ლექცია...

98
1 ლექცია I პროტო (წინაკლასიკური) სოციოლოგიური თეორიები (მომზადებულია .კოდუას სოციოლოგიის ისტორიისშესავლის მიხედვით). შესავალი 1. სოციოლოგიის თეორია და ისტორია. სოციალურის ცნება. 2. სოციოლოგიის ისტორიის საწყისის პრობლემა. 3. სოცილოგიის ისტორიის პერიოდიზაციის პრობლემა. 4. რისთვის სოციოლოგიის ისტორია? 5. სოციოლოგიის ისტორია როგორც სოციოლოგიის თვითცნობიერება. 6. დასკვნა საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: სოციოლოგიის თეორია და ისტორია, სოციოლოგიის საწყისი, საზოგადოება და სოციალური. დესკრიფციული და პრესკრიფციული სოციალური თეორია. გულუბრყვილო მონიზმი და კრიტიკული დუალიზმი. პროტოსოციოლოგია. სოციოლოგია დღემდე პრობლემატური მეცნიერებაა, რაც, პირველ რიგში, ვლინდება მისი დაფუძნებისადმი მიდგომათა სიმრავლეში, სოციოლოგიის სფეროს მოხაზვაში, სოციოლოგიური ცოდნის ბუნების გარკვევაში, სოციოლოგიისა და ცხოვრების მიმართების საკითხთა გადაწყვეტასა და სხვ. სოციოლოგიის ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას არ არის აზრთა ერთიანობა. ეს იწვევს არა მხოლოდ სოციოლოგიის თეორიის პრობლემების, არამედ მისი ისტორიის სფეროს განსაზღვრის და მისი საწყისის საკითხის გადაჭრის სიძნელეებსაც. სოციოლოგიის თეორია და ისტორია ერთი მედლის ორი მხარეა, სოციოლოგიის თეორიის გაგებაზეა დამკიდებული მისი ისტორიაც. რა გვესმის სოციოლოგიაში, რა პრობლემები მიგვაჩნია სოციოლოგიის კითვნილებად, ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ მისი ისტორიაც. მაშასადამე, სოციოლოგიის არსების გარკვეული გაგება განსაზღვრავს მისი ისტორიის გაგებასაც. ამიტომ სოციოლოგიის ისტორიაც, რომელსაც, ჩვეულებრივ, იწყებენ ამა თუ იმ ეპოქიდან, უნდა დაიწყოს სოციოლოგიის არსების გარკვევით, მისი საგნის მოხაზვით და შემდეგ უნდა გაანალიზდეს ამ პრობლემატიკის ისტორია დასმიდან დღემდე. ყოველ შემთხვევაში, განხილვის ძირითადი საგანი უნდა გახდეს ის კითხვები, რომლებსაც უპასუხებს სოციოლოგია. ამ კითხვათა განმსაზღვრელია ბუნებისაგან განსხვავებული სფერო, – სოციალური, საზოგადოება. ამიტომ უპირველესი კითხვა იქნება რა არის სოციალური? რა არის საზოგადოება? მათზე პასუხის მიუხედავად, მათ შესახებ მოძღვრება სოციოლოგიური იქნება. მაგრამ სოციოლოგიის კითხვები ამით არ შემოისაზღვრება. კითხვა დაისმის რა განსაზღვრავს სოციალურის ყოფიერებას? რა ძალები ამოძრავებს სოციალურს? ექვემდებარება თუ არა მართვას სოციალური? თუ სოციალური

Transcript of ლექცია...

Page 1: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

1

ლექცია I

პროტო (წინაკლასიკური) სოციოლოგიური თეორიები

(მომზადებულია ე.კოდუას “სოციოლოგიის ისტორიის” შესავლის მიხედვით). შესავალი

1. სოციოლოგიის თეორია და ისტორია. სოციალურის ცნება.

2. სოციოლოგიის ისტორიის საწყისის პრობლემა.

3. სოცილოგიის ისტორიის პერიოდიზაციის პრობლემა.

4. რისთვის სოციოლოგიის ისტორია?

5. სოციოლოგიის ისტორია როგორც სოციოლოგიის თვითცნობიერება.

6. დასკვნა

საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: სოციოლოგიის თეორია და ისტორია, სოციოლოგიის საწყისი, საზოგადოება და სოციალური. დესკრიფციული და პრესკრიფციული სოციალური თეორია. გულუბრყვილო მონიზმი და კრიტიკული დუალიზმი. პროტოსოციოლოგია.

სოციოლოგია დღემდე პრობლემატური მეცნიერებაა, რაც, პირველ რიგში, ვლინდება მისი დაფუძნებისადმი მიდგომათა სიმრავლეში, სოციოლოგიის სფეროს მოხაზვაში, სოციოლოგიური ცოდნის ბუნების გარკვევაში, სოციოლოგიისა და ცხოვრების მიმართების საკითხთა გადაწყვეტასა და სხვ. სოციოლოგიის ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას არ არის აზრთა ერთიანობა. ეს იწვევს არა მხოლოდ სოციოლოგიის თეორიის პრობლემების, არამედ მისი ისტორიის სფეროს განსაზღვრის და მისი საწყისის საკითხის გადაჭრის სიძნელეებსაც. სოციოლოგიის თეორია და ისტორია ერთი მედლის ორი მხარეა, სოციოლოგიის თეორიის გაგებაზეა დამკიდებული მისი ისტორიაც. რა გვესმის სოციოლოგიაში, რა პრობლემები მიგვაჩნია სოციოლოგიის კითვნილებად, – ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ მისი ისტორიაც. მაშასადამე, სოციოლოგიის არსების გარკვეული გაგება განსაზღვრავს მისი ისტორიის გაგებასაც. ამიტომ სოციოლოგიის ისტორიაც, რომელსაც, ჩვეულებრივ, იწყებენ ამა თუ იმ ეპოქიდან, უნდა დაიწყოს სოციოლოგიის არსების გარკვევით, მისი საგნის მოხაზვით და შემდეგ უნდა გაანალიზდეს ამ პრობლემატიკის ისტორია დასმიდან დღემდე. ყოველ შემთხვევაში, განხილვის ძირითადი საგანი უნდა გახდეს ის კითხვები, რომლებსაც უპასუხებს სოციოლოგია. ამ კითხვათა განმსაზღვრელია ბუნებისაგან განსხვავებული სფერო, – სოციალური, საზოგადოება. ამიტომ უპირველესი კითხვა იქნება – რა არის სოციალური? რა არის საზოგადოება? მათზე პასუხის მიუხედავად, მათ შესახებ მოძღვრება სოციოლოგიური იქნება. მაგრამ სოციოლოგიის კითხვები ამით არ შემოისაზღვრება. კითხვა დაისმის – რა განსაზღვრავს სოციალურის ყოფიერებას? რა ძალები ამოძრავებს სოციალურს? ექვემდებარება თუ არა მართვას სოციალური? თუ სოციალური

Page 2: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

2

მართვადია, როგორია მართვის ოპტიმალური ფორმები? არსებითია საკითხი სოციალური სტრუქტურის, მისი დიფერენციაციის კრიტერიუმების შესახებ. ერთ-ერთი განმსაზღვრელია საკითხი, სოციალურის კანონზომიერი თუ შემთხვევითი ხასიათის შესახებ, როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, სულ ერთია, მივიჩნევთ სოციალურს კანონზომიერად, იქნება ეს კანონზომიერება ბუნებრივი თუ საზოგადოებრივი, მივიჩნევთ მას შემთხვევითობის,

თუ თავისუფლების სფეროდ, ან კიდევ ღვთიური ძალით განსაზღვრულად, ყველა შემთხვევაში სოციოლოგიის საგნის გარკვეულ გაგებასთან გვაქვს საქმე. სოციოლოგიამ უნდა განსაზღვროს ღირებულებანი, მათი მნიშვნელობები და ფუნქციები საზოგადოების მიმართ. მან უნდა მოხაზოს ის მეთოდები, რომელთა გზითაც ჩასწვდება თავის საგანს ეს მეცნიერება. სოციოლოგიის მეთოდების საკითხი არ უდრის მისი მეთოდოლოგიური წინამძღვრების საკითხს – ამ უკანასკნელს სოციოლოგია ფილოსოფიიდან იღებს.

სოციოლოგიის ისტორიის მრავალგვარი განხილვის შესაძლებლობამ წარმოქმნა მის ინტერპრეტაციათა პლურალისტური სურათი. ზოგიერთი სოციოლოგიის ისტორიას იწყებს ძველი აღმოსავლეთიდან – სოციალურ მოძღვრებათა ისტორიის სახით, ზოგიერთისთვის ის იწყება ბერძნული ფილოსოფიის ისტორიასთან ერთად, რადგან გარკვეული შეხედულებანი ცხოვრებაზე სოკრატემდელ ბერძნებსაც ჰქონდათ; ზოგიერთი ამ ისტორიას იწყებს სოფისტებიდან, და ასაბუთებენ იმით, რომ საზოგადოების მართვის, ადამიანისა და სოციალურის პრობლემები იყო მათი განხილვის ცენტრალური პუნქტი, განსხვავებით მათზე ადრე მოღვაწე ნატურფილოსოფოსებისგან. შესაბამისად განასხვავებენ ნატურფილოსოფიურ პერიოდს ანთროპოლოგიურისაგან: ზოგიერთის აზრით, სოციოლოგიის ნამდვილი ისტორია იწყება პლატონიდან. ამ თვალსაზრისს ავითარებს კ. პოპერი. მისი მტკიცებით, სოციოლოგია, როგორც ის ესმით თანამედროვეებს, სწორედ პლატონით იწყება. პოპერის ნაშრომის – ,,ღია საზოგადოება და მისი მტრები“ – მეოთხე თავი საგანგებოდ ეთმობა ,,პლატონის დესკრიფციულ სოციოლოგიის“ განხილვას. სოციოლოგიის ისტორიის თანამედროვე მკვლევართა ნაწილისაგან განსხვავებით, რომელნიც ამ ისტორიას XIX საუკუნიდან იწყებენ, კ. პოპერი ამტკიცებს: ,,პლატონი იყო სოციალურ მეცნიერებათა პირველი წარმომადგენელი და უეჭველად უაღრესად ფართო გავლენის მქონე. ის სოციოლოგი იყო იმ აზრით, როგორც ესმით,,სოციოლოგია“ კონტს, მილს და სპენსერს. ეს ნიშნავს, რომ პლატონი იდეალისტურ მეთოდს ნაყოფიერად იყენებდა ადამიანის სოციალური ცხოვრების, მისი განვითარების კანონების, ისევე როგორც მისი სტაბილურობის კანონებისა და პირობების ანალიზისთვის“. (71, 64).

პოპერის აზრით, პლატონის დიდი გავლენის მიუხედავად, მისი მოძღვრების ეს მხარე ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ პლატონმა თავისი სოციოლოგიის დიდი ნაწილი ეთიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან ერთად წამოაყენა, დესკრიფციული ნაწილი კი მხედველობის გარეშე დარჩა. მკვლევარებმა არ მიაქციეს ყურადღება პლატონის თეორიის სოციოლოგიურ მხარეს, რადგან შეიქმნა გარკვეული სტერეოტიპი, რომლის გამო პლატონის

Page 3: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

3

თეორიის კლასიკური ინტერპრეტაცია ცხად ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული და მის მოძღვრებაში სხვა მხარეებს არ ეძებდნენ. სინამდვილეში პლატონის სოციოლოგია სპეკულაციის და ფაქტებზე ზუსტი დაკვირვების გენიალური ნარევია. პოპერის თქმით, ,,პლატონთანაა პირველი ფორმა სოციალური და ეკონომიკური ისტორიზმის, რომელიც ჩვენს დროში მარქსმა კვლავ აღმოაჩინა“. (71, 68).

პლატონისათვის ისტორია დაცემის პროცესია, საზოგადოება პაციენტია, სახელმწიფო მოღვაწე – მისი მკურნალი სიკეთის გზით. პოპერი უფრო მეტს ამტკიცებს: მისი აზრით, სოციოლოგიის საკითხების პირველი დასმა პროტაგორასთან უნდა ვეძებოთ, რომელმაც განასხვავა ბუნებრივი და სოციალური გარემო. ვისაც პლატონის სოციოლოგიის გაგება სურს, ამოსავლად უნდა აიღოს

ბუნებრივი და ნორმატიული კანონების განსხვავება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა კრიტიკულ დუალიზმს; შესაბამისად – ღია საზოგადოების თეორიას მაშინ, როდესაც პლატონი იყო გულუბრყვილო მონიზმისა და დახურული საზოგადოების წარმომადგენელი. ეს ნიშნავს, რომ პროტაგორა პლატონზე მაღლა იდგა და ქრონოლოგიურადაც მის წინა პერიოდში მოღვაწეობდა. ბუნებრივისა და ნორმატიულის მიმართებაში პოპერი განასხვავებს პლატონისა და პროტაგორას ხაზებს.

პროტაგორას ფილოსოფია უაღრესად ინდივიდუალისტურია. შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციის მთელი ფილოსოფია პროტაგორამ მოახერხა მოეთავსებინა თავის მოკლე წინადადებაში (,,კაცი არის საგანთა საზომი“), რომელიც იდეურად ამსხვრევს პიროვნების დამმონებელ დაწესებულებებს, ზნე-ჩვეულებებს და სხვაგვარ ფორმას საზოგადოებრივი დესპოტიზმისას“. (3, 262). დანელია დაწვრილებით აანალიზებს სოფისტებთან ბუნებრივის და ხელოვნურის, ბუნებრივისა და კონვენციურის განსხვავებას და განსაკუთრებით დიდ დამსახურებას ამ მიმართულებით მიაწერს ჰიპიასს, თუმცა ამ საკითხის პირველ დამყენებლად ისევ ქსენოფანეს ასახელებს, როგორც მორალური შეგნების პირველ გამცნობიერებელს. ,,ჰიპიასი ცნობილია, უმთავრესად, თავისი პოლიტიკურ-ზნეობრივი შეხედულებებით. ის არჩევს ბუნებრივად არსებულს იმისგან, რაც ადამიანთა შეთანხმების ან პირობის ძალით არსებობს. ეს გარჩევა ბუნებრივისა პირობითისაგან მთლად ახალი არ იყო. მისი სათავე ელეატელთა ფილოსოფიაში უნდა ვეძიოთ. ოღონდ ჰიპიასმა განავითარა ის და გამოიყენა თავისი პოლიტიკური შეხედულებების დასასაბუთებლად.

ყოველი პოლიტიკური წეს-წყობილება, ჰიპიასის აზრით, არსებობს მხოლოდ პირობით: ის არის შეთანხმების შედეგი. ეს რომ ასეა, იქიდან ჩანს, რომ კანონების სხვადასხვაა. კანონები იცვლება ადგილისა და დროის მიხედვით ისე, როგორც იცვლებიან ზნე – ჩვეულებანი“. (3, 271).

ზოგიერთი სოციოლოგიის ისტორიას იწყებს არისტოტელედან. ორანსკი ამტკიცებს, რომ მართალი არიან ისინი, ვინც არისტოტელეს მიიჩნევენ პირველ სოციოლოგად. ამავე დროს, სოციოლოგიური აზრის ჩასახვისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ნაყოფიერი, იყო ეპიკურესა და მისი სკოლის

Page 4: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

4

გავლენა. მისმა მოწაფემ, ლუკრეციუსმა პოემაში – ,,საგანთა ბუნებისათვის“ – მოგვცა საზოგადოების განვითარების მთელი სოციოლოგიური სურათი“, (42, 2).

პაულ ბარტი შრომაში – ,,ისტორიის ფილოსოფია როგორც სოციოლოგია“ – აღნიშნავს:

,,სოციოლოგია კონტამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა არა როგორც წმინდა თეორიული, არამედ პრაქტიკული მეცნიერებაც და მას ეწოდებოდა ,,პოლიტიკა“. ეს ტერმინი დასაბამს არისტოტელესთან პოულობს. ბარტს მხედველობაში აქვს არა არისტოტელეს ,,პოლიტიკა“, არამედ ,,პოლითეა“. ბარტის აზრით, შემდგომ ქრისტიანობამ შთანთქა საზოგადოების შესახებ მოძღვრება ყველა დანარჩენთან ერთად და მხოლოდ ჰუმანიზმისა და რეფორმაციის ეპოქაში კვლავ განახლდა საზოგადოებრივი მეცნიერება პოლიტიკის სახელწოდებით“. (20, 8).

არის კიდევ ერთი ნაკადი ამ საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც სოციოლოგიის ისტორიას უფრო ვიწროდ წარმოადგენს და მის საწყისს ეძებს გასულ საუკუნეში. იგორ კონის რედაქციით გამოცემულ ,,სოციოლოგიის ისტორიის“ შესავალში წერია: ,,სოციოლოგია, როგორც სოციალურ სისტემათა კანონზომიერების განვითარებისა და ფუნქციონირების შესახებ დამოუკიდებელი მეცნიერება, აღმოცენდა მეცხრამეტე საუკუნეში, რაც შეეხება XVII–XVIII საუკუნეთა მოაზროვნეების შეხედულებებს, ეს იყო სოციოლოგიური ცოდნის იდეურ-თეორიული წინამძღვრები, ესაა გარდამავალი ხანა, გადასვლა სოციალური ფილოსოფიიდან სოციოლოგიაზე“. (30, 8).

სოციოლოგია წარმოიშვა სოციალური ფილოსოფიის ნიადაგზე. ეს მეტამორფოზა სოციალური ფილოსოფიისა სოციოლოგიად არ იძლევა იმის უფლებას, რომ სოციალური ფილოსოფია გამოცხადდეს სოციოლოგიის ისტორიის საწყისად. ისინი განსხვავებული განზომილებანია. ეს ნიშნავს, რომ სოციალურის გააზრება ანტიკურობიდან იწყება, მაგრამ ის არ ატარებდა სოციოლოგიურ ხასიათს. ამიტომ სოციოლოგიის ისტორია უნდა დავიწყოთ იქიდან, როდესაც სოციალური ფილოსოფიის სოციოლოგიად გარდასახვა მოხდა. ამ თვალსაზრისის წარმომადგენელი, ამერიკელი სოციოლოგი ალექს თიო თავისი შრომის – ,,სოციოლოგია“ – შესავალში ცალკე პარაგრაფს უთმობს ,,სოციოლოგიის განვითარებას“, მისი აზრით, სოციოლოგიას ძალიან მოკლე ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, საუკუნეების წინ დაიბადა ქრისტე, პლატონმა და სოკრატემ იფიქრეს და იკამათეს სოციოლოგიური ქცევის შესახებ, მაგრამ მათ არ უწარმოებიათ სისტემატური დაკვირვება მათი თეორიების ტესტირებისათვის, რეალობაზე დამყარებით. ისინი ფილოსოფოსები იყვნენ და არა სოციოლოგები. სოციოლოგიის მეცნიერება გაჩნდა XIX საუკუნეში, როდესაც ევროპელმა სოციოფილოსოფოსებმა მეცნიერული მეთოდების გამოყენება დაიწყეს“. (72, 9). თიო არა მარტო მიუთითებს სოციოფილოსოფოსების სოციოლოგებად გარდასახვაზე, არამედ ცდილობს ახსნას და გაანალიზოს ამ გარდასახვის მიზეზები. მისი აზრით, ეს მოხდა ორი ფაქტორის გამო, სოციალური განვითარების შესაბამისად ადამიანთა ცხოვრების წესის შეცვლით და ბუნების მეცნიერებათა სწრაფი განვითარებით, რისთვისაც ისინი იქცნენ მეცნიერების ეტალონად, რადგან ემყარებოდნენ მეცნიერულ მეთოდებს. ,,ფილოსოფოსების სოციოლოგებად გარდაქმნას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: XIX საუკუნის ევროპის სოციალურმა განვითარებამ და ბუნების მეცნიერებების აღზევებამ. დასავლეთის სამყარო რადიკალურად შეიცვალა XIX

Page 5: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

5

საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციის გამო, რომელმაც მოიტანა ახალი ტექნოლოგია და ცხოვრების ახალი წესი. სულ მცირე დროში საზოგადოებები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სტაბილური იყო და მისდევდა სოფლის მეურნეობას, გახდა ინდუსტრიული, ურბანიზებული და ქაოსური. მათ წარმოშვეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მუშათა ექსპლოატაცია, ადამიანთა მიგრაცია ფერმებიდან დიდ ქალაქებში, სიღარიბე და დანაშაულის ზრდა დიდ ქალაქებში. ამასობაში შეირყა ევროპის პოლიტიკური წყობა. ფრანგული რევოლუციის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მონარქიის უფლებები და ეკლესიის ავტორიტეტი. მოითხოვდნენ ინდივიდის მეტ თავისუფლებას. ბევრი სოციოფილოსოფოსი გრძნობდა წინააღმდეგობებს საზოგადოებაში აღმოცენებული ახალი პრობლემების გადაჭრისას და იმის ახსნისას – რატომ და როგორ გაჩნდა ასეთი რადიკალური ცვლილებები. ამავე დროს, დიდი პატივით ეპყრობოდნენ ბუნების მეცნიერებებს, რადგან მათ გააჩნდათ საშუალება ფიზიკური სამყაროს აღქმისა და კონტროლისათვის. ზოგიერთი სოციოფილოსოფოსი ბუნების მეცნიერებას უყურებდა, როგორც სოციალური სამყაროს გაგებისა და კონტროლის გზის მოდელს. როდესაც სოციოლოგია განვითარდა, სოციოლოგების წინაშე კვლავ ეს ორი ამოცანა იდგა: სამყაროს გამოსწორება და საზოგადოების შესასწავლად მეცნიერული მეთოდების გამოყენება“. (72, 9-10).

დაბოლოს, ალბათ, ყველაზე მეტად განხილვას იმსახურებს ბეკერისა და ბოსკოვის თვალსაზრისი, რამდენადაც ისინი, პიტირიმ სოროკინის მოსაზრებიდან ამოსვლით, დიფერენცირებულად და სრულყოფილად წარმოადგენენ სოციოლოგიის ისტორიის გზის პერიოდიზაციას. მათთვის ამოსავალია მტკიცება, რომ სოციოლოგია თანამედროვე გაგებით გაცილებით უფრო გვიან წარმოიშვა, ვიდრე სოციოლური მოძღვრება. ,,თუ ამ საკითხს ფხიზელი და ყოვლისმომცველი თვალსაზრისით შევხედავთ, ის, რასაც დღეს სოციოლოგიას ვუწოდებთ, ძალზე გვიან განვითარდა, გვიან იმ ცნობიერი 5000 წლისთვისაც, რომელსაც ცივილიზაციას ვუწოდებთ“ (53, 15).

მათი მტკიცებით, ადამიანები ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ ერთობლივი ცხოვრების საკითხებით და იმთავითვე თავი იჩინა საზოგადოებრივმა აზრმა, რომელიც ეხებოდა სოციალურ მოვლენათა რიგს: ომებს, დანაშაულს, სასჯელს, სქესობრივ ურთიერთობებს, და სხვ. ამავე დროს საზოგადოებრივი აზრის უდიდესი ნაწილი უფრო პრესკრიფციული ხასიათის იყო, ეძებდა ეთიკურ მიზნებს და ხშირედ ყალიბდებოდა სოციალური ფილოსოფიის ფორმით. საზოგადოების აზრის ასეთი ფორმის ძირითადი დანიშნულება იყო, განესაზღვრა ადამიანთა საქმიანობა და ქცევა. იგი თავისი ბუნებით იმპერატიული ხასიათის იყო, ე.ი. პრესკრიფციული და არადესკრიფციული, ამიტომ ქადაგება და შეფასება უფრო იყო, ვიდრე ცოდნა. შემდგომში სოციალური ფილოსოფიის სფეროში კრიტიკული სულისკვეთება დამკვიდრდა. გაჩნდა მოთხოვნა მისი პრინციპების ემპირიულ სინამდვილესთან შეჯერებით ამ სინამდვილის შესწავლისა და მის ბაზაზე სოციალური თეორიის შექმნისა. ასეთი სოციალური თეორიის პირველი სახეობები ანტიკურ საბერძნეთში იონიელებიდან იწყება. ბეკერისა და ბოსკოვის აზრით, სოციალურ თეორიასა და სოციალურ ფილოსოფიას შორის განსხვავება სწორედ დესკრიფციისა და პრესკრიფციის განზომილებაშია. სოციალურ თეორიაში ,,სოციალური მოვლენები განიხილება

Page 6: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

6

ობიექტურობის ერთგვარი ზომით; როდესაც მოაზროვნენი და ფილოსოფოსები აღწერენ და განაზოგადებენ სოციალურ მოვლენებს ისე, როგორც ისინი ნამდვილად ხდება და არა ისე, როგორც უნდა ყოფილიყვნენ. ამ აზრით, სოციალური თეორია მეცნიერულ მიზნებს ისახავს, მაშინ, როდესაც სოცილური ფილოსოფია აფასებს და მიუთითებს მომავალში სოციალური ქცევის გზებზე“. (53,16-17).

სოციალური ფილოსოფია დიდხანს ბატონობდა მას შემდეგ, რაც სოციალური თეორია წარმოიშვა, მაგრამ სოციოლოგიის განვითარებაში სწორედ სოციალურმა თეორიამ ითამაშა განმსაზღვრელი როლი. ის იყო თავისებური გარდამავალი საფეხური სოციალურ ფილოსოფიასა და სოციოლოგიას შორის. ბეკერი და ბოსკოვი განასხვავებენ სოციოლოგიური თეორიის ორ ტიპს: პირველი სოციალურ მოვლენებს ხსნის გეოგრაფიული ფაქტორებით, ფიზიკურ-ქიმიური მიმართებით და ზებუნებრივი ძალებით; უფრო გვიან, კერძოდ XIX საუკუნეში, წარმოიშვა სოციალური თეორიის მეორე ტიპი, დაკავშირებული ოგიუსტ კონტის სახელთან. სოციალური თეორიის ამ ფორმას ავტორები უწოდებენ პროტოსოციოლოგიას და მის არსებას გამოხატავენ ორი ნიშნით: პროტოსოციოლოგია ბიოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებიდან თავისუფლდება და მასში სოციალურ მოვლენათა აღწერა ხდება სოციალური ტერმინებით. XIX საუკუნის დასასრულისათვის პროტოსოციოლოგია გამოდევნილ იქნა სოციალური თეორიის სფეროდან. უფრო ზუსტად, იგი შეავიწროვა ანალიტიკურმა სოციალურმა მეცნიერებამ, რომელიც უფრო ვიწრო ხასიათის იყო და თანამედროვე სოციოლოგიური პრაქტიკისათვისაც ძირითადია. ამრიგად, ბეკერისა და ბოსკოვის აზრით, საზოგადოებრივი აზრი განვითარდა სოციალური ფილოსოფიიდან სოციალურ თეორიამდე, ეს უკანასკნელი პროტოსოციოლოგიამდე, პროტოსოციოლოგია კი სოციოლოგიამდე. ეს არის სოციოლოგიური მეცნიერების განვითარების გზა.

როგორც განხილული მასალა გვიჩვენებს, სოციოლოგიის ისტორიის საქმე მრავალფეროვანია და საკითხის ერთმნიშვნელოვნი გადაწყვეტა არ ჩანს. უდავოა, რომ საჭიროა ამ საქმის კონსტრუირება. უნდა გადაწყდეს საკითხი, როგორია სოციოლოგიის ისტორია? აქ ამოსავლად შეიძლება რამდენიმე პრინციპი დავსახოთ. პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ სოციალურის შესახებ ცოდნა სოციალურის შესახებ მეცნიერებისაგან. სოციალურის შესახებ ცოდნა ანტიკურობიდან არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმ დროიდან, როცა დაიწყეს სოციალური ერთობის განმსაზღვრელი ჩვევებისა და ნორმების გააზრება. ეს დაახლოებით სოფისტებიდან იწყება. სოფისტებს უკვე ჰქონდათ წარმოდგენა ბუნებისა და ბუნებრივი კანონებისაგან განსხვავებულ სოციალურ კანონებზე, მათ ნორმატიულ ხასიათზე. ესმოდათ, რომ ასეთი კანონები ზნეობის დამკვიდრებას ემსახურება და აუცილებელია ყოველი საზოგადოებისათვის. ამ ეტაპზე სოციალურის ცოდნა ნახევრად მითიური ხასიათისაა, ჯერ კიდევ არ შეიძლება ვილაპარაკოთ სოციალურ მეცნიერებაზე. შემდგომში სოციალური ცოდნის განვითარება დაკავშირებულია ჰერაკლიტეს, სოკრატესა და პლატონის სახელებთან. განსაკუთრებით სოკრატე და პლატონი, როგორც არ უნდა იყოს მათი მოძღვრების შინაგანი განსხვავება, მნიშვნელოვნად წინ წევს სოციალური ცოდნის განვითრების საქმეს და ამ ცოდნას ათავისუფლებენ მითოლოგიური ელემენტებისაგან. პლატონზე შეიძლება ითქვას, რომ მას სისტემური ცოდნა აქვს საზოგადოებაზე, მის სოციალურ სტრუქტურაზე, სოციალურ იერარქიაზე,

Page 7: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

7

სოციალურ ტიპოლოგიაზე და სოციალური მმართველობის ფორმებზე. ყოველივე ის, რაც პლატონის დიალოგებშია სოციალური ცხოვრების შესახებ მოცემული, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი უდავოდ იმსახურებს პირველი სოციოლოგის სახელს სოციალური ცოდნის ფართო მნიშვნელობით და არა სოციოლოგიის, როგორც სოციალური შესახებ მეცნიერების ერთ-ერთი ფორმით. რასაც ბეკერი და ბოსკოვი სოციალურ ფილოსოფიას უწოდებენ, ფაქტობრივად ფართოა, რადგან მასში ემპირიული დაკვირვებითი ცოდნაც შედის. პლატონის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ საზოგადოებათმცოდნეობის ცნება, რადგან მის თეორიაში მოცემულია სოციალურის შესახებ ყველა მეცნიერების პირველი ელემენტები და არა მარტო სოციალური ფილოსოფიის. სოციალური ცოდნიდან გადასვლა ხდება სოციალურ მეცნიერებაზე. აქ, ალბათ, გადამწყვეტი ნაბიჯი არისტოტელეს ეკუთვნის, რომელმაც მეცნიერებათა პირველი კლასიფიკაცია მოგვცა და ცალკეული დარგები დაახასიათა. ყოველ შემთხვევაში, სოციოლოგიური ცოდნა ცალკე დარგად, როგორც იყო, ვთქვათ, ორგანონი, ტოპიკა, გრამატიკა, არც არისტოტელესთან და არც მის მიმდევრებთან არ ყოფილა გამოყოფილი. ამ მხრივ სოციალურ მეცნიერებათაგან ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა ისტორია, რომელმაც სისტემატური ფორმა მიიღო ჰეროდოტესა და თუკიდიდესთან.

მაგრამ აქაც ერთი არსებითი მომენტი უნდა აღინიშნოს. თავდაპირველ ისტორიას მემატიანური ხასიათი ჰქონდა და არც ფაქტების შემოწმების მეთოდი გააჩნდა; ამიტომ ისტორიამ მეცნიერული ხასიათი მიიღო, როდესაც ნიბურმა და რანკემ შეიმუშავეს წყაროთა კრიტიკის ისტორიულ- ფილოსოფიური მეთოდი“, რაც შეეხება სოციოლოგიას, მისი წინამეცნიერული განვითრება შეიძლება ვეძებოთ ჰერაკლიტესთან, პლატონთანაც, არისტოტელესთანაც, უფრო გვიან - მაკიაველისთანაც. ამ უკანასკნელის მიერ პოლიტიკური ბატონობისათვის ბრძოლის დასურათება, განსაკუთრებით ნაშრომში - ,,მთავარი“, ხშირად სოციოლოგიის პირველ ფორმადაა მონათლული, რომელსაც მაკიაველი ,,პოლიტიკას“ უწოდებდა. ეს სახელწოდება სოციოლოგიის მიმართ კონტთანაც გვხვდება. იგი იყენებდა ტერმინებს - ,,სოციალური ფიზიკა“, ,,პოლიტიკური მეცნიერება“ და ,,სოციოლოგია“ - სოციალურის შესახებ ცოდნის აღსანიშნავად. ზოგიერთი თვლის, რომ მაკიაველისთან საქმე გვაქვს სოციოლოგიის პირველ ფორმასთან. ეს ეხება მაკიაველის მიერ სოციალური ინტერესების გაცნობიერებას, სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრების დაცვის აუცილებლობას და კლასთა ბრძოლის მნიშვნელობის შეცნობას, რომელიც

,,ისტორიის სულად“ მიაჩნია. მარქსი განსაკუთრებულად აფასებდა მის შრომას - ,,ფლორენციის ისტორია“, რომელშიც აღწერილი იყო კლასთა ბრძოლა. ჯეველეგოვის აზრით, ,,მხოლოდ მაკიაველიმ შეძლო, თავისი გამოთქმებისათვის ისეთი სიღრმე მიენიჭებინა, რომ მისი თეორია გახდა არა მარტო აღორძინების პოლიტიკური დოქტრინა, არამედ საწყისი მისცა პოლიტიკას, როგორც მეცნიერულ დისციპლინას“. (33,88).

• მართალია, მაკიაველი სოციალური ცხოვრების მრავალ მხარეს ახასიათებს, მათი ღრმა მცოდნეა. ის ამკვიდრებს პოლიტიკოსებისთვის ჯერარსულ პრინციპებს და ისტორიის გამოცდილებასაც მოუხმობს, მაგრამ ეს არაა სოციოლოგიის მეცნიერება, არც ზოგადი და არც დარგობრივი სოციოლოგიის აზრით. მეცნიერება ცნებათა სისტემაა, რომელიც უპასუხებს ძირეულ

Page 8: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

8

კითხვებს. სოციოლოგიისთვის ასეთი კითხვებია: რა არის საზოგადოება? როგორია მისი ცვლილების ხასიათი? რა ძალები ამოძრავებენ საზოგადოებას? როგორია მისი სოციალური სტრუქტურა? და სხვა. იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხმა მეცნიერების ფორმა მიიღოს, ის უნდა იყოს სისტემური და ცნებობრივი. საზოგადოების მიმართ ასეთი რამ მხოლოდ მე-18 საუკუნეში ხდება. ძირითადად ეს არის პასუხი კითხვებზე, რა ძალები წარმართავს საზოგადოებას, რომლის ერთ-ერთი ფორმა იყო გეოგრაფიული დეტერმინიზმი. მას წინ უძღოდა სოციალურ კანონზომიერებათა ბუნების მექანისტური გაგება. სწორედ ამ თეორიაში უნდა ვეძიოთ სოციოლოგიურ მოძღვრებათა პირველი სისტემური ფორმები, რომელნიც შემდეგ მალთუსის გზით გადაგვიყვანს XIX საუკუნეში, როდესაც ამ ფორმებმა უფრო სისტემური ხასიათი მიიღეს და შესაძლო გახდა სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ცოდნის სისტემის ჩამოყალიბება. ალბათ, საფუძველს მოკლებული არაა ბეკერისა და ბოსკოვის მოსაზრება, პირველ სოციოლოგებად სპენსერს და კონტს რომ ახასიათებან. მაგრამ უსაფუძვლოა მათთვის პროტოსოციოლოგიის მიწერა. მათი მოძღვრება იყო სოციოლოგია, ყოველგვარი პრედიკატიზების გარეშე. სწორედ ამ მოაზროვნეებთან მიიღო სოციოლოგიამ ცნებითი სისტემის ფორმა, ამოსავალი პრინციპების და ძირეული საკითხების შეგნებული დაყენება და გადაწყვეტა.

რისთვის სოციოლოგიის ისტორია? თანამედროვეობა ყველაფრის მიმართ სვამს კითხვას არა მარტო ყოფიერების თუ რაობის შესახებ, არამედ მისი არსებობის მიზნის თუ დანიშნულების შესახებაც. დღეს, როცა უარყოფის საგანი ხდება სოციალური მეცნიერებანი და არქეოლოგიით დაწყებული, სოციოლოგიით დამთავრებული, სოციალურის ყველა თეორია ზედმეტად ცხადდება, მეორე მხრივ ანტიისტორიზმი ისტორიას აყენებს სამსჯავროს წინაშე, ართმევს უფლებას, იყოს მეცნიერებათა რიგში, ისტორიას ორივე მხარე უტევს, რადგან სოციოლოგიის მეცნიერებების ისტორია აერთიანებს სოციალურს და ისტორიას. ასეთ ვითარებაში ისმის კითხვა: რა გამართლება აქვს მის არსებობას? რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს სოციოლოგიის ისტორიას? თუ მის ღირებულებაზე ვილაპარაკებთ, უნდა იყოს ნაჩვენები - თავისთავადაა იგი ღირებული, თუ როგორც სოციოლოგიის დამხმარე საშუალება.რა არის მასში მნიშვნელოვანი - ის, რომ სოციოლოგიის ისტორიაა, თუ ის, რომ სოციოლოგიის ისტორიაა. მოკლედ, აქვს თავისთავადი ღირებულება, თუ ღირებულია როგორც სოციოლოგიის თეორიის დამატება.

პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს სოციოლოგიის თეორიის და ისტორიის კავშირს. სოციოლოგიის თეორია იაზრებს სოციალურს წარსულთან კავშირში და ეს ეხება არა მარტო გააზრების საგანს, საზოგადოებას, აწმყოსა და წარსულის ტრადიციებთან დამოკიდებულებას, წარსულით საზოგადოების გაპირობების ზომას, არამედ სოციოლოგიის საკუთარი ყოფიერების წარსულსაც, იმ ტრადიციებს, რაც დაინერგა ამ მეცნიერებაში. სოციოლოგიის ისტორია სოციოლოგიისთვის არის არა მისი საგნის, საზოგადოების შემეცნება, არამედ თვითშემეცნება, რეფლექსია არა საზოგადოებაზე, არამედ საკუთარ თავზე. სოციოლოგიის ისტორია სოციოლოგიის თვითცნობიერებაა, იმ ისტორიული გზისთვის თვალის გადევნებაა, რომელმაც მოიყვანა დღევანდელობამდე და რომელის მხრებზე დგას თანამედროვე სოციოლოგია. სოციოლოგიის თვითცნობიერება მისი ავტობიოგრაფიაა, ცხოვრების გზაა. სოციალური მეცნიერება, რომელსაც

Page 9: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

9

საკუთარი თავი არა აქვს შეცნობილი, საგნის შემეცნებაშიც დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. სხვას რომ თავი დავანებოთ, სოციოლოგიისთვის სოციოლოგიის ისტორია ნეგატიური თვალსაზრისით მაინც იქნებოდა ღირებული, რადგან მისი გზით სოციოლოგია განთავისუფლდებოდა იმ მცდარ გზაზე სიარულისაგან, რომალიც მას წარსულმა არგუნა. თუ წარსულის გამოცდილებას გავიზიარებთ, არ გავიმეორებთ მექანისტურ, ბიოლოგისტურ, ფსიქოლოგისტურ და სხვა--იზმების შეცდომებს სოციოლოგიაში და გვეცოდინება, როგორი გზით არ უნდა ვიაროთ. ამ ნეგატიური მნიშვნელობის გარდა ისტორიას სოციოლოგიისთვის პოზიტიური მნიშვნელობაც აქვს, რადგან მეცნიერების ისტორია თეორიისთვის თავისებური სალაროა, სადაც თავმოყრილია ის განძი, რაც დაგროვილია სოციოლოგიის არსებობის განმავლობაში. წარსულის ძიებათა არეალი მხოლოდ შეცდომათა ლაბირინთი როდია, აქ არის მიგნებები, ჰიპოთეზები, შემეცნებანი, რომელთა თავიდან ძიება არ უწევს ისტორიაზე დამყარებულ თეორიას. ამ თავის ცნებათა სალაროში ის აღმოაჩენს გარკვეულ დონეს შემეცნებისას, რომლის გარეშე ცარიელ ნიადაგზე მოუწევდა შემეცნების დაწყება, რაც იქნებოდა ,,ველოსიპედის ხელახლა გამოგონება“. სოციოლოგიის ისტორია, როგორი პერიპეტიებითაც უნდა ხასიათდებოდეს, სოციოლოგიის თეორიის ნაწილია, ის თეორიას აძლევს კვლევის მიმართულებას და მეთოდებსაც. მექანიციზმის, ბილოგიზმისა და ფსიქოლოგიზმის მცდარობის დადგენით არ ამოიწურება სოციოლოგიის ისტორიის მიღწევა ამ საკითხებში, რადგან ამით ცნობიერდება ისიც, რომ აუცილებელია სოციალურის მიმართების გარკვევა ბიოლოგიურთან და ფსიქიკურთან. სოციოლოგიის ისტორია სოციოლოგიის მიერ დაგროვილ ცოდნათა ჯამია, რომელმაც უნდა გააგრძელოს მემკვიდრეობა და ის უნდა აითვისოს სოციოლოგიის თეორიამ. ავიღოთ სოციოლოგიის საგნის პრობლემა: სოციოლოგიის ისტორია იწყება მტკიცებით, რომ სოციოლოგიის საგანია საზოგადოება. შემდგომ დაკონკრეტდა სოციოლოგიის საგანი იმაზე მითითებით, რომ ის სწავლობს სოციალურ სტრუქტურასა და სოციალურ ინსტიტუტებს; ამას დაემატა სოციალური ცვლილების ბუნების გარკვევა, შემდგომ ეტაპზე კი სოციოლოგიის საგნის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ინდივიდებისა და ჯგუფების სოციალური ქცევა, პიროვნების, ჯგუფისა და საზოგადოების მიმართებათა ფორმები. დღევანდელობამ მოითხოვა, საზოგადოების კვლევა განხორციელდეს სოციალური სისტემისა და მისი ელემენტების განასერში; როგორც ვხედავთ, ისტორიის პროცესში გროვდება ჩვენი ცოდნა სოციოლოგიის საგანზე და სოციოლოგიის საგნის ძიების პროცესში დადგენილი ყოველი ელემენტი მონაწილეობს სოციოლოგიის საგნის თანამედროვე გაგებაში. ეს არ მოხდებოდა, რომ უარი გვეთქვა სოციოლოგიის თვითშემეცნებაზე მისი ისტორიის სახით, ამიტომ სოციოლოგიის ისტორია მისი თეორიის კომპონენტია. არც სოციოლოგიის ისტორია წარმოიდგინება სოციოლოგიის თეორიის გარეშე და არც სოციოლოგიის თეორია ისტორიის გარეშე. სოციოლოგიის ისტორია ის კიბეა, რომლის საფეხურებს მივყავართ თეორიასთან.

სოციოლოგიის მიმართ სოციოლოგიის ისტორიას შესავლის როლის თამაშიც შეუძლია, რადგან მას შევყავართ სოციოლოგიურ პრობლემატიკაში, თანაც იმ საფეხურების გავლით, რაც გაიარა სოციალურის შემეცნებამ დღემდე. სოციოლოგიის ისტორია ამზადებს და ანაყოფირებს ნიადაგს სოციოლოგიისთვის, აძლევს მას მყარ საფუძველს, რომელზეც აიგება თანამედროვე შემეცნება და რომელიც მომავლის პერსპექტივაში თვითონ

Page 10: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

10

ლექცია II

1. პლატონის დიალოგი ,,სახელმწიფოს” პრობლემატიკა და შინაარსი

2. პლატონის ,,პოლიტიკოსი”

3. არისტოტელეს სოციალური შეხედულება

4. არისტოტელე მიზნებისა და საშუალებების თანაფარდობის შესახებ

5. პოლიბიოსი: სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ

6. პოლიბიოსი: სახელმწიფოს მმართველობის ფორმების წრებრუნვის თეორია პლატონის დიალოგი ,,სახელმწიფოს” პრობლემატიკა და შინაარსი

პლატონის ,,სახელმწიფოში” სამი ნაკადია შეერთებული – მეტაფიზიკური, სოციალური და

ეთიკური. ეს უკანასკნელი სოკრატეს ხაზის გაგრძელება იყო. მისი დაფუძნება მხოლოდ მეტაფიზიკით შეიძლებოდა. მეტაფიზიკა უნდა ჩამდგარიყო ეთიკის სამსახურში. ეთიკური ღირებულებანი მყარ ნიადაგს საჭიროებდნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ცვალებადი სამყაროს უცვლელი საფუძველი. მათზე ორიენტაცია უნდა ყოფილიყო ადამიანური ყოფიერების განმსაზღვრელი.

დიალოგი იწყება სოკრატესა და მისი მეგობრების ღვთაების დღესასწაულზე ყოფნით პირეიში. სოკრატეს ახლავს გლავკონი, პოლემარხი, ფრასიმარხი და ადიმანტი. დღესასწაულის შემდეგ, ისინი წავლენ პოლემარხის სახლში, სადაც დახვდებათ პოლემარხის მამა – კეფალი, რომელშიც სოკრატესთან შეხვედრამ დიდი სიხარული გამოიწვია იმის გამო, რომ მასთან პაექრობა საინტერესო იყო. თავის მხრივ, სოკრატემაც უპასუხა, რომ მასაც აინტერესებს ხანში შესულებთან საუბარი, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა ახალგაზრდების ხვალინდელი დღეა. ახალგაზრდებმა უნდა გაიარონ ის, რაც ხანდაზმულებს გავლილი აქვთ. ამიტომ აინტერესებთ, როგორ ესახებათ ხანდაზმულებს განვლილი გზა. დიალოგის ამ მონაკვეთში ორი პრობლემა დგას – რაშია ადამიანის ყოფიერების საზრისი და არის თუ არა განსხვავება სხვადასხვა თაობის ადამიანთა ღირებულებით ორიენტაციებში.

დიალოგის ერთ-ერთი პირველი პრობლემა სამართლიანობის გარკვევაა, მაგრამ ის არაა საწყისი კითხვა. საწყისია – ადამიანის ყოფიერების საზრისის საკითხი, – რა აზრი აქვს ჩვენს ყოფიერებას, რისთვის ვართ ამ სამყაროში, გაგვაჩნია თუ არა რაიმე დანიშნულება და რაშია მისი არსება? ამ კითხვაზე გარკვეული პასუხებიცაა, რომელთაგან ნაწილს პლატონი არ ეთანხმება. ასე, მაგალითად ერთ-ერთი პირველი პასუხი ამბობს, რომ ყოფიერების საზრისი ქონებაში, სიმდიდრეში უნდა ვეძიოთ. ასეთი თვალსაზრისი ისტორიულად არსებობდა და ამ ვითარებაშიც ეს დგას. მით უმეტეს კეფალი შეძლებეული პიროვნება იყო და ქონების ნაწილი მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, ნაწილი თვითონ შეიძინა და როგორც აღნიშნავს, მიზნად აქვს დასახული შთამომავლობას არ დაუტოვოს იმაზე ნაკლები, ვიდრე მას დაუტოვეს. მაშასადამე, მის თვალში ქონებას გარკვეული

Page 11: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

11

მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არაა ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელი. კიდევ მეტი, კეფალის აზრით, ქონების მოყვარულებთან ურთიერთობაც კი ძნელია, რადგან მათ ქონების მოპოვების მეტი არაფერი ამოძრავებთ. დიალოგში წამოტივტივდა კიდევ ერთი მხარე – სიამოვნება. იქნება მასში იყოს ადამიანის ყოფიერების საზრისი? მაგრამ კეფალი ამასაც არ ეთანხმება. მისი აზრით, სიამოვნების საგანი ცვალებადია, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რამ იწვევს ჩვენს სიამოვნებას. ახალგაზრდული გატაცებები, დროის ტარება, სიყვარული, ასაკში შესვლისას თავის მნიშვნელობას კარგავს. ერთადერთი ღირებულება, რომელიც ყველა ასაკში მნიშვნელობს სიბრძნეა. ის იმოწმებს სოფოკლეს სიტყვებს ,,მოხუცებულობა არ ახასიათებს ბრძენთ. იმათ ვისაც აქვთ ჭკუა ახალგაზრდობის ღვთიური დღით ნასაზრდოები”. განცხრომა და სიამოვნება კი ცვალებადია, როგორც ორიენტირების საგნის, ისე სუბიექტის მდგომარეობითაც. კიდევ არის ერთი გზა ადამიანის ყოფიერების საზრისის განსახორციელებლად – სახელისა და დიდების მოპოვება. ამას ადამიანები ზოგჯერ ქონებითაც აღწევენ და ამით იმსუბუქებენ მოხუცებულობასაც. მათთვის დასასრულთან მიმყვანი გზა უფრო იოლი ხდება. სახელი და დიდება ადამიანს იმედს უსახავს, რომ მის ცხოვრებას ამაოდ არ ჩაუვლია, მაგრამ არც ამას შეუძლია იქონიოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ყოფიერებაში. გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალეთ – სიმდიდრე, სიამოვნება, სიბრძნე, სახელი და დიდება – არის კიდევ რაღაც, რაც შეიძლება ადამიანმა ისურვოს თავისი ყოფიერების გასაზრიანებისათვის. ეს იქნება ყველაზე დიდი სიკეთე, რომელსაც შეუძლია ადამიანს დააძლევინოს სიკვდილის შიში და იყოს ბედნიერი სამყაროში. თუ ჰედონიზმი გამორიცხულია, როგორც ბედნიერებისა და საზრისიანობის გზა, სხვა გზა უნდა მოინახოს. ეს უნდა მოხდეს ადამიანზე დაკვირვებით. სიკვდილის წინ, მოხუცებულობაში, ადამიანს უჩნდება ჯოჯოხეთის შიში. ის სულ უფრო უფიქრდება იმას, ხომ არ ჩაიდინა რაიმე უსამართლობა ცხოვრებაში, იქნებ ვალი არ გადაიხადა ან წაართვა ვინმეს რაიმე. თუ ასეთი შიში არ აწუხებს ადამიანს, მას იმედიც არ ეკარგება მოხუცებულობაში. ამიტომ მისთვის მთავარია დაადგინოს, იყო თუ არა სამართლიანი, ახასიათებდა თუ არა სიქველე მას ცხოვრებაში. მაგრამ ეს საკითხი, რომ გადაწყდეს, უნდა მოინახოს განზომილება, რომელშიც გამოჩნდება, რა შეიძლება იყოს სამართლიანობა და სიქველე. ცალკეული ადამიანის ქცევა უნდა გაიზომოს რაღაც ზოგადზე, ყოველ შემთხვევაში იმაზე, რაც თავადაა სიქველე და სამართლიანობა. ამიტომ ადამიანის, ინდივიდის ქცევა ვერ იქნება სამართლიანობის საზომი. იმიტომ, რომ ინდივიდის ქცევა სხვებთან მიმართებაში შეიძლება იყოს სამართლიანობისა და სიქველის მაჩვენებელი. ამიტომ ეს იდეა რომ გამოჩნდეს, ის საჭიროებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. ადამიანი სოციალური არსებაა, რასაც ის სხვა ადამიანებთან კავშირში ავლენს. ამ ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს, ემსახურა თუ არა ის სამართლიანობის იდეას. მისი ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირეული ფორმა სახელმწიფოა. ამიტომ, სახელმწიფოს, როგორც სოციალური ინსტიტუტის გზით, გამოჩნდება სიქველე და სამართლიანობა. სახელმწიფოს მეშვეობით დავინახავთ, რა არის სამართლიანობა.

ცხოვრების წესი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ადამიანის ადამიანური მოვალეობა, მოითხოვს სიმდიდრესაც, სიბრძნესაც, სიამოვნებასაც, მაგრამ გონიერი მოქმედება ყოველთვის უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობაზე და საკითხი ისმის – როგორ განვსაზღვროთ სამართლიანობა? შეიძლება თუ არა, რომ სამართლიანობა გავიგოთ, როგორც პატიოსნება. სოკრატე ამ კითხვას სვამს

Page 12: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

12

იმიტომ, რომ მისთვის პატიოსნება ყოველთვის არაა სამართლიანობის გარანტია. მაგალითად, თუ ვინმეს ვალს ვუბრუნებთ – პატიოსებაა, მაგრამ იგი ყოველთვის სამართლიანობის მაჩვენებელი ვერ იქნება. თუ ვინმემ იარაღი გვათხოვა და დავუბრუნეთ, როცა გონებაზე შეირყა, ეს შეიძლება ცუდი შედეგით დამთავრდეს. ამიტომ ჩვენი ქცევაც ვერ იქნება სამართლიანი. პირიქით, სამართლიანობა ის იქნება, რომ არ დავუბრუნოთ ეს ვალი ამ ვითარებაში. სხვა სიტუაციაში, განა გიჟს შეიძლება ვუთხრათ სიმართლე? ამიტომ არც სიმართლე და არც ვალის გადახდა არაა სამართლიანობის მაჩვენებელი. მაშ რა უნდა იყოს სამართლიანობა? შეიძლება ვთქვათ, რომ სამართლიანობა არის ყოველ ადამიანს მივაგოთ ის, რისი ღირსიცაა. მაგრამ ადამიანები განსხვავებულნი არიან, ზოგი მოყვარეა, ზოგი – მტერი. ამიტომ სამართლიანობა იქნება მტერს ვუპასუხოთ ბოროტებით, მოყვარეს – სიკეთით. მაგრამ სიძნელე იმაშია, რომ არ გვაქვს მტრისა და მოყვასის განსხვავების კრიტერიუმი. ის, ვინც მტერი გვგონია, შეიძლება არცაა მტერი და ვინც მოყვარე გვგონია, არაა მოყვარე. თუ ზემოთ აღნიშნული პრინციპით ვიმოქმედებთ, აღმოჩნდება, რომ მივაგებთ იმას, რაც არ დაუმსახურებია. მაშასადამე, ეს განსაზღვრებაც არ გამოდგება.

სულის ღირსება მისი სამართლიანობაა, ნაკლი – უსამართლობა. სამართლიანი სული და ადამიანი იცხოვრებს კარგად, უსამართლო – ცუდად. სული, რომელიც ღირსეულად, ე. ი. დანიშნულებისამებრ ცხოვრობს, ბედნიერია. მისი აზრით ამით განხორციელებული და, პირიქით, უღირსად ვინც ცხოვრობს, მისი ცხოვრება უსაზრისოა. მაშასადამე, სამართლიანობა ადამიანის ყოფიერების საზრისის განხორციელებაა, ის მთავარი სათნოებაა. აღნიშნული გვიჩვენებს, რომ ობიექტური იდეალიზმისა და აბსოლუტურ იდეათა თეორიის გარდა პლატონის ნააზრევი იმ ხაზს აგრძელებს, რომელიც სოკრატემ დაიწყო და ადამიანის არსებობის წვდომის, მისი ახსნის თეორიაა. ეს ანთროპოლოგიაში ყველაზე კარგად გამოვლინდა სწორედ ,,სახელმწიფოში”, სადაც განისაზღვრა ადამიანის ყოფიერების საზრისი, დანიშნულება და ღირსება. მკვლევარები რატომღაც ხაზს უსვამენ მხოლოდ იმას, რომ პლატონის ,,სახელმწიფოში” სამართლიანობის იდეა არის ქარგა, რომელსაც მიუყვება მისი უტოპია, მოძღვრება მომავალი საზოგადოების შესახებ, მაგრამ არავინ ეძებს პლატონის ნააზრევის ერთ-ერთ ძირითად ხაზს, ადამიანის არსების ახსნას, მის ანთროპოლოგიზმს.

მეორე წიგნი არსებითად ეს არის პირველი წიგნის პრობლემატიკის გაგრძელება. კვლავ ისმის სამართლიანობისა და უსამართლობის საკითხი, თუ აქამდე ეს კატეგორიები განსაზღვრული იყო მოქმედების შედეგების მიხედვით, იმის ჩვენებით, რას უკავშირდება სამართლიანობა და რას უსამართლობა, ამჯერად საკითხი დგება სამართლიანობისა და უსამართლობის თავისთავად განსაზღვრის შესახებ. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოინახება სამართლიანობისა და უსამართლობის გამოვლენის სფეროები. პირველ რიგში, ასეთი სფერო ადამიანის სულია, შემდეგ – სახელმწიფო, მაგრამ ადამიანში ამის დანახვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე სახელმწიფოში. თუ ვინმეს დავაკისრებთ შესუსტებული მხედველობით წაიკითხოს ასოები, წვრილ ასოებს უფრო ვერ წაიკითხავს, ვიდრე მსხვილს, ამიტომ უკეთესი იქნებოდა ჯერ მსხვილი ასოები წაეკითხა და შემდეგ უფრო წვრილი. სამართლიანობა

Page 13: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

13

სახელმწიფოში უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე ადამიანში, ამიტომ პლატონი გვთავაზობს სახელმწიფოს ანალიზით დაწყებას.

