის მოქმედება ვრცელდება:1. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ყველა საჰაერო – სატრანსპორტო საშუალებაზე

(შემდგომში – საჰაერო ხომალდები), მიუხედავად საკუთრების ფორმისა, უწყებრივი დაქვემდებარებისა დაეროვნულობისა;

2. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო საქმიანობით დაკავებულ ყველა იურიდიულ და ფიზიკურპირზე;

3. საქართველოს საჰაერო ხომალდებზე, მათი უცხო სახელმწიფოში ყოფნის დროს, თუ ამ სახელმწიფოსკანონები სხვა ნორმებს არ ითვალისწინებს;

4. ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომელთა საქმიანობამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოსსაჰაერო ხომალდის ფრენაზე.

მუხლი 4. კანონმდებლობა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა რეგულირდება ამ კოდექსით და მის საფუძველზე

მიღებული სხვა საკანონმდებლო აქტებით.2. საჰაერო სივრცით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო

სამართლებრივი აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.

მუხლი 5. საქართველოს სუვერენიტეტი მის საჰაერო სივრცეზე1. საქართველო ფლობს სრულ და განსაკუთრებულ სუვერენიტეტს საკუთარი ტერიტორიის თავზე არსებულ

საჰაერო სივრცეზე.2. საქართველოს ტერიტორია არის მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და

მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.3. საქართველოს საჰაერო სივრცე არის სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის

ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე.

მუხლი 6. ავიაციის გამოყენება საქართველში1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.2. საქართველოს ავიაცია გამოიყენება:ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად;ბ) სპეციალური საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად;გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა

განსახორციელებლად;დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის;ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის;ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების

განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად;ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;თ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად; ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის;კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს

კანონმდებლობას.საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლებასაქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო, იურიდიული და ფიზიკური პირების

(მათ შორის, უცხო სახელმწიფოს) საკუთრება, გარდა საჰაერო ტრასებისა, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა,თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემებისა, საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლისhttp://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 5: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

საშუალებებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლებისა, რომლებიცსაქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას ამტკიცებსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5300 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.352საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1909 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.21საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389

თავი II. საავიაციო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და რეგულირება

მუხლი 8. საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათიკომპეტენცია

1. სამოქალაქო ავიაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას კანონით მინიჭებულუფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო(შემდგომ – სააგენტო).

3. სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საქართველოსთავდაცვის სამინისტრო.

ამ ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული

უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების შესრულებასთანდაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულისამართლებრივი აქტით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2267 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.336საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

მუხლი 81 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება1. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი

ან/და SAFA-ს ინსპექტორი.2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და

მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების საფუძველზე.

3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდესავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაცმიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქოსაჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიცთავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენისუსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთანდაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციოუშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირსფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისიპროცედურების შეფასების მიზნით.

4. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნებისსაჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში და მოითხოვოსსაჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.

5. ინსპექტირების განხორციელებისას ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორიუფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით(მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციისუშიშროებას.

6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან, ვალდებული არიან,დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისშესრულებაში და წარუდგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ტექნიკურმომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 6: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

7. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციურდამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში.

8. ინსპექტირების წესი და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებებიგანისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

9. სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განხორციელებისასმოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციოუშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართისშესაბამისად.საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 82. საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, უსაფრთხოების მართვის სისტემა

1. საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა არის წესებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანიასახელმწიფოში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონის ამაღლება.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისადშემუშავებულ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ფრენის უსაფრთხოების მართვისადმი სისტემურმიდგომას, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებისთვისპასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისადშემუშავებულ უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგად წესებს ამტკიცებს სააგენტო.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. მუხლი 83. საავიაციო მოვლენა და მისი შეტყობინების წესი

1. საავიაციო მოვლენა არის საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე საჰაეროხომალდის ან/და მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებულისისტემებისა და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაცზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე.

2. საავიაციო მოვლენის შეტყობინების წესს ამტკიცებს სააგენტო.3. სააგენტო ვალდებულია შეაგროვოს ინფორმაცია საავიაციო მოვლენების შესახებ, უზრუნველყოს ამ

ინფორმაციის მიმწოდებლის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, ორგანიზება გაუწიოს დაგანახორციელოს შეტყობინებების ანალიზი და დამუშავება, შექმნას და შეინარჩუნოს შეტყობინებებისმონაცემთა ბაზა, შეტყობინების შესახებ მონაცემები გაცვალოს სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან დასაერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, განსაზღვროს ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებისღონისძიებები.

4. საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიზანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და არა ვინმესბრალეულობის ან მისი დადგომისათვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. მუხლი 9. საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები

1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისადა საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველამფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, ბრძანებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს,ცირკულარებს და სხვა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს საავიაციო საქმიანობის განხორციელების,საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციისსაკითხების რეგულირებისათვის და საავიაციო უშიშროების ღონისძიებების დაუყოვნებლივგანსახორციელებლად.

11. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა,რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ მიღებულირეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებითა დაპროცედურებით.

2. სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაცგათვალისწინებულია აფეთქება, სროლა, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობა,ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი, რადიოდაბრკოლებების შექმნა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვისსხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელორგანოებთან.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 7: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 91. სააგენტოს სამართლებრივი აქტები 1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ

აქტებს ამ კანონით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა დაშეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

2. სააგენტოს სამართლებრივი აქტები საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილიწესით.

3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტისმოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციისშესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვანორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას ან/დასაავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

თავი III. საჰაერო სივრცე

მუხლი 10. ფრენისა და სხვაგვარი საქმიანობის უფლებასაქართველოს საჰაერო სივრცეში ხორციელდება როგორც საჰაერო ხომალდების ფრენა, ასევე ამ სივრცით

სარგებლობასთან დაკავშირებული სხვაგვარი საქმიანობა (სხვა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების გაშვება,საარტილერიო სროლა, ფეთქებადი სამუშაოების წარმოება და ა. შ.) იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამკოდექსისა და მის საფუძველზე შემუშავებული სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნები.

მუხლი 101. სააერნაოსნო მომსახურება 1. სააერნაოსნო მომსახურება, რომელიც მოიცავს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას, კავშირგაბმულობას,სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებასა და მეტეოროლოგიურ, საძებნ-სამაშველო და ჰაერსანაოსნოინფორმაციით მომსახურებას, ხორციელდება ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისადა შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად.

2. სააერნაოსნო მომსახურების წესებს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

მუხლი 102. სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობასააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს

სერტიფიცირებას, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისაღიარებას/ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინსპექტირებას დაუწყვეტ მონიტორინგს, უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისშეთანხმებას, სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად.საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებასაჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის

კოორდინაციას უზრუნველყოფს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 12. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:ა) საჰაერო ტრასები, ადგილობრივი საჰაერო ხაზები, სწორხაზოვანი მარშრუტები, ადგილობრივი საჰაერო

ხაზებისა და საჰაერო ტრასების ფარგლებს გარეთ ფრენის მუდმივი მარშრუტები;ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი საჰაერო დერეფნები;გ) აეროდრომების რაიონები, აეროკვანძები, პოლიგონები და საპილოტაჟო არეები;დ) ფრენისათვის შეზღუდული არეები;ე) ფრენისათვის სახიფათო არეები;ვ) ფრენისათვის აკრძალული არეები.2. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.3. ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის შესახებ შეიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის

კრებულებში და აისახება ჰაერსანაოსნო რუკებზე.საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 8: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით

რეგისტრირებას.2. საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას

სააგენტო აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისოსაავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხებისსისტემა.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 14. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბება1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის

სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.2. წინადადებები საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში დამატებებისა და ცვლილებების

შეტანის შესახებ შეიძლება შეიმუშაონ სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფოორგანოებმა და ორგანიზაციებმა, თუ ეს აუცილებელია მათი საქმიანობის განსახორციელებლად, ამ კოდექსისმე-10 მუხლის შესაბამისად.

