მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვა

59
ნნნნ ნნნნნნნნნ მმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმმმმმმ, მმმმმმ ნ.ნნნნნ,ნნნნნ ნნნნნ “ნნნნნნნ-2015”

Transcript of მოსწავლის ქცევის მოტივები და მართვა

ნონა ჭაბაშვილი

მოსწავლეთა ცუდი ქცევის ფსიქოლოგიური მოტივები,

პრევენცია, მართვა

ქ.წნორი,კერძო სკოლა “ეტალონი-2015”

სასკოლო ცხოვრებაში თვითდამკვიდრების მოთხოვნილების რეალიზაცია 3 სფეროში უნდა განხორციელდეს: მოსწავლემ უნდა

მიაღწიოს ინტელექტუალურ, კომუნიკაციურ და სოციალურ კომპეტენტურობას. ამას ის

მისთვის მისაწვდომი ხერხებით ცდილობს და თუ ეს ხერხები არასწორია, შედეგად ვიღებთ დისციპლინის დარღვევას ანუ “ცუდ ქცევას”.

რა განაპირობებს დისციპლინის დარღვევას

1.ყურადღების მიპყრობის სურვილი2.ძალაუფლების სურვილი3.შურისძიების სურვილი4. წარუმატებლობისგან გაქცევის სურვილი.

ეს მოტივები გამოყო ამერიკელმა პედაგოგმა რუდოლფ დრეიკურსმა. მას მიაჩნია, რომ ქცევითი დარღვევის ათიდან ცხრა შემთხვევაში მიზეზი ამ ოთხიდან ერთია. მისი სწორი განსაზღვრა კი ეფექტიანი მუშაობის აუცილებელი წინა პირობაა, მასზეა დამოკიდებული ჩარევის ხერხების სწორად შერჩევა, არასასურველი ქცევის აღკვეთა და პროსოციალური ქცევების ფორმირება

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის

იდენტიფიცირება• არ არსებობს ქცევის გამოსწორების

უნივერსალური ხერხი, ამიტომ დისციპლინის გასაუმჯობესებლად მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას უნდა ეყრდნობოდეს. მუშაობა 5 ნაბიჯს მოიცავს:

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება

• ნაბიჯი 1. შევკრიბოთ და სწორად აღვწეროთ კონკრეტული ფაქტები,

• მოვერიდოთ სუბიექტურ შეფასებას.• სად, როდის, რა?• არ გამოვიყენოთ სიტყვები: “არასოდეს”,

“ყოველთვის”, “არაფერი” და ა.შ.• ვიყოთ ზედმიწევნით ობიექტური და

აკურატული.

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება

• ნაბიჯი 2. ზუსტად განვსაზღვროთ დისციპლინის დარღვევის მიზეზი. ეს მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძლება იყოს: ყურადღების მიპყრობის, ძალაუფლების, შურისძიების ან წარუმატებლობისგან თავის დაღწევის სურვილი. ქცევის მოტივის ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ სწორად განვსაზღვროთ საპასუხო ქცევა, არამედ იმისთვისაც, რომ გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ ზემოქმედებაზე.

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება

• ნაბიჯი 3. ავირჩიოთ დასციპლინის დარღვევის მომენტში გადაუდებელი ჩარევის ხერხები. გვახსოვდეს, ჩარევა არ გულისხმობს დასჯას; მას ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასასურველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეზე იმგვარად, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები იყოს.

• ჩარევა ეფექტიანი რომ იყოს, საჭიროა, ის მოხდეს დაუყოვნებლივ (“აქ და ამჟამად”) და სწორად. სისწრაფე არ გულისხმობს იმპულსურობას, სპონტანურობას, აგრესიულობას. სისწორე კი ეფუძნება ტექნიკის სწორ შერჩევას (მაგ., ძალაუფლებისმოყვარე და წარუმატებლობის მოშიში ბავშვები სხვადასხვანაირ ზემოქმედებას მოითხოვენ).

• .

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება

• ნაბიჯი 4. შევიმუშაოთ თვითპატივისცემის ფორმირების ხელშემწყობი სტრატეგიები. მოსწავლეში ეს გრძნობა ფორმირდება მაშინ, როცა ის:

• 1. გრძნობს რომ აქვს სათანადო ინტელექტუალური შესაძლებლობები, უკიდურეს შემთხვევაში, თავს არ გრძნობს არაკომპეტენტურად. ეს გახლავთ ე.წ. ინტელექტუალური კომპეტენცია.