მეორე წიგნში პლატონი აანალიზებს იდეალურ სახელმწიფოს და ადგენს სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზებს. მისი აზრით, ადამიანთა ურთიერთობის საჭიროებამ შექმნა სახელმწიფოს ფორმის ორგანიზაციის აუცილებლობა. ეს აუცილებლობა კი გამოწვეული იყო ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საჭიროებებით. ერთ ადამიანს შეუძლია ერთი საქმის კეთება, მან უნდა იმოქმედოს საკუთარი უნარის მიხედვით, ადამიანთა მოთხოვნილებები კი მრავალფეროვანია. სახელმწიფო თავის ქვეშევრდომებისათვის ამ მრავალფეროვან მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს მხოლოდ შრომის განაწილების გზით. ეს არა მარტო სახელმწიფოს შიგნით, არამედ სახელმწიფოებს შორისაც ხდება. სახელმწიფოს შიგნით შრომა ნაწილდება მიწათმოქმედებს, ხელოსნებს, ვაჭრებს, მეომრებს და ა.შ. შორის. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ყველას დასაქმება უნარის მიხედვით და გაცვლა სხვადასხვა პროდუქტების. მაგრამ, პლატონის აზრით, არის სახელმწიფოები, რომელთა ქვეშევრდომებს უფრო მეტი მოთხოვნილება აქვთ, ვიდრე აწარმოებენ, ამიტომ ჩნდება სახელმწიფოთა დაპყრობის და დამპყრობთაგან თავდაცვის საჭიროება, იწყება ომები, რომლებიც უბედურებაა როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი მასშტაბით. ამას მოსდევს ადამიანთა სპეციალური რაზმების აუცილებლობა მეომრების სახით. ყველას არ შეუძლია ამ მოვალეობის შესრულება. ამასაც, ისე როგორც ყოველივე სხვას, მომზადება ჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ადამიანთა ერთი ფენა, რომელიც საჭიროა იდეალურ სახელმწიფოსათვის, არის მეომრები. ისინი მხოლოდ ამ საქმით უნდა იყვნენ დასაქმებულნი, უნდა ჰქონდეთ პროფესიული წრვთნა. ისე, რომ ქუდზე კაცის პრინციპი არ გამოდგება. ამიტომ პლატონი გვთავაზობს ამ ფენისათვის აუცილებელ აღზრდა-განათლების სისტემას. იმ ჩვევათა შორის, რომელიც აუცილებელია მეომრებისათვის, პლატონი ახასიათებს ახლობლებისადმი მოკრძალებას და მტრებისადმი შეუბრალებლობას, ამავე დროს., მათ უნდა შეეძლოთ მტრისა და მოყვასის გარჩევა, ამას კი შემეცნება და სიბრძნე სჭირდება.

მესამე წიგნში არის კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, სახელმწიფოს თუ საზოგადოების სოციალური სტრუქტურის საკითხი. ზემოთ დახასიათებული იყო ამ სტრუქტურის ერთი ელემენტი – მეომრები. აქვე მსჯელობს სხვა ელემენტებზედაც და მათ შორის მიმართებაზე. პლატონის მტკიცებით, იდეალურ სახელმწიფოში ყველანი ძმები არიან, მაგრამ განსხვავება მათშიც არსებობს. ძირითადი სამი ფენაა: მმართველები, მეომრები და ხელოსნები თუ მიწათმოქმედნი. საზოგადოების ეს სამი ფენა თუ წოდება ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც სამი სახის ლითონი – ოქრო, ვერცხლი და რკინა. პლატონის თქმით, ღმერთმა როცა შექმნა მართვის უნარის მქონენი, მათ შეურია ოქრო, მეომრების შექმნისას ვერცხლი გამოიყენა, რკინა და სპილენძი კი მიწათმოქმედთა და ხელოსანთა შექმნისას. ყოველი ფენა თავის მსგავსს ბადებს, მაგრამ ისეც ხდება, რომ მიწათმოქმედებსა და ხელოსნებში იბადება მცველი, ან მმართველი, ან შეიძლება პირიქითაც იყოს. ყველა შემთხვევაში, უნარის შესაბამისად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მოხვდნენ შესაბამის ფენაში. თუ ფენები ავურიეთ ერთმანეთში და ხელოსნები დაიკავებენ მმართველებისა და მეომრების ადგილს, საზოგადოება დაიშლება. ახალ საზოგადოებაში წარმოშობასთან ერთად უნდა

Page 14: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

14

გათვალისწინებული იყოს ბუნებრივი უნარები. ეს უკანასკნელი მოთხოვნა პლატონის იდეალური სახელმწიფოს დემოკრატიული ელემენტია. ელიტური სტრუქტურის თანამედროვე თეორიები ელიტის წარმოქმნის საფუძვლად მოითხოვენ უნარისა და განათლების დადგენას. ამის საწყისი არის პლატონთან.

მეოთხე წიგნში პლატონი განიხილავს იდეალური სახელმწიფოს მოდელს.

პლატონის იდეალურ სახელმწიფოს ახასიათებს ოთხი სათნოება: სიბრძნე, სიმამაცე, გონივრულობა და სამართლიანობა. რას ნიშნავს სახელმწიფოს სიბრძნე, ეს ცოდნაა, მაგრამ არა ყოველგვარი. შეიძლება საუკეთესო დურგალი იყო, ე. ი. იცოდე დურგლობა, მაგრამ ეს არ იქნება სახელმწიფოს სიბრძნე, სახელმწიფო დურგლების ხომ არაა, არც მოწათმოქმედთა და არც ხელოსანთა ცოდნა არ გამოდგება. სახელმწიფოს სიბრძნეს უზრუნველყოფს მცირერიცხოვან მმართველთა ის ცოდნა, რითაც მომარაგდება სახელმწიფო ჯანსაღი აზრებით, როგორც შინაგან, ისე საგარეო ურთიერთობაში მართვისას. ამის უნარი საზოგადოებაში მხოლოდ მცირედთ გააჩნიათ, ამიტომ, პლატონის აზრით, მმართველობის დიდი აპარატი არცაა საჭირო. მართვის ცოდნაა სწორედ სიბრძნე. როგორც ჩანს, პლატონს გაცნობიერებული ჰქონდა ბიუროკრატიის ბატონობის საშიშროება, რაც თანამედროვე სახელმწიფოში განხორციელდა. სახელმწიფოს ერთ- ერთი ნიშანია სიმამაცე. ეს ნიშნავს, რომ სიმამაცე უნდა ახასიათებდეს მათ, ვისაც ეკისრება სახელმწიფოს დაცვა. მათ უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რა საშიშროებანი ემუქრება სახელმწიფოს და მოქმედებდნენ ამ ცნობიერების მიხედვით. ამ ცნობიერების უზრუნველყოფა აღზრდას ევალება მუსიკალური ხელოვნებისა და ფიზიკური კულტურის გზით. მაშასადამე, კანონმდებელმა რომ შთაუნერგა მცველს ამის საფუძველზე მიღებული ,,მუდმივი შენარჩუნება და შენახვა სწორი აზრისა იმაზე, რაა საშიში და რა არ არის საშიში, მე მიმაჩნია სიმამაცედ”, ასკვნის პლატონი /იქვე გვ. 220/.

რაც შეეხება გონივრულობას, ეს არის სახელმწიფოს უნარი, თავი შეიკავოს სიამოვნებათა და აღტკინებათაგან, დასძლიოს ცუდი მხარეები და გამოავლინოს თავისი თავი კარგი მხრით. გონივრულობა ჰარმონიას ჰგავს და ეს ერთნაირად უნდა ახასიათებდეს სახელმწიფოს მმართველებსაც და ქვეშევრდომებსაც. როცა სახელმწიფოს სიმები საკრავის სიმებივით თანაბრად ჟღერენ და ჰარმონიას ქმნიან, მაშინ გვაქვს საქმე სახელმწიფოს გონივრულობასთან.

სახელმწიფოს მეოთხე ნიშანია სამართლიანობა. მსჯელობა სულ იმაზე მიმდინარეობს, რა არის სამართლიანობა და კვლავ საკითხად დგება. პლატონის თქმით, ისე გვემართება, რაღაც ხელში გვეჭიროს და მაინც სხვაგან ვეძებდეთ, რადგან რაც აქამდე ვილაპარაკეთ, იმაში უკვე განსაზღვრული იყო სამართლიანობა. სამართლიანობაა, როცა ყველამ თავის საქმე იცოდეს და მას ასრულებდეს, როცა კლასები თუ ფენები არ ურევენ თავიანთ ფუნქციებს. ამ გზით განხორციელედება სამართლიანი სახელმწიფოც. შესაბამისად, უსამართლობა იქნება, როცა ხელოსანი ეცდება მეომრის ადგილი დაიკავოს, მეომარი მმართველისას და ა. შ. ,,ეს არის უსამართლობა... ამის საპირისპიროდ სამართლიანობაა და სახელმწიფოსაც სამართლიანს გახდის ყველა წოდების საკუთარი საქმისადმი ერთგულება... როცა ყოველი მათგანი

Page 15: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

15

შეასრულებს იმას, როცა მას ახასიათებს” /იქვე გვ. 226/. ამით გაცემულია პასუხი კითხვაზე, რომელიც თავიდანვე დაისვა და რომლის გასარკვევად გახდა ფორმალურად საჭირო იდეალური სახელმწიფოს მოდელის ანალიზი, რადგან რა არის სამართლიანობა, ამ კითხვაზე პასუხი უნდა ეძებნა სახელმწიფოს განზომილებაში, მაგრამ არის მეორე განზომილებაც, რომელიც პირველზე მეტი მნიშვნელობისაა და, ამავე დროს, უფრო რთულიც. ესაა სამართლიანობის გარკვევა ცალკეული ადამიანის დონეზე. პლატონის მოძღვრების მიზანი თავიდანვე ადამიანია და არა ორგანიზაცია და თუ სახელმწიფოს მიანიჭა უპირატესობა ადამიანის ყოფიერების საზრისად მიჩნეულ სამართლიანობის გარკვევაში, იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანი იყო, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობა უფრო ადვილად საწვდომი იყო სახელმწიფოს შუქზე.

მეხუთე წიგნში პლატონი მეომართა ფენის ყოფის პრობლემებს აგრძელებს და უჩვენებს, რომ იდეალურ სახელმწიფოში მეომრებს არა მარტო საკუთრება არ უნდა ჰქონდეთ, არამედ საკუთარი ცოლ-შვილიც არ უნდა ჰყავდეთ. პლატონი ამ მტკიცებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. იდეალურ სახელმწიფოში მამაკაცის როლის გარკვევა არ ამოწურავს საქმეს, საჭიროა განისაზღვროს, რა როლი უნდა ჰქონდეს ქალს, როგორი წესით იქნება ბავშვების შობა და შემდეგ მათი მოვლა, ვინ უნდა იკისროს მათი აღზრდა-სწავლება. ამ კითხვებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ,,სახელმწიფოს” მეხუთე წიგნში. პლატონი, პირველ რიგში, ათავისუფლებს ქალებს სახლის მწყემსის ფუნქციისაგან, როცა ცდილობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში არ მიაღებინონ მონაწილეობა. პლატონის აზრით, არა მარტო მამალ ძაღლს, არამედ ლეკვებიან ძუსაც შეუძლია მცველის როლის შესრულება, ამიტომ მეომარი შეიძლება იყოს არა მარტო მამაკაცი, არამედ ქალიც. ქალს არა აქვს ფიზიკურად მამაკაცის ძალა, მაგრამ მას შეუძლია მეომრად ყოფნა. ეს მოვალეობა ქალმა პირნათლად რომ შეასრულოს, მამაკაცის მსგავსად მასაც ჭირდება აღზრდა და განათლება. ის გზა, რომელიც დასახული იყო მამაკაცთათვის, გამოსადეგია ქალისთვსაც. ქალებმაც უნდა გაიარონ მუსიკალური და გიმნასტიკური ხელოვნება სამხედრო საქმესთან ერთად. პლატონი საკითხს სვამს: დავსვათ თუ არა ქალი მამაკაცის თანსწორუფლებიანად? შეუძლია თუ არა მას იტვირთოს ყოველივე, რასაც მამაკაცი აკეთებს?

მისი აზრით, ეს შესაძლებელია, ისე როგორც რუსთაველისათვის ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. პლატონისთვის საზოგადოებრივ საქმეების დასქმებაში სქეთა სხვაობას არა აქვს მნიშვნელობა. აქ პლატონი სოკრატეს მიმართ ოპონენტებს წამოაყენებინებს ერთი შეხედვით დაურღვეველ არგუმენტს. თუ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, თავისი ბუნებისა და უნარის მიხედვით, მამაკაცები და ქალები ხომ განსხვავებული ბუნების არიან და როგორ შეიძლება მათ ერთიდაიგივე საქმე დავაკისროთ, ან არ ვაკეთებინოთ მათი ბუნების შესაბამისი საქმე. პლატონის აზრით, ისე როგორც ყველა მამაკაცი არ გამოდგება მეომრად, არც ყველა ქალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ შორის არ იქნება ამ საქმისათვის გამოსადეგი და არა მარტო ამ საქმისათვის. ყევლა საქმისათვის, რომელსაც მამაკაცი აკეთებს, გამოდგება ქალიც.

რაც შეეხება ცოლების და შვილების საერთოობას, პლატონი ამის მტკიცებაში უეყევია. მისი აზრით, ,,მამაკაცთა ყველა ქალი საერთო უნდა იყოს და ცალკე არც ერთმა მათგანმა არ უნდა იცხოვროს ერთთან. ბავშვები საერთო უნდა იყოს, მამამ არ უნდა იცოდეს, რომელია მისი შვილი, ხოლო

Page 16: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

16

შვილმა – ვინაა მისი მამა” /იქვე. გვ. 254/. პლატონი ითვალისწინებდა, რომ ამას ყველა არ დაეთანხმებოდა და, მართლაც არისტოტელემ სასტიკად გააკრიტიკა პლატონი ამ საკითხში. არისტოტელემ ,,პოლიტიკაში” (წიგნი II) აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ერთ ოჯახად გაერთიანება გამოიწვევს მის მოსპობას. საერთო შვილები საერთოდ უგულებელყოფენ საერთო მამებს. გარდა ამისა, თუ არ ეცოდინებათ მამებს და შვილებს ერთმანეთი, მათ შორის შეიძლება სასიყვარულო საქმეებიც გაიბეს, თუმცა პლატონი არ უშვებდა სქესობრივ კავშირს შვილებსა და მშობლებს და უფროს ნათესავებს შორის დედის მხრიდან. მაგრამ როგორ მოახერხებდა ამას, ეს გაურკვეველია, ან როგორ უნდა განესაზღვრა, ვინ ვისი შვილი იყო. ის ცდილობდა ამის განსასაზღვრავად გამოეყენებინა ათი ან შვიდი თვის გავლა სქესობრივი კავშირიდან, მაგრამ ეს მეთოდი გამოუსადეგარი იყო მშობლობისა და შვილობის დასადგენად, რადგან ერთიდაიმავე დროს მრავალი ბავშვი იბადება. დღეს, როდესაც ესოდენ ვემიჯნებით პლატონის უტოპიას, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ მსგავსებას ენგელსის მტკიცებასთან, რომ ცოლების საერთოობის შემოღება ჩვენ არ გვჭირდება, ის უკვე შემოიღო ბურჟუაზიამო. პლატონს საერთო ცოლების დაშვებასთან ერთად დაშვებული ჰქონდა დაწინდვა და ქორწინება, რომელსაც სახელწმიფო დაასანქცირებდა და რომლის დარღვევისთვის ცოლ-ქმარი სასტიკად უნდა დასჯილიყვნენ. ქორწინების მნიშვნელობა პლატონთან განისაზღვრება სუკეთესო მოდგმისათვის ზრუნვით. პლატონი მოითხოვს, რომ დაქორწინება და ბავშვების გაჩენა არ უნდა მოხდეს არც ზედმეტად ახალგაზრდულ და არც ბებრულ ასაკში, რომ მომწიფებულმა ქალმა და მამაკაცმა უნდა შემქნას ოჯახი – ქალმა 18-20 წლისამ, მამაკაცმა 25-35 წლისამ. ქალმა ბავშვები უნდა გააჩინოს 40 წლამდე, მამაკაცებმა – 55 წლამდე. ამავე დროს, მშობლები უნდა იყვნენ ყოველმხრივ შემკულნი. ისე, როგორც ცხოველებში ვარჩევთ საუკეთესოს გამრავლებისათვის, ასევე ადამიანებში, მხოლოდ საუკეთესონი უნდა შეუღლდნენ და მათი შვილები უნდა გაზარდოს სახელმწიფომ. სუსტნი და ცუდნი ერთმანეთთან შეუღლდებიან, მაგრამ მათ შვილებს არ გაზრდის სახელმწიფო, თუმცა ამის შესახებ მათ არაფერი არ უნდა იცოდნენ. მმართველებს აქვთ სიცრუის უფლება. ქორწინების გარდა საუკეთესოთათვის პლატონი უშვებს რელიგიურ დღესასწაულებზე შეხვედრის და სქესობრივი კავშირის უფლებას, მათი მემკვიდრეების გამრავლების მიზნით. კარგ მამაკაცებს უფლება ეძლევათ, რაც შეიძლება მეტ ქალთან გააჩინონ ბავშვები. ამავე დროს, პლატონი მოითხოვს გამრავლების ნორმის დაწესებას, რათა მოსახლეობა ზომაზე მეტად არ გაიზარდოს.

საერთოს, მოსახლეობა ერთ დღეზე უნდა იყოს. გათვალიწინებული უნდა სიკვდილიანობის ფაქტორებიც და გამრავლება მარტივი კვლავწარმოების დონეზე უნდა რეგულირდებოდეს. ჯანსაღი მშობლებისაგან ბავშვების შერჩევა ევალება ამ საქმისთვის გამოყოფილ ჯგუფს. ისინი ამ ბავშვებს მიუყვანენ დედებს და ძიძებს, ხოლო ავადმყოფი და უგვანო მშობლების ბავშვებს გადამალავენ. მაშინაც, როცა ბავშვს დედის ძუძუს აჭმევენ, დედამ არ უნდა იცოდეს, რომ ეს მისი შვილია. დაბადებიდანვე ბავშვი იზრდება სახელმწიფოს ხარჯზე.

პლატონი ამოცანად ისახავს დაადგინოს, რა არის სახელმწიფოსთვის სიკეთე და ბოროტება. მისი აზრით, სიკეთეა ის, რაც ხელს უწყობს სახელმწიფოს ერთიანობას, ბოროტება კი ამ ერთიანობის დარღვევაა. სახელმწიფოს ერთიანობა კი დამოკიდებულია მოქალაქეთა ერთნაირ პოზიციაზე

Page 17: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

17

მოვლენებისადმი, ამიტომ თუ თითოეული დაიწყებს მტკიცებას: ეს ჩემია, საზოგადოება გაითიშება, ე. ი. კერძომესაკუთრული ინტერესები საზოგადოებაში ბოროტების წყაროა. სახელმწიფოს ის ადარებს სხეულს, რომლისთვის მისი ყოველი ნაწილის ტანჯვა მთელის ტანჯვაცაა. ასეთ სახელმწიფოში მმართველებს უნდა ვუწოდოთ გადამრჩენნი, ხოლო ხალხს გადამრჩენი და მარჩენალი. ფილოსოფოსები იდეალური სახელმწიფოს განსახორციელებლად არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა – სახელმწიფოს მმართველები უნდა იყვნენ ფილოსოფოსები. პლატონი საკმაოდ რეალისტი იყო იმისათვის, რომ ადვილად მიეჩნია იდეალური სახელმწიფოს განხორციელება, ან კიდევ მისინ მოდელი რომელიმე რეალურ სახელმწიფოში დაენახა. ამავე დროს, იმასაც გრძნობდა, რომ თუნდაც ვერ აღმოეჩინა ასეთი. სახელმწიფოს რეალური შესაძლებლობა, ამით მისი თეორია ღირებულებას არ დაკარგავდა. ამის საჩვენებლად პლატონი ანალოგიას აკეთებს. მხატვარმა დახატა ლამაზი კაცი და ის სურათზე მართლა ლამაზად გამოიყურება, მაგრამ განა მხატვარი ცუდი იქნება იმის გამო, თუ რეალობაში ვერ აჩვენებს ასეთ ლამაზ კაცს. ასევე არაფერს კარგავს მის მიერ დახატული სახელმწიფოს სურათი მაშინაც, თუ ასეთი სახელწმიფოს აგების შესაძლებლობის ჩვენებას ვერ შეძლებს, – ამტკიცებს პლატონი. და მაინც, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს თავისი მოდელისათვის ერთი დიდი გარდაქმნაა აუცილებელი: ესაა სახელმწიფოს მართვა ფილოსოფოსის მიერ. ,,სანამდის სახელმწიფოებში არ იმეფებენ ფილოსოფოსები, ან ე. წ. თანამედროვე მეფეები და მმართველები არ დაიწყებენ კეთილად და საფუძვლიანად ფილოსოფოსობას და ეს არ შეეწრყმის ერთმანეთს – სახელმწიფო ხელისუფლება და ფილოსოფია და სანამდის არ იქნება ჩამოყალიბებული სავალდებულო წესით ეს ხალხი – ისინი კი ბევრია, რომელნიც დღეს ესწრაფვიან ცალ-ცალკე ან ხელისუფლებას, ან ფილოსოფიას, მანამდე, ძვირფასო გლავკონ, სახელმწიფოები ვერ აიცილებენ ბოროტებას და ადამიანთა მოდგმისათვის შეუძლებელი იქნება და მზეს ვერ იხილავს ის სახელმწიფო წყობილება, რომელიც ჩვენ აღვწერეთ სიტყვიერად” /იქვე. გვ. 275/. პლატონი ამ აზრს რამოდენიმეჯერ იმეორებს /იხ. გვ. 304, 307/.

მერვე წიგნში პლატონი ახასიათებს სხელმწიფოთა ტიპებს. პირველ რიგში ასახელებს სახელმწიფოს ოთხ ტიპს. მის მოწონებას იმსახურებს კრიტე ლაკედემონის ტიპის სახელმწიფო, რომელიც არისტოკრატიულია, მეორე ადგილზეა ნაკლები მოწონების მქონე ოლიგარქია, მასში ბოროტება იჩენს თავს. მისგან აღმოცენდება დემოკრატია. მათგან განსხვავებულია ტირანია, ის ავადმყოფი საზოგადოებაა. მათ გარდა არის კიდევ შუალედური, მემკვიდრეობით ან ფულით მიღებული მეფობის სახელმწიფო ტიმოკრატია. პლატონის აზრით, იმდენი ტიპის სახელწმიფო არსებობს, რამდენი ადამიანის სულიერი წყობაა, რადგან ადამიანის სულიერი წყობა ქმნის ურთიერთობის და მმართველობის შესაბამის ფორმებს. ეს ნიშნავს, რომ სულიერი წყობის ხუთ ტიპს შეესაბამება სახელმწიფოს ხუთი ტიპი. არისტოკრატიული ტიპის შესაბამისი ადამიანი საუკეთესო და სამართლიანია. უნდა გაირჩეს დანარჩენი არსებითად ცუდი ტიპები. ერთი იქნება ლაკედემონურის შესაბამისი ადამიანის ტიპი, მეორე, ოლიგარქიულის, მესამე დემოკრატიულის და მეოთხე ტირანიის შესაბამისი ადამიანი. დახასიათებას იწყებს ტიმოკრატიით, შემდეგ იხილავს ოლიგარქიას და დემოკრატიას და ბოლოს ტირანიას, მათი შესაბამისი ადამიანების ტიპებით.

Page 18: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

18

ტიმოკრატიის დახასიათება უარყოფითია. ტიმოკრატია წარმოიშობა არისტოკრატიის შერყვნით. მისი დამახასიათებელია განხეთქილებანი, კლასთა აღრევა, როცა რკინა შეერევა ვერცხლს, როცა სპილენძი ოქროს, როცა დაბალი ფენები იკავებენ მაღალს ადგილს და მონებად აქცევენ. ტიმოკრატია შუათანაა არისტოკრატიასა და ოლიგარქიას შორის. ამ სახელმწიფოს ნიშანია მუდმივი ომები, სწრაფვა სიმდიდრისაკენ. ამ სახელმწიფოში ბოროტება აღრეულია სიკეთესთან, ბატონობს მეტოქეობა და პატივმოყვარეობა. ამის შესაბამისია ტიმოკრატიული ტიპის ადამიანი. ტიმოკრატიული ადამიანი ნაკლებად განათლებულია, უზომოდ მკაცრია, უპრინციპოა, თავისუფალ ხალხთან გულისხმიერია, მთავრობის გამგონეა, ძალაუფლების მოყვარულია, პატივმოყვარეა. სახელმწიფო მართვაში ის უპირატესობას ანიჭებს სამხედრო ძალას და არა სიბრძნეს, მას უყვარს გიმნასტიკა და ნადირობა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საომარ საქმესთან, ხასიათდება ფულის დიდი სიყვარულით.

სახელმწიფოს შემდეგი ტიპია ოლიგარქია. ეს წყობა ემყარება ქონებრივ ცენზს, ხელისუფლების სათავეში მდიდრებია, ღარიბები მართვაში არ მონაწილეობენ. ოლიგარქია მიიღება ტიმოკრატიისაგან. ტიმოკრატიას ღუპავს ოქროს დაგროვება კერძო პირთა ხელში. ისინი ნაკლებად უწევენ ანგარიშს კანონებს. ტიმოკრატიაში ფასდება სიმდიდრე და არა სიკეთე. ის ახასიათებს მასებსაც, რადგან ისინი აფასებენ იმას, რაც ღირებულად ცხადდება. ეს სიმდიდრეა, მოხვეჭის ინსტიქტი იმდენად ვითარდება, რომ ყველაფერი სიმდიდრით იზომება, მდიდრებს ნიშნავენ სახელმწიფო თანამდებობაზე, ღარიბს კი არა აქვს მოწონება. ტიმოკრატიის გაგრძელებაა ოლიგარქია. ქონებრივი ცენზი ხდება ოლიგარქიული სახელმწიფოს კანონი და ნორმა, ცენზი ვისაც არა აქვს, ის არ დაიშვება ხელისუფლებაში, ასეთი სახელმწიფო ემყარება იარაღს და შიშს. ოლიგარქიის ყველაზე დიდ ნაკლად პლატონი თვლის იმას, რომ მმართველები ინიშნებიან ქონების და არა უნარის მიხედვით. ღარიბს რომ მეტი უნარი ჰქონდეს, მას არ დანიშნავენ. მდიდარს თუნდაც არ შეეძლოს მართვა, მაინც დანიშნავენ. სახელმწიფო ითიშება მდიდრებისა და ღარიბების სამეფოდ. მათ შორის წარმოებს ბრძოლა და შუღლი. ასეთ სახელმწიფო ომის მოგებაც არ შეუძლია, რადგან ოლიგარქები ღარიბებს იარაღს არ მისცემენ იმის შიშით, რომ მათ არ მიუბრუნდნენ. ასეთ სახელმწიფოში ერთიდაიგივე პირი მიწასაც დაამუშავებს, ფულსაც დააგროვებს და სამხედრო სამსახურსაც გასწევს. ამით ირღვევა სამართლიანობის პრინციპი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ხოლო ვინც ყველაფერს აკეთებს, მისი ხელიდან ყველაფერი ცუდი გამოვა. ასეთ სახელმწიფოში ღარიბები გაბოროტებულნი არიან და ყოველგვარ სისაძაგლეს ჩადიან. ეს გაუნათლებელი მასა ქურდობს, ტაძრებს ბილწავს და ყველა ბოროტებას ხელს აწერს. ოლიგარქიულ სახელმწიფოში მდიდრები ცოტაა, ძირითადად ღარიბებია, ისინი კი ბოროტები არიან, ამიტომ სახელმწიფო ცუდია. როგორია ოლიგარქიული ადამიანი? ისე როგორც ტიმოკრატია გადადის ოლიგარქიაში, ტიმოკრატიული ადამიანი ოლიგარქიულში. ტიმოკრატიული ტიპის დამარცხება მის შთამომავალში გააღვიძებს მომხვეჭელობისადმი ლტოლვას, ფულის დაგროვებას ყველა გზით, ფულია მისი კერპი და მისთვის ყველაფერს აკეთებს, ყურადღებას არ აქცევს თავის თავის აღზრდას და მასში ვითარდება დამნაშავეობისაკენ ლტოლვა. დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, დელიქვენტობა. სახელმწიფოს მესამე ტიპია დემოკრატია, შესაბამისი ადამიანით. აქაც გადასვლა ხდება. ოლიგარქია გადადის დემოკრატიაში. სიმდიდრისადმი გამოდევნებისას ერთეულები

Page 19: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

19

მდიდრდება და მასები ჩანაგდება, ერთ პოლუსზე სიმდიდრეა და მეორეზე სიღარიბე, რაც იწვევს გადატრიალების სურვილს. პლატონის აზრით, ,,დემოკრატია ხორციელდება, როცა ღარიბები გამოსვლების შემდეგ ზოგ მათ მოწინააღმდეგეს სპობენ, ზოგს განდევნიან, დანარჩენს გაათანაბრებენ სამოქალაქო უფლებებში და სახელმწიფო თანამდებობათა დაკავების შესაძლებლობაში, რაც დემოკრატიული წყობის დროს უმთავრესად კენჭისყრით ხება” /იქვე გვ.

372/. დემოკრატიული წყობის ნიშნები აისახება მასში მცხოვრებ ადამიანებშიც. ისინი თავისუფლები არიან, მათ აქვთ ყველაფრის კეთების თავისუფლება. პლატონი უარყოფითად ეკიდება ასეთ სახელმწიფოს, თუმცა, მისი თქმით, ბევრს მიაჩნია ის საუკეთესოდ. დემოკრატიულ სახელმწიფოში შეგიძლია არ იომო, როცა სხვები ომობენ, დაარღვიო კანონი, სიკვდილმისჯილი იყო და მაინც სეირნობდე და შეუძლებელია ის, რაც ნორმალურ სახელმწიფოს ახასიათებს. იმ ადამიანს ადიდებენ, ვინც ბრბოს სცემს პატივს, გათანაბრებულია თანასწორნი და არათანასწორნი. დემოკრატიული ადამიანიც ასეთივეა. ოლიგარქიული ადამიანი გადადის დემოკრატიაში იმით, რომ დაგროვების და მოხვეჭის ინსტიქტს მასში ცვლის აღტკინებისა და სურვილების დაკმაყოფილების ინსტიქტი. იგი ხასიათდება თავხედობით, თავგასულობით, აღვირახსნილობით. მისთვის თავხედობა განათლებაა, თავაშვებულობა, გარყვნილება სიდიადე, უსირცხვილობა სიმამაცე. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში წესრიგი და აუცილებლობა არაა. ის ყველაფერს ედება, რაც მოესურვება, ცხოვრებას აქცევს განცხრომის სარბიელად. უდარდელი, რა მენაღვლება ტიპია. ასეთი ადამიანი მრავალფეროვანია, მრავალსახოვანია, ჭრელია ისე, როგორც მისი სახელმწიფოც.

ყველაზე გასაოცარი სახელმწიფო ტირანია და ტირანული ადამიანია. ტირანია მიიღება დემოკრატიიდან. როგორც ოლიგარქია დაღუპა სიმდიდრის მიზნად დასახვამ და მის ნანგრევებზე მივიღეთ დემოკრატია, ისე დემოკრატია დაღუპა თავსისუფლების მიზნად დასახვამ და მივიღეთ ტირანია. თავისუფლების გააბსოლუტურება და ერთადერთ სიკეთედ დასახვა შლის ამ სახელწმიფოს და ამზადებს ნიადაგს ტირანიისთვის. დემოკრატია გმობს კანონისადმი დაქვემდებარებას. აქეზებს იმათ, ვინც კანონებს არ ასრულებს. მთავრობა იქცევა ქვეშევრდომივით, ქვეშევრდომი მთავრობასავით, შვილი ემსაგვსება მამას და მამა – შვილს, მასწავლებელს ეშინია ბავშვის, ბავშვები არაფარად აგდებენ მასწავლებელს. მოკლედ, სრული ქაოსია. თავისუფლება აღწევს უკიდურეს ზღვარს, ნაყიდი მონები არანაკლებადაა თავისუფალი, ვიდრე მათი მყიდველები, ადამიანის სული ყოველგვარ იძულებას უკუაგდებს. ამ გზით ვითარდება თვითნებობა და ეს ღუპავს დემოკრატიას. ადამიანისა და სახელმწიფოსათვის ზედმეტი თავისუფლება მისი საპირისპირო ზედმეტ მონობად იქცევა. დემოკრატიაში წარმოიშობა უსაქმურ ადამიანთა ხროვა, რომელთაც სხვებიც ბაძავენ და ეს უსაქმურები იწვევენ ტირანიას. ისე, როგორც ფუტკრის სკაში მუქთახორა მამალ ფუტკარს რომ ამოიყვანენ, სკაც მიყვება. ამ საზოგადოებაშიც თვითცნობიერების დათრგუნვას დათრგუნვის გაბატონება მოყვება.

დემოკრატიულ სახელმწიფოს სამი ნაწილი აქვს: მუქთახორები, მდიდრები და ხალხი. მუქთახორები წარმოიშობა თვითნებურებისაგან. სწორედ ეს მუქთახორები ბატონობენ დემოკრატიის დროს. ბრბოდან გამოყოფილი მეორე ნაწილი საქმოსნებია და მდიდრდება.

Page 20: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

20

მამალი ფუტკრები ანუ მუქთახორები აგროვებენ თაფლს მდიდრებისაგან. მესამე ფენა ხალხია, ვინც თვითონ შრომობს, არ საქმოსნობს და ქონებაც ცოტა აქვს. ისინი დემოკრატებია, ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე გავლენიანი. როცა თავს ერთად მოიყრიან, დემოკრატიული მთავრობა მდიდრებს ართმევს და ღარიბებს აძლევს, რაც მდიდრებს აიძულება თავისი დაიცვან. ისინი ოლიგარქიის მომხრენი ხდებიან. ხალხს უყვარს ერთის გაღმერთება და როცა ტირანი გამოჩნდება, მას აღმერთებენ. ტირანი თავდაპირველად თავმდაბლობს, ხალხს თავს აწონებს, მიწებს ურიგებს, ვალებისაგან ათავისუფლებს, როცა თავის მტერთაგან ზოგს შეურიგდება, ზოგს მოსპობს, ხალხს ხშირად ჩააბამს ომში, რათა მათ ჭირდებოდეთ ხელმძღვანელი, შეაწერს გადასახადებს, რათა ისინი გააღარიბოს და მთლიანად მასზე დემოკიდებული გახადოს, ვისშიც ეჭვს შეიტანს, მას მტრის იარლიყით სპობს, ამით ხალხს თანდათან შეაძულებს თავს და იმათაც, ვინც წამოიწია, ხელისუფლება რომ შეინარჩუნოს, თანდათან სპობს ყველას, ვინც მასზე ცუდს იტყვის ისე, რომ არც მეგობრებიდან და არც მტრებიდან არავის დატოვებს ვარგისს. ტირანმა უნდა იცოდეს ვინაა მდიდარი, გონიერი, სულგრძელი, რათა მათ ყველას მოუღოს ბოლო. ეს აუცილებელია, თუ უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება. პლატონის დამოკიდებულება ტირანებისადმი იმდენად უარყოფითია, რომ უარს ამბობს მიიღოს თავის სახელმწიფოში ტირანთა მაქებარი პოეტები. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლატონს მეგობრობა აკავშირებდა სირაკუზელ ტირანებთან, რამდენჯერმე იმოგზაურა სიცილიაში და ცდილობდა ტირანთა მრჩევლის თუ დამრიგებლის როლი ეთამაშა.

მეცხრე წიგნი იწყება ტირანული ტიპის ადამიანის დახასიათებით. ეს ადამიანი ვნებებს და აღტკინებას ექვემდებარება. ასე წარმოიშობა ტირანიც. ეს მთვარეული კაცი ერთია. ტირანი მალე გაფლანგავს ქონებას და ელოდება, ვის რა შეიძლება წაართვას. ისადგურებს ძალადობა, დარბევა, ძარცვა, იწყებენ მდიდრების და ამთავრებენ ტაძრების გაძარცვით. ამ ტიპის ადამიანები აბეზღებენ. ტირანმა არ იცის არც თავისუფლება და არც მეგობრობა, ის ან ბატონობს ან მონაა. ტირანის სული უბედურია. პლატონის მტკიცებით, არ არსებობს უფრო საცოდავი სახელმწიფო, ვიდრე ის, რომელსაც მართავს ტირანი და არაა უფრო სათნო სახელმწიფო, ვიდრე ის, რომელსაც მართავს მეფე. ტირანის გარეგანმა ბრწყინვალებამ არ უნდა მოგვატყუოს. მისი პირადი ცხოვრება, ახლობლებთან დამოკიდებულება გამოააშკარავებს მის საზიზღრობას. თუმცა ტირანულ სახელმწიფოში არის თავისუფალი ადამიანებიც, სახელმწიფო მთლიანობაში მონურია. ასევეა ცალკეული ტირანული ადამიანიც. მისი სულიც მონურია. ტირანული სახელმწიფო ღარიბია და მისი შესაბამისი სულის ადამიანსაც სიღარიბე ახასიათებს, ტირანულ სახელმწიფოზე და ადამიანზე შიში ბატონობს. უბედურება და მწუხარებაა მათი მხლებელი. ასეთი სახელმწიფოც და ადამიანიც საცოდავი და უბედურია. ყველაზე უბედური კი თვითონ ტირანია. ტირანულ სწრაფვათა განხორციელება ადამიანისთვის უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე მათი დათრგუნვა. მაშასადამე, ხუთი ტიპის წყობაა: სამეფო, არისტოკრატიული, ტიმოკრატია, ოლიგარქია, ტირანია. მათში ბოროტებისა და სიკეთის შეზავებაც ჩამოთვლილი რიგის მიხედვითაა. ყველაზე კეთილი და სამართლიანია სამეფო ხელისუფლება და ყველაზე უბედურია ტირანია და ტირანი.

Page 21: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

21

მეათე წიგნი, რომლითაც მთავრდება დიალოგი, კვლავ უბრუნდება პოეზიის როლს იდეალურ სახელმწიფოში. პოეზია იდეალურ სახელმწიფოში არაა დასაშვები, რადგან ის მიბაძვაა. პლატონი ამბობს, დიდი პატივი მაქვს ჰომეროსის, მაგრამ ადამიანის ჭეშმარიტება მირჩევნია.

პლატონის ,,პოლიტიკოსი”

ე. ი. ადამიანთა, რომელთაც მწყემსავს მეფე, რომელსაც აქვს სრულყოფილი ცოდნა და სახელმწიფო ხელოვნება.

პოლიტიკოსის სწორედ ასეთი ცოდნაა, მაგრამ ხომ შესაძლებელია ადამიანმა გამოაცხადოს თავისი თავი პოლიტიკოსად და მმართველობის მცოდნედ: ითამაშოს მასის აღმზრდელის როლი. რასაკვირველია, ეს შესაძლებელია, მაგრამ სამართლიანობის იმ პრინციპიდან ამოსვლით, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, პლატონი განსაზღვრავს სახელმწიფოს, რათა უპასუხოს კითხვაზე: რა არის პოლიტიკოსი? საჭიროა ნათლად დავინახოთ ის, ვისაც ერთადერთს ეკისრება ადამიანთა მწყემსვა. ადამიანს მრავლად ჰყავს მზრუნველები – ექიმი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი. მზრუნველის ხელოვნება უნდა გაიყოს ორად:

1. ღვთიურ და

2. ადამიანურ მზრუნველად.

ადამიანური ზრუნვა არის მოკრძალებული და ძალდატანებითი. ძალდატანებითია ტირანის ზრუნვა, პოლიტიკოსის ზრუნვა კი მოკრძალებული. მეფის ხელოვნება გამოიყოფა ყველა დანარჩენისაგან. არის ხელოვნება, რომელიც ემსახურება სახელმწიფოში შექმნილის შენახვას. ესაა ჭურჭელი და ტრანსპორტი, ტანსაცმელი, მუსიკა, თამაში, ოქრო-ვერცხლი, ტყე და წიაღირსეული, მოწათმოქმედება და ნადირობა, გიმნასტიკა და მკურნალობა, ესენი არაა სახელმწიფო მართვის ხელოვნება. ნივთები, იარაღები, ჭურჭელი, ტრანსპორტი, თამაში, კვება – ეს დამხმარე ხელოვნებანია და პრაქტიკული ცოდნის სფეროს ეკუთვნის. სახელმწიფოს მმართველობაზე შესაძლებელია პრეტენზია განაცხადოს მონიდან დაწყებული ყველამ. შემდეგ მოდის მოხალისეთა ფენა – თავისუფალი ხალხი, რომლებიც ნებყოფლობით უერთდებიან მსახურებს. ესენი არიან მიწათმოქმედები და ხელოსნები. ისინი პროდუქციას ერთმანეთში ცვლიან ვაჭრობის გზით. არის მხარეთა სხვა ფენაც, მაგრამ საერთოდ მსახურებს არ ძალუძთ სახელმწიფოს მართვა. არსებობენ კულტმსახურებიც, ასევე სოფისტების მსგავსი შარლატანები. ისინიც ეთიშებიან პოლიტიკოსთა და მმართველთა წრეს.

შემდეგ პლატონი ახასიათებს მმართველობის ფორმებს. მონარქიას, მცირეთა მმართველობას და დემოკრატიას, ანუ უმრავლესობის მმართველობას. პირველ ორს პლატონი ორ-ორად ჰყოფს. დაყოფის საფუძველია ის, რაც ჭარბობს მათში - ძალადობა თუ კეთილი ნება, სიღარიბე თუ სიმდიდრე, კანონიერება თუ უკანონობა.

Page 22: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

22

მონარქიას ექნება ორი ფორმა: ტირანია და მეფის ხელისუფლება. მცირე მმართველობასაც, ორი: არისტოკრატია და ოლიგარქია. დემოკრატიაში კი სულერთია რომელი ბატონობს – ძალადობა თუ კეთილი ნება, სიღარიბე თუ სიმდიდრე. პლატონის აზრით, ამ ხუთი ფორმიდან სწორია მეფის ხელისუფლება, ისეთი მეფისა, რომელსაც განსჯისა და ბრძანების უნარი აქვს. კარგი მართვისათვის მთავარია ცოდნა – ხალხის მართვის ხელოვნება. უმრავლესობას ასეთი ცოდნა ვერ ექნება. მეფე უნდა ვუწოდოთ იმას, ვისაც აქვს სამეფო ცოდნა, მიუხედავად იმისა, მართლაც მეფეა თუ არა. კარგი მმართველობა შეიძლება იყოს ერთის, ორის ან რამდენიმეს ხელში. სწორი სახელმწიფო წყობილება ისაა, რომელშიც ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად მცოდნე მმართველები არიან. სწორ მმართველობას სახელმწიფო ცოდნა და სამართლიანობა უდევს საფუძვლად, იქ უკეთესიდან უარესისაკენ ხდება სვლა. პლატონის აზრით, კანონები არასაკმარისი პირობაა სამართლიანი სახელმწიფოს არსებობისათვის. კანონი ვერ გაითვალისწინებს ყველა ცალკეულ შემთხვევას, ადამიანთა ქცევა კი არ განისაზღვრება ერთმნიშვნელოვნად. ამიტომ ყველაფერს სჯობია, როცა ძალაუფლება გონიერ ადამიანს ენიჭება და არა კანონებს. კანონი ვერასდროს ვერ იქნება სრულყოფილი, რის გამოც ზოგი უმართებულოდ სვამს კითხვას: რაში გვჭირდება კანონებიო? როგორი არასრულყოფილი უნდა იყოს კანონი, მისი შესრულება სავალდებულოა და მის დამრღვევებს სიკვდილით დასჯა ან სასჯელის სხვა ფორმა ემუქრება. პლატონი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ხუთი ტიპი შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს. თუკი მცოდნე მეფე ერთპიროვნული მმართველი იქნებოდა. მისი საპირისპიროა ტირანი, რომელიც თავს მცოდნედ ასაღებს, სინამდვილეში კი ვნებებითა და სხვისი მაგალითით ხელმძღვანელობს.

თუკი დასაწყისში პლატონი ლაპარაკობდა სამიდან მხოლოდ ორი ტიპის სახელმწიფო გაყოფაზე, ამჯერად დაყოფადად მიიჩნევს III ტიპსაც და სულ ექვს ტიპს ღებულობს. უმატებს მეშვიდესაც, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე სწორი ფორმაა. როგორ მოხდა ეს? მონარქიიდან მიიღება მეფის ხელისუფლება და ტირანია, მცირეთა ბატონობისაგან არისტოკრატია და ოლიგარქია, უმრავლესობის ბატონობაც უნდა დავყოთ ორად, მაგრამ მათთვის პლატონს სახელი ვერ მოუნახავს, თუმცა გაყოფილთ ახასიათებს კანონთან შესაბამის და კანონწინააღმდეგ მართველებად. ,,მონარქია განმტკიცებულია კეთილი ბრძანებებით, რომელთაც კანონებს ვუწოდებთ, ეს სახეობა ექვსი დასახელებიდან ყველაზე საუკეთესოა, კანონებს მოკლებული კი ცხოვრებისთვის ყველაზე მძიმე და დამთრგუნველია” /იქვე გვ. 70/.

ყველაზე უარყოფით შეფასებას პლატონი დემოკრატიას აძლევს: ,,ის ყველა მიმართებით სუსტია და სხვებთან შედარებით არც დიდი სიკეთისა და არც დიდი ბოროტების უნარი არ აქვთ, მის დროს ძალაუფლება გაყოფილია მრავალთა შორის, რომელთაგან თითოს მისი მცირე ნაწილაკი აქვს” /გვ. 71/

პლატონის აზრით, მმართველობის მეშვიდე ფორმა უნდა განვასხვავოთ ყველა დანარჩენისაგან. ისე როგორც განსხვავდება ,,ღმერთი ადამიანისაგან”. პლატონი ასეთ ანალოგიას აკეთებს. ეს წყობა ჰგავს იმ ადამიანთა შრომას, რომლებიც ოქროს წმენდენ მინარევებისგან და ისე, როგორც ამ

Page 23: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

23

გაწმენდის შემდეგ რჩება წმინდა ოქრო, მმართველობის სხვადასხვა ფორმებისაგან გამიჯვნის შემდეგ რჩება ყველაზე კარგი ფორმა და მისი განხორციელების ერთადერთი გზაა ცოდნის სხვადასხვა ფორმათაგან პოლიტიკური ცოდნის განსხვავება. პოლიტიკური სახელმწიფოსთვის ღირებულია სამხედრო, სასამართლო და ორატორული ხელოვნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხედრო ხელოვნება არ უდრის პოლიტიკურს, ეს უბრალოდ დამხმარე საშუალებაა, არც სასამართლო ცოდნაა პოლიტიკური. მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი სიკეთე იმაშია, რომ სადაო საკითხების გადაწყვეტისას არც საჩუქრისთვის, არც შიშის ან თანაგრძნობის გამო, არც მტრობის და მეგობრობის გამო არ არღვევს კანონებს. მაშასადამე, სასამართლო ძალაუფლების სიძლიერე არაა მეფური. ეს ძალაუფლება კანონებს იცავს და მეფის ხელისუფლების მსახურია. ჩამოთვლილთაგან არც ერთი არაა სამეფო ხელოვნება. ის ყველა მათ მიმართ ხელმძღვანელის როლს თამაშობს. პლატონი ასე აჯამებს ამ ანალიზს: ,,თუ ერთი სიტყვით აღვნიშნავთ იმ ხელოვნების უნარს, რომელიც მართავს ყველა დანარჩენს, ზრუნავს კანონებზე და სახელმწიფოს ყველა სხვა საქმეზე, იმით რომ ყველაფერს კარგად დააკავშირებს ერთიმეორესთან, მას მართებულად ვუწოდებთ პოლიტიკურს” /იქვე, გვ. 75/

შესაბამისად, პოლიტიკოსი და კარგი კანონმდებელი იქნებიან უნარიანი სამეფო ხელოვნების დახმარებით შთააგონონ ჭეშმარიტი აზრი იმათ, ვინც მონაწილეობს სწორ აღზრდაში. აქ თავს იჩენენ კეთილებიც და მამაცებიც. პალტონი ასკვნის, ,,სამეფო ხელოვნება პირდაპირი ჯაჭვით აერთიანებს მამაცთა და კეთილგონიერთა ზნეობას, აერთიანებს მათ ცხოვრებას ერთი აზროვნებით და მეგობრობით. ამით ქმნის საუკეთესო ქსოვილს, რომელიც გარს ეხვევა სახელმწიფოს ყველა დანარჩენ ადამიანს, თავისუფლებსაც და მონებსაც, დაკავშირებული ჰყავს ისინი და ისე მართავს სახელმწიფოს, რომ არასოდეს უშვებს მხედველობიდან რაიმე ისეთს, რასაც მისი გაბედნიერება შეუძლია”/გვ. 82/.

პლატონის აზრით, სწორედ ასეთია პოლიტიკოსი.

არისტოტელეს სოციალური შეხედულებები

მისთვის საზოგადოება ადამიანთა ურთიერთობის სფეროა, რომელიც თავის მხრივ კიდევ მრავალ სფეროებად იყოფა, აქედან ყველაზე დიდსა და მნიშვნელოვანს სახელმწიფო ორგანიზაცია წარმოადგენს. სახელმწიფო ბუნებრივი განვითარების პროდუქცია, იგი მსგავსია ისეთი ბუნებრივად წარმოშობილი პირველადი ურთიერთობებისა, როგორიცაა ოჯახი და სოფელი. მაგრამ სახელმწიფო – ურთიერთობების უმაღლესი ფორმაა, რომელიც ურთიერთობის ყველა დანარჩენ ფორმებს მოიცავს. პოლიტიკურ ურთიერთობაში აღწევს ურთიერთობის ყველა დანარჩენი ფორმა თავის მიზანს (ნეტარ – კეთილ ცხოვრებას) და დასრულებას. ადამიანი თავისი ბუნებით – პოლიტიkური არსებაა, და სწორედ სახელმწიფოში (პოლიტიკურ ურთიერთობაში) სრულდება ადამიანის ამ პოლიტიკური ბუნების გენეზისი. მაგრამ ყველა ხალხი ვერ აღწევს განვითარების სახელმწიფოებრივ დონეს. მაგ: ბარბაროსებმა – ხალხმა განუვითარებელი ადამიანურ ბუნებით – ვერ მიაღწიეს თანასწორთა და თავისუფალთა პოლიტიკური

Page 24: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

24

ურთიერთობების სიმაღლეს. ბარბაროსი და მონა თავისი ბუნების მიხედვით იგივეობრივი ცნებებია.

I წიგნი. ბატონისა და მონის ურთიერთობა ოჯახის ელემენტია და არა სახელმწიფოს. პოლიტიკური ძალაუფლება მომდინარეობს თანასწორობისა და თავისუფლების დამოკიდებულებებისაგან და ამით პრინციპულად განსხვავდება შვილებზე მამის და მონებზე ბატონის ძალაუფლება – ბატონობისაგან. ამდენად, ბარბაროსთა ურთიერთობანი არაპოლიტიკური და არასახელმწიფოებრივია. პოლიტიკა, პოლიტიკური სამართლიანობა, სახელმწიფო, არისტოტელეს აზრით, ღმერთებზე დაბლაა და ბარბაროსებზე მაღლა. ღმერთებსა და ბარბაროსებს შორის დგას ზნეობრივად განვითარებული ბერძენი – სახელმწიფოს მოქალაქე. „ის ვინც თავისი ბუნების მიხედვით და არა შემთხვევით გარემოებათა ძალით, სახელმწიფოს გარეშეა, იგი ან ზეადამიანია, ან ზნეობრივად განუვითარებელი არსებაა“.

რამდენადაც ადამიანთა ბუნება და მათი ურთიერთობების სხვადასხვა ფორმები მხოლოდ სახელმწიფოში აღწევენ თავის დასრულებასა და სისრულეს, არისტოტელე შენიშნავს, რომ „სახელმწიფოს ბუნება ოჯახისა და ინდივიდების ბუნებაზე წინ დგას“, რომ „სახელმწიფო თავისი ბუნებით წინ უსწრებს ინდივიდს“. ინდივიდთან და ურთიერთობების სხვა ფორმებთან შედარებით სახელმწიფოს პირველადობის თეზისი, არისტოტელესთან იღებს შემდეგ მნიშვნელობას: პირველი: სახელმწიფოში ხორციელდება და რეალური ხდება ადამიანის ბუნებისა და ადამიანური ურთიერთობის უმაღლესი მიზანი. მეორე: მხოლოდ სახელმწიფოს ჩარჩოებში – ფარგლებში არსებობს ინდივიდი, ოჯახი და ა.შ. როგორც მთლიანი და ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმის ფუნქციონირებადი შემადგენელი ელემენტები. ამგვარად სახელმწიფოს პირველადობა ეყრდნობა არისტოტელეს ტელეოლოგიურ (მიზან – იერარქია და სუბორდინაცია) ორგანიციზმს პოლიტიკის სფეროში. რასაკვირველია, დროულ მიმართებაში, ქრონოლოგიურად და ბუნების ისტორიულად, აგრეთვე ზნეობრივ–კულტურულ პლანში – სახელმწიფო უფრო გვიანდელი წარმონაქმნია, ვიდრე ინდივიდი, ოჯახი და ა.შ.

II წიგნი. ისევე როგორც პლატონისათვის, არისტოტელესათვისაც სახელმწიფო მისი შემადგენელი ელემენტების მთელია, ამ ელემენტთა ერთიანობაა. მაგრამ იგი აკრიტიკებს პლატონის მცდელობას აქციოს სახელმწიფო მეტისმეტად ერთიანი. სახელმწიფო მრავალ ელემენტთაგან შედგება, რომლებიც ერთიანობის ფარგლებში სპეციფიკურ განსხვავებებს ინარჩუნებენ. ამ ელემენტთა ერთიანობის ნაკლები ხარისხი უფრო ღირებულია ვიდრე სრული ერთიანობა. ერთიანობისაკენ მეტისმეტ მისწრაფებას, მაგ: პლატონისეულ ქონების, შვილების, ცოლების საერთოობის, მივყავართ სახელმწიფოს დაღუპვისა და გაუქმებასთან. არისტოტელე მოითხოვს როგორც მთლიანად სახელმწიფოს ისე ოჯახის არა აბსოლუტურ, არამედ შეფარდებით გაერთიანებას.

არისტოტელე აქ ინდივიდის უფლებათა დამცველად გვევლინება, უწინარეს ყოვლისა იგი კერძო საკუთრების ინდივიდუალურ უფლებას იცავს, და სახელმწიფოსთან შედარებით ინდივიდუალური ოჯახის აუცილებლობას და მისი არსებობის სპეციფიკას ასაბუთებს.

Page 25: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

25

კერძო საკუთრებას ფესვები ადამიანის ბუნებაში, თავისი თავისადმი ბუნებრივ სიყვარულში აქვს გადგმული. ”ეთიკაში” იგი, საკუთარი თავის სიყვარულს განმარტავს როგორც ფრიად ღირებულ სათნოებას: ”ყოველი ადამიანი თავისი თავის მეგობარია და ყველაზე უფრო თავისი თავი უნდა უყვარდეს”. ამგვარი ეგოიზმი,უსამართლო ეგოიზმისგან განსხვავებით, არისტოტელეს მიხედვით, გონიერი და მშვენიერია. კანონმდებელმა კერძო საკუთრება როგორც გონიერი და სათნო - კეთილი საწყისი უნდა აღიაროს.

