ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის...

21
ლექცია 7 ხარაჩოების აგება; ადრე ნასწავლზე დაყრდნობა; შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა; 7.1. ხარაჩოების აგება როგორც მშენებლობისას აწყობენ ხარაჩოებს შენობის შესაკეთებლად ან ახალი სართულის დასამატებლად, ისევე გამოიყენება განათლებაში ხარაჩოს პრინციპი არსებული ცოდნის წვდომისთვის, მის გასაუმჯობესებლად და მისთვის ახალი მასალის დასამატებლად. განათლებაში ხარაჩოს პრინციპი არის დროებითი დამხმარე სტრუქტურა, რომლის გამოყენებასაც სწავლობენ მოსწავლეები სწავლის შედეგების მისაღწევად. მშობელი ხშირად გაუცნობიერებლად იყენებს ხარაჩოს პრინციპს, როდესაც შვილს ველოსიპედის ტარებას ასწავლის. თავდაპირველად ისინი გვამზადებენ, ველოსიპედსა და ბალანსის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან. სავარაუდოდ, გვეხმარებიან შიშთან ან დაკავშირებულ საფრთხეებთან გამკლავებაში. მოგვიანებით გვაძლევენ სამთვლიან ველოსიპედს, შემდეგ ველოსიპედს გვერდითი ბორბლებით, რომელიც წაქცევისგან გვიცავს. შემდეგ კი მშობლები ხსნიან ველოსიპედს გვერდით ბორბლებს და მორბიან ჩვენ გვერდით, ველოსიპედის სკამზე ხელმოკიდებულები, რათა წონასწორობა შეგვაკავებინონ. თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ხნით უშვებენ ხელს, სანამ, საბოლოოდ, ჩვენ მოვახერხებთ, დამოუკიდებლად გავისეირნოთ ველოსიპედით - მშობლების ქების თანხლებით. ჩვენ მშობლებთან ხელჩაკიდებულებმა ვისწავლეთ, თანდათან უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებით და მეტი დამოუკიდებლობის შეძენით. ინდივიდისთვის მნიშვნელობა სოციალური პროცესით იქმნება. „რას და როგორ ვსწავლობთ, ძალიან არის დამოკიდებული ჩვენს კომპანიაზე“ (გიბონსი 2002). ხარაჩოს პრინციპი შეიძლება აღიწეროს, როგორც მშობლის მიერ ხელშეწყობილი, სოციალურად საკმაოდ მკაცრი ინდივიდური სწავლის პროცესი. მას „მიჰყავს შემსწავლელები იმის იქით, რისი მიღწევაც მარტოა შესაძლებელი, ახალ სიტუაციებში მონაწილეობის მისაღებად და ახალი დავალებების დასაძლევად“ (გიბონსი, 2002). ხარაჩოს პრინციპი ეხმარება მოსწავლეებს ადრე მიღებული ცოდნის წვდომაში, მის ანალიზში, ახალი ინფორმაციის დამუშავებაში, ახალი მიმართებითი კავშირების შექმნასა და გაგების გაუმჯობესებაში. უფრო მეტიც, ის ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის უკეთ გაგებაში, ინერციის შეძენაში, დროის დაზოგვასა და მოკლევადიანი გამარჯვებებით სიამოვნებაში. ის ამცირებს ფრუსტრაციას და ამყარებს წარმატებას. მოკლედ, ხარაჩოს პრინციპი არის დაცული სასწავლო ტექნიკა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, მოტივაციას

Transcript of ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის...

Page 1: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

ლექცია 7

ხარაჩოების აგება; ადრე ნასწავლზე დაყრდნობა; შემოქმედებითი და

კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა;

7.1. ხარაჩოების აგება

როგორც მშენებლობისას აწყობენ ხარაჩოებს შენობის შესაკეთებლად ან ახალი სართულის

დასამატებლად, ისევე გამოიყენება განათლებაში ხარაჩოს პრინციპი არსებული ცოდნის

წვდომისთვის, მის გასაუმჯობესებლად და მისთვის ახალი მასალის დასამატებლად. განათლებაში

ხარაჩოს პრინციპი არის დროებითი დამხმარე სტრუქტურა, რომლის გამოყენებასაც სწავლობენ

მოსწავლეები სწავლის შედეგების მისაღწევად.

მშობელი ხშირად გაუცნობიერებლად იყენებს ხარაჩოს პრინციპს, როდესაც შვილს ველოსიპედის

ტარებას ასწავლის. თავდაპირველად ისინი გვამზადებენ, ველოსიპედსა და ბალანსის

მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან. სავარაუდოდ, გვეხმარებიან შიშთან ან დაკავშირებულ

საფრთხეებთან გამკლავებაში. მოგვიანებით გვაძლევენ სამთვლიან ველოსიპედს, შემდეგ

ველოსიპედს გვერდითი ბორბლებით, რომელიც წაქცევისგან გვიცავს. შემდეგ კი მშობლები ხსნიან

ველოსიპედს გვერდით ბორბლებს და მორბიან ჩვენ გვერდით, ველოსიპედის სკამზე

ხელმოკიდებულები, რათა წონასწორობა შეგვაკავებინონ. თანდათანობით უფრო და უფრო მეტი

ხნით უშვებენ ხელს, სანამ, საბოლოოდ, ჩვენ მოვახერხებთ, დამოუკიდებლად გავისეირნოთ

ველოსიპედით - მშობლების ქების თანხლებით. ჩვენ მშობლებთან ხელჩაკიდებულებმა ვისწავლეთ,

თანდათან უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებით და მეტი დამოუკიდებლობის შეძენით.

ინდივიდისთვის მნიშვნელობა სოციალური პროცესით იქმნება. „რას და როგორ ვსწავლობთ,

ძალიან არის დამოკიდებული ჩვენს კომპანიაზე“ (გიბონსი 2002). ხარაჩოს პრინციპი შეიძლება

აღიწეროს, როგორც მშობლის მიერ ხელშეწყობილი, სოციალურად საკმაოდ მკაცრი ინდივიდური

სწავლის პროცესი. მას „მიჰყავს შემსწავლელები იმის იქით, რისი მიღწევაც მარტოა შესაძლებელი,

ახალ სიტუაციებში მონაწილეობის მისაღებად და ახალი დავალებების დასაძლევად“ (გიბონსი, 2002).

ხარაჩოს პრინციპი ეხმარება მოსწავლეებს ადრე მიღებული ცოდნის წვდომაში, მის ანალიზში,

ახალი ინფორმაციის დამუშავებაში, ახალი მიმართებითი კავშირების შექმნასა და გაგების

გაუმჯობესებაში. უფრო მეტიც, ის ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის უკეთ გაგებაში,

ინერციის შეძენაში, დროის დაზოგვასა და მოკლევადიანი გამარჯვებებით სიამოვნებაში. ის ამცირებს

ფრუსტრაციას და ამყარებს წარმატებას. მოკლედ, ხარაჩოს პრინციპი არის დაცული სასწავლო

ტექნიკა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, მოტივაციას

Page 2: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა ენა ან წინასწარი ცოდნა -

რომლებიც საჭიროა რთული სამუშაოსთვის.

ხარაჩოს პრინციპი არაა მუდმივი დასაყრდენი. როდესაც ხარაჩოს ერთი ნაწილი ნელ-ნელა

შორდება მოსწავლეს, სწრაფად შენდება ახალი - ახალ საკითხში დასახმარებლად. გაითვალისწინეთ,

რომ ხარაჩოს პრინციპის საბოლოო მიზანი მოსწავლეების დახმარებაა გაგების გასაუმჯობესებლად,

ხარაჩოები მუდმივად ხელახლა შენების მდგომარეობაში არიან.

ხარაჩოები შესაძლოა ააშენონ მასწავლებლებმა, სხვა შემსწავლელებმა (ჯგუფები, წყვილები, ამ

თემას დაუფლებული მოსწავლეები, უფროსი მოსწავლეები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარებიან),

მასალამ, სტრუქტურირებულმა დავალებამ, მშობლებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა.

