წითელი კარები - Palitral...წითელი კარები...

27
წითელი კარები (გზად) ქუჩას მივუყვები გრძელი ნაბიჯებით, არსად მეჩქარება, უბრალოდ სიარულის მანერაა ასეთი. შუა დღეა. ვაჟას ძეგლს მივუახლოვდი და გეზი გამზირის ბოლოსკენ ავიღე. ისე, უბრალოდ,უმიზნოდ, სიარული მიყვარს, მიყვარს ხალხის ყურება, წამით შეხედვა და გარკვეული აზრის წარმოდგენა. არა, ეს არ არის დაიარლიყება, უბრალოდ თამაშია ასეთი. ქალი ძაღლს ასეირნებს, ჩიხუახუაა მგონი. თოკი მოუბია და ცუგა პატრონის წინ მიცანცარებს.კითხვას სვამ: საერთოდ რაში დაჭირდა ადამიანს ძაღლის ვირთხის ზომებამდე დაყვანა და მერე ამ ვირთხისდამაგვარი არსებით ქუჩაში ამაყად სიარული? ეს ქალბატონიც სტანდარტული ჩიხუახუას მეპატრონეა, როგორიც მრავლად მინახავს ამ ქალაქში. ცხვირაპრეხილი, თმა ქერად შეღებილი, გარუჯვით დანახშირებული, ზედმეტი საცხით სახეზე აი ნარინჯისფერში, რომ გადადის. შემოდგომის პირია და უკვე ბეწვიანი ქურქი ჩაუცვამს.ნამდვილი ბეწვი არაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაინც უსვამს ხაზს მის გაურკვეველ სტატუსს. მოკლე კაბა, მაქსიმალურად მოკლე საიდანაც ბუთქუნა, დაგრეხილი, მაღალ ქუსლებზე შემდგარ, ორი ბოძი ამ ამპარტავან სხეულს ზანტად და წელვით მიათრევენ მოცახცახე სულიერის უკან. იქვე მჯდომი „სტაიანშიკი“, საკმაოდ მოხუცი ან მძიმე ცხოვრებისგან უდროოდ დანაოჭბული, საწყლად და გულამღვრევით, დახეული კეპის ბოლოდან თვალს აყოლებს მისთვის სავარაუდოდ საოცნებო ქალბატონს. საწყალმა „სტაიანშიკმა“ რა იცის, რომ ეს ქალბატონი იმიჯს ქმნის, ბუტაფორიულს. სწორედ ეს იმიჯია ამ ქალბატონის საჭმელიც, სასმელიც, ქურქიც და მოცახცახე არსება რომელსაც სიამაყით კუსკუსას ეძახის. რა ქნას სტაიანშიკმა? უნდა, რომ გამოელაპარაკოს და სიტყვებს ეძებს. ქალმა კი ამასობაში სამჯერ ამოისეირნ- ჩაისეირნა. - რა კარგი ძაღლია! რა ჯიშია? - სხვა ასოთკომბინაცია ვერ მოიძია. ქალბატონმა, პირველად გაიღიმა ამდენი ხნის მანძილზე. ესიამოვნა, ვიღაცამ შეამჩნია მისი კუსკუსა, ერთადერთი რეალური მეგობარი და სიბრძნის კბილიდან სიბრძნის კბილამდე დაჭიმა ტუჩები - ჩიხუახუაა, მადლობა! - თავი დაუკრა - რა ქვია? - ამოხედა, მაღაზიის ფანჯრის რაფაზე მჯდომმა „სტაიანშიკმა“. კბილების სიხალვთე გამოაჩინა, მიუხედავად მაინც ბოლო ყბაზე იღრიჭებოდა, თითქოს საპასუხო სითბოს ელისო. ქალბატონს ძაღლის

Transcript of წითელი კარები - Palitral...წითელი კარები...

წითელი კარები

(გზად)

ქუჩას მივუყვები გრძელი ნაბიჯებით, არსად მეჩქარება, უბრალოდ სიარულის

მანერაა ასეთი. შუა დღეა. ვაჟას ძეგლს მივუახლოვდი და გეზი გამზირის ბოლოსკენ

ავიღე. ისე, უბრალოდ,უმიზნოდ, სიარული მიყვარს, მიყვარს ხალხის ყურება, წამით

შეხედვა და გარკვეული აზრის წარმოდგენა. არა, ეს არ არის დაიარლიყება,

უბრალოდ თამაშია ასეთი.

ქალი ძაღლს ასეირნებს, ჩიხუახუაა მგონი. თოკი მოუბია და ცუგა პატრონის

წინ მიცანცარებს.კითხვას სვამ: საერთოდ რაში დაჭირდა ადამიანს ძაღლის ვირთხის

ზომებამდე დაყვანა და მერე ამ ვირთხისდამაგვარი არსებით ქუჩაში ამაყად

სიარული? ეს ქალბატონიც სტანდარტული ჩიხუახუას მეპატრონეა, როგორიც

მრავლად მინახავს ამ ქალაქში. ცხვირაპრეხილი, თმა ქერად შეღებილი, გარუჯვით

დანახშირებული, ზედმეტი საცხით სახეზე აი ნარინჯისფერში, რომ გადადის.

შემოდგომის პირია და უკვე ბეწვიანი ქურქი ჩაუცვამს.ნამდვილი ბეწვი არაა, მაგრამ

რა მნიშვნელობა აქვს მაინც უსვამს ხაზს მის გაურკვეველ სტატუსს. მოკლე კაბა,

მაქსიმალურად მოკლე საიდანაც ბუთქუნა, დაგრეხილი, მაღალ ქუსლებზე შემდგარ,

ორი ბოძი ამ ამპარტავან სხეულს ზანტად და წელვით მიათრევენ მოცახცახე

სულიერის უკან. იქვე მჯდომი „სტაიანშიკი“, საკმაოდ მოხუცი ან მძიმე

ცხოვრებისგან უდროოდ დანაოჭბული, საწყლად და გულამღვრევით, დახეული

კეპის ბოლოდან თვალს აყოლებს მისთვის სავარაუდოდ საოცნებო ქალბატონს.

საწყალმა „სტაიანშიკმა“ რა იცის, რომ ეს ქალბატონი იმიჯს ქმნის, ბუტაფორიულს.

სწორედ ეს იმიჯია ამ ქალბატონის საჭმელიც, სასმელიც, ქურქიც და მოცახცახე

არსება რომელსაც სიამაყით კუსკუსას ეძახის. რა ქნას სტაიანშიკმა? უნდა, რომ

გამოელაპარაკოს და სიტყვებს ეძებს. ქალმა კი ამასობაში სამჯერ ამოისეირნ-

ჩაისეირნა.

- რა კარგი ძაღლია! რა ჯიშია? - სხვა ასოთკომბინაცია ვერ მოიძია.

ქალბატონმა, პირველად გაიღიმა ამდენი ხნის მანძილზე. ესიამოვნა,

ვიღაცამ შეამჩნია მისი კუსკუსა, ერთადერთი რეალური მეგობარი და

სიბრძნის კბილიდან სიბრძნის კბილამდე დაჭიმა ტუჩები

- ჩიხუახუაა, მადლობა! - თავი დაუკრა

- რა ქვია? - ამოხედა, მაღაზიის ფანჯრის რაფაზე მჯდომმა „სტაიანშიკმა“.

კბილების სიხალვთე გამოაჩინა, მიუხედავად მაინც ბოლო ყბაზე

იღრიჭებოდა, თითქოს საპასუხო სითბოს ელისო. ქალბატონს ძაღლის

ქების სიხარულმა უკვე გადაუარა. სიტუაციას მიმხვდარმა, უკვე

სერიოზული სახით დაბალ ტონზე: კუსკუსა! - ჩაილაპარაკა და სასწრაფოდ

გაუყვა გზას. „სტაიანშიკს“ ღიმილი ხახვივით შერჩა...

მოდი ოდნავ გავცდეთ და მეორე მაღზიასთან გარემოვაჭრეებში შევარდნილ

ერთ უცნაურ მეგრელს გავეცნოთ. „ჰა, ჰა, ჰა“ მთელს ხმაზე იცინის ბუთხუზა უკბილო

მეგრელი, მერე ოდნავ იკუზება, იქვე მსხდომ გარემოვაჭრეებს მეგრულად ეუბნება

რაღაცას და ერთბაშად სკდებიან ხორხოცით... ისევ და ისევ. ეს მეგრელი სულ

მოძრაობაშია,ამ მოხუც ქალებში რაღაც ამბავს ყვება. მზეზე გამოტანტალებული

მამალივით ართობს და ახალისებს მათ მძიმე, დაძაბულ ცხოვრებას. ცოტაც თუ

გავცდებით მიხვდებით, რომ მიტოვებული დახლი სწორედ ამ მასხარას ეკუთვნის.

ეტყობა ყოველდღიურობის რუტინული სიმძიმილი სადღაც მაღლა კარადაზე

შემოულაგებია და წუთიერებით, გარემოთი ტკბება, იხალისებს ცხორებას.

ძეგლთან დედა-შვილი მოდიან. ეს წამია გადმოვიდნენ, იმ ადგილას

იმყოფებიან სადაც ვაჟას ქანდაკებას კომპოზიციურად, რქები და განსხვავებული

ზომის ქვები ამშვენებს. ბავში გამოექცა დედის ხელს, ირმის თავისკენ კეკლუცად

გაირბინა :“დედა ეს რაა არის?“ ეკითხება აღტაცებული შვილი ახალგაზრდა

დედიკოს. ის კი დაუფიქრებლად პასუხობს: „ ცხვარი“. შვილი „უი ცხვარიიი!“ და

მაღალ რქებზე ეჭიდება უნდა, რომ ირმის თავზე აძვრეს. დედა ტუქსავს, ეჩხუბება,

მალევე გზის მეორე მხარეს გადავიდნენ. არ ვიცი პატარას რას ერჩოდა, მაგრამ

სავარაუდოდ მომავალი წლები ირემი ცხვარი ეგონება და ცხვარი კიდვ ვინ იცის რა...

ოჯახურ სამზარეულოს უნდა ჩავუარო. შუადღეა, შესვენების დროა,

დასანაყრებლად ბევრი ხალხი მოკრებილა. ზოგს კორპორატიული სახე აქვს

შენარჩუნებული და ცივად შეჰყურებენ ერთმანეთს, ზოგი მეგებრულად

განწყობილან და ხუმრობენ, ხარხარებენ. აქვე შეყვარებულობის კანდიდატებს

შეხვდებით. დიდი გამჭრიახობა არ ჭირდება სამსახურეობრივი რომანი ამოიკითხო.

პარკში, ორგან შეყვარებული წყვილი წამოსკუპებულა. ერთნი რაღაცას

უყვებიან ერთმანეთს, მეორენი დროს არ კარგავენ. ცოტა მოცილებით თმაგაწეწილი

დახეული კურტკით, შარვლით, გუშინდელ სიმთვრალეს ვიღაც ლოთი, სკამზე

წოლითა და თავქვე ძილით ებრძვის. ბოლო ყლუპი არყის ბოთლი წაგორებულა,

პარკის შუაში ქარზე ქანქარებს. გამვლელნი ცხვირზე იჭერენ, ეტყობა მწარე სუნი

ასდის.

ერთი ქალი ხშირად მხვდება ქუჩაში. რატომღაც ამომიჩემა. ესე ჩვეულად,

ხალხში გარეული მოძრაობს ტროტუარზე. როცა კი დამინახავს წამოცანცარდება

ჩემკენ, ყოველთვის ერთი და იმავე ტექსტით მომმართავს:

- შვილო ძალიან დიდ ბოდიშს კი გიხდი მაგრამ, რუსთავიდან ჩამოვედი და

საფულე დავკარგე, სახლში რითი დავბრუნდე არ ვიცი, იქნებ ერთი ან ორი

ლარით დამეხმარო - და მთელს ყბაზე დაღრიჭავს კბილებს, მეამიტურ

სახეს დაიყენებს, ხვეწნით იკლაკნება. ერთი-ორად წევს შენში სურვილის

თამასას. პირველად მართლაც დავუჯერე და ვაჩუქე. ამ დროის მანძილზე

უკვე მეხუთედ მოვიდა ჩემთან, არ ვიცი ფულიანის გამომეტყველება მაქ

თუ იმდენად ბრიყვის , რომ ქალის სახეს ვერ დავიმახსოვრებდი, მაგრამ

ვფიქრობ, პირიქითაა და მან ვერ დაიმახსოვრა. ჰმ! ჩაცმულობითაც ვერ

იტყვი, რომ შემწეობის მთხოვნელია, ეტყობა თავისი ლეგენდის

გასამყარებლად.