მაგრამ იგი ამავე დროს მეტისმეტი გამდიდრების მოწინააღმდეგეა. მისი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საკუთრება უნდა იყოს კერძო, ხოლო მისი ექსპლუტაცია და ამ ექსპლუტაციის ნაყოფის გამოყენება კი - საერთო.

თანამედროვე სახელმწიფოებში არსებული ბოროტების საფუძველი ის კი არაა, რომ არ არსებობს ქონება და საკუთრება, არამედ ზნეობრივი გახრწნა ადამიანებისა, ამიტომ პლატონის მიერ შემოთავაზებული ზომები ნიშნავს სიმფონია - უნისონით ან რიტმი - ერთი ტაქტით შევცვალოთ. ყველაფერი ეს მხოლოდ გააუარესებს სახელმწიფოს და სავსებით მოსპობს მას. III წიგნი. სახელმწიფო, შენიშნავს არისტოტელეს - რთული ცნებაა. თავისი ფორმით იგი მოქალაქეთა განსაზღვრული ერთობლიობა და ორგანიზაციაა. ამ კუთხით აქ საქმეარა სახელმწიფოს ისეთ პირველად ელემენტებს, როგორიცაა ინდივიდი, ოჯახი და ა.შ, არამედ მოქალაქეს ეხება. სახელმწიფოს როგორც ფორმის განსაზღვრება დამოკიდებულია იმაზე თუ ვის ვთვლით მოქალაქედ ე.ი. მოქალაქის ცნებაზე. მოქალაქე კი არისტოტელეს აზრით ისაა, ვისაც მოცემული სახელმწიფოს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში მონაწილეობა შეუძლია. სახელმწიფო კი არის საკმარისი მოქალაქეთა თვითკმარი არსებობისათვის.

სახელმწიფოს ყოველ ფორმას მოქალაქის თავისი განსაზღვრება შეესატყვისება, მოქალაქის უფლებებით აღჭურვილ პირთა წრის შერჩევას თავისი საფუძველი აქვს. მოქალაქის ცნების და მაშასადამე, სახელმწიფოს ფორმის შეცვლასთან ერთად თვით სახელმწიფოც იცვლება.

სახელმწიფოს ფორმას არისტოტელე ისევე ახასიათებს როგორც პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოში და უზენაესი ხელისუფლებით სახიერდება. ამ მიმართებით სახელმწიფოებრივი ფორმა მბრძანებელთა რიცხვით (ერთი, რამდენიმე, მრავალი) განისაზღვრება. განასხვავებს სახელმწიფოს სწორ და არასწორ ფორმებს: სწორ ფორმებში მმართველთ მხედველობაში აქვთ საერთო საზოგადოებრივი სარგებლიანობა, არასწორს კი - მხოლოდ თავისი პირადი სიკეთე და გამორჩენა.

არსებობს სახელმწიფოს 3 სწორი ფორმა: მონარქია (სამეფო), არისტოკრატია და პოლიტია, ხოლო მათი შესატყვისი მცდარი გადახვევებია - ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია. (წიგნი მესამე).

თითოეულ ფორმას თავის მხრივ რამდენიმე სახე აქვს, რამეთუ ფორმის წარმოქმნა ელემენტთა სხვადასხვა კომბინაციებითაა შესაძლებელი.

Page 26: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

26

სამეფო ხელისუფლების სახეებია: 1) სტრატეგორთა სამუდამო (სიკვდილამდე) ძალაუფლება. 2) ზოგიერთ ბარბაროს ტომთა სამეფო ხელისუფლება; იგი დაფუძნებულია კანონზე და მემკვიდრეობის უფლებაზე, მაგრამ ატარებს ტირანიის ხასიათს. 3) ესიმენტია (არჩევითი ტირანია) ძველ ბერძნებში; 4) გმირული მეფეები; 5) ერთი პიროვნების განუსაზღვრელი ძალაუფლება ყველა დანარჩენზე.

არისტოტელეს აზრით, ჩვეულებრივი მონარქია, არ არის სახელმწიფოს საუკეთესო ფორმა. პლატონის წინააღმდეგ კამათისას, არისტოტელე საუკეთესო კანონთა ბატონობას უფრო უკეთესად მიიჩნევს ვიდრე საუკეთესო მმართველის ძალაუფლებას.

კანონი მოკლებულია აფექტის ელემენტს, რისგანაც თავისუფალი არაა არც-ერთი ადამიანური სული. გარდა ამისა მრავალი ყველა საკითხზე უკეთ მსჯელობს და ყველაფერს უკეთ განსჯის, ვიდრე ერთი, ვინც არ უნდა იყოს იგი. მართალია აქ უკანაც იხევს არისტოტელე და ამბობს, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი სათნოებით ისევე მაღლა იქნება დანარჩენებზე როგორც ღმერთი, მაშინ ამგვარი რამ დასაშვებია და მისი აბსოლუტური უფლება - მოსილება უნდა ვაღიაროთ. მონარქია, თუ ის არ არის ცარიელი სიტყვა, და არსებობს რეალურად, მონარქის მაღალ უპირატესობებს და ღვთაებრივი ფორმას ეფუძნება. მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

არისტოკრატია, არისტოტელეს აზრით, - ეს საუკეთესო ზნეობის მქონე ადამიანთა მმართველობაა. სახელმწიფოსთვის იგი მონარქიაზე უფრო უმჯობესია, მხოლოდ არისტოკრატიაშია ცნებები ”კარგი ადამიანი - კაცი” და ”კარგი მოქალაქე” , აბსოლუტურად იგივეობრივი, მაშინ როდესაც დანარჩენ ფორმებში ეს ცნებები შეფარდებითია.

სახელმწიფოს ყველაზე სწორი ფორმაა ის, რომელსაც არისტოტელე პოლიტიას უწოდებს. ესაა ტერმინი, რომელიც არისტოტელეს აზრით სახელმწიფოებრივ წყობას გამოხატავს საერთოდ. პოლიტიაში საერთო სარგებლობის ინტერესთა გათვალისწინებით უმრავლესობა მმართავს.

სახელმწიფოს სხვა დანარჩენი ფორმა პოლიტიიდან ამა თუ იმ გადახრას წარმოადგენს. მეორეს მხრივ თვით პოლიტია, არისტოტელეს აზრით თითქოსდა ოლიგარქიისა და დემოკრატიის შენარევია. პოლიტიის ეს ელემენტი (შეძლებულთა და უქონელთა, სიმდიდრისა და თავისუფლების ინტერესთა გაერთიანება) მრავალ სახელმწიფოში არსებობს, ე.ი საერთოდ დამახასიათებელია სახელმწიფოსთვის როგორც პოლიტიკური ურთიერთობისთვის.

IV წიგნი. სახელმწიფოს არასწორი ფორმებიდან ტირანია - ყველაზე ცუდია. ტირანიის ორი სახე (სამეფო ხელისუფლება ბარბაროსებში და ესიმენტიები ბერძნებთან უძველეს დროში) მსგავსია მონარქიისა, რამდენადაც კანონზე და ქვეშევრდომთა მხრივ მათ ნებაყოფლობით აღიარებებზეა დაფუძნებული. მაგრამ ძალაუფლება აქ დესპოტურად, ტირანული თვითნებობით და არა პოლიტიკურად ხორციელდება. ტირანიის მესამე სახე ტირანია უპირატესად - მეტწილად, - აბსოლუტურ მონარქიას შეესატყვისება; აქ ტირანის ძალაუფლება აბსოლუტურია, უპასუხისმგებლოა, ხელისუფლებას თავის პირად ინტერესების დაცვით ახორციელებს და ქვეშევრდომთა ნებაყოფლობით თანხმობას არ ეყრდნობა.

Page 27: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

27

მნიშვნელოვან ყურადღებას არისტოტელე ოლიგარქიასა და დემოკრატიის დახასიათებას უთმობს. ეს ორი არასწორი ფორმა მმართველობისა ძალიან ბევრ რამეში დიამეტრულად უპირისპირდებიან ერთმანეთს, და მათი შენარევის განმარტება როგორც პოლიტიისა, ანუ მათ შორის საშუალოსი, შესაძლებელი ხდება.

არისტოტელეს აზრით, არა მმართველთა რიცხვი, როგორც შემთხვევითი ნიშანი, არამედ სიმდიდრისა და სიღარიბის დაპირისპირებლობა არის არსებითი ოლიგარქიისა და დემოკრატიის გასასხვავებლად. აფასებს რა მმართველთა რიცხვს როგორც განსხვავების შემთხვევით მომენტს, ამით არისტოტელე უკვე ამზადებს ნიადაგს სწორედ პოლიტიის როგორც უმრავლესობის ძალაუფლების - ბატონობის ისეთი ფორმისათვის, სადაც სიმდიდრისა და სიღარიბის დაპირისპირება უკვე არსებითი არაა.

დემოკრატიის ანალიზთან დაკავშირებით არისტოტელე დაწვრილებით აშუქებს საზოგადოების სოციალურ შემადგენლობას. საზოგადოების კლასებს და სოციალურ ფენებს არისტოტელე როგორც საერთოდ სახელმწიფოსათვის აუცილებელ (და არა მარტო დემოკრატიულ სახელმწიფოსათვის) შემადგენელ ელემენტებს ახასიათებს. კერძოდ არისტოტელე გამოყოფს შემდეგ კლასებსა და ფენებს: მიწათმოქმედნი, ხელოსნები, ვაჭრები, დაქირავებული მუშები, შეძლებული ადამიანები, სამხედროები, მოსამართლენი, თანამდებობის მქონე პირები.

კლასები, რომელებიც ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად შრომობენ, სახელმწიფოს ”სხეულს” განეკუთვნებიან, საზოგადოების ”სულს”, შეადგენენ სამხედროები, მსაჯულნი და ფენა ადამიანებისა, რომლებიც საკანონმდებლო ფუნქციებით არიან დაკავებულნი. ამ უკანასკნელ ფენაში პოულობს თავის გამოხატულებას - პოლიტიკურ სიბრძნე. სახელმწიფოს ”სული” ისევე როგორც ცალკეულ ადამიანში, მის ”სხეულზე” გაცილებით მნიშვნელოვანია. ”სხეულით” აქ ფაქტობრივად აღინიშნება მოთხოვნათა დასაკმაყოფილებელი აუცილებელი შრომის სფერო იგულისხმება, რომელიც XVIII-XIX-ე საუკუნეებში განსხვავებით პოლიტიკურ სახელმწიფოსგან როგორც ”სამოქალაქო საზოგადოება” აღინიშნებოდა.

სახელმწიფოს არსებითი ელემენტებია მდიდრები და ღარიბები, ამ ელემენტებიდან რომელიმეს უპირატესობაზე სახელმწიფოებრივი წყობის შესატყვისი ფორმის დადგენაა დამოკიდებული. დემოკრატიას როგორც ღარიბთა უპირატესობას ძალაუფლების სფეროში რამდენიმე სახესხვაობა აქვს, რაც იმაზეა დამოკიდებული თუ ხალხის ამა თუ იმ ფენის მოქალაქეობრივი უფლებების აღჭურვისას და პოლიტიკურ ძალაუფლებაში დაშვების საფუძველის განსაზღვრისას რა კრიტერიუმებით ვსარგებლობთ. არისტოტელე დემოკრატიის 5 ფორმას განასხვავებს:

დემოკრატიის პირველი სახისათვის უზენაეს ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში მდიდართა და ღარიბთა თანასწორობაა დამახასიათებელი. ხელისუფლების საქმიანობაში ყველა უპირობოდ მონაწილეობს.

დემოკრატიის მეორე სახისას მაგისტრატურის მიღწევას არც თუ დიდი ქონებრივი ცენზი განაპირობებს ე.ი. არა ყოველი მოზრდილი თავისუფალი ადამიანი წარმოადგენს სრულუფლებიან

Page 28: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

28

მოქალაქებს. მესამე და მეოთხე სახეების დახასიათებისას არისტოტელე მათში კანონის ბატონობისა და მაგისტრატურის მოქმედებებზე ლაპარაკობს, მაგრამ ამა თუ იმ პირის მოქალაქის უფლებების მინიჭების პირობების შესახებ არაფერს არ ამბობს.

დემოკრატიის მეხუთე ფორმისას უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის დემოსს და არა კანონს. ასეთი დემოკრატიის მიმართ არისტოტელე ფრიად კრიტიკულია. აქ გადამწყვეტ მნიშვნელობას დემაგოგები (საუკეთესო ადამიანთა ნაცვლად) და სახალხო გადაწყვეტილებანი (კანონების ნაცვლად) იძენენ.

დემოსი დესპოტი ხდება და ტირანულად მოქმედებს. ძალაუფლება მრავლის ხელშია, მაგრამ მისით სარგებლობს ყველა ერთად და არა თითოეული ცალ-ცალკე. დემოსის გადაწყვეტილებებს წარმართავენ დემაგოგები. მაგისტრატურების როლი ნულზეა დაყვანილი. ასეთი დემოკრატია უფრო ტირანიას ჰგავს, არისტოტელე წერს ”ამგვარი დემოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებელია გავაკეთოთ სავსებით საფუძვლიანი საყვედური და პირდაპირ განვაცხადოთ, რომ იგი სახელმწიფოებრივი წყობის რომელიმე ფორმას არ წარმოადგენს.” (წიგნი IV).

დემოკრატიის ჩამოთვლილი ფორმებიდან არისტოტელეს ზომიერი ქონებრივი ცენზის მქონე დემოკრატია მოსწონს, რომელიც დაფუძნებულია მდიდრებისა და ღარიბების შერიგებისა და კანონის ბატონობაზე. ამიტომ იგი მაღალ შეფასებას აძლევს სოლონის რეფორმებს, რომლიდანაც ათენში დემოკრატია იწყება.

ოლიგარქიაში ბატონობენ მდიდრები. ოლიგარქიის პირველ სახეში მაგისტრატურის მიღწევა განპირობებულია იმდენად დიდი ქონებრივი ცენზით, რომ გაჭირვებულ და ღარიბ უმრავლესობას არც კი უშვებენ მასში. ოლიგარქიის მეორე სახეც ასევე განირჩევა მაღალი ცენზით, და გარდა ამისა ვაკანტური ადგილების დაკავება ხდება კოოპტაციის წესით, მესამე სახისას თანამდებობის შეცვლის დროს შვილი მემკვიდრეობით იღებს მას მამისგან. მეოთხე სახისას, გარდა ამისა, ბატონობას არ კანონი, არამედ მაგისტრატები. ოლიგარქიის ეს სახე, არისტოტელეს მიხედვით, ტირანიისა და უკიდურესი დემოკრატიის მსგავსია.

VI-VII წიგნი. სახელმწიფოს საუკეთესო ფორმაა პოლიტია, რომელიც თავის თავში აერთებს ოლიგარქიასა და დემოკრატიის საუკეთესო მხარეებს, მაგრამ თავისუფალია მათი ნაკლოვანების და უკიდურესობებისაგან. ამ აზრით იგი მათ ”შუაა” და მათი შერევაა.

პოლიტია - პრაქტიკულად ძნელადმისაღწევი ფორმაა, რადგან უმეტეს შემთხვევებში საშუალო ელემენტები სახელმწიფოებში შედარებით უმნიშვნელო ადგილს იკავებენ. როგორც წესი, დომინირებს ან დიდი საკუთრების მქონებელნი ან უბრალო ხალხი, ამიტომ სახელმწიფოებრივი წყობაც გამარჯვებული მხარის ინტერესთა შესატყვისად - ოლიგარქიულად ან დემოკრატიულად დგინდება. პოლიტიის დაწესებას ისიც უშლის ხელს, რომ სპარტა და ათენი ორი ჰეგემონი სახელმწიფო საბერძნეთში,მათზე დამოკიდებულ ქვეყნებში თავისი ინტერესების შესატყვისად ან დემოკრატიულ ან ოლიგარქიულ წესრიგს ნერგავენ. ამ მიზეზთა გამო ამბობს არისტოტელე ”საშუალო” სახელმწიფოებრივი ფორმა ან არასდროს არ გვხდება, ან ძალიან იშვიათად (სოლონი?)

Page 29: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

29

არსებითად არისტოტელეს პოლიტია ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე განსაკუთრებულ, ფაქტობრივად იშვიათად შემხვედრ ფორმას სახელმწიფოსი, არაიმედ იგი ამავე დროს მმართველობის-ბატონობის პოლიტიკური ფორმის თეორიულ კონსტრუქციას წარმოადგენს.

პოლიტია აგებულია არისტოტელეს ეთიკური და პოლიტიკური მაქსიმების გათვალისწინების საფუძველზე. პოლიტია - სახელმწიფოს საშუალო ფორმაა, და საშუალო მომენტი დომინირებს მის შემდეგ ყოველ ნაწილში: ზნეობაში - ზომიერება, ქონებაში - საშუალო შეძლება, ხელისუფლებაში - საშუალო კლასი. ”საშუალო” ადამიანებისგან შემდგარ სახელმწიფოს ექნება კიდეც ყველაზე საუკეთესო სახელმწიფოებრივი წყობა.

სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდ სიკეთედ არისტოტელე მოქალაქეების მიერ საშუალო, მაგრამ საკმარისი საკუთრების ფლობას თვლის.

მრავალრიცხოვანი საშუალო ელემენტი ანეიტრალებს მოსახლეობის დაპირისპირებულ მებრძოლ პარტიებად და ანელებს პარტიულ განხეთქილებებსა და ანგარიშსწორებას.

პოლიტიაში საშუალო ელემენტი უნდა ჭარბობდეს უკიდურეს ელემენტებზე ან უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს თითოეულ მათგანზე ძლიერი ცალ-ცალკე. უზენაესი ძალაუფლება უნდა იყოს უმრავლესობის ხელში და არა უძლიერესბის, და მოცემული წყობის მომხრეთა რიცხვი თავისუფალი მოსახლეობის საერთო მასაში მის მოწინააღმდეგეთა რიცხვს უნდა აჭარბებდეს.

არა მხოლოდ პოლიტიაში, არამედ ოლიგარქიაშიც და დემოკრატიაშიც კანონმდებელი სახელმწიფოებრივი წყობის ფორმის ”საშუალო” ელემენტებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

მოცემული გარემოებებისას სახელმწიფოს წყობის საუკეთესო ორგანიზაცია, არისტოტელეს აზრით მისი სამი ძირითადი შემადგენელი ელემენტის - საკანონმდებლო ორგანოს მაგისტრატურისა და სასამართლოს ჩამოყალიბების სხვადასხვა პირობებისა და ფუნქციონირების ხერხებისა და წესების სათანადო და ჯეროვანი კომბინაციაზეა დამოკიდებულია. მთლიანობაში არისტოტელე მხარს უჭერს საკანონმდებლო ორენოებისა და მაგისტრატურთა ისეთ თანასწორობას, რომლის ჩარჩოებშიც მაგისტრატურს მრავალი ძირითადი საკითხების, მათ შორის საკანონმდებლო სფეროშიც, გადამწყვეტი ხმის უფლებას, ხოლო სახალხო კრება კი მხოლოდ სათათბირო ხმას იღებს.

მაგისტრატურა და სასამართლო სახელმწიფოს მოწყობის ფორმას უნდა შეესატყვისებოდეს, რაც მათი ჩამოყალიბებისა და საქმიანობისას სხვადასხვა მომენტთა შერწყმითა და გაწონასწორებით შეიძლებაიქნეს უზრუნველყოფილი: თანამდებობებზე დაშვების პირობები, არჩევნები და კენჭისყრა, საფასურისა და გასამრჯელოს ოდენობა და სხვა.

საბოლოო ჯამში არისტოტელეს სოციალური აზრი მოცემულ პირობებში თავისუფალი მოსახლეობის მადომინირებული ფენების მყარი და მისაღები პოლიტიკური მმართველობის ფორმის მიღწევაზეა მიმართული.

Page 30: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

30

არისტოტელე მიზნებისა და საშუალებების თანაფარდობის შესახებ ქრემატისტიკა და ეკონომიკა, ანუ ქონების მიზნად გადაქცევის კრიტიკა

თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონდა მომხმარებლური ტენდენციები. როდესაც ადამიანები ყველაფერს პრაგმატულად უყურებენ და შეძენის პრინციპით განსაზღვრავენ, მომხმარებლურს ვუწოდებთ, მაგრამ მომხმარებლურზე მეტია, რადგან ადამიანები მხოლოდ იმას როდი იძენენ, რის მოხმარებაც შეუძლიათ, არამედ ყველაფერს, რაც იწარმოება. სიმდიდრე ხდება არა მარტო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, არამედ სოციალური პრესტიჟის, სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი. თანამედროვე ინტელექტუალური ელიტა და საზოგადოების რადიკალური ნაწილი – ახალგაზრდობა პროტესტს აცხადებს ასეთი ტენდენციების გაბატონების წინააღმდეგ, რადგან ეს მიჩნეულია ადამიანის გაუცხოებად, მიზნებისა და საშუალებების აღრევად, რადგან ის, რაც საშუალება უნდა იყოს, მიზანი ხდება, როგორც ჩანს, ეს პრობლემა მთლად ახალი არ არის, ის ანტიკურობასაც აწუხებდა და თუ რომაელებში ჰედონიზმის პრინციპზე აგებულ საზოგადოებაში ეს უფრო აშკარად ჩანდა, ბერძნებშიც ჰქონია მას ადგილი და ამ გარემოებას არისტოტელემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, რისთვისაც მან შეიმუშავა ქრემატისტიკისა და ეკონომიკის განსხვავება.

არისტოტელეს აზრით, ნამდვილი სიმდიდრე არსებობის საშუალებათა ერთობლიობაა. კარგი ცხოვრებისთვის საჭირო საკუთრება არ უნდა იყოს უსაზღვრო, როცა საკუთრების შეძენა უსაზღვრო ხდება, მაშინ ხდება მიზნებისა და საშუალებების აღრევა. საკუთრება უნდა იყოს არსებობის საშუალება და არა მიზანი, მიზანი უნდა იყოს არსებობა. მარქსი ხშირად მიმართავს არისტოტელეს თავის დებულებათა დასამოწმებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ესახება არისტოტელეს ბრძოლა სიმდიდრის წინააღმდეგ. მიზნებისა და საშუალებების აღრევის უარყოფა არისტოტელეს მიერ და ამ მიზნით ქრემატისტიკისა და ეკონომიკის განსხვავება. ეკონომიკა ქმნის კეთილი ცხოვრების პირობებს და ამ გზით გარკვეული ქონების შეძენის საჭიროებას. მისი საპირისპიროა ქრემატისტიკა, რომლისთვისაც შეძენაა მიზანი და არა ცხოვრება. ცხოვრება იქცევა შეძენის საშუალებად, მაშინ როდესაც პირიქით უნდა იყოს.

,,არისტოტელე ქრემატისტიკას უპირისპირებს ეკონომიკას. იგი გამოდის ეკონომიკიდან. რადმენადაც ეს უკანასკნელი შეძენის ხელოვნებაა, იგი კმაყოფილდება ცხოვრებისათვის აუცილებელი და ოჯახისათვის ან სახელმწიფოსათვის სასარგებლო დოვლათის შეძენით.

,,ჭეშმარიტი სიმდიდრე ამგვარ სახმარ ღირებულებათაგან შედგება., ვინაიდან კეთილი ცხოვრებისათვის საკმარისი რაოდენობა ამ სახის ქონებისა უსაზღვრო არ არის. მაგრამ არის კიდევ მეორეგვარი შეძენის ხელოვნება, რომელსაც უპირატესად და სამართლიანად ქრემატისტიკა ეწოდება და რომლისთვისაც თითქოს არ არსებობს სიმდიდრის და ქონების

Page 31: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

31

საზღვარი. საქონლით ვაჭრობა, (ჰეპაკელიკე) სიტყვასიტყვით წვრილმაანით ვაჭრობას ნიშნავს და არისტოტელე ამ ფორმას იღებს, რადგან მასში გადამწყვეტ როლს სახმარი ღირებულება ასრულებს) თავისი ბუნებით ქრემატისტიკას არ ეკუთვნის, ვინაიდან გაცვლა აქ მხოლოდ თვით მათთვის (მყიდველისა და გამყიდველისთვის) საჭირო საგნებზე ვრცელდება. ამიტომ, - განაგრძობს იგი, - საქონლით ვაჭრობის თავდაპირველი ფორმა გაცვლითი ვაჭრობა იყო, მაგრამ მის გაფართოებასთან ერთად აუცილებლობით წარმოიშვა ფული. ფულის გამოგონებით გაცვლითი ვაჭრობა აუცილებლად უნდა განვითარებულიყო, საქონლის ვაჭრობად, ხოლო ეს უკანასკნელი, წინააღმდეგ მისი პირვანდელი ტენდენციისა, გადაიქცა ქრემატისტიკად, ე. ი. ფულის შეძენის ხელოვნებად, ქრემატისტიკა შემდეგ ეკონომიკისაგან იმით განსხვავდება, რომ ,,მისთვის მიმოქცევა სიმდიდრის წყაროა... იგი მთლიანად ფულზეა აგებული, რადგან ფული ამგვარი გაცვლის დასაყისი და დასასრულია. ამიტომ ის სიმდიდრეც, რომლისკენაც ქრემატისტიკა მიისწრაფვის, უსაზღვროა. როგორც სწორედ, ყოველი ხელოვნება, რომელსაც თავისი ამოცანა საშუალებად კი არ მიაჩნია, არამედ საბოლოო მიზნად; უსაზღვროა თავის მისწრაფებაში – სულ უფროდაუფრო დაუახლოვდეს ამ მიზანს, მაშინ როდესაც ის ხელოვნება, რომელიც მხოლოდ საშუალებას ეძებს რაიმე მიზნისთვის, უსაზღვრო არ არის, რადგან თვით ეს მიზანი მას საზღვარს უდებს, - ასევე ამ ქრემატისტიკასაც არა აქვს საზღვარი თავისი მიზნისთვის, არამედ მისი მიზანი აბსოლუტური გამდიდრებაა. საზღვარი აქვს ეკონომიკას და არა ქრემატისტიკას... პირველი ისახავს მიზნად თვით ფულისაგან განსხვავებულ რაიმეს, მეორე კი – ფულის გამრავლებას... არევა ამ ორი ფორმისა, რომელნიც ერთიმეორეში გადადიან, ზოგიერთებს საბაბს აძლევს, ფულის შენახვა და მისი უსაზღვროდ გამრავლება ეკონომიკის საბოლოო მიზნად მიიჩნიონ”. (10,195-196). არისტოტელე განსაკუთრებუილ ყურადღებას აქცევს საქონლის სახმარ ღირებულებას და საქონელთა ეკვივალენტურ გაცვლას. მისი აზრით, საგნის გამოყენება შეიძლება ორგვარად: დანიშნულების და არადანიშნულების მიხედვით: ფეხსაცმელი შეიძლება ჩასაცმელადაც გამოვიყენოთ და გასაცვლელადაც. ეს უკანასკნელი ფეხსაცმლის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა. სანამ გაცვლა პირველი მოთხოვნილების საგნების გაცვლის აუცილებლობით იყო განპირებული, ის არ იყო გამდიდრების საშუალება. არისტოტელე აქ უჩვენებს როგორ წარმოიშვა გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტები; რკინის, ვერცხლის და სხვა სახით. ამას მოჰყვა ფულის და ვაჭრობის წარმოშობა, როგორც ქონების დაგროვების საშუალების. მარქსი არისტოტელეს დამსახურებას ხედავს ღირებულების ფორმათა ანალიზში. ის წერს: ,,ეკვივალენტური ფორმის თავისებურება კიდევ უფრო თვალსაჩინო შეიქმნება, თუ გავიხსენებთ იმ დიდ მკვლევარს, რომელმაც ღირებულების ფორმას, ისე როგორც აზროვნების, საზოგადოების და ბუნების მრავალ ფორმას პირველმა გაუკეთა ანალიზი. ეს მკვლევარია არისტოტელე” (10,380). მარქსი აჩვენებს, რომ არისტოტელე მიუახლოვდა ღირებულების ახსნას, რადგან აჩვენა გაცვლის ეკვივალენტები, სადაც თანაზომადობა სხვადასხვა ნივთებისა აიხსნება მათი არსების ტოლობით, მაგრამ რატომაა ეს ტოლობა, რითი აიხსნება მათში საერთო, ამ საკითხს, მარქსის თქმით, არისტოტელე ვერ წყვეტს. არისტოტელეს ნააზრევის ამ ნაკლს მარქსი ახსნის სოციალური მიზეზებით. ,,ტოლმნიშვნელოვანი შრომა არ შეეძლო არისტოტელეს ამოეკითხა თვითღირებულების ფორმიდან, იმიტომ რომ ბერძნული საზოგადოება დამყარებული იყო მონურ შრომაზე, და მაშასადამე მის ბუნებრივ საფუძველს ადამიანთა და მათი სამუშაო ძალის უთანასწორობა შეადგენდა. ღირებულების

Page 32: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

32

გამოხატულების საიდუმლოება, ყველა შრომის ტოლობა და ტოლმნიშვნელობა, რადგანაც და რამდენადაც იგი წარმოადგენს ადამიანის შრომას, საერთოდ, შესაძლოა ამოცნობილ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის თანასწორობის იდეამ უკვე ხალხში გამჯდარი ერთგვარი რწმენის სიმტკიცე მოიპოვა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც საქონლური ფორმა შრომის პროდუქტის საყოველთავო ფორმაა. მასასადამე, სადაც აგრეთვე ადამიანთა, როგორც საქონელმფლობელთა, ურთიერთობა გაბატონებული საზოგადოებრივი ურთიერთობაა. არისტოტელეს გენია სწორედ იმაში ბრწყინავს, რომ იგი საქონელთა ღირებულებების გამოხატულებაში ტოლობის ურთიერთობას ამჟღავნებს. მხოლოდ ის ისტორიული ზღუდე საზოგადოებისა, რომელშიც იგი ცხოვრობდა უშლის მას ხელს, გამოძებნოს თუ რაში მდგომარეობს ,,სინამდვილეში ამ ტოლობის ურთიერთობა” (10,381), სიმდიდრე და ოჯახის გაძღოლის ხელოვნება იმითაც განსხვავდება, რომ სიმდიდრე უსაზღვროა, ოჯახის გაძღოლის ხელოვნებას საზღვარი აქვს. სიმდიდრის მაძებნელნი მთელ თავიანთ უნარს მოიხმარენ სიმდიდრის საძებნელად, თითქოს ეს იყოს მიზანი და ყველა საშუალებას მიმართავენ. სინამდვილეში ეს სულაც არაა აუცილებელი, აუცილებეკლია მხოლოდ არსებობის საშუალებათა მოპოვება, ის ბუნებრივიცაა, ქონების დაგროვება კი არაბუნებრივია. არისტოტელე უარყოფითად ეკიდება როგორც სიმდიდრის დაგროვებას ისე მევახშეობასაც. ორივე არაბუნებრივად მიაჩნია. მევახშეობის მიზანი ფულით ფულის დაგროვებაა. და შეძენის ,,ასეთი სახეობა უმთავრესად ბუნების საწინააღმდეგოა” (18,395).

მევახშეობისადმი პლატონის უარყოფითი პოზიცია მთლიანად გაზიარებული აქვს არისტოტელესაც და საინტერესოა, რომ ამ პოზიციაზე დგას მარქსიც, რომელიც თავისი თვალსაზრისის გასაძლიერებლად იმოწმებს არისტოტელეს. მარქსი კრიტიკულად აანალიზებს ჯერ სავაჭრო კაპიტალის ფორმულას – ფ-ს-ფ, რომელიც გაცვლაში ზედმეტ ღირებულებას იღებს, შემდეგ კი უფრო საკრამენტულ სავახშო ფორმულას, რომელშიც ფულიდან პირდაპირ ფული მიიღება. მარქსის თქმით, ,,ფ-ფ ფული, რომელიც მეტ ფულზე იცვლება; ეს ფორმა ფულის ბუნებას ეწინააღმდეგება და, მაშასადამე, მისი ახსნა საქონელგაცვლის თვალსაზრისით შეუძლებელია. ამიტომ არისტოტელე ამბობს ,,ქრემატისტიკა ორგვარია, ერთი ვაჭრობას ეკუთვნის, მეორე ეკონომიკას; უკანასკნელი აუცილებელია და ქების ღირსი, პირველი დაფუძნებულია მიმოქცევაზე და სამართლიანად არის გაკიცხული (რადგან იგი არ არის ბუნებრივი და ურთიერთმოტყუებაზეა დამყარტებული). ამიტომ მევახშეობა ყველას სამართლიანად ძაგს, რადგან აქ თვით ფულია შეძენის წყარო და არ იხმარება იმისთვის, რისთვისაც იგი შემოღებული იყო. ფული ხომ საქონელგაცვლისათვის წარმოიშვა, პროცენტით კი მეტ ფულს აკეთებს. აქედანაა მისი სახელწოდება (ტოკოს – ,,პროცენტი”, ,,შობილი”) რადგან შობილი მშობელს წააგავს. მაგრამ პროცენტი ფულია ფულისაგან, ისე რომ შეძენის ყველა სხვა დარგთან შედარებით იგი უაღრესად არაბუნებრივია”. მარქსს ეს ადგილი ციტირებული აქვს არისტოტელეს პოლიტიკის პირველი წიგნიდან (იხ. 10,211). არისტოტელე აანალიზებს ვაჭრობას, განაასხვავებს მის სამ ფორმას: საზღვაო, ტრანზიტულ და საცალო ვაჭრობას. სამივე გაცვლის ერთი ფორმაა; გაცვლის მეორე ფორმაა პროცენტზე გასესხება; მესამე ფორმა საკუთარი შრომის გაქირავება. ქონების დაგროვების მრავალ ხერხს იყენებენ. ერთერთ ისტორიაში მოთხრობილია თალეს მილეტელის გამდიდრება,

Page 33: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

33

ესაა თალესის სიბრძნით წინასწარმნეტყველება, რომელიც შეიძლება საერთოდ გახდეს ქონების დაგროვების ერთერთი ფორმა. ,,როდესაც თალესს უსაყვედურებდნენ სიღარიბის გამო, ამტკიცებდნენ, თითქოს ფილოსოფით დასაქმებას არავითარი მოგება მოაქვს, როგორც ამბობენ, მან ასტრონომიული მონცემებით, ჯერ კიდევ ზამთარში წინასწარ განსაზღვრა ზეთისხილის დიდი მოსავლის შესაძლებლობა მომავალში. ამიტომ აიღო და მთელი თავისი დანაზოგი ფული გამოიყენა მილეტსა და ხიოში ზეთისხილის გამომხდელებთან ხელშეკრულების დასადებად. ხელშეკრულება იაფი დაუჯდა, რადგან არავინ უწევდა კონკურენციას, როცა დადგა მოსავლის აღების დრო და ყველას ერთდრუოულად დასჭირდა ზეთისხილის გამოსახდელების, თალესი მკისთვის სასურველ პირობებში იძლეოდა გამოსასყიდლად ზეთისხილის გამოსახდელებს. ამით დააგროვა დიდძალი ფული. უჩვენა, რომ ფილოსოფოსისათვის სურვილის შემთხვევაში გამდიდრება ადვილია, მაგრამ ეს არაა მისი მისწრაფების საგანი” (18-397).

არისტოტელეს სოციალური და პოლიტიკური შეხედულებები შესავალი

1. არისტოტელე საზოგადოებრივი ურთიერთობების ბუნებრივი ფორმების შესახებ.

2. არისტოტელე მონობის ინსტიტუტის შესახებ.

3. არისტოტელე მიზნებისა და საშუალებების თანაფარდობის შესახებ.ეკონომიკა ქრემატისტიკა.

და

4. კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება. გონიერი ეგოიზმი.

5. პლატონის იდეალური სახელმწიფოს კრიტიკა. ქალის როლი საზოგადოებაში.

6. სახელმწიფოს მმართველობს სწორი და არა სწორი ფორმები.

7. სახელმწიფოს წყობის დამანგრეველი და გადამრჩენი ფაქტორები. კონფლიქტის 8.

სოციოლოგიის საწყისები. ქორწინება და აღზრდა.

9. იდეალური სახელმწიფოს არისტოტელისეული მოდელი.

დასკვნა.

Page 34: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

34

საკვაძო სიტყვები და გამოთქმები: ადამიანი როგორც პოლიტიკური არსება. სახელმწიფო როგორც ადამიანურ ურთიერთობათა უმაღლესი ფორმა. სახელმწიფო და ინდივიდი. მონობა, გონიერი ეგოიზმი. ეკონომიკა და ქრემატისტიკა,სახელმწიფოს გადატრიალების მიზეზები. ქალი და საზოგადოება.

არისტოტელეს "პოლიტიკა"

წიგნი I

არისტოტელე საზოგადოებას განიხილავს, როგორც ურთიერთობათა სფეროს. ამ ურთიერთობათა მრავალი სფერო არსებობს. ერთერთია სახელმწიფო ორგანიზაცია. ურთიერთობის ორგანიზაციათა ფორმებს შორის ის ყველაზე ფართე და ყველაზე მნიშვნელოვანია. საერთოდ, ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველა ფორმა მიზანდასახულია. ყოველ ურთიერთობას მიზნად აქვს რაღაც სათნოება, რომელსაც ესწრაფვის. მათ შორის უმაღლეს სათნოებას ესწრაფვის სახელმწიფო, ანუ პოლიტიკური ურთიერთობა. არისტოტელე აკრიტიკებს ოჯახის, მეფის და სახლის უფროსის ცნებათა გაიგივებას. მოითხოვს ანალიზი გაუკეთდეს ურთიერთობათა ბუნებრივ ფორმებს. ასეთ ბუნებრივ ურთიერთობათა უპირველეს ფორმად თვლის ოჯახს, როგორც მოდგმის გაგრძელებისთვის კაცისა და ქალის ბუნებრივ კავშირს. ასეთივე კავშირი თუ გაერთიანება თვითშენახვის მიზნით უწევთ იმათ, ვინც ბუნებით მოწოდებულია იბატონოს და იმათ, ვინც ბუნებით მოწოდებულია იყოს ქვეშევრდომი და მონა. ოჯახურ ურთიერთობას არისტოტელე ასე ახასიათებს: "ოჯახი არის ბუნებრივად აღმოცენებული ურთიერთობა, ყოველდღიურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად". ოჯახთა გაერთიანება ქმნის სოფელს. "სოფელი ურთიერთობაა, რომელიც შედგება რამდენიმე ოჯახისაგან, თანაც არა მარტო ხანმოკლე მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად" . სოფელი განიხილება, როგორც ოჯახის კოლონია. ოჯახის უფროსის უფლებებით სარგებლობს ერთი კაცი ოჯახში და ასევე დიდ დასახლებებში, სადაც მეფის თანამდებობა შეესაბამება ოჯახის უფროსისას. შემდეგ არისტოტელე გადადის სახელმწიფოზე. "საზოგადოება, რომელიც შედგება რამდენიმე სოფლისაგან, სავსებით დასრულებული სახელმწიფოა, რომელმაც შეიძლება ითქვას მიაღწია თვითმყოფად მდგომარეობას, აღმოცენდა ცხოვრების მოთხოვნებით და არსებობს კეთილი ცხოვრების მიღწევის მიზნით. აქედან გამოდის, რომ ყოველი სახელმწიფო ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტია, ისე როგორც პირველადი ურთიერთობანი. სახელმწიფო მათი დასრულებაა. დასრულებით კი ვლინდება ბუნება". სახელმწიფო ბუნებრივად არსებულს მიეკუთვნება, ადამიანი კი,

არისტოტელეს აზრით, თავისი ბუნებით პოლიტიკური არსებაა, ამიტომ მისი ბუნების შესაბამისი არსებობა მხოლოდ სახელმწიფოშია შესაძლებელი. სახელმწიფოს გარეშე მცხოვრები ადამიანი გავს იზოლირებულ პაიკს ჭადრაკის დაფაზე. არისტოტელეს აზრით, სოციალურობა დამახასიათებელია ჯოგურად მცხოვრები ცხოველებისათვის, მაგრამ მათგან ადამიანი ყველაზე მეტადაა საზოგადოებრივი არსება. ადამიანის სპეციფიკაა მეტყველება, რომლითაც არა მხოლოდ მწუხარებას და სიხარულს გამოხატავს (ეს ცხოველებსაც შეუძლიათ), არამედ სასარგებლოსა და

Page 35: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

35

საზიანოსაც, სამართლიანსა და უსამართლოსაც. "მხოლოდ ადამიანს შეუძლია აღიქვას ისეთი ცნებები, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება, სამართლიანობა და უსამართლობა და ა.შ." ამათი ერთობლიობა კი შეადგენს ოჯახისა და სახელმწიფოს საფუძველს. არისტოტელე ოჯახსა და ადამიანთან მიმართებაში პირველადობას მიაწერს სახელმწიფოს, რადგან სახელმწიფო მთელია და მთელი უნდა უსწრებდეს ნაწილს, ის განაპირობებს ნაწილს. თუ სხეულის უმოქმედებას მოვსპობთ, არ იქნება არც მისი შემადგენელი ხელი, ფეხი, თავი და სხვა. სახელმწიფო ადამიანსაც უსწრებს, რადგან სახელმწიფოს გარეშე ადამიანი არაა თვითმყოფადი არსება. არისტოტელეს ეს მტკიცება არ უნდა იყოს მართებული თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს. არისტოტელეს აზრით, ყველა ადამიანში მოცემულია ბუნებრივი ლტოლვა სახელმწიფოებრივი ურთიერთობისადმი და ვინც ამ ურთიერთობას ორგანიზაცია გაუკეთა, მან კაცობრიობას დიდი სამსახური გაუწია. არისტოტელესთვის არ არსებობს სამართლიანობა სახელმწიფოს გარეშე, რადგან სამართალი და სამართლიანობის საზომი პოლიტიკური ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმაა. არისტოტელეს არა აქვს პასუხი კითხვაზე, რა ადგილი უკავია საადათო სამართალს და შეიძლება თუ არა საადათო სამართალი წარმოვიდგინოთ, როგორც სახელმწიფომდე არსებული.

არისტოტელე ამ წიგნში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოჯახს და საკუთრებას. სახელმწიფო შედგება ოჯახებისაგან. ოჯახს აქვს თავისი ელემენტები, რომელთა ერთობლიობა მისი ორგანიზაციაა. არისტოტელეს აზრით, სრულყოფილ ოჯახში ორი ელემენტია: მონები და თავისუფლები, ე.ი. ბატონი და მონა, ქმარი და ცოლი, მამა და შვილები. ამ სამ წყვილს შორის ურთიერთობანი ასე იწოდება – ბატონობითი, ქორწინებითი და მამობრივი. ოჯახს აქვს კიდევ ერთი ელემენტი, დაგროვების ხელოვნება, რაც ცალკე განხილვას მოითხოვს.

არისტოტელე განიხილავს თითოეულ ურთიერთობას: პირველი ბატონის და მონის ურთიერთობაა. არისტოტელე არ ეთანხმება მტკიცებას, თითქოს ბატონის უფლება მონაზე არაბუნებრივია და ძალადობაზეა აგებული. არისტოტელეს აზრით საკუთრება სახლის ნაწილია და მისი შეძენა ოჯახური ორგანიზაციის ნაწილი. საკუთრება შეიძლება იყოს სულიერი და არასულიერი. არასულიერი იარაღია. მონა ეკუთვნის სულიერ იარაღებს. მონა არის აქტიური მოღვაწეობის საფუძველი, რითაც იწარმოება შრომის იარაღები, ამიტომ ბატონი მონის ბატონია, მაგრამ ისე, რომ მონას არ ეკუთვნის, ხოლო მონა ბატონის მონაა და, ამავე დროს მას ეკუთვნის. ზემოთ თქმულის საფუძველზე არისტოტელე სვამს კითხვას: რა არის მონა თავისი ბუნებითა და დანიშნულებით? და პასუხობს: "ვინც ბუნებრივად ეკუთვნის არა თავის თავს, არამედ სხვას და, ამავე დროს, ადამიანია, ის თავისი ბუნებით მონაა" . მონის დამახასიათებლად არისტოტელე თვლის იმას, რომ ის აქტიური იარაღია. არისტოტელესათვის უაზროა მტკიცება, რომ მონობა ბუნების საწინააღმდეგოა, რადგან ბატონობა და დაქვემდებარება აუცილებელიცაა და სასარგებლოც. დაბადებიდან ზოგიერთის დანიშნულებაა დაქვემდებარება სხვების ბატონობა. არისტოტელეს ფილოსოფიის მკვლევარი ბიიზე წერს, რომ არისტოტელესათვის საოცნებო იყო ისეთი ვითარება, როცა მონობა არ იქნებოდა საჭირო. ბიიზე წერს: "თითოეულ იარაღს, ოცნებობდა არისტოტელე, ძველი დროის უდიდესი მოაზროვნე, რომ შეეძლოს სათანადო სამუშაო შეასრულოს

Page 36: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

36

სხვისი ბრძანებით, ანდა თავისი ნებით, მსგავსად იმისა, როგორც ხელოვნების ქმნილებანი მოძრაობენ თავისით, ანდა როგორც ჰეფესტოს ზედადგარი თავისი ნებით იწყებდა საღმრთო სამსახურს. ამრიგად, საფეიქრო მაქო, რომ თავისუფლად ქსოვდეს, მაშინ არც ოსტატს დასჭირდებოდა თანაშემწეები და არც ბატონს მონები". მარქსი "კაპიტალში" არისტოტელეს უსაყვედურებდა მონის შრომის მცდარ შეფასების ფიქრს, რომ სწორია ის მტკიცება თითქოს არისტოტელეს არ უნდოდა მონობის ინსტიტუტია სხვა გამოსვალი რომ ყოფილიყო. ასეთი რამის თქმა პლატონის მიმართ თუ იქნებოდა ასე თუ ისე გამართლებული, არისტოტელეს მიმართ გამორიცხულია. პლატონიც და არისტოტელეც შრომის განაწილებიდან ამოდიან, მაგრამ პლატონის მიერ მოცემულ ადამიანთა ურთიერთობის სისტემაში მონობა არაბუნებრივი ინსტიტუტი და არც იმ ძირითად ფენებში შედის, რომელნიც მიიღება შრომის დანაწილების შედეგად. არისტოტელესთან კი მონობა ძირეული სოციალური ინსტიტუტია და ამავე დროს ბუნებრივი ურთიერთობის ფორმა. კიდევ მეტი, არისტოტელე მას საზოგადოებისათვის მარადიულ ინსტიტუტად თვლის. მისი მტკიცებით, ბატონობა და დაქვემდებარება ბუნების ზოგადი კანონია და მას ექვემდებარება ცოცხალი არსებანიც. ყოველ ცოცხალ არსებაში ის განასხვავებს ბატონობით და პოლიტიკურ ძალაუფლებას. სულიც ბატონობს სხეულზე, ხოლო გონება სახელმწიფო ადამიანის მსგავსად ჩვენს მისწრაფებებზე, ამიტომ ბუნებრივია სხეულისათვის სულისადმი დაქვემდებარება. მაღალს უნდა ექვემდებარებოდეს დაბალი, ადამიანს ცხოველი, მამაკაცს ქალი და ეს პრინციპი მთელ კაცობრიობაში უნდა ბატონობდეს. არისტოტელეს მტკიცებით, ვინც ადამიანებისგან ისე განსხვავდება, როგორც სულისგან სხეული და ადამიანისგან ცხოველი და მისი მოღვაწეობა ფიზიკური ძალადობის გამოყენებაა, ასეთები თავიანთი ბუნებით მონებია: "მონა ბუნებით ისაა, ვინც შეიძლება სხვას ეკუთვნოდეს და ვისაც განსჯა იმ ზომით აქვს, რომ უნარიანია სხვისი ბრძანება შეასრულოს, მაგრამ საკუთარი განსჯა არ გააჩნია". სხვა ცოცხალ არსებათაგან განსხვავებით, მათ ბრძანების გაგების უნარი მაინც აქვთ, მაგრამ ადამიანობამდე ვერ მაღლდებიან. სარგებლიანობის თვალსაზრისით კი არისტოტელე მონებს და ცხოველებს აიგივებს, რადგან ისინი ფიზიკური ძალით გვეხმარებიან მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში. არისტოტელეს აზრით მონა თავისუფალი ადამიანისაგან ფიზიკური ორგანიზაციითაც განსხვავდება. მონებს ძლიერი სხეული აქვთ გამიზნული ფიზიკური შრომისათვის, თავისუფალი ადამიანის სხეული კი ამ მიზნით არ გამოდგება. ის გამოსადეგია მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრებისათვის. არისტოტელეს მტკიცებით, "ცხადია, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი ბუნებით თავისუფალი არიან, მეორენი _ მონები და ამ უკანასკნელთათვის მონად ყოფნა სასარგებლოცაა და სამართლიანიც". არისტოტელე განასხვავებს ორი სახის მონებს _ ბუნებრივ და კანონით დამონებულებს. ამ უკანასკნელებს მიაკუთვნებს ტყვედწამოყვანილებს. არისტოტელეს მონებისათვის არავითარი შეღავათი არ ჰქონდა და თუ მათდამი ნორმალურ მოპყრობას მოითხოვდა, მხოლოდ მებატონის ინტერესებისთვის. მონასა და ბატონს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს, რადგან მათი ურთიერთობა ბუნებრივ საწყისებს ემყარება. მონა ბატონის ნაწილია და თუ მონა ცუდათაა, მთელიც ცუდად იქნება. ყოველივე ეს ნათქვამია მონათა აჯანყების თავიდან აცილების მიზნით. მონამ უნდა შეძლოს შესრულება ბატონის ბრძანებისა. ასეთია არისტოტელეს აზრით მათი დანიშნულება. აქვე არისტოტელე განასხვავებს ბუნებით თავისუფალ ადამიანებზე ბატონობას ბუნებით მონებზე ბატონობისგან.

Page 37: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

37

არისტოტელეს შემდეგი განხილვის საკითხებია საკუთრების პრობლემა. აქ იმიტომ სვამს საკუთრების საკითხს, რომ მონაც საკუთრებაა. არისტოტელე ცდილობს გაარკვიოს, შეიძლება თუ არა იგივეობის დასმა ქონების შეძენასა და ოჯახური მეურნეობის გაძღოლას შორის, მისი აზრით ქონების შეძენის ხელოვნება განსხვავდება ოჯახური მეურნეობის მართვისგან. პირველი საშუალებათა შეძენაა, მეორე _ მათი გამოყენება. არისტოტელე განასხვავებს ქონებისა და სიმდიდრის ცნებათა მრავალ მნიშვნელობას. ის სვამს კითხვას, რას მიეკუთვნება, მაგალითად, მიწათმოქმედება და რაზეა დამოკიდებული ჩვენი საქმიანობა თუ ცხოვრების წესი და ასკვნის: ადამიანები ცხოვრობენ იმ წესით, რასაც უკარნახებთ მოთხოვნილება. არისტოტელე განასხვავებს სიმდიდრის სხვადასხვა სახეობას და სამხედრო საქმიანობასაც ნადირობის სახედ მიიჩნევს. მხოლოდ აქ ნადირობენ ადამიანებზეც, მაგრამ იძენენ საკუთრებას. არისტოტელეს აზრით, ნამდვილი სიმდიდრე არსებობის საშუალებათა ერთობლიობაა. კარგი ცხოვრებისათვის საჭირო საკუთრება არ უნდა იყოს უსაზღვრო, როცა საკუთრების შეძენა უსაზღვრო ხდება, მაშინ ხდება მიზნების და საშუალებების არევა. საკუთრება უნდა იყოს არსებობის საშუალება და არა მიზანი, მიზანი უნდა იყოს არსებობა. მარქსი ხშირად მიმართავს არისტოტელეს თავის დებულებათა დასამოწმებლად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება არისტოტელეს ბრძოლა სიმდიდრის წინააღმდეგ. მიზნებისა და საშუალებების აღრევის უარყოფა არისტოტელეს მიერ და ამ მიზნით ქრემატისტიკის და ეკონომიკის განსხვავება. ეკონომიკა ქმნის კეთილი ცხოვრების პირობებს და ამ გზით გარკვეული ქონების შეძენას საჭიროებს. მისი საპირისპიროა ქრემატისტიკა, რომლისთვისაც შეძენაა მიზანი და არა ცხოვრება. ცხოვრება იქცევა შეძენის საშუალებად, ოღონდ როდესაც პირიქით უნდა იყოს.

არისტოტელე ქრემატისტიკას უპირისპირებს ეკონომიკას. იგი გამოდის ეკონომიკიდან, რამდენადაც ეს უკანასკნელი შეძენის ხელოვნებაა, იგი კმაყოფილდება ცხოვრებისათვის აუცილებელი და ოჯახისთვის ან სახელმწიფოსათვის სასარგებლო დოვლათის შეძენით. ჭეშმარიტი სიმდიდრე ამგვარ სახმარ ღირებულებათაგან შედგება, ვინაიდან კეთილი ცხოვრებისათვის საკმარისი რაოდენობა ამ სახის ქონებისა უსაზღვრო არ არის. მაგრამ არის კიდევ მეორეგვარი შეძენის ხელოვნება, რომელსაც უპირატესად და სამართლიანად ქრემატისტიკა ეწოდება და რომლისთვისაც თითქოს არ არსებობს სიმდიდრის და ქონების საზღვარი. საქონელით ვაჭრობა სიტყვა-სიტყვით წვრილმანით ვაჭრობას ნიშნავს და არისტოტელე ამ ფორმას იღებს, რადგან მასში გადამწყვეტ როლს სახმარი ღირებულება ასრულებს. თავისი ბუნებით ქრემატისტიკას არ ეკუთვნის, ვინაიდან გაცვლა აქ მხოლოდ თვით მათთვის (მყიდველისა და გამყიდველისათვის) საჭირო საგნებზე ვრცელდება. ამიტომ, _ განაგრძობს იგი, _ საქონლით ვაჭრობის თავდაპირველი ფორმა გაცვლითი ვაჭრობა იყო, მაგრამ მის გაფართოებასთან ერთად აუცილებლობით წარმოიშვა ფული. ფულის გამოგონებით გაცვლითი ვაჭრობა აუცილებლად უნდა განვითარებულიყო საქონლის ვაჭრობად, ხოლო ეს უკანასკნელი,წინააღმდეგ მისი პირვანდელი ტენდენციისა, გადაიქცა ქრემატისტიკად, ე.ი. ფულის შეძენის ხელოვნებად. ქრემატისტიკა შემდეგ ეკონომიკისაგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის მიმოქცევა სიმდიდრის წყაროა. იგი მთლიანად ფულზეა აგებული, რადგან ფული ამგვარი გაცვლის დასაწყისი და დასასრულია. ამიტომ ის სიმდიდრეც, რომლისკენაც ქრემატისტიკა მიისწრაფვის, უსაზღვროა

Page 38: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

38

როგორც სწორედ ყოველი ხელოვნება, რომელსაც თავისი ამოცანა საშუალებად კი არ მიაჩნია, არამედ საბოლოო მიზნად. უსაზღვროა თავის მისწრაფებაში, სულ უფრო და უფრო დაუახლოვდეს ამ მიზანს მაშინ, როდესაც ის ხელოვნება, რომელიც მხოლოდ საშუალებას ეძებს რაიმე მიზნისათვის, უსაზღვრო არ არის, რადგან თვით ეს მიზანი მას საზღვარს უდებს, ასევე ამ ქრემატისტიკასაც არა აქვს საზღვარი თავისი მიზანისათვის, არამედ მისი მიზანი აბსოლუტური გამდიდრებაა. საზღვარი აქვს ეკონომიკას და არა ქრემატისტიკას, პირველი ისახავს მიზნად თვით ფულისაგან განსხვავებულ რაიმეს, მეორე კი _ ფულის გამრავლებას. "არჩევა ამ ორი ფორმისა, რომელნიც ერთი მეორეში გადადიან, ზოგიერთებს საბაბს აძლევს ფულის შენახვა და მისი უსაზღვროდ გამრავლება ეკონომიკის საბოლოო მიზნად მიიჩნიონ".