3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში ცვლილების ანდამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე იმ სამხედროუწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს სააგენტოს.

4. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას მხარეთა შორის უთანხმოებისწარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს შემთანხმებელი კომისია, რომელიც იქმნება საქართველოსმთავრობასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, და რომლის საქმიანობაშიმონაწილეობენ დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული,დავას განიხილავენ სასამართლო ორგანოები.

5. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ცვლილებებთან დაკავშირებულ მატერიალურ ხარჯებსანაზღაურებენ ამ ცვლილებებით დაინტერესებული ორგანოები და ორგანიზაციები.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირებასაქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში

ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებსა დასაზღვრებს ადგენს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამოქალაქო ავიაციისსაერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უპირატესი უფლებებისაქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის დაგეგმვა და კოორდინირება ხორციელდება უპირატესი

უფლებების გათვალისწინებით, შემდეგი თანამიმდევრობით:1. საჰაერო ხომალდების ფრენა საბრძოლო და ოპერატიული დავალებების შესასრულებლად, საქართველოს

სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით;2. საჰაერო ხომალდების ფრენა და სხვა სახის საავიაციო სამუშაოები, რომლებიც სრულდება სტიქიური

უბედურებების, კატასტროფების, ავარიების, ავარიული ვითარების დროს, როცა საფრთხე ექმნება ადამიანებისსიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

3. საჰაერო ხომალდების ფრენა, რომელიც სრულდება სპეციალური რეისების დებულების შესაბამისად;4. განრიგით გათვალისწინებული ფრენა, რომელიც სრულდება საქართველოს მიერ დადებული

საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე;5. განრიგით გათვალისწინებული ფრენა;6. საცდელი და ექსპერიმენტული ფრენა;7. არარეგულარული საჰაერო გადაზიდვა და სხვა საავიაციო სამუშაოების შესრულება;8. სასწავლო და საწვრთნელი ფრენა;9. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომლის შესრულებაც დაკავშირებულია

სადემონსტრაციო, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობასთან;

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 9: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

10. ფრენა ან საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის პირადიმოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან.

მუხლი 17. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია

განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება:ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი;ბ) საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და ავარიის დროს

ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისმიზნით;

გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე და ამ საერთაშორისოხელშეკრულებების ფარგლებში გათავისუფლებული საჰაერო ხომალდი/ფრენა.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

მუხლი 18. რადიოკავშირის ენა საჰაერო მოძრაობის მომსახურებისასსაქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟებს

შორის რადიოკავშირი ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდისეკიპაჟთან – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ენაზე.

მუხლი 19. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფა1. ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს

ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.2. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საჰაერო

სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ, სადაც საჰაერო მოძრაობას საქართველოუზრუნველყოფს.

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნოინფორმაციის ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებისგან მიღებას,დახარისხებას, გაერთიანებას, რედაქტირებას (შინაარსის შეუცვლელად), შენახვას, დადგენილი ფორმატითგამოქვეყნებას და გავრცელებას.

4. ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს, მათ უფლება-მოვალეობებს დაჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოსმთავრობა.

5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი საქართველოს სახელით ქვეყნდება და ყველასთვისხელმისაწვდომია.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 20. საჰაერო მოძრაობის მართვის მიზნით კავშირგაბმულობის უზრუნველყოფასაქართველოს სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც

სარგებლობენ საქართველოს საჰაერო სივრცით, ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირგაბმულობა საჰაერომოძრაობის მართვის ორგანოებთან.

კარი II. საავიაციო საშუალებები და საავიაციო პერსონალი

თავი IV. საჰაერო ხომალდები

მუხლი 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად.2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც შეტანილია სამოქალაქო საჰაერო

ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო,

საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაეროხომალდების რეესტრში.

4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით.საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 10: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

მუხლი 211. უპილოტო საჰაერო სისტემა და ხომალდები1. უპილოტო საჰაერო სისტემა არის უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და მათ ექსპლუატაციასთან

დაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა.2. უპილოტო საჰაერო ხომალდი არის საფრენი აპარატი, რომლის ბორტზე პილოტი არ იმყოფება.3. უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და

უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები განისაზღვრებასააგენტოს ნორმატიული აქტით.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 22. საჰაერო ხომალდების რეგისტრირება1. ფრენისათვის ვარგისი ყველა საჰაერო ხომალდი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო

რეგისტრირებას სათანადო მოწმობის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემით.2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო

რეესტრში.3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ

ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი.4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების

წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.5. (ამოღებულია).6. სახელმწიფო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო

რეესტრში.7. სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების, აღრიცხვის და

სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.8. (ამოღებულია – 26.04.2012, №6093).9. ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდები სახელმწიფო რეესტრში არ რეგისტრირდება. ისინი აღირიცხება იმ

ორგანიზაციებში, სადაც სათანადო საცდელ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევით ფრენასახორციელებენ.

10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არა უმეტეს ათასი კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდებიექვემდებარება სავალდებულო რეგისტრირებას საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

მუხლი 23. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება:ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას;ბ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის საჰაერო ხომალდის მიყიდვისას;გ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის

დაბრუნებისას;დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას;ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ

საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მისიურიდიულ ან ფიზიკურ პირებს.

2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემულისარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას.

მუხლი 24. საჰაერო ხომალდის ეროვნულობა1. საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს

საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში.2. საჰაერო ხომალდი არ შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ერთზე მეტ სახელმწიფოში.3. დავა საჰაერო ხომალდის ეროვნულობის შესახებ შეიძლება გადაწყდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა

შორის მიღწეული შეთანხმებით ან საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოს მეშვეობით.

მუხლი 25. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება1. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოში დაწესებულ ფრენის ნორმებთან მათი

შესაბამისობის დადგენის შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო სერტიფიკატით.11. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოსა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ

ორგანოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 11: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

ფუნქციების, მოვალეობებისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობისგანაწილების შესახებ, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის 83 bisმუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს საქართველოსთავდაცვის სამინისტრო დადგენილი წესით.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 26. საჰაერო ხომალდისათვის აუცილებელი საბუთები1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საფრენად არ დაიშვება, თუ არ არის შემდეგი საბუთები:ა) სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატი;ბ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;გ) საბორტო რადიოსადგურით სარგებლობის ლიცენზია, თუ ხომალდი აღჭურვილია რადიოაპარატურით;დ) საბორტო ჟურნალი;ე) სერტიფიკატი ეკიპაჟის თითოეულ წევრზე;ვ) მგზავრთა გადაყვანისას–მათი გვარების სია, გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით;ზ) ტვირთის გადაზიდვისას–მანიფესტი და ამომწურავი დეკლარაცია ტვირთის შესახებ.2. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა,

რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნებისშესაბამისად.

3. სააგენტოს უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვისსანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან გამონაკლისი დაუშვას.

4. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე უნდა ინახებოდეს ის საბუთები, რომლებიცგათვალისწინებულია მათი მფლობელების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტებით.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 27. საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშნები1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება სარეგისტრაციო და

ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც დადგენილი წესით აღინიშნება საჰაეროხომალდის გარე ზედაპირზე.

2. რეგისტრირებისა და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნების გარდა, საჰაერო ხომალდზეშეიძლება აღინიშნოს სიმბოლოები, ემბლემები და წარწერები, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისსახელმწიფო რეგისტრირების წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნების ან სხვა ნიშნების აღნიშვნისწესს ადგენს სააგენტო.

4. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნისწესს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 28. მოსახმობი რადიოსიგნალიმოსახმობი რადიოსიგნალი მიეცემა საქართველოს საჰაერო ხომალდს, რომელსაც აქვს რადიოკავშირის

მოწყობილობა.

თავი V. საავიაციო პერსონალი

მუხლი 29. საავიაციო პერსონალის შემადგენლობასაავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხას შესაბამისად განსაზღვრავენ:ა) სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის;ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო ავიაციის პერსონალისათვის.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 291. სამოქალაქო ავიაციის პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმელი1. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკურ ი პერსონალი ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს.

საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურე ები და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრები

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 12: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

ატარებენ ფორმის ტანსაცმელს.2. საავიაციო პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებს საავიაციო პერსონალის

შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხის გათვალისწინებით ამტკიცებს სააგენტო.საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5337 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

მუხლი 30. საავიაციო პერსონალზე მოწმობის გაცემა1. საავიაციო პერსონალს უფლება აქვს შეასრულოს ფრენა და გასწიოს მომსახურება საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან აღიარებული მოწმობის (სერტიფიკატის) საფუძველზე.2. საავიაციო წესებს შეიმუშავებენ:ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში – სააგენტო;ბ) სახელმწიფო ავიაციის სფეროში – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.3. საავიაციო პერსონალმა საქმიანობის განხორციელებისას თან უნდა იქონიოს მოწმობა (სერტიფიკატი),

რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ წესებს. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 31. საავიაციო პერსონალის მომზადებასაავიაციო პერსონალის მომზადება ხორციელდება იმ სასწავლო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ

სათანადო სერტიფიკატი .საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 32. უცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობის (სერტიფიკატის) ცნობაუცხო სახელმწიფოების მიერ საავიაციო პერსონალზე გაცემული მოწმობა (სერტიფიკატი) შეიძლება

მოქმედებდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არსებობს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება საავიაციოპერსონალის მოწმობის (სერტიფიკატის) ურთიერთცნობის შესახებ.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

მუხლი 33. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი1. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი შედგება მეთაურის, საფრენოსნო შემადგენლობის პირებისა და მომსახურე

პერსონალისაგან.2. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები. რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, ვალდებული არიან

ფლობდნენ სახელმწიფო ენას.3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს ეკრძალება მფრინავთა არასრული შემადგენლობით ფრენა, გარდა

საომარი მდგომარეობით გამოწვეული განსაკუთრებული შემთხვევებისა.4. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა განისაზღვრება კონკრეტული ტიპის საჰაერო

ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატირების სახელმძღვანელოს საფუძველზე.5. საცდელი ფრენისას ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემადგენლობას განსაზღვრავენ

საჰაერო ხომალდის შემქმნელები.

მუხლი 34. ეკიპაჟის წევრების მოქალაქეობა1. საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრები არიან საქართველოს

მოქალაქეები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაიშვას გამონაკლისი ამ მოთხოვნიდან.2. ეს წესი მოქმედებს საქართველოს იურიდიულ პირთა მიერ უცხო სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების

ექსპლუატირების დროსაც.

მუხლი 35. საჰაერო ხომალდის მეთაური1. საჰაერო ხომალდის მეთაური არის პილოტი, რომელიც ფრენის შესრულების დროს პასუხს აგებს საჰაერო

ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის.2. საჰაერო ხომალდის მეთაურს უნდა ჰქონდეს პილოტის სერტიფიკატი, აგრეთვე – კონკრეტული ტიპის

საჰაერო ხომალდის დამოუკიდებელი მართვისა და ეკიპაჟის ხელმძღვანელობისათვის საჭირო მომზადება დაგამოცდილება საავიაციო წესების შესაბამისად.

3. ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეთაურის განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოახომალდზე მყოფი ყველა პირისათვის.

4. საჰაერო ხომალდის იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, მისი მეთაური, შესაბამისი სახელმწიფოორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, ხელმძღვანელობს ხომალდზე მყოფ პირთა მოქმედებას.

5. ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფ შემმოწმებელს, რომელსაც აქვს პილოტი–ინსტრუქტორის კვალიფიკაციადა იკავებს პილოტის ადგილს, ენიჭება ეკიპაჟის მეთაურის უფლებამოსილება.

მუხლი 36. საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება განისაზღვრება „საჰაერო ხომალდში

ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრისhttp://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 13: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

საერთაშორისო კონვენციით, ამ კოდექსითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით.2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას

უფლებამოსილია:ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჰაერო ხომალდის აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა

და სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლების გარეთ დაფრენის შესახებ;ბ) ფრენის დროს ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება

საწვავის დაცლის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების საჰაერო ხომალდიდან გადმოყრის შესახებ;გ) ფრენის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ბრძანებები საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა

პირის მიმართ;დ) საჰაერო ხომალდის, მასზე მყოფი პირებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საჰაერო

ხომალდზე დადგენილი წესრიგის შენარჩუნებისათვის მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, მათ შორის,გამოიყენოს შებოჭვის საშუალება (პლასტიკური ხელბორკილი და სხვა) იმ პირის მიმართ, რომელიც არემორჩილება მის მითითებებს და რომლის ქმედება საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს ანქონებას ან არღვევს საჰაერო ხომალდზე დადგენილ წესრიგს, ასეთი პირი უახლოეს აეროდრომზედაფრენისთანავე ჩამოსვას საჰაერო ხომალდიდან და სათანადო ორგანოებს გადასცეს;

ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო ქვეყნისაეროდრომზე, თუ არსებობს ფრენის უსაფრთხოების დარღვევის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაშიმართლსაწინააღმდეგო ჩარევით;

ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით დადოსხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების დაცვის, საჰაერო ხომალდისშენარჩუნების, მგზავრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით;

ზ) ფრენის დროს ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სათანადოდ არდაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმმართველი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ბრძანებებსა და მითითებებს, თუმიიჩნევს, რომ მათი შესრულება საფრთხეს უქმნის ფრენას. საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია ამისთაობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს აცნობოს.

3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვისსამინისტრო.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

თავი VI. აეროდრომები და აეროპორტები

მუხლი 37. აეროდრომებისა და აეროპორტების კლასიფიცირებასაუწყებო დაქვემდებარების მიხედვით, აეროდრომები იყოფა სამოქალაქო ავიაციის, სახელმწიფო ავიაციისა

და ექსპერიმენტული ავიაციის აეროდრომებად.

მუხლი 38. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია1. საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარება, აეროდრომების დაპროექტება, მშენებლობა და რეკონსტრუქცია

ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.2. აეროდრომების და აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის საჭირო ტერიტორია გამოიყოფა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 39. აეროდრომებისა და აეროპორტების სერტიფიცირება და საექსპლუატაციოდ გადაცემა1. აეროდრომის ექსპლუატირება დაიშვება სახელმწიფო რეგისტრირების გავლისა და აეროდრომის

ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ.2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების (აეროპორტების) სერტიფიცირების წესს შეიმუშავებს და გამოსცემს

სააგენტო.3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომები საექსპლუატაციოდ გადაეცემა საქართველოს თავდაცვის

სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.4. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 40. აეროდრომების რეგისტრირება1. საქართველოს აეროდრომები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრირებას. აეროდრომების სახელმწიფო

რეგისტრირების შემდეგ აეროდრომების მონაცემები შეიტანება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.2. აეროდრომი რეესტრიდან ამოიღება მისი გაუქმების ან ექსპლუატაციიდან მოხსნის შემთხვევაში.