ამ ფიქრებში ვიყავი,როცა USA2GEORGIA-ს ფილიალს მივუახლოვდი.

მოულოდნელად ოფისში შემავალი მეგობარი შევამჩნიე.

- როგორ ხარ? – „კარგად“ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და გადავკოცნეთ.

- გაიცანი ეს ჩემი მეგობარია, პაწო - ხელი ჩამოვართვი ახლად გაცნობილს,

მან კი - „რამდენჯერ უნდა გაგვაცნო, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს“, თუმც

სახეც არ მახსოვდა.

- რა ხდება ახლი შენკენ? – განაგრძობდა მეგობარი

- არაფერი ისეთ!

- აუ ძაან ცუდად ვარ, ვერ ვაზროვნებ, რამე მითხარი!

- მიყვარხარ! - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე იმ წამს, გაღიმა და გადასახვევად

გაშალა ხელები. გადავეხვიე.

- გეი! - ორივეს აგვიტყდა სიცილი, ოფისიდან გამომავალი გოგო კაი ხანი

ამრეზით გვიყურებდა სანამ მანქანამ მოაკითხა და BMW ზე მჯდომმა

„ბაბულიკა“ „ქართველმა ვაჟკაცმა“ სადღაც გააქანა.

- აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?

- ზემოთ ავდივარ ფრესკოსთან, შენ?

- პაწოს გამოვყევი, ამანათი აქვს.

- ააა! - და პაწოს ხელი ისევ ჩამოვართვი. კიდევ ერთხელ,ახლად გაცნობას

ერთგვარად დავცინე, მაგრამ პაწოს რაღაცნაირად გაუტკბა და საუბრის

დასასრულამდე მინიმუმ ექვსჯერ მაინც ჩამომართვა ხელი.

- ნაყინზე როდის წავიდეთ? - თვალებქვეშ იღიმება

- ჰა, ჰა, ჰა! - სიცილი ამიტყდა, რადგან ეს მინიშნება იყო. ამ რამოდენიმე

ხნის წინ მე ეს ყმაწვილი და კიდევ ერთი საერთო მეგობარი

მარჯანიშვილის ქუჩაზე რესტორანში ვიყავით. გვიანი იყო, როცა მოვრჩით

და აღმაშენებელზე გასეირნება გადავწყვიტეთ. გამზირზე კი, ბოლო დროს

ბევრი ჩინური „სამასჟე“ სალონი გაიხსნა, ჩვენც ამ სალონების ალეას

დავუყევით. შეზარხოშებულ მეგობარს, რაღა თქმა უნდა „მასაჟი“ მოუნდა,

ალბათ იფიქრა, რომ ეხლა სწორი მომენტი იყო მისთვის ვალი გადამეხადა,

რადგან მანამდე მან დამპატიჟა მზგავს დაწესებულებაში. სამწუხაროდ

საკმარისი თანხა არ აღმომაჩნდა. პირველივე უარის შემდგომ აწუწუნდა,

ლამის ყოველ წინადადებაში „მასაჟს“ ურევდა, სინდისსზე მაგდებდა,

კაცობას მიწუნებდა, მაგრამ რაც არ მქონდა იმას ვერ გავაჩენდი. რაღაც

უნდა მექნა. იმდენი კი აღმომაჩნდა, რომ სანაყინე „ლუკა პოლარეში“

დამეპატიჟებინა. ვიფიქრე ჭამა მაინც პირველია და იქნებ ამით

გავანეიტრალო მისი ტემპერამენტითქო. სწორედ ასე გადაიქცა ნაყინი

სიტყვანაცვლად

- ხელფასზე! - და თითი დავუქნიე, მისი გაიძვერობის ხაზგასასმელად.

ორივე ვიღრიჭებოდით. ის ნელ ნელა USA2GEORGIA -ს ფილიალის

შესასვლელისკენ დაიძრა

- კაი უნდა წავიდე

- ხო კარგად, მეც მეჩქარება - და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

პაწოს საქციელი ერთგვარად მეუცნაურა, მაგრამ მეორეს მხრივ სასაცილოც იყო. ეს

ეპიზოდი მალევე მივივიწყე და გზის მეორე მხარეს ვყავი გეზი.

კაცი იდგა, იქით აქეთ აცეცებდა თვალებს, გაიხედავდა გამოიხედავდა, მერე

გაშეშდებოდა, ისევ გადაიფიქრებდა, მოიფიქრებდა და ძლივს გადაწყვიტა. უკანა

ჯიბიდან ფულით სავსე მუშტი ამოიღო, რგოლებად დახვეული ხელის გულზე

გაიშალა, პატრონმა სწრაფად დაიწყო თვლა, წვრილი მეორე ხელში მოიყუჩა.

დანარჩენი, ისევ უკანა ჯიბეში დააბრუნა. ავტობუსმა ჩაიარა, ცოტა შეცბა, ხომ არ

დამინახა ვინმემო და ისევ პარანოიდალური თვალების ცმაცუნი მორთო, გვერდებზე

გახედვა , ჯიბეების მერამდენე გადამოწმება.

გამზირის ბოლოში ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაკონსერვებული

მეტროსადგურის მშენებლობა განახლდა და ყოველი ჩავლისას დაინტერესებულად

ვაკვირდები. მიახლოვებული ხვდები, რომ მშენებლობაში პროგრესია, ქალაქ

თბილისს მალე ახალი გაჩერება, „უნივერსიტეტი“ ექნება. გულს უხარია. ეს აზრი

უნებლიედ ახლად ჩამოყვანილი ავტობუსებისკენ წაგიყვანს და ბოლოს თავს იმ

აზრზე გამოიჭერ, რომ ქვეყანა ნელა, მაგრამ მაინც მიიწევს წინ. კარგია! უჰ ამასობაში

პარკთან ავსულვარ. ალბათ პარკს არც არაფერი ქვია, ან უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ

ვაჟას და ქავთარაძეს შუა დევს, სწორედ აქ მოვდივარ შესასვენებლად,ჰაერის

ჩასაყლაპად. ჩამოვჯდები სკამზე. ცოტა ხანი სადღაც შორს ვიყურები, ან Pink Floyd - ს

ვუსმენ და Facebook - ზე ჩემს გვერდს ვსკროლავ. იშვიათად თუ ვინმე გამოივლის,

სიმარტოვის ეს შეგრძნება მსიამოვნებს.

ხანდახან მოგონებები გამიტაცებს, ხომ იცით პატარა ბიძგიც საკმარისია, რომ

ოცნებისდამაგვარ წარსულს მიელტვე და შეეფარო. ამ წამს შეუმჩნეველი ტკბილი

ღიმილი დაგყვება სახეს და მანამდე ვერ ამჩნევ სანამ გარემო მიიქცევს ყურადღებას,

უსასრულო წლების წინ მომხდარი უსასრულო ამბებისგან მიმდინარე მოვლენებზე

გაბრუნებს და წარსულს დროებით აპაუზებ მომავალ გახსენებამდე. ეჰ

კარგია.ძირითადად ბავშვობაში ვბრუნდები და ყოველთვის ერთი კონკრეტული

წელი მახსენდება, მას მერე ესეთი ერთობა აღარ მიგრძვნია , ბუნებასთან,

ადამიანებთან. კარგია, როცა ადამიანს ერთი დღე მაინც გაქვს მოსაგონარი,

რომელზეც მუდმივად შეგიძლია დაბრუნდე, გააღვიძო ის ვინც იყავი მაშინ, ისე

შეიგრძნო, როგორც მაშინ გრძნობდი, ისევ და ისევ. აი რა გითხარით სანამ

ყურადღება გაგექცევა მეთქი. ჩემს უკან საპატრიარქოს ტელევიზიის წინ აშენებულ

ეკლესიაში, პიპინით, ყვირილით, ძრავების ღრიალითა და სიცილ-ხარხარით

საქორწილო დელეგაცია შეიჭრა. უცებ იცოცხლა იქაურობამ, ქუჩაში ყოველივეს

ყურადღება მიიპყრო, მაწანწალა ძაღლისაც კი, რომელიც გარკვეული სინანულით,

მორიდებითა და ვედრებით შესქეროდა ახალმოსულებს. კუდს ოდნავ გააქნევდა,

როცა მისი მზერა პიჯაკში ან საღამოს კაბაში გამოწყობილი ორფეხას მზერას

გაუტოლდებოდა, იგრძნობოდა მასში უწინდელი იმედგაცრუება, გულგრილობა ან

მიტოვებულობა ადამიანის მხრიდან. მალევე გაეცალა, შემწყნარებლობის მაძიებელი,

გამოწკეპილნი კი აჟიტირებულად შეცვივდენ ღვთის სახლში.

უკეთეს განწყობაზე დავდექი, დიდად მოყვარული არ გახლავთ, მაგრამ მაინც

სასიამოვნოა სიცოცხლის ასეთი გამოვლინება. მოვტრიალდი და მობილურს

დავუბრუნდი, მესიჯი იყო მოსული, კითხვას ჩავუღრმავდი, როცა პერიფერიული

ხედვით, ეკრანის თავზე წვრილი, შავი, მაღალქუსლა, ერთი მეორეზე ჰაერში

დაკიდებული ტუფლები შევამჩნიე.ქორწილზე ყურადღება გაქცეულს, ამ არსების

მოსვლა გამომრჩენოდა, მოულოდნელობისგან გული ოდნავ ამემღვრა. ეს ის

მომენტია, როცა მხოლოდ ხელის ფორმით, მხრის მოყვანილობით, ფეხის ტერფით ან

სხვა ვიზუალური ორგანოთი, შეიგრძნობ იმ დანარჩენ სინატიფეს, რომელიც

სხეულის სხვა ნაწილების ერთობლიობით შეადგენს ლამაზ ქალს. იმ წამსვე სწრაფად

ემზადები მოსალოდნელისთვის და გიპყრობს შიში, ვაი თუ იმედი გაგიმართლდეს.

სრულიად ავილწე, როცა მზერა ნელა და ფრთხილად ავაყოლე ტუფლებიდან

ნატიფად ამოშვერილ გრძელ ფეხებს, მაგრამ არ შევიმჩნიე, სადღაც გადავმალე,

ალგორითმად შემუშავებული გეგმა ავამუშავე, თავი შევიკავე, ვიფიქრე ეს ის

საზიზღარი მზერაა, რომლითაც იმედ დაკარგული მამაკაცები ლამაზ ქალს

გააყოლებენ, ვიფიქრე გარკვეულ უპირატესობას დავკარგავდი და ყურადღება მესიჯს

დავუბრუნე. მომენტს ველოდი, რაღაცას რაც საფუძველი იქნებოდა თავი ამეწია,

ჰორიზონტისთვის გამეხედა. ფეხი ფეხზე გადაწყობილი, ერთი ორჯერ აქანქარდა,

ყურადღება მიიქცია, მაგრამ მომენტს ველოდი და ეს მომენტიც დადგა,როცა გზის

გადაღმა ვულკანიზაციაში რკინების რეჩხვის ხმა მხსნელად მომევლინა. არ

დავაყოვნე, სიჩქარისგან თვალს ფოკუსი აერია, ქალი ობიექტივიდან გამექცა, მაგრამ

შევამჩნიე, ხმაურს მისი ყურადღებაც მიეპყრო და იქით, მხარს უკან იყურებოდა.

იმედი მაქვს, რომ ბევრს, ძალიან ბევრს ქონია მომენტი, როცა შენი იმედები,

სურვილები, უწინ რაც წარმოგიდგენია, , გიოცნებია, მოგნდომებია, გიხვეწნია ხან

უფლისთვის, ხან ბუნებისთვის, ერთ რამეში, ან უფრო ჯეროვნად, ერთ ვინმეში

განხორციელებულიყოს, სისხლ-ხორცი ესხას და შენს წინაშე დამდგარიყოს. თითქოს

ამ წუთებს უსასრულოდ ელოდი, უსასრულოდვე ემზადებოდი, თავი გაწაფული

გეგონა, იცოდი რას გააკეთებდი, მაგრამ გონებაში სიმულირებული, ნამდვილის

ინტერპრეტაცია ვერა დარია რეალობისა. სწორედ, აქ ვარ, იმ წუთებს გადის ჩემი

უწონადი არსებობა, როცა ნამდვილი ჯობია ნანატრს. ჰმ! ისმის კითხვა: და მერე?.