არსებობს ხარაჩოს პრინციპის მრავალი სტრუქტურა და სტრატეგია. მასწავლებელთა

უმრავლესობა ინტუიტიურად იყენებს ამ სტრატეგიებს ხარაჩოს ტექნიკის შესახებ ლიტერატურის

გაცნობამდეც კი. სტრატეგიებში შედის:

თავდაპირველად დახმარების გაწევა ლაპარაკის მცდელობისას, შემდეგ - ნაწილობრივ სწორი

პასუხისას და ბოლოს - სწორი პასუხისას;

პუნქტის ახსნა მოსწავლეების მიერ გამოყენებულ ენის რეესტრში;

თემის შესახებ გონებრივი იერიში ცოდნის არსებული დონის გასარკვევად;

ენობრივი საკითხების მიწოდება საჭიროებისთანავე;

საკვანძო ელემენტების მოხსენიებისას სინონიმებისათვის თავის არიდება;

დასარიგებელი ფურცლების მინდორზე შენიშვნების/ჩანაწერების განთავსება;

წინადადებების შემოკლება;

მასალის ნაწილებად დაყოფა;

ისეთი გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება, როგორებიცაა: ვენის დიაგრამები,

ცხრილები და სქემები;

მოსწავლეთათვის ერთდროულად მისაცემი დავალებების რაოდენობის შემცირება;

სწავლის პროცესში არსებული დაბრკოლებების შეფასება;

ტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟის მონიშვნა;

მოსწავლეების მიერ ტერმინთა საკუთარი სიტყვებით განმარტებების შემუშავების დავალება;

მოსწავლეების მიერ კლასისთვის ახსნა, თუ როგორ ამოხსნეს მათ მათემატიკური ამოცანა;

სურათებისა და რეალიების გამოყენება;

მოსწავლეების მიერ ტექსტის შეჯამება ყოველი აბზაცისათვის სათაურების მოფიქრებით;

მოსწავლეების მიერ საკითხავი პასაჟის შეჯამება საგაზეთო სათაურის მოფიქრებით;

მოსწავლის მიერ საწყისი ტექსტის 40-60 პროცენტის ამოჭრა (კონსპექტი);

მინიშნებების მიცემა და დამატებითი კითხვების დასმა;

Page 3: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

საწერ დავალებასთან ერთად საკვანძო ფრაზებისა და სიტყვების მიწოდება, რომლებიც

შესავლებში, გარდამავალ აბზაცებსა და დასკვნებში გამოიყენება;

მოსწავლეების დახმარება სწავლის პროცესის უკეთ გაგებასა და მართვაში.

7.2. ადრე ნასწავლზე დაყრდნობა

გაწაფულობა არ შემუშავდება უნარის არქონის კომპენსაციით, არამედ იმ დაკავშირებული

ცოდნისა და უნარების გაფართოებით, რომლებიც მოსწავლეს საკლასო ოთახში მოაქვს.

ყველა მოსწავლე აღწევს წარმატებას.

როგორც შენობის გარშემო აშენებულ ხარაჩოს სჭირდება მყარი საფუძველი, ასევე სჭირდება

საძირკველი ხარაჩოებს განათლებაში. „გაგებაში“ პროგრესი ნიშნავს „არსებულ ცოდნასთან

დაკავშირებას“ (პეტი, 2006). რამის უბრალოდ რეპროდუცირება არაა გაგების მტკიცებულება.

„მიმართებითი კავშირები არის წებო, რომელიც ენას მეხსიერებაში ამაგრებს“(პეტი, 2006), და

Page 4: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

პირველი მიმართებითი კავშირი, რომელიც უნდა გაკეთდეს, ადრე ნასწავლთანაა. სწორედ

არსებული ცოდნა და გაგების არსებული დონეა ახლის შესწავლის საფუძველი.

ეს ეხება არა მხოლოდ საგნის, არამედ ენის სწავლასაც. შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს,

გაიხსენონ ენა, რომელიც, მათი აზრით, გამოსადეგი იქნება მოცემული თემისათვის. ეს ენა შესაძლოა

დაიწეროს დაფაზე. თუმცა, ახალ ენობრივ საჭიროებებს მყარი საფუძველი სჭირდებათ

დასამაყრდნობად. ენის არსებული ცოდნა მყარი სასაფუძვლო ნაწილია; ასევეა შესასწავლ თემასთან

მოსწავლის დამოკიდებულება, შეხედულებები და გამოცდილება.

ენობრივი ცოდნა მყარდება მაშინაც, როდესაც მოცემულია ავთენტური კონტექსტი და

მოსწავლეებს მაშინვე შეუძლიათ ენის გამოყენება. კონტექსტის გარეშე გაკვეთილის წინ ენობრივი

მასალის მიწოდება, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტური იქნება, ვიდრე ჯერ კონტექსტთან პირადი

კავშირის დამყარება და შემდეგ ენობრივი საკითხების მიწოდება საჭიროებისას.

ენისა და საგნობრივი შინაარსის შესწავლა ერთმანეთს კარგად ეწყობა. ახალი ენის სწავლა ყველაზე

მარტივად ხდება გაგების ამჟამინდელი დონის შეფასებისას და ახალი შინაარსობრივი ცოდნის

მიღებისას, რომელიც გამოიყენება გაკვეთილზე გაგების ახალი დონის მისაღწევად.

ქვემოთ მოცემულია მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საგნის მასწავლებელმა დაიწყოს ფიზიკის

შესავალი. ის ამყარებს კავშირს და ახსენებს არსებულ ცოდნას, იყენებს ხარაჩოს სხვა ტექნიკებს

მოსწავლის მიერ ფიზიკის გაგების გასაღრმავებლად.

არსებულ ცოდნაზე დაფუძნების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზა არის

გონებრივი იერიში. ის თავისუფალი ასოციაციის ვარჯიშია. ირჩევთ რომელიმე თემას, მაგალითად,

სპილოებს, უსაფრთხოების საკითხებს სკოლაში, ალკოჰოლიზმს, როგორ ვაგრძნობინოთ სასტუმროს

კლიენტებს თავი კომფორტულად ან როგორ გადავჭრათ კონფლიქტები... მონაწილეები ამბობენ, რაც

აზრად მოუვათ ამ თემასთან დაკავშირებით. გონებრივი იერიშის საწყისი სესიის დასრულების

შემდეგ ხდება შედეგების ანალიზი. მოსწავლეები უნდა შეეცადონ სესიისას წარმოქმნილი პუნქტების

დაჯგუფებას ან კატეგორიზაციას.

CLIL-ში დავალებისათვის საჭირო სიტყვების ან გამონათქვამების გონებრივი იერიში მიღებული

პრაქტიკაა. გონებრივი იერიშის სესიის შედეგი შესაძლოა სიტყვების ბანკის შექმნა იყოს. სიტყვებისა

და გამონათქვამების კატეგორიზაცია შეიძლება შემდეგ ჯგუფებად: სახელები, ზმნები, ფრაზები,

გამონათქვამები აბზაცების დასაკავშირებლად და ა.შ.

პირველი ნაბიჯია გონებრივი იერიშის წესების განხილვა სტუდენტებთან ერთად. წესებში შედის:

არც ერთი იდეის ვერბალური კრიტიკა;

არც ერთი იდეის არავერბალური (გრიმასები, ჟესტები) კრიტიკა;

არანაირი კომპლიმენტები;

სხეულის ენა ნეიტრალურია;

ყველა იდეა ჩაიწერება;

Page 5: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

არასტანდარტული და თამამი იდეები მისაღებია;

უკვე ჩაწერილი იდეების განვრცობა მისაღებია;

რაოდენობა ხარისხზე მნიშვნელოვანია.

საკლასო ოთახის მენეჯმენტი

წესების მიუხედავად, დიდი შანსია, რომ მოსწავლეები კომენტარებს გააკეთებენ გონებრივი იერიშის მიმდინარეობისას წარმოქმნილ იდეებზე. ბევრი თავს შეიკავებს რაიმეს თქმისგან, მაგრამ ამოიოხრებს, გაიცინებს, მიმიკით ან სხეულის ენით გამოხატავს აზრს.

სცადეთ შემდეგი:

ჩაატარეთ გონებრივი იერიშის სესია იმის შესახებ, რატომ ეშინია ზოგიერთ მოსწავლეს მონაწილეობის მიღებისა;

ჩაატარეთ გონებრივი იერიშის სესია იმის შესახებ, თუ როგორ ვაკონტროლოთ კომენტარის გაკეთების ბუნებრივი მოთხოვნილება;

ხმამაღლა გაიმეორეთ წესი, როდესაც მას დაარღვევენ და შემდეგ მოუწოდეთ მოსწავლეებს, განაგრძონ გონებრივი იერიშის სესია;

ააღებინეთ მოსწავლეებს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თქვან - „არანაირი კრიტიკა“, როდესაც ვინმე დაარღვევს წესს.

გონებრივი იერიშის მიმდინარეობისას, სიტყვების უბრალოდ დაფაზე ჩამოწერის ნაცვლად,

შესაძლოა შექმნათ ქსელი (იხილეთ შემდეგი გვერდები). ქსელის ნებისმიერი წრის გამოყენება შეიძლება გონებრივი იერიშის ახალი ქვემიმდევრობის დასაწყებად.

მანამდე არსებულ ცოდნაზე წვდომა შესაძლოა სხვადასხვა გრაფიკული ორგანიზატორის

საშუალებითაც. მაგალითად, მიეცით თქვენს მოსწავლეებს შემდეგი ნახევრად დასრულებული

ორგანიზატორი „თევზის ფხა“. ქვემოთ წარმოდგენილი არის სპილოების შესახებ. ყველა ან

ქვესათაურთა უმრავლესობა მოცემულია. მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი ქვესათაურების

დამატება. ქვესათაურები დაეხმარება მოსწავლეებს მეტი ინფორმაციის გახსენებაში, ვიდრე უბრალო

გონებრივი იერიშის სესია.

- თავის ტკივილი;

- დიაბეტის ან კიბოს შანსის

გაზრდა;

- ალკოჰოლით მოწამვლა.

- გავიწყებს პრობლემებს;

- შესაძლოა ჩაიდინო

უპასუხისმგებლო

საქციელი, მაგალითად

ვანდალიზმი.

მოკლევადიანი

სარგებელი

პოტენციურად

გრძელვადიანი

შედეგებით

- უბედური

შემთხვევები;

- დამოკიდებულება; - ჯანმრთელობის

გრძელვადიანი

დაზიანება.

- მოკლევადიანი აღგზნება;

- ვითომ „სელებრითი“-სნაირი

ცხოვრების სტილი;

- მედია ხშირად

მომხიბვლელად

წარმოაჩენს;

- სასაცილოა/გასართობია

მხოლოდ სხვა მთვრალი

ადამიანებისათვის.

იქცევი მასხარად

რაღაც ახალი - გაცილებს შეზღუდვებს; - გაბედვინებს ისეთი რამის

გაკეთებას, რასაც ფხიზელი ვერ გააკეთებდი;

- გაყენებს რისკის ქვეშ.

- გინდა იყო ჯგუფის ნაწილი;

- არ ფიქრობს დამოუკიდებლად;

- რისკავ უფრო საშიში საქციელების ჩადენას.

მრავალი

ცუდი ეფექტი

გხდის ავად--

გართობა

- მანქანის მთვრალ

მდგომარეობაში ტარება;

- ვინმე უცხოსთან წასვლა;

- არაუსაფრთხო სექსი.

გაღებინებს ცუდ

გადაწყვეტილებებს გადაბმით

სმა თანატოლთა

ზეგავლენა სტრესის

მოშორება ექსპერიმენტირება

Page 6: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

„სწავლისათვის მომზადების“ ჩარჩო, მოცემული შემდეგ გვერდზე, ეხმარება არა მხოლოდ

არსებულ ცოდნაზე დაფუძნებას, არამედ ქმნის ფორუმს გრძნობებსა და დამოკიდებულებებზე

სალაპარაკოდ. თუ მოსწავლის დამოკიდებულება ახალი თემის მიმართ უარყოფითია, სჯობს ამაზე

წინასწარ იცოდეთ, რათა მოახერხოთ მოგვარება. თუ მოსწავლე იტყვის, რომ თემა უინტერესო ან

გამოუსადეგარია, არაა საჭირო განსჯა. მნიშვნელოვანია, დასვათ კითხვები და გამოარკვიოთ, რატომ

თვლის ის ასე. ასევე, უნდა შეამოწმოთ მოსწავლესთან, სწორად გაიგეთ თუ არა მისი მსჯელობა მისი

ნათქვამის გამეორებით.

რამდენიმე მოსწავლეს შეუძლია თქვას, თუ რატომ თვლის, რომ თემა მნიშვნელოვანია. მათ, ვინც

ამ თემის წინააღმდეგები არიან, და დანარჩენს კლასს შეგიძლია ჰკითხოთ, თუ როგორ შეიძლება თემა

მათთვის უფრო რელევანტური გახდეს. რადგან თემა, დიდი ალბათობით, კურიკულუმის ნაწილი

იქნება, მისი გამოტოვება არ შეიძლება. რაკი მარცხის შიში უარყოფით დამოკიდებულებას ქმნის

ხოლმე, კარგი იქნება მოსწავლეებთან ერთად იმის გამოკვლევა, თუ რა დაეხმარება მათ

კურიკულუმის ამ ნაკლებად სასიამოვნო ნაწილის გადალახვაში. შემდგომი ცხრილი შესაძლოა

დაგეხმაროთ მუშაობის პროცესში.

რა ვიცი როგორ ვისწავლე რას ვგრძნობ ამ თემასთან

დაკავშირებით რისი სწავლა მინდა

Page 7: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

7.3. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა

ტელევიზიის არსებობამდე ალბერტ აინშტაინი ხშირად მოგზაურობდა სალექციო ტურებზე თავის

მძღოლთან ერთად. ერთხელაც, როდესაც ისინი ერთ პატარა ქალაქში ჩავიდნენ ასეთი ტურით,

აინშტაინი დაეწუწუნა მძღოლს, რომ მობეზრდა ერთი და იმავე ლექციის ასე ხშირად გამეორება.

მძღოლმა უპასუხა: „როცა მოგინდება, როლები გავცვალოთ...“. აინშტაინი შეთავაზებას დასთანხმდა.

რაკი მძღოლს მისი ლექცია ასზე მეტჯერ ჰქონდა მოსმენილი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მან ისიც კი

შეძლო, რომ ლექციის დასასრულს ტიპური შეკითხვებისთვის გაეცა პასუხები. შემდეგ ვიღაცამ

მძღოლს ისეთი კითხვა დაუსვა, რომელზეც მან პასუხი არ იცოდა. აინშტაინი სავარძელში ჩაეშვა,

იფიქრა, გამოგვიჭირეს ტყუილშიო. მაგრამ მძღოლმა, რომელმაც აინშტაინის როლის თამაში

განაგრძო, კითხვის დამსმელს მიუგო: „იცით, ეს კითხვა ისეთი ადვილია, დარწმუნებული ვარ, ჩემი

მძღოლიც კი, რომელიც აქვე ზის, მოახერხებს პასუხის გაცემას.“

ამ ამბის მორალი? შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას შეუძლია თქვენი რთული

სიტუაციიდან გამოძვრენა, გენიოსსაც კი შეიძლება აჯობოთ აზროვნებაში.

შემოქმედებითი აზროვნება გულისხმობს იდეების, პროცესების, ობიექტების, მიმართებითი

კავშირების, სინერგიებისა და ხარისხიანი კავშირების შექმნას/გენერირებას ან გავრცობას.

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილის შეფასებას.

პრაქტიკულ დონეზე, განათლების კონტექსტში, კრიტიკული აზროვნება შეიძლება აღიწეროს,

როგორც მენტალური პროცესი, რომელსაც შემსწავლელები იყენებენ თავიანთი აზროვნებისა და

სწავლის პროცესის დასაგეგმად, აღსაწერად და შესაფასებლად“ (მოსელეი და სხვანი, 2005). ჩვენი

აზროვნების ხარისხის გაუმჯობესებით ჩვენ ვაუმჯობესებთ სწავლის პროცესს.

თუმცა შემოქმედებითი აზროვნებაც მნიშვნელოვანი ელემენტია ეფექტური დაგეგმვისათვის, ან,

როგორც მინიმუმ, მას აქვს დაგეგმვის გაუმჯობესების პოტენციალი. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

პრობლემების ანალიზისას და გადაჭრისას ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე მათი გადაჭრის

სხვადასხვანაირ გზას. შემოქმედებითობის გამოყენება შესაძლოა ჩვენი იდეების სხვებისთვის უკეთ

ასახსნელად და ჩენი გეგმებისა და შედეგების უნიკალური პერსპექტივიდან ევალუაციისთვისაც კი.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განცალკევება რთულია, ისინი ძალიან არიან

ერთმანეთთან გადახლართულები.

უფრო მეტიც, ჩვენს ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და გრძნობებს გავლენა აქვთ ჩვენს

აზროვნებაზე. ამგვარად, უნდა შევისწავლოთ ამ ელემენტების გავლენა ჩვენი აზროვნების პროცესზე.

მაგალითად, თემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში, ჩვენი სწავლის უნარზე

Page 8: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

მოახდენს გავლენას. ჩვენი გონება, უფრო დიდი ალბათობით, უარყოფს ინფორმაციას, რომლის

მიმართაც უარყოფითი გრძნობები გვაქვს.

ჩვენი გონების ემოციურ მდგომარეობას შეუძლია სწავლის პროცესის გაუმჯობესება ან გაუარესება.

დადებითი ემოციები „აძლიერებს მოქნილად და უფრო ღრმა აზროვნების უნარს, რითაც

პრობლემების გადაჭრის პოვნას აიოლებს“(გოლემანი, 1995). და, პირიქით, „როდესაც კონცეფცია

ებრძვის ემოციას, ემოცია თითქმის ყოველთვის იმარჯვებს“ (სოუსა, 2001). რთულია რაციონალურად

აზროვნება, როდესაც ადამიანი გადატვირთულია უარყოფითი გრძნობებითა და შიშით. ამგვარად,

„დადებით, მხიარულ გარემოში შემსწავლელები, უფრო დიდი ალბათობით, აღწევენ სასურველ

შედეგებს, იმახსოვრებენ და შეუძლიათ თვითშეფასება“ (იენსენი 1996, ციტირებული ვრაითის მიერ,

2005).

რაკი მნიშვნელობა სოციალური პროცესში მონაწილეობით კონსტრუირდება, კრიტიკული

აზროვნებაც სოციალურ პროცესებთანაა დაკავშირებული. საკითხების გაგება, რომელთაც ჩვენ

ვაღწევთ და პრობლემის გადაწყვეტები, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ, გარკვეულ დონეზე უნდა

ემთხვეოდეს სხვებისას. როგორც მინიმუმ, სხვები მზად უნდა იყვნენ ჩვენი შეხედულებების

მისაღებად.

პედაგოგთა უმრავლესობა მუშაობს იმ დაშვებით, რომ აზროვნების ხარისხის გაუმჯობესება

შესაძლებელია სხვების მხარდაჭერით, იქნებიან ესენი მასწავლებლები, მენტორები, თანატოლები თუ

მშობლები. ქვემოთ მოცემულია მოსწავლეთათვის მხარდაჭერის გზები კრიტიკული აზროვნების

უნარების დასახვეწად.

არსებობს მრავალი ჩარჩო აზროვნებისათვის. ეს აადვილებს, რომ გავაანალიზოთ ჩვენივე ნაფიქრი.

ისინი აადვილებენ მეტაკოგნიტიური პროცესების გაგებას და საკუთარი ფიქრების/აზრების მართვას.

როგორც მასწავლებლებს, ჩვენ შეგვიძლია მათი გამოყენება მოსწავლეების დასახმარებლად, რომ

გახდნენ დამოუკიდებელი შემსწავლელები, რომელთაც უფრო ეფექტურად შეეძლებათ საკუთარი

ფიქრისა და მეხსიერების მართვა.

საგანმანათლებლო წრეებში კრიტიკული აზროვნების ყველაზე გავრცელებული მოდელი ბლუმის

ტაქსონომიაა. ის ამბობს, რომ ყველა შემსწავლელს სჭირდება როგორც დაბალი, ისე მაღალი დონის

სააზროვნო უნარების გამომუშავება. სირთულის ექვსი დონე იწყება პრაქტიკული ქვედა რიგიდან

(მაგ. დიაგრამის დასათაურება) და ადის უფრო აბსტრაქტულ და კომპლექსურ მაღალი რიგის

უნარებამდე (მაგ., კრიტიკული შეფასება). თუმცა, ყველა მასწავლებელს არ მიაჩნია ბლუმის მოდელის

ყველა დონე ადვილ გამოსაყენებლად. ბლუმსა და მის კოლეგებთან თანამშრომლობით ანდერსონმა

და კრათვოლმა (2000) შექმნეს ბლუმის ტაქსონომიის მოდიფიცირებული ვერსია.

Page 9: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოდიფიცირებული ტაქსონომია განსაკუთრებით მოსახერხებია მოსანიშნი

სიის როლში. ჩვენი აზრით, თუკი დავალებათა უმრავლესობა ასოცირებულია:

ახალი ცოდნისა და გაგების გამოყენებასთან;

ახალი ცოდნისა და გაგების ამ გამოყენების ეფექტურობის ანალიზთან;

დავალების შესრულებისა და სწავლის პროგრესის შეფასებასთან; და

რაიმე ახლის შექმნასთან;

მაშინ ეს მიგვიყვანს სწავლის უფრო მაღალ დონემდე. ეს, ასევე, გამოიწვევს ფაქტების უკეთ

გახსენებას. ფაქტობრივად, „დამახსოვრებისა“ და „გაგების“ დონეები ჩაშენებულია ისეთ

აქტივობებში, როგორებიცაა ანალიზი, შეფასება და შექმნა.

ბლუმის ტაქსონომიაც და ანდერსონისა და კრათვოლის განახლებული ვერსიაც, პირამიდასთან

ერთად, გვაწვდის ზმნათა სერიას, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს პირამიდის გამოყენებაში.

მაგალითად, პირამიდის ზმნა „ანალიზთან“ ერთად მოცემულია სხვა ზმნებიც, რომლებიც დაეხმარება

პედაგოგებს სასწავლო აქტივობების დაგეგმვაში. ამ ზმნებში შედის განსხვავება, ორგანიზება,

ატრიბუტირება, მიმდევრობა, დანაწილება და გარჩევა. ამ სიების პოვნა ადვილად შეიძლება

ინტერნეტის საძიებო სისტემებში „beyond Bloom“ ან „Bloom’s Taxonomy“-ს ჩაწერით.

არსებობს კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობის მრავალი ჩარჩო. მომდევნო გვერდებზე

მოცემული არაიერარქიული ზმნების სია შესაძლოა მივიჩნიოთ ერთ-ერთ ასეთ ჩარჩოდ. ის არაა

სისტემური მთლიანობა, არამედ ზოგადი გიდი ისეთი აქტივობების შესამუშავებლად, რომლებიც

ხელს უწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას. ის შეიცავს გარკვეულ

გადაფარვებს. შექმნილია, ძირითადად, სტალისა და მერფის აზროვნებისა და სწავლის ჩარჩოებზე

დაფუძნებით, სხვა კოგნიტიური (და აფექტური) განვითარების მოდელების ელემენტებთან

კომბინირებით. ამგვარი მოდელია, მაგალითად, ქუელმატზის, პრესეისენის, ჰალპერნის ან პერის

Page 10: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

(წარმოდგენი მოსელის და სხვ. მიერ, 2005). ზმნები წარმოადგენს მოსანიშნ სიას, რომლითაცაც

შესაძლებელია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების შემუშავების სტრატეგიების

გაფართოება. მას შეუძლია „სანელებელმეტრის“ ფუნქციის შესრულება - კარგია ძველი

გამონათქვამის გათვალისწინება, რომ მრავალფეროვნება ცხოვრების სანელებელია.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ ზმნების სიის გამოყენება

საკლასო ოთახში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების შემუშავების მხარდასაჭერად. ეს

ზმნები ეხმარება ფაქტების განსაღვრას; სხვადასხვა პროცესის, მათ შორის სწავლის პროცესის,

თვალის მიდევნებას; დამოკიდებულების, ემოციებისა და ღირებულებების ანალიზს; და ხელს

უწყობს სააზროვნო უნარებისა და ემოცური ინტელექტის შემუშავებას შემსწავლელისათვის ახალი

ცოდნისა და გამოცდილებების შესაქმნელად.

დაფასება (სხვების გაგება, როგორც საკუთარი თავისა)

დაწყებითი სკოლა: მოსწავლეები ასახლებენ ორ მიზეზს, თუ რატომ აფასებენ ისინი ორ

მნიშვნელოვან პიროვნებას.

საშუალო სკოლა: მოსწავლეები ხსნიან, თუ პიროვნება, რომელსაც ისინი ძალიან აფასებენ:

როგორ აგრძნობინებს მათ თავს;

როგორ იქცევა მათ მიმართ

როგორ ეხმარება მათ რაღაცების უფრო გარკვევით დანახვაში.

პროფესიული სასწავლებელი: სტუდენტები ხსნიან ხუთ რამეს, რაც მოსწონთ თავიანთ

პროფესიულ სფეროში. მოსწავლეები ასახელებენ ხუთ დამოკიდებულებას, რომელთაც ისინი

დააფასებენ კოლეგებში.

მინიჭება (რაღაცების ცალკე გადადება კონკრეტული მიზნისათვის)

დაწყებითი: მოსწავლეები აღწერენ ადამიანის თვისებებს, რომლებიც ცხოველებში გვხვდება და

პირიქით.

საშუალო: მოსწავლეები ანიჭებენ გარემოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას

სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს და სთავაზობენ გადაჭრის გზებს.

მოსწავლეები ანიჭებენ ფორმულაში ჩაწერილ ასოებს მათემატიკურ მნიშვნელობებს.

პროფესიული: სტუდენტები აძლევენ ჯგუფის წევრებს სხვადასხვა როლსა და დავალებას და

შემდეგ ზომავენ, თუ რამდენად სამართლიანად იყო სამუშაო განაწილებული.

Page 11: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

ასოცირება (რაღაცების დაკავშირება ერთმანეთთან)

დაწყებითი: მოსწავლეები აწყობენ ჩიტებს მასწავლებლის მიერ შექმნილი ჩიტის პაზლის

ნაწილების აწყობით. კისრისა და თავის ნაწილები ისეა ამოჭრილი, რომ ყოველი თავი ყოველ ჩიტს

მოერგება.

ერთი მოსწავლე იტყვის განსაზღვრებას და სხვებმა უნდა გამოიცნონ სიტყვა ან გამონათქვამი.

მოსწავლეები აწყვილებენ მოცემულ პასუხებს კითხვებთან.

საშუალო: მოსწავლეები ქმნიან ანალოგიას ადამიანის სხეულსა და სამყაროს ეკოსისტემას შორის,

მაგალითად, რაიმე საკვანძო კომპონენტის დაზიანების გავლენის იდენტიფიცირებით.

პროფესიული: მოსწავლეები ინტერვიუებს იღებენ დასაქმებული ადამიანებისაგან იმის

გამოსარკვევად, თუ როგორ შეუძლიათ დამატებით უნარებს, როგორებიცაა გუნდური მუშაობა და

პოზიტიური აზროვნება, წარმადობისა და პროდუქციის რაოდენობის გაზრდა.

კლასიფიკაცია (კატეგორიებში განაწილება)

დაწყებითი: ყოველი ბავშვი დადებს ერთ ფეხსაცმელს გროვაზე. მოსწავლეები წყვეტენ, თუ როგორ

დაალაგონ ისინი, მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა, გოგოსია თუ ბიჭის, სპორტულია თუ

არა, ტყავისაა თუ არა, ხელოვნური მასალაა თუ არა, სანდალია თუ არა, ბოტასია თუ არა, რა ფერია და

ა.შ. ეს აქტივობა შესაძლოა გამოიყენოთ მათემატიკის ინტეგრაციისათვის ენაში, დიაგრამებისა და

ცხრილების შექმნითა და ანალიზით (რამდენი ტყავის ფეხსაცმელია აქ? წინადადებები, რომლებიც

იყენებენ შედარებს სიტყვებით მეტი, ნაკლები; წინადადებები, რომლებიც უპირატესობას

გამოხატავენ).

მოსწავლეები ალაგებენ ლექსიკას კატეგორიებში „რთული სიტყვები“ და „მარტივი სიტყვები“.

საშუალო: მოსწავლეები ახდენენ ადგილობრივი პარკის ეკოსისტემის კლასიფიკაციას

მწარმოებლების, მომხმარებლების, გამხრწნელების, მტაცებლებისა და მსხვერპლის კატეგორიებად.

ისინი განსაზღვრავენ თითოეული ჯგუფის საფრთხეებს, რომლებსაც ბუნებრივი ბალანსის დარღვევა

შეუძლია, და წარმოადგენენ თავის არიდების სტრატეგიების შემოთავაზებებს.

პროფესიული: ექთნობის შემსწავლელი სტუდენტები ახდენენ იმ ეთიკური პრობლემების

კლასიფიკაციას, რომელთაც, დიდი ალბათობით, შეხვდებიან სამუშაოზე. ისინი შეიმუშავებენ

საპასუხო სცენარებს და აანალიზებენ პოტენციურ შედეგებს.

შესაძლოა მოცემული თემის ან კლასიფიკაციის განსახილველად საჭირო საკვანძო ფრაზების,

სახელებისა და ზმნების სიად ჩამოწერა.

Page 12: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

კომბინირება (რაღაცების ერთ მთლიანად ქცევა)

დაწყებითი სკოლა: მოსწავლეები ათვალიერებენ პატერნებს და ირჩევენ პატერნების ბლოკებს,

რომლებიც ქმნიან მთელს თემას. ვთქვათ, საგნები, რომლებიც წრიულები და მრავალფენიანები არიან,

მაგალითად, ხეები და მზის სისტემა.

მოსწავლეები აერთიანებენ ერთი შეხედვით დაუკავშირებელ სიტყვებს ერთ წინადადებად

(ფოტოსინთეზი, პლანეტები, დილა, ტაბლეტები, პარიზი, დაობებული, მოდის შოუ).

ფოტოსინთეზი, ტაბლეტები და პლანეტები იყვნენ დაობებული ბებერი პარიზის დილის შოუს

ინსპირაცია.

საშუალო: მოსწავლეები განიხილავენ, თუ როგორ უწყობს ხელს სხვადასხვა ფაქტორი ერთ-ერთ

სოციალურ პრობლემას, მაგალითად, ვანდალიზმს.

მოსწავლეები წარმოიდგენენ, რა მოჰყვებოდა ორი ცნობილი და ძალიან განსხვავებული ადამიანის

ერთად მუშაობას, მაგალითად, ორ ძალიან განსხვავებულ მხატვარს რომ დაეხატა პორტრეტი,

ვთქვათ, ლეონარდო და ვინჩისა და ენდი ვორჰოლის, ან თვითმფრინავი რომ გამოეგონათ ძმებ

რაიტებს და მოდაში გარკვეულ დევიდ ბექჰემს.

პროფესიული: სტუდენტები ჩამოთვლიან ნარკოტიკების სხვადასხვა კომბინაციის მიღების

სერიოზულ ფიზიკურ და მენტალურ შედეგებს.

მოსწავლეებს ეძლევათ სახელების, ზმნების ან/და ზედსართავების სია, რომელთაც ისინი

აერთიანებენ აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქციად (მაგ., გაზომვა, ფართობი ამოთხრა, ტესტი,

დადება, პატერნი, ზედამხედველი).

გაზომეთ შიდა ეზოს ფართობი. ამოთხარეთ გამოსაცდელ ფართობზე. დააწყვეთ აგურები

პატერნზე. სთხოვეთ ზედამხედველს დამტკიცება. დაიწყეთ მუშაობა.

პასუხისმგებლობა (პასუხისმგებლობის გაგება და მიღება)

დაწყებითი: ჩართეთ მოსწავლეები პროექტში, რომელიც აძლიერებს პასუხისმგებლობას. ამის

მაგალითია მოხალისეობა მოხუცთა თავშესაფარში ან ცხოველთა ქველმოქმედებაში. მოსწავლეები

დაწერენ საკუთარ გამოცდილებებზე.

საშუალო: გამოიკვლიეთ ჯგუფებში უცხო ქვეყანაში სკოლის მიერ ბავშვის დაფინანსების

აპლიკაციები და პასუხისმგებლობები, მაგ. მოკლე და გრძელვადიანი პასუხისმგებლობები, ფასები,

აქტივობები, ლიდერობა, ლობიზმი, მოხსენება და ჩართული ინდივიდების ემოციურად და

ფიზიკურად კარგად ყოფნა.

პროფესიული: სტუდენტები აანალიზებენ ინდუსტრიის ეთიკური კოდის უკან არსებულ

მსჯელობას და ფიქრობენ ამგვარი კოდის დარღვევის იმპლიკაციებზე. მაგალითად, საჰაერო

ხომალდების მექანიკოსები შეთანხმებულები არიან, რომ არ გამოიყენონ ნაწილები სერიული

Page 13: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

ნომრების გარეშე. არასერტიფიცირებული ნაწილი შესაძლოა ცუდი ხარისხის იყოს და სერიოზული

უბედური შემთხვევები გამოიწვიოს.

შედარება (მსგავსებებისა და განსხვავებების იდენტიფიცირება)

დაწყებითი: მოსწავლეები ადარებენ ერთი კლასის მიერ გადაყრილი ნაგვის რაოდენობას და ტიპს

მეორე კლასისას.

მოსწავლეები ადარებენ ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა ხალხის ან ავტორის მიერ აღწერების

მსგავსებებსა და განსხვავებებს.

მოსწავლეები ადარებენ ბლოგებსა და ჟურნალებში გამოყენებულ ენას.

საშუალო: მოსწავლეები ხატავენ ღამის ცას და ადარებენ მას სახელმძღვანელოს ნახატს.

მოსწავლეები ადარებენ ტექსტურ შეტყობინებებს იმეილებს, აღწერენ ლექსიკის გამოყენებას,

აბრევიატურას, პუნქტუაციას, სტილს, მისალმებას, სიგრძესა და მიზანს შორის არსებულ

განსხვავებებს.

პროფესიული: სტუდენტები უყურებენ ვიდეოებს და ადარებენ სხვადასხვა კულტურის

ინტერპერსონალურ სტილებს.

მოსწავლეები ადარებენ მომხმარებელთა მომსახურებაში და საწყობში დასაქმებულთა ენას.

კონდენსირება (ტექსტის მთავარი არსის დისტილაცია)

დაწყებითი: მოსწავლეები ამცირებენ ისტორიას ქვესათაურებამდე.

მოსწავლეებს დაჰყავთ განმარტება ერთ სიტყვამდე.

შუალედური: მოსწავლეები წერენ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე თანამედროვე

საგაზეთო სტატიის სტილში, თითქოს ის თანამედროვე, მიმდინარე სიახლე იყოს.

პროფესიული: სტუდენტებს დაჰყავთ დამსაქმებლის წესები და რეგულაციები განზოგადებამდე,

მაგალითად,

დაიბანეთ ხელები, სანამ საჭმელს შეეხებით

განაცაკლევეთ მომზადებული და მოუმზადებული საკვები

ჰიგიენა უნდა იყოს დაცული პირად და სამუშაო დონეებზე.

კონვერტაცია/გარდაქმნა (საგნის ან ინფორმაციის მახასიათებლების შეცვლა)

დაწყებითი: მოსწავლეები გარდაქმნიან შერეული წილადებს არაწესიერ წილადებად.

მოსწავლეები გარდაქმნიან სასაუბრო ენაზე დაწერილ წინადადებებს განსხვავებულ რეგისტრად.

მაგალითად, მოსწავლის მიერ სამეცნიერო ექსპერიმენტის ვერბალური აღწერა შეიძლება ჩაიწეროს

სამეცნიერო მოხსენების სახით.

Page 14: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

საშუალო: მოსწავლეები გარდაქმნიან კლასის მიერ კვირის განმავლობაში გამოყენებულ ენერგიას

ნახშირბადის ნაკვალევად.

პროფესიული: სტუდენტები გარდაქმნიან 5 პორციის რეცეპტს 500 პორციად.

მოსწავლეები გარდაქმნიან სამზარეულოში პერსონალს შორის გამოყენებულ წინადადებებს ისეთ

წინადადებებად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია კლიენტებთან. მაგალითად „უუჰ, საშინლად

ცხარე!“-ს ნაცვლად „ეს კერძი საკმაოდ პიკანტურია, ქალბატონო“.

განსაზღვრა (საკვანძო ღირებულებების ან/და მახასიათებლების განსაზღვრა)

დაწყებითი: მოსწავლეები განსაზღვრავენ ამინდთან დაკავშირებულ ტერმინებს.

მოსწავლეები გამოიცნობენ ვინმეს მიერ ჩაფიქრებულ სიტყვას ან გამონათქვამს „კი ან არა

პასუხიანი“-კითხვების დასმით.

საშუალო: მოსწავლეები შეიმუშავებენ მათემატიკის, მეცნიერებების (საბუნებისმეტყველო

საგნების), ლიტერატურისა და გეოგრაფიის ტერმინების საკუთარ განსაზღვრებებს.

მოსწავლეები ხსნიან გამოცანებს.

პროფესიული: სტუდენტები განსაზღვრავენ სამუშაო პროცესებს, როგორებიცაა: შეწვა, მოხარშვა,

შემოწმება, დაჭრა, დაფქვა, არევა, აწონვა და გაზომვა.

აღწერა (საგნის ან ინფორმაციის მახასიათებლების მოხსენება)

დაწყებითი: მოსწავლე აღწერს ობიექტს ან კონცეფციას და სთხოვს სხვა მოსწავლეებს, გამოიცნონ

იგი.

სტუდენტებს - ა-ს და ბ-ს, აქვთ ერთი და იმავე ცხოველის ნახატები. ცხოველები თითქმის

იდენტურები არიან, მაგრამ თითოეულ ფოტოში რამდენიმე მახასიათებელი ოდნავ განსხვავებულია.

სურათების ერთმანეთისთვის ჩვენების გარეშე მოსწავლეები ცდილობენ ერთად მუშაობით

აღმოაჩინონ განსხვავებები (ეს აქტივობა შედარების მაგალითიცაა).

საშუალო: მოსწავლე ა აღუწერს ნახატს მოსწავლე ბ-ს, მისი ჩვენების გარეშე. მოსწავლე ბ დახატავს

ნახატს ა-ს აღწერის მიხედვით. მოსწავლე ა შეხედავს შედეგს და იტყვის, თუ რა ცვლილებებია

საჭირო. შემდეგ ორივე ადარებს ნახატს ორიგინალს, აფასებს თავიანთ თანამშრომლობას და გამოაქვს

დასკვნები. ამ აქტივობის გამოყენება შესაძლოა გეომეტრიული ფიგურების სერიების დასახაზად ან

მათემატიკაში სხვადასხვა ობიექტის ზომების აღსაწერად.

პროფესიული: სტუდენტი ა აღწერს ელექტრულ სქემას, რომელსაც სტუდენტი ბ დახაზავს.

სტუდენტი ა შეხედავს შედეგს და იტყვის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სტუდენტები ადარებენ

ნახატს ორიგინალს, აფასებენ თავიანთ თანამშრომლობას და გამოაქვთ დასკვნები. ამის შემდეგ

სტუდენტები ასრულებენ დავალებას ვიზუალურ, აუდიტორულ და კინესთეტიკურ

შემსწავლელთან. ისინი აფასებენ, შესრულდა თუ არა დავალება წარმატებით.

Page 15: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

დანიშვნა (რაიმესათვის სახელის, სათაურის ან ფუნქციის მინიჭება)

დაწყებითი: მოსწავლეები აანალიზებენ სხვადასხვა სამაგიდო თამაშს იმის გადასაწყვეტად, თუ

რომელს სჭირდება უფრო მაღალი დონის უნარი. ისინი ჯგუფებში ქმნიან საკუთარ სამაგიდო თამაშს,

რომელსაც მაღალი დონის რამდენიმე სააზროვნო უნარი სჭირდება.

საშუალო: მოსწავლეები შეისწავლიან საჰაერო ფოტოებს და ნიშნავენ, სად შეიძლება მიწის

გამოყენება და რისთვის (მაგ. აგრიკულუტურა, ინდუსტრია, რეკრეაცია, ბუნებრივი რეზერვი). ისინი

ასაბუთებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

პროფესიული: სტუდენტები ასახელებენ ყველა ხელსაწყოს, რომლებსაც იყენებენ

ელექტროწრედის ელემენტებს მიკროფონში ან საჰაერო ხომალდის ფრთაში.

სტუდენტები უსმენენ დიალოგს და ნიშნავენ, თუ ენის რომელი რეგისტრი გამოიყენება

(ფორმალური, სალაპარაკო, პროფესიული, არაპროფესიული და ა.შ.).

დისკრიმინირება (ზოგიერთი საგნისა ან ინფორმაციის მიმართ სხვებისაგან განსხვავებულად

მოქცევა)

დაწყებითი: მოსწავლეები ხსნიან, როგორ იქცევიან ისინი ვინმესთან, ვისაც ენდობიან, არ

ენდობიან, მოსწონთ ან არ მოსწონთ; როგორ იქცევიან ისინი მეგობართან, უცნობთან ან მჩაგვრელთან.

საშუალო: მოსწავლეები ახდენენ კლასელებთან ურთიერთობაში ქცევის არაჯანსაღი პატერნების

ჯანსაღი პატერნებისაგან დისკრიმინირებას.

მოსწავლეები აანალიზებენ ორი გაზეთის მიერ ერთი და იმავე თემის დამუშავებისას არსებულ

განსხვავებებს.

მოსწავლეები გამოყოფენ არსებით ინფორმაციას არაარსებითისაგან წიგნის თავში, მოხსენებაში,

ინსტრუქციაში ან პრეზენტაციაში.

პროფესიული: სტუდენტები განსაზღვრავენ, თუ როგორ შეიძლება მაღალხარისხიანი და

დაბალხარისხიანი პროდუქტების განსხვავება.

სტუდენტები განსაზღვრავენ პროფესიულ კლასში შექმნილი პროდუქტების გაზომვის

კრიტერიუმებს.

სტუდენტები განსაზღვრავენ, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხო და საშიში სამუშაო გარემოების

ერთმანეთისაგან განსხვავება.

სტუდენტები ასხვავებენ საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟის ან მანქანის კორპუსის დაზიანებების

სხვადასხვა ტიპს.

Page 16: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

განვრცობა (იდეის განვითარება)

დაწყებითი: მოსწავლეები წერენ იმ ზღაპრის გაგრძელებას, რომელიც ახლახან წაიკითხეს.

საშუალო: მოსწავლეები იძლევიან განსაზღვრების განვრცობილ განმარტებას. მაგალითად, თუ

ისტორიულ პიროვნებაზე ნათქვამია, რომ ის მემარჯვენე იყო, მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რა

პოლიტიკას ემხრობოდა და რას ებრძოდა ეს ადამიანი.

პროფესიული: სტუდენტებს ეძლევათ სიტყვა „პროფესიონალიზმის“ განმარტება ლექსიკონიდან.

ისინი განსაზღვრავენ, რას ნიშნავს ეს სიტყვა პირადად მათთვის და აღწერენ, მათი აზრით, როგორ

იქცევიან პროფესიონალები სამუშაო ადგილზე.

მიზეზ-შედეგობრიობის იდენტიფიცირება (იმის განსაზღვრა, თუ რა არის მოვლენის გამომწვევი და

რა შედეგს მოიტანს ეს მოვლენა)

დაწყებითი: როდესაც მოსწავლე გულნატკენია, შეჩერდით და სთხოვეთ მას, ახსნას, თუ რას

გრძნობს. მან, ასევე, უნდა აღწეროს, თუ რა მოხდა. ეს, ძირითადად, ამშვიდებს მოსწავლეს, რადგან

საჭიროა ფიქრი. თუ მოსწავლე რომელიმე კლასელის ქმედების გამოა გულნატკენი, განსაზღვრეთ

ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კლასელი შეიძლებოდა ამგვარად მოქცეულიყო. შემდეგ შესთავაზეთ

სიტუაციის მოგვარების ორი შესაძლო ვარიანტი.

საშუალო: მოსწავლეები აანალიზებენ დომინოს ეფექტს და ეძებენ ისტორიულ მაგალითებს, სადაც

ეს მოხდა. მოსწავლეებს შეუძლიათ იმის მოძებნაც, როდესაც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ

დომინოს ეფექტი ერთ შედეგს მოიტანდა და მან სხვა მოიტანა.

მოსწავლეები უყურებენ ნახატებს და ახდენენ მასზე გეომეტრიული ფიგურების (როგორებიცაა:

კვადრატები, წრეები, სამკუთხედები, რომბები და პარალელოგრამები) იდენტიფიცირებას. შემდეგ

ისინი აანალიზებენ ამ ფიგურების ეფექტს ნახატზე.

მოსწავლეები ახდენენ არაპროდუქტიული ქცევებისა და მათი შედეგების იდენტიფიცირებას.

პროფესიული: სტუდენტები შეისწავლიან სამუშაო ადგილზე არსებულ ათ პრობლემას და

წყვეტენ, რა მიმართებაშია თითოეული მათგანი დანარჩენ ცხრასთან. მაგალითად, მოსწავლეებს

შეუძლიათ განსაზღვრონ მოცემული პრობლემებიდან თითოეულისთვის, სხვების მიზეზია იგი თუ

შედეგი.

დროის ნაკლებობა;

ძალიან ბევრი სამუშაო;

უკმაყოფილო კლიენტი;

დაძაბულობა პერსონალს შორის;

დაბალი მორალური მდგომარეობა;

შეუვსებელი პოზიციები;

გაყიდვებში ბრუნვის ნაკლებობა;

Page 17: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

დაბალი მოგება;

ძველი აღჭურვილობა/მოწყობილობა;

პარკირების ადგილის არარსებობა.

ამის შემდეგ სტუდენტები წყვეტენ, თუ რა თანმიმდევრობით უნდა დაიწყონ ამ პრობლემების

მოგვარება.

წარმოსახვა / წარმოდგენა (მენტალური სურათის ფორმირება)

დაწყებითი: მოსწავლეები ხელებს მერხებზე აწყობენ და თვალებს ხუჭავენ. წარმოადენინეთ, რომ

ისინი კარის სახელურზე მცხოვრები ვირუსები არიან და სხეულში შესვლა უნდათ. სხეულის რა

წერტილებიდან სცდიდნენ შესვლას? როგორ შევიდოდნენ ისინი სხეულში? სხეულში შესვლის მერე

საით წავიდოდნენ? რა პრობლემებს გამოიწვევდნენ ისინი სხეულში?

მოსწავლები წარმოიდგენენ, რომ ისინი აცტეკები არიან. ისინი ხედავენ მაღალ, ოთხფეხა

ცხოველებს და უცნაურად ჩაცმულ კაცებს (კორტეზს და მის ხალხს), რომლებიც სწრაფად

უახლოვდებიან მათ ტაძარს. დააწერინეთ დღიური, თუ რას გრძნობდნენ და რა მოხდა ამ დღეს.

საშუალო: მოსწავლეები ხელებს მერხებზე აწყობენ და თვალებს ხუჭავენ. გაუძეხით მათ

აყვავებულ და მშვენიერ ტროპიკულ კუნძულზე სამოგზაუროდ. კუნძულზე მტკნარი წყლის მდინარე

მოედინება და მრავალი ფრინველი დაფრინავს. ისინი კუნძულზე გამოირიყნენ, ჯიბის დანების

ამარა. როგორ იპოვიან საჭმელს, ააშენებენ თავშესაფარს და განაგრძობენ ცხოვრებას?

წარმოადგენინეთ მოსწავლეებს, როგორი იქნებოდა დღევანდელი სამყარო, ბრიტანეთს რომ ყველა

თავისი კოლონიისათვის დასაწყისიდანვე დამოუკიდებელი პარლამენტის შექმნისაკენ მოეწოდებინა,

რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა თანაბრად იქნებოდა წარმოდგენილი?

პროფესიული: სტუდენტები ხელებს მერხებზე აწყობენ და თვალებს ხუჭავენ. სთხოვეთ

წარმოიდგინონ საკუთარი თავი ათ წელიწადში. რა საზოგადოებაში ცხოვრობენ? სახლში ცხოვრობენ,

გემზე თუ სადმე სხვაგან? რამხელაა ის? ვისთან ერთად ცხოვრობენ? რას აკეთებენ შაბათ-კვირას? რა

საჭმელს ჭამენ ყველაზე ხშირად? რით შოულობენ ფულს? როგორ ხალხთან ერთად მუშაობენ? რა

გამოსდით კარგად? როგორ ექცევიან სხვები მათ? როგორ ექცევიან ისინი სხვებს? რა ნაბიჯები უნდა

გადაგან ამ ყველაფრის მისაღწევად - განათლება, პირადი განვითარება და ა.შ?

დაკავშირება (მიმართებების პოვნა)

დაწყებითი: მიეცით მოსწავლეებს ბარათები ზღაპრების ამსახველი სურათებით. უთხარით, რომ

გააერთიანონ ისინი ვერბალური ინსტრუქციების მიხედვით. სცადეთ უჩვეულო კომბინაციები ახალი

ისტორიების შესაქმნელად. მაგალითად, წითელქუდამ შეიძლება მგელი მოინახულოს.

მოსწავლეები აანალიზებენ, თუ როგორ ისწავლეს მოცემული დავალების ან ტესტისთვის და რა

იყო შედეგი, ეფექტური სასწავლო სტრატეგიის გამორკვევის მიზნით.

Page 18: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

საშუალო: მოსწავლეები ხელოვნების ნაწარმოებების გამოყენებით სწავლობენ ისეთ თემებს,

როგორებიცაა სილამაზე, ომი ან ოჯახი. ისინი შეისწავლიან სხვადასხვა ეპოქის ნამუშევრებს და

პოულობენ საერთოს.

მოსწავლეები ახდენენ კავშირების იდენტიფიცირებას სასახლის არქიტექტურასა და

ადგილმდებარეობას, ადგილობრივ რესურსებსა და მტრის სიძლიერეს შორის.

პროფესიული: სტუდენტები აჯგუფებენ ელემენტებს ერთეულების მისაღებად. მაგალითად,

ხრახნები და ჭანჭიკები, პეტრის ქილა და აგარი.

დაკვირვება (ვიღაცის ან რაღაცის დეტალების დათვალიერება)

დაწყებითი: მოსწავლეები აკვირდებიან ორი მცენარის ზრდის პროცესს და ინიშნავენ

დაკვირვებებს. ერთი მცენარეს ყოველ დღე 180 გრადუსით ატრიალებთ, მეორეს - არა. ერთი იღებს

მეტ წყალს.

საშუალო: მოსწავლეები აკვირდებიან ფერის და სხვა ცვლილებებს, გამოწვეულს ბიოქიმიური

ცდებით. მოსწავლეები ინიშნავენ დაკვირვებებს.

პროფესიული: მოსწავლეები აკვირდებიან ერთ დავალებას საამწყობო კონვეიერზე (ვიდეოში ან

რეალურად) და აღწერენ სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს.

წინასწარმეტყველება (იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდება დიდი ალბათობით)

დაწყებითი: დააწყობინეთ მოსწავლეებს ოსპი ან ლობიო ნესტიან ბამბაზე და მოარწყევინეთ იგი.

მათ უნდა იწინასწარმეტყველონ, თუ რა მოხდება მეორე დღემდე. მეორე დღეს დააკვირდებიან, თუ

რა მოხდა და შეადარებენ ნაწინასწარმეტყველებს. წინასწარმეტყველების, დაკვირვებისა და

შედარების პროცესი მეორდება ერთი კვირა. მოსწავლეები აფასებენ, ხდება თუ არა მათი

წინასწარმეტყველებები ყოველ დღე უფრო ზუსტი და რატომ.

საშუალო: მოსწავლეებს ეძლევათ ინფორმაცია ისტორიული მოვლენის წინ არსებულ გარემო

პირობებზე, როგორიცაა არაპოპულრული კანონების შემოღება, რომელთაც ისტორია შეცვალეს. მათ

უნდა იწინასწარმეტყველონ ამ პირობების შედეგი პოლიტიკური, ეკონომიკური, ლიტერატურული,

მხატვრობის და ა.შ. კუთხით. სთხოვეთ მოსწავლეებს გადაწყვიტონ, რომელი წინასწარმეტყველებაა,

მათი აზრით, ყველაზე ზუსტი და რატომ. შეისწავლეთ მოვლენა და შეადარეთ წინასწარმეტყველება

იმას, რაც რეალურად მოხდა.

პროფესიული: სტუდენტები კითხულობენ საკონდიტრო ცომის ხუთ განსხვავებულ რეცეპტს და

წინასწარმეტყველებენ საკონდიტრო ნაწარმის ტიპს, რომელთა მომზადებაც თითოეული

მათგანისაგან შეიძლება. ამის შემდეგ ისინი აცხობენ საკონდიტრო ნაწარმს და ადარებენ შედეგს

თავიანთ წინასწარმეტყველებებს.

სტუდენტები წინასწარმეტყველებენ რეცეპტიდან ინგრედიენტების გამოტოვების შედეგებს.

სტუდენტები წინასწარმეტყველებენ საჭმელთა უჩვეულო კომბინაციის გემოს.

Page 19: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

მორიგება/დარეგულირება (საპირისპირო რაღაცების გაერთიანება კონსისტენტური მთლიანის

მისაღებად)

დაწყებით: მოსწავლეები ათვალიერებენ სურათებს, რომლებზეც ცოცხალი არსებები სხვა ცოცხალ

არსებებს ჭამენ. დასვით ამგვარი კითხვები:

რა ზომის ცხოველი ჭამს?

რა ზომის ცხოველს ჭამენ?

ეს ყოველთვის ასეა?

როგორ შეიძლება ამ ნახატების კომბინირება? (კვების ჯაჭვი)

საშუალო: უთხარით მოსწავლეებს, ივარაუდონ, თუ რამდენი სკრეპი ჩაეტევა წყლით ბოლომდე

სავსე ნახევარლიტრიან ჭიქაში ისე, რომ წყალი არ გადმოიღვაროს (შესაძლოა ასობით მათგანის

ჩატევა). მოსწავლეები განიხილავენ, თუ როგორაა ეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელი რამ

შესაძლებელი, აანალიზებენ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ წყალი და სკრეპები.

პროფესიული: ჯგუფები განიხილავენ მომხმარებელთა სხვადასხვა მოლოდინის ასრულების

გზებს, რათა წამოიწყონ სანტექნიკის ან სადურგლო მომგებიანი ბიზნესი.

როლური თამაში (სხვასავით ფიქრი და იმგვარად კომუნიკაცია და ქმედება, როგორც ეს სხვა

გააკეთებდა)

დაწყებითი: მოსწავლეები წარმოიდგენენ, რომ ისინი არიან ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები,

რომლებიც იშლება და კვლავ უერთდება ხეს.

მოსწავლეები გაითამაშებენ ცნობილ ადამიანთან შეხვედრას ან სადილს.

საშუალო: მოსწავლეები ატარებენ სატელევიზიო ინტერვიუს (წყვილებში) ისეთ ისტორიულ

პირებთან ერთად, როგორებიცა არიან კონფუცი, ჰანიბალი, შექსპირი, ელეანორა აკვიტანიელი,

ანგოლის დედოფალი ზინგა მბანდი, სოკრატე ან დედა ტერეზა. მოსწავლე იწყებს მონოლოგს და

განასახიერებს ისტორიულ პიროვნებას ან ლიტერატურულ პერსონაჟს. სხვა მოსწავლეები ცდილობენ

გამოიცნონ, თუ ვის ასახიერებს იგი.

პროფესიული: სტუდენტები ატარებენ გულის ხელოვნური მასაჟის სიმულაციას.

სტუდენტები გაითამაშებენ სიტუაციას მომხმარებლის საჩივრით.

იქმნება გუნდები და თითოეული გუნდი გეგმავს, თუ როგორ გაუმკლავდებოდა იგი

განსაკუთრებულ შემთხვევას. 10 წუთის მერე ყოველი ჯგუფი იღებს განსაკუთრებულ შემთხვევას

ყუთიდან და გაითამაშებს რეაქციას, რომელიც დაგეგმა. შესაძლოა ყველა როლური თამაში ერთად

ჩატარდეს. შესაძლოა ყველა გუნდმა სათითაოდ გააზიაროს ნამუშევარი.

Page 20: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

განცალკევება / დაყოფა (რაღაცების ნაწილებად დაშლა სპეციფიკური

კომპონენტების იდენტიფიკაციისათვის)

დაწყებითი: მოსწავლეები ადგენენ დიაგრამას, თუ რა საჭმელები უყვართ მათ კლასელებს მეტად

და რა - ნაკლებად.

მოსწავლეები ადგენენ დიაგრამას, სადაც საჭმელი განაწილებულია კატეგორიებში სათაურებით:

ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტები.

მოსწავლეები განაცალკევებენ მოცემულ სიტყვებს და გამონათქვამებს ორ სიაში: „დაბალი

სიხშირის სიტყვები და გამონათქვამები“ და „მაღალი სიხშირის სიტყვები და გამონათქვამები“.

საშუალო: მოსწავლეები აცალკევებენ სტატიაში მოცემულ ფაქტებსა და მოსაზრებებს

ერთანეთისაგან.

მოსწავლეები აცალკევებენ ფანტაზიას ტიპური ყოველდღიური რეალობისაგან. ისინი

აანალიზებენ პოპულარულ სატელევიზიო პროგრამას და ადარებენ მას საკუთარ, საკუთარი

მეგობრების და საკუთარი ოჯახის ცხოვრებას.

პროფესიული: სტუდენტები აცალკევებენ ხელსაწყოებს მათი ფუნქციების მიხედვით (ტესტირება,

ბურღვა, დამაგრება და ა.შ.).

არჩევა (უპირატესი, აუცილებელი ან საჭირო არჩევანის გაკეთება)

დაწყებითი: მოსწავლეები ირჩევენ ჯანსაღ საკვებს მენიუდან.

მოსწავლეები ირჩევენ სიტყვის სწორ ჩანაწერს რამდენიმე ვარიანტიდან.

საშუალო: მოსწავლეები ირჩევენ ხუთ პროფესიას, რომლებიც მათ მიმზიდველად მიაჩნიათ. ისინი

აანალიზებენ ამ პოზიციებისათვის საჭირო ინვესტიციებს და შესაძლო სარგებელს. მოსწავლეები,

ასევე, აანალიზებენ ამ ხუთიდან თითოეულ პროფესიასთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით

ასპექტებს. საბოლოოდ, მოსწავლეები ალაგებენ ამ პროფესიებს მიმზიდველობის მიხედვით.

პროფესიული: სტუდენტები მიმოიხილავენ დავალებათა სიას და არჩევენ ხელსაწყოებს ან/და

მოწყობილობებს თითოეული დავალებისათვის.

სტუდენტები ირჩევენ მაღალი სიხშირის ფრაზების სიიდან საკვანძო ფრაზებს ისე, რომ მარაგის

შეკვეთა შეძლონ.

ამოქმედება/ამუშავება (რაიმე, რაც სხვა ფიქრს ან მოვლენას წარმოშობს/ააქტიურებს)

დაწყებითი: გაუკეთეთ ისეთი მინიშნებები, როგორებიცაა:

ჩვენ ვისწავლეთ ეს გუშინ.... ანალოგიები, რომლებიც ამოქმედებენ და აკავშირებენ არსებულ

ცოდნასთან (ფრთხილად! თუმცა ანალოგიები ძლიერი სასწავლო ინსტრუმენტებია, ისინი

აწვდიან არასრულ სურათს. ანალოგიასა და განსახილველ საკითხს შორის მსგავსებებისა და

Page 21: ლექცია 7აძლევს მათ და აწვდის სამშენებლო აგურებს - ისეთებს, როგორიცაა

განსხვავებების განხილვა ან/და მოსწავლეების მიერ საკუთარი ანალოგიების შემუშავება

საფრთხის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ).

თქვით სიტყვა და სთხოვეთ მოსწავლეებს აღწერონ, რა გამოიწვია მან.

საშუალო: მოსწავლეები აანალიზებენ ათ მსოფლიო კონფლიქტს საერთო მიზეზების საპოვნელად.

მოსწავლეები იგონებენ ლექსებს ან სიმღერებს, რომლებიც ფორმულების ან სხვა საკვანძო

ინფორმაციის გახსენებაში დაეხმარებათ.

პროფესიული: სტუდენტები ნაწილდებიან ხუთკაციან გუნდებში. მორიგეობით თითოეულ

გუნდს ეძლევა სიტყვა და მან უნდა მოიფიქროს სხვა, რომელიც მასთან დაკავშირებულია (მაგ. ბურღი

> ხვრელი, ჭანჭიკი, ლურსმანი, ელექტრონიკა, პროფესიონალი, კბილის ექიმი, მშენებლობა და ა.შ.).

თუ გუნდი წარმატებით გაართმევს თავს დავალებას, ის ქულას მიიღებს. პასუხის შემთხვევაში

ყოველი გუნდი იღებს ერთ ქულას. პასუხის არგაცემის შემთხვევაში ქულები არ იწერება.

ვარიაცია: სტუდენტებმა შეიძლება მოიფიქრონ სიტყვები, რომლებიც არიან დაკავშირებული

აზრობრივად(ხრახნი, ჭანჭიკი, კბილანა, ბორბალი და ა.შ.), სწავლის მიმართულებით ან

ჟღერადობით.

უტილიზაცია (დემონსტრაცია, თუ როგორ შეიძლება რაღაცების გამოყენება, როგორ იყენებენ მათ

ახლა ან როგორ გამოიყენეს ისინი ადრე)

დაწყებითი: მოსწავლეები მოიფიქრებენ სკრეპების გამოყენების ახალ გზებს, მაგალითად,

საყურეებად, ფრჩხილების საწმენდად, ზურგის საფხანად (ყურადღება! იმისთვის, რომ სავარჯიშო

მკაცრად ინტელექტუალური დონის იყოს, არ მისცეთ მოსწავლეებს დასახელებული ნივთები).

საშუალო: მოსწავლეები მოიფიქრებენ გადაყრილი პროდუქტების ხელახლა გამოყენების

შესაძლებლობებს.

პროფესიული: სტუდენტები მოიფიქრებენ შოკოლადის ან ინდუსტრიული სუბპროდუქტების

ხელახლა გამოყენების შესაძლებლობებს.

პეტერ მეჰისტო, დევიდ მარში, მარია ხესუს ფრიგოლსი,

რა არის CLIL? – თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2015; გვ. 152-191