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 14: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფოაეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

4. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომის ამოღების დღიდან მისი სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავსიურიდიულ ძალას, ხოლო მფლობელი – აეროდრომის გამოყენების უფლებას. ამასთან, აეროდრომისმონაცემები ამოიღება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულებიდან.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 41. აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობა და ობიექტების მშენებლობა1. აეროდრომის რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი

ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათიგამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელპირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისდაცვით აწარმოონ.

2. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობის დაობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელიპირის მოთხოვნით, მიწათსარგებლობის პირობები და ახალი მშენებლობები დადგენილ ნორმებს შეუსაბამონ ანსაკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები.

3. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონებს განსაზღვრავს სააგენტო.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 42. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის და სხვა ობიექტების ნიშანდება1. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების,

რადიოტექნიკური საშუალებებისა და სხვა ობიექტების მფლობელები ვალდებული არიან, საკუთარისახსრებით განათავსონ მათზე სადღეღამისო ნიშნები და მოწყობილობები.

2. აეროდრომის რაიონში აკრძალულია აეროდრომის ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი ნიშნებისა დამოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რომელთაცშეუძლიათ გამოიწვიონ პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალონ ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 43. აეროპორტის კავშირი ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან1. უახლოეს ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან აეროპორტს უნდა ჰქონდეს როგორც სატრანსპორტო

მიმოსვლა, ასევე საფოსტო, სატელეფონო, სატელეგრაფო და სხვა სახეობის კავშირი.2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ აეროპორტებთან მისასვლელი გზების

კეთილმოწყობას, ექსპლუატირებასა და მათზე შეუფერხებელ სატრანსპორტო მოძრაობას.

კარი III. საჰაერო ხომალდების ფრენის საფუძვლები

თავი VII. საჰაერო ხომალდების ფრენა

მუხლი 44. ფრენის წესები1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მიერ ფრენის შესრულების წესებს ავიაციის

სახეობის მიხედვით ადგენს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო.2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სხვადასხვა

სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 45. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების საფრენად დაშვებასაქართველოს საჰაერო სივრცეში საფრენად დაიშვება ის საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს სახელმწიფო

სარეგისტრაციო და ამოსაცნობი ნიშნები, რომელიც სათანადოდ არის მომზადებული და რომელზედაც ინახებასაავიაციო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოების მიერ დადგენილი ყველააუცილებელი საბუთი. აღნიშნულმა ორგანოებმა შეიძლება დაუშვან ამ წესიდან გამონაკლისი ექსპერიმენტულისაჰაერო ხომალდებისა და იმ ხომალდებისათვის, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრირებას არ საჭიროებს.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

მუხლი 46. ფრენის უფლება. საფრენოსნო დავალება1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა, ამ კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 15: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

გათვალისწინებით, სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოსთანშეთანხმებით.

2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

3. ფრენის გეგმიდან გადახვევა დაიშვება შესაბამისი ორგანოს თანხმობით ან ამ კოდექსის 36-ე მუხლისპირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არისუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისიშევსების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოსთავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №850 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.276საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 47. საჰაერო ხომალდის ფრენისას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება ეძლევა იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს,

რომლებიც აკმაყოფილებენ ხმაურისა და გარემოში ძრავის გამონაბოლქვის თაობაზე საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. აეროდრომების მფლობელები, ექსპლუატანტები, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი ვალდებული არიანდედამიწის ზედაპირზე და საჰაერო სივრცეში ხომალდების ექსპლუატირების დროს მინიმუმამდე შეამცირონხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაური.

3. შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, აეროპორტის მფლობელებს მოსთხოვონ საჰაეროხომალდის აფრენისა და დაფრენის ეტაპებზე მინიმალური სიმაღლისა და დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებშიფრენის შეზღუდვა და ფრენის მარშრუტის შეცვლა.

4. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების ზებგერითი სიჩქარით ფრენა დაიშვება ისეთსიმაღლეზე, რაც გამორიცხავს გარემოზე მის უარყოფით ზემოქმედებას. საქართველოს საჰაერო სივრცეშისამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ ბგერითი ზღუდის გადალახვა აკრძალულია.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

მუხლი 48. ფრენა დასახლებულ ადგილებზე. სადემონსტრაციო ფრენა1. დასახლებულ ადგილებზე ფრენა დასაშვებია ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ხომალდის

მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დაფრენა დასახლებული ადგილის ფარგლებსგარეთ. ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისგანლაგება არ იძლევა საჰაერო ხომალდის აფრენისა და დასაფრენად შესვლის საშუალებას დასახლებულადგილზე გადაუფრენლად.

2. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვისსამინისტრო.

3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო ადგილობრივითვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 49. ფრენის წესების დამრღვევი საჰაერო ხომალდისაჰაერო ხომალდი, რომელიც უნებართვოდ შემოფრინდება საქართველოს საჰაერო სივრცეში ან დაარღვევს

საჰაერო სივრცის გამოყენების სხვა წესებს, ითვლება დამრღვევ საჰაერო ხომალდად და, გაფრთხილებისუგულებელყოფის შემთხვევაში, შეიძლება იძულებით იქნეს დაფრენილი. დამრღვევი საჰაერო ხომალდისათანადო ბრძანების მიღებისთანავე ვალდებულია დაფრინდეს მითითებულ ადგილზე.

მუხლი 50. რადიოკავშირი ფრენის დროს1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი (ან პილოტი, თუ ეკიპაჟი

შედგება ერთი პირისგან) ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა რადიოკავშირისდადგენილ სიხშირეებზე, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში.

2. ეკიპაჟსა (პილოტსა) და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს შორის ორმხრივი რადიოკავშირის წესი დარადიოინფორმაციის გაცვლის ფრაზეოლოგია განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელიორგანოს მიერ გამოცემული საბუთებით.

3. ორმხრივი რადიოკავშირის დარღვევის შემთხვევაში, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია მიიღოს ზომები მისაღსადგენად. თუ ეს შეუძლებელია, ეკიპაჟი (პილოტი) ვალდებულია გადავიდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციისკრებულში აღწერილ ფრენის განსაკუთრებულ პროცედურაზე, რომელსაც აწესებს საჰაერო სივრცის

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 16: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

ზედამხედველი სახელმწიფო.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

მუხლი 51. სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმები1. სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს ავიასაწარმოს

ადმინისტრაცია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობისშესაბამისად, საფრენოსნო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და საფრენოსნო შემადგენლობასთანშეთანხმებით.