არისტოტელე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქონლის სახმარ ღირებულებასა და საქონელთა ექვივალენტურ გაცვლას. მისი აზრით საგნის გამოყენება შეიძლება ორგვარად: დანიშნულების და არადანიშნულების მიხედვით. ფეხსაცმელი შეიძლება ჩასაცმელადაც გამოვიყენოთ და გასაცვლელადაც. ეს უკანასკნელი ფეხსაცმლის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა. სანამ გაცვლა პირველი მოთხოვნილების საგნების გაცვლის აუცილებლობით იყო განპირობებული, ის არ იყო გამდიდრების საშუალება, მაგრამ გაცვლის ამ ფორმიდან განვითარდა გაცვლა, როგორც სიმდიდრის დაგროვების საშუალება. არისტოტელე აქ უჩვენებს, როგორ წარმოიშვა გაცვლის საყოველთაო ექვივალენტები რკინის, ვერცხლის და სხვათა სახით. ამას მოჰყვა ფულის და ვაჭრობის წარმოშობა, როგორც ქონების დაგროვების საშუალების, მარქსი არისტოტელეს დამსახურებას ღირებულების ფორმათა ანალიზში ხედავს. ის წერს: "ექვივალენტური ფორმის თავისებურება კიდევ უფრო თვალსაჩინო შეიქმნება, თუ გავიხსენებთ იმ დიდ მკვლევარს, რომელმაც ღირებულების ფორმას, ისე როგორც აზროვნების, საზოგადოების და ბუნების მრავალ ფორმას პირველმა გაუკეთა ანალიზი. ეს მკვლევარია არისტოტელე" (მარქსი, "კაპიტალი"-ტ I. გვ. 80). მარქსი აჩვენებს, რომ არისტოტელე მოუახლოვდა ღირებულების ახსნას, რადგან აჩვენა გაცვლის ექვივალენტები, სადაც თანაზოგადობა სხვადასხვა ნივთებისა აისახება მათი არსებობის ტოლობით. მაგრამ რატომაა ეს ტოლობა, რითი აიხსნება მათში საერთო? ამ საკითხს, მარქსის თქმით, არისტოტელე ვერ წყვეტს. არისტოტელეს ნააზრევის ამ ნაკლს მარქსი ახსნის სოციალური მიზეზებით. ტოლმნიშვნელოვანი შრომა არ შეეძლო არისტოტელეს ამოეკითხა თვით ღირებულების ფორმიდან იმიტომ, რომ ბერძნული საზოგადოება დამყარებული იყო მონურ შრომაზე და, მაშასადამე, მის ბუნებრივ საფუძველს ადამიანთა და მათი სამუშაო ძალის უთანასწორობა შეადგენდა. ღირებულების გამოხატულების საიდუმლოება, ყველა შრომის ტოლობა და ტოლმნიშვნელობა, რადგანაც და რამდენადაც იგი წარმოადგენს ადამიანის შრომას საერთოდ, შესაძლოა ამოცნობილ იქნას მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის თანასწორობის იდეამ უკვე ხალხში გამჯდარი ერთგვარი რწმენის სიმტკიცე მოიპოვა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც საქონლური ფორმა შრომის პროდუქტის საყოველთაო ფორმაა, მაშასადამე, სადაც აგრეთვე ადამიანთა, როგორც საქონელმფლობელთა ურთიერთობა გაბატონებული საზოგადოებრივი ურთიერთობაა. არისტოტელეს გენია სწორედ იმაში ბრწყინავს, რომ იგი საქონელთა ღირებულების გამოხატულებაში ტოლობის ურთიერთობას ამჟღავნებს. მხოლოდ ისტორიული ზღუდე საზოგადოებისა რომელშიც იგი ცხოვრობდა, უშლის მას ხელს გამოძებნოს,

Page 39: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

39

თუ რაში მდგომარეობს "სინამდვილეში" ეს ტოლობის ურთიერთობა. (მარქსი. "კაპიტალი". ტ I. გვ. 38). სიმდიდრე და ოჯახის გაძღოლის ხელოვნება იმითაც განსხვავდება, რომ სიმდიდრე უსაზღვროა, ოჯახის გაძღოლის ხელოვნებას საზღვარი აქვს. სიმდიდრის მაძიებელნი მთელ თავიანთ უნარს მოიხმარენ ფულის საშოვნელად, თითქოს ეს იყოს მიზანი და ყველა საშუალებას მიმართავენ, სინამდვილეში ეს სულაც არაა აუცილებელი. აუცილებელია მხოლოდ არსებობის, მოპოვების საშუალება. ეს ბუნებრივიცაა, ქონების დაგროვება კი არაბუნებრივია. არისტოტელე უარყოფითად ეკიდებოდა, როგორც სიმდიდრის დაგროვებას, ისე მევახშეობასაც. ორივე არაბუნებრივად მიაჩნია მევახშეობის მიზანი ფულით ფულის დაგროვებაა და შეძენის "ასეთი სახეობა უმთავრესად ბუნების საწინააღმდეგოა" (არისტოტელე. ტ I, გვ. 395).

მევახშეობისადმი პლატონის უარყოფითი პოზიცია მთლიანად გაზიარებული აქვს არისტოტელესაც და საინტერესოა, რომ ამ პოზიციაზე დგას მარქსიც, რომელიც თავის თვალსაზრისის განსამტკიცებლად იმოწმებს არისტოტელეს. მარქსი კრიტიკულად აანალიზებს ჯერ სავაჭრო კაპიტალის ფორმულას ფ-ს-ფ, რომელიც გაცვლაში ზედმეტ ღირებულებას იღებს, შემდეგ კი უფრო საკრამენტალური სავახშო კაპიტალის ფორმულას, რომლებიც ფულიდან პირდაპირ ფული1 მიიღება. ეს ფორმა ფულის ბუნებას ეწინაღმდეგება და, მაშასადამე, მისი ახსნა საქონელგაცვლის თვალსაზრისით შეუძლებელია. ამიტომ არისტოტელე ამბობს: "ქრემატისტიკა ორგვარია. ერთი ვაჭრობას ეკუთვნის, მეორე ეკონომიკას. უკანასკნელი აუცილებელია და ქების ღირსია, პირველი დაფუძნებულია მიმოქცევაზე და სამართლიანად არის გაკიცხული (რადგან იგი არ არის ბუნებრივი და ურთიერთმოტყუებაზეა დამყარებული), ამიტომ მევახშეობა ყველას სამართლიანად ძაგს, რადგან აქ თვით ფულია შეძენის წყარო და არ იხმარება იმისათვის, რისთვისაც იგი შემოღებული იყო. ფული ხომ საქონელგაცვლისათვის წარმოიშვა. პროცენტი კი ფულით მეტ ფულს აკეთებს. აქედანაა მისი სახელწოდებაც "პროცენტი" _ "შობილი", რადგან შობილი მშობელს წააგავს. მაგრამ პროცენტი ფულია ფულისაგან ისე, რომ შეძენის ყველა სხვა დარგთან შედარებით იგი უაღრესად არაბუნებრივია". მარქსს ეს ადგილი ციტირებული აქვს არისტოტელეს "პოლიტიკის" პირველი წიგნიდან (იხ. "კაპიტალი". ტ I. გვ. 211). არისტოტელე აანალიზებს ვაჭრობას, განასხვავებს მის სამ ფორმას: საზღვაო, ტრანზიტული და საცალო. სამივე გაცვლის ერთი ფორმაა. გაცვლის მეორე ფორმაა პროცენტზე გასესხება, მესამე ფორმა _ საკუთარი შრომის გაქირავება. ქონების დაგროვების მრავალ ხერხს იყენებენ. ერთ-ერთ ისტორიაში მოთხრობილია თალეს მილეტელის გამდიდრება. ესაა თალესის სიბრძნის წინასწარმეტყველება, რომელიც შეიძლება გახდეს ქონების დაგროვების ერთ-ერთი ფორმა. "როდესაც თალესს უსაყვედურებდნენ სიღარიბის გამო, ამტკიცებდნენ, თითქოს ფილოსოფიის დასაქმებას არავითარი მოგება არმოაქვს. როგორც ამბობენ, მან ასტრონომიული მონაცემებით ჯერ კიდევ ზამთარში წინასწარ განსაზღვრა ზეთისხილის დიდი შესაძლებლობა მომავალში. ამიტომ აიღო და მთელი თავისი დანაზოგი ფული გამოიყენა მილეტსა და ხიოში ზეთისხილის გამომხდელებთან ხელშეკრულების დასადებად. ხელშეკრულება იაფი დაუჯდა, რადგან არავინ უწევდა კონკურენციას, როცა დადგა მოსავლის აღების დრო და ყველას ერთდროულად დასჭირდა ზეთისხილის გამოსახდელები, თალესი მისთვის სასურველ პირობებში იძლეოდა გამოსასყიდად ზეთისხილის გამოსახდელებს, ამით დააგროვა დიდძალი ფული. უჩვენა, რომ

Page 40: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

40

ფილოსოფოსისთვის სურვილის შემთხვევაში გამდიდრება ადვილია, მაგრამ ეს არაა მისი მისწრაფების საგანი" (არისტოტელე, ტ IV. გვ. 397). ამით თალესმა თავისი სიბრძნე დაამტკიცა. არისტოტელეს აზრით, მონოპოლია გამდიდრების საშუალებაა.

საოჯახო მეურნეობის მეცნიერება ძალაუფლების სამ ელემენტს გულისხმობს: 1. ბატონის ძალაუფლება მონაზე, 2. მამის მიმართება შვილებთან, 3. ქმრის დამოკიდებულება ცოლისადმი. ყველა მათგანში ბატონობა ხორციელდება, მაგრამ სხვადასხვაგვარად. მშობლის ძალაუფლება შვილზე გავს მეფისას ქვეშევრდომებზე. არისტოტელე სვამს კითხვას: აქვთ თუ არა ერთი და იგივე სათნოება ბატონად და ქვეშევრდომად დაბადებულთ? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მონაც ხასიათდება სიმამაცით, სამართლიანობით, თავმდაბლობით, თუ ის მხოლოდ სამსახურისთვისაა გაჩენილი? თუ არ ახასიათებს ეს სათნოებები, ადამიანი რატომაა? თუ ახასიათებს მონა რატომაა? ასეთივე კითხვები ისმის ბავშვებისა და ქალების მიმართ. საკითხავია ისიც, თუ არც ბატონს და არც ქვეშევრდომს არ ახასიათებს სათნოება, რა საერთო აქვთ მათ, რითაც ერთი ემორჩილება მეორეს? თუ ორივეს ერთნაირად ახასიათებს სათნოება, მაშინ რატომაა ერთი ბატონობისათვის და მეორე დაქვემდებარებისათვის გაჩენილი? არისტოტელეს პასუხი ასეთია: ყველა მათ ახასიათებთ სათნოება, მაგრამ სხვადასხვაგვარი. მონა ყოველდღიური სამუშაოსთვისაა სასარგებლო, ამიტომ მას სათნოება იმ ზომით უნდა ახასიათებდეს, რომ მისი თვითნებობა და მოუქნელობა ზიანს არ აყენებდეს შესრულებულ სამუშაოს. არისტოტელე სვამს კითხვას: იქნებ ხელოსნებსაც ასევე მივუდგეთ? მართალია ისინი მონებთან შედარებით თავისუფლები, მაგრამ მათი საქმიანობით თავისებურად შეზღუდული მონებია, შემდეგ არისტოტელე განიხილავს საუკეთესო სახელმწიფოთა პროექტების ავტორებს.

წიგნი II

ამ წიგნში არისტოტელე კრიტიკულად აანალიზებს პლატონის მოძღვრებას იდეალურ სახელმწიფოზე, რადგან ამოცანად ვაყენებთ "ადამიანთა ურთიერთობის მისი სრულყოფილ ფორმაში კვლევას, რაც ადამიანებს აძლევს საშუალებას იცხოვრონ თავიანთი მისწრაფებების მიხედვით. უნდა განვიხილოთ რეალურად არსებული, ასევე პროექტში მოცემული და კარგად მიჩნეული. ანალიზი გვაჩვენებს, რომ ჩვენ ვეძებთ ახალი სახელმწიფოს მოდელს არა ჩვენი სიბრძნის მაჩვენებლად, არამედ იმიტომ, რომ არსებული მოდელები არ გვაკმაყოფილებს" ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები სახელმწიფოში ან ყველა საქმიანობაში უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, ან ზოგიერთში, ან არცერთში. არცერთში რომ არ ღებულობდეს მონაწილეობას, არ შეიძლება, რადგან სახელმწიფო თავისებური ურთიერთობაა და ადამიანები ურთიერთობაში უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ რა ზომით უნდა განხორციელდეს ეს მონაწილეობა და რა ჯობია საუკეთესო სახელმწიფოსთვის, რომ ყველა ღებულობდეს მონაწილეობას, თუ ზოგიერთი. რა ჯობია შვილების, ცოლების და ქონების ერთობა, როგორც პლატონი მოითხოვდა, თუ სხვაგვარი ურთიერთობა, ე.ი. პლატონისეული მოდელი ჯობია, თუ არსებული. არისტოტელე ემიჯნება პლატონისეულ მოდელს და სოკრატეს სახელით აკრიტიკებს

Page 41: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

41

პლატონსაც. პირველ რიგში, კრიტიკა ეხება ცოლების და შვილების ერთობას. მიაჩნია, რომ ასეთი ერთობა ლოგიკურად სახელმწიფოსადმი დასახული ამოცანის საწინააღმდეგოა. სოკრატეს მიაჩნია, რომ ამ გზით უზრუნველყოფს ერთიანობას. სინამდვილეში ზედმეტი ერთიანობა სახელმწიფოს აუქმებს, რადგან თავისი ბუნებით სახელმწიფო სიმრავლეა, ხოლო თუ ერთობას ესწრაფვის, მისგან მიიღება ოჯახი, ოჯახიდან ცალკეული ადამიანი და სახელმწიფო მოისპობა.

არისტოტელე აკრიტიკებს იმასაც, რომ პლატონთან ერთნი ყოველთვის მართავენ, მეორენი ყოველთვის ქვეშევრდომები არიან. სამართლიანობა მოითხოვს, რომ მმართველობაში ყველა ღებულობდეს მონაწილეობას, ე.ი. ადამიანები უნდა იცვლიდნენ საქმიანობას. ეს კი ეწინააღმდეგება პლატონის მოძღვრებას. ერთიანობის ნიშნად არ გამოდგება საკუთრების გაუქმება, ადამიანს შეუძლია არსებობა მხოლოდ იმ პირობით, თუ მას უფლება ექნება თქვას: ეს ჩემი შვილია, ეს ჩემი ცოლია და ასევე იმსჯელებს ის ყოველ ნივთზე. საყოველთაო ცნება კი ბუნდოვანია და რეალურად არაფერს იძლევა, გარდა იმისა, თუ რამე ეკუთვნის ადამიანთა დიდ რაოდენობას. ისინი ნაკლებად იზრუნებენ მათზე. ადამიანები უფრო ზრუნავენ მასზე, რაც მათი საკუთრებაა და არა იმაზე, რაც მათ არ ეკუთვნით. რაც უფრო მეტი მზრუნველი ყავს რაიმეს, მით უფრო ნაკლებადაა იგი მოვლილი, მსგავსად იმისა, რაც უფრო მეტი მოსამსახურეა ოჯახში, მით უფრო ნაკლებადაა ოჯახი დალაგებული. საერთო შვილები ნიშნავს, რომ თითოეულს ათასი შვილი ეყოლება და ამავე დროს ფაქტიურად არცერთი არ იქნება მისი. რაც მთავარია, შვილებს არავითარი პატივისცემა არ ექნება მშობლისა, არც ეცოდინებათ ვინ ვისი შვილია და ვინ ვისი მამა. ამიტომ უკეთესია ყველა ნივთის მიმართ შეგვეძლოს თქმა, ჩემია და არა ჩვენია. მოკლედ, არისტოტელე პლატონს უსაყვედურებს კერძო საკუთრების უარყოფას და საზოგადოებრივი საკუთრების დაშვებას. ეს უკანასკნელი ფაქტიურად საარავისო საკუთრებაა და მისდამი არავითარი ინტერესი არ ექნება ადამიანს. პლატონისეულად მოწყობილ სახელმწიფოში გაიზრდება შუღლი და მკვლელობები, გათიშვა და მტრობა, რადგან ადამიანებს არ ეცოდინებათ ვინაა მათი ახლობელი. არავითარი კრიტერიუმი არ იქნება იმის გასარჩევად, ვინ არიან მამები და შვილები, დები და ძმები, ამიტომ მათ შორის სქესობრივ კავშირსაც ვერ შევზღუდავთ. არისტოტელეს აზრით, პლატონის მიერ ცოლებისა და შვილების ერთობის დაშვება მიზნად ისახავდა მტრობის შემცირებას, ფაქტიურად კი საპირისპირო შედეგს იძლევა. ასევე წინააღმდეგობას ეძებს არისტოტელე სხვადასხვა პროფესიის ფენებში უნარის მიხედვით განაწილების საკითხში. თუ ხელოსნის, ან მიწათმოქმედის შვილი უნდა გადავიყვანოთ მეომართა ჯგუფში, უნდა ვიცოდეთ, ვისი შვილია. საერთობის პირობებში კი ეს ძნელი გასარკვევია. გარდა ამისა, ის წრე მისთვის უცხო იქნება და მოსალოდნელია კონფლიქტი. არისტოტელე კრიტიკულად აანალიზებს საკუთრების საკითხსაც, ავიღოთ მიწის ნაკვეთი და მოსავალი. სამი შესაძლებლობაა: ერთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი იყოს საერთო, მოსავალი კერძო; მეორეში _ მოსავალი იყოს საერთო, მიწის ნაკვეთი კერძო; მესამეში მოსავალიც და ნაკვეთის საერთო იყოს. არ შეიძლება თანასწორობა დამყარდეს წარმოებასა და მოხმარებაში, რადგან ვინც მეტს მოიხმარს, ის შეიძლება, არ შრომობდეს, ან ვინც მეტს შრომობს, ის ნაკლებს მოიხმარდეს. საერთოდ ძნელია ერთად ცხოვრება და ცხოვრების საერთოდ გახდომა. თუ ერთად მოგზაურობას დავავალებთ, იქაც კი გამოჩნდება უამრავის წინააღმდეგობა. მთელი ცხოვრება რომ საერთო გავხადოთ, მითუმეტეს საერთო საკუთრების პირობებში, წინააღმდეგობები

Page 42: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

42

უსათუოდ გაიზრდება, ამიტომ არისტოტელეს აზრით, საკუთრების ის ფორმაა კარგი, რომელიც უკვე არსებობს. მასში მოცემული საკუთარი და საზოგადო საკუთრების დადებითი მხარეები, საკუთრება კერძო უნდა იყოს. "საკუთრება მხოლოდ შეფარდებითი აზრით უნდა იყოს საერთო, ისე კი საერთოდ კერძო. როცა მასზე ზრუნვა განახლდება სხვადასხვა ადამიანებს შორის, მათი ურთიერთსაყვედურები მოისპობა. მიიღება კი პირიქითი შედეგი, სარგებლობა, რადგან ყოველი მათგანი გულითადად მოეკიდება იმას, რაც მას ეკუთვნის". (არისტოტელე, ტ IV. გვ. 410). საკუთრება უნდა იყოს კერძო, ხოლო მისი სარგებლობით უფლება დააწესოს მესაკუთრემ. "უკეთესია, რომ საკუთრება იყოს კერძო, ხოლო მისით სარგებლობა საერთო". არისტოტელეს აზრით ფსიქოლოგიურადაც უფრო სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ რაღაცა შენ გეკუთვნის. ეგოიზმი არაა შემთხვევითი გრძნობა, ის ბუნებრივია. ეგოიზმს სამართლიანად ლანძღავენ, როცა ადამიანი ზომაზე მეტადაა თავისთავზე შეყვარებული, მაგრამ არა იმის გამო, რომ თავისთავი უყვარს, სასიამოვნოა, რომ რაღაცა შენ გეკუთვნის და სხვას აძლევ მისით სარგებლობის უფლებას. საერთო საკუთრების დროს ეს სიამოვნებანი ქრება, არც სხვის ცოლთან თავის შეკავება გჭირდება, არც გულუხვობის გამოჩენა შეგიძლია შენი საკუთრებით. ერთი შეხედვით, საერთო საკუთრება უნდა სპობდეს ვალების გამო დავას, ცრუ მოწმეობას, მდიდრების წინაშე პირმოთნეობას და სხვა მსგავსს, მაგრამ ამათი მიზეზი კერძო საკუთრება კი არაა, არამედ უზნეობა, ხოლო დავა და კონფლიქტები იქ უფრო მეტია, სადაც ერთობლივად სარგებლობენ რაიმეთი, ვიდრე იქ სადაც კერძო საკუთრებაა. გარკვეული ნაკლი კერძო საკუთრებასაც გააჩნია, მაგრამ საზოგადოებრივი საკუთრების პირობებში ნაკლოვანებანი იმ ზომამდე გაიზრდება, რომ არსებობა შეუძლებელი გახდება. სოკრატე ესწრაფვის მასების გაერთიანებას და განსაზოგადოებას აღზრდის გზით, მაგრამ ეს არაა გამოსავალი. აღზრდა კი არაა მთავარი, არამედ კეთილი ზნეობრიობის დანერგვა ფილოსოფიისა და კანონების გზით. სოკრატეს გზა რომ კარგი ყოფილიყო, ამდენ ხანს ვინმე გამოცდიდა. სოკრატემ განსაზღვრა მეომართა დამოკიდებულება ქონებისადმი, მაგრამ სხვა ფენებზე არაფერი უთქვამს. სახელმწიფო კი ერთი ფენით ხომ არ განისაზღვრება? თუკი ყველას ყველაფერი საერთი ექნება, რითი უნდა განვასხვავოთ ფენები ერთმანეთისაგან, ან როგორ უნდა დავამყაროთ მათ შორის სუბორდინაცია? არც ისაა განსაზღვრული, როგორი იქნება მიწადმოქმედთა პოლიტიკური მოწყობა, აღზრდა, რა კანონები არსებობს მათთვის, ან როგორ უნდა ჩამოვაცილოთ ქალები საოჯახო საქმეებს? უხერხულადაა გადაწყვეტილი ძალაუფლების საკითხიც. გამოდის, რომ ის ყოველთვის ერთიდაიგივე ხალხს უნდა ქონდეს. გაუგებარია, როგორ იქნება მთელი სახელმწიფო ბედნიერი, თუკი განცხრომის უფლებას ართმევენ მეომრებს და ამით ბედნიერებასაც. ბედნიერება ხომ არ შეიძლება უბედურებათა ჯამი იყოს, როგორც, მაგალითად ლუწი რიცხვი კენტთა ჯამია. თუ მეომრები არ იქნებიან ბედნიერნი, ფიზიკური შრომის ადამიანებს _ ხელოსნებს და მიწათმოქმედებს რა გააბედნიერებთ. ასეთია არისტოტელეს აზრით ის წინააღმდეგობები, რითაც ხასიათდება "სახელმწიფოში" დასურათებული იდეალური სახელმწიფოს სქემა.

ასეთივე ვითარებაა უფრო გვიანდელ დიალოგის "კანონები" მიმართაც. დიალოგის დიდი ნაწილი ეძღვნება კანონებს, სახელმწიფოზე იქ ცოტაა ნათქვამი. არც "სახელმწიფოშია" სახელმწიფოზე ბევრი რამ ნათქვამი. არაა გარკვეული შეიძლება თუ არა ხელოსნები ღებულობდნენ ლაშქრობაში

Page 43: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

43

მონაწილეობას. საერთოდ "სახელმწიფოსა" და "კანონებს" შორის დიდი განსხვავება არაა. "კანონებში" დამატებულია, რომ სისიტიები ქალებისთვისაც უნდა იყოს. თუ "სახელმწიფოში" ათას კაცს ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, "კანონებში" ხუთი ათასს აქვს. არისტოტელე აქ ზედმეტად მკაცრია პლატონის მიმართ, როცა ვერ ხედავს მეტ განსხვავებას ამ ორ დიალოგს შორის. "სახელმწიფოში" პლატონის მთელი სისტემაა გადმოცემული. "კანონებში" კი ამის მსგავსი არაფერი არაა, მაგრამ არისტოტელეს ახასიათებს საერთოდ პლატონის ნააზრევის უფრო მარტივად წარმოდგენა, რითაც კრიტიკას აიოლებს. ამას მოწმობს მისი მტკიცებაც, რომ სოკრატეს მსჯელობები გონივრულია, მაგრამ არასწორი. მაგალითად, სახელმწიფოში თუ ხუთი ათასი უსაქმური იქნება ჯარისკაცის სახით, ამას დაემატება ამდენივე ქალი და მსახურები. რამდენი ტერიტორია ეყოფა ამ უსაქმურთა გამოკვებას. მიწის რაოდენობაც ბუნდოვნად აქვს განსაზღვრული. ამბობს, იმდენი უნდა ქონდეს, რამდენიც სარჩენად ეყოფაო. უნდა ეთქვა: იმდენი უნდა ქონდეთ, რომ გონიერი და თავისუფალი ადამიანის შესაფერისად შეეძლოთ ცხოვრება. არც სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა მოწესრიგდება სტიქიურად, ან როგორ უნდა დაიცვან ქონებრივი თანასწორობა, თუ ნადელის გაყოფა არ შეიძლება და ის რჩება ოჯახის ერთ შვილს. დანარჩენი ხომ ღარიბი იქნება, რაც გამოიწვევს მათ აღშფოთებას და დანაშაულს, ან კიდევ ორი სახლის ქონების შემთხვევაში ისედაც მცირე სავარგულები კიდევ უფრო შემცირდება.

ასეთივე წინააღმდეგობებია სახელმწიფო წყობის განსაზღვრაში. პლატონის პოლიტიკა სახელმწიფო დემოკრატიასა და ოლიგარქიას შორის შუათანაა. საერთოდ შუათანა უკეთესია, მაგრამ ლაკედემონიაში სამეფო ხელისუფლება განასახიერებს მონარქიას, გერონტთა ძალაუფლება ოლიგარქიას, ეფორთა ხელისუფლება დემოკრატიას, სისიტიაც შეიძლება დემოკრატიის მაჩვენებელი იყოს. ამიტომ საუკეთესო სახელმწიფო უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც ორი ტიპის ნაზავი, არამედ ყველა ტიპთა ერთიანობა.არსებითად პლატონის სახელმწიფო ოლიგარქიულია, რადგან სულერთია თანამდებობაზე ვის ირჩევენ, თუ ნიშნავენ, ქონებრივი ცენზი აუცილებელია.

არსებობს იდეალური სახელმწიფოს სხვა ასპექტებიც. პლატონისა და სოკრატეს პროექტთან შედარებით, ისინი ცხოვრებასთან უფრო ახლო არიან. მათში არავის მოუთხოვია ცოლების და შვილების ერთიანობა, ან ქალთა სისიტიები. არისტოტელე განიხილავს ფალეი ქალკედონელის პროექტს, რომელიც მიწის თანაბარ საკუთრებას მოითხოვდა. გათანაბრება უნდა მომხდარიყო მზითევის გზით. მდიდრებს მზითევი უნდა მიეცათ, მაგრამ არ უნდა მიეღოთ, ღარიბებს მზითევი უნდა მიეღოთ, მაგრამ არ უნდა მიეცათ. პლატონმა საკუთრების ნორმა კი დაადგინა, მაგრამ შვილების არა, ამიტომ საკუთრების ნორმაც ირღვევა. დაუჯერებელია, რომ კონფლიქტები აღმოფხვრას ქონების გათანაბრებამ, რადგან კონფლიქტები ხდება სახელისა და დიდების გამოც. იმის გამოც, რომ დაფასების სხვადასხვა კრიტერიუმია. მარტო პირველი მოთხოვნილების საქონლის უზრუნველყოფა არაა მთავარი. საჭიროა მხიარული და ბედნიერი ცხოვრებაც. თუ ვინმეს უნდა თავისთავში პოვოს სიამოვნება, ფილოსოფიას უნდა მიმართოს. ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, გარეშე ფაქტორიც. თუ სახელმწიფო ძალზე მდიდარი იქნება და სათანადო დაცვის გარეშე დარჩება, მეზობლები დაესხმიან თავს. ქონებრივი თანასწორობა სულაც

Page 44: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

44

არაა გამოსავალი. მაგ: ნიჭიერებს ის სულაც არ აწყობს. არისტოტელე მიმოიხილავს იდეალური სახელმწიფოს სხვა თეორიებსაც და მათაც უარყოფს. ის უარყოფითად ეკიდება სახელმწიფოში კანონთ ცვლილებებს, კანონები ზოგადია, ადამიანთა მოქმედება ინდივიდუალური. მოქალაქეებს უმუშავდებათ კანონისადმი დაუმორჩილებლობის ჩვევა. საერთოდ კანონების შეცვლა ყველას არ უნდა შეეძლოს.

თეორიათა განხილვის შემდეგ არისტოტელე აანალიზებს არსებულ სახელმწიფოთა ტიპებს ლაკდემონიისა და კრეტის მაგალითზე. საკითხს სვამს: შეესაბამება თუ არა მათი კანონები საუკეთესო წყობას და არის თუ არა კანონებში რაიმე მათი სულის საწინააღმდეგო. კარგ სახელმწიფოში მოქალაქენი თავისუფალნი უნდა იყვნენ პირველი მოთხოვნილების საგნებზე ზრუნვისაგან. მაგრამ როგორ გაკეთდეს ეს, ამის დადგენა ძნელია. არისტოტელე მოითხოვს, რომ სახელმწიფოში ყურადღება უნდა მიექცეს ქალთა მდგომარეობას. ისინი სახელმწიფოს მოსახლეობის ნახევარია და თუ მათი მდგომარეობა ცუდია, გამოდის, რომ ნახევარი სახელმწიფო ცუდადაა მოწყობილი. არისტოტელე აკრიტიკებს ვითარებას, როცა ქალები გამგებლობენ ოჯახში, რაც იწვევს ქალთა ბატონობას სახელმწიფოში. მისი აზრით, განსხვავება არაა ქალები იქნებიან მმართველები თუ მმართველ მამაკაცებზე იბატონებენ მათი ცოლები. ქალებს არ უნდა ქონდეთ თავისუფალი ცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამპყრობზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. შემთხვევითი არ იყო ლიკურგის უკან დახევა, როცა განიზრახა ქალები დაექვემდებარებინა კანონებისათვის და ქალები აუჯანყდნენ.

არისტოტელეს აზრით, სახელმწიფოთა მტერია მოსახლეობის სიმცირე; რაც იწვევს სახელმწიფოთა მარცხს ომებში. ამიტომ სპარსელებმა თავიდანვე შემოიღეს შობადობის წამახალისებელი კანონები. სამი შვილის მამას ათავისუფლებდნენ სამხედრო სამსახურიდან, ოთხი შვილის მამას _ ყველა გადასახადიდან (გვ. 431). არისტოტელე აკრიტიკებს ევფორთა ინსტიტუტს, რდაგან ევფორებს ირჩევენ მთელი მოსახლეობიდან. მათში ხვდება უღარიბესიც, რომელთა მოსყიდვა ადვილია, რაც თანამდებობის პირებში მექრთამეობას ავრცელებს. აკრიტიკებს გერონტთა ინსტიტუტსაც, მოითხოვს მოხუცების მმართველობის შეზღუდვასაც, რადგან მათი გონებაც ბერდება. აკრიტიკებს პატივმოყვარეობისა და ანგარების საფუძველზე ბრძოლას ხელისუფლებისათვის. მეფეს არჩევა თუ დანიშვნა უნდა ხდებოდეს მეფეთა ცხოვრების წესის მიხედვით კრიტიკულად ეკიდება სისიტიების კერძო პირების ხარჯზე არსებობას, მოითხოვს, რომ მათი ხარჯები სახელმწიფომ გაიღოს. სისიტიები დემოკრატიის ნიშანი უნდა იყოს. ფაქტიურად პირიქითაა, რადგან ვისაც შესატანი არა აქვს, არ სარგებლობს მოქალაქეობის უფლებით. პლატონთან ერთად აკრიტიკებს სპარტას იმის გამო, რომ სპარტაში სათნოების ერთ მომენტს მიაქციეს ყურადღება მხოლოდ _ ჯარის სიმამაცეს. სანამ ომობდა სპარტა, მტკიცედ იდგა. მაგრამ, როგორც კი ჰეგემონობას მიაღწია დაიწყო დაღუპვა, რადგან მშვიდობიანობის დროს საქმიანობისათვის არ აღმოჩნდა მზად. არისტოტელე არჩევს კრეტელთა და ლაკედემონელთა თანამდებობებს, მიუთითებს მათ მსგავსება- განსხვავებაზე. აქვე გარჩეულია იმავე ტიპის _ კართაგენის სახელმწიფო, რომელშიც ბევრი რამ კარგადაა მოწესრიგებული, როს გამოც, იქ ადგილი არ ქონია ბუნტსა და ტირანიას. საინტერესო ახსნა აქვს მამათმავლობას კრეტაში. კრეტელები ზედმეტად რომ არ გამრავლებულიყვნენ, იმიტომ

Page 45: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

45

შემოიღესო მამათმავლობა. არისტოტელე აკრიტიკებს იმ სახელმწიფოებს, რომლებშიც მეფობასაც კი სიმდიდრით იძენენ. ასეთ ვითარებაში სიმდიდრე სათნოებაზე მეტად ფასობს და მთელი სახელმწიფო ანგარებიანი ხდება. სადაც სათნოება არაა ყველაზე მაღლა დაყენებული, იქ მტკიცე არისტოკრატიული ხელისუფლება ვერ იარსებებს. ხელისუფლებას ვინც ფულით იძენს, ის ცდილობს ამ გზით მოგების მიღებას. ამიტომ უნდა მართავდეს არა ფულიანი, არამედ ის, ვისაც მართვის უკეთესი უნარი აქვს. არისტოტელე გამორიცხავს ერთ ადამიანში რამოდენიმე თანამდებობის შეთვისებას. ყოველი საქმე ერთი კაცის ხელში სრულდება კარგად. არ შეიძლება ერთიდაიგივე კაცი ფლეიტაზეც უკრავდეს და ფეხსაცმელსაც კერავდეს. პოლიტიის სახელმწიფოში რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა მონაწილეობდეს მართვაში, მაშინ ყველა თავის საქმეს გააკეთებს. შემდეგ მიმოიხილავს სოლონის კანონმდებლობას, სოლონის მიერ შემოღებულ კართაგენის ინსტიტუტს. პლატონიდან იხსენებს სუფრაზე ხელმძღვანელის არჩევის წესს და მოთხოვნას, რომ სუფრის ხელმძღვანელად აუცილებლად ფხიზელი უნდა აირჩიონ. არტაუს შეუქმნია კანონი, რომლის მიხედვით სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად ისჯება. ამით მან საზოგადოებას სარგებლობა მოუტანა.

წიგნი III

საკითხი ისმის, რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო კაცის მოღვაწეობა მიმართულია სახელმწიფოზე (პოლის), ხოლო სახელმწიფო წყობა (პოლიტია) სახელმწიფოს მცხოვრებთა ორგანიზაციაა, რადგან სახელმწიფო, როგორც მთელი, ნაწილების თუ სიმრავლისაგან შედგება.ჯერ განვსაზღვროთ, რა არის მოქალაქე (პოლიტეს), რადგან სახელმწიფო მოქალაქეთა ერთობლიობაა, ე.ი. უნდა განვიხილოთ, ვის ეწოდება მოქალაქე და, რა არის მოქალაქე. აზრთა ერთიანობა არ არის არც სახელმწიფოს და არც მოქალაქეთა გაგებაში. ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქედ ითვლება, ოლიგარქიაში არ არის მოქალაქე. ადამიანი მოქალაქე იმიტომ კი არ არის, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. მონებსაც აქვთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ამის გამო მოქალაქენი როდი არიან. არც ისაა მოქალაქე ვისაც შეუძლია იყოს მომჩივანი თუ მოპასუხე, რადგან უცხოელებიც სარგებლობენ ამ უფლებით. ვინც განთავისუფლებულია საზოგადოებრივი საქმიანობისაგან, მაგალითად, ბავშვები და მოხუცები, მათ მოაქლაქეობაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ შეფარდებითი აზრით. ბავშვებზე ვიტყვით, მოვალეობათაგან თავისუფალი მოქალაქენი არიან, მოხუცებზე _ ზღვარგადასული მოქალაქენი. ჩვენ კი გვაინტერესებს მოქალაქის ცნება პრედიკატიზირების გარეშე. მოქალაქის ცნება ყველაზე უკეთ შეიძლება განისაზღვროს სასამართლოსა და ხელისუფლებაში მონაწილეობით. "მოქალაქედ ვთვლით იმას, ვინც მონაწილეობს სასამართლოსა და სახალხო კრებაში. მოქალაქის ცნების ასეთი განსაზღვრება ყველაზე უკეთ მოუდგება იმათ, ვისაც მოქალაქე ეწოდება" (იქვე. გვ. 445). მოქალაქის მოქალაქეობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ამა თუ იმ წყობაზე. ზოგიერთ სახელმწიფოში არც დემოსია, არც სახალხო კრებას იწვევენ, სასამართლო უფლებებიც დანაწილებული აქვთ თანამდებობის პირთა შორის. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქის განსაზღვრის ჩვენი წესი საჭიროებს დაზუსტებას. თუ ადამიანს უფლება აქვს მონაწილეობდეს

Page 46: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

46

სათათბიროში ან სასამართლოს ხელისუფლებაში, ის მოქალაქედ იწოდება. აქედან გამომდინარე, "სახელმწიფოს ვუწოდებთ ისეთ მოქალაქეთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია თვითმყოფადი არსებობისათვის" (იქვე, გვ. 446). ზოგან პრაქტიკულად მოქალაქედ თვლიან იმას, ვისაც დედ-მამა ყავს მოქალაქენი, ზოგან ორ-სამ თაობას თხოვენ მოქალაქეობას, მათი მემკვიდრე რომ ჩათვალონ მოქალაქედ. მაგრამ აქ მრავალი სიძნელეა. თუ ვინმემ მოქალაქეობა მოიპოვა ხელისუფლების გადატრიალების შედეგად, მის მიმართ სადაო ის კი არაა, ვინ ჩავთვალოთ მოქალაქედ, არამედ ის, რამდენად სამართლიანად აქვს მიღებული ეს წოდება. მაგრამ შეიძლება ვინმეს უკანონოთ ეკავოს თაანამდებობა და მაინც თანამდებობის პირად ითვლება. ასევე მოქალაქის წოდების უკანონოთ მფლობელი მაინც მოქალაქედ იწოდება, ამიტომ მოქალაქეობას განვსაზღვრავთ თანამდებობასთან მიმართებით. "მოქალაქე ისაა ვისთვისაც მისაწვდომია რაიმე თანამდებობა. ამიტომ თანამდებობის მქონენი მოქალაქეებად უნდა ჩავთვალოთ. კანონიერადაა ისინი მოქალაქენი თუ არა, ეს სადაო საკითხია" (იქვე, გვ. 447).

არისტოტელე საკითხს სვამს: რა პირობებში შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო შეიცვალა, ან იგივე დარჩა? ტერიტორიული ერთიანობა აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი. ქალაქის კედლები სადაც გვინდა იქ შეგვიძლია გავაშენოთ, მაგრამ ამით სახელმწიფო არ მიიღება. ერთ ტერიტორიაზე ერთიდაიგივე გვარიც რომ ცხოვრობდეს, ცვალებადობას მაინც აქვს ადგილი, თაობები მიდიან და მოდიან, მაგრამ სახელმწიფო იგივე რჩება, ისე როგორც მდინარის წყლები მიედინება, მაგრამ იმავე მდინარედ მივიჩნევთ. მთავარია არა ტერიტორია, არამედ სახელმწიფო წყობა. მისი ცვლილებით იცვლება სახელმწიფოც. "თუ სახელმწიფო ურთიერთობაა, იგი სწორედ მოქალაქეთა პოლიტიკური ურთიერთობაა, მაშინ ბუნებრივია, რომ სახელმწიფო წყობილების შეცვლასთან ერთად წინასაგან განსხვავებული და წინა სახელმწიფო, არ უნდა ვცნოთ ერთიდაიგივედ". განა არ განვასხვავებთ მომღერალთა გუნდს კომედიასა და ტრაგედიაში, თუმცა ორივე ერთიდაიგივე ადამიანისგან შედგება (იქვე, გვ. 449). განსხვავებულად ვთვლით ყოველგვარ ურთიერთობას და გაერთიანებას, როცა იცვლება მათი ხასიათი. "სახელმწიფოს იგივეობა უნდა განისაზღვროს უმთავრესად მისი წყობისადმი მიმართებით".

არისტოტელე სვამს კითხვას: შეიძლება თუ არა იგივეობრივი იყოს კარგი და საქმიანი კაცების საქმეები? მოქალაქე სახელმწიფოსადმი ისეთივე მიმართებაშია, როგორც გემის მეზღვაური დანარჩენი ეკიპაჟის მიმართ, თუმცა ეკიპაჟის წევრები განსხვავდებიან მდგომარეობით და საქმიანობით, ყოველი მათგანის საქმიანობის განსაზღვრა გამოიყენება მეზღვაურის მიმართაც, ხოლო ზოგადი განსაზღვრება ყველას საერთო მიზანი წარმატებული ცურვაა. იგივეა მოქალაქეთა მიმართ. როგორი განსხვავებული მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, საერთო იქნება მათი ურთიერთობის შენარჩუნება. ეს ურთიერთობა კი სახელმწიფო წყობაა. სამოქალაქო სათნოებაც სახელმწიფო წყობითაა განპირობებული. სახელმწიფო წყობა მრავალგვარია, ამიტომ სახელმწიფო კაცის სათნოებაც მრავალფეროვანია, მაგრამ ყველა მათ საერთო აქვთ. თუ დავუშვებთ მხოლოდ საქმიანი ადამიანებისგან შემდგარ სახელმწიფოს არსებობას, ყოველმა თავისი საქმე კარგად უნდა შეასრულოს, რაც მოქალაქის სათნოებაზეა დამოკიდებული. რადგან მოქალაქეები არ არიან ერთგვარი, ამიტომ მათი სათნოებაც არ იქნება ერთი. განსხვავებულია საქმიანი და კარგი კაცის

Page 47: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

47

სათნოება. საქმიანი უნდა იყოს ყველა, კარგი კი ყველა ვერ იქნება, ამიტომ მისი სათნოებაც არ იქნება ყველას ხვედრი. არ შეიძლება ერთიდაიგივე იყოს მმართველისა და ქვეშევრდომის სათნოება. მოქალაქეს უნდა ქონდეს ბატონობისა და დაქვემდებარების უნარი. ესაა მისი სათნოება. ბატონს არ სჭირდება დაქვემდებარების სათნოება, მოქალაქეს კი ორივე სჭირდება. ამიტომ მათი სწავლებაც სხვადასხვაგვარად უნდა აიგოს. ისიც უნდა გავითვალისწინოდ, რომ მმართველს სახელმწიფო მმართველობა აქვს და მას კარგად გამოავლენს, თუ გავლილი ექნება დაქვემდებარების სკოლა. კარგადაა ნათქვამი, თუ დამორჩილება არ იცი, ვერ იბატონებ. მმართველი განსხვავდება განსჯადობის სათნოებით, დანარჩენი სათნოებანი საერთოა მმართველებისა და მართულებისათვის. ქვეშევრდომისაგან არ უნდა მოვითხოვოთ განსჯადობა. მისგან მხოლოდ სწორი მსჯელობა მოითხოვება. ქვეშევრდომი გავს ფლეიტის გამკეთებელ ოსტატს, მმართველი კი ისაა ვინც უკრავს ფლეიტაზე.

მოქალაქის განსაზღვრაში კიდევ ერთი სიძნელეა, თუ კითხვა, მოქალაქედ უნდა ჩავთვალოთ მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია მონაწილეობის მიღება მართვაში, თუ მოქალაქეებად უნდა ჩავთვალოთ ხელოსნებიც? და თუ ვისაც მონაწილეობის მიღება არ შეუძლია მართვაში არაა მოქალაქე, მაშინ რა კატეგორიაში უნდა ჩაითვალოს ეს ადამიანები, ისინი ხომ არც მეტეკებია და არც უცხოელები. არისტოტელე ხელოსნებს არ თვლის მოქალაქეებად, რადგან ვერ ხედავს დიდ განსხვავებას მათსა და მონებს შორის. უბრალოდ მონა ასრულებს სამუშაოს ერთი კაცისთვის, ხელოსანი ასეთივე აუცილებელ სამუშაოს _ საერთო სარგებლობისთვის, მაგრამ უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ რადგან არსებობს სახელმწიფო წყობის რამოდენიმე სახე, უნდა არსებობდეს მოქალაქის რამდენიმე სახეობა. ეს ნიშნავს ერთ სახელმწიფოში მოქალაქედ შეიძლება ჩაითვალოს ხელოსანი და დღიური მუშაც, მეორეში, მაგალითად, არისტოკრატიულში ეს გამორიცხულია, რადგან იქ სათნოება არ მიეწერება ხელოსანს. ისიც ცხადია, რომ მოქალაქე უმთავრესად ისაა, ვისაც აქვს მოქალაქის უფლებათა მთლიანობა. კარგი და საქმიანი კაცის სათნოებაც განსხვავებულია, მათთან ერთად მოქალაქეებისაც, მაგრამ უდაოა, რომ მოქალაქე ისაა, ვისაც აქვს ან შეუძლია ქონდეს სახელმწიფო ცხოვრებაში უფლებამოსილება, ან პირადად ან სხვებთან ერთად.

არისტოტელე სვამს კითხვას, სახელმწიფო წყობა ერთი უნდა არსებობდეს, თუ მრავალი? თუ მრავალია, როგორია ისინი და რაშია მათი განსხვავება? "სახელმწიფო წყობილება (პოლიტეა) ესაა სახელმწიფო თანამდებობებზე და პირველ რიგში, უმაღლეს ხელისუფლებაზე ორგანიზაციის განრიგი. უმაღლესი ხეილისუფლება ყველგან დაკავშირებულია სახელმწიფოს მართვის (პოლიტეია) განრიგთან. ეს უკანასკნელი კი არის სახელმწიფო წყობილება" (იქვე. გვ. 455). მხედველობაშია ის, რომ დემოკრატიაში უმაღლესი ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის, ოლიგარქიაში კი _ რამდენიმეს. ისმის კითხვა: რა მიზნით აღმოცენდა სახელმწიფო და რამდენი სახე აქვს ხელისუფლებას, რამდენი ადამიანიც მართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში? ადამიანი პოლიტიკური არსებაა, ამიტომ ის ხალხიც კი, რომლებიც არ საჭიროებენ ურთიერთდახმარებას, ესწრაფვიან ერთობლივ ცხოვრებას. სახელმწიფოს შექმნის მიზანია საერთო სარგებლობის მიღწევის სურვილიც. ადამიანები ერთიანდებიან სიცოცხლისთვისაც, ამტკიცებენ სახელმწიფო ურთიერთობას. საზოგადოებრივი ცხოვრება მრავალ მშვენიერ მომენტს შეიცავს. არისტოტელე

Page 48: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

48

გმობს თანამდებობის მუდმივად ერთ ხელში ყოფნას სახელმწიფოში, აუცილებლად თვლის მონაცვლეობას. "მხოლოდ ის სახელმწიფო წყობა, რომელსაც მხედველობაში აქვს სამართლიანობის შესაბამისად საერთო სარგებლობა, არის სწორი, ხოლო ისინი, რომელსაც მხოლო მმართველთა სიკეთე აქვთ მიზნად, მცდარია და სწორიდან გადახრაა. ისინი აგებულია ბატონობის საწყისებზე, სახელმწიფო კი თავისუფალ ადამიანთა ურთიერთობაა" (იქვე, გვ. 456). შემდეგ არისტოტელე გადადის სახელმწიფო წყობათა განხილვაზე. სახელმწიფო წყობილება იგივეს ნიშნავს, რასაც სახელმწიფოს მართვის წესი. ამ უკანასკნელს სახელმწიფოში განასახიერებს უმაღლესი ხელისუფლება. უმაღლესი ხელისუფლება კი ან ერთის, ან რამდენიმე, ან უმრავლესობის ხელშია" (იქვე. გვ 457). როცა მართვა ხორციელდება საერთო სარგებლობის მიზნით, სულერთია ერთი მართავს, რამდენიმე თუ უმრავლესობა, სახელმწიფო მართვა სწორია, როცა მართავენ საკუთარი სარგებლობის მიზნით, წყობილება არასწორია. მონარქიულ მმართველობას, რომელსაც მხედველობაში აქვს საერთო სარგებლობა, ეწოდება მეფის ხელისუფლება, როცა რამოდენიმე მართავს, არისტოკრატიას უწოდებენ, ან იმის გამო, რომ საუკეთესონი მართავენ, ან იმის გამო, რომ მხედველობაშია სახელმწიფოს და მის წევრთა სიკეთე. ხოლო როცა საერთო სარგებლობისთვის მართავს უმრავლესობა, მას უწოდებს პოლიტიას. თითოეულ ამ სწორ სახელმწიფო წყობას აქვს ანომალია, გადახრა. სამეფოდან ასეთი გადახრა ტირანია, არისტოკრატიიდან ოლიგარქია, პოლიტიიდან დემოკრატია. "ტირანია მონარქიული ხელისუფლებაა, რომელსაც მხედველობაში აქვს მხოლოდ ერთმმართველის სარგებლობა, ოლიგარქია შეძლებულთა სარგებლობაა, დემოკრატია უქონელთა სარგებლობა. არცერთ მათგანს არ აქვს მხედველობაში საერთო სარგებლობა" (იქვე. გვ. 457). ეს ნიშნავს, რომ არისტოტელეს მოთხოვნა მართვაში მონაცვლეობაზე არ გულისხმობს დემოკრატრიას, მას დემოკრატიის მიმართ უარყოფითი პოზიცია აქვს, რადგან ის მიაჩნია პოლიტიის საწინააღმდეგო მიზნის მქონედ. შემდეგ არისტოტელე აანალიზებს თითოეულს ცალ-ცალკე დაწვრილებით, რათა დაადგინოს ჭეშმარიტება. აქვე მოცემულია სახელმწიფოს ლოგიკური ანალიზი. სახელმწიფოთა ტიპების განხილვისას გამოყენებულია ორი კრიტერიუმი: ქონება და მმართველობის სიმრავლე. უმრავლესობისა და უმცირესობის ნიშანი შემთხვევითაა გამოცხადებული და დაყოფის საფუძვლად გამოუსადეგარია. დემოკრატიისა და ოლიგარქიის განმასხვავებელია სიღარიბე და სიმდიდრე. სადაც მდიდრები მართავენ, ოლიგარქიაა, სადაც უქონელნი _ დემოკრატია. შემთხვევითია ის, რომ ოლიგარქიის მმართველთა რიცხვი მცირეა, ხოლო დემოკრატიის _ მრავალი.

აქვე არისტოტელე დაუსახელებლად აკრიტიკებს პლატონს სამართლიანობის საკითხში. ყველა სამართლიანობას ემყარება, მაგრამ რასაც ისინი სამართლიანობას უწოდებენ, არ არის საკუთრივ სამართლიანობა. სამართლიანობა არის თანასწორობა, მაგრამ არა ყველასთვის, არამედ თანასწორთათვის. ჩვეულებრივ მხედველობის გარეშე ტოვებენ კითხვას "რისთვის?", ამიტომ არასწორად მსჯელობენ. ობიექტთა თანასწორობაზე მსჯელობაში არ დაობენ, მაგრამ სუბიექტთა თანასწორობის საკითხი სადაოა. სამართლიანობა კი ეხება ობიექტებსაც და სუბიექტებსაც. თანასწორობას ზოგჯერ უკავშირებენ ერთ რამეს, მაგალითად თუ ფულით უთანასწორონი არიან, მაშინ საერთოდ უთანასწოროდ მიიჩნევენ, ან თუ თავისუფლებაში თანასწორნი არიან საერთოდ თანასწორად. არ შეიძლება ერთნაირი პრეტენზია ქონდეს ოლიგარქიაში იმასაც, ვინც ასი

Page 49: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

49

ერთეული შეიტანა და იმასაც, ვინც ფულის ერთი ერთეული შეიტანა. სახელმწიფო მარტო იმისთვის კი არ იქმნება, რომ ვიცხოვროთ, არამედ უმთავრესად იმისთვის, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ. სხვაგვარად ცხოველთა და მონათა სახელმწიფოც უნდა შეგვექმნა, რაც არ ხდება, რადგან არც ერთი და არც მეორე არაა საზოგადოება, რომელიც ესწრაფვის ბედნიერებას და ცხოვრების აგებას საკუთარი გეგმის მიხედვით. სახელმწიფო არ იქმნება არც კონფლიქტთა მოსაგვარებლად და არც გაცვლის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო იქმნება კანონების დასაცავად, რაც კეთილდღეობას თუ სამართლიანობას ისახავს მიზნად. სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელია სავაჭრო კავშირები. ურთიერთობათა მოგვარებაც აუცილებელია. სახელმწიფო აღმოცენდება მაშინ, როცა ურთიერთობები მყარდება ოჯახებსა და გვარებს შორის და ამ ურთიერთობათა მიზანია კეთილი ცხოვრება, სრულყოფილი და თვითმყოფადი არსებობა, ასეთი ურთიერთობა აღმოცენდება, თუკი ადამიანები ცხოვრობენ ერთიდაიმავე ადგილზე და ერთმანეთთან ეპიგამიაში. (ეპიგამია ორ სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის ქორწინების უფლებაა). მაშასადამე სახელმწიფოს მიზანი კეთილი ცხოვრებაა. "სახელმწიფო კი არის გვართა და სოფელთა ურთიერთობა, რაც ბედნიერ და ლამაზ ცხოვრებაშია. ეს ურთიერთობა თვითმყოფადი, სრულყოფილი არსებობის მისაღწევადაა გამიზნული" (გვ. 468). საერთოდ ადვილი დასადგენი როდია, ვის უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოში უმაღლესი ხელისუფლება, ამბობს არისტოტელე, ხალხის მასებს, მდიდრებს, წესიერებს, ერთ ყველაზე უკეთესს, ტირანს. განა სამართლიანი იქნება, ღარიბებმა იმის გამო, რომ უმრავლესობა არიან, დაინაწილონ მდიდართა ქონება, თუნდაც უმაღლესმა ხელისუფლებამ ეს სამართლიანად ჩათვალოს. ამ გზით ვერც სამართლიანობას მივაღწევთ და სახელმწიფოსაც დავღუპავთ, ეს კი კვლავ უსამართლობაა. თუ უმრავლესობის ძალადობას გავამართლებთ უმცირესობისადმი, უნდა გავამართლოთ ტირანის ძალადობაც. უსამართლობა იქნება მდიდარ უმცირესობას მივცეთ ხელისუფლება და მათ ძარცვონ ხალხი. იქნებ ჯობდეს ხელისუფლება იყოს ერთის ყველაზე საქმიანის ხელში, მაგრამ მაშინ მივუახლოვდებით ოლიგარქიას, რადგან უმრავლესობა მოკლებული იქნება ძალაუფლებას. "დებულება, რომ უფრო მიზანშეწონილია უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნოდეს უმრავლესობას და არა თუნდაც საუკეთესო უმცირესობას, ეს ალბათ უნდა ჩაითვალოს საკითხის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტად, იგი გამართლებულია და ჭეშმარიტია" (იქვე. გვ. 463). იქნებ თუნდაც არასაუკეთესოსაგან შემდგარი უმრავლესობა ერთობლივად უკეთესი აღმოჩნდეს, ისე როგორც კოლექტიური სადილი უფრო გემრიელია, ვიდრე ერთი კაცისთვის გაკეთებული, უმრავლესობაში მცირე სათნოება მაინც ხომ ექნება თითოეულს ან ზოგიერთს და მათი ერთობლიობიდან იქნებ მივიღოთ ერთი სათნო ადამიანის მოქმედება. ყოველ შემთხვევაში, ღარიბთათვის ძალაუფლების გადაცემა საშიშია, რადგან არა აქვთ სამართლიანობის გრძნობა და განსჯის უნარი, მაგრამ მათი ძალაუფლებისაგან ჩამოშორებაც საშიშია. სახელმწიფოში პოლიტიკურ უუფლებოთა და ღარიბთა სიმრავლე ქმნის მტრულ განწყობილ ელემენტთა სიმრავლეს, ამიტომ თავისუფალ ღარიბებს უნდა ქონდეთ უფლება მონაწილეობდნენ სათათბირო და სასამართლო ხელისუფლებაში, სხვების არჩევანში ისე, რომ არ ქონდეთ გადამწყვეტი ხმა. ცალკეულ ღარიბებს თუ დავუშვებთ უმაღლეს ორგანოებში, ამითაც არ გაფუჭდება საქმე, რადგამ საკითხს წყვეტს არა ცალკეული წევრები, არამედ თვით ეს ორგანოები, სასამართლო, საბჭო და სახალხო კრება. ქონებრივი ცენზიც არ ირღვევა, რადგან ცალკეული ღარიბების შეყვანით ყველა წევრის ქონების ჯამი მაინც არ დაირღვევა.

Page 50: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

50

ისე, როგორც სახელმწიფო წყობა კანონებით შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, სწორი სახელმწიფო წყობის შესაბამისი კანონები კარგია, არასწორი შესაბამისი ცუდია. თუ ყოველი მეცნიერებისა და ხელოვნების საბოლოო მიზანი სიკეთეა, უმაღლესი სიკეთე ან უმთავრესად მიზანი ხელოვნებათა და მეცნიერებათა შორის უპირველეს _ პოლიტიკის სახელმწიფოს სიკეთე სამართლიანობაა, ე.ი. რაც ემსახურება საერთო სარგებლიანობას. უმრავლესობის წარმოდგენით სამართლიანობა თანასწორობაა. ამტკიცებენ, რომ სამართლიანობას კავშირი აქვს პიროვნებასთან და რომ თანასწორნი უნდა იყვნენ თანაბარი უფლების. ამისთვის საჭიროა განიმარტოს, რა არის თანასწორობა და უთანასწორობა. ეს ძნელი საკითხია, თანაც ეკუთვნის პოლიტიკური ფილოსოფიის სფეროს. არისტოტელე აკრიტიკებს იმათ, ვინც მდიდრებისა და წარჩინებულთათვის მოითხოვს მეტი უფლების მინიჭებას. მისი აზრით, იმით, რომ ვინმეს უკეთეს ფლეიტას მივცემთ, ის უკეთესი დამკვრელი ვერ გახდება, ვინც უკეთ უკრავს, იმას უნდა მიეცეს უკეთესი ფლეიტა, სიმდიდრეს და კეთილშობლი წარმოშობას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ფლეიტის დაკვრის ხელოვნებაზე, ისე როგორც მმართველობის უნარზე. ყველა ფენას აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში უპირატესობა მიიღოს, მაგრამ უპირატესობის განხორციელება სახელმწიფოს ანომალიამდე მიიყვანს. ისე თავისთავად სიმდიდრეც და წარმოშობაც მნიშვნელოვანია, ისე როგორც უმრავლესობად ყოფნა უმცირესობასთან შედარებით, მაგრამ ასეთი უპირატესობა არ აძლევს მოქალაქეებს მოითხოვონ ხელისუფლებაში უპირატესობა. ხალხის მასებს შეუძლიათ თქვან, რომ ისინი სიმრავლით არიან მდიდრები და სიკეთის მქონენი, მაგრამ ისე როგორც სიმდიდრეს და წარმოშობას, არც უმრავლესობას უნდა მიენიჭოს უპირატესობა ხელისუფლებაში. უნარი უნდა იყოს განმსზღვრელი და თუ პოლიტიკური მოღვაწეობის უნარი სხვაზე ნაკლები ექნება ადამიანს, ის არ უნდა იყოს სახელმწიფო მოღვაწე, თუ ყველა თანასწორი იქნება და უპირატესობანი მოეხსნებათ, მაშინ პრეტენზიაც არ ექნებათ და კანონიც არ იქნება საჭირო, მაგრამ ასეთი ვითარება არ არსებობს, ამიტომ მიმართავენ ოსტრაკიზმს. უპირატესობის მქონეთა განდევნის და სახელმწიფოების გათანაბრებას. სახელმწიფო წყობის ერთ-ერთი ყველაზე სწორი ფორმაა მეფის ხელისუფლება, ამიტომ საკითხი უნდა დაისვას: სასარგებლოა თუ არა მეფის ხელისუფლება და ამ ხელისუფლების რამდენი სახე არსებობს. არისტოტელეს აზრით, მეფის ხელისუფლების რამდენიმე სახეობაა: შეიძლება მეფის ხელისუფლება ემყარებოდეს კანონს, როგორც ლაკედემონიაში და არ იყოს სრული აზრით უმაღლესი ხელისუფლება. მეფის ხელისუფლება შეიძლება ემყარებოდეს კანონსაც და მემკვიდრეობასაც. არის მონარქია, რომელიც მემკვიდრეობასთან ერთად მოქალაქეთა თანხმობას ემყარება, არის ტირანიასთან მიახლოებული მონარქიაც, არის შეზღუდული მონარქიებიც, სადაც მეფის უფლება განისაზღვრება მსხვერპლშეწირვით, ამ ქვეყნის გაერთ ლაშქრობები მთავარსარდლობით. არისტოტელე აჯამებს ამ სახეებს შემდეგნაირად: სამეფო ხელისუფლების შემდეგი სახეა სახელმწიფო, სადაც მოქალაქენი მეფეს ნებაყოფლობით ემორჩილებიან და მეფეს შეზღუდული უფლებანი აქვს. ის ხელმძღვანელობს რელიგიას, ჯარს და სასამართლოს. მეორე სახეა ბარბაროსთა სამეფო ხელისუფლება _ მემკვიდრეობით და კანონით დესპოტული; მესამე ე.წ. ასიმეტრია, არჩევითი ტირანია; მეოთხე ლაქტემონის სამეფო ხელისუფლრბა; მემკვიდრეობითი და სიკვდილამდე; მეხუთე იქნება, როცა ერთ კაცს ანუსაზღვრელი უფლებები აქვს, ისე როგორც ოჯახში ოჯახის უფროსს. არსებითად სამეფო ხელისუფლების ორი ძირითადი სახეა, დანარჩენი მათი

Page 51: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

51

განშტოებანია, ეს არის მემკვიდრეობითი და არჩევითი. ორი საკითხი ისმის: სასარგებლოა თუ არა სახელმწიფოსთვის სტრატეგი ყავდეს მთელი ცხოვრების მანძილზე და მისი დანიშვნა განისაზღვროს წარმოშობით თუ არჩევით, გასარკვევია ისიც, სასარგებლოა თუ არა ერთი კაცის უსაზღვრო გამგებლობა. კითხვა ისმის იმის შესახებახ, რომელი ხელისუფლების დაქვემდებარება ჯობია, საუკეთესო ადამიანის თუ საუკეთესო კანონების. თუ საკითხი მეფის სასარგებლოდ გადაწყდება, ისევ დგება პრობლემა, მეფის შვილები მემკვიდრეობით უნდა მეფობდნენ თუ _ არა. მეორე საკითხია, მეფეს უნდა ჰყავდეს თუ არა დაცვა. ალბათ უნდა ჰყავდეს, მაგრამ არა დიდი რაოდენობით, რომ შეძლოს კანონების გატარება. ისე შეიძლება ითქვას, ამბობს არისტოტელე, _ რომ არისტოკრატია ჯობია სამეფო ხელისუფლებას. ყველა შემთხვევაში, მეფე იქნება თუ არისტოკრატია, ისინი უნდა ემორჩილებოდნენ კანონებს. კანონი გვაძლევს საშუალებას სამართლიანად ვმართოთ და გამოვიტანოთ განაჩენი. დასაშვებია კანონებში შესწორებათა შეტანაც. ვინც კანონის ბატონობას მოითხოვს, ამით ხმას აძლევს ღმერთისა და გონების ბატონობას. ვინც ადამიანის ბატონობას მოითხოვს, ის ცდილობს ცხოველური საწყისი შეიტანოს მართვაში. კანონები ვნებათგან თავისუფალი გონებაა, კანონის ბატონობს მომხრეები არ გამორიცხავენ ადამიანის გადაწყვეტილებას. ისინი მოითხოვენ, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს არა ერთმა, არამედ რამოდენიმემ და ეს მოთხოვნა სწორია. კანონის სულით აღზრდილი თანამდებობის კაცი სწორედ იმსჯელებს.

არისტოტელე გაარჩევს სამ საწყისს: მონარქიულს, არისტოკრატიულს და პოლიტიისას. მონარქიული საწყისი საჭიროებს ისეთ მასას, რომელიც სახელმწიფო მმართველობას სიკეთით მასზე მაღლა მდგარ გვარის წარმომადგენელს გადასცემს. პოლიტიკური საწყისი გულისხმობს ხალხის მასას, რომელთაც აქვთ უნარი თავისუფლების დაუკარგავად, მმართველობა გადასცეს იმათ, ვინც ამისთვის მოწოდებულია სიკეთის გამო. პოლიტიის საწყისის განხორციელებისას ხალხის მასა კანონის საფიძველზე ბატონობის და დაქვემდებარების უნარის მქონეა და ძალაუფლებას ანაწილებს შეძლებულთა შორის მათი დამსახურების მიხედვით. თუ გვარი ან გვარები ერთი პიროვნება გამოირჩევა სიკეთით, მაშინ სავსებით კანონიერად ეს გვარი სამეფოა და ის პიროვნება _ მეფე. გამორჩეული კაცი არ უნდა გააგდონ, მის მიმართ არ უნდა გამოიყენონ ოსტრაკიზმი. გამორჩეულ კაცს "უნდა დაექვემდებარონ და ყოველგვარ შეზღუდვათა გარეშე აღიარონ ის სრულუფლებიან გამგებლად". სახელმწიფო წყობის სამი სახიდან, რომელნიც ვაღიარეთ, საუკეთესოა ის, რომლის დროსაც მართვა ერთი ან მრავალი საუკეთესო ადამიანის ხელშია. მთავარია მათ ქონდეთ სიკეთეში უპირატესობა, შეეძლოთ ბრძანების გაცემა, სხვებს კი დაქვემდებარება უკეთესი და სასურველი არსებობის მიზნით.

წიგნი IV

პოლიტიკის, როგორც მეცნიერების საგანია საუკეთესო სახელმწიფო წყობილების გამოკვლევა, იმის დადგენა, სახელმწიფოს რომელი სახეობაა საუკეთესო წყობილება, როგორი უნდა იყოს მისი თვისებები, ვის როგორი სახე უფრო მიესადაგება. საუკეთესო სახელმწიფოს ზოგჯერ ვერ

Page 52: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

52

ამყარებენ, ამიტომ მხედველობაში უნდა მიიღონ შეფარდებით საუკეთესოც. ნამდვილად და შეფარდებით საუკეთესოს გარდა არის მესამე სახეობაც. უნდა გამოკვლეულ იქნას, როგორ შეიძლება მისი წარმოშობა და მისი არსებობის დიდხანს შენარჩუნება. თავისთავად ის არ იქნება საუკეთესო, მაგრამ სხვათათვის პირობების არ არსებობის გამო, მას უნდა დავჯერდეთ. უნდა გავითვალისწინოთ ისეთი სახელმწიფოც, რომელიც ყველა ქვეყნისთვის გამოდგება. არისტოტელე აკრიტიკებს სახელმწიფოს მკვლევარებს, იმის გამო, რომ თეორიულად ბევრ კარგს ამბობენ, მაგრამ მათ ნათქვამთა პტაქტიკაში გამოყენებისას შეცდომაში ვარდებიან. ანგარიში უნდა გაეწიოს არა მარტო საუკეთესო სახელმწიფო წყობას, არამედ ამა თუ იმ სიტუაციაში არსებულ ვითარებებსაც. ზოგიერთნი არსებულთ უარყოფენ და ამართლებენ ლაკედემონურ სახელმწიფოს. არისტოტელეს მხედველობაში ყავს პლატონი და არ უწევენ ანგარიშს ვითარებას. უნდა დავამკვიდროთ ის სახელმწიფო წყობა, რომელიც ამ ვითარებაში მისაღები და მოქნილი იქნება. სახელმწიფო წყობის გაუმჯობესება არა ნაკლებ ძნელია, ვიდრე მისი შექმნა. სახელმწიფოს მმართველმა მისი გაუმჯობესება რომ შეძლოს, უნდა იცოდეს რამდენი სახეობის წყობა არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანონების დადგენას. უნდა დავადგინოთ ისეთი, რომელიც გამოსადეგი იქნება სახელმწიფოსთვის. კანონები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიო წყობას და არა პირიქით. სახელმწიფო წყობით დგინდება თანამდებობათა განრიგი, მათი განაწილება, განისაზღვრება უზენაესი ხელისუფლების ხასიათი და პოლიტიკური ურთიერთობათა საბოლოო მიზანი. მმართველმა უნდა მართოს კანონების საფუძველზე, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ერთიდაიგივე კანონები არ მიესადაგება დემოკრატიისა და ოლიგარქიის ყველა ფორმას. არისტოტელე კვლავ გაიხსენებს, სახელმწიფოს რამდენი სწორი და რამდენი ანომალიური ტიპია. სამი სწორი: სამეფო, არისტოკრატია და პოლიტია. სამი ანომალიური: ტირანია-სამეფოდან, ოლიგარქია არისტოკრატიიდან, დემოკრატია პოლიტიიდან. საუკეთესო ყველაზე უარეს ანომალიას წარმოშობს, ესაა ტირანია. შემდეგ ოლიგარქია მოდის და ანომალიიდან ყველაზე ზომიერი დემოკრატიაა. არისტოტელე ამბობს, რომ ასევე ფიქრობდა პლატონი. ამოცანად ისახავს, როგორ შეიძლება სახელმწიფოთა შენარჩუნება და რა იწვევს მათ დაღუპვას. არისტოტელეს აზრით, სახელმწიფო წყობის მრავალფეროვნებას განაპირობებს სახელმწიფოს შემადგენელ კომპონენტთა მრვალრიცხოვნობა. სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან. ზოგი ოჯახი მდიდარია, ზოგი საშუალო, ზოგი ღარიბი. მდიდარს შესაძლებლობა აქვს ქონდეს იარაღი, ყავდეს ცხენი. ღარიბები ძირითადად დასაქმებულნი არიან მიწათმოქმედებით, ხელოსნობით, ვაჭრობით. საზოგადოებაში სიმდიდრით განპირობებულ განსხვავებას ემატება წარმოშობით განპირობებული განსხვავება. განსხვავდებიან იმის მიხედვითაც, ღებულობენ თუ არა მონაწილეობას მმართველობაში. უველაფერი ეს განაპირობებს სახელმწიფოთა მრავალფეროვნებას. "სახელმწიფო წყობის იმდენი სახეა, რამდენი მმართველობის ფორმაა, სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილთა უპირატესობისა და განსხვავებული ნიშნების მიხედვით". და მაინც, მისი აზრით, ორი ძირითადი სახეა სახელმწიფოსი: დემოკრატია და ოლიგარქია, დანარჩენი მათი გადახრანია.

არისტოტელე აკრიტიკებს მოაზროვნეებს. ზოგის აზრით, მათ შორის პლატონსაც, ვინც დემოკრატიას განსაზღვრავს, როგორც წყობას, რომელიც უზენაესი ხელისუფლება ხალხის მასების ხელშია. არისტოტელეს აზრით, ოლიგარქიის დროსაც ხელისუფლება უმრავლესობას ეკუთვნის.

Page 53: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

53

ოლიგარქია არის მცირეთა ბატონობა. თუ სახელმწიფო ათას სამასი მოქალაქისგან შედგება, მათგან ათასი მდიდარია, სამასი – ღარიბი, ამის გამო ამ უკანასკნელთ არა აქვთ მმართველობაში მონაწილეობის უფლება, მაგრამ განა ამის გამო ეს სახელმწიფო დემოკრატიული იქნება? არც ოლიგარქია გვექნება, თუ ღარიბი უმცირესობა მართავს მდიდარ უმრავლესობას. დემოკრატიასთან გვაქვს საქმე მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალაუფლება თავისუფლად შობილებს უკავიათ, ხოლო ოლიგარქიულია სახელმწიფო, როცა ხელისუფლება ეკუთვნის მდიდრებს, რაოდენობა არ არის განმსაზღვრელი, ის შემთხვევითი ნიშანია.

არისტოტელე ახასიათებს სახელმწიფოს სოციალურ სტრუქტურას. ასახელებს მიწათმოქმედებს, ხელოსნებს, ვაჭრებს, დღიურ მუშებს და სამხედროებს.მიაჩნია, რომ პლატონის სახელმწიფოში მეომართა დახასიათება მახვილგონივრული, მაგრამ არასრულყოფილია. სოკრატე ასახელებს ოთხ ფენას: მქსოველნი, მიწათმოქმედნი, მეტყავენი და დურგლები, შემდეგ უმატებს მწყემსებს, მჭედლებს და ვაჭრებს, ბოლოს მეომრებს, არ ითვალისწინებს მოსამართლეებს. თუ პლატონივით სულს ჩავთვლით განმსაზღვრელად და სხეულს განსაზღვრულად, მეომრები და მოსამართლეები სულს ეკუთვნიან. სახელმწიფოს მეხუთე ნაწილია მეომრები, მეექვსე ქურუმები, მეშვიდე მდიდრები, მერვე კანონის მსახურნი, ე.ი. კანონმდებელნი. უნდა ითქვას, რომ არისტოტელე უმართებულად აკრიტიკებს პლატონს, თითქოს პლატონს გვიან გაახსენდა მეომართა ფენა, მაშინ როდესაც პლატონთან მეომრები პირველ რიგშია დახასიათებული და თან ძალზეთ დაწვრილებით. არისტოტელე თავიდანვე გამოყოფს ორ ჯგუფს სახელმწიფოში: უბრალო ხალხს და მეომრებს.ამ უბრალო ხალხში შეჰყავს შემდეგი ჯგუფები: მიწათმოქმედნი, ხელოსნები, ვაჭრები, მეზღვაურები, ყოველდღიური მუშები. მათ ეკუთვნით აგრეთვე ისეთი თავისუფალნი, რომელთა ერთერთი მშობელი არ ყოფილა მოქალაქე.

შემდეგ არისტოტელე ახასიათებს დემოკრატიას და მის სახეებს. დემოკრატიის ნიშანია თანასწორობა. ეს ნიშნავს რომ არც ღარიბებს და არც მდიდრებს არა აქვთ რაიმე უპირატესობა ხელისუფლებაში. ორივე თანასწორია. თუ დემოკრატიის ნიშანია თანასწორობა და თავისუფლება, ეს ნიშნავს, რომ მართვაში ყველა ღებულობს მონაწილეობას. უმრავლესობა ადგენს კანონებს და ესაა დემოკრატიის ერთი სახე. დემოკრატიის მეორე სახეა, როცა თანამდებობის დაკავება განპირობებულია შეზღუდული, მაინც ქონებრივი ცენზით. ვისაც ცენზი აქვს შეუძლია მიიღოს თანამდებობა, ვინც ცენზს კარგავს მას არა. დემოკრატიის მესამე სახის დროს წარმოშობით ყველა მოქალაქეს თანამდებობის დაკავების უფლება აქვს და კანონი ბატონობს. დემოკრატიის მეოთხე სახეობაა, მშობელთაგან ერთერთია მოქალაქე, ერთერთი თავისუფალი ადამიანია და შვილს შეუძლია თანამდებობის მიღება, თანაც კანონი ბატონობს. დემოკრატიის მეხუთე სახის დროს ყველაფერი ისეა, როგორც ზემოთ ითქვა, მაგრამ კანონის ბატონობას ცვლის ხალხის ბატონობა. ეს ხდება მაშინ, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა კანონს, არამედ სახალხო კრების დადგენილებას. ამას კი განაპირობებენ დემაგოგები. სადაც კანონი ბატონობს, იქ დემაგოგიას ადგილი არა აქვს. უკიდურესი დემოკრატია გავს ტირანიას, ისინი დესპოტურად უსწორდებიან საუკეთესო მოქალაქეებს, პირმოთნენი (ტირანიაში) და დემაგოგები (დემოკრატიაში). დემაგოგები იღებენ უმაღლეს ძალას, რადგან კანონის ბატონობა დემაგოგების მეშვეობით შეიცვალა სახალხო

Page 54: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

54

კრების დადგენილებით. ასეთი დემოკრატია დასაგმობია და არის სახელმწიფო. "იქ სადაც კანონიერი ძალაუფლებას არა აქვს ადგილი, არც სახელმწიფო წყობილებაა." [იქვე. გვ. 497]. "კანონი უნდა ბატონობდეს ყოველივეზე, თანამდებობის პირთ და სახალხო კრებას კი უნდა მივანდოთ კერძო საკითხთა განხილვა". თუ დემოკრატიას ვცნობთ წყობის სახეობად, მაშინ ვითარდება, როცა სახალხო კრების დადგენილებით ხდება მართვა, არ შეიძლება ჩავთვალოთ დემოკრატიად, რადგან არცერთ დადგენილებას არა აქვს საყოველთაო ხასიათი. შემდეგ მოდის ოლიგარქიის დახასიათება. ოლიგარქიის ერთერთი სახეობა მართველობაში მხოლოდ ქონებრივ ცენზის მქონე უშვებს, ოლიგარქიის შემდეგი სახეობები ქონებრივი ცენზით მიიღება მხოლოდ ის თანამდებობანი, რომელიც თავისუფალია. ოლიგარქიის მესამე სახეობის დროს შვილი იკავებს მამის თანამდებობას, მეოთხე სახეობები ყველაფერს წყვეტს ერთი და ბატონობს არა კანონი, არამედ თანამდებობის პირი. ასეთი ოლიგარქია დინასტიად იწოდება. სახელმწიფო წყობის ოთხ ძირითად წყობას აღიარებენ. პლატონიც ჩათვლით ყველა ესაა დემოკრატია, ოლიგარქია, მონარქია და არისტოკრატია, მაგრამ არის მეხუთეც – პოლიტია.

არისტოკრატიულია სახელმწიფოს მხოლოდ ის სახეობა, როცა მართავენ საუკეთესონი სათნოების თვალსაზრისით. სახელმწიფოს მხოლოდ ამ წყობილებაშია ერთიდა იგივე კარგი მოქალაქე და კარგი ადამიანი. არისტოკრატიის დროს თანამდებობაზე არჩევა განპირობებულია არა მარტო სიმდიდრით, არამედ მაღალი ზნეობრივი თავისებურებებითაც. არისტოკრატიის აღნიშნული ტიპის გარდა არის კიდევ ორი: ერთში სახელმწიფო წყობა ანგარიშს უწევს სიმდიდრესაც, სათნოებასაც და ხალხსაც, მეორეში ანგარიში ეწევა მოქალაქეთა სათნოებას და ხალხს, ესაა პოლიტიად წოდებული, რომელიც უფრო ოლიგარქიისკენ იხრება.

დასახასიათებელია პოლიტია და ტირანია. პოლიტიას ვახასიათებთ არა როგორც გადახრას, არამედ არისტოკრატიის მსგავსად. არისტოტელეს თქმით, ყველას ქონდა გადახრა ერთი სწორის გარდა. რომელია ეს სწორი, ამაზე არაა აზრთა ერთიანობა. ჟებელევს მიაჩნია, რომ სწორად არისტოტელე თვლის პოლიტიას. დოვანტურის აზრით, სწორი ნამდვილი არისტოკრატიაა. არისტოტელეს თქმით, სწორ წყობას ათავსებენ არისტოკრატიულ სახეობებში. ყველა დანარჩენი გადახრაა, მაგრამ არისტოკრატიის სახეებში ყველაზე სწორია პოლიტია. პოლიტია თითქოსდა ოლიგარქიის და დემოკრატიის ნარევია, ის წყობა, რომელსაც გადახრა აქვს დემოკრატიისკენ, იწოდება პოლიტიად, ხოლო ოლიგარქიისკენ გადახრები არისტოკრატიაა, იმიტომ, რომ სიმდიდრის მქონენი უფრო განათლებული და კეთილშობილია. "არისტოკრატიული წყობის არსება იმაშია, რომ მის დროს საპატიო უფლებები ნაწილდება საქმეების შესაბამისად, რადგან არისტოკრატიის საფუძველი სათნოებაა, ოლიგარქიისა _ სიმდიდრე, დემოკრატიისა თავისუფლებაა" /გვ. 502-503/. სახელმწიფოთა უმრავლესობაში წინა პლანზე აყენებენ პოლიტიას, როგორც მათი სახელმწიფო წყობილების აღმნიშვნელს, რამდენადაც ურევენ მდიდრებსა და უქონელთ, მდიდრებსა და თავისუფლებს, რადგან გონიათ, რომ ქონებიანნი ყველა მიმართებაში სრულყოფილია. არისტოტელეს დახასიათებით, პოლიტია საშუალო რგოლია უკიდურეს ფორმათა შორის. ასე, მაგალითად, სასამართლო საქმის წარმოება პოლიტიის დროს ოლიგარქიისა და დემოკრატიიდან აიღებს გარკვეულ ელემენტებს. მაგალითად, ის რომ ოლიგარქიაში სასამართლო

Page 55: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

55

საქმისაგან თავის არიდებისათვის მდიდრებს აჯარიმებენ, ღარიბებს კი სასამართლოში უქონელონი მონაწილეობისათვის არ აჯარიმებენ. დემოკრატიაში სასამართლოზე უქონელნი ღებულობენ გასამრჯელოს, ხოლო მდიდრები მდიდრები თავის არიდებისათვის არ ჯარიმდებიან. ამ ორ წყობაში რაც საერთოა , იმას აიღებს პოლიტია. ასეთივე გზით შეიძლება დადგინდეს საკანონმდებლო ორგანოებში მონაწილეობაზე ცენზის მოთხოვნის თუ არ ყოფნის ფორმულიდან საშუალო. ოლიგარქია ცენზს მოითხოვს, დემოკრატია არა.პოლიტიას შეუძლია აიღოს ამ ორი უკიდურესობას შორის საშუალო ცენზი. არისტოკრატიისა და პოლიტიისათვის ოლიგარქიის და დემოკრატიული პრინციპებიდან თანამდებობის პირთა არჩევის საკითხიც შეიძლება იყოს აღებული. დემოკრატიაში არჩევაა არაა განპირობებული ცენზით, ოლიგარქიაში კი ცენზითაა განპირობებული. ამ ორი ელემენტის გაერთიანება გამოადგება პოლიტიას.

ბოლოს არისტოტელე განიხილავს ტირანიას. არისტოტელეს აზრით, ტირანია არ ღირს ბევრ მსჯელობად, რადგან სახელმწიფო წყობაა, იძულებული ვართ განვიხილოთ. ტირანიის სამი სახეობაა: ზოგ რამეში მათი ნიშნები ემთხვევა სამეფო ხელისუფლებას, სამეფო ხელისუფლების სახეობანია, რადგან ემყარება კანონის და ქვეშევრდომთაგან ნებაყოფლობით აღიარებას, მეორე მხრივ, ესენი ტირანიის სახეებია, რადგან ძალაუფლება ხორციელდება დესპოტურად, თვითნებობის ვითარებაში. ტირანიას თავისუფალი ადამიანები ნებაყოფლობით ვერ აიტანენ. ტირანიის მესამე სახე შეუზღუდავ მონარქიას შეესაბამება.

არისტოტელე სვამს კითხვას: რომელი სახელმწიფო წყობაა უკეთესი? როგორი შეიძლება სახელმწიფოთა და ხალხთა უმრავლესობისათვის ცხოვრების საკეთესოდ მოწყობა. მისი მტკიცებით, ყოველ სახელმწიფოში სამი ნაწილია _ ძალზე მდიდრები, ძალზე ღარიბები და საშუალო. საშუალო სიმდიდრე ყველაფერზე უკეთესია. საშუალო შეძლების ადამიანთაგან შემდგარი სახელმწიფო ყველაზე საუკეთესო იქნება. სახელმწიფოში საშუალო ფენა არ შეიძლება იყოს მავნებელი. ისინი ღარიბებივით სხვის ქონებას არ ესწრაფვიან და რადგან არავის მიმართ არ აქვთ ბოროტი ზრახვები, მათი ცხოვრებაც უღრუბლოდ მიმდინარეობს. სახელმწიფოსთვისაც უკეთესია, რომ მისი მოქალაქენი მესაკუთრენი იყვნენ. "სახელმწიფო წყობის საშუალო სახე საუკეთესოა, რადგან მხოლოდ მას არ მივყავართ განხეთქილებებამდე, სადაც საშუალო მოქალაქენი ყველაზე მრავალრიცხოვანია, მოქალაქეთა შორის დაჯგუფებანი და კონფლიქტები იშვიათად ხდება." /გვ. 509/. ამ კითხვებთან კავშირში განიხილავს არისტოტელე კითხვასაც, რომელი სახელმწიფო წყობა რისთვისაა გამოსადეგი და როგორია მისი ხასიათი? მისი აზრით, ყოველი სახელმწიფო უნდა განვიხილოთ რაოდენობის და თვისობრიობის კუთხით. თვისობრიობაში მას ესმის თავისუფლება, სიმდიდრე, განათლება, წარჩინებულობა. რაოდენობაში _ ხალხის მოსახლეობის რიცხობრივი უპირატესობა. შეიძლება სახელმწიფოს ერთი ნაწილი გამოირჩეოდეს თვისობრივი, მეორე რაოდენობრივი უპირატესობით. ღარიბები უფრო მეტი იქნება, ვიდრე მდიდრები, უგვარონი მეტი, ვიდრე წარჩინებულნი, მაგრამ რაოდენობრივი უპირატესობა არაა ისეთი დიდი მნიშვნელობის როგორც თვისობრივი.

სახელმწიფოს სამი ნაწილი აქვს. პირველი კანონთა სათათბირო ორგანო, რომელიც იხილავს სახელმწიფო საქმეებს, მეორეა თანამდებობები, ე.ი. რა თანამდებობები უნდა იყოს, რას უნდა

Page 56: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

56

აკეთებდეს, როგორი უნდა იყოს მათი შეცვლის წესი. მესამე სასამართლო ორგანოები. კანონით სათათბირო ორგანო წყვეტს შემდეგ საკითხებს: ომისა და მშვიდობის, კავშირებითა და გათიშვის, კანონების შედგენის, სიკვდილით დასჯის, სახელმწიფოდან განდევნის, (ბერძნულ სამართალში სახელმწიფოდან განდევნა და სიკვდილით დასჯა გაიგივებულია, რაც მიუთითებს პატრიოტობის დიდ ღირებულებაზე), ქონების კონფისკაციის, თანამდებობის პირთა არჩევნების და მათი ანგარიშიანობის. ყოველ სახელმწიფო წყობილებაში ამ ორგანოს მუშაობა თავისებურია, იმისდა მიხედვით, როგორ მუშაობს ეს ორგანო და ვინ მონაწილეობს მასში. შეგვიძლია განვასხვავოთ სახელმწიფოთა ტიპები და მათი ქვეჯგუფები.

სახელმწიფოს მეორე ნაწილია თანამდებობები. აქ საკითხი ისმის მათი განაწილების და რაოდენობის შესახებ, აგრეთვე იმაზე თუ რას განაგებენ თანამდებობის პირები და როგორია მათი უფლებამოსილებათა ვადა, თანამდებობა მთალი სიცოცხლე უნდა ეკავოთ თუ გარკვეული დროის განმავლობაში? ერთი და იმავე პირს რამდენჯერ შეუძლია თანამდებობაზე ყოფნა. ძნელია იმის განსაზღვრაც კი, რას უნდა ეწოდებოდეს თანამდებობა, სახელმწიფო ურთიერთობათათვის საჭიროა ბევრი ხელმძღვანელი, მაგრამ ყველა ის ვისაც ირჩევენ ან კენჭს უყრიან არ ჩაითვლება თანამდებობის პირად. მაგალითად, ქურუმები არაა თანამდებობის პირები. არც გუნდის ხელმძღვანელები, არც ელჩები. "თანამდებობის პირად უნდა იწოდებოდეს ის, ვისაც აქვს უფლება, გარკვეული საქმეებისადმი იქონიოს კანონსათათბირო გადამწყვეტი და განმკარგულებელი ძალაუფლება, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რადგან "განკარგულების" ცნებასთანაა დაკავშირებული წარმოდგენა ყოველგვარი ძალაუფლების შესახებ" /იქვე გვ. 515/. არსიტოტელე სვამს კითხვას: რა თანამდებობებია და რამდენია საჭირო სახელმწიფოს არსებობისათვის, რა თანამდებობებია ისეთი როგორიც არაა აუცილებელი, მაგრამ სახელმწიფოსთვის საჭირო? ამ საკითხების გადაწყვეტად დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე სახელმწიფოებისათვის. დიდ სახელმწიფოში მოქალაქეთა უმრავლესობას ხელისუფლებაში მონაწილეობის საშუალება აქვს, თანაც ისე, რომ ერთ თანამდებობაზე ერთხელ დანიშნონ და მხოლოდ ერთი საქმე აკეთებინონ. მცირე სახელმწიფოში, გინდა თუ არა უნდა მოხდეს მცირეთა რიცხვში მრავალი თანამდებობების კონცენტრირება. საკითხავია რის მიხედვით უნდა გავანაწილოთ თანამდებობები? განსახილველ საქმეთა თუ თანამდებობაზე დასანიშნ ადამიანთა რაოდენობის მიხედვით საკითხი ისმის აგრეთვე, იმის შესახებ, არის არის თუ არა სხვადასხვა წყობაში განსხვავება ერთიდაიგივე თანამდებობებში და თამაშობენ თუ არა ისინი ერთნაირ როლს ყველა სახელმწიფოში. საქმე ისაა, რომ ერთ სახელმწიფოში უკეთესია თანამდებობა მოიცავდეს ვიწრო სფეროს, მეორეში _ ფართოს. ზოგიერთი თანამდებობა მხოლოდ ამა თუ იმ წყობას ახასიათებს და არა ყველას. შემდეგ არისტოტელე განიხილავს თანამდებობათა დაკავების წესებს და მათ შორის განსხვავებას ადგენს სამი მიმართულებით: ვინ ნიშნავს თანამდებობაზე, ვინ ცვლის თანამდებობის პირებს და რა წესებით ხდება ეს? შესაბამისად სამი წესია: თანამდებობაზე ნიშნავს ყველა, ერთი ან ზოგიერთი მოქალაქე.

და ბოლოს განიხილება სახელმწიფოს მესამე ნაწილი _ სასამართლო ხელისუფლება. სასამართლოც ზემოთ მითითებული წესების შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი. სასამართლოთა განსხვავება

Page 57: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

57

სამ მიმართულებაშია: ვისგანაა მოსამართლე, ვისი გასამართლების უფლება აქვს და რა წესით ინიშნება, ე.ი. ვინაა მოსამართლე, ყველასაგან აირჩევა თუ ზოგიერთისაგან, რამდენი სახეობაა სასამართლოსი და ბოლოს როგორ ინიშნება მოსამართლე? არისტოტელეს აზრით, სასამართლოს რვა სახეა: ერთნი ანგარიშს იბარებდნენ თანამდებობის პირთაგან; მეორენი ასამართლებენ იმათ, ვინც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს; მესამე კვლავ სახელმწიფო დანაშაულთა განსახილველად; მეოთხე კერძო და თანამდებობის პირთა შორის დავისთვის; მეხუთე კერძო პირთა მსხვილი სავაჭრო გარიგებების მოსაგვარებლად, ასევე მკვლელობათა და უცხოელთა საქმეების განსახილველად. მკვლელობათა განმხილველი რამდენიმე სახისაა: შეგნებული მკვლელობის და უნებური მკვლელობისათვის, ასევე ისეთი მკვლელობისათვის, რომელზედაც მკვლელი აცხადებს რომ მას ქონდა უფლება. სასამართლოთა არჩევის თუ მოსამართლეთ დანიშვნის წესი და შერჩევაც ხდება სახელმწიფო წყობილების შესაბამისად.

წიგნი V

არისტოტელე განიხილავს, რა მიზეზით ხდება სახელმწიფო გადატრიალებანი, რამდენია და რა ხასიათის ეს გადატრიალებანი, ყოველი სახელმწიფო წყობა რა დამანგრეველ საწყის შეიცავს, რომელი წყობა გადადის რომელში, დაცვის რა საშუალებანი გააჩნია სახელმწიფოს, და რა ინახავს სახელმწიფო სახეობას? სახელმწიფოში ძირითადად აჯანყება ხდება იმის გამო, რომ მმართველობაში ყველა ვერ ღებულობს თავის წილს. ჯანყის უფლება უნდა ჰქონდეთ სათნოების მქონეთ და აქვთ კიდევაც, მაგრამ ისინი არ ჯანყდებიან. სახელმწიფო გადატრიალება ორი სახისაა, ერთ შემთხვევაში მოზანია სახელმწიფო წყობის შეცვლა, მეორეში ძალაუფლების ხელში ჩაგდება. გადატრიალებას მიზნად აქვს სახელმწიფო წყობის განმტკიცება ან შესუსტება. ზოგჯერ გადატრიალების მიზანია ნაწილობრივი ცვლილება სახელმწიფო წყობილებაში, რომელიმე ინსტიტუტის, თუ უთანასწორობის გაოქმება, ან დაწესება, ჯანყის და აღშფოთების მიზეზია უთანასწორობა, მიზანი კი თანასწორობის მიღწევა, თანასწორობა ორი სახისაა _ რაოდენობრივი და ღირსების მიხედვით. რაოდენობრივი თანასწორობაა თანასწორობა და იგივეობა რაოდენობის, ან სიდიდის აზრით. ღირსების მიხედვით თანასწორობა კი თანაფარდობის აზრითაა, სამართლიანი მხოლოდ ღირსების მიხედვით თანასწორობა. ადამიანებს მიაჩნიათ რომ თუ შეფარდებით არიან თანასწორი, საერთოდაც თანასწორი უნდა იყვნენ. სხვები აღიარებენ, რომ უთანასწორო არიან შეფარდებით და ყველა მიმართულებით მოითხოვენ უთანასწორობას. აქედან აღმოცენდება სახელმწიფოს ორი სახე _ დემოკრატია და ოლიგარქია. თანასწორობაზე აგებული არცერთი სახელმწიფო არაა მყარი. ერთ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ რაოდენობრივით, მეორეში ღირსების მიხედვით თანასწორობით. ისე დემოკრატიული წყობა ნაკლებად შეიცავს საშიშროებას და უფრო იშვიათად იწვევს განხეთქილებას, ვიდრე ოლიგარქიული. ოლიგარქიაში ორი სახის განხეთქილებაა: ურთიერთშორის და ხალხთან. დემოკრატიას კი მხოლოდ ოლიგარქისთან აქვს გათიშულობა: ხალხი თავის თავს ხომ არ აუჯანყდება.

არისტოტელე განიხილავს სახელმწიფო გადატრიალებათა საწყის მიზეზებს. ასეთი პირველი მიზეზები სამია, მათ გასარკვევად უნდა ვიცოდეთ აჯანყებულთა განწყობილება. რისთვის და რა მიზნით ჯანყდებიან და რისგან იწყება პოლიტიკური გათიშულობა. აჯანყებას იწვევს ერთთა

Page 58: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

58

პრეტენზია თანასწორობაზე, მეორეთა უთანასწორობაზე. ეს პრეტენზიები ერთ შემთხვევაში სამართლიანია, მეორეში უსამართლო: რისთვის ხდება აჯანყებები? მოგებისა და დიდების მოსაპოვებლად. ასევე საპირისპირო ვითარებაში, როცა ეშინიათ მოქალაქეობის დაკარგვის, ან გადასახადების გადახდა არ უნდათ. არისტოტელეს მტკიცებით, გათიშვის და აჯანყების შვიდი და შეიძლება მეტი მიზეზიცაა. ერთ შემთხვევაში ჯანყდებიან მოგებისა და პატივის მისაღებად, მეორეში იმის წინააღმდეგ, რომ ესენი სხვას აქვს და მიაჩნიათ უსამართლოდ. გათიშვის მიზეზებია, აგრეთვე, თავხედობა, შიში, უპირატესობა, სიძულვილი, ზედმეტი დაწინაურება, მეორე მხრივ, ხრიკები, აბუჩად აგდება, დამცირება, ხასიათთა განსხვავებულობა. სახელმწიფოს მმართველებს თავხედობა და ანგარება თუ ახასიათებთ, მოქალაქენი ილაშქრებენ სახელმწიფოს წინააღმდეგაც. ზედმეტი დაწინაურებაც გადატრიალებას იწვევს. საჭიროა პროპორციულობის დაცვა, განხეთქილების წყაროა: მოსახლეობის არაერთგვაროვნობაც, ზოგჯერ გეოგრაფიული გარემოც იწვევს გათიშულობას, როცა ტერიტორია ერთნაირად გამოსადეგი არ არის. სახელმწიფოში გათიშულობა წვრილმანების გამო კი არ ხდება, არამედ წვრილმანებისაგან წარმოდგება. ისე გათიშულობას ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმეები უდევს საფუძვლად. მაღალ ფენებში მოუწესრიგებლობა იწვევს გათიშულობას. არისტოტელეს მაგალითად მოაქვს ორი მაღალი თანამდებობის პირთა კონფლიქტი სირაკუზში, როცა ერთ გაემგზავრა მეორემ მისი საყვარელი გადმოიბირა, რომ დაბრუნდა, მეტოქის ცოლთან დაიკავა კავშირი, ამან გამოიწვია მთელი თემის გათიშვა. ზოგჯერ ძმებს შორის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა იწვევს გათიშვას სახელმწიფოში. სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი შეიძლება გახდეს რომელიმე ორგანოს განსაკუთრებით დიდი სახელი, მაგალითად, სპარსეთის ომების დაროს არეოპაგის დიდებამ გამოიწვია გათიშვა. გათიშვა ხდება მაშინაც, როცა მდიდრები და ღარიბები რაოდენობრივად გაწონასწორდებიან. სახელმწიფო გადატრიალებანი ხდება ძალადობით, ან მოტყუებით. ძალადობას მიმართავენ თავიდანვე, ან გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოტყუებას ორი სახე აქვს. ხალხს ატყუებენ და მისი თანხმობით ახდენენ გადატრიალებას, გარკვეული დროის შემდეგ, ხალხის ნების წინააღმდეგ თვითონ იღებენ ძალაუფლებას.

არისტოტელე განიხილავს სახელმწიფოს თითოეულ ტიპში რა იწვევს გადატრიალებას. დემოკრატიაში, გადატრიალება ხდება დემაგოგთა მოუთოკავობის გამო. ისინი, მდიდრებს აიძულებენ შეკავშირდნენ მათ წინააღმდეგ. დემაგოგიას მივყავართ ტირანიამდე. ტირანთა უმრავლესობა დემაგოგებია, სადაც თანამდებობას იკავებენ არა ცენზით, არამედ ხალხის არჩევანით, დემეგოგები თანამდებობის ხელში ჩაგდების მიზნით აღწევენ ხალხის მიერ საკუთარი თავის კანონზე მაღლა გამოცხადებას. ამ მიზეზით ხდება გადატრიალებანი დემოკრატიაში. არისტოტელე ადგენს ოლიგარქიაში გადატრიალების მიზეზებსაც. პირველ რიგში ოლიგარქების მიერ ხალხთა მასების შევიწროვებაა ასეთი მიზეზი, ასევე ერთმანეთში უთანხმოება, ზოგჯერ გადატრიალებას იწვევს შეძლებული, რომელსაც არა აქვს თანამდებობა. გადატრიალება ხდება მაშინაც როცა ძალაუფლება მცირეთა ხელში კონცენტრირდება. მაშინაც, როდესაც ოლიგარქები გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან და ქონებას ფანტავენ. ოლიგარქია ინგრევა მაშინაც, როცა მის შიგნით წარმოიშვება ოლიგარქია, როცა ყველა არ დაიშვება სახელმწიფო მმართველად. ოლიგარქიის მსხვრევა ხდება ომისა და მშვიდობის დროსაც. ოლიგარქები თვის ხალხს არ ენდობიან და

Page 59: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

59

დაქირავებულებს აიარაღებენ. ეს დაქირავებულები იღებენ ძალაუფლებას. მშვიდობის დროსაც ერთმანეთს არ ენდობიან და ჰყავთ დაქირავებული მცველები, რომელნიც ართმევენ ძალაუფლებას. ოლიგარქია იმსხვრევა დესპოტურობის გამოც, იმის გამოც, რომ ზოგიერთი დამოყვრებაზე უარს ეუბნება მეორე ნაწილს. არისტოტელე ნაკლებად განიხილავს არისტოკრატიისა და პოლიტიის ნგრევის საფუძველს. აღნიშნავს, რომ ძირითადად უსამართლობა განაპირობებს და ბოლოს ასკვნის, ყველა სახის სახელმწიფო წყობა ინგრევა შინაგანი ან გარეგანი მიზეზებით.

შემდეგ არისტოტელე გადადის სახელმწიფო წყობილების შენარჩუნების პირობების განხილვაზე. თუ ვიცით სახელმწიფოს დამღუპველი მიზეზები, გვეცოდინება მისი გადამრჩენელი მიზეზებიც. სახელმწიფოს გადამრჩენია შიში, დამრღვევ ფაქტორთა მოახლოების გამო, რაც აფხიზლებს სახელმწიფოს და აიძულებს საშიშროებათა მიმართ დასახოს ღონისძიებანი. არისტოტელეს მტკიცებით, ვისაც უმაღლესი თანამდებობის დაკავება სურს, სამი თვისება უნდა ახასიათებდეს: უნდა თანაუგრძნობდეს არსებულ სახელმწიფო წყობილებას, შეეძლოს თანამდებობრივი მოთხოვნილებების შესრულება და გამოირჩეოდეს სათნოებითა და სამართლიანობით. მმართველს სათნოებაც უნდა ახასიათებდეს და სამხედრო საქმის ცოდნაც, ეს უკანასკნელი უფრო ჭირდებათ. სახელმწიფო შემნარჩუნებელ საშუალებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო წყობილების სულისკვეთებით აღზრდა. თუ სახელმწიფო დემოკრატიულია, აღზრდა დემოკრატიული სულისკვეთებით უნდა ხდებოდეს. თუ ოლიგარქიულია, ოლიგარქიული სულისკვეთებით. დემოკრატიის პრინციპი თავისუფლებაა, მაგრამ ცუდად ესმით თვით თავისუფლება. დემოკრატიას საზღვრავენ ორი ნიშნით: უმრავლესობის ხელისუფლება და თავისუფლება, სამართლიანობას აიგივებენ თანასწორობასთან. თანასწორობა ესმით კი როგორც ხალხის მასების გადაწყვეტილების განსაზღვრულობა. თავისუფლება გაგებულია როგორც თვითნებურობა აკეთე რაც გინდა, ასეთ დემოკრატიაში ყოველი ცხოვრობს თავისი სურვილის შესაბამისად. მარგამ ეს ცუდია. შემდეგ არისტოტელე განიხილავს მონარქიის დამანგრეველ და გადამრჩენელ პირობებს, მონარქია უახლოვდებოდა არისტოკრატიას. ტირანია კი აერთიანებდა უკიდურეს ოლიგარქიას და დემოკრატიას, ამიტომ ტირანია ქვეშევრდომთათვის ყველაზე მავნე სახელმწიფო წყობაა, რადგან ის ორი ბოროტების დაკავშირებაა. მონარქიის ორი სახეობა განსხვავებულ წყაროებზე აიგება. მეფის ხელისუფლება აღმოცენდა მასებისაგან წესიერი ხალხის დასაცავად. მეფეს წესიერი ხალხიდან აყენებენ, იმის გამო, რომ მას უპირატესობა აქვს სათნოებაში, სათნოებაზე დამოკიდებულ საქმიანობაში, ან კიდევ იმის გამო, რომ მის გვარს ახასიათებს სათნოება. ტირანს კი აყენებენ ხალხის ფენიდან, კეთილშობილთა წინააღმდეგ და მათგან ხალხის დასაცავად, ტირანთა უმრავლესობა დემაგოგებიდანაა გამოსული, მათ ხალხის ნდობა მოიპოვეს კეთილშობილთა გაკიცხვით, ტირანთა ნაწილი მეფის ხელისუფლებიდანაა, იმათგან, ვისაც დესპოტობა ენატრებოდა. ტირანთა ერთი ჯგუფი არჩევით იკავებს თანამდებობას, მეორე ჯგუფი ოლიგარქიიდან გამოდის. ტირანს საზოგადოებრივი ინტერესები ყურადღების გარეშე რჩება, მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის იბრძვის, მაფე კი ვალდებულია დაიცვას მესაკუთრეთა ინტერესებიც და ხალხის ინტერესებიც. ტირანის მიზანი სასიამოვნოა, მეფის მშვენიერი. მეფე პატიოსანია, ტირანი კი მხოლოდ ქონების გაზრდაზე ფიქრობს. მეფის დაცვა მოქალაქეთაგან შეირჩევა, ტირანისა დაქირავებულთაგან. ტირანში თავმოყრილია დემოკრატიისა და ოლიგარქიის

Page 60: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

60

ბოროტებანი. მონარქიაში გადატრიალების მიზეზი იგივეა, რაც რესპუბლიკებში, განაწყენიანების, შიშის სიძულვილის გამო ქვეშევრდომნი ირაზმებიან მონარქიის წინააღმდეგ, აქაც გადატრიალების მიზანი სიმდიდრე და დიდებაა. თავდასხმა ხდება ერთ შემთხვევაში მეფეთა პიროვნებაზე, მეორეში ძლაუფლებაზე. ტირანთა თავხედობის საფუძველზე შურისძიების მიზნით მას ესხმიან თავს. ტირანზე თავდასხმა სიძულვილის შედეგია, სიძულვილი ტირანთა მოდგმის თანამგზავრია. ტირანია იღუპება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მიზეზებით. მეფის ხელისუფლება იღუპება ორგვარად, როცა მეფის ოჯახის წევრები ერთმანეთს დაერევიან და როცა მეფეები ცდილობენ მართონ ტირანიულად. ეს რაც შეეხება მეფის ხელისუფლების ნგრევას. განხილული უნდა იქნეს აგრეთვე, საკითხი, რა პირობებში ხდება შესაძლებელი მეფის ხელისუფლების შენარჩუნება, პირველ რიგში, ეს ხდება მეფის უფლებების შეზღუდვით. რაც უფრო ნაკლებ დესპოტურია და არანაკლებად იწვევს ქვეშევრდომთა შურს, მით უფრო დიდხანს რჩება მეფე. ტირანიას კი ინარჩუნებენ უმთავრესად ძლიერთა მოსპობით, ადამიანთა შურის უნდობლობის დანერგვით, განათლების აკრძალვით, ერთმანეთთან დაკავშირებისა და ნაცნობობის აღმოფხვრით, სახელმწიფოში არაფერი უნდა რჩებოდეს საიდუმლო, არც ის, თუ რას აკეთებენ ქვეშევრდომნი, და არც ის, რას ლაპარაკობენ, უნდა იყოს მეთვალყურენი, ყურის მიმგდებნი და დამსმენნი, ტირანები მოქალაქეთა შორის მტრობას თესავენ, რათა ერთმანეთს არ ენდონ, ქვეშევრდომნი სიღარიბეში ჰყავთ, რათა ყოველღიური არსებობისთვის ზრუნვით იყვნენ დაკავებულნი და არა ამბოხებით. ალბათ, პირამიდები ამისათვის დასჭირდათ. ტირანები ომებს აწარმოებენ, რათა ყურადღება მათზე გადაიტანონ, დიდ გადასახადებს აწესებენ, რათა მათ გასტუმრებაზე ზრუნვამ დააკავოს ადამიანები. თუ დემოკრატიაში მოწონება აქვთ დემაგოგიას და დემაგოგებს, ტირანიაში _ პირმოთნეობასა და პირმოთნეებს. ტირანი ცდილობს დანერგოს სულმოკლეობა, უნდობლობა და წაართვას ხალხს პოლიტიკური ენერგია. ამ გზით ინარჩუნებს ის არსებობას. ტირანმა ხალხის დასანახად მაინც არ უნდა მოაწყოს ორგიები, სახელმწიფოს მიმართ მზრუნველად უნდა გამოვიდეს, ხელი შეუწყოს რელიგიასა და რჩეულნი ისე უნდა დააწინაუროს, რომ ისინი ტირანის დამხობიდან მეტს არ მოელოდნენ. ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი პირობაა ის, რომ ცალკეულად არავინ არ გამოეყოს და არ გამდიდრდეს. თუ ეს კეთდება რამდენიმეს მიმართ, ისე უნდა მოეწყოს, რომ თითეული ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, თუ მაინცდამაინც ვინმეს დაწინაურებაა საჭირო, ყველაზე მამაცი არ უნდა დაწინაურდეს, ხოლო თუ ვინმეს ძალაუფლება უნდა წაერთვეს, ეს უნდა მოხდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, სასურველია ძალაუფლებისაგან თავის შეკავება, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მიმართ. მას შემდეგ, რაც თავის მოსაზრებებს ჩამოაყალიბებს რესპუბლიკურ და მონარქიულ წყობილებათა დანგრევისა და შენარჩუნების შესახებ, არისტოტელე გადადის სოკრატესა და პლატონის კრიტიკაზე. "სახელმწიფოში" სოკრატე ლაპარაკობს სახელმწიფო გადატრიალებებზე, მაგრამ წარუმატებლად. გადატრიალებათა მიზეზად ასახელებს იმას, რომ შეუცვლელი არავინ არაა და ამ ცვლილებათა საფუძვლად სახავს რიცხვებს, მიზეზად ასახელებს, აგრეთვე, ისეთი ადამიანების დაბადებას, რომელთაც ვერაფერს გააგებინებ, მაგრამ ასეთი მიზეზების დასახელება ბევრს არაფერს იძლევა. სოკრატე ფიქრობს, რომ არისტოკრატია გადადის ოლიგარქიაში, მაგრამ მას მხედველობიდან რჩება პირიქით ცვლილებები, როცა დემოკრატია გადადის მის მიზეზებში. სახელმწიფო გადატრიალებას მრავალი მიზეზი იწვევს, სოკრატე კი მხოლოდ ერთს მასების

Page 61: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

61

გადატრიალებას ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოლიგარქიათა და დემოკრატიათა რამდენიმე სახე, სოკრატე მათში მიმდინარე ცვლილებებზე ისე ლაპარაკობს, თითქოს მხოლოდ ერთი სახე არსებობდეს.

წიგნი VI

დემოკრატიის მრავალფეროვნება აიხსნება ორი მიზეზით: პირველია ხალხის სხვადასხვაგვარობა, მასში შედიან მიწათმოქმედები, ხელოსნები, ქირის მუშები, ამ ელემენტების სხვადასხვაგავარი დაკავშირება სხვადასხვა დემოკრატიას გვაძლევს. მეორე _ დემოკრატიის განმასხვავებელ თვისებათა მიმართ სხვა თვისებათა სხვადასხვა დოზით არსებობა იწვევს დემოკრატიის ფორმათა მრავალგვარობას. დემოკრატიული წყობის ძირითადი საწყისია თავისუფლება. თავისუფლების ერთ-ერთი პირობაა რიგრიგობით მართვა, დემოკრატიული სამართლის საწყისია დემოკრატიის რაოდენობრივი და არა ღირსების მიხედვით განხორციელება X. თუ ამაშია სამართლიანობა, უმრავლესობის ნება უნდა იყოს საბოლოო. დემოკრატია მოითხოვს ყველას თანაბარი უფლება ჰქონდეს, ხოლო უმრავლესობას უქონელნი შეადგენენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ხელშია უმაღლესი ძალაუფლება, მაშასადამე, დემოკრატიის ერთი საწყისი თავისუფლებაა, მეორე კი ცხოვრების ისე მოწყობა, როგორც უნდა უმრავლესობას. დემოკრატიად ითვლება შემდეგი პრინციპები: ყველანაირი თანამდებობის დაკავება შეუძლია ყვალას, ყველა მართავს თითოეულს და თითოეული ყველას, თანამდებობათა შეცვლა ხდება კენჭისყრით. თანამდებობის დაკავება არ არის დამოკიდებული ქონებრივ ცენზზე, არავის შეუძლია ორჯერ იყოს ერთიდაიმავე თანამდებობაზე, სამხედრო თანამდებობათა გარდა ყველა თანამდებობა მოკლევადიანია. სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის ყველას, მოსამართლეებს ირჩევენ, ყველა საქმეში უმაღლეს ხელისუფლებას განხორციელებს სახალხო კრება, ძირითად საქმეებში უმაღლესი ხელისუფლება საბჭოს ეკუთვნის. ყველა დაწესებულების მოსამსახურენი ღებულობენ ხელფასს, თუ ოლიგარქიაში მოითხოვება კეთილშობილი წარმოშობა, სიმდიდრე და განათლება, მაშინ დამოკრატიაში მოითხოვება უგვარობა, სიღარიბე, უხეშობა, თუ უვიცობა. არისტოტელეს მტკიცებით, დემოკრატია არაა სწორი როდესაც მიიჩნევს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებაა სამართლიანი, მაგრამ არც ოლიგარქიაა სწორი, სამართლიანად უმცირესობის გადაწყვეტილება რომ მიაჩნია. უმცირესობის გადაწყვეტილებით თუ ვაღიარებთ, მიიღება ტირანია, რადგან ყველაზე მდიდარი გახდება ბატონპატრონი, უმრავლესობას თუ ვაღიარებთ, კვლავ დაირღვევა სამართლიანობა. საუკეთესო დემოკრატიაში არჩევნებში მთელი ხალხი ღებულობს მონაწილეობას და არჩეულთა ანგარიშებსაც ისმენს. უმაღლეს თანამდებობას იკავებენ არჩევნების გზით და ზოგჯერ ცენზის, ან უნარის მიხედვით. დემოკრატიის საუკეთესო ფორმიდან გადახრას რომ არ ჰქონდეს ადგილი მმართველობაში მონაწილეობას უნდა ჩამოვაშოროთ მოსახლეობის ცუდი ნაწილი, უკიდურესი დემოკრატია, როცა ყველა ღებულობს სახელმწიფო მართვაში მონაწილეობას, დიდხანს ვერ ძლებს და არც ყველა სახელმწიფოს შეუძლია მისი ატანა. არისტოტელეს აზრით, ყველა ღონისძიება რაც ტირანიას ახასიათებს, დემოკრატიის ნიშანიცაა, მაგალითად, მონათა თავისუფალი არსებობა, რაც გარკვეულ პერიოდამდე შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო, ასევე ქალთა და ბავშვთა

Page 62: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

62

თავისუფალი არსებობა. ნების დართვა იცხოვრონ როგორც უნდათ, აი ეს ყველაფერი განამტკიცებს ამ სახელმწიფოს, რადგან უმრავლესობისთვის სასიამოვნოა ცხოვრება წესრიგის გარეშე.

როგორ უნდა მოეწყოს ოლიგარქია? დემოკრატიის საპირისპიროდ. ოლიგარქიის ყველაზე ზომიერი სახე და უპირველესია ის, რომელიც უახლოვდება პოლიტიას, ამასთან, ქონებრივი ცენზი ორგვარი უნდა დაწესდეს – მაღალი და დაბალი. დაბალი უზრუნველყოფს ჩვეულებრივ თნამდებობათა დაკავებას. მეორე კი უფრო მაღალ თანამდებობათა დაკავებას. უნდა სარგებლობდეს მოქალაქის ყველა უფლებით. [ოთხი ნაწილისაგან, შედგება მოსახლეობა: მიწათმოქმედთა, ხელოსანთა, ვაჭართა და დღიურ ქირაზე მოარულთაგან.] ომის საწარმოებლად ოთხი სახეობის ჯარია: კავალერია, მძიმედ აღჭურვილი ფეხოსნები, მძიმედ აღჭურვილი და ფლოტი. სადაც კავალერიის შექმნაა შესაძლებელი იქ ძლიერი ოლიგარქიის პირობებია, გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა ცხენოსნები, ცხენის შენახვა კი შეუძლია მდიდრებს. სადაც ბუნებრივი რელიეფი მძიმედ შეიარაღებული ცხენოსნების შენახვის საშუალებას იძლევა მიიღება ოლიგარქიის მეორე სახეობა, რადგან მძიმედ შეიარაღება სიმდიდრეს მოითხოვს. დემოკრატიის შესაბამისია მსუბუქად შეიარაღებული ფეხოსნები და ფლოტი.

მცირე სახელმწიფოში დიდთან შედარებით თანამდებობები ნაკლები იქნება, ამიტომ უნდა გაირკვეს, რა თანამდებობის შეერთებაა შესაძლებელი. ამ მიზნით სახელმწიფოში უნდა არსებობდეს უმაღლესი ორგანო, რომელიც მოიცავს რელიგიურ, სამხედრო, შემოსავალ-გასავლისა, ქალაქის მოედნისა და ქალაქის სახელმწიფო ტერიტორიის, სასამართლოს ხელშეკრულებათა რეგისტრაციის საქმეებს, ასევე, საპატიმროში დაცვას, ანგარიშების მიღებას, თანამდებობის პირებზე კონტროლს და ჩაატარებს თათბირებს სახელმწიფო საქმეებზე.

წიგნი VII

უნდა დავადგინოთ როგორი ცხოვრება იმსახურებს უპირატესობის მინიჭებას, თუ ეს გაურკვეველი დარჩება, ვერც იმას დავადგენთ, რომელი სახელმწიფო წყობა უნჩავთვალოთ საუკეთესოდ. ცნობილია, რომ საუკეთესო წყობა ვისაც აქვთ, ისინი ბედნიერად უნდა ცხოვრობდნენ, ამიტომ უნდა გადაწყდეს, ცხოვრების რომელი წესია უპირატესობის მქონე და დაისვას კითხვა: იქნება თუ არა ის ყველასათვის ერთი და იგივე ცალკეულ ადამიანთა ჩათვლით? უდაოა, რომ არსებობს სიკეთის სამი ხერხი: გარეგანი, ფიზიკური და სულიერი. ბედნიერ ადამიანებს ყველა ესენი ჭირდებათ, არავინ არ ჩათვლის ბედნიერად იმას, ვისაც არ ახასიათებს სიმამაცე, თავშეკავება, სამართლიანობა, გონიერება, ვისაც გაფრენილი ბუზის ეშინია, ვინც არაფერს ზოგავს შიმშილისა და წყურვილის დასაკმაყოფილებლად, ვინც მზად არის მსხვერპლად შესწიროს მეგობარი და ბავშვის გონება აქვს, ის არ შეიძლება ბედნიერი იყოს. საერთოდ სადავოა სიკეთეთა სიდიდე და შეფარდებითი ღირებულება, სათნოების მცირე ნაწილსაც საკმარისად თუ ცნობენ. ადამიანებმა არ იციან ზღვარი სიმდიდრისადმი, საკუთრებისადმი, ძალაუფლებისათვის ლტოლვაში. ბედნიერება იმას უფრო ახასიათებს, ვისაც აქვს ზნეობა და გონება და ზომიერი გონების მიმართ და არა იმათ, ვინც გარეგანი სიკეთე ბევრი შეიძინა, შინაგანი კი ნაკლები. სათნოებისა და გონების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც პიროვნება მშვენიერ საქმეებს ვერ გააკეთებენ. სიმამაცეს, სამართლიანობას

Page 63: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

63

და გონებას სახელმწიფოში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ყოველ ცალკეულ ადამიანში. ამის შემდეგ არისტოტელე გადადის სახელმწიფოს და ცალკეული ადამიანების ბედნიერების შედარებით ანალიზზე, რათა დაადგინოს იგივეობრივია თუ არა ისინი. საუკეთესო სახელმწიფო წყობაა ის რომელიც ყოველ ადამიანს სათნო და ბედნიერი ცხოვრების საშუალებას აძლევს. სათნოებას რომ უპირატესობა მიენიჭოს ცხოვრებაში, ამაზე არავინ არ დაობს, დაობენ იმაზე, რომელ ცხოვრებას _ პოლიტიკურს და პრაგმატულად ქმედითს, თუ ისეთს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი მოღვაწეობისაგან. მაგალითად, ისეთ ჭვრეტით ცხოვრებას, რომელსაც ზოგიერთი თვლის ფილოსოფიის ღირსად. ცხოვრების ამნაირი წესიდან _ პრაქტიკული ან ფილოსოფიურიდან, ადამიანები ერთ-ერთს ირჩევენ. საინტერესოა, ვის მხარეზეა ჭეშმარიტება? რადგან ადამიანიც და სახელმწიფოც ცხოვრების საუკეთესო მიზანთან უნდა იყოს შესაბამისობაში, ხალხიც სხვადასხვა რამეზე ორიენტირდება. ზოგს დესპოტია მოსწონს, ზოგს გარეშე მტერთან ბრძოლა. აქ არისტოტელე ახსენებს იბერთა ტომებსაც. "იბერთა მეომარი ტომები იმდენ სარს არჭობენ მიწაში მიცვალებულის ირგვლივ, რამდენი მეტრიც მოსპო მან." საინტერესოა, რომ დესპოტები დასაშვებად მიიჩნევენ დესპოტურ ბატონობას სხვების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ კი სამართლიან ძალაუფლებას ესწრაფიან, არაფერი ამის მსგავსი არ ახასიათებთ ექიმებს და გემის კაპიტნებს. ეს მაგალითები პლატონისეულია და არისტოტელე აქაც დაუსახელებლად აკრიტიკებს პლატონს. არისტოტელე მოითხოვს კანონიერად არ ჩაითვალის თავისთავად უკანონო. არისტოტელე აკრიტიკებ პლატონს, რომელიც დიდ დროს უთმობს სახელმწიფოს სამხედრო მოწყობას, მისი აზრით, სახელმწიფო საქმეებზე ზრუნვა საჭიროა, მაგრამ ეს არაა უმაღლესი მიზანი, არამედ მხოლოდ საშუალებაა, მიზანი კეთილი და ბედნიერი ცხოვრებაა. ადამიანს არ აქვს ერთიანი წარმოდგენა იმაზე, როგორ გაატაროს ცხოვრება. ზოგს მიაჩნია, რომ ცხოვრება მოღვაწეობაში უნდა გაატარონ და თავისუფალ ცხოვრებას არ თვლიან ღირსეულად რადგან არაფრის მკეთებელი არც კეთილია და არც ბედნიერი, ზოგისთვის თავისუფალი ცხოვრებაა მთავარი. ორივე გარკვეული მიმართულებით სწორია, გარკვეულით არა. ერთნი იმაში არიან მართალნი, რომ თავისუფალი ადამიანის ცხოვრება ჯობია ბატონის ცხოვრებასაც, რადგან არაფერი ამაღლებული არაა იმაში, რომ რომ მონასთან გქონდეს საქმე. ისე ცხოვრებისეულ საკითხებზე განკარგულების გაცემას არაფერი აქვს საერთო მშვენიერთან, მაგრამ არაა სწორი ყოველგვარი ძალაუფლების დესპოტიასთან გაიგივება. მეორე მხრივ, უსაფუძვლოა უმოქმედობის მოღვაწეობაზე მაღლა დაყენება, რადგან ბედნიერება გულისხმობს სწორედ მოღვაწეობას. სამართლიანი და თავშეკევებული ადამიანის მოღვაწეობა ბევრ რამეს მშვენიერს შეიცავს. თუ ბედნიერად უნდა ჩაითვალოს კეთილი საქმე, ეს კი ასეა, მაშინ ყოველი სახელმწიფოს და ყოველი ცალკეული ადამიანისთვის საუკეთესო იქნება მოღვაწეობით X ცხოვრება, მაშასადამე, ცხადია, რომ საუკეთესო ცხოვრება თითოეული ადამიანისათვისაც და სახელმწიფოსთვისაც ერთი და იგივეა.

საკითხი უნდა დაისვას, სასურველ სახელმწიფოს რა მოთხოვნები უნდა წაეყენოს: საუკეთესო სახელმწიფო წყობა არ წარმოიშობა შესაბამისი გარემოებების გარეშე. ამიტომ ბევრი განხორციელებადი მოთხოვნა უნდა წამოვაყენოთ. მაგალითად, მოქალაქეთა რაოდენობისა და ტერიტორიის სიდიდის შესახებ. სახელმწიფოს არსებობის პირველი პირობაა მოქალაქენი და ისმის კითხვა, რამდენი უნდა იყოს ისინი და რა თვისებები უნდა ჰქონდეთ. ასევე კითხვა ისმის

Page 64: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

64

ტერიტორიის მიმართაც: თვლიან, რომ ბედნიერი სახელმწიფო მოცულობით დიდი უნდა იყოს. თუნდაც სწორი იყოს ეს მტკიცება, მათ არასწორად ესმით სახელმწიფოს სიდიდის ცნება. სახელმწიფოს სიდიდეს ისინი ზომავენ მოსახლეობის რაოდენობით, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს არა რაოდენობას, არამედ შესაძლებლობებს. დიდ სახელმწიფოდ უნდა ჩაითვალოს ის რომელსაც შეუძლია საუკეთესოდ განახორციელოს თავისი ამოცანები. თუ მოსახლეობის რაოდენობას ჩავთვლით სიდიდის მაჩვენებლად, მხედველობაში არ უნდა მივიღოთ მონები და მეტეკები, მხოლოდ მოქალაქენია სახელმწიფოს შემადგენელი. ღირსეულ მოქალაქეთა მრავალრიცხოვნება მართლაც უჩვენებს სახელმწიფოს სიდიდეს, მაგრამ სახელმწიფო, რომელშიც ბევრი ხელოსანია, ხოლო მძიმედ შეიარაღებულთა რაოდენობა ცოტაა, დიდად ვერ ჩაიოთვლება, ე.ი. არ არის ერთი და იგივე დიდი სახელმწიფო და ბევრი მოსახლეობით დასახლებული. კარგი წყობის სახელმწიფოები მოსახლეობას არც ამრავლებენ უზომოდ. ეს ლოგიკურადაც სწორია, სახელმწიფოში უნდა ბატონობდეს კანონი და წესრიგი. მრავალრიცხოვნობა კი გამორიცხავს ორივეს. სახელმწიფო არც ზედმეტად დიდი უნდა იყოს და არც ზედმეტად მცირე, ის საშუალო უნდა იყოს. მოსახლეობა იმდენი უნდა ყავდეს, რომ საკმარისი იყოს კეთილი ცხოვრების მოსაწყობად. ყველა უნდა იცნობდეს სხვის შესაძლებლობას და შეეძლოს განსაზღვროს, გამოდგება თუ არა თანამდებობაზე. ასეთივეა ტერიტორიის საკითხი. ის ტერიტორია მიზანშეწონილია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტებით მომარაგებას და თვითკმარია. თვითკმარობა კი გამოიხატება იმაში, რომ არაფერი აკლდეს, მოსახლეობას უნდა შეეძლოს იცხოვროს მოსვენებულად, თავისუფლად და თავშეკავებულად. ტერიტორია ძნელად მისადგომი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს მოხერხებული გასავალი, ამავე დროს, ადვილად დაცვადი უნდა იყოს. ქალაქი კარგად უნდა იყოს განლაგებული ზღვისა და სახელმწიფოს დანარჩენ ტერიტორიათა მიმართ. ქალაქი უნდა იყოს სახელმწიფოს ცენტრალური პუნქტი, რომლიდანაც ყველა მიმართულებით იქნება შესაძლებელი დახმარების გაწევა. ქალაქში ადვილად მისატანი უნდა იყოს მიღებული პროდუქტები, უნდა ქონდეს ახლოს ტყე. უნდა გაიზარდოს საზღვაო ჯარები. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარიც და იმის შესაძლებლობაც, რომ შიში მოგვაროს სხვებს, ასევე დაეხმაროს მეზობლებს როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე. არისტოტელე ამ შრომაში ავლენს გეოგრაფიულ დეტერმინიზმის გარკვეულ პრინციპებს. ის თვლის, რომ მოსახლეობის თვისებები გარკვეულად განსაზღვრეს გარემო პირებმა, მისი აზრით, ევროპაში ცივ კლიმატში მცხოვრები ტომები სიმამაცით აღსავსეა, სამაგიეროდ ნაკლები აქვთ ჭკუა და ხელოსნობის უნარი. სახელმწიფო ცხოვრებისთვის მზად არიან, მაგრამ მეზობლებზე ბატონობა არ შეუძლიათ. აზიის მცხოვრები კი ჭკვიანები არიან, ხელოსნობის უნარი აქვთ, მაგრამ მათ აკლიათ სიმამაცე. ამიტომ ისინი დაქვემდებარებასა და მონურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ელინს ორივე ახასიათებს, რადგან უკავია შუათანა ადგილი, მასში თავსდება სიმამაცე და გონებრივი უნარი, ამიტომ ინარჩუნებს თავისუფლებას, სარგებლობს საუკეთესო სახელმწიფო წყობით და ავლენს ბატონობის უნარს. იგივე შეინიშნება ელინთა ცალკეულ ტომებს შორის, რომ ბუნებით გონიერი და მამაცი უნდა იყოს ისინი, რომელნიც სათნოების აღქმის უნარს ავლენენ კანონისადმი დამორჩილებით. არისტოტელე იქვე განსაზღვრავს სახელმწიფოს. "სახელმწიფო მსგავს ადამიანთა ურთიერთობაა, რაც შეიძლება უკეთესი ცხოვრების მისაღწევად". /გვ. 603/ რადგან უმაღლესი სიკეთე ბედნიერებაა, ბედნიერება კი სრულყოფილი მოღვაწეობა და სათნოების გამოყენებაა, რადგან აღმოჩნდა, რომ ზოგი სათნოებას

Page 65: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

65

მეტად არის ნაზიარები, ზოგი ნაკლებად, ამან განაპირობა სახელმწიფოთა სხვადასხვა სახის წარმოშობა, სხვადასხვა წესით და საშუალებებით ქმნიან ადამიანები ცხოვრებას და სახელმწიფო წესის სხვადასხვა სახეობას.

არისტოტელე მიზნად ისახავს გაანალიზოს სახელმწიფოს ამოცანები. სახელმწიფოს ამოცანაა ადამიანის რჩენა, ხელოსნობის განვითარება, იარაღის წარმოება, ფულადი სახსრების მარაგის შექმნა, ზრუნვა რელიგიურ კულტურაზე, იმის გარკვევა, რა არის მოქალაქეთა ურთიერთობაში სამართლიანი და სასარგებლო. ყოველივე ეს სჭირდება ყველა სახელწიფოს. სახელმწიფო ისაა, რასაც თავისთავადი არსებობა შეუძლია და თუ ესენი, ან მათგან რომელიმე არ იქნება, არც თავისუფალი არსებობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ ამოცანათა შესაბამის ნაწილებს უნდა ქმნიდეს. სახელმწიფო უნდა შედგებოდეს მიწათმოქმედთაგან, ხელოსნებისგან, სამხედროებისგან, მდიდრებისგან, კულტის მსახურთაგან და იმ ადამიანებისაგან, ვისაც გამოაქვს დასკვნა იმაზე, თუ რა არის სამართლიანი მონაწილეობა შესრულებაში? ხომ შეიძლება ვივარაუდოთ, ერთ და იგივე იქნებიან მიწადმოქმედნიც, ხელოსნებიც, საბჭოს და სასამართლოს წევრებიც. შეიძლება თითოეულ მოვალეობას ცალკეული პირი ასრულებდეს, იმისდა მიხედვით, როგორაა ისინი განაწილებული, განსხვავდებიან სახელმწიფო წყობაშიც. რადგან საკითხად დგას საუკეთესო სახელმწიფო წყობა, ე.ი. ისეთი, რომლის დროსაც სახელმწიფო ყველაზე ბედნიერი იქნება, ბედნიერება კი სათნოების გარეშე არაა, ეს ნიშნავს რომ, საუკეთესო სახელმწიფოში, რომელშიც სამართლიანი ადამიანები ცხოვრობენ, არ უნდა ეწეოდნენ ხელოსნის და ვაჭრის მსგავს ცხოვრებას. ასეთი ცხოვრება მოკლებულია კეთილშობილებასაც და სათნოებასაც. ასეთი სახელმწიფოს მოქალაქენი არ უნდა იყვნენ მიწათმოქმედნიც, რადგან სათნოებისა და პოლიტიკური მორვაწეობისთვის მათ სჭირდებათ დასვენებაც. სხვა საქმეებსაც სხვადასხვანაირად უნდა აკეთებდნენ, რადგან განსხვავებული საქმეები განსხვავებულ უნარებს საჭიროებს. ერთთათვის საჭიროა განსჯადობა, მეორეთათვის ფიზიკური ძალა, ერთნი ახალგაზრდები უნდა იყვნენ, მეორენი ჭარმაგნი და ა.შ. სახელმწიფო წყობის შეცვლა დამოკიდებულია შეიარაღებულ ადამიანებზე, ამიტომ მათაც უნდა გაეწიოთ ანგარიში. სამხედრო საქმეთა მმართველობა უნდა განაწილდეს ახალგაზრდებსა და ჭარმაგებს შორის, მათ ხელში უნდა იყოს საკუთრებაც, მოქალაქენი შეძლებულნი უნდა იყვნენ. ხელოსნები და მიწათმოქმედნი არაა მოქალაქენი, მათი საქმიანობა სათნოებას არ ემსახურება. სახელმწიფოში ყველა ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ეს ეხება მოქალაქეებს. მიწათმოქმედნი და ხელოსნები უნდა იყვნენ მონები, ან ბარბაროსები. კულტის მსახურებიც მხოლოდ მოქალაქეები უნდა იყვნენ. მოქალაქეთა ფენა მხოლოდ ორ ნაწილად იყოფა: მეომრებად და განმკარგულებლებად, მაგალითად ისინი, ვინც ასაკის გამო ვერ ასრულებს მოვალეობას, გამოყენებული უნდა იყვნენ ქურუმებად. მიწათმოქმედნი და ხელოსნები უნდა იყვნენ სახელმწიფოში, მაგრამ ისინი სახელმწიფოს ნაწილს არ წარმოადგენენ. უკვე ნათელია რომ "სახელმწიფო უნდა გამოვაცალკევოთ მიწათმოქმედთაგან”./გვ. 606/ სახელწიფოს ტერიტორია უნდა დაიყოს ორ ნაწილად: საერთო სარგებლობაში მყოფად და კერძო სარგებლობაში. თითოეული უნდა დაიყოს ორ ნაწილად: საერთო სარგებლობის მიწათა ერთი ნაწილი სისიტიებისათვის, კერძო ნაკვეთების ერთი ნაწილი უნდა იყოს საზღვართან, მეორე ქალაქში, რათა ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს ორი ნადელი. ამით დაცული იქნება თანასწორობაც და სამართლიანობაც. ყველაფერს

Page 66: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

66

სჯობია მიწის მხვნელი მონები იყვნენ ან კიდევ ბარბაროსი მეტეკები. მონები უნდა იყოს კერძოც და საერთოც.

არისტოტელე განსაკუთრებულ მოთხოვნას უყენებს ქალაქში მშენებლობას მასში გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეთა არსებობის აუცილებელი პირობები, ასეთი ოთხი პირობაა: 1. უმთავრესია ჯანმრთელობა. ყველაზე ჯანმრთელია აღმოსავლეთისაკენ მიმართული ქალაქები, ქარიც იქედან ქრის. მეორეა ქალაქები, რომლებშიც ჩრდილოეთიდან ქრის ქარი, მათში ზამთარი რბილია.

2. გათვალისწინებული უნდა იქნეს პოლიტიკური და სამხედრო საქმის ხელშემწყობი პირობები. ომის დროს ქალაქიდან გამოსვლა მოხერეხებული უნდა იყოს, მტრისთვის კი ძნელად მისაწვდომი. ქალაქი რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მარაგდებოდეს წყლით და დიდი ნაკადულებით, თუ ამის საშუალება არაა, წვიმის წყლის შესანახად უნდა იყოს დიდი ცისტერნები, რათა ალყის დროს წყალი არ მოაკლდეთ.

3. ქალაქში უნდა მოეწყოს პროდუქტებისა და წყლის მომარაგება, დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის რას ვჭამთ და ვსვამთ, სასმელი წყალი უნდა გამოიყოს სხვა წყლებისაგან.

4. ქალაქში შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი გამაგრებული ადგილი, აკროპოლი კარგია ოლიგარქიისა და მონარქიისათვის. არისტოკრატიას სჭირდება რამდენიმე გამაგრებული ადგილი, დემოკრატიას ყველა ნაწილთა ერთიანი გამაგრება. სახლები ლამაზად გამოიყურება, როცა ქუჩები სწორია, მაგრამ ომის შემთხვევაში მიხვეულ-მოხვეული სჯობია, მოწინააღმდეგეს გაუჭირდება ქალაქში ორიენტირება, ამიტომ ქალაქი უნდა ათავსებდეს ორივე დაგეგმარებას. კულტის და დიდებულთათვის გათვალისწინებულ სისიტიათა ნაგებობები უნდა იყოს ერთად და თანაც უფრო გამაგრებულ ადგილზე, მათ ქვემოთ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს თავისუფალი მოედანი, ის ადგილი თავისუფალი უნდა იყოს საქონლისაგან, ხელოსანს არ უნდა ჰქონდეს იქ ფეხის დადგმის უფლება, თუ წარჩინებულნი არ გამოიძახებენ. ამ ადგილზე შეიძლება მოთავსდეს გიმნაზიები უფროსთათვის, ისინი ახლოს იქნებიან წარჩინებულებთან, მეტ მორიდებასა და სირცხვილს გამოიჩენენ. ამ მოედნიდან გამოცალკევებით უნდა იყოს სავაჭრო მოედანი. მისი მდებარეობა ისეთი უნდა იყოს, რომ საქონლის მიტანა ადვილად შეიძლებოდეს, კულტის მსახურთა სისიტიებიც საკულტი შენობებთან ახლოს უნდა იყოს. თავისუფალ მოედანთან ახლოს უნდა იყოს მოსამართლეთა სამუშაო ადგილი, გარდა ამისა უნდა იყოს დასვენების მოედანიც, ამავე წესით უნდა განაწილდეს სახელმწიფო ტერიტორიაც.

და ბოლოს, არისტოტელე გადადის სახელმწიფოს წყობაზე. რა ნაწილებისგან უნდა შედგეს სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ბედნიერი და მშვენიერი წყობა. ეს დამოკიდებულია ორ გარემოზე. მოღვაწეობის ამოცანის და საბოლოო მიზნის სწორი დადგენა, მეორე – იმ საშუალებათა გამონახვა, რომელსაც მივყავართ საბოლოო მიზნისაკენ. იშვიათად ხდება ორივეს მიღწევა, ზოგჯერ მიზანი სწორადაა განსაზღვრული, მაგრამ საშუალებანი არაა შერჩეული, ზოგჯერ საშუალებანი კია, მაგრამ მიზანი არაა ნათელი. ყველა ესწრაფვის კეთილდღეობას და ბედნიერებას. მაგრამ ყველას როდი შეუძლია მათი მიღდწევა. ზოგჯერ ბედნიერებას არასწორად ეძებენ, ამიტომ

Page 67: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

67

უნდა გავაანალიზოთ, რა არის ბედნიერება, ეს ჩვენ გავაკეთეთ "ეთიკაში", თუ ეს ნაშრომი რაიმეში გამოსადეგია. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ბედნიერება არის სათნოების სულისკვეთებით მოღვაწეობა და სათნოების სრულყოფილი გამოყენება. სრულყოფილში თავისთავად მშვენიერი იგულისხმება, მისი საპირისპიროა ე.ი. აუცილებელია, მაგალითად, სამართლიანი დასჯა სათნოების აქტია, მაგრამ აუცილებლობით გამოწვეული მშვენიერი მასში ამ უცილებლობის ძალითაა /ხომ აჯობებდა, რომ არ იყოს ასეთი ზომები საჭირო/, ხოლო დიდებისა და კეთილდღეობისაკენ მიმართული მოქმედებანი უმშვენიერესია სრული აზრით. პირველი მოქმედებანო ბოროტების გამარჯვებას ემსახურება, მეორე სიკეთეთა შექმნას. ბედნიერების მიზეზს ეძებენ გარეგან ფაქტორებში, ეს ისეთივე შეცდომაა, როგორც საუკეთესო მუსიკალური შესრულების მიზეზად ინსტრუმენტის გამოცხადება.

სახელმწიფოს სათნოება ვლინდება მმართველობის მონაწილე ადამიანთა სათნოებით. ჩვენს სახელმწიფოში კი ქალაქი იღებს მონაწილეობას მმართველობაში, ამიტომ უნდა განვიხილოთ, როგორ ხდება ადამიანი სათნო. შეიძლება ყველა იყოს სათნო, მაგრამ არა ყოველი ცალკეული, უკეთესია ყოველი ცალკეული იყოს სათნო და ეს იქნება ყველას სათნოების პირობა. ადამიანებს კარგსა და სათნოს ხდის სამი ფაქტორი: ბუნება, ჩვევა და გონება. უნდა დაიბადო ადამიანად და გექნება სხეულებრივი და გონითი თვისებები. ადამიანში სამივე ფაქტორი: ბუნება, ჩვევა და გონება ჰარმონიაში უნდა იყოს.

ყოველი სახელმწიფო ურთიერთობა გაბატონებულთა და დაქვემდებარებულთა ურთიერთობაა, ამიტომ უნდა განხილულ იქნას მთელი ცხოვრება, ერთი და იგივე უნდა იყოს გაბატონებული და დაქვემდებარებული, თუ არა ამ საკითხის გადაწყვეტაზე დამოკიდებული აღზრდის მიმართულებაც. ადამიანებს შორის ისეთივე განსხვავება რომ იყოს, როგორც ღმერთებსა და ადამიანებს, ან როგორც ადამიანებსა და გმირებს შორისაა, მაშინ უკეთესი იქნებოდა ერთი და იგივე ყოფილიყო ყოველთვის გაბატონებული და დაქვემდებარებული, მაგრამ რადგან ეს ასე არ არის, ამიტომ რიგრიგობით იბატონონ და დაექვემდებარონ. ისიც უეჭველია, რომ გაბატონებული უნდა განსხვავდებოდეს დაქვემდებარებულისაგან, ბუნებამ დააწესა ეს განსხვავება, მაგალითად, ჭარმაგებსა და ახალგაზრდებს შორის, ამიტომ ახალგაზრდები უნდა ექვემდებარებოდნენ ჭარმაგებს, ამიტომ შეიძლება ისიც ვამტკიცოდ, რომ ერთი და იგივე ბატონობდნენ _ ექვემდებარებოდნენ და ისიც რომ ერთი და იგივენი არ ბატონობდნენ. ამიტომ აღზრდა ერთი და იგივე უნდა იყოს და განსხვავებულიც. ამბობენ, ვისაც ბატონობა უნდა მან ჯერ დაქვემდებარება ისწავლოსო. ყოველივე ძალაუფლება ემსახურება გაბატონებულის ან დაქვემდებარებულის ინტერესებს. პირველ შემთხვევაში მხედველობაში გავქვს ბატონობა მიწაზე, მეორეში ძალაუფლება თავისუფალ ადამიანზე.

ადამიანის სული იყოფა ორ ნაწილად: ერთს აქვს გონება თავისთავად, მეორეს არა, მაგრამ აქვს გონებისადმი დაქვემდებარების უნარი. ადამიანი კარგად ითვლება იმდენად, რამდენადაც ეს ორი სათნოება აქვს. უპირატესობის მქონეა გონება. გონება ორგვარია _ პრაქტიკული და თეორიული. ადამიანის ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად _ საქმიანობად და დასვენებად, ომად და მშვიდობად. ადამიანის საქმიანობა მიმართულია ნაწილობრივ აუცილებლობასა და სასარგებლოზე,

Page 68: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

68

ნაწილობრივ _ მშვენიერზე. ერთი არსებობს მეორისთვის, ომი მშვიდობისთვის, საქმიანობა _ დასვენებისთვის. აუცილებელი და სასარგებლო მშვენიერისთვის. უმაღლესი საქმიანობა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში ერთი და იგივეა. სამხედრო ვარჯიშობანი უნდა იყოს ზრუნვის საგანი, არა იმისთვის, რომ დაიმონონ ისინი, ვინც ამას არ იმსახურებენ, არამედ იმისთვის, რომ თვითონ არ მოხვდნენ სხვის მონობაში, რათა ესწრაფებოდნენ ჰეგემონიას დაქვემდებარებულთ სასარგებლოდ და არა ყველაზე დესპოტური ძალაუფლების მისაღწევად. და ბოლოს, ისინი უნდა ესწრაფებოდნენ დესპოტურ ძალაუფლებას მონებზე, რასაც მონები იმსახურებენ. არ შეიძლება მთლიანად ომზე ორიენტირება, ვინც მხოლოდ ომზე ორიენტირდება, ის მშვიდობიანობის დროს მარცხდება, რადგან ადამიანებისთვის საბოლოო მიზანი როგორც სახელმწიფო, ისე პირადულ ცხოვრებაში ერთი და იგივეა და რადგან საუკეთესო ადამიანს და საუკეთესო წყობას ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, უნდა არსებობდეს დასვენებისთვის საჭირო სათნოებანი, რადგან ომის საბოლოო მიზანი მშვიდობაა, საქმიანობისა _ დასვენება. სათნოებათაგან დასვენებისთვის სასარგებლო და ბედნიერებისთვის გამოსაყენებელია ისინი, რომელნიც მიესადაგება, როგორც დასვენებას, ისე საქმიანობას. სიმამაცე და ამტანობა საჭიროა შრომითი ცხოვრებისთვის, ფილოსოფია დასვენებისთვის, თავშეკავება და სამართლიანობა ორივე ვითარებაში. /გვ. 619/

კანონმდებლის პირველ საზრუნავად პლატონის მსგავსად არისტოტელეც საქორწინო კანონმდებლობას აცხადებს, კერძოდ, იმის დადგენას, როდის უნდა დაქორწინდნენ და რა თვისების ადამიანები. მექორწინეები ერთმანეთის შესაფერისნი უნდა იყვნენ ასკით და პოტენციით. სხვაგვარად ისე გამოვა, რომ ერთს ექნება შვილოსნობის უნარი, მეორეს _ არა. რაც იწვევს განხეთქილებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამაკაცისთვის ჩასახვის უნარი 40 წლით განისაზღვრება, ქალისა 50 წლით, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ქორწინების ასაკი. ბავშვთა შორის თვალსაზრისით ახალგაზრდების დაქორწინება არაა ხელსაყრელი, მათი ბავშვები სუსტები იქნებიან, თანაც მდედრობითი სქესის და დაბალი. ასეა ეს იმ ქვეყნებში, სადაც საქორწინო ასაკი დაბალია და ასეა ცხოველებშიც. მიზანშეწონილია ქალები თხოვდებოდნენ 18 წლის ასაკში მამაკაცები კი ცოლს ირთავდნენ 37 წლის ასაკში ან უფრო ადრე. ქორწინების დროდ ზამთარი ჯობია, ფეხმძიმე ქალები უნდა ზრუნავდნენ საკუთარ სხეულზე, უსაქმოდ არ უნდა იყვნენ, იკვებებოდნენ მდიდარი საჭმლით, ფიზიკურის საპირისპიროდ მათი სულიერი ცხოვრება უნდა იყოს მშვიდი, ინვალიდები არ უნდა აღიზარდოს. შობადობა უნდა იყოს ნორმირებული, ამ მიზნით გამოყენებული უნდა იყოს აბორტი, სანამ ჩანასახი გასულიერდება, შობადობის ასაკიც ნორმირებული უნდა იყოს, არც მოუმწიფებელი და არც გადამწიფებული ქალის ბავშვები არ ვარგა. ადამიანის აყვავების პერიოდად უნდა მივიჩნიოთ 50 წელი, ამ ასაკის 5 წლით გადაცილებულმა უარი უნდა თქვას ბავშვის შობაზე, მაგრამ არა სქესობრივ კავშირზე, მხოლოდ სხვა მიზნით. რაც შეეხება ცოლქმრობის გარეთ სქესობრივ კავშირებს, ეს მიუღებელია, დამრღვევი უნდა დაისაჯოს. და რაც შეეხება აღზრდას და ლიტერატურული ნაწარმოებების როლს ამ აღზრდაში, ეს პედონომების /მასწავლებლების/ საქმეა, თამაშები უნდა იყოს მიბაძვა მომავალ სერიოზულ საქმეთა, როგორც ჩანს, არისტოტელესთან აღზრდა არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც პლატონთან. ყოველ შემთხვევაში ეს მიჩნეული იყო მოსამსახურეთა საქმედ და არა სახელმწიფო

Page 69: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

69

მოხელეთა. არასტოტელეს მტკიცებით კანონმდებელმა უნდა აკრძალოს ბილწსიტყვაობა, რადგან მისგან აღმოცენდება ცუდი ქცევის სურვილი, გარკვეულ ასაკამდე კრძალავს უხამსი სურათების და წარმოდგენების ჩვენებას. სისიტიებისა და სუფთა ღვინის დალევის ასაკამდე კომედიების დეკლამირებასაც არ უნდა დავასწროთ. ადამიანებს ყველაზე მეტად უყვართ მათი პირველი შთაბეჭდილებანი, ამიტომ ახალგაზრდობა უნდა დავიცვათ ცუდთან შეხებისაგან, სიძულვილის გამომწვევი კავშირისაგან. აღზრდა ორ ასაკად უნდა დაიყოს: შვიდი წლიდან სქესობრივ სიმწიფემდე და სქესობრივი სიმწიფიდან 21 წლამდე. განსახილველია, უნდა იყოს თუ არა წესები ბავშვებისათვის, უფრო სასარგებლოა მათი აღზრდა დავაკისროთ სახელმწიფოს, თუ კერძო პირებს? და რაში უნდა მდგომარეობდეს მათზე ზრუნვა?

წიგნი VIII

კანონმდებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ახალგაზრდობის აღზრდას. ყველა ხელოვნება და უნარი საქმიანობაში გამოყენებისათვის საჭიროებს წინსწარ აღზრდას და დასწავლას. ყოველივე ეს აუცილებელია სათნოების სულისკვეთებით მოღვაწეობისათვის, რადგან სახელმწიფოს ერთი მიზანი აქვს, აღზარდაც ერთნაირი უნდა იყოს, თანაც საზოგადო უნდა იყოს და არა კერძო. მოქალაქენი ეკუთვნიან სახელმწიფოს და ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს აღზრდაზე, უნდა იყოს კანონები აღზრდაზე. ის უნდა იყოს საერთო, როგორც ეს არის ლაკედემონელებთან, უნდა განისაზღვროთ რა არის აღზრდა და როგორ განვახორციელოთ. დღეს სადაოა, რაში უნდა მდგომარეობდეს აღზრდა და რა უნდა განვავითაროთ ბავშვებში – გონება თუ ზნეობა. რაში ვავარჯიშოთ ბავშვები, პრაქტიკულად გამოყენებაში, სათნოებაში, თუ აბსტრაქტულ ცოდნაში? არც ისაა გარკვეული, რას მივყავართ სათნოებასთან. უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ის საგნები, რომლებიც აუცილებელია და არა ყველა. სასწავლო პროცესი იყოფა ორად, თავისუფალ შობილთა შესაბამისად და თვისუფლებას მოკლებულთათვის. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ადამიანი ხელოსნობის შემსწავლელ სფეროში არ უნდა მოღვაწეობდეს. სწავლების ჩვეულებრივი საგანი ოთხია: გრამატიკა, ე.ი. წერა-კითხვა, მუსიკა, გიმნასტიკა და ხანდახან ხატვა. გრამატიკა და ხატვა ისწავლება როგორც პრაქტიკულად გამოყენებადი, გიმნასტიკა სიმამაცის განსამტკიცებლად. მუსიკა კი დასვენების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ მხოლოდ სიამოვნებისთვის არ უნდა დავთმოთ იგი. საკითხი ისმის, რით შევცვალოთ თავისუფალი დრო. რასაკვირველია, არა თამაშით, თუმცა თავისუფალი დრო აქვს სიამოვნებასაც, ბედნიერებასაც, ნეტარებასაც. ადამიანთა მიზანი ბედნიერებაა და ის უკავშირდება სიამოვნებას. უნდა ავღნიშნოთ, რომ მუსიკა ჩვენი თავისუფალი დროის, თუ მოცალეობის შემავსებელია, მაშასადამე, არის ისეთი აღზრდა, რომელიც არა მარტი პრაქტიკულად სასარგებლოა, არამედ თავისუფლად შობილი ადამიანისათვის ღირსეულია და თავისთავად მშვენიერია. საერთოდ ყველაფერში სარგებლიანობის ძიება არაა თავისუფალი ადამიანების დამახასიათებელი და ღირსების მაჩვენებელი. ჩვევების განვითარება წინ უნდა უსწრებდეს გონების განვითარებას, ისე როგორც ფიზიკურს სულიერი.

ბავშვები არ უნდა დატვირთონ არც ფიზიკურად, არც გონებრივად, არც საკვებით.

Page 70: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

70

კვლავ ისმის კითხვა: მუსიკა უნდა შედიოდეს თუ არა სააღმზრდელო საგნებში და რა მნიშვნელობა აქვს მას. მუსიკა აღზრდის საგანია, გართობა თუ დროსტარება. არისტოტელეს პასუხი – სამივეა და სამივეში მონაწილეობს. მუსიკა უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ აღზრდის, არამედ გაწმენდის, კათარზისის და დროსტარების მიზნითაც.

/ლათინურ ენაზე "პოლიტიკის" მთარგმნელის ვილჰელმ ფონ მერბეკეს/

/მე-12 საუკუნეს შეუნიშნავს: "ამ შრომის გაგრძელება მე ჯერაც ვერ ვპოვე ბერძნულ დედანში". უნდა ვიგულისხმოთ, რომ შრომა არ ყოფილა დასრულებული/.

კონფლიქტის სოციოლოგიის საწყისები არისტოტელესთან

კონფლიქტის სოციოლოგია

როგორც აღვნიშნეთ, პლატონის და არისტოტელეს როლი სოციოლოგიის დაფუძნების საკითხში განსხვავებულია. ანალოგიურ სურათს იძლევა მათი როლის ანალიზი კონფლიქტის გააზრების საკითხში. პლატონის თეორია მიზნად კონფლიქტების აღმოფხვრას ისახავდა, მისი იდეალური სახელმწიფო უკონფლიქტო, მშვიდობისმოყვარული და წონასაწორობაზე დამყარებული უნდა ყოფლიყო. ამისთვის ხელი კონფლიქტის მიზეზად მიჩნეულ კერძო საკუთრების და ოჯახის გაუქმებას, ყველაფრის სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებას უნდა შეეწყო, ამდენად, პლატონს არსებითად კონფლიქტების ანალიზი არც მოუცია. არისტოტელე უფრო რეალისტურად მიუდგა საქმეს. მან გააცნობიერა, რომ რეალურად ვერც ერთი საზოგადოება ვერ აღმოფხვრის კონფლიქტებს და აბსოლუტურ წონასწორობაზე არ დაფუძნდება, ამიტომ მან ამოცანად კონფლიქტების თეორიული ანალიზის მოცემა დაისახა, მათი ხელშემწყობი პირობების, მიზეზების, მათგან გამომდინარე შედეგების და მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობების დადგენა დაისახა მიზნად. არისტოტელე პირველია, ვინც კონფლიქტებზე ასეთი სისტემური რეფლექსია მოახდინა, ამიტომ თანამედროვე სოციოლოგიაში სადავოდ გამხდარი პრობლემა – სად იწყება კონფლიქტოს სოციოლოგია – ზიმელთან, რომელმაც პირველად გამოიყენა ეს ტერმინი, თუ მარქსთან, რომელმაც გამორიცხა წონასწორობა და საზოგადოების განვითარებას საფუძვლად კონფლიქტი დაუდო, თუ უფრო ადრე რენესანსის ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში მაკიაველთან მაინც და ან კიდევ იქნებ ანტიკურობაში, - ალბათ ეს უკანასკნელი ვარიანტი ყველაზე უფრო შეესაბამება სინამდვილეს. ჰერაკლიტე - არისტოტელეს ნააზრევიდან გამომდინარე, პირველი გულუბრყვილო ფორმით, მეორე კი ცნობიერი რეფლექსიით, ქმნიან მოძღვრებას სოციალური კონფლიქტების შესახებ. არისტოტელე კონფლიქტის ორ ძირითად ფორმას განასხვავებს : სახელმწიფოს შიდა და გარეგანი კონფლიქტები. მისთვის მთავარია, შინაგან კონფლიქტებს გაუკეთოს ანალიზი. არისტოტელე ხედავს, რომ ყოველ სახელმწიფო წყობას მისთვის დამახასიათებელი კონფლიქტები სდევს თან, ამიტომ კონფლიქტის ანალიზს ყოველთვის სახელმწიფო წყობის კონკრეტულ ანალიზთან აკავშირებს. საერთოდ კონფლიქტები იმათ შორისაა, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს. ეს ეხება ქონებას, მდგომარეობას, თანამდებობას. თუ სხვა. მქონებელნი და უქონელნი ებრძვიან ერთმანეთს იმისა გამო, რომ ვისაც აქვს, მას არ სურს იმისი დაკარგვა, რაც აქვს, ხოლო ვისაც არა აქვს, მას სურს მოიპოვოს, რაც აკლია. ყველა

Page 71: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

71

შემთხვევაში ეს კონფლიქტები სახელმწიფოში მიმდინარეობს და მათგან ყველაზე მთავარია სახელმწიფო მასშტაბის კონფლიქტები, რომელნიც სახელმწიფო მმართველობის რეჟიმის გადატრიალებას ისახავენ მიზნად. არისტოტელეს `პოლიტიკის~ მეხუთე წიგნი შეიძლება კონფლიქიტის სოციოლოგიის პირველ ნიმუშად ჩაითვალოს. არისტოტელე კონფლიქტის შვიდ მიზეზს ასახელებს, თანაც ისე, რომ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ მიზეზთა გვერდით, ადგილს ისეთი ფსიქიკური მიზეზები, განცდები, გრძნობები პოულობს, როგორიცაა: სიძულვილი, სიყვარული, შური, შეუთავსებლობა და სხვა. ისინი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანან, მაგრამ მეტად არსებითი შედეგების მქონე კონფლიქტის საწყისებად გვევლინებიან, იმდენად, რომ არისტოტელე მცირე მიზეზებისა და დიდი შედეგების თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, მისი აზრით, სოციალური გადატრიალებანი შეიძლება პირად სიძულვილზე, ან შურისძიების გრძნობაზე იყოს დამყარებული. მისთვის მთავარია, გაანალიზოს, რა მიზეზებით ხდება სახელმწიფო გადატრიალებანი, რამდენია და რა ხასიათისაა, თითოეული სახელმწიფოს წყობა რა დამანგრეველ საწყისს შეიცავს, რომელი წყობა რომელში გადადის, დაცვის რა საშუალებანი გააჩნია სახელმწიფოს და რა ინახავს მას. სახლმწიფო გადატრიალებას ახდენენ იმის გამო, რომ მმართველობაში ყველა ვერ ღებულობს მონაწილეობას. გადატრიალების ხასიათი უნდა განისაზღვროს იმით, რა მიზანს ისახავს. შესაბამისად გადატრიალება ორი სახისაა: ერთ შემთხვევაში მიზანი სახელმწიფო წყობის შეცვლაა, მეორეში ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. არისტოტელეს აზრით, გადატრიალება შეიძლება სახელმწიფო წყობის შეცვლას, ან განმტკიცებას ისახავდეს მიზნად. შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ ცვლიდეს გადატრიალება სახელმწიფო წყობას, ჯანყისა და აღშფოთების მიზეზი ძირითადად უთანასწორობაა, მიზანი კი თანასწორობის მიღწევა. თანასწორობა ორი სახისაა, რაოდენობრივი და ღირსების მიხედვით. მთავარია ღირსების მიხედვით თანასწორობა. იმისთვის, რომ გავარკვიოთ სახელმწიფო გადატრიალება და მისი მიზეზები, უნდა ვიცოდეთ ძირითადად სუბიექტების განწყობილება, რისთვის და რა მიზნით ხდება ან მოგებისა და დიდების მოსაპოვებლად, ან კიდევ რაიმეს დაკარგვის შიშით, მაგალითად მოქალაქეობის დაკარგვა თუ ემუქრებათ, ან გადასახადების გადახდა არ უნდათ. არისტოტელეს აზრით, აჯანყების და გათიშვის შვიდი და მეტი მიზეზი არსებობს. ერთ შემთხვევაში ჯანყდებიან მოგებისა და პატივის მისაღებად, მეორეში იმის გამო, რომ ვისაც აქვს, უსამართლოდ მოპოვებულად მიაჩნიათ. ასეთივე მიზეზებია აგრეთვე თავდასხმა, შიში, უპირატესობა, სიძულვილი, შური, გამოწვეული ზედმეტი დაწინაურებით, სხვადასხვა ხასიათის ხრიკები, აბუჩად აგდება, დამცირება, ხასიათთა განსხვავებულობა და სხვა. არეულობის წყარო შეიძლება მოსახლეობის არაერთგვაროვნება იყოს. პლატონთან ერთად არისტოტელესაც მიაჩნია, რომ სახელმწიფი მონოეთნიკური უნდა იყოს, მასში ნაკლებია კონფლიქტების შესაძლებლობა. ისე კონფლიქტის საფუძვლად შეიძლება გეოგრაფიული გარემოც გამოდგეს, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორია განსხვავებულია მდებარეობით, ნაყოფიერებით, ყველას უნდა ნაყოფიერ მიწაზე და სახელმწიფოს ცენტრში ცხოვრობდეს, ესეც კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზია. თვითონ კონფლიქტი წვრილმანების გამო არხდება, მაგრამ შეიძლება წვრილმანებიდან დაიწყოს და შემდეგ კი გათიშულობამ სახელმწიფო ზომები მიიღოს. არისტოტელეს მაგალითად მოაქვს სირაკუზაში ორი მაღალი თანამდებობის პირის კონფლიქტი, როცა ერთი გაემგზავრება სხვა ქალაქში, მეორემ მისი საყვარელი გადმოიბირა, დაბრუნებულმა რომ გაიგო ეს ისტორია, მეტოქის ცოლთან დაიკავა კავშირი, რამაც მთელი თემის გათიშვა გამოიწვია.

Page 72: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

72

სახელმწიფოში გათიშვის საფუძველი შეიძლება ძმებს შორის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაც გახდეს, სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი აგრეთვე რომელიმე ორგანოს, ან პიროვნების განსაკუთრებით დიდი პოპულარობაც ხდება. არეოპაგის დიდებამ სპარსეთის ომების დროს გათიშვა გამოწვია. ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალების მიზეზთა ზოგადი დახასიათება. მაგრამ არისტოტელე უფრო შორს მიდის თავის ანალიზში და აჩვენებს, სახელმწიფოს თითოეულ ტიპში რა იწვევს გადატრიალებას. დემოკრატიულ სახელმწიფოში დემაგოგების ყოლისშემძლეობას მიიჩნევს გადატრიალების მიზეზად. ხალხის მასებს აჯანყებენ მდიდრების წინააღმდეგ და ამით მდიდრებს აიძულებენ, დაიკავონ მათი საწინააღმდეგო პოზიცია. დემოკრატიაში გადატრიალება დემაგოგების გზით ტირანიას იძლევა. ტირანთა უმრავლესობა უმრავლესობა დემაგოგებია. ასევე თავისი მიზეზი გააჩნია გადატრიალებას ოლიგარქიაში, სულ მცირე ორი მიზეზი მაინც არის ოლიგარქების მიერ ხალხთა მასების შევიწროება და ოლიგარქთა წრეში უთანხმოება. ისე სხვა მიზეზებიც არის ოლიგარქიაში გადატრიალებისათვის, გამომდინარე ოლიგარქიის ბუნებიდან. როცა ძალაუფლება მცირეთა ხელში კონცენტრირდება, მაშინაც როდესაც ოლიგარქები გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან და ქონებას ფლანგავვენ. ოლიგარქები თავის ხალხს არ ენდობიან და დაქირავებულებს აიარაღებენ, ამიტომ კონფლიქტი წარმოიშობა, ასევე ოლიგარქებსა და მათ დამცველებს შორის, ეს უკანასკნელნი ცდილობენ თვითონვე ჩაიგდონ ძალაუფლება. კონფლიქტის საკმაო საფუძველი არსებობს მოსახლეობასა და ოლიგარქების მიერ დაქირავებულ დამცველებს შორის. ოლიგარქია იღუპება დესპოტურობის გამო, ამას გარეგანი მიზეზებიც ემატება. არისტოტელე ყველა ფორმის მიამრთ განიხილავს მისი ნგრევის და მასში კონფლიქტის საფუძვლებს. ამავე დროს,, ცდილობს კონფლიქტის ანალიზში კონფლიქტიდან თავის დაღწევის გზების ძიებაც მოაქციოს, მისი აზრით, თუ ვიცით სახელმწიფოს დამღუპველი მიზეზები, მისი გადამრჩენიც გვეცოდინება. პირველ რიგში სახელმწიფოს გადამრჩენიც. პირველ რიგში სახელმწიფოს გადამრჩენია სამართალდარღვევათა აღკვეთა, ან მინიმუმამდე დაყვანა, ამის გარეშე სახელმწიფოში წონასწორობის შენარჩუნება შეუძლებელია, სამართალდარღვევანი შეუმჩნევლად არღვევენ სახელმწიფოს. ისე როგორც წვრილმან დანახარჯებში შეიძლება გაიფლანგოს დიდი ქონება, სახელმწიფოც იფლანგება სამართალდარღვევებში. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გადაარჩენს შიში, რომელშიც გაცნობიერებული იქნება მისი დაღუპვის მოახლოება. ეს შიში აფხიზლებს სახელმწიფოს და აიძულებს, საშიშროებათა მიმართ ღონისძიებანი დასახოს. სახელმწიფოს შემნარჩუნებელ საშუალებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო წყობილების სულისკვეთებით აღზრდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ იკავებს უმაღლეს თანამდებობას. მმართველს სამი თვისება მაინც უდნა ახასიათებდეს: პირველი, თანაუგრძნობდეს ასრებულ სახელმწიფო წყობილებას, მეორე, შეეძლოს თანამდებობრივი მოთხოვნების შესრულება და მესამე, გამორჩეოდეს სათნოებითა და სამართლიანობით. აქვე არისტოტელე განიხილავს მონარქიის დამანგრეველ კონფლიქტებს და მათგან თავი დაღწევის პირობებს. არისტოტელე ერთმანეთს უპირისპირებს მონარქიას და ტირანიას, თუმცა ტირანიის წყაროდ შეიძლება მეფის ხელისუფლება ხდებოდეს, მაგრამ ტირანიისა და მეფის მიზნები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ტირანს საზოგადოებრივი ინტერესები ყურადღების გარეშე რჩება, ის მხოლოდ საკუთარი სარგებლობისთვის იბრძვის, მეფე კი ვალდებულია, დაიცვას მესაკუთრეთა და ხალხის ინტერესებიც. ტირანი სასიამოვნოს ელტვის, მეფე მშვენიერს, ამიტომ პლატონისაგან განსხვავებით არისტოტელე ტირანის გაკეთილშობილებას გამორიცხავს. რაც შეეხება

Page 73: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

73

მონარქიაში გადატრიალების მიზეზებს, ის რესპუბლიკაში ასეთსავე მიზეზებს ემთხვევა, ესაა: განაწყენიანება, შიში სიძულვილის გამო, ხოლო მიზანია სიმდიდრე და დიდება. ერთ შემთხვევაში თავს ესხმიან მეფის პიროვნებას, მეორეში მის ძალაუფლებას. მეფის ხელისუფლების გადატრიალების მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ის ბაძავს ტირანს, ან კიდევ ისიც, რომ მეფის ოჯახის წევრებს შორის შუღლი ჩამოვარდება. რაც შეეხება მეფის ხელისუფლების შენარჩუნებას, პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს მეფის უფლებების შეზღუდვით, რაც უფრო ნაკლებ დესპოტურია და ნაკლებად იწვევს ქვეშევრდომთა შურს, მით უფრო დიდხანს რჩება მეფე. ყველაზე მეტი საფუძველი კონფლიქტისათვის ტირანიაში არსებობს. ტირანიას განმსჭვალავს სიძულვილი. ტირანი თავისი მიზნებით ყოველთვის მასების და მდიდრების საპირისპირო პოზიციას იკავებს, იმდენად, რომ ის საკუთარ ხალხს არ ენდობა და დაქირავებული დაცვა ჰყავს. ტირანიაში, არისტოტელეს აზრით, თავმოყრილია დემოკრატიის და ოლიგარქიის ბოროტებანი, ოლიგარქიიდან გამდიდრების მიზანს და ხალხის მასებისადმი უნდობლობას, დემოკრატიიდან – კეთილშობილებთან დაპირისპირებას იღებს. ტირანთა თავხედობა აუტანელი ხდება, როგორც ხალხისთვის, ისე კეთილშობილებისთვის, ტირანთა მოდგმის თანამგზავრი სიძულვილია. ტირანია იღუპება, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მიზეზებით. ტირანები მოქალაქეებში მტრობას თესავენ, რათა უნდობლობამ დაისადგუროს. ქვეშევრდომნი სიღარიბეში ჰყავთ, რათა ყოველდღიური არსებობისთვის ზრუნვით იყვნენ დაკავებული და ამბოხებისთვის ვერ მოიცალონ. პირამიდებიც იმიტომ გააშენეს, რომ ხალხი დაეკავებინათ. სპეციალურად ომებში ებმებიან, რათა ყურადღება მათზე გადაიტანონ და აიცილონ გადატრიალებანი. დიდი გადასახადებს აწესებენ, რათა მათ გასტუმრებაზე ზრუნვამ დააკავოს ადამიანები. ტირანი ნერგავს სულმოკლეობას, უნდობლობას, ხალხს პოლიტიკურ ენერგიას ართმევს, პირმოთნეებს ამრავლებს და ამ გზით ინარჩუნებს არსებობას. ტირანიისთვის არსებობის შენარჩუნება ძნელია, მაგრამ არის გარკვეული პირობები, რომლებიც გაახანგრძლივებენ მის არსებობას, ამისთვის ტირანმა ხალხის დასანახად მაინც არ უნდა მოაწყოს ორგიები, ითამაშოს სახელმწიფოსადმი მზრუნველის როლი, ხელი შეუწყოს რელიაგიას და ისე დააწინაუროს თანამდებობაზე ადამიანები, რომ ისინი ტირანიის დამხობიდან მეტს არ მოელოდნენ. თუ ვინმეს აწინაურებს, განსაკუთრებით არ უნდა გამოყოს, თანაც მამაცი არ უნდა იყოს და ამავე დროს ძალაუფლებას თუ ართმევს ვინმეს, უნდა განახორციელოს შეპარვით ნელ-ნელა, არ უნდა დაუპირისპირდეს ახალგაზრდობას. არისტოტელე ფიქრობს, რომ კონფლიქტისა და გადატრიალებათა მიზეზების განხილვა მას არ დაუწყია, სოკრატემ და პლატონმა სცადეს ამ მიმართულებით მოძრაობა, მაგრამ ის, რაც მათ მიზეზებად დაასახელეს კონფლიქტების ახსნისათვის, ბევრს არაფერს იძლევა. სახლმწიფო გადატრიალების ერთადერთ მიზეზს იცნობენ – გაღატაკებას, მაშინ როდესაც გადატრიალებას მრავალი მიზეზი იწვევს. ამიტომ, არისტოტელეს აზრით, კონფლიქტების მიზეზებისა და მათგან თავის დაღწევის გზების ანალიზი პირველად მხოლოდ მისგან იწყება. ასე რომ, ის, რაც მან მემკვიდრეობით მიიღო, საწყისად არ გამოდგება, რადგან `სახელმწიფოში~ დასახელებული მიზეზების ანალიზი წარმატებით ვერ განხორციელდა.

პოლიბიოსის სოციალური და პოლიტიკური შეხედულებები

Page 74: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

74

შესავალი

1. პოლიბიოსი და მისი ეპოქა

2. პოლიბიოსი როგორც ,,მსოფლიო ისტორიის მამა”

3. პოლიბიოსი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ

4. სახელმწიფოს მმართველობის ფორმების წრებრუნვის კონცეფცია

5. სახელმწიფო მმართველობის შერეული ფორმა. დასკვნა

საკვანძო სიტყვები და გამოთქმები: მმართველობის შერეული ფორმა, ბედისწერა და ისტორიული კანონზომიერება, მმართველობის ფორმათა წრებრუნვა, მემკვიდრეობა და ძალაუფლება, ოხლოკრატია – ბრბოს ბატონობა, სასჯელი და ჯილდო, რელიგია და საზოგადოება.

1. უდიდესია ძველი ბერძენი მოაზროვნეების როლი და დამსახურება კაცობრიობის სულიერი კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ასევე დიდია მათი წვლილი სოციალური აზრის ისტორიაში. ისინი ხომ საზოგადოების (სახელმწიფო), პოლიტიკის და სამართლის პრობლემებისადმი თეორიული მიდგომის, თეორიული კვლევის წესებისა და მეთოდების გამოყენების ფუძემდებელია. ძველი ბერძენი მოაზროვნეების შემოქმედებითი ძიების მეოხებით მოხდა სამყაროს მითოლოგიური აღქმისაგან (მათ შორის ადამიანური ურთიერთობების სამყაროს) ახსნისა და გაგების რაციონალურ-ლოგიკურ წესზე გადასვლა. ამ ახალ თეორიულ ბაზაზე მათ პირველად დააყენეს, დაამუშავეს და კონცეპტუალურად გააფორმეს არა მხოლოდ ფილოსოფიური- მეტაფიზიკური, არამედ სოციალური თემატიკის ფუნდამენტური პრობლემებიც. ძველი ბერძნული კულტურისა და ფილოსოფიის მრავალგვაროვან ფორმებში უკვე ჩანასახოვანი სახითაა

Page 75: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

71

მოცემული მსოფლმხედველობის თითქმის ყველა მოგვიანო კულტურული წარმონაქმნი, რაც აიძულებს აღნიშნული პრობლემებით დაინტერესებულ მკვლევართ კვლავ და კვლავ მიუბრუნდნენ ამ გენიოსი ხალხის მდიდარ შემოქმედებას.

ძველი ბერძნული კულტურის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია ისტორიკოსი, პოლიტიკური მიღვაწე და მოაზროვნე, `მსოფლიო ისტორია ორმოც წიგნად~, ავტორი პოლიბიოსი (210-128 წწ ჩვენს ერამდე), რომელმაც შემდგომ განავითარა ჰერაკლიტეს, პლატონის, არისტოტელესა და მათი მიმდევრების შეხედულებანი სახელმწიფოს არობის, მისი წარმოშობისა და ევოლუციის, მმართველობის ფორმებისა და განსაკუთრებით `შერეული~ ფორმების შესახებ; რაც თავის მხრივ შემდგომ საფუძვლად დაედო ციცერონისა და განსაკუთრებით ახალ დროში მაკიაველის და ძალაუფლების დანაწილების თეორიის წარმომადგენელთა სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კონცეფციებს. პოლიბიოსი დაინტერესებული იყო სახელმწიფოდ ორგანიზებულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალაუფლების, მისი ფუნქციონირების, დანაწილების ფორმებისა და მეთოდების კვლევით, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საკითხთა გადაწყვეტაში.

არა მხოლოდ მისი თეორიული ნააზრევი მიიქცევს ჩვენს ყურადღებას, არამედ თვით მათი ავტორის ცხოვრება და მოღვაწეობა, რამეთუ იგი მოღვაწეობდა საინტერესო ისტორიულ პერიოდში; როდესაც ერთმანეთს ებრძოდა ელინური და რომაული სამყარო, რომელთა დაპირისპირება სავსე იყო შთამბეჭდავი პოლიტიკური ხდომილებებითა და მრავალი ომებით; როდესაც თავისუფლებისმოყვარე საბერძნეთი თავდაუზოგავად იბრძოდა რომაელ დამპყრობთა წინააღმდეგ. ესაა პერიოდი, როდესაც პოლისური საბერძნეთი ეკნომიკურად და პოლიტიკურად ეცემა და რომაელთა ბატონობის ქვეშ ექცევა. პოლიბიოსი როგორც ისტორიკოსი და მოაზროვნე, თავის შრომებში ასახავს ამ ეპოქის სოციალურ და პოლიტიკურ თავისებურებებს. იგი მეგაპოლისის მოქალაქე იყო, რომელიც თავის მხრით, აქადურ კავშირში შედიოდა, კავშირის წევრები _ ცალკეული პოლისები _ ფართო ავტონომიითა და თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. საერთო საკავშირო შეკრებებსა და თავყრილობებში მონაწილეობას იღებდა ყველა ოცდაათ წელს მიღწეული მოქალაქე; კავშირის ძირითადი ამოცანა იყო გაერთიანებულ პოლისთა დამოუკიდებლობის დაცვა სხვა სახელმწიფოთა _ სპარტის, მაკედონიის და შემდეგ რომის _ ექსპანსიური პოლიტიკისაგან. პოლიბიოსი როგორც აქადური კავშირის მომხრე აქტიურად იცავდა მოკავშირე პოლისების დამოუკიდებლობასა და ავტონომიას; მაგრამ რეალური სიტუაციის ანალიზმა იგი რომის ელადაზე გაბატონების უპირატესობაში დაარწმუნა, რამეთუ აქადური კავშირის მრავალი წევრი რომაელთა მფარველობის მიღებისას ინარჩუნებდა ავტონომიას. ბერძენთა განმათავისუფლებელ ომებს კი რომაელთა მხრივ სასტიკი სადამსჯელო ოპერაციები და განადგურება მოჰყვებოდა, რაც პირისაგან მიწისა აღგვით ემუქრებოდა მის სამშობლოს, ერთ-ერთი ომის დროს რომმა თავისი მოკავშირეებისაგან მძევლები მოითხოვა, მათ შორის პოლიბიოსიც აღმოჩნდა. ასე მოხვდა იგი რომში, სადაც მან რომაელ მმართველთა იმ წარმომადგენლების დიდი ნდობა დაიმსახურა, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებისადმი ზომიერი პოლიტიკური კურსის გატარების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ამ ნდობამ მას საშუალება მისცა _ შუამავლის სახით დიდი როლი შეესრულებინა რომისა და საბერძნეთის ურთიერთდამოკიდებულების შერბილებასა და

Page 76: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

72

ელინური პოლისების ცხოვრებაში პოლიტიკური დამოუკიდებლობის ელემენტების შენარჩუნებაში. პოლიბიოსის ამგვარ საქმიანობას ჰყავდა როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. ეს უკანასკნელნი მას რენეგატობაში სდებდნენ ბრალს, მაშინ როდესაც პოლიბიოსი შესანიშნავად აცნობიერებდა თავის პასუხისმგებლობას თავის სამშობლოს წინაშე, და ცდილობდა მისთვის თავიდან აეცილებინა ყოველი განსაცდელი. იგი თვლის, რომ ყველა ბრძენი პატრიოტის `მოვალეობაა _ ყოველნაირად დაეხმაროს ძნელ ვითარებაში მყოფ ბერძნებს, ხან დაიცვას ისინი ან დაფაროს მათი სისუსტეები, ხან დააწყნაროს მბრძანებელთა გულისწყრომა. ყველაფერი ეს კეთილსინდისიერად ავასრულეთ მაშინ როდესაც იგი საქმემ მოითხოვა~ (ციტირებულია: 3, 19). საბოლოოდ, ამგვარი საქმიანობით მან დიდი ნდობა და პატივი დაიმსახურა თავის თანამემამულეებშიც, რომლებიც მას თვლიდნენ რომაელთა რისხვისაგან მხსნელ პიროვნებად. მეგაპოლისის ტაძარში დაუდგამთ მისი მარმარილოს გამოსახულება წარწერით: `ელადა სრულებით არ დაზარალდებოდა, ყველაფერში რომ მიჰყოლოდა პოლიბიოსის მითითებებს; შემდეგ, როდესაც შეცდომა მოხდა, მხოლოდ იგი დაეხმარა მას~ (ციტირებულია 3. გვ. 22).

პოლიბიოსი თავის შრომაში `მსოფლიო ისტორია ორმოც წიგნად~ გადმოსცემს არა მხოლოდ რომისა და რომაელთა მიერ დაპყრობილ ხალხთა ისტორიას, არამედ აანალიზებს სახელმწიფოებრივი წყობისა და პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტიტუტების როლს ისტორიულ განვითარებაში. იგი არის პირველი ისტორიკოსი, რომელიც ცდილობს გააშუქოს ისტორიული ხდომილებანი `მსოფლიო ისტორიის~ თვალსაზრისით. მანამდელი ისტორიკოსები აღწერდნენ მხოლოდ ცალკეულ ომებს და ხდომილებებს ისე, რომ არ ცდილობდნენ მათ გააზრებასა და კვლევას იმ კუთხით, თუ როდის და როგორ დაიწყო მთელი მსოფლიოს გაერთიანება. ვ. ნერსესიანცი მართებულად შენიშნავს `თუ ჰეროდოტე `ისტორიის მამაა~, მაშინ სამართლიანი და უპრიანი იქნება თუ პოლიბიოსს `მსოფლიო ისტორიის მამად~ ჩავთვლით~ (5, 246). მაგრამ ისიც აღნიშნულია, რომ მისი `მსოფლიო ისტორია~ მხოლოდ ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნების ისტორიაა და არ მოიცავს მაშინდელი მსოფლიოს ყველა ქვეყნის ისტორიას.

1. პოლიბიოსი სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ

სახელმწიფოს წარმოშობის საკითხის კვლევას პოლიბიოსი ისტორიული თვალსაზრისით უდგება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრიობა წარმოიშობა სოციალური განვითარების გარკვეულ ეტაპზე, რომ მის წარმოშობას საზოგადოებაში წინ უსწრებს ადამიანთა ველური მდგომარეობა. ამ საკითხის კვლევისას იგი ხშირად ესესხება წინამორბედ მოაზროვნეებს, განსაკუთრებით პლატონსა და არისტოტელეს. სახელმწიფოს მმართველობის ფორმათა ერთიმეორეში ბუნებრივი გადასვლის პრობლემის შესახებ მსჯელობისას იგი აღნიშნავს კიდეც: `ალბათ, პლატონთან და ზოგიერთ სხვა ფილოსოფოსთან მმართველობის ერთი ფორმის მეორეში ბუნებრივი გარდაქმნის კვლევა უფრო დამაჯერებელია~ (7. VI, 5, 1) ამავე დროს მასთან იგი `დახლართული და გაჭიანურებულია და ამიტომ მხოლოდ ერთეულთათვისაა ხელმისაწვდომი~ (იქვე). თვითონ კი ფიქრობს, რომ შესძლებს ამ მოძღვრების მოკლედ და გასაგებად გადმოცემას, რამდენადაც ეს საჭიროა პოლიტიკური ისტორიისა და ჩვეულებრივი მკითხველისათვის. ამაში პოლიბიოსი მართებული არ უნდა იყოს,

Page 77: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

73

რამეთი პლატონისა და სხვათა ნააზრევი, შეიძლება გაჭიანურებლი და მრავალსიტყვა კი იყოს, მაგრამ დახლართული და არეულ-დარეული ე.ი. უსისტემო რამ არ არის. მაგრამ პოლიბიოსიც ამ რთულ საკითხებს უდაოდ პოპულარულად და გასაგები ენით გადმოსცემს.

რა არის სახელმწიფოებრიობის საწყისი? _ პასუხს იგი პლატონის მსგავსად, წარღვნის შემდგომი პერიოდის დახასიათებით იწყებს; როდესაც ბუნების ძალებმა (მოუსავლიანობა, შავი ჭირი) მოსპეს არა მხოლოდ ადრე არსებული საზოგადოებრივი დაწესებულებანი, არამედ ყველა ის გამოცდილება, და ხელოვნება, რაც მათ წარღვნამდე გააჩნდათ. წარღვნის შემდგომ გადარჩენილთაგან, როგორც თესლისაგან, კვლავ წარმოიშვა და განვითარდა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც დროთა განმავლობაში ცხოველურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, როდესაც ადამიანთა რაოდენობა გარკვეულ ზღვარს აღწევს `ცალკეული ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელი სისუსტე აიძულებს მათ გაერთიანდნენ ერთგვაროვან ბრბოდD~ (7. VI, 7). ადამიანთა ეს თავდაპირველი გაერთიანება სავსებით ბუნებრივია და მსგავსად ცხოველური ჯოგებისა, რომლებშიც ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ჯოგის მეთაური და ბელადი ხდება, აქაც გამოირჩევა ადამიანი, რომელიც დანარჩენთ აღემატება ფიზიკური ძალითა და მამაცობით. სწორედ ამ თვისების ფლობა სავსებით ბუნებრივად აქცევს მას ამ გაერთიანების ბელადად და მბრძანებლად. ცხოველურ ჯოგსა და პირველად ადამიანურ გაერთიანებათა აღნიშნული მსგავსების საფუძველზე პოლიბიოსი დაასკვნის, რომ ადამიანურ გაერთიანებათა ამგვარი წესრიგი ბუნებრივი აუცილებლობის შედეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიღუპებოდნენ. ამიტომ ადამიანთა თავდაპირველი ბუნებრივი მდგომარეობა შეუძლებელია სხვაგვარად წარმოვიდგინოთ თუ არა როგორც გაერთიანება _ ჯოგი, რომელიც ცხოველთა ჯოგის მსგავსად, სავსებით ბუნებრივად იკრიბებიან ერთად და ემორჩილებიან თავისივე წრიდან ყველაზე `ძლიერსა და მამაცს~. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადამიანთა თავდაპირველი გაერთიანებანი დიდად არ განსხვავდებიან ცხოველთა ჯოგური გაერთიანებებიდან და შესაბამისად არც პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ურთიერთობანია მათში გაბატონებული, ვინაიდან `მმართველ~ ბელადთა ძალაუფლების საზომია არა გონებრივი და ზნეობრივი, არამედ ფიზიკური ძალა, ამიტომ დაასკვნის პოლიბიოსი, მმართველობის ამგვარი წესი შეიძლება იწოდოს არა სამეფო ხელისუფლებად, არამედ ერთპიროვნულ მმართველობად.

მაშასადამე, უბრალო ბუნებრივი გაერთიანების საფუძველზე შეუძლებელია აიხსნას სახელმწიფოს წარმოშობა. მართალია, კოლექტიური გაერთიანება უდიდეს როლს ასრულებს ადამიანთა საზოგადოების წარმოშობაში, მაგრამ მხოლოდ ეს პირობები არ არის აუცილებელი და საკმარისი სახელმწიფოს წარმოშობის ასახსნელად, მით უმეტეს, რომ ცხოველური გაერთიანებებიც არსებობენ, რომლებიც სწორედ თავიანთი არაგონივრულობის გამო ვერ ქმნიან სხვაგვარ წესრიგს ჯოგში, თუ არა ისეთს, რასაც მათ ბუნება უწესრიგებს. მაშ რა არის კოლექტიურ ცხოვრებასთან ერთად ის არსებითი მომენტი, რომელიც ადამიანთა თავდაპირველ ჯოგურ გაერთიანებას პოლიტიკურ გაერთიანებად ანუ სახელმწიფოდ გარდაქმნის? ესაა მხოლოდ ადამიანებისათვის დამახასიათებელი განსჯისა და გონების უნარი. სწორედ ამ ორი ფაქტორის _ კოლექტიური თანაცხოვრებისა და ადამიანთა ურთიერთობების აუცილებელი და გონითი შინაარსის გაგებისა და

Page 78: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

74

შეფასების უნარის მეშვეობით ადამიანთა პირველადი ჯოგური გაერთიაენბა თანდათანობით გარდაიქმნება სახელმწიფოდ. აქ უკვე გონებისა და სამართლიანობის ძალაა გამეფებული.

პოლიბიოსი აღწერს თუ როგორ ხდება ამ ორი ფაქტორის საფუძველზე ადამიანებში სამართლიანობის, მოვალეობის, მშვენიერების, სიკეთისა და მათ საპირისპირო ცნებათა წარმოშობა; რომელთა ცხოვრებაში გატარებითაც ადამიანთა პირველყოფილი ჯოგური გაერთიანება გარდაიქმნება სახელმწიფოებრივ გაერთიანებად ანუ სამეფო ხელისუფლებად. პოლიბიოსი ამბობს: `ყველას ბუნებრივად ახასიათებს მისწრაფება სქესობრივი თანაცხოვრებისაკენ, რომლის შედეგია შვილოსნობა. როდესაც მოწიფულობაში შესული ვაჟი არ იჩენს თავისი მშობლების მიმართ არც მადლოერებას, არც მზრუნველობას, პირიქით შეურაცჰყოფს მათ სიტყვითა და საქმით, მაშინ გასაგებია, რომ ბავშვებზე მშობლიური ზრუნვის, მოვლისა და აღზრდის მოწმე ყველა თანამცხოვრებდა აღშფოთება და გულისწყრომა. ვინაიდან ადამიანთა მოდგმა სხვა ცხოველებით განსხვავდება, რომ მხოლოდ ადამიანები არიან დაჯილდოებული გონებითა და განსჯით, ამიტომ მათ არ შეუძლიათ განსხვავებით ცხოველებისაგან, ვერ შენიშნონ ურთიერთობებში მომხდარი ზემოთ მითითებული განსხვავებანი~ (7. VI, 6, 4-5). პირიქით ადამიანები ღრმად წვდებიან ამგვარი ქცევის უარყოფით აზრს და ნათლად ხედავენ, რომ მსგავსი რამ შეიძლება მათაც შეემთხვეს მომავალში, აღშფოთებას და გულისტკენას გამოხატავენ ამგვარი საქციელის გამო, რამეთუ ხვდებიან, რომ შვილები დავალებულნი არიან მშობლებისაგან და საჭიროა ამ ვალის პატიოსნად აღსრულება.

ასეთივე უარყოფით რეაქციებს და ემოციებს იწვევს ადამიანებში ისეთი ქცევა, როდესაც გაჭირვებაში ჩავარდნილთ დაეხმარნენ, მან კი მადლობის ნაცვლად ზიანი მიაყენა თავის კეთილისმყოფელს. ამგვარ საქციელთა გაანალიზებისა და შეფასებების შედეგად ადამიანებს თანდათანობით უჩნდებათ გაგება იმისა, რომ ყოველგვარი დაძალების გარეშე უნდა აღასრულებდნენ თავიანთ ავლს, რომ სიკეთეს სიკეთით უნდა გადაუხადო. სწორედ `აქედან უჩნდება ყველას მოვალეობის, მისი ძალისა და მნიშვნელობის ცნება, რაც შეადგენს კიდეც სამართლიანობის საწყისსა და ბოლოს~ (7. VI, 6, 7-8). მოვალეობის, სამართლიანობის ცნებათა მიხედვით ადამიანთა მოქმედება თანდათანობით აადამიანურებს ადამიანთა თავდაპირველ ჯოგურ გაერთიანებებს, რაც უწინარეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, რომ მასში თანდათანობით ბატონდება ადამიანთა შეგნებული და თავისუფალი მოქმედებანი და ურთიერთობანი. ჩნდება ადამიანებში მშვენიერისა და მახინჯის, საზოგადო სიკეთისა და ბოროტების ცნებები, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ადამიანური საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, პოლიბიოსი განსაკუთრებით აღნიშნავს ისეთ ადამიანთა ზნეობრივი ქცევების გავლენას საზოგადოებრივი ცხოვრების გაადამიანურებაზე, როდესაც ადამიანები ზრუნავენ არა საკუთარ თავზე ან ცალკეულ ადამიანზე (თუნდაც არა მშობელზე), არამედ მთელ საზოგადოებაზე, და საზოგადოებრივ ინტერესებს უმორჩილებენ თავის ქმედებებს. სამართლიანობის, მოვალეობის, სიკეთისა, მშვენიერების და მათი საპირისპირო ცნებები ადამიანთა პრაქტიკულ გამოცდილებათა დაგროვებისა და ანალიზის საფუძევლზე თანდათანობით იძენენ საზოგადოებრივ-სოციალურ შინაარსს. ღირსეული და სათნოა ის ადამიანი, რომელიც ზრუნავს არა მხოლოდ თავის

Page 79: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

75

ახლობლებზე დამოკეთეებზე, არამედ ის, ვინც ასხვავებს საზოგადოებრივი კუთხითსიკეთესა და მშვენიერებას, და ცდილობს საზოგადოებრივად სასარგებლო ქცევების გატარებას ცხოვრებაში. ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე საზოგადოებრივი ურთიერთიობების ცვლასთან ერთად იცვლება `მამაცობასა და ძალაზე~ დამყარებული ბატონობაც, რისთვისაც დამახასიათებელი იყო ერთპიროვნული ძალაუფლება და არაპოლიტიკური ურთიერთობები, და რომელიც მხოლოდ ბელადის ფიზიკური ძალისა და მამაცობის მეშვეობით იმართებოდა. `მამაცობასა და ძალაზე~ დამყარებული წინა საზოგადოებრივი გაერთიანების პოლიტიკურ საზოგადოებად გადასაქცევად არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის კეთილი განწყობა, არამედ აუცილებელია და არსებითი საზოგადოების სათავეში მყოფი უზენაესი ხელისუფალი იჩენდეს მზადყოფნას საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესებულ სათნო ადამიანთა დასახმარებლად. როდესაც ეს ორი ფაქტორი თანდათანობით დაახლოვდება, მაშინ ასევე თანდათანობით იწყება გადასვლა საზოლმწიფოებრივ გაერთიანებაზე. მაშასადადმე, დაასკვნის პოლიბიოსი, `როდესაც საზოგადოების სათავეში მდგომი და უზენაესი ძალაუფლების მპყრობელი პირი ყოველთვის ხალხის განწყობილებასთან თანხმობით საქმიან დახმარებას უწევს ზემოთჩამოთვლილ ადამიანებს (ე.ი. სათნო ადამიანებს _ ა.ბ.) და ქვეშევრდომთა შეხედულებით, ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს, მაშინ ქვეშევრდომნი ემორჩილებიან მას არა იმდენად ძალადობისადმი შიშის გამო, რამდენადაც გონების კარნახითა და ბრძანებით, როგორი მოხუციც არ უნდა იყოს იგი, მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ერთსულოვნად ეხმარებიან და შეუნელებლად ებრძვიან იმ ადამიანებს, რომელთაც ბოროტი განზრახვანი ამოძრავებთ მისი მბრძანებლობის წინააღმდეგ. დაახლოებით ამგვარი წესით თვითმპყრობელი შეუმჩნევლად გარდაიქმნება მეფედ იმ დროიდან, რა დროიდანაც მამაცობისა და ძალის ბატონობას გონების სამეფო ცვლის~ (7. VI, 10-12).

ამგვარად, კოლექტიური თანაცხოვრების პირობები და ადამიანთა აქტიური და გაცნობიერებული დამოკიდებულება საზოგადოებრივი მოვალეობისადმი, იწვევს საზოგადო ინტერესების კერძო და პირად ინტერესებზე მაღლა დაყენებას, ადამიანებში აღვიძებენ მოვალეობის, სამართლიანობისა და მშვენიერების ცნებას, რაც თავის მხრივ ცვლის ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ყალიბდება პოლიტიკური ურთიერთობანი, რომლებიც უკვე ეყრდნობიან არა ფიზიკურ ძალას, არამედ გონებასა და გონების მეშვეობით მოპოვებულ დადგენილებებს _ ადათებსა და კანონებს. მაშასადამე, მოვალეობის, მისი მნიშვნელობისა და ძალის შესახებ წარმოდგენების გაჩენა ადამიანთა ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ჯოგურ ურთიერთობებს სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებად აქცევს, ხოლო ბელადს მეფედ, რომლის მბრძანებლობა მამაცოვასა და ფიზიკურ ძალას კი არ ემყარება, არამედ სიკეთეს, სიყვარულს, გონიერებასა და სიბრძნეს.

რამდენადაც პოლიბიოსი სახელმწიფოებრიობის წარმოშობაში არსებით როლს ზნეობრივი კატეგორიების, `მყარი ამხანაგური კავშირების~, ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობების მარეგულირებელი `კარგი~ ადათებისა და კანონების წარმოშობას და ცხოვრებაში რეალურ განხორციელებას ანიჭებს, ამდენად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ადამიანები დაივიწყებენ ან დაკარგავენ ამ ადათებს და კანონებს, დაივიწყებენ ზნეობას, ისინი კვლავ ველურ მდგომარეობაში ე.ი. წინასახელმწიფოებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

Page 80: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

76

ამგვარად, პოლიბიოსი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაში, ბუნებრივ ძალებთან ერთად არსებით როლს სინამდვილისადმი ადამიანთა აქტიურ გონებით წარმართულ დამოუკიდებლობას ანიჭებს, რამეთუ მათ ძალუძთ შეიმუშაონ საზოგადოების რეგულირების ადათები, კანონები და მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც სტაბილურს ხდის სახელმწიფოებრივ ცხოვრებას; რომელშიც უკვე ბატონობს არა ძალადობაზე დამყარებული ურთიერთობანი, არამედ ადამიანთა შორის ̀ მყარი ამხანაგური კავშირები~.

სახელმწიფოს წარმოშობის საკითხის გარკვევის შემდეგ პოლიბიოსს აინტერესებს გამოარკვიოს ის ბუნებრივი კანონზომიერებანი და მათი შესატყვისი ადამიანური ქმედებანი, რომლებიც განაპირობებენ სახელმწიფოებრივი წყობის მმართველობის ფორმათა ურთიერთში გადასვლას, მათ აღზევებას და დაცემას.

II. სახელმწიფოს მმართველობის ფორმების წრებრუნვის თეორია სანამ უშუალოდ აღნიშნული საკითხის ანალიზზე გადავიდოდეთ, გავარკვიოთ თუ როგორ ესმის პოლიბიოსს სახელმწიფოს მმართველობის ფორმის ცნება. ჯერ კიდევ არისტოტელემ განასხვავა ერთმანეთისაგან სახელმწიფოს წყობა და მმართველობის ფორმა; სახელმწიფოს წყობა _ ეს მისი სიცოცხლეა; ესაა ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და განსაკუთრებით უზენაესი ხელისუფლების ორგანიზაცია; სახელმწიფოებრივი წყობის ფორმა კი ესაა სახელმწიფოს მამოძრავებელი, სასიცოცხლო პრინციპი, მისი ორგანიზაციის პრინციპი. ხელისუფლების ორგანოთა განაწესი არის კიდევ სახელმწიფოებრივი წყობის ფორმა. ამგვარად, არისტოტელეს აზრით, სახელმწიფოს წყობა ეს მისი სასიცოცხლო პრინციპია; ერთი პრინციპი აქვს არისტოკრატიას, მეორე _ ოლიგარქიას, მესამე _ დემოკრატიას. არისტოკრატიის პრინციპია სათნოება, ოლიგარქიის _ სიმდიდრე, დემოკრატიის _ თავისუფლება. სახელმწიფოს წყობა კი თავად სახელმწიფოს სიცოცხლეა მთელი თავისი ხელისუფლების ორგანოებით, მათი ორგანიზაცია, სახელმწიფოს ფორმა კი ამ ორგანიზაციის წესი _ პრინციპია. სახელმწიფოს რაობის განმსაზღვრელი სწორედ მისი ფორმაა, რამეთუ არისტოტელეს აზრით, მასზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი კანონები ექნება მას, ასევე მმართველობის ფორმაზეა დამოკიდებული თვით მოქალაქის ცნება, მოქალაქეთა ცხოვრების წესი და მათი აღზრდაც.

არისტოტელესაგან განსხვავებით, პოლიბიოსი აფართოებს სახელმწიფოს ფორმის ცნებას. სახელმწიფო, მისი აზრით, არის ადამიანთა პოლიტიკური ერთობის თავისებური ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს როგირც სახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტრუქტურას, ისე სახელმწიფოში არსებული მორალურ-პოლიტიკური ვითარების შესატყვის ორგანიზაციას. იმის მიხედვით, თუ როგორი მორალურ-პოლიტიკური ვითარებაა სახელმწიფოში მმართველობის ფორმაც იცვლება. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განვითრებაში მყოფი სახელმწიფო მმართველობის ფორმის და საზოგადოებაში გაბატონებული ადათ-წესების ურთიერთდამოკიდებულებას.

Page 81: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

77

ამდენად, სახელმწიფოს ფორმა მასთან მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების ორგანოთა ორგანიზაციისა და ურთიერთქმედების წესს, არამედ სახელმწიფოებრივი წყობის მომენტებსაც, აგრეთვე სახელმწიფოში კანონიერების, სამართლის, მორალის მდგომარეობასა და როლს (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხილე: 3,55).

პოლიბიოსი, უწინარეს ყოვლისა, ისტორიკოსია, რომელიც ისტორიული ხდომილებების ანალიზის საფუძველზე ცდილობს მოგვცეს საზოგადოების მოძრაობა-განვითარების ერთიანი პროცესის სურათი. დაადგინოს მისი განვითარების კანონზომიერება. ამისათვის აუცილებელია სახელმწიფო მმართველობის ფორმების არა მხოლოდ არსებული მდგომარეობის, არამედ მათი ჩასახვისა და წარმოშობის პირობების გარკვევა. პოლიბიოსი სახელმწიფოს ფორმების ანალიზს მათზე უკვე არსებული შეხედულებების კრიტიკით იწყებს. მისი აზრით, შეუძლებელია სამეფო ხელისუფლება (ბაზილეია), არისტოკრატია და დემოკრატია ჩაითვალოს სახელმწიფოებრივი წყობის სამ ძირითად და მით უმეტეს, სრულყოფილ ფორმად, რამეთუ `სახელმწიფოს სრილყოფილ ფორმად აუცილებელია ვაღიაროთ მხოლოდ ისეთი, რომელშიც გაერთიანებულია ზემოთ დასახელებულ ყველა ფორმათა თავისებურებანი~ (VI, 7-9). და ეს მტკიცდება არა ლოგიკური განაზრებებით, არამედ თვით ისტორიული გამოცდილებებითაც კი, რადგან ლიკურგემ პირველად მოაწყო ლაკედემონელთა სახელმწიფო ამ წესით. ფორმები არ მხოლოდ საუკეთესონი, არამედ არც ერთადერთნი არ არიან, ვინაიდან არსებობს რამდენიმე მონარქისტული და ტირანული სახელმწიფოები, რომლებიც არა მხოლოდ განსხვავდებიან სამეფო ხელისუფლებისაგან, არამედ ბევრ რამეში ჰგავს კიდეც მას. ასევეა არისტოკრატიის შემთხვევაში, არსებობს ოლიგარქიული სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან ჰგავს მას და განსხვავდებიან კიდეც მისგან, იგივე შეიძლება ითქვას დემოკრატიის შესახებაც. მაშასადამე, სამეფო ხელისუფლება, არისტოკტრატია და დემოკრატია ერთმანეთისაგან უპირველეს ყოვლისა მმართველთა რაოდენობით განსხვავდებიან: სამეფო ხელისუფლების დროს მმართველია ერთი, არისტოკრატიისას_ უმცირესობა, ხოლო დემოკრატიისას_უმრავლესობა. ასევეა ტირანიის (მას პოლიბიოსი რატომღაც მონარქიას უწოდებს) ოლიგარქიისა და ოხლოკრატიის (ტერმინი, რომელიც როგორც ჩანს, თვით პოლიბიოსმა შემოიტანა, თორემ მსგავსი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია ჯერ კიდევ პლატონსა და არისტოტელეს აქვს აღწერილი) შემთხვევაშიც. ასე რომ მხოლოდ მმართველთა რაოდენობრივი თვალსაზრისით შეუძლებელია ვიმსჯელოთ სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმათა ავ- კარგზე, არამედ საჭიროა მათი თვისობრიობის გამორკვევაც. ეს რომ ასეა, პოლიბიოსის აზრით, ჩანს იქიდანაც, რომ არა ყოველი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია ერთხელისუფლებიანობაზე (ერთპიროვნულ ძალაუფლებაზე), უშენიშვნოდ შეუძლებელია იწოდებოდეს სამეფო ხელისუფლებად `არამედ მხოლოდ ისეთი, რომელშიც ქვეშევრდომნი კეთილი ნებით თმობენ ძალაუფლებას და რომელშიც ბატონობს არა იმდენად შიში ან ძალა, რამდენადაც გონება~ (7.VI, 4,2). არისტოკრატიულია არა ყოველი სახელმწიფო, რომელიც უმცირესობის მიერ იმართება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის დროსაც მმართველ ადამიანებად არჩეულია ყველაზე გონიერნი და სამართლიანნი~ (იქვე VI, 4, 3). ასევე შეუძლებელია დემოკრატიული ეწოდოს სახელმწიფოს, რომელშიც ხალხის მთელ მასას აქვს ძალაუფლება ყველაფერ იმის კეთებისა, რასაც მოფიქრებს და მოსურვებს. პირიქით, დემოკრატიულ

Page 82: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

78

სახელმწიფოდ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ის სახელმწიფო, `რომელშიც ძველისძველი ადათებით დადგენილია ღმერთების თაყვანისცემა, მშობელთა ლოლიავი, უფროსთა პატივისცემა, კანონებისადმი მორჩილება და ამავე დროს გადამწყვეტი ძალა ეკუთვნის ხალხის უმრავლესობის დადგენილებებს~ (7.VI, 4, 6). ამგვარად დაასკვნის პოლიბიოსი, უნდა ვაღიაროთ სახელმწიფოებრივი წყობის ექვსი ფორმა: მონარქია (სამეფო ხელისუფლება), არისტოკრატია, დემოკრატია და მათი საპირისპირო ფორმები: ტირანია, ოლიგარქია, ოხლოკრატია. სახელმწიფო წყობის ყოველ სწორ ფორმას შეესაბამება არასწორი ფორმა, რომელიც სწორი ფორმის გადაგვარებით მიიღება. ამის მიზეზს კი თვით სწორ ფორმებში, მათ შინაგან ბუნებაში აქვს ფესვები გადგმული. ამდენად გადაგვარების პროცესი ასეთივე აუცილებელი ხასიათისაა, როგორც ბუნების ნებისმიერი მოვლენის კანონზომიერება. მართალია სახელმწიფოებრივი წყობისა და მართვის შესახებ ამგვარი თვალსაზრისი ჯერ კიდევ არისტოტელესთან გვხვდება. იგი განასხვავებდა მართვის სამ სწორ ფორმას: მონარქიას, არისტოკრატიას, პოლითეასა და შესაბამის გადახრებს: ტირანიას, ოლიგარქის, დემოკრატიას, მაგრამ მისგან განსხვავებით პოლიბიოსი ცდილობს დაადგინოს ამ ფორმათა შორის რაღაც გარკვეული დროული თანმიმდევრობა, რომელიც სავსებით ბუნებრივად ე.ი. კანონზომიერად მიმდინარეობს. მისი ძირითადი მიზანია აჩვენოს, რომ ამ ფორამათა გადასვლაში გარკვეული კანონზომიერებაა და მათი მონაცვლეობა შემთხვევით არ ხდება. თუმცა არც ამ თვალსაზრისითაა მთლად ორიგინალური პოლიბიოსი, რადგან ჯერ კიდევ პლატონი ცდილობდა სახელმწიფოს მართვის ფორმებს შორის არისებული თანმიმდევრობისა და წესრიგის წარმოსახვას. მას მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს ფორმები გარკვეული კანონზომიერებით ცვლიან ერთმანეთს, რომ საზოგადოების ისტორიაში ადგილი აქვს ამ ფორმათა გარდაუვალ წრებრუნვას. პლატონის მიხედვით ისტორია დაცემის პროცესია და შესაბამისად მმართველობის საუკეთესო ფორმიდან ხდება გადასვლა ყველაზე ცუდისაკენ. არისტოკრატიას, რომელიც ყველაზე ახლოსაა სახელმწიფო მართვის იდეალურ ანუ ნამდვილად არსებულ ფორმასთან, ცვლის მასზე გაცილებით დაბალი ღირსების _ სათნოების მქონე ფორმა _ ტიმოკრატია, სადაც ბატონობს არა სიბრძნე, სიმამაცე, გონივრულობა, სამართლიანობა, არამედ პატივი და თავმოყვარეობა. პროცესი გრძელდება, მას თავის მხრივ ცვლის ოლიგარქია, სადაც ბატონობს სიმდიდრე, ანგარება და მომხვეჭელობა, მერე მოდის დემოკრატია და ბოლოს ტირანია, რომელიც წარმოადგენს კიდეც სახელმწიფოებრიობის ქრობას საზოგადოდ.

არისტოტელეს აზრით კი, სახელმწიფო წყობის ფორმათა ცვლაში, რაიმე განსაზღვრული წესრიგის, მით უმეტეს, კანონზომიერების დადგენა, შეუძლებელია. იგი მიუთითებს: რომ ხშირად სახელმწიფოს ფორმა იცვლება არა იმად, რომელიც პლატონის აზრით, მასთან არსობრივად ყველაზე ახლოსაა, არამედ პირდაპირ მის დაპირისპირებულობად, მაგალითად, დემოკრატია გადადის ოლიგარქიაში, ოლიგარქია _ ტირანიაში, ტირანია კი სეიძლება გადავიდეს ან ოლიგარქიაში, ან დემოკრატიაში და სხვა (იხ. 1. პოლიტიკა V, 1316). ამგვარად, არისტოტელეს მიხედვით სახელმწიფოს ერთი ფორმის მეორე ფორმით ცვლაში რაიმე კანონზომიერების დაძებნა და დადგენა შეუძლებელია. მართალია, ამბობს არისტოტელე, ამ კანონზომიერების დადგენა შეუძლებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მოიხაზოს სახელსწიფოებრივი წყობის ფორმათა ყველაზე ტიპიური ცვლის პროექტი. დროში სახელმწიფოებრივი წყობის პირველი ფორმაა

Page 83: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

79

მონარქია; იგი შეცვალა პოლითიამ, რომელიც ყველაზე საუკეთესო ფორმაა, მაგრამ მმართველთა ზნეობრივი დაცემის შედეგად პოლითიიდან განვითარდა ოლიგარქია, ამ უკანასკნელიდან წარმოიქმნა ტირანია, ტირანიიდან _ დემოკრატია (1. წიგნი III, 1286 ჩ). არისტოტელეს მიხედვით, ესაა დაახლოებით ის წესრიგი, რომლითაც ერთი ფორმა გადადის მეორეში; ოღონდ მას არა აქვს კანონის მნიშვნელობა, გარდა ამისა მისი აზრით, მომდევნო ფორმა არაა აუცილებელი წინამავალთან შედარებით ცუდი იყოს, როგორც ამას ადგილი აქვს პლატონთან.

პოლიბიოსი არ იზიარებს არისტოტელეს მოსაზრებას და პლატონისეულ სქემაზე დაყრდნობით ცდილობს შეიმუშაოს სახელმწიფოს ფორმათა ცვლის ორიგინალური კონცეფცია. მისი აზრით სახელმწიფოს ფორმათა ცვლა აუცილებელი და კანონზომიერი პროცესია, რომლის დასაწყისში ყოველგვარი გეგმის გარეშე თავისთავად წარმოიშობა ერთპიროვნული ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში არცაა პოლიტიკური ხელისუფლება, რამეთუ როგორც ეს დავინახეთ ზემოთ სახელმწიფოს წარმოშობის საკითხის ანალიზისას, ეყრდნობა ბელადის ფიზიკურ ძალას და მამაცობას. მოწესრიგებისა და გასწორებების მეშვეობით ამ ფორმიდან, პოლიბიოსის აზრით, წარმოიქმნება სამეფო ხელისუფლება. იგი გაივლის _ ჩასახვის, ზრდისა და დაღუპვის სტადიებს და სავსებით ბუნებრივად გადადის თავისივე თავის საპირისპირო მმართველობის ფორმაში _ ტირანიაში, ვინაიდან ყველა დადებით ფორმას ბუნებრივად შეესაბამება გადაგვარებული ფორმა, ესაა ბუნების კანონზომიერება, გინდათ ბედისწერა, რომლის მიხედვითაც ერთი ფორმა გადადის მეორეში. როდესაც ტირანია დაინგრევა, მის ნანგრევებზე არისტოკრატია აღმოცენდება. ხოლო შემდეგ, როცა ბუნების კანონების მიხედვით არისტოკრატიაც ოლიგარქიად გადაგვარდება და `განრისხებული ხალხი ჯავრს ამოიყრის მმართველთა ჩაგვრაზე, მაშინ აღმოცენდება დემოკრატია. ხალხთა მასების თავაწყვეტილობა და კანონების უგულეველყოფა დროთა განმავლობაში ბადებს ოხლოკრატიას~ (7. VI, 4, 10-11). ამგვარად, სახელმწიფოს მმართველობის ფორმების გარკვეულ დროულ და კანონზომიერ თანმიმდევრობაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ესაა გარკვეული წრებრუნვა, რომელიც განსაზღვრულია ბუნებრივად. თავისი კონცეფციის სისწორის დასასაბუთებლად პოლიბიოსი მოითხოვს ყურადღება მივაქციოთ ცალ-ცალკე მმართველობის თითოეული ფორმის ბუნებრივ საწყისს, წარმოქმნასა და გარდაქმნას. უმთავრესია გავიგოთ, თუ როგორ ისახება მმართველობის ესა თუ ის ფორმა, რათა ჩავწვდეთ მისი შემდგომი განვიტარების კანონზომიერებას. და მართლაც `მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ჩაწვდა იმას, თუ როგორი წესით ისახება მმართველობის თითოეული ფორმა, შეუძლია გაიგოს თითოეული მათგანის ზრდა, უმაღლესი განვითარება, გადასვლა სხვა ფორმაში და დაღუპვა~ (იქვე, VI, 4, 12-13). ამგვარად, თუ ადამიანი დაეუფლება სახელმწიფოს მმართველობის ფორმათა წრებრუნვის კანონზომიერებას, მაშინ მას შეუძლია იწინასწარმეტყველოს როდის, როგორი წესით და რით დასრულდება მმართველობის მოცემული ფორმა.

სახელმწიფოს მმართველობის ფორმათა ურთიერთგადასვლების ანალიზს პოლიბიოსი სამეფო ხელისუფლებით იწყებს, როგორც იმ პირველი პოლიტიკური ორგანიზაციიდან, რომელიც ბუენბრივად ამოიზარდა პირველყოფილ ადამიანთა ჯოგიდან. სამეფო ხელისუფლება, ერთის მხრივ, ცვლის რა სოციალურ ქაოსს და მოუწესრიგებლობას, მეორეს მხრივ, თვითონვე განიცდის

Page 84: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

80

გადაგვარებას მის საპირისპირო ტირანული მმართველობის ფორმად. რა არის სამეფო ხელისუფლების არამყარობისა და არასტაბილურობის მთავარი მიზეზი? როგორ ხდება სამეფო ხელისუფლების ტირანიაში გადასვლა? ტირანიად გადაგვარების ძირითად მიზეზს პოლიბიოსი ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის პროცედურის დამკვიდრებაში ხედავს, მმართველთა ფენის მომხვეჭელობასა და ფუფუნების საგნების დაგროვებაში და ზნეობრივ გადაგვარებაში ხედავს; როდესაც სამეფო ხელისუფლების წარმომადგენლები ზრუნავენ არა საზოგადო-

სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაზე, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობას პირადი _ კერძო ინტერესები იჭერს. ხალხი გონიერებითა და მოსაზრებულობის უნარით დაჯილდოებულ მმართველთა შვილებსაც გადასცემს დიდ ხნით ძალაუფლებას მემკვიდრეობით იმ იმედით, რომ ამგვარი მშობლების აღზრდილი შვილებიც მათი მსგავსი ნიჭისა და მიდრეკილებების მფლობელნი იქნებიან. მაგრამ თუ შემდეგში პირველი მეფის შვილები არასასურველნი აღმოჩნდებიან, ანუ პირად ინტერესებს საზოგადოებრივზე მაღლა დააყენებენ, მაშინ მათ უარს ეუბნებიან და ირჩევენ ახალ მმართველს `არა ფიზიკური ძალისა და მამაცობისათვის, არამედ გამორჩეული გონებისა და წინდახედულობის გამო, რამეთუ გამოცდილებით შეიცნეს ამ და სხვა მბრძანებელთა შორის არსებული განსხვავება~ (7. V6, 7, 3-4). სამეფო ხელისუფლება მანამ ინარჩუნებს, პოლიბიოსის აზრით სტაბილურობასა და სიმტკიცეს, სანამ ხალხის მიერ არჩეული მეფენი ზრუნავენ საზოაგდოებრივი ინტერესების დასაცავად, ამაგრებენ სახელმწიფოს უშიშროებისათვის მოხერხებულ პუნქტებს, აგებენ თავდაცვით კედლებს, იძენენ მიწებს ნაწილობრივ უსაფრთხოებისა და ნაწილობრივ ქვეშევრდომთათვის აუცილებელი საარსებო საშუალებების სიუხვის შექმნის მიზნით. ასეთ მმართველებზე ხალხი არც ძვირს ამბობს და არც ავად ახსენებს, რადგან მათსა და ხალხის დანარჩენ მასას შორის არ არსებობს დიდი განსხვავება არც ტანსაცმლით და კვებით; მეფეთა ცხოვრების წესი დანარჩენ ადამიანთა ცხოვრების წესის მსგავსი იყო და მეფენიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ ხალხთან ურთიერთობის განმტკიცებას. `მაგრამ როდესაც მეფედ ხდებიან, აღნიშნავს პოლიბიოსი _ მემკვიდრეობით და თავიანთი წარმოშობის ძალით, როდესაც მათ წინდაწინ აქვთ გამზადებული უშიშროების საშუალებები, ისე როგორც უზომო რაოდენობის საარსებო მარაგი, მაშინ ისინი სიჭარბის გამო ვნებებს ემორჩილებიან და მიიჩნევენ, რომ მმართველები უნდა გამოირჩეოდნენ (განსხვავდებოდნენ) ქვეშევრდომთაგან არაჩვეულებრივი სამოსით, რომ მათ უნდა ჰქონდეთ უფრო რჩეული და ნატიფი სუფრა, საუკეთესო ავეჯი, პირობები და რომ მათ თითქოს შეუძლიათ ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ისარგებლონ ასევე ზომებს მოკლებული სქესობრივი ურთიერთობებითა და სასიყვარულო ინტრიგებით~ (7. VI, 7, 7). სწორედ მმართველთა მიერ ძალაუფლების მემკვიდრეობით მიღებამ, ცხოვრების ძველი მორიდებული წესისაგან გადახვევამ და ძირითადად კი მმართველთა მხრივ უზნეობამ და შესაბამისი ქცევების ერთმა ნაწილმა ადამიანებში შური და უკმაყოფილება გამოიწვია, მეორე ნაწილმა კი აღანთო სიძულვილი და დაუოკებელი გააფთრება, რის შედეგადაც `სამეფო ხელისუფლება ტირანიად გადაიქცა, სათავე დაედო ძალაუფლების დაცემას, და დაიწყო მბრძანებელთა წინააღმდეგ მზაკვრობა~ (7. Vი, 7, 8). ამგვარად, ტირანია _ ესაამბრძანებელთა წინააღმდეგ მზაკვრობისა და ხრიკების მოწყობის დრო, რომელიც მომდინარეობს არა ცუდი, არამედ კეთილშობილი, ამაყი და მამაცი მოქალაქეებისაგან, რომელთა ყველაზე ნაკლებ შესწევთ ტირანთა თვითნებობისა და უმსგავსობათა ატანის უნარი.

Page 85: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

81

ამ კეთილშობილ და მაღალი ზნეობის ადამიანებს მხარს უჭერს ხალხთა მასები ტირანთა წინააღმდეგ ბრძოლაში, გამარჯვების შედეგად სავსებით აუქმებენ არა მხოლოდ ტირანიას, არამედ თვით სამეფო ხელისუფლებასაც და ამით დასაბამი ეძლევა სახელმწიფოს მმართველობის არისტოკრატიულ ფორმას. ხალხი თვითმპყრობელთა დამხობისათვის მადლობის ნიშნად, გადატრიალების მოხდენით მოუწოდებს მმართველობისაკენ და მათ გადასცემს ძალაუფლებას.

მმართველობის პირველ ხანებში მმართველი არისტოკრატებიცა და ქვეშევრდომი ხალხიც კმაყოფილია, რამეთუ მმართველი არისტოკრატია თავის საქმიანობაში ყველაზე მაღლა საერთო_საზოგადოებრივ საქმეზე ზრუნვას აყენებენ როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად-კერძო საქმეებს წარმართავენ მზრუნველობითა და დიდი წინდახედულობით. მაგრამ როგორც კი არისტოკრატიაშიც ძალაუფლების გადაცემა მემკვიდრეობით ხდება, მმართველი ფენა ხალხთა ფართი ფენებს, რამეთუ მამებისაგან ძალაუფლების მემკვიდრეობით მიმღებ შვილებს `არ გამოუცდიათ გაჭირვება უბედურებანი და სრულებითაც არ იცნობენ საზოგადოებრივი თანასწორობისა და თავისუფლების მოთხოვნებს, ვინაიდან თავიდანვე აღზრდილნი არიან მშობელთა ძალაუფლებისა და პატივისცემის ქვეშ~ (7. VI, 8, 4-5). ამგვარად, მემკვიდრეობის შედეგად მმართველობის სათავეში მოსულთ, რომლებიც არ იცნობენ საზოგადოებრივი თანასწორობისა და თავისუფლების მოთხოვნებს, არ ძალუძთ მართონ საზოგადოება ყველაზე სამართლიანად და გონივრულად, როგორც ეს დამახასიათებელი იყო მათი წინაპრებისათვის. მართველთა ერთი ნაწილი იწყებს ანგარებით საქმიანობას და უკანონო მომხვეჭელობას, მეორენი ლოთობასა და ფუქსავატურ ცხოვრებას, მესამენი მოძალადეობას და გარყვნილ ცხოვრებას. ყოველივე ეს იწვევს მმართველობის არისტოკრატიული ფორმის დამახინჯებას და ოლიგარქიად გადაგვარებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, პატივმოყვარეობა, უკანონობა, ანგარება და მომხვეჭელობა.

ოლიგარქთა ამგვარი საქმიანობა, პოლიბიოსის აზრით, მაშინვე აღვიძებს ხალხში ახლახან აღწერილი ტირანიის მოქმედების შედეგად გამოწვეული უკმაყოფილებისა და განწყობილების მსგავს ვითარებას. ამიტომ ოლიგარქებისთვისაც ისევე სავალალოდ და ტრაგიკულად მთავრდება გადატრიალება, როგორც ტირანისათვის. ის, ვინც შეამჩნევს მმართველთ წინააღმდეგ მიმართული მოქალაქეების მტრობას და სიძულვილს და შესაბამისად ბედავს რაიმე თქვას ან გააკეთოს მმართველთა თვითნებობის ალაგმისათვის, იგი მაშინვე პოულობს ძლიერ მხარდაჭერას ხალხში, რომელიც მას ბელადად ირჩევს. ამ ბელადის მეთაურობით ხალხი ოლიგარქ მმართველთა ერთ ნაწილს სიკვდილით სჯის, მეორეს კი აძევებს; მაგრამ მათი დამხობის შემდეგ მოქალაქენი აღარ ცდილობენ არც სამეფო ხელისუფლების შემოღებას, რამეთუ ჯერ კიდევ აშინებთ ადრინდელ მეფეთა _ ტირანთა უკანონობანი, ვერ ბედავენ აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის საქმე მიანდონ რამდენიმე ყველაზე ღირსეულთ, სამართლიანს და გონიერს, ვინაიდან ჯერ კიდევ თვალწინ უდგათ ამასწინანდელ მმართველთა უგუნურებანი. მიტომ ხალხი თავის თავზე იღებს სახელმწიფოს მმართველობის საქმეს, `ვინაიდან ერთადერთი გაცრუებული იმედი, როგორიც კი მოქალაქეებს რჩება, პოლიბიოსის აზრით, ესაა საკუთარი თავის იმედი; და სწორედ მას მიმართავენ

Page 86: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

82

კიდეც, რითაც ოლიგარქიას ცვლიან დემოკრატიით და ამით თავის თავზე იღებენ სახელმწიფოზე ზრუნვასა და მის დაცვას~ (7. VI, 9, 3-4).

მმართველობის დემოკრატიული ფორმის დამფუძნებელთა პირველი თაობის სიცოცხლეში ყველა კმაყოფილია დამყარებული წეს-წყობილებით, რამეთუ სახელმწიფოში დიდი დაფასება აქვს თანასწორობასა და თავისუფლებას, მაგრამ ახალი თაობების სათავეში მოსვლისას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დემოკრატია დამფუძნებელთა შვილებიდან შვილიშვილებზე გადადის, უკვე ძველებურად აღარ აფასებენ თანასწორობისა და თავისუფლების ღირებულებებს და მიილტვიან უმრავლესობაზე უპირატესობის მოპოვებისაკენ. Uუპირატესობისაკენ სწრაფვა ძირითადად მდიდარ ადამიანებს ახასიათებთ. როდესაც ისინი ძალაუფლებისადმი ლტოლვის პროცესში დარწმუნდებიან, რომ რომ მისი მოპოვება არ ძალუძთ არც პირადი დამსახურებით, მაშინ ისინი არ იშურებენ არავითარ სიმდიდრეს, რათა ხალხზე უპირატესობის მოპოვების მიზნით როგორმე მოხიბლონ და აცდუნონ ბრბო. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი მიაღწევენ თავის მიზანს და ხალხი მათ ნასუფრალს დახარბდება, დემოკრატია ინგრევა და გადადის უკანონობაში და ძალის ბატონობაში _ ოხლოკრატიაში. საქმე ისაა, რომ ბრბო, რომელიც დაეჩვია სხვის ხარჯზე საზრდოობას და საარსებო საშუალებების მოპოვებისას თვალი სხვის ქონებაზე უჭირავს, ბელადად ირჩევს მამაც, გაბედულ პატივმოყვარე დამაგოგს, ხოლო თვით კი სცილდება სახელმწიფო საქმეებს. სწორედ მაშინ მყარდება ძალის ბატონობა_ანუ ოხლოკრატია, რომელიც ფაქტიურად არცაა ძალაუფლება, რამეთუ ბრბოს აულაგმავ და უგუნურ ძალას ემყარება. ესაა დრო `როცა განრისხებული და გამძვინვარებული ხალხი, რომელიც ყურად იღებს მხოლოდ იმას, რასაც ვნებები და ემოციები კარნახობენ, უარს ეუბნება ხელისუფლებას მორჩილებაზე, არ თვლის მას თავის თავის სწორად და შესაფერად, და მთელი საქმის გადაწყვეტა თვითონვე სურს. მის შემდეგ სახელმწიფო მოირთავს თავს თავისუფალი სახალხო მმართველობის კეთილშობილური სახელით, სინამდვილეში კი იქცევა სახელმწიფო ფორმათაგან ყველაზე უარეს ფორმად _ ოხლოკრატიად~ (7. VI, 57-58).

ოხლოკრატიის, როგორც ძალადობაზე და უკანონობაზე დამყარებული სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმის დახასიათებით, პოლიბიოსს იმის თქმა უნდა, რომ სახელმწიფოებრივ ფორმათა წრებრუნვის თვალსაზრისით, ოხლოკრატია წარმოადგენს არა მხოლოდ ყველაზე ცუდ, არამედ ამ ფორმათა მონაცვლეობაში ყველაზე უკანასკნელ საფეხურსაც. ოხლოკრატიის დროს `მკვიდრდება ძალის ბატონობა, ხოლო ბელადის ირგვლივ შემოკრებილი ბრბო სჩადის მკვლელობებს, აძევებს მისთვის არასასურველ პირებს, იწყებს მიწის ნაკვეთთა საზღვრების გადაკეთებას, მანამ, სანამ სავსებით არ გაველურდება და კვლავ არ მოიპოვებს მბრძანებელსა და თვითმპყრობელს~ (7. VI, 9). ამგვარად, სახელმწიფოებრივი წყობის ფორმათა განვითარების წრე შეიკრა, დასრულდა მათი განვითარების ციკლი, ოხლოკრატია როგორც განვითარების უკანასკნელი ფორმა თითქოს აბრუნებს ადამიანებს სახელმწიფოებრიობამდელ მდგომარეობაში, როდესაც საზოგადოებაში გაბატონებულია, არა `მყარი მეგობრული კავშირები~, გონიერება და საერთი საქმეებზე კეთილშობილური ზრუნვა, არამედ ბელადის შიშველი ფიზიკური ძალა და მამაცობა, ე.ი. ოხლოკრატია წარმოადგენს კვლავ ძალადობის ატმოსფეროში დაბრუნებას. ამგვარად, პოლიბიოსის აზრით, სახელმწიფოს წყობის ფორმათა ბუნებრივი განვითარების

Page 87: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

83

საბოლოო პუნქტი ემთხვევა ამოსავალს, საიდანაც ნელ-ნელა დაიწყება იმავე ფორმების მეშვეობით იგივე გზის გავლა, რამეთუ ამ ფორმათა წრებრუნვა აუცილებელი და კანონზომიერია. `ასეთია _ დაასკვნის იგი _ სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების ფორმების წრებრუნვა, ასეთია ბუნების წესრიგი, რომლის თანახმადაც მმართველობის ფორმები იცვლებიან, გადადიან ერთიმეორეში და კვლავ თავის თავს უბრუნდებიან~ (7. VI, 9, 10, 11).

სახელმწიფოს ფორმების ცვლის პოლიბიოსისეული თვალსაზრისი ერთი შეხედვით ისტორიული წრებრუნვის დასრულებულ კონცეფციად გვევლინება, მითუმეტეს, რომ ამ აზრისაკენ თვით ავტორი გვიბიძგებს, როცა საუბრობს ადამიანთა ბედისწერის წრებრუნვაზე. სწორედ შენიშნავს ნ. კონრადი, რომ იგი მხოლოდ მაშინ იქნებოდა `წრებრუნვის დასრულებული თეორია, პოლიბიოსს სახელმწიფო ფორმათა ისტორიული კანონზომიერი მონაცვლეობის პროცესში მხოლოდ ზემოთაღნიშნული ფორმების: სამეფო ხელისუფლების, არისტოკრატის, დემოკრატიისა და მათი გადაგვარებული ფორმების: ტირანიის, ოლიგარქიისა და ოხლოკრატიის მეტი რომ არ დაენახა~ (2, 50). მაგრამ პოლიბიოსი კარგად ხედავს, რომ კიდევ ერთი ფორმა არსებობს, რომელშიც გაერთიანებულია სამი ყველაზე საუკეთესო ფორმის დადებითი მომენტები, ასეთია შერეული ტიპის სახელმწიფოებრივი წყობის მმართველობის ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ ლაკედემონიაში ლიკურგეს, ხოლო შემდეგ რომაელების მიერ იქნა გამოყენებული.

ამგვარი შერეული ფორმის არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ფორმათა წრებრუნვა კი არსებობს, მაგრამ ის არის ისეთი აუცილებელი და გარდაუვალი რამ, რომლის თუ მთლიანად თავიდან აცლება არ შეიძლება, მაშინ სავსებით შესაძლებელია მას მიეცეს ადამიანისათვის სასურველი ფორმა, რომელიც გაცილებით მყარი და სტაბილური იქნება, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი ფორმებია. როგორაა შესაძლებელი ამგვარი შერეული ფორმის ჩამოყალიბება? პოლიობიოსი თვლის, რომ იგი შესაძლებელია სავსებით ბუნებრივად ჩამოყალიბდეს მრავალი გაჭირვებისა, ომისა და შრომის შედეგად, როგორც ეს რომაელებთან მოხდა და სავსებით რაციონალურად; თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფოს წყობის ფორმათა ბუნებრივი ცვლის კანონზომიერებებს, განვჭვრეტთ მათ დადებითსა და უარყოფითს მადესტაბილირებელ ფაქტორებს და შესაბამისად ავაგებთ მმართველობის ისეთ ფორმას, რომელიც მყარი და სტაბილური იქნება. ასეთი გზით წავიდა ლიკურგე, რომელმაც მრავალი `აზრობრივი ბჭობისა და გაგების გზით გამოარკვია თუ საიდან და როგორი წესით წარმოიქმნება ჩვეულებრივი ცვლილებანი და დაადგინა ზემოთ აღწერილი მმართველობის უზადო, წუნდაუდებელი ფორმა~ (7. VI, 10, 12-13). სწორედ მან გაიგო სახელმწიფოს ფორმათა გადაგვარებისა და დაღუპვის ყველაზე ძირითადი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი _ ამბობს პოლიბიოსი. ესაა სახელმწიფოს ფორმათა სიმარტივე და ერთსაწყისიანობა. იგი დარწმუნდა, რომ ყოველი სახელმწიფოებრივი წყობა, როგორი გარდაუვალობითა და ბუნებრიობით არ უნდა მიმდინარეობდეს, თავისი არსით მარტივია და ერთ საწყის პრინციპს ემყარება, რაც განაპირობებს კიდეც ამგვარი ფორმის არასტაბილურობას, რამეთუ სწრაფად გადაგვარდება იმ არასწორ ფორმად, რომელიც მას შეესატყვისება და თან სდევს საკუთარი ბუნების გამო. ამგვარად, პოლიბიოსის აზრით, ჯერ კიდევ ლიკურგემ დაინახა, რომ სახელმწიფოებრივი ფორმების დესტაბილიზაცია და გადაგვარება

Page 88: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

84

სავსებით აუცილებელი და ბუნებრივი პროცესია და ემყარება ზემოთხსენებულ ფორმათა სიმარტივესა და ერთსაწყისიანობას. `როგორც რკინისათვის ჟანგი _წერს პოლიბიოსი _ ხოლო ხისათვის ჭიები და მატლები შეადგენენ მათთან თანშეზრდილ წყლულს (იარას), რომლის შედეგადაც ეს საგნები თავისთავად იღუპებიან, მიუხედავად გარეგანი დაზიანებისა, ზუსტად ასე ყოველ სახელმწიფოებრივ წყობას ბუნებრივად ახასიათებს და თან სდევს ესა თუ ისა სიმახინჯე- უკუღმართობა: სამეფო ხელისუფლებას თან სდევს ე.წ. თვითმპყრობელობა, არისტოკრატიას _ ოლიგარქია, ხოლო დემოკრატიას _ ძალის აულაგმავი ბატონობა. დროთა განმავლობაში ზემოთ დასახელებული სახელმწიფოებრივი წყობანი გარდუვალობით გადადიან ამ ფორმებში ისე, როგორც ეს ახლახან ავხსენით~ (7. VI, 10, 3-4-5). ამგვარად, პოლიბიოსის აზრით, სახელმწიფოებრივი წყობის მმართველობის ფორმათა არამდგრადობისა და არასტაბილურობის ძირითადი მიზეზი თვით ამ ფორმის მონო-პრინციპში უნდა ვეძებოთ. ყოველი მონო-პრინციპებზე აგებული სახელმწიფოებრივი წყობა ისევე, როგორც რომელიმე ცოცხალი ორგანიზმი გაივლის წარმოშობის, ზრდა-გაფურჩქვნისა და დაცემის სტადიებს. აღწევს რა განვითარების უმაღლეს სტადიას, სწორედ მის საფუძველში მდებარე მონოპრინციპის გამო იგი გარდუვალობით იღუპება, როგორც ეს ათენის დემოკრატიას დაემართა; რომელიც თავის ბრწყინვალებას, პოლიბიოსის აზრით, სახელმწიფო წყობილების მართვის ფორმას კი არა, თემისტოკლეს ტალანტსა და სიბრძნეს უნდა უმადლოდეს. მაშასადამე, სახელმწიფოებრივი წყობის მმართველობის ფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი, ამ ფორმის მონო-პრინციპში მდგომარეობს.

სახელმწიფოს მმართველობის ფორმათა მადესტაბილიზირებელი მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მასში გაბატონებული კანონებისა და ადათების, ზნე-ჩვეულებების დაცემა. ვინაიდან წინასახელმწიფოებრივი _ ველური მდგომარეობიდან ნამდვილ სახელმწიფოებრივ ერთეულად ჩამოყალიბებაში არსებით როლს ადათები და კანონები ასრულებენ, მათზე დიდადაა დამოკიდებული მმართველობის ამა თუ იმ ფორმის სიმტკიცე და სტაბილურობა. სახელმწიფოში, სადაც ბატონობს კანონიერება, ადამიანთა პირად ცხოვრებაში კი დამკვიდრებულია კეთილზნეობა და ზომიერება, გაბედულად შეგვიძლია ვამტკიცოდ, რომ იქ კარგი აღმოჩნდება როგორც ადამიანები, ისე მათი საზოგადოებრივი წყობაც. ზუსტად ასე, `თუ ჩვენ ადამიანთა პირად ცხოვრებაში ვხედავთ მომხვეჭელობისადმი სიყვარულს, ხოლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში სიყალბეს, შეიძლება დიდი ნამდვილობით ვივარაუდოთ, რომ მათი კანონებიც, კერძო პირთა ზნე- ჩვეულებები და მთელი საზოგადოებრივი წყობილებაც გამოუსადეგარია~ (7. VI, 47, 3-4).

სწორ კანონებსა და კარგ ადათებს, ზნე-ჩვეულებებს შეიძლიათ დაიცვან გარკვეულ დრომდე სახელმწიფო შინაგანი უწესრიგობებისაგან, გარკვეულ დრომდე იმიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს დაცემა უპირატესად, მაინც მმართველობის ფორმაზეა დამოკიდებული, ვინაიდან რაც არ უნდა კარგი ადათები და კანონები ჰქონდეს ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი წყობის მმართველობის ფორმას, მონო-პრინციპზე იქნება აგებული, რომელიც თავისთავში შეიცავს თავის საპირისპიროს, მაშინ იგი სავსებით ბუნებრივად დაეცემა და `წახდება~, მაშასადამე, მონოპრინციპზე აგებული სახელმწიფოებრივი წყობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ მასში სწორი კანონები და ადათები დაცული იქნება. თვით პოლობიოსი ამ პროცესს აღწერს

Page 89: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

85

შემდეგნაირად `როდესაც სახელმწიფომ გადალახა მრავალი მძიმე საშიშროება და მიაღწია სიუხვეს და ბატონობას, მასში მკვიდრდება მყარი კეთილდღეობა, ამავე დროს პირადი ცხოვრება ნიადაგ ფუფუნებითი და მდიდრული ხდება და მოქალაქენიც თანამდებობებისა და სხვა ჟინთა დაკმაყოფილების დევნაში არად დაგიდევენ სამართლიანობას. მომავალში, როცა ასეთი მდგომარეობა გაძლიერდება, იწყება დაცემა, რომელიც გამოწვეულია ძალაუფლებისადმი მოქალაქეთა სიყვარულითა და მოკრძალებული ცხოვრების უპატივცემლობით. მათ უერთდება აგრეთვე ქედმაღლობა და მფლანგველობა. ხალხი გადატრიალების მხოლოდ დამასრულებელი იქნება, როდესაც იგი წარმოიდგენს, რომ მავანთა მომხვეჭელობისადმი სიყვარული არღვევს მის უპირატესობას~ (7. VI, 57, 5-8). ამგვარად, კანონებისა და ადათ-წესების ნაკლოვანება და მათდამი უპატივცემლობა, მოქალაქეთა შორის უთანხმოება და ომი არის სწორედ ის უბედურება, რომელსაც დაცემამდე მიჰყავს მონო-პრინციპებზე აგებული საზოგადოებრივი წყობა. შახელმწიფოებრივი ორგანიზმი განიცდის გარდუვალი დაცემის _ `გაფუჭების~ პროცესს, თანაც ყველაზე დიდ საშიშროებას მისთვის შინაგანი არეულობა და შინა ომები შეადგენს, ვიდრე ის საფრთხე, რომელიც გარედან ემუქრება მას. დაცემის შინაგან ფაქტორებს განაპირობებს, როგორც ავღნიშნეთ, თვით ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების პროცესი, რაც შეეხება გარეგან ფაქტორებს (დაპყრობითი ომები, აგრესია და სხვა) მათი განვითარების მკაცრად განსაზღვრული და დადგენილი კანონზომიერებანი არ არსებობს, თუმცა, პოლიბიოსის აზრით, სახელმწიფოს ცვლილებათა გამომწვევი ორივე გზა, საყოველთაო ერთიანი უნივერსალური კანონზომიერების გამოვლენაა, რომელსაც იგი განსაზღვრავს როგორც `ბუნების გადაულახავ (უძლეველ) ძალას~ (7. Vი, 57).

ამგვარად, პოლიბიოსი სახელმწიფო წყობის მმართველობის ბუნებრივ ფორმათა არასტაბილურობის საფუძველს, მათი წყობის სიმარტივესა და მონო-პრინციპის განხორციელებაში ხედავს; ხოლო სახელმწიფომ რომ დასძლიოს ეს არასტაბილურობა და გარკვეულად სასურველი სახე მისცეს მის განვითარებას, საჭიროა სახელმწიფოს მმართველობის ყველა დადებით ფორმათა პრინციპების შერწყმა და გაერთიანება ისე, როგორც ეს ლიკურგემ გააკეთა; მან გაითვალისწინა დადებით, მაგრამ მარტივ ფორმათა არასტაბილურობა და შექმნა სახელმწიფოებრივი მმართველობის ისეთი ფორმა, რომელშიც `გააერთიანა მმართველობის საუკეთესო ფორმათა ყველა უპირატესობანი, იმ მიზნით, რომ არც ერთი არ განვითარებულიყო უზომოდ და ამის მეშვეობით არ გადასულიყო მის მონათესავე უკუფორმაში, რომ ურთიერთდაპირისპირებული მოქმედებით თავი შეეკავებიათ საპირისპირო თვისებების გამოვლენაში, რომ არც ერთს არ მიეზიდა რომელიმე მათგანი თავისკენ და არ გადაეჭარბებინა დანარჩენთათვის, რომ სახელმწიფო ყოფილიყო სტაბილური, თანაბარი რყევისა და წონასწორობის მდგომარეობაში, ქარის საწინააღმდეგოდ მიმავალი ხომალდის მსგავსად~ (7. VI, 10, 6-8).

ამგვარად, ლიკურგემ სახელმწიფოს წყობის მმართველობის ფორმათა ბუნებრივი მონაცვლეობისა და წრებრუნვის კანონზომიერებათა შეცნობის საფუძველზე დაადგინა მმართველობის ისეთი ფორმა და შესაბამისი კანონმდებლობა, რომელშიც მეფეთა სიამაყეს აკავებს ხალხის წინაშე შიში, ვინაიდან ხალხს მნიშვნელობანი ადგილი აქვს დათმობილი სახელმწიფოს მმართველობაში. მეორეს მხრივ, ხალხიც ვერ ბედავს მეფის უპატივცემლობას და დაუფასებლობას უხუცესთა წინაშე

Page 90: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

86

შიშის გამო, რომლებიც თავიანთ წოდებას ძალით და ქონებით კი არ იძენენ, არამედ საკუთარ დამსახურებათა გამო და ამიტომ ვალდებულნი არიან მუდამ იდგნენ სამართლიანობის სადარაჯოზე. მაშასადამე, დაასკვნის პოლიბიოსი, ყველაზე სუსტი მხარე, როგორც ადათთა ერთგული ყველა შემთხვევაში ხდება ყველაზე გავლენიანი და ძლიერი, რამეთუ მათ უერთდება უხუცესთა ძალა და მნიშვნელობა, სწორედ ამგვარ დაწესებულებათა ერთობლიობით უზრუნველყო ლიკურგემ ლაკდემონელთა თავისუფელბა გაცილებით უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე ის არსებობდა მანამდელ არსებულ სახელმწიფოებრივ წყობაში.

ამგვარად, პოლიბიოსისათვის საზოგადოების მოძრაობა-განვითარების კანონზომიერება, რომელსაც ის ბედისწერას უწოდებს, არ არის რაღაც გარდაუვალი, რომლისგანაც ადამიანს არ შეუძლია თავის დაცვა, და მისი სასურველი მიმართულებით წარმართვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი არ არის მარიონეტი ბუნებრივ ძალთა ხელში, მას საკუთარი გამოცდილებებისა და რაციონალური ბჭობის საფუძველზე შეუძლია შეიცნოს საზოგადოების მოძრაობის კანონზომიერება, როგორც ეს რომაელებმა და ლიკურგემ გააკეთეს; და მათზე დაყრდნობით შექმნან ისეთი მმართველობის ფორმა, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე უზრუნველყოფს მათი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და მოქალაქეთა თავისუფლებას. თუ გვეცოდინება სახელმწიფოს ფორმათა წრებრუნვის კანონზომიერებანი, მაშინ მათზე დაყრდნობით ადვილად შევძლებთ წინასწარ გამოვიცნოთ ამა თუ იმ პრინციპზე დამყარებული სახელმწიფოს მომავალი, გავიგოთ ის, თუ განვითარების რა სტადიაზეა, რათათა შევძლოთ შესაბამისად ჩავერიოთ მის განვითარებაში და ჩვენთვის სასურველი მიმართულება მივცეთ. პოლიბიოსისათვის ბუნების კანონზომიერება, შეიძლება ითქვეს, იგივე ბედისწერა რაღაც თვისობრივად განსხვავებულია ელინიზმის ეპოქაში ბედისწერის შესახებ გავრცელებული თვალსაზრისებისაგან, ვინაიდან ესაა კანონზომიერება, რომელიც შემთხვევითობასაც უშვებს მის გვერდით; გავიხსენოთ სახელმწიფოს ფორმების დაღუპვის მიზეზები, რომელთაგან შინაგანი _ სავსებით კანონზომიერია, მაგრამ გარეგანი მიზეზები შეიძლება მოცემულ ვითარებაში რაიმე კანონზომიერებას მოკლებულნი ანუ შემთხვევით აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, საზოგადოების ცვლის კანონზომიერება ანუ ბედისწერა თვითონ ქმნის „ახალს“, რომლის დამადასტურებელია მის მიერ რომის ისტორიის განხილვა, როგორც ისტორიაში ახალი ფურცლისა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ძველი პოლისური საბერძნეთის საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან (უფრო დაწვრილებით იხ. 9, 92-99).

ზემოთმოყვანილი მსჯელობა გვაძლევს იმის საფუძველს, დავასკვნათ, რომ პოლიბიოსი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში, მისთვის ამა თუ იმ ფორმისა თუ სახის მიცემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანთა შეგნებული მიზანდასახულ საქმიანობას, ამის ნიმუშია სახელმწიფოს სტაბილურობის განმამტკიცებელ ფაქტორად რელიგიის დასახვა. პოლიბიოსი ამტკიცებს, რომ რამდენადაც ხალხთა მასები არ შედგება ბრძენთაგან და პირიქით `ქარაფშუტაა და უპატიოსნო ჟინით, არაგონივრული მისწრაფებებით, ძალადობის სულისკვეთებითაა ავსებული... და ადვილად შთაგონებადია, ამდენად იგი საჭიროებს მართვას, რაც ძველებსაც ჰქონდათ გაცნობიერებული, რომლებიც სწორედ მათი მართვისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით `შთააგონებდნენ ბრბოს... ცნებებს ღმერთებისა და ჯოჯოხეთის

Page 91: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

87

შესახებ~, აქედან იგი დაასკვნის რელიგიის როგორც `ბრბოს~ მართვის საშუალების შესახებ; მართალია, იმასაც ამბობს,რომ სახელმწიფოში რომელიც შემდგარი იქნებოდა მხოლოდ ბრძენთაგან, ამის აუცილებლობა არ იქნებოდა. აქ არ შეიძლება ეპიკურეს გავლენა არ დავინახოთ,რომელიც ღმერთების რწმენას მხოლოდ ბრბოსათვის აუცილებელ რამედ თვლიდა. რომის სახელმწიფოს დაწინაურებისა და სიმტკიცის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ მისი რელიგიურობა იყო, პოლიბიოსის აზრით, კართაგენელებზე მათი გამარჯვების ერთ-ერთი წყარო.

პოლიბიოსი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ადამიანთა შეგნებულ და კეთილმოქმედ ზემოქმედების შესაძლებლობას რომ უშვებს, იქიდანაც სჩანს, რომ იგი სახელმწიფოში `ჯანყის~ თავიდან ასაცილებლად გვთავაზობს მოქალაქეთა დასაქმებას სამხედრო საქმეებით (7. IX, 25-4-7), ვინაიდან ჯანყის წყარო შეიძელბა აღმოჩნდეს როგორც დაუსაქმებელი ცალკეული პიროვნებანი, ისე უმოქმედო ჯარი. პოლიბიოსს უპირველესად როგორც ისტორიკოსს, რომელიც ღრმად იცნობდა იმდროინდელ `მსოფლიოს ისტორიას~ და თვითონაც იყო მრავალი ისტორიული დრამის არა მხოლოდ მხილველი და მოწმე, არამედ აქტიური მებრძოლიც, არ შეეძლო ისტორიის ძირითად სუბიექტში _ ადამიანში არ დაენახა აქტიური საწყისი, მისი შეგნებული და მიზანდასახული საქმიანობის როლი და მნიშვნელობა. არ დაენახა, რომ ადამიანები სახელმწიფოებრივი წყობის მმართველობის ფორმათა ცვლის კანონზომიერებების შეცნობის საფუძველზე თავიანთი აქტიური დამოკიდებულებით საზოგადოებრივი მოძრაობის მიმართ, სახეს უცვლიან არსებულ მდგომარეობას და არც თუ ისე იშვიათად საკმაოდ წარმატებითაც. ხოლო იმისათვის, რომ ადამიანებმა კეთილსასურველი მიმართულებით იმოქმედონ საზოგადოების განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა მათ უნდა იზრუნონ სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმის აგებაზე, რომელშიც გადალახული იქნება სამეფო ხელისუფლების, არისტოკრატიისა და დემოკრატიის ნაკლოვნებები, ხოლო უპირატესობანი ერთიან ჰარმონიულ მთელად იქნებიან გაერთიანებულნი; რამეთუ `ამა თუ იმ საქმანობის წამოწყების წარმატების ან წარუმატებლობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოებრივი წყობა. მისგან, როგორც წყაროსაგან, მომდინარეობს საქმიანი წამოწყების ყველა ჩანაფიქრი და გეგმა, ამსზეა ასევე დამოკიდებული მათი განხორციელებაც“ (7. VI, 1,8). აქედან გასაგებია პოლიბიოსის განსაკუთრებული დაინტერესება სახელმწიფოს წყობისა და მმართველობის `შერეული~ ფორმის ანალიზით, რასაც ის რომის სახელმწიფოს მმართველობის ფორმაზე დაკვირვებით ახდენს; მისი მიზანია, პლატონისაგან განსხვავებით, არა სახელმწიფოებრიობის იდეალური მოდელის მოცემა, არამედ რეალურად არსებულ ფორმათა შესწავლის საფუძველზე მოგვცეს ისეთი ფორმა, რომელშიც მმართველობის სხვადასხვა ფორმის წარმომადგენელთა უფლებამოსილება ერთიან საწყისში კი არ იქნება გაერთიანებული, არამედ ინარჩუნებს თავიანთ უფლებამოსილებას და გაყოფილნი ერწყმიან და თანაარსებობენ, აწონასწორებენ ერთმანეთს და ამით მთელი სახელმწიფოებრივი წყობისა და მმართველობის სტაბილიზაციას ახდენენ. რამდენადაც `შერეული~ ფორმის საზოგადოდ ანტიკურმა და კერძოდ პოლიბიოსისეულმა კონცეფციამ დიდი გავლენა იქონია მომდევნო ხანის მოაზროვნეებზე (ციცერონი) და განსაკუთრებით ახალ დროში ძალაუფლების დაყოფის თეორიის შემუშავებაში, ამდენად საჭიროდ მიგვაჩნია უფრო გაწვრილებით გავაანალიზოთ `შერეული~ ფორმის პოლიბიოსისეული გაგება.

Page 92: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

88

პოლიბიოსის აზრით, მისი თანამედროვე რომის სახელმწიფო მმართველობის ფორმა შეიცავს ზემოთდასახელებულ სამივე საუკეთესო და სწორი ფორმის უპირატესობებს, მაგრამ ისინი შერწყმულნი კი არ არიან ერთ საწყისში, რაღაც ერთიან ძალაუფლებას კი არ წარმოადგენენ, არამედ მთელი ძალაუფლება განაწილებული იყო ცალკეული ხელისუფლების ორგანოებს შორის იმდენად თანაბრად და სწორად, რომ თვით ადგილობრივ მცხოვრებთაგანაც კი არავის არ შეეძლო ერთმნიშვნელოვნად გადაეწყვიტა მთელი მმართველობა ერთობლიობაში არისტოკტარიული იყო, დემოკრატიული თუ მონარქიული. ეს გასაგებიცაა, პოლიბიოსის აზრით, ვინაიდან `თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კონსულთა ძალაუფლებაზე, მაშინ სახელმწიფო მთლიანად მონარქიული და სამეფო ხელისუფლებად მოგვეჩვენება, თუ სენატზე _ არისტოკრატიული, და ბოლოს თუ ვინმე მხედველობაში მიიღებს მხოლოდ ხალხის მდგომარეობას, მაშინ იგი ალბათ რომის სახელმწიფოს დემოკრატიად აღიარებს~ (7. VI, 11, 12). თუ როგორაა გაერთიანებული ძალაუფლების ეს სამი სახე მის საჩვენებლად პოლიბიოსი თავდაპირველად აანალიზებს თითოეულ მათგანს, აჩვენებს როგორც მათ უფლებამოსილებას, ისე მათ ურთიერთდამოკიდებულებას. თუ კონსული არ მონაწილეობს ლაშქრობაში, და რომში რჩება, მაშინ იგი განაგებს და წყვეტს მთელ სახელმწიფოებრივ საქმეებს, რამეთუ ყველა თანამდებობრივი პირი _ სახალხო ტრიბუნთა გარდა, მას ემორჩილება. გარდა ამისა, კონსული ისეთ საქმეებს, რომლებიც განხილვას მოითხოვს მოახსენებს სენატს და აკონტროლებს სენატის მიერ მიღებულ დადგენილებათა შესრულებას. კონსულს ექვემდებარება ყველა ის საქმეც, რომელიც ხალხის მიერაა გადასაწყვეტი: ის იწვევს სახალხო კრებებს, სადაც შეაქვს წინადადებანი და აღასრულებს უმრავლესობის მიერ მიღებულ დადგენილებებს. კონსულს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს საომარ ლაშქრობებთან დაკავშირებულ ყველა საქმეში, ვინაიდან მათ აქვთ უფლებამოსილება თავიანთი შეხედულებებისამებრ მოითხოვონ მოკავშირეთაგან ჯარი, დანიშნოს სამხედრო ტრიბუნები, ლაშქრობაში გაიწვიოს სამხედრო საქმისათვის ვარგისი წვევამდელნი, მას უფლება აქვს დასაჯოს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ბანაკში ყოველი პირი, ვისაც კი მოისურვებს. ასევე შეუზღუდავია იგი სახელმწიფო ფულის ხარჯვაში. ამიტომ ყველას, `ვინც ყურადღებას მიაქცევს მხოლოდ ამ ძალაუფლებას, უფლება ექნება უწოდოს რომის სახელმწიფოს ჭეშმარიტი მონარქია ან სამეფო ხელისუფლება~ (7. VI, 12, 9).

რაც შეეხება სენატის ძალაუფლებას, მის გამგებლობაში, უწინარეს ყოვლისა, არის ხაზინა, ვინაიდან იგი განაგებს როგორც ყოველგვარ შემსავალს ისე გასავალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვესტორთ, რომლებიც ფულად სახსრებს ანაწილებენ, არ შეუძლიათ გასცენ ფული რაიმე საჭიროებისათვის, სენატის დადგენილების გარეშე, გარდა კონსულთა მიერ მოთხოვნილი გასავლებისა და ხარჯებისა. ასევე ყველა იმ თანხას, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივ შენობათა აგებისა ან შეკეთებისათვის გაიცემა სენატის ნება-სურვილით. ასევე მთელი ქვეყნის საზღვრებში ჩადენილი და სახელმწიფო გამოძიების ქვემდებარე ყველა იმ დანაშაულს, როგორებიცაა: ღალატი, შეთქმულება, საწამლავთა დამზადება, ბოროტგანზრახული მკვლელობა, გამგებლობს სენატი. სენატის გამგებლობაშია აგრეთვე ყველა ის შემთხვევა, როდესაც საჭიროა რაიმე დავის გადაჭრა კერძო პირებსა თუ ქალაქებს შორის, იგი სჯის, ეხმარება და იცავს. სენატს ევალება ამასთან ერთად ელჩობა გააგზავნოს რომელიმე ქვეყანაში _ ან დაზავების ან დახმარების გაწევის, ან ბრძანებულებათა გადაცემის, ან ამა

Page 93: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

89

თუ იმ ხალხის ქვეშევრდომობაში მიღების, ან ომის გამოცხადების მიზნით. მასზევეა დამოკიდებული ყველა თავისი წვრილმანით ისიც, თუ როგორ მიიღოს რომში მივლინებული ელჩობა და რა პასუხი გასცეს მას. რამდენადაც ზემოთდასახელებული საკითხებიდან არც ერთის გადაწყვეტაში არავითარ მინაწილეობას არ იღებს ხალხი, ამდენად იმას, ვინც რომში აღმოჩნდება კონსულის არყოფნისას `რომის სახელმწიფო სავსებით არისტოკრატიულ სახელმწიფოდ წარმოუდგება~ (7. VI, 13, 9).

ბუნებრივად ისმება კითხვა _ რჩება რაიმე წილი სახელმწიფო მმართველობაში ხალხს? თუ სენატს ხელეწიფება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საქმის გადაჭრა, თუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ სენატი განაგებს მთელ შემოსავალსა და გასავალს, ხოლო მეორეს მხრივ, სამხედრო საქმეებსა და საომარ ლაშქრობათა მომზადებისას კონსულს შეუზღუდავი უფლებამოსილება აქვს? პოლიბიოსი თვლის,რომ ყოველივე ამის მიუხედავად, ხალხს რჩება მმართველობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მინაწილეობის უფლება; რამეთუ `სახელმწიფოში მხოლოდ ხალხს აქვს დაჯილდოებისა და დასჯის ძალაუფლება, მაშინ როდესაც მხოლოდ ჯილდოებითა და სასჯელით ინარჩუნებს არსებობას სამეფო ხელისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოები, საზოგადოდ რომ ვთქვათ, ყველა ადამიანური წარმონაქმნი~ (7. VI, 14, 4-5). შესაბამისად, პოლიბიოსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯილდოებისა და სასჯელთა სამართლიანად, დამსახურებისამებრ განაწილებას სახელმწიფოებრივი წესრიგისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში, ვინაიდან ვერანაირ წესრიგსა და სტაბილურობას ვერ მივაღწევთ იქ, სადაც არ აცნობიერებენ განსხვავებას ჯილდოსა და სასჯელს შორის ან თუ აცნობიერებენ, მაშინ, სწორად არ ანაწილებენ. განა დასაშვებია, სვამს კითხვას იგი რომ უზნეო და ცუდი ადამიანები ისევე ფასობდნენ როგორც ზნეკეთილი და წესიერი ადამიანები? რაიმე დიდი დანაშაულისათვის, რომლის შედეგებიც საზოგადოებისათვის სავალალოა და დანაშაულის ჩამდენი უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებია, მათ ხალხი ასამართლებს და სიკვდილის განაჩენსაც მხოლოდ ხალხი ადგენს. ასევე ხალხი ანიჭებს ღირსეულ მოქალაქეებს პატივსა და ღირსებას, ეს კი, მისი აზრით, ყველაზე დიდი და საუკეთესო ჯილდოა ქველობისა და გმირობისათვის სახელმწიფოში. გარდა ამისა, ხალხს აქვს კანონთა მიღების ან უარყოფის უფლებამოსილება _ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ ხალხი წყვეტს ომსა და ზავის საკითხებს. ხალხივე ამტკიცებს ან უარყოფს დადებულ კავშირებს, ზავსა და ხელშეკრულებებს. თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, დაასკვნის პოლიბიოსი, `ყველას ექნება სრული უფლება, თქვას, რომ რომის სახელმწიფოში ხალხს მმართველობაში უმნიშვნელოვანესი წილი აქვს და რომ იგი დემოკრატიაა~ (7. VI, 14, 12).

ამგვარად, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორაა განაწილებული სახელმწიფოებრივი მმართველობა ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის, ხომ არ ნიშნავს ყოველივე ეს, რომ მათ შორის არავითარი კავშირი ურთიერთვალდებულება არ არსებობს, რომ თითოეულ მათგანს არ შეუძლია ხელი შეუშალოს ან მხარი დაუჭროს ერთმანეთს თუ ამის სურვილი ექნებათ. პოლიბიოსი ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთგავლენის მდგომარეობაში იმყოფებიან თითოეული მათგანი, რაც განაპირობებს სახელმწიფოს მმართველობის `შერეული~ ფორმის სტაბილურობასა და სიმტკიცეს. მართალია, სალაშქროდ

Page 94: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

90

მიმავალი კონსულის ძალაუფლება შეუზღუდავი ხდება მასზე დაკისრებული საქმის წარმატებით შესრულების გამო, მაგრამ, პოლიბიოსის აზრით, მას არ შეუძლია ამ დროს გვერდი აუაროს ხალხსა და სენატს, მათგან დამოუკიდებლად მას არ ძალუძს თავისი წამოწყების ბოლომდე მიყვანა. ცხადია, რომის საბრძოლო ლაშქარს სჭირდება საბრძოლო და სასურსათო მარაგის განუწყვეტელი მიზიდვა; ეს კი შეუძლებელია სენატის დადგენილებათა გვერდის ავლით მოხდეს, მხოლოდ სენატის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეზიდოს სურსათ-საჭურველი და ჯამაგირი არმიას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სენატი მოინდომებს კონსულისათვის ხელის შეშლას, მაშინ კონსულის წამოწყებული საქმენი შეუსრულებელი დარჩება. გარდა ამისა, სენატს აქვს უფლება გაგზავნოს ახალი კონსული ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ და გაუგრძელოს სამსახური მოქმედ კონსულს, ეს კი დიდმნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, განხორციელდება თუ არა კონსულთა მიზნები და გეგმები. სენატს შეუძლია მათი განდიდება ან დამცირება, რამეთუ მის მიერ გაცემული თანხის გარეშე მათ სრულებითაც არ ძალუძთ მოაწყონ ან ჩაატარონ ტრიუმფი. კონსული რაც არ უნდა შორს იყოს სამშობლოდან, ვალდებულია მიაღწიოს ხალხის კეთილგანწყობას, ვინაიდან, როგორც ეს ზემოთ ითქვა, მხოლოდ ხალხი ამტკიცებს ან უარყოფს დადებულ ზავსა და ხელშეკრულებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებისას კონსული ვალდებულია თავის საქმიანობაზე ანგარიში ჩააბაროს ხალხს. ამგვარად, დაასკვნის პოლიბიოსი, `კონსულთათვის ფრიად საშიშია როგორც სენატის, ისე ხალხის კეთილგანწყობის არად ჩაგდება და უგულვებელყოფა~ (7. VI, 15, 11). მეორეს მხრივ _ შენიშნავს იგი _ სენატი მთელი თავის ძალაუფლების მიუხედავად, ვალდებულია სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტა შეუთანხმოს უპირველეს ყოვლისა, ხალხს და ისარგებლონ მისი კეთილგანწყობით, ასევე სენატს არ შეუძლია გამოიძიოს და დაადოს სასჯელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულს, რომელიც სიკვდილით ისჯება, თუ ამის შესახებ მისი წინასწარი დადგენილება არ იქნება ხალხის მიერ დამტკიცებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხისა და სენატის მიმართებაში ის არის, რომ თუნდაც ერთი სახალხო წარმომადგენელი _ ტრიბუნი წინააღმდეგი წავიდეს, სენატს არ აქვს უფლება არა მხოლოდ აღასრულოს თავისი დადგენილებები, არამედ თათბირსაც კი ვერ გამართავს, ხოლო ტრიბუნები, როგორც სახალხო წარმომადგენლები ვალდებულნი არიან `იმოქმედონ ყოველთვის ხალხის სასარგებლოდ და უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინონ მისი ენა. ამგვარად, სენატს ყველა ამ მიზეზთა გამო ეშინია ხალხის და ყურადღებით ეკიდება მას~ (7. VI, 16, 4).

ასევე თავის მხრივ ხალხიც დამოკიდებულია ხელი შეუწყოს მას სახელმწიფოებრივი საქმეების აღსრულებაში და გაითვალისწინოს სენატის როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოსა და კერძო პირთა საქმეების გადაწყვეტისას. ვინაიდან, რომში ყოველი სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობათა აშენებასთან და მართვასთან, აგრეთვე მთელი ბუნებრივი სიმდიდრეები საბადოები, მიწები, მდინარეები, რომლებიც რომაელთა განკარგულებაში იმყოფებიან, იჯარული წესით ეძლევათ ცენზორებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი რომაელი მოქალაქენი არ იყვნენ ამ საკუთრებასთან რამენაირად დაკავშირებულნი, პირიქით, ისინი სხვადასხვა ფორმით აქტიურად მონაწილეობენ იჯარულ საქმიანობაში და ინაწილებენ მათი მეშვეობით მიღებულ სარგებელს. იჯარულ საქმიანობასთან დაკავშირებულ

Page 95: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

91

ყველა საქმეს წყვეტს სენატი, სახელდობრ, აწესებს გადახდის ვადებს, უბედურების შემთხვევაში ამცირებს გადასახადებს ან გაკოტრების შემთხვევაში მთლიანად ათავისუფლებს ვალდებულებისაგან. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ სენატორთაგან ირჩევენ მოსამართლეებს როგორც სახელმწიფოებრივი ისე კერძო საქმეებთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან დავათა გასარჩევად. ამიტომ, შენიშნავს პოლიბიოსი, ხალხიც არანაკლებ დამოკიდებულია სენატზე, რაც აიძულებთ მათ თავი შეიკავონ სენატის გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ შეხედულებებისაგან და სენატისადმი დაპირისპირებისაგან. ასევე ხალხს, არავითარი სურვილი არ აქვს დაუპირისპირდეს კონსულებს, ვინაიდან ყოველი რომაელი მოქალაქე ცალკე და ყველა ერთად ომის დროს ემორჩილება კონსულთა ძალაუფლებას. აქედან პოლიბიოსი დაასკვნის, რომ მართალია თითოეულ ძალაუფლებას და მის შესაბამის ორგანოს სრული შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთისადმი ხელის შეწყობის, ისე ზიანის მიყენებისა, მაგრამ ყველა ვითარებაში ისინი იჩენენ ჯეროვან ერთსულოვნებას და ამიტომ შეუძლებელია უკეთეს სახელმწიფო წყობაზე მითითება. პოლიბიოსი გაარჩევს ამ `შერეული~ მმართველობის ფორმის უპირატესობებს, რომლებიც როგორც საგარეო საფრთხის არსებობის ისე მშვიდობიან პირობებში იჩენს თავს. ომის შემთხვევაში, როცა გარედან მოსალოდნელი საფრთხე აღძრავს თითოეულ მათგანს ერთსულოვნებისა და ურთიერთდახმარებისაკენ, სახელმწიფო ჩვეულებრივ აღმოჩნდება იმდენად ძლიერი, ენერგიული და საქმიანი, რომ დაუკმაყოფილებელი არ რჩება არც ერთი აუცილებელი მოთხოვნილება. როდესაც მნიშვნელოვანი ხდომილებების წინაშე აღმოჩნდებიან რომაელები ერთობლივად აანალიზებენ მას და მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებასაც არ აგვიანებენ, თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად ხელს უწყობენ წამოწყებათა საქმიან განხორციელებას. `აი რატომაა, რომ ეს სახელმწიფო წყობის თავისებურებათა წყალობით უძლეველია და ახორციელებს მთელ თავის გეგმებს~ (7. VI, 18, 4-5). ეს რაც შეეხება ომიანობის დროს სახელმწიფოს მმართველობის ფორმის სიმტკიცესა და სტაბილურობას, მაგრამ ხომ ცნობილია, რომ მრავალი სახელმწიფო საგარეო საფრთხის არსებობისას ერთიანდება და ამარცხებს მტერს და ამით თითქოს თავისი წყობის სიმტკიცეს ავლენს, მაგრამ მშვიდობიანობის დროს, როცა არავითარი საგარეო საფრთხე არ ელის სწორედ მაშინ იღუპება.

ამის გამო აინტერესებს პოლიბიოსს `შერეული~ ფორმის სიმტკიცე და სტაბილურობა სწორედ მშვიდობიანობის დროს, როდესაც სახელმწიფოს მოქალაქენი ცხოვრობენ უკვე გამარჯვებით მოპოვებულ სიმდიდრესა და ბედნიერებაში, ტკბებიან კეთილდღეობით და დაუფიქრებლად ემორჩილებიან მლიქვნელებსა და პირმოთნეთ, ხდებიან თავდაუჭერელნი და ამპარტავანნი, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ ასეთ ვითარებაში, მაგრამ სწორედ ამ დროს იჩენს თავს ამ ტიპის მმართველობის ფორმის მიერ თავისი თავის განკურნების საოცარი უნარი. რამეთუ , თუ რომელიმე ძალაუფლება თავის თავზე აიღებს მისთვის შეუფერებელ მნიშვნელობასა და როლს, შეეცდება გადააჭარბოს თავის უფლებებს, და შესაბამისად მმართველობის ფორმის შეცვლას, მასინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება იმის გამო, რომ ძალაუფლების არც ერთ სახეს არ აქვს თვითკმარი და დამოუკიდებელი მნიშვნელობა, მაგრამ თითოეულ მათგანს შეუძლია ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს დანარჩენთა ჩანაფიქრს. ამიტომ ძალაუფლების, რომელიმე სახის მეტისმეტი გაძლიერება და დანარჩენზე გაბატონება, პოლიბიოსის აზრით, სრულიად შეუძლებელი

Page 96: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

92

აღმოჩნდება. ამიტომ ყველა თავის ადგილზე რჩება და ერთმანეთს აწონასწორებენ ისე, რომ ურთიერთს რაიმე გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენონ.

ასეთია პოლიბიოსის შეხედულებანი სახელმწიფოს მმართველობის ფორმებისა და წარმოშობის, განვითარებისა და დაღუპვის ბუნებრივ-კანონიერი განვითარების შესახებ, მათში კარგად იგრძნობა, ერთის მხრივ, ჰერაკლიტეს, პლატონის, არისტოტელესა და სტოელთა გავლენა, და თვით რეალურ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე ობიექტური დაკვირვების კვალი. მის შეხედულებებში კიდევ უფრო ძლიერდება რეალური სოციალ-პოლიტიკური პროცესების შესწავლის _ კვლევის ანტიმითოლოგიური _ საკუთრივ, მეცნიერული მიდგომა, რომელიც სათავეს არისტოტელესთან იღებს. მისი კვლევის ამოსავალია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ფორმების ანალიზი, არამედ ადამიანები თავიანთი ინტერესებითა და მოთხოვნილებებით, ძალაუფლებისადმი დაუოკებელი სიყვარულით. მართალია, იგი სახელმწიფოს არსის, მისი წარმოშობის საკითხის ახსნაში დიდ როლს არ ანიჭებს საკუთრებით ურთიერთობებს და არც მიხედვით ასხვავებს სახელმწიფოს ფორმებს, როგორც ეს არისტოტელესთანაა მოცემული, მაგრამ არ შეიძლება მასთან არ დავინახოთ ის ყველაზე არსებითი, რომ იგი ცდილობს ახსნას ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკურ დაწესებულებათა წარმოშობა, ზრდა და განვითარება როგორც ბუნებრივი კანონზომიერების გამოვლენა, მართალია, იგი ზოგჯერ სტოელთა გავლენით `ბედისწერას~ უწოდებს, მაგრამ ბედისწერა არ არის განგებისეული, არამედ ბუნებრივ კანონზომიერებათა მსგავსი, რომელიც საზოგადოებაში მოქმედებს, და ადამიანთა ცხოვრებაში თავისი ძალის მუდმივი გამოვლენის პროცესში წარმოქმნის `ბევრ ახალსაც“ (7. VI, 1, 4, 5). ანალოგიურ აზრს გამოთქვამს იგი სამყაროს ცვლილებათა შესახებ, როდესაც `ბედისწერამ მისცა ახალი სახე მთელ მსოფლიოს" (7. VI, 2,"). ამიტომ იგი წარმოგვდგება რაციონალიზებული სახით როგორც ისტორიული `ბედისწერის", როგორც პოლიტიკური ისტორიის ერთიანი პროცესის შანაგანი კანონზომიერებისა და აუცილებლობის სინონიმი. ამგვარად, ისტორიული პროცესი მას ესმის ერთდროულად როგორც აუცილებელი კანონზომიერი და როგორც რაღაც ახლისაკენ, რომელსაც ადრე არ ქონდა ადგილი, მოძრაობის პროცესი. ანტიკური მოაზროვნეებისაგან განსხვავებით, პოლიბიოსს აინტერესებს საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრების მოძრაობა, მისი დინამიკა და მხილოდ ამის შემდეგ სახელმწიფოს ფორმების ცნების ანალიზი. ამგვარად მისთვის დამახასიათებელია ისტორიული პროცესის არა მხოლოდ წრებრუნვისეული გაგება, არამედ როგორც რაღაც ახლისაკენ მოძრაობისა, რომელსაც ადრე არ ჰქონია ადგილი. მიუხედავად ამისა, პოლიბიოსი მაინც რჩება საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესთა წრებრუნვის თეორიის ფარგლებში. თუმცა, ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სახელმწიფოს `შერეული~ ფორმები სახელმწიფოს მმართველობის ბუნებრივი ფორმების დიალექტიკური მოხსნა-შენახვის პროდუქტია და შესაბამისად განვითარების უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენს პოლიტიკური განვითარების პროცესში, მაგრამ პოლიბიოსისათვის `შერეული~ ფორმა თანაარსებობს სახელმწიფოს მარტივ ფორმებთან ერთად, ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ წრეში ახლის წარმოშობის კანონზომიერებათა დადგენის ცდის მიხედავად იგი მაინც ვერ წყვეტს წინააღმდეგობას მმართველობის ბუნებრივი ფორმების კანონზომიერი წრებრუნვის კონცეფციასა და სახელმწიფოთა `შერეული~ ფორმის მისეულ გაგებას შორის. ეს არ უნდა იყოს გასაკვირი,

Page 97: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

93

რადგან იგი არა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის ფორმების, არამედ მთლიანი ისტორიული პროცესის წრებრუნვას აღიარებს, რომელიც წარღვნიდან წარღვნამდე გაივლის განვითარების ეტაპებს და საბოლოოდ ახალი წარღვნა ისევ აღგვის მას პირისაგან მიწისა და კვლავ ყველაფერი ისევ მეორდება, რა თქმა უნდა, არა კონკრეტულ ისტორიული პიროვნების, არამედ ბუნებრივი კანონზომიერების თვალსაზრისით.

მართალია, პოლობიოსი ბევრ რამეში იმეორებს მის წინამორბედთა შეხედულებებს შერეული მმართველობის თეორიის შესახებ, მაგრამ ამასთან ერთად იგი ავითარებს კიდეც მათ თვალსაზრისებს, რაც უპირველეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, მმართველობის შერეული ფორმის ელემენტთა გაერთიანებაში არც ერთ მათგანს არ აქვს რაიმე უპირატესობა დანარჩენთა მიმართ, ისინი ერთდროულად ავსებენ და ზღუდავენ კიდეც ერთმანეთს. წინამორბედთაგან განსხავებით პოლიბიოსი აქცენტს აკეთებს არა ძალაუფლების ცალკეულ ელემენტთა შეერთება-შერწყმაზე, არამედ მათ იდეალურ თანაფარდობაზე, რომლითაც მიიღწევა წონასწორობა. აღნიშნულ ელემენტთა შორის ამგვარი წონასწორობა კი მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობის განმსაზღვრელია.

როგორც უკვე ავღნიშნავთ, შერეული მმართველობის ამგვარმა გაგებამ დიდი გავლენა იქონია, არა მხოლოდ მომდევნო პერიოდის მოაზროვნეებზე, (ციცერონი, მაკიაველი და სხვა), არამედ ახალ დროში ძალაუფლების დანაწილების თეორიის მომხრეებზეც (ლოკი, მონტესკიე); მაგრამ პოლიბიოსის კონცეფციის გარკვეული მსგავსება ძალაუფლების დანაწილების თეორიასთან, არ ნიშნავს იმას `რომ მათ შორის არ არსებობს არსებითი განსხვავებაც. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთიანობას, ვინაიდან ანტიკური მოაზროვნეები არ განასხვავებენ მათ ერთმანეთისაგან, ამდენად არც პოლიბიოსი გამოჰყოფს საზოგადოებიდან პოლიტიკურ სახელმწიფოს და შესბამისად პოლიტიკური სახელმწიფოს ძალაუფლებას, მაშინ როდესაც ახალ დროში უკვე გაცნობიერებულია ის ძირეული განსხვავება, რომელიც არსებობს სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურ ერთეულს შორის. ბჭობა არსებითად პოლიტიკური სახელმწიფოს ძალაუფლების დანაწილებას ეხება (შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკის ცალკე სფეროს გამოყოფამ საფუძველი ჩაუყარა სწორედ პოლიტოლოგიას როგორც მეცნიერებას). მიუხედავად ამისა, მათ აერთიანებთ ის, რომ ორივე შემთხვევეაში საქმე ეხება სახელმწიფოებრივი ძალაუფლების ისეთ კონსტრუირებას, რომლის დროსაც მმართველობის უფლებამოსილებანი არ არის თავმოყრილი ერთ ცენტრში (საწყისში), არამედ განაწილებულია სხვადასხვა ურთიერთშემვსებ და შემოაკავშირებელ საწყისთა შორის.

ყველაზე არსებითი, რითაც ჩენს ყურადღებას იქცევს პოლიბიოსი ისაა, რომ მან მართალია მართველობის ფორმათა ევოლუცია გაიგო როგორც თითოეული ფორმისათვის შინაგანად დამახასიათებელი, კანონზომიერი ცვლის შედეგი, რომელიც მკაცრ თანმიმდევრულობას ექვემდებარება, მიუხედავად ამისა, მან შეძლო დაენახა მათი ცვალებადობისა და არასტაბილურობის გადალახვის შესაძლებლობაც. ადამიანთა რაციონალური პოლიტიკური საქმიანობა ხელს უწყობს შერეული წყობის შექმნას და მის წარმატებულ ფუნქციონირებას; სხვადასხვა საწყისთა (სწორ მარტივ ფორმათა) გაერთიანებით აღწევენ მათ სწორ თანაფარდობას,

Page 98: ლექცია Isocium.ge/downloads/protosocteoria/protosociologiuriteoriebisIdaIIleqciebi.pdf · პოპერის აზრით, პლატონის დიდი

94

რომელიც წონასწორობაში გამოიხატება. ეს წონასწორობა კი არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს ძალაუფლების მანერთიანებელ საწყისთა მოქმედების კოორდინაციას. არსებითად ამგვარი წონასწორობა არის სახელმწიფოს მართვაში სხვადასხვა სოციალურ ფენათა მონაწილეობის განხორციელების შედეგი, ძალაუფლების საწყისთა წონასწორობა კი არის იმის გარანტია და საფუძველი, რომ სახელმწიფო წინ აღუდგეს მადესტაბილიზირებელ ფაქტორთა მოქმედებას და უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების აუცილებელი სტაბილურობა და წესრიგი.