თავი ჯერ კიდევ მიბრუნებული ქონდა, სანამ ჩემი ხარბი თვალები სწრაფად

ქექდნენ მისი სხეულის ნაწილებს. ხელებს მივაშტერდი, გრძელი, ნატიფი,სინაზით

სავსე, წითელი მანიკურთ დაბოლოვებული თითები მუხლის თავს სვეტებად

შემოწყობოდნენ. ფითქინა ხელი მათზედ დამდგარიყო და ფეხი მოსაჭიდებელ

წერტილად ექცია, სანამ სხეული წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, უკან

მომზირალი, თვალს მიყოლილი თავის გადამკიდე. მეორე ხელის მტევანი, სკამზე

დარტყელებით გაეშალა, ხოლო ბოლომდე გახსნილი, სასურველზე ოდნავ გამხდარი,

შავი სვიტრის სახელოში გახვეული მკლავი საყრდენად იდგა სხეულსა და პარკის

საჯდომს შორის. წვრილი, ბოლოში მომრგვალებული ნიკაპი მხარს მოსაჭიდებლად

იყენებდა. ამ პოზას ოდნავ შეეცვალა სხეულის პროპორცია, მაგრამ ბრმაც კი

დაინახავდა მისი არსების დახვეწილობას. ჩასუნთქვისას ოდნავ ამოიზნიქებოდა

მომცრო, მსუბუქი მკერდის ფორმები. მოკლე, შავი კაბა, შავი სვიტრი, შავი ტუფლები,

მხრებამდე შავი თმა, თეთრი, ფითქინა კანი და ოდნავი, მაგრამ ჩქარი, სადღაც

შეუმჩნეველი სუნთქვა შეწყდა, სხეული წამოიშალა, ეტყობა მანამდელი პოზის

დასაბრუნებლად.

ავფორიაქდი, რადგან გადამწყვეტი მომენტი დადგა. სახე უნდა მეხილა,

თვალებში ჩამეხედა, პირველი რეაქცია დამეჭირა. მოვემზადე, თვალიერებისას

დაძაბული სახე ოდნავ მოვუშვი, გასაღიმებლად გავემზადე. ქალი წამოდგა, პოზიცია

შეიცვალა, ისევ დაჯდა. ამჯერად ორივე ხელი კალთაში ჩაიწყო, ფეხი ფეხზე

დაილაგა, ეტყობა მოკლე კაბა არ აძლევდა სხვა საშვალებას. წამოიხარა და შუბლ

შეჭმუხნულმა შორს დაიწყო ყურება. ჰმ, ამას არ ველოდი, იმედი გამიცრუვდა, როცა

ჩემი თვალი მის თვალს მოხვდ და ჩაიარა, თითქოს არც მომხდარაო. არ ვიცი,

ვულკანიზაციის ხმაურმა შეაწუხა თუ სხვა რამე ედო გულს, მაგრამ შუბლის ღარი

უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. თხელი, უზადოდ მოვლილი წარბები შუაში

იზნიქებოდნენ და ბოლოებში შიშნაჭამი ძაღლის კუდივით იგრიხებოდნენ.

საშინლად ცანცარებდნენ შავი თვალები. სახეს მოწყვეტილნი სადღაც

უსასრულობაში ბოლთას ცემდნენ. მხოლოდ ტუჩები იდგნენ უძრავად. ოჰ ეს

ტუჩები! წითელი პომადა ეცხათ იმ დღეს. რბილი, უზომოდ რბილი და სასურველი,

ოდნავ გამოზნექილი საკოცნელად, რომ გიწვევენ. სანამ ჩემს აზრებს ვალაგებდი,

ტუჩის წიბო ოდნავ გაირხა და მიმიკა ტალღად დაყვა სახის მარცხენა ნაწილს. ადრე,

სხვის სხეზე, მზგავსს ნაკვთებს ზიზღის გამოვლენად შევაფასებდი, მაგრამ ჯადო

გაკეთებულს ანალიზის უნარი ატროფირდა.ლამაზი იყო და ვერ ვწყდებოდი, მე კი

მისთვის შეუმჩნეველი, ან ის არ იყო იქ, ან მე.

ამ მდგომარეობამ ერთის მხრივ უსირცხვოდ თვალიერების უპირატესობა

მომცა და მეორეს მხრივ მასთან საუბრის ბარიკადი აღიმართა. ვარჩიე ჯერჯერობით

დამკვირებლის როლი მეკმარებინა და მდგომარეობის მიხედვით მემოქმედა. ქალი

ისევ სადღაც ჩემს იქეთ იცქირებოდა. მისი ეს მიკარგულობა კი უბრალოდ ლამაზი

ქალიდან ერთობ საინტერესო ადამიანად აქცევდა. და რაც უფრო მეტს ვუყურებდი,

უფრო მეტი ჩანდა, უფრო ღრმა, ამოუცნობი, იმდენად, რომ გვერდზე მიჯდომის

სურვილს გიჩენდა. არა იმ თავხედური ამპარტავნების გამო, რითაც მის სასურველ

სხეულს ვაკვირდებოდი, არამედ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით. ორ ადამიანს

შორის მანამდე უთქმელის გაზიარების მიზნით. მე მის გაუცხოვებაში, ჩემი თავი

ამოვიცანი და დახმარების სურვილით აღჭურვილი ავდექი, პირველი ნაბიჯი

გადავდგი, როცა ქალი უეცრად წამოხტა, პარკის ბილიკს ფეხაკრეფით გაუყვა. მისმა

მოქმედებამ გაურკვევლობაში ჩამაგდო. სანამ შეცბუნებული თვალს ვაყოლებდი

ქალი გზას გადავიდა, ახალ დაქორწინებულთა ამალას გაერია, შუა გაყო, გაიარა და

სასჯელ აღსრულების სამინისტროს კიბეებს აუყვა.

(გიცანი)

კიბის ყოველ ნაბიჯს მიყოლებული, შავი თმები ჰაერში იფანტებოდნენ და

მერე ისევ იყუჩებდნენ მხრების წვერებზე. თვალები კონცენტრირებული, კიბის

ძგიდეს გასწორებული, რომ ნაბიჯი მოზომილი ყოფილიყო და ფეხსაცმელი არ

დაეზიანებინა. როგორც ჩანს კიბის კბილანებს კარგად იცნობდა, ეტყობა არა

ერთხელ აუვლია, არა ერთხელ გადაუბიჯებია მესამე ოდნავ ჩატეხილისთვის.

კეკლუცად გადაახტა და სამინისტროს კარებში მარდად შეაბიჯა.

- გამარჯობათ ქალბატონო მაია : დაცვის ბიჭი ფეხზე წამოუდგა. ქალი

მიჩვეული იყო მზგავს ყურადღებას. მნიშვნელობა არ ქონდა მერამდენედ

ხედავდა გივი მაიას მაინც გამარჯობას ეტყოდა და მიწებებული მზერით

გააცილებდა. ყოველ ჯერზე იმეორებდა გაზუთხულ სიტყვებს, თითქოს

სხვა არც არსებობდა.

- გამარჯობა : უბრალო სინდისიერებისთვის. გატარების წკაპის ხმა გაისმა და

ჩქარი ჩაქროლვით ლიფტისკენ აიღო გეზი. ისე , რომ მომსალმებლისთვის

არც შეუხედავს.

ღილაკი დაჭერისგან წითლად აინთო, ლიფტი სართულებს ითვლიდა. ზურგს

უკან მორიგი გამარჯობა გაისმა და მხართან ვიღაც ზორბა, ვეშაპივით კაცი ამოუდგა.

- გამარჯობა მაია: ახედა, ბატონი საშა იყო, იურიდიული დეპარტამენტის

უფროსი. საშა არ იყო რთული ადამიანი, ხშირად მომღიმარი, ანეგდოტების

მოყოლა უყვარდა. ადამიანების გარკვეულ წრეში ყოველთვის მოიძებნება

პიროვნება, მინიმუმ ერთი, რომელიც ფარშევანგის კუდივით შლის თავის

მჭერმეტყველ, მაგრამ არაფრისმთქმელ სიტყვათა ლექსიკონს. სწორედ

ასეთი ფარშევანგი იყო ბატონი საშა. ძალიან უყვარდა ყურადღების

ცენტრში ყოფნა, ამისთვის სადღაც გაგონილს, ყურმოკრულს, აბევრებდა,

ალამაზებდა, ტკბილ გასაგონად აქცევდა. მისი ეს ნიჭი განსაკუთრებით

ქალბატონების გარემოცვაში იჩენდა თავს. ამართლებდა კიდეც. ამ დროის

მანძილზე მექალთანის სახელი მოიხვეჭა, რითიც ამაყობდა, მიუხედავად

სახლში მომლოდინე ცოლისა და ორი შვილისა.

მაიას კარგად ახსოვს ვაჟბატონის ბოლო გასეირნება ბუღალტერიაში. კარგად

ახსოვს ხელების ფათური სამზარეულოში და შემდგომ მტირალი ბუღალტერი ნანა

ქალების საპირფარეშოში. სწორედ ამ ცოდენიდან, გამოცდილებიდან

გამომდინარეობდა მაიას ამრეზი დამოკიდებულება საშას მიმართ. არა, ის არ

განსჯიდა, უბრალოდ მიუღებელი იყო მრავალი საყვარლის ასე უცენზუროდ,

დამამცირელად მოშორება. თან ყოველ დანახვაზე საშა აშკარა ნიშნებს იძლეოდა და

ყოველი გამოხედვა ქალს საპირფარეშოში ბუღალტერი ნანას ქვითინს აგონებდა,

მასთან ერთად გაბრაზების იმ გრძნობას, რომელიც მის გონებას იმ მომენტში

ბინდავდა.

- გამარჯობათ ბატონო საშა! - ღიმილით მიმართა მაიამ ბატონს, ოდნავ

თვალი გააპარა საშას გამომეტყველების საფიქსიროდ. იღრიჭებოდა.

ამასობაში ლიფტის გონგის ხმა გაისმა და კარები გაიღო. ლიფთის

მგზავრებს, თავიდან შეჭმუხნულებს, საშას და მაიას დანახვისას ერთბაშად

აეკიდათ ღიმილი. გამარჯობას ამბობდნენ ვითომც და დანახვის

სიხარულით ბედნიერები, დეპარტამენტების უფროსების გავლის შემდგომ

ისევ უბრუნდებოდნენ თავიანთ ფიქრებს, ცხოვრებისეულ სიმძიმილს. და

ასე განურჩევლად. უფროსებიც იმავეთი პასუხობდნენ, ამით იწყებოდა,

მთავრდებოდა კეთილგანწყობის ფორმალობა დაქვემდებარებულებსა და

აღმატებულებს შორის. ლიფტი დაცარიელდა. მაიამ სამს დააჭირა, საშამ

ხუთს.

მყუდროებამ დაისადგურა. ოდნავი სიმორცხვე დაკრავდა ორივეს. ეს ის

მომენტია, როცა ლიფტში საპირისპირო სქესთან რამოდენიმე წუთით მარტოდ

დარჩენილს, უნებლიედ აზრები გაგექცევა. ამ წუთებში თითქოს ყველაფერია

შესაძლებელი , ან ძალიან გინდა მოხდეს. თითქოს სადღაც გინახავს, რომ ასეც ხდება

და ეს აზრები გარკვეულად დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის კაბბინაში. ბატონი საშა

ოდნავ გაათამამა ამ აზრმა. ქალის უკან მდგომმა ვერბალური შეხებებით,

შემთხვევით მოხვედრილის იმიტაციით სცადა ყურადღების მიქცევა. ქალი კიდევ

ერთხელ შეათვალიერა, თავიდან ბოლომდე ააყოლა, უფრო გაჯერდა სურვილებში

და პირველიდან მეორე სართულამდე დაგუბებული დუმილი ოდნავ ჩამქრალი,

სადღაც მიკარგული ხმით დაარღვია.

- მაია! - ძალიან ხმადაბლა გამოუვიდა, არ შეეფერებოდა მისნაირ ჯეელს,

ჩაახველა და გაიმეორა - მაია! -ამჯერად უკეთ - კაბინეტში სავარძელი

მაქვს გამოსაცვლელი, ძალიან ჭრიალებს უკვე - სხვა სასაუბრო ვერ მოიძია,

რადგან შესყიდვების დეპარტამეტის უფროს ელაპარეკებოდა იფიქრა ეს

თემა რელევანტური იქნებოდა.