2. იკრძალება იმ სამუშაო დროისა და ფრენის დროის გადამეტება, რომლებიც დადგენილია სააგენტოსშესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოსთავდაცვის სამინისტრო.საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

თავი VIII. საერთაშორისო ფრენა

მუხლი 52. საერთაშორისო ფრენა1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა),

როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისოხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6მუხლის („რეგულარული საჰაერო მიმოსვლა“) მოთხოვნების შესაბამისად. „რეგულარული საერთაშორისოსაჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავია გადამზიდველისათვისრეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნულიავიაგადამზიდველის აღიარების წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს საჰაერო სივრცეში არარეგულარული საერთაშორისო ფრენის შესრულების წესსგანსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრისგადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერდადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციისსაერთაშორისო კრებულებში.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 53. საპასპორტო, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესებისგამოყენება

საჰაერო ხომალდებზე, ეკიპაჟსა და ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის, მათ ქონებაზე), რომლებიცშემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის, ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიისგავლით), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო, სანიტარიული, საკარანტინო, შემოსვლა-გასვლის, ქონებისშემოტანა-გატანის, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის, საქართველოს საგადასახადოკოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული და სხვა წესები.საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება და მომსახურების გაწევასაჰაერო ხომალდებს, საავიაციო პერსონალსა და აეროპორტებს უფლება აქვთ, შეასრულონ საერთაშორისო

ფრენა და გასწიონ მომსახურება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის (სერტიფიკატის, მოწმობის)საფუძველზე.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 55. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საბუთების ცნობა საქართველოსტერიტორიაზე

1. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე არსებული საბუთები მოქმედებს საქართველოსტერიტორიაზე, თუ იგი შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილნორმებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენისhttp://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 17: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს სააგენტო.3. სააგენტო უზრუნველყოფს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის

მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ამ კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებისშესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაეროხომალდის საფრენად ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობების აღიარებას.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

თავი IX. სერტიფიცირება და ლიცენზირება

მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და

საავიაციო სამუშაოების შესრულებას, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები,აეროპორტები, საჰაერო ხომალდები და მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნომომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, სამოქალაქო საავიაციოსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ავიასამედიცინო ცენტრები, ავიასამედიცინო ექსპერტები, საავიაციოპერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვაიურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენისუსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას.სერტიფიკატი ადასტურებს ავიასაწარმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთანშესაბამისობას.

2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების დასაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურებისგანმახორციელებლად ნიშნავს სააგენტო.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, სერტიფიკატის შეცვლა ან გაუქმება ან სერტიფიკატითმინიჭებული უფლებების შეზღუდვა

1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფო ინტერესებისა და ფრენისუსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედება,შეცვალოს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან შეზღუდოს სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები სააგენტოსნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. ეს გადაწყვეტილება სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 58. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები1. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად ითვლება, თუ:ა) საავიაციო სააქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური პირი მუშაობს სათანადო სერტიფიკატის გარეშე;ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი იყენებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაც არა აქვს ფრენის

ვარგისობის სერტიფიკატი ან არღვევს აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებს;გ) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდის მომსახურების, ექსპლუატირების ან კომერციული

საქმიანობის შესასრულებლად დაუშვებს ავიამოსამსახურეს, რომელსაც არა აქვს სათანადო სერტიფიკატი;დ) იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სათანადო სერტიფიკატის გარეშე

ან არღვევს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს;ე) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდს იყენებს კომერციული მიზნებისათვის,

სერტიფიკატის მოთხოვნების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევით;ვ) სერტიფიკატის მფლობელი საავიაციო საწარმო არ იცავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ რომელიმე

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 18: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

პირობას ან შეზღუდვას;ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირი უსერტიფიკატოდ ან სერტიფიკატით განსაზღვრული ნორმებისა და

პირობების დარღვევით ექსპლუატაციას უწევს გადამყვან-გადამზიდველის მომსახურე აეროპორტს;თ) სათანადო სერტიფიკატის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს

საავიაციო საწვავს ან საწვავ-საცხებ საშუალებებს, რომელთა ხარისხი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილსტანდარტებს;

ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

[მუხლი 581. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა1. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უფლებამოსილია კომერციული

მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მასაქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.

2. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემასაქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველოდა რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ან/დასახელმწიფო ფლობენ/ფლობს ან მართავენ/მართავს ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს,ამასთანავე:

ა) მისი მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ცალკე ან სხვასაქმიანობასთან ერთად ახორციელებს;

ბ) მას აქვს სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი;გ) მას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური

ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში,პირველ 3 თვეში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად;

დ) გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირს არ აქვს ცუდი საქმიანი რეპუტაცია, რომელიცგულისხმობს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური დანაშაულისთვის ან ისეთი ქმედებისთვისნასამართლობას, რომელმაც მისი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია.

3. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის საქმიანობის ამ მუხლის მე-2 ნაწილისმოთხოვნებთან შესაბამისობას მუდმივად ზედამხედველობს სააგენტო, რომელიც უფლებამოსილიაავიასაწარმოს სათანადო ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ავიასაწარმოზე, რომელიც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ზემსუბუქისაჰაერო ხომალდით ან ძრავას გარეშე საფრენი აპარატით ახორციელებს, ან ახორციელებს სასწავლო დალოკალურ ფრენებს.

5. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისშესაბამისად ამტკიცებს სააგენტო. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 59. საავიაციო საქმიანობის ნებართვა1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან საავიაციო სამუშაოები ხორციელდება

შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისნებართვის ან საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 11.12.2015, №4620).3. სააგენტო გასცემს:ა) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;ბ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.4. სააგენტო ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის

შესაბამისად.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 60. ლიცენზირებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებალიცენზირებასა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ ის იურიდიული და

ფიზიკური პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ლიცენზიისა და სერტიფიკატის მიღებით.

კარი IV. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა და საავიაციო სამუშაოები

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 19: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

თავი X. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის პირობები

მუხლი 61. (ამოღებულია)საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

მუხლი 62. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრისაჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და ფრენის მომსახურების ნიხრი დგინდება საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

მუხლი 63. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი

დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს – მიიტანოს ბარგი დანიშნულებისადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს. მგზავრი ვალდებულებას კისრულობსგადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საზღაური, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში – მისიგადატანის საფასურიც.

2. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულებას კისრულობს გამგზავნის მიერმისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდუფლებამოსილ პირს, ხოლო გამგზავნი ვალდებულებას კისრულობს გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისათვისდადგენილი საფასური.

მუხლი 64. ჩარტერი1. ჩარტერის მიხედვით, ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს

(დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს, ერთ ანრამდენიმე რეისზე მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის.

2. ჩარტერის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს: მხარეთა სახელწოდება, საჰაერო ხომალდისტიპი, დაქირავების მიზანი, გადასაყვანი მგზავრებისა და გადასაზიდი ტვირთის (ბარგისა და საფოსტოგზავნილების) რაოდენობა, ქირის ოდენობა, მარშრუტის საწყისი პუნქტი და დრო, დანიშნულების ადგილი.

მუხლი 65. საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის განხორციელებული სპეციალური საჰაეროგადაყვანა-გადაზიდვა

საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის დაიშვება სპეციალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისგანხორციელება:

ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – უნებართვოდ;ბ) სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე – შიდასაუწყებო წესებისა და ფრენის

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვით.საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309

მუხლი 66. სატრანსპორტო საბუთებიმგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება

დასტურდება შესაბამისად ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისადა შინაარსის მიმართ ძირითად მოთხოვნებს ადგენს სააგენტო საქართველოს საერთაშორისოხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 67. გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულებისშეწყვეტა (მოშლა)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა, გადამყვან-გადამზიდველიუფლებამოსილია შეწყვიტოს (მოშალოს) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ ეს აუცილებელია:

1. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;2. აფრენის, დაფრენის ან გადაფრენის სახელმწიფოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მოთხოვნათა

დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 68. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა მგზავრის ინიციატივით1. მგზავრს უფლება აქვს უარი თქვას ფრენაზე და უკან დაიბრუნოს გადაყვანისათვის გადახდილი თანხა, თუ

იგი ამის შესახებ შეატყობინებს გადამყვან-გადამზიდველს სათანადო წესებით დადგენილ ვადაში.2. დაგვიანებით შეტყობინებისას, მგზავრს უფლება აქვს უკან დაიბრუნოს გადაყვანა-გადაზიდვისათვის

გადახდილი თანხის ნაწილი. დარჩენილი თანხა, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს და არ უნდააღემატებოდეს ერთი მიმართულებით გადაყვანის ღირებულების 25%-ს, დაკავდება.