• 2. აგებს მისაღები ფორმის სოციალურ ურთიერთობებს თანატოლებსა და მასწავლებელთან. ეს არის ე.წ. კომუნიკაციური კომპეტენცია.

• 3. შეაქვს პირადი წვლილი კლასისა და სკოლის ცხოვრებაში (ჩართულია საქმიანობაში), რასაც გულისხმობს ე.წ. სოციალური კომპეტენცია.

• .

როგორ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ცუდი ქცევის მოტივის იდენტიფიცირება

• ნაბიჯი 5. ეფექტიანად ვიმუშაოთ მშობლებთან: მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მუშაობის შესახებ, მოვამზადოთ მათთვის ბავშვთან მუშაობის პროგრამის მოკლე ვარიანტი (აუცილებლად წერილობითი ფორმით), ვაქციოთ ის ამ პროცესის თანამონაწილედ და ხელშემწყობად.

.

მოსწავლის ქცევის აღწერა

• რას აკეთებს მოსწავლე, როცა ცუდად იქცევა,

• . ჩვეულებრივ, როდის იქცევა ასე• რა სიხშირით იქცევა ასე • შეეცადეთ, აღწეროთ მხოლოდ ფაქტები.

მოსწავლის ქცევის აღწერა

არასწორია:• “გიგა აუტანლად იქცევა”,

“ნინო დაბნეულია”, “ზურაბი ინფანტილურია”, “რუსუდანი არაკომუნიკაბელურია”, “გაგა მოუთოკავია” და სხვა.

• ეს ნაწყენი მასწავლებლის სიტყვებია, რომლებიც მასწავლებლის პრობლემებზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მოსწავლისაზე.

სწორია:• “ნიკამ ფეხები გასასვლელში

დააწყო და სხვა მოსწავლეებმა ფეხი წამოჰკრეს”, “ნატამ ერთხელ აიწია ხელი ინგლისურის გაკვეთილზე”, “დათო სკამს არწევს და უკანა მერხს ეჯახება”, “როცა ნინოს ვთხოვ, უფრო სრული პასუხი გამცეს, ის მეუბნება: “არ ვარ ვალდებული”.

• ეს დებულებები მოსწავლის საქციელს გვამცნობს და არა მასწავლებლის ემოციებს.

სიტყვები ,რომელთა გამოყენება, პრობლემას ქმნის

• იშვიათად, ჩვეულებრივ, ხშირად, დროდადრო, მუდმივად, ყოველთვის, არასოდეს და სხვა.

• ეს სიტყვები გაუგებრობას იწვევს თავისი განუსაზღვრელობით. როგორ გამოასწორებინებ მოსწავლეს “აუტანელ” საქციელს, თუ სათქმელი არ დააკონკრეტე?

ყურადღების მისაპყრობად მიმართული პრობლემური ქცევის ორი ფორმა:

აქტიური• ფანქრის კაკუნი, წრიალი,

გაუჩერებლად ლაპარაკი, ფეხის გამოდება, სხვადასხვა მიმიკა, სისტემატური დაგვიანება, კითხვების დასმა, განმარტოებით დაჯდომა და ათასი სხვა რამ. ასეთი ქცევა კლასის ყურადღებას იპყრობს და თუ რეაგირება დროულად არ მოხდა, შესაძლოა, მასწავლებელმა კლასზე კონტროლი დაკარგოს.

პასიური• ის უარს არ ამბობს თქვენი

მოთხოვნების შესრულებაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს ნელა და ტემპს თანდათან უფრო ანელებს. ის რვეულს მაშინ გადაშლის, როცა სხვებს უკვე სამი ამოცანა აქვთ ამოხსნილი.. “რას მერჩით, რას ვაკეთებ ცუდს?” – გეკითხებათ გაოცებული სახით.

რისი ბრალია ამგვარი ქცევა?

• 1. როგორ ისწავლა ბავშვმა ცუდი ქცევით უფროსის ყურადღების მიპყრობა? ეს მოდელი მას თანდათან კლასშიც გადააქვს..