- მერე ბატონო საშა? - ჯიბიდან მობილური ამოიღო და სკროლვას შეუდგა,

ასე დაიზღვია თავი საშას მზერისგან

- ხო და - განაგრძობდა - იქნებ ჩემთვის, რამენაირად მოახერხო და მალე

გამოაცვლევინო! - ამჯერად უფრო დაბალ ტონზე, რიხ დაკარგულმა

- სამინისტროში ინვენტარის სრულ ჩანაცვლებას ვგეგმავ ჩემი ბიჭები

თქვენთანაც ამოვლენ აუცილებლად. - ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ეკრანისთვის

თვალი არ მოუცილებია.

- ხომ იცი, გაიწელება, როდის ეგ იქნება! - ლიფტმა შეანელა სვლა, ბატონს

კიდევ უფრო ცოტა დრო დარჩა ქალი ჯერ სავარძლის გამოცვლაზე

დაეყოლიებინა, მერე ვინ იცის იქნებ უფრო საინტერესოზეც.

- არა ბატონო საშა, ჩვენი დეპარტამენტი სწრაფად მუშაობს - ამოიხედა,

გაუღიმა და ამ ღიმილში უკვე ირონიაც იგრძნობოდა

- იქნებ ჩემთვის უფრო სწრაფი გზა მოიძებნოს - ხელის მხარზე შეხებას

შეეცადა,მაგრამ ლიფტის კარები გაიღო, ჩანაფიქრი შეაჩერა.

- არ მგონია! - მოხდენილი მოძრაობით დატოვა კაბბინა.საშამ ოდნავ

გაღიმებული მაგრამ წარბ შეჭმუხნული, გაწბილებული მზერით გააცილა

მაია მანამ ლიფტის კარებმა თვალსაწიერი შეუზღუდა. ქალი ყოველ ნაბიჯს

უფრო კეკლუცად დგამდა. მისი დამოკიდებულება საშას მიმართ

გარკვეულად ნეგატიური იყო, მაგრამ მაინც ვერ შეიმაგრა თავი თავისივე

დამატყვევებელი სილამაზის ხაზგასმისგან. მამაკაცის ყურადღება სადღაც

გულის კუნჭულში მაინც მოეკიდა, თანაც სასიამოვნოდ. მთელი გზა

ლიფტიდან დერეფნის შესახვევამდე ზურგზე მწველად გრძნობდა საშას

მზერას და ეს წვა აიძულებდა თეძოები უფრო აქტიურად ემოძრავებინა.

მაიას ჯერ კიდევ მოჰყვებოდა ნალიფტარი ემოცია, როცა დეპარტამენტში

შეაბიჯა. სასწრაფოდ მოიცილა ღიმილი სახიდან, უფროსის მზერა დაიყენა და

კაბინეტისკენ ისწორა გეზი.

- მაია, მაია! - აეკიდა ასისტენტი

- ჰმ, რა იყო? - მოძრაობა არ შეუყოვნებია

- გლდანიდან დარეკეს, რემონტი გვიანდებაო - ფეხაკრეფით მიყვა

კაბინეტისკენ

- სამუშაოს ვინ ასრულებს? - კაბინეტის კარები გააღო , თვალები სავარძელს

დაუმიზნა

- შ.პ.ს..... შ.პ.ს - ხელში დაჭერილ საქაღალდეში დაიწყო ქექვა, რამდენიმე

წამის შემდგომ ხელშეკრულებიდან ამოიკითხა - შ.პ.ს ნეპომშენი. ააა, ააა

მარტში გვაქ გაფორმებული, სექტემბრის ბოლომდე უნდა

მორჩენილიყვნენ!

- მერე ჯერ სექტემბრის თვრამეტია! - ოთახის შუაში შეყოვნდა. ამ დროის

მანძილზე პირველად ჩახედა თვალებში ნანის. პატარა, მორჩილი ტანი.

მრგვალი, ნიკაპთან წაწვეტებული თეთრი სახე. შავად შეღებილი, გრძელი

თმები, ყოველთვის მოშვებული, ოდნავ არეულად დავარცხნილი,

შავთვალება, გამოწკეპილი, ქუსლებზე შემდგარი, მარდი და მკვირცხლი.

ჭკვიანი, საქმეში, გარკვეული, მაგრამ ოდნავ დაბნეული, ხშირად მორცხვი,

განსაკუთრებით კაცებთან. ესეთი იყო გულკეთილი ნანი, მაიას ასისტენტი

და უახლოვესი მესაიდუმლე.

- ჯიმი, ციხის დირექტორმა, პირველი კორპუსის ნახევარიც არაა

დამთავრებულიო, ხელშეკრულების თანახმად კი ორი კორპუსის რემონტი

ეკისრებათ და პლუს ღობე.

- მაგ შ.პ.ს დირექტორი გიორგია ხო, ნიჟარაძე? - სავარძელზე ჩამოჯდა,

მობილური იქვე მაგიდაზე მიაგდო, ჩაფიქრებული სახით ქვემოდან

დაუწყო მზერა თავის ასისტენტს

- მგონი ჰო!

- გიორგი ნიჟარაძე, ჰმ! - თითქოს იხსენებდა, მაგრამ ორგანიზაციის

სახელთან ერთად უკვე მიმხვდარი იყო ვისთანაც ქონდა საქმე. უბრალოდ

სიტყვებს არჩევდა, რომ რამე არასწორი არ წამოსცდენოდა მინისტრის

პირველი მოადგილს დეიდაშვილზე, თუნდაც უახლოვეს

მესაიდუმლესთან. - კაი, სხვა რა გზაა, დავიბაროთ, უთხარი ხვალ სამ

საათზე აქ იყვნენ, ისიც უთხარი გლდანის ციხესთან დაკავშირებითთქო.

იქნებ ცოტა მომზადებული მოვიდეს, წინაზე ბლუ სავით იჯდა. -

ტუფლბის მოხსნა დაიწყო, ეტყობა მოუჭირა. ცოტა ხნით დაასვენებდა.

- კარგი დავურეკავ! - კარებისკენ გაბრუნდა, ნაბიჯი გადადგა და წამით

შეყოვნდა, მერე რაღაცნაირად, მოუმზადებლად, მოუქნელად,

თოჯინასავით მოტრიალდა, ერთ ნახტომში გვერდით მიუცუცქდა. - რაო იმ

ბიჭმა, იყო ამოსული?

- კი! - ჩაიღიმა

- მერე?

- არაფერი, როგორც ყოველთვის. ამჯერად ცხვირწინ დავუჯექი, მაგრამ ხმაც

არ ამოუღია. იჯდა და სკროლავდა მობილურს.

- ჰმ - ჩაფიქრდა ნანი - იქნებ შენ გადადგა პირველი ნაბიჯი?

- ჰ! - ამრეზად ახედა მეგობარს - არ მგონია კარგი აზრი იყოს, ამდენი ხანი

ვიჯექი მის წინ და ერთიც არ ამოუხედია, რომ ვაინტერესებდე, ჰმ, შენც ხომ

ხვდები!

- ყოველ დღე რისთვის მოდის, აბა?

- რა ვიცი, რა გითხრა! დებილია მგონი! - ოდნავ გაეღიმათ.

- კარგი, მე წავალ დაურეკავ ახლა იმ გიორგი ნიჟარაძეს, შენ დაისვენე.

შეხვედრაზე ლუკაც გვჭირდება? დღეს არ არის და მაგიტომ გეკითხები!

- კი, კი გლდანის დაწესებულებაში კარგად ერკვევა და რატომ არ არის? -

წინადადების ბოლოს შუბლი შეიჭმუხნა

- რა ვიცი! ვურეკავ და გამორთული აქვს!

- ოხ ეს ბიჭი, როცა უნდა მიდის, როცა უნდა მოდის. კაი, კაი წადი და ლუკას

ამბავიც გაარკვიე.

- კარგი - ნანიმ დატოვა ოთახი, მაია კი სავარძელზე წამოიზნიქა. ფეხების

აშკარა ტკივილს ოდნავ იმსუბუქებდა.

გონების დასაკავებლად მობილური აიღო ხელში. ათვალიერა, მაგრამ არაფერი

საინტერესო. არც მესიჯი, არც რაიმე სიახლე facebook - კედელზე, ისევ მაგიდაზე

მიაგდო. ჭერის ზედაპირზე აზრებს ეძებდა. უნებლიედ გაეღიმა, როცა დაულაგებელ

აზრთა ნაკადიდან სახელი „ლუკა“ ამოტივტივდა. მაიას ყოველ ჯერზე

ამხიარულებდა ლუკას უპასუხისმგებლო საქციელი, მისი უდარდელობა უცნაურად

აშფოთვებდა. ის კი ყოველ ჯერზე რაღაც ხრიკით გამოიძვრენდა თავს, თითქოს

ქვეყანა იქცეოდ ან რამე უარესი, მერე გაუღიმებდა და ეს პირფერობა რაღაცნაირად

მოსწონდა მაიას. ლუკას ნებისმიერი ხრიკის წინასწარ გამოცნობა შეეძლო,მაგრამ

მაინც უთმობდა რადგან თვლიდა, რომ ეს ბიჭუნა გავდა მის ყველაზე დიდ

სიყვარულს. დიახ თვისებით, ყელა პრობლემა გაემარტივებინა, დაექუცმაცებინა,

საბოლოოდ განექარვებინა ლუკა მამის გავდა და ეს ყველასთვის უხილავი ძაფი,

რომელიც მარტო მაიას გონებაში ივლებოდა თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევდა

ლუკას. ისიც ხარბად სარგებლობდა უფროსის გულუხვობით. თავიდან შეაფიქრიანა

მაიას ამ დამოკიდებულებამ, მერე გათავხედდა, ბოლოს ისიც უკვირდა

სამსახურიდან რატომ არ მიშვებს, იქნებ შევუყვარდიო.ერთი ორჯერ მიანიშნა კიდეც,

მაგრამ საპასუხო სიცივემ დაბნეულობა შემოიტანა ლუკას აზრთა წყობაში და ბოლოს

მიანება, უბრალოდ პრივილეგირებულობით სარგებლობდა. ოღონდ ერთი იყო, მაიას

სიტყვას ვერ გადავიდოდა და ხვალინდელ შეხვედრაზე უცილობლად ყველაზე ადრე

მოვიდოდა. ეს იყო უსიტყვო შეთანხმება ორ ადამიანს შორის, ბევრის უფლებით

კონკრეტულ ზღვრამდე.

ასე შეუყვა ლუკაზე აზრებს, იგონებდა მის მიხვრას, ცბიერ ღიმილს ბოლო

ისტორიას, რომელიც სამზარეულოში მოუყოლია ბიჭებისთვის, მაგრამ ხომ იცით

არაფერი იმალება და დაახლოვებით დათვლილიც ქონდა, ჭორის დაბადებიდან სამი

ან ოთხი დღე ჭირდებოდა, რომ მის ყურამდე მოსულიყო. ისიც მოაგონდა, თუ

როგორ მოუცუცქდა ნანი, როგორც წინა ეპიზოდში და ჩურჩულით, დაძაბული

ტონით, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს გათქვამდაო. ლუკას დიდი ხნის წინ

დაძაბული ურთიერთობა ქონდა უფროს არქიტექტორთან. მოსვლის დღიდან რაღაც

წვრილმანებში ვერ თანხმდებოდნენ, მერე წაიკამათეს და ბოლოს დიდი უფსკრული

აღიმართა მათ შორის. აღმოჩნდა, რომ არქიტექტორის ცოლი ერთ ერთ ღამის კლუბში

გაუცვნია, თუმც მომენტში არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ ახალგაზრდებს მოწონებიათ

ერთმანეთი. დროის მანძილზე საყვარლებიც გამხდარან და ისიც გარკვეულა ვისი

ცოლი იყო.ამან კიდევ უფრო აწია თამაშის თამასა, ჩვეულებრი გავლითი რომანი

ინტერესთა კონფლიკტში გადაზრდილა, რომლის მოედანიც სწორედ ამ ქალის

კალთა იყო. მას შემდგომ რაც ლუკამ შეიტყო ქალის სრული ვინაობა, ყოველი

სასიყვარულო შეხვედრისას მთავარი არქიტექტორის სახლის სამუშაო კაბინეტიდან

რაიმე ნივთს იპარავდა და მეორე დილით სამსახურში მაგიდაზე ულაგებდა. კარგა

ხანი გაურკვევლობაში იყო არქიტექტორი. ბოლოს ეჭვი აიღო, მაგრამ ვერაფრით

უმტკიცებდა ლუკას. ან რომ დაემტკიცებინა, ხომ ხვდებით! ერთ დღესაც

არქიტექტორი სამსახურში არ გამოცხადდა, კვირის ბოლოს ყველასთვის

მოულოდნელად დაწერა განცხადება და სამსახური დატოვა. ლუკა მას შემდგომ იმ

ქალბატონს აღარ გაკარებია.