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 20: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

მუხლი 69. დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება1. გადამზიდველი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მიმღებს ტვირთის ჩამოტანის შესახებ.2. მიმღები ვალდებულია მიიღოს და გაიტანოს ტვირთი. მას უფლება აქვს უარი განაცხადოს დაზიანებული

ან გაფუჭებული ტვირთის მიღებაზე, თუ დადგინდება, რომ მიზნობრივად მისი მთლიანი ან ნაწილობრივიგამოყენება შეუძლებელია.

მუხლი 70. მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან

უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს დაშეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით.

2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს,ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას.

3. აღნიშნული ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსმმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურისაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

მუხლი 71. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლის, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და სხვა

სახიფათო ნივთიერებებისა და საგნების ნუსხას და მათი გადაზიდვის წესს განსაზღვრავს სააგენტო„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.სააგენტო ამ კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზეაგრეთვე ათავისუფლებს სახიფათო ტვირთებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი XI. საავიაციო სამუშაოები

მუხლი 72. საავიაციო სამუშაოები და მისი შესრულების წესი1. საავიაციო სამუშაოები არის სამუშაოები (გარდა გადაყვანა-გადაზიდვისა), რომელიც დამკვეთის

მოთხოვნის საფუძველზე სრულდება საჰაერო ხომალდის გამოყენებით.2. საავიაციო სამუშაოებს ასრულებენ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, რომლებსაც აქვთ

კონკრეტული საავიაციო სამუშაოს წარმოების ნებართვა.3. საავიაციო სამუშაოები სრულდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტსა და დამკვეთს შორის დადებული

ხელშეკრულების საფუძველზე.4. საავიაციო სამუშაოთა მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო დამკვეთის

ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით.5. გამონაკლის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სათანადო ტვირთამწეობის ან

სპეციალური მოწყობილობის მქონე საჰაერო ხომალდის არარსებობა და სხვა) საავიაციო სამუშაოთაშესასრულებლად დაიშვებიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების სახელმწიფო საჰაერო ხომალდები.ასეთი სამუშაოების შესასრულებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტო გასცემს შესაბამის ნებართვას.

6. საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან დაადგინონ პირობები,რომლებითაც გარკვეულ ტერიტორიაზე, ეკოლოგიის ან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებებისყოფნის განსაკუთრებული რეჟიმის გამო, იზღუდება ან იკრძალება საავიაციო სამუშაოების შესრულება.

ამ ორგანოებთან საავიაციო სამუშაოების შესრულების შეთანხმება ეკისრება დამკვეთს.7. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 73. საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულება1. საავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულებით ერთი მხარე (შემსრულებელი) ვალდებულებას

კისრულობს მეორე მხარისათვის (დამკვეთისათვის) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდით შეასრულოსსაავიაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების, მოცულობისა და პირობებისშესაბამისად. დამკვეთი ვალდებულია დადგენილ ვადაში წარუდგინოს შემსრულებელს საავიაციოსამუშაოების სახელშეკრულებო მოცულობა.

2. ხელშეკრულებაში, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იყოს:ა) აეროდრომით, დასაფრენი მოედნებითა და მოწყობილობებით სარგებლობისა და მათი საექსპლუატაციო

მდგომარეობაში შენახვის წესი;http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 21: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

ბ) ეკიპაჟისათვის სათანადო საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა;გ) საავიაციო სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის სხვა პირობები, მათი თავისებურებების

გათვალისწინებით.

მუხლი 74. საავიაციო სამუშაოების ნიხრისაავიაციო სამუშაოების შესრულების ხელშეკრულების დადებისას, დამკვეთი და შემსრულებელი

უფლებამოსილი არიან დაადგინონ სახელშეკრულებო ნიხრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიმოთხოვნების დაცვით.

თავი XII. ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და საავიაციო სამუშაოების

შესრულების დროს

მუხლი 75. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი პირობები1. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება

ამ კოდექსით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოებთანდადებული ხელშეკრულებებით.

2. შიდა გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხიგანისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

3. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობა მგზავრების წინაშე, გარდა ამ კოდექსისა,განისაზღვრება მგზავრების გადაყვანის, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის წესებით.

4. გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ვერ შეასრულებს (ანარასათანადოდ შეასრულებს) ნაკისრ ვალდებულებებს დაუძლეველი ძალით გამოწვეულ გარემოებათა გამო.

[მუხლი 75. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზოგადიპირობები

1. საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისმოწმობის მფლობელის მოვალეობები განისაზღვრება „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესისუნიფიკაციის შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენციის, საქართველოს სხვა საერთაშორისოხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სააგენტოს ნორმატიული აქტებისშესაბამისად.

2. მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვისშეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისმოწმობის მფლობელის ვალდებულებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

3. საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება შესაბამისი მოვალეობების შესრულებისაგან, თუ იგიმათ დაუძლეველი ძალით გამოწვეულ გარემოებათა გამო ვერ შეასრულებს ან არასათანადოდ შეასრულებს. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 76. პასუხისმგებლობა ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის1. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი

დასახიჩრდა ან მიიღო ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება, გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულიააუნაზღაუროს დაზარალებულს ის შემოსავალი, რაც მას დააკლდა შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითებისშედეგად, დაზიანებასთან დაკავშირებით ინვალიდობის პენსიის გამოკლებით, თუ გადამყვან-გადამზიდველივერ დაამტკიცებს, რომ ზარალი გამოწვეულია დაზარალებულის წინასწარგანზრახული ქმედობით.

2. თუ საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრიგარდაიცვალა, მის რჩენაზე მყოფ შრომისუუნარო პირებს ან იმ პირებს, რომლებსაც მისი სიკვდილისდღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან სარჩო მიეღოთ, აგრეთვე გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისისიკვდილის შემდეგ დაიბადა, აუნაზღაურდებათ დაზარალებულის შემოსავლის ის ნაწილი, რასაც ისინი მისსიცოცხლეში სარჩოდ იღებდნენ ან უფლება ჰქონდათ მიეღოთ.

3. ამ მუხლის ნორმები ვრცელდება აგრეთვე უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდზე, რომელსაცექსპლუატაციას უწევს საქართველოს ექსპლუატანტი საიჯარო (სალიზინგო) ან სხვაგვარ სამართლებრივსაფუძველზე.

