ჯემალ ქარჩხაძე - WordPress.com · 2014-04-26 · სენატის...

303
ჯემალ ქარჩხაძე განზომილება ტრაგედია კომედიის ერთი აქტია ბიძაჩემი იონა კომედია ტრაგედიის ერთი აქტია პრ. დიდებულიძე რედაქტორი: ლეილა ბერიაშვილი © 2008 ქარჩხაძის გამომცემლობა ყველა უფლება დაცულია დასაბამი სიტყვა ღმრთისა მიმართ გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც. რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო, რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე. დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მინდა კრძალვით შემოგბედო: ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დამიბნელდეს, გემოვნებამ ისე მიმტყუნოს, ლიტერატურული თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზა- კვალი ისე ამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს, ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის! მომმადლე წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ! სხვაფრივ, დავშთები სიმართლის ერთგული მსახური და ფარისეველთა შეურიგებელი მოწინააღმდეგე. ხელისუფალთა მიმართ ღირსნო მამანო (აგრეთვე დედანო), გვამნო (პატიოსანნო), მესაჭენო და მოჭირნახულენო ნაცადნო, მესვეურნო დიდ- დიდნო! გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილი რიტორი, გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში რომის სენატი და სენატის რომი“, რისთვისაც, როგორც ცნობილია, რომის სენატმა იგი სენატის რომიდან კინწისკვრით გააძევა, ამბობს: „ დააკვირდით, რჩეულნო, თუ რა სხვაობაა ზრუნვასა და ლაპარაკს შორის: ლაპარაკი ყვავილის მათრობელა სურნელია, ზრუნვა - ოფლის მჭახე სუნი, ლაპარაკი რწმენის თესლია, ზრუნვა კი ეჭვისა. ლაპარაკით ყოველთვის შეგიძლიათ ზრუნვა შეცვალოთ. ზრუნვით ლაპარაკს ვერასოდეს შეცვლით, ლაპარაკი ქება- დიდების გზაა, ზრუნვა - ტანჯვა- წვალების ბილიკი; ლაპარაკი მკაა სხვათა დანათესისა, ზრუნვა თესვაა სხვათა მოსამკელისა, ლაპარაკი სიამეს ჰგვრის ღმერთებს (ტარტაროსი და ელიზიუმი პოეტების ლამაზი ჭორია), ზრუნვა კი თვლემას. ხედავთ, მოამაგენო, რაოდენი განსხვავება ყოფილა ცნებათა შორის, რომლებიც უბირთა და მიამიტთ ერთი და იგივე ჰგონიათ? მაშ, რატომ უნდა აჰყვეთ მორალისტთა გულისგამაწვრილებელ ზუზუნს და ქოთქოთს? რად უნდა შეაშინებინოთ თავი ავყია აჩრდილებსა და ცრუ წინასწარმეტყველთ? რატომ არ უნდა იაროთ იმ გზით, საითაც გულისთქმა გეწევათ?“ ასე ამბობს, აღმაშენებელნო, გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილი რიტორი, გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში რომის სენატი და სენატის რომი“. და თუმც გვიანდელი ხანის ზოგი სწავლული ზრუნვისა და ლაპარაკის

Transcript of ჯემალ ქარჩხაძე - WordPress.com · 2014-04-26 · სენატის...

  • ჯემალ ქარჩხაძეგანზომილება

    ტრაგედია კომედიის ერთი აქტიაბიძაჩემი იონაკომედია ტრაგედიის ერთი აქტიაპრ. დიდებულიძერედაქტორი: ლეილა ბერიაშვილი© 2008 ქარჩხაძის გამომცემლობაყველა უფლება დაცულია

    დასაბამი სიტყვაღმრთისა მიმართგმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც. რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო,რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე.დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენიჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მინდა კრძალვით შემოგბედო:ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დამიბნელდეს, გემოვნებამ ისემიმტყუნოს, ლიტერატურული თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზა-კვალი ისეამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს,ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის!მომმადლე წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ!სხვაფრივ, დავშთები სიმართლის ერთგული მსახური და ფარისეველთა შეურიგებელიმოწინააღმდეგე.ხელისუფალთა მიმართღირსნო მამანო (აგრეთვე დედანო), გვამნო (პატიოსანნო), მესაჭენო და მოჭირნახულენონაცადნო, მესვეურნო დიდ-დიდნო! გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილირიტორი, გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში „რომის სენატიდა სენატის რომი“, რისთვისაც, როგორც ცნობილია, რომის სენატმა იგი სენატისრომიდან კინწისკვრით გააძევა, ამბობს: „დააკვირდით, რჩეულნო, თუ რა სხვაობააზრუნვასა და ლაპარაკს შორის: ლაპარაკი ყვავილის მათრობელა სურნელია, ზრუნვა -ოფლის მჭახე სუნი, ლაპარაკი რწმენის თესლია, ზრუნვა კი ეჭვისა. ლაპარაკითყოველთვის შეგიძლიათ ზრუნვა შეცვალოთ. ზრუნვით ლაპარაკს ვერასოდეს შეცვლით,ლაპარაკი ქება-დიდების გზაა, ზრუნვა - ტანჯვა-წვალების ბილიკი; ლაპარაკი მკაა სხვათადანათესისა, ზრუნვა თესვაა სხვათა მოსამკელისა, ლაპარაკი სიამეს ჰგვრის ღმერთებს(ტარტაროსი და ელიზიუმი პოეტების ლამაზი ჭორია), ზრუნვა კი თვლემას. ხედავთ,მოამაგენო, რაოდენი განსხვავება ყოფილა ცნებათა შორის, რომლებიც უბირთა დამიამიტთ ერთი და იგივე ჰგონიათ? მაშ, რატომ უნდა აჰყვეთ მორალისტთაგულისგამაწვრილებელ ზუზუნს და ქოთქოთს? რად უნდა შეაშინებინოთ თავი ავყიააჩრდილებსა და ცრუ წინასწარმეტყველთ? რატომ არ უნდა იაროთ იმ გზით, საითაცგულისთქმა გეწევათ?“ასე ამბობს, აღმაშენებელნო, გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილი რიტორი,გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში „რომის სენატი დასენატის რომი“. და თუმც გვიანდელი ხანის ზოგი სწავლული ზრუნვისა და ლაპარაკის