ეს ისტორია ერთის მხრივ არაა სასაცილო, მგრამ მაიას თავისი მამის საქციელს

აგონებდა, რომელმაც დაახლოვებით მზგავსი რამ ჩაიდინა: დაპირისპირებული

თანამშრომლის ცოლს სასიყვარულო შეხვედრისას საჯდომზე სამსახურის ბეჭედი

დაასვა და საძულველ თანამშრომელს ასე შეუთვალა: „სახლში დაბრუნებულმა

ამანათი შეამოწმეო“. მას შემდეგ მოწინააღმდეგე ყოველ ჯერზე თავდახრილი

ხვდებოდა. ესეც ერთი ქულა მამამისის და ლუკას მზგავსების ყულაბაში.

- ეჰ მამა, მამა ! - წაილუღლუღა ჰაერში, არვის გასაგონად, უბრალოდ

გრძნობა ამოუშვა და პოზა ოდნავ იცვალა. როგორც წესია, რაღაც

სასიამოვნოს ყოველთვის საპირისპირო მოყვება. სწორედ ეს გრძნობა

მოაწვა მაიას. აი ძალიან ცუდი რამ ხდება, მაგრამ ამავდროულად ისეთი

კარგია ისეთი, რომ მხოლოდ სიყვარული შეგიძლია უწოდო.

მამამ სიკვდილის წინ ყველას თხოვა პალატა დაეტოვებინა, უნდოდა

ერთადერთ ქალიშვილთან მარტო დარჩენილიყო. მაიკო გვერდით მოუცუცქდა,

ძალიან უყვარდა მამიკო. ოთარსაც ცხოვრებაში ერთადერთი ქალი ყვარებოდა და

მასაც მუხლებზე მდგარს თავი საწოლის პირზე ჩამოედო. გამხდარი, კაპილარებით

დატოტვილი ხელი საბნიდან გამოაცურა და რბილი, ნაზი მოძრაობით სახეზე

მოეფერა, მერე კიდევ ერთხელ და ასე უცქერდნენ თვალებში ერთმანეთს მამა და

შვილი. რა უნდა თქმულიყო მათ შორის ალბათ არც არაფეი, ისედაც ბევრი უთქვამთ,

ბევრი დაუშავებიათ, ბევრჯერ გაუხარებიათ. არც დამოძღვრავდა, არც ანუგეშებდა.

მან იცოდა, რომ მის მიერ გაკეთებული ყველაზე დიდი სიკეთე გვერდზე ლეკვივით

მოცუცქულიყო. ლეკვმაც იცოდა , ამიტომაც კრინტსაც არ ძრავდა.

- მიყვარხარ მაია! - ცრემლის გუნდა ჯერ მარცხენა თვალზე დაგროვდა და

თავისივე სიმძიმით შეწუხებული დაგორდა, ცხვირის ძგიდე გადაიარა,

მოწყვეტილი ბალიშის პირს შეეწოვა.

- არაუშავს მამა, კარგად იქნები! - ნაძალადევად, ცრემლმორევით უაზრო

ნუგეშს ეუბნებოდა. ოთარს ქალიშვილის სულგრძელობამ ღიმილი

მოჰგვარა.

- კი მამი კარგად ვიქნები!

- აუცილებლად ! - სიტყვა ჩამოართვა. მამის ცრუ მაგრამ მაინც მხნეობით

გათამამებულმა - მე და შენ ერთად გავალთ აქედან, აი ნახავ! წავალთ მერე

სოფელში, ხომ გიყვარს სოფელი? მერე მეზობლებიც მოვლენ. შევკრიბოთ,

ავღნიშნოთ შენი გამოჯამრთელება. მერე ზაური ბიძიაც მოვა. ნარდს

ითამაშებთ. გახსოვს კამათელი ქათმებს რომ გადაუყარა - ორივეს სიცილი

აუტყდა - ვერასდროს იგებდა და მაინც მოდიოდა, ჰა, ჰა, ჰა! -კარგა ხანს

იცინოდნენ ასე. მაიას მუხლები ატკივდა მაგრამ ამ წამს არაფერზე

გაცვლიდა, თუნდაც ფეხები საერთოდ წართმეოდა.

- ჩემი გოგო! - გაუღიმა, სახეზე ისევ მოეფარა. კეკლუცობისგან ცრემლები

მივიწყებოდნენ მაიას სახეს და გამშრალ ნაკვალევებს ნაზი კანი ოდნავ

გაეუხეშებინა. მამის თითებმა ნაკვალევები საბოლოოდ წაშალის. მაიკო

ოდნავ წაბარბაცდა, ტკივილმა შეაწუხა, არაფერი შეიმჩნია, ისევ ისე

იღიმოდა. მამა კი მიხვდა.

- კარგი ჩემო გოგო, მიდი ახლა და სხვებს დაუძახე, მათი ნახვაც მინდა - ასე

აარიდა მუხლებზე დგომას, რადგან მისი ტკივილი თავისაზე ემძიმებოდა.

ამის შემდგომ მამამ სულ სამი დღე იცოცხლა. მაიკომ ამბავი სამსახურში

შეიტყო. ბანკში მუშაობდა „მითერად“. არ დაუყოვნებია, სასწრაფოდ გამოვარდა, არც

არავისთვის უკითხავს, არც დაუბარებია. მარტო ის ახსოვდა თუ როგორ იკუმშებოდა

მისი გული, როგორ არ უნდოდა ისევ გახსნილიყო და მამა, მამის ხატი, რომელიც

ბალიშზე დაცემულ „მაია მიყვარხარ“ სიტყვებში გამოისახა.

მას შემდეგ შვიდმა წელმა განვლო, მამა კი ისევ ცოცხალი იყო მაიას გულში,

უწინდელივით. და როგორც ყველას გვჩვევია, ისიც მისთვის ყველაზაე ძვირფასზე

არასდროს საუბრობდა.

(რუტინა)

კარებზე კაკუნმა ფიქრების მორიგი გორგალი ჯერ შეანელა და შემდეგ ჰაერში

დაკიდა, ბოლოს მთელი ყურადღება მიითვისა.

- შემოდი - ფეხსაცმელი სასწრაფოდ ჩაიცვა, საქმიანი პოზა დაიკავა

- შეიძლება ქალბატონო მაია?

- მოდი სოფო!

- ქალბატონო მაია, ვიღაც კაცია მოსული, შ.პ.ს დარიალიდან ვარო.

- ეგ რომელი?

- ზუსტად არ ვიცი, მგონი... -ჩაფიქრდა - არ ვიცი! - მეამიტი, საყვარელი სახე

დაიყენა

- შეხვედრების ოთახში შეიყვანე მე ხუთ წუთში მოვალ.

- კარგით ქალბატონო მაია - კარები გაიხურა და გავიდა

მიუხედავად იმისა, რომ მაის თითქმის ყველა კონტრაქტორი ახსოვდა

ვისთანაც ოდესმე ხელშეკრულება დაუდვია შ.პ.ს დარიალს ვერაფრით იხსენებდა. ამ

გაურკვევლობამ ოდნავ შეაწუხა, მოსალოდნელი მოულოდნელობისთვის გაემზადა,

მობილური ხელში დაიკავა და გრძელი ნაბიჯებით გაუყვა სტუმრისკენ.

ოთახში ვიღაც, გამხდარი, ოდნავ მელოტი, შუა ხნის აშკარად მაღალი მამაკაცი,

მაგიდას ერთი მხრიდან მეორეზე ოფის მენეჯერს რაღაც მხიარულ ამბავს უყვებოდა .

სოფოს ყავა უკვე შემოეტანა სამივესთვის, ორ ჭიქას სითხე ოდნავ აკლდა ხოლო

მესამე სავსე იყო მაიას მომლოდენე.

- გამარჯობათ! -კარებში მაია იდგა. მამკაცი მკვირცხლად წამოხტა ფეხებზე

და ხელი სასწრაფო წესით გაუწოდა. საპასუხოდ, ნაზად და ოდნავ

შენელებულად. ხელი ხელს ჩაეჭიდა. კაცის ხელი ოდნავ უხეში, საშინლად

ძვლიანი მაგრად უჭერდა. ქალის კი რბილად იდო მის მკაცრ ხელებში.

წამით გაიაზრა, ოდნავ მოუშვა. მიხვდა, რომ აქ არაფერი იყო სამტკიცი და

სიამოვნება აკიდებულმა ნელი, დროში გაჩერებული ღიმილით შეხედა

მაიას სახის ნაკვთებს. ეს მაის ეფექტი იყო. თავისით, გაუაზრებლად

ხდებოდა, სადღაც ბუნებრივადაც კი. წამში გეკიდებოდა მისდამი

კეთილგანწყობა. ოთახში, ყოველთვის ყველას ყურადღება მისი იყო,

თუნდაც ხმა არ ამოეღო, არც არავისთვის შეეხედა, ან ქანდაკებად

ცქცეულიყო, ყოველს მისკენ ეპარებოდა თვალი.

- გამარჯობათ, თქვენ ალბათ მაია ბრძანდებით არა? - ოდნავ თავს ხრიდა

თითქოს რაღაც წვავსო. თვალის არიდება უნდოდა, მაგრამ სიტუაციურად

არაწესიერებაში დაედებოდა ბრალი

- დიახ! უკაცრავად, სოფოს თქვენი სახელი არ უთქვამს - გაიღიმა.

- მე ოთარი მქვია, ოთარ მარღანია. - ღიმილი

- ბატონი ოთარი ჩვენი ყოფილი კონტრაქტორი ყოფილა - სიტყვა ჩამოართვა

სოფომ

- მართლა? დიდი ხანია თქვენი კომპანია არ გამოჩენილა ! - ყურადღება

სოფოდან ისევ ბატონისკენ გადაიტანა. იღიმოდა.

- ჰო, ჰო. სწორედ ამაზე ვარ მოსული! - ოდნავ ნაღველი დაეტყო ხმას, მაგრამ

სახის დამტკბარი გამოსახულება ჯერ კიდევ შერჩენოდა.

- მაშინ დავსხდეთ და ვისაუბროთ!

- კი, კი აბა რა - ხელი ხელს გაუშვა. მისგანვე შეუმჩნევლად მაიას ხელი ისევ

ეჭირა. არც ქალს შეუშლია ხელი. თითქოს ეს წუთები აჩუქაო.

- კარგით მაშინ, მე გავალ - სოფო კარებისკენ დაიძრა - კარგად იყავით

ბატონო ოთარ!

- კარგად სოფო, მადლობა!

- არაფერს! - ღიმილით დატოვა ოთახი.

წამით დუმილმა დაისადგურა. ბატონი სიტყვებს ეძებდა საუბრის დასაწყებად,

მაია კი განაბული სახით ელოდებოდა. კაცმა ვერა შესავალი მოიფიქრა და პირდაპირ

დაიწყო.

- ორიათას რვაში, მარტში დავაფუძმეთ მე და ჩემმა ძმამ ეს შ.პ.ს.- მაიამ უკვე

იგრძნო, დაითვალა მოსაყოლი ამბის სიგრძე და თანაგრძნობის

საჩვენებლად სახე ოდნავ დაძაბა - ის კარგი დურგალი იყო, ნიჭი ქონდა -

განაგრძობდა სტუმარი - მე ვუსაქმურობდი, მაგ დროს. მანამდე

მარკეტოლოგი ვიყავი, ალბათ ერთ - ერთი პირველი საქართველოში. მერე

ორი წელი რომში ვსწავლობდი და მოკედ ვიფიქრეთ, რომ ერთად რამე

გამოგვივიდოდა. იპოთეკაში ჩავდეთ ბინები, სესხი ავიღეთ და საამქრო

ავაწყეთ ვარკეთილში. ფართი იქ უფრო იაფი იყო, ვიყიდეთ. მოკლედ

ყველაფერი საკუთარი: ფართი, დაზგები, ხელსაწყობები. არაფერი

ნათხოვარი არ გვქონდა ან ნაქირავები. ცოტა ხანში კარებზე, ფანჯრებზე და

მოკლედ წვრილმან რაღაცეებზე შეკვეთები გვემატა. ხალხის აყვანა

დავიწყეთ სამსახურში. ხელფასს კარგად ვიხდიდით. ჩვენც მიგვდიოდა

საქმე. იპოთეკები დავფარეთ და მოგებაზე გავედით. საჭმელ - სასმელი არ

გვაკლდა. ხომ არ გაწყენთ ქალბატონო მაია?

- არა, არა ბატონო ოთარ. განაგრძეთ!

- მადლობა. მოკლედ, ხომ იცით კაცი როგორია! ყოველთვის მეტი უნდა. ჩემი

ძმა შემიჩნდა ტენდერებში მივიღოთ მონაწილეობა, კარგი ფული

დაგვრჩება, კომპანიასაც გავზრდითო. არ ვუჯერებდი. ხომ ვიცოდი რაც

მოყვებოდა. ალბათ გახსოვთ თქვენც იმ დროს რა ხდებოდა. ფინანსური

პოლიცია, რა ძაღლადაც იყო და საგადასახადო ჯარიმას ჯარიმაზე როგორ

წერდა. არ მინდოდა მათ „რადარზე“ მოვხვედრილიყავი. მაგრამ, ხომ იცით

კაცის სიხარბე. ბოლოს და ბოლოს გადამაწყვეტინა ჩემმა ძმამ. პირველივე

ტენდერი მოვიგეთ. ჯანდაცვის სამინისტროს ორი სართულის რემონტი.

კარგად შევასრულეთ და შემდგომ პერიოდში ტენდერს ტენდერზე

ვიგებდით. ყველაზე დიდი აღმაშენებლის გამზირის ტენდერი იყო.

ნახევარი ჩვენი გარემონტებულია. და როგორც ვეჭვობდი ბოლო ბოლო

შეგვამჩნიეს. ჯერ საგადასახადო მოვიდა. ორმოცდათი ათასით

დაგვაჯარიმეს. ექვსი თვის მერე ოთხმოცით. მერე ფინანსური პოლიცია

დაგვადგა. ოთხასი დადე, ორასი ბიუჯეტში ორასი ჩვენ თორემ ციხეში

გაგიშვებთო. მივეცი. ვიფიქრე ამით დამთავრდა ყველაფერი და აწი

ნორმალურად წავათქო. ამასობაში ფინასურში მეგობრები გავიჩინე. რახან

ასეა ხალხი მჭირდებათქო და დავაკვდი მათ პატივისცემას. ნაწილობრივ

გამიმართლა. წინასწარ შემატყობინეს შენი ბიზნესი ვიღაც „ვიშკას უნდაო“.

ქვეყნიდან წასვლა მირჩიეს. ორივე ძმები ავიბარგეთ. უკრაინის ბილეთები

ვიყიდეთ. ცოლ-შვილი წინასწარ გავუშვით და ჩვენი წასვლის დრო დადგა.

აეროპორტში დაგვიჭირეს მაგ დედა.... ბოდიშით ქალბატონო მაია!

- ყველაფერი გასაგებია, ბოდიში არაა საჭირო!

- არა, თქვენ ესეთი ქალბატონი ბრძანდებით, უბრალოდ ხომ ხვდებით -

თვალები მაგიდას გაუსწორა, მაიას პასუხის მომლოდინე.

- არ, რას ამბობთ განაგრძეთ! - მაიას მზგავსი ისტორიები მრავალი მოესმინა,

მრავალს ამოუნთხევია თავისი ნაღველი ზუსტად იმ სკამზე რომელზეც ეს

ბატონი იჯდა, მიუხედავად თითოეულს გულისყურით უსმენა... რადგან

ეს ერთადერთი იყო რისი გაკეთებაც შეეძლო.

- ხო! თავს აღარ შეგაწყენთ! მოკლედ რომ ვთქვათ, მაგ დამპლებმა

დაგვიჭირეს. მე ხუთი წელი მიმისაჯეს როგორც ორგანიზაციის

დირექტორს. ძმა კი ორმოცი ათასის ნაცვლად საპროცესო შეთანხმებით

გამოუშვეს.წელიწადი და რვა თვე გავატარე ციხეში, მთავრობის

შეცვალამდე. სანამ ციხეში ვიჯექი მაგ ... ყველაფერი გაუყიდიათ, რისი

გაყიდვაც შეიძლებოდა. იტალიური დაზგები მქონდა. რვა ცალი, თითოში

ხუთიათასი ევრო მივეცი. ჯერ მერიის ბალანსზე აუყვანიათ. მერე ეტყობა

არავის დაჭირდა და ბოლოს ჯართად ჩაუბარებიათ. გააკოტრეს

ორგანიზაცია, თავიდან ბოლომდე დახრეს.

- ძალიან ვწუხვარ ბატონო, თქვენნაირი ბევრია ამ ქვეყანაში. ცხრა წლის

მანძილზე უამრავი გააუბედურა წინა მთავრობამ. - მაგიდაზე მიგდებული

მობილური შენათდა. სასწრაფოდ აიტაცა ხელში. სამწუხაროდ არაფერი

მნიშვნელოვანი. ისევ მიაგდო.

- ხო, მეც გამიგია სხვების ამბავი, არა და თავიდან კარგად დაიწყეს

- კი, ნამდვილად საჭირო რეფორმები იყო თავის დროზე...

- ხო! ბოლოში, რომ არ აერიათ! - პირველად გაიღიმა იმ ხნის მანძილზე რაც

ამბავს ყვებოდა - ძალიან კარგი ადამიანი ბრძანდებით ქალბატონო მაია!

- მადლობა! - გაეღიმა

- ეს გულდასმით მისმენთ, ხომ შეგეძლოთ დროც არ დაგეთმოთ ჩემთვის.

ამდენი ხნის მანძილზე კითხვაც კი არ დაგისვამთ თუ რისთვის ვარ აქ

- ხო მართლა, რისთვის ხართ აქ? - ორივეს სიცილი აუტყდა.

- ორიათას ათში - სიცილი ჯერ კიდევ ერეოდა - ორიათას ათში, თუ არ

ვცდები თებერვლის თვე იყო, როცა სასჯელ აღსრულების ტენდერი

მოვიგეთ აი ამ შენობის რემოტის, რომელშიც თქვენ მუშაობთ. სამუშაოს

შესრულება ბოლომდე ვერ მოვასწარით, რომ გითხარით იმ მიზეზების და

გამო.სამინისტროს კი შესრულებულის თანხა ჯერ კიდევ არ ჩაურიცხავს.

ახლა ორგანიზაციაზე უფლებები სრულად დავიბრუნე და მინდა

გადავხედოთ დადებულ ხელშეკრულებას.

- გასაგებია! სავარაუდოდ თქვენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას

მოითხოვთ - მობილური ისევ განათდა. პერიფერიულით შეამჩნია, მაგრამ

ამჯერად ნამდვილად აინტერესებდა მოსაუბრის სათქმელი და ყურადღება

არ მიაქცია.

- ნუუუ, კი. ვთვლი, რომ მეკუთვნის! - უცებ ურთიერთ თანაგრძნობისა და

სიმპათიის გარემო დაძაბულ დაპირისპირებულ ატმოსფეროდ გადაიქცა,

რადგან მინისტრისგან არა ოფიციალურად ნაბრძანები იყო, რომ მზგავს

შემთხვევებში, ანუ წინა მთავრობის დაშავებულის კომპენსაცია არ

მოხდებოდა. მაია უარს პირდაპირ ვერ ეტყოდა სტუმარს, რადგან

დოკუმენტალური ბრძანება არ არსებობდა.

- მოდით ასე ვქნათ ბატონო ოთარ. ხელშეკრულება მოვიძიოთ და ვნახოთ

რისი გაკეტება შეიძლება

- ხელშეკრულება თან მაქვს! - მაგიდის ფეხს მიყუდებული დიპლომატიდან

ფაილში ჩაწყობილი ქაღალდების წყობა მაგიდაზე დაალაგა. მაიას გული

აემღვრა. ნამდვილად არ სურდა დოკუმენტაციის პუნქტობრივად გავლა

და საათობით ამ ოთახში ჯდომა. მითუმეტეს თუ პასუხი მაინც

უარყოფითი იქნებოდა.

- ბატონო ოთარ! - გაუღიმა - ბოდიშით მაგარამ გარკვევის დრო ახლა არ

არის. მოდით ასე მოვიქცეთ თუ გინდათ დოკუმენტაცია დატოვეთ და

გადავხედავ, ან წესით დუბლიკატი სამინისტროს არქივში უნდა იყოს და

ჩემს ასისტენტს დავავალებ

- არა, არა ამ დოკუმენტაციას ვერ დაგიტოვებთ რა თქმა უნდა, დედანია! -

ოდნავ აიშალა, როცა საყვარელი და სასიამოვნო გოგოს ადგილას საქმიანი

და გამჭრიახი ქალი შერჩა.

- მაშინ ასისტენტს დავუძახებ! - ტელეფონი აიღო - ნანი შეხვედრების

ოთახში შემოდი! - ისისც ორ წამში გაჩნდა

- ეს ბატონი ოთარია, მისი მონაცემები ჩაიწერე, ჩვენს არქივში უნდა

მოჩხრიკო აქტივობები!

- გამარჯობათ ბატონო ოთარ! - გაღიმებულმა მუხლი ოდნავ მოკეცა,

გეგონება თავადს მიესალმაო.

- გამარჯობა! - მოვლენების სხვა მიმართულებით სახე ამღვრეულმა

- კარგით ბატონო ოთარ, მე უკვე უნდა დაგტოვოთ, მალე თათბირი მეწყება.

თუ რამე კითხვა გექნებათ შეგიძლიათ ნანის კითხოთ. კომპეტენტურია.

- და ქალბატონო მაია! პასუხს როდის მეტყვით?

- როგორც კი შესაძლებელი იქნება - ხელი გაუწოდა დასმშვიდობლებად.

მანაც გაუწოდა, დაღვრემილმა, იმედ გაცრუებულამა იმდენად, რომ აღარც

მაიას ხელის სირბილე ანუგეშებდა და არც მისი დამატყვევებელი ღიმილი.

- ნახვამდის! - ამოილუღლუღა სტუმარმა.

- შეხვედრამდე - ცოტა იმედი უბოძა და ოთახი დატოვა

გაემართა არ არსებული თათბირისკენ, არ არსებული საკითხების

განსახილველად. რა ექნა? აბსოლუტურად ქონდა გასიგრძეგანებული მისი

საქციელის ავკარგიანობა, მაგრამ ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. მაიამ

წინასწარვე იცოდა ბატონ ოთარს ჯერ დროს გაუწელავდა, შემდგომ უარს ეტყოდა,

მერე საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ჯერ პირველ ინსტანციაში, მერე მეორეში,

მესამეც ხომ არსებობს და მოკლედ ბატონი სანამ სასურველს მიაღწევდა ან მაია არ

იმუშავებდა აქ ან მთავრობა შეიცვლებოდა და თავიდან დაიწყებოდა

„სამართლიანობის აღდგენა“. გასვლისთანავე მიივიწყა, შორს მოისროლა ოთახში

მიღებული ემპათიური სახე.

გრძელი, გაწელილი ნაბიჯებით მიემართებოდა კაბინეტს. უკვე კარებთან,

მობილურის ვიბრაციამ მთელს ხელზე დაუარა და მოვლენის მნიშვნელობის

გააზრებამ ნაბიჯების სიგრძე ჯერ შეკვეცა, შემდგომ საერთოდ გაანულა

წინა მესიჯები მოაგონდა, სასწრაფოდ განბლოკა მობილურის ეკრანი.

საჩვენებელი თითი ზედაპირზე ხან ზევევით გაქანდებოდა ხან ქვევით. ინტერესი

იმატებდა, თვალებსა და ხელს შორის მანძილი ნელა, მაგრამ შეუპოვრად

მცირდებოდა. კისერს მოხვრის რადიუსი დაუმთავრდა, ზურგი, მერე წელიც

აიყოლია. ფეხები დაეჭიმა, შეწუხდა და ოდნავ მოუშვა. კარებთან გაკრულ

კითხვისნიშანს დაემსგავსა.

- მაია! - შუა ოფისიდან ხმა მოისმა. ეკრანს თვალები მოწყვიტა, ძახილის

წყაროს ეძებდა

- ჰო გოჩა!

- ინვენტარის ტენდერის დოკუმენტაცია მზად არის, ხომ არ გადახედავდი?

- კი, მოვალ! - მობილურში ბოლო მესიჯებს ჩახედა. სწრაფად მორჩა

თვალიერებას. არც საინტერესო იყო და არც მოსალოდნელი. ის მაინც არ

იწერებოდა. გაწბილებით ამოიხედა, თვალი ისწორა და დაიძრა

- აბა?

- აი! - გოჩამ მონიტორზე მიუთითა

- ამომიბეჭდე, ეკრანზე არ გამაწამო! - მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკასთან

პრობლემები არ ქონდა ერჩივნა მნიშვნელოვანი ტექსტი ხელში ჭეროდა, ეს

უკეთ ითვისებდა, იაზრებდა ნაწერს. გოჩამაც არ დააყოვნა და სწრაფად

ამოუპრინტერა უფროსს.

- აი! - მიაწოდა. მაიაც შეუდგა კითხვას. დროის მცირე მონაკვეთში

მთლიანად ჩაიძირა და გაუცნობიერებლად გოჩას მაგიდაზე ჩამოჯდა, ისე

რომ მოკლე კაბიდან ფეხი იმაზე მეტად გამოუჩნდა ვიდრე სასურველი იყო.

ოჰ რა ძნელია იყო ლამაზი და ყველასთვის სასურველი. ეს უდიდეს

სიკეთესთან ერთად უდიდესი ტვირთია ნებისმიერისთვის, რადგან

უბრალო მოძრაობას, მოქმედებასაც მნიშვნელობა ენიჭება დახარბებული

მაცქირალის თვალში. მაგრამ არა! გოჩა ვაჟკაცურად უმკლავდებოდა

შეხედვის ცდუნებას, თავიდან ოდნავ გაუარა ჟრუანტელმა, მაგრამ მალევე

უკუაგდო, მოიშორა. მერე ყურადღება მონიტორზე გადაიტანა და სკამზე

ჩამომჯდარმა გადაწყვიტა დოკუმენტაციისთვის მასაც გადაევლო თვალი.

ასე მოცილა ზედმეტი აზრები.

- ყველაფერი კარგადააა... შაბლონად წინა გამოიყენე?

- კი! - პირდაპირ თვალებში ახედა, რომ უფროსისთვის უხერხულობა არ

ეგრძნობინებინა.

- გასაგებია, კარგია, ოღონდ საწყისი თანხა ოცი პროცენტით შეამცირე. ეხლა

ზოგადი კრიზისია ეკონომიკაში და ვფიქრობ კომპანიები ნაკლებზეც

იქნებიან თანახმა!

- კარგით, ქალბატონო უფროსო! -გაუღიმა, თუმც მაია არ ელოდა გოჩასგან

მინიმალურ კრეატიულობასაც.

- ხო, კიდე, მე აქ შესაძენი ნივთების სია ბოლომდე არ წამიკითხავს. რახან

სამინისტროს შენობის ინვენტარს ეხება, ყველა კრიტიკულად დაუწყებს

ყურებას. ხომ ხვდები? მინდა თავიდან გადაამოწმო, არ გაგვეპაროს რამე!

- კარგი, არაა პრობლემა! - გოჩა ოდნავ შეწუხდა თავიდან გასაკეთებელი

სამუშაოს მასშტაბით, მაგრამ უფროს ვერ ეურჩებოდა. ისევ გაუღიმა.

- რომ მორჩები, მე აღარ გამომიგზავნო, პირდაპირ იურიდიულ

დეპარტამენტში გააგზავნე, ნაირასთან, გადაამოწმოს გამართულობა და

ხვალ როგორც კი დასტურს მოგცემს ავკიდოთ საიტზე.

- იმედია ჩემი არჩეული დიზაინები მოგწონთ? - რაც მაიამ ჩამოუთვალა

მრავალი წლის გამოცდილებით თვითონაც ბრწყინვალედ იცოდა და

მომაბეზრებელი ბრძანებებისგან თავის დაღწევას შეეცადა

- კი, როგორც ყოველთვის! - მორიგჯერ გაუღიმა - კარგი, მიხედე საქმეს! -

ფეხი ჩამოაცურა მაგიდის ძგიდიდან და იატაკზე დადგმისას ბარძაყი

ოდნავ შეირხა, თან აიყოლია საჯდომიც და გოჩას გულმა ერთი შეკუმშვის

მაგივრად იმავე დროში ორჯერ იკუმშა. ისევ აარიდა თვალი, წესიერება

დაიცვა, მონიტორს მიაშტერდა, თუმც ზედაპირზე ვერას ხედავდა, რადგან

ფიქრებით გაურკვევლობაში იყო. მაია კი დერეფანს გაუყვა.

(ჯო ტესტი)

კაბინეტისკენ ბრუნდებოდა, როცა სამზარეულოდან სიცილის ხმა მოისმა.

რამოდენიმე გოგო ვიღაც მამრის ხუმრობას აყოლილი მთელს ხმაზე ხარხარებდა.

ალბათ ლუკა იქნებოდა, აბა სხვა ვინ.უნდოდა გადაემოწმებინა და თავს მიზეზად

ყავა მოანდომა. მიტრიალებული დაიძრა სამზარეულოსკენ.

მიახლოვებულს, ყოველ ნაბიჯზე უკეთ ესმოდა „მომხსენებლის“ ხმა. აშკარად

ლუკა იყო. დადგინდა, ესეიგი დაბრუნებულა. მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო,

თავისუფლად შეიძლებოდა მობრუნება. მაგრამ ვერა, რადგან მიყურადებაში

ჩაეთვლებოდა, განა ვინმესთან, უბრალოდ, თავის წინაშე მართალი უნდა

ყოფილიყო. მკაცრად, შეუპოვრად შეადგა ფეხი, იმ ყავის მოსამზადებლად, რომელიც

აბსოლუტურად არ ჭირდებოდა.

- გამარჯობათ! - კილოში ყალბი სიმკაცრე ჩააყოლა

- გამარჯობათ ქალბატონო მაია! - ლამის დაზეპირებულივით, ერთხმად

აყარყანდნენ მაგიდასთან მსხდომნი. მერე, დაგვიანებული, დაპაუზებული

ნაზად და მიკარგულად ნათქვამი გამარჯობა, მაგიდაზევე ჩამომჯდარი

ლუკასგან. ზედ დაჰყურებდა ამ გოგონებს, ისინიც თვალ გაფაციცებულნი,

დაინტერესებულად უსმენდნენ მონაყოლს. წამით დუმილმა დაისადგურა.

როცა მიხვდნენ, მაია მათთან არ იყო და ყავას იმზადებდა მაშინვე აღდგა ეს

უკუკავშირი, ლუკა სამი გოგო, სამი გოგო ლუკა.

მაია პირდაპირ ჩაიდნისკენ დაიძრა. ჩართო, მოიძია შაქარი, ყავა და ასე

შემდეგ. ზურგით იდგა, საუბარი კი ფონურად გრძელდებოდა. დაინტერესებული

ყურდაცქვეტით უსმენდა. ლუკა განაგრძობდა. იცნობდა რა მაიას, ხმას აუწია, მასაც

გაეგო და საუბარში რამენაირად ჩაეთრია.

- ჰო რაზე გავჩერდით?... ააა, ჰო! მე და ჯო დასენი არტინის ქუჩას

ჩამოვუყევით,მერე წმინდა ავგუსტინის ქუჩაზე შევუხვიეთ. მაგარი კაცია

ჯო... ჯერ კიდევ ფანრიანი ნოკიით დადის. პარიზში ერთი დაჯღანული

კნოპკებიანი ფოტოაპარატი წამოიღო.თვითმფრინავშივე ჩაუტარე

ინსტრუქტაჟი აიფონზე. ძლივს ისწავლა მობილურის განბლოკვა. მერე

გადაღება.მაგრა მაწვალა! ჰო და ეხლა მივდვართ წმინდა ავგუსტინის

ქუჩაზე, მე ცოტა წინ და ის სურათებს მიღებს. უყურადღებოდ თუ დამრჩა

მაშინვე ჩუქურთმებს უყურებს, არქიტექტორია და თვალი სულ ფასადებზე

ეჭირა, მერე დაუძახებ, მოტრიალდება, ჩხაკ. „ბიჭოოო, რა შემჭამე რააა!“

წაიდუდღუნებდა, მე კი ნაგლურად ასე გადამიღე ისე გადამიღე - ხელების

შლა და პოზების მიღება დაიწყო, მერე სამოწმად გოგოებს გადახედა, ისევ

უსმენდნენ თუ არა. განაგრძო - თვითმფრინავში მობილურს კარგი „აპი“

დავუყენე, თვითმავალი ფოტოგრაფი და ვაჩხაკუნე და ვაჩხაკუნე.

ეს ავგუსტინის ქუჩა კაცის საცდუნებელია! მშიერი მანდ არ წაისვლება. სულ

კაფეები და რესტორნებია. ერთს ჩავუარეთ, მერე მეორეს.ბუტიკი, ბუტიკზე, სულ

კრუასანები, ნამცხვრები. მაგრა მიყვარს ტკბილეული. გაილონი ავგუსტინის

კვეთამდე მივედით, საცხობი იქაურ ენაზე ბულანგერიეს ვიტრინაში ისეთი

გემრიელობები იდო, რომ უბრალოდ ვერ ჩავუვლიდი, აღარ შემეძლო. ჯო დასენი

ჯერ კიდე ზემოთ იყურებდა ბუზის მთვლელი ლუარსაბივით, ძლივს შევათრიე. -

მაია ყავაში შაქარს იყრიდა. ისტორიის განვითარებასთან ერთად უფრო მეტად

ეღიმებოდა. ამბავი მილიონჯერ ქონდა მოსმენელი ლუკასგანაც და „ჯო

დასენისგანაც“, მაგრამ ორივე აბსოლუტურად განსხვავებულ შინაარს ყვებოდა.

ამჯერად მსმენელის როლი ამ სამ სტაჟიორს ერგო.

დაიცა მკითხველო, დაიცა! რაღაც ინტერეს ვგრძნობ შენში! ჰმ... ააააა... ჯო

დასენი ვინ არის? ნუ ხარ მოუთმენელი, ახლა კი მოვლენებს მივყვეთ. მაია მორჩა

ყავის მომზადებას და დაუინტერესებლობის იმტაცია ვეღარ გამოდიოდა. ნელა,

ზოზინით თვალი მოსაუბრეებისკენ გაეპარა, თვალს აყოლილი თავი ტანს

აიძულებდა საბოლოოდ მობრუნებულიყო. ლუკამ ეს მოძრაობა კეფით იგრძნო,

მაგრამ ყურადღება არ გაამახვილა.

- მოკლედ, შევედით ამ ბუტიკში! - განაგრძობდა ლუკა - მართლა საოცარი

იყო, რაც გინდა სულო და გულო. პურის მილიონი სახეობა, კრუასანები,

რულეტები, პეროგები, ნამცხვრები, სენდვიჩები. ეგეთ საცხობს თბილისში

ვერ ნახავ - დაპაუზდა, უცებ მოაგონდასავით - ყველა პეროგს და

ნამცხვარს ხო ფრანგული სახელები ქონდა: მანგო ნაპოლეონე, ფრამბოზინე

- როგორ, როგორ? -შეაწყვეტინა შუიდან მარჯვნივ მჯდომმა შავგრემანმა

ახალბედამ, ეტყობა რაღაც ნაცნობი ამოიკითხა სახელში და ოდნავ ჩაეღიმა

- ფრამ ბო ზი ნე - სიტყვა დაუმარცვლა, მინიშნებით, რომ გოგონას აზრებს

მიმხვდარი იყო. - პინაკოლადა, ვანილა პეკან, მაგრამ რულეტებს და

სენდვიჩებს ყველას სასაცილო სახელი ერქვა: აი ეიპლი -ვაშლის ღვეზელს,

სოსისიან პურს: მე შენი სოსისის პური ვარ, პიცა: აქ ვართ. მოკლედ ძაან

ეგეთი იუმორი აქვთ თუ არ ვიცი მაგრამ

- აშკარად ეყიდებოდათ. ოცი წუთი ვიდექით მე და ჯო რიგში. - მაია

მოტრიალებული, სამზარეულოს ზედაპირს მიყრდნობილი ყავას

აგემოვნებდა თან თავისთვის ფიქრობდა :“ახლა აშკარად გადაუხვია

თემასო“, გულში იცინოდა.

- ქართველების ამბავი ხომ იცით. დამშეულებმა ყველაფერი ავიღეთ, რაც კი

თვალში მოგვხვდა. გამყიდველი შეკვეთის რაოდენობისგან ლოყებს

ბერავდა. შეგვეკითხა წასაღებად გინდათო? ალბათ ვერც წარმოედგინა ორ

კაცს ამდენი ჭამა თუ შეეძლო. არა, აქ ვჭამთ მეთქი. ერთი კარგად

ჩაგვათვათვარიელა. ჩემი სიგამხდრე კიდევ უფრო ეუცნაურა, მაგრამ

დასენის სიმრგვალემ ერთი ორად დაუმშვიდა გაკვირვებული სახე.

მოგართმევთ, თქვენ მეორეზე აბრძანდით და ადგილი დაიკავეთო. ავედით.

სიმყუდროვე დაგვხვდა. შუშის დაბალი მაგიდები, მიდგმული თეთრი

სავარძლები, თეთრი ფარდები, თეთრ კედელზე ჩამოკიდებული შავ-

თეთრი სურათები და ნახატები.დავჯექი,დასენიც დაეგდო.

- ჰო და ორ წუთში ლანგარიც მოიტანეს ყველა ჩვენ გვიყურებდა. მიმტანს

ხელები დაკავებული ქონდა მაგრამ ისე გვეჯღანებოდა იფიქრებდი

წარბებით გვიკრავს ტაშსო. ყველაფერი შევჭამეთ, ბოლოს ყავაც

მოვითხოვეთ. მიმტანი ყოველ მოსვლაზე უფრო და უფრო ამაყობდა

ჩვენით. - მერე, მერე! - ჩაეკვეხა მაია, რაღაც აგრესია იგრძნობოდა ტონში,

ეტყობა ლუკას ძალიან გაუგრძელდა - მერე! - ცოტა ნაწყენი ხმით განაგრძო

ლუკამ - სანამ ჩვენ ყავას ვსვამდით ორი მაგიდით იქეთ რაღაც ბუტბუტი

დაიწყო. ჯოს ზურგიდან გავიხედე - თან ყვება თან მოძრაობს, ვითომ

მართლა იხედება, ეფექტს ამძაფრებს. - ვიღაც ქალი იჯდა, ქერა გრძელი

დავარცხნილი თმებით. მის წინ კაცი, ჭაღარა, სახეს ვერ ვხედავდი. ქალი

მაგარი გაბრაზებული იყო, კაცი რაღაცას ეტყოდა, ყვირილით პასუხობდა.

ბოლოს ძაან დაიძაბა სიტვაცია. ჯო დასენიც კი მოწყდა ყავის ხრუპვას, „რა

ხდება ლუკა?“ მიტრიალდა, ყველა უკვე იქით იყურებოდა

- მერე,მერე! - აყვა შავგრემანი, მარჯვნივ მჯდომი, ინტრიგამ აღატკინა

- მერე ამ ქალმა ყავის ჭიქა აიღო და არ შეასხა ჭაღარას. წამი უყურა, ეგრევე

გავარდა კიბეებისკენ, აუ რა ქალი იყო, მაღალი, ქერა, ფითქინა სახით, ცოტა

ასაკში, მაგრამ მაგრად დახვეწი.

- ვინ იყო ის კაცი? - რეაქტიულად, თითქოს დაუგროვდაო. მარცხნივ ამდენი

ხნის ხმა ამოუღებელმა ქერა გოგომ

- ჯერ ვერც მე მივხვდი, მერე მოიწმინდა ადგა და ისიც კიბეებს გაუყვა!

- ვინ იყო, ვინ? - მოუთმენლობისაგან მარჯვნივ მჯდომმა

- ვინ და ჯო დასენი! - მაიას ყავის ყლუპი კისერში გეჩხირა, ძალისხმევით

ჩაყლაპა და ქირქილით ახედა ლუკას. გოგონები ვერ გაერკვნენ, რომელ ჯო

დასენზე იყო საუბარი. ლუკაც ჰაერში დაეკიდა იმ გააზრებამდე, რომ

გოგონები დაიბნენ.

- იიის, ნამდვილი, ჯო, დასენი. თავიდან ვერც მე ვიცანი, ისე რა დაბალი

ყოფილა. მართალია გაჭაღარავებული, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა, რაც

მაგას მოვლა ექნება! - მარცხნივ მჯდომი ღია ფერის თმიანს წარბები

შუბლზე აუვიდა, შუაში მჯდომს ჯერ კიდევ გაურკვევლობა ეხატა, მარტო

მარჯვენა იყურებოდა აღტაცებული.

- ვაიმეეე.... ჯო დასენს შეასხა ყავააააა?...სულელი, ფუფ,ფუფ,მართლა ქერა! -

ენა წაიგდო და ხმა აიმაღლა აბა გამოიცანით რომელმა - არააა, გესმით! -

გოგოებს გადახედა. შუაში მჯდომს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა

დათანხმებოდა მოვლენების განვითარებას თუ არა. მარცხენას კი წინა

აწეულზე ორჯერ უფრო მაღლა აუვიდა წარბი, ღრმა ამოსუნთქვით აარიდა

და თვალით იატაკს დაუწყო ხვრეტა.

- ჩვენი ჯო დასენი კი იმ ნამდვილ ჯო დასენს ისე უყურებდა როგორც

ზამთარში საზამთროს. - იხტიბარს არ იტეხდა, განაგრძობდა ლუკა, მაია კი

დასასრულს ელოდა.

- აუ არა რა, ჯერ კიდევ იმ ქალთან ვარ. დასენს ყავა როგორ შეასხა, რააა, რა

სულელია ზოგი... - შავგრემანმა, სიტყვა ჩამოართვა ყველას და ყველაფერს.

- ჰოოო! ეგეთები ხართ ქალები - მხარი აუბა ლუკამ.

- არა, ყველა ეგეთი არ არის! - ჩაერია შუაში მჯდომი. შენაღები შავი თმა

აიქნია,ვარცხნილობის შესასწორებლად.

- ეგეთია აბა რაა არის! - ცოტა ძალადობა შეურია ხმას სიმტკიცისთვის -

ეგეთია, ქალს ღმერთიც, რომ ელაპარაკებოდეს მაინც გვერდს აუვლის თან

არავინ იცის რა მიზეზით, მარტო მან იცის ან არ იცის, ან იცის და მერე ისევ

არ იცის. არააა, ქალბატონო მაია? - ამდენი ხნის მანძილზე, მაიას

ინერტულობით შეწუხებულმა, ხმა გადააწვდინა და წკეპლა გაისროლა.

- მე შენთვის მომართვის უფლება არ მომიცია! - ყავის ჭიქიდან ამოხედილმა

წკეპლას პოლისჯოხი დაახვედრა.

- ბოდიშით, ქალბატონო მაია! მესმის, რომ თქვენ ღმერთი ბრძანდებით.

უკაცრავად კიდევ ერთხელ, ქალღმერთი, მაგრამ მაინც რას ფიქრობთ?

- რაას! ჰმ! - სამზარეულოს დახლს მოწყდა და ფანჯრისკენ დაიძრა, რომლის

ქვეშ მაგიდა იდგა, რომლის გარშემოც სკამები, რომლებზეც სტაჟიორი

გოგონები ისხდნენ, რომლებიც მანამდე გაფაციცებით ლუკას, ეხლა კი

დაძაბულად ათვალიერებდნენ მაიას. ნაბიჯ-ნაბიჯ, კაკუ-კაკუ კაფელიან

იატაკზე, თვალები მიყვნენ და მოყვნენ მაიას დიაგნოზის მომლოდინე. -

ტყუილია! - პირველი სიტყვა თქვა და ტემპერატურა აწია - ტყუილია, რომ

შენ ჯო დასენს შეხვდი - უკვე ფანჯარასთან იყო და შავგრემანს თავზე ედგა.

საწყალს კისერი მტკივნეულად მოეღრიცა, მორიდებისგან თვალს მაინც არ

აცილებდა მბრძანებელს. - მე გაგიშვი იმ მივლინებაში, სერგო სულ სხვა

ისტორიას ყვება, შენ კი ყოველ ჯერზე სხვა და სხვას. ესეც რომ არ იყოს ჯო

დასენი თუ არ ვცდები ათას ცხრაას ოთხმოც წელს გარდაიცვალა და

შესაბამისად ძაანაც, რომ მოენდომებინა ვერც შეგხვდებოდა ექვსი თვის

წინანდელ მივლინებაში - გოგონები აილეწნენ. ნუ ორი, მესამე პირზე

ხელაფარებული ქირქილებდა. გამოიცანით რომელი. შავგრემანს ფითრი

კანი კიდევ უფრო გაუფითრდა,მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა,სიამაყე

ნერწყვს ჩააყოლა, ეცადა სახეზე არ შეტყობოდა. შუამ თავი ჩაღუნა,ჯერ ვერ

გაეაზრებინა. ბოლო კი ისევ ქირქილებდა. ლუკა, ვითომ გაბრაზებული,

ხელებ გადაჯვარედინებული, წარბებქვეშიდან იყურებოდა.

- ვსიო მორჩა, აიშალეთ ეხლა და სამუშაოს მიხედეთ, გეყოთ ლაყბობა, აბა

დროზე! - ბრძანება მკაფიო და გასაგები იყო. გოგონები ნაკბენებივით

წამოხტნენ და ჩქარი ნაბიჯებით გაუყვნენ. - ლუკა შენ დარჩი! - სტაჟიორები

გავიდნენ სამზრეულოდან, კარებს მოშორებულნი აბუტბუტნენ.

ლუკას ჯერ კიდევ არ შეეცვალა პოზა, ღიმილი აეკიდა. ნელა, მაგრამ

გარდაუვლად უფრო და უფრო ჭიმავდა სახეს. მაიასაც გადასდო, სწრაფადვე დაეწია.

ორივეს ერთად აუტყდა ქირქილი. ერთ ერთს ხმა მაღლა მოუვიდა, წამსვე აყვა

მეორეც, მას კი უარესი ემართა. ბოლოს ხარხარამდე მერე კი ხორხოცამდე ავიდნენ,

მუცელზე იკიდებდნენ ხელს.

- კაი კაი, გვეყო! - ჯერ კიდევ იცინოდა

- კაი ჰო, კაი! - თვალებში ჩახედვაც ეკმარათ, ისევ ახორხოცდნენ

- უჰ, უჰ! - ძლივს სუნთქავდა მაია, ლუკაც.

- აბა რომელს ვტოვებთ? - ცრემლები მოიწმინდა.

- უჰ! - ამოისუნქა ლუკამაც - შავგრემანს უეჭველი არა. მარცხენას დიდი

წარმოდგენა აქვს თავის თავზე, მუშაობაში ჯიუტი იქნება,

ურთიერთობაშიც ცოტა უჟმურია. შუას ჯერ ვერ გადაუწყვეტია ნაშობა

ურჩევნია თუ შრომა. ისე კი ლამაზია, მაგრამ მერყევი, ადვილი სამართავი

იქნება. ათვისებით ყველას ქერა ჯობია. მე შენს ადგილას ბოლო ორს შორის

გავაკეთებდი არჩევანს.

- გასაგებია! - ჩაფიქრდა. წამის მერე - სერგო რას ამბობს?

- სერგომ, შუაში, რომ იჯდა იმან პროგრამები უკეთ იცისო,

მონდომებულიცააო, ქერაზე გამოუცდელიაო, თან მესამე კურსზეა, სხვებს

დამთავრებული აქვთ. ნუ არ ვიცი! ყველაფერი, რომ ავწონ დავწონოთ!

- შენ რომელს დატოვებდი? - ყავის ბოლო წვეთი მოყურწა

- ალბათ ქერას! - ჩაიღიმა- ხომ იცი ჯიუტები და ჭკვიანები მიყვარს - ტემბრი

დაარბილა, მახვილები გამოკვეთა, უცნაურად ახედა, ჩაიღიმა, მერე პაუზა

- კარგი, გასაგებია! - ვითომ ვერ შეამჩნია, გაატარა ეს უადგილო შეპარება -

მაშინ დავტოვოთ პერსპექტიული ქერა! - ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო

- ჰო ეგრე აჯობებს!

- შენ კი დანარჩენებს შეატყობინე -გასასვლელისკენ დაიძრა

- ოქეი!

კარებთან მისული მოტრიალდა, კეკლუცად გაუღიმა - სამში ლამაზის

დამშვიდება არ დაგავიწყდეეეს! - ცალი თვალი მოუჭუტა და სამზარეულო დატოვა.