მუხლი 77. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 78. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 79. გადამზიდველის პასუხისმგებლობა მისი მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ანნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 22: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

გადამზიდველის მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ანდაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში იგი პასუხს აგებს ამ მომსახურების დამკვეთის წინაშე მსოფლიოსაფოსტო კავშირის აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 80. პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზარალისათვისსაავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზარალისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება

ექსპლუატანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

[მუხლი 80. პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვისსაავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საჰაერო

ხომალდის ექსპლუატანტს/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელს საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 81. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 82. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 83. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 84. (ამოღებულია)საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 85. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 86. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 87. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 88. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 89. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 90. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმისსასამართლო წესით განხილვა

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელისაღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 91. (ამოღებულია)საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 92. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულისარჩელის სასამართლო წესით განხილვა

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სარჩელისაღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი XIII. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის ფარგლები და დაზღვევის სავალდებულობა1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 23: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობა იმ შესაძლო ზარალის გამო,რაც შეიძლება განიცადოს ეკიპაჟის წევრმა, მგზავრმა, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გამგზავნმა(მიმღებმა) ან მესამე პირმა.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობისდაზღვევის ფარგლებსა და სავალდებულო სახეობებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი არის ფიზიკური ანიურიდიული პირი, რომელიც ფლობს საჰაერო ხომალდს (ახორციელებს საჰაერო ხომალდის მართვისკონტროლს) საავიაციო შემთხვევის დროს.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

[მუხლი 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლები და მისი სავალდებულო დაზღვევა 1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/საჰაერო

გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქოპასუხისმგებლობა იმ ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც შეიძლება მიადგეს მგზავრს, ბარგის, ტვირთის ანსაფოსტო გზავნილის გამგზავნს ან მიმღებს ანდა მესამე პირს.

2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქოპასუხისმგებლობის დაზღვევის წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი შეიძლება იყოს ფიზიკური ანიურიდიული პირი, რომელიც არ ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას/ექსპლუატანტისსერტიფიკატს, მაგრამ რომელიც საჰაერო ხომალდის გამოყენების ან ექსპლუატაციის კონტროლსახორციელებს.“. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 94. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფოზედამხედველობა

სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევისწესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

[მუხლი 94. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 95. პასუხისმგებლობის დაზღვევა საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებითსაჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს ნორმატიული აქტის შესაბამისად დააზღვიოს

საკუთარი პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანისანაზღაურებისათვის.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

კარი V. სამოქალაქო ავიაციის უშიშროება

თავი XIV. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 96. მართლსაწინააღმდეგო ქმედებაამ კოდექსის მიზნებისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ

მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითგათვალისწინებული ქმედება.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 97. საავიაციო უშიშროება1. საავიაციო უშიშროება არის სამოქალაქო ავიაციის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაცვა, რომელიც

მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების ერთობლიობით.2. საქართველო, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრი სახელმწიფო,

ვალდებულია შეასრულოს „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედებისშესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის, საჰაერო ხომალდის გატაცებისწინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენციის, სამოქალაქო

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 24: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის 1971 წლის 23 სექტემბრისმონრეალის საერთაშორისო კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებშიძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ ოქმის, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერსმონრეალში მიღებულ კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონოაქტების შესახებ“, „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“1991 წლის 1 მარტის მონრეალის კონვენციის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები დაგანახორციელოს ღონისძიებები რეკომენდებული პრაქტიკის დასანერგად.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 98. საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის

სახელმწიფო პროგრამა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათაკომპლექსი, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, აგრეთვე საქართველოსტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოებისსაავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების,რეკომენდებული პრაქტიკისა და შესაბამისი პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენებისგანხორციელებისათვის.

2. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფისსახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამაარის საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის უზრუნველმყოფი წესებისა და ღონისძიებებისერთობლიობა, რომლის მიზანია სახელმწიფოში საავიაციო უშიშროების მაღალი დონის უზრუნველყოფა.

4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამასამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა არეგულირებსსამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში ჩართული საავიაციო უშიშროების პერსონალის შერჩევისა და მომზადებისსაკითხებს, აგრეთვე იმ პირთა მომზადების საკითხებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობისშესრულებისათვის საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადება ესაჭიროებათ.

6. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამას შეიმუშავებსდა ამტკიცებს სააგენტო.

7. სააგენტო უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას დაახორციელებს აეროდრომების ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პირების, საქართველოში რეგისტრირებულისაჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებულიიურიდიული პირების და საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირებისსაავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საავიაციო უშიშროებისუზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტისთვის.

8. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებისშესრულების შესამოწმებლად ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, ამ კოდექსის 81 მუხლით მინიჭებულიუფლებების გარდა, ასევე აქვს უფლება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აეროპორტისკონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანოს საჭირო მოწყობილობები, მათშორის, რადიოკავშირის საშუალება, ფოტო-, ვიდეო- და აუდიოაპარატურა, აგრეთვე საჰაერო ხომალდითგადასატანად აკრძალული საგნები, კერძოდ, იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელიმოწყობილობა.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

თავი XV. ძებნა და შველა

მუხლი 99. ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდი1. საჰაერო ხომალდი ითვლება ხიფათში მყოფად, როცა მას და ხომალდში მყოფ მგზავრებს ემუქრებათ

უშუალო საფრთხე, რომლის თავიდან აცილება არ შეუძლია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს.2. საჰაერო ხომალდი ითვლება მარცხგანცდილად, თუ იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა ან მთლიანად

დაიშალა აფრენის, ფრენის, დაფრენის ან ჩამოვარდნის დროს, აგრეთვე, თუ მასთან დაკარგულიარადიოკავშირი და მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

3. მარცხგანცდილ საჰაერო ხომალდზე და მასზე მყოფ მგზავრებზე, მათი გადარჩენის მიზნით, ცხადდებაძებნა.

მუხლი 100. უბედურების მაუწყებელი სიგნალები

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 25: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის შეტყობინების ეთერში დაუბრკოლებლად გასვლისმიზნით, გამოიყენება გადაუდებელი და უბედურების მაუწყებელი ერთიანი საერთაშორისორადიოსატელეფონო და რადიოსატელეგრაფო სიგნალები.

სიგნალები და მათი გამოყენების წესი განსაზღვრულია კანონმდებლობით.

მუხლი 101. ეკიპაჟის მოქმედება საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის დროსთუ საჰაერო ხომალდს ჰაერში ყოფნისას ემუქრება საფრთხე, საჰაერო ხომალდის მეთაური და ეკიპაჟის

წევრები ვალდებული არიან მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ხომალდზე მყოფი ადამიანების სიცოცხლისა დაჯანმრთელობის, ასევე ხომალდისა და მასზე არსებული ქონების დასაცავად.

მუხლი 102. ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენასაჰაერო ხომალდის მეთაური, რომელმაც სხვა საჰაერო ან საზღვაო ხომალდისაგან მიიღო უბედურების

მაუწყებელი სიგნალი ან შენიშნა ხიფათში მყოფი ხომალდი და ადამიანები, ვალდებულია დაეხმაროს მათ, თუეს საფრთხეს არ უქმნის მგზავრებს, ეკიპაჟს და მისთვის მინდობილ ხომალდს. იგი აგრეთვე ვალდებულიააღნიშნოს რუკაზე საავიაციო ან საზღვაო შემთხვევის ადგილი და გადასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაციასაჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოებს.

მუხლი 103. საძებნ-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა1. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა და

საშუალებებით, ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო ჯგუფების დახმარებით.2. საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი, მათში მონაწილე სტრუქტურები და მათი უფლება-

მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით, რომელსაც ამტკიცებსსაქართველოს მთავრობა.

3. საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დახმარება აღმოუჩინონ საძებნ-სამაშველო ჯგუფებსსაძებნ-სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.

4. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

მუხლი 104. საძებნ-სამაშველო სამუშაოები ღია ზღვის საჰაერო სივრცეშიღია ზღვის საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება,

ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველორაზმების მეშვეობით ან საერთო ძალებით საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის მიღწეულიშეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 105. საავარიო-სამაშველო სამუშაოები1. აეროდრომების ტერიტორიასა და მათ მიმდებარე რაიონებში საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, რომლებიც

დაკავშირებულია საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებთან, ახორციელებენ აეროდრომების საავარიო-სამაშველო რაზმები.