• ნინო მშვიდად და ყურადღებით მუშაობს ამოცანის ამოხსნაზე, ქეთევანი კი მეგობარს ხმამაღლა ელაპარაკება მერხის უკან, რითაც მასწავლებელს აღიზიანებს. როგორ ფიქრობთ, უპირველესად ვის მიაქცევს მასწავლებელი ყურადღებას? რასაკვირველია, ქეთევანს

რისი ბრალია ამგვარი ქცევა?

• 2. არავინ ასწავლის ბავშვს, როგორ მოითხოვოს ყურადღება მისაღები ფორმით...

• ყურადღების მოთხოვნილება საბაზო ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, ისეთივე, როგორიც ჭამისა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. თუ ბავშვს ასწავლიან, საჭიროების შემთხვევაში როგორ მოითხოვოს საჭმელი მისაღები ფორმით, მაშ, რა დააშავა “ფსიქოლოგიურმა შიმშილმა?”

რისი ბრალია ამგვარი ქცევა?

• 3. რაც ნაკლები ყურადღება ექცევა ბავშვს სახლში, მით მეტია ალბათობა, ყურადღება მოითხოვოს სკოლაში.

• ამ ტიპის დარღვევებს ერთი დადებითი მხარეც აქვს, რაც ასევე კარგად უნდა გააცნობიეროს მასწავლებელმა: მოსწავლეები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ, უბრალოდ გვაჩვენებენ, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა სურთ, მაგრამ არ იცნობენ ამ სურვილის გამოხატვის სწორ ფორმას.

როგორ მოვიქცეთ, რომ ქცევითი დარღვევები არ გამეორდეს?

• ყურადღება მივაქციოთ იმათ, ვინც კარგად იქცევა. მეტი ყურადღება კარგ ქცევას!

• ვასწავლოთ მოსწავლეებს, მარტივად და ღიად მოითხოვონ მასწავლებლის ან კლასის ყურადღება, როცა ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

• ყურადღების მინიმალიზაცია,მაშინ, როდესაც მოზარდი ცუდად იქცევა და შენიშვნას იმსახურებს.

• თვალით კონტაქტი. ფიზიკური მიახლოება . გამოვიყენოთ მოსწავლის სახელი. შეიძლება გამოვიყენოთ რაიმე ჟესტი, რომლის მნიშვნელობაც მოსწავლეებმა იციან. მაგ., თითის ტუჩთან მიდებით ანიშნეთ, შეწყვიტოს საუბარი.

• გავაკეთო . თ წერილობითი შენიშვნები• . ნების დამრთველი ქცევა ზღვრამდე მივიყვანო თ დემონსტრატიული

. გამოხტომა გამოვიყენო “ ”/-თ ნებართვის კვოტა მხოლოდ უნდა, დავრწმუნდეთ რომ მოსწავლეს /მართლა ყურადღების მიპყრობა სურს

• ჩავიდინო . თ მოულოდნელი საქციელი მოსწავლის ყურადღება სხვა შინაარსზე გადავიტანო . თ ვუცვალო . “ თ მოსწავლეებს ადგილები ფიქრის

”. სკამი

ქცევის შეფასებისა და მართვის ზოგადი პრინციპები

• ქცევათა უმეტესობა დასწავლილია და ემსახურება გარკვეულ .მიზანს ან კონკრეტულ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას

• თუ ბავშვი კონკრეტული ქცევით ვერ აღწევს მიზანს ის წყვეტს ამ.ქცევას

• როგორც სასურველი ასევე არასასურველი ქცევა ხორციელდება გარკვეულ კონტექსტში. ნებისმიერ ქცევას გააჩნია თავისი წინაპირობა და შედეგი, რის მისაღწევად ბავშვი იქცევა ასე და არა სხვაგვარად.

• . ქცევა იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით ამ ფაქტორების შესწავლით და მათი მანიპულირებით

; შესაძლებელია ქცევაზე ზემოქმედების მოხდენა

: წყარო

• www.mastsavlebeli.ge• http://

tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/problemuriqceva.pdf

• http://mshoblebistvis.ge/?p=89• http://www.nplg.gov.ge/ ბავშვზე ორიენტირებული სკოლის

გზამკვლევი

• საძიებო სისტემა:google.ge

პრეზენტაცია მომზადებულის პედაგოგთა შიდასასკოლო სემინარისთვის

!გმადლობთ ყურადღებისთვის

2016-2917 .სასწ წელი