  • სენატის რომი“. და თუმც გვიანდელი ხანის ზოგი სწავლული ზრუნვისა და ლაპარაკისმისეულ დეფინიციას სადავოდ ხდის, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დავა უმთავრესადთეორიული და სპეკულატიური ხასიათისაა.საკუთარი თავის მიმართვიაროთ წინ, რაკი სხვა გზა არა გვაქვს!მკითხველთა მიმართქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო თანამემამულენო! მეგობრებო!თითქოსდა, ჩვენ მაინც არაფერი უნდა გვქონდეს წინასწარ მოსალაპარაკებელი, ვინაიდანწიგნია ჩვენი ხიდიც, მოციქულიც, შუამავალიც, გამყოფიცა და შემაერთებელიც, მაგრამრაკი მინდორი ისე გრძელია, ხოლო სიცოცხლე ისე მოკლე, რომ არავინ იცის, გავალ თუვერა ბოლოში, გადავწყვიტე ამ ერთხელ ჭკვიანთა, გამჭრიახთა და საქმის მცოდნეთამცნებას მივყვე და ხვნაში გაგირიგდეთ. ვფიქრობ, მართებულადაც ვიქცევი. თავადგანსაჯეთ: განა ორთავ მხარისთვის - თქვენთვისაც და ჩემთვისაც - უმჯობესი არ იქნება,გასარკვევი დროულად გაირკვეს და, ვისაც სერიოზულ მხატვრულ-შემეცნებითექსპედიციას მსუბუქი ძილისწინა მოციონები გირჩევნიათ, აქედანვე თქვათ უარიდამგზავრებაზე, ვიდრე გზადაგზა დამეკარგოთ და შემომეფანტოთ?!მაშ ასე: უპირველეს ყოვლისა, მინდა ცალკე გამოვყო ის ას ოცდაექვსი (რიცხვიშემოწმებულია) მკითხველი, რომელთაც მიმართვა და დანამუსება არ სჭირდებათ - რაცყურადღებით და დაკვირვებით წასაკითხია, ისედაც ყურადღებით და დაკვირვებითკითხულობენ - და იმედი გამოვთქვა, რომ წიგნის ბოლოში მათი რიცხვი, სულ ცოტა,გაორმაგდება.შემდგომ ამისა, მინდა ყველა დანარჩენს შევძახო: მამულიშვილნო! სად მირბით ასეთავქუდმოგლეჯილნი?! ნუთუ არ იცით, რომ წინ დიდი გზა გიდევთ, დიდ გზას კი აჩქარებაარ უყვარს! შეანელეთ ნაბიჯი, შეიცადეთ ცოტა, ამოისუნთქეთ და ამოიქაქანეთ. საკუთართავს, სულ ერთია, მაინც ვერ გაასწრებთ და აბა ისე სირბილს რა ფასი აქვს! შეიცადეთ.შეიცადეთ და, მოდით, ამ შეშლილ დროში მტრის ჯინაზე ერთი დინჯად, მშვიდად,დარბაისლურად ვიმუსაიფოთ, შევეცადოთ გულიდან გადავიყაროთ ყველაფერი, რაცგვაჩქარებს და გვაფაციფუცებს, ვინაიდან ის, რაც გვაჩქარებს და გვაფაციფუცებს, ჩვენიწიაღის კეთილ ნაწილში არ არის აღმოცენებული. შემიძლია შესაბამისი ანდაზებიცმოგაგონოთ. მაგალითად, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ან კიდევ, ვინც იჩქარაო... ვინციჩქარა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ აშკარაა კარგი არაფერიდამართნია, მით უფრო, რომ მესამე ანდაზა პირდაპირ გვაფრთხილებს: აჩქარებითასოფელი არავის მოუჭამიაო. ჭეშმარიტად! და თუ აქცენტს მაინც სწრაფმოჭმაზე ავიღებთდა მოჭმა-მოჭმით დავუყვებით წუთისოფელს, ბოლოს (რაც უნდა იგულისხმებოდეს ამბუნდოვან სიტყვაში) აბსურდის მოთუხთუხე კუპრში მოვადენთ ტყაპანს. ამას ნათლადადასტურებს აქსიომური დებულება, რომლის თანახმადაც გული კუჭი არ არის, გულიგაძღომას ვერ იგებს. მართლაცდა, ვთქვათ, ავჩქარდით, სათქმელი მივჩქმალეთ(მივაჩუმათეთ, მივაფუჩეჩეთ, მივახუჩაფათეთ) და საშოვარზე წავედით. ვთქვათ, ვიშოვეთ.ვთქვათ, ბევრი ვიშოვეთ. ვთქვათ, ყველაფერი ვიშოვეთ. ვთქვათ, იმდენი ვიშოვეთ, აღარვიცით რა ვუყოთ. მერე? რა ვუყოთ იმას, რასაც აღარ ვიცით რა ვუყოთ? ანდა, ყველაფერსრომ ვიშოვით, დანარჩენი სადღა ვიშოვოთ? გულს ხომ ვერ ამოვყორავთ! გული ხომღნავის და ითხოვს! ანდაზებსაც რომ მოვეშვათ, ვინც კაცობრიობის გრძელსა და, ცოტა არიყოს, გაჭიანურებულ ისტორიას გასცნობია (რაც თავისთავად ფრიად საქებარი საქმეა),განა არ იცის, რომ უბედურება, როგორც მყისიერი და ერთჯერადი აქტი, იქ ხდება, სადაცზედმეტად ჩქარობენ? აჩქარება ქვეყანას ანგრევს, აუჩქარებლობა კი მშვიდობიანადარღვევს. დარღვევა ხანგრძლივი, ბუნებრივი და, თუ კარგად დავუკვირდებით, საამურიპროცესია, როგორც სიკვდილის ზომიერი მიზიდულობა, როცა სიცოცხლის უჯრედებისიბერის ძალით იხოცებიან. მაშ ვაცალოთ ქვეყანას დაბერება, ნუ ვკრავთ ხელსთავდაღმართში, ამოვიყაროთ გულიდან მატერიალური კატალიზატორები (დაე,გარაჟებიც თახვებმა აშენონ), დავიმშვიდოთ ამღვრეული სახეები, ჩავიცხროთამღვრეული ვნებები, გადავიყაროთ ბინდი, გავერიდოთ ყაყანს, დავიმორჩილოთსაკუთარი გული და დავიმორჩილოთ საკუთარი ნაბიჯი, ვიაროთ მშვიდად და ნება-ნება

  • ვიმასლაათოთ. მერწმუნეთ, ასე უფრო ჩქარა მივალთ, სადაც უნდა მივიდეთ. და თუ ჩქარავერ მივალთ, რა გვეჩქარება! ღმერთი ხომ არსად გაგვექცევა!არ მოგატყუებთ და მოფრთხილების მომიზეზებით არ დაგიმალავთ: გზა, გარდა იმისა,რომ შორია, ძნელი სავალიცაა. ალაგ-ალაგ ალბათ მოყინულიც იქნება (ასეთმონაკვეთებს, ვიდრე ყინულზე ფეხის მოკიდებას მიეჩვევით, შეგიძლიათ მოურიდებლადგადაახტეთ). სამაგიეროდ, არც თავმდაბლობის მომიზეზებით იმას დაგიმალავთ, რომ ამხანგრძლივ მოგზაურობაში სიამოვნებაც ბევრი გელით, ხოლო თუ ბოლომდე გაძლებთ,თქვენი მოთმინება და შეუპოვრობა თქვენი მოთმინებისა და შეუპოვრობის ჯილდოდიქცევა.მაშ დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და, ვინც დაატყობს, რომ გულიც ერჩის და თავის იმედიცაქვს, გამომყვეს.ოღონდ გახსოვდეთ: იკითხეთ ნელა და ყურადღებით!

    წიგნი პირველი. გვირაბი

    თავი პირველი. დეკადენტური დილაბიძაჩემის უადგილო დეპეშა, ეწერელი დათიკოს აკუსტიკური გამოცხადება და სხვადამაფიქრებელი ნიშნები.„სანაკლიო უფსკრულში გადაიჩეხა წრტ ყველაფერი მიატოვე და საჩქაროდ ჩამოდიბიძაშენი“ფოსტალიონი, წესისამებრ, დეპეშის ტექსტს წინასწარ კი გასცნობოდა, მაგრამ რაკი მისიშინაარსიდან, სადაც „წრტ“ -ს გარდა ყველაფერი უკიდურესად ბუნდოვანი იყო, ვერდაედგინა, ჰქონდა თუ არა ფეხის ქირის მიღების შანსი, ფსიქოლოგიური ზემოქმედებისმიზნით დარდიმანდულ პოზაში დამიდგა და ხაზგასმულად უდარდელიგამომეტყველებით შემომაჩერდა - აქაოდა, მე ჩემი ფინანსური პრეტენზიებისსამართლიანობაში ეჭვი არ მეპარება და აწი შენ იცი და შენმა კაცობამო. ხერხმა, რაღათქმა უნდა, გაჭრა და მან თავისი გროშები სრულად მიიღო. მართალია, მიიღო არაიმდენად გარჯისთვის, რამდენადაც რწმენისთვის, მაგრამ ამდაგვარი ნიუანსები,მოგეხსენებათ, ფულის მყიდველობით უნარზე დიდად არ მოქმედებს.საგონებელში ჩავარდნილმა მალე მშვენიერი ევაც გავისტუმრე. მშვენიერი ევა -ცეცხლოვანი და მასშტაბურად კაცთმოყვარე - დილამდე აპირებდა დარჩენას, რასაცმჭევრმეტყველურად მოწმობდა თან წამოღებული ღამის პერანგი, რომელიცმოსვლისთანავე ვარდისფერი ულტიმატუმივით გადამიფინა საწოლზე, მაგრამ რადარწმუნდა, ბიძაჩემის დეპეშები ადამიანური შემოქმედების ძალზე რთული პროდუქტებიადა მათი გაშიფვრა ღრმა კონცენტრაციას მოითხოვს, არც სცენები გაუმართავს და არცშეურაცხყოფილი თავმოყვარეობა უთამაშნია (როგორც სხვა, უფრო ცივილიზებულიმანდილოსნები შვრებიან მსგავს ვითარებაში), ხანმოკლე, სავსებით მშვიდობიანიმოლაპარაკების შემდეგ თავისი ულტიმატუმი ჩანთაში ჩაიდო და წასვლის წინ ისეთიწრფელი და მგზნებარე კოცნა მომიძღვნა, აშკარად მაგრძნობინა, რომ, თუკი ტრფობისცეცხლით მარად მოგუზგუზე მის ჩვილ გულში ეს გაუქმებული ღამე ცოტაოდენ წყენად დაცოტაოდენ წყრომად მაინც შედედდა, წყენის მიზეზიცა და წყრომის ადრესატიც ბიძაჩემიიყო.მარტო რომ დავრჩი, ერთხანს ბოლთას ვცემდი და ფიქრებს ვაგროვებდი, მერე საწერმაგიდას მივუჯექი და დეპეშას ჩავუღრმავდი.რა თქმა უნდა - და ყოველი ღირსი სანაკლიელი (რომელთა რიცხვი, სამწუხაროდ, დიდიაღარ არის) ჩემს ადგილას ამასვე გეტყოდათ - ბიძაჩემის ცნობა, ვითომც სანაკლიოუფსკრულში გადაჩეხილიყოს, არასწორი იყო. უფსკრულში რომ გადაიჩეხო, უფსკრულს

  • ზემოთ უნდა იმყოფებოდე. ერთადერთი ადგილი, სადაც სანაკლიო ჯერ კიდევ შეიძლებაგადაიჩეხოს, ჯოჯოხეთია. მაგრამ ეს შესაძლებლობაც წმინდა თეორიულია, ვინაიდანამისათვის საჭიროა, ხსენებული ღირსი სანაკლიელები უკლებლივ და უნაშთოდაღვიგავოთ პირისაგან მიწისა, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პრაქტიკულად გამორიცხულია.და რომც მომხდარიყო ამდაგვარი რამ სასწაული, ბიძაჩემი ისე როგორ დაეცემოდა,სინამდვილე შეელამაზებინა და „ჯოჯოხეთის“ ნაცვლად „უფსკრული“ ეხმარა!ამ ჯანსაღი წანამძღვრებიდან თითქოს ბუნებრივად გამომდინარეობდა ასეთივე ჯანსაღიდასკვნა, რომ ბიძაჩემი ტყუოდა, მაგრამ ეს დასკვნა მე მტკიცედ და გადაჭრით უარვყავი.ასევე მოიქცეოდა ყველა, ვინც ბიძაჩემს ჩემსავით კარგად იცნობს. საქმე ის არის, რომ,თუმც კი ტყუილი ბიძაჩემისთვის საარსებო სუბსტანციაა, რომელსაც ჟანგბადთან ერთადიღებს, რათა ნახშირორჟანგთან ერთად გამოყოს, და ურომლისოდაც, თქმა არ უნდა,ნივთიერებათა ცვლა დაერღვევა, ამ სასიცოცხლო სუბსტანციას მთავარი მკვებავი ფესვიესთეტიკაში უდგას (სწორედ ეს არის ერთი იმ გადამწყვეტ ნიშანთაგანი, რისიწყალობითაც ბიძაჩემი ისე განსხვავდება რიგითი სანაკლიელისაგან, როგორც ფერადიტელევიზორი შავ-თეთრი ტელევიზორისგან). ამიტომ, რაკი დეპეშის ტექსტში ესთეტიკისნიშანწყალი ვერ ვიპოვე, უყოყმანოდ დავასკვენი, რომ ეს იყო არა შეგნებული ტყუილი,არამედ უნებური გაზვიადება, რასაც სათავე სულ სხვა ფენებში აქვს, იმ ფენებში, სადაცგამუდმებით მიმდინარეობს მცირე თერმობირთვული რეაქცია, რომელიც, თავისთავად,სრულიად უვნებელია, მაგრამ დროდადრო, როცა რომელიმე მუხტი ორბიტას მოწყდებადა ფსიქიკის სფეროს მიაშურებს, წონასწორობა ირღვევა და ბიძაჩემი მყისიერად,როგორც დაცურებული კრამიტი (გნებავთ, როგორც მოწყვეტილი ვარსკვლავი), რაღაცგამოუცნობ უკიდურესობაში ვარდება. მოვლენათა სამყაროში - ტიპიურ მაგალითს თუავიღებთ - ეს პროცესი ამგვარად მჟღავნდება: ნასმურევზე რომ, ვთქვათ, გამოძინე- ბა არდასცალდება და უეცარი ხმაური ან სხვა რამ უეცარი ბიძგი მოულოდნელად ამოაგდებსძილის ჯურღმულიდან, ადვილი შესაძლებელია, უწყინარი ბუზი, რომელიც უპრეტენზიოდდაბზუის ოთახში, გახელებულ სპილოდ მოეჩვენოს.იმ ვარაუდს, რომ ტყუილი უნებური იყო, კიდევ უფრო განამტკიცებდა სიტყვა„ყველაფერი“, რომელიც, რაკი მისატოვებელი არა მქონდა რა (ისეთი ეფემერული განძისარსებობა, როგორიცაა მშვენიერი ევა, ბიძაჩემმა არ იცოდა) პირიპირზე ემთხვეოდასიტყვა „არაფერს“. ფილოსოფიური თვალსაზრისით ამგვარი დამთხვევა უაღრესადსაყურადღებოა, რამდენადაც აქ, ერთი მხრივ, მჟღავნდება დაპირისპირების, როგორცასეთის, ემანაციური და, შესაბამისად, რელატური ბუნება და, მეორე მხრივ, ამრელატურობის უკან თავს იჩენს პოლუსების ერთიანობა, ეს კი საშუალებას იძლევაყბადაღებულ დუალიზმს რეალური ნიადაგი გამოვაცალოთ და ფორმალური ლოგიკისსაზღვრებში მივუჩინოთ ადგილი, მაგრამ ამაზე ახლა სიტყვას არ გავაგრძელებ, ვინაიდანეს ძალზე შორს წაგვიყვანს და, შესაძლებელია, მოსაწყენიც აღმოჩნდეს.რაკი შეგნებული ტყუილი გამოირიცხა, სიტყვა „ყველაფერი“ ან ირონია უნდა ყოფილიყო,ან სისულელე. ირონია და სისულელე ცნებათა ქანდარაზე გვერდიგვერდ სხედან დაერთმანეთისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ სისულელე თვითკმარია დაობიექტს არ საჭიროებს, ირონია კი ურთიერთობის კანონს ექვემდებარება, ან - მხატვრულქსოვილში თუ გრამატიკულ კატეგორიებს ჩავრთავთ - სისულელე ვნებით გვარსგანეკუთვნება, ირონია - მოქმედებითს. და როცა მოქმედება ობიექტს ვერ იპოვის, იგივნებით გვარში გადადის. სიცხადისათვის წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ზაფხულისმშვენიერ ღამეს სადმე, მთის ფერდობზე, მხართეძოზე ხართ წამოწოლილი და, სიმშვიდისუზენაეს ნეტარებაში ამოდ ჩაძირული, ვარსკელავებით მოჭედილ ცას შეჰხარით. ამ დროსმთის წვერზე უჩუმრად გადმოდგა ვინმე ველური მშვილდოსანი და შხამიანი ისარიგტყორცნათ. თქვენ არც მოსვლა შეგიმჩნევიათ ველურისა, არც წასვლა, ხმაური არგაგიგონიათ, ისარი არ მოგხვედრიათ და, საერთოდ, ამ იდუმალ თავდასხმას არავითარიკვალი არ დაუტოვია. ახლა ვიკითხოთ: შეიძლება ასეთ თავდასხმას თავდასხმა ეწოდოსამ სიტყვის რეალური და ობიექტური მნიშვნელობით? ცხადია არა. თავდასხმა - ირონია კითავდასხმის ნაირსახეობაა - აუცილებლად გულისხმობს კავშირს. მართალია, ირონიისმთავარი ღირსება მის შეფარულ ხასიათში მდგომარეობს, მაგრამ სწორედ აქ გვმართებსგანსაკუთრებული სიფაქიზე (ამიტომაცაა ნატიფი ირონია ასე იშვიათი): თუ ირონიის ისარსშეფუთვა დავაკელით, ფასი არ ექნება, თუ ზედმეტად შევფუთეთ, ჭრა არ ექნება. ოქროს

  • წესის თანახმად, ისარი უნდა შეიფუთოს მაქსიმალურად, სადაც მაქსიმალურობადამოკიდებულია ობიექტის მგრძნობიარობაზე. ყველაფერი ეს ბიძაჩემმა მშვენივრადიცის და, ირონიის ისარი რომ ეტყორცნა, ეჭვი არაა, მაგრძნობინებდა კიდეც. ასე რომ,ირონია გამოირიცხა. დარჩა სისულელე. ხოლო რაკი ორი სისულელე ერთ პატარადეპეშაში ბიძაჩემისთვისაც კი მეტისმეტია, სხვა რაღა უნდა მეფიქრა გარდა იმისა, რომბუზი, რომელიც სპილოდ მოეჩვენა, ეტყობა, მართლა ხორთუმიანთა რიგის Elephas-თაგვარს მიეკუთვნებოდა! ნუ შეიცხადებთ და ქვებს ნაჩქარევად ნუ დამიშენთ. ვინც ჩვენსყოფა-ცხოვრებას ყურადღებით აკვირდება, შეამჩნევდა, რომ ზოგი სპილო თავიდან ბუზიადა მხოლოდ მერე, მოგვიანებით, რაღაც მანქანებით იქცევა სპილოდ. ბიძაჩემი ამგვარსპილოს ზოგჯერ წინასწარ, ჯერ კიდევ ბუზობის სტადიაში ცნობს. მართალია, ამასნათელხილვას ვერ დავარქმევთ, ვინაიდან თვითონაც არ იცის, როდის მართლა ცნობსდა როდის ქვეყანას ატყუებს, მაგრამ თავად ფაქტს ამით არაფერი აკლდება.რაღა ბევრი გავაგრძელო, ყოველმხრივი და ამომწურავი ანალიზის შედეგადსაბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დეპეშის შეშფოთებულ კილოს რეალური საფუძველიჰქონდა. ჩემი ტურფა სანაკლიო თუ უფსკრულში არა, რაღაც მძიმე განსაცდელში კინამდვილად ჩავარდნილიყო და ახლა ბიძაჩემის პირით საშველად მიხმობდა, ვინაიდანთანამედროვეთა შორის ჩემზე უფრო მართალი, მიუკერძოებელი და მოუსყიდველიმემატიანე სხვა არავინ ეგულებოდა.რა მექნა? შეუძლია შვილს მშობლის განწირულ ძახილს ყური არ ათხოვოს?დამეთანხმებით, ამ რიტორიკულ კითხვაში თავად კითხვის ნიშანიც კი მკრეხელობაა. დამართლაც, ძილის წინ მტკიცედ გადავწყვიტე: დილაზე სანაკლიოში მივემგზავრები!ჩემი დილა - პატიებას ვითხოვ კაცობრიობის შრომისმოყვარე ნაწილის წინაშე -ასტრონომიულსა და, მით უმეტეს, დეკრეტულ დილას არ ემთხვევა (ამასთანდაკავშირებით - და საერთოდაც - იხ. მოთხრობა „ბიძაჩემი იონა“), მაგრამ ამჯერად,ვითარების სირთულის გამო (შესაძლოა, ბიძაჩემის მღელვარებაც გადმომედო),ჩვეულებას ვუღალატე და ვეებერთელა საათი (made in Pensa) რვის ნახევარზე დავაყენე.მაგრამ გამომეღვიძა არა რვის ნახევარზე, არამედ ექვსის ნახევარზე, და გამომაღვიძაარა საათმა, არამედ ტელეფონმა.თვალის გაუხელელად მივხვდი, რომ ჯერ ისევ ბნელოდა. ძილბურანში მდორედ გახსნილცნობიერებას ერთი ხანობა იმედი ჰქონდა, ტელეფონი თავისით გაჩუმდებოდა. მერე, რაკიეს იმედი გაცუდდა, ხელი გინებ-გინებით მოვაფათურე და ყურმილი ავიღე.- ალო...ვიდრე „ა“-ს ჩავათავებდი, ისევ მოვასწარი ძილის მორევში ჩაყვინთვა და „ლო“ უკვეფსკერიდან ამოვიბუყბუყე. აბა მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ განწირულის ეს მეცადინეობაფუჭი იყო, რომ ძილი და მოსვენება დიდი, დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელ ნატვრადმექცეოდა, რომ შეზარხოშებულ ბედისწერას მე საბრალოსთვის ხელი უკვე ყურში წაევლოდა იდუმალ მოვლენათა ეპიცენტრისკენ მიმაწიალებდა!ყურმილში კაცის ხმა გაისმა, მაღალი, წვრილი, რაღაც უნაყოფოდ მკივანა და დეკემბრისქარივით ცივი ხმა, რომელიც დაუბრკოლებლად გადიოდა ყურებში და ყინულოვანისაბერველებით პირდაპირ თავის ქალაში მიბერავდა.- გამარჯობა, ღუტუ, შენი! დათიკო ვარ მე, ეწერელი დათიკო, ხო მიცანი?! - აქ ხმაშეყოვნდა, მაგრამ შეყოვნება ძალზე ხანმოკლე იყო და, სანამ მე მძინარე ენას პირშიმოვატრიალებდი, ისევ ხოშკაკალასავით წამოვიდა, - რატო გირეკავ, თუ იცი: ეწერში როღვთიშობლის ეკლესია გვედგა, ხო გახსოვს?..ამჯერად პაუზა შედარებით მოზრდილი გამოდგა და სიტყვის ჩაგდება მოვასწარი: -რომელი ეკლესია?.. - თან ცნობიერების ქვედა ფენებში ჩემდაუნებურად უცნობ ღუტუსთანიდენტიფიკაციის შესაძლებლობას ვწონიდი.ეწერელი დათიკო ჩემმა რეპლიკამ ცოტა გაანაწყენა: - სასაფლაოს თავზე, შე კაცო, რავა

  • არ გახსოვს!- მერე? - გამოვეპასუხე მექანიკურად და, უნდა გამოვტყდე, დატუქსული შეგირდივითშევკრთი.- გაქრა, კაცო.- რა ქნა?- გაქრა. გევიღვიძეთ გუშღამ დილას, შენ ხარ ჩემი ბატონი, გევიხედეთ და სადაა ეკლესია!აღარაა. აპაა! ახლა, ჩემო ღუტუნა, შენი იმედი გვაქ და, შენ იცი, რავა მალე ჩამოხვალ!- კაცო! - იყვირა მაშინ ჩემი გონების გამოფხიზლებულმა ნაწილმა, - არა...მაგრამ ეწერელმა დათიკომ ყურმილი უკვე დაკიდა. ტუ-ტუ-ტუ!..რეგვენი!რა ოპტიმიზმის პატრონი უნდა იყო, რომ ჩვენებურ ტელეფონს ასე ბრმად ენდო! გაქრა!რას ქვია გაქრა! რა გააქრობს ეკლესიას, მით უმეტეს დღეს, როცა ურწმუნო და მორწმუნეყველა ეკლესიაზეა გადარეული?! ეწერი სადღა ჯანდაბაშია და რომელი საათია?ჩემი ვეებერთელა, მრგვალი საათი მოჭრილი თავივით იდო მაგიდაზე და სიბნელიდანუნდოდ მაკვირდებოდა. შუბლზე პაწაწინა რქა ედგა და ავისმომასწავებლად დაკრეჭილციფერბლატზე ორი შავი, წვეტიანი ეშვი ხრუტუნით შეექცეოდა დროს. ამ სანახაობამშემზარა და მოჭრილ თავს თვალი ავარიდე. მერე ცოტა დავმშვიდდი და ისევ შევხედე.ეშვები ექვსის ნახევარზე ისხდნენ.შეიძლება დილის ექვსის ნახევარზე ადამიანი ნორმალური იყო?გადავწყვიტე ძილი განმეგრძო და თვალები დავხუჭე. იმავ წამს აღმოვაჩინე, რომ გარეთჩიტები თავდავიწყებით წიოკობდნენ.სამყაროული ჰარმონია.ნეტა ყოველ დილით ასეთი გნიასი უდგათ თუ დღეს საგანგებო რამ საკითხის გამოშეიყარნენ, რომელიც უეჭველად გამთენიის ხანს უნდა გადაიჭრას და უეჭველად ჩემიფანჯრის წინ, თორემ სამარადჟამოდ გადაუჭრელი დარჩება?უნაყოფოდ და, არსებითად, უმისამართოდ გაბრაზებულმა საბანი თავზე წავიფარე.მაგრამ საბანმა ხმაური ვერ ჩაახშო. გაწიწმატებული ჩიტები - ჩვენში ჩიტიც, ბუნებრივია,ჩვენებური უნდა იყოს - ერთმანეთს არ აცლიდნენ და ყველა ერთად ჭყიოდა.რაღას ვიზამდი! შევუკურთხე ეწერს, შევუკურთხე, ზოგადად, ადამიანის სააღმომჩენებლოგენიას და, კერძოდ, ტელეფონის გამომგონებელს, რომლის ვინაობა არ ვიცოდი,შევუკურთხე (უფრო შეღავათიანად) კავშირგაბმულობის სამინისტროს და ლოგინშიწამოვჯექი.ძვლებში ტყვიასავით მესხა ძილი და ტვინზე სქელი ბურუსი მერტყა.ეგებ მართლა ღუტუ ვარ და აქამდე არ მიმხელდნენ?.. დილის ექვსის ნახევარზე ყველაწესიერ კაცს სძინავს. ვითომ? ეგებ ყველა წესიერ კაცს კი სძინავს, მაგრამ ყველაზე წესიერკაცს არ სძინავს... მაგალითად, სანაკლიოში მამაჩემი ალბათ უკვე წვერს იპარსავს დაიდეოლოგიურ სილოგიზმებს სარკეში რაღაც ჩემთვის გაუგებარი ნიშნის მიხედვითახარისხებს. მკაცრი და მიუდგომელი ლოგიკა იმას როგორ დაუშვებს, ეკლესია გაქრეს,და, რომც გაქრეს, ისე როგორ იქნება, ეს ამბავი ეწერელი დათიკოს სალაპარაკო შეიქნას!ან კი რა არის „გაქრობა“? ეს სიტყვა ხომ - ისევე, როგორც ყველა სხვა სიტყვა - უფორმოდა ბუნდოვანია და კაცმა არ იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს! ან ღუტუ ვითომ ისეთი რასულიერია, გამქრალი ეკლესია ხელახლა გააჩინოს, და თუ მართლა ასეთისასწაულმოქმედია, მაშ, ღუტუ რატომღა ჰქვია? კითხვები, კითხვები, კითხვები. და ყველამათგანი უპასუხო.

  • აქ ბიძაჩემის დეპეშა გამახსენდა და საბოლოოდ გამოვფხიზლდი. ჩიტების ხმა აღარისმოდა. გამიკვირდა. საწოლიდან გადმოვედი და ფანჯარას მივადექი. გარეთსამარისებური სიჩუმე იდგა. მაშასადამე, შეასრულეს თავიანთი მავნე მისია დაგაფრინდნენ. ეს ამბავი ცუდად მენიშნა. სამზარეულოში გავედი და გაზზე წყალი შემოვდგი.მამაჩემმა, ვინ იცის, უკვე მოათავა ჩაის სმა.ხელ-პირს რომ ვიბანდი, ერთი უგვანი აზრი ამეკვიატა: იქნებ სიცოცხლისათვის ყველაზემოხერხებული დრო განთიადია-მეთქი. ეს აზრი დიდხანს ფარისევლურად მიღიტინებდაგონებაში, როგორც რომანტიკული ოდის ურცხვი იმპულსი, და მხოლოდ ნასაუზმევს, რისვაი-ვაგლახით, მოვიშორე. მერე ტანთ ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე.ადრე ამდგომსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი. რატომ ვერ დაეწევა, არავინ იცის დააი კიდევ ერთი უპასუხო კითხვა.განთიადი, ალიონი, რიბირაბო, რიჟრაჟი, აისი, უთენია, სისხამდილა, ცისკარი, დაფიონი,დილაადრიანი, გამთენიის ხანი, მამლის ყივილის დრო, მზის ამოწვერის ჟამი...ის იყო, გასვლას ვაპირებდი და უკანასკნელად მიმოვიხედე, ისეთი ხომ არაფერი მრჩება,რაზედაც ბიძაჩემის მითითება არ ვრცელდება-მეთქი, რომ გონებაში კვლავ ამოტივტივდაეწერელი დათიკო. მაშინ სპორტული ჩანთა, რომელშიაც წვრილმანი და აუცილებელიხარახურა მეყარა, ძირს დავაგდე და წიგნების კარადიდან ქართული ენციკლოპედიისმეოთხე ტომი გადმოვიღე.ასეც ვიცოდი! და ყველამ, ვისაც ახალგათენებულზე დაგირეკავენ და შემოგჩივლებენ,ეწერში ეკლესია გაქრაო, იცოდეთ: საქართველოში ათი ოფიციალური ეწერია, ხოლოდათიკო, რომელიც დაწმუნებულია, სოფლის დავალება პირნათლად შეასრულა დაგრძნეული ღუტუ სანტექნიკოსივით გამოიძახა, ათგზის ვირია. ასეთი იყო ჩემი საბოლოოდასკვნა, როცა ენციკლოპედიის მეოთხე ტომი მაგიდაზე მოვისროლე და ახლა მეცხრეავიღე, რათა ბარემ იმ პატიოსანი კაცის სახელიც დამედგინა, ვისაც ცოტა ხნის წინსახელდების გარეშე შევუკურთხე, მაგრამ ქართული ენციკლოპედია - ესეც იცოდეთ - ასო„ტ“ -ზე ტელეფონის გამომგონებლის სახელს არ იუწყება (რატომ?).კაცს რომ გაჭირვების დროს მშობლიური ენციკლოპედიაც დაგაღალატებს, რაგასაკვირია გუნება საბოლოოდ მოგეშხამოს?!ეს არც გამკვირვებია. ის გამიკვირდა, რომ, როგორც კი გავედი და კარი გავიხურე,მოულოდნელად უცხო რამ ნაღველი შემომაწვა. მელანქოლიის შავი, მკვრივი და ბლანტიკუპრი სქელ გარსად შემომეჭდო, პედანტურად მომაწვა ყოველი მხრიდან და გაგუდვადამიწყო. გამგუდავდა კიდეც და საამისოდ დიდი დრო არ დასჭირდებოდა. მაგრამ ჩემდაბედად სადარბაზოდან გამოსულმა სიხარულით აღმოვაჩინე, რომ ჩემი „ნივა“ არც წუხელმოეპარა ვინმეს.ამან გულიდან ზედმეტი ჯანღი გადამყარა. თუმცა კალაპოტიდან მაინც ამოვარდნილივიყავი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უცხო პლანეტაზე მოხვედრილი კაცი, რაც - თუსივრცეს დროით შევცვლით - ამ უთენია სავსებით რეალური შედარება ჩანდა.დამაფიქრებელი ნიშნები გრძელდება. გონიერი არსებანი ქალაქში. სავარაუდო დოცენტი.ირგვლივ ჯერ კიდევ ბინდი იდგა. ცა ნაცრისფრად ემხო მიწაზე და ქვეყნად - ყოველშემთხვევაში, სადამდეც თვალი წვდებოდა - კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გრილოდა დანესტიანი სიგრილე გამოუძინებელ სხეულში უსიამო ჟრჟოლად მივლიდა.ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ დავძარი თუ არა მანქანა, მომეჩვენა, თითქოს ეს ქალაქი,რომელსაც ჩემს გულში სიყვარულის სკალაზე მეორე ადგილი უჭირავს, პომპეუსი იყო დამის ბინადართ დიდი ხანია ვეზუვის სქელი ლავის ქვეშ მარადიული ძილით ეძინათ. მე კითავზარდაცემული გავრბოდი. გავრბოდი უკანმოუხედავად. გავრბოდი და ვცდილობდი,რაც შეიძლება მალე გავცლოდი აქაურობას, ვინაიდან ამდენი სიკვდილის გვერდით ჩემისიცოცხლე როგორღაც უადგილო და უხერხული ჩანდა.

  • ყოველივე ეს, რასაკვირველია, მტკნარი სისულელე იყო და, თუკი რეალურად რამესნიშნავდა, ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ სუბიექტური იდეალიზმის მყიფე მოდელზეაღმოცენებულ ქვეყნიერებას ძილ-ღვიძილის ნისლი ჯერაც არ გადაეყარა. სინამდვილეში,ჩემი თანამემამულეები - ეჭვი არაა, ცოცხლები და საღ-სალამათები - საბნების ქვეშიმყოფებოდნენ და არა ლავის ქვეშ. არც მე გავრბოდი. მე, თუ მაინცდამაინც, მივრბოდი,მივრბოდი ბენზინის საყიდლად, ვინაიდან ვიცოდი, რომ მთელ ტრასას, ამ თავიდან იმთავამდე, წითელ ზოლად გასდევდა სიტყვა „დეფიციტი“, რომელიც ისე შეეფარდებასიტყვა „კრიზისს“, როგორც აგური კედელს, და თუ ეს წითელი ზოლი უდროო დროს დაუალაგო ალაგას რეალურ შინაარსად გამჟღავნდა, ადვილი შესაძლებელია, სანაკლიოშიმიმავალი მგზავრი სადმე შუა გზაში ჩარჩე და დანიშნულების ადგილას ვეღარასოდესმიაღწიო.თუმცა ჩემი სნეული ხილვის გასამართლებლად ერთი კი უნდა ვთქვა: ქუჩები ნამდვილადუკაცრიელი იყო. არსად არაფერი მოძრაობდა - არც ადამიანი, არც მანქანა, არც ნიავი.შუქნიშნებიც კი, გუშინ რომ სამფეროვან თვალებს მაცდურად აჟუჟუნებდნენ, ახლა ბრმაჯაშუშებივით აბსურდულად გადმოყუდებულიყვნენ მაღალ-მაღალი ბოძებიდან დაყვავების ფანტასტიკურ ფიტულებს გვანდნენ. ხოლო რაკი ჩემს გარდა ქვეყნად არავინმოძრაობდა, ჩემი მოძრაობა იდუმალი და საშიში ჩანდა.მაგრამ ყველაფერი, რაც იწყება, თავდება კიდეც (ბანალური ფრაზა კარგია არა იმდენადიმის გამო, რომ სწორია, რამდენადაც იმის გამო, რომ კოლექტიური ცნობიერებისნაყოფია). და მართლაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს რომ გავცდი და მოედანსმივუახლოვდი - პატარა მოედანს, რომლისთვისაც იმ დროს ჯერ კიდევ არ გადაგვერქვასახელი - სიცოცხლის ნიშანი გამოჩნდა.კაცმა რომ თქვას, ეს ნიშანზე მეტი იყო: მოედნის ქვედა კიდეში, ერთ-ერთი ქუჩისშესაყართან, ავტობუსი იდგა და ირგვლივ რამდენიმე კაცი ფუსფუსებდა.„თუ გონიერი არსებებია, იქნებ კონტაქტის დამყარებაც მოხერხდეს“, - გამიელვასულელურმა აზრმა სადღაც ცნობიერების გადაღმა, ბნელსა და უღრან ტყეში.საბედნიეროდ, ცნობიერება ამ დროს უკვე ენერგიულად იფართოებდა საზღვრებს და,უღრანი ტყე რომ ახოდ იქცა და შიგ სინათლის სხივმა შეაღწია, მე ჯერ ადამიანისდანახვით გამოწვეული ბუნებრივი შვება დამეუფლა, მერე კი, როცა ავტობუსში მკაცრადაბურდული კაბელი და ნაირ-ნაირი აპარატურა შევნიშნე, საბოლოოდ შევიგრძენიმშობლიური პლანეტის მაჯისცემა და შვება სიხარულად მექცა.თავიდან კინოსტუდია მეგონა და, რაკი ადრიანი დილაც იყო, ვიფიქრე, ალბათ რაღაცთანამედროვე დუელს იღებენ, ვთქვათ, რომელიმე რაიკომის სანთელ-საკმეველსა დარეგიონული მაფიის ნათელ-მირონს შორის-მეთქი, მაგრამ მალე ავტობუსის მინაზეწარწერა გავარჩიე. ტელევიზია ყოფილა და არა კინოსტუდია.ტელევიზია სხვაა. ტელევიზია, როგორც წესი, ქუჩაში საზოგადოებრივ აზრს აგროვებს, ანმოგროვებულს ანოყიერებს.მართლაც, ავტობუსის გვერდით მიკროფონით ხელში იდგა კომენტატორი და ფხიზლადუდარაჯებდა გამვლელებს, რომელთაც ათიოდე მეტრის მოშორებით, აფთიაქთანმოეყარათ თავი და რეჟისორის თანაშემწის ნიშანზე თითო-თითოდ მოდიოდნენ.ავტობუსს იმ დროს გავუსწორდი, როცა კომენტატორს მორიგი გამვლელიუახლოვდებოდა. ორმოცდახუთიოდე წლის კაცი იყო, თმაშევერცხლილი, ტანსრული და,ყველა ნიშნის მიხედვით, ჯანმრთელი. მრგვალი, ღაჟღაჟა სახე ჰქონდა ოდნავ ბრიყვულიიერით და ხელში დიდი, ყვითელი პორტფელი ეჭირა. ასე, დოცენტი იქნებოდა. დოცენტიზედმეტად ლაღად მოდიოდა და პორტფელსაც ისეთი გამომწვევი დაუდევრობითმოიქნევდა, ბრმაც კი მიხვდებოდა, როგორ უფანცქალებდა გული კომენტატორთანშეხვედრის მოლოდინში.ავტობუსს რომ ჩავუარე, მოედანს რომ გავცდი და ფართო ქუჩას რომ დავუყევი, რომლისბოლოშიაც ბენზინის სადგურია, მივხვდი, რომ შეცდომა ჩამიდენია: მერე რა, რომ მთლადგონიერი არსებანი არ იყვნენ! მაინც უნდა გავჩერებულიყავი, ყური უნდა მიმეგდო, უნდა

  • გამეგო, რამ ააფორიაქა ასე ადრიანად ჩვენი ტაქიკარდიული ტელევიზია, რა პათეტიკისადა მაღალფარდოვნების სუნი ეცა ამ უთენია; უნდა გამეგო და სანაკლიოში ისეთიცინცხალი ამბავი წამეღო, რომელსაც დედაქალაქი, საფიქრებელია, საღამომდე ვერშეიტყობდა.ამ აზრმა, რაკი ერთი ამიტაცა, აღარ მომასვენა და მცირე ყოყმანის შემდეგ მანქანა უკანვემივატრიალე.მთელ ამ პროცედურას ხუთ წუთზე მეტი არ დასჭირვებია. ხოლო თუ იმ ათ-თორმეტგამვლელსაც გაიხსენებთ, რომლებიც თავიანთი რიგის მოლოდინში ისე ტოკავდნენ,როგორც სტარტზე გამოსული ბედაურები, ალბათ გასაგები იქნება, რატომ მიყო გულმარეჩხი, როცა მოედანზე მიბრუნებულს იქ დუმილი და სიცარიელე შემომეგება. აღარცავტობუსი, აღარც კომენტატორი, აღარც რეჟისორი, აღარც დამხმარე პერსონალი,აღარც მგზავრები. მხოლოდ უკაცრიელი, ჭუჭყიანი მოედანი. ავტოინსპექტორი რაა,ავტოინსპექტორიც კი რამდენიმე კილომეტრის რადიუსში, ეტყობა, არსად ჭაჭანებდა,რაკი ჩემი მუხრუჭების მძლავრ ღრჭიალს მათი მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე იმ იმედით, რომ რამე შეიცვლებოდა,მაგრამ ამაოდ. ირგვლივ სამარისებური დუმილი იდგა, თითქოს ამქვეყნად სიკვდილისმეტი ცოცხალი აღარავინ დარჩენილიყო.დიდხანს გაგრძელდა ეს ცივი გარინდება თუ ცოტა ხანს, ბოლოს ერთმა „ზაპოროჟეცმა“გამომაფხიზლა. ფერად ლურჯი „ზაპოროჟეცი“ - ძველისძველი მოდელი, კოშმარულსიზმარში ნანახ გრანდიოზულ ხოჭოს რომ ჰგავს, ისეთი - ლურჯად ამოცუხცუხდა ქვედაქუჩიდან, მოედანი სწრაფად გადაირბინა და გაქრა. საჭეს ქალი უჯდა. და თუმცა შავი თმისგარდა მკაფიოდ სხვა არაფერი დამინახავს, მყისვე ვიცანი. ეგებ ახლა ეს მთლადდამაჯერებლად არ ჟღერს, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, „ახლასა“ და „მაშინს“ ბევრიარაფერი აქვთ საერთო. მაშინ კი დღესავით ნათელი იყო, რომ საჭესთან კლეოპატრაიჯდა, ეგვიპტის ცბიერი და მუსუსი დედოფალი.ხოლო მთავარი შეუსაბამობა, რაც მთელს ამ მრუდე დილას შანთივით ჰქონდა გაყრილი,იმაში მდგომარეობდა, რომ მე ჩემი არსებით, წარმოშობით, აღზრდით, განათლებით,სულიერი წყობით, ბიძაჩემის ლოცვა-კურთხევით, ბუნებით, გამოცდილებით,მსოფლმხედველობით, ერთი სიტყვით, ყველა ნაკლითა და ყველა ნაკლულოვანებით,ფხიზელი რეალისტი ვარ.„იქნებ „უფსკრული“ გაცილებით უფრო ღრმა ცნებაა, ვიდრე მე მგონია! იქნებ ეწერელიდათიკო ზეგარდმო ძალის შიკრიკია! იქნებ სამყაროს საფუძვლები მოერყა!“, - გავიფიქრემე და ჩემი ანგარიშით ეს იყო უკანასკნელი სერიოზული სისულელე, რაც იმ დილითგავიფიქრე.ამასობაში „ზაპოროჟეცის“ თუხთუხი მიწყდა, ლოდის სიმძიმემ გულის პიკი გადაიარა დათავქვე დაეშვა, ბურუსი ნელ-ნელა გაირღვა და აჰა, ჯანსაღი ლოგიკა, ჩემი ერთგული დასაიმედო ამხანაგი - მზის სხივივით სწორი, მზის სხივივით ბასრი და მზის სხივივით ელვარე- გახარებული წკმუტუნით დამიბრუნდა, როგორც დიდი ქალაქის ორომტრიალშიდაკარგული ლეკვი.კლასიკური ფიზიკის კანონები (მასის შენახვის კანონი, ნიუტონის მეორე კანონი და სხვ.),რომელთაც თავიანთი სიმართლე საქმით დაამტკიცეს, ზოგი პირდაპირ და ზოგიმოიარებით გვასწავლის, რომ ნივთიერება არ შეიძლება გაქრეს. შეიძლება ერთი სახისნივთიერება მეორე სახის ნივთიერებად გადაიქცეს, მაგრამ არ შეიძლება უკვალოდგაქრეს. აქედან გამომდინარე, ეწერელი დათიკოს აკუსტიკური გამოცხადება ანავადმყოფური ბოდვა იყო, ან მეტაფორული მეტყველება. თუ ავადმყოფური ბოდვა იყო,საღი განსჯის საგანი ვერ იქნებოდა, თუ მეტაფორული მეტყველება იყო, ეს მეტყველებაუნდა გაშიფრულიყო და ლოგიკის ენაზე თარგმნილიყო. მაგალითად, ასე: „რაკი ეკლესიაარ შეიძლება გაქრეს, როგორც ნივთიერება, უნდა განვიხილოთ მისი, როგორც იდეის,გაქრობის შესაძლებლობა, და უარყოფითი პასუხი გავცეთ, ვინაიდან იდეა შეიძლებაგაქრეს (თუკი შეიძლება გაქრეს) მთლიანად და არა ნაჭერ-ნაჭერ, ხოლო რაკი ეკლესიისმთლიანი იდეა ჯერ არ გამქრალა, მაშასადამე, ვერც ეწერის ეკლესიის კონკრეტული იდეა

  • გაქრებოდა. მაშ, რა გაქრა?..“აქ მსჯელობა გავწყვიტე. გავწყვიტე შეგნებულად. იმიტომ რომ ამ წუთას მე მაინტერესებდაარა იმდენად ეწერელი დათიკოს საქციელის (უსაქციელობის) ახსნა, რამდენადაცსაკუთარი აზროვნების შემოწმება. წარმატება აშკარა იყო. გონებაში ნელ-ნელამყარდებოდა წესრიგი. ქაოსი იდევნებოდა და მის ადგილს მიზეზ-შედეგის მწყობრი ჯაჭვიიჭერდა. ფსიქიკის დარღვეული ერთიანობა თითქმის მთლიანად აღდგა და, თუ აქამდეთავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გუნებანაქცევი ღმერთის დაეჭვებულ თვალში ორადვჩანდი, ახლა უფლის ღვთაებრივი ფოკუსი გასწორდა და ჩვენ - მე და მე - კვლავშევერთდით.მანქანა დაუყოვნებლივ დავქოქე და გზას გავუდექი. რაკი ლოგიკის ფოსფორული ღერძიერთი მოვიხელთე, უკვე აღარაფრის მეშინოდა, მით უმეტეს, რომ ბენზინის რიგშისაკმარისი დრო მექნებოდა, რათა კარგად დამესვენა, შემორჩენილი ნისლიცგადამეწმინდა და საბოლოოდ გადმოვბარგებულიყავი რეალიზმის მყარ რელსებზე.ყველაფერი იმაზე უკეთ აგიხდეთ, ვიდრე მოელით! ყოველ შემთხვევაში, მე იმაზე დიდხანსმომიწია რიგში დგომამ, ვიდრე მოველოდი. თავიდან კარგად მივიწევდით მიზნისაკენ -ზომიერი სიჩქარით და თანაბარი პაუზებით, მაგრამ იმ დროს, როცა ჩემს წინ სულ ოთხიმანქანაღა დარჩა, გაუთვალისწინებელმა გარემოებამ ცოტა შეგვაფერხა: ორი ჯეელი,რომლებიც ერთდროულად მოგვადგნენ წინიდან, რათა ურიგოდ აეღოთ ბენზინი, ვერშეთანხმდნენ, ჯერ რომელს აეღო და მერე რომელს, და ამ ნიადაგზე შეიბნენ. თვალებიდააბრიალეს, მკლავები დაიკაპიწეს და მუშტები ერთმანეთს დააყარეს. არ ხმაურობდნენ,არ იგინებოდნენ, ენერგიას ფუჭად არ ხარჯავდნენ. ეს იყო მხოლოდ, შიგადაშიგხმადაბლა ქშინავდნენ. რიგი შეჩერდა. მოუთმენლობის ნიშანი არავისგამოგვიმჟღავნებია. ვისხედით მანქანებში და წყნარად ველოდით ორთაბრძოლისდასრულებას. ვინც უფრო ფრთხილი ან მფრთხალი იყო, კარის მინაც ასწია. შორიდანმთელი ეს სანახაობა ალბათ ძალიან ჰგავდა „Drive-in cinema“ -ს (უფრო „Drive-in theatre“-ს, თუკი ასეთი რამეც არსებობს). ბენზინის სადგურის მეთვალყურე, რომელიც სალაროსგვერდით დიდ ტაბურეტზე იჯდა ამომავალი მზის სხივებში ანგელოზივით გახვეული,ჩვენთან ერთად - ოღონდ ნაკლები ინტერესით - ადევნებდა თვალს შერკინებას. ბრძოლაგაგრძელდა. გამარჯვების სასწორი ხან ერთ მხარეს იხრებოდა, ხან მეორე მხარეს.ძალები იმდენად თანაბარი იყო, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომელს დარჩებოდაპირველობა. ბოლოს და ბოლოს მოწინააღმდეგეებს მობეზრდათ ეს გაჭიანურებულიორთაბრძოლა და დანები დააძრეს. მაშინ მეთვალყურე უხალისოდ წამოიზლაზნა,შარვლის ტოტები ჩამოიბერტყა, გვერდზე უკმაყოფილოდ გადააპურჭყა და სცენისაკენგაემართა, მაგრამ დააგვიანდა: ვიდრე ის დანიშნულების ადგილს მიაღწევდა, ერთმაჯეელმა იმარჯვა და მეორე ჯეელს დანა დაჰკრა. დაკრულმა დაიბღავლა. ბღავილზე -თითქოს ეს დათქმული ნიშანი ყოფილიყოს - ბრძოლა შეწყვიტეს და წამსვე ორივე თავ-თავის მანქანას ეცა. დამკვრელი - გასაქცევად, დაკრული - გამოსაკიდებლად. სიუჟეტმაკულმინაციას მიაღწია. უპირატესობა ახლა დამკვრელის მხარეს იყო, მაგრამ, ჩვენდაგასაკვირად, დაკრულმა მოასწრო და, ვიდრე ოპონენტი სადგურის ვიწრობს გასცდებოდა,ღმუილით დაეტაკა. დაეტაკა და წავიდა. დამკვრელი (უკვე თავადაც დაკრული)მეთვალყურის დახმარებით როგორც იქნა მოსულიერდა, გვერდშელეწილი მანქანაგაჭირვებით დაქოქა და ისიც წავიდა. ბენზინი ჩვენ დაგვრჩა.რაკი ინციდენტი ამოიწურა, რიგი მრისხანედ ახმაურდა და აგუგუნდა, რათა გულშიდალექილი მღვრიე გრძნობა, რომელიც შიშისა და შეურაცხყოფის ნარევსწარმოადგენდა, შეძლებისდაგვარად ამოეწმინდა. მაგალითად, ჩემს უკან მდგომიმანქანიდან მძღოლი გადმოვიდა, ჩემს მანქანას მოადგა, დაიხარა, სარკმელსჩამოეყრდნო და მოციმციმე იმედით მკითხა: - თქვენ ისტორიკოსი ხომ არა ხართ? - დაროცა გაკვირვებით მივუგე, არა-მეთქი, მისი მოციმციმე იმედი ახდენილი ვარაუდისკმაყოფილებაში გაიხსნა. მერე ასე კმაყოფილმა განაგრძო, - მაშ, შესაძლოა, არ იცით,რომ ეს ტერიტორია - ეს ბენზინის სადგურიც, ის ორივე მიმდებარე ქუჩაც და აგერ, ისდასახლებაც, - ოდესღაც მანდ კოპიტის ტყე ყოფილა - წმინდა ადგილია, - აქ წამითშეჩერდა, ნერწყვი გადაყლაპა და მეც საშუალება მომცა გამეაზრებინა, რომ მისიეფემერული დიალექტური ნიუანსების მიხედვით მხოლოდ ძალზე მახვილი ყური თუ

  • მიხვდებოდა, რომელი კუთხის შვილი იყო. სული რომ მოითქვა, განაგრძო, - მეთექვსმეტესაუკუნის ბოლოს, უფრო ზუსტად, ჩპფთ წელსა - ასე აღნიშნავდნენ ჩვენი ძველებირიცხვით მონაცემებს და კარგი იქნება თუ ამ ეროვნულ ტრადიციას ისევ მივუბრუნდებით -ძალგულოვანმა ქართველებმა აქ მამაცთა მცირე გუნდით სისხლისმღვრელ ბრძოლაშიძლიერი და რიცხვმრავალი მტერი აოტეს. დიახ! ახლა კი ნახეთ, როგორ წავხდით,როგორ დავკნინდით! - აქ ერთხელაც გადაყლაპა ნერწყვი და ტირადა მოულოდნელიდასკვნით დაასრულა, - სხვათა შორის, მანქანა რომ სისხლით მუშაობდეს და არაბენზინით, ამდენი სისხლი უქმად არ დაიღვრებოდა!ამ სიტყვებით უკანვე მიტრიალდა.მე თვალი გავაყოლე და მისი მსხვილი, მოთიმთიმე დუნდულების მკვეთრ მოძრაობაზეერთბაშად მივხვდი, თუ რატომ მქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთი შეგრძნება,თითქოს საიდანღაც მეცნობოდა: იმ მოპროვინციალო დოცენტს ჰგავდა, მოედანზე რომვნახე! ერთი შეხედვით დუნდულები ამ ვარაუდის დასტურად თითქოსდა ვერგამოდგებოდა - მოედანზე ხომ ზურგიდან არ დამინახავს, მხოლოდ წინიდან დავინახე -მაგრამ რაღაც ირაციონალური ხმა მარწმუნებდა, რომ ის სახე და ეს დუნდულებიერთიმეორის შემავსებელი ნაწილები იყო, ასე ვთქვათ, გლობუსის ორი ნახევარსფერო.ბენზინს რომ ვასხამდი, ამ ირაციონალური ვარაუდის შესამოწმებლად თვალი მისიმანქანი