2. ამ სამუშაოების ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი.

მუხლი 106. უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მის ტერიტორიაზე დაიშვება

უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები,მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაცაღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.

2. შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოსსაძებნ-სამაშველო რაზმის და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებების, მათ შორის,მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლის, სადაც აღნიშნულისაჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, დაშვების ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა.საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 107. ინფორმაცია ხიფათში მყოფი ან მარცხგანცდილი ხომალდის შესახებიურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ კავშირგაბმულობის საშუალებები, ვალდებული

არიან დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ გადასცენ ინფორმაცია საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის ან მისიმარცხის შესახებ. მოქალაქეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ქვეყნის შესაბამის სახელმწიფოორგანოებს საჰაერო ხომალდის ხიფათში ყოფნის ან მარცხის შესახებ მათთვის ცნობილი ფაქტები.

მუხლი 108. საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნის შეწყვეტა

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 26: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

1. თუ საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი ადამიანების ძებნა უშედეგო აღმოჩნდა, ძებნის შეწყვეტისთაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2. საჰაერო ხომალდი, რომლის ძებნა ოფიციალურად შეწყდა, მიიჩნევა უკვალოდ დაკარგულად. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

თავი XVI. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა

მუხლი 109. საავიაციო შემთხვევები, ინციდენტები და მათი სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა,

რომელსაც პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირის საჰაერო ხომალდზეგაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლოუპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვისმზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ:

ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას:ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა)

უშუალო შეხების შედეგად;ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად.შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია

ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ანროცა სხეულის დაზიანება მიიღო უბილეთო მგზავრმა, რომელიც იმალებოდა მგზავრებისა და ეკიპაჟისათვისხელმისაწვდომი ზონის გარეთ;

ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან მისი კონსტრუქცია ირღვევა, რის შედეგადაც:ბ.ა) ირღვევა კონსტრუქციის სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები;ბ.ბ) აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, გარდა

ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას (კაპოტების ან დამხმარენაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების,საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების,საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები),ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთანშეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენშირღვიების ჩათვლით);

გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.2. ინციდენტი არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა (საავიაციო შემთხვევის

გარდა), რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე.3. სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას

ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას, და რომელიც მოხდა პილოტირებადისაჰაერო ხომალდის შემთხვევაში ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაეროხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში −საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე დაძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტზე ხორციელდებასამსახურებრივი მოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

5. საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციოშემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციოშემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმესპასუხისმგებლობის დადგენა.საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

მუხლი 110. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის

სამსახურებრივ მოკვლევას მათთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო და ადმინისტრაციულიწარმოებებისაგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე ახორციელებს საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტისსფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო (შემდგომ –მოკვლევის ბიურო).

11. მოკვლევის ბიურო დამოუკიდებელია საფრენად ვარგისობისათვის, სერტიფიცირებისათვის, საფრენოსნოექსპლუატაციისათვის, ტექნიკური მომსახურებისათვის, ლიცენზირებისათვის, საჰაერო მოძრაობისკონტროლისა და აეროდრომის ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი ნებისმიერი უწყებისგან და ნებისმიერი

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 27: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

სხვა პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროსამოცანებს ან/და ზემოქმედებას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

12. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) მოკვლევის ჩატარებისას დამოუკიდებელია,არ ხელმძღვანელობს არცერთი უწყების ან/და სხვა პირის მითითებით და აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება,თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაუბრკოლებლად ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზეგანლაგებული ავიასაწარმოების ობიექტებზე დაშვებით/წვდომით/კონტროლით საქართველოს ტერიტორიაზენებისმიერ ადგილას, სადაც მოხდა საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი ანდა განთავსებულია საჰაეროხომალდის ნაწილები/თვითჩამწერები, მტკიცებულებები, დოკუმენტები, მათ შორის, საჰაერო მოძრაობისმომსახურების ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილიმომკვლევი) ასევე უფლებამოსილია საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის თვითმხილველებს ჩამოართვასახსნა-განმარტება, შესაბამისი ორგანოებისგან მოითხოვოს მის მოკვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერიმასალა და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედება კანონმდებლობით დადგენილიწესით.

13. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) პასუხისმგებელია უსაფრთხოებისუზრუნველსაყოფად საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისდაცვისათვის, რათა ეს ინფორმაცია არ გამჟღავნდეს სხვა მიზნით, გარდა საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტისმოკვლევის მიზნისა. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისსათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ანსერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/დაავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

3. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის (მათ შორის,სერიოზული ინციდენტის) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსკომისია.

4. ექსპერიმენტულ ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებსშესაბამისი საუწყებო კომისია.

5. ისეთი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების ინტერესებსშეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.

6. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზულიინციდენტის მოკვლევის უფლება შეიძლება ურთიერთშეთანხმებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცესდაინტერესებულ სახელმწიფოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას.

7. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოხდენისასშეტყობინება ეგზავნება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ანდამზადების სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ, მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით დანიშნონუფლებამოსილი წარმომადგენლები.

8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოხდენისთანავეშეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ ამ საჰაერო ხომალდისმაქსიმალური მასა 2 250 კილოგრამს აღემატება ან ეს საჰაერო ხომალდი ტურბორეაქტიულია.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 111. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა1. საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, საავიაციო შემთხვევის შემდეგ დარჩენილი

ნამსხვრევები, საბორტო და სახმელეთო ობიექტური კონტროლის საშუალებები, აგრეთვე ხმელეთზე არსებულისაბუთები, რომლებიც შეეხება საჰაერო ხომალდის რემონტს, ექსპლუატაციასა და მისი ფრენისუზრუნველყოფას, ითვლება საავიაციო შემთხვევის ნივთიერ მტკიცებულებებად და მომკვლევიკომისიისათვის გადაცემამდე დაცული უნდა იქნეს მათი ხელშეუხებლობა.

2. ნივთიერ მტკიცებულებათა განზრახ დაზიანება-განადგურებაში ბრალეული პირები პასუხს აგებენსაქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 112. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევაში სხვა იურიდიულ პირთა მონაწილეობაშესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, იურიდიული პირები და სამხედრო უწყებები ვალდებული არიან

უზრუნველყონ საავიაციო შემთხვევის (ინციდენტის) ადგილის დაცვა და კომისიის მუშაობისათვის სათანადოპირობების შექმნა.http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177

Page 28: საქართველოს საჰაერო კოდექსი საქართველოს კანონი · საქართველოს 2015 წლის

მუხლი 113. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისდაფინანსება

1. საავიაციო შემთხვევებითა და ინციდენტებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასა და სამსახურებრივმოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. (ამოღებულია – 12.06.2012, №6435).საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

თავი XVII. პასუხისმგებლობა საჰაერო კანონმდებლობის დარღვევისათვის

მუხლი 114. პასუხისმგებლობა საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევის ჩადენისათვისპასუხისმგებლობა საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევის ჩადენისათვის განისაზღვრება

საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 115. სამოქალაქო ავიაციის მუშაკთა პასუხისმგებლობა დისციპლინური დარღვევებისათვისდისციპლინურ დარღვევებში მხილებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მუშაკები პასუხს აგებენ

საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.თბილისი,1996 წლის 29 ოქტომბერი.№462–Iს

http://www.matsne.gov.ge 420.000.000.05.001